You are on page 1of 2

გამარჯობა

2020 წლის საგაზაფხულო სემესტრი ცოტა უცნაურად იწყება. ჩვენ ჯერ არ გვქონია
დისტანციური სწავლების გამოცდილება, თუმცა ეს გამოწვევა დადებით შედეგსაც
გამოიღებს. ოცდამეერთე საუკუნეში მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებშია დანერგილი
სტუდენტებისა და ლექტორების ურთიერთობის ასეთი კომპონენტის ჩართვა სასწავლო
პროცესში. იმედი მაქვს, ჩვენც წარმატებით გავართმევთ თავს ამ სიახლეს და სამომავლოდ
უფრო მშვიდ სიტუაციაში გამოვიყენებთ ამ გამოცდილებას.

როგორც ლექტორმა უკვე მოგაწოდათ ინფორმაცია, სახელმძრღვანელო - „რელიგიის


ფილოსოფია“ ( ავტორები: ირაკლი ბრაჭული, ანასტასია ზაქარიაძე, ნიკოლაუ დურა;
გამომცემლობა - თსუ, 2014წ. ) შეგიძლიათ მოიძიოთ თსუ ბიბლიოთეკის ციფრულ ბაზაში.
თუმცა, ყოველი შემთხვევისათვის, წიგნის ელექტრონული ვერსია თქვენ უკვე
გადმოგეგზავნათ.

პირველ სასემინარო დავალებას დასახელებული სახელმძღვანელოს


პირველი თავიდან (რელიგიის გააზრებისა და გადააზრების გზები)
შემოგთავაზებთ:

1. რელიგიის ფილოსოფიის საგანი;


2. ძირითადი ცნებების წინასწარი განმარტება;
3. ათენა და იერუსალიმი;
4. ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა;
5. გამოცხადების თეოლოგია და ბუნებითი თეოლოგია.

მასალის დამუშავების დროს ყურადღება გაამახვილეთ ისეთ საკითხებზე,


როგორებიცაა:

 რელიგიის ფილოსოფიის ძირითადი კითხვები;


 ტერმინ „რელიგიის“ შენაარსი;
 რელიგიისა და ფილოსოფიის მიმართება;
 რას ნიშნავს სიტყვა „თეოლოგია“;
 რისი სიმბოლოები „ათენა და „იერუსალიმი“;
 ტერტულიანე, პასკალი, დევით ჰიუმი, ნეტარი ავგუსტინე და სხვანი
სარწმუნოებისათვის გონების მტკიცებულებების გამოყენების შესაძლებლობის
შესახებ;
 რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან გამოცხადების თეოლოგია და ბუნებითი
თეოლოგია.

თქვენ ხელი მიგიწვდებათ სილაბუსზე. ინტერესის მიხედვით, სასურველია, რომ


მოიძიოთ და გაეცნოთ დამატებით დამხმარე ლიტერატურასაც, რომელთა ჩამონათვალიც
სილაბუსში არის მოცემული.

გისურვებთ წარმატებას

სემინარის ხელმძღვანელი - მაია ქერქაძეს ტელ.:599.92.70.03;

ელ.ფოსტა: maia.kerkadze@tsu.ge .

M_Kerkadze@yahoo.com.

You might also like