You are on page 1of 8

გლობალური სამყარო და თანამედროვე გამოწვევები

კონსპექტი (ფინალური)

1. ძირითადი ცნებები და ტერმინები

პირველ რიგში განვიხილოთ კულტურათა შორის კონტაქტის


პრობლემები,რომელსაც აქვს გამოვლენის სხვადასხვანაირი ტიპი ესენია :
ასიმილაცია,კულტურული შოკი,კონფრონტაცია,სიმბიოზი,სინთეზი,კულტურული
კონფლიქტი,კულტურული დიფუზია),ტრადიციის როლი და ადგილი
მოდერნიზაციის პროცესში,ტრადიციის და მოდერნიზაციის ურთიერთმიმართების
პრობლემა,იდენტურობის პრობლემა არადასავლურ კულტურებში მიმდინარე
მოდერნიზაციული გარდაქმნების პირობებში და ა.შ.
მოდერნიზაციული პროცესების განვითარება კულტურულ და ცივილიზაციურ
დონეზე ხდება.

კულტურისა და ცივილიზაციის ცნებათა ინტერპრეტაცია (იგივე განმარტება)

როდესაც კულტურის ფენომენებზე ვსაუბრობთ ორ ასპექტზე უნდა გავამახვილოთ


ყურადღება ესენია:
კულტურა - როგორც ცალკეული საზოგადოებათა შორის განსხვავება.
კულტურა - კაცობრიობის უნივერსალური მახასიათებელი,რომელიც გულისხმობს
რომ კულტურა არის Homo sapiens-ის, როგორც ბიოლოგიური სახეობისა და
სოციალური არსების უნიკალური უნარის შედეგი ანუ ადამიანს აქვს უნარი და
პოტენცია იყოს თვითონ კულტურის შემქმნელი,გადამცემი და ეს მხოლოდ
ხორციელდება სოციალურ გარემოში,რომელიც ასევე დამოკიდებულია ძველ
სოციალურ გარემოზეც და შემდეგ უკვე მთლიანად ეყრდნობა სოციოლიზაციის
პროცესს.
„კულტურა არ ეძლევა ადამიანს დაბადებიდან,არ არის ჩასახვიდან
უჯრედში,როგორც კრაზანებთან და ჭიანჭველებთან არამედ უნდა იყოს
ათვისებული ყოველი ახალი თაობის მიერ უფროსთაგან შესწავლის გზით“ ამბობდა
რ.ბენედიქტი.
ასევე ე.ტეილორი რომელიც ცნობილია პირველი მეცნიერული განსაზღვრების,ხაზს
უსვამს თვითონ კულტურის სოციალურ ბუნებას. მისი სიტყვებით „კულტურა
შედგება ცოდნის,რწმენა-წარმოდგენების,ხელოვნების,ზნეობის,კანონების,ზნე
ჩვეულებებისა და ზოგი უნარ-ჩვევისაგან,რომელიც შეძენილია ადამიანის ანუ
როგორც საზოგადოების წევრის მიერ“.

კულტურას შეუძლია დაარეგულიროს ადამიანთა ურთიერთობა ერთმანეთთან ასევე


საზოგადოებასა და ბუნებასთან.
მაშასადამე,კულტურაში ვხვდებით ბევრ განსხვავებას თუ როგორ აღიქვამს მას
ადამიანი და როგორ ვრცელდება საზოგადოებაში და როგორ იკავებს სოციუმში
ადგილს,რადგან კულტურასაც მხოლოდ ადამიანი ავრცელებს და შემდეგ
გარდაიქმნება საზოგადოების ჯგუფებად. რა თქმა კულტურას აქვს განსხვავებული
ნორმები,როგორიცაა თუნდაც ქცევის წესები,იდეალები. კულტურის დახმარებით
ადამიანი განსაზღვრავს უკვე „თავისიანსა“ და „უცხოს“. კულტურის მეშვეობით
ხდება ის როდესაც შენ „უცხოდ“ იქცევი ამა თუ იმ ადამიანთან თუ
საზოგადოებასთან,რადგან კულტურები განსხვავდება და შემდეგ ამაზე
დაყრდნობით განირჩევიან ადამიანები ერთმანეთისაგან.

იდენტურობა (კულტურული,ცივილიზაციური)

იდენტურობა იგივე „ერთი და იგივე“ აღნიშნავს ადამიანის ფსიქოლოგიურ „მე“-ს ანუ


როდესაც პიროვნება აიგივებს (ნაწილობრივ გაცნობიერებულად ნაწილბრივ
ქვეცნობიერულად) ამა თუ იმ ტიპიოლოგიურ კატეგორიებთან,მაგალითად
როგორიცაა სოციალური სტატუსი,ასაკი,სქესი,კულტურა,ჯგუფი).
არსებობს სოციალური იდენტურობა,კულტურული,ეთნიკური თუ ჯგუფური.
ინდენტურობა ყალიბდება როდესაც ადამიანი ვითარდება და ერევა ნელ-ნელა
საზოგადოებში და ძირითადად საკუთარი „მე“-ს პოვნა ახალგაზრდობის დროს
სრულდება.
ასევე იდენტურობის დაკარგვის შანსებიც არის და რა თქმა უნდა ესეც ასაკობრივი
ფსიქოლოგიური მომენტია,როდესაც იცვლება შეხედულებები,აზრები ეს უფრო
ასაკობრივი კრიზისია ეს შეიძლება გამოიწვიოს გარემოს ცვლილებამ თუნდაც.
იდენტურობის მექანიზმი ასევე დიდ როლს თამაშობს ტრადიციების შენარჩუნების
პროცესში.

კულტურათა/ცივილიზაციათაშორისი ურთიერთობის სამი ძირითადი ტიპი


1.კონფრონტაცია 2.სიბიოზი 3.სინთეზი

კონფრონტაცია - ანუ უცხო რეალობის უარყოფა , ეს გამოიყოფა როგორც


„საკუთრებისგან განსხვავებული“ ფორმების მიუღებლობას.
ეს იყო პირველი ტიპი ხოლო მეორე ტიპი აღნიშანვს იმას რომ თითოეული
ურთიერთმხარე საკუთარ თავს ინარჩუნებს მაგრამ არ წარმოიქმნება ახალი
კულტურული თვისებრიობა,მაგრამ კავშირი ჩნდება კულტურულ რეალობათა
შორის სისტემური კავშირი.
სიმბიოზი - განსაზღვრავს ურთიერთმიზიდვის და ურთიერთგანზიდვის
წინააღმდეგობრივ შერწყმას. ორივე მნიშვნელოვანი პროცესია,მიზიდვას საკმაოდ
დიდი ძალა აქვს რათა შემდეგ შეიქმნას კულტურული კავშირი,ამასთან თითოეული
მხარე მეორეს მაინც „უცხოდ“ აღიქვამს. განზიდვა განიმარტება როგროც
„მოშორება“ ,რათა შემდეგ უკვე შეიქმნას ზღვარი განსხვავებულ კულტურულ
ელემენტთა დაახლოების,შერწყმის ახალ მყოფთაგან განსხვავებულ თვისებრიობად
ჩამოყალიბებისათვის.
სინთეზი - თუ კონტაქტის ზონაში ჩნდება თვისებრივად ახალი, კონტაქტში მყოფ
კულტურულ სამყაროთაგან განსხვავებული კულტურული რეალობა.

კულტურული კონფლიქტი

კულტურული კონფლიქტი - პიროვნებების,ჯგუფების,პიროვნებასა და


ჯგუფს,პიროვნებასა და საზოგადოებას და საზოგადოებში პოზიციათა
წინააღმდეგობის კრიტიკული სტადია.
ყველა კონფლიქტი მოიცავს აზრთა სხვადასხვაობას,რომელიც შემდეგ
მოლაპარაკების გზით ცდილობენ გადაჭრან. კონფლიქტის სხვადასხვაგვარი
მოგვარების გზები არსებობს: საბოლოო ბრძოლა გამარჯვებამდე ან კომფლიქტის
გადადება მომავლისთვის.
კულტურული კონფლიქტის მაგალითები : ჯვაროსნული
ლაშქრობები,რელიგიური,რევოლუციური,სამოქალაქო,ეროვნულ-
განმანთავისუფლებელი ომები და ა.შ ან ამა თუ იმ სარწმუნოებაზე ძალით
მოქცევა,გენოციდი და ა.შ.
კულტურული კონფლიქტი უკავშირდება ტოლერანტობას და სხვა კულტურების
მიმართ ინტერესის პრობლემებთან. კულტურული კონფლიქტის განსაკუთრებული
ტიპია შემოქმედებითი კომფლიქტი მიმართულებებს,სკოლებს,ჯგუფებს ან ამა თუ იმ
დარგის ცალკეულ წარმომადგენლებს.

კულტურული შოკი

რა არის კულტურული შოკი? როდესაც სხვადასხა კულტურის მქონდე ადამიანების


ჯგუფები შეხვდებიან ერთმანეთს,კულტურულ შოკს ძირითადად ის ადამიანები
განიცდიან როდესაც მისი მშობლიური ქვეყანას დატოვებს და ესტუმრება უცხო
ქვეყანას და მოხვდება სრულიად მისგან განსხვავებულ გარემოში
(ტურისტები,ემიგრანტები და ა.შ).
კულტურულ შოკს ასევე შეიძლება ქონდეს ადგილი ჯგუფური შემეცნების
დონეზე,როდესაც უცხო კულტურულ გარემოში ერევა განსხვავებული ჯგუფი (მაგ:
მასობრივი ემიგრაციის შემთხვევაში) ან როდესაც ხდება კულტურული დიფუზია
(ორი ან მეტი საზოგადოების კულტურული მახასიათებლების უერთიერთშეღწევა
და ურთიერთგამდიდრება. ესაა კულტურის გავრცელება-მოძრაობის
განსაკუთრებული ფორმა, რომელიც არ გულისხმობს აუცილებლად მიგრაციულ
პროცესებს.) და წარმოიშობა კონფროტაციის(რეალობის უარყოფა) სიტუაცია ძველ
და ახალ ნორმების,ყოფაქცევის მოდელებს შორის.
გამოიყოფა ოთხი შესაძლებლობა კონფლიქტის დაძლევისა :
ნაყოფი კულტურის შოკის გეტოზაცია - ანუ მოსულები უკავშირდებიან ერთმანეთს
და უკვე შიგნით აყალიბებენ მათი კულტურისთვის იზოლირებულ ადგილებს
(გეტო) , სადაც თავიანთ კულტურას და ტრადიციებს ინახავენ მაგ: დასავლეთის
ყველა მსხვილი ქალაქებისათვის დამახასიათებელი „ჩაინა თაუნი“ (China Town) და
ბრაითონ ბიჩი (კვარტლები) ნიუ-იორკში.
ასიმილაცია - როდესაც მოსულები ცდილობენ შეეგუონ ახალ გარემოს მათი
კულტურისთვის,შეითვისონ მისი ნორმები,ღირებულებები,ქცევები და შემდეგ
მთლიანად უარყონ ის კულტულური მემკვიდრეობა,რომელიც დატოვეს.
ურთიერთმოქმედება - შეეცადონ რომ გააერთიანონ ახალი და ძველი კულტურა
ერთმანეთში და შეათავსონ ორივე კულტურის ყოფაქცევის ნორმები და მოაწესრიგონ
კულტურათა შორის კომუნიკაცია. გაამდიდრონ როგორც საკუთარი კულტურა ისე
ამჟამინდელი კულტურა რომლითაც სარგებლობენ. მაგ: საწარმოში მუშაობენ
ინდოელი და თურქი მუშები,რომლებიც სამუშაოზე ხელმძღვანელობენ
თანამედროვე და ინდუსტრიული შრომის წესებით,ხოლო სახლში,ოჯახურ
ცხოვრებაში რა თქმა უნდა იხელმძღვანელებენ თავიანთი ტრადიციების წეს-
ჩვეულებებით. პ.ს ანუ ისინი პატივს ცემენ ერთმანეთის რელიგიას და ახერხებენ ერთ
გარემოში მუშაობას.
კოლონიზაცია - პირველ მოსულები შეეცდებან დაიწყონ პროპაგანდა და თავზე
მოხვევა საკუთარი კულტურის თუ ყოფაქცევისა და შემდეგ დაუპირსიპირონ ისინი
იმას რაც ტრადიციული კულტურისათვის არის დამახასიათებელი,რომელშიც ისინი
აღმოჩნდნენ. ეს ხდება მაგალითად როგორც საომარი ასევე მშვიდობიანი დაპყრობის
დროს,ასევე მოდერნიზაციის პროცესში.

