You are on page 1of 9

რეალობის პრობლემა

„თვითონ ნიუტონს საღვთისმეტყველო განათლება ქონდა და ხშირად იმეორებდა:


მექანიკის კანონები გამომყავს ღმერთის კანონებიდან.“

(რეალურობის პრობლემა პოპერის 1, 2 და მესამე სამყაროს მიხედვით)

პოპერთან მოცემულია 3 სამყარო, პირველია ფიზიკური, ყველაფერი ის რასაც ვეხებით


და ამას შევიგრძნობთ, მეორე სამყაროა ფსიქოლოგიური, არაცნობიერი ცნობიერი ადამიანისა
და ცხოველის ფსიქიკაზე დაკვირვებები და ასე შემდეგ, ხოლო ბოლო მესამე და ყველაზე
რთული მესამე თეორიების, იდეების და შინაარსების სამყაროა, პოპერი ამ სამყაროებს
შორის მჭიდრო კავშირს ხედავს, იგი მათ განხილვას მათივე რეალურობის კონტექტში
ცდილობს, პირველ სამყაროს ყველაზე მარტივია რეალურობის ცნება მიუსადაგო, როგორც
ამას მონისტური მატერიალიზმი თუ ინდეტერმინიზმის თეორია გვკარნახობს თუმცა
პოპერი აცხადებს, რომ იგი პლურალისტია და გარდა ხილული პირველი სამყაროსა, მეორე
და მესამე სამყაროს რეალურობასაც უშვებს და რეფლექსირებს მათზე, მასთან მეორე
სამყარო, იქნება ეს ფილოსფიურად გონი თუ ფსიქოანალიტიკურად არაცნობიერ-ცნობიერი
ერთგვარი გამაშუალებელი ფაქტორია პირველ და მესამე სამყაროებს შორის, ვთქვათ
სიტყვაზე ამაჩქარებელი შეიქმნა პირველი სამყაროსათვის და პირველ სამყაროსავე
მიეკუთვნება ხოლო მისი შექმნის იდეა ცალსახად მესამე სამყაროს მიეკუთვნება, ასევე
პოპერი მსჯელობს პირველი და მესამე სამყაროს კვეთაზე ვთქვათ წიგნში, რომელიც როგორც
თეორიების მაატრებელია ასევე გარკვეული მასა და ფორმა აქვს, ეს ფორმა მესამე სამყაროს
მიეკუთვნება, ხოლო მისი ასახვა ანუ მოვლინება პირველი ფიზიკური სამყაროს ნაწილია,
თუმცა ცალსახად შესაძლებელია მისი თეორიის კრიტიკა სხვა დისკურსიდან იქნება ეს
თანამედროვე, პოლიტ. ფილოსოფიური, ემპირისტული თუ ეგზისტენციალისტური
ხედვები.

