You are on page 1of 9

თემა 1. კურორტების განვითარების ისტორია მსოფლიოსა და საქართველოში.

კურორტისა
და საკურორტო ადგილის განმარტება და დაყოფა, ბუნებრივი სამკურნალო რესურსების
დაყოფა ხასიათის მიხედვით და საკურორტო ობიექტების სპეციალიზაცია.
სამკურნალო ტურიზმის ძირითადი მიზანია ადამიანის მკურნალობა და
რეაბილიტაცია, ხოლო მეორეს მხრივ, სულიერი და ფიზიკური ძალების აღდგენა ბუნებრივ
გარემოში დასვენების დროს, ბუნებასთან ურთიერთობის კულტურის ამაღლება, ბუნებრივ
გარემოში ქცევის ეთიკური ნორმების გამომუშავება და ამ მიმართულებით პირადი
პასუხისმგებლობის გაზრდა.
საკურორტო-რეკრეაციული ტურიზმის განვითარება ზრდის შემოსავლებს, რაც
მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებისათვის, რაც, თავის მხრივ, ქმნის
საკურორტო-რეკრეაციული ტურიზმის შემდგომი განვითარების სტრატეგიების
ფორმირებისა და რეალიზაციის შესაძლებლობას.
კურორტი (გერმ. Kurort სიტყვასიტყვით — სამკურნალო ადგილი) — ადგილი,
რომელსაც აქვს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები და აუცილებელი პირობები მათი
სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით გამოსაყენებლად. კურორტის ტერიტორიაზე
სამკურნალო დაწესებულებების ძირითადი ტიპია სანატორიუმი: არის სხვა
დაწესებულებებიც — პანსიონატი, დასასვენებელი სახლი, წყალსამკურნალო, საკურორტო
პოლიკლინიკა, სამედიცინო პლაჟი და სხვა. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები —
მინერალური წყალი, ჰაერი, სამკურნალო ტალახი და სხვა უძველესი დროიდანაა ცნობილი.
ჰიპოკრატე მათ ფართოდ იყენებდა სხვადასხვა ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ.
XX საუკუნემდე შემორჩა შავ ზღვაზე ძველი რომაელების მიერ აშენებული თერმები და
სხვა ბალნეოლოგიური ნაგებობანი.
შუა საუკუნებში ევროპის ზოგიერთმა კურორტმა დღემდე შიენარჩუნა მნიშვნელობა,
რომელთა შორისაა აახენი, ვისბადენი, ბადენ-ბადენი, კარლოვი-ვარი, ბეილე-ერკულანე და
სხვა. კურორტის პროფილს განსაზღვრავს წამყვანი ბუნებრივი ფაქტორი.
განარჩევენ კურორტის 3 ძირითად ჯგუფს: კლიმატურს, ბალნეოლოგიურსა და
ტალახით სამკურნალოს. კლიმატური კლიმატი თავის მხრივ შეიძლება იყოს მთის, ზღვის
სანაპირო, ტყისა და ველის, ხოლო ბალნეოლოგიური კურორტი მინერალური წყლის
გამოყენების მიხედვით — სასმელი წყლისა და აბაზანებით სამკურნალო.
თუ კურორტზე ერთდროულად არსებობს რამდენიმე ბუნებრივი სამკურნალო
ფაქტორი, ის შერეული პროფილისაა — კლიმატურ-ბალნეოლოგიური, ბალნეოლოგიურ-
ტალახის, კლიმატურ-ტალახის, კლიმატურ-ბალნეოლოგიურ-ტალახისა და სხვა.
ერთმანეთთან ალხომდებარე კურორტები, საკურორტო დაბები და სამკურნალო ადგილები
საკურორტო რაიონებისა და კურორტების ჯგუფების სახელითაა გაერთიანებული,
მაგალითად, თბილისის კურორტების ჯგუფი და სხვა.
საქართველოს საკურორტო-კლიმატური ზონები. საქართველოს კლიმატური
კურორტების სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ფუნქცია და კურორტოლოგიური პროფილი.
მოქმედი და ამორტიზებული ცენტრების ანალიზი.
კურორტი ეწოდება ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებით (მინერალური წყალი,
ტალახი, განსაკუთრებული კლიმატი) მდიდარ ადგილს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი
ინფრასტრუქტურა დასვენებისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნებისთვის
აღნიშნული ფაქტორების გამოსაყენებლად.
საკურორტო ადგილი ეწოდება ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებით (მინერალური
წყალი, ტალახი, განსაკუთრებული კლიმატი) მდიდარ ადგილს, რომელსაც არა აქვს
შესაბამისი ინფრასტრუქტურა დასვენებისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური
მიზნებისთვის აღნიშნული ფაქტორების გამოსაყენებლად.
სამკურნალო ფაქტორები განაპირობებენ კურორტებისა და საკურორტო ადგილების
არსებულ ან მომავალ პროფილს.
ძირითადი საკურორტო ფაქტორების გათვალისწინებით განასხვავებენ კურორტებისა
და საკურორტო ადგილების სამ ძირითად ტიპს: ბალნეოლოგიურს, კლიმატურსა და
პელოიდოთერაპიულს (ტალახით მკურნალობა). ერთსა და იმავე
კურორტზე და საკურორტო ადგილზე ხშირად არსებობს რამდენიმე სამკურნალო
ფაქტორი, ამიტომ კურორტებისა და საკურორტო ადგილების ძირითადი ტიპები შეიძლება
დაიყოს ქვეტიპებად.
ქვეტიპის სახელწოდებაში მითითებული უნდა იყოს ყველა ის სამკურნალო ფაქტორი,
რომელიც არსებობს მოცემულ კურორტზე ან საკურორტო ადგილზე. სახელწოდებაში
თავდაპირველად აღინიშნება ამ კურორტის ან საკურორტო ადგილის ძირითადი
სამკურნალო ფიზიკური ფაქტორი. მაგალითად, «ბალნეო-კლიმატური კურორტი»
გულისხმობს, რომ ამ კურორტზე ძირითადი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყალი
(ბალნეოლოგიური ფაქტორი), ხოლო ნაკლებად მოქმედია ჰავა, რომელიც პაციენტზე
მოქმედებს პასიური კლიმატოთერაპიის სახით (დასვენება აივანზე, ძილი ღია ფანჯრების
პირობებში).
 საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტები და საკურორტო ადგილები;
 საქართველოს კლიმატური კურორტები და საკურორტო ადგილები;
 საქართველოს მთის კლიმატური კურორტები და საკურორტო ადგილები;
 საქართველოს ზღვისპირა კლიმატური კურორტები და საკურორტო
ადგილები;
 საქართველოს ბალნეო-კლიმატური კურორტები და საკურორტო ადგილები;
 საქართველოს კლიმატო-ბალნეოლოგიური კურორტები და საკურორტო
ადგილები;
 საქართველოს პელოიდური (სამკურნალო ტალახის მქონე) კურორტები და
საკურორტო ადგილები;
 საქართველოს კლიმატო-ბალნეო-პელოიდური კურორტები;

კურორტების განვითარების ისტორია


ცხელ ორთქლს, მინერალურ და თერმულ წყლებს მკურნალობის მიზნით ფართოდ
გამოიყენებდნენ რომაელები. Aquae Sulis (დღეს: Bath), Aquae Arnementiae (დღეს: Buxton),
Aquae Granni (დღეს: Aachen), Aquae Mattiacorum (დღეს: Wiesbaden), Aquae (დღეს: Baden-
Baden), Aquae Helveticae (დღეს: Baden AG), Aquae Cutiliae (Terme di Cotilia).
არსებობს მრავალი სახის ორთქლის აბანოები, მაგალითად, ჩრდილოამერიკელი
ინდიელების „ინიპი“, რუსული „ბანია“, თურქული „ჰამამი“ და იაპონური „მუშიბურო“.
ძველ რომშიც არსებობდა აბანოები, ანუ თერმები, რომლებშიც შედიოდა როგორც
ცხელი ჰაერით გაჟღენთილი ოთახები, ისე ორთქლის აბანოები. არქეოლოგიური გათხრების
დროს რომში აღმოჩენილ თერმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მდიდრული
კარაკალას თერმებია. ეს თერმები 11 ჰექტარზე იყო განლაგებული. მასში 1 600 მობანავე
დაეტეოდა.
გვიანანტიკურ საქართველოში აბანოთი უკვე სარგებლობდნენ, რომელიც
დაგეგმარებისა და შიდა ინტერიერის მიხედვით რომაული ტიპის იყო. ამ პერიოდის
აბანოები, შესაძლებელია, მხოლოდ საზოგადოების მაღალი ფენისთვის ყოფილიყო
განკუთვნილი, რამდენადაც, ისინი დიდებულთა სასახლეების ერთ-ერთ შემადგენელ
ნაწილად გვევლინებიან.
XVII-XVIII სს-ში ცხელ წყლებზე გამართულ აბანოებს თბილისში მთელი უბანი ეჭირა,
ამის გამო ამ ადგილს „აბანოების უბანი“ ეწოდა.
არმაზისხევის აბანო — II-III საუკუნეების აბანო არმაზისხევში (მცხეთა), ერისთავთა
სამყოფელ-განსასვენებლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. გაითხარა 1937-1938 წლებში.
არმაზისხევის აბანო, ჯერჯერობით, უძველესია საქართველოს ტერიტორიაზე. შედგება
ხუთი განყოფილებისაგან: გასახდელი დარბაზი, საცეცხლფარეშო და 3 საბანაო განყოფილება
— ცხელი (კალდარიუმი), თბილი (ტეპიდარიუმი), ცივი (ფრიგიდარიუმი). ნაგებობა
ორსართულიანია. ქვედა სართულში გასათბობი განყოფილებაა (კალორიფერუ ანუ
ჰიპოქაუსტი), ზევით — ცხელი და თბილი აბანოები. შენობის სიგრძეა 22 მ, ხოლო უდიდესი
სიგანე — 8,80 მ. ცივ აბანოს ორივე სართული უკავია.
არმაზისხევის აბანო განეკუთვნება რომაულ აბანოთა ჯგუფს, რომლის აღწერას
პირველად ვიტრუვიუსთან ვხვდებით. მსგავსი აბანოები გავრცელებული იყო მცირე აზიაში,
სირიაში. საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება,
აგრეთვე, არმაზციხეში, ბიჭვინთაში, შუხუთში, ნოქალაქევში.
სოფელ ძალისას მიდამოებში მიკვლეულ იქნა ნაქალაქარი. აქ აღმოჩნდა გათლილი
ქვებით ნაგები მსხვილ შენობათა ნაშთები, რიყის ქვით ნაგები საძირკვლები ალიზის
კედლებისათვის, წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელები, ქვის ბაზისები და
სვეტისთავები.
უკეთ შემორჩენილია აბანო, რომელიც თითქოს, სასახლის კომპლექსში შედიოდა.
რომაული ტიპის აბანო სამი განყოფილებისაგან შედგებოდა ცივი, თბილი და ცხელი წყლის
აბაზანებით და კარგად შემონახული გათბობის ჰიპოკაუსტების სისტემით. თბილი და ცივი
აბაზანების, ასევე, უკანასკნელის მომიჯნავე გასახდელის იატაკები დაფარულია მოზაიკით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზაიკური იატაკი "დიონისეს სახლში", რომელიც
უშუალოდ უკავშირდება აბანოს გასახდელს. აბანო აგებული უნდა იყოს ახ.წ. III საუკუნის
დასაწყისში.აბანოს გვერდით აღმოჩნდა საქართველოში პირველი საცურაო აუზი.
რომაული ტიპის აბანოებს მცირეაზიური აბანოები ჩაენაცვლა ფეოდალური ხანის
საქართველოში. არქეოლოგიური მასალის მიხედვით, ამ ხანის აბანოები აღმოჩენილია:
დმანისის ციხეში, ქვემოჭალაში, (კასპის რაიონი) ახალციხეში, თელავში, გრემში,
ალავერდში, სამშვილდეში, ხერთვისში, გორში და თბილისში.
1581 წელს გამოჩნდა ბოტანიკოსი და ექიმი Tabernaemontanus-ის ბალნეოლოგიურ
თემაზე ნაშრომი. იგი ითვლება გერმანული საკურორტო ქალაქების, როგორიცაა Bad
Schwalbach დამფუძნებლად. 1632 გამოქვეყნდა Johann Nopp-ის ნაშრომი „ადრეული
სამედიცინო აბაზანის მიღების წესები“ Aacher Chronick-ში, რომელიც არის მნიშვნელოვანი
ამბების მოკლე ისტორიული აღწერა.
პირველი თანამედროვე აბაზანა ან აბაზანები შეიქმნა მე -18 საუკუნეში ბელგის სპაში
და ინგლისში ზედა და შუა კლასებისთვის. მნიშვნელოვანი გავლენა აბაზანის მიღების
კულტურაზე მოახდინა ბრიტანელმა ექიმმა რიჩარდ რასელმა (1687-1759), რომელიც
მუშაობდა ინტენსიურად ზღვის წყლის ჯანმრთელობისთვის სარგებლიანობაზე და იყო
თალასოთერაპიის ერთ-ერთი პიონერი. მაგალითები ამ დროისათვის Bath, Brighton, Buxton
und Harrogate..
მე-19 საუკუნეში ეს განვითარება გადაეცა ევროპის მატერიკს. Mecklenburg -ის ზღვის
კურორტები, როგორიცაა Heiligendamm, ბოჰემური აბაზანები კარლოვი ვარში, Kyselka და
Marienbad, კურორტებიზე Wiesbaden, Schlangenbad, Bad Schwalbach Bad Ems (იხ. Bäderstraße
Taunus) და ავსტრიის საკურორტო ქალაქები Bad Ischl, Meran და Bad Gastein შეიქმნა მაღალი
საზოგადოების შეხვედრის ადგილი.
იაპონიაში, ცხელი წყლები (onsen) აბაზანებისთვის გამოიყენება ადრეული
პერიოდიდან. ქვეყანაში მე -19 საუკუნში ზოგან შეიქმნა დასავლური მოდელის კურორტები,
რომელიც დღეს პოპულარული ტურისტული ადგილია, მაგალითად როგორიცაა Beppu.
1801 წელს საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, რუსეთიდან სამხედროებთან
ერთად ჩამოვიდნენ ექიმები, რომელთაც აინტერესებდათ არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიის,
არამედ ამიერკავკასიის მინერალური წყლებიც.
1803 წლიდან რუსეთის მთავრობამ დაიწყო თავის ტერიტორიაზე სამკურნალო
დაწესებულებების მშენებლობა.
1919 წლის 4 აპრილს ვ. ი. ლენინის მიერ ხელმოწერილ იქნა დეკრეტი`სამკურნალო
ობიექტების საერთო სახელმწიფოებრივი დანიშნულების შესახებ~.
ყოფილ, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაში განვითარებული საკურორტო
ინფრასტრუქტურა არსებობდა, სადაც წლების განმავლობაში მილიონობით ადამიანი
ისვენებდა. აღსანიშნავია, რომ იმ დროს მოქმედ 500-ზე მეტ საკურორტო-ტურისტულ
დაწესებულებაში (სანატორიუმები, პანსიონატები, დასასვენებელ სახლები, ტურისტული
ბანაკები და სხვა რეკრეაციული დანიშნულების დაწესებულებები) ერთდროულად 120
ათასზე მეტ კაცს შეეძლო ემკურნალა და დაესვენა. (მაგ. კურორტები: მოაში, შოვი,
აბასთუმანი, სამთო ბანაკი „აილამა“და სხვ.). მაგრამ, გასული საუკუნის 90–ანი წლების
ცნობილი მოვლენების შედეგად, აღნიშნული ობიექტების უდიდესი უმრავლესობა
გაიძარცვა, ან მთლიანად განადგურდა. გადარჩენილი ნაწილი კი, სარგებლობაში გადაეცა
იძულებით გადაადგილებულ პირებს.
კურორტების შექმნა, საქართველოში იწყება XIX-ს I ნახევარიდან, თუმცა ქართველი
ხალხი ძველთაგანვე იყენებდა მინერალურ წყლებს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ
და მთის ჰავას - ადამიანთა გაჯანსაღების მიზნით.
საქართველოში კურორტების განვითარებას ხელი შეეწყო 1919 წლიდან, როდესაც
საბჭოთა კავშირმა გამოსცა დეკრეტი სამკურნალო ობიექტების სახელმწიფოებრივი
დანიშნულების შესახებ, ხოლო საქართველოში 1921 წლის 20 მაისის დეკრეტით
რესპუბლიკის ყველა სამკურნალო ადგილი და კურორტი სახელმწიფო საკუთრებაში
გამოცხადდა; დაიწყო გეგმიური საკურორტო მშენებლობა 1921 წლიდან სამედიცინო
ინსტიტუტის თერაპიის კათედრასთან ბალნეოლოგიური განყოფილების გახსნით.
კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტი დაარსდა
1927 წელს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან პროფ. ა.კონიაშვილის
თაოსნობით. მას ჰქონდა ფილიალი სოხუმში 1947 წლიდან, წყალტუბოში 1949 წლიდან,
ქვედანაყოფები ბათუმში, გაგრასა და ბორჯომში. ინსტიტუტის მიერ გამოკვლეული და
შესწავლილია ჰიდრომინერალური რესურსები. მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები.
საკურორტო ფაქტორების, მზის სხივების, მთის კლიმატის, ზღვის ჰაერის და აბაზანების,
მინერალური წყლების სამკურნალო მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. მეცნიერთა დიდი
ჯგუფის მიერ დამუშავებული იქნა ავადმყოფთა მკურნალობის ჩვენებები, მკურნალობის
მეთოდები და უკუჩვენებები. გამოიცა შრომათა კრებულის 47 ტომი.
აფხაზეთში ტურიზმის განვითარება ოფიციალურად დაიწყო მე-20 საუკუნის 30-იანი
წლებიდან. 1980 წლისათვის ფუნქციონირებდა ორი ტურისტული სასტუმრო, 7 საცურაო
აუზი და ერთი კემპინგი. ასევე ათონში უნიკალურ მღვიმეთა კომპლექსი ემსახურებოდა
ათასობით ტურისტსა და დამსვენებელს. აჭარაში პირველი ტურბაზა 1930 წელს ამუშავდა.
1978 წელს კი ფუნქციონირებდა ოთხი ტურბაზა. სამაჩაბლოში როკის უღელტეხილზე გადის
მაღალმთიანი ტურისტული მარშრუტი, ჯავასა და ცხინვალში მოქმედებდა ტურბაზები.
მეცნიერ-მკვლევარების ა. ალადაშვილის, ნ. ყიფშიძის, ა. უშვერიძის, ა. აბაკელიას და
სხვათა მიერ გამოვლენილი, გამოკვლეული და შესწავლილია ორი ათასამდე ცივი და ცხელი
მინერალური წყაროები. საფუძველიანად არის შესწავლილი კურორტების კლიმატური
წყაროები, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ზღვისპირა და მთის კლიმატური კურორტების
განვითარებას და კლიმატოთერაპიის ორგანიზაციას. დადგენილია მინერალური
სამკურნალო წყლის ტიპები: ჰიდროკარბონატულ და ნატრიუმიან ქლორიდულ მინერალურ
წყლებს მიეკუთვნება `ბორჯომი~, `ნაბეღლავი~, `საირმე~. გამოვლენილია სულფატური
ქლორიდული ან შერეული ტიპის სხვადასხვა აირის შემცველი მინერალური წყლები,
`ზვარე~, `თბილისის სამკურნალო წყალი~, `ნუნისის~ წყალი, `მახინჯაურის~ წყალი და
სხვა. `ვარძია-ნაქალაქევის~ ნასშირორჟანგიან ნატრიუმიან ჰიდროკარბონატულ-
ქლორიდული და სხვა.
კალციუმიან ქლორიდული სქური, ლუგელა, ქლორიდულ-სულფატური `ავადჰარა~,
ბაგიათი~, `ვაჟას წყარო~, `ლუგელა~, `სქური~, `უწერა~, `ყაზბეგი~ და სხვა.
დადგენილია სასმელი, სამკურნალო მინერალური წყლების მოქმედების
ფიზიოლოგიური მექანიზმი (ა. ბაკურაძე, ა. უშვერიძე), ამინდისა და კლიმატის სამედიცინო
კლასიფიკაცია და კლიმატის თერაპიული მოქმედების მექანიზმები (გ. უშვერიძე).
სამკურნალო ტალახით მკურნალობის მექანიზმი (დ. ჯავახიშვილი, მ. ჯუღელი, თ.
კარტოზია), საკურორტო პედიატრიის საკითხები (ი. ჩოგოვაძე), კარსტული გამოქვაბულების
კლიმატის სამკურნალოდ გამოყენება. ფიზიოთერაპიის დარგში შესწავლილია
ულტრაბგერის სხვადასხვა მიკროელემენტების ელექტრო¬ფორეზის, ულტრა მაღალი
სიხშირის ელექტროველის (ვ. გოგებაშვილი) და სხვათა ფიზიოლოგიური და თერაპიული
მოქმედება (ქ.ს. ენც. ტ. 0 გვ. 211).
ცნობილი ზღვისპირა კლიმატური კურორტებია გაგრა, მიუსერა, ბიჭვინთა ახალი
ათონი, სოხუმი, გულრიფში, კინდღი, ანაკლია, განმუხური, ურეკი, გრიგოლეთი,
ქობულეთი, მახინჯაური, მწვანე კონცხი, ბათუმი, გონიო, ახალი სოფელი, კვარიათი, და
სხვა. საბავშვო ზღვისპირა კურორტებია ურეკი (საქართველოში) ანაპა და ევპატორია
(ყირიმში).
ზღვისპირა კლიმატურ კურორტებს იყენებენ გულსისხლძარღვთა სისტემის, სუნთქვის
ორგანოთა ქრონიკული დაავადებების, ნერვული სისტემის ფუნქციური მოშლილობისას.
კურორტ ურეკის სილები გამოიყენება საყრდენ მამოძრავებილი აპარატის გასამაგარებლად
ყველა ასაკში.
საქართველოს შავი ზღვისპირა კურორტების პლიაჟები ფართოდ გამოიყენება ზღვის
წყლის, თბილი და ცხელი სილების, სანაპიროს ჰაერის, მზის სხივების, ელექტრო მაგნიტური
სილების (ურეკი), ე.წ. მაგნიტური სამაჯურის სახით, `თალასოთერაპია~ ანუ
კლიმატოთერაპიული აბაზანები პლიაჟზე. მზის აბაზანით, ბუნებრივად და ხელოვნურად
გამთბარი სილებით მკურნალობა, სამკურნალო ვარჯიშები, მთლიანი სხეულის ან სხეულის
ნაწილების მასაჟი, სამკურნალო ტერასების მოწყობა, დოზირებული და არადოზირებული
კლიმატოთერაპია, ატმოსფერული წნევის გავლენა ადამიანზე.
მთის კლიმატური კურორტებია, აბასთუმანი, ბაკურიანი, გუდაური, ლიკანი, ლებარდე,
ბახმარო, შოვი, წყნეთი, მანგლისი, კიკეთი, ცხვარიჭამია, ავადხარა, ფსხუ, გულრიფში და
სხვა.
საკურორტო-რეკრეაციული ტურიზმის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ისიც, რომ
საქართველოს სამკურნალო რესურსული სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი
შემოსავლის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის.
დღეს, საქართველოში საკურორტო-რეკრეაციული ტურიზმის განვითარებას
გარკვეულწილად ხელს უშლის, ამ სფეროში დაუხვეწავი საკანონმდებლო ბაზა (კანონები და
კანონქვემდებარე აქტები), მოცემული მიმართულებით კერძო ინვესტიციების მოტივაციის
ნაკლებობა, სპეციფიკური მომსახურე პერსონალის ნაკლებობა, განუვითარებელი
ინფრასტრუქტურა, რეგიონულ დონეზე არასაკმარისი ჩართულობა და სხვ.

მსოფლიო სამკურნალო კურორტების გეოგრაფია


საკურორტო საქმიანობის საკმაოდ დიდი ისტორიის მიუხედავად, დასვენების ეს
სახეობა განვითარებულია ძირითადად ევროპაში, სადაც ჩამოყალიბებულია ტურისტული
ცენტრები. დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, რომელთაც აქვთ მსგავსი სპეციალიზაციის
ტურისტული ცენტრები, აღსანიშნავია საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია და შვეიცარია.
საფრანგეთმა, რომელსაც აქვს 1200 მინერალური წყლის წყარო, შექმნა დაახლოებით 100
ბალნეოლოგიური ჯანმრთელობის კერა. მათ შორის უმეტესად სახელგანთქმულია ლურდი,
დაქსი, ვიში, მონ-დორი, ბანიერ-დე-ბიგორი, აქს-ლე-ტერმი და ლა-ბურბული, რომლებიც
განლაგებულია საფრანგეთის პირენეებში და ევიანის-ლე-ბენი, ტონონ-ლე-ბერი, ექს-ლე-
ბენი - ალპების ძირში, ჟენევის და ბურჟეს ტბების ნაპირებზე.
საფრანგეთის კურორტები გამორჩეულია არა მარტო, კომფორტის მაღალი დონით,
არამედ კარგი მკურნალობით.
სანატორიულ-საკურორტო დაწესებულებების განვითარებული ქსელით ხასიათდება
ადრე პრუსიისა და ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნები, სადაც ჯერ
კიდევ ძველი დროიდან სამკურნალო კურორტებს დიდი ყურადღება ექცეოდა.
გერმანიის სხვადასხვა ტიპის კურორტები გავრცელებულია მთელი ქვეყნის
ტერიტორიაზე:
 ზღვისპირა კლიმატური კურორტები – ჩრდილოეთისა (დამე, ფლენსბურგი, კუკსხაფენი)
და ბალტიის ზღვების სანაპიროებზე (ვისმარი, შტრალზუნდი, კიულუნგბორნი,
ტრავემიუნდე), აგრეთვე, აღმოსავლეთ ფრიზის კუნძულებზე და რუგენის კუნძულზე;
 მთის კლიმატური კურორტები – შვარცვალდში (ვილდბადი), ბავარიაში (ფიუსენი), ჰარცში
(რაპ-ბოიდე) და ალპების მთისწინეთში, ბადენის ტბის ნაპირზე (კონსტანცი, მერსბურგი,
ლანდაუ);
 ბალნეოლოგიური კურორტები – რაინის შუა დინების ხეობაში (ახენი, ბად-ჰომბურგი, ბად-
ნაუჰეიმი) და მთიან ადგილებში: შვარცვალდში, რომელიც მდიდარია ცივი და თერმული
წყლებით (ბადენ-ბადენი, ბადენვეილერი), შვაბის იურეში (ბად-ვალზეე, ბად-ვურცახი),
ბავარიაში (ობერსტდორფი, ობერშტაუფენი, ბად-რაიხენხალი), თიურინგიაში, თიურინგიის
ტყის განთქმულ მთის მასივში (თაბარცი, ფრიდრიხროდა) და მინერალური წყლებისა და
სამკურნალო ტალახების მრავალფეროვნებით განთქმულ მადნის მთებში (ბად-ელსტერი,
ბად-ბრამბახი, ბად-შანდაუ, ობერვიზენტალი).
მსოფლიო ბაზარზე ბევრი გერმანული კურორტი სახელგანთქმულია სამკურნალო
მომსახურეობით. რიგი მათგანი შეიქმნა ჯერ კიდევ რომის იმპერიის დროს (ახენი,
ბადენვეილერი). ბადენ-ბადენი პოპულარული იყო ჯერ კიდევ XVIII-XIX საუკუნეებში.
ავსტრიულ ტურისტულ ინდუსტრიაში დიდ ადგილს იკავებს სამკურნალო
კურორტები, რომლებიც კონკურენციას უწევენ სპორტულებს. ავსტრია მდიდარია
გოგირდწყალბადოვანი თერმული წყლებითა და სამკურნალო გამოქვაბულებებით.
ავსტრიაში გავრცელებული კურორტებია: ბალნეოლოგიური კურორტები – ქვედა (ბადენი)
და ზედა (ბად-იშლი) ავსტრიაში, ზალცბურგში (ბადგასტაინი, ბად-ჰოფგასტაინი), შტირიაში
(ბად-აუსზე, ბად-გლეიხნბერგი); კლიმატური კურორტები – კარინთიაში (ფილახი, შპიტალი)
და ბადენის ტბაზე (ფორალბერგი).
ავსტრიის კურორტებზე იყენებენ სპეციფიკურ სამკურნალო მეთოდებს, რომლებიც
შემუშავებულია ადგილობრივი კურორტოლოგების მიერ.
შვეიცარია სპეციალიზირებულია ფილტვების პათოლოგიის მკურნალობაზე.
კლიმატურ კურორტებს შორის უდიდესი პოპულარობა აქვს ლუცერნს, დავოსს, ლუგანოს,
მონტრიოს, ვევეს. ბაზელში მდებარეობს ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტი ბადენი.
ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებით გამორჩეული მდიდარი სამკურნალო რესურსები
ხელს უწყობდა აღმოსავლეთ ევროპაში კურორტების განვითარებას, სადაც პირველობა
მუდმივად ჩეხეთს და უნგრეთს უკავია.
განთქმული ჩეხური ბალნეოლოგიური კურორტები კარლოვი-ვარი, მარიანსკის და
ფრანტიშკოვის ლაზნე ინარჩუნებენ პოპულარობას ძველი დროიდან დღემდე. ფართოდ
განთქმულია სლოვაკიის ისტორიული კურორტები: სმრდაკი, ტრენჩანსკე-ტეპლიცე,
ბოინიცე და დუდნიცე.
უნგრეთში მრავლად არის სხვადასხვა ტიპის– ნახშირორჟანგის, სულფიდური,
რადონული, თერმული მინერალური წყლების გამოსასვლელები. მარტო ბუდაპეშტში ჩქეფს
123 თერმული წყარო, 40 კურორტი განლაგებულია მსოფლიოს უმსხვილესი ტურისტული
ცენტრის, ბალატონის ტბის ნაპირზე. მათ შორის უძველესია ბალატონფიურედი, რომლის
ნახშირწყლები განთქმულია ძველი დროიდან, და ჰევიზის ცხელი ტბა. დიდი
პოპულარობით სარგებლობენ, აგრეთვე, ბალნეოლოგიური კურორტები: ტაპოლცე, ეგერი და
პარადფიურდე დებრეცენის მახლობლად მიშკოლცისა და სოლნოკის მიდამოებში.
მრავალი კურორტი შეიქმნა რუმინეთში. დიდ ინტერესს იწვევს ზღვის
ბალნეოლოგიური და ტალახის კურორტები შავიზღვისპირეთში (მამაია, ეფორია, ნეპტუნი,
მანგალია) და ბალნეოლოგიური კურორტები კარპატებში, რომელთა შორის მსოფლიო
მნიშვნელობა აქვს ბეილე-ერკულანეს კურორტს თერმულ სულფიდურ, რადონის წყლებზე.
ჯანმრთელობის კერების ფართო ქსელს ფლობს ბულგარეთი, რომელმაც სამკურნალო
კურორტებით აითვისა, როგორც შავიზღვისპირეთი (ზღვისპირა ბალნეოლოგიური
კურორტი ბურგასი), ასევე რილის მთიანი ადგილები (კოსტენეცი, დოლნა-ბანია), პირინი
(ბანია, დობრინიშტა), როდოპი (ნერეჩენი, ველინგრადი) და განთქმული ოსოგოვსკა-
პლანინას ქედი, სადაც კიუსტენდილის კურორტი განთქმულია მინერალური წყლების
მრავალფეროვანი შემადგენლობით. ჯანმრთელობის კერების დიდი რაოდენობა თერმული
რადონის წყლებით (მომინ-პროხოდი და სხვა) სოფიის გარშემოა კონცენტრირებული.
საკმარისად კარგად არის განვითარებული საკურორტო საქმიანობა პოლონეთში,
რომელმაც სანატორიუმ-საკურორტო დაწესებულებებით აითვისა ბალტიისპირეთის
სანაპირო (კამენ-პომორსკი), სუდეთი და სონდეცის ბესკიდები, სადაც შექმნილია
მსოფლიოში ცნობილი კრინიცას მთის კლიმატური ბალნეოლოგიური კურორტი.
იშვიათობაა ბალნეოლოგიური კურორტები ჩრდილოეთ ევროპაში.
სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ძირითადად განვითარებულია გამაჯანსაღებელი
დასვენება, ჩამოყალიბებულია ბრწყინვალე საკურორტო ცენტრები ხმელთაშუა ზღვის
ნაპირზე ესპანეთსა და იტალიაში. სამკურნალო კურორტები აქ ერთეულებია: ვიში-კატალანი
(ესპანეთი), ბრეი, ლიმინე-პიემონტე და მონტეკატინი-თერმე (იტალიაი).
ამ მხრივ, მათ შორის ხელსაყრელად გამორჩეულია საბერძნეთი, რომელმაც
მსოფლიოში პირველმა დაიწყო ბალნეოლოგიური კურორტების შექმნა (ეპიდავროსი,
ედიპტოსი) და განავითარა ისინი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ფართოდ არის განთქმული
კურორტები: იპათი, პალატისტომონი, კამენა ვორლა, კალინი ბანი, კალაბრია, მეტაკა და
მილონი.
ინგლისში, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, როგორც ზღვისპირზე, აგრეთვე შიდა
ნაწილებში, განვითარებულია გამაჯანსაღებელი კურორტების მჭიდრო ქსელი.
ბალნეოლოგიური კურორტები უფრო იშვიათია: ხაროგიტი, ბაქსტონი პენინის მთებში,
ინგლისის ჩრდილოეთში; ლემინგტონი – ცენტრალურ ნაწილში; ტაუინი, ტენბი, სუონსი და
სხვ. – უელსში; ბატი და უესტონი – კორნუელის რივიერაზე; ჩელთნემი – თემზის ხეობაში.
სხვა კონტინენტებზე, მიუხედავად სამკურნალო რესურსების აღმოჩენისა, სამკურნალო
დასვენება სუსტად არის განვითარებული. მსოფლიო ტურისტულ ცენტრად იქცა მხოლოდ
მკვდარი ზღვა ისრაელში. არის ცალკეული კურორტები აშშ-ში და ცენტრალური და სამხრეთ
ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში (კუბა, გვატემალა, არგენტინა, ეკვადორი, კოლუმბია).
აშშ-ში ბალნეოლოგიურ კურორტებს უწოდებენ “სპრინგს”-ს (ინგლ.-წყარო).
მინერალური წყლების ყველაზე უხვი წყაროები გამოყვანილია არკანზასის შტატში. აქ
შექმნილია ისეთი კურორტები, როგორცაა ჰოთ-სპრინგსი, იურიკა-სპრინგსი, ჰიბერ-
სპრინგსი, მამოტ-სპრინგსი. ინდიანისა და კოლორადოს შტატები მდიდარია მინერალური
წყლებით. კალიფორნიის შტატში მდებარეობს მოდური კურორტი პალმ-სპრინგსი. პირველი
ბალნეოლოგიური კურორტი უაით-სალფერ-სპრინგსი დაფუძნებული იყო დასავლეთ
ვირჯინიის შტატში 200 წლის წინათ, მაგრამ სამკურნალო დასვენება ამერიკაში მაინც არ
გახდა ისეთი პოპულარული, როგორც ევროპაში. ამერიკული კურორტოლოგია როგორც
მეთოდურად, ასევე ტექნოლოგიურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპულს და
ამერიკელთა ტრადიციაში არც შევიდა დასვენების გატარება სამკურნალო კურორტებზე.

You might also like