You are on page 1of 8

ჭეშმარიტება რაციონალობა და მეცნიერული ცოდნის ზრდა

მეცნიერული ცოდნის განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს


მისი შეუქცევადი ზრდა და განვითარება. იმისათვის, რომ მეცნიერებამ მიიღოს
რაციონალური ხასიათი, მეცნიერმა უნდა შეძლოს არსებული თეორიების ანალიზი,
შეადაროს ეს არსებული თეორიები ერთმანეთს და საბოლოოდ მათგან ამოარჩიოს
სწორი, მართებული თეორია, ან ისეთ შემთხვევაში როდესაც ზუსტი თეორია არ
არსებობს, მოახდინოს სხვა აქამდე არსებული თეორიების უარყოფა, რომელმაც უნდა
გამორიცხოს მათი ჭეშმარიტება, ამან კი საჭირო გახადოს ახლის ძიება.

მეცნიერული ცოდნის ზრდისათვის უმთავრესს, სწორედ არსებულ თეორიათა


დამხობისა და უარყოფის შედეგად ჭეშმარიტ დასკვნამდე მისვლა წარმოადგენს. რა
საკვირველია მნიშვნელოვანია ახლის აღმოჩენაც ექსპერიმენტების გზით, მაგრამ თუ
არ მოხდება არსებულ თეორიათა მცდარობის დამტკიცება, შესაბამისად რთული
იქნება ახლის მტკიცებაც. თუ მცდარ თეორიას არ უარვყობთ საბოლოოდ მივალთ
ურთიერთგამომრიცხავ სიტუაციამდე, ასეთ შემთხვევაში არასწორი ვარაუდი
ინარჩუნებს თეორიის სტატუსს, რასაც საბოლოოდ მეცნიერის ჩიხში შეყვანა
შეუძლია. 

მეცნიერული ცოდნის ზრდა წარმოადგენს იგივე პროცესს, მაგალითად


როგორიც ეს არის ცხოველის მიერ დაკვირვებების შედეგად მიღებული
გადაწყვეტილებები, რომლებიც განპირობებულია დაშვებული შეცდომებისა და
შემდგომში მათი გამოსწორებით მიზეზით. ასევე ხდება ადამიანური და
მეცნიერული ცოდნის მიღების დროსაც, სადაც ცდის მეშვეობით დგინდება ამა თუ იმ
შეხედულების მართებულება. საბოლოოდ ეს განაპირობებს სწორ დასკვნებამდე
მისვლას. მარტივად რომ ვთქვათ სწორედ ასეთია მეცნიერული ცოდნის ზრდის
მეთოდიც, ამიტომაა აუცილებელი მცდარ თეორიათა უარყოფა.
მეცნიერება კაცობრიობის ისტორიაში შეგვიძლია გამოვყოთ, როგორც
ერთერთი ყველაზე მეტი კრიტიკის ქვეშ მყოფი მიმართულება, თუმცა აღსანიშნავია
ის ფაქტიც, რომ  სწორედ ეს კრიტიკა აძლევს საფუძველს მის განვითარებას, ამის
შედეგად კი ხდება იმ ნაკლოვანებების გამოსწორება, რომელიც მასში არსებობდა. ეს
პროცესი სხვა სფეროებსაც ახასიათებს როგორც წესი, თუმცა შესაძლოა ითქვას, რომ
მეცნიერება მთლიანად ამ კრიტიკაზე დგას და ეს არის მისი პროგრესის მთავარი
განმაპირობებელი.
იმისათვის, რომ თეორია მართებულად ჩაითვალოს, მან უნდა გაუძლოს
არსებულ კრიტიკას და სანამ მის გამოცდას დავიწყებდეთ უნდა ვიცოდეთ ის, რომ
თუ ის გაუძლებს ამ კრიტიკას, იგი უნდა ჩაითვალოს აღმატებულად სხვა
თეორიებთან მიმართებაში. ანუ ისეთი თეორია, რომელსაც გააჩნია მეტი
ლოგიკურობა, გამართლების მეტი ალბათობა და ჭეშმარიტად მიჩნევის სხვადასხვა
არაერთი საფუძველი, მას უნდა მიენიჭოს უპირატესობა და არა სხვა თეორიას.
მეორე საკითხს წარმოადგენს ის, თუ რამდენად სწორია საზოგადოებაში
კარგად დამკვიდრებული ალბათობის მაღალი მაჩვენებლისათვის მიმხრობა, იმიტომ
რომ ხშირ შემთხვევაში, ალბათობა შეიძლება სულაც არ წარმოადგენდეს
სინამდვილისაკენ მიმავალ სწორ მხარეს, მაგრამ ვერ უარვყოფთ ალბათობას,
როგორც მნიშვნელოვან კომპონენტზე ზოგადად მეცნიერებაში და შესაბამისდ
მართებული თეორიების დადგენაშიც, მისი როლი მეცნიერული ცოდნის ზრდაში
საკმაოდ მნიშვნელოვანია. მთავარი არის როგორ გამოვიყენებთ მას.

თეორიათა მართებულების დასამტკიცებლად აუცილებელია მათი შემოწმება.


შემოწმებას ყველაზე მეტად ისეთი თეორიები იმსახურებენ, რომლებიც მეტად
არასარწმუნოდ გამოიყურებიან, შემოწმების შედეგად და მისი სიმკაცრის დინით
შეიძლება განვსაზღვროთ ან უფრო მეტად გავამყაროთ ამ თეორიის ხარისხი.
თუკი ამ თეორიის საფუძველზე გაკეთებული მკაცრი შემოწმებების შედეგად
არ ირღვევა ეს თეორია, ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ რომ თეორია არის
გამყარებული.
როდესაც ჩვენ გვინდა ამა თუ იმ თეორიის შემოწმება, ამისათვის
აუცილებელია მისი შორეული შედეგის შემოწმებაც, რომელიც ხშირ შემთხვევაში
იმდენად რთულია რომ შეუძლებელიც კი შეიძლება იყოს წინასწარ მასზე დასკვნების
გაკეთება. ამიტომ მთავარი ხდება ამ თეორიამ გაუძლოს კრიტიკას  და შემოწმებებს,
ამ შემოწმებებში უნდა იყოს ისეთი კრიტიკა რომელმაც სხვა თეორიები ასევთქვათ
დაანგრია და გაანადგურა. შეიძლება იყოს კიდევ უფრო მკაცრი შემოწმებებიც.
საბოლოოდ კი ამ ყველაფრით თეორია განმტკიცდება რაციონალურად, შესაბამისად
მეცნიერების რაციონალურობა მიეწერება ასეთი რაციონალური თეორიის არჩევას.
კრიტიკა არის ის მთავარი ძალა, რომელიც რაციონალური და ემპირიული მხარეებს
აერთიანებს მეცნიერებაში.
ეს ყველაფერი საბოლოოდ მეცნიერების პროგრესის გზას ვერ გამოსახავს
ბოლომდე. შეიძლება ითქვას, რომ მეცნიერება ისეთ ფენომენს წარმოსდგენს,
რომელიც დროსთან ერთად მუდმივ ზრდას და გარდაქმნას განიცდის. ჩვენ ვერ
ვისაუბრებთ იმის თაობაზე თუ რომელ ეტაპზე იმყოფება ამ დროისათვის
მეცნიერების სფეროს განვითარება, ან როდის იქნება მისი პიკი და დასასრული,
მაგრამ მთავარ თვისებად შეგვიძლია დავასახელოთ კრიტიკის შედეგად
გამყარებილი თეორიების დამსახურება, რაც ასახავს იმ ძირითად მუდმივ პროცესს
მეცნიერების ზრდაში, რომლის მეშვეობითაც ხდება მეცნიერების პროგრესი. ამ
პროგრესს განაპირობებს არსებული პრობლემები და მათი დაძლევა. პრობლემა
იძულებულს ხდის მეცნიერს ეძებოს მისი გადაჭრის გზები, შემდგომში აკვირდება ამ
გზებს და აკეთებს გარკვეულ დასკვნებს მისი მეშვეობით. ეს დასკვნები კი ეხმარება
თეორიის ჭეშმარიტების დადგენასა და სხვა თეორიის უკუგდებაში. საბოლოოდ ამ
ყველაფრის შედეგად ხდება მეცნიერული ცოდნის ზრდა.
მეცნიერული ცოდნის ზრდაზე საუბრისას, როგორც უკვე აღვნიშნეთ საჭიროა
თეორიათა უტყუარობისა და მართებულბის საკითხი. ამისათვის საჭიროა
ჭეშმარიტების მნიშვნელობის განსაზღვრა, თუ რას წარმოადგენს ის და რა შეიძლება
ჩაითვალოს როგორც ჭეშმარიტება.
ტარსკის თეორია იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ერთგვარად მან
ობიექტური ჭეშმარიტების საეჭვოდ გამხდარ შესაბამისობის თეორიას
რეაბილიტაცია გაუკეთა, მან ჭეშმარიტების ჭეშმარიტების, როგორც ფაქტებთან
შესაბამისობის ინტუიციური იდეის გამოყენება გაამართლა. იმისათვის, რომ
გავიგოთ თუ რა შემთხვევაში შეესაბამება მტკიცება ფაქტებს, მოვიყვანოთ ორი
დებულება:

1.''თოვლი არის თეთრი'' ფაქტებს მხოლოდ მაშინ შესაბამება როდესაც თოვლი არის
თეთრი.
2.''ბალახი არის წითელი'' ფაქტებს შეესაბამება მხოლოდ მაშინ როდესაც ბალახი
არის წითელი.
ამ შემთხვევებში ჩანს, რომ მხოლოდ მაშინ შეესაბამება ნათქვამი სიზუსტეს,
როცა ის ფაქტებთან არის შესაბამიობაში. აქ მნიშვნელოვანია ენობრივი საკითხის
მხარეც, რომელიც ძირითადი გამომხატველია არსებული მდგომარეობის.

ტარსკის ობიექტური და აბსოლიტური ჭეშმარიტების შესახებ გამოთქმულ


მოსაზრება დღეისათვის ბევრისთვის მისაღებია, ანუ მისთვის ვინც გაიგო მასში
გამოთქმული ძირითადი არსი. მაინც რისგან შეიძლება იყოს გაგების ეს სიძნელე
გამოწვეული? სავარაუდოა რომ ეს განპირობებულია: პირველი რიგში მარტივი
ინტუიციური იდეის მისადაგება სირთულეებთან იმ ყველაფრის გამოსასწორებლათ
რომელიც მისგანვე წარმოიშვა. მეორე კი არის საკმაოდ გავრცელებული, რომლის
თანახმადაც ჭეშმარიტების დამაკმაყოფილებელმა თეორიამ თავად უნდა მოგვცეს
ჭეშმარიტი რწმენის ანუ რაციონალური და კარგად დამკვიდრებული რწმენის
კრიტერიუმი, თუმცა ეს დამოკიდებულება ვერ იქნება მართებული და ის მცდარია.

ისეთი თეორია, რომელიც ჭეშმარიტებას აიგივებს სარგებლიანობასთან და


მისი მიხედვით განსაზღვრავს თუ რამდენად ჭეშმარიტია ესა თუ ის თეორია,
მსგავსი დამოკიდებულება ყოველთვის სუბიექტური იქნება, მარტივად რომ ვთქვათ
მისგან მიღებული შედეგი არ იქნება რეალურად ჭეშმარიტი.
თუ ცოდნას განვსაზღვრავთ როგორც რწმენის განსაკუთრებულ ფორმას,
მაშინ ასევე ჭეშმარიტებაც გაგებული უნდა იყოს როგორც რწმენაზე დაფუძნებული
სპეციალური ფორმა, რომელიც არა იმიტომ არის სწორი, რომ ეს მართლაც ესეა
არამედ იმიტომ, რომ ეს არის კარგად დაფუძნებული და ყველასათვის მისაღები. ამ
შემთხვევაში იგი უნდა აღემატებოდეს საკუთარი ეფექტურობით სხვებს, როგორც
უფრო სანდო და გამართლებული, რათა შევძლოთ მისი განსხვავება რწმენის სხვა
არსებული მდგომარეობებისაგან. ეს მართლაც ასეა, ჭეშმარიტების რწმენაზე
დაფუძნებული თეორიები ცდილობენ ახსნან საკუთარი სუბიექტური
მდგომარეობის სისწორე გარკვეული დამარწმუნებელი ნიშნების გამოყენებით, ასეთ
შემთხვევაში მნიშვნელოვანს წარმოადგენს ამ ნიშნების საიმედოობა და სიძლიერე,
მათზე არის დამოკიდებული მსგავსი თეორიების არსებობის შესაძლებლობა. ხოლო
ობიექტური ჭეშმარიტების თეორია სრულიად განსხვავდება მისგან და სხვა
მახასიათებელი გააჩნია, ამ შემთხვევაში ისეთი თეორია შეიძლება იყოს ჭეშმარიტი
რომლისაც არავის არ სწამს და არც იმის საფუძველი გვაქვს, რომ იგი ჭეშმარიტად
მივიჩნიოთ, ანუ არ არსებობდეს არანაირი ხელმოსაჭიდი თუნდაც მისი
ჭეშმარიტების სამტკიცებლად, სინამდვილეში კი იგი სრულიადაც ჭეშმარიტია.
მეორე შემთხვევაში შესაძლოა თეორია მცდარი იყოს, მაგრამ მასზე არსებობდეს
მრავალი სარწმუნო არგუმენტი, რომლის სისწორეში ეჭვიც კი არავის შეეპაროს,
თუმცა ეს თეორია მაინც მცდარი იყოს.

ზოგჯერ შეიძლება შევხვდეთ ობიექტურ ჭეშმარიტ თეორიას და მხოლოდ


იმას მივხვდეთ რომ ეს თეორია სწორია, თუმცა ვერ დავადგინოთ, რომ ეს თეორია
აუცილებლად ჭეშმარიტია. პირველად ასეთი მტკიცების გაკეთება ქსენოფანეს
მოუხდა რომელიც 2500 წლის წინ ცხოვრობდა, რაც იმის გვეუბნება, რომ
ჭეშმარიტების ობიექტურობის თეორია ჯერ კიდევ არისტოტელემდე წარმოიშვა.
შემდგომში ტარსკიმ მოახერხა ეჭვების მოხსნა ჭეშმარიტების ობიექტურობის
თეორიის შესახებ და ამის მერე ერთგვარად შეუძლებელიც კი გახდა ამ
საკითხისათვის გვერდის ავლა.

როდესაც ცოდნის დაუფლებას ვცდილობთ და გვინდა მეცნიერული ცოდნის


პოროგრესი გვქონდეს, ამისათვის საჭიროა ჭეშმარიტი თეორიების პოვნა, ან
თეორიების რომლებიც ბევრად უფრო ახლოს არის ჭეშმარიტებასთან ვიდრე სხვები,
ანუ ფაქტებთან არიან მეტ შესაბამისობაში, ამაში კი მნიშვნელოვან როლს
ასრულებენ ისეთი თეორიები, რომელთა მცდარობაც უკვე ცნობილია.

ობიექტური ჭეშმარიტების პირობებში ის მთავარი ფაქტორი გვამოძრავებს,


რომ ჩვენ ვეძებთ ნამდვილ ჭეშმარიტებას, თუმცა ქსენოფანეს მსგავსად შესაძლოა
ამის ახსნა ვერც კი შევძლოთ, გამომდინარე იქედან რომ საზოგადოდ არსებული
სარწმუნო ფაქტები არ არსებობდეს მის სამტკიცებლად. მთავარი მაინც ის არის,
გვამოძრავებდეს ობიექტური ჭეშმარიტების ძიების მიზანი და არა უბრალოდ
მარტივი გზების ძიება ამა თუ იმ თეორიის ასახსნელად.
ქსენოფანეს მიერ გამოთქმული მტკიცება ობიექტური ჭეშმარიტების შესახებ,
არც თუ ისე მარტივი საკითხია ფილოსოფოსთათვის, რომლებიც მსგავსი თემის
ირგვლივ გამოთქვამდნენ ინტერესს, აქ ერთობლივად ძალიან ბევრი პრობლემა
იჩენს თავს, რაც ხშირ შემთხვევაში აშინებს მოაზროვნეთა დიდ ნაწილს, ამიტომაც
ცდილობენ თავიდან აიცილონ ეს საკითხი და აირჩიონ მარტივი მხარე. შესაძლოა
ითქვას, რომ ქსენოფანეს მსგავსი მტკიცების გამოთქმა არც თუ ისე ბევრს უცდია,
თუმცა 1944 წელს გამოცემულ ჟურნალში დაიბეჭდა ტარსკის სტატია
ჭეშმარიტებაზე ორი სუბიექტივისტური წერილი.

რა საკვირველია ამ ყველაფრის შემდეგ ჭეშმარიტების რაობის შესახებ გაგება


მნიშვნელოვნად უნდა შეცვლილიყო, ასე ვთქვათ გაუმჯობესებულიყო ობიექტურის
სასარგებლოდ და გარკვეულწილად ეს ასეც მოხდა. თუმცა სუბიექტივიზმს მაინც
მჭიდროდ აქვს ფეხი მოკიდებული მეცნიერების ფილოსოფიურ აზროვნებასა და
მოღვაწეობაში. განსაკუთრებით კი ეს იგრძნობა იმ სფეროში სადაც ალბათობის
თეორია გამოიყენება და ენიჭება უპირატესობა.

ალბათობის თეორია, რომელიც საგრძნობლად სუბიექტურია, მთლიანად


ემყარება ჭეშმარიტების საკითხთან სუბიექტურ მიდგომას და დამყარებულია
რაციონალურ რწმენაზე. ამ შემთხვევაში ყველაზე საზიანო არის, რომ ჭეშმარიტად
შესაძლოა ის იყოს მიჩნეული, რაც სიმამდვილეში მცდარია. ალბათობის თეორიით
მიდგომას შესაძლოა ორი რამის გამო იყენებდნენ მეცნიერების ფილოსოფოსები:
პირველი ეს შეიძლება იყოს სირთულის თავიდან აცილებისა და საქმის
გამარტივების მიზანი. მეორე კი არის ალბათობის თეორიის სიზუსტესა და
აუცილებლობაში დარწმუნებულობა.

საბოლოოდ ორივე ამ შემთხვევას შეუძლია არასწორ დასკვნებამდე


მიგვიყვანოს. სამწუხარო ის არის, რომ სუბიექტივისტური თეორიის მცდარობის
დამტკიცება ვერ ხერხდება, იმიტომ რომ მას ყველანაირი კრიტიკის მორგება
ახასიათებს და არც თუ ისე რთულად ახერხებს მათ თავიდან მოცილებას .

ეს მართალც ასეა, რადგან ყოველთვის არის შესაძლებელი ისეთ ვარიანტს


მივემხროთ, რომლის მიხედვითაც ყველაფერი რასაც სამყაროზე ვამბობთ არის
შენაცვლებადი რწმენის დებულებით. მაგალითად თუ ვიტყვით „თოვლი არის
თეთრი“, შეგვიძლია შევცვალოთ „ მე მწამს თოვლი არის თეთრი“, ან შესაძლებელია
ასეც შევცვალოთ „ყველა ჩემთვის ხელმისაწვდომი დამოწმების საფუძველზე მე
მწამს, რომ გონივრულია მწამდეს, რომ თოვლი არის თეთრი“. ასეთ შემთხვევაში
ხდება ობიექტური რეალობის გარკვეული გაქრობა და პასუხისმგებლობის
დაკისრება არა იმაზე რაც ჭეშმარიტი ობიექტურობის პირობებში არის, არამედ
საკუთარ რწმენაზე. შესაბამისად გამოდის ობიექტური სინამდვილე კი არ არის ის
რომ თოვლი თეთრია, არამედ ის რომ მე მწამს მისი სითეთრე. სინამდვილეში კი
შეიძლება სულაც არ არის თეთრი. საბოლოოდ ასეთ სუბიექტივისტურ
დამოკიდებულებას მივყავართ ერთგვარ გაურკვევლობამდე და
დაუზუსტებლობამდე, ამიტომაც მსგავსი მიდგომა თავისთავად გამორიცხავს
ობიექტურობას.

აკაკი ბუგიანიშვილი

You might also like