You are on page 1of 5

თამარ თარგამაძე

იაპონური ხელოვნების გავლენა დასავლეთზე

სოციალურ ქსელში ალბათ ყველაზე ხშირად ატვირთული სურათი ვინსენტ ვან გოგის
„ვარსკვლავებიანი ღამეა“. სწორედ მან დაწერა ფრაზაა: „ყოველი ჩემი ნამუშევარი რაღაც
დოზით იაპონურ ხელოვნებას ეფუძნება (All my work is based to some extent on Japanese
art...)“. დღევანდელ სამყაროში პოსტიმპრესიონისტული ნამუშევრები დიდი
პოპულარულობით სარგებლობს, ამიტომაც საინტერესოა ვნახოთ, ის გავლენები,
რომელიც აზიური ხელოვნებისგან იგრძნობა მოცემულ მიმდინარეობაში.

სიტყვა „იაპონიზმი“, ფრანგულად Japonisme, იაპონური ხელოვნების, ისტორიის და


ეთნოგრაფიულ გავლენებს აღნიშნავს ევროპულ საზოგადოებაზე. კულტურული ტალღა
განსაკუთრებით მეცხრამეტე საუკუნის გვიან და მეოცე საუკუნის დასაწყისში
იგრძნობოდა, თუმცა ის დღესაც აქტუალურად რჩება. 1853 წელს იაპონია გარე
სამყაროსათვის გაიხსნა და ევროპაში აზიური საქონელი შემოვიდა. არადასავლური
კულტურების ხელოვნებამ მრავალი ევროპელი მხატვარი აღაფრთოვანა. ინტერესი
საფრანგეთში იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მეცხრამეტე საუკუნის ევროპულ
ხელოვნებაში მთელი მიმდინარეობაც კი გაჩნდა. ამასთან დაკავშირებით, მინდა
ავღნიშნო, რომ 1868 წელს სევრის მანუფაქტურაში შეიქმნა იაპონისტთა დახურული
კლუბი, სადაც თვეში ერთხელ მონაწილე მხატვრები თუ დეკორატორები აწყობდნენ
იაპონური სტილის სადილებს, იცვავდნენ ტრადიციულ იაპონურ სამოსს, ჭამდნენ
ჯოხებით და სვამდნენ საკეს. ამასთან ერთად, დებდნენ ფიცს, რომ იქნებოდნენ
იაპონური ხელოვნების ერთგულები.

აზიური კულტურის ხელოვნებას აღტაცებაში მოჰყავდა პოლ გოგენი. ხალხისათვის


საყვარელი მხატვარი დღეს პოსტიმპრესიონიზმის პიონერად ითვლება. ცნობილია, რომ
პოსტიმპრესიონისტი მხატვრები დედაქალაქიდან შედარებით „აუთვისებელი“
ადგილებისაკენ ისწრაფოდნენ, გოგენი უფრო შორს - პოლინეზიის კუნძულებისაკენაც
კი გაეშურა. მას განსაკუთრებით იაპონური გრავიურები იტაცებდა და ალბათ
ჰიროშიგეს ბაღის სცენებსაც კარგად იცნობდა.
თემატური სურათია გოგენის ,,ნატურმორტი თავის ფორმის ვაზასა და იაპონურ
გრავიურასთან ერთად“. ის 1889 წლის ზაფხულში დაიხატა და მისი ერთ-ერთი
პირველი ნამუშევარია. ნახატში ცხადად ჩანს იმპრესიონიზმიდან
პოსტიმპრესიონისაკენ გადადგმული ნაბიჯები. ბრტყელი კომპოიცია, ნათელი ფერის
ლაქები და აბსტრაქტული ილუზიები, რომელიც იაპონური ხელოვნებისათვისაა
დამახასიათებელი, და ამასთან ერთად ეგზოტიკური კულტურის ნივთები ნამუშევარს
ახალ სულს შთაბერავს. კედელზე მოთავსებული იაპონური გრავიურა, რომელზეც
ადამიანია გამოსახული, სწორედ პასუხობს მხატვრის მცდელობას გამოსახოს „რაღაც
ძალიან იაპონური“. თავისფორმიანი ვაზა რეალურადაც არსებობს და კოპენჰაგენის
დეკორატიულ მუზეუმშია დაცული. ის იაპონური ჭიქური მასალისგანაა
დამზადებული და კერამიკულ ავტოპორტრეტს წარმოადგენს. გოგენის ნახატი
ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ნატურმორტი არაა, პირიქით ეგზოტიკური
ნივთები მას დამატებით მნიშვნელობებს სძენს.

ვინსენტ ვან გოგი აღმოსავლეთს ბუდისტური რელიგიისადმი ინტერესით


დაუკავშრდა. თავდაპირველად იგი დიდად არ დაინტერესებულა აზიური
ხელოვნებით, მაგრამ დროთა განმავლობაში გააცნობიერა, რომ იაპონური გრავიურები
ევროპული ხელოვნების ნიმუშების თანასწორი იყო.

იაპონელი მხატვრები ხშირად კომპოზიციის შუა ნაწილს ცარიელს ტოვებდნენ და


ფონს ადიდებდნენ. ასევე, ისინი უგუნველყოფდნენ ჰორიზონტის ხაზს. მათი
გავლენით, დასავლეთის მხატვრებმა გააცნობიერეს, რომ ყოველთვის არ იყო საჭირო
განლაგების ტრადიციული ხერხი გამოეყენებინათ. სხვებთან ერთად, თავის
ნამუშევრებში ვან გოგმაც გაითავისა იაპონური ხერხები. ბუნება ვან გოგის ნახატების
განმსაზღვრელი ნაწილია, ისევე, როგორც იაპონური ხელოვნების. მას მოსწონდა
უჩვეულო სივრცის ეფექტი, ძლიერი ფერი, ყოველდღიური ნივთები, ბუნების
დეტალებისადმი ყურადღება და რაღა თქმა უნდა - ეგზოტიკური გარემო, მაგრამ ვან
გოგმა ბევრად მეტი გააკეთა ვიდრე გრავიურების კოპირებაა.
მისი მიზანი თანამედროვე ხელოვნების ახალი მიმართულებით წაყვანა იყო. მან
საკუთარ ნამუშევრებში, მკაფიო მონასმებთან ერთად, სივრცის გაბრტყელება და
თვალსაჩინო კონტურის გამოყენება დაიწყო. მან დიდი დრო დაუთმო იაპონური
გრავიურის შესწავლასა და მის ერთდგავრ კოპირებას.

ტრადიციული იაპონური გრავიურის შექმნაში რამდენიმე ადამიანი იღებს


მონაწილეობას, მხატვარი ქმნის ნახატს, ეს ნახატი შემდეგ იჭრება ხეზე და ედება
ფერები, ამ ყველაფერს კი შეიძლება ხუთზე მეტი ადამიანიც კი აკეთებდეს. ვან გოგის
ტექნიკა კი განსხვავებული იყო თავდაპირველად ის ადებდა გამოსახულებას
კალკას, რომელზეც დახაზული იყო კვადრატების ბადე და ასე გადაქონდა ნახატი.
შემდეგ ასეთივე ბადეს ხაზავდა ტილოზე და გადაქონდა ხაზები დაყოფილი
კვადრატების მიხდვით, შემდეგ კი ამ ყველაფერს ფერებს მატებდა. ვინსენტს ღრმად
სწამდა, რომ მხატვრები საფრანგეთის სამხრეთით უნდა წასულიყვნენ, რათა
ხელოვნება ახალ ეტაპზე გადაეყვანათ. ახალი ფერების ძიებაში ვან გოგი პარიზიდან
არლში გადასახლდა. მან გოგენს მისწერა, რომ მატარებელში ყოფნისას ბავშვურად
ფანჯრიდან გაიხედა, რათა დაენახა გარემო იაპონიას ჰგავდა თუ არა.