მაგალითად, პოპერთან მიმართებაში შესაძლებელია ვიმსჯელოთ სარტრის


პოსტულატზე, „არსებობა წინ უსწრებს არსებას“ ამჯერად, არსება შესაძლოა მოვიაზროთ
იდეად და მივაწეროთ მესამე ბუნებას, არსებობა კი სარტრთან ინდივიდუალობა ანუ
მუდმივი თვითქმნის პროცესია და რამდენადაც იგი ახორციელებს და ქმნის იმ იდეებს,
რომლებსაც ვუწოდებთ თავისუფლებას სიკეთეს თუ ყოველივე სიქველეს მათ ვერ მივაწერთ
ობიექტურ რეალოაბას, რამდენადაც ისინი ვლინდებიან და სხვადასხვა ფორმებს იძენენენ
სხვდასხვა გარემო პირობებში, გლობალიზაცია კი მათ გათანაბრება, გაერთგვარება იწვევს,
შესაბამისად თანამედროვე ადამიანს აღარ აქვს ცოცხალი შედარების საშუალება და მიიჩნევს
მოვლენების ან კანონების ან კიდევ საყოველთაო კულტურული შეხედულებების მესამე
იდეალურ სამყაროსთან მსგავსებას ან კიდევ წმინდად რაციოზე და მსჯელობაზე
დამოკიდებულ, საყოველთაოდ საკეთილდღეო იდეებს. მოკლედ 1 და 2 სამყაროს
რეალურობის დაშვება ემპირიულად შესაძლებელია თუმცა შემდგომ ჩნდება მესამე სამყაროს
რეალობის პრობლემა, რომელიც მეტაფიზიკური იდეების დაშვებულობას მოითხოვს,
როგორც პლატონთან იდეებია, კანტთან კი „თავისთავად ნივთი“, აქედან პირველიც და
მეორეც ხორციელდება პირველ სამყაროში ვთქვათ ხელოვნების ნიმუშის, წიგნისა თუ
ყოველგვარი შემოქმედებითი აქტის ქმნის დროს, ეს ქმნა კი თავისთავად მეორე სამყაროს
რეალურობის ანუ გონების თუ შემეცნებითი აქტის განხორციელებით ობიექტივირდება,
შოპენჰაუერის ფილოსოფიაში, რომ გადავიტანოთ ეს იქნება ნების ობიექტივირება: მუსიკაში
თუ ხელოვნების ნებისმიერ მიმდინარეობაში, ეს თავისთავად შემეცნებითი აქტი
შოპენჰაუერთან ნების ანუ ინდივიდუალობის დაცლის ხარჯზე ხდება, იმდენად,
რამდენადაც ადამიანში ნების სიმწირეა ქმნისა თუ ესთეტური ტკბობის დროს
პირდაპირპროპოლციულად მაღალია იდეურის ანუ იდეალურის ქმნა და ასახვა, ზუსტად
იგივე მეცნიერისა თუ ფილოსოფოსის ან სხვის შემთხვევაშიც ადამიანი სცდება ვიწრო,
კულტურულ განსაზღრულობას და ობიექტურ იდეების სამყაროში ქმნის, ანუ საგანზე
საზრისობს არა ისე, როგორც მოვლენაზე, არამედ ისე როგორ მასში არსებულ იდეაზე (მესამე
სამყაროზე) ვთქვათ ხელოვანი მხატვარი, რომელიც ხატავს ან მუსიკოსი, რომელიც მუსიკურ
ხელოვნებაში აობიექტივირებს მესამე სამყაროს და ხილულს მიღწევადს აქცევს ყველასთვის,
თუმცა ამის საპირისპიროდ შესაძლოა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ სულაც არ არის თავისთავადი
ნივთი ამ მოვლენილ ნივთში და ეს თუ მსჯელობა სამართლიანობაზე ან სიკეთეზე
უბრალოდ თანხვედრააა კულტურაში, ერთგვარი საყოლველთაო შეთანხმება რომელსაც,
გლობალიზაცია შლის და კულტურულ მრავალფერონებას ერთ ტექნიკურ განვითარებასა და
თექნოკრატი ადამიანის იდეაში აერთიანებს. პოპერის გამაშუალებელი მეორე სამყარო
მნიშვნელობას დაკარგავს და არარელევანტური გახდება იმდენად, რამდენადაც თავისთავად
ნივთი გაქრება, თუმცა ერთის მხრივ დაფუძნდება შეთანხმებული აზრი, ობიექტურობა
მეცნიერულ ან სხვა სახის ჭეშმარიტებაზე, დაკვირვებით პირველ სამყაროზე და სწორედ ეს
დაიკავებს იდეალურის ადგილს, ანუ მესამე სამყარო იარსებებს იმდენად რამდენადაც მეორე
სამყარო რეფლექსირებს პირველ სამყაროზე...

შესავალი

ფიზიკაში მომხდარი არსობრივი რევოლუცია უკავშირდება XX საუკუნეს. მცდელობები,


აეხსნათ, ცდებში დაკვირვებადი ენერგიის გავრცელების კანონზომიერება სითბური
გამოსხივების სპექტრებში, (გახურებული სხეულის ელექტრომაგნიტური გამოსხივება)
აღმოჩნდა შეუძლებელი. არაერთგზის შემოწმებული, მაქსველის ელექტრომაგნიტიზმის
კანონები უძლური აღმოჩნდა, როდესაც სცადეს მათი მიყენება ნივთიერების მიერ მოკლე
ელექტრომაგნიტური ტალღების გამოსხივების პრობლემასთან. ეს ფაქტი უცნაურია, იმის
გათვალისწინებით, რომ მაქსველის ელ. მაგნეტიზმის წესები საუკეტესოდ აღწერენ ანტენის
მიერ ელექტრომაგნიტური ტალღების გამოსხივებას, ამავდროულად ელექტრომაგნიტური
ტალღების არსებობაც ამ წესების საფუძველზე იყო ნავარაუდევი.

1. კვანტური თეორიის წარმოშობა


მაქსველის ელექტროდინამიკას მივყავდით უსაზრისო დასკვნამდე, რომლის მიხედვითაც,
გახურებული სხეული, ელექტრომაგნიტური გამოსხივების შედეგად, უწყვეტად კარგავს
ენერგიას და ცივდება აბსოლუტურ ნულამდე. კლასიკური თეორიის თანახმად,
თერმოდინამიკური წონასწორობა გამოსხივებას და ნივთიერებას შორის შეუძლებელია,
რადგან მთელი ენერგია გამოსხივებაში უნდა გარდაიქმნას. თუმც, ყოველდღიური
გამოცდილება ცხადყოფს, რომ რეალობაში მსგავსი არაფერი არ არსებობს. გახურებლი
სხეული არ ხარჯავს მთელ თავის ენერგიას ელექტრომაგნიტური ტალღების გამოსხივებაზე.

გამოსავლის ძიებაში, თეორიის და გამოცდილების ამ ურთიერთწინააღმდეგობიდან,


გერმანელი ფიზიკოსი მაქს პლანკმა ივარაუდა, რომ ატომები უშვებენ, ასხივებენ
ელექტრომაგნიტურ ენერგიას ცალკეულ პორციებად-კვანტებად. თითოეული პორციის
ენერგია E არის გამოსხივების V სიხშირის პროპორციული:

E=hv.

პროპორციონალურობის h კოეფიციენტმა მიიღო პლანკის მუდმივას სახელწოდება. პლანკის


ვარაუდი ფაქტობრივად ნიშნავდა, რომ კლასიკური ფიზიკის კანონი არ მიესადაგება
მიკროსამყაროს მოვლენებს. პლანკის მიერ აგებული, სითბური გამოსხივების თეორია
თანხმობაში იყო ექსპერიმენტთან. გამოცდილებიდან ცნობილი ენერგიის სიხშირეზე
გავრცელებიდან იქნა განსაზღვრული პლანკის მუდმივის მნიშვნელობა. (ენერგიის
განაწილების კანონის დადგენა; გამოსხივების პლანკის კანონი) ეს მნიშვნელობა საკმაოდ
მცირე აღმოჩნდა =6,63.10-34ჯ.წმ (პლანკის მუდმივის ყველაზე ზუსტი მნიშვნელობა
მიღებულია ჯოუზეფსონის ეფექტის საფუძველზე).
პლანკის აღმოჩენის შემდგომ, დაიწყო განვითარება, სრულიად ახალმა, თანამედროვე და
სიღრმისეულმა ფიზიკურმა თეორიამ-კვანტურმა მექანიკამ. მისი განვითარება დღემდე
დაუსრულებელია.
პლანკმა მიუთითა გამოსავალზე სირთულეებიდან, რომლებსაც შეეჯახა სითბური
გამოსხივების თეორია. მაგრამ ეს წარმატება, კლასიკური ფიზიკის კანონების,
მიკროსკოპული სისტემებისადმი და გამოსხივებისადმი, მიუყენებლობის ხარჯზე იქნა
მიღწეული.

2. სინათლის კვანტები

ყველა მიკრონაწილაკის ქცევა კვანტური მექანიკის კანონებს ექვემდებარება. მაგრამ


პირველად, მატერიის კვანტური თვისებები იქნა აღმოჩენილი სინათლის გამოსხივების და
შთანთქმის კვლევისას.
სინათლის ბუნების შესახებ წარმოდგენის განვითარებაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა
გადადგმული, გ.გერცემის მიერ ერთი საინტერესო მოვლენის შესწავლის დროს. ეს მოვლენა
შემდგომ შეისწავლა ფიზიკოსმა ა. სტოლეტოვმა. ამ მოვლენას ფოტოეფექტს უწოდებენ.
ფოტოეფექტი ეწოდება ნივთიერებიდან მასზე დაცემული სინათლის მიქმედებით
ელექტრონების ამოგლეჯვას. უარყოფითად დამუხტვის შემტხვევაში ელექტრომეტრი
იცლება, რადგან ელექტრული ველი ელექტრონებს ამუხრუჭებს. ხოლო დიდი დადებითი
ძაბვის შემთხვევაში ანოდზე ფოტოდენი გაჯერებულ მდგომარეობას აღწევს, რადგანაც
სინათლის მიერ ამოგლეჯილმა ყველა ელექტრონმა მიაღწია ანოდს და ელექტრომეტრი არ
იცვლება. მაგრამ, როდესაც სინათლის გზაზე დადგმულია ჩვეულებრივი შუშა,
უარყოფითად დამუხტული ფირფიტა არ კარგავს ელექტრონებს, გამოსხივების სიმძლავრის
მიუხედავად. ვინაიდან შუშა შთანთქავს ულტრაიისფერ სხივებს, ამ გამოცდილებიდან
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სწორედ ულტრაიისფერი მონაკვეთი იწვევს ფოტოეფექტს. ამ
ფაქტს ვერ ხსნის სინათლის ტალღური თეორია, გაუგებარია, თუ რატომ, მცირე სიხშირის
სინათლის ტალღებს არ შეუძლიათ ელექტრონების ამოგლეჯა, ტალღის მაღალი
ამპლიტუდის შემთხვევაშიც კი, როდესაც ელექტრონებზე ზემომქმედი ძალა დიდია.
სინათლის ინტენსივობის გაზომვისას (გამოსხივების ნაკადის სიმკვრივის) ცდების
მიხედვით შემაკავებელი ძაბვა არ იცვლება. რაც გულისხმობს შემდეგს: ელექტრონების
კინეტიკური ენერგია არ იცვლება. სინათლის ტალღური თეორიის თვალსაზრისით ეს ფაქტი
გაურკვეველია. რაც უფრო დიდია სინათლის ინტენსივობა, მით უფრო მეტი ძალები
მოქმედებენ ელექტრონებზე სინატლის ტალღის ელექტრომაგნიტური ველის მხრიდან, და
წესით უფრო მეტი ენერგია უნდა გადაეცემოდეს ელექტრონებს.
ცდებმა ცხადყვეს, რომ სინათლით ამოგლეჯილი ელექტრონების კინეტიკური ენერგია
დამოკიდებულია მხოლოდ სინათლის სიხშირეზე. ფოტოელექტრონების მაქსიმალური
კინეტიკური ენერგია იზრდება სინათლის სიხშირესთან და არაა დამოკიდებული მის
ინტენსივობაზე. თუ სინათლის სიხშირე ნაკლებია მოცემული ნივთიერებისათვის
განსაზღვრულ სიხშირეზე Vmin, მაშინ ფოტოეფექტი არ ხდება. ფოტოეფექტის კანონები
მარტივია თავისი ფორმით. მაგრამ ელექტრონების კინეტიკური ენერგიის დამოკიდებულება
სიხშირეზე გამოიყურება უცნაურად. ყველა მცდელობა, აეხსნათ ფოტოეფექტი მაქსველის
ელექტროდინამიკის კანონებით, რომლის თანახმადაც, შუქი არის სივრცეში უწყვეტად
გავრცობილი ელექტრომაგნიტური ტალღა, აღმოჩნდა უშედეგო. შეუძლებელი გახდა იმის
გაგება, თუ რატომ არის განსაზღვრული ფოტოელექტრონების ენერგია სინათლის სიხშირით
და რატომ მხოლოდ მოკლე ტალღის შემთხვევაში ხდება სინათლის მიერ ელექტრონების
ამოგლეჯა.
ფოტოეფექტის განსაზღვრება იქნა მოცემული 1905 წელს აინშტაინის მიერ, რომელმაც
განავიტარა პლანკის იდეა სინათლის წყვეტილი გამოსხივების შესახებ. ფოტოეფექტის
ექსპერიმენტალურ კანონებში აინშტაინმა დაინახა სარწმუნო მტკიცება, რომ სინათლეს აქვს
წყვეტილი ბუნება და იგი შთაინთქმება ცალკეული პორციებით. ყოველი პორციის
გამოსხივების ენერგია E სრულ თანხმობაშია პლანკის ჰიპოთეზასთან, პროპორციულია
სიხშირის:
E=hv, სადაც h-პლანკის მუდმივაა.
მიუხედავად იმისა, რომ პლანკმა აჩვენა სინათლის პორციული გამოსხივების ბუნება, აქედან
მაინც შეუძლებელია, პირდაპირ დავასკვნათ თავად სინათლის წყვეტილი სტრუქტურის
შესახებ. მხოლოდ ფოტოეფექტის მოვლენამ დაგვანახა, რომ სინათლეს აქვს წყვეტილი
სტრუქტურა:
სინათლის ენერგიის გამოსხივებული პორცია E=hv ინახავს თავის ინდივიდუალურობას
მომავალშიც. შთანთქმა შესაძლებელია მხოლოდ მთელი პორციის შემთხვევაში.
ფოტოელექტრონის კინეტიკური ენერგიის პოვნა შესაძლებელია ენერგიის შენახვის კანონის
გამოყენებით. ეს განტოლება ნათელს ხდის ყველა ფაქტს, რომლებიც ფოტოეფექტს ეხება.
სინათლის ინტენსივობა აინშტაინის მიხედვით პროპორციულია ენერგიის კვანტების
რიცხვის (პორციების) სინათლის კონაში და ამიტომ განსაზღვრავს ელექტრონების რიცხვს,
რომლებიც მეტალიდან ამოგლეჯილია. ელექტრონების სიჩქარეს განსაზღვრავს სინათლის
სიხშირე, მეტალის გვარი და მისი ზედაპირის მდგომარეობა. სინათლის ინტენსივობა აქ არ
ახდენს გავლენას.
თითოეული ნივთიერებისათვის ფოტოეფექტი ფიქსირდება იმ შემთხვევაში თუ სიხშირე V
სინათლის, აღემატება მინიმალურ მნიშვნელობას, ვინაიდან კვანტის ენერგია უნდა
აღემატებოდეს გამოსვლის მუშაობას A. ზღვრულ სიხშირეს უწოდებენ ფოტოეფექტის
წითელ ზღვარს. (ექსპერიმენტში გამოიყენებოდა თუთიის ფირფიტა, ვინაიდან გამოსვლის
მუშაობა აქვს ნაკლები ხოლო წითელი ზღვრის შესაბამისი ტალღა მეტი). აინშტაინის
განტოლების მეშვეობით შესაძლებელი გახდა პლანკის მუდმივას პოვნა. ამისათვის
ექსპერიმენტალურ დონეზე საზღვრავენ სინათლის სიხშირეს V, გამოსვლის მუშაობას A და
ზომავენ ფოტოელექტრონების კინეტიკურ ენერგიას. სწორედ აინშტაინმა ფოტოეფექტის
თეორიის ახსნით მოიპოვა ნობელის პრემია.
თანამედროვე ფიზიკაში ფოტონი განიხილება როგორც ერთ-ერთი ელემენტარული
ნაწილაკი. სინათლე ენერგიის გამოყოფის და შთანთქმის დროს იქცევა იმ ნაწილაკების
მსგავსად რომელთა ენერგია E=hv, დამოკიდებულია სიხშირეზე. სინათლის პორცია
აღმოჩნდა მოულოდნელად აღმოჩნდა იმის მსგავსი რასაც უწოდებენ ნაწილაკს. სინათლის
თვისებას, რომელიც გამოვლინდება შთანთქმის და გამოყოფის დროს ეწოდება
კორპუსკულარული. თავად ნაწილაკი იწოდება ფოტონად ან ელექტრომაგნიტური
გამოსხივების კვანტი.
ფოტონი ნაწილაკების მსგავსად ფლობს განსაზღვრული ენერგიის პორციას hv. ფოტონის
ენერგიას ხშირად გამოსახავენ არა სიხშირით V, არამედ ციკლური სიხშირით.
ფარდობითობის თეორიის მიხედვით, ენერგია ყოველთვის დაკავშირებულია
თანაფარდობის მასასთან. რამდენადაც ფოტონის ენერგია უდრის hv, მისი მასა m გამოდის
ტოლი.
ფოტონი არ არსებობს უზრავ მდგომარეობაში, დაბადებისას მას აქვს სიჩქარე. მასა რომელიც
გამოითვლება ფორმულით, ესაა მოძრავი ფოტონის მასა. რაც უფრო მეტია სიხშირე, მით
მეტია ენერგია და იმპულსი ფოტონის, აგრეთვე მკაფიოდაა გამოხატული სინათლის
კორპუსკულარული თვისება. მწვანე სინათლის შესაბამის ფოტონებს აქვთ ენერგია 4-10~19
ჯ.·წმ. ცდებით დადგინდა, რომ ადამიანის თვალს შეუძლია რეაგირება განათებების
განსხვავებაზე, რომელიც ერთეული კვანტებით იზომება. (ვავილოვის ექსპერიმენტი).
მეცნიერები იძულებულები აღმოჩნდნენ შემოეტანათ წარმოდგენა სინათლეზე, როგორც
ნაწლაკების ნაკადზე. ამგვარად, სწავლებამ სინათლის შესახებ,  შეასრულა ორი საუკუნის
ხანგრძლივობის ბრუნი და კვლავ დაბრუნდა წარმოდგენამდე სინათლის ნაწილაკების -
კორპოსკულების შესახებ. მაგრამ ეს არ იყო ნიუტონის კორპუსკულების თეორიასთან
მექანიკური დაბრუნება. XX საუკუნის დასაწყისში ნათელი გახდა, რომ სინათლეს ორმაგი
ბუნება აქვს. გავრცელებისას სინათლე ავლენს ტალღურ ბუნებას (ინტერფერენცია,
დიფრაქცია, პოლარიზაცია), ხოლო ნივთიერებებთან ურთიერთქმედებებისას -
კორპუსკულურს (ფოტოეფექტი). სინათლის ამ ორმაგმა ბუნებამ კორპუსკულურ-ტალღური
დუალიზმის სახელწოდება მიიღო. მოგვიანებით ორმაგი ბუნება აღმოაჩნდათ ელექტრონებს
და სხვა ელემენტარულ ნაწილაკებს. კლასიკურ ფიზიკას არ შეუძლია მიკროობიექტების
ტალღური და კორპოსკულური ბუნების კომბინაციის ნათელი მოდელის შექმნა.
მიკროობიექტების მოძრაობა იმართება არა ნიუტონის კლასიკური მექანიკით, არამედ
ქვანტური ფიზიკის კანონებით. პლანკის მიერ განვითარებული აბსოლუტურად შავი
სხეულის გამოსხივების თეორია და აინშტაინის ფოტოელექტრული ეფექტის თეორია
თანამედროვე ფიზიკის საფუძველს წარმოადგენენ.

დროის სვლასთან ერთად გახდა შესაძლებელი მიკროობიექტების უცნაური ბუნების აღწერა


კვანტური მექანიკის საშუალებით-მიკრონაწილაკების მოძრაობის თანამედროვე თეორია.
კორპუსკულურ-ტალღური დუალიზმი არის მატერიის საერთო თვისება, რომელიც
მიკროსკოპულ დონეზე შეინიშნება.

3. ატომური ფიზიკა

კიდევ ერთი ცენტრალური აღმოჩენა, რომელმაც უკუაგდო კლასიკური ფიზიკის კანონები


უკავშირდება რეზერფორდის მიერ შემოთავაზებული ატომის პლანეტარულ მოდელს,
რომელიც უდავოდ დიდი ნაბიჯი იყო ატომის აგებულების შეასახებ ცოდნის განვითარებაში.
ამ მოდელის მიხედვით, ატომის ცენტრში მოთავსებულია დადებითად დამუხტული
ბირთვი, რომელშიც თითქმის მთელი მასაა თავმოყრილი. ატომი ზოგადად ნეიტრალურია.
ბირთვის გარშემო, პლანეტის მსგავსად, ბირთვის მხრიდან კულონის ძალების მოქმედებით
მოძრაობენ ელექტრონები. უძრაობის მდგომარეობაში ელექტრონს ყოფნა არ შეუძლია,
რადგანაც მაშინ ისინი ბირთვზე დაეცემიან.
მოცემული მოდელი აუცილებელი იყო α-ნაწილაკების გაბნევის ცდების ასახსნელად, მაგრამ
ვერ შეძლო თვით ატომის ხანგრძლივი არსებობის ახსნა, ანუ მისი მდგრადობა. კლასიკური
ელექტროდინამიკის კანონების მიხედვით, აჩქარებულად მოძრავი მუხტი უნდა ასხივებდეს
ელექტრომაგნიტურ ტალღას, რომელსაც ენერგია მიაქვს. მოკლე დროში (10–8 წმ რიგის)
რეზერფორდის ყველა ელექტრონმა უნდა დახარჯოს მთელი მისი ენერგია და დაეცეს
ბირთვს. ის, რომ ეს არ ხდება მდგრად მდგომარეობაში მყოფ ატომში, უჩვენებს, რომ ატომის
შინაგანი პროცესები კლასიკურ კანონებს არ ემორჩილება.

4. ბორის კვანტური პოსტულატები და კვანტური მექანიკა

ატომური თეორიის რთული მდგომარეობიდან გამოყვანა უკავშირდება ნილს ბორის,


დანიელი ფიზიკოსის სახელს 1913 წელს. მისმა ღვაწლმა შესაძლებელი გახადა კვანტური
წარმოდგენების განვითარების გზა ბუნებაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ბორმა პოსტულატების სახით ჩამოაყალიბა ახალი თეორიის ძირითადი დებულებები.
აგრეთვე მან ხელაღებით არ უარყო კლასიკური ფიზიკის კანონები. მან საწყის წერტილად
კვანტური მექანიკის ახალი პოსტულატები აიღო, რომელთა თანახმადაც სუბ ატომურ
დონეზე ენერგია პორციებად, ანუ კვანტებად გამოსხივდება.
პირველი პოსტულატი: ატომური სისტემა შეიძლება არსებობდეს მხოლოდ
განსაკუთრებულ სტაციონარულ, ან კვანტურ მდგომარეობებში, აქედან ყოველს შეესაბამება
განსაზღვრული ენერგია. სტაციონარულ მდგომარეობაში ატომი არ ასხივებს. ეს პირველი
პოსტულატი მოდის წინააღმდეგობაში კლასიკური მექანიკის კანონებთან. კლასიკური
წარმოდენით მოძრავი ელექტრონების ენერგია შეიძლება იყოს ნებისმიერი. აგრეთვე ეს
ეწინააღმდეგენა მაქსველის ელექტროდინამიკას, რადგან შესაძლებელს ხდის ელექტრონების
მოძრაობის აჩქარებას ელექტრომაგნიტური ტალღების გამოსხივების გარეშე.
მეორე პოსტულატი: სინათლის გამოსხივება ხდება ატომის გადასვლისას სტაციონარული
მდგომარეობიდან დიდი ენერგიით, სტაციონარულ მდგომარეობაში მცირე ენერგიით.
გამოსხივებული ფოტონის ენერგია უდრის სტაციონარული მდგომარეობების ენერგიების
სხვაობას.
სინათლის შთანთქმისას ატომი გადადის სტაციონარული მდგომარეობიდან მცირე
ენერგიით, სტაციონარუ მდგომარეობაში დიდი ენერგიით.
ელექტრონს არ შეუძლია დაშორებული იყოს ბირთვიდან ნებისმიერ მანძილზე, არამედ
იმყოფება მხოლოდ ფიქსირებულ, შემდგომში ”დასაშვებ ორბიტებად” წოდებულ
ორბიტებზე. ელექტრონებს, იმყოფებიან რა ასეთ ორბიტებზე, არ შეუძლიათ გამოასხივონ
ნებისმიერი ინტენსიურობის და სიხშირის ელექტრომაგნიტური ტალღები, წინააღმდეგ
შემთხვევში მათ უფრო დაბალ, დაუშვებელ ორბიტაზე მოუწევდათ გადასვლა.
ელექტრონებს შეუძლიათ სხვა, დასშვებ ორბიტაზე გადასვლა. კვანტურ მექანიკასთან
დაკავშირებული ყველა მოვლენის მსგავსად, ამ პროცესის წარმოდგენაც ძალიან ძნელია.
ელექტრონი უბრალოდ ქრება და სხვა ორბიტაზე მატერიალიზდება, ისე, რომ არ კვეთს
ორბიტებს შორის არსებულ სივრცეს. ამ ეფექტს ”კვანტური ნახტომი” უწოდეს. უფრო დაბალ
ორბიტაზე გდახტომის დროს ელექტრონი კარგავს ენერგიას, ე.ი. ასხივებს კვანტს –
ფიქსირებული ენერგიითა და ტალღის სიგრძით. ჩვენ განსხვევებული ენერგიის ფოტონებს
ფერით ვარჩევთ – ცეცხლზე გავარვარებული სპილენძის მავთული ცისფრად ანათებს, ქუჩის
განათების ნატრიუმიანი ნათურა ყვითლად. შესაბამისად, უფრო მაღალ ენერგიაზე
გადასასვლელად, ელექტრონმა უნდა შთანთქოს ფოტონი.
ბორმა ორი პოსტულატის საფუზველზე განსაზღვრა წყალბადის ატომის რადიუსი და
ატომის სტაციონარული მდგომარეობების ენერგიები. რამაც საშუალება მისცა გამოეთვალათ
ატომის მიერ გამონათებული და შთანთქმული ელექტრომაგნიტური ტალღების სიხშირეები.
ბორის ინტუიციურმა ჰიპოთეზამ ადგილი დაუთმო მკაცრ სისტემურ ფორმულირებას,
კვანტური მექანიკის ჩარჩოებში, კერძოდ, ელემენტარული ნაწილაკების ორმაგი ბუნების
კონცეფციას – კორპუსკულარულ-ტალღურს. ჩვენ დღეისათვის ელექტრონები
წარმოგვიდგებიან არა როგორც თავიანთ ორბიტებზე ბირთვის გარშემო მოძრავი
მიკროსკოპული პლანეტები, არამედ როგორც ალბათური ტალღები. თანამედროვე
ფიზიკოსები ამ ტალღებს ყველაზე რთული სტრუქტურის ატომების დასახასიათებლად
იყენებენ, მათი თვისებებისა და ქცევის ასახსნელად.
ბორის აღმოჩენები აუცილებელს ხდიდა კლასიკური ფიზიკის ტრანსფორმაციას. ეს
შესაძლებელი გახდა, როდესაც შეიქმნა ახალი ფიზიკური თეორიები: კვანტური მექანიკა და
კვანტური ელექტროდინამიკა.

5.ელემენტარული ნაწილაკები
როდესაც ძვ. ბერძენმა ფილოსოფოსმა დემოკრიტემ უმცირეს განუყუფელ ნაწილაკს ატომი
უწოდა, მას ყველაფერი საკმაოდ მარტივად წარმოედგინა. სხვადასხვა საგნები, ცხოველები,
მცენარეები აგებულია განუყოფელი, უცვლელი ატომებისაგან. სამყაროში ყველაფერი
მიედინება, იცვლება, გარდა თავად ატომებისა, რომლებიც უცვლელნი რჩებიან. მაგრამ XIX
საუკუნის მიწურულს იქნა აღმოჩენილი ატომების რთული აგებულება, აგრეთვე
გამოყოფილი იქნა ელექტრონი, როგორც ატომის შემადგენელი ნაწილაკი. შემდეგ, უკვე XX
საუკუნეში, აღმოჩენილი იქნა პროტონი და ნეიტრონი, ატომბირთვის შემადგენელი
ნაწილები. მათ მეცნიერები დემოკრიტეს თვალით უჭვრეტდნენ, როგორც პირველ არსებს,
განუყოფელებსა და უცვლელებს. ერთგვარ აგურებად იგებდნენ, რომლებისგანაც შედგებოდა
სამყარო.

ნათელი სიმარტივე დიდხანს არ გაგრძელებულა და ყველაფერი გაცილებით რთული


აღმოჩნდა: როგორც გაირკვა, უცვლელი ნაწილაკები არ არსებობს. თავად სიტყვაში
ელემენტარული-ორმაგი საზრისია ჩადებული. ერთის მხრივ იგია-უბრალო. მეორეს მხრივ
კი-ელემენტარულის ქვეშ იგულისხმება რაღაც ფუნდამენტალური, საგნების საფუძველში
მდებარე. (ამ უკანასკნელი აზრით გამოიყენება სუბატომური ნაწილაკების დასახელება
ელემენტარულად). დემოკრიტესეულ გაგებას გვაშორებს ის ფაქტი, რომ არც ერთი ნაწილაკი
არ არის უკვდავი. თავისუფალი ნეიტრონი (ატომბირთვის გარეთ მდებარე ნეიტრონი)
ცოცხლობს მიახლოებით 15 წუთს. ელექტრონებს და პროტონებს ყავთ საპირისპიროდ
პოზიტრონები და ანტიპროტონები, შეჯახებისას ხდება ურთიერთგანადგურება და ახალი
ნაწილაკების წარმოქმნა. ყველა ელემენტარული ნაწილაკი ერთმანეთად იქცევა და ეს
გადაქცევა მათი არსებობის ფაქტს იძლევა. ნაწილაკების უცვლელობის შესახებ წარმოდგენა,
მაღალი ენერგიების ნაწილაკების შეჯახებების დაკვირვების დროს შეუძლებელი აღმოჩნდა.
მაგრამ შენარჩუნდა იდეა. თვისებების მიხედვით მათი ბუნება ამოუწურავია.

დასკვნა

ატომის რთული აგებულების აღმოცენა-თანამედროვე ფიზიკის დაფუძნებაში


უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს. ატომის აგებულების რაოდენობრივი თეორიის
აგებისას, სადაც სესაზლებელი გახდა ატომური სპექტრების ახსნა, აღმოჩენილი იქნა
მიკრონაწილაკების მოძრაობის ახალი კანონები-კვანტური მექანიკის კანონები.
ელემენტარული ნაწილაკები არ არიან უცვლელნი, მათ ძალუძთ ერთმანეთად ქცევა.
ელემენტარული ნაწილაკების უმეტესობა არასტაბილურია. ყველა ნაწილაკს გააჩნია
ორეული-ანტინაწილაკი. შეჯახების დროს ხდება ანიჰილირება, პოზიტრონის და
ელექტრონის ანიჰილირებას ახლავს ორი (ან სამი) გამა-კვანტის დაბადება.

კვანტური თეორია ეს მთლიანად სხვა სურათია ფიზიკური სამყაროსი და რეალობის.


კვანტურ მექანიკაში ნაწილაკებს არ გააჩნიათ ცალსახად განსაზღვრული პოზიცია და
სიჩქარე. ისინი წარმოდგენილი არიან ე.წ. ტალღური ფუნქციით (რაც გულისხმობს სივრცის
სხვადასხვა წერტილებში რაღაც მნიშვნელობების მოცემას). ტალღის სიგრძე გვაძლევს
ალბათობას, რომ ნაწილაკი აღმოჩნდება სივრცის კონკრეტულ წერტილში. სიდიდე,
რომლითაც იგი იცვლება წერტილიდან წერტილამდე გვაძლევს ნაწილაკის სიჩქარეს. ვთქვათ
ტალღურ ფუნქციას აქვს მკვეთრი პიკი სივრცის რაიმე პატარა არეში. ეს ნიშნავს, რომ
მდებარეობის განუზღვრელობა მცირეა. თუმცა ფუნქცია ძალიან სწრაფად შეიცვლება პიკის
მახლობლად რაც ნიშნავს, რომ სიჩქარის განუზღვრელობა დიდი იქნება. შესაბამისად,
შეიძლება გვქონდეს ტალღური ფუნქცია, რომელშიც მდებარეობის განუზღვრელობა იქნება
დიდი, ხოლო სიჩქარის -მცირე. ტალღური ფუნქცია შეიცავს ყველაფერს, რაც შეიძლება
ვიცოდეთ ნაწილაკის შესახებ -მათ სიჩქარეებსაც და მდეობარეობასაც. თუ ჩვენ ვიცით
ტალღური ფუნქცია დროის ერთ მომენტში, მაშინ ჩვენ შეგვიძლია შრედინგერის
განტოლებით ვიპოვოთ იგი დროის სხვა მომენტშიც. ეს წააგავს დეტერმინიზმს, მაგრამ არა
ლაპლასის ხედვით. იმის მაგივრად, რომ ვიწინასწარმეტყველოთ ნაწილაკის სიჩქარე და
მდებარეობა, ჩვენ ვწინასწარმეტყველებთ ტალღურ ფუნქციას, რომელიც გვაძლევს
ალბათობებს ნაწილაკის სივრცის მოცემულ წერტილში აღმოჩენისას და მისი სიჩქარისას. რაც
მხოლოდ ნახევარია იმისა რასაც ლაპლასი გულისხმობდა… ასევე პრობლემას ქმნის
გრავიტაცია, რომელიც ისე ამრუდებს სივრცე-დროს, რომ არსებობს ისეთი არეები,
რომლებსაც ჩვენ უბრალოდ ვერ ვაკვირდებით.

ბორი, კოპენჰაგენის დებულების დამფუძნებელი, ხაზს უსვამდა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ
პრაგმატისტები კვანტების ფენომენების ახსნისას. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ
მხოლოდ ექსპერიმენტის შედეგებზე. კვანტური მოვლენები ჩნდება მხოლოდ
დაკვირვებისას, მანამდე ისინი ,,არ არსებობენ“. კოპენჰაგენის თეორიის დაფუძნების
საწყისში იდგა ვერნერ ჰაიზენბერგიც, რომელიც იმ დროს გამოყოფდა მის ძირითად
დებულებებს, თუმც შემდგომ მან აზრი შეიცვალა და შესაძლოა ვისაუბროთ კვანტური
მექანიკის მის პირად ინტერპრეტაციაზე. ჰეიზენბერგი კოპენჰაგენის სკოლიდან ერთადერთი
თეორეტიკოსი იყო, რომელიც ცდილობდა გაეგო თუ რა იმყოფებოდა კვანტური მოვლენის
მიღმა, რა იყო მისი არსი.

You might also like