12-17 სს. მოგზაურები აღწერდნენ ახალი ქვეყნების და ხალხების უსასრულო


რაოდენობას,რამაც ევროპაში გამოიწვია კულტურული შოკი. ამ კულტურულმა
შოკმა ევროპელთა გონებაში გადატრიალება მოახდინა,რომელსაც შეიძლება
ანთროპოლოგიური რეცოლუცია ვუწოდოთ ანუ მისი არსი ისაა რომ ევროპელთა
წარმოდგენა საკუთარ თავზე და განსაკუთრებულობაზე შეირყა და აღმოჩნდა რომ
თურმე კაცობრიობა მრავალი კულტურისგან შედგება.
კულტურული შოკი დიდ როლს თამაშობს კულტურაში,რადგან ხელს უწყობს
კულტურათა ურთიერთქმედებას და ურთიერთ გამდიდრებას,რათა ხალხი
გაცნობიერებული იყოს კულტურათა სხვაობაში.

ასიმილაცია

ასიმილაცია ეს არის პროცესი როდესაც ერთი ეთნიკური ჯგუფი კარგავს თავიანთ


თავდაპირველ კულტურას და ითვისებენ იმ ეთნიკური ჯგუფის
კულტურას,რომელთანაც ხშირი კონტაქტი აქვთ.
თავდაპირველად ასიმილაცია იყო „ამერიკანიზაციის“ სინონიმური
მნიშვნელობით,ეს ტერმინი გამოიყენებოდა აშშ თეთრკანიანი მოსახლეობის
დომინირებად კულტურაში ინდიელთა ტომების ინკორპორაციის (მიღების)
მნიშვნელობით. რა თქმა უნდა ამერიკული საზოგადოება განიხილებოდა როგორც
„შემოქმედებითი ლაბორატორიად“ სადაც ირეოდა სხვადასხვა კულტურები და მათი
ტრადიციები და შემდეგ გადადიოდა როგორც სინთეზური მთლიანობა. 20 საუკუნის
მეორე ნახევარში ჯ.ვანდერ ზანდენმა განასხვავა ცალმხრივი ასიმილაცია,როცა
უმცირესობის კულტურა მთლიანად გამოიდევნება დომინირებადი კულტურის
მიერ,და კულტურათა შერევა,რომლის დროსაც გაბატონებული ჯგუფების
ელემენტები ერთმანეთში ერევა,ქმნის კომბინაციებს და საფუძველს უყრის ახალ
კულტურას.

2. მოდერნიზაცია და გლობალიზაცია

XX საუკუნე კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი საინტერესო პერიოდია,იგი


გამოირჩევა დიდი ძვრებით და ცვლილებებით მსოფლიოში. მე-20 საუკუნე მოესწრო
ტიპურ ფეოდალურ იმპერიებს,მათ რღვევასა და ახალი სახელმწიფოების
ჩამოყალიბებას,მსოფლიო მნიშვნელობის რამოდენიმე რევოლუციას,ორ მსოფლიო
ომს,რომლებმაც სამყაროს შემდგომ განვითარებასა და სახის ჩამოყალიბებაში დიდი
როლი ითამაშა.
უკანასკნელ ხანებში ფართო ინტერესის საგანია მსოფლიოს „გლობალიზაციის“
პრობლემა. ჩვენი მიაზანია გავაანალიზოთ,თუ რას ნიშნავს „გლობალიზაცია“ საიდან
იღებს სათავეს და რა არის მისი წარმოშობის საფუძველი,განვითარების რა
კანონზომიერებებს ექვემდებარება,საით მიემართება და საით მიჰყავს სამყარო?
ცივი ომის დასრულებითა და საბჭოთა იმპერიის დაშლით საქართველო ჩაება
მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესში,რომელიც საბჭოეთის დაშლამდე
განვითარების გარკვეულ ეტაპზე ავიდა. სრულ დამოუკიდებლობას
საქართველომ,თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ ხანმოკლე პერიოდებს,როგორიც იყო მაგ:
გიორგი ბრწყინვალეს პერიოდი,თითქმის უკვე 10 საუკუნეა ვერ მიაღწია,ხოლო
ბოლო სამასი წლის განმავლობაში საქართველო სამწუხაროდ რუსეთის იზოლაციის
ქვეშ იმყოფება. საქართველომ რუსული კარჩაკეტილობა დაძლია და იგი ცდილობს
მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში ჩაერთოს როგორც დამოუკიდებული სუბიექტი.
თანამედროვე მსოფლიოში სულ მიმდინარეობს გლობალიზაციის პროცესი.
მოდერნიზაცია იქცა განვითარების მიმართულებად,რომელიც მსოფლიოს
სხვადასხვა კულტურამ სხვადასხვაგვარად აღიქვა და აქედან
გამომდინარე,სხვადასხვაგვარი რეაქცია ჰქონდა. მოდერნიზაცია თანამედროვეობის
გამოწვევაა;
ზოგიერთი არადასავლური ქვეყნისათვის მოდერნიზაცია იგივდება ვესტერნიზაცია-
ამერიკანიზაციასთან,ანუ ისინი მიიჩნევენ,რომ თუკი საზოგადოებას სურს
მოდერნიზაციის პროცესში ჩართვა,აუცილებელი და გარდაუვალია
დასავლური,კონკრეტულად,ამერიკული კულტურით საკუთარი კულტურის
ჩანაცვლება,ანუ გარდაუვალია ამერიკანიზაცია. ეს უკანასკნელი კი ორიგინალური
კულტურების წარმომადგენელთათვის მიუღებელია; ამან ხელი შეუწყო საკუთარი
კულტურისაკენ მიბრუნებას,ანუ ლოკალიზაციას.
ზოგიერთი კულტურისათვის კი,მოდერნიზაცია ანუ გათანამედროვება
ამერიკანიზაციის გარეშეც მისაღწევია; და კიდევ გლობალიზაციის პროცესში
მოდერნიზაციის მიღწევა შესაძლებელია სრულიად უმტკივნეულოდ,ორი
კულტურის ელემენტთა შერევით.
ამ პროცესებიდან საქართველო საგრძნობლად დაშორებული იყო. როგორც ზემოთ
მოგახსენეთ,გლობალიზაციის პროცესი მანამ,სანამ საქართველო საბჭოთა სივრცეში
იყო ჩაკეტილი,განვითარების გარკვეულ ეტაპზე ავიდა,აქედან გამომდინარე,
დაგროვდა ამ პროცესიდან მომდინარე გამოწვევების წინააღმდეგ პასუხის გაცემის
არაერთგვაროვანი გამოცდილება. ამიტომ საინტერესოა,თუ რომელი სახის პასუხია
საქართველოსთვის უფრო მისაღები,რა პრობლემებზე და ნიუანსებზე უნდა
გამახვილდეს ყურადღება გლობალიზაციის ეპოქაში.
„გლობალიზაციის მახიდან არ არსებობს ეროვნული გამოსავალი,მაგრამ არსებობს
ტრანსნაციონალური გამოსავალი“. რეგიონალიზაცია არის საშუალება
ტრანსნაციონალური ზესახელმწიფოებრივი ორგანიზმების შექმნისა;
ზესახელმწიფოებრივი ორგანიზმების შექმნის მიზეზი და მიზანი პოლიტიკისა და
ეკონომიკის სპეროებიდან მომდინარეობს,მაგრამ საშუალება არის კულტურული
ურთიერთმსგავსება; დღეისათვის მსოფლიოში ზესახელმწიფოებრივ ორგანიზმში
ინტერგრაცია ანუ შერევა მოახერხეს ევროპის ქვეყნებმა; ევროპა არის არა მხოლოდ
გეოგრაფიული განზომილება,არამედ ზესახელმწიფოებრივი საზოგადოება;მისი
ერთიანობის საფუძველია დემოკრატია; ანუ ევროკავშირში აღმოჩნდნენ და შესვლის
უფლება ეძლევათ იმ ქვეყნებს რომლებიც იღწვიან საკუთარ საზოგადოებაში
დემოკრატიულობის ხარისხის გაზრდისათვის,ანუ ევროკავშირი წარმოადგენს
მოდერნიზაციის შედეგს,რადგან მოდერნიზაცია გულისხმობს საზოგადოების
განვითარებას დემოკრატიული ნიშნებით.
საქართველოს განვითარების გეზი ამ მიმართულებით აქვს აღებული და ცდილობს
გლობალიზაციის გამოწვევას პასუხი ევროკავშირი ინტერგრაციით გასცეს.
შესაძლებელია ითქვას,რომ საქართველოს მაგალითზე საზოგადოების
მოდერნიზაცია ემთხვევა გლობალიზაციის პროცესს.
იმისათვის,რომ საქართველომ მოახერხოს დასავლურ საზოგადოებაში
ინტერგრაცია,აუცილებელია საზოგადოების მოდერნიზება და დემოკრატიზაცია.
მოდერნიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესი არადასავლურ ტრადიციულ
ქვეყნებში პირველივე დარტყმას კულტურას აყენებს; მათთვის დემოკრატიზაციის
პროცესი კულტურის ტრანსფორმაციასა და შეცვლასთან არის პირდაპირ კავშირში.
ამის გამო უმრავლესი არადასავლური ქვეყნის რეაქცია საკმაოდ მძაფრია; როდესაც
საუბარს იწყებენ დემოკრატიაზე,ადამიანის თავისუფლებასა და უფლებებზე,მათ
მიღებაზე საკუთარ საზოგადოებაში,ამოსავალი წერტილი კულტურაა.

როგორც ვხედავთ თანამედროვე გლობალიზაციის ეპოქაში დიდი მნიშვნელობა


ენიჭება კულტურას. მოსაზრებები და თეორიები კულტურის გლობალიზაციის
შესახებ ისეთივე სწრაფი ტემპით იცვლება და ვითარდება,როგორც თავად პროცესი.
იმისათვის,რომ საქართველომ,როგორც ერთ-ერთმა მცირე კულტურამ,მოახერხოს
თანამედროვე პროცესებისათვის ფეხის აწყობა და არ ჩამორჩეს მას,აუცილებლად
მიმაჩნია პროცესის გაანალიზების,ახალი თეორიებისადმი ყურადღების მუდმივი
მიქცევა.

გლობალიზაციის პროცესის ცალსახად დადებითად ან უარყოფითად შეფასება არ


შეიძლება. ეს პროცესი შეიცავს როგორც პოზიტიურ,ასევე ნეგატიურ თვისებებსაც.
ერთის მხრივ ამბობენ რომ გლობალიზაცია მიმართულია გაერთგვაროვნებისკენ და
ცხოვრების წესის სტანდარტიზაციისაკენ,რაც თავისთავად გულისხმობს
კულტურათა ორიგინალობის გაქრობას. მეორე მხრივ,არსებობენ
საზოგადოებები,რომელთათვისაც გლობალიზაცია წარმოადგენს განვითარებისა და
მსოფლიოში საკუთარი ადგილის დამკვიდრების კარგ საშუალებას,ძირითადად ეს
ეხებათ მცირე კულტურებს.
ამდენად,აუცილებელია განხილული იყოს სხვადასხვა საზოგადოების
დამოკიდებულება და რეაქცია გლობალიზაციისადმი,რადგან იგი ხელს შეგვიწყობს
უკეთ გავაანალიზოთ პროცესის არსი,შეძლებისდაგვარად მკვეთრად გამოვყოთ
საქართველოსათვის თუ რა შეიძლება აღმოჩნდეს დადებითი და რა
უარყოფითი,რადგან ის რაც მისაღებია ერთისთვის,შეიძლება მიუღებელი იყოს
მეორესთვის. სხვათა გამოცდილების გაანალიზება და შესწავლა საშუალებას
მოგვცემს ჩამოაყალიბთ გლობალიზაციისადმი საკუთარი მიდგომა.

პოლიტიკის,ეკონომიკისა და კულტურის დაშორება შეუძლებელია,არ შეიძლება


პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირს არ მოყვეს ურთიერთობა კულტურის დონეზე. ამ
მხრივ საკითხს ართულებს ის,რომ ერთის შეხედვით ერთიან დასავლეთში საკმაოდ
დიდი და რთული წინააღმდეგობები გაჩნდა დასავლეთ ევროპასა და ამერიკას შორის
როგორც იკვეთება კულტურის დონეზე მათ შორისაც საკმაოდ დიდი განსხვავება
ყოფილა,რადგან ევროპის ზოგიერთი ქვეყნისთვის მიუღებელი აღმოჩნდა
გლობალიზაციის პროცესში ამერიკიდან იმპორტირებული კულტურა.

ასევე როგორც ვხედავთ,პრობლემა მცირე კულტურებისათვის,მათ შორის


საქართველოსათვის საკმაოდ ბევრ საინტერესო და აქტიურ საკითხებს მოიცავს.
შევეცადოთ განვსაზღვროთ თუ რას ნიშნავს „გლობალიზაცია“,საიდან იღებს სათავეს
და რა არის მისი წარმოშობის საფუძველი,განვითარების რა კანონზომიერებებს
ექვემდებარება,საით მიემართება,საით მიყავს სამყარო? შემოთავაზებულ იქნა
უამრავი და სხვადასხვაგვარი თეორია მომავალი მსოფლიოწესრიგის შესახებ :
ისტორიას დასასრული,ცივილიზაციათა შეჯახება,მარქსიზმის აღორძინება.
ერთ-ერთმა მათგანმა მსოფლიოში მიმდინარე პროცესს გლობალიზაცია უწოდა. ეს
მოხდა 1983 წელს. ამერიკელმა მეცნიერმა ტ.ლევიტმა ამ ტერმინით ცალკეულ
პროდუქტთა ბაზრების გაერთიანება დაახასიათა. მანამდე არსებობდა
მონდიალიზმის ანუ გლობალიზაციის ცნება,რომელიც 70-იანი წლებიდან
პოსტინდუსტრიული ცივილიზაციის მთელს პლანეტაზე გავრცელებას ახასიათებდა.
ამის შემდეგ ტერმინმა უფრო ღრმა შინაარსი შეიძინა და იქცა ცნებად,რომელიც
მსოფლიოში არსებულ პროცესს გამოხატავს.თავად პროცესის განსაზღვრება
იმდენივეა,რამდენი მოაზროვნეც შეეხო მას.

თავად ცნება გლობალიზაცია მოდის სიტყვიდან გლობალ,რაც ფრანგულად


საყოველთაოს,მთლიანს,საერთოს ნიშნავს,აქედან,ცნებაც,ადვილი მისახვედრია და
აღნიშნავს „გასაყოველთაოებას“ აღნიშნავს. ორიოდე სიტყვა თუ რის
„გასაყოველთაობაზეა“ საუბარი. მართალია თავიდან ამ ყველაფერს ეკონომიკური
დატვირთვა ჰქონდა მაგრამ დღეს უკვე ფაქტობრივად,ცხოვების ყველა სფეროს
მოიცავს. როდესაც ვამბობთ ყველაფერს ვგულისხმობთ დონეებს :
ეკონომიკურს,პოლიტიკურსა და კულტურულ-რელიგიურს.

გერმანელი ფილოსოფოსი უ.ბეკი განასხვავებს გლობალიზმს,გლობალურობასა და


გლობალიზაციას.
გლობალიზმი - ეს არის მსოფლიო ბაზრის ბატონობის გაგება. მას გლობალიზაციის
მრავალმხრივობა (პოლიტიკური,კულტურული,ეკოლოგიური და სხვ) დაყავს
მხოლოდ სამეურნეო განზომილებამდე და სხვა დანარჩენს მხოლოდ მის
დაქვემდებარებაში წარმოადგენს. გლობალიზმი იძლევა იმის საშუალებას რომ
შეიძლება მაგალითად,გერმანია,მართო უბრალოდ საწარმოსავით.
რამდენადაც „მსოფლიო“ და სიტყვათაშეთანხმება „მსოფლიო საზოგადოება“
აღნიშნავს განსხვავებებს,მრავალფეროვნებას,ხოლო „საზოგადოება“
არაინტეგრირებულეობას,ამიტომ მსოფლიო საზოგადოების ცნების ქვეშ შესაძლოა
ვიგულისხმოთ ერთიანობის გარეშე მრავალფეროვნება.

ერთი სიტყვით გლობალური ნიშნავს ერთიან სივრცეს,მას უფრო გეოგრაფიული


დატვირტვა ენიჭება.გლობალიზმი არის ამ სივრცეში მსოფლიო ბაზრის გაბატონების
გამომხატველი ცნება. რაც შეეხება გლობალიზაციას ეს არის პროცესი ანუ ის რაც
გლობალიზმით გამაჯერებულ გლობალურ მსოფლიოში ხდება და მიმდინარეობს
ანუ გლობალიზაცია არის ცოცხალი,დინამიური და მიმდინარე პროცესი,რომელიც
მსოფლიო ახალ წესრიგამდე უნდა მიიყვანოს.
გლობალიზაცია დამყარებულია ადამიანთა ურთიერთობაზე,უფრო სწორად
სხვადასხვა საზოგადოებათა ურთიერთობაზე. როცა საუბარია
გლობალიზაციაზე,იგულისხმება ამ თუ იმ საზოგადოების ღირებულებათა
გასაყოველთაოება. გლობალიზაციის პირელი აუცილებელი პირობა სხვადასხვა
საზოგადოების,სხვადასხვა კულტურული ერთობის ურთიერთობაა.

You might also like