You are on page 1of 935

ბრენდონ სანდერსონი

ნისლქმნილი: აღზევების წყარო

1
ფელის ქოლს,
რომელიც, ალბათ, ვერასოდეს გაიგებს ფენტეზის ჟანრის ჩემს
ნაწარმოებებს, თუმცა მან იმაზე მეტი მასწავლა ცხოვრებაზე, და, რა
თქმა უნდა, წერაზეც, ვიდრე თავად წარმოუდგენია.
გმადლობ, ბებია!

პირველი ნაწილი - გადარჩენილის მემკვიდრე


ამ სიტყვებს ფოლადზე ვწერ, რამეთუ არაფერი, რაც ლითონზე
არაა ამოტვიფრული, სანდო არ არის.

1
არმია მუქი ლაქასავით მიცოცავდა ჰორიზონტის გასწვრივ.
მეფე ელენდ ვენტური უძრავად იდგა ლუთადელის გალავანზე
და მტრის ჯარს გაჰყურებდა. მის ირგვლივ ციდან ფერფლი ცვიოდა
და მსხვილი ფიფქები ჰაერში ზანტად ფარფატებდა. ეს გამომწვარი,
თეთრი ფერფლი სულაც არ იყო, რომელიც შეიძლებოდა ჩაფერ-
ფლილ ნაკვერჩხალში გენახათ. ეს შავი, საშინელი ფერფლი იყო.
ამ ბოლო დროს ფერფლმთები თითქოს განსაკუთრებულად აქტიუ-
რობდნენ.
ელენდი გრძნობდა, როგორ უფარავდა სახესა და სამოსს ფერ-
ფლის ფენა, მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევდა. შორს ჩამავალი
წითელი მზე მოჩანდა. და ამ ჩამავალი მზის სხივები იმ არმიას ანა-
თებდა, რომელიც ელენდისათვის სამეფოს წასართმევად მოვიდა.
– რამდენნი არიან? – ჩუმად იკითხა ელენდმა.
– ჩვენი ვარაუდით, ორმოცდაათი ათასამდე, – მიუგო ჰამმა,
რომელიც გალავნის კიდეს ძალუმი მკლავებით ეყრდნობოდა. ისე-
ვე, როგორც სხვა ყველაფერი, კედელიც შავად იყო დალაქავებული
ფერფლის გადაუღებელი წვიმებისაგან, მრავალი წლის განმავლო-
ბაში რომ მოდიოდა ამ ქალაქში.
– ორმოცდაათი ათასი ჯარისკაცი... – გაიმეორა ელენდმა. მი-
უხედავად მუდმივი გაწვევებისა, მის განკარგულებაში მხოლოდ
2
ოციოდე ათასი კაცი თუ იქნებოდა, თანაც – გლეხები, რომლებსაც ერ-
თწლიანი მომზადებაც კი არ ჰქონდათ გავლილი. თავისი სახსრებით ამ
რაოდენობის ჯარის შენახვასაც კი ძლივს ახერხებდა. მბრძანებლის
ატიუმი რომ ეპოვათ, შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად წარმართუ-
ლიყო. ელენდის მმართველობა ეკონომიკური კატასტროფის წინაშე
იდგა.
– რას ფიქრობ? – ჰკითხა ელენდმა.
– არ ვიცი, ელ, – ჩუმად უპასუხა ჰამმა, – კელსიერი პოულობდა
ხოლმე გამოსავალს.
– მაგრამ ხომ ეხმარებოდი მას, – უთხრა ელენდმა, – შენც და სხვე-
ბიც. თქვენ ხომ იმპერიის დამხობის გეგმა ერთად შეიმუშავეთ და საბო-
ლოოდ განახორციელეთ კიდეც.
ჰამი ხმას არ იღებდა და ელენდიც გაჩუმდა. თითქოს ხვდებოდა, რა-
ზე ჩაფიქრდა თავისი თანამოსაუბრე – სწორედ კელსიერი იყო ამ ყვე-
ლაფრის ღერძი. ის ყოველ ნაბიჯს გეგმავდა, იდეების უშრეტ წყაროს
წარმოადგენდა და შესაბამისადაც მოქმედებდა. ლიდერი იყო, გენი-
ოსი.
კელსიერი ერთი წლის წინ დაიღუპა. ეს იმ დღეს მოხდა, როდესაც –
კელსიერის გეგმის საიდუმლო ნაწილის მიხედვით – ხალხი რისხვით
აღენთო და აჯანყების ცეცხლში გაეხვა მთელი ქალაქი; გამძვინვარე-
ბულნი ღვთაებრივი იმპერატორის დასამხობად ამბოხდნენ. და წარ-
მოქმნილ ქაოსში ტახტი ელენდის ხელში აღმოჩნდა. ახლა კი ყველა-
ფერი სულ უფრო და უფრო უარესდებოდა და ისე ჩანდა, რომ მალე და-
კარგავდნენ იმ ყველაფერს, რის მისაღწევადაც კელსიერმა და მისმა
გუნდმა ამდენი რამ გაიღეს. ყველაფერი "კეთილშობილის" ხელში აღ-
მოჩნდებოდა, რომელიც, შესაძლოა, მბრძანებელზე უარესი ყოფილი-
ყო – ელენდის მამის, სტრაფ ვენტურის ხელში.
– იქნებ შეძლო და... შეტევა გადააფიქრებინო? – ჰკითხა ელენდს
ჰამმა.
– შეიძლება მოვახერხო, – ყოყმანით მიუგო ელენდმა, – თუ, რა
თქმა უნდა, ასამბლეის წევრები ქალაქს მას არ ჩააბარებენ.
3
– ფიქრობ, რომ ამას იზამენ?
– მართალი გითხრა, არ ვიცი. ვშიშობ, ასე მოხდება. მათ ეს არმია
აშინებთ, ჰამ, – და არცთუ უსაფუძვლოდო, გაიფიქრა ელენდმა, – ასეა
თუ ისე, მათ ორ დღეში უნდა შევხვდე და ვეცდები, როგორმე დავარ-
წმუნო, რომ სახელდახელოდ ნურაფერს გადაწყვეტენ. დოკსონი
ხომ დღეს დაბრუნდა?
– არმიის გამოჩენამდე, – თავი დაუქნია ჰამმა.
– ვფიქრობ, გუნდი უნდა შევკრიბოთ, – თქვა ელენდმა, – და ვცა-
დოთ, რამე გამოსავალი მოვნახოთ.
– ეგ გაგვიჭირდება, – უპასუხა ჰამმა და ნიკაპი მოისრისა, – სპუ-
კი კიდევ ერთი კვირა არ დაბრუნდება და მხოლოდ მბრძანებელმა
უწყის, სად წავიდა ბრიზი. უკვე თვეები გავიდა, რაც მისგან არაფერი
გვსმენია.
ელენდმა ამოიოხრა და თავი გააქნია.
– სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, ჰამ, – თქვა და ისევ ფერფლით
დაფარულ ლანდშაფტს გახედა. ჩამავალი მზის შუქზე არმია დასა-
ბანაკებლად ემზადებოდა. სულ მალე ნისლი ჩამოწვებოდა.
"სასახლეში უნდა დავბრუნდე და ეს აზრი დავამუშაო", – გაიფიქ-
რა ელენდმა.
– ვინი სად გაიქცა? – მიუბრუნდა ჰამი ელენდს.
ელენდი ერთხანს ჩუმად იყო.
– წარმოდგენა არ მაქვს, – თქვა ბოლოს.
ვინი ნოტიო რიყის ქვებზე მსუბუქად დაეშვა. გარშემო ნისლი ეხ-
ვეოდა. ნისლი წყვდიადთან ერთად ჩამოწვებოდა ხოლმე. გამჭვირ-
ვალე ვაზის ლერწებივით იზრდებოდა და იხლართებოდა.
ლუთადელში დუმილი სუფევდა. უკვე ერთი წელი იყო გასული
მბრძანებლის სიკვდილისა და ელენდის ახალი, თავისუფალი მმარ-
თველობის შექმნიდან, მაგრამ უბრალო ხალხი ღამღამობით სახ-
ლიდან გამოსვლას ისევ ერიდებოდა. მათ ნისლის ეშინოდათ და ეს
შიში ბევრად უფრო ღრმად იყო გამჯდარი, ვიდრე მბრძანებლის კა-
ნონები.
4
ვინი უჩუმრად მიიწევდა წინ. ყურადღება დაძაბული ჰქონდა და რო-
გორც ყოველთვის, კალა და კალტყვია ენთო. კალა გრძნობებს უმძაფ-
რებდა და ღამით მხედველობას ბევრად უუმჯობესებდა, კალტყვია კი
სხეულს უძლიერებდა და მოქნილს ხდიდა. მას სპილენძიც მუდამ ენ-
თო, რადგან ამით ალომანტიის გამოყენებას მალავდა მათგან, ვისაც
ბრინჯაო ენთო ალომანტების მოსაძებნად.
ზოგს გოგო პარანოიკი ეგონა, მაგრამ ასეთმა სიფრთხილემ ვინი
უკვე არაერთხელ იხსნა სიკვდილისგან.
იგი უდაბური ქუჩის კუთხემდე მივიდა, შეჩერდა და ფრთხილად გა-
იხედა. თვითონაც არ ესმოდა, როგორ წვავდა ლითონებს. ინსტინქტუ-
რად სულ იყენებდა ალომანტიას, მანამდეც კი, სანამ კელსიერი გაწ-
ვრთნიდა. ამაზე არც ფიქრობდა. ვინი ელენდს არ ჰგავდა და ყველაფ-
რისთვის ლოგიკური ახსნა არ სჭირდებოდა. გოგოსთვის საკმარისი
იყო ის, რომ როცა ლითონს ყლაპავდა, მისი ძალის გამოყენება შეეძ-
ლო.
ვინი ამ ძალას ძალიან აფასებდა, რადგან მშვენივრად იცოდა, რას
ნიშნავდა მისი არქონა. იგი მეომარს სულაც არ ჰგავდა – გაჩხინკული
იყო და სიმაღლით მეტრ-ნახევარს ძლივს აღწევდა, შავი თმა და ფერ-
მკრთალი კანი ჰქონდა. იცოდა, როგორც გამოიყურებოდა. ნაშიმში-
ლარი ადამიანის შთაბეჭდილებას აღარ ტოვებდა, როგორც ბავშვობა-
ში, როცა ქუჩებში დაეხეტებოდა, მაგრამ მაინც არავინ ჩათვლიდა სა-
შიშად.
ვინს ეს მოსწონდა, რადგან ამით უპირატესობა ეძლეოდა და ყველა-
ნაირი უპირატესობით უნდა ესარგებლა, რის მოხვეჭასაც შეძლებდა.
ვინს ღამეც მოსწონდა. დღისით ლუთადელი იმდენად იყო გადაჭე-
დილი, რომ მისი სიდიდის მიუხედავად, სივიწროვე იგრძნობოდა; მაგ-
რამ ღამით მრუმე ღრუბელივით ეშვებოდა ნისლი და ყველაფერს ატე-
ნიანებდა, არბილებდა, სუდრავდა. მასიური კოშკები ჯანღით მოსილ
მთებს ემსგავსებოდა, ხალხით გაძეძგილი შენობები კი ნისლში ისე მო-
ჩანდა, როგორც გამდნარი ცვილის ნაჭრები, რომლებიც სანთლის ოს-
ტატს მორჩა და ერთმანეთს შეაწება.
5
ვინი შენობის გასწვრივ მიიპარებოდა და გზაჯვარედინს თვალს
არ აშორებდა. სხეულში ფრთხილად მისწვდა ფოლადს და აანთო.
ეს ლითონი ცოტა ხნის წინ გადაყლაპა. გოგოს გარშემო მაშინვე
გამჭვირვალე ლურჯი ხაზები წარმოიქმნა. მხოლოდ და მხოლოდ
მისთვის ხილული ეს ხაზები უახლოესი ლითონის ნივთებისკენ მი-
ემართებოდა – ნებისმიერი ლითონისკენ. რაც უფრო დიდი იყო ლი-
თონი, მით უფრო სქელი ხაზები ჩნდებოდა. ზოგი მათგანი კარის
ბრინჯაოს საგდულებისკენ მიდიოდა, ზოგი კი ფიცრებზე დაჭედებუ-
ლი რკინის ლურსმნებისკენ.
ვინი ჩუმად იდგა და იცდიდა. არცერთი ხაზი არ ინძრეოდა. ფო-
ლადი მიანიშნებდა, როცა ვინმე ახლოს იყო. თუ უცნობს ლითონის
ნივთები ჰქონდა, ლურჯი ხაზები კვალად გასდევდა. რა თქმა უნდა,
ეს სულაც არ იყო ფოლადის მთავარი დანიშნულება. ვინმა ქამარზე
ჩამოკიდებულ ქისაში ხელი ჩაიყო და ნაჭერში გახვეული მრავალი
მონეტიდან ერთ-ერთი ამოიღო. ლითონის სხვა ნივთების მსგავ-
სად, ეს მონეტაც ლურჯი ხაზით უერთდებოდა გოგოს გულმკერდს.
ვინმა მონეტა ჰაერში ისროლა, ფოლადი აანთო და უბიძგა. ბიძ-
გმა მონეტა ნისლში გატყორცნა. მან ნახევარწრე მოხაზა და შუა ქუ-
ჩაში დაეცა.
ნისლი სულ უფრო იგრაგნებოდა; ვინსაც კი მეტისმეტად სქელი
და იდუმალი ეჩვენებოდა. იგი უფრო ხშირი იყო, ვიდრე ჩვეულებ-
რივი ნისლი და უფრო ნაკლებად ცვალებადი, ვიდრე ნებისმიერი
სხვა ამინდი. ნისლი თითქოს ქაფდებოდა, ირეოდა და გოგოს გარ-
შემო ნაკადებად მოძრაობდა. ვინი კალისგან გამძაფრებული მხედ-
ველობით ნისლში თავისუფლად ხედავდა. ღამე მისთვის უფრო ნა-
თელი იყო, ნისლი კი ნაკლებად ხშირი, თუმცა მას ვერ უგულებელ-
ყოფდა.
ქალაქის მოედანზე ლანდი ამოძრავდა – იგი ვინის მიერ სასიგ-
ნალოდ გატყორცნილ მონეტას გამოეპასუხა. ვინი მას მალულად
მიუახლოვდა და იცნო, რომ ეს ორსეური იყო, კანდრა. ერთი წლის
წინ სხვა სხეული ჰქონდა. მაშინ ის ლორდ რენოქსის როლს ასრუ-
6
ლებდა. თუმცა ვინი ამ შემელოტებულ, რთულად აღსაწერ სხეულსაც
უკვე შეეჩვია.
ორსეური მასთან შესახვედრად გამოემართა.
– იპოვეთ, რასაც ეძებდით, ქალბატონო? – პატივისცემის გამომ-
ხატველი, მაგრამ, ცოტა არ იყოს, მტრული ტონით ჰკითხა. როგორც
ყოველთვის, კანდრა მას ახლაც ასე ელაპარაკებოდა.
ვინმა თავი გააქნია და ირგვლივ მიმოიხედა.
– შეიძლება ვცდებოდი; მგონი არც არავინ ამდევნებია, – თქვა მან.
გოგო ცოტა დასევდიანდა. იმ ღამით დათქმულ მორიგ შეხვედრას
მოუთმენლად ელოდა. ჯერ კიდევ არ იცოდა, ვინ იყო ის იდუმალებით
მოცული უცნობი. თავიდან დაქირავებული მკვლელი ეგონა და შესაძ-
ლოა, ასეც იყო. როგორც ჩანდა, მას ელენდი მაინცდამაინც არ ადარ-
დებდა, ვინისადმი კი ერთობ დიდ ინტერესს იჩენდა.
– გალავანთან უნდა დავბრუნდეთ, – თქვა გოგომ და ფეხზე წამოდ-
გა, – ელენდმა არ იცის, სად ვარ.
ორსეურმა თავი დაუქნია. ამ დროს ნისლი მონეტებმა გაკვეთა და
ისინი ვინისაკენ გამოფრინდნენ.
უკვე იმაზე ვფიქრობ, საღ გონებაზე დარჩენილი ერთადერთი ადა-
მიანი ხომ არ ვარ. ნუთუ სხვები ვერ ხედავენ? ისინი იმდენ ხანს ელოდ-
ნენ გმირის მოსვლას – იმ გმირის, რომელზეც ტერისულ წინასწარმეტ-
ყველებებშია საუბარი – რომ ერთი დასკვნიდან მეორეზე სწრაფად
ხტებოდნენ, ფიქრობდნენ, ყველა ამბავი და ლეგენდა მხოლოდ ამ ერთ
კაცს უკავშირდებაო.

2
ვინი მაშინვე გვერდზე გადახტა. საოცრად სწრაფად მოძრაობდა.
როცა სველ ქვაფენილზე გასრიალდა, ნისლსაფრის ლენტები აუფრი-
ალდა. მონეტებმა მის ზურგს უკან, ქვაფენილზე გაიწკარუნა, ქვის პატა-
რა ნამსხვრევები ზევით აიტყორცნა და რიკოშეტით ასხლეტილმა ნაწი-
ლებმა ნისლში კვალი დატოვა.

7
– ორსეურ, წადი! – კბილებში გამოცრა მან, თუმცა კანდრა უკვე
მახლობლად მდებარე ვიწრო ქუჩისკენ გარბოდა.
ვინი დაიხარა, ხელებითა და ფეხებით ცივ ქვებს დაეყრდნო. მის მუ-
ცელში ალომანტური ლითონები აალდა. გოგომ ფოლადი აანთო და
გარშემო გამჭვირვალე ლურჯი ხაზები გამოჩნდა. ვინი დაძაბული იც-
დიდა და უყურებდა, თუ როგორ...
ბნელი ნისლიდან მონეტების მორიგი ჯგუფი გამოიჭრა, ყოველი
მათგანი ლურჯ კვალს ტოვებდა. ვინმა მაშინვე ფოლადი ააალა და
მონეტებს უბიძგა, მოიგერია და წყვდიადში გატყორცნა.
ღამე ისევ მიჩუმდა.
ქუჩა, რომელზეც ვინი იმყოფებოდა, ლუთადელისთვის ფართო
იყო, თუმცა ორივე მხარეს მაღალი შენობები აზიდულიყო. ნისლი
ზანტად ბრუნავდა და ქუჩის ბოლოებს ბურუსში ხვევდა.
ნისლიდან რვა კაცმა გამოაბიჯა. ვინმა გაიღიმა. მართალი აღ-
მოჩნდა. ვიღაც უთვალთვალებდა. თუმცა ეს კაცები მოთვალთვა-
ლეები არ იყვნენ; მისი მკაფიო მოხდენილობა და მიზიდულობა არ
გააჩნდათ. ესენი გაცილებით უფრო უხეშები ჩანდნენ... დაქირავე-
ბული მკვლელები. გონივრული სვლა იყო. თუ ის ლუთადელის ასა-
ღებად არმიით მოვიდოდა, მაშინ პირველი, რასაც გააკეთებდა,
ალომანტებს ელენდის მოსაკლავად გაგზავნიდა.
უეცრად ვინმა ცალ გვერდში დაწოლა იგრძნო, რადგან წონას-
წორობა დაკარგა, და შეიკურთხა. თავისი მონეტების ქისა წელიდან
ექაჩებოდა. გოგომ თოკი გადაჭრა და მოწინააღმდეგე ალომანტს
მონეტების გატყორცნის საშუალება მისცა. მკვლელებს სულ მცირე
ერთი მსროლელი მაინც ჰყავდათ – ნისლელი, რომელსაც ფოლა-
დის დაწვა და ლითონებზე ბიძგება შეეძლო. სინამდვილეში ლურჯი
ხაზები ორი მკვლელის ქისებიდან მოდიოდა. ვინმა გაიფიქრა, რომ
მათთვის სამაგიერო მიეზღო და მათი ქისებიც შორს გაეტყორცნა,
მაგრამ შემდეგ შეყოყმანდა. კარტების გახსნა ჯერ საჭირო არ იყო;
შეიძლებოდა, ეს მონეტები დასჭირვებოდა.

8
მონეტების გარეშე შორიდან ვერ შეუტევდა; თანაც, თუკი ძლიერი
ჯგუფი იყო, შორიდან შეტევას აზრი არც ექნებოდა. მსროლელები და
მრბოლავი ნატყორცნ მონეტებს იოლად გაუმკლავდებოდნენ. არც
გაქცევას ჰქონდა აზრი. ისინი აქ მხოლოდ გოგოს გამო არ იყვნენ. თუ
ვინი გაიქცეოდა, ნისლელები თავიანთ ნამდვილ მიზანს მიუბრუნდე-
ბოდნენ.
მცველების მოსაკლავად მკვლელებს არავინ გზავნიდა. ისინი მხო-
ლოდ გავლენიან ადამიანებს ხოცავდნენ, ისეთებს, როგორიც ელენდ
ვენტური იყო, ცენტრალური დომინიონის მეფე, კაცი, რომელიც ვინს
უყვარდა.
ვინმა კალტყვია ააალა – მისი სხეული დაიჭიმა, საშიში გახდა და
საბრძოლველად მოემზადა. "წინ ოთხი ჩხუბისთავი დგას", – ფიქრობ-
და გოგო და უყურებდა, როგორ უახლოვდებოდნენ ეს კაცები. კალ-
ტყვიის მომხმარებლები არაადამიანურად ძლიერები იქნებოდნენ და
ძლიერ ფიზიკურ დარტყმას მედგრად აიტანდნენ. ახლო მანძილზე ისი-
ნი ძალიან სახიფათონი იყვნენ. "კიდევ ერთი, რომელსაც ხის ფარი
აქვს, მრბოლავია", – მიხვდა ვინი.
გოგომ წინ წაიწია და მოახლოებული ჩხუბისთავები უკან გადახ-
ტნენ. რვა ნისლელი ერთი ნისლქმნილის წინააღმდეგ – ეს ხელსაყრე-
ლი იყო მტრისთვის, მაგრამ მხოლოდ სიფრთხილის შემთხვევაში. ორი
მსროლელი ქუჩის ნაპირებიდან უახლოვდებოდა, რათა შესაძლებლო-
ბა მისცემოდათ, ვინისთვის ორივე მხრიდან ებიძგებინათ. ხოლო ამ
რვიდან ერთ-ერთი, რომელიც მრბოლავის გვერდით მშვიდად იდგა,
მკვამლავი უნდა ყოფილიყო. ბრძოლისას მას შედარებით ნაკლებ-
მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა – თანაგუნდელები მოწინააღმდეგე
ალომანტებისგან უნდა დაემალა.
რვა ნისლელი. კელსიერი ამას შეძლებდა. მან მსჯავრმდებელი
მოკლა. თუმცა ვინი კელსიერი არ იყო. გოგომ არ იცოდა, ეს ცუდი იყო
თუ კარგი. ვინმა ღრმად ჩაისუნთქა და ინატრა, ცოტაოდენი ატიუმი მა-
ინც მქონდესო. რკინა აანთო და ახლოს დავარდნილ ერთ-ერთ მონე-
ტას, რომელიც ესროლეს, იმდენად მოქაჩა, რამდენადაც ამის საშუა-
9
ლება ფოლადმა მისცა. მონეტა დაიჭირა, შემდეგ კი ისროლა, უბიძ-
გა, მერე თავად ისკუპა და ჰაერში აიჭრა.
მაგრამ ერთ-ერთმა მსროლელმა ამ მონეტას უბიძგა და გვერდზე
გატყორცნა. რამდენადაც ალომანტია მხოლოდ სხეულიდან პირდა-
პირი ბიძგისა და სხეულისკენ ასევე პირდაპირი ქაჩვის შესაძლებ-
ლობას იძლეოდა, ვინი სათანადო საყრდენის გარეშე დარჩა. მონე-
ტაზე მორიგი ბიძგება მას გვერდით გატყორცნიდა.
გოგო კვლავ ძირს დაეშვა.
"დაე, მტერმა იფიქროს, რომ მახეში გამაბა", – გაიფიქრა ვინმა,
რომელიც შუა ქუჩაში იყო ჩაცუცქული. ჩხუბისთავები უფრო თავდა-
ჯერებულად უახლოვდებოდნენ. "ვიცი, რასაც ფიქრობთ: ეს ის ნის-
ლქმნილია, რომელმაც მბრძანებელი მოკლა? ეს გალეული არსე-
ბა? ეს შესაძლებელია? მეც ეგ მაფიქრებს".
პირველი ჩხუბისთავი შეტევაზე გადავიდა და ვინიც მოსწყდა ად-
გილს. გოგომ ქარქაშიდან ობსიდიანის ხანჯლები ამოაგო და ია-
რაღმა ღამეში გაიელვა; მერე, როცა ვინმა ჩხუბისთავის ქვეშ ჩა-
იბუქნა და მას ხანჯლები ბარძაყებზე დაუსვა, სიბნელეში სისხლმა
შავად იჩქეფა.
კაცმა შეჰყვირა. ღამის სიმშვიდე დაირღვა.
ნისლელებმა შეიკურთხეს. დაჭრილი ჩხუბისთავის თანამებ-
რძოლმა, რომლის კუნთებიც კალტყვიით იყო გაძლიერებული,
ვინს შეუტია და ხანჯლით გოგოს ნისლსაფრის ერთი ლენტი გაფ-
ხრიწა. ვინი ძირს გადაგორდა და მალევე ისევ წამოიჭრა ზეზე, რათა
მესამე ჩხუბისთავი მოეგერიებინა.
ვინისკენ მონეტების წვიმა წამოვიდა. გოგომ მათ უბიძგა, თუმცა
მსროლელიც ბიძგებას აგრძელებდა და ვინის ბიძგი დაძლია.
ლითონების ბიძგება და ქაჩვა მთლიანად წონაზე იყო დამოკი-
დებული და ვინის წონა მოწინააღმდეგე მსროლელის წონამ გადა-
ფარა. ორივე უკან გადავარდა და დაეცა. ვინი ჩხუბისთავისგან
შორს აღმოჩნდა.

10
მონეტების გროვა ვინისკენ სხვა მხრიდან გამოფრინდა. გოგო ჯერ
კიდევ ჰაერში ლივლივებდა, როცა ფოლადი ააალა, რითიც ძალის ახა-
ლი მარაგი მიიღო. ლურჯი ხაზები ერთმანეთში ირეოდა, მაგრამ ვინს
მონეტების გამოცალკევება არ სჭირდებოდა, რადგან ყველას ერ-
თდროულად უბიძგებდა.
როგორც კი ვინის შეხება იგრძნო, მსროლელმა ჭურვები გაუშვა.
ლითონის ნაჭრები ნისლში გაიფანტა.
ვინი ქვაფენილს მხრით დაენარცხა, გადაგორდა, კალტყვია ააალა
და დაუყოვნებლივ ფეხზე წამოიჭრა. იმავდროულად რკინაც აანთო და
გაუჩინარებულ მონეტებს ძალუმად მოქაჩა.
მონეტები მისკენ გაიჭრა. მათი მოახლოებისთანავე ვინი გვერდზე
გახტა და მონეტებს ჩხუბისთავებისკენ უბიძგა, თუმცა მონეტები მაშინ-
ვე აქეთ-იქით გაიბნა და მრბოლავისკენ ნისლში გაიჭრა. მრბოლავს
ბიძგება არ შეეძლო, რადგან, როგორც ნებისმიერ ნისლელს, მასაც
მხოლოდ ერთი ალომანტური უნარი ჰქონდა და ეს უნარი რკინის ქაჩვა
იყო.
მრბოლავი ამას ეფექტურად აკეთებდა და ჩხუბისთავებს იცავდა.
მან ფარი აღმართა და დარტყმისაგან წამოიყვირა, როცა მონეტები
ფარს შეეჯახა და ამ ფარმა ისინი აისხლიტა.
ვინი ისევ მოძრაობდა. ის მარცხნივ, დაუცველი მსროლელისკენ
გარბოდა, რომელიც ძირს დაეცა. გაოცებულმა კაცმა წამოიყვირა და
მეორე მსროლელმა ვინის ყურადღების გადატანა სცადა, მაგრამ ვერ
მოასწრო. მისი თანამებრძოლი ხანჯალმა მკერდში განგმირა. ის ჩხუ-
ბისთავი არ იყო, ამდენად, სხეულს კალტყვიის წვით ვერ გაიძლიერებ-
და. ვინმა ხანჯალი ამოაძრო და ქისა მოხსნა. მსროლელმა ხმადაბლა
ამოიგმინა და მერე ქვებზე გაიშოტა.
"ერთი", – გაიფიქრა გოგომ, რომელსაც შუბლი ოფლით დაცვარო-
და. ის ახლა დერეფნის მსგავს ქუჩაში შვიდი კაცის პირისპირ იყო. შე-
საძლოა, მოწინააღმდეგეები ელოდნენ, რომ ვინი გაიქცეოდა, მაგრამ
გოგო იერიშზე გადავიდა.

11
როცა ის ჩხუბისთავებს მიუახლოვდა, ისკუპა, შემდეგ კი ძირს
მოისროლა ქისა, რომელიც მომაკვდავ კაცს აართვა. დარჩენილმა
მსროლელმა შეჰყვირა და ქისა მაშინვე გვერდზე გატყორცნა, თუმ-
ცა ვინმა ბიძგება მოასწრო, ზემოთ აიჭრა და მტერს პირდაპირ თავ-
ზე გადაევლო.
ერთ-ერთ ჩხუბისთავს, დაჭრილს, საუბედუროდ, საკმარისი ჭკუა
აღმოაჩნდა საიმისოდ, რომ უკან დარჩენილიყო და მსროლელი და-
ეცვა. წაქცეულმა კაცმა კეტი მოუქნია, მაგრამ ვინმა მისი პირველი
დარტყმა აიცილა, ხანჯალი აღმართა და...
...უეცრად ლურჯ ხაზს მოჰკრა თვალი და სწრაფად იმოქმედა, კა-
რის სახელურს უბიძგა, რათა იმ ადგილს გასცლოდა. გოგო ძირს
ფერდით დაენარცხა, მერე ცალ ხელს დაეყრდნო, წამოიწია და
დადგა, თუმცა ნისლისგან დასველებული ფეხები უცურავდა.
ვინის უკან მონეტა დაეცა, რომელიც რიყის ქვამ აისხლიტა და
გოგოს შორიახლო ჩაიქროლა. ისე ჩანდა, რომ მონეტა დაუმიზნეს
მეტოქე მსროლელს, რომელიც იძულებული იქნებოდა, მისთვის
ებიძგებინა, მაგრამ ეს მონეტა ვის უნდა ესროლა?
"ორსეურს?" – გაიფიქრა ვინმა, მაგრამ ეს სულელური ფიქრი
იყო. კანდრას ალომანტობა არ შეეძლო; თან დამოუკიდებლადაც
არ იმოქმედებდა. ორსეური მხოლოდ იმას აკეთებდა, რასაც ნათ-
ლად დაავალებდნენ.
მეტოქე მსროლელიც დაბნეული ჩანდა. ვინმა ზემოთ აიხედა და
კალა აანთო, რომ ახლომდებარე შენობის სახურავზე მყოფი კაცი
კარგად გაერჩია. იქ მუქი სილუეტი მოჩანდა. ეს კაცი დამალვას არც
კი ცდილობდა. "ეს ისაა", – გაიფიქრა გოგომ, – "მოთვალთვალე".
მოთვალთვალე ისევ იქ იდგა, თავის პოსტზე, თუმცა ბრძოლაში
აღარ ერეოდა. ჩხუბისთავები კი ვინისკენ დაიძრნენ. გოგომ შე-
იკურთხა, როცა მისკენ მოქნეული სამი კეტი დაინახა. დაიხარა და
ერთი აიცილა, მერე მობზრიალდა და მეორესაც დაუსხლტა, ბო-
ლოს კი მკერდში ხანჯალი ჩასცა იმ კაცს, რომელსაც მესამე ეჭირა.

12
კაცი წაბორძიკდა, მაგრამ არ წაქცეულა – კალტყვიით გაძლიერებულს
ფეხზე დგომა შეეძლო.
"რატომ ჩაერია მოთვალთვალე?" – გაიფიქრა ვინმა, როცა
გვერდზე გადახტა, – "რატომ გატყორცნა მონეტა მსროლელისკენ,
რომელიც მას უეჭველად მოიგერიებდა?"
მოთვალთვალეზე ფიქრი ვინს კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა
– ჩხუბისთავმა, რომელიც გოგომ ვერ შენიშნა, გვერდიდან შეუტია. ეს
ის კაცი იყო, რომელსაც მან ფეხები დაუსერა. ვინმა ბეწვზე მოასწრო
დარტყმის აცილება, მაგრამ მერე სამი კაცის ალყაში მოექცა. გოგოს
ყველამ ერთდროულად შეუტია.
ვინმა ორის დარტყმა აიცილა, მესამემ კი კეტი ფერდში ატაკა. ძლი-
ერი დარტყმის გამო ქუჩის მეორე მხარეს გადავარდა და მაღაზიის ხის
კარს შეეჯახა. გოგომ მსხვრევის ხმა გაიგო, მაგრამ, საბედნიეროდ, კა-
რი დაიმსხვრა და არა – მისი ძვლები. ვინი ძირს დაენარცხა, ხანჯლები
დაკარგა. ასეთი დარტყმისა და შეჯახებისგან ჩვეულებრივი ადამიანი
მოკვდებოდა, თუმცა კალტყვიით გაძლიერებული სხეული უფრო გამ-
ძლე იყო.
ვინი სულის მოთქმას ცდილობდა. თავი აიძულა, ფეხზე წამომდგა-
რიყო; მერე კალა ააალა. ამ ლითონმა შეგრძნებები გაუძლიერა – მათ
შორის, ტკივილის შეგრძნებაც – და უეცარმა შოკმა გონება თითქოს
დაუბინდა. დარტყმის გამო ფერდი სტკიოდა, მაგრამ გაჩერება არ შე-
ეძლო, ჩხუბისთავი კეტს თავზემოთ იქნევდა და გოგოს უახლოვდებო-
და.
ვინი კართან ჩაიცუცქა და კალტყვია ააალა. მან კეტს ორივე ხელი
წაავლო; მარცხენა ხელით უკან გამოქაჩა, მერე მუშტი დაარტყა და მყა-
რი ხის იარაღი ერთი დარტყმით გადატეხა. ჩხუბისთავი წაბარბაცდა და
ვინმა ხელში შერჩენილი კეტის ნახევარი მოწინააღმდეგეს ცხვირ-პირ-
ში ატაკა.
კაცს თავბრუ დაეხვა, მაგრამ არ წაქცეულა. "ჩხუბისთავებს თუ ებ-
რძვი, არ უნდა გაჩერდე", – გაიფიქრა ვინმა.

13
გოგო გვერდზე გავარდა, ტკივილს არად აგდებდა. ჩხუბისთა-
ვებმა სცადეს, დასდევნებოდნენ, მაგრამ ვინი უფრო მსუბუქი, გამ-
ხდარი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფი იყო. მან მოწი-
ნააღმდეგეებს შემოუარა და უკან გაიქცა, სადაც მსროლელი, მრბო-
ლავი და მკვამლავი იყვნენ. დაჭრილმა ჩხუბისთავმა კვლავ უკან
დაიხია, რათა თანამებრძოლები დაეცვა.
როცა ვინი მიუახლოვდა, მსროლელმა მას ორივე მუჭით მონე-
ტები ესროლა. გოგომ მონეტები გვერდზე გატყორცნა, შემდეგ კი იმ
მონეტებს მოქაჩა, რომლებიც მოწინააღმდეგეს წელზე ჩამოკიდე-
ბულ ქისაში ჰქონდა.
მსროლელმა წამოიყვირა, როცა ქისა ვინისკენ გაფრინდა. ქი-
სის წელზე შემოხვეული თოკი მოკლე იყო, ამიტომ ვინის წონის ქაჩ-
ვის გამო მოწინააღმდეგე წინ გადაქანდა, თუმცა მალევე შეიმაგრა
თავი და მედგრად დადგა.
რადგან საყრდენი ვერ დაძრა, ვინმა საკუთარ თავს თვითონვე
მოქაჩა – რკინა ააალა და მუშტმოღერებული ჰაერში გაიჭრა.
მსროლელმა შეჰყვირა და კვანძს მოქაჩა, რათა თოკი ქისისთვის
მოეძრო.
დააგვიანდა. ვინი უკვე წინ გაიჭრა და როცა მსროლელს ჩაუქ-
როლა, ლოყაში მუშტი უთავაზა. მოწინააღმდეგეს თავი მოეღრიცა
და კისერი გადაუტყდა. როცა ვინი ძირს დაეშვა, გაკვირვებულ ჩხუ-
ბისთავს ნიკაპზე იდაყვი მიარტყა და უკან გადააგდო, მერე კი ფეხი
კისერში ჩაარტყა.
არცერთი არ წამომდგარა. უკვე სამი დაეცა. მონეტების მოხსნი-
ლი ქისა ძირს დავარდა, გაიხა და ასი მოელვარე სპილენძის ნაჭერი
ქვაფენილის გასწვრივ, ვინის ირგვლივ, გაიტყორცნა. გოგომ მტკი-
ვან იდაყვს ყურადღება არ მიაქცია და მრბოლავს მიაშურა. ის ფარ-
მომარჯვებული იდგა და უცნაურად მშვიდი იერი ჰქონდა.
ვინის უკან ჭახანი გაისმა. გოგომ წამოიყვირა, რადგან კალით
გამძაფრებულმა სმენამ ლამის ქალა ახადა. თავში ტკივილმა დაუ-
არა და ყურებზე ხელები აიფარა. მას მკვამლავი სულ გადავიწყებო-
14
და. იგი იქვე იდგა და ხის ორი გრძელი ნაჭერი ეჭირა, რომლებიც ისე
დაემზადებინათ, რომ ერთმანეთზე მიხლისას მკვეთრ ხმას გამოსცემ-
და.
მოძრაობა და რეაქცია, მოქმედება და შედეგი – ალომანტიის აზრი
ეს იყო. კალა ვინის თვალებს ნისლის განჭვრეტის უნარს სძენდა და
ამით გოგოს მტრის წინაშე უპირატესობა ჰქონდა. თუმცა კალა სმენა-
საც უმძაფრებდა. მკვამლავმა ჯოხები ისევ აღმართა. ვინმა ქვაფენი-
ლიდან რამდენიმე მონეტა ასწია და მკვამლავს ესროლა, თუმცა მრბო-
ლავმა თავისკენ მოქაჩა. მონეტები ფარს მოხვდა, მერე ასხლტა და ჰა-
ერში აქეთ-იქით გაიფანტა. ამ დროს ვინმა ერთს ფრთხილად უბიძგა
და იგი მრბოლავის უკან დაეცა.
კაცმა ფარი დაუშვა, არაფერი იცოდა იმ მონეტის შესახებ, რომელ-
საც ვინმა უბიძგა. მერე გოგომ მოქაჩა და ის მონეტა მრბოლავს ზურგში
მოხვდა. კაცი უხმოდ დაეცა.
"ოთხი".
ყველა გაისუსა. ვინისკენ მიმავალი ჩხუბისთავები შეჩერდნენ,
მკვამლავმა ჯოხები დაბლა დაუშვა. მათ აღარ ჰყავდათ მსროლელები
და მრბოლავი – ისინი, ვისაც ლითონის ბიძგება ან ქაჩვა შეეძლო. ვინი
კი მონეტებს შორის იდგა. თუ გოგო მათ გამოიყენებდა, დარჩენილი
ჩხუბისთავებიც მალე დაეცემოდნენ. ერთადერთი, რაც ვინს უნდა გა-
ეკეთებინა, იყო ის, რომ...
ამ დროს ჰაერში გაიზუზუნა კიდევ ერთმა მონეტამ, რომელიც იმ სა-
ხურავიდან ისროლეს, სადაც მოთვალთვალე იდგა. ვინი დაიხარა და
შეიკურთხა, თუმცა მონეტა მას არ მოხვედრია. იგი მკვამლავს, რო-
მელსაც ჯოხები ეჭირა, პირდაპირ შუბლში მოხვდა და კაცი უსულოდ
დაეცა. "რა ხდება?" – გაიფიქრა ვინმა და მიცვალებულს მიაშტერდა.
ჩხუბისთავები იერიშზე გადავიდნენ. ვინმა უკან დაიხია. "რა აზრი
ჰქონდა მკვამლავის მოკვლას? ის საფრთხეს აღარ წარმოადგენდა".
ვიდრე...
ვინმა სპილენძი ამოწურა, შემდეგ ბრინჯაო აანთო, ლითონი, რომ-
ლის საშუალებითაც მიხვდებოდა, ახლომახლო ალომანტები თავიანთ
15
უნარებს იყენებდნენ თუ არა. გოგო კალტყვიის მწველ ჩხუბისთა-
ვებს ვერ გრძნობდა. მათი ალომანტია დაფარული იყო – ვიღაც სპი-
ლენძს წვავდა.
უცებ ყველაფერი ნათელი გახდა. გაიაზრა, რატომ შეიძლებოდა
გაერისკა ამ ჯგუფს ნისლქმნილზე შეტევა. გაიაზრა, რატომ ესროლა
მოთვალთვალემ მსროლელს. გასაგები გახდა, რატომ მოკლა მან
მკვამლავი.
ვინს საშინელი საფრთხე ემუქრებოდა. ეჭვი ღრღნიდა, რომ მხო-
ლოდ წამი ჰქონდა გადაწყვეტილების მისაღებად. ის ხომ ქუჩაში გა-
იზარდა, ქურდად და თაღლითად. მისთვის ეჭვი უფრო ბუნებრივი
იყო, ვიდრე ლოგიკა იქნებოდა ოდესმე.
– ორსეურ! – დაიყვირა მან, – სასახლეში წადი!
რა თქმა უნდა, ეს ნიშანი იყო. როცა მისი მსახური ვიწრო ქუჩი-
დან გამოჩნდა, ვინი უკან გადახტა და ჩხუბისთავებს ყურადღება არ
მიაქცია. ორსეურმა ქამრიდან რაღაც მოიგლიჯა და ვინისკენ ისრო-
ლა. ეს იყო შუშის პატარა ფლაკონი, რომელშიც ალომანტები ლი-
თონის ანაფხეკს ინახავდნენ. ვინმა მაშინვე მოქაჩა და ხელი წაავ-
ლო. შორიახლოს მკვდარივით მწოლიარე მეორე მსროლელმა
უეცრად შეიკურთხა და ზეზე წამოხტა.
ვინმა ფლაკონის შიგთავსი სწრაფად გადაყლაპა. იქ მხოლოდ
ერთი ნამცეცი ლითონი იყო – ატიუმი. გოგო ვერ გარისკავდა და
ჭურჭელს თან ვერ ატარებდა, ვაითუ ბრძოლისას წაერთმიათ. მან
ორსეურს უბრძანა, ამ ღამით ახლომახლო ეტრიალა და მზად ყო-
ფილიყო იმისთვის, რომ საჭირო დროს ეს პატარა ჭურჭელი ვინის-
თვის მიეცა.
"მსროლელმა" დამალული მინის ხანჯალი წელიდან მოიხსნა და
სწრაფად გადაუსწრო ჩხუბისთავებს, რომლებიც ვინს თანდათან
უახლოვდებოდნენ. გოგო მხოლოდ ერთი წამით შეჩერდა; თავის
გადაწყვეტილებას ნანობდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ეს გარდაუვა-
ლი იყო.

16
ამ კაცებს შორის ნისლქმნილი იმალებოდა. ნისლქმნილი, რომელ-
საც, ვინის მსგავსად, ათივე ლითონის დაწვა შეეძლო. ნისლქმნილი,
რომელიც შესაფერის დროს ელოდა, რათა ვინისთვის დარტყმა მიეყე-
ნებინა, რათა მისთვის მაშინ შეეტია, როცა მზად არ იქნებოდა და გა-
მოეჭირა.
სავარაუდო ნისლქმნილს ატიუმი ექნებოდა, იმასთან საბრძოლვე-
ლად კი, ვისაც ატიუმი აქვს, ერთადერთი გზა არსებობდა. ეს მთავარი
ალომანტური ლითონი იყო, რომლის გამოყენება მხოლოდ ნის-
ლქმნილს შეეძლო და რომელსაც ბრძოლის ბედი შეიძლებოდა ადვი-
ლად გადაეწყვიტა. ყოველი ნამცეცი მთელი ქონება ღირდა, მაგრამ რა
ფასი ექნებოდა ქონებას, თუ მოკვდებოდა?
ვინმა ატიუმი აანთო.
ისე ჩანდა, რომ მის გარშემო სამყარო შეიცვალა. ყველა მოძრავი
ობიექტი – მოფარფატე ფერფლი, იერიშზე გადასული ჩხუბისთავები,
ნისლის ნაკადებიც კი – თავის გამჭვირვალე ორეულებს წარმოქმნიდა.
ორეულები თავიანთი რეალური შესატყვისების მოძრაობებს მათზე
რამდენიმე წამით ადრე აკეთებდნენ და ვინს აჩვენებდნენ, უახლოეს
მომავალში რა მოხდებოდა.
მხოლოდ ნისლქმნილი იყო დაცული – ატიუმის ერთი ჩრდილის
ნაცვლად, მას ათობით ჩრდილი ჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის
კაციც ატიუმს წვავდა. მოწინააღმდეგე ნისლქმნილი წამით შეჩერდა.
ვინის სხეულსაც ატიუმის ათობით დამაბნეველი ჩრდილი ჰქონდა. გო-
გოს უკვე მომავლის განჭვრეტა შეეძლო და ხედავდა კიდეც, თუ რის გა-
კეთებას აპირებდა მეტოქე ნისლქმნილი. ეს, თავის მხრივ, იმას ცვლი-
და, რის გაკეთებასაც ვინი აპირებდა, რაც იმას ცვლიდა, რასაც ნის-
ლქმნილი გააკეთებდა და ასე შემდეგ, როგორც ერთმანეთის პირის-
პირ განლაგებულ ორ სარკეში არეკლილი გამოსახულებები. ეს შესაძ-
ლებლობები უსასრულობაში გადადიოდა. უპირატესობა არცერთს არ
ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე ნისლქმნილი წამით შე-
ჩერდა, უიღბლო ჩხუბისთავები წინსვლას აგრძელებდნენ; არ იცოდ-
17
ნენ, რომ ვინი ატიუმს წვავდა. გოგო მათკენ შებრუნდა, დაცემული
მკვამლავის სხეულთან იდგა და მისი ჯოხები ცალი ფეხით ჰაერში აის-
როლა.
ვინს ერთი ჩხუბისთავი მიუახლოვდა. მის მიერ მოქნეული კეტის
ატიუმის მკრთალმა ჩრდილმა ვინის სხეულში გაიარა. ვინი დაიგ-
რიხა, გვერდზე გადაიხარა და ამ დროს იგრძნო, როგორ ჩაუქრო-
ლა ყურის ძირში ნამდვილმა კეტმა. იდუმალი ატიუმის გამო ეს მა-
ნევრი იოლი ჩანდა.
გოგომ ჰაერში მოტრიალე ერთ-ერთ ჯოხს ხელი წაავლო და ჩხუ-
ბისთავს კისერში ჩაარტყა. მერე შებზრიალდა და მეორე ჯოხიც და-
იჭირა, შემდეგ კი უკან შებრუნდა და ახლა თავში ჩაარტყა ჩხუბის-
თავს. იგი პირქვე დაეცა და ამოიგმინა. ვინი კვლავ დაბზრიალდა და
კიდევ ორი კეტი ადვილად აიცილა.
გოგომ მეორე ჩხუბისთავს თავზე ორივე მხრიდან შემოსცხო ჯო-
ხები, რომლებიც გადატყდა და ყრუ ხმა გამოსცა, მეტოქეს კი თავი
გაუტყდა. იგი ძირს დაეცა და აღარ განძრეულა. ვინმა მისი კეტი ჰა-
ერში აისროლა, შემდეგ დამსხვრეული ჯოხები დაყარა და ეს კეტი
დაიჭირა. გოგო დარჩენილ ჩხუბისთავს მიუბრუნდა და სწრაფად და
მძლავრად სახეში შემოარტყა.
ვინი ძირს მკვდრებთან ერთად დაეცა. მას ცალ ხელში კეტი ეჭი-
რა, მეორე კი ნისლით დასველებულ რიყის ქვებზე ედო. ნის-
ლქმნილმა უკან დაიხია და ვინმა მის თვალებში ყოყმანი შენიშნა.
ძალა ყოველთვის ოსტატობას არ გულისხმობს, ხოლო მეტოქის
ორი უპირატესობა – მოულოდნელობა და ატიუმი – უსარგებლოდ
იქცა.
ნისლქმნილი შებრუნდა, ძირს დაყრილი მონეტები ჯერ მოქაჩა
და მერე გატყორცნა, თუმცა არა ვინის, არამედ ორსეურის მიმარ-
თულებით, რომელიც ჯერ კიდევ ვიწრო ქუჩის თავში იდგა. მეტოქე
ნისლქმნილს აშკარად იმედი ჰქონდა, რომ ვინი მსახურზე მზრუნვე-
ლობას გამოიჩენდა და ყურადღება გაეფანტებოდა; შესაძლოა, გაქ-

18
ცევას აპირებდა და ამაზე ჰქონდა გათვლილი ეს მოქმედება. თუმცა
შეცდა.
ვინმა მონეტებს ყურადღება არ მიაქცია; წინ გაიჭრა. როცა ორ-
სეური ტკივილისგან ყვიროდა – მისი კანი ხომ რამდენიმე მონეტამ
გახვრიტა – ვინმა კეტი ნისლქმნილს თავში ესროლა, თუმცა რო-
გორც კი იარაღი გოგოს თითებს მოსწყდა, მისი ატიუმის ჩრდილი მყა-
რი და გამოკვეთილი გახდა.
მეტოქე ნისლქმნილი დაიხარა და კეტი აიცილა. ამ მოძრაობამ ვინს
დრო მისცა, რომ მოწინააღმდეგეს მიახლოებოდა. ვინს სწრაფად უნდა
შეეტია, რადგან ატიუმის მხოლოდ ნამცეცი ჰქონდა გადაყლაპული;
ლითონი უცებ დაიწვებოდა და გოგო დაუცველი დარჩებოდა; უმალ აღ-
მოჩნდებოდა მოწინააღმდეგის ხელში, რომელიც...
დაზაფრულმა მოწინააღმდეგემ ხანჯალი აღმართა თუ არა, იმწუთას
ატიუმი გაუთავდა.
ვინის მტაცებლური ინსტინქტი მაშინვე ამოქმედდა; გოგომ მუშტი
მოიქნია. მეტოქემ მკლავი ასწია, რომ დარტყმა მოეგერიებინა, მაგრამ
ვინმა ეს წინასწარ დაინახა და საბრძოლო ტაქტიკა შეცვალა. გოგოს
მუშტი მეტოქეს სახეში მოხვდა. ვინმა დაბუჟებული თითები მის ხან-
ჯალს წაავლო, სანამ ძირს დავარდებოდა და დაიმტვრეოდა. მერე ია-
რაღი მოწინააღმდეგეს კისერში ჩასცა. კაცი უხმოდ დაეცა.
ვინი იდგა და მძიმედ სუნთქავდა. დახოცილი ნისლელები მის ირ-
გვლივ ეყარნენ. სულ რაღაც ერთი წამით გოგომ წამლეკავი ძალა იგ-
რძნო. ატიუმის წყალობით, უვნებელი იყო; შეეძლო, ნებისმიერი დარ-
ტყმა აეცილებინა და ნებისმიერი მტერი მოეკლა. მაგრამ მალე ატიუმი
გამოელია.
ირგვლივ ყველაფერი ერთბაშად ჩაიქუფრა. ვინს მტკივანმა ფერ-
დმა კვლავ შეახსენა თავი; მერე ხველაც აუტყდა და აკვნესდა. ბლომად
ჩალურჯება ექნებოდა. შესაძლოა, რამდენიმე ნეკნი გაუტყდა კიდეც.
მაგრამ მან ისევ გაიმარჯვა, ძლივს გაიმარჯვა. რა მოხდებოდა, თუ-
კი დამარცხდებოდა? თუკი სათანადო ყურადღებას არ გამოიჩენდა, ან
ოსტატურად არ იბრძოლებდა?
19
ელენდი მოკვდებოდა.
ვინმა ამოიხვნეშა და მაღლა აიხედა. იგი ისევ იქ იყო და გოგოს სა-
ხურავიდან უყურებდა. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში
ექვსჯერ დაედევნა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ვინის დაჭერა. ერ-
თხელაც, ღამით, სადმე კუთხეში ჩაუსაფრდებოდა.
მაგრამ დღეს არა. ვინს ენერგია აღარ შერჩა. გულის სიღრმეში
შიშობდა, რომ ეს კაცი დაამარცხებდა. "მაგრამ..." – გაიფიქრა ვინ-
მა, – "მან გადამარჩინა. მე ხომ სიკვდილი არ ამცდებოდა, ფარულ
ნისლქმნილთან საკმაოდ ახლოს რომ მივსულიყავი. ერთი წამიც კი
საკმარისი იქნებოდა, როცა ის ატიუმს წვავდა, მე კი ეს არ ვიცოდი
და მისი ხანჯლები ჩემს მკერდში აღმოჩნდებოდა".
მოთვალთვალე იქ კიდევ რამდენიმე წამი იდგა და, როგორც ყო-
ველთვის, დაგრაგნილ ნისლში იყურებოდა, შემდეგ შებრუნდა და
ღამეს შეერია. ვინი არ დასდევნებია, ორსეურისთვის უნდა მიეხედა.
გოგო მასთან ბორძიკით მივიდა და შეჩერდა. მსახურის პერან-
გითა და შარვლით შემოსილი გალეული სხეული მონეტებით იყო
დახვრეტილი და რამდენიმე ჭრილობიდან სისხლი მოდიოდა. მან
ვინს ახედა:
– რა?
– არ მეგონა, სისხლი თუ იქნებოდა.
– იქნებ არც ის გეგონა, რომ მეტკინებოდა, – ჩაიცინა ორსეურ-
მა.
ვინმა პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ შეჩერდა. სი-
ნამდვილეში, გოგოს ხომ ამაზე არც კი უფიქრია. შემდეგ თავი გა-
იმაგრა. "რა უფლება აქვს ამ არსებას, რომ მისაყვედუროს?" – ფიქ-
რობდა ვინი.
თუმცა ორსეური სასარგებლო აღმოჩნდა.
– მადლობას გიხდი, რომ ფლაკონი მესროლე, – უთხრა ვინმა.
– ეს ჩემი მოვალეობაა, ქალბატონო, – მიუგო ორსეურმა და
ამოიკვნესა, როცა წამოიწია, – ბატონმა კელსიერმა დამავალა,
რომ დაგიცვა. როგორც ყოველთვის, კონტრაქტს ვიცავ.
20
"ა, ჰო, ყოვლისშემძლე კონტრაქტი".
– სიარული შეგიძლია?
– მხოლოდ დახმარებით, ქალბატონო. მონეტებმა რამდენიმე
ძვალი დაამსხვრია. ახალი სხეული დამჭირდება. იქნებ ერთ-ერთი
მკვლელის სხეული გამოვიყენო?
ვინმა შუბლი შეიჭმუხნა. დახოცილებს გახედა და მათი სხეულების
დანახვაზე, ცოტა არ იყოს, გულ-მუცელი აემღვრა. რვავე იმ ავბედითი
ოსტატობით დახოცა, კელსიერმა რომ ასწავლა.
"აი, რას წარმოვადგენ", – ფიქრობდა გოგო, – "მკვლელი ვარ, რო-
გორც ეს კაცები". ეს ასე უნდა ყოფილიყო. ელენდი ვინმეს უნდა დაეც-
ვა.
მიუხედავად ამისა, იმის წარმოდგენამ, რომ ორსეური ერთ-ერთ
მათგანს შთანთქავდა, ვინს გული აურია. ის გვამს მოინელებდა და კან-
დრასთვის დამახასიათებელი უცნაური შეგრძნებების წყალობით, მისი
კუნთების, კანისა და ორგანოების განლაგებას დაიმახსოვრებდა, რა-
თა მათი აღდგენა შესძლებოდა.
ვინმა ორსეურს თვალებში შეხედა. კანდრამ იცოდა, რას ფიქრობდა
გოგო მის მიერ ადამიანთა სხეულების შთანთქმაზე; ვინმაც იცოდა, რას
ფიქრობდა ორსეური მის ცრურწმენებზე.
– არა, ჩვენ ერთ-ერთ მათგანს არ გამოვიყენებთ.
– მაშინ ჩემთვის ახალი სხეულის მოძებნა მოგიწევთ, – უთხრა ორ-
სეურმა, – კონტრაქტის თანახმად, იძულებული არ უნდა გავხდე, რომ
ადამიანი მოვკლა.
ვინს გულ-მუცელი ისევ აემღვრა. "რამეს მოვიფიქრებთ", – გაიფიქ-
რა მან. ორსეურის ახლანდელი სხეული სიკვდილით დასჯილ
მკვლელს ეკუთვნოდა. ვინი ჯერ კიდევ ღელავდა, რომ ქალაქში ვინმე
ამ სახეს იცნობდა.
– სასახლეში დაბრუნებას მოახერხებ? – ჰკითხა ვინმა.
– დრო დამჭირდება, – უპასუხა ორსეურმა.

21
ვინმა თავი დაუქნია და გვამებისკენ შებრუნდა. რატომღაც ეჭ-
ვობდა, რომ ეს ღამე აშკარა გავლენას მოახდენდა ცენტრალური
დომინიონის ბედისწერაზე.
სტრაფის მოგზავნილმა მკვლელებმა უკვე იმაზე მეტი ზიანი მიაყე-
ნეს, ვიდრე ისინი ამას ოდესმე წარმოიდგენდნენ. ატიუმის ის ნამცეცი,
რომელიც ვინმა გამოიყენა, ბოლო იყო. შემდეგ ჯერზე, როცა ნის-
ლქმნილი შეუტევდა, გოგო დაუცველი იქნებოდა.
და ისევე ადვილად მოკვდებოდა, როგორც ის ნისლქმნილი,
რომელიც ამ ღამით მოკლა.
ჩემი თანამოძმეები სხვა ფაქტებს უგულებელყოფენ. მათ არ შე-
უძლიათ, ერთმანეთს დაუკავშირონ ის უცნაური ამბები, რომლებიც
ხდება.
ისინი არ მისმენენ და ჩემს აღმოჩენებს ყურადღებას არ აქცევენ.

3
ელენდმა კალამი მაგიდაზე დააგდო, ამოიხვნეშა, სავარძელში
გადაწვა და შუბლი მოისრისა.
ის აცნობიერებდა, რომ პოლიტიკური თეორია ყველაზე კარგად
იცოდა; თავის ნაცნობთა შორის ყველაზე მეტი ჰქონდა წაკითხული
ეკონომიკის შესახებ; ყველაზე მეტი ჰქონდა ნასწავლი მთავრობა-
თა მოწყობაზე და ყველაზე მეტი ჰქონდა ნაკამათები პოლიტიკაზე.
ყველა თეორიას იაზრებდა, თუ როგორ უნდა ემართა ქვეყანა, რომ
სტაბილური და სამართლიანი ყოფილიყო. ცდილობდა, ეს ცოდნა
თავისი ახალი სამეფოსთვის მოეხმარა.
წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რაოდენ გამაღიზიანებელი იქნე-
ბოდა საპარლამენტო მოლაპარაკებების წარმოება.
ელენდი წამოდგა და ჩაციებული ღვინის დასასხმელად გაემარ-
თა, მაგრამ შეჩერდა, როცა აივნის კარიდან გაიხედა. შორს, ნის-
ლში ბუღი კაშკაშებდა – ეს მამამისის ჯარისკაცების მიერ დანთებუ-
ლი კოცონები იყო.

22
ღვინო დადო. უკვე დაქანცული იყო და, სავარაუდოდ, ალკოჰოლი
ვერ უშველიდა. "სანამ ამას არ მოვაგვარებ, ვერ დავიძინებ", – ფიქ-
რობდა ელენდი. საკუთარი თავი აიძულა, კვლავ სამუშაოს მიბრუნებო-
და. მალე შეიკრიბებოდნენ და შეთავაზება ამაღამვე უნდა მოემზადები-
ნა.
ელენდმა ფურცელი აიღო და გადაიკითხა. საკუთარი ხელწერა თა-
ვადაც ეუშნოვა, თანაც ნაწერი ზოგან გადახაზული იყო, ზოგან კი შე-
ნიშვნებით აჭრელებული, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ელენდი გაღი-
ზიანებული იყო. მტრის მოახლოების შესახებ ერთი კვირის წინ შეიტ-
ყვეს, თუმცა ასამბლეას ჯერაც ვერ გადაეწყვიტა, რა უნდა მოემოქმედე-
ბინათ.
ზოგს მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით შეთანხმება უნდოდა;
ზოგს – შეტევაზე გადასვლა; ზოგის აზრით კი, უბრალოდ, ქალაქი უნდა
დაეცვათ. ელენდი შფოთავდა, რადგან დანებების მომხრეები ძალას
იკრებდნენ; თუმცა ეს იმას ნიშნავდა, რომ თუ მის შეთავაზებას მოიწო-
ნებდნენ, ელენდს მოქმედებისთვის მეტი დრო მიეცემოდა. როგორც
მეფეს, უფლება ჰქონდა, უცხო ქვეყნის დიქტატორთან მოლაპარაკება
ეწარმოებინა. ეს შეთავაზება ასამბლეას ნაჩქარევი მოქმედებისგან შე-
აკავებდა, სანამ ელენდი, ბოლოს და ბოლოს, სტრაფ ვენტურს შეხვდე-
ბოდა.
ელენდმა ისევ ამოიხვნეშა და ფურცელი დააგდო. ასამბლეაში მხო-
ლოდ ოცდაოთხი კაცი შედიოდა, თუმცა მათ შორის შეთანხმების მიღ-
წევა უფრო რთული იყო, ვიდრე კამათი. ელენდი შებრუნდა და მაგიდა-
ზე დადგმული ერთადერთი სანათის მიღმა გაიხედა, აივნის ღია კარი-
დან ცეცხლით განათებულ ბანაკს გახედა. სახურავიდან ფეხის ხმა ეს-
მოდა, ესე იგი, ვინი თავის ღამეულ შემოვლაზე იყო.
ელენდმა გაიღიმა, მაგრამ ვინზე ფიქრიც კი ვერ გამოუკეთებდა გუ-
ნებას. "ამ ღამით ვინი დაქირავებული მკვლელების ჯგუფს შეებრძო-
ლა", – ფიქრობდა ელენდი, – "შემიძლია, ეს როგორმე გამოვიყენო?"
თუკი ამ თავდასხმას გამოააშკარავებდა, ასამბლეას შეახსენებდა, რომ
სტრაფი ადამიანის სიცოცხლეს არად აგდებდა და ამდენად, ნაკლებად
23
ისურვებდნენ, მისთვის ქალაქი ჩაებარებინათ. მაგრამ... შესაძ-
ლოა, იმის შეშინებოდათ, რომ ის მკვლელებს მათაც მიუგზავნიდა
და დანებება უფრო მეტად მოუნდებოდათ.
ზოგჯერ ელენდი იმაზე ფიქრობდა, მართალი ხომ არ იყო მბრძა-
ნებელი; თუმცა ხალხის ჩაგვრის კუთხით კი არა, იმ მხრივ, რომ ძა-
ლაუფლება მთლიანად ხელთ ეპყრა. უკანასკნელი იმპერია სტაბი-
ლურობის გარეშე ხომ არაფერს წარმოადგენდა. ამ იმპერიამ ათასი
წელიწადი იარსება, ბობოქარი აჯანყებები გადაიტანა და სამყაროს
სრულად აკონტროლებდა.
"თუმცა მბრძანებელი უკვდავად წარმოაჩენდა თავს", – ფიქ-
რობდა ელენდი, – "და ეს ისეთი უპირატესობაა, მე რომ არასოდეს
მექნება".
ასამბლეა კარგი საშუალება იყო. თუკი ხალხს აარჩევინებდნენ
კანონიერ პარლამენტს, მაშინ ელენდი სტაბილურ მთავრობას ჩა-
მოაყალიბებდა. ხალხს მეფე ეყოლებოდა – კაცი, რომელიც უწყვე-
ტობისა და ერთიანობის სიმბოლო იქნებოდა; კაცი, რომელსაც ხე-
ლახლა არჩევის საჭიროება არ შებღალავდა. ასევე ასამბლეაც
ეყოლებოდათ – საბჭო, რომელიც მათი თანასწორებით დაკომ-
პლექტდებოდა და მათ საწუხარს გაახმიანებდა.
თეორიულად ეს ყველაფერი შესანიშნავად ჟღერდა და ისეთი
შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს მომდევნო რამდენიმე თვის გან-
მავლობაში მათ საფრთხე არ ემუქრებოდათ.
ელენდმა თვალები მოისრისა, მერე კალამი მელანში ჩააწო და
დოკუმენტის ბოლოს ახალი წინადადებების ჯღაბნა დაიწყო.
მბრძანებელი მკვდარი იყო.
ერთი წლის თავზეც კი ვინს ეს ზოგჯერ დაუჯერებლად ეჩვენებო-
და. მბრძანებელი ხომ... ყველაფერი გახლდათ. ღმერთი და მეფე;
კანონების შემქმნელი და უდიდესი ხელისუფალი; მარადიული და
თვითმპყრობელი. ახლა კი მკვდარი იყო.
ის ვინმა მოკლა.

24
რა თქმა უნდა, სიმართლე ისეთ შთაბეჭდილებას არ ახდენდა, რო-
გორც ამბები. ვინს იმპერატორი საკუთარი ძლევამოსილების ან მისტი-
კური ძალის წყალობით კი არ დაუმარცხებია; გოგო, მხოლოდ და მხო-
ლოდ, იმ ხრიკს მიხვდა, რომლითაც მბრძანებელი უკვდავად წარმოა-
ჩენდა თავს; თან გაუმართლა, რომ შემთხვევით ამ ტირანის სისუსტე-
საც მიაგნო. ვინი არც მამაცი იყო და არც ჭკვიანი. უბრალოდ, იღბლია-
ნი აღმოჩნდა.
გოგომ ამოიოხრა. დალურჯებული ადგილები ჯერ კიდევ აწუხებდა,
მაგრამ ბევრად უარესიც დამართვია. ის სასახლის – ოდესღაც ვენტურ-
თა ციხე-კოშკის – სახურავზე იჯდა, პირდაპირ ელენდის აივნის ზემოთ.
შესაძლოა, სახელი დაუმსახურებლად მოიხვეჭა, მაგრამ მან ელენდი
გადაარჩინა. მართალია, იმ მიწაზე, რომელიც ოდესღაც უკანასკნელი
იმპერია იყო, ათობით მთავარსარდალი დაძრწოდა, თუმცა ამ დრომდე
ლუთადელისთვის არავის შეუტევია.
ქალაქის შემოგარენში უამრავი კოცონი ენთო. სტრაფი მალე შეიტ-
ყობდა, რომ მისი დაქირავებული მკვლელები დამარცხდნენ. შემდეგ
რა მოხდებოდა? ქალაქზე იერიში? ჰამმა და კლაბსმა გააფრთხილეს,
რომ ლუთადელი მიზანმიმართულ იერიშს ვერ გაუძლებდა. ეს სტრაფ-
საც უნდა სცოდნოდა.
თუმცა ამწამს ელენდი უსაფრთხოდ იყო. ვინს მტრების მოძებნა და
დახოცვა კარგად გამოსდიოდა. ბოლოს დაახლოებით ერთი თვის წინ
გამოიჭირა სასახლეში შეპარვის მსურველი. მათ შორის ძალიან ცოტა-
ნი იყვნენ ალომანტები, უმეტესობა უბრალო ჯაშუში იყო. თუმცა ჩვე-
ულებრივი ადამიანის ფოლადის ხანჯალიც ისევე ადვილად მოკლავდა
ელენდს, როგორც – ალომანტის შუშის ხანჯალი.
ვინი ამას არ დაუშვებდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა მოხდებოდა
ან რამდენი მსხვერპლი იქნებოდა საჭირო, ელენდს უნდა ეცოცხლა.
უეცრად ვინი შეკრთა და სანათურთან მიცოცდა, რათა ელენდის-
თვის დაეხედა. კაცი უსაფრთხოდ იჯდა მაგიდასთან და რაღაც ახალ შე-
თავაზებასა თუ ბრძანებას ჯღაბნიდა. მეფობას ელენდი თითქმის არ შე-
უცვლია. ის დაახლოებით ოთხი წლით იყო ვინზე უფროსი, ჯერ ოცდა-
25
ხუთი წლისაც არ იქნებოდა. მან სწავლას დიდი ძალა და ენერგია
მოახმარა, მაგრამ გარეგნობაზე თითქმის არ ზრუნავდა. თმის და-
ვარცხნით მხოლოდ მაშინ იწუხებდა თავს, როცა მნიშვნელოვანი
რამ ხდებოდა; როგორღაც ახერხებდა, რომ კარგად შეკერილი ტან-
საცმელიც კი აჩაჩულად ჰქონოდა.
შესაძლოა, მათ შორის, ვისაც ვინი ოდესმე იცნობდა, ელენდი
საუკეთესო ადამიანი იყო – გულწრფელი, მიზანდასახული, ჭკვი-
ანი, მზრუნველი; და, რაღაც მიზეზით, ვინი უყვარდა. გოგოს ზოგჯერ
ეს ფაქტი უფრო აოცებდა, ვიდრე მბრძანებლის სიკვდილში მის მი-
ერ შეტანილი წვლილი.
ვინმა არმიის მიერ დანთებულ უამრავ კოცონს გახედა, მერე ირ-
გვლივ მიმოიხედა. მოთვალთვალე არ დაბრუნებულა. ხშირად ის
ასეთ ღამეებში სახიფათოდ უახლოვდებოდა ელენდის ოთახს, სა-
ნამ ქალაქში გაუჩინარდებოდა.
"მას რომ ელენდის მოკვლა ნდომოდა, ამას მაშინ იზამდა, როცა
მე სხვებს ვებრძოდი..." – გაიფიქრა ვინმა და აფორიაქდა; ელენდი
მუდამ მეთვალყურეობის ქვეშ ვერ ეყოლებოდა, კაცი ხშირად დაუც-
ველი რჩებოდა.
მართალია, ელენდს სხვა მცველებიც ჰყავდა, ზოგი ალომანტი
იყო, მაგრამ ხშირად მეფის დაცვა მათ ძალებს აღემატებოდა. იმღა-
მინდელი მკვლელები ყველაზე უფრო დახელოვნებულნი და საშიშ-
ნი იყვნენ მათ შორის, ვისაც კი აქამდე ვინი გადაჰყრია. გოგოს შე-
აკანკალა, როცა ნისლქმნილი გაახსენდა, რომელიც მკვლელებს
შორის იმალებოდა. მეტოქე არც ისე დახელოვნებული იყო, მაგრამ
ატიუმის დასაწვავად დიდი უნარი არც დასჭირდებოდა, შემდეგ კი
ვინს საჭირო ადგილას დაარტყამდა.
ნისლი ისევ იგრაგნებოდა. არმიის იქ ყოფნა შემაშფოთებელ
ჭეშმარიტებას ღაღადებდა. მიმდებარე ტერიტორიების მთავარსარ-
დლები თავიანთი სამფლობელოების გაერთიანებას იწყებდნენ და
ექსპანსიაზე ფიქრობდნენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლუთადელი
სტრაფს როგორმე გაუმკლავდებოდა, სხვები მოვიდოდნენ.
26
ვინი გაინაბა, მერე თვალები დახუჭა და ბრინჯაო აანთო – ჯერ კი-
დევ ღელავდა, ვაითუ მოთვალთვალე ან რომელიმე სხვა ალომანტი
ახლომახლო იმალებოდა და ელენდზე თავდასხმას გეგმავდა. ნის-
ლქმნილთა უმეტესობა ბრინჯაოს შედარებით უსარგებლო ლითონად
მიიჩნევდა. მათ შეეძლოთ, სპილენძით ალომანტია დაეფარათ, ხოლო
თუთიისა და თითბრის მანიპულირებით თავი დაეცვათ. ნისლქმნილთა
უმეტესობა ფიქრობდა, რომ დაუდევრობა იქნებოდა სპილენძის მუდამ
თან არქონა. თუმცა ვინს სპილენძღრუბლების გარღვევის უნარი შეს-
წევდა.
სპილენძღრუბელი უხილავი, ბუნდოვანი რამ იყო. ის მკვდარი ჰა-
ერის ღრმულს წარმოადგენდა, სადაც ალომანტები თავიანთ ლითო-
ნებს ისე წვავდნენ, რომ არ უწევდათ ფიქრი, ვაითუ ბრინჯაოს მწველმა
აღმოგვაჩინოსო. მაგრამ ვინი იმ ალომანტებსაც გრძნობდა, რომლე-
ბიც სპილენძღრუბლის შიგნით წვავდნენ ლითონებს. გოგო ვერ ხვდე-
ბოდა, თვით კელსიერსაც – მისთვის ცნობილ ყველაზე ძლიერ ალო-
მანტს – რატომ არ შეეძლო სპილენძღრუბლის გარღვევა.
თუმცა ახლა ვინმა ვერაფერი იგრძნო.
გოგომ ამოიოხრა და თვალები გაახილა. თავისი უცნაური უნარი
თავგზას ურევდა, თუმცა უნიკალური რამ არ იყო. მარშმა დაადასტურა,
რომ ფოლადის მსჯავრმდებლებს სპილენძღრუბლის გარღვევის უნარი
შესწევდათ, და ვინი დარწმუნებული იყო, რომ ეს მბრძანებელსაც შე-
ეძლო. მაგრამ... თავად რატომ შეეძლო ეს? ვინს, რომელსაც ორწლია-
ნი წვრთნა ძლივს ჰქონდა გავლილი, რატომ შეეძლო ამის გაკეთება?
იყო კიდევ ერთი რამ. მას კვლავაც ნათლად ახსოვდა ის დილა, რო-
ცა მბრძანებელს ებრძოდა. მაშინ რაღაც მოხდა, რაც გოგოს არავის-
თვის უთქვამს. ნაწილობრივ იმიტომ, რომ შეეშინდა, თავის შესახებ
არსებული ჭორები და ლეგენდები სიმართლე არ ყოფილიყო. ვინი რო-
გორღაც ნისლს იზიდავდა და მას თავისი ალომანტიის საწვავად იყე-
ნებდა ლითონების ნაცვლად.
და საბოლოოდ ვინმა მხოლოდ ამ ძალით, ნისლის ძალით, შეძლო
მბრძანებლის დამარცხება. მას ერჩია, ეფიქრა, რომ, უბრალოდ, გა-
27
უმართლა და მბრძანებლის ხრიკებს მიხვდა. მაგრამ... იმ ღამით
რაღაც უცნაური მოხდა. რაღაც, რაც მან გააკეთა, რისი გაკეთებაც
არ უნდა შესძლებოდა და რაც ვერასდროს გაიმეორა.
ვინმა თავი გააქნია. რამდენი რამე იყო, რაც არ იცოდნენ, და
არა მხოლოდ ალომანტიის შესახებ. თავადაც და ელენდის დაფხა-
ვებული სამეფოს ლიდერებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რაც შეეძ-
ლოთ, მაგრამ კელსიერის წინამძღოლობის გარეშე ვინი თავს
ბრმად გრძნობდა. გეგმები, წარმატებები და მიზნებიც კი ნისლში
მოქცეულ მკრთალ ფიგურებს ჰგავდა, უფორმოსა და განუსაზ-
ღვრელს.
"არ უნდა დაგეტოვებინეთ, კელ", – ფიქრობდა ვინი, – "სამყარო
გადაარჩინე, მაგრამ ეს სიკვდილის გარეშე უნდა მოგეხერხებინა".
კელსიერი, ჰათსინს გადარჩენილი, ის კაცი გახლდათ, რომელ-
მაც უკანასკნელი იმპერიის დამხობა დაგეგმა და განახორციელა.
ვინი მას იცნობდა; მასთან ერთად იბრძოდა. იგი ვინს წვრთნიდა.
ლეგენდად და გმირად შერაცხული, მაინც ადამიანი იყო. შეუმცდა-
რი და სრულყოფილი ვერ იქნებოდა. სკაას ხალხისთვის ადვილი
იყო, მისთვის პატივი მიეგოთ, მერე კი ელენდი და დანარჩენები და-
ედანაშაულებინათ იმ მწვავე მდგომარეობის გამო, რომელიც კელ-
სიერმა შექმნა.
გოგო ამ ფიქრმა გაამწარა. კელსიერზე ფიქრი ხშირად ამწარებ-
და. შესაძლოა, ეს მიტოვებულობის შეგრძნება იყო, ან იმის ცოდნა,
რომ კელსიერი, ისევე, როგორც ვინი, სრულად ვერ ამართლებდა
თავის მოხვეჭილ სახელს.
ვინმა ამოიხვნეშა და თვალები დახუჭა. კვლავ ბრინჯაოს წვავდა.
იმღამინდელმა ბრძოლამ გამოფიტა და ძრწოლას ჰგვრიდა ის სა-
ათები, საგუშაგოზე რომ უნდა გაეტარებინა. გაუჭირდებოდა სიფ-
ხიზლე, როცა... უეცრად რაღაც იგრძნო.
გოგომ თვალები დააჭყიტა და კალა ააალა. მერე წამოხტა და შე-
ნობის სახურავს მოეფარა დასამალად. იქ ვიღაც იყო, ვინც ლითონს
წვავდა. ბრინჯაო სუსტად, უღონოდ, თითქმის შეუმჩნევლად ფეთ-
28
ქავდა, თითქოს ვიღაც დოლზე ძალიან ჩუმად უკრავდა. ის ვიღაც სპი-
ლენძღრუბელში იყო გახვეული და აშკარად ეგონა, რომ სპილენძით
დაიმალებოდა.
ვინს, ელენდისა და მარშის გარდა, ჯერ ცოცხალი არავინ დაუტოვე-
ბია, ვინც მის უცნაურ უნარზე იცოდა.
გოგო წინ მიცოცავდა. სპილენძის სახურავი ხელ-ფეხის თითებს
უყინავდა. ცდილობდა, მიმართულება განესაზღვრა. რაღაც რიგზე ვერ
იყო. ვერ არჩევდა, თუ რომელ ლითონს წვავდა მოწინააღმდეგე. ეს
კალტყვიის სწრაფი ფეთქვა იყო? თუ რკინის რიტმი? სქელი ტალახის
ზედაპირზე წარმოქმნილ ტალღებს ჰგავდა.
ეს ტალღები ძალიან ახლოდან მოდიოდა... მათი წყარო პირდაპირ
ვინის ცხვირწინ უნდა ყოფილიყო.
გოგო ადგილზე გაიყინა. ჩაცუცქული იყო და ღამის ქარი მის პირ-
დაპირ აღმართულ ნისლის კედელს ფანტავდა. სად იდგა იგი? ვინის
შეგრძნებები ერთმანეთს დაუპირისპირდა – ბრინჯაო ეუბნებოდა, რომ
ცხვირწინ რაღაც იყო, მაგრამ თვალები ამას არ ეთანხმებოდა.
ვინი ბნელ ნისლს აკვირდებოდა. მერე მაღლა აიხედა და წამოდგა.
"პირველად მოხდა, რომ ბრინჯაომ მიმტყუნა", – გაიფიქრა შუბ-
ლშეჭმუხნილმა ვინმა. შემდეგ კი ის რაღაც დაინახა.
ის ნისლში კი არა, არამედ ნისლიდან იყო. ფიგურა რამდენიმე სან-
ტიმეტრის მოშორებით იდგა. ძნელად შეიმჩნეოდა, რადგან მისი ფორ-
მა ნისლს მკრთალად მოეხაზა. ვინს სუნთქვა შეეკრა და უკან დაიხია.
ფიგურა ისევ იქ იდგა. ვინი ბევრს ვერაფერს არჩევდა. მას ჰქონდა
ბუნდოვანი ნაკვთები, რომლებიც ქარის გაფანტული ნისლის ფთილე-
ბით იყო მოხაზული. რომ არა უცვლელი ფორმა, ვინი იფიქრებდა, რომ
ეს ღრუბლებში ხანმოკლედ გამოჩენილი ცხოველის ფიგურის მსგავსი
რამ იყო.
მაგრამ ის იქ რჩებოდა. და ნისლის ყოველი ნაფლეთით უფრო და
უფრო იკვეთებოდა მისი სხეული და გრძელი თავი. ეს ბუნდოვანი, მაგ-
რამ მუდმივი გამოსახულება იყო. იგი ადამიანს ჰგავდა, თუმცა მოთ-
ვალთვალის სიმტკიცე არ გააჩნდა. ის გამოიყურებოდა... უსიამოვნოდ.
29
ფიგურამ ნაბიჯი წინ გადადგა.
ვინი დაუყოვნებლივ მოქმედებაზე გადავიდა. ერთი მუჭა მონეტები
ჰაერში აისროლა და უბიძგა. ლითონის ნაჭრებმა ნისლი გააპო, კვალი
დატოვა და პირდაპირ აჩრდილისებურ ფიგურაში გაიარა.
ის ერთხანს უძრავად იდგა, მერე კი, უბრალოდ, გაქრა; ნისლის
გაბნეულ ხვეულებში გაიფანტა.
ელენდმა ბოლო ხაზი დაწერა. იცოდა, რომ ამის თავიდან გადა-
წერა მოუწევდა, თუმცა მაინც ამაყობდა. მისი აზრით, ისეთი არგუ-
მენტი შეიმუშავა, რომლითაც ასამბლეას დაარწმუნებდა, რომ არ
შეიძლებოდა, სტრაფს, უბრალოდ, დანებებოდნენ.
მან მაგიდაზე ქაღალდის დასტას გახედა. სულ ზემოთ იდო დაკე-
ცილი, ყვითელი წერილი, რომელსაც სისხლივით წითელი, გატეხი-
ლი ბეჭედი ჰქონდა. ეს მოკლე წერილი ელენდმა ადვილად დაიმახ-
სოვრა.
"შვილო,
მჯერა, რომ ლუთადელში ვენტურთა ინტერესებს იცავდი. მე
ჩრდილოეთის დომინიონი დავიცავი. მალე ლუთადელში დავბრუნ-
დები და შეგეძლება, ქალაქის მართვა გადმომაბარო.
მეფე სტრაფ ვენტური".
ყველა იმ მთავარსარდალსა და დესპოტს შორის, რომლებიც
მბრძანებლის სიკვდილის შემდეგ უკანასკნელ იმპერიაში დათარე-
შობდნენ, სტრაფი ყველაზე სახიფათო იყო. ელენდი მამას კარგად
იცნობდა. იგი იმპერიის ნამდვილი არისტოკრატი გახლდათ. ცხოვ-
რებას ისე უყურებდა, როგორც ლორდების მეტოქეობას სახელის
მოხვეჭისთვის. სტრაფი ამ თამაშს კარგად თამაშობდა და იმპერიის
დამხობამდე არსებულ კეთილშობილთა ოჯახებს შორის ვენტურთა
გვარი ყველაზე ძლევამოსილად აქცია.
ელენდის მამისთვის მბრძანებლის სიკვდილი არც ტრაგედია
იყო და არც გამარჯვება. ეს მისთვის მხოლოდ შესაძლებლობას
წარმოადგენდა. სტრაფის თითქოსდა სუსტი ნების მქონე ვაჟის ცენ-

30
ტრალურ დომინიონში გამეფება შეიძლებოდა მისთვის სასიკეთოდ არ
დაგვირგვინებულიყო.
ელენდმა თავი გააქნია და შეთავაზებას დაუბრუნდა. "კიდევ
რამდენჯერმე გადაკითხვა, რამდენიმე შესწორება და, ბოლოს და
ბოლოს, დავიძინებ. მე, უბრალოდ..." – ფიქრობდა ელენდი, როცა
უეცრად ნისლსაფრიანი ფიგურა სანათურიდან დაეშვა და მის უკან უხ-
მაუროდ დახტა.
ელენდმა წარბი ასწია და ფიგურას მიუბრუნდა.
– ხომ იცი, რატომაც დავტოვე აივნის კარი ღია, თუ მოგინდებოდა,
იქიდან რომ შემოსულიყავი.
– ვიცი, – თქვა ვინმა და შურდულივით გადაჭრა ოთახი, ალომანტის
არაბუნებრივი სიმსუბუქით მოძრაობდა. ელენდის საწოლის ქვეშ შე-
იხედა. შემდეგ საპირფარეშოსთან მივიდა და კარი გააღო. დაძაბული
და შეშფოთებული ცხოველივით უკან გადახტა, მაგრამ აშკარად ვერა-
ფერი იპოვა ისეთი, რაც მის შიშს გაამართლებდა, რადგან შებრუნდა
და იმ კარს მიაშურა, რომელიც ელენდის სხვა ოთახებში გადიოდა.
კაცს მისი ყურება სიამოვნებას ჰგვრიდა. გარკვეული დრო დასჭირ-
და, რომ ვინის ახირებებს შესჩვეოდა. ვინს პარანოიკობის გამო დასცი-
ნოდა; გოგო კი ამტკიცებდა, რომ სიფრთხილეს იჩენდა. ელენდის და-
ცინვის მიუხედავად, ყოველ მეორე მისვლაზე ვინი მისი საწოლის ქვეშ
შეიხედავდა ხოლმე და საპირფარეშოს ამოწმებდა. ელენდი ხშირად
ამჩნევდა, რა ეჭვნეულად უყურებდა ისეთ ადგილებს, სადაც დამალვა
შეიძლებოდა.
ვინი გაცილებით ნაკლებად იყო დაძაბული, როცა ელენდზე ასა-
ღელვებლად რამე განსაკუთრებული მიზეზი არ ჰქონდა. ელენდი ნელ-
ნელა აცნობიერებდა, რომ ძალიან რთული ადამიანი იმალებოდა იმ
გოგოს მიღმა, რომელსაც ადრე ვალეტა რენოქსად იცნობდა. კაცს მისი
დახვეწილობა იმდენად შეუყვარდა, რომ ამ ნევროზიან, დაძაბულ ნის-
ლქმნილს ვეღარ აღიქვამდა. იოლი არ იყო ამ ორი მხარის აღქმა ერთ
პიროვნებაში.

31
ვინმა კარი დახურა და წამით შეჩერდა. გოგო ელენდს შავი,
მრგვალი თვალებით უყურებდა. კაცი იღიმებოდა. ვინის უცნაურო-
ბების მიუხედავად – ან სწორედ მათ გამო – მას ეს გამხდარი, მტკი-
ცე მზერისა და რთული ხასიათის ქალი უყვარდა. ვინი ელენდის ნაც-
ნობთა შორის არავის ჰგავდა. ის უბრალო, მაგრამ გულწრფელი გა-
რეგნობისა და გონების ქალი იყო, თუმცა ზოგჯერ ვინი ელენდს სა-
დარდებელს უჩენდა.
– ვინ, ამ ღამეს რამე უცნაური ხომ არ გინახავს? – ჰკითხა ელენ-
დმა და პაუზის შემდეგ დასძინა, – შენ გარდა.
შუბლშეკრული ვინი ოთახში დაალაჯებდა. ელენდი უყურებდა
გაჩხინკულ გოგოს, რომელსაც შავი შარვალი და კაცის ღილებიანი
პერანგი ეცვა, ნისლსაფრის ლენტები კი უკან დასთრევდა. როგორც
ყოველთვის, კაპიუშონი გადახდილი ჰქონდა და მოქნილი გრაციო-
ზულობით დააბიჯებდა. ეს იმ ადამიანის გაუცნობიერებელი მოხდე-
ნილობა იყო, რომელიც კალტყვიას წვავდა.
"ყურადღება უნდა მოვიკრიბო!" – გაიფიქრა ელენდმა, – "უკვე
მართლა ძალიან დავიღალე".
– ვინ, რა მოხდა?
ვინმა აივნისკენ გაიხედა:
– ის ნისლქმნილი, მოთვალთვალე, ისევ ქალაქშია.
– დარწმუნებული ხარ?
ვინმა თავი დაუქნია და უთხრა:
– მაგრამ არ მგონია, რომ ამაღამ შენთან მოვიდეს.
ელენდმა წარბები შეიჭმუხნა. აივნის კარი ისევ ღია იყო და
ოთახში ნისლის ფთილები აღწევდა, იატაკზე მიცოცავდა და ორ-
თქლდებოდა. ამ კარის მიღმა წყვდიადი და ქაოსი სუფევდა.
"ეს ხომ, უბრალოდ, ნისლია", – გაიფიქრა ელენდმა, – "აორ-
თქლებული წყალი. საშიში არაფერია".
– რა გაფიქრებინებს, რომ ნისლქმნილი არ მოვა?
ვინმა მხრები აიჩეჩა:
– უბრალოდ, ვგრძნობ, რომ ის არ მოვა.
32
ხშირად სცემდა ხოლმე ასეთ პასუხებს. ვინი ქუჩაში გაიზარდა და
თავის ინსტინქტს ენდობოდა. უცნაური იყო, მაგრამ ამას ელენდიც ენ-
დობოდა. მან გოგოს შეხედა და შეამჩნია, რომ რაღაცაზე ყოყმანობდა.
იმ ღამით რაღაც სხვამ ააღელვა. ელენდმა ვინს თვალებში ჩახედა და
გოგომ მზერა აარიდა.
– რა ხდება? – ჰკითხა ვინს.
– მე რაღაც... სხვა დავინახე, – უთხრა ვინმა, – ან მომეჩვენა. ეს რა-
ღაც ნისლში იყო. კვამლისგან შექმნილ ადამიანს ჰგავდა. ის ალომან-
ტიითაც ვიგრძენი, თუმცა გაუჩინარდა.
ელენდი უფრო მოიღუშა. ვინთან მივიდა და ჩაეხუტა.
– ვინ, საკუთარ თავს ძალიან ბევრს სთხოვ. ვერ შეძლებ, რომ ღამ-
ღამობით სულ ქალაქში იქროლო და დღისითაც არ დაიძინო. დასვენე-
ბა ალომანტებსაც კი სჭირდებათ.
ვინმა თავი დაუქნია. თავის მკლავებში მოქცეული გოგო ელენდს
სულაც არ ეგონა ძლიერი, მბრძანებლის მკვლელი მებრძოლი. ვინი
თავს იმ ქალად გრძნობდა, რომელიც გადაიქანცა, ქალად, რომელიც
მოვლენების ზღვაში დაინთქა, ქალად, რომელიც, შესაძლოა, იმავეს
ფიქრობდა საკუთარ თავზე, რასაც ელენდი მასზე.
ვინი ელენდს არ ეწინააღმდეგებოდა, თუმცა თავდაპირველად გა-
ხევებული იდგა. თითქოს გულის სიღრმეში ისევ ტკივილის მიყენებას
ელოდა და არ შეეძლო იმის გაგება, რომ სიბრაზის გარდა სიყვარუ-
ლით შეხებაც არსებობდა. მერე კი მოდუნდა – ელენდი იმ მცირეთაგა-
ნი იყო, ვისთანაც ვინს მოდუნება შეეძლო – და კაცს ჩაეკრა, შემაძრწუ-
ნებლად ჩაეკონა. თავისი ალომანტური უნარისა და ჯიუტი მიზანდასა-
ხულობის მიუხედავად, ვინი საშინლად უმწეო იყო. მას ელენდი სჭირ-
დებოდა, რომელიც თავს იღბლიანად გრძნობდა.
ზოგჯერ ღიზიანდებოდა, მაგრამ მაინც იღბლიანად მიაჩნდა თავი.
ვინსა და ელენდს არ უსაუბრიათ ელენდის მიერ ოფიციალურად ხელის
თხოვნასა და ვინის უარზე, თუმცა ელენდი ამ შემთხვევაზე ხშირად ფიქ-
რობდა: "ქალების გაგება საკმაოდ ძნელია. მე კი ერთ-ერთი ყველაზე
უცნაური ქალი ავირჩიე".
33
თუმცა ელენდს არ შეეძლო, რომ ვინისთვის ესაყვედურა, რად-
გან იგი უყვარდა; ვინის ახირებებს უმკლავდებოდა.
ვინმა ამოიხვნეშა და ელენდს ახედა. გოგო კიდევ უფრო მოდუნდა,
როცა ელენდი დაიხარა და აკოცა. კოცნის შემდეგ ვინმა ამოიოხრა
და თავი მხარზე დაადო.
– კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს, – ჩუმად თქვა გოგომ, – ამ ღა-
მით უკანასკნელი ატიუმი გამოვიყენე.
– იმ დაქირავებულ მკვლელებთან ბრძოლაში?
ვინმა თავი დაუქნია.
– ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა. მარაგი სამუ-
დამოდ ხომ ვერ გვეყოფოდა.
– მარაგი? – გაიკვირვა ვინმა, – კელსიერმა მხოლოდ ექვსი ნამ-
ცეცი დაგვიტოვა.
ელენდმა ამოიოხრა და გოგო მაგრად მიიკრა. მის ახალ მთავ-
რობას მემკვიდრეობით უნდა მიეღო მბრძანებლის ატიუმის მარაგი,
ანუ იმ ლითონის სავარაუდო მარაგი, რომელიც საოცარ საგანძურს
წარმოადგენდა. კელსიერს გათვლილი ჰქონდა, რომ მისი ახალი
სამეფო ამ სიმდიდრეს დაეყრდნობოდა. ის ამ მოლოდინით მოკ-
ვდა. მაგრამ აქ არსებობდა ერთადერთი პრობლემა – ამ მარაგს ვე-
რავინ მიაგნო. მათ მხოლოდ მცირე ნაწილი იპოვეს – ატიუმი, რომ-
ლისგანაც ის სამაჯურები იყო დამზადებული, მბრძანებელი ასაკის
შესანახად ფერუქიმიურ საცავებად რომ იყენებდა. თუმცა ის ქა-
ლაქს მოახმარეს და მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა დაიტო-
ვეს. ეს არაფერი იყო იმ მარაგთან შედარებით, რომელიც უნდა ეპო-
ვათ. სადღაც, ქალაქში, ალბათ, ათასჯერ უფრო მეტი ატიუმი ინახე-
ბოდა, ვიდრე იმ სამაჯურებში იყო.
– მოგვიწევს, ეს საქმე მოვაგვაროთ, – თქვა ელენდმა.
– თუ ნისლქმნილი თავს დაგესხმება, მის მოკვლას ვერ შევ-
ძლებ.

34
– იმ შემთხვევაში, თუკი მას ატიუმი ექნება, – უთხრა ელენდმა, – ეს
ლითონი კი სულ უფრო იშვიათი ხდება. მეეჭვება, სხვა მეფეებს ბევრი
ატიუმი ჰქონდეთ.
კელსიერმა ჰათსინის მაღაროები გაანადგურა, ერთადერთი ად-
გილი, სადაც ატიუმი მოიპოვებოდა. ასე რომ, თუ ვინს ისეთ ვინმეს-
თან შებრძოლება მოუწევდა, ვისაც ატიუმი ექნებოდა...
"ამაზე არ იფიქრო", – უთხრა საკუთარ თავს ელენდმა, – "უბრა-
ლოდ, ძებნა განაგრძე. იქნებ ცოტა ატიუმის ყიდვა შევძლოთ, ან იქნებ
მბრძანებლის მარაგს მივაგნოთ, თუ იგი საერთოდ არსებობს..."
ვინმა ელენდს ახედა და მის თვალებში შეშფოთება შენიშნა. კაცმა
იცოდა, რომ გოგოც იმავე დასკვნამდე მივიდა. ბევრს ვერაფერს იზამ-
დნენ. ვინმა მოახერხა, რომ ის ცოტაოდენი ატიუმი აქამდე გამოეზოგა.
ამის მიუხედავად, როცა ვინმა უკან დაიხია და ელენდს მაგიდასთან
დაბრუნების საშუალება მისცა, კაცი უნებურად იმაზე დაფიქრდა, რო-
გორ მოხდა, რომ სულ გამოელიათ ატიუმი. ხალხს ზამთარში საჭმელი
ხომ დასჭირდებოდა.
"მაგრამ თუ ამ ლითონს გავყიდდით, მაშინ სამყაროში ყველაზე სა-
ხიფათო ალომანტურ იარაღს მტრის ხელში ჩავაგდებდით", – გაიფიქ-
რა ელენდმა. კარგია, რომ იგი ვინმა გამოიყენა.
როცა ის საქმეს დაუბრუნდა, ვინმა მხრის ზემოდან დახედა და სანა-
თის შუქი დაუჩრდილა.
– რა არის ეს? – ჰკითხა გოგომ.
– შეთავაზება, რომელიც ასამბლეას მანამ შეაჩერებს, სანამ მოლა-
პარაკების უფლებას მოვიპოვებ.
– ისევ? – ჰკითხა ვინმა, კისერი წაიგრძელა და მზერა დაძაბა, რათა
ელენდის ხელნაწერი გაერჩია.
– ასამბლეამ ბოლო ვარიანტი უარყო.
ვინმა შუბლი შეიჭმუხნა.
– უბრალოდ, რატომ არ ეტყვი, რომ ეს უნდა მიიღონ? შენ ხომ მეფე
ხარ.

35
– ამ ყველაფრით ამის დამტკიცებას ვცდილობ. მე მხოლოდ ერ-
თი ადამიანი ვარ, ვინ. შესაძლოა, ჩემი აზრი მათ აზრზე უკეთესი არ
არის. მაგრამ თუ ამ შეთავაზებას ერთად შევიმუშავებთ, იგი უკეთე-
სი გამოვა, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ამას ერთი ადამიანი გააკე-
თებს.
ვინმა თავი გააქნია.
– ძალიან სუსტი იქნება. შენ თავს უფრო მეტად უნდა მიენდო.
– ეს ნდობის საკითხი არაა. მთავარია, რა უფრო სწორია. მბრძა-
ნებელთან ბრძოლაში ათასი წელი გავლიეთ. თუ მეც ისე მოვიქცე-
ვი, როგორც ის იქცეოდა, მაშინ რა განსხვავება იქნება?
ვინი შებრუნდა და თვალებში შეხედა.
– მბრძანებელი ბოროტი კაცი იყო, შენ კი კარგი კაცი ხარ. ესაა
განსხვავება.
ელენდმა გაიღიმა.
– შენთვის ეს ასე ადვილია, ხომ ასეა?
ვინმა თავი დაუქნია. ელენდი გადაიხარა და აკოცა:
– რა გაეწყობა, ზოგმა ჩვენგანმა რაღაცები ცოტა უფრო მეტად
უნდა გაართულოს; შენ კი გუნება გამოგვიკეთო. ახლა კი იქნებ შუქს
გაეცალო, რათა სამუშაოს დავუბრუნდე.
ვინმა დაიქსუტუნა, მაგრამ ადგა, მაგიდას შემოუარა და სუნამოს
მსუბუქი სურნელი დატოვა. ელენდმა წარბები შეჭმუხნა და გაიფიქ-
რა: "როდის იპკურა სუნამო?"
როგორც ყოველთვის, ვინი ისე სწრაფად მოძრაობდა, რომ
ელენდი აღქმას ვერც კი ასწრებდა.
სუნამო კიდევ ერთი რამ იყო იმ აშკარა წინააღმდეგობებს შო-
რის, რისგანაც შედგებოდა ქალი, რომელიც საკუთარ თავს ვინს
ეძახდა. ის ნისლში სუნამოს არ იპკურებდა. ამას მხოლოდ ელენ-
დისთვის აკეთებდა. ვინს შეუმჩნევლად დარჩენა ერჩია, მაგრამ სუ-
ნამო მოსწონდა და ღიზიანდებოდა ხოლმე, როცა ელენდი მის ახალ
სურნელს ვერ ამჩნევდა. საშინლად ეჭვიანის შთაბეჭდილებას ტო-
ვებდა, მაგრამ თავის მეგობრებს ჯერ კიდევ უსიტყვოდ ენდობოდა.
36
ვინი ღამღამობით შავსა და რუხ სამოსს იცვამდა, რადგან ძალიან ცდი-
ლობდა, დამალულიყო; თუმცა ელენდს ერთი წლის წინ ის მეჯლისზე
ჰყავდა ნანახი და საღამოს კაბაში ბუნებრივად გამოიყურებოდა.
მას შემდეგ ვინი კაბებს აღარ იცვამდა, თუმცა არ აუხსნია, რატომ.
ელენდმა თავი გააქნია და ისევ თავის შეთავაზებას მიუბრუნდა. პო-
ლიტიკა უფრო მარტივი ეჩვენებოდა, ვიდრე ვინი.
მაგიდაზე ხელებდაწყობილი გოგო ელენდს უყურებდა და ამთქნა-
რებდა.
– უნდა დაისვენო, – უთხრა კაცმა და კალამი კვლავ მელანში ჩა-
აწო.
ვინი ერთხანს ჩუმად იყო, მერე თავი დაუქნია. ნისლსაფარი მოიხ-
სნა, ტანზე შემოიხვია და მაგიდასთან ხალიჩაზე მოიკეცა.
ცოტა ხანში ელენდმა ღიმილით უთხრა:
– აქ დასვენება არ მიგულისხმია, ვინ.
– იქ, სადღაც, ნისლქმნილია, მარტო არ დაგტოვებ, – დაღლილი,
მოგუდული ხმით უთხრა ვინმა.
გოგო თავის მოსასხამში გაეხვა და ელენდმა წამით მის სახეზე ტკი-
ვილის გრიმასა შენიშნა. მას მარცხენა გვერდზე უყვარდა წოლა.
ვინი ელენდს თავისი ბრძოლების ამბებს ხშირად არ უყვებოდა
ხოლმე. არ უნდოდა, აეღელვებინა. ეს მაინც ვერაფერში დაეხმარებო-
და.
კაცმა მღელვარება დათრგუნა და საკუთარი თავი აიძულა, კითხვა
გაეგრძელებინა. დასასრულს უახლოვდებოდა, სულ ცოტაც და...
ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა.
გაღიზიანებული ელენდი შებრუნდა, თან იმაზე ფიქრობდა, ამჯერად
ვინ შეაწყვეტინა. ერთი წამის შემდეგ კარში თავი ჰამმა შემოყო.
– ჰამ, ჯერ კიდევ გღვიძავს? – ჰკითხა ელენდმა.
– საუბედუროდ, – მიუგო ჰამმა და ოთახში შეაბიჯა.
– მარდრა მოგკლავს, ისევ ღამე რომ მუშაობ, – უთხრა ელენდმა და
კალამი დადო. მართალია, ელენდს შეეძლო, ვინისთვის ახირებების

37
გამო ესაყვედურა, მაგრამ ის ხომ მაინც კარგი იყო, რომ გოგო მის
ღამეულ ჩვევებს იზიარებდა.
ჰამმა თვალები გადაატრიალა. მას კვლავ თავისი ჩვეული ჟილეტი
და შარვალი ეცვა. ელენდის დაცვის მეთაურობას მხოლოდ იმ პირო-
ბით დათანხმდა, რომ ფორმის ტარება არ მოუწევდა. ვინმა თვალები
დააჭყიტა, როცა ჰამი ოთახში შევიდა, შემდეგ კი ისევ მოდუნდა.
– კარგი, – თქვა ელენდმა, – ამ სტუმრობას რას უნდა ვუმადლო-
დე?
– ვიფიქრე, უნდა მეცნობებინა, რომ ამოვიცანით ის მკვლელე-
ბი, რომლებიც ვინის მოკვლას ცდილობდნენ.
ელენდმა თავი დაუქნია:
– შეიძლება, მაგ ხალხს ვიცნობ, – ალომანტების უმეტესობა
არისტოკრატები იყვნენ და ის სტრაფის წრიდან ყველას იცნობდა.
– სიმართლე რომ ვთქვა, მეეჭვება, – თქვა ჰამმა, – ისინი დასავ-
ლეთიდან იყვნენ.
ელენდმა შუბლი შეჭმუხნა და ერთხანს გაჩუმდა.
– დარწმუნებული ხარ? – ჩაურთო ვინმა.
ჰამმა თავი დაუქნია:
– ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი სტრაფის გამოგზავნილნი
იყვნენ, თუ, რა თქმა უნდა, მან ეს ხალხი ქალაქ ფადრექსში არ და-
იქირავა. უმეტესობა გარდერისა და კონრადის საგვარეულოებიდან
იყო.
ელენდი უკან გადაწვა. მამამისი ურტოში იყო დაბანაკებული,
ვენტურთა ოჯახის სამკვიდრო სახლში. ურტოდან ფადრექსში რომ
ჩასულიყავი, ნახევარი იმპერია უნდა გაგევლო, რამდენიმე თვის
სავალი გზა. საეჭვო იყო, სტრაფი დასავლეთის ალომანტთა ჯგუფს
დაჰკავშირებოდა.
– აშუეზერ სეტზე თუ გსმენიათ რამე? – ჰკითხა ჰამმა.
ელენდმა თავი დააქნია:
– ერთ-ერთია იმათგან, ვინც თავი დასავლეთის დომინიონის მე-
ფედ გამოაცხადა. მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი.
38
ვინმა შუბლი შეიჭმუხნა, წამოჯდა და იკითხა:
– ფიქრობ, რომ ისინი მან გამოგზავნა?
ჰამმა თავი დაუქნია:
– ისინი, ალბათ, ქალაქში შემოპარვის შესაძლებლობას ელოდნენ.
ბოლო დღეებში ქალაქის კარიბჭეებთან ხალხმრავლობა იყო და მათ
ამით ისარგებლეს. მაშ, სტრაფის არმიის მოსვლა და ვინზე თავდასხმა
დამთხვევა გამოდის.
ელენდმა ვინს თვალებში შეხედა და მიხვდა, გოგოს ბოლომდე ვერ
დაეჯერებინა, რომ ის მკვლელები სტრაფის გამოგზავნილები არ ყოფი-
ლან. ელენდი კი ასე დაეჭვებული არ იყო. ახლომახლო ტერიტორიის
ყველა ტირანი მის თავიდან მოშორებას ცდილობდა და სეტი რატომღა
იქნებოდა გამონაკლისი?
"ეს იმ ატიუმის გამო ხდება", – ფიქრობდა გაღიზიანებული ელენდი.
მან მბრძანებლის მარაგს ვერ მიაგნო, მაგრამ იმპერიის დესპოტებს ეს
სულაც არ უშლიდა ხელს, ეფიქრათ, რომ ელენდი ატიუმს სადღაც მა-
ლავდა.
– მაშ ასე, კარგია, რომ ის მკვლელები სტრაფს მაინც არ მოუგზავ-
ნია, – თქვა მუდამ იმედიანმა ჰამმა.
ელენდმა თავი გააქნია:
– ჩვენი ნათესაური კავშირი მას ვერ შეაჩერებდა, ჰამ, დამიჯერე.
– ის ხომ მამაშენია, – თქვა შეფიქრიანებულმა ჰამმა.
– ასეთ რამეებს სტრაფისთვის მნიშვნელობა არა აქვს. შეიძლება
იმიტომ არ გამოგზავნა მკვლელები, რომ ჩემზე ამდენ წვალებას საჭი-
როდ არ მიიჩნევს, მაგრამ თუ საკმაოდ დიდხანს გავძლებთ, გამოგზავ-
ნის.
ჰამმა თავი გააქნია:
– მსმენია შვილების შესახებ, რომლებმაც მამები მათი ადგილის
ხელში ჩაგდების მიზნით დახოცეს... მაგრამ მამები, რომლებიც საკუ-
თარ შვილებს ხოცავენ... მაინტერესებს, რა უდევს თავში ბებერ
სტრაფს ასეთი, რომ შვილის მოკვლა მოუნდეს. ფიქრობთ, რომ...

39
– ჰამ, – შეაწყვეტინა ელენდმა, – ჰამ, ხომ იცი, რომ სჯა-ბაასი
მიყვარს, მაგრამ ახლა ამის დრო ნამდვილად არ მაქვს.
– ოჰ, კარგი, – უთხრა ჰამმა, წამოდგა და კარისკენ გასწია, – მაინც
მარდრასთან უნდა დავბრუნდე.
ელენდმა თავი დაუქნია, შუბლი მოისრისა და კალამი ისევ
აიღო.
– შეხვედრისთვის ხალხი შეკრიბე. ჩვენი მოკავშირეების ორგა-
ნიზება გვჭირდება. ჰამ, თუ რამეს, წარმოუდგენლად ჭკვიანურს, არ
მოვიფიქრებთ, შეიძლება, ეს სამეფო დაემხოს.
ჯერ კიდევ მოღიმარი ჰამი უკან შებრუნდა:
– ეს ძალიან სასოწარკვეთილად ჟღერს, ელ.
ელენდმა მას გახედა:
– ასამბლეა ბრბოა. ექვსი მთავარსარდალი მრავალრიცხოვანი
არმიებით მემუქრება; ეს ერთი თვე ძლივს გავიდა ისე, რომ ჩემ მო-
საკლავად მკვლელები არავის გამოუგზავნია; ის ქალი კი, რომე-
ლიც მიყვარს, თანდათან ჭკუიდან მშლის.
ამ ბოლო სიტყვებზე ვინმა დაიქსუტუნა.
– ოჰ, სულ ესაა? – თქვა ჰამმა, – ხედავ, საქმე არც ისე ცუდად
ყოფილა. იმას ვგულისხმობ, რომ ამის ნაცვლად შეიძლებოდა უკ-
ვდავი ღმერთისა და მისი ძლევამოსილი მსახურების პირისპირ აღ-
მოვჩენილიყავით.
ელენდი ერთხანს გაჩუმდა და უნებურად ჩაეცინა.
– ღამე მშვიდობისა, ჰამ, – უთხრა და ისევ შეთავაზებას მიუბ-
რუნდა.
– ღამე მშვიდობისა, თქვენო უდიდებულესობავ.
შესაძლოა, მართლები არიან. შეიძლება, მე ვარ შეშლილი, ან
შურიანი, ან, უბრალოდ, სულელი. მე კვაანი მქვია. ფილოსოფოსი,
სწავლული და მოღალატე ვარ. ის ვარ, ვინც ალენდი აღმოაჩინა და
ვინც იგი ეპოქათა გმირად შერაცხა. მე ის ვარ, ვინც ეს ყველაფერი
დაიწყო.

40
4
სხეულს ღია ჭრილობები არ აჩნდა. ისევ იქ ეგდო, სადაც დაეცა.
სოფლელებმა მისი გადაადგილება ვერ გაბედეს. მკლავები და ფე-
ხები მოუხერხებლად იყო დაგრეხილი. გვამის გარშემო ტალახი
აგონიური კრუნჩხვებისგან აზელილიყო.
სეიზდმა ხელი გაიშვირა და თითები ერთ-ერთ ნაკვალევს გადაუს-
ვა. მართალია, აქ – აღმოსავლეთ დომინიონის სამხრეთ ნაწილში – ნი-
ადაგი უფრო თიხიანი იყო, ვიდრე ჩრდილოეთში, მაგრამ მაინც შავი
შეფერილობა ჰქონდა, და არა – ყავისფერი. ფერფლის წვიმა ასე შორ-
საც კი აღწევდა. ფერფლისგან გაწმენდილი და განაყოფიერებული ნი-
ადაგი ისეთი ფუფუნება იყო, რომელსაც მხოლოდ კეთილშობილთა ბა-
ღებში დეკორატიული მცენარეებისთვის იყენებდნენ. დანარჩენ სამყა-
როს დაბინძურებული მიწისთვის ის უნდა მოეხერხებინა, რაც შეეძლო.
– თქვენ თქვით, რომ ის მარტო იყო, როცა მოკვდა, – მიუბრუნდა
სეიზდი სოფლის ბინადართა მცირე ჯგუფს, რომელიც უკან ედგა.
გაუხეშებულკანიანმა კაცმა თავი დაუქნია.
– როგორც ვთქვი, ბატონო ტერისელო. ის, უბრალოდ, აქ იდგა.
გარშემო სხვა არავინ იყო. შეჩერდა, მერე კი დაეცა და ცოტა ხანს ფარ-
თხალებდა. ამის შემდეგ... მოძრაობა შეწყვიტა.
სეიზდი გვამს მიუბრუნდა. აკვირდებოდა მის დაგრეხილ კუნთებს;
სახეს, რომელზეც ტკივილი აღბეჭდილიყო. ტერისელს თავისი სამედი-
ცინო სპილენძის გონი ჰქონდა – ეს ლითონის რგოლი იყო, რომელიც
მარჯვენა მკლავზე ეკეთა. გონებით ამ რგოლს მისწვდა და დამახსოვ-
რებული, მერე კი იქ შენახული რამდენიმე წიგნი მოძებნა. მართლაც
არსებობდა ზოგიერთი დაავადება, რომელიც კრუნჩხვითა და სპაზმით
სიკვდილს იწვევდა, თუმცა მსგავსი რამ იშვიათად ხდებოდა. რომ არა
სხვა გარემოებები, სეიზდი ამ ადამიანის სიკვდილს ნაკლებ ყურადღე-
ბას მიაქცევდა.
– ისევ გამიმეორეთ, რაც დაინახეთ, – სთხოვა სეიზდმა.
ჯგუფის წინ მდგარი უხეშკანიანი კაცი, ტეური, ცოტა არ იყოს, გა-
ფითრდა. საორჭოფო მდგომარეობაში აღმოჩნდა – სახელის მოხვეჭის
41
ბუნებრივი სურვილი უბიძგებდა, რომ ნანახზე ეჭორავა; თუმცა
ამით შეიძლება თავისი ცრუმორწმუნე თანასოფლელების უნდობ-
ლობა გამოეწვია.
– მე, უბრალოდ, აქ გავიარე, ბატონო ტერისელო, – თქვა ტეურ-
მა, – იმ ბილიკზე, ოცი იარდის მოშორებით. მოხუცი ჯედი დავინახე,
რომელიც მიწას ამუშავებდა. მშრომელი კაცი იყო. როცა ლორდები
მიდიოდნენ, ზოგი ჩვენგანი ისვენებდა ხოლმე, მაგრამ მოხუცი ჯედი
მუშაობას აგრძელებდა. იცოდა, რომ ლორდები იქნებოდნენ თუ
არა, ზამთრისთვის სარჩო მაინც დაგვჭირდებოდა, – ტეური შეჩერ-
და და გვერდზე გაიხედა, – ვიცი, ხალხი რასაც ამბობს, ბატონო ტე-
რისელო, მაგრამ მე ის ვნახე, რაც ვნახე. აქ დღისით გავიარე, მაგ-
რამ ველზე ნისლი იდო. ამან გამაჩერა, რადგან ნისლში გარეთ არა-
სოდეს გამოვსულვარ. ცოლი სულ ამას ჩამჩიჩინებს ხოლმე. უკან
გაბრუნებას ვაპირებდი და მაშინ დავინახე მოხუცი ჯედი. ის, უბრა-
ლოდ, მუშაობდა, თითქოს ნისლს ვერც კი ამჩნევდა. მეთქი, დავუ-
ძახებ, მაგრამ სანამ გავძახე, ის... როგორც გითხარით; დავინახე,
რომ ის აქ იდგა, შემდეგ გაშეშდა. ნისლი მის გარშემო ბრუნავდა,
უცებ კრუნჩხვა და კანკალი დაეწყო, თითქოს რაღაც ძალიან ძლი-
ერს ეჭირა და აჯანჯღარებდა. მერე დაეცა და აღარც ამდგარა.
ჯერ კიდევ დაჩოქილმა სეიზდმა ისევ გვამს დახედა. ტეურს აშკა-
რად მთხრობელის სახელი ჰქონდა გავარდნილი, მაგრამ ამჯერად
ეს გვამი შემზარავი მტკიცებულება იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ
იმაზე, რაც სეიზდმა რამდენიმე კვირის წინ თვითონ ნახა. ნისლი
დღისით.
სეიზდი წამოდგა და სოფლელებს მიუბრუნდა:
– გთხოვთ, ნიჩაბი მომიტანეთ.
საფლავის თხრაში არავინ დახმარებია. ეს ნელი, შავი სამუშაო
იყო. მიუხედავად შემოდგომის დამდეგისა, სამხრეთის სიცხე ძლი-
ერ აჭერდა. თიხიანი მიწა ძნელი ამოსათხრელი იყო, მაგრამ, სა-
ბედნიეროდ, სეიზდს კალტყვიის გონიდან ცოტაოდენი ძალა ჰქონ-
და გადანახული და გამოიყენა.
42
ეს ძალა სჭირდებოდა, რადგან ათლეტური აღნაგობის კაცი არ იყო.
მაღალ და გრძელკიდურებიან სეიზდს სწავლულის გარეგნობა ჰქონდა
და ტერისელი მსახურის ფერად სამოსს იცვამდა. თავს კვლავ იპარსავ-
და, რადგან ასე იყო მიღებული იმ ადგილას, სადაც თავისი სიცოცხლის
პირველ ორმოც წელზე მეტი იმსახურა. სეიზდი სამკაულების უმეტესო-
ბას ახლა აღარ იკეთებდა – არ უნდოდა, რომ შარაგზის მძარცველები
ეცდუნებინა – მაგრამ ყურის ბიბილოები ბევრ ადგილას ჰქონდა გახ-
ვრეტილი საყურეებისთვის.
კალტყვიის გონიდან მიღებული ძალით კუნთები ოდნავ გაეზარდა
და უფრო ძლიერი კაცის აღნაგობა მიიღო, მაგრამ როცა თხრა დაას-
რულა, ტანსაცმელი ოფლითა და ჭუჭყით ჰქონდა დასვრილი. გვამი
საფლავში ჩააგორა და ერთხანს ჩუმად იდგა. ეს კაცი ერთგული ფერ-
მერი იყო.
სეიზდმა სპილენძის გონში შესაფერისი რელიგია მოძებნა და მისი
რიტუალების შესახებ დაწვრილებითი მონაცემები ამოქაჩა. ეს ჩანაწე-
რები ისევე ცოცხლად შევიდა ტერისელის გონებაში, როგორც მაშინ,
როცა სულ ახალი დამახსოვრებული ჰქონდა. დროთა განმავლობაში
წაიშლებოდა, როგორც სხვა მოგონებები, მაგრამ ეს რომ არ მომხდა-
რიყო, სეიზდმა განიზრახა, სპილენძის გონში მოეთავსებინა. დამცვე-
ლის მოვალეობაც სწორედ ეს იყო, შეენახა უზარმაზარი რაოდენობის
ინფორმაცია, მთელი სიმდიდრე, რომელიც მის ხალხს შემორჩებოდა.
მოგონებები, რომლებიც ამ დღეს შეარჩია, ჰადაჰიდან მოდიოდა. ეს
სამხრეთის რელიგია იყო, რომელსაც მიწათმოქმედების ღვთაება
ჰყავდა. რელიგიების უმეტესობის მსგავსად, რომლებიც მბრძანებლის
დროს მიჩქმალული იყო, ჰადაჰის რწმენაც ათასი წლის წინ განადგურ-
და.
ჰადაჰის დამკრძალავი ცერემონიის თანახმად, სეიზდი ახლომახ-
ლო ხესთან მივიდა, იმ ბუჩქისებრ მცენარესთან, რომელიც ამ ადგი-
ლებში ხედ მიაჩნდათ. გრძელი ტოტი მოტეხა და საფლავთან მიიტანა.
გლეხები ინტერესით შესცქეროდნენ. სეიზდი დაიხარა და ეს ტოტი ორ-

43
მოს ფსკერზე, გვამის თავის გვერდით დადო, მერე ადგა და საფლავ-
ში მიწის ჩაყრას შეუდგა. გლეხები თვალდაჭყეტილნი მიშტერებოდ-
ნენ.
"რა დათრგუნვილები არიან", – გაიფიქრა სეიზდმა. აღმოსავლეთის
დომინიონი ხუთ შიდა დომინიონს შორის ყველაზე ქაოსური და არეუ-
ლი იყო. ამ ხალხში შემორჩენილი კაცები მოხუცები იყვნენ. ბანდებმა
თავიანთი საქმე "პირნათლად" შეასრულეს. ამ სოფელში მცხოვრე-
ბი ქმრები და მამები, ალბათ, რომელიმე ბრძოლის ველზე დაიხოც-
ნენ, რომელსაც მნიშვნელობა უკვე აღარ ჰქონდა.
ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ მბრძანებლის ჩაგვრაზე უარესი
რამეც არსებობდა. სეიზდი თავს ირწმუნებდა, რომ ამ ადამიანების
ტანჯვა გაივლიდა და ოდესმე იმის წყალობით აყვავდებოდნენ, რაც
მან და სხვებმა გააკეთეს. თუმცა კაცმა ნახა ფერმერები, რომლებიც
იძულებულნი იყვნენ, ერთმანეთი დაეხოცათ და ნახა მოშიმშილე
ბავშვები, რადგან რომელიღაც დესპოტმა ამა თუ იმ სოფლის საჭ-
მლის მარაგი მთლიანად მიიტაცა. სეიზდმა ნახა, რომ მძარცველები
ხალხს თავისუფლად ხოცავდნენ, რადგან მბრძანებლის ჯარი არ-
ხებს აღარ აკონტროლებდა. კაცი ქაოსს, სიკვდილს, სიძულვილს,
უწესრიგობას გადააწყდა და გააცნობიერა, რომ ამაში ნაწილობრივ
მასაც მიუძღოდა ბრალი.
სეიზდი ორმოს ამოვსებას აგრძელებდა. სწავლულად და სასახ-
ლის მსახურად იყო აღზრდილი. ის ტერისელი მხლებელი იყო, უკა-
ნასკნელ იმპერიაში მსახურთა შორის ყველაზე უფრო გამოსადეგი
და დაფასებული. მაგრამ ამჯერად ამ ყველაფერს მნიშვნელობა უკ-
ვე აღარ ჰქონდა. სეიზდს ადრე საფლავი არასოდეს გაეთხარა, თუმ-
ცა ახლა ყველაფერი გააკეთა, რათა სათანადო პატივისცემა გამო-
ევლინა. საკვირველი იყო, რომ შუა პროცესში მას გლეხები დაეხ-
მარნენ და იქვე, გვერდზე დახვავებული მიწის საფლავში ჩაყრას შე-
უდგნენ.
"შესაძლოა, ამ ხალხის იმედზე ყოფნა ჯერ კიდევ შეიძლება", –
გაიფიქრა სეიზდმა და ნიჩაბი მადლიერებით დაუთმო ერთ-ერთ
44
მათგანს, რათა გვამისთვის მიწის მიყრა დაესრულებინა. საქმეს მორ-
ჩნენ. საფლავის თავთან ჰადაჰის ტოტის წვერი მიწას აპობდა.
– ეს რატომ გააკეთეთ? – ჰკითხა ტეურმა და ტოტზე ანიშნა.
– ეს რელიგიური ცერემონიაა, ჩემო კარგო ტეურ, – გაუღიმა სეიზ-
დმა, – თუ ნებას მომცემთ, ამას ლოცვაც ახლავს.
– ლოცვა? ფოლადის სამინისტროდან?
სეიზდმა თავი გააქნია.
– არა, ჩემო მეგობარო. ეს ძველი დროის ლოცვაა, მბრძანებლის
ეპოქამდელი ლოცვა.
შუბლშეჭმუხნილმა გლეხებმა ერთმანეთს გადახედეს. ტეურმა და-
ნაოჭებული ნიკაპი მოისრისა. ყველა ჩუმად იყო, ვიდრე სეიზდი ჰადა-
ჰის მოკლე ლოცვას ამბობდა. როცა დაასრულა, გლეხებს მიუბრუნდა.
– ეს ჰადაჰის რელიგიად იყო ცნობილი. ვფიქრობ, თქვენი ზოგი წი-
ნაპარი ამ რელიგიას მისდევდა. თუ რომელიმე თქვენგანს გსურთ, შე-
მიძლია, ამ რელიგიის საფუძვლები გასწავლოთ.
შეკრებილი ხალხი ჩუმად იდგა. იქ ოციოდე ადამიანი იყო, მეტწი-
ლად შუახნის ქალები და რამდენიმე ხნიერი კაცი. მხოლოდ ერთი
ახალგაზრდა იყო, რომელსაც ხის ფეხი ჰქონდა. სეიზდს გაუკვირდა,
რომ ის პლანტაციაში გადარჩა. ბევრი ლორდი მარაგის დასაზოგად ინ-
ვალიდებს ხოცავდა.
– მბრძანებელი როდის ბრუნდება? – იკითხა ერთმა ქალმა.
– არა მგონია, რომ დაბრუნდეს, – მიუგო სეიზდმა.
– რატომ მიგვატოვა?
– ეს ცვლილებათა დროა, – უთხრა სეიზდმა, – შესაძლოა, ეს სხვა
ჭეშმარიტებების, სხვა გზების სწავლის დროცაა.
ხალხი შეიშმუშნა და აჩურჩულდა. სეიზდმა ამოიოხრა. მათთვის
რწმენა ფოლადის სამინისტროსთან და მის ვალმდებლებთან ასოცირ-
დებოდა. სკაას ხალხს რელიგია საერთოდ არ აღელვებდა, მეტიც, რო-
ცაკი შესაძლებლობა მიეცემოდათ, მისთვის თავის არიდებას ცდილობ-
დნენ ხოლმე.

45
"დამცველებმა ათასი წელი შეალიეს მომაკვდავი რელიგიების
შეგროვებასა და დამახსოვრებას", – ფიქრობდა სეიზდი, – "ვინ
იფიქრებდა, რომ ახლა, როცა მბრძანებელი აღარაა, ხალხი დაკარ-
გულის დაბრუნებას აღარ მოინდომებდა?"
თუმცა მას მაინც ეძნელებოდა, რომ ამ ხალხზე ცუდად ეფიქრა.
ისინი ხომ გადარჩენისთვის იბრძოდნენ და მათი ისედაც მკაცრი
სამყარო უეცრად განუჭვრეტელი გახდა. ეს ადამიანები დაიღალ-
ნენ. და განა საკვირველი იყო, რომ დიდი ხნის წინ დავიწყებულ
რწმენებზე ლაპარაკმა ისინი ვერ დააინტერესა?
– წამოდით, – მიუბრუნდა სეიზდი სოფლელებს, – სხვა რამეებიც
არის, უფრო გამოსაყენებელი რამეები, რაც შემიძლია, რომ გასწავ-
ლოთ.
და ალენდის სწორედ მე ვუღალატე, რამეთუ ახლა ვიცი, რომ მას
თავისი წამოწყების დასრულების საშუალება არ უნდა მიეცეს.

5
ვინი ქალაქში მღელვარების ნიშნებს ხედავდა. მუშები ღელავ-
დნენ, ბაზრებში ხალხი ისე შფოთავდა, როგორც კუთხეში მიმ-
წყვდეული მღრღნელები. ისინი შეშინებულნი იყვნენ, მაგრამ არ
იცოდნენ, რა ექნათ. გასაქცევი არსად ჰქონდათ.
გასულ წელს ქალაქიდან ბევრი წავიდა. კეთილშობილები გაიქ-
ცნენ, ვაჭრები ახალ ადგილებს ეძებდნენ. ამის საპირისპიროდ, სკა-
ას ტომიდან ბევრი შემოვიდა ლუთადელში. მათ როგორღაც შეიტ-
ყვეს, რომ ელენდმა თავისუფლება გამოაცხადა და იმედით აღ-
ვსილნი მოვიდნენ; ყოველ შემთხვევაში, იმდენი რწმენა მაინც შერ-
ჩენოდათ, რამდენიც შრომით წელში გამწყდარ, ნაშიმშილარ და
ცემისგან სულამოხდილ ადამიანებს შეიძლებოდა ჰქონოდათ.
იმ წინასწარმეტყველების მიუხედავად, რომ ლუთადელი მალე
დაეცემოდა, რადგან მცირერიცხოვანი და სუსტი არმია ჰყავდა, ეს
ხალხი აქ დარჩა. ისინი, როგორც ყოველთვის, შრომობდნენ და

46
ცხოვრობდნენ. სკაას ცხოვრება ხომ დიდად სტაბილური არასოდეს ყო-
ფილა.
ვინისთვის მაინც უცნაური იყო ასე გადაძეძგილი ბაზრის ნახვა.
კენტონის ქუჩას მიუყვებოდა. როგორც ყოველთვის, შარვალი და
ღილებიანი პერანგი ეცვა; იმ დროზე ფიქრობდა, როცა ჯერ კიდევ
დამხობამდე მოინახულა ეს ქუჩა. წყნარი ადგილი იყო, სადაც სამკერ-
ვალოები მუშაობდნენ.
როცა ელენდმა სკაას ვაჭრებისთვის აკრძალვა გააუქმა, კენტონის
ქუჩა შეიცვალა. მაღაზიების, დახლებისა და კარვებისგან შემდგარ ბა-
ზარში აღებმიცემობა აყვავდა. ახლახან მოღონიერებულ სკაას მუშებზე
ორიენტირებულმა მაღაზიის მფლობელებმა ვაჭრობის მეთოდი შეცვა-
ლეს. ადრე ავლადიდება მდიდრულ ვიტრინებში ჰქონდათ გამოფენი-
ლი, ახლა ხმამაღლა გაჰყვიროდნენ, ამისთვის სპეციალურ ხალხს,
გამყიდველებსა და გადამყიდველებსაც კი იყენებდნენ და ყველანაი-
რად ცდილობდნენ, მყიდველები მიეზიდათ.
ამ გადატენილ ქუჩას ვინი, როგორც წესი, თავს არიდებდა ხოლმე,
ეს დღე კი კიდევ უფრო უარესი იყო. არმიის გამოჩენამ ყიდვა-გაყიდვა
ერთიორად გაამძაფრა. ხალხი მოსალოდნელი შემთხვევისთვის ემზა-
დებოდა. ავის მომასწავებელი გარემო იყო. ქუჩის მსახიობები ნაკლე-
ბად ჩანდნენ. ხალხი მეტად ყვიროდა. ელენდმა ქალაქის რვავე კარიბ-
ჭე ჩააკეტინა. ასე რომ, გაქცევა უკვე შეუძლებელი იყო. ვინი ფიქრობ-
და, ნეტავ რამდენი ნანობს ქალაქში დარჩენასო.
გოგო ქუჩაში საქმიანად მიაბიჯებდა; ხელები მომუშტული ჰქონდა,
რათა მღელვარება დაეფარა. ხალხმრავლობა ბავშვობაშიც არ უყვარ-
და, როცა სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში დაწანწალებდა. რთული იყო
თან ამდენი ხალხისთვის თვალყურის დევნება და თან ყურადღების
მოკრება, როცა ირგვლივ უამრავი რამ ხდებოდა. ბავშვობაში ვინი
ბრბოს თავს არიდებდა და ცდილობდა, შემთხვევით დავარდნილი მო-
ნეტა ან საჭმლის ნამცეცი ხელში ჩაეგდო.
ახლა ვინი შეიცვალა. თავს აიძულებდა, წელში გამართულს ევლო,
ძირს არ დაეხედა და სამალავები არ ეძებნა. ბევრად უკეთესი ხდებო-
47
და, მაგრამ ბრბოს დანახვა იმას ახსენებდა, ვინც ადრე იყო და ვინც,
ნაწილობრივ მაინც, ყოველთვის დარჩებოდა.
თითქოს მისი ფიქრების პასუხად, ხალხის ჯგუფიდან ორი მაწანწა-
ლა გამოსხლტა. მათ მეპურის წინსაფრიანი ზორბა კაცი უყვიროდა.
ელენდის ახალ სამყაროში მაწანწალები ჯერ კიდევ იყვნენ. ვინი
იმაზე ფიქრობდა, იქნებ სკაას ხალხის ზრდამ მაწანწალების ქუჩის
ცხოვრება ბევრად გააუმჯობესაო. მეტი ჯიბე იყო, რომლის გაქურ-
დვა შეიძლებოდა; მაღაზიების მფლობელებს ხალხმრავლობა
უფანტავდა ყურადღებას; საჭმლის ნარჩენი უფრო ბლომად ეყარა
და ირგვლივ ბევრნი იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მათხოვ-
რებს დააპურებდნენ.
ვინს უჭირდა, თავის ახლანდელ ცხოვრებასთან თავისი ბავშვო-
ბა შეეთავსებინა. ქუჩაში ცხოვრებისას ნაგვის ქექვას, ჩუმად ყოფ-
ნასა და დამალვას ასწავლიდნენ. მხოლოდ გულადი მაწანწალები
ბედავდნენ ჩანთების გაჭრას. კეთილშობილთათვის სკაას ცხოვრე-
ბას ფასი არ ჰქონდა. ბავშვობაში ვინი იცნობდა რამდენიმე მაწან-
წალას, რომლებიც გამვლელმა კეთილშობილებმა დახოცეს ან და-
ასახიჩრეს, რადგან ისინი შეურაცხმყოფლებად მიიჩნიეს.
ელენდმა თავისი კანონებით სიღარიბე ვერ აღმოფხვრა, თუმცა
კი ძალიან სურდა; აი, ქუჩის მაწანწალების ცხოვრება კი გააუმჯობე-
სა. ვინს – სხვა ყველაფერთან ერთად – კაცი ამისთვისაც უყვარდა.
ხალხში ჯერ კიდევ ბევრი კეთილშობილი იყო. ისინი ელენდმა,
ან გარემოებებმა, დაარწმუნა, რომ საკუთარ ქონებას ქალაქში უფ-
რო დაიცავდნენ, ვიდრე მის გარეთ. მათგან ზოგი სასოწარკვეთილი
იყო, ზოგი – დასუსტებული, ზოგიც – საშიში. ვინმა ერთი გამვლელი
შენიშნა, რომელიც მცველებით იყო გარშემორტყმული. მას გოგო
შეხედვის ღირსადაც კი არ ჩაუთვლია. ამის მიზეზი ვინის უბრალო
ტანსაცმელი იყო; არცერთი კეთილშობილი ქალი ასე არ ჩაიცვამ-
და.
"ეს ისაა, რასაც მე წარმოვადგენ?" – გაიფიქრა ვინმა. მაღაზიის
ვიტრინასთან შეჩერდა და წიგნები შეათვალიერა. წიგნებით მოვაჭ-
48
რეებს აქა-იქ თუ შეხვდებოდით, თუმცა მოგებიანი საქმე იყო. ეს ბაზარი
იმპერიის კეთილშობილებზე გათვალეს. ვინი მინაში არეკლილ გამო-
სახულებებს აკვირდებოდა, რათა ზურგიდან არავინ მიჰპაროდა. "მე
კეთილშობილი ქალი ვარ?" – ფიქრობდა გოგო.
იმაზე დავა შეიძლებოდა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ კავშირების
გამო იყო კეთილშობილი. გოგო თვით მეფეს უყვარდა და ცოლობაც
სთხოვა; მას ჰათსინს გადარჩენილი წვრთნიდა. მამამისი ხომ დიდგვა-
როვანი იყო, თუმცა კი დედა სკაადან ჰყავდა. ვინმა ხელი ასწია და თი-
თებით უბრალო ბრინჯაოს საყურეს შეეხო, რომელიც ერთადერთი სა-
მახსოვრო რამ იყო, რაც დედისგან შემორჩა.
ეს საკმარისი არ იყო, თუმცა გოგო დარწმუნებით ვერ იტყოდა, სურ-
და კი, დედამისზე ბევრი ეფიქრა? ბოლოს და ბოლოს, იმ ქალმა ვინის
მოკვლა სცადა. ფაქტობრივად, მან ვინის ღვიძლი და მოკლა. ვინი კი
თავისი ნახევარძმის, რენის, წყალობით გადარჩა. ბიჭმა დასისხლიანე-
ბული ვინი მკლავებიდან გამოჰგლიჯა იმ ქალს, რომელმაც ცოტა ხნით
ადრე ვინს ყურზე ეს საყურე გაუკეთა.
და მაინც, ვინმა ეს საყურე შეინახა, როგორც ერთგვარი მოგონება.
რეალურად, იგი თავს კეთილშობილ ქალად არ გრძნობდა. ზოგჯერ
ფიქრობდა, რომ შეშლილ დედასთან მეტი საერთო ჰქონდა, ვიდრე
ელენდის სამყაროს არისტოკრატებთან. მეჯლისები და წვეულებები,
რომლებსაც ის დამხობამდე ესწრებოდა ხოლმე, შარადებს წარმოად-
გენდა. მათზე ბუნდოვანი მოგონებები შემორჩა. დამხობილი მთავრო-
ბისა და მკვლელობების სამყაროში მათი გამართვის დრო არ იყო. ამას
ემატებოდა ვალეტა რენოქსის როლი, რომელსაც ვინი ასრულებდა და
მუდამ სიყალბეს წარმოადგენდა.
ახლაც ისევ თვალთმაქცობდა. თითქოს ის გოგო არ იყო, რომელიც
ქუჩებში მშიერი გაიზარდა; გოგო, რომელსაც უფრო ხშირად სცემდნენ,
ვიდრე ემეგობრებოდნენ. ვინმა ამოიოხრა და ვიტრინას ზურგი აქცია.
თავისდაუნებურად მისი ყურადღება მომდევნო მაღაზიამ მიიპყრო. იქ
სამეჯლისო კაბები იყიდებოდა.

49
მაღაზიაში ერთგული კლიენტები არ იყვნენ. თავდასხმის მოლო-
დინში კაბებზე ცოტა ვინმე თუ ფიქრობდა. ვინი ღია კართან ისე შეჩერ-
და, თითქოს მისთვის ლითონით მოექაჩოთ. შიგნით მომაჯადოებელ
კაბებში გამოწყობილი მანეკენები დაედგათ. გოგომ წელში გამოყვა-
ნილ კაბებსა და ზარის ფორმის ქვედაბოლოებს შეხედა. შეეძლო, წარ-
მოედგინა, რომ ერთ-ერთ მეჯლისზე იყო, სადაც ნაზი მუსიკა ისმო-
და და მაგიდებს ქათქათა თეთრი გადასაფარებლები ეფარა. ელენ-
დი თავის აივანზე იდგა და წიგნს ფურცლავდა...
ვინი თითქმის შიგნით შევიდა. კი მაგრამ, რატომ აღელვებდა ეს?
მალე ქალაქზე იერიშს მიიტანდნენ. გარდა ამისა, ეს კაბები ძვირი
ღირდა. როცა კელსიერის ფულს ხარჯავდა, მაშინ სულ სხვა იყო. ახ-
ლა ელენდის ფულით სარგებლობდა, ელენდის ფული კი სამეფოს
ეკუთვნოდა.
კაბებს ზურგი აქცია და ისევ ქუჩაში გავიდა. "ეს ქსოვილები ჩემი
ნაწილი უკვე აღარაა", – გაიფიქრა ვინმა, – "ელენდისთვის ვალეტა
უსარგებლოა. მას ნისლქმნილი სჭირდება და არა მოუხეშავი გოგო,
რომელსაც დიდი ზომის კაბა აცვია". წინა ღამის ჭრილობები და და-
ლურჯებები იმას ახსენებდა, თუ სად იყო მისი ადგილი. ეს იარები
იკურნებოდა, რადგან მთელი დღე ბლომად კალტყვიას წვავდა,
მაგრამ მათი დავიწყება რთული იყო.
ვინმა ნაბიჯს აუჩქარა და პირუტყვის ბაზრობას მიაშურა; გზად
შენიშნა, რომ ვიღაც კუდში შეუმჩნევლად მისდევდა.
თუმცა, შესაძლოა, სიტყვა "შეუმჩნევლად" მეტად ხმამაღალი
ნათქვამია, რადგან მდევარს საკუთარი გარეგნობა შეუმჩნევლად
დარჩენაში აშკარად არ უწყობდა ხელს. მას კინკრიხო გამელოტე-
ბული ჰქონდა, გვერდებზე კი გრძელი თმა ჩამოზრდოდა. სკაას უბ-
რალო სამოსი ეცვა – ერთიანი ყავისფერი ნაჭერი ფერფლის მუქი
ლაქებით.
"დიდებულია", – გაიფიქრა ვინმა. ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო იმი-
სა, თუ რატომ არიდებდა თავს ბაზრებსა და სხვა ხალხმრავალ ად-
გილებს, სადაც სკაას ტომელები იყრიდნენ ხოლმე თავს.
50
ვინმა ნაბიჯს უფრო აუჩქარა, მაგრამ ის კაციც სწრაფად დაედევნა.
მალე მისმა მოუქნელმა მოძრაობებმა ყურადღება მიიპყრო, მაგრამ
ხალხის უმეტესობა, წყევლა-კრულვის ნაცვლად, პატივისცემით ჩერ-
დებოდა. ცოტა ხანში კაცს სხვებიც შეუერთდნენ და ვინს უკვე პატარა
ჯგუფი მისდევდა.
გულის სიღრმეში ვინს უნდოდა, მონეტა ამოეღო და ესროლა. მაგ-
რამ დღისით ალომანტიის გამოყენება გამომააშკარავებსო, გაიფიქრა
ირონიულად.
ასე რომ, ამოიხვნეშა და შებრუნდა, რათა იმ ჯგუფს შეხვედროდა.
არცერთი მათგანი მაინცდამაინც საშიშად არ გამოიყურებოდა. კაცებს
შარვლები და უბრალო პერანგები ეცვათ, ქალებს კი მთლიანი ნაჭრის-
გან შეკერილი პრაქტიკული კაბები. კიდევ რამდენიმე კაცი ფერფლით
დაფარულ, ერთიან ყავისფერ ნაჭერს ატარებდა. ესენი გადარჩენილის
მოძღვრები იყვნენ.
– ქალბატონო მემკვიდრევ, – თქვა ერთ-ერთმა მათგანმა, შემდეგ
მიუახლოვდა და მუხლებზე დაეცა.
– ეგრე ნუ მეძახი, – ხმადაბლა უთხრა ვინმა.
მოძღვარმა ახედა:
– გთხოვთ, ჩვენ გზის ჩვენება გვჭირდება. ჩვენ მბრძანებელი მოვი-
შორეთ. რა უნდა ვქნათ ახლა?
ვინმა უკან გადადგა ნაბიჯი. აცნობიერებდა კი კელსიერი, რას სჩა-
დიოდა? მან სკაას რწმენა მოიპოვა, შემდეგ წამებულად მოკვდა და უკა-
ნასკნელ იმპერიას ხალხის რისხვა დაატეხა თავს. რას ფიქრობდა, რა
მოხდებოდა ამის შემდეგ? გადარჩენილის ეკლესიის წარმოქმნა შეეძ-
ლო? იცოდა, რომ მბრძანებელს კელსიერით ჩაანაცვლებდნენ და
მბრძანებლის ნაცვლად ღმერთად მას შერაცხავდნენ?
მთავარი პრობლემა ის იყო, რომ კელსიერმა საკუთარი მიმდევრე-
ბი ყოველგვარი მოძღვრების გარეშე დატოვა. მისი ერთადერთი მიზა-
ნი მბრძანებლის დამხობა იყო, რაც ნაწილობრივ შურისძიების, ნაწი-
ლობრივ მემკვიდრეობის, ნაწილობრივ კი – როგორც ამას ვინი იმე-
დოვნებდა – იმის გამო სურდა, რომ სკაას ხალხი გაეთავისუფლებინა.
51
და ახლა რაღა უნდა ექნათ? ალბათ, ეს ხალხიც ისე გრძნობდა
თავს, როგორც – ვინი. დინებას მიჰყვებოდნენ და წინ არანაირი სი-
ნათლე არ ჩანდა.
ვინი ეს შუქი ვერ იქნებოდა.
– მე კელსიერი არ ვარ, – ჩუმად თქვა გოგომ და კიდევ ერთი ნა-
ბიჯით უკან დაიხია.
– ეგ ვიცით, – თქვა ერთ-ერთმა კაცმა, – მისი მემკვიდრე ხართ.
ის წავიდა და ამჯერად თქვენ გადარჩით.
– გთხოვთ, – მიმართა ქალმა, რომელსაც ხელში ბავშვი ეჭირა
და ნაბიჯი წინ წადგა, – ქალბატონო მემკვიდრევ, თუკი ხელი, რო-
მელმაც მბრძანებელი განგმირა, ჩემს ბავშვს შეეხება...
ვინმა სცადა, უკან და უკან დახევა განეგრძო, მაგრამ გააცნობი-
ერა, რომ კიდევ სხვა ჯგუფის წინაშე აღმოჩნდა. ქალი უფრო მიუახ-
ლოვდა და ბოლოს ვინმა ბავშვს შუბლზე გაუბედავად დაადო ხელი.
– გმადლობთ, – უთხრა ქალმა.
– ხომ დაგვიცავთ, ქალბატონო მემკვიდრევ? – ჰკითხა ახალგაზ-
რდა კაცმა, რომელიც ელენდზე უფროსი არ იქნებოდა და რომელ-
საც ჭუჭყიანი სახე, მაგრამ გულწრფელი თვალები ჰქონდა, – მოძ-
ღვრები ამბობენ, რომ იმ არმიას შეაჩერებთ; ისინი ამბობენ, რომ
მანამ, სანამ აქ ხართ, ის ჯარისკაცები ამ ქალაქში ვერ შემოვლენ.
ეს უკვე მეტისმეტი იყო. ვინმა პასუხად რაღაც ნახევრად გულ-
წრფელი სიტყვები ამოილუღლუღა, შებრუნდა და ხალხში გზა გაიკ-
ვლია. საბედნიეროდ მორწმუნეები უკან აღარ გაჰყოლიან.
როცა ნაბიჯს უკლო, მძიმედ სუნთქავდა, თუმცა დაღლილობის
გამო არა. ვინი ორ მაღაზიას შორის გამავალ ვიწრო ქუჩაზე შევიდა,
ჩრდილში დადგა და მკლავები ტანზე შემოიხვია. მთელი სიცოცხლე
იმას სწავლობდა, შეუმჩნეველი როგორ დარჩენილიყო, წყნარი და
უმნიშვნელო ყოფილიყო. ახლა კი ეს ყველაფერი შეიცვალა.
რას მოელოდა ეს ხალხი ვინისგან? ნუთუ მართლა ფიქრობდნენ,
რომ გოგოს არმიის შეჩერება შეეძლო? წვრთნის დაწყებისთანავე
ისწავლა ერთი რამ: ნისლქმნილი უძლეველი არ იყო; ერთი ადამია-
52
ნის მოკვლა შეეძლო, ათი კი უკვე საქმეს ართულებდა. არმია... ვინმა
დასამშვიდებლად რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა. მერე ისევ მთავარ
ქუჩაზე გავიდა და დანიშნულების ადგილს მიუახლოვდა. ეს იყო მომ-
ცრო, ღია კარავი, რომლის სიახლოვესაც მსუქანი ვაჭარი წამოგორე-
ბულიყო. ამ კაცს თმა მხოლოდ ნახევარ თავზე ჰქონდა. ვინი ერთხანს
შედგა და ცდილობდა, მიმხვდარიყო, ასეთი ვარცხნილობა რამე და-
ავადების შედეგი იყო, დაზიანების თუ, უბრალოდ, გემოვნების. კაცი წა-
მოდგა, როცა იქ მდგომი ვინი დაინახა. მტვერი ჩამოიფერთხა და გო-
გოს მიეგება; გაუღიმა და შერჩენილი კბილები გამოაჩინა. ვაჭარი ისე
იქცეოდა, თითქოს არ სმენოდა ან არ აღელვებდა, რომ ქალაქის კა-
რიბჭესთან არმია იდგა.
– აჰ, ახალგაზრდა ქალბატონო, ლეკვს ეძებთ? ისეთი ლეკვები
მყავს, რომ ნებისმიერ გოგოს შეუყვარდება. აქეთ მობრძანდით. ნება
მომეცით, გაჩვენოთ. დამეთანხმებით, რომ ეს ყველაზე უფრო საყვარე-
ლი არსებაა, რომელიც კი ოდესმე გინახავთ.
ვინმა ხელები გულზე დაიკრიფა, კაცი კი დაიხარა და ერთი ლეკვი
აიყვანა.
– სიმართლე რომ ვთქვა, – თქვა ვინმა, – მგელძაღლას ვეძებდი.
ვაჭარმა ვინს ახედა.
– მგელძაღლას, მის? ასეთი შინაური ცხოველი თქვენნაირ გოგოს
არ შეეფერება. ისინი ავები და სასტიკები არიან. ნება მომეცით, რომ
ბობის მშვენიერი ლეკვი მოგიძებნოთ. ისინი ლამაზი და ჭკვიანი ძაღ-
ლები არიან.
– არა, – მოკლედ მოუჭრა ვინმა, – მგელძაღლა მომიყვანე.
კაცი ისევ გაჩერდა და ვინს შეხედა, მერე რამდენიმე უხერხული ად-
გილი მოიფხანა და უთხრა:
– კარგი, ვფიქრობ, შემიძლია...
ქუჩიდან ყველაზე უფრო დაშორებული გალიისკენ წავიდა. სუნით
შეწუხებული ვინი მშვიდად იცდიდა, სანამ ვაჭარი თავის ცხოველებს
უყვიროდა და შესაფერისს არჩევდა. ბოლოს და ბოლოს, ერთი საბე-
ლიანი ძაღლი აიყვანა და ვინს გაუწოდა. ეს პატარა მგელძაღლა იყო,
53
რომელსაც სანდომიანი, თვინიერი თვალები და აშკარად სასია-
მოვნო ხასიათი ჰქონდა.
– ჩემი აზრით, ახალგაზრდა ქალისთვის კარგი ცხოველია, – თქვა
ვაჭარმა, – შესაძლოა, მისგან კარგი მონადირეც გამოვიდეს. ამ
მგელძაღლებს უფრო უკეთესი ყნოსვა აქვთ, ვიდრე რომელიმე სხვა
მხეცს, რაც გინახავთ.
ვინმა მონეტებიანი ქისისკენ წაიღო ხელი, მაგრამ შეჩერდა, რო-
ცა ძაღლს დახედა, რომელიც მას თითქოს უღიმოდა.
– ოჰ, მბრძანებელს ვფიცავ, – კბილებში გამოცრა გოგომ; ძაღ-
ლი და მისი პატრონი გვერდზე გასწია და გალიებისკენ წავიდა.
– ახალგაზრდა ქალბატონო, რა მოხდა? – ჰკითხა ვაჭარმა და
გაუბედავად დაედევნა. ვინი მგელძაღლებს აკვირდებოდა. სულ
უკან ზორბა, შავ- და რუხბეწვიანი მხეცი შენიშნა. იგი დაბმული იყო,
გოგოს უტიფრად უყურებდა და იღრინებოდა. ვინმა ამ ძაღლზე მი-
ანიშნა.
– ის რა ღირს, უკან რომაა?
– ის? – ჰკითხა ვაჭარმა, – ჩემო კარგო ქალბატონო, ეგ გუშაგი
ძაღლია. მაგის ფუნქცია მხოლოდ ის არის, რომელიმე ლორდის ტე-
რიტორიაზე გაუშვან, რათა ყველას თავს დაესხას, ვინც იქ შევა! ეს
ერთ-ერთი ყველაზე უფრო ავი არსებაა, რომელიც კი შეიძლება
სადმე ნახოთ!
– შესანიშნავია, – თქვა ვინმა და მონეტები ამოიღო.
– ჩემო კარგო ქალბატონო, მაგ მხეცს ვერ მოგყიდით. ეგ შეუძ-
ლებელია. სანაძლეოს ჩამოვალ, რომ ეს ძაღლი თქვენი წონის ნა-
ხევარი იქნება.
ვინმა თავი დაუქნია, შემდეგ გალიის კარი გააღო და შიგნით შე-
ვიდა. ვაჭარმა შეჰყვირა, მაგრამ ვინი პირდაპირ მგელძაღლასთან
მივიდა. გამძვინვარებულმა მგელძაღლამ გოგოს ყეფა დაუწყო.
"ამის გამო მაპატიე", – გაიფიქრა ვინმა, შემდეგ კალტყვია აან-
თო, დაიხარა და ცხოველს თავში მუშტი ჩასცხო.

54
ძაღლი დარეტიანდა და უგონოდ დაეცა. პირდაღებული ვაჭარი ვი-
ნის შორიახლოს გაჩერდა.
– საბელი, – უთხრა ვინმა.
ვაჭარმა საბელი მისცა. ვინმა ამ საბელით მგელძაღლას ფეხები
შეუკრა და, კალტყვიის აალების შემდეგ, ცხოველი მხრებზე მოიგდო.
ფერდის ტკივილის გამო გოგო სულ ოდნავ მოიხარა.
"კარგი იქნება, თუ ეს არსება პერანგს არ დამიდორბლავს", – გა-
იფიქრა მან, ვაჭარს რამდენიმე მონეტა გაუწოდა და სასახლისკენ გას-
წია.
ვინმა უგონოდ მყოფი მგელძაღლა იატაკზე დააგდო და ხელები და-
იფერთხა. როცა გოგო სასახლეში შევიდა, მცველებმა უცნაურად შეხე-
დეს, მაგრამ ამას უკვე მიჩვეული იყო.
– რა არის ეს? – ჰკითხა ორსეურმა, რომელმაც სასახლეში ვინის
ოთახებამდე მიაღწია, მაგრამ მისი ახლანდელი სხეული აშკარად გა-
მოუსადეგარი იყო. იმისთვის, რომ ნორმალურად ემოძრავა, კუნთები
უნდა განევითარებინა და ჭრილობები მოეშუშებინა. თანაც ჯერ კიდევ
სისხლიანი სამოსი ეცვა.
– ეს, – ვინმა მგელძაღლაზე მიუთითა, – შენი ახალი სხეულია.
ორსეური ერთხანს ჩუმად იყო.
– ეს? ქალბატონო, ეს ხომ ძაღლია.
– ჰო, – მიუგო ვინმა.
– მე ადამიანი ვარ.
– შენ კანდრა ხარ, სხვისი სხეულისა და კუნთების გაყალბება შეგიძ-
ლია. ბეწვზე რას იტყვი?
კანდრა ნასიამოვნები არ ჩანდა.
– ბეწვის არ შემიძლია, მაგრამ ამ მხეცის კუთვნილ ბეწვს გამოვიყე-
ნებ, როგორც ძვლებს ვიყენებ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ...
– შენ გამო არავის მოკვლას არ ვაპირებ, კანდრა, – თქვა ვინმა, –
და რომც მომეკლა ვინმე, ნებას არ მოგცემდი... შეგეჭამა. თანაც ეს ნაკ-
ლებად საეჭვო იქნება. ხალხი ლაპარაკს დაიწყებს, თუ მსახურებს მუ-
დამ უცნობი ადამიანებით შევცვლი ხოლმე. მათ თვეების განმავლობა-
55
ში ვეუბნებოდი, რომ შენ გაშვებას ვაპირებდი. ჰოდა, ახლა ვიტყვი,
რომ, ბოლოს და ბოლოს, ასეც მოვიქეცი. იმას ვერავინ წარმოიდგენს,
რომ ჩემი ახალი ძაღლი სინამდვილეში ჩემი კანდრაა.
ვინი შებრუნდა და სხეულზე მიანიშნა.
– ეს ძალიან გამოსადეგი იქნება. ხალხი ძაღლებს ნაკლებ ყუ-
რადღებას აქცევს, ვიდრე ადამიანებს. ასე რომ, შენ საუბრების მოს-
მენას შეძლებ.
ორსეური უფრო მეტად მოიღუშა.
– ამას ასე მარტივად ვერ გავაკეთებ; მხოლოდ იმ შემთხვევაში
ვიზამ, თუ მიბრძანებ, კონტრაქტის საფუძველზე.
– ძალიან კარგი, – უთხრა ვინმა, – ჩათვალე, რომ ეს ბრძანებაა.
რამდენი ხანი დასჭირდება ამას?
– ჩვეულებრივ სხეულს მხოლოდ რამდენიმე საათი სჭირდება, –
თქვა ორსეურმა, – ამას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს. ძნელი იქ-
ნება, რომ ამდენი ბეწვი რიგიანად გამოიყურებოდეს.
– მაშინ დაიწყე, – თქვა ვინმა და კარისკენ შებრუნდა, თუმცა
წასვლისას მაგიდაზე დადებული პატარა შეკვრა შენიშნა. წარბები
შეიჭმუხნა, მივიდა და გახსნა. მასში რამდენიმესიტყვიანი წერილი
იდო.
"ქალბატონო ვინ,
აქაა შენადნობი, რომელსაც ითხოვდით. ალუმინი ძალიან ძნე-
ლი მოსაპოვებელია, მაგრამ ახლახან კეთილშობილთა ოჯახი ქა-
ლაქიდან წავიდა და მათგან ყიდვა შევძელი.
არ ვიცი, ეს შენადნობი იმუშავებს თუ არა, მაგრამ მჯერა, რომ
ცდა ღირს. ამ ალუმინს ოთხი პროცენტი სპილენძი შევურიე და მი-
ღებული შედეგი ერთობ დამაიმედებლად მიმაჩნია. ამ შენადნობის
შესახებ წავიკითხე. მას დურალუმინი ჰქვია.
თქვენი მსახური, ტერიონი".
ვინმა გაიღიმა, წერილი გვერდზე გადადო და ყუთი გადმოაპირ-
ქვავა. იქ ლითონის მცირეოდენი მტვერი და ვერცხლისფერი ლი-
თონის ნაჭერი იყო. სავარაუდოდ, ეს ორივე დურალუმინი იქნებო-
56
და. ტერიონი ალომანტური მეტალურგიის ოსტატი გახლდათ. თვითონ
ალომანტი არ იყო, თუმცა თავისი სიცოცხლის დიდი ნაწილი ნის-
ლქმნილებისა და ნისლელებისთვის შენადნობებისა და ლითონის
მტვრის დამზადებაში გაატარა.
ვინმა ძღვენი ორივე ჯიბეში ჩაიდო და ორსეურს მიუბრუნდა. კან-
დრა უემოციოდ უყურებდა.
– ეს დღეს მოიტანეს? – ჰკითხა და ყუთზე მიანიშნა.
– დიახ, ქალბატონო, – მიუგო ორსეურმა, – რამდენიმე საათის წინ.
– და არ მითხარი?
– ვწუხვარ, ქალბატონო, – თავისი უემოციო ხმით თქვა ორსეურმა,
– მაგრამ არ გითქვამთ, რომ უნდა მეთქვა.
ვინმა კბილები გააღრჭიალა. ორსეურმა კარგად იცოდა, რომ ვინი
ტერიონისგან მორიგ შენადნობს მოუთმენლად ელოდა. ალუმინის ყვე-
ლა ის წინა შენადნობი, რომლის გამოყენებაც უკვე სცადეს, შეუსაბამო
გამოდგა. გოგო დარდობდა, რომ სადღაც კიდევ ერთი ალომანტური
ლითონი იყო, რომელიც ჯერ არავის აღმოეჩინა. ვინი მანამ არ მოის-
ვენებდა, სანამ ამ ლითონს არ იპოვიდა.
ორსეური არეული გამომეტყველებით იჯდა; მის წინ, იატაკზე, გათი-
შული მგელძაღლა ეგდო.
– ამ სხეულზე მუშაობას შეუდექი, – უთხრა ვინმა. შეტრიალდა და
ელენდის მოსაძებნად ოთახიდან გავიდა.
ვინმა ელენდი მისივე სამუშაო ოთახში იპოვა; ნაცნობი აღნაგობის
კაცთან ერთად დიდ დავთრებში იყო თავჩარგული.
– დოკს! – შესძახა ვინმა. წინა დღეს, როგორც კი ჩამოვიდა, კაცი
თავის ოთახებში შეიკეტა და ვინს აღარ უნახავს.
დოკსონმა გოგოს შეხედა და გაუღიმა. იგი ჯმუხი იყო, მაგრამ მსუ-
ქანი არ ეთქმოდა. მოკლე, შავი თმა ჰქონდა და ისევ თავის ტრადიცი-
ულ ნახევარ-წვერს ატარებდა.
– სალამი, ვინ.
– ტერისი როგორი იყო? – ჰკითხა მან.

57
– ციოდა. მიხარია, რომ დავბრუნდი, მაგრამ კარგი იქნებოდა,
აქ ეს არმია არ დამხვედროდა.
– ასეა თუ ისე, მოხარულნი ვართ, რომ ჩამოხვედი, დოკსონ, – თქვა
ელენდმა, – უშენოდ სამეფო ლამის ჩამოიქცა.
– მთლად ეგრეც არ მგონია, – მიუგო დოკსონმა. მერე ის დიდი
დავთარი, რომელსაც ფურცლავდა, დახურა და დავთრების დასტას
ზემოდან დაადო, – თუ ყველაფერს, მათ შორის, არმიებს, გავითვა-
ლისწინებთ, როგორც ჩანს, ჩემი აქ არყოფნის დროს სამეფო ბი-
უროკრატია კარგად იყო აწყობილი. ამიერიდან დიდად აღარც დაგ-
ჭირდებით!
– სისულელეა! – თქვა ელენდმა.
კარს მიყრდნობილი ვინი მათ კამათს თვალყურს ადევნებდა. კა-
ცები მხიარულებას ნაძალადევად ინარჩუნებდნენ. ორივე ახალი
სამეფოს საკეთილდღეოდ მოქმედებდა და ამიტომ თავსაც ისე აჩვე-
ნებდნენ, თითქოს ერთმანეთი მოსწონდათ. დოკსონი დიდ დავ-
თრებში გარკვეულ ადგილებზე უთითებდა. ის ფინანსებსა და იმაზე
ლაპარაკობდა, რაც ელენდის მმართველობის ქვეშ მყოფ შორეულ
სოფლებში აღმოაჩინა.
ვინმა ამოიოხრა. ის ოთახის მიღმა იყურებოდა. ვარდისებრი
ვიტრაჟიდან მზის შუქი იღვრებოდა და დავთრებსა და მაგიდას აფე-
რადებდა. ვინი ჯერ კიდევ ვერ მისჩვეოდა კეთილშობილთა მდიდ-
რულ გარემოს. წითელი და ლავანდისფერი ფანჯარა დახვეწილი
მშვენიერებით გამოირჩეოდა, თუმცა წარჩინებულები ამას იმდენად
ჩვეულებრივ რამედ მიიჩნევდნენ, რომ ეს ვიტრაჟი უკანა ოთახში
ჩასვეს, პატარა ოთახში, რომელშიც ახლა ელენდი მუშაობდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ოთახის დიდი ნაწილი წიგნის
კარადებს ეკავა. კედლებზე, იატაკიდან ჭერამდე, თაროები იყო ჩა-
შენებული, მაგრამ ელენდის მზარდი კოლექცია მაინც ვერ ეტეოდა.
ვინს დიდად არ ანაღვლებდა ის, თუ რა ჟანრის წიგნები მოსწონდა
ელენდს. კაცს მეტწილად პოლიტიკური და ისტორიული ნაშრომები
ჰქონდა, რომლებშიც ისეთივე ძველი მოვლენები იყო აღწერილი,
58
როგორც თავად ამ წიგნების ფურცლები გამოიყურებოდა. ბევრ მათ-
განს ადრე ფოლადის სამინისტრო კრძალავდა, მაგრამ მაშინდელი
ფილოსოფოსები როგორღაც ახერხებდნენ, რომ ჟინისამშლელი სა-
კითხებიც კი მოსაწყენად წარმოეჩინათ.
– ნებისმიერ შემთხვევაში, – თქვა დოკსონმა, რომელმაც, ბოლოს
და ბოლოს, დიდი დავთრები დახურა, – ხვალ სიტყვით სანამ გამოხ-
ვალთ, რაღაცები მაქვს გასაკეთებელი, თქვენო უდიდებულესობავ.
ჰამმა თქვა, რომ მაგ საღამოს ქალაქის დაცვასთან დაკავშირებით შეხ-
ვედრაც იგეგმება, ასეა?
ელენდმა თავი დაუქნია:
– იმისათვის, რომ ასამბლეა დავარწმუნოთ, ქალაქი მამაჩემს არ
გადასცენ, ამ არმიასთან გასამკლავებელი სტრატეგიის შემუშავება
დაგვჭირდება. ხვალ ღამე შენთან ვინმეს გამოვგზავნი.
– კარგი, – უთხრა დოკსონმა, ელენდს თავი დაუკრა, ვინს თვალი
ჩაუკრა და არეულ-დარეული ოთახიდან გავიდა.
როცა დოკსონმა კარი მიიხურა, ელენდმა ამოიხვნეშა და თავის
უზარმაზარ, მდიდრულ სავარძელში გადაესვენა. ვინი მას მიუახლოვ-
და.
– ის ნამდვილად კარგი კაცია, ელენდ.
– ოჰ, ვხვდები, რომ ასეა; თუმცა იყო კარგი კაცი, არ ნიშნავს იმას,
რომ ყოველთვის ყველას მოსაწონი იქნები.
– დოკსონი მართლაც არაჩვეულებრივია, – უთხრა ვინმა, – ღონი-
ერი, მშვიდი და ერთგული. ჩვენი გუნდი მას ეყრდნობოდა. ალომანტი
არაა, თუმცა კელსიერის მარჯვენა ხელი იყო.
– მას არ მოვწონვარ, ვინ, ძალიან ძნელია, ისეთ ადამიანს შევეწყო,
ვინც ასე მიყურებს.
– შენ მას სათანადო შანსს არ აძლევ, – უსაყვედურა ვინმა ელენდს
და მისი სავარძლის გვერდით შეჩერდა.
ელენდმა შეხედა და უღონოდ შეღიმა. კაცს საკინძე გახსნილი ჰქონ-
და, თმა კი საშინლად აჩეჩილი.

59
– ჰმ... – ამოიოხრა ელენდმა და ვინს ხელზე ხელი მოჰკიდა, –
ეგ პერანგი მართლა მომწონს. წითელი გიხდება.
ვინმა თვალები გადაატრიალა და ელენდს დაჰყვა, როცა კაცმა ნა-
ზად დასვა სავარძელზე და აკოცა. ეს იყო ვნებიანი კოცნა, რომელიც
თითქოს რაღაც სტაბილურის საჭიროებას გამოხატავდა. ვინმაც კოც-
ნით უპასუხა, მოდუნდა და ელენდს მიეხუტა. რამდენიმე წუთის შემ-
დეგ გოგომ ღრმად ამოისუნთქა. სავარძელში ელენდის გვერდით
მოკალათებული ბევრად უკეთ გრძნობდა თავს. კაცმა უფრო მეტად
მიიკრა და სავარძელი ფანჯრიდან შემოსული მზის სინათლისკენ
გაახოხიალა.
ელენდმა გაიღიმა და ვინს შეხედა.
– ახალი სუნამო გასხია.
ვინმა დაიქსუტუნა და თავი მკერდზე მიადო:
– ეს სუნამო არაა, ელენდ, ეს ძაღლის სუნია.
– აჰ, კარგი, – თქვა ელენდმა, – ვღელავდი, რომ შეგრძნებებს
დაკარგავდი. რამე განსაკუთრებული მიზეზის გამო აგდის ძაღლის
სუნი?
– ბაზარში ვიყავი და ძაღლი ვიყიდე; მერე აქ მოვიყვანე და ორ-
სეურს ვაჭამე, ასე რომ, ის მისი ახალი სხეული იქნება.
ელენდი ერთხანს გაჩუმდა.
– შესანიშნავია, ვინ! ვერავინ იფიქრებს, რომ ძაღლი ჯაშუშია.
საინტერესოა, ეს ვინმემ ადრეც თუ მოიფიქრა...
– ვინმე მოიფიქრებდა, – უთხრა ვინმა, – ეს ხომ ჭკვიანურია.
ვეჭვობ, ვინც ეს მოიფიქრა, სხვებს არ გაუმხელდა.
– გონივრულია, – თქვა ელენდმა და სავარძელში გადაესვენა.
ასე ახლოდან ვინი გრძნობდა, რომ კაცი ისევ დაძაბული იყო. "ეს
ხვალინდელი სიტყვით გამოსვლის ბრალია", – გაიფიქრა გოგომ, –
"ამაზე ღელავს".
– თუმცა უნდა ვთქვა, რომ ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რადგან
ძაღლის სურნელის მქონე სუნამოს არ ისხამ. შენი სოციალური სტა-

60
ტუსიდან გამომდინარე, შემიძლია ვივარაუდო, რომ ზოგი ადგილობ-
რივი ლედი მოგბაძავს. ეს მართლაც სახალისო იქნებოდა.
ვინმა მის მოღიმარ სახეს ახედა.
– იცი, ელენდ, ზოგჯერ ძალიან ძნელია იმის გარჩევა, როდის
ხუმრობ ხოლმე და როდის სულელობ.
– ეს მეტ იდუმალებას მანიჭებს, ხომ?
– შეიძლება, – თქვა ვინმა და ისევ მიეხუტა.
– შენ ვერ იაზრებ, ეს რამდენად ჭკვიანურია, – უთხრა ელენდმა, –
თუ ადამიანები ვერ ხვდებიან, როდის ვარ იდიოტი და როდის გენიოსი,
შეიძლება იფიქრონ, რომ ეს ჩემი აბდაუბდა საქციელი ბრწყინვალე პო-
ლიტიკური სვლა არის.
– თუ, რა თქმა უნდა, შენი ნამდვილი ბრწყინვალე სვლები აბდაუბ-
და არ ეგონებათ.
– მაგის გარჩევა რთული არ იქნება, – უთხრა ელენდმა, – ვფიქრობ,
რომ ეგ ბრწყინვალე სვლები საკმაოდ ცოტა მაქვს იმისათვის, რომ რა-
მეში აერიოთ.
ვინმა მას ახედა, რადგან ელენდის ხმაში სიმწარე მოესმა, თუმცა
კაცმა გაუღიმა და საუბრის თემა შეცვალა:
– ასე რომ, ორსეური ძაღლია. ღამღამობით ისევ გამოგყვება ხოლ-
მე?
ვინმა მხრები აიჩეჩა.
– ვფიქრობ, რომ კი, თუმცა ჯერჯერობით მისი წაყვანა არ დამიგეგ-
მავს.
– კარგი იქნებოდა, თან წაგეყვანა, – უთხრა ელენდმა, – შენზე ვღე-
ლავ, ყოველღამე რომ გადიხარ და საკუთარ თავს არ ინდობ.
– გადავიტან. ვინმემ შენზე უნდა იზრუნოს.
– ჰო, – თქვა ელენდმა, – მაგრამ შენზე ვინ იზრუნებს?
"კელსიერი", – მყისიერად ეს სახელი ამოუტივტივდა გონებაში.
კაცს სრული ერთი წელიც კი არ იცნობდა, თუმცა პირველად სწორედ
მასთან ურთიერთობისას იგრძნო თავი დაცულად. კელსიერი მკვდარი

61
იყო და ვინს – ისევე, როგორც დანარჩენ სამყაროს – მის გარეშე
უნდა ეცხოვრა.
– ვიცი, იმ ღამით დაშავდი, როცა ალომანტებს ებრძოდი, – უთხრა
ელენდმა, – მშვიდად ვიქნები, თუ მეცოდინება, რომ შენთან ერთად
ვინმეა.
– კანდრა მცველად არ გამოდგება, – მიუგო ვინმა.
– ვიცი, მაგრამ ისინი საოცრად ერთგულები არიან. არ მსმენია,
რომ რომელიმე მათგანს ოდესმე კონტრაქტი დაერღვიოს. ის შენ
თვალყურს გადევნებს. ვღელავ შენზე, ვინ. გიკვირს, გვიანობამდე
რატომ არ ვიძინებ ხოლმე და შეთავაზებების ჯღაბნაში რატომ ვა-
თენებ? ვერ ვიძინებ, როცა ვიცი, რომ შენ შეიძლება სადღაც იბრძვი,
ან, უარესი, სადმე ქუჩაში წევხარ და კვდები, რადგან გვერდით არა-
ვინ გყავს დამხმარე.
– ზოგჯერ ორსეური დამყავს ხოლმე.
– ჰო, – უთხრა ელენდმა, – მაგრამ ვიცი, რომ რაღაც საბაბით
უკან ტოვებ ხოლმე. კელსიერმა საოცრად ფასეული მსახურის მომ-
სახურება გიყიდა. არ მესმის, ასე ძალიან რატომ ცდილობ, მას თავი
აარიდო.
ვინმა თვალები დახუჭა.
– ელენდ, მან კელსიერი შეჭამა.
– ვითომ ასეა? – ჰკითხა ელენდმა, – კელსიერი უკვე მკვდარი
იყო. გარდა ამისა, ეს მან თვითონ უბრძანა.
ვინმა ამოიოხრა და თვალები გაახილა.
– მე, უბრალოდ... მაგ რაღაცას არ ვენდობი, ელენდ. ეგ არაბუ-
ნებრივი არსებაა.
– ვიცი. მამაჩემს კანდრა ყოველთვის ჰყავდა. ასეა თუ ისე, ორ-
სეური რაღაცას მაინც წარმოადგენს. გთხოვ, შემპირდი, რომ ორსე-
ურს ყოველთვის თან წაიყვან.
– კარგი, მაგრამ არ მგონია, რომ მას ეს ძალიან მოეწონოს
ხოლმე. ერთმანეთს მაშინაც კი ვერ ვეწყობოდით, როცა ის რენოქ-
სის როლს თამაშობდა, მე კი ვითომ მისი ძმისშვილი ვიყავი.
62
ელენდმა მხრები აიჩეჩა.
– ის კონტრაქტს არ გადაუხვევს. მნიშვნელოვანი სწორედ ესაა.
– ის კონტრაქტს ასრულებს, – თქვა ვინმა, – მაგრამ მხოლოდ
იძულებით. შემიძლია, დავიფიცო, რომ ჩემი გაღიზიანება სიამოვნებას
ანიჭებს.
ელენდმა გოგოს დახედა.
– ვინ, კანდრები ბრწყინვალე მსახურები არიან. ისინი ეგეთ რამე-
ებს არ აკეთებენ.
– არა, ელენდ, – შეეწინააღმდეგა ვინი, – ბრწყინვალე მსახური სე-
იზდი იყო. მას ხალხთან ყოფნა და მათი დახმარება უყვარდა. მისგან
საყვედური არასდროს მიგრძნია. ორსეური შეიძლება ყველაფერს ას-
რულებს, რასაც ვუბრძანებ, მაგრამ არ მოვწონვარ. არასოდეს მოვ-
წონდი. ამას ვხვდები.
ელენდმა ამოიოხრა და ხელი მხარზე გადაუსვა.
– არ ფიქრობ, რომ, ცოტა არ იყოს და უსაფუძვლოდ ლაპარაკობ?
ნამდვილად არ გაქვს იმის მიზეზი, რომ ორსეური ასე გძულდეს.
– ჰო? – გამოეპასუხა ვინი, – და შენ რომ დოკსონს ვერ ეწყობი, განა
მაგის მიზეზი არსებობს?
ელენდი ერთხანს გაჩუმდა და ამოიოხრა:
– ვფიქრობ, ამაში მართალი ხარ.
ელენდი ვინს კვლავ მხარზე ეფერებოდა და ჩაფიქრებული ჭერში
იყურებოდა.
– რა ხდება? – ჰკითხა ვინმა.
– საქმეს თავს არც ისე კარგად ვართმევ.
– ნუ სულელობ, – უთხრა გოგომ, – შესანიშნავი მეფე ხარ.
– მართლაც შეიძლებოდა, რომ რიგიანი მეფე ვყოფილიყავი, ვინ,
მაგრამ მე ის არ ვარ.
– ვინ ის?
– კელსიერი, – ხმადაბლა თქვა ელენდმა.
– ელენდ, შენგან კელსიერობას არავინ მოელის.

63
– ვითომ? დოკსონს სწორედ მაგიტომ არ მოვწონვარ. მას კე-
თილშობილები სძულს. ეს ეტყობა ლაპარაკზეც, ქცევაზეც. არც კი
ვიცი, მისი დადანაშაულება რამდენად შეიძლება, იმის გათვალის-
წინებით, თუ რა ცხოვრება გამოიარა. დოკსონი ფიქრობს, რომ მე
არ უნდა ვიყო მეფე. მისი აზრით, ჩემს ადგილზე სკაა უნდა იყოს, ან,
კიდევ უფრო უკეთესი, კელსიერი. ყველა ასე ფიქრობს.
– ეს სისულელეა, ელენდ.
– მართლა? კელსიერი რომ ცოცხალი ყოფილიყო, მეფე მე ვიქ-
ნებოდი?
ვინი გაჩუმდა.
– ხედავ? მათ მე მიმიღეს – ხალხმა, ვაჭრებმა, კეთილშობილებ-
მაც კი, მაგრამ გულის სიღრმეში უნდათ, რომ კელსიერი ჰყავდეთ.
– მე ეგ არ მინდა.
– არ გინდა?
ვინმა წარბები შეჭმუხნა. წამოჯდა, შებრუნდა და ელენდს დაეყ-
რდნო. სახეები ერთმანეთისგან ოდნავ ჰქონდათ დაშორებული.
– ეგ არასოდეს იფიქრო, ელენდ. კელსიერი ჩემი მასწავლებელი
იყო, მაგრამ ის არ მიყვარდა... იმგვარად არ მიყვარდა, როგორც
შენ მიყვარხარ.
ელენდმა თვალებში ჩახედა და თავი დაუქნია. ვინმა მხურვა-
ლედ აკოცა და მერე ისევ მის გვერდით მოკალათდა.
– რატომ არა? – ჰკითხა კაცმა.
– ერთი მიზეზი ისაა, რომ ხნიერი იყო.
ელენდმა ჩაიცინა:
– მახსოვს, ჩემს ასაკზეც იცინოდი.
– ეგ სულ სხვაა, – უთხრა ვინმა, – შენ მხოლოდ რამდენიმე
წლით ხარ უფროსი, კელსიერი კი ხნიერი იყო.
– ვინ, ოცდათვრამეტი წლის ადამიანი ხნიერი არაა.
– საკმაოდ ხნიერია.

64
ელენდმა ისევ ჩაიცინა, მაგრამ ვინის ამ პასუხმა არ დააკმაყოფი-
ლა. რატომ აირჩია ვინმა იგი და არა კელსიერი? კელსიერი ხომ მომა-
ვალს ჭვრეტდა; გმირი და ნისლქმნილი იყო.
– კელსიერი დიდი ადამიანი იყო, – თქვა ვინმა, როცა ელენდმა
მის თმაზე თამაში დაიწყო, – მაგრამ... მას ისეთი რამეები ახასია-
თებდა, ელენდ... საშიში რამეები. ჯიუტი, თავზე ხელაღებული და
ცოტა ბოროტიც კი იყო. არაფერს პატიობდა. ხალხს სინდისის ქენჯნისა
და ღელვის გარეშე ხოცავდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი უკანასკნე-
ლი იმპერიისა და მბრძანებლის სამსახურში იდგნენ. შესაძლოა, ის
მომწონებოდა როგორც მასწავლებელი და მეგობარი, მაგრამ არა
მგონია, ასეთი კაცი შემყვარებოდა. მას არ ვადანაშაულებ; ჩემსავით
ისიც ქუჩიდან იყო. როცა გადარჩენისთვის იბრძვი, ძლიერდები, მაგ-
რამ ამ დროს შეიძლება სასტიკიც გახდე. მნიშვნელობა არა აქვს, ეს მი-
სი ბრალი იყო თუ არა, კელსიერი იმ კაცებს მაგონებდა, რომლებსაც...
ბავშვობაში ვიცნობდი. თუმცა კელი მათზე ბევრად უკეთესი იყო. მარ-
თლა შეეძლო, კეთილი ყოფილიყო. მან ხომ საკუთარი სიცოცხლე სკა-
ას ხალხისთვის გაწირა. ამის მიუხედავად, მაინც სასტიკ სიმკაცრეს
იჩენდა.
ვინმა თვალები დახუჭა და ელენდის სითბო შეიგრძნო:
– შენ, ელენდ ვენტურ, კარგი კაცი ხარ, ნამდვილად კარგი კაცი ხარ.
– კარგი კაცები ლეგენდები არ ხდებიან, – ხმადაბლა თქვა ელენ-
დმა.
– კარგ კაცებს ლეგენდად გახდომა არ სჭირდებათ, – ვინმა თვალე-
ბი გაახილა და ელენდს ახედა, – ისინი, უბრალოდ, იმას აკეთებენ, რაც
სწორია.
ელენდმა გაიღიმა, თავზე აკოცა და უკან გადაიხარა. ისინი ერთხანს
მზით გამთბარ ოთახში იყვნენ მიწოლილები და ისვენებდნენ.
– მან ერთხელ გადამარჩინა, – თქვა ბოლოს ელენდმა.
– ვინ? – ჰკითხა ვინმა, – კელსიერმა?
ელენდმა თავი დაუქნია.

65
– იმ დღეს, მას შემდეგ, რაც სპუკი და ორსეური შეიპყრეს. იმ
დღეს, როცა კელსიერი მოკვდა. მოედანთან ბრძოლა იყო, როცა ჰა-
მი და რამდენიმე ჯარისკაცი ტყვეების გათავისუფლებას ცდილობ-
დნენ.
– მეც იქ ვიყავი, – უთხრა ვინმა, – ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე ბრიზთან
და დოკსთან ერთად ვიმალებოდი.
– მართლა? – ცოტა არ იყოს ინტერესით ჰკითხა ელენდმა, – შენ
გეძებდი. მეგონა, რომ ორსეურთან ერთად დაგაპატიმრეს. მაშინ
ხომ ის შენს ბიძად ასაღებდა თავს. გალიებთან მიღწევას ვცდილობ-
დი, რათა გამეთავისუფლებინე.
– ეგ როგორ გააკეთე, ელენდ? იქ ხომ ბრძოლის ველი იყო! იქ
ხომ მსჯავრმდებელი იყო, მბრძანებელს ვფიცავ!
– ვიცი, – ოდნავ გაიღიმა ელენდმა, – სწორედ იმ მსჯავრმდე-
ბელმა სცადა ჩემი მოკვლა. მას უკვე ნაჯახი ჰქონდა აღმართული და
მაშინ... კელსიერი იქ გაჩნდა; მსჯავრმდებელს დაარტყა და ძირს
დასცა.
– ალბათ, დამთხვევა იყო, – თქვა ვინმა.
– არა, – რბილად თქვა ელენდმა, – იცოდა, რასაც აკეთებდა,
ვინ. შემომხედა, როცა მსჯავრმდებელს ებრძოდა, და ეს მის თვა-
ლებში დავინახე. ამ მომენტზე სულ ვფიქრობ. ყველა მეუბნება,
კელსიერს კეთილშობილები იმაზე მეტად სძულდა, ვიდრე დოკსონ-
სო.
ვინი ერთხანს დუმდა.
– ის... ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა იცვლებოდა.
– იმდენად შეიცვალა, რომ უცნობი კეთილშობილის გადასარჩე-
ნად საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო?
– მან იცოდა, რომ მე შენ მიყვარდი, – ოდნავ გაიღიმა ვინმა, –
ვფიქრობ, ამან მისი სიძულვილი გადაძალა.
– ეგ ვერ გავაცნობიერე... – ელენდი გაჩუმდა, რადგან უეცრად
ვინს რაღაც ხმა მოესმა და კარისკენ შებრუნდა. ნაბიჯების ხმა ახ-
ლოვდებოდა. გოგო წამოჯდა და ერთი წამის შემდეგ ოთახში თავი
66
ჰამმა შემოყო, მაგრამ შეჩერდა, როცა დაინახა, რომ ვინი ელენდის
კალთაში იჯდა.
– ოჰ, – თქვა კაცმა, – მაპატიეთ.
– არა, მოიცა, – გასძახა ვინმა. ჰამმა ისევ შემოყო თავი და გოგო
ელენდს მიუბრუნდა.
– ლამის დამავიწყდა, რატომ მოვედი შენ სანახავად. დღეს ტერიო-
ნისგან ახალი შეკვრა მივიღე.
– კიდევ ერთი? – ჰკითხა ელენდმა, – ვინ, როდის დაანებებ მაგას
თავს?
– ეგ არ შემიძლია, – უთხრა ვინმა.
– ნუთუ ასეთი მნიშვნელოვანია? – ჰკითხა ელენდმა, – ანუ, იმას
ვგულისხმობ, რომ თუ ყველას დაავიწყდა, რას აკეთებს ის ბოლო ლი-
თონი, მაშინ ძალიან მძლავრი არ უნდა იყოს.
– შეიძლება, – თქვა ვინმა, – ან იმდენად მძლავრი იყო, რომ ფო-
ლადის სამინისტრო ძალიან ეცადა მის მიჩქმალვას, – გოგო სავარ-
ძლიდან ჩამოცურდა და ქისა და ლითონის წვრილი ნაჭერი ჯიბიდან
ამოიღო. ლითონი ელენდს გადასცა, რომელიც ამასობაში სავარძელ-
ში წამოჯდა.
ეს ვერცხლისფერი, ამრეკლავი და მეტისმეტად მსუბუქი ლითონი
იყო, როგორც ალუმინი, რომლისგანაც დაამზადეს. ნებისმიერი ალო-
მანტი, რომელიც შემთხვევით ალუმინს დაწვავდა, დანარჩენი ლითო-
ნების მარაგს კარგავდა და უღონოდ რჩებოდა. ფოლადის სამინისტრო
ალუმინს საიდუმლოდ ინახავდა. ვინმა მის შესახებ მხოლოდ იმ ღამეს
შეიტყო, როცა მსჯავრმდებლებმა შეიპყრეს, იმ ღამეს, როცა მბრძანე-
ბელი მოკლა. მათ ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს ალუმინის სათანადო
ალომანტური შენადნობის მიღება. ალომანტური ლითონები ყოველ-
თვის წყვილებად იყო: რკინა და ფოლადი, კალა და კალტყვია, სპილენ-
ძი და ბრინჯაო, თუთია და თითბერი, ალუმინი და ... რაღაც. გოგოს იმე-
დი ჰქონდა, რომ ეს რაღაც მძლავრი იქნებოდა. ატიუმი გამოელია,
არადა სჭირდებოდა. ელენდმა ამოიოხრა და ლითონის ნაჭერი დაუბ-
რუნა.
67
– ბოლოს, როცა მსგავსი რამის დაწვა სცადე, ორი დღე ცუდად
იყავი, ვინ. მაშინ ძალიან შემეშინდა...
– ეს ვერ მომკლავს, – უთხრა ვინმა, – კელსიერმა მითხრა, რომ ცუ-
დი შენადნობის დაწვა მხოლოდ ცუდად გამხდიდა.
ელენდმა თავი გააქნია.
– ზოგჯერ კელსიერიც კი ცდებოდა, ვინ. განა შენ არ თქვი, რომ
მას ბრინჯაოს მოქმედება ცუდად ესმოდა?
გოგო გაჩუმდა. ელენდი ისე გულწრფელად ღელავდა, რომ
თითქოს მისი აზრი ვინმაც გაიზიარა; მაგრამ...
"როცა არმია შემოგვიტევს, ელენდი მოკვდება", – ფიქრობდა
ვინი. ქალაქის სკაა გადარჩებოდა. არცერთი მმართველი არ იქნე-
ბოდა იმდენად სულელი, რომ ასეთი სასარგებლო ქალაქის მოსახ-
ლეობა დაეხოცა; თუმცა მეფეს მოკლავდნენ. ვინი მთელ არმიას
ვერ შეებმებოდა, მოსამზადებელ სამუშაოებში კი ცოტა რამით თუ
შეეძლო დახმარება.
თუმცა გოგომ ალომანტია იცოდა. და რაც უფრო უკეთ შეისწავ-
ლიდა, მით მეტად დაიცავდა იმას, ვინც უყვარდა.
– ეს უნდა ვცადო, ელენდ, – ამოიჩურჩულა ვინმა, – კლაბსი ამ-
ბობს, რომ სტრაფი რამდენიმე დღე არ შემოგვიტევს. ლაშქრობის
შემდეგ თავისი ხალხი უნდა დაასვენოს და ქალაქი დაზვეროს. ვერ
მოვიცდი. თუ ეს ლითონი ცუდად გამხდის, ბრძოლისთვის მომჯობი-
ნება უნდა მოვასწრო. ამიტომ ახლავე ვცდი.
ელენდი მოიღუშა, მაგრამ არ აუკრძალავს, იცოდა, ამას აზრი არ
ექნებოდა. უბრალოდ, წამოდგა:
– ჰამ, რას იტყვი, ეს კარგი აზრია?
ჰამმა თავი დაუქნია. ის მეომარი იყო და ამ რისკს ამართლებდა.
ვინმა მას სთხოვა, დარჩენილიყო და თუ ცდა ცუდად ჩაივლიდა, გო-
გო თავის საწოლამდე მიეყვანა.
– კარგი, – მორჩილად თქვა ელენდმა და ვინს მიუბრუნდა.
ვინი სავარძელში დაჯდა, უკან გადაწვა, დურალუმინის მტვრის
მწიკვი აიღო და გადაყლაპა. მერე თვალები დახუჭა და ალომანტუ-
68
რი მარაგები შეიგრძნო. რვავე ლითონი იქ იყო. ატიუმი და ოქრო არ
ჰქონდა და არც მათი შენადნობები. ეს ძვირფასი ატიუმი რომც ჰქონო-
და, მხოლოდ საგანგებო შემთხვევის დროს გამოიყენებდა.
ახალი მარაგი გაჩნდა. ყოველ ჯერზე, როცა ვინი ალუმინის შენად-
ნობს წვავდა, ტკივილისგან მაშინვე თვალთ უბნელდებოდა. "ადამიანი
იფიქრებდა, რომ ჭკუა უნდა მესწავლა..." – გაიფიქრა გოგომ და ახალი
შენადნობი კბილების კაწკაწით აანთო. არაფერი მომხდარა.
– უკვე სცადე? – შიშით ჰკითხა ელენდმა.
ვინმა ნელა დაუქნია თავი.
– თავი არ მტკივა, მაგრამ... ვერ გამირკვევია, ეს შენადნობი საერ-
თოდ რამეს შვრება თუ არა.
– მაგრამ ხომ იწვის? – ჰკითხა ჰამმა.
ვინმა თავი დაუქნია. შიგნით ნაცნობი სითბო იგრძნო, რაც იმაზე მი-
ანიშნებდა, რომ ლითონი იწვოდა. განძრევა სცადა, რათა რამე ცვლი-
ლება ასე მაინც გაერჩია, მაგრამ ვერ შეძლო. ბოლოს ვინმა კაცებს უბ-
რალოდ ახედა და მხრები აიჩეჩა.
ჰამმა შუბლი შეიჭმუხნა.
– ამან ცუდად არ გაგხადა. ანუ სათანადო შენადნობი იპოვე. ყველა
ლითონს მხოლოდ ერთი შესაბამისი შენადნობი აქვს.
– ან, – თქვა ვინმა, – უბრალოდ, ჩვენ გვეუბნებოდნენ ასე.
ჰამმა თავი დაუქნია:
– ეს რა შენადნობი იყო?
– ალუმინი და სპილენძი, – მიუგო ვინმა.
– საინტერესოა, – თქვა ჰამმა, – საერთოდ არაფერს გრძნობ?
ვინმა თავი გააქნია.
– კიდევ უნდა სცადო.
– როგორც ჩანს, იღბლიანი ვარ, – თქვა გოგომ, რომელმაც დურა-
ლუმინი ამოწურა, – ტერიონი ორმოც შენადნობამდე მივიდა, რომლე-
ბიც, მისი აზრით, შეიძლებოდა გვეცადა, როგორც კი საკმარისი ალუ-
მინი გვექნებოდა. ეს მხოლოდ მეხუთე იყო.

69
– ორმოცი? – ვერ დაიჯერა ელენდმა, – არ ვიცოდი, ამდენი ლი-
თონი თუ არსებობდა, რომელთაგანაც შენადნობის დამზადება შე-
იძლებოდა!
– შენადნობის დასამზადებლად ორი ლითონი არაა აუცილებელი,
– გაფანტულად თქვა ვინმა, – მხოლოდ ერთი ლითონი და კიდევ
რამე. ფოლადი აიღე. იგი ხომ რკინისა და ნახშირბადისგან შედგე-
ბა.
– ორმოცი... – გაიმეორა ელენდმა, – და შენ ყველა უნდა სცა-
დო?
ვინმა მხრები აიჩეჩა.
– ჩავთვალე, რომ დასაწყისისთვის ეს კარგია.
ელენდი ამ საკითხის გამო შეწუხებული ჩანდა, მაგრამ აღარა-
ფერი უთქვამს. ჰამს მიუბრუნდა და ჰკითხა:
– ჰამ, რატომ გინდოდა ჩვენი ნახვა?
– მნიშვნელოვანი არაფერია, – უპასუხა ჰამმა, – მინდოდა, მე-
კითხა, ცოტაოდენ წავარჯიშებაზე რას იტყოდით. ეს არმია ძალიან
მაღელვებს და თან ისიც ვიფიქრე, შეიძლებოდა ვინს გარკვეული
გამოცდილების მიღება კიდევ ნდომოდა.
გოგომ მხრები აიჩეჩა:
– რა თქმა უნდა, რატომაც არა?
– გინდა წამოსვლა, ელ? – ჰკითხა ჰამმა, – ცოტა წასავარჯიშებ-
ლად.
ელენდმა გაიცინა:
– და რომელიმე თქვენგანთან დასაპირისპირებლად? მე ხომ ჩე-
მი ღირსება მაქვს!
ვინი ოდნავ მოიღუშა და ელენდს ახედა:
– მართლა უკეთესია, რომ მეტი ივარჯიშო, ელენდ. შენ ხომ
ხმლის ხელში დაჭერაც კი არ იცი წესიერად; სადუელე ჯოხს კი სა-
შინლად ფლობ.
– რატომ უნდა ვიღელვო მაგაზე, როცა თქვენ მყავხართ დამცვე-
ლებად.
70
ვინი უფრო შეწუხდა:
– ყოველთვის შენ გვერდით ვერ ვიქნებით, ელენდ. ბევრად ნაკ-
ლებად ვიღელვებდი, თავის დაცვა უკეთ რომ შეგეძლოს.
ელენდმა, უბრალოდ, გაიცინა:
– გპირდები, ვივარჯიშებ, მაგრამ დღეს არა. ახლა ძალიან ბევრი სა-
ფიქრალი მაქვს. რას იტყვით, თქვენი ვარჯიშის მხოლოდ საყურებლად
რომ წამოვიდე? ხომ შეიძლება, ყურებითაც ვისწავლო რამე. ისე, სხვა-
თა შორის, ეს იარაღით ვარჯიშის საუკეთესო მეთოდია იმისათვის, რომ
გოგოსგან ცემას გადავურჩე.
ვინმა ამოიოხრა, მაგრამ აღარ დაუჟინია.
ახლა ამ ჩანაწერს ლითონის ფილაზე ვტვიფრავ, რამეთუ მეშინია.
ჰო, ვაღიარებ, რომ მეც ადამიანი ვარ და საკუთარი თავის გამო მეში-
ნია. თუ ალენდი აღზევების წყაროდან დაბრუნდება, დარწმუნებული
ვარ, ჩემი სიკვდილი მისი უმთავრესი მიზანი იქნება. ის ბოროტი კაცი
არ არის, მაგრამ დაუნდობელია. და ვფიქრობ, ეს იმის შედეგია, რაც
მან გამოიარა.

6
ელენდი მოაჯირზე გადაიხარა და საწვრთნელ მოედანს გახედა. უნ-
დოდა, რომ გასულიყო და ვინთან და ჰამთან ერთად ევარჯიშა, თუმცა
ამის აზრს ვერ ხედავდა.
"ნებისმიერი მკვლელი, რომელსაც მომიგზავნიან, ალომანტი იქნე-
ბა", – ფიქრობდა ელენდი, – "ათი წელიც რომ ვივარჯიშო, მათ მაინც
ვერ გავუტოლდები".
ჰამმა კეტი რამდენჯერმე მოიქნია და ვინს თავი დაუკრა. ვინიც თა-
ვისზე გრძელი კეტით ხელში გამოვიდა. ელენდი უყურებდა ამ მებრძო-
ლებს და მათ შორის აშკარა სხვაობასაც თავისუფლად ამჩნევდა. ჰამს
მძლავრი კუნთები და მეომრის ძლიერი აღნაგობა ჰქონდა, გაჩხინკუ-
ლი ვინი კი ამ კაცის ფონზე კიდევ უფრო სუსტად გამოიყურებოდა. გო-
გოს მხოლოდ ვიწრო, ღილებიანი პერანგი და შარვალი ეცვა; მანტია
კი, რომელიც მის პატარა ტანს დაფარავდა, არ ჰქონდა მოსხმული.
71
ეს უთანასწორობა კიდევ უფრო თვალში საცემი გახდა, როცა
ჰამმა ვინს უთხრა:
– კეტის ხმარებაში ვვარჯიშობთ და არა ბიძგებასა და ქაჩვაში. კალ-
ტყვიის გარდა არაფერი გამოიყენო, კარგი?
ვინმა თავი დაუქნია. ხშირად ვარჯიშობდნენ ასე. ჰამი ამტკიცებ-
და, რომ ალომანტი რაც უნდა ძლიერი იყოს, ვარჯიში მაინც შეუც-
ვლელიაო. კაცი ვინს კალტყვიის გამოყენების უფლებას აძლევდა,
რადგან, მისი აზრით, მომეტებული ძალა და მოქნილობა დააბნევ-
და, თუკი არ შეეჩვეოდა.
საწვრთნელი მოედანი ჩვეულებრივ ეზოს ჰგავდა. იგი სასახლის
ფარდულებს შორის მდებარეობდა; ცალ მხარეს კი ღია დერეფანი
ჰქონდა შემოვლებული. ელენდი ამ დერეფნის სახურავის ქვეშ იდგა
და წითელი მზის სხივები თვალებში აღარ ეცემოდა, რაც შესანიშნა-
ვი იყო, თანაც მსუბუქი ფერფლვა დაიწყო და დროდადრო ციდან
ფერფლის ფიფქები ცვიოდა. ელენდი მკლავებით მოაჯირს ეყ-
რდნობოდა. მის უკან ჯარისკაცები მიდი-მოდიოდნენ. ზოგი საყუ-
რებლად ჩერდებოდა. ვინისა და ჰამის ვარჯიშები სასახლის მცვე-
ლების ერთფეროვნებას არღვევდა.
"ახლა შეთავაზებაზე უნდა ვმუშაობდე", – ფიქრობდა ელენდი, –
"მე კი აქ ვდგავარ და ვინის ბრძოლას ვუყურებ". მაგრამ ბოლო
დღეებში იმდენად დაძაბული და დათრგუნვილი იყო, რომ თავს ვერ
აიძულებდა, კიდევ ერთხელ გადაეკითხა წარმოსათქმელი სიტყვა.
სინამდვილეში მას ცოტა ხნით დაფიქრება სჭირდებოდა, ამიტომ
იდგა და სასხვათაშორისოდ უყურებდა.
ვინი ჰამს ფრთხილად მიუახლოვდა, კეტი ორივე ხელით ჰქონდა
ჩაბღუჯული. ოდესღაც ელენდს შეიძლებოდა ეფიქრა, შარვალი და
პერანგი ქალისთვის შეუფერებელი სამოსი არისო, მაგრამ უკვე იმ-
დენი ხანი გავიდა, რაც ვინის გვერდით იყო, რომ ეს აღარ აწუხებდა.
მშვენიერ სამეჯლისო კაბებს არაფერი დაეწუნებოდა, მაგრამ ვინი
უბრალო სამოსში უფრო მოხერხებულად გრძნობდა თავს. ელენ-
დსაც მოსწონდა ყოველდღიურ ტანსაცმელში გამოწყობილი ვინი.
72
როგორც წესი, ვინი მოწინააღმდეგეს პირველი დარტყმის საშუა-
ლებას აძლევდა ხოლმე და ახლაც ასე მოიქცა. ჰამმა კეტის ქნევით შე-
უტია. პატარა ტანის ვინი თავდასხმას იგერიებდა. სწრაფი იერიშის შემ-
დეგ ორივემ უკან დაიხია და ერთმანეთს ფრთხილად უვლიდნენ გარ-
შემო.
– მე გოგოზე ვდებ, – ელენდი მიბრუნდა და თავისკენ მომავალი
კლაბსი დაინახა.
იგი ელენდის გვერდით დადგა და მოაჯირზე ათბოქსინგიანი დადო.
ელენდმა გაუღიმა; კლაბსმა კი საპასუხოდ შეუბღვირა, რაც მის სალ-
მად მიიჩნეოდა. დოკსონს თუ არ ჩავთვლით, ელენდი ვინის თანაგუნ-
დელებს იოლად შეეწყო, თუმცა კლაბსთან ურთიერთობა საკმაოდ ძნე-
ლი იყო. ამ ჯმუხ კაცს სახე ჩამოსტიროდა და თითქოს მუდამ ალმაცე-
რად იყურებოდა, უკმაყოფილების გამომხატველ ამ გამომეტყველებას
მისი ხმის ტონიც შეესაბამებოდა. თუმცა ნიჭიერი ოსტატის სახელი
ჰქონდა, ალომანტიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. კლაბსი მკვამლავი
იყო და ამ უნარის გამოყენება ბოლო დროს ხშირად აღარ უწევდა.
თითქმის მთელი წელი კლაბსი ელენდის შეიარაღებული ძალების
ერთ-ერთი სარდალი იყო. ელენდმა არ იცოდა, თუ სად ისწავლა მან ჯა-
რისკაცების მეთაურობა, მაგრამ შესანიშნავად კი გამოსდიოდა. შესაძ-
ლოა, კლაბსმა ეს უნარი იქ შეიძინა, სადაც ის იარა, რომელიც ფეხზე
ჰქონდა. ამ ჭრილობის გამო კლაბსი კოჭლობდა და მეტსახელიც ამი-
ტომ მიიღო.
– ისინი მხოლოდ და მხოლოდ ვარჯიშობენ, კლაბს, – უთხრა ელენ-
დმა, – გამარჯვებული არ გამოვლინდება.
– სერიოზულ ბრძოლაზე გადავლენ; ყოველთვის ასე ხდება ხოლმე.
ელენდი ერთხანს გაჩუმდა:
– ანუ, ვინის წინააღმდეგ უნდა დავდო? – შენიშნა მან, – ეს ხომ არა-
ბუნებრივი იქნება.
– მერე რა?
ელენდმა გაიღიმა და მონეტა ამოიღო. კლაბსი მას ჯერ კიდევ თით-
ქოს უფრთხოდა და არ სურდა, ეწყენინებინა.
73
– ჩემი უვარგისი ძმისშვილი სად არის? – ჰკითხა ელენდს, თან
ვარჯიშს უყურებდა.
– სპუკი? – კითხვაზე კითხვით უპასუხა ელენდმა, – დაბრუნდა? ქა-
ლაქში როგორ შემოაღწევდა?
კლაბსმა მხრები აიჩეჩა:
– მან ამ დილით ზღურბლზე რაღაც დამიტოვა.
– საჩუქარი?
კლაბსმა ჩაიცინა:
– ის იყო ქალაქ იელვაში მცხოვრები დურგლის მიერ შესრულე-
ბული ხის ნაკეთობა; წერილში კი ეწერა: "მოხუცო, უბრალოდ, მინ-
დოდა, მეჩვენებინა, რა შეუძლიათ ნამდვილ დურგლებს".
ელენდს გაეცინა, მაგრამ როცა კლაბსმა მზერა მიაპყრო, გაჩერ-
და.
– ის ადრე ასეთი კადნიერი არ ყოფილა, – ჩაიბურტყუნა კლაბ-
სმა, – ვფიცავ, რომ ეს ყმაწვილი თქვენ გააფუჭეთ.
კლაბსი იღიმებოდა თუ სერიოზულად ამბობდა ამას? ელენდმა
აღარ იცოდა, რა ეფიქრა – ეს კაცი მართლა ისეთი იყო, როგორიც
ჩანდა, თუ თავად ელენდს არ შეეძლო, მისი დახვეწილი ხუმრობები
გაეაზრებინა?
– არმიის საქმე როგორაა? – ჰკითხა ბოლოს ელენდმა.
– საშინლად, – მიუგო კლაბსმა, – არმია თუ გინდა, მის გასაწ-
ვრთნელად ერთ წელზე მეტი დრო უნდა მქონდეს. ახლა ის ბიჭები
ჯოხებით შეიარაღებულ მოხუც ქალებსაც კი ძლივს დაუპირისპირ-
დებიან.
"შესანიშნავია", – გაიფიქრა ელენდმა.
– ამ ეტაპზე ბევრს ვერაფერს მოვახერხებთ, – ჩაიბურტყუნა
კლაბსმა, – სტრაფი რამდენიმე თავდაცვით ნაგებობას სახელდახე-
ლოდ თხრის, თუმცა უმეტესად მაინც ასვენებს თავის ჯარისკაცებს.
იერიში ამ კვირის ბოლოს დაიწყება.

74
მოედანზე ვინი და ჰამი ბრძოლას აგრძელებდნენ. იმ მომენტში ნე-
ლა მოქმედებდნენ. ჰამი დროდადრო ჩერდებოდა და ვინს პრინციპებს
ან პოზიციებს უხსნიდა.
ელენდი და კლაბსი ცოტა ხანს უყურებდნენ და შენიშნეს, რომ
ბრძოლა თანდათან იძაბებოდა. ორივე მონაწილე გამომშრალ მი-
წაზე ფეხებით ფერფლის კორიანტელს აყენებდა.
მართალია, ღონით, წონითა და გამოცდილებით ერთმანეთისგან
სასაცილოდ განსხვავდებოდნენ, თუმცა ვინი ჰამს გვარიან წინააღმდე-
გობას უწევდა. ელენდს უნებურად ეღიმებოდა. ეს გოგო მართლაც გან-
საკუთრებული იყო, რაც ელენდმა ჯერ კიდევ დაახლოებით ორი წლის
წინ შენიშნა, როცა პირველად დაინახა ვენტურთა სამეჯლისო დარბაზ-
ში. ახლა კი ელენდი აცნობიერებდა, რომ სიტყვა "განსაკუთრებული"
არცთუ ისე ზუსტად ახასიათებდა ვინს.
ხის მოაჯირზე მონეტამ გაიწკარუნა:
– მეც ვინზე ვდებ.
გაკვირვებული ელენდი შებრუნდა. ეს ერთ-ერთმა ჯარისკაცმა
თქვა, რომელიც სხვებთან ერთად უკან იდგა. ელენდმა წარბები შეჭ-
მუხნა:
– შენ ვინ...
ელენდს სიტყვა გაუწყდა. უკან მდგომი, გაჯგიმული წვერიანი კაცი
ეცნობოდა:
– სპუკ? – თვალებს არ დაუჯერა ელენდმა.
ყმაწვილმა ყალბ წვერ-ულვაშში ჩაიცინა.
– იყო სადაც ხმობა.
ელენდს მაშინვე თავი ასტკივდა.
– მბრძანებლის გულისთვის, არ მითხრა, რომ ისევ იმ დიალექტით
ლაპარაკობ.
– ოჰ, მხოლოდ ზოგჯერ, როცა ნოსტალგია მეძალება, – სიცილით
მიუგო სპუკმა. მას აღმოსავლური აქცენტი ჰქონდა. ეს ბიჭი სრულიად
გაუთლელი იყო, როცა ელენდმა გაიცნო. საბედნიეროდ ქუჩური დი-
ალექტი მოიშორა. აღარც ძველი ტანსაცმელი ერგებოდა. ეს თექვსმე-
75
ტი წლის ყმაწვილი სიმაღლით ლამის ორ მეტრს აღწევდა და სულაც
არ ჰგავდა იმ ბიჭს, რომელიც პირველად ნახა ელენდმა ერთი წლის
წინ.
სპუკი ელენდის გვერდით მოაჯირს დაეყრდნო; ბიჭურად დადგა და
სულ მთლად დაკარგა იმ ჯარისკაცის იერი, რომელიც არასოდეს
ყოფილა.
– ასე რატომ გამოეწყვე, სპუკ? – ჰკითხა წარბშეჭმუხნილმა
ელენდმა.
სპუკმა მხრები აიჩეჩა:
– ნისლქმნილი არ ვარ. ჩვენ, უფრო მიწიერ ჯაშუშებს, გვიწევს,
რომ ფანჯრებზე შეხტომისა და მიყურადებისგან განსხვავებული
გზები გამოვძებნოთ.
– იქ რამდენი ხანი იდექი? – შეუბღვირა კლაბსმა თავის ძმის-
შვილს.
– შენ სანამ მოხვიდოდი, მე უკვე აქ ვიყავი, ბუზღუნა ბიძიავ, –
მიუგო სპუკმა, – შენს კითხვას რაც შეეხება, ორი დღის წინ დავ-
ბრუნდი, დოკსონის დაბრუნებამდე. უბრალოდ, ვიფიქრე, რომ ვიდ-
რე საქმეს შევუდგებოდი, ცოტას დავისვენებდი.
– არ ვიცი, შენიშნე თუ არა, სპუკ, მაგრამ ჩვენ ომში ვართ ჩაბ-
მულნი. ახლა დასვენების დრო არაა, – უთხრა ელენდმა.
სპუკმა მხრები აიჩეჩა.
– არ მინდოდა, რომ ისევ სადმე გაგეგზავნეთ. თუ ომი გაჩაღდე-
ბა, მინდა, რომ აქ ვიყო. ეს ამაღელვებელი რამ იქნება.
კლაბსმა ჩაიცინა.
– ეგ ფორმა სად იშოვე?
– აჰ... კარგი... – სპუკმა ირგვლივ მიმოიხედა და იმ დაბნეული
ბიჭის იერი მიიღო, როგორადაც მას ელენდი იცნობდა.
კლაბსმა კადნიერ ბიჭებზე რაღაც ჩაიბურტყუნა. ელენდმა გა-
იცინა და სპუკს მხარზე ხელი დაჰკრა. ბიჭმა გაიღიმა და ამოხედა.
იგი ადრე არც ისე შესამჩნევი ფიგურა იყო, თუმცა დაამტკიცა, რომ
ძველი თანაგუნდელებივით ისიც ღირებული ვინმეა. სპუკი მახვილ-
76
თვალა იყო – ნისლელი, რომელიც თავისი შეგრძნებების გასაძლიე-
რებლად კალას წვავს. მას შეეძლო, შორიდან მოესმინა საუბრები ან
დაენახა მრავალი რამ.
– ასეა თუ ისეა, მოხარული ვარ, რომ დაბრუნდი, – უთხრა ელენ-
დმა, – დასავლეთიდან რა ისმის?
სპუკმა თავი გააქნია.
– უჟმურა ბიძის მსგავსად ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ
კარგი ამბავი არ არის. ის ჭორები ხომ გსმენიათ, რომ მბრძანებლის
ატიუმის მარაგი ლუთადელშია დამალული? ეგ ჭორები ისევ გავრცელ-
და, თან უფრო ფართოდ.
– მეგონა, ეგ უკვე გადავლახეთ! – თქვა ელენდმა. ბრიზმა და მისმა
გუნდელებმა ექვსი თვე შეალიეს ჭორების გავრცელებას და მთავარ-
სარდლების იმაში დარწმუნებას, რომ ვითომ ატიუმი სხვა ქალაქში უნ-
და ყოფილიყო დამალული, რადგან ელენდმა ლუთადელში ვერ იპოვა.
– მგონი ეგრე არაა, – თქვა სპუკმა, – და... ვფიქრობ, რომ ვიღაცა
განზრახ ავრცელებს ამ ჭორებს. ქუჩებში დიდხანს დავხეტიალობდი,
რათა ეს ჩანერგილი ამბავი შემეტყო; ამ ჭორს აშკარად ცუდი სუნი
უდის. ვიღაცას უნდა, რომ მთავარსარდლებმა მიზანში ამოგიღონ.
"შესანიშნავია", – გაიფიქრა ელენდმა.
– ბრიზის ადგილსამყოფელი არ იცი, ხომ?
სპუკმა მხრები აიჩეჩა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ელენდს ყურადღე-
ბას აღარ აქცევდა; ვარჯიშს უყურებდა. ელენდმაც ვინსა და ჰამს შეხე-
და.
როგორც კლაბსმა იწინასწარმეტყველა, ეს ორნი უფრო სერიოზულ
ბრძოლაში ჩაებნენ. დარიგებები და ხანმოკლე იერიშები აღარ იყო.
მონდომებით იბრძოდნენ, კეტებს იქნევდნენ და მტვრის კორიანტელს
აყენებდნენ. ირგვლივ ფერფლი დაფრინავდა. მათ კიდევ უფრო მეტი
ჯარისკაცი უყურებდა.
ელენდი წინ გადაიხარა. ორი ალომანტი დაძაბული იბრძოდა. ვინ-
მა იერიშის მიტანა სცადა, მაგრამ ჰამი შეტრიალდა და კეტი სწრაფად
მოიქნია. ვინმა როგორღაც მოასწრო, რომ თავისი კეტი დროზე დაეხ-
77
ვედრებინა მოწინააღმდეგისთვის, მაგრამ ჰამის დარტყმის ძალამ
გოგო უკან მოისროლა. ვინი ცალ მხარზე დაეცა და ტკივილისგან
ამოიგმინა, მერე ცალ ხელს დაეყრდნო და წამოდგა. შებარბაცდა,
წონასწორობა აღიდგინა და კეტი აღმართა.
"კალტყვია", – გაიფიქრა ელენდმა. იგი ტლანქ კაცსაც კი მოქ-
ნილს ხდიდა, ვინის მსგავს გრაციოზულ ადამიანს კი...
ვინმა თვალები მოწკურა. მის დაძაბულ ყბებსა და უკმაყოფილო
სახეზე შინაგანი სიჯიუტე ვლინდებოდა. დამარცხებას ვერ იტანდა,
მაშინაც კი, როცა მოწინააღმდეგე აშკარად მასზე ძლიერი იყო.
ელენდი გაიმართა. უნდოდა, ბრძოლის დასრულება ეთხოვა,
თუმცა ამ დროს ვინი წინ გაიჭრა. ჰამმა კეტი მომლოდინე პოზაში
აღმართა და, როცა გოგო მიუახლოვდა, ჰაერში დაატრიალა. ვინი
გვერდზე გადაიხარა, იერიში აიცილა, შემდეგ თავისი კეტი დაატ-
რიალა და ჰამის კეტს ერთ ბოლოში გაარტყა. კაცმა წონასწორობა
დაკარგა და ვინი იერიშზე გადავიდა.
თუმცა ჰამი მალე გამოერკვა. ვინის დარტყმა დასაბზრიალებ-
ლად გამოიყენა და ამ ინერციით მძლავრად მოიქნია კეტი, რომელ-
საც გოგოს პირდაპირ მკერდში უმიზნებდა. ელენდმა შეჰყვირა და
ვინი გადახტა.
მას ლითონი არ ჰქონდა, რომ ბიძგისთვის გამოეყენებინა, მაგ-
რამ ორ მეტრზე ახტა და ჰამის კეტი ადვილად აიცილა. იარაღმა მის
ქვეშ გაიქროლა, ვინი თითებით თითქოს ჰაერს წაეპოტინა, თავისი
კეტი ცალ ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული.
ვინი დახტა და კეტი დაბლა მოიქნია. იარაღის ბოლო მიწის ზე-
დაპირზე გასრიალდა და ჰაერში ფერფლი აიყარა. ვინის კეტი ჰამს
ფეხებში უკნიდან მოხვდა. კაცმა შეჰყვირა და წაიქცა. გოგო ისევ ჰა-
ერში ახტა.
ჰამი ზურგით დაეცა და ვინი მკერდზე დაახტა. მერე მშვიდად მი-
აბჯინა კეტი შუბლზე:
– გავიმარჯვე.

78
ჰამი იწვა. რეტდასხმული ჩანდა. ვინი მის მკერდზე იჯდა. მოედანზე
მტვერი და ფერფლი ძირს ეშვებოდა.
– ჯანდაბა, – ჩაიჩურჩულა სპუკმა, რითაც ათიოდე ჯარისკაცის
ემოცია გაახმოვანა, რომლებიც საყურებლად შეჩერდნენ.
ბოლოს ჰამმა ჩაიცინა:
– შესანიშნავია. დამამარცხე. ახლა კი კარგს იზამ, თუ რამე სას-
მელს მომიტან, სანამ ფეხებში მგრძნობელობა დამიბრუნდება.
ვინმა გაიღიმა, ისკუპა და სასმლის მოსატანად წაკუნტრუშდა. ჰამმა
თავი გააქნია და ფეხზე წამოდგა. თავისი სიტყვების მიუხედავად, მხო-
ლოდ ოდნავ კოჭლობდა, შეიძლება ჩალურჯება ჰქონდა, მაგრამ მალე-
ვე გაუვლიდა. კალტყვია მხოლოდ ძალას, მოქნილობასა და სისწრა-
ფეს კი არ ზრდიდა, არამედ სხეულსაც აძლიერებდა. ჰამს ისეთი დარ-
ტყმის ატანა შეეძლო, როგორიც ელენდს ფეხებს გადაუმტვრევდა.
ჰამი დერეფანში შეკრებილებს შეუერთდა. კლაბსს თავი დაუკრა,
სპუკს მკლავზე ხელი მოუთათუნა, შემდეგ კი მოაჯირს დაეყრდნო და
მარცხენა წვივი მოისრისა. სახე ოდნავ დაემანჭა.
– ვფიცავ, ელენდ, ამ გოგოსთან ვარჯიში ზოგჯერ ქართან ბრძოლას
ჰგავს. ის იქ არასოდესაა, სადაც მგონია.
– ეს როგორ მოახერხა, ჰამ? – ჰკითხა ელენდმა, – ნახტომს ვგუ-
ლისხმობ. ეს ალომანტისთვისაც კი არაადამიანურ ნახტომს ჰგავდა.
– ფოლადი გამოიყენა, ხომ ასეა? – თქვა სპუკმა.
ჰამმა თავი გააქნია.
– არა, მეეჭვება.
– მაშინ როგორ მოახერხა?
– ალომანტები თავიანთი ლითონებიდან იღებენ ძალას, – მიუგო
ჰამმა, ამოიხვნეშა და ფეხი ძირს დადგა, – ზოგს სხვებზე მეტის გამო-
წურვა შეუძლია. მაგრამ ნამდვილი ძალა თვით ლითონიდან მოდის და
არა ადამიანის სხეულიდან.
– მერე? – ჰკითხა ელენდმა მოკლე პაუზის შემდეგ.
– მერე ის, რომ, – თქვა ჰამმა, – ალომანტისთვის ფიზიკური ძალა
აუცილებელი არაა, რომ წარმოუდგენლად ძლიერი იყოს. ვინი რომ
79
ფერუქიმიკოსი ყოფილიყო, სულ სხვა იქნებოდა. როცა სეიზდი თა-
ვის ძალას ზრდის, კუნთები ეზრდება, მაგრამ ალომანტიის შემთხვე-
ვაში მთელი ძალა ლითონიდან მოდის. ჩხუბისთავთა უმეტესობა –
ჩემი ჩათვლით – აცნობიერებს, რომ სხეულის გაძლიერებით ძალა
მოემატებათ. ბოლოს და ბოლოს, დაკუნთული ადამიანი, რომელიც
კალტყვიას წვავს, იმავე ალომანტური უნარის მქონე ჩვეულებრივ
ადამიანზე უფრო ძლიერი იქნება.
ჰამმა ნიკაპი მოისრისა და იქით გაიხედა, საითაც ვინი გაუჩი-
ნარდა.
– მაგრამ... უკვე ვფიქრობ, რომ სხვა გზაც არსებობს. ვინი გაჩ-
ხინკული არსებაა, თუმცა როცა კალტყვიას წვავს, რამდენჯერმე უფ-
რო ძლიერი ხდება, ვიდრე ჩვეულებრივი მეომარი. ის მთელ ამ ძა-
ლას პატარა სხეულში აქცევს და მასიური კუნთები არ სჭირდება.
ის... მწერივითაა. უფრო ძლიერია, ვიდრე მისი წონა და სხეული ავ-
ლენს ამას. ასე რომ, ხტომაც შეუძლია.
– მაგრამ შენ ხომ მასზე ძლიერი ხარ.
ჰამმა თავი დაუქნია.
– ჰო, შემიძლია, მას ძლიერად დავარტყა, თუმცა ამის გაკეთება
სულ უფრო და უფრო მიძნელდება.
ვინი დაბრუნდა და გრილი წვენით სავსე სურა მოიტანა. აშკარა
იყო, გრძელი გზა გაიარა, ნაცვლად იმისა, რომ ეზოდან თბილი ელი
მოეტანა. ვინმა ერთი ფინჯანი ჯერ ჰამს გადასცა, მერე კი ელენდსა
და კლაბსსაც მიაწოდა.
– ჰეი! – წამოიძახა სპუკმა, როცა ვინმა სასმელი ჩამოასხა, – მე
მშრალზე დამტოვე?
– მაგ წვერით სულელურად გამოიყურები, – უთხრა ვინმა.
– ანუ სასმელს ვერ მივიღებ?
– ვერა.
სპუკი ერთხანს გაჩუმდა:
– ვინ, უცნაური გოგო ხარ.

80
ვინმა თვალები გადაატრიალა და ეზოს კუთხეში მდგარ კასრს გახე-
და, რომელშიც წყალი ესხა. იქვე კალის ფინჯანი იდგა. გოგომ ხელი ას-
წია და ეს სასმისი დაიჭირა, შემდეგ კი სპუკის წინ მოაჯირზე დადო.
– კმაყოფილი ხარ?
– კმაყოფილი ვიქნები, როცა სასმელს დამისხამ, – მიუგო სპუკმა,
კლაბსმა კი რაღაც ჩაიბურტყუნა და წვენი მოხვრიპა. შემდეგ მოხუცმა
სარდალმა ხელი გაიწოდა, მოაჯირიდან ორი მონეტა აიღო და ჩაიჯიბა.
– ჰო, მართლა! – თქვა სპუკმა, – ჩემი ვალი გაქვს, ელ. გადამიხადე.
ელენდმა ფინჯანი დაუშვა.
– მე სანაძლეოზე არ დავთანხმებულვარ.
– ჩემს გამაღიზიანებელ ბიძას ხომ გადაუხადე. მე რატომ არ მიხდი?
ელენდი ერთხანს გაჩუმდა, შემდეგ ამოიოხრა, ათბოქსინგიანი
ამოიღო და სპუკის მონეტის გვერდით დადო. ბიჭმა ჩაიცინა და ორივე
მონეტას ქუჩის ქურდბაცაცივით წაეტანა.
– მადლობა, რომ მომაგებინე, ვინ, – თვალი ჩაუკრა სპუკმა.
ვინმა ელენდს შეუბღვირა.
– ჩემ წინააღმდეგ დადე?
ელენდს გაეცინა და მოაჯირზე საკოცნელად გადაიხარა.
– არ ვაპირებდი. კლაბსმა მაიძულა.
კლაბსს ჩაეცინა, წვენი ბოლომდე დალია და ფინჯანი შესავსებად
გაუწოდა, მაგრამ ვინს ყურადღება არ მიუქცევია, ამიტომ ჰამი სპუკს
მიუბრუნდა და მრავლისმთქმელად შეუბღვირა. სპუკმა ამოიოხრა, სუ-
რა აიღო და დაასხა. ვინი ელენდს ისევ უკმაყოფილოდ უყურებდა.
– მე სიფრთხილეს გამოვიჩენდი, ელენდ, – ჩაიცინა ჰამმა, – მას
საკმაოდ ძლიერად შეუძლია დარტყმა...
ელენდმა თავი დაუქნია.
– უფრო მეტად უნდა დავფიქრებულიყავი, ვიდრე დავუპირისპირ-
დებოდი, თანაც, როცა ირგვლივ იარაღია, ხომ ასეა?
– აბა, შენ ეგა თქვი, – მიუგო ჰამმა.
ვინმა ამაზე დაიქსუტუნა, მოაჯირს შემოუარა და ელენდის გვერდით
დადგა. ელენდმა გოგოს მკლავები შემოხვია და ამ დროს სპუკის თვა-
81
ლებში აშკარად გაელვებული შური შენიშნა. ის ეჭვობდა, რომ ადრე
სპუკს ვინი მოსწონდა, მაგრამ ელენდს ამის გამო ამ ბიჭის დადანაშაუ-
ლება არ შეეძლო.
სპუკმა თავი გააქნია.
– ქალი უნდა ვიპოვო.
– ეგ წვერი ვერ დაგეხმარება, – უთხრა ვინმა.
– ეს, უბრალოდ, შესანიღბად მაქვს, ვინ, – მიუგო სპუკმა, – ელ,
იქნებ რამე ტიტული მოგენიჭებინა?
ელენდმა გაიღიმა.
– არ მგონია, მაგას მნიშვნელობა ჰქონდეს, სპუკ.
– შენ შემთხვევაში ხომ გაამართლა.
– ოჰ, არ ვიცი, – თქვა ელენდმა, – როგორღაც მგონია, რომ ვინს
ჩემი ტიტულის გამო არ შევყვარებივარ.
– მაგრამ შენ ვინამდე სხვებიც ხომ გყავდა, – უთხრა სპუკმა, –
კეთილშობილი გოგოები.
– ორიოდე, – აღიარა ელენდმა.
– თუმცა ვინს მეტოქეების დახოცვა სჩვევია, – ჩაურთო ჰამმა.
ელენდს გაეცინა:
– მან ამ ზომას მხოლოდ ერთხელ მიმართა და ვფიქრობ, შანმა
ეს დაიმსახურა. ბოლოს და ბოლოს, იმ დროს ეგ ქალი ჩემ მოკვლას
ცდილობდა, – ელენდმა ვინს ღიმილით დახედა, – თუმცა უნდა ვა-
ღიარო, რომ ვინი სხვა ქალებს, ცოტა არ იყოს, მკაცრად ექცევა. მის
გვერდით ყველა უფერულდება.
სპუკმა თვალები გადაატრიალა.
– როცა ხოცავს, მაშინ უფრო საინტერესოა.
ჰამმა ჩაიცინა და სპუკს ფინჯანი გაუწოდა, რათა წვენი ჩამოესხა.
– მხოლოდ მბრძანებელმა იცის, რას დაგმართებდა, თუ ოდესმე
მის მიტოვებას ეცდებოდი, ელენდ.
ვინი მაშინვე დაიძაბა და ელენდს უფრო მაგრად მიეხუტა. ის ძა-
ლიან ბევრჯერ მიატოვეს. მას შემდეგაც კი, რაც ერთად გადაიტანეს,

82
მას შემდეგაც კი, რაც ცოლობა სთხოვა, ელენდს ვინისთვის მუდამ უნ-
და ეძლია პირობა, რომ მის მიტოვებას არ აპირებდა.
"თემის შეცვლის დროა", – გაიფიქრა ელენდმა. სახუმარო გან-
წყობა ქრებოდა.
– კარგით... სამზარეულოში წასვლას ვაპირებ, რამეს შევჭამდი. წა-
მოხვალ, ვინ?
ვინმა ცას ახედა. აინტერესებდა, მალე დაბნელდებოდა თუ არა; ბო-
ლოს თავი დაუქნია.
– მეც წამოვალ, – თქვა სპუკმა.
– არა, – უთხრა კლაბსმა და ქეჩოში ხელი წაავლო, – შენ აქ დარ-
ჩები და ამიხსნი, ჩემი ერთ-ერთი ჯარისკაცის ფორმა საიდან ჩაიგდე
ხელში.
ელენდმა ჩაიცინა და ვინს წინ გაუძღვა; სიმართლე რომ ითქვას, სა-
უბრის, ცოტა არ იყოს, უსიამოვნო დასასრულის მიუხედავად, კაცი
თავს უკეთ გრძნობდა. უცნაური იყო, როგორ შეეძლოთ კელსიერის
გუნდის წევრებს, ყველაზე უარეს მდგომარეობაშიც კი ასე ეხუმრათ.
თანაგუნდელებმა ელენდს პრობლემები თითქოს დაავიწყეს. შესაძ-
ლოა, ეს გადარჩენილის დანატოვარი იყო. კელსიერი ხომ მუდამ იცი-
ნოდა, მაშინაც, თუკი საქმე ცუდად მიდიოდა – სიცილი მისთვის ერ-
თგვარი ამბოხება იყო.
თუმცა ასეთი განწყობა პრობლემას ვერ გააქრობდა. მათ წინააღ-
მდეგ ხომ მრავალრიცხოვანი არმია ილაშქრებდა იმ ქალაქში, რო-
მელსაც ძნელად თუ დაიცავდნენ; მაგრამ თუ ვინმე ასეთ მდგომარეო-
ბას გადაურჩებოდა, ეს სწორედ კელსიერის გუნდი იქნებოდა.
მოგვიანებით, როცა, ელენდის დაჟინებული მოთხოვნით, მუცელი
ამოივსო, ვინი მასთან ერთად თავისი ოთახისკენ წავიდა.
იქ, იატაკზე, იმ მგელძაღლას სრულყოფილი ორეული იჯდა, რომე-
ლიც გოგომ იყიდა. მან ვინს შეხედა და თავი დაუკრა.
– კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, ქალბატონო, – ბოხი, დახშული
ხმით წარმოთქვა კანდრამ.

83
ელენდმა შემფასებლურად დაუსტვინა, ვინი კი არსებას მიუახ-
ლოვდა და შემოუარა. ერთი შეხედვით კარგად იყო შებეწვილი; ხმა
რომ არ ამოეღო, ყველას ისევ ის ძაღლი ეგონებოდა.
– როგორ ლაპარაკობ? – დაინტერესდა ელენდი.
– სამეტყველო აპარატი ხორცისგან შედგება და არა ძვლების-
გან, თქვენო უდიდებულესობავ, – მიუგო ორსეურმა, – ხნიერი კან-
დრა არა მარტო სხეულის ასლის შექმნას, არამედ სხეულით მანი-
პულირებასაც სწავლობს; თუმცა გვამის მონელება მაინც მჭირდე-
ბა, რათა წვრილმანები დავიმახსოვრო და აღვიდგინო. მიუხედავად
ამისა, გარკვეული სახესხვაობა შემიძლია.
ვინმა თავი დაუქნია.
– ამიტომ დაგჭირდა ამ სხეულისთვის ბევრად მეტი დრო, ვიდრე
გეგონა?
– არა, ქალბატონო, – თქვა ორსეურმა, – ბეწვის გამო. ვწუხვარ,
რომ არ გაგაფრთხილეთ. ბეწვის ასე განლაგებას დიდი სიზუსტე და
ძალისხმევა სჭირდება.
– სინამდვილეში, შენ ეგ ახსენე, – ხელი აიქნია ვინმა.
– ამ სხეულზე რას ფიქრობ, ორსეურ? – ჰკითხა ელენდმა.
– გულწრფელად გითხრათ, თქვენო უდიდებულესობავ?
– რა თქმა უნდა.
– ეს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია, – მიუგო ორსეურ-
მა.
ვინმა წარბი ასწია: "ასეც მოგიხდება, რენოქს. დღეს ცოტა უფრო
კეთილგანწყობილი მეჩვენები".
ორსეურმა ვინს შეხედა და გოგომ სცადა, ძაღლური გამომეტ-
ყველება ამოეკითხა, მაგრამ არ გამოუვიდა.
– მაგრამ, – თქვა ელენდმა, – ამ სხეულს მაინც ატარებ, ხომ?
– რა თქმა უნდა, თქვენო უდიდებულესობავ, – თქვა ორსეურმა,
– უმალ მოვკვდები, ვიდრე კონტრაქტს დავარღვევ. ცხოვრება ესაა.
ელენდმა ვინს თავი დაუქნია, თითქოს ახლახან რაღაც მნიშვნე-
ლოვანი დაამტკიცა.
84
"ერთგულების მტკიცება ნებისმიერს შეუძლია", – გაიფიქრა ვინმა,
– "თუ ვინმეს "კონტრაქტი" აქვს, რომ თავისი ღირსება დაამტკიცოს,
მით უკეთესი. ეს კიდევ უფრო გასაკვირს გახდის, თუკი ისინი შენ წინა-
აღმდეგ წავლენ".
ელენდი აშკარად რაღაცას ელოდა. ვინმა ამოიოხრა.
– ორსეურ, მომავალში ერთად მეტ დროს გავატარებთ.
– თუკი ასე გნებავთ, ქალბატონო.
– მაგაში დარწმუნებული არ ვარ, – თქვა ვინმა, – მაგრამ მაინც ასე
იქნება. მაგ სხეულში რამდენად კარგად მოძრაობ?
– საკმაოდ კარგად, ქალბატონო.
– წამოდი, – უთხრა გოგომ, – ვნახოთ, თუ დამეწევი.
იმისიც მეშინია, რომ ყოველივე, რაც ვიცი – მთელი ჩემი ამბავი –
დავიწყებას მიეცემა. მომავალი სამყაროსი მეშინია. მეშინია, რადგან
ჩემი გეგმები ჩაფლავდება. მეშინია იმ საბედისწერო აღსასრულის,
რომელიც სიღრმეზე უარესია.

7
სეიზდი ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ოდესმე ჭუჭყიანი იატაკები
მოეწონებოდა, თუმცა ახლა მითითებების დასაწერად მისწრება იყო.
გრძელი ჯოხით რამდენიმე სიტყვა მოხაზა და ექვსიოდე მოსწავლეს აჩ-
ვენა. მერე ისინი ჯღაბნას შეუდგნენ და ეს სიტყვები რამდენჯერმე გადა-
წერეს.
სეიზდი ერთი წლის განმავლობაში სკაას სხვადასხვა ჯგუფთან ერ-
თად ცხოვრობდა და მათი მწირი მატერიალური შემოსავალი აკვირ-
ვებდა. მთელ სოფელში ცარცის ნამცეციც კი ვერ იშოვა, მელანსა და
ქაღალდზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ბავშვები თითქმის შიშვლები
დარბოდნენ და დაფხავებულსახურავიან, გრძელ, ერთოთახიან ქოხმა-
ხებში ცხოვრობდნენ. საბედნიეროდ, სამუშაო იარაღები მაინც ჰქონ-
დათ, თუმცა არ მოეპოვებოდათ მშვილდები ან შურდულები იმისათვის,
რომ ენადირათ.

85
სეიზდმა ხალხი პლანტაციის მიტოვებულ შენობაში წაიყვანა. იქ
ცოტა რამ თუღა იყო შემორჩენილი. ტერისელმა სოფლის უხუცე-
სებს შესთავაზა, ზამთარში მოსახლეობა აქ დაესახლებინათ, თუმცა
ეეჭვებოდა, რომ ასე მოიქცეოდნენ. ისინი იქ შიშით მივიდნენ და
ბევრი მათგანი სეიზდს გვერდიდან არ სცილდებოდა. ეს ადგილი
მათ ლორდებს ახსენებდა, ლორდები კი – ტკივილს.
სეიზდის მოსწავლეები ჯღაბნას აგრძელებდნენ. ტერისელს დი-
დი ძალისხმევის ფასად დაუჯდა უხუცესებისთვის იმის ახსნა, თუ რა-
ტომ არის წერა ასეთი მნიშვნელოვანი; ბოლოს, როგორც იქნა,
რამდენიმე მოსწავლე შეურჩიეს. სეიზდის აზრით, ნაწილობრივ ასე
იმიტომ მოიქცნენ, რომ ტერისელი დაემშვიდებინათ. როცა მოსწავ-
ლეების წერის პროცესს უყურებდა, სეიზდი თავს ნელა აქნევდა –
ბავშვები მონდომებით არ სწავლობდნენ. ისინი სეიზდთან მოვიდ-
ნენ არა განათლების მიღების წყურვილის გამო, არამედ იმიტომ,
რომ ასე უბრძანეს და იმიტომ, რომ "ბატონ ტერისელს" ასე უნდო-
და.
დამხობამდე სეიზდი ხშირად ფიქრობდა ხოლმე, როგორი იქნე-
ბოდა სამყარო მბრძანებლის შემდეგ. მას წარმოედგინა, რომ დამ-
ცველები მოვიდოდნენ და აღტყინებულ, მადლიერ მოსახლეობას
დავიწყებულ ცოდნასა და ჭეშმარიტებებს გაუზიარებდნენ. ტერი-
სელს წარმოედგინა, ღამღამობით მონდომებულ მსმენელებს რო-
გორ ასწავლიდა და ამბებს მოუყვებოდა. არ უფიქრია, რომ სოფ-
ლებში შრომისუნარიანი კაცები აღარ იქნებოდნენ, დარჩენილები
კი საღამომდე ისე დაიქანცებოდნენ, წარსულის ამბების მოსმენის
თავი აღარ ექნებოდათ. რას წარმოიდგენდა, რომ ხალხს მისი იქ
ყოფნა უფრო გააღიზიანებდა, ვიდრე მადლიერებას აღუძრავდა.
მათთან მოთმინება უნდა გამოიჩინოო, მშვიდად შეუძახებდა
ხოლმე სეიზდი საკუთარ თავს. თავისი ოცნებები ახლა ქედმაღლო-
ბად ეჩვენებოდა. მისი წინამორბედი ასობით დამცველი, რომელიც
ცოდნას უსაფრთხოდ და მშვიდად ინახავდა და დაიღუპა, ქებას ან

86
განდიდებას არ ელოდა. ისინი თავიანთ დიად მოვალეობას საზეიმო
ანონიმურობით ასრულებდნენ.
სეიზდი წამოდგა და მოსწავლეების ნაწერები შეამოწმა. ხელწე-
რას სულ უფრო აუმჯობესებდნენ, თან უკვე ყველა ასოს ცნობდნენ.
საუკეთესო შედეგი არ იყო, თუმცა დასაწყისისთვის არა უშავდა რა.
მან ბავშვებს თავი დაუკრა და გაუშვა, რათა ვახშმის სამზადისში მი-
ეღოთ მონაწილეობა. მოსწავლეებიც გამოემშვიდობნენ და დაიფან-
ტნენ.
სეიზდი ბავშვების კვალდაკვალ გავიდა გარეთ და შეამჩნია, რომ
დაბინდებულიყო, ესე იგი, მოსწავლეები დიდხანს გაუჩერებია. ტერი-
სელმა თავი გააქნია და გორაკების მსგავს ქოხმახებს შორის გაიარა.
კვლავ მსახურის ფერადი სამოსი ეცვა და რამდენიმე საყურე ეკეთა.
ძველ, ნაცნობ ჩვევებს ინარჩუნებდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა
მათგანი ჩაგვრის სიმბოლოს წარმოადგენდა. რას ჩაიცვამდნენ ტერი-
სის მომავალი თაობები? მბრძანებლის მიერ მათთვის თავს მოხვეული
ცხოვრების წესი ტერისელთა კულტურის შინაგანი ნაწილი გახდებო-
და?
ის სოფლის კიდესთან შეჩერდა და სამხრეთის ხეობას გახედა – ნი-
ადაგი ჩაშავებული იყო და ალაგ-ალაგ პლანტაცია და ბუჩქნარი კვეთ-
და. ნისლი ჯერ არ ჩანდა; ნისლი მხოლოდ ღამე მოდიოდა. ის ამბები
მცდარი უნდა ყოფილიყო. ის, რაც მან ნახა, აშკარად რაღაც სხვას წარ-
მოადგენდა.
და რა მნიშვნელობა ჰქონდა, ასეც რომ არ ყოფილიყო? ასეთი რა-
ღაცების გამოძიება მას არ ევალებოდა. დამხობის შემდეგ სეიზდს
ცოდნა უნდა გაევრცელებინა და სულელური ამბების დევნაში დრო არ
უნდა დაეკარგა. დამცველები უკვე მაძიებლები კი არა, მასწავლებლე-
ბი იყვნენ. ის თან ათასობით წიგნს დაატარებდა, რომლებშიც ფერმე-
რობაზე, სანიტარიაზე, მმართველობასა და მედიცინაზე ცნობები ინა-
ხებოდა. სეიზდს ეს ყველაფერი სკაასთვის უნდა გადაეცა. სინოდმა ასე
გადაწყვიტა.

87
და მაინც, სეიზდს გული რაღაცაზე ეთანაღრებოდა და დანაშაუ-
ლის გრძნობა არ ასვენებდა. სოფლელებს ტერისელის სწავლება
სჭირდებოდათ და მასაც ძალიან უნდოდა, რომ დახმარებოდა. მი-
უხედავად ამისა, გრძნობდა, თითქოს ყურადღების მიღმა რაღაც
რჩებოდა. მბრძანებელი მოკვდა, მაგრამ, როგორც ჩანდა, ეს ამბა-
ვი დასრულებული არ იყო. არსებობდა ისეთი რამ, რაც მან ვერ შე-
ამჩნია?
რაღაც უფრო მეტი, ვიდრე მბრძანებელი? რაღაც იმდენად დიდი
და უზარმაზარი, რომ ის უხილავი იყო?
"ან, იქნებ, მე მინდა, რომ რაღაც იყოს?" – ფიქრობდა სეიზდი, –
"ჩემი ზრდასრული ცხოვრების დიდი ნაწილი წინააღმდეგობასა და
ბრძოლას შევალიე. ისეთ რისკებზე მივდიოდი, რასაც სხვა დამცვე-
ლები სიგიჟედ მიიჩნევდნენ. მოჩვენებითი მორჩილება არ მაკმაყო-
ფილებდა, აჯანყებაში უნდა ჩავრთულიყავი".
ამ ამბოხებამ კი წარმატებით ჩაიარა, თუმცა სეიზდისთვის თავის
საძმოს მასში მონაწილეობა ჯერ ვერ ეპატიებინა. ტერისელმა იცო-
და, რომ ვინსაც და სხვებსაც იგი თვინიერად მიაჩნდათ, თუმცა სხვა
დამცველებთან შედარებით სეიზდი იყო ველური, თავქარიანი და
არასაიმედო, რომელიც თავისი მოუთმენლობით მთელ ორდენს
საფრთხეში აგდებდა. დამცველებს სწამდათ, რომ მათი მოვალეობა
ლოდინი იყო, იმ დღის მოლოდინი, როცა მბრძანებელი აღარ იქნე-
ბოდა. ფერუქიმიკოსები ძალიან იშვიათად რისკავდნენ აშკარა
აჯანყებას.
სეიზდი მათ არ დაემორჩილა. ახლა მას მასწავლებლის მშვიდი
ცხოვრებით ცხოვრება უჭირდა – და რა იყო ამის მიზეზი? ის, რომ
ქვეცნობიერად ხვდებოდა, თითქოს ხალხს ჯერ კიდევ ემუქრებოდა
საფრთხე? თუ ის, რომ, უბრალოდ, გარიყულად ყოფნა არ შეეძლო?
– ბატონო ტერისელო!
სეიზდი სწრაფად შემოტრიალდა. ეს შეძრწუნებული ადამიანის
ხმა იყო. "კიდევ ვინმე მოკვდა ნისლში?" – გაიფიქრა სეიზდმა.

88
თავზარდამცემი იყო იმის ყურება, რომ შემაძრწუნებელი ხმის გა-
გონებაზე სკაას ტომელები თავიანთ ქოხებში რჩებოდნენ. რამდენიმე
კარი კი გაიღო, მაგრამ განგაშზე გარეთ არავინ გამოვარდნილა; ცნო-
ბისმოყვარეობამაც კი ვერ აიძულა ცხვირის გარეთ გამოყოფა. ქალი,
რომელიც კიოდა, სეიზდთან მიიჭრა. ის ერთ-ერთი მუშა იყო – ჩასკვნი-
ლი, შუახნის იქნებოდა. კაცმა თავისი მარაგები შეამოწმა – კალტყვიის
მარაგი თან ჰქონდა, სადაც ძალას ინახავდა; სისწრაფისთვის კი ფო-
ლადის ძალიან პატარა რგოლს ატარებდა. ინატრა, კიდევ რამდენიმე
სამაჯური ჰქონოდა.
– ბატონო ტერისელო! – თქვა აქოშინებულმა ქალმა, – ის უკან დაბ-
რუნდა! იგი აქ ჩვენ გამო მოვიდა!
– ვინ? – ჰკითხა სეიზდმა, – კაცი, რომელიც ნისლში მოკვდა?
– არა, ბატონო ტერისელო, მბრძანებელი.
სეიზდი სოფლის განაპირას იდგა. უკვე ბნელდებოდა. ქალი, რომე-
ლიც სეიზდს მივარდა, თავის ქოხმახში დაბრუნდა. ტერისელი კარგად
ხვდებოდა, რას გრძნობდა ეს საცოდავი ხალხი. მათ ღამე და ნისლი
თრგუნავდა; თან ის საფრთხე დევნიდათ და აღელვებდათ, რაც გარეთ
დაძრწოდა.
ეს მართლაც საშიში საფრთხე იყო. უცნობი შარაგზაზე უხმოდ იდგა;
შავი მანტია ეცვა და სიმაღლით თითქმის სეიზდს უტოლდებოდა; მე-
ლოტი იყო და სამკაულები არ ეკეთა, თუ, რა თქმა უნდა, იმ შუბებს არ
ჩავთვლით, რომლებიც თვალებში ჰქონდა გაყრილი. ეს მბრძანებელი
კი არა, ფოლადის მსჯავრმდებელი იყო. სეიზდმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო,
ეს არსებები როგორ ცოცხლობდნენ. შუბები იმსისხო იყო, რომ მსჯავ-
რმდებლის თვალის ფოსოებს მთლიანად ავსებდა – ისინი თვალებში
იყო გაყრილი და წვეტები თავის უკანა მხარეს გამოდიოდა. მსჯავ-
რმდებლის ჭრილობებიდან სისხლი რატომღაც არ წვეთავდა, რაც მათ
უფრო უცნაურ იერს ანიჭებდა. საბედნიეროდ, სეიზდი ამ მსჯავრმდე-
ბელს იცნობდა.
– მარშ, – ხმადაბლა თქვა სეიზდმა.
ნისლი უკვე გამოჩნდა.
89
– შენი მოძებნა ძალიან ძნელია, ტერისელო, – უთხრა მარშმა
და მისი ხმის ჟღერადობამ სეიზდი გააოგნა. ეს ხმა როგორღაც შე-
იცვალა, უფრო დაბოხდა და ჩაიხლიჩა, ხველებაამტყდარი ადამია-
ნის ხმას დაემსგავსა, როგორც სხვა მსჯავრმდებლების ხმა, რომე-
ლიც სეიზდს სმენოდა.
– მოძებნა? – ჰკითხა სეიზდმა, – არც კი მეგონა, ვინმე თუ მეძებ-
და.
– მიუხედავად ამისა, – თქვა მარშმა და სამხრეთისკენ გაიხედა,
– მე გიპოვე. ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე.
სეიზდი მოიღუშა.
– რა? მარშ, აქ საქმე მაქვს.
– მაგას მნიშვნელობა არა აქვს, – უთხრა მარშმა, მიბრუნდა და
თავისი უთვალო მზერა სეიზდს მიაპყრო.
"ჩემშია საქმე, თუ ის გაუცხოვდა მას შემდეგ, რაც ერთმანეთს
ბოლოს შევხვდით?"– გაიფიქრა სეიზდმა.
– რა ხდება, მარშ?
– სერანის საყუდარი ცარიელია.
სეიზდი ერთხანს გაჩუმდა. ეს ფოლადის სამინისტროს სამხრეთი
სიმაგრე იყო, სადაც დამხობის შემდეგ მსჯავრმდებლები და მბრძა-
ნებლის რელიგიის მაღალი რანგის ვალმდებლები გამაგრდნენ.
– ცარიელია? – ჰკითხა სეიზდმა, – ვფიქრობ, ეგ ნაკლებად შე-
საძლებელია.
– მიუხედავად ამისა, ეს სიმართლეა, – თქვა მარშმა. ლაპარაკი-
სას სხეულის ენას არ იყენებდა – არც ჟესტიკულირებდა და არც სა-
ხეზე აჩნდა რაიმე მიმიკა.
– მე... – დაიწყო სეიზდმა: "რამდენი ინფორმაცია, საოცრებები,
საიდუმლოებები იქნებოდა დაცული იქაურ ბიბლიოთეკაში".
– ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე, – უთხრა მარშმა, – შეიძლება
დახმარება დამჭირდეს, თუ ჩემი თანამოძმეები გვიპოვიან.
"თანამოძმეები", – გაიფიქრა სეიზდმა, – "როდიდან არიან
მსჯავრმდებლები მარშის "თანამოძმეები"?"
90
მარშმა მათ რიგებში კელსიერის გეგმის თანახმად შეაღწია, რათა
უკანასკნელი იმპერია დაემხო. ის მათთვის მოღალატე იყო და არა –
ძმა.
სეიზდი შეყოყმანდა. ბინდბუნდში მარშის პროფილი არაბუნებრი-
ვად, შემაშფოთებლად, საშიშად მოჩანდა.
ნუ სულელობო, შეუძახა თავს სეიზდმა. მარში კელსიერის ძმა იყო
– გადარჩენილის ერთადერთი ცოცხალი ნათესავი. როგორც მსჯავ-
რმდებელს, მარშს ფოლადის სამინისტროში უფლებამოსილება გააჩ-
ნდა და ბევრი ვალმდებელი მას ანგარიშს უწევდა, მიუხედავად იმისა,
რომ იგი აჯანყებაში იყო ჩაბმული. მარში ელენდ ვენტურის გამოუცდე-
ლი მთავრობის შეუფასებელ ძალას წარმოადგენდა.
– წადი, ნივთები ჩაალაგე, – უთხრა მარშმა.
"ჩემი ადგილი აქ არის", – გაიფიქრა სეიზდმა, – "ხალხს უნდა ვას-
წავლო, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად
აქეთ-იქით ვირბინო. და მაინც..."
– ნისლი დღისითაც მოდის, – ხმადაბლა თქვა მარშმა და სეიზდმა
ახედა.
მარში მას უყურებდა. შუბების თავები მზის უკანასკნელ სხივებზე
მრგვალი დისკოებივით ელვარებდა. ცრუმორწმუნე სკაას ეგონა,
მსჯავრმდებლებს აზრების კითხვა შეეძლოთ, თუმცა სეიზდმა იცოდა,
რომ ეს სისულელე იყო. მსჯავრმდებლებს ნისლქმნილთა ძალები
ჰქონდათ, ამიტომ სხვა ადამიანების ემოციებზე ზემოქმედება შეეძ-
ლოთ, მაგრამ აზრების კითხვა – არა.
– რატომ ამბობ მაგას? – ჰკითხა სეიზდმა.
– იმიტომ, რომ ეს სიმართლეა, – მიუგო მარშმა, – ეს არ დასრულე-
ბულა, სეიზდ... ეს ჯერ არც კი დაწყებულა. მბრძანებელი... ის, უბრა-
ლოდ, შემაფერხებელი წვრილმანი იყო. ახლა, როცა ის აღარაა, ჩვენ
ცოტა დრო დაგვრჩა. ჩემთან ერთად წამოდი. იქაურობა უნდა გავჩხრი-
კოთ, სანამ ამის შესაძლებლობა გვაქვს.
სეიზდი ერთხანს ჩუმად იყო, მერე თავი დაუქნია:

91
– სოფლელებს დაველაპარაკები. ვფიქრობ, შეგვიძლია, ამა-
ღამვე გავემგზავროთ.
მარშმა თავი დაუქნია, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა, როცა სე-
იზდმა სოფლისკენ გასწია. ის წყვდიადში იდგა და ნისლი მის გარშემო
გროვდებოდა.
ეს ყველაფერი საბრალო ალენდის უბრუნდება. მის გამო თავს
ცუდად ვგრძნობ და ყველაფერ იმის გამოც, რაც მან გადაიტანა;
იმის გამოც, რადაც იგი იქცა.

8
ვინი ნისლში გადაეშვა. ღამის ჰაერი გაკვეთა, ჩაბნელებულ სახ-
ლებსა და ქუჩებს გადაევლო. ალაგ-ალაგ ნისლში მქრქალი შუქი
ციმციმებდა. შესაძლოა, მცველები იყვნენ, ან – უიღბლო, დაგვია-
ნებული მგზავრი.
ვინმა ძირს დაშვება დაიწყო და მონეტა მაშინვე წინ ისროლა, მე-
რე უბიძგა და წყნარ უსასრულობაში გაუშვა. როგორც კი მონეტამ
მიწაზე გაიწკარუნა, ბიძგმა ვინი მაღლა აისროლა. ფაქიზი ბიძგები
ძალიან რთული იყო, რადგან ყველა მონეტა, რომელსაც გოგო
უბიძგებდა, ყველა ნახტომი ვინს ჰაერში საშინელი სისწრაფით ის-
როდა. ნისლქმნილის ხტომა ჩიტის ფრენას არ ჰგავდა, მას ასხლე-
ტილი ისრის მსგავსი ტრაექტორია ჰქონდა.
და მაინც, ვინს გარკვეული გრაციოზულობა გააჩნდა. ქალაქის
თავზე მქროლავი გოგო ღრმად სუნთქავდა და გრილ, ნოტიო ჰაერს
აგემოვნებდა. ლუთადელში მთელი დღის ნამწვის, მზით გახურებუ-
ლი ნარჩენებისა და ჩამოცვენილი ფერფლის სუნი იდგა, ღამით კი
ნისლი ჰაერს აგრილებდა და თითქმის წმენდდა.
ვინი წამით ჰაერში დაეკიდა და ნახტომის მიმართულება შეცვა-
ლა, შემდეგ კი ქალაქისკენ გაბრუნდა. ნისლსაფრის ლენტები ფარ-
ფატებდა და თმაში ირეოდა. ვინი თვალდახუჭული დაეშვა, ნისლში
გატარებული პირველი კვირები გაიხსენა, როცა კელსიერი ძალ-
დაუტანებლად, მაგრამ ყურადღებით წვრთნიდა. ეს თავისუფლება
92
კელსიერმა აჩუქა. ორი წელი გავიდა, რაც ნისლქმნილის უნარები აით-
ვისა, მაგრამ საოცრების მომწამვლელი განცდა არ დაუკარგავს – იმა-
ვეს გრძნობდა, რასაც მაშინ, პირველად რომ დაიწყო ნისლში ქროლა.
ფოლადი თვალდახუჭულმა აანთო. ირგვლივ ლურჯი ძაფის მსგავსი
ხაზები გამოჩნდა, რაც მის შავ თვალებთან კონტრასტს ქმნიდა. ვინმა
მათგან ორი ხაზი გამოარჩია, რომლებიც გოგოს უკან, დაბლა მიემარ-
თებოდა, უბიძგა და კიდევ ერთი კამარა შეკრა.
"ამის გარეშე რას წარმოვადგენ?" – გაიფიქრა ვინმა, თვალები გა-
ახილა და ნისლსაფარი მკლავით უკან გადაიგდო.
ისევ დაბლა დაეშვა. ამჯერად მონეტა აღარ უსვრია. კალტყვია აა-
ალა და თავი გაიძლიერა. მერე ვენტურთა ციხე-კოშკის გალავანზე
დახტა. ბრინჯაო აჩვენებდა, რომ ახლომახლო ალომანტი არ იყო, ფო-
ლადი კი უჩვეულოდ მოძრავ ლითონს არ ავლენდა.
ვინი ერთხანს სიბნელეში კედელზე იყო ჩაცუცქული. კიდეზე, ქვაზე,
ფეხის თითები ეკრუნჩხებოდა. ქვა ცივი იყო, ვინს კი კალა ენთო და
შეგრძნებები გამძაფრებული ჰქონდა. გრძნობდა, რომ გალავანს გაწ-
მენდა სჭირდებოდა – ღამის ნესტის გამო ქვებს უკვე ხავსი ეკიდებოდა,
დღისით კი იქვე მდებარე კოშკის ჩრდილი ადგებოდა და იცავდა.
ვინი წყნარად იჯდა და უყურებდა, მსუბუქი ქარი ნისლს როგორ ფან-
ტავდა. ქუჩიდან მოძრაობის ხმა მოესმა.
ვინი დაიძაბა და მარაგები შეამოწმა, სანამ მგელძაღლას ფიგურას
ჯერ კიდევ არჩევდა. მერე კედლის გვერდით მონეტა დააგდო და ახტა.
ორსეური ელოდა, სანამ გოგო მის წინ უჩუმრად დაეშვებოდა. ვინმა
დაშვების შესანელებლად იქ დაგდებული თავისივე მონეტა გამოიყენა.
– სწრაფად მოძრაობ, – მოწონებით უთხრა ვინმა.
– მე მხოლოდ სასახლის ტერიტორიისთვის უნდა შემომევლო,
ქალბატონო.
– ამჯერად უფრო ახლოს მომყვებოდი, ვიდრე ადრე. მგელძაღლას
სხეული ადამიანზე უფრო სწრაფია.
ორსეური ერთხანს ჩუმად იყო.
– ვფიქრობ, ასეა, – აღიარა მან.
93
– როგორ გგონია, ქალაქში გამოყოლას შეძლებ?
– შესაძლოა, – მიუგო ორსეურმა, – თუ დამკარგავთ, აქ დავბრუნ-
დები, რომ მიპოვოთ.
ვინი შებრუნდა და მეორე ქუჩისკენ გაქანდა. ორსეური ადგილს
მოსწყდა და უხმაუროდ მიჰყვა უკან.
"ვნახოთ, უფრო დაძაბულ დევნას როგორ აიტანს", – გაიფიქრა
ვინმა. კალტყვია აანთო და სიჩქარეს მოუმატა. გოგო რიყის ცივ
ქვებზე მირბოდა და, როგორც ყოველთვის, ახლაც ფეხშიშველი
იყო. ჩვეულებრივი ადამიანი ასეთ სისწრაფეს დიდხანს ვერ შეინარ-
ჩუნებდა; ნავარჯიშები მორბენალიც ვერ აუწყობდა ვინს ნაბიჯს,
რადგან სწრაფად დაიღლებოდა.
თუმცა, კალტყვიის წყალობით, ვინს შეეძლო, საათობით ერბინა
კისრისტეხით. გოგოს ლითონი ძალასა და წონასწორობის შეგ-
რძნებას მატებდა. როცა ბნელ, დანისლულ ქუჩებში ფეხშიშველი
გარბოდა, უკან ნისლსაფრის ლენტები უფრიალებდა.
ორსეური ნაბიჯს უწყობდა. სიბნელეში ვინის გვერდით მიქროდა
და მძიმედ სუნთქავდა.
"შთამბეჭდავია", – გაიფიქრა ვინმა და გასასვლელისკენ შებ-
რუნდა. ძირს დაეშვა, სიმაღლით თითქმის ორმეტრიან ღობეს ადვი-
ლად გადაევლო და რომელიღაც დაბალი რანგის კეთილშობილის
ბაღში აღმოჩნდა. მერე დაბზრიალდა, სველ ბალახზე გაცურდა და
ირგვლივ მიმოიხედა.
ორსეური ხის ღობეზე შეხტა, მერე ისკუპა და ნისლში ვინის წინ,
ბალახზე დაეშვა. იქ კი შეჩერდა, დასასვენებლად დაყუნტდა და
მშვიდად ცდა დაიწყო, თან ქშენდა. მის თვალებში გამოწვევა ჩანდა.
"კარგი", – გაიფიქრა ვინმა და მუჭით მონეტები ამოიღო, – "გა-
მომყვეს".
გოგომ მონეტა ისროლა და ჰაერში აიჭრა. ნისლში დატრიალდა
და ჭის ოწინარს უბიძგა. მერე სახურავზე დაეშვა, მორიგი მონეტა
გამოიყენა და ერთ-ერთ ქუჩას გადააფრინდა.

94
ვინი სახურავიდან სახურავზე ხტებოდა; როცა აუცილებელი იყო,
მონეტებსაც იყენებდა. დროდადრო უკან იხედებოდა და ხედავდა მუქ
ფიგურას, რომელიც ცდილობდა, გოგოს არ ჩამორჩენოდა. როცა კან-
დრას ადამიანის ფორმა ჰქონდა, ვინს იშვიათად დაჰყვებოდა. რო-
გორც წესი, გოგო მას შეხვედრის ადგილს დაუთქვამდა ხოლმე. ღამით
სიარული, ნისლში ხტომა... ეს ნისლქმნილის სამოთხე იყო.
ესმოდა ელენდს, რას ითხოვდა, როცა ვინს ეუბნებოდა, ორსეური
თან წაიყვანე ხოლმეო? თუ ვინი ქვემოთ, ქუჩებში, ივლიდა, დაუცველი
იქნებოდა.
გოგო სამსართულიანი შენობის სახურავზე დაეშვა, ქვის კიდეს მო-
ეჭიდა და ქუჩას გადახედა. წონასწორობას ინარჩუნებდა. ქვემოთ ნის-
ლი იგრაგნებოდა. ირგვლივ სიჩუმე გამეფებულიყო.
"ამას დიდი ხანი არ დასჭირდება", – გაიფიქრა ვინმა, – "უბრალოდ,
ელენდს უნდა ავუხსნა, რომ..."
ორსეურის ძაღლური ფიგურა გოგოს სიახლოვეს, სახურავზე გა-
მოჩნდა. მან ვინთან მიირბინა და მომლოდინედ დაყუნტდა.
გოგო დაიკოპა. ათი წუთის განმავლობაში ირბინა სახურავებზე ნის-
ლქმნილის სიჩქარით:
– როგორ... როგორ ამოხვედი აქ?
– უფრო დაბალ შენობაზე ავხტი, მერე კი ამ შენობებამდე ამოვაღ-
წიე, ქალბატონო, – მიუგო ორსეურმა, – და სახურავებზე უკან გამოგ-
ყევით. ისინი იმდენად ახლო-ახლოა განლაგებული, რომ ერთიდან მე-
ორეზე გადახტომა ძნელი არ იყო.
ვინს დაბნეულობა აშკარად დაეტყო, რადგან ორსეურმა განაგრძო:
– მგონი, ამ ძვლების შეფასებისას ვიჩქარე, ქალბატონო. ამ სხე-
ულს შთამბეჭდავი ყნოსვა აქვს, შეგრძნებები კი საკმაოდ გამახვილე-
ბულია. თქვენი მოძებნა სიბნელეშიც კი საოცრად გამიიოლდა.
– მე... ვხედავ, – თქვა ვინმა, – ძალიან კარგი.
– ქალბატონო, შეიძლება რომ გკითხოთ, რატომ დარბოდით ასე?
ვინმა მხრები აიჩეჩა:
– ყოველღამ ასე ვიქცევი.
95
– ჩანდა, რომ ძალიან გინდოდათ, ჩამოგრჩენოდით. ასე ძალიან
გამიჭირდება თქვენი დაცვა, თუ ახლოს ყოფნის საშუალებას არ
მომცემთ.
– ჩემი დაცვა? – ჰკითხა ვინმა, – შენ ხომ ბრძოლაც კი არ შეგიძ-
ლია.
– კონტრაქტი ადამიანის მოკვლას მიკრძალავს, თუმცა შემიძ-
ლია, როცა დაგჭირდებათ, დამხმარის მოსაყვანად გავიქცე.
"ან საფრთხის დროს ატიუმის ნამცეცი გადმომიგდო", – აღიარა
ვინმა, – "ის მართალია, შეუძლია დახმარება; და რატომ მინდა ასე
ძალიან, რომ ჩამოვიტოვო?" – ვინმა ორსეურს გადახედა, რომე-
ლიც მოთმინებით იჯდა. ქოშინებდა და მკერდი აუდ-ჩაუდიოდა. გო-
გოს არც კი გაუცნობიერებია, რომ კანდრას სუნთქვა სჭირდებოდა,
– "მან კელსიერი შეჭამა".
– წამოდი, – უთხრა ვინმა. მერე შენობიდან გადახტა და მონეტას
უბიძგა. გოგო არ შეჩერებულა; უნდოდა, დაენახა, ორსეური თუ მიჰ-
ყვებოდა.
როცა ვინი ძირს დაეშვა, მორიგი მონეტისკენ გაიწვდინა ხელი,
მაგრამ გადაწყვიტა, არ გამოეყენებინა. ამის ნაცვლად, უახლოესი
ფანჯრის საკეტს უბიძგა.
ბევრი ნისლქმნილის მსგავსად, სახტომად ისიც ხშირად იყენებ-
და კლიპებს – ყველაზე წვრილ მონეტებს. ლითონის ამ ნაჭრებს
იდეალური ზომა და წონა ჰქონდა. მათი წინასწარ მომარაგება და
სროლისას გამოყენება ძალიან მოსახერხებელი და ეკონომიური
იყო. ერთი კლიპის – ან თუნდაც კლიპებით სავსე ქისის – სროლა
ნისლქმნილთა უმრავლესობისთვის უმნიშვნელო რამეს წარმოად-
გენდა. მაგრამ ვინი ნისლქმნილთა უმრავლესობას არ მიეკუთვნე-
ბოდა. ბავშვობაში მას ერთი მუჭა კლიპი მთელ განძად ეჩვენებოდა
– ეს მისთვის რამდენიმე კვირის საჭმლის სამყოფი ფული იყო. თუ
სხვა ქურდები აღმოაჩენდნენ, რომ ამ გოგომ ამდენი ქონება მო-
იპოვა, შესაძლოა ეცემათ ან, მეტიც, მოეკლათ.

96
დიდი ხანი იყო, რაც აღარ უშიმშილია, თუმცა მშრალ საკვებს ჯერ
კიდევ ინახავდა – ალბათ, უფრო ჩვევის გამო, ვიდრე საჭიროების. არც
კი იცოდა, რა უნდა ეფიქრა საკუთარ პიროვნულ ცვლილებებზე. მშვე-
ნიერი იყო, როცა ძირითად საჭიროებებზე არ ღელავდა, თუმცა ეს
ღელვა ჩაანაცვლა უფრო საშინელმა შფოთვამ, რომელიც მთელი
ქვეყნის მომავალს შეეხებოდა, ხალხის მომავალს.
ვინი ქალაქის გალავანზე დაეშვა, რომელიც ბევრად უფრო მაღა-
ლიც იყო და გამაგრებულიც, ვიდრე ვენტურთა სასახლის კედელი. მე-
რე ქონგურებზე ახტა, თითებით საყრდენი მოძებნა, გალავნის კიდეზე
გადაიხარა და არმიის მიერ დანთებულ კოცონებს გახედა.
გოგო სტრაფ ვენტურს პირისპირ არასოდეს შეხვედრია, მაგრამ
ელენდისგან საკმარისი სმენოდა იმისთვის, რომ ენერვიულა.
ვინმა ამოიხვნეშა და ქონგურიდან ჩამოხტა, შემდეგ ერთ-ერთ ქონ-
გურს ზურგით მიეყრდნო. ორსეური კედლის საფეხურებზე აძუნძულდა
და მასთან ახლოს მივიდა. მერე ჩაიცუცქა და ვინს მოთმინებით მი-
აჩერდა.
მიუხედავად იმისა, უკეთესი იყო ის თუ უარესი, ვინის უბრალო, შიმ-
შილითა და ცემა-ტყეპით აღსავსე ცხოვრება წარსულს ჩაბარდა. ელენ-
დის დაუფრთიანებელ სამეფოს სერიოზული საფრთხე ელოდა, ვინმა
კი საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად ატიუმის უკანასკნელი ნამცე-
ციც დაწვა. გოგომ ელენდი დაუცველი დატოვა როგორც არმიის, ისე იმ
ნებისმიერი ნისლქმნილის წინაშე, რომელიც კაცის მოკვლას შეეცდე-
ბოდა.
იქნებ ეს მოთვალთვალის მსგავსი დაქირავებული მკვლელი ყოფი-
ლიყო? იმ იდუმალი ფიგურის, რომელიც სეტის ნისლქმნილთან ბრძო-
ლაში ჩაერია. რა უნდოდა? რატომ უთვალთვალებდა ვინს და არა –
ელენდს?
გოგომ ამოიოხრა, მონეტების ქისაში ხელი ჩაყო და დურალუმინის
ნაჭერი ამოიღო. ვინს ამის მარაგიც ჰქონდა, რადგან ის ნამცეცი, რო-
მელიც ადრე ჩაყლაპა, ჯერ კიდევ შემორჩენოდა.

97
საუკუნეების განმავლობაში ეგონათ, რომ მხოლოდ ათი ალო-
მანტური ლითონი არსებობდა – ოთხი ძირითადი ლითონი, მათი
შენადნობები, ატიუმი და ოქრო. ალომანტური ლითონები მუდამ
დაწყვილებული იყო. ვინს ყოველთვის აფიქრებდა ის, რომ ატიუმსა
და ოქროს წყვილად მიიჩნევდნენ მაშინ, როცა არცერთი მათგანი
მეორის შენადნობს არ წარმოადგენდა. ბოლოს და ბოლოს, აღმოჩ-
ნდა, რომ ეს ორი ლითონი წყვილი არ იყო. თითოეულს თავისი შე-
ნადნობი ჰქონდა. ერთ-ერთმა ამ შენადნობმა – მალატიუმმა, ეგ-
რეთ წოდებულმა მეთერთმეტე ლითონმა – საბოლოოდ ვინს
მბრძანებელი დაამარცხებინა. გოგო მალატიუმზე ფიქრობდა. სე-
იზდს ჯერ კიდევ ვერ მიეკვლია იმ "ლეგენდებისთვის", რომლებიც
თითქოს კელსიერმა აღმოაჩინა და შეეხებოდა იმ მეთერთმეტე ლი-
თონის შესახებ სწავლებას, რომლითაც მბრძანებლის დამარცხება
იყო შესაძლებელი.
ვინმა დურალუმინის პრიალა ნაჭერს თითი გადაუსვა. როცა გო-
გომ სეიზდი ბოლოს ნახა, კაცი აღელვებული ჩანდა – ყოველ შემ-
თხვევაში, იმდენად, რამდენადაც ეს მას შეეძლო – იმის გამო, რომ
კელსიერის ლეგენდებზე მინიშნებებიც კი ვერ იპოვა. მართალია,
სეიზდის მტკიცებით, იგი ლუთადელიდან მიდიოდა, რათა უკანას-
კნელი იმპერიის ხალხისთვის ესწავლებინა, რაც მისი, როგორც
დამცველის, მოვალეობა იყო, თუმცა ვინს არ გამოჰპარვია, რომ სე-
იზდი სამხრეთისკენ გაემართა, სადაც კელსიერმა, თავისივე მტკი-
ცების თანახმად, მეთერთმეტე ლითონი აღმოაჩინა.
"იქ ამ ლითონის შესახებაც არის ხმები გავრცელებული?" – ფიქ-
რობდა ვინი და დურალუმინს ხელს უსვამდა, – "იქნებ იმ ხმებმა
მითხრან, რას წარმოადგენს ეს ლითონი?"
ყველა სხვა ლითონს მყისიერი, ერთგვარად ხილული ეფექტი
ჰქონდა, გარდა სპილენძისა, რომელიც ალომანტური ძალების და-
სამალად ღრუბელს ქმნიდა და მისი შეგრძნება შეუძლებელი იყო.
იქნებ დურალუმინსაც რაღაც მსგავსი ეფექტი ჰქონდა და მისი შემ-
ჩნევა მხოლოდ იმ ალომანტს შეეძლო, რომელიც საკუთარი ძალის
98
გამოყენებას ვინის წინააღმდეგ ცდილობდა? იგი ალუმინის საპირისპი-
რო იყო, რომელიც ლითონებს აქრობდა. იქნებ ეს იმას ნიშნავდა, რომ
დურალუმინი სხვა ლითონების არსებობას გაახანგრძლივებდა?
მოძრაობა.
ვინმა ჩრდილში ოდნავშესამჩნევი მოძრაობა შენიშნა და ერთბაშად
შიშმა დაუარა – იქნებ ეს ის ნისლოვანი ფიგურა იყო, ის აჩრდილი, რო-
მელიც წინა ღამეს წყვდიადში იხილა?
"უბრალოდ, რაღაც მოგეჩვენა, დაღლილი იყავი" – არწმუნებდა სა-
კუთარ თავს. თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, მოძრაობა მეტისმეტად
რეალურს წააგავდა და არა რამე აჩრდილისებურს.
ეს მისი მოძრაობა იყო.
ის ერთ-ერთი საგუშაგო კოშკის სახურავზე გამართული იდგა და
დამალვას არც კი ცდილობდა. ეს უცნობი ნისლქმნილი ქედმაღალი
იყო თუ სულელი? ვინმა გაიღიმა. მისი შიში მღელვარებად გადაიქცა.
ლითონები მოამზადა, მარაგები შეამოწმა. ყველაფერი მზად იყო. "ამა-
ღამ დაგიჭერ, ჩემო მეგობარო", – გაიფიქრა ვინმა.
გოგომ ისკუპა, თან მონეტები ისროლა. ის ნისლქმნილი ან მიხვდა,
რომ შეამჩნიეს, ან შეტევისთვის მზად იყო, რადგან მონეტები ადვილად
აიცილა. ორსეური წამოხტა. ვინმა ქამარი მოიხსნა და ლითონები ძირს
დაყარა.
– მომყევი, თუ შეგიძლია, – გადაუჩურჩულა კანდრას, შემდეგ
წყვდიადში ისკუპა და ნადავლს მიაშურა.
მოთვალთვალე ღამეში გაიჭრა. ვინს სხვა ნისლქმნილის დევნის
მცირე გამოცდილება ჰქონდა; ისიც ძირითადად კელსიერთან მიიღო
წვრთნების დროს. გოგო ხვდებოდა, რომ გაჭირვებით ახერხებდა,
მოთვალთვალეს არ ჩამორჩენოდა და სინდისის ქენჯნა იგრძნო იმის
გამო, რაც ორსეურს გაუკეთა. ახლა თავად რწმუნდებოდა, რა ძნელი
იყო ნისლში მიზანსწრაფული ნისლქმნილის დევნა. ძაღლს, ვინისგან
განსხვავებით, ის უპირატესობა მაინც ჰქონდა, რომ ყნოსვით აგნებდა.
თუმცა გოგოს კალა ჰქონდა, რომელიც ღამეს უფრო ნათელს ხდი-
და და სმენასაც უმახვილებდა. კალაანთებული გოგო ქალაქის ცენ-
99
ტრისკენ მიმავალ მოთვალთვალეს მიჰყვებოდა. ბოლოს მოთვალ-
თვალე ერთ-ერთ შადრევნიან ბაღში დაეშვა. ვინიც დაეშვა და მო-
ლიპულ ქვაფენილზე აალებული კალტყვიით დაენარცხა, შემდეგ კი
გვერდზე გახტა, როცა კაცმა მუჭით მონეტები მიმოფანტა. წყნარ ღა-
მეში ლითონმა ქვებზე გაიწკრიალა – მონეტები ქანდაკებებსა და
ქვაფენილზე ასხლტა. ვინი ოთხზე დაეშვა და გაიღიმა, შემდეგ კი
წინ გადაიხარა, კალტყვიით გაძლიერებული კუნთებით ისკუპა,
ერთ-ერთ მონეტას მოქაჩა და ხელში მოიქცია.
ვინის მეტოქე უკან გადახტა და ახლოს მდებარე შადრევნის კი-
დეზე დაეშვა. ვინიც მიწაზე დადგა, მერე მონეტა დააგდო და მოთ-
ვალთვალის თავზემოთ გადასახტომად გამოიყენა. მოწინააღმდეგე
ნისლქმნილი გადაიხარა, თან გოგოს შესცქეროდა, თუ როგორ გა-
დაუქროლა.
ვინმა შადრევნის ცენტრში მდგარ ბრინჯაოს ქანდაკებას მოქაჩა
და მის წვერზე ახტა. მერე უსწორმასწორო ზედაპირზე ჩაცუცქდა და
მოწინააღმდეგეს გადახედა. ის ცალი ფეხით გამომწვევად და მშვი-
დად იდგა შადრევნის კიდეზე, გარს ნისლი ეხვეოდა. თითქოს ვინს
ეკითხებოდა: აბა, შეგიძლია, დამიჭიროო?
ვინმა ხანჯლები იძრო და ქანდაკებიდან ჩამოხტა; გრილ ბრინ-
ჯაოს დაეყრდნო და საკუთარ თავს პირდაპირ მოთვალთვალისკენ
უბიძგა.
ეს ქანდაკება მეტოქე ნისლქმნილმაც გამოიყენა საკუთარი თა-
ვის ქაჩვის წყაროდ და წინ გაიჭრა; მერე ვინის უკან, წყალზე, დაეშ-
ვა, ელვისებური სისწრაფით შადრევნის მშვიდად მოლივლივე ზე-
დაპირზე გასრიალდა და ტალღა ააგორა. აუზიდან მშრალად ამოხ-
ტა, თავის თავს უბიძგა და ბაღი გადაჭრა.
ვინი შადრევნის აუზში დაეშვა და გრილი წყალი შეეშხეფა. რა-
ღაც წამოიძახა და მოთვალთვალეს დაედევნა.
მეტოქე ნისლქმნილი ძირს დაშვებისას დაბზრიალდა და ხან-
ჯლები იძრო. ვინმა მისი პირველი დარტყმა აიცდინა, თავის ხან-
ჯლები აღმართა და ორივე ხელით შეუტია. მოთვალთვალე სწრა-
100
ფად გადახტა; მისი ხანჯლები ელვარებდა და მათგან შადრევნის წყლის
წვეთები ცვიოდა. ამ კაცისგან ძალა და თავდაჯერება გამოსჭვიოდა;
სხეული დაჭიმული და მტკიცე ჰქონდა. მარჯვედ იბრძოდა.
ვინმა ისევ გაიღიმა, ქოშინებდა. გოგოს თავი მას შემდეგ აღარ უგ-
რძნია ასე, რაც... ღამღამობით კელსიერი ავარჯიშებდა. ვინი ჩაცუცქუ-
ლი იცდიდა. მასა და მეტოქეს შორის ნისლი იგრაგნებოდა. მოთვალ-
თვალე საშუალო სიმაღლისა და ძლიერი აღნაგობის იყო; ნისლსაფა-
რი არ ჰქონდა.
რატომ არ ჰქონდა? ნისლსაფარი ხომ ნისლქმნილთა საყოველთაო
განმასხვავებელი ნიშანი იყო, სიამაყისა და უსაფრთხოების სიმბოლო.
ვინი მეტოქისგან შორს იდგა და მის სახეს ვერ არჩევდა, თუმცა მო-
ეჩვენა, რომ იგი იღიმებოდა, როცა უკან გადახტა და სხვა ქანდაკებას
უბიძგა. დევნა განახლდა.
ვინი ფოლადს აალებდა და მოთვალთვალეს ქალაქში მისდევდა –
სახურავებსა და ქუჩებზე ეშვებოდა; დიდ, რკალისებურ ნახტომებს აკე-
თებდა. ეს ორნი ლუთადელში ისე დაქროდნენ, როგორც ბავშვები სა-
თამაშო მოედანზე. ვინი ცდილობდა, მოწინააღმდეგისთვის გზა მოეჭ-
რა, ის კი ჭკვიანურად ახერხებდა, რომ მუდმივად ცოტა წინ ყოფილიყო.
ეს კაცი გაცილებით უკეთესი ნისლქმნილი აღმოჩნდა, ვიდრე ნების-
მიერი სხვა, რომელსაც ვინი იცნობდა, ან შეხვედროდა... ალბათ, კელ-
სიერის გარდა. თუმცა ვინმა გადარჩენილთან ვარჯიშის შემდეგ საბ-
რძოლო უნარები დახვეწა. შეიძლებოდა, რომ ეს მეტოქე უკეთესი ყო-
ფილიყო? ამ აზრმა ვინი ააკანკალა. ის კელსიერს მუდამ ალომანტური
ხელოვნების უდიდეს ოსტატად მიიჩნევდა და ძნელი დასაჯერებელი
იყო, რომ კაცმა ამ უნარების გამოყენება დამხობამდე ორიოდე წლით
ადრე დაიწყო.
"ეს იგივე დროა, რაც მე ვვარჯიშობ", – გააცნობიერა ვინმა, როცა
პატარა, ჩახერგილ ქუჩაზე დაეშვა. მან შუბლი შეიჭმუხნა, ჩაცუცქდა და
უძრავად გაჩერდა. დაინახა, რომ მოთვალთვალეც ამ ქუჩისკენ ეშვე-
ბოდა.

101
ეს ვიწრო და ცუდად მოვლილი ქუჩა იყო, უფრო ჩიხი ეთქმოდა,
რომელსაც ორივე მხრიდან სამ- და ოთხსართულიანი შენობების
რიგი მიუყვებოდა. ქუჩაში არავინ ჩანდა. მოთვალთვალე ან გას-
ხლტა, ან ახლომახლო იმალებოდა. ვინმა რკინა აანთო, მაგრამ
რკინის ხაზებმა არავითარი მოძრაობა არ გამოავლინა.
თუმცა სხვა გზაც არსებობდა...
ვინს თავი ისე ეჭირა, თითქოს ისევ აქეთ-იქით იყურებოდა; სი-
ნამდვილეში კი ბრინჯაოს მისწვდა, აანთო და შეეცადა, გაერღვია
სპილენძღრუბელი, რომელიც, მისი აზრით, ახლომახლო უნდა ყო-
ფილიყო. და აი ის კაციც, მიტოვებული შენობის დაგმანული დარა-
ბების უკან იმალებოდა. ვინმა უკვე იცოდა, საით უნდა გაეხედა და
იქით ლითონის ნაჭერი შენიშნა, რომელიც მეთვალყურემ, ალბათ,
მეორე სართულზე ასახტომად გამოიყენა. როგორც ჩანს, მან სა-
კეტს მოქაჩა და დარაბები სწრაფად დაკეტა. სავარაუდოდ, მეტოქემ
ეს ქუჩა წინასწარ დაზვერა და აქ ვინის შემოტყუება განიზრახა.
ჭკვიანურიაო, გაიფიქრა გოგომ.
მოწინააღმდეგეს არ ეცოდინებოდა, რომ ვინს სპილენძღრუბ-
ლის გარღვევის უნარი ჰქონდა და ახლა თუ შეუტევდა, ამ უნარს გა-
ამჟღავნებდა. გოგო ჩუმად იდგა და ფიქრობდა ზევით ჩასაფრებულ
მეთვალყურეზე, რომელიც ვინის გამოძრავებას მოუთმენლად
ელოდა.
ვინმა გაიღიმა და დურალუმინის მარაგი შეამოწმა. შესაძლებ-
ლობა მიეცა, დაედგინა, მისი წვა სხვა ნისლქმნილს განსხვავებუ-
ლად თუ დაანახვებდა. სავარაუდოდ, მეთვალყურე ლითონების
უმეტესობას წვავდა და ცდილობდა, განესაზღვრა, ვინის შემდეგი
სვლა რა იქნებოდა.
ასე რომ, გოგომ, რომელსაც საკუთარი თავი უჭკვიანესად მიაჩ-
ნდა, მეთოთხმეტე ლითონი აანთო.
მის ყურებში საზარელი ბათქი გაისმა. ზარდაცემული ვინი მუხ-
ლებზე დაეცა. ირგვლივ ყველაფერი აკაშკაშდა, თითქოს რაღაც

102
ენერგიამ მთელი ქუჩა გაანათა და მან გამყინავი, გამთოშავი სიცივე
იგრძნო.
ვინი ცდილობდა, ეს ხმა გაეაზრებინა. ეს ერთი კი არა, მრავალი
ბათქი იყო, რიტმული ხმა, თითქოს მის ახლოს დოლი გუგუნებდა.
ეს ვინის სუნთქვა იყო; ნიავი კი გრიგალს ჰგავდა. ძაღლის ფხაჭუნი
ესმოდა, რომელიც საჭმელს ეძებდა. ვიღაცები ხვრინავდნენ. თითქოს
სმენა გაუასმაგდა. შემდეგ კი... არაფერი. ვინი ქვაფენილზე დაეცა; შუ-
ქის, სიცივისა და ხმაურის უეცარი მოზღვავება აორთქლდა. მის ახ-
ლოს, ჩრდილში, ფიგურა მოძრაობდა, მაგრამ ვინი მას ვერ არჩევდა.
ის სიბნელეში ვეღარ ხედავდა. მისი კალა...
გააცნობიერა, რომ კალა აღარ ჰქონდა. "კალის მთელი მარაგი და-
იწვა", – გაიფიქრა ვინმა, – "მას ვწვავდი, როცა დურალუმინი ავანთე.
ორივეს ერთად ვწვავდი. აი, ესაა საიდუმლო".
დურალუმინმა მთელი მისი კალა ერთბაშად დაწვა, მთელი მარაგი
შეიწირა, რის გამოც ვინს შეგრძნებები წამიერად საოცრად გაუმძაფ-
რდა. გოგომ შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ ბრინჯაო და კალტყვიაც და-
იხარჯა, რადგან იმ დროს ეს ლითონებიც ენთო. გამძაფრებული შეგ-
რძნებების წყალობით, ინფორმაციის იმხელა ნაკადი მიიღო, რომ ამ
ორი ლითონის ეფექტები ვეღარ შეამჩნია.
"ამაზე მოგვიანებით დაფიქრდი", – ურჩია საკუთარ თავს გოგომ და
თავი გააქნია. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს დაყრუვდა და დაბ-
რმავდა, მაგრამ სულ ტყუილად, უბრალოდ, ცოტათი რეტდასხმული
იყო.
მის გვერდით ნისლში მუქი ფიგურა გამოჩნდა. ვინს გონზე მოსვლის
დრო არ ჰქონდა. ბარბაცით წამოდგა ფეხზე. ეს ისეთი პატარა ფიგურა
იყო, მოთვალთვალეს არ ჰგავდა. ეს...
– ქალბატონო, დახმარება გჭირდებათ?
ვინი ერთხანს ჩუმად იყო. ორსეური მიუახლოვდა და დაყუნტდა.
– შენ... შეძელი, რომ არ ჩამომრჩენოდი, – უთხრა ვინმა.
– ეს ადვილი არ იყო, ქალბატონო, – მშრალად თქვა ორსეურმა, –
დახმარება ხომ არ გჭირდებათ?
103
– რა? არა, არ მჭირდება, – ვინმა თავი გააქნია და გონს მოვიდა,
– მგონი, ერთ რამეზე არ დავფიქრდი, როცა ძაღლად გაქციე. ახლა
ლითონებს ვეღარ წამომიღებ ხოლმე.
კანდრამ თავი წამოწია და ვიწრო ქუჩაში გაიჭრა. ცოტა ხანში
დაბრუნდა, პირში რაღაც ეჭირა. ეს ვინის ქამარი იყო. გოგოს ფე-
ხებთან დაუგდო და ისევ მომლოდინე პოზაში დაყუნტდა. ვინმა ქა-
მარი აიღო და ლითონის შესანახი ერთ-ერთი ფლაკონი მოხსნა.
– მადლობა, – ნელა თქვა გოგომ, – შენი მხრიდან ეს ძალიან...
ყურადღებიანი საქციელია.
– მე კონტრაქტს ვასრულებ, ქალბატონო, ესაა და ეს.
"ეს მეტია, ვიდრე ადრე აკეთებდი", – გაიფიქრა ვინმა, ფლაკონი
დაცალა და იგრძნო, რომ მარაგი შეივსო. კალა აანთო, ღამით ხედ-
ვა აღიდგინა და დაძაბულობა მოეხსნა. მას შემდეგ, რაც თავისი უნა-
რები აღმოაჩინა, უკუნ ღამეში სიარული აღარ უწევდა.
მოთვალთვალის სამალავის დარაბები ღია იყო. იგი მაშინ წავი-
დოდა, როცა ვინი დარეტიანდა. გოგომ ამოიოხრა.
– ქალბატონო, – შესძახა ორსეურმა.
ვინი შეტრიალდა. მის გვერდით კაცი უხმოდ დაეშვა; რატომღაც
ნაცნობი იერი ჰქონდა – გამხდარი სახე და შავი თმა მოუჩანდა და
თავი, ცოტა არ იყოს, დაბნეულად ეჭირა. ვინმა მის თვალებში ამოი-
კითხა შეკითხვა: რატომ დაეცა?
გოგომ გაიღიმა და ჩაიჩურჩულა:
– შეიძლება ეს იმიტომ გავაკეთე, რომ უფრო ახლოს მომეტყუე-
ბინე.
მართალია, ჩუმად თქვა, თუმცა მეტოქე კალით გამახვილებული
სმენით იოლად გაიგონებდა.
ნისლქმნილმა გაიღიმა და თავი დაუკრა.
– ვინ ხარ? – ჰკითხა ვინმა და ნაბიჯი წინ წადგა.
– მტერი, – მიუგო და ხელი აღმართა, რათა ვინი უკუექცია.
გოგო შეჩერდა. წყნარ ქუჩაზე ამ ორს შორის ნისლი იგრაგნებო-
და.
104
– მაშ, რატომ დამეხმარე იმ მკვლელებთან ბრძოლაში?
– იმიტომ, რომ მეც შეშლილი ვარ.
ვინმა შუბლი შეიჭმუხნა და კაცი შეათვალიერა. მას ადრე შეშ-
ლილობა მათხოვრების თვალებში ენახა. ეს კაცი შეშლილი არ იყო.
ამაყად იდგა და სიბნელეში გოგოს აკვირდებოდა.
"რა თამაშს თამაშობს?" – გაიფიქრა ვინმა. ალღოთი გრძნობდა,
რომ სიფრთხილე გამოეჩინა. მეგობრების ნდობა მხოლოდ ახლახან
ისწავლა, თუმცა ღამით შეხვედრილი კაცის მიმართ იმავენაირად ვერ
მოიქცეოდა.
და მაინც, უკვე წელიწადზე მეტი გავიდა, რაც სხვა ნისლქმნილთან
აღარ ულაპარაკია. არადა, ისეთი რაღაცები აწუხებდა, რასაც სხვებს
ვერ აუხსნიდა – ჰამისა და ბრიზის მსგავს ნისლელებსაც კი არ შეეძ-
ლოთ ნისლქმნილის ორმაგი ცხოვრების გაგება. ნაწილობრივ მკვლე-
ლი, ნაწილობრივ მცველი, ნაწილობრივ არისტოკრატი ქალი, ნაწი-
ლობრივ კი დაბნეული ჩუმი გოგო... იქნებ საკუთარ თავთან ამ კაცსაც
იგივე პრობლემა ჰქონდა?
იქნებ ვინს შეეძლო, ეს მოთვალთვალე მოკავშირედ ექცია და ცენ-
ტრალურ დომინიონს მეორე ნისლქმნილიც დაიცავდა. ეს რომც ვერ
მოეხერხებინა, საკუთარ თავს მასთან ბრძოლის ნებას ნამდვილად ვერ
მისცემდა. ღამე ქროლა ერთი იყო, მაგრამ თუ საქმე სერიოზულ დაპი-
რისპირებამდე მივიდოდა, შეიძლებოდა, გადამწყვეტი როლი ატიუმს
ეთამაშა და მაშინ ვინი ნამდვილად დამარცხდებოდა.
მოთვალთვალე გოგოს ფრთხილად სწავლობდა.
– ერთ კითხვაზე მიპასუხე, – უთხრა მან და ვინმა თავი დაუქნია, –
ის მართლა მოკალი?
– კი, – დაიჩურჩულა ვინმა. მოთვალთვალეს მხოლოდ ერთი ვინმე
შეიძლებოდა ეგულისხმა.
კაცმა თავი ნელა დააქნია:
– მათ თამაშს რატომ თამაშობ?
– ვის თამაშს?
მოთვალთვალემ ნისლში ვენტურთა სიმაგრისკენ მიანიშნა.
105
– ეგ თამაში არაა, – მიუგო ვინმა, – როცა ადამიანები, რომლე-
ბიც მიყვარს, საფრთხეში არიან, ეს თამაში არაა.
კაცი ჩუმად იდგა, შემდეგ კი თითქოს იმედგაცრუებით გააქნია თავი
და რაღაც ამოიღო.
ვინი მაშინვე უკან გადახტა, თუმცა მოთვალთვალემ მათ შორის,
მხოლოდ და მხოლოდ, მონეტა ისროლა, რომელიც ქვაფენილზე
ორჯერ ასხლტა და ბოლოს დაეცა. მერე ნისლქმნილი ჰაერში აიჭ-
რა.
ვინი მას არ მიჰყოლია. თავი მოიქექა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა,
თითქოს ჯერ კიდევ სტკიოდა.
– ასე უშვებთ? – ჰკითხა ორსეურმა.
ვინმა თავი დაუქნია.
– ამაღამ გვეყოფა. ის კარგად იბრძოდა.
– თქვენ ხმაში თითქმის პატივისცემა იგრძნობა, – თქვა კან-
დრამ.
ვინი შებრუნდა და შუბლი შეიჭმუხნა, რადგან კანდრას ხმაში
ზიზღი გაკრთა. ორსეური წყნარად იჯდა და სხვა ემოცია არ გამოუ-
ხატავს.
ვინმა ამოიოხრა და წელზე ქამარი შემოირტყა.
– შენთვის აბგა ან რამე მაგდაგვარი უნდა მოვიფიქროთ, – თქვა
ვინმა, – მინდა, რომ ლითონების დამატებითი ფლაკონები წამომი-
ღო ხოლმე, როგორც იმ დროს დაგქონდა, როცა ადამიანი იყავი.
– აბგა აუცილებელი არ იქნება, ქალბატონო, – მიუგო ორსეურ-
მა.
– ვითომ?
ორსეური წამოდგა და წინ წაძუნძულდა.
– ერთ-ერთი ფლაკონი ამოიღეთ.
ვინმა მინის პატარა ფლაკონი ამოიღო. ორსეური გაჩერდა, მე-
რე კი მისკენ ცალი მხრით შებრუნდა. ბეწვი გაიყო და კანის ფენა,
ვენები და ხორცი გამოჩნდა. ვინმა ცოტა უკან დაიხია.

106
– სანერვიულო არაფერია, ქალბატონო, – დაამშვიდა ორსეურმა, –
ჩემი ხორცი თქვენსას არ ჰგავს. მე მისი კონტროლი შემიძლია. ლითო-
ნის ფლაკონი ჩემს მხარში ჩადეთ.
ვინი ასეც მოიქცა, ფლაკონის ირგვლივ ხორცი შეიკრა და დაფა-
რა. გოგომ საცდელად რკინა აანთო. დამალული ფლაკონისკენ მიმა-
ვალი ლურჯი ხაზები არ გამოჩნდა. ადამიანის მუცელში მყოფ ლითონ-
ზე ალომანტები ზემოქმედებას ვერ ახდენდნენ. რა თქმა უნდა, ლი-
თონს, რომელიც სხეულში იყო გაყრილი, მაგალითად, მსჯავრმდებ-
ლების შუბები ან ვინის საყურე, სხვა ვერც უბიძგებდა და ვერც მოქაჩავ-
და. კანდრაში დამალულ ლითონზეც ასეთნაირად ყოფილა.
– საგანგებო შემთხვევაში ამას გადმოგცემთ.
– მადლობა, – უთხრა ვინმა.
– კონტრაქტი, ქალბატონო. მადლობას ნუ მიხდით. მხოლოდ იმას
ვაკეთებ, რაც მომეთხოვება.
ვინმა თავი ნელა დააქნია:
– სასახლეში დავბრუნდეთ; მაინტერესებს, ელენდი როგორაა.
ნება მომეცით, თავიდან დავიწყო. ალენდის პირველად კჰლენიუმ-
ში შევხვდი. მაშინ იგი ყმაწვილი იყო და ჯარის წინამძღოლობის ათ-
წლეულს ჯერ არ დაემახინჯებინა.

9
მარში შეიცვალა. ყოფილი მძებნელი უფრო დაუცხრომელი გახდა.
იგი ისეთ რაღაცებს აქცევდა ყურადღებას, რომლებსაც სეიზდი ვერც კი
ამჩნევდა. ხანდახან კი მშრალად და ხისტად საუბრობდა.
რა თქმა უნდა, მარში მუდამ პირდაპირი კაცი იყო. სეიზდი მეგობარს
აკვირდებოდა, როცა მტვრიან გზას მიუყვებოდნენ. ცხენები არ ჰყავ-
დათ. სეიზდს ცხენი რომც ჰყოლოდა, ბევრი ცხოველი მსჯავრმდებელ-
თან ახლოს მაინც არ მივიდოდა.
"რა თქვა სპუკმა, მარშს რა მეტსახელი ჰქონდა?" – ფიქრობდა მი-
მავალი სეიზდი, – "მას გარდაქმნამდე რკინისთვალას ეძახდნენ". ეს
მეტსახელი შემზარავად წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. ბევრი და-
107
აფრთხო მარშის ცვლილებამ და მას აღარ ეკარებოდნენ, თუმცა ისე
ჩანდა, რომ მარშს ასეთი დამოკიდებულება არ აღელვებდა. სეიზდი ძა-
ლიან ცდილობდა, მასთან ემეგობრა.
ტერისელმა ჯერ კიდევ არ იცოდა, მარში ამას აფასებდა თუ არა.
ისე ჩანდა, რომ ისინი ერთმანეთს კარგად ეწყობოდნენ. ორივეს
აინტერესებდა მეცნიერება, ისტორია და უკანასკნელი იმპერიის
რელიგიური კლიმატი.
"ის ჩემ მოსაძებნად მოვიდა", – ფიქრობდა სეიზდი, – "თუმცა ამ-
ტკიცებდა, რომ დახმარება დასჭირდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი
სერანის საყუდრიდან ყველა მსჯავრმდებელი არ იქნებოდა წასუ-
ლი". მაგრამ ეს სუსტი არგუმენტი იყო. მიუხედავად ფერუქიმიკოსის
ძალებისა, სეიზდი მეომრად არ გამოდგებოდა.
– შენი ადგილი ლუთადელშია, – უთხრა მარშმა.
სეიზდმა მას ახედა. მარში, როგორც ყოველთვის, მშრალად ლა-
პარაკობდა, შესავლების გარეშე.
– რატომ ამბობ მაგას? – ჰკითხა სეიზდმა.
– მათ იქ სჭირდები.
– დანარჩენ უკანასკნელ იმპერიასაც ვჭირდები, მარშ. დამცვე-
ლი ვარ. მთელი ჩემი დრო ადამიანთა ერთი ჯგუფის განკარგულე-
ბაში არ უნდა იყოს.
მარშმა თავი გააქნია.
– ეს გლეხები შენ აქ ყოფნას დაივიწყებენ, მაგრამ არავინ და-
ივიწყებს იმ ამბებს, რომლებიც ცენტრალურ დომინიონში მალე
მოხდება.
– ვფიქრობ, გაგიკვირდება, თუკი გაიგებ, რისი დავიწყება შეუძ-
ლია ადამიანს. შეიძლება ახლა ომები და სამეფოები მნიშვნელოვა-
ნი ჩანს, მაგრამ საბოლოოდ უკანასკნელი იმპერიაც კი წარმავალი
აღმოჩნდა. და რაკი იგი დაეცა, პოლიტიკა დამცველების საქმე აღა-
რაა, – უთხრა სეიზდმა და გაიფიქრა: "მეტიც, ბევრი დამცველი იმა-
საც იტყვის, რომ პოლიტიკა ჩვენი საქმე არც არასოდეს ყოფილა".

108
მარშმა სეიზდს შეხედა და ფოლადით ამოვსებული თვალის ფოსოე-
ბი მიაპყრო. ტერისელი არ ათრთოლებულა, მაგრამ აშკარად უსიამოვ-
ნო შეგრძნება დაეუფლა.
– და შენი მეგობრები? – ჰკითხა მარშმა.
ეს უფრო პირადულზე შეხება იყო. სეიზდმა გვერდზე გაიხედა. ვინი
გაახსენდა და ისიც, რომ კელსიერს გოგოს მფარველობა შეჰფიცა. "ახ-
ლა მას დაცვა დიდად აღარ სჭირდება", – გაიფიქრა სეიზდმა, – "ის
ალომანტიაში კელსიერზე უკეთაც კი გათვითცნობიერდა".
და მაინც, სეიზდმა იცოდა, რომ მფარველობის ისეთი ფორმებიც
არსებობდა, რომლებიც ბრძოლასთან არ იყო დაკავშირებული, მაგა-
ლითად, მხარდაჭერა, რჩევა, გულისხმიერება – რაც ყველა ადამიანს
სასიცოცხლოდ სჭირდებოდა, განსაკუთრებით კი ვინს. ამ საცოდავ გო-
გოს მხრებზე ამდენი რამ აწვა.
– მე... დახმარება გავგზავნე, – თქვა სეიზდმა, – რა დახმარებაც შე-
მიძლია.
– ეგ არ კმარა, – მიუგო მარშმა, – ლუთადელში მიმდინარე მოვლე-
ნები მეტისმეტად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არად ჩააგდო.
– ეგრე არ ვიქცევი, მარშ, – უთხრა სეიზდმა, – უბრალოდ, ჩემს მო-
ვალეობას ვასრულებ, იმდენად, რამდენადაც შემიძლია.
მარში ისევ მიუტრიალდა.
– ეგ შეუსაბამო მოვალეობაა. როცა აქ ამ საქმეს მოვრჩებით, ლუ-
თადელში დაბრუნდები!
სეიზდმა პირი გააღო, რომ შეკამათებოდა, მაგრამ გადაიფიქრა. რა
უნდა ეთქვა? მარში მართალს ამბობდა. ამის მტკიცებულება არ ჰქონ-
და, თუმცა სეიზდმაც იცოდა, რომ ლუთადელში მნიშვნელოვანი რამეე-
ბი ხდებოდა – ისეთი რამეები, რაც მთელ იმ მიწას შეეხო, რომელიც
ოდესღაც უკანასკნელ იმპერიად იყო ცნობილი – და მისი დახმარება
სჭირდებოდათ. ამიტომ პირი მოკუმა და მარშის უკან წაჩანჩალდა. ის
ლუთადელში დაბრუნდებოდა და კვლავ მეამბოხე გახდებოდა. თუმცა
შესაძლოა, ბოლოს იმ დასკვნამდე მისულიყო, რომ სამყაროს ფარული

109
საფრთხე არ ემუქრებოდა და რომ ის, უბრალოდ, მეგობრებთან
ყოფნის ეგოისტური სურვილის გამო დაბრუნდა.
და იმედი ჰქონდა, ასეც მოხდებოდა; თუმცა სხვა ვარიანტის არსე-
ბობა სეიზდს ძალიან ანერვიულებდა.
როცა ალენდი პირველად დავინახე, მისი სიმაღლით გავოცდი.
ეს კაცი სხვებს თავზე დაჰყურებდა; კაცი, რომელიც თავისი ახალ-
გაზრდობისა და ღარიბული სამოსის მიუხედავად, პატივისცემას იწ-
ვევდა.

10
სათათბირო დარბაზი ყოფილ ფოლადის სამინისტროს საფინან-
სო კანტონის შენობაში იყო. ოთახს დაბალი ჭერი ჰქონდა. ამაღლე-
ბული სცენის წინ გრძელი სკამები რიგებად იდგა. ელენდის მოთ-
ხოვნით, სცენის მარჯვენა მხარეს ასამბლეის წევრებისთვის სკამები
დადგეს, მარცხენა მხარეს კი სიტყვით გამომსვლელისთვის მოაწ-
ყვეს ადგილი, რომელიც პირით ასამბლეის წევრებისკენ იყო მიტ-
რიალებული და არა დამსწრეებისკენ; თუმცა რიგით მოქალაქეებს
აქეზებდნენ, რომ შეკრებას დასწრებოდნენ. ელენდის აზრით, მთავ-
რობის ფუნქციონირებით ყველა უნდა დაინტერესებულიყო; და გა-
ნიცდიდა, რომ ამ ყოველკვირეულ შეკრებებზე ცოტა ხალხი მოდი-
ოდა.
ვინი სცენაზე იჯდა, მაგრამ სულ უკან, და შეეძლო, ხალხისთვის
პირდაპირ ეცქირა. დამსწრეთათვის განკუთვნილ პირველ რიგში
ისხდნენ ჰამის მცველები, რომლებსაც სამოქალაქო ტანსაცმელი
ეცვათ. ისინი დაცვის პირველ ხაზს წარმოადგენდნენ. ელენდმა არ
გაიზიარა ვინის მოთხოვნა, რომ მცველები დაეყენებინათ სცენის
წინაც და უკანაც; ფიქრობდა, რომ გამომსვლელთა უკან მსხდომი
მცველები ყურადღების გაფანტვას გამოიწვევდნენ; თუმცა ჰამი და
ვინი ამას დაჟინებით ცდილობდნენ. რაკი ელენდი ყოველ კვირას
ხალხის წინაშე უნდა წარმდგარიყო, მაშინ ვინს უნდოდა, რომ შე-

110
საძლებლობა ჰქონოდა, ელენდისთვისაც და შეკრებილი ადამიანების-
თვისაც თვალყური ედევნებინა.
ვიდრე თავის სკამამდე მივიდოდა, ვინს მთელი სცენა უნდა გა-
ევლო და ამ დროს მას თვალს აყოლებდნენ ხოლმე. ზოგს სკანდა-
ლის ყურება უნდოდა – მათი აზრით, ეს გოგო ელენდის საყვარელი
იყო და უკეთესი საჭორაო თემა რა იქნებოდა, თუ არა მეფე, რომელიც
პირად მცველთან იწვა. ზოგს პოლიტიკა აინტერესებდა – ისინი ფიქ-
რობდნენ იმაზე, თუ რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა ვინს ელენდზე
და მეფის ყურამდე სიტყვის მისატანად ეს გოგო თუ გამოადგებოდათ.
ზოგს კი ლეგენდები იზიდავდა – აინტერესებდათ, რამდენად შეეძლო
ვინისნაირ გოგოს მბრძანებლის მოკვლა.
ვინმა ნაბიჯს აუჩქარა; ასამბლეის წევრებს ჩაუარა და ჰამის გვერ-
დით დაჯდა, რომელიც, სტატუსის მიუხედავად, კვლავ უბრალო ტან-
საცმელში იყო გამოწყობილი – თავის ჩვეულ უსახელო მაისურსა და
ჟილეტში. მის გვერდით მჯდომი ვინი, რომელიც შარვლითა და პერან-
გით შემოსილიყო, თავს ამ ადგილისთვის არცთუ ისე შეუფერებლად
გრძნობდა.
ჰამმა გაიღიმა და გოგოს მხარზე ხელი მეგობრულად მოუთათუნა.
ვინმა ძლივს შეიკავა თავი, რომ არ შემხტარიყო. ვერ ვიტყვით, გოგოს
ჰამი არ მოსწონდა და იმიტომ მოიქცა ასეო, პირიქით, ვინს ჰამი ისევე
უყვარდა, როგორც კელსიერის ყოფილი გუნდის დანარჩენი წევრები;
უბრალოდ... ამის ახსნა მას საკუთარი თავისთვისაც კი უჭირდა. ჰამის
უწყინარი ჟესტის გამო ვინს შეაჟრჟოლა. ფიქრობდა, რომ ადამიანები
ერთმანეთს ასე უმიზეზოდ არ უნდა ეხებოდნენ.
ვინმა ეს ფიქრი მოიშორა; უნდა ესწავლა, რომ სხვა ადამიანების
მსგავსი ყოფილიყო. ელენდი ნორმალურ ქალს იმსახურებდა.
როცა ვინი შევიდა, ელენდი უკვე დარბაზში იყო და გოგოს თავი და-
უქნია, ვინმა გაიღიმა. მერე კაცმა ხმადაბალი საუბარი გააგრძელა
ლორდ პენროდთან, რომელიც ასამბლეის ერთ-ერთი კეთილშობილი
წევრი იყო.

111
– ელენდი ბედნიერი იქნება, – ჩაიჩურჩულა ვინმა, – აქაურობა
სავსეა.
– ისინი ღელავენ, – ჩუმად თქვა ჰამმა, – აღელვებული ხალხი კი
ასეთ რამეებს მეტ ყურადღებას აქცევს ხოლმე. ვერ ვიტყოდი, რომ ბედ-
ნიერი ვარ. მთელი ეს ხალხი საქმეს გვირთულებს.
ვინმა თავი დაუქნია და დარბაზს თვალი გადაავლო. უცნაური
ადამიანები ჩანდნენ – სხვადასხვა ჯგუფიდან – რომლებიც უკანას-
კნელ იმპერიაში ერთმანეთს არასოდეს შეხვდებოდნენ. რა თქმა
უნდა, უმრავლესობა კეთილშობილი იყო. ვინი მოიღუშა, იმაზე ფიქ-
რობდა, თუ რა ხშირად ცდილობდნენ ეს წარჩინებულები ელენდით
მანიპულირებას და მის მიერ გაცემული დაპირებებით...
– რატომ გაქვს ასეთი სახე? – იდაყვი წაჰკრა ჰამმა.
ვინმა მას შეხედა. კაცს მართკუთხა სახეზე ცნობისმოყვარეობით
ანთებული თვალები უხამხამებდა. როცა საქმე კამათამდე მიდი-
ოდა, ჰამს ამის ლამის ზებუნებრივი უნარი ჰქონდა. ვინმა ამოიოხ-
რა.
– მე ეს არ გამეგება, ჰამ.
– ეს?
–ეს, – ჩუმად თქვა ვინმა და ხელით ასამბლეაზე ანიშნა, – ელენ-
დი ძალიან ცდილობს, ყველა გააბედნიეროს. ის იმდენს გასცემს...
ენერგიას, ფულს...
– მხოლოდ და მხოლოდ უნდა, რომ ყველას სამართლიანად ექ-
ცეოდნენ.
– უფრო მეტიც, ჰამ, – თქვა ვინმა, – ის თითქოს ცდილობს, ყვე-
ლა კეთილშობილებად აქციოს.
– ეგ ასე ცუდი რამე იქნება?
– თუ ყველა კეთილშობილი იქნება, მაშინ არისტოკრატულობა
ხომ აზრს დაკარგავს. ყველა მდიდარი ხომ ვერ იქნება. ყველა
მმართველობაში ხომ ვერ იქნება. ასეთი რამ, უბრალოდ, არ გამო-
ვა.

112
– შეიძლება ასეა, – ფიქრიანად თქვა ჰამმა, – მაგრამ განა ელენდის
მოქალაქეობრივი ვალი არაა, რომ სამართლიანობის დამყარებას
ეცადოს?
"მოქალაქეობრივი ვალი?" – გაიფიქრა ვინმა, – "კარგად უნდა
დავფიქრებულიყავი, სანამ ჰამთან ამ თემაზე ლაპარაკს დავიწყებდი".
ვინმა თვალები დახარა.
– ვფიქრობ, ასამბლეის გარეშეც შეეძლო ადამიანების კეთილ-
დღეობაზე ზრუნვა. დამსწრენი მხოლოდ კამათობენ და ელენდის ძა-
ლაუფლების მიტაცებას ცდილობენ. ის კი მათ ამის ნებას აძლევს.
ჰამმა კამათი არ გააგრძელა და ვინმა აუდიტორიის შესწავლა გა-
ნაგრძო. აღმოჩნდა, რომ მეწისქვილეთა დიდი ჯგუფი პირველად იყო
მოსული და კარგი ადგილების დაკავება მოეხერხებინა. ასე, ათიოდე
თვის წინ, კეთილშობილები მსახურებს აგზავნიდნენ ადგილების დასა-
კავებლად ან ხალხს ფულს უხდიდნენ, რათა მათთვის ადგილები დაეთ-
მოთ, მაგრამ როცა ელენდმა ეს შეიტყო, ორივე აკრძალა.
კეთილშობილებისა და მეწისქვილეების გარდა იქ "ახალი" კლასის
ბევრი წარმომადგენელიც იმყოფებოდა. ესენი სკაას ვაჭრები და ხე-
ლოსნები იყვნენ, რომლებსაც ახლა ფასების დადგენა თავად შეეძ-
ლოთ. ელენდის ეკონომიკით ყველაზე მეტად ისინი სარგებლობდნენ.
მბრძანებლის დამთრგუნველი მმართველობის დროს კი მხოლოდ თი-
თოოროლა მოხერხებული სკაა თუ ახერხებდა საშუალო დონეზე ას-
ვლას. როგორც კი თავისუფლება მიეცათ, სკაას ტომელებმა მალევე
დაამტკიცეს, რომ დიდგვაროვან მეტოქეებზე ბევრად მეტი შეეძლოთ.
ასამბლეაში უმცირესობას წარმოადგენდნენ, თუმცა ისეთივე ძლიერე-
ბი იყვნენ, როგორც კეთილშობილები.
იყო კიდევ სკაას სხვა ჯგუფი – ისინი თითქმის ისევე გამოიყურე-
ბოდნენ, როგორც ელენდის გამეფებამდე. კეთილშობილები თუ ქუდე-
ბითა და მანტიებით იწონებდნენ თავებს, მათ უბრალო შარვლები ეც-
ვათ. ზოგიერთი საერთოდ მთელი დღის მუშაობისგან გაჭუჭყიანებუ-
ლი, ძველი, გაცვეთილი და ფერფლით დალაქავებული ტანსაცმლით
მოსულიყო.
113
და მაინც... რაღაც სხვაობა შეინიშნებოდა, არა მათ სამოსში,
არამედ თავის დაჭერაში. ისინი ცოტა უფრო გამართულნი ისხდნენ
და თავები ცოტა უფრო მაღლა ჰქონდათ აწეული, ასევე – იმდენი
თავისუფალი დრო ჰქონდათ, რომ სხდომას ესწრებოდნენ.
ბოლოს და ბოლოს, ელენდი წამოდგა, რომ შეხვედრა გაეხსნა.
იმ დილით თავის მხლებლებს ნება მისცა, მის გარეგნობაზე სათანა-
დოდ ეზრუნათ. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ელენდს მუქი
ლურჯი კოსტიუმი ტანზე კარგად ადგა. ყველა ღილი შეკრული ჰქონ-
და. თმაც კარგად დაეყენებინათ მისთვის – მოკლე, ყავისფერი კუ-
ლულები მოხდენილად დაულაგეს.
როგორც წესი, ელენდი შეხვედრას იწყებდა სხვა გამომსვლე-
ლების მოხმობით – ასამბლეის წევრების, რომლებიც საათობით
ლაპარაკობდნენ გადასახადებზე, ქალაქის სანიტარულ მდგომა-
რეობაზე და ა. შ. თუმცა ამ დღეს უფრო მწვავე საკითხი იყო განსა-
ხილველი.
– ბატონებო, – წარმოთქვა ელენდმა, – გთხოვთ, დღეს ჩვეულ
დღის წესრიგს გადავუხვიოთ, იმის გათვალისწინებით, თუ რა
მდგომარეობაა ქალაქში.
ასამბლეის ოცდაოთხმა წევრმა თავი დააქნია. რამდენიმე მათ-
განმა რაღაც ჩაიბურტყუნა. ელენდმა მათ ყურადღება არ მიაქცია.
ის ხალხის წინაშე თავს თავისუფლად გრძნობდა, ბევრად უფრო თა-
ვისუფლად, ვიდრე ვინი ოდესმე იგრძნობდა. ელენდმა გრაგნილი
გახსნა, ვინი კი ხალხს თვალს არ აშორებდა, მათ რეაქციებსა და შე-
საძლო გართულებებს აკვირდებოდა.
– სრულიად ნათელია, რომ მძიმე ვითარებაში ვიმყოფებით, –
დაიწყო ელენდმა მომზადებული სიტყვით გამოსვლა, – ისეთი საფ-
რთხის წინაშე ვართ, რომელიც ამ ქალაქს არ ახსოვს. ტირანი შე-
მოიჭრა და ქალაქს ალყა შემოარტყა. ჩვენ ახალ ერს წარმოვად-
გენთ. ეს არის სამეფო, რომელიც ისეთ პრინციპებზეა დაფუძნებუ-
ლი, მბრძანებლის დროს რომ ვერავინ წარმოიდგენდა და ამის მი-
უხედავად, ეს ტრადიციების სამეფოცაა – თავისუფლება სკაას; მარ-
114
თვა არჩევანისა და გეგმის გათვალისწინებით; კეთილშობილები არ
დაემალონ მბრძანებლის ვალმდებლებსა და მსჯავრმდებლებს.
ბატონებო, ერთი წელი საკმარისი არაა. ჩვენ თავისუფლება ვი-
გემეთ და მის დასაგემოვნებლად დრო გვჭირდება. უკანასკნელი თვის
განმავლობაში ხშირად ვმსჯელობდით და ვკამათობდით, რა უნდა
გვექნა, თუკი ეს დღე დადგებოდა. აშკარაა, რომ ჩვენ შორის ამ საკით-
ხზე აზრთა დიდი სხვადასხვაობა არსებობს. ამდენად, სოლიდარობას
გთხოვთ. მოდით, საკუთარ თავსა და ამ ხალხს აღვუთქვათ, რომ სათა-
ნადო განსჯის გარეშე ამ ქალაქს უცხო ძალას არ გადავცემთ. მოდით,
მეტი ცნობა მოვაგროვოთ, სხვა შესაძლებლობები ვეძებოთ და თუ ეს
გარდაუვალი იქნება, ვიბრძოლოთ კიდეც.
სიტყვით გამოსვლა გრძელდებოდა, მაგრამ ვინს ეს ბევრჯერ ჰქონ-
და მოსმენილი, როცა ელენდი ვარჯიშობდა, ამიტომ იგი ხალხს აკვირ-
დებოდა. გოგოს ყველაზე მეტად ვალმდებლები აღელვებდა, რომლე-
ბიც უკანა რიგებში შენიშნა. მათ ემოცია ოდნავ ეცვლებოდათ, როცა
ელენდი მბრძანებლის დროინდელ მმართველობას უარყოფითად მო-
იხსენიებდა.
ვინს არ ესმოდა, რატომ დართო ელენდმა ფოლადის სამინისტროს
იმის ნება, რომ სწავლება გაეგრძელებინა. ეს ადგილი მბრძანებლის
ძალაუფლების უკანასკნელი გადმონაშთი იყო. ვალმდებელთა უმრავ-
ლესობამ კატეგორიულად თქვა უარი, ელენდის მთავრობისთვის ბი-
უროკრატიასა და ადმინისტრაციასთან დაკავშირებით თავიანთი ცოდ-
ნა გაეზიარებინათ; სკაას ხალხი კი ჯერ კიდევ ეზიზღებოდათ.
და მაინც, ელენდი ვალმდებლებს იქ დარჩენის ნებას აძლევდა. ის
მკაცრად იცავდა იმ წესს, რომლის მიხედვითაც, მათთვის აჯანყების წა-
მოწყებისა და ძალადობის საშუალება არ უნდა მიეცათ. მიუხედავად
ამისა, ელენდმა ისინი ქალაქიდანაც კი არ გააძევა. თუმცა ვინი ამას
მოითხოვდა. ეს გოგოს გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ვალმდებლებს
სიკვდილით დასჯიდა.
ბოლოს და ბოლოს, ელენდის გამოსვლა დასასრულს მიუახლოვდა
და ვინმა ყურადღება ისევ მასზე გადაიტანა.
115
– ბატონებო, – თქვა ელენდმა, – ეს შემოთავაზება რწმენიდან
გამომდინარე შევადგინე, მათი სახელით, ვისაც ჩვენ წარმოვად-
გენთ. დროს გთხოვთ. გთავაზობთ, განვიხილოთ ყველა ის შემოთა-
ვაზება, რომლებიც ამ ქალაქის მომავალს ეხება, სანამ სათანადო
სამეფო დელეგაციას იმის ნება მიეცემა, რომ მოწინააღმდეგე არმი-
ას შეხვდეს და დაადგინოს, მოლაპარაკების რამდენად დიდი შესაძ-
ლებლობა არსებობს, თუ ასეთი რამ საერთოდ შესაძლებელია.
ელენდმა ფურცელი დაუშვა, ზევით აიხედა და შენიშვნებს უცდი-
და.
– ანუ, – თქვა ფილენმა, ასამბლეაში შემავალმა ერთ-ერთმა ვა-
ჭარმა, – ითხოვთ, რომ ქალაქის ბედის გადაწყვეტის ძალაუფლება
მოგცეთ.
ფილენი ისე მოხდენილად გამოიყურებოდა მდიდრულ ტანსაც-
მელში, რომ მისი შემხედვარე ვერავინ იტყოდა, ამ კაცმა ეს სამოსი
პირველად დაახლოებით ერთი წლის წინ მოირგოო.
– რა? – ჰკითხა ელენდმა, – ამის მსგავსი არაფერი მითქვამს.
უბრალოდ, მეტ დროს გთხოვთ, რომ სტრაფს შევხვდე.
– მან ჩვენი ყველა შეთავაზება უკუაგდო, – თქვა ასამბლეის სხვა
წევრმა, – რა გაფიქრებინებს, რომ ამჯერად მოისმენს?
– ამ საკითხს ცუდად ვუდგებით! – განაცხადა ერთ-ერთმა კე-
თილშობილმა, – ჩვენ სტრაფ ვენტურს უნდა ვთხოვოთ, არ შემოგ-
ვიტიოს, ნაცვლად იმისა, რომ შევხვდეთ და მასთან ვიყბედოთ. ახ-
ლავე უნდა შევთანხმდეთ, რომ სტრაფ ვენტურთან თანამშრომლო-
ბა გვსურს. ის არმია ხომ ყველამ ნახეთ. სტრაფი ჩვენ განადგურე-
ბას გეგმავს.
– გთხოვთ, – წარმოთქვა ელენდმა და ხელი აღმართა, – თემას
ნუ გადაუხვევთ!
ასამბლეის ერთ-ერთი სხვა წევრი, რომელიც სკაადან იყო, ისე
ალაპარაკდა, თითქოს ელენდს არც კი უსმენდა.
– ამას იმიტომ ამბობთ, რომ კეთილშობილთა წრიდან ხართ, –
ის იმ კეთილშობილზე მიუთითებდა, რომელსაც ელენდმა სიტყვა
116
გააწყვეტინა, – სტრაფთან თანამშრომლობაზე იოლად ლაპარაკობთ,
რადგან თქვენ ხომ ძალიან ცოტა გაქვთ დასაკარგი!
– ძალიან ცოტა მაქვს დასაკარგი? – წარმოთქვა კეთილშობილ-
მა, – მამის წინააღმდეგ გალაშქრებული ელენდის მხარდაჭერისთვის
შესაძლოა მას ოჯახიანად დავესაჯე სიკვდილით!
– ოჰ, – წამოიძახა ერთ-ერთმა ვაჭარმა, – ამ ყველაფერს აზრი არა
აქვს. ჯერ კიდევ თვეების წინ უნდა დაგვექირავებინა ჯარი, როგორც მე
გთავაზობდით.
– და საიდან უნდა მოგვეძიებინა სახსრები? – ჰკითხა ლორდმა პენ-
როდმა, ასამბლეის კეთილშობილი წევრების უხუცესმა.
– გადასახადები, – უთხრა ვაჭარმა და ხელი აიქნია.
– ბატონებო! – წამოიძახა ელენდმა, შემდეგ კი უფრო ხმამაღლა გა-
იმეორა, – ბატონებო! – ამით ოდნავი ყურადღება მიიქცია, – გადაწყვე-
ტილება უნდა მივიღოთ, – განაგრძო ელენდმა, – გთხოვთ, ყურადღება
მოიკრიბეთ. ჩემს შემოთავაზებაზე რას იტყვით?
– ამას აზრი არა აქვს, – თქვა ვაჭარმა ფილენმა, – რატომ უნდა მო-
ვიცადოთ? მოდით, უბრალოდ, სტრაფი ქალაქში მოვიწვიოთ და ამით
მოვრჩეთ. ის ხომ ქალაქს ნებისმიერ შემთხვევაში აიღებს.
კამათი არ წყდებოდა. ვინი სკამის საზურგეს მიეყრდნო. პრობლემა
ის იყო, რომ ვაჭარი ფილენი, რომელიც გოგოს გულზე არ ეხატებოდა,
დასაბუთებულად ლაპარაკობდა. ბრძოლის ალბათობა არაგონივრუ-
ლად ჩანდა. სტრაფს ძალიან დიდი არმია ჰყავდა. რამე კარგს მოუტან-
დათ ბრძოლა?
– მისმინეთ, – თქვა ელენდმა, რომელიც კვლავ შეკრებილთა ყუ-
რადღების მიპყრობას ცდილობდა და ამას გაჭირვებით ახერხებდა, –
სტრაფი მამაჩემია. შესაძლოა, მასთან დალაპარაკება შევძლო. იქნებ
მომისმინოს. ლუთადელი წლების განმავლობაში მისი სახლი იყო. იქ-
ნებ დავარწმუნო, რომ ქალაქზე იერიში არ მოიტანოს.
– მოიცადეთ, – თქვა ერთ-ერთმა სკაამ, – საჭმელზე რას იტყვით?
იცით, რას აფასებენ ვაჭრები ხორბალს? სანამ იმ არმიაზე ვინერვი-
ულებთ, ჯერ ფასების დაწევაზე უნდა ვილაპარაკოთ.
117
– თქვენს პრობლემებს ყოველთვის ჩვენ გვაბრალებთ, – შეეპა-
სუხა ასამბლეის ერთ-ერთი ვაჭარი წევრი, თან მისკენ ხელს იშვერ-
და.
ისევ დავა ატყდა. ელენდი თითქოს შექანდა. ვინმა თავი გააქნია –
ელენდი ეცოდებოდა იმის გამო, რომ განხილვა აქამდე დაეცა. შეხ-
ვედრებზე ასე ხშირად ხდებოდა. ვინს ეჩვენებოდა, რომ ისინი ელე-
ნდს ისეთ პატივს არ სცემდნენ, როგორსაც იმსახურებდა. შესაძ-
ლოა, ეს მისივე ბრალი იყო, რადგან ხალხი ლამის თანასწორად გა-
იხადა.
ბოლოს და ბოლოს, დავა დაცხრა და ელენდმა ფურცელი
ამოიღო. როგორც ჩანდა, შეთავაზებაზე მიღებული ხმების ჩაწერას
აპირებდა. იმედიანად არ გამოიყურებოდა.
– კარგი, – თქვა ელენდმა, – მოდით, კენჭი ვყაროთ. გთხოვთ,
გახსოვდეთ, რომ დროს თუ მომცემთ, ეს ჩვენი კარტის ნაადრევად
გახსნა არ იქნება. ამ შემთხვევაში შესაძლებლობა მექნება, მამაჩე-
მი დავარწმუნო, რომ იქნებ ქალაქი არ წაგვართვას.
– ელენდ, ყმაწვილო, – თქვა ლორდმა პენროდმა, – მბრძანებ-
ლის ზეობისას ყველანი აქ ვცხოვრობდით. ყველამ ვიცით, სტრაფი
რა კაცია. თუ ქალაქი სურს, აიღებს კიდეც. მხოლოდ ისღა დაგვრჩა
გადასაწყვეტი, როგორ დავნებდეთ, რომ ეს შედარებით ხელსაყრე-
ლი იყოს ჩვენთვის. იქნებ შევძლოთ, რამე გზა გამოვნახოთ და მისი
მმართველობის დროს გარკვეული თავისუფლება შევინარჩუნოთ.
ყველა ჩუმად იჯდა. პირველი შემთხვევა იყო, როცა კამათის
დაწყება აღარავის უცდია. რამდენიმე პენროდისკენ შებრუნდა; კა-
ცი მშვიდი გამომეტყველებით იყურებოდა. ვინმა მასზე ცოტა რამ
იცოდა. ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი კეთილშობილი იყო,
რომელიც დამხობის შემდეგ ქალაქში დარჩა; იგი კონსერვატიუ-
ლობით გამოირჩეოდა, თუმცა გოგოს არასდროს სმენოდა, რომ
პენროდს სკააზე დამამცირებლად ელაპარაკა. შესაძლოა, ხალხში
ასე პოპულარული სწორედ ამიტომ იყო.

118
– მე პირდაპირ ვლაპარაკობ, – თქვა პენროდმა, – რადგან ეს სი-
მართლეა. ჩვენ იმ მდგომარეობაში არ ვართ, რომ მოლაპარაკება ვა-
წარმოოთ.
– პენროდს ვეთანხმები, – წამოხტა ფილენი, – თუ ელენდს
სტრაფ ვენტურთან შეხვედრა უნდა, ვფიქრობ, ეს მისი უფლებაა. რამ-
დენადაც მესმის, მეფობა უფლებამოსილებას აძლევს, უცხოელ მონარ-
ქებს მოელაპარაკოს. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ უნდა დავპირდეთ,
რომ სტრაფს ქალაქს არ ჩავაბარებთ.
– ბატონო ფილენ, – უთხრა ლორდმა პენროდმა, – ვფიქრობ, ჩემი
განზრახვა არასწორად გაიგეთ. მე ვთქვი, რომ ქალაქის დანებება გარ-
დაუვალია, მაგრამ უნდა ვცადოთ, აქედან იმდენი მივიღოთ, რამდენიც
შესაძლებელია. ეს, სულ მცირე, სტრაფთან შეხვედრას ნიშნავს, რათა
მისი მდგომარეობა შევაფასოთ. ახლა ქალაქის ჩაბარებისთვის ხმის
მიცემა, ჩვენი კარტის ნაადრევად გახსნის ტოლფასია.
ელენდმა მაღლა აიხედა. ჩანდა, პირველად მიეცა იმედი მას შემ-
დეგ, რაც კამათი ატყდა.
– ანუ ჩემს შეთავაზებას მხარს უჭერთ? – ჰკითხა მან.
– ეს არცთუ სახარბიელო გზაა იმ გადავადების მისაღწევად, რასაც
აუცილებლად მივიჩნევ, – თქვა პენროდმა, – მაგრამ... როგორც ვხე-
დავთ, არმია უკვე აქ იმყოფება, ამიტომ ვეჭვობ, სხვა რამის დრო
გვქონდეს. ასე რომ, კი, თქვენო უდიდებულესობავ. მე ამ შეთავაზებას
მხარს ვუჭერ.
როცა პენროდი ლაპარაკობდა, ასამბლეის რამდენიმე წევრი თავს
აქნევდა, თითქოს ამ შეთავაზებაზე პირველად დაფიქრდნენ.
"ამ პენროდს მეტისმეტად დიდი ძალაუფლება აქვს", – გაიფიქრა
ვინმა და თვალებმოჭუტულმა გახედა ჭარმაგ სახელმწიფო მოღვაწეს,
– "ისინი მას უფრო უსმენენ, ვიდრე ელენდს".
– ანუ კენჭი ვყაროთ? – იკითხა ასამბლეის ერთ-ერთმა წევრმა.
მათ კენჭი ყარეს. ელენდი ასამბლეის წევრების ხმებს იწერდა. მან
და შვიდმა კეთილშობილმა შეთავაზებას მხარი დაუჭირეს, რაც დიდწი-
ლად პენროდის აზრმა განაპირობა. სკაას რვა წარმომადგენლიდან
119
უმეტესობაც მომხრე იყო, ვაჭრების რვა წარმომადგენლიდან უმ-
რავლესობა კი – წინააღმდეგი, თუმცა საბოლოოდ ელენდმა ხმების
ორი მესამედი მიიღო, რაც სჭირდებოდა კიდეც.
– შეთავაზება მიღებულია, – გამოაცხადა ელენდმა ხმების საბო-
ლოოდ შეჯამების შემდეგ. ცოტა არ იყოს, გაკვირვებული ჩანდა, –
ასამბლეა იმის უფლებამოსილებას იხსნის, რომ ქალაქი ჩააბაროს
მანამ, სანამ მეფე ოფიციალური მოლაპარაკების გასამართად
სტრაფ ვენტურს შეხვდება.
ვინი სკამზე გადაწვა და ცდილობდა, იმაში გარკვეულიყო, ამ
კენჭისყრაზე რას ფიქრობდა. კარგი იყო, რომ ელენდმა თავისი გა-
იტანა, მაგრამ გოგოს ის აღელვებდა, თუ როგორ მიაღწია მან ამას.
ბოლოს და ბოლოს, ელენდი კათედრიდან ჩამოვიდა, დაჯდა და
ტრიბუნა უკმაყოფილო ფილენს დაუთმო. ვაჭარმა წაიკითხა შეთა-
ვაზება, რომლის მიხედვითაც, ხმა უნდა მიეცათ ვაჭრებისთვის, რა-
თა მათ ქალაქის საჭმლის მარაგზე კონტროლი დაებრუნებინათ.
თუმცა ამჯერად ელენდი შეეწინააღმდეგა და ისევ დავა გაჩაღდა. ვი-
ნი ამას ინტერესით შესცქეროდა. აცნობიერებდა მაინც ელენდი,
რამდენად ჰგავდა მისი მოქმედება სხვებისას, როცა მათ შეთავაზე-
ბას ეწინააღმდეგებოდა?
ელენდმა და ასამბლეის წევრმა რამდენიმე სკაამ მოახერხეს,
დავა იმდენ ხანს გაეგრძელებინათ, რომ გადაწყვეტილების მიღება
დაებრკოლებინათ და სადილობამდე კენჭისყრა ვერ მოესწროთ.
დამსწრეები წამოიშალნენ და იზმორებოდნენ. ჰამი ვინს მიუბრუნ-
და.
– კარგი შეხვედრაა, არა?
ვინმა მხრები აიჩეჩა. ჰამმა ჩაიცინა:
– მართლა რაღაც უნდა მოვიფიქრო, შვილო, რომ მოქალაქეობ-
რივ ვალს ასე არ ეწინააღმდეგებოდე.
– ერთი მთავრობა უკვე დავამხე, – უთხრა ვინმა, – ვფიქრობ,
რომ ამჯერად "მოქალაქეობრივი ვალი" მოხდილი მაქვს.

120
ჰამმა გაიღიმა. ორივე მათგანი იქ შეკრებილ ხალხს დაძაბული უყუ-
რებდა. ახლა, როცა ირგვლივ ყველა აიშალა, ელენდის მოსაკლავად
მართლაც ხელსაყრელი დრო იყო. ვინის ყურადღება ერთმა ადამიანმა
განსაკუთრებით მიიპყრო. გოგომ წარბები შეიჭმუხნა.
– რამდენიმე წამში დავბრუნდები, – უთხრა ჰამს და წამოდგა.
– სწორად მოიქეცით, ლორდო პენროდ, – უთხრა ელენდმა, რომე-
ლიც ჭარმაგი კეთილშობილის გვერდით იდგა. შესვენების დროს ხმა-
დაბლა ლაპარაკობდა, – მეტი დრო გვჭირდება. ხომ მშვენივრად იცით,
რას უზამს მამაჩემი ამ ქალაქს, თუ ხელში ჩაიგდებს.
ლორდმა პენროდმა თავი გააქნია.
– შვილო, შენთვის კი არ მოვქცეულვარ ასე, მინდა, დარწმუნებული
ვიყო იმაში, რომ სულელი ფილენი მანამ არ ჩააბარებს ქალაქს, სანამ
კეთილშობილები მამაშენისგან ტიტულებზე ჩვენი უფლებების შესახებ
დაპირებებს არ მივიღებთ.
– მისმინეთ, – თითი ასწია ელენდმა, – სხვა გზაც უნდა არსებობდეს!
გადარჩენილი ამ ქალაქს უბრძოლველად არასოდეს დათმობდა.
პენროდი მოიღუშა. ელენდი გაჩუმდა და გულში საკუთარ თავს
წყევლა-კრულვა შეუთვალა. მოხუცი ლორდი ტრადიციონალისტი იყო.
გადარჩენილის ხსენება დიდად არ ესიამოვნებოდა. სკაა კელსიერს
აღმერთებდა, რის გამოც ბევრი კეთილშობილი თავს საფრთხეში
გრძნობდა.
– უბრალოდ, ამაზე დაფიქრდით, – თქვა ელენდმა და გვერდზე გა-
იხედა, როცა ვინი მიუახლოვდა. გოგომ ის ასამბლეის წევრების სკა-
მებს გაარიდა. ელენდმა სცენა გადაჭრა.
– რა მოხდა? – ხმადაბლა ჰკითხა ვინს.
– ის ქალი, უკან, – ჩუმად, ეჭვით თქვა გოგომ, – მაღალი, ლურჯ
ტანსაცმელში.
ამ ქალის შემჩნევა არ გაგიძნელდებოდათ. ღია ლურჯი ზედა და
მკვეთრი წითელი პერანგი ეცვა. შუახნის, გამხდარი ქალი იყო და წე-
ლამდე სიგრძის ნაწნავი ჰქონდა. სანამ ხალხი ოთახში მიმოდიოდა, ეს
უცნობი მოთმინებით იცდიდა.
121
– და მერე რა?
– ტერისელია, – მიუგო ვინმა.
ელენდი ერთხანს დუმდა.
– დარწმუნებული ხარ?
ვინმა თავი დაუქნია.
– ეს ფერები... ამდენი სამკაული. ის ნამდვილად ტერისელია.
– მერე?
– მერე ის, რომ მას არ ვიცნობ, – თქვა ვინმა, – ის ახლა შენ გი-
ყურებდა.
– ხალხი მიყურებს ხოლმე, ვინ, – შენიშნა ელენდმა, – ბოლოს
და ბოლოს, მე ხომ მეფე ვარ. გარდა ამისა, რატომ უნდა იცნობდე
მას?
– ყველა ტერისელი, რომელიც ქალაქში შემოდის, ჩემთან შე-
სახვედრად მოდის, – თქვა ვინმა, – მე ხომ მბრძანებელი მოვკალი,
ამიტომ ისინი იმ ადამიანივით მიყურებენ, რომელმაც მათი სამშობ-
ლო გაათავისუფლა, მაგრამ მას არ ვიცნობ. ჩემთან მადლობის
სათქმელადაც კი არ მოსულა.
ელენდმა თვალები გადაატრიალა, ვინს მხრებში ხელები წაავ-
ლო და იმ ქალისგან ზურგით დააყენა.
– ვინ, ვფიქრობ, რომ ჩემი მოვალეობაა, რაღაც გითხრა.
ვინი მოიღუშა.
– რა?
– შესანიშნავი ხარ.
ვინი ერთხანს დუმდა.
– ეგ რა შუაშია?
– საერთოდ არაფერ შუაშია, – ღიმილით თქვა ელენდმა, – უბ-
რალოდ, ვცდილობ, გაგართო.
ვინი თანდათან მოდუნდა და გაიღიმა.
– არ ვიცი ეს შენთვის ვინმეს ოდესმე თუ უთქვამს, ვინ, – შენიშნა
ელენდმა, – მაგრამ ზოგჯერ, ცოტა არ იყოს, პარანოიკივით იქცევი.
ვინმა წარბი მაღლა აზიდა.
122
– ნუთუ?
– ვიცი, რომ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ სიმართლეა. მე კი
მხიბლავს ეს, თუმცა მართლა გგონია, რომ ტერისელი ქალი ჩემ
მოკვლას ეცდება?
– შესაძლოა, არა, – აღიარა ვინმა, – მაგრამ ძველი ჩვევები...
ელენდმა გაიღიმა და ასამბლეის წევრებს გადახედა. მათი უმეტე-
სობა ჯგუფ-ჯგუფად ლაპარაკობდა. ერთმანეთში არ ირეოდნენ. კე-
თილშობილები კეთილშობილებს ესაუბრებოდნენ, ვაჭრები – ვაჭ-
რებს, სკაას მუშები – სკაას მუშებს. ეს ადამიანები სრულიად დაქუცმა-
ცებულები ჩანდნენ. ზოგჯერ უბრალო შეთავაზებაზეც კი ისე წაკამათ-
დებოდნენ, რომ საათობით აღარ ჩერდებოდნენ.
"მათ მეტი დრო უნდა მომცენ!" – ფიქრობდა ელენდი, თუმცა იმავ-
დროულად პრობლემასაც აცნობიერებდა, – "მეტი დრო რისთვის?"
პენროდმა და ფილენმა მის შეთავაზებას შეუტიეს.
რეალურად კი ასეთი მდგომარეობა იყო: ქალაქი თავზე ემხობო-
დათ, არავინ იცოდა, შემოჭრილი მტრის უზარმაზარ ძალას რას მო-
უხერხებდნენ, ყველაზე დაბნეული კი ელენდი ჩანდა. ერთადერთი იმას
იაზრებდა, რომ დანებება არ შეიძლებოდა. ჯერ არა. ბრძოლის გზა უნ-
და არსებულიყო.
ვინი ისევ გვერდზე იყურებოდა, ელენდმა მის მზერას თვალი გააყო-
ლა.
– ისევ ტერისელ ქალს უყურებ?
ვინმა თავი გააქნია.
– აქ რაღაც სხვაა... რაღაც უცნაური. ეს კლაბსის ერთ-ერთი შიკრი-
კია?
ელენდი გაჩუმდა და შებრუნდა. მართლაც, რამდენიმე ჯარისკაცი
ხალხში გზას მიიკვლევდა და სცენას უახლოვდებოდა. დარბაზის ბო-
ლოში ხალხი აჩურჩულდა და აწრიალდა; ზოგი კი სწრაფად გავიდა
ოთახიდან.

123
ელენდი გრძნობდა, რომ ვინი დაძაბული იყო; თავადაც შიში
დაეუფლა. "მეტისმეტად დავაგვიანეთ", – გაიფიქრა მან, – "არმია
იერიშზე გადმოვიდა".
ბოლოს და ბოლოს, ერთ-ერთმა ჯარისკაცმა სცენამდე მიაღწია და
ელენდი მაშინვე მასთან მიიჭრა.
– რა მოხდა? სტრაფმა შემოგვიტია?
ჯარისკაცმა შუბლი შეიკრა, შეწუხებული ჩანდა.
– არა, ჩემო ბატონო.
ელენდმა შვებით ამოისუნთქა.
– აბა, რა ხდება?
– ჩემო ბატონო, ეს მეორე არმიაა. იგი ქალაქს ახლახან მოადგა.
უცნაურია, ალენდისთან თავდაპირველად მისმა უბრალო გუ-
ლუბრყვილობამ დამამეგობრა. როგორც კი დიდ ქალაქში ჩამოვი-
და, პირველივე თვეებში, ალენდი თანაშემწედ ავიყვანე.

11
ელენდი ბოლო ორი დღის განმავლობაში უკვე მეორედ იდგა
ლუთადელის გალავანზე და აკვირდებოდა იმ არმიას, რომელსაც
მის სამეფოში შემოჭრა ეწადა. ელენდი შუადღის მზის წითელ სი-
ნათლეზე თვალებს ჭუტავდა, მაგრამ მახვილთვალა არ იყო, ამი-
ტომ წვრილმანებს ვერ არჩევდა.
– არის რამე ხელჩასაჭიდი, რის საფუძველზეც ვივარაუდებთ,
რომ ეს მეორე არმია აქ ჩვენ დასახმარებლად მოვიდა? – იმედით
იკითხა ელენდმა და გვერდით მდგომ კლაბსს გახედა. მან კი საპა-
სუხოდ ბრაზიანი მზერა ესროლა.
– ისინი სეტის ალამს აფრიალებენ. გახსოვს იგი? ეს ის ყმაწვი-
ლია, რომელმაც ორი დღის წინ რვა ალომანტი მკვლელი გამოგიგ-
ზავნა.
ელენდი შემოდგომის ცივ ამინდში ცახცახებდა და მეორე არმი-
ას გაჰყურებდა. იგი სტრაფის არმიისგან კარგა დიდი მანძილის მო-
შორებით ბანაკდებოდა, ლუთ-დავნის არხის ახლოს, რომელიც
124
მდინარე არხულას მარცხენა მხრიდან გამოედინებოდა. ვინი ელენდის
გვერდით იდგა, ჰამი ქალაქის მცველებთან იყო წასული რაღაც საქმეე-
ბის მოსაგვარებლად. ძაღლის სხეულიანი ორსეური კი კედელზე მშვი-
დად დაყუნტებულიყო.
– როგორ გამოგვეპარა მათი მოახლოება? – იკითხა ელენდმა.
– სტრაფი... – მიუგო კლაბსმა, – ეს სეტი იმავე მხრიდან მოვიდა,
საიდანაც სტრაფი. ჩვენს მზვერავებს კი სტრაფზე ჰქონდათ ყურადღება
გადატანილი. შესაძლოა, მამაშენმა ამ არმიის შესახებ რამდენიმე
დღის წინ იცოდა, მაგრამ ჩვენ მისი შემჩნევის შესაძლებლობა აშკარად
არ გვქონდა.
ელენდმა თავი დააქნია.
– სტრაფი პერიმეტრზე ჯარისკაცებს აყენებს, მტრის არმიას უთ-
ვალთვალებს, – თქვა ვინმა, – მეეჭვება, რომ ისინი ერთმანეთისადმი
მეგობრულად იყვნენ განწყობილნი, – გოგო ქონგურის კიდეზე სახიფა-
თოდ იდგა.
– იქნებ ერთმანეთს შეუტიონ, – იმედი გამოთქვა ელენდმა.
კლაბსმა ჩაიფრუტუნა.
– ეგ მეეჭვება. თითქმის თანაბრად არიან. შესაძლოა, სტრაფი ცოტა
უფრო ძლიერია. არ მგონია, რომ სეტმა მასზე შეტევა გარისკოს.
– მაშინ რატომ მოვიდა? – ჰკითხა ელენდმა.
კლაბსმა მხრები აიჩეჩა.
– შესაძლოა, იმედი ჰქონდა, რომ ლუთადელთან ვენტურამდე მო-
ვიდოდა და ქალაქს პირველი აიღებდა.
ის ამაზე – ლუთადელის აღებაზე – ისე ლაპარაკობდა, თითქოს ეს
მოცემულობა ყოფილიყო. ელენდს გულ-მუცელი აემღვრა, როცა დაკ-
ბილული კედლის კიდისკენ გადაიხარა და ქონგურს მიღმა გაიხედა. ვი-
ნი და დანარჩენები ქურდები და სკაადან გამოსული ალომანტები იყ-
ვნენ – გარიყულები, რომლებზეც მთელი ცხოვრების განმავლობაში
ნადირობდნენ; შესაბამისად, ასეთ ზეწოლასა და შიშს გარკვეულწი-
ლად შეჩვეულები იყვნენ, მაგრამ ელენდისთვის ეს უცხო იყო. როგორ
ცხოვრობდნენ ისინი კონტროლისა და წესების გარეშე? ელენდს ღონე
125
გამოეცალა. რისი გაკეთება შეეძლო? გაქცეულიყო და ქალაქი ბე-
დის ანაბარად მიეტოვებინა? რა თქმა უნდა, ეს ვარიანტი საერთოდ
არ განიხილებოდა. მაგრამ ერთი კი არა, უკვე ორი არმია ემზადე-
ბოდა ქალაქის ასაღებად და მისი ტახტის მისატაცებლად, რაც ელე-
ნდს ძალიან თრგუნავდა და იგი ხელების კანკალს ძლივს იცხრობ-
და, როდესაც დაკბილული კედლის უხეშ ქვებს ეჭიდებოდა.
"კელსიერი ხსნის გზას იპოვიდა", – გაიფიქრა მან.
– იქ! – ვინის ხმამ ელენდს ფიქრი შეაწყვეტინა, – ის რა არის?
ელენდი იქით შებრუნდა. ვინი სეტის არმიას თვალებმოჭუტული
გასცქეროდა. გოგო კალით გამძაფრებული მხედველობით ისეთ
რაღაცებს ამჩნევდა, რაც ელენდის ჩვეულებრივი თვალებისთვის
უხილავი იყო.
– ვიღაც არმიას ტოვებს, – თქვა ვინმა, – ცხენზეა ამხედრებული.
– შიკრიკი? – ჰკითხა კლაბსმა.
– შეიძლება, – უპასუხა ვინმა, – ძალიან სწრაფად მოაჭენებს...
– გოგომ ერთი ქვის კბილანიდან მეორეზე ხტომა დაიწყო და კე-
დელს გაუყვა; კანდრა მაშინვე წამოხტა და მის უკან, გალავნის გას-
წვრივ, უხმოდ აძუნძულდა.
ელენდმა კლაბსს გადახედა, რომელმაც მხრები აიჩეჩა, მერე
ისინიც ვინს მიჰყვნენ. გოგოს ერთ-ერთ კოშკურასთან დაეწივნენ.
ვინი იქ იდგა და იმ მომავალ მხედარს გასცქეროდა – ყოველ შემ-
თხვევაში, ელენდმა ასე დაასკვნა. იგი ჯერ კიდევ ვერ ამჩნევდა
იმას, რასაც ვინი ხედავდა.
"ალომანტია", – გაიფიქრა ელენდმა და თავი გააქნია. რატომ არ
შეეძლო ერთი რომელიმე ლითონის გამოყენება? თუნდაც ისეთი
სუსტის, როგორიც სპილენძი იყო, ან რკინა? უეცრად ვინმა შეიკურ-
თხა და გაიმართა.
– ელენდ, ეს ბრიზია!
– რა? – წამოიძახა ელენდმა, – დარწმუნებული ხარ?
– კი, მას ცხენოსანი მშვილდოსნები მოსდევენ.
კლაბსმა შეიკურთხა და შიკრიკს მოუხმო.
126
– მხედრები გაგზავნეთ! მდევრებს გზა მოუჭერით!
შიკრიკი გაიქცა, თუმცა ვინმა თავი გააქნია:
– ისინი ვერ მოასწრებენ. მშვილდოსნები ბრიზს დაიჭერენ ან
ისარს მაინც გაარტყამენ. იქამდე დროზე მეც კი ვერ მივასწრებ, მაგრამ
იქნებ...
ელენდმა შუბლი შეიჭმუხნა და გოგოს გადახედა:
– ვინ, ეს შენთვისაც კი მეტისმეტად შორსაა.
გოგომ კაცს შეხედა, გაუღიმა და კედლიდან ჩამოხტა. მერე მეთოთ-
ხმეტე ლითონი, დურალუმინი, მოამზადა. მარაგი ჰქონდა, მაგრამ ჯერ
არ აანთო.
"იმედია, გამოვა", – გაიფიქრა ვინმა, რომელიც შესაფერის საყ-
რდენს ეძებდა. გვერდით მდებარე კოშკის სახურავი რკინით იყო გა-
მაგრებული. ეს საყრდენად გამოდგებოდა.
ვინმა რკინას მოქაჩა და კოშკის სახურავზე ახტა. მერე ბიძგებით მა-
შინვე მაღლა, შორს ისკუპა და ქალაქის გალავანს გადაევლო. ფოლა-
დისა და კალტყვიის გარდა ყველა ლითონი ჩააქრო. მერე დურალუმი-
ნი აანთო, თან სახურავის რკინას კვლავ უბიძგებდა.
გოგომ ძალის უეცარი მოზღვავება იგრძნო, იმდენად ძლიერი, რომ
დარწმუნებული იყო, რომ არა კალტყვიის სიმძლავრე, დაიშლებოდა.
ვინი ისე აიჭრა და გაქროლდა ცაში, თითქოს რომელიღაც უხილავმა
გიგანტმა გატყორცნა. ჰაერს ისე სწრაფად კვეთდა, რომ გუგუნებდა და
უეცარი აჩქარებისგან წარმოქმნილი წნევა ფიქრს უძნელებდა.
ვინმა სცადა, თავი გაეკონტროლებინა. გაუმართლა, სწორი მიმარ-
თულებით წავიდა. პირდაპირ ბრიზისა და მისი მდევრებისკენ მიქრო-
და. ბრიზს რაღაც ისეთი ჰქონდა, რაც ვიღაცას აღელვებდა, რადგან მას
ოცზე მეტი კაცი მისდევდა. ჰაერში ისრები ზუზუნებდა.
ვინმა იგრძნო, რომ დურალუმინის ერთი აფეთქებით მთელი ფო-
ლადი და კალტყვია დაიწვა. ქამრიდან ფლაკონი მოიგლიჯა და დაცა-
ლა, თუმცა როცა ეს ფლაკონი მოისროლა, უცებ უჩვეულო თავბრუს-
ხვევა იგრძნო. დღისით ხტომას შეჩვეული არ იყო. ეუცნაურა იმის და-

127
ნახვა, როგორ უახლოვდებოდა მიწას; ეუცნაურა, რომ ნისლსაფარი
არ უფრიალებდა; ეუცნაურა, რომ ნისლი არსად ჩანდა...
მოწინავე მხედარმა მშვილდი მოიმარჯვა და ბრიზს დაუმიზნა. რო-
გორც ჩანდა, ვერავინ ამჩნევდა ვინს, რომელიც ზემოდან მტაცებელი
ფრინველივით მოქროდა. თუმცა მთლად არ მოქროდა, უფრო ვარ-
დნით ეშვებოდა.
ვინმა კალტყვია ააალა და მონეტა მოისროლა მიწაზე, რომელ-
საც სწრაფად უახლოვდებოდა. მერე მონეტას უბიძგა, რომ ინერცია
შეენელებინა და ცოტათი გვერდზე გადახრილიყო. გოგო პირდაპირ
ბრიზსა და მშვილდოსნებს შორის დაეშვა და დაშვებისას მტვრისა
და ჭუჭყის კორიანტელი დააყენა. ამ მომენტში მშვილდოსანმა
ბრიზს ისარი სტყორცნა.
მტვრის კორიანტელში გახვეულმა ვინმა საკუთარ თავს მაშინვე
უბიძგა და იმ ისრისკენ გაიჭრა; მერე ისარს უბიძგა – ისრის წვერი
უკან წავიდა, საკუთარი ტარი გახლიჩა და ჰაერში ხის ნატეხები გა-
ფანტა, ბოლოს კი პირდაპირ შუბლში მოხვდა იმ მშვილდოსანს,
რომელმაც იგი ისროლა.
კაცი უნაგირიდან გადმოვარდა, ხოლო ვინი ძირს დაეშვა. მერე
მოწინავე მხედრის უკან მომქროლავი ცხენების ნალებს უბიძგა.
ცხენები წაბორძიკდნენ, ვინი კი ბიძგებით ისევ ჰაერში აიჭრა. დამ-
ფრთხალი ცხენების ჭიხვინისა და ძირს დაცემული მხედრების ყვი-
რილის ხმები ერთმანეთში აირია.
ვინი ბიძგებას აგრძელებდა, თან მიწიდან მხოლოდ რამდენიმე
სანტიმეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა და ბრიზს სწრაფად ეწეოდა.
კაცი მობრუნდა და გაოგნდა, როცა თავისი გაჭენებული ცხენის
გვერდით ჰაერში გამოკიდებული ვინი დაინახა, რომლის სამოსიც
ქროლვისას ფრიალებდა. ვინმა ბრიზს თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი
მორიგი მხედრის აბჯარს მოქაჩა.
გოგო ჰაერში წაბარბაცდა, მისმა სხეულმა მამოძრავებელი ძა-
ლის უეცარი ცვლილება ვერ აიტანა, მაგრამ ვინმა ამ უცაბედ ტკი-
ვილს ყურადღება არ მიაქცია. იმ კაცმა, რომელსაც მოქაჩა, უნაგირ-
128
ზე თავის შემაგრება მოახერხა მანამ, სანამ ვინი წინ გაშვერილი ფეხე-
ბით შეასკდებოდა და უკან გადააგდებდა.
გოგო შავ მიწაზე დაეშვა, ის მხედარი კი მის უკან გადაკოტრი-
ალდა. დანარჩენი მხედრებიც, რომლებიც ვინისგან რამდენიმე სანტი-
მეტრით იყვნენ შორს, ბოლოს და ბოლოს, უეცრად შეჩერდნენ.
კელსიერი მათ, ალბათ, შეუტევდა. მართალია, ბევრნი იყვნენ, მაგ-
რამ აბჯრები ეცვათ და ცხენები აღჭურვილი ჰყავდათ. თუმცა ვინი კელ-
სიერი არ იყო. მხედრები შეაფერხა, რათა ბრიზს თავი დაეღწია; და ეს
საკმარისად მიიჩნია.
ვინმა კვლავ უბიძგა ერთ-ერთ ჯარისკაცს, რათა თავად უკან გაჭრი-
ლიყო. მხედრები კი თავიანთი დაჭრილების მისახედად დატოვა. თუმ-
ცა მათ უეცრად ქვის ბუნიკიანი ისრები ამოიღეს და მშვილდები მოზი-
დეს.
გაღიზიანებულმა ვინმა დაუსტვინა, როცა მხედრებმა იგი მიზანში
ამოიღეს: "კარგი, მეგობრებო, იმედია, მყარად სხედხართ".
მან ყველას მსუბუქად უბიძგა და დურალუმინი აანთო. მუცელში უე-
ცარი აალება იგრძნო და მოზღვავებული ძალა მკერდში მოასკდა, ჰა-
ერმა გაიზუზუნა. ამ შეგრძნებებს ელოდა, თუმცა იმას აღარ, რა ზემოქ-
მედებაც საყრდენებზე მოახდინა. ენერგიის უეცარმა აფეთქებამ მხედ-
რებიცა და ცხენებიც მიმოფანტა – ისე აფრიალდნენ ჰაერში, როგორც
ფოთლები ქარის დროს.
"ამასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო", – გაიფიქრა ვინმა, კბი-
ლები ერთმანეთს დააჭირა და ჰაერში დაბზრიალდა. ფოლადი და კალ-
ტყვია ისევ გამოელია და იძულებული გახდა, უკანასკნელი ფლაკონიც
დაეცალა. ამიერიდან მოუწევდა, უფრო ბევრი ფლაკონი ჰქონოდა.
მიწაზე დაეშვა და გზა სირბილით განაგრძო. საოცარი სისწრაფით
მიქროდა, თუმცა კალტყვიამ მისი სხეული დაზიანებისგან დაიცვა. მე-
რე სირბილი ოდნავ შეანელა, რათა ცხენზე ამხედრებული ბრიზი დას-
წეოდა. გზა მხარდამხარ განაგრძეს. ვინი მორბენალივით მიქროდა და
კალტყვია სისწრაფესა და წონასწორობას უნარჩუნებდა, რათა გაჭენე-
ბულ ცხენს არ ჩამორჩენოდა. ცხენმა გოგოს გახედა და თითქოს გაღი-
129
ზიანდაო, რადგან ადამიანი მას არ ჩამოუვარდებოდა და ტოლს არ
უდებდა. მალე ქალაქამდე მიაღწიეს. ბრიზმა სადავე მოზიდა და შეჩერ-
და, სანამ რკინის კარიბჭე გაიღებოდა; ვინმა კი მოცდის ნაცვლად, უბ-
რალოდ, მონეტა დააგდო, უბიძგა და კედლისკენ აიჭრა. როცა კარიბჭე
გაიღო, მან რკინის ურდულს უბიძგა და კიდევ უფრო მაღლა აიჭრა.
ქონგურებს გადაევლო, ორ გაოგნებულ ჯარისკაცს შორის გაიქრო-
ლა და მეორე მხარეს დაეშვა – გალავნის ეზოში დახტა და ცალი ხე-
ლით გრილ ქვებს დაეყრდნო. ბრიზი კი კარიბჭეში შევიდა.
ვინი წამოდგა. ბრიზი მას ჩორთით მიუახლოვდა და ცხვირსახო-
ცით შუბლი მოიწმინდა. მას შემდეგ, რაც ის ვინმა ბოლოჯერ ნახა,
თმა გაზრდოდა, უკან გადაევარცხნა და ბოლოები საყელოს ეხებო-
და. ორმოცდახუთი წლის იქნებოდა, თუმცა ჭაღარა არ მოუჩანდა.
ქუდი არ ეფარა, შეიძლება, ჭენებისას დაუვარდა. თავისი ერთ-ერ-
თი მდიდრული კოსტიუმი და აბრეშუმის პერანგი ეცვა. ტანსაცმელი
ჭენებისას გაფერფლიანებულიყო.
– აჰ, ვინ, ჩემო კარგო, – უთხრა ბრიზმა, რომელიც ლამის თავი-
სი ცხენივით ქშინავდა, – უნდა ვთქვა, რომ სწორედ დროულად და
თანაც შთამბეჭდავად გამოჩნდი. ძალადობის წყალობით გადარჩე-
ნას ვერ ვიტან, მაგრამ თუ ეს აუცილებელია, მაშინ მოხდენილად
უნდა მოხდეს.
ვინმა გაიღიმა, ბრიზი კი ცხენიდან ჩამოხტა – უკვე დაამტკიცა,
რომ ეზოში მყოფთაგან ყველაზე ჯაბანი სულაც არ იყო – და მეჯინი-
ბეები ცხენის მისახედად მივიდნენ. ბრიზმა შუბლი ისევ მოიწმინდა,
როცა ელენდი, კლაბსი და ორსეური კიბით გალავნიდან დაეშვნენ.
ჰამიც მათკენ მორბოდა, ალბათ, ერთ-ერთმა თანაშემწემ როგორც
იქნა იპოვა და საქმის კურსში ჩააყენა.
– ბრიზ! – შესძახა ელენდმა, მასთან მივიდა და მკლავები მოხ-
ვია. ბრიზი ელენდზე უფრო დაბალი იყო.
– თქვენო უდიდებულესობავ, – თქვა ბრიზმა, – ხომ ჯანსაღად და
ლაღად გრძნობთ თავს?

130
– ჯანსაღად კი, – მიუგო ელენდმა, – სილაღეს რაც შეეხება... ჩემს
ქალაქს კედლებთან არმია მოადგა.
– ორი არმია, – ჩაიბურტყუნა კლაბსმა, რომელიც მათთან მიჩ-
ლახუნდა. ბრიზმა ცხვირსახოცი დაკეცა.
– აჰ, ძვირფასი ბატონი კლადენტი, რომელიც, როგორც ვხედავ,
ისეთივე იმედიანია, როგორც ყოველთვის.
კლაბსმა ჩაიფრუტუნა. ორსეური მიძუნძულდა და ვინის გვერდით
დაყუნტდა.
– და ჰამონდი, – თქვა ბრიზმა და ჰამს შეხედა, რომელიც ფართოდ
იღიმებოდა, – მე კი უკვე ლამის თავი მოვიტყუე და დავივიწყე, რომ რო-
ცა უკან დავბრუნდებოდი, აქ შენ დამხვდებოდი.
– გამოტყდი, – უთხრა ჰამმა, – რომ ჩემმა დანახვამ გაგახარა.
– დანახვამ შეიძლება, მაგრამ ხმის გაგონებამ – არა. შენი გაუთა-
ვებელი ვითომ ფილოსოფიური ლაქლაქის გარეშე შესანიშნავად
ვგრძნობდი თავს, – მიუგო ბრიზმა, ჰამმა კი კიდევ უფრო ფართოდ გა-
იღიმა.
– მიხარია, რომ გხედავ, ბრიზ, – უთხრა ელენდმა, – მაგრამ ჯობდა,
რომ დრო ცოტა უკეთ გაგეთვალა. იმედი მქონდა, ამ არმიებიდან, რომ-
ლებიც კარს მოგვადგნენ, რომელიმეს მაინც შეაჩერებდი.
– შევაჩერებდი? – ჰკითხა ბრიზმა, – ეგ რატომ უნდა მდომოდა, ჩე-
მო კარგო? ბოლოს და ბოლოს, სამი თვე შევალიე იმას, რომ სეტს თა-
ვისი არმია აქ მოეყვანა.
ელენდი გაჩუმდა, ვინი კი, რომელიც იქვე იდგა, მოიღუშა. ბრიზი სა-
კუთარი თავით კმაყოფილი ჩანდა, რაც მისთვის დამახასიათებელი
იყო.
– ანუ... ლორდი სეტი ჩვენ მხარეზეა? – ჰკითხა დაიმედებულმა
ელენდმა.
– რა თქმა უნდა, არა, – მიუგო ბრიზმა, – ის აქ იმისთვისაა, რომ ეს
ქალაქი გაძარცვოს და შენი ატიუმის სავარაუდო მარაგი მიიტაცოს.
– შენ, – თქვა ვინმა, – შენ სწორედ ის ხარ, ვინც მბრძანებლის ატიუ-
მის მარაგზე ჭორებს ავრცელებდი. ასეა, ხომ?
131
– რა თქმა უნდა, – მიუგო ბრიზმა და სპუკს გახედა, როცა ბიჭი
კარიბჭესთან მოვიდა.
ელენდმა შუბლი შეიჭმუხნა:
– კი მაგრამ... რატომ?
– გალავნის მიღმა გაიხედე, ჩემო კარგო, – უთხრა ბრიზმა, – ვი-
ცოდი, რომ მამაშენი ლუთადელზე იერიშის მიტანას აპირებდა.
დარწმუნების ჩემეული უნარიც კი ვერ იკმარებდა და მას ამას ვერ
გადააფიქრებინებდა. ასე რომ, დასავლეთის დომინიონში ხმების
გავრცელება დავიწყე, შემდეგ კი ლორდ სეტის ერთ-ერთი მრჩევე-
ლი გავხდი.
– კარგი გეგმაა, – ჩაიბურტყუნა კლაბსმა, – გიჟური, მაგრამ
კარგი.
– გიჟური? – ჰკითხა ბრიზმა, – აქ ჩემ გონებრივ მდგრადობაზე
არ ვსაუბრობთ, კლაბს. ეს სვლა გიჟური კი არა, ბრწყინვალეა.
ელენდი დაბნეული ჩანდა:
– შენი ბრწყინვალე გონების შეურაცხყოფა არ მინდა, ბრიზ, მაგ-
რამ... მტრის არმიის ჩვენს ქალაქთან მოყვანა კარგი აზრი როგო-
რაა?
– ეს მოლაპარაკების სტრატეგიის საფუძველია, ჩემო კარგო, –
აუხსნა ბრიზმა, რომელსაც ცხენის უნაგირიდან ჩამოხსნილი ხმალი
გადასცეს. კაცმა ამ იარაღით დასავლეთისკენ მიანიშნა, სადაც სე-
ტის არმია იდგა, – როცა მხოლოდ ორი მხარე არსებობს, როგორც
წესი, ერთი მეორეზე ძლიერია. ეს სუსტი მხარისთვის საქმეს ძალი-
ან ართულებს. ამ შემთხვევაში კი სუსტი მხარე ჩვენ ვიქნებოდით.
– ჰო, – უთხრა ელენდმა, – მაგრამ ამ სამი არმიიდან ჩვენ მაინც
ყველაზე სუსტი ვართ.
– აქ, – შესძახა ბრიზმა და ხმალი აღმართა, – დანარჩენი ორი
თანასაწორია. შესაძლოა, სტრაფი უფრო ძლიერია, მაგრამ სეტსაც
ძალიან დიდი ძალა ჰყავს. თუ რომელიმე ლუთადელს შეუტევს, მი-
სი არმია საკმაოდ დიდ დანაკარგს მიიღებს და მესამე არმიას ვეღარ

132
გაუმკლავდება, მისგან თავს ვეღარ დაიცავს. ჩვენზე შეტევა საკუთარი
თავის დაუცველად დატოვებას ნიშნავს.
– ეს სამმაგი დუელია, – თქვა კლაბსმა.
– ზუსტად ასეა, – მიუგო ბრიზმა, – მენდე, ელენდ, ჩემო ბიჭო.
ასეთ შემთხვევაში მტრის ორი დიდი არმია ბევრად ჯობია ერთს. სამ-
მხრივ მოლაპარაკებებში ყველაზე სუსტი მხარე სინამდვილეში უძლიე-
რესია, რადგან თუ დანარჩენი ორიდან რომელიმეს მიემხრობა, ეს
ბრძოლის ბედს გადაწყვეტს.
ელენდი მოიღუშა:
– ბრიზ, ჩვენ არცერთ მათგანთან მიმხრობა არ გვინდა.
– ეგ ვიცი, – მიუგო ბრიზმა, – მაგრამ ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა
არ იციან. მეორე არმიის აქ მოყვანით, დრო მოვიგე. ორივე ფიქრობდა,
რომ აქ პირველი მოვიდოდა. ახლა, როცა ისინი თითქმის ერთდროუ-
ლად მოვიდნენ, მდგომარეობის გადაფასება მოუწევთ. ვფიქრობ, ეს
ხანგრძლივი ალყით დასრულდება, სულ მცირე, ორთვიანი ალყით.
– მაგრამ მათ თავიდან როგორღა მოვიშორებთ, ეს გაურკვეველი
რჩება, – თქვა ელენდმა.
ბრიზმა მხრები აიჩეჩა:
– მე ისინი აქ მოვიყვანე, თქვენ კი უნდა გადაწყვიტოთ, რას მოუხერ-
ხებთ მათ. იმას კი გეტყვით, რომ სეტის აქ დროულად მოყვანა იოლი
სულაც არ იყო. ის ვენტურამდე ხუთი დღით ადრე აპირებდა მოსვლას.
საბედნიეროდ, რამდენიმე დღის წინ ვიღაცამ წყალი მოწამლა და
მთელ ბანაკს ფაღარათი დაემართა.
კლაბსის უკან მდგომმა სპუკმა ჩაიფხუკუნა.
– ასეა, – თქვა ბრიზმა და ბიჭს გახედა, – მეგონა, რომ ამას დააფა-
სებდით. შენ ისევ გაუნათლებელი უსიამოვნება ხარ, ბიჭო?
– ვიყავი, აღარა ვარ, – გაიღიმა სპუკმა, რომელიც ისევ აღმოსავ-
ლურ ქუჩურ აქცენტს დაუბრუნდა.
ბრიზმა ჩაიფრუტუნა და ჩაილაპარაკა:
– ზოგჯერ ჰამონდზე აზრიანად ლაპარაკობ, – მერე ელენდს მიუბ-
რუნდა, – აბა, კარეტას არავინ მოიყვანს, რომ სასახლეში წამიყვანოს?
133
თქვე უმადურებო, უკვე ხუთი წუთია, რაც განუგეშებთ, მიუხედავად
იმისა, რომ ასე დაღლილი ვარ, და არცერთ თქვენგანს არ შევებრა-
ლე!
– როგორც ჩანს, ოსტატობას კარგავ, – ღიმილით უთხრა ვინმა.
ბრიზი მთრგუნავი იყო – ალომანტი, რომელსაც თითბრის დაწვა და
ადამიანების ემოციებზე ზემოქმედება შეეძლო. ძალიან დახელოვ-
ნებულ მთრგუნავს – ვინი კი ბრიზზე უკეთეს მთრგუნავს არ იცნობ-
და – შეეძლო, ადამიანის ყველა ემოცია დაეთრგუნა, მხოლოდ ერ-
თი დაეტოვებინა და ისიც ისეთ განწყობაზე დაეყენებინა, როგორ-
ზეც მოესურვებოდა.
– სიმართლე ითქვას, – წამოიწყო ელენდმა და კედელს ახედა,
– იმედი მქონდა, რომ გალავანზე ავიდოდით და არმიებს უკეთ შე-
ვისწავლიდით. თუ სეტის არმიაში იყავი, ალბათ, მის შესახებ ბევრი
რამის თქმა შეგიძლია.
– შემიძლია და გეტყვით კიდეც, მაგრამ იმ საფეხურებზე ასვლას
არ ვაპირებ. ვერ ხედავთ, როგორი დაღლილი ვარ?
ჰამმა ჩაიფრუტუნა, ბრიზს მხარზე ხელი დაჰკრა და მტვრის კო-
რიანტელი დააყენა.
– რანაირად დაიღალე? შენი საცოდავი ცხენი დარბოდა.
– ემოციურად დავიქანცე, ჰამონდ, – უპასუხა ბრიზმა და მისი ხე-
ლი ხმლით მოიგერია, – ჩემი წამოსვლა საკმაოდ არასასიამოვნო
იყო.
– და რა მოხდა? – ჰკითხა ვინმა, – სეტმა აღმოაჩინა, ჯაშუში რომ
იყავი?
ბრიზი შეიშმუშნა:
– მოდით, უბრალოდ, ვთქვათ, რომ ლორდი სეტი და მე... ერ-
თმანეთს წავეკიდეთ.
– თავის ქალიშვილთან ერთად საწოლში წაგასწრო? – თქვა ჰამ-
მა, რასაც სიცილი მოჰყვა.
რაც გინდა დაგეწამათ, მაგრამ ბრიზი მექალთანე ნამდვილად
არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ემოციებით მანიპულირების უნარი
134
ჰქონდა, რაც ვინი ამ კაცს იცნობდა, მას რომანებისადმი ინტერესი არ
გამოუვლენია. ერთხელ დოკსონმა აღნიშნა კიდეც, რომ ბრიზი იმდე-
ნად არის საკუთარი თავით დაკავებული, ასეთი რაღაცებისთვის დრო
აღარ რჩებაო.
ჰამის კომენტარზე ბრიზმა თვალები გადაატრიალა:
– გულწრფელად რომ გითხრა, ჰამონდ, რაც ასაკი გემატება, ხუმ-
რობებს უფრო და უფრო აუარესებ. ვეჭვობ, ვარჯიშისას თავში მეტისმე-
ტად ბევრი დარტყმა გხვდება ხოლმე.
ჰამმა გაიღიმა, ელენდმა კი ორი კარეტის მოსაყვანად ხალხი გაგ-
ზავნა. ვიდრე ელოდებოდნენ, ბრიზმა მათ თავის მოგზაურობებზე მო-
უთხრო. ვინმა ორსეურს დახედა. მას ჯერ ვერ მიეცა იმის შესაფერისი
მომენტი, რომ თანაგუნდელებისთვის კანდრას სხეულის ცვლილებაზე
ეთქვა. შესაძლოა, ახლა, როცა ბრიზი დაბრუნდა, ელენდს შიდა წრის
შეხვედრა მოეწყო. ეს ხელსაყრელი დრო იქნებოდა. ვინს სურდა, სა-
სახლის პერსონალს ეფიქრა, რომ ორსეური სადღაც გაგზავნა.
ბრიზი თავის ამბავს აგრძელებდა. ვინმა მას ღიმილით გახედა. ეს
კაცი არა მარტო ნიჭიერი ორატორი, არამედ ფაქიზი ალომანტიც იყო.
გოგო თავის ემოციებზე ბრიზის შეხებას ოდნავ გრძნობდა. ოდესღაც
მას ბრიზის ზემოქმედება აბრაზებდა, მაგრამ თანდათან გააცნობიერა,
რომ ადამიანების ემოციებზე შეხება ბრიზის განუყოფელი ნაწილი იყო.
ისევე, როგორც ლამაზი ქალი მოითხოვს ყურადღების ცენტრში ყოფ-
ნას თავისი გარეგნობის წყალობით, ბრიზიც ამ ყურადღებას საკუთარი
უნარის ლამის არაცნობიერად გამოყენებით იღებდა.
რა თქმა უნდა, ამის გამო მთლად არამზადაც არ ეთქმოდა. სხვების-
თვის იმის შთაგონება, რომ ისე მოქცეულიყვნენ, როგორც თავად სურ-
და, ბრიზის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა იყო. და ვინი უკვე აღარ
საყვედურობდა ხოლმე, როცა იგი ალომანტიას იყენებდა.
ბოლოს და ბოლოს, კარეტები მოიყვანეს და ბრიზმა შვებით ამოი-
სუნთქა. მან ვინს შეხედა და ორსეურზე მიანიშნა.
– ეს რა არის?
– ძაღლი, – მიუგო ვინმა.
135
– ვხედავ, რომ ისევ ისეთი ხარ, როგორიც ყოველთვის იყავი, –
თქვა ბრიზმა, – და რატომ გყავს ძაღლი?
– მე ვაჩუქე, – უთხრა ელენდმა, – ვინს ძაღლი უნდოდა და მოვუყ-
ვანე.
– და მგელძაღლა შეარჩიე? – ინტერესით ჰკითხა ჰამმა.
– შენ ხომ მასთან გიბრძოლია, ჰამ, – სიცილით მიუგო ელენდმა,
– რას აჩუქებდი? პუდელს?
ჰამმა ჩაიცინა:
– არა, არ მგონია. ეს მართლაც შეეფერება.
– თუმცა ეს ძაღლი თითქმის მისი ზომისაა, – თქვა კლაბსმა და
ვინს თვალებმოჭუტულმა შეხედა.
გოგომ ორსეურს თავზე ხელი დაადო. კლაბსი მართალს ამბობ-
და. მან მართლაც დიდი ძაღლი შეარჩია, მგელძაღლას კვალობა-
ზეც კი. ცხოველი როცა ფეხზე იდგა, მხრებთან სიმაღლეში ოთ-
ხმოცდაათი სანტიმეტრი იყო; ხოლო მისი სხეულის სიმძიმე ვინმა
თავად გამოცადა.
– მგელძაღლას პირობაზე საოცრად კარგად იქცევა, – თქვა ჰამ-
მა და თავი დააქნია, – კარგი არჩევანია, ელ.
– მოკლედ, – წამოიძახა ბრიზმა, – შეიძლება, რომ სასახლეში
დავბრუნდეთ? არმიები და მგელძაღლები კარგია, მაგრამ დარწმუ-
ნებული ვარ, ამწამს ვახშამი უფრო მნიშვნელოვანია.
– რატომ არ ვეუბნებით ორსეურზე? – ჰკითხა ელენდმა, როცა
მათი კარეტა სასახლისკენ დაიძრა. სამნი ერთ კარეტაში ჩასხდნენ
და დანარჩენი ოთხი მათ მეორე კარეტით მიჰყვებოდა.
ვინმა მხრები აიჩეჩა, ორსეური ვინისა და ელენდის პირდაპირ
იჯდა და საუბარს მშვიდად აკვირდებოდა.
– საბოლოოდ ვეტყვი, – თქვა ვინმა, – ქალაქის ხმაურიანი ბაღი
გულახდილად ლაპარაკისთვის შესაფერისი ადგილი არ არის.
ელენდმა გაიღიმა:
– საიდუმლოების შენახვის ჩვევა ძნელი დასაძლევია, ხომ?
ვინი გაწითლდა:
136
– საიდუმლოდ არ ვინახავ, უბრალოდ... – ვინმა გვერდზე გაიხედა.
– თავს ცუდად ნუ იგრძნობ, ვინ, – უთხრა ელენდმა, – დიდი ხნის
განმავლობაში ცხოვრობდი მარტო და არავინ გყავდა ისეთი, ვისაც ენ-
დობოდი. არავინ ელის, რომ ერთ ღამეში შეიცვლები.
– ერთი ღამე არ გასულა, ელენდ, – თქვა ვინმა, – უკვე ორი წელი
გავიდა.
ელენდმა მუხლზე ხელი დაადო.
– უკეთესი ხდები. იმაზე ლაპარაკობენ, რამდენად შეიცვალე.
ვინმა თავი დაუქნია.
"სხვა კაცს შეეშინდებოდა, რომ მისგან რამე შემენახა საიდუმ-
ლოდ", – გაიფიქრა მან, – "ელენდი კი ცდილობს, თავი ნაკლებად ვიგ-
რძნო დამნაშავედ".
ის უკეთესი კაცი იყო ვიდრე ვინი იმსახურებდა.
– კანდრა, – მიმართა ელენდმა, – ვინი ამბობს, რომ ეწევი ხოლმე.
– ეგრეა, თქვენო უდიდებულესობავ, – მიუგო ორსეურმა, – მიუხე-
დავად იმისა, რომ ეს სხეული საზიზღრობაა, კვალში ჩადგომისა და
სწრაფად მოძრაობისთვის კარგად არის აღჭურვილი.
– და თუ დაიჭრება? – ჰკითხა ელენდმა, – შეძლებ, რომ იგი უსაფ-
რთხო ადგილას გაათრიო?
– სწრაფად ვერა, თქვენო უდიდებულესობავ. თუმცა შევძლებ, რომ
დახმარება მივიყვანო. ამ სხეულს ბევრი შეზღუდვა აქვს, მაგრამ ყვე-
ლაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კონტრაქტი არ დავარღვიო.
როგორც ჩანდა, ელენდმა ვინის აზიდული წარბი შენიშნა და ჩაიცი-
ნა.
– ის ისე მოიქცევა, როგორც ამბობს, ვინ.
– კონტრაქტი ყველაფერია, ქალბატონო, – თქვა ორსეურმა, – იგი
უბრალო სამსახურზე მეტს მოითხოვს; სიფხიზლესა და ერთგულებას
ითვალისწინებს. კანდრას არსი ესაა. კონტრაქტს არ ვარღვევთ და სა-
კუთარ ხალხს ვემსახურებით.
ვინმა მხრები აიჩეჩა. ისინი გაჩუმდნენ. ელენდმა ჯიბიდან წიგნი
ამოიღო. გოგო მისკენ გადაიხარა. ორსეური დაწვა და მათ მოპირდა-
137
პირედ განთავსებული სავარძელი მთლიანად შეავსო. ბოლოს და
ბოლოს, კარეტა ვენტურთა ეზოში შეგორდა. ვინი თბილი აბაზანის
მიღებას გეგმავდა, თუმცა როგორც კი ეტლიდან გადმოვიდნენ,
ელენდთან მცველი მიიჭრა. კალის წყალობით, ვინმა მისი ნათქვამი
გაიგო, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მათთან ახლოს არ იყო მისული.
– თქვენო უდიდებულესობავ, – ჩაიჩურჩულა მცველმა, – ანუ,
ჩვენმა შიკრიკმა თქვენამდე მოაღწია?
– არა, – თქვა მოღუშულმა ელენდმა, როცა ვინი მათ მიუახლოვ-
და.
ჯარისკაცმა გოგოს გახედა, მაგრამ ლაპარაკი გააგრძელა. ყვე-
ლა ჯარისკაცმა იცოდა, რომ ვინი ელენდის უპირველესი მცველი და
ნდობით აღჭურვილი პირი იყო. მიუხედავად ამისა, ის უცნაურად
აღელდა, როცა ვინი დაინახა.
– ჩვენ... არ მინდა, თავი მოგაბეზროთ, – თქვა ჯარისკაცმა, –
სწორედ ამიტომ ვდუმდით ამაზე. ჩვენ, უბრალოდ, იმაზე ვფიქრობ-
დით... ყველაფერი რიგზეა თუ არა, – მან ვინს გადახედა.
– რა ხდება? – ჰკითხა ელენდმა.
მცველი მეფეს მიუბრუნდა.
– ლედი ვინის ოთახში გვამია.
"გვამი" ჩონჩხი აღმოჩნდა; სულ მთლად სუფთა იყო, სისხლის
წვეთიც კი არ შერჩენოდა, რომელიც მის სიქათქათეს შებღალავდა.
თუმცა ძვლების უმეტესობა გატეხილი იყო.
– ვწუხვარ, ქალბატონო, – იმდენად ხმადაბლა თქვა ორსეურმა,
რომ მხოლოდ ვინს გაეგო, – მეგონა, თქვენ გადააგდებდით.
ვინმა თავი დაუქნია. ეს, რა თქმა უნდა, ის ჩონჩხი იყო, რომელ-
საც ორსეური იყენებდა მანამ, სანამ ვინი ცხოველის სხეულს მის-
ცემდა.
რაკი კარი დაკეტილი არ იყო – ვინი ყოველთვის ღიას ტოვებდა
ხოლმე, როცა ოთახის დასუფთავება უნდოდა – მოსამსახურეები
შევიდნენ. მანამდე ვინმა ძვლები კალათში ჩაყარა და იფიქრა, რომ

138
მოგვიანებით მიხედავდა. როგორც ჩანს, მოსამსახურეებმა კალათი
შეამოწმეს, ნახეს შიგნით რაც ეყარა და გაოგნდნენ.
– ყველაფერი რიგზეა, კაპიტანო, – უთხრა ელენდმა ახალგაზ-
რდა მცველს, კაპიტან დემოქსს, რომელიც სასახლის დაცვის მე-
თაურის მოადგილე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჰამი ფორმებს ვერ
იტანდა, როგორც ჩანდა, ეს კაცი თავის ფორმას სუფთად ინახავდა და
ეამაყებოდა კიდეც, – კარგად მოიქეცი, რომ არ გაახმაურე. მაგ ძვლებ-
ზე უკვე ვიცოდით. ასაღელვებელი არაფერია.
დემოქსმა თავი დაუქნია:
– მივხვდით, რომ ეს რაღაც წინასწარგანზრახული იყო, – ლაპარა-
კისას ვინს არ უყურებდა.
"წინასწარგანზრახული", – გაიფიქრა ვინმა, – "შესანიშნავია. საინ-
ტერესოა, ამ კაცის აზრით, რა ჩავიდინე". ძალიან ცოტა სკაამ იცოდა,
კანდრა რას წარმოადგენდა; არც დემოქსს ეცოდინებოდა, თუ რაში
დასჭირდებოდათ ეს ნეშტი.
– შეგიძლია, რომ ეს ჩუმად მომაშორო თავიდან? – ჰკითხა ელენ-
დმა დემოქსს და ძვლებზე ანიშნა.
– რა თქმა უნდა, თქვენო უდიდებულესობავ, – მიუგო მცველმა.
"შეიძლება, ის ფიქრობს, რომ ადამიანი შევჭამე, ან რამე ამგვარი
ვქენი", – გაიფიქრა ვინმა და ამოიოხრა, – "ხორცი პირდაპირ ძვლები-
დან გამოვღრღენი". კაცმა რომ თქვას, ეს სიმართლისგან არც ისე
შორს იყო, სინამდვილეში მართლაც მსგავსი რამე მოხდა.
– თქვენო უდიდებულესობავ, – თქვა დემოქსმა, – გინდათ, რომ მე-
ორე სხეულიც მოვიშოროთ თავიდან?
ვინი გაშეშდა.
– მეორე? – ნელა ჰკითხა ელენდმა.
მცველმა თავი დაუქნია:
– როცა ეს ჩონჩხი ვიპოვეთ, ძაღლები მოვიყვანეთ, რომ სუნი
აეღოთ. ძაღლებმა მკვლელები ვერ იპოვეს, მაგრამ სხვა სხეულს მიაგ-
ნეს. ისიც ზუსტად ასეთია. მხოლოდ ძვლებია, ხორცის გარეშე.
ვინმა და ელენდმა ერთმანეთს გადახედეს.
139
– გვაჩვენე, – თქვა ელენდმა.
დემოქსმა თავი დაუქნია და ოთახიდან გაუძღვა, თან თავისი ხალ-
ხიდან ერთ-ერთს ჩურჩულით რაღაც უბრძანა. სამივენი – კანდრასთან
ერთად – სასახლის დერეფანს სტუმრების ოთახებისკენ გაუყვნენ,
რომლებსაც იშვიათად იყენებდნენ. დემოქსმა კართან მდგომი ჯა-
რისკაცი გაუშვა და მათ შიგნით შეუძღვა.
– ეს სხეული კალათში არ იყო, თქვენო უდიდებულესობავ, –
თქვა დემოქსმა, – იგი უკან მდებარე საპირფარეშოში ესვენა. ძაღ-
ლები რომ არა, შესაძლოა, ვერასოდეს გვეპოვა. მათ სუნი საკმაოდ
ადვილად აიღეს, თუმცა, როგორ მოახერხეს, ვერ ვხვდები. ამ ჩონ-
ჩხებზე ხომ ხორცი საერთოდ არაა.
მეორე ჩონჩხი, პირველის მსგავსი, მაგიდის გვერდზე ეგდო.
ელენდმა ვინს გახედა, შემდეგ კი დემოქსს მიუბრუნდა.
– ნებას მოგვცემ, კაპიტანო?
ახალგაზრდა მცველმა თავი დაუკრა, ოთახიდან გავიდა და კარი
დაკეტა.
– აბა? – მიუბრუნდა ელენდი ორსეურს.
– არ ვიცი, ეს საიდან გაჩნდა, – თქვა კანდრამ.
– მაგრამ ეს კიდევ ერთი გვამია, რომელიც კანდრამ შეჭამა, –
თქვა ვინმა.
– უეჭველად ასეა, ქალბატონო, – მიუგო ორსეურმა, – ძაღლებ-
მა იმიტომ იპოვეს, რომ ჩვენი მომნელებელი სითხეები ახალგაშიშ-
ვლებულ ძვლებზე განსაკუთრებულ სუნს ტოვებს, – ელენდმა და
ვინმა ერთმანეთს გადახედეს, – თუმცა, – განაგრძო ორსეურმა, –
იქნებ ეს ის არ არის, რასაც ფიქრობთ. იქნებ ეს ადამიანი აქედან
შორს მოკლეს.
– რას გულისხმობ?
– ეს თავიდან მოშორებული ძვლებია, თქვენო უდიდებულესო-
ბავ, – მიუგო ორსეურმა, – ძვლები, რომლებსაც კანდრა ტოვებს
მას შემდეგ, რაც...

140
– მას შემდეგ, რაც იგი ახალ სხეულს იპოვის, – დაასრულა ვინმა.
– დიახ, ქალბატონო, – თქვა ორსეურმა.
ვინმა ელენდს გახედა, რომელსაც შუბლი ჰქონდა შეჭმუხნილი.
– რამდენი ხნის წინანდელია? – იკითხა ელენდმა, – შესაძლოა ეს
ძვლები ერთი წლის წინ მამაჩემის კანდრამ დატოვა.
– შესაძლოა, თქვენო უდიდებულესობავ, – მიუგო ორსეურმა, თუმ-
ცა ორჭოფულად. იგი ძვლებთან მიძუნძულდა და დაყნოსა. ვინმაც ერ-
თი ძვალი აიღო და უსუნა; ყნოსვა კალით ჰქონდა გამძაფრებული და
იოლად იგრძნო მძაფრი სუნი.
– ძალიან მძაფრია, – თქვა ვინმა და ორსეურს შეხედა.
მან თავი დაუქნია:
– დიდი ხანი არაა, რაც ეს ძვლები აქაა, თქვენო უდიდებულესობავ.
ყველაზე მეტი, რამდენიმე საათი, ან, შესაძლოა, ნაკლებიც.
– რაც იმას ნიშნავს, რომ სასახლეში სხვა კანდრაც გვყავს, – თქვა
ცოტა არ იყოს დათრგუნვილმა ელენდმა, – მან ჩემი ხალხიდან ერთ-
ერთი... შეჭამა და მისი ადგილი დაიკავა.
– ასეა, თქვენო უდიდებულესობავ, – მიუგო ორსეურმა, – ამ ძვლე-
ბით ვერ დავადგენთ, ეს ვინ შეიძლება იყოს, რადგან ეს უკვე ნარჩენე-
ბია. კანდრა ახალ ძვლებს მიიღებდა, ხორცს შთანთქავდა და მის სა-
მოსს ჩაიცვამდა.
ელენდმა თავი დაუქნია და წამოდგა. მისი მზერა ვინის მზერას შეხ-
ვდა. გოგომ იცოდა, რომ ელენდიც იმავეს ფიქრობდა, რასაც თავად.
დიდი ალბათობით, სასახლეში ვიღაც შეცვალეს, რაც იმას ნიშნავდა,
რომ დაცვაში ნაპრალი გაჩნდა, თუმცა ამაზე ბევრად უფრო სახიფათო
შესაძლებლობაც არსებობდა.
კანდრები შეუდარებელი მსახიობები იყვნენ. ორსეური ლორდ რე-
ნოქსს იმდენად სრულყოფილად ბაძავდა, რომ მისი ნაცნობებიც კი გა-
ასულელა. ამ ნიჭს კანდრა მსახურის ან მოსამსახურის როლის სათამა-
შოდაც გამოიყენებდა; ხოლო თუ მტერს სურდა, რომ ელენდის უახლო-
ეს გარემოცვაში და მის შეხვედრებზე ჰყოლოდა ჯაშუში, მაშინ უფრო
მნიშვნელოვანი ადამიანის შეცვლა დასჭირდებოდა.
141
"ეს ისეთი ვინმე იქნება, რომელიც უკანასკნელი რამდენიმე სა-
ათის განმავლობაში არ გვინახავს", – გაიფიქრა ვინმა და ძვალი
ძირს დააგდო. ის, ელენდი და ორსეური მთელი შუადღე და საღამო
თითქმის სულ გალავანზე იყვნენ – იქიდან მოყოლებული, რაც
ასამბლეის შეხვედრა დასრულდა. ქალაქი და სასახლე ქაოსმა მო-
იცვა მას შემდეგ, რაც მეორე არმია მოვიდა. შიკრიკები ჰამს კარგა
ხანი ვერ პოულობდნენ და ვინმა ჯერ კიდევ არ იცოდა, დოკსონი
სად იყო. მას არც კლაბსი უნახავს იქამდე, სანამ მასა და ელენდს
კედელზე შეუერთდებოდა; სპუკი კი ბოლოს გამოჩნდა.
ვინმა ძვლების გროვას დახედა და გაურკვევლობის საშინელი
გრძნობა დაეუფლა. დიდი შანსი არსებობდა, რომ მათი ჯგუფის,
კელსიერის ყოფილი გუნდის, რომელიმე წევრი ახლა უკვე თვით-
მარქვია ჯაშუში ყოფილიყო.
პირველი ნაწილის დასასრული

მეორე ნაწილი - აჩრდილები ნისლში


მხოლოდ წლების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ალენდი ეპოქათა
გმირი იყო. ეპოქათა გმირი, ის, ვისაც კჰლენიუმში რაბზინს ეძახ-
დნენ, ანამნესორი.
მხსნელი.

12
ციხესიმაგრე საღამოს ნისლიან ბინდბუნდში იყო ჩაძირული. იგი
დიდი ქვაბულის ფსკერზე იდგა. დაფერდებული, კრატერის მსგავსი
ხეობა იმდენად განიერი იყო, რომ სეიზდი დღის სინათლეზეც კი
ძლივძლივობით თუ დაინახავდა მის მეორე ბოლოს. ნისლიან სიბ-
ნელეში უზარმაზარი ღრმულის შორეული კიდე მხოლოდ ბუნდოვ-
ნად, ჩამუქებული ჩრდილივით მოჩანდა.
სეიზდმა ტაქტიკასა და სტრატეგიაზე ძალიან ცოტა რამ იცოდა,
თუმცა ლითონის გონებში ამ საკითხებზე დაწერილ ათობით წიგნს
ინახავდა. ტერისელმა ამ წიგნების შინაარსი დაივიწყა და იქ შეინა-
142
ხა. თავისი მცირე ცოდნა კი კარნახობდა, რომ ეს ციხესიმაგრე – სერა-
ნის საყუდარი – არც ისე ადვილი დასაცავი იქნებოდა. შემაღლებულზე
არ იდგა და კრატერის გვერდები შესანიშნავი ადგილი იყო საალყო მე-
ქანიზმების განსალაგებლად, საიდანაც კედლებს ქვებს დაუშენდნენ.
თუმცა ციხესიმაგრე მტრისგან თავის დასაცავად არც აუგიათ. გან-
მარტოებისთვის ააგეს. კრატერში მისი პოვნა იოლი არ იქნებოდა,
რადგან კრატერის კიდე ცოტა ამაღლებული იყო და ნაგებობას მთლი-
ანად ფარავდა, ვიდრე ახლოს არ მიხვიდოდი. იქამდე მისასვლელად
არც გზები და ბილიკები შეიმჩნეოდა, ფერდობზე ჩასვლა კი რთული
იყო.
მსჯავრმდებლებს სტუმრები არ სურდათ.
– აბა? – თქვა მარშმა.
ის და სეიზდი კრატერის ჩრდილოეთ კიდესთან იდგნენ, რამდენიმე
ასეული მეტრი სიღრმის უფსკრულის პირას. სეიზდმა კალის გონიდან
მხედველობის უნარი გამოიყენა. გვერდები გაიდღაბნა, მაგრამ მის
პირდაპირ მდებარე საგნები ბევრად უფრო მოახლოვდა. მან ცოტა კი-
დევ მოუმატა და ყურადღება არ მიაქცია გულისრევის შეგრძნებას, რო-
მელიც ამ რაოდენობის მხედველობის გამოყენებამ გამოიწვია.
მომატებული მხედველობით სეიზდმა ციხესიმაგრე ისე დეტალუ-
რად შეისწავლა, თითქოს ნაგებობის წინ იდგა. ტერისელი ბრტყელი,
განიერი, შთამბეჭდავი მუქი კედლების ყველა ღრმულსა და ღრიჭოს
ხედავდა; ჟანგის ყველა წერტილის გარჩევა შეეძლო ფოლადის დიდ
ფილებზე, რომლებიც კედლებზე გარედან იყო აკრული. ყველა ხავსმო-
დებულ კუნჭულსა და ფერფლით დათხვრილ გამოწეულ ადგილებს ხე-
დავდა. იქ ფანჯრები არ იყო.
– არ ვიცი, – ნელა თქვა სეიზდმა და კალის გონს შეეშვა, – ძნელი
სათქმელია, ციხესიმაგრეში ვინმე ცხოვრობს თუ არა. იქ არც მოძრაო-
ბა შეიმჩნევა და არც სინათლე, თუმცა შეიძლება მსჯავრმდებლები შიგ-
ნით იმალებიან.
– არა, – თქვა მარშმა და მისმა ჩახლეჩილმა ხმამ საღამოს ჰაერში
უსიამოდ ხმამაღლა გაიჟღერა, – ისინი წავიდნენ.
143
– რატომ უნდა წასულიყვნენ? ამ ადგილს ხომ დიდი ძალა აქვს.
ვფიქრობ, არმიისგან აქ ვერ დაიცავ თავს, თუმცა ქალაქის ქაოსისგან
თავდასაცავად შესანიშნავი ადგილია.
მარშმა თავი გააქნია.
– ისინი წავიდნენ.
– რატომ ხარ ასე დარწმუნებული?
– არ ვიცი.
– მაშ, სად წავიდნენ?
მარშმა სეიზდს შეხედა, მერე შებრუნდა და მხარს მიღმა გაიხე-
და.
– ჩრდილოეთით.
– ლუთადელისკენ? – ჰკითხა სეიზდმა და შუბლი შეიჭმუხნა.
– მათ შორის, – მიუგო მარშმა, – წავედით. არ ვიცი, დაბრუნდე-
ბიან თუ არა, მაგრამ ეს ადგილი უნდა გამოვიკვლიოთ.
სეიზდმა თავი დაუქნია, ბოლოს და ბოლოს, აქ ხომ ამისთვის მო-
ვიდნენ, თუმცა გულის სიღრმეში ეწინააღმდეგებოდა. ის წიგნებისა
და დახვეწილი სამსახურის კაცი იყო. სოფელ-სოფელ სიარულიც
არ ესადაგებოდა მის გამოცდილებას, რის გამოც თავს ცუდად
გრძნობდა; მსჯავრმდებელთა ციხესიმაგრეში შეღწევა კი...
მარშს თანამგზავრის შინაგანი ბრძოლები აშკარად არ აღელ-
ვებდა. ის შებრუნდა და კრატერის კიდეს გაუყვა. სეიზდმა აბგა
მხარზე გადაიგდო და უკან მიჰყვა. ისინი გამოქვაბულის მსგავს
ღრმულს მიადგნენ; იქ რაღაც მოწყობილობა დაეყენებინათ, რომე-
ლიც აშკარად იმისთვის იყო, რომ თოკებითა და ოწინარებით დაბ-
ლა დაშვებულიყვნენ. დასაშვები გალია ზედა კიდეზე თავის ადგილ-
ზე იყო და მარში მის გვერდით გაჩერდა, თუმცა შიგნით არ შევიდა.
– რა ხდება? – ჰკითხა სეიზდმა.
– ოწინარი, – თქვა მარშმა, – ეს გალია ისეა გათვლილი, რომ
ქვევით მყოფმა ადამიანებმაც დაუშვან.
სეიზდი თავის დაქნევით დაეთანხმა, რადგან მიხვდა, რომ მსჯავ-
რმდებელი სიმართლეს ეუბნებოდა. მარშმა ნაბიჯი წინ გადადგა,
144
ბერკეტი გადასწია და გალია დაეშვა. თოკებიდან მტვერი ავარდა და
ოწინარი აჭრიალდა, როცა მძიმე გალია ხეობის ფსკერისკენ გაქანდა.
შეჯახების დახშული ხმის ექო გარემომცველ კლდეებს მიაწყდა.
"თუ ქვევით ვინმეა, უკვე ეცოდინება, რომ აქ ვართ", – გაიფიქრა სე-
იზდმა.
მარში მისკენ მიბრუნდა. თვალების მაგივრად ჩასმული შუბის თა-
ვები ჩამავალი მზის სხივებზე ციმციმებდა.
– როგორც გინდა, უკან ისე მომყევი, – უთხრა სეიზდს და თოკებზე
ჩაცოცება დაიწყო.
ტერისელი კიდესთან მივიდა და დაინახა, რომ მარში დაძაგრული
თოკით ბუნდოვან, ნისლიან უფსკრულში ეშვებოდა. სეიზდმა ჩაიმუხლა
და აბგა გახსნა. მერე მკლავებიდან ლითონის მსხვილი სამაჯურები მო-
იხსნა. ეს მისი მთავარი სპილენძის გონები იყო, სადაც თავის მეხსიე-
რებას ინახავდა, გასული საუკუნეების განმავლობაში დაგროვებულ
ცოდნას. მან ეს სამაჯურები გვერდზე სათუთად გადადო და აბგიდან
ორი, ბევრად უფრო მცირე ზომის სამაჯური ამოიღო: ერთი რკინა იყო,
მეორე კი კალტყვია – მეომრის ლითონგონები.
აცნობიერებდა კი მარში, რამდენად გამოუცდელი იყო სეიზდი ამ
სფეროში? საოცარი ძალა მას მეომრად სულაც არ აქცევდა. ასე იყო თუ
ისე, სეიზდმა ეს რგოლები წვივებზე მოირგო. შემდეგ ორი ბეჭედი ამოი-
ღო – კალა და სპილენძი – და თითებზე წამოიცვა. ბოლოს აბგას პირი
მოუკრა და მხარზე გადაიგდო.
მერე მთავარი სპილენძის გონები აიღო; საგულდაგულოდ მოძებნა
კარგი სამალავი – ორ ლოდს შორის დაფარული ღრმული – და ისინი
იქ ფრთხილად მოათავსა. არავინ იცის, რა მოხდებოდა ქვევით; სეიზდს
კი არ უნდოდა, გაერისკა – ვაითუ, მსჯავრმდებლებს ეს სამაჯურები წა-
ერთმიათ და გაენადგურებინათ.
სპილენძის გონების გასავსებად, სეიზდმა მთელი ეს ისტორიები,
ფაქტები და ამბები სხვა დამცველისგან მოისმინა; ყველა წინადადება
დაიმახსოვრა და ეს მეხსიერება სპილენძის ამ საცავში მოათავსა, რა-
თა მოგვიანებით გამოეყენებინა. სეიზდს ძალიან ცოტა დაამახსოვრდა,
145
მაგრამ მას შეეძლო, სპილენძის გონიდან ის წიგნი ამოექაჩა, რო-
მელიც უნდოდა და ისევ თავის გონებაში მოეთავსებინა. მერე კი
ყველაფერი ისე დაწვრილებით გაეხსენებინა, როგორც თავდაპირ-
ველად დაიმახსოვრა. უბრალოდ, ტერისელს ეს სამაჯურები უნდა
ჰკეთებოდა.
სეიზდი სპილენძის გონების გარეშე მოუსვენრად იყო. თავი გა-
აქნია და ისევ კიდესთან მივიდა. მარში ხეობის ფსკერისკენ ძალიან
სწრაფად ეშვებოდა. როგორც ყველა მსჯავრმდებელს, მასაც ნის-
ლქმნილის ძალები ჰქონდა, თუმცა როგორ მიიღო ეს ძალები – ან-
და როგორ ცოცხლობდა, როცა შუბები ტვინში ჰქონდა გაყრილი –
საიდუმლოდ რჩებოდა. ამ თემაზე სეიზდი ეკითხებოდა ხოლმე,
თუმცა მარში არ პასუხობდა.
სეიზდმა მარშს ჩასძახა, შემდეგ აბგა აიღო და ჩააგდო. მარშმა
ხელი გაიწვდინა, ლითონებიან აბგას მოქაჩა, დაიჭირა და მხარზე
გადაიგდო; მერე კვლავ განაგრძო დაბლა დაშვება.
სეიზდმა მადლიერების გამოსახატად თავი დაუკრა და კიდიდან
გადაეშვა. როცა ვარდნა დაიწყო, გონებით რკინის გონს მისწვდა და
იქ შენახული ძალა მოძებნა. ლითონის საცავის გავსებას მუდამ თა-
ვისი ფასი ჰქონდა. მაგალითად, მხედველობა რომ შეენახა, სეიზდს
კვირების განმავლობაში თვალისჩინი დაქვეითებული უნდა ჰქონო-
და და კალის სამაჯური ჰკეთებოდა, რათა ჭარბი მხედველობა მასში
შეენახა, მოგვიანებით კი გამოეყენებინა.
რკინა სხვა ლითონებისგან ცოტა განსხვავდებოდა. მასში მხედ-
ველობა, სიძლიერე ან გამძლეობა არ გროვდებოდა, არც – მოგო-
ნებები. რკინაში ინახავდნენ სრულიად სხვა რამეს – წონას.
ამ დღეს სეიზდს რკინის გონში დაგროვებული მარაგი არ გამოუ-
ყენებია; ასე უფრო დამძიმდებოდა. ამის ნაცვლად მან რკინის გო-
ნის ავსება დაიწყო და თავისი წონა ამ საცავში მოათავსა. ტერისელ-
მა ჩვეული სიმსუბუქე იგრძნო – საკუთარი სხეული აღარ ამძიმებ-
და.

146
სეიზდის ვარდნა შენელდა. ტერისელი ფილოსოფოსები რკინის
გონზე ბევრს საუბრობდნენ. მათი ახსნით, ძალა ადამიანის წონასა
და ზომას სულაც არ ცვლიდა; არამედ ის როგორღაც იმას ცვლიდა,
თუ როგორ ექაჩებოდა ადამიანს მიწა. სეიზდის ვარდნა იმიტომ კი
არ შენელდა, რომ მისმა წონამ იკლო, არამედ იმიტომ, რომ მისი
შემსუბუქებული სხეულის შედარებით დიდი ნაწილი ეწინააღმდეგებო-
და ვარდნით გამოწვეული ჰაერის ქროლვას.
მეცნიერული მოსაზრებების მიუხედავად, სეიზდი სწრაფად არ ვარ-
დებოდა. იმ სამკაულებს შორის, რომლებიც სხეულზე აისხა, ყველაზე
მძიმე ფეხზე გაკეთებული წვრილი რგოლები იყო. მათი წყალობით, ფე-
ხები ნიადაგის მიმართულებით, სწორად ჰქონდა. კაცმა ხალები გაშა-
ლა და სხეული ოდნავ მოხარა, რათა ქარს მისთვის ებიძგებინა. სეიზ-
დის ვარდნა ფოთლის ან ბუმბულის ნელ ვარდნას ნამდვილად არ ჰგავ-
და, თუმცა სწრაფადაც არ ვარდებოდა. ტერისელს ვარდნის გაკონ-
ტროლება შეეძლო. სამოსის ფრიალითა და გაშლილი მკლავებით
მარშს ჩაუქროლა; მან კი ინტერესით შეხედა.
სეიზდი როცა მიწას მიუახლოვდა, კალტყვიის გონიდან ცოტაოდენი
ძალა გამოიყენა და მოემზადა. მიწაზე დახტა, მაგრამ რადგან მისი სხე-
ული მჩატე იყო, მსუბუქად დაეცა. მუხლების მოხრაც კი სულ ოდნავ
დასჭირდა, რათა მიწასთან შეჯახების ენერგია შთაენთქა.
სეიზდმა რკინის გონის შევსება შეწყვიტა, კალტყვიასაც შეეშვა და
მარშს მშვიდად ელოდა. მის გვერდით დამსხვრეული გალია ეგდო. ტე-
რისელმა რკინის გატეხილ ხუნდებს შეხედა და უსიამოვნო შეგრძნება
დაეუფლა. აშკარა იყო, რომ აქ ზოგი საკუთარი ნებით სულაც არ მოდი-
ოდა.
იმ დროისთვის, როცა მარში ფსკერს მიუახლოვდა, ჰაერში ჩამომ-
დგარი ნისლი უკვე შესქელებულიყო. სეიზდმა მთელი სიცოცხლე ნის-
ლში გაატარა, თუმცა აქამდე უსიამოვნო შეგრძნება არასოდეს დაუფ-
ლებია; ახლა კი ეგონა, თითქოს ნისლი დაახრჩობდა, მასაც უიღბლო
ჯედივით მოკლავდა, იმ ფერმერივით, რომლის სიკვდილსაც სეიზდი
იძიებდა.
147
მარში ჩამოხტა, როცა მიწას დაახლოებით სამ მეტრზე მიუახ-
ლოვდა, და ძირს ალომანტისთვის ჩვეული მოქნილობით დახტა.
ნისლქმნილთან გატარებული ამდენი დროის მიუხედავად, სეიზდს
ალომანტიის უნარები დიდად აოცებდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს
სულაც არ შურდა. ალომანტიას, მართალია, ბრძოლაში უკეთ იყე-
ნებდნენ, მაგრამ მას არ შეეძლო გონების განვრცობა იმისათვის,
რომ ადამიანისთვის გაეზიარებინა კულტურის ათასწლოვანი ოცნე-
ბები, იმედები და რწმენები. მაგალითად, ალომანტია ვერ გასწავ-
ლიდა ჭრილობის დამუშავებას, ვერც იმაში დაგეხმარებოდა, რომ
ღარიბი სოფლისთვის მიწის განაყოფიერების ახალი მეთოდები
გესწავლებინა. ფერუქიმიის ლითონგონებს კი ბრძოლაში ვერ გა-
მოიყენებდი, თუმცა ხალხი მათი საშუალებით ხანგრძლივი დროის
განმავლობაში მიიღებდა სარგებელს.
გარდა ამისა, სეიზდმა რამდენიმე ფერუქიმიური ოინი იცოდა,
რაც ყველაზე უფრო გამოცდილ მეომარსაც კი გააოცებდა. მარშმა
მას აბგა გადასცა:
– წავედით.
სეიზდმა თავი დაუქნია, აბგა მხარზე გადაიკიდა და მეგზურს ქვი-
ან მიწაზე მიჰყვა. მარშის მხარდამხარ სიარული ეუცნაურებოდა,
რადგან სეიზდი მიჩვეული არ იყო თითქმის თავისივე სიმაღლის
ხალხის გვერდით ყოფნას. ზოგადად ტერისელები სიმაღლით გამო-
ირჩეოდნენ, სეიზდი კი კიდევ უფრო მაღალი იყო – ხელები და ფე-
ხები სხეულთან შედარებით ზედმეტად გრძელი ჰქონდა, ალბათ
იმიტომ, რომ ადრეულ ასაკში დაასაჭურისეს. მართალია, მბრძანე-
ბელი უკვე მკვდარი იყო, თუმცა ტერისის კულტურა კიდევ დიდი
ხნის განმავლობაში იგრძნობდა მის მიერ შემოღებული მეთოდების
შედეგებს. მბრძანებელი ტერისელების მხლებლებად გადაქცევითა
და საჯიშე პროგრამებით ცდილობდა, ამ ხალხიდან ფერუქიმიური
უნარები ამოეძირკვა.
სერანის საყუდარი წყვდიადში იკვეთებოდა და ახლა უფრო სა-
შიში ჩანდა, როცა სეიზდი უკვე კრატერში იყო. მარში პირდაპირ წი-
148
ნა კარიბჭისკენ მიდიოდა და ტერისელი უკან მიჰყვებოდა; სულაც არ
ეშინოდა, რადგან შიში მისი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძა-
ლა არასოდეს ყოფილა, თუმცა ღელავდა. ძალიან ცოტა დამცველიღა
იყო; თუ სეიზდი მოკვდებოდა, კიდევ ერთით ნაკლები დარჩებოდა.
არადა დამცველებს შეეძლოთ ემოგზაურათ, დაკარგული ჭეშმარიტე-
ბები აღედგინათ და ხალხისათვის ესწავლებინათ.
"თუმცა ახლა ამას მაინც არ ვაკეთებ..." – გაიფიქრა მან.
მარშმა ფოლადის მასიური კარიბჭე შეათვალიერა, შემდეგ ერთ-
ერთ კარს მიაწვა. ძალის მოსამატებლად აშკარად კალტყვიას წვავდა.
მას სეიზდიც შეუერთდა და ისიც მიაწვა კარს, თუმცა ადგილიდან ვერ
დაძრეს.
სეიზდს კი ენანებოდა ძალის დახარჯვა, მაგრამ ბოლოს მაინც მის-
წვდა კალტყვიის გონს და ბევრად მეტი ძალა ამოქაჩა, ვიდრე დაშვები-
სას; კუნთები მაშინვე გაეზარდა. ალომანტიისგან განსხვავებით, ფერუ-
ქიმია ადამიანის სხეულზე ხშირად უშუალო ზემოქმედებას ახდენდა.
მანტიის ქვეშ სეიზდს კუნთის მასა მოემატა და მეომრის აგებულება მი-
იღო. ორჯერ უფრო ძლიერი გახდა, ვიდრე ერთი წამის წინ იყო და ერ-
თობლივი ძალით მათ კარი გააღეს. თუმცა კი არ შეამტვრიეს, ნელ-ნე-
ლა შეაღეს და გრძელი, ბნელი დერეფანი გამოჩნდა. სეიზდმა კალ-
ტყვიის გონს თავი ანება და ისევ ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდა.
მარში შიგნით შევიდა და სიარულის დროს ფეხებით ღია კარიდან შე-
მოცოცებულ ნისლს ფანტავდა.
– მარშ? – გასძახა სეიზდმა და მსჯავრმდებელი შემობრუნდა, – მე
შიგნით ვერაფერს დავინახავ.
– შენი ფერუქიმია...
სეიზდმა თავი გააქნია:
– ამის სიბნელეში გამოყენება კი შემიძლია, უკეთ რომ დავინახო,
მაგრამ მბჟუტავი სინათლე მაინც უნდა იყოს. გარდა ამისა, ასე დიდ-
ხანს თუ გავიძლიერებ მხედველობას, კალის გონი რამდენიმე წუთში
დამეცლება. სანათი დამჭირდება.

149
მარში ერთხანს გაჩერდა, შემდეგ თავი დაუქნია. წყვდიადში შებ-
რუნდა და თვალს სწრაფად მიეფარა.
"ანუ მსჯავრმდებლები სინათლის გარეშეც ხედავენ", – გაიფიქრა
სეიზდმა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან შუბები თვალის ფოსოებს
მთლიანად ავსებდა და თვალებს ერთიანად ანადგურებდა. რაც უნდა
ყოფილიყო ის უცნაური ძალა, რომლის წყალობითაც მსჯავრმდებ-
ლები ხედავდნენ, იგი სრულ სიბნელეშიც ისევე კარგად მოქმედებ-
და, როგორც დღის სინათლეზე.
მარში მალე დაბრუნდა და სანათი მოიტანა. სეიზდმა იმ ჯაჭვების
გამო, რომლებიც დასაშვებ გალიაზე შენიშნა, დაასკვნა, რომ მსჯავ-
რმდებლებს თავიანთი საჭიროებებისთვის ბლომად მონები და მსა-
ხურები უნდა ჰყოლოდათ. თუ ეს ასე იყო, სად წავიდა ეს ხალხი? ყვე-
ლა გაიქცა?
სეიზდმა აბგიდან კაჟი ამოიღო და სანათი აანთო; მკრთალმა სი-
ნათლემ დაბლა მიმავალი დერეფანი გაანათა. ტერისელს სანათი
ზემოთ ჰქონდა აწეული და ისე მიაბიჯებდა. მან თითზე წამოცმული
სპილენძის ბეჭდის გავსება დაიწყო, რის შედეგადაც სამკაული სპი-
ლენძის გონად გადაიქცა.
– აქ დიდი ოთახებია, – ჩურჩულებდა ტერისელი, – თუმცა მოწ-
ყობილი არაა.
სულაც არ იყო საჭირო სიტყვების წარმოთქმა, თუმცა ლაპარაკი
უფრო მკვეთრი მეხსიერების ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა, რო-
მელსაც შემდეგ სპილენძის გონში მოათავსებდა.
– აშკარაა, მსჯავრმდებლებს ფოლადი უყვარდათ, – განაგ-
რძობდა იგი, – ეს გასაკვირი სულაც არაა, თუ გავითვალისწინებთ,
რომ მათ რელიგიას ხშირად ფოლადის სამინისტრო წარმოადგენ-
და. კედლებზე ფოლადის დიდი ფილებია, რომლებიც გარეთა ფი-
ლებისგან განსხვავებით, დაჟანგული არაა. უმეტესობა მათგანი
სრულიად გლუვი არ არის. ამის ნაცვლად მათ ზედაპირზე საინტე-
რესო ნახჭებია.
მარშმა შუბლი შეიჭმუხნა და მისკენ შებრუნდა:
150
– რას შვრები?
სეიზდმა მარჯვენა ხელი აღმართა და სპილენძის ბეჭედი აჩვენა:
– ეს სტუმრობა უნდა აღვწერო და როცა ამის შესაძლებლობა
მომეცემა, გამოცდილება სხვა დამცველებსაც უნდა გავუზიარო. ვფიქ-
რობ, ამ ადგილისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.
მარში შებრუნდა:
– მსჯავრმდებლებზე არ უნდა იდარდო. ისინი შენს ჩანაწერებში
შეყვანად არ ღირან.
– ეს ღირებულების საკითხი არაა, მარშ, – უთხრა სეიზდმა და სანა-
თი მაღლა ასწია, რათა ოთხკუთხედი სვეტი შეესწავლა, – ყველა რე-
ლიგიის ცოდნა სასარგებლოა. მე ისინი უნდა გადავარჩინო.
სეიზდი ერთხანს სვეტს უყურებდა, შემდეგ თვალები დახუჭა და გო-
ნებაში მისი გამოსახულება შექმნა, რომელიც სპილენძის გონში მო-
ათავსა. თუმცა ვიზუალური მოგონებები იმდენად გავრცელებული არ
იყო, როგორც სიტყვიერი, რადგან ისინი გონებაში დაქუცმაცების გამო
სპილენძის გონიდან ამოქაჩვის შემდეგ მალევე ბუნდოვანდებოდნენ.
ამას ისიც ემატებოდა, რომ სხვა დამცველებისთვის მათი გადაცემა შე-
უძლებელი იყო.
მარში რელიგიის შესახებ სეიზდის ნათქვამს არ გამოხმაურებია. უბ-
რალოდ, შებრუნდა და შენობის სიღრმეში შევიდა. სეიზდი ნელი ნაბი-
ჯით მიჰყვა. ის სიტყვებს იმეორებდა და სპილენძის გონში ინახავდა. ეს
საინტერესო გამოცდილება იყო. როგორც კი რამეს იტყოდა, გრძნობ-
და, რომ აზრები მისი გონებიდან მიედინებოდნენ და ცარიელ ადგილს
ტოვებდნენ. სეიზდს უჭირდა იმის დაწვრილებით დამახსოვრება, რასაც
იმწამს ამბობდა, თუმცა როგორც კი სპილენძის გონს გაავსებდა, ამ
უნარს ისევ დაიბრუნებდა; როცა მოუნდებოდა, ამ მოგონებებს ამოქა-
ჩავდა და ყველაფერი ისევ ნათლად ემახსოვრებოდა.
– ოთახი მაღალია, – განაგრძო მან, – აქ რამდენიმე სვეტია და ისი-
ნიც ფოლადითაა დაფარული. ეს სვეტები მრგვლები კი არა, ოთხკუთ-
ხედებია. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს ადგილი იმ ხალხმა შექმნა,
ვინც დახვეწილობაზე დიდად არ ზრუნავდა. წვრილმანებისთვის ყუ-
151
რადღება არ მიუქცევიათ; უპირატესობა ფართო ხაზებისა და გე-
ომეტრიული ფიგურებისთვის მიუნიჭებიათ.
მთავარ შესასვლელს ვშორდებით, ასეთი არქიტექტურა კი გრძელ-
დება. კედლებზე არაფერი ხატია, არც ხის სამშვენისებია და არც ია-
ტაკია მოპირკეთებული. მხოლოდ გრძელი, განიერი დერეფნებია,
რომლებიც მკაცრი ხაზებითა და ამრეკლავი ზედაპირებით გამოირ-
ჩევა. ისინი... ცივია.
უცნაურია, რომ არც გობელენებია, არც ვიტრაჟები და არც
სკულპტურები, რომლებიც ლუთადელის არქიტექტურისათვის ესო-
დენ დამახასიათებელია. აქ არც თაღები და კამარებია, მხოლოდ
კვადრატები და სწორი კუთხეები. ხაზები... უამრავი ხაზი. აქ დახვე-
წილი არაფერია. არც ხალიჩები არის, არც – ნოხები, არც – ფანჯრე-
ბი. ეს ადგილი განკუთვნილია ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც
სამყაროს ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებულად ხედა-
ვენ.
მარში გაუყვა ამ მასიურ დერეფანს, რომლის მოკაზმულობას
არად აგდებს. მეც უკან გავყვები მას, შემდეგ დავბრუნდები, რათა
ჩაწერა განვაგრძო. ის თითქოს რაღაცას მიჰყვება... რაღაცას, რა-
საც მე ვერ ვხედავ. შესაძლოა, რომ ეს...
სეიზდმა დერეფნის კუთხეში შეუხვია და დაინახა, რომ მარში დი-
დი ოთახის ზღურბლზე იდგა. სანათის შუქი ციმციმებდა, რადგან სე-
იზდს ხელი აუკანკალდა.
მარშმა მსახურები იპოვა.
ისინი არცთუ დიდი ხნის დახოცილები უნდა ყოფილიყვნენ, რად-
გან სეიზდმა სუნი მანამ ვერ იგრძნო, სანამ ახლოს არ მივიდა. შე-
საძლოა, მარში სწორედ ამ სუნს მიჰყვებოდა, რაკი კალას წვავდა,
ყნოსვა გამძაფრებული ექნებოდა.
მსჯავრმდებლებს თავიანთი საქმე ზედმიწევნით შეესრულები-
ნათ. ამ ოთახს ჟლეტის კვალი ეტყობოდა. ეს დიდი დარბაზი იყო,
მაგრამ მხოლოდ ერთი შესასვლელი ჰქონდა; სხეულები უკანა კე-
დელთან ეყარა; დახოცილი მსახურები ერთმანეთზე დაეხვავები-
152
ნათ. ხმლებითა და ნაჯახებით იყვნენ აკუწულები. სეიზდმა პირი იბრუ-
ნა.
მარში ისევ ზღურბლზე იდგა:
– აქ ცუდი ჰაერია.
– მხოლოდ ახლა შენიშნე ეს? – ჰკითხა სეიზდმა.
მარში შებრუნდა და ტერისელს შეხედა.
– აქ დიდხანს არ უნდა დავრჩეთ. დერეფნის ბოლოში, ჩვენ უკან, კი-
ბეა. მე იქ უნდა წავიდე. მსჯავრმდებლების ოთახები იქითაა. თუ ის ინ-
ფორმაცია, რასაც ვეძებ, ამ ციხესიმაგრეშია, მაშინ სწორედ იქ იქნება.
თუ გინდა, აქ დარჩი, თუ გინდა, ქვევით ჩადი, მაგრამ მე არ გამომყვე.
სეიზდი მოიღუშა.
– რატომ?
– აქ მარტო უნდა ვიყო. ამის ახსნა არ შემიძლია. არ მაღელვებს,
მსჯავრმდებლების სისასტიკეს თუ წააწყდები. უბრალოდ... არ მინდა,
რომ შენთან ერთად ვიყო, როცა ეს მოხდება.
სეიზდმა სანათი დაუშვა და საშინელ სცენას სინათლე მოაშორა.
– ძალიან კარგი.
მარში შებრუნდა, სეიზდს გვერდზე ჩაუარა და ბნელ დერეფანში გა-
უჩინარდა. ტერისელი მარტო დარჩა.
სეიზდი ცდილობდა, ამაზე ძალიან ბევრი არ ეფიქრა. მთავარ დერე-
ფანში დაბრუნდა და ეს ჟლეტა სპილენძის გონში ჩაწერა, სანამ არქი-
ტექტურისა და ხელოვნების უფრო დაწვრილებით აღწერას დაუბრუნ-
დებოდა... თუ, რა თქმა უნდა, იმ განსხვავებულ ნახჭებს, რაც კედლის
ფილებზე იყო, ხელოვნება ერქვა.
სეიზდის ხმის ექო ამ მკაცრ არქიტექტურაში სუსტად ისმოდა, სანა-
თის მბჟუტავი შუქი კი ფოლადზე ირეკლებოდა. თვალებს დერეფნის
ბოლოსკენ აცეცებდა. იქ წყვდიადი იდგა. ქვევით კიბე ეშვებოდა.
სეიზდი ერთ-ერთ კედელს აღწერდა და იცოდა, რომ ბოლოს მაინც
იმ სიბნელისკენ გაეშურებოდა. მუდამ ასეთი ცნობისმოყვარე იყო – ის
უნდა გაეგო, რაც არ იცოდა. როგორც დამცველს, სწორედ ეს ამოძრა-
ვებდა და კელსიერის გუნდშიც ამან მიიყვანა. მისთვის ჭეშმარიტებების
153
ძიება შესაძლოა არასოდეს დასრულებულიყო, მაგრამ ახლა არაფ-
რის უგულებელყოფა არ შეიძლებოდა. ასე რომ, საბოლოოდ, სეიზ-
დი შებრუნდა და კიბეს მიადგა; მას მხოლოდ საკუთარი ჩურჩულის
ხმა მიაცილებდა.
– ეს საფეხურები იმას ჰგავს, რაც დერეფანში ვნახე. ისინი განიე-
რი და ვრცელია, როგორც ტაძრის ან სასახლის კიბის საფეხურები,
იმ განსხვავებით, რომ ეს საფეხურები წყვდიადში ეშვება. ეს დიდი
საფეხურებია. სავარაუდოდ, ისინი ქვისგანაა გამოკვეთილი და ფო-
ლადითაა მოპირკეთებული. ეს მაღალი საფეხურებია, მტკიცე ნაბი-
ჯით სიარულისთვისაა განკუთვნილი. მივდივარ და ვფიქრობ, რა სა-
იდუმლოებები მიიჩნიეს მსჯავრმდებლებმა იმდენად ღირებულად,
რომ მიწის ქვეშ დაემალათ, თავიანთი ციხესიმაგრის საძირკველში.
მთელი ეს შენობა საიდუმლოა. რას აკეთებდნენ ისინი აქ, ამ მასიურ
დერეფნებსა და ცარიელ ოთახებში?
კიბე კიდევ ერთ დიდ, კვადრატულ ოთახში ჩადის. რაღაც შევ-
ნიშნე – შესასვლელებში კარები არაა. ყველა ოთახი ღიაა და გარე-
დან ჩანს. რაც უფრო ღრმად ჩავდივარ მიწისქვეშა ოთახებში, გა-
მოქვაბულების მსგავს შეუმკობელ სათავსოებს ვხედავ. არც ბიბ-
ლიოთეკებია, არც დასასვენებელი ოთახები. რამდენიმე ოთახში
ლითონის დიდი ბლოკებია, ალბათ, საკურთხევლებია.
ამ ბოლო ოთახში რაღაც... განსხვავებულია, ცენტრალური ად-
გილის უკან. ზუსტად არ ვიცი, რა არის. იქნებ ეს საწამებელი ოთა-
ხია? იატაკში მაგიდებია ჩამაგრებული, ლითონის მაგიდები. მათზე
სისხლია, თუმცა აქ გვამები არაა. ჩემს ფეხთით გამხმარი სისხლის
მტვერია. ვფიქრობ, ამ ოთახში ძალიან ბევრი ადამიანი მოკლეს. აქ
სხვა საწამებელი იარაღი არ ჩანს...
შუბები. იმ შუბების მსგავსი, რომლებიც მსჯავრმდებლების თვა-
ლებშია გაყრილი. ეს მასიური, მძიმე შუბებია – ისეთი, როგორსაც
მიწაში ძალიან დიდი უროთი არჭობენ. ზოგის წვერი გასისხლიანე-
ბულია. მათ ხელში ვერ ავიღებ. ესენი კი... ესენი იმათგან არ გან-

154
სხვავდება, რომლებიც მარშს თვალებში აქვს გაყრილი, თუმცა ზოგი
სხვა ლითონისგანაა დამზადებული.
სეიზდმა შუბი მაგიდაზე დადო. ლითონმა ლითონზე გაიწკარუნა.
ტერისელს შეაჟრჟოლა და ოთახი კიდევ ერთხელ მოათვალიერა.
იქნებ აქ ახალ მსჯავრმდებლებს ქმნიან? სეიზდს უეცრად თვალწინ
საშინელი სანახაობა დაუდგა. ოდესღაც მხოლოდ რამდენიმე ათეული
მსჯავრმდებელი იყო. იმ თვეების განმავლობაში კი, რაც აქ იყვნენ გან-
მარტოებულნი, შესაძლოა, თავიანთი რიგები შეავსეს.
მაგრამ ეს სარწმუნო არ ჩანდა. აქ საიდუმლო ჯგუფად, განმარტოე-
ბით ცხოვრობდნენ და სად იპოვიდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც შესა-
ფერისნი იქნებოდნენ იმისთვის, რომ მათ რიგებს შეერთებოდნენ? მა-
შინ ის მსახურები რატომ დახოცეს, იმის ნაცვლად, რომ მათგან მსჯავ-
რმდებლები შეექმნათ?
სეიზდი ადრეც ეჭვობდა, რომ ადამიანი ალომანტი უნდა ყოფილი-
ყო, რათა ის მსჯავრმდებლად ექციათ. მარშის გამოცდილებამ ეს ვა-
რაუდი კიდევ უფრო განამტკიცა. გარდაქმნამდე მარში მძებნელი იყო,
ადამიანი, რომელსაც ბრინჯაოს დაწვა შეეძლო. სეიზდმა ისევ შეხედა
სისხლს, შუბებს, მაგიდებს და უკვე აღარ იცოდა, სურდა თუ არა იმის
ცოდნა, როგორ ქმნიდნენ ახალ მსჯავრმდებლებს.
სეიზდი ოთახიდან გასვლას აპირებდა, როცა სანათის შუქზე რაღაც
შენიშნა. ეს კიდევ ერთი გასასვლელი იყო. მან წინ გასწია. ცდილობდა,
გამხმარი სისხლისთვის ყურადღება არ მიექცია. ისეთ დარბაზში შევი-
და, რომელიც დანარჩენ არქიტექტურას არ შეესაბამებოდა. ეს ოთახი
პირდაპირ კლდეში იყო გამოკვეთილი და იქ ძალიან პატარა კიბე იყო,
რომელიც ქვემოთ ეშვებოდა. ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი სე-
იზდი კიბის გაცვეთილ ქვის საფეხურებზე ჩავიდა. ამ ნაგებობაში შე-
მოსვლის შემდეგ ტერისელმა თავი პირველად იგრძნო ვიწროდ. როცა
კიბის ბოლო საფეხურიც ჩაიარა და პატარა ოთახში შედიოდა, იძულე-
ბული გახდა, მოხრილიყო. მერე ისევ გაიმართა და სანათი მაღლა ას-
წია...

155
მის წინ კედელი იყო. ოთახი უცებ მთავრდებოდა და კედელი სი-
ნათლეს ირეკლავდა. ამ კედელზეც ფოლადის ფილა იყო, როგორც
ზედა კედლებზე. ეს ფილა სიგანეში მეტრ-ნახევარი იქნებოდა და
სიგრძეშიც დაახლოებით ამდენივე. ამ ფოლადის ფილაზე წარწერა
იყო. დაინტერესებულმა სეიზდმა აბგა ძირს დადო, ნაბიჯი წინ წადგა
და სანათი მაღლა ასწია, რომ სიტყვები წაეკითხა.
ტექსტი ტერისულ ენაზე ეწერა.
ეს აშკარად ძველი დიალექტი იყო, მაგრამ სეიზდს ენისთვის
განკუთვნილი სპილენძის გონის დახმარების გარეშეც შეეძლო მი-
სი გარჩევა. როცა ამ სიტყვებს კითხულობდა, ხელი უკანკალებდა.
"ამ სიტყვებს ფოლადზე ვწერ, რამეთუ არაფერი, რაც ლითონზე
არაა ამოტვიფრული, სანდო არ არის. უკვე იმაზე ვფიქრობ, საღ გო-
ნებაზე დარჩენილი ერთადერთი ადამიანი ხომ არ ვარ. ნუთუ სხვები
ვერ ხედავენ? ისინი იმდენ ხანს ელოდნენ გმირის მოსვლას – იმ
გმირის, რომელზეც ტერისულ წინასწარმეტყველებებშია საუბარი –
რომ ერთი დასკვნიდან მეორეზე სწრაფად ხტებოდნენ, ფიქრობ-
დნენ, ყველა ამბავი და ლეგენდა მხოლოდ ამ ერთ კაცს უკავშირდე-
ბაო.
ჩემი თანამოძმეები სხვა ფაქტებს უგულებელყოფენ. მათ არ შე-
უძლიათ, ერთმანეთს დაუკავშირონ ის უცნაური ამბები, რომლებიც
ხდება. ისინი არ მისმენენ და ჩემს აღმოჩენებს ყურადღებას არ აქ-
ცევენ.
შესაძლოა, მართლები არიან. შეიძლება, მე ვარ შეშლილი, ან
შურიანი, ან, უბრალოდ, სულელი. მე კვაანი მქვია. ფილოსოფოსი,
სწავლული და მოღალატე ვარ. ის ვარ, ვინც ალენდი აღმოაჩინა და
ვინც იგი ეპოქათა გმირად შერაცხა. მე ის ვარ, ვინც ეს ყველაფერი
დაიწყო.
და მე ის ვარ, ვინც მას უღალატა, რადგან ახლა ვიცი, რომ მას
თავისი წამოწყების დასრულების საშუალება არ უნდა მიეცეს".
– სეიზდ.

156
სეიზდი შეხტა და სანათი კინაღამ გაუვარდა. მარში მის უკან, შემო-
სასვლელში იდგა; დათრგუნვილი, შეშფოთებული და მოღუშული ჩან-
და; ამ ხაზებიან, მკაცრ ადგილს შეეფერებოდა.
– ზედა ოთახები ცარიელია, – თქვა მარშმა, – ეს მოგზაურობა
დროის კარგვა აღმოჩნდა. ყველაფერი, რაც ღირებული იყო, ჩემმა თა-
ნამოძმეებმა თან წაიღეს.
– ეს დროის კარგვა არ ყოფილა, მარშ, – უთხრა სეიზდმა და ფილის
ტექსტს მიუბრუნდა. ჯერ ბოლომდე არ ჰქონდა წაკითხული. ტექსტი
წვრილი ასოებით ეწერა და კედელი მთლიანად იყო დაფარული. მი-
უხედავად აშკარად ხანგრძლივი დროისა, ფოლადმა სიტყვები შემოი-
ნახა. სეიზდს გული საგულედან უხტოდა.
ეს მბრძანებლის ეპოქამდელი წარწერა იყო, იმ ტექსტის ნაწყვეტი,
რომელიც ტერისელმა ფილოსოფოსმა, წმინდა კაცმა დაწერა. ათსაუ-
კუნოვანი ძიების მიუხედავად, დამცველებმა მისი შექმნის საწყის მი-
ზანს ვერ მიაღწიეს; ტერისული რელიგია ჯერ კიდევ ვერ აღმოაჩინეს.
ძალაუფლების მოპოვებიდან მალევე მბრძანებელმა ტერისული
რელიგიური სწავლებები გაანადგურა. თავისი ხანგრძლივი ზეობის
განმავლობაში ის ყველაზე უფრო თანმიმდევრულად ტერისელებს –
საკუთარ ხალხს – დევნიდა. დამცველებმა თავიანთი ხალხის თავდა-
პირველ რწმენასთან დაკავშირებული ბუნდოვანი ნაწყვეტების გარდა
ვერაფერი იპოვეს.
– ეს უნდა ჩავიწერო, მარშ, – თქვა სეიზდმა და აბგა აიღო. ვიზუა-
ლური მეხსიერება არ ივარგებდა. არავის შეეძლო, ამხელა ტექსტის-
თვის შეეხედა და დაემახსოვრებინა. სეიზდს შეეძლო, ეს სიტყვები წა-
ეკითხა და სპილენძის გონში ჩაეწერა, მაგრამ მას ფიზიკური ჩანაწერი
სურდა, ისეთი ჩანაწერი, რომელიც ხაზებისა და პუნქტუაციის სტრუქ-
ტურას სრულყოფილად შემოინახავდა.
მარშმა თავი გააქნია:
– აქ ვერ დავრჩებით. ვფიქრობ, არც უნდა მოვსულიყავით.
სეიზდი ერთხანს დუმდა და ზევით იყურებოდა, მერე კი აბგიდან ქა-
ღალდის რამდენიმე დიდი ფურცელი ამოიღო.
157
– ძალიან კარგი, – თქვა მან, – ანაბეჭდს ავიღებ. ვფიქრობ, რომ,
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უკეთესი იქნება. ეს საშუალებას მომცემს,
ტექსტი ზუსტად ისე დავინახო, როგორც დაწერეს.
მარშმა თავი დაუქნია და სეიზდმა ნახშირი ამოიღო.
"ეს აღმოჩენა..." – ფიქრობდა აღელვებული სეიზდი, – "ეს რაშე-
კის დღიურის მსგავსია. ჩვენ სულ უფრო ახლოს მივდივართ!"
თუმცა როცა ანაბეჭდის აღება დაიწყო – ხელებს ფაქიზად და
ზუსტად ამოძრავებდა – ერთმა აზრმა გაუელვა თავში. რაკი ასეთი
ტექსტი ექნებოდა, პასუხისმგებლობა ნებას აღარ მისცემდა, სო-
ფელ-სოფელ ეხეტიალა. ის ჩრდილოეთში უნდა დაბრუნებულიყო
თავისი აღმოჩენის გასაზიარებლად, რათა მისი გარდაცვალების
შემდეგ ეს ტექსტი არ დაკარგულიყო. სეიზდი ტერისში უნდა წასუ-
ლიყო.
ან... ლუთადელში. იქიდან კი ჩრდილოეთში ცნობას გააგზავნი-
და. სეიზდს უკვე ჯეროვანი მიზეზი ჰქონდა მოვლენათა ცენტრში და-
საბრუნებლად და თანაგუნდელების კვლავ სანახავად.
და მაინც, რატომღა გრძნობდა თავს კიდევ უფრო დამნაშავედ?
როცა ეს, ბოლოს და ბოლოს, გავაცნობიერე – როცა მოლოდი-
ნის ყველა ნიშანი ალენდისთან დავაკავშირე – ძალიან აღელვებუ-
ლი ვიყავი. მიუხედავად ამისა, როცა ჩემი აღმოჩენა დანარჩენ გან-
მანათლებლებს განვუცხადე, გამკიცხეს.
ოჰ, ნეტავი მათთვის დამეჯერებინა.

13
ნისლი იგრაგნებოდა და ბრუნავდა, თითქოს ტილოზე ერთფე-
როვან ნახატს ქმნიდა. შუქი დასავლეთით მიინავლა და სიბნელე
ჩამოწვა. ვინი მოიღუშა.
– მეჩვენება, თუ ნისლი უფრო ადრე მოდის?
– ადრე? – ყრუ ხმით ჰკითხა ორსეურმა. კანდრა მგელძაღლა სა-
ხურავზე გოგოს გვერდით იყო ჩაცუცქული.
ვინმა თავი დაუქნია.
158
– ადრე ნისლი დაბნელებამდე არ ჩნდებოდა, ასე არაა?
– უკვე ბნელა, ქალბატონო.
– მაგრამ ნისლი უკვე აქაა. ის მაშინვე გამოჩნდა, როგორც კი
მზემ ჩასვლა დაიწყო.
– არ მგონია, მაგას მნიშვნელობა ჰქონდეს, ქალბატონო. შესაძ-
ლოა, უბრალოდ, ნისლი, როგორც ამინდი, დროდადრო იცვლება.
– ცოტა უცნაურად მაინც არ გეჩვენება?
– თუ გინდათ, რომ ასე ვიფიქრო, მაშინ ამას უცნაურად ჩავთვლი,
ქალბატონო, – მიუგო ორსეურმა.
– ეგ არ მიგულისხმია.
– ბოდიშს გიხდით, ქალბატონო, – თქვა ორსეურმა, – მითხარით,
რა იგულისხმეთ და იმას დავიჯერებ.
ვინმა ამოიოხრა და წარბი მოისრისა.
"ნეტავ სეიზდი აქ იყოს..." – გაიფიქრა მან. თუმცა ეს ფუჭი ოცნება
იყო, რადგან სეიზდი ლუთადელში რომც ყოფილიყო, ვინის მსახური
არ იქნებოდა. ტერისელები ბატონს აღარავის ეძახდნენ. გოგო ორსეუ-
რით უნდა გასულიყო ფონს. ბოლოს და ბოლოს, კანდრასგან ისეთი ინ-
ფორმაციის მიღება შეიძლებოდა, რასაც სეიზდისგან ვერ გაიგებდა, თუ
არ გამოსძალავდა.
– თვითმარქვია უნდა ვიპოვოთ, – თქვა ვინმა – ის, ვინც... რომელ-
მაც ვიღაც ჩაანაცვლა.
– დიახ, ქალბატონო, – დაეთანხმა ორსეური.
ვინი ნისლიან სახურავზე გადაწვა და მკლავები კრამიტზე დაასვენა.
– ამიტომ შენზე მეტი უნდა ვიცოდე.
– ჩემზე, ქალბატონო? – ჰკითხა ორსეურმა.
– ზოგადად, კანდრებზე. თუ ამ თვითმარქვიას პოვნას ვაპირებ, უნ-
და ვიცოდე, როგორ აზროვნებს; მისი მამოძრავებელი ძალები უნდა
გავიგო.
– მისი მამოძრავებელი ძალები მარტივი იქნება, ქალბატონო; ის
კონტრაქტს შეასრულებს.
– და თუ კონტრაქტის გარეშე მოქმედებს?
159
ორსეურმა ძაღლის თავი გააქნია:
– კანდრას კონტრაქტი მუდამ აქვს. ამის გარეშე უფლება არა აქვს,
ადამიანების საზოგადოებაში შევიდეს.
– არასოდეს? – ჰკითხა ვინმა.
– არასოდეს.
– და თუ ეს მოხეტიალე კანდრაა?
– ასეთი რამ არ არსებობს, – მტკიცედ თქვა ორსეურმა.
"ვითომ?" – დაეჭვდა ვინი, მაგრამ ეს თემა აღარ გააგრძელა. შე-
საძლოა, რაღაც მცირე მიზეზი არსებობდა, რის გამოც კანდრამ სა-
სახლეში თავისი ნებით შეაღწია. თუმცა ბევრად უფრო მოსალოდ-
ნელი იყო, რომ ეს არსება იქ ელენდის რომელიმე მტერმა შეაგზავ-
ნა, მაგალითად, რომელიმე სარდალმა ან ვალმდებელმა. ქალაქში
მყოფ კეთილშობილებსაც ექნებოდათ იმის მიზეზი, რომ ელენდის-
თვის ჯაშუშები მიეგზავნათ.
– კარგი, – თქვა ვინმა, – ეს კანდრა ჯაშუშია, რომელიც სხვა
ადამიანმა გამოაგზავნა ცნობების შესაგროვებლად.
– ჰო.
– მაგრამ, თუ ამ კანდრამ სასახლეში მყოფთაგან ვინმეს სხეული
მიიტაცა, ის მას თვითონ ხომ ვერ მოკლავდა. კანდრას ხომ ადამია-
ნის მოკვლა არ შეუძლია, განა ასე არ არის?
ორსეურმა თავი დაუქნია:
– ჩვენ, ყველანი, მაგ წესით ვართ შეზღუდულნი.
– ანუ ვიღაც სასახლეში შეიპარა, ადამიანი მოკლა, შემდეგ კი
მისი სხეული თავის კანდრას მისცა, – ვინი ერთხანს გაჩუმდა და ამ
საკითხზე დაფიქრდა, – პირველ რიგში ყველაზე უფრო სახიფათო
შესაძლებლობა – გუნდის წევრები – უნდა განვიხილოთ. საბედნი-
ეროდ, რახან მკვლელობა გუშინ მოხდა, შეგვიძლია, რომ ბრიზი გა-
მოვრიცხოთ, ის ხომ იმ დროს ქალაქში არ იყო.
ორსეურმა თავი დაუქნია.
– ელენდიც შეგვიძლია გამოვრიცხოთ, – თქვა ვინმა, – ის გუშინ
გალავანზე ჩვენთან ერთად იყო.
160
– თუმცა გუნდის უმეტესობა მაინც რჩება, ქალბატონო.
ვინმა შუბლი შეიჭმუხნა. ცდილობდა, ჰამისთვის, დოკსონის-
თვის, კლაბსისა და სპუკისთვის დამაჯერებელი ალიბი შეექმნა,
თუმცა ყველა რამდენიმე საათით მაინც გაუჩინარებული იყო. კან-
დრას კი ეს დრო ეყოფოდა იმისთვის, რომ სხეული მოენელებინა და
რომელიმე მათგანის ადგილი დაეკავებინა.
– კარგი, – თქვა მან, – აბა, როგორ უნდა ვიპოვო თვითმარქვია?
როგორ უნდა განვასხვაო სხვა ხალხისგან?
ორსეური ნისლში წყნარად იყო დაყუნტებული.
– რამე გზა უნდა არსებობდეს, – განაგრძო ვინმა, – სრულყოფი-
ლად ვერ მიბაძავს; მისი ნამოქმედარის აღმოჩენა შეიძლება?
ორსეურმა თავი გააქნია:
– კანდრა სხეულის სრულყოფილ ასლს ქმნის, ქალბატონო... სის-
ხლი, ხორცი, კანი, კუნთები. ეს ხომ ნახეთ, როცა კანი გავხლიჩე.
ვინმა ამოიხვნეშა, წამოდგა და სახურავის კიდესთან მივიდა. ნისლი
უკვე გასქელებულიყო, უფრო და უფრო ბნელდებოდა. გოგო კიდეზე
წინ და უკან მიმოდიოდა. ალომანტის ბალანსი გადავარდნისგან იფა-
რავდა.
– იქნებ, უბრალოდ, საქციელს დავაკვირდე. კანდრების უმეტესობა
შენსავით კარგად თამაშობს?
– კანდრებში ჩემი ოსტატობა საშუალოა. ზოგი უარესია, ზოგი – უკე-
თესი.
– მაგრამ სრულყოფილი მსახიობი არ არსებობს, – თქვა ვინმა.
– კანდრა შეცდომას ძალიან იშვიათად უშვებს, ქალბატონო, – უთ-
ხრა ორსეურმა, – მაგრამ, შესაძლოა, ეს საუკეთესო მეთოდია. ყოველ
შემთხვევაში, ფრთხილად იყავით. ის ნებისმიერი შეიძლება იყოს. ჩემი
მოდგმა ძალიან დაოსტატებულია.
ვინი ერთხანს დუმდა.
"ეს ელენდი არაა", – არწმუნებდა საკუთარ თავს, – "ის გუშინ მთე-
ლი დღე ჩემთან იყო", – დილის გარდა, – "რაც მეტისმეტად დიდი
დროა", – გადაწყვიტა მან, – "ჩვენ ხომ გალავანზე საათები დავყავით.
161
ის ძვლები ახალი გაშიშვლებული იყო. გარდა ამისა, ეს ელენდს
რომ შემთხვეოდა, მივხვდებოდი... ვითომ მივხვდებოდი?"
ვინმა თავი გააქნია.
– სხვა გზაც უნდა არსებობდეს. ალომანტიის გამოყენებით კან-
დრას აღმოჩენას როგორმე მოვახერხებ?
ორსეურმა მაშინვე არ უპასუხა. ვინი წყვდიადში მისკენ შებრუნ-
და და ძაღლურ სახეს დააკვირდა.
– რა? – ჰკითხა მან.
– არის ისეთი რამეები, რაზეც სხვებთან არ ვლაპარაკობთ.
ვინმა ამოიხვნეშა.
– მაინც მითხარი.
– მიბრძანებთ, რომ ვილაპარაკო?
– სულაც არ მინდა, რომ რამე გიბრძანო.
– მაშინ შეიძლება, წავიდე? – ჰკითხა ორსეურმა, – თუ არ
გსურთ, რომ მიბრძანოთ, ჩვენი კონტრაქტი გაუქმებულია?
– ეგ არ მიგულისხმია, – უთხრა ვინმა.
ორსეური მოიღუშა. ძაღლისთვის ეს უცნაური გამომეტყველება
იყო.
– ჩემთვის უფრო ადვილი იქნებოდა, თუ ეცდებოდით, რომ გეთ-
ქვათ, რას გულისხმობთ, ქალბატონო.
ვინმა კბილები გააღრჭიალა.
– რატომ ხარ ასე მტრულად განწყობილი?
– მტრულად განწყობილი არ ვარ, ქალბატონო. თქვენი მსახური
ვარ და ისე მოვიქცევი, როგორც მიბრძანებთ. ეს კონტრაქტის ნაწი-
ლია.
– რა თქმა უნდა. ყველა ბატონთან ასე იქცევი?
– უმეტესობასთან განსაკუთრებულ როლს ვასრულებ ხოლმე, –
მიუგო ორესეურმა, – მე ხომ სხეულებს უნდა მივბაძო და ადამიანი
გავხდე, ამა თუ იმ პიროვნებად გარდავიქმნა. თქვენ ჩემთვის მი-
მართულება არ მოგიციათ. მხოლოდ ამ... ცხოველის სხეული მომე-
ცით.
162
"ანუ საქმე ამაშია, ძაღლის სხეული აღიზიანებს", – გაიფიქრა ვინმა.
– მისმინე, ეს სხეული არაფერს ცვლის. შენ მაინც იგივე პიროვ-
ნება ხარ.
– თქვენ არ გესმით. მნიშვნელოვანი ის კი არაა, ვინ არის კანდრა,
არამედ ის, თუ ვინ ხდება იგი – ის სხეული, რომელსაც ირგებს; ის რო-
ლი, რომელსაც ასრულებს... არცერთ ბატონს არ უთხოვია ჩემთვის,
რომ ასეთი რამ გამეკეთებინა.
– მე სხვებს არ ვგავარ, – მიუგო ვინმა, – ასეა თუ ისე, მე ხომ კითხვა
დაგისვი. არებობს რამე გზა, რომ ალომანტიის გამოყენებით კანდრა
აღმოვაჩინო? და ჰო, ასეა, გიბრძანებ, ილაპარაკო.
ორსეურის თვალებში ტრიუმფმა გაიელვა, თითქოს სიამოვნებას
გვრიდა ის, რომ ვინს საკუთარი როლის მორგება აიძულა.
– კანდრაზე გონებრივი ალომანტია არ მოქმედებს, ქალბატონო.
ვინმა შუბლი შეიჭმუხნა.
– საერთოდ არ მოქმედებს?
– არა, ქალბატონო, – უპასუხა ორსეურმა, – თუ გსურთ, შეგიძლიათ
სცადოთ, ჩვენი ემოციები ააჯანყოთ ან დათრგუნოთ, მაგრამ ამას შედე-
გი არ ექნება. იმასაც კი ვერ გავიგებთ, რომ მანიპულირებას ცდი-
ლობთ.
"როგორც ის, ვინც სპილენძს წვავს", – გაიფიქრა ვინმა.
– ეს მთლად სასარგებლო ინფორმაცია არაა, – თქვა გოგომ და კან-
დრას გვერდზე ჩაუარა. ალომანტს აზრების ან ემოციების წაკითხვა არ
შეეძლო. როცა ის სხვა ადამიანის გრძნობების დათრგუნვას ან აჯანყე-
ბას ცდილობდა, უბრალოდ, იმედოვნებდა, რომ ამ ადამიანს ისეთი რე-
აქცია ექნებოდა, როგორიც თავად ალომანტს სურდა.
იქნებ ეცადა და კანდრა სხვების ემოციების დათრგუნვით გამოევ-
ლინა? თუ ვინმე რეაგირებას არ მოახდენდა, კანდრა იქნებოდა, თუმცა,
შესაძლოა, ის, უბრალოდ, ემოციებს კარგად ფარავდა.
ორსეურმა ვინს თვალი გააყოლა:
– კანდრას აღმოჩენა ადვილი რომ ყოფილიყო, ქალბატონო, მაშინ
ჩვენ ჩანერგვას დიდი აზრი არც ექნებოდა, ხომ ასეა?
163
– ვფიქრობ, რომ ასეა, – აღიარა ვინმა; თუმცა ორსეურის ნათ-
ქვამმა სხვა რამეზე დააფიქრა, – კანდრას ალომანტიის გამოყენება
შეუძლია? იმ შემთხვევას ვგულისხმობ, თუ ის ალომანტს შეჭამს.
ორსეურმა თავი გააქნია.
"ესეც მეთოდი", – გაიფიქრა ვინმა, – "თუ შევამჩნევ, რომ გუნ-
დის რომელიმე წევრი ლითონს წვავს, ესე იგი, ის კანდრა არაა".
ეს დოკსონთან და სასახლის მსახურებთან არ გამოდგებოდა,
მაგრამ ჰამისა და სპუკის გამორიცხვის შესაძლებლობას მისცემდა.
– კიდევ ერთი რამ, – უთხრა ვინმა, – ადრე, როცა კელსიერთან
ერთად ვმოქმედებდით, მან თქვა, რომ შენ მბრძანებლისა და მსჯავ-
რმდებლებისგან შორს უნდა გვყოლოდი. რა იყო ამის მიზეზი?
ორსეურმა გვერდზე გაიხედა.
– ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობდით.
– მაშინ გიბრძანებ, რომ ამაზე ილაპარაკო.
– მაშინ პასუხის გაცემაზე უარი უნდა ვთქვა.
– პასუხის გაცემაზე უარი უნდა თქვა? – ჰკითხა ვინმა, – ეგ შე-
გიძლია?
ორსეურმა თავი დაუქნია.
– ჩვენ არ მოგვეთხოვება, რომ კანდრას ბუნებასთან დაკავშირე-
ბული საიდუმლოება გავამხილოთ, ქალბატონო. ეს...
– კონტრაქტში არაა, – დაასრულა ვინმა და მოიღუშა: "ეს კონ-
ტრაქტი კიდევ ერთხელ უნდა წავიკითხო".
– ჰო, ქალბატონო. შეიძლება, ისედაც მეტისმეტად ბევრი ვთქვი.
ვინმა მას ზურგი აქცია და ქალაქს გახედა. ნისლი ისევ იგრაგნე-
ბოდა. გოგომ თვალები დახუჭა, ბრინჯაო აანთო და სცადა, ახლოს
მყოფი იმ ალომანტის მანიშნებელი პულსაცია ეგრძნო , რომელიც
ლითონს წვავდა.
ორსეური წამოდგა, ვინისთან მიძუნძულდა და სახურავზე კვლავ
მის გვერდით ჩაიცუცქა.
– მეფის მიერ გამართულ შეხვედრაზე არ უნდა იყოთ, ქალბატო-
ნო?
164
– შეიძლება, მოგვიანებით მივიდე, – უთხრა ვინმა და თვალები გა-
ახილა.
ქალაქის მიღმა ჰორიზონტს არმიების საგუშაგო კოცონები ანა-
თებდა. მარჯვნივ, ღამეში, ელვარებდა ვენტურთა ციხე-კოშკი, სადაც
ელენდს თათბირი ჰქონდა. მთავრობის უმნიშვნელოვანესი წევრების
უმეტესობა ერთ ოთახში იჯდა. ელენდი ვინს პარანოიკს უწოდებდა,
რადგან ჯაშუშებსა და მკვლელებს უთვალთვალებდა. რაც უნდოდა, ის
ეწოდებინა, ოღონდ ცოცხალი ყოფილიყო.
ვინი დაბლა ჩავიდა. მოხარული იყო, რომ ელენდმა საცხოვრებ-
ლად ვენტურთა ციხე-კოშკი აირჩია და კრედიკ შაუში, მბრძანებლის
სასახლეში, არ გადავიდა. გარდა იმისა, რომ კრედიკ შაუ დასაცავად
მეტისმეტად დიდი იყო, იგი ვინს მბრძანებელს აგონებდა.
გოგო ამ ბოლოს მბრძანებელზე ბევრს ფიქრობდა. უფრო სწორად,
რაშეკზე ფიქრობდა, იმ კაცზე, მბრძანებელი რომ გახდა. ტერისელმა
რაშეკმა მოკლა კაცი, რომელსაც აღზევების წყაროსთან ძალაუფლება
უნდა მიეღო და...
და რა უნდა ექნა? მათ ეს ჯერ კიდევ არ იცოდნენ. გმირს ხალხი იმ
საფრთხისგან უნდა დაეცვა, რომელიც ცნობილი იყო, როგორც სიღ-
რმე. იმდენი რამ დაიკარგა, მიზანმიმართულად იმდენი რამ განადგურ-
და. მათი საუკეთესო წყარო, საიდანაც იმ დღეების შესახებ ამბებს გა-
იგებდნენ, ის ძველი დღიური იყო, რომელიც ეპოქათა გმირმა მანამ
დაწერა, სანამ მას რაშეკი მოკლავდა. თუმცა ეს დღიური მისი მიზნის
შესახებ მეტისმეტად მწირ ცნობებს იძლეოდა.
"რატომ ვღელავ ამ ყველაფერზე?" – ფიქრობდა ვინი, – "სიღრმე
ხომ ისეთი რამეა, რაც ათასი წლის წინ დაივიწყეს. ელენდი და დანარ-
ჩენები მართლები არიან, უფრო საჭირბოროტო საკითხებზე რომ ღე-
ლავენ".
და მაინც, ვინი მათგან უცნაურად განყენებულად გრძნობდა თავს.
შესაძლოა ამიტომაც დადიოდა გარე დაზვერვებზე. თორემ არმიები,
რა თქმა უნდა, ვინსაც აღელვებდა. უბრალოდ, გრძნობდა, რომ... ამ
პრობლემისგან შორს იყო. ახლაც კი, როცა მოახლოებულ საფრთხეზე
165
ფიქრობდა, რომელიც ლუთადელს ემუქრებოდა, მისი გონება მაინც
მბრძანებელზე იყო მიჯაჭვული.
"თქვენ არც კი იცით, კაცობრიობისთვის რას ვაკეთებ... მე თქვენი
ღმერთი ვიყავი, თუმცა ამას ვერც ამჩნევდით. ჩემი მოკვლით საკუ-
თარ თავს განაჩენი გამოუტანეთ", – ეს მბრძანებლის უკანასკნელი
სიტყვები იყო და მაშინ თქვა, როცა თავის სატახტო ოთახში იატაკზე
იწვა და კვდებოდა. ვინს ეს სიტყვები ჯერ კიდევ აღელვებდა და ზა-
რავდა.
გოგოს ყურადღების გადატანა სჭირდებოდა. სახურავზე გვერ-
დით მჯდომ არსებას მიუბრუნდა და ჰკითხა:
– თქვენ რა მოგწონთ, კანდრა? რა გიყვართ? რა გძულთ?
– მაგაზე პასუხის გაცემა არ მინდა.
ვინი დაიკოპა:
– პასუხის გაცემა არ გინდა, თუ პასუხი არ გაქვს?
ორსეური ერთხანს დუმდა:
– არ მინდა, ქალბატონო.
მინიშნება ნათელი იყო: "მოგიწევს, რომ მიბრძანო".
ვინი ლამის ასეც მოიქცა, თუმცა უცებ რაღაცამ შეაჩერა, რაღა-
ცამ, რაც კანდრას თვალებში დაინახა. მიუხედავად იმისა, რომ ეს
ადამიანის თვალები არ იყო, ვინმა მათში რაღაც ნაცნობი შეამჩნია.
მისთვის ასეთი საყვედური უცხო არ იყო. სიყმაწვილისას ამას
ხშირად გრძნობდა, როცა ემსახურებოდა გუნდის მეთაურებს, რომ-
ლებიც თავიანთ მიმდევრებზე მბრძანებლობდნენ. გუნდებში ყველა
იმას აკეთებდა, რასაც უბრძანებდნენ, მით უმეტეს, თუ ეს პატარა
გოგო იყო, რომელსაც არც რაიმე წოდება გააჩნდა და არც ვინმეს
შეშინების უნარი.
– თუ ამაზე ლაპარაკი არ გინდა, – თქვა ვინმა და კანდრას ზურგი
აქცია, – მაშინ ამას არ გაიძულებ.
ორსეური ჩუმად იყო.
ვინი ნისლს სუნთქავდა. მისი გრილი სისველე ყელსა და ფილ-
ტვებს ედებოდა.
166
– იცი, მე რა მიყვარს, კანდრა?
– არა, ქალბატონო.
– ნისლი, – თქვა მან და მკლავები გაშალა, – ძალა, თავისუფ-
ლება.
ორსეურმა თავი ნელა დააქნია. ვინმა ბრინჯაოს ოდნავი პულსაცია
იგრძნო. ეს წყნარი, უცნაური, ამანერვიულებელი რამ იყო; ასეთი რამ
გოგომ რამდენიმე ღამის წინაც იგრძნო ვენტურთა ციხე-კოშკის სახუ-
რავზე. მაშინ სიმამაცე არ ეყო იმისთვის, რომ ეს გამოეკვლია.
"დროა, რამე მოვიმოქმედო", – გადაწყვიტა მან.
– იცი, რა მძულს, კანდრა? – ჩაიჩურჩულა ვინმა; ჩაცუცქდა და თა-
ვისი ხანჯლები და ლითონები შეამოწმა.
– არა, ქალბატონო.
ის შებრუნდა და ორსეურს თვალებში შეხედა.
– ვერ ვიტან, როცა მეშინია.
ვინმა იცოდა, რომ სხვებს ფეთიანი და პარანოიკი ეგონათ. გოგომ
დიდხანს იცხოვრა შიშში, ამიტომ ის ისეთივე ბუნებრივ რამედ მიაჩნდა,
როგორც ფერფლი, მზე და მიწა.
კელსიერმა მას ეს შიში დააძლევინა. ვინი ისევ ფრთხილი იყო, მაგ-
რამ მუდმივ შიშს აღარ გრძნობდა. გადარჩენილმა გოგოს ისეთი ცხოვ-
რება აჩუქა, სადაც მას თავისი საყვარელი ადამიანები არ სცემდნენ
ხოლმე. კელსიერმა ვინს შიშზე უკეთესი რამ აჩვენა... ნდობა. და როცა
გოგომ ამის ფასი გაიგო, ადვილად აღარ დათმობდა. ამას არც არმიებს
დაუთმობდა და არც დაქირავებულ მკვლელებს... არც სულებს.
– მომყევი, თუ შეგიძლია, – დაიჩურჩულა ვინმა და სახურავიდან
დაბლა, ქუჩაში, გადაეშვა.
გოგომ ნისლიან ქუჩაში გაიქროლა, ნერვები დაიმშვიდა და ტემპი
აიღო. ბრინჯაოს პულსაციის წყარო ახლოს იყო; ერთი ქუჩის იქით მდე-
ბარე შენობიდან მოდიოდა. ვინმა დაასკვნა, რომ პულსაციას გრძნობ-
და არა სახურავიდან, არამედ მესამე სართულის ერთი ჩაბნელებული
ფანჯრიდან, რომლის დარაბები ღია იყო.

167
ვინმა მონეტა დააგდო და ჰაერში ახტა. მაღლა აიჭრა, საკეტს
უბიძგა და ქუჩას გადაევლო. მერე ღია ფანჯარაში დაეშვა და ჩარ-
ჩოს მოეჭიდა. მან კალა აანთო, რომ მიტოვებულ ოთახში გამეფე-
ბულ წყვდიადში რამე გაერჩია.
ის იქ იყო. ნისლისგან შექმნილი რაღაც ტრიალებდა და ბნელ
ოთახში მისი მოხაზულობა კიდევ უფრო ბუნდოვნად ჩანდა. დაკ-
ვირვების ამ წერტილიდან იგი იმ სახურავს დაინახავდა, სადაც ვინი
და ორსეური ლაპარაკობდნენ.
"აჩრდილები ადამიანებს არ უთვალთვალებენ... ხომ ასეა?" –
სკაას ხალხი სულებზე, მკვდრებსა და მსგავს რამეებზე არ ლაპარა-
კობდა. ამას აშკარად რელიგიის ელფერი ჰქონდა, რელიგია კი კე-
თილშობილთა წრის საქმე იყო. სკაას ხალხს ლოცვა სიკვდილივით
ეზარებოდა; რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობდნენ, მაგრამ
ვინის მსგავსი ქურდბაცაცები ამისთვის მეტისმეტად რეალისტები
იყვნენ.
სკაას თქმულებებში მხოლოდ ერთი რამ იყო ისეთი, რაც ამ არ-
სებას შეესაბამებოდა. ნისლანდი. ამბობდნენ, რომ ეს ქმნილებები
იმ ადამიანთა სულებს იპარავდნენ, რომლებიც ისეთი სულელები
აღმოჩნდნენ, რომ ადგნენ და ღამე გარეთ გავიდნენ. მაგრამ ვინმა
უკვე იცოდა, ნისლანდები რასაც წარმოადგენდნენ. ისინი კანდრას
ნათესავები იყვნენ – უცნაური, ნახევრად გონიერი მხეცები, რომ-
ლებიც იმის ძვლებს იყენებდნენ, ვისაც ინელებდნენ. მართალია,
ნისლანდები უცნაური არსებები იყვნენ, მაგრამ არც ისე საშიშები
და აჩრდილებიც ძნელად თუ ეთქმოდათ. ღამით ბნელი ლანდები,
ბოროტი სულები ან კაციჭამიები არ დაძრწოდნენ.
ასე ამბობდა კელსიერი.
თუმცა ის რაღაც, რაც ბნელ ოთახში იდგა – მისი ძირითადი
ფორმა ნისლისგან შედგებოდა – მძლავრი საპირისპირო მაგალი-
თი ჩანდა. ვინი ფანჯრის კიდეებს ჩააფრინდა. შიში – ძველი მეგო-
ბარი – დაუბრუნდა. "გაიქეცი, გაქუსლე, დაიმალე", – კარნახობდა
იგი.
168
– რატომ მითვალთვალებდი? – იკითხა გოგომ.
არსება არ დაძრულა. ისე ჩანდა, რომ ნისლს წინ უბიძგა და და-
ატრიალა, როგორც ჰაერის ნაკადში.
"მას ბრინჯაოთი ვგრძნობ. ეს ნიშნავს, რომ ის ალომანტიას იყენებს,
ალომანტია კი ნისლს იზიდავს", – გაიფიქრა ვინმა.
არსებამ წინ წაიწია. ვინი დაიძაბა. უცებ აჩრდილი გაუჩინარდა.
ვინმა შუბლი შეიჭმუხნა. რა იყო ეს?
რაღაცა მკლავში ჩაეჭიდა. რაღაც ცივი, საშინელი, მაგრამ ძალიან
რეალური. თავში ტკივილმა დაუარა, თითქოს ყურიდან ტვინში შეაღ-
წია. დაყვირება სცადა, მაგრამ ხმა ჩაუწყდა. მკლავი უკანკალებდა. გო-
გო ხმადაბალი ხავილით ფანჯრიდან ჩამოვარდა.
მკლავი ისევ გაყინული ჰქონდა; გრძნობდა, რომ ის ჰაერში მის
გვერდით მიფრინავდა. ნისლი ღრუბლებივით მიქროდა.
ვინმა კალა ააალა. ერთბაშად მის გონებაში ტკივილი, სიცივე, სის-
ველე და შუქი აფეთქდა. ვინი ჰაერში შეტრიალდა და სწორედ იმწამს
ააალა კალტყვია, როცა ძირს დაენარცხა.
– ქალბატონო, – სიბნელიდან გამოიჭრა ორსეური.
ვინმა თავი გააქნია და მუხლებზე დადგა. ხელისგულებით გრილ,
ნესტიან ქვაფენილს ეყრდნობოდა. მარცხენა მკლავში ისევ ჟრჟოლის-
მომგვრელ სიცივეს გრძნობდა.
– დახმარების მოსაყვანად წავიდე? – ჰკითხა მგელძაღლამ.
ვინმა თავი გააქნია და ბარბაცით წამოდგა. მაღლა, დაგრაგნილი
ნისლის მიღმა, ჩაბნელებული ფანჯრისკენ აიხედა. შეაკანკალა. მხარი
იმ ადგილას სტკიოდა, რომლითაც დაეცა და ჯერ კიდევ დალურჯებული
გვერდიც ეწვოდა, მაგრამ გრძნობდა, რომ ძალა უბრუნდებოდა. ვინი
შენობას გაეცალა და ისევ მაღლა აიხედა. ზემოთ სქელი, ბნელი ნისლი
საშიში ჩანდა.
"არა", – შეუძახა საკუთარ თავს, – "ნისლი ჩემი თავისუფლებაა, ღა-
მე კი ჩემი სახლია! ჩემი ადგილი სწორედ აქაა. ღამის აღარ უნდა მეში-
ნოდეს მას შემდეგ, რაც კელსიერმა მასწავლა".

169
ვინი ამას ვერ დაკარგავდა, შიშში ვეღარ დაბრუნდებოდა, მაგ-
რამ თავს ვერ იმორჩილებდა, როცა ორსეური მოიხმო და ცდილობ-
და, რომ ბორძიკით, თუმცა სწრაფად, ამ შენობას გარიდებოდა. მას
ეს უცნაური ქმედებები არ აუხსნია, ორსეურს ამის ახსნა არც უთხო-
ვია.
ელენდმა მაგიდაზე წიგნების მესამე გროვა დაახვავა და იგი და-
ნარჩენ ორს შეეჯახა. წიგნები ლამის იატაკზე გადმოცვივდა, თუმცა
მოასწრო და დაიჭირა. მერე მაღლა აიხედა.
კოსტიუმში გამოწკეპილი ბრიზი ღვინოს წრუპავდა და თან ამ სა-
ნახაობას ინტერესით აკვირდებოდა. ჰამი და სპუკი შეხვედრის დაწ-
ყებამდე ქვებით თამაშობდნენ. სპუკი იგებდა. დოკსონი ოთახის
კუთხეში იჯდა და დიდ დავთარზე აკაკუნებდა. კლაბსი ღრმა, მდიდ-
რულ სავარძელში იყო ჩაფლული და მისთვის დამახასიათებელი
დაჟინებული მზერით უყურებდა ელენდს.
"შესაძლოა ამათგან რომელიმე თვითმარქვია იყოს", – ფიქ-
რობდა ელენდი, თუმცა ეს აზრი ჯერ კიდევ გიჟურად ეჩვენებოდა.
რა უნდა ექნა? აღარც ერთს არ უნდა ენდოს? არა, ისინი მას ჰაერი-
ვით სჭირდებოდა.
ისღა დარჩენოდა, ჩვეულებრივად მოქცეულიყო და მათ დაკ-
ვირვებოდა. ვინმა უთხრა, შეეცადე, შეუსაბამობები შეამჩნიოო.
მზად იყო, ყველაფერი ექნა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა, რამ-
დენის შემჩნევას შეძლებდა. ამ საქმეში ვინი უფრო გამოცდილი
იყო. ელენდს არმიებზე უნდა ეფიქრა.
ახლა კაცი ვინზე ფიქრობდა, ოთახის უკან ჩასმულ ვიტრაჟს შე-
ხედა და გაუკვირდა, რომ დაბნელებულიყო. "ნუთუ უკვე ასე გვი-
ანია?" – გაიფიქრა ელენდმა.
– ჩემო კარგო, – შენიშნა ბრიზმა, – როცა გვითხარი, რომ უნდა
წასულიყავი და "რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ შეგეკრიბა", უნდა
გაგეფრთხილებინეთ, რომ მთელი ორი საათით დაიკარგებოდი.
– ჰო, – თქვა ელენდმა, – დროის აღქმა დავკარგე...
– ორი საათით?
170
ელენდმა თავი შემრიგებლურად დაუქნია:
– წიგნების გამო.
ბრიზმა თავი გააქნია:
– ცენტრალური დომინიონის ბედი სასწორზე რომ არ იდოს... და ასე
საოცრად სასიამოვნო არ იყოს იმის ყურება, როგორ წააგო ამ ბიჭთან
ჰამონდმა მთელი თავისი ჯამაგირი, ერთი საათის წინ წავიდოდი.
– კარგი, შეგვიძლია, დავიწყოთ, – თქვა ელენდმა.
ჰამმა ჩაიცინა და წამოდგა:
– ისე, ეს ძველ დროს ჰგავს. კელიც ყოველთვის აგვიანებდა და შეხ-
ვედრების დანიშვნა ღამღამობით უყვარდა, ნისლქმნილთა დროს.
სპუკმა გაიღიმა. მისი მონეტებიანი ქისა გაბერილიყო.
"ჩვენ ჯერ კიდევ ბოქსინგებს ვიყენებთ – მბრძანებლის იმპერიალე-
ბს", – გაიფიქრა ელენდმა, – "რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ".
– თუმცა მე ნახშირიანი დაფა მენატრება, – თქვა სპუკმა.
– მე კი ნამდვილად არ მენატრება, – მიუგო ბრიზმა, – კელს საშინე-
ლი ხელწერა ჰქონდა.
– სრულიად საშინელი, – ღიმილით თქვა ჰამმა და დაჯდა, – თუმცა
უნდა აღიარო, რომ გარჩევა შეიძლებოდა.
ბრიზმა წარბი ასწია.
– ვგონებ, რომ ასეა.
"კელსიერი, ჰათსინს გადარჩენილი", – გაიფიქრა ელენდმა, – "მისი
ხელწერაც კი ლეგენდარულია".
– ასეა თუ ისე, – თქვა მან, – საქმეს უნდა შევუდგეთ. გარეთ ორი
არმია გველოდება. ამაღამ არ დავიშლებით, სანამ გეგმას არ შევად-
გენთ!
გუნდის წევრებმა ერთმანეთს გადახედეს.
– სიმართლე რომ ითქვას, თქვენო უდიდებულესობავ, – თქვა დოკ-
სონმა, – მაგ საკითხზე ცოტა უკვე ვიმუშავეთ.
– ჰო? – ჰკითხა გაკვირვებულმა ელენდმა და გაიფიქრა: "მე ხომ
ისინი ორი საათით მარტო დავტოვე", – მაშინ მეც გამიზიარეთ.

171
დოკსონი ადგა და თავისი სკამი დანარჩენებთან ცოტა უფრო ახ-
ლოს მიაჩოჩა, ჰამმა კი ლაპარაკი დაიწყო:
– აი, რა, ელ, რახან აქ ორი არმიაა, არ უნდა ვიღელვოთ, რომ და-
უყოვნებლივ შემოგვიტევენ, მაგრამ მაინც სერიოზულ საფრთხეში
ვართ. შესაძლოა, რომ ეს ხანგრძლივ ალყად გადაიქცეს, რადგან თი-
თოეული არმია ეცდება, მეორეზე უფრო დიდხანს გაძლოს.
– ისინი ეცდებიან, რომ შიმშილით სული ამოგვხადონ, – თქვა
კლაბსმა, – ეცდებიან, რომ ჩვენც დაგვასუსტონ და ერთმანეთიც,
სანამ იერიშს დაიწყებენ.
– და ეს ჩვენ რთულ მდგომარეობაში გვაყენებს, – განაგრძო
ჰამმა, – რადგან დიდხანს ვერ გავძლებთ. ქალაქი უკვე შიმშილის
ზღვარზეა და მტრების სარდლებმა, შესაძლოა, ეს ფაქტი იციან.
– ანუ, რას ამბობ? – ფრთხილად ჰკითხა ელენდმა.
– იმ ორი არმიიდან ერთ-ერთთან ალიანსი უნდა შევკრათ, თქვე-
ნო უდიდებულესობავ, – თქვა დოკსონმა, – ორივემ იცის, რომ ერ-
თი მეორეს სასტიკად ვერ დაამარცხებს, თუმცა ჩვენი მეშვეობით
წონასწორობა დაირღვევა.
– ისინი ამაში ჩაგვითრევენ, – თქვა ჰამმა, – ალყაში ვეყოლე-
ბით, სანამ ისეთ სასოწარკვეთილებაში არ ჩავცვივდებით, რომ
ერთ-ერთ მათგანს მივემხროთ. საბოლოოდ ამის გაკეთება მაინც
მოგვიწევს. ან ასე უნდა მოვიქცეთ, ანდა ჩვენი ხალხი უნდა ვაშიმ-
შილოთ.
– გადაწყვეტილება აქამდე დადის, – თქვა ბრიზმა, – ჩვენ მათზე
დიდხანს ვერ გავძლებთ. ასე რომ, უნდა ავირჩიოთ, რომელმა მათ-
განმა ჯობია, რომ ქალაქი აიღოს და ვგონებ, უკეთესია, თუ ამ გა-
დაწყვეტილებას მალე მივიღებთ და ჩვენი მარაგების გამოლევას
არ დაველოდებით.
ელენდმა ხმა ამოიღო:
– დარწმუნებული ვარ, ეს პრობლემა ორივეს აქვს. იმ ორი არ-
მიიდან რომელიმესთან შეთანხმებით, ჩვენ ხომ, ფაქტობრივად, სა-
მეფოს დავთმობთ.
172
– მართალია, – თქვა ბრიზმა და ჭიქაზე თითი დააკაკუნა, – თუმცა
მეორე არმიის მოყვანით მოლაპარაკების შესაძლებლობა მოვიპოვე.
უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენი სამეფოს ნაცვლად რამის მოთხოვნა მა-
ინც შეგვეძლება.
– რა არის ამაში კარგი? – ჰკითხა ელენდმა, – ჩვენ დავმარცხდე-
ბით.
– სულ არაფერს ეს ჯობია, – მიუგო ბრიზმა, – ვფიქრობ, სეტის დარ-
წმუნებას შევძლებთ, რომ ლუთადელის დროებით მმართველად დაგ-
ტოვოს. მას ცენტრალური დომინიონი არ მოსწონს. მიაჩნია, რომ ეს
ადგილი მწირი და უნაყოფოა.
– ქალაქის დროებითი მმართველი, – ჩაილაპარაკა ელენდმა და
მოიღუშა, – ეს ცენტრალური დომინიონის მეფისგან განსხვავებული
რამეა.
– მართალია, – უთხრა დოკსონმა, – მაგრამ ყველა იმპერატორს
სჭირდება სათანადო ხალხი, რომელიც ქალაქს განაგებს. მეფე აღარ
იქნები, თუმცა რამდენიმე თვე მაინც ხომ იცოცხლებ, ისევე, როგორც
ჩვენი არმია, და ლუთადელსაც აღარ ააოხრებენ, არ გაძარცვავენ.
ჰამს, ბრიზსა და დოკსონს ყველაფერი მტკიცედ გადაეწყვიტათ და
ელენდს თვალებში შესცქეროდნენ. ელენდმა წიგნების გროვას დახე-
და, თავის კვლევასა და სწავლაზე ფიქრობდა. ეს ყველაფერი უსარგებ-
ლო აღმოჩნდა. რამდენი ხანი იყო, რაც გუნდის წევრებმა იცოდნენ,
რომ ეს ერთადერთ გზას წარმოადგენდა?
კაცებმა მისი დუმილი თანხმობის ნიშნად მიიღეს.
– სეტი მართლაც საუკეთესო არჩევანია? – იკითხა დოკსონმა, – იქ-
ნებ ელენდს სტრაფი უფრო შეუთანხმდეს. ბოლოს და ბოლოს, ერთი
ოჯახია.
"რა თქმა უნდა, ის შემითანხმდება", – გაიფიქრა ელენდმა, – "და ამ
შეთანხმებას მაშინვე დაარღვევს, როგორც კი ეს მისთვის ხელსაყრე-
ლი იქნება, მაგრამ... ალტერნატივა რა არის? ქალაქი ამ სეტს ჩავაბა-
როთ? რა დაემართება ამ მიწას, ამ ხალხს, თუკი ხელში ჩაიგდებს?"

173
– ვფიქრობ, რომ სეტი საუკეთესო არჩევანია, – თქვა ბრიზმა, –
ის მართვის სადავეებს დიდი ხალისით დათმობს, თუ დიდებასა და
მონეტებს მიიღებს. პრობლემა ატიუმი იქნება. სეტი ფიქრობს, რომ
იგი აქაა და თუ ვერ იპოვის...
– მას ნებას დავრთავთ, რომ ქალაქი გაჩხრიკოს, – თქვა ჰამმა.
ბრიზმა თავი დაუქნია:
– მოგიწევთ დაარწმუნოთ, რომ ატიუმთან დაკავშირებით შეც-
დომაში მე შევიყვანე, რაც ძნელი არ იქნება, თუ გავითვალისწი-
ნებთ იმას, რასაც ჩემზე ფიქრობს... აქ კიდევ ერთი პატარა საკით-
ხია. იმაშიც უნდა დაარწმუნოთ, რომ მე საკადრისად გამისწორდით.
შეგიძლიათ დააჯეროთ, ვითომ სიკვდილით დამსაჯეთ, რადგან
ელენდმა გაიგო, რომ მის წინააღმდეგ არმია წამოვიყვანე.
თანაგუნდელები თავის დაქნევით დაეთანხმნენ.
– ბრიზ, – ჰკითხა ელენდმა, – ლორდი სეტი თავის მიწაზე სკაას
როგორ ექცევა?
ბრიზი ერთხანს დუმდა, შემდეგ გვერდზე გაიხედა:
– ვშიშობ, რომ არც ისე კარგად.
– მისმინეთ, – თქვა ელენდმა, – ვფიქრობ, უნდა მოვიფიქროთ,
ჩვენი ხალხი საუკეთესოდ როგორ დავიცვათ. ანუ, თუ ყველაფერს
სეტს გადავცემთ, ჩემს ტყავს გადავარჩენთ, მაგრამ ეს ამ დომინიო-
ნის მთელი სკაას ხარჯზე მოხდება!
დოკსონმა თავი გააქნია:
– ელენდ, ეს ღალატი არაა, თუ ეს ერთადერთი გზაა.
– ეგ ადვილი სათქმელია, – მიუგო ელენდმა, – მაგრამ ეს ხომ
ჩემს სინდისზე იქნება. არ ვამბობ, რომ თქვენი შემოთავაზება უნდა
უარვყოთ, მაგრამ რამდენიმე იდეა მაქვს, რაზე საუბარიც შეიძლე-
ბა...
დანარჩენებმა ერთმანეთს გადახედეს. როგორც ყოველთვის,
კლაბსი და სპუკი დუმდნენ. კლაბსი მხოლოდ მაშინ ლაპარაკობდა,
როცა ამას აუცილებლად მიიჩნევდა, სპუკი კი საუბარში არასოდეს

174
ერეოდა. საბოლოოდ ბრიზმა, ჰამმა და დოკსონმა მზერა ისევ ელენდზე
გადაიტანეს.
– ეს ქვეყანა თვითონ უნდა განაგოთ, თქვენო უდიდებულესო-
ბავ, – ფრთხილად თქვა დოკსონმა, – ჩვენ აქ, უბრალოდ, იმისთვის
ვართ, რომ რჩევა მოგცეთ.
მისი ტონიდან ჩანდა, რომ ამას ძალიან კარგ რჩევად მიიჩნევდა.
– კარგი, კარგი, – მიუგო ელენდმა და ერთი წიგნი სწრაფად ამოარ-
ჩია. სიჩქარეში წიგნების ერთ-ერთ გროვას ხელი გაჰკრა და მაგიდაზე
გაფანტა. ერთი წიგნი ბრიზს კალთაში ჩაუვარდა.
– ბოდიში, – უთხრა ელენდმა, როცა ბრიზმა თვალები გადაატრია-
ლა და წიგნი ისევ მაგიდაზე დადო. ელენდმა თავისი არჩეული წიგნი
გადაშალა, – აქ ძალიან საინტერესო რაღაცები წერია... არმიის გადა-
ადგილებასა და მოწყობაზე...
– რა, ელ? – ჰკითხა ჰამმა, – აქ ის წიგნია საჭირო, სადაც მარ-
ცვლეულით მომარაგებაზე წერია რამე.
– ვიცი, – თქვა ელენდმა, – რომ ომის შესახებ ბიბლიოთეკაში ბევ-
რი წიგნი არ იყო, რადგან ბოლო ათასი წელია, ომები არ გაჩაღებულა.
მიუხედავად ამისა, ამ წიგნში ნათქვამია, რამდენი მარცვლეულია საჭი-
რო იმისთვის, რომ უკანასკნელ იმპერიაში სხვადასხვა გარნიზონი მო-
ამარაგო. წარმოდგენა თუ გაქვთ, არმიას რამდენი საჭმელი სჭირდება?
– ეგ მართალია, – თავი დაუქნია კლაბსმა, – ჯარისკაცების გამოკ-
ვება ძალიან ძნელია. საზღვარზე ბრძოლისას მომარაგების პრობლემა
ხშირად გვქონდა, ჩვენ კი მხოლოდ პატარა ჯგუფები ვიყავით, რომ-
ლებსაც ცალკეული აჯანყებების ჩასახშობად აგზავნიდნენ ხოლმე.
ელენდმა თავი დაუქნია. კლაბსი ხშირად არ ლაპარაკობდა იმაზე,
თუ რა ხდებოდა, როცა მბრძანებლის არმიაში იყო და იბრძოდა; არც
თანაგუნდელები ეკითხებოდნენ.
– ასეა თუ ისეა, – თქვა ელენდმა, – სანაძლეოს დავდებ, მამაჩემი
და სეტი ბევრი ხალხის გადაადგილებას შეჩვეულნი არ არიან. მათ მო-
მარაგების პრობლემაც შეექმნებათ, განსაკუთრებით კი სეტს, რადგან
იგი აქეთ სწრაფად მოემართებოდა.
175
– შესაძლოა, არც შეექმნათ, – თქვა კლაბსმა, – ორივე არმიას
დაცული მარშრუტი აქვს, რისი წყალობითაც მომარაგება გაუად-
ვილდებათ.
– გარდა ამისა, – დაამატა ბრიზმა, – თუმცა კი სეტის მიწებზე
მცხოვრებთა უმეტესობა აჯანყებულია, ქალაქი ჰავერფრექსი მის
ხელშია; იქ კი მბრძანებლის ერთ-ერთი მთავარი საცავია. არხზე გა-
სავლელ მოკლე მანძილზე სეტს უამრავი საჭმელი აქვს.
– მაშინ არხები უნდა დავაზიანოთ, – თქვა ელენდმა, – გამოვნა-
ხოთ გზა, რომ მარაგი ვერ შეივსოს. არხებით გადაადგილება ადვი-
ლია, მაგრამ საფრთხილოც, რადგან მარშრუტი ზუსტად ვიცით და
თუ სეტის საჭმელს გავიტაცებთ, შეიძლება, იძულებული გახდეს,
რომ შებრუნდეს და სახლში წავიდეს.
– ან ეგრე მოხდება, – თქვა ბრიზმა, – ან გარისკავს და ლუთა-
დელს შემოუტევს.
ელენდი ერთხანს დუმდა.
– ეგეც შესაძლებელია, – თქვა ბოლოს, – მაგრამ მე ისიც შევის-
წავლე, ქალაქი როგორ უნდა დავიცვათ, – ელენდი მაგიდის მეორე
მხარეს გადასწვდა და წიგნი აიღო, – ეს ჯენდელაჰის "თანამედროვე
ეპოქაში ქალაქის მართვაა". ის ამბობს, რომ სიდიდისა და სკაას
მრავალი ჯურღმულის გამო ლუთადელის გაკონტროლება ძალიან
ძნელია. ავტორი ქალაქის დარაჯთა ქვეითი რაზმის გამოყენებას
გვთავაზობს. ვფიქრობ, შეგვიძლია, ბრძოლაში ამ მეთოდით ვისარ-
გებლოთ. ჩვენი გალავანი ძალიან გრძელია, მაგრამ თუ ქვეითი
რაზმი გვეყოლება, რომელიც...
– თქვენო უდიდებულესობავ, – შეაწყვეტინა დოკსონმა.
– ჰამ, რას იტყვი?
– ჩვენს ჯარში მყოფ ბიჭებსა და კაცებს ერთწლიანი წვრთნაც კი
არ გაუვლიათ; ამ დროს კი ერთ ჭარბ ძალას კი არა, ორს ვუპირის-
პირდებით. ამ ბრძოლაში ძალის გამოყენებით ვერ გავიმარჯვებთ.
– ჰო, – თქვა ელენდმა, – რა თქმა უნდა. მხოლოდ იმას ვამბობ-
დი, რომ ბრძოლა თუ მაინც მოგვიწევს, რაღაც სტრატეგია მაქვს...
176
– თუ ვიბრძოლებთ, დავმარცხდებით, – თქვა კლაბსმა, – შესაძ-
ლოა, ნებისმიერ შემთხვევაში დავმარცხდეთ.
ელენდი ერთხანს ჩუმად იყო.
– ჰო, მე, უბრალოდ...
– თუმცა არხებზე შეტევა კარგი იდეაა, – თქვა დოკსონმა, – შეგვიძ-
ლია, ეს ფარულად გავაკეთოთ. იქნებ იმ ტერიტორიაზე მყოფი ყაჩაღე-
ბი დავიქირაოთ, რომ საკვების გადამტან კარჭაპებს დაესხნენ თავს.
შესაძლოა, ამით სეტი ან სტრაფი ვერ ვაიძულოთ, სახლში წავიდნენ,
მაგრამ ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენებთ, რომ ჩვენთან ალიანსის
შეკვრა უფრო მოუნდეთ.
ბრიზმა თავი დაუქნია:
– სეტი უკვე ღელავდა იმაზე, რომ მის მშობლიურ დომინიონში
არეულობაა. ჩვენ მასთან წინასწარი მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთ
და ვაცნობოთ, რომ ალიანსით დაინტერესებულნი ვართ. ასე რომ, რო-
გორც კი მომარაგებაზე პრობლემა გაუჩნდება, ჩვენზე დაფიქრდება.
– შეგვიძლია, წერილიც გავუგზავნოთ, სადაც ბრიზის დასჯა იქნება
ნახსენები, – თქვა დოკსონმა, – როგორც კეთილი ნების ნიშანი. ეს...
ელენდმა ჩაახველა:
– აჰ, მე ჯერ არ დამისრულებია, – თქვა მან.
– ბოდიშს ვიხდი, თქვენო უდიდებულესობავ, – მიუგო დოკსონმა.
ელენდმა ღრმად ჩაისუნთქა.
– მართლები ხართ, იმ არმიებთან ბრძოლის უფლებას თავს ვერ
მივცემთ, მაგრამ ვფიქრობ, როგორმე ერთმანეთთან უნდა შევაბრძო-
ლოთ.
– ეგ სასიამოვნო რამეა, ჩემო კარგო, – თქვა ბრიზმა, – მაგრამ მაგ
ორის ერთმანეთზე წაკიდება ისე იოლი არაა, როგორც სპუკის დარწმუ-
ნება, რომ ღვინო დამისხას, – ის შებრუნდა და ცარიელი ჭიქა მაღლა
ასწია. სპუკი ერთხანს არ იძვროდა, მერე ამოიოხრა და ღვინის მოსა-
ტანად წამოდგა.

177
– ჰო, – თქვა ელენდმა, – თუმცა ომზე ბევრი წიგნი არაა, პოლი-
ტიკაზე ბევრია. ბრიზ, შენ ხომ თქვი, სამმხრივ დაპირისპირებაში
ყველაზე სუსტად ყოფნა ჩვენ ძალას გვანიჭებსო.
– ზუსტად, – მიუგო ბრიზმა, – შეგვიძლია, რომ დანარჩენი ორი მხა-
რისთვის ბრძოლის ბედი გადავწყვიტოთ.
– ჰო, – თქვა ელენდმა და წიგნი გადაშალა, – რახან ახლა სამი
მხარეა ჩართული, ეს ომი აღარაა, ეს პოლიტიკაა. კეთილშობილთა
გვარებს შორის დაპირისპირებას ჰგავს, სადაც ყველაზე ძლიერებ-
საც კი არ შეუძლიათ, მოკავშირეების გარეშე გაძლონ. პატარები
სუსტები არიან, მაგრამ დაჯგუფება აძლიერებთ. ჩვენ ერთ-ერთი პა-
ტარა გვარივით ვართ. თუ გვსურს, რომ რამე მივიღოთ, მტრები უნ-
და ვაიძულოთ, დაგვივიწყონ, ან ჩათვალონ, რომ დიდად არაფერს
წარმოვადგენთ. თუ ორივე იმას იფიქრებს, რომ ჩვენ მათ მხარეზე
ვართ და შეუძლიათ, მეორე არმიის დასამარცხებლად გამოგვიყე-
ნონ, მაშინ თავს დაგვანებებენ და ერთმანეთზე გადაერთვებიან.
ჰამმა ნიკაპი მოისრისა:
– ორივე მხარესთან თამაშზე ლაპარაკობ, ელენდ. ეს სახიფათო
მდგომარეობაში ჩაგვაყენებს.
ბრიზმა თავი დააქნია:
– ამ ორიდან იმ მხარეს უნდა მივემხროთ, რომელიც მოცემულ
მომენტში უფრო სუსტი იქნება და ასე მათ დაპირისპირებას შევი-
ნარჩუნებთ. არ არსებობს იმის გარანტია, რომ მათ შორის გამარ-
ჯვებული დასუსტდება და მერე ჩვენ მის დამარცხებას მოვახერ-
ხებთ.
– საკვების პრობლემაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, – თქვა დოკ-
სონმა, – მაგას დრო დასჭირდება, თქვენო უდიდებულესობავ, ამა-
სობაში კი ალყაში ვიქნებით და მარაგი გამოგველევა. უკვე შემოდ-
გომაა. მალე კარს ზამთარი მოგვადგება.
– კი, ეს ძნელი იქნება, – დაეთანხმა ელენდი, – და სარისკო.
მაგრამ ვფიქრობ, ამას შევძლებთ. თითოეულს დავარწმუნებთ, რომ
მის მხარეზე ვართ, მაგრამ დახმარებას დავაყოვნებთ. ამასობაში
178
ერთმანეთის წინააღმდეგ წავაქეზებთ და მათ მარაგსა და სულისკვეთე-
ბას გამოვფიტავთ; კონფლიქტში ჩავითრევთ. როცა ეს დასრულდება,
გადარჩენილი არმია იმდენად დასუსტებული იქნება, რომ მის დამარ-
ცხებას მოვახერხებთ.
ბრიზს ფიქრიანი იერი ჰქონდა:
– ეს მოხდენილი გეგმაა და სახალისოდაც ჟღერს.
დოკსონმა გაიღიმა:
– მაგას მხოლოდ იმიტომ ამბობ, რომ მაგ გეგმის მიხედვით ჩვენი
საქმე ვიღაც სხვამ უნდა გააკეთოს.
ბრიზმა მხრები აიჩეჩა:
– ცალკეულ ადამიანებზე მანიპულირება ხომ ასე კარგად მოქმე-
დებს. და რატომ არ უნდა იყოს ასეთივე შედეგიანი ეროვნულ პოლიტი-
კაზე?
– მმართველთა უმეტესი ნაწილი ხომ ასე მოქმედებს, – წარმოთქვა
ჰამმა, – რა არის მთავრობა, თუ არა იმისი დაკანონებული მეთოდი,
რომ ყველაფერი სხვას გააკეთებინო?
– და გეგმა? – ჰკითხა ელენდმა.
– არ ვიცი, ელ, – მიუგო ჰამმა და ისევ იმ საკითხს დაუბრუნდა, – ეს
კელის ერთ-ერთ გეგმას ჰგავს – გაბედული, მამაცური და ცოტა გიჟური
გეგმაა.
ჰამი ისე ლაპარაკობდა, თითქოს გაკვირვებული იყო, რომ ელენ-
დმა მათ ასეთი რამ შესთავაზა.
"მე შეიძლება ისევე გაბედული ვიყო, როგორც ნებისმიერი", – აღ-
შფოთებით გაიფიქრა ელენდმა. იგი ერთხანს ჩუმად იყო. ვითომ ნამ-
დვილად სურდა, ამ ნაფიქრს გაჰყოლოდა?
– შეგვიძლია, ვცადოთ, მაგრამ ვაითუ სერიოზულ ხათაბალაში გა-
ვეხვეთ, – თქვა დოკსონმა, – თუ რომელიმე მხარე ჩვენი თამაშით და-
იღლება...
– გაგვანადგურებენ, – დაასრულა ელენდმა, – მაგრამ... ბატონებო,
თქვენ ხომ მოთამაშეები ხართ. იმას ხომ ვერ მეტყვით, რომ ეს გეგმა
უფრო არ მოგწონთ, ვიდრე ლორდი სეტის წინაშე ქედის მოდრეკა.
179
ჰამმა და ბრიზმა ერთმანეთს გადახედეს; ეტყობოდათ, რომ ამ
იდეაზე ფიქრობდნენ. დოკსონმა თვალები გადაატრიალა, მაგრამ
ისე ჩანდა, რომ, მხოლოდ და მხოლოდ, ჩვევის გამო იყო ამ გეგმის
წინააღმდეგი.
მათ უსაფრთხო გზა არ სურდათ. ეს ის ხალხი იყო, რომელმაც
მბრძანებელი გამოიწვია და რომელიც კეთილშობილთა გაცუცურა-
კებით ცხოვრობდა. გარკვეული აზრით, ისინი ძალიან ფრთხილები
იყვნენ; წვრილმანებს დიდ ყურადღებას აქცევდნენ, კვალს ზედმი-
წევნით ფარავდნენ და საკუთარ ინტერესებსაც ასე იცავდნენ, მაგ-
რამ როცა დიდ ნადავლზე მიდგებოდა საქმე, თამაშში ხშირად ხა-
ლისით ერთვებოდნენ ხოლმე. და არა მარტო ხალისით, არამედ დი-
დი მონდომებითაც.
"დიდებულია", – ფიქრობდა ელენდი, – "შიდა საბჭო მძაფრი
შეგრძნებების მაძიებელი მაზოხისტებით გავავსე და რაც კიდევ უფ-
რო უარესია, მეც გადავწყვიტე, მათ შევერთებოდი". მაგრამ სხვა
რისი გაკეთება შეეძლო?
– შეგვიძლია, რომ სულ მცირე, ეს განვიხილოთ მაინც, – თქვა
ბრიზმა, – ეს ამაღელვებელი გეგმა ჩანს.
– ეს გეგმა იმიტომ არ შემომითავაზებია, რომ ამაღელვებელია,
ბრიზ, – მიუგო ელენდმა, – მთელი სიყმაწვილე იმის დაგეგმვას შე-
ვალიე, როგორ უნდა მექცია ლუთადელი უკეთეს ქალაქად, როცა
ჩემი გვარის წინამძღოლი გავხდებოდი. არ ვაპირებ, რომ ამ ოცნე-
ბაზე პირველივე წინააღმდეგობისას უარი ვთქვა.
– და ასამბლეა? – ჰკითხა ჰამმა.
– ეს საუკეთესო ნაწილია, – მიუგო ელენდმა, – მათ ორი დღის
წინ ჩემ შეთავაზებას ხმა მისცეს. ისინი ქალაქის კარიბჭეს არცერთ
მომხდურს არ გაუღებენ, სანამ მამაჩემს არ შევხვდები.
ცოტა ხნით ყველა ჩუმად იჯდა. ბოლოს და ბოლოს, ჰამი ელენდს
მიუბრუნდა და თავი გააქნია:

180
– მართლა არ ვიცი, ელ. ეს მომხიბლავად ჟღერს. ჩვენ უკვე განვი-
ხილეთ ამის მსგავსი რამდენიმე გაბედული გეგმა, სანამ გელოდებო-
დით, მაგრამ...
– მაგრამ რა? – ჰკითხა ელენდმა.
– ასეთი გეგმა დიდწილად შენზეა დამოკიდებული, ჩემო კარგო,
– თქვა ბრიზმა და ღვინო მოსვა, – სწორედ შენ მოგიწევს, მეფეებს შეხ-
ვდე და ორივე მათგანი დაარწმუნო, რომ ჩვენ მის მხარეს ვართ. არ
გეწყინოს, მაგრამ ეშმაკობაში გამოუცდელი ხარ. ძნელია, დაეთანხმო
გაბედულ გეგმას, რომელშიც გუნდის საკვანძო წევრი ახალბედაა.
– მე შემიძლია ამის გაკეთება, – თქვა ელენდმა, – მართლა შემიძ-
ლია.
ჰამმა ბრიზს გადახედა და მერე ორივემ კლაბსს შეხედა. ჭირვეულ-
მა სარდალმა მხრები აიჩეჩა:
– თუ ბავშვს უნდა, რომ სცადოს, დაე, ასე იყოს.
ჰამმა ამოიხვნეშა და ისევ ელენდს შეხედა:
– ვგონებ, რომ თანახმა ვარ, რადგან ასე მიგაჩნია საჭიროდ, ელ.
– ვფიქრობ, რომ ასეა, – მიუგო ელენდმა და მღელვარება დაფარა,
– უბრალოდ, ვიცი, ასე ადვილად არ უნდა დავნებდეთ. შესაძლოა, გეგ-
მამ არ გაამართლოს; შესაძლოა, ორთვიანი ალყის შემდეგ ქალაქი მა-
ინც ჩავაბაროთ. ასეა თუ ისე, ეს ორ თვეს მოგვცემს, და ამ დროის გან-
მავლობაში შეიძლება რამე მოხდეს. ღირს, რომ გავრისკოთ და დავე-
ლოდოთ, და არა – ფარ-ხმალი დავყაროთ. დაველოდოთ და გეგმა შე-
ვადგინოთ.
– მაშ, კარგი, – თქვა დოკსონმა, – გარკვეული დრო გვჭირდება,
რომ რამე იდეებსა და ვარიანტებზე შევჯერდეთ, თქვენო უდიდებულე-
სობავ. ერთ-ორ დღეში ისევ შევხვდეთ და წვრილმანები განვიხილოთ.
– კარგი, – მიუგო ელენდმა, – შესანიშნავია. ახლა შეგვიძლია, სხვა
საკითხზე გადავიდეთ. მინდოდა, რომ...
კარზე კაკუნი გაისმა. ელენდმა გასძახა და კაპიტანმა დემოქსმა კა-
რი გააღო. ის, ცოტა არ იყოს, დაბნეული ჩანდა:

181
– თქვენო უდიდებულესობავ, – თქვა მან, – ბოდიშს ვიხდი, მაგ-
რამ... ვიღაც დავიჭირეთ, ვინც შეხვედრას აყურადებდა.
– რა? – თქვა ელენდმა, – ვინ?
დემოქსი შებრუნდა და ორ მცველს ხელი დაუქნია. ქალი, რომელიც
მათ შემოიყვანეს, ელენდს ბუნდოვნად ეცნობოდა. იგი, ტერისელ-
თა უმეტესობის მსგავსად, მაღალი იყო და ფერადი, მაგრამ მოსა-
ხერხებელი ტანსაცმელი ეცვა. ყურის ბიბილოები ჩამოწელილი
ჰქონდა, როგორც ჩანს, მუდმივად მრავალი საყურის კეთების გამო.
– მახსოვხარ, – უთხრა ელენდმა, – რამდენიმე დღის წინ ასამ-
ბლეის შეხვედრაზე იყავი და მიყურებდი.
ქალმა არ უპასუხა. მიუხედავად შებორკილი მაჯებისა, ის მტკი-
ცედ, მეტიც, ამაყად იდგა და ოთახში მყოფებს უყურებდა. ელენდი
აქამდე ტერისელ ქალს არ შეხვედროდა. მას მხოლოდ კაცი მსახუ-
რები ჰყავდა ნანახი – საჭურისები, რომლებსაც მსახურებად დაბა-
დებიდან წვრთნიდნენ. ელენდს რატომღაც ეგონა, რომ ტერისელ
ქალს ცოტა უფრო მორჩილი იერი ექნებოდა.
– ეს ქალი გვერდით ოთახში იმალებოდა, – თქვა დემოქსმა, –
ვწუხვარ, თქვენო უდიდებულესობავ. არ ვიცი, გვერდი როგორ აგ-
ვიარა. აღმოვაჩინეთ, რომ კედელზე ყური ჰქონდა მოდებული, თუმ-
ცა მეეჭვება, რამე გაეგო. იმას ვგულისხმობ, რომ აქ ქვის კედლე-
ბია.
ელენდმა ქალს თვალებში შეხედა. საკმაოდ ხნიერი ჩანდა; ლა-
მაზი არ ეთქმოდა, მაგრამ არც შეუხედავი იყო. შეუპოვარი იერი და
სწორხაზოვანი, კუთხოვანი სახე ჰქონდა. მშვიდად და მტკიცედ იყუ-
რებოდა. ელენდმა დიდხანს ვერ გაუსწორა მზერა, თითქოს უხერ-
ხულობა იგრძნო.
– აბა, რის გაგებას მოელოდი, ქალბატონო? – ჰკითხა ელენდმა.
ტერისელმა ქალმა ამ შეკითხვას ყურადღება არ მიაქცია. ის
სხვებს მიუბრუნდა და მსუბუქი აქცენტით თქვა:
– მინდა, მეფეს პირისპირ ველაპარაკო, დანარჩენები გადით.
ჰამს გაეღიმა:
182
– ეს ქალი ერთობ გაბედულია.
დოკსონი ტერისელს მიუბრუნდა:
– რამ გაფიქრებინა, რომ მეფეს შენთან მარტო დავტოვებთ?
– მისმა უდიდებულესობამ და მე რაღაც უნდა განვიხილოთ, – საქ-
მიანად მიუგო ქალმა, თითქოს დაავიწყდა, რომ ტყვე იყო, ან ეს საერ-
თოდ არ აშფოთებდა, – თქვენ მისი უსაფრთხოება არ უნდა გაღელვებ-
დეთ. დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა ნისლქმნილი, რომელიც ფან-
ჯრის გარეთ იმალება, ჩემთან გასამკლავებლად სრულიად საკმარისი
იქნება.
ელენდმა პატარა საჰაერო ფანჯრისკენ გაიხედა, რომელიც უფრო
დიდი, ვიტრაჟიანი ფანჯრის გვერდით იყო. საიდან გაიგო ტერისელმა
ქალმა, რომ ვინი მათ უყურებდა? მას არაჩვეულებრივად მახვილი სმე-
ნა უნდა ჰქონოდა. იქნებ იმდენად მახვილი, რომ მათ ქვის კედლის
მიღმა უსმენდა?
ელენდი ისევ ახალმოსულს მიუბრუნდა.
– ანუ დამცველი ხარ.
ქალმა თავი დაუქნია:
– სეიზდმა გამოგგზავნა?
– აქ მის გამო ვარ, – მიუგო ქალმა, – მაგრამ არ გამოვუგზავნივარ.
– ჰამ, ყველაფერი რიგზეა, – ნელა უთხრა ელენდმა, – შეგიძლიათ,
წახვიდეთ.
– დარწმუნებული ხარ? – შუბლი შეიჭმუხნა ჰამმა.
– თუ გინდათ, გაკოჭილი დამტოვეთ, – თქვა ქალმა.
"თუ ის მართლა ფერუქიმიკოსია, მაშინ გაკოჭვა მისთვის დიდი დაბ-
რკოლება არ იქნება", – გაიფიქრა ელენდმა, – "თანაც, თუ მართლაც
სეიზდის მსგავსი დამცველია, მაშინ მისი არ უნდა მეშინოდეს. თეორიუ-
ლად ასე გამოდის".
ამ ორის გარდა ოთახიდან ყველა გავიდა. თანაგუნდელებს სახეზე
ეტყობოდათ, თუ რას ფიქრობდნენ ელენდის გადაწყვეტილებაზე. მარ-
თალია, კარგა ხანია ქურდები აღარ იყვნენ, თუმცა, ელენდი ეჭვობდა,

183
რომ მათზე – ვინის მსგავსად – აღზრდა რაღაც ზემოქმედებას ყო-
ველთვის მოახდენდა.
– გარეთ ვიქნებით, ელ, – უთხრა ჰამმა, რომელიც ოთახიდან ბო-
ლო გავიდა და კარი დაკეტა.
და მაინც, ნებისმიერი, ვინც მე მიცნობს, მიხვდება, რომ გამო-
რიცხული იყო, ასე ადვილად დავნებებოდი. როგორც კი რამე საკ-
ვლევს მივაგნებ, დაჟინებით მივყვები ხოლმე.

14
ტერისელმა ქალმა ბაწარი გაწყვიტა და იატაკზე დააგდო.
– ოჰ, ვინ, – გასძახა ელენდმა და ამ ქალთან შეხვედრის აზრზე
დაიწყო ფიქრი, – იქნებ დროა, შემოხვიდე?
– ის მართლა აქ კი არაა, – დაუდევრად თქვა ტერისელმა და და-
იძრა, – რამდენიმე წუთის წინ წავიდა. სწორედ ამიტომ დავაჭერინე
თავი.
– გასაგებია, – თქვა ელენდმა, – მცველებს დავუძახებ.
– ნუ სულელობ, – უთხრა ქალმა, – შენი მოკვლა რომ მდომოდა,
ამას მანამ მოვასწრებდი, სანამ სხვები შემოვიდოდნენ. ახლა ერთი
წამით გაჩუმდი.
ელენდი უხერხულად იდგა, სანამ მაღალი ქალი მაგიდას ნელა
უვლიდა გარს და კაცს ისე შემფასებლურად უყურებდა, როგორც ვა-
ჭარი – ავეჯს. ბოლოს გაჩერდა და ხელები ტუჩზე მიიდო.
– გამართულად დადექი, – გასცა განკარგულება.
– უკაცრავად?
– მოხრილი ხარ, – უთხრა ქალმა, – მეფეს მუდამ ღირსეული იე-
რი უნდა ჰქონდეს, მაშინაც კი, როცა მეგობრებთან არის.
ელენდმა შუბლი შეიჭმუხნა.
– სანამ მაგ რჩევას შევაფასებ, მე არ...
– არა, – თქვა ქალმა, – ასე ნუ ლაპარაკობ. მბრძანებლურად
ილაპარაკე.
– უკაცრავად? – ისევ ჰკითხა ელენდმა.
184
ქალმა ნაბიჯი წინ წადგა, კაცს მხარზე ხელი დაადო და წელში გაას-
წორა, მერე უკან დაიხია და თავი დააქნია.
– მისმინე, – უთხრა ელენდმა, – მე არ...
– არა, – ისევ შეაწყვეტინა ქალმა, – უფრო მტკიცედ უნდა ილაპარა-
კო. სიტყვები, ქმედებები და თავდაჭერა განსაზღვრავს იმას, როგორ
განგსჯის ხალხი. თუ ყველა წინადადებას რბილად და გაურკვევლად
დაიწყებ, რბილად და გაურკვევლად წარმოჩნდები. ძლიერი უნდა იყო!
– აქ რა ხდება? – ჰკითხა აღშფოთებულმა ელენდმა.
– აი, – თქვა ქალმა, – როგორც იქნა.
– შენ თქვი, რომ სეიზდს იცნობ, ხომ ასეა? – ჰკითხა ელენდმა და
შეეცადა, კვლავ გამართულად მდგარიყო.
– ვიცნობ, – მიუგო ქალმა, – ტინდუილი მქვია. როგორც თავადაც
ივარაუდე, ტერისელი დამცველი ვარ, – ის ერთხანს ფეხს ათამაშებდა,
შემდეგ თავი გააქნია, – სეიზდმა შენი მოუწესრიგებელი გარეგნობის
შესახებ გამაფრთხილა, მაგრამ მაინც მეგონა, რომ ასეთი გარეგნობა
არცერთ მეფეს არ ექნებოდა.
– მოუწესრიგებელი? – ჰკითხა ელენდმა, – უკაცრავად?
– შეწყვიტე მაგის გამეორება, – კბილებში გამოცრა ტინდუილმა, –
კითხვებს ნუ სვამ. ის თქვი, რასაც გულისხმობ. თუ წინააღმდეგი ხარ,
ეს გამოხატე. სიტყვებს ამოსახსნელად ნუ მიტოვებ.
– ჰო, კარგი, თუმცა ეს საინტერესოა, – უთხრა ელენდმა და კარის-
კენ წავიდა, – და მაინც, მირჩევნია, ამ საღამოს მეტი შეურაცხყოფა
აღარ მოვისმინო. უკაცრავად და...
– შენი ხალხი ფიქრობს, რომ სულელი ხარ, ელენდ ვენტურ, – მშვი-
დად თქვა ტინდუილმა.
ელენდი დუმდა.
– ასამბლეა, რომელიც თავად შეადგინე, შენს ავტორიტეტს უგულე-
ბელყოფს. სკაა დარწმუნებულია, რომ მათ ვერ დაიცავ. თვით შენი მე-
გობრების საბჭოც კი გეგმებს შენ გარეშე ადგენს და შენს წვლილს
მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს.
ელენდმა თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა.
185
– შენ კარგი იდეები გაქვს, ელენდ ვენტურ, – უთხრა ტინდუილ-
მა, – სამეფო იდეები, მაგრამ მეფე არ ხარ. კაცს მხოლოდ მაშინ შე-
უძლია წინამძღოლობა, როცა სხვები წინამძღოლად მიიჩნევენ და
მას მხოლოდ იმდენი ავტორიტეტი აქვს, რამდენსაც ქვეშევრდომე-
ბი ანიჭებენ. მთელი შენი შესანიშნავი იდეებით სამეფოს ვერ იხსნი,
თუ არავინ მოგისმენს.
ელენდი ქალს მიუბრუნდა.
– ამ წელს ყველა ის წიგნი წავიკითხე, რომელიც წინამძღოლო-
ბასა და მმართველობას ეხება.
ტინდუილმა წარბი ასწია.
– ანუ უმეტესი დრო შენს ოთახში გაატარე, არადა გარეთ უნდა
ყოფილიყავი, შენს ხალხს უნდა ენახე და მმართველობა გესწავლა.
– წიგნები ღირებულია, – უთხრა ელენდმა.
– ქმედებები უფრო ღირებულია.
– და სად უნდა ვისწავლო ეგ?
– ჩემგან.
ელენდი გაჩუმდა.
– შეიძლება იცი, რომ ყველა დამცველს თავის ინტერესის სფე-
რო აქვს, – თქვა ტინდუილმა, – ერთსა და იმავე ინფორმაციას ვი-
მახსოვრებთ, თუმცა თითოეულს მხოლოდ შეზღუდული რაოდენო-
ბის შესწავლა და გაგება შეუძლია. ჩვენი საერთო მეგობარი სეიზდი
თავის დროს რელიგიებზე ხარჯავს.
– და შენი სფერო რომელია?
– ბიოგრაფიები, – მიუგო მან, – შევისწავლე იმ სარდლების, მე-
ფეებისა და იმპერატორების ცხოვრება, რომელთა სახელები, შე-
საძლოა, არც კი გსმენია. პოლიტიკისა და წინამძღოლობის თე-
ორიების გაგება, ელენდ ვენტურ, იგივე სულაც არაა, რაც იმ ადა-
მიანების ცხოვრების გაგება, რომლებიც ამ პრინციპებით ცხოვ-
რობდნენ.
– და... შეგიძლია, იმ ადამიანების გამოცდილება მასწავლო,
რომ მათგან მაგალითი ავიღო?
186
– შესაძლოა, – მიუგო ტინდუილმა, – ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია,
უიმედო შემთხვევა ხარ თუ არა, მაგრამ მე აქ ვარ, ასე რომ, ყველაფერს
გავაკეთებ, რაც შემიძლია. რამდენიმე თვის წინ სეიზდმა წერილი მომ-
წერა და შენი მდგომარეობა ამიხსნა. მას არ უთხოვია, რომ შენ გასაწ-
ვრთნელად მოვსულიყავი, თუმცა, შესაძლოა, მეტი დაჟინებულობა სე-
იზდმაც უნდა ისწავლოს.
ელენდმა თავი ნელა დააქნია და ტერისელს თვალებში შეხედა.
– ანუ ჩემს მითითებებს მიიღებ? – ჰკითხა ტინდუილმა.
კაცი ჩაფიქრდა: "თუ ეს ქალი ნაწილობრივ მაინც არის სეიზდივით
სასარგებლო, მაშინ... შემიძლია, მისი დახმარება მივიღო".
– მივიღებ, – უთხრა ელენდმა.
ტინდუილმა თავი დაუქნია.
– სეიზდმა შენი თავმდაბლობაც ახსენა. ეს ღირებული თვისებაა მა-
შინ, როცა ხელს არ გიშლის. მგონი, შენი ნისლქმნილი უკვე დაბრუნ-
და.
ელენდი ფანჯრისკენ შებრუნდა. დარაბა გაიღო, ნისლი შემოვიდა
და მოხრილი, ნისლსაფრიანი ფიგურა გამოჩნდა.
– როგორ მიხვდი, რომ აქ ვიყავი? – ხმადაბლა ჰკითხა ვინმა.
ტინდუილმა გაიღიმა, რაც ელენდმა მის სახეზე პირველად შენიშნა.
– სეიზდმა შენც მოგიხსენია, ბავშვო. ვფიქრობ, მე და შენ მალე პი-
რადად უნდა ვილაპარაკოთ.
ვინი ოთახში შეძვრა და ნისლი შეიყოლა, შემდეგ დარაბა მიხურა.
ის მტრულ დამოკიდებულებასა და უნდობლობას სულაც არ ფარავდა,
როცა ქალსა და ელენდს შორის ჩადგა.
– რატომ ხარ აქ? – ჰკითხა ქალს.
ტინდუილმა ისევ გაიღიმა.
– შენს მეფეს მაგ კითხვის დასასმელად რამდენიმე წუთი დასჭირდა,
შენ კი ეს ერთ წამში იკითხე. მგონი, საინტერესო წყვილი ხართ.
ვინმა თვალები მოჭუტა.
– ასეა თუ ისე, უნდა წავიდე, – თქვა ტინდუილმა, – ვფიქრობ, კიდევ
ვილაპარაკებთ, თქვენო უდიდებულესობავ.
187
– ჰო, რა თქმა უნდა, – მიუგო ელენდმა, – ჰმ... არის ისეთი რამე,
რაში ვარჯიშიც უნდა დავიწყო?
– ჰო, – უპასუხა ტინდუილმა და კარისკენ წავიდა, – "ჰმ" აღარ თქვა
ხოლმე.
– კარგი.
როგორც კი ტინდუილმა კარი გააღო, ჰამმა ოთახში თავი შემო-
ყო და მაშინვე შენიშნა, რომ ტინდუილს ხელები შეკრული აღარ
ჰქონდა, თუმცა არაფერი უთქვამს. როგორც ჩანს, ეგონა, რომ ხე-
ლები ელენდმა გაუხსნა.
– ვფიქრობ, რომ ამაღამ საკმარისია, – თქვა ელენდმა, – ჰამ,
იზრუნებ იმაზე, რომ ქალბატონ ტინდუილს ოთახი გამოუყონ? იგი
სეიზდის მეგობარია.
ჰამმა მხრები აიჩეჩა.
– კარგი, – მან ვინს თავი დაუკრა და გავიდა. ტინდუილი ისე წა-
ვიდა, ღამე მშვიდობისა არ უთქვამს.
ვინმა შუბლი შეიჭმუხნა და ელენდს შეხედა, რომელიც დაბნეუ-
ლი ჩანდა.
– ის არ მომწონს, – უთხრა გოგომ.
ელენდმა გაიღიმა და წიგნები მაგიდაზე ააკოკოლავა.
– შენ არავინ მოგწონს, ვისაც პირველად ხვდები, ვინ.
– შენ მომეწონე.
– რითიც დაამტკიცე, რომ ხასიათებში საშინლად ერკვევი.
ვინი ერთხანს დუმდა, მერე გაიღიმა და წიგნების აკრეფა დაიწ-
ყო. ეს გამოცემები ელენდის ტიპური საკითხავი არ იყო; ბევრად უფ-
რო პრაქტიკული სახელმძღვანელოები იყო, ვიდრე ისინი, რომელ-
თაც ელენდი ჩვეულებრივ კითხულობდა ხოლმე.
– ამღამინდელმა შეხვედრამ როგორ ჩაიარა? – ჰკითხა ვინმა, –
ბევრი დრო არ მქონდა, რომ მომესმინა.
ელენდმა ამოიოხრა; შებრუნდა, მაგიდაზე ჩამოჯდა და ოთახის
ბოლოში ვიტრაჟს გახედა. ფანჯარა ჩაბნელებული იყო. მისი ფერე-
ბი შავი მინის ანარეკლებივით ჩამუქებულიყო.
188
– ვფიქრობ, კარგად ჩაიარა.
– ხომ გითხარი, შენი გეგმა მოეწონებოდათ. ეს ისეთი რამეა,
რაც მათთვის ამაღელვებელია.
– ვფიქრობ, ასეა, – მიუგო ელენდმა.
ვინი მოიღუშა:
– კარგი, – მაგიდაზე შეხტა და ელენდის გვერდით ჩამოჯდა, – ეს რა
არის? ის არის, რაც იმ ქალმა თქვა? საერთოდ, რა უნდოდა?
– მხოლოდ ცოდნის გადმოცემა, – თქვა ელენდმა, – დამცველები
ხომ იცი. სულ უნდათ, რომ ვინმე მათ გაკვეთილებს უსმენდეს.
– ვფიქრობ, ასეა, – ნელა თქვა ვინმა.
მას დათრგუნვილი ელენდი არასდროს ენახა, მაგრამ უხალისო –
კი. კაცს იმდენი იდეა ჰქონდა, იმდენი გეგმა და იმედი, რომ ვინს ხან-
დახან უკვირდა, ამას როგორ ახერხებდა. გოგოს აზრით, ელენდი სა-
თანადოდ ვერ ახერხებდა ყურადღების მოკრებას. რენი ყოველთვის
ამბობდა, ქურდი ყურადღებიანობის წყალობით ცოცხლობსო. თუმცა
ელენდის ოცნებები იმის ნაწილი იყო, რასაც ის წარმოადგენდა. ვინს
ეჭვი ეპარებოდა, რომ ელენდი ოდესმე შელეოდა მათ. არც თავად სურ-
და ეს, რადგან ეს ოცნებები იმის ნაწილი იყო, რის გამოც ვინს ელენდი
უყვარდა.
– ისინი გეგმას დათანხმდნენ, ვინ, – უთხრა ელენდმა, რომელიც
ისევ ფანჯარას უყურებდა, – აღელვებულებიც კი ჩანდნენ, როგორც შენ
თქვი. უბრალოდ... თავიდან ვერ ვიშორებ იმ აზრს, რომ მათი შემოთა-
ვაზება ბევრად უფრო გონივრული იყო, ვიდრე ჩემი. მათ უნდოდათ,
რომელიმე არმიას მივმხრობოდით იმის სანაცვლოდ, რომ მე ლუთა-
დელის დაქვემდებარებულ მმართველად დავრჩენილიყავი.
– ეგ დანებება იქნებოდა.
– ზოგჯერ მარცხს დანებება ჯობია. ქალაქი ხანგრძლივი ალყის-
თვის გავწირე, რაც შიმშილს ნიშნავს, სანამ ეს არ დასრულდება.
ვინმა კაცს მხარზე ხელი დაადო და ყოყმანით შეხედა. როგორც წე-
სი, ელენდი ამშვიდებდა ხოლმე მას.

189
– ეს მაინც უფრო უკეთესი გზაა, – უთხრა ვინმა, – მათ, ალბათ,
უფრო სუსტი გეგმა იმიტომ შემოგთავაზეს, რომ ეგონათ, ასეთ გაბე-
დულ რამეზე არ დათანხმდებოდი.
– არა. ისინი მე არ მელოლიავებოდნენ, ვინ; მართლა ფიქრობ-
დნენ, რომ სტრატეგიული ალიანსის შეკვრა კარგი, უსაფრთხო გეგ-
მა იყო, – ელენდი ერთხანს გაჩუმდა, მერე ვინს შეხედა, – ეს ჯგუფი
ჩემი მთავრობის გონივრულ მხარეს როდიდან წარმოადგენს?
– ისინი უნდა გაზრდილიყვნენ, – მიუგო ვინმა, – ასეთი პასუხის-
მგებლობის ფონზე ისევ იმ ადამიანებად ვერ დარჩებოდნენ.
ელენდი ისევ ფანჯრისკენ შებრუნდა.
– გეტყვი, რაც მაღელვებს, ვინ. ის მაღელვებს, რომ არც მათი
გეგმა იყო გონივრული. ის გეგმაც, ცოტა არ იყოს, თავზე ხელაღე-
ბული ჩანდა. შესაძლოა, ალიანსის შეკვრა საკმაოდ ძნელი აღმო-
ჩენილიყო. თუ ეს ასეა, მაშინ ის, რასაც მათ ვთავაზობ, აშკარად
უაზრობაა.
ვინმა მხარზე ხელი მოუჭირა.
– ჩვენ ხომ მბრძანებელი დავამარცხეთ.
– შენ მაშინ კელსიერი გყავდა.
– ისევ ეგ არ დაიწყო.
– მაპატიე, მაგრამ, ვინ, იქნებ ჩემი გეგმა, რომ მმართველობა
შევინარჩუნო, მხოლოდ ქედმაღლობაა. რა მითხარი შენს ბავშვო-
ბაზე? როცა ქურდების გუნდში იყავი, სადაც ყველა შენზე უფრო დი-
დი, ძლიერი და ბოროტი იყო, რას აკეთებდი? მეთაურებს უპირის-
პირდებოდი?
ვინის გონებაში მოგონებები გაცოცხლდა; მოგონებები იმაზე,
თუ როგორ იმალებოდა, როგორ აცეცებდა თვალებს, როგორი სუს-
ტი ჩანდა.
– ის სხვა იყო, – უთხრა ვინმა, – სხვებს სულ შენი დაჩაგვრის
ნება არ უნდა მისცე. კელსიერმა ეს მასწავლა. მბრძანებელი ამიტო-
მაც დავამარცხეთ. მთელი ამ წლების განმავლობაში სკაას აჯანყება
სწორედ ამიტომ ებრძოდა უკანასკნელ იმპერიას, მაშინაც კი, როცა
190
გამარჯვების შესაძლებლობა არ არსებობდა. რენი მეუბნებოდა, აჯან-
ყებულები სულელები არიანო, მაგრამ რენი ახლა მკვდარია, ისევე,
როგორც უკანასკნელი იმპერია და...
გოგო გადაიხარა და ელენდის მზერა დაიჭირა:
– ქალაქს ვერ ჩააბარებ, ელენდ, – ხმადაბლა თქვა მან, – არ მგო-
ნია, რომ მომეწონოს, რაც ამის გამო დაგემართება.
ელენდი ერთხანს დუმდა, მერე კი ოდნავ გაიღიმა:
– ზოგჯერ ძალიან ბრძენი ხარ ხოლმე, ვინ.
– ასე ფიქრობ?
მან თავი დაუქნია.
– კარგი, – უთხრა ვინმა, – აშკარაა, რომ შენც ისევე საშინლად ერ-
კვევი ხასიათებში, როგორც მე.
ელენდს გაეცინა, მკლავი შემოხვია და გვერდზე მიიკრა.
– როგორც ვხვდები, ამაღამინდელი დაზვერვა უშედეგოდ დას-
რულდა?
ნისლის სული, დაცემა, სიცივე, რომელსაც მკლავში ისევ გრძნობ-
და.
– ასეა, – მიუგო ვინმა.
ადრე, როცა ელენდს ნისლის სულის შესახებ უთხრა, კაცმა ჩათვა-
ლა, რომ გოგოს რაღაცები ეჩვენებოდა.
– მისმინე, – უთხრა ელენდმა, – შეხვედრაზე უნდა მოსულიყავი.
კარგი იქნებოდა, აქ ყოფილიყავი.
ვინს არაფერი უთქვამს.
ისინი რამდენიმე წუთი ჩუმად ისხდნენ და ჩაბნელებულ ფანჯარას
ასცქეროდნენ. ვიტრაჟი უცნაურად მშვენიერი იყო. გარეთ ბნელოდა,
სინათლე არ შემოდიოდა და, შესაბამისად, ფერებიც არ იკვეთებოდა,
ამიტომ ვინი მინის ნახჭებს აკვირდებოდა. ლითონის ჩარჩოში ჩასმუ-
ლი ფრაგმენტები, პატარა ნაკუწები, ვიწრო ნაჭრები და ფილები ერ-
თმანეთზე იყო გადახლართული.
– ელენდ, – თქვა ბოლოს გოგომ, – ვღელავ.

191
– გამიკვირდებოდა, რომ არ ღელავდე. ის არმიები მეც იმდენად
მაღელვებს, რომ ნორმალურად ძლივსღა ვაზროვნებ.
– არა, – უთხრა ვინმა, – მაგაზე არა. სხვა რამე მაღელვებს?
– მაინც რა?
– მე... მე იმაზე ვფიქრობდი, რაც მბრძანებელმა თქვა, სანამ
მოვკლავდი, გახსოვს?
ელენდმა თავი დაუქნია. კაცი იქ არ ყოფილა, მაგრამ ვინმა უთ-
ხრა.
– ის იმაზე ლაპარაკობდა, კაცობრიობას რას უკეთებდა, – თქვა
ვინმა, – ამბები მოგვითხრობს, რომ მან სიღრმისგან გადაგვარჩი-
ნა.
ელენდმა თავი დაუქნია.
– მაგრამ, – განაგრძო გოგომ, – რა იყო სიღრმე? შენ ხომ კე-
თილშობილთა წრეს ეკუთვნოდი. შენთვის რელიგია აკრძალული
არ იყო. რას ასწავლიდა ფოლადის სამინისტრო სიღრმისა და
მბრძანებლის შესახებ?
ელენდმა მხრები აიჩეჩა:
– არც თუ ისე ბევრს. რელიგია აკრძალული არ ყოფილა, მაგრამ
არც – წახალისებული. ისეთი ვითარება შექმნეს, რომ რელიგიური
საკითხებისთვის ფოლადის სამინისტროს უნდა მიეხედა და ჩვენ
ამაზე არ უნდა გვეღელვა.
– მაგრამ ზოგ რამეს ხომ გასწავლიდნენ?
ელენდმა თავი დაუქნია.
– ძირითადად იმაზე ლაპარაკობდნენ, რატომ იყვნენ კეთილშო-
ბილები პრივილეგირებულნი, სკაას ხალხი კი – დაწყევლილი.
ვფიქრობ, უნდოდათ, გაგვეგო, როგორი იღბლიანები ვიყავით.
თუმცა, სიმართლე ითქვას, მათი სწავლებები ყოველთვის რაღაც-
ნაირად შემაშფოთებლად მიმაჩნდა. მათი მტკიცებით, ჩვენ კეთილ-
შობილები იმიტომ ვიყავით, რომ ჩვენმა წინაპრებმა აღზევებამდე
მბრძანებელს დაუჭირეს მხარი, მაგრამ აქედან გამოდიოდა, რომ

192
ჩვენ პრივილეგირებულნი იმის გამო ვიყავით, რაც სხვა ხალხმა გააკე-
თა. ეს არც ისე სამართლიანია, ხომ ასეა?
ვინმა მხრები აიჩეჩა:
– ვფიქრობ, ეს ისევე სამართლიანია, როგორც სხვა ყველაფე-
რი.
– მაგრამ არ გაბრაზებდა ეს? – ჰკითხა ელენდმა, – არ გაღიზიანებ-
და, რომ კეთილშობილებს ამდენი რამ ჰქონდათ, შენ კი ასე ცოტა რამ
გაგაჩნდა?
– მაგაზე არ ვფიქრობდი, – მიუგო ვინმა, – კეთილშობილებს ბევრი
რამ ჰქონდათ. ასე რომ, ჩვენ შეგვეძლო, მათგან ეს მიგვეღო. იმაზე რა-
ტომ უნდა მეღელვა, მათ ეს როგორ მოიპოვეს? ზოგჯერ, როცა საჭმელი
მქონდა, სხვა ქურდები მცემდნენ და მართმევდნენ ხოლმე. რა მნიშვნე-
ლობა ჰქონდა იმას, როგორ ვიშოვე ეს საჭმელი? მე ხომ მას მაინც მარ-
თმევდნენ.
ელენდი ერთხანს არაფერს ამბობდა:
– იცი, ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, პოლიტიკის ის თეორეტიკოსები,
რომელთა ნაშრომებიც წამიკითხავს, რას იტყოდნენ, შენ რომ შეგ-
ხვედროდნენ. მგონია, იმედგაცრუებულნი ყურებს ჩამოყრიდნენ.
ვინმა ელენდს გვერდზე წაჰკრა:
– პოლიტიკა საკმარისია. სიღრმეზე მომიყევი.
– კარგი, ვფიქრობ, ეს რაღაც არსება იყო, ბნელი და ბოროტი არსე-
ბა, რომელმაც სამყარო კინაღამ გაანადგურა. მბრძანებელმა აღზევე-
ბის წყარომდე იმოგზაურა, სადაც მიიღო ძალა იმისთვის, რათა სიღრმე
დაემარცხებინა და კაცობრიობა გაეერთიანებინა. ქალაქში ამ სცენის
ამსახველი რამდენიმე ქანდაკებაა.
ვინმა შუბლი შეიჭმუხნა:
– ჰო, მაგრამ, მათგან არ ჩანს, სიღრმე როგორია. იგი ისეა გამოსა-
ხული, როგორც მბრძანებლის ფერხთით განრთხმული უფორმო მასა.
– უკანასკნელი ადამიანი, რომელმაც სიღრმე იხილა, ერთი წლის
წინ მოკვდა, ასე რომ, ვფიქრობ, მოგვიწევს, იმ ქანდაკებებით დავკმა-
ყოფილდეთ.
193
– თუ ის არ დაბრუნდება, – ჩუმად თქვა ვინმა.
ელენდი მოიღუშა და ისევ გოგოს შეხედა.
– ანუ ამაშია საქმე, ვინ? – მას სახე ოდნავ მოულბა, – ორი არმია
საკმარისი არაა? შენ სამყაროს ბედზეც უნდა იღელვო?
ვინმა თვალები მორჩილად დახარა, ელენდს კი გაეღიმა და გო-
გო მიიხუტა.
– აჰ, ვინ. ვიცი, რომ, ცოტა არ იყოს, პარანოიკი ხარ. მართალი
გითხრა, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელშიც ახლა
ვიმყოფებით, უკვე მეც იმავეს განვიცდი. მაგრამ ვფიქრობ, ეს ისეთი
თემაა, რაზეც შენ არ უნდა იჯავრო. არაფერი მსმენია ბოროტების
ურჩხულისებურ განსხეულებებზე, რომლებიც ხმელეთზე მძვინვა-
რედ დაძრწიან.
გოგომ თავი დაუქნია და ელენდი ცოტა უკან გადაიხარა; რო-
გორც ჩანს, იფიქრა, რომ ვინის კითხვას უპასუხა.
"ეპოქათა გმირმა აღზევების წყარომდე იმოგზაურა, რათა სიღ-
რმე დაემარცხებინა", – ფიქრობდა ვინი, – "მაგრამ ყველა წინას-
წარმეტყველება ამბობდა, რომ გმირს აღზევების წყაროს ძალა არ
უნდა მიეთვისებინა. მას ეს ძალა უნდა გაეცა, თვით ამ ძალას უნდა
მინდობოდა, რომ სიღრმე გაენადგურებინა. რაშეკი ასე არ მოქცე-
ულა. მან ეს ძალა მიისაკუთრა. ეს იმას ნიშნავს, რომ სიღრმე არ და-
მარცხებულა? მაშ, რატომ არ განადგურდა სამყარო?"
– წითელი მზე და ყავისფერი მცენარეები, – თქვა ვინმა, – ეს
სიღრმემ ქნა?
– ისევ მაგაზე ფიქრობ? – მოიღუშა ელენდი, – წითელი მზე და
ყავისფერი მცენარეები? ისინი სხვა რა ფერის უნდა იყოს?
– კელსიერმა თქვა, რომ ოდესღაც მზე ყვითელი იყო, მცენარეე-
ბი კი – მწვანე.
– ეგ უცნაური სურათია.
– სეიზდიც კელსიერს ეთანხმება, – თქვა ვინმა, – ყველა ლეგენ-
და იმას ამბობს, რომ მბრძანებლის მმართველობის ადრეულ ეპო-
ქაში მზემ ფერი შეიცვალა და ციდან ფერფლმა დაიწყო ცვენა.
194
– კარგი, ვფიქრობ, შეიძლება, სიღრმეს ამასთან რამე საერთო
ჰქონდეს. მართალი, გითხრა, არც კი ვიცი, – ელენდი ერთხანს ჩა-
ფიქრებული იჯდა, – მწვანე მცენარეები? რატომ მეწამული ან ლურ-
ჯი არა? რა უცნაურია...
"ეპოქათა გმირმა ჩრდილოეთში, აღზევების წყარომდე იმოგზაურა,
რათა სიღრმე დაემარცხებინა", – კვლავ გაიფიქრა ვინმა. მერე ოდნავ
შებრუნდა და იმ მხარეს გაიხედა, საითაც, ძალიან შორს, ტერისის მთე-
ბი მდებარეობდა. იგი ისევ იქ იყო? აღზევების წყარო ისევ იქ იყო?
– ორსეურისგან რამე ინფორმაციის მიღება მოახერხე? – ჰკითხა
ელენდმა, – გაიგე რამე ისეთი, რაც თვითმარქვია ჯაშუშის გამოვლენა-
ში დაგვეხმარება?
ვინმა მხრები აიჩეჩა:
– მან მითხრა, რომ კანდრას ალომანტიის გამოყენება არ შეუძლია.
– ანუ ამ გზით თვითმარქვიას პოვნას შეძლებ? – ჰკითხა ელენდმა.
– შეიძლება, ყოველ შემთხვევაში, სპუკსა და ჰამს მაინც გამოვცდი.
ჩვეულებრივი ადამიანების გამოვლენა უფრო რთული საქმე იქნება,
მაგრამ კანდრას დათრგუნვა შეუძლებელია. ასე რომ, შეიძლება, ამან
თვითმარქვია ჯაშუშის აღმოჩენის საშუალება მომცეს.
– ეს დამაიმედებლად ჟღერს, – თქვა ელენდმა.
ვინმა თავი დაუქნია. მასში არსებული ქურდი, პარანოიკი გოგო,
რომელსაც ელენდი მუდამ აჯავრებდა, უბიძგებდა, რომ ალომანტია
ელენდზეც გამოეყენებინა; გამოეცადა და ენახა, მის ბიძგებსა და ქაჩ-
ვებზე რეაგირებას თუ მოახდენდა.
ვინმა თავი შეიკავა. ამ ერთი ადამიანის ნდობა მაინც უნდა ჰქონო-
და. სხვებს გამოცდიდა, მაგრამ ელენდს კითხვის ნიშნის ქვეშ არ და-
აყენებდა. ერჩია, რომ ელენდს ნდობოდა და შემცდარიყო, ვიდრე უნ-
დობლობის გამო ეჯავრა.
"ბოლოს და ბოლოს, გავიგე, რას გრძნობდი, კელსიერ", – გაიფიქ-
რა მან, – "გავიგე, მეირთან დაკავშირებით რას გრძნობდი. შენს შეც-
დომას არ გავიმეორებ".
ელენდი ვინს უყურებდა.
195
– რა არის? – ჰკითხა გოგომ.
– იღიმები; რამე ხუმრობა უნდა მოვისმინო?
ვინი მას მოეხვია და უბრალოდ უთხრა:
– არა.
ელენდმა გაიღიმა.
– მაშ, კარგი. შეგიძლია, სპუკი და ჰამი გამოცადო, მაგრამ დარ-
წმუნებული ვარ, რომ თვითმარქვია გუნდის ერთ-ერთი წევრი არაა.
მთელი დღე მათ ველაპარაკებოდი და ყველა ისეთია, როგორიც
იყო. თვითმარქვია სასახლის ხალხში უნდა ვეძებოთ.
"მან არ იცის, კანდრას რა შეუძლია", – გაიფიქრა ვინმა. არ იყო
გამორიცხული, რომ მტერი კანდრა თვეების განმავლობაში სწავ-
ლობდა მსხვერპლს; მის ყველა ქცევას ითვისებდა და იმახსოვრებ-
და.
– ჰამსა და დემოქსს უკვე ველაპარაკე, – უთხრა ელენდმა, –
როგორც სასახლის დაცვის წევრებმა, იმ ძვლების შესახებ იციან.
ჰამი მიხვდა, რაც იყო ის ძვლები. იმედია, შეძლებენ, ყველანი მაქ-
სიმალურად უხმაუროდ შეამოწმონ და თვითმარქვია გამოავლი-
ნონ.
ვინს გულმა რეჩხი უყო იმის გამო, რომ ელენდი ასეთი მიმნდო-
ბი იყო: "არა; დაე, მან საუკეთესო იფიქროს. საჯავრელი ხომ ისედაც
ბევრი აქვს. გარდა ამისა, შეიძლება კანდრა ისეთ ვინმეს ბაძავს,
ვინც ჩვენს გუნდში არაა. ელენდს ამ ვერსიის გამოძიება შეუძლია,
ხოლო თუ თვითმარქვია ჩვენი გუნდის წევრია... მაშინ ეს ისეთი
მდგომარეობაა, რომელშიც ჩემი პარანოია სრულიად გამართლე-
ბული და გამოსადეგია".
– ასეა თუ ისეა, – თქვა ელენდმა და წამოდგა, – რამდენიმე რამე
უნდა შევამოწმო, სანამ ძალიან გვიან იქნება.
ვინმა თავი დაუქნია. ელენდმა გოგოს აკოცა და ოთახიდან გავი-
და. ვინი ერთხანს ისევ მაგიდაზე იჯდა და დიდი, ვიტრაჟიანი ფან-
ჯრის ნაცვლად მის გვერდით მდებარე პატარა ფანჯარას უყურებდა,
რომელიც მან ოდნავ შეღებული დატოვა. ეს სარკმელი ღამეში გა-
196
მავალი კარიბჭე იყო. წყვდიადში ნისლი იგრაგნებოდა, ოთახში საცე-
ცებით თითქოს გაუბედავად იჭრებოდა და სითბოში უჩუმრად ორ-
თქლდებოდა.
– შენი არ მეშინია, – ჩაიჩურჩულა ვინმა, – შენს საიდუმლოს ამოვ-
ხსნი.
გოგო მაგიდიდან ჩამოცოცდა და ფანჯარაში გაძვრა, რათა გარეთ
მყოფ ორსეურს კვლავ შეხვედროდა და სასახლის ტერიტორია კიდევ
ერთხელ შეემოწმებინა.
მე დავადგინე, რომ ალენდი ეპოქათა გმირი იყო და განზრახული
მქონდა, ეს დამემტკიცებინა. სხვების ნების წინაშე ქედი უნდა მომედ-
რიკა. ალენდისთან ერთად მოგზაურობა არ უნდა დამეჟინა, რათა მისი
თავგადასავლების შემსწრე გავმხდარიყავი.
გარდუვალი იყო ის, რომ ალენდი თვითონაც აღმოაჩენდა, ჩემი
რწმენით იგი რასაც წარმოადგენდა.

15
სერანის ციხესიმაგრიდან წამოსვლის მერვე დღეს სეიზდმა გაიღვი-
ძა და აღმოაჩინა, რომ მარტო იყო. გადაიძრო გადასაფარებელი, რო-
მელიც ღამის განმავლობაში ჩამოცვენილი ფერფლის თხელი ფენით
იყო დაფარული, და წამოდგა. ხეების თაღქვეშ ის ადგილი, სადაც მარ-
ში იწვა, ცარიელი დაუხვდა. შიშველ მიწას აშკარად ეტყობოდა, სად
ეძინა მსჯავრმდებელს.
სეიზდი წითელი მზის კაშკაშა შუქზე მარშის ნაკვალევს მიჰყვა. იქ,
სადაც ხეები არ იყო, ფერფლი უფრო სქლად იდო, ქარიც უფრო მძლავ-
რად ქროდა და ფერფლის ფიფქებს ჰაერში აფრიალებდა. სეიზდმა ქა-
რით გადახვეტილ ლანდშაფტს გადახედა. მარშის ნიშანწყალი აღარ-
სად ჩანდა.
ტერისელი ბანაკში დაბრუნდა. იქ, აღმოსავლეთ დომინიონის შუ-
აგულში, მრუდე და დაკოჟრებული ხეები იზრდებოდა, რომლებსაც თა-
როებივით გამოშვერილი, ყავისფერწიწვებიანი ტოტები ჰქონდა. ეს

197
რიგიან თავშესაფარს წარმოადგენდა, თუმცა, როგორც ჩანდა,
ფერფლი ნებისმიერ თავშესაფარში აღწევდა.
სეიზდმა საუზმისთვის უბრალო წვნიანი მოამზადა. მარში არ დაბ-
რუნებულა. ტერისელმა თავისი ყავისფერი სამგზავრო მანტია იქვე, ნა-
კადულში გარეცხა. მარში კიდევ არ დაბრუნდა. სეიზდმა გახეული სა-
ხელო გაკერა, ჩექმა გაპოხა და თავი გადაიპარსა. მარში კიდევ არ
დაბრუნდა. სეიზდმა ის ანაბეჭდები ამოიღო, რომლებიც სერანის
ციხესიმაგრეში გააკეთა და რამდენიმე სიტყვა გადაწერა, შემდეგ კი
თავი აიძულა, რომ ფურცელი გვერდზე გადაედო. ღელავდა, ვაითუ
ფურცლის ხშირად გაშლის ან მასზე ფერფლის მოხვედრის გამო
სიტყვები გადღაბნილიყო. ჯობდა, მოეცადა, ვიდრე შესაფერისი მა-
გიდა და სუფთა ოთახი ექნებოდა.
მარში არა და არ ჩანდა.
ბოლოს და ბოლოს, სეიზდი წავიდა. მოუთმენლობის გრძნობა
დაეუფლა და ვერ მოისვენა – ნაწილობრივ იმიტომ, რომ თავის აღ-
მოჩენის გაზიარება სურდა, ნაწილობრივ კი იმის გამო, რომ უნდო-
და, ენახა, ლუთადელში შექმნილ მდგომარეობას როგორ ართმევ-
დნენ თავს ვინი და ახალგაზრდა მეფე, ელენდ ვენტური.
მარშმა გზა იცოდა. ის დაეწეოდა.
სეიზდმა ხელი ასწია და წითელი მზის სხივებისგან თვალები მო-
იჩრდილა. გორაკის მწვერვალიდან იყურებოდა. მთავარი გზიდან
აღმოსავლეთ ჰორიზონტზე მუქი წერტილი ჩანდა. მან გეოგრაფიუ-
ლი სპილენძის გონი გამოიყენა და აღმოსავლეთ დომინიონის აღ-
წერა მოძებნა.
მისი გონება ცოდნამ აავსო და ყველაფერი გაახსენდა. მუქი წერ-
ტილი სოფელი იყო, რომელსაც ურბენი ერქვა. სეიზდმა თავის მო-
ნაცემებში გეოგრაფიის შესაბამისი სახელმძღვანელო მოძებნა. იგი
საკმაოდ ბუნდოვანი იყო და ინფორმაციის დამახსოვრება ჭირდა,
რაც იმას ნიშნავდა, რომ კაცმა იგი სპილენძის გონიდან თავის გო-
ნებაში და პირიქით მეტისმეტად ბევრჯერ გადაიტანა. სპილენძის
გონში ცოდნა სუფთად ინახებოდა, მაგრამ მის თავში – თუნდაც ცო-
198
ტახნით გაჩერების შემთხვევაში – ზიანდებოდა. სეიზდს მოგვიანებით
ამის დამახსოვრება თავიდან მოუწევდა.
კაცმა იპოვა, რასაც ეძებდა და სათანადო მოგონებები თავში გა-
დაიტანა. სახელმძღვანელოში ურბენი მოხსენიებული იყო, როგორც
"თვალწარმტაცი" ადგილი, რაც, შესაძლოა, იმას ნიშნავდა, რომ რომე-
ლიმე მნიშვნელოვანმა კეთილშობილმა გადაწყვიტა, იქ მამული მოეწ-
ყო. იქვე აღნიშნული იყო, რომ ურბენის სკაა მესაქონლეობას მისდევ-
და.
სეიზდმა ეს ჩაინიშნა და სახელმძღვანელოს მოგონებები უკან და-
აბრუნა. კაცმა ჩაიწერა ის, რაც მალევე დაავიწყდა. სახელმძღვანელო
ტერისელის გონებაში ყოფნის დროს ცოტა კიდევ დაზიანდებოდა. სა-
ბედნიეროდ, მას სპილენძის გონის სხვა ნაკრებიც ჰქონდა, რომელსაც
ტერისში მალავდა და იმისთვის გამოიყენებდა, რომ ცოდნა სხვა დამ-
ცველისთვის გადაეცა. სეიზდი თან ატარებდა იმ სპილენძის გონებს,
რომელთაც ყოველდღიურად იყენებდა. გამოუყენებელი ცოდნა სასარ-
გებლო არავისთვის იქნებოდა.
სეიზდმა აბგა მხარზე გადაიგდო. კარგი იქნებოდა, სოფელი ენახა,
მიუხედავად იმისა, რომ ეს შეაფერხებდა; ამ გადაწყვეტილებას მისი
კუჭიც ეთანხმებოდა. ალბათ, გლეხებს ბევრი საჭმელი არ ექნებოდათ,
მაგრამ დიდი ალბათობით მცირედს მაინც უწილადებდნენ. თანაც, შე-
საძლებელი იყო, რომ მათ ლუთადელიდან რამე ამბავი სცოდნოდათ.
სეიზდი დაბალი გორაკიდან დაეშვა და აღმოსავლეთ ნაწილისკენ
გასწია. ოდესღაც უკანასკნელ იმპერიაში ცოტა ვინმე თუ მოგზაურობ-
და. მბრძანებელმა სკაას ხალხს მშობლიური მიწების დატოვება აუკ-
რძალა და მხოლოდ ქურდები და აჯანყებულები ბედავდნენ ურჩობას.
თუმცა კეთილშობილთა უმეტესობა ვაჭრობდა, ამიტომ ასეთი სოფ-
ლისთვის სტუმარი უცხო ხილი არ იქნებოდა.
სეიზდმა უცნაურობები მაშინვე შენიშნა. სოფლის განაპირას თხები
უმეთვალყურეოდ დაეხეტებოდნენ. ტერისელი შეჩერდა და აბგიდან
სპილენძის გონი ამოიღო. სიარულისას მას ჩხრეკდა. ერთი წიგნი, რო-
მელიც მეურნეობას ეხებოდა, ამტკიცებდა, მწყემსი ზოგჯერ ნახირს სა-
199
ძოვარზე მარტო ტოვებსო. ამის მიუხედავად, უპატრონოდ გაშვებუ-
ლი ცხოველების ნახვამ სეიზდი აანერვიულა. მან ნაბიჯს აუჩქარა.
"სამხრეთით სკაას საცხოვრისები უნდა იყოს", – გაიფიქრა კაცმა, –
"ნუთუ აქ იმდენად ბევრი პირუტყვია, რომ ყაჩაღებისგან ან მტაცებ-
ლებისგან მის დაცვაზე არავინ ზრუნავს?"
შორიდან პატარა სოფელი გამოჩნდა. სეიზდმა თითქმის თავი
დაირწმუნა, რომ ქუჩებში ხალხის არყოფნა, ნიავის ანაბარად მიტო-
ვებული კარები და დარაბები მისი გამოჩენის შედეგი იყო. იქნებ
ადამიანები დაფრთხნენ და იმალებოდნენ; ან იქნებ ყველა წასული
იყო. ნახირს მწყემსავდნენ...
სეიზდი შეჩერდა. ქარმა მიმართულება იცვალა და სოფლიდან
მძაფრი სუნი მოიტანა. სკაას ტომელები არც იმალებოდნენ და არც
არსად წასულან, ეს გახრწნილი გვამების სუნი იყო.
სეიზდმა პატარა ბეჭედი ამოიღო – ყნოსვის გასამძაფრებელი
კალის გონი – და ცერზე წამოიცვა. ქარის მოტანილი სუნი სასაკლა-
ოს სუნს არ ჰგავდა. ეს უფრო მყრალი სუნი იყო – არა მხოლოდ სიკ-
ვდილის, არამედ ხრწნისაც. მან კალის გონის გამოყენება შეწყვიტა,
რათა იგი შეევსო; ამდენად სეიზდს ყნოსვის შეგრძნება დაუქვეით-
და.
კაცმა გზა განაგრძო და სოფელში ფრთხილად შევიდა. სკაას
სოფლების უმეტესობის მსგავსად, ურბენიც უბრალოდ იყო მოწყო-
ბილი. ათი დიდი ქოხმახისგან შემდგარი წრის შუაგულში ჭა იდგა.
შენობები ხისგან იყო ნაგები და იმ ხეების წიწვიანი ტოტებით გადაე-
ხურათ, რომლებიც მან უკვე ნახა. ზედამხედველთა პატარა სახლე-
ბი და კეთილშობილის მამული კი მოშორებით იდგა.
ის სუნი რომ არა – და უკაცრიელობის შეგრძნება – სეიზდი სა-
ხელმძღვანელოში აღწერილს დაეთანხმებოდა. სკაას დასახლების
პირობაზე ქოხმახები კარგად მოვლილი ჩანდა, სოფელი კი წყნარ
ხეობაში მდებარეობდა, ამაღლებული ლანდშაფტის შუაგულში.
სანამ უფრო ახლოს არ მივიდა, სხეულები ვერ იპოვა. ისინი უახ-
ლოესი ქოხმახის კართან იყო დახვავებული, დაახლოებით ექვსიო-
200
დე გვამი იქნებოდა. სეიზდი ფრთხილად მიუახლოვდა. მალე შენიშნა,
რომ, სულ მცირე, რამდენიმე დღის გარდაცვლილები იქნებოდნენ. კა-
ცი პირველ გვამთან მუხლებზე დაეცა. ეს ქალის სხეული იყო და სიკ-
ვდილის აშკარა მიზეზი არ ემჩნეოდა, ისევე, როგორც სხვა გვამებს.
აღელვებულმა სეიზდმა თავს აიძულა, ქოხმახის კარი შეეღო. იქ
ისეთი სიმყრალე იდგა, რომ კალის გონის შესავსებად დაქვეითებული
ყნოსვითაც კი იგრძნო.
სხვების მსგავსად, ამ ქოხმახსაც ერთი ოთახი ჰქონდა, რომელიც
გვამებით იყო სავსე – უმეტესობა თხელ გადასაფარებლებში გაეხვი-
ათ. ზოგი კედელს იყო მიყრდნობილი; მათ ნახევრად გახრწნილი თა-
ვები კისრებზე ეკიდათ. მჭლე, გაძვალტყავებული სხეულები ჰქონდათ,
დამჭკნარი კიდურებითა და გამოკვეთილი ნეკნებით. გამომხმარ სახე-
ებზე ჩაცვენილი თვალები მოჩანდა.
ეს ხალხი შიმშილითა და წყურვილით დაიხოცა.
სეიზდი ქოხმახიდან თავჩაღუნული გამობარბაცდა. არ ელოდა,
რომ სხვა ქოხმახებში განსხვავებულ რამეს იპოვიდა, მაგრამ ისინი მა-
ინც შეამოწმა. ყველგან იგივე სცენა მეორდებოდა. ქოხმახების გარეთ
უჭრილობო გვამები ეყარა, შიგნით კი კიდევ უფრო მეტი იყო დახვავე-
ბული. გარშემო ბუზები ბზუოდნენ; ისინი გვამების სახეებს ერთიანად
ფარავდნენ. სეიზდმა რამდენიმე ქოხმახის შუაგულში ადამიანის გა-
მოხრული ძვლები იპოვა.
ის ბოლო ქოხმახიდან გამობარბაცდა და ღრმად ჩაისუნთქა. ათო-
ბით ადამიანი, მთლიანობაში ასზე მეტი, გაურკვეველი მიზეზით დახო-
ცილიყო. რას უნდა ეიძულებინა ამდენი ადამიანი, რომ სახლებში ასე
უბრალოდ მსხდარიყვნენ, როცა საჭმელი და სასმელი ელეოდათ? რო-
გორ უნდა ეშიმშილათ, როცა იქ ცხოველები თავისუფლად დარბოდ-
ნენ? ისინი რაღამ დახოცა, რომლებიც გარეთ, ფერფლში იწვნენ? ქოხ-
მახშიც და გარეთაც ყველა გვამი გამოფიტული იყო და ისეთი გახრწნი-
ლი, რომ გართულდებოდა გარდაცვალების მიზეზის თქმა.

201
"როგორც ჩანს, შიმშილთან დაკავშირებით შევცდი", – გაიფიქ-
რა სეიზდმა, – "რაღაც ავადმყოფობა, რაღაც დაავადება უნდა გავ-
რცელებულიყო. ეს ბევრად უფრო გონივრული ახსნაა".
მან სამედიცინო სპილენძის გონი მოჩხრიკა. ნამდვილად არსებობ-
და ისეთი დაავადებები, რომლებიც სწრაფად მოქმედებდა და
მსხვერპლს ასუსტებდა. ალბათ, გადარჩენილები გაიქცნენ და თავიან-
თი საყვარელი ადამიანები მიატოვეს, არც ცხოველები წაუყვანიათ
თან...
სეიზდმა შუბლი შეიჭმუხნა. თითქოს რაღაც მოესმა.
ის შებრუნდა და კალის გონის დახმარებით სმენა გაიმახვილა.
სეიზდს ხმები ესმოდა – სუნთქვის ხმა, მოძრაობის ხმა – რომლებიც
ერთ-ერთი ქოხმახიდან მოდიოდა; იმ ფარდულში ტერისელი უკვე
იყო. კაცი წინ გაიჭრა, კიდევ ერთხელ შეაღო კარი და გვამები ისევ
დაათვალიერა. იგივე სურათი დაუხვდა. სეიზდი ცხედრებს ძალიან
დიდი ყურადღებით დააკვირდა, სანამ ის არ აღმოაჩინა, რომელსაც
მკერდი უმოძრავებდა.
"დავიწყებულ ღმერთებს ვფიცავ..." – გაიფიქრა სეიზდმა. იმ კაცს
დიდი ძალისხმევა არ სჭირდებოდა, რომ მკვდარს დამსგავსებოდა.
თმა გასცვენოდა, თვალები ჩასცვენოდა. თუმცა ძალიან ნაშიმში-
ლარს არ ჰგავდა. სეიზდმა, როგორც ჩანს, ჭუჭყიანი, ლამის გვამად
ქცეული სხეულის გამო ვერ შენიშნა.
ტერისელი მისკენ წავიდა და ხმადაბლა უთხრა:
– მე მეგობარი ვარ.
კაცი არ იძვროდა. სეიზდმა შუბლი შეიჭმუხნა, ნაბიჯი წინ გადად-
გა და მხარზე ხელი დაადო. კაცმა თვალები დააჭყიტა, დაიყვირა და
წამოხტა. თავბრუდახვეული და არეული კაცი გვამებს გადაევლო
და ოთახის ბოლოსკენ წაბარბაცდა. მერე ჩაიკეცა და სეიზდს მიაშ-
ტერდა.
– მისმინე, – უთხრა სეიზდმა და აბგა ძირს დააგდო, – არ შეგე-
შინდეს, – მას სულ რამდენიმე ლუკმა საჭმელი ჰქონდა, მაგრამ ნა-
წილი აბგიდან ამოიღო, – აი, საჭმელი მაქვს.
202
კაცმა თავი გააქნია და ჩაიჩურჩულა:
– საჭმელი აღარაა; სულ შევჭამეთ. გარდა... – მას თვალები
ოთახის შუაგულისკენ გაექცა, იმ ძვლებისკენ, რომლებიც სეიზდმა
მანამდეც შენიშნა. გამოღრღნილი ძვლების გროვისთვის დაძონძი-
ლი ნაჭერი გადაეფარებინათ, თითქოს დამალესო.
– მე ეს საჭმელი არ მიჭამია, – ჩაიჩურჩულა კაცმა.
– ვიცი, – მიუგო სეიზდმა და ნაბიჯი წინ გადადგა, – მაგრამ იქ, გა-
რეთ, სხვა საჭმელია.
– გარეთ გასვლა არ შემიძლია.
– რატომ?
კაცი ერთხანს ჩუმად იყო, მერე დაბლა დაიხედა:
– ნისლი.
სეიზდმა შემოსასვლელისკენ გაიხედა. მზე უკვე ჰორიზონტს უახ-
ლოვდებოდა, მაგრამ ერთი საათის მერე თუ დაიწყებდა ჩასვლას. ნის-
ლი არსად იყო. ყოველ შემთხვევაში, ნისლი ჯერ არ ჩანდა.
სეიზდს გააცია. ის კაცისკენ ნელა მიბრუნდა:
– ნისლი... დღისით?
კაცმა თავი დაუქნია.
– და იგი დარჩა? – ჰკითხა სეიზდმა, – რამდენიმე საათის შემდეგ არ
გაქრა?
კაცმა თავი გააქნია:
– დღეები, კვირები. სულ ნისლი იყო.
"მბრძანებელო!" – გაიფიქრა სეიზდმა და ამაზე საკუთარი თავი გა-
მოიჭირა. უკვე დიდი ხანი გასულიყო, რაც ამ არსების სახელზე არ და-
ეფიცა, თვით ფიქრებშიც კი.
თუ ამ კაცის დაჯერება შეიძლებოდა, ნისლი დღისით მოდიოდა და
კვირების განმავლობაში რჩებოდა... სეიზდს შეეძლო, წარმოედგინა,
როგორ იმალებოდა შეშინებული სკაას ხალხი ქოხმახებში. მათ ათას-
წლოვანი შიში, ტრადიცია და ცრურწმენა აიძულებდა, გარეთ არ გასუ-
ლიყვნენ.

203
მაგრამ როგორ დარჩნენ შიგნით შიმშილით შეღონებულები?
ნისლის შიშიც კი, რა ღრმად გამჯდარიც არ უნდა ყოფილიყო, მათ
შიმშილით სიკვდილს ხომ მაინც ვერ აიძულებდა? განა ასე არ იყო?
– რატომ არ წახვედით? – ხმადაბლა ჰკითხა სეიზდმა.
– ზოგი წავიდა, – მიუგო კაცმა და თავი დააქნია, – ჯელი. იცი,
მას რა დაემართა?
სეიზდი მოიღუშა:
– მოკვდა?
– ნისლმა წაიყვანა. ოჰ, როგორ ფართხალებდა. იცი, ის ჯიუტი
ვინმე იყო. მოხუცი ჯელი. ოჰ, როგორ ფართხალებდა. როგორ
სხმარტალებდა, როცა ნისლმა წაიყვანა.
სეიზდმა თვალები დახუჭა: "გვამები, რომლებიც გარეთ ვიპო-
ვე..."
– ზოგი წავიდა, – თქვა კაცმა.
სეიზდმა თვალები გაახილა.
– რა?
შეშინებულმა სოფლელმა თავი ისევ დააქნია.
– იცი, აქედან ზოგი წავიდა. ჩვენც გვეძახდნენ, როცა სოფლიდან
გავიდნენ. ამბობდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო. მან ისინი არ წა-
იყვანა. არ ვიცი, რატომ. თუმცა მან სხვები დახოცა. ზოგი ძირს დას-
ცა, მაგრამ ისინი მოგვიანებით ფეხზე წამოდგნენ. ზოგი კი დახოცა.
– ნისლმა ზოგი ცოცხალი დატოვა, ზოგი კი დახოცა?
კაცმა არ უპასუხა; დაჯდა, შემდეგ უკან გადაწვა და ჭერს მიაჩერ-
და.
– გთხოვ, – შეევედრა სეიზდი, – პასუხი უნდა გამცე. მან ვინ და-
ხოცა და ვინ გაუშვა? რა კავშირი არსებობს?
კაცი მისკენ მიბრუნდა:
– ჭამის დროა, – თქვა და წამოდგა. ის გვამთან მიბარბაცდა,
მკლავზე მოქაჩა და გახრწნილი ხორცი მოგლიჯა. ნათელი იყო, იგი
სხვებივით შიმშილით რატომ არ მოკვდა.

204
სეიზდმა გულისრევა ძლივს შეიკავა, ოთახი გადაჭრა და მკლავზე
ხელი წაავლო, როცა მან ყველაზე უფრო ხორციანი ძვალი პირთან მი-
იტანა. კაცი ადგილზე გაიყინა, შემდეგ კი სეიზდს ახედა.
– ეს ჩემი არაა! – შეჰყვირა მან, ძვალი დააგდო და ოთახის ბო-
ლოსკენ გაიქცა.
სეიზდი ერთხანს იქ იდგა.
"უნდა ვიჩქარო", – ფიქრობდა ის, – "ლუთადელამდე უნდა მივაღ-
წიო. ამ სამყაროში ყაჩაღებსა და არმიებზე უარესი რაღაცებიც არსე-
ბობს".
შეშლილი კაცი შიშით უყურებდა, როგორ აიღო სეიზდმა აბგა, მერე
ისევ ძირს დადო. ყველაზე დიდი კალტყვიის გონი ამოიღო და ლითო-
ნის ფართო რგოლი მკლავზე მოირგო, შემდეგ კი შებრუნდა და სოფ-
ლელისკენ წავიდა.
– არა! – შეჰყვირა კაცმა და სცადა, გვერდზე გამხტარიყო. სეიზდმა
კალტყვიის გონიდან ძალა მიიღო. იგრძნო, რომ კუნთები გაეზარდა,
მანტია ტანზე შემოეტკიცა. კაცს ხელი წაავლო, როცა მან გვერდით ჩა-
უქროლა, და ისე დაიჭირა, რომ არაფერი ეტკენინებინა არც მისთვის
და არც საკუთარი თავისთვის.
ტერისელმა მომაკვდავი გარეთ გაიყვანა. კაცმა თვალები გაახილა,
როგორც კი მზის სინათლე მოხვდა. მაღლა აიხედა, თითქოს მზეს პირ-
ველად ხედავდა. სეიზდმა ის დააწვინა და კალტყვიის საცავს შეეშვა.
კაცი მუხლებზე დადგა, მზეს ახედა და სეიზდს მიუბრუნდა.
– მბრძანებელი... რატომ მიგვატოვა? რატომ წავიდა?
– მბრძანებელი ტირანი იყო.
კაცმა თავი გააქნია:
– მას ჩვენ ვუყვარდით. ის ჩვენ გვმართავდა. ახლა, როცა წავიდა,
ნისლს ჩვენი მოკვლა შეუძლია, რადგან ვძულვართ.
შემდეგ კი საოცრად გამოცოცხლებული კაცი ფეხზე წამოხტა და
სირბილით გაუყვა სოფლის ბილიკს. სეიზდმა ნაბიჯი წინ გადადგა და
შეჩერდა. რა უნდა ექნა? ეს კაცი ლუთადელამდე ეტარებინა? აქ სასმე-

205
ლად ჭის წყალი, საჭმელად კი ცხოველები იყო. ტერისელს შეეძლო,
იმედი ჰქონოდა, რომ ეს საცოდავი რამეს მოახერხებდა.
სეიზდმა ამოიხვნეშა, ქოხმახში დაბრუნდა და აბგა აიღო. გარეთ გა-
მოსვლისას შეჩერდა და ფოლადის გონი ამოიღო. ამ ლითონში ერთ-
ერთ ყველაზე რთულ რამეს, სისწრაფეს ინახავდა. ფოლადის გონის
გავსებას თვეები შეალია იმის გამო, რომ ერთ დღესაც ძალიან, ძა-
ლიან სწრაფად იქნებოდა სადმე გასაქცევი.
და ეს ლითონი ახლა მოირგო ხელზე.
ჰო, ამის შემდეგ ჭორებს სწორედ ის ახალისებდა. იმას ვერასო-
დეს ვიზამდი, რაც თვითონ ქნა. მან სამყარო დააჯერა და დაარწმუნა
იმაში, რომ ის მართლაც გმირი იყო. არ ვიცი, თავად სჯეროდა თუ
არა ამის, მაგრამ სხვები დაარწმუნა, რომ რჩეული სწორედ ის გახ-
ლდათ.

16
ვინი თავისი ოთახებით, რომლებიც ელენდმა სპეციალურად გა-
მოუყო, იშვიათად სარგებლობდა. მთელი ბავშვობა მიწურებში, ბუ-
ნაგებსა და ვიწრო ქუჩებში ეძინა ხოლმე, ახლა კი სამი საკუთარი
ოთახის ქონა ცოტა დამთრგუნველად მოეჩვენა, თუმცა დიდად არც
სჭირდებოდა. როცა ეღვიძა, ან ელენდთან იყო, ან ნისლში. ოთა-
ხებს მხოლოდ დასაძინებლად იყენებდა, ან იმისთვის, რომ აერ-
დაერია, როგორც, მაგალითად, ახლა.
ის თავისი მთავარი ოთახის იატაკზე იჯდა. ელენდის მხლებელი
წუხდა, რომ ვინს ავეჯი არ ჰქონდა და მისი ოთახების მორთვა და-
იჟინა. ამ დილით კი ვინმა ყველა ავეჯი ერთ კუთხეში მიაწყო, ხალი-
ჩები და სკამებიც იქვე მიალაგა და თავისი წიგნით ხელში გრილ
ქვის იატაკზე მოხერხებულად მოკალათდა.
ეს ვინის პირველი წიგნი იყო, რომელიც ცალ მხარეს ბოშად შეკ-
რული ფურცლების დასტას წარმოადგენდა. ასეთი წიგნი ვინს სრუ-
ლიად შეეფერებოდა. სახელდახელოდ აკინძული წიგნის დაშლა
ბევრად უფრო იოლი იყო.
206
ის ქაღალდების გროვებში იჯდა. როცა ვინმა წიგნი დაშალა, საოც-
რად ბევრი ფურცელი გადმოცვივდა. გოგო ერთ-ერთ გროვას ათვა-
ლიერებდა. მერე თავი გააქნია და სხვა გროვასთან გადაცოცდა. გვერ-
დები გადაფურცლა და, ბოლოს და ბოლოს, ერთი მათგანი შეარჩია.
"ხანდახან იმაზეც ვფიქრობ, ჭკუიდან ხომ არ ვიშლები.
იქნებ ეს იმის ბრალია, რომ ვიცი, მთელი სამყაროს სიმძიმე მე მა-
წევს მხრებზე. იქნებ იმის ბრალია, ამდენ სიკვდილს რომ შევესწარი,
ამდენი მეგობარი რომ დავკარგე. მეგობრები, რომლებიც მე თვითონ
გამოვასალმე სიცოცხლეს.
გინდ ასე იყოს და გინდ ისე, ხანდახან ჩემს კვალში ჩამდგარ აჩრდი-
ლებს ვხედავ – ბნელეთის არსებებს, რომელთაც ვერ ვუგებ და არც
მინდა, გავუგო. ან იქნებ ისინი მხოლოდ ჩემი გადაღლილი გონების ნა-
წილნი არიან?"
ვინი იჯდა და ნაწყვეტებს ხელახლა კითხულობდა. მერე ეს ფურცე-
ლი სხვა გროვაში გადადო. ორსეური ოთახის ერთ კუთხეში იწვა, თავი
თათებზე ედო და გოგოს უყურებდა.
– ქალბატონო, – თქვა მან და ვინმა ფურცელი დადო, – გიყურებთ,
ბოლო ორი საათი როგორ მუშაობთ და ვაღიარებ, სრულიად დაბნეუ-
ლი ვარ. რა არის ამ ყველაფრის აზრი?
ვინი ფურცლების მორიგ დასტასთან გადაცოცდა:
– მეგონა, არ გადარდებდა, როგორ ვატარებ დროს.
– არც მადარდებს, – უპასუხა ორსეურმა, – მაგრამ აქ ყოფნა მომ-
ბეზრდა.
– აშკარაა, რომ გაღიზიანებულიც ხარ.
– მირჩევნია, ვხვდებოდე, რა ხდება ჩემ გარშემო.
ვინმა მხრები აიჩეჩა და ფურცლების გროვებზე ანიშნა:
– ეს მბრძანებლის დღიურია, თუმცა სინამდვილეში ეს იმ მბრძანებ-
ლის დღიური არ არის, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით, არამედ იმ კაცის
დღიურია, რომელიც მბრძანებელი უნდა გამხდარიყო.
– უნდა გამხდარიყო? – ჰკითხა ორსეურმა, – ანუ იმას გულის-
ხმობთ, რომ მას სამყარო უნდა დაეპყრო, მაგრამ არ დაუპყრია?
207
– არა, – მიუგო ვინმა, – იმას ვგულისხმობ, რომ აღზევების წყა-
როსთან ძალაუფლება სწორედ მას უნდა მიეღო. ეს კაცი, კაცი, რო-
მელმაც ეს დღიური დაწერა... მისი სახელი ზუსტად არ ვიცით... გარ-
კვეული ნაწინასწარმეტყველებით, გმირი იყო, ან... ყველა ფიქრობ-
და, რომ იყო. ასეა თუ ისე, კაცი, რომელიც მბრძანებელი გახდა –
რაშეკი – ამ გმირის მტვირთავი იყო. არ გახსოვს?.. ამაზე რომ ვლა-
პარაკობდით ხოლმე, როცა შენ რენოქსს ბაძავდი.
ორსეურმა თავი დააქნია.
- მახსოვს, რომ მას გაკვრით ახსენებდით.
- ეს სწორედ ის წიგნაკია, რომელიც კელსიერმა და მე ვიპოვეთ,
როცა მბრძანებლის სასახლეში შევიპარეთ. გვეგონა, რომ იგი
მბრძანებელმა დაწერა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იმ კაცმა დაწე-
რა, რომელიც მბრძანებელმა მოკლა, კაცმა, რომლის ადგილიც მან
დაიკავა.
– ჰო, ქალბატონო, – თქვა ორსეურმა, – რატომ ანაკუწებთ ამას?
– არ ვანაკუწებ, – მიუგო ვინმა, – უბრალოდ, გარეკანი მოვხსე-
ნი, რომ ფურცლების გადაშლა შევძლო. ეს ფიქრში მეხმარება.
– მე... ვხედავ, – თქვა ორსეურმა, – მაინც რას ეძებთ? მბრძანე-
ბელი მკვდარია, ქალბატონო. როგორც ვიცი, თქვენ მოკალით.
"რას ვეძებ?" – გაიფიქრა ვინმა და კიდევ ერთი ფურცელი გადა-
შალა, – "ნისლში მყოფ მოჩვენებებს".
მან გვერდის კითხვა ნელა დაიწყო:
"ეს აჩრდილი არაა.
ეს ბნელი არსება, მე რომ დამდევს, არსება, რომელსაც მხო-
ლოდ მე ვხედავ, სინამდვილეში, სულაც არაა აჩრდილი. ის შავია
და გამჭვირვალე, მაგრამ აჩრდილის მსგავსი გამოკვეთილი ფორმა
არა აქვს. ის აბსტრაქტული, არარეალურია – თხელი და უფორმო,
თითქოს მუქი კვამლისგანაა შექმნილი.
ან იქნებ ნისლისგან".
ვინმა გვერდი გადაშალა.

208
"მე ხომ მას ვუყურებდი", – გაიფიქრა გოგომ. ვინს გაახსენდა, რომ
ამ სიტყვებს ერთი წლის წინ კითხულობდა და ფიქრობდა, რომ გმირი
თანდათან უნდა შეშლილიყო. ისეთი ზეწოლის ქვეშ იყო, განა ვინმეს
გაუკვირდებოდა მისი ჭკუიდან გადასვლა?
თუმცა ვინი ახლა უკვე ფიქრობდა, რომ დღიურის ჩანაწერების უსა-
ხელო ავტორის უკეთ ესმოდა. გოგომ იცოდა, რომ ის მბრძანებელი არ
იყო და შეეძლო, მიმხვდარიყო, თუ რას წარმოადგენდა – ვერ იტყოდა,
რა ადგილი ეკავა სამყაროში, მაგრამ მნიშვნელოვან მოვლენებში აშ-
კარად ჩაბმული იყო; მტკიცედ ჰქონდა განზრახული, რაც შეეძლო, ყვე-
ლაფერი გაეკეთებინა. თავისებურად იდეალისტი გახლდათ.
და მას ნისლის სული დასდევდა. რას ნიშნავდა ეს? რას უქადდა ვინს
მისი დანახვა?
ვინი ფურცლების სხვა გროვაზე გადავიდა. მთელი დილა შეალია
იმას, რომ ნისლის არსებაზე რამე მინიშნება ეპოვა, თუმცა ამ ორი ნაც-
ნობი ეპიზოდის გარდა ვერაფერს მიაკვლია.
გოგომ ის ფურცლები, რომლებზეც რამე უცნაური ან ზებუნებრივი
იყო ნახსენები, ცალკე დაალაგა, მერე კი ის ფურცლები გამოარჩია,
რომლებზეც ნისლის სულზე ეწერა; შემდეგ ისინი, რომლებზეც სიღ-
რმეს ახსენებდა ავტორი – სასაცილო იყო, რომ ეს ფურცლები ყველაზე
მეტი აღმოჩნდა და ყველაზე ცოტას ამბობდა. დღიურის ავტორი სიღ-
რმეს ხშირად ახსენებდა, მაგრამ მასზე ბევრს არაფერს ჰყვებოდა.
ჩანდა, სიღრმე სახიფათო რამ იყო. იგი მიწას ანადგურებდა და ათა-
სობით ადამიანს ხოცავდა. ეს მონსტრი ქაოსს თესავდა ყველგან, სა-
დაც ნაბიჯს დადგამდა, ყველგან განადგურება და შიში მოჰქონდა, მაგ-
რამ ადამიანთა არმიები მას ვერ ამარცხებდნენ. მხოლოდ ტერისულ
წინასწარმეტყველებებსა და ეპოქათა გმირზე ამყარებდნენ იმედს.
"რა იქნებოდა, უფრო ცხადად რომ ელაპარაკა!" – ფიქრობდა გაღი-
ზიანებული ვინი და ფურცლებს უკირკიტებდა. დღიური უფრო მელან-
ქოლიური იყო, ვიდრე ინფორმაციული. ამას გმირი თავისთვის წერდა,
რათა საღი აზრი შეენარჩუნებინა, თავისი შიშები და იმედები ქაღალ-
დზე გადაეტანა. ელენდი ამბობდა, რომ ზოგჯერ ისიც იმავე მიზეზით
209
წერდა ხოლმე. ვინს ეს სირთულეებთან გამკლავების სულელურ
გზად ეჩვენებოდა.
გოგომ ამოიოხრა და იმ ფურცლებს მიუბრუნდა, რომლებიც ჯერ კი-
დევ შესასწავლი ჰქონდა. ქვის იატაკზე დაწვა და კითხვა დაიწყო. ამ
ფურცლებში სასარგებლო ცნობებს ეძებდა.
ამან დრო წაიღო. გარდა იმისა, რომ ვინი ნელა კითხულობდა,
მისი გონება აქეთ-იქით დახტოდა. ეს დღიური ადრე უკვე წაკითხუ-
ლი ჰქონდა. უცნაური იყო, რომ ფრაზები იმას აგონებდა, სადაც მა-
შინ იმყოფებოდა. მაშინ, ორი წლის წინ, ფელისში ცხოვრობდა, ამ
სამყაროს მიღმა, და მკურნალობდა იმ იარებს, რომლებიც ფოლა-
დის მსჯავრმდებელმა მიაყენა და, მისი წყალობით, ლამის სული
დალია. მაშინ იგი იძულებული იყო, თავი ვალეტა რენოქსად გაესა-
ღებინა – სოფლიდან ჩამოსულ, ახალგაზრდა, გამოუცდელ კეთილ-
შობილ ქალად.
მაშინ მას ჯერ კიდევ არ სჯეროდა კელსიერის გეგმისა, რომ უკა-
ნასკნელ იმპერიას დაამხობდნენ. გუნდთან იმიტომ რჩებოდა, რომ
ის უცნაური რაღაცები იზიდავდა, რასაც სთავაზობდნენ – მეგობრო-
ბა, ნდობა, ალომანტიის გაკვეთილები; და არა იმიტომ, რომ მათ მი-
ზანს იზიარებდა. წარმოდგენაც არ ჰქონდა, ეს სადამდე მიიყვანდა;
და უცებ მეჯლისებსა და წვეულებებზე აღმოჩნდა. ცოტა გაიზარდა
და იმ კეთილშობილ ქალად იქცა, რომლადაც უწინ თავს ასაღებდა.
მაგრამ ეს ფარსი იყო, რომლისაც რამდენიმე თვე სჯეროდა. მე-
რე თავს აიძულა, მდიდრული სამოსი და ცეკვები დაევიწყებინა. მას
პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტაზე უნდა ეფიქრა.
"თუმცა... ეს პრაქტიკული საკითხია?" – ზანტად გაიფიქრა ვინმა
და ფურცელი ერთ-ერთ გროვას დაადო, – "ისეთი რამეების შესწავ-
ლა, რაც ძლივს მესმის, იმ საფრთხეზე ჯავრი, რასაც ვერავინ ამ-
ჩნევს?"
ამოიოხრა, ხელები ნიკაპქვეშ ამოიდო და მუცელზე დაწვა. რა
აღელვებდა სინამდვილეში? ის, რომ სიღრმე დაბრუნდებოდა? მას
მხოლოდ ნისლში დანახული მოჩვენება გააჩნდა, რაც, როგორც
210
ელენდი ამბობდა, გოგოს გადაღლილი გონების ნაყოფი იყო. სხვა კით-
ხვას უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თუ დაუშვებდა, რომ სიღრმე
რეალური რაღაც იყო, რა უნდა მოემოქმედებინა? ვინი არც გმირი იყო,
არც სარდალი და არც მეთაური.
"და არც კელსიერი", – გაიფიქრა ბოლოს და მორიგი ფურცელი
აიღო, – "შენ ახლა გამოგვადგებოდი".
კელსიერი საზღვრებს ანგრევდა; მას შეეძლო, რეალობა არაფრად
ჩაეგდო. ის ფიქრობდა, რომ მბრძანებლის დასამხობად სიცოცხლესაც
გაწირავდა და ამით სკაას თავისუფლებას მოუტანდა. მაგრამ იქნებ
მისმა მსხვერპლმა უფრო დიდ საფრთხეს გაუკაფა გზა, რაღაც იმდენად
გამანადგურებელს, რასაც მბრძანებლის ჩაგვრა სჯობდა?
ბოლოს და ბოლოს, ვინმა ის გვერდიც დაასრულა და იმ გროვაზე
დადო, რომელიც სასარგებლო ცნობებს არ შეიცავდა. ამის შემდეგ შე-
ჩერდა. იმასაც კი ვერ იხსენებდა, რაც ახლახან წაიკითხა. ამოიოხრა,
ის ფურცელი ისევ აიღო და გადახედა. ელენდი ამას როგორ ახერხებ-
და? მას ერთი და იმავე წიგნის შესწავლა ბევრჯერ შეეძლო, მაგრამ ვი-
ნისთვის ძნელი იყო, რომ...
ის შეჩერდა. "უნდა ვირწმუნო, რომ შეშლილი არ ვარ", – ეწერა იმ
ფურცელზე, – "თუ ამას არ ვირწმუნებ, მაშინ ძიების გასაგრძელებლად
საკუთარი თავის არავითარი გონივრული რწმენა არ მეყოფა. ამრი-
გად, ის არსება, რომელიც დამდევს, რეალური უნდა იყოს".
ვინი წამოჯდა. წიგნაკის ეს ნაწილი ბუნდოვნად ახსოვდა. ეს წიგნი
ისე იყო აწყობილი, როგორც დღიური – თანმიმდევრული, მაგრამ და-
უთარიღებელი ჩანაწერებით. ეს ჩანაწერები ერთმანეთს არ უკავშირ-
დებოდა. ავტორი საფრთხეებს მოსაწყენად აღწერდა. განსაკუთრებით
მშრალი იყო ეს ნაწილი, მაგრამ ამ ჩივილის შუაგულში რაღაც დაძაბუ-
ლი ფრაგმენტი აღმოჩნდა.
"მჯერა, რომ შესძლებოდა, მომკლავდა", – გრძელდებოდა ტექსტი,
– "ეს ჩრდილისა და ბურუსის არსება ბოროტებას აფრქვევს. შეხებაზე
კანი მეხორკლება, თუმცა ჩანს, რომ მისი შესაძლებლობები შეზღუდუ-
ლია, განსაკუთრებით ჩემ მიმართ. მიუხედავად ამისა, მას ამ სამყარო-
211
ზე ზემოქმედება შეუძლია. დანა, რომელიც მან ფედიკს მკერდში
ჩასცა, ამაზე მეტყველებს, ამდენს მაინც ამტკიცებს. ჯერაც ვერ გავ-
რკვეულვარ იმაში, მისთვის რა უფრო მტკივნეული იყო – თვითონ
ჭრილობა, თუ იმ არსების დანახვა, რომელმაც ეს დამართა.
რაშეკი ჩურჩულებს, რომ ფედიკს დანა მე ჩავარტყი, რადგან იმ-
ღამინდელი მოვლენების შემსწრენი მარტო ფედიკი და მე ვართ.
ასეა თუ ისე, გადაწყვეტილება უნდა მივიღო. უნდა ვირწმუნო, რომ
შეშლილი არ ვარ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომიწევს ვაღიარო,
რომ ის დანა მე აღვმართე.
როგორღაც ის, რომ ამ საკითხზე რაშეკის აზრი ვიცი, საწინააღ-
მდეგოს დაჯერებას ჩემთვის ბევრად უფრო აადვილებს".
შემდეგ გვერდზე რაშეკის შესახებ მსჯელობა გრძელდებოდა და
მომდევნო რამდენიმე ჩანაწერში ნისლის სული ნახსენები აღარ
იყო. მიუხედავად ამისა, ვინისთვის ესეც ამაღელვებელი აღმოჩნდა.
"მან გადაწყვეტილება მიიღო", – ფიქრობდა გოგო, – "მეც სწო-
რედ იგივე გადაწყვეტილება უნდა მივიღო".
ვინი არ წუხდა იმაზე, რომ ვითომ შეშლილი იყო, თუმცა ელენ-
დის სიტყვებში რაღაც გონივრულობა დაინახა, თუმცა, საბოლოოდ,
გოგომ ეს სიტყვები უარყო. სულაც არ ყოფილა ნისლის სული მოჩ-
ვენება, რომელიც სტრესმა და დღიურის შესახებ არსებულმა მოგო-
ნებებმა გამოიწვია. ეს რაღაც რეალურს ჰგავდა. თუმცა იმას სულაც
არ ნიშნავდა, რომ სიღრმე ბრუნდებოდა და არც იმას, რომ ლუთა-
დელს რამე ზებუნებრივი საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ეს ორივე
შესაძლებლობა არსებობდა.
მან ეს გვერდი დანარჩენ ორთან დადო, რომლებიც ნისლის სუ-
ლის შესახებ დაწვრილებით ცნობას შეიცავდა და ისევ დანარჩენი
დღიურის შესწავლას მიუბრუნდა. განიზრახა, რომ უფრო დიდი ყუ-
რადღებით წაეკითხა, ვიდრე აქამდე კითხულობდა.
არმიები სანგრებს თხრიდნენ.
ელენდი გალავნიდან გადაჰყურებდა, თუ როგორ დაიწყო მისმა
გეგმამ ხორცშესხმა ბუნდოვანების მიუხედავად.
212
სტრაფი ჩრდილოეთით ატარებდა თავდაცვით სამუშაოებს. უკან
არხი გადიოდა, რომელიც მიედინებოდა ურტოსკენ – მისი მშობ-
ლიური ქალაქისა და დედაქალაქისკენ.
სეტი ლუთადელის დასავლეთით თხრიდა სანგრებს და ამაგრებდა
ლუთ-დავნის არხს, რომელიც ჰავერფრექსისკენ მიედინებოდა. სწო-
რედ ამ ქალაქში ამზადებდნენ მისთვის დაკონსერვებულ საჭმელს.
ელენდსაც უნდოდა, რომ საკონსერვო ქარხანა ჰქონოდა. ეს ახალი
ტექნოლოგია იყო – შესაძლოა, ორმოცდაათი წლის – მაგრამ ამის შე-
სახებ წაკითხული ჰქონდა. სწავლულები ფიქრობდნენ, რომ ამ ქარხნის
მთავარ დანიშნულებას ის წარმოადგენდა, რომ იმპერიის ნაპირებზე
მყოფი ჯარისკაცებისთვის იოლად გადასატანი საჭმელი ეწარმოებინა.
საალყო მარაგი კი გათვალისწინებული არ ჰქონიათ, განსაკუთრებით
ლუთადელის შემთხვევაში, რადგან, აბა, ამას ვინ წარმოიდგენდა?
ელენდი უყურებდა, როგორ გამოეყო მზვერავთა რაზმები არმიებს.
ზოგი მათ შორის არსებულ საზღვრებს ამოწმებდა, ზოგი კი სხვა არხე-
ბის, მდინარე არხულაზე გადებული ხიდებისა და ლუთადელიდან მიმა-
ვალი გზების დასაცავად მიდიოდა. ერთობ მოკლე დროში ქალაქი
სრულ ალყაში მოექცა. იგი დანარჩენ სამყაროსა და ელენდის პატარა
სამეფოს მოსწყდა. ქალაქში მიმოსვლა შეწყდა. არმიებმა დაავადებე-
ბი, შიმშილი და სხვა დამასუსტებელი ფაქტორები გათვალეს, რასაც
ელენდი უნდა დაეჩოქებინა. ლუთადელის ალყა დაიწყო.
"ეს კარგია", – ფიქრობდა ელენდი, – "ამ გეგმამ რომ იმუშაოს, ისი-
ნი უნდა ფიქრობდნენ, რომ მე სასოწარკვეთილი ვარ და დარწმუნე-
ბულნი უნდა იყვნენ, რომ ალიანსის შეკვრა მინდა, რათა თავიანთ
მტერთან ჩემ შესაძლო თანამშრომლობაზე აღარ იფიქრონ".
ელენდმა შენიშნა, რომ კედლის საფეხურებზე ვიღაც მოღოღავდა.
ეს კლაბსი იყო. სარდალი მარტო მდგომ ელენდთან მიფრატუნდა.
– გილოცავ, – უთხრა კლაბსმა, – როგორც ჩანს, სრული ალყა მი-
იღე.
– კარგია.

213
– ვფიქრობ, რომ ეს ცოტა ამოსუნთქვის საშუალებას მოგვცემს,
– თქვა კლაბსმა, შემდეგ კი ელენდს თავისი ერთ-ერთი ჭირვეული
მზერით შეხედა, – აჯობებს, მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდე, ბავ-
შვო.
– ვიცი, – ჩაიჩურჩულა ელენდმა.
– შენ თავი ყურადღების ცენტრში მოიქციე, – უთხრა კლაბსმა, –
ასამბლეა ამ ალყას ვერ დაარღვევს, სანამ სტრაფს არ შეხვდები; მე-
ფეები კი შენ გარდა არავის დაელაპარაკებიან. ყველაფერი შენზეა.
ვფიქრობ, კარგი მეფისთვის ასეთი მდგომარეობა ხელსაყრელია.
კლაბსი გაჩუმდა, ელენდი კი იდგა და არმიებს გადაჰყურებდა.
ტერისელი ქალის, ტინდუილის ნათქვამი ჯერ კიდევ აწუხებდა: "სუ-
ლელი ხარ, ელენდ ვენტურ..."
ჯერჯერობით ელენდის თხოვნას შეხვედრის თაობაზე არცერთი
მეფე არ ეხმაურებოდა, თუმცა გუნდი დარწმუნებული იყო, რომ ისი-
ნი მალე უპასუხებდნენ. მტრები იცდიდნენ, რათა ელენდს ცოტა
ენერვიულა. ასამბლეის წევრებმა მორიგი შეხვედრა დანიშნეს. ალ-
ბათ, უნდოდათ, ელენდი ეიძულებინათ, რომ ისინი იმ შეთავაზების
დაცვის ვალდებულებისგან გაეთავისუფლებინა. ელენდმა შეკრე-
ბის გადასადებად სათანადო მიზეზი გამოძებნა.
მან კლაბსს შეხედა:
– და შენი აზრით, კარგი მეფე ვარ, კლაბს?
სარდალმა მეფეს მზერა გაუსწორა და ელენდმა მის თვალებში
მკაცრი სიბრძნე დაინახა:
– ბევრად უარეს მეთაურებსაც ვიცნობდი და ბევრად უკეთესებ-
საც.
ელენდმა თავი ნელა დაუქნია:
– მინდა, რომ ამას კარგად გავართვა თავი, კლაბს. სკაას ხალხს
არავინ ისე არ მიხედავს, როგორც ისინი იმსახურებენ. სეტი, სტრა-
ფი... გლეხებს, უბრალოდ, ისევ დაამონებენ. მე... მე მინდა, რომ
იდეებზე მეტი ვიყო. მინდა... მჭირდება, რომ ისეთი კაცი ვიყო, რომ-
ლისგანაც სხვები მაგალითს აიღებენ.
214
კლაბსმა მხრები აიჩეჩა:
– ჩემი გამოცდილებით, ადამიანს სიტუაცია ქმნის. კელსიერი
ეგოისტი, თავმომწონე იყო, სანამ ჰათსინის მაღაროებმა კინაღამ
განადგურების პირას არ მიიყვანა, – მან ელენდს შეხედა, – ეს ალყა
შენი ჰათსინის მაღაროები იქნება, ელენდ ვენტურ?
– არ ვიცი, – გულწრფელად მიუგო ელენდმა.
– მაშ, ვფიქრობ, უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ. ახლა კი ვიღაცას
შენთან დალაპარაკება უნდა.
კლაბსი შებრუნდა და თორმეტი მეტრის ქვევით, ქუჩისკენ ანიშნა,
სადაც მაღალი, ტერისულ მანტიაში გამოწყობილი ქალი იდგა.
– მან მითხრა, რომ ქვევით გაგგზავნო, – უთხრა კლაბსმა. ერთხანს
გაჩუმდა და მერე ელენდს შეხედა, – იშვიათად თუ შემხვდება ისეთი
ვინმე, ვინც ბრძანებებს მაძლევს ხოლმე. ეს ქალი ასეთია. მე კი მეგო-
ნა, რომ ყველა ტერისელი მორჩილი და თავაზიანი იყო.
ელენდმა გაიღიმა.
– მგონი, სეიზდმა გაგვანებივრა.
კლაბსმა ჩაიფრუტუნა.
– ათასწლოვანი შეწყვილება, ასე არაა?
ელენდმა თავი დაუქნია.
– დარწმუნებული ხარ, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენს? –
ჰკითხა კლაბსმა.
– კი, – მიუგო ელენდმა, – გადავამოწმეთ. ვინმა ქალაქში მყოფი
რამდენიმე ტერისელი მოიყვანა და ისინი ტინდუილს იცნობენ. თავის
სამშობლოში აშკარად მნიშვნელოვანი ვინმეა.
გარდა ამისა მან ელენდის წინაშე ფერუქიმიური უნარი წარმოაჩი-
ნა, როცა ბაწარი გაწყვიტა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის კანდრა არ იყო.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ტინდუილის ნდობა შეიძლებოდა, რა-
საც ვინიც კი აღიარებდა, მიუხედავად იმისა, რომ ტერისელი ქალი მა-
ინც არ მოსწონდა.

215
კლაბსმა თავი დაუკრა და ელენდმა ღრმად ამოისუნთქა, შემდეგ
კი კიბეზე დაეშვა, რათა ტინდუილს შეხვედროდა და მორიგი გაკვე-
თილი მიეღო.
– დღეს შენს სამოსს უნდა მოვუხერხოთ რამე, – უთხრა ტინდუილმა
და ელენდის ოთახის კარი დახურა. ოთახში ჩასუქებული მკერავი ქალი
იდგა, რომელსაც მოკლედ შეჭრილი ჭაღარა თმა ჰქონდა. იგი თავის
ახალგაზრდა თანაშემწეებთან ერთად მოკრძალებით იცდიდა.
ელენდმა ტანსაცმელზე დაიხედა. არც ისე ცუდად ეცვა. ფრაკი
და პერანგი ტანზე საკმაოდ კარგად ადგა. შარვალი ისე მოტკეცილი
არ ჰქონდა, როგორც იმპერიის კეთილშობილებს უყვარდათ. მაგ-
რამ ის ხომ ახლა მეფე იყო და განა არ უნდა შესძლებოდა, რომ თა-
ვისი სტილი დაემკვიდრებინა?
– არ მესმის, რა სჭირს ამ სამოსს, – თქვა ელენდმა. ტინდუილმა
ხმის ამოღება დააპირა, მაგრამ მან ხელი აღმართა, – ვიცი, რომ
ისეთი ფორმალური არაა, როგორსაც სხვები იცვამენ, მაგრამ მე
მიხდება.
– ეს არაგრაციოზული სამოსია, – თქვა ტინდუილმა.
– მისმინე, მე ვერ...
– ნუ მეკამათები.
– მაგრამ წინა დღეს თქვი, რომ...
– მეფეები არ კამათობენ, ელენდ ვენტურ, – მტკიცედ თქვა ტინ-
დუილმა, – ისინი მბრძანებლობენ და მბრძანებლობის უნარის ნა-
წილი შენი იერიდან მოდის. მოუწესრიგებელი ჩაცმა სხვა მოუწეს-
რიგებელ ჩვევებსაც იწვევს, როგორიცაა შენი პოზა, რომელიც,
მგონი, უკვე ვახსენე.
ელენდმა ამოიოხრა და თვალები გადაატრიალა, ტინდუილმა კი
თითები გაატკაცუნა. მკერავმა და მისმა თანაშემწეებმა ნივთების
ამოლაგება დაიწყეს.
– ეს აუცილებელი არაა, – თქვა ელენდმა, – სხვა სამოსიც მაქვს,
რომელიც უფრო შესაფერისია, ტანზე უფრო კარგად მადგას. იმ
ტანსაცმელს ოფიციალურ შეხვედრებზე ვიცვამ ხოლმე.
216
– იმ სამოსს აღარ ჩაიცვამ, – მიუგო ტინდუილმა.
– უკაცრავად?
ქალმა მას მბრძანებლურად შეხედა და ელენდმა ამოიხვნეშა.
– ამიხსენი! – უთხრა ელენდმა და სცადა, ამ სიტყვას ბრძანებასა-
ვით გაეჟღერა.
ტინდუილმა თავი დაუქნია:
– შენ შეინარჩუნე ის სამოსი, რომელსაც კეთილშობილები ანიჭებ-
დნენ უპირატესობას და რომელიც უკანასკნელი იმპერატორის მიერ
იყო დაშვებული. გარკვეული აზრით, ეს კარგი იდეა იყო. იმ მთავრო-
ბასთან გაკავშირებდა და, ამასთანავე, ნაკლებად ამოვარდნილად
წარმოგაჩენდა. მაგრამ ახლა სხვა ვითარებაში ხარ. შენი ხალხი საფ-
რთხეშია და უბრალო დიპლომატიის დრო წავიდა. ომია და შენმა სა-
მოსმაც ეს უნდა ასახოს.
მკერავმა ერთი სამოსელი აარჩია და ელენდს მიუტანა, სანამ მისი
თანაშემწეები შირმას აყენებდნენ. ელენდმა ყოყმანით გამოართვა. ეს
თეთრი, შემოტმასნილი პიჯაკი იყო, რომელსაც წინ, ხეშეშ საყელომდე,
ღილები მიჰყვებოდა. სამოსი ისე გამოიყურებოდა, როგორც...
– ფორმა, – თქვა ელენდმა და მოიღუშა.
– რა თქმა უნდა, – მიუგო ტინდუილმა, – გინდა, შენმა ხალხმა ირ-
წმუნოს, რომ მათი დაცვა შეგიძლია? მეფე, უბრალოდ, კანონმდებელი
კი არაა, მთავარსარდალიცაა. დროა, ისე მოიქცე, რომ ტიტულს იმსა-
ხურებდე, ელენდ ვენტურ.
– მე მეომარი არ ვარ, – მიუგო ელენდმა, – ეს ფორმა სიცრუეა.
– პირველს მალე შევცვლით, – თქვა ტინდუილმა, – მეორე კი, სი-
მართლე არაა. შენ ცენტრალური დომინიონის არმიების მთავარსარ-
დალი ხარ. ეს შენ სამხედროდ გაქცევს, მიუხედავად იმისა, იცი თუ არა,
ხმალი როგორ უნდა იქნიო. ახლა კი მიდი და ტანსაცმელი გამოიცვა-
ლე.
ელენდმა მხრები აიჩეჩა. მან შირმას შემოუარა, წიგნები გვერდზე
გადააწყო, რათა ადგილი გაეთავისუფლებინა და ტანსაცმლის გამოც-
ვლა დაიწყო. თეთრი შარვალი მჭიდროდ ადგა. დიდი, ხეშეში პიჯაკი
217
პერანგს მთლიანად ფარავდა; სამხედრო სამხრეები ჰქონდა. ყვე-
ლა ღილი, როგორც ელენდმა შენიშნა, ხის იყო და არა ლითონის,
მკერდზე კი, მარცხენა მხარეს, ფარის მსგავსი რაღაც მიემაგრები-
ნათ, რომელზეც ისე ჩანდა, რომ ისარი თუ შუბი იყო მიხატული.
ელენდს გაუკვირდა, რომ სიხისტის, ფორმისა და სტილის მიუხე-
დავად, ეს სამოსი კარგად მოერგო.
– ზომა ზუსტია, – შენიშნა მან; მერე ქამარი შემოირტყა, დაქაჩა
და ბარძაყებამდე მისწვდა.
– ჩვენ ეს ზომები შენი მკერავისგან გავიგეთ, – მიუგო ტინდუილ-
მა.
ელენდმა შირმას შემოუარა და მას მაშინვე მკერავის თანაშემ-
წეები მიადგნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ჟესტით თავაზიანად ანიშნა,
რომ შავი, მბზინავი ჩექმა ჩაეცვა, მეორემ მხრებზე თეთრი მოსასხა-
მი მიამაგრა, მესამემ კი მყარი ხისგან დამზადებული გაპრიალებუ-
ლი სადუელე ჯოხი და ქარქაში გადასცა. ელენდმა იგი ქამარზე და-
იმაგრა, შემდეგ კი პიჯაკზე გაკეთებულ ჭრილში გაყო და გარედან
ჩამოიკიდა. ამდენი მაინც ჰქონდა ადრე გაკეთებული.
– კარგია, – თქვა ტინდუილმა და მას ახედ-დახედა, – როგორც
კი გამართულად დგომას ისწავლი, ეს აშკარა გაუმჯობესება იქნება.
ახლა დაჯექი.
ელენდმა პირი გააღო, რომ შეწინააღმდეგებოდა, მაგრამ გა-
დაიფიქრა. დაჯდა და მკერავის თანაშემწე მასთან მივიდა, რომ
მხრებზე ნაჭერი მოეხვია, შემდეგ კი წყვილი მაკრატელი ამოიღო.
– მოიცადეთ, – თქვა ელენდმა, – ვხედავ, ეს საითაც მიდის.
– გაბედულად თქვი, რაც არ მოგწონს, – უთხრა ტინდუილმა, –
გაურკვევლად ნუ ლაპარაკობ!
– კარგი, – თქვა ელენდმა, – ჩემი თმა მომწონს.
– მოკლე თმის მოვლა უფრო იოლია, ვიდრე გრძელი თმის, –
მიუგო ტინდუილმა, – შენ კი გეტყობა, რომ თავის მოვლა დიდად არ
გხიბლავს.
– თმას ვერ შემჭრით, – მტკიცედ თქვა ელენდმა.
218
ტინდუილი ერთხანს დუმდა, შემდეგ ელენდს თავი დაუქნია. მკერა-
ვის შეგირდმა უკან დაიხია. კაცი წამოდგა და მხრებიდან ნაჭერი მოიხ-
სნა. მკერავმა დიდი სარკე მიუტანა, ელენდმა ნაბიჯი წინ გადადგა, რა-
თა საკუთარი თავი შეეთვალიერებინა და უეცრად გაშეშდა... საოცარ
სხვაობას წააწყდა.
მთელი ცხოვრება ეგონა, რომ სწავლული და დახვეწილი იყო, თუმ-
ცა ცოტა სულელიც. ეს ხომ ელენდი იყო – მეგობრული, სასიამოვნო
ადამიანი, რომელსაც სახალისო იდეები ჰქონდა. შესაძლოა, მას ადვი-
ლად უგულებელყოფდნენ ხოლმე, მაგრამ ძნელად თუ ვინმე შეიძუ-
ლებდა.
ის კაცი კი, რომელიც სარკეში იხილა, სასახლის კარის დენ-
დის(დენდი – არისტოკრატი მამაკაცი, რომელიც კოპწიად იცვამდა და
მაღალ საზოგადოებაში მიღებულ წესებს მისდევდა.) არ ჰგავდა. იგი
მნიშვნელოვანი, ოფიციალური პირი იყო, რომლის რიდიც უნდა ჰქო-
ნოდათ. ფორმა აიძულებდა, უფრო გამართულად მდგარიყო და ცალი
ხელი სადუელე ჯოხზე დაეყრდნო. ელენდს ოდნავ ხვეული, გრძელი
თმა ჰქონდა და როცა ქალაქის გალავანზე იდგა, ქარი უფრიალებდა
ხოლმე. ეს ახალ სამოსს არ შეეფერებოდა.
ელენდი შებრუნდა და თქვა:
– კარგი, შემჭერით.
ტინდუილმა გაიღიმა და ანიშნა, რომ დამჯდარიყო. ელენდი ასეც
მოიქცა და მშვიდად იცდიდა, სანამ თანაშემწე თმას ჭრიდა. როცა წა-
მოდგა, აღმოჩნდა, რომ ვარცხნილობა სამოსს შეესაბამებოდა. თმა ჰა-
მის თმასავით დამოკლებული არ ჰქონდა, მაგრამ სუფთად და ზუსტად
იყო შეჭრილი.
ერთ-ერთი თანაშემწე ელენდთან მივიდა და ვერცხლისფერი ხის
რგოლი გადასცა. ელენდი ტინდუილს მიუბრუნდა და შუბლი შეიჭმუხნა:
– გვირგვინი?
– გადაჭარბებული კუდაბზიკობა საჭირო არ არის, – მიუგო ტინდუ-
ილმა, – ეს უფრო დახვეწილი ეპოქაა, ვიდრე ზოგიერთი წინა ეპოქა.

219
გვირგვინი შენი სიმდიდრის კი არა, ავტორიტეტულობის სიმბო-
ლოა. ამიერიდან ეს გვირგვინი შინაც უნდა ატარო ხოლმე და გარე-
თაც.
– მბრძანებელი გვირგვინს ხომ არ ატარებდა.
– მბრძანებელს ხალხისთვის იმის შეხსენება არ სჭირდებოდა, რომ
მათ ის მართავდა, – მიუგო ტინდუილმა.
ელენდი ერთხანს დუმდა, შემდეგ კი გვირგვინი თავზე დაიდო.
იგი უბრალო იყო და არა ძვირფასი ქვებითა და ორნამენტებით შემ-
კული. რა თქმა უნდა, ელენდს გვირგვინი შესანიშნავად მოერგო.
კაცი კვლავ მიუბრუნდა ტინდუილს, რომელმაც მკერავს ანიშნა,
აბარგებულიყო და წასულიყო.
– ოთახში ექვსი ასეთი ფორმა გაქვს, – უთხრა ტინდუილმა, – ამ
ალყის დასრულებამდე, სხვას არაფერს ჩაიცვამ. თუ მრავალფე-
როვნება გინდა, მოსასხამის ფერი შეცვალე ხოლმე.
ელენდმა თავი დაუქნია. მის უკან მკერავი და თანაშემწეები
ოთახიდან უხმაუროდ გავიდნენ.
– გმადლობ, – უთხრა ტინდუილს, – თავიდან ვყოყმანობდი,
მაგრამ მართალი ხარ, ეს განმასხვავებს.
– ახლა ხალხის გასაცურებლად მაინც იკმარებს, – მიუგო ტინ-
დუილმა.
– ხალხის გასაცურებლად?
– რა თქმა უნდა. არ გიფიქრია, რომ ეს სწორედ ამისთვისაა?
– მე...
ტინდუილმა წარბი მაღლა ასწია.
– გგონია, რომ რამდენიმე გაკვეთილი გეყოფა? ჩვენ ხომ სულ
ახლახან დავიწყეთ. ჯერ კიდევ სულელი ხარ, ელენდ ვენტურ, უბრა-
ლოდ, ამგვარად აღარ გამოიყურები. იმედი მაქვს, ჩვენი ეშმაკობა
ნაწილობრივ მაინც გამოასწორებს იმ ზიანს, რაც საკუთარ სახელს
უკვე მიაყენე; თუმცა ამას ბევრად უფრო მეტი წვრთნა დასჭირდება,
სანამ გენდობი, ხალხთან ისე გქონდეს ურთიერთობა, რომ თავი სა-
საცილო მდგომარეობაში არ ჩაიგდო.
220
ელენდს ალმური მოედო.
– შენ რას... – ის გაჩუმდა, – მაშინ მითხარი, რა უნდა მასწავლო.
– პირველ რიგში, იმის სწავლა გჭირდება, როგორ უნდა იარო.
– რა, ცუდად დავდივარ?
– დავიწყებულ ღმერთებს ვფიცავ, კი! – უთხრა ტინდუილმა, თუმცა
მისი სახე ღიმილს არ გადაუსერავს, – და მეტყველებაზეც მეტი მუშა-
ობაა საჭირო. გარდა ამისა, იარაღის ფლობაც არ შეგიძლია.
– გარკვეული წვრთნა გავიარე, – მიუგო ელენდმა, – ვინს ჰკითხე.
დამხობის ღამეს ის გადავარჩინე და მბრძანებლის სასახლიდან გამო-
ვიყვანე!
– ვიცი, – მიუგო ტინდუილმა, – და იქიდან გამომდინარე, რაც მსმე-
ნია, სასწაული იყო, რომ გადარჩი. საბედნიეროდ, იმ გოგოს ბრძოლა
შეუძლია. აშკარაა, ასეთ რამეებში მას ეყრდნობი.
– ის ნისლქმნილია.
– ეგ ოსტატობის არქონისადმი შენს დაუდევარ დამოკიდებულებას
არ ამართლებს, – მიუგო ტინდუილმა, – ყოველთვის შენს ქალს ვერ
დაეყრდნობი და ის ვერ დაგიცავს. გარდა იმისა, რომ ეს უხერხულია,
შენი ხალხი, შენი ჯარისკაცები მოელიან, რომ მათთან ერთად იბრძო-
ლებ. საეჭვოა, ოდესმე გახდე ისეთი მეთაური, რომელიც ხალხს მტრის
წინააღმდეგ ბრძოლაში გაუძღვება, მაგრამ შემოტევისას თავის დაცვა
მაინც უნდა შეგეძლოს.
– ანუ, გინდა, რომ ვინთან და ჰამთან ერთად ვივარჯიშო ხოლმე?
– რა თქმა უნდა, არა! შეგიძლია, წარმოიდგინო, რამდენად დაეცემი
ხალხის თვალში, თუ ისინი დაინახავენ, როგორ გჯაბნიან ხოლმე? – გა-
აქნია თავი ტინდუილმა, – არა, ორთაბრძოლის ოსტატთან ფარულად
უნდა ივარჯიშო. რამდენიმე თვეში სადუელე ჯოხისა და ხმლის ფლობას
ისწავლი. იმედია, ეს ალყა მაგდენ ხანს გასტანს და ბრძოლა ჯერ არ
დაიწყება.
ელენდი ისევ გაწითლდა.
– სულ ასე მელაპარაკები. ისე ჩანს, რომ შენს თვალში მეფე არც კი
ვარ, თითქოს ისე მიყურებ, როგორც გარკვეული სახის მოადგილეს.
221
ტინდუილმა არაფერი უპასუხა, მაგრამ თვალები კმაყოფილე-
ბით აუელვარდა. "ეს ხომ შენ თქვი და არა მე", – თითქოს ამბობდა
მისი გამომეტყველება. ელენდი კიდევ უფრო მეტად გაწითლდა.
– შეიძლება, მეფობა ისწავლო, ელენდ ვენტურ, – თქვა ტინდუ-
ილმა, – მანამდე კი იმის სწავლა მოგიწევს, სხვებს მეფედ თავი რო-
გორ უნდა მოაჩვენო.
გაბრაზებულ ელენდს პასუხის გაცემა უნდოდა, მაგრამ ამ დროს
კარზე კაკუნი გაისმა. კაცმა კბილები გააღრჭიალა და შებრუნდა.
– შემოდით.
კარი გაიღო.
– ახალი ამბავია, – თქვა კაპიტანმა დემოქსმა, რომელიც ოთახ-
ში შევიდა. ახალგაზრდულ სახეზე მღელვარება ეტყობოდა, – მე...
– უცებ დემოქსი გაშეშდა. ელენდმა თავი მაღლა ასწია.
– რა?
– მე... აჰ... – დემოქსი ერთ ხანს დუმდა. მან კიდევ ერთხელ შე-
ხედა ელენდს, სანამ ლაპარაკს გააგრძელებდა, – ჰამმა გამომგზავ-
ნა, თქვენო უდიდებულესობავ. მან თქვა, რომ ერთ-ერთი მეფისგან
შიკრიკი მოვიდა, თქვენო უდიდებულესობავ.
– მართლა? ლორდი სეტისგან? – ჰკითხა ელენდმა.
– არა, თქვენო უდიდებულესობავ, შიკრიკი მამათქვენისგან მო-
ვიდა.
ელენდმა შუბლი შეიჭმუხნა.
– კარგი, ჰამს უთხარი, რომ მალე იქ ვიქნები.
– დიახ, თქვენო უდიდებულესობავ, – დემოქსმა უკან დაიხია და
თქვა, – აჰ, ეს ახალი ფორმა მომწონს, თქვენო უდიდებულესობავ.
– გმადლობ, დემოქს, – მიუგო ელენდმა, – შემთხვევით, ხომ არ
იცი, ლედი ვინი სად არის?
– მთელი დღეა არ დამინახავს. ვფიქრობ, თავის ოთახშია, თქვე-
ნო უდიდებულესობავ.
"თავის ოთახში?" – გაიფიქრა ელენდმა, – "ის იქ არასდროს
ჩერდება ხოლმე. ავად ხომ არ არის?"
222
– გინდათ, დავუძახო? – ჰკითხა დემოქსმა.
– არა, გმადლობ, – მიუგო ელენდმა, – თავად მოვძებნი. ჰამს
უთხარი, რომ შიკრიკი მოხერხებულად მოაწყოს.
დემოქსმა თავი დაუქნია და გავიდა. ელენდი ტინდუილს მიუბრუნ-
და, რომელიც კმაყოფილი იღიმებოდა. მერე ქალს გვერდით ჩაუარა
და თავისი დღიურისკენ წავიდა.
– ვაპირებ, ვისწავლო, როგორ შევიქმნა მეფური იერი, ტინდუილ.
– ვნახავთ.
ელენდმა მზერა სტყორცნა შუახნის ტერისელ ქალს, რომელსაც თა-
ვისებური მანტია ემოსა და სამკაულები ეკეთა.
– ეგეთი გამომეტყველება დაამუშავე, – შენიშნა ტინდუილმა, – და
შენ ეს მარტივად გამოგივა.
– ანუ სულ ეს არის? – ჰკითხა ელენდმა, – გამომეტყველება და სა-
მოსი? ადამიანს მეფედ ეს აქცევს?
– რა თქმა უნდა, არა.
ელენდი კართან შეჩერდა და უკან მიიხედა:
– მაშინ რა? ტერისელო ტინდუილ, შენი აზრით, კაცს კარგ მეფედ
რა აქცევს?
– ნდობა, – მიუგო ტინდუილმა და თვალებში შეხედა, – კარგი მეფე
ისაა, ვისაც ხალხი ენდობა და ვინც ამ ნდობას იმსახურებს.
ელენდი ერთხანს დუმდა, შემდეგ თავი დაუქნია და, კარგი პასუხია-
ო, გაიფიქრა; მერე კარი გააღო და ვინის მოსაძებნად წავიდა.
ნეტავ ტერისული რელიგია და მოლოდინის რწმენა ჩვენი ხალხის
იქით არ გავრცელებულიყო.

17
ვინი დღიურში უფრო და უფრო მეტ ისეთ იდეას ნახულობდა, რომ-
ლის ცალკე გადადება და დამახსოვრებაც უნდოდა, ამდენად ქაღალ-
დის გროვები მრავლდებოდა. რა წინასწარმეტყველებები არსებობდა
ეპოქათა გმირის შესახებ? საიდან იცოდა დღიურის ავტორმა, სად უნდა
წასულიყო? ან რა უნდა ექნა, როცა იქ მივიდოდა?
223
ბოლოს და ბოლოს, ამ არეულობაში მწოლიარე ვინმა – გროვე-
ბი უცნაურად იყო მიმოფანტული, რათა ერთმანეთისგან დაეცალკე-
ვებინა – უსიამოვნო ფაქტი გააცნობიერა. მას დღიური უნდა ეწარ-
მოებინა.
ვინმა ამოიხვნეშა, წამოდგა და ოთახი გადაჭრა. რამდენიმე
გროვას ფრთხილად გადააბიჯა და მივიდა მაგიდასთან, რომელიც
ადრე არასოდეს გამოუყენებია. მეტიც, ამის გამო ელენდს საყვედუ-
რობდა ხოლმე. ვინს საწერი მაგიდა რაში უნდა დასჭირვებოდა?
ადრე ასე ფიქრობდა.
გოგომ კალამი შეარჩია, მერე პატარა სამელნე ამოიღო და ის
დღეები გაახსენდა, როცა რენი მას წერას ასწავლიდა. ვინის ნაჯღაბ-
ნი რენს აღიზიანებდა ხოლმე. ბიჭი მელნისა და ქაღალდის ფასზე
წუწუნებდა. რენმა ვინს კითხვა ასწავლა, რათა ხელშეკრულებები
წაეკითხა და კეთილშობილი ქალისთვის მიებაძა, თუმცა თან ეუბნე-
ბოდა, რომ წერა დიდად სასარგებლო არ იყო. ვინი ძმის აზრს იზია-
რებდა.
მაგრამ აშკარა იყო, წერა გადამწერის გარდა სხვასაც გამოად-
გებოდა. ელენდი შენიშვნებსა და მოგონებებს სულ იწერდა. ვინზე
ხშირად ახდენდა შთაბეჭდილებას ის, თუ რა სწრაფად წერდა ელენ-
დი. და როგორ ახერხებდა ამას?
ვინმა რამდენიმე ფურცელი აიღო და თავის გროვებთან დაბ-
რუნდა. ფეხებგადაჯვარედინებული დაჯდა და სამელნეს თავსახური
მოხადა.
– ქალბატონო, – შენიშნა ორსეურმა, რომელიც თათებგაშვერი-
ლი იწვა, – აცნობიერებთ, რომ საწერი მაგიდა უკან მოიტოვეთ და
იატაკზე დაჯექით?
ვინმა მას ახედა.
– მერე?
– საწერი მაგიდის დანიშნულება ისაა, რომ მასზე წერონ.
– მაგრამ ჩემი ქაღალდები სულ აქაა.

224
– ვფიქრობ, რომ მათი გადატანა შესაძლებელია. მძიმე რომ იყოს,
კალტყვიას დაწვავდით და მეტ ძალას მიიღებდით.
ვინმა კალმის წვერი სამელნეში ჩააწო და ორსეურის დაინტერე-
სებულ ძაღლურ სახეს შეხედა.
"როგორც იქნა, მან რაღაც სხვაც გამოავლინა, გარდა იმისა, რომ
არ მოვწონვარ", – გაიფიქრა გოგომ.
– იატაკი უფრო მოხერხებულია.
– როგორც იტყვით, ქალბატონო. რასაც იტყვით, იმას დავიჯერებ.
ვინი ერთხანს შეჩერდა. ცდილობდა, მიმხვდარიყო, ორსეური ისევ
დასცინოდა თუ არა.
"ეს წყეული ძაღლური სახე", – გაიფიქრა ვინმა, – "ძალიან ძნელია,
მასზე რამე ამოიკითხო".
გოგომ ამოიხვნეშა, დაიხარა და პირველი სიტყვის გამოყვანა დაიწ-
ყო. ყველა ხაზი ზუსტად უნდა დაეწერა, რომ მელანი არ გადღაბნილი-
ყო; და ხშირად უნდა გაჩერებულიყო, რათა სიტყვები გაეხმიანებინა და
შესაბამისი ასოები ეპოვა. ორი წინადადების დაწერა ძლივს მოასწრო,
როცა კარზე კაკუნი გაისმა. ვინმა ზევით აიხედა და შუბლი შეიჭმუხნა.
ვინ აწუხებდა?
– შემოდით, – გასძახა მან.
გაიგონა, რომ მეორე ოთახის კარი გაიღო და ელენდმა დაუძახა.
– ვინ, სად ხარ?
– აქ ვარ, – გასძახა გოგომ და წერას დაუბრუნდა, – რატომ დააკა-
კუნე?
– ხომ შეიძლება, რომ ტანსაცმელს იცვლიდე, – უთხრა ელენდმა,
რომელიც ოთახში შევიდა.
– მერე რა? – ჰკითხა ვინმა.
ელენდმა ჩაიცინა.
– ორი წელი გავიდა და პირადულობა შენთვის მაინც უცხო რამეა.
ვინმა ახედა.
– მე უბრალოდ...

225
წამით ვინს თავში გაუელვა, რომ იგი ვიღაც სხვა იყო. მისმა ინ-
სტინქტმა გონებას გაუსწრო. კალამი გაუცნობიერებლად დააგდო,
წამოხტა და კალტყვია ააალა, შემდეგ კი შეჩერდა.
– დიდი ცვლილებაა, ხომ? – ჰკითხა ელენდმა და ხელები გაშალა,
რათა ვინს მისი სამოსი უკეთ დაენახა.
ვინმა კაცს ხელი მკერდზე დაადო. გოგო იმდენად გაოგნებული
იყო, რომ ფეხი თავის ერთ-ერთ გროვას დაადგა. ეს ელენდი იყო და
თან არც იყო. ბრწყინვალე თეთრი სამოსი, მკვეთრი ხაზებითა და
მტკიცე ფიგურით, ძალიან განსხვავდებოდა ელენდის ჩვეულებრი-
ვი, თავისუფალი ტანსაცმლისაგან. ის უფრო მბრძანებლურად, უფ-
რო მეფურად გამოიყურებოდა.
– თმა შეიჭერი, – უთხრა ვინმა, თან გარშემო ნელა უვლიდა და
სამოსს აკვირდებოდა.
– ტინდუილის იდეა იყო, – მიუგო ელენდმა, – რას ფიქრობ?
– ბრძოლის დროს ნაკლებად შეძლებენ, რომ ხელი წაგავლონ,
– უთხრა ვინმა.
ელენდმა გაიღიმა.
– შენ მხოლოდ ამაზე ფიქრობ?
– არა, – გონებადაფანტულად მიუგო ვინმა, ხელი გაიწოდა და
მოსასხამზე მოქაჩა. მოსასხამი ადვილად მოშორდა და გოგომ მო-
წონების ნიშნად თავი დააქნია. ნისლსაფრებიც ასე იყო. ელენდს
იმაზე არ უნდა ეღელვა, რომ ბრძოლაში ვინმე მის მოსასხამს ჩაავ-
ლებდა ხელს.
ვინმა უკან დაიხია და ხელები გულზე დაიკრიფა.
– ეს იმას ნიშნავს, რომ მეც შემიძლია თმის შეჭრა?
ელენდი ცოტა ხანს ჩუმად იყო.
– შენ ყოველთვის შეგიძლია, ის ქნა, რაც გინდა, ვინ, მაგრამ,
ვფიქრობ, გრძელი თმა უფრო მშვენიერია.
"მაშინ არ შევიჭრი", – გაიფიქრა ვინმა.
– ასეა თუ ისე, მოგწონს? – ჰკითხა ელენდმა.

226
– რა თქმა უნდა, – მიუგო გოგომ, – მეფესავით გამოიყურები, –
თუმცა გაიფიქრა, რომ გულის სიღრმეში თმააჩეჩილი, მოუწესრი-
გებელი ელენდი მოენატრებოდა. ცოდნის, გონებადაფანტულობისა
და უყურადღებობის ნარევში რაღაც ისეთი იყო, რაც... სინაზეს
აღუძრავდა.
– ძალიან კარგი, – თქვა ელენდმა, – რადგან ვფიქრობ, რომ ეს წაგ-
ვადგება. შიკრიკი ახლახან... – უეცრად ლაპარაკი შეწყვიტა და ქაღალ-
დის გროვებს დახედა, – ვინ, რა არის ეს? კვლევას ატარებდი?
ვინი გაწითლდა.
– უბრალოდ, დღიურს ვათვალიერებდი და ვცდილობდი, სიღრმეს-
თან დაკავშირებული რამე მომეძებნა.
– შენ წერდი! – აღელვებულმა ელენდმა ნაბიჯი წინ გადადგა და, ვი-
ნის სავალალოდ, სწრაფად შენიშნა ქაღალდი, რომელზეც იგი ჯღაბნი-
და. ელენდმა ქაღალდი აიღო და ვინს შეხედა.
– შენ დაწერე ეს?
– ჰო, – მიუგო ვინმა.
– მშვენიერი ხელი გაქვს, – თქვა ოდნავ გაკვირვებულმა ელენდმა,
– რატომ არ მითხარი, რომ ასე წერა შეგეძლო?
– შენ ხომ შიკრიკზე რაღაც თქვი?
ელენდმა ფურცელი ძირს დადო. რაღაც უცნაურად, ამაყი მშობელი-
ვით გამოიყურებოდა.
– მართალია. შიკრიკი მამაჩემის არმიიდან მოვიდა. ცოტას ვაცდე-
ვინებ. ბრძნული არ იქნებოდა, მაშინვე რომ შევხვედროდი, მაგრამ,
მგონი, უკვე დროა, წავიდეთ და ვნახოთ.
ვინმა თავი დაუქნია და ორსეურს ანიშნა. კანდრა წამოდგა და მის-
კენ წაძუნძულდა. ოთახიდან სამივე გავიდა.
კარგი იყო, რომ წიგნებისა და ჩანაწერების სხვა დროისთვის გადა-
დება მუდამ შეიძლებოდა.
შიკრიკი ვენტურების ატრიუმის მესამე სართულზე იცდიდა. ვინი და
ელენდი შევიდნენ და გოგო მაშინვე გაჩერდა. ეს ის იყო... მოთვალ-

227
თვალე. ელენდი წინ წავიდა, რომ მას შეგებებოდა, თუმცა ვინმა
მკლავში ხელი წაავლო.
– მოიცა, – ჩაიჩურჩულა მან.
დაბნეული ელენდი შებრუნდა.
"თუ ამ კაცს ატიუმი აქვს, ელენდი მკვდარია. ყველანი დახოცი-
ლები ვართ", – გაიფიქრა დაზაფრულმა ვინმა.
მოთვალთვალე მშვიდად იდგა. შიკრიკს ან კურიერს დიდად არ
ჰგავდა. სულ შავი სამოსი ეცვა – შარვალი, აბრეშუმის პერანგი და
ხელთათმანი. მანტია არ ჰქონდა. ვინს ეს სახე ახსოვდა. ეს ის იყო.
"მაგრამ..." – გაიფიქრა ვინმა, – "მას რომ ელენდის მოკვლა
ნდომოდა, ამას ამდენ ხანს გააკეთებდა". გოგო ამ ფიქრმა შეაშინა,
თუმცა ისღა დარჩენოდა, ეღიარებინა, რომ ეს სწორედ ასე იყო.
– რა ხდება? – ჰკითხა ვინს ელენდმა, რომელიც შესასვლელში
მის გვერდით იდგა.
– ფრთხილად იყავი, – გადაუჩურჩულა ვინმა, – ეს უბრალო შიკ-
რიკი არ არის. ეს კაცი ნისლქმნილია.
ელენდს არაფერი უთქვამს. შუბლი შეიჭმუხნა და კვლავ შებრუნ-
და მოთვალთვალისკენ, რომელიც მშვიდი, თავდაჯერებული იე-
რით იდგა და ხელები ზურგს უკან ჰქონდა. ის ნამდვილად ნის-
ლქმნილი იყო. მხოლოდ მისნაირ ადამიანს შეეძლო, მტრის სასახ-
ლეში შესულიყო და მცველებით სრულიად გარშემორტყმული, ოდ-
ნავაც კი არ აღელვებულიყო.
– კარგი, – თქვა ელენდმა და, ბოლოს და ბოლოს, ოთახში შევი-
და, – სტრაფის შიკრიკო, ჩემთვის გზავნილი მოიტანე?
– არა მარტო გზავნილი, თქვენო უდიდებულესობავ, – მიუგო
მოთვალთვალემ, – ზეინი მქვია და ასე ვთქვათ... დესპანი ვარ. მა-
მათქვენს ძალიან გაუხარდა, რომ თქვენგან ალიანსის შეთავაზება
მიიღო. მოხარულია, რომ, ბოლოს და ბოლოს, მდგომარეობა გო-
ნივრულად განსაჯეთ.

228
ვინი მოთვალთვალეს, ამ "ზეინს", აკვირდებოდა. რა თამაშს თამა-
შობდა? რატომ მოვიდა თვითონ? რატომ გამოავლინა თავისი ვინაობა?
ელენდმა თავი დაუქნია. ის ზეინისგან მოშორებით იდგა.
– ჩემს კარიბჭესთან ორი არმიაა დაბანაკებული, – თქვა ელენ-
დმა, – ასეთ რამეს ვერ უგულებელვყოფ. მინდა, მამაჩემს შევხვდე და
სამომავლო შესაძლებლობები განვიხილო.
– ვფიქრობ, რომ ის მოხარული იქნება, – მიუგო ზეინმა, – საკმაოდ
დიდი დროა გასული, რაც არ უნახავხართ და უკვე დიდი ხანია, რაც
თქვენთან განხეთქილებას ნანობს. ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხომ მი-
სი ერთადერთი ვაჟი ხართ.
– ეს ორივე ჩვენგანისთვის ძნელი იყო, – უთხრა ელენდმა, – იქნებ
ქალაქის გარეთ კარავი დავდგათ, სადაც შევხვდებით?
– ვშიშობ, ეგ შეუძლებელი იქნება, – მიუგო ზეინმა, – მის უდიდებუ-
ლესობას მკვლელების შიში აქვს. თუ მისი ნახვა გსურთ, ვენტურთა ბა-
ნაკში, თავის კარავში სიამოვნებით გიმასპინძლებთ.
ელენდი მოიღუშა.
– არ მგონია, ეს გონივრული იყოს. თუ მას მკვლელების შიში აქვს,
მე რატომ არ უნდა მქონდეს?
– დარწმუნებული ვარ, რომ ის საკუთარ ბანაკში თქვენს დაცვას
შეძლებს, თქვენო უდიდებულესობავ, – უთხრა ზეინმა, – იქ თქვენ სე-
ტის მკვლელების შიში არ უნდა გქონდეთ.
– მესმის, – მიუგო ელენდმა.
– ვშიშობ, რომ მისი უდიდებულესობა ამაზე მტკიცედ დგას. ალიან-
სი თქვენ გსურთ და თუ შეხვედრა გინდათ, მას თავად უნდა ეახლოთ.
ელენდმა ვინს გადახედა. გოგო კვლავ ზეინს უყურებდა. ზეინმა მისი
მზერა დაიჭირა და ლაპარაკი განაგრძო.
– მსმენია იმ მშვენიერი ნისლქმნილის შესახებ, რომელიც ვენტურ-
თა მემკვიდრეს ახლავს... მასზე, ვინც მბრძანებელი მოკლა და ვინც
თვით გადარჩენილმა გაწვრთნა.
ოთახში ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ბოლოს ელენდი ალაპარაკ-
და.
229
– მამაჩემს გადაეცი, რომ მის შეთავაზებაზე ვიფიქრებ.
ბოლოს და ბოლოს, ზეინმა ვინს თვალი მოაშორა.
– მის უდიდებულესობას იმედი აქვს, რომ თარიღსა და დროს დავ-
თქვამთ, თქვენო უდიდებულესობავ.
– როცა გადაწყვეტილებას მივიღებ, შევატყობინებ.
– ძალიან კარგი, – მიუგო ზეინმა და ოდნავ მოიხარა, რათა ვი-
ნის მზერა კიდევ ერთხელ დაეჭირა. შემდეგ ელენდს თავი დაუკრა
და მცველების თანხლებით გავიდა.
საღამოს გრილ ნისლში ვინი ვენტურთა ციხე-კოშკის მოკლე კე-
დელზე იცდიდა. ორსეური მის გვერდით იყო ჩაცუცქული. ნისლი
წყნარად მოძრაობდა, ვინს კი ბევრად უფრო მშფოთვარე ფიქრები
აწუხებდა: "აბა ვისი კაცი უნდა ყოფილიყო? რა თქმა უნდა, სტრაფის
ხალხიდან არის".
ეს ბევრ რამეს ხსნიდა. მათი ბოლო შეხვედრიდან საკმაო დრო
გავიდა. ვინი უკვე ფიქრობდა, რომ მოთვალთვალეს ვეღარ ნახავ-
და.
კიდევ შეებმებოდნენ? ვინმა სცადა, მონდომება დაეთრგუნა და
საკუთარი თავი დაერწმუნებინა, რომ ამ მოთვალთვალის პოვნა
მხოლოდ იმ საფრთხის გამო უნდოდა, რასაც ის მათთვის წარმოად-
გენდა; მაგრამ ნისლში კიდევ ერთი ბრძოლის აზარტმა – ნის-
ლქმნილთან საკუთარი ძალების კიდევ ერთხელ გამოცდის სურ-
ვილმა – გოგო მძაფრი მოლოდინით აღავსო.
ვინი მას არ იცნობდა და არ ენდობოდა. ეს შესაძლო ბრძოლას
კიდევ უფრო ამაღელვებელს ხდიდა.
– რატომ ვიცდით აქ, ქალბატონო? – ჰკითხა ორსეურმა.
– უბრალოდ, დაზვერვაზე ვართ, – მიუგო ვინმა, – მკვლელებსა
და ჯაშუშებს ვუთვალთვალებთ, ისე, როგორც ყოველღამ.
– მიბრძანებთ, რომ დავიჯერო, ქალბატონო?
ვინმა მას მზერა სტყორცნა:
– რაც გინდა, ის დაიჯერე, კანდრა.

230
– ძალიან კარგი, – თქვა ორსეურმა, – მეფეს რატომ არ უთხარით,
რომ იმ ზეინს უკვე შეებრძოლეთ?
ვინი ჩამუქებული ნისლისკენ შებრუნდა.
– მკვლელები და ალომანტები ჩემი საზრუნავია და არა ელენ-
დის. ჯერჯერობით ამის გამო მისი ანერვიულების საჭიროება ნამდვი-
ლად არ არსებობს. ისედაც საკმარისი სადარდებელი აქვს.
ორსეური უკეთ მოკალათდა.
– მესმის.
– არ გჯერა, რომ მართალი ვარ?
– იმის მჯერა, რაც მინდა, – მიუგო ორსეურმა, – განა ახლახან ეს
არ მიბრძანეთ, ქალბატონო?
– როგორც გინდა, – უთხრა ვინმა.
მას ბრინჯაო ენთო და ძალიან უნდა მოენდომებინა, რომ ნისლის
სულზე არ ეფიქრა. გრძნობდა, რომ მარჯვენა მხარეს იგი ნისლში ელო-
და. ვინი იქით არ იხედებოდა.
დღიურში იმაზე არაფერი იყო ნათქვამი, იმ ნისლის სულს რა ბედი
ეწია. მან ეპოქათა გმირის ერთ-ერთი მხლებელი კინაღამ მოკლა. ამის
შემდეგ კი ამ ნისლის სულზე თითქმის აღარაფერი ეწერა.
"მორიგი ღამეული პრობლემები", – გაიფიქრა ვინმა, როდესაც,
ბრინჯაოს წყალობით, ალომანტიის კიდევ ერთი ტალღა იგრძნო. ეს
ალომანტიის უფრო ძლიერი, ნაცნობი ტალღა იყო.
ზეინი.
ვინი ქონგურებზე შეხტა და ორსეურს დამშვიდობების ნიშნად თავი
დაუკრა, შემდეგ კი ღამეში დაინთქა.
ცაში ნისლი იგრიხებოდა, სხვადასხვა მხრიდან მქროლავი სიო ნის-
ლის თეთრ ნაკადებს წარმოქმნიდა, თითქოს ჰაერში მდინარეები მი-
ედინებოდა. ვინი მათ მისდევდა, მათ შორის მიქროდა, მათ ზევით ისე
მისრიალებდა, როგორც წყლისკენ გატყორცნილი ქვა. ვინმა მალე მი-
აღწია იმ ადგილს, სადაც ის და ზეინი ბოლოს გაიყარნენ. ეს უკაცრიე-
ლი ქუჩა იყო.

231
მოთვალთვალე ცენტრში იცდიდა. ისევ შავი სამოსი ეცვა. ვინი
მის წინ ნისლსაფრის ლენტების ფრიალით დაეშვა და გაიმართა.
"ნისლსაფარი არასოდეს აქვს ხოლმე", – გაიფიქრა ვინმა, – "ნეტავ,
რატომ?"
რამდენიმე წამი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. ზეინს უნდა
სცოდნოდა, ვინს რა კითხვები აწუხებდა, მაგრამ კაცს ხმა არ
ამოუღია, არც მისალმებია და არც არაფერი აუხსნია. ამის ნაც-
ვლად, ჯიბეში ხელი ჩაიყო და მონეტა ამოიღო, მერე შუაში ჩააგდო.
ლითონმა ქვაზე გაიწკარუნა და გაჩერდა.
ზეინი ჰაერში ახტა, ვინიც ასე მოიქცა. ორივემ იმ მონეტას უბიძ-
გა. მათი წონა თითქმის დაბალანსდა და ისინი მაღლა და უკან გა-
იტყორცნენ, როგორც V-ს ორი ნაწილი. ზეინი დატრიალდა და მო-
ნეტა უკან მოისროლა. ეს მონეტა შენობის კედელს მოხვდა, ზეინმა
მას უბიძგა და ვინისკენ გაიჭრა. უცებ ვინმა იგრძნო, რომ თავისი
მონეტების ქისას რაღაც ძალა ეძგერა, რაც მას ქვევით ჩავარდნას
უქადდა.
"რა თამაშს თამაშობ დღეს, ზეინ?" – გაიფიქრა მან, როცა ქისას
იხსნიდა. ქამარს მოწყვეტილი ქისა ძირს ჩავარდა. ვინმა მას უბიძგა
და ქისა ქვევით გაიტყორცნა. როცა ქისა ძირს დაეცა, ვინმა უკეთესი
ზეამგდები ძალა მიიღო. ის ქისას პირდაპირ ზევიდან უბიძგებდა, ზე-
ინი კი – გვერდიდან. ვინი ზევით აიჭრა, ღამის გრილ ჰაერში ზეინს
ჩაუქროლა და მის ჯიბეში მონეტებს უბიძგა.
ზეინი დაბლა ჩავარდა, მაგრამ მონეტებს ხელი წაავლო და ვი-
ნის ქისას უბიძგა. იგი ჰაერში გამოეკიდა. ვინი მას ზევიდან უბიძგებ-
და, თვითონ კი – პირიქით. რადგან ზეინი გაჩერდა, ვინი საკუთარმა
ბიძგმა უკან გადააგდო.
ვინი ზეინს შეეშვა და დაბლა ჩავარდა. ზეინი კი სულაც არ ჩავარ-
დნილა, იგი მორიგი ბიძგით ჰაერში აიჭრა და ისე გაქროლდა, რომ
არც სახურავებს და არც ქვაფენილს ფეხებს არ ახებდა.
"ის მიწისკენ ჩემ ჩათრევას ცდილობდა", – გაიფიქრა ვინმა, –
"ანუ ვინც პირველი დავარდება, ის წააგებს?"
232
ვინი ჰაერში შეტრიალდა. მონეტების ქისა ფრთხილი მოქაჩვით და-
იბრუნა, შემდეგ კი ძირს ისროლა და უბიძგა.
მან ფრენისას ქისას ისევ მოქაჩა, ხელი წაავლო და ზეინს ღამეში
თავზე ხელაღებულივით გაეკიდა. ცდილობდა, დასწეოდა. წყვდიადში
ჩაფლული ლუთადელი უფრო სუფთა ჩანდა, ვიდრე დღისით. ვინი ფერ-
ფლით დათხვრილ შენობებსა და ღუმლებიდან ამოსულ კვამლს ვეღარ
ხედავდა. მის ირგვლივ ოდესღაც სახელოვანი კეთილშობილების და-
ცარიელებული ციხე-კოშკები უტყვი მონოლითებივით იდგა. ამ მომა-
ჯადოებელი შენობებიდან ზოგი ნაკლებად მნიშვნელოვან კეთილშო-
ბილებს გადაეცა, ზოგი სამთავრობო შენობებად იქცა, ზოგი კი, მას შემ-
დეგ, რაც ელენდის ბრძანებით გაძარცვეს, უფუნქციოდ დარჩა – ვიტ-
რაჟები ჩაშავებულიყო, მათი ნიშები, ქანდაკებები და კედლის მხატ-
ვრობა აღარავის ახსოვდა. ვინმა არ იცოდა, ზეინი განზრახ მიდიოდა
ჰასტინგთა ციხესიმაგრისკენ, თუ, უბრალოდ, მის მახლობლად დაეწია
კაცს. ასე იყო თუ ისე, ზეინმა ვინის მიახლოება მაშინ შენიშნა, როცა ეს
უზარმაზარი ნაგებობა გამოჩნდა; გოგოსკენ შებრუნდა და მუჭით მონე-
ტები სტყორცნა.
ვინმა ამ მონეტებს არცთუ ისე გაბედულად უბიძგა. აშკარა იყო, რომ
როგორც კი ეს მონეტები ვინს შეეხებოდა, ზეინი ფოლადს ააალებდა
და უფრო მძლავრად უბიძგებდა. და თუ გოგო უბიძგებდა უფრო მძლავ-
რად, მაშინ ზეინის იერიში მას უკან გადააგდებდა. ვინმა შეძლო, რომ
მონეტები გვერდზე გაეტყორცნა.
ზეინმა ისევ ვინის მონეტების ქისას უბიძგა და ჰასტინგთა ციხე-კოშ-
კის ერთ-ერთი კედლის ასწვრივ ჰაერში აიჭრა. ვინი ამისთვის მზად
იყო. მან კალტყვია ააალა, ქისას ორივე ხელი ჩაავლო და შუაზე გაგ-
ლიჯა. მონეტები გადმოცვივდა და ზეინის ბიძგით მიწისკენ გაიტყორ-
ცნა. ვინმა ერთ-ერთ მათგანს უბიძგა. როგორც კი ის მონეტა ძირს და-
ვარდა, გოგო ჰაერში აიჭრა. ის აღმა შეტრიალდა და კალით გაძლიე-
რებულ სმენას ქვებზე დაცვენილი ლითონების ხმა მისწვდა. ვინი მონე-
ტებს ისევ იყენებდა, მაგრამ ისინი სხეულით არ უნდა ეტარებინა.

233
ვინი ზეინისკენ აიჭრა. ნაგებობის ერთ კოშკს მარცხნიდან უახ-
ლოვდებოდა. ჰასტინგთა სასახლე ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე
მშვენიერი რამ იყო. მის შუაში დიდი კოშკი იდგა – მაღალი, შთამ-
ბეჭდავი, განიერი – რომლის თავზე სამეჯლისო დარბაზი მდებარე-
ობდა. ამ ცენტრალური კოშკის გარშემო ექვსი უფრო მომცრო კოშ-
კი ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით იყო განლაგებული; თი-
თოეული სქელი კედლით უკავშირდებოდა ცენტრალურ კოშკს. ეს
მოხდენილი, მომაჯადოებელი ნაგებობა იყო. ვინი ეჭვობდა, რომ
ზეინმა იგი ამის გამო შეარჩია.
ვინი ზეინს უყურებდა. ზეინი საყრდენ მონეტას რაც უფრო შორ-
დებოდა, მისი ბიძგის ძალა სუსტდებოდა. კაცი ვინის ზევით, ნის-
ლში, შეტრიალდა. ის კედლის თავიდან ჯერ კიდევ საკმაოდ შორს
იყო. ვინმა ქვევით ჩაცვენილი მონეტებიდან რამდენიმეს მოქაჩა.
შეიძლებოდა, ისინი დასჭირვებოდა.
ზეინი მისკენ დაეშვა. ვინმა კაცის ჯიბეში მონეტებს გაუცნობიე-
რებლად უბიძგა და მერეღა მოისაზრა, რომ ზეინს სწორედ ეს სურ-
და. ამან კაცი მაღლა ააგდო, ვინი კი დაბლა დაქანდა. ვარდნისას
გოგომ იმ მონეტებს ჩაუფრინა, რომლებიც ჰაერში ააგდო. მან
ერთს მოქაჩა და ხელი წაავლო, მერე მეორეს უბიძგა და გვერდზე,
კედლისკენ გატყორცნა.
ვინი გვერდით გაქანდა. ზეინმა მის გვერდით ჩაიქროლა და ნის-
ლი აამღვრია. მალე ზეინი ისევ მაღლა ავარდა – ალბათ, რომელი-
მე ძირს ჩავარდნილ მონეტას იყენებდა – და ვინს ორივე მუჭით მო-
ნეტები სტყორცნა.
ვინი დატრიალდა და მონეტების აცილება დაიწყო. მონეტები მის
ირგვლივ დაქროდა და ესმოდა, რომ ზოგი მათგანი უკან, ნისლში,
რაღაცას ეჯახებოდა. კიდევ ერთი კედელი გამოჩნდა. ვინისა და ზე-
ინის სავარჯიშო ბრძოლა ნაგებობის ორ კოშკს შორის მიმდინარე-
ობდა. მათ ორივე მხარეს კუთხოვანი კედლები იყო, ცენტრალური
კოშკი კი ახლოდან მოჩანდა. ისინი ქვის კედლებისგან შემდგარი
სამკუთხედის წვეროს მახლობლად იბრძოდნენ.
234
ზეინი გოგოსკენ გაიჭრა. ვინმა უბიძგა, მაგრამ გააცნობიერა, რომ
კაცს მონეტები აღარ ჰქონდა, თუმცა ის უკან რაღაცას უბიძგებდა. ეს ის
მონეტა იყო, რომელიც ვინმა კედელს შეანარცხა. გოგომ საკუთარ
თავს მაღლა უბიძგა და სცადა, გზიდან გასცლოდა, მაგრამ ზეინიც მაღ-
ლა აიჭრა.
კაცი მას ჰაერში შეეჯახა და ძირს ჩაცვივდნენ. როცა ბზრიალით
დაბლა დაეშვნენ, ზეინმა გოგოს მკლავებში ხელები წაავლო და სახე
ახლოს მიუტანა. კაცი გაბრაზებული, ან, თუნდაც, დაძაბულიც კი არ
ჩანდა. სრულიად მშვიდად იყო.
– აი, სწორედ ეს ვართ ჩვენ, ვინ, – მშვიდად თქვა ზეინმა.
ვარდნისას მათ ირგვლივ ქარი და ნისლი დაქროდა. ვინის ნის-
ლსაფრის ლენტები ზეინის ირგვლივ ფარფატებდა.
– რატომ თამაშობ მათ თამაშებს? რატომ აძლევ მათ ნებას, რომ გა-
კონტროლონ?
ვინმა ხელი ზეინის მკერდისკენ გაიშვირა და ხელისგულში მოქცე-
ულ მონეტას უბიძგა. ბიძგის ძალამ გოგო ტყვეობისგან იხსნა, ზეინი კი
მაღლა და უკან გატყორცნა. ვინმა მიწიდან მხოლოდ რამდენიმე სან-
ტიმეტრის სიმაღლეზე მოახერხა თავის შემაგრება, მიწაზე დაცვენილ
მონეტებს უბიძგა და ისევ მაღლა აიჭრა.
სიბნელეში ზეინს ჩაუქროლა და მის სახეზე ღიმილი შენიშნა. ვინმა
მიწისკენ მიმავალ ლურჯ ხაზებზე გაამახვილა ყურადღება, შემდეგ კი
რკინა ააალა და ყველა ერთდროულად მოქაჩა. გაკვირვებულ ზეინს
მონეტებმა ჩაუქროლა.
ვინმა რამდენიმე მონეტას ხელი წაავლო.
"ვნახოთ, ჰაერში ახლაც თუ დარჩები", – ღიმილით გაიფიქრა გო-
გომ, სხვა მონეტებს უბიძგა და ღამის წყვდიადი გაფანტა. ზეინი ვარ-
დნას აგრძელებდა.
ვინმაც ვარდნა დაიწყო. ყველა მხარეს მონეტები ისროლა, მერე კი
უბიძგა. ეს მონეტები ნისლში ქვის კედლებისკენ გაიჭრა. კედლებს შე-
ასკდა და ვინი ჰაერში გაჩერდა.

235
გოგო მძლავრად ბიძგებას აგრძელებდა და ჰაერში რჩებოდა. ის
ქვემოდან მოქაჩვას ელოდა.
"თუ ის მომქაჩავს, მეც მოვქაჩავ", – გაიფიქრა ღიმილით, – "ჩვენ
ორივე ძირს ვვარდებით და ჩვენ შორის, ჰაერში, მონეტებია. ის ძირს
პირველი დავარდება".
ვინს მონეტამ ჩაუქროლა.
"რა?! ეს მონეტა საიდან ჰქონდა?!" ვინი დარწმუნებული იყო,
რომ ძირს დავარდნილი ყველა მონეტა საკმარისად შორს მოისრო-
ლა.
მონეტა ნისლში მაღლა აიჭრა და ალომანტის თვალისთვის ხი-
ლული ლურჯი ხაზი დატოვა. მონეტამ ვინის მარჯვნივ, კედლის თავს
მიაღწია. გოგომ ძირს ჩაიხედა და დაინახა, რომ ზეინი შენელდა, მე-
რე კი მაღლა აიჭრა. კაცი კედლის თავზე ქვას გამოდებულ მონეტას
ქაჩავდა. მან ვინს თვითკმაყოფილი გამომეტყველებით ჩაუქროლა.
"გაჩვენებ შენ", – დაიმუქრა ვინი; მონეტა მარცხნივ გაუშვა და
კვლავ მარჯვნივ ბიძგება გააგრძელა. გოგო მარცხნივ გაიჭრა და
კინაღამ კედელს შეასკდა, სანამ მას კიდევ ერთ მონეტას სტყორ-
ცნიდა. ვინმა ერთ-ერთ მონეტას უბიძგა და ზევით და მარჯვნივ გაქ-
როლდა. მორიგმა მონეტამ ის ზევით და მარცხნივ აისროლა და
ვინმა ასე გააგრძელა კედლებს შორის ქროლვა მანამ, სანამ კედ-
ლის კიდეს არ გადასცდა.
გოგომ გაიღიმა და ჰაერში დატრიალდა. ზეინმა, რომელიც კედ-
ლის თავზე ჰაერში ლივლივებდა, ვინს მოწონების ნიშნად თავი და-
უქნია. გოგომ შენიშნა, რომ ზეინს მის მიერ გატყორცნილი რამდე-
ნიმე მონეტა ჩაეგდო ხელში.
"დროა, ერთი მცირე იერიში მეც მივიტანო", – გაიფიქრა ვინმა.
მან ზეინის ხელში მონეტებს უბიძგა და ზევით აიჭრა, თუმცა ზე-
ინი კედლის თავზე მოთავსებულ მონეტაზე ბიძგებას კვლავ აგრძე-
ლებდა და არ ჩავარდნილა. ამის ნაცვლად, კაცი ჰაერში ორ ძალას
შორის გამოეკიდა – თავისი ბიძგი მას მაღლა ეწეოდა, ვინის ბიძგი
კი დაბლა ექაჩებოდა.
236
ვინს კაცის დაძაბული ქშენა მოესმა და უფრო მძლავრად უბიძგა,
მაგრამ ამ მოქმედებაზე იმდენად ჰქონდა ყურადღება გადატანილი,
რომ ვერ შენიშნა, მეორე ხელით როგორ სტყორცნა ზეინმა მონეტა.
ვინმა სცადა, ამ მონეტისთვის ებიძგებინა, მაგრამ, საბედნიეროდ,
ეს მონეტა ასცდა... ახლოს ჩაუქროლა.
ან, შესაძლოა, ზეინი მას არც უმიზნებდა. უცებ მონეტა უკან წამოვი-
და და ვინს ზურგში ეძგერა. ზეინმა მას მძლავრად მოქაჩა და ლითონის
ეს ნაჭერი ვინის კანში ჩაიძირა. გოგომ შეჰყვირა და კალტყვია ააალა,
რომ მონეტას მასში არ გაევლო.
ზეინი არ ცხრებოდა. ვინმა კბილები ერთმანეთს დააჭირა, მაგრამ
ზეინი მასზე ბევრად მეტს იწონიდა. გოგო სიბნელეში კაცისკენ დაეშვა.
ვინმა მას ძალუმად უბიძგა, რათა ამ ბიძგს ისინი ერთმანეთისთვის და-
ეშორებინა. მონეტა ვინს ზურგში მტკივნეულად ესობოდა.
"შენზე დიდი წონის ადამიანს ბიძგებაში არ შეება, ვინ", – გააფ-
რთხილა ერთხელ კელსიერმა, – "თუ საკმარისი წონა არ გექნება, და-
მარცხდები".
ვინმა ზეინის ხელში მოქცეულ მონეტაზე ბიძგება შეწყვიტა და, ზურ-
გში ჩასობილი მონეტის ზემოქმედებით, მაშინვე ძირს ჩავარდა. გოგომ
ამ მონეტას ოდნავ უბიძგა, ცოტათი სული მოითქვა და ბოლო მონეტა
კედელს ესროლა. ბოლო წამს მონეტა კედელს შეენარცხა და ბიძგმა
ვინი, რომელიც ზეინსა და თავის მონეტას შორის იყო მოქცეული, მო-
შორებით გატყორცნა.
ზეინს თავის მიერვე ნასროლი მონეტა მკერდში მოხვდა და შეჰყვი-
რა. აშკარად იმას ცდილობდა, რომ ვინს ისევ შესჯახებოდა. გოგომ გა-
იღიმა და იმ მონეტას მოქაჩა, რომელიც ზეინს ხელში ეჭირა.
"მგონი, ის მივეცი, რაც სურდა", – გაიფიქრა ვინმა.
ზეინი დროულად შებრუნდა და დაინახა, რომ გოგო დატრიალდა.
ვინი გამარჯვებას ელოდა, კედლის თავზე ტრიალებდა, მერე კი რაღაც
შენიშნა. რამდენიმე ლურჯი ხაზი შორს უჩინარდებოდა. ზეინმა ყველა
მონეტას უბიძგა და შორს გატყორცნა.

237
სასოწარკვეთილმა ვინმა ერთ მონეტას მოქაჩა, თუმცა უკვე მე-
ტისმეტად გვიანი იყო. გოგო ლითონს გამალებით ეძებდა, მაგრამ
ყველაფერი ქვისა და ხის ხვდებოდა. თავგზაარეული ვინი ქვის კე-
დელს შეასკდა, ნისლსაფარში გაიხლართა და ბოლოს კედლის
ქვის კარნიზთან შეჩერდა.
გოგომ თავი გააქნია და კალა ააალა. მისი მხედველობა და სხვა
გრძნობები დაიწმინდა. აშკარა იყო, უკეთესი დღე არც ზეინს ადგა.
წესით, ისიც უნდა ჩავარდნილიყო, მაგრამ რამდენიმე სანტიმეტრის
იქით ჰაერში იყო გამოკიდებული. კაცმა მონეტა იპოვა – ვინი ვერ
ხვდებოდა, ეს როგორ მოახერხა – და მასზე ბიძგებას აგრძელებდა,
თუმცა სწრაფად არ გაქანებულა. კედლის თავზე, რამდენიმე სანტი-
მეტრის მოშორებით ლივლივებდა, ვინის დარტყმის ზემოქმედება
ჯერაც არ შემწყდარიყო.
ვინმა დაინახა, რომ ზეინი ჰაერში ისე დატრიალდა, როგორც
კეტს დაყრდნობილი დახელოვნებული აკრობატი. ხელი ქვევით და-
ეშვა; ეტყობოდა, რომ თავს კარგად აკონტროლებდა; მკლავების,
მკერდისა და სახის კუნთები დაჭიმული ჰქონდა. ჰაერში დატრიალ-
და და ვინს შეხედა.
ვინი აღფრთოვანებით უყურებდა. მონეტაზე ოდნავი ბიძგება და
შესაბამისი ძალის მართვა შესაძლებელი იყო, მაგრამ წარმოუდ-
გენლად რთული, იმდენად რთული, რომ ეს კელსიერსაც კი უჭირ-
და. ნისლქმნილი მეტწილად ძალის ხანმოკლე აფეთქებებს იყენებ-
და. მაგალითად, ვინი, როცა ვარდებოდა, მონეტას ისროდა და მას-
ზე მოკლე, მაგრამ მძლავრი ბიძგით ნელდებოდა ხოლმე, რათა სა-
კუთარი ინერცია გაებათილებინა.
მას არასოდეს ენახა ალომანტი, რომელსაც იმდენი კონტროლი
შეეძლო, რამდენიც ზეინს. მონეტაზე ფაქიზად ბიძგების უნარი
ბრძოლაში ნაკლებად გამოადგებოდა. ამას აშკარად დიდი ყურად-
ღება სჭირდებოდა, თუმცა გრაციოზული იყო და ზეინის ასეთი მოძ-
რაობები ვინზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა.

238
ალომანტია მხოლოდ ბრძოლისა და მკვლელობისთვის არ არსე-
ბობდა. ამას ოსტატობა და გრაციოზულობა სჭირდებოდა. ეს მშვენიე-
რი რამ იყო.
ზეინი შებრუნდა, გაიმართა და კედელზე ნელა დაეშვა. ვინს შე-
ხედა, რომელიც ისევ ქვებზე იწვა. ამ მზერაში ზიზღის ნატამალიც არ
ჩანდა.
– ძალიან უნარიანი და ძლიერი ხარ, – უთხრა ზეინმა.
ის მაღალი და შთამბეჭდავი იყო, როგორც... კელსიერი.
– დღეს სასახლეში რატომ მოხვედი? – ჰკითხა ვინმა და გაჭირვე-
ბით წამოდგა.
– რომ მენახა, როგორ გეპყრობოდნენ. მითხარი, ვინ, რა უბიძგებთ
ნისლქმნილებს – უნარების გარდა – რომ მონებივით ასე მონდომებით
იმოქმედონ?
– მონებივით? – ჰკითხა ვინმა.
ზეინმა თავი გააქნია.
– ისინი შენ გიყენებენ, ვინ.
– ზოგჯერ კარგია, რომ სასარგებლო იყო.
– ამ სიტყვებს უსაფრთხოება გალაპარაკებს.
ვინი ერთხანს ჩუმად იყო, შემდეგ კი მას შეხედა:
– ბოლოს ის მონეტა საიდან გქონდა? ახლომახლო არ ყოფილა.
ზეინმა გაიღიმა, პირი გააღო და მონეტა გადმოაგდო, რომელიც
ქვებზე წკარუნით დაეცა. ვინს თვალები გაუფართოვდა.
"ალომანტი ადამიანის სხეულში მოქცეულ ლითონზე ვერ მოქმე-
დებს... ეს ხომ ასე მარტივი ოინია. რატომ არ მომაფიქრდა ეს მე?" –
გაიფიქრა გოგომ, – "კელსიერს რატომ არ მოაფიქრდა?"
ზეინმა თავი გააქნია.
– ჩვენი ადგილი მათთან არ არის, ვინ. ჩვენი ადგილი მათ სამყარო-
ში არ არის. ჩვენი ადგილი აქ არის, ნისლში.
– ჩემი ადგილი იქ არის, სადაც ვუყვარვარ, – მიუგო ვინმა.

239
– უყვარხარ? – მშვიდად ჰკითხა ზეინმა, – მითხარი, ესმით მათ
შენი, ვინ? შეუძლიათ შენი გაგება? შეუძლია კი ადამიანს, რომ უყ-
ვარდეს ის, ვისიც არ ესმის?
ერთხანს ის ვინს უყურებდა. როცა გოგომ არ უპასუხა, ზეინმა თავი
ოდნავ დაუკრა, ცოტა ხნის წინ ძირს დაგდებულ მონეტას უბიძგა და
ისევ ნისლში აიჭრა.
ვინი არ დასდევნებია. ზეინის სიტყვებს იმაზე უფრო მეტი წონა
ჰქონდა, ვიდრე კაცს, შესაძლოა, ესმოდა. "ჩვენი ადგილი მათ სამ-
ყაროში არ არის..." მას არ შეეძლო სცოდნოდა, რომ ვინი თავის ად-
გილზე ფიქრობდა; ვერ გაეგო, კეთილშობილი ქალი იყო, მკვლელი
თუ ვიღაც სხვა.
ზეინის სიტყვები რაღაც მნიშვნელოვანს ნიშნავდა. კაცი თავს გა-
რიყულად გრძნობდა, რითაც ცოტათი ვინს ჰგავდა. ეს ნამდვილად
მის სისუსტეს წარმოადგენდა. შესაძლო იყო, რომ ვინს სტრაფის წი-
ნააღმდეგ ზეინის გამოყენება მოეხერხებინა... ზეინის სურვილი,
რომ ვინთან სავარჯიშო ბრძოლები გაემართა, ზეინის სურვილი,
რომ საკუთარი თავი გაემჟღავნებინა, რაც ასე აშკარა იყო...
ვინმა გრილი, ნისლით გაჯერებული ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
გული ჯერ კიდევ გამალებით უცემდა. თავს დაღლილად, თუმცა
ცოცხლად გრძნობდა იმასთან ბრძოლის შემდეგ, ვინც მართლა
მასზე უკეთესი იყო. მიტოვებული ციხე-კოშკის კედელზე, ნისლში
მდგომმა ვინმა რაღაც გადაწყვიტა.
მას ზეინთან სავარჯიშო ბრძოლები უნდა გაეგრძელებინა.
ნეტავ სიღრმეც სწორედ მაშინ არ მოსულიყო და, საფრთხის შექ-
მნით, სასოწარკვეთილების უფსკრულში არ ჩაეთრია ადამიანთა
რწმენა და ქმედებები.

18
– მოკალი, – ჩურჩულებდა ღმერთი.

240
ზეინი ნისლში მშვიდად ეკიდა და ელენდ ვენტურის აივნის ღია კარ-
ში იყურებოდა. მის გარშემო ნისლი ბრუნავდა და მეფის თვალთაგან
ფარავდა.
– შენ ის უნდა მოკლა, – ისევ უთხრა ღმერთმა.
გარკვეულწილად ზეინს ელენდი სძულდა, თუმცა იმ დღეს პირ-
ველად შეხვდა. ელენდს ის ყველაფერი ჰქონდა, რაც ზეინს უნდა ჰქო-
ნოდა. ის დაფასებული, პატივდებული და განებივრებული იყო; ზეინს
მტრობდა, გზაზე ეღობებოდა. სტრაფს – და შესაბამისად, ზეინს – ცენ-
ტრალური დომინიონის მართვის საშუალებას არ აძლევდა, მაგრამ ის
ზეინის ძმა იყო.
ზეინი ნისლში დაეშვა და მიწაზე ვენტურთა ციხე-კოშკის გარეთ დახ-
ტა. მერე საყრდენებს მოქაჩა და ხელი წაავლო – ეს სამი პატარა ნაჭე-
რი იყო, რომლებსაც უბიძგებდა, რომ ჰაერში თავი შეემაგრებინა. ვინი
მალე დაბრუნდებოდა და ზეინს არ უნდოდა, ამ დროს სასახლესთან
ყოფილიყო. გოგო უცნაურად ხვდებოდა ხოლმე, თუ სად იყო ზეინი. ვი-
ნის შეგრძნებები უფრო გამძაფრებული იყო, ვიდრე ნებისმიერი ალო-
მანტის, ვისაც კი ზეინი იცნობდა ან შებრძოლებოდა. ვინი ხომ თვით გა-
დარჩენილმა გაწვრთნა.
"კარგი იქნებოდა, კელსიერი გამეცნო", – ფიქრობდა ქუჩაში მიმა-
ვალი ზეინი, – "ის იყო ადამიანი, რომელსაც ნისლქმნილის ძალა ეს-
მოდა; ადამიანი, რომელსაც სხვები ვერ მართავდნენ; ადამიანი, რომე-
ლიც იმას აკეთებდა, რაც უნდა გაკეთებულიყო, მიუხედავად იმისა, თუ
რა დაუნდობლად ჩანდა". ყოველ შემთხვევაში, ჭორები ამას ამბობდა.
ზეინი ციხე-კოშკის გარე კედელთან შეჩერდა. დაიხარა, ქვაფენი-
ლის ერთ-ერთი ქვა ასწია და ელენდის სასახლეში შეგზავნილი თავისი
ჯაშუშის მიერ დატოვებული გზავნილი იპოვა. მერე მონეტა კვლავ ძირს
დააგდო და ღამის წყვდიადში გაქანდა.
ზეინი უჩუმრად სულაც არ დაძვრებოდა ხოლმე, არც ფარულად და-
ცოცავდა და არც შეუმჩნევლად დადიოდა. კაცმა რომ თქვას, მას და-
მალვაც კი არ უყვარდა.

241
ის ვენტურის არმიის ბანაკს მტკიცე ნაბიჯით მიადგა. ფიქრობდა,
რომ ნისლქმნილები თავიანთი არსებობის განმავლობაში თითქმის
სულ იმალებოდნენ. მართალია, ანონიმურობა გარკვეულ თავისუფ-
ლებას იძლეოდა, მაგრამ, ზეინის გამოცდილებით, ეს მათ უფრო ზღუ-
დავდა, ვიდრე ათავისუფლებდა. ფარულად ყოფნა ნისლქმნილთა კონ-
ტროლის საშუალებას წარმოადგენდა; საზოგადოებას კი შეეძლო,
თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს ნისლქმნილები არ არსებობდნენ.
ზეინი მცველებისკენ გაემართა. ორი ჯარისკაცი დიდ ცეცხლთან
იჯდა. კაცმა თავი გააქნია. ეს მცველები აშკარად უსარგებლონი იყ-
ვნენ, რადგან მათ ცეცხლის სინათლე აბრმავებდა. ჩვეულებრივ
ადამიანებს ნისლის ეშინოდათ, ამიტომ, მათ, ფაქტობრივად, ფასი
ეკარგებოდათ. ეს ქედმაღლობა კი არა, უბრალო ფაქტი იყო. ალო-
მანტები ჩვეულებრივ ადამიანებზე უფრო სასარგებლონი და შესა-
ბამისად, უფრო ღირებულნი იყვნენ. ზეინი ამიტომაც იყურებოდა
წყვდიადში კალით გაძლიერებული მზერით. ეს ჯარისკაცები აქ
ფორმალურობის გამო უფრო ისხდნენ, ვიდრე დაცვისთვის.
– დახოცე ისინი, – უბრძანა ღმერთმა, როცა მათ მიუახლოვდა.
ზეინმა ამ ხმას ყურადღება არ მიაქცია, თუმცა ეს სულ უფრო ძნელი
ხდებოდა.
– ჰეი! – შესძახა ერთ-ერთმა მცველმა და შუბი მოიღერა, – ეს
ვინ არის?
ზეინმა შუბს დაუდევრად უბიძგა და მისი ბუნიკი მაღლა ასწია.
– ვინ იქნება სხვა? – გამოცრა კბილებში და ცეცხლის სინათლე-
ზე გამოვიდა.
– ლორდი ზეინი! – თქვა მეორე ჯარისკაცმა.
– მეფეს მოუხმეთ, – უთხრა მათ ზეინმა და გვერდით ჩაუარა, –
უთხარით, რომ მთავარ კარავში შემხვდეს.
– მაგრამ, ბატონო, – უთხრა მცველმა, – უკვე გვიანია. შესაძ-
ლოა, მის უდიდებულესობას...
ზეინი შებრუნდა და მცველს შეხედა. მათ შორის ნისლი ბრუნავ-
და. ზეინს ამ ჯარისკაცზე ემოციური ალომანტიის გამოყენებაც კი არ
242
სჭირდებოდა. მან, უბრალოდ, სამხედრო სალამი მისცა და ბრძანების
შესასრულებლად წყვდიადში გაუჩინარდა.
ზეინმა ბანაკი გადასერა. არც ფორმა ეცვა და არც ნისლსაფარი,
მაგრამ სადაც გაივლიდა, ჯარისკაცები ჩერდებოდნენ და ესალმებოდ-
ნენ. ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ისინი მას იცნობდნენ, იცოდნენ, რასაც
წარმოადგენდა და ისიც იცოდნენ, რომ მისთვის პატივი უნდა ეცათ.
და მაინც, სტრაფს რომ თავისი უკანონო ვაჟი არ დაემალა, ზეინი
ისეთი მძლავრი იარაღი არ იქნებოდა, როგორიც ახლაა – ამას აღია-
რებდა გულის სიღრმეში. ამ გასაიდუმლოებამ ზეინი აიძულა, ფარუ-
ლად ეცხოვრა, სანამ ნახევარძმა, ელენდი, დიდ პატივში იყო. სტრაფი
ზეინს უმეტესად მალავდა. ახლაც კი, როცა სტრაფის ნისლქმნილის შე-
სახებ ჭორები უფრო ფართოდ ვრცელდებოდა, ცოტა თუ ხვდებოდა
იმას, რომ ზეინი სტრაფის ვაჟი იყო.
გარდა ამისა, მკაცრმა ბავშვობამ – და საერთოდ, ცხოვრებამ – ზე-
ინს საკუთარი თავის გადარჩენა ასწავლა. მტკიცე და ძლიერი გახდა.
ეს ისეთი რამეები იყო, რასაც, როგორც თავად ეჭვობდა, ელენდი ვე-
რასოდეს გაიგებდა. თუმცა ამ ყველაფრის სავალალო შედეგი ის იყო,
რომ ამან იგი გააგიჟა.
– მოკალი, – უჩურჩულა ღმერთმა, როცა ზეინმა მორიგ მცველს
ჩაუარა. ყოველთვის, როცა ვინმეს ხედავდა, ეს ხმა ჩაესმოდა. ეს ხმა
ზეინს ჩუმად და მუდმივად თან სდევდა. ის იაზრებდა, რომ ჭკუიდან გა-
დაცდა. ყველაფრის გათვალისწინებით, ეს არცთუ ისე ძნელი დასადგე-
ნი იყო. ნორმალურ ადამიანებს ხმები არ ჩაესმით, ზეინს კი ჩაესმოდა.
თუმცა შეშლილობა მას არაგონივრული ქცევის გამართლებად სუ-
ლაც არ მიაჩნდა. ზოგი უსინათლო იყო, ზოგს ცუდი ხასიათი ჰქონდა,
ზოგს კი ხმები ჩაესმოდა. საბოლოოდ ეს ყველაფერი სულ ერთი იყო.
ადამიანს თავისი ნაკლი კი არ განსაზღვრავდა, არამედ ის, თუ როგორ
ახერხებდა მის დაძლევას.
ასე რომ, ზეინი ამ ხმას ყურადღებას არ აქცევდა. მაშინ კლავდა,
როცა თვითონ უნდოდა, და არა მაშინ, როცა ამას ეს ხმა უბრძანებდა.
მისი აზრით, საკმაოდ იღბლიანი იყო. სხვა შეშლილებს მოჩვენებები
243
ჰქონდათ, არც ილუზიებისა და რეალობის გარჩევა შეეძლოთ. ზე-
ინი კი საკუთარ თავს მართავდა. ყოველ შემთხვევაში, მეტწილად
ახერხებდა ამას.
მან მთავარი კარვის კალთებზე მიმაგრებულ ლითონის საბნე-
ვებს უბიძგა. კარვის კალთები უკან წავიდა და ორივე მხარეს
მდგომმა ჯარისკაცებმა ზეინს სამხედრო სალამი მისცეს. იგი დაიხა-
რა და კარავში შევიდა.
– ჩემო ბატონო! – შესძახა მას ღამის მცველთა მეთაურმა.
– მოკალი, – უთხრა ღმერთმა, – ის არც ისე მნიშვნელოვანია.
– ქაღალდი, – ბრძანა ზეინმა და დიდ მაგიდასთან მივიდა.
მცველმა მოჩხრიკა და ფურცლების დასტა მონახა. ზეინმა კალმის
წვერს მოქაჩა და ხელი წაავლო, მცველმა კი მელანი მიუტანა.
– აი, ჯარის განლაგება და ღამის მზვერავები, – თქვა ზეინმა,
რომელიც ფურცელზე რაღაც რიცხვებს წერდა და დიაგრამებს ხა-
ზავდა, – მათ ამ ღამით დავაკვირდი, როცა ლუთადელში ვიყავი.
– ძალიან კარგი, ჩემო ბატონო, – მიუგო ჯარისკაცმა, – თქვენს
დახმარებას ძალიან ვაფასებთ.
ზეინი ერთხანს გაჩერდა, შემდეგ კი ნელა განაგრძო წერა.
– ჯარისკაცო, ჩემზე აღმატებული არ ხარ. ჩემი თანასწორიც კი
არ ხარ. თქვენ კი არ "გეხმარებით", არამედ ჩემი არმიის საჭიროე-
ბებიდან გამომდინარე ვმოქმედებ. გასაგებია ეს შენთვის?
– რა თქმა უნდა, ჩემო ბატონო.
– ძალიან კარგი, – თქვა ზეინმა, შენიშვნები დაასრულა და ფურ-
ცელი ჯარისკაცს გადასცა, – ახლა კი წადი, თორემ მეგობრის შემო-
თავაზებას გავითვალისწინებ და ამ კალამს ყელში ჩაგასობ.
ჯარისკაცმა ფურცელი გამოართვა და სწრაფად გავიდა. ზეინი
მოუთმენლად იცდიდა. სტრაფი არ ჩანდა. ბოლოს ზეინმა ხმადაბლა
შეიკურთხა, კარვის კალთებს უბიძგა და გარეთ გავიდა. სტრაფის
კარავი ღამეში კაშკაშა წითელი შუქურასავით მოჩანდა – მრავალი
სანათით კარგად იყო განათებული. ზეინმა მცველებს ჩაუარა, რომ-

244
ლებმაც იცოდნენ, რომ მისი შეწუხება არ ღირდა, და მეფის კარავში შე-
ვიდა.
სტრაფი ნაგვიანევად ვახშმობდა. მაღალი კაცი იყო და ყავისფე-
რი თმა ჰქონდა, როგორც მის ორივე ვაჟს, ყოველ შემთხვევაში, ორ
მნიშვნელოვანს. არისტოკრატის დახვეწილი ხელებით მოხდენი-
ლად ჭამდა. არც კი გაუხედავს ზეინისკენ, მხოლოდ ეს უთხრა:
– გვიან მოხვედი.
– მოკალი, – ჩასძახა ღმერთმა.
ზეინმა მუშტები შეკრა. შინაგანი ხმის ეს ბრძანება ყველაზე უფრო
ძნელად უგულებელსაყოფი იყო.
– ჰო, გვიან მოვედი.
– ამ ღამით რა მოხდა? – ჰკითხა სტრაფმა.
ზეინმა მსახურებს გადახედა.
– ამაზე მთავარ კარავში უნდა ვლაპარაკობდეთ.
სტრაფი წვნიანის ხვრეპას განაგრძობდა, ადგილიდან ფეხს არ იც-
ვლიდა, რითიც ანიშნებდა, რომ ვაჟი მას ვერაფერს უბრძანებდა. ზე-
ინისთვის ეს გამაღიზიანებელი იყო, თუმცა მოულოდნელი სულაც არა.
ზეინმა ხომ ღამის მცველთა მეთაურთან სულ ცოტა ხნის წინ აშკარად
იგივე ტაქტიკა გამოიყენა. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ საუკეთესოსგან
სწავლობდა.
ზეინმა ამოიხვნეშა და დაჯდა, ხელებით მაგიდას დაეყრდნო და სა-
ნამ მამამისს უყურებდა, რომელიც ჭამდა, სუფრის დანას ზანტად ატ-
რიალებდა. მას მსახური მიუახლოვდა, რომ ეკითხა, უნდოდა თუ არა
ჭამა, მაგრამ ხელის აქნევით უკან გააბრუნა.
– სტრაფი მოკალი, – უბრძანა ხმამ, – მის ადგილზე შენ უნდა იყო.
მასზე ძლიერი ხარ. უფრო მცოდნე ხარ.
"მაგრამ მასავით საღად ვერ ვაზროვნებ", – გაიფიქრა ზეინმა.
– აბა? – ჰკითხა სტრაფმა, – აქვთ თუ არა მათ მბრძანებლის
ატიუმი?
– დარწმუნებული არ ვარ, – მიუგო ზეინმა.
– ის გოგო გენდობა? – ჰკითხა სტრაფმა.
245
– თანდათან. ერთხელ ვნახე, რომ ატიუმს იყენებდა, როცა სეტის
მიგზავნილ მკვლელებს ებრძოდა.
სტრაფმა თავი ფიქრიანად დაუქნია. ეს კაცი მართლა გამოცდილი
იყო. მისი წყალობით ჩრდილოეთის დომინიონს ის ქაოსი ასცდა,
რომელშიც უკანასკნელი იმპერიის დანარჩენი ნაწილები იყო გახ-
ვეული. სტრაფი სკაას აკონტროლებდა, მას კეთილშობილთა წრეც
ემორჩილებოდა. სიმართლე რომ ითქვას, იგი იძულებული გახდა,
რომ ბლომად ხალხი დაესაჯა, რათა მდგომარეობა განემტკიცები-
ნა, მაგრამ სტრაფმა ის ქნა, რაც საჭირო იყო. ზეინი ყველაზე მეტად
ამ თვისებას აფასებდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თვითონ
ამის გაკეთება უჭირდა.
– მოკალი! – უყვიროდა ღმერთი, – შენ ხომ ის გძულს! გმალავ-
და და იძულებული გაგხადა, რომ ბავშვობაში გადარჩენისთვის გებ-
რძოლა.
"ამან მე უფრო ძლიერად მაქცია", – ფიქრობდა ზეინი.
– მაშინ ეგ ძალა მის მოსაკლავად გამოიყენე!
ზეინმა მაგიდიდან დანა აიღო. სტრაფმა ვაჟს ახედა და ოდნავ გა-
იღიმა, როცა ზეინმა იარაღი მკლავზე დაისვა. მკლავის ზედა ნაწი-
ლი გრძლად გადაისერა და სისხლი წამოუვიდა. ტკივილი ამ ხმას-
თან გამკლავებაში ეხმარებოდა.
სტრაფი ერთხანს უყურებდა, შემდეგ მსახურს ანიშნა, ზეინის-
თვის პირსახოცი მოეტანა, რათა სისხლით ხალიჩა არ დაესვარა.
– შენ მას ატიუმის გამოყენება უნდა აიძულო, – თქვა სტრაფმა,
– შესაძლოა, ელენდმა ცოტაოდენი მოაგროვა. სიმართლეს მხო-
ლოდ იმ შემთხვევაში შევიტყობთ, თუ გოგო გამოიყენებს, – ცოტა
ხანს გაჩუმდა და ჭამა განაგრძო, – უნდა ათქმევინო, სად დამალეს,
თუკი აქვთ.
ზეინი იჯდა და უყურებდა, გაჭრილი მკლავიდან სისხლი როგორ
მოდიოდა:
– იგი უფრო ნიჭიერია, ვიდრე გგონია, მამა.
სტრაფმა წარბი ასწია.
246
– იმას ხომ არ მეუბნები, რომ ის ამბები გჯერა, ზეინ? მასთან და
მბრძანებელთან დაკავშირებული ტყუილები გჯერა?
– საიდან იცი, რომ ტყუილებია?
– ელენდის წყალობით, – მიუგო სტრაფმა, – ეს ბიჭი სულელია. ქა-
ლაქს მხოლოდ იმიტომ მართავს, რომ ყველა კეთილშობილი, რომელ-
საც თავში ტვინის ნატამალი ჰქონდა, ლუთადელიდან გაიქცა. ის გოგო
იმდენად ძლიერი რომ ყოფილიყო, მბრძანებელი დაემარცხებინა, მა-
შინ გულწრფელად მეეჭვება, რომ შენი ძმა მისი ერთგულების მოპოვე-
ბას ოდესმე შეძლებდა.
ზეინმა დანა მკლავზე ისევ დაისვა. იმდენად ღრმად არ ჭრიდა, რომ
ზიანი მისდგომოდა, ტკივილი კი სათანადოდ მოქმედებდა. ბოლოს და
ბოლოს, სტრაფმა საჭმელს თავი დაანება. ის მალავდა, რომ შეფიქრია-
ნებული იყო. ზეინს გულის სიღრმეში სიამოვნებდა, რომ მამამისის
თვალებში ასეთ მზერას ხედავდა. ალბათ, ეს მისი სიგიჟის გვერდით
ეფექტს წარმოადგენდა.
– ასეა თუ ისე, ელენდს შეხვდი?
ზეინმა თავი დაუქნია და მსახურ გოგოს მიუბრუნდა.
– ჩაი, – დაუძახა და ჯანმრთელი ხელი დაუქნია, – ელენდი გაკვირ-
ვებული იყო. მას შენთან შეხვედრა უნდოდა, მაგრამ შენს ბანაკში მოს-
ვლის აზრი აშკარად არ მოეწონა. მეეჭვება, რომ მოვიდეს.
– შესაძლოა, – მიუგო სტრაფმა, – მაგრამ ამ ბიჭის სისულელეს სა-
თანადოდ არ აფასებ. ნებისმიერ შემთხვევაში, შეიძლება ახლა მას ეს-
მის, ჩვენი ურთიერთობა როგორ წარიმართება.
"რა არაგულწრფელობაა", – გაიფიქრა ზეინმა. ამ გზავნილის გაგ-
ზავნით ხომ სტრაფმა ნათელყო ის, რომ ელენდი მას ვერაფერს უბრძა-
ნებდა და სტრაფი მის გამო თავსაც კი არ შეიწუხებდა.
"თუმცა ალყის თავს მოხვევა უკვე შეწუხებაა", – ღიმილით გაიფიქ-
რა ზეინმა. სტრაფს ერჩია, პირდაპირ იერიშზე გადასულიყო და ქალაქი
მოლაპარაკებების გარეშე აეღო. მეორე არმიის გამოჩენამ ეს შეუძლე-
ბელი გახადა. ახლა ის თუ შეუტევდა, შესაძლოა, სტრაფი სეტს დაემარ-
ცხებინა.
247
ეს ლოდინსა და ალყას ნიშნავდა, სანამ ელენდი გონიერებას არ
გამოიჩენდა და მამას ნებით არ შეუერთდებოდა, მაგრამ სტრაფს
ლოდინი არ უყვარდა. ზეინი დიდად წინააღმდეგი სულაც არ იყო. ეს
იმ გოგოსთან სავარჯიშოდ მეტ დროს მისცემდა. მან გაიღიმა.
როცა ჩაი მიუტანეს, ზეინმა თვალები დახუჭა და კალა აანთო,
რათა შეგრძნებები გაეძლიერებინა. ჭრილობები საშინლად ას-
ტკივდა და ამან გამოაფხიზლა. ის სტრაფს რაღაცას არ ეუბნებოდა.
"გოგო თანდათან უკვე მენდობა", – გაიფიქრა მან, – "კიდევ ერ-
თი რამეც არის. მას მოვწონვარ. შესაძლოა... მას შეუძლია, რომ გა-
მიგოს; და, ალბათ, შეუძლია, რომ გადამარჩინოს".
ზეინმა ამოიოხრა, თვალები გაახილა და მკლავი პირსახოცით
მოიწმინდა. ზოგჯერ თავის შეშლილობა აშინებდა, მაგრამ ვინთან
ეს შეშლილობა თითქოს სუსტდებოდა. ეს უნდა გაეგრძელებინა.
ზეინმა მსახურ გოგოს ჩაი გამოართვა. ამ გოგოს გრძელი ნაწნა-
ვი, მკვრივი მკერდი და დაუხვეწავი ნაკვთები ჰქონდა.
სტრაფმა თავისი ფინჯანი აიღო, თუმცა შეყოყმანდა და ფაქიზად
დაყნოსა. მერე ზეინს შეხედა.
– მოწამლული ჩაი, ზეინ?
ზეინს არაფერი უთქვამს.
– თანაც არყის საწამლავი... შენთვის ეს სავალალოდ სამარ-
ცხვინო სვლაა.
ზეინი ისევ დუმდა.
სტრაფი სწრაფად მიბრუნდ-მობრუნდა. გოგომ შეძრწუნებულმა
აიხედა, როცა სტრაფის ერთ-ერთი მცველი მისკენ წავიდა. მსახურ-
მა ზეინს შეხედა, მისგან დახმარებას ელოდა, მაგრამ მან, უბრა-
ლოდ, გვერდზე გაიხედა. გოგომ სულისშემძვრელად შეჰკივლა,
როცა მცველმა დასასჯელად წაიყვანა.
"გოგო შანსს ელოდა, რომ მოეკლა", – გაიფიქრა მან, – "მის-
თვის ამის თქმას აზრი, ალბათ, არც ჰქონდა".

248
სტრაფმა თავი გააქნია. მეფე ნისლქმნილი არა, მაგრამ მახვილ-
თვალა გახლდათ. თუმცა კალის მომხმარებელი ადამიანისგანაც კი
შთამბეჭდავი იყო არყის საწამლავის სუნის დარიჩინისგან გარჩევა.
– ზეინ, ზეინ... – თქვა სტრაფმა, – მართლა რომ მოგეკალი, მე-
რე რა უნდა გექნა?
"მართლა რომ მომენდომებინა შენი მოკვლა", – გაიფიქრა ზეინმა,
– "ამ დანას გამოვიყენებდი და არა საწამლავს". თუმცა ზეინი არ ცდი-
ლობდა, სტრაფისთვის რამე აეხსნა; დაე, ის ეფიქრა, რაც სურდა. მეფე
მკვლელობის მცდელობებს ელოდა. ასე რომ, ზეინი ამაში ხელს უწ-
ყობდა.
სტრაფმა ატიუმის პატარა მარცვალი ამოიღო:
– შენთვის ამის მოცემას ვაპირებდი, ზეინ, მაგრამ ვხედავ, რომ
მოცდა მოგვიწევს. ჩემი მოკვლის ეს სულელური მცდელობები უნდა
შეწყვიტო. მიზნისთვის რომ მიგეღწია, ვინ მოგცემდა ატიუმს?
რა თქმა უნდა, სტრაფს ეს არ ესმოდა; ეგონა, რომ ატიუმი ნარკო-
ტიკივით იყო და ნისლქმნილი მის გამოყენებას ესწრაფოდა. ამდენად,
იგი ფიქრობდა, რომ ამით ზეინს გააკონტროლებდა. ზეინი კი მამას
მცდარად ფიქრის საშუალებას აძლევდა და არც ის უთქვამს მისთვის,
რომ ამ ლითონის მარაგი თავადაც ჰქონდა.
თუმცა ამ გადაწყვეტილებამ ზეინი იმ შეკითხვის პირისპირ დააყენა,
რომელსაც მის ცხოვრებაში მთავარი ადგილი ეკავა. ახლა, როცა ტკი-
ვილი უცხრებოდა, ღმერთის ჩურჩული ბრუნდებოდა და იმ ხალხიდან,
ვისზეც ეს ხმა ეჩურჩულებოდა, ყველაზე მეტად სიკვდილს სტრაფ ვენ-
ტური იმსახურებდა.
– რატომ? – ეკითხებოდა ღმერთი, – რატომ არ კლავ?
ზეინმა თავი დახარა: "იმიტომ, რომ ის მამაჩემია", – გაიფიქრა მან
და, ბოლოს და ბოლოს, თავისი სისუსტე აღიარა. სხვები იმას აკეთებ-
დნენ, რაც უნდა გაეკეთებინათ. ისინი ზეინზე ძლიერები იყვნენ.
– შეშლილი ხარ, ზეინ, – უთხრა სტრაფმა.
ზეინმა ახედა.

249
– ნუთუ მართლა გგონია, რომ უკანასკნელ იმპერიას თავად და-
იპყრობ, თუ მომკლავ? თუკი შენს განსაკუთრებულ... ავადმყოფო-
ბას მივიღებთ მხედველობაში, გგონია, რომ თუნდაც ერთ ქალაქს
გაართმევ თავს?
ზეინმა გვერდზე გაიხედა:
– არა.
სტრაფმა თავი დააქნია.
– მიხარია, რომ ეს ორივეს გვესმის.
– უბრალოდ, უნდა შეგეტია, – თქვა ზეინმა, – როცა ლუთადელს
ხელში ჩავიგდებთ, ატიუმსაც ვიპოვით.
სტრაფმა გაიღიმა და ჩაი მოსვა, მოწამლული ჩაი. თავისდა უნე-
ბურად ზეინი შეკრთა და გაიმართა.
– არ გეგონოს, რომ იცი, რას ვგეგმავ, ზეინ, – უთხრა სტრაფმა,
– შენ იმის ნახევარიც კი არ გესმის, რასაც ვარაუდობ.
ზეინი მშვიდად იჯდა და უყურებდა, მამამისმა ფინჯანში დარჩე-
ნილი ჩაი ბოლომდე როგორ დალია.
– შენი ჯაშუშისგან რა ისმის? – ჰკითხა სტრაფმა.
ზეინმა მაგიდაზე ფურცელი დადო.
– ის ღელავს, რომ შეიძლება რამე იეჭვონ. მან ატიუმზე ვერაფე-
რი გაიგო.
სტრაფმა თავი დააქნია და ცარიელი ფინჯანი მაგიდაზე დადგა.
– შენ ქალაქში დაბრუნდები და იმ გოგოს დაუმეგობრდები.
ზეინმა ნელა დაუქნია თავი, შემდეგ კი შებრუნდა და კარვიდან
გავიდა.
სტრაფი ფიქრობდა, რომ უკვე შეეძლო, თავის ძარღვებში გაბ-
ნეული საწამლავი შეემჩნია, რომელიც აკანკალებდა. მანამდე თავს
იკავებდა. მერე ცოტა ხნით კიდევ მოიცადა და როცა დარწმუნდა,
რომ ზეინი უკვე შორს იყო, მცველს დაუძახა.
– ამარანტა მომიყვანე! – უბრძანა სტრაფმა, – ახლავე!
ჯარისკაცი ამ ბრძანების შესასრულებლად გაქანდა. სტრაფი
მშვიდად იჯდა. საღამოს სიო კარვის კალთებს არხევდა. იატაკის ზე-
250
დაპირზე კარავში შეღწეული ნისლის ფთილა ლივლივებდა. სტრაფმა
კალა აანთო და შეგრძნებები გაიძლიერა. საწამლავს აშკარად
გრძნობდა, თუმცა დრო ჰქონდა, სავარაუდოდ მთელი საათიც, ასე
რომ, მოდუნდა.
მართალია, ზეინი ამტკიცებდა, რომ სტრაფის მოკვლა არ უნდოდა,
თუმცა აშკარა იყო, ამაზე მაინც დიდ ძალისხმევას ხარჯავდა. საბედნიე-
როდ სტრაფს ისეთი იარაღი ჰქონდა, რაც ზეინმაც კი არ იცოდა. ეს ქა-
ლი იყო. სტრაფმა გაიღიმა, როცა კალით გაძლიერებული სმენით მო-
ახლოებული მსუბუქი ნაბიჯების ხმა გაიგო.
ჯარისკაცებმა ამარანტა შიგნით შეუშვეს. სტრაფს თავისი ყველა
საყვარელი არ წამოუყვანია. მხოლოდ ათი თუ თხუთმეტი რჩეული
ჰყავდა თან. იმ ქალებს შორის, რომლებთანაც ახლა სარეცელს იზია-
რებდა, ისეთებიც იყვნენ, სილამაზის კი არა, სარგებლიანობის გამო
რომ ჰყავდა არჩეული. ამარანტა ამის კარგი მაგალითი იყო. ათიოდე
წლის წინ ის საკმაოდ მიმზიდველ ქალად მიიჩნეოდა, ახლა კი უკვე ოც-
დაათ წელს უახლოვდებოდა. მკერდი ბავშვის გამო შეელახა და ყო-
ველთვის, როცა სტრაფი ამ ქალს უყურებდა, მის შუბლზე და თვალების
გარშემო გაჩენილ ნაოჭებს ამჩნევდა. სტრაფი ქალების უმეტესობას
მანამდე იშორებდა თავიდან, ვიდრე ისინი ამარანტას წლოვანებას
მიუახლოვდებოდნენ.
თუმცა ამ ქალს ისეთი უნარები ჰქონდა, რაც სასარგებლო იყო. თუ-
კი ზეინი გაიგებდა, რომ სტრაფმა ქალი მოაყვანინა, ეგონებოდა, თით-
ქოს მასთან, მხოლოდ და მხოლოდ, სარეცლის გაზიარება უნდოდა და
შეცდებოდა.
– ჩემო ბატონო, – თქვა ამარანტამ. მუხლებზე დაეცა და გახდა და-
იწყო.
"ასეა თუ ისე, იმედიანია", – გაიფიქრა სტრაფმა. კაცს ეგონა, რომ
რაკი ოთხი წელია მასთან არ წოლილა, ამარანტა რამეს მიხვდებოდა.
ნუთუ ქალები ვერ აცნობიერებენ, როდის შედიან ისეთ ასაკში, როცა
მიმზიდველები აღარ არიან?
– ნუ იხდი, ქალო, – დაუღრიალა მან.
251
ამარანტას სახე წაეშალა და ნახევრად გახდილი კაბა ხელებით
დაიჭირა. ცალი ძუძუ ისე მოუჩანდა, თითქოს ამარანტა თავისი ხან-
ში შესული სიშიშვლით სტრაფის ცდუნებას ცდილობდა.
– შენი შხამსაწინააღმდეგო საშუალება მჭირდება, – უთხრა მან,
– სწრაფად.
– რომელი, ჩემო ბატონო?
ამარანტა ერთადერთი ექიმბაში არ იყო, რომელიც სტრაფს
ჰყავდა. ის სუნებისა და გემოების გარჩევას ოთხი ადამიანისგან
სწავლობდა, თუმცა ამარანტა მათ შორის საუკეთესო იყო.
– არყის საწამლავი, – წყვეტილად თქვა სტრაფმა, – და... შესაძ-
ლოა კიდევ რაღაც. ამაში დარწმუნებული არ ვარ.
– ანუ კიდევ ერთი ზოგადი ნაყენი, ჩემო ბატონო? – ჰკითხა ამა-
რანტამ.
სტრაფმა თავი დაუქნია. ამარანტა ადგა და შხამების საცავისკენ
გაემართა. მან პატარა ქურა აანთო, ქვაბით წყალი აადუღა და თან
ფხვნილები, ბალახები და სითხეები სწრაფად შეაზავა. ნარევები მი-
სი საქმე იყო. ყველა ძირითადი ნაყენის, შხამსაწინააღმდეგო სა-
შუალების, წამლისა და რეაქტივის შერევა იცოდა. სტრაფი ეჭვობ-
და, რომ ზეინმა ეს საწამლავი სხვა რამის დასაფარავად გამოიყენა,
თუმცა რაც უნდა ყოფილიყო, ამარანტას ნაზავი ამას გაუმკლავდე-
ბოდა, ან, ყოველ შემთხვევაში, გამოავლენდა მაინც, რომელი სა-
წამლავი იყო.
სტრაფი მოუთმელად იცდიდა, სანამ ამარანტა საქმიანობდა. ქა-
ლი ისევ ნახევრად შიშველი იყო. ყოველ ჯერზე ახალი ნარევის მომ-
ზადება იყო საჭირო, მაგრამ ლოდინი ღირდა. ბოლოს და ბოლოს,
ამარანტამ მას ოხშივარადენილი კათხა მიუტანა. სტრაფმა ნაყენი
გადაკრა და, სიმწარის მიუხედავად, გადაყლაპა. თავი მაშინვე უკეთ
იგრძნო.
სტრაფმა კათხა ბოლომდე დაცალა, რათა შედეგში დარწმუნე-
ბული ყოფილიყო და ამოიხვნეშა. კიდევ ერთი ხაფანგი აიცილა თა-
ვიდან. ამარანტა ისევ მუხლებზე დაეშვა და იცდიდა.
252
– წადი, – უბრძანა სტრაფმა.
ამარანტამ თავი უხმოდ დაუქნია. მან კაბის სახელოში ხელი გა-
ყო, შემდეგ კი კარვიდან გავიდა.
სტრაფი იჯდა და ცარიელი კათხა ხელში უცივდებოდა. სანამ ის ზე-
ინის თვალში ძლიერი ჩანდა, ნისლქმნილი მისი ბრძანებების შესრუ-
ლებას გააგრძელებდა. სავარაუდოდ, ასე იქნებოდა.
ნეტავ ალენდი მხედველობიდან გამომრჩენოდა, როცა, ამდენი
წლის წინ, თანაშემწეს ვეძებდი.

19
სეიზდმა ბოლო ფოლადის გონიც მოიხსნა. სამაჯურის მსგავსი ლი-
თონის რგოლი მზის წითელ შუქზე ელვარებდა. სხვას შეიძლება ეს ღი-
რებულ რამედ მოსჩვენებოდა, სეიზდისთვის კი მორიგი ცარიელი გარ-
სი გამხდარიყო, უბრალო ლითონის სამაჯური. თუ მოისურვებდა, შეეძ-
ლო, შეევსო, მაგრამ ახლა ფიქრობდა, რომ ამ სიმძიმის ტარება არ
ღირდა.
სეიზდმა ამოიოხრა და სამაჯური ძირს დააგდო. სამკაულმა გაიწკა-
რუნა და ჰაერში ფერფლი ავარდა.
"მომარაგების ხუთი თვე", – გაიფიქრა სეიზდმა, – "ყოველ მეხუთე
დღეს სისწრაფისგან დაცლილად ვატარებდი. ჩემი სხეული ისე მოძრა-
ობდა, თითქოს სქელი ბადაგით იყო გარშემორტყმული, ახლა ეს ყვე-
ლაფერი დაიხარჯა".
თუმცა ამ დანაკარგით სეიზდმა ღირებული რამ შეიძინა. მან ფოლა-
დის გონების ხანდახან გამოყენებით ექვს დღეში ექვსი კვირის გზა და-
ფარა. მისი კარტოგრაფიული სპილენძის გონის თანახმად, ლუთადე-
ლამდე ერთ კვირაზე ცოტა მეტი სავალიღა იყო დარჩენილი. სეიზდს ეს
გამართლებულ დანახარჯად მიაჩნდა. შესაძლოა, სამხრეთის პატარა
სოფელში დახოცილ ხალხზე ზედმეტად მძაფრი რეაქცია ჰქონდა. შე-
საძლოა, ასე აჩქარება არც სჭირდებოდა, მაგრამ ფოლადის გონი ხომ
იმიტომ შეავსო, რომ გამოეყენებინა.

253
აბგა აიღო, რომელიც ბევრად უფრო შემსუბუქებული ეჩვენა.
ლითონგონების უმეტესობა მოცულობით პატარა იყო, თუმცა ყვე-
ლა ერთად მძიმე გამოდიოდა. სეიზდმა გადაწყვიტა, რომ რადგან
დარბოდა, ნაკლებად ფასეული და ნაკლებად შევსებული გონები
თავიდან მოეშორებინა, ისევე, როგორც ფოლადის გონი, რომე-
ლიც უკან, ფერფლში, დატოვა და გზა განაგრძო.
სეიზდი უკვე ნამდვილად ცენტრალურ დომინიონში იყო. იგი
ჩრდილოეთის ორ ფერფლმთას, ფეილასტსა და დორიელს, გას-
ცდა. ფეილასტი სამხრეთიდან ძლივსღა მოჩანდა. ეს მაღალი, ცალ-
კემდგომი მწვერვალი იყო, რომელსაც წაკვეთილი, ჩაშავებული
წვერი ჰქონდა. ლანდშაფტმა გაივაკა. ყავისფერი ნაძვების ნაც-
ვლად თეთრი ვერხვები გამოჩნდა, რომლებიც ლუთადელის გარშე-
მო იზრდებოდა. ვერხვები შავი ნიადაგიდან ძვლებივით იყო ამოზ-
რდილი. ეს ხეები ჯგუფ-ჯგუფად იდგა და ფერფლით დაფარული მა-
თი ქერქი დაღარული და უსწორმასწორო იყო.
სეიზდი შეჩერდა. ცენტრალური არხის მახლობლად იდგა, რო-
მელიც ლუთადელისკენ მიმავალი ერთ-ერთი მთავარი გზა იყო. არ-
ხზე ნავები არ ჩანდა. იმ პერიოდში იშვიათად მოგზაურობდნენ, უფ-
რო იშვიათადაც კი, ვიდრე უკანასკნელი იმპერიის დროს, რადგან
ყაჩაღები ძალიან მომრავლდნენ. ლუთადელისკენ სირბილით მი-
მავალმა სეიზდმა ქურდების რამდენიმე ჯგუფს გაასწრო.
მარტოხელა მოგზაური კანტიკუნტად თუ შეხვდებოდა. ჯარისკა-
ცები ბევრად უფრო ხშირი იყო და კვამლის რამდენიმე ათეული სვე-
ტით თუ იმსჯელებდა, რომლებიც მის წინ აღმართულიყო, ის ერთ-
ერთ არმიას უახლოვდებოდა. ეს არმია პირდაპირ სეიზდსა და ლუ-
თადელს შორის იდგა.
სეიზდი ერთხანს მშვიდად ფიქრობდა. წამოფერფლა. შუადღე
იდგა. იმ არმიას მზვერავები თუ ჰყავდა, ტერისელს გვერდის ავლა
ძალიან გაუჭირდებოდა. თანაც მისი ფოლადის გონები ცარიელი
იყო. სეიზდი მდევარს ვერ გაექცეოდა.

254
ლუთადელიდან ერთი კვირის სავალზე არმია იდგა... ეს ვისი არმია
იყო და რა საფრთხეს წარმოადგენდა? ცნობისმოყვარეობამ, სწავლუ-
ლის ცნობისმოყვარეობამ, სეიზდს უბიძგა, რომ ჩასასაფრებელი ადგი-
ლი მოეძებნა, საიდანაც იმ არმიას შეისწავლიდა. ვინსა და დანარჩე-
ნებს ნებისმიერი ცნობა შეიძლებოდა გამოსდგომოდათ, რასაც სეიზდი
შეაგროვებდა.
გადაწყვეტილების მიღებისთანავე სეიზდმა გორაკი შეარჩია, რო-
მელზეც ვერხვების განსაკუთრებით დიდი კორომი იყო. მან აბგა ხის
ძირში დააგდო, შემდეგ კი რკინის გონი ამოიღო და მისი შევსება დაიწ-
ყო. კაცს წონის კლების ნაცნობი შეგრძნება დაეუფლა და იმდენად დამ-
სუბუქდა, რომ წვრილი ხის კენწეროზე ადვილად აძვრა.
როცა ხის კენწეროს მიაღწია, სეიზდმა კალის გონი გამოიყენა. რო-
გორც ყოველთვის, გვერდები გაიდღაბნა, მაგრამ გამახვილებული
მხედველობით წინ, ხეობაში დაბანაკებული დიდი ჯგუფი დაწვრილე-
ბით გაარჩია.
ეს მართლაც არმია იყო, თუმცა ადამიანების არმია არ ყოფილა.
– დავიწყებულ ღმერთებს ვფიცავ... – ჩაიჩურჩულა სეიზდმა და
ტოტს კინაღამ ხელი გაუშვა. ეს არმია ყველაზე მარტივად და პრიმი-
ტიულად იყო ორგანიზებული. არც კარვები ჰქონდათ, არც – საზიდრე-
ბი და არც – ცხენები. მხოლოდ ასობით კოცონი, რომლებზეც საჭმელს
ამზადებდნენ და რომელთა გარშემოც ფიგურები მოჩანდა.
მუქი ლურჯი ფიგურები იყვნენ. ზომით ერთმანეთისგან განსხვავდე-
ბოდნენ. ზოგი მხოლოდ მეტრ-ნახევარი სიმაღლისა იყო, ზოგი კი სამი
მეტრი და კიდევ უფრო მაღალი გოლიათები. სეიზდმა იცოდა, რომ ისი-
ნი ერთი სახეობის არსებები იყვნენ. კოლოსი. ეს არსებები, რომლებიც
ფორმით ადამიანებს ჰგავდნენ, ზრდას არასდროს წყვეტდნენ. ასაკის
მატებასთან ერთად მაღლდებოდნენ მანამ, სანამ გული მათი სხეულის
ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა; შემდეგ, სხეულის მეტისმეტად
გაზრდის გამო, იხოცებოდნენ.
თუმცა ვიდრე დაიხოცებოდნენ, ისინი ძალიან დიდები და სახიფა-
თოები ხდებოდნენ.
255
სეიზდი ხიდან ჩამოხტა. სხეული ისე შეიმსუბუქა, რომ მიწაზე
რბილად დახტა. სწრაფად მოჩხრიკა სპილენძის გონები. როცა სა-
სურველი იპოვა, მარცხენა მკლავზე მოირგო და ისევ ხეზე აცოცდა.
სათანადო ცნობა სწრაფად მოძებნა. კოლოსებზე არსებული წიგნი-
დან რაღაცები ჰქონდა ჩანიშნული. ამას სეიზდი იმიტომ სწავლობ-
და, რომ ცდილობდა, დაედგინა, ამ არსებებს რელიგია ჰქონდათ თუ
არა. მან ვიღაცას ეს შენიშვნები გაამეორებინა, რათა სპილენძის
გონში შეენახა. რა თქმა უნდა, სეიზდმა ის წიგნიც დაიმახსოვრა,
მაგრამ თავის გონებაში ერთბაშად ამდენი ცნობის დიდხანს შენახ-
ვა დაქანცავდა.
"აი", – გაიფიქრა მან, შენიშვნები სპილენძის გონიდან თავში გა-
დაიტანა და გონება ცოდნით შეივსო.
კოლოსთა უმეტესობის სხეული ოცი წლის ასაკამდე კვდებოდა.
უფრო "ხნიერი" არსებების სიმაღლე სამ მეტრ-ნახევარი იყო; მათ
ბრგე, მძლავრი სხეულები ჰქონდათ, თუმცა ასე დიდხანს ცოტა
ცოცხლობდა და არა მარტო გულის გამო. მათი საზოგადოება – თუ
ასე შეიძლება ეწოდოს – უკიდურესად ძალადობრივი იყო.
უცებ მღელვარებამ აღქმა გადაფარა. სეიზდმა კალის გონიდან
მხედველობა კიდევ უფრო გაიძლიერა და ათასობით ლურჯ არსებას
თვალიერება დაუწყო, რათა წაკითხულის მტკიცებულება შეემჩნია.
ბრძოლების შემჩნევა ძნელი არ იყო. კოცონთა გარშემო შეხლა-შე-
მოხლა ბევრგან გააჩაღეს და საყურადღებოა, რომ ერთმანეთს ყო-
ველთვის დაახლოებით ერთი და იმავე ზომის კოლოსები ებრძოდ-
ნენ. სეიზდმა მხედველობა კიდევ უფრო გაიძლიერა და ხეს მაგრად
ჩაეჭიდა, რომ გულისრევა დაეძლია.
ის უკვე ერთ კოლოსს კარგად ხედავდა.
ეს მომცრო არსება იყო, სიმაღლით, ასე, მეტრი და ოთხმოცი
სანტიმეტრი იქნებოდა. მას ადამიანის ფორმა, ორი ხელი და ორი
ფეხი ჰქონდა, თუმცა კისერი კარგად არ მოუჩანდა. მთლიანად მე-
ლოტი იყო. ყველაზე უცნაურად მისი ლურჯი კანი გამოიყურებოდა,
რომელიც მოფლაშული იყო და ნაკეცები ჰქონდა. ეს არსება ისეთ
256
მსუქან ადამიანს ჰგავდა, რომელსაც მთელ ცხიმს მოაშორებდი და კა-
ნი ჩამოკიდებული დარჩებოდა.
და... ისე ჩანდა, რომ კანი კარგად არ იყო შეერთებული. არსების
წითელი, ჩასისხლიანებული თვალების გარშემო კანი ჩამოწელილი
იყო და სახის კუნთებს აჩენდა. პირის გარშემოც იგივე ხდებოდა. კანი
ნიკაპიდან რამდენიმე მილიმეტრით იყო ჩამოწელილი და ქვედა კბი-
ლები და ყბა მთლიანად მოჩანდა.
გულის ამრევი სანახაობა იყო, მით უმეტეს, იმისთვის, ვისაც გული
უკვე ერეოდა. ამ არსებას ჰქონდა ჩამოწელილი ყურები, რომლებიც
ყბებამდე აღწევდა, ასევე – უფორმო და უხრტილო ცხვირი. კანი ჩამო-
კიდებული იყო მკლავებსა და ფეხებზეც. წელზე უხეში ნაჭერი შემოეხ-
ვია და ეს იყო მისი მთელი ტანსაცმელი.
სეიზდი შებრუნდა და უფრო დიდი არსება შეარჩია, სიმაღლით ორ
მეტრ-ნახევარი, და მისი შესწავლა დაიწყო. ამ მხეცის კანი იმდენად
მოშვებული არ იყო, თუმცა მთლად კარგადაც არ ადგა. ცხვირი გამრუ-
დებული და მიჭყლეტილი ჰქონდა. თავი სქელ კისერზე ება. ეს არსება
შებრუნდა და გვერდით მყოფს რამდენჯერმე უღრიალა. პირის გარშე-
მო კანი არაბუნებრივად აჩნდა. ტუჩებს ბოლომდე ვერ კუმავდა, თვა-
ლების გარშემო ხვრელები კი მეტისმეტად დიდი იყო და სახის კუნთები
მოუჩანდა.
"ეს... კანისგან დამზადებულ ნიღაბს ჰგავს", – გაიფიქრა სეიზდმა,
რომელიც ცდილობდა, როგორმე ზიზღი დაეთრგუნა, – "ანუ... მათი
სხეული ზრდას აგრძელებს, კანი კი აღარ იწელება".
მისი აზრი სამმეტრიანმა მხეცმა დაადასტურა, რომელიც ჯგუფს შეუ-
ერთდა. უფრო პატარები მიმოიფანტნენ და ცეცხლთან მოკალათდნენ.
კოცონზე რამდენიმე ცხენი იწვებოდა.
ამ ყველაზე დიდი არსების კანი ისე იყო დაჭიმული, რომ ლამის ზედ
ასკდებოდა. უთმო ლურჯი ხორცი თვალების ირგვლივ, პირის კუთხე-
ებთან და მკერდის მასიური კუნთების გარშემო გაპობილი ჰქონდა. სე-
იზდი ამჩნევდა, რომ ამ ადგილებიდან სისხლი წვეთავდა და კვალს ტო-
ვებდა. კანი ზოგ ადგილას დამსკდარი არა, მაგრამ ძალიან დაჭიმული
257
იყო. ცხვირი და ყურები ისე გაბრტყელებოდა, რომ, ფაქტობრივად,
ირგვლივ, ხორცზე იყო შეზრდილი.
უცებ სეიზდის დაკვირვებამ მეცნიერული ხასიათი დაკარგა. კოლო-
სი ცენტრალურ დომინიონში იყო. ეს არსებები იმდენად მოძალა-
დეები და თავზე ხელაღებულები იყვნენ, რომ მბრძანებელი იძულე-
ბული გახდა, ისინი ცივილიზაციისგან შორს ჰყოლოდა. სეიზდმა კა-
ლის გონი ამოწურა და შვებით ამოისუნთქა. მას ლუთადელამდე უნ-
და მიეღწია და სხვები გაეფრთხილებინა, თუ ისინი...
სეიზდი გაშეშდა. მზერის გაძლიერებასთან დაკავშირებული
ერთ-ერთი პრობლემა ის იყო, რომ დროებით ახლოს ვეღარ ხედავ-
და. ამიტომ ვერ შენიშნა, რომ კოლოსის რაზმი მის ვერხვს ალყას
არტყამდა.
"დავიწყებულ ღმერთებს ვფიცავ!" – ხის კენწეროს მაგრად ეჭი-
დებოდა და სწრაფად ფიქრობდა. რამდენიმე კოლოსი უკვე კორომ-
ში მიიკვლევდა გზას. თუ ძირს ჩახტებოდა, ძალიან ნელა იმოძრა-
ვებდა და ვერ გაიქცეოდა. როგორც ყოველთვის, კალტყვიის გონი
თან ჰქონდა. ათი კაცის ძალის მიღება იოლად შეეძლო და ამ ძალას
საკმაო ხანი შეინარჩუნებდა. ბრძოლას შეძლებდა, მაგრამ კოლო-
სებს უხეში, დიდი ხმლები ჰქონდათ. სეიზდის ჩანაწერებიც, მისი
მეხსიერებაცა და მხედველობაც ადასტურებდა, რომ კოლოსები ძა-
ლიან სახიფათო მეომრები იყვნენ. ათი კაცის ძალაც რომ ჰქონოდა,
სეიზდს მათ დასამარცხებლად საჭირო უნარი არ გააჩნდა.
– ჩამოდი, – დაუძახა მას ბოხმა, ჩახლეჩილმა ხმამ, – ახლავე
ჩამოდი.
სეიზდმა დაიხედა. ხის ძირში დიდი კოლოსი იდგა, რომლის კანი
დაჭიმვას იწყებდა. მან ვერხვი შეარხია.
– ახლავე ჩამოდი, – გაიმეორა არსებამ.
"ტუჩებს არცთუ ისე კარგად ამოძრავებს", – გაიფიქრა სეიზდმა,
– "იმ კაცს ჰგავს, რომელიც ცდილობს, ტუჩების აუმოძრავებლად
ილაპარაკოს".

258
სეიზდს არ გაჰკვირვებია, რომ ამ არსებას ლაპარაკი შეეძლო. მის
ჩანაწერებში ეს ნათქვამი იყო. კაცი იმან გააკვირვა, ასე მშვიდად რომ
ლაპარაკობდა.
"იქნებ გავიქცე", – გაიფიქრა სეიზდმა. შეეძლო, სხვა ხეების კენ-
წეროებზე გადამხტარიყო. იქნებ ვერხვებს შორის მანძილი გადაელა-
ხა, თუ ლითონგონებს გადაყრიდა და ეცდებოდა, ქარის ნაკადს გაჰყო-
ლოდა, მაგრამ ეს ძალიან ძნელი და რთული გზა იქნებოდა.
გარდა ამისა, მოუწევდა, რომ თავისი სპილენძის გონები – ათას-
წლოვანი ცოდნა – იქ დაეტოვებინა.
ასე რომ, სეიზდმა კალტყვიის გონი იმ შემთხვევისთვის მოამზადა,
თუ ძალა დასჭირდებოდა და ხიდან დაეშვა. სეიზდის ვარაუდით კოლო-
სების მეთაური წითელი თვალებით მიშტერებოდა, კაცი ძირს როგორ
ეშვებოდა. ეს არსება თვალებს არ ახამხამებდა. სეიზდმა გაიფიქრა, სა-
ერთოდ შეეძლო თუ არა თვალების დახამხამება, როცა კანი ამდენად
დაჭიმული ჰქონდა?
სეიზდი ხის გვერდით, მიწაზე დახტა და აბგის ასაღებად ხელი გაიშ-
ვირა.
– არა, – კბილებში გამოცრა კოლოსმა; აბგა ხელის არაადამიანუ-
რად სწრაფი მოძრაობით აიღო და მერე სხვა კოლოსს გადაუგდო.
– მე ეს მჭირდება, – თქვა სეიზდმა, – ბევრად უფრო დაგიჯერებთ,
თუ...
– ჩუმად! – ისეთი უეცარი რისხვით იღრიალა კოლოსმა, რომ სეიზ-
დმა ნაბიჯი უკან გადადგა. ტერისელები მაღლები იყვნენ – განსაკუთ-
რებით ტერისელი საჭურისები – და ძალიან უჩვეულო იყო, რომ ამ მხე-
ცისებური არსების ფონზე სეიზდი ჯუჯად ჩანდა. ის სამმეტრიანი იქნე-
ბოდა, მუქი ლურჯი კანი და ჩამავალი მზისფერი თვალები ჰქონდა; სე-
იზდს თავზე დაჰყურებდა და ტერისელი უნებურად მოიხარა.
ეს აშკარად შესაფერისი საქციელი იყო, რადგან ამის შემდეგ კო-
ლოსების მეთაურმა თავი დააქნია, შებრუნდა და ამოიხრიალა:
– წამოდი.

259
მერე ვერხვების პატარა ტყეში დაიძრა. დანარჩენი კოლოსები –
შვიდიოდე იქნებოდა – უკან გაჰყვნენ.
სეიზდს არც კი უცდია, გაერკვია, რა მოხდებოდა, თუ არ დაემორჩი-
ლებოდა. მან ერთ-ერთი ღმერთი აარჩია – დუისი, რომელიც ოდესღაც
შეჭირვებულ მოგზაურებს მფარველობდა – და სწრაფი, ჩუმი ლოცვა
წარმოთქვა. შემდეგ კი ნაბიჯს აუჩქარა და ბანაკისკენ მიმავალ კო-
ლოსებს გაჰყვა.
"პირდაპირ მაინც არ მომკლეს", – გაიფიქრა სეიზდმა. წაკითხუ-
ლიდან გამომდინარე, სანახევროდ ამას ელოდა. რა თქმა უნდა,
ბევრი რამ წიგნებშიც არ ეწერა. საუკუნეები იყო, რაც კოლოსები კა-
ცობრიობისგან იზოლირებულად ცხოვრობდნენ. მბრძანებელი მათ
მხოლოდ დიდი საომარი საჭიროების დროს უხმობდა ხოლმე, რათა
აჯანყებები ჩაეხშო, ან შიდა კუნძულებზე ახალაღმოჩენილი ხალხე-
ბი დაეპყრო. ასეთ შემთხვევებში კოლოსები ყველაფერს ანადგუ-
რებდნენ და ხოცვა-ჟლეტას აწყობდნენ. ყოველ შემთხვევაში, გად-
მოცემით ასე იყო.
"შეიძლება, რომ ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდეს?" – ფიქ-
რობდა სეიზდი, – "შესაძლოა, კოლოსები ისეთი მოძალადეები სუ-
ლაც არ არიან, როგორებიც გვგონია".
სეიზდის გვერდით მყოფი ერთი კოლოსი უცებ განრისხდა. ტე-
რისელი გვერდზე გახტა, როცა ის ერთ-ერთ თანამგზავრს ეძგერა.
თუმცა ზურგზე გადაკიდებული ხმლისთვის კი არ უხლია ხელი, არა-
მედ უზარმაზარი მუშტი ჩასცხო თავში. დანარჩენები შეჩერდნენ და
ჩხუბს უყურებდნენ, მაგრამ შეშფოთებული არცერთი არ ჩანდა.
სეიზდი შესცქეროდა და უფრო და უფრო აძრწუნებდა ის, თუ რო-
გორ სცემდა თავდამსხმელი მსხვერპლს, რომელიც თავის დაცვას
ცდილობდა. მან ხანჯალი ამოიღო და თავდამსხმელს მკლავში ატა-
კა. ლურჯი კანი გაიპო და წითელი სისხლი გადმოთქრიალდა. თავ-
დამსხმელმა მოწინააღმდეგეს დიდ თავზე წაავლო ხელები და შეატ-
რიალა. ტკაცუნი გაისმა და მსხვერპლმა მოძრაობა შეწყვიტა. თავ-
დამსხმელმა ზურგიდან ხმალი აართვა და თავის ხმლის გვერდზე
260
შეიბა, მერე მსხვერპლს პატარა ქისაც შეხსნა, რომელიც ხმლის გვერ-
დზე ეკიდა. ამის შემდეგ თავდამსხმელი წამოდგა, ჭრილობისთვის ყუ-
რადღება არ მიუქცევია.
ჯგუფმა გზა განაგრძო.
– რატომ? – ჰკითხა სეიზდმა, – რატომ ჩაიდინე ეს?
დაჭრილი კოლოსი მიუბრუნდა და უთხრა:
– მძულდა.
– გაინძერი! – უთხრა კოლოსთა მეთაურმა სეიზდს.
ტერისელი დაემორჩილა და თავი აიძულა, რომ სიარული განეგ-
რძო. გვამი გზაზე დატოვეს.
"ქისები", – გაიფიქრა სეიზდმა, რომელიც ცდილობდა, ამ სისასტი-
კიდან ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა, – "ყველა ამ ქისებს ატა-
რებს".
კოლოსებს ისინი ხმლებთან შეებათ. ხმლები ქარქაშებში არ იყო
ჩაგებული; ტყავის თასმებით ზურგებზე მიემაგრებინათ და ქისებიც ამ
თასმებზე ჩამოეკიდათ. ყველას თითო ქისა ჰქონდა, მხოლოდ ორ მათ-
განს, რომლებიც ჯგუფში ყველაზე დიდები იყვნენ, რამდენიმე ქისა ება.
"ეს ქისები მონეტების ქისებს ჰგავს", – ფიქრობდა სეიზდი, – "მაგ-
რამ კოლოსებს ხომ ეკონომიკა არ გააჩნიათ. იქნებ იქ პირად ნივთებს
ინახავენ? მაგრამ ასეთი მხეცები რას დააფასებენ?"
ისინი ბანაკში შევიდნენ. ამ ბანაკის საზღვრებთან დარაჯები არ იდ-
გნენ, ანკი რა საჭირონი იყვნენ? ადამიანისთვის ხომ ამ ბანაკში შეღწე-
ვა უკიდურესად რთული იქნებოდა.
პატარა კოლოსები – მეტრნახევრიანები – მათი მისვლისთანავე
გამოცვივდნენ. მკვლელმა ერთ მათგანს ზედმეტი ხმალი მიუგდო და
შორს მიანიშნა; ქისა დაიტოვა. პატარები გვამისკენ გაიქცნენ.
"დამკრძალავი რაზმია?" – ფიქრობდა სეიზდი და დამტყვევებელთა
უკან დაძაბული მიაბიჯებდა, როცა ბანაკში შევიდნენ. ცეცხლის ორმო-
ებთან ყველანაირ მხეცებს წვავდნენ, თუმცა სეიზდმა შენიშნა, რომ მათ
შორის ადამიანი არ ერია. გარდა ამისა, ბანაკის გარშემო მიწა მცენა-

261
რეულობისგან სრულიად გაძარცვული იყო, თითქოს ეს მიდამო აგ-
რესიული თხების არვეს გადაეძოვოს.
მისი სპილენძის გონის მიხედვით, ეს სიმართლისგან შორს სულაც
არ იყო. კოლოსები ყველაფერს ჭამდნენ. ხორცი ერჩივნათ, თუმცა არც
მცენარეულობაზე ამბობდნენ უარს, ბალახსაც კი ძირფესვიანად
თხრიდნენ და ნთქავდნენ. ზოგი იმასაც ამტკიცებდა, კოლოსები ტა-
ლახსა და ფერფლს ჭამენო, მაგრამ სეიზდს, ცოტა არ იყოს, დაუჯე-
რებლად მიაჩნდა.
კაცი სიარულს აგრძელებდა. ბანაკში კვამლისა და სიმყრალის
სუნი იდგა, ასევე – უცნაური მუშკის, რაც სეიზდის ვარაუდით, კო-
ლოსის სხეულიდან გამოიყოფოდა. ზოგი არსება ტერისელის და-
ნახვაზე ბრუნდებოდა და წითელი თვალებით დაჟინებით უყურებდა.
"როგორც ჩანს, მათ მხოლოდ ორი ემოცია აქვთ", – ის შეხტა,
როცა უეცრად ცეცხლთან მყოფმა კოლოსმა დაიყვირა და გვერდით
მყოფს ეძგერა, – "ისინი ან გულგრილნი არიან, ან განრისხებულ-
ნი".
რა გააერთიანებდა მათ? და... ეს თუ მოხდებოდა, რა სახის კა-
ტასტროფას გამოიწვევდნენ? აფორიაქებული სეიზდი თავის ადრინ-
დელ ფიქრებს მიუბრუნდა. არა, კოლოსებს ავსულობას კი არ მი-
აწერდნენ; უბრალოდ, ამბები, რომლებიც სეიზდს სმენოდა – ამბები
იმის შესახებ, რომ კოლოსები შორმეტის დომინიონში დათარეშობ-
დნენ და საყოველთაო განადგურებასა და სიკვდილს თესავდნენ –
აშკარად მართალი იყო.
მაგრამ ამ ჯგუფს რაღაც ინარჩუნებდა. მბრძანებელს კოლოსთა
მართვა შეეძლო, თუმცა არცერთ წიგნში არ იყო ახსნილი, როგორ.
მწერალთა უმეტესობა ამ უნარს, უბრალოდ, იმის ნაწილად მიიჩ-
ნევდა, რამაც მბრძანებელი ღმერთად აქცია. ეს კაცი ხომ უკვდავი
იყო. ამასთან შედარებით სხვა უნარები მიწიერად მოჩანდა.
"თუმცა მისი უკვდავება ხომ ოინი აღმოჩნდა", – ფიქრობდა სე-
იზდი, – "ეს მხოლოდ და მხოლოდ ფერუქიმიური და ალომანტური
ძალების ჭკვიანური გაერთიანების შედეგი იყო".
262
საბოლოოდ, მბრძანებელი ჩვეულებრივი ადამიანისგან არ გან-
სხვავდებოდა, უბრალოდ, უნარებისა და შესაძლებლობების უჩვეუ-
ლო გამოყენების ნიჭი გააჩნდა.
მაგრამ თუ ეს ასე იყო, ის კოლოსებს როგორ მართავდა? "მბრძანე-
ბელს რაღაც განასხვავებდა, რაღაც, რაც მის ძალებს აღემატებოდა.
აღზევების წყაროსთან რაღაც ქნა, რაღაც ისეთი, რამაც სამყარო სამუ-
დამოდ შეცვალა. ალბათ, კოლოსის მართვის უნარიც იქიდან მოდი-
ოდა", – აგრძელებდა ფიქრს სეიზდი.
ტერისელის დამატყვევებლები ბანაკში, ცეცხლის ორმოებთან, აქა-
იქ მიმდინარე ჩხუბებს ყურადღებას არ აქცევდნენ. მდედრი კოლოსები
არსად ჩანდნენ. თუ ისინი იქ იყვნენ, მაშინ მამრებისგან მათი განსხვა-
ვება შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. სეიზდმა შენიშნა, რომ ერთ-ერთ
კოცონთან კოლოსის გვამი ეგდო; მისი ლურჯი კანი გაეფატრათ.
"რომელიმე საზოგადოებამ ასე როგორ უნდა იარსებოს?" – ფიქ-
რობდა ძრწოლაატანილი სეიზდი. მის წიგნებში ეწერა, რომ კოლოსი
სწრაფად მრავლდებოდა და ბერდებოდა. ეს ამ არსებებისთვის ბედნიე-
რება იყო, სიკვდილის იმ მასშტაბების გათვალისწინებით, რაც სეიზდმა
უკვე ნახა. ტერისელის აზრით, ეს არსებები მეტისმეტად ბევრ თავისი-
ანს ხოცავდნენ, რომ ეარსებათ.
და მაინც, საუბედუროდ, ისინი ცხოვრებას აგრძელებდნენ. სეიზდი-
ში არსებულ დამცველს მტკიცედ სწამდა, რომ არაფერი არ უნდა და-
კარგულიყო, ყველა საზოგადოება ღირდა იმად, რომ ხსომებოდათ,
თუმცა კოლოსთა ბანაკში გამეფებული სისასტიკე მისი რწმენის გამოც-
და იყო: დაჭრილი არსებები, რომლებიც ისხდნენ და ჭრილობებს ყუ-
რადღებას არ აქცევდნენ; ბილიკის გასწვრივ დაყრილი გვამები; მრის-
ხანების უეცარი აფეთქებები, რასაც მკვლელობები მოჰყვებოდა ხოლ-
მე. დამატყვევებლებმა სეიზდი პატარა, ამაღლებული ადგილის გარშე-
მო შემოატარეს. იგი შეჩერდა, რადგან რაღაც ძალიან მოულოდნელი
დაინახა.
ეს კარავი იყო.
– მიდი, – უთხრა კოლოსთა მეთაურმა და მიუთითა.
263
სეიზდმა შუბლი შეიჭმუხნა. კარვის გარეთ რამდენიმე ათეული
ადამიანი იდგა. მათ შუბები ჰქონდათ და იმპერიის ჯარისკაცების
მსგავსი ფორმები ეცვათ. კარავი დიდი იყო, მის უკან კი საზიდრები
ერთ ხაზზე განელაგებინათ.
– მიდი! – დაუღრიალა კოლოსმა.
სეიზდი ასეც მოიქცა. ტერისელის ზურგს უკან ერთმა კოლოსმა
მისი აბგა ჯარისკაცებისკენ დაუდევრად მოისროლა. როცა აბგა
ძირს დაეცა, ლითონგონებმა გაიწკარუნა და სეიზდი მოიკრუნჩხა.
ჯარისკაცები დაძაბული მზერით უყურებდნენ, სანამ ის არსებები წა-
ვიდოდნენ. შემდეგ კი ერთ-ერთმა მათგანმა აბგა აიღო, ხოლო მე-
ორემ სეიზდს შუბი მოუღერა. ტერისელმა ხელები ასწია:
– მე სეიზდი ვარ, ტერისელი დამცველი, ადრე მსახური ვიყავი,
ახლა კი მასწავლებელი გავხდი. თქვენი მტერი არ ვარ.
– ჰო, კარგი, – თქვა ჯარისკაცმა, რომელიც მიმავალ კოლოსებს
უყურებდა, – მაინც ჩემთან ერთად წამოსვლა მოგიწევს.
– შეიძლება, ჩემი ნივთები დავიბრუნო? – ჰკითხა სეიზდმა.
იქ კოლოსები არსად ჩანდნენ. აშკარა იყო, ადამიან ჯარისკა-
ცებს უნდოდათ, რომ მათგან გარკვეულ მანძილზე ყოფილიყვნენ.
პირველი ჯარისკაცი იმას მიუბრუნდა, რომელსაც სეიზდის აბგა
ჰქონდა. მან გამოხედა და მხრები აიჩეჩა.
– იარაღი არაა. რაღაც სამაჯურები და ბეჭდებია. შეიძლება, რა-
მე ღირებული იყოს.
– ძვირფასი ლითონი არცერთი არაა, – უთხრა სეიზდმა, – ისინი
დამცველის ნივთებია და სხვისთვის მცირე ფასეულობას წარმოად-
გენს.
მეორე ჯარისკაცმა მხრები აიჩეჩა და აბგა პირველს გადასცა.
ორივე ცენტრალური დომინიონის მცხოვრებს ჰგავდა. მუქი თმა,
ღია ფერის კანი და ისეთი ადამიანების აგებულება და სიმაღლე
ჰქონდათ, რომლებსაც ბავშვობიდანვე კარგად აჭმევდნენ. ორიდან
პირველი ჯარისკაცი უფროსი იყო და აშკარად მეთაურობდა. მან მე-
ორეს აბგა გამოართვა.
264
– კარგი, ვნახოთ, მისი უდიდებულესობა რას იტყვის.
"აჰ", – გაიფიქრა სეიზდმა, – "მაშინ მას დაველაპარაკოთ".
ჯარისკაცი შებრუნდა, კარვის კალთა ასწია და სეიზდს ანიშნა,
რომ შიგნით შესულიყო. სეიზდმა მზის წითელი შუქიდან კარავში შეაბი-
ჯა. კარავი საცხოვრებლად გამოსადეგი, თუმცა სადად მოწყობილი
იყო. მთავარ დიდ ოთახში კიდევ რამდენიმე ჯარისკაცი იმყოფებოდა.
სეიზდმა უკვე დაახლოებით ორი ათეული ჯარისკაცი ნახა.
მეთაური წინ წავიდა და თავი უკანა ოთახში შეყო. რამდენიმე წამში
მან სეიზდს ანიშნა და კარვის კარი გამოსწია.
სეიზდი მეორე ოთახში შევიდა. იქ მყოფ კაცს ლუთადელელი კე-
თილშობილის შესაფერისი შარვალი და ფრაკი ეცვა. ახალგაზრდობის
მიუხედავად, მელოტდებოდა. იდგა და ფეხზე ხელს ნერვიულად იცემ-
და. სეიზდის შესვლისას ოდნავ შეხტა. სეიზდმა ეს კაცი იცნო.
– ჯასტეს ლეკალი.
– მეფე ლეკალი, – კბილებში გამოცრა ჯასტესმა, – გიცნობ, ტერი-
სელო?
– ჩვენ ერთმანეთს არ შევხვედრივართ, თქვენო უდიდებულესობავ,
– მიუგო სეიზდმა, – მაგრამ თქვენს მეგობართან, ლუთადელის მეფე
ელენდ ვენტურთან გარკვეული საქმეები მქონდა.
ჯასტესმა თავი დაბნეულად დააქნია.
– ჩემმა ხალხმა მითხრა, რომ კოლოსებმა მოგიყვანეს. მათ ბანაკის
მახლობლად გიპოვეს.
– ასეა, თქვენო უდიდებულესობავ, – ფრთხილად მიუგო სეიზდმა.
ის ჯასტესს უყურებდა, რომელმაც ბოლთის ცემა დაიწყო.
"ეს კაცი ბევრად უფრო არასაიმედოა, ვიდრე ის არმია, რომელსაც
აშკარად ხელმძღვანელობს", – უკმაყოფილოდ გაიფიქრა სეიზდმა.
– როგორ აიძულეთ ეს არსებები, რომ ისინი თქვენ სამსახურში ყო-
ფილიყვნენ?
– შენ ტყვე ხარ, ტერისელო, – კბილებში გამოცრა ჯასტესმა, – არა-
ვითარი კითხვები. ელენდმა ჩემთან საჯაშუშოდ გამოგგზავნა?

265
– არავის გამოვუგზავნივარ, – მიუგო სეიზდმა, – უბრალოდ, ისე
მოხდა, რომ თქვენ ჩემს გზაზე აღმოჩნდით, თქვენო უდიდებულესობავ.
ჩემი დაკვირვებით, არანაირი ზიანი არ მქონდა განზრახული.
ჯასტესი ერთ ხანს შეჩერდა და სეიზდი შეათვალიერა, შემდეგ კი
ისევ ბოლთის ცემა დაიწყო.
– კარგი, არფერია. უკვე კარგა ხანია, რაც წესიერი მხლებელი
აღარ მყავს. ახლა ჩემს სამსახურში იქნები.
– ბოდიშს გიხდით, თქვენო უდიდებულესობავ, – მიუგო სეიზდმა
და ოდნავ მოიხარა, – მაგრამ ეგ შეუძლებელი იქნება.
ჯასტესი მოიღუშა:
– შენ მხლებელი ხარ, ამას შენი სამოსით ვხვდები. ნუთუ ელენ-
დი იმდენად დიდი ბატონია, რომ მე უარს მეტყვი?
– ელენდ ვენტური ჩემი ბატონი არაა, თქვენო უდიდებულესო-
ბავ, – თქვა სეიზდმა და ახალგაზრდა მეფეს მზერა გაუსწორა, – ახ-
ლა, რაც უკვე თავისუფლები ვართ, ტერისელები ბატონს აღარავის
უწოდებენ. თქვენი მხლებელი ვერ ვიქნები, რადგან ვერავის მხლე-
ბელი ვერ ვიქნები. თუ ეს აუცილებელია, ტყვედ დამიტოვეთ, მაგ-
რამ მსახური ვერ ვიქნები. ბოდიშს გიხდით.
ჯასტესი ისევ შეჩერდა. იმის ნაცვლად, რომ გაბრაზებულიყო, ის,
უბრალოდ, გაღიზიანებული ჩანდა.
– მესმის.
– თქვენო უდიდებულესობავ, – მშვიდად თქვა სეიზდმა, – რად-
განაც ვაცნობიერებ, რომ კითხვების დასმა ამიკრძალეთ, დაკვირ-
ვებებით შემოვიფარგლები. ჩანს, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩა-
გიყენებიათ თავი. არ ვიცი, ამ კოლოსებს როგორ მართავთ, მაგრამ
იძულებული ვარ, ვიფიქრო, რომ ეს მართვა არც ისე მყარია. საფ-
რთხეში ხართ და როგორც ჩანს, განზრახული უნდა გქონდეთ, რომ
ეს საფრთხე სხვებსაც თავს მოახვიოთ.
ჯასტესი გაწითლდა:
– შენი დაკვირვება მცდარია, ტერისელო. მე ამ არმიას ვმართავ.
ისინი სრულიად მემორჩილებიან. რამდენი კეთილშობილი გინა-
266
ხავს, რომელმაც კოლოსთა არმია შეკრიბა? არცერთი. წარმატებას
მხოლოდ მე მივაღწიე.
– მათ არ ეტყობათ, რომ სრულიად გემორჩილებიან, თქვენო
უდიდებულესობავ.
– ნუთუ? – ჰკითხა ჯასტესმა, – ნაწილებად დაგგლიჯეს, როცა გიპო-
ვეს? გასართობად სიკვდილამდე გცემეს? შამფურზე წამოგაგეს და
ერთ-ერთ კოცონზე შეგბრაწეს? არა. ისინი ასეთ რამეებს იმიტომ არ
აკეთებენ, რომ სხვაგვარად აქვთ ნაბრძანები. შეიძლება, რომ ეს ბევრი
არ გეგონოს, ტერისელო, მაგრამ მერწმუნე, კოლოსებისგან ეს დიდი
თავშეკავებისა და მორჩილების მაჩვენებელია.
– ცივილიზაცია დიდი მიღწევა არაა, თქვენო უდიდებულესობავ.
– ნუ გამომცდი, ტერისელო! – მიახალა ჯასტესმა და თავზე ხელი
გადაისვა, – ჩვენ კოლოსებზე ვლაპარაკობთ. მათგან ბევრის მოლო-
დინი ვერ გექნება.
– და ისინი ლუთადელში მიგყავთ? – ჰკითხა სეიზდმა, – ამ არსებე-
ბის მბრძანებელსაც კი ეშინოდა, თქვენო უდიდებულესობავ, ამიტომ
მათ ქალაქებისგან შორს ამყოფებდა. თქვენ კი ისინი უკანასკნელი იმ-
პერიის ყველაზე უფრო დასახლებულ ტერიტორიაზე მოიყვანეთ!
– შენ არ გესმის. მე მშვიდობის დამყარება ვცადე, მაგრამ არავინ
გისმენს, თუ ფული არ გაქვს, ან არმია არ გყავს. ახლა კი ერთი უკვე
მყავს და მალე მეორეც მექნება. ვიცი, ელენდი ატიუმის მარაგზეა წა-
მომჯდარი და მხოლოდ იმისთვის მოვედი, რომ... მასთან ალიანსი შევ-
კრა.
– ალიანსი, რომლითაც ქალაქის მართვას გადაიბარებთ?
– ოჰ! – ხელი აიქნია ჯასტესმა, – ელენდი ლუთადელს სულაც ვერ
მართავს. ის მხოლოდ მოადგილეა და ელოდება, რომ ვინმე უფრო
ძლევამოსილი გამოჩნდება. ელენდი კარგი ადამიანია, მაგრამ უმანკო
იდეალისტიცაა. მას ან ერთი არმია წაართმევს ტახტს, ან მეორე; მე კი
უკეთეს გარიგებას შევთავაზებ, ვიდრე სეტი ან სტრაფი. ეს ნამდვილად
ასეა.

267
"სეტი? სტრაფი? რა ხათაბალაში გაიხვია თავი ახალგაზრდა ვენ-
ტურმა?" – თავი გააქნია სეიზდმა.
– ვეჭვობ, რომ "უკეთესი გარიგება" კოლოსთა გამოყენებას გულის-
ხმობს, თქვენო უდიდებულესობავ.
ჯასტესი მოიღუშა.
– აშკარად ჭკვიანი ჩანხარ, ტერისელო. შენ იმის ნიშანი ხარ, თუ
რა დაემართა ამ სამყაროს. მთელი შენი ხალხი ამის ნიშანია. ტერი-
სელებს მუდამ პატივს ვცემდი. კარგი მსახური თუ ხარ, ეს სირცხვი-
ლი სულაც არაა.
– თუმცა ხშირად ამაში საამაყოც ცოტაა. ჩემი დამოკიდებულე-
ბის გამო ბოდიშს გიხდით, თქვენო უდიდებულესობავ. ეს ტერისის
დამოუკიდებლობის განაცხადს არ ნიშნავს. ვფიქრობ, ყოველთვის
მეტისმეტად თავისუფლად ვლაპარაკობდი ხოლმე. საუკეთესო
მხლებელი არასოდეს ვყოფილვარ, – ან საუკეთესო დამცველიო,
თავისთვის გაიფიქრა სეიზდმა.
– ოჰ, – ისევ თქვა ჯასტესმა და ბოლთის ცემა განაგრძო.
– თქვენო უდიდებულესობავ, – უთხრა სეიზდმა, – ლუთადელის-
კენ გზა უნდა განვაგრძო. იქ... ისეთი რამეები ხდება, რაშიც მონაწი-
ლეობა უნდა მივიღო. ჩემს ხალხზე რაც გსურთ, ის იფიქრეთ, მაგ-
რამ უნდა იცოდეთ, რომ ტერისელები პატიოსნები ვართ. ის, რასაც
ვაკეთებ, პოლიტიკის, ომების, ტახტებისა და არმიების მიღმაა. ეს
ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია.
– სწავლულები სულ ასე ლაპარაკობენ, – თქვა ჯასტესმა და შე-
ჩერდა, – ელენდი სულ ასე ლაპარაკობდა.
– ასეა თუ ისეა, წასვლის ნება უნდა მომცეთ. ჩემი თავისუფლე-
ბის სანაცვლოდ, თუ გსურთ, თქვენს შეტყობინებას მის უდიდებუ-
ლესობას, მეფე ელენდ ვენტურს გადავცემ.
– შემეძლო, შიკრიკი ნებისმიერ დროს გამეგზავნა!
– და ერთი ადამიანით ნაკლები დაგეტოვებინათ იმ გუნდში, რო-
მელიც კოლოსებისგან გიცავთ? – ჰკითხა სეიზდმა.
ჯასტესი გაჩუმდა.
268
"აჰ, ანუ მათი მართლა ეშინია", – გაიფიქრა სეიზდმა, – "ძალიან
კარგი, ბოლოს და ბოლოს, შეშლილი მაინც არაა".
– წავალ, თქვენო უდიდებულესობავ, – უთხრა სეიზდმა, – არ
მინდა, რომ ქედმაღლურად გამომივიდეს, მაგრამ ვხედავ, ტყვეების შე-
ნახვის საშუალება არ გაქვთ. შეგიძლიათ, გამიშვათ ან კოლოსებს გა-
დამცეთ, თუმცა მე მოვერიდებოდი იმას, რომ ისინი ადამიანების ხოც-
ვას მიმეჩვია.
ჯასტესმა მას შეხედა და უთხრა:
– კარგი... მაშინ ეს შეტყობინება გადაეცი. ელენდს უთხარი, არ მა-
ინტერესებს, იცის თუ არა, რომ მოვდივარ. ისიც კი არ მაინტერესებს,
ჩვენს რაოდენობას თუ გასცემ, თუმცა ზუსტი უნდა იყო! ამ არმიაში ოცი
ათასზე მეტი კოლოსი მყავს. ელენდი ვერ შემებრძოლება; ვერც სხვებს
შეებრძოლება, მაგრამ თუ მე ქალაქს ჩავიბარებ... ორივე არმიის მო-
გერიებას შევძლებ. უთხარი, რომ აზრიანად მოიქცეს. თუ ატიუმს მომ-
ცემს, ლუთადელსაც კი დავუთმობ. შეგვიძლია, რომ მეზობლები, მო-
კავშირეები გავხდეთ.
"ზოგს ფული აკლია, ზოგს კი საღი აზრი", – გაიფიქრა სეიზდმა.
– ძალიან კარგი, თქვენო უდიდებულესობავ. ელენდს დაველაპარა-
კები, თუმცა ჩემი ნივთები დამჭირდება. იქნებ დამიბრუნოთ.
მეფემ ხელი გაღიზიანებით აიქნია და სეიზდი გავიდა. ის მშვიდად
იცდიდა და ჯასტესის ნათქვამზე ფიქრობდა, ვიდრე ჯარისკაცთა მეთაუ-
რი მეფის ოთახში იმყოფებოდა ბრძანებების მისაღებად. საბედნიე-
როდ ტერისელს აბგა დაუბრუნეს.
"სეტი ან სტრაფი".
რამდენი ძალა ცდილობდა ელენდისთვის ქალაქის წართმევას?
თუ სეიზდს სწავლისთვის წყნარი ადგილი უნდოდა, აშკარად მცდა-
რი გზით წავიდა.
ნიშნების შემჩნევა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დავიწყე. ცხა-
დია, წინასწარმეტყველებები ვიცოდი. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ ტე-
რისელი განმანათლებელი ვარ, თუმცა ყველა ჩვენგანი რელიგიური
არაა. ზოგი – ისევე, როგორც მე – სხვა საკითხებით უფროა დაინტერე-
269
სებული. ასეა თუ ისე, იმ დროს, როცა ალენდისთან ერთად ვიყავი,
საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი და წინასწარმეტყველებით
კიდევ უფრო არ ვინტერესდებოდი. ისე ჩანდა, რომ ალენდი ძალიან
კარგად შეესაბამებოდა იმ ნიშნებს.

20
– ეს სახიფათო იქნება, თქვენო უდიდებულესობავ, – უთხრა
დოკსონმა.
– ეს ჩვენი ერთადერთი გზაა, – მიუგო ელენდმა. თავისი მაგი-
დის უკან იდგა. როგორც წესი, ამ მაგიდაზე წიგნები იყო დახვავებუ-
ლი. ელენდს ფანჯრიდან სინათლე ეცემოდა და მისი ფორმის თეთრ
ზურგს ფერადად ანათებდა.
"ამ სამოსში ნამდვილად უფრო მბრძანებლურად გამოიყურება",
– ფიქრობდა ვინი, რომელიც ელენდის დიდ, საკითხავ სავარძელში
იჯდა. ორსეური მის ფეხთით მოთმინებით იწვა. ვინი ჯერ კიდევ ვერ
გარკვეულიყო, ელენდის ცვლილებებთან დაკავშირებით რა ეფიქ-
რა. იცოდა, რომ ეს ცვლილებები, მეტწილად, გარეგნული იყო –
ახალი სამოსი, ახალი ვარცხნილობა – მაგრამ ისე ჩანდა, რომ სხვა
რამეებიც იცვლებოდა. ლაპარაკის დროს უფრო გამართულად იდ-
გა და უფრო ავტორიტეტული იყო. ხმლისა და სადუელე ჯოხის
ფლობაშიც კი ვარჯიშობდა.
ვინმა ტინდუილს შეხედა. დარბაისელი ტერისელი ქალი მაგარ
სკამზე იჯდა და ვითარებას აკვირდებოდა. თავი შესანიშნავად ეჭი-
რა და ფერად ტანსაცმელში დიდგვაროვანი ქალბატონის იერი
ჰქონდა. ვინის მსგავსად ფეხებშეკეცილი არ იჯდა ხოლმე და შარ-
ვალსაც არასდროს იცვამდა.
"რა აქვს მას ასეთი?" – ფიქრობდა ვინი, – "ერთი წელი შევალიე
იმას, რომ ელენდს ხმლის ფლობაში ვარჯიში დაეწყო. ჯერ ერთი
თვეც კი არ გასულა, რაც ტინდუილი აქაა და უკვე ავარჯიშებს".
რატომ გრძნობდა ვინი თავს ასე ცუდად? ელენდი ხომ ამდენად
ნამდვილად არ შეიცვლებოდა, განა ასე არ იყო? ვინი შეეცადა, ამ
270
ახალ, თვითდაჯერებულ, კარგად ჩაცმულ, მეომარ მეფეზე ღელვა და-
ეცხრო. გოგო იმაზე დარდობდა, რომ ელენდი აღარ ემგვანებოდა იმ
კაცს, რომელიც შეუყვარდა. იქნებ აღარ სჭირდებოდა ვინი ელენდს?
ვინი ცოტა უფრო ღრმად ჩაეფლო სავარძელში, ელენდი კი ჰამთან,
დოკსთან, კლაბსსა და ბრიზთან ლაპარაკს აგრძელებდა.
– ელ, – უთხრა ჰამმა, – აცნობიერებ, რომ მტრის ბანაკში თუ წახ-
ვალ, შენ დაცვას ვერ შევძლებთ?
– დარწმუნებული იმაშიც არ ვარ, რომ აქ შეძლებთ ჩემ დაცვას, ჰამ,
მაშინ, როცა ორი არმია პირდაპირ ქალაქის კედლებთან დგას, – მი-
უგო ელენდმა.
– მართალია, – თქვა დოკსონმა, – მაგრამ იმაზე ვღელავ, რომ თუ
იმ ბანაკში შეხვალ, იქიდან ვეღარ გამოხვალ.
– მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩავფლავდები, – მიუგო ელენდმა,
– თუ გეგმას მივყვები და მამაჩემს იმაში დავარწმუნებ, რომ ჩვენ მისი
მოკავშირეები ვართ, მაშინ ის უკან დაბრუნების ნებას მომცემს. როცა
უფრო ახალგაზრდა ვიყავი, სამეფო კარის პოლიტიკურ ინტრიგებში
დიდად არ ვერეოდი, თუმცა ერთი რამ, რაც ვისწავლე, მამაჩემის ოს-
ტატურად გამოყენება იყო. სტრაფ ვენტურს ვიცნობ და ვიცი, რომ მისი
დაჯაბნა შემიძლია. გარდა ამისა, მას ჩემი მოკვლა არ უნდა.
– შეგვიძლია, რომ მაგაში დარწმუნებულები ვიყოთ? – ჰკითხა ჰამ-
მა და ნიკაპი მოისრისა.
– დიახ, – მიუგო ელენდმა, – ბოლოს და ბოლოს, სტრაფს ხომ ჩემ-
თან მკვლელები არ გამოუგზავნია, მაშინ, როდესაც სეტმა გამოაგზავ-
ნა. ამაში აზრი ნამდვილად დევს. ლუთადელის სამართავად სტრაფის-
თვის ვინ იქნება მის ვაჟზე უკეთესი? ის ფიქრობს, რომ ჩემი გაკონტრო-
ლება შეუძლია და იმედოვნებს, რომ დამარწმუნებს, ლუთადელი გა-
დავცე. თუ ამას მოვახერხებ, იმასაც შევძლებ, რომ სეტზე იერიში მივა-
ტანინო.
– ჭკვიანურად ლაპარაკობს... – აღნიშნა ჰამმა.

271
– ჰო, – მიუგო დოკსონმა, – მაგრამ სტრაფს რა შეუშლის ხელს
იმაში, რომ შენ, უბრალოდ, ტყვედ დაგიტოვოს და ლუთადელზე მო-
იტანოს იერიში.
– მას ხომ ზურგში კვლავ სეტი ეყოლება, – თქვა ელენდმა, – თუკი
სტრაფი ჩვენ შეგვებრძოლება, ხალხს დაკარგავს – ბევრს ხალხს და-
კარგავს – და ზურგიდან დაუცველი დარჩება.
– მაგრამ მას შენ ეყოლები, ჩემო კარგო, – უთხრა ბრიზმა, – მას
ლუთადელზე იერიშის მოტანა არ მოუწევს. მარტივად გვაიძულებს,
რომ დავნებდეთ.
– თქვენ ბრძანება გექნებათ, რომ მე სასიკვდილოდ გამწიროთ,
– მიუგო ელენდმა, – ასამბლეა სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბე. მას
ხომ იმის უფლებამოსილება აქვს, ახალი მეფე აირჩიოს.
– მაგრამ რატომ? – ჰკითხა ჰამმა, – ეს რისკი რატომ უნდა გავ-
წიოთ, ელ? მოდი, ცოტა მოვიცადოთ და ვნახოთ, იქნებ სტრაფი და-
ვარწმუნოთ, რომ უფრო ნეიტრალურ ადგილას შეგხვდეს.
ელენდმა ამოიოხრა:
– უნდა დამიჯეროთ, ჰამ. მიუხედავად იმისა, ალყაში ვართ თუ
არა, აქ ასე გულხელდაკრეფილები ვერ ვისხდებით. თუ ასე მოვიქ-
ცევით, ან შიმშილით დავიხოცებით, ან იმ ორიდან რომელიმე არ-
მია, ბოლოს და ბოლოს, შეტევაზე გადმოვა იმის იმედით, რომ ჩვენს
კედლებს სწრაფად აიღებს და მაშინვე თავდაცვაზე გადავა. ეს ად-
ვილად არ მოხდება, მაგრამ შეიძლება მოხდეს. ეს იმ შემთხვევაში
იქნება ასე, თუ ამ მეფეების ერთმანეთთან წაკიდებას არ დავიწ-
ყებთ.
ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. შეკრებილები ნელა მიბრუნდნენ
კლაბსისკენ, რომელიც თანხმობის ნიშნად თავს აქნევდა.
"ყოჩაღ, ელენდ", – გაიფიქრა ვინმა.
– მამაჩემს ვინმე უნდა შეხვდეს, – განაგრძო ელენდმა, – და
კარგი იქნება, ეს მე ვიყო. სტრაფს სულელი ვგონივარ. ასე რომ,
შევძლებ დავარწმუნო, რომ საფრთხეს არ წარმოვადგენ, შემდეგ კი
წავალ და სეტს ვეტყვი, ვითომ მის მხარეს ვარ. როცა, ბოლოს და
272
ბოლოს, ერთმანეთს შეუტევენ – რადგან ორივე იფიქრებს, რომ ერთის
მხარეს ვართ – გავერიდებით და ვაიძულებთ, ერთმანეთს უჩვენოდ ებ-
რძოლონ. ამ ბრძოლის შემდეგ კი გამარჯვებულს საკმარისი ძალა
აღარ დარჩება იმისთვის, რომ ქალაქი წაგვართვას!
ჰამმა და ბრიზმა თავები დააქნიეს, დოკსონმა კი გააქნია:
– თეორიულად კარგი გეგმაა, მაგრამ მტრის ბანაკში დაუცველად
წასვლა? ეს სულელურად ჩანს.
– მისმინეთ, – თქვა ელენდმა, – ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი უპირატე-
სობა იქნება. მამაჩემს ღრმად სწამს, რომ უმთავრესი თავადაა და მარ-
თვის სადავეებსაც თავად ფლობს. თუკი მის ბანაკში მივალ, ამით იმას
ვეტყვი, რომ მის ავტორიტეტს ვაღიარებ. თავს სუსტად მოვაჩვენებ და
იფიქრებს, რომ იქით წამიყვანს, საითაც ენდომება. ეს რისკია, მაგრამ
თუ არ გავრისკავ, მაშინ დავიხოცებით.
კაცებმა ერთმანეთს გადახედეს. ელენდი წელში ცოტა უფრო მეტად
გაიმართა და მომუშტული ხელებით დოინჯი შემოირტყა. როცა ნერვიუ-
ლობდა, ყოველთვის ასე იქცეოდა.
– ვშიშობ, რომ ეს მსჯელობა არ არის, – უთხრა ელენდმა, – მე ეს
უკვე გადავწყვიტე.
"ისინი ასეთ განცხადებას არ მიიღებენ", – გაიფიქრა ვინმა. გუნდი
დამოუკიდებელი ერთეული იყო. მიუხედავად ამისა, მისდა გასაკვი-
რად, არცერთი მათგანი არ შეწინააღმდეგებია.
ბოლოს და ბოლოს, დოკსონმაც დააქნია თავი და თქვა:
– კარგი, თქვენო უდიდებულესობავ. ეს სახიფათო გზაა – ანუ სტრა-
ფის დარწმუნება, რომ შეუძლია, ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს;
ამავდროულად მისთვის ისეთი შთაბეჭდილების შექმნაც, რომ მას შე-
ეძლება, ნებისმიერ დროს გვიღალატოს. სტრაფს ჩვენი მკლავების ძა-
ლის გამოყენება უნდა მოუნდეს და თან ჩვენი ნებისყოფა უნდა უგულე-
ბელყოს.
– გარდა ამისა, – დასძინა ბრიზმა, – ეს ისე უნდა გააკეთო, რომ ვერ
მიხვდეს, ორმაგ თამაშს რომ თამაშობ.
– ამას შეძლებ? – ჰკითხა ჰამმა, – გულწრფელად თქვი, ელენდ.
273
ელენდმა თავი დაუქნია:
– შემიძლია, ჰამ. ამ წელს პოლიტიკაში ბევრად უკეთესი გავხდი, –
ის თავდაჯერებულად ლაპარაკობდა, მაგრამ ვინმა შენიშნა, რომ ხე-
ლები ისევ მომუშტული ჰქონდა. "ელენდმა ეს ჩვევა უნდა მოიშოროს",
– გაიფიქრა გოგომ.
– შესაძლოა, პოლიტიკა გესმის, – უთხრა ბრიზმა, – მაგრამ ეს
გაცურებაა. ამას თვალი გაუსწორე, ჩემო მეგობარო. საშინლად პა-
ტიოსანი ხარ. სულ სკაას უფლებების დაცვასა და მსგავს რამეებზე
ლაპარაკობ.
– მისმინეთ, უსამართლოდ იქცევით, – თქვა ელენდმა, – პატი-
ოსნება და კეთილი ზრახვები სრულიად სხვადასხვა რამეა. რატო-
მაც არა, შემიძლია, რომ ისეთივე გაიძვერა ვიყო, როგორც... –
ელენდი ერთხანს გაჩუმდა, – ამაზე რატომ ვკამათობ? ვაღიარებთ,
რა არის გასაკეთებელი და ისიც ვიცით, რომ ეს სწორედ მე უნდა გა-
ვაკეთო. დოკს, მამაჩემისთვის მისაწერი წერილის მონახაზს და-
წერ? დაწერე, რომ მოხარული ვიქნები, მას თუ ვესტუმრები. ფაქ-
ტობრივად... – ელენდი ისევ გაჩუმდა და ვინს შეხედა, შემდეგ გა-
ნაგრძო, – მიწერე, რომ მასთან ლუთადელის მომავლის განხილვა
მინდა და ამიტომ მსურს, რომ მას განსაკუთრებული ვინმე გავაცნო.
ჰამმა ჩაიცინა:
– აჰ. გასაცნობად გოგოს სახლში მიყვანა.
– თანაც ისეთი გოგოსი, რომელიც ცენტრალურ დომინიონში
ყველაზე საშიში ალომანტია, – დაამატა ბრიზმა.
– ვითომ დათანხმდება, რომ ისიც წამოვიდეს? – ჰკითხა დოკ-
სონმა.
– თუ არ დათანხმდება, შეთანხმება არ შედგება, – მიუგო ელენ-
დმა, – ამას მამაჩემს ნათლად განვუმარტავ. თუმცა ვფიქრობ, რომ
დათანხმდება. სტრაფს ჩემ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება. შესაძ-
ლოა, ამის სათანადო მიზეზი აქვს. ვფიქრობ, ვინის შემთხვევაშიც
ასეა – ჰგონია, რომ ისეთი ყოჩაღი გოგო არ არის, როგორც ამბო-
ბენ.
274
– სტრაფს ნისლქმნილი ჰყავს, – დასძინა ვინმა, – რომელიც მას
იცავს. სამართლიანი იქნება, თუკი ელენდი წამიყვანს. და მის გა-
მოყვანას შევძლებ, რამე თუ მოხდება.
ჰამმა ისევ ჩაიცინა:
– შესაძლოა, ეგ არც ისე ღირსეული უკან დახევა გამოვიდეს. ვინის
მიერ სამშვიდობოზე გამოყვანა.
– სიკვდილს ხომ მაინც აჯობებს, – აღნიშნა ელენდმა, რომელიც აშ-
კარად ცდილობდა, მათთვის თავი უდარდელად მოეჩვენებინა, მაგ-
რამ, ცოტა არ იყოს, გაწითლდა.
"მას ვუყვარვარ, მაგრამ ის ხომ კაცია", – გაიფიქრა ვინმა, – "რამ-
დენჯერ შევლახე მისი თავმოყვარეობა იმით, რომ ნისლქმნილი ვარ,
მაშინ, როცა თავად ჩვეულებრივი ადამიანია? უფრო ნაკლებ კაცს არა-
სოდეს შევუყვარდებოდი. მაგრამ განა ის არ იმსახურებს ქალს, რომ-
ლის დაცვასაც შეძლებს? ქალს, რომელიც უფრო... ქალური იქნება?"
ვინი კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლო სავარძელში, რომლის სირბი-
ლეშიც სითბოს ეძებდა. ეს ელენდის სავარძელი იყო და კითხვის დროს
ჯდებოდა ხოლმე. ვინი ისევ მასზე ფიქრობდა:
"გარდა ამისა, განა ისეთ ქალს არ იმსახურებს, რომელიც მის ინტე-
რესებს იზიარებს? ისეთ ქალს, რომელსაც კითხვა ტანჯვად არ მიაჩნია?
ქალს, რომელთანაც თავის ბრწყინვალე პოლიტიკურ თეორიებზე
ილაპარაკებს?.. ჩვენს ურთიერთობაზე ამდენს რატომ ვფიქრობ?"
"მათ სამყაროში ჩვენი ადგილი არაა", – უთხრა მაშინ ზეინმა, –
"ჩვენი ადგილი აქაა, ნისლში. შენი ადგილი მათთან არაა..."
– კიდევ ერთი რამის თქმა მინდოდა, თქვენო უდიდებულესობავ, –
მიმართა დოკსონმა, – ასამბლეასთან შეხვედრა არის საჭირო. წევ-
რებს უკვე მოთმინების ფიალა ევსებათ, რადგან უნდათ, რომ მოუსმი-
ნოთ. ეს ლუთადელში ყალბი მონეტების მიმოქცევას ეხება.
– ქალაქის საქმეებისთვის ახლა დრო არ მაქვს, – მიუგო ელენდმა,
– უპირველესი მიზეზი, რის გამოც ასამბლეა ჩამოვაყალიბე, ის იყო,
რომ ასეთი საკითხები მოეგვარებინათ. მიდი და შეტყობინება გაუგზავ-
ნე, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ მათ განსჯას ვენდობი. ჩემი სახე-
275
ლით მოუბოდიშე და აუხსენი, რომ მე ქალაქის დაცვით ვარ დაკავე-
ბული. ვეცდები, შეხვედრა მომდევნო კვირას გავმართო.
დოკსონმა თავი დაუქნია და შენიშვნა ჩაიწერა:
– თუმცა სხვა რამეზეც უნდა ვიფიქროთ: სტრაფთან შეხვედრით,
ასამბლეაზე კონტროლს დაკარგავ.
– ეს ოფიციალური მოლაპარაკება არაა, – მიუგო ელენდმა, –
მხოლოდ არაფორმალური შეხვედრაა. ჩემი წინა გადაწყვეტილება
ისევ ძალაში დარჩება.
– გულწრფელად რომ ვთქვა, თქვენო უდიდებულესობავ, – მი-
უგო დოკსონმა, – ძალიან მეეჭვება, მათ ამას ასე შეხედონ. ისინი
ხომ ძალიან გაბრაზებულნი არიან იმის გამო, რომ მოლაპარაკების
გამართვის გადაწყვეტილების მიღებამდე ხელ-ფეხი შეკრული
აქვთ.
– ვიცი, – მიუგო ელენდმა, – მაგრამ ეს რისკი ამად ღირს. ჩვენ
სტრაფთან შეხვედრა გვჭირდება. როგორც კი ეს მოხდება, ვიმე-
დოვნებ, ასამბლეასთან კარგი ამბით დავბრუნდები და შევძლებ,
დავუსაბუთო, რომ გადაწყვეტილების პირობები არ დაკმაყოფილე-
ბულა. ახლა კი შეხვედრა განვაგრძოთ.
"ელენდი მართლაც უფრო თავდაჯერებულია", – გაიფიქრა ვინ-
მა, – "თანდათანობით იცვლება..."
ვინს ასეთ რამეებზე ფიქრი უნდა შეეწყვიტა და ყურადღება სხვა
რამეზე გადაეტანა. შეკრებილებმა ისეთ გზებზე დაიწყეს თათბირი,
რომლითაც სტრაფის მარჯვედ გამოყენება შეიძლებოდა. გუნდის
წევრები ელენდს რჩევებს აძლევდნენ, თუ როგორ უნდა ეცრუა და-
მაჯერებლად. ვინი კი მათ აკვირდებოდა და ცდილობდა, რომელიმე
მათგანში შეუსაბამობები აღმოეჩინა და მიმხვდარიყო, იქ ხომ არ
იჯდა თვითმარქვია კანდრა.
კლაბსი ჩვეულებრივზე უფრო ჩუმი ხომ არ იყო? სპუკი გაიზარდა
და მეტყველება იმიტომ შეეცვალა, თუ იმიტომ, რომ კანდრა მის აქ-
ცენტს განსხვავებულად ბაძავდა? ჰამი მეტისმეტად მხიარული ხომ
არ იყო? გარდა ამისა, თითქოს ისე ჩანდა, რომ ის თავის პატარა ფი-
276
ლოსოფიურ ამოცანებს აღარ იშველიებდა. და რატომ ნეტავ? უფრო
დასერიოზულდა, თუ იმიტომ, რომ კანდრამ არ იცოდა, ჰამისთვის
სწორად როგორ მიებაძა?
ეს კარგი არ იყო. თუ ვინი მეტისმეტად დიდხანს დააკვირდებოდა,
შეუსაბამობებს ყველას პიროვნებაში შენიშნავდა; თუმცა ყველა, იმავ-
დროულად, საკუთარ თავს ჰგავდა. ადამიანი ძალზე რთული არსებაა
საიმისოდ, რომ მისი პიროვნული თვისებები გაამარტივო. გარდა ამი-
სა, კანდრა დაოსტატებული იქნებოდა, ძალიან დაოსტატებული. მთე-
ლი სიცოცხლე სხვების მიბაძვის ხელოვნებაში ივარჯიშებდა და დიდი
ალბათობით, ეს კანდრა შემოპარვას კარგა ხნის განმავლობაში გეგ-
მავდა.
გამოდიოდა, რომ ყველაფერი ალომანტიამდე მიდიოდა, თუმცა
ალყასთან და სიღრმის შესწავლასთან დაკავშირებული საქმიანობის
გამო ვინს მეგობრების გამოცდის შესაძლებლობა არ მისცემია. და რო-
ცა ამაზე ფიქრობდა, აღიარებდა, რომ დროის უქონლობა სუსტი მიზეზი
იყო. სინამდვილეში ამაზე ფიქრს გაურბოდა; აუტანლად ეჩვენებოდა,
რომ ამ გუნდის რომელიმე წევრი – თავისი პირველი სამეგობრო წრი-
დან ერთ-ერთი – შეიძლებოდა მოღალატე ყოფილიყო.
ვინს ეს როგორმე უნდა გადაელახა. თუ ამ ჯგუფში თვითმარქვია ჯა-
შუში მართლა იყო, ეს მათ ბოლოს მოუღებდა. თუ მტერი მეფეები
ელენდის დაგეგმილი ოინის შესახებ შეიტყობდნენ...
ვინმა საცდელად ბრინჯაო აანთო. გოგომ მაშინვე იგრძნო ბრიზი-
დან მომავალი ალომანტური იმპულსი – ეს გამოუსწორებელი კაცი.
ბრიზი ალომანტიაში იმდენად დახელოვნებული იყო, რომ მეტწილად
მის შეხებას ვინიც კი ვერ ხვდებოდა ხოლმე, მაგრამ ბრიზი ამ უნარის
გამოყენებაზე იყო დამოკიდებული.
თუმცა ახლა მთრგუნავი ამ უნარს ვინზე არ იყენებდა. გოგომ თვა-
ლები დახუჭა და ყურადღება მოიკრიბა. ოდესღაც, დიდი ხნის წინ, მარ-
შმა სცადა, რომ მისთვის ალომანტური ტალღების ამოსაცნობად ბრინ-
ჯაოს გამოყენების დახვეწილი ხელოვნება ესწავლებინა. ვინი მაშინ
ვერ აცნობიერებდა, მარში რამხელა ამოცანას შეეჭიდა.
277
როცა ალომანტი ლითონს წვავდა, რაღაც უჩინარ, დოლის რიტ-
მის მსგავს ხმას გამოსცემდა და ამას მხოლოდ ის ალომანტი
გრძნობდა, რომელიც ბრინჯაოს წვავდა. ის, თუ რამდენად სწრაფი
იყო და როგორ ისმოდა პულსაციის რიტმი, მიანიშნებდა იმაზე,
კონკრეტულად რომელი ლითონი იწვოდა. ამას წვრთნა დასჭირდა,
რადგან რთული აღმოჩნდა, მაგრამ ვინი სულ უფრო უკეთ არჩევდა
სხვადასხვა პულსაციას.
გოგომ ყურადღება მოიკრიბა. ბრიზი თითბერს წვავდა – შინა-
გან, გონებრივ, მბიძგავ ლითონს – და...
ვინი კიდევ უფრო მობილიზდა. კანონზომიერებას გრძნობდა,
თითოეული პულსის ორმაგ დარტყმას. ეს მარჯვნიდან მოდიოდა. ეს
დარტყმები რაღაცას ერწყმოდა, რაღაცას, რაც მათ ისრუტავდა.
ელენდი. ბრიზს ელენდისკენ ჰქონდა ყურადღება მიპყრობილი.
მიმდინარე კამათის გათვალისწინებით, ეს გასაკვირი სულაც არ
იყო. ბრიზი მუდამ უბიძგებდა ხოლმე თანამოსაუბრეს.
კმაყოფილი ვინი უკან გადაწვა, მაგრამ უცებ გახევდა. "მარში მი-
იჩნევდა, რომ ბრინჯაოს იმაზე ბევრად მეტი შეეძლო, ვიდრე ამას
ადამიანთა უმეტესობა ფიქრობდა. იქნებ..." – დაფიქრდა ვინი.
გოგომ თვალები მაგრად დახუჭა – არ ანაღვლებდა, თუკი ვინმე
შენიშნავდა და მისი ეს საქციელი უცნაურად მოეჩვენებოდა – და
კვლავ ალომანტურ რიტმს მიაყურადა. ბრინჯაო ააალა და გონება
იმდენად მოიკრიბა, რომ იცოდა, თავის ტკივილი დაეწყებოდა.
პულსაციებში რხევა განირჩეოდა, მაგრამ ზუსტად არ იცოდა, ეს
რას ნიშნავდა.
"ყურადღება მოიკრიბე!" – შეუძახა თავს, თუმცა ეს პულსაციები
მეტ ცნობას ჯიუტად აღარ გასცემდნენ.
"შესანიშნავია", – გაიფიქრა ვინმა, – "გაგაცურებთ". მან კალა
ჩააქრო. კალა ოდნავ ენთო თითქმის ყოველთვის. შემდეგ იმ მე-
თოთხმეტე ლითონს, დურალუმინს მისწვდა და აანთო.
ალომანტური პულსაციები ძალიან ხმაურიანი... ძალიან მძლავ-
რი გახდა... ვინს შეეძლო, დაეფიცა, რომ გრძნობდა, რხევებისგან
278
როგორ ზანზარებდა. თითქოს ვიღაც უბაგუნებდა უზარმაზარ დოლს,
რომელიც ზუსტად ვინის გვერდით იდგა. ბოლოს რაღაც გაარჩია.
მოუსვენრობა, ნერვიულობა, მღელვარება, დაუცველობა, მოუსვენ-
რობა, ნერვიულობა, მღელვარება...
უცებ ეს გაქრა. ვინის ბრინჯაო ერთი მასიური აალებით დაიხარჯა.
გოგომ თვალები გაახილა. ორსეურის გარდა მას არავინ უყურებდა. გა-
მოფიტული იყო. როგორც ივარაუდა, საშინლად ასტკივდა თავი. თით-
ქოს მის თავში იმ უზარმაზარი დოლის პატარა მოძმეს ბაგაბუგი გაჰ-
ქონდა.
ვინი მიღებულ ცნობას ჩაუღრმავდა. ეს სიტყვების კი არა, შეგრძნე-
ბების სახით მოვიდა და თავდაპირველად შეეშინდა იმის გამო, რომ ამ
ემოციებს ბრიზი ავლენდა. მოუსვენრობა, ნერვიულობა, მღელვარება.
თუმცა ბრიზი მთრგუნავი იყო – ეს ვინმა მაშინვე გააცნობიერა. თუ კა-
ცის გონება ემოციების გარშემო ტრიალებდა, მაშინ ეს ისეთი ემოციები
იქნებოდა, რომლებსაც საკუთარი ძალით თრგუნავდა.
ვინმა ბრიზიდან მზერა ელენდზე გადაიტანა და გაიფიქრა: "რატომ...
ბრიზი ელენდს თავდაჯერებას ანიჭებს!"
თუ ელენდი თანაგუნდელთა თვალში ცოტა უფრო ამაღლებული
ჩანდა, ეს იმიტომ, რომ ბრიზი ჩუმად ეხმარებოდა. იგი ელენდის მოუს-
ვენრობასა და მღელვარებას თრგუნავდა და ამას მაშინაც კი აკეთებდა,
როცა თავადაც ეკამათებოდა და მისთვის ჩვეულ, დამცინავ სიტყვებს
ისროდა.
ვინი ამ ჩასუქებულ კაცს აკვირდებოდა, თავის ტკივილს ყურადღე-
ბას აღარ აქცევდა და აღფრთოვანების ახალაღმოჩენილი გრძნობა
ეუფლებოდა. გუნდში ბრიზის ადგილი ყოველთვის, ცოტა არ იყოს, აკ-
ვირვებდა. დანარჩენები, ამა თუ იმ დონეზე, მეოცნებეები იყვნენ.
კლაბსიც კი, მისი უხიაგი იერის მიუხედავად, ვინს მუდამ ძალიან კარგ
ადამიანად მიაჩნდა.
ბრიზი განსხვავებული იყო. მას სხვაზე ზემოქმედება უყვარდა. ცო-
ტათი თავკერძაობითაც გამოირჩეოდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნე-
ბოდა, რომ იგი გუნდს გამოწვევის გამო შეუერთდა და არა სკაას ხალ-
279
ხის დახმარების სურვილით. მაგრამ კელსიერი ყოველთვის იმას
ამტკიცებდა, რომ გუნდი დაკვირვებით შეადგინა და ეს ადამიანები
არა მარტო მათი უნარის, არამედ მათი თვისებების გამოც შეარჩია.
ალბათ, ბრიზი გამონაკლისი სულაც არ იყო. ვინი უყურებდა,
რომ იგი ჰამისკენ სადუელე ჯოხს იშვერდა, როცა ის რაღაცას ამ-
ბობდა. და მაინც, გულის სიღრმეში ბრიზი სრულიად სხვანაირი
იყო.
"შენ კარგი კაცი ხარ, ბრიზ", – გაიფიქრა ვინმა და გაიღიმა, –
"უბრალოდ, ძალიან ცდილობ, რომ ეს დამალო".
გარდა ამისა, ბრიზი ჯაშუში არ იყო. თუმცა ვინმა ეს ადრეც იცო-
და. იგი ქალაქში მას შემდეგ მოვიდა, როცა თვითმარქვია კანდრა
უკვე შემოპარული იყო. მაგრამ მეორე მტკიცებულებამ ვინის ტვირ-
თი სულ ცოტათი მაინც შეამსუბუქა.
იქნებ სხვების გამორიცხვაც მოეხერხებინა.
შეხვედრის დასრულებისას ელენდი თანაგუნდელებს დაემშვი-
დობა. დოკსონი წავიდა, რომ ის წერილი დაეწერა. ჰამი უსაფ-
რთხოების გადასამოწმებლად გაემართა. კლაბსმა უკან, ჯარისკა-
ცებისკენ გასწია, რომ მათი წვრთნა გაეგრძელებინა. ბრიზმა კი
ასამბლეას მიაშურა, რათა ელენდის ყურადღების ნაკლებობით გა-
ღიზიანებული წევრები დაემშვიდებინა.
ვინმაც დააპირა ოთახიდან გასვლა და ჯერ ელენდს სტყორცნა
მზერა, შემდეგ ტინდუილს გახედა.
"ნუთუ ვინი ტერისელს ჯერ კიდევ არ ენდობა?" – გაიფიქრა და-
ინტერესებულმა ელენდმა. მან დასამშვიდებლად თავი დაუქნია და
ვინმა შუბლი შეიჭმუხნა, სულ ცოტათი გაღიზიანებული ჩანდა.
ელენდი ვინს იქ დარჩენის ნებას კი დართავდა, მაგრამ... ტინდუი-
ლის პირისპირ ყოფნა ხომ მას მარტოც კი საკმაოდ დიდ უხერხუ-
ლობას უქმნიდა.
ვინი ოთახიდან გავიდა. გვერდით მგელძაღლა კანდრა მიჰყვე-
ბოდა.

280
"ჩანს, რომ ვინი ამ არსებას სულ უფრო ეჩვევა", – გაიფიქრა კმაყო-
ფილმა ელენდმა; კარგი იყო, რომ გოგოზე ვიღაც ზრუნავდა.
ვინმა კარი დახურა, ელენდმა კი ამოიოხრა და მხარი მოისრისა.
რამდენიმე კვირის განმავლობაში ხმლითა და სადუელე ჯოხით
ვარჯიში მას დიდ ძალას ართმევდა და სხეული დალურჯებული
ჰქონდა. ცდილობდა, ტკივილი არ შემჩნეოდა, უფრო მეტად კი იმას
ცდილობდა, ეს ტინდუილს არ შეემჩნია.
"ბოლოს და ბოლოს, ის ხომ მაინც დავამტკიცე, რომ ვსწავლობ. მას
უნდა ენახა, დღეს ამას რა კარგად გავართვი თავი", – გაიფიქრა ელენ-
დმა და ტინდუილს ჰკითხა:
– აბა?
– უხერხულად იქცევი, – მიუგო ტინდუილმა, რომელიც თავისი სა-
ვარძლის წინ იდგა.
– შენ ასე ლაპარაკი გიყვარს, – უთხრა ელენდმა და წინ წავიდა, რა-
თა წიგნების გროვა დაელაგებინა.
ტინდუილმა უთხრა, რომ მას მსახურებისთვის ნება უნდა მიეცა, ეს
სამუშაო ოთახი მუდამ სუფთად შეენარჩუნებინათ, რასაც ელენდი ყო-
ველთვის ეწინააღმდეგებოდა. კაცს არეულ-დარეული წიგნები და ქა-
ღალდები ბუნებრივად მიაჩნდა და ნამდვილად არ უნდოდა, ვინმეს გა-
დაეადგილებინა.
თუმცა, როდესაც ტინდუილი იქ იდგა და ელენდს უყურებდა, ძნელი
იყო, რომ კაცს ამ არეულობის გამო სინდისის ქენჯნა არ ეგრძნო. მან
წიგნების გროვას კიდევ ერთი წიგნი დაადო.
– ხომ შეამჩნიე, თავი რა კარგად გავართვი, – უთხრა ელენდმა, –
ისინი დავარწმუნე, რომ სტრაფის ბანაკში წასვლის ნება მოეცათ.
– შენ მეფე ხარ, ელენდ ვენტურ, – მიუგო ტინდუილმა, რომელსაც
ხელები გულზე დაეკრიფა, – არავინ არაფრის "ნებას" არ გაძლევს.
პირველ რიგში თავად უნდა შეცვალო დამოკიდებულება. აღარ უნდა
იფიქრო, რომ ნებართვა ან თანხმობა გჭირდება მათგან, ვინც შენ მოგ-
ყვება.

281
– მეფე მოქალაქეებს მათი თანხმობით უნდა გაუძღვეს, – მიუგო
ელენდმა, – მე მორიგი მბრძანებელი არ გავხდები.
– მეფე ძლიერი უნდა იყოს, – მტკიცედ თქვა ტინდუილმა, – იგი რჩე-
ვას იღებს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ამ რჩევას სხვას თვითონ
ეკითხება. ნათლად აჩვენებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას სწო-
რედ ის იღებს და არა მრჩევლები. საკუთარი მრჩევლები უფრო მე-
ტად უნდა მართო. თუ ისინი არ გცემენ პატივს, მაშინ მტერი, მით
უმეტეს, არ გცემს პატივს, ისევე, როგორც ბრბო.
– ჰამი და დანარჩენები პატივს მცემენ.
ტინდუილმა წარბი ასწია.
– ნამდვილად ასეა! – გაიმეორა ელენდმა.
– როგორ მოგმართავენ ხოლმე?
ელენდმა მხრები აიჩეჩა:
– ჩემი მეგობრები არიან და სახელით მომმართავენ.
– ან მეტსახელით, ასე არაა, "ელ"?
ელენდი გაწითლდა და გროვაზე ბოლო წიგნი დადო.
– გინდა მაიძულო, რომ მეგობრებმა ტიტულით მომმართონ?
– დიახ, – მიუგო ტინდუილმა, – განსაკუთრებით კი სხვების თან-
დასწრებით. უნდა მოგმართავდნენ, როგორც "თქვენო უდიდებუ-
ლესობავ", ან, სულ მცირე, როგორც "ჩემო ბატონო".
– ვეჭვობ, რომ ჰამს ეგ კარგად გამოუვიდეს, – თქვა ელენდმა, –
მას ავტორიტეტთან გარკვეული პრობლემა აქვს.
– ის ამას გადალახავს, – მიუგო ტინდუილმა და წიგნების თაროს
თითი გადაუსვა. ელენდს სულაც არ სჭირდებოდა ამ თითის ჩვენება
იმის გასაგებად, რომ მასზე მტვერი იქნებოდა.
– შენზე რას იტყვი? – არ შეეპუა ელენდი.
– ჩემზე?
– შენ მე "ელენდ ვენტურს" მეძახი და არა "თქვენო უდიდებულე-
სობავ".
– ეს სხვა ამბავია, – მიუგო ტინდუილმა.

282
– ვერ ვხვდები, ასე რატომ უნდა იყოს. ამიერიდან შეგიძლია, მომ-
მართო, როგორც "თქვენო უდიდებულესობავ".
ტინდუილმა ეშმაკურად გაიღიმა:
– ძალიან კარგი, თქვენო უდიდებულესობავ. ახლა კი შეგიძლი-
ათ, მუშტები გაშალოთ. ამაზე უნდა იმუშაოთ. სახელმწიფო მოღვაწემ
გარეგნულად არ უნდა გამოავლინოს, რომ ნერვიულობს.
ელენდმა ძირს დაიხედა და ხელები მოადუნა.
– ასე კარგია?
– გარდა ამისა, – განაგრძო ტინდუილმა, – ლაპარაკისას ჯერ კიდევ
ძალიან ბევრს ბორძიკობთ. ეს თვინიერად და არათვითდაჯერებულად
წარმოგაჩენთ.
– მაგაზე ვმუშაობ.
– ბოდიშს ნუ იხდით, თუ ამას მართლაც არ გულისხმობთ, – უთხრა
ტინდუილმა, – და თავს ნუ იმართლებთ. ეს არ გჭირდებათ. წინამძღო-
ლი ხშირად იმით ფასდება, რამდენად კარგად ართმევს თავს საკუთარ
პასუხისმგებლობას. ყველაფერი, რაც კი თქვენს სამეფოში ხდება – მი-
უხედავად იმისა, ამას ვინ სჩადის – თქვენი, როგორც მეფის, ბრალია.
ისეთ გარდაუვალ მოვლენებზეც კი აგებთ პასუხს, როგორიცაა მიწის-
ძვრები და ქარიშხლები.
– ან არმიები, – დასძინა ელენდმა.
ტინდუილმა თავი დაუქნია:
– ან არმიები. ასეთ რამეებთან გამკლავება სწორედ თქვენი პასუ-
ხისმგებლობაა და თუკი რამე ცუდი მოხდება, ეს მხოლოდ თქვენი ბრა-
ლი იქნება. ეს, უბრალოდ, უნდა მიიღოთ.
ელენდმა თავი დაუქნია და წიგნი აიღო.
– ახლა კი, მოდი, დამნაშავეობაზე ვილაპარაკოთ, – უთხრა ტინდუ-
ილმა და დაჯდა, – დალაგება შეწყვიტეთ. ეს მეფისთვის შესაფერისი
საქმე არაა.
ელენდმა ამოიხვნეშა და წიგნი დადო.
– დამნაშავე, – თქვა ტინდუილმა, – მეფე არ ხდება. საკუთარი თა-
ვის გამო აღარ უნდა წუხდეთ.
283
– სულ ახლახან არ მითხარი, რომ ყველაფერი, რაც ამ სამეფოში
ხდება, მხოლოდ ჩემი ბრალია!
– ასეა.
– მაშინ როგორ შეიძლება, რომ თავი დამნაშავედ არ ვიგრძნო?
– დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი ქმედებები საუკეთე-
სოა, – აუხსნა ტინდუილმა, – უნდა იცოდეთ, რომ მიუხედავად იმი-
სა, თუ საქმე რამდენად ცუდადაა, თქვენ გარეშე იგი უარესად იქნე-
ბოდა. როცა კატასტროფა ხდება, პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ,
მაგრამ არც უნდა ინანოთ და არც მოინანიოთ. თქვენ ამ ფუფუნების
უფლება არ გაქვთ. დანაშაულის შეგრძნება უფრო პატარა ადამია-
ნებისთვისაა.
– სულ ესაა?
– ასე ყველაფერი კარგად გამოვა.
– დიდებულია, – მშრალად თქვა ელენდმა, – და რამე თუ არ გა-
მომივა?
– მაშინ პასუხისმგებლობას აღიარებთ და მეორე ცდის დროს
ყველაფერს უკეთესად გააკეთებთ.
ელენდმა თვალები გადაატრიალა:
– და თუ არ შემიძლია, რომ რამე გავაუმჯობესო? იქნებ მართლა
არ ვარ საუკეთესო ადამიანი მეფობისთვის?
– მაშინ ამ ადგილს დატოვებთ, – მიუგო ტინდუილმა, – თვით-
მკვლელობა უპირატესი მეთოდია, თუ, რა თქმა უნდა, დავუშვებთ,
რომ მემკვიდრე გყავთ. კარგმა მეფემ იცის, რომ მემკვიდრეობა არ
უნდა გააფუჭოს.
– რა თქმა უნდა, – უთხრა ელენდმა, – ანუ ამბობ, რომ მე, უბრა-
ლოდ, თავი უნდა მოვიკლა.
– არა. იმას გეუბნებით, რომ შინაგანი სიამაყე უნდა გქონდეთ,
თქვენო უდიდებულესობავ.
– ეს ყველაფერი ასე სულაც არ ჟღერს. ყოველდღე იმას არ მე-
უბნები, თუ რამდენად ცუდი მეფე ვარ და ჩემი ხალხი ამის გამო რო-
გორ დაზარალდება?! ტინდუილ, ამ ადგილისთვის საუკეთესო ადა-
284
მიანი ნამდვილად არ ვარ. ასეთმა ადამიანმა თავი მბრძანებელს მოაკ-
ვლევინა.
– საკმარისია! – კბილებში გამოცრა ტინდუილმა, – გჯერათ ეს
თუ არა, თქვენო უდიდებულესობავ, ამ ადგილისთვის საუკეთესო ადა-
მიანი ხართ.
ელენდმა ჩაიფრუტუნა.
– თქვენ საუკეთესო ხართ, – განაგრძო ტინდუილმა, – რადგან ახ-
ლა ტახტი თქვენ გიპყრიათ. თუ საშუალო დონის მეფეზე უარესი რამე
არსებობს, ეს ქაოსია. ეს სამეფო სწორედ ქაოსში ჩაიძირებოდა, თქვენ
რომ ამ ტახტზე არ დამჯდარიყავით. თქვენ ხომ ხალხის ორივე წრემ მი-
გიღოთ – კეთილშობილებმაც და სკაამაც. შესაძლოა, მათ თქვენი არ
სჯერათ, მაგრამ მიგიღეს. თუ ახლა დაეცემით – ან მოკვდებით – ამას
დაბნეულობა, კრახი და ნგრევა მოჰყვება. ცუდად გაწვრთნილი ხართ
თუ არა, სუსტი ხასიათი გაქვთ თუ არა, დაგცინიან თუ არა, ამ ქვეყანას
მხოლოდ თქვენ ჰყავხართ. მეფე ხომ თქვენ ხართ, ელენდ ვენტურ.
ელენდი ერთხანს ჩუმად იყო.
– მე... მგონი, ამ ლაპარაკის შემდეგ თავს უკეთ არ ვგრძნობ, ტინ-
დუილ.
– ეს...
ელენდმა ხელი ასწია:
– ჰო, ვიცი. აქ იმაზე არაა საუბარი, მე თავს როგორ ვგრძნობ.
– დანაშაულის გრძნობა ახლა სრულიად უადგილოა. მიიღეთ ის
ფაქტი, რომ მეფე სწორედ თქვენ ხართ, მიიღეთ ის ფაქტი, რომ ამას
ვერ შეცვლით და პასუხისმგებლობა აიღეთ. რაც უნდა ქნათ, თვითდა-
ჯერებული იყავით, რადგან თქვენ რომ აქ არ იყოთ, ქაოსი გამეფდებო-
და.
ელენდმა თავი დაუქნია.
– ქედმაღლობა, თქვენო უდიდებულესობავ, – უთხრა ტინდუილმა,
– ყველა იმ წინამძღოლს, რომელიც წარმატებას აღწევს, ერთი საერ-
თო დამახასიათებელი ნიშანი აქვს. დარწმუნებულნი არიან, რომ ეს
სხვებზე უკეთ შეუძლიათ. თავმდაბლობა კარგია, როცა საქმე თქვენს
285
პასუხისმგებლობასა და მოავალეობას ეხება, მაგრამ როცა გადაწ-
ყვეტილების მიღების დრო დგება, საკუთარი თავი კითხვის ნიშნის
ქვეშ არ უნდა დააყენოთ.
– ვეცდები.
– ძალიან კარგი, – უთხრა ტინდუილმა, – ახლა კი, იქნებ სხვა
საკითხზე გადავიდეთ. მითხარით, იმ გოგოზე რატომ არ დაქორწინ-
დით?
ელენდმა შუბლი შეიჭმუხნა. ამ შეკითხვას არ ელოდა.
– ეს ძალიან პირადული საკითხია, ტინდუილ.
– კარგი.
ელენდი კიდევ უფრო მოიღუშა, მაგრამ ტინდუილი მომლოდინე
სახით იჯდა და შეუვალი მზერით უყურებდა.
– არ ვიცი, – თქვა ბოლოს ელენდმა, ამოიოხრა და ისევ თავის
სავარძელში ჩაეშვა, – ვინი... სხვა ქალებს არ ჰგავს.
ტინდუილმა წარბი ასწია და ოდნავ შერბილებული ხმით უთხრა:
– ვფიქრობ, დროთა განმავლობაში რაც უფრო მეტ ქალს გაიც-
ნობთ, თქვენო უდიდებულესობავ, მით უფრო მეტად დარწმუნდე-
ბით იმაში, რომ მაგის თქმა ყველაზე შეიძლება.
დაღონებულმა ელენდმა თავი დაუქნია.
– ნებისმიერ შემთხვევაში, – თქვა ტინდუილმა, – ის, რაც ხდება,
კარგი არაა. თქვენს ურთიერთობას უფრო აღარ ჩავუღრმავდები,
მაგრამ, როგორც ამაზე უკვე ვილაპარაკეთ, მეფისთვის ძალიან
მნიშვნელოვანია, თუ როგორ წარმოჩნდება. არ შეგეფერებათ,
ჩათვალონ, რომ საყვარელი გყავთ. ვიცი, იმპერიის კეთილშობი-
ლებისთვის ასეთი რამ ჩვეული იყო, თუმცა სკაას უნდა, რომ თქვენ-
ში რაღაც უკეთესი დაინახოს. შესაძლოა, სკაას ხალხი ქორწინებას
იმიტომაც აფასებდა ყოველთვის ასე, რომ ბევრ კეთილშობილს
ესოდენ უხამსი სექსუალური ცხოვრება ჰქონდა. ახლა კი სკაას
ხალხს ძალიან უნდა, რომ მათი ღირებულებები დააფასოთ.
– მოუწევთ, რომ მოთმინება გამოიჩინონ, – მიუგო ელენდმა, –
ვინის შერთვა მართლა მინდა, მაგრამ ის უარზეა.
286
– იცით, რატომ?
ელენდმა თავი გააქნია:
– ის... ხშირად არც ისე გონივრულად იქცევა.
– იქნებ თქვენ მდგომარეობაში მყოფ კაცს ის არ შეეფერება?
ელენდმა თავი მკვეთრად გააქნია:
– ეგ რას ნიშნავს?
– იქნებ თქვენ ვინმე ცოტა უფრო დახვეწილი გჭირდებათ, – უთხრა
ტინდუილმა, – დარწმუნებული ვარ, რომ ეგ გოგო მართლაც კარგი
მცველია, მაგრამ როგორც ქალბატონი, ის...
– გაჩერდი, – კბილებში გამოცრა ელენდმა, – ვინი კარგია, რადგან
ისეთია, როგორიც არის.
ტინდუილმა გაიღიმა.
– რა? – ჰკითხა ელენდმა.
– მთელი შუადღე შეურაცხყოფას გაყენებდით, თქვენო უდიდებუ-
ლესობავ, მაგრამ დიდად არ გაბრაზებულხართ. როგორც კი თქვენი
ნისლქმნილი ოდნავ აგდებულად ვახსენე, მზად ხართ, გამაგდოთ.
– ანუ?
– ანუ ის მართლა გიყვართ?
– რა თქმა უნდა, – მიუგო ელენდმა, – მისი არ მესმის, მაგრამ მიყ-
ვარს.
ტინდუილმა თავი დაუქნია:
– ასეთ შემთხვევაში ბოდიშს გიხდით, თქვენო უდიდებულესობავ.
ამაში უნდა დავრწმუნებულიყავი.
ელენდმა შუბლი შეიჭმუხნა და სავარძელში ოდნავ მოდუნდა:
– ანუ ეს რაღაც გამოცდა იყო? გინდოდა, გენახა, ვინის შესახებ ნათ-
ქვამზე რა რეაქცია მექნებოდა?
– ყველა გამოგცდით, ვისაც კი შეხვდებით, თქვენო უდიდებულესო-
ბავ. ამას უნდა შეეჩვიოთ.
– მაგრამ რატომ გაწუხებს ვინთან ჩემი ურთიერთობა?
– მეფეებისთვის სიყვარული იოლი არაა, თქვენო უდიდებულესო-
ბავ, – უჩვეულოდ რბილი ხმით თქვა ტინდუილმა, – აღმოაჩენთ, რომ
287
იმ გოგოსადმი თქვენმა დამოკიდებულებამ შეიძლება ბევრად უფ-
რო მეტი პრობლემა გამოიწვიოს, ვიდრე სხვა საკითხებმა, რაც გან-
ვიხილეთ.
– და ამის გამო უნდა მივატოვო? – ხისტად ჰკითხა ელენდმა.
– არა, – მიუგო ტინდუილმა, – არა, ასე არ ვფიქრობ.
ელენდი ერთხანს ჩუმად იყო და წარმოსადეგ ტერისელ ქალს აკ-
ვირდებოდა, რომელსაც კუთხოვანი ნაკვთები ჰქონდა და თავი
მტკიცედ ეჭირა:
– ეს... შენგან უცნაურად ჟღერს. მაშ, სამეფო მოვალეობასა და
თავის წარმოჩენაზე რაღას იტყვი?
– ჩვენ გარკვეული გამონაკლისები უნდა დავუშვათ, – მიუგო
ტინდუილმა.
"საინტერესოა", – გაიფიქრა ელენდმა. არ ეგონა, რომ ტინდუი-
ლი რამე სახის "გამონაკლისს" დაუშვებდა, – "შესაძლოა, ეს ქალი
ცოტა უფრო ღრმაა, ვიდრე მეგონა".
– ახლა კი მითხარით, – უთხრა ტინდუილმა, – წვრთნა როგორ
მიდის?
ელენდმა მტკივანი მკლავი მოისრისა:
– ვფიქრობ, კარგად, მაგრამ...
კარზე კაკუნმა ელენდს სიტყვა შეაწყვეტინა. წამის შემდეგ ოთახ-
ში კაპიტანი დემოქსი შემოვიდა.
– თქვენო უდიდებულესობავ, ლორდ სეტის არმიიდან სტუმარი
მოვიდა.
– შიკრიკი? – ჰკითხა ელენდმა და წამოდგა.
დემოქსი ერთხანს დუმდა, ცოტა არ იყოს, დაბნეული ჩანდა:
– შეიძლება ასეც ითქვას... ის ამბობს, რომ ლორდ სეტის ქალიშ-
ვილია და იმიტომ მოვიდა, რომ ბრიზი ნახოს.
ის მოკრძალებულ ოჯახში დაიბადა, თუმცა მეფის ქალიშვილზე
დაქორწინდა.

21
288
ახალგაზრდა ქალს ძვირად ღირებული კაბა – ღია წითელი აბრეშუ-
მი შალისა და ჩითის სახელოებით – ღირსეულ იერს მიანიჭებდა, მა-
შინვე წინ რომ არ გაქანებულიყო, როგორც კი ოთახში ბრიზი შემოვი-
და. დასავლეთელისათვის დამახასიათებელი თმა აუფრიალდა და
ბედნიერების შეძახილი აღმოხდა, როცა ბრიზს კისერზე მკლავები შე-
მოხვია. იგი დაახლოებით თვრამეტი წლის იქნებოდა.
ელენდმა ჰამს გადახედა, რომელიც გაშტერებული იდგა.
– როგორც ჩანს, ბრიზთან და სეტის ქალიშვილთან დაკავშირებით
მართალი იყავი, – გადაუჩურჩულა მას ელენდმა.
ჰამმა თავი გააქნია:
– არც კი მიფიქრია, რომ... მე მხოლოდ ვიხუმრე, რადგან ეს ხომ
ბრიზია, არ ველოდი, მართალი თუ ვიქნებოდი!
ბრიზს იმის წესიერება მაინც ეყო, რომ ახალგაზრდა ქალის მკლა-
ვებში თავი საშინლად უხერხულად ეგრძნო. ისინი სასახლის ატრიუმში
იდგნენ, იმ ადგილას, სადაც ელენდი მამამისის შიკრიკს შეხვდა. იატა-
კიდან ჭერამდე აღმართული ფანჯრებიდან შუადღის შუქი შემოდიოდა,
ოთახის ერთ-ერთ კუთხეში კი მსახურთა ჯგუფი იდგა და ელენდის
ბრძანებას ელოდა.
ბრიზმა ელენდს თვალებში შეხედა და ალმური მოედო.
"მგონი, ადრე ასეთი არასოდეს მინახავს", – გაიფიქრა ელენდმა.
– ჩემო ძვირფასო, – უთხრა ქალს ბრიზმა და ყელი ჩაიწმინდა, – იქ-
ნებ შენი თავი მეფეს წარუდგინო?
როგორც იქნა, ქალმა ბრიზს თავი ანება, ერთი ნაბიჯი უკან გადადგა
და ელენდს კეთილშობილისთვის დამახასიათებელი გრაციოზულო-
ბით მიესალმა. ცოტა პუტკუნა იყო, მბრძანებლის დროინდელი სტილის
გრძელი თმა ჰქონდა და აღგზნებისგან ლოყები დასწითლებოდა. საყ-
ვარელი ადამიანი ჩანდა და სამეფო კარისთვის აშკარად კარგად მო-
ემზადებინათ. ზუსტად ისეთი იყო, რომლის მსგავსებსაც ელენდი მთე-
ლი სიყმაწვილის განმავლობაში თავს არიდებდა.

289
– ელენდ, – მიმართა ბრიზმა, – ნებას მომცემ, რომ წარმოგიდ-
გინო ალრიან სეტი, დასავლეთ დომინიონის მეფის, აშუეზერ სეტის
ქალიშვილი?
ელენდმა თავი დაუკრა:
– ლედი სეტ, – ის ერთხანს დუმდა, შემდეგ კი იმედიანი ხმით განაგ-
რძო, – მამათქვენმა დესპანად გამოგგზავნათ?
ალრიანმა რამდენიმე წამის შემდეგ მიუგო:
– აჰ... მას არ გამოვუგზავნივარ, თქვენო უდიდებულესობავ.
– ოჰ, ჩემო კარგო, – თქვა ბრიზმა, ცხვირსახოცი ამოიღო და
შუბლი მოიწმინდა.
ელენდმა ჰამს გადახედა, შემდეგ კი მზერა ისევ სტუმარზე გა-
დაიტანა:
– იქნებ აგვიხსნათ, – უთხრა მან და ატრიუმის სკამებისკენ მი-
ანიშნა. ალრიანმა თავი ენერგიულად დაუქნია, მაგრამ ბრიზთან ახ-
ლოს დაჯდა. ელენდმა მსახურებს ანიშნა, ცივი ღვინო მოეტანათ.
საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რამის დალევა მოუნდებოდა.
– თავშესაფარს ვეძებ, თქვენო უდიდებულესობავ, – სწრაფად
თქვა ალრიანმა, – უნდა წამოვსულიყავი. ბრიზი გეტყოდათ, მამაჩე-
მი როგორიცაა!
ბრიზი უხერხულად იჯდა. ალრიანმა მას მუხლზე თანაგრძნობით
დაადო ხელი.
– მამათქვენი როგორია? – ჰკითხა ელენდმა.
– ის ადამიანებს თავის ჭკუაზე ატარებს. მამაჩემი ძალიან მომ-
თხოვნია. მან ბრიზი განდევნა და მეც უნდა დავმორჩილებოდი. იმ
ბანაკში ერთი წამითაც ვეღარ დავრჩებოდი. ეს ხომ საომარი ბანა-
კია! მან მე, ახალგაზრდა ლედი, ომში წამომიყვანა! იცით ეს რას
ნიშნავს, როცა ყველა გამვლელი ჯარისკაცი გაშტერდება? გესმით,
კარავში ცხოვრება როგორია?
– მე...
– ჩვენ სუფთა წყალი იშვიათად გვქონდა, – განაგრძობდა ალ-
რიანი, – და ჯარისკაცების თვალთვალის შიშით ნორმალურად ვერ
290
ვბანაობდი! მთელი მოგზაურობის განმავლობაში საერთოდ ვერაფერს
ვშვრებოდი გარდა იმისა, რომ კარეტაში ვიჯექი და ვჯანჯღარებდი,
ვჯანჯღარებდი, ვჯანჯღარებდი. სანამ ბრიზი მოვიდოდა, რამდენიმე
კვირის განმავლობაში წესიერად არავისთან მისაუბრია. შემდეგ კი მა-
მაჩემმა ის განდევნა...
– რატომ? – მოუთმენლად ჰკითხა ჰამმა.
ბრიზმა ჩაახველა.
– უნდა წამოვსულიყავი, თქვენო უდიდებულესობავ, – თქვა ალრი-
ანმა, – თავშესაფარი უნდა მომცეთ! ისეთი რამეები ვიცი, რაც გამო-
გადგებათ. მაგალითად, მამაჩემის ბანაკი ნანახი მაქვს. სანაძლეოს ჩა-
მოვალ, არ იცით, რომ ის სანოვაგეს ჰავერფრექსის ფაბრიკიდან იღე-
ბს! ამაზე რას ფიქრობთ?
– ჰმ, შთამბეჭდავია, – ყოყმანით მიუგო ელენდმა. ალრიანმა თავი
სწრაფად დაუქნია, – და თქვენ ბრიზის სანახავად მოხვედით? – ჰკითხა
ელენდმა.
ალრიანი ოდნავ გაწითლდა და გვერდზე გაიხედა; თუმცა როცა ისევ
ალაპარაკდა, მაინცდამაინც დიდი თავშეკავებულობა აღარ გამოუჩე-
ნია.
– ის კვლავ უნდა მენახა, თქვენო უდიდებულესობავ. ისეთი მომხიბ-
ლავია, ისეთი... შესანიშნავია. არ უნდა მეფიქრა, რომ მამაჩემი ასეთ
ადამიანს გაუგებდა.
– მესმის, – მიუგო ელენდმა.
– გთხოვთ, თქვენო უდიდებულესობავ, უნდა შემიფაროთ. ახლა,
როცა მამაჩემისგან გამოვიქეცი, სხვაგან წასასვლელი აღარ მაქვს!
– შეგიძლიათ, დარჩეთ აქ, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული დრო-
ით მაინც, – მიუგო ელენდმა და თავის დაკვრით მიესალმა დოკსონს,
რომელიც ამ დროს ატრიუმის კარში შემოვიდა, – აშკარად მძიმე გზა
გამოიარეთ. იქნებ დასვენება გირჩევნიათ?
– ოჰ, ეგ ძალიან კარგი იქნება, თქვენო უდიდებულესობავ!

291
ელენდმა კადონს შეხედა, სასახლის ერთ-ერთ მსახურს, რომე-
ლიც სხვა მსახურებთან ერთად ოთახის ბოლოში იდგა. მან თავი და-
უკრა. ოთახები მზად იყო.
– მაშინ, – თქვა ელენდმა და წამოდგა, – კადონი ოთახამდე მიგა-
ცილებთ. ამ საღამოს შვიდ საათზე ვივახშმებთ და შევძლებთ, რომ ვი-
ლაპარაკოთ.
– დიდი მადლობა, თქვენო უდიდებულესობავ! – მიუგო ალრი-
ანმა და წამოხტა. ბრიზს კიდევ ერთხელ მოეხვია და ნაბიჯი წინ ისე
გადადგა, თითქოს აპირებდა, ელენდსაც მოხვეოდა. საბედნიეროდ,
გონს დროზე მოეგო და ამის ნაცვლად მსახურებს უკან გაჰყვა.
ელენდი დაჯდა. ბრიზმა ღრმად ამოიოხრა და დაღლილი ადა-
მიანივით გადაწვა, დოკსონი კი მივიდა და ალრიანის ადგილას დაჯ-
და.
– ეს... მოულოდნელი იყო, – წარმოთქვა ბრიზმა.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. აივნის მხრიდან მონაბერი ქარი
ატრიუმის ხეებს ოდნავ არხევდა. ჰამი ახარხარდა. მის შემხედვარე
ელენდსაც, საფრთხისა და მძიმე პრობლემების მიუხედავად, სიცი-
ლი აუტყდა.
– კარგით რა, – ამოიქშინა ბრიზმა, რითიც მოცინარი თანაგუნ-
დელები კიდევ უფრო წააქეზა. შესაძლოა, ეს ან მდგომარეობის აშ-
კარა შეუსაბამობის, ან იმის ბრალი იყო, რომ ელენდს დაძაბულო-
ბის მოხსნა სჭირდებოდა და ისე ახარხარდა, კინაღამ სავარძლიდან
გადავარდა. ჰამიც იმავე დღეში იყო. დოკსონსაც კი გაეღიმა.
– სასაცილოს ვერაფერს ვხედავ, – თქვა ბრიზმა, – იმ კაცის ქა-
ლიშვილმა, რომელმაც ჩვენს ქალაქს ალყა შემოარტყა, ახლახან
ამ ქალაქში თავშესაფარი ითხოვა. თუ სეტი ამდენ ხანს ჩვენს და-
ხოცვას არ აპირებდა, ახლა ნამდვილად დააპირებს!
– ვიცი, – მიუგო ელენდმა და ღრმად ჩაისუნთქა, – ვიცი. უბრა-
ლოდ, ეს...

292
– ეს ხომ შენი სახეა, – უთხრა ბრიზს ჰამმა, – ის სამეფო კარის ფუნ-
თუშა რომ გეხვევა. ამაზე უზნეოს ვერაფერს მოვიფიქრებდი – უჭკუო
ახალგაზრდა ქალს შენთან ურთიერთობა უნდა!
– ეს კიდევ ერთ პრობლემას გვიმატებს, – შენიშნა დოკსონმა, –
თუმცა მიკვირს, რომ ასეთ პრობლემას შენ გვიქმნი, ბრიზ. მართა-
ლი გითხრა, ახლა, როცა კელი ჩვენთან აღარაა, ვფიქრობდი, რომ
ქალების დაუგეგმავ შემომატებას თავიდან ავიცილებდით.
– ეს ჩემი ბრალი არაა, – თითის აწევით თქვა ბრიზმა, – იმ გოგოს
მიჯაჭვულობა სრულიად უადგილოა.
– ეგ მართალია, – ჩაიბურტყუნა ჰამმა.
– კარგით, – გაიჟღერა ახალმა ხმამ, – ის ვარდისფერი არსება რას
წარმოადგენს, დერეფანში რომ ჩავუარე?
ელენდი შებრუნდა და გულზე ხელებდაკრეფილი ვინი დაინახა, რო-
მელიც ატრიუმის შემოსასვლელში იდგა.
"სასახლეშიც კი ქურდულად რატომ დადის?" – გაიფიქრა ელენდმა.
ვინი არასოდეს იცვამდა ისეთ ფეხსაცმელს, რომელიც იკაკუნებდა;
ან ისეთ პერანგს, რომელიც იშრიალებდა. ასევე, არასოდეს იკეთებდა
ლითონის ისეთ ნივთს, რომელიც იწკარუნებდა ან რომელსაც ალომან-
ტი უბიძგებდა.
– ეგ ვარდისფერი არ ყოფილა, ჩემო კარგო, – მიუგო ბრიზმა, – წი-
თელი იყო.
– მართლაც რომ ასეა, – მიუგო ვინმა და წინ წავიდა, – იგი მსახუ-
რებს იმაზე ელაქლაქებოდა, მისი აბაზანა როგორი ცხელი უნდა იყოს
და თავის საყვარელ საჭმელებს აწერინებდა.
ბრიზმა ამოიოხრა.
– ალრიანი ასეთია. ალბათ, მოგვიწევს, ახალი მზარეული ვიშოვოთ
ან დესერტები ვუკვეთოთ ხოლმე. ის ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
– ალრიან სეტი ლორდი სეტის ქალიშვილია, – აუხსნა ელენდმა
ვინს.
გოგოს სკამებისკენ არც გაუხედავს; ელენდის სავარძლის გვერ-
დით, მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა და კაცს მკლავზე ხელი დაადო.
293
– აშკარაა, რომ მას და ბრიზს რაღაც საერთო აქვთ.
– რაო? – ამოიქშინა ბრიზმა.
ვინმა ცხვირი შეჭმუხნა.
– ეს საზიზღრობაა, ბრიზ. შენ ხნიერი ხარ, ის კი ახალგაზრდაა.
– არავითარი ურთიერთობა არ გვქონია, – კბილებში გამოცრა
ბრიზმა, – გარდა ამისა, მე არც ისე ხნიერი ვარ, ის კი არც ისე პატა-
რა.
– ისე ლაპარაკობდა, თითქოს თორმეტი წლისაა, – მიუგო ვინმა.
ბრიზმა თვალები გადაატრიალა.
– ალრიანმა ბავშვობა პროვინციის სამეფო კარზე გაატარა. ის
ცოტა უმანკო და ცოტა განებივრებულია, მაგრამ იმას მაინც არ იმ-
სახურებს, რომ მასზე ასე ილაპარაკონ. სათანადო მდგომარეობაში
საკმაო ჭკუას იჩენს ხოლმე.
– თქვენ შორის რამე იყო? – დააჟინდა ვინი.
– რა თქმა უნდა, არა, – მიუგო ბრიზმა, – ნამდვილად არაფერი
მომხდარა. ისეთი არაფერი მომხდარა, თუმცა შეიძლებოდა, ეს არ
დაეჯერებინათ; და მართლაც არ დაიჯერა, როცა მამამისმა გაიგო...
ნებისმიერ შემთხვევაში, შენ ვინ ხარ, რომ ამას მეუბნები, ვინ? საკ-
მაოდ კარგად მახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინ ერთ პატარა გო-
გოს ხნიერი კელსიერი მოსწონდა.
ელენდი შეიშმუშნა. ვინი გაწითლდა.
– კელსიერი არასოდეს მომწონდა.
– არც თავიდან მოგწონდა? – ჰკითხა ბრიზმა, – კარგი რა, მასა-
ვით შთამბეჭდავი კაცი? კელსიერმა ხომ ძველი გუნდის მეთაურის
მიერ ცემას გადაგარჩინა და ახალ გუნდში შეგიყვანა...
– შენ ავად ხარ, – განაცხადა ვინმა და ხელები გულზე დაიკრი-
ფა, – კელსიერი ჩემთვის მამასავით იყო.
– ბოლოს შეიძლება ასე იყო, – მიუგო ბრიზმა, – მაგრამ...
ელენდმა ხელი აღმართა:
– საკმარისია, ეს უსარგებლო საუბარია.
ბრიზმა ჩაიფრუტუნა, მაგრამ გაჩუმდა.
294
"ტინდუილი მართალია", – გაიფიქრა ელენდმა, – "ისინი მომისმე-
ნენ, თუ ისე ვიმოქმედებ, როგორც მათგან მოველი".
– უნდა გადავწყვიტოთ, რა გავაკეთოთ, – თქვა ელენდმა.
– იმ კაცის ქალიშვილი, რომელიც ჩვენ გვემუქრება, მოლაპარაკე-
ბისას შეიძლება ძალიან მძლავრი იარაღი იყოს, – მიუგო დოკსონმა.
– მის მძევლად აყვანას გულისხმობ? – ჰკითხა ვინმა და თვალები
მოჭუტა.
დოკსონმა მხრები აიჩეჩა:
– ვიღაცამ ხომ უნდა თქვას ის, რაც ისედაც ნათელია, ვინ.
– ნამდვილ მძევლად არა, – ჩაერთო ჰამი, – ბოლოს და ბოლოს,
ჩვენთან ხომ თავისი ფეხით მოვიდა. უბრალოდ, თუ აქ დარჩენის ნებას
მივცემთ, ამით ისეთივე შთაბეჭდილება შეიქმნება, როგორიც მძევლად
აყვანისას შეიქმნებოდა.
– ეს სარისკოა იმიტომ, რომ სეტი დაგვიპირისპირდება, – მიუგო
ელენდმა, – ჩვენი თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ის უნდა დავარ-
წმუნოთ, თითქოს მისი მოკავშირეები ვართ.
– მაშინ შეგვიძლია, უკან დავუბრუნოთ, – თქვა დოკსონმა, – ეს მო-
ლაპარაკებაში ძალიან წაგვადგება.
– და მისი თხოვნა? – ჰკითხა ბრიზმა, – ის მამამისის ბანაკში ბედ-
ნიერი არ იყო. არ უნდა გავითვალისწინოთ მისი სურვილი?
ყველა ელენდს მიაჩერდა. ის დუმდა. რამდენიმე კვირის წინ ისინი
კამათს გააგრძელებდნენ. უცნაური იყო, რომ ასე სწრაფად დაიწყეს გა-
დაწყვეტილების მოლოდინში ელენდისკენ ყურება.
ვინ იყო იგი? კაცი, რომელიც ტახტზე შემთხვევით აღმოჩნდა? მათი
ბრწყინვალე მეთაურის უხეირო შემცვლელი? იდეალისტი, რომელიც
არ ითვალისწინებს იმ საფრთხეს, რასაც მისი ფილოსოფია მოიტანდა?
სულელი? ბავშვი? თვითმარქვია ჯაშუში?
ის საუკეთესო იყო, რაც მათ გააჩნდათ.
– ალრიანი აქ დარჩება, – თქვა ელენდმა, – ჯერჯერობით აქ დარ-
ჩება. შესაძლოა, იძულებულნი გავხდეთ, რომ საბოლოოდ დავაბრუ-

295
ნოთ, მაგრამ ეს სეტის არმიის ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტანს.
დაე, ცოტა ოფლი ღვარონ. ამით მეტ დროს მოვიგებთ.
გუნდის წევრები მას დაეთანხმნენ და ბრიზმა შვებით ამოისუნთქა.
"იმას ვაკეთებ, რაც შემიძლია და ისეთ გადაწყვეტილებებს ვიღებ,
რომლებიც, ჩემი თვალსაზრისით, მისაღებია", – გაიფიქრა ელენ-
დმა, – "ასე რომ, მათი შედეგებიც უნდა მივიღო".
მას საუკეთესო ფილოსოფოსებთან შეეძლო სიტყვების გაცვლა-
გამოცვლა და შთამბეჭდავი მეხსიერება ჰქონდა; თითქმის ისეთივე
კარგი მეხსიერება, როგორიც მე მაქვს. თუმცა დამაჯერებელი მო-
პაექრე არ იყო.

22
ნისლი ქაოსურიც იყო და მდგრადიც. მიწაზე განფენილი იყო იმ-
პერია, რომელიც ათიოდე დაქუცმაცებული სამეფოსგან შედგებო-
და; ეს სამეფოები კი – დიდი და პატარა ქალაქებისგან, სოფლებისა
და პლანტაციებისგან. ამ ყველაფრის ზემოთ, გარშემო და შიგნით
ნისლი მეფობდა. ნისლი მზეზე უფრო მუდმივი იყო, რადგან მას
ღრუბლები ვერ ფარავდა. ნისლი ქარიშხლებზე მძლავრიც იყო,
რადგან ის ამინდის ნებისმიერ მძვინვარებას უძლებდა. ნისლი ყო-
ველთვის იქ იყო. იგი იცვლებოდა, მაგრამ მარადიულად რჩებოდა.
დღე ღამის მოლოდინში მოუთმენელ ამოოხვრას წარმოადგენ-
და. თუმცა, როცა წყვდიადი ჩამოწვა, ვინმა აღმოაჩინა, რომ ნისლმა
ისე არ დაამშვიდა, როგორც ადრე ამშვიდებდა ხოლმე.
უცვლელი უკვე აღარაფერი ჩანდა. ოდესღაც ღამე მისი თავშესა-
ფარი იყო, ახლა კი გოგო უკან იხედებოდა და აჩრდილისებურ მო-
ნახაზებს ეძებდა. ოდესღაც ელენდი მისი ნავსაყუდელი იყო, მაგრამ
ახლა ის იცვლებოდა. ოდესღაც ვინს შეეძლო, დაეცვა ის, რაც უყ-
ვარდა, მაგრამ სულ უფრო მეტად ეშინოდა, რომ ლუთადელის წი-
ნააღმდეგ აღძრულ ძალებს ვერ გაუმკლავდებოდა.
ვინს საკუთარ უღონობაზე მეტად არაფერი აშინებდა. ბავშვობა-
ში შეგუებული იყო იმას, რომ ვერაფერს შეცვლიდა, მაგრამ კელსი-
296
ერმა მას თავმოყვარეობის გრძნობა შესძინა. თუ ელენდს ვერ დაიცავ-
და, აბა, რისი მაქნისიღა იყო?
"ჯერ კიდევ შემიძლია რაღაცების გაკეთება", – გაიფიქრა გო-
გომ. კედლის კიდეზე უჩუმრად გაცოცდა, ნისლსაფრის ლენტები ძირს
იყო ჩამოშვებული და ქარისგან ოდნავ ირხეოდა. ქვევით, ვენტურთა
ციხე-კოშკის წინ ჩირაღდნები ენთო და ჰამის ორ მცველს დანათოდა.
ისინი მბრუნავ ნისლში შეშფოთებულნი იდგნენ და შთამბეჭდავ გულ-
მოდგინებას ავლენდნენ.
მცველები ზემოთ მჯდომ ვინს ვერ დაინახავდნენ. სქელ ნისლში ისი-
ნი ექვსი მეტრის მიღმა ძნელად თუ რამეს გაარჩევდნენ, რადგან ალო-
მანტები არ იყვნენ. ძირითადი ჯგუფის გარდა ელენდს მხოლოდ ექ-
ვსიოდე ნისლელი ჰყავდა, რაც, ალომანტური თვალსაზრისით, ელენ-
დის სისუსტე იყო, უკანასკნელი იმპერიის სხვა ახალ მეფეებთან შედა-
რებით. ვინს ეს მდგომარეობა უნდა შეეცვალა.
კარი გაიღო და სანთლები აციმციმდა. სასახლიდან ფიგურა გამო-
ვიდა. ნისლში ჰამის ხმა გაისმა, როცა ის მცველებს მიესალმა. მცველ-
თა ასეთი გულმოდგინების ერთ-ერთ მიზეზს – შესაძლოა, მთავარსაც
– ჰამი წარმოადგენდა. ის გულის სიღრმეში ცოტა ანარქისტი იყო, მაგ-
რამ თუ პატარა გუნდს ჩააბარებდნენ, შეეძლო, ძალიან კარგი მეთაური
ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჰამის ჯარისკაცები ყველაზე დის-
ციპლინირებულნი და საუკეთესოდ მომზადებულნი არ იყვნენ მათ შო-
რის, ვინც კი ვინს ენახა, ისინი უდიდეს ერთგულებას იჩენდნენ.
ჰამი ერთხანს მათ ესაუბრა, შემდეგ დაემშვიდობა და ნისლს შე-
ერია. ციხე-კოშკის ერთ პატარა ეზოში მცველების ორი საგუშაგო იყო
და ჰამს ისინი უნდა მოენახულებინა. სიბნელეში გაბედულად მიაბიჯებ-
და, ვარსკვლავთა გაფანტულ ნათებას მიენდო, ჩირაღდნით კი არ და-
იბრმავა თვალი. ეს ქურდის ჩვევა იყო.
ვინმა გაიღიმა, მიწაზე უჩუმრად დახტა და ჰამს უკან მიჰყვა. კაცი
სიარულს აგრძელებდა. არ იცოდა, რომ ვინი იქ იყო.
"როგორია, როცა მხოლოდ ერთი ალომანტური უნარი გაქვს?" –
გაიფიქრა ვინმა, – "როცა შეგიძლია, თავი გაიძლიერო, მაგრამ სმენა
297
ისეთივე სუსტი გრჩება, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს?" ჯერ მხო-
ლოდ ორი წელი იყო გასული, თუმცა გოგო საკუთარ ალომანტურ უნა-
რებზე ძალიან გახდა დამოკიდებული.
ჰამი გზას განაგრძობდა. ვინი ფრთხილად მიჰყვებოდა უკან მა-
ნამ, სანამ საფარს მიაღწევდნენ. გოგო დაიძაბა და ბრინჯაო აანთო.
უეცრად ორსეურმა დაიყმუვლა და ყუთების გროვიდან გამოხტა.
ღამეში კანდრას მუქი სილუეტი გამოიკვეთა, მისმა არაადამიანურ-
მა ხმამ ვინიც კი შეაშფოთა. ჰამი შეტრიალდა და ჩუმად შეიკურთხა.
კაცმა გაუცნობიერებლად ააალა კალტყვია. ვინმა კი – ბრინჯაო,
თან ყურადღება მოიკრიბა; წყალი არ გაუვიდოდა, პულსაცია ნამ-
დვილად ჰამისგან მოდიოდა. ჰამი ტრიალებდა და სიბნელეში თვა-
ლებს აცეცებდა. ორსეური ძირს დახტა. ხოლო ვინმა, უბრალოდ,
გაიღიმა. ჰამის ალომანტია იმას ნიშნავდა, რომ ის თვითმარქვია ჯა-
შუში არ იყო. ვინს შეეძლო, თავის სიაში კიდევ ერთი სახელი გადაე-
ხაზა.
– ყველაფერი რიგზეა, ჰამ, – თქვა ვინმა და წინ წავიდა.
ცოტა ხნის შემდეგ ჰამმა ნისლში თვალები მოჭუტა და იკითხა:
– ვინ, შენ ხარ?
– მე ვარ. ბოდიში, ჩემი ძაღლი დააფრთხე. ღამღამობით ნერ-
ვიული ხდება ხოლმე.
ჰამმა შვებით ამოისუნთქა:
– მგონი, ყველა ასე ვართ. ამ ღამეს რამე ხომ არ მოხდა?
– არ ვიცი, – მიუგო ვინმა, – რამე რომ გამეგო, გეტყოდი.
ჰამმა თავი დაუქნია:
– მაგის გამო მადლობელი ვარ, თუმცა არ მგონია, რომ დაგჭირ-
დე. დაცვის მეთაური მე ვარ, მაგრამ მთელ ამ საქმეს შენ აკეთებ.
– იმაზე ფასეული ხარ, ვიდრე გგონია, ჰამ. ელენდი გენდობა.
მას შემდეგ, რაც ჯასტესმა და სხვებმა მიატოვეს, მას მეგობარი
სჭირდება.

298
ჰამმა თავი დაუქნია. ვინი შებრუნდა და ნისლში გაიხედა, სადაც და-
ყუნტებული ორსეური ელოდებოდა. აშკარად ეტყობოდა, რომ ძაღლის
სხეულს უფრო და უფრო ეგუებოდა.
ახლა, როცა ვინმა უკვე იცოდა, რომ ჰამი თვითმარქვია ჯაშუში
სულაც არ იყო, მასთან რაღაც უნდა განეხილა.
– ჰამ, – უთხრა ვინმა, – ის, რომ შენ ელენდს იცავ, იმაზე უფრო ღი-
რებულია, ვიდრე წარმოგიდგენია.
– შენ ჯაშუშზე ლაპარაკობ, – ხმადაბლა მიუგო ჰამმა, – ელმა მით-
ხრა, რომ სასახლე გამეჩხრიკა და გამერკვია, იმ დღეს რამდენიმე სა-
ათით ვინ გაუჩინარდა, თუმცა ეს ერთობ რთული საქმეა.
ვინმა თავი დაუქვია.
– სხვა რამეშია საქმე, ჰამ. მე ატიუმი აღარ მაქვს.
ნისლში მდგომი ჰამი ერთხანს ხმას არ იღებდა, მერე კი ვინს მოეს-
მა, როგორ შეიკურთხა კაცმა.
– შემდეგზე, როცა ნისლქმნილს შევებრძოლები, მოვკვდები, – უთ-
ხრა ვინმა.
– ეს არ მოხდება, თუ მასაც არ ექნება ატიუმი, – მიუგო ჰამმა.
– რამდენად საფიქრებელია, რომ ჩემთან საბრძოლველად ნის-
ლქმნილს ვინმე ატიუმის გარეშე გამოგზავნის? – შეყოყმანდა გოგო.
ჰამმა სიბნელეში მხრები აიჩეჩა.
– ბევრი თეორია არსებობს, ვინ. ერთხელ ბრიზს ამაზე დიდხანს ვე-
ლაპარაკე, თუმცა დროის უმეტესი ნაწილი იმაზე წუწუნში გაატარა,
რომ მას ვაღიზიანებდი.
– მერე? – ჰკითხა ვინმა, – რა უნდა ვქნა?
ჰამმა ნიკაპი მოისრისა.
– უმეტესობა იმაზე თანხმდება, რომ ატიუმიანი ნისლქმნილის მოკ-
ვლის საუკეთესო გზა მოულოდნელობაა.
– ეგ არ გამოდგება, თუ ის დამესხმება თავს, – მიუგო ვინმა.
– ჰმ, – თქვა ჰამმა, – მოულოდნელობას თუ გამოვრიცხავთ, ბევრი
არაფერი რჩება. ზოგი ფიქრობს, რომ ატიუმიანი ნისლქმნილის მოკ-
ვლას შეძლებ, თუ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდებ. ეს ფეტის თა-
299
მაშს ჰგავს. ზოგჯერ ფიგურის მოკვლის ერთადერთ გზას მისი კუთ-
ხეში ისე მიმწყვდევა წარმოადგენს, რომ მიუხედავად იმისა, თუ სა-
ით წავა, მაინც კვდებოდეს.
– თუმცა ნისლქმნილთან ამის გაკეთება ძალიან რთულია. საქმე
ისაა, რომ ნისლქმნილი ატიუმის საშუალებით მომავალს ხედავს.
ასე რომ, მან იცის, როდის გაებმება მახეში და ამ მდგომარეობის
თავიდან არიდება შეუძლია. ეს ლითონი როგორღაც მის გონებასაც
აძლიერებს. მართლაც ასეა. როცა ატიუმს ვწვავ, ხშირად მანამ
ვხტები ხოლმე, სანამ მომავალ შეტევას შევამჩნევ.
ჰამმა თავი დაუქნია.
– აბა? – თქვა ვინმა, – სხვა რა რჩება?
– სულ ეს არის, ვინ, – მიუგო ჰამმა, – ამაზე ბევრს ლაპარაკო-
ბენ. ნისლქმნილთან დაპირისპირების ყველას გვეშინია. შენ ეს
ორი ვარიანტი გაქვს: მოულოდნელობა ან მიმწყვდევა. ვწუხვარ.
ვინი მოიღუშა. არცერთი ვარიანტი არ გამოადგებოდა, თუ ჩა-
უსაფრდებოდნენ.
– ასეა თუ ისეა, გზა უნდა განვაგრძო. გპირდები, რომ თუ ვინმეს
მოკვლა მომიწევს, გვამის შესახებ შეგატყობინებ.
ჰამმა გაიცინა.
– იქნებ სცადო და ასეთ მდგომარეობას თავი აარიდო? მხოლოდ
უფალმა უწყის, ამ სამეფომ რა უნდა ქნას, თუ შენ დაგკარგავთ.
ვინმა თავი დაუქნია, თუმცა დარწმუნებული არ იყო, ჰამი მას
სიბნელეში კარგად ხედავდა თუ არა. მან ორსეურს ანიშნა და გა-
ლავნისკენ წავიდა, ჰამი კი მოკირწყლულ ბილიკზე დატოვა.
– ქალბატონო, – თქვა ორსეურმა, როცა გალავნის თავს მიაღ-
წია, – ბატონი ჰამონდის ასე მოულოდნელად გაოცების მიზეზი შე-
იძლება გავიგო? ნუთუ მეგობრების შეკრთობა ასე გიყვართ?
– ეს გამოცდა იყო, – მიუგო ვინმა, ქონგურთან შეჩერდა, ქა-
ლაქს გადახედა და კარგად შეათვალიერა.
– გამოცდა, ქალბატონო?

300
– მინდოდა, მენახა, ალომანტიას თუ გამოიყენებდა. და ის გავიგე,
რომ ჰამი თვითმარქვია ჯაშუში არაა.
– აჰ, – თქვა კანდრამ, – ჭკვიანურია, ქალბატონო.
ვინმა გაიღიმა:
– გმადლობ.
მცველები უახლოვდებოდნენ. ვინს არ უნდოდა, რომ მათთან საქმე
დაეჭირა და ორსეურს გალავნის თავზე განთავსებულ საგუშაგოსკენ
მიანიშნა; მერე მონეტა მოისროლა, ისკუპა და მის თავზე დაეშვა. ორ-
სეური გოგოს გვერდით გაჩნდა – კანდრას უცნაური მუსკულატურის
წყალობით, სამ მეტრზე ახტა.
ვინი ფეხმორთხმით დაჯდა და დაფიქრდა. ორსეური სახურავის კი-
დესთან მიძუნძულდა და დაწვა, თათები კი სახურავს იქით გადაკიდა.
სანამ ასე ისხდნენ, ვინი რაღაცაზე ფიქრობდა.
"ორსეურმა მითხრა, რომ კანდრა ალომანტურ უნარს არ მიიღებს,
თუ ის ალომანტს შეჭამს... მაგრამ შეიძლება, რომ კანდრა თვითონ
იყოს ალომანტი? მე ხომ ის საუბარი არ დამისრულებია".
– ამით ხომ მივხვდები, ადამიანი კანდრაა თუ არა? შენს მოდგმას
ალომანტის ძალა არა აქვს, ხომ მართალია? – მიუბრუნდა ვინი ორსე-
ურს.
ორსეურმა არ უპასუხა.
– ორსეურ, არ გესმის? – ჰკითხა ვინმა.
– ჩემთვის არავის მოუთხოვია, რომ ამ კითხვაზე პასუხი გამეცა,
ქალბატონო.
"ჰო", – გაიფიქრა გოგომ და ამოიოხრა, – "კონტრაქტი. ის კანდრა
როგორ უნდა დავიჭირო, თუ ორსეური ჩემს კითხვებს არ უპასუხებს?"
გაღიზიანებული ვინი უკან გადაიხარა და უსასრულო ნისლს მიაშ-
ტერდა. მან ნისლსაფარი თავქვეშ ამოიდო.
– თქვენი გეგმა გაამართლებს, ქალბატონო, – ხმადაბლა თქვა ორ-
სეურმა.
ვინი ერთხანს დუმდა. მერე თავი შეაბრუნა და ორსეურს გახედა. ის
იწვა, თავი წინა თათებზე ჩამოედო და ქალაქს გადასცქეროდა.
301
– თუ ვინმესგან ალომანტიას გრძნობ, მაშინ ეს კანდრა არაა.
ვინმა მის სიტყვებში უხალისო ყოყმანი იგრძნო. ორსეური გოგოს
არ უყურებდა. თითქოს ძალით ლაპარაკობდა, ისეთ ცნობას გასცემდა,
რომელიც ერჩია, თავისთვის შეენახა.
"როგორ უყვარს საიდუმლოებები", – გაიფიქრა ვინმა.
– გმადლობ, – უთხრა მან.
ორსეურმა თავისი ძაღლური მხრები აიჩეჩა.
– ვიცი, გერჩია, რომ ჩემთან საქმე არ დაგეჭირა, – უთხრა გო-
გომ, – ორივეს გვერჩია, რომ ერთმანეთს არ გადავყროდით, მაგ-
რამ ახლა მოგვიწევს, ერთად ვიმოქმედოთ.
ორსეურმა ისევ თავი დაუქნია, შემდეგ თავი ოდნავ შეაბრუნა და
ვინს შეხედა:
– რატომ გძულვართ?
– არ მძულხარ, – მიუგო ვინმა.
კანდრამ თავისი ძაღლური წარბი ასწია. მისი თვალებიდან გა-
მოსჭვიოდა სიბრძნე, მიხვედრილობა, რომლის დანახვამაც გოგო
გააოცა. ვინს ადრე ორსეურის თვალებში ასეთი რამ არასოდეს შე-
ემჩნია.
– მე... – დაიწყო ვინმა და გვერდზე გაიხედა, – მე, უბრალოდ, იმ
ფაქტს ვერაფრით შევეგუე, რომ შენ კელსიერის სხეული შეჭამე.
– ეგრე არაა, – თქვა ორესეურმა, შებრუნდა და ისევ ქალაქს გა-
ხედა, – მეტისმეტად ჭკვიანი ხართ იმისთვის, რომ ეს გაწუხებდეთ.
ვინი აღშფოთდა და მოიღუშა, მაგრამ კანდრა მას არ უყურებდა.
გოგო შებრუნდა და ისევ ნისლს ახედა.
"ეს რატომ წამოიწყო?" – გაიფიქრა ვინმა, – "ჩვენ ხომ უკვე ერ-
თმანეთთან შეწყობას ვიწყებდით".
ვინს ამის დავიწყება უნდოდა.
"მართლა გინდა, რომ იცოდე?" – გაიფიქრა გოგომ, – "ძალიან
კარგი".
– იმიტომ, რომ ეს უნდა გცოდნოდა, – ჩაიჩურჩულა ვინმა.
– რა, ქალბატონო?
302
– შენ ეს იცოდი, – თქვა ვინმა, რომელიც ისევ ნისლს გასცქეროდა,
– გუნდში მხოლოდ შენ იცოდი, რომ კელსიერი სიკვდილს აპირებდა.
მან გითხრა, რომ თავს შეაკლავდა და მისი სხეული შენ უნდა წაგეღო.
– აჰ, – ხმადაბლა თქვა ორსეურმა.
ვინმა ამ არსებას გამკიცხავი მზერით შეხედა.
– რატომ არაფერი თქვი? ხომ იცოდი, როგორი დამოკიდებულება
გვქონდა კელსიერთან? ერთხელ მაინც მოგსვლია თავში აზრად, გეთ-
ქვა, რომ ის სულელი თავის მოკვლას აპირებდა? არც კი მოგიაზრებია
ის, რომ შეიძლებოდა შეგვეჩერებინა კელსიერი და სხვა გზა მოგვენა-
ხა?
– ძალიან მკაცრი ხართ, ქალბატონო.
– ხომ გინდოდა, რომ გცოდნოდა, – მიუგო ვინმა, – ხოლო კელსიე-
რის სიკვდილის შემდეგ, მისივე ბრძანებით, მსახურად დამიდექი, რაც
კიდევ უფრო უარესი იყო. არც კი გილაპარაკია იმაზე, რაც ჩაიდინე.
– კონტრაქტი, ქალბატონო, – შეახსენა ორსეურმა, – შეიძლება,
ამის მოსმენა არ გინდათ, მაგრამ მე ხელფეხშეკრული ვიყავი. კელსი-
ერს არ უნდოდა, რომ მის გეგმებზე გცოდნოდათ, ამიტომ ვერც გეტყო-
დით. გძულდეთ, თუ ეს საჭიროა, მაგრამ საკუთარ საქციელს არ ვნა-
ნობ.
– არ მძულხარ. ეს გადავლახე, მაგრამ გულწრფელად გეკითხები,
კონტრაქტს მის სასიკეთოდაც კი არ დაარღვევდი? კელსიერს ხომ ორი
წელი ემსახურებოდი. არც კი გწყინდა, რომ ის უნდა მომკვდარიყო?
– რატომ უნდა ვიდარდო იმაზე, რომ ესა თუ ის ბატონი კვდება? –
ჰკითხა ორსეურმა, – ყოველთვის იქნება სხვა, ვინც მის ადგილს დაი-
ჭერს.
– კელსიერი ჩვეულებრივი ბატონი არ იყო, ხომ ასეა? – მიუგო ვინ-
მა.
– არ იყო?
– არა.
– მაპატიეთ, ქალბატონო, მაშინ იმას დავიჯერებ, რასაც მიბრძა-
ნებთ.
303
ვინმა შეპასუხება დააპირა, თუმცა მერე გადაიფიქრა. თუ ორსე-
ურმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ასე სულელურად ეფიქრა, ეს მისი
უფლება იყო. შეეძლო ბატონებზე საყვედური გამოეთქვა სწორედ
ისე... სწორედ ისე, როგორც მას ვინი საყვედურობდა სიტყვის შეს-
რულებისთვის, კონტრაქტის დაცვისთვის.
"მას შემდეგ, რაც გავიცანი, მუდამ ცუდად ვექცეოდი", – გაიფიქ-
რა ვინმა, – "თავიდან, როცა რენოქსი იყო, მისი ქედმაღლური იერი
მაღიზიანებდა. თუმცა ეს მისი იერი არ ყოფილა. ეს იმ როლის ნაწი-
ლი იყო, რომელსაც თამაშობდა. შემდეგ მუდამ გავურბოდი, რო-
გორც ორსეურს. მძულდა კიდეც, იმიტომ, რომ კელსიერს სიკვდი-
ლის საშუალება მისცა. ახლა კი ცხოველის სხეულის მორგება ვა-
იძულე და ამ ორი წლის განმავლობაში მხოლოდ მაშინ ვკითხე თა-
ვისი წარსულის შესახებ, როცა მის მოდგმაზე ცნობების ამოქაჩვა
დამჭირდა, რათა თვითმარქვია აღმოვაჩინო".
ვინი კვლავ ნისლს გასცქეროდა. გუნდიდან მხოლოდ ორსეური
იყო ისეთი, ვინც სხვად მიიჩნეოდა. მას შეკრებებზე არ ეძახდნენ
ხოლმე; ამ მთავრობაში ადგილი არ მიუღია. ორსეური ამ გუნდს
ისევე დაეხმარა, როგორც სხვები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვა-
ნი როლი ითამაშა, როგორც კელსიერის "სულმა", რომელიც სამა-
რიდან დაბრუნდა, რათა სკაას ხალხისთვის გადამწყვეტი აჯანყე-
ბისკენ ებიძგებინა. მიუხედავად ამისა, მაშინ, როცა დანარჩენებმა
ტიტულები, მეგობრები და მოვალეობები შეიძინეს, ერთადერთი,
რაც ორსეურმა უკანასკნელი იმპერიის დამხობიდან მიიღო, კიდევ
ერთი ბატონი იყო, რომელსაც ის სძულდა.
"აბა, რაღა გასაკვირია, რომ მას ასეთი რეაქციები აქვს ხოლმე",
– ფიქრობდა ვინი. გოგოს კელსიერის უკანასკნელი სიტყვები გაახ-
სენდა: "მეგობრობაზე ჯერ კიდევ ბევრი რამ გაქვს სასწავლი, ვინ..."
კელმა და სხვებმა ვინი თავიანთ წრეში შეიყვანეს, ღირსეულად
და მეგობრულად ეპყრობოდნენ, მაშინაც კი, როცა ამას არ იმსახუ-
რებდა.

304
– ორსეურ, – უთხრა ვინმა, – როგორ ცხოვრობდი მანამდე, სანამ
კელსიერი დაგიქირავებდა?
– ვერ ვხვდები, ამას თვითმარქვიას აღმოჩენასთან რა კავშირი
აქვს, ქალბატონო? – ჰკითხა ორსეურმა.
– მაგასთან არაფერი არ აქვს საერთო, – უპასუხა ვინმა, – უბრა-
ლოდ, ვიფიქრე, რომ უკეთ უნდა გამეცანი.
– ბოდიშს გიხდით, ქალბატონო, მაგრამ არ მინდა, რომ უკეთ მიც-
ნობდეთ.
ვინმა ამოიოხრა და გაიფიქრა: "რამდენი შეიძლება".
მაგრამ... კარგი, კელსიერს და სხვებს მისთვის ზურგი ხომ არ შეუქ-
ცევიათ, როცა უდიერად იქცეოდა. ორსეურის სიტყვებში ნაცნობი ტონი
ისმოდა, ისეთი რაღაც, რაც ვინისთვის ნაცნობი იყო.
– ანონიმურობა, – ჩუმად თქვა ვინმა.
– რა, ქალბატონო?
– ანონიმურობა. დამალვა, მაშინაც კი, როცა სხვებთან ერთად ხარ.
ჩუმად და შეუმჩნევლად ყოფნა. საკუთარი თავის იძულება, რომ ცალკე
დარჩე, ემოციურად მაინც. სიცოცხლე ასეთია. დაცვა.
ორსეურმა არ უპასუხა.
– შენ ბატონებს ემსახურები, – უთხრა ვინმა, – მკაცრ ადამიანებს,
რომლებსაც შენი უნარების ეშინიათ. ერთადერთი გზა, რომ მათ არ
სძულდე, ისაა, ყურადღებას არ გაქცევდნენ. ასე რომ, თავს პატარად და
სუსტად წარმოაჩენ, თითქოს საფრთხეს არ წარმოადგენ, მაგრამ ზოგ-
ჯერ არასწორ რამეს ამბობ ხოლმე, ან საკუთარ თავს უფლებას აძლევ,
მეამბოხეობა გამოავლინო.
ვინი მისკენ შებრუნდა. კანდრა უყურებდა.
– ჰო, – თქვა ბოლოს ორსეურმა და ისევ ქალაქს გახედა.
– მათ სძულხარ, – ხმადაბლა უთხრა ვინმა, – შენი უნარების გამო
სძულხარ, რადგან სიტყვას ვერ გაგატეხინებენ, ან იმიტომ, რომ ღელა-
ვენ, რადგან მეტისმეტად ძლიერი ხარ და ვერ გაგაკონტროლებენ.
– მათ შენი ეშინიათ, – თქვა ორსეურმა, – მათ პარანოია ემართე-
ბათ, ეშინიათ, რომ მათ ადგილს დაიკავებ, მაშინაც კი, როცა გიყენე-
305
ბენ. კონტრაქტის მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ იციან, თავის
წმინდა ფიცს არცერთი კანდრა არ გატეხს, ეშინიათ და როცა ადამია-
ნებს შენი ეშინიათ, მათ სძულხარ კიდეც.
– ასე რომ, – განაგრძო ვინმა, – ისინი შენი ცემის საბაბს პო-
ულობენ. ზოგჯერ ის მცდელობაც კი, რომ შეუმჩნეველი დარჩე, მათ
აღიზიანებთ. ისინი შენს უნარს ვერ იტანენ. ვერც იმას იტანენ, რომ
შენი ცემის მიზეზები არა აქვთ, ამიტომ ისევ გცემენ.
ორსეური გოგოს მიუბრუნდა და ჰკითხა:
– ასეთი რამეები საიდან იცით?
ვინმა მხრები აიჩეჩა.
– ასე მარტო კანდრას არ ექცევიან, ორსეურ. მქურდავი გუნდე-
ბის მეთაურები ასე ექცევიან გოგოებსაც, რომლებიც ქურდების მი-
წისქვეშეთში ანომალიას წარმოადგენენ. ბავშვი, რომელსაც განსა-
კუთრებული უნარი აქვს, ხალხზე გავლენას ახდენს, ისმენს იმას,
რაც არ უნდა მოესმინა ანდა სხვებზე უფრო სწრაფად მოძრაობს, ია-
რაღია, მაგრამ ამავდროულად – საფრთხეც.
– მე... ვერ ვხვდებოდი, ქალბატონო...
ვინმა შუბლი შეიჭმუხნა.
"როგორ შეიძლება, რომ ჩემს წარსულზე არ იცოდეს?" – გაიფიქ-
რა გოგომ, – "მან ხომ იცოდა, რომ მაწანწალა ვიყავი. თუ არ... იცო-
და?"
ვინმა პირველად გააცნობიერა, თუ როგორი ჩანდა ის ორსეუ-
რისთვის ორი წლის წინ, როცა კანდრა გოგოს პირველად შეხვდა.
ორსეური ხომ ვინის აყვანის შემდეგ ჩამოვიდა. შესაძლოა, ფიქ-
რობდა, რომ ვინი, სხვების მსგავსად, წლების განმავლობაში კელ-
სიერის გუნდის წევრი იყო.
– კელსიერმა მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე ამიყვანა, სანამ
შენ შეგხვდებოდი, – უთხრა ვინმა, – უფრო სწორად, კი არ ამიყვანა,
არამედ გადამარჩინა. ბავშვობაში ერთი მქურდავი გუნდიდან მე-
ორეში გადავდიოდი; ყველაზე ცუდი სახელის მქონე და ყველაზე სა-
შიშ კაცებს ვემსახურებოდი, რადგან ჩემი და ჩემი ძმის მსგავსი მა-
306
წანწალები მხოლოდ მათ აჰყავდათ ხოლმე. ბანდის ჭკვიანი მეთაურე-
ბი ხვდებოდნენ, რომ მე კარგი იარაღი ვიყავი. არ ვიცი, ხვდებოდნენ
თუ არა, რომ ალომანტი ვარ. შეიძლება, ზოგი ხვდებოდა, ზოგი კი, უბ-
რალოდ, ფიქრობდა, რომ იღბლიანი ვიყავი. ასე იყო თუ ისე, მათ ვჭირ-
დებოდი და ამის გამო ვძულდი.
– ამიტომ ისინი გცემდნენ?
ვინმა თავი დაუქნია:
– განსაკუთრებით კი ბოლო. იმ დროს უკვე იმის აღქმას ვიწყებდი,
ალომანტია როგორ უნდა გამომეყენებინა, მიუხედავად იმისა, რომ
არც კი ვიცოდი, ეს რა იყო. მაგრამ კამონმა იცოდა და ვძულდი, თუმცა
კი მიყენებდა. ვფიქრობ, ეშინოდა, რომ ერთ დღეს გავაცნობიერებდი,
როგორ უნდა გამომეყენებინა ჩემი უნარები სრულად; და ღელავდა,
რომ იმ დღეს მას მოვკლავდი, – ვინმა თავი შეაბრუნა და ორსეურს შე-
ხედა, – მოვკლავდი და მის ადგილს დავიკავებდი.
ორსეური მშვიდად იჯდა და ვინს უყურებდა.
– ადამიანები მხოლოდ კანდრას არ ექცევიან ცუდად, – ჩუმად თქვა
გოგომ, – ჩვენ ერთმანეთსაც არ ვინდობთ ხოლმე.
ორსეურმა ჩაიფრუტუნა:
– თქვენთან იმის გამო მაინც უნდა შეეკავებინათ თავი, რომ არ შე-
მოჰკვდომოდით. ისეთ ბატონს თუ უცემიხართ, რომელმაც იცოდა, რა
სასტიკადაც არ უნდა ეცემეთ, მაინც არ მოკვდებოდით? ჩვენი მოდგმი-
სათვის მას მხოლოდ იმის გაკეთება მოუწევს, რომ ახალი სხეული გვი-
პოვოს და მომდევნო დღეს სამსახურისთვის ისევ მზად ვიქნებით. ჩვენ
მარადიული მსახურები ვართ. შეგიძლიათ, დილას სიკვდილამდე
გვცემოთ, იმავე საღამოს კი სადილი მოგვატანინოთ. მთელი ეს სისას-
ტიკე და არავითარი სამაგიერო.
ვინმა თვალები დახუჭა.
– მესმის. კანდრა არ ვიყავი, მაგრამ კალტყვია მქონდა. ვფიქრობ,
კამონი ხვდებოდა, რომ ჩემი ცემა იმაზე ბევრად უფრო სასტიკად შეიძ-
ლებოდა, ვიდრე ამას თავად შეძლებდა.

307
– რატომ არ გაიქეცით? – ჰკითხა ორსეურმა, – კონტრაქტი ხომ
არ გქონდათ, რაც მასთან დაგაკავებდათ.
– მე... არ ვიცი, – მიუგო ვინმა, – ადამიანები უცნაურები არიან, ორ-
სეურ, და მათი ერთგულება ხშირად იცვლება. კამონთან ვრჩებოდი,
რადგან ის ჩემთვის ნაცნობი იყო და წასვლის უფრო მეშინოდა, ვიდრე
დარჩენის. ის გუნდი იყო ყველაფერი, რაც გამაჩნდა. ჩემი ძმა წავი-
და და მე მარტოობის მეშინოდა. ახლა, როცა ამაზე ვფიქრობ, ეს უკ-
ვე უცნაურად მეჩვენება.
– ზოგჯერ ცუდი მდგომარეობა სხვას მაინც სჯობია. იმას აკეთებ-
დით, რაც საჭირო იყო თქვენ გადასარჩენად.
– შეიძლება, – თქვა ვინმა, – მაგრამ უკეთესი გზაც არსებობს,
ორსეურ. და ეს არ ვიცოდი მანამ, სანამ კელსიერი მიპოვიდა. მაგ-
რამ ცხოვრება ასეთი არ უნდა იყოს. შენი სიცოცხლე უნდობლობაში
არ უნდა გადიოდეს, ჩრდილში არ უნდა დარჩე და საკუთარი თავი
არ უნდა გაინაპირო.
– შეიძლება ასეა, თუ ადამიანი ხარ. მე კანდრა ვარ.
– შენ მაინც შეგიძლია, რომ ნდობა გამოიჩინო, – მიუგო ვინმა,
– შენი ბატონები არ უნდა გძულდეს.
– ყველა მათგანი არ მძულს, ქალბატონო.
– მაგრამ შენ მათ არ ენდობი.
– აქ პირადული არაფერია, ქალბატონო.
– არის, – შეეწინააღმდეგა ვინი, – იმიტომ არ გვენდობი, რომ
გეშინია, არ გატკინოთ. ეს მესმის. კელსიერთან თვეების გატარების
შემდეგაც კი იმაზე ვფიქრობდი, ტკივილს როდის მომაყენებდნენ.
ვინი ერთხანს ჩუმად იყო.
– მაგრამ, ორსეურ, ჩვენთვის არავის უღალატია. კელსიერი
მართალი იყო. ეს ახლაც დაუჯერებლად მეჩვენება, მაგრამ მისი
გუნდის წევრები – ჰამი, დოკსონი, ბრიზი – კარგები არიან და რო-
მელიმეს რომც ეღალატა, მათი ნდობა მაინც უნდა მქონოდა. მე ღა-
მე ძილი შემიძლია, ორსეურ, სიმშვიდის შეგრძნება შემიძლია, სი-
ცილი შემიძლია. სიცოცხლე განსხვავებულია, უკეთესია.
308
– თქვენ ადამიანი ხართ, – ჯიუტად წარმოთქვა ორსეურმა, – შეგიძ-
ლიათ, მეგობრები გყავდეთ, რადგან მათ არ ეშინიათ იმის, რომ შე-
ჭამთ, ან რამე მსგავსი სისულელის.
– მე შენზე ასე არ ვფიქრობ.
– ასე არ ფიქრობთ? ქალბატონო, თქვენ ხომ ახლახან აღიარეთ,
რომ ნაწყენი ხართ, რადგან კელსიერი შევჭამე. გარდა ამისა, იმასაც
ვერ იტანთ, კონტრაქტს რომ ვიცავ. თქვენ ეს პატიოსნად მაინც თქვით.
ჩვენ ადამიანებს ვაღიზიანებთ. ისინი ვერ იტანენ, რომ მათ მოდგმას
ვჭამთ, თუმცა ჩვენ მხოლოდ მკვდრის სხეული მიგვაქვს. თქვენს ხალხს
აშფოთებს ის, რომ ჩვენ მათი ფორმის მიღება შეგვიძლია. არ მით-
ხრათ, თითქოს არ გსმენიათ ის ლეგენდები ჩემი ხალხის შესახებ. ისი-
ნი ჩვენ ნისლანდებს გვეძახდნენ – არსებებს, რომლებიც ნისლში გასუ-
ლი ადამიანების სხეულებს იტაცებენ. ნუთუ ფიქრობთ, რომ ასეთი ურ-
ჩხული, ლეგენდა, რომლითაც ბავშვებს აშინებენ, თქვენს საზოგადოე-
ბაში ოდესმე მისაღები გახდება?
ვინი მოიღუშა.
– კონტრაქტის მიზეზი ეს არის, ქალბატონო, – თქვა ორსეურმა,
რომლის დახშული ხმა ძაღლის პირიდან უხეშად ჟღერდა, – გაინტერე-
სებთ, რატომ არ გავრბივართ თქვენგან? რატომ ვითქვიფებით თქვენს
საზოგადოებაში და რატომ ვხდებით უხილავნი? ეს ვცადეთ, დიდი ხნის
წინ, როცა უკანასკნელი იმპერია ახალი შექმნილი იყო. თქვენმა ხალ-
ხმა გვიპოვა და განადგურება დაგვიწყო. ისინი ჩვენს მოსანადირებ-
ლად ნისლქმნილებს იყენებდნენ, რადგან იმ დროს ახლანდელზე ბევ-
რად მეტი ალომანტი იყო. ადამიანებს ვძულდით, რადგან შიშობდნენ,
რომ მათ ჩავანაცვლებდით. ჩვენ თითქმის მთლიანად გაგვანადგურეს
და ამის შემდეგ დავდეთ კონტრაქტი.
– მაგრამ რა შეიცვალა? – ჰკითხა ვინმა, – თქვენ ხომ იმავეს აკე-
თებთ?
– ჰო, მაგრამ ახლა ამას თქვენი ბრძანებით ვაკეთებთ. ადამიანებს
ძალაუფლება უყვართ, რამე ძლიერის მართვა. ჩვენი ხალხი სამსახურს
სთავაზობდა და კონტრაქტი შევიმუშავეთ, რომლის დაცვაც ყველა კან-
309
დრამ დაიფიცა. ადამიანებს არ ვხოცავთ. სხეული მხოლოდ მაშინ
მიგვაქვს, როცა გვიბრძანებენ. ბატონებს სრულად ვემორჩილებით.
ასე მოქმედება დავიწყეთ და ადამიანებმა ჩვენი ხოცვა შეწყვიტეს.
მათ ისევ ვძულდით და ჩვენი კვლავ ეშინოდათ, მაგრამ უკვე ისიც
იცოდნენ, რომ ჩვენზე მბრძანებლობა შეეძლოთ. თქვენს იარაღად
ვიქეცით. ვიდრე გემსახურებით, ქალბატონო, გადავრჩებით და მეც
ამიტომ გემორჩილებით. კონტრაქტის დარღვევა ჩემი ხალხის ღა-
ლატი იქნებოდა. ვერ შეგებრძოლებით, სანამ ნისლქმნილები
გყავთ. ასე რომ, უნდა გემსახუროთ.
"ნისლქმნილები... ნისლქმნილები ასე მნიშვნელოვანნი რატომ
არიან? ის მიმანიშნებს, რომ მათ კანდრას აღმოჩენა შეუძლიათ..."
– გაიფიქრა ვინმა, თუმცა ხმამაღლა არაფერი უთქვამს. გოგო
ხვდებოდა, რომ თუ ამ ვარაუდს გააჟღერებდა, ორსეური ისევ ჩაიკე-
ტებოდა. ასე რომ, ვინი, უბრალოდ, სიბნელეში წამოიმართა და კან-
დრას თვალებში ჩახედა:
– თუ გინდა, შენი კონტრაქტისგან გაგათავისუფლებ.
– და ეს რას შეცვლის? – ჰკითხა ორსეურმა, – მერე სხვა კონ-
ტრაქტს მივიღებ. ჩვენი კანონის მიხედვით, კიდევ ერთი ათწლეული
უნდა დავიცადო მანამ, სანამ თავისუფლების დრო მომივა და ეს იქ-
ნება ორი წელი, რომლის განმავლობაშიც კანდრათა სამშობლოს
ვერ დავტოვებ. სხვაგვარად თუ მოვიქცევი, თავის გამოვლენის საფ-
რთხე შეიქმნება.
– მაშინ ჩემი ბოდიში მაინც მიიღე, – სთხოვა ვინმა, – კონტრაქ-
ტის გამო შენზე განაწყენება სისულელე იყო.
ორსეური ერთხანს დუმდა.
– ეგ მდგომარეობას მაინც ვერ გამოასწორებს, ქალბატონო.
ისევ ეს წყეული ძაღლის სხეული უნდა ვატარო. პიროვნება ან სხე-
ული არ გამაჩნია, რომელსაც განვასახიერებდი!
– ვიფიქრე, იმის შესაძლებლობას დააფასებდი, რომ შენ შენ ყო-
ფილიყავი.

310
– თავს შიშვლად ვგრძნობ, – თქვა ორსეურმა. ცოტა ხანს ჩუმად იჯ-
და, მერე კი თავი დახარა, – მაგრამ... უნდა ვაღიარო, რომ ამ სხეულს
გარკვეულწილად დადებითი მხარეც აქვს. იმას ვერც კი ვაცნობიერებ-
დი, რამდენად შეუმჩნევლად მაქცევდა ეს ძაღლი.
ვინმა თავი დაუქნია:
– ჩემს ცხოვრებაში იყო ისეთი პერიოდები, როცა ყველაფერს გავი-
ღებდი იმისთვის, რომ ძაღლის ფორმის მიღება შემძლებოდა, რათა
ჩრდილში, ყურადღების მიღმა ვყოფილიყავი.
– მაგრამ უკვე ასე აღარაა?
ვინმა თავი გააქნია:
– არა. ყოველ შემთხვევაში უმეტესად – არა. ადრე ვფიქრობდი,
რომ ყველა, როგორც შენ ამბობ, სიძულვილით იყო სავსე და ტკივილს
მომაყენებდა, მაგრამ სამყაროში კარგი ხალხიც არსებობს, ორსეურ.
ვისურვებდი, შენთვის ამის დამტკიცება შემძლებოდა.
– თქვენ ამ თქვენს მეფეზე ლაპარაკობთ, – უთხრა ორსეურმა და
ციხე-კოშკისკენ გაიხედა.
– ჰო, – მიუგო ვინმა, – და სხვებზეც.
– თქვენზე?
ვინმა თავი გააქნია.
– არა, ჩემზე არა. მე არც ცუდი ადამიანი ვარ და არც კარგი. მე აქ,
უბრალოდ, იმისთვის ვარ, რომ ვხოცო.
ორსეური ერთხანს უყურებდა, შემდეგ კი ისევ წინანდებურად მოკა-
ლათდა და თქვა:
– ამის მიუხედავად, ყველაზე ცუდი ბატონი არ ხართ მათ შორის,
ვინც შემხვედრია. ეს ჩემს მოდგმაში, შესაძლოა, კომპლიმენტად ჩაით-
ვალოს.
ვინმა გაიღიმა, მაგრამ საკუთარი სიტყვები, ცოტა არ იყოს, გულზე
მოხვდა. მხოლოდ იმისთვის, რომ ხოცოს...
გოგომ ქალაქის გარეთ განლაგებული არმიების კოცონებს გახედა.
თავისმა რაღაც ნაწილმა უჩურჩულა, რომ ამ არმიებთან ბრძოლის
სხვა გზაც არსებობდა. ეს გონების ის ნაწილი იყო, რომელიც რენმა
311
გაწვრთნა, ნაწილი, რომელიც დროდადრო ჯერ კიდევ იყენებდა რე-
ნის ხმას. პოლიტიკასა და მოლაპარაკებებზე დაყრდნობის ნაც-
ვლად, გუნდს შეეძლო, ვინი გამოეყენებინა. ის ღამით ჩუმად გაეგ-
ზავნათ, რათა მეფეები და ამ არმიების სარდლები დაეხოცა, მაგრამ
გოგომ იცოდა, რომ ელენდი ასეთ რამეს არ მოიწონებდა. ის შიშის
დათესვასაც არ დასთანხმდებოდა თუნდაც მტრების წინააღმდეგ.
ელენდი აღნიშნავდა, რომ თუ ვინი სტრაფს ან სეტს მოკლავდა, მათ
ადგილებს მარტივად დაიკავებდნენ სხვები, რომლებიც ქალაქის
მიმართ კიდევ უფრო მტრულად იქნებოდნენ განწყობილნი.
მიუხედავად ამისა, ეს სასტიკი, თუმცა გონივრული პასუხი ჩან-
და. ვინის ნაწილს ამის გაკეთების სურვილი არ ასვენებდა. ოღონდ
ლოდინისა და ლაპარაკის გარდა რამე მოემოქმედებინა. ვინი ისე-
თი არ იყო, რომ ალყაში ყოფნას შეჰგუებოდა.
"არა", – გაიფიქრა მან, – "ეს ჩემი გზა არაა. ისეთი არ უნდა გავ-
ხდე, როგორიც კელსიერი იყო... მკაცრი, უმოწყალო. შემიძლია,
უკეთესი ვიყო, ვიღაც ისეთი, ვისაც ელენდის მსგავსი ნდობა აქვს".
ვინმა უკუაგდო ის ნაწილი, რომელსაც სურდა, რომ წასულიყო
და ორივე, სტრაფიცა და სეტიც, მოეკლა. მერე კი ყურადღება სხვა
რაღაცებზე გადაიტანა – ბრინჯაოს მიაყურადა, ალომანტიის ნიშ-
ნებს ეძებდა. ვინს აქეთ-იქით ხტომა და მიდამოს დაზვერვა მოსწონ-
და, თუმცა ის სასარგებლო იყო მაშინაც, როცა ერთ ადგილზე იჯდა.
მკვლელები, სავარაუდოდ, წინა კარიბჭეს დაზვერავდნენ, რადგან
მცველები შემოვლას იქიდან იწყებდნენ ხოლმე და ყველაზე მეტი
ჯარისკაცი იქ იყო თავმოყრილი.
თუმცა გრძნობდა, რომ გონება გაფანტული ჰქონდა. ამ სამყა-
როში რაღაც ძალები მოძრაობდა და ვინი დარწმუნებული არ იყო
იმაში, რამდენად უნდოდა, მათი ნაწილი ყოფილიყო.
"სად არის ჩემი ადგილი?" – ფიქრობდა ის. ვინს არასოდეს და-
უფლებია ისეთი შეგრძნება, რომ ეს იცოდა – არც მაშინ, როცა ვა-
ლეტა რენოქსი იყო და არც ახლა, როცა იმ კაცს იცავდა, რომელიც
უყვარდა. არაფერთან შესაბამისობაში არ იყო.
312
თვალები დახუჭა. კალა და ბრინჯაო აანთო. ქარმა დაუბერა და იგ-
რძნო, რომ კანზე ნისლის ფთილა და კიდევ რაღაც უცნაური, ძალიან
გაურკვეველი რამ შეეხო. ვინი შორიდან ალომანტურ პულსაციას
გრძნობდა, რომელიც იმდენად სუსტი იყო, რომ კინაღამ გამოეპარა. იმ
ბიძგს ჰგავდა, რომელსაც ნისლის სული გამოსცემდა და რომელსაც
ბევრად უფრო ახლოდან აღიქვამდა. ქალაქის ერთ-ერთი შენობის სა-
ხურავიდან. ვინი ამას უკვე ეგუებოდა. დიდი არჩევანი არც ჰქონდა.
"მან გმირის ერთ-ერთი თანმხლების მოკვლა სცადა", – გაიფიქრა
ვინმა, – "დანა ჩასცა რაღაცნაირად". ყოველ შემთხვევაში, დღიურში
ასე ეწერა.
მაგრამ... ეს პულსაცია შორი მანძილიდან მოდიოდა? იგი რბილი
იყო... თუმცა მძლავრი, ისევე, როგორც შორეული დოლის ცემის ხმა.
ვინმა თვალები მაგრად დახუჭა და ყურადღება მოიკრიბა.
– ქალბატონო, – შესძახა ორსეურმა, რომელიც უეცრად წამოხტა.
ვინმა მაშინვე თვალები დააჭყიტა.
– რა მოხდა?
– ეს ვერ გაიგეთ?
ვინი წამოჯდა.
– რა... – დაიწყო მან და ამ დროს კედლის გარედან მცირე მანძილ-
ზე ნაბიჯების ხმა მოესმა. გადაიხარა და დაინახა, რომ ციხე-კოშკისკენ
მუქი ფიგურა მოდიოდა. ვინს თავის ბრინჯაოზე იმდენად ჰქონდა ყუ-
რადღება გამახვილებული, რომ რეალური ხმები ვეღარ აღიქვა.
– ყოჩაღ, – უთხრა გოგომ და მცველების საგუშაგოს კიდეს მიუახ-
ლოვდა. მხოლოდ ამის შემდეგ გააცნობიერა მნიშვნელოვანი რამ. ორ-
სეურმა დამოუკიდებლად იმოქმედა. ვინს საფრთხეზე ისე მიუთითა,
რომ მიყურადება ნაბრძანები არ ჰქონია. ეს მცირე, მაგრამ მნიშვნე-
ლოვანი რამ იყო.
– რას ფიქრობ? – ხმადაბლა ჰკითხა ვინმა, რომელიც უყურებდა,
ფიგურა როგორ ახლოვდებოდა. ამ ფიგურას ჩირაღდანი არ ეჭირა და
ნისლში თავს ძალიან კარგად გრძნობდა.

313
– ალომანტია? – კითხვაზე კითხვით უპასუხა ორსეურმა და მის
გვერდით ჩაცუცქდა.
ვინმა თავი გააქნია.
– ალომანტური პულსაცია არ არის.
– ანუ თუ ალომანტია, ნისლქმნილი უნდა იყოს, – თქვა ორსეურ-
მა. მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ვინს სპილენძღრუბლის გარღვევა
შეეძლო, – ის მეტისმეტად მაღალია იმისთვის, რომ თქვენი მეგო-
ბარი ზეინი იყოს. ფრთხილად იყავით, ქალბატონო.
ვინმა თავი დაუქნია, მონეტა ისროლა და ნისლში გადაეშვა. ორ-
სეური საგუშაგოდან ჩამოხტა, კედელს გადაევლო და დაახლოებით
ექვსი მეტრის სიმაღლიდან მიწაზე დაეშვა.
"მას აშკარად სიამოვნებს, როცა ამ სხეულით სულ უფრო და უფ-
რო უსაზღვრო შესაძლებლობებს ავლენს", – გაიფიქრა ვინმა. რა
თქმა უნდა, ორსეური ძლიერი დაცემის გამო არ მოკვდებოდა, ამი-
ტომ ვინისთვის კანდრას მიერ გამოჩენილი სიმამაცე გასაგები იყო.
ვინი ხის სახურავზე ჩაჭედებულ რკინის ლურსმნებს უბიძგებდა
და ისე მიიწევდა წინ. მუქ ფიგურასთან ახლოს დაეშვა, მერე ხან-
ჯლები ამოიღო და ლითონები მოამზადა, დარწმუნდა, რომ დურა-
ლუმინი ჰქონდა. შემდეგ კი ქუჩას ჩუმად გაუყვა.
"მოულოდნელობა", – გაიფიქრა მან. ჰამის ვარაუდი ჯერ კიდევ
აშფოთებდა. მუდამ მოულოდნელობაზე დამოკიდებული ხომ ვერ
იქნებოდა. ვინი მიმავალ კაცს უკან მიჰყვებოდა და აკვირდებოდა.
იგი მაღალი იყო, ძალიან მაღალი. მისი მანტია... ვინი უცებ შეჩერ-
და:
– სეიზდ? – იკითხა გაოგნებულმა გოგომ.
ტერისელი შემობრუნდა და ვინმა კალით გაძლიერებული მზე-
რით მისი სახე გაარჩია. სეიზდმა გაიღიმა.
– აჰ, ლედი ვინ, – წარმოთქვა ნაცნობი, ბრძნული ხმით, – უკვე
იმაზე ვფიქრობდი, რამდენი ხანი დაგჭირდებოდათ ჩემ საპოვნე-
ლად...
მას სიტყვა გაუწყდა, რადგან ვინი აღფრთოვანებით მოეხვია.
314
– არ მეგონა, ასე მალე თუ დაბრუნდებოდი!
– დაბრუნებას არ ვგეგმავდი, ლედი ვინ, – მიუგო სეიზდმა, –
მაგრამ მოვლენები ისე ვითარდება, ვფიქრობ, ამ ადგილს თავს ვერ
ავარიდებდი. წავიდეთ, მის უდიდებულესობას უნდა დაველაპარა-
კოთ. ერთობ გამაწბილებელი სიახლეები მაქვს.
ვინი სეიზდს მოშორდა, მერე მის კეთილ სახეს ახედა და თვალებში
დაღლილობა, დაქანცულობა შენიშნა. მანტია დასვრილი ჰქონდა და
ფერფლისა და ოფლის სუნი ასდიოდა. როგორც წესი, სეიზდი სისუფ-
თავის მოყვარული იყო, მაშინაც კი, როცა მოგზაურობდა.
– რა მოხდა? – ჰკითხა ვინმა.
– პრობლემებია, ლედი ვინ, – ხმადაბლა მიუგო მან, – პრობლემები
და გართულებები.
ტერისმა იგი უარყო, მაგრამ იგი მივიდა, რომ მათ გაძღოლოდა.

23
– მეფე ლეკალი ამტკიცებდა, რომ არმიაში ოცი ათასი ის არსება
ჰყავს, – ხმადაბლა თქვა სეიზდმა.
"ოცი ათასი!" – გაიფიქრა თავზარდაცემულმა ელენდმა. ეს ისეთივე
სახიფათო იყო, როგორც სტრაფის ორმოცდაათი ათასი კაცი, შესაძ-
ლოა, უფრო მეტადაც კი.
მაგიდასთან ყველა ჩუმად იჯდა. ელენდმა იქ მსხდომებს გადახედა.
ისინი სასახლის სამზარეულოში ისხდნენ, სადაც ორმა მზარეულმა სე-
იზდს ნაგვიანევი სადილი მოუმზადა. თეთრი ოთახის ერთ მხარეს გა-
მოყოფილ ნიშში მსახურებისთვის მოკრძალებული მაგიდა იდგა. რა
გასაკვირი იყო, რომ ელენდს ამ ოთახში არასოდეს ესადილა, მაგრამ
სეიზდმა დაიჟინა, რომ მსახურები არ გაეღვიძებინათ სასადილო დარ-
ბაზში მაგიდის გასაწყობად, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად მთელი
დღის უჭმელი იყო.
ასე რომ, ისინი ხის დაბალ სკამებზე დასხდნენ და ელოდნენ, სანამ
მზარეულები საქმიანობდნენ, რომლებიც საკმაოდ შორს იყვნენ და
ჩურჩულით საუბარს ვერ გაიგონებდნენ. ვინი ელენდის გვერდით იჯდა
315
და მის წელზე ხელი ჰქონდა შემოხვეული, ხოლო მგელძაღლა კან-
დრა გოგოს გვერდით, იატაკზე იყო დაყუნტებული. ელენდის მეორე
მხარეს ბრიზი იჯდა – მოუწესრიგებელი და აჩეჩილი იყო; გაღიზიან-
და, როცა გააღვიძეს. ჰამი, ჩვეულებისამებრ, ფხიზლობდა. ელენ-
დსაც ეღვიძა, რადგან კიდევ ერთი შეთავაზების დამუშავება იყო სა-
ჭირო – წერილის, რომელსაც ასამბლეას გაუგზავნიდა და რომლის
საშუალებითაც აუხსნიდა, რომ სტრაფს არაფორმალურად ხვდებო-
და და არა ოფიციალურ მოლაპარაკებაზე.
დოკსონმა სკამი მიაჩოჩა და, როგორც წესი, ელენდისგან მოშო-
რებით ჩამოჯდა. კლაბსიც იქვე იჯდა უღონოდ, თუმცა ელენდი ვერ
ხვდებოდა, ეს პოზა დაღლილობის შედეგი იყო, თუ კლაბსის ზოგა-
დი დაღვრემილობის. მხოლოდ სპუკი იჯდა გუნდის წევრებისგან
შორს, ერთ-ერთ სხვა მაგიდასთან; ფეხებს აქნევდა და გაღიზიანე-
ბულ მზარეულებს დროდადრო საჭმლის გემრიელ ლუკმებს წაპნი-
და. ელენდმა შენიშნა, რომ ის დუნე მზარეულ გოგოს წარუმატებ-
ლად ეარშიყებოდა.
დაბოლოს, აქ იყო სეიზდიც. ტერისელი ზუსტად ელენდის პირ-
დაპირ იჯდა. მშვიდად და ყურადღებით იცქირებოდა. ასე მხოლოდ
სეიზდს შეეძლო. მისი მანტია მტვერს დაეფარა და საყურეების გა-
რეშე საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა. ელენდის აზრით, სეიზ-
დმა საყურეები იმიტომ მოიხსნა, რომ მძარცველების ყურადღება
არ მიეპყრო. დამტვერილი მანტიის მიუხედავად, სახე და ხელები
სუფთა ჰქონდა. მაშინაც კი, როცა მგზავრობის ჭუჭყი მოსდებოდა,
სეიზდი მაინც სისუფთავის შეგრძნებას ტოვებდა.
– ბოდიშს გიხდით, თქვენო უდიდებულესობავ, – თქვა სეიზდმა,
– მაგრამ არ მგონია, რომ ლორდი ლეკალი სანდო იყოს. ვიცი, რომ
დამხობამდე მეგობრობდით, მაგრამ ახლა... მერყევი ჩანს.
ელენდმა თავი დაუქნია.
– შენი აზრით, როგორ აკონტროლებს ის მათ?
სეიზდმა თავი გააქნია.
– არ ვიცი, ვერ გეტყვი, თქვენო უდიდებულესობავ.
316
ჰამმაც თავი გააქნია:
– მცველებს შორის ისეთი ხალხიც მყავს, ვინც დამხობის შემდეგ
სამხრეთიდან მოვიდა. ისინი ჯარისკაცები იყვნენ, რომლებიც კო-
ლოსთა ბანაკის ახლოს განლაგებულ გარნიზონში მსახურობდნენ.
მბრძანებლის სიკვდილიდან ჯერ ერთი დღეც კი არ იყო გასული, რომ
ეს არსებები შეიშალნენ; იქ ყველაფერს თავს ესხმოდნენ – სოფლებს,
გარნიზონებს, ქალაქებს.
– ჩრდილო-აღმოსავლეთშიც იგივე მოხდა, – თქვა ბრიზმა, – ლორ-
დი სეტის მიწები წალეკეს დევნილებმა, რომლებიც მოხეტიალე კოლო-
სებს გაურბოდნენ. სეტმა სცადა, რომ თავის მიწებთან ახლოს მყოფი
კოლოსთა გარნიზონი დაექირავებინა; გარკვეული დროის განმავლო-
ბაში ისინი მას მიჰყვებოდნენ, მაგრამ შემდეგ ეს არსებები რაღაცამ
არია და სეტის არმიას შეუტიეს. ამიტომ იგი იძულებული გახდა, მთელი
ჯგუფი ამოეხოცა და იმ პატარა, ხუთასი არსებისგან შემდგარი გარნი-
ზონის გასანადგურებლად დაახლოებით ორი ათასი ჯარისკაცი დაკარ-
გა.
გუნდი ისევ დადუმდა. შორიდან მზარეულების კაკუნი და ლაპარაკი
ისმოდა.
"ხუთასმა კოლოსმა ორი ათასი კაცი მოკლა", – ფიქრობდა ელენ-
დი, – "ჯასტესს კი ოცი ათასი მხეცი ჰყავს. მბრძანებელი..."
– რამდენი დრო დასჭირდებათ? – ჰკითხა კლაბსმა, – რა მანძილზე
არიან?
– მე აქამდე მოსასვლელად ერთ კვირაზე ოდნავ მეტი დამჭირდა, –
მიუგო სეიზდმა, – თუმცა ისე ჩანდა, რომ მეფე ლეკალი იქ გარკვეული
დროითაა დაბანაკებული. აშკარაა, იგი აქეთ მოემართება, მაგრამ ის
კი არ ვიცი, რამდენად სწრაფად მოგვიახლოვდებიან.
– შესაძლოა, არ ელოდა, რომ ქალაქთან ორ არმიას შეხვდებოდა,
– შენიშნა ჰამმა.
ელენდმა თავი დააქნია:
– მაშ, რა უნდა მოვიმოქმედოთ?

317
– არ მგონია, რომ რამის გაკეთება შეგვეძლოს, თქვენო უდიდე-
ბულესობავ, – თქვა დოკსონმა და თავი გააქნია, – სეიზდის ნათქვა-
მი იმის იმედს არ მისახავს, რომ ჯასტესის გონზე მოყვანას შევ-
ძლებთ; თან ალყაში ვართ და დიდად ვერაფერს ვიზამთ.
– შეიძლება, რომ ის შებრუნდეს და უკან წავიდეს, – თქვა ჰამმა,
– როცა ორი არმია უკვე აქ არის...
ისე ჩანდა, რომ სეიზდი ყოყმანობდა:
– მან ამ არმიებზე იცოდა, ლორდო ჰამონდ. როგორც ჩანდა, თა-
ვის კოლოსებს ადამიანთა არმიებზე მეტად ენდობოდა.
– ოცი ათასით შესაძლოა იმ ორივე არმიას გაუმკლავდეს, –
თქვა კლაბსმა.
– მაგრამ ორივესთან პრობლემები შეექმნება, – მიუგო ჰამმა, –
მის ადგილზე რომ ვიყო, ამაზე დავფიქრდებოდი. აქ თუ იგი ფეთქე-
ბადი კოლოსთა არმიით გამოჩნდება, ადვილად შესაძლებელია, სე-
ტი და სტრაფი იმდენად შეაშფოთოს, რომ მათ თავიანთი ძალები
მის წინააღმდეგ გააერთიანონ.
– რაც ჩვენთვის სწორედ რომ მისწრება იქნება, – თქვა კლაბსმა,
– რაც უფრო მეტს იბრძოლებენ, ჩვენთვის მით უფრო უკეთესია.
ელენდი მხრებში გასწორდა. გრძნობდა, რომ უფრო და უფრო
ღელავდა, ამიტომ უხაროდა, ვინი რომ გვერდით ჰყავდა; გოგოს
მისთვის ხელი ჰქონდა შემოხვეული, თუმცა ბევრს არაფერს ამბობ-
და. ელენდი ზოგჯერ თავს უფრო ძლიერად გრძნობდა, როცა ვინი,
უბრალოდ, იქ იყო. ოცი ათასი კოლოსი. მას ეს ერთი საფრთხე უფ-
რო აშინებდა, ვიდრე რომელიმე სხვა არმია.
– შეიძლება ეს კარგიც იყოს, – თქვა ჰამმა, – თუ ჯასტესი ლუთა-
დელის სიახლოვეს იმ მხეცებს ვეღარ გააკონტროლებს, კარგი შან-
სია, რომ ისინი იმ არმიებიდან რომელიმეს შეუტევენ.
– გეთანხმები, – დაღლილი ხმით უთხრა ბრიზმა, – ვფიქრობ,
დრო უნდა გავწელოთ და ალყა იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ
კოლოსთა არმია მოვა. კიდევ ერთი არმია ჩვენთვის მხოლოდ მეტ
უპირატესობას ნიშნავს.
318
– კოლოსის აქ მოსვლის აზრი არ მომწონს, – თქვა ელენდმა და
ოდნავ შეაჟრჟოლა, – მნიშვნელობა არა აქვს, რა უპირატესობას
გვთავაზობენ. თუ ისინი ქალაქზე მოიტანენ იერიშს...
– მე ვიტყოდი, რომ მათზე მაშინ უნდა ვიდარდოთ, როცა აქ მოვ-
ლენ, თუ საერთოდ მოვლენ, – თქვა დოკსონმა, – ახლა კი ჩვენს გეგმას
უნდა მივყვეთ, როგორც ეს განზრახული გვქონდა. მისი უდიდებულე-
სობა სტრაფს შეხვდება და ეცდება, ჩვენთან ფარულ ალიანსზე დაიყო-
ლიოს. თუ გაგვიმართლებს, კოლოსის კარს მომდგარი საფრთხე მას
შეთანხმებისკენ უბიძგებს.
ელენდმა თავი დაუქნია. სტრაფი შეხვედრაზე დათანხმდა და ისინი
რამდენიმე დღეში შეხვედრის თარიღს დათქვამდნენ. ასამბლეის წევ-
რები გაბრაზებულები იყვნენ, რომ ელენდმა მათ ამ შეხვედრის დრო
და ადგილი არ შეუთანხმა, თუმცა რა აზრი ჰქონდა თქმას, წევრები მა-
ინც ვერაფერს იზამდნენ.
– ასეა თუ ისეა, – თქვა ბოლოს ელენდმა და ამოიოხრა, – სეიზდ,
როგორც აღნიშნე, სხვა სიახლეც გაქვს. იმედია, უკეთესი ამბავია.
სეიზდი ერთხანს დუმდა. ბოლოს და ბოლოს, მზარეული მოვიდა და
მის წინ თეფშით საჭმელი დადგა – ოხშივარავარდნილი ქერი ხორცი-
თა და სანელებლებით. ამ სურნელზე ელენდს ოდნავ მოშივდა. მან
მადლიერებით დაუქნია თავი სასახლის მთავარ მზარეულს, რომელ-
მაც, ღამის მიუხედავად, დაიჟინა, რომ კერძს თავად მოამზადებდა; მე-
რე კი თავის დამხმარეს ანიშნა და კარისკენ გასწიეს.
სეიზდი მშვიდად იჯდა და ელოდა, როდის გავიდოდნენ მზარეულები
ისეთ მანძილზე, ხმის გაგონება რომ აღარ შეიძლებოდა, რათა ლაპა-
რაკი დაეწყო.
– თავს ვიკავებდი ამის თქმისგან, თქვენო უდიდებულესობავ, რად-
გან, როგორც ჩანს, ისედაც ბევრი საზრუნავი გაქვთ.
– ამის თქმას ბარემ ის გეთქვა, – მიუგო ელენდმა.
სეიზდმა თავი დაუქნია:
– ვშიშობ, როცა ჩვენ მბრძანებელი მოვკალით, სამყარო დაუცვე-
ლი ხომ არ დავტოვეთ რაღაც მოულოდნელისგან.
319
ბრიზმა დაღლილი იერით წარბი ასწია:
– მოულოდნელისგან? მძვინვარე კოლოსის, ძალაუფლებას მოწყუ-
რებული დესპოტებისა და ყაჩაღების გარდა სხვა რამესაც გულისხმობ?
სეიზდი ერთხანს ჩუმად იყო.
– ჰმ, ჰო. ვშიშობ, რომ ცოტა უფრო ბუნდოვან რამეებზე ვლაპა-
რაკობ. ნისლს რაღაც ემართება.
ელენდის გვერდით მჯდომი ვინი ოდნავ წამოიმართა:
– რას გულისხმობ?
– მე მოვლენების კვალს მივყვებოდი, – აუხსნა სეიზდმა. მან
თვალები დახარა, თითქოს დარცხვენილი იყო, – ასე ვთქვათ, ვიკ-
ვლევდი. და ბევრი ცნობის თანახმად, ნისლი დღე მოდის.
ჰამმა მხრები აიჩეჩა:
– ზოგჯერ ეგრეც ხდება ხოლმე. ბურუსიანი დღეებიც არსებობს,
განსაკუთრებით შემოდგომაზე.
– მაგას სულაც არ ვგულისხმობ, ლორდო ჰამონდ, – მიუგო სე-
იზდმა, – ნისლსა და ჩვეულებრივ ბურუსს შორის ერთობ მნიშვნე-
ლოვანი განსხვავებაა. შესაძლოა, ამის აღქმა ძნელია, მაგრამ დაკ-
ვირვებული თვალისთვის ეს შესამჩნევია. ნისლი უფრო სქელია
და... კარგი...
– უფრო დიდ მასებად მოძრაობს, – ხმადაბლა თქვა ვინმა, –
თითქოს ცაში მდინარეები მიედინება. ერთ ადგილას არ ჩერდება.
ქარში ტივტივებს, თითქოს ქარს იგი თვითონ წარმოქმნის.
– და შენობებში ვერ შედის, – თქვა კლაბსმა, – ან კარვებში. თუ
შევა, მალევე ორთქლდება ხოლმე.
– ჰო, – მიუგო სეიზდმა, – როცა დღის ნისლზე პირველად შევიტ-
ყვე, ვიფიქრე, რომ, უბრალოდ, ხალხი ცრურწმენებს გასაქანს აძ-
ლევდა. სკაას ხალხში ბევრს ვიცნობდი ისეთს, რომელიც ბურუსიან
დილას გარეთ არ გადიოდა ხოლმე. მიუხედავად ამისა, ამით მაინც
დავინტერესდი. ასე რომ, ამ ხმებს სამხრეთის სოფლამდე მივყევი.
გარკვეული დრო იქ ვასწავლიდი და ამ ამბების დამადასტურებელი
ვერაფერი ვნახე. ამიტომაც იქიდან წამოვედი.
320
სეიზდი გაჩუმდა და ოდნავ მოიღუშა.
– თქვენო უდიდებულესობავ, გთხოვთ, არ იფიქროთ, თითქოს
გიჟი ვარ. იმ მოგზაურობის განმავლობაში მიუდგომელი ხეობა გა-
ვიარე და ის დავინახე, რაც, ვფიცავ, ნისლი იყო და არა ბურუსი. იგი
ლანდშაფტის გასწვრივ მოძრაობდა და ჩემკენ მოცოცავდა. ეს დღის
სრულ სინათლეზე ხდებოდა.
ელენდმა ჰამს გადახედა. მან მხრები აიჩეჩა:
– მე ნუ მიყურებ.
ბრიზმა ჩაიფრუტუნა:
– ის აზრს გეკითხებოდა, ჩემო კარგო.
– კარგი, მაგრამ აზრი არ მაქვს.
– ფილოსოფოსი ხომ შენ ხარ.
– ფილოსოფოსი სულაც არ ვარ, – მიუგო ჰამმა, – უბრალოდ, ამა
თუ იმ საგანზე ფიქრი მიყვარს.
– კარგი, მაშინ ამაზე იფიქრე, – უთხრა ბრიზმა.
ელენდმა სეიზდს შეხედა და ჰკითხა:
– ეს ორნი სულ ასე იყვნენ?
– მართალი რომ გითხრათ, ზუსტად არ ვიცი, თქვენო უდიდებულე-
სობავ, – ოდნავი ღიმილით მიუგო სეიზდმა, – თქვენთან შედარებით
მხოლოდ ცოტა უფრო მეტი ხანია, რაც მათ ვიცნობ.
– კი, ეგენი სულ ეგრე იყვნენ, – თქვა დოკსონმა და ჩუმად ამოიოხ-
რა, – წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაუარესდნენ.
– არ გშია? – ჰკითხა ელენდმა და სეიზდს თეფშზე ანიშნა.
– საუბარს რომ დავასრულებთ, მერე შევჭამ, – მიუგო სეიზდმა.
– სეიზდ, შენ მსახური უკვე აღარ ხარ, – უთხრა ვინმა, – ასეთ რამე-
ებზე აღარ უნდა იდარდო.
– მსახური აქ არაფერ შუაშია, ლედი ვინ, – მიუგო სეიზდმა, – ეს
ზრდილობის ამბავია.
– სეიზდ, – მიმართა ელენდმა.
– დიახ, თქვენო უდიდებულესობავ?
ელენდმა თეფშზე მიანიშნა.
321
– ჭამე. შეგიძლია, ზრდილობა სხვა დროს გამოიჩინო. მშიერი
ჩანხარ და აქ მხოლოდ მეგობრებთან ერთად ხარ.
სეიზდი ერთხანს დუმდა, მერე ელენდს უცნაურად შეხედა:
– კარგი, თქვენო უდიდებულესობავ, – უთხრა და დანა და კოვზი
აიღო.
– ახლა კი, – დაიწყო ელენდმა, – ნისლის დღე დანახვას ასეთი
მნიშვნელობა რატომ აქვს? ხომ ვიცით, რომ ის, რასაც სკაა ამბობს,
სიმართლე არაა. ნისლის შიშის მიზეზი ხომ არ არსებობს.
– შეიძლება, რომ სკაა უფრო ბრძენია, ვიდრე გვგონია, თქვენო
უდიდებულესობავ, – მიუგო სეიზდმა და საჭმლის პატარა ნაჭერი
ფრთხილად აიღო, – აღმოჩნდა, რომ ნისლი ხალხს ხოცავდა.
– რა? – ჰკითხა ვინმა და წინ გადაიხარა.
– მე ეს არასდროს მინახავს, ლედი ვინ, – უთხრა სეიზდმა, – მაგ-
რამ ამის შედეგები ნანახი მაქვს და რამდენიმე სხვადასხვა ცნობა
შევაგროვე. ყველა ერთსა და იმავეს იმეორებს, რომ ნისლი ხალხს
ხოცავდა.
– ეს აბსურდია, – თქვა ბრიზმა, – ნისლი უვნებელია.
– მეც ეგრე ვფიქრობდი, ლორდო ლადრიან, – მიუგო სეიზდმა,
– თუმცა რამდენიმე შეტყობინება საკმაოდ დაწვრილებითია. ასეთი
შემთხვევები მუდამ დღისით ხდებოდა ხოლმე და ამ დროს ნისლი
რომელიმე უბედურს გარს ეხვეოდა, მერე კი ეს ადამიანი კვდებო-
და, როგორც წესი, კრუნჩხვისას. ამ შემთხვევების მოწმეებს ველა-
პარაკე.
ელენდი მოიღუშა. სხვა ადამიანისგან ასეთ ცნობას ყურადღებას
არ მიაქცევდა, მაგრამ სეიზდი... მისი უგულებელყოფა არ შეიძლე-
ბოდა. ვინი, რომელიც ელენდის გვერდით იჯდა, ამ საუბარს ყურს
უგდებდა და ქვედა ტუჩს სულ ოდნავ იკვნეტდა. უცნაური იყო, მაგ-
რამ გოგო სეიზდის სიტყვებს არ ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ჩანდა,
რომ სხვებს ამაზე ისეთივე რეაქცია ჰქონდათ, როგორიც ბრიზს.

322
– ეს უაზრობაა, სეიზდ, – თქვა ჰამმა, – ქურდები, კეთილშობილები
და ალომანტები ნისლში საუკუნეების განმავლობაში დადიოდნენ.
– რა თქმა უნდა, დადიოდნენ, ლორდო ჰამონდ, – თავი დაუქნია
სეიზდმა, – ერთადერთი ახსნა, რაც თავში აზრად მომდის, მბრძანე-
ბელს უკავშირდება. ნისლისგან სიკვდილის სარწმუნო ცნობები
დამხობამდე არ მსმენია, მაგრამ მას შემდეგ ადვილად ვაწყდები. ეს
შეტყობინებები გარე დომინიონებიდანაა, მაგრამ ისე ჩანს, რომ ასეთი
ამბები შიგნით მოიწევს. რამდენიმე კვირის წინ მე ერთი... ძალიან სა-
ვალალო შემთხვევა აღმოვაჩინე სამხრეთში, სადაც, როგორც ჩანდა,
მთელი სოფელი საკუთარ ქოხმახებში ნისლის მახეში მოექცა.
– მაგრამ მბრძანებლის სიკვდილს ნისლთან რამე საერთო რატომ
უნდა ჰქონდეს? – ჰკითხა ბრიზმა.
– მაგაში დარწმუნებული არ ვარ, ლორდო ლადრიან, – მიუგო სე-
იზდმა, – მაგრამ ეს ერთადერთი კავშირია, რომელიც გონებაში მიტრი-
ალებს.
ბრიზმა შუბლი შეიჭმუხნა.
– ვისურვებდი, რომ ჩემთვის ასე არ დაგეძახა.
– ბოდიშს გიხდით, ლორდო ბრიზ, – უთხრა სეიზდმა, – ჯერ კიდევ
გამჯდარი მაქვს ჩვევა, რომ ადამიანებს სრული სახელით მივმართო.
– შენ ლადრიანი გქვია? – ჰკითხა ვინმა.
– საუბედუროდ, – მიუგო ბრიზმა, – ეს არასდროს მომწონდა და
როცა ძვირფასი სეიზდი ამის წინ "ლორდს" ამბობს... ალიტერაცია ამ
სახელს კიდევ უფრო დიდ საშინელებად აქცევს.
– ეს მე მეჩვენება, თუ ახლა კიდევ უფრო ვშორდებით საქმეს, ვიდრე
ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე? – თქვა ელენდმა.
– ჩვენ ასე მაშინ ვიქცევით, როცა დაღლილები ვართ, – მთქნარე-
ბით მიუგო ბრიზმა, – ასეა თუ ისე, ჩვენს ძვირფას ტერისელს მცდარი
ფაქტები აქვს. ნისლი სულაც არ კლავს.
– მხოლოდ ის შემიძლია შეგატყობინოთ, რაც აღმოვაჩინე, – თქვა
სეიზდმა, – მეტი გამოკვლევა უნდა ჩავატარო.
– ანუ დარჩები? – იმედით ჰკითხა ვინმა.
323
სეიზდმა თავი დაუქნია.
– და სწავლება? – ჰკითხა ბრიზმა და ხელი აიქნია, – როცა მიდი-
ოდი, მახსოვს, რაღაცას ამბობდი იმაზე, რომ დარჩენილი სიცოცხლე
მოგზაურობაში უნდა გაგელია, თუ რაღაც ამგვარ აბსურდს.
სეიზდი ოდნავ წამოწითლდა და თვალები დახარა.
– ვშიშობ, რომ ამ მოვალეობამ უნდა მოიცადოს.
– იმდენი ხანი დარჩი, რამდენიც გინდა, სეიზდ, – უთხრა ელენ-
დმა და ბრიზს მზერა სტყორცნა, – თუ ეგ მართალია, რასაც ამბობ,
მაშინ ამის შესწავლით მეტს გააკეთებ, ვიდრე მოგზაურობით.
– შესაძლოა, – მიუგო სეიზდმა.
– თუმცა, – სიცილით შენიშნა ჰამმა, – იქნებ უკეთესი ადგილი
მოძებნო ამ საქმიანობისთვის, ისეთი ადგილი, რომელიც ორი არ-
მიითა და ოცი ათასი კოლოსით არ არის გარშემორტყმული.
სეიზდმა გაიღიმა, ელენდმა კი მოვალეობის მოხდის მიზნით ჩა-
იცინა და გაიფიქრა: "მან თქვა, რომ ნისლთან დაკავშირებული შემ-
თხვევები აქეთ მოიწევს, იმპერიის ცენტრისკენ, ჩვენკენ. ეს კიდევ
ერთი სადარდებელია".
– რა ხდება? – გაისმა უცებ ხმა. ელენდი სამზარეულოს კარისკენ
შებრუნდა, სადაც აჩეჩილი ალრიანი იდგა, – ხმები მომესმა. აქ წვე-
ულებაა?
– სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს განვიხილავდით, ჩე-
მო კარგო, – სწრაფად მიუგო ბრიზმა.
– მეორე გოგო ხომ აქ არის, – თქვა ალრიანმა და ხელი ვინის-
კენ გაიშვირა, – მე რატომ არ მომიწვიეთ?
ელენდმა შუბლი შეიჭმუხნა და გაიფიქრა: "ნუთუ მას ხმები მოეს-
მა? სტუმრების ოთახები სამზარეულოსთან ახლოს არაა".
ალრიანი ჩაცმული იყო – კეთილშობილი ქალის უბრალო კაბა
ემოსა; ღამის სამოსის გამოსაცვლელად დრო გამოენახა, მაგრამ
თმა აჩეჩილი დაეტოვებინა. იქნებ ასე იმიტომ ქნა, რომ საკუთარი
თავი უფრო უმანკოდ წარმოეჩინა?

324
"მე ვინივით ფიქრს ვიწყებ", – ამოოხვრით გაიფიქრა ელენდმა და,
თითქოს თავისი ფიქრის პასუხად, შეამჩნია, რომ ვინი ახალმოსულ გო-
გოს მოწკურული თვალებით აკვირდებოდა.
– შენს ოთახში დაბრუნდი, ჩემო კარგო, – დაუყვავა ბრიზმა, –
მის უდიდებულესობას ნუ შეაწუხებ.
ალრიანმა დრამატულად ამოიხვნეშა, მაგრამ შებრუნდა და ისე მო-
იქცა, როგორც უთხრეს – დერეფნისკენ წაჩანჩალდა. ელენდი ისევ სე-
იზდს მიუბრუნდა, რომელიც გოგოს აკვირდებოდა. ელენდმა მზერით
ანიშნა, "მოგვიანებით მკითხეო" და ტერისელი თავის საჭმელს დაუბ-
რუნდა. ცოტა ხნის შემდეგ ჯგუფმა დაშლა დაიწყო. როცა სხვები გავიდ-
ნენ, ვინი ელენდს ჩამოეკიდა.
– იმ გოგოს არ ვენდობი, – უთხრა ვინმა, როცა ორმა მსახურმა სე-
იზდის აბგა აიღო და მას ოთახიდან გაუძღვა. ელენდს გაეღიმა, შებრუნ-
და და ვინს დახედა.
– ეს მაინც უნდა ვთქვა?
ვინმა თვალები გადაატრიალა:
– ვიცი, მეტყვი: "შენ არავის ენდობი, ვინ", მაგრამ ამჯერად მართა-
ლი ვარ. მას კაბა ეცვა, მაგრამ თმა აჩეჩილი ჰქონდა. ეს განზრახ უნდა
გაეკეთებინა.
– ეგ მეც შევნიშნე.
– მართლა? – აღტაცებით ჩაეკითხა ვინი.
ელენდმა თავი დაუქნია:
– ალბათ, გაიგო, მსახურები ბრიზსა და კლაბსს რომ აღვიძებდნენ
და იმიტომ ადგა. ეს ნიშნავს, რომ ის კარგა ნახევარი საათი გვაყურა-
დებდა. თმა აწეწილი იმიტომ ჰქონდა, რომ გვეფიქრა, თითქოს ახლა-
ხან ჩამოვიდა.
ვინმა პირი ოდნავ გააღო, შემდეგ შუბლი შეიჭმუხნა და ელენდს და-
აკვირდა.
– შენ წინ მიიწევ, – უთხრა ბოლოს.
– ან ეგაა და ან მის ალრიანი, უბრალოდ, არც ისე დახელოვნებუ-
ლია.
325
ვინმა გაიღიმა.
– მე ჯერ კიდევ ვერ მივხვდი, რატომ ვერ გაიგე მისი მოახლოება, –
შენიშნა ელენდმა.
– მზარეულები, – მიუგო ვინმა, – ძალიან ხმაური იყო. გარდა
ამისა, ცოტა არ იყოს, ყურადღება მქონდა დაფანტული იმის გამო,
რასაც სეიზდი ამბობდა.
– და მაგაზე რას ფიქრობ?
ვინი ერთხანს დუმდა.
– მოგვიანებით გეტყვი.
– კარგი, – უთხრა ელენდმა.
ვინის გვერდით მყოფი კანდრა წამოდგა და თავის მგელძაღლას
სხეულით გაიზმორა.
"ნეტავ რატომ დაიჟინა, რომ ორსეური შეხვედრებზე უნდა მოიყ-
ვანოს?" – ფიქრობდა ელენდი, – "ჯერ კიდევ სულ რაღაც რამდენიმე
კვირის წინ არ იყო, ამ არსებას რომ ვერ იტანდა?"
მგელძაღლა შებრუნდა და სამზარეულოს ფანჯრებს გახედა. ვინ-
მა მის მზერას თვალი გააყოლა.
– ისევ უკან მიდიხარ? – ჰკითხა ელენდმა.
ვინმა თავი დაუქნია:
– ამ ღამეს არ ვენდობი. შენი აივნის ახლოს ვიქნები, იმ შემთხვე-
ვისთვის, თუ რამე მოხდა.
მან ელენდს აკოცა და წავიდა. კაცმა ვინს თვალი გააყოლა. იმა-
ზე ფიქრობდა, სეიზდის ამბებით გოგო ასე რატომ დაინტერესდა და
რას არ ეუბნებოდა.
"შეწყვიტე", – შეუძახა საკუთარ თავს. შესაძლოა, ვინისგან მე-
ტისმეტად ბევრს სწავლობდა. სასახლეში მყოფი ხალხიდან ვინზე
ყველაზე ნაკლებად უნდა ენერვიულა. თუმცა ყოველთვის, როცა
ფიქრობდა, რომ ვინს უკვე უგებდა, მერე უცებ აცნობიერებდა, თუ
რა მცირედ ესმოდა მისი.

326
ეს კი სხვა ყველაფერს ცოტა უფრო დამთრგუნველად წარმოაჩენ-
და. ელენდმა ამოიოხრა და თავის ოთახს მიაშურა, სადაც ასამბლეის
წევრებთან გასაგზავნი, დაუსრულებელი წერილი ელოდა.
"სავარაუდოდ ნისლზე არ უნდა მელაპარაკა", – ფიქრობდა სე-
იზდი, რომელიც კიბეზე მსახურის კვალდაკვალ მიაბიჯებდა, – "ახ-
ლა მეფე ისეთი რამით ავაღელვე, რაც შეიძლება ჩემი შეცდომა
იყოს".
როცა კიბის ბოლო საფეხურზე ავიდნენ, მსახურმა ჰკითხა, აბაზანის
გამზადება თუ სურდა. სეიზდმა თავი გააქნია. სხვა დროს ის სიხარუ-
ლით მიიღებდა ამ წინადადებას, თუმცა ახლა გადაქანცული და გამო-
ფიტული იყო – ჯერ ცენტრალური დომინიონისკენ მომავალი მთელი
გზა გამოირბინა, მერე კოლოსთა ტყვეობაში აღმოჩნდა და მერეც დარ-
ჩენილი მანძილი სწრაფად გამოიარა. ჭამის ძალაც კი ძლივს ჰქონდა
შერჩენილი. ძილის მეტი არაფერი უნდოდა. მსახურმა თავი დაუკრა და
სეიზდს დერეფანში გაუძღვა.
იქნებ ის ისეთ კავშირებს ხედავდა, რომლებიც არ არსებობდა? ყვე-
ლა მკვლევარმა იცოდა, რომ კვლევაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფ-
რთხე უტყუარი პასუხის პოვნის სურვილი იყო. მას თვითმხილველთა
მონათხრობი არ გამოუგონებია, მაგრამ ხომ არ გააზვიადა მათი მნიშ-
ვნელობა? რა ჰქონდა სინამდვილეში? შეშინებული კაცის სიტყვები,
რომელმაც დაინახა, მეგობარი კრუნჩხვით როგორ გარდაეცვალა?
შეშლილის ჩვენება, რომელიც კანიბალიზმამდე მივიდა? ფაქტი ფაქ-
ტად რჩებოდა – სეიზდს თვითონ არასოდეს უნახავს, რომ ნისლს ვინმე
მოეკლას.
მსახური ტერისელს სტუმრის ოთახამდე გაუძღვა და მადლიერმა
სეიზდმა ღამე მშვიდობისა უსურვა. მან თვალი გააყოლა მიმავალ კაცს,
რომელსაც მხოლოდ სანთელი ეჭირა, რადგან სანათი ტერისელს და-
უტოვა. სიცოცხლის უმეტესი ნაწილი სეიზდი მსახურთა კლასს მიეკუთ-
ვნებოდა. მსახურებს მოვალეობის მათეული დახვეწილი შეგრძნებისა
და მორთულობის გამო აჯილდოებდნენ. ის მეურნეობებსა და სასახ-

327
ლეებს უძღვებოდა და სწორედ იმის მსგავს მსახურებს ზედამხედვე-
ლობდა, რომელმაც ახლა ოთახამდე მიაცილა.
"ეს სხვა ცხოვრება იყო",– გაიფიქრა სეიზდმა. იგი ყოველთვის ოდ-
ნავ ღიზიანდებოდა, როცა მსახურის მოვალეობების გამო სწავლის-
თვის ცოტა დრო რჩებოდა. და რა ბედის დაცინვა აღმოჩნდა ის, რომ
უკანასკნელი იმპერიის დამხობაში იმისთვის ეხმარებოდა, რათა
კიდევ უფრო ცოტა დრო დარჩენოდა.
ტერისელმა ხელი გაიშვირა კარის შესაღებად და მაშინვე ად-
გილზე გაიყინა. ოთახში უკვე სინათლე ენთო.
"ნუთუ სანათი დატოვეს?" – გაიფიქრა მან. სეიზდმა კარი ნელა
შეაღო. იქ ვიღაც ელოდებოდა.
– ტინდუილ, – ხმადაბლა თქვა სეიზდმა. ქალი საწერ მაგიდას-
თან იჯდა, როგორც ყოველთვის, მზად მყოფი და კოხტად ჩაცმული
იყო.
– სეიზდ, – გამოეპასუხა ის, როცა კაცი შიგნით შევიდა და კარი
დახურა.
უეცრად სეიზდმა უფრო მძაფრად აღიქვა, რომ ჭუჭყიანი მანტია
ეცვა.
– შენ ჩემ თხოვნას გამოეხმაურე, – უთხრა კაცმა.
– შენ კი ჩემი თხოვნა არად ჩააგდე.
სეიზდმა თვალი აარიდა; მაგიდასთან მივიდა და სანათი ზედ და-
დო:
– მეფის ახალი სამოსი შევნიშნე და ეტყობა, რომ ამ სამოსის შე-
საბამისი თავდაჭერა შეუძენია. ვფიქრობ, კარგად გაისარჯე.
– ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ, – დაუდევრად მიუგო ტინდუ-
ილმა, – მასთან დაკავშირებით მართალი იყავი.
– მეფე ვენტური ძალიან კარგი კაცია, – მიუგო სეიზდმა და სახის
ჩამოსაბანად პირსაბანთან მივიდა. ცივი წყალი ესიამოვნა. ტინდუ-
ილთან საუბარი კიდევ უფრო დაღლიდა.
– საშინელი მეფეები ზოგჯერ კარგი კაცები არიან, – შენიშნა
ტინდუილმა.
328
– მაგრამ ცუდი კაცი კარგი მეფე ვერ გახდება, – თქვა სეიზდმა, –
ვგონებ, ჯობია, კარგი კაცით დაიწყო და დანარჩენზე იშრომო.
– შესაძლოა, – მიუგო ტინდუილმა.
ის სეიზდს ჩვეული მკაცრი გამომეტყველებით უყურებდა. სხვები
ფიქრობდნენ, რომ ტინდუილი ცივი იყო, სასტიკიც კი, მაგრამ სეიზდი
ასე არ ფიქრობდა. იმის გათვალისწინებით, თუ რა გამოიარა ტინდუ-
ილმა, სეიზდს საოცრებად მიაჩნდა ის, რომ ქალი ასეთი თვითდაჯერე-
ბული იყო. როგორ ახერხებდა ტინდუილი ამას?
– სეიზდ, სეიზდ... – თქვა მან, – რატომ დაბრუნდი ცენტრალურ დო-
მინიონში? შენ ხომ იცი, სინოდმა რა მიმართულებები მოგცა. ახლა აღ-
მოსავლეთ დომინიონში უნდა იყო და გადამწვარი მიწების საზღვრებზე
მცხოვრებლებს ასწავლიდე.
– სწორედ იქ ვიყავი, – მიუგო სეიზდმა, – ახლა კი აქ ვარ. ვფიქრობ,
სამხრეთი გარკვეული დრო უჩემოდ გაძლებს.
– ნუთუ? – ჰკითხა ტინდუილმა, – და იმ ხალხს სარწყავ მეთოდებს
ვინ ასწავლის, რათა საკმარისი საკვები მოიყვანონ და ცივ თვეებს გა-
დაურჩნენ? ძირითად საკანონმდებლო პრინციპებს ვინ აუხსნის, რომ
საკუთარი თავის მართვა შეძლონ? ვინ აჩვენებს, დაკარგული რწმენები
და წარმოდგენები როგორ დაიბრუნონ? შენ ხომ სულ ამისკენ მიისწრა-
ფოდი.
სეიზდმა პირსახოცი დადო.
– იქ დავბრუნდები და მაგას ვასწავლი, როცა დავრწმუნდები, რომ
უფრო დიდი საქმე არ მაქვს საკეთებელი.
– უფრო დიდი საქმე რა შეიძლება იყოს? – ჰკითხა ტინდუილმა, – ეს
ჩვენი ცხოვრების მოვალეობაა, სეიზდ. ეს მთელი ჩვენი ხალხის საქმეა.
ვიცი, რომ ლუთადელი შენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ შენი ად-
გილი არაა. მეფეზე მე ვიზრუნებ, შენ კი უნდა წახვიდე.
– მეფე ვენტურთან შენს შრომას პატივს ვცემ, – მიუგო სეიზდმა, –
თუმცა ჩემი საქმე მას მცირედ თუ უკავშირდება. მე სხვა რამე მაქვს გა-
მოსაკვლევი.
ტინდუილმა შუბლი შეიჭმუხნა და კაცს ცივად შეხედა.
329
– ანუ შენ ჯერ კიდევ იმ შენს მოჩვენებით კავშირს ეძებ, ნისლთან
დაკავშირებულ იმ სისულელეს.
– რაღაც ხდება, ტინდუილ, – თქვა სეიზდმა.
– არა, – მიუგო ტინდუილმა და ამოიოხრა, – ნუთუ ვერ ხედავ,
სეიზდ? შენ ათი წელი იღვწოდი, რომ უკანასკნელი იმპერია დაგემ-
ხო. ახლა ჩვეულებრივი შრომა აღარ გაკმაყოფილებს, ასე რომ, რა-
ღაც დიდი საფრთხე გამოიგონე. გეშინია, რომ უფუნქციოდ დარჩე-
ბი.
სეიზდმა თვალები დახარა.
– შესაძლოა. თუ მართალი ხარ, მაშინ სინოდს პატიებას ვთხოვ.
ვფიქრობ, ალბათ, პატიება მაინც უნდა ვითხოვო.
– ოჰ, სეიზდ, – თქვა ტინდუილმა და თავი ოდნავ გააქნია, – შენი
არ მესმის. გასაგებია, როცა თავქარიანი ახალგაზრდები, როგორე-
ბიც არიან ვედზანი და რინდელი, სინოდის რჩევას უარყოფენ, მაგ-
რამ შენ? შენ ხომ თვით ტერისის სული ხარ – ასე მშვიდი, ასე თავ-
მდაბალი, ასე ფრთხილი და პატივსაცემი, ასე ბრძენი. ჩვენს წინამ-
ძღოლებს მუდამ შენ რატომ უგულებელყოფ? ეს უაზრობაა.
– მე ისეთი ბრძენი არ ვარ, როგორც გგონია, ტინდუილ, – ხმა-
დაბლა მიუგო სეიზდმა, – უბრალოდ, კაცი ვარ, რომელიც ისე უნდა
მოიქცეს, როგორც მართებულად მიაჩნია. ახლა მგონია, რომ ნის-
ლი საფრთხეს შეიცავს და ეს უნდა გამოვიძიო. შესაძლოა, ეს სისუ-
ლელე და ამპარტავნებაა, მაგრამ მირჩევნია, რომ ამპარტავნად და
სულელად მიცნობდნენ, ვიდრე ამ მიწის ხალხი საფრთხეში ჩავაგ-
დო.
– ვერაფერს აღმოაჩენ.
– მაშინ მცდარი აღმოვჩნდები, – განაცხადა სეიზდმა, შებრუნდა
და ტინდუილს თვალებში ჩახედა, – მაგრამ გთხოვ, ისიც გაიხსენო,
რომ ბოლოს, როცა სინოდს არ დავემორჩილე, ამას შედეგად უკა-
ნასკნელი იმპერიის დამხობა და ჩვენი ხალხის გათავისუფლება
მოჰყვა.

330
ტინდუილი მოიღუშა. მას არ უყვარდა, როცა ამ ფაქტს ახსენებდნენ
– ეს არცერთ დამცველს არ უყვარდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ სეიზდი
მტყუანი იყო, რადგან მათ არ დაემორჩილა, თუმცა ჯეროვნადაც ვერ
სჯიდნენ, რადგან წარმატებას მიაღწია.
– შენი არ მესმის, – ხმადაბლა გაიმეორა ტინდუილმა, – შენ ჩვენი
ხალხის წინამძღოლი უნდა იყო, სეიზდ, და არა ჩვენი უდიდესი მეამბო-
ხე და განდგომილი. ყველა პატივისცემით გიყურებს... მაგრამ... ნუთუ
ყველა ის ბრძანება უნდა უგულებელყო, რასაც კი მოგცემენ?
სეიზდმა ოდნავ გაიღიმა, მაგრამ არაფერი უპასუხებია.
ტინდუილმა ამოიოხრა და წამოდგა. კარისკენ წავიდა, მაგრამ შე-
ყოვნდა, სეიზდთან შეჩერდა და ხელზე ხელი მოჰკიდა. ქალი მას ერ-
თხანს თვალებში უყურებდა, შემდეგ კი სეიზდმა ხელი გასწია. ტინდუ-
ილმა თავი გააქნია და გავიდა.
ის მეფეებს მბრძანებლობდა და, თუმცა იმპერია არ შეუქმნია, იგი
უფრო დიადი გახდა, ვიდრე ყველა, ვინც მანამდე ყოფილა.

24
"რაღაც ხდება", – ფიქრობდა ვინი, რომელიც ნისლში ვენტურთა ცი-
ხე-კოშკის სახურავზე იჯდა.
სეიზდს გადაჭარბება არ სჩვეოდა, საქმეს საგულდაგულოდ ეკიდე-
ბოდა, რაც მის ქცევაში, სისუფთავესა და საუბარში ჩანდა. კიდევ უფრო
დაწვრილმანება უყვარდა, როცა რამეს იკვლევდა. ვინს მისი აღმოჩე-
ნები სარწმუნოდ უფრო მიაჩნდა, ვიდრე პირიქით.
ნისლში რაღაცები თვითონაც ხომ დაინახა, სახიფათო რამეები. შე-
ეძლო ნისლის სულს იმ სიკვდილთა ახსნა, რომლებსაც სეიზდი წააწ-
ყდა? და თუ კი, მაშინ სეიზდი ნისლში არსებულ ფიგურებზე რატომ არ
ლაპარაკობდა?
ვინმა ამოიოხრა, თვალები დახუჭა და ბრინჯაო აანთო. ის ნისლის
სულს შეიგრძნობდა, ახლოდან რომ უყურებდა. გარკვეული მანძილი-
დან უცნაური ბაგაბუგის ხმა ისევ ესმოდა. ვინმა თვალები გაახილა,
ბრინჯაო ანთებული დატოვა და ჯიბიდან რაღაც უხმაუროდ ამოიღო. ეს
331
იმ დღიურის ფურცელი იყო. ელენდის აივნიდან მომავალი სინათ-
ლისა და კალის წყალობით სიტყვების გარჩევა სულ ადვილად შე-
ეძლო: "ღამეში რამდენიმე საათი თუ მძინავს. წინ უნდა გავწიოთ,
რაც შეგვიძლია მეტი მანძილი დავფაროთ დღიურად. მაგრამ როცა
კი, ბოლოს და ბოლოს, დავწვები, ძილი არ მეკარება. ის ფიქრები,
რომლებიც მთელი დღე არ მასვენებენ, ღამის სიბნელესა და უძ-
რაობაში კიდევ უფრო იოლად მერევიან.
და, ყველაფერთან ერთად, ზევიდან საშინელი ხმა ჩამესმის –
მთებიდან მომავალი ბიძგების ხმა, რომელიც თითოეული დარ-
ტყმით მიზიდავს თავისკენ".
ვინს შეაჟრჟოლა და ელენდის ერთ-ერთ მძებნელს სთხოვა,
ბრინჯაო აენთო. მან უთხრა, რომ ჩრდილოეთიდან არაფერი ესმო-
და. ეს მძებნელი ან კანდრა იყო, რომელიც ატყუებდა, თითქოს
ბრინჯაოს წვავდა, ან ვინს ისეთი რიტმი ესმოდა, რომლის გაგებაც
სხვას არ შეეძლო, არავის, გარდა იმ კაცისა, რომელიც ათასი წლის
წინ გარდაიცვალა, იმ კაცისა, რომელიც ყველას ეპოქათა გმირად
მიაჩნდა.
"სულელი ხარ", – უთხრა საკუთარ თავს და ის ქაღალდი ისევ და-
კეცა. მის გვერდით ორსეური მშვიდად იწვა და ქალაქს გადაჰყუ-
რებდა.
და მაინც. ვინი ისევ სეიზდის სიტყვებზე ფიქრობდა. ნისლს რა-
ღაც ემართებოდა. რაღაც ხდებოდა.
ზეინმა ვინი ჰასტინგთა ციხე-კოშკის სახურავზე ვერ იპოვა.
კაცი ნისლში ჩუმად შეჩერდა. ელოდა, რომ მომლოდინე ვინს
თვალს მოჰკრავდა, რადგან ეს მათი ბოლო ბრძოლის ადგილი იყო.
დაიძაბა, მოუთმენლობა დაეტყო.
თვეების განმავლობაში, რაც ვარჯიშობდნენ, მუდამ იმ ადგილზე
ხვდებოდნენ, სადაც ბოლოს ზეინმა ვინი დაამარცხა, თუმცა მას შემ-
დეგ ზეინი აქ რამდენიმე ღამეა მოდიოდა, მაგრამ გოგოს ვერც ერ-
თხელ ვერ შეხვდა. კაცი მოიღუშა. ის სტრაფის ბრძანებებსა და სა-
ჭიროებებზე დაფიქრდა.
332
საბოლოოდ, ალბათ, ბრძანებას მიიღებდა, რომ ვინი მოეკლა. ზე-
ინი ვერ ხვდებოდა, რა უფრო ადარდებდა – ის, რომ ასეთი რამის ჩა-
დენა მოუწევდა; თუ იმის ალბათობა, რომ შესაძლოა ვერ დაემარცხე-
ბინა ვინი.
"შეიძლება, სწორედ ეს გოგოა ის, რომელიც, ბოლოს და ბოლოს,
წინააღმდეგობის გაწევას მაიძულებს", – ფიქრობდა ზეინი, – "ის, ვინც
დამარწმუნებს, რომ უნდა ავდგე და წავიდე".
ზეინი ვერ ამბობდა, თუ რაში სჭირდებოდა ამის საბაბი. მისი ერთი
ნაწილი ამას შეშლილობას მიაწერდა; თუმცა კაცის გონიერი ნაწილი
გრძნობდა, რომ ეს სუსტი მიზეზი იყო. ზეინი გულის სიღრმეში აცნობიე-
რებდა, რომ მხოლოდ სტრაფს აღიარებდა და მანამ ვერ წავიდოდა, სა-
ნამ იცოდა, რომ ვიღაც ისეთი გააჩნდა, ვისზე დაყრდნობაც შეეძლო.
ზეინმა ჰასტინგთა ციხე-კოშკს ზურგი აქცია. უკვე საკმარისი იცადა.
დრო იყო, ვინი მოეძებნა. ზეინმა მონეტა ისროლა, ადგილს მოსწყდა
და ერთხანს ქალაქში მიქროდა. ვინი მართლაც იქ იყო, ვენტურთა ცი-
ხე-კოშკის სახურავზე იჯდა და მის სულელ ძმას უყურებდა.
ზეინმა ციხე-კოშკს ისეთ მანძილზე შემოუარა, რომ კალით გაძლიე-
რებული მხედველობითაც კი ვერ შეემჩნიათ. მერე სახურავზე დაეშვა
და წინ ჩუმად დაიძრა. ვინს მიადგა, რომელიც სახურავის კიდეზე იჯდა.
ჰაერში სიჩუმეს დაესადგურებინა.
ბოლოს და ბოლოს, ვინი შებრუნდა და შეკრთა. ზეინმა შეიკურთხა,
რადგან ვინმა შენიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერ უნდა მოეხერხე-
ბინა. ასე იყო თუ ისე, ზეინი აღმოაჩინა.
– ზეინ, – წამოიძახა ვინმა, რომელმაც მისი სილუეტი ადვილად იც-
ნო. კაცს ჩვეული შავი სამოსი ეცვა და ნისლსაფარი არ ჰქონდა.
– გელოდებოდი, – ხმადაბლა თქვა მან, – ჰასტინგთა ციხე-კოშკის
სახურავზე. იმედი მქონდა, მოხვიდოდი.
ვინმა ამოიხვნეშა, მას თვალს არ აცილებდა, მაგრამ ცოტა მოდუნ-
და:
– ახლა ვარჯიშის ხასიათზე ნამდვილად არა ვარ.
ზეინმა გოგოს შეხედა და უთხრა:
333
– სამწუხაროა.
მერე წინ წავიდა და ვინს უბიძგა, რომ ფეხზე ფრთხილად წამომდგა-
რიყო. კაცი სახურავის კიდესთან შეჩერდა და ელენდის განათებულ აი-
ვანს ჩახედა.
ვინმა ორსეურს შეხედა. ის დაძაბული იყო და ხან მას უყურებდა,
ხან – ზეინს.
– შენ მასზე ისე ღელავ, – ხმადაბლა თქვა ზეინმა.
– ელენდზე? – ჰკითხა ვინმა.
ზეინმა თავი დაუქნია:
– მიუხედავად იმისა, რომ ის გიყენებს.
– ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ, ზეინ. ის არ მიყენებს.
ზეინმა ვინს შეხედა და მზერა გაუსწორა, სიბნელეში გამართუ-
ლად და თვითდაჯერებულად იდგა.
"იგი ისეთი ძლიერია", – გაიფიქრა ვინმა, – "ისეთი თავდაჯერე-
ბული. იმდენად განსხვავდება..."
გოგომ საკუთარი თავი შეაჩერა. ზეინი შებრუნდა:
– მითხარი, ვინ, როცა პატარა იყავი, ძალაუფლებას ნატრობდი?
ვინმა თავი წამოსწია და ამ უცნაური კითხვის გამო შუბლი შეიჭ-
მუხნა.
– რას გულისხმობ?
– შენ ხომ ქუჩებში გაიზარდე, – მიუგო ზეინმა, – როცა პატარა
იყავი, ძალაუფლებას ნატრობდი? ოცნებობდი, რომ თავის გათავი-
სუფლების უნარი გქონოდა, ისინი კი დაგეხოცა, ვინც სასტიკად გეპ-
ყრობოდა?
– რა თქმა უნდა, ვოცნებობდი, – უპასუხა ვინმა.
– ახლა ხომ გაქვს მაგის ძალა, – უთხრა ზეინმა, – პატარა ვინი
რას იტყოდა, შენ რომ გხედავდეს? ნისლქმნილი, რომელიც სხვის
ნება-სურვილზე დადის? ძლიერი, მაგრამ მაინც სხვისი მსახური?
– ახლა სხვა ადამიანი ვარ, ზეინ, – მიუგო ვინმა, – მინდა, ვიფიქ-
რო, რომ ბავშვობის მერე რაღაცები ვისწავლე.

334
– აღმოვაჩინე, რომ ბავშვობის ინსტინქტები ხშირად ყველაზე უფ-
რო გულწრფელია, – მიუგო ზეინმა, – ყველაზე უფრო ბუნებრივი.
ვინმა ამაზე არ უპასუხა.
ზეინი უხმოდ შებრუნდა და ქალაქს გადახედა. ვინს ზურგი შეაქ-
ცია და ეს აშკარად არ აღელვებდა. გოგომ მას შეხედა, შემდეგ მონეტა
ისროლა. ნასროლმა მონეტამ ლითონის სახურავზე გაიწკრიალა და
ზეინმა მაშინვე ვინისკენ გაიხედა.
"არა, ის არ მენდობა", – გაიფიქრა გოგომ.
ზეინი ისევ შებრუნდა და ვინი მას მიაჩერდა. ვინს კარგად ესმოდა,
ეს კაცი რასაც გულისხმობდა, რადგან ოდესღაც თავადაც ასე ფიქრობ-
და. ვინი იმაზე ჩაფიქრდა, როგორი ადამიანი შეიძლებოდა გამხდარი-
ყო თვითონ, თუკი თავისი უნარების გამოყენებას აითვისებდა, მაგრამ
კელსიერის გუნდისგან მეგობრობასა და ნდობას არ ისწავლიდა.
– რას მოიმოქმედებდი, ვინ? – ჰკითხა ზეინმა და ისევ გოგოს მიუბ-
რუნდა, – დავუშვათ, რომ არაფერი გაკავებდა. დავუშვათ, რომ შენს
ქმედებებს არაფერი მოჰყვებოდა. რას მოიმოქმედებდი?
"ჩრდილოეთით წავიდოდი, გავიგებდი, იმ ბაგაბუგს რა იწვევს", –
გაიფიქრა ვინმა, თუმცა ხმამაღლა ეს არ უთქვამს.
– არ ვიცი, – მიუგო პასუხად.
ზეინმა ვინს თვალი გაუსწორა:
– ვხედავ, სერიოზულად არ მიყურებ, ბოდიშს გიხდი, რომ დრო და-
გაკარგვინე.
კაცი წასასვლელად შებრუნდა. პირდაპირ ვინსა და ორსეურს შო-
რის გაიარა. გოგო მას უყურებდა და უეცრად აღელდა. ზეინი მასთან
მოვიდა, საუბარი უნდოდა და არა ბრძოლა, მან კი ეს შესაძლებლობა
ხელიდან გაუშვა. ვინი ამ კაცს თავის მხარეს ვერასოდეს გადმოიბი-
რებდა, თუ არ დაელაპარაკებოდა.
– გინდა იცოდე, რას ვიზამდი? – ჰკითხა ვინმა. მისმა ხმამ მიჩუმე-
ბულ ნისლში გაიწკრიალა. ზეინი შეჩერდა, – ჩემი ძალის გამოყენება
ისე რომ შემეძლოს, როგორც ვისურვებდი? არანაირი შეზღუდვები? მე
მას დავიცავდი.
335
– შენს მეფეს? – ჰკითხა ზეინმა და შებრუნდა.
ვინმა თავი მკვეთრად დაუქნია:
– ამ ადამიანებს, რომლებმაც მის წინააღმდეგ არმიები მოიყვანეს
– შენს ბატონსა და ამ სეტს – დავხოცავდი. ძალას იმაში დასარწმუ-
ნებლად გამოვიყენებდი, რომ ელენდს ვერავინ დაემუქრებოდა.
ზეინმა თავი უხმოდ დაუქნია და ვინმა მის თვალებში პატივისცე-
მა შენიშნა.
– და ასე რატომ არ იქცევი?
– იმიტომ, რომ...
– შენს თვალებში დაბნეულობას ვხედავ, – უთხრა ზეინმა, – იცი,
რომ ინსტინქტები, რომელიც იმ ადამიანთა დახოცვისკენ გიბიძ-
გებს, სწორია. მიუხედავად ამისა, თავს იკავებ... მის გამო.
– წინააღმდეგობები იქნებოდა, ზეინ, – თქვა ვინმა, – ის ადამია-
ნები რომ დამეხოცა, მათი არმიები, უბრალოდ, შემოგვიტევდნენ.
ახლა კი შეიძლება, რომ მოლაპარაკებებმა გაამართლოს.
– შესაძლოა, – თქვა ზეინმა, – სანამ ის გთხოვს, რომ წახვიდე
და ვინმე მოკლა.
ვინმა ჩაიფრუტუნა:
– ელენდი ასე არ მოქმედებს. ის ბრძანებებს არ მაძლევს და
მხოლოდ იმათ ვხოცავ, რომლებიც მის მოკვლას ცდილობენ.
– ნუთუ? – თქვა ზეინმა, – შეიძლება მისი ბრძანებების მიხედვით
არ მოქმედებ, ვინ, მაგრამ მათ გამო რაღაც ქმედებებისგან აშკარად
თავს იკავებ. შენ მისი სათამაშო ხარ. ამას შეურაცხყოფის მოსაყე-
ნებლად არ გეუბნები. თვითონაც ხომ ხედავ, რომ მეც ისეთივე სა-
თამაშო ვარ, როგორიც შენ. გათავისუფლებას ვერცერთი შევ-
ძლებთ. მარტო ვერ შევძლებთ.
უცებ მონეტამ, რომელიც ვინმა ისროლა, ჰაერში გაიშხუილა და
ზეინისკენ გაფრინდა. ვინი დაიძაბა, მაგრამ მონეტა, უბრალოდ, ზე-
ინის ხელში აღმოჩნდა.
– ეს საინტერესოა, – თქვა ზეინმა და მონეტა თითებში შეათამა-
შა, – ბევრი ნისლქმნილი მონეტას ფასეულად აღარ მიიჩნევს. ჩვენ-
336
თვის ის ისეთი რამაა, რასაც ხტომისთვის ვიყენებთ. ადვილია, დაგა-
ვიწყდეს ისეთი ნივთის ღირებულება, რომელსაც ესოდენ ხშირად ხმა-
რობ, როცა ეს შენთვის ჩვეულებრივი და მოსახერხებელი რამე ხდება.
როცა ეს, უბრალოდ... იარაღი ხდება.
მან მონეტა ააგდო და წყვდიადში გატყორცნა.
– უნდა წავიდე, – თქვა და შებრუნდა.
ვინმა ხელი დაუქნია. როცა ზეინმა ალომანტია გამოიყენა, ვინს გა-
ახსენდა, რომ კიდევ ერთი მიზეზი არსებობდა, რის გამოც ამ კაცთან
ლაპარაკი უნდოდა. კარგა ხანი იყო გასული, რაც სხვა ნისლქმნილს არ
დალაპარაკებოდა... იმას, ვისაც მისი უნარები ესმოდა, ვინც მას ჰგავ-
და. ასევე, ეჩვენებოდა, რომ ძალიან უნდოდა, დარჩენილიყო. თუმცა
გაუშვა და ფხიზლობა განაგრძო.
მას შვილები არ ჰყოლია, თუმცა მთელი ქვეყანა მის შთამომავლო-
ბად იქცა.

25
ვინს ძალიან ფხიზელი ძილი ჰქონდა, სიყმაწვილიდან ასე გამოჰ-
ყვა. მქურდავი გუნდები ერთად აუცილებლობის გამო მუშაობდნენ და
ნებისმიერი, ვინც თავის ქონებას ვერ იცავდა, უსარგებლოდ მიიჩნე-
ოდა. ვინი, რა თქმა უნდა, ამ იერარქიის ფსკერზე იყო. მართალია, და-
საცავი სიმდიდრე არ გააჩნდა, თუმცა, რაკი ძირითადად კაცების გარე-
მოცვაში იყო, გოგოს ფხიზელი ძილისთვის სხვა მიზეზი ჰქონდა.
ამიტომ, როგორც კი გამაფრთხილებელმა ხმადაბალმა ყეფამ გა-
აღვიძა, დაუფიქრებლად ამოქმედდა. გადასაფარებელი გადაიძრო და
საწოლთან დადებულ ფლაკონს მისწვდა. ის ლითონებით არ იძინებდა.
ბევრი ალომანტური ლითონი ცოტა შხამიანი იყო. ამიტომ ვინი თავი-
დანვე გააფრთხილეს, რომ დღის ბოლოს ლითონების ნარჩენები დაეწ-
ვა, მიუხედავად იმისა, რომ ულითონოდ დაუცველი რჩებოდა.
ვინმა ერთი ხელით ფლაკონის შიგთავსი გადაჰკრა, მეორით კი ბა-
ლიშის ქვეშ დამალულ ობსიდიანის ხანჯლებს მისწვდა. საძინებლის კა-
რი გაიღო და ტინდუილი შემოვიდა. ტერისელი ქალი გაქვავდა, როცა
337
რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით, საწოლის ბოლოში დაინახა
ჩაცუცქული ვინი, რომელსაც ხელებში ორი ხანჯალი უელავდა, სხე-
ული კი დაჭიმული ჰქონდა.
ტინდუილმა წარბი ასწია:
– ანუ გღვიძავს.
– ახლა კი.
ქალმა გაიღიმა.
– ჩემს ოთახში რას აკეთებ? – ჰკითხა ვინმა.
– შენ გასაღვიძებლად მოვედი. ვიფიქრე, საყიდლებზე წავიდო-
დით.
– საყიდლებზე?
– ჰო, ჩემო კარგო, – უთხრა ტინდუილმა და ფარდების გადასა-
წევად მივიდა. ჯერ ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე ვინი დგებოდა
ხოლმე, – როგორც გავიგე, მოლაპარაკებებზე მისი უდიდებულე-
სობის მამას უნდა შეხვდე. ვფიქრობ, ამ შემთხვევისათვის შესაფე-
რისი კაბა გენდომება.
– კაბებს აღარ ვიცვამ.
"რა თამაშს თამაშობ?" – გაიფიქრა ვინმა.
ტინდუილი შებრუნდა და ვინს შეხედა.
– ტანსაცმლით გძინავს?
ვინმა თავი დაუქნია.
– საღამურები არ გაქვს?
ვინმა თავი გააქნია.
– კარგი, – თქვა ტინდუილმა, – მაშინ აბაზანა და გამოცვლა მო-
გიწევს. როგორც კი მზად იქნები, წავალთ.
– შენგან ბრძანებებს არ მივიღებ.
ტინდუილი კართან შეჩერდა და შებრუნდა, შემდეგ კი სახე შეურ-
ბილდა.
– ვიცი, ბავშვო. თუ გინდა, წამომყევი, არჩევანი შენზეა. თუმცა
მართლა გინდა, რომ სტრაფ ვენტურს შარვლითა და პერანგით შეხ-
ვდე?
338
ვინი შეყოყმანდა.
– ბოლოს და ბოლოს, გავისეირნოთ მაინც, – უთხრა ტინდუილ-
მა, – ეს ყურადღების გადატანაში დაგეხმარება.
როგორც იქნა, ვინმა მას თავი დაუქნია. ტინდუილმა ისევ გაიღიმა
და ოთახიდან გავიდა.
ვინმა ორსეურს შეხედა, რომელიც საწოლის გვერდით იწვა.
– მადლობა, რომ გამაფრთხილე.
კანდრამ თავი დაუქნია.
ოდესღაც ვინი ვენტურთა ციხე-კოშკის მსგავს ადგილას ცხოვრებას
ვერც კი წარმოიდგენდა. გოგო სამალავებს, სკაას ქოხმახებსა და ჩი-
ხებს იყო შეჩვეული. ახლა ის ფერადი შუშებით გაფორმებულ შენობაში
ცხოვრობდა, რომელიც მყარი კედლებითა და თაღოვანი გასასვლე-
ლებით იყო შემკული.
"რა თქმა უნდა", – ფიქრობდა ვინი, როცა გარეთ გავიდა, – "ბევრი
ისეთი რამ მოხდა, რასაც არ მოველოდი. და რატომ ვფიქრობ ამას ახ-
ლა?"
მქურდავ გუნდებში გატარებულ სიყმაწვილეს ამ ბოლო დრო გონე-
ბიდან ვერ იშორებდა და ზეინის სიტყვები – მათი აბსურდულობის მი-
უხედავად – თავში უფუთფუთებდა. ასეთ ციხე-კოშკში იყო ვინის ადგი-
ლი? ბევრი რაღაცის უნარი შესწევდა, მაგრამ სადარბაზო უნარები ამა-
ში არ შედიოდა. უფრო... ფერფლით მოსვრილ ქუჩებში გამოსადეგ უნა-
რებს ფლობდა.
ვინმა ამოიოხრა. ორსეური გვერდით მიჰყვებოდა, როცა გოგო სამ-
ხრეთის შემოსასვლელისკენ გაემართა, სადაც ტინდუილი ელოდებო-
და. ეს დერეფანი ფართოვდებოდა, დიდდებოდა და პირდაპირ ეზოში
გადიოდა. როგორც წესი, ეტლებს შესასვლელთან აჩერებდნენ ხოლ-
მე, რათა იქ მყოფები ჩამსხდარიყვნენ. ამრიგად კეთილშობილები ბუ-
ნებრივი მოვლენებისგან დაცულნი იყვნენ.
როცა ვინი მიუახლოვდა, კალის წყალობით ლაპარაკი გაიგო. ერ-
თი ტინდუილი იყო, მეორე კი...

339
– მე ბევრი არ მომიტანია, – თქვა ალრიანმა, – ორასიოდე ბოქ-
სინგი მაქვს. მაგრამ რამე სამოსი ძალიან მჭირდება. სულ ნათხოვა-
რი კაბებით ხომ ვერ ვივლი!
ვინი შეჩერდა, როცა დერეფნის ბოლო ნაწილში შეუხვია.
– მეფის საჩუქარი ნამდვილად იკმარებს, რომ კაბა იყიდო, ჩემო
კარგო, – უთხრა ტინდუილმა და ვინი შეამჩნია, – აჰ, აი, ისიც.
იმ ორ ქალთან ერთად იქვე უკმაყოფილო სპუკი იდგა. მას სასახ-
ლის მცველის საკუთარი ფორმა ეცვა, თუმცა ზედა აჩაჩული ჰქონ-
და, შარვალი კი ჩამოჩაჩული. ვინი წინ ნელა წავიდა.
– თანმხლებებს არ მოველოდი, – თქვა მან.
– ახალგაზრდა ალრიანი ისე გაწვრთნეს, როგორც სამეფო კა-
რის წარჩინებული ქალი, – თქვა ტინდუილმა, – მას ახლანდელი
მოდა ეცოდინება და შეძლებს, საყიდლებზე რჩევები მოგცეს.
– და სპუკი?
ტინდუილი შებრუნდა და ბიჭს შეხედა.
– მებარგული.
"აჰა, აი, რატომაა მოქუფრული სახით", – გაიფიქრა ვინმა.
– წავედით, – თქვა ტინდუილმა და ეზოსკენ გასწია.
ალრიანი სწრაფად გაჰყვა, მსუბუქად, გრაციოზულად მიაბიჯებ-
და. ვინმა სპუკს გადახედა, რომელმაც მხრები აიჩეჩა და ისინიც
მიჰყვნენ.
– ამაში როგორ ჩაგითრია, – უჩურჩულა ვინმა სპუკს.
– ძალიან ადრე ავდექი, საჭმელს ვიპარავდი, – ჩაიდუდღუნა
სპუკმა, – მის თავის მომაბეზრებელმა იქ შემნიშნა, მგელძაღლასა-
ვით გაიღიმა და თქვა: "ჩვენ ამ შუადღეს შენი დახმარება დაგვჭირ-
დება, ყმაწვილო".
ვინმა თავი დაუქნია:
– ყურადღებით იყავი და კალა ანთებული გქონდეს. დაიმახსოვ-
რე, საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით.

340
სპუკი გოგოს დაემორჩილა. ვინმა მისი კალის ალომანტური პულ-
საცია ადვილად იგრძნო და ამოიცნო, რაც იმას ნიშნავდა, რომ სპუკი
ჯაშუში არ იყო.
"სიიდან კიდევ ერთი გამოირიცხა", – გაიფიქრა ვინმა, – "ამის
გამო ეს მგზავრობა დროის კარგვა არ იქნება".
ეტლი ციხესიმაგრის წინა კარიბჭესთან იცდიდა. სპუკი კოფოზე აძ-
ვრა და მეეტლის გვერდით მოთავსდა, ქალები კი უკან დასხდნენ. როცა
ვინი ეტლში დაჯდა, ორსეურიც შიგნით შეძვრა და სავარძელზე გოგოს
გვერდით მოკალათდა. ალრიანი და ტინდუილი მის წინ დასხდნენ. ალ-
რიანმა ორსეურს შუბლშეკრულმა გადახედა და ცხვირი აიბზუა.
– ეს ცხოველი სკამზე ჩვენთან ერთად უნდა იჯდეს?
– ჰო, – მიუგო ვინმა, როცა ეტლი დაიძრა. ალრიანი აშკარად მეტ
ახსნა-განმარტებას მოელოდა, მაგრამ ვინს აღარაფერი უთქვამს. ბო-
ლოს და ბოლოს, ალრიანი შებრუნდა და ფანჯრიდან გაიხედა.
– ტინდუილ, მხოლოდ ერთ მსახურთან ერთად ვმგზავრობთ და
დარწმუნებული ხარ, რომ უსაფრთხოდ ვართ? – ჰკითხა ალრიანმა.
ტინდუილმა ვინს შეხედა:
– ოჰ, ვფიქრობ, ყველაფერი რიგზე გვექნება.
– ოჰ, მართალია, – თქვა ალრიანმა და მანაც ვინს შეხედა, – შენ
ხომ ალომანტი ხარ! რასაც ამბობენ, სიმართლეა?
– რას ამბობენ? – ხმადაბლა ჰკითხა ვინმა.
– ჯერ ერთი, ამბობენ, რომ მბრძანებელი მოკალი და რომ შენ...
ჰმ... – ალრიანმა ტუჩზე იკბინა, – რომ ცოტა არ იყოს, შერეკილი ხარ.
– შერეკილი?
– და სახიფათო, – დაამატა ალრიანმა, – მაგრამ ეს ხომ მართალი
ვერ იქნება. შენ ხომ ჩვენთან ერთად საყიდლებზე მოდიხარ?
"ცდილობს, გამომიწვიოს?" – გაიფიქრა ვინმა.
– სულ ასე იცვამდი? – ჰკითხა ალრიანმა.
ვინს თავისი ჩვეული შარვალ-პერანგი ეცვა.
– ასე ბრძოლა ადვილია.

341
– ჰო, მაგრამ... კარგი, – გაიღიმა ალრიანმა, – როგორც ვხვდე-
ბი, ახლა აქ სწორედ ამიტომ ვართ. ასე არაა, ტინდუილ?
– კი, ჩემო კარგო, – მიუგო ტინდუილმა. ის მთელი ამ საუბრის გან-
მავლობაში ვინს აკვირდებოდა.
"რას ხედავ?" – ფიქრობდა ვინი, – "რა გინდა?"
– შენ ყველაზე უფრო უცნაური კეთილშობილი ქალი უნდა იყო
მათ შორის, ვინც კი ოდესმე მინახავს, – განაცხადა ალრიანმა, – სა-
მეფო კარისგან შორს გაიზარდე? მე შორს გავიზარდე, მაგრამ დე-
დაჩემმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ კარგად გავეწვრთენი. რა თქმა
უნდა, იმას ცდილობდა, კარგი სარძლო გავმხდარიყავი, რათა მამა-
ჩემს ალიანსის შესაკრავად გავესაღებინე.
ალრიანმა გაიღიმა. კაი ხანია, ვინი იძულებული აღარ ყოფილა,
ასეთ ქალებთან საქმე დაეჭირა. მას სამეფო კარზე გატარებული
დრო მოაგონდა – ღიმილი, ვალეტა რენოქსად თავის მოჩვენება.
ხშირად, როცა იმ დღეებზე ფიქრობდა, ცუდი რამეები ახსენდებოდა
ხოლმე. ზიზღი, რომელსაც იქ მყოფთაგან იღებდა და ის, თუ რა მო-
უხერხებლად გრძნობდა თავს ამ როლში.
მაგრამ იქ კარგი რაღაცებიც შეემთხვა, მაგალითად, ელენდი გა-
იცნო. ვინი ხომ მას ვერასოდეს შეხვდებოდა, თავი კეთილშობილ
ქალად რომ არ გაესაღებინა. გარდა ამისა, წვეულებებს – თავისი
ფერებით, მუსიკითა და კაბებით – თავბრუდამხვევი ხიბლი ჰქონდა.
გრაციოზული ცეკვები, ფრთხილი ურთიერთდამოკიდებულებები,
სრულყოფილად მორთული ოთახები...
"ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა", – უთხრა ვინმა საკუთარ
თავს, – "ჩვენ სულელური წვეულებებისა და თავყრილობების დრო
არ გვაქვს მაშინ, როცა ეს დომინიონი დამხობის ზღვარზეა".
ტინდუილი ისევ მას უყურებდა.
– აბა? – ჰკითხა ალრიანმა.
– რა? – კითხვა დაუბრუნა ვინმა.
– სამეფო კარისგან შორს გაიზარდე?
– მე კეთილშობილთა წრიდან არ ვარ, ალრიან. სკაა ვარ.
342
ალრიანი გაფითრდა, შემდეგ გაწითლდა და თითები ტუჩებზე მი-
იდო.
– ოჰ! შე საბრალოვ!
ვინის გამძაფრებულ სმენას გვერდიდან რაღაც მისწვდა. ეს ორსეუ-
რის ფხუკუნი იყო, იმდენად ჩუმი, რომ მხოლოდ ალომანტი თუ გაიგებ-
და. გოგომ თავი შეიკავა, რომ კანდრასთვის ჯიქურ არ შეეხედა.
– ეს არც ისე ცუდი იყო, – თქვა ვინმა.
– მაგრამ... კარგი, აბა რაღა გასაკვირია, რომ არ იცი, როგორ უნდა
ჩაიცვა! – წამოიძახა ალრიანმა.
– ვიცი, როგორც უნდა ჩავიცვა, – მიუგო ვინმა, – რამდენიმე კაბაც
კი მაქვს.
"თუმცა უკვე თვეებია, არცერთი არ ჩამიცვამს", – გაიფიქრა მან.
ალრიანმა თავი დაუქნია, თუმცა ვინის სიტყვები აშკარად არ დაიჯე-
რა.
– ბრიზიც სკაა, – ხმადაბლა თქვა ალრიანმა, – ან ნახევრად სკაა.
მან ასე მითხრა. კიდევ კარგი, ეს მამაჩემს არ უთხრა. მამაჩემი სკაას
ხალხს მაინცდამაინც კარგად არასოდეს ექცეოდა.
ვინმა აღარაფერი უპასუხა.
ბოლოს და ბოლოს, კენტონის ქუჩას მიაღწიეს. იქ ეტლი ხალხმა და-
აბრკოლა. ვინი ეტლიდან ყველაზე პირველი გამოძვრა. ორსეური ქვა-
ფენილზე მის გვერდით დახტა. ბაზრის ქუჩა გადავსებული იყო, თუმცა
ისე გადაჭედილიც არ ყოფილა, როგორც მაშინ, როცა ვინი იქ ბოლო-
ჯერ იმყოფებოდა. სანამ დანარჩენები ეტლიდან ჩამოდიოდნენ, ვინმა
ახლომდებარე მაღაზიებში გასაყიდი საქონლის ფასს თავალი გადაავ-
ლო.
"ერთი ყუთი ძველი ვაშლი ხუთი ბოქსინგი ღირს", – უკმაყოფილოდ
გაიფიქრა ვინმა, – "საკვები ნამდვილად უპირველეს ადგილზე გადა-
დის".
საბედნიეროდ, ელენდს მარაგი ჰქონდა, მაგრამ ალყაში რამდენ
ხანს გაძლებდნენ? მოახლოებულ ზამთარს ნამდვილად ვერ გადაიტან-

343
დნენ, მაშინ, როცა ამ დომინიონის მარცვლეულის ესოდენ დიდი ნა-
წილი გარე პლანტაციებში ჯერ კიდევ მოუმკელი იყო.
"შესაძლოა, დრო ახლა ჩვენი მეგობარია", – გაიფიქრა ვინმა, –
"მაგრამ საბოლოოდ ჩვენ წინააღმდეგ შემობრუნდება".
მათ ის არმიები როგორმე ერთმანეთისთვის უნდა შეებრძოლე-
ბინათ. სხვაგვარად ქალაქის მოსახლეობა შიმშილით დაიხოცებო-
და მანამ, სანამ ჯარისკაცები კედლების აღებას ეცდებოდნენ.
სპუკი ეტლიდან ჩამოხტა და დანარჩენებს შეუერთდა, ხოლო
ტინდუილი ქუჩას აკვირდებოდა. ვინი მოფუთფუთე ხალხს უყურებ-
და. აშკარა იყო, რომ მომავალი საფრთხის მიუხედავად, ხალხი ყო-
ველდღიური საქმეებისკენ მიეშურებოდა. მათ სხვა რა შეეძლოთ?
ალყა უკვე კვირები გრძელდებოდა. სიცოცხლეც ხომ უნდა გაგრძე-
ლებულიყო.
– იქით უნდა წავიდეთ, – თქვა ტინდუილმა და მკერავის მაღაზი-
ისკენ ხელი გაიშვირა.
ალრიანი წინ გაიჭრა, ტინდუილი უკან მიჰყვა; ზომიერი თავდა-
ჭერილობით მიაბიჯებდა.
– მონდომებული ახალგაზრდაა, ხომ? – თქვა ტერისელმა ქალ-
მა.
ვინმა მხრები აიჩეჩა. ქერათმიანმა კეთილშობილმა ქალმა სპუ-
კის ყურადღება უკვე მიიქცია. ბიჭი მას ცოცხალი ნაბიჯით მიჰყვებო-
და. რა თქმა უნდა, სპუკის ყურადღების მიქცევა ძნელი არ იყო. უბ-
რალოდ, მკერდი და კარგი სურნელი უნდა გქონოდა, თანაც მეორე
ზოგჯერ პირობითი იყო.
ტინდუილმა გაიღიმა:
– ალბათ, საყიდლებზე მას შემდეგ აღარ ყოფილა, რაც კვირების
წინ მამამისის არმიასთან ერთად აქეთ წამოვიდა.
– ისე ლაპარაკობ, თითქოს მას რაღაც საშინელი ტანჯვა-წამების
გადატანა მოუხდა, – უთხრა ვინმა, – მხოლოდ იმიტომ, რომ საყიდ-
ლებზე ვერ მიდიოდა.

344
– მას ეს მოსწონს, – მიუგო ტინდუილმა, – დარწმუნებული ვარ, გეს-
მის, რას ნიშნავს, როცა იმას შორდები, რაც გიყვარს.
ვინმა მხრები აიჩეჩა. ამასობაში მაღაზიამდე მიაღწიეს.
– მიჭირს, რომ თანავუგრძნო სამეფო კარის ცუნცულას, რომე-
ლიც ტრაგიკულად მოაშორეს თავის კაბებს.
ტინდუილი ოდნავ მოიღუშა, როცა ისინი მაღაზიაში შევიდნენ. ორ-
სეური გარეთ დარჩა.
– ამ ბავშვთან ასე მკაცრი ნუ იქნები. ისეთია, როგორიც აღზარდეს;
შენ შემთხვევაშიც ხომ ასეა. თუ მას ქარაფშუტობის გამო განსჯი, გამო-
დის, ისევე იქცევი, როგორც ის, ვინც შენს უბრალო სამოსზე ამახვი-
ლებს ყურადღებას.
– მომწონს, როცა ხალხი ჩემს უბრალო სამოსზე ამახვილებს ყუ-
რადღებას, – მიუგო ვინმა, – ამ შემთხვევაში ბევრს არ ელიან.
– მესმის, – თქვა ტინდუილმა, – ანუ შენ ეს საერთოდ არ მოგნატრე-
ბია? – მან მაღაზიის შიდა ოთახისკენ გააქნია თავი.
ვინი გაჩუმდა. ოთახი ფერებითა და ქსოვილებით იყო სავსე, ფურ-
ფუშები და ხავერდი, კაბები და პერანგები. ყველაფრისთვის მსუბუქი
სუნამო მიეპკურათ. ბრწყინვალე ელფერის კაბებში გამოწყობილი მა-
ნეკენების წინ მდგომი ვინი წამით ისევ წვეულებებზე აღმოჩნდა, იმ
დროში, როცა ვალეტა იყო, იმ დროში, როცა მას საპატიო მიზეზი ჰქონ-
და, რომ ვალეტა ყოფილიყო.
– როგორც ამბობენ, კეთილშობილთა საზოგადოებაში ყოფნა მოგ-
წონდა, – ძალდაუტანებლად თქვა ტინდუილმა და წინ გაემართა. ალ-
რიანი უკვე ოთახის შესასვლელთან იდგა და ქსოვილის რულონს თი-
თებს უსვამდა. ის მკერავს მტკიცე ხმით ელაპარაკებოდა.
– ეგ ვინ გითხრა? – ჰკითხა ვინმა.
ტინდუილი მიუბრუნდა.
– შენმა მეგობრებმა, ჩემო კარგო. ეს საკმაოდ საინტერესოა. მათ
თქვეს, რომ შენ კაბების ჩაცმა დამხობიდან რამდენიმე თვის შემდეგ
შეწყვიტე. ყველას აკვირვებდა, ასე რატომ მოხდა. ისინი ამბობენ, რომ,

345
როგორც ჩანდა, შენ ქალივით ჩაცმა მოგწონდა, მაგრამ, როგორც
ვხვდები, ცდებოდნენ.
– არა, – ხმადაბლა მიუგო ვინმა, – ისინი მართლები იყვნენ.
ტინდუილმა წარბი ასწია და იმ მანეკენის წინ შეჩერდა, რომელსაც
ღია მწვანე კაბა ეცვა – იგი ფურფუშებით იყო გაწყობილი, ქვედა ნა-
წილი კი რამდენიმე სახის სარჩულით იყო გაფართოებული.
ვინი მიუახლოვდა და მდიდრულ სამოსს ახედა.
– თანდათან უკვე მომწონდა ასე ჩაცმა. ეგ იყო პრობლემა.
– მაგაში პრობლემას ვერ ვხედავ, ჩემო კარგო.
ვინმა იმ კაბას ზურგი აქცია.
– მე ეს არ ვარ. არც არასოდეს ვყოფილვარ. ეს, უბრალოდ, თა-
მაში იყო. როცა ასეთი კაბა გაცვია, ძალიან ადვილია, დაგავიწყდეს,
სინამდვილეში ვინ ხარ.
– და ეს კაბები იმის ნაწილი ვერ იქნება, სინამდვილეში ვინც
ხარ?
ვინმა თავი გააქნია.
– კაბები და სამოსი მისი ნაწილია, – მან თავი ალრიანისკენ გა-
აქნია, – მე რაღაც სხვა უნდა ვიყო, რაღაც უფრო მყარი, – თქვა გო-
გომ და გაიფიქრა: "აქ არ უნდა მოვსულიყავი".
ტინდუილმა ვინს მხარზე ხელი დაადო.
– რატომ არ გაჰყევი ცოლად, შვილო?
ვინმა ქალს მკვეთრად შეხედა.
– რა კითხვაა ეს?
– ეს გულწრფელი კითხვაა, – მიუგო ტინდუილმა. ქალი იმაზე
ნაკლებად მკაცრი ჩანდა, ვიდრე სხვა დროს უნახავს ვინს. და, რა
თქმა უნდა, მკაცრად ძირითადად ელენდს მიმართავდა ხოლმე.
– ეს თემა შენი საზრუნავი არაა, – უთხრა ვინმა.
– მეფემ მთხოვა, რეპუტაციის გაუმჯობესებაში დავხმარებოდი
და აღვუთქვი, რომ საჭიროზე მეტს გავაკეთებ. მინდა, თუკი შევ-
ძლებ, ის ნამდვილ მეფედ ვაქციო. ვფიქრობ, მას ამის უნარი შეს-
წევს, თუმცა ნამდვილი მეფე მანამ ვერ გახდება, სანამ თავის ცხოვ-
346
რებაში რაღაც თემებს არ დაალაგებს, განსაკუთრებით კი შენთან ურ-
თიერთობას.
– მე... – ვინმა თვალები დახუჭა და ცოლობის შეთავაზება გაიხ-
სენა. იმ ღამეს აივანზე ფერფლი მსუბუქად ცვიოდა. გოგოს თავისი შეძ-
რწუნება ახსოვდა. ვინმა, რა თქმა უნდა, იცოდა, ეს ურთიერთობა სა-
ითაც მიდიოდა. რატომ შეეშინდა ასე?
ეს ის დღე იყო, როცა მან კაბების ჩაცმა შეწყვიტა.
– ელენდს ეს ჩემთვის არ უნდა ეთხოვა, – ჩუმად თქვა ვინმა და თვა-
ლები გაახილა, – ის ჩემზე ვერ დაქორწინდება.
– მას შენ უყვარხარ, შვილო, – უთხრა ტინდუილმა, – ეს უიღბლო-
ბაა. ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა, სხვაგვარი გრძნობა რომ ჰქო-
ნოდა. ასეა თუ ისე, იმის გათვალისწინებით, საქმე როგორაა...
ვინმა თავი გააქნია:
– მას არ შევეფერები.
– აჰ, – თქვა ტინდუილმა, – მესმის.
– მას ვიღაც სხვა სჭირდება, ვიღაც უკეთესი... ქალი, რომელსაც შე-
უძლია, დედოფალი იყოს და არა, უბრალოდ, მცველი. ვინმე... – ვინს
გულ-მუცელი აემღვრა, – ვიღაც უფრო მისი მსგავსი.
ტინდუილმა ალრიანს გახედა. იგი იმ ხნიერი მკერავის ხუმრობაზე
იცინოდა, რომელიც მას ზომებს უღებდა.
– ელენდს შენ შეუყვარდი, შვილო, – მიუგო ტინდუილმა.
– მაშინ, როცა მე თავი მისნაირად მომქონდა.
ტინდუილმა გაიღიმა:
– როგორღაც მეეჭვება, რომ ალრიანის მსგავსი იყავი, მიუხედავად
იმისა, რამდენად მონდომებით ვარჯიშობდი.
– შესაძლოა, – თქვა ვინმა, – ასეა თუ ისე, მას ჩემი როლი უყვარდა,
რომელსაც სამეფო კარზე ვასრულებდი. არ იცოდა, სინამდვილეში ვინ
ვიყავი.
– და მიგატოვა, როცა გაიგო, სინამდვილეში ვინ იყავი?
– არა, მაგრამ...

347
– ყველა ადამიანი უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს,
– უთხრა ტინდუილმა, – მაგალითად, ალრიანი მონდომებული და
ახალგაზრდაა, შესაძლოა, მეტისმეტად ლაქლაქაც, მაგრამ მან სა-
მეფო კარის შესახებ უფრო მეტი იცის, ვიდრე ამას ბევრი ივარაუ-
დებდა და როგორც ჩანს, ისიც იცის, ადამიანში კარგი როგორ ამო-
იცნოს. ეს ტალანტი ბევრს აკლია. შენი მეფე თავმდაბალი, სწავლუ-
ლი და მოაზროვნეა, ამავე დროს მეომრის ნებისყოფაც აქვს... და
მგონია, რომ მის საუკეთესო მხარეებს ამიერიდან შეამჩნევ.
მთრგუნავი ბრიზი ცინიკური, ღლაბუცა კაცია მანამ, სანამ ის ახალ-
გაზრდა ალრიანს შეხედავს. ამის შემდეგ იგი რბილდება ხოლმე და
ადამიანი უნებურად იმაზე დაფიქრდება, ბრიზის უხეში უზრუნველო-
ბის რამდენი ნაწილი წარმოადგენს თამაშს.
ტინდუილი გაჩუმდა და ვინს შეხედა.
– და შენც, შენ იმაზე ბევრად მეტი ხარ, ვიდრე გინდა, რომ
აღიარო, შვილო. საკუთარი თავის მხოლოდ ერთ მხარეს რატომ ხე-
დავ, როცა შენი ელენდი ესოდენ უფრო ბევრს ხედავს?
– ამის მიზეზი ესაა? – ჰკითხა ვინმა, – ცდილობ, რომ ელენდის-
თვის შესაფერის დედოფლად მაქციო?
– არა, შვილო, – მიუგო ტინდუილმა, – მინდა, დაგეხმარო, იმად
გაქციო, რაც ხარ. ახლა კი მიდი და იმ კაცს ზომები ააღებინე, რომ
ზოგიერთი კაბა მოიზომო.
"რაც ვარ?" – გაიფიქრა ვინმა და მოიღუშა. თუმცა მერე მაღალ
ტერისელ ქალს დაემორჩილა. ხნიერმა მკერავმა საზომი აიღო და
ზომების აღებას შეუდგა.
ცოტა ხნის შემდეგ ვინი გამოვიდა გამოსაცვლელი ოთახიდან,
სადაც მას მოგონებები აეშალა. გოგოს წელში გამოყვანილი, ღია
ლურჯი აბრეშუმის კაბა ეცვა. კაბის ზედა ნაწილი ტანზე მომდგარი
იყო, ქვედაბოლო კი – გაშლილი. მრავალფენიანი სარჩული კაბას
ბერავდა და სამკუთხედის ფორმას აძლევდა. ვინს ფეხები საერთოდ
არ უჩანდა და კაბის კალთები იატაკს ედებოდა.

348
ეს საშინლად მოუხერხებელი იყო. როცა ვინი მოძრაობდა, კაბა ირ-
ხეოდა და მას სიფრთხილე უნდა გამოეჩინა, რომ არაფერს გამოსდე-
ბოდა ან ჭუჭყიანი ზედაპირი არ მოეწმინდა, მაგრამ ეს ლამაზი კაბა იყო
და გოგოც გაალამაზა. ვინს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს წუთი-
წუთზე მუსიკა ჩაირთვებოდა, მხართან ყარაულივით ამოუდგებოდა
მხლებელი სეიზდი, შორს კი დაინახავდა ელენდს, რომელიც თავის ად-
გილას იქნებოდა მოკალათებული და ხან წყვილების ცეკვის ყურებით
შეიქცევდა თავს, ხანაც – წიგნის ფურცვლით.
ვინი წინ წავიდა და მკერავს საშუალება მისცა, დაენახა, ქსოვილი
სად იყო ჩაზნექილი და სად – ამოზნექილი.
– ოოო, – აღმოხდა ალრიანს, როცა ვინი დაინახა.
მოხუცი მკერავი ჯოხს ეყრდნობოდა და თავის ახალგაზრდა თანა-
შემწეს ჩასანიშნ შენიშვნებს კარნახობდა.
– ცოტა კიდევ შემობრუნდი, ახალგაზრდა ქალბატონო, – მოითხო-
ვა მან, – შემახედეთ, როგორ გადგათ ტანზე კაბა, როცა სწორ ხაზზე
აღარ დადიხართ.
ვინი ოდნავ შეტრიალდა. ცალ ფეხზე შებრუნდა და სცადა, ის საცეკ-
ვაო მოძრაობები გაეხსენებინა, რომლებიც სეიზდმა ასწავლა.
"ელენდთან არასოდეს მიცეკვია", – გააცნობიერა მან და ნაბიჯი
გვერდზე გადადგა, თითქოს იმ მუსიკას ააყოლა ფეხი, რომელიც ბუნ-
დოვნადღა ახსოვდა, – "ის მუდამ პოულობდა მიზეზს, რომ ცეკვისგან
თავი დაეძვრინა".
ვინი დატრიალდა და ეს კაბა შეიგრძნო. უკვე ფიქრობდა, რომ ინ-
სტინქტები უსუსტდებოდა. თუმცა გაკვირვებული დარჩა, რა ადვილი
აღმოჩნდა იმ ჩვევების აღდგენა – მსუბუქი ნაბიჯების გადადგმა, ისე
შეტრიალება, რომ ქვედაბოლო გვერდზე მხოლოდ სულ ცოტათი გამო-
წეულიყო...
ვინი ერთხანს გაჩერდა. მკერავმა კარნახი შეწყვიტა. იგი მას უხმოდ
უყურებდა და იღიმებოდა.
– რა არის? – ჰკითხა გაწითლებულმა ვინმა.

349
– მომიტევეთ, ჩემო ქალბატონო, – მიუგო მან, მიბრუნდა, თავის
თანაშემწის ჩასანიშნ დღიურზე დააკაკუნა და ბიჭს თითით ანიშნა, რომ
წასულიყო, – მაგრამ, მგონი, არ მინახავს, ვინმე ასე გრაციოზულად
მოძრაობდეს. როგორც... სუნთქვა.
– მეპირფერებით, – მიუგო ვინმა.
– არა, შვილო, – უთხრა გვერდით მდგომმა ტინდუილმა, – მარ-
თალს ამბობს. ისე გრაციოზულად მოძრაობ, ბევრ ქალს შეშურდე-
ბა.
მკერავმა გაიღიმა და გვერდზე შებრუნდა, როცა თანაშემწე რამ-
დენიმე ოთხკუთხედი ქსოვილის ფერთა ნიმუშებით მიუახლოვდა.
მოხუცმა დანაოჭებული ხელით მათი გადარჩევა დაიწყო, ვინი კი
ტინდუილთან მივიდა. გოგოს ხელები გვერდებზე ეწყო და ცდი-
ლობდა, ამ მოღალატე კაბისთვის საშუალება აღარ მიეცა, რომ ვინი
თავის სურვილზე ეტარებინა.
– რატომ მექცევი ასე კარგად? – ჰკითხა ხმადაბლა.
– რატომ არ უნდა მოგექცე ასე კარგად? – ჰკითხა საპასუხოდ
ტინდუილმა.
– იმიტომ, რომ ელენდს ცუდად ექცევი, – მიუგო ვინმა, – ამას ნუ
უარყოფ. თქვენს გაკვეთილებს ვაყურადებდი. მას შეურაცხყოფდი
და ამცირებდი, მაგრამ ახლა თავი კეთილად მოგაქვს.
ტინდუილმა გაიღიმა.
– თავი სულაც არ მომაქვს კეთილად, შვილო.
– მაშინ რად ექცევი ელენდს ასე ცუდად?
– ეს ყმაწვილი დიადი ლორდის განებივრებულ ვაჟად გაიზარდა.
ვფიქრობ, ახლა, როცა მეფეა, ცოტა მკაცრი სიმართლე სჭირდება,
– ტინდუილი ერთხანს დადუმდა და ვინს დახედა, – შენ კი,
ვგრძნობ, რომ ცხოვრების სიმწარე საკმარისად იგემე.
მკერავი მათ ქსოვილების ნიმუშებითურთ მიუახლოვდა და ისი-
ნი დაბალ მაგიდაზე დაალაგა.
– ახლა კი, ჩემო ქალბატონო, – თქვა მკერავმა და მოხრილი თი-
თი ქსოვილის ერთ-ერთ ნიმუშზე დააკაკუნა, – უნდა გითხრათ, რომ,
350
ჩემი აზრით, თქვენი კანის ფერი მუქი ქსოვილის ფონზე განსაკუთრე-
ბით კარგი სანახავი იქნება. იქნებ მშვენიერი ყავისფერი ავირჩიოთ?
– და შავზე რას იტყვით? – ჰკითხა ვინმა.
– ოჰ, ღმერთო, არა, – თქვა ტინდუილმა, – შენთვის აღარავითარი
შავი და ნაცრისფერი.
– მაშინ ამაზე რას იტყვით? – იკითხა ვინმა და სამეფო ლურჯი ქსო-
ვილი აიღო. ეს თითქმის იგივე ელფერი იყო, რა ფერის კაბაც იმ ღამით
ეცვა, როცა ელენდი პირველად ნახა, ამდენი ხნის წინ.
– აჰ, ჰო, – თქვა მკერავმა, – ღია ფერის კანსა და მუქ თმაზე ეს შე-
სანიშნავი იქნება, ახლა კი სტილი უნდა ავირჩიოთ. როგორც ტერი-
სელმა ქალმა თქვა, ეს ხვალ საღამოს გჭირდებათ, ხომ ასეა?
ვინმა თავი დაუქნია.
– აჰ, მაშინ ერთ-ერთი კაბის გადაკეთება მოგვიწევს; მგონი, ამ ფე-
რის ერთი კაბა უნდა მქონდეს. ცოტა არ იყოს, გარჯა მოგვიწევს, მაგ-
რამ თქვენნაირი მშვენიერი ქალბატონისთვის მთელი ღამე მუშაობა
შეგვიძლია, ხომ ასეა, ყმაწვილო? ახლა სტილს რაც შეეხება...
– მგონი, ეს მშვენიერია, – თქვა ვინმა და კაბაზე დაიხედა. ეს ისეთი
კაბა იყო, როგორებსაც წვეულებებზე იცვამდა.
– კარგი, მაგრამ ჩვენ ხომ "მშვენიერს" არ ვეძებთ, არაა? – ღიმი-
ლით მიუგო მკერავმა.
– იქნებ რამდენიმე ფენა სარჩული მოვაშოროთ? – ჰკითხა ტინდუ-
ილმა და ვინის კაბას გვერდებზე მოქაჩა, – და იქნებ ცოტა მაღლა ავწი-
ოთ, რათა გოგომ თავისუფლად იმოძრაოს?
ვინი ერთხანს დუმდა, მერე იკითხა:
– ამის გაკეთება შეგიძლიათ?
– რა თქმა უნდა, – მიუგო მკერავმა, – ეს ყმაწვილი ამბობს, რომ ახ-
ლა სამხრეთში თხელი კაბები უფრო გავრცელებულია, თუმცა ლუთა-
დელისთვის ეს, ცოტა არ იყოს, მოძველებულია, – მერე ცოტა ხანს გა-
ჩუნდა, – მაგრამ არ ვიცი, ლუთადელს ახლა სტილი თუღა აქვს...
– სახელოების ბოლოები გააფართოეთ, – უთხრა ტინდუილმა, – და
მათში გარკვეული პირადი ნივთებისთვის ორი ჯიბე ჩააკერეთ.
351
მოხუცმა თავი დაუქნია, მისმა უტყვმა თანაშემწემ კი ეს მოთხოვ-
ნები ჩაიწერა.
– მკერდი და წელი ვიწრო იყოს, – განაგრძო ტინდუილმა, – მაგრამ
არა შემზღუდავი. ქალბატონ ვინს თავისუფლად მოძრაობა სჭირდე-
ბა.
მკერავი ერთხანს დუმდა.
– ქალბატონი ვინი? – იკითხა მკერავმა და ვინს ცოტა უფრო ახ-
ლოდან შეხედა. მოხუცმა თვალები მოჭუტა, შემდეგ თავის თანაშემ-
წეს მიუბრუნდა. ბიჭმა თავი უხმოდ დაუქნია.
– ვხედავ... – თქვა მკერავმა, გაფითრდა და ხელი ოდნავ უფრო
მეტად აუკანკალდა. მან ეს ხელი ჯოხს დაადო, თითქოს მეტი სიმყა-
რის შეგრძნება სურდა, – მე... მე ვწუხვარ, თუ გაწყენინეთ, ჩემო
ქალბატონო. არ ვიცოდი.
ვინი ისევ გაწითლდა.
"აი, იმის კიდევ ერთი მიზეზი, საყიდლებზე რატომ არ უნდა წა-
მოვსულიყავი", – გაიფიქრა მან.
– არა, – დაარწმუნა მან მოხუცი კაცი, – ყველაფერი რიგზეა. სუ-
ლაც არ მაწყენინეთ.
მკერავი ცოტა მოდუნდა. ვინმა კი შენიშნა, რომ სპუკი შემოეხე-
ტა.
– როგორც ჩანს, აღმოგვაჩინეს, – თქვა სპუკმა და თავი ფანჯრე-
ბისკენ გააქნია.
ვინმა მანეკენებისა და ქსოვილების მიღმა გაიხედა და გარეთ
ხალხი დაინახა, რომელიც თანდათან ქუჩდებოდა. ტინდუილმა ვინს
ინტერესით შეხედა.
სპუკმა თავი გააქნია:
– რატომ გახდი ასე ცნობილი?
– მათი ღმერთი მოვკალი, – ხმადაბლა თქვა ვინმა და მანეკენს
მოეფარა, ათობით მიშტერებულ თვალს დაემალა.
– მეც დაგეხმარეთ, – თქვა სპუკმა, – მეტსახელი თვით კელსი-
ერმა დამარქვა! მაგრამ საწყალი პატარა სპუკი არავის აღელვებს.
352
ვინმა ოთახის ფანჯრები შეათვალიერა და გაიფიქრა: "უკანა გასას-
ვლელიც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, შესაძლოა ხალხმა ვიწრო ქუჩაზეც
მოიყაროს თავი".
– რას აკეთებ? – ჰკითხა ტინდუილმა.
– უნდა წავიდე, – მიუგო ვინმა, – მათ უნდა დავუსხლტე.
– რატომ არ გახვალ და არ დაელაპარაკები? – ისევ ჰკითხა ქალმა,
– აშკარაა, რომ მათ შენი ნახვა ძალიან უნდათ.
გამოსაცვლელი ოთახიდან ალრიანი გამოვიდა და დრამატულად
დატრიალდა. მას ყვითელ და ლურჯ ფერებში გაწყობილი კაბა ეცვა. ის
აშკარად წყობიდან გამოვიდა, როცა სპუკის ყურადღებაც კი ვერ მიიქ-
ცია.
– მე იქ გასვლას სულაც არ ვაპირებ, – თქვა ვინმა, – რატომ უნდა
მინდოდეს ეს?
– მათ იმედი სჭირდებათ, – მიუგო ტინდუილმა, – შენ კი მათთვის ამ
იმედის მიცემა შეგიძლია.
– ფუჭი იმედის. მათ მხოლოდ იმისკენ ვუბიძგებდი, რომ ჩემზე ისე
ეფიქრათ, როგორც რაღაც სათაყვანო რამეზე.
– ეს სიმართლე სულაც არ არის, – განაცხადა უეცრად ალრიანმა.
ის წინ წავიდა და ფანჯრებიდან გარეთ ყოველგვარი უხერხულობის გა-
რეშე გაიხედა, – მალვა, უცნაური ტანსაცმელი და იდუმალება – აი, რის
გამო აქვთ ასეთი საოცარი შეხედულება შენზე. იმ ადამიანებმა რომ
იცოდნენ, რამდენად ჩვეულებრივი ხარ, მაშინ შენი ნახვა ასე გიჟები-
ვით არ ენდომებოდათ, – ის ერთხანს გაჩუმდა, შემდეგ უკან მიიხედა,
– მე... აჰ, არ გეგონოთ რომ მომწონს, როგორც, ჩემი აზრით, ამან გა-
იჟღერა.
ვინი გაწითლდა:
– მე კელსიერი არ ვარ, ტინდუილ. არ მინდა, რომ ხალხი მაღმერ-
თებდეს. მხოლოდ ის მინდა, რომ თავი დამანებონ.
– ზოგიერთ ადამიანს ეგ არჩევანი არა აქვს, შვილო, – მიუგო ტინ-
დუილმა, – შენ მბრძანებელი დაძლიე. შენ ხომ გადარჩენილმა გაგ-
წვრთნა და შენ ხომ მეფის მეორე ნახევარი ხარ.
353
– მე მისი მეორე ნახევარი არ ვარ, – თქვა ვინმა და კიდევ უფრო
გაწითლდა, – ჩვენ მხოლოდ...
"ღმერთო, ჩვენი ურთიერთობა მეც კი არ მესმის", – გაიფიქრა მან,
– "აბა, ეს როგორ უნდა ავუხსნა?"
ტინდუილმა წარბი ასწია.
– კარგი, – თქვა ვინმა, ამოიოხრა და წინ წავიდა.
– მეც შენთან ერთად წამოვალ, – უთხრა ალრიანმა და მკლავში
ხელი ისე ჩაავლო, თითქოს ბავშვობიდან მეგობრობდნენ. ვინი შე-
ეწინააღმდეგა, მაგრამ ვერ მოიფიქრა, ისე როგორ მოეშორებინა,
რომ სკანდალი არ აეტეხა.
ისინი მაღაზიიდან გავიდნენ. გარეთ უკვე ბევრი ხალხი იყო შეკ-
რებილი და უფრო და უფრო მეტი მოდიოდა იმის გასარკვევად, თუ
რა ხდებოდა. უმეტესობა სკაა იყო. მათ ყავისფერი, ფერფლით დათ-
ხვრილი სამუშაო ტანსაცმელი ან უბრალო ნაცრისფერი კაბები ეც-
ვათ. როცა ვინი გარეთ გავიდა, ერთ-ერთმა წინ მდგომმა უკან და-
იხია და მას პატარა ადგილი გაუთავისუფლა. ხალხს აღფრთოვანე-
ბის ჩურჩულმა გადაუარა.
– ვაჰ, – ჩუმად თქვა ალრიანმა, – აქ მართლაც ბევრნი არიან...
ვინმა თავი დაუქნია.
ორსეური ისევ კართან ახლოს იყო იდგა და გოგოს დაინტერე-
სებული, ძაღლური გამომეტყველებით უყურებდა.
ალრიანმა ხალხს გაუღიმა, ხელი დაუქნია და უცებ შეყოყმანდა.
– შეგიძლია, რომ გაყარო, ან რამე მოახერხო, თუ არეულობა
დაიწყება?
– ეგ აუცილებელი არ იქნება, – მიუგო ვინმა.
როგორც იქნა ალრიანის მარწუხებისგან მკლავი გაითავისუფ-
ლა და ალომანტიით ხალხი ცოტა დაამშვიდა. ამის შემდეგ წინ წა-
ვიდა და ცდილობდა, ნერვიულობა, რომელიც აწვალებდა, დაეც-
ხრო. როცა ხალხში გამოდიოდა, უკვე აღარ ეგონა, რომ დამალვა
სჭირდებოდა, მაგრამ ამდენი ადამიანის წინაშე დგომით... ვინი კი-
ნაღამ შებრუნდა და ისევ მკერავის მაღაზიაში შეძვრა.
354
თუმცა ის ხმამ შეაჩერა. შუახნის კაცი ლაპარაკობდა, რომელსაც
ფერფლით დასვრილი წვერი ჰქონდა და ჭუჭყიან შავ ქუდს ხელებში
ნერვიულად ათამაშებდა. იგი ძლიერი ადამიანი იყო, შესაძლოა,
წისქვილში მუშაობდა. კაცის დაბალი ხმა მისივე ბრგე აღნაგობას
არ შეესაბამებოდა:
– ქალბატონო მემკვიდრევ, რა ბედი გვეწევა ჩვენ?
ძრწოლა და ეჭვნეულობა, რაც ამ ზორბა კაცის ხმაში ჟღერდა, იმ-
დენად სულისშემძვრელი იყო, რომ ვინი შეყოყმანდა. კაცი გოგოს იმე-
დით სავსე თვალებით მისჩერებოდა, ისევე, როგორც იქ შეკრებილთა
უმეტესობა.
"რამდენნი არიან", – გაიფიქრა ვინმა, – "მეგონა, გადარჩენილის
ეკლესია უფრო მცირე იყო".
ვინმა იმ კაცს შეხედა, რომელიც იდგა და ქუდს სრესდა. გოგომ პი-
რი გააღო, მაგრამ შემდეგ... ეს ვეღარ შეძლო. ვერ შეძლო, მისთვის
ეთქვა, რომ არ იცოდა, რა მოხდებოდა. ვერ შეძლო, იმ თვალებისთვის
აეხსნა, რომ ის მხსნელი არ იყო, რომელიც სჭირდებოდა.
– ყველაფერი კარგად იქნება, – გაიგო ვინმა საკუთარი ხმა. მან
ალომანტური თრგუნვის ზემოქმედება გააძლიერა და ცდილობდა, მა-
თი შიში ოდნავ მაინც დაეცხრო.
– მაგრამ არმიები, ქალბატონო მემკვიდრევ! – თქვა ერთ-ერთმა
ქალმა.
– ისინი ცდილობენ, რომ დაგვაშინონ, – მიუგო ვინმა, – მაგრამ მე-
ფე ამის ნებას არ მისცემს. ჩვენი კედლები საიმედოა, ისევე, როგორც
ჩვენი ჯარისკაცები. ამ ალყას გადავიტანთ.
ხალხი დუმდა.
– იმ არმიებიდან ერთ-ერთს ელენდის მამა, სტრაფ ვენტური მე-
თაურობს, – თქვა ვინმა, – ელენდი და მე ხვალ სტრაფთან შესახვედ-
რად მივდივართ. მას დავარწმუნებთ, რომ ჩვენი მოკავშირე გახდეს.
– მეფე დანებებას აპირებს! – წამოიძახა ერთმა ხმამ, – ეს ყურმოკ-
ვრით ვიცი. ის აპირებს, რომ ქალაქი საკუთარ სიცოცხლეში გაცვა-
ლოს.
355
– არა, – თქვა ვინმა, – ის ამას არასოდეს იზამს!
– იგი ჩვენთვის არ იბრძოლებს! – დაიძახა ისევ იმ ხმამ, – ის ჯარის-
კაცი არ არის. ის პოლიტიკოსია!
სხვა ხმები მას თანხმობის ნიშნად გამოეხმაურნენ. პატივისცემა
გაქრა, როდესაც ხალხმა საწუხარის ყვირილით გამოხატვა დაიწყო;
ზოგი კი დახმარებას ითხოვდა. განდგომილები ელენდის წინააღ-
მდეგ გამოსვლებს აგრძელებდნენ, ყვიროდნენ, რომ გამორიცხუ-
ლი იყო, მას ისინი დაეცვა.
ვინმა ხელები ყურებზე მიიჭირა. ცდილობდა, ამ ხალხისგან, ამ
ქაოსისგან საკუთარი თავი დაეცვა.
– გაჩერდით! – დაიყვირა მან და ფოლადითა და თითბრით უბიძ-
გა. რამდენიმე ადამიანი უკან წაბორძიკდა და ვინმა დაინახა, რომ
ხალხს ტალღამ გადაუარა, როცა ღილები, მონეტები და ქამრის
ბალთები მათ უცებ უკან მიაწვა. ხალხი უეცრად ჩაჩუმდა.
– ჩვენს მეფეზე ნათქვამ ცუდ სიტყვებს არ მოვითმენ! – წამოიძა-
ხა ვინმა, თითბერი ააალა და დამშვიდება გააძლიერა, – იგი კარგი
ადამიანი და კარგი წინამძღოლია. მან თქვენთვის ბევრი რამ
მსხვერპლად გაიღო. თქვენი თავისუფლება იმ გრძელი საათებიდან
მოდის, რომლებიც მან კანონების შედგენაში გაატარა, თქვენი არ-
სებობის წყარო კი იქიდან მომდინარეობს, რომ მან სავაჭრო გზების
დასაცავად და ვაჭრებთან შეთანხმების მისაღწევად ბევრი იშრომა.
ზოგმა თავი დახარა. წინ მდგომი წვეროსანი ქუდის სრესას აგ-
რძელებდა, თუმცა ვინს უყურებდა.
– მათ, უბრალოდ, შიშის საფუძველი აქვთ, ქალბატონო მემ-
კვიდრევ... შიშის საფუძველი აქვთ.
– ჩვენ თქვენ დაგიცავთ, – მიუგო ვინმა და გაიფიქრა: "რას ვამ-
ბობ?" – ელენდი და მე რამე გზას გამოვნახავთ. ჩვენ მბრძანებელი
შევაჩერეთ. ამ არმიების შეჩერებასაც შევძლებთ...
ის ადგილიდან დაიძრა, თავს სულელურად გრძნობდა, თუმცა
ხალხი ეპასუხებოდა, ზოგი აშკარად ჯერ კიდევ უკმაყოფილო იყო,
მაგრამ ჩანდა, რომ ბევრი დამშვიდდა. ბრბომ დაშლა დაიწყო, თუმ-
356
ცა ზოგი წინ გამოვიდა. მათ პატარა ბავშვები მოჰყავდათ ან წინ მოუძ-
ღოდნენ. ვინი ნერვიულად გაჩერდა. კელსიერი სკაას ხშირად ხვდებო-
და და მათი ბავშვები ხელში აჰყავდა, თითქოს ლოცავდა. გოგო ხალხს
ნაჩქარევად დაემშვიდობა, ისევ მაღაზიაში შეძვრა და ალრიანიც შეათ-
რია. ტინდუილი შიგნით იცდიდა და მოწონების ნიშნად თავს აქნევდა.
– ვიცრუე, – თქვა ვინმა და კარი დაკეტა.
– არა, შენ არ გიცრუია, – მიუგო ტინდუილმა, – იმედი გამოავლინე.
შენი ნათქვამი სიმართლე იყო თუ გამონაგონი, ამიერიდან უნდა დამ-
ტკიცდეს.
– ეს არ მოხდება, – მიუგო ვინმა, – ელენდი სამ არმიას ვერ დაამარ-
ცხებს. ამაში მეც ვერ დავეხმარები.
ტინდუილმა წარბი ასწია:
– მაშინ შენ უნდა წახვიდე; გაიქცე და ეს ხალხი დატოვო, რომ იმ
არმიებს თვითონ გაუმკლავდნენ.
– ეგ არ მიგულისხმია, – მიუგო ვინმა.
– მაშინ გადაწყვიტე, – უთხრა ტინდუილმა, – ამ ქალაქზე ან ხელი
ჩაიქნიე, ან მისი ირწმუნე. გულწრფელად რომ გითხრა, თქვენ ორნი...
– მან თავი გააქნია.
– მეგონა, ჩემთან სიმკაცრის გამოჩენას არ აპირებდი, – შენიშნა
ვინმა.
– ზოგჯერ ეს ძნელად გამომდის, – მიუგო ტინდუილმა, – წამოდი,
ალრიან, მოზომება დაასრულე.
ისინი საქმეს მიუბრუნდნენ. სწორედ ამ დროს – თითქოს ვინის
უსაფრთხოების შეგრძნების გასაქარწყლებლად – ქალაქის კედლებზე
რამდენიმე გამაფრთხილებელი დოლის ცემა დაიწყეს.
ვინს ძარღვებში სისხლი გაეყინა, ფანჯრიდან გაიხედა და აღელვე-
ბულ ხალხს თვალი გადაავლო.
ერთ-ერთი არმია იერიშზე გადმოვიდა. ვინმა გადავადება დაწყევ-
ლა და მაღაზიის უკანა ნაწილში შევარდა, რათა მძიმე კაბა გაეხადა.
ელენდი ქალაქის კედლის საფეხურებზე აიჭრა და სიჩქარეში კინა-
ღამ თავის სადუელე ჯოხს წამოეგო. კიბეს ბორძიკით მოშორდა, გალა-
357
ვანზე შედგა და გვერდზე ჩამოკიდებული სადუელე ჯოხი წყევლა-
კრულვით გაისწორა.
გალავანზე ქაოსი იყო. კაცები აქეთ-იქით დაქროდნენ და ერთმა-
ნეთს უხმობდნენ. ზოგს აბჯარი დავიწყებოდა, ზოგს – მშვილდი. იმ-
დენი ცდილობდა, ელენდს მაღლა აჰყოლოდა, რომ კიბე გადაიჭე-
და; მეფე უიმედოდ უყურებდა, ხალხი ქვემოთ, გაშლილ ადგილზე,
როგორ გროვდებოდა და მოედანზე სხეულების კიდევ უფრო დიდი
ზედახორა იქმნებოდა.
ელენდი შებრუნდა და სტრაფის ხალხის დიდ ჯგუფს გახედა –
ათასობით მათგანს – რომლებიც გალავნისკენ მოქროდნენ. ელენ-
დი ქალაქის ჩრდილოეთით, კალის კარიბჭესთან იდგა – სტრაფის
არმიასთან ძალიან ახლოს. და იქიდან შეეძლო დაენახა, როგორ
უტევდნენ ამბოხებული ჯარისკაცები ოდნავ აღმოსავლეთით მდება-
რე კალტყვიის კარიბჭეს.
– მშვილდოსნებო! – დაიყვირა ელენდმა, – სადაა თქვენი
მშვილდები?
თუმცა მისი ხმა ყვირილში ჩაიკარგა. მეთაურები აქეთ-იქით
დარბოდნენ და ჯარისკაცების მოწყობას ცდილობდნენ, მაგრამ აშ-
კარა იყო, გალავანს მეტისმეტად ბევრი ქვეითი მისდგომოდა და
ქვევით, მოედანზე გაჭედილ ბევრ მშვილდოსანს აბრკოლებდა.
"რატომ?" – გაიფიქრა სასოწარკვეთილმა ელენდმა და იერიშზე
გადმოსული არმიისკენ შეტრიალდა, – "რატომ გვიტევს? ხომ შევ-
თანხმდით, რომ ერთმანეთს უნდა შევხვედროდით!"
იქნებ მის ყურამდე ელენდის გეგმამ მიაღწია, რომ ორივე მხარე
ერთმანეთისთვის უნდა დაეპირისპირებინათ? შესაძლოა შიდა წრე-
ში მართლაც ჯაშუში იყო.
ელენდს ისღა დარჩენოდა, უიმედოდ ეცქირა, როგორ უახლოვ-
დებოდა მისი ქალაქის გალავანს არმია. ერთმა მეთაურმა ისრების
შთამბეჭდავ წვიმას თავი კი დააღწია, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი ნუ-
გეში იყო. არმიის მოახლოებასთან ერთად მონეტებთან შერეული
ისრების ტალღა კედლისკენ აიჭრა. სტრაფს ალომანტებიც ჰყავდა.
358
ელენდმა შეიკურთხა და ქონგურის ქვევით ჩაიკუზა, როცა მონეტე-
ბი ქვებმა აისხლიტა. რამდენიმე ჯარისკაცი წაიქცა. ისინი ელენდის ჯა-
რისკაცები იყვნენ; იმიტომ დაიხოცნენ, რომ ელენდმა სიამაყეს ვერ
სძლია და ქალაქი ვერ დათმო.
მან გალავნიდან ფრთხილად გადაიხედა. ჯარისკაცთა ჯგუფი, რო-
მელსაც საიერიშე მორი მოჰქონდა, ქალაქის კარიბჭეს თანდათან უახ-
ლოვდებოდა. ფარებით აღჭურვილი ჯარისკაცები თავიანთ სხეულებს
საგულდაგულოდ იცავდნენ. შესაძლოა, მათი ასეთი სიფრთხილე იმას
ნიშნავდა, რომ ისინი ალომანტები, კერძოდ, ჩხუბისთავები, იყვნენ. ეს
ეჭვი იმ ხმამ დაადასტურა, რომელიც მორმა მაშინ გამოსცა, როცა ის
კარიბჭეს შეახეთქეს. ჩვეულებრივ ადამიანს ასეთი დარტყმისთვის ძა-
ლა არ ეყოფოდა.
ამის შემდეგ თოკზე მობმული კაუჭები გამოჩნდა. ისინი მსროლელ-
მა ალომანტებმა გალავანზე ატყორცნეს და ბევრად უფრო ზუსტად და-
ამაგრეს, ვიდრე ამას ჩვეულებრივი ადამიანი იზამდა. ჯარისკაცები მი-
იწევდნენ, რომ კაუჭები გამოექაჩათ, მაგრამ ზემოთ მონეტები დაფრი-
ნავდა და მაშინვე ხვდებოდათ, როგორც კი ჯარისკაცები განზრახვის
შესრულებას შეეცდებოდნენ. ელენდის ქვეშ კარიბჭეს ბაგაბუგი გა-
უდიოდა და მეფეს ეეჭვებოდა, რომ ის დიდხანს გაძლებდა.
"ასე და ამგვარად, დავეცით. წინააღმდეგობა თითქმის არც კი გაგ-
ვიწევია", – ფიქრობდა ელენდი. მას აღარაფერი შეეძლო. თავს უღო-
ნოდ გრძნობდა. იძულებული გახდა, ჩაკუზული ყოფილიყო, რადგან,
სხვა შემთხვევაში, თავისი თეთრი ფორმა კარგ სამიზნედ აქცევდა.
მთელი მისი პოლიტიკა, სამზადისი, ოცნებები და გეგმები წარსულს ჩა-
ბარდა.
უცებ ვინი გამოჩნდა. გალავანზე დაჭრილებს შორის დაეშვა, მძი-
მედ სუნთქავდა. მონეტები და ისრები, რომლებიც მას უახლოვდებოდა,
ჰაერშივე უკუიქცეოდა. ჯარისკაცებმა მის ირგვლივ მოიყარეს თავი და
დაიძრნენ, რომ კაუჭები მოეშორებინათ და დაჭრილები უსაფრთხო
ადგილზე გადაეყვანათ. ვინმა ხანჯლებით თოკები გადაჭრა და მტრის
ალომანტები ძირს ჩაცვივდნენ. ვინმა ელენდს თვალებში შეხედა, ჩან-
359
და, გადაწყვეტილება უკვე მიეღო და აპირებდა, გალავანს გადავ-
ლებოდა, რათა საიერიშე მორით აღჭურვილ ალომანტებს დაპი-
რისპირებოდა. ელენდმა ხელი ასწია, მაგრამ ამ დროს ვიღაც სხვა
ალაპარაკდა.
– ვინ, მოიცა! – დაიყვირა კლაბსმა, რომელიც კიბით გალავანზე
ამოვარდა.
ვინი შეყოვნდა. ელენდს ჭირვეული სარდლისგან ასეთი ძალუმი
ბრძანება მანამდე არასოდეს სმენოდა.
ისრების ფრენა შეწყდა, გუგუნი ჩაცხრა. ელენდი დაძაბული იდ-
გა და შუბლშეჭმუხნილი უყურებდა, ფერფლით მოფენილ ველზე
არმია ბანაკისკენ როგორ იხევდა. მათ ორიოდე გვამი დატოვეს.
ელენდის ხალხმა მოახერხა, რომ რამდენიმე მტრისთვის ისრები
მოერტყა, თუმცა მისი არმია ბევრად მძიმედ დაზარალდა. ორი
ათეული ჯარისკაცი იყო დაჭრილი.
– რა მოხდა?.. – მიუბრუნდა ელენდი კლაბსს.
– მათ მისადგმელი კიბე არ აღუმართავთ, – მიუგო კლაბსმა და
უკან დახეულ ძალებს გახედა, – ეს ნამდვილი იერიში არ ყოფილა.
– მაშინ რა იყო? – ჰკითხა შუბლშეჭმუხნილმა ვინმა.
– გამოცდა, – თქვა კლაბსმა, – ომებში ეს ჩვეული რამეა – სწრა-
ფი შეტაკება, რათა ნახო, მტერი როგორ გიპასუხებს, რათა მისი
ტაქტიკა და მომზადება გამოსცადო.
ელენდი შებრუნდა და დაინახა, რომ უწესრიგოდ დარჩენილმა
ჯარისკაცებმა გზა მკურნალებს დაუთმეს, რათა მათ დაჭრილების-
თვის მიეხედათ.
– გამოცდა, – თქვა მან და კლაბსს შეხედა, – როგორც ვხვდები,
არცთუ ისე კარგად ჩავაბარეთ.
კლაბსმა მხრები აიჩეჩა:
– ბევრად უფრო უარესად, ვიდრე უნდა ჩაგვებარებინა. ალბათ,
ამის გამო ყმაწვილები შეშინდნენ და ვარჯიშზე უფრო ყურადღებით
იქნებიან, – კლაბსი გაჩუმდა და ელენდმა შეამჩნია, რომ ეს კაცი
რაღაცას არ გამოხატავდა. ეს მღელვარება იყო.
360
ელენდმა კედლის მიღმა გაიხედა და უკან დახეულ არმიას მიაჩერ-
და. უცებ მოისაზრა – ეს ზუსტად ისეთი სვლა იყო, როგორიც მამამისს
უყვარდა.
სტრაფთან დათქმული შეხვედრა ჩვეულებრივ შედგებოდა; თუმცა
შეხვედრამდე მას უნდოდა, რომ ელენდს ერთი რაღაც კარგად სცოდ-
ნოდა. "ამ ქალაქის აღება ნებისმიერ დროს შემიძლია. ეს ქალაქი ჩე-
მია. მნიშვნელობა არა აქვს იმას, შენ რას მოიმოქმედებ. ეს დაიმახსოვ-
რე", – როგორც ჩანდა, ამას ამბობდა ამ იერიშით.
ის ომში გაუგებრობის გამო მოხვდა – არადა მუდამ ამტკიცებდა, მე-
ომარი არ ვარო, თუმცა საომრად ისე მოვიდა, როგორც სხვა ნებისმიე-
რი კაცი.

26
– ეს კარგი აზრი არაა, ქალბატონო, – ორსეური დაყუნტებული იყო
და ელოდა, ვინი დიდ, ბრტყელ ყუთს როდის გახსნიდა.
– ელენდი ფიქრობს, რომ ეს ერთადერთი გზაა, – მიუგო ვინმა და
ყუთს თავი ახადა. მასში დაკეცილი მდიდრული, ლურჯი კაბა იდო.
ამოიღო და ემსუბუქა. მერე შირმას მოეფარა და გამოცვლა დაიწყო.
– და გალავანზე გუშინდელი იერიში? – ჰკითხა ორსეურმა.
– ეს გაფრთხილება იყო, – უპასუხა ვინმა, რომელიც პერანგის ღი-
ლების გახსნას აგრძელებდა, – სერიოზული შეტევა არ ყოფილა.
თუმცა აშკარა იყო, ამ გაფრთხილებამ ასამბლეა ნამდვილად აა-
ღელვა. და, ალბათ, იერიშიც ამ მიზნით მოიტანეს. სტრატეგიასა და გა-
ლავნის გამოცდაზე კლაბსს შეეძლო, ის ეთქვა, რაც უნდოდა, მაგრამ,
ვინის აზრით, სტრაფმა ლუთადელში გამეფებული შიში და ქაოსი კიდევ
უფრო გაამძაფრა, რაც მის წისქვილზე ასხამდა წყალს.
რამდენიმეკვირიანი ალყის შემდეგ ქალაქი უკვე გატეხის ზღვარზე
იყო. საჭმელი საშინლად გაძვირდა და ელენდი იძულებული გახდა, ქა-
ლაქის საცავები გაეხსნა. ხალხს მოთმინების ფიალა ევსებოდა. ერთი-
ორი თუ ფიქრობდა, რომ ეს შეტევა ლუთადელის გამარჯვებით დას-

361
რულდა – თითქოს არმია "გაფანტეს", რაც კარგად ენიშნათ. თუმცა
უმეტესობა უწინდელზე მეტად დაიზაფრა.
ვინი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა თავსატეხის პირისპირ. როგორ უნ-
და მოიქცე, როცა ასეთ ჭარბ ძალას უპირისპირდები? უნდა მოიკაკვო,
თუ შეეცადო, ცხოვრება განაგრძო? მართალია, რომ სტრაფმა გალავა-
ნი გამოსცადა, მაგრამ თავის არმიის უფრო დიდი ნაწილი მან უკან
დატოვა, პოზიციებზე განლაგებული, იმ შემთხვევისთვის, თუ სეტი
ხელსაყრელ დროს შეტევას ეცდებოდა. სტრაფს უნდოდა, რომ ინ-
ფორმაცია მიეღო და თან ქალაქი დაეშინებინა.
– ჯერ კიდევ არ ვიცი, ეს შეხვედრა კარგი აზრია თუ არა, – თქვა
ორსეურმა, – იმ იერიშს რომ თავი დავანებოთ, სტრაფი ისეთი კაცი
არაა, რომლის ნდობაც შეიძლება. როცა რენოქსის როლისთვის
ვემზადებოდი, კელსიერმა დამავალა, ქალაქის ყველა მთავარი კე-
თილშობილი შემესწავლა. სტრაფი ვერაგი და დაუნდობელია, ადა-
მიანების ფონზეც კი.
ვინმა ამოიოხრა, შარვალი გაიხადა და თავზე ჩამოიცვა კაბა,
რომელიც ზოგი სხვა კაბასავით ვიწრო არ იყო; გოგო ბარძაყებსა
და ფეხებს თავისუფლად ამოძრავებდა და ეს ჯერჯერობით აკმაყო-
ფილებდა.
ორსეური მართებულად ეწინააღმდეგებოდა. ერთ-ერთი პირვე-
ლი რამ, რაც ვინმა ქუჩაში ისწავლა, ის იყო, რომ ისეთი მდგომა-
რეობებისთვის უნდა აერიდებინა თავი, საიდანაც გაქცევა გუძნელ-
დებოდა. მისი ყველა ინსტინქტი სტრაფის ბანაკში წასვლის წინააღ-
მდეგ ჯანყდებოდა.
თუმცა ელენდმა ასე გადაწყვიტა და ვინს ესმოდა, რომ მისთვის
მხარი უნდა დაეჭირა. ფაქტობრივად, ვინი ამ სვლას უკვე ეთანხმე-
ბოდა კიდეც. სტრაფს უნდოდა, მთელი ქალაქი დაეშინებინა, მაგ-
რამ სინამდვილეში იგი არც ისე საშიში იყო, როგორც თვითონ ფიქ-
რობდა, ყოველ შემთხვევაში, მანამდე მაინც არ იყო, ვიდრე სეტზე
დარდობდა.

362
ვინმა საკმარისად იცხოვრა შიშში. ამიტომ, როცა სტრაფმა კედ-
ლებზე იერიში მიიტანა, გოგო კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში,
რომ ეს კაცი უნდა გაეცურებინათ. ერთი შეხედვით, მის ბანაკში წას-
ვლა სიგიჟედ ჩანდა, მაგრამ რაც უფრო მეტს ფიქრობდა ამაზე, მით
უფრო აცნობიერებდა, რომ ეს სტრაფამდე მიღწევის ერთადერთი
გზა იყო. კაცს ისინი სუსტებად უნდა აღექვა, უნდა ეგრძნო, რომ მისმა
ზეწოლის ტაქტიკამ გაამართლა. ასეთი იყო გამარჯვებამდე მისასვლე-
ლი ერთადერთი გზა.
ეს მტრის ბუნაგში შესვლას და მის გარემოცვაში მოხვედრას ნიშ-
ნავდა, რაც ვინს არ მოსწონდა, თუმცა თუ ელენდი მოახერხებდა, რომ
იმ ბანაკიდან უსაფრთხოდ გამოსულიყო, მაშინ ქალაქს დიდ მორა-
ლურ უპირატესობას მისცემდა; გარდა ამისა, ჰამსა და გუნდის დანარ-
ჩენ წევრებს ელენდის მიმართ ნდობა განუმტკიცდებოდათ. კელსიერი
რომ ყოფილიყო ელენდის ადგილას, ხომ არავინ იმარჩიელებდა იმა-
ზე, უნდა შესულიყო თუ არა იგი მტრის ბანაკში მოსალაპარაკებლად?!
შესაძლოა, გუნდს იმის მოლოდინიც კი ჰქონოდა, რომ კელსიერი ამ
მოლაპარაკებიდან გამარჯვებული დაბრუნდებოდა – სტრაფს როგორ-
ღაც დანებებაზე დაიყოლიებდა.
"მე, უბრალოდ, უნდა მოვახერხო, რომ ელენდი უკან უსაფრთხოდ
დაბრუნდეს", – გაიფიქრა ვინმა და კაბა ჩაიცვა, – "სტრაფმა კუნთები
იმდენი ათამაშოს, რამდენიც უნდა. ამას მნიშვნელობა არ ექნება, თუ
მის შეტევებს ჩვენ წარვმართავთ".
ვინმა თავი დააქნია და კაბა გაისწორა. მერე შირმიდან გამოვიდა
და საკუთარ თავს სარკეში დააკვირდა. მართალია, მკერავმა ეს კაბა
ისე შეკერა, რომ ტრადიციული ფორმა შეენარჩუნებინა, თუმცა მთლი-
ანად სამკუთხედის, ზარის ფორმა კი არ ჰქონდა, არამედ ცოტა უფრო
სწორად ეშვებოდა ბარძაყებთან. მხრებთან ოდნავ მოშიშვლებული
იყო და ვიწრო სახელოები ჰქონდა, რომლებიც მაჯებისკენ ფართოვდე-
ბოდა. წელიც კარგად იყო დამუშავებული და ვინი მოხერხებულად
მოძრაობდა.

363
გოგო ცოტა გაიჭიმა, ახტა და დატრიალდა. კაბა იმდენად მსუბუ-
ქი იყო და მოძრაობისას მოხერხებული, რომ ვინს, ცოტა არ იყოს,
გაუკვირდა კიდეც. რა თქმა უნდა, ეს სამოსი ძნელად თუ იქნებოდა
ბრძოლისთვის იდეალური, მაგრამ საგრძნობლად გაუმჯობესებუ-
ლი იყო იმ ძველ კაბებთან შედარებით, რომლებიც გოგოს ერთი
წლის წინ წვეულებებზე ეცვა.
– აბა, რას იტყვი? – ჰკითხა ორსეურს და დაბზრიალდა.
ორსეურმა ძაღლური წარბი ასწია:
– რა?
– რას ფიქრობ?
ორსეურმა თავი წამოსწია.
– რატომ მეკითხებით?
– იმიტომ, რომ ჩემთვის შენი აზრი მნიშვნელოვანია, – მიუგო
ვინმა.
– ძალიან ლამაზი კაბაა, ქალბატონო, თუმცა, მართალი რომ
გითხრათ, ეს სამოსი ყოველთვის სასაცილოდ მიმაჩნდა. მთელი ეს
ნაჭრები და ფერები არცთუ ისე მოსახერხებელი ჩანს.
– ჰო, ეგ ვიცი, – უთხრა ვინმა და საფირონის ორი სარჭით თმა
სახიდან ცოტა უკან გადაიწია, – მაგრამ... უკვე დამავიწყდა კიდეც,
რამდენად სახალისოა ამ რაღაცებით მოკაზმვა.
– ვერ ვხვდები, ასე რატომ უნდა იყოს, ქალბატონო.
– ეგ იმიტომ, რომ შენ კაცი ხარ.
– სინამდვილეში, მე ხომ კანდრა ვარ.
– მაგრამ შენ ხომ ბიჭი კანდრა ხარ.
– ეგ საიდან იცით? – ჰკითხა ორსეურმა, – ჩემი მოდგმის სქესის
გარჩევა არცთუ ისე ადვილია, რადგან ჩვენი ფორმა ცვალებადია.
ვინმა მას შეხედა და წარბი ასწია:
– მე მაგის გარჩევა შემიძლია.
გოგო თავის ძვირფასეულობის ყუთს მიუბრუნდა. ბევრი სამკაუ-
ლი არ ჰქონდა. როცა იგი ვალეტას როლს ასრულებდა, გუნდის წევ-
რებმა ბევრი ძვირფასეულობა მოუტანეს, მაგრამ მერე ამ ნივთების
364
უდიდესი ნაწილი ვინმა ელენდს მისცა, რათა სხვადასხვა საჭიროების-
თვის სახსრები შეეგროვებინა. მხოლოდ რამდენიმე საყვარელი სამ-
კაული შეინახა, თითქოს იცოდა, რომ ოდესმე კაბას ისევ ჩაიცვამდა.
"ამას მხოლოდ ამ ერთხელ ვიცვამ", – ფიქრობდა ვინი, – "მიუხედა-
ვად ამისა, მე ეს მაინც არ ვარ".
მან ფირუზის სამაჯური გაიკეთა. სარჭების მსგავსად, ლითონს არც
ის შეიცავდა. ძვირფასი ქვები სქელ, მაგარ ხეში იყო ჩასმული, რომე-
ლიც ხის საკეტით იკეტებოდა. ვინის სხეულზე ლითონისგან დამზადე-
ბული ნივთებიდან მხოლოდ მონეტები, ფლაკონი და ერთი საყურე იყო,
რომელიც, კელსიერის რჩევით, იმ შემთხვევისთვის ჰქონდა, თუ საგან-
გებო ვითარებაში ლითონზე ბიძგი დასჭირდებოდა.
– ქალბატონო, – მიმართა ორსეურმა და თათით ვინის საწოლის
ქვეშიდან რაღაც გამოიღო. ქაღალდის ფურცელი აღმოჩნდა, – ეს ყუ-
თიდან გადმოვარდა, როცა გახსენით, – მან ეს ფურცელი თათის ორ
საოცრად მოქნილ თითს შორის მოიქცია და ვინს გაუწოდა. გოგომ ქა-
ღალდი გამოართვა.
"ქალბატონო მემკვიდრევ", – ეწერა მასზე, – "კაბის მკერდის და
ზურგის ნაწილი ყოველი შემთხვევისთვის დამატებით გავამაგრე, კალ-
თები კი ისე გამოვჭერი, რომ კაბა არ გამობერილიყო, თუკი ახტომა
დაგჭირდებოდათ. ორივე სახელოში ლითონის ფლაკონებისთვის ჭრი-
ლებია, ასევე ქსოვილი ისეა გამოჭრილი, რომ ორივე წინამხარზე მი-
მაგრებული ხანჯლები დამალოს. იმედი მაქვს, ამ ცვლილებებს შესა-
ფერისად მიიჩნევთ.
ფელდე, მკერავი".
ვინმა სქელ და ფართო სახელოებს დახედა. ისინი გვერდზე ისე იყო
გამოწეული, რომ სამალავად შესანიშნავად გამოდგებოდა. სახელოე-
ბი მკლავების ზედა ნაწილში ვიწრო იყო და მაჯებისკენ ფართოვდებო-
და. გოგომ იოლად შეამჩნია, სად უნდა მიემაგრებინა ხანჯლები.
– ისე ჩანს, თითქოს აქამდეც შეუკერავს ნისლქმნილებისთვის კაბე-
ბი, – შენიშნა ორსეურმა.

365
– შესაძლოა, – მიუგო ვინმა და სარკესთან მივიდა, რათა
მკრთალი მაკიაჟი გაეკეთებინა, თუმცა აღმოაჩინა, რომ მისი რამ-
დენიმე საფერუმარილე ამომშრალიყო.
"აჰა, ესე იგი, დიდი ხანია, მაკიაჟიც არ გამიკეთებია..." – გაიფიქრა
ვინმა.
– როდის მივდივართ, ქალბატონო? – ჰკითხა ორსეურმა.
ვინი ერთხანს ჩუმად იყო.
– მართალი რომ გითხრა, ორსეურ, შენ წაყვანას არ ვაპირებდი.
სასახლეში ჯერ კიდევ არ ვამხელ შენს ამბავს, ამდენად, ვფიქრობ,
ძალიან საეჭვოდ გამოჩნდება, თუკი ამ განსაკუთრებულ მოგზაუ-
რობაში ჩემს ძაღლს წავიყვან.
ორსეური წამით დუმდა.
– ოჰ, რა თქმა უნდა, მაშინ წარმატებას გისურვებთ, ქალბატო-
ნო.
ვინმა მცირე იმედგაცრუება იგრძნო. ელოდა, რომ ორსეური უფ-
რო მეტად შეეწინააღმდეგებოდა. მაგრამ მალევე შეწყვიტა ამაზე
დარდი. ვინს ორსეური რატომ უნდა დაედანაშაულებინა? კანდრამ
ხომ გონივრულად ახსნა, თუ რამდენად სახიფათო იყო იმ ბანაკში
წასვლა.
ორსეური, უბრალოდ, დაწვა, თავი თათებზე დადო და უყურებ-
და, როგორ აგრძელებდა ვინი მოკაზმვას.
– მაგრამ, ელ, – მიმართა ჰამმა, – სულ მცირე, იმის ნება მაინც
უნდა მოგვცე, ჩვენი კარეტით გაგგზავნოთ.
ელენდმა თავი გააქნია და სარკეში ზედა გაისწორა.
– მაშინ მეეტლეც იქნება საჭირო, ჰამ.
– ეგრეა, და ეგ მეეტლე მე ვიქნები, – მიუგო ჰამმა.
– ერთი ადამიანი მაინც ვერ გამოგვიყვანს იმ ბანაკიდან და რაც
უფრო ცოტას წავიყვან, მით უფრო ცოტა ადამიანზე მოგვიწევს მე და
ვინს ნერვიულობა.
ჰამმა თავი გააქნია.
– ელ, მე...
366
ელენდმა ჰამს ხელი მხარზე დაადო:
– გიწონებ, რომ ღელავ, ჰამ, მაგრამ ამას შევძლებ. სამყაროში
თუ არსებობს ადამიანი, რომლის გაცურებაც შემიძლია, ეს მამაჩე-
მია. ამ ამბიდან ისე გამოვალ, რომ ის დარწმუნებული იქნება, თით-
ქოს ქალაქი ჯიბეში აქვს.
ჰამმა ამოიოხრა.
– კარგი.
– ოჰ, კიდევ ერთი რამ, – ყოყმანით თქვა ელენდმა.
– რა?
– შეგიძლია, რომ "ელენდი" დამიძახო "ელის" ნაცვლად?
ჰამმა ჩაიცინა:
– ვფიქრობ, ეს იოლი საქმეა.
ელენდმა მადლიერად გაიღიმა და გაიფიქრა: "ეს ის არ არის, რაც
ტინდუილს უნდა, მაგრამ დასაწყისია. მიმართვაზე "თქვენო უდიდებუ-
ლესობავ" მოგვიანებით ვიფიქრებ".
კარი გაიღო, დოკსონი შემოვიდა და თქვა:
– ელენდ, ეს სულ ახლახან მოვიდა, – მან ელენდს ქაღალდის ფურ-
ცელი გაუწოდა.
– ასამბლეისგან? – ჰკითხა ელენდმა.
დოკსონმა თავი დაუქნია:
– ამ საღამოს შეხვედრის გამოტოვების გამო უკმაყოფილოები
არიან.
– სტრაფთან დანიშნულ შეხვედრას მხოლოდ იმიტომ ვერ გადავ-
დებ, რომ მათ ერთი დღით ადრე უნდათ შეხვედრა, – თქვა ელენდმა, –
გადაეცი, როცა დავბრუნდები, ვეცდები, მოვინახულო.
დოკსონმა კვლავ დაუქნია თავი და შებრუნდა, რადგან შარიშურის
ხმა მოესმა. ის გვერდზე გადგა და სახეზე უცნაური გამომეტყველება
აღებეჭდა, როდესაც კარში ვინი შემოვიდა.
გოგოს კაბა ეცვა – მშვენიერი ლურჯი კაბა, რომელიც უფრო პრი-
ალა იყო, ვიდრე სამეფო კარის ჩვეული სამოსი. შავ თმაში ფირუზის

367
ორი სარჭი უბრწყინავდა და ის... სხვანაირი ჩანდა, უფრო ქალუ-
რი... ან თავის ქალურობაში უფრო დარწმუნებული.
"რამდენად შეიცვალა მას შემდეგ, რაც პირველად შევხვდი", – გა-
იფიქრა ელენდმა და გაიღიმა.
თითქმის ორი წელი გავიდა. მაშინ ვინი უფრო ბავშვური იყო,
თუმცა თავის ასაკთან შედარებით დიდი გამოცდილება ჰქონდა. ახ-
ლა მას ქალი ეთქმოდა, ძალიან სახიფათო ქალი, მაგრამ ელენდს
უყურებდა ისევ იმ თვალებით, რომლებშიც ცოტა გაურკვევლობა
და ცოტაც დაუცველობა შეიმჩნეოდა.
– მშვენიერია, – ჩაიჩურჩულა ელენდმა.
ვინმა გაიღიმა.
– ვინ! – შესძახა ჰამმა, რომელიც მისკენ მიბრუნდა, – შენ კაბა
გაცვია!
გოგო გაწითლდა.
– აბა რას ელოდი, ჰამ? გეგონა, ჩრდილოეთ დომინიონის მეფეს
შარვალში გამოწყობილი შევხვდებოდი?
– მართალი გითხრა, კი, – მიუგო ჰამმა.
ელენდმა ჩაიცინა:
– ის, რომ შენ ყველგან ყოველდღიური სამოსით დადიხარ, ჰამ,
იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ასე იქცევა. ალალად თქვი, არ დაიღა-
ლე მაგ ტანსაცმლით?
ჰამმა მხრები აიჩეჩა:
– ეს მოსახერხებელია და უბრალო.
– და ცივი, – თქვა ვინმა და მკლავები მოისრისა, – მიხარია, რომ
ისეთი რამ ვითხოვე, რასაც სახელოები აქვს.
– ამინდს მადლობა უთხარი, – მიუგო ჰამმა, – ის სუსხი, რასაც
შენ გადაიტან, იმ არმიებში გაუსაძლისად მოეჩვენებათ.
ელენდმა თავი დააქნია. უკვე დაზამთრდა. ალბათ, ამინდი იმდე-
ნად არ გაუარესდებოდა, რომ დიდი ზიანი მოეტანა – ცენტრალურ
დომინიონში იშვიათად თოვდა – მაგრამ სუსხიანი ღამეები სულის-
კვეთებას ნამდვილად არ აამაღლებდა.
368
– კარგი, წავიდეთ, – თქვა ვინმა, – ამ საქმეს რაც უფრო მალე მო-
ვამთავრებთ, მით უკეთესი.
ელენდმა გაიღიმა, წინ წავიდა, ვინს ხელები ჩაჰკიდა და ხმადაბ-
ლა უთხრა:
– მადლობელი ვარ, ვინ, და შენ მართლაც დიდებულად გამოიყუ-
რები. თითქმის გარდაუვალი ბედისწერისკენ რომ არ მივექანებოდეთ,
ცდუნებას ვერ გავუძლებდი და ამ ღამით წვეულების მოწყობის ბრძანე-
ბას გავცემდი, მხოლოდ იმისთვის, რომ იქ შენ გამოჩენილიყავი.
ვინმა გაიღიმა:
– თითქმის გარდაუვალი ბედისწერა ასე დაუძლეველია?
– ვფიქრობ, ამ გუნდთან მეტისმეტად ბევრ დროს ვატარებ, – ის და-
იხარა, რომ ვინისთვის ეკოცნა, მაგრამ გოგომ დაიჭყივლა და უკან გა-
დახტა.
– თითქმის მთელი საათი დამჭირდა, მაკიაჟი რომ კარგად გამეკე-
თებინა, არავითარი კოცნა!
ელენდმა ჩაიცინა და ამ დროს ოთახში კაპიტანმა დემოქსმა შემოყო
თავი.
– თქვენო უდიდებულესობავ, კარეტა მოვიდა.
ელენდმა ვინს გადახედა, მან კი თავი დაუქნია.
– წავედით, – თქვა ელენდმა.
სტრაფის გამოგზავნილ კარეტაში მჯდომი ელენდი კედელზე მდგომ
ადამიანებს ხედავდა; ისინი დაღვრემილები გასცქეროდნენ მიმავალ
ეტლს. მზე უკვე ჩადიოდა.
"მან საღამოს მიგვიწვია. წამოსვლა მაშინ მოგვიწევს, როცა უკვე
ნისლი ჩამოწვება", – გაიფიქრა ელენდმა, – "ეშმაკური გზაა იმის ხაზ-
გასასმელად, თუ რამხელა ძალაუფლება აქვს ჩვენზე".
ეს მამამისის მეთოდი იყო – სვლა, რომელიც იმ იერიშს ჰგავდა, წი-
ნა დღით გალავანზე რომ მიიტანა. სტრაფისთვის ყველაფერი თამაშამ-
დე დადიოდა. ელენდი მამამისს სამეფო კარზე უყურებდა ხოლმე და ხე-
დავდა, რომ ის ვალმდებლებსაც კი მართავდა. მბრძანებლის ატიუმის
მარაგზე ზედამხედველობის შესახებ არსებული შეთანხმებიდან გამომ-
369
დინარე, სტრაფ ვენტური თანამოძმე კეთილშობილებზე ბევრად
უფრო სახიფათო თამაშს თამაშობდა და თანაც ძალიან კარგად.
თუმცა ვერ გათვალა, რომ მთელ ამ ნარევში კელსიერი ქაოსს შე-
მოიტანდა, და განა ვინმემ გათვალა ეს?
დამხობის შემდეგ სტრაფმა უკანასკნელ იმპერიაში ყველაზე უფ-
რო სტაბილური და ძლევამოსილი სამეფო შეინარჩუნა. ის ვერაგი,
ფრთხილი კაცი იყო, რომელმაც იცოდა, შიში როგორ უნდა დაეთე-
სა, რათა ის მიეღო, რაც სურდა. ელენდს ეს კაცი უნდა გაეცურებინა.
– აღელვებული ჩანხარ, – უთხრა ვინმა.
ის კარეტაში ელენდის პირდაპირ ქალბატონივით გაჯგიმული იჯ-
და, თითქოს კაბის მორგებამ როგორღაც ახალი ჩვევები და მანე-
რები შესძინა, ან, უბრალოდ, ძველები დაიბრუნა – მას ხომ ოდეს-
ღაც კეთილშობილი ქალის როლის თამაში ისე შეეძლო, რომ
ელენდი გაესულელებინა.
– ჩვენ ყველაფერი რიგზე გვექნება, – უთხრა ვინმა, – სტრაფი
არაფერს დაგიშავებს. მაშინაც კი, თუ საქმე ცუდად წავა, ვერ გაბე-
დავს, რომ შენგან წამებული შექმნას.
– ოჰ, ჩემს უსაფრთხოებაზე არ ვღელავ, – მიუგო ელენდმა.
ვინმა წარბი ასწია.
– რატომ?
– იმიტომ, რომ შენ მყავხარ, – ღიმილით უპასუხა ელენდმა, –
შენ ხომ არმიას უდრი, ვინ.
როგორც ჩანდა, ამან ვინი ვერ დაამშვიდა.
– აქ მოდი, – უთხრა ელენდმა, გადაიხარა და ხელით ანიშნა,
რომ მის გვერდით დამჯდარიყო.
ვინი ადგა და მისკენ დაიძრა, მაგრამ შეჩერდა.
– მაკიაჟი.
– ფრთხილად ვიქნები, – აღუთქვა ელენდმა.
ვინმა თავი დაუქნია, კაცის გვერდით დაჯდა და ნება მისცა, რომ
მისთვის ხელი გადაეხვია.

370
– თმასთანაც ფრთხილად იყავი; და შენს ფორმასაც გაუფრთხილ-
დი. არ დაისვარო.
– გარეგნობა ასე როდიდან გაღელვებს? – ჰკითხა ელენდმა.
– ეს კაბის ბრალია, – ამოიოხრა ვინმა, – როგორც კი კაბა ჩა-
ვიცვი, სეიზდის მთელი გაკვეთილები გამახსენდა.
– შენი კაბა მართლა მომწონს, – უთხრა ელენდმა.
ვინმა თავი გააქნია.
– რა არის? – ჰკითხა კაცმა, როცა კარეტა შეხტა და ვინი მასთან ცო-
ტა უფრო ახლოს აღმოჩნდა.
"მორიგი ახალი სუნამო", – გაიფიქრა ელენდმა, – "ბოლოს და ბო-
ლოს, ეს ერთი ჩვევა მაინც არ შეუცვლია".
– ეს მე არ ვარ, ელენდ, – ხმადაბლა თქვა ვინმა, – ეს კაბა, ეს მანე-
რები. ეს ყველაფერი ხომ ტყუილია.
ელენდი ერთხანს ჩუმად იჯდა.
– არ მეწინააღმდეგები? – ჰკითხა ვინმა, – სხვა ყველა ფიქრობს,
რომ უაზრობას ვლაპარაკობ.
– არ ვიცი, – გულწრფელად მიუგო ელენდმა, – ახალმა ტანსაცმელ-
მა თავი სხვაგვარად მაგრძნობინა, ასე რომ, შენს ნათქვამში რაღაც აზ-
რი დევს. თუკი კაბების ჩაცმა არასწორად მიგაჩნია, მაშინ ვალდებული
არ ხარ, ჩაიცვა. მინდა, რომ ბედნიერი იყო, ვინ.
ვინმა გაიღიმა და ახედა, შემდეგ კი მაღლა აიწია და აკოცა.
– მეგონა, ამბობდი, რომ ეგ არ შეიძლება.
– ეს შენგან არ შეიძლება, – მიუგო ვინმა, – მე ნისლქმნილი ვარ.
ჩვენ ხომ უფრო ზუსტები ვართ.
ელენდმა გაიღიმა, თუმცა ხალისიან გუნებაზე სულაც არ იყო. სა-
უბარი, უბრალოდ, დარდს უქარწყლებდა.
– ზოგჯერ ამ ტანსაცმელში თავს უხერხულად ვგრძნობ ხოლმე. რო-
ცა ეს სამოსი მაცვია, ჩემგან ყველა გაცილებით მეტს მოელის. ისინი
მეფეს ელიან.

371
– როცა კაბა მაცვია, – მიუგო ვინმა, – ისინი ქალბატონს ელიან,
შემდეგ კი იმედი უცრუვდებათ, როცა მის ნაცვლად მე შევრჩები ხოლმე
ხელში.
– ნებისმიერი, ვისაც შენ გამო იმედი უცრუვდება, მეტისმეტად გო-
ნებადახშულია იმისთვის, რომ რამესთან მაინც იყოს შესაბამისობაში,
– უთხრა ელენდმა, – არ მინდა, რომ მათ დაემსგავსო, ვინ. ისინი გულ-
წრფელნი არ არიან. მათ არაფერი აღელვებთ. ისეთი მომწონხარ,
როგორიც ხარ.
– ტინდუილი ფიქრობს, რომ შემიძლია, ორივე ვიყო, – მიუგო
ვინმა, – ქალიც და ნისლქმნილიც.
– ტინდუილი ბრძენია, ცოტა უხეშია, მაგრამ ბრძენი. მას უნდა
დაუჯერო.
– შენ ხომ ახლა მითხარი, ისეთი მოგწონვარ, როგორიც ვარ.
– ასეა, – მიუგო ელენდმა, – მაგრამ ისეთიც მომეწონები, რო-
გორიც იქნები, ვინ. მიყვარხარ. საკითხავი ისაა, შენ როგორი მოგ-
წონს, რომ იყო.
ამაზე ვინი გაჩუმდა.
– სინამდვილეში სამოსი ადამიანს არ ცვლის, – განაგრძო
ელენდმა, – თუმცა ცვლის სხვების მოპყრობას ამ ადამიანის მი-
მართ. მგონი, ეს ტინდუილის სიტყვებია... ჩემი აზრით, ოინი ისაა,
რომ მთავარია თავი დაირწმუნო, თითქოს ის მოპყრობა, რომელიც
სხვებს შენდამი აქვთ, დაიმსახურე. შეგიძლია, სამეფო კარის კაბე-
ბი გეცვას, ვინ, მაგრამ ისინი შენად აქციო. ნუ ღელავ იმაზე, რომ
ადამიანებს იმას არ აძლევ, რაც სურთ. მათ ის შესთავაზე, რასაც
წარმოადგენ და დაე, ეს იკმარონ, – ელენდი წამით გაჩუმდა, მერე
გაიღიმა, – ეს ჩემთვის იყო.
პასუხად ვინმაც გაიღიმა, მისკენ ფრთხილად გადაიხარა და უთ-
ხრა:
– კარგი. ახლა საკმაოდ დაუცველნი ვართ. მოდი, ეს თემა გან-
ვიხილოთ. მამაშენის თვისებებზე მეტი მომიყევი.

372
– ის იმპერიის სრულყოფილი დიდებულია. დაუნდობელი, ჭკვიანი
და ძალაუფლებით დასნებოვნებულია. გახსოვს ჩემი... გამოცდილება,
როცა ცამეტი წლის ვიყავი?
ვინმა თავი დაუქნია.
– მამას სკაას საროსკიპოები ძალიან უყვარდა. ვფიქრობ, ის მოს-
წონდა, თუ რაოდენ ძლიერად გრძნობდა თავს, როცა გოგო მიჰყავდა
ხოლმე; იცოდა რა, რომ მისი ვნების გამო ამ გოგოს მოკლავდნენ. მას
რამდენიმე ათეული საყვარელი ჰყავს და თუ არ ასიამოვნებენ, თავი-
დან იშორებს.
ვინმა პასუხად რაღაც ჩუმად ჩაიბურტყუნა.
– ის პოლიტიკურ მოკავშირეებსაც ასე ექცევა. ვენტურთა გვართან
ესა თუ ის ადამიანი კავშირს კი არ დებდა, არამედ იმაზე თანხმდებოდა,
რომ ვენტურების დომინანტობა ეღიარებინა. თუ არ გინდოდა, ჩვენი
მონა ყოფილიყავი, მაშინ ჩვენთან შეთანხმებას ვერ დადებდი.
ვინმა თავი დაუქნია:
– მე ასეთ ბანდის მეთაურებს ვიცნობდი.
– და როგორ გადარჩი, როცა მათი მხედველობის არეში მოექეცი?
– უმნიშვნელოს როლის თამაშით, – მიუგო ვინმა, – როცა ისინი გა-
ივლიდნენ, მე ძირს ვხოხავდი და იმის მიზეზს არასოდეს ვაძლევდი,
რომ გამოვეწვიე. ეს ზუსტად ის არის, რის გაკეთებასაც შენ ამაღამ აპი-
რებ.
ელენდმა თავი დაუქნია.
– ფრთხილად იყავი, – უთხრა ვინმა, – სტრაფს არ აფიქრებინო,
რომ შენ მას აჯავრებ.
– კარგი.
– და ძალიან ბევრს ნუ დაპირდები. ისე იმოქმედე, თითქოს ცდი-
ლობ, საკუთარი ძალა წარმოაჩინო. აფიქრებინე, რომ იმას გახვევს
თავს, რაც უნდა, რომ ქნა. ეს მოეწონება.
– ვხედავ, რომ ადრე ასეთი გამოცდილება გქონდა.
– ძალიან ბევრი, – მიუგო ვინმა, – მაგრამ შენ ეს უკვე იცი.
ელენდმა თავი დაუქნია.
373
მათ ეს შეხვედრა ბევრჯერ დაგეგმეს და გადაგეგმეს. ელენდს ახ-
ლა მხოლოდ ისღა უნდა ექნა, რაც გუნდის წევრებმა ასწავლეს.
"სტრაფს უნდა ვაფიქრებინო, რომ სუსტები ვართ", – ფიქრობდა
ელენდი, – "უნდა მივანიშნო, რომ ქალაქს გადავცემ, მაგრამ მხო-
ლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯერ სეტის წინააღმდეგ დაგვეხმარება".
ელენდი ფანჯრიდან ხედავდა, რომ სტრაფის ბანაკს უახლოვდე-
ბოდნენ და გაიფიქრა: "რამხელა ბანაკია! ნეტავ ამხელა ძალის
მართვა სად ისწავლა მამამ?"
შესაძლოა, ელენდს იმის იმედი ჰქონდა, რომ რადგან მამამისს
სამხედრო გამოცდილება აკლდა, ეს არმია ცუდად იქნებოდა ორგა-
ნიზებული, თუმცა კარვები გულდასმით იყო განლაგებული, ჯარის-
კაცებს კი სუფთა ფორმები ეცვათ. ვინმა თავის ფანჯარასთან გადაი-
ნაცვლა და იქაურობა მახვილი მზერით მოათვალიერა. ის ბევრად
უფრო მეტ ინტერესს ავლენდა, ვიდრე ამას იმპერიის კეთილშობი-
ლი ქალი გაბედავდა.
– შეხედე, – თქვა მან და ხელი გაიშვირა.
– რა არის? – ჰკითხა ელენდმა და მისკენ გადაიხარა.
– ვალმდებელი.
ელენდმა ვინის მხარს ზემოდან გადაიხედა და იმპერიის ყოფი-
ლი ღვთისმსახური შენიშნა, რომელიც კარვის წინ ჯარისკაცების
ხაზს აწყობდა. მას თვალების გარშემო კანი სქელი სვირინგებით
ჰქონდა დაფარული.
– აი, თურმე რა ყოფილა. ის სამართავად ვალმდებლებს იყე-
ნებს, – თქვა ელენდმა.
ვინმა მხრები აიჩეჩა:
– ეს ჭკვიანურია. მათ იციან, როგორ უნდა მართონ ხალხის დი-
დი ჯგუფები.
– და ისინი როგორ მოამარაგონ, – თქვა ელენდმა, – ჰო, ეს კარ-
გი იდეაა, მაგრამ მაინც გასაკვირია. ეს ნიშნავს, რომ მას ვალმდებ-
ლები ჯერ კიდევ სჭირდება და ჯერ კიდევ მბრძანებლის ხელისუფ-

374
ლების ქვეშევრდომია. ბევრმა მეფემ ვალმდებლები მაშინვე განდევნა,
როგორც კი ამის საშუალება მიეცა.
ვინმა შუბლი შეიჭმუხნა:
– მეგონა, იმას ამბობდი, რომ მამაშენს ძალაუფლება უყვარს.
– ძალაუფლება უყვარს, მაგრამ ძლიერ იარაღსაც ეტრფის. მას კან-
დრა მუდამ ჰყავს და სახიფათო ალომანტებთან კავშირის მთელი ის-
ტორია აქვს. ის დარწმუნებულია, რომ მათი გაკონტროლება შეუძლია
და შესაძლოა, ვალმდებლებზეც იმავეს ფიქრობს.
კარეტა შენელდა და დიდი კარვის გვერდით გაჩერდა. ერთი წამის
შემდეგ იქიდან სტრაფ ვენტური გამოვიდა.
ელენდის მამა ზორბა კაცი იყო, მტკიცე ფიგურითა და მბრძანებლუ-
რი იერით. მოშვებულმა წვერმა ეს ეფექტი კიდევ უფრო გააძლიერა.
მას მოხდენილი, კარგად შეკერილი კამზოლი ეცვა, სწორედ ისეთი,
როგორის ჩაცმასაც ელენდს აიძულებდა ბავშვობაში. ზუსტად იმ დრო-
იდან დაიწყო ელენდმა აჩაჩული ტანსაცმლის ჩაცმა – გახსნილი ღი-
ლები და მეტისმეტად დიდი ზედები... ყველაფერი ის, რაც მამისგან გა-
მოარჩევდა.
მიუხედავად ამისა, ელენდის წინააღმდეგობას მძაფრი შედეგი არ
მოჰყვებოდა ხოლმე. ის სტრაფს აღიზიანებდა, წვრილმან ოინებს უწ-
ყობდა და სულელურად იქცეოდა, როცა იცოდა, რომ ეს შერჩებოდა.
ამიტომ ეს ურჩობა ურჩობად რჩებოდა.
ასე ხდებოდა იმ ბოლო ღამემდე.
მერე ლუთადელი ცეცხლის ალში გაეხვა, სკაას აჯანყება უმართავი
გახდა და მთელ ქალაქს ერთიანად მოსპობის საფრთხე დაემუქრა. ეს
ქაოსისა და განადგურების ღამე იყო, ვინი კი სადღაც ამ ყველაფრის
შუაგულში ტრიალებდა. მაშინ ელენდი სტრაფს წინ აღუდგა.
"მე ის ბიჭი აღარ ვარ, შენს ჭკუაზე რომ ათამაშებდი, მამა", – გა-
იფიქრა მან.
ვინმა მას მკლავზე ხელი მოუჭირა და როგორც კი მეეტლემ კარი
გააღო, ელენდი კარეტიდან გადავიდა. სტრაფი უხმოდ ელოდა, სახეზე

375
უცნაური გამომეტყველება დასთამაშებდა, როცა ელენდმა ხელი
ასწია, რათა ვინს ჩამოსვლაში დახმარებოდა.
– მოხვედი, – თქვა სტრაფმა.
– გაკვირვებული ჩანხარ, მამა.
სტრაფმა თავი გააქნია:
– უბრალოდ, იმას ვხედავ, რომ ისეთივე დიდი სულელი ვინმე
ხარ, როგორიც ყოველთვის იყავი, ბიჭო. ახლა უკვე ჩემს ხელში
ხარ. შემეძლო, ხელის ერთი აქნევით მომეკალი.
მან მკლავი მაღლა ასწია, თითქოს სწორედ ამის გაკეთებას აპი-
რებდა.
"ახლა სწორედ შესაფერისი მომენტია", – გაიფიქრა ელენდმა,
რომლის გულიც საგულედან ამოხტომას ლამობდა.
– მე ხომ ყოველთვის შენს ხელში ვიყავი, მამა. ჩემი მოკვლა
თვეების წინაც შეგეძლო. შეგეძლო, ქალაქი იოლად წაგერთმია.
ვერ ვხვდები, ჩემი აქ მოსვლა რამეს როგორ ცვლის.
სტრაფი შეყოყმანდა.
– ჩვენ აქ სადილზე მოვედით, – თქვა ელენდმა, – მინდოდა, შენ-
თვის ვინთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა და იმედი მქონდა,
რომ გარკვეულ... საკითხებს განვიხილავდით, რომლებსაც შენ-
თვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
სტრაფმა შუბლი შეიჭმუხნა.
"აი, ასე", – გაიფიქრა ელენდმა, – "იმაზე იფიქრე, რამე შემოთა-
ვაზება მაქვს თუ არა. შენ ხომ იცი, რომ, როგორც წესი, ის აგებს,
ვინც კარტს პირველი ხსნის".
სტრაფი რამის მოპოვების შანსს ხელიდან არ გაუშვებდა, თუნ-
დაც ეს ისეთი მცირე შანსი ყოფილიყო, როგორსაც ელენდი სთავა-
ზობდა. შესაძლოა, ის ხვდებოდა, რომ ელენდი მნიშვნელოვანს ვე-
რაფერს ეტყოდა, მაგრამ იყო კი ამაში დარწმუნებული? რა ჰქონდა
დასაკარგი?
– წადი და ჩემს მზარეულს დაუდასტურე, რომ სამნი ვისადი-
ლებთ, – უთხრა სტრაფმა მსახურს.
376
ელენდმა შვებით ამოისუნთქა.
– ანუ ეს გოგო შენი ნისლქმნილია? – ჰკითხა სტრაფმა.
ელენდმა თავი დაუქნია.
– საყვარელი პატარა არსებაა, – თქვა სტრაფმა, – უთხარი, რომ ჩე-
მი ემოციების დათრგუნვა შეწყვიტოს.
ვინი გაწითლდა.
სტრაფმა თავი კარვისკენ გააქნია. ელენდი ვინს წინ გაუძღვა, თუმ-
ცა გოგო მხარუკუღმა იხედებოდა. სტრაფისთვის ზურგის შეშვერის აზ-
რი მას აშკარად არ მოსწონდა.
"ეს, ცოტა არ იყოს, უკვე დაგვიანებულია..." – გაიფიქრა ელენდმა.
კარვის ოთახი ისე იყო მოწყობილი, როგორც ელენდი მამისგან
ელოდა. ისეთი ბალიშებითა და მდიდრული ავეჯით გაეტენათ, რომელ-
თა ძალიან მცირე ნაწილს თუ გამოიყენებდა. სტრაფი ამით თავის ძა-
ლაუფლებას ავლენდა. ლუთადელშიც ხომ ასე ხდებოდა, მასიური ცი-
ხე-კოშკები იმას გამოხატავდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი კეთილ-
შობილები იყვნენ მათი მეპატრონეები.
ვინი ჩუმად, დაძაბული იცდიდა. ოთახის შუაში ელენდის გვერდით
იდგა.
– ის დახელოვნებულია, – წასჩურჩულა ელენდს, – იმდენად ფაქი-
ზად ვმოქმედებდი, რამდენადაც შემეძლო და ჩემი შეხება მაინც შენიშ-
ნა.
ელენდმა თავი დაუქნია.
– თან მახვილთვალაა, – თქვა მან ჩვეული ხმით, – ასე რომ, შესაძ-
ლოა, ის ჩვენ ახლაც გვისმენს.
ელენდმა კარისკენ გაიხედა. სტრაფი რამდენიმე წამში შემოვიდა.
არ ეტყობოდა, გაიგონა თუ არა ვინის სიტყვები. მალე მსახურებიც შე-
მოვიდნენ და დიდი სასადილო მაგიდა შემოიტანეს.
ვინმა ღრმად ჩაისუნთქა. მსახურები სკაას ტომიდან იყვნენ, იმპერი-
ის სკაადან, რაც ძველი ტრადიცია იყო. ძონძები ეცვათ, ნაგლეჯებისგან
შეკერილი ტანსაცმელი. ნაცემები იყვნენ, ახალ-ახალი ჩალურჯებები
ეტყობოდათ. მაგიდა თვალდახრილებს მოჰქონდათ.
377
– რატომ გაქვს ასეთი რეაქცია, გოგო? – ჰკითხა სტრაფმა, – ოჰ,
რა თქმა უნდა, შენ ხომ სკაა ხარ? მიუხედავად იმისა, რომ ეს მშვე-
ნიერი კაბა გაცვია. ელენდი ძალიან კეთილია. მე ასეთი რამის ჩაც-
მის ნებას არ მოგცემდი.
"ან ბევრს არაფერს მოგცემდი", – მიანიშნებდა მისი ტონი.
ვინმა სტრაფს მზერა სტყორცნა, ელენდთან ცოტა უფრო ახლოს
მიიწია და ისევ მკლავში ჩააფრინდა. სტრაფის სიტყვები მხოლოდ
თავის გამოჩენა იყო. მას უხეშობა უყვარდა, მაგრამ მხოლოდ იმდე-
ნად, რამდენადაც ეს წაადგებოდა. უნდოდა, ვინს თავი უხერხულად
ეგრძნო. და ისე ჩანდა, თითქოს მან მიზანს მიაღწია. ელენდმა შუბ-
ლი შეიჭმუხნა, ძირს დაიხედა და შენიშნა, რომ ვინის ტუჩებზე ეშმა-
კურმა ღიმილმა გაიელვა.
"ბრიზმა ხომ მითხრა, ვინი ალომანტიაში უფრო ფაქიზია, ვიდრე
მთრგუნავების უმეტესობაო", – გაიხსენა მან, – "მამა დაოსტატებუ-
ლია, მაგრამ განა იმდენად, რომ მისი შეხება შენიშნოს?! რა თქმა
უნდა, ვინმა ამის საშუალება მისცა".
ელენდმა კვლავ სტრაფს შეხედა, რომელმაც კარისკენ მიმავალ
სკაას ერთ-ერთ მსახურს დაარტყა.
– იმედი მაქვს, არცერთი მათგანი შენი ნათესავი არაა, – უთხრა
სტრაფმა ვინს, – ამ ბოლოს ისინი არცთუ ისე გულმოდგინეები
არიან. როგორც ჩანს, მომიწევს, რამდენიმე დავსაჯო.
– მე სკაა აღარ ვარ, – ხმადაბლა თქვა ვინმა, – მე კეთილშობი-
ლი ქალი ვარ.
სტრაფმა გაიცინა. მან ვინი, როგორც საფრთხე, უკვე უკუაგდო.
იცოდა, რომ ის ნისლქმნილი იყო; წესით, ისიც უნდა სმენოდა, რომ
სახიფათო იყო; თუმცა სტრაფს გოგო მაინც სუსტი და არაფრის მაქ-
ნისი ეგონა.
"ვინი კარგად ართმევს თავს", – გაიფიქრა გაკვირვებულმა
ელენდმა. მსახურებმა კერძების შემოტანა დაიწყეს, რაც, შექმნილი
მდგომარეობის გათვალისწინებით, შთამბეჭდავი იყო. სანამ ისინი
იცდიდნენ, სტრაფი თავის თანაშემწეს მიუბრუნდა და უბრძანა:
378
– ჰოსელთან ვინმე გაგზავნე და გადაეცი, დაუჩქაროს.
"მთლად ისეთი თავდაჯერებულიც არ ჩანს, როგორიც მახსოვ-
და", – გაიფიქრა ელენდმა.
მბრძანებლის დროს კარგი კეთილშობილი საზოგადოებაში ქედმა-
ღალი და საკუთარ თავში ჩაკეტილი იყო; თუმცა პირად ურთიერთობებ-
ში ბევრი უკვე თავაშვებულ სურვილებს გასაქანს აძლევდა. მაგალი-
თად, წვეულებაზე ცეკვავდნენ და ხმადაბლა საუბრობდნენ, ღამით კი
მეძავებითა და სიმთვრალით ტკბობას ეძლეოდნენ.
– წვერს რატომ ატარებ, მამა? – ჰკითხა ელენდმა, – რამდენადაც
ვიცი, ბოლო დროს მიღებული აღარ იყო.
– ახლა მე ვაწესებ იმას, რა არის მიღებული, ბიჭო, – მიუგო სტრაფ-
მა, – დაჯექი.
ელენდმა შეამჩნია, რომ ვინი მოკრძალებით იცდიდა მანამ, სანამ
ელენდი დაჯდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოჯდა თავადაც. გო-
გო თავს ისე აჩვენებდა, თითქოს დაძაბული იყო – დროდადრო
სტრაფს თვალებში უყურებდა, მაგრამ ყოველ ჯერზე უნებლიეთ კრთე-
ბოდა, თითქოს ეს იმის ნიშანი იყო, რომ გვერდზე გახედვა უნდოდა.
– ახლა კი, – თქვა სტრაფმა, – მითხარი, რატომ მოხვედი აქ.
– მეგონა, რომ ეს ცხადი იყო, მამა. აქ იმისთვის ვარ, რომ ჩვენი
ალიანსი განვიხილოთ.
სტრაფმა წარბი ასწია.
– ალიანსი? ჩვენ ხომ ახლახან შევთანხმდით იმაზე, რომ შენი სი-
ცოცხლე ჩემს ხელშია? შენთან ალიანსი რაში მჭირდება.
– შესაძლოა, მაგრამ აქ სხვა რაღაცაცაა. ვფიქრობ, სეტის მოსვლას
არ ელოდი, ხომ ასეა?
– სეტი მცირედი საზრუნავია, – უთხრა სტრაფმა და საჭმელს მიუბ-
რუნდა.
სადილად ოდნავ შემწვარი ძროხის ხორცის დიდი ნაჭრები ჰქონ-
დათ. ვინმა ცხვირი შეიჭმუხნა, თუმცა ელენდი ვერ მიხვდა, ეს თამაშის
ნაწილი იყო თუ არა.
ელენდმა თავისი წილი ხორცის ნაჭერი დაჭრა.
379
– კაცი, რომელსაც თითქმის ისეთივე დიდი არმია ჰყავს, როგო-
რიც შენ, "მცირე საზრუნავად" ძნელად თუ ჩაითვლება, მამა.
სტრაფმა მხრები აიჩეჩა.
– ის ჩემთვის პრობლემა აღარ იქნება, როგორც კი ქალაქის გა-
ლავანს ხელში ჩავიგდებ. ვფიქრობ, როგორც ჩვენი ალიანსის შე-
მადგენელ ნაწილს, შენ ამ ქალაქს მე ჩამაბარებ, ასე არაა?
– და სეტი ქალაქზე შეტევისკენ წავაქეზო? ჰო, ერთად მას გავუმ-
კლავდებით, მაგრამ ჩვენ რატომ უნდა გადავიდეთ თავდაცვაზე?
რატომ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ჩვენი სიმაგრეები და-
ასუსტოს და ეს ალყა მანამ გააგრძელოს, სანამ ჩვენი არმიები შიმ-
შილობას დაიწყებენ? ჩვენ მას უნდა შევუტიოთ, მამა.
სტრაფმა ჩაიფრუტუნა:
– ფიქრობ, რომ ამის გასაკეთებლად შენი დახმარება მჭირდება?
– გჭირდება, თუ გინდა, დარწმუნებული იყო, რომ მას ნამდვი-
ლად დაამარცხებ, – მიუგო ელენდმა, – ერთად ადვილად გავუმ-
კლავდებით, მაგრამ ცალ-ცალკე ამას ვერ შევძლებთ. ჩვენ ერთმა-
ნეთი გვჭირდება. მოდი, მას შევუტიოთ. შენ შენს არმიას გაუძეხი, მე
კი – ჩემსას.
– ასე მონდომებული რატომ ხარ? – ჰკითხა სტრაფმა და თვალე-
ბი მოჭუტა.
– იმიტომ, რომ მინდა, რაღაც დავამტკიცო. მისმინე, ორივემ ვი-
ცით, რომ შენ აპირებ, ლუთადელი წამართვა, მაგრამ თუ ორივე სე-
ტის წინააღმდეგ გავილაშქრებთ, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნება,
რომ მე მუდამ მინდოდა შენთან მოკავშირეობა. ამის შემდეგ უკვე
შევძლებ, ქალაქი ისე ჩაგაბარო, რომ სრულ მასხარად არ გამოვ-
ჩნდე. შემიძლია, ეს ისე შევატრიალო, თითქოს მამაჩემს მოვუხმე,
რათა დამხმარებოდა იმ არმიასთან ბრძოლაში, რომლის შესახე-
ბაც ვიცოდი, რომ აქ მოდიოდა. ქალაქს შენ გადმოგცემ, შემდეგ კი
ისევ შენი მემკვიდრე გავხდები. ორივენი იმას მივიღებთ, რაც გვინ-
და, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სეტი მოკვდება.

380
სტრაფი ერთხანს დუმდა და ელენდი ხედავდა, რომ მისმა სიტყვებმა
მამამისზე ზემოქმედება მოახდინა.
"ჰო", – გაიფიქრა მან, – "ფიქრობ, რომ ისევ ის ბიჭი ვარ, რომე-
ლიც აქ დატოვე – თავნება, იმის მოსურნე, რომ შენ სულელური მი-
ზეზებით წინ აღგიდგეს. სახის შენარჩუნება კი ძალიან ვენტურული
საქციელია".
– არა, – თქვა სტრაფმა.
ელენდი შეკრთა.
– არა, – გაიმეორა სტრაფმა და ისევ საჭმელს მიუბრუნდა, – ამას
ასე არ ვიზამთ, ბიჭო. თავად გადავწყვეტ, სეტს როდის შევუტიო... თუ
შევუტევ საერთოდ.
"ეს უნდა გამოსულიყო!" – გაიფიქრა ელენდმა. მამამისს დიდი ყუ-
რადღებით აკვირდებოდა და ცდილობდა, მიმხვდარიყო, რა ხდებოდა.
სტრაფს ეტყობოდა, რომ ოდნავ ყოყმანობდა.
"მეტი ცნობა მჭირდება", – ფიქრობდა ელენდი. მან გვერდზე გაიხე-
და, ვინისკენ. გოგო ხელში რაღაცას ატრიალებდა. ეს ჩანგალი იყო.
ვინმა ელენდს თვალებში შეხედა, შემდეგ კი ჩანგლით მსუბუქად კაკუ-
ნი დაიწყო.
"ლითონი... ეს კარგი აზრია", – გაიფიქრა ელენდმა, ისევ სტრაფს
შეხედა და უთხრა:
– აქ ატიუმისთვის მოხვედი, მის მისაღებად ჩემი ქალაქის აღება არ
გჭირდება.
სტრაფი წინ გადაიხარა:
– რატომ არ დახარჯე შენ?
– ზვიგენებს ახალ სისხლზე მეტად არაფერი იზიდავს, მამა. დიდი
ოდენობით ატიუმის დახარჯვა იმის აშკარა ნიშანი იქნებოდა, რომ მე
იგი მაქვს. ეს კი ცუდი აზრი იყო, თუ გავითვალისწინებთ, რამხელა ძა-
ლისხმევა შევალიეთ იმას, რომ ის ჭორები გაგვევრცელებინა.
კარვის წინ მოძრაობა შენიშნეს და მერე ოთახში პატარა გოგო შე-
მოვიდა. მას წითელი საღამოს კაბა ეცვა და გრძელი, შავი თმა უკან
ჰქონდა შეკრული. დაახლოებით, თხუთმეტი წლის იქნებოდა.
381
– ჰოსელ, – მიმართა სტრაფმა და თავის გვერდით მდგარ სკამზე
მიუთითა.
გოგომ მორჩილად დაუქნია თავი და წინ გავარდა, რომ სტრაფის
გვერდით დამჯდარიყო. მას ფერუმარილი ესვა და ამოღებული კაბა
ეცვა. ელენდს მისი და სტრაფის ურთიერთობის შესახებ მცირედი
ეჭვი თუ ჰქონდა.
სტრაფი იღიმებოდა და საჭმელს მშვიდად, გალანტურად ღეჭავ-
და. ეს გოგო ცოტათი ვინს ჰგავდა – მისი მსგავსი ნუშისებრი სახე,
მუქი თმა, დახვეწილი ნაკვთები და სუსტი აგებულება ჰქონდა. ეს გა-
ნაცხადი იყო: შემიძლია, რომ შენნაირი მყავდეს, ოღონდ უფრო
ახალგაზრდა და უფრო ლამაზი. ესეც თავის მოწონება იყო.
სწორედ ამ მომენტმა – დამცინავმა ღიმილმა, რომელიც სტრა-
ფის თვალებში გამოსჭვიოდა – ყველაზე უფრო ნათლად შეახსენა
ელენდს, რატომ სძულდა მამა.
– შესაძლოა, მოვახერხოთ კიდეც შეთანხმება, ბიჭო, – უთხრა
სტრაფმა, – ატიუმი მომიტანე და სეტს მე მივხედავ.
– ეს დროს წაიღებს, – მიუგო ელენდმა.
– რატომ? ატიუმი ხომ მსუბუქია.
– იქ ბევრი ატიუმია.
– იმდენი არ იქნება, საზიდარზე დაწყობა და გამოგზავნა რომ
ვერ შეძლო, – მიუგო სტრაფმა.
– ეს უფრო რთული საკითხია, – უთხრა ელენდმა.
– მე ასე არ ვფიქრობ. უბრალოდ, არ გინდა, რომ მომცე.
ელენდი მოიღუშა.
– ჩვენ იგი არ გვაქვს, – ჩაიჩურჩულა ვინმა.
სტრაფი მისკენ შებრუნდა.
– ჩვენ იგი ვერ ვიპოვეთ, – თქვა ვინმა, – კელსიერმა მბრძანე-
ბელი მხოლოდ იმიტომ დაამხო, რომ ეგ ატიუმი ჩაეგდო ხელში,
მაგრამ ეს ლითონი ვერ ვიპოვეთ. შეიძლება, ქალაქში არც ჰქონია.
"ამას არ ველოდი..." – გაიფიქრა ელენდმა. ვინი ხშირად ინ-
სტინქტურად მოქმედებდა, ისევე, როგორც კელსიერი – ყოველ
382
შემთხვევაში, ასე ამბობდნენ. როცა საქმე ვინთან გქონდა, შეიძლებო-
და, მთელი დაწყობილი გეგმები წყალში ჩაგყროდა, მაგრამ რასაც ვი-
ნი წინასწარ დაგეგმილის ნაცვლად აკეთებდა ხოლმე, როგორც წესი,
უფრო უკეთესი იყო.
სტრაფი ერთხანს უხმოდ იჯდა. როგორც ჩანდა, ვინს დაუჯერა.
– ანუ სინამდვილეში არაფერი გაქვს, რომ შემომთავაზო.
"მას თავი სუსტად უნდა მოვაჩვენო", – გაიფიქრა ელენდმა, – "უნდა
ეგონოს, რომ ქალაქის აღებას ნებისმიერ დროს შეძლებს, მაგრამ ისიც
უნდა იფიქროს, რომ ახლა მასზე იერიშის მიტანა არ ღირს", – ელენდმა
მაგიდაზე საჩვენებელი თითის კაკუნი დაიწყო, ცდილობდა, ნერვიუ-
ლობა შემჩნეოდა, – "თუ სტრაფი ფიქრობს, რომ ატიუმი არ გვაქვს...
მაშინ თამამად ვერ გარისკავს ქალაქზე შეტევას. მონაპოვარი ხომ ნაკ-
ლები იქნება. ვინმა ეს სწორედ ამიტომ თქვა".
– ვინმა არ იცის, რაზე ლაპარაკობს, – უთხრა ელენდმა, – მე ატიუმი
დამალული მქონდა და მასაც კი არ ვუმხელდი ამას. დარწმუნებული
ვარ, რომ ჩვენ რამეს მოვახერხებთ, მამა.
– არა, – თქვა სტრაფმა, რომლის ხმაშიც ინტერესი გამოსჭვიოდა,
– ატიუმი მართლა არ გაქვს. ზეინმა თქვა, რომ... მაგრამ ეს არ მჯერა...
სტრაფმა თავი გააქნია და ისევ საჭმელს მიუბრუნდა. მის გვერდით
მჯდომი გოგო არ ჭამდა; უხმოდ იჯდა, როგორც ორნამენტი, რომლის
როლსაც მისგან ელოდნენ. სტრაფმა ღვინის დიდი ყლუპი მოსვა და
კმაყოფილებით ამოიხვნეშა. მერე თავის ბავშვ საყვარელს გახედა და
უბრძანა:
– დაგვტოვე!
გოგო მაშინვე დაემორჩილა.
– შენც! – მიუბრუნდა სტრაფი ვინს.
ვინი ცოტა დაიძაბა და ელენდისკენ გაიხედა.
– ყველაფერი რიგზეა, – მშვიდად უთხრა მან.
ვინი წამით ჩუმად იყო, შემდეგ თავი დააქნია. თავად სტრაფი ელენ-
დისთვის მცირე საფრთხეს წარმოადგენდა, ვინი კი ნისლქმნილი იყო.
თუკი რამე მოხდებოდა, იგი ხომ მაშინვე ელენდთან გაჩნდებოდა. თუ
383
ვინი გარეთ გავიდოდა, ეს სწორედ მათ წისქვილზე დაასხამდა
წყალს – ელენდი სუსტად წარმოჩინდებოდა, რაც სტრაფთან მოლა-
პარაკებაში წაადგებოდა. ამის იმედი არსებობდა.
– გარეთ დაგელოდები, – ხმადაბლა თქვა ვინმა და გავიდა.
ის უბრალო ჯარისკაცი არ იყო. მას წინამძღოლობის ძალა გააჩ-
ნდა – ეს იყო კაცი, რომელსაც თითქოს თვით ბედი უჭერდა მხარს.

27
– კარგი, – თქვა სტრაფმა და ჩანგალი დადო, – მოდი, გულ-
წრფელები ვიყოთ, ბიჭო. ახლა ძალიან მარტივად შემიძლია შენი
მოკვლა.
– საკუთარ ერთადერთ ვაჟს მოკლავ? – ჰკითხა ელენდმა.
სტრაფმა მხრები აიჩეჩა.
– შენ გჭირდები, – უთხრა ელენდმა, – იმისთვის, რომ სეტთან
ბრძოლაში დაგეხმარო. ჩემი მოკვლა შეგიძლია, მაგრამ ამით ვე-
რაფერს მოიგებ. ლუთადელის ასაღებად მაინც ძალის გამოყენება
მოგიწევს, სეტი კი შეძლებს, რომ შეტევაზე გადმოვიდეს და დაგა-
მარცხოს კიდეც, რადგან დასუსტებული იქნები.
სტრაფმა გაიღიმა და ხელები გულზე დაიკრიფა. იგი წინ ისე გა-
დაიხარა, რომ მაგიდა დაჩრდილა.
– ორივე საკითხში ცდები, ბიჭო. ჯერ ერთი, ვფიქრობ, რომ შენ
თუ მოგკლავ, ლუთადელის შემდგომი მეთაური უფრო დამყოლი
იქნება. ქალაქში გარკვეული ინტერესები მაქვს. მეორე საკითხი კი
ისაა, რომ სეტის დასამარცხებლად შენი დახმარება სულაც არ
მჭირდება. მე და სეტმა უკვე დავდეთ შეთანხმება.
ელენდი წამით დადუმდა.
– რა?
– შენი აზრით, ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში რას ვაკე-
თებდი? ვიჯექი და შენს ხუშტურებს ველოდებოდი? სეტმა და მე ინ-
ტერესები შევაჯერეთ. მას ქალაქი არ უნდა. მიზნად მხოლოდ ატიუ-
მის ხელში ჩაგდება აქვს. ჩვენ შევთანხმდით, რომ რასაც ლუთა-
384
დელში აღმოვაჩენთ, გავიყოფთ, შემდეგ კი ერთად ვიბრძოლებთ, რა-
თა დანარჩენი უკანასკნელი იმპერიაც დავიპყროთ. ის დასავლეთსა და
ჩრდილოეთს დაიპყრობს, მე კი აღმოსავლეთსა და სამხრეთს. სეტი ძა-
ლიან დამყოლია.
"ცრუობს", – დამაჯერებლად გაიფიქრა ელენდმა. ეს სტრაფის გზა
არ იყო. ის ალიანსს არ შეკრავდა ისეთ ვინმესთან, ვინც მასთან ძალე-
ბით ასე ახლოს იყო. სტრაფს ღალატი აფრთხობდა.
– ფიქრობ, რომ ამას დავიჯერებ?
– ის დაიჯერე, რაც გინდა, – მიუგო სტრაფმა.
– და კოლოსის არმიაზე რაღას იტყვი, რომელიც აქეთ მოემართე-
ბა? – ჰკითხა ელენდმა და ამით თავისი ერთ-ერთი კოზირი გამოიყენა.
ამაზე სტრაფი გაჩუმდა.
– თუ გინდა, რომ ლუთადელი მანამ აიღო, სანამ აქ კოლოსის არმია
მოვა, მამა, მაშინ ვფიქრობ, ცოტა უფრო დამყოლი უნდა იყო იმ კაცი-
სადმი, ვინც გეახლა და იმ ყველაფერს გთავაზობს, რაც გინდა. მხო-
ლოდ ერთ რამეს გთხოვ. საშუალება მომეცი, გამარჯვება მოვიპოვო,
სეტი დავამარცხო და ჩემი მემკვიდრეობა დავიცვა. შემდეგ კი ქალაქი
შენს ხელში იქნება.
სტრაფი ამაზე დაფიქრდა. იმდენ ხანს ფიქრობდა, ელენდს უკვე გა-
მარჯვების იმედი ჰქონდა, თუმცა მერე სტრაფმა თავი გააქნია:
– არა, ვფიქრობ, რომ არა. ბედს სეტთან ვცდი. არ ვიცი, რატომ არის
თანახმა, რომ ლუთადელი მე დამრჩეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დი-
დად არ აღელვებს.
– და შენ გაღელვებს? – ჰკითხა ელენდმა, – შენ იცი, რომ ატიუმი არ
გვაქვს. რას ნიშნავს ახლა ქალაქი შენთვის?
სტრაფი ცოტა უფრო წინ გადაიხარა და ელენდს მისგან ამონასუნ-
თქი საჭმლის სუნი ეცა.
– ჩემთან დაკავშირებით სწორედ აქ უშვებ შეცდომას, ბიჭო. ზუსტად
ამიტომ ვერ დატოვებ ამაღამ ამ ბანაკს, თუგინდ ატიუმი მართლა შე-
მომთავაზო. ერთი წლის წინ შევცდი. ლუთადელში რომ დავრჩენილი-
ყავი, ახლა ტახტზე ვიჯდებოდი. ჩემ ნაცვლად კი ეს შენ აღმოჩნდი. ვერ
385
ვხვდები, ასე რატომ მოხდა. როგორც ვვარაუდობ, სხვა ვარიანტს
სუსტი ვენტურიც კი სჯობდა.
სტრაფში იყო ყველაფერი ის, რაც ელენდ ვენტურს ძველ იმპერიაში
სძულდა: კადნიერება, უხეშობა, ქედმაღლობა.
"სისუსტე", – გაიფიქრა ელენდმა და თავი დაიმშვიდა, – "საშიში
ვერ იქნება".
ელენდმა მხრები აიჩეჩა.
– ეს მხოლოდ ქალაქია, მამა. ჩემი თვალსაზრისით, ეს ქალაქი
შენი არმიის ნახევარიც არ ღირს.
– ეს უბრალო ქალაქზე მეტია, – მიუგო სტრაფმა, – ეს მბრძანებ-
ლის ქალაქია და ამ ქალაქში ჩემი სახლი, ჩემი ციხე-კოშკია. ვიცი,
რომ მას საკუთარ სასახლედ იყენებ.
– სხვაგან წასასვლელი არ მქონდა.
სტრაფი თავის საჭმელს მიუბრუნდა, ხორცის დანაწევრება და-
იწყო და თქვა:
– კარგი. თავიდან სულელი მეგონე, რადგან ამ ღამეს აქ მოხვე-
დი, მაგრამ ახლა უკვე ეჭვი მეპარება ამაში. როგორც ჩანს, გარდაუ-
ვალს უკვე თვალი გაუსწორე.
– შენ უფრო ძლიერი ხარ, – მიუგო ელენდმა, – წინ ვერ აღგიდ-
გები.
სტრაფმა თავი დაუქნია:
– ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინე, ბიჭო. წესიერად გაც-
ვია, ნისლქმნილი საყვარელი გყავს, ქალაქზე კონტროლს ინარჩუ-
ნებ. ვაპირებ, სიცოცხლე შეგინარჩუნო.
– გმადლობ, – მიუგო ელენდმა.
– და ამის ნაცვლად ლუთადელი უნდა დამითმო.
– მაშინვე, როგორც კი სეტს გავუსწორდებით.
სტრაფმა გაიცინა:
– არა, ასე არ გამოვა, ბიჭო. ჩვენ მოლაპარაკებას არ ვაწარმო-
ებთ. შენ ჩემს ბრძანებებს ისმენ. ხვალ ქალაქთან ერთად მივალთ
და შენ ბრძანებას გასცემ, რომ კარიბჭეები გააღონ. ჩემს არმიას
386
შიგნით შევიყვან, ქალაქს დავიკავებ, მმართველობას ჩავიბარებ და
ლუთადელი ჩემი სამეფოს ახალი დედაქალაქი გახდება. თუ ჭკვი-
ანად იქნები და ისე მოიქცევი, როგორც გეტყვი, მაშინ ისევ მემკვიდ-
რედ დაგასახელებ.
– მაგას ვერ ვიზამთ, – მიუგო ელენდმა, – მე ბრძანება დავტოვე,
რომ შენთვის კარიბჭეები არ გაეღოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხ-
დებოდა.
სტრაფი ერთხანს გაჩუმდა.
– ჩემი მრჩევლები ფიქრობდნენ, რომ შეიძლებოდა, ვინი მძევლად
აგეყვანა, რათა გეიძულებინე, ქალაქი დამეთმო, – თქვა ელენდმა, –
თუ ჩვენ ერთად წავალთ, ისინი დაასკვნიან, რომ მემუქრები.
სტრაფს ხასიათი გაუფუჭდა:
– ისღა დაგრჩენია, იმედოვნო, რომ ისინი ასე არ იფიქრებენ.
– ისინი ასე იფიქრებენ. ამ ხალხს ვიცნობ, მამა. ისინი სიხარულით
გამოიყენებენ საბაბს, რომ ქალაქი წამართვან.
– მაშ, რატომ მოხვედი აქ?
– იმის გასაკეთებლად, რაც გითხარი, – მიუგო ელენდმა, – იმის-
თვის, რომ მოვილაპარაკოთ და სეტის წინააღმდეგ ალიანსი შევკრათ.
შემიძლია, ლუთადელი გადმოგცე, მაგრამ ჯერ დრო მჭირდება. ჯერ სე-
ტი დავამარცხოთ.
სტრაფმა სუფრის დანის ტარს ხელი დაავლო და იგი მაგიდას და-
ანარცხა:
– მე ვთქვი, რომ ეს მოლაპარაკება არაა! მოთხოვნებს ვერ წამომი-
ყენებ, ბიჭო. შემეძლო, მომეკალი!
– მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებს გეუბნები, მამა, – სწრაფად მიუგო
ელენდმა, – სულაც არ მინდა, რომ...
– გაქნილი გამხდარხარ, – თქვა სტრაფმა და თვალები მოჭუტა, –
რისი მიღწევის იმედი გქონდა ამ თამაშით? ჩემს ბანაკში მოხვედი, შე-
მოსათავაზებელი კი არაფერი გაქვს... – ის ერთხანს დუმდა, მერე კი
განაგრძო, – შემოსათავაზებელი არაფერი გაქვს... იმ გოგოს გარდა.
მშვენიერი პატარა ვინმეა.
387
ელენდი გაწითლდა:
– ეს შენ ქალაქში ვერ შეგიყვანს. გაიხსენე, ჩემი მრჩევლები იფიქ-
რებენ, რომ მას დაემუქრებოდი.
– მშვენიერია, – კბილებში გამოცრა სტრაფმა, – შენ მოკვდები,
ქალაქს კი ძალით ავიღებ.
– და სეტი ზურგში დაგარტყამს, – თქვა ელენდმა, – ჩვენს გალა-
ვანზე მიგაჭყლეტს და ალყაშემორტყმულს მოგიწევს ბრძოლა.
– ასე თუ იზამს, მძიმე დანაკარგები ექნება, – მიუგო სტრაფმა, –
ამის შემდეგ ქალაქის აღებას და შენარჩუნებას ვეღარ შეძლებს.
– შემცირებული ძალებითაც კი მას უკეთესი შანსი ექნება, რომ
ქალაქი ჩვენ წაგვართვას, ვიდრე მოიცადოს და მერე სცადოს, რომ
იგი შენ წაგართვას.
სტრაფი წამოდგა:
– მაგ რისკზე წასვლა მომიწევს. ადრე ქალაქში დაგტოვე და არ
ვაპირებ, ისევ ნებაზე მიგიშვა, ბიჭო. წესით და რიგით, იმ დაწყევ-
ლილ სკაას უნდა მოეკალი და შენგან უნდა გავეთავისუფლებინე.
ელენდიც წამოდგა. ის სტრაფის თვალებში გადაწყვეტილებას
ხედავდა.
"ასე არ გამოდის", – გაიფიქრა ელენდმა და აღელდა. ეს გეგმა
რისკიანი თამაში იყო, მაგრამ არც კი უფიქრია, რომ წააგებდა. თა-
ვისი კარტი მართლა კარგად გაათამაშა, თუმცა რაღაც ისე არ იყო
– რაღაც, რასაც ელენდი არ ელოდა და რაც ჯერ კიდევ ვერ გაეგო.
სტრაფი ასე რატომ ეწინააღმდეგებოდა?
"ამისთვის მეტისმეტად გამოუცდელი ვარ", – გაიფიქრა ელენ-
დმა. ირონიული სიტუაცია იყო – ელენდს ბავშვობაში მამისთვის სა-
შუალება რომ მიეცა, იგი უკეთ გაეწვრთნა, მაშინ, ალბათ, ეცოდი-
ნებოდა, რა გააკეთა ცუდად. ახლა კი ერთბაშად გააცნობიერა თა-
ვისი მდგომარეობის სიმძიმე. მტრის არმიით იყო გარშემორტყმუ-
ლი. ვინთან დააშორეს. სიკვდილი ელოდა.
– მოიცა! – სასოწარკვეთით შესძახა ელენდმა.

388
– აჰ, – ღიმილით თქვა სტრაფმა, – ბოლოს და ბოლოს, გააცნობი-
ერე, რაში გაყავი თავი ნებით?
სტრაფი ხალისიანად იღიმებოდა. მას ხასიათში ჰქონდა ის, რომ
სხვებისთვის ტკივილის მიყენებით თავად სიამოვნებას იღებდა.
თუმცა ელენდს ეს საკუთარ თავზე იშვიათად ჰქონდა ნაწვნევი.
სტრაფს მუდამ თავაზიანობა აჩერებდა ხოლმე; ეს მბრძანებლის მიერ
თავსმოხვეული თავაზიანობა იყო. ახლა კი ელენდი მამის თვალებში
მკვლელს ხედავდა.
– სულაც არ აპირებდი, რომ ცოცხალი დაგეტოვებინე, – უთხრა
ელენდმა, – იმ შემთხვევაშიც კი, ატიუმი რომ მომეცა ან ქალაქში შენ-
თან ერთად წამოვსულიყავი.
– როცა აქეთ წამოსვლა გადავწყვიტე, შენ უკვე მკვდარი იყავი, სუ-
ლელო ბიჭო, – მიუგო სტრაფმა, – თუმცა მადლობელი ვარ, რომ ის
გოგო აქ მომიყვანე. ამაღამ მას მივხედავ. ვნახოთ, ჩემს სახელს იყვი-
რებს, თუ შენსას, სანამ მე მას...
ელენდმა გაიცინა.
ეს სასოწარკვეთილი სიცილი იყო, სიცილი იმ სასაცილო მდგომა-
რეობის გამო, რომელშიც თავი ჩაიგდო; სიცილი თავისი უეცარი ღელ-
ვისა და შიშის გამო, მაგრამ ყველაზე მეტად იმის წარმოდგენაზე ეცი-
ნებოდა, თუ როგორ ცდილობდა სტრაფი ვინზე ძალადობას.
– წარმოდგენაც კი არ გაქვს, რა სისულელეს ამბობ, – უთხრა ელენ-
დმა.
სტრაფი აილეწა:
– მაგის გამო, ბიჭო, მასთან კიდევ უფრო უხეში ვიქნები.
– შენ ღორი ხარ, მამა, – მიახალა ელენდმა, – ავადმყოფი, საზიზ-
ღარი ადამიანი. გეგონა, რომ შესანიშნავი წინამძღოლი იყავი, მაგრამ
ამ საქმეს თავს ძლივს ართმევდი. ჩვენი გვარი განადგურების პირას
მიიყვანე. მბრძანებლის სიკვდილმა გადაგარჩინა!
სტრაფმა მცველებს დაუძახა.
– შესაძლოა, ლუთადელი აიღო, – მიაძახა ელენდმა, – მაგრამ ისევ
დაკარგავ მას! შეიძლება ცუდი მეფე ვარ, მაგრამ შენ საშინელი მეფე
389
იქნები. მბრძანებელი ტირანი იყო, თუმცა, ამავდროულად, გენი-
ოსიც. შენ არც ერთი ხარ და არც მეორე. ეგოისტი ხარ, რომელიც
ჯერ თავის შესაძლებლობებს ბოლომდე გამოიყენებს, მერე კი ზურ-
გში დანას მიიღებს.
როგორც კი ჯარისკაცები შიგნით შეცვივდნენ, სტრაფმა მათ
ელენდზე მიუთითა. ელენდმა ქედი არ მოიდრიკა. ის ხომ ამ კაცის
გვერდით გაიზარდა. ელენდი მან აღზარდა და მუდამ ტანჯავდა; ამის
მიუხედავად, ბიჭს საკუთარი აზრი არასდროს გამოუთქვამს. ის მო-
ზარდის თვინიერი მორცხვობით დროდადრო ამბოხდებოდა ხოლ-
მე, მაგრამ სიმართლე არასდროს უთქვამს.
ახლა კი თავი კარგად იგრძნო. ფიქრობდა, რომ ეს სწორი იყო.
"შესაძლოა, სტრაფთან თავის სუსტად მოჩვენება შეცდომა იყო.
მას ხომ განადგურება ყოველთვის უყვარდა", – გაიფიქრა ელენ-
დმა.
და უეცრად ელენდი მიხვდა, რა უნდა ექნა. გაიღიმა და სტრაფს
თვალებში შეხედა.
– მომკალი, მამა, და შენც მოკვდები.
– მომკალი, მამა, და შენც მოკვდები.
ვინი იცდიდა. ის კარვის გარეთ, სიბნელეში იდგა სტრაფის ჯა-
რისკაცებთან ერთად. თუმცა მერე ისინი, სტრაფის ბრძანებით, შიგ-
ნით შეცვივდნენ. ვინმა წყვდიადში გაიარა, კარვის ჩრდილოეთით
დადგა და კარავში მოძრავი ფიგურების ჩრდილებს უყურებდა.
ვინი უკვე შიგნით შეჭრას აპირებდა. ელენდი საქმეს თავს არ-
ცთუ ისე კარგად ართმევდა. მოლაპარაკების უნარი კი ჰქონდა, უბ-
რალოდ, ალალი ბუნების იყო. იოლად მიხვდებოდი, როდის იტყუე-
ბოდა, მით უმეტეს, თუ კარგად იცნობდი.
მაგრამ მისი ეს ბოლო სიტყვები სულ სხვანაირად ჟღერდა. ეს
არც საკუთარი თავის ჭკვიანად წარმოჩენის მცდელობას ჰგავდა და
არც ბრაზის ისეთ ამოფრქვევას, რომელსაც ერთი წამით ადრე მის-
ცა გასაქანი. ელენდი ერთბაშად მშვიდად და ძლიერად წარმოჩნდა.

390
ვინი ჩუმად იცდიდა, ხანჯლები მომარჯვებული ჰქონდა. განათებუ-
ლი კარვის წინ, ნისლში იდგა. რაღაცამ უკარნახა, რომ ელენდისთვის
კიდევ რამდენიმე წამი მიეცა.
სტრაფს შვილის მუქარაზე გაეცინა.
– სულელი ხარ, მამა, – უთხრა ელენდმა, – ნუთუ გგონია, რომ აქ
მოსალაპარაკებლად მოვედი? გგონია, რომ შენნაირ ადამიანთან სა-
კუთარი ნებით დავიჭერდი საქმეს? არა. კარგად მიცნობ და იცი, რომ
ქედს არასოდეს მოგიხრიდი.
– მაშ, რატომ?.. – ჰკითხა სტრაფმა.
ვინმა ელენდის ღიმილი ლამის გაიგო.
– აქ იმისთვის მოვედი, რომ შენთან ახლოს აღმოვჩენილიყავი, მა-
მა... და ჩემი ნისლქმნილი პირდაპირ შენი ბანაკის შუაგულში მომეყვა-
ნა. არ გიფიქრია იმაზე, რომ პატარებსა და ჩუმ მკვლელებს ყველაზე
მეტი ყურადღება უნდა მიაქციო?!
სიჩუმე.
და სტრაფი ახარხარდა:
– იმ განუვითარებელი გოგოთი მემუქრები? თუ ეგ ლუთადელის ის
დიდი ნისლქმნილია, რომლის შესახებაც ამდენი მსმენია, მაშინ უკიდუ-
რესად იმედგაცრუებული ვარ.
– ეგ იმიტომ, რომ მას სურს, ასე იფიქრო, – მიუგო ელენდმა, – და-
ფიქრდი, მამა. შენ ეჭვები გქონდა და იმ გოგომ ეგ ეჭვები დაგიდასტუ-
რა, მაგრამ თუ მას ის შეუძლია, რასაც ჭორად ამბობენ – და ვიცი, რომ
ეს ჭორები გაგონილი გაქვს – მაშინ როგორ შენიშნავდი მის შეხებას
შენს ემოციებზე?! ის დათრგუნვისას გამოიჭირე და უთხარი კიდეც ეს.
ამის შემდეგ კი დათრგუნვა აღარ გიგრძნია. ამიტომ დაასკვენი, თით-
ქოს ის დააშინე, თავისი ადგილი მიუჩინე და მერე თავი უკვე თვითდა-
ჯერებულად და მშვიდად იგრძენი. ვინი, როგორც საფრთხე, უგულე-
ბელყავი, მაგრამ განა ნებისმიერი გონიერი ადამიანი ნისლქმნილს
უგულებელყოფდა? მიუხედავად იმისა, თუ რამდენად პატარაა ან რამ-
დენად წყნარია ეს ნისლქმნილი. წესით, უნდა გეფიქრა, რომ სწორედ

391
პატარა, წყნარი ადამიანები არიან ისინი, ვისაც ყველაზე მეტი ყუ-
რადღება უნდა მიაქციო.
ვინმა გაიღიმა და ჭკვიანურიაო, გაიფიქრა. ის მისწვდა და სტრაფის
განცდები ააჯანყა. ვინმა ლითონი ააალა და სტრაფის ბრაზს თავი მო-
უყარა. სტრაფს სული შეეხუთა.
"ეს გასაღები მოარგე, ელენდ", – გაიფიქრა ვინმა.
– შიში, – თქვა ელენდმა.
ვინმა სტრაფის მრისხანება დათრგუნა და შიშით შეცვალა.
"ვნება", – გაიფიქრა ვინმა, – "სიმშვიდე".
ვინმა ყველაფერი დათრგუნა. ხედავდა, რომ კარავში სტრაფის
ჩრდილი ადგილიდან არ იძვროდა. ალომანტი ადამიანს იძულებით
ვერაფერს გააკეთებინებდა და როგორც წესი, ემოციებზე ძალუმად
ბიძგება ან მოქაჩვა ნაკლებად შედეგიანი იყო ხოლმე, რადგან ამ
შემთხვევაში სამიზნე ხვდებოდა, რომ რაღაც ისე არ ხდებოდა. თუმ-
ცა ახლა ვინს უნდოდა, სტრაფს დანამდვილებით სცოდნოდა, რომ
ნისლქმნილი გოგო მას აკვირდებოდა.
ვინმა გაიღიმა. კალა ჩააქრო, შემდეგ დურალუმინი აანთო,
სტრაფის ემოციები უზარმაზარი ზეწოლით დათრგუნა და მასში რა-
იმეს შეგრძნების ყოველგვარი უნარი გააქრო. ამ იერიშის ზემოქმე-
დებით სტრაფის ჩრდილი წაბორძიკდა.
ვინს თითბერი მალე გამოელია, ისევ კალა აანთო და კარვის ტი-
ლოზე მოძრავ შავ ჩრდილებს დააკვირდა.
– ის ძლიერია, მამა, – თქვა ელენდმა, – ის უფრო ძლიერია,
ვიდრე ნებისმიერი ალომანტი, რომელსაც ოდესმე იცნობდი. მან
მბრძანებელი მოკლა. ის ჰათსინს გადარჩენილმა გაწვრთნა და თუ
მომკლავ, ის შენ მოგკლავს.
სტრაფი გასწორდა და კარავში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
ნაბიჯების ხმა გაისმა. ვინი შეტრიალდა, დაიხარა და ხანჯალი
შემართა.
ღამის ნისლში ნაცნობი ფიგურა იდგა.
– რატომ ვერასდროს გეპარები? – ხმადაბლა ჰკითხა ზეინმა.
392
ვინმა მხრები აიჩეჩა და ისევ კარვისკენ მიბრუნდა, მაგრამ ისე დად-
გა, რომ ზეინისთვისაც ედევნებინა თვალი. ზეინი მივიდა, გოგოს გვერ-
დით ჩაცუცქდა და ჩრდილებს მიაჩერდა.
– ეგ საფუძვლიან მუქარად ძნელად თუ ჩაითვლება, – ბოლოს და
ბოლოს თქვა სტრაფმა, – შენ უკვე მკვდარი იქნები. მოგკლავ იმ შემ-
თხვევაშიც კი, თუ შენი ნისლქმნილი ჩემამდე მოაღწევს.
– აჰ, მამა, ლუთადელისადმი შენი ინტერესის შესახებ ვცდებოდი.
თუმცა ჩემთან დაკავშირებით შენც შეცდი – ჩემთან დაკავშირებით შენ
ყოველთვის ცდებოდი. სიკვდილი არ მადარდებს, თუკი მეცოდინება,
რომ ეს ჩემს ხალხს უსაფრთხოებას მოუტანს.
– თუ მე აღარ ვიქნები, ქალაქს სეტი აიღებს, – თქვა სტრაფმა.
– ვფიქრობ, ჩემი ხალხი მას გაუმკლავდება. ბოლოს და ბოლოს, მი-
სი არმია უფრო მცირეა.
– ეს სისულელეა, – დაიღრინა სტრაფმა, თუმცა თავისი ჯარისკაცე-
ბისთვის მეტი ბრძანება აღარ მიუცია.
– მომკალი და შენც მოკვდები, – უთხრა ელენდმა, – და არა მარტო
შენ, არამედ შენი სარდლებიც, მეთაურებიც, ვალმდებლებიც კი. მას
ნაბრძანები აქვს, რომ ყველანი დაგხოცოთ.
ზეინმა ვინისკენ გადადგა ნაბიჯი. მის ფეხქვეშ, ბანაკის მიწაზე და-
ფენილ ლერწამს შრიალი გაუდიოდა.
– აჰ, – დაიჩურჩულა მან, – ჭკვიანურია. მნიშვნელობა არა აქვს
იმას, თუ რამდენად ძლიერია შენი მოწინააღმდეგე. ის იერიშზე ვერ
გადმოვა, თუ მისთვის ყელზე დანა გაქვს მიბჯენილი.
ზეინი კიდევ უფრო დაიხარა და ვინმა მას ამოხედა. მათი სახეები
ერთმანეთს ძალიან მიუახლოვდა. კაცმა ფაქიზ ნისლში თავი გააქნია
და უთხრა:
– მაგრამ ერთი ეს მითხარი, რატომ არის, რომ დანები მუდამ ჩვენ-
ნაირი ადამიანები უნდა იყვნენ?
კარავში სტრაფი სულ უფრო ღელავდა:

393
– ასე ძლიერი არავინაა, ბიჭო, ნისლქმნილიც კი. მან შეიძლება
ზოგიერთი სარდალი მომიკლას, მაგრამ ჩემამდე ვერასოდეს მო-
აღწევს. მეც მყავს ნისლქმნილი.
– ნუთუ? – ჰკითხა ელენდმა, – და რატომ არ მოკლა მან ვინი? იმი-
ტომ, რომ შეტევის ეშინია? თუ შენ მომკლავ, მამა, თუ შენ ჩემი ქალა-
ქისკენ დაიძვრები, მაშინ ის ჟლეტას დაიწყებს. ადამიანები ისე დაიხო-
ცებიან, როგორც პატიმრები იხოცებოდნენ შადრევნების წინ დას-
ჯის დღეს.
– მეგონა, ამბობდი, რომ ის ასეთ რამეებზე მაღლა იდგა, – წას-
ჩურჩულა ვინს ზეინმა, – ამტკიცებდი, რომ მისი იარაღი არ ხარ. ამ-
ბობდი, რომ ის მკვლელად არ გამოგიყენებდა...
ვინი უხერხულად შეიშმუშნა:
– ის ცრუობს, ზეინ. სინამდვილეში ასეთ რამეს არასდროს ჩაი-
დენს.
– ის ისეთი ალომანტია, რომლის მსგავსიც არასოდეს გინახავს,
მამა, – უთხრა სტრაფს ელენდმა, რომლის ხმასაც კარავი ახშობდა,
– მე მინახავს, სხვა ალომანტებს როგორ ებრძვის. ვერც ერთი მათ-
განი მას ვერც კი შეეხო.
– ეს მართალია? – ჰკითხა ზეინმა.
ვინი ერთხანს ჩუმად იყო. ელენდს ერთხელაც კი არ უნახავს, ის
ალომანტებს როგორ ებრძოდა.
– ერთხელ ნახა, ჯარისკაცებს როგორ ვებრძოდი და სხვა ალო-
მანტებთან ჩემი ბრძოლების შესახებ მოვუყევი.
– აჰ, – რბილად თქვა ზეინმა, – ანუ ეს მხოლოდ პატარა ტყუ-
ილია. როცა მეფე ხარ, ეს ბუნებრივია. ბევრი რამეა ბუნებრივი. ერ-
თი ადამიანის გამოყენება იმისთვის, რომ მთელი სამეფო გადაარ-
ჩინო? ასეთ საფასურს რომელი წინამძღოლი არ გაიღებდა? შენი
თავისუფლება მისი გამარჯვების სანაცვლოდ.
– ის მე არ მიყენებს, – თქვა ვინმა.
ზეინი წამოდგა. ვინი ოდნავ მიბრუნდა და თვალი გააყოლა ნის-
ლში მიმავალს; კაცმა კარვებს, ჩირაღდნებსა და ჯარისკაცებს ჩაუ-
394
არა. მერე შორიახლო შეჩერდა და ზევით აიხედა. კარვისა და ჩირაღ-
დნების შუქის მიუხედავად, ბანაკს ნისლი დაჰპატრონებოდა. ნისლი
მათ გარშემო ბრუნავდა. ნისლიდან ჩირაღდნებისა და კოცონების შუქი
ძლივს აღწევდა. ეს სინათლე მინავლული ნაკვერჩხლების ნათებას
ჰგავდა.
– რას ნიშნავს ეს მისთვის? – ხმადაბლა თქვა ზეინმა და გარშემო
ხელი შემოატარა, – ოდესმე შეძლებს, რომ ნისლს გაუგოს? ოდესმე
შენ გაგიგებს?
– მას ვუყვარვარ, – მიუგო ვინმა და მზერა ისევ ჩრდილებს მიაპ-
ყრო. ერთხანს ორივე დუმდა. აშკარა იყო, სტრაფი ელენდის მუქარას
წონიდა.
– მას შენ უყვარხარ, თუ ის მოსწონს, რომ გფლობს? – ჰკითხა ზეინ-
მა.
– ელენდი ასეთი არ არის, – მიუგო ვინმა, – ის კარგი კაცია.
– კარგია თუ არა, შენ მას არ ჰგავხარ, – უთხრა ზეინმა და მისი ხმა
ვინის კალით გაძლიერებული სმენისთვის ნისლში ექოსავით გაისმა, –
შეუძლია, გაიგოს, რას ნიშნავს, იყო ერთ-ერთი ჩვენგანი? შეუძლია
ისეთი რამეები იცოდეს, რაც ჩვენ ვიცით? რაც ჩვენ გვიყვარს, ის აღელ-
ვებს? ოდესმე უნახავს ეს ყველაფერი?
ზეინმა ზევით მიანიშნა, ცისკენ. ნისლის მიღმა, ცაში კაშკაშებდა
ციცქნა ნაპერწკლების მსგავსი შუქები – ვარსკვლავები, რომლებიც
ჩვეულებრივი თვალისთვის უხილავი იყო. ნისლის განჭვრეტა და მათი
დანახვა მხოლოდ იმ ადამიანს შეეძლო, ვინც კალას წვავდა.
ვინს ის დრო გაახსენდა, როცა კელსიერმა ისინი პირველად აჩვენა.
გაახსენდა, როგორი გაოგნებული იყო იმით, რომ მთელი ამ დროის
განმავლობაში ვარსკვლავები იქ იყო და ნისლის მიღმა უხილავი რჩე-
ბოდა...
ზეინი ისევ მაღლა მიუთითებდა.
– ო, მბრძანებელო! – ჩაიჩურჩულა ვინმა და კარავს ოდნავ მოშორ-
და. მბრუნავი ნისლის მიღმა, კარვის შუქზე ის ზეინის მკლავზე რაღაცას
ხედავდა. კანი დაფარული იყო წვრილი, თეთრი ხაზებით – იარებით.
395
ზეინმა ეს მკლავი მაშინვე დაუშვა და იარები სახელოში დამალა.
– შენ ჰათსინის მაღაროებში იყავი, – ჩუმად თქვა ვინმა, – როგორც
კელსიერი.
ზეინმა გვერდზე გაიხედა.
– ვწუხვარ, – უთხრა ვინმა.
ზეინი შებრუნდა და სიბნელეში გაიღიმა. ეს მტკიცე, თვითდაჯე-
რებული ღიმილი იყო. მერე ნაბიჯი წინ გადადგა.
– მესმის შენი, ვინ.
ამის შემდეგ გოგოს ოდნავ დაუკრა თავი, ისკუპა და ნისლში გა-
უჩინარდა.
ოთახში სტრაფი ელენდს ეუბნებოდა:
– წადი. აქედან წადი.
ეტლი გაგორდა.
სტრაფი თავისი კარვის წინ იდგა და ნისლს არად აგდებდა. ჯერ
კიდევ გაოგნებული იყო.
"წასვლის საშუალება მივეცი. რატომ მივეცი წასვლის საშუალე-
ბა?" – ფიქრობდა იგი.
თუმცა ახლაც კი გრძნობდა ვინის შეხებას. ერთ ემოციას მეორე
მოსდევდა და ეს მის შიგნით მობობოქრე ავბედით ქარიშხალს ჰგავ-
და. შემდეგ კი... არაფერი. თითქოს მის სულს უზარმაზარი ხელი წა-
ეტანა, მტკივნეულად მოუჭირა და დაიმორჩილა. ეს ისეთი შეგრძნე-
ბა იყო, როგორიც, მისი აზრით, სიკვდილი უნდა ყოფილიყო. ვერც
ერთი ალომანტი ასეთი ძლიერი ვერ იქნებოდა.
"ზეინი მოწიწებით ახსენებს მას", – გაიფიქრა სტრაფმა, – "და
ყველა ამბობს, რომ მბრძანებელი მან მოკლა. იმ პატარა არსებამ.
ეს შეუძლებელია".
ეს შეუძლებელი ჩანდა და ისიც აშკარა იყო, რომ ვინს უნდოდა,
ეს სწორედ ასე წარმოჩენილიყო.
ყველაფერი ხომ კარგად მიდიოდა. ზეინის ჯაშუში კანდრას მიერ
მოწოდებული ცნობა ზუსტი იყო: ელენდი მართლაც ცდილობდა,
ალიანსი შეეკრა. საშიში ის იყო, რომ შეიძლებოდა, სტრაფი ამაზე
396
წასულიყო, რადგან ეფიქრა, რომ ელენდი უმნიშვნელო ვინმე იყო, ჯა-
შუშს რომ გაფრთხილება არ გამოეგზავნა. და ამ გაფრთხილების მი-
უხედავად, ელენდმა მამა მაინც დაჯაბნა.
"ის გოგო ისეთი ძლიერი იყო..." – გაიფიქრა სტრაფმა.
შავით მოსილი ფიგურა ნისლიდან გამოვიდა და სტრაფთან მივიდა.
– ისეთი იერი გაქვს, თითქოს აჩრდილი დაინახე, მამა, – ღიმილით
უთხრა ზეინმა, – ეს შენი აჩრდილი ხომ არ იყო?
– იქ ვინმე სხვაც ხომ არ იყო, ზეინ? – ჰკითხა სტრაფმა, რომელიც
მეტისმეტად შეძრული იყო იმისთვის, რომ გამჭრიახობა გამოეჩინა, –
იქნებ ორი ნისლქმნილი იყო. იქნებ მას ვინმე ეხმარებოდა?
ზეინმა თავი გააქნია.
– არა. ის მართლა ასე ძლიერია, – უთხრა და შებრუნდა, რათა ისევ
ნისლს შერეოდა.
– ზეინ! – მკვახედ გასძახა სტრაფმა და შეაჩერა, – გეგმები უნდა
შევცვალოთ. მინდა, რომ შენ ის გოგო მოკლა.
ზეინი შებრუნდა:
– მაგრამ...
– ის ძალიან სახიფათოა. გარდა ამისა, ჩვენ ის ცნობა უკვე გვაქვს,
რაც მისგან უნდა მიგვეღო. მათ ატიუმი არა აქვთ.
– მათი გჯერა? – ჰკითხა ზეინმა.
სტრაფი გაჩუმდა. ამ საღამოს მას, ფაქტობრივად, ცნობიერება და-
აკარგვინეს, ამიტომ სტრაფი არ აპირებდა, რამე დაეჯერებინა იქიდან,
რაც ეგონა, რომ გაიგო.
– არა, – გადაჭრით თქვა მან, – მაგრამ ჩვენ ამას სხვა გზით გავარ-
კვევთ. მინდა, რომ ის გოგო მოკვდეს, ზეინ.
– ანუ ქალაქს მართლა შევუტევთ?
სტრაფმა ლამის მაშინვე გასცა ბრძანება, რომ მისი ჯარი დილის იე-
რიშისთვის მომზადებულიყო. წინასწარმა შეტევამ კარგად ჩაიარა და
აჩვენა, რომ ქალაქის დამცველები დიდად შთამბეჭდავნი არ იყვნენ.
სტრაფს შეეძლო, კედელი აეღო და მერე სეტის წინააღმდეგ გაელაშ-
ქრა.
397
თუმცა იმან, რაც ელენდმა წასვლის წინ თქვა, სტრაფი შეაჩერა:
"თუ შენს ჯარს ჩემი ქალაქის წინააღმდეგ გამოგზავნი, მამა, მაშინ
მოკვდები. შენ მისი ძალა იგრძენი. უკვე იცი, რისი მაქნისიცაა. შეგიძ-
ლია, დაიმალო. შეიძლება, ჩემი ქალაქიც კი აიღო, მაგრამ ის გიპოვის
და მოგკლავს. მხოლოდ ერთი გზა გაქვს. უნდა დაიცადო. შეგატყო-
ბინებ, როცა ჩემი ჯარი მზად იქნება იმისთვის, რომ სეტს შევუტიოთ.
როგორც ეს უკვე ვთქვი, მას ერთად შევუტევთ".
სტრაფი ამაზე დამოკიდებული ვერ იქნებოდა. ეს ბიჭი შეიცვალა
– როგორღაც ძლიერი გახდა. თუ მამა-შვილი ერთად მიიტანდა
სეტზე იერიშს, მაშინ სტრაფს წარმოდგენა არ ექნებოდა, თუ რამდე-
ნად მალე უღალატებდნენ; იგი ვერც ლუთადელს შეუტევდა, სანამ
ის გოგო ცოცხალი იქნებოდა. სტრაფი ამას ვეღარ იზამდა მას შემ-
დეგ, რაც მისი ძალა უკვე იცოდა; მას შემდეგ, რაც საკუთარ ემოცი-
ებზე მისი შეხება იგრძნო.
– არა, – ბოლოს და ბოლოს, უპასუხა ზეინის კითხვას, – ქალაქს
არ შევუტევთ მანამ, სანამ იმ გოგოს არ მოკლავ.
– ეგ შეიძლება უფრო ძნელი იყოს, ვიდრე ამბობ, მამა, – მიუგო
ზეინმა, – დახმარება დამჭირდება.
– რა დახმარება?
– დამრტყმელი გუნდი. ალომანტები, რომელთა აღმოჩენაც შე-
უძლებელია.
ზეინი განსაკუთრებულ გუნდზე ლაპარაკობდა. ალომანტების
უმეტესობის ვინაობის დადგენა, მათი კეთილშობილური წარმოშო-
ბის გამო, ადვილი იყო, თუმცა სტრაფს განსაკუთრებულებზე მიუწ-
ვდებოდა ხელი. არსებობდა მიზეზი, რის გამოც მას ამდენი საყვარე-
ლი ჰყავდა, ათობით საყვარელი. ზოგი კი ამას მხოლოდ სტრაფის
ვნებიანობას მიაწერდა. თუმცა ასე სულაც არ იყო. ბევრი საყვარე-
ლი ბევრ შვილს ნიშნავდა, ხოლო ისეთი დიადი კეთილშობილის –
როგორიც თავად იყო – შტოდან დაბადებული ბევრი შვილი ბევრ
ალომანტს უდრიდა. სტრაფმა მხოლოდ ერთი ნისლქმნილი წარ-
მოშვა, მაგრამ მას ბევრი ნისლელი ჰყავდა.
398
– ეგ შესრულდება, – მიუგო სტრაფმა.
– შეიძლება, ისინი ამ შეტაკებას ვერ გადაურჩნენ, მამა, – გააფ-
რთხილა ზეინმა, რომელიც ისევ ნისლში იდგა.
საშინელი შეგრძნება ისევ დაბრუნდა. არარაობის განცდა. ის საში-
ნელი ცოდნა, რომ ვიღაც სხვა მის ემოციებს სრულად და ყველა მხრი-
დან აკონტროლებდა. მასზე ამხელა ძალაუფლება არავის უნდა ჰქონო-
და, მით უმეტეს, ელენდს.
"ის ახლა მკვდარი უნდა იყოს. ელენდი პირდაპირ ჩემთან მოვიდა.
მე კი გავუშვი", – გაიფიქრა მან.
– ის გოგო თავიდან მოიშორე, – თქვა სტრაფმა, – ყველაფერი გა-
აკეთე, რაც საჭირო იქნება, ზეინ, ყველაფერი.
ზეინმა თავი დაუქნია, შემდეგ კი თვითკმაყოფილი ნაბიჯით გაეშუ-
რა.
სტრაფი თავის კარავში დაბრუნდა და ისევ ჰოსელი მოახმობინა. ის
ელენდის გოგოს საკმაოდ ჰგავდა. სტრაფისთვის კარგი იქნებოდა, თუ-
კი თავს შეახსენებდა, რომ ვითარებას მეტწილად თავად მართავდა.
ელენდი კარეტაში გადაწვა. ცოტა გაოგნებული იყო.
"ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ!" – გაიფიქრა აღელვებულმა, – "მე ეს გა-
მომივიდა! სტრაფი დავარწმუნე, რომ ქალაქს თავი დაანებოს".
დროებით მაინც ასე იქნებოდა. ლუთადელის უსაფრთხოება იმაზე
იყო დამოკიდებული, რომ სტრაფს ვინისი შემდგომშიც შინებოდა, მაგ-
რამ... მერე რა? ელენდისთვის ნებისმიერ გამარჯვებას უდიდესი მნიშ-
ვნელობა ჰქონდა. თავისი ხალხი არ დააღალატა. მათი მეფე იყო და
მისმა გეგმამ – მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გიჟური ჩანდა იგი –
გაამართლა. საკუთარ თავზე პატარა გვირგვინი უკვე ისე მძიმედ აღარ
ეჩვენებოდა, როგორც ადრე.
ვინი მის პირდაპირ იჯდა და სულაც არ გამოიყურებოდა ისეთი კმა-
ყოფილი, როგორიც უნდა ყოფილიყო.
– ჩვენ ეს გამოგვივიდა, ვინ! – უთხრა ელენდმა, – ეს ის არ იყო, რა-
საც ვგეგმავდით, მაგრამ გამოვიდა. ახლა სტრაფი ქალაქზე შეტევას
ვეღარ გაბედავს.
399
ვინმა თავი უხმოდ დაუქნია.
ელენდი მოიღუშა:
– შენი წყალობით ქალაქი უსაფრთხოდ იქნება. იცი ეს, ხომ ასეა? იქ
შენ რომ არ ყოფილიყავი... თუმცა, რა თქმა უნდა, შენ რომ არ ყო-
ფილიყავი, მთელი უკანასკნელი იმპერია ჯერ კიდევ დამონებული
იქნებოდა.
– იმიტომ, რომ მე მოვკალი მბრძანებელი, – თქვა სწრაფად.
ელენდმა თავი დაუქნია.
– მაგრამ ეს კელსიერის გეგმა იყო – გუნდის წევრების უნარები,
ხალხის ნების ძალა – რამაც იმპერია გაათავისუფლა. მე, უბრა-
ლოდ, დანა მეჭირა.
– ამაზე ისე ლაპარაკობ, როგორც ჩვეულებრივ რამეზე, ვინ, –
თქვა ელენდმა, – ეს ასე არაა! შენ შესანიშნავი ალომანტი ხარ. ჰამი
ამბობს, უკვე არასამართლიან ბრძოლაშიც კი ვეღარ დავამარცხე-
ბო; სასახლეს დაქირავებული მკვლელებისგან შენ იცავ. მთელ უკა-
ნასკნელ იმპერიაში შენნაირი არავინაა!
უცნაური იყო, მაგრამ ელენდის სიტყვებმა ვინი აიძულა, კარე-
ტის კუთხეში კიდევ უფრო შეყუჟულიყო. გოგო შებრუნდა და ფან-
ჯრიდან გაიხედა, ნისლში თვალი გაუშტერდა.
– მადლობა, – რბილად თქვა მან.
ელენდმა წარბი შეიჭმუხნა: "ყოველ ჯერზე, როცა ვფიქრობ
ხოლმე, რომ უკვე ვხვდები, მის თავში რაც ხდება, ის..." – კაცი ვი-
ნისკენ მიიწია და ხელი მოხვია.
– ვინ, რა ხდება?
გოგო ჩუმად იყო, ბოლოს კი თავი გააქნია და ნაძალადევად გა-
იღიმა.
– არაფერი, ელენდ. შენ მართლაც აღფრთოვანებული უნდა
იყო. იქ ბრწყინვალედ გეჭირა თავი. მეეჭვება, თვით კელსიერსაც კი
მოეხერხებინა სტრაფის ასე პირწმინდად გაცუცურაკება.
ელენდმა გაიღიმა და ვინი კიდევ უფრო მაგრად მიიკრა. კაცს
მოუთმენლობა დაეუფლა, როცა კარეტა ბნელ ქალაქამდე მიგორ-
400
და. კალის კარიბჭე თითქოს ყოყმანით გაიღო და ელენდმა მის შიგნით
მდგომი ადამიანების ჯგუფი შეამჩნია. ჰამს ნისლში სანათი მაღლა ეჭი-
რა.
ელენდი ეტლის გაჩერებას არ დაელოდა, კარი გააღო და მანამ ჩა-
მოხტა, სანამ იგი გასაჩერებელ ადგილამდე მიგორდებოდა. მის მე-
გობრებს სიხარულის ღიმილმა გადაუარა. კარიბჭე ჭრიალით დაიხუ-
რა.
– ამან გაამართლა? – ყოყმანით ჰკითხა ჰამმა, როცა ელენდი მიუ-
ახლოვდა, – გამოგივიდა?
– მგონი, – ღიმილით მიუგო ელენდმა და ჰამს, ბრიზს, დოკსონსა
და სპუკს ხელი ჩამოართვა. ორსეურიც კი იქ იყო. კარეტასთან მიძუნ-
ძულდა და ვინს ელოდა, – თავდაპირველმა მონახაზმა არ გაამართლა.
მამაჩემი ალიანსზე არ წამოეგო, მაგრამ მერე ვუთხარი, რომ მოვ-
კლავდი!
– მოიცა, მაგან როგორ გაამართლა? – ჰკითხა ჰამმა.
– ჩვენ ერთ-ერთი უდიდესი ძალა გამოგვრჩა მხედველობიდან, მე-
გობრებო, – თქვა ელენდმა, როცა ვინი კარეტიდან ჩამოვიდა. ელენდი
შებრუნდა და მისკენ ხელი გაიქნია, – ჩვენ ისეთი იარაღი გვყავს, რა-
საც ისინი ვერაფერს დაუპირისპირებენ! სტრაფი იმას მოელოდა, რომ
იქ სახვეწნად მივედი და მზად იყო, ეს მდგომარეობა ემართა, თუმცა
როცა ვახსენე, რა დაემართებოდათ მას და მის არმიას, თუ ვინი გაბ-
რაზდებოდა...
– ჩემო კარგო, – უთხრა ბრიზმა, – შენ უკანასკნელი იმპერიის ყვე-
ლაზე ძლიერი მეფის ბანაკში მიხვედი და დაემუქრე?
– კი, ასეა.
– შესანიშნავია!
– ვიცი! – მიუგო ელენდმა, – მამაჩემს ვუთხარი, რომ მისი ბანაკი-
დან უნდა გავეშვი და ლუთადელისთვის თავი უნდა დაენებებინა, თო-
რემ მას და მის ყველა სარდალს ვინს დავახოცინებდი.
ელენდმა ვინს ხელი გადახვია. გოგომ იქ შეკრებილებს გაუღიმა,
მაგრამ ელენდი ხვდებოდა, რომ მას ჯერ კიდევ რაღაც აწუხებდა.
401
"ის ფიქრობს, რომ კარგად არ ვიმუშავე", – გააცნობიერა ელენ-
დმა, – "ის სტრაფის გაცუცურაკების უკეთეს გზას ხედავდა, მაგრამ
არ უნდა, რომ მონდომება წამიხდინოს".
– როგორც ვხვდები, ახალი მეფე აღარ დაგვჭირდება, – ღიმი-
ლით თქვა სპუკმა, – მე კი უკვე ვაპირებდი, ამ საქმისთვის ხელი მო-
მეკიდა...
ელენდს გაეცინა.
– უახლოეს მომავალში სულაც არ ვაპირებ, ეს ადგილი გავათა-
ვისუფლო. ჩვენს ხალხს გავაგებინებთ, რომ სტრაფი დაშინებულია,
თუნდაც დროებით. წესით ამან სულისკვეთება ცოტა მაინც უნდა აა-
მაღლოს. შემდეგ კი ასამბლეას მივხედავთ. იმედია, დაადგენენ,
რომ მანამ დამელოდონ, სანამ სეტსაც ისევე შევხვდები, როგორც
ახლახან სტრაფს შევხვდი.
– სასახლეში ეს ამბავი აღვნიშნოთ? – ჰკითხა ბრიზმა, – თუ გა-
ვითვალისწინებთ, ნისლი როგორ არ მიყვარს, ვეჭვობ, ეს ამ საკით-
ხების განსახილველად შესაფერისი ადგილი იყოს.
ელენდმა მას ზურგზე ხელი მოუთათუნა და თავი დაუქნია. ჰამი
და დოკსონი ელენდსა და ვინს შეუერთდნენ, დანარჩენები კი იმ კა-
რეტისკენ გაეშურნენ, რომლითაც მოვიდნენ. ელენდმა დოკსონს
უცნაურად შეხედა, როცა ის კარეტაში შევიდა. როგორც წესი, დოკ-
სონი სხვა ეტლს ირჩევდა ხოლმე – იმას, რომელშიც ელენდი არ იჯ-
და.
– პატიოსნად რომ გითხრა, ელენდ, – უთხრა ჰამმა, როცა მოკა-
ლათდა, – მე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. იმაზეც კი ვფიქრობდი, რომ
იმ ბანაკზე თავდასხმა მოგვიწევდა, რათა იქიდან გამოგვეყვანეთ.
ელენდმა გაიღიმა და დოკსონს გახედა, რომელიც მაშინ დაჯდა,
როცა კარეტა დაიძრა. მან ჩანთა გახსნა და დაბეჭდილი კონვერტი
ამოიღო. მერე აიხედა და ელენდს მზერა შეაგება.
– ეს ცოტა ხნის წინ ასამბლეის წევრებისგან მოვიდა, თქვენო
უდიდებულესობავ.

402
ელენდი ერთხანს დუმდა, შემდეგ კონვერტი გამოართვა და ბეჭედი
გატეხა.
– ეს რა არის?
– ზუსტად არ ვიცი, – მიუგო დოკსონმა, – მაგრამ... ჭორებმა
ჩემს ყურამდე უკვე მოაღწია.
ვინი გადაიხარა და ელენდის მხარს მიღმა კითხვა დაიწყო, სანამ კა-
ცი ფურცელს ათვალიერებდა:
"თქვენო უდიდებულესობავ,
ეს წერილი ადასტურებს, რომ ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით
უნდობლობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. ვაფასებთ იმ
ღვაწლს, რაც ქალაქის სასარგებლოდ გაწიეთ, მაგრამ მიმდინარე
მდგომარეობა სხვა სახის ხელმძღვანელობას მოითხოვს, რაც თქვენი
უდიდებულესობის ძალებს აღემატება. ჩვენ ეს ნაბიჯი ყოველგვარი
მტრული დამოკიდებულების გარეშე, მხოლოდ საჭიროების გამო გა-
დავდგით. სხვა გზას ვერ ვხედავთ და ლუთადელის საკეთილდღეოდ
უნდა ვიმოქმედოთ. ვწუხვართ, იმის გამო, რომ იძულებულები ვართ,
ამის შესახებ წერილით შეგატყობინოთ".
ამ წერილს ასამბლეის ოცდასამივე წევრი აწერდა ხელს. გაოგნე-
ბულმა ელენდმა ფურცელი დაბლა დაუშვა.
– რა მოხდა? – ჰკითხა ჰამმა.
– მე სულ ახლახან გადამაყენეს, – ხმადაბლა მიუგო ელენდმა.
მეორე ნაწილის დასასრული

მესამე ნაწილი - მეფე


ზურგს უკან ნანგრევები მოიტოვა, მაგრამ ეს დავიწყებას მიეცა. სა-
მეფოები შექმნა და მერე ისევ დალეწა, როდესაც მსოფლიო ხელახლა
გახდა შესაქმნელი.

28
– მოდი, ვნახოთ, სწორად გავიგე თუ არა, – მშვიდად და თავდაჭე-
რილად თქვა ტინდუილმა, თუმცა გაჯგიმული იდგა და უკმაყოფილო
403
იყო, – ანუ ამ სამეფოს კოდექსში არსებობს ისეთი პუნქტი, რომე-
ლიც ასამბლეას მეფის გადაყენების უფლებას აძლევს?
ელენდი ნირწამხდარი იდგა.
– დიახ.
– და ეს კანონი თქვენ დაწერეთ? – ჰკითხა ტინდუილმა.
– მეტი წილი, – აღიარა ელენდმა.
– ანუ საკუთარ კანონში ჩაწერეთ გზა, რომლითაც თქვენ გადა-
ყენებას შეძლებდნენ? – ჩაეკითხა ტინდუილი.
გუნდი – ისინი, ვინც კარეტას დახვდნენ, ასევე კლაბსი, ტინდუი-
ლი და კაპიტანი დემოქსი – ელენდის ოთახში იყო შეკრებილი. სკა-
მი ყველას არ შეხვდა, ამიტომ ვინი ელენდის წიგნების დასტაზე იჯ-
და. ხმას არ იღებდა. ტანსაცმელი სწრაფად გამოიცვალა და ისევ
თავისი შარვალ-პერანგი ეცვა. ტინდუილი და ელენდი იდგნენ, და-
ნარჩენები კი ისხდნენ. ბრიზი გაბღენძილი იჯდა, ჰამი – მოდუნებუ-
ლი, უკან გადახრილი სპუკი კი ცდილობდა, ორ ფეხზე შეყენებული
სკამით წონასწორობა შეენარჩუნებინა.
– ეს პუნქტი განზრახ ჩავწერე, – თქვა ელენდმა, რომელიც ოთა-
ხის ერთ-ერთ კედელთან იდგა, ცალი ხელით დიდ, ვიტრაჟულ მინას
ეყრდნობოდა და მის მუქ ნაჭრებს ასცქეროდა, – ეს მიწა მჩაგვრე-
ლი მმართველის ზეწოლის ქვეშ ათასი წელი თრთოდა. ამ დროის
განმავლობაში ფილოსოფოსები და მოაზროვნეები ოცნებობდნენ
ისეთ მმართველობაზე, რომ ცუდი ხელმძღვანელი სისხლისღვრის
გარეშე გადაეყენებინათ. ტახტი მოულოდნელად განვითარებული
მოვლენების შედეგად მერგო, ამიტომ ვფიქრობ, სწორი არ იქნებო-
და, თუკი ჩემს ან ჩემი მემკვიდრეების ნებას ხალხს თავს მოვახვევ-
დი. მინდოდა, ისეთი მმართველობისთვის ჩამეყარა საფუძველი,
რომ მონარქები ქვეშევრდომების წინაშე პასუხისმგებელნი ყოფი-
ლიყვნენ.
"ზოგჯერ იმ წიგნებივით ლაპარაკობს, რომლებსაც კითხუ-
ლობს", – გაიფიქრა ვინმა, – "არა როგორც ჩვეულებრივი ადამი-
ანი... არამედ როგორც წიგნების გვერდებზე აღბეჭდილი სიტყვები".
404
გოგოს ისევ ზეინის ნათქვამი გაახსენდა. თითქოს თავში მისი ჩურ-
ჩული ესმოდა: "შენ მას არ ჰგავხარ". ვინმა ეს ფიქრები განდევნა.
– პატივისცემის მიუხედავად, თქვენო უდიდებულესობავ, ეს ერთ-
ერთი ყველაზე უფრო სულელური რამ უნდა იყოს, რაც კი შეიძლება,
წინამძღოლმა ქნას, – თქვა ტინდუილმა.
– ეს სამეფოს კეთილდღეობისთვის იყო, – მიუგო ელენდმა.
– ეს სრული უგუნურებაა, – კბილებში გამოცრა ტინდუილმა, – მეფე
საკუთარ თავს სხვა მმართველი ორგანოს ხუშტურებს არ უქვემდება-
რებს. ის ხალხისთვის იმიტომაა ფასეული, რომ აბსოლუტურ ავტორი-
ტეტს წარმოადგენს!
ვინს ასე დამწუხრებული ელენდი იშვიათად ენახა და მოიბუზა, რო-
ცა კაცის თვალებში სევდა შენიშნა, თუმცა გოგო სხვა მხრივ ბედნიე-
რად გრძნობდა თავს. ელენდი მეფე აღარ იყო. იქნებ ახლა მისი მოკ-
ვლა ასე მონდომებით აღარ ეცადათ. იქნებ კვლავ უბრალო ელენდი
გამხდარიყო და აქედან წასულიყვნენ. ისეთ ადგილას წასულიყვნენ,
სადაც ასეთი დაძაბული ცხოვრება არ ექნებოდათ.
– ყველაფრის მიუხედავად, – გაისმა ჩაჩუმებულ ოთახში დოკსონის
ხმა, – რაღაც უნდა ვიღონოთ. ახლა რაღა აზრი აქვს იმ გადაწყვეტილე-
ბების სისწორეზე ლაპარაკს, რომლებიც უკვე წარსულს ჩაბარდა.
– გეთანხმები, – თქვა ჰამმა, – ანუ ასამბლეამ სცადა, რომ მოგიშო-
როს. რას ვაპირებთ ჩვენ?
– აშკარაა, რომ მათ თავიანთ ჭკუაზე სიარულის ნებას ვერ მივცემთ,
– თქვა ბრიზმა, – ხალხმა ხომ მმართველობა სულ რაღაც ერთი წლის
წინ დაამხო! ვფიქრობ, ასეთი ჩვევის დამკვიდრება ცუდია.
– პასუხი უნდა მოვამზადოთ, თქვენო უდიდებულესობავ, – თქვა
დოკსონმა, – რაღაც ისეთი, რაც ამ მოღალატურ ნაბიჯს გააბათილებს,
რომელიც მაშინ გადადგეს, როცა ქალაქის კეთილდღეობისთვის მო-
ლაპარაკებებს აწარმოებდით. ახლა, როცა უკან ვიყურები, ვხედავ,
რომ ეს შეხვედრა ისე მოაწყვეს, დასწრებისა და თავის დაცვის საშუა-
ლება არ გქონოდათ.
ელენდმა თავი დაუქნია. ის კვლავ მუქ მინას ასცქეროდა:
405
– იქნებ საჭირო აღარაა, რომ თქვენი უდიდებულესობით მომ-
მართო, დოკს.
– სისულელეა, – თქვა ტინდუილმა, რომელიც წიგნების კარადის
გვერდით გულზე ხელებდაკრეფილი იდგა, – ჯერ კიდევ მეფე ხართ.
– ხალხის ნდობა დავკარგე, – მიუგო ელენდმა.
– ჰო, – თქვა კლაბსმა, – მაგრამ ჩემი ჯარის ნდობა ჯერ კიდევ
გაქვს. ეს კი მეფედ გაქცევს, მიუხედავად იმისა, ასამბლეა რას იტ-
ყვის.
– ზუსტად ასეა, – მიუგო ტინდუილმა, – სულელური კანონები
იქით იყოს და ჯერ კიდევ გაქვთ ძალაუფლება. საომარი კანონი უნ-
და გავამკაცროთ და ქალაქში მოძრაობა შევზღუდოთ. საკვანძო
წერტილების მართვა ხელში აიღეთ და ასამბლეის წევრების რა-
ოდენობა შეამცირეთ, რათა მტრებმა თქვენ წინააღმდეგ ამბოხის
წამოწყება ვერ მოახერხონ.
– სანამ გათენდება, ქუჩებში ჩემს ხალხს გავიყვან, – თქვა კლაბ-
სმა.
– არა, – ხმადაბლა თქვა ელენდმა.
სიჩუმე ჩამოვარდა.
– აბა, თქვენო უდიდებულესობავ? – ჰკითხა დოკსონმა, – ეს
მართლაც საუკეთესო სვლაა. ამ დაჯგუფებას ნებას ვერ მივცემთ,
ძალა მოიკრიბოს.
– ეს დაჯგუფება არაა, დოკს, – მიუგო ელენდმა, – ეს ასამბლეა
ხომ არჩეული წარმომადგენლებისგან შედგება.
– ეს ის ასამბლეაა, რომელიც თვითონ ჩამოაყალიბე, ჩემო კარ-
გო, – უთხრა ბრიზმა, – მათ ძალაუფლება იმიტომ აქვთ, რომ თავად
უბოძე.
– მათ ამ ძალაუფლებას კანონი აძლევს, ბრიზ, – მიუგო ელენ-
დმა, – და ყველანი ამ კანონს ვემორჩილებით.
– სისულელეა, – წამოიძახა ტინდუილმა, – მეფე ხართ და
თქვენს სიტყვას კანონის ძალა აქვს. როგორც კი ქალაქის უსაფ-
რთხოებას უზრუნველვყოფთ, შეგეძლებათ, ასამბლეა მოიწვიოთ
406
და მის წევრებს აუხსნათ, რომ მათი მხარდაჭერა გჭირდებათ. ისინი,
ვინც თანახმანი არ იქნებიან, შეგვიძლია, კრიზისის დასრულებამდე
შევიპყროთ.
– არა, – ცოტა უფრო მტკიცედ თქვა ელენდმა, – ჩვენ ასეთ რამეებს
არ ვიზამთ.
– ანუ სულ ესაა? – ჰკითხა ჰამმა, – ნებდები?
– სულაც არ ვნებდები, ჰამ, – მიუგო ელენდმა, რომელიც, ბოლოს
და ბოლოს, მათკენ შებრუნდა და შეხედა, – მაგრამ ასამბლეაზე ზეწო-
ლისთვის ქალაქის ჯარის გამოყენებას არ ვაპირებ.
– ტახტს დაკარგავ, – გააფრთხილა ბრიზმა.
– დაიჯერე, ელენდ, – თავის ქნევით უთხრა ჰამმა.
– საკუთარ კანონებთან დაკავშირებით გამონაკლისს არ დავუშვებ!
– განაცხადა ელენდმა.
– ნუ სულელობთ, – მიუგო ტინდუილმა, – თქვენ უნდა...
– ტინდუილ, ჩემს იდეებზე რაც გინდა ის თქვი, მაგრამ სულელი
აღარ მიწოდო. თავს არ დავიმცრობ იმის გამო, რომ ჩემს აზრს გამოვ-
თქვამ! – უთხრა ელენდმა.
ტინდუილი ერთხანს დუმდა, პირი ოდნავ ღია ჰქონდა. შემდეგ ტუჩე-
ბი მოკუმა და დაჯდა. ვინს კმაყოფილება დაეუფლა და ღიმილით გა-
იფიქრა: "ის ხომ შენ გაწვრთენი, ტინდუილ. განა შეგიძლია, უსაყვედუ-
რო, თუკი წინ აღგიდგება?"
ელენდმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ხელებით მაგიდას დაეყ-
რდნო და თანაგუნდელებს შეხედა:
– ჰო, მათ პასუხს გავცემთ. დოკს, წერილი დაწერე და ასამბლეას
გადაეცი, რომ თავს იმედგაცრუებულად და დაღალატებულად
ვგრძნობთ, სტრაფთან ჩვენი წარმატების შესახებაც შეატყობინე და და-
ნაშაულის შეგრძნება იმდენად გაუღვივე, რამდენადაც ეს შესაძლებე-
ლი იქნება. დანარჩენები გეგმებს დავაწყობთ. ტახტს უკან დავიბრუ-
ნებთ. როგორც გითხარით, კანონი ვიცი. ჩემი დაწერილია. ამასთან გა-
სამკლავებელი გზები არსებობს, თუმცა ამ გზებში ქალაქის უსაფ-
რთხოების შესანარჩუნებლად ჩვენი ჯარის გამოყენება არ შედის. იმ
407
ტირანებს არ დავემსგავსები, რომლებიც ახლა ლუთადელს გვეცი-
ლებიან! ხალხს ჩემს ნებას თავს არ მოვახვევ, იმ შემთხვევაშიც კი,
თუ მეცოდინება, რომ ეს მათთვის საუკეთესო გზა იქნება.
– თქვენო უდიდებულესობავ, – ფრთხილად თქვა ტინდუილმა, –
ქაოსის დროს საკუთარი ძალაუფლების დაცვაში ამორალური არა-
ფერია. ასეთ დროს ხალხი არაგონივრულად მოქმედებს ხოლმე. ეს
იმის ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ სჭირდებათ ძლიერი წინამძღო-
ლი. მათ თქვენ სჭირდებით.
– ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ეს თავად უნდათ,
ტინდუილ, – მიუგო ელენდმა.
– მომიტევეთ, თქვენო უდიდებულესობავ, – მიმართა ტინდუილ-
მა, – მაგრამ ეს განცხადება, ცოტა არ იყოს, გულუბრყვილოდ მეჩ-
ვენება.
ელენდმა გაიღიმა:
– შესაძლოა, ასეცაა. შეგიძლია, ჩემი სამოსი და თავდაჭერა
შეცვალო, მაგრამ ჩემს არსს ვერ შეცვლი. იმას ვიზამ, რაც სწორად
მიმაჩნია, რაც იმასაც მოიცავს, რომ ასამბლეას ნებას მივცემ, გადა-
მაყენონ, თუ მათი არჩევანი ასეთია.
ტინდუილი მოიღუშა.
– და თუ ტახტს კანონიერად ვერ დაიბრუნებ?
– მაშინ ამ ფაქტს მივიღებ, – მიუგო ელენდმა, – და ყველაფერს
ვიზამ, რომ სამეფოს მაინც დავეხმარო.
"რამდენი რამეა საჭირო გაქცევისთვის", – გაიფიქრა ვინმა,
თუმცა ღიმილს ვერ იკავებდა; გოგოს ძალიან მოსწონდა ელენდის
გულწრფელობა. ამ კაცის უბრალო სიყვარული ლუთადელელები-
სადმი – მისი მიზანმიმართულობა, ისე მოქცეულიყო, როგორც
მათთვის აჯობებდა – იყო სწორედ ის, რაც ელენდს კელსიერისგან
განასხვავებდა. კელსიერმა მარტვილობაშიც კი ქედმაღლობის
ნიშნები გამოავლინა – უზრუნველყო, რომ ადამიანებს ისე ხსომე-
ბოდათ, როგორც ოდესმე მცხოვრებ ადამიანთაგან ცოტა ვინმე თუ
ხსომებიათ.
408
მაგრამ ელენდს ცენტრალური დომინიონის მართვა პატივისა და
დიდებისთვის არ უნდოდა. ვინმა საკუთარი თავის წინაშე გულწრფე-
ლად პირველად აღიარა, რომ ელენდი ბევრად უკეთესი მეფე იყო, ვიდ-
რე კელსიერი იქნებოდა ოდესმე.
– მე... არ ვიცი, ამაზე რა ვიფიქრო, ქალბატონო, – მოესმა ვინს
გვერდიდან ჩურჩული. ძირს დაიხედა და გააცნობიერა, რომ უნებურად
ორსეურს ყურების ფხანა დაუწყო. გოგო შეკრთა და ხელი უკან წაიღო.
– ბოდიში.
ორსეურმა ძაღლური მხრები აიჩეჩა და თავი ისევ თათებზე ჩამო-
დო.
– ანუ ამბობ, რომ ტახტის დაბრუნების კანონიერი გზა არსებობს; რა
უნდა მოვიმოქმედოთ? – ჰკითხა ჰამმა.
– ასამბლეას ახალი მეფის ასარჩევად ერთი თვე აქვს, – მიუგო
ელენდმა, – კანონით ძველი მეფის ხელახლა გამეფება არ იკრძალება;
თუ ამ ერთი თვის განმავლობაში ასამბლეა გადაწყვეტილებას ვერ მიი-
ღებს, ტახტი სულ მცირე ერთი წლით ისევ მე დამიბრუნდება.
– ჩახლართულია, – თქვა ჰამმა და ნიკაპი მოისრისა.
– აბა რას ელოდი? – ჰკითხა მას ბრიზმა, – ეს ხომ კანონია.
– თვითონ კანონს არ ვგულისხმობდი, – მიუგო ჰამმა, – იმას ვგუ-
ლისხმობდი, რომ ასამბლეას ვაიძულოთ, ან ელენდი აირჩიოს, ან არა-
ვინ... ის ადამიანი უკვე ეყოლებათ შერჩეული, ვინც ტახტს დაიკავებს,
სხვა შემთხვევაში მეფეს ჯერ არ გადააყენებდნენ.
– ეგ აუცილებელი არაა, – თქვა დოკსონმა, – შესაძლოა, ეს, უბრა-
ლოდ, გაფრთხილებად ჰქონდათ ჩაფიქრებული.
– შეიძლება, – მიუგო ელენდმა, – ბატონებო, ვფიქრობ, ეს ნიშანია.
ასამბლეას არად ვაგდებდი. ვფიქრობდით, რომ მათთან საქმე მოვაგ-
ვარეთ, რადგან ხელი მოვაწერინე შეთავაზებაზე, რომელიც მოლაპა-
რაკების წარმოების უფლებას მაძლევდა. თუმცა არასოდეს დავფიქრე-
ბულვართ იმაზე, რომ მათთვის ამ შეთავაზების გვერდის ავლის იოლი
გზა ახალი მეფის არჩევა იყო, რომელსაც იმას გააკეთებინებდნენ, რაც
თავად ენდომებოდათ, – ელენდმა ამოიოხრა და თავი გააქნია, – უნდა
409
ვაღიარო, რომ ასამბლეასთან საქმის დაჭერა კარგად არასდროს
გამომდიოდა. ისინი მიყურებენ არა როგორც მეფეს, არამედ რო-
გორც თანასწორს და სწორედ ამიტომ თავისუფლად ფიქრობენ,
რომ ჩემს ადგილს სულ ადვილად დაიჭერენ. სანაძლეოს ჩამოვალ,
ასამბლეის ერთ-ერთმა წევრმა დანარჩენები დაარწმუნა, ჩემ ნაც-
ვლად ტახტზე იგი დაესვათ.
– მაშინ ჩვენ, უბრალოდ, მას გავაქრობთ, – წამოიძახა ჰამმა, –
დარწმუნებული ვარ, რომ ვინს შეუძლია...
ელენდი მოიღუშა.
– ვხუმრობ, ელ, – დაამატა ჰამმა.
– იცი, ჰამ, – უთხრა ბრიზმა, – შენ ხუმრობებში სასაცილო მხო-
ლოდ ისაა, რომ მათში ხშირად იუმორი საერთოდ არაა.
– მაგას იმიტომ ამბობ, რომ ჩემი ხუმრობების სამიზნე, როგორც
წესი, სწორედ შენ ხარ ხოლმე.
ბრიზმა თვალები გადაატრიალა:
– იცით, – ჩუმად ჩაიბუტბუტა ორსეურმა, რომელიც აშკარად
ფიქრობდა, რომ ვინი ამას კალის წყალობით გაიგებდა, – ისე ჩანს,
რომ ეს შეხვედრები უფრო ნაყოფიერი იქნებოდა, თუ ვინმეს ამ
ორის მოწვევა დაავიწყდებოდა.
გოგომ გაიღიმა და ჩაიჩურჩულა:
– ისინი ცუდები სულაც არ არიან.
ორსეურმა წარბი ასწია.
– კარგი, ისინი ცოტათი ყურადღებას გვიფანტავენ, – უთხარ ვინ-
მა.
– თუ გინდათ, შემიძლია, რომ ერთ-ერთი მათგანი შევჭამო, –
თქვა ორსეურმა, – ამან მოვლენები უნდა დააჩქაროს.
ვინი ერთხანს დუმდა, ორსეურს კი ტუჩებზე სულ ოდნავშესამ-
ჩნევი ღიმილი დასთამაშებდა.
– ეს კანდრების იუმორია, ქალბატონო. ბოდიშს გიხდით, ზოგ-
ჯერ, ცოტა არ იყოს, უხეშები ვართ ხოლმე.
ვინმა გაიღიმა:
410
– ალბათ, არც ისე კარგი გემო ექნებათ. ჰამი ძალიან დაძარღვუ-
ლია და იმის ცოდნა კი არ მოგინდება, თუ რას ჭამს ხოლმე ბრიზი.
– დარწმუნებული არ ვარ, – მიუგო ორსეურმა, – მას ხომ, ბო-
ლოს და ბოლოს, "ჰამი" (ჰამი (ინგ. Ham) – 1. ღორის შებოლილი ბარ-
კალი; 2. ბარძაყის უკანა მხარე; 3. (საუბ.) დუნდულები, საჯდომი) ჰქვია.
მეორეს კი... – კანდრამ თავი ღვინის ჭიქისკენ გააქნია, რომელიც
ბრიზს ხელში ეჭირა, – საკუთარი თავის ჩამწნილება ძლიერ უყვარს.
ელენდი წიგნების გროვებში იქექებოდა, საიდანაც კანონებთან და-
კავშირებული რამდენიმე სათანადო ტომი ამოარჩია. მათ შორის ლუ-
თადელის კანონების წიგნი იყო, რომელიც თვითონ დაწერა.
– თქვენო უდიდებულესობავ, – უთხრა ტინდუილმა, რომელმაც ეს
სიტყვები ხაზგასმით წარმოთქვა, – კარს ორი არმიაა მომდგარი და
ცენტრალური დომინიონისკენ კოლოსის ჯგრო მოემართება. მართლა
ფიქრობთ, რომ ახლა კანონებთან დაკავშირებით ბრძოლის გაჩაღების
დრო გაქვთ?
ელენდმა წიგნები დააწყო და სკამი მაგიდასთან მიაჩოჩა:
– ტინდუილ, ჩემს კარს ორი არმიაა მომდგარი, კოლოსი მოდის და
მათ შეავიწროებს; მე კი მთავარი დაბრკოლება ვარ, რომელიც ქალა-
ქის ხელმძღვანელებს აკავებს, რათა ლუთადელი რომელიმე მომ-
ხდურს არ გადასცენ. მართლა ფიქრობ, რომ სწორედ ახლა გადამაყე-
ნეს და ეს უბრალოდ დამთხვევაა?!
გუნდის რამდენიმე წევრი ამაზე შეკრთა; ვინმა თავი წამოსწია.
– ფიქრობ, რომ ამის უკან შეიძლება რომელიმე მომხდური იდგეს?
– ჰკითხა ჰამმა და ნიკაპი მოისრისა.
– შენ რას მოიმოქმედებდი მათ ადგილას? – კითხვა დაუბრუნა
ელენდმა და წიგნი გადაშალა, – ქალაქზე შეტევა არ შეგიძლია, რად-
გან ძალიან ბევრ ჯარისკაცს დაკარგავ. უკვე კვირებია, რაც ალყა
გრძელდება, შენს ჯარისკაცებს სულ უფრო სცივათ და დოკსონის მიერ
დაქირავებული ხალხი იმ კარჭაპებს ესხმის თავს, რომლებითაც, არხე-
ბის გავლით, საკვებს ეზიდები და ეს საჭმლის მარაგსაც საფრთხეს უქ-
მნის. ამ ყველაფერს დამატებული ისიც, რომ კოლოსის დიდი ძალა
411
აქეთ მოემართება... და ეს უკვე აზრს იძენს. თუ სტრაფსა და სეტს
კარგი ჯაშუშები ჰყავთ, მაშინ მათ ეცოდინებათ, რომ სულ ცოტა ხნის
წინ ასამბლეამ კინაღამ კაპიტულაცია გამოაცხადა, როგორც კი ის
არმია გამოჩნდა. დაქირავებულმა მკვლელებმა ვერ მომკლეს, მაგ-
რამ ჩემი თავიდან მოშორების სხვა გზაც თუ იარსებებდა...
– ჰო, – თქვა ბრიზმა, – ასეთ რამეს სეტი იზამდა. ის ასამბლეას
შენ წინააღმდეგ განაწყობდა, ტახტზე თავის კაცს დასვამდა და ახა-
ლი მეფე მას კარიბჭეებს გაუღებდა.
ელენდმა თავი დაუქნია:
– და ისე ჩანდა, რომ მამაჩემი ყოყმანობდა, ჩემი მხარე დაეჭირა
თუ არა. თითქოს ის გრძნობდა, რომ ქალაქის ხელში ჩაგდების სხვა
გზაც ჰქონდა. დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ სვლის უკან რომელი-
მე მონარქი დგას, მაგრამ ამ შესაძლებლობას ნამდვილად ვერ უგუ-
ლებელვყოფთ. ეს ყურადღების გადატანა სულაც არაა. ეს დიდწი-
ლად იმავე საალყო სტრატეგიის ნაწილია, რომელშიც მას შემდეგ
ვართ ჩაბმულნი, რაც ის ორი არმია აქ მოვიდა. თუ ტახტის დაბრუ-
ნებას შევძლებ, მაშინ სტრაფსა და სეტს ეცოდინებათ, რომ მე ერ-
თადერთი ვარ, ვისთანაც შეუძლიათ საქმის დაჭერა და იმედია, იძუ-
ლებულნი გახდებიან, სასოწარკვეთის ჟამს ჩემ გვერდით დადგნენ,
განსაკუთრებით მაშინ, როცა კოლოსთა არმია მოგვიახლოვდება.
ამის თქმის შემდეგ ელენდმა წიგნების გროვაში ჩხრეკა დაიწყო.
წიგნებს სწრაფად ფურცლავდა. როგორც ჩანდა, ამ სამეცნიერო
პრობლემამ დარდი ოდნავ განუქარწყლა.
– კანონში კიდევ რამდენიმე შესაბამისი პუნქტი უნდა იყოს, –
ბუტბუტებდა იგი, – მე ეს უნდა შევისწავლო. სპუკ, ამ შეხვედრაზე
სეიზდი მოიწვიე?
სპუკმა მხრები აიჩეჩა:
– ვერ გავაღვიძე.
– სეიზდმა მოგზაურობის შემდეგ ძალები უნდა აღიდგინოს, –
თქვა ტინდუილმა, რომელმაც ელენდსა და მის წიგნებს თვალი მოს-
წყვიტა, – ეს დამცველებისთვის ბუნებრივი საქციელია.
412
– ერთ-ერთ ლითონგონს შევსება სჭირდება? – ჰკითხა ჰამმა.
ტინდუილს სახე მოექუფრა და ცოტა ხნის შემდეგ იკითხა:
– ანუ მან ეს აგიხსნათ?
ჰამმა და ბრიზმა თავი დაუქნიეს.
– გასაგებია, – თქვა ტინდუილმა, – ასეა თუ ისეა, ის ამ სირთულის
დაძლევაში მაინც ვერ დაგვეხმარება, თქვენო უდიდებულესობავ.
მმართველობაში მცირედ დახმარებას გიწევთ, რადგან ჩემი მოვალე-
ობაა, რომ წინამძღოლები წარსულის ცოდნას ვაზიარო. სეიზდის
მსგავსი მოგზაური დამცველები კი პოლიტიკურ საკითხებში არ ერევი-
ან და რომელიმე მხარეს არ ემხრობიან.
– პოლიტიკურ საკითხებში? – დაუდევრად ჰკითხა ბრიზმა, – ალ-
ბათ, უკანასკნელი იმპერიის დამხობას გულისხმობ.
ტინდუილმა პირი დამუწა; ტუჩები დაუწვრილდა:
– ის არ უნდა წაგექეზებინათ და ფიცი არ უნდა გაეტეხა. ვფიქრობ,
მაშინ მიხვდებოდით ამ სიმართლის არსს, მისი მეგობრები რომ ყოფი-
ლიყავით.
– ნუთუ? – ჰკითხა ბრიზმა და მისკენ ღვინის ჭიქა გაიშვირა, – მე კი
ვფიქრობ, რომ თქვენ, ყველანი, ბრაზობთ, რადგან ის არ დაგემორჩი-
ლათ, თუმცა, საბოლოოდ, თქვენი ხალხი გაათავისუფლა.
ტინდუილმა ბრიზს ცივად შეხედა; თვალები მოწკურა და უფრო ხის-
ტი მზერა გაუხდა. კარგა ხანს ასე ისხდნენ.
– რამდენიც გინდა, იმდენი უბიძგე ჩემს ემოციებს, მთრგუნავო, –
უთხრა ტინდუილმა ბოლოს, – ჩემს შეგრძნებებს მე განვაგებ და შენ ვე-
რაფერს მიაღწევ.
ბრიზი სასმელს მიუბრუნდა და "წყეულ ტერისელებზე" რაღაც ჩა-
იბურტყუნა.
ელენდი ამ დავას ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა. მაგიდაზე უკ-
ვე ოთხი გადაშლილი წიგნი ედო და მეხუთეს ფურცლავდა. ვინს გაეღი-
მა, რადგან ის დღეები გაახსენდა – არცთუ ისე შორეული დღეები – რო-
ცა ელენდის არშიყობა ხშირად იმით გამოიხატებოდა, რომ ახლომახ-
ლო სკამზე გაიშხლართებოდა და წიგნს გადაშლიდა ხოლმე.
413
"ისევ ისეთია", – ფიქრობდა ვინი, – "და მას მანამდე შევუყვარ-
დი, ვიდრე გაიგებდა, რომ ნისლქმნილი ვიყავი. და მერეც კი ვუყ-
ვარდი, როცა აღმოაჩინა, რომ ქურდი ვიყავი და ეგონა, რომ მის გა-
ძარცვას ვაპირებდი. ეს ყოველთვის უნდა მახსოვდეს".
– წავიდეთ, – წასჩურჩულა ვინმა ორსეურს და წამოდგა, როდე-
საც ბრიზი და ჰამი მორიგ კამათში ჩაებნენ.
გოგოს დასაფიქრებლად დრო სჭირდებოდა და ნისლიც ახალი
ჩამომდგარი იყო.
"ეს ხომ ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა, ასე განსწავლული
რომ არ ვყოფილიყავი", – ფიქრობდა დაინტერესებული ელენდი და
წიგნებში იქექებოდა, – "ეს კანონი მეტისმეტად კარგად ჩამოვაყა-
ლიბე".
მან ერთ ადგილს თითი გააყოლა და კიდევ ერთხელ გადაიკით-
ხა, როცა თანაგუნდელები ნელ-ნელა გაიკრიფნენ. არც კი ახსოვდა,
ამის ნება თავად მისცა თუ არა. შესაძლოა, ტინდუილს ამის გამო
დაესაჯა კიდეც.
"აქაა", – გაიფიქრა მან და ფურცელზე თითი დააკაკუნა.
განმეორებითი კენჭისყრის საფუძველი უნდა არსებულიყო იმ
შემთხვევაში, თუ ასამბლეის რომელიმე წევრი შეხვედრაზე გვიან
მივიდა ან ხმა დაუსწრებლად მისცა. გადაყენებისთვის ასამბლეა
ერთსულოვანი უნდა ყოფილიყო – გარდა, რა თქმა უნდა, მეფისა,
რომლის გადაყენებასაც აპირებდნენ.
ელენდი შეჩერდა, რადგან მოძრაობა შენიშნა. ოთახში მხო-
ლოდ ტინდუილი დარჩენილიყო. კაცმა წიგნებიდან თავი ასწია: "შე-
საძლოა, რომ მე ეს..."
– ბოდიშს გიხდით, რომ უპატივცემულოდ მოგექეცით, თქვენო
უდიდებულესობავ, – თქვა ტინდუილმა.
ელენდმა შუბლი შეიჭმუხნა. ამას არ ელოდა.
– მიჩვეული ვარ, რომ ადამიანებს ბავშვებივით მოვექცე; და
ვფიქრობ, ეს საამაყო სულაც არაა, – უთხრა ქალმა.
– ეს... – ელენდი ერთხანს დადუმდა.
414
ტინდუილმა ასწავლა, რომ ადამიანებისთვის შეცდომები არ შეერ-
ჩინა. შეეძლო, უარყოფითი თვისებების მქონე ხალხიც მიეღო; ეპატიე-
ბინა კიდეც მათთვის, თუმცა მათ სირთულეებზე თვალი არასოდეს და-
ეხუჭა, თორემ ისინი არასოდეს შეიცვლებოდნენ.
– შენს ბოდიშს ვიღებ, – მიუგო ელენდმა.
– სწრაფად ისწავლეთ, თქვენო უდიდებულესობავ.
– დიდი არჩევანი არც მქონდა, – ღიმილით უთხრა კაცმა, – თუმცა
ასამბლეისთვის საკმარისად სწრაფად არ შევიცვალე.
– როგორ დაუშვით ეს? – ხმადაბლა ჰკითხა ტინდუილმა, – მმარ-
თველობის მოწყობაზე ჩვენი უთანხმოების მიუხედავადაც კი ვფიქრობ-
დი, რომ ამ ასამბლეის წევრები მხარს გიჭერდნენ. მათ ხომ ძალაუფ-
ლება თქვენ მიეცით.
– მათ უგულებელვყოფდი ხოლმე, ტინდუილ. ძალაუფლების მქონე
ადამიანებს კი, მიუხედავად იმისა, მეგობრები არიან თუ არა, უგულე-
ბელყოფა სულაც არ ეხატებათ გულზე.
ტინდუილმა თავი დაუქნია:
– თუმცა იქნებ ჩავარდნების ნაცვლად თქვენს წარმატებაზე ვისაუბ-
როთ. ვინმა მითხრა, რომ მამათქვენთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა.
ელენდმა გაიღიმა:
– სტრაფი შევაშინეთ და ვაიძულეთ, დაგვმორჩილებოდა. სტრაფის-
თვის ასეთი რამის გაკეთება ძალიან კარგი შეგრძნება იყო, მაგრამ,
ვფიქრობ, რომ როგორღაც ვინი გავანაწყენე.
ტინდუილმა წარბი ასწია. ელენდმა წიგნი დადო, წინ გადაიხარა და
ხელებით მაგიდას დაეყრდნო.
– ის უკანა გზაზე უცნაურ ხასიათზე იყო. ძლივს ავალაპარაკე. არ ვი-
ცი, რატომ.
– იქნებ დაიღალა.
– არ მგონია, რომ ვინი იღლებოდეს, – მიუგო ელენდმა, – ის სულ
მოძრაობს, სულ რაღაცას შვრება. ზოგჯერ ვღელავ, ხომ არ ფიქრობს,
რომ ზარმაცი ვარ. შესაძლოა, სწორედ ამიტომ...
მან ლაპარაკი შეწყვიტა, შემდეგ კი თავი გააქნია.
415
– ის სულაც არ ფიქრობს, რომ ზარმაცი ხართ, თქვენო უდიდე-
ბულესობავ, – მიუგო ტინდუილმა, – ცოლობაზე უარი იმიტომ გით-
ხრათ, რომ თავს თქვენს ღირსად არ მიიჩნევს.
– სისულელეა, – უთხრა ელენდმა, – ვინი ხომ ნისლქმნილია,
ტინდუილ. იცის, რომ ის ათ ჩემნაირს უდრის.
ტინდუილმა წარბი ასწია:
– ქალებზე ძალიან ცოტა რამ იცით, ელენდ ვენტურ, განსაკუთ-
რებით კი ახალგაზრდა ქალებზე. მათთვის იმას, თუ რა შეუძლიათ,
საოცრად ცოტა აქვს საერთო იმასთან, საკუთარ თავზე რას ფიქრო-
ბენ. ვინი დაუცველია. არ სჯერა, რომ თქვენთან ყოფნას იმსახუ-
რებს. მთლად ის კი არ ჰგონია, რომ პირადად თქვენ არ გიმსახუ-
რებთ, უფრო ისაა საფიქრებელი, რომ დარწმუნებული არ არის,
ბედნიერებას საერთოდ იმსახურებს თუ არა. ამ გოგომ ძალიან თავ-
გზის ამრევი, რთული ცხოვრება გამოიარა.
– მაგაში რამდენად დარწმუნებული ხარ?
– რამდენიმე გოგო გავზარდე, თქვენო უდიდებულესობავ, მეს-
მის, რაზეც ვლაპარაკობ.
– გოგოები? შვილები გყავს? – ჰკითხა ელენდმა.
– რა თქმა უნდა.
– მე, უბრალოდ... – ტერისელები, რომლებსაც ელენდი იცნობ-
და, საჭურისები იყვნენ, ისევე, როგორც სეიზდი. ბუნებრივია, ტინ-
დუილის, და საერთოდ, ქალების შემთხვევაში, ეს ასე ვერ იქნებო-
და, მაგრამ ფიქრობდა, რომ მბრძანებლის საჯიშე პროგრამა რო-
გორღაც მასაც შეეხებოდა.
– ასეა თუ ისეა, – გადაჭრით თქვა ტინდუილმა, – რაღაც უნდა
გადაწყვიტოთ, თქვენო უდიდებულესობავ. ვინთან ურთიერთობა
რთული იქნება. თავისებური გოგოა, რაც საქმეს იმაზე უფრო მეტად
გაგირთულებთ, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ქალთან მოხდებოდა.
– ამაზე უკვე ვისაუბრეთ, – მიუგო ელენდმა, – "ჩვეულებრივ"
ქალს არ ვეძებ. მე ვინი მიყვარს.

416
– სულაც არ ვამბობ იმას, რომ არ უნდა გიყვარდეთ, – მშვიდად მი-
უგო ტინდუილმა, – უბრალოდ, რადგან მთხოვეთ, გირჩიეთ. თქვენ კი
უნდა გადაწყვიტოთ, თუ როდემდე შეიძლება, რომ ამ გოგომ და მასთან
ურთიერთობამ ყურადღება გაგიფანტოთ.
– რატომ ფიქრობ, რომ ყურადღება გაფანტული მაქვს?
ტინდუილმა წარბი ასწია:
– მე ლორდ ვენტურთან ამ ღამით მიღწეულ წარმატებაზე გკითხეთ,
თქვენ კი მხოლოდ იმაზე გინდოდათ ლაპარაკი, უკანა გზაზე ვინი თავს
როგორ გრძნობდა.
ელენდი შეყოყმანდა.
– თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია, თქვენო უდიდებულესო-
ბავ? – ჰკითხა ტინდუილმა, – ამ გოგოს სიყვარული, თუ თქვენი ხალხის
კეთილდღეობა?
– ასეთ კითხვაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ, – მიუგო ელენდმა.
– შეიძლება, რომ საბოლოოდ არჩევანი აღარ გქონდეთ, – უთხრა
ტინდუილმა, – ვშიშობ, ეს ისეთი კითხვაა, რომელსაც ბოლოს ყველა
მეფე ეჯახება.
– არა. არ არსებობს იმის მიზეზი, რომ ვითომ ორივე ერთად არ შე-
მიძლია – ანუ ვინიც მიყვარდეს და ჩემი ხალხიც დავიცვა. მეტისმეტად
ბევრი ჰიპოთეზური დილემა შევისწავლე იმისათვის, რომ ასეთ მახეში
გავება.
ტინდუილმა მხრები აიჩეჩა და წამოდგა:
– ნება თქვენია, რას დაიჯერებთ, თქვენო უდიდებულესობავ, თუმცა
დილემას უკვე ვხედავ და მას ჰიპოთეზურად სულაც არ მივიჩნევ.
ქალმა პატივის მიგების ნიშნად თავი ოდნავ დახარა, შემდეგ კი
ოთახიდან გავიდა და ელენდი წიგნებთან დატოვა.
სხვა ბევრი ნიშანიც არსებობდა იმისა, რომ ალენდი ეპოქათა გმი-
რად აღგვექვა... წვრილმანები, რომელთა შემჩნევაც ოდენ ისეთ ადა-
მიანს ძალუძს, რომელსაც მოლოდინი სჩვევია. ნიშანი მის მკლავზე;
თმა გაუჭაღარავდა მაშინ, როცა ჯერ ოცდახუთი წლისაც კი ძლივს იყო;

417
ის, თუ როგორ ლაპარაკობდა, ხალხს როგორ ეპყრობოდა; როგორ
წინამძღოლობდა მათ.
ცხადი იყო, ის, უცილობლად, ყველაფერს შეესაბამებოდა.

29
– ერთი ეს მითხარით, ქალბატონო, – თქვა ორსეურმა, რომე-
ლიც ზანტად გაწოლილიყო და თავი თათებზე ჩამოედო, – ადამია-
ნების გვერდით მრავალი წელი გავატარე და ისეთი შთაბეჭდილება
შემექმნა, რომ მათ პერიოდულად ძილი სჭირდებათ. როგორც
ვხვდები, ვცდებოდი.
ვინი კედლის ქონგურზე იჯდა. ერთი ფეხი მკერდთან ჰქონდა
მიბჯენილი, მეორე კი კედელზე გადაკიდებული. ნისლში ჩაძირული
ჰასტინგთა კოშკები გოგოს მარჯვნივ და მარცხნივ მუქ ჩრდილებად
მოჩანდა.
– მე მძინავს ხოლმე, – თქვა მან.
– ხანდახან, – ორსეურმა ძალუმად დაამთქნარა და ენა გამოყო.
ნუთუ ის ძაღლის მანერებს სულ უფრო ითვისებდა?
ვინმა კანდრას ზურგი აქცია და აღმოსავლეთით ლუთადელს გა-
ხედა. შორს ცეცხლი მოჩანდა. სინათლე მატულობდა და ისე დიდ-
დებოდა, რომ ადამიანის ნახელავს არ ჰგავდა. აისი ახლოვდებო-
და. კიდევ ერთი ღამე მიილია. უკვე დაახლოებით ერთი კვირა გავი-
და მას შემდეგ, რაც ის და ელენდი სტრაფის არმიას ესტუმრნენ. ზე-
ინი ჯერ კიდევ არ გამოჩენილიყო.
– კალტყვიას წვავთ ხოლმე, ასე არ არის? – ჰკითხა ორსეურმა,
– იმისთვის, რომ იფხიზლოთ.
ვინმა თავი დაუქნია. კალტყვიის ძალით მიმალული დაღლილო-
ბა მხოლოდ ოდნავ აწუხებდა. თუ დააკვირდებოდა, იგრძნობდა,
თუმცა ეს დაღლილობა ვერაფერს დააკლებდა – შეგრძნებები გამ-
ძაფრებული ჰქონდა, სხეული კი გაძლიერებული. დიდად ღამის
სუსხიც კი არ აწუხებდა, მაგრამ როგორც კი კალტყვია ამოწურა,
დაქანცულობა ძალუმად იგრძნო.
418
– ეს ჯანმრთელობისთვის ცუდი იქნება, ქალბატონო, – უთხრა ორ-
სეურმა, – დღე-ღამეში სამი თუ ოთხი საათი ძლივს გძინავთ. ასეთ რა-
მეს ვერავინ გაუძლებს, ვერც ნისლქმნილი, ვერც ადამიანი და ვერც
კანდრა.
ვინმა ძირს დაიხედა. როგორ აეხსნა თავისი უცნაური უძილობა?
მას ეს უნდა გადაელახა; გუნდის სხვა წევრების უკვე აღარ უნდა შინე-
ბოდა. და მაინც, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად იქანცებოდა, დაძი-
ნება სულ უფრო და უფრო უჭირდა. როგორ უნდა დაეძინა, როცა შორი-
დან ის ჩუმი ბაგუნი ესმოდა?
ისე ჩანდა, რომ რაღაც მიზეზით იგი ახლოვდებოდა. თუ, უბრალოდ,
ძლიერდებოდა? "ბაგუნი ზევიდან მესმის. ეს პულსაცია მთებიდან მო-
დის..." – ფიქრობდა ვინი.
ამას დღიურის სიტყვები ემატებოდა.
როგორ უნდა დაეძინა, როცა იცოდა, რომ ნისლიდან საშიში და მო-
ძულე მოჩვენება უყურებდა? როგორ უნდა დაეძინა, როცა არმიები მის
მეგობრებს გაჟლეტით ემუქრებოდნენ? როგორ უნდა დაეძინა, როცა
ელენდს სამეფო წაართვეს? როგორ უნდა დაეძინა, როცა ყველაფერი,
რაზეც ფიქრობდა და უყვარდა, იცოდა, რომ სულ უფრო ირეოდა და
ბუნდოვანდებოდა?
"როცა, ბოლოს და ბოლოს, ვწვები ხოლმე, ძილი არ მეკარება", –
ფიქრობდა ვინი, – "ფიქრებს, მთელი დღის განმავლობაში რომ მაწუ-
ხებს, ღამის სიწყნარე კიდევ უფრო აძლიერებს..."
ორსეურმა ისევ დაამთქნარა.
– ის არ მოდის, ქალბატონო.
ვინი შებრუნდა და შუბლი შეიჭმუხნა.
– რას გულისხმობ?
– ეს ის ადგილია, სადაც ბოლოს ივარჯიშეთ ზეინთან ერთად, – მი-
უგო ორსეურმა, – თქვენ მის მოსვლას ელოდებით.
ვინი ერთხანს ჩუმად იყო.
– ვარჯიში ჩემთვის სასარგებლო იქნებოდა, – თქვა ბოლოს.

419
აღმოსავლეთით ნისლი უფრო და უფრო ნათდებოდა, თუმცა იგი
შუქს უძალიანდებოდა, არ სურდა, გზა მზისთვის დაეთმო.
– იმ კაცს ნება არ უნდა მისცეთ, თქვენზე ასეთი გავლენა იქონიოს,
ქალბატონო, – უთხრა ორსეურმა, – ჩემი აზრით, ისეთი ადამიანი არაა,
როგორიც გგონიათ.
ვინი მოიღუშა:
– ის ჩემი მტერია. სხვა რა უნდა მეგონოს?
– მას მტერივით არ ეპყრობით, ქალბატონო.
– ის ხომ ელენდს თავს არ დასხმია. სავარაუდოდ, სტრაფი ზეინს
ბოლომდე ვერ მართავს.
ორსეური ჩუმად იჯდა, თავი თათებზე ჩამოედო, შემდეგ კი შებ-
რუნდა.
– რა მოხდა? – ჰკითხა ვინმა.
– არაფერი, ქალბატონო. იმას დავიჯერებ, რასაც მეტყვით.
– ოჰ, არა, – თქვა ვინმა, ქონგურზე შებრუნდა და კანდრას შეხე-
და, – მაგ საბაბით თავს ვეღარ დაიძვრენ. რას ფიქრობდი?
ორსეურმა ამოიხვნეშა.
– იმაზე ვფიქრობდი, ქალბატონო, რომ ზეინზე ისე ხართ მიჯაჭ-
ვული, თავგზა გერევათ.
– მიჯაჭვული? – ჰკითხა ვინმა, – მას, უბრალოდ, თვალს ვადევ-
ნებ. არ მომწონს, რომ ჩემს ქალაქში სხვა ნისლქმნილიც დაიარება,
მიუხედავად იმისა, მტერია თუ არა. ვინ იცის, რას ჩაიდენს?
ორსეური მოიღუშა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
– ორსეურ, – უთხრა ვინმა, – თუ რამე გაქვს სათქმელი, თქვი!
– ბოდიშს გიხდით, ქალბატონო; ჩემს ბატონებთან ყბედობას
მიჩვეული არ ვარ, მით უმეტეს, ასე პირდაპირ.
– ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ, შენი აზრი გამოთქვი.
– კარგი, ქალბატონო, – თქვა ორსეურმა და თათებიდან თავი
ასწია, – ეს ზეინი არ მომწონს.
– რა იცი მის შესახებ?

420
– თქვენზე მეტი არაფერი, – აღიარა ორსეურმა, – თუმცა კანდრათა
უმეტესობა ხასიათებში კარგად ერკვევა. როცა ამდენი ხანია სხვადას-
ხვა ადამიანს ბაძავ, როგორც მე, მათ გულებში ჩახედვასაც სწავლობ.
არ მომეწონა ის, რაც ზეინის გულში დავინახე. საკუთარი თავით მეტის-
მეტად კმაყოფილი ჩანს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ განზრახ
დაგიმეგობრდათ. აი, ეს მაშფოთებს.
ვინი ქონგურზე იჯდა, ფეხები აქეთ-იქით ჰქონდა გაწეული და ხე-
ლისგულებით გრილ ქვას ეყრდნობოდა.
"შესაძლოა, ის მართალია", – გაიფიქრა მან.
მაგრამ ორსეურს ზეინთან არ უფრენია, ნისლში არ უვარჯიშია. ორ-
სეურის რა ბრალი იყო, რომ მას, ისევე, როგორც ელენდს, ალომანტი-
ის გამოყენება არ შეეძლო. ვერცერთი შეიგრძნობდა იმას, თუ რას ნიშ-
ნავდა ფოლადის ბიძგება და მაღლა აფრენა, კალის აალება და ხუთივე
გრძნობის უეცრად გამძაფრება. ისინი ამ ყველაფერს ვერ შეიგრძნობ-
დნენ; ვერ გაიგებდნენ.
ვინი უკან გადაიხარა და მზარდ სინათლეზე მგელძაღლას შეხედა.
კანდრას რაღაცის თქმა უნდოდა და ეს შემთხვევა ისევე შესაფერისად
მოეჩვენა, როგორც ნებისმიერი სხვა შემთხვევა მოეჩვენებოდა.
– ორსეურ, თუ გინდა, სხეულების ცვლა შეგიძლია.
მგელძაღლამ წარბი ასწია.
– ის ძვლები გვაქვს, რომლებიც სასახლეში ვიპოვეთ. შეგიძლია,
გამოიყენო, თუ ძაღლად ყოფნამ უკვე დაგღალა.
– მათ გამოყენებას ვერ შევძლებ, – მიუგო ორსეურმა, – მე ხომ იმ
ძვლების სხეული არ მომინელებია. კუნთებისა და ორგანოების სათა-
ნადო განლაგება არ ვიცი, მაგ ადამიანს წესიერად ვერ განვასახიერებ.
– კარგი, მაშინ, – უთხრა ვინმა, – შეგვიძლია, ვინმე დამნაშავე მო-
გიძებნოთ.
– მეგონა, გინდოდათ, რომ ეს სხეული მქონოდა.
– ასეა, – მიუგო ვინმა, – მაგრამ არ მინდა, რომ იმ სხეულში დარჩე,
რომელშიც თავს უბედურად გრძნობ.
ორსეურმა ჩაიფრუტუნა.
421
– ჩემი ბედნიერება მნიშვნელოვანი არაა.
– ჩემთვის არის, – უთხრა ვინმა, – შეგვიძლია, რომ...
– ქალბატონო, – შეაწყვეტინა ორსეურმა.
– რა?
– ეს სხეული უნდა შევინარჩუნო. მივეჩვიე. ფორმის ხშირად შეც-
ვლა ძალიან გამაღიზიანებელია.
ვინი შეყოყმანდა:
– კარგი, – უთხრა ბოლოს.
ორსეურმა თავი დაუქნია და განაგრძო:
– თუმცა სხეულებს რაც შეეხება, ქალბატონო, სასახლეში დაბ-
რუნებას ოდესმე ვაპირებთ? ყველას ნისლქმნილის აგებულება ხომ
არა აქვს. ზოგს ხანდახან ძილი და საჭმელი სჭირდება.
"ის ახლა აშკარად უფრო მეტს წუწუნებს", – გაიფიქრა ვინმა,
თუმცა ეს საქციელი კარგად ენიშნა. ესე იგი, ორსეური მას უფრო
გაუშინაურდა, თანაც იმდენად, რომ ვინს შენიშვნასაც კი აძლევდა,
როცა გოგო სულელურად იქცეოდა.
"ზეინი საერთოდ რატომ მაღელვებს?" – გაიფიქრა ვინმა, წა-
მოდგა და ჩრდილოეთისკენ გაიხედა. ნისლი ჯერ კიდევ საკმაოდ
მძლავრი იყო და მან სტრაფის არმია ძლივს გაარჩია. მტერს ჩრდი-
ლოეთის არხი კვლავ ეკავა და ალყას ინარჩუნებდა. ეს არმია ჰგავ-
და ძირს განრთხმულ ობობას, რომელიც შესაფერის დროს ელოდე-
ბა გადასახტომად.
"ელენდი", – გაიფიქრა მან, – "ელენდს უფრო მეტი ყურადღება
უნდა მივაქციო".
ელენდის მცდელობები, რომ ასამბლეის გადაწყვეტილება გაე-
უქმებინა, ან წევრები ეიძულებინა, განმეორებითი კენჭისყრა ჩა-
ეტარებინათ, ჩაფლავდა და როგორც ყოველთვის, კანონების ჯი-
უტად ერთგული ელენდი მარცხს ეგუებოდა. ჯერ კიდევ იმედოვნებ-
და ასამბლეის დარწმუნებას იმაში, რომ იგი მეფედ აერჩიათ ან, ყო-
ველ შემთხვევაში, სხვისთვის ხმა არ მიეცათ.

422
ასე რომ, ის ბრიზსა და დოკსონთან ერთად მუშაობდა წარმოსათ-
ქმელ სიტყვაზე, ამიტომ ვინისთვის ცოტა დრო რჩებოდა. ახლა ყველა-
ზე მეტად ის უნდოდა, რომ გოგოს მისთვის ყურადღება არ გაეფანტა.
ვინი ამ საქმეში ვერ დაეხმარებოდა, ამ საქმეს ვერ შეებრძოლებოდა
და შეშინებით ვერ განდევნიდა.
"მისი სამყარო ქაღალდებისგან, წიგნებისგან, კანონებისა და ფი-
ლოსოფოსებისგან შედგება", – ფიქრობდა ვინი, – "ის თავისი თეორიე-
ბის სამყაროში ისე დაქრის, როგორც მე – ნისლში. სულ იმაზე ვღელავ,
რომ მას ჩემი არ ესმის... მაგრამ ვითომ მე ნამდვილად მესმის მისი?"
ორსეური წამოდგა, გაიზმორა და წინა თათები კედლის კიდეზე და-
აწყო, რათა წამოწეულიყო და ვინივით ჩრდილოეთისკენ გაეხედა.
გოგომ თავი გააქნია:
– ზოგჯერ ვნატრობ, რომ ელენდი ასეთი... გულკეთილი არ იყოს.
ქალაქს ახლა ასეთი დაბნეულობა არ სჭირდება.
– ის სწორად იქცევა, ქალბატონო.
– ასე ფიქრობ?
– რა თქმა უნდა, – მიუგო ორსეურმა, – ელენდმა კონტრაქტი დადო,
ამიტომ მისი მოვალეობაა, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ეს კონ-
ტრაქტი შეასრულოს. ის თავის ბატონს უნდა ემსახუროს იმ შემთხვევა-
შიც კი, თუ იგი რაღაც ძალიან არასასურველის ჩადენას აიძულებს... და
მისი ბატონი ქალაქია.
– ეს ძალიან კანდრული ხედვაა, – თქვა ვინმა.
ორსეურმა გოგოს ახედა და ძაღლური წარბი ასწია, თითქოს ეკით-
ხებოდა: აბა შენ რას ელოდიო? ვინმა გაიღიმა. ყოველთვის, როცა მის
ძაღლურ სახეზე ამ გამომეტყველებას ხედავდა, სიცილის შეკავება
უწევდა ხოლმე.
– წამოდი, – უთხრა გოგომ, – სასახლეში დავბრუნდეთ.
– შესანიშნავია, – თქვა ორსეურმა და ოთხზე დაეშვა, – ის ხორცი,
რომელიც გადავინახე, ახლა დიდებული იქნება.
– მსახურებმა ისევ თუ არ იპოვეს, – ღიმილით მიუგო ვინმა.
ორსეური მოიქუფრა.
423
– მეგონა, მათ გაფრთხილებას აპირებდით.
– რა უნდა მეთქვა? – დაინტერესდა ვინი, – გთხოვთ, ამ გაფუჭებულ
ხორცს ნუ გადააგდებთ; ჩემს ძაღლს ეს მოსწონს-მეთქი?
– რატომაც არა? – ჰკითხა ორსეურმა, – როცა ადამიანს ვასახი-
ერებ, კარგი საჭმელი თითქმის არასოდეს მაქვს, მაგრამ ძაღლები
ზოგჯერ ძველ ხორცს ხომ ჭამენ?
– გულწრფელად რომ გითხრა, არ ვიცი, – მიუგო ვინმა.
– ძველი ხორცი გემრიელია.
– შენ დამპალ ხორცს გულისხმობ.
– ძველი, – დაჟინებით გაიმეორა ორსეურმა, როცა იგი ვინმა
აიყვანა, რათა კედლიდან ჩაეყვანა. ჰასტინგთა ციხე-კოშკის კედ-
ლის სიმაღლე ასი ფუტი იქნებოდა, რაც ორსეურისთვის მეტისმე-
ტად მაღალი იყო გადასახტომად, ძირს ჩასასვლელი ერთადერთი
გზა კი მიტოვებული ციხე-კოშკის შიგნით გადიოდა. ამიტომ ჯობდა,
კანდრა ხელით ეტარებინა.
– ძველი ხორცი ძველ ღვინოს ან ძველ ყველს ჰგავს, – აგრძე-
ლებდა ორსეური, – უკეთესი გემო აქვს, როცა რამდენიმე კვირისაა.
"სავარაუდოდ, ეს მემძორიაობის ერთ-ერთი გვერდითი ეფექ-
ტია", – გაიფიქრა ვინმა.
ის კედლის კიდეზე შეხტა და ძირს რამდენიმე მონეტა ისროლა,
თუმცა როცა ჩასახტომად მოემზადა – მკლავებზე მძიმეწონიანი
ორსეური აწვებოდა – შეყოყმანდა. ბოლოჯერ შებრუნდა და სტრა-
ფის არმიას გახედა; უკვე კარგად ჩანდა. ჰორიზონტის მაღლა მზე
ბოლომდე ამოსულიყო, თუმცა ნისლის რამდენიმე ჯიუტი ფთილა
ჰაერში ჯერ კიდევ იკლაკნებოდა, თითქოს ნისლი მზეს გზას უხალი-
სოდ უთმობდა; ცდილობდა, ქალაქი ისევ ისე შესუდრული დაეტო-
ვებინა და დღის სინათლე ჩაეხშო...
"ო, მბრძანებელო", – გაიფიქრა ვინმა, რომელიც ერთბაშად რა-
ღაცას მიხვდა და დაიზაფრა. უკვე იმდენი ხანია თავს იმტვრევდა ამ
საკითხზე ფიქრით, რომ ღიზიანდებოდა; და ახლა, როცა ამაზე სუ-

424
ლაც არ ფიქრობდა, მასთან პასუხი მოვიდა, თითქოს მისი ქვეცნობიე-
რი ჯერ კიდევ ამ საკითხს განიხილავდა.
– ქალბატონო, რა ხდება? ყველაფერი რიგზეა? – ჰკითხა ორსე-
ურმა.
ვინმა პირი ოდნავ გააღო და კისერი დაიგრძელა:
– მგონი ახლახან მივხვდი, თუ რა იყო სიღრმე.
მაგრამ დაწვრილებით თხრობა უნდა განვაგრძო. ადგილი შეზღუ-
დულია. სხვა განმანათლებლები, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ თავმდაბ-
ლობა გამოიჩინეს, როცა მოვიდნენ და აღიარეს, ალენდისთან დაკავ-
შირებით ვცდებოდითო. მე კი უკვე მანამდე მეპარებოდა ეჭვი ჩემი გა-
დაწყვეტილების სისწორეში, მაგრამ ამაყი ვიყავი.

30
"ახლა ამ ჩანაწერს ლითონის ფილაზე ვტვიფრავ, რამეთუ მეშინია",
– კითხულობდა სეიზდი, – "ჰო, ვაღიარებ, რომ მეც ადამიანი ვარ და
საკუთარი თავის გამო მეშინია. თუ ალენდი აღზევების წყაროდან დაბ-
რუნდება, დარწმუნებული ვარ, ჩემი სიკვდილი მისი უმთავრესი მიზანი
იქნება. ის ბოროტი კაცი არ არის, მაგრამ დაუნდობელია. და ვფიქრობ,
ეს იმის შედეგია, რაც მან გამოიარა.
იმისიც მეშინია, რომ ყოველივე, რაც ვიცი – მთელი ჩემი ამბავი –
დავიწყებას მიეცემა. მომავალი სამყაროსი მეშინია. მეშინია, რომ
ალენდი დამარცხდება. მეშინია იმ საბედისწერო აღსასრულის, რო-
მელსაც სიღრმე მოიტანს.
ეს ყველაფერი საბრალო ალენდის უბრუნდება. მის გამო თავს ცუ-
დად ვგრძნობ და ყველაფერ იმის გამოც, რაც მან გადაიტანა; იმის გა-
მოც, რადაც იგი იქცა.
ნება მომეცით, თავიდან დავიწყო: ალენდის პირველად კჰლენიუმ-
ში შევხვდი. მაშინ იგი ყმაწვილი იყო და ჯარის წინამძღოლობის ათ-
წლეულს ჯერ არ დაემახინჯებინა.

425
როცა ალენდი პირველად დავინახე, მისი სიმაღლით გავოცდი.
ტანად დაბალი იყო, მაგრამ სხვების თავზე ისე აღიმართებოდა
ხოლმე, როგორც კაცი, რომელიც ყველასგან პატივისცემას მოით-
ხოვდა.
უცნაურია, ალენდისთან თავდაპირველად მისმა უბრალო გულუბ-
რყვილობამ დამამეგობრა. როგორც კი დიდ ქალაქში ჩამოვიდა, პირ-
ველივე თვეებში, ალენდი თანაშემწედ ავიყვანე.
მხოლოდ წლების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ალენდი ეპოქათა
გმირი იყო. ეპოქათა გმირი, ის, ვისაც კჰლენიუმში რაბზინს ეძახ-
დნენ, ანამნესორს.
მხსნელი.
როცა ეს, ბოლოს და ბოლოს, გავაცნობიერე – როცა მოლოდი-
ნის ყველა ნიშანი ალენდისთან დავაკავშირე – ძალიან აღელვებუ-
ლი ვიყავი. მიუხედავად ამისა, როცა ჩემი აღმოჩენა დანარჩენ გან-
მანათლებლებს განვუცხადე, გამკიცხეს.
ოჰ, ნეტავი მათთვის დამეჯერებინა.
და მაინც, ნებისმიერი, ვინც მიცნობს, მიხვდება, რომ გამორიც-
ხული იყო, ასე ადვილად დავნებებოდი. როგორც კი რამე საკვლევს
მივაგნებ, დაჟინებით მივყვები ხოლმე. დავადგინე, რომ ალენდი
ეპოქათა გმირი იყო და განზრახული მქონდა, ეს დამემტკიცებინა.
სხვების ნების წინაშე ქედი უნდა მომედრიკა. ალენდისთან ერთად
მოგზაურობა არ უნდა დამეჟინა, რათა მისი თავგადასავლების შემ-
სწრე გავმხდარიყავი.
გარდუვალი იყო ის, რომ ალენდი თვითონაც აღმოაჩენდა, ჩემი
რწმენით იგი რასაც წარმოადგენდა.
ჰო, ამის შემდეგ ჭორებს სწორედ ის ახალისებდა. იმას ვერასო-
დეს ვიზამდი, რაც თვითონ ქნა. მან სამყარო დააჯერა და დაარწმუნა
იმაში, რომ მართლაც გმირი იყო. არ ვიცი, თავად სჯეროდა თუ არა
ამის, მაგრამ სხვები დაარწმუნა, რომ რჩეული სწორედ ის გახ-
ლდათ.

426
ნეტავ ტერისული რელიგია და მოლოდინის რწმენა ჩვენი ხალხის
იქით არ გავრცელებულიყო. ნეტავ სიღრმეც სწორედ მაშინ არ მოსუ-
ლიყო და, საფრთხის შექმნით, სასოწარკვეთილების უფსკრულში არ
ჩაეთრია ადამიანთა რწმენა და ქმედებანი. ნეტავ ალენდი მხედველო-
ბიდან გამომრჩენოდა, როცა, ამდენი წლის წინ, თანაშემწეს ვეძებდი".
სეიზდმა წარწერის ანაბეჭდის გადაწერა შეწყვიტა. საქმე კიდევ
ბლომად ჰქონდა. საოცარი იყო, ამ კვაანმა როგორ მოახერხა, რომ შე-
დარებით მცირე ზომის ფოლადის ფილაზე ამდენი რამ დაეწერა.
ტერისელმა თავის ნახელავს გადახედა. ჩრდილოეთისკენ მიმავა-
ლი, მოუთმენლად ელოდა იმ დროს, როცა ამ ანაბეჭდზე მუშაობას შე-
უდგებოდა. გულის სიღრმეში ღელავდა. მკვდრის სიტყვები კარგად გა-
ნათებულ ოთახში მჯდომსაც ისევე მნიშვნელოვნად მოეჩვენებოდა,
როგორადაც ეს სერანის საყუდარის სიმაგრეებში ეჩვენებოდა?
მან მთლიან ჩანაწერს გადაავლო თვალი და ის რამდენიმე ნაწილი
ამოიკითხა, რომლებსაც მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა
ჰქონდა.
"თუმცა მე, როგორც ადამიანი, რომელმაც ალენდი აღმოაჩინა,
მნიშვნელოვან ვინმედ ვიქეცი, განმანათლებლებს შორის უპირველე-
სად.
მოლოდინის შესახებ ცოდნის ირგვლივ ჩემი ადგილიც იყო. საკუ-
თარ თავს მაუწყებლად მივიჩნევდი, წინასწარმეტყველად, რომელიც
ეპოქათა გმირს აღმოაჩენდა. და მაშინ ალენდის უარყოფა ჩემი ახალი
მდგომარეობის, სხვების მიერ ჩემი აღიარების უარყოფაც იქნებოდა.
ამიტომაც არაფერი მოვიმოქმედე. მაგრამ ახლა ყველაფერს შევ-
ცვლი.
დაე, ცნობილი იყოს ის, რომ მე, კვაანი, ტერისელი განმანათლებე-
ლი, თაღლითი ვარ".
სეიზდმა თვალები დახუჭა. განმანათლებელი. ეს ტერმინი ეცნო.
დამცველთა ორდენი ტერისული ლეგენდების ხსოვნასა და იმედებს
დაეფუძნა. განმანათლებლები მასწავლებლები, ფერუქიმიკოსები იყ-

427
ვნენ, რომლებიც სხვადასხვა ადგილში მოგზაურობდნენ და იქ ცოდ-
ნა მიჰქონდათ. მათ დამცველთა საიდუმლო ორდენს ჩაუდგეს სუ-
ლი.
ახლა კი სეიზდს ერთ-ერთი მათგანის ხელით შედგენილი დოკუმენ-
ტი ჰქონდა.
"ტინდუილი ძალიან გამიბრაზდება", – გაიფიქრა სეიზდმა და
თვალები გაახილა. მან წარწერის ანაბეჭდი უკვე მთლიანად წა-
იკითხა, მაგრამ ამის შესასწავლად, დასამახსოვრებლად და სხვა
დოკუმენტებთან შესადარებლად დრო სჭირდებოდა. ამ ერთ წარწე-
რას – შესაძლოა ოცი გვერდი გამოსულიყო – სულ იოლად შეეძ-
ლო, სეიზდი თვეობით, წლობითაც კი დაეკავებინა.
ფანჯრების დარაბებმა გაიჩხაკუნა. სეიზდი სასახლეში, თავის
ოთახში იმყოფებოდა. მას გემოვნებიანად მორთული რამდენიმე
ოთახი ჰქონდა და რაკი მთელი ცხოვრება მსახურად გაატარა, ეს
მორთულობა მეტისმეტ ფუფუნებად მიაჩნდა. სეიზდი ადგა, ფანჯა-
რასთან მივიდა, რაზა გადასწია და დარაბები გააღო. გაიღიმა, რო-
ცა გარეთ, კიდეზე ჩაცუცქული ვინი დაინახა.
– აჰ, – თქვა ვინმა. მას ნაცრისფერი პერანგისა და შარვლის ზე-
ვიდან ნისლსაფარი ჰქონდა წამოსხმული. უკვე დილა იყო, თუმცა
ჩანდა, რომ ღამეული ხეტიალის შემდეგ ვინს ჯერ კიდევ არ დაეძი-
ნა, – ფანჯარა ღია უნდა დატოვო ხოლმე. შიგნით ვერ შემოვალ, თუ
დაკეტილი იქნება. უკვე ძალიან ბევრი საკეტი გავტეხე და ელენდი
საშინლად მიბრაზდება ამის გამო.
– ვეცდები, დავიმახსოვრო, ლედი ვინ, – უთხრა სეიზდმა და
ანიშნა, რომ შიგნით შესულიყო.
ვინმა ფანჯრიდან ოთახში მოხერხებულად ისკუპა. ნისლსაფარი
უშრიალებდა.
– სცადე გახსენება? – ჰკითხა ვინმა სეიზდს, – შენ ხომ არას-
დროს არაფერი გავიწყდება. ისეთი რამეებიც კი არ გავიწყდება
ხოლმე, რომლებიც ლითონგონებში არ გაქვს შენახული.

428
"როგორი გაბედული გამხდარა იმ რამდენიმე თვის განმავლობაში,
რაც წასული ვიყავი", – გაიფიქრა სეიზდმა, როცა ვინი საწერ მაგიდას-
თან მივიდა და მის ნამუშევარს დააცქერდა.
– რა არის ეს? – ჰკითხა ვინმა, რომელიც კვლავ მაგიდას დას-
ცქეროდა.
– ეს სერანის საყუდარში ვიპოვე, ლედი ვინ, – უთხრა სეიზდმა და
ნაბიჯი წინ წადგა. თავს ძალიან კარგად გრძნობდა იმის გამო, რომ ისევ
სუფთა სამოსი ეცვა და წყნარი და მოსახერხებელი სამუშაო ადგილი
ჰქონდა. განა ცუდი ადამიანი ეთქმოდა, რაკი მოგზაურობას ამას ამჯო-
ბინებდა?
"ერთი თვე", – ფიქრობდა ის, – "კვლევას ერთ თვეს დავუთმობ, მე-
რე კი ამას სხვას გადავცემ".
– რა არის ეს? – გაუმეორა შეკითხვა ვინმა, რომელსაც წარწერის
ანაბეჭდი ეჭირა.
– მომიტევეთ, ქალბატონო ვინ, – შიშით უთხრა სეიზდმა, – მაგრამ
ეს ერთობ მყიფე რამეა. შეიძლება ანაბეჭდი გაიდღაბნოს...
ვინმა თავი დაუქნია, დადო და სეიზდის ნაწერს დააცქერდა. იყო
დრო, როცა ის ბევრ ნაწერს თავს აარიდებდა, ახლა კი ცნობისმოყვა-
რეობით კვდებოდა.
– აქ სიღრმეა ნახსენები! – აღტყინებით წამოიძახა ვინმა.
– სხვა რამეებთან ერთად, – მიუგო სეიზდმა და ისიც მაგიდასთან
მივიდა. დაჯდა და შარვალი გაისწორა. ვინი ერთ-ერთ დაბალზურგიან,
რბილ სავარძელთან მივიდა, თუმცა ამ სავარძელში ჩვეულებრივი
ადამიანის მსგავსად სულაც არ ჩამჯდარა; იგი სავარძელზე შეხტა და
საზურგეზე ჩამოჯდა, ფეხები კი დასაჯდომად განკუთვნილ ბალიშზე და-
აწყო.
– რა არის? – ჰკითხა სეიზდს, როცა კაცის ღიმილი შენიშნა.
– უბრალოდ, ნისლქმნილების მიდრეკილებები მაკვირვებს, ლედი
ვინ. თქვენს მოდგმას ჩვეულებრივი ჯდომა უჭირს. ისე ჩანს, რომ ყო-
ველთვის სადმე მაღლა აძვრომისკენ ილტვით. ვფიქრობ, ეს წონასწო-
რობის ასეთი დაუჯერებელი შეგრძნებიდან მომდინარეობს.
429
ვინი დაიკოპა, თუმცა პასუხი არ გაუცია.
– სეიზდ, რა იყო სიღრმე?
ტერისელმა თითები გადააჯვარედინა და ახალგაზრდა ქალი ინტე-
რესით შეათვალიერა.
– სიღრმე, ლედი ვინ? ვგონებ, ეს საკამათო საკითხია. სავარა-
უდოდ, რაღაც დიადი და მძლავრი იყო, თუმცა ზოგი სწავლული
მთელ ამ ლეგენდას უარყოფს, როგორც სიყალბეს, რომელიც
მბრძანებელმა შეთითხნა. ვფიქრობ, ამ თეორიის დასაჯერებლად
გარკვეული მიზეზი არსებობს; იმ დროის ერთადერთი რეალური ჩა-
ნაწერები ისაა, რაც ფოლადის სამინისტროს მიერ იყო ნებადართუ-
ლი.
– მაგრამ დღიურში სიღრმე ნახსენებია, – თქვა ვინმა, – ისევე,
როგორც იმ რაღაცაში, რასაც შენ თარგმნი.
– რა თქმა უნდა, ლედი ვინ, მაგრამ ისინიც კი, ვინც მიიჩნევს,
რომ სიღრმე მართლა არსებობს, ერთმანეთში განუწყვეტლივ კამა-
თობენ. ზოგი მბრძანებლის ოფიციალურ ვერსიას ემხრობა, რომ
სიღრმე საშინელი, ზებუნებრივი მხეცი იყო – თუ გნებავთ, ბნელი
ღმერთი დავარქვათ. ზოგი ამ უკიდურესობას არ ეთანხმება. ისინი
ფიქრობენ, რომ სიღრმე უფრო მიწიერი რამ იყო – რაღაც არმია,
შესაძლოა, სხვა მიწიდან მოსული მომხდური. შორმეტის დომინი-
ონში აღზევებამდელ ეპოქაში აშკარად ადამიანთა რამდენიმე მოდ-
გმა სახლობდა, რომლებიც ერთობ პრიმიტიულნი და ომის მოყვა-
რულნი იყვნენ.
ვინი იღიმებოდა. სეიზდმა მას კითხვით აღსავსე მზერით შეხედა,
გოგომ კი, უბრალოდ, მხრები აიჩეჩა.
– ეს კითხვა ელენდსაც დავუსვი, – აუხსნა მან, – და ერთწინადა-
დებიანი პასუხი ძლივს მივიღე.
– მისი უდიდებულესობა სხვა სფეროებშია განსწავლული. აღზე-
ვებამდელი ისტორია მისთვისაც კი მეტისმეტად მოსაწყენი რამ შე-
იძლება იყოს. გარდა ამისა, ვგონებ, რომ ნებისმიერი, ვინც დამ-

430
ცველს წარსულზე შეეკითხება, ვრცელი ახსნის მოსასმენად უნდა იყოს
მზად.
– სულაც არ ვწუწუნებ, – მიუგო ვინმა, – გააგრძელე.
– სათქმელი ბევრი აღარაფერია. უფრო სწორად კი, სათქმელი
ბევრად მეტია, მაგრამ მეეჭვება, რომ დიდი ნაწილი საკითხს შეესაბა-
მებოდეს. სიღრმე არმია იყო? იქნებ ეს კოლოსთა პირველი თავდასხმა
იყო, როგორც ზოგი ვარაუდობს. ეს ბევრ რამეს ახსნიდა... გადმოცემა-
თა უმეტესობის თანახმად, მბრძანებელმა აღზევების წყაროსთან სიღ-
რმის დასამარცხებლად რაღაც ძალა მიიღო. შესაძლოა, კოლოსთა
მხარდაჭერა მოიპოვა და შემდეგ ისინი თავის ჯარად გამოიყენა.
– სეიზდ, ჩემი აზრით, სიღრმე კოლოსი არ იყო.
– ნუთუ?
– ვფიქრობ, რომ ეს ნისლი იყო.
– ეგ თეორიაც წამოაყენეს, – თავი დაუქნია სეიზდმა.
– მართლა? – ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებით ჰკითხა ვინმა.
– რა თქმა უნდა, ლედი ვინ. უკანასკნელი იმპერიის ათასწლოვანი
ზეობის განმავლობაში ვგონებ, ცოტა შესაძლებლობა თუ დარჩა, რო-
მელიც არ განუხილავთ. ნისლის თეორია ადრე წამოაყენეს, მაგრამ აქ
რამდენიმე დიდი უზუსტობაა.
– მაგალითად?
– კარგი, – თქვა სეიზდმა, – ჯერ ერთი, მბრძანებელს სიღრმის და-
მარცხება მიეწერება, ნისლი კი აშკარად ჯერ კიდევ აქ არის. გარდა ამი-
სა, თუ სიღრმე, უბრალოდ, ნისლი იყო, მაშინ მას ასე ბუნდოვანი სახე-
ლით რატომ მოიხსენიებდნენ? რა თქმა უნდა, სხვები აღნიშნავენ, რომ
იმის დიდი ნაწილი, რაც სიღრმეზე ვიცით, ან რაც მის შესახებ გვსმენია,
ზეპირი წყაროებიდან მოდის და ძალიან ჩვეულებრივმა რამემაც კი შე-
იძლება მისტიკური მახასიათებლები შეიძინოს, როცა იგი თაობიდან
თაობას ზეპირსიტყვიერად გადაეცემა. ამრიგად, შეიძლება, რომ სიღ-
რმე, მხოლოდ და მხოლოდ, ნისლს კი არ ნიშნავდეს, არამედ მისი გა-
მოჩენის ან შეცვლის მოვლენას აღნიშნავდეს. თუმცა ნისლის თეორიის
უფრო დიდი უზუსტობა მავნეობის საკითხია. თუ გადმოცემებს ვენდო-
431
ბით – ჩვენ კი სხვა თითქმის არაფერი გაგვაჩნია – სიღრმე საშინე-
ლი და გამანადგურებელი რამ იყო, ნისლი კი არცერთ ასეთ საფ-
რთხეს არ ავლენს.
– მაგრამ იგი ხომ ახლა ხალხს ხოცავს.
სეიზდი ერთხანს დუმდა.
– დიახ, ლედი ვინ, აშკარად ასეა.
– და იქნებ ადრეც ასე შვრებოდა, მაგრამ მბრძანებელმა ის რო-
გორღაც შეაჩერა? თავად ხომ თქვი, რომ მბრძანებლის მოკვლით
რაღაც ისეთი ჩავიდინეთ, რამაც ნისლი შეცვალა.
სეიზდი თავის ქნევით დაეთანხმა:
– ნამდვილად საშინელ პრობლემებს ვიკვლევდი, თუმცა არ
მგონია, რომ ისინი ისეთივე დონის საფრთხეს წარმოადგენდეს,
როგორსაც სიღრმე. ნისლმა ზოგი ადამიანი მოკლა, მაგრამ ბევრი
მათგანი ხნიერი იყო ან ჯანმრთელობას უჩიოდა. თუმცა უმეტესო-
ბას ხომ იგი არ შეხებია.
სეიზდი შეჩერდა. ცერებს ერთმანეთს უკაკუნებდა.
– მაგრამ ჭეშმარიტებასთან შევცოდავდი, თუკი ამ ვარაუდის
ზოგ ღირსებას არ ვაღიარებდი, ლედი ვინ. შესაძლებელია, რომ პა-
ნიკის გამოსაწვევად რამდენიმე სიკვდილიც კი საკმარისი ყოფილი-
ყო. შესაძლებელია, რომ ეს საფრთხე ზეპირსიტყვიერი გადაცემი-
სას გაზვიადდა და ისიც შესაძლოა, რომ ადრე მკვლელობები უფრო
ფართოდ იყო გავრცელებული. ჯერ საკმარისი ცნობების შეგროვე-
ბა ვერ შევძელი, რომ რამეში დავრწმუნებულიყავი.
ვინმა არაფერი უპასუხა.
"ოჰ, ჩემო კარგო", – გაიფიქრა სეიზდმა და ამოიოხრა, – "მას
თავი შევაწყინე. უფრო ფრთხილად უნდა ვიყო. ჩემი ლექსიკონი და
ენა უნდა ვაკონტროლო. ვინმე იფიქრებდა, რომ სკაას შორის ამდე-
ნი მოგზაურობის შემდეგ ვისწავლიდი, რომ..."
– სეიზდ, – თქვა ჩაფიქრებულმა ვინმა, – იქნებ ამას არასწორად
ვუყურებთ? იქნებ ნისლში ეს რამდენიმე სიკვდილი სულაც არაა
პრობლემა?
432
– რას გულისხმობთ, ლედი ვინ?
გოგო ერთხანს ჩუმად იჯდა და სავარძლის საზურგეს ცალ ფეხს
უნებურად უტყაპუნებდა. ბოლოს და ბოლოს, მან აიხედა და სეიზდს
თვალი გაუსწორა.
– რა მოხდებოდა, ნისლი მუდმივად დღე რომ მოდიოდეს?
სეიზდი დაფიქრდა.
– სინათლე აღარ იქნებოდა... – განაგრძო ვინმა, – მცენარეები
დაჭკნებოდა, ხალხი იშიმშილებდა. ირგვლივ სიკვდილი დაისადგუ-
რებდა... ქაოსი.
– ვგონებ, ასეა, – მიუგო სეიზდმა, – შეიძლება, რომ ეს ღირებული
თეორიაა.
– ეს თეორია სულაც არ არის, – თქვა ვინმა და სავარძლიდან ჩა-
მოხტა, – ეს ის არის, რაც მოხდა.
– ასე დარწმუნებული ხართ? – ჰკითხა დაინტერესებულმა სეიზდმა.
ვინმა თავი სწრაფად დაუქნია და თვითონაც მაგიდასთან მივიდა.
– მართალი ვარ, – ჩვეული პირდაპირობით თქვა გოგომ, – ეს ვიცი.
ვინმა შარვლის ჯიბიდან რაღაც ამოიღო, შემდეგ კი სკამი მიაჩოჩა,
რომ სეიზდის გვერდით დამჯდარიყო. დაჭმუჭნილი ფურცელი ჯერ ხელ-
ში გაშალა და მერე მაგიდაზე გაასწორა.
– ეს იმ დღიურის ამონარიდია, – უთხრა ვინმა და ერთ ადგილზე მი-
უთითა, – აქ მბრძანებელი იმაზე წერს, რომ სიღრმის წინააღმდეგ არ-
მია უძლური იყო. თავიდან ვფიქრობდი, ეს იმას ნიშნავდა, თითქოს არ-
მიას მისი დამარცხება არ შეეძლო, მაგრამ სიტყვებს დააკვირდი. ის ამ-
ბობს: "ჩემი არმიის ხმლები უსარგებლოა. რა უნდა იყოს იმაზე უფრო
უსარგებლო, რომ ნისლს ხმალი უქნიო?"
ვინმა სხვა ადგილზეც მიუთითა:
– მან განადგურება მოიტანა, ასე არაა? მის გამო უთვალავი ადამია-
ნი დაიღუპა. მაგრამ ის არსად ამბობს, რომ სიღრმე მათ თავს დაესხა.
მბრძანებელი წერს, რომ ისინი "მის გამო დაიღუპნენ". იქნებ მთელი ამ
დროის განმავლობაში ამას არასწორად ვუყურებდით. ის ხალხი არ და-

433
ულეწავთ და არ შეუჭამიათ. ისინი შიმშილით დაიხოცნენ, რადგან
მათი მიწა თანდათან ნისლმა შთანთქა.
სეიზდი ვინის ქაღალდს აკვირდებოდა. ვინი ამაში მეტისმეტად
დარწმუნებული ჩანდა. ნუთუ გოგომ არაფერი იცოდა კვლევის სათანა-
დო ტექნიკის შესახებ? არაფერი იცოდა კითხვების დასმაზე, შესწავლა-
ზე, ვარაუდის ჩამოყალიბებასა და პასუხების ფორმირებაზე?
"რა თქმა უნდა, ეს არ იცის", – გაკიცხა საკუთარი თავი სეიზდმა,
– "ვინი ხომ ქუჩაში გაიზარდა. ის კვლევის მეთოდებს სულაც არ
იყენებს; ალღოს მიჰყვება და ყოველთვის მართალი არის ხოლმე".
ტერისელმა ფურცელი გაასწორა და წაიკითხა.
– ლედი ვინ, ეს თქვენ დაწერეთ?
ვინი გაწითლდა:
– რატომ უკვირს ყველას ასე?
– უბრალოდ, თქვენს ბუნებას არ შეესაბამება, ლედი ვინ.
– თქვენ გამაფუჭეთ, – უთხრა ვინმა, – შეხედე, ამ ფურცელზე
ერთი რამეც კი არ წერია ისეთი, რაც ეწინააღმდეგება იმას, რომ
სიღრმე ნისლი იყო.
– ის რომ არ ეწინააღმდეგება, დამტკიცებისგან განსხვავდება,
ლედი ვინ.
გოგომ ხელი დაუდევრად აიქნია.
– მართალი ვარ, სეიზდ. ვიცი, რომ მართალი ვარ.
– მაშინ რაღას იტყვით ამაზე? – ჰკითხა სეიზდმა და თან ერთ-
ერთ ხაზზე მიუთითა, – აქ გმირი იმაზე მიანიშნებს, რომ ის სიღრმის
გონიერებას გრძნობს. ნისლი ცოცხალი არ არის.
– იგი ხომ ალომანტის გარშემო ბრუნავს.
– ვგონებ, ეს ერთი და იგივე არაა, – მიუგო სეიზდმა, – ის ამ-
ბობს, რომ სიღრმე გიჟი იყო... გამანადგურებლად შეშლილი, ბო-
როტი.
ვინი ერთხანს ჩუმად იყო.
– ამაში რაღაც არის, სეიზდ, – აღიარა მან ბოლოს.
სეიზდმა შუბლი შეიჭმუხნა.
434
ვინმა ჩანაწერების სხვა ადგილებზე მიუთითა.
– ეს ადგილები გეცნობა?
"ეს აჩრდილი არაა", – ეწერა იქ, – "ეს ბნელი არსება, მე რომ
დამდევს, არსება, რომელსაც მხოლოდ მე ვხედავ, სინამდვილეში, სუ-
ლაც არაა აჩრდილი. ის შავია და გამჭვირვალე, მაგრამ აჩრდილის
მსგავსი გამოკვეთილი ფორმა არა აქვს. ის აბსტრაქტული, არარეალუ-
რია – თხელი და უფორმო, თითქოს მუქი კვამლისგანაა შექმნილი. ან
იქნებ ნისლისგან".
– ჰო, ლედი ვინ, გმირი იმ არსებას ხედავდა, რომელიც მას მიჰყვე-
ბოდა. ვგონებ, იგი მის ერთ-ერთ თანამგზავრს თავს დაესხა.
ვინმა სეიზდს თვალებში შეხედა:
– მე იგი ვნახე, სეიზდ.
სეიზდს გააცია.
– იგი იქაა, – თქვა ვინმა, – ის ყოველღამ ნისლშია. მიყურებს ხოლ-
მე. მას ალომანტიით ვგრძნობ და თუ საკმარისად ახლოს მივალ, მისი
დანახვაც შემიძლია. თითქოს თვით ნისლისგანაა შექმნილი. რაღაც
ფორმა არ გააჩნია, მაგრამ როგორღაც მაინც იქ არის.
სეიზდი ერთხანს მდუმარედ იჯდა და არ იცოდა, რა ეფიქრა.
– გიჟი გგონივარ? – უსაყვედურა ვინმა.
– არა, ლედი ვინ, – ხმადაბლა მიუგო კაცმა, – ვფიქრობ, არცერთი
ჩვენგანი არაა ისეთ მდგომარეობაში, რომ ასეთ რამეებს სიგიჟე უწო-
დოს, იმის გათვალისწინებით, რაც ხდება. უბრალოდ... დარწმუნებული
ხართ?
ვინმა თავი მტკიცედ დააქნია.
– მაგრამ, – თქვა სეიზდმა, – იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მართალია,
ეს ჩემი კითხვის პასუხი არაა. დღიურის ავტორმაც იგივე არსება ნახა,
თუმცა მას სიღრმედ არ მიიჩნევს. ანუ, ეს სიღრმე არ ყოფილა. სიღრმე
რაღაც სხვა იყო, რაღაც საშიში, რაღაც ისეთი, რასაც ისე შეიგრძნობ-
და, როგორც ბოროტებას.
– მაშინ საიდუმლოც ესაა, – მიუგო ვინმა, – უნდა მივხვდეთ, ის ნის-
ლზე ასე რატომ ლაპარაკობდა. მაშინ გვეცოდინება...
435
– რა გვეცოდინება, ლედი ვინ? – ჰკითხა სეიზდმა.
ვინი ერთხანს დუმდა, მერე კი გვერდზე გაიხედა. პასუხი არ გაუცია.
სხვა თემაზე დაიწყო ლაპარაკი:
– სეიზდ, გმირს ის არ გაუკეთებია, რაც უნდა გაეკეთებინა. იგი
რაშეკმა მოკლა და როცა რაშეკმა წყაროსთან ძალა მიიღო, მას ის
აღარ დაუთმია; და არ უქნია ის, რაც უნდა ექნა. ამის ნაცვლად, მან
ეს ძალა თავისთვის დაიტოვა.
– ასეა, – მიუგო სეიზდმა.
ვინი ცოტა ხანს ისევ გაჩუმდა:
– და ნისლმა ხალხის ხოცვა დაიწყო. იგი დღისით მოდიოდა.
თითქოს... ეს ისევ მეორდება. ანუ... იქნებ ეპოქათა გმირი ისევ უნდა
გამოჩნდეს.
მან სეიზდს შეხედა; ოდნავ შეცბუნებული იყო.
"აჰ", – გაიფიქრა სეიზდმა, მიხვდა რა, საით მიანიშნებდა. ის ნის-
ლში რაღაცებს ხედავს. წინა გმირიც იმავეს ხედავდა.
– დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს საფუძვლიანი აზრია, ლედი
ვინ.
ვინმა ჩაიფრუტუნა:
– რატომ არ შეგიძლია, რომ, უბრალოდ, მითხრა: "ცდები", რო-
გორც ამას ჩვეულებრივი ხალხი აკეთებს.
– მომიტევეთ, ქალბატონო ვინ. მსახურად გამწვრთნეს და გვას-
წავლეს, რომ დაპირისპირებაში არ უნდა ჩავებათ, თუმცა სულაც არ
ვფიქრობ, რომ ცდებით. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ შესაძლოა
თქვენი მდგომარეობა სრულად არ გაქვთ გააზრებული.
ვინმა მხრები აიჩეჩა.
– რა გაფიქრებინებთ, რომ ეპოქათა გმირი დაბრუნდება?
– არ ვიცი. ის, რაც ხდება, ის, რასაც ვგრძნობ... ნისლი ისევ მო-
დის და ვინმემ იგი უნდა შეაჩეროს.
სეიზდმა წარწერის ანაბეჭდის გადათარგმნილ ნაწილს თითები
გააყოლა და სიტყვებს დახედა.
– ჩემი არ გჯერა, – უთხრა ვინმა.
436
– ეგ არაფერ შუაშია, – მიუგო სეიზდმა, – უბრალოდ, გადაწყვეტი-
ლების მიღებისას აჩქარება არ მჩვევია.
– მაგრამ ეპოქათა გმირზე ხომ გიფიქრია? – ჰკითხა ვინმა, – ის
ხომ შენი რელიგიის, ტერისის დაკარგული რელიგიის, ნაწილი იყო; ის,
რის აღმოსაჩენადაც თქვენი, დამცველების ორდენი დაარსდა.
– ასეა, – აღიარა სეიზდმა, – თუმცა ბევრი არაფერი ვიცით იმ წინას-
წარმეტყველებებზე, რომლებსაც ჩვენი წინაპრები გმირის მოსაძებნად
იყენებდნენ. გარდა ამისა, იქიდან, რაც ახლა წავიკითხე, გამოდის,
რომ მათ განმარტებებში რაღაც რიგზე ვერ იყო. თუ აღზევებამდელი
ეპოქის უდიდეს თეოლოგებსაც კი არ შეეძლოთ, თავიანთი გმირი სწო-
რად გამოევლინათ, ჩვენ როგორღა უნდა მოვახერხოთ?
ვინი ჩუმად იჯდა.
– ეს საკითხი არ უნდა წამომეჭრა, – თქვა გოგომ ბოლოს.
– არა, ლედი ვინ, ასე არ იფიქროთ. მომიტევეთ. თქვენს თეორიებს
დიდი ფასი აქვს. მე, უბრალოდ, სწავლულის ტვინი მაქვს და როცა ცნო-
ბას ვიღებ, იგი უნდა გავიაზრო და კითხვები დავსვა. ვგონებ, კამათი მე-
ტისმეტად მიყვარს.
ვინმა მას ახედა და გაიღიმა:
– ეს კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ არ იყავი კარგი ტერისელი
მხლებელი?
– უეჭველად ასეა, – ამოიოხრა სეიზდმა, – ჩემი საქციელი ჩემი ორ-
დენის სხვა წევრებთან დაპირისპირებებსაც იწვევს.
– მაგალითად, ტინდუილთან? – ჰკითხა ვინმა, – ის უკმაყოფილო
ჩანდა, როცა გაიგო, რომ ფერუქიმიაზე გვითხარი.
სეიზდმა თავი დაუქნია.
– ის დამცველები, რომლებმაც თავი სწავლას მიუძღვნეს, თავიანთი
უნარების შესახებ ცნობებს მეტისმეტად უფრთხილდებიან. ვიდრე
მბრძანებელი მოკვდებოდა, ვიდრე დამცველებზე ნადირობდნენ, ვგო-
ნებ, ეს სიფრთხილე გამართლებული იყო, მაგრამ ახლა, როცა თავი-
სუფალნი ვართ, ისე ჩანს, რომ ჩემს ძმებსა და დებს გასაიდუმლოების
ჩვევის დარღვევა უჭირთ.
437
ვინმა თავი დააქნია:
– ვფიქრობ, ტინდუილს გულზე დიდად არ ეხატები. ამბობს, რომ აქ
შენი თხოვნის გამო მოვიდა, მაგრამ ყოველთვის, როცა ვინმე გახსე-
ნებს, იგი როგორღაც... ცივი ხდება ხოლმე.
სეიზდმა ამოიოხრა. ნუთუ ტინდუილს იგი არ მოსწონდა? ტერი-
სელის აზრით, მიზეზი ის იყო, რომ ქალს ეს არ შეეძლო.
– ის, უბრალოდ, ჩემით იმედგაცრუებულია, ქალბატონო ვინ. არ
ვიცი, ჩემი ამბავი რამდენად იცით, მაგრამ ათი წელი ვილაშქრებდი
მბრძანებლის წინააღმდეგ, მერეც კელსიერმა ამიყვანა. სხვა დამ-
ცველები ფიქრობდნენ, რომ მე ჩემს სპილენძის გონებს და თვით
ორდენსაც საფრთხეს ვუქმნიდი. სწამდათ, რომ დამცველები ჩუმად
უნდა ყოფილიყვნენ, იმ დღეს უნდა დალოდებოდნენ, როცა მბრძა-
ნებელი დაეცემოდა, მაგრამ ამაში მონაწილეობის მიღება არ უნდა
ეცადათ.
– ეს სილაჩრეა, – თქვა ვინმა.
– აჰ... მაგრამ ეს ძალიან სწორი გეზი იყო. იცით, ქალბატონო
ვინ, მათ, მე რომ დავეჭირე, შეიძლებოდა, ბევრი რამე გამოევლი-
ნათ, მაგალითად, სხვა დამცველების სახელები, ჩვენი უსაფრთხო
თავშესაფრები, ის საშუალებები, რომლითაც ტერისულ კულტურა-
ში დამალვას ვახერხებდით. ჩემი თანამოძმეები მრავალი ათწლეუ-
ლის განმავლობაში შრომობდნენ, რათა მბრძანებელი დაერწმუნე-
ბინათ იმაში, რომ ფერუქიმია, ბოლოს და ბოლოს, აღმოიფხვრა. სა-
კუთარი თავის გამოვლენით კი შემეძლო, ეს ყველაფერი წყალში
ჩამეყარა.
– ეგ ცუდი მხოლოდ მაშინ იქნებოდა, რომ დავმარცხებულიყა-
ვით, – მიუგო ვინმა, – მაგრამ ასე არ მომხდარა.
– შეიძლებოდა, დავმარცხებულიყავით.
– მაგრამ არ დავმარცხებულვართ.
სეიზდი ერთხანს ჩუმად იყო, მერე გაიღიმა. კამათის, კითხვებისა
და საკუთარი თავისადმი ეჭვების სამყაროში ვინის პირდაპირობას
ხანდახან სიხალისე მოჰქონდა.
438
– მიუხედავად ამისა, – განაგრძო სეიზდმა, – ტინდუილი სინოდის
წევრია, დამცველთა იმ უხუცესების ჯგუფის, რომლებიც ჩვენს სექტას
ხელმძღვანელობენ. წარსულში სინოდს არაერთხელ ავუჯანყდი და
ლუთადელში დაბრუნებით ისინი კიდევ ერთხელ უგულებელვყავი.
ტინდუილს აქვს მიზეზი, რომ ჩემით უკმაყოფილო იყოს.
– კარგი, მაგრამ ვფიქრობ, რომ შენ სწორად იქცევი, – მიუგო ვინმა,
– ჩვენ გვჭირდები.
– გმადლობ, ლედი ვინ.
– ვფიქრობ, რომ ტინდუილს არ უნდა მოუსმინო, – უთხრა ვინმა, –
იგი თავდაჯერებული ადამიანია და ისე მოქმედებს, თითქოს იმაზე უფ-
რო მეტი იცის, ვიდრე ეს სინამდვილეშია.
– ტინდუილი ძალიან ბრძენია.
– ის ელენდს მკაცრად ექცევა.
– იქნებ იმიტომ, რომ ეს ელენდისთვის უკეთესია, – მიუგო სეიზდმა,
– მას მკაცრად ნუ განსჯი, შვილო. თუ ის უხიაგი ჩანს, მხოლოდ იმიტომ,
რომ ურთულესი ცხოვრება გამოიარა.
– ურთულესი ცხოვრება? – ჰკითხა ვინმა და თავისი შენიშვნებიანი
ფურცელი კვლავ ჯიბეში ჩაიდო.
– ჰო, ქალბატონო ვინ. იცით, ტინდუილმა თავისი ცხოვრების უმე-
ტესი ნაწილი ისე გაატარა, როგორც ტერისელმა დედამ.
ვინი შეყოყმანდა. ხელი ჯერ კიდევ ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი; სახე-
ზე გაკვირვება ეწერა.
– გულისხმობ, რომ... ის საჯიშე პროგრამაში იყო ჩართული?
სეიზდმა თავი დაუქნია.
მბრძანებლის საჯიშე პროგრამის მიხედვით, განსაკუთრებულ ადა-
მიანებს ირჩევდნენ, რომლებსაც ბავშვების დასაბადებლად იყენებ-
დნენ. ამის მიზანი ის იყო, რომ მოსახლეობიდან ფერუქიმიური უნარე-
ბი აღმოეფხვრათ.
– ტინდუილმა, მთლიანობაში, ოცზე მეტი ბავშვი გააჩინა, – თქვა სე-
იზდმა, – ყველა მათგანს სხვადასხვა მამა ჰყავდა. ტინდუილს პირველი
შვილი თოთხმეტი წლის ასაკში ეყოლა; მას მთელი ცხოვრების განმავ-
439
ლობაში უცხო კაცები ეუფლებოდნენ მანამ, სანამ არ დაორსულდე-
ბოდა. ხშირად ორ ან სამ ტყუპს აჩენდა ხოლმე, რადგან გამრავლე-
ბის ოსტატები ნაყოფიერების წამლებს იძულებით აძლევდნენ.
– მე... გასაგებია, – რბილად თქვა ვინმა.
– საშინელი ბავშვობა მარტო თქვენ არ გქონიათ, ქალბატონო
ვინ. ალბათ, ტინდუილი ყველაზე ძლიერი ქალია, რომელსაც ვიც-
ნობ.
– ეს როგორ გადაიტანა? – ხმადაბლა ჰკითხა ვინმა, – ვფიქ-
რობ... ვფიქრობ, რომ, ალბათ, თავს მოვიკლავდი.
– ის დამცველია, – მიუგო სეიზდმა, – დამცირებას იტანდა, რად-
გან იცოდა, რომ თავის ხალხს დიდ სამსახურს უწევდა. იცით, ფერუ-
ქიმია მემკვიდრეობითია. ტინდუილის დედობით ჩვენს ხალხში ფე-
რუქიმიკოსთა ახალი თაობა იბადებოდა. სასაცილოა, მაგრამ ის
ზუსტად ისეთი ადამიანია, რომლის მსგავსთა დაბადებაც თავიდან
უნდა აეცილებინათ გამრავლების ოსტატებს.
– მაგრამ როგორ მოხდა ასეთი რამ?
– გამრავლების ოსტატები ფიქრობდნენ, რომ ხალხიდან ფერუ-
ქიმია უკვე აღმოფხვრეს, – მიუგო სეიზდმა, – და ცდილობდნენ, ტე-
რისში დაენერგათ სხვა მახასიათებლები: მორჩილება, თვინიერე-
ბა. ცხენებივით გვაჯვარებდნენ და სინოდმა მათ დიდი დარტყმა მი-
აყენა, როცა ოსტატებს ტინდუილი საჯიშე პროგრამისთვის აარჩე-
ვინა. ტინდუილი ფერუქიმიაში სუსტად იყო მომზადებული, მაგრამ,
საბედნიეროდ, რამდენიმე სპილენძის გონი მიიღო, რომლებსაც
ჩვენ, დამცველები ვატარებთ. ასე რომ, მრავალი წლის განმავლო-
ბაში, როცა გამოკეტილი იყო, მას შეეძლო, ეკითხა და ბიოგრაფიე-
ბი ესწავლა. მხოლოდ ბოლო ათწლეულში შეძლო – როცა მშობია-
რობის ასაკი გაუვიდა – რომ სხვა დამცველებს შეერთებოდა და მათ
ჯგუფში გაწევრებულიყო.
სეიზდი გაჩუმდა, მერე კი თავი გააქნია:
– ვგონებ, მასთან შედარებით, დანარჩენებმა უფრო თავისუფ-
ლად ვიცხოვრეთ.
440
– დიდებულია, – ჩაიბურტყუნა ვინმა, წამოდგა და გაიზმორა, – კი-
დევ ერთი მიზეზი, რომ თავი დამნაშავედ იგრძნო.
– უნდა დაიძინოთ, ქალბატონო ვინ, – შენიშნა სეიზდმა.
– რამდენიმე საათით, – მიუგო ვინმა და კარისკენ წავიდა.
სეიზდი თავის საკვლევთან ისევ მარტო დარჩა.
ბოლოს, ვგონებ, ჩემმა სიამაყემ დაგვღუპა ყველანი.

31
ფილენ ფრანდეუ სკაა არ იყო; და არც არასოდეს ყოფილა. სკაა საგ-
ნებს ამზადებდა ან რაღაცები მოჰყავდა, ფილენი კი ჰყიდდა. ეს ორი
რამე ძალზედ განსხვავდებოდა.
ოჰ, ზოგი მას სკაას ეძახდა. ასამბლეის რამდენიმე წევრის თვალებ-
შიც ამ სიტყვას კითხულობდა. ისინი ფილენსა და მის თანამოძმე ვაჭ-
რებს ისეთივე ზიზღით ეპყრობოდნენ, როგორც ასამბლეის წევრ რვა
სკაას მუშას. ნუთუ ვერ ხედავდნენ, რომ ეს ორი ჯგუფი ერთმანეთისგან
საგრძნობლად განსხვავდებოდა?
ფილენი სკამზე ოდნავ შეირხა. ნუთუ დარბაზში მოსახერხებელი
სკამები მაინც არ უნდა დაედგათ? ჯერ ყველა არ მოსულიყო, მათ შო-
რის, არც ვენტური. მეფე ელენდი, როგორც წესი, ადრე მოდიოდა ხოლ-
მე.
"ის უკვე მეფე აღარაა", – ღიმილით გაიფიქრა ფილენმა, – "მხო-
ლოდ და მხოლოდ, გულუბრყვილო ელენდ ვენტურია... ძველებურად".
ეს ცუდი სახელია, ან ისეთივე კარგი არაა, როგორც ფილენის სახე-
ლი. ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ მას "ლინს" ეძახდნენ; ფილენ
ფრანდეუ დამხობის შემდეგ დაირქვა. სულაც არ სიამოვნებდა, მხო-
ლოდ რამდენიმე წევრს რომ ეპყრობოდნენ სათანადოდ. შემოსას-
ვლელში მაღალი საათი აჩვენებდა, რომ შეხვედრის დაწყებამდე
თხუთმეტი წუთი იყო დარჩენილი. მისი სახელის სრულად წარმოთქმას
ბევრი დრო მიჰქონდა, მაგრამ რატომ არ უნდა ჰქონოდა სხვებივით
გრძელი სახელი? რატომ არ უნდა ეწოდებინათ მისთვის ლორდი? განა

441
ფილენი რამით ჩამოუვარდებოდა იმ კეთილშობილებს, რომლებიც
განცალკევებით ისხდნენ?
ოჰ, ის კეთილშობილებს არაფრით ჩამოუვარდებოდა. მათზე უკე-
თესიც კი იყო. ჰო, ისინი ფილენს სკაას ეძახდნენ, მაგრამ იმ წლების
განმავლობაში კეთილშობილები მასთან საჭიროებას მიჰყავდა ხოლ-
მე და მათმა ქედმაღლურმა ღიმილმა ძალა დაკარგა. ფილენი მიხ-
ვდა, რომ კეთილშობილები დაუცველნი იყვნენ და მათ სჭირდებო-
დათ იგი, ადამიანი, რომელსაც სკაას ეძახდნენ. მაგრამ ფილენი მა-
ინც ვაჭრად რჩებოდა, არაკეთილშობილ ვაჭრად. ეს ისეთი რამ
იყო, რასაც მბრძანებლის უზადო იმპერიაში არ უნდა ეარსება.
მაგრამ კეთილშობილ ვაჭრებს ვალმდებლებთან საქმის დაჭერა
უწევდათ და სადაც ვალმდებლები იყვნენ, იქ უკანონო ვერაფერი
მოხდებოდა. ამიტომ იყო საჭირო ფილენი. იგი შუამავლის როლს
ასრულებდა – იმ ადამიანის, რომელსაც შეეძლო, მოლაპარაკება
ეწარმოებინა დაინტერესებულ მხარეებს შორის, რომელთაც სხვა-
დასხვა მიზეზის გამო სურდათ, რომ მბრძანებლის ვალმდებლების
მრავლისმხედველი თვალები აერიდებინათ. ფილენი მძარცველთა
გუნდს არ ეკუთვნოდა... არა, ეს მეტისმეტად სახიფათო და ჩვე-
ულებრივი რამ იყო.
მას ფინანსებისა და ვაჭრობის ნიჭი დაჰყვა. თუ ორ ქვას მისცემ-
დი, კვირის ბოლოს უკვე მთელი გროვა ექნებოდა. თუ ურიკას მის-
ცემდი, მშვენიერ, ცხენებშებმულ ეტლად აქცევდა. მარცვლეულის
ორიოდე ტომრის ნაცვლად კი მარცვლეულით სავსე გემს დაგახ-
ვედრებდა, რომელსაც შორმეტის დომინიონის ბაზრებისკენ გაგ-
ზავნიდა. ნამდვილი კეთილშობილები, რა თქმა უნდა, ვაჭრობდნენ,
მაგრამ ამ ყველაფრის უკან ფილენი იდგა. მას საკუთარი ფართო
იმპერია ჰქონდა.
და მაინც, ისინი ამას ვერ ხედავდნენ. ფილენი არისტოკრატები-
ვით მშვენიერ სამოსს იცვამდა. ახლა, როცა ღიად ვაჭრობა შეეძ-
ლო, ლუთადელში ერთ-ერთი უმდიდრესი კაცი გახდა. კეთილშობი-

442
ლები კი მას მაინც უგულებელყოფდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ სათა-
ნადო წარმომავლობა არ ჰქონდა.
რა გაეწყობოდა... ისინი ნახავდნენ. დღევანდელი შეხვედრის
შემდეგ... ჰო, ისინი ნახავდნენ. ფილენმა ხალხს გახედა. იმ ადამი-
ანს ეძებდა, რომელიც იქ დამალა. როცა დარწმუნდა, რომ ის იქ
იყო, ისევ ასამბლეის კეთილშობილებისკენ გაიხედა, რომლებიც ცოტა
მოშორებით ისხდნენ და ყბედობდნენ. მათი ერთ-ერთი უკანასკნელი
წევრი, ლორდი ფერსონ პენროდი ახლახან მოვიდა. მოხუცი ასამბლე-
ის წევრებისთვის განკუთვნილ ამაღლებულ ადგილზე ავიდა, შეკრები-
ლებს ჩაუარა და მიესალმა.
– ფილენ, – თქვა პენროდმა, რომელმაც იგი შენიშნა, – ვხედავ, ახა-
ლი სამოსი გაცვია. წითელი გიხდება.
– ლორდო პენროდ! კარგად გამოიყურებით. წინა ღამით რომ შეუძ-
ლოდ იყავით, მომჯობინდით?
– დიახ, მალე გამიარა, – მიუგო ლორდმა და ჭაღარათმიანი თავი
დაუქნია, – უბრალოდ, მუცელი მტკიოდა.
"სამწუხაროა", – გაიფიქრა ფილენმა და გაიღიმა:
– კარგი, აჯობებს, დავსხდეთ. თუმცა, როგორც ვხედავ, ახალგაზ-
რდა ვენტური აქ არ არის...
– ჰო, – მიუგო პენროდმა და მოიღუშა. მისი დარწმუნება ყველაზე
ძნელი აღმოჩნდა, რომ ხმა ვენტურის წინააღმდეგ მიეცა. იგი ელენდი-
სადმი როგორღაც თბილად იყო განწყობილი. ბოლოს ისიც დათან-
ხმდა. ყველა დათანხმდა.
პენროდი წავიდა და სხვა კეთილშობილებს შეუერთდა. ალბათ, ბე-
ბერი სულელი ფიქრობდა, რომ მეფე გახდებოდა, ფილენს კი ამ ტახ-
ტთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა. რა თქმა უნდა, ამ ტახტზე
დაჯდომა თვითონ ფილენის ხვედრი არ იყო. მას ქვეყნის მართვა სუ-
ლაც არ სურდა. ეს ფულის შოვნის საშინელ გზად ეჩვენებოდა. ვაჭრობა
ბევრად უკეთესი საქმიანობა იყო – უფრო სტაბილური და უფრო საიმე-
დოც.

443
მაგრამ ფილენს გეგმები ჰქონდა... უკვე ჰქონდა. დამსწრეების-
კენ მალიმალ გახედვისგან თავი უნდა შეეკავებინა.
ამის ნაცვლად ფილენი შებრუნდა, რათა ასამბლეის წევრები შეეთ-
ვალიერებინა. ვენტურის გარდა ყველა მოსულიყო... შვიდი კეთილშო-
ბილი, რვა ვაჭარი და რვა სკაას მუშა - ვენტურის ჩათვლით ოცდაოთხი
კაცი. ჩანაფიქრის თანახმად, სამ ნაწილად დაყოფას უბრალო ხალ-
ხისთვის მეტი ძალაუფლება უნდა მიეცა, რადგან კეთილშობილები
ჭარბობდნენ. ვენტურსაც კი არ ესმოდა, რომ ვაჭრები სკაას არ
ეკუთვნოდნენ.
ფილენმა ცხვირი შეჭმუხნა. ასამბლეის წევრი სკაას მუშები შეხ-
ვედრაზე მისვლამდე სუფთავდებოდნენ, მაგრამ ფილენი ღუმლე-
ბის, წისქვილებისა და სახელოსნოების სიმყრალეს მაინც გრძნობ-
და. ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც გასაყიდ საქონელს ამზა-
დებდნენ. ფილენი დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ მათ ისევ
თავის ადგილს მიუჩენდნენ, როგორც კი ეს დამთავრდებოდა. ასამ-
ბლეა საინტერესო იდეა იყო, მაგრამ მხოლოდ იმ ადამიანებით უნ-
და გაევსოთ, რომლებიც ამ მდგომარეობას იმსახურებდნენ, ფილე-
ნისნაირი პიროვნებებით.
"ლორდი ფილენი", – გაიფიქრა მან, – "უკვე დიდი ხანი აღარ
დარჩა".
იმედოვნებდა, რომ ელენდი დაიგვიანებდა. მაშინ შესაძლებელი
იქნებოდა, მისი სიტყვით გამოსვლა აერიდებინათ. ნებისმიერ შემ-
თხვევაში, ფილენს შეეძლო, წარმოედგინა, ეს როგორ ჩაივლიდა.
"აჰ... მისმინეთ. ეს სამართლიანი არაა. მეფე მე უნდა ვყოფილი-
ყავი. ნება მომეცით, წიგნი წაგიკითხოთ იმაზე, თუ რატომ არის ეს
ასე. შეგიძლიათ, სკაასთვის კიდევ უფრო მეტი ფული მომცეთ?"
ფილენმა გაიღიმა. გვერდით მჯდომმა კაცმა, გეტრუმ, მას იდაყ-
ვი წაჰკრა.
– როგორ ფიქრობ, გამოჩნდება?
– შეიძლება, არც გამოჩნდეს. უნდა იცოდეს, რომ ის არ გვინდა.
ის გავაგდეთ, ხომ ასეა?
444
გეტრუმ მხრები აიჩეჩა. დამხობის მერე მან წონა შეიძინა, დიდი წო-
ნა.
– არ ვიცი, ლინ. ანუ... ჩვენ არ... ის, უბრალოდ... არმიები... ჩვენ
ძლიერი მეფე უნდა გვყავდეს, ხომ? ისეთი ვინმე, ვინც ქალაქს აოხრე-
ბისგან დაიცავს.
– რა თქმა უნდა, – მიუგო ფილენმა, – და მე ლინი არ მქვია.
გეტრუ გაწითლდა.
– ბოდიში.
– ჩვენ სწორად მოვიქეცით, – გააგრძელა ფილენმა, – ვენტური
სუსტი ადამიანია, სულელია.
– ასე არ ვიტყოდი, – შეეწინააღმდეგა გეტრუ, – მას კარგი იდეები
აქვს, – კაცმა თვალები უხერხულად დახარა.
ფილენმა ჩაიფრუტუნა და საათს შეხედა. უკვე დრო იყო, მაგრამ
ხალხში შეძახილები არ ესმოდა. ვენტურის დაცემის შემდეგ ასამბლეის
შეხვედრები გადაჭედილი იყო. ამაღლებული ადგილის წინ გრძელი
სკამები ეწყო, რომლებზეც ადამიანთა ტევა აღარ იყო. მეტწილად სკაას
ხალხი იჯდა. ფილენმა არ იცოდა, მათ რატომ დართეს დასწრების ნება.
ხმის უფლება არ ჰქონდათ.
"ვენტურის კიდევ ერთი სისულელე", – გაიფიქრა და თავი გააქნია.
ოთახის სულ ბოლოში – ხალხის უკან, ამაღლებული ადგილის მოპირ-
დაპირე მხარეს – ორი დიდი, ფართო კარი იყო ჩასმული, საიდანაც წი-
თელი მზის შუქი იღვრებოდა. ფილენმა ვიღაც კაცებს ანიშნა და მათ
ორივე კარი დაკეტეს. ხალხი გაისუსა. ფილენი წამოდგა, რათა შეკრე-
ბილთათვის სიტყვით მიემართა.
– რამდენადაც...
დარბაზის კარი გაიღო. იქ თეთრით მოსილი კაცი იდგა რამდენიმე
ადამიანთან ერთად და მას უკნიდან წითელი მზის შუქი ანათებდა. ეს
ელენდ ვენტური იყო. ფილენმა კისერი წაიგრძელა და მოიღუშა.
ყოფილი მეფე წინ წავიდა, უკან თეთრი მოსასხამი უფრიალებდა.
თავისი ნისლქმნილი, როგორც წესი, გვერდით მოჰყვებოდა, მაგრამ
ამჯერად მას კაბა ეცვა. იმ რამდენიმე შემთხვევიდან გამომდინარე,
445
როცა ფილენი ვინს გამოელაპარაკა, მოელოდა, რომ კეთილშობი-
ლი ქალის კაბაში გოგოს თავი უხერხულად უნდა ეგრძნო. და მაინც,
როგორც ჩანდა, კაბა კარგად ჰქონდა მორგებული და მოხდენილად
დადიოდა. უფრო მომხიბლავად გამოიყურებოდა...
ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ფილენი მის მზერას წააწყდე-
ბოდა. ასამბლეის წევრებს ვინი თბილად არ უყურებდა ხოლმე და
ფილენმა გვერდზე გაიხედა. ვენტურმა მთელი თავისი ალომანტები
მოიყვანა – ოდესღაც გადარჩენილის გუნდის წევრები. როგორც
ჩანდა, ელენდს სურდა, ყველასთვის შეეხსენებინა, ვინ იყვნენ მისი
მეგობრები – ძლიერი ადამიანები, საშიში ადამიანები... ადამიანე-
ბი, რომლებმაც ღმერთი მოკლეს.
და ელენდთან ერთი კი არა, ორი ტერისელი იყო. მათ შორის,
ერთი ქალი – ფილენს ტერისელი ქალი არასოდეს ენახა – რაც
შთამბეჭდავად ჩანდა. ყველამ იცოდა, რომ დამხობის შემდეგ
მხლებლებმა თავიანთი ბატონები მიატოვეს. ისინი მსახურებად
დარჩენაზე უარს ამბობდნენ. სად იპოვა ვენტურმა ერთი კი არა,
ორი ჭრელმანტიიანი მხლებელი? თანაც, რომ ემსახურებოდნენ?
ხალხი ჩუმად იჯდა და ვენტურს ელოდა. ზოგს უხერხულობა ეტ-
ყობოდა. ამ კაცს როგორ უნდა მოპყრობოდნენ? სხვები კი... ნუთუ
აღფრთოვანებულნი იყვნენ? ეს მართალი იყო? მაგრამ ელენდ ვენ-
ტურით ვინ უნდა აღფრთოვანებულიყო, მაშინაც კი, თუ ელენდ ვენ-
ტური სუფთად გაპარსული, კოხტად შეკრეჭილი თმითა და ახალ სა-
მოსში გამოწყობილი იქნებოდა? მეფეს სადუელე ჯოხი ჰქონდა? და
მგელძაღლაც ახლდა?
"ის უკვე მეფე აღარაა!" – ისევ შეახსენა ფილენმა საკუთარ თავს.
ვენტური დარბაზის შემაღლებულ ადგილზე ავიდა. შებრუნდა და
თავის ხალხს ხელით ანიშნა – რვავე მათგანს... რომ მცველებთან
ერთად დამსხდარიყვნენ. ამის შემდეგ ელენდი მიტრიალდა და ფი-
ლენს შეხედა.
– ფილენ, რამის თქმა გინდოდათ?
ფილენმა გააცნობიერა, რომ ჯერ კიდევ იდგა.
446
– მე... უბრალოდ...
– ასამბლეის კანცლერი ხართ? – ჰკითხა ელენდმა.
ფილენი ერთხანს დუმდა.
– კანცლერი?
– ასამბლეის შეხვედრებს მეფე ხელმძღვანელობს, – აუხსნა ელენ-
დმა, – ახლა მეფე არ გვყავს. ასე რომ, კანონის თანახმად, ასამბლეას
კანცლერი უნდა აერჩია, რომელიც სიტყვით გამომსვლელებს მოიხ-
მობდა ხოლმე, დროს დაინიშნავდა და ხმებს დაითვლიდა, – იგი ერ-
თხანს გაჩუმდა და ფილენს მიაჩერდა, – ასამბლეას ვინმემ უნდა უხელ-
მძღვანელოს. სხვაგვარად ქაოსი იქნება.
ფილენი უნებურად ანერვიულდა. ნუთუ ვენტურმა იცოდა, რომ ფი-
ლენმა დაგეგმა მის წინააღმდეგ კენჭისყრა? არა, მან ეს არ იცოდა. ეს
ვერ ეცოდინებოდა. ელენდი ასამბლეის ყველა წევრს თვალებში სათი-
თაოდ უყურებდა. მხიარული, არადჩასაგდები ბიჭი, რომელიც ამ შეხ-
ვედრებს ესწრებოდა ხოლმე, აღარსად იყო. ვენტური სამხედრო სა-
მოსში გამოწყობილი იდგა და ყოყმანის ნაცვლად სიმტკიცე ეტყობო-
და.
"ჩანს, მწვრთნელი გიპოვია", – გაიფიქრა ფილენმა, – "ცოტა არ
იყოს, დააგვიანე. უბრალოდ, მოიცადე..."
ფილენი დაჯდა და თქვა:
– სიმართლე ითქვას, შესაძლებლობა არ გვქონია, რომ კანცლერი
აგვერჩია. ამას ახლა ვაპირებდით.
ელენდმა თავი დაუქნია. გონებაში უტრიალებდა ათასი სხვადასხვა
მითითება: თვალებით კონტაქტი შეინარჩუნე; დახვეწილი, მაგრამ
მტკიცე გამოთქმები გამოიყენე; აჩქარება არასოდეს შეიმჩნიო, მაგრამ
არც იყოყმანო; ცმუკვის გარეშე დაჯექი; არ იწრიალო; გამართული იყა-
ვი; როცა ნერვიულობ, მუშტები არ შეკრა.
ელენდმა წამით ტინდუილს შეხედა; ქალმა თავი დაუკრა.
"სიმხნევე დაიბრუნე, ელ", – შეუძახა საკუთარ თავს, – "მათ შენი
ცვლილება აგრძნობინე".

447
ის თავისი ადგილის დასაკავებლად მივიდა, ასამბლეის დანარ-
ჩენ შვიდ კეთილშობილს თავი დაუკრა:
– რახან ასეა, – თქვა ელენდმა და ხელმძღვანელობა აიღო, – მაშინ
იქნებ მე დავასახელო კანცლერი?
– საკუთარი თავი? – ჰკითხა დრაიდელმა, ერთ-ერთმა კეთილ-
შობილმა. რაც ელენდს თავი ახსოვდა, ის სულ დამცინავად იღიმე-
ბოდა. ეს შესაფერისი გამომეტყველება იყო ადამიანისთვის, რო-
მელსაც ასე წაწვეტებული სახე და მუქი თმა ჰქონდა.
– არა, – მიუგო ელენდმა, – დღევანდელი განხილვისას მიუკერ-
ძოებელი ძნელად თუ ვიქნები. ამდენად, მე ლორდ პენროდს ვასა-
ხელებ. ის ყველაზე უფრო პატივსაცემი ადამიანია, რომელიც შეგ-
ვიძლია, გამოვარჩიოთ; მჯერა, შევძლებთ და ჩვენი მსჯელობის შუ-
ამავლობას მას მივანდობთ.
ისინი ერთხანს დუმდნენ.
– გონივრულია, – თქვა ბოლოს მჭედელმა ჰეტელმა.
– ყველანი მეთანხმებით? – იკითხა ელენდმა და ხელი ასწია; პა-
სუხად თექვსმეტი ხელი მიიღო – დაეთანხმა ყველა სკაა, კეთილშო-
ბილთა უმეტესობა და მხოლოდ ერთი ვაჭარი; თუმცა ეს უმრავლე-
სობა იყო.
ელენდი ლორდ პენროდს მიუბრუნდა.
– ვგონებ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გვიხელმძღვანე-
ლოთ, ფერსონ.
წარმოსადეგმა კაცმა დაფასების ნიშნად თავი დაუქნია, შემდეგ
კი წამოდგა, რათა შეხვედრა ოფიციალურად გაეხსნა, რაც ელენ-
დმა ერთხელ უკვე გააკეთა. პენროდს დახვეწილი მანერები ჰქონ-
და, კარგად შეკერილი სამოსი ეცვა და გამართულად იდგა. ელენდი
უყურებდა მას და ცოტაოდენ შურს გრძნობდა, რადგან პენროდს
ესოდენ ბუნებრივად გამოსდიოდა ის მიხრა-მოხრა, რომელთა დას-
წავლასაც თავად ამდენ დროს უთმობდა.
"იქნებ, ის უკეთესი მეფე ყოფილიყო. შესაძლოა..." – ფიქრობდა
ელენდი, – "არა!" – უცებ მტკიცედ უთხრა გულში საკუთარ თავს, –
448
"თავდაჯერებული უნდა ვიყო. პენროდი წესიერი კაცი და წუნდაუდებე-
ლი კეთილშობილია, მაგრამ ეს თვისებები მას წინამძღოლად არ აქ-
ცევს. ის არ წაუკითხავს, რაც მე მაქვს წაკითხული და არც საკანონ-
მდებლო თეორია ესმის ისე, როგორც მე. კარგი ადამიანია, თუმცა მა-
ინც თავისი საზოგადოების პროდუქტია – სკაას ხალხს ცხოველებად
არ მიიჩნევს, მაგრამ ვერასოდეს იფიქრებს მათზე ისე, როგორც თანას-
წორებზე".
პენროდმა შესავალი სიტყვა დაასრულა, შემდეგ კი ელენდს მიუბ-
რუნდა:
– ლორდო ვენტურ, ეს შეხვედრა თქვენ მოიწვიეთ. დარწმუნებული
ვარ, რომ კანონი უფლებას გაძლევთ, ასამბლეის წინაშე სიტყვით პირ-
ველი გამოხვიდეთ და მას პირველმა მიმართოთ.
ელენდმა მადლობის ნიშნად თავი დაუკრა და წამოდგა:
– ოცი წუთი საკმარისი იქნება? – ჰკითხა პენროდმა.
– უნდა იყოს, – მიუგო ელენდმა და პენროდს ჩაუარა, როცა მან ად-
გილი დაუთმო.
ელენდი კათედრასთან დადგა. მარჯვნივ დარბაზი ხალხით იყო გა-
დაჭედილი, საიდანაც შარიშური, ხველება და ჩურჩული ისმოდა. ოთახ-
ში დაძაბულობა გამეფდა. პირველად მოხდა, რომ ელენდი იმ ჯგუფს
დაუპირისპირდა, რომელმაც უღალატა.
– როგორც ბევრმა თქვენგანმა იცის, – მიმართა ელენდმა ასამ-
ბლეის ოცდასამ წევრს, – ცოტა ხნის წინ სტრაფ ვენტურთან შეხვედრი-
დან დავბრუნდი. ეს მთავარსარდალი, საუბედუროდ, მამაჩემია. ვისურ-
ვებდი, ამ შეხვედრის შესახებ მომეხსენებინა, მაგრამ რადგან ეს ღია
შეკრებაა, ისე ვილაპარაკებ, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშ-
ვნელოვანი საკითხები არ ვახსენო.
ელენდი ცოტა ხნით გაჩუმდა და ის დაბნეული მზერა დაინახა, რო-
მელსაც ელოდა. ბოლოს და ბოლოს, ვაჭარი ფილენი წამოდგა.
– რა ხდება, ფილენ? – ჰკითხა ელენდმა.
– ეს ყველაფერი ძალიან კარგია, ელენდ, – უთხრა ფილენმა, – მაგ-
რამ არ აპირებ, რომ იმ საკითხს შეეხო, რამაც აქ მოგვიყვანა?
449
– მიზეზი, რის გამოც ერთმანეთს შევხვდით, ფილენ, – მიუგო
ელენდმა, – ის არის, რომ განვიხილოთ, თუ როგორ შევინარჩუნოთ
ლუთადელის უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ვფიქრობ, ხალხს
ყველაზე მეტად ის არმიები აღელვებს და ჩვენ, პირველ რიგში, მა-
თი მღელვარება უნდა დავაცხროთ. ასამბლეის წინამძღოლობის
საკითხი მოიცდის.
– მე... გასაგებია, – თქვა ფილენმა, რომელიც დაბნეული ჩანდა.
– ეს დრო თქვენ გეკუთვნით, ლორდო ვენტურ. განაგრძეთ, რო-
გორც გსურთ, – თქვა პენროდმა.
– გმადლობ, კანცლერო, – უთხრა ელენდმა, – მინდა, ნათლად
აგიხსნათ, რომ მამაჩემი ამ ქალაქზე შეტევას არ აპირებს. კარგად
მესმის, ხალხს რა აწუხებს, განსაკუთრებით გასულ კვირაში ჩვენს
გალავანზე მოტანილი წინასწარი იერიშის შემდეგ, თუმცა ეს, უბრა-
ლოდ, გამოცდა იყო. სტრაფს თავდასხმის მეტისმეტად ეშინია, ამი-
ტომ მთელ ჯარს აქეთ არ გამოგზავნიდა. შეხვედრისას სტრაფმა
მითხრა, რომ სეტთან ალიანსი შეკრა. დარწმუნებული ვარ, ეს ტყუ-
ილია, თუმცა კი, საუბედუროდ, სახიფათო ტყუილი. ეჭვი მაქვს, ის
მართლაც აპირებდა იერიშის მოტანას, მიუხედავად იმისა, რომ სე-
ტი აქაა. ეს იერიში შევაჩერეთ.
– რატომ? – იკითხა ერთ-ერთმა მუშამ, – იმიტომ, რომ თქვენ მი-
სი შვილი ხართ?
– სიმართლე რომ ვთქვა, არა, – მიუგო ელენდმა, – სტრაფი ისე-
თი კაცი არ არის, რომელიც ოჯახური ურთიერთობების გამო თავი-
სი გადაწყვეტილების შესრულებას შეაფერხებს.
ელენდი ერთხანს გაჩუმდა და ვინს შეხედა. უკვე ხვდებოდა, რომ
გოგოს არ მოსწონდა იმის როლი, ვისაც სტრაფის ყელთან დანა
ეჭირა, მაგრამ ნება დართო, თავის გამოსვლაში მასზე ელაპარაკა.
"ვინმა თქვა, რომ ყველაფერი რიგზეა", – უთხრა საკუთარ თავს
ელენდმა, – "მე მოვალეობას მასზე წინ არ ვაყენებ!"

450
– კარგი რა, ელენდ, – უთხრა ფილენმა, – თეატრალურობას მორ-
ჩით. სტრაფს რას შეჰპირდით, რომ სანაცვლოდ მისი ჯარი ამ ქალაქს
არ მოსდგომოდა?
– დავემუქრე, – თქვა ელენდმა, – ჩემო კოლეგა ასამბლეის წევ-
რებო, როცა მამაჩემს მოლაპარაკებაში დავუპირისპირდი, გავაც-
ნობიერე, რომ ჩვენ – როგორც ჯგუფი – ჩვენს ერთ-ერთ უდიდეს რე-
სურსს უგულებელვყოფდით. საკუთარი თავი პატივსაცემ ორგანოდ
მიგვაჩნია, რომელიც ხალხის ნდობით შეიქმნა, თუმცა აქ იმის წყალო-
ბით არ ვართ, რაც თავად გავაკეთეთ. აქამდე მოვედით მხოლოდ ერთი
ადამიანის დამსახურებით და ეს ადამიანი ჰათსინს გადარჩენილია.
ელენდმა ასამბლეის წევრებს თვალებში შეხედა და განაგრძო:
– დროდადრო ამას ვგრძნობდი, ისევე, როგორც, ვეჭვობ, ბევრი
თქვენგანიც. გადარჩენილი ლეგენდაა... ლეგენდა, რომლის წარხოც-
ვის იმედიც ვერ გვექნება. მას ამ ხალხზე ძალაუფლება აქვს, თან ჩვენზე
უფრო დიდი ძალაუფლება, მიუხედავად იმისა, რომ მკვდარია. გვშურს,
დაუცველები ვართ. ეს ბუნებრივი, ადამიანური გრძნობებია. ამას წი-
ნამძღოლებიც ისევე მძაფრად განიცდიან, როგორც რიგითი ადამიანე-
ბი, და შესაძლოა, უფრო მძაფრადაც კი. ბატონებო, საკუთარ თავებს
ნებას ვერ მივცემთ, ისევ ასე ვიფიქროთ. გადარჩენილის მემკვიდრეო-
ბა მხოლოდ ერთ ჯგუფს არ ეკუთვნის და მარტო ამ ქალაქსაც კი არ
ეკუთვნის. ის ჩვენი მშობელია – ყველას მამაა, ვინც ამ მიწაზე თავისუ-
ფალია. მიუხედავად იმისა, მისაღებია თუ არა თქვენთვის მისი რელი-
გიური ავტორიტეტი, უნდა ვაღიაროთ, მისი სიმამაცისა და მსხვერპლის
გარეშე ამ თავისუფლებით ვერ დავტკბებოდით.
– ამას სტრაფთან საერთო რა აქვს? – კბილებში გამოცრა ფილენმა.
– ყველაფერი, – თქვა ელენდმა, – გადარჩენილი აღარ არის, თუმ-
ცა მემკვიდრეობა დაგვიტოვა თავისი აღზრდილის სახით, – ელენდმა
ვინისკენ მიანიშნა, – ის ყველაზე ძლიერი ნისლქმნილია ცოცხალთა
შორის, რაც სტრაფმა უკვე იცის. ბატონებო, ვიცნობ მამაჩემის ხასიათს.
ამ ქალაქზე იერიშს არ მოიტანს მანამ, სანამ სამაგიეროს მიგების ეში-
ნია ისეთი ვინმესგან, რომლის შეჩერებაც მას არ შეუძლია. სტრაფი ახ-
451
ლა აცნობიერებს, რომ თუ შემოგვიტევს, თავს გადარჩენილის მემ-
კვიდრის რისხვას დაიტეხს, რასაც თვით მბრძანებელმაც კი ვერ გაუძ-
ლო.
ელენდი გაჩუმდა და ხალხის ჩურჩულს მიაყურადა. მისი ნათქვა-
მი ეს სიახლე მოსახლეობის ყურამდე მივიდოდა და მათ ძალას შე-
მატებდა. შესაძლოა, ამ სიახლეს სტრაფის არმიამდეც მიეღწია, იმ
ჯაშუშების საშუალებით, რომლებიც, როგორც ელენდმა იცოდა, ამ
დარბაზში უნდა მსხდარიყვნენ. შენიშნა, რომ მამამისის ალომანტი
ხალხში იჯდა, ის, რომელსაც ზეინი ერქვა.
და როცა ეს სიახლე სტრაფის არმიამდე მიაღწევდა, იქ ხალხი
კარგად დაფიქრდებოდა მანამ, სანამ შეტევის ბრძანებას დაემორ-
ჩილებოდა. ვის ენდომებოდა იმ ძალასთან დაპირისპირება, რო-
მელმაც თვით მბრძანებელი გაანადგურა? ეს სუსტი იმედი იყო –
სტრაფის მებრძოლებს შესაძლოა ლუთადელური ყველა ამბავი სუ-
ლაც არ სჯეროდათ – მაგრამ სულისკვეთებას ოდნავ მაინც აამაღ-
ლებდა.
გარდა ამისა, ელენდს ოდნავადაც კი არ ავნებდა ის, რომ საკუ-
თარი თავი გადარჩენილთან ცოტა უფრო მეტად დაეკავშირებინა.
მას, უბრალოდ, თავისი დაუცველობა უნდა გადაელახა. კელსიერი
დიდი ადამიანი იყო, მაგრამ ის წავიდა. ელენდს ყველაფერი უნდა
ეღონა, რათა გადარჩენილის მემკვიდრეობას ეცოცხლა, რადგან ეს
იყო ის, რაც მისი ხალხისთვის საუკეთესო იქნებოდა.
ვინი იჯდა, ელენდის სიტყვით გამოსვლას უსმენდა და გულ-მუ-
ცელი ემღვრეოდა.
– შენთვის ეს ხომ მისაღებია? – წასჩურჩულა ჰამმა, რომელიც
გოგოსკენ გადაიხარა, როცა ელენდი სტრაფთან თავის სტუმრობა-
ზე უფრო დაწვრილებით ალაპარაკდა.
ვინმა მხრები აიჩეჩა:
– ოღონდ სამეფოს დაეხმაროს.

452
– არასოდეს მოგწონდა ის, თუ რაოდენ თავმომწონედ საუბრობდა
კელი საკუთარ თავზე სკაას წინაშე. ეს არცერთ ჩვენგანს არ მოგვწონ-
და.
– ეს ისაა, რაც ელენდს სჭირდება, – მიუგო ვინმა.
ტინდუილი, რომელიც მათ წინ იჯდა, უკან მიბრუნდა და ვინს ცი-
ვად შეხედა. გოგომ იფიქრა, შეხვედრაზე ჩურჩულის გამო მისაყვედუ-
რებსო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტერისელს სულ სხვა რამის თქმა ჰქონ-
და განზრახული.
– მეფეს, – ქალი ელენდს ჯერ კიდევ ასე მოიხსენიებდა, – გადარჩე-
ნილთან ეს კავშირი სჭირდება. თავად ელენდს ძალიან მცირე ავტორი-
ტეტი აქვს, რასაც ძნელად თუ დაეყრდნობა. კელსიერი კი ახლა ცენ-
ტრალურ დომინიონში ყველაზე მეტად საყვარელია, ყველაზე მეტად
ცნობილია. იმაზე მინიშნებით, რომ ეს მთავრობა გადარჩენილმა და-
აფუძნა, მეფე ადამიანებს აიძულებს, კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე რა-
მეს მოიმოქმედებენ.
ჰამმა თავი ფიქრიანად დააქნია. ვინმა დაბლა დაიხედა და გაიფიქ-
რა: "რა არის პრობლემა? სულ ცოტა ხნის წინ ხომ იმ აზრმა გამიელვა,
ეპოქათა გმირი ვარ თუ არა, ახლა კი იმაზე ვღელავ, რომ ელენდი ცნო-
ბილ ადამიანად მაქცევს?"
ვინი უხერხულად იჯდა, ბრინჯაოს წვავდა და შორიდან გრძნობდა
პულსაციას, რომელიც უფრო და უფრო მკვეთრი ხდებოდა."შეწყვიტე!"
– შეუძახა საკუთარ თავს, – "სეიზდი არ ფიქრობს, რომ გმირი დაბრუნ-
დება, მან კი ისტორია ყველაზე კარგად იცის. ეს ნებისმიერ შემთხვევა-
ში სულელური აზრი იყო. იმაზე უნდა გავამახვილო ყურადღება, რაც აქ
ხდება".
ბოლოს და ბოლოს, დარბაზში ხომ ზეინი იჯდა.
ვინმა ამ კაცის სახე ოთახის ბოლოს შენიშნა და კალის მსუბუქმა
სხივმა – ისეთმა არა, რომ დაებრმავებინა – ვინს საშუალება მისცა, მი-
სი სახის ნაკვთები ახლოდან შეესწავლა. ზეინი გოგოს არ უყურებდა,
ასამბლეას აკვირდებოდა. ნეტავ აქ სტრაფის ბრძანებით იყო თუ საკუ-
თარი ნებით? წყალი არ გაუვიდოდა, სტრაფსა და სეტს ამ დარბაზში ჯა-
453
შუშები ეყოლებოდათ; ჰამმაც თავისი მცველები გარია ხალხში.
თუმცა ვინი ზეინის გამო ღელავდა. რატომ არ ბრუნდებოდა მისკენ?
ხომ არ...
ზეინმა ვინს მზერა შეაგება, ოდნავშესამჩნევად გაუღიმა და ისევ
ელენდისკენ გაიხედა.
ვინს უნებურად შეაჟრჟოლა. ანუ ეს იმას ნიშნავდა, რომ ზეინი
მას თავს სულაც არ არიდებდა?
"ყურადღება მოიკრიბე! ელენდს მოუსმინე", – შეუძახა გოგომ
საკუთარ თავს.
თუმცა ელენდი თითქმის ბოლოში გასულიყო. თავისი გამოს-
ვლა რამდენიმე შენიშვნით შეაჯამა იმის შესახებ, თუ, მისი აზრით,
სტრაფი როგორ უნდა შეეკავებინათ. ისევ და ისევ, არ შეეძლო,
წვრილმანებს მეტისმეტად ჩაღრმავებოდა, რადგან ასე საიდუმ-
ლოებებს გასცემდა. შემოსასვლელის დიდ საათს შეხედა. საუბარი
სამი წუთით ადრე დაასრულა და კათედრიდან ჩამოსასვლელად
მოემზადა.
ლორდმა პენროდმა ჩაახველა და ყელი ჩაიწმინდა:
– ელენდ, რაღაც ხომ არ გავიწყდება?
ელენდი შეყოყმანდა და ისევ ასამბლეას გადახედა.
– რა გსურთ, რომ ვთქვა?
– თქვენს აზრს არ გამოხატავთ? – ჰკითხა სკაას მუშამ, – იმაზე...
რაც წინა შეხვედრაზე მოხდა.
– თქვენ ჩემი წერილი მიიღეთ, – მიუგო ელენდმა, – იცით, ამ სა-
კითხზე რასაც ვფიქრობ, თუმცა ეს საჯარო ფორუმი ბრალდებებისა
და მხილების ადგილი არაა. ასეთი რამეებისთვის ასამბლეა მეტის-
მეტად კეთილშობილი ორგანოა. ვისურვებდი, რომ სახიფათო პე-
რიოდი არ ყოფილიყო, როცა ასამბლეამ თავისი საწუხარის გახმია-
ნება გადაწყვიტა, მაგრამ რაც მოხდა, იმას ვერ შევცვლით.
მან დასაჯდომად წასვლა დააპირა.

454
– სულ ესაა? – ახლა სხვა სკაამ იკითხა, – არც კი აპირებთ, თქვენი
არგუმენტი გვითხრათ, სცადოთ და დაგვარწმუნოთ იმაში, რომ უფლე-
ბები აღგიდგინოთ?
ელენდი ისევ შეჩერდა.
– არა, – მიუგო მან, – არა, არ ვფიქრობ, რომ ასე უნდა მოვიქცე.
თქვენი აზრი მაცნობეთ და ამით იმედი გამიცრუეთ, თუმცა თქვენ ხალ-
ხის მიერ არჩეული წარმომადგენლები ხართ; მჯერა იმ ძალაუფლების,
რაც მოგენიჭათ. თუ ჩემთან შეკითხვები ან საყვედურები გაქვთ, ბედ-
ნიერი ვიქნები, თავის დაცვის საშუალება რომ მომეცეს. მაგრამ სულაც
არ ვაპირებ, აქ დავდგე და ჩემს ღირსებებზე ვიქადაგო. ყველანი მიც-
ნობთ. იცით, ამ ქალაქისა და მისი შემოგარენის მოსახლეობისთვის
რისი გაკეთება შემიძლია და რის გაკეთებას ვაპირებ. დაე, ეს იყოს ჩემი
არგუმენტი.
ელენდი თავის ადგილზე დაჯდა. ვინის აზრით, ტინდუილი ოდნავ
მოიღუშა. ელენდმა ხომ ის სიტყვა არ წარმოთქვა, რომელიც მან და
ტინდუილმა ერთობლივად მოამზადეს, სიტყვა, რომელიც სწორედ იმ
არგუმენტს იძლეოდა, რომელსაც ასამბლეა აშკარად ელოდა.
"რატომ შეცვალა?" – გაიფიქრა ვინმა. ტინდუილს კი ეტყობოდა,
რომ ვენტურის გადაწყვეტილება არ მოსწონდა. უცნაური იყო, მაგრამ
ვინი გრძნობდა, რომ ელენდის ალღოს უფრო ენდობოდა, ვიდრე ტინ-
დუილისას.
– კარგი, – თქვა ლორდმა პენროდმა, რომელიც ისევ კათედრას-
თან მივიდა, – გმადლობთ ამ მოხსენებისთვის, ლორდო ვენტურ. არ
ვიცი, სხვა საქმეებიც გვაქვს თუ არა განსახილველი...
– ლორდო პენროდ, – მიმართა ელენდმა.
– გისმენთ.
– იქნებ კანდიდატები დაასახელოთ?
ლორდმა პენროდმა შუბლი შეიჭმუხნა.
– მეფობის კანდიდატები, პენროდ, – კბილებში გამოცრა ფილენმა.
ვინი გაიტვრინა, ვაჭარს მიაჩერდა და გაიფიქრა: "აშკარაა, რომ ამ
ყველაფრის სათავეში ის დგას".
455
– დიახ, – თქვა ელენდმა და ფილენს გადახედა, – იმისთვის,
რომ ასამბლეამ ახალი მეფე აირჩიოს, კანდიდატები კენჭისყრამდე
სულ მცირე სამი დღით ადრე უნდა წამოვაყენოთ. გთავაზობთ, კან-
დიდატები ახლავე დავასახელოთ, რათა კენჭისყრა რაც შეიძლება
მალე ჩავატაროთ. ქალაქს წინამძღოლის გარეშე გატარებული ყო-
ველი დღე აზარალებს, – ელენდი ერთხანს გაჩუმდა, შემდეგ კი გა-
იღიმა, – თუ, რა თქმა უნდა, ის არ გაქვთ განზრახული, რომ ახალი
მეფის არჩევის გარეშე მთელი თვე გავიდეს...
"კარგია იმის აღნიშვნა, რომ მას გვირგვინი ჯერ კიდევ უნდა", –
გაიფიქრა ვინმა.
– გმადლობ, ლორდო ვენტურ, – თქვა პენროდმა, – მაშინ ახლა
ამას ვიზამთ... და ზუსტად როგორ უნდა ვიმოქმედოთ?
– ასამბლეის ყველა წევრს შეუძლია, თუ სურს, ერთი კანდიდა-
ტურა წამოაყენოს, – მიუგო ელენდმა, – ქაოსი რომ არ ატყდეს,
გთავაზობთ, ყველამ თავშეკავება გამოვიჩინოთ – მხოლოდ ისეთი
ვინმე შეარჩიეთ, ვის შესახებაც პატიოსნად და გულწრფელად ფიქ-
რობთ, რომ საუკეთესო მეფე იქნება. თუ კანდიდატი გყავთ, შეგიძ-
ლიათ, ადგეთ და დანარჩენებს გამოუცხადოთ.
პენროდმა თავი დააქნია და საკუთარ ადგილს დაუბრუნდა; რო-
გორც კი დაჯდა, მაშინვე ერთ-ერთი სკაა წამოდგა:
– მე ლორდ პენროდს ვასახელებ.
"ელენდს ამის მოლოდინი უნდა ჰქონოდა, მას შემდეგ, რაც პენ-
როდი კანცლერად დაასახელა", – გაიფიქრა ვინმა, – "რატომ შეს-
ძინა ასეთი ავტორიტეტი კაცს, რომელზეც იცოდა, რომ ტახტისთვის
მისი მთავარი მეტოქე იქნებოდა?"
პასუხი მარტივი იყო. ელენდმა იცოდა, რომ ლორდი პენროდი
კანცლერობისთვის საუკეთესო არჩევანი იქნებოდა.
"ზოგჯერ ის ზედმეტად კეთილშობილია", – უკვე მერამდენედ გა-
იფიქრა ვინმა. გოგო მიბრუნდა, რომ ასამბლეის წევრი ის სკაა შე-
ესწავლა, რომელმაც პენროდი დაასახელა. სკაას ხალხი წარჩინე-
ბულის უკან ასე სწრაფად რატომ ერთიანდებოდა?
456
ვინი ეჭვობდა, რომ ჯერ საკმარისი დრო არ გასულიყო... სკაას ხალ-
ხი წარჩინებულთა წინამძღოლობას მიჩვეული იყო და თუმცა გათავი-
სუფლდნენ, ისინი მაინც ტრადიციულ ადამიანებად რჩებოდნენ, კე-
თილშობილებზე ტრადიციულებადაც კი. პენროდის მსგავსი ლორდი –
მშვიდი, მბრძანებლური – მეფის ტიტულისთვის იმთავითვე უფრო შე-
საფერისი ჩანდა, ვიდრე რომელიმე სკაა.
"მათ მოუწევთ, ბოლოს და ბოლოს, ეს გადალახონ", – ფიქრობდა
ვინი, – "თუკი იმ ადამიანებად უნდა იქცნენ, ელენდს რომ სურს".
დარბაზი გაისუსა. სხვა კანდიდატები არ წამოუყენებიათ. რამდენი-
მე ადამიანმა ჩაახველა. ჩურჩულიც კი მიწყდა. ბოლოს თვითონ ლორ-
დი პენროდი წამოდგა.
– მე ელენდ ვენტურს ვასახელებ, – თქვა მან.
– აჰ... – ჩაიჩურჩულა ვინის უკან ვიღაცამ.
ვინი შებრუნდა, ბრიზს შეხედა და წასჩურჩულა:
– რა არის?
– შესანიშნავია, – მიუგო ბრიზმა, – ნუთუ ვერ ხვდები? პენროდი პა-
ტივსაცემი კაცია, ყოველ შემთხვევაში, იმდენად პატივსაცემი, რამდე-
ნადაც კეთილშობილი შეიძლება იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ცდი-
ლობს, პატივსაცემად ჩანდეს. ელენდმა პენროდი კანცლერად დაასა-
ხელა...
"და სანაცვლოდ იმედი ჰქონდა, რომ პენროდი თავს დავალებულად
იგრძნობდა და ელენდს მეფედ დაასახელებდა", – გააცნობიერა ვინმა.
გოგომ ელენდს შეხედა და მის ტუჩებზე ოდნავშესამჩნევი ღიმილი შე-
ნიშნა. ეს მართლა მოახერხა? ეს ბრიზისთვისაც კი საკმაოდ ფაქიზ
სვლად ჩანდა.
ბრიზმა მოწონების ნიშნად თავი დააქნია:
– ელენდმა არა მარტო საკუთარი თავი არ დაასახელა – რაც მას
სასოწარკვეთილად წარმოაჩენდა – არამედ ახლა ყველა იმას ფიქ-
რობს, რომ კაცი, რომელსაც ისინი პატივს სცემენ, კაცი, რომელსაც,
ალბათ, მეფედაც აირჩევდნენ, მიიჩნევს, რომ უმჯობესია, თუ ეს ტიტუ-
ლი ელენდს ექნება. შესანიშნავია.
457
პენროდი დაჯდა. დარბაზში ბუზის გაფრენის ხმაც კი არ ისმოდა.
ვინის ეჭვით, მან ეს კანდიდატი იმიტომაც წამოაყენა, რომ ტახტზე
მეტოქეობის გარეშე არ ავიდოდა. შესაძლოა, მთელი ასამბლეის
აზრით, ელენდი მეფობის დაბრუნების შანსს იმსახურებდა. თუმცა
პენროდი საკმაოდ პატივდებულ ადამიანი იყო საიმისოდ, რომ ეს
გაეხმიანებინა.
"მაგრამ ვაჭრები? მათ თავიანთი გეგმა უნდა ჰქონდეთ", – გა-
იფიქრა ვინმა. ელენდის აზრით, სავარაუდოდ ფილენის გარჯის წყა-
ლობით უყარეს კენჭი. ვაჭრებს ენდომებოდათ, ტახტზე თავისიანი
დაესვათ; ისეთი ვინმე, ვინც ქალაქის კარიბჭეებს იმ მომხდურ მე-
ფეს გაუღებდა, რომელიც მათ უხელმძღვანელებდა ან რომელიც
უკეთ გადაუხდიდა.
ვინი ვაჭრების რვაკაციან ჯგუფს აკვირდებოდა. მათი ტანსაცმე-
ლი როგორღაც კეთილშობილთა სამოსზე უკეთაც კი გამოიყურე-
ბოდა. ეტყობოდათ, რომ ყველა ერთი კაცის ახირებაზე დადიოდა
და მას ელოდა. რას გეგმავდა ფილენი?
ერთ-ერთი ვაჭარი შეირხა, თითქოს წამოდგომას აპირებდა,
მაგრამ ფილენმა მკაცრი მზერა ესროლა. ის ვაჭარი აღარ ამდგარა.
ფილენი ჩუმად იჯდა, გვერდით კეთილშობილის სადუელე ჯოხი
ედო. ბოლოს და ბოლოს, როცა დამსწრეთა უმეტესობამ შეამჩნია,
რომ ვაჭრები მას შეჰყურებდნენ, ფილენი ფეხზე ნელა წამოდგა და
თქვა:
– მე საკუთარი კანდიდატი მყავს.
სკაას ჯგუფის მხრიდან ფრუტუნი მოისმა:
– აბა, ახლა ვინაა მგრძნობიარე, ფილენ? – დაიძახა იქიდან
ერთ-ერთმა, – მიდი და, უბრალოდ, გააკეთე ეს. საკუთარი თავი და-
ასახელე.
ფილენმა წარბი ასწია:
– საკუთარი თავის დასახელებას სულაც არ ვაპირებ.
ვინმა შუბლი შეიჭმუხნა და ელენდის თვალებში დაბნეულობა
შენიშნა.
458
– თქვენი მხრიდან ამას ვაფასებ, – განაგრძო ფილენმა, – მაგრამ
მხოლოდ უბრალო ვაჭარი ვარ. არა… ვფიქრობ, მეფის ტიტული ვინმე
ისეთს უნდა მიენიჭოს, რომელსაც შესაბამისი უნარ-ჩვევები აქვს. მით-
ხარით, ლორდო ვენტურ, ჩვენი კანდიდატები ასამბლეის წევრებიდან
უნდა იყვნენ?
– არა, – უთხრა ელენდმა, – აუცილებელი არაა, რომ მეფე ასამ-
ბლეის წევრი იყოს. მეფის უპირველესი მოვალეობაა კანონების მიღე-
ბა და აღსრულება. ასამბლეა მხოლოდ მრჩეველი საბჭოა, რომელსაც
გარკვეული დამაბალანსებელი ძალაუფლება გააჩნია. მეფედ კურთხე-
ვა ნებისმიერს შეუძლია. ეს ჩაფიქრებული იყო, როგორც მემკვიდრეო-
ბითი ტიტული. არ ველოდი, რომ... გარკვეული პუნქტების მოხმობა ასე
სწრაფად მოგვიხდებოდა.
– აჰ, დიახ, – თქვა ფილენმა, – მაშ, კარგი. ვფიქრობ, ეს ტიტული
იმას უნდა მიენიჭოს, ვისაც ამის მცირეოდენი გამოცდილება მაინც
აქვს, იმას, ვინც წინამძღოლობის უნარი გამოავლინა. ამდენად, მეფედ
ლორდ აშუეზერ სეტს ვასახელებ!
"რა?" – გაიფიქრა გაოგნებულმა ვინმა, როცა ფილენი შებრუნდა და
ხელი დარბაზისკენ გაიშვირა. იქ მჯდომმა კაცმა სკაას მოსასხამი მო-
იხსნა, ქუდი მოიხადა და სამოსი და გაბურძგნილი წვერი გამოაჩინა.
– ო, ღმერთო, – აღმოხდა ბრიზს.
– ეს მართლა ის არის? – ჰკითხა ვინმა, როცა დარბაზი აჩურჩულდა.
ბრიზმა თავი დაუქნია:
– ოჰ, ეს ის არის, თვით ლორდი სეტი, – მერე გაჩუმდა და ვინს შე-
ხედა, – მგონი, შარში ვართ.
ჩემს ძმათაგან სათანადო ყურადღება არასოდეს მღირსებია. ისინი
მიიჩნევდნენ, რომ ჩემი საქმე და წადილი განმანათლებლისათვის შე-
უფერებელი იყო. ვერ ხვდებოდნენ, ჩემი შრომა – რელიგიის ნაცვლად
ბუნების შესწავლა – თოთხმეტი მიწის ხალხს რაში წაადგებოდა.

32
ვინი ჩუმად, დაძაბულად იჯდა და ხალხს ათვალიერებდა.
459
"სეტი მარტო არ მოვიდოდა", – ფიქრობდა გოგო.
და ამის შემდეგ მან ისინი დაინახა, რადგან უკვე იცოდა, რასაც ეძებ-
და. ხალხში სკაას მსგავსად გადაცმული ჯარისკაცები ისხდნენ და სე-
ტის სკამის გარშემო დამცავ ბარიერს ქმნიდნენ. სეტი ფეხზე არ წამომ-
დგარა, თუმცა მის გვერდით მყოფი ახალგაზრდა კაცი ადგა.
"ალბათ, ოცდაათამდე მცველი იქნება", – გაიფიქრა ვინმა, –
"სულელი ხომ არაა, მარტო მოსულიყო... მაგრამ იმ ქალაქში შეს-
ვლა, რომელიც ალყაში გყავს?"
ეს გაბედული სვლა იყო, ისეთი სვლა, სულელური რომ ეთქმის.
რა თქმა უნდა, სტრაფის არმიაში ელენდის სტუმრობაზეც ბევრმა
თქვა იგივე.
მაგრამ სეტისა და ელენდის მდგომარეობა განსხვავდებოდა. სე-
ტი სასოწარკვეთილებაში არ იყო ჩავარდნილი, არც ყველაფრის
დაკარგვის საფრთხე ემუქრებოდა. თუ იმას არ ჩავთვლით, რომ...
მას სტრაფზე ოდნავ მცირე არმია ჰყავდა, თან კოლოსი მოდიოდა;
და თუ სტრაფი ატიუმის სავარაუდო მარაგს ჩაიგდებდა ხელში, სე-
ტის, როგორც დასავლეთის წინამძღოლის, დღეები ნამდვილად
დათვლილი იქნებოდა. ლუთადელში მისვლა სასოწარკვეთილე-
ბით გამოწვეული ქმედება შეიძლება სულაც არ იყო, მაგრამ ეს არც
იმ კაცის საქციელს ჰგავდა, რომელიც უპირატესობას ფლობდა და
სადავეები ხელთ ეპყრა.
სეტი თამაშობდა და თანაც ეტყობოდა, რომ ეს სიამოვნებას ანი-
ჭებდა.
სეტმა დარბაზს გაუღიმა. ჩუმად იცდიდა. ასამბლეის წევრებიცა
და დამსწრეებიც გაოგნებულნი იყვნენ და ხმის ამოღების თავი არ
ჰქონდათ. ბოლოს და ბოლოს, სეტმა თავის რამდენიმე გადაცმულ
ჯარისკაცს ხელი დაუქნია; მათ მისი სკამი მაღლა ასწიეს და კათედ-
რასთან მიიტანეს. ასამბლეის წევრები აჩურჩულდნენ და ალაპა-
რაკდნენ, თანაშემწეებსა და კომპანიონებს მიუბრუნდნენ, სეტის ვი-
ნაობის დადასტურება უნდოდათ. კეთილშობილთა უმრავლესობა

460
ჩუმად იჯდა, რაც ვინისთვის საკმარისი მტკიცებულება უნდა ყოფილი-
ყო.
– ის ისეთი არ არის, როგორსაც ველოდი, – წასჩურჩულა ვინმა
ბრიზს, როცა ჯარისკაცები ამაღლებულ ადგილზე ავიდნენ.
– არავინ გითხრა, რომ საპყარი იყო? – ჰკითხა ბრიზმა.
– მარტო ეს არ არის, – მიუგო ვინმა, – მას ფრაკი არ აცვია.
სეტი შარვალ-პერანგში იყო გამოწყობილი, ხოლო დიდგვაროვნის
ფრაკის ნაცვლად გაცვეთილი შავი ჟაკეტი ეცვა.
– თან ეს წვერიც. ამხელა წვერი ერთ წელიწადში ვერ გაეზრდებო-
და. მას ეს დამხობამდეც უნდა ჰქონოდა.
– შენ მხოლოდ ლუთადელელ კეთილშობილებს იცნობ, ვინ, – უთ-
ხრა ჰამმა, – უკანასკნელი იმპერია დიდი იყო, ბევრი განსხვავებული
საზოგადოებით. ყველა ისე არ იმოსება, როგორც აქ.
ბრიზმა თავი დააქნია:
– სეტი თავის მხარეში ყველაზე უფრო ძლევამოსილი კეთილშობი-
ლი იყო, ასე რომ, მას ტრადიციასა და სათანადოობაზე ზრუნვა სულაც
არ უწევდა. იმას აკეთებდა, რაც სურდა და ადგილობრივი კეთილშობი-
ლები უკმევდნენ. უკანასკნელ იმპერიაში ასამდე სხვადასხვა სამეფო
კარი არსებობდა ასამდე სხვადასხვა პატარა "მბრძანებლით" და ყველა
რეგიონს თავისი საკუთარი პოლიტიკური მიმართულება გააჩნდა.
ვინი ისევ კათედრისკენ მიბრუნდა. სეტი თავის სკამზე იჯდა და ჯერ
ლაპარაკი არ დაეწყო.
ბოლოს და ბოლოს, ლორდი პენროდი წამოდგა:
– ეს სრულიად მოულოდნელია, ლორდო სეტ.
– ძალიან კარგი! – მიუგო სეტმა, – მიზანიც ხომ სწორედ ეს იყო!
– გსურთ, რომ ასამბლეას მიმართოთ?
– მეგონა, ეს სურვილი უკვე გამოვხატე.
პენროდმა ჩაახველა და ამ დროს ვინის კალით გამახვილებულ სმე-
ნას კეთილშობილთა სექციიდან აგდებული ჩურჩული მისწვდა, რომე-
ლიც "დასავლელ დიდგვაროვანს" შეეხებოდა.
– ათი წუთი გაქვთ, ლორდო სეტ, – უთხრა პენროდმა და დაჯდა.
461
– ძალიან კარგი, – მიუგო სეტმა, – იმიტომ, რომ იმ ბიჭისგან
განსხვავებით, მე განზრახული მაქვს, ზუსტად გითხრათ, რატომ უნ-
და ამირჩიოთ მეფედ.
– და რატომ? – ჰკითხა ერთ-ერთმა ვაჭარმა.
– იმიტომ, რომ თქვენს წყეულ კარიბჭესთან არმია მყავს! – სი-
ცილით თქვა სეტმა.
ასამბლეის წევრებს შემცბარი იერი ჰქონდათ.
– მუქარა, სეტ? – მშვიდად ჰკითხა ელენდმა.
– არა, ვენტურ, – მიუგო სეტმა, – უბრალოდ, პატიოსნება, რასაც
თქვენ, ცენტრალური დომინიონის კეთილშობილები, როგორც
ჩანს, ყველანაირად არიდებთ თავს. მუქარა კი ის იყო, რაც გააჟღე-
რე. რა იყო ის, რაც ამ ხალხს უთხარი? რომ შენს საყვარელს დანა
სტრაფის ყელთან უჭირავს? ანუ მიანიშნებდი, რომ თუ არ აგირჩევ-
დნენ, მაშინ ნისლქმნილს წაიყვანდი და ქალაქს გასანადგურებლად
გაწირავდი?
ელენდს ალმური მოედო.
– რა თქმა უნდა, არა.
– რა თქმა უნდა, არა, – გაიმეორა სეტმა. მას მაღალი ხმა ჰქონ-
და – უდიერი, მძლავრი. – კარგი, თქვენ თავს სულაც არ გაწონებთ
და არც ვიმალები. ჩემი არმია აქაა და განზრახული მაქვს, რომ ეს
ქალაქი ავიღო, თუმცა ბევრად მირჩევნია, ლუთადელი უბრძოლვე-
ლად გადმომცეთ.
– თქვენ ტირანი ხართ, სერ, – ცივად თქვა პენროდმა.
– მერე რა? – ჰკითხა სეტმა, – ტირანი ვარ, რომელსაც ორმოცი
ათასი ჯარისკაცი ჰყავს. ეს უფრო მეტია, ვიდრე თქვენ ამ გალავნის
დასაცავად გყავთ.
– რა შეგვაჩერებს, რომ, უბრალოდ, მძევლად აგიყვანოთ? –
ჰკითხა მას სხვა კეთილშობილმა, – ისე ჩანს, რომ საკუთარი თავი
თვითონვე მოგვართვით.
სეტს სიცილი წასკდა:

462
– თუ ამ საღამოს ბანაკში არ დავბრუნდები, ჩემს არმიას ბრძანება
აქვს, რომ ქალაქს მაშინვე შეუტიოს და აიღოს, ნებისმიერ ფასად! შეიძ-
ლება ისინი ამის შემდეგ ვენტურმა გაანადგუროს, მაგრამ ამას ჩემთვის
ან თქვენთვის მნიშვნელობა უკვე აღარ ექნება! ყველანი დახოცილები
ვიქნებით.
დარბაზში სიჩუმე ჩამოწვა.
– ხედავ, ვენტურ? – ჰკითხა სეტმა, – მუქარა საოცრად მოქმედებს.
– მართლა გგონია, რომ მეფედ აგირჩევთ? – ჰკითხა ელენდმა.
– მართლაც ასეა, – მიუგო სეტმა, – მისმინეთ, თქვენს ოცი ათასს
თუ ჩემი ორმოცი ათასი დაემატება, ამ გალავანს სტრაფისგან სულ იო-
ლად დავიცავთ. შეიძლება, კოლოსთა არმიის შეჩერებაც კი შევძლოთ.
მაშინვე ჩურჩული გაჩაღდა, სეტმა კი ხშირი წარბი ასწია და ელენდს
მიუბრუნდა:
– კოლოსის შესახებ მათთვის არაფერი გითქვამს, ხომ?
ელენდმა არ უპასუხა.
– კარგი, მათ ეს მალე ეცოდინებათ, – თქვა სეტმა, – ასეა თუ ისეა,
არ მგონია, ჩემი არჩევის გარდა სხვა გზა გქონდეთ.
– შენ პატივსაცემი ადამიანი არ ხარ, – მიახალა ელენდმა, – ხალხი
საკუთარი წინამძღოლისგან მეტს მოელის.
– პატივსაცემი ადამიანი არ ვარ? – ინტერესით ჰკითხა სეტმა, – და
შენ ხარ? ნება მომეცი, პირდაპირ გკითხო, ვენტურ. ამ შეხვედრის
მსვლელობისას აქ მყოფი შენი რომელიმე ალომანტი ასამბლეის წევ-
რებს თრგუნავდა?
ელენდი ერთხანს დუმდა. მას მზერა გვერდზე გაექცა და ბრიზი იპო-
ვა. ვინმა თვალები დახუჭა: "არა, ელენდ, არ გინდა..." – გაიფიქრა მან.
– კი, ასე იყო, – აღიარა ელენდმა.
ვინს მოესმა, რომ ტინდუილმა ყრუდ ამოიკვნესა.
– და, – განაგრძო სეტმა, – შეგიძლია პატიოსნად თქვა, რომ საკუ-
თარ თავში ეჭვი არასდროს შეგიტანია? არასდროს გიფიქრია იმაზე,
კარგი მეფე იყავი თუ არა?

463
– ვგონებ, ასეთ რამეებზე ყველა წინამძღოლი ფიქრობს, – მი-
უგო ელენდმა.
– მე სულაც არ ვფიქრობ, – თქვა სეტმა, – ყოველთვის ვიცოდი, რომ
წინამძღოლი უნდა ვყოფილიყავი და ყველაფერს ვაკეთებდი ძალაუფ-
ლების შესანარჩუნებლად. ვიცი, საკუთარი თავი როგორ გავაძლიერო
და ეს ნიშნავს, რომ ისიც ვიცი, როგორ გავაძლიერო ისინიც, ვინც
გვერდით მიდგანან. აი, შეთანხმება – თქვენ გვირგვინი გადმომე-
ცით და აქაურობას მე მივხედავ. ყველანი თქვენს ტიტულებს შე-
ინარჩუნებთ, ასამბლეის ის წევრები კი, ვისაც ტიტულები არა აქვს,
ამ ტიტულებს მიიღებენ. გარდა ამისა, საკუთარ თავებს შეინარჩუ-
ნებთ, რაც, გარწმუნებთ, ბევრად უკეთესი შეთანხმებაა, ვიდრე
სტრაფი შემოგთავაზებდათ. ხალხი სამუშაოს შეინარჩუნებს და ვიზ-
რუნებ იმაზე, რომ ამ ზამთარს საჭმელი არ მოაკლდეთ. ყველაფერი
ნორმალურ დინებას დაუბრუნდება, როგორც ეს იყო ერთი წლის
წინ, ვიდრე ეს სიგიჟე დაიწყებოდა. სკაა იმუშავებს, კეთილშობილე-
ბი კი მმართველობას მიხედავენ.
– გგონია, ისინი ამას დაუბრუნდებიან? – ჰკითხა ელენდმა, –
ყველაფერ იმის მერე, რისთვისაც ვიბრძოდით, ფიქრობ, ასე უბრა-
ლოდ მოგცემ იმის ნებას, რომ ხალხი კვლავ დაიმონო?
სეტმა დიდი წვერის ქვეშ ჩაიცინა:
– ისეთი შთაბეჭდილება სულაც არ შემქმნია, რომ ეს საკითხი შე-
ნი გადასაწყვეტია, ელენდ ვენტურ.
ელენდი გაჩუმდა.
– მინდა, რომ თითოეულ თქვენგანს შევხვდე, – მიმართა სეტმა
ასამბლეის წევრებს, – თუ ნებას დამრთავთ, ვისურვებდი, რომ ლუ-
თადელში ჩემი ხალხის ნაწილით ვიარო, ვთქვათ, ხუთი ათასი კა-
ცით. ეს საკმარისი იქნება, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნო; თქვენ
კი ამით არაფერი დაგიშავდებათ. ერთ-ერთ მიტოვებულ ციხე-კოშ-
კში დავბინავდები და თქვენს გადაწყვეტილებას მომავალ კვირამ-
დე დაველოდები. ამ დროის განმავლობაში თითოეულ თქვენგანს

464
შევხვდები და მოვახსენებ ყველა იმ სარგებელს, რასაც მეფედ არჩევის
შემთხვევაში მოგიტანთ.
– ქრთამი, – კბილებში გამოცრა ელენდმა.
– რა თქმა უნდა, – თქვა სეტმა, – ქრთამი ამ ქალაქის ყველა
მცხოვრებისთვის. ყველაზე მთავარი ქრთამი მშვიდობაა! შენ სახელე-
ბის დარქმევა ძალიან გიყვარს, ვენტურ. "მონები", "მუქარა", "პატივცე-
მული". "ქრთამი" მხოლოდ სიტყვაა. სხვა მხრიდან თუ შევხედავთ,
ქრთამი შებრუნებული დაპირებაა.
სეტმა გაიღიმა. ასამბლეის წევრები ჩუმად იყვნენ.
– კენჭი ვყაროთ, შემოვუშვათ თუ არა იგი ქალაქში? – იკითხა პენ-
როდმა.
– ხუთი ათასი ძალიან ბევრია, – თქვა ერთ-ერთმა სკაამ.
– გეთანხმები, – მიუგო ელენდმა, – ლუთადელში ამდენ უცხო ჯა-
რისკაცს ვერ შემოვუშვებთ.
– ეს საერთოდ არ მომწონს, – თქვა სხვამ.
– რა? – თქვა ფილენმა, – არ მეთანხმებით, რომ მონარქი ჩვენს ქა-
ლაქში ნაკლებად საშიში იქნება, ვიდრე გარეთ? და გარდა ამისა, სეტი
ხომ ყველაფერს დაგვპირდა.
ისინი ამაზე დაფიქრდნენ.
– ახლავე რატომ არ მაძლევთ გვირგვინს? – თქვა სეტმა, – ჩემს არ-
მიას თქვენი კარიბჭეები გაუღეთ.
– თქვენ ეს არ შეგიძლიათ, – არ დაახანა ელენდმა, – სანამ მეფე არ
გვეყოლება, ან ახლავე ერთსულოვან კენჭისყრას არ ჩავატარებთ.
ვინმა გაიღიმა. ერთსულოვნება ვერ იქნებოდა მანამ, სანამ ასამ-
ბლეაში ელენდიც შედიოდა.
– აჰ, – წამოიძახა სეტმა, მაგრამ საკმაოდ გონიერი იყო იმისთვის,
რომ საკანონმდებლო ორგანოსთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინა, –
მაშინ ქალაქში დაბინავების ნება მომეცით.
პენროდმა თავი დააქნია:
– მხარს ვინ უჭერს იმას, რომ ლორდ სეტს ნება მივცეთ, ქალაქში
დაბინავდეს... ვთქვათ... ათასიანი ჯარით?
465
ხელი ასამბლეის ცხრამეტმა წევრმა ასწია. ელენდი მათ შორის
არ იყო.
– ანუ ეს გადაწყდა, – თქვა პენროდმა, – ორ კვირაში შევიკრიბე-
ბით.
"დაუჯერებელია, რაც ხდება", – ფიქრობდა ელენდი, – "მეგონა,
პენროდი უფრო საშიში იყო, მაგრამ ფილენი უარესი ყოფილა... ეს
ხომ ერთ-ერთი ის ტირანია, რომელიც ლუთადელს ემუქრება? რა
ქნეს ეს? ამ ტირანის შეთავაზება საერთოდ როგორ განიხილეს?"
ელენდი წამოდგა და პენროდს მკლავში ხელი წაავლო, როცა ის
შებრუნდა, რათა შემაღლებული ადგილიდან ჩამოსულიყო.
– ფერსონ, – ხმადაბლა უთხრა ელენდმა, – ეს სიგიჟეა.
– ჩვენ ეს ვარიანტი უნდა განვიხილოთ, ელენდ.
– რა უნდა განვიხილოთ? ამ ქალაქის მოსახლეობის მიყიდვა ტი-
რანისთვის?
პენროდს სახე შეეცვალა და ელენდის ხელისგან მკლავი გაითა-
ვისუფლა:
– მომისმინე, ყმაწვილო, – ხმადაბლა უთხრა მან, – კარგი კაცი
ხარ, მაგრამ ყოველთვის იდეალისტი იყავი. შენ დრო წიგნებსა და
ფილოსოფოსობაში გაატარე, მე კი სიცოცხლე სამეფო კარის წევ-
რებთან პოლიტიკურ ბრძოლას შევალიე. შენ თეორიები იცი, მე კი
ხალხს ვიცნობ, – პენროდი შებრუნდა და დარბაზს თავი დაუკრა, –
მათ შეხედე, ყმაწვილო. ისინი შეშინებულები არიან. შენი ოცნებები
ამ ხალხს რა სიკეთეს მოუტანს, როცა შიმშილობენ? თავისუფლება-
სა და სამართლიანობაზე ლაპარაკობ მაშინ, როცა ორი არმია მათი
ოჯახების ამოსაწყვეტად ემზადება, – პენროდმა ელენდს თვალებში
ჩახედა, – მბრძანებლის სისტემა სრულყოფილი არ იყო, მაგრამ იგი
ამ ხალხს უსაფრთხოებას უნარჩუნებდა. ჩვენ ესეც კი აღარ გვაქვს.
შენი იდეალები არმიებს ვერ დაუპირისპირდება. შესაძლოა, სეტი
ტირანია, მაგრამ რაკი არჩევანი მასა და სტრაფზე მიდგა, მე სეტს
ვირჩევ. ალბათ, სეტს ქალაქს რამდენიმე კვირის წინ გადავცემდით,
შენ რომ არ შეგეჩერებინეთ.
466
პენროდმა ელენდს თავი დაუკრა, შებრუნდა და რამდენიმე კეთილ-
შობილს შეუერთდა, რომლებიც მიდიოდნენ. ელენდი ერთხანს ჩუმად
იდგა.
"საინტერესო ფენომენი ვიხილეთ... ეს იმ აჯანყებულ ჯგუფებს უკავ-
შირდება, რომლებიც უკანასკნელ იმპერიას გამოეყვნენ და დამოუკი-
დებლობის მოპოვება სცადეს", – ფიქრობდა ის და იხსენებდა ადგილს
იტვესის წიგნიდან "რევოლუციის კვლევები", – "მბრძანებელს თით-
ქმის არცერთ შემთხვევაში არ დასჭირვებია, რომ ამბოხებულთა და-
საპყრობად თავისი ჯარი გაეგზავნა. იმ დროისათვის, როცა მისი წარ-
მომადგენლები ჩადიოდნენ, ეს ჯგუფები უკვე საკუთარ თავს ამხობ-
დნენ.
ისე ჩანდა, რომ ამბოხებულებისთვის გარდამავალი პერიოდის ქა-
ოსი უფრო ძნელად მისაღები აღმოჩნდა, ვიდრე ტირანია, რომელიც
მათ ადრე გამოეცადათ. ისინი სიხარულით შეხვდნენ ავტორიტეტს –
თუნდაც დამთრგუნველ ავტორიტეტს – რადგან ეს მათთვის უფრო ნაკ-
ლებად მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე განუსაზღვრელობა".
ვინი და დანარჩენები ელენდთან სცენაზე ავიდნენ. მან ვინს მხრებ-
ზე ხელი მოხვია. ჩუმად იდგა და უყურებდა, ხალხი შენობიდან როგორ
გადიოდა. სეტის გარშემო ასამბლეის წევრები შეჯგუფებულიყვნენ და
მასთან შეხვედრებს ინიშნავდნენ.
– კარგი, – ხმადაბლა თქვა ვინმა, – ვიცით, რომ ის ნისლქმნილია.
ელენდი მისკენ მიბრუნდა:
– მისგან ალომანტია იგრძენი?
ვინმა თავი გააქნია.
– არა.
– აბა, საიდან იცი? – ჰკითხა ელენდმა.
– მას შეხედე, – თქვა ვინმა ხელის აქნევით, – თამაშობს, თითქოს
სიარული არ შეუძლია. ეს რაღაცას უნდა ფარავდეს. ვინ უნდა იყოს საპ-
ყარზე უცოდველი? შეგიძლია, უკეთესი გზა მოიფიქრო იმის დასაფა-
რად, რომ ნისლქმნილი ხარ?

467
– ვინ, ჩემო კარგო, – უთხრა ბრიზმა, – სეტი ბავშვობიდან მო-
ყოლებული საპყარია, მას შემდეგ, რაც რაღაც დაავადებამ მისი ფე-
ხები უსარგებლოდ აქცია. იგი ნისლქმნილი სულაც არ არის.
ვინმა წარბი ასწია.
– ეს ერთ-ერთი საუკეთესო შესანიღბი ამბავი უნდა იყოს მათ შო-
რის, რაც კი ოდესმე მსმენია.
ბრიზმა თვალები გადაატრიალა, მაგრამ ელენდმა გაიღიმა.
– ახლა რა ვქნათ, ელენდ? – ჰკითხა ჰამმა, – აშკარაა, რაკი ქა-
ლაქში სეტი მოვიდა, ძველებურად ვეღარ ვიმოქმედებთ.
ელენდმა თავი დაუქნია:
– გეგმა უნდა შევიმუშაოთ, მოდით... – მან ლაპარაკი შეწყვიტა,
როცა ახალგაზრდა კაცი სეტის ჯგუფს გამოეყო და მისკენ წავიდა.
ეს სწორედ ის კაცი იყო, რომელიც სეტის გვერდით იჯდა.
– ეს სეტის შვილია, – წასჩურჩულა ბრიზმა, – გნეორნდინი.
– ლორდო ვენტურ, – თქვა გნეორნდინმა და ოდნავ დაიხარა.
სავარაუდოდ სპუკის ხნისა იქნებოდა, – მამაჩემს სურს, იცოდეს,
როდის შეხვდებით.
ელენდმა წარბი ასწია:
– არ ვაპირებ, ასამბლეის წევრების იმ რიგს შევუერთდე, რომ-
ლებიც სეტისგან ქრთამს ელიან, ყმაწვილო. მამათქვენს გადაეცით,
რომ მას და მე განსახილველი არაფერი გვაქვს.
– არ გაქვთ? – ჰკითხა გნეორნდინმა, – და ჩემს დაზე რაღას იტ-
ყვით? ის, რომელიც თქვენ გაიტაცეთ?
ელენდი მოიღუშა.
– თქვენ ხომ იცით, რომ ეს სიმართლე არაა.
– მამაჩემი ამ საკითხის განხილვას მაინც ისურვებდა, – თქვა
გნეორნდინმა და ბრიზს მტრული მზერა ესროლა, – გარდა ამისა,
ის ფიქრობს, რომ თქვენ ორს შორის საუბარი ამ ქალაქის კეთილ-
დღეობისთვისაა საჭირო. თქვენ ხომ სტრაფს მისივე ბანაკში შეხ-
ვდით. და იმას ვერ მეტყვით, რომ სეტთან შეხვედრა არ გსურთ
თქვენს საკუთარ ქალაქში.
468
ელენდი ერთხანს დუმდა.
"პირადი დამოკიდებულებები დაივიწყე", – შეუძახა საკუთარ
თავს, – "ამ კაცს უნდა დაელაპარაკო, თუნდაც მხოლოდ იმ ცნობის-
თვის, რაც შეიძლება ამ შეხვედრამ მოგცეს".
– კარგი, – თქვა ელენდმა, – შევხვდები.
– ერთ კვირაში სადილზე რას იტყვით? – ჰკითხა გნეორნდინმა.
ელენდმა თავი სწრაფად დაუქნია.
თუმცა მე, როგორც ადამიანი, რომელმაც ალენდი აღმოაჩინა,
მნიშვნელოვან ვინმედ ვიქეცი, განმანათლებლებს შორის უპირველე-
სად.

33
ვინი მუცელზე იწვა, გადაჭდობილ მკლავებზე თავი ჰქონდა ჩამოდე-
ბული და წინ, იატაკზე, გაშლილ ფურცელს კითხულობდა. ბოლო რამ-
დენიმე დღე ისეთი არეულობა იყო, თავადვე უკვირდა, კვლევის გაგ-
რძელება შვებას რომ ჰგვრიდა.
თუმცა დიდ შვებას ვერა, რადგან კვლევა სულაც არ ეიოლებოდა.
"სიღრმე დაბრუნდა", – ფიქრობდა იგი, – "ნისლი იშვიათად კლავს,
მაგრამ ისევ მტრული გახდა. ეს კი ეპოქათა გმირის კვლავ გამოჩენაზე
მიანიშნებს, ხომ?"
მართლა გულით სჯეროდა, რომ შეიძლებოდა, გმირი თავად ყოფი-
ლიყო? ჩაფიქრდა და ეს აზრი სასაცილოდ მოეჩვენა. მაგრამ გონებაში
ბაგუნი ესმოდა და ნისლში აჩრდილს ხედავდა...
მაშინ, იმ ღამით რაღა მოხდა, ერთი წლის წინ, როცა მბრძანებელს
შეებრძოლა? იმ ღამით, როდესაც, როგორღაც, ნისლი შეისრუტა და
ლითონივით დაწვა?
"ეს საკმარისი არაა", – უთხრა თავის თავს, – "ერთი უცნაური შემ-
თხვევა, რომელიც აღარასდროს გამიმეორებია, არ ნიშნავს, რომ რა-
ღაც მითოლოგიური მხსნელი ვარ". გმირზე არსებულ წინასწარმეტყვე-
ლებათა უმეტესობა არც კი იცოდა. ჩანაწერებში ნათქვამი იყო, რომ
გმირი მდაბიო წარმოშობის იქნებოდა, რაც იმპერიის ნებისმიერ სკაას
469
ნიშნავდა. მას ფარული სამეფო სისხლიც უნდა ჰქონოდა, ეს კი ქა-
ლაქის ყველა მეტისს კანდიდატად აქცევდა. ვინი ნაძლევს დადებ-
და, რომ სკაას უმეტესობას არანაკლებ ერთი არისტოკრატი წინაპა-
რი მაინც ჰყავდა.
ამოიოხრა და თავი გააქნია.
– ქალბატონო? – მაშინვე მობრუნდა ორსეური. სკამზე იდგა, წი-
ნა თათები ფანჯრისთვის მიებჯინა და ქალაქს გადაჰყურებდა.
– წინასწარმეტყველებები, ლეგენდები, – თქვა ვინმა და ხელი
დღიურის ფურცელს დაჰკრა, – რა აზრი აქვს? რატომ სჯეროდათ ტე-
რისელებს ასეთი რაღაცების? რელიგია რამე უფრო სასარგებლოს
არ უნდა ასწავლიდეს?
ორსეური სკამზე მოკალათდა:
– რა შეიძლება იყოს მომავლის გაგებაზე უფრო სასარგებლო?
– მართლა რამე გამოსადეგი რომ ეწეროს, დაგეთანხმებოდი.
მაგრამ ჩანაწერების მიხედვითაც კი, ტერისული წინასწარმეტყვე-
ლებები მრავალნაირად შეიძლება გავიგოთ. რა არის სასარგებლო
ისეთ დაპირებებში, რომელთა გადასხვაფერება ასე მარტივად შე-
იძლება?
– ნუ განაგდებთ სხვათა რწმენას მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ
არ გესმით, ქალბატონო.
ვინმა ამოიოხრა:
– სეიზდივით ლაპარაკობ. ჩემი გონების ნაწილს სურს, დაიჯე-
როს, რომ მთელი ეს წინასწარმეტყველებები და ლეგენდები ისეთ-
მა მოძღვრებმა მოიფიქრეს, რომელთაც უნდოდათ, ამით საკუთარი
ცხოვრება აეწყოთ.
– მხოლოდ ნაწილს? – იკითხა ორსეურმა თითქოს დამცინავი
ხმით.
ვინი შეყოყმანდა, შემდეგ თავი დაუქნია:
– იმ ნაწილს, რომელიც ქუჩაში გაიზარდა და რომელიც ყოველ-
თვის ტყუილის მოლოდინშია, – ვინის ამ ნაწილს არ სურდა, რომ
სხვა შეგრძნებები ეღიარებინა.
470
ბაგუნი უფრო და უფრო ძლიერდებოდა.
– არაა აუცილებელი, წინასწარმეტყველება ტყუილი იყოს, ქალ-
ბატონო, – მიუგო ორსეურმა, – ან თუნდაც სამომავლო დაპირება.
შესაძლოა, წინასწარმეტყველება იმედის ამოძახილი აღმოჩნდეს.
– რა იცი? – უგულისყუროდ ჰკითხა ვინმა და ფურცელი გვერდით
გადადო.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
– რა თქმა უნდა, არაფერი, ქალბატონო, – წარმოთქვა ბოლოს ორ-
სეურმა.
ვინი ძაღლისკენ შებრუნდა:
– მაპატიე, ორსეურ, ის არ მიგულისხმია, რომ... უბრალოდ, ბოლო
დროს ძალიან ვარ დაბნეული.
"ბუმ. ბუმ. ბუმ..."
– ჩემთვის ბოდიშის მოხდა საჭირო არაა, ქალბატონო, – უთხრა
ორსეურმა, – ერთი უბრალო კანდრა ვარ.
– მაინც პიროვნება ხარ, – უპასუხა ვინმა, – ძაღლური სიმყრალის
მიუხედავად.
– სხეული თქვენ აარჩიეთ, ქალბატონო, – გაიღიმა ორსეურმა, –
ამიტომ შედეგებიც უნდა აიტანოთ.
– შესაძლოა, ძვლების ბრალი მართლაც იყოს, – ფეხზე წამოდგა
ვინი, – მაგრამ ეჭვი მეპარება, ლეშის ჭამა საქმეს შველოდეს. გულახ-
დილად რომ ვთქვა, ჯობია, პიტნის ფოთლები გიშოვო დასაღეჭად.
– თქვენი აზრით, ძაღლის არომატული სუნთქვა ყურადღებას არ მი-
იქცევს? – წარბი ასწია ორსეურმა.
– მხოლოდ მაშინ, თუ ვინმე გაკოცებს, – მიუგო ვინმა და ფურცლები
მაგიდაზე დაალაგა.
ორსეურმა ძაღლურად, ჩუმად ჩაიცინა და ქალაქის შესწავლას მი-
უბრუნდა.
– დაასრულა გადმობარგება? – იკითხა ვინმა.

471
– დიახ, ქალბატონო, – მიუგო ორსეურმა, – ამ სიმაღლიდანაც
კი რთული სათქმელია, მაგრამ, როგორც ჩანს, ლორდმა სეტმა
გადმობარგება დაასრულა. უამრავი ოთხთვალა ჩამოუყვანია.
– ალრიანის მამაა, – თქვა ვინმა, – არმიასთან ერთად ცხოვრებაზე
ბევრს კი წუწუნებს, მაგრამ ნაძლევს ჩამოვალ, სეტს კომფორტულად
მგზავრობა უყვარს.
ორსეურმა თავი დაუქნია. ვინი შებრუნდა, მაგიდას დაეყრდნო,
ძაღლს გახედა და მის მიერ ნათქვამ სიტყვებზე დაფიქრდა: "იმედის
ამოძახილი..."
– კანდრებს საკუთარი რელიგია აქვთ, ხომ? – მიხვდა ვინი.
ორსეური მკვეთრად მობრუნდა. თანხმობის ნიშნად ესეც საკმა-
რისი იყო.
– დამცველებმა მასზე იციან? – ჰკითხა ვინმა.
ორსეური უკანა ფეხებზე იდგა, წინა თათები ფანჯრის მინაზე მი-
ებჯინა.
– ჯობდა, ხმა არ ამომეღო.
– ნუ გეშინია, – დაამშვიდა ვინმა, – შენს საიდუმლოს არ გავცემ.
მაგრამ ვერ ვხვდები, ჯერაც საიდუმლო რატომაა.
– კანდრების საქმეებია, ქალბატონო, სხვა არავისთვის საინტე-
რესო არ იქნება.
– რა თქმა უნდა, იქნება, – შეეპასუხა ვინი, – ვერ ხვდები, ორსე-
ურ? დამცველებს სჯერათ, რომ მბრძანებელმა უკანასკნელი და-
მოუკიდებელი რელიგია ჯერ კიდევ საუკუნეების წინ გაანადგურა.
თუ კანდრებმა რელიგიის შენარჩუნება მოახერხეთ, ესე იგი, უკა-
ნასკნელ იმპერიაზე მბრძანებლის თეოლოგიური მართვა აბსოლუ-
ტური არ იყო. ეს კი ბევრს ნიშნავს.
ორსეური შეყოყმანდა, თავი ასწია, თითქოს აქამდე მსგავსი
არაფერი ეფიქრა.
"თეოლოგიური მართვა აბსოლუტური არ იყო?" – გაკვირვებით
გაიფიქრა ვინმა, "მრძანებელო, მართლა სეიზდივით და ელენდი-

472
ვით დავიწყე ლაპარაკი. ბოლო დროს ზედმეტად ბევრს ვკითხულობ".
– მნიშვნელობა არა აქვს, ქალბატონო, – თქვა ორსეურმა, –
მირჩევნია, თქვენს მეგობარ დამცველებთან არაფერი თქვათ. ალ-
ბათ, კითხვებით თავს მომაბეზრებენ.
– ეგ ნამდვილად ეხერხებათ, – თავი დაუქნია ვინმა, – თქვენი წი-
ნასწარმეტყველებები რაღას ამბობს?
– არა მგონია, ამის გაგება გინდოდეთ, ქალბატონო.
ვინმა გაიღიმა.
– მხოლოდ ჩვენს დამარცხებაზე საუბრობენ, ხომ?
ორსეური დაჯდა; და ვინი ლამის არჩევდა მის ძაღლურ სახეზე მო-
წოლილ სისხლს.
– ჩემი... ხალხი დიდი ხანია, კონტრაქტების დადებითაა დაკავებუ-
ლი, ქალბატონო. ვიცი, რომ თქვენთვის რთულია იმის გაგება, რატომ
ვცხოვრობთ ასეთი ტვირთით, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს აუცილებე-
ლია. თუმცაღა ვოცნებობთ დღეზე, როდესაც ასე აღარ იქნება.
– როდესაც ყველა ადამიანი დაგემორჩილებათ? – ჰკითხა ვინმა.
ორსეურმა განზე გაიხედა.
– არა, სინამდვილეში, როდესაც ყველა მოკვდება.
– ოჰო.
– წინასწარმეტყველებები პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გა-
იგოთ, ქალბატონო, – უთხრა ორსეურმა, – ისინი მეტაფორებია, იმე-
დის გამოძახილები. ყოველ შემთხვევაში, მუდამ ასე აღვიქვამდი. შე-
საძლოა, თქვენი ტერისული წინასწარმეტყველებებიც ასეთივეა? იმ
რწმენის გამოხატულება, რომ თუ ხალხი საფრთხეშია, ღმერთები
გმირს გამოგზავნიან მფარველად? ასეთ შემთხვევაში ბუნდოვანება
ჭკვიანურია; და იგი წინასწარ იყო ჩაფიქრებული. წინასწარმეტყველე-
ბები უშუალოდ ადამიანზე არასდროს ღაღადებდნენ, უბრალოდ, საერ-
თო ემოციებს გადმოსცემდნენ. საერთო იმედს.
თუკი წინასწარმეტყველებები ზუსტი არ იყო, რატომ ესმოდა რიტმუ-
ლი დარტყმები?

473
"მორჩი", – შეუძახა საკუთარ თავს, – "პირდაპირ დასკვნებზე გა-
დადიხარ".
– ესე იგი, ყველა ადამიანი მოკვდება; როგორ მოვკვდებით? კან-
დრები დაგვხოცავენ?
– რა თქმა უნდა, არა, – უპასუხა ორსეურმა, – პატივს ვცემთ კონ-
ტრაქტს, რელიგიაშიც კი. ჩვენს ისტორიებში მოთხრობილია, რომ
ერთმანეთს თავად შემუსრავთ. ბოლოს და ბოლოს, თქვენ არქმნის
შვილები ხართ, კანდრები კი გარდანახვის. თქვენ... სინამდვილეში,
სამყარო უნდა გაანადგუროთ, პაიკებად კოლოსებს გამოიყენებთ.
– მათზე სიბრალულით საუბრობ, – ხალისით შენიშნა ვინმა.
– კანდრები კოლოსების მიმართ კარგად არიან განწყობილნი,
ქალბატონო, – თქვა ორსეურმა, – ჩვენ შორის კავშირია. ორივეს
გვესმის, რას ნიშნავს მონობა, ორივე გარიყულები ვართ უკანასკნე-
ლი იმპერიიდან, ორივე...
ორსეური შეჩერდა.
– რა? – ჰკითხა ვინმა.
– შეიძლება, მეტი აღარ ვთქვა? – იკითხა ორსეურმა, – ისედაც
ზედმეტი ვილაპარაკე. წონასწორობას ვკარგავ, ქალბატონო.
– საიდუმლოებები ყველას გვჭირდება, – ვინმა მხრები აიჩეჩა
და კარს გახედა, – თუმცა არსებობს ერთი, რომელიც აუცილებლად
უნდა გამოვიცნო.
ორსეური სკამიდან ჩამოხტა და გაჰყვა ვინს, რომელიც კარიდან
გავიდა.
სასახლეში ჯერაც ჯაშუში იმალებოდა. უკვე ზედმეტად დიდი ხნის
განმავლობაში იყო იძულებული, ამ ფაქტისთვის ყურადღება არ მი-
ექცია.
ელენდი ჭაში იხედებოდა. ბნელი ორმო, რომლითაც უამრავ
სკაას უნდა ესარგებლა, გიგანტურ პირს ჰგავდა, ქვის ტუჩები მის ჩა-
საყლაპად დაფჩენილიყო. ელენდმა გვერდით გაიხედა, სადაც ჰამი
მკურნალებს ესაუბრებოდა.

474
– პირველად მაშინ შევნიშნეთ, როდესაც ამდენი ხალხი მოგვადგა
და ყველა ფაღარათს ან მუცლის ტკივილს უჩიოდა, – თქვა მკურნალმა,
– უცნაურად ძლიერი ჩივილები ჰქონდათ, ბატონო. უკვე... უკვე რამდე-
ნიმე ადამიანი შეიწირა დაავადებამ.
წარბშეკრულმა ჰამმა ელენდს გახედა.
– ყველა, ვინც ავად გახდა, აქვე ცხოვრობს, – განაგრძო მკურნალ-
მა, – და წყალი ამ ჭიდან მიჰქონდათ, ან მეზობელი მოედნის ჭიდან.
– ლორდ პენროდს ან ასამბლეას რამე უთხარით? – იკითხა ელენ-
დმა.
– არა, ბატონო, ვიფიქრეთ, რომ თქვენ...
მე მეფე აღარ ვარო, გაიფიქრა ელენდმა, მაგრამ ამის თქმა არ შე-
ეძლო, მით უმეტეს, ამ კაცისთვის, რომელიც დახმარებას სთხოვდა.
– მივხედავ, – ამოიოხრა ელენდმა, – შეგიძლიათ, სნეულებს დაუბ-
რუნდეთ.
– საავადმყოფო სავსეა, ბატონო, – უპასუხა მან.
– მაშინ კეთილშობილთა ცარიელი სახლები გამოიყენეთ, – უთხრა
ელენდმა, – ბევრი გვაქვს ეგეთი. ჰამ, რამდენიმე მცველი გაუგზავნე;
შენობების მომზადებასა და სნეულების შეყვანაში დაეხმარეთ.
ჰამმა თავი დაუქნია, ჯარისკაცი მოიხმო და უთხრა, რომ სასახლი-
დან ოცეული წამოეყვანა და მკურნალს გაჰყოლოდნენ. მკურნალმა
შვებით გაიღიმა და წასვლამდე ელენდს თავი დაუკრა.
ჰამი ჭასთან მდგომ ელენდთან მივიდა.
– დამთხვევაა?
– მეეჭვება, – უთხრა ელენდმა, თითები იმედგაცრუებით ჩასჭიდა
ქვის კიდეს, – საკითხავია, რომელმა მოწამლა?
– სეტი ახლახან შემოვიდა ქალაქში, – უპასუხა ჰამმა და ნიკაპი მო-
ისრისა, – ადვილი იქნებოდა, ჯარისკაცები გაეგზავნა და საწამლავი
მალულად ჩაეგდოთ.
– უფრო მამაჩემის ნახელავს ჰგავს, – მიუგო ელენდმა, – დაძაბუ-
ლობის გაზრდა და სამაგიეროს გადახდა უნდა იმის გამო, რომ თავისი-

475
ვე ბანაკში გავასულელეთ. თანაც ნისლქმნილი ჰყავს, რომელსაც
საწამლავის ჩასხმა ადვილად შეეძლო.
რა თქმა უნდა, ახსოვდა, სეტსაც რომ იგივე დამართეს – ბრიზმა მი-
სი წყალი მოწამლა ქალაქში დაბრუნებამდე. ელენდმა კბილები გააღ-
რჭიალა. ვერაფრით გაარკვევდა, ვინ იდგა თავდასხმის უკან.
ასე იყო თუ ისე, მოწამლული ჭა ხათაბალას ნიშნავდა. ქალაქში,
რა თქმა უნდა, ბევრი ჭა ჰქონდათ, მაგრამ ისეთივე დაუცველი, რო-
გორც ეს ორი. შეიძლებოდა, ხალხს მდინარის წყლის გამოყენება
დაეწყო, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის კიდევ უფრო სა-
ხიფათო იქნებოდა, იმიტომ, რომ ტალახიან წყალს როგორც ორივე
არმია, ისე თავად ქალაქი აბინძურებდა.
– ამ ჭებთან მცველები დააყენე, – თქვა ელენდმა და ხელი აიქ-
ნია, – აჭედეთ. გაფრთხილებები გააკარით და მკურნალებს უთხა-
რით, დაავადებების გავრცელებას ყურადღება მიაქციონ.
"სულ უფრო და უფრო ღრმა ჭრილობებს ვიღებთ", – ფიქრობდა
ელენდი. ჰამმა თავი დაუქნია, – "ასეთი ტემპებით, ზამთრამდე ვერ
მივაღწევთ".
სამზარეულოში, ნაგვიანევ სადილზე, ვინმა მსახურების საუ-
ბარს მოჰკრა ყური, ეპიდემიაზე ლაპარაკობდნენ, ამიტომ შეფიქ-
რიანებული გოგო, ელენდის მოსაძებნად წავიდა. ელენდი ჰამთან
ერთად ახლახან დაბრუნებულიყო ციხე-კოშკში. შემდეგ ვინი და
ორსეური მთავარ დავალებას დაუბრუნდნენ – დოკსონის ძებნას.
დოკსონი სასახლის ბიბლიოთეკაში იპოვეს. ოდესღაც აქაურო-
ბა სტრაფის სამუშაო ოთახი იყო. რატომღაც ელენდი ძალიან ერ-
თობოდა მისი ახალი დანიშნულებით.
ვინს ბიბლიოთეკის მდებარეობა ისე საინტერესოდ არ ეჩვენე-
ბოდა, როგორც მისი შიგთავსი, უფრო სწორად, შიგთავსის ნაკლუ-
ლობა. კედლების გასწვრივ სულ კარადები იდგა, მაგრამ ყველა
მათგანს ელენდის მძარცველი ხელი ეტყობოდა, ნახევრად ცარიე-
ლი თაროები წინწკლებივით მოჩანდა. წიგნები გამქრალიყო, თით-
ქოს მტაცებელი ელენდი ნელ-ნელა ანადგურებდა ფარას. ვინმა გა-
476
იღიმა. ალბათ, ელენდი მალე ბიბლიოთეკიდან დარჩენილ წიგნებსაც
მოიპარავდა, თავის ოთახში წაიღებდა, შემდეგ კი, თითქოს, უკან და-
საბრუნებლად, დაუდევრად მოისროდა რომელიმე ზვინზე. ოთახში ძი-
რითადად შემორჩენილიყო ისეთი წიგნები – დავთრები, ანგარიშები,
ფინანსური ჩანაწერები – რომლებიც ელენდს ნაკლებად აინტერესებ-
და.
დოკსონი ბიბლიოთეკის მაგიდასთან იჯდა და დავთარში რაღაცას
წერდა. ვინის მოსვლა შენიშნა და ღიმილით გახედა, მაგრამ შემდეგ
ისევ საკუთარ ჩანაწერებს დაუბრუნდა – როგორც ჩანდა, არ სურდა,
ყურადღება გაჰფანტოდა. ვინი იდგა და ელოდა, გვერდით ორსეური ეჯ-
და.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გუნდის წევრებიდან ყველაზე მე-
ტად დოკსონი შეიცვალა. ვინს ახსოვდა თავისი თავდაპირველი შთა-
ბეჭდილებები, ჯერ კიდევ მაშინ, კამონის ბუნაგში. დოკსონი კელსიე-
რის მარჯვენა ხელი იყო, და ამ წყვილში უფრო "რეალისტი". თუმცა ისე-
თი იუმორი ჰქონდა, ალბათ, სეროზული ადამიანის როლით ძალიან
ერთობოდა. კელსიერსაც უფრო მხარს უბამდა, ვიდრე ეწინააღმდეგე-
ბოდა ხოლმე.
კელსიერი მოკვდა. როგორ იმოქმედა ამან დოკსონზე? როგორც
ყოველთვის, არისტოკრატივით ეცვა და, გუნდის დანარჩენი წევრები-
დან, კეთილშობილის ტანსაცმელი ყველაზე მეტად უხდებოდა. წვერი
რომ გაეპარსა, არისტოკრატადაც გაასაღებდა თავს – მაღალი რანგის
კეთილშობილად ვერა, მაგრამ უფრო ვინმე ისეთად, რომელიც მთელი
ცხოვრება ერთ-ერთი დიადი გვარის სახელით ვაჭრობდა.
ჩვეულებისამებრ, ყველაფერს დავთრებში წერდა. ჯერაც გუნდის
ყველაზე პასუხისმგებლიანი წევრის როლს თამაშობდა. ჰოდა, რა შე-
იცვალა? იგივე ადამიანი იყო, ისევე იქცეოდა, მაგრამ ვინი სხვანაირად
აღიქვამდა. კაცი აღარ იცინოდა, სადღაც გაქრა მისი უნარიც – მეგობ-
რების ახირებებით ეხალისა. კელსიერის გარეშე, დოკსონი მგზნებარე
ადამიანიდან უფრო... უფრო მოსაწყენ კაცად იქცა.
და ვინსაც სწორედ ეს აეჭვებდა.
477
აუცილებელიაო, გაიფიქრა გოგომ და დოკსონს გაუღიმა, რო-
დესაც კაცმა კალამი დადო და ხელის დაქნევით ანიშნა სკამზე.
ვინი დაჯდა, ორსეური უხმოდ მიუახლოვდა და სკამთან დადგა.
დოკსონმა ძაღლს დახედა და თავი ოდნავ გააქნია.
– რა კარგად გაწვრთნილი მხეცია, ვინ. არა მგონია, ოდესმე რა-
იმე ასეთი მენახოს.
"იცის?" – შეშფოთდა ვინი, – "ნუთუ ერთ კანდრას შეუძლია, თა-
ვისნაირი ძაღლის სხეულშიც კი ამოიცნოს?"
არა, შეუძლებელი იყო. სხვაგვარად ორსეურიც აღმოაჩენდა
თვითმარქვიას. ამიტომაც უბრალოდ გაიღიმა, ორსეურს თავზე ხე-
ლი გადაუსვა და უპასუხა:
– ბაზარში მწვრთნელია, რომელიც მგელძაღლებს ასწავლის,
როგორ უნდა დაიცვან და საფრთხეს აარიდონ ბავშვები.
დოკსონმა თავი დაუქნია:
– მაშ, ეს სტუმრობა რას მივაწერო?
– რაღაც აღარ ვსაუბრობთ ხოლმე, დოკს, – მხრები აიჩეჩა ვინ-
მა.
დოკსონი სკამის საზურგეს მიეყრდნო:
– ალბათ, საუბრისთვის შესაფერისი დრო არცაა. სამეფო ფინან-
სებს გადასაბარებლად ვამზადებ, თუ ელენდს მხარი არ დაუჭირეს.
"კანდრას დავთრების წარმოება შეუძლია?" – ფიქრობდა ვინი, –
"დიახ. ეცოდინებოდა. მზად იქნებოდა".
– ვწუხვარ, – უთხრა გოგომ, – არ მინდოდა, შემეწუხებინე, მაგ-
რამ ელენდს ბოლო დროს სულ აღარ სცალია, სეიზდსაც თავისი
საქმე აქვს...
– არა უშავს, – უპასუხა დოკსონმა, – რამდენიმე წუთი მაქვს.
აბა, რაზე ფიქრობ?
– ის საუბარი გახსოვს, მანამდე, დაცემამდე?
– რომელი? – დოკსონმა შუბლი შეიჭმუხნა.
– აი ის... შენს ბავშვობაზე.
– ჰო, – დოკსონმა თავი დაუქნია, – ჰო, მერე რა?
478
– ისევ ისე ფიქრობ?
დოკსონი ჩაფიქრდა, თითებს ნელა აკაკუნებდა მაგიდაზე. ვინი
იცდიდა, ცდილობდა, დაძაბულობა არ შემჩნეოდა. მაშინ მხოლოდ
ეს ორნი საუბრობდნენ, რა დროსაც დოკსონმა პირველად უამბო,
თუ რატომ ვერ იტანდა კეთილშობილებს.
– ალბათ, არა, – თქვა კაცმა, – აღარ. კელი სულ გეუბნებოდა, დი-
დებულებს ძალიან კარგი თვალით უყურებო, ვინ; მაგრამ ბოლოს მისი
შეცვლაც კი დაიწყე. არა, აღარ ვფიქრობ, რომ კეთილშობილთა საზო-
გადოება სრულიად უნდა განადგურდეს. ისეთი მხეცებიც არ არიან,
როგორც ერთ დროს მეგონა.
ვინს გულზე მოეშვა. დოკსს მხოლოდ საუბრის შინაარსი კი არა, აზ-
რების მდინარებაც ზუსტად ახსოვდა. მაშინ მათ გარდა იქ არავინ ყო-
ფილა, რაც ნიშნავდა, რომ დოკსონი კანდრა არ იყო, ხომ ასეა?
– საქმე ელენდს ეხება. მართალია? – ჰკითხა დოკსონმა.
– ალბათ, – შეიშმუშნა ვინი.
– ვიცი, გინდა, ერთმანეთს უკეთ ვეწყობოდეთ, ვინ. მაგრამ ყვე-
ლაფრის გათვალისწინებით, მგონი, მშვენივრად ვართ. ღირსეული კა-
ცია, ამას ვაღიარებ. როგორც ლიდერს, სერიოზული ნაკლი აქვს – სი-
მამაცე აკლია, ქარიზმაც.
"კელსიერს არ ჰგავს".
– მაგრამ, – განაგრძო დოკსმა, – არ მინდა, გვირგვინი დაკარგოს.
დიდებულის კვალობაზე, სკაას ხალხს კარგად ექცეოდა.
– კარგი ადამიანია, დოკს, – ხმადაბლა მიუგო ვინმა.
დოკსონმა განზე გაიხედა.
– ვიცი. მაგრამ.. ყოველ ჯერზე, როდესაც ვესაუბრები, მის მხრებს
ზემოთ კელსიერს ვხედავ, რომელიც თავს უკმაყოფილოდ აქნევს. იცი,
რამდენი ხანი ვოცნებობდით მე და კელი მბრძანებლის დამხობაზე?
სხვებს ეგონათ, კელსიერის გეგმა მისი ახალი ახირება იყო. რაღაც
ისეთი, მაღაროებში რომ აიკვიატა. მაგრამ მანამდეც სჭირდა, ვინ. გა-
ცილებით ადრე. კეთილშობილები ყოველთვის გვეზიზღებოდა მეც და
კელსაც. ახალგაზრდობისას, როცა საქმეებს ვგეგმავდით, გვინდოდა,
479
გავმდიდრებულიყავით, მაგრამ ისიც გვინდოდა, მათთვის რამე
გვევნო. გვევნო, რადგან რაღაც ისეთი წაგვართვეს, რისი წართმე-
ვის უფლებაც არ ჰქონდათ. ჩემი სიყვარული... კელსიერის დედა...
ყველა მონეტა, რომელსაც ვიპარავდით, ყველა კეთილშობილი,
რომლის გვამსაც გზებზე ვტოვებდით, ომის გაჩაღების ჩვენეული
გზა იყო. მათი დასჯის გზა.
ვინი უსიტყვოდ იჯდა. სწორედ ასეთი ამბების, მოჩვენებებით
გავსებული მოგონებების გამო გრძნობდა თავს უხერხულად კელ-
სიერთან – და იმ ადამიანთანაც, რომლად ქცევასაც კელსიერი უპი-
რებდა. სწორედ ასეთი განწყობილება აიძულებდა, გაჩერებულიყო
მაშინაც კი, როდესაც ალღო კარნახობდა, რომ დადგა დრო, დანები
აეღო და ღამის წყვდიადში სტრაფისა და სეტისთვის საკადრისი პა-
სუხი მიეზღო.
დოკსონს ჯერაც შემორჩენოდა ძველი სიხისტე. კელი და დოკსი
ბოროტი ადამიანები არ იყვნენ, უფრო შურისმაძიებლები ეთქმო-
დათ. ჩაგვრამ ორივენი ისე შეცვალა, რომ ვერანაირი მშვიდობა,
ძირეული გარდაქმნა ან შურისძიება მათ ვეღარ უშველიდა.
დოკსონმა თავი გააქნია:
– ჩვენ კი ერთ-ერთი მათგანი ტახტზე დავსვით. თავს ვერაფერს
ვუხერხებ, მუდამ მგონია, კელი გამიბრაზდებოდა, ელენდს მარ-
თვის უფლება რომ მივეცი, იმის მიუხედავად, რამდენად კარგი კა-
ცია.
– ბოლოს კელსიერიც შეიცვალა, – ხმადაბლა თქვა ვინმა, – თა-
ვად თქვი, დოკს. იცოდი, რომ ელენდი გადაარჩინა?
– როდის? – მოიღუშა დოკსონი.
– ბოლო დღეს, მსჯავრმდებელთან ბრძოლისას. ელენდი ჩემ
მოსაძებნად მოვიდა და კელმა დაიცვა.
– ალბათ, ერთ-ერთი ტყვე ეგონა.
ვინმა თავი გააქნია.

480
– იცოდა, ელენდი ვინც იყო, ისიც იცოდა, რომ მიყვარდა. ბოლოს
კელსიერი მზად იყო, ეღიარებინა, რომ კარგი ადამიანი დაცვას იმსა-
ხურებს, იმის მიუხედავად, ვინ არიან მისი მშობლები.
– ამის დაჯერება მიჭირს, ვინ.
– რატომ?
დოკსონმა მზერა გაუსწორა:
– იმიტომ, რომ თუკი ვაღიარებ, რომ ელენდს არავითარი ბრალი
არ მიუძღვის იმაში, რაც მისმა ხალხმა ჩემსას დამართა, იძულებული
გავხდები, ისიც ვაღიარო, რომ მხეცი ვარ იმის გამო, რაც მის ხალხს
დავმართე.
ვინს გააკანკალა. დოკსონის თვალებში მისი ცვლილების მიზეზს
ხედავდა, სიცილის ჩაკვდომის მიზეზს.
ბრალს. მკვლელობებს.
"ეს კაცი თვითმარქვია არაა".
– ამ სამეფოს არსებობა დიდად არ მახარებს, ვინ, – ხმადაბლა უთ-
ხრა დოკსონმა, – ვიცი, რაც ჩავიდინეთ მის შესაქმნელად. და მაინც, ამ
ყველაფერს უყოყმანოდ გავიმეორებდი. ჩემს თავს ვეუბნები, ყველაფ-
რის მიზეზი ისაა, რომ სკაას თავისუფლებისა მჯერა-მეთქი. ღამღამო-
ბით ჯერაც ვერ ვიძინებ, მდუმარე კმაყოფილებას ვგრძნობ იმის გამო,
რაც ძველ მმართველებს დავმართეთ. მათ საზოგადოებას ძირი გამო-
ვაცალეთ, ღმერთი მოვუკალით... ახლა უკვე ჭკუა ისწავლეს.
ვინმა თავი დაუქნია. დოკსონმა მზერა დახარა, თითქოს სირცხვილ-
მა შეაწუხა, შეგრძნებამ, რომელიც ვინს იშვიათად შეუმჩნევია მის-
თვის. სათქმელიც აღარაფერი იყო. სანამ ვინი მიდიოდა, დოკსონი ჩუ-
მად იჯდა. მივიწყებული კალამი და დავთარი მაგიდაზე ელაგა.
– დოკსონი არაა, – თქვა ვინმა, სასახლის ცარიელ დერეფანს მიუყ-
ვებოდა და ცდილობდა, კაცის ხმა გონებიდან ამოეგდო.
– დარწმუნებული ხართ, ქალბატონო? – ჰკითხა ორსეურმა.
ვინმა თავი დაუქნია:
– იმ პირად საუბარზე იცოდა, მბრძანებლის დამხობამდე რომ
გვქონდა.
481
ორსეური წამით დუმდა.
– ქალბატონო, – თქვა ბოლოს, – ჩემი ძმები ძალიან ბეჯითები
არიან.
– ჰო, მაგრამ ასეთ საუბარზე საიდან ეცოდინებოდა?
– სანამ ადამიანის ძვლებს დავეუფლებით, ხშირად მას დაკით-
ხვას ვუწყობთ ხოლმე, ქალბატონო, – აუხსნა ორსეურმა, – სხვა-
დასხვა გარემოში რამდენჯერმე ვხვდებით და ვცდილობთ, თავიანთ
ცხოვრებაზე ავალაპარაკოთ; მათ მეგობრებსა და ნაცნობებსაც ვე-
საუბრებით. ოდესმე ვინმესთვის მოგიყოლიათ დოკსონთან იმ სა-
უბრის შესახებ?
ვინი შეჩერდა და ქვის კედელს მიეყრდნო:
– შესაძლოა, ელენდს მოვუყევი, – აღიარა ბოლოს, – და მგონი
სეიზდთანაც ვახსენე, ზუსტად საუბრის შემდეგ. მაგრამ მას მერე
ორი წელი გავიდა.
– ეგ უკვე საკმარისია, ქალბატონო. ადამიანზე ყველაფერს ვერ
შევიტყობთ, მაგრამ ასეთი წვრილმანების აღმოსაჩენად თავს არ
ვზოგავთ, რათა პირადი საუბრები, საიდუმლოებები თუ დაფარული
ცნობები სწორ დროს ვახსენოთ და ეჭვები გავფანტოთ.
ვინი მოიღუშა.
– სხვა... სხვა საშუალებებიცაა, ქალბატონო, – განაგრძო ორსე-
ურმა, – თქმას იმიტომ ვერიდები, რომ არ მინდა, თქვენი მეგობრე-
ბის წამება წარმოიდგინოთ. მაგრამ ჩვენს ბატონებს სჩვევიათ, ცნო-
ბების მისაღებად ადამიანი აწამონ ან მოკლან კიდეც.
ვინმა თვალები დახუჭა. დოკსონი ისეთი ნამდვილი იყო... სინ-
დისის ქენჯნა, რეაქცია... ამის გაყალბება შეუძლებელი იქნებოდა.
ხომ?
– ჯანდაბა, – ვინმა ხმადაბლა დაიჩურჩულა და თვალები გაახი-
ლა. შემობრუნდა, ამოიოხრა და ხელის დაკვრით გააღო დარაბები.
გარეთ ბნელოდა და ნისლი მის თვალწინ ხუჭუჭდებოდა, თავად კი
ქვის რაფას ეყრდნობოდა და ორი სართულით ქვემოთ, შიდა ეზოს
დაჰყურებდა.
482
– დოკსი ალომანტი არაა, – თქვა მან, – როგორ დავრწმუნდე,
თვითმარქვიაა თუ არა?
– არ ვიცი, ქალბატონო, – უპასუხა ორსეურმა, – ეგ არასდროსაა
მარტივი საქმე.
ვინი უხმოდ იდგა. დაბნეულად მოიხსნა ბრინჯაოს საყურე – დედა-
მისის საყურე – და თითებით დაუწყო წვალება, უყურებდა, როგორ
ირეკლავდა სინათლეს. ოდესღაც მოვერცხლილი იყო, რომელიც თით-
ქმის გადაიქერცლა.
– მეზიზღება, – დაიჩურჩულა ბოლოს.
– რა, ქალბატონო?
– ეს... უნდობლობა, – უთხრა ვინმა, – მეზიზღება ჩემს მეგობრებზე
ეჭვი რომ მიმაქვს. ვფიქრობდი, ის დრო წავიდა, გარშემომყოფებს რომ
არ ვენდობოდი-მეთქი. ახლა თავს ისე ვგრძნობ, თითქოს გულ-მუცელ-
ში დანა მაქვს გაყრილი. როცა გუნდის რომელიმე წევრს ვუპირისპირ-
დები, ჭრილობა კიდევ უფრო ღრმავდება.
ორსეური მის წინ იყო დაყუნტებული.
– მაგრამ, ქალბატონო, – წამოსწია თავი, – თქვენ ხომ მოახერხეთ
და დარწმუნდით, რომ რამდენიმე მათგანი თვითმარქვია არაა.
– კი, – უპასუხა ვინმა, – მაგრამ ეგ ძებნის არეალს უფრო ავიწრო-
ებს. კიდევ ერთი ნაბიჯით ახლოს ვარ იმის გარკვევასთან, რომელია
მკვდარი.
– და ამის გაგება ცუდია?
ვინმა თავი გააქნია.
– არ მინდა, რომელიმე იყოს, ორსეურ. არ მინდა, რომ არ ვენდო-
ბოდე, არ მინდა, აღმოვაჩინო, რომ მართლები ვყოფილვართ...
თავიდან ორსეურს არაფერი უთქვამს, იცდიდა, სანამ ვინი ფანჯრი-
დან იყურებოდა, ნისლი ნელა იღვრებოდა მათ გარშემო, იატაკზე.
– გულწრფელი ხართ, – უთხრა ბოლოს ორსეურმა.
– რა თქმა უნდა, ვარ, – შემობრუნდა ვინი.
– მაპატიეთ, ქალბატონო, შეურაცხყოფის მოყენება არ მინდოდა.
უბრალოდ... უბრალოდ, ბევრი ბატონის კანდრა ვყოფილვარ. მრავალ
483
მათგანს გარშემო მყოფებში ეჭვი ეპარებოდა და ეზიზღებოდა კი-
დეც; და უკვე ვფიქრობდი, რომ თქვენს მოდგმას ნდობის უნარი არ
გააჩნია.
– სისულელეა, – თქვა ვინმა და ისევ ფანჯრისკენ შეტრიალდა.
– ვიცი, – უპასუხა ორსეურმა, – მაგრამ ადამიანებს ხშირად სჯე-
რათ სისულელეების. მხოლოდ მტკიცებულებებია საჭირო. ასეა თუ
ისე, ბოდიშს ვიხდი. არ ვიცი, თქვენი რომელი მეგობარია მკვდარი,
მაგრამ ვწუხვარ, რომ ეს ტკივილი ჩემი მოდგმის გამო დაგატყდათ.
– ვინც არ უნდა იყოს, უბრალოდ, კონტრაქტს ასრულებს.
– დიახ, ქალბატონო, – თქვა ორსეურმა, – კონტრაქტს.
ვინი მოიქუფრა.
– შესაძლებელია იმის დადგენა, რომელ კანდრას აქვს ლუთა-
დელში კონტრაქტი?
– ვწუხვარ, ქალბატონო. ეს შეუძლებელია.
– ასეც ვიფიქრე. არის შესაძლებლობა, რომ იცნობდე?
– კანდრათა საზოგადოება მცირეა, ქალბატონო, – უთხრა ორ-
სეურმა, – არც ისე ბევრნი ვართ. დიდი ალბათობით, კარგად უნდა
ვიცნობდე.
ვინი თითს ფანჯრის მინაზე აკაკუნებდა და ცდილობდა, მოესაზ-
რა, რამეში გამოადგებოდა თუ არა ეს ინფორმაცია.
– მაინც არა მგონია, დოკსონი იყოს, – თქვა ბოლოს და საყურე
გაიკეთა, – ჯერჯერობით, ყურადღებას აღარ მივაქცევთ. თუ ახალს
ვეღარაფერს ვიპოვით, ისევ დავუბრუნდები...
რაღაცამ მისი ყურადღება მიიქცია და სიტყვა გაწყვიტა. ეზოში
ფიგურა მოძრაობდა, ჩირაღდანი არ ჰქონდა.
"ჰამია", – გაიფიქრა ვინმა, მაგრამ მისი სიარულის მანერას არ
ჰგავდა.
ახლოს, კედელზე დაკიდებული სანათის ხუფს მოქაჩა. ისიც ტკა-
ცუნით დაიხურა, სინათლე ჩაქრა და დერეფანი წყვდიადში ჩაიძირა.
– ქალბატონო? – ჰკითხა ორსეურმა.

484
ვინი ფანჯარაზე აძვრა, კალა აანთო და სიბნელეში გაიხედა. "ნამ-
დვილად არაა ჰამი", – გაიფიქრა მან.
პირველად ელენდი ამოუტივტივდა გონებაში და გააცია – ეგებ
მკვლელები მაშინ მოვიდნენ, როდესაც დოკსონს ელაპარაკებოდა?
მაგრამ ახალი დაღამებული იყო და ელენდი ჯერაც მრჩევლებთან
საუბარში იქნებოდა გართული. მკვლელობისთვის ცუდი დრო იყო.
თანაც მხოლოდ ერთი ადამიანი?
არც ზეინის სიმაღლე ჰქონდა.
"ეგებ უბრალოდ მცველია", – ფიქრობდა ვინი, – "სულ ასეთი პარა-
ნოია რატომ მჭირს?"
და მაინც... უყურებდა, როგორ მიდიოდა ფიგურა ეზოში და ინსტინ-
ქტი მოსვენებას არ აძლევდა. საეჭვოდ მოძრაობდა, თითქოს თავს
უხერხულად გრძნობდა – თითქოს არ უნდოდა, ვინმეს დაენახა.
– ჩემს მკლავებში, – უბრძანა ორსეურს და ფანჯრიდან მონეტა გა-
დააგდო. ორსეური დაემორჩილა. გოგო ფანჯრიდან გადახტა და რვა
მეტრის სიმაღლიდან მონეტასთან ერთად დაეშვა. ორსეური მიწაზე
დასვა და ნისლისკენ თავით ანიშნა. მგელძაღლა მხარდამხარ მიჰყვე-
ბოდა. ვინი წყვდიადში წინ მიიწევდა, მოხრილი გარბოდა, იმალებოდა
და ცდილობდა, განმარტოებული ფიგურისათვის თვალი კარგად შეევ-
ლო. კაცი სწრაფად მიდიოდა, სასახლის იმ ნაწილისკენ მიიწევდა, სა-
დაც მსახურები ცხოვრობდნენ. როგორც იქნა, ვინმა მისი სახე გაარ-
ჩია.
"კაპიტანი დემოქსი?" – გაიფიქრა მან.
ორსეურთან ერთად, ხის ყუთების პატარა გროვის უკან ჩაიმალა. რა
იცოდა დემოქსზე? თავიდან იმ სკაა აჯანყებულებს შორის იყო, კელსი-
ერმა ორიოდ წლის წინ რომ გაწვრთნა. დემოქსი მეთაური გახდა და მა-
ლევე დაწინაურდა. ერთ-ერთი იყო იმ ერთგულთაგან, მღვიმეებში რომ
დარჩნენ მაშინ, როდესაც დანარჩენი არმია ედენს გაჰყვა საკუთარ ბე-
დისწერასთან შესახვედრად.
დამხობის შემდეგ გუნდთან შემორჩა, ბოლოს კი ჰამის დამხმარედ
იქცა. ჰამი დიდხანს წვრთნიდა, რაც, სავარაუდოდ, იმასაც სცემდა პა-
485
სუხს, თუ რატომ გავიდა ღამით ჩირაღდნის ან ლამპრის გარეშე.
მაგრამ მაინც...
"მე რომ გუნდიდან ვინმეს ჩანაცვლება მინდოდეს", – ფიქრობდა ვი-
ნი, – "ვინმე ისეთს შევარჩევდი, ვინც ალომანტი არაა, რომ თვით-
მარქვიას გამოვლენა არ გაადვილებულიყო. ვინმე უბრალოს შე-
ვარჩევდი, ვინმე ისეთს, ვინც არც გადაწყვეტილებებს იღებს და არც
ყურადღებას იქცევს. გუნდთან დაახლოებულს, მაგრამ არა მის
წევრს. ისეთს, სულ მნიშვნელოვან შეხვედრებთან რომ ტრიალებს,
მაგრამ სხვები კარგად არ იცნობენ..."
ვინი კანკალმა აიტანა. თუ დემოქსი თვითმარქვია იყო, ესე იგი,
მისი ახლო მეგობრებიდან არავინ მოუკლავთ და თანაც კანდრას
ბატონი უფრო ჭკვიანურად ფიქრობდა, ვიდრე გოგოს თავიდან ეგო-
ნა.
დემოქსმა ციხე-კოშკს შემოუარა, ვინი უხმოდ მიჰყვებოდა. თუმ-
ცა რა საქმეზეც უნდა ყოფილიყო გამოსული იმ ღამით, უკვე დაეს-
რულებინა, რადგან შენობის ერთ-ერთ გვერდითა შესასვლელში
შევიდა და გუშაგებს მიესალმა.
ვინი სიბნელეში დარჩა. დემოქსი გუშაგებს გამოელაპარაკა, ესე
იგი, სასახლიდან არ გაპარულა. მაგრამ მაინც... ვინი არჩევდა და-
ძაბულ მოხრილობას, აღელვებულ მოძრაობებს... დემოქსი რაღა-
ცაზე ღელავდა.
"ისაა", – ფიქრობდა გოგო, – "ისაა ჯაშუში".
მაგრამ ახლა რაღა უნდა ექნა?
მოლოდინის შესახებ ცოდნის ირგვლივ ჩემი ადგილიც იყო. სა-
კუთარ თავს მაუწყებლად მივიჩნევდი, წინასწარმეტყველად, რომე-
ლიც ეპოქათა გმირს აღმოაჩენდა. და მაშინ ალენდის უარყოფა ჩე-
მი ახალი მდგომარეობის, სხვების მიერ ჩემი აღიარების უარყოფაც
იქნებოდა.
ამიტომაც არაფერი მოვიმოქმედე.

34
486
– ეგრე არ გამოვა, – თქვა ელენდმა და თავი გააქნია, – ასამბლეის
წევრის გასარიცხად, ყველას ხმა გვჭირდება, რა თქმა უნდა, თავად ამ
წევრის გარდა. ვერაფრით გავრიცხავთ რვავე ვაჭარს.
ჰამი თითქოს ჩაიფუშა. ელენდმა იცოდა, რომ იგი თავს ფილოსო-
ფოსად მიიჩნევდა. მართლაც, თეორიულად აზროვნებაში ჰამი შესა-
ნიშნავი იყო, მაგრამ სწავლული არასდროს ყოფილა. მოსწონდა, კით-
ხვებსა და პასუხებს რომ აყალიბებდა, თუმცა არასდროს უცდია ტექ-
სტის შესწავლა, მისი სიღრმისეული აზრისა და ფარული წვრილმანე-
ბის ძებნა.
ელენდმა სეიზდს გახედა, რომელიც მაგიდაზე გადაშლილ წიგნს უჯ-
და. დამცველის გარშემო ათობით ტომი იყო დახვავებული. თუმცა,
ელენდის გასაკვირად, ტერისელს წიგნები მოწესრიგებულად დაელა-
გებინა, ყუები ერთსა და იმავე მხარეს იყო შებრუნებული, ყდები ერ-
თნაირად ამოტრიალებული. თავად ელენდის გროვები, მისივე ხასია-
თის შესაბამისად, ალალბედზე იყო მიმოყრილი, შენიშვნების ფურ-
ცლები კი ყოვლად უცნაური კუთხეებით გამოჩრილიყო წიგნებიდან.
უცნაური იყო, რამდენი წიგნის დატევა შეიძლებოდა ერთ ოთახში,
თუკი ადამიანს მოძრაობა დიდად არ სურდა. ჰამი იატაკზე იჯდა, გვერ-
დით წიგნების პატარა გროვა ჰქონდა მოდგმული, თუმცა მეტწილად
სხვადასხვა, შემთხვევით იდეას ახმოვანებდა. ტინდუილი კი სკამზე იჯ-
და და არ კითხულობდა. ტერისელი ქალი სრულიად მისაღებად მიიჩ-
ნევდა ელენდის მეფედ გაწვრთნას, მაგრამ უარს აცხადებდა რაიმე წა-
ეკითხა და რჩევები მიეცა ტახტის შესანარჩუნებლად. ალბათ, მის
თვალში ასეთი მოქმედება განმანათლებელსა და პოლიტიკურ ძალას
შორის არსებული რაღაც უხილავი ხაზის გადაკვეთა იქნებოდა.
"კიდევ კარგი, სეიზდი ასეთი არაა", – ფიქრობდა ელენდი, – "ასე
რომ იყოს, ალბათ, ჯერაც მბრძანებელი გვეყოლებოდა. მე და ვინი კი
დახოცილები ვიქნებოდით. მსჯავრმდებლებმა ვინი რომ დაატყვევეს,
სწორედ სეიზდმა დაიხსნა, მე კი არა".
ელენდს არ უყვარდა იმ ამბების გახსენება. ვინის დახსნის უთავბო-
ლო მცდელობა მთელი თავისი ცხოვრებისეული შეცდომების მეტაფო-
487
რად ექცა. ყოველთვის კარგი ზრახვები ჰქონდა, მაგრამ განხორ-
ციელებას იშვიათად ახერხებდა. ეს უნდა შეცვლილიყო.
– ამაზე რას იტყვით, თქვენო უდიდებულესობავ? – იკითხა ერთ-ერ-
თმა სწავლულმა, სახელად ნურდენმა, რომელიც მათთან ერთად
იყო ოთახში. ელენდმა სცადა, ყურადღება არ მიექცია კაცის თვა-
ლების გარშემო ჩახლართული სვირინგებისთვის, რომელიც წინა
ცხოვრებაში მის ვალმდებლობაზე მიუთითებდა. უზარმაზარი სათ-
ვალე ეკეთა სვირინგების დასაფარავად, მაგრამ, როგორც ჩანს,
თავის დროზე ფოლადის სამინისტროში საკმაოდ მაღალ თანამდე-
ბობაზე იყო მოკალათებული. რწმენაზე უარი თქვა, მაგრამ სვირინ-
გები ცხოვრების ბოლომდე შერჩებოდა.
– რა იპოვე? – ჰკითხა ელენდმა.
– ინფორმაცია ლორდ სეტზე, თქვენო უდიდებულესობავ, – უთ-
ხრა ნურდენმა, – მბრძანებლის სასახლიდან წამოღებულ ერთ-ერთ
დავთარში ვნახე. როგორც ჩანს, სეტი არც ისე გულგრილია ლუთა-
დელის პოლიტიკის მიმართ, როგორც თავს გვაჩვენებდა, – და თა-
ვისთვის ჩაიცინა.
ელენდს მხიარული ვალმდებელი არასდროს ენახა. ალბათ,
სწორედ ამიტომაც არ გაიქცა ნურდენი დანარჩენებთან ერთად.
ნამდვილად არ ეხამებოდა მათ წრეს. ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე
ადამიანიდან, რომლებიც ელენდმა დაითანხმა, რომ ახალი სამე-
ფოს გადამწერები და ბიუროკრატები გამხდარიყვნენ.
ელენდმა ნურდენის ნაპოვნ ფურცელს დახედა. დავთარი რიც-
ხვებით იყო სავსე, მაგრამ სწავლულის გონება მარტივად არჩევდა
ინფორმაციას – სეტს ლუთადელთან დიდი ვაჭრობა ჰქონდა გაჩა-
ღებული. უმეტესად პატარა გვარების დახმარებით. შესაძლოა, კე-
თილშობილები გაეცურებინა, მაგრამ არა ვალმდებლები, რადგან
მათთვის ყოველი შეთანხმება დაწვრილებით უნდა ეცნობებინათ.
ნურდენმა დავთარი სეიზდს გადააწოდა, რომელმაც რიცხვებს
დაუწყო თვალიერება.

488
– ასე რომ, – განაგრძო ნურდენმა, – ლორდ სეტს სურდა, ლუთა-
დელთან მისი კავშირი არ გამოჩენილიყო. წვერი და ხასიათიც ამ შთა-
ბეჭდილებას განამტკიცებდა. თუმცა აქაურ საქმეებში ყოველთვის ძა-
ლიან უხმაუროდ ერეოდა.
ელენდმა თავი დაუქნია:
– ეგებ, გაიაზრა, რომ პოლიტიკის მიმართ გულგრილობის გათამა-
შებით პოლიტიკას თავს ვერ აარიდებდა. წარმოუდგენელია, ამხელა
ძალაუფლება მყარი პოლიტიკური კავშირების გარეშე მოეპოვებინა.
– მერე, რას გვაძლევს ეგ? – იკითხა სეზიდმა.
– რას და, სეტი იმაზე მეტად ერკვევა თამაშის წესებში, ვიდრე უნდა,
რომ ჩანდეს, – უპასუხა ელენდმა, თან წიგნების გროვას გადააბიჯა და
თავის სკამთან მივიდა, – მაგრამ, მგონი, ეგ ყველაფერი ისედაც აშკა-
რა იყო; თუნდაც მხოლოდ იქიდან გამომდინარე, თუ როგორ მოახერხა
გუშინ ჩემი და მთელი ასამბლეის მართვა.
ნურდენმა გაიცინა:
– უნდა გენახათ, როგორ გამოიყურებოდით, თქვენო უდიდებულე-
სობავ. როდესაც სეტმა თავი გამოავლინა, რამდენიმე კეთილშობილი
სკამებიდან წამოხტა! მგონი, დანარჩენებსაც ისე დაგეცათ თავზარი,
რომ...
– ნურდენ, – მიმართა ელენდმა.
– დიახ, თქვენო უდიდებულესობავ?
– გთხოვ, საქმეს მიხედე.
– ჰმ, დიახ, თქვენო უდიდებულესობავ.
– სეიზდ, რას ფიქრობ? - იკითხა ელენდმა.
სეიზდმა წიგნიდან თავი ასწია. ელენდის მიერ დაწერილ "ქალაქის
ქარტიას" კითხულობდა, მისივე კოდიფიკაციითა და შენიშვნებით.
ტერისელმა თავი გააქნია:
– ჩემი აზრით, ამის დაწერას მშვენივრად გაართვით თავი. თითქმის
ვერავითარ მეთოდს ვერ ვხედავ, რითაც ლორდი სეტის დანიშვნას
ხელს შევუშლით, თუკი, რა თქმა უნდა, ასამბლეა მას აირჩევს.
– ზედმეტად მცოდნე აღმოჩნდით? – იკითხა ნურდენმა.
489
– სამწუხაროდ, ასეთი პრობლემა ხშირად არ მაქვს ხოლმე, –
უპასუხა ელენდმა, დაჯდა და თვალები მოისრისა.
"ნუთუ ვინი სულ ასე გრძნობს თავს", – გაუკვირდა უცებ. ყოველ-
თვის ელენდზე ნაკლები ეძინა, თანაც სულ მოძრაობდა, დარბოდა,
იბრძოდა და ჯაშუშობდა. მაინც მასზე დასვენებული ჩანდა. ელენდი
რამდენიმედღიანი ბეჯითი შრომის შემდეგ გადაჩეხის პირას იყო.
"გონება მოიკრიბე", – შეუძახა საკუთარ თავს, – "მტერს რომ გა-
უმკლავდე, ჯერ თითოეული კარგად უნდა შეისწავლო. გამოსავალი
უნდა არსებობდეს".
დოკსონი ჯერაც ასამბლეის სხვა წევრებისთვის გასაგზავნ წე-
რილზე მუშაობდა. ელენდს უნდოდა, ყველას შეხვედროდა, ვინც სა-
ამისო სურვილს გამოიჩენდა. სამწუხაროდ, ისეთი შეგრძნება ჰქონ-
და, რომ ეს ბევრს არ მოუნდებოდა. ხმა ელენდის წინააღმდეგ მის-
ცეს და ახლა ისეთ გამოსავალსაც მიაგნეს, რომელიც მარტივად
წყვეტდა მათ პრობლემებს.
– თქვენო უდიდებულესობავ, – ნელა წარმოთქვა ნურდენმა, –
არ ფიქრობთ, რომ სეტს, უბრალოდ, ტახტის ხელში ჩაგდების სა-
შუალება მივცეთ? რამდენად ცუდი მეფე იქნება?
ელენდი შეჩერდა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ყოფილი ვალ-
მდებელი დაასაქმა, განსხვავებული ხედვა იყო. იგი არც სკაას რი-
გებს ეკუთვნოდა, არც – მაღალი რანგის კეთილშობილებისას და
არც – ქურდებისას. ერთი სწავლული, პატარა კაცი იყო, რომელიც
სამინისტროს იმიტომ შეუერთდა, რომ ვაჭრად ქცევის გარდა, მხო-
ლოდ ეს შესაძლებლობა გააჩნდა. მისთვის მბრძანებლის სიკვდი-
ლი კატასტროფა იყო, რადგან ამის გამო მთელი ცხოვრება დაენ-
გრა. ცუდი ადამიანი არ ეთქმოდა, მაგრამ სკაას მდგომარეობაზე
წარმოდგენა არ ჰქონდა.
– რას ფიქრობ, როგორი კანონები შევქმენი, ნურდენ? – იკითხა
ელენდმა.
– შესანიშნავი, თქვენო ბრწყინვალებავ, – უპასუხა ნურდენმა, –
წარმომადგენლობა ძველი დროის ფილოსოფოსების იდეალი იყო,
490
თქვენ კი მისი განხორციელებისას თანამედროვე, რეალისტური საჭი-
როებებიც შესანიშნავად გაითვალისწინეთ.
– სეტი ასეთ კანონებს პატივს სცემს? – ჰკითხა ელენდმა.
– არ ვიცი. არასდროს შევხვედრივარ.
– ალღო რას გკარნახობს?
ნურდენი შეყოყმანდა.
– არა, – თქვა ბოლოს, – ისეთი ადამიანი არაა, ვინც კანონის ძა-
ლით მართავს. მხოლოდ იმას გააკეთებს, რაც მოეპრიანება.
– მხოლოდ ქაოსს მოგვიტანს, – თქვა ელენდმა, – გაიხსენე, რა ვი-
ცით მის მშობლიურ რეგიონზე, ან მის მიერ დაპყრობილ მიწებზე.
ყველგან არეულობაა. ალიანსებისა და დაპირებების რაღაც ჭრელაჭ-
რულა ზეწარი შეკერა და ეგეც თავდასხმის მუქარით გაამყარა. ერთია-
ნობას ძლივს ინარჩუნებს. მისთვის ლუთადელის ჩაბარება ახალი დამ-
ხობისთვის საფუძვლის მომზადებაა.
ნურდენმა ლოყა მოიფხანა, ჩაფიქრებულმა თავი დააქნია და წიგ-
ნებს მიუბრუნდა.
"მისი გადარწმუნება შემიძლია", – გაიფიქრა ელენდმა, – "ნეტავ
ასამბლეის წევრებისაც ასე იოლად შემეძლოს".
მაგრამ ნურდენი სწავლული იყო. ისევე ფიქრობდა, როგორც ელენ-
დი. მისთვის გონივრული ახსნა-განმარტება სრულიად კმაროდა, სტა-
ბილურობის გარანტია კი სიმდიდრეზე მეტს ნიშნავდა. ასამბლეა სულ
სხვა ცხოველი იყო. კეთილშობილებს უნდოდათ, დაებრუნებინათ ყვე-
ლაფერი, რაც ადრე ჰქონდათ. ვაჭრები ხედავდნენ შესაძლებლობას,
ის ტიტული მოეპოვებინათ, რომელიც ყოველთვის სურდათ. სკაას კი
ეშინოდა, რომ ახალ ხოცვა-ჟლეტას მოუწყობდნენ.
და მაინც, ეს ყველაფერი ძალიან ზოგადად იყო ნათქვამი. ლორდი
პენროდი საკუთარ თავს ქალაქის მამამთავრად აღიქვამდა, მაღალი
რანგის დიდებულად, რომელიც სირთულეებთან გამკლავებას თავისი
კონსერვატიული სიდინჯით აპირებდა. მჭედელი კინალერი ცენტრა-
ლური დომინიონისა და გარე სამეფოების ურთიერთობაზე ღელავდა,
ამიტომ სეტთან ალიანსს ლუთადელის ხსნად აღიქვამდა.
491
ასამბლეის ოცდასამივე წევრს თავ-თავიანთი ფიქრები, მიზნები
და დაბრკოლებები ჰქონდა. ელენდის განზრახვაც ეს იყო – მსგავს
გარემოში იდეები სწრაფად იბადებოდა. უბრალოდ, არ ელოდა,
რომ მისი იდეების წინააღმდეგ ერთბაშად ამდენი მოსაზრება წამო-
ყოფდა თავს.
– მართალი იყავი, ჰამ, – მიუბრუნდა ელენდი.
ჰამმა ამოხედა და წარბი ასწია.
– თავიდან, როდესაც შენც და სხვებსაც გინდოდათ, ერთ-ერთ
არმიასთან ალიანსი დამედო და ქალაქი იმ პირობით გადამეცა მის-
თვის, რომ სხვა არმიებისგან დაიცავდა.
– მახსოვს, – მიუგო ჰამმა.
– ჰოდა, ხალხსაც სწორედ ეს სურს, – თქვა ელენდმა, – ჩემი
თანხმობით თუ მის გარეშე. როგორც ჩანს, ქალაქს სეტს გადასცე-
მენ. უბრალოდ, შენს გეგმას უნდა მივყოლოდით.
– თქვენო უდიდებულესობავ? – ხმადაბლა იკითხა სეიზდმა.
– გისმენ.
– ბოდიშს ვიხდი, მაგრამ თქვენი მოვალეობა იმის კეთება არაა,
რაც ხალხს სურს.
– ტინდუილივით ლაპარაკობ, – თვალები მოჭუტა ელენდმა.
– მასავით ბრძენს ცოტას ვიცნობ, თქვენო უდიდებულესობავ, –
თქვა სეიზდმა და ქალს გახედა.
– ჰოდა, არცერთს არ გეთანხმებით, – განაცხადა ელენდმა, –
მმართველი მხოლოდ საკუთარი ხალხის თანხმობით უნდა მოქმე-
დებდეს.
– მაგ აზრს არ ვეწინააღმდეგები, თქვენო უდიდებულესობავ, –
უპასუხა სეიზდმა, – უფრო სწორად, თეორიულად მისი მჯერა. თუმ-
ცა, მაინც არ ვფიქრობ, რომ თქვენი მოვალეობა ისე მართვაა, რო-
გორც ხალხს სურს. თქვენი ვალია, მართოთ ყველაზე კარგად, ბო-
ლომდე დაიხარჯოთ და სინდისის კარნახს მიჰყვეთ. ის უნდა გახ-
დეთ, ვინც მართლა გინდათ, რომ იყოთ. თუკი ხალხს ასეთი ადამია-
ნის ხელმძღვანელობა არ სურს, მაშ, ვინმე სხვას აირჩევენ.
492
ელენდი შეჩერდა: "რა თქმა უნდა. თუკი არ მინდა, საკუთარი კანო-
ნებიდან გამონაკლისი დავუშვა, არც საკუთარი ეთიკიდან უნდა გადა-
ვუხვიო". სეიზდის სიტყვები მხოლოდ ტინდუილის სიტყვების გამეორე-
ბა იყო, სიტყვებისა, რომლითაც ქალი თვითრწმენაზე საუბრობდა, მაგ-
რამ სეიზდმა უკეთ ახსნა, უფრო გულწრფელად.
– ვგონებ, იმაზე მარჩიელობა, ხალხს რა სურს, მხოლოდ ქაოსს
მოიტანს, – განაგრძო ტერისელმა კაცმა, – ყველას ვერ გაახარებ,
ელენდ ვენტურ.
ოთახის პატარა ფანჯარა ბრახუნით გაიღო და ვინი შემოძვრა,
ზურგს უკან ნისლის ბოლქვი შემოჰყვა. სარკმელი მიხურა და ოთახს
თვალი მოავლო.
– მეტი წიგნი? – იკითხა ეჭვნეულად, – უფრო მეტი წიგნი გამოჩხრი-
კე?
– რა თქმა უნდა, – უპასუხა ელენდმა.
– ბოლოს და ბოლოს, სულ რამდენი წიგნი არსებობს? – კვლავ
იკითხა ვინმა გაღიზიანებით.
ელენდმა პასუხის გასაცემად პირი გააღო, შემდეგ დაინახა, რომ
გოგოს თვალები უციმციმებდა და ისევ მოკუმა. ბოლოს, უბრალოდ
ამოიოხრა.
– არაფერი გეშველება, – უთხრა და წერილებს მიუბრუნდა.
ზურგს უკნიდან შრიალი გაისმა და წამის შემდეგ ვინი წიგნების
ერთ-ერთ სვეტზე დასკუპდა, თანაც როგორღაც წონასწორობას ინარ-
ჩუნებდა. ნისლსაფრის ლენტები გარშემო ჩამოეკიდა და წერილი ჯე-
რაც სველი მელნით მოთხუპნა.
ელენდმა ამოიოხრა.
– უი, – თქვა ვინმა და ნისლსაფარი ასწია, – ბოდიში.
– აუცილებელია, რომ სულ ასე დახტოდე, ვინ? – იკითხა ელენდმა.
– ბოდიში, – გაიმეორა ვინმა, იატაკზე ჩამოხტა და ტუჩი მოიკვნიტა,
– სეიზდის თქმით, ნისლქმნილებს იმიტომ გვიყვარს სიმაღლეზე ყოფ-
ნა, რომ ყველაფერი დავინახოთ.

493
ელენდმა თავი დაუქნია და წერილს დაუბრუნდა. ერჩივნა, საკუ-
თარი ხელით დაეწერა, თუმცა ამ ერთის მიცემა გადამწერისთვის
მოუწევდა. თავი გააქნია: "რამდენი საქმეა..."
ვინი უყურებდა, თუ როგორ ჯღაბნიდა ელენდი. სეიზდი კითხულობ-
და. კითხულობდა ელენდის ერთ-ერთი გადამწერიც – ვალმდებე-
ლი. გოგომ კაცი შეათვალიერა და სკამზე ოდნავ მოიკუნტა. ელენ-
დმა იცოდა, რომ ვინი ვერასდროს ენდობოდა მას. ღვთისმსახურები
მხიარულები არ უნდა ყოფილიყვნენ.
აღტაცებულს უნდოდა, ელენდისთვის ეთქვა, თუ რა გაარკვია
დემოქსზე, მაგრამ ყოყმანობდა. გარშემო უამრავი ხალხი იყო და
თანაც მტკიცებულება არ ჰქონდა. მხოლოდ – ინსტინქტი, ამიტომაც
თავი შეიკავა და წიგნის სვეტების თვალიერება დაიწყო.
ოთახში მდორე სიჩუმე იდგა. ტინდუილი გაყინული მზერით იჯდა
– ალბათ, საკუთარ გონებაში ვინმე ძველისძველი პიროვნების ბი-
ოგრაფიას იმეორებდა. ჰამიც კი კითხულობდა, თუმცა წიგნებსა და
თემებზე წინ და უკან დახტოდა. ვინი თავს ისე გრძნობდა, თითქოს
მასაც რამის წაკითხვა ევალებოდა. იმ შენიშვნებზე ჩაფიქრდა, სიღ-
რმესა და ეპოქათა გმირზე რომ ჩაინიშნა, მაგრამ საკუთარ თავს
ფურცლების ამოქექვა ვერ აიძულა.
დემოქსზე ვერაფერს იტყოდა, თუმცა სხვა აღმოჩენაც ჰქონდა.
– ელენდ, – თქვა ჩუმად, – რაღაც უნდა გითხრა.
– ჰო?..
– მე და ორსეური სასადილოდ რომ მივედით, მსახურების საუბა-
რი გავიგე, – თქვა ვინმა, – მათი ზოგიერთი ნაცნობი ავად გამხდა-
რა. ალბათ, ვიღაც ჩვენს მარაგში დაძვრება.
– ჰო, – ელენდი ისევ წერდა, – ვიცი. ქალაქში რამდენიმე ჭა მო-
წამლეს.
– მართლა?
ელენდმა თავი დაუქნია:
– წეღან ხომ გითხარი? მე და ჰამი ქალაქში ამიტომ ვიყავით წა-
სულები.
494
– არ გითქვამს.
– მეგონა, გითხარი, – თქვა ელენდმა და მოიღუშა.
ვინმა თავი გააქნია.
– ბოდიშს გიხდი, – მიუგო ელენდმა, წამოდგა, აკოცა და შემდეგ
ჯღაბნას დაუბრუნდა.
"და კოცნით ყველაფერი გამოსწორდა?" – ფიქრობდა ვინი კუშტად.
ისევ წიგნებზე იჯდა.
სისულელე იყო. ელენდს არც ევალებოდა, ყველაფერი მაშინვე მო-
ეყოლა, მაგრამ მაინც... ასეთი საუბრის შემდეგ ვინი თავს უცნაურად
გრძნობდა. ელენდი აქამდე, ალბათ, გოგოს სთხოვდა, რამე ეღონა, ახ-
ლა კი დაბრკოლებას თავისით გაუმკლავდა.
სეიზდმა წიგნი დახურა და ამოიოხრა:
– თქვენო უდიდებულესობავ, გასაძრომებს ვერ ვპოულობ. თქვენი
კანონები უკვე მეექვსედ წავიკითხე.
– ასეც ვშიშობდი, – თავი დაუქნია ელენდმა, – ერთადერთი, რაც ამ
კანონებთან დაკავშირებით შეიძლება ვქნათ, განგებ არასწორი გან-
მარტებაა, რასაც არ ვიზამ.
– კარგი ადამიანი ხართ, თქვენო უდიდებულესობავ, – უთხრა სეიზ-
დმა, – რამე გასაძრომი რომ გეპოვათ, შეასწორებდით. ნაკლი თავა-
დაც რომ ვერ აღმოგეჩინათ, ერთ-ერთი ჩვენგანი ამას აუცილებლად
მოახერხებდა, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც საკუთრი აზრის გამოთქმა
გვთხოვეთ.
"უფლებას აძლევს, "თქვენო უდიდებულესობავ" დაუძახონ", – ფიქ-
რობდა ვინი, – "ადრე ცდილობდა, შეეჩერებინა. ახლა რატომღა რთავს
ნებას?"
უცნაურია, რომ ელენდმა სწორედ მაშინ აღიქვა საკუთარი თავი მე-
ფედ, როდესაც ტახტიდან ჩამოაგდეს.
– ერთი წამით, – თქვა ტინდუილმა და დაბინდული მზერა გადაეწ-
მინდა, – სეიზდ, შენ კანონი მის მიღებამდე წაიკითხე?
სეიზდი გაწითლდა.

495
– წაიკითხა, – უპასუხა ელენდმა, – და სიმართლე ითქვას, მისი
რჩევები და იდეები ძალიან დამეხმარა ამ კანონების შექმნაში.
– გასაგებია, – გამოცრა ტინდუილმა მოკუმული ტუჩებიდან.
ელენდი მოიღუშა:
– ტინდუილ, ამ შეხვედრაზე არავის მოუწვევიხარ. ახლა კი შენი
ატანა გვიწევს. შენს რჩევებს დიდად ვაფასებ, მაგრამ საკუთარ სახ-
ლში მეგობრისა და სტუმრის შეურაცხყოფის უფლებას არ მოგცემ,
თუნდაც არაპირდაპირი შეურაცხყოფის საშუალებით.
– ბოდიშს გიხდით, თქვენო უდიდებულესობავ.
– მე კი არა, სეიზდს მოუბოდიშებ ან ოთახიდან გახვალ.
ტინდუილი რამდენიმე წამით უხმოდ იჯდა, შემდეგ ადგა და გავი-
და. ელენდი შეურაცხყოფილი არ ჩანდა. თავის წერილებს დაუბ-
რუნდა.
– ეს საჭირო არ იყო, თქვენო უდიდებულესობავ, – მიმართა სე-
იზდმა, – ტინდუილის მოსაზრებებს საკმაოდ მყარი საფუძველი გა-
აჩნია.
– ისე მოვიქცევი, როგორც საჭიროდ ჩავთვლი, სეიზდ, – უპასუ-
ხა ელენდმა და თან წერას აგრძელებდა, – არ გეწყინოს, ჩემო მე-
გობარო, მაგრამ უკვე კარგა ხანია ადამიანებს უფლებას აძლევ, ცუ-
დად მოგექცნენ. საკუთარ სახლში ამას არ მოვითმენ. შეურაცხყოფა
იმიტომ მოგაყენა, რომ კანონების შედგენაში დამეხმარე, რაც ჩემი
შეურაცხყოფაცაა.
სეიზდმა თავი დაუქნია, შემდეგ ახალ წიგნს დასწვდა.
ვინი დუმდა და ფიქრობდა: "რა სწრაფად იცვლება. რამდენი ხა-
ნი გავიდა ტინდუილის ჩამოსვლის შემდეგ? ორი თვე?"
ელენდს ისეთი არაფერი უთქვამს, რასაც მანამდე არ იტყოდა.
მაგრამ საუბრის მანერა სრულიად შეიცვალა. თავდაჯერებული გახ-
და, მომთხოვნიც, აშკარად იგრძნობოდა, რომ მოსაუბრისგან პატი-
ვისცემას მოელოდა.

496
"მისი გვირგვინი დაეცა, არმიები მუდმივ საფრთხეში გვაცხოვრე-
ბენ", – განაგრძობდა ფიქრს ვინი, – "ასეთი წნეხი აიძულებს, შეიცვა-
ლოს, აღზევდეს და ხალხს გაუძღვეს. ან გაისრისოს".
ჭებზე იცოდა. სხვა რა გაიგო ისეთი, რაც მისთვის არ უთქვამს?
– ელენდ, – უთხრა ვინმა, – სიღრმეზე ვფიქრობდი...
– შესანიშნავია, ვინ, – გაუღიმა ელენდმა, – მაგრამ ახლა მართლა
არ მცალია...
ვინმა თავი დაუქნია და შეღიმა, მაგრამ თავში მშფოთვარე აზრები
უტრიალებდა: "ისეთი დაბნეული აღარაა, ერთ დროს რომ იყო. სხვების
მხარდაჭერაც ისე აღარ სჭირდება, როგორც უწინ... აღარც მე ვჭირდე-
ბი".
სისულელეს ფიქრობდა. ელენდს უყვარდა, ეს კარგად იცოდა. ახ-
ლებური დამოკიდებულება იმას არ ნიშნავდა, რომ ვინი მისთვის მნიშ-
ვნელოვანი აღარ იყო. თუმცა წუხილს თავიდან ვერ იშორებდა. ელენ-
დმა ერთხელ უკვე მიატოვა, როდესაც იძულებული გახდა, თავი მოეჩ-
ვენებინა, თითქოს საკუთარი გვარის კეთილდღეობა არჩია მის სიყვა-
რულს და ამან ვინი კინაღამ გაანადგურა.
რა მოხდებოდა, ახლა რომ მიეტოვებინა?
"ამას არ იზამს", – დაიმშვიდა თავი, – "კარგი კაცია".
მაგრამ ხანდახან კარგ ადამიანებსაც არ გამოსდიოდათ ურთიერ-
თობები, ხომ? უცხოვდებოდნენ, განსაკუთრებით ერთმანეთისგან გან-
სხვავებული წყვილები. ვინი საკუთარ თავს არწმუნებდა, მაგრამ სად-
ღაც გონების სიღრმეში მაინც ესმოდა უსიამოვნო ჩურჩული. ეს ის ხმა
იყო, რომელიც მივიწყებული ეგონა, ხმა, რომლის გაგონებასაც აღა-
რასდროს ელოდა.
"პირველი შენ მიატოვე", – ჩურჩულებდა რენი, მისი ძმა, – "ნაკლე-
ბად გეტკინება".
გარედან შრიალი მოესმა. ოდნავი შეშფოთებით წამოსწია თავი,
მაგრამ ხმა დანარჩენების ყურთასმენას არ სწვდებოდა. ვინი წამოდგა
და სარკმელთან მივიდა.
– ისევ შემოვლაზე მიდიხარ? – ჰკითხა ელენდმა.
497
გოგო შებრუნდა და თავი დაუქნია.
– ვფიქრობ, ჰასტინგების ციხე-კოშკში სეტის მცველების შეთვა-
ლიერება ურიგო არ იქნებოდა, – უთხრა ელენდმა.
ვინმა ისევ დაუქნია თავი. ელენდმა გაუღიმა, შემდეგ კვლავ წე-
რილებს მიუბრუნდა. გოგომ ფანჯარა შეაღო და ღამეში გააბიჯა.
ნისლში ზეინი იდგა, ცოტაც და ფანჯრის ქვეშ გაყვანილ ლავგარ-
დანს ფეხებით მისწვდებოდა. დამრეცად იდგა, ერთი ფეხი კედელზე
მიეყრდნო და სხეულით ღამეს ებჯინებოდა.
ვინმა გაიხედა და პატარა ზომის რკინა დაინახა, რომელსაც ზე-
ინი ქაჩავდა, რომ წონასწორობა შეენარჩუნებინა. მისი ოსტატობის
კიდევ ერთი გამოვლინება. სიბნელეში ვინს შეღიმა.
– ზეინ? – დაიჩურჩულა მან.
კაცმა თვალით ზემოთ ანიშნა. ვინმა თავი დაუქნია და წამის შემ-
დეგ ორივენი ვენტურთა ციხე-კოშკის ლითონის სახურავზე დაეშ-
ვნენ.
ვინი ზეინს მიუბრუნდა.
– სად დაიკარგე?
ზეინი თავს დაესხა.
ვინი გაკვირვებისგან უკან გადახტა. კაცი ბნელეთით მოცულ
გრიგალად გამოიჭრა წინ, ხელებში ორი ხანჯალი უელავდა. ვინი
ისე დაეშვა სახურავის კიდეზე, რომ ქუსლები ჰაერში გამოეკიდა.
"ესე იგი, ვვარჯიშობთ", – გაიფიქრა გოგომ.
ზეინმა ხელი მოიქნია, ვინი გვერდით გადახტა და ხანჯალმა სა-
ხიფათოდ ახლოს გაიელვა მის ყელთან. შეტევები განსხვავებული
იყო. გაცილებით უფრო საშიში.
ვინმა შეიკურთხა, მომდევნო შეტევას დაუძვრა და ხანჯლები
იშიშვლა. სანამ მოძრაობდა, ზეინმა ჰაერი გაკვეთა და გოგოს ნის-
ლსაფრის ერთ ლენტს წვერი წააჭრა.
ვინი ნისლქმნილს მიუბრუნდა. ზეინი მოიწევდა, მაგრამ არა საბ-
რძოლველად მომზადებული. თავდაჯერებული ჩანდა, უდარდელი,
თითქოს ბრძოლაში კი არა, ძველი მეგობრის სანახავად მიდიოდა.
498
"ჰოდა ძალიანაც კარგი", – გაიფიქრა ვინმა, წინ გადახტა და ხან-
ჯლები მოიქნია.
ზეინმა ფრთხილად გადადგა ნაბიჯი უკან, სულ ოდნავ შეტრიალ-
და გვერდზე, ერთი ხანჯალი მარტივად აიცილა, მერე კი ვინს სწრაფად
სწვდა ხელში და ადგილზე გაუშეშა.
ვინი გაქვავდა. ასეთი კარგი ვერავინ იქნებოდა. ზეინმა შავი თვა-
ლები შეანათა. თავდაჯერებით. უდარდელად.
ატიუმს წვავდა.
ვინი ხელიდან დაუსხლტა, უკან გადახტა. კაცმა გაუშვა და შეხედა,
როგორ მოიხარა გოგო; წარბზე ოფლის წვეთი დაეკიდა. ვინმა შიშის
მოულოდნელი, ძლიერი დარტყმა იგრძნო – უღრმესი, პირველყოფი-
ლი შიშის. ამ დღისა იმ დროიდან ეშინოდა, როდესაც ატიუმზე ყველა-
ფერი გაიგო. უმწეობის შიში, მთელი მისი უნარისა და ძალის მიუხედა-
ვად.
ეს იყო სიკვდილის გაცნობიერების შიში.
გადასახტომად შებრუნდა, მაგრამ ზეინი ჯერ კიდევ იქამდე გამოიჭ-
რა წინ, სანამ ვინი ამოძრავდებოდა. მანამდე იცოდა ვინის მოქმედებე-
ბი, სანამ მათ თავად გოგო მოიფიქრებდა. მხარში უკნიდან წაავლო ხე-
ლი, დაქაჩა და დააგდო. ვინი ლითონის სახურავს დაასკდა და ტკივი-
ლისგან სუნთქვა შეეკრა. ზეინი თავზე წამოადგა და ზემოდან დაჰყუ-
რებდა, თითქოს იცდიდა.
"ასე ვერ დავმარცხდები", – ფიქრობდა სასოწარკვეთილი ვინი, –
"სათაგურში მომწყვდეული ვირთხასავით არ მოვკვდები!"
გოგომ ხელი გაიშვირა და კაცს ფეხთან ხანჯალი მოუქნია, მაგრამ
აზრი არ ჰქონდა. ზეინმა ფეხი სულ ოდნავ დასწია უკან, ზუსტად საკმა-
რის მანძილზე იმისთვის, რომ იარაღს შარვალიც კი არ დაეზიანებინა.
ვინი იმ უმწეო ბავშვივით გრძნობდა თავს, რომელსაც ძლიერი მტერი
აკავებს და საბრძოლველად არ უშვებს. ალბათ, ამავეს გრძნობდნენ ის
უბრალო ადამიანებიც, რომლებიც გოგოსთან შეტაკებას ცდილობ-
დნენ ხოლმე.
ზეინი წყვდიადში იდგა.
499
– რა ხდება? – ბოლოს და ბოლოს, მოითხოვა პასუხი ვინმა.
– მართლა არ გაქვს, – უთხრა ზეინმა ხმადაბლა, – მბრძანებლის
ატიუმის მარაგი.
– არა, – უპასუხა ვინმა.
– საერთოდ არაფერი გაქვს, – გადაჭრით განუცხადა ზეინმა.
– უკანასკნელი მარცვალი სეტის მკვლელებთან ბრძოლისას გა-
მოვიყენე.
ზეინი წამით იდგა, შემდეგ შებრუნდა და დაშორდა. ვინი წამოჯ-
და, გული უბაგუნებდა, ხელები სულ ოდნავ უკანკალებდა. საკუთარ
თავს ფეხზე წამოდგომა აიძულა, შემდეგ მოიხარა და ხანჯლები
აიღო. ერთ-ერთი მათგანი სპილენძის სახურავზე დაცემისას გაბზა-
რულიყო.
ნისლში გახვეული ზეინი კვლავ ვინისკენ შემობრუნდა. სიბნე-
ლეში უსიტყვოდ გაჩერდა და შეშინებულ, მაგრამ შეუპოვარ გოგოს
შეაცქერდა.
– მამაჩემს უნდა, რომ მოგკლა, – უთხრა ბოლოს.
ვინიც იდგა და კაცს უყურებდა; თვალებში ჯერ კიდევ შიში უკ-
რთოდა. ძლიერი გოგო შიშს კარგად უმკლავდებოდა. მამა-შვილის
ჯაშუშის ინფორმაციაცა და ის სიტყვებიც, ვინმა სტრაფის კარავში
რომ თქვა, სრული სიმართლე იყო. ქალაქში ატიუმი აღარ ჰქონ-
დათ.
– ამიტომაც აღარ მეკარებოდი? – ჰკითხა ვინმა.
ზეინმა თავი დაუქნია და მიბრუნდა.
– აბა? – ჰკითხა ვინმა, – რატომ მტოვებ ცოცხალს?
– ზუსტად არ ვიცი, – აღიარა კაცმა, – შეიძლება, მაინც მოგკლა.
ეგ არაფერში მჭირდება. ბრძანების შესასრულებლად შემიძლია,
უბრალოდ, თან წაგიყვანო და შედეგი იგივე იქნება.
ზეინმა კვლავ გოგოს შეხედა. ვინი იბღვირებოდა – პატარა, მდუ-
მარე ფიგურა ნისლში.

500
– წამოდი, – უთხრა კაცმა, – შეგვიძლია, ორივენი წავიდეთ. სტრა-
ფი თავის ნისლქმნილს დაკარგავს, ელენდი – თავისას. ორივე უიარა-
ღოდ დარჩება, ჩვენ კი თავისუფლები ვიქნებით.
ვინს მაშინვე არ გაუცია პასუხი. მერე კი თავი გააქნია:
– ეს... ჩვენ შორის რაც ხდება, ზეინ... ის არაა, რაც შენ გგონია.
– რას გულისხმობ? – ზეინმა ნაბიჯი წინ გადმოდგა.
ვინმა ქვემოდან ახედა:
– ელენდი მიყვარს, ზეინ. მართლა მიყვარს.
"და გგონია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემ მიმართ არაფერს გრძნობ?"
– გაიფიქრა ზეინმა, – "მაშინ იმ ლტოლვაზე რაღას იტყვი, შენს თვა-
ლებში რომ ვხედავდი? არა, ყველაფერი ასე მარტივად არაა. არას-
დროს არაფერია მარტივად".
და მაინც... რას ელოდა?
ვინს ზურგი აქცია და თქვა:
– გასაგებია. ყოველთვის ასე იყო.
– ეგ რაღას ნიშნავს? – ჩაეკითხა ვინი.
"ელენდი..."
– მოკალი! – უჩურჩულა ღმერთმა.
ზეინმა თვალები დახუჭა. ვინს ვერ გაასულელებდა, იმ ქალს ვერა,
ვინც ქუჩაში გაიზარდა, ქალს, რომელიც ქურდებთან და თაღლითებ-
თან მეგობრობდა. ყველაზე რთული ნაწილის დრო დადგა. ვინს ის უნ-
და დაენახა, რაც თავად ზეინს თავზარს სცემდა.
სიმართლე უნდა დაენახა.
– ზეინ? – იკითხა ვინმა.
კაცის თავდასხმების გამო ჯერაც კანკალებდა, მაგრამ ისეთი ადა-
მიანი იყო, სწრაფად რომ დგებიან ფეხზე.
– მსგავსებას ვერ ხედავ? – ჰკითხა ზეინმა და მიუბრუნდა, – იგივე
ცხვირი, იგივე ნაკვთები? თმა მასზე მოკლედ შევიჭერი, მაგრამ ისეთი-
ვე დალალები მაქვს. ნუთუ ვერ ამჩნევ?
ვინს სუნთქვა შეეკრა.

501
– სხვას ვის ენდობოდა სტრაფ ვენტური? – ჰკითხა ზეინმა, – ასე
რატომ დამიახლოვებდა, რატომ გამანდობდა თავის გეგმებს?
– მისი ვაჟი ხარ, – დაიჩურჩულა ვინმა, – ელენდის ძმა.
ზეინმა თავი დაუქნია.
– ელენდმა...
– ჩემზე არაფერი იცის. მიდი, მამაჩვენის სექსუალურ ჩვევებზე
ჰკითხე რამე.
– ნათქვამი აქვს, – უპასუხა ვინმა, – სტრაფს საყვარლების ყო-
ლა მოსწონს.
– სხვა მიზეზიც აქვს, – განუმარტა ზეინმა, – მეტი ქალი მეტ
შვილს ნიშნავს. მეტი შვილი მეტ ალომანტს. მეტი ალომანტი – მეტ
შანსს, რომ ერთ-ერთი ნისლქმნილი იქნება და პირად მკვლელად
გამოიყენებს.
ქარმა ნისლი ტალღებივით აათამაშა. სადღაც შორს შემოვლაზე
მყოფი გუშაგის აბჯარი წკარუნებდა.
– სანამ მბრძანებელი ცოცხალი იყო, მემკვიდრეობა არ მეღირ-
სებოდა, – თქვა ზეინმა, – ხომ იცი, როგორი მკაცრები იყვნენ ვალ-
მდებლები. ჩრდილში გავიზარდე, ყურადღებას არავინ მაქცევდა.
შენ ქუჩაში ცხოვრობდი, ალბათ, საშინელება იყო. მაგრამ წარმო-
იდგინე, საკუთარ სახლში ნასუფრალზე რომ ნადირობ. მამაშენი არ
გცნობს, მათხოვარივით გექცევიან. წარმოიდგინე, შენს ძმას უყუ-
რებ, შენს თანატოლ ბიჭს, რომელიც ნებიერად იზრდება. წარმოიდ-
გინე, როგორია, როდესაც ზემოდან უყურებს იმ ყველაფერს, რაც
შენ გინდა. ფუფუნება, სიმშვიდე, სიყვარული...
– ალბათ, გძულს, – ჩაიჩურჩულა ვინმა.
– მძულს? არა. რატომ უნდა მძულდეს ადამიანი, მხოლოდ იმი-
ტომ, რომ ასეთი დაიბადა? ელენდს ჩემთვის არაფერი დაუშავებია,
პირდაპირ არა. გარდა ამისა, როდესაც გავტყდი, სტრაფსაც დავ-
ჭირდი და საბოლოოდ, ის მიიღო, რის მიღებასაც ამდენი ხანი ცდი-
ლობდა. ელენდი არ მძულს. მაგრამ ზოგჯერ მისი მშურს. ყველაფე-
რი აქვს... და მაინც, თითქოს ამას არ აფასებს.
502
ვინი ჩუმად იდგა.
– ვწუხვარ.
ზეინმა მძვინვარედ გააქნია თავი.
– ჩემი შეცოდება არ გაბედო, ქალბატონო. ელენდი რომ ვიყო, ნის-
ლქმნილი არ ვიქნებოდი. ნისლს ვერ ვიგემებდი, არ მეცოდინებოდა,
რას ნიშნავს, მარტო რომ იზრდები და ვერავინ გიტანს, – შებრუნდა და
ვინს თვალებში ჩახედა, – არ ფიქრობ, რომ ადამიანი უფრო მეტად აფა-
სებს სხვების სიყვარულს, თუკი წლების განმავლობაში ვალდებული
იყო, მის გარეშე ეცხოვრა?
– მე...
ზეინი შეტრიალდა და თქვა:
– სულ ერთია; აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ჩემს ბავშვობაზე
ვიწუწუნო. უნდა გაგაფრთხილო.
ვინი დაიძაბა.
– ცოტა ხნის წინ მამაჩემმა თავის ბარიკადებში რამდენიმე ასეული
ლტოლვილი გაატარა, რომ ქალაქში მოსულიყვნენ. კოლოსთა არმია-
ზე უკვე იცი?
ვინმა თავი დაუქნია.
– ცოტა ხნის წინ ქალაქი სუისნა აიღეს და დაარბიეს.
ვინი შეშინდა. სუისნა ლუთადელიდან ერთი დღის სავალზე მდება-
რეობდა. კოლოსები ახლოს იყვნენ.
– ლტოლვილები მამაჩემს მიადგნენ დახმარების სათხოვნელად, –
განაგრძო ზეინმა, – მან თქვენთან გამოუშვა.
– რომ ქალაქის მოსახლეობა უფრო დაშინდეს და ჩვენი მარაგი უფ-
რო სწრაფად დაიხარჯოს.
ზეინმა თავი დაუქნია.
– გაფრთხილება მინდოდა. ლტოლვილებზეც და ჩემს ბრძანებებ-
ზეც. შეთავაზებაზე იფიქრე, ვინ. იფიქრე იმაზე, ვინც გიმტკიცებს, რომ
უყვარხარ. თავადაც იცი, მას შენი არ ესმის. თუ წამოხვალ, ორივეს-
თვის უკეთესი იქნება.
ვინი შეიჭმუხნა.
503
ზეინმა ოდნავ დაუქნია თავი, შემდეგ ლითონის სახურავს უბიძგა
და ღამეს შეერია. კაცმა ვინის თვალებში ამოიკითხა, რომ გოგოს
ელენდზე ნათქვამი სიტყვების არ სჯეროდა. მაშ, ცოტა ხანში მტკი-
ცებულებაც ექნებოდა. და ვინი ნახავდა... მალე გაიგებდა, რას ფიქ-
რობდა ელენდ ვენტური მასზე.
მაგრამ ახლა ყველაფერს შევცვლი. დაე, ცნობილი იყოს ის, რომ
მე, კვაანი, ტერისელი განმანათლებელი, თაღლითი ვარ.

35
თითქოს ისევ მეჯლისზე მიდიოდა.
ულამაზესი, მუქი შინდისფერი კაბა იდეალური იქნებოდა რომე-
ლიმე, დამხობამდელი წვეულებისათვის. სამოსი ტრადიციული არ
იყო, მაგრამ ძველმოდურიც არ ეთქმოდა. რამდენიმე უმნიშვნელო
ცვლილებამ მეტად გამორჩეული გახადა; თანაც თავისუფლად მოძ-
რაობისა და უფრო გრაციოზულად სიარულის საშუალებაც მისცა.
ამის გამო თავს გაცილებით ლამაზად გრძნობდა. სარკის წინ იდგა
და ფიქრობდა, როგორი იქნებოდა, მეჯლისზე ასეთი კაბა რომ
სცმოდა – როგორც პირადად მას, და არა როგორც ვალეტას, პრო-
ვინციელ, უნიათო კეთილშობილს; არც ვინს, როგორც სკაას
ქურდს, არამედ პირადად მას... ისეთ ვინს, როგორიც თავად წარმო-
ედგინა. თავდაჯერებულს – ნისლქმნილის უნარების გამო. თავდა-
ჯერებულს – როგორც ერთ-ერთს, ვინც მბრძანებელი დაამხო. თავ-
დაჯერებულს – როგორც გოგოს, რომელმაც იცოდა, რომ მეფეს უყ-
ვარდა.
"ეგებ შევძლო და ორივე ვიყო", – გაიფიქრა ვინმა, ხელები კაბის
გვერდებს ჩამოაყოლა და თითებით ჰაეროვანი ატლასი შეიგრძნო.
– ლამაზი ხარ, ბავშვო, – უთხრა ტინდუილმა.
ვინი შებრუნდა და ყოყმანით გაუღიმა.
– სამკაულები არ მაქვს. ყველა ელენდს მივეცი ლტოლვილების
გამოსაკვებად. მაგრამ ამ კაბის ფერს მაინც არცერთი ეხამებოდა.

504
– მრავალი ქალი იკეთებს სამკაულებს თავიანთი ულაზათობის გა-
დასაფარად, – შენიშნა ტინდუილმა, – შენ ეს არ გჭირდება.
ტერისელი ჩვეულ პოზაში იდგა, ხელები გულზე დაეკრიფა, სი-
ნათლეზე ბეჭდები და საყურეები უბრწყინავდა. თუმცა არცერთ სამ-
კაულს ძვირფასი თვლები არ ჰქონდა. სინამდვილეში, ყველა უბრა-
ლო ლითონისგან იყო დამზადებული – რკინა, სპილენძი, კალტყვია.
ფერუქიმიური ლითონები.
– ბოლო დროს, ელენდის სანახავად აღარ ყოფილხარ, – უთხრა
ვინმა და ისევ სარკისკენ მიბრუნდა, რომ ხის რამდენიმე სარჭით თმა
უკან დაემაგრებინა.
– მეფე სწრაფად უახლოვდება იმ დროს, როდესაც ჩემი წვრთნა
აღარ დასჭირდება.
– უკვე ასე ახლოა? – ჰკითხა ვინმა, – შენს ბიოგრაფიებში აღწერილ
ადამიანებთან?
ტინდუილმა გაიცინა.
– ღმერთმანი, არა, ბავშვო. ძალიან შორსაა.
– მაგრამ...
– ვთქვი, რომ ჩემი წვრთნა აღარ დასჭირდება. ნელ-ნელა სწავ-
ლობს, რამდენად შეუძლია, სხვების სიტყვას ენდოს და უკვე იმ დონეზე
მივიდა, რომ თავად მოუწევს მეტის სწავლა. ალბათ, გაგიკვირდება, თუ
რამდენად დიდი წილი აქვს გამოცდილებას კარგი ლიდერის შექმნაში.
– ძალიან შეცვლილი მეჩვენება, – ხმადაბლა შენიშნა ვინმა.
– არის კიდეც, – უპასუხა ტინდუილმა, ნაბიჯი გადმოდგა და მხარზე
ხელი დაადო, – ისეთი კაცი ხდება, რომელიც, ყოველთვის იცოდა, რომ
უნდა გამხდარიყო. უბრალოდ, გზას ვერ ხედავდა. მკაცრად ვექცევი,
მაგრამ მაინც მგონია, რომც არ მოვსულიყავი, გზას თავისით გაიკ-
ვლევდა. ადამიანი მხოლოდ იქამდე ბორძიკობს, სანამ წაიქცევა ან
წელში გაიმართება.
ვინმა სარკეში ჩაიხედა. შინდისფერი კაბა ალამაზებდა.
– მე კი, აი, ასეთი უნდა გავხდე. მისთვის.

505
– მისთვის, – დაეთანხმა ტინდუილი, – და საკუთარი თავისთვის.
სწორედ ამისკენ მიიწევდი, სანამ თავგზა აგებნეოდა.
– ჩვენთან ერთად წამოსვლას აპირებ? – მიუბრუნდა ვინი.
ტინდუილმა თავი გააქნია.
– იქ ჩემი ადგილი არაა. ახლა კი წადი, და შენს მეფეს შეხვდი.
ამჯერად ელენდი მტრის ბუნაგში მცველების გარეშე მისვლას
აღარ აპირებდა. ეზოში ორასი ჯარისკაცი იდგა; იცდიდნენ, რომ
ელენდი სეტის სადილზე გაეცილებინათ. იქ იყვნენ კბილებამდე
შეიარაღებული ჰამი, რომელიც პირადი მცველის როლს ასრულებ-
და, და მეეტლის ტანსაცმელში გამოწყობილი სპუკი. ბრიზი არ მიჰ-
ყვებოდა, გასაგები მიზეზების გამო, სადილზე წასვლის იდეა ფრიად
უსიამოდ ეჩვენებოდა.
– ვალდებული არ ხარ, წამოხვიდე, – უთხრა ელენდმა ახოვან
კომპანიონს, სანამ დანარჩენები ვენტურთა ეზოში გროვდებოდნენ.
– არა? მაშინ აქ დავრჩები. აბა, კარგი დრო გაატარეთ! – მიუგო
ბრიზმა.
ელენდი მოიღუშა. ჰამმა მას მხარზე ხელი დაჰკრა და უთხრა:
– სანამ ამდენ თავისუფლებას მისცემ, კარგად დაფიქრდი ხოლ-
მე, ელენდ!
– ჩემს სიტყვას არ გადავალ, – თქვა ელენდმა, – მთრგუნავი ძა-
ლიან გამოგვადგებოდა, მაგრამ თუ წამოსვლა არ უნდა, ძალას ვერ
დავატან.
ბრიზმა შვებით ამოისუნთქა.
– სინდისი სულ არ გქენჯნის, ხომ? – ჰკითხა ჰამმა.
– სინდისი? – დაუბრუნა კითხვა ბრიზმა და ხელჯოხს დაეყრდნო,
– ჩემო ძვირფასო ჰამონდ, ნუთუ ერთხელ მაინც შეგიჩნევია ჩემ-
თვის ესოდენ უსიხარულო და მოსაწყენი თვისებები? გარდა ამისა,
ვგონებ, სეტი გაცილებით უფრო თავაზიანი იქნება, თუკი ახლომახ-
ლო მე ვერ დამინახავს.
"ალბათ, მართალია", – გაიფიქრა ელენდმა და ეტლიც მოვიდა.

506
– ელენდ, – თქვა ჰამმა, – ხომ არ გგონია, რომ ორასი ჯარისკაცის
თან წაყვანა... ცოტა... ცოტა გულახდილი ჟესტია?
– სწორედ სეტმა თქვა, უფრო გულახდილები უნდა ვიყოთ საკუ-
თარ მუქარაშიო, – მიუგო ელენდმა, – ორასი ჯარისკაცი მოკრძა-
ლებულიც კია. თანაც, მაინც ხუთჯერ მეტი ჯარისკაცი ჰყავს.
– მაგრამ მისგან რამდენიმე სკამის დაშორებით ნისლქმნილი გე-
ყოლება, – თქვა მშვიდმა ხმამ ზურგს უკნიდან.
ელენდი შებრუნდა და ვინს გაუღიმა:
– ასეთი კაბით, ასე უხმაუროდ როგორ მოძრაობ?
– ვვარჯიშობდი, – უპასუხა ვინმა და ხელკავი გამოსდო.
"მგონი, არ ხუმრობს", – გაიფიქრა ელენდმა, მისი სუნამო შეიყნოსა
და წარმოიდგინა, როგორ დაძრწოდა ვინი სასახლის დერეფნებში
უზარმაზარი, სადღესასწაულო კაბით.
– მაშინ, წასვლის დროა, – თქვა ჰამმა.
ვინსა და ელენდს ხელით მიანიშნა ეტლზე; ბრიზი კი სასახლის კი-
ბეზე დატოვეს.
ვინი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლამის ყოველღამ ჩაუქრო-
ლებდა ხოლმე ჰასტინგთა ციხე-კოშკს და ფანჯრები ჩაბნელებული
ხვდებოდა, ახლა კი ყველაფერი კვლავ ისე კაშკაშებდა, როგორც უწინ.
– ისე, – შენიშნა გვერდით მჯომმა ელენდმა, – მეჯლისზე ერთად
არასდროს ვყოფილვართ.
ვინმა ციხე-კოშკის თვალიერებას თავი ანება. ეტლი ხტოდა, გარშე-
მო კი რამდენიმე ასეული ფეხის ხმა გუგუნებდა. ის-ის იყო ჩამოღამება
დაიწყო.
– სულ რამდენჯერმე შევხვდით, – განაგრძო ელენდმა, – მაგრამ
ფორმალურად, ერთად არასდროს ვყოფილვართ. არასდროს მქონია
შესაძლებლობა, ჩემი ეტლით წამეყვანე.
– ფორმალობა ასეთი მნიშვნელოვანია? – ჰკითხა ვინმა.
– ასეთი წესია, – მხრები აიჩეჩა ელენდმა, – უფრო სწორად, იყო...
რაღაცნაირი, სასიამოვნო ფორმალობა. ჯენტლმენი ლედის თანხლე-
ბით მიდის, ყველანი მათ შესცქერიან და ჩურჩულებენ, თუ როგორ გა-
507
მოიყურებიან ერთად. ასეთი რამ ბევრჯერ მიქნია, ბევრ ქალთან ერ-
თად მივსულვარ, მაგრამ არასდროს ვინმე ისეთთან, ვინც ამ რიტუალს
ჩემთვის გამორჩეულად აქცევდა.
ვინმა გაიღმა.
– შენი აზრით, მეჯლისები კიდევ იქნება?
– არ ვიცი, ვინ. ამ ყველაფერს რომც გადავურჩეთ... ამდენი
ხალხი რომ შიმშილობს, ცეკვაზე გეფიქრება?
ალბათ, ასობით ლტოლვილზე ფიქრობდა, მგზავრობით გადა-
ქანცულებზე, სტრაფის ჯარისკაცებმა მთელი საჭმელი და ნივთები
რომ წაართვეს და ახლა ელენდის მიერ გამოძებნილ საწყობში იყ-
ვნენ შეყუჟულები.
"ადრე ცეკვავდი", – გაიფიქრა ვინმა, – "ხალხი მაშინაც შიმში-
ლობდა".
მაგრამ მაშინ სხვა დრო იდგა. ელენდი მეფე არ იყო, თანაც, ვინ-
მა კარგად რომ გაიხსენა, ელენდი მეჯლისებზე არასდროს ცეკვავ-
და. კითხულობდა და მეგობრებს ხვდებოდა; ერთად გეგმავდნენ,
როგორ გაეხადათ უკანასკნელი იმპერია უკეთესი.
– როგორმე ორივემ უნდა მოვახერხოთ, – თქვა ვინმა, – შეიძ-
ლება, მეჯლისები გავმართოთ და იქ მოსულ კეთილშობილებს ხალ-
ხის გამოსაკვებად ფულის შემოწირვა ვთხოვოთ.
ელენდმა გაიღიმა:
– ალბათ, მეჯლისის გამართვა ორჯერ უფრო ძვირი დაჯდება,
ვიდრე სანაცვლოდ მივიღებთ.
– მაგრამ დახარჯული ფული სკაას ვაჭრებთან წავა.
ელენდი ჩაფიქრდა. ვინმა თავმომწონედ გაიღიმა და გაიფიქრა:
"უცნაურია, რომ ქალაქის ერთადერთ მომჭირნე კეთილშობილთან
მაქვს ურთიერთობა". მართლაც, რა წყვილი იყო – ნისლქმნილი,
რომელსაც მონეტების გადაყრის გამო დანაშაულის შეგრძნება არ
ასვენებდა და კეთილშობილი, რომელიც მიიჩნევდა, რომ მეჯლისე-
ბი ზედმეტად ძვირი ჯდებოდა. კიდევ კარგი, დოკსონი იმდენ ფულს
მაინც ათმობინებდა, რომ ქალაქი არ ჩამკვდარიყო.
508
– მაგაზე მოგვიანებით ვიდარდებთ, – უთხრა ელენდმა, როდესაც
ჰასტინგების სასახლის კარიბჭე გაიღო და მის მიღმა მწყობრად მდგო-
მი ჯარისკაცების მთელი არმია გამოჩნდა. "კი ბატონო, წამოიყვანე შე-
ნი ჯარისკაცები, მაგრამ მე უფრო მეტი მყავს", – ამბობდა ეს სურათი.
სიმართლე ითქვას, თავად ლუთადელის უცნაურ ალეგორიაში შე-
აბიჯეს – ელენდის ორასი ჯარისკაცი ახლა სეტის ათასი კაცით იყო გარ-
შემორტყმული, რომლებიც, თავის მხრივ, ლუთადელის ოცი ათასს მო-
ექცია შუაგულში. ხოლო თავად ქალაქი, რა თქმა უნდა, ლამის ასი ათა-
სი ჯარისკაცის ალყაში იმყოფებოდა. ჯარისკაცთა ყველა ეს ფენა დაძა-
ბული ელოდა ბრძოლას. მეჯლისები და წვეულებები აღარავის ახსოვ-
და.
სეტი სტუმრებს კარიბჭესთან არ დახვედრია. ეს მოვალეობა რიგი-
თის ფორმაში გამოწყობილმა ჯარისკაცმა შეასრულა.
– თქვენს ჯარისკაცებს შეუძლიათ, აქ დარჩნენ, – თქვა კაცმა, რო-
დესაც მთავარ კარში შევიდნენ.
ოდესღაც უზარმაზარ, სვეტებიან ოთახში მშვენიერი ხალიჩები და
ფარდები იყო, მაგრამ ელენდმა ეს ყველაფერი საკუთარი მთავრობის
დასაფინანსებლად მიითვისა. ბუნებრივია, სეტს არაფერი ჩამოუტანია
და დარბაზიც ასკეტურად გამოიყურებოდა. საბრძოლველად მომზადე-
ბულ ციხესიმაგრეს უფრო ჰგავდა, ვიდრე სასახლეს.
ელენდი შებრუნდა, დემოქსს ხელით ანიშნა და კაპიტანმაც ჯარის-
კაცებს დაცდა უბრძანა. ვინი წამით შეყოვნდა და თავი შეიკავა, რომ
დემოქსისკენ მზერა არ გაეპარებინა. ზოგიერთი ინსტინქტი აფრთხი-
ლებდა, რომ თუ დემოქსი კანდრა იყო, მისი ახლოს ყოლა სახიფათო
იქნებოდა; ზოგი კი – დემოქსის ჯურღმულში ჩაყუდებას სთავაზობდა.
და მაინც, კანდრა ადამიანს ვერაფერს ავნებდა, ამიტომაც კაპიტანი
პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენდა. მხოლოდ და მხოლოდ ინ-
ფორმაციის გადასაცემად იყო მოგზავნილი, თანაც ყველაზე მტკივნეუ-
ლი საიდუმლოებანი უკვე იცოდა. ახლა თავდასხმას აზრი არ ჰქონდა –
უბრალოდ, ნაადრევად გაფლანგავდა უპირატესობას. თუკი დაიცდი-
და, ნახავდა, სად მიდიოდა ქალაქიდან გაპარვისას და ეგებ ისიც გა-
509
ეგო, რომელ არმიასთან ან ქალაქის რომელ უბანში მიჰქონდა ენა;
ან რა სახის ინფორმაციას გასცემდა.
ამიტომაც ვინმა თავი შეიკავა. თავდასხმის შესაძლებლობა სხვა
დროსაც ექნებოდა...
ჰამმა და დემოქსმა ჯარისკაცები გადაანაწილეს, შემდეგ მცირე
საპატიო დაცვა – მათ შორის, თავად ჰამი, სპუკი და დემოქსი – ვინ-
თან და ელენდთან შეიკრიბა. ელენდმა სეტის ჯარისკაცს თავი და-
უქნია და ისიც გვერდით გასასვლელისკენ გაუძღვა.
"ამწეებისკენ არ მივდივართ", – გაიფიქრა ვინმა. ჰასტინგების
სამეჯლისო ოთახი სასახლის ცენტრალური კოშკის ზედა სართულ-
ზე იყო და როცა აქაურ წვეულებებს ესწრებოდა, კოშკზე ერთ-ერთი
ამწით ადიოდა, რომელსაც ოთხი ადამიანი საკუთარი ძალებით
ამოძრავებდა. ციხის ახლანდელ მეპატრონეს კი ან ცოცხალი ძა-
ლის ტყუილად მოცდენა არ უნდოდა, ან კიდევ...
"მთელ ქალაქში ყველაზე მაღალი ციხე-კოშკი შეარჩია", – გა-
იფიქრა ვინმა, – "ისეთი, ცოტა ფანჯარა რომ ჰქონოდა". თუკი სეტი
ყველა ამწეს აწეულს დატოვებდა, თავდამსხმელებს ციხე-კოშკის
აღება საშინლად გაუჭირდებოდათ.
საბედნიეროდ, ამ საღამოს კოშკში ასასვლელად მთელი გზის
გავლა ფეხით არ მოუწევდათ. როცა ქვის ორი, ხვეული კიბე აიარეს
– ვინი იძულებული გახდა, კაბის კალთებს ორივე ხელით ჩაბღაუ-
ჭებოდა, რომ ქვაზე არ გათრეულიყო – გამყოლი მათ დიდ, მრგვალ
ოთახში შეუძღვა. ოთახის კედლებს ვიტრაჟული ფანჯრების ზოლი
ფარავდა, რომლის ერთიანობასაც მხოლოდ ჭერის საყრდენი, ჩამ-
წკრივებული სვეტები არღვევდა. დარბაზი თითქმის ისეთივე ფარ-
თო იყო, როგორც მთლიანად კოშკი.
"მეორე სამეჯლისო დარბაზია?" – გაუკვირდა ოთახის სილამა-
ზით აღფრთოვანებულ ვინს. ეჭვობდა, რომ ვიტრაჟების მიღმა კირ-
ქვის განათების ნაკვეთურები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფანჯრები
არ გაენათებინათ. როგორც ჩანს, სეტს ასეთი რაღაცები არ ანაღ-

510
ვლებდა. ოთახის ცენტრში, დიდ მაგიდაზე სუფრა გაეწყოთ და სეტი მის
თავში იჯდა. უკვე ჭამდა.
– დაგაგვიანდათ, – გამოსძახა ელენდს, – ჰოდა, უთქვენოდ და-
ვიწყე.
ელენდი მოიღუშა. პასუხად სეტმა მთელი ხმით გადაიხარხარა და
ქათმის ბარკალი ჰაერში გააქნია.
– ყმაწვილო, ეტიკეტის დარღვევა უფრო გაწუხებს, ვიდრე ის, რომ
თქვენს დასაპყრობად არმია მოვიყვანე. მაგრამ, ალბათ, ლუთადელს
თავისი წესები აქვს. დაჯექი, თორემ ყველაფერს გადავსანსლავ.
ელენდმა ვინს ხელი გაუწოდა და მაგიდისკენ წაუძღვა. სპუკი კიბეს-
თან ახლოს დადგა, მახვილთვალას სმენით საფრთხეს აყურადებდა.
ჰამმა თავისი ათეული ისე განალაგა, რომ ოთახის ორად ორი კარი –
ძირითადი შემოსასვლელი და მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი –
კარგად დაენახათ.
სეტმა ჯარისკაცებს ყურადღება არ მიაქცია. ოთახის მეორე მხარეს,
კედელთან მისი მცველები იდგნენ და, როგორც ჩანდა, საერთოდ არ
აწუხებდა, რომ ჰამის ჯარისკაცების რაოდენობა ცოტათი მეტი იყო. სე-
ტის ვაჟი – ის ახალგაზრდა, ასამბლეის კრებას რომ დაესწრო – მამის
სკამის გვერდით იდგა და უხმოდ იცდიდა.
"ამ ორიდან ერთ-ერთი ნისლქმნილია", – გაიფიქრა ვინმა, – "და ჯე-
რაც მგონია, რომ ეს სეტია".
ელენდი ვინს მაგიდასთან დაჯდომაში მიეხმარა, მერე გვერდით მი-
უჯდა. ორივენი ზუსტად სეტის საპირისპირო მხარეს ისხდნენ. სანამ
მსახურებმა ელენდსა და ვინს კერძი მიართვეს, მასპინძელს ჭამა წამი-
თაც არ შეუწყვეტია.
"ქათმის ბარკლები და ბოსტნეულის საწებელი. უხერხულად საჭმე-
ლი კერძები. უნდა, რომ ელენდს თავი არაკომფორტულად აგრძნობი-
ნოს", – ფიქრობდა ვინი.
ელენდს ჭამა მაშინვე არ დაუწყია. ჩაფიქრებული იჯდა და სეტის გა-
მომეტყველებას თვალყურს ადევნებდა.

511
– ჯანდაბა, – თქვა სეტმა, – კარგი საჭმელია. წარმოდგენა არ
გაქვთ, რამდენად რთულია მგზავრობის დროს კარგი საჭმლის მოხელ-
თება.
– რისთვის გინდოდათ ჩემთან საუბარი? – ჰკითხა ელენდმა, – ვე-
რაფრით დამარწმუნებთ იმაში, რომ ხმა მოგცეთ.
– მეგონა, საინტერესო საუბარი იქნებოდა, – მხრები აიჩეჩა სეტ-
მა.
– საქმე თქვენს ქალიშვილს ეხება? – ჰკითხა ელენდმა.
– მბრძანებელმა დამიფაროს, არა, – გაიცინა სეტმა, – შენთვის
დაიტოვე ეგ სულელი არსება. მისი გაქცევა ერთ-ერთი ყველაზე სა-
სიხარულო მოვლენა იყო, რომელიც ბოლო თვის განმავლობაში
გადამხდა.
– თუკი მისთვის რამის დაშავებით დაგემუქრები?
– მაგას არ იზამ, – უპასუხა სეტმა.
– დარწმუნებული ხარ?
სეტმა სქელ წვერში ჩაიღიმა და ელენდისკენ გადაიხარა.
– გიცნობ, ელენდ ვენტურ. გაკვირდებოდი, გსწავლობდი... მთე-
ლი თვეები. შემდეგ კი ისეთი კეთილიც აღმოჩნდი, რომ ჩემს სათ-
ვალთვალოდ შენი საკუთარი მეგობარი გამოგეგზავნა. მისგან შენ-
ზე უამრავი რამ შევიტყვე!
ელენდი დაიბნა.
სეტმა გაიცინა.
– შენი აზრით, გადარჩენილის თანაგუნდელს ვერ ვიცნობდი?
მგონი, ლუთადელის კეთილშობილებს ქალაქის გარეთ ყველა სუ-
ლელი გგონიათ!
– მაგრამ ბრიზს ყური დაუგდეთ, – უთხრა ელენდმა, – საშუალე-
ბა მიეცით, თქვენთან დარჩენილიყო და მის რჩევებსაც უსმენდით.
შემდეგ მხოლოდ იმიტომ მოიშორეთ, რომ მისი და თქვენი ქალიშ-
ვილის ამბავი გაიგეთ. იმ ქალიშვილისა, რომლის ბედიც, როგორც
თავად ამბობთ, არ განაღვლებთ.

512
– ეგრე გითხრა? მაგიტომ გამოვიქეციო? – გადაიხარხარა სეტმა, –
იმიტომ, რომ ალრიანთან შევუსწარი? ღმერთმანი, ჩემთვის სულ ერთი
არაა, გოგომ მისი შეცდენა რომ მოახერხა?
– თქვენი აზრით, გოგომ შეაცდინა? – ჰკითხა ვინმა.
– რა თქმა უნდა, – უპასუხა სეტმა, – სიმართლე გითხრათ, მასთან
ერთად მხოლოდ რამდენიმე კვირა გავატარე და მეც კი მივხვდი, რომ
ქალებთან არაფრის თავი არა აქვს.
ელენდი შეტევას ღირსეულად ითმენდა. სეტს მოჭუტული, გამჭოლი
მზერით უყურებდა.
– მაშ, რატომ დაედევნეთ?
– მისი გადმობირება ვცადე. უარი მითხრა. ჰოდა, ჩავთვალე, რომ
ჯობდა მომეკლა, ვიდრე შენთან დაბრუნების საშუალება მიმეცა. მაგ-
რამ მასეთი ბრგე კაცის კვალობაზე, გასაოცრად მოქნილი აღმოჩნდა.
"თუ სეტი ნისლქმნილია, წარმოუდგენელია, ბრიზს გაქცევა მო-
ეხერხებინა. თუკი თავად არ მისცა ნება", – გაიფიქრა ვინმა.
– ხომ ხედავ, ვენტურ, – უთხრა სეტმა, – გიცნობ. ალბათ, იმაზე უკე-
თაც კი, ვიდრე შენ იცნობ საკუთარ თავს, იმიტომ, რომ ვიცი, რას ფიქ-
რობენ შენზე შენი მეგობრები. მართლაც საოცარი ადამიანია საჭირო,
რომ ბრიზისნაირი ვირთხის ერთგულება მოიპოვოს.
– ამიტომაც გგონიათ, რომ თქვენს ქალიშვილს ხელს არ ვახლებ?
– ჰკითხა ელენდმა.
– ვიცი, რომ არ ახლებ, – უპასუხა სეტმა, – პატიოსანი ხარ, რაც ძა-
ლიან მომწონს. სამწუხაროდ, შენი პატიოსნების ბოროტად გამოყენება
იოლია. მაგალითად, ვიცი, აღიარებ, რომ ბრბოს ბრიზი ამშვიდებდა, –
თავი გააქნია სეტმა, – პატიოსანი ადამიანების ადგილი სამეფო ტახტზე
არაა, მეგობარო. ცუდია, მაგრამ ასეა. სწორედ ამიტომაც უნდა წაგარ-
თვა გვირგვინი.
ელენდი წამით დუმდა. შემდეგ ვინს შეხედა. ვინმა თეფში აიღო და
ალომანტის გაძლიერებული ყნოსვით შეამოწმა.
სეტმა გადაიხარხარა.
– გგონია მოგწამლავ?
513
– სიმართლე გითხრათ, არა, – უპასუხა ელენდმა, როდესაც ვინ-
მა თეფში ადგილზე დააბრუნა. გოგო ზოგ-ზოგიერთივით კარგად
გაწვრთნილი არ იყო, მაგრამ ყველაზე მძაფრი არომატები შესწავ-
ლილი ჰქონდა, – საწამლავს არ გამოიყენებდით, – დაასკვნა ელენ-
დმა, – ეს თქვენი მეთოდი არაა. თავადაც ფრიად პატიოსანი კაცი
ჩანხართ.
– უბრალოდ, უხეში ვარ. დიდი განსხვავებაა.
– ჯერჯერობით თქვენგან ნათქვამი ტყუილი არ მოგვისმენია.
– ეგ იმიტომ, რომ ისე კარგად არ მიცნობ, ტყუილი სიმართლის-
გან განასხვაო, – მიუგო სეტმა და გაქონილი თითები ასწია, – უკვე
სამი ტყუილი გითხარი. აბა, წარმატებები მათ ამოცნობაში.
ელენდი შეყოყმანდა, სეტს უყურებდა.
– მეთამაშებით.
– რა თქმა უნდა, – დაეთანხმა სეტი, – ვერ ხვდები, ყმაწვილო?
ზუსტად ამიტომ არ უნდა იყო მეფე. ეგ საქმე ისეთ ხალხს დაუთმე,
ვისაც საკუთარი სიმახინჯეები კარგად ესმის. გვირგვინს შენი გა-
ნადგურების საშუალება არ მისცე.
– თქვენ რაში განაღვლებთ? – ჰკითხა ელენდმა.
– მირჩევნია, არ მოგკლა, – უპასუხა სეტმა.
– ჰოდა, არ მომკლათ.
სეტმა თავი გააქნია:
– ეგრე არ გამოდის, ყმაწვილო. თუკი არსებობს შესაძლებლო-
ბა, რომ ძალაუფლება გაამყარო ან მეტი მოიხვეჭო, იგი აუცილებ-
ლად უნდა გამოიყენო. და გამოვიყენებ კიდეც.
მაგიდის გარშემო სიჩუმე ჩამოწვა. სეტმა ვინი შეათვალიერა.
– ნისლქმნილი არაფერს იტყვის?
– ბევრს ილანძღებით, – შენიშნა ვინმა, – ლედის წინ ასე არ უნ-
და იქცეოდეთ.
სეტმა გადაიხარხარა:
– სწორედ ესაა სასაცილო ლუთადელში, ჩემო ძვირფასო. ყვე-
ლას ის აწუხებს, ხალხი როცა გიყურებს, წესიერად მოიქეციო. მაგ-
514
რამ კაციშვილი ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, თუკი წვეულების შემ-
დეგ ორიოდ სკაას ქალს გააუპატიურებენ. მე ყველას თვალწინ მაინც
ვილანძღები.
ელენდს საჭმლისთვის პირიც არ დაუკარებია.
– რა მოხდება, გვირგვინისთვის ბრძოლაში ყველაზე მეტი ხმა რომ
მიიღოთ?
– პატიოსნად გიპასუხო? – სეტმა მხრები აიჩეჩა.
– როგორც ყოველთვის.
– პირველ რიგში, შენ თავს მოვაკვლევინებ. არ გამოვა, ყოფილი
მეფეები რომ დაძრწოდნენ ახლომახლო.
– უარი რომ ვთქვა? – ჰკითხა ელენდმა, – მონაწილეობა რომ არ
მივიღო?
– უარი თქვი, ხმა მე მომეცი და ქალაქიდან წადი; ცოცხალს დაგტო-
ვებ.
– ასამბლეა?
– დაიშლება, – უპასუხა სეტმა, – ტყუილი თავის ტკივილია. კომიტე-
ტებს ძალაუფლებას როცა აძლევ, არეულობის გარდა ვერაფერს იღებ.
– ასამბლეა ხალხს ძალაუფლებას ანიჭებს, – თქვა ელენდმა, – ხე-
ლისუფლების მიზანიც ესაა.
ელენდისა და ვინის გასაკვირად, სეტს არ გაუცინია. პირიქით, მათ-
კენ გადმოიხარა, ცალი ხელით მაგიდას დაეყრდნო და ნახევრად შეჭ-
მული ბარკალი მოისროლა.
– ზუსტად მაგაშია საქმე, ყმაწვილო. ძალიან კარგია, ხალხს საკუ-
თარი თავის მართვის უფლებას რომ აძლევ, ოღონდ, თუ ამ დროს ყვე-
ლაფერი კარგადაა. მაგრამ შენ ძალაუფლებას მაშინაც გასცემ, როცა
ორი არმიაა ქალაქის კარიბჭესთან მომდგარი? ან როდესაც გაგიჟებუ-
ლი კოლოსების რაზმი საზღვართან სოფლებს ანადგურებს? ასეთ
დროს არ შეიძლება, რაღაც ასამბლეა გყავდეს, რომელიც შენ შეც-
ვლას მოახერხებს. ძალიან ძვირად დაგიჯდება, – სეტმა თავი გააქნია,
– როდესაც არჩევანი თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორისაა,
რომელს აარჩევ, ყმაწვილო?
515
ელენდი დუმდა, მერე კი მიუგო:
– მე ჩემი არჩევანი მაქვს; და სხვებსაც ვაძლევ ამის საშუალებას.
სეტმა გაიღიმა, თითქოს რაღაც ასეთს ელოდა. შემდეგ სხვა ბარ-
კალს დააცხრა.
– ვთქვათ, წავედი; და ვთქვათ, გვირგვინი მოიპოვეთ, ქალაქიც
დაიცავით და ასამბლეა დაშალეთ. რა მოხდება მერე? რა მოუვა
ხალხს? – ჰკითხა ელენდმა.
– რაში განაღვლებს?
– ამის კითხვა რაღაში გჭირდებათ? მეგონა, "მიცნობდით".
– სკაას ხალხს სამუშაოზე დავაბრუნებ, როგორც მბრძანებელი
აკეთებდა, – გაიღიმა სეტმა, – არც ანაზღაურება, არც ემანსიპირე-
ბული გლეხური კლასები.
– ამაზე ვერ დავთანხმდები, – თქვა ელენდმა.
– რატომ ვერა? ზუსტად ეს უნდათ. შენ არჩევანის საშუალება მი-
ეცი და მათაც შენი მოშორება არჩიეს. ახლა მეფედ ჩემ არჩევას აპი-
რებენ. იციან, რომ მბრძანებლის მეთოდი ყველაზე კარგი იყო. ზოგ-
მა უნდა იბატონოს, ზოგმა იმსახუროს. ვიღაცამ მოსავალი უნდა მო-
იყვანოს და სამჭედლოები ამუშაოს, ყმაწვილო.
– ალბათ, – თქვა ელენდმა, – მაგრამ ერთ რამეში ცდებით.
– რაში?
– არ აგირჩევენ, – უთხრა ელენდმა და წამოდგა, – მე ამირჩე-
ვენ. თავისუფლებასა და მონობას შორის თავისუფლებას აირჩევენ.
ასამბლეაში საუკეთესო მოქალაქეები არიან და ლუთადელელე-
ბისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
სეტი წამით დუმდა, შემდეგ ახარხარდა.
– შენი საუკეთესო უნარი ისაა, რომ შეგიძლია, ეგ თქვა და თანაც
სერიოზულად ჟღერდეს, ყმაწვილო!
– მივდივარ, სეტ, – უთხრა ელენდმა და ვინს თავი დაუქნია.
– ოჰ, დაჯექი რა, ვენტურ, – უპასუხა სეტმა და ელენდის სკამის-
კენ ხელი გაიქნია, – ნუ გაბრაზებს ჩემი გულახდილობა. კიდევ
გვაქვს სალაპარაკო.
516
– მაგალითად, რაზე?
– ატიუმი.
ელენდი ცოტა ხანს იდგა, როგორც ჩანს, ბრაზს აცხრობდა. რო-
დესაც შეატყო, რომ არც სეტი აპირებდა დაუყოვნებლივ ლაპარაკის
დაწყებას, დაჯდა და ჭამა დაიწყო. ვინი მდუმარედ ციცქნიდა საკუთარი
თეფშიდან. თუმცა ამასობაში სეტის ჯარისკაცებსა და მსახურებს აკვირ-
დებოდა. მათ შორის აუცილებლად იქნებოდნენ ალომანტები. მათი რა-
ოდენობის დადგენა ელენდს უპირატესობას მისცემდა.
– შენი ხალხი შიმშილობს, – თქვა სეტმა, – და თუ ჩემი ჯაშუშების
მოგროვებული ინფორმაცია გროშად მაინც ღირს, მშიერი ყბების ახა-
ლი ნაკადიც დაგემატა. ალყაში დიდხანს ვეღარ გაძლებ.
– მერე?
– მე საჭმელი მაქვს, – თქვა სეტმა, – ბევრი. გაცილებით მეტი, ვიდ-
რე ჩემს არმიას სჭირდება. დაკონსერვებული საკვები, იმ ახალი მეთო-
დით შენახული, მბრძანებელმა რომ გამოიგონა. გამომგონებლობის
სასწაულია. შესაძლოა, ცოტაოდენი მოგყიდო...
ელენდი შეყოყმანდა, ჩანგალი ტუჩებთან ახლოს გააჩერა. შემდეგ
დაუშვა და გაიცინა.
– ჯერაც გგონიათ, რომ მბრძანებლის ატიუმი მაქვს?
– რა თქმა უნდა, გაქვს, – მოიღუშა სეტი, – აბა, სხვაგან სად უნდა
იყოს?
ელენდმა თავი გააქნია და საწებელში ამოვლებული კარტოფილი
ჩაკბიჩა.
– ქალაქში ნამდვილად არაა.
– მაგრამ... ჭორები... – დაიბნა სეტი.
– მაგ ჭორებს ბრიზი ავრცელებდა, – უთხრა ელენდმა, – მეგონა,
უკვე მიხვდით, თქვენს გუნდს რატომ შემოუერთდა. უნდოდა, ლუთა-
დელში ჩამოსულიყავით და სტრაფისთვის ქალაქის აღებაში ხელი შე-
გეშალათ.
– მაგრამ პირიქით, ბრიზმა ყველაფერი ქნა იმისთვის, რომ აქ არ
მოვსულიყავი, – თქვა სეტმა, – ჭორებს აბათილებდა, ცდილობდა, ჩემ-
517
თვის ყურადღება გაეფანტა, თან... – სეტი ჩაჩუმდა, შემდეგ მთელი
ხმით ახარხარდა, – მე კი უბრალო ჯაშუში მეგონა! როგორც ჩანს, არ-
ცერთმა არ შევაფასეთ სათანადოდ ერთმანეთის შესაძლებლობები.
– ჩემს ხალხს ჯერაც სჭირდება საჭმელი.
– ექნებათ კიდეც. თუ მეფე გავხდები.
– ისინი ახლა შიმშილობენ.
– და მათი ტანჯვა შენი ტვირთი იქნება, – უთხრა სეტმა მკაცრი
სახით, – ვხედავ, როგორც შემაფასე, ელენდ ვენტურ. კარგი კაცი
გგონივარ. ცდები. პატიოსანი ადამიანიც შეიძლება ტირანი იყოს.
ჩემი ძალაუფლების დასაცავად ათასობით ადამიანი დავხოცე. სკა-
ას ხალხს ისეთ დღეში ვაგდებ, თავად მბრძანებლის ხელიც რომ
შვებად მოეჩვენებათ. ჩემი ძალაუფლება უდავო გავხადე. და აქაც
იმავეს ვაპირებ.
ყველა გაჩუმდა. ელენდი ჭამდა, ვინი კი თავის ულუფას მხო-
ლოდ ძიძგნიდა. საწამლავი თუ გამოეპარა, უნდოდა, ერთ-ერთი მა-
ინც დარჩენილიყო ფხიზელი. ჯერაც სურდა, ალომანტები ამოეცნო
და ამისთვის ერთადერთი გზა არსებობდა. სპილენძი ჩააქრო და
ბრინჯაოს მოუკიდა.
სპილენძღრუბელს არავინ ქმნიდა. სეტს, როგორც ჩანს, არ
ადარდებდა, თუ ვინმე მის ალომანტებს ამოიცნობდა. ორნი კალ-
ტყვიას წვავდნენ, თუმცა არცერთი მათგანი ჯარისკაცი არ იყო; ისი-
ნი სუფრის მსახურებად აჩვენებდნენ თავებს. გვერდით ოთახიდან
კალა ციმციმებდა – მახვილთვალა აყურადებდა.
რატომ შენიღბა ჩხუბისთავები მსახურებად, თუკი მათ დასამა-
ლად სპილენძს არავინ დაწვავდა? გარდა ამისა, არც მთრგუნავები
იყვნენ და არც მოჯანყეები. არავინ ცდილობდა ელენდის ემოციებზე
გავლენის მოხდენას. არც სეტი და არც მისი ახალგაზრდა მხლებე-
ლი ლითონს არ წვავდნენ. ან ალომანტები არ იყვნენ, ანდაც საკუ-
თარი თავის გამოვლენის ეშინოდათ. დარწმუნებული რომ ყოფი-
ლიყო, ვინმა ბრინჯაოს ერთხელაც მოუკიდა და სცადა, დამალულ
სპილენძღრუბელში შეეღწია, თუკი ახლომახლო რაიმე მსგავსი
518
მართლაც არსებობდა. შეიძლებოდა, სეტს თვალის ასახვევად რამდე-
ნიმე ალომანტი გამოსაჩენ ადგილას დაეყენებინა, დანარჩენების და-
მალვა კი ღრუბლით ეცადა. მაგრამ ვერაფერი იპოვა. საბოლოოდ, კმა-
ყოფილმა, საჭმლის ციცქნა განაგრძო.
"უკვე მერამდენედ გამომადგა ეს უნარი – სპილენძღრუბლებში
შეღწევა?" – დაავიწყდა კიდეც, რას ნიშნავდა, ვინმე ალომანტურ
პულსს რომ მალავდა. ეს მარტივი უნარი ჩანდა, თუმცა კი უზარმაზარ
უპირატესობას ანიჭებდა. მბრძანებელსა და მის მსჯავრმდებლებს ამ
უნარის გამოყენება, ალბათ, თავიდანვე შეეძლოთ. კიდევ რა ხრიკები
არ იცოდა, კიდევ რა საიდუმლოებანი მოკვდა მბრძანებელთან ერ-
თად?
"სიღრმეზე ჭეშმარიტება იცოდა", – გაიფიქრა ვინმა, – "უნდა სცოდ-
ნოდა. ჩვენი გაფრთხილება სცადა, სულ ბოლოს..."
ელენდი და სეტი ისევ ლაპარაკობდნენ. თავად რატომ არ შეეძლო,
ქალაქის პრობლემებზე გაემახვილებინა ყურადღება?
– ესე იგი, ატიუმი საერთოდ აღარ გაქვს?
– გასაყიდად არა.
– ქალაქი გაჩხრიკეთ?
– ძალიან ბევრჯერ.
– ქანდაკებები, – თქვა სეტმა, – ეგებ მბრძანებელმა ლითონი გადა-
ადნო და მერე ნივთები ჩამოასხა?
– ეგეც ვიფიქრეთ, – თავი გააქნია ელენდმა, – ქანდაკებები ლითო-
ნისგან არაა დამზადებული, არც ფუტუროა – არადა ალომანტებისგან
დასამალად მშვენიერი ადგილი იქნებოდა. ვიფიქრეთ, სადმე, სასახ-
ლეში გადამალავდა, მაგრამ კოშკების წვერებიც კი უბრალო რკინაა.
– მღვიმეები, გვირაბები...
– არსად, სადაც შევაღწიეთ. ალომანტების მორიგეობაც დავაწე-
სეთ, დიდი რაოდენობით ლითონს ვეძებდით. ყველაფერი გავაკეთეთ,
რაც მოვიფიქრეთ, სეტ, ლამის მიწაში დავიწყეთ ორმოების ამოთხრა.
მენდეთ. უკვე დიდი ხანია, ამაზე ვმუშაობთ.
სეტმა თავი დაუქნია და ამოიოხრა.
519
– ესე იგი, გამოსასყიდის მისაღებად შენ დატყვევებას აზრი არა
აქვს?
– მე მეფეც კი აღარ ვარ, სეტ, – გაიღიმა ელენდმა, – ერთადერთი,
რასაც ამით მიაღწევ ისაა, რომ ასამბლეაში ხმებს შეიმცირებ.
– მაშ, მომიწევს გაგიშვა, – გაიცინა სეტმა.
ალენდი გმირი არასდროს ყოფილა. ალბათ, მე გადავაჭარბე
მის ღირსებათა შეფასებისას, შევქმენი გმირი, თუმცაღა იგი არ არ-
სებობდა. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ვშიშობ, შევრყვენი ყველაფე-
რი, რისიც კი გვწამდა.

36
ოდესღაც ამ საწყობში ხმლები და აბჯრები ინახებოდა, მითური
განძივით, იატაკზე გროვებად გაფანტული. სეიზდს ახსოვდა, რო-
გორ დადიოდა აქ და უკვირდა, რა მანქანებით მოახერხა კელსიერ-
მა საჭურვლის მომზადება თანაგუნდელების გარეშე. გადარჩენი-
ლის სიკვდილის დღეს, დაისზე, აჯანყებულები აქაური იარაღით
შეიარაღდნენ და ქალაქი დაიპყრეს.
იარაღს ახლა არსენალსა და დაცულ სათავსოებში ინახავდნენ.
ამ საწყობში კი სასოწარკვეთილი, დატანჯული ადამიანები შეჯგუ-
ფებულიყვნენ და აქა-იქ ნაპოვნ ზეწრებში ეხვეოდნენ. ძალიან ცოტა
კაცი იყო და ბრძოლა არცერთ მათგანს არ შეეძლო. სტრაფმა
ბრძოლისუნარიანებს თავის არმიაში გაწევრება აიძულა. დანარჩე-
ნები – სუსტები, ავადმყოფები და დაჭრილები – ლუთადელში შემო-
უშვა. იცოდა, რომ ელენდი ლტოლვილებს უკან არ გააბრუნებდა.
სეიზდი მათ შორის დადიოდა და დამშვიდებას ცდილობდა. რა
თქმა უნდა, ავეჯი არ ჰქონდათ, ქალაქში ნახმარი ტანსაცმელიც კი
ძლივს იშოვებოდა. როდესაც ვაჭრები მიხვდნენ, კარზე მომდგარ
ზამთარში სითბოს რამხელა მნიშვნელობა ექნებოდა, მხოლოდ
საჭმელზე კი არა, ყველაფერზე გაზარდეს ფასი.
სეიზდმა მტირალი ქალის გვერდით ჩაიმუხლა.

520
– მშვიდად, ჯენედერ, – უთხრა მას შემდეგ, რაც სპილენძის გონი-
დან მისი სახელი გაიხსენა.
ქალმა თავი გააქნია. სამი შვილი კოლოსების თავდასხმისას და-
კარგა, ორი – ლუთადელისკენ გაქცევისას. მეხუთე ჩვილი კი, რო-
მელიც მთელი გზა ხელში ატატებული მოჰყავდა, ავად გაუხდა. სე-
იზდმა ბავშვი გამოართვა და ფრთხილად შეისწავლა მისი ჩივილები.
გუშინდლიდან მოყოლებული თითქმის არაფერი შეცვლილიყო.
– არსებობს რაიმე იმედი, ბატონო ტერისელო? – ჰკითხა ჯენედერ-
მა.
სეიზდმა გამხდარ, შუშისთვალა ბავშვს დახედა. გადარჩენის შანსი
ძალიან მცირე იყო. მაგრამ ამას როგორ ეტყოდა?
– სანამ სუნთქავს, იმედი ყოველთვის არსებობს, ძვირფასო, – უთ-
ხრა ბოლოს, – მეფეს ვთხოვ, იზრუნოს, რომ საჭმლის ულუფა გაგიზარ-
დონ. კარგად უნდა იკვებო და რძე მისცე. თბილად გყავდეს. ცეცხლთან
ახლოს დარჩი და სველი ნაჭრით პირში წყალი ჩააწვეთე ხოლმე. მაში-
ნაც, როცა არ ჭამს, სითხე სჭირდება.
ჯენედერმა თავი უღონოდ დაუქნია და ბავშვი გამოართვა. სეიზდი
ნატრობდა, რომ რამენაირად მეტის გაკეთება შესძლებოდა. გონებაში
ათობით სხვადასხვა რელიგიამ გაუელვა. მთელი ცხოვრება იმას ცდი-
ლობდა, ხალხი წაექეზებინა, რომ მბრძანებლის გარდა კიდევ რაღაცის
ერწმუნათ. თუმცა ახლა ჯენედერისთვის რომელიმე რელიგიის ქადაგე-
ბა შეუძლებლად ეჩვენებოდა.
დამხობამდე ყველაფერი სხვაგვარად იყო. ყოველ ჯერზე, როდესაც
რელიგიაზე იწყებდა საუბარს, სეიზდს ჯანყის შემპარავი შეგრძნება
ეუფლებოდა. მაშინაც კი, როდესაც ადამიანები მის სწავლებებს არ
ეთანხმებოდნენ – რაც ხშირად ხდებოდა ხოლმე – სეიზდის სიტყვების
წყალობით, ის მაინც ახსენდებოდათ, რომ ოდესღაც, ფოლადის სამი-
ნისტროს დოქტრინების გარდა, საკუთარი რწმენებიც გააჩნდათ.
ახლა ისეთი აღარაფერი იყო დარჩენილი, რასაც აუჯანყდებოდა. ჯე-
ნედერის თვალებში დაბუდებული სევდის პირისპირ დიდი ხნის მკვდარ

521
რელიგიებსა და მივიწყებულ ღმერთებზე საუბარს ვეღარ ახერხებ-
და. ეზოთერიკა ქალს ტკივილს ვერ დაუამებდა.
სეიზდი გაიმართა და ახალ ჯგუფთან გადაინაცვლა.
– სეიზდ?
ტერისელი მობრუნდა. არ შეუმჩნევია, როგორ შემოვიდა საწ-
ყობში ტინდუილი. უზარმაზარი შენობის კარი ღამის მოახლოებას-
თან ერთად ჩაირაზა, ცეცხლი კი უწყვეტად ციმციმებდა. სახურავი
ალაგ-ალაგ გახვრიტეს, რომ კვამლი გასულიყო. და თუ ვინმე ზე-
მოთ აიხედავდა, დაინახავდა, როგორ მოიპარებოდა ოთახში ნის-
ლი, თუმცა იატაკამდე ნახევარ გზასაც ვერ გადიოდა, ისე ორ-
თქლდებოდა.
ლტოლვილები ზემოთ არ იხედებოდნენ.
– თითქმის მთელი დღეა აქ ხარ, – უთხრა ტინდუილმა. ოთახში
ბევრნი იყვნენ, მაგრამ მაინც საკვირველი სიჩუმე სუფევდა. ცეცხლი
ტკაცუნობდა, ტკივილისგან გახევებული ადამიანები კი გასუსულე-
ბი იწვნენ.
– ბევრი დაჭრილია, – უპასუხა სეიზდმა, – და ჩემი აზრით, ყვე-
ლაზე კარგად მე მოვუვლი. თანაც მარტო არ ვარ, მეფემ დამხმარეე-
ბი გამოგზავნა და ლორდი ბრიზიც აქაა. ხალხის სასოწარკვეთილე-
ბას თრგუნავს.
სეიზდმა გვერდით მჯდომ ბრიზს გახედა, რომელიც აშკარად
წიგნს კითხულობდა. ოთახში ზედმეტად გამოიყურებოდა თავისი
უზადო, სამნაწილიანი კოსტიუმით. თუმცა, სეიზდის შეფასებით, მი-
სი აქ ყოფნაც კი უკვე დაფასების ნიშანი იყო.
"ეს საბრალო ხალხი", – ფიქრობდა ტერისელი კაცი, – "მბრძა-
ნებლის ხელში საშინლად ცხოვრობდნენ, ახლა კი ის მცირედიც წა-
ართვეს, რაც მანამდე გააჩნდათ". ოთხასნი იყვნენ და ეს რიცხვი უმ-
ნიშვნელო იყო იმ ასობით ათას მოქალაქესთან შედარებით, ჯერაც
ლუთადელში რომ ცხოვრობდა.
რა მოხდებოდა, როცა საჭმლის უკანასკნელი მარაგიც ამოიწუ-
რებოდა? მოწამლულ ჭებზე უკვე ჭორები ვრცელდებოდა; სეიზდმა
522
იმასაც მოჰკრა ყური, რომ საწყობის ბინადრების გამო საჭმლის მარა-
გი კიდევ უფრო შემცირდა. რა ელოდა ამ ხალხს? როდემდე გასტანდა
ალყა?
ან კიდევ, რა მოხდებოდა ალყის დასრულებისას? რა მოხდებოდა,
როდესაც არმიები საბოლოოდ შეუდგებოდნენ ქალაქის რბევას? რას
დააქცევდნენ? რამდენს დაამწუხრებდნენ დამალული ატიუმის ძებნი-
სას?
– მართლა გაღელვებს ამ ხალხის ბედი, – ხმადაბლა უთხრა ტინდუ-
ილმა და ახლოს მივიდა.
სეიზდი მისკენ მიბრუნდა, შემდეგ თავი დახარა:
– ალბათ, ისე ძლიერ არა, როგორც უნდა მაღელვებდეს.
– არა, – თქვა ტინდუილმა, – ყველაფერს ვხედავ. მაბნევ, სეიზდ.
– როგორც ჩანს, მაგაში სერიოზული ნიჭი მაქვს.
– დაღლილი ჩანხარ. სადაა შენი ბრინჯაოს გონი?
სეიზდმა მოულოდნელად დაქანცულობა იგრძნო. აქამდე ყურადღე-
ბას არ აქცევდა, მაგრამ ტინდუილის სიტყვებმა დაღლილობა თითქოს
ტალღად დაატეხა თავს და ამოიოხრა:
– სიფხიზლის უმეტესობა მაშინ გამოვიყენე, როდესაც ლუთადე-
ლისკენ მოვრბოდი, ისე ვცდილობდი აქამდე მოღწევას...
ბოლო დროს ქალაქისა და ლტოლვილების პრობლემების გამო
თავისი კვლევისთვის დრო თითქმის აღარ რჩებოდა. თანაც ანაბეჭდი
უკვე გადაწერა. ახლა კი ასო-ასო უნდა შეედარებინა სხვა შრომებთან
და მინიშნებები ეძებნა. ალბათ, იმის დროც კი არ ექნებოდა, რომ...
ტინდუილის თვალებში უცნაური მზერა შენიშნა და მოიღუშა.
– კარგი, – ამოიოხრა ქალმა, – მაჩვენე.
– გაჩვენო?
– რაც იპოვე. მაგ აღმოჩენამ ორი დომინიონის გადარბენა გაიძუ-
ლა. მაჩვენე.
მოულოდნელად ყველაფერი შემსუბუქდა... დაღლა, შფოთვა, წუხი-
ლიც კი.
– დიდი სიამოვნებით, – უთხრა ხმადაბლა.
523
"კიდევ ერთი, შესანიშნავად შესრულებული საქმე", – გაიფიქრა
ბრიზმა და საწყობიდან მიმავალ ორ ტერისელს თვალი გააყოლა.
უმეტესობას, თვით კეთილშობილებსაც, დათრგუნვა არასწორად
ესმოდათ. გონების რაღაცნაირ კონტროლად მიიჩნევდნენ. მათაც
კი, ვინც მისი არსი იცოდა, რაღაც შემტევი, ბოროტი უნარი ეგონათ.
ბრიზი თავის ნიჭზე ასე არასდროს ფიქრობდა. დათრგუნვა თავ-
დასხმითი არ იყო. თუკი ასეთად ჩათვლიდა, მაშინ სხვა ადამიანთან
ჩვეულებრივი ურთიერთობა გაუუარესდებოდა. დათრგუნვა, რო-
დესაც მას სწორად იყენებდნენ, იმაზე მეტი თავდასხმა ნამდვილად
არ იყო, ვიდრე, მაგალითად, ქალის გულამოღებული კაბა ან მბრძა-
ნებლური ხმით ლაპარაკი. სამივე მოქმედება ჩვეულებრივ, გასაგებ
და, რაც მთავარია, ბუნებრივ რეაქციებს იწვევდა.
აი, მაგალითად, სეიზდი. განა "თავდასხმა" იყო ის, რომ დაღლი-
ლობას უთრგუნავდა, რათა კაცს თავისი ქველმოქმედება განეგ-
რძო? თუ არასწორი იყო მისი ტკივილის დათრგუნვა სულ ცოტათი,
რათა სხვისი წუხილი უფრო მეტად გაეზიარებინა?
ტინდუილი კიდევ უკეთესი მაგალითი გამოდგა. ალბათ, მრა-
ვალნი იფიქრებდნენ, რომ ბრიზმა სხვის საქმეში ჩაყო ცხვირი, რო-
დესაც სეიზდის დანახვისას ქალში პასუხისმგებლობისა და იმედ-
გაცრუების შეგრძნებები ჩაახშო. მაგრამ ბრიზს ნამდვილად არ გა-
მოუწვევია ის ემოციები, იმედგაცრუების ჩრდილში რომ იმალე-
ბოდნენ – ცნობისმოყვარეობა, პატივისცემა, სიყვარული.
არა, დათრგუნვა რომ "გონების მართვა" ყოფილიყო, ტინდუილი
სეიზდს მაშინვე გაეცლებოდა, როგორც კი ბრიზს დაშორდებოდნენ.
მაგრამ ბრიზმა იცოდა, რომ ქალი ამას არ იზამდა. ეს საკვანძო გა-
დაწყვეტილება იყო, მაგრამ ბრიზს იგი სხვების ნაცვლად ნამდვი-
ლად არ მიუღია. ნიადაგი უკვე კვირებია მზადდებოდა და ბრიზით
თუ ბრიზის გარეშე, ბოლოს აუცილებლად დამწიფდებოდა.
უბრალოდ, დაეხმარა, რომ უფრო ჩქარა მომწიფებულიყო.
ბრიზმა ჩაიღიმა და ჯიბის საათს დახედა. კიდევ რამდენიმე წუთი
ჰქონდა. საზურგეს მიეყრდნო და საერთო მთრგუნავი ტალღა გაუშ-
524
ვა, ხალხის გლოვა და ტკივილი შეამცირა. ერთდროულად ამდენ ადა-
მიანზე მუშაობისას უზუსტესი ვერ იქნებოდა. ჰო, შესაძლოა, ზოგიერთს
ემოციური დაბუჟება დამართნოდა, მაგრამ მთელ ჯგუფს ეს ყველაფერი
ძალიანაც წაადგებოდა.
წიგნს არ კითხულობდა. სინამდვილეში, არც ესმოდა, როგორ
ახერხებდნენ ელენდი და დანარჩენები წიგნებთან ამდენი დროის გა-
ტარებას. საშინლად მოსაწყენი ნივთი იყო. ბრიზი მხოლოდ მაშინ კით-
ხულობდა, როდესაც გარშემო ხალხი არ იყო. სინამდვილეში, ძველ
საქმეს დაუბრუნდა, იმას, რითიც თავს მანამდე იქცევდა, სანამ სეიზ-
დისკენ მიაპყრობდა ყურადღებას. ლტოლვილების ემოციებს სწავ-
ლობდა, ცდილობდა, ამოეცნო, რას გრძნობდა თითოეული.
დათრგუნვასთან დაკავშირებით კიდევ ერთი გაუგებრობა არსე-
ბობდა. ალომანტია თავისი მნიშვნელობით ახლოსაც კი ვერ მივიდო-
და დაკვირვების უნართან. მართალია, ფაქიზი ბიძგის მიცემის უნარი
ძალიან შველოდა, მაგრამ მთრგუნავობა ალომანტს იმის შესაძლებ-
ლობას არ აძლევდა, რომ მას სხვების გრძნობები აღექვა. ამის გამოც-
ნობა ბრიზს თავად უწევდა.
უბრალოდ, უნდა გამოეცნო, რა იყო ბუნებრივი. ყველაზე გამოუც-
დელი სკააც კი მიხვდებოდა, რომ თრგუნავდნენ, თუკი მის თავში ემო-
ციები მოულოდნელად შეცვივდებოდნენ და ალიაქოთს ატეხდნენ.
დათრგუნვის ჭეშმარიტი სინატიფე ბუნებრივი ემოციების წახალისება
იყო, რისთვისაც სხვა, შესაბამისი ემოციების შესუსტება ხდებოდა აუ-
ცილებელი. ადამიანები განცდებისა და გრძნობების ნამდვილი თაიგუ-
ლები იყვნენ. "გრძნობდნენ" იმ ემოციას, რომელიც იმწამს ძირითადი
იყო.
ფრთხილი მთრგუნავი ხედავდა, რა ხდებოდა ზედაპირს მიღმა. ეს-
მოდა, რას გრძნობდა ადამიანი მაშინაც კი, როდესაც დაკვირვების
ობიექტი თავად ვერაფერს ხვდებოდა... ან არ აღიარებდა. იგივე ხდე-
ბოდა სეიზდისა და ტინდუილის თავს.
"უცნაური წყვილია", – ფიქრობდა ბრიზი, თან ზოზინით თრგუნავდა
ერთ სკაას, რომ უფრო ადვილად დასძინებოდა, – "გუნდის დანარჩენ
525
წევრებს ტინდუილი და სეიზდი ერთმანეთის მტრები ჰგონიათ. მაგ-
რამ მტრობა იშვიათად ქმნის ამდენ სიმწარესა და იმედგაცრუებას.
არა, ასეთი ემოციები რაღაც სხვა სირთულეებითაა გამოწვეული.
ისე, სეიზდი ხომ საჭურისია? საინტერესოა, როგორ განვითარდება
მოვლენები..."
საწყობის კარის გაღებამ ფიქრი შეაწყვეტინა. ელენდი შემოვი-
და, სამწუხაროდ, ჰამთან ერთად. ელენდს ერთ-ერთი თეთრი ფორ-
მა ეცვა, ქათქათა ხელთათმანი ეკეთა და ხმლით იყო აღჭურვილი.
თეთრი მნიშვნელოვან სიმბოლოს წარმოადგენდა – ფერფლისა და
ჭვარტლის ქალაქში თეთრსამოსიანი ადამიანი ყველას პირდაღე-
ბულს ტოვებდა. ელენდის ფორმები, ალბათ, სპეციალური ნაჭრის-
გან მზადდებოდა, რომელიც ფერფლს კარგად უძლებდა; და მაინც
ყოველდღე სჭირდებოდა გარეცხვა. თუმცა შედეგი ამად ღირდა.
ბრიზმა მაშინვე შეაფასა ელენდის ემოციები და სცადა, ნაკლე-
ბად დაღლილად და უფრო გაბედულად ექცია. თუმცა ნელ-ნელა
ამის საჭიროება ქრებოდა. ალბათ, ნაწილობრივ, ტერისელი ქალის
დამსახურება იყო. ბრიზზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ტინდუი-
ლის უნარმა, გავლენა ჰქონოდა იმაზე, თუ როგორ იგრძნობდა
ხალხი თავს მის გარშემო. თანაც ალომანტური ძალის გარეშე.
ბრიზი ელენდის ორ ემოციას არ შეხებია – ზიზღსა და სიბრა-
ლულს. ამ გარემოში ორივე ბუნებრივი იყო. თუმცა ჰამს ოდნავ
უბიძგა, რომ კამათის სურვილი ჩაეკლა – მისი ჯაჯღანის თავი არ
ჰქონდა.
ფეხზე წამომდგარი დაელოდა, როდის მოუახლოვდებოდნენ.
ელენდის დანახვაზე ხალხი თავს სწევდა. მისი იქ ყოფნა ადამიანე-
ბს, როგორღაც, ისეთ იმედს უღვივებდა, რომელსაც ბრიზი ალომან-
ტიითაც კი ვერ გაეჯიბრებოდა. აჩურჩულდნენ, ელენდს "მეფედ" მო-
იხსენიებდნენ.
– ბრიზ, – დაიწყო ელენდმა თავის დაქნევით, – სეიზდი აქაა?
– მგონი, ახლახან წავიდა, – უპასუხა ბრიზმა.
ელენდს თითქოს ყურადღება ჰქონდა გაფანტული.
526
– კარგი, სხვა დროს ვნახავ, – ოთახში მიმოიხედა და ტუჩები მოეღ-
რიცა, – ჰამ, მინდა, რომ ხვალ კენტონის ქუჩის ტანსაცმლით მოვაჭ-
რეები შეკრიბო და აქ მოიყვანო, ყველაფრის სანახავად.
– შეიძლება ეგ არ მოეწონოთ, ელენდ, – გააფრთხილა ბრიზმა.
– იმედი მაქვს, არ მოეწონებათ, – უპასუხა ელენდმა, – მაგრამ ვნა-
ხოთ ერთი, რას იფიქრებენ თავის ფასებზე, ამ ოთახში რომ შემოვლენ.
საჭმლის ფასები, მარაგის შემცირების გამო, მესმის. მაგრამ ამ ხალ-
ხისთვის ტანსაცმლის მიცემაზე უარის თქმის ერთადერთი მიზეზი სი-
ხარბეა.
ჰამმა თავი დაუქნია. ბრიზი ხედავდა, როგორი მოკრძალებით იდგა
ჰამი. ნუთუ სხვები ვერაფერს ამჩნევდნენ? მას მეგობრებთან კამათი
უყვარდა, მაგრამ მისი ფილოსოფოსობა რამე შედეგამდე არასდროს
მიდიოდა. თანაც უცხოებთან ჩხუბს ვერ იტანდა, რაც ბრიზს უცნაურად
ეჩვენებოდა. ჰამს ხომ იმიტომ ქირაობდნენ, რომ ხალხი ეცემა? ბრიზმა
მისი ემოციები ოდნავ დათრგუნა, რათა ვაჭრებთან დაპირისპირებაზე
ნაკლებად ედარდა.
– მთელი ღამე აქ აპირებ დარჩენას, ბრიზ? – ჰკითხა ელენდმა.
– მბრძანებელმა დამიფაროს, არა! – უპასუხა ბრიზმა, – ჩემო ძვირ-
ფასო, ძალიან გაგიმართლა, რომ საერთოდ დამიყოლიე მოსვლაზე.
სიმართლე გითხრა, აქაურობა ჯენტლმენისთვის შესაფერისი ადგილი
სულაც არაა. ჭუჭყი, დეპრესიული გარემო... სუნზე რომ არაფერი
ვთქვა!
ჰამი მოიღუშა.
– ბრიზ, ოდესმე იმის სწავლაც მოგიწევს, სხვა ადამიანებზეც იფიქ-
რო.
– დიდი სიამოვნებით, ჰამონდ, თუკი ფიქრი საკმარისად შორიდან
იქნება საჭირო.
– არაფერი გეშველება, – თავი გააქნია ჰამმა.
– ესე იგი, სასახლისკენ მიდიხარ? – ჰკითხა ელენდმა.
– სიმართლე გითხრა, ასეა, – უპასუხა ბრიზმა და ჯიბის საათი შე-
ამოწმა.
527
– ეტლი გჭირდება?
– საკუთარი მოვიყვანე.
ელენდმა თავი დაუქნია, შემდეგ ჰამს მიუბრუნდა და იმავე გზით წა-
ვიდნენ, რომლითაც მოვიდნენ, გზად ასამბლეის რომელიღაც წევ-
რთან შეხვედრას განიხილავდნენ.
ბრიზი სასახლისკენ ცოტა ხანში წავიდა. გუშაგებს თავი დაუქნია
და მათი გონებრივი გადაღლილობა დათრგუნა. ისინიც გამოცოც-
ხლდნენ და ნისლში განახლებული სიფხიზლით დაიწყეს ყურება.
ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გასტანდა, მაგრამ პაწაწინა ბიძ-
გებები უკვე ჩვევად ექცა.
ღამდებოდა და დერეფნებში თითქმის აღარავინ ჩანდა. სამზა-
რეულოში შევიდა და ჭურჭლის მრეცხავ გოგონებს ცოტა უბიძგა,
რომ ჭორაობის სურვილი წაეხალისებინა. ამ გზით უფრო სწრაფად
გარეცხავდნენ. სამზარეულოს მიღმა ქვის ოთახი იყო, რომლის პა-
ტარა მაგიდასაც რამდენიმე უბრალო ლამპარი ანათებდა. ეს სასახ-
ლის განსაკუთრებული სასადილო იყო მარტო ჭამის მოყვარულ-
თათვის.
კლაბსი ოთახის ერთ კუთხეში იჯდა, კოჭლი ფეხი ერთ-ერთ სკამ-
ზე გაეჭიმა. ბრიზს დაღვრემილმა გადახედა.
– დაგაგვიანდა.
– ეს შენ მოხვედი ადრე, – უპასუხა მთრგუნავმა და კლაბსის სა-
პირისპირო მხარეს ჩამოჯდა.
– სულ ერთია, – ჩაიბუხუნა კლაბსმა.
მაგიდაზე ღვინის ბოთლი და ორი ჭიქა იდგა. ბრიზმა ჟილეტის
ღილები გაიხსნა, ხმადაბლა ამოიოხრა, საზურგეს მიეყრდნო და ფე-
ხები სკამზე შემოალაგა.
კლაბსმა ღვინო მოსვა.
– ღრუბელი მზად გაქვს? – ჰკითხა ბრიზმა.
– შენთან ახლოს? ყოველთვის.
ბრიზმა გაიღიმა, ღვინო მოსვა და მოდუნდა. კლაბსი მკვამლავი
იყო, თუმცა ბოლო დროს მისი უნარი დიდად აღარავის სჭირდებო-
528
და. შეეძლო, სპილენძი დაეწვა და ყველა ალომანტი უხილავი გაეხადა
მათთვის, ვინც ბრინჯაოს იყენებდა. თუმცა მთავარი – ყოველ შემთხვე-
ვაში, ბრიზისთვის – ის იყო, რომ სპილენძის დაწვა კლაბსს ყოველგვა-
რი ემოციების კონტროლისგან იცავდა.
– ვერ ვხვდები, რატომ გაგიხარდა, – თქვა კლაბსმა, – მეგონა, ემო-
ციებით გართობა მოგწონდა.
– მომწონს კიდეც.
– მაშინ, ყოველ საღამოს ჩემთან ერთად რატომ სვამ? – ჰკითხა
კლაბსმა.
– ჩემი კომპანია არ მოგწონს?
კლაბსს არ უპასუხებია. ასე ამბობდა, რომ არ ანაღვლებდა. ბრიზმა
კუშტ სარდალს თვალი შეავლო. მას გუნდის სხვა წევრები თავს არი-
დებდნენ. კელსიერმა სულ ბოლო წამს მოიყვანა, ისიც იმიტომ, რომ მა-
თი თანაგუნდელი მკვამლავი მოკვდა.
– იცი როგორი შეგრძნებაა, კლაბს, მთრგუნავად ყოფნა?
– არა.
– მართვის უზარმაზარ უნარს განიჭებს. საოცარი შეგრძნებაა, გარ-
შემო მყოფებზე გავლენის მოხდენა რომ შეგიძლია და ყოველთვის
გგონია, თითქოს მათ რეაქციებს გაუმკლავდები.
– მშვენივრად ჟღერს, – უინტერესოდ უპასუხა კლაბსმა.
– მაგრამ თან ძალიან გცვლის. დროის უმეტესი ნაწილი ხალხს ვაკ-
ვირდები, ვუბიძგებ და ვთრგუნავ. შემცვალა. ხალხს... ხალხს ძველე-
ბურად ვეღარ ვუყურებ. ძნელია ვინმეს ემეგობრო, როდესაც ისეთ ობი-
ექტებად აღიქვამ, რომელთა შეცვლაც ადვილად შეგიძლია.
– სწორედ ამიტომაც ვერასდროს გხედავდით ქალებთან ერთად.
ბრიზმა თავი დაუქნია:
– ვეღარაფერს ვახერხებ. ჩემს გარშემო ყველას ემოციებზე ვახდენ
ზემოქმედებას. ამიტომ, თუ ქალს მოვწონვარ...
ერჩივნა, ეფიქრა, რომ ამას ალომანტიით მიაღწია. თუმცა, როგორ
შეიძლებოდა, ვინმე ისეთს ნდობოდა, ვინც ეუბნებოდა, რომ უყვარდა?
მისი პიროვნება უყვარდებოდათ თუ მისი ალომანტური უნარი?
529
– იმაზე უფრო სულელი ხარ, ვიდრე შენი საქციელით ვვარაუ-
დობდი, – კლაბსმა ჭიქა შეავსო.
ბრიზმა გაიღმა. კლაბსი ერთ-ერთი იყო იმ ადამიანთაგან, რომლე-
ბიც მისი შეხებისგან სრულად იყვნენ დაცულნი. გონებრივი ალო-
მანტია კლაბსზე არ მოქმედებდა, თანაც ძალზე მარტივად მისახ-
ვედრი ემოციები ჰქონდა – ყველაფერი აღიზიანებდა. ალომანტიის
გარეშე მისი მანიპულირება კი დროის ფუჭი კარგვა აღმოჩნდა.
– ყველაზე სასაცილო ისაა, ჩემ გამო კინაღამ გუნდის წევრობა-
ზე რომ თქვი უარი, – ჭიქა შეათვალიერა ბრიზმა.
– წყეული მთრგუნავები, – ჩაიბურტყუნა კლაბსმა.
– მაგრამ შენ თავდაცვა შეგიძლია.
– თქვენი ალომანტიის მიმართ კი, მაგრამ ეგ თქვენი ერთადერ-
თი იარაღი არაა. მთრგუნავების გვერდით ყოველთვის ფხიზლად
უნდა იყოს კაცი.
– მაშინ, რატომ მაძლევ შენთან ერთად დალევის საშუალებას
ყოველ საღამოს?
კლაბსი წამით დადუმდა და ბრიზს ლამის უკვე ეგონა, რომ პასუ-
ხის გაცემას არ აპირებდა. საბოლოოდ, კლაბსმა ხმადაბლა უპასუ-
ხა:
– უმეტესობასავით ცუდი არ ხარ.
ბრიზმა დიდი ყლუპი მოსვა:
– ეს, ალბათ, ყველაზე გულწრფელი კომპლიმენტია, რაც მიმი-
ღია.
– ჰოდა, იმედია, არ წაგახდენს.
– ოჰ, ვგონებ ამისთვის უკვე ძალიან გვიანია, – ბრიზმა ჭიქა გა-
ავსო, – ამ გუნდმა... და კელის გეგმამ... ჩემ წახდენაზე დიდი ხნის
წინ იზრუნა.
კლაბსმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– რა მოგვივიდა, კლაბს? – ჰკითხა ბრიზმა, – კელსიერს გამოწ-
ვევის გამო შევუერთდი. შენ?
– ფულისთვის.
530
ბრიზმა თავი დაუქნია:
– მისი გეგმა ჩაიფუშა, არმია განადგურდა, ჩვენ კი მაინც შემოვ-
რჩით. შემდეგ მოკვდა და მაინც დავრჩით. ელენდის სამეფო განწი-
რულია, ხომ იცი.
– ერთი თვეც კი ვერ გავატანთ, – თქვა კლაბსმა. ფუჭი იმედგაცრუე-
ბა არ ალაპარაკებდა. ბრიზი საკმარისად კარგად იცნობდა ადამიანებს,
რომ მიმხვდარიყო, როდის საუბრობდნენ სერიოზულად.
– და მაინც, აქ ვართ, – განაგრძო ბრიზმა, – მთელი დღე იმაში დავ-
ხარჯე, რომ სკაას ხალხს, რომლებსაც ოჯახები გაუჟუჟეს, თავი ნაკლე-
ბად ცუდად ეგრძნო. შენ კი მთელი დღე იმ ჯარისკაცების ვარჯიშს შე-
ალიე, რომლებიც – შენი დახმარებით თუ მის გარეშე – უდრეკი მტრის
წინააღმდეგ ორიოდ წამს ძლივს გაძლებენ. მეფედ ბიჭი გვყავს, რო-
მელსაც წარმოდგენაც კი არა აქვს, რამდენად ცუდ დღეშია. რატომ ვა-
კეთებთ ამას?
– კელსიერის გამო, – გააქნია კლაბსმა თავი, – ქალაქი ჩაგვაბარა
და ამით გვაიძულა, გვეფიქრა, რომ მის დაცვაზეც გვეკისრებოდა პასუ-
ხისმგებლობა.
– მაგრამ ჩვენ ასეთები არ ვართ, – თქვა ბრიზმა, – ჩვენ ქურდები
და თაღლითები ვართ. ფეხებზე უნდა გვეკიდოს... იმას ვამბობ... უკვე
ისე ცუდ დღეში ვარ, რომ ჭურჭლის მრეცხავ გოგონებს ვთრგუნავ, მუ-
შაობისას თავი უფრო ბედნიერად რომ იგრძნონ! ბარემ ვარდისფერში
გამოვეწყობი და ყვავილების დატარებას დავიწყებ! ალბათ, ქორწი-
ლებში ბლომად ფულს ვიშოვი.
კლაბსმა ჩაიფრუტუნა, ჭიქა ასწია და თქვა:
– გადარჩენილისა იყოს; დაე, წყეულიმც იყოს, რადგან თურმე იმა-
ზე უკეთ გვიცნობდა, ვიდრე ჩვენ – საკუთარ თავებს.
ბრიზმაც შემართა ჭიქა:
– ჯანდაბა მას, – დაეთანხმა ხმადაბლა.
ორივენი გაჩუმდნენ. კლაბსთან საუბარი უმეტესად... ნელ-ნელა სი-
ჩუმის დასადგურებას ნიშნავდა. მაგრამ ბრიზი მსუბუქ კმაყოფილებას
გრძნობდა. მთრგუნავობა შესანიშნავი იყო – კაცს იმად აქცევდა, ვინც
531
რეალურად იყო. მაგრამ ამისთვის მუშაობაც უწევდა. ჩიტებსაც კი
არ შეეძლოთ მუდამ ფრენა.
– აი, სად ყოფილხარ!
ბრიზმა თვალები დააჭყიტა. ალრიანი ოთახის შესასვლელში,
მაგიდის კიდესთან, იდგა. ცისფერი კაბა ეცვა. საიდან ჰქონდა ამდე-
ნი კაბა? როგორც ყოველთვის, უნაკლო მაკიაჟი ეკეთა. თმაში ბაფ-
თა ჩაებნია. გრძელი, ქერა თმა – ჩვეულებრივი რამ დასავლეთში,
მაგრამ ცენტრალურ დომინიონში გაუგონარი ფერი – და უტიფარი,
გამომწვევი სხეული ჰქონდა.
ბრიზს მაშინვე ვნება მოეძალა, თუმცა საკუთარ თავს შეუძახა:
"არა, შენზე ორჯერ პატარაა! ბინძურო, ბინძურო ბებერო!"
– ალრიან, – თქვა უსიამოვნოდ, – არ უნდა იწვე?
გოგომ თვალები აატრიალა და ფეხი გააწევინა, რომ გრძელ
სკამზე გვერდით მისჯდომოდა.
– ჯერ ცხრა საათია, ბრიზ. თვრამეტის ვარ, ათის კი არა.
"რა განსხვავებაა?", – გაიფიქრა ბრიზმა და განზე გაიხედა, რომ
რამე სხვაზე ეფიქრა. იცოდა, უფრო ძლიერი უნდა ყოფილიყო, გო-
გო ახლოს არ უნდა მიეშვა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია, როდესაც
ალრიანი ახლოს მიუცუცქდა და მისი ჭიქიდან მოსვა.
ბრიზმა ამოიოხრა და ხელი მხრებზე მოხვია. კლაბსმა უბრა-
ლოდ თავი გააქნია, ტუჩებზე ძლივსშესამჩნევი ღიმილი უკრთოდა.
– ეს ყველაფერი ერთ შეკითხვას მაინც სცემს პასუხს, – ხმადაბ-
ლა თქვა ვინმა.
– ქალბატონო, რას გულისხმობთ? – ჩაეკითხა ორსეური, რომე-
ლიც ბნელ ოთახში, მაგიდის საპირისპირო მხარეს იჯდა.
ალომანტიის წყალობით, ვინს ყველაფერი ესმოდა, რაც გვერ-
დით ოთახში ხდებოდა.
– ალრიანი ალომანტია, – თქვა მან.
– მართლა?
ვინმა თავი დაუქნია.

532
– რაც მოვიდა, ბრიზის ემოციებს აჯანყებს, ცდილობს, უფრო მეტად
მოხიბლოს.
– მაგრამ ბრიზი შეამჩნევდა.
– ეგ შენ გგონია მასე, – დაუბრუნა ვინმა, რომელმაც არც კი
იცოდა, თავს ასე ხალისიანად რატომ გრძნობდა. ალრიანი, შეიძლება,
ნისლქმნილი აღმოჩენილიყო. თუმცა ის აზრი, რომ ეს ფერუმარილის
გროვა ღამით ნისლში დაქროდა, სასაცილოდ ჟღერდა.
"მაგ გოგოსაც ზუსტად ეგ უნდა, რომ ამას ვფიქრობდე", – გაიაზრა
ვინმა, – "კლისი და შანი უნდა მახსოვდნენ, არცერთი არ გამოდგა ისე-
თი, როგორიც მეგონა".
– ბრიზი, ალბათ, ფიქრობს, რომ მისი ემოციები ბუნებრივია, – თქვა
ვინმა, – ალბათ, ისედაც მოხიბლულია.
ორსეურმა პირი დახურა და დრუნჩი წინ წამოსწია – ძაღლური მო-
ღუშვა იყო.
– ვიცი, – დაეთანხმა ვინი, – მაგრამ ის ხომ მაინც ვიცით, რომ ბრიზი
მის შესაცდენად ალომანტიას არ იყენებს. ასეა თუ ისე, მაგას აზრი არა
აქვს. კლაბსი კანდრა არაა.
– ეგ საიდან იცით, ქალბატონო?
ვინი შეყოყმანდა. კლაბსი ბრიზის ახლოს ყოველთვის იწყებდა სპი-
ლენძის წვას. ბოლო დროს ამას ძალიან იშვიათად აკეთებდა. რთული
სათქმელი იყო, ვინმე სპილენძს წვავდა თუ არა. ბოლოს და ბოლოს, ამ
ლითონის დაწვა თავისთავად დამალვას ნიშნავდა. მაგრამ ვინს სპი-
ლენძღრუბლების გარღვევა შეეძლო. შეეძლო, ალრიანის ალომანტია
აღმოეჩინა, თავად კლაბსისგანაც კი ეგრძნო სუსტი ფეთქვა, სპილენ-
ძის ალომანტური პულსი, ხმა, რომელიც, ვინის აზრით, მბრძანებლისა
და მის გარდა, ცოტას თუ მოესმინა.
– უბრალოდ, ვიცი, – თქვა მან.
– როგორც იტყვით, ქალბატონო, – უპასუხა ორსეურმა, – მაგრამ...
განა უკვე არ გადაწყვიტეთ, რომ ჯაშუში დემოქსია?
– კლაბსის შემოწმება მაინც მინდოდა, – მიუგო ვინმა, – ვიდრე რა-
მეს მოვიმოქმედებდი.
533
– მოიმოქმედებდით?
ვინი ცოტა ხნით ჩუმად იჯდა. მტკიცებულებები არ ჰქონდა, მაგრამ
ინსტინქტი გააჩნდა, რომელიც ეუბნებოდა, რომ დემოქსი ჯაშუში იყო.
ისე მიიპარებოდა იმ ღამით... თანაც მისი შერჩევის გონივრულობა...
ყველაფერი ჯდებოდა.
ვინი წამოდგა. მთელი ეს ამბავი ძალიან სახიფათო გახდა, სიტუ-
აცია – ძალიან მგრძნობიარე. თვალს ვეღარ აარიდებდა.
– წამოდი, – თქვა მან და ოთახს ზურგი აქცია, – დროა, დემოქსი
დილეგში ჩავამწყვდიოთ.
– რას ნიშნავს "გაქრა"? – მოითხოვა ვინმა პასუხი. დემოქსის
კართან იდგა.
მსახური გაწითლდა.
– ქალბატონო, ვწუხვარ, ვუთვალთვალებდი, ზუსტად ისე, რო-
გორც დამავალეთ, მაგრამ გარეთ გავიდა, შემოვლაზე. ხომ ვერ
გავყვებოდი?! ძალიან საეჭვო არ იქნებოდა?
ვინმა ხმადაბლა შეიკურთხა. მაგრამ იცოდა, რომ უფლება არ
ჰქონდა, მსახურზე გაბრაზებულიყო.
"თავიდანვე ჰამისთვის უნდა მეთქვა", – გაიფიქრა იმედგაცრუე-
ბულმა.
– ქალბატონო, მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ წავიდა, – უთხრა
მსახურმა.
ვინმა ორსეურს გახედა, შემდეგ დერეფანში გაიქცა, პირველივე
ფანჯარას მივარდა და სიბნელეში გადაეშვა. ორსეური მაშინვე მიჰ-
ყვა. უმოკლესი გზით ეზოში დახტნენ.
"ბოლო ჯერზე ვნახე, როგორ დაბრუნდა ჭიშკრის გავლით", – გა-
იფიქრა ვინმა ნისლში სირბილისას. ჭიშკართან რამდენიმე ჯარის-
კაცი იდგა.
– კაპიტან დემოქსს ხომ არ ჩაუვლია? – ვინი მათი ჩირაღდნების
სინათლეში შეიჭრა და პასუხი მოითხოვა.
ჯარისკაცები გამოფხიზლდნენ, თავიდან თავზარი დაეცათ, შემ-
დეგ დაიბნენ.
534
– ქალბატონო მემკვიდრევ? – თქვა ერთ-ერთმა, – დიახ, ახლახან
გავიდა შემოვლაზე, სულ ერთი ან ორი წუთის წინ.
– მარტო?
პასუხად თავი დაუქნიეს.
– ცოტათი უცნაური არაა?
– ხანდახან მარტო მიდის ხოლმე, – მცველებმა მხრები აიჩეჩეს, –
კითხვებს არ ვუსვამთ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი უფროსია.
– საით? – იკითხა ვინმა.
ერთ-ერთმა მიმართულება აჩვენა და ვინიც გაიქცა, გვერდით ორ-
სეური მიჰყვებოდა. "უკეთ უნდა მეთვალთვალა. ნამდვილი ჯაშუშები
უნდა დამექირავებინა, რომ მასზე თვალი სჭეროდათ. უნდა..." – ვინი
გაშეშდა. მის წინ, ნისლით აღვსილ მდუმარე ქუჩაში, ფიგურა მოჩანდა.
დემოქსი.
ვინმა მონეტა დააგდო და ჰაერში ასხლტა, დემოქსის თავზე, გაცი-
ლებით მაღლა გადაიფრინა და შენობის სახურავზე დაეშვა. კაპიტანს
არაფერი შეუნიშნავს, გზა განაგრძო. ვინც უნდა ყოფილიყო, დემოქსი
თუ კანდრა, ალომანტური ძალები არ გააჩნდა.
ვინი შეყოყმანდა, ხანჯლები ამოიღო და ნახტომისთვის მოემზადა.
მაგრამ... მაინც არ ჰქონდა მტკიცებულება. გონების ის ნაწილი, კელ-
სიერმა რომ გარდაქმნა, ნაწილი, რომელმაც ნდობა ისწავლა, ისევ
ძველ დემოქსზე ფიქრობდა.
"მართლა მჯერა, რომ კანდრაა?" – გაიფიქრა მან, – "თუ, უბრალოდ,
მინდა, რომ კანდრა იყოს, რათა ჩემს მეგობრებზე აღარ ვეჭვობდე?"
დემოქსი ისევ მიდიოდა, ვინის კალით გამახვილებული სმენა მარ-
ტივად იჭერდა ფეხის ხმას. ზურგს უკან ორსეური მოძვრებოდა სახუ-
რავზე, შემდეგ ვინთან მიირბინა და გვერდით მიუჯდა.
"ასე უბრალოდ ხომ ვერ შევუტევ", – გაიფიქრა გოგომ, – "სულ მცი-
რე, თვალი უნდა მივადევნო, ვნახო სად მიდის. მტკიცებულება მოვიპო-
ვო".
ეგებ რაღაც ახალიც დაედგინა.

535
ორსეურს ხელი დაუქნია და ორივენი სახურავების გავლით
უჩუმრად მიჰყვნენ კაპიტანს. მალევე ვინმა რაღაც უცნაური შენიშნა
– რამდენიმე ქუჩის იქიდან ცეცხლის შუქი ციმციმებდა, ნისლს ანა-
თებდა და შენობებს უცნაურ, აჩრდილისებურ ჩრდილს სძენდა. ვინ-
მა დემოქსს დახედა და თვალი გააყოლა – კაცი ქუჩას ბოლომდე
გაუყვა და ცეცხლისკენ გაემართა.
"რა...?"
ვინი სახურავიდან გადაეშვა. სულ სამი ნახტომი დასჭირდა სი-
ნათლის წყარომდე მისაღწევად. პატარა მოედნის ცენტრში მცირე
კოცონი ტკაცუნობდა. გარშემო სკაას ხალხი შეკრებილიყო; ნის-
ლში ძალიან შეშინებულები ჩანდნენ. ვინი მათი დანახვით გაკვირ-
ვებული დარჩა. დამხობის ღამის შემდეგ ნისლში გამოსული სკაა
თვალით არ ენახა.
დემოქსი გვერდითა ქუჩიდან მიუახლოვდა თავყრილობას და
შეკრებილებს მიესალმა. ცეცხლის შუქზე ვინმა დანახა, რომ ეს მარ-
თლა დემოქსი იყო, ან, უკიდურეს შემთხვევაში, კანდრა მისი სხე-
ულით.
მოედანზე, ალბათ, ორასი ადამიანი მაინც შეკრებილიყო. დე-
მოქსმა თითქოს ქვაფენილზე დააპირა დაჯდომა, მაგრამ ვიღაცამ
სწრაფად მიუტანა სკამი. ახალგაზრდა ქალმა კი რაღაც ოხშივარა-
ვარდნილი სითხით სავსე ტოლჩა მიაწოდა და დემოქსმაც მადლიე-
რებით გამოართვა.
ვინი სახურავზე შეხტა, ფრთხილობდა, რომ ცეცხლის სინათლე-
ზე არ გამოჩენილიყო. მეტი და მეტი სკაა მოდიოდა, უმეტესად ჯგუ-
ფებად, მაგრამ ზოგიერთი მამაცი – მარტოც.
ზურგს უკან ხმა გაისმა. ვინიც მიბრუნდა და ორსეური დაინახა,
რომელმაც, როგორც ჩანს, ძლივს მოახერხა გადმოხტომა და ახლა
სახურავის კიდიდან ცენტრისკენ მოძვრებოდა. ქვემოთ, ქუჩას და-
ხედა, თავი გააქნია და ვინთან მივიდა. გოგომ თითი ტუჩებთან მი-
იტანა და ხალხის ზრდად ჯგუფზე ანიშნა. ორსეურმა ადამიანთა და-
ნახვაზე თავი წამოსწია, მაგრამ არაფერი უთქვამს.
536
ბოლოს დემოქსი წამოდგა, ხელებში ჯერაც ოხშივარადენილი
ტოლჩა ეჭირა. ადამიანები მის გარშემო შემოიკრიბნენ, ცივ ქვაფე-
ნილზე დასხდნენ, მოსასხამებსა და ზეწრების ქვეშ შეჯგუფდნენ.
– ნისლისა არ უნდა გვეშინოდეს, მეგობრებო, – თქვე დემოქსმა.
ძლევამოსილი სარდლის ან ძლიერი ლიდერის ხმა არ ჰქონდა. ეს იყო
ხმა გაკაჟებული ახალგაზრდისა, ოდნავ გაუბედავი, მაგრამ მაინც
მტკიცე.
– გადარჩენილი ამას გვასწავლიდა, – განაგრძო მან, – მესმის, ძა-
ლიან რთულია იფიქროთ ნისლზე და არ გაგახსენდეთ ზღაპრები ნის-
ლანდებსა და სხვა საშინელებებზე. მაგრამ გადარჩენილმა ნისლი ჩვე-
ნად აქცია. უნდა ვეცადოთ, რომ მუდამ გვახსოვდეს მისი სახელი, ნის-
ლის გამოყენებითაც კი.
"მბრძანებელო..." – გაიფიქრა გაოგნებულმა ვინმა, – "ერთ-ერთი
მათგანია! გადარჩენილის ეკლესიის წევრია!" ვინი შეყოყმანდა, არც კი
იცოდა, რა ეფიქრა. კანდრა იყო თუ არა? რატომ შეხვდებოდა კანდრა
სკაას ჯგუფს? მაგრამ... თავად დემოქსი რატომ შეხვდებოდა?
– მესმის, რთულია, – განაგრძობდა ქვემოთ დემოქსი, – გადარჩე-
ნილის გარეშე რთულია. ვიცი, რომ არმიების გეშინიათ. მენდეთ, თქვე-
ნი მესმის. მესმის, რომ ეს ალყა გტანჯავთ. მე... მე ისიც კი არ ვიცი, შე-
მიძლია თუ არა გითხრათ, არ ინერვიულოთ-მეთქი. თავად გადარჩე-
ნილმა საშინელი გაჭირვება გადაიტანა. ცოლის სიკვდილი, ჰათსინის
მაღაროებში ტყვეობა. მაგრამ გადარჩა. მთავარი ხომ ესაა? მთავარია,
ცხოვრება განვაგრძოთ, იმის მიუხედავად, რამდენად რთულია. საბო-
ლოოდ მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ. სწორედ ისე, როგორც გადარჩენილ-
მა გაიმარჯვა.
დემოქსი იდგა, ხელში ტოლჩა ეჭირა, არცერთ იმ სკაა მქადაგე-
ბელს არ ჰგავდა, რომელიც ვინს აქამდე ენახა. კელსიერმა მგზნებარე
ადამიანი შეარჩია თავისი რელიგიის დასაარსებლად – ანდაც, უფრო
ზუსტად, იმ რევოლუციის სულისჩამდგმელად, რომელმაც რელიგია
შვა. კელსიერს ისეთი ლიდერები სჭირდებოდა, რომლებიც მხარდამ-

537
ჭერთა ანთებას შეძლებდნენ და მათში გამანადგურებელ ძვრებს
გამოიწვევდნენ.
დემოქსი რაღაც განსხვავებული იყო. არ ყვიროდა, მშვიდი ხმით
ლაპარაკობდა. თუმცა ხალხი უსმენდა. მის გარშემო, ქვებზე ისხდნენ
და ქვემოდან ზემოთ უყურებდნენ – იმედით, თითქმის თაყვანისცემით
სავსე თვალებით.
– და მემკვიდრე? – დაიჩურჩულა ერთ-ერთმა, – მემკვიდრეზე
რას გვეტყვი?
– ლედი ვინს უზარმაზარი პასუხისმგებლობა აწევს, – თქვა დე-
მოქსმა, – თავადაც ხედავთ, რამდენად უმძიმს ამ ტვირთის ზიდვა,
რამდენად დარდობს ქალაქის სირთულეებზე. ის პირდაპირი ქა-
ლია, და არა მგონია, ასამბლეის პოლიტიკური თამაშები მოსწონ-
დეს.
– მაგრამ ჩვენ დაგვიცავს, ხომ? – იკითხა ვიღაცამ.
– დიახ, – უპასუხა დემოქსმა, – დიახ, მჯერა, რომ დაგვიცავს.
ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, რომ უფრო ძლევამოსილია, ვიდრე თა-
ვად გადარჩენილი იყო. ხომ იცით, გადარჩენილს მხოლოდ ორი წე-
ლი ჰქონდა, რათა ნისლქმნილის ძალები დაეხვეწა? ქალბატონს კი
მაგდენი დროც არ ჰქონია.
ვინი შებრუნდა და გაიფიქრა: "ყველაფერი აქამდე მიდის... გო-
ნივრულები ჩანან, სანამ ჩემზე დაიწყებენ ლაპარაკს, შემდეგ კი..."
– ოდესმე მშვიდობას მოგვიტანს, – უთხრა დემოქსმა, – მემ-
კვიდრე მზეს დააბრუნებს და ფერფლის ცვენას შეაჩერებს. მაგრამ
იქამდე უნდა გადავრჩეთ. და უნდა ვიბრძოლოთ. გადარჩენილმა
მთელი ცხოვრება იმას შესწირა, რომ მბრძანებელი მოეკლა და
ჩვენ გავეთავისუფლებინეთ. როგორ გამოვხატავთ მადლიერებას,
თუ არმიების გამოჩენისთანავე გავიქცევით? წადით და ასამბლეის
თქვენს წევრებს უთხარით, რომ მეფედ არ გინდათ ლორდი სეტი, ან
თუნდაც ლორდი პენროდი. ერთ დღეში უკვე ხმა უნდა მისცენ და
დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ტახტზე სამართლიანი კაცი

538
ავა. გადარჩენილმა ელენდ ვენტური აარჩია; და ჩვენც სწორედ მას უნ-
და გავყვეთ.
"ეს რაღაც ახალია", – გაიფიქრა ვინმა.
– ლორდი ელენდი სუსტია, – თქვა ვიღაცამ ხალხიდან, – არ
დაგვიცავს.
– ლედი ვინს ის უყვარს, – უპასუხა დემოქსმა, – და მას სუსტი კაცი
ვერ ეყვარება. პენროდი და სეტი ისე გექცევიან, როგორც ძველ სკაას,
ამიტომაც გგონიათ ძლიერები. მაგრამ ეგ ძალა არაა, ეგ ტირანიაა.
უკეთ უნდა გვესმოდეს. გადარჩენილის განსჯას უნდა ვენდოთ!
ვინი სახურავის კიდეზე ჩამოჯდა, ცოტა მოეშვა. თუკი დემოქსი მარ-
თლაც ჯაშუში იყო, ამაღამ თავის გაცემას არ აპირებდა. ამიტომაც ხან-
ჯლები გვერდით გადადო და, სახურავის კიდეზე ხელებდაყრდნობილი,
უბრალოდ ისვენებდა. ზამთრის ცივ ღამეში ცეცხლი ტკაცუნობდა, კვამ-
ლის ბოლქვებს ცაში უშვებდა ნისლთან შესარევად, დემოქსი კი იდგა,
თავისი ხმადაბალი, დამაჯერებელი ხმით საუბრობდა და ხალხს კელ-
სიერზე ასწავლიდა.
"რელიგიაც კი არაა", – ფიქრობდა ვინი მისი სიტყვების მოსმენისას,
– "თეოლოგიური სიღრმე არა აქვს, იმ რელიგიებისგან განსხვავებით,
სეიზდი რომ ახსენებს ხოლმე".
დემოქსი ძირითად არსს ასწავლიდა. იგი კელსიერს მისაბაძ მაგა-
ლითად წარმოაჩენდა, საუბრობდა გადარჩენასა და სიძნელეების გა-
დალახვაზე. ვინი ხედავდა, რატომ მოქმედებდა სკააზე მისი პირდაპი-
რი სიტყვები. მათ ხომ მხოლოდ ორი არჩევანი ჰქონდათ – წვალება გა-
ეგრძელებინათ ან დანებებულიყვნენ. დემოქსის სწავლებები ამ ხალხს
სიცოცხლის გასაგრძელებელ საბაბს აძლევდა. სკაას რიტუალები,
ლოცვები ან კანონიკა არ სჭირდებოდა. ჯერ არა. რელიგია მათთვის
უცხო იყო, საკუთარი რელიგიის ქონისაც კი ეშინოდათ და არც სურ-
დათ. მაგრამ რაც უფრო დიდხანს უსმენდა ვინი, მით უკეთ ესმოდა გა-
დარჩენილის ეკლესიისა. ზუსტად ის იყო, რაც სჭირდებოდათ. ეკლესია
საუბრობდა იმაზე, რაც სკაამ უკვე კარგად იცოდა – რთულ ცხოვრება-
ზე; და ამ სირთულეში იმედს სახავდა.
539
სწავლებები ჯერაც ვითარდებოდა. კელსიერის გაღმერთება მო-
სალოდნელი იყო, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემაც ესმოდა.
მაგრამ საიდან მოიტანა დემოქსმა დაპირება, რომ ვინს ფერფლის
შეჩერება და მზის დაბრუნება შეეძლო? საიდან იცოდა მწვანე ბა-
ლახსა და ლურჯ ზეცაზე? როგორ აღწერდა სამყაროს ისე, როგორც
ეს ეწერა ყველაზე გაურკვეველ ტექსტებში?
ფერებისა და სილამაზის უცნაურ სამყაროს აღწერდა – უცხოსა
და გაუგებარს, მაგრამ იმავდროულად, მშვენიერს. ყვავილები და
მწვანე მცენარეები ამ ხალხისთვის უცხო იყო; სეიზდის აღწერების
მიუხედავად, ვინსაც კი უჭირდა მათი წარმოდგენა.
დემოქსი სკაას სამოთხეს ჰპირდებოდა – სრულიად არამიწიერ
ადგილს, ვინაიდან ამქვეყნიური სამყარო აღარავისთვის იყო იმე-
დის მომცემი. იქ არც მშიერი ზამთარი იყო, არც – არმიები და არც
– უწესრიგო მმართველობა.
როდესაც დემოქსმა შეხვედრა დაასრულა, ვინმა უკან დაიხია.
ცოტა ხანს იწვა, ცდილობდა მიმხვდარიყო, რას გრძნობდა. ეჭვობ-
და, რომ დემოქსი იქნებოდა კანდრა, მაგრამ ეს ეჭვი უსაფუძვლო
აღმოჩნდა. მართალია, ღამით უჩინარდებოდა, მაგრამ ვინმა თავი-
სი თვალით ნახა, სადაც. გარდა ამისა, გაპარვისას ძალიან საეჭვოდ
იქცეოდა, ვინი კი ფიქრობდა, რომ კანდრა ასეთ დროს გაცილებით
ბუნებრივად იმოქმედებდა.
"ის არაა", – გაიფიქრა გოგომ, – "ან თუ ისაა, მისთვის ნიღბის
ჩამოხსნა ისეთი ადვილი არ იქნება, როგორც მეგონა". იმედგაც-
რუებისგან მოიღუშა. ბოლოს ამოიოხრა, წამოდგა და სახურავის მე-
ორე ბოლოსკენ წავიდა. ორსეური უკან მიჰყვა. ვინმა მგელძაღლას
დახედა.
– როდესაც კელსიერმა გითხრა, რომ მისი სხეული გამოგეყენე-
ბინა, ხალხისთვის რისი ქადაგება დაგავალა?
– ქალბატონო?
– გითხრა, რომ ხალხში გამოჩენილიყავი, თითქოს საფლავი-
დან დაბრუნდი.
540
– დიახ.
– რისი თქმა დაგავალა?
– ყველაზე მარტივი ტექსტები, ქალბატონო, – შეიჭმუხნა ორსე-
ური, – ვეუბნებოდი, რომ აჯანყების დრო დადგა, ვეუბნებოდი, რომ მე,
კელსიერი, უკან დავბრუნდი გამარჯვების იმედის მოსატანად.
"მე ისეთი რამ ვარ, რასაც ვერაფრით მოკლავ, როგორც უნდა სცა-
დო", – ეს კელსიერის უკანასკნელი სიტყვები იყო, მბრძანებელს რომ
უთხრა პირისპირ შეხვედრისას.
"მე იმედი ვარ".
"მე იმედი ვარ".
რაღა იყო გასაკვირი იმაში, რომ ეს იდეა მის სახელზე წარმოშობი-
ლი ეკლესიის დედააზრი გახდა?
– ისე უნდა გესწავლებინა, როგორც დემოქსს? – ჰკითხა ვინმა, –
რომ ფერფლი ცვენას შეწყვეტდა და მზე გაყვითლდებოდა?
– არა, ქალბატონო.
– ასეც ვიფიქრე, – თქვა ვინმა. ქვემოდან შრიალი მოისმა. ვინმა გა-
დაიხედა და დაინახა, რომ დემოქსი სასახლეში ბრუნდებოდა.
ვინი მის გვერდით დაეშვა. დემოქსის სასახელოდ, ვინის ხმა გაიგო
და შემოტრიალდა კიდეც, ხელი სადუელე ჯოხზე ედო.
– მშვიდად, კაპიტანო, – თქვა გოგომ და გაიმართა.
– ქალბატონო ვინ, თქვენ ხართ? – იკითხა გაკვირვებულმა დემოქ-
სმა.
ვინმა თავი დაუქნია და ახლოს მივიდა, რათა კაპიტანს იგი კარგად
დაენახა. ცეცხლის მიმქრალი შუქი ჯერაც ანათებდა და კვამლის მორე-
ვები ჩრდილებს ეთამაშებოდა.
– არ ვიცოდი, თუ გადარჩენილის ეკლესიის წევრი იყავი, – უთხრა
მშვიდად.
დემოქსმა მზერა დახარა. ვინზე ორი თავით მაღალი მაინც იქნებო-
და, მაგრამ გოგოს წინაშე თითქოს მოიკუნტა.
– მესმის... მესმის, რომ ეს არ მოგწონთ. ვწუხვარ.

541
– არა უშავს, – დაამშვიდა ვინმა, – ამ ხალხისთვის კარგ საქმეს
აკეთებ. ელენდი შენს ერთგულებას დააფასებს.
– აუცილებლად უნდა უთხრათ? – თვალებში შეხედა დემოქსმა.
– უნდა იცოდეს, ხალხს რისი სჯერა, კაპიტანო. რატომ გინდა, რომ
არაფერი ვთქვა?
დემოქსმა ამოიოხრა:
– უბრალოდ... უბრალოდ, არ მინდა, გუნდმა იფიქროს, თითქოს
ხალხს ტვინს ვურევ. ჰამის აზრით, გადარჩენილის რელიგიის ქადა-
გება სისულელეა. ლორდი ბრიზის თქმით კი, ერთადერთი მიზეზი ამ
ეკლესიის წასაქეზებლად ისაა, რომ ხალხი უფრო მორჩილი გახ-
დეს.
ვინმა თანამგზავრი სიბნელეში შეათვალიერა.
– მართლა გწამს, ხომ?
– დიახ, ქალბატონო.
– მაგრამ კელსიერს ხომ იცნობდი. ლამის დასაწყისიდან იყავი
ჩვენთან ერთად. ხომ იცი, რომ ღმერთი არ იყო.
დემოქსმა ვინს შეხედა, თვალებში თითქოს გამოწვევა აციმციმ-
და.
– იგი მბრძანებლის დასამხობად მოკვდა.
– ეგ ღმერთად არ აქცევს.
– გვასწავლიდა, როგორ გადავრჩენილიყავით, როგორ გვქო-
ნოდა იმედი.
– ადრეც გადარჩენილხართ. და იმედი მანამდეც არსებობდა, სა-
ნამ კელსიერს მაღაროებში უკრავდნენ თავს.
– მაგრამ ისე არა, როგორც დღეს. გარდა ამისა... მას ძალა
ჰქონდა, ქალბატონო; ამას ვგრძნობდი.
ვინი შეყოყმანდა. ეს ამბავი თავადაც იცოდა. კელსიერმა დე-
მოქსი მაგალითად გამოიყენა უნდობელთან ბრძოლაში; დემოქსს
დარტყმები ალომანტიით გაუძლიერა და ისეთი შესახედაობა მის-
ცა, თითქოს ზებუნებრივი ძალები გააჩნდა.

542
– კი, ახლა ალომანტიაზე ვიცი, – განაგრძო დემოქსმა, – მაგრამ...
იმ დღეს ვგრძნობდი, როგორ აწვებოდა ჩემს ხმალს. ვგრძნობდი, რო-
გორ მაძლიერებდა, იმაზე მეტად მაძლიერებდა, ვიდრე ვიყავი. მგო-
ნია, რომ ხანდახან ჯერაც ვგრძნობ მის ძალას. როგორ აძლიერებს
ჩემს მკლავს, მიუძღვის მახვილს...
ვინი მოიღუშა.
– გახსოვს, როგორ შევხვდით პირველად?
– დიახ, – თავი დაუქნია დემოქსმა, – იმ დღეს, არმია რომ განად-
გურდა, მაღაროებში მოხვედით. მე გუშაგად ვიდექი. იცით, ქალბატო-
ნო, მაშინაც ვიცოდი, რომ კელსიერი ჩვენ დასახმარებლად მოვიდო-
და. ვიცოდი, რომ დაბრუნდებოდა და ლუთადელისკენ წარუძღვებოდა
მათ, ვინც უერთგულა.
"მღვიმეებში იმიტომ დაბრუნდა, რომ მე ვაიძულე. თავად კი უნდო-
და, არმიას მარტო შებმოდა და შეჰკვდომოდა", – გაიფიქრა ვინმა.
– არმიის განადგურება გამოცდა იყო, – დემოქსმა ნისლს ახედა, –
ეს არმიები... ალყა... უბრალო გამოცდებია... იმის სანახავად, გადავ-
რჩებით თუ ვერა.
– ფერფლიც? – ჰკითხა ვინმა, – სად გაიგონე, რომ ფერფლი ცვენას
შეწყვეტს?
დემოქსი მისკენ შებრუნდა:
– გადარჩენილი გვასწავლიდა ასე, ხომ?
ვინმა თავი გააქნია.
– ბევრი ამბობს ამას, – უთხრა დემოქსმა, – მართალი უნდა იყოს.
ყველაფერს კარგად ესადაგება, ყვითელ მზესაც, ლურჯ ცასაც და მცე-
ნარეებსაც...
– მაგრამ სად მოისმინე პირველად ასეთ რაღაცებზე?
– ზუსტად არ მახსოვს, ქალბატონო.
"ან ის სად მოისმინე, რომ სწორედ მე მოგიტანთ ამ ყველაფერს?" –
გაიფიქრა ვინმა, მაგრამ რატომღაც ხმამაღლა ვერ იკითხა. თუმცაღა
პასუხს ისედაც ხვდებოდა – დემოქსს არ ეცოდინებოდა. ჭორები ისე

543
სწრაფად ვრცელდებოდა, თავდაპირველ წყარომდე მისვლა შეუძ-
ლებელი იქნებოდა.
– სასახლეში დაბრუნდი, – უთხრა დემოქსს, – მე ელენდს უნდა
ვუთხრა, რაც ვნახე, მაგრამ ვთხოვ, დანარჩენებს არ მოუყვეს.
– გმადლობთ, ქალბატონო, – კაპიტანმა თავი დაუკრა, შემდეგ
მიბრუნდა და გაეცალა.
წამის შემდეგ ზურგს უკნიდან დაცემის ხმა მოისმა – ორსეური
ქუჩაში ჩამოხტა.
– ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ის იყო, – მიუბრუნდა ვინი.
– ქალბატონო?
– კანდრა, – თქვა ვინმა და თითქმის უკვე გაუჩინარებულ დე-
მოქსს გახედა, – მეგონა, აღმოვაჩინე.
– მერე?
ვინმა თავი გააქნია:
– დოკსონივითაა. მგონი, დემოქსმა ზედმეტად ბევრი იცის იმის-
თვის, რომ თვითმარქვია იყოს. ძალიან... ბუნებრივი მომეჩვენა.
– ჩემი ძმები...
– საოცარ უნარებს ფლობენ, – ამოიოხრა ვინმა, – ჰო, ვიცი. მაგ-
რამ მის დამწყვდევას აღარ ვაპირებ. ყოველ შემთხვევაში, ამაღამ
მაინც. თვალს მივადევნებთ, მაგრამ აღარ მეპარება მასში ეჭვი.
ორსეურმა თავი დაუქნია.
– წამოდი, – დასძინა ვინმა, – ელენდის შემოწმების დროა.
და ასე გადავდივარ უმთავრეს ნაწილზე. ბოდიშს ვიხდი – ფო-
ლადზე ამოტვიფრის დროსაც კი, როდესაც ამ გაყინულ გამოქვა-
ბულში ვზივარ და ვკაწრავ, ყბედობას თავს ვერ ვანებებ.

37
სეიზდმა დარაბებს გახედა და დაინახა, რომ სინათლის სხივები
სუსტად კიაფობდნენ ბზარებს შორის.
"უკვე დილაა? მთელი ღამე ვმუშაობდით?" – გაუკვირდა, რად-
გან შეუძლებელი ჩანდა. სიფხიზლის მარაგი ჯერ არც კი დაეხარჯა,
544
მაგრამ გაცილებით უფრო ყოჩაღად გრძნობდა თავს, უფრო ცოცხლად,
ვიდრე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.
ტინდუილი მის გვერდით იჯდა. სეიზდის მაგიდა ქაღალდებით
იყო მოფენილი, ორი წყვილი სამელნე და კალამი მოთმინებით ელოდა
პატრონს. წიგნები არ ჰქონდათ – დამცველებს ისინი არ სჭირდებო-
დათ.
– აჰ! – წამოიძახა ტინდუილმა, კალამს ხელი დასტაცა და წერა და-
იწყო. დაღლილი არც ის ჩანდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ბრინჯაოს
გონში დაგროვებულ სიფხიზლეს ხარჯავდა.
სეიზდი უყურებდა, როგორ წერდა ქალი. ლამის ისევ ახალგაზრდუ-
ლად გამოიყურებოდა. ასეთი აღტაცებული მას შემდეგ აღარ უნახავს,
რაც, ათიოდ წლის წინ, შემჯვარებლებმა მიატოვეს. იმ წამიდან ტინდუი-
ლის დიდი შრომა დასრულდა და საბოლოოდ შეუერთდა სხვა დამცვე-
ლებს. სეიზდი ერთ-ერთი იყო, რომელმაც იმ ოცდაათი წლის განმავ-
ლობაში შეგროვებული ცოდნა გადასცა, სანამ ტინდუილს მშობიარო-
ბების საშინელი ხანა ედგა.
სინოდში მაშინვე დაიმკვიდრა ადგილი, თუმცა სეიზდი მათი რიგე-
ბიდან უკვე მოკვეთილი იყო.
ტინდუილმა წერა დაასრულა.
– ეს ნაწყვეტი მეფე ვედნეგონის ბიოგრაფიიდან არის. ერთ-ერთი
უკანასკნელი იყო, რომელიც მბრძანებელს წინ აღუდგა მეტ-ნაკლებად
აზრიან ბრძოლაში.
– ვიცი ვინც იყო, – გაიღიმა სეიზდმა.
– რა თქმა უნდა, – შეყოყმანდა ტინდუილი.
აშკარად არ იყო მიჩვეული ისეთ ადამიანთან მუშაობას, რომელსაც
მასავით ზღვა ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი. ნაწერი სეიზდს მი-
აწოდა. მაჩვენებლებისა და ჩანაწერების მიუხედავად, მისთვის ნაწყვე-
ტის გადმოწერა გაცილებით მარტივი იყო, ვიდრე სეიზდისთვის იმავე
ტექსტის ძებნა საკუთარი სპილენძის გონებში.
"მეფობის უკანასკნელ კვირებში მასთან ბევრი დრო გავატარე", –
ეწერა ტექსტში, – "იგი იმედგაცრუებული ჩანდა, როგორც მოსალოდ-
545
ნელი იყო. მისი ჯარისკაცები დამპყრობლის კოლოსებს ვერ ამარ-
ცხებდნენ; და ფელსპაირიდან მოყოლებული, მარცხს მარცხი მოს-
დევდა. თუმცა მეფე ჯარისკაცებს არ სდებდა ბრალს. მისი აზრით,
ამის მიზეზი საკვები იყო.
ბოლო დღეებში ეს აზრი რამდენჯერმე გააჟღერა. ფიქრობდა,
რომ თუკი მეტი საკვები ექნებოდა, სიმტკიცეს კიდევ შეინარჩუნებ-
და. ამაში კი ვედნეგონი სიღრმეს ადანაშაულებდა. რადგან მიუხე-
დავად იმისა, რომ სიღრმე დამარცხდა, ან დასუსტდა მაინც, მისმა
შეხებამ დარელნაის საკვების მარაგი ამოწურა.
მის ხალხს არ შეეძლო, თან მოსავალი მოეყვანა და თან დამ-
პყრობლის დემონურ არმიას შეწინააღმდეგებოდა. სწორედ ამიტო-
მაც დაეცნენ".
სეიზდმა თავი დაუქნია:
– რამდენი გვაქვს ასეთი ტექსტი?
– ბევრი არა, – უპასუხა ტინდუილმა, – ექვსი ან შვიდი გვერდი.
ეს ერთადერთი ნაწილია, სადაც სიღრმეა ნახსენები.
სეიზდი წამით უხმოდ იჯდა და ნაწყვეტს ხელახლა კითხულობდა,
ბოლოს ტინდუილს ახედა:
– შენი აზრით, ლედი ვინი მართალია, ხომ? ფიქრობ, რომ სიღ-
რმე ნისლი იყო.
ტინდუილმა თავი დაუქნია.
– გეთანხმები, – უთხრა სეიზდმა, – ბოლოს და ბოლოს, ის, რა-
საც ახლა სიღრმეს ვუწოდებთ, ნისლის რაღაცგვარი ცვლილება
იყო.
– და შენი ძველი მოსაზრებები?
– მათი მცდარობა დამტკიცებულია, – თქვა სეიზდმა და ქაღალ-
დი დადო, – შენი სიტყვებითა და ჩემივე კვლევებით. არ მსურდა,
რომ ეს მართალი ყოფილიყო, ტინდუილ.
– სინოდი კიდევ ერთხელ იმიტომ უარყავი, რათა ის გეძებნა, რი-
სი დაჯერებაც არ გსურდა? – წარბი ასწია ტინდუილმა.
სეიზდმა თვალებში შეხედა.
546
– რაღაცის შიშსა და წადილს შორის დიდი სხვაობაა. სიღრმის დაბ-
რუნებას ჩვენი შემუსვრა ძალუძს. არ მსურდა, ეს ცნობა მერწმუნა...
მაგრამ მისი აღმოჩენის შესაძლებლობას გვერდს ვერ ავუვლი.
ტინდუილმა განზე გაიხედა.
– არ მჯერა, რომ ეს გაგვანადგურებს, სეიზდ. ვაღიარებ, უმნიშვნე-
ლოვანესი რამ აღმოაჩინე. კვაანის ჩანაწერები ძალიან ბევრს გვეუბ-
ნება. რა თქმა უნდა, თუ სიღრმე ნისლი იყო, მაშინ მბრძანებლის აღზე-
ვების ჩვენეული აღქმაც სინამდვილეს ძალიან მიუახლოვდა.
– და თუ ნისლი ძლიერდება? – ჰკითხა სეიზდმა, – თუ მბრძანებლის
მოკვლით ის ძალაც გავანადგურეთ, რაც ნისლს ბოჭავდა?
– იმის მტკიცებულება არ გვაქვს, რომ ნისლი დღისითაც ჩნდება, –
თქვა ტინდუილმა, – და ადამიანების მკვლელობის შემთხვევებზეც
მხოლოდ მერყევი თეორიები გაგვაჩნია.
სეიდმა გვერდზე გაიხედა, მაგიდაზე მისი თითები ტინდუილის ნაჩ-
ქარევად ნაწერ სიტყვებს თხაპნიდა.
– მართალია, – თქვა ბოლოს კაცმა.
ტინდუილმა ჩუმად ამოიოხრა სუსტად განათებულ ოთახში.
– თავს არასდროს იცავ, სეიზდ?
– რა არის აქ დასაცავი?
– რაღაც უნდა იყოს. ბოდიშს იხდი და პატიებას ითხოვ, მაგრამ შენ
მიერ გამოხატული სინანული არასდროს მოქმედებს შენს ქცევაზე!
არასდროს გიფიქრია, რომ თუკი ცოტა უფრო ბევრს ილაპარაკებდი,
სინოდის მეთაური გახდებოდი? იმიტომ გამოგაძევეს, რომ საკუთარი
არგუმენტები არ შესთავაზე. ყველაზე მომნანიე აჯანყებული ხარ, ვის-
ზეც კი რამე მსმენია.
სეიზდმა პასუხი არ გასცა. თავი მიაბრუნა და შეშფოთებულ თვა-
ლებში ჩახედა. ლამაზ თვალებში. "სულელური აზრებია", – გაიფიქრა
თავისთვის კაცმა და მზერა მოაშორა, – "ყოველთვის იცოდი, სეიზდ.
იცოდი, რომ სილამაზე სხვებისთვისაა, მაგრამ არასდროს შენთვის".

547
– მბრძანებელზე მართალი იყავი, სეიზდ, – უთხრა ტინდუილმა,
– ალბათ, სხვები დაგიჯერებდნენ კიდეც, ცოტა უფრო... დაჟინებუ-
ლი რომ ყოფილიყავი.
– ისეთი კაცი არ ვარ, შენს ბიოგრაფიებში რომაა აღწერილი, ტინ-
დუილ, – თავი გააქნია სეიზდმა, – საერთოდ, კაციც არ ვარ.
– მათზე უკეთესი კაცი ხარ, სეიზდ, – თქვა ქალმა ხმადაბლა, –
გამაღიზიანებელია, მაგრამ ვერაფრით ვხვდები, რატომ.
ორივე გაჩუმდა. სეიზდი ადგა და ფანჯარასთან მივიდა, დარაბე-
ბი გამოაღო და სინათლე შემოუშვა. შემდეგ ოთახის სანათი ჩააქ-
რო.
– დღეს მივდივარ, – თქვა ტინდუილმა.
– მიდიხარ? – ჰკითხა სეიზდმა, – არმიები არ გაგატარებენ.
– მათ გვერდით გავლას არც ვაპირებდი, სეიზდ. დაგეგმილი
მაქვს, ვეწვიო. ახალგაზრდა ლორდ ვენტურს საკმარისი ცოდნა გა-
დავეცი. ახლა ვაპირებ, მის მოწინააღმდეგეებსაც იგივე შევთავაზო.
– აჰ, – თქვა სეიზდმა, – უნდა მივმხვდარიყავი.
– მეეჭვება, ელენდივით მომისმინონ, – თქვა ტინდუილმა, ხმაში
სითბო შეეპარა, – ვენტური ძალიან კარგი კაცია.
– კარგი მეფე.
ტინდუილს არ უპასუხებია. მზერა მაგიდას მიაპყრო – გადღაბ-
ნილ ჩანაწერებს, სხვადასხვა სპილენძგონიდან რომ ამოექაჩათ,
სწრაფად დაეწერათ და ერთმანეთისთვის მიეცათ წასაკითხად.
"მაშ, ეს ღამე რაღა იყო? სწავლის ღამე, ფიქრებისა და აღმოჩე-
ნების გაზიარების ღამე?"
ქალი უწინდელივით კვლავაც ლამაზად გამოიყურებოდა.
გრძელ, სწორ თმაში წითურს ნაცრისფერი შერეოდა. სახეზე იმ სიძ-
ნელეს დაეტოვებინა კვალი, რომელმაც ქალის მოდრეკა ვერ შეძ-
ლო. და თვალები... მკაცრი თვალები, სავსე მხოლოდ დამცველი-
სათვის ხელმისაწვდომი ცოდნითა და სწავლის წყურვილით.
"ასეთ რაღაცებზე არ უნდა ვიფიქრო", – გაუელვა სეიზდს, –
"ასეთ ფიქრებს აზრი არა აქვს. არც არასდროს ჰქონია".
548
– მაშ, უნდა წახვიდე, – თქვა და შებრუნდა.
– ისევ! კამათზე უარს ამბობ.
– კამათს რა აზრი აქვს? ბრძენი ადამიანი ხარ და გადაგიწყვეტია
კიდეც. გზა საკუთარმა სინდისმა უნდა გიკარნახოს, – მიუგო სეიზდმა.
– ხანდახან ჩანს, რომ ადამიანებმა გადაწყვეტილება უკვე მიიღეს,
მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ სხვა არჩევანი არავინ შესთა-
ვაზა.
სეიზდი მისკენ მიბრუნდა. ოთახში სიჩუმე იდგა, ხმაური მხოლოდ
ეზოდან შემოდიოდა. ტინდუილი სანახევროდ მზის სინათლეში იჯდა,
მისი ფერადი სამოსი ნელ-ნელა სულ უფრო მეტად ანათებდა და ჩრდი-
ლებს აქრობდა. რაღაცას გულისხმობდა, რაღაც ისეთს, რომლის მოს-
მენასაც სეიზდისგან არასდროს ელოდა.
– დავიბენი, – თქვა კაცმა და ნელა ჩამოჯდა, – შენი, დამცველის
მოვალეობები?
– ისინი მნიშვნელოვანია, – აღიარა ტინდუილმა, – მაგრამ... ხან-
დახან რაღაც გამონაკლისის დაშვება შეიძლება. ამ ჩანაწერს, რომე-
ლიც იპოვე... შესაძლოა, გაცილებით მეტი შესწავლა სჭირდებოდეს
იქამდე, სანამ გავემგზავრები.
სეიზდი თვალებში უყურებდა, ცდილობდა, მისი მზერა წაეკითხა.
"რას ვგრძნობ?" – გაუკვირდა. დაბნეულობას? გაოცებას? შიშს?
– მე ის ვერ ვიქნები, რაც შენ გსურს, ტინდუილ, – თქვა მან, – მე
კაცი არ ვარ.
ტინდუილმა უინტერესოდ აიქნია ხელი.
– წლების განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში საკმარისზე მეტი "კაცი"
და მშობიარობა იყო, სეიზდ. ტერისელი ხალხის წინაშე ჩემი ვალი მოხ-
დილი მაქვს. მგონი, მირჩევნია, ცოტა ხანი მათგან შორს ვიყო. ნაწი-
ლობრივ მათზე გაბრაზებული ვარ, იმის გამო, რაც გამიკეთეს.
სეიზდმა პირი გააღო, მაგრამ ტინდუილმა ხელი ასწია.
– ვიცი, სეიზდ. ეს მოვალეობა თავად ვიკისრე და მიხარია, რომ
ხალხს გამოვადექი. მაგრამ... იმ სიმარტოვის წლებში, იმ დროს, რო-
დესაც დამცველებს იშვიათად ვნახულობდი, ძალიან მაღიზიანებდა,
549
რომ მთელი მათი გეგმები ჩვენი, როგორც დაპყრობილი ხალხის
სტატუსის შესანარჩუნებლად იყო მიმართული. მხოლოდ ერთა-
დერთი კაცი ვნახე, რომელიც სინოდს აქტიურობისკენ მოუწოდებ-
და. სანამ ყველა გეგმავდა, როგორ დამალულიყვნენ, ერთი კაცი
მოითხოვდა შეტევაზე გადასვლას. სანამ სხვები შემჯვარებლებს
ნიღბავდნენ, ერთადერთი კაცი გეგმავდა უკანასკნელი იმპერიის
დამხობას. როდესაც ჩემს ხალხთან გავერთიანდი, გავიგე, რომ ის
კაცი კიდევ იბრძოდა. მარტო. მერე კი, ქურდებთან და აჯანყებუ-
ლებთან კავშირში ბრალდებული, უხმოდ დაეთანხმა თავის სას-
ჯელს, – ბოლოს ტინდუილმა გაიღიმა და თავი გააქნია, – ის კაცი
ყველა ჩვენგანის გასათავისუფლებად წავიდა.
გაოგნებული სეიზდი უსიტყვოდ იჯდა.
– ის ადამიანები, რომელთა შესახებაც ვკითხულობ ხოლმე, სე-
იზდ, – ხმადაბლად განაგრძო ტინდუილმა, – ისეთები არ იყვნენ,
რომ დამსხდარიყვნენ და დამალვის საუკეთესო გზები ეძებნათ. ისი-
ნი იბრძოდნენ, გამარჯვებას დაეძებდნენ. ხანდახან, როცა განუსჯე-
ლად იქცეოდნენ, სხვები სულელებად ნათლავდნენ. მაგრამ როდე-
საც კამათელი უკვე ნასროლია და ჯარისკაცებიც დათვლილი, მერე
სწორედ ასეთები ცვლიან ყველაფერს.
მზის შუქმა ოთახი სრულად გაანათა, ტინდუილი იჯდა, სეიზდის
ხელები საკუთარ ხელებში მოექცია. ქალი... აღელვებული ჩანდა.
ოდესმე შეუმჩნევია ტინდუილისთვის ასეთი ემოცია? ძლიერი იყო,
ყველაზე ძლიერი ქალი, ვისაც იცნობდა. ნუთუ მის თვალებში
აღელვება ჩანდა?
– მომეცი საბაბი, სეიზდ, – დაიჩურჩულა მან.
– მე... ძალიან კარგი იქნება, თუ დარჩებოდი, – უთხრა სეიზდმა,
ცალი ხელი ტინდუილის ხელებში ჰქონდა მოქცეული, მეორით მა-
გიდას ეყრდნობოდა, თითები ოდნავ უკანკალებდა.
ტინდუილმა წარბი ასწია.
– დარჩი, – უთხრა სეიზდმა, – გთხოვ.
ტინდუილმა გაიღიმა.
550
– ძალიან კარგი. გადამარწმუნე. შეგვიძლია, კვლევას დავუბრუნ-
დეთ.
ელენდი დილის სინათლით გაცისკროვნებულ გალავანს მიუყ-
ვებოდა. მისი ხმალი ყოველ ნაბიჯზე წკრიალებდა ქვის კედელთან შე-
ჯახებისას.
– ლამის მეფესავით გამოიყურები, – შენიშნა ხმამ.
ელენდი შებრუნდა და ჰამმაც დარჩენილი რამდენიმე საფეხური
ამოიარა. ცივი ჰაერი აფხიზლებდა, ქვის ჩრდილებში ჯერაც ჩარჩენი-
ლიყო ჭირხლი. ზამთარი მოდიოდა. შეიძლება, უკვე მოვიდა კიდეც.
თუმცა ჰამს მანტია არ ეცვა. მხოლოდ ჩვეული ჟილეტი, შარვალი და
სანდალი.
"ნეტავ საერთოდ თუ იცის, სიცივე რა ხილია", – გაიფიქრა ელენ-
დმა, – "კალტყვია. რა საოცარი უნარია".
– თუ შენც კი იმას ამბობ, ლამის მეფეს გავხარო, – უთხრა ელენდმა
და ჰამთან ერთად განაგრძო გალავანზე სიარული, – ალბათ, ტინდუი-
ლის სამოსმა მართლა სასწაული მოახდინა.
– ტანსაცმელს არ ვგულისხმობდი, – მიუგო ჰამმა, – გამომეტყვე-
ლებაზე ვთქვი. რამდენი ხანია აქ ხარ?
– უკვე საათებია, – უპასუხა ელენდმა, – როგორ მიპოვე?
– ჯარისკაცების მეშვეობით. უკვე მეთაურად აღგიქვამენ, ელენდ.
უყურებენ, სად ხარ. გვერდით რომ ჩაუვლი, უფრო მეტად იმართებიან.
ან თუ იციან, რომ გავლას აპირებ, იარაღს აპრიალებენ.
– მეგონა, მათთან დიდ დროს არ ატარებდი, – შენიშნა ელენდმა.
– ეგ არასდროს მითქვამს, – უარყო ჰამმა, – ჩემს ჯარისკაცებთან
დიდ დროს ვატარებ. უბრალოდ, ისე საშიშად ვერ გამოვიყურები, რომ
მათი მეთაური ვიყო. კელსიერს სულ უნდოდა, გენერალი ვყოფილიყა-
ვი. მგონი, გულის სიღრმეში ფიქრობდა, რომ ხალხის წინამძღოლობა
სჯობდა მათთან მეგობრობას. ალბათ, მართალიც იყო. ხალხს წინამ-
ძღოლი სჭირდება. მე კი არ მინდა წინამძღოლობა.
– მე მინდა, – თქვა ელენდმა და თავადვე გაუკვირდა.

551
– ეგ, ალბათ, კარგია, – ჰამმა მხრები აიჩეჩა, – ბოლოს და ბო-
ლოს, მეფე ხარ.
– რაღაც მსგავსი.
– ჯერჯერობით, გვირგვინი ისევ შენ გადგას თავზე.
ელენდმა თავი დაუქნია.
– გვირგვინის გარეშე წამოსვლა არასწორი მეჩვენა. სულელუ-
რად ჟღერს, მაგრამ ძალიან ცოტა ხანი ვატარე. ხალხს კი სურს, და-
ინახოს, რომ ვიღაცა ჯერ კიდევ მართავს. ყოველ შემთხვევაში, უახ-
ლოესი რამდენიმე დღე მაინც.
სიარული განაგრძეს. სადღაც, შორს, მიწაზე ჩრდილი ჩანდა.
როგორც იქნა, ლტოლვილების კვალდაკვალ, მესამე არმიამაც ჩა-
მოაღწია. მზვერავებმა არ იცოდნენ, რატომ დასჭირდათ კოლოსებს
ამდენი დრო ლუთადელამდე მოსასვლელად. თუმცა ლტოლვილე-
ბის სევდიანი ამბავი მინიშნებად გამოდგებოდა.
არმია არც სტრაფს ესხმოდა თავს, არც სეტს. უბრალოდ იცდიდ-
ნენ. სავარაუდოდ, ჯასტესი მათ სათანადოდ მართავდა. ასე რომ,
ალყას შეუერთდა კიდევ ერთი მხეცი, რომელიც თავდასხმისთვის
მზად იყო.
"როდესაც არჩევანი თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორი-
საა, რომელს აარჩევ, ყმაწვილო?.."
– მგონი თავად გიკვირს, რომ ლიდერობა გინდა, – თქვა ჰამმა.
– უბრალოდ, აქამდე ხმამაღლა არასდროს მითქვამს, – აუხსნა
ელენდმა, – ხმამაღლა რომ ვამბობ, ძალიან თავხედურად ჟღერს.
მეფობა მინდა. და არ მინდა, რომ ვინმემ ჩემი ტახტი მიითვისოს.
არც პენროდმა, არც სეტმა... არავინ. ეს ადგილი ჩემია. ქალაქი ჩე-
მია.
– არც კი ვიცი, "თავხედი" სწორი სიტყვა თუა, ელ, – უთხრა ჰამ-
მა, – რატომ გინდა მეფობა?
– ჩემი ხალხის დასაცავად; მათი უსაფრთხოების დასაცავად...
და მათი უფლებების. მაგრამ იმის უზრუნველყოფაც მინდა, რომ კე-

552
თილშობილები კიდევ ერთი აჯანყების არასწორ მხარეს არ აღმოჩნდე-
ბიან.
– ეგ თავხედობა არაა.
– არის, ჰამ, – მიუგო ელენდმა, – მაგრამ საპატიო თავხედობაა.
მგონი, ამის გარეშე მეფე ვერ იქნები. საერთოდაც, მგონი ჩემი მეფო-
ბის უმეტესი დრო სწორედ ეგ მაკლდა. თავხედობა.
– თავდაჯერება.
– იმავე აზრის უფრო სასიამოვნო დასახელებაა, – აღნიშნა ელენ-
დმა, – ამ ხალხისთვის მე უფრო მეტის გაკეთება შემიძლია, ვიდრე
სხვებს. უბრალოდ, მათ ეს უნდა დავუმტკიცო.
– მოახერხებ.
– იმედიანად ხარ განწყობილი, ჰამ.
– შენსავით.
ელენდმა გაიღიმა:
– ასეა. მაგრამ ეს საქმე მცვლის.
– ჰოდა, თუ მისი შენარჩუნება გინდა, აჯობებს, საქმეს დავუბრუნ-
დეთ. ერთი დღეღა დარჩა.
ელენდმა თავი გააქნია.
– ყველაფერი წავიკითხე, რაც შემეძლო, ჰამ. კანონს ბოროტად არ
გამოვიყენებ, ამიტომაც ხარვეზების ძებნას აზრი არა აქვს. შთაბეჭდი-
ლების მისაღებად სხვა წიგნების კითხვაც არაფერს მომცემს. დრო
მჭირდება დასაფიქრებლად; სასეირნოდ...
სეირნობა განაგრძეს. ამ დროს ელენდმა რაღაც შენიშნა. მტრის ჯა-
რისკაცთა ჯგუფი რაღაცას საქმიანობდა, მაგრამ ვერ არჩევდნენ, რას.
თავისი ერთ-ერთი მებრძოლი მოიხმო.
– რა ხდება?
ჯარისკაცმა თვალები ხელით მოიჩრდილა და გახედა:
– როგორც ჩანს, კიდევ ერთი შეტაკებაა სტრაფისა და სეტის არმიას
შორის, თქვენო უდიდებულესობავ.
– ხშირად ხდება ხოლმე? – წარბი აზიდა ელენდმა.

553
– უფრო და უფრო ხშირად. ძირითადად, სადაზვერვო რაზმები
ერთმანეთს აუხირდებიან და ბრძოლას იწყებენ. რამდენიმე გვამს
ტოვებენ და უკან იხევენ. დიდი არაფერი, თქვენო უდიდებულესო-
ბავ.
ელენდმა თავი დაუქნია და ანიშნა, თავისუფალი ხარო.
"საკმაოდ მნიშვნელოვანი რამაა", – გაიფიქრა მან, – "როგორც
ჩანს, არმიებიც ისეთივე დაძაბულები არიან, როგორც ჩვენ. ჯარის-
კაცებს ამდენი ხანი ალყაში ყოფნა არ მოსწონთ, მით უმეტეს, ზამ-
თარში".
ბეწვის ხიდზე იყვნენ. კოლოსების არმიის მოსვლა უფრო მეტ ქა-
ოსს გამოიწვევდა. ელენდი სწორად თუ მოიქცეოდა, სტრაფი და სე-
ტი ერთმანეთს დასცხებდნენ. "ცოტა მეტი დრო მჭირდება!" – გა-
იფიქრა და სიარული განაგრძო, ჰამი გვერდით მიჰყვებოდა.
თუმცა ჯერ გვირგვინი უნდა დაებრუნებინა. ამ ძალაუფლების გა-
რეშე არავინ იყო და არაფერი შეეძლო.
პრობლემა გონებას უღრღნიდა, თუმცა სიარულისას ელენდის
ყურადღება სხვა რაღაცამაც მიიქცია, ოღონდ ამჯერად გალავნის
შიგნით. ჰამი მართალი იყო. ელენდი ახლოს რომ ჩაივლიდა, ჯა-
რისკაცები იჯგიმებოდნენ და ესალმებოდნენ; ის კი თავის დაქნევით
უბრუნებდა პასუხს და, ტინდუილის დარიგებისამებრ, პომელზე(პო-
მელი – ევროპული ხმლის ტარის მომრგვალებული, ბურთულისებ-
რი ბოლო.) ჩამოდებული ხელით აგრძელებდა გზას.
"ტახტს თუ შევინარჩუნებ, იმ ქალის დიდი წვლილი იქნება", – გა-
იფიქრა. რა თქმა უნდა, ტინდუილი ამ აზრის გამო დატუქსავდა. ალ-
ბათ, ეტყოდა, ტახტი იმიტომ შეინარჩუნე, რომ დაიმსახურე; და იმი-
ტომ, რომ მეფე ხარო. საკუთარი თავის შეცვლისას კი, უბრალოდ,
ხელთ არსებული რესურსები გამოიყენე და სირთულეები ასე გადა-
ლახეო.
თავად ეჭვი ეპარებოდა, რომ ოდესმე შეძლებდა მოვლენების-
თვის ამ თვალით შეეხედა. მაგრამ წინა დღით, უკანასკნელი გაკვე-
თილისას – ელენდი როგორღაც გრძნობდა, რომ უკანასკნელი იქ-
554
ნებოდა – ერთადერთი ახალი რამ ასწავლა: მეფედ არავინ იბადებოდა.
ძველი დროის მეფეებს ისევე ვერ დაემგვანებოდა, როგორც, მაგალი-
თად, კელსიერს. ელენდ ვენტურად დარჩებოდა. ფესვებით ფილოსო-
ფიაში წასულ ყმაწვილად, ასე რომ, სწავლულად დაიმახსოვრებდნენ.
უჯობდა, ეს უპირატესობა გამოეყენებინა... ან საერთოდ არავინ დაიხ-
სომებდა. მეფეები საკუთარ სისუსტეებს არ აღიარებდნენ, მაგრამ სა-
კუთარ ძლიერებაზე სასაუბროდ სიბრძნე ნამდვილად ჰყოფნიდათ.
"და რა არის ჩემი ძლიერება?" – ფიქრობდა იგი, – "რატომ უნდა გავ-
ხდე ქალაქისა და მისი შემოგარენის მმართველი სწორედ მე?"
კი, ნამდვილად სწავლული იყო; და იმედიანად განწყობილი, რო-
გორც ჰამმა შენიშნა. ბრძოლის ოსტატი არ ყოფილა, თუმცა ნელ-ნელა
იხვეწებოდა. არც შესანიშნავი დიპლომატი იყო, თუმცა კი მამამისთან
და სეტთან შეხვედრისას დაამტკიცა, რომ თავისას არაფერს დათმობ-
და.
ვინ იყო?
კეთილშობილი, რომელსაც სკაა უყვარდა. ისინიც აღმერთებდნენ,
დამხობამდეც კი, სანამ ვინსა და დანარჩენებს შეხვდებოდა. მისი ერთ-
ერთი საყვარელი, ფილოსოფიური თავსატეხი სწორედ იმის დამტკიცე-
ბა იყო, რომ სკაას ხალხი სხვა, კეთილშობილური წარმომავლობის
ადამიანებისგან არ განსხვავდებოდა. იდეალისტურად ჟღერდა, მაგ-
რამ გულახდილად რომ ეთქვა, დამხობამდე სკაას მიმართ უფრო აკა-
დემიური ინტერესი ჰქონდა. მათ არავინ სწავლობდა, ამიტომაც ეგზო-
ტიკურად და საინტერესოდ ეჩვენებოდა ეს ტომი.
გაიღიმა და გაიფიქრა: "ნეტავ, რას იტყოდა პლანტაციის რომელიმე
მუშა, ვინმეს მისთვის რომ ეთქვა, ეგზოტიკური ხარო".
შემდეგ მბრძანებელიც დაამხეს. ელენდის წიგნებსა და თეორიებში
ნაწინასწარმეტყველებ რევოლუციასაც ხორცი შეესხა. მისი რწმენა უბ-
რალო, აკადემიურ აზროვნებად ვეღარ დარჩებოდა. თანაც სკაას ხალ-
ხი გაიცნო – არა მხოლოდ ვინი და გუნდი, არამედ მუშებიცა და მსახუ-
რებიც. ხედავდა, როგორ ისახებოდა მათ გულებში იმედი. ქალაქის მო-

555
სახლეობაში ხედავდა საკუთარი თავის პატივისცემის, საკუთარი
თავის დაფასების ნიშნებს; და ეს აღტაცებას ჰგვრიდა.
მათ არ მიატოვებდა.
"სწორედ ეს ვარ", – გაიფიქრა ელენდმა და შეჩერდა, – "იდეალის-
ტი. მელოდრამატული იდეალისტი, ვინც, წიგნებისა და ცოდნის მი-
უხედავად, მაინცდამაინც კარგი კეთილშობილი არასდროს ყოფი-
ლა".
– რა მოხდა? – ჰკითხა ჰამმა და მის გვერდით შეჩერდა.
– იდეა მაქვს, – მიუბრუნდა ელენდი.
სწორედ აქაა სირთულე. თუმცა კი თავდაპირველად ალენდისი
მჯეროდა, მოგვიანებით ეჭვი შემეპარა. მართალია, ისე ჩანდა, რომ
ნაწინასწარმეტყველებ ნიშნებს მშვენივრად შეესაბამებოდა, მაგ-
რამ როგორ ამეხსნა, რომ...
შესაბამისობა მეტისმეტად კარგი იყო?
38
"როგორ ახერხებს ასე მშვიდად ყოფნას, მე კი ნერვიულობით
ვკვდები?" – ფიქრობდა ვინი, რომელიც ელენდის გვერდით იდგა.
ასამბლეის დარბაზი ნელ-ნელა ივსებოდა. ამჯერად ადრე მოვიდ-
ნენ. ელენდმა მოისურვა, ასამბლეის წევრებს შეგებებოდა და ამით
ეჩვენებინა, თითქოს სიტუაციას თავად მართავდა.
მეფე უნდა აერჩიათ.
ვინი და ელენდი სცენაზე იდგნენ და გვერდით მდებარე კარიდან
შემოსულ ასამბლეის წევრებს თავს უკრავდნენ. სკამები თითქმის
უკვე გადაივსო. პირველ რამდენიმე რიგში, როგორც ყოველთვის,
მცველები ისხდნენ.
– დღეს ძალიან ლამაზად გამოიყურები, – ელენდმა ვინს შეხე-
და. გოგომ მხრები აიჩეჩა. თეთრი, თავისუფალი მოყვანილობის კა-
ბა ეცვა, ზემოდან რამდენიმე გამჭვირვალე ფენით. სხვა ტანსაც-
მლის მსგავსად, თავისუფლად მოძრაობის საშუალებას აძლევდა
და თანაც ელენდის სამოსს ეხამებოდა – განსაკუთრებით, სახელო-

556
ებთან მუქი ფერის ნაქარგებით. სამკაულები არ ეკეთა; მხოლოდ თმა
ჰქონდა შეკრული ხის თეთრი სარჭებით.
– უცნაურია, კაბების ჩაცმას კვლავ ძალიან სწრაფად მივეჩვიე.
– მიხარია, რომ ასეა, – უთხრა ელენდმა, – კაბებიც ისევე გიხ-
დება, როგორც შარვალი და პერანგი; ეს მეჯლისზეც შევნიშნე, როდე-
საც ერთმანეთს თითქმის არ ვიცნობდით.
ვინმა მონატრებით გაიღმა და ელენდს ახედა. გარშემო შეკრებილი
ხალხი თითქოს სადღაც გაქრა.
– ჩემთან მაინც არ იცეკვე.
– ბოდიში, – ელენდი ნაზად შეეხო ხელზე, – ბოლო დროს ერთმა-
ნეთისთვის დრო აღარ გვრჩებოდა.
ვინმა თავი გააქნია.
– მაგას მოვაგვარებ. როგორც კი ეს ყველაფერი ჩაივლის, რო-
გორც კი ტახტის ამბავი გაირკვევა, ისევ შეგვეძლება ერთმანეთს და-
ვუბრუნდეთ.
ვინმა თავი დაუქნია, შემდეგ ზურგს უკან მოძრაობა შენიშნა და
სწრაფად შეტრიალდა. სცენაზე ასამბლეის წევრმა გაიარა.
– დღეს რაღაც მოუსვენრად ხარ, – აღნიშნა ელენდმა და ოდნავ მო-
იღუშა, – ჩვეულებრივზე მეტად. რამე გამომრჩა?
– არ ვიცი, – თავი გააქნია ვინმა.
ელენდი ხელის მტკიცე ჩამორთმევით მიესალმა ასამბლეის ერთ-
ერთ წევრს – სკაას. ვინი მის გვერდით იდგა, ძველი ნოსტალგია ნის-
ლივით ქრებოდა, გონება კი გარშემო მიმდინარე მოვლენებს უბრუნ-
დებოდა.
"რა მაწუხებს?" – გაიფიქრა გოგომ.
დარბაზი გადაჭედილი იყო. ყველას უნდოდა, იმ დღის ამბებისთვის
თვალი მიედევნებინა. ელენდი იძულებული გახდა, წესრიგის შესანარ-
ჩუნებლად ოთახის კართან მცველები დაეყენებინა. მაგრამ ვინს მხო-
ლოდ ადამიანთა რაოდენობა არ აშფოთებდა. კიდევ რაღაც აფორია-
ქებდა. მთელ ამ მოვლენაში რაღაც ცუდს ხედავდა. ხალხი ისე იკრიბე-
ბოდა, როგორც სამარის ჭიები ხრწნის სუნზე.
557
– არასწორია, – თქვა ვინმა, როგორც კი ასამბლეის წევრი წავი-
და და ელენდს ხელი ჩაავლო, – მეფეები ტრიბუნიდან ნათქვამი არ-
გუმენტების მიხედვით არ უნდა იცვლებოდნენ.
– რახან ასეთი რამ წარსულში არ მომხდარა, არ ნიშნავს, რომ
არც უნდა ხდებოდეს, – უპასუხა ელენდმა.
– რაღაც მოხდება, ელენდ. სეტი აუცილებლად მოიფიქრებს რა-
მე სიურპრიზს. ალბათ, პენროდიც. ეგეთი ხალხი არ დაჯდება და
ასამბლეას არ დააცდის მათი ბედის გადაწყვეტას.
– ვიცი, – მიუგო ელენდმა, – მაგრამ მხოლოდ მათ კი არ შეუძ-
ლიათ სიურპრიზების მოფიქრება.
– რამეს გეგმავ? – გაკვირვებით შეხედა ვინმა.
ელენდი წამით შეყოყმანდა, შემდეგ მზერა ისევ მიაპყრო.
– მე... მოკლედ, მე და ჰამმა გუშინ ღამით რაღაც მოვიფიქრეთ.
ეშმაკური გეგმა. მინდოდა, შენთვის მეთქვა, მაგრამ დრო აღარ
გვქონდა. წამის დაკარგვაც კი არ შემეძლო.
ვინმა წარბი შეკრა – ელენდის მღელვარებას გრძნობდა. რაღა-
ცის თქმა გადაწყვიტა, მაგრამ შეჩერდა და თვალებში ჩახედა.
ელენდი ოდნავ დარცხვენილი ჩანდა.
– რა ხდება? – ჰკითხა ვინმა.
– ანუ... გარკვეულწილად, შენ გეხება, და შენს რეპუტაციას. ნე-
ბართვის თხოვნა მინდოდა, მაგრამ...
ვინს ტანში გასცრა. მათ გვერდით ასამბლეის უკანასკნელმა
წევრმა დაიკავა თავისი ადგილი და პენროდი ფეხზე წამოდგა სხდო-
მის წასაყვანად. ელენდს გადახედა და ყელი ჩაიწმინდა.
ელენდმა ჩუმად შეიკურთხა.
– მისმინე, ახნის დრო არ მაქვს, მაგრამ დიდი არაფერია. შეიძ-
ლება, ბევრი ხმა არც მომიპოვოს, მაგრამ მაინც უნდა მეცადა. თა-
ნაც დიდად არაფერს ცვლის ჩვენ შორის.
– რა?
– ლორდო ვენტურ? – მიმართა პენროდმა, – მზად ხართ შეხვედ-
რის დასაწყებად?
558
დარბაზი დადუმდა. ვინი და ელენდი ჯერაც სცენის შუაგულში იდ-
გნენ, ტრიბუნასა და ასამბლეის წევრებს შორის. ვინმა ელენდს შეხედა.
გულს შიში, დაბნეულობა და, სულ ცოტათი, ღალატის შეგრძნება უგ-
ლეჯდა.
"რატომ არ მითხარი?" – გაიფიქრა, – "როგორ უნდა ვიყო მზად, თუ-
კი არ ვიცი, რას აპირებ? და... ასე რატომ მიყურებ?"
– მომიტევეთ, – თქვა ელენდმა და სკამზე დაჯდა.
ვინი მარტო იდგა ხალხის წინ. ერთ დროს ასეთი ყურადღება თავ-
ზარს დასცემდა. ახლაც უსიამოვნოდ შეიშმუშნა; თავი ოდნავ დახარა
და უკანა სკამებისკენ, საკუთარი ცარიელი ადგილისკენ, წავიდა.
ჰამი იქ არ იყო. ვინი მოიღუშა და სცენისკენ შებრუნდა. პენროდმა
სხდომა გახსნა.
"აი, იქაა", – გაიფიქრა ვინმა, როდესაც ჰამი ოთახის ცენტრში, სკა-
ას ჯგუფთან ერთად დაინახა. ჰამი მშვიდად იჯდა. ჯგუფი ხმადაბლა სა-
უბრობდა; კალა რომც აენთო, ვინი ამხელა ბრბოში მათ მოსმენას ვერ
შეძლებდა. ბრიზი ოთახის უკანა ნაწილში, ჰამის ჯარისკაცებთან ერ-
თად იდგა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, გეგმის შესახებ რამე იცოდნენ თუ
არა – მისგან ისე შორს იყვნენ, ვერაფერს ჰკითხავდა.
ნერვებაშლილმა ვინმა კაბა შეისწორა და დაჯდა. ასე ბრმად თავი
არასდროს უგრძნია, მას შემდეგ, რაც...
"ერთი წლის წინ", – გაიფიქრა ვინმა, – "სანამ კელსიერის გეგმას
მივხვდებოდით. მაშინ მეგონა, ყველაფერი თავზე ჩამომენგრა".
ეგებ, ეს კარგის ნიშანიც იყო. ეგებ, ელენდმა მართლაც მოიფიქრა
ბოლო ჟამის პოლიტიკური სასწაული? მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინს
უთხრა თუ არა. ალბათ, მთელ ამ იურიდიულ ახსნა-განმარტებებს მა-
ინც ვერაფერს გაუგებდა.
"მაგრამ... აქამდე ყოველთვის ყველაფერს მიყვებოდა".
პენროდი თავის მონოტონურ გამოსვლას აგრძელებდა, როგორც
ჩანს, ასამბლეასთან ლაპარაკის დროს იხანგრძლივებდა. სეტი წინა
სკამზე იჯდა, გარშემო ოცი მცველი მაინც ეხვია, სახეზე თვითკმაყოფი-
ლი გამომეტყველება აღბეჭდოდა. ვერც ვერავინ შეედავებოდა – იმ ან-
559
გარიშებიდან გამომდინარე, რაც ვინმა მოისმინა, მარტივ მოგებას
ელოდა.
მაგრამ, ელენდი რაღას გეგმავდა?
"პენროდი თავის თავს მისცემს ხმას", – ფიქრობდა ვინი, –
"ელენდიც. ოცდაორი ხმა დარჩა. ვაჭრები სეტის მხარეს არიან, სკა-
აც. არმიის ისე ეშინიათ, ხმას მეტს არავის მისცემენ. დარჩნენ კე-
თილშობილები. ზოგი ხმას პენროდს მისცემს, ქალაქში ყველაზე
ძლიერი დიდგვაროვანია. ასამბლეის არაერთი წევრი წლების გან-
მავლობაში მისი პოლიტიკური მოკავშირე იყო. მაგრამ დანარჩენი
კეთილშობილების ხმაც რომ მან მიიღოს, რასაც, ალბათ, ვერ მო-
ახერხებს, მაინც სეტი იგებს. სეტს მხოლოდ ხმების ორი მესამედი
სჭირდება და ტახტსაც ხელში ჩაიგდებს".
რვა ვაჭარი, რვა სკაა. თექვსმეტი ხმა სეტის სასარგებლოდ. სეტი
იგებს. რა უნდა გააწყოს ელენდმა?
პენროდმა, როგორც იქნა, დაასრულა შესავალი სიტყვა.
– თუმცა, სანამ ხმის მიცემაზე გადავალთ, – თქვა მან, – მინდა,
კანდიდატებს შევთავაზო, უკანასკნელად მიმართონ დარბაზს, თუკი
ასე სურთ. ლორდო სეტ, დაიწყებთ?
სეტმა დარბაზიდანვე გააქნია თავი.
– ჩემი დაპირებებიც უკვე მოგახსენეთ და მუქარაც, პენროდ.
ყველამ კარგად იცით, რომ ხმა მე უნდა მომცეთ.
ვინმა შუბლი შეიჭმუხნა. ძალიან თავდაჯერებული ჩანდა, მაგ-
რამ... დარბაზს თვალი მოავლო და მზერა ჰამს მიაპყრო. კაპიტან
დემოქსს ელაპარაკებოდა. ხოლო მათ გვერდით ის კაცი იჯდა, ბაზ-
რობაზე რომ გამოეკიდა. გადარჩენილის ეკლესიის მოძღვარი.
ვინი შებრუნდა და ასამბლეის წევრები შეათვალიერა. სკაას
წარმომადგენლები თავს აშკარად არაკომფორტულად გრძნობ-
დნენ. ელენდი ფეხზე წამოდგა, რომ ტრიბუნასთან ადგილი დაეკა-
ვებინა. ძველი თავდაჯერება დაუბრუნდა და თავის მკვეთრ, თეთრ
ფორმაში ძალიან მეფურად გამოიყურებოდა. გვირგვინი ჯერაც
თავზე ედგა.
560
"დიდად არაფერს ცვლის ჩვენ შორის...", – უთხრა მან.
რაღაცას ვინის რეპუტაციის ხარჯზე ელენდისთვის ხმები უნდა
მოეტანა. მისი რეპუტაცია კელსიერის რეპუტაცია იყო; და მხოლოდ
სკაას ანაღვლებდა... არსებობდა ერთი მარტივი საშუალება, რომ
მათზე ზემოქმედება მოეხდინა...
– გადარჩენილის ეკლესიას შეუერთდი, ხომ? – დაიჩურჩულა ვინმა.
სკაას ხალხის რეაქციამ, მოვლენების მთელმა ჯაჭვმა, ელენდის
სიტყვებმა... ყველაფერმა უეცრად აზრი შეიძინა. თუ ელენდი ეკლესიას
შეუერთდა, სკაას წარმომადგენლები მის წინააღმდეგ ხმის მიცემას
ვერ გაბედავდნენ. ელენდს კი გასამარჯვებლად თექვსმეტი ხმა არ
სჭირდებოდა, ხმები რომ გაყოფილიყო, ელენდი იგებდა. რვა სკაასა და
ერთი საკუთარი ხმით... სხვები ვერ გადაასწრებდნენ.
– ძალიან ჭკვიანურია, – დაიჩურჩულა ისევ.
შეიძლება, არც არაფერი გამოსულიყო. გააჩნია, რა გავლენა ჰქონ-
და ეკლესიას სკაას წარმომადგენლებზე. თუმცა ზოგიერთ სკაას ელენ-
დის წინააღმდეგაც რომ მიეცა ხმა, ისეთი კეთილშობილებიც ხომ იყ-
ვნენ, პენროდს რომ სწყალობდნენ. საკმარისი კეთილშობილების შემ-
თხვევაში, ხმები ისე გადანაწილდებოდა, რომ ელენდი ასამბლეას ჩიხ-
ში შეიყვანდა და ტახტს შეინარჩუნებდა.
ერთადერთი, რასაც ელენდი თმობდა, საკუთარი პატიოსნება იყო.
"არასწორია", – გაიფიქრა ვინმა. თუ ელენდი გადარჩენილის ეკლე-
სიას შეუერთდა, მაშინ თავისი დანაპირები უნდა აესრულებინა. და თუ
ეკლესია მეფის თანადგომას მიიღებდა, შეიძლება ლუთადელში ისევე
გაძლიერებულიყო, როგორც ოდესღაც, ფოლადის სამინისტრო. მაგ-
რამ... რა ესაქმებოდა ამ ყველაფერს ვინთან?
"ეს არაფერს შეცვლის", – დაჰპირდა ელენდი.
ძლივს გაიგო, როგორ დაიწყო ელენდმა ლაპარაკი. კელსიერის
ხსენების მიზეზი უკვე იოლი მისახვედრი გახდა. თუმცა მხოლოდ
მღელვარებას გრძნობდა. ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც ზეინმა
თქვა. ვინი დანა იყო. სხვაგვარი დანა, მაგრამ მაინც იარაღი. საშუალე-
ბა, რომლითაც ელენდი ქალაქს დაიცავდა.
561
განრისხებული უნდა ყოფილიყო, ან, სულ მცირე, ცუდად მაინც
უნდა ეგრძნო თავი. რატომ დახტოდა მისი მზერა ხალხზე? რატომ
ვერ ახერხებდა იმაზე ყურადღების გამახვილებას, თუ რას საუბ-
რობდა ელენდი, ან რას ამბობდა ვინზე? ასე რატომ ღელავდა?
ან რატომ მიუყვებოდნენ ის ადამიანები ოთახის კედლებს ასე
ფრთხილად?
– ამიტომაც, – თქვა ელენდმა, – თავად გადარჩენილის დალოც-
ვით, გთხოვთ, რომ ხმა მე მომცეთ.
უხმოდ იცდიდა. უკიდურესი გადაწყვეტილება იყო. გარე მოძ-
რაობა ელენდზე, რაკი იგი გადარჩენილის ეკლესიას შეუერთდა,
სულიერ ძალაუფლებას იღებდა. მაგრამ ჰამმაც და დემოქსმაც მი-
იჩნიეს, რომ კარგი აზრი იყო. ელენდმა წინა დღის უდიდესი ნაწილი
სკაას ხალხში თავისი გადაწყვეტილების გავრცელებას მოანდომა.
კარგი აზრი ჩანდა. ერთადერთი ვინი ადარდებდა. თვალი მის-
კენ გააპარა. გოგოს გადარჩენილის ეკლესიაში თავისი როლი არ
მოსწონდა; ელენდის გადაწყვეტილება კი იმას ნიშნავდა, რომ გარ-
კვეულწილად ვინის ასეთ როლს აღიარებდა. სცადა, გოგოს მზერა
დაეჭირა და გაეღიმა, მაგრამ ვინი მას არ უყურებდა.
დარბაზისკენ იცქირებოდა.
ელენდი მოიღუშა. ვინი ფეხზე წამოვარდა.
მოულოდნელად ვიღაც კაცმა წინა რიგში მჯდომ ორ ჯარისკაცს
ხელი ჰკრა, არაბუნებრივად მაღალი ნახტომით კათედრაზე ელენ-
დის გვერდით გაჩნდა და სადუელე ჯოხი იშიშვლა.
"რა?" – გაიფიქრა თავზარდაცემულმა ელენდმა. საბედნიეროდ,
ტინდუილის ბრძანებით, ბოლო თვეებია ვარჯიშობდა და ისეთი ალ-
ღო შეიძინა, რომლის არსებობაც თავადაც არ იცოდა. როგორც კი
ჩხუბისთავი თავს დაესხა, ელენდი დაიხარა და გაგორდა. იატაკზე
დაეცა, ბორძიკით წამოხტა და ზუსტად მაშინ შემობრუნდა, როდე-
საც ჯოხმომარჯვებული, ჩასკვნილი კაცი ეძგერა.

562
თავზემოთ თეთრი მაქმანებისა და სამოსის მრისხანე გრიგალმა გა-
დაიქროლა. ვინი ფეხებით შეასკდა ჩხუბისთავს და უკან მოისროლა;
ნისლქმნილის ქათქათა კაბა სინათლეში კაშკაშებდა.
კაცმა დაიხავლა. ვინი ყრუ ბრაგუნით ელენდის წინ დახტა. ასამ-
ბლეის დარბაზში მოულოდნელი კივილი და ყვირილი გაისმა.
ვინმა ტრიბუნა მოისროლა.
– ჩემ უკან დარჩი, – ჩასჩურჩულა ელენდს; მარჯვენა ხელში ობსი-
დიანის ხანჯალი აულაპლაპდა.
ელენდმა ყოყმანით დაუქნია თავი, წამოდგა და ხმალი მოიხსნა.
ჩხუბისთავი მარტო არ იყო. ოთახში შეიარაღებული ადამიანების სამი
ჯგუფი მოძრაობდა. ერთმა წინა რიგებს შეუტია და მცველების ყურად-
ღება მიიქცია. მეორე სცენისკენ მოიწევდა. მესამე ჯგუფი რაღაც გან-
სხვავებულით იყო დაკავებული – სეტის ჯარისკაცებით.
ჩხუბისთავი ფეხზე წამოდგა. ვინის დარტყმით დიდად დაშავებული
არ ჩანდა.
"ასასინები", – გაიფიქრა ელენდმა, – "ვინ მომიგზავნა ეს მკვლელე-
ბი?"
როგორც კი ხუთი მხარდამჭერისგან შემდგარი გუნდი გვერდით
ამოუდგა, კაცმა გაიღიმა. ოთახი ქაოსმა მოიცვა. ასამბლეის წევრები
გაიფანტნენ, მათი მცველები გამწარებულები ცდილობდნენ, გარს შე-
მორტყმოდნენ. წინა რიგებში ამტყდარი ბრძოლა იმ მიმართულებით
გაქცევის შანსს არავის აძლევდა. ასამბლეის წევრები დარბაზის გასას-
ვლელთან მიქუჩდნენ, მაგრამ თავდამსხმელებს ისინი არ აინტერესებ-
დათ.
მხოლოდ ელენდი.
ვინი მოხრილად იდგა და შეტევას ელოდა. მაქმანებიანი კაბის მი-
უხედავად, მისი პოზა შიშისმომგვრელად გამოიყურებოდა. ელენდს
მოეჩვენა, რომ გოგო ხმადაბლა იღრინებოდა.
კაცები შეტევაზე გადმოვიდნენ.
ვინი გაქანდა და ყველაზე წინ მომავალ ჩხუბისთავს ხანჯალი მოუქ-
ნია; თუმცა რაკი კაცი ერთი ხელის გაწვდენაზე იყო, კეტით იოლად მო-
563
იგერია გოგოს შეტევა. ჯამში, ექვსნი იყვნენ. სამნი აშკარად ჩხუბის-
თავები, დანარჩენი სამი – ან მსროლელები, ან მრბოლავები. ალო-
მანტთა ძლიერი გუნდი იყო. ვიღაცას აშკარად არ სურდა, ვინს მხო-
ლოდ რამდენიმე მონეტის გატყორცნით, მალე დაესრულებინა ეს
ბრძოლა.
არ იცოდნენ, რომ ასეთ სიტუაციაში მონეტებს არასდროს გა-
მოიყენებდა. არასდროს, რადგან ელენდი ასე ახლოს იდგა და დარ-
ბაზიც ხალხით იყო გადაჭედილი. მონეტებს უსაფრთხოდ ვერ გა-
მოიყენებდა. მტრებისთვის შეიძლება ერთი მუჭა რკინეულობა და-
ეშინა, მაგრამ უდანაშაულო ხალხს იმსხვერპლებდა.
ჯერ ეს მკვლელები უნდა დაეხოცა. უკვე იფანტებოდნენ, ცდი-
ლობდნენ, ვინსა და ელენდს გარს შემორტყმოდნენ. წყვილებად
მოძრაობდნენ, ერთი ჩხუბისთავი ერთ მსროლელთან ერთად.
გვერდებიდან შეუტევდნენ, ეცდებოდნენ, ნისლქმნილთან ბრძოლა
თავიდან აერიდებინათ და პირდაპირ ელენდს მისწვდომოდნენ.
ვინმა ანთებული რკინის დახმარებით ზურგს უკან ელენდის
ხმალს მოქაჩა და ქარქაშიდან წკრიალა ხმით ამოაძრო. ტარით და-
იჭირა და ერთ-ერთ წყვილს ესროლა. მსროლელმა უკან მოუბრუნა,
ამიტომ ვინმა მიმართულება უცვალა და ალომანტების მეორე წყვი-
ლისკენ მიმართა.
ერთ-ერთმა კვლავ უკან დააბრუნა. ვინმა ხმალს მოქაჩა, ელე-
ნდს ლითონით მოჭედილი ქარქაში ხელიდან გამოსტაცა და ჰაერში
ბალთით ისროლა. ხმალი ჰაერშივე ჩაეგო ქარქაშში, მაგრამ მტრის
მსროლელმა ორივე ერთად მოისროლა ბრბოსკენ.
დარბაზიდან განწირული ყვირილი მოისმა – ხალხი მთელი ძა-
ლით ცდილობდა, ოთახიდან გზა გაეკვლია. ვინმა კბილი კბილს და-
აჭირა. უკეთესი იარაღი სჭირდებოდა.
ობსიდიანის ხანჯალი ერთ-ერთ წყვილს გაუქანა, შემდეგ მეორე
ჯგუფისკენ გადახტა და ჩხუბისთავის მოქნეულ იარაღს ბზრიალით
გაეცალა. მსროლელის ტანზე ვერანაირ ლითონს ვერ გრძნობდა.
იგი ბრძოლაში მხოლოდ იმიტომ იყო ჩართული, რომ მისი ჩხუბის-
564
თავი მონეტებით არ მოეკლათ. ალბათ, ფიქრობდნენ, თუკი ნის-
ლქმნილს მონეტების სროლის უნარს წაართმევდნენ, ადვილადაც
დაამარცხებდნენ.
ჩხუბისთავმა იარაღი მეორედაც მოიქნია და სცადა, ვინს კეტის წვე-
რით მისწვდომოდა. თუმცა გოგომ იარაღი ჰაერში დაიჭირა და წინ მი-
მართა, მერე ახტა და ზურგს უკან ასამბლეის სკამებს უბიძგა; შემდეგ
ჩხუბისთავს ფეხებით მკერდში დაეძგერა და კალტყვიით გაათკეცებუ-
ლი ძალით ჩასცხო. მეტოქემ დაიღმუვლა და ვინმაც სკამებზე დაჭედე-
ბულ ლურსმნებს მთელი ძალით მოქაჩა.
ჩხუბისთავმა წონასწორობა შეინარჩუნა. ძალიან გაკვირვებული
ჩანდა, რომ ვინმა დარტყმა მოახერხა, მისი კეტი კი ჯერაც ხელთ ეპყრა.
გოგო დაეშვა და ელენდისკენ მიბრუნდა. მას იარაღი ეპოვა – სა-
დუელე ჯოხი – და საკმარისი ჭკუაც აღმოსჩენოდა საიმისოდ, რომ ზურ-
გით კედელს მიყრდნობოდა. ვინისგან ხელმარჯვნივ ასამბლეის წევრე-
ბი შეჯგუფებულიყვნენ და გარშემო მცველები შემოხვეოდნენ. დარბაზი
ხალხს ვეღარ იტევდა, ვიწრო გასასვლელები კი ჩახერგილი იყო, ამი-
ტომ გაღწევას ვერ ახერხებდნენ.
ელენდის დასახმარებლადაც არაფერს ცდილობდნენ.
ერთ-ერთმა მკვლელმა შეჰყვირა და მეწყვილეს ვინისკენ ანიშნა,
რომელმაც ისევ სკამებს უბიძგა, ადგილს მოსწყდა და მათკენ გაქანდა.
ცდილობდა, ელენდის წინ მოქცეულიყო. როგორც კი ნისლქმნილმა
სულ ოდნავ მოქაჩა კარის ანჯამებს და ჰაერში შემობრუნდა, ორმა ჩხუ-
ბისთავმა იარაღები შემართა. მოფრიალე კაბა გასწორდა.
"მკერავს მადლობა უნდა გადავუხადო", – უთხრა თავის თავს და კე-
ტი ასწია. წამით იფიქრა, კაბა მაინც დაეხია, მაგრამ ჩხუბისთავები ზედ-
მეტად სწრაფად დააცხრნენ. ორივე დარტყმა ერთდროულად მოიგე-
რია, შემდეგ კალტყვია ააალა და გაცილებით უფრო სწრაფი მოძრაო-
ბით მათ შორის შესხლტა.
ერთ-ერთმა შეიგინა და სცადა, კეტი შემოებრუნებინა, მაგრამ სანამ
რამეს მოასწრებდა, ვინმა ფეხი წაამტვრია. კაცი ღმუილით წაბორძიკ-
და. ვინი ზურგზე შეახტა, აიძულა, სწრაფად წაქცეულიყო და კეტი თავში
565
ჩაარტყა მეორე ჩხუბისთავს. მან თავი დაიცვა, შემდეგ იარაღზე ია-
რაღით მიაწვა, რომ როგორმე თანაგუნდელისგან მოეშორებინა.
ამ დროს შეტევაზე ელენდიც გადავიდა, მაგრამ კალტყვიით გაძ-
ლიერებულ მებრძოლებთან შედარებით, მეფის მოქმედებები ლო-
კოკინასავით ზოზინა ჩანდა. ჩხუბისთავი უდრტვინველად მიბრუნდა
და, ერთი მარტივი დარტყმით, ელენდის იარაღი ნამსხვრევებად აქ-
ცია.
დაცემისას ვინმა შეიკურთხა და თავისი კეტი ჩხუბისთავს
სტყორცნა; ცდილობდა, ელენდისგან მოეშორებინა. მანაც ძლივს
მოასწრო თავის გაწევა. ვინი დაეცა, თუმცა სწრაფად წამოხტა, მე-
ორე ხანჯალი დააძრო და წინ გაიჭრა, რათა ჩხუბისთავს ელენდის-
კენ შებრუნება ვერ მოესწრო.
ვინის მიმართულებით მონეტების წვიმა გამოფრინდა. უკან ვერ
უბიძგებდა, ხალხისკენ ვერა. დაიყვირა, ელენდს გადაეფარა და
წვიმა ორივე მხარეს მიმოფანტა – რაც შეეძლო, უკეთ მიმართა კედ-
ლებისკენ, მაგრამ მხარში მაინც იგრძნო მძაფრი ტკივილი.
"საიდან მონეტები?" – გაიფიქრა ბრაზიანად. თუმცა, როდესაც
გვერდით გაიხედა, შენიშნა, რომ მსროლელი ასამბლეის ერთ-ერთ
მოკუნტულ წევრთან იდგა და ხელთ მისი ქისა ეპყრა.
ვინმა კრიჭა შეკრა. მკლავი ჯერაც მუშაობდა. მეტს არაფერს
ჰქონდა მნიშვნელობა. დაიყვირა და უახლოეს ჩხუბისთავს ეცა, მაგ-
რამ მესამეს უკვე დაებრუნებინა თავისი იარაღი – ის, რომელიც
ვინმა ისროლა – და ახლა, მსროლელთან ერთად, ცდილობდა, გო-
გოს ზურგს უკან აღმოჩენილიყო.
"თითო ჯერზე თითო", – გაიფიქრა ვინმა.
ყველაზე ახლოს მდგომმა ჩხუბისთავმა იარაღი მოიქნია. ვინს
იგი უნდა გაეოცებინა, ამიტომაც არც გაცლა უცდია, არც – თავდაც-
ვა. უბრალოდ, გვერდში დარტყმა მიიღო და კალტყვიასთან ერთად
დურალუმინი დაწვა. შიგნით რაღაც გაებზარა, მაგრამ ძალა ეყო,
რომ ფეხზე დარჩენილიყო. ხე დაიმსხვრა, ვინი წინ გაიჭრა და ხან-
ჯალი ჩხუბისთავს ყელში ჩასცა.
566
კაცი წაიქცა და მის ზურგს უკან გაოგნებული მსროლელი გამოჩ-
ნდა. ვინის კალტყვია დურალუმინთან ერთად აორთქლდა და ფერ-
დში აისივით გაიფურჩქნა ტკივილი. ამის მიუხედავად, წაქცეული
ჩხუბისთავიდან ხანჯალი ამოძიძგნა და, ჯერაც საკმარისი სიჩქა-
რით, მკერდში ხანჯალგაყრილი მსროლელი იატაკზე დასცა.
შემდეგ თავადაც წატორტმანდა, უხმოდ ამოიოხრა და ფერდზე ხე-
ლი იტაცა. მის ფერხთით ორი კაცი კვდებოდა.
"ერთი ჩხუბისთავი დარჩა", – გაიფიქრა სასოწარკვეთით, – "და
ორი მსროლელი. ელენდს ვჭირდები".
დაინახა, რომ გვერდით ერთ-ერთმა მსროლელმა ელენდს მოპარუ-
ლი მონეტები დაუშინა. დაიყვირა, მონეტებს უბიძგა და მაშინვე გაისმა
მსროლელის გინებაც.
ვინი შემობრუნდა, თან ლურჯ ხაზებს ითვლიდა, რომ თუკი მსრო-
ლელი ელენდისთვის რამე საგნის სროლასაც გადაწყვეტდა, მზად ყო-
ფილიყო. სახელოდან ლითონის სათადარიგო ფლაკონი აიგლიჯა. შუ-
შა საიმედოდ იყო მიკერებული, რომ მსროლელებს მისი ბიძგება არ
ეცადათ. მაგრამ, როგორც კი საცობი ამოაძრო, ფლაკონი აკანკალე-
ბული ხელიდან გაუსხლტა. მეორე მსროლელმა ღიმილით უბიძგა
ფლაკონს და მისი შიგთავსი მთელ იატაკზე მოიფინა.
ვინმა დაიღმუვლა. გონება ებინდებოდა. კალტყვია იყო საჭირო, მის
გარეშე ვერ გაუძლებდა ფერდის ტკივილსა და მხარზე მიყენებულ მოზ-
რდილ ჭრილობას, რომელიც სახელოს უკვე წითლად ღებავდა. ფიქ-
რიც კი აღარ შეეძლო.
დაინახა, როგორ მოუქნიეს კეტი. გვერდზე გადახტა და გაგორდა.
მაგრამ კალტყვიის გრაციოზულობა და სიჩქარე აღარ ჰქონდა. ნორმა-
ლურ დარტყმას კიდევ დაუსხლტებოდა, აი, ალომანტის შეტევა სულ
სხვა საქმე იყო.
"დურალუმინი არ უნდა დამეწვა!" – გაიფიქრა მან. გარისკა, ორი
მკვლელი სიცოცხლეს გამოასალმა, მაგრამ სრულიად დაუცველი
დარჩა. კეტი მისკენ დაეშვა.

567
ჩხუბისთავს რაღაც უზარმაზარი დაეძგერა, ბრჭყალები ჩაავლო
და რისხვით ძირს დაანარცხა. ვინმა გაცლა მოახერხა, ჩხუბისთავმა
კი ორსეურს ისე ჩაარტყა, თავის ქალა გაუპო. თუმცა თავადაც სის-
ხლი სდიოდა და იგინებოდა, მისი კეტი მიწაზე ეგდო. ვინმა იარაღს
ხელი დასტაცა, ფეხზე წამოდგა, კბილები ერთმანეთს ძლიერად და-
აჭირა და სცადა, კეტის ბოლო თავდამსხმელისთვის სახეში ეტაკე-
ბინა. ჩხუბისთავმა დარტყმისას შეიკურთხა და ვინი ერთი ხელის
მოქნევით წააქცია. გოგო ორსეურის გვერდით დაეცა. მის გასაკვი-
რად, მგელძაღლა იღიმებოდა – მხარზე ჭრილობას დაეფჩინა პირი.
არა, ჭრილობას არა. გახსნილ სხეულს – შიგნით დამალული
ფლაკონით. ვინმა ხელი დასტაცა, გადაგორდა და სანამ ჩხუბისთა-
ვი ფეხზე დგებოდა, დამალვა სცადა. სითხე ლითონის ფიფქებთან
ერთად გადაყლაპა. გვერდით, იატაკზე ჩხუბისთავის ჩრდილს ხე-
დავდა, რომელმაც იარაღი ძლიერი დარტყმისათვის თავზემოთ შე-
მართა.
კალტყვიამ ვინის სხეულს სიცოცხლე დაუბრუნა, ტკივილი უბრა-
ლოდ გამაღიზიანებელ ბზუილად იქცა. გვერდით გახტა, დარტყმა
აიცდინა, იატაკს ფეხი დაჰკრა და ხის ნატეხები ჰაერში აისროლა.
შემდეგ წამოხტა და გაოცებულ მეტოქეს მუშტი მკლავში ჩააზილა.
ძვლების დასამტვრევად საკმარისი არ იყო, მაგრამ მტკივნეული
ნამდვილად გამოვიდა. ჩხუბისთავმა, უკვე ორი კბილი რომ აკლდა,
ტკივილისგან დაიღმუვლა. ამასობაში ორსეური ფეხზე წამოდგა,
ძაღლის ყბა არაბუნებრივად ეკიდა სახეზე. ვინს თავი დაუქნია. ჩხუ-
ბისთავს, გახეთქილი თავის ქალის გამო, ალბათ, დიდი ხნის მკვდა-
რი ეგონა.
ელენდისკენ კიდევ უფრო მეტი მონეტა გაფრინდა, რომელთაც
ვინმა ისე უბიძგა, რომ მათკენ არც კი გაუხედავს. ზუსტად ვინის წინ
ორსეური ჩხუბისთავს ზურგიდან მიახტა და ისიც იძულებული გახ-
და, ზუსტად მაშინ მიბრუნებულიყო, როდესაც ვინი თავს დაესხა.
ჩხუბისთავის კეტი ვინის თავს ერთი თითის სიგრძეზე ასცდა და ორ-
სეურს ზურგში მოხვდა, ვინის ხელმა კი კაცის სახე მოძებნა.
568
ოღონდ, არ დაურტყამს. ჩხუბისთავთან ამას აზრი არ ჰქონდა.
ერთი თითი გაშალა, თავის წარმოუდგენლად კარგ მიზანს ენდო
და ჩხუბისთავს ატაკა – უმალვე მისი თვალი გასკდა.
კაცმა დაიღრიალა და ხელები სახეზე იტაცა. ვინი უკან გადახტა,
მკერდში მუშტი ამოსცხო, შემდეგ ორსეურის ფორმადაკარგულ სხე-
ულს გადაახტა და თავისი ხანჯალი აიღო.
ჩხუბისთავი მკერდში გაყრილი ხანჯლით მოკვდა, აგონიაში მყოფი,
ჯერაც სახეზე იკიდებდა ხელს.
ვინი წამოიჭრა და გამწარებით დაიწყო ელენდის ძებნა. მას ერთ-
ერთი ჩხუბისთავის კეტი აეღო და ორ მსროლელს იგერიებდა, რომ-
ლებსაც, როგორც ჩანს, უკვე ყელში ამოსვლოდათ ის, რომ ვინი მათ
მონეტებს აქეთ-იქით ფანტავდა, ამიტომაც სადუელე ჯოხებით ცდი-
ლობდნენ, მეფე საიქიოში გაესტუმრებინათ. ბრძოლაში ნავარჯიშები
ელენდი სიცოცხლის შენარჩუნებას ჯერაც ახერხებდა, თუმცა ეს იმის
წყალობითაც ხდებოდა, რომ მის მეტოქეებს ცალი თვალი ვინზე ეჭი-
რათ. არ უნდოდათ, ამ ნისლქმნილს მონეტების სროლა დაეწყო.
ვინმა ახლახან მოკლული ჩხუბისთავის კეტს ფეხი აჰკრა და ჰაერში
დაიჭირა. ერთ-ერთმა მსროლელმა დაიყვირა, როდესაც შენიშნა, რომ
ვინმა დაიღრინა და იარაღის ბზრიალით მისკენ გაქანდა. ჭკუა ეყო,
რომ სკამებისთვის ებიძგებინა და გზიდან გასცლოდა, მაგრამ ვინის ია-
რაღი ჰაერში დაეწია და განზე მოისროლა. მეორე დარტყმამ მისი თა-
ნამებრძოლი დასცა, რომელიც ასევე უშედეგოდ ცდილობდა გზიდან
ჩამოშორებას.
ელენდი მძიმედ სუნთქავდა, ტანსაცმელი ასჩეჩოდა.
"უფრო კარგად გაუძლო, ვიდრე მეგონა", – აღიარა ვინმა და მოიხა-
რა, რომ თავისი ჭრილობები ენახა. მხარზე სასწრაფოდ სჭირდებოდა
სახვევი. მონეტა ძვალს არ შეხებია, მაგრამ სისხლდენა...
– ვინ! – დაიყვირა ელენდმა.
რაღაც ძალიან ძლიერმა ზურგიდან ჩაავლო ხელი. ვინი იხრჩობო-
და. რაღაცამ უკან გადაათრია და ძირს დასცა.

569
პირველი ჩხუბისთავი – ფეხი რომ მოსტეხა და შემდეგ დაავიწ-
ყდა... – დაჩოქილიყო და ხელებს ყელზე უჭერდა, ფეხებით მკერდზე
აწვებოდა, მრისხანებას ჭკუიდან გადაეყვანა. თვალები გადმოცვე-
ნაზე ჰქონდა, მის ძარღვებში ადრენალინი კალტყვიას ერეოდა.
ვინმა სცადა, ჩაესუნთქა. თვალწინ წლების წინანდელმა მოგო-
ნებებმა გაუელვა, წაქცეულს თავზე რომ წამოადგებოდნენ და სცემ-
დნენ... კამონი, რენი და კიდევ მრავალი.
"არა!" – გაიფიქრა, კალტყვია ააალა და ბრძოლა სცადა, მაგრამ
თითქოს ადგილზე დააჭედესო, ჩხუბისთავი მასზე ძლიერი იყო. გა-
ცილებით ძლიერი. ელენდმა კეტი ზურგში ჩაარტყა, მაგრამ კაცმა
ვერც კი იგრძნო.
ვინი ვეღარ სუნთქავდა. მეტოქე ყელზე ძლიერად უჭერდა. სცა-
და, მისი ხელები მოეშორებინა, მაგრამ კელსიერი სულ იმას უმეო-
რებდა, რომ პატარა სხეული ზოგიერთ შემთხვევაში უპირატესობა
იყო; აი, ფიზიკურ ჯახში კი ჩასკვნილ, დაკუნთულ კაცთან ვერას გახ-
დებოდა. სცადა, ლითონისთვის მოექაჩა და გვერდზე გაწეულიყო,
მაგრამ კაცი ძლიერად აჭერდა, ვინის სხეულის წონა კი ჩხუბისთავ-
თან შედარებით უმნიშვნელო იყო.
სულ ტყუილად წვალობდა. დურალუმინი ხომ კიდევ ჰქონდა. მი-
სი დაწვა მხოლოდ დანარჩენ ლითონს აორთქლებდა, თავად დურა-
ლუმინს – არა. მაგრამ წინა ჯერზე კინაღამ მოკვდა. ახლაც ჩხუბის-
თავი სწრაფად უნდა მოეკლა, თორემ ისევ კალტყვიის გარეშე დარ-
ჩებოდა.
ელენდი ჩხუბისთავს ურტყამდა, შველას ითხოვდა, მაგრამ მისი
ხმა სადღაც შორიდან გაისმოდა. ჩხუბისთავმა საკუთარი სახე ლა-
მის ვინის სახეს მიაბჯინა, და ვინიც ადვილად ხედავდა მის მძვინვა-
რებას. თუმცა, სრულიად მოულოდნელად, იმწამს ერთმა აზრმა
გაუელვა: "ეს კაცი სადღაც მინახავს".
მზერა ჩაუბნელდა. ჩხუბისთავი სულ უფრო მაგრად უჭერდა
ხელს და სახე უფრო ახლოს მიჰქონდა, უფრო ახლოს...

570
არჩევანი აღარ ჰქონდა. დურალუმინი დაწვა და კალტყვია ააალა.
მეტოქის ხელები განზე გასწია და შუბლი სახეში დაარტყა. მოწინააღ-
მდეგის თავი ისე იოლად გასკდა, როგორც ცოტა ხნის წინ თვალი.
ვინმა ჰაერი ჩაყლაპა და სხეულიდან უთავო გვამი მოიშორა. ელენ-
დი წაბორძიკდა, სახე და ტანსაცმელი წითლად ჰქონდა მოთხვრილი.
ვინი ბარბაცით წამოდგა. კალტყვიის გაქრობასთან ერთად, თვალ-
ში უბნელდებოდა, მაგრამ ელენდის სახეზე მაინც ხედავდა ემოციას,
ისეთივე მკვეთრს, როგორც სისხლს მის თეთრ ტანსაცმელზე.
შეძრწუნება.
"არა", – გაიფიქრა გოგომ. გონებას კარგავდა, – "გთხოვ, ელენდ,
ოღონდ ეგ არა..."
ვინი წინ გადავარდა. ცნობიერების შენარჩუნება ვეღარ მოახერხა.
ელენდი იჯდა, ტანთ განადგურებული ფორმა ეცვა და თავი ხელებში
ჩაერგო. ასამბლეის აოხრებული დარბაზი უცნაურად დაცარიელებუ-
ლიყო.
– იცოცხლებს, – უთხრა ჰამმა, – მძიმედ არ დაშავებულა. უფრო
სწორად, მისთვის "მძიმედ". უბრალოდ, უამრავი კალტყვია და სეიზდის
დახმარება დასჭირდება. სეიზდი ამბობს, ნეკნები ჩამტვრეულიც კი არა
აქვს, მხოლოდ გაებზარაო.
ელენდმა უგულისყუროდ დაუქნია თავი. ჯარისკაცებს გვამები გაჰ-
ქონდათ, მათ შორის ვინის მოკლული ექვსეულიც, და ისიც, სულ ბო-
ლოს რომ გაანადგურა...
ელენდმა თვალები დახუჭა.
– რა მოხდა? – ჰკითხა ჰამმა.
კაცმა თვალები გაახილა და მუშტი შეკრა, რომ ხელების კანკალი
დაეცხრო.
– უბრალოდ, მიჩვეული არ ვარ. მიჩვეული არ ვარ, როდესაც...
და გვერდით გაიხედა, სანამ ჯარისკაცები უთავო სხეულს გარეთ გა-
ათრევდნენ.
ჰამი გვამს უყურებდა.

571
– ხომ გესმის, აქამდე სულ ერთხელ მყავს ნანახი, როგორ იბ-
რძოდა, – ხმადაბლა თქვა ელენდმა, – სასახლეში, ერთი წლის წინ.
მაშინ, უბრალოდ, რამდენიმე კაცი მიახეთქა კედლებზე. მსგავსი
არაფერი ყოფილა.
ჰამი ელენდის გვერდზე ჩამოჯდა.
– ნისლქმნილია, ელ. რას ელოდი? ერთ ჩხუბისთავს ათი ჩვე-
ულებრივი ადამიანის დამარცხება შეუძლია, მეტისაც, მსროლელი
თუ ჰყავს. ნისლქმნილს... ნისლქმნილები ერთ სხეულში გაერთია-
ნებული არმიასავით არიან.
ელენდმა თავი დაუქნია.
– მესმის, ჰამ; ვიცი, რომ მბრძანებელი მოკლა. ისიც მომიყვა,
ფოლადის მსჯავრმდებლებთან როგორ უბრძოლია, მაგრამ... უბ-
რალოდ, არასდროს მინახავს... – თვალები ისევ დახუჭა და ვინის
სურათი ამოუტივტივდა, თუ როგორ მოითხვარა მისი ლამაზი, სა-
მეჯლისო კაბა იმ კაცის სისხლით, საკუთარი შუბლით რომ მოკლა...
"ეს ჩემს დასაცავად ჩაიდინა", – გაიფიქრა, – "მაგრამ ამის გამო
ნაკლებად შემაშფოთებელი არ ყოფილა... შეიძლება უფრო მეტად
შემაშფოთებელიც კი იყო".
თავს ძალა დაატანა და თვალები გაახილა. ყურადღება არ უნდა
გაფანტვოდა. ძლიერი უნდა დარჩენილიყო, როგორც მეფე.
– შენი აზრით, სტრაფმა გამოგზავნა?
– სხვა ვინ? – თავი დაუქნია ჰამმა, – შენ და სეტი ამოგიღოთ მი-
ზანში. მგონი, სტრაფი მუქარამ ისეც არ შეაშინა, როგორც გვეგონა.
– სეტი როგორაა?
– ძლივს გაასწრო ცოცხალმა. ნახევარი ჯარისკაცები დაუხოცეს.
ისეთი ბრძოლა მიდიოდა, მე და დემოქსმა ვერც კი დავინახეთ, შენ
და ვინი როგორ იყავით.
ელენდმა თავი დაუქნია. ჰამი რომ მოვიდა, ვინს მკვლელებთან
ანგარიში უკვე გასწორებული ჰქონდა. ორიოდ წუთი დასჭირდა ექ-
ვსივეს მოსაკლავად. ჰამი ცოტა ხანს ჩუმად იდგა, ბოლოს ელენდს
მიუბრუნდა.
572
– ვაღიარებ, ელ, – თქვა ხმადაბლა, – შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.
ბრძოლა არ მინახავს, მხოლოდ – მისი შედეგები. ექვს ალომან-
ტთან ჭიდილი რთულია, მაგრამ თან ჩვეულებრივი ადამიანი დაიც-
ვა, თან გარშემომყოფები... თანაც ის ბოლო ჩხუბისთავი...
– გახსოვს, ბრიზი რომ გადაარჩინა? – ჰკითხა ელენდმა, – რამსი-
შორეზე იყო, მაგრამ ვფიცავ, დავინახე, ცხენი რომ მოისროლა ალო-
მანტიით. ოდესმე რაიმე ასეთი გსმენია?
ჰამმა თავი გააქნია. ელენდი ცოტა ხანს ჩუმად იჯდა.
– მგონი, რაღაც-რაღაცები გვაქვს დასაგეგმი. დღევანდელ შემ-
თხვევას უფლებას ვერ მივცემთ...
ელენდი მოულოდნელად შეჩერდა. ჰამი მაშინვე მიუბრუნდა:
– რა ხდება?
– შიკრიკი, – ელენდმა კარისკენ ანიშნა. მართლაც, კაცმა ჯარისკა-
ცებს საკუთარი თავი წარუდგინა და სცენასთან მიაცილეს. ელენდი წა-
მოდგა და დაბალ მამაკაცთან მივიდა, რომელსაც მანტიაზე პენროდის
გერბი ჰქონდა მიკერებული.
– ბატონო ჩემო, – თავი დაუკრა შიკრიკმა, – იმის სათქმელად გა-
მომგზავნეს, რომ ხმის მიცემა ლორდი პენროდის სასახლეში გაგ-
რძელდება.
– ხმის მიცემა? – იკითხა ჰამმა, – რა სისულელეა! მისი უდიდებუ-
ლესობა კინაღამ მოკლეს!
– ვწუხვარ, ბატონო, – უპასუხა შიკრიკმა, – მითხრეს, რომ შეტყო-
ბინება გადმომეცა.
ელენდმა ამოიოხრა. იმედი ჰქონდა, რომ დაბნეულ პენროდს დათ-
ქმული ვადა გადაავიწყდებოდა.
– ჰამ, დღეს ახალ მეფეს თუ არ აირჩევენ, გვირგვინი მე დამრჩება.
უკვე დიდი დრო გაფლანგეს.
ჰამმაც ამოიოხრა:
– ვიღაცამ კიდევ რომ გამოგზავნოს მკვლელები? – ხმას დაუწია
მან, – ყველაზე კარგ შემთხვევაში, ვინი კიდევ რამდენიმე დღე უნდა
იწვეს.
573
– იმ იმედით ვერ ვიარსებებ, რომ ყოველთვის დამიცავს, – უპა-
სუხა ელენდმა, – უნდა წავიდეთ.
– ხმას საკუთარ თავს ვაძლევ, – განაცხადა ლორდმა პენროდმა.
"მოსალოდნელი იყო", – გაიფიქრა ელენდმა. პენროდის კე-
თილმოწყობილ დარბაზში იჯდა, ასამბლეის თავით ფეხებამდე შეძ-
რული წევრების გარემოცვაში, რომელთაგანაც, საბედნიეროდ,
არავინ დაშავებულიყო. ზოგიერთს სასმელი ეჭირა, გარშემო მცვე-
ლების ნამდვილი არმია იდგა, რომლებიც ერთმანეთს ამრეზით უც-
ქერდნენ. გადაჭედილ ოთახში ნურდენი და კიდევ სამი გადამწერი
იყო, რომლებიც, კანონის თანახმად, მოწმეები უნდა ყოფილიყვნენ.
– მეც ლორდ პენროდს ვაძლევ ხმას, – თქვა ლორდმა დუკა-
ლერმა.
"არც ეს იყო მოულოდნელი", – გაიფიქრა ელენდმა, – "ნეტავ
პენროდს რამდენი დაუჯდა".
პენროდის სასახლე ციხე-კოშკი არ იყო, მაგრამ გულუხვად მო-
ერთოთ. ელენდს რბილი სკამი დაძაბული დღის შემდეგ ნამდვილ
შვებას ჰგვრიდა. თუმცა შიშობდა, რომ ეს ყველაფერი ზედმეტად ამ-
შვიდებდა. გაბრუება ისეთი მარტივი ჩანდა...
– ხმას ვაძლევ სეტს, – თქვა ლორდმა ჰაბრენმა.
ელენდი გამოცოცხლდა. ეს უკვე მეორე იყო სეტის ანგარიშზე და
პენროდს სამი ხმით ჩამორჩებოდა.
ყველა ელენდს მიუბრუნდა.
– ხმას ვაძლევ საკუთარ თავს, – თქვა მან. ცდილობდა, მტკიცედ
წარმოეთქვა, რაც, მომხდარს თუ გავითვალისწინებთ, იოლი სუ-
ლაც არ იყო.
ჯერი ვაჭრებზე მიდგა. ელენდი სეტის სასარგებლოდ ხმების მო-
სალოდნელი გადანაწილებისთვის მოემზადა.
– ხმას ვაძლევ პენროდს, – განაცხადა ფილენმა.
ელენდი მაშინვე გასწორდა: "რაო?!"
შემდეგმა ვაჭარმაც პენროდს დაუჭირა მხარი. იმის შემდეგმაც,
და შემდეგმაც. ელენდი რეტდასხმული იჯდა და უსმენდა.
574
"რა გამომრჩა?" – თვალით ჰამი მოძებნა, რომელმაც გაოცების
ნიშნად მხრები აიჩეჩა.
ფილენმა ელენდს გახედა, სასიამოვნოდ იღიმებოდა. ელენდი
დაზუსტებით ვერ იტყოდა, ღიმილი მწარე იყო, თუ თვითკმაყოფილი.
"მხარეები გაცვალეს? ასე სწრაფად?"
ბოლოს და ბოლოს, ფილენი ხომ ის კაცი იყო, სეტი რომ ქალაქში
შემოაპარა. ელენდმა ვაჭრებს გახედა და სცადა, მათი რეაქციები შე-
ეფასებინა, მაგრამ წარუმატებლად. სეტი შეხვედრას არ ესწრებოდა.
უკან, ციხე-კოშკში დაიხია, რომ ჭრილობისთვის მიეხედა.
– მე ლორდ ვენტურს ვაძლევ ხმას, – თქვა ჰავსმა, პირველმა სკაას
ფრაქციიდან.
დარბაზში ამანაც გამოიწვია გაოგნება. გადარჩენილის ეკლესიის
გულანთებულმა მიმდევარმა ჰავსმა ელენდს მზერა გაუსწორა და თავი
დაუქნია. იმის მიუხედავად, რომ რელიგიის მქადაგებლებში უკვე დაწ-
ყებული იყო განხეთქილება იმაზე, თუ როგორ დაერაზმათ მიმდევრე-
ბი, ერთ რამეზე მაინც ყველა შეთანხმდა: სჯობდა, ტახტზე მორწმუნე
დაესვათ, ვიდრე ქალაქი სეტისთვის ჩაებარებინათ.
"ეს ალიანსი უზარმაზარ საფასურს მოითხოვს სანაცვლოდ", – ფიქ-
რობდა ელენდი, როდესაც სკაა ხმას აძლევდა. ელენდის პატიოსანი სა-
ხელისა სჯეროდათ და კარგად იცოდნენ, რომ იგი მათ რწმენას არ უღა-
ლატებდა.
უთხრა, რომ სექტის ღია წევრი გახდებოდა. რწმენას არ შეჰპირე-
ბია, ერთგულებას – კი. ჯერაც არ იყო დარწმუნებული, რა გასცა, მაგ-
რამ ორივე მხარემ იცოდა, რომ ერთმანეთი სჭირდებოდათ.
– ხმას პენროდს ვაძლევ, – თქვა ჯასტენმა, არხის მუშამ.
– მეც, – ეს თარტსი იყო, მისი ძმა.
ელენდმა კრიჭა შეკრა. იცოდა, რომ ეს ორი ხათაბალას შეუქმნიდა.
გადარჩენილის ეკლესია არასდროს მოსწონდათ. მაგრამ ოთხმა სკაამ
უკვე მას მისცა ხმა. მხოლოდ ორი დარჩა და სერიოზული შანსი ჰქონ-
და, ხმების კარგი რაოდენობა მიეღო.
– ხმას ვენტურს ვაძლევ, – თქვა შემდეგმა.
575
– მეც, – დაადასტურა ბოლო სკაამ.
ელენდმა უკანასკნელ სკაას, ვეტს, მოწონებით გაუღიმა.
საბოლოოდ პენროდს თხუთმეტი ხმა ერგო, ორი სეტს და შვიდი
ელენდს. კენჭისყრა დასრულდა.
ელენდი ოდნავ გადაწვა, სავარძლის ბალიშებს თავი მიაყრდნო
და ჩუმად ამოიოხრა.
"შენი საქმე შეასრულე, ვინ", – გაიფიქრა მან, – "მე – ჩემი. ახლა
ისღა დარჩა, ეს ქვეყანა ნაწილებად არ დაიშალოს".
– ჰმ, – იკითხა ვიღაცამ, – შეიძლება ხმა შევცვალო?
ელენდმა თვალები დააჭყიტა. ლორდი ჰაბრენი იყო, რომელმაც
ხმა სეტს მისცა.
– იმას ვამბობ, აშკარაა, რომ სეტი ვერ მოიგებს, – თქვა მან და
ოდნავ გაწითლდა. ეს ახალგაზრდა ელარიელების შორეული ნათე-
სავი იყო, და სკამიც, ალბათ, სწორედ ამით მოიპოვა. ლუთადელში
გვარებს ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალა.
– არ ვიცი, შეიძლება თუ არა, – თქვა პენროდმა.
– მინდა, ჩემი ხმა რამეს ნიშნავდეს. სეტმა კი მხოლოდ ორი ხმა
მიიღო.
ასამბლეა დადუმდა. ერთმანეთის მიყოლებით ელენდს შეხე-
დეს. გადამწერი ნურდენი პირდაპირ თვალებში უყურებდა. მარ-
თლაც არსებობდა მუხლი, რომელიც ასამბლეის წევრს ხმის შეც-
ვლის უფლებას აძლევდა, თუკი კანცლერი სხდომას მანამდე არ და-
ხურავდა. კანცლერს კი სხდომა ჯერ არ დაეხურა.
მუხლი ცოტათი გაუგებრად ეწერა. ნურდენი კი, ალბათ, მთელ
ოთახში ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც კანონი კარგად
იცოდა და შეეძლო, სხვებისთვის განემარტა. ელენდს მიაჩერდა და
თავი ჩუმად დაუქნია იმის ნიშნად, რომ კრინტს არ დაძრავდა.
ელენდი გაუნძრევლად იჯდა იმ ადამიანებით სავსე ოთახში,
რომლებიც მას უარყოფდნენ, მაგრამ მაინც ენდობოდნენ. შეეძლო,
ნურდენივით მოქცეულიყო ან ეთქვა, რომ არაფერი იცოდა.

576
– დიახ, – თქვა წყნარად, – კანონი შესაძლებლობას გაძლევთ, ხმა
შეცვალოთ, ლორდო ჰაბრენ. ამის გაკეთება მხოლოდ ერთხელ შეგიძ-
ლიათ; და ასე მანამდე უნდა მოიქცეთ, სანამ გამარჯვებული გამოცხად-
დება. ეს უფლება ყველას აქვს.
– მაშ, ხმას ლორდ პენროდს ვაძლევ, – თქვა ჰაბრენმა.
– მეც, – დაუმატა ლორდმა ჰიუმ, მეორემ, ვინც სეტს მისცა ხმა.
ელენდმა თვალები დახუჭა.
– სხვა ცვლილებებიც ხომ არ იქნება? – იკითხა ლორდმა პენროდ-
მა.
ხმა არავის ამოუღია.
– მაშინ, – წარმოთქვა პენროდმა, – შევაჯამებ, რომ მე მივიღე
ჩვიდმეტი ხმა, შვიდი კი ლორდმა ვენტურმა. ამ შეხვედრას ოფიციალუ-
რად დახურულად ვაცხდებ და თავმდაბალი თანხმობით ვიღებ მეფედ
დანიშვნას. შევეცდები, ტახტისთვის შესაფერისი ყოველგვარი ძალის-
ხმევა გამოვიჩინო.
ელენდი წამოდგა და ნელა მოიხსნა გვირგვინი.
– აი, – თქვა მან და მანტიაზე დადო, – ეს დაგჭირდებათ.
ჰამს თავი დაუქნია და ოთახიდან გავიდა. ერთხელაც არ შეუხედავს
იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც თავიდან მოიშორეს.
მესამე ნაწილის დასასრული

მეოთხე ნაწილი - დანები


წინასწარ ვიცი თქვენი პასუხი. ჩვენ ხომ მოლოდინებზე ვსაუბრობთ,
წინასწარმეტყველებებზე, უძველესი გულთმისნების დაპირებებზე. რა
თქმა უნდა, ეპოქათა გმირი ყველა წინასწარმეტყველებას იდეალურად
უნდა ეხამებოდეს. მთელი აზრიც ხომ ესაა.

39
ცხენზე შემომჯდარი სტრაფ ვენტური ნისლში გზას მიიკვლევდა. ეტ-
ლი ერჩივნა, მაგრამ სჯობდა, საკუთარ ჯარისკაცებს ცხენზე ამხედრე-
ბული ენახათ. ზეინი კი ქვეითად მიდიოდა, ასე გადაწყვიტა, რაც სრუ-
577
ლებითაც არ იყო გასაკვირი. სტრაფის ცხენს გვერდით მიჰყვებოდა.
ერთად მიუძღვებოდნენ ორმოცდაათკაციან რაზმს.
ჯარისკაცების მიუხედავად, სტრაფი თავს დაუცველად გრძნობდა.
საქმე მხოლოდ ნისლში არ იყო, არც სიბნელეში. ჯერაც ახსოვდა,
როგორ ეუფლებოდა ვინი მის ემოციებს.
– იმედები გამიცრუე, ზეინ.
ნისლქმნილმა მამას ახედა და სტრაფმა კალით გამძაფრებული
მხედველობით შენიშნა, რომ ზეინი მოიღუშა.
– გაგიცრუე?
– ელენდიცა და სეტიც ცოცხლები არიან. თანაც ჩემი საუკეთესო
ალომანტები სასიკვდილოდ გაგზავნე.
– გაგაფრთხილე, შეიძლება, დაიხოცონ-მეთქი.
– ხო, მაგრამ მიზნისთვის, ზეინ, – უთხრა სტრაფმა მკაცრად, –
რა ჯანდაბად გინდოდა ალომანტების საიდუმლო ჯგუფი, სასიკვდი-
ლო მისიაზე თუ უნდა გაგეგზავნა, სახალხო თავშეყრის ადგილას?
შეიძლება გგონია, რომ ამოუწურავი რესურსი გვაქვს, მაგრამ გარ-
წმუნებ, იმ ექვეულის ჩანაცვლება შეუძლებელია.
სტრაფს საყვარლებთან მრავალწლიანი შრომა დასჭირდა, ამ-
დენი საიდუმლო ალომანტი რომ დაბადებულიყო – სასიამოვნო
იყო, მაგრამ მაინც ჯაფა ეთქმოდა. ზეინმა კი, ერთი გაუფრთხილე-
ბელი რისკით, სტრაფის ალომანტი შვილების მესამედი მაინც
ამოწყვიტა.
"ჩემი შვილები დაიხოცნენ, ჩვენი ჩარევა გამოჩნდა და მაინც...
ელენდის ის არსება ჯერაც ცოცხალია!"
– ვწუხვარ, მამა, – უთხრა ზეინმა, – ვიფიქრე, რომ ქაოსსა და
გადაჭედილ ოთახში გოგოს სადმე მიიმწყვდევდნენ და მონეტების
გამოყენების საშუალებას არ მისცემდნენ. მართლა მეგონა, რომ
იმუშავებდა.
სტრაფი მოიღუშა. კარგად იცოდა, რომ ზეინს მამაზე უფრო
მცოდნედ მიაჩნდა თავი. რომელი ნისლქმნილი იფიქრებდა სხვაგ-
ვარად? თავად სტრაფი ზეინს მხოლოდ ქრთამის, მუქარისა და სხვა-
578
დასხვა ხრიკის საშუალებით მართავდა. თუმცა ზეინს რაც არ უნდა
ეფიქრა, სტრაფი სულელი არ იყო. იცოდა, რომ ვაჟი რაღაცას უმა-
ლავდა.
"ის ხალხი სასიკვდილოდ რატომ გაწირა?" – ფიქრობდა იგი, – "ალ-
ბათ, გათვალა, რომ ჩაფლავდებოდნენ, თორემ მათთან ერთად წავი-
დოდა გოგოსთან საბრძოლველად".
– არა, – ჩუმად თქვა ზეინმა, საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, – მა-
მაჩემია, – მიტრიალდა, შემდეგ თავი მკვეთრად გააქნია, – არა, არც
ეგ...
"მბრძანებელო", – გაიფიქრა სტრაფმა და გვერდით მიმავალ, მო-
ლუღლუღე შეშლილს დახედა, – "რაში გავყავი თავი?"
ზეინის მოქმედებების განჭვრეტა უფრო და უფრო რთული ხდებო-
და. ეგებ ის მებრძოლები ეჭვიანობის გამო დაახოცინა, ან, უბრალოდ,
მოწყენილი იყო? სტრაფი არ ფიქრობდა, რომ ზეინი მის წინააღმდეგ
აპირებდა წასვლას, მაგრამ დანამდვილებით ვერაფერს იტყოდა. ასე
თუ ისე, სტრაფს არ მოსწონდა, როდესაც შვილის გეგმების გათვალის-
წინება უწევდა. საერთოდ არ მოსწონდა, როდესაც ზეინზე იყო დამოკი-
დებული.
ზეინმა მამას ახედა და საუბარი შეწყვიტა. უმეტესად, თავის ჭკუანაკ-
ლულობას კარგად მალავდა. ისე კარგად, რომ სტრაფს ხანდახან ავიწ-
ყდებოდა კიდეც. მაგრამ ავადმყოფობა მაინც იქ რჩებოდა, სადღაც, ზე-
დაპირის ქვეშ, იმალებოდა. ზეინი ყველაზე სახიფათო იარაღი იყო მათ
შორის, რომელიც სტრაფს ოდესმე გამოუყენებია, მაგრამ მცველი ნის-
ლქმნილის სამსახური მეტს იწონიდა, ვიდრე მისი შეშლილობით გა-
მოწვეული ხიფათი.
ოდნავ უფრო მეტს.
– არ იღელვო, მამა, – თქვა ზეინმა, – ქალაქი მაინც შენი იქნება.
– ჩემი არასდროს იქნება, სანამ ის გოგოა ცოცხალი, – მიუგო
სტრაფმა და გააჟრიალა: "ეგებ, ყველაფერი ასე იყო გათვლილი? ზე-
ინის თავდასხმა ისე აშკარად გამოჩნდა, რომ უკვე მთელმა ქალაქმა
იცის, ვინც იყო მოთავე. და როდესაც ის ნისლქმნილი დემონი გაიღვი-
579
ძებს, სამაგიეროს გადასახდელად მომადგება. მაგრამ ზეინის გეგ-
მაც თუ ეგ იყო, თავად რატომ არ მომკლა?"
ზეინის გონივრულად შეფასება შეუძლებელი იყო. არც სჭირდებო-
და. ეს, ალბათ, შეშლილობის ერთ-ერთ უპირატესობას წარმოად-
გენდა.
– მგონი, შენ გაოცებას მაინც შევძლებ, მამა, – ზეინმა თავი გა-
აქნია, – ასეა თუ ისე, ვინისი აღარ უნდა გეშინოდეს.
– მას ახლა ჰგონია, რომ მისი საყვარელი მეფის მკვლელობა
ვცადე.
– არა, ასე არ ჰგონია, – გაიღიმა ზეინმა, – საამისოდ ზედმეტად
ჭკვიანია.
"ზედმეტად ჭკვიანი, რომ სიმართლეს მიხვდეს?" – გაიფიქრა
სტრაფმა, რა დროსაც კალით გამახვილებულ მის სმენას ნისლიდან
ხმა მისწვდა. ხელი ასწია და მსვლელობა შეაჩერა. შორიდან ძლივს
არჩევდა გალავნიდან მომავალი ჩირაღდნების ციალს. ქალაქთან
ძალიან ახლოს იყვნენ. უსიამოვნოდ ახლოს.
სტრაფის პროცესია უხმოდ იცდიდა. ვენტურის წინ, ნისლიდან,
ცხენოსანი გამოჩნდა, უკან ორმოცდაათი ჯარისკაცი მოჰყვებოდა.
ფერსონ პენროდი.
– სტრაფ, – თავი დაუკრა პენროდმა.
– ფერსონ.
– შენები კარგად გაისარჯნენ. მიხარია, რომ შენი ვაჟი არ მოკ-
ვდა. კარგი ბიჭია. ცუდი მეფე, მაგრამ კარგი ადამიანი.
"დღეს ჩემი მრავალი ვაჟი მოკვდა, ფერსონ", – გაიფიქრა
სტრაფმა, – "და ის, რომ ელენდი ჯერაც ცოცხალია, იღბალი კი არა,
ირონიაა".
– მზად ხარ ქალაქის ჩასაბარებლად?
პენროდმა თავი დაუქნია.
– ფილენს და მის ვაჭრებს გარანტიები უნდათ, რომ ისეთ ტიტუ-
ლებს მიიღებენ, როგორსაც სეტი დაჰპირდა.
სტრაფმა დაუდევრად აიქნია ხელი.
580
– პენროდ, ხომ მიცნობ, არა?! – უთხრა და გაიფიქრა: "ყოველ კვი-
რას, წვეულებებზე, ფაქტობრივად, ჩემ წინ ხოხავდი", – საქმიანი გარი-
გებები ყოველთვის ბოლომდე მიმყავს. იდიოტი ვიქნები, მაგ ვაჭრებს
პატივი რომ არ ვცე; გადასახადები ხომ მათ უნდა გადაიხადონ.
პენროდმა თავი დაუქნია.
– მიხარია, რომ შევთანხმდით, სტრაფ. სეტს არ ვენდობი.
– მეეჭვება, მე მენდობოდე.
– მაგრამ შენ გიცნობ, სტრაფ, – გაიღიმა პენროდმა, – ერთ-ერთი
ჩვენიანი ხარ, ლუთადელის დიდგვაროვანი. თანაც პერიფერიების სა-
მეფოებიდან ყველაზე ძლიერი შენი იყო. ახლა მხოლოდ ეს გვინდა.
ცოტაოდენი სტაბილურობა ხალხისთვის.
– ლამის ჩემი ბრიყვი ვაჟივით ლაპარაკობ.
პენროდი შეყოყმანდა, შემდეგ თავი გააქნია.
– ეგ ბიჭი ბრიყვი არაა, სტრაფ. უბრალოდ, იდეალისტია. სიმარ-
თლე ითქვას, გულიც კი მწყდება, მისი უტოპიის განადგურებას რომ ვუ-
ყურებ.
– მის გამო გული თუ გწყდება, ფერსონ, შენც იდიოტი ყოფილხარ.
პენროდი დაიძაბა. სტრაფმა მის ამაყ მზერას თავისი მიაპყრო, იქამ-
დე, ვიდრე კაცმა თვალები არ დახარა. მარტივი გაცვლა იყო, უაზროც,
მაგრამ კარგი სამახსოვრო იქნებოდა.
– მოგიწევს, ისევ პატარა თევზის როლს შეეგუო, ფერსონ, – ჩაიცი-
ნა სტრაფმა.
– ვიცი.
– გული არ გაიტეხო; თუ გადატრიალება ისე მოხდა, როგორც დამ-
პირდი, არავინ მოკვდება. ვინ იცის, ეგებ გვირგვინიც კი დაგიტოვო.
პენროდმა ისევ ახედა.
– დიდი ხანია, ამ მიწებს მეფე არ ჰყოლია, – ხმადაბლა თქვა სტრაფ-
მა, – რაღაც უფრო მეტი ჰყავდა. მე მბრძანებელი არ ვარ, მაგრამ შე-
მიძლია, იმპერატორი ვიყო. გინდა, შენი გვირგვინი დაიტოვო და ჩემი
დაქვემდებარებული მეფე გახდე?
– ფასს გააჩნია, სტრაფ, – ფრთხილად უპასუხა პენროდმა.
581
"ესე იგი, სრულადაც არ მმორჩილებს". პენროდი ყოველთვის
ჭკუით გამოირჩეოდა. ქალაქში დარჩენილთაგან ყველაზე მნიშვნე-
ლოვანი კეთილშობილი ის იყო და ამ რისკმა შესაბამისი ნაყოფიც
გამოიღო.
– ფასი ძალიან მაღალი იქნება, – მიუგო სტრაფმა, – შეიძლება
ითქვას, უაზროდ მაღალი.
– ატიუმი, – მიხვდა პენროდი.
სტრაფმა თავი დაუქნია:
– ელენდმა ვერ იპოვა, მაგრამ სადღაც იქაა. იმ ჟეოდებს მე მო-
ვიპოვებდი, ხალხი თვეების განმავლობაში მუშაობდა და ლუთა-
დელში ეზიდებოდა. ვიცი, რამდენს ვაწარმოებდით, და ისიც ვიცი,
რომ კეთილშობილებთან ძალიან მცირე ნაწილი ბრუნდებოდა.
დარჩენილი ნაწილი სადღაც ქალაქშია.
– ვნახოთ, რის გაკეთებას შევძლებ, სტრაფ.
სტრაფმა წარბი ასწია.
– ჯობია, ძველ ჩვევებს დაუბრუნდე, ფერსონ.
– ვნახოთ, რის გაკეთებას შევძლებ, ბატონო.
– შესანიშნავია. ელენდის გოგოზე რა ისმის?
– ბრძოლის შემდეგ გონება დაკარგა. მათ სამზარეულოში ჩემი
ჯაშუში მუშაობს. მითხრა, რომ ლედი ვინის ოთახში თეფშით წვნი-
ანი მიიტანა. სამზარეულოში სავსე და ცივი თეფში დაბრუნდა.
– შენი აზრით, ეგ შენი ჯაშუში ნისლქმნილისთვის რამეს შეპარე-
ბას შეძლებს? – მოიღუშა სტრაფი.
პენროდი ოდნავ გაფითრდა.
– არა მგონია ეგ ჭკვიანური იყოს, ბატონო. გარდა ამისა, ხომ
იცით, ნისლქმნილები როგორი სიცოცხლისუნარიანები არიან.
"ეგებ მართლა უმწეოდაა", – გაიფიქრა სტრაფმა, – "ახლა რომ
შევიდეთ..." სტრაფს თავის ემოციებზე გოგოს შეხების შეგრძნება
დაუბრუნდა. გაშეშება. სიცარიელე.
– მაგ გოგოსი ძალიანაც არ უნდა გვეშინოდეს, ბატონო, – უთ-
ხრა პენროდმა.
582
სტრაფმა წარბი აზიდა:
– არ მეშინია, სიფრთხილეს ვიჩენ. ქალაქში შესვლას იქამდე არ
ვაპირებ, სანამ ჩემი უსაფრთხოება გარანტირებული არ იქნება. იმ
დრომდე კი, სანამ მე ქალაქში არ შემოვალ, სეტისგან მუდმივი საფ-
რთხე გემუქრებათ. ან კიდევ უარესი. რა მოხდება, კოლოსებმა რომ შე-
მოგიტიონ, ფერსონ? მათ ლიდერთან მოლაპარაკებები მაქვს და, რო-
გორც ჩანს, კოლოსების მართვას ახერხებს. ჯერჯერობით მაინც. ოდეს-
მე გინახავს კოლოსების ნაოხარი?
ალბათ, არ ენახა. არც სტრაფს ენახა ბოლო პერიოდამდე. პენროდ-
მა უბრალოდ თავი გააქნია.
– ვინი თავს არ დაგესხმებათ, თუ ასამბლეა შეთანხმდება, რომ ქა-
ლაქის ხელმძღვანელობა თქვენ გადმოგაბაროთ; თუ სამართლებრი-
ვად ყველაფერი სწორად გაკეთდება, – უთხრა პენროდმა.
– მეეჭვება, სამართალი აინტერესებდეს.
– ალბათ, ასეა, – დაეთანხმა პენროდი, – მაგრამ ელენდს ნამდვი-
ლად აინტერესებს. და გოგოც მის ბრძანებებს მიჰყვება.
"თუკი მასზე ისეთივე უმნიშვნელო კონტროლი არა აქვს, როგორც
მე - ზეინზე", – გაიფიქრა სტრაფმა და გააკანკალა. რაც უნდა ეთქვა პენ-
როდს, სტრაფი ქალაქში იქამდე არ შედგამდა ფეხს, ვიდრე იმ საშინელ
არსებას არ გაუსწორდებოდნენ. ამაში კი ზეინის იმედი უნდა ჰქონო-
და... რაც ლამის ისევე აშინებდა, როგორც თავად ვინი.
პენროდს უსიტყვოდ ანიშნა, რომ წასვლის დრო იყო. ისიც მიტრი-
ალდა და თავის გარემოცვასთან ერთად ნისლს შეერია. კალის დახმა-
რებითაც კი, სტრაფმა ძლივს გაიგო, როგორ დაეშვა ზეინი მის გვერ-
დით, მიწაზე. შებრუნდა და ნისლქმნილს შეხედა.
– შენი აზრით, ატიუმი თუ იპოვა, მართლა მოგცემს? – ჰკითხა ზეინ-
მა ხმადაბლა.
– სავარაუდოდ, – უპასუხა სტრაფმა, – იცის, რომ ვერ შეინარჩუ-
ნებს. ამხელა სიმდიდრის დასაცავად არმია არ ეყოფა. და მე თუ არ
გადმომცემს... ალბათ, მისთვის ატიუმის წართმევა უფრო იოლი იქნე-
ბა, ვიდრე მარაგის ჩემით მოძებნა.
583
როგორც ჩანს, ზეინმა პასუხი დამაკმაყოფილებლად მიიჩნია.
ორიოდ წამი იცდიდა და ნისლს აშტერდებოდა. შემდეგ სტრაფს ახე-
და, სახეზე ცნობისმოყვარეობა აღბეჭდოდა.
– რა დროა?
სტრაფმა ჯიბის საათი შეამოწმა, ნივთი, რომელიც არცერთ ნის-
ლქმნილს თან არ დაჰქონდა. ზედმეტად ბევრი ლითონი...
– თორმეტის ჩვიდმეტი წუთია.
ზეინმა თავი დაუქნია და ქალაქისკენ მიბრუნდა.
– უკვე უნდა დაეწყო მოქმედება.
სტრაფი მოიღუშა. ოფლმა დაასხა. კალას მოუკიდა, თვალები
დახუჭა და როცა სხეულში სისუსტე იგრძნო, გულში ამოიგმინა: "აი,
ისიც!"
– ისევ შხამი? – იკითხა და სცადა, ხმაში შიში დაემალა. თავს აი-
ძულა, დამშვიდებულიყო.
– ამას როგორ ახერხებ, მამა? – ჰკითხა ზეინმა, – დარწმუნებუ-
ლი ვიყავი, ამჯერად მაინც ვერ შეამჩნევდი, მაგრამ კვლავ მოახერ-
ხე და აი, აქ ხარ, საღ-სალამათი.
სტრაფი უკვე გრძნობდა სისუსტეს.
– ზეინ, იმისთვის, რომ მრავალი რამ შეგეძლოს, ნისლქმნილო-
ბა სულაც არაა აუცილებელი, – მიახალა შვილს.
ზეინმა მხრები აიჩეჩა და იმ უცნაური ღიმილით გაიღიმა, მარტო
თვითონ რომ ახასიათებდა – ძლიერ გონიერი, მაგრამ საზარლად
მერყევი გამომეტყველებით. შემდეგ თავი გააქნია.
– ამჯერადაც მოიგე, – თქვა, ჰაერში აიჭრა და ათქვეფილ ნის-
ლში გაუჩინარდა.
სტრაფმა მაშინვე მოაბრუნა ცხენი. ცდილობდა, გარეგნული
უდარდელობა შეენარჩუნებინა. საწამლავის მოქმედებას გრძნობ-
და. გრძნობდა, როგორ ჰპარავდა იგი სიცოცხლეს. გრძნობდა, რო-
გორ ემუქრებოდა, როგორ ძლევდა...
ალბათ, ძალიან სწრაფად მიდიოდა. დიდებულის აურის შენარ-
ჩუნება სიკვდილის დროს საშინლად რთული აღმოჩნდა. ცხენი გა-
584
აჭენა. მცველები სახტად დარჩნენ. გაოცებით შეჰყვირეს და სცადეს
დასწეოდნენ.
მათ შეძახილებს ყურადღება არ მიაქცია. ცხენს კიდევ ერთხელ
გადაუჭირა. ახლა მაინც გრძნობდა, როგორ უნელდებოდა რეაქცია?
მაინც რომელი გამოიყენა ზეინმა? გურაჩრდილი? არა, ის ნემსით უნდა
შეეშვათ სხეულში. ტომპერი? ან... ან ეგებ რაიმე იპოვა, ისეთი საწამ-
ლავი, სტრაფმა სულ რომ არ იცოდა?
მხოლოდ იმის იმედი თუ ექნებოდა, რომ ზეინი ასე არ მოქცეულა.
თუ სტრაფი საწამლავს ვერ ამოიცნობდა, არც ამარანტას ეცოდინებო-
და, რის წინააღმდეგ მოქმედებდა და თავის ყოვლისმკურნავ ნაყენში
ანტიდოტს ვერ გაურევდა.
ნისლში ბანაკის სინათლე აღწევდა. ჯარისკაცებმა დაიყვირეს, და
ერთ-ერთმა კინაღამ მოკლა, როდესაც მის ცხენს შუბი შეაგება. საბედ-
ნიეროდ, სტრაფი დროზე იცნო და შუბიც გასწია, მაგრამ სტრაფმა მა-
ინც გადათელა.
პირდაპირ კარვისკენ გააჭენა. ჯარისკაცები დარბოდნენ, თავდას-
ხმას ელოდნენ. ზეინისგან ამას ვერაფრით დამალავდა.
"ვერც ჩემს სიკვდილს დავმალავ".
– ბატონო! – მიირბინა მასთან კაპიტანმა.
– ამარანტა მოიყვანეთ, – თქვა სტრაფმა და ცხენიდან ჩამობობ-
ღდა.
– თქვენი ქალბატონი? – შეყოყმანდა ჯარისკაცი, – მაგრამ...
– ახლავე! – ბრძანა სტრაფმა, კარვის ნაჭრის კარი გადასწია და შე-
ვიდა. შემდეგ გაჩერდა. და როცა კარი ჩამოეფარა, უკვე ფეხები უკან-
კალებდა. აცახცახებული ხელით შუბლი მოიწმინდა. ოფლში იყო გახ-
ვითქული.
"წყეულიმც იყოს!" – ფიქრობდა გამხეცებული, – "უნდა მოვკლა, ან
დავამწყვდიო... რამე უნდა ვიღონო. ასე მართვა შეუძლებელია!"
მაგრამ, რა უნდა ექნა? ღამეები ათია, დღეები გაფლანგა, ცდილობ-
და, გადაეწყვიტა, ბიჭისთვის რა მოეხერხებინა. როგორც ჩანს, ის
ატიუმი, რითაც ქრთამავდა, მისი გულმოდგინეობისთვის აღარ კმარო-
585
და. როცა სტრაფის შვილები ელენდის საყვარლის მოკვლის უიმე-
დო მცდელობას შეაკლა, ზეინმა ამით დაამტკიცა, რომ მისი ნდობა
აღარ შეიძლებოდა, ოდნავადაც კი აღარ.
ამარანტა უსწრაფესად მოვარდა და მაშინვე ნაყენის შეზავება
დაიწყო. ბოლოს და ბოლოს, სტრაფმა საზიზღარგემოიანი ნაზავი
ჩაყლაპა, რომლის მკურნალი ძალაც მაშინვე იგრძნო და მერე
რთული გადაწყვეტილება მიიღო.
ზეინი უნდა მომკვდარიყო.
და მაინც... ყველაფერი ზედმეტად კარგად აეწყო. ისეთი გრძნო-
ბა დამრჩა, თითქოს გმირი ჩვენვე შევქმენით, რათა საკუთარ წინას-
წარმეტყველებებზე მოგვერგო, იმის ნაცვლად, რომ მისთვის ბუნებ-
რივად აღზევების საშუალება მიგვეცა. სწორედ ამაზე ვდარდობდი;
და სწორედ ამას უნდა შევეჩერებინე, როდესაც ჩემი ძმები მომად-
გნენ – ისინი კი უკვე მზად იყვნენ, ერწმუნათ.

40
ელენდი მის საწოლთან იჯდა. ვინს ეს ამშვიდებდა. ხანდახან
ჩასთვლემდა, მაგრამ იცოდა, რომ ელენდი იქ იყო და სდარაჯობდა.
ეუცნაურებოდა, კაცი რომ იცავდა, როგორც წესი, პირიქით ხდებო-
და ხოლმე.
როცა გაიღვიძა, არ გაჰკვირვებია, რომ ელენდი საწოლის გვერ-
დით, სკამზე მჯდომი დახვდა, თან სანთლის მქრქალ შუქზე რაღაცას
კითხულობდა. ხოლო როცა სრულად გამოფხიზლდა, არ წამომხტა-
რა და ოთახის ჩხრეკა არ დაუწყია. სანაცვლოდ, ნელა წამოიმართა,
საბანი აიკეცა და საწოლთან დატოვებული ჭიქიდან წყალი მოსვა.
ელენდმა წიგნი დახურა და გოგოსკენ ღიმილით შებრუნდა. ვინ-
მა სცადა, მის მშვიდ გამოხედვაში რამე მინიშნება ამოეკითხა იმ სა-
შინელებაზე, ცოტა ხნის წინ რომ გამოიარა – ზიზღი, შიში ან თავ-
ზარდაცემა.
ვინს უკვე მონსტრად ხედავდა. მაშ, როგორღა უღიმოდა ასე
თბილად?
586
– რატომ? – ჰკითხა გოგომ ხმადაბლა.
– რა რატომ? – დაუბრუნა შეკითხვა.
– აქ რატომ იცდი? არ ვკვდები, ამდენი მაინც მახსოვს.
– შენთან ყოფნა მინდა, ესაა და ეს, – მხრები აიჩეჩა ელენდმა.
ვინს არ უპასუხებია. კუთხეში გიზგიზებდა ქვანახშირის ქურა, რო-
მელსაც აშკარად სჭირდებოდა საწვავის დამატება. ზამთარი ახლოვ-
დებოდა და ჩანდა, საშინლად სუსხიანი იქნებოდა. მხოლოდ პიჟამა ეც-
ვა. მხლებლებს სთხოვა, პიჟამა არ ჩამაცვათო, მაგრამ სეიზდის ძილის
წამალი უკვე მოქმედებას იწყებდა და კამათისთვის ენერგია არ შერჩა.
საბანი უფრო მჭიდროდ შემოიხვია. მხოლოდ მაშინ დააფიქსირა ის,
რაც მანამდე არ შეუჩნევია.
– ელენდ! შენი ფორმა არ გაცვია!
ელენდმა თავის ტანსაცმელს დახედა. კეთილშობილის სამოსი იყო,
ძველი გარდერობიდან. უღილებო, მუქი პერანგი და დიდი ქურთუკი ეც-
ვა. პასუხად მხრები აიჩეჩა.
– ამ შარადის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს, ვინ.
– სეტი გამეფდა? – ჰკითხა, თან რეტი ესხმოდა.
– პენროდი, – თავი გააქნია ელენდმა.
– რა უაზრობაა.
– ვიცი. არ ვიცით, ვაჭრებმა სეტს რატომ უღალატეს, მაგრამ აღარ
აქვს მნიშვნელობა. პენროდი გაცილებით უკეთესი არჩევანია, ვიდრე
სეტი, ან – მე.
– ხომ იცი, რომ მასე არაა.
ელენდი საზურგეს მიეყრდნო და ჩაფიქრებით უპასუხა:
– უკვე აღარც ვიცი, ვინ. ვფიქრობდი, უკეთესი ვარ-მეთქი, მაგრამ
სანამ გეგმებს ვაწყობდი, სეტი ტახტამდე როგორ არ მომეშვა, ერთხე-
ლაც კი არ მომსვლია თავში პენროდთან გაერთიანების აზრი. ასე ხომ
სეტს აუცილებლად დავამარცხებდი? რა მოხდებოდა, ჩემი თავნებობის
გამო, გვირგვინი სეტის თავზე რომ აღმოჩენილიყო? ხალხზე სულ არ
მიფიქრია.
– ელენდ... – თქვა ვინმა და ხელი ხელზე დაადო.
587
ელენდი შეკრთა... სულ ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად, და
სწრაფადვე შენიღბა. მაგრამ ზიანი უკვე მიყენებული იყო. ზიანი,
რომელიც ვინმა თავად მიაყენა ელენდს. ისიც, როგორც იქნა, ხე-
დავდა, ამჯერად, უკვე მართლა ხედავდა ვინის ჭეშმარიტ ვინაობას.
ხედავდა, რომ ის, ვინც შეუყვარდა, მხოლოდ ნიღაბი იყო.
– რა მოხდა? – ჰკითხა ელენდმა და სახეზე შეხედა.
– არაფერი, – მიუგო ვინმა. ხელი უკან გამოაცურა. შიგნით რა-
ღაც გაებზარა: "ძალიან მიყვარს... რატომ? რატომ მივეცი ყველაფ-
რის დანახვის უფლება? ნეტავ არჩევანი მქონოდა!"
"გიღალატებს", – დაიჩურჩულა რენის ხმამ სადღაც გონების
სიღრმეში, – "ბოლოს ყველა მიგატოვებს, ვინ".
ელენდმა ამოიოხრა და დარაბებს გახედა. ჩარაზული დარაბები
ნისლს აკავებდა, მაგრამ ვინი მაინც ახერხებდა მათ მიღმა სიბნე-
ლის განჭვრეტას.
– საქმე ისაა, ვინ, – განაგრძო ელენდმა ხმადაბლა, – რომ სი-
ნამდვილეში არასდროს მიფიქრია, თუ ყველაფერი ასე დამთავ-
რდებოდა. ვენდობოდი, ბოლო წამამდე. მეგონა, ასამბლეა სწორ
გადაწყვეტილებას მიიღებდა. მე რომ არ ამირჩიეს, მართლა გამიკ-
ვირდა. არადა, არ უნდა გამკვირვებოდა. ვიცოდით, დიდი შანსი არ
მქონდა. იმას ვამბობ, ერთხელ ხომ უკვე მისცეს ხმა ჩემ წინააღ-
მდეგ. მაგრამ თავი დავირწმუნე, რომ წინა შემთხვევა მხოლოდ
გაფრთხილება იყო. გულის სიღრმეში მაინც მეგონა, გვირგვინს და-
მიბრუნებდნენ.
თავი გააქნია.
– ახლა ან ის უნდა ვაღიარო, რომ მივქარე, როცა ვენდე, ან მათ
გადაწყვეტილებას პატივი ვცე.
ვინს სწორედ ეს მოსწონდა – მისი სიკარგე, მისი უბრალო პატი-
ოსნება. ასეთი თვისებები ქუჩაში გაზრდილი სკაასთვის ისეთივე უც-
ხო და ეგზოტიკური იყო, როგორც ადამიანების უმეტესობისთვის -
ნისლქმნილის ბუნება. კელსიერის თანაგუნდელების ან კეთილშო-
ბილების საუკეთესო ნაწილშიც კი ელენდ ვენტურის მსგავსი მეორე
588
არ დაიარებოდა. მეორე არ მოიძებნებოდა იმისთანა, რომელსაც ერ-
ჩივნა, დაეჯერებინა, რომ ხალხმა მას გვირგვინი წაართვა და ამით
კარგი საქმის გაკეთება სცადა.
ვინს თავი ხანდახან სულელი ეგონა, რადგან პირველივე კეთილ-
შობილი, რომელსაც დაუახლოვდა, მაშინვე შეუყვარდა. მაგრამ ახლა
გაიაზრა, რომ ელენდის მიმართ მისი სიყვარული არც ხელსაყრელმა
სიტუაციამ გამოიწვია და არც ხშირმა შეხვედრამ. ნამდვილი მიზეზი
ელენდის პიროვნება იყო. ხოლო იმ ფაქტს, რომ პირველად სწორედ
მას გადაეყარა, წარმოუდგენლად იღბლიან დამთხვევად მიიჩნევდა.
ახლა კი... ყველაფერი დასრულდა. მათი ურთიერთობა ძველებუ-
რად ვეღარ გაგრძელდებოდა. მაგრამ ვინმა ყოველთვის იცოდა, რომ
ბოლო ასეთი იქნებოდა. სწორედ ამიტომაც უთხრა ელენდს უარი ცო-
ლად გაყოლაზე ერთი წლის წინ. ვინს არ შეეძლო ელენდზე დაქორწი-
ნება. უფრო სწორად, ელენდს უფლებას ვერ მისცემდა, მასზე ექორწი-
ნა.
– შენს თვალებში ნაცნობ სევდას ვხედავ, ვინ, – თქვა ელენდმა ჩუ-
მად.
ვინმა გაკვირვებით ახედა.
– ყველაფერს გავუძლებთ, – უთხრა ელენდმა, – გვირგვინი არა-
ფერს ნიშნავს. შესაძლოა, ასეც კი სჯობდა. ყველაფერი ვიღონეთ, რაც
შეგვეძლო. ახლა ვინმე სხვამაც უნდა სცადოს.
ვინმა ნაძალადევად გაიღიმა და გაიფიქრა: "ვერაფერს ხვდება. ვერ
უნდა გაიგოს, რამდენად მტკივნეულია ეს ყველაფერი. კარგი კაცია –
თავის თავს ჩემ სიყვარულს აიძულებს".
– მაგრამ, – განაგრძო ელენდმა, – ჯერჯერობით კიდევ უნდა დაის-
ვენო.
– მშვენივრად ვარ, – უთხრა ვინმა და ოდნავ გაიზმორა. მხარი და
ყელი სტკიოდა, მაგრამ კალტყვია ენთო და ჭრილობები ძალიან არ
აწუხებდა, – ახლა მხოლოდ ის მჭირდება...

589
მოულოდნელად რაღაც გაახსენდა და სიტყვა გაწყვიტა. წამოჯ-
და, სწრაფი მოძრაობისგან მოგვრილმა ტკივილმა მთელ სხეულში
დაუარა. წინა დღის მოგონებები ლამის ნისლში იყო გახვეული, მაგ-
რამ...
– ორსეურ! – თქვა და საბანი გადაიძრო.
– კარგადაა, ვინ, – უთხრა ელენდმა, – კანდრაა. დამტვრეული
ძვლები მისთვის არაფერს ნიშნავს.
ვინი, რომელიც სანახევროდ უკვე გადმომძვრალიყო საწოლი-
დან, შეჩერდა. თავი სულელურად იგრძნო.
– სადაა?
– ახალ სხეულს ინელებს, – ღიმილით მიუგო ელენდმა.
– რა გაცინებს? – ჰკითხა ვინმა.
– არასდროს მინახავს, ვინმე კანდრაზე ასე ღელავდეს.
– არ მესმის, რატომ, – თქვა ვინმა და ისევ საწოლზე აბობღდა,
– ორსეურმა ჩემთვის სიცოცხლე გაწირა.
– კანდრაა, ვინ, – გაუმეორა ელენდმა, – არა მგონია, იმ თავ-
დამსხმელებს მისი მოკვლა შესძლებოდათ. მეეჭვება, ეს თუნდაც
ნისლქმნილმა მოახერხოს.
ვინი შეყოვნდა. "მეეჭვება, თუნდაც ნისლქმნილმა მოახერ-
ხოს..." როგორღაც, ეს წინადადება აწუხებდა.
– სულ ერთია, – თქვა მან, – ტკივილს გრძნობს. ორი უძლიერე-
სი დარტყმა მიიღო ჩემ ნაცვლად.
– მხოლოდ კონტრაქტს ასრულებდა.
"თავის კონტრაქტს..." – გაიფიქრა გოგომ. ორსეური ადამიანს
დაესხა თავს. კონტრაქტი დაარღვია. ვინის გულისთვის.
– რა მოხდა? – ჰკითხა ელენდმა.
– არაფერი, – მაშინვე უპასუხა ვინმა, – მითხარი, არმიების თავს
რა ხდება?
ელენდმა ეჭვნეულად შეათვალიერა, მაგრამ თემის შეცვლის სა-
შუალება მაინც მისცა.

590
– სეტი ჯერაც ჰასტინგების ციხე-კოშკშია. წარმოდგენა არ გვაქვს,
რას იზამს. ასამბლეამ მეფედ არ აირჩია, ამიტომაც მგონია, რომ კარგს
არაფერს. თუმცა ჯერჯერობით წინააღმდეგობა არ გამოუხატავს. ეტყო-
ბა ხვდება, რომ აქაა გამომწყვდეული.
– როგორც ჩანს, მართლა სჯეროდა, რომ აირჩევდნენ, – მოიღუშა
ვინი, – აბა, სხვაგვარად ქალაქში რატომ შემოძვრებოდა?
– მაინც უცნაური გადაწყვეტილებაა, – თავი გააქნია ელენდმა, –
რაც უნდა იყოს, ასამბლეას ვურჩიე, როგორმე შეუთანხმდნენ. მგონი,
დაიჯერა, რომ ატიუმი ქალაქში არაა, ამიტომ ლუთადელის დაპყრობის
მიზეზი აღარ აქვს.
– პატივისა და ღირსების გარდა.
– რომელსაც თავის არმიას არ შეაკლავს; და არც საკუთარ თავს, –
უპასუხა ელენდმა.
ვინმა თავი დაუქნია.
– მამაშენი?
– ჯერ ჩუმადაა. ძალიან უცნაურია, ვინ. მის ხელწერას არ ჰგავს. თან
მკვლელების გამოგზავნა ისე თავხედური იყო... არ ვიცი, რა ვიფიქრო.
– მკვლელები, – თქვა ვინმა და საწოლში წამოჯდა, – გაარკვიეთ,
ვინ არიან?
– ვერა. ვერავინ ცნობს.
ვინმა წარბები შეიჭმუხნა.
– ეგებ, ჩრდილოეთ დომინიონის კეთილშობილებს არც ისე კარგად
ვიცნობთ, როგორც გვეგონა, – უთხრა ელენდმა.
"არა", – გაიფიქრა ვინმა, – "არა, სტრაფის ქალაქი – ურტო ძალიან
ახლოსაა, იქიდან რომ იყვნენ, გვეცოდინებოდა, ხომ?"
– მეგონა, ერთ-ერთი ამოვიცანი, – თქვა ბოლოს.
– რომელი?
– ის... ბოლო.
– ჰო... – შეყოყმანდა ელენდი, – მგონი, მის ამოცნობას ვეღარ მო-
ვახერხებთ.
– ელენდ, ვწუხვარ, რომ ამას შეესწარი.
591
– რა? – გაუკვირდა ელენდს, – ვინ, სიკვდილი აქამდეც მინა-
ხავს. მბრძანებელი რომ სიკვდილით დასჯებს მართავდა, წასვლა
მევალებოდა, დაგავიწყდა? ოღონდ, – შეყოყმანდა ბოლოს, – რა
თქმა უნდა, შენ რაც ქენი, იმის მსგავსიც არაფერი იყო.
"რა თქმა უნდა".
– საოცარი იყავი, – უთხრა ელენდმა, – ალომანტები რომ არ შე-
გეჩერებინა, ახლა მკვდარი ვიქნებოდი. ალბათ, პენროდსა და ასამ-
ბლეის წევრებსაც იგივე ბედი ელოდათ. მთელი ცენტრალური დო-
მინიონი გადაარჩინე.
"მარად დანებად მოგვიწევს ყოფნა..."
ელენდმა გაიღიმა და წამოდგა.
– აი, – უთხრა კაცმა და ოთახის ბოლოში მივიდა, – უკვე გაცივ-
და, მაგრამ სეიზდმა დამიბარა, რომ გაიღვიძებს, აუცილებლად შე-
ჭამოსო, – და წვნიანით დაბრუნდა.
– სეიზდმა გამოგზავნა? – იკითხა ვინმა დაეჭვებით, – ესე იგი,
ძილის წამლებითაა სავსე?
ელენდმა გაიღიმა.
– გამაფრთხილა, შენ არ გასინჯოო. ასე მითხრა, იმდენი დამამ-
შვიდებელია გარეული, ერთი თვე ვეღარ გაგაღვიძებთო. კალტყვი-
ის მომხმარებლებისთვის გაცილებით დიდი დოზაა საჭირო.
თეფში საწოლთან, მაგიდაზე დადო. ვინმა მოჭუტული თვალე-
ბით შეათვალიერა. სეიზდი, ალბათ, სწუხდა, რომ რამეს თუ არ იღო-
ნებდა, ვინი, ჭრილობების მიუხედავად, ფეხზე წამოხტებოდა და ქა-
ლაქში ხეტიალს მოჰყვებოდა. და, ალბათ, მართალიც იყო. გოგომ
ამოიოხრა, თავი დაუქნია და წვნიანის ხვრეპას შეუდგა.
ელენდმა ისევ გაიღიმა.
– ვინმეს დავავალებ, ღუმლისთვის მეტი ნახშირი მოიტანონ. და
კიდევ სხვა საქმეებიც მაქვს.
ვინმა თავი დაუქნია. ელენდი ოთახიდან გავიდა და კარი გაიხუ-
რა.

592
ვინმა რომ გაიღვიძა, