You are on page 1of 5

თამარ თარგამაძე

ასტროლოგია და მისი პოპულარობის


მიზეზები
შესავალი
ასტროლოგია- ეს არის რწმენა რპმელიც ლაპარაკოს მეცნიერების ენაზე და
მეცნიერება რომელიც მხოლოდ რწმენის საფუძველზე ამტკიცებს თავის პრინციპებს.

- ბუშე ლეკლერკ

ასტროლოგია- ეს მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის ვარსკვლავების და პლანეტების


მოძრაობას და მათ გავლენა ადამიანის შინაგან და გარეგან ცხოვრებაზე. სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ ეს არის სწავლება რომლის თანახმადაც ვარსკვლავებს და
პლანეტების ადგილმდებარეობის მიხედვით შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ
ადამიანის ან მთლიანი ერების მომავალი და მათი ქცევის თავისებურებები. ყოველ
დღე ადამიანი ეკითხება საკუთარ თავს თუ რა ელის მას მომავალაში, შეუძლია თუ
არა რომ მან თავი აარიდოს არასასურველ სიტუაიებს და თუ შესაძლებელია, როგორ?

ათასწლეულების განმავლობაში სწორედ ასტროლოგია იყო გასაღები მიუღწეველის


მიღწევაში და იძლეოდა პასუხებს ბევრს მუდმივ და აქტუალურ შეკითხვებზე. დღს
ბევრი აწეოლოგიური, ისტორიული თუ ჰიპოთეზური წყარო შეიძლება მოვიყვანოთ
ამ უძველესი და უნივერსალური მეცნიერების განვითარების ისტორიის შესახებ.
უნდა აღინიშნოს რომ ასტროლოგიის განვითარების ისტორია ითვლის სამი ათასზე
მეტ წელს. ჩემი რეფერატის მიზანია მიმოიხილოს ასტროლოგიის განვითარების
ისტორია და დაადგინოს თუ რატომ არის ის ასეთი აქტუალური თანამედროვე
ცხოვრებაში. მისი აქტუალორობაც აქედან გამომდინარეობს, უამრავი ადამიანი
ინტერნეტის თუ სხვა საშუალებების დახმარებით კითხულობს და „მისდევს“
ასტროლოგიის ნორმებს. შესაბამისად საინტერესოა როგორ არ დაკარგა აქტუალობა
მეცნიერებამ რომელიც ჩვენს წელთაძვრიცხამდე აღმოცენდა რევანდელ
ტექნოლოგიურად განვითარებულ სამყაროში და როგორია უკვდავი ავსტროლოგიის
ზეგავლენა საზოგადოებასა და კულტურებზე.

ასტროლოგიის დაბადება და განვითარება


ასტროლოგიის ისტორია იმდენი ხნისაა, რამდენიც კაცობრიობის ისტორია. ასტროლოგია
შეიქმნა უძველეს წარსულში მესოპოტამიაში და შემდგომ განვითარდა ასურეთში,
ბაბილონში, საბერძნეთში, რომში, ინდოეთში, ასევე ისლამურ ქვეყნებსა და ევროპაში.

ასტროლოგიის გავრცელებაში დიდი როლი ითამაშეს ბერძნებმა, თუმცა ცას მანამდეც


აკვირდებოდნენ ასირიელები, ბაბილონელები, მაიას ტომი, იწერდენენ მონაცემებს და
ვარსკვლავების განლაგებით ცდილობდნენ მნიშვნელოვანი მოვლენების
წინასწარმეტყველებას. პირველ ცნობილ ასტროლოგად პტოლომეუსი მიიჩნევა, რომელიც
ეგვიპტეში ცხოვრობდა. ბერძმებს უკავშირდებათ ყველაზე ძველი ეფემერიდები(ცხრილები,
რომლებიც პლანეტათა მდებარეობების ყოველი დღის მონაცემებს მოიცავს) შექმნა. მე-17
საუკუნემდე ასტროლოგია მიაჩნდათ ვარსკვლავების და მათი გადაადგილების
შემსწავლელი სფერო. მე-19 საუკუნამდე კი მისადმი ინტერესი განელდა, რადგან უმეტესად
აკრიტიკებდნენ როგორც ცრუ მეცნიერებას.

ასტროლოგიის განვითარების დასაბამად ჩვ.წ. აღ.-მდე 5000-3000 წლები ითვლება. სწორედ


შუმერების ცივილიზაცია გახდა ამ მეცნიერების სექმნის ადგილი. არქეოლოგიური
გათხრების შედეგად ამ ტერიტორიაზე ნაპოვნია ქვები და დაფები სადაც დაწერილია
ასტროლოგიის კანონების მიხედვით ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები. ძველად
თვლიდნენ რომ ყველა მოვლენა ზეციური ღვთაებებისგან იყო გამოწვეულიდა ადამიანის
ცხოვრება დაკავშირებული იყო პლანეტებისა და ვარსკვლავების მოძრაობასთან. შუმერუ
ქურუმები აკვირდებოდნენ ცის მოვლენებს და მათი ცვლილების მიხედევით
ხელმძღვანელობდნენ. იმ დროს პლანეტებს ცოცხალ არსებებეად მიიჩნევდნენ, ხოლო მათ
მოძრაობას ადამიანის განვითარების ფაზად. შუმერებისგან ასტროლოგია გავრცელდა
ბაბილონსა და ასირიაში. მათ გააფართოვეს ასტროლოგიური ცოდნა, რომლის კვალსაც მეფე
აშურბანიპალის მთავარ ქვებზე მიაგნეს. მოგვიანებით ასტროლოგია გავრცელდა ისეთ
ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, ეგვიპტე, საბერძნეთი.

ასტროლოგიის მორიგი აღზევება დაკავშირებულია ძველ ეგვიპტესთან 3-2 ათასი წლით


ადრე ჩვ. ერამდე. ეგვიპტელმა ქურუმებმა იცოდნენ, რომ წელიწადი შედგებოდა 365
დღისგან, რომლებიც სხვადასხვა ღვთაებას ეძღვნებოდა. ისინი დაბადების დღის მიხედვით
წინასწარმეტყველებდნენ ადამიანის მომავალსა და პროფესიას, ასევე სახელმწიფოს ბედს
ბრძოლებში და საგარეო ურთიერთობებში. ქურუმებს ქონდათ „წმინდა“ წიფნი სადაც ეწერა
ასტროლოგიური პრინციპები, ეს იყო დიადი ცოდნის წიგნი, რომელთანაც მიკარება სხვებს
აკრძალული ქონდათ. ასტროლოგია უძველეს დროში ჰიპოკრატეს, ზენონის პტოლემეუსის
სახელებსაც უკავშირდებოდა. თვით იულიუს ცეზარსა და ავგუსტუსსაც ინდივიდუალური
ჰოროსკოპები ჰქონდათ შედგენილი.

შუა საუკუნეებში ასტროლოგია ევროპის ქვეყნებში გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით


კრიტიკამ იმსხვერპლა. მას ფსევდო მეცნიერება უწოდეს, რომელსაც არანაირი კავშირი არ
ქონდა ქრისტიანობასთან და შესაბამისად კათოლიკური ევროპა მას გმობდა. მე- 19 საუკუნის
ბოლოს ასტროლოგიის აღზევება დაიწყო. ინგლისიდან, ევროპის გავლით ის მთელს
მსოფლიოში გავრცელდა. მე-20 საუკუნეში ფსიქოლოგიის განვითარებასთან ერთად,
ასტროლოგიაც წინ წამოიწია, ამ პერიოდში ხშირი იყო ამ ორი მეცნიერების სინთეზი.
მაგალითად კარლ გუსტავ იუნგი(ფროიდის მოწაფე) სერიოზულად სწავლობდა
ასტროლოგია, მის პრინციპებს და პრაქტიკაშიც იყენებდა მას.

ასტროლოგია, რომელსაც დღეს ვიცნობთ და პოპულარულია, განსხვავდება მისი


თავდაპირველი სახისგან. ამდენი საუკუნის შემდეგ მან უამრავი ცვლილება განიცადა და
შეძლებისგადვარად მოერგო ყველა ეპოქასა და დროს. საინტერესოა თუ როგორ
ურთიერთობდა რელიგია და ასტროლოგია და როგორი კვალი დატოვა მან სხვადასხვა
კულტურაზე.

ასტროლოგია და ხელოვნება
თუ ხელოვნების დეტალებს გაეცნობით, ძნელია არ შეამჩნიოთ, რომ იგი მთლიანად
გაჯერებულია ასტროლოგიური სიმბოლოებით. მაგალითად, მუსიკის ცნობილი მთავარი
თეორიები, რომლებსაც იგი ემყარება, პითაგორაელებმა შექმნეს. მათი თეორიის თანახმად,
ნებისმიერი პლანეტა, ოდნავი მოძრაობით ან რევოლუციით, ქმნის გარკვეულ ხმას. სწორედ
ეს ბგერები ერთად მუშაობენ ჰარმონიული ბგერის შესაქმნელად.

ჩინეთში ხუთი ნოტი წარმოადგენს 5 მთავარ ელემენტს. ასეთი დაკვირვების შედეგად


დასკვნა თავისთავად გვთავაზობს - თითქმის ყველა მუსიკა, რომელიც უძველესი დროიდან
შეიქმნა, აშენდა მხოლოდ ასტროლოგიურ თეორიებზე.

უფრო მეტიც, არამარტო მუსიკამ მჭიდროდ გაიარა დრო ასტროლოგიასთან, არამედ


ლიტერატურამაც განიცადა იგი. მაგალითისთვის შეგვიძლია კვლავ მოვიყვანოთ ჩინეთი,
სადაც, კვლევის შედეგების თანახმად, აღმოჩნდა, რომ ნებისმიერი ნამუშევრის განთავსება
ქაღალდზე ხდებოდა მხოლოდ ასტროლოგიის კანონების შესაბამისად.

სხვათა შორის, რუდოლფ შტაინერმა ეს პრინციპი ძალიან ორიგინალურად და


არაჩვეულებრივად გამოიყენა, რომელმაც ძირითადი ასტროლოგიური პრინციპები დანერგა
თავის ცნობილ ნაშრომში "12 განწყობა". როგორც მოგეხსენებათ, მას თორმეტი ხაზი აქვს, რაც
ზოდიაქოს ანალოგიურ რაოდენობის ნიშანს შეესაბამება და ყველა სტროფი შვიდი ხაზისგან
შედგება (ცნობილი პლანეტების მსგავსად).

შუა საუკუნეების შორეულ პერიოდში ლიტერატურა თავისებურად ვითარდებოდა, როგორც


ჩანს იმ დროის პოპულარული ჟანრის ჟანრიდან. მისი პრინციპი შედგებოდა მხოლოდ
პოეტური ფორმით ნაწარმოებების და შინაარსობრივი თვალსაზრისით - მშობლებისა და
მათი ახალშობილის დიდება მხოლოდ ასტრონომიული პოზიციიდან. ასეთი ლექსები
უბრალოდ სავსე იყო კოსმოსური სიმბოლოებით.

მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ის, რაც შეიქმნა ასტროლოგიური კანონიკების გამოყენებით. თუ


გადახედეთ ანტიკურ მრავალ არქიტექტურულ ნამუშევარს, აქ ასევე შეგიძლიათ იხილოთ
უამრავი საინტერესო რამ. სხვათა შორის, ყველაზე ხშირად ეს ტაძრები ხდებოდა
მშენებლობის ქვეშ, ასტროლოგიის კანონების შესაბამისად. მაგალითად, მესოპოტამიაში
ზიგურატები მხოლოდ სამ ან შვიდ სართულზე იყო აღმართული (პარალელურად სამი
სამყარო, რომელიც მიწისქვეშაა, ცაზე და დედამიწაზე, ან შვიდი მთავარი პლანეტა),
ყოველთვის მხოლოდ ოთხკუთხა იყო, იგივე რაოდენობის შესაბამისად კარდინალური
წერტილები. რა შეგვიძლია ვთქვათ ძველი ეგვიპტის პირამიდებზე, რომელთა მშენებლობას
თავიდან ასტროლოგიური კანონები ემყარებოდა.
მთელ მსოფლიოში ცნობილი წმინდა წიგნების უმეტესობა - ყურანი, ბიბლია, თალმუდი, მათ
შორის შექსპირის, დანტე ალიგიერისა და მრავალი სხვა ნაწარმოები - პრაქტიკულად
გაჯერებულია ასტროლოგიითა და მისი ძირითადი კანონით. რა თქმა უნდა, სისულელე
იქნება არ ჩავთვალოთ, რომ ასტროლოგიის სიმბოლოები სხვა რამეს არ შეეხო ადამიანების
ცხოვრებაში. ანალოგიურად, მისი შესამჩნევი კვალი შეგიძლიათ იპოვოთ ქანდაკებასა და
ფერწერაში, სადაც ძნელია ყურადღება არ მიაქციოთ ზოდიაქოს ასტროლოგიური ნიშნების
არსებობას, ზოგჯერ კი პლანეტებს. ამის საფუძველზე ადვილად დავასკვნათ, რომ
ასტროლოგიური სიმბოლოების გამოყენებამ დიდი გავლენა მოახდინა ხელოვნების
სხვადასხვა სახეობის განვითარებაზე და ძალიან დადებითად.

ასტროლოგია და რელიგია
გასაკვირვი არ არის რომ ყველა დროს ასტროლოგიას ადარებდნენ, უკავშირებდნენ და
საწინააღმდეგოდ უყენებდნენ რელიგიას. ლიტერარატურის შესწავლის შედეგად,
კრიტიკოსები თვლიან რომ ასტროლოგია გულისხმობს ასტრალურ კულტს. თუმცა ეს
დებულება მცდარია. „გაცოცხლებული“ ციური სხეულები და მათი ზეგავლნეა ადამიანის
სურვილებზე არ წარმოადგენს ასტროლოგიის მთავარ ამოცანას მეტიც ის ბერვი
ასტროლოგის მიერ უარყოფილია. ამასთანავე უნდა განვმართოთ ციური სხეულის
მდებარეობა აღიქმება მხოლოდ გარე სამყაროს მდგომარეობის გამოსახულებად და არა მის
შედეგად. უადგილო იქნება ციფერბლატისა და ვარსკვლავების შედარება ერთმანეთთან: ჩვენ
შეგვიძლია საათის მონაცემების „წაკითხვა“, თუმცა ამით არ უნდა ვიფიქროთ რომ ეს
ხელსაწყო სულიერია და ქმნის დროს. მიუხედავად იმისა რომ ასტროლოგიას არ იღებდა
ბერვი რელიგია თუ რელიგიური პირები, თავიდან მას ქრისტიანობა არ უარყოფდა.
მაგალითად ბოლო წიგნი ახალი აღქმის აპოკალიპსი წარმოადგენს ზირფესვიულად
ასტროლოგიას, ეხლა ამის შესახებ ბევრს არაფერი ახსოვს. ისტორია გვანახებს რომ
ასტროლოგიაზე ვეტოს ადებდნენ ისინი ვისაც ეშინოდათ გამოაშკარავების(საკუთარი თავის)
რადგან ეს მეცნიერება იძლეოდა შესაძლებლობას გაგეგო ადამიანის ნამდვილი სახის შესახებ
ინფორმაცია. და აღმოსავლური რელიგიები მაგფალითად ბუდიზმი შეზღუდულად შეიცავს
ასტროლოგიურ პრინციპებსა და ინფორმაციას. ქრისტიანულ წიგნებში- ბიბლია, ახალი აღქმა
და სახარება არ უარყოფენ და გამოყოფენ ასტროლოგიას.

You might also like