იაპონურმა გრავიურამ ევროპელ მხატვრებს ასწავლა ყოველდღიური სილამიზის


დეტალებში აღქმა, მათთვის ევროპული სამყაროსთვის უმნიშვნელო დეტალებსაც კი
დიდი მნიშვნელობა ქონდა, იაპონელი მხატვრები ცდილობდნენ განურჩევლად
გაეცოცხლებინათ ბუნების მთლიანი სილამაზე, ისინი ერთ საკურის ტოტსაც კი დიდ
ყურადღებას უთმობდნენ. თუ ევროპელი მხატვრები გულმოდგინებით აშენებდნენ
კომპოზიციას მაშინ იაპონელი მხატვრები ფრაგმენტებს ჭრიდნენ რეალობიდან და
გადმოქონდათ ფურცელზე.

ლაკონიზმი- გრავიურის შექმნის ტექნიკური მახასიათებლები, გამოსახულებას


ათავისუფლებს ზედემტი დეტალებისგან. თავისუფალმა სივრცეებმა და ფერების
მკევთრმა თამაშმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ევროპელი მხატვრების ხელოვნებაში.
მაგალითად გავიხსენოთ უტაგავა ხიროშიგეს გრავიურა- ზღვის სანაპირო იზუს
პროვინციაში და კლოდ მონეს ტილო „ეტრატის დასავლეთით მდებარე თაღი“ .
რთულია ვერ დავინახოთ აშკარა მსგავსებები სიუჟეტსა და სწორედ
ზემოთმოხსენებულ ლაკონურობაში.

იაპონური გრავიურის სივრცის ილუზია დამყარებულია ფერებზე. სივრცის სიღრმეს


ჩვენ სწორედ ფერების დახმარებით აღვიქვავთ, ევროპული მხატვრობისგან
განსხვავებით იაპონელებმა შეამცირეს პერსპექტივა, წინ წამოწიეს უკანა ფონი,
„დაამახინჯეს“ პროპორციები.

სიუჟეტი- გავიხსენოთ ვან გოგის შემოქმედება იაპონურ პერიოდამდე -ქალაქის


ხედები, პორტრეტები და შემდეგ - ბუნება.

სამწუხაროდ ვერცერთმა ევროპელმა მხატვარმა შეძლო იაპონიის მონახულება, თუმცა


ისინი ცდილობნენ იაპონიის საფრანგეთში დანახვას. ბუნების გარდა იაპონური
გრავიურები ყოველდღიური ცხოვრების დეტალებს გვიყვებოდნენ, რაც ასევე ერთ-
ერთი წამყვანი თემა გახდა ევროპელი მხატვრებისთვის მაგალითად დეგას და
კაცუსიკა ჰოკუსაის სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული ტილოები, (სადაც ქალები
თავს უვლიან) ერთ შინაარს ატარებს.

რთულია ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ არ იფიქრო, რომ იმპრესიონიზმის


ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა იაპონურმა გრავიურებმა, მისმა სიუჟეტებმა და
ფილოსოფიამ. სწორედ რეალური დიდი სამყაროს დეტალების ამოჭრა და შემდეგ ამ
შთბეჭდილების გაზიარება არის ჩემთვის იმპრესიონიზმი. პირველი კომპონენტი კი
იაპონელი მხატვრების მთავარი თემა გახლდათ. თუნდაც ერთი პეიზაჟის უამრავ
სერიებად შექმნა რაც ასე ახასიათებდა სეზანსა და მონეს არ გვახსენებს ჰოკუსაის 46 და
100 სერიან ფუჯის ხედებს?
გამოყენებული წყაროები:
http://www.sylviacong.com/uploads/3/1/6/0/31609481/japonisme_and_the_art_of_paul_gauguin.pdf

https://www.vangoghmuseum.nl/en/stories/inspiration-from-japan

Inaga, Shigemi. "The Making of Hokusai's Reputation in the Context of Japonisme." Japan Review 15 (2003):
77-100.

ვინსენტ ვან გოგი, "არაფერია ადამიანთა სიყვარულზე უფრო მხატვრული", პარიზი, 2003, გვ.31

წიგნი: „მხატვრობა ილურსტრირებული ისტორია“ - ბაკურ სულაკაურის გაომცემლობა

სალომე ცისკარიშვილი. რიდერი იაპონია. თბილისი. 4.10.020

You might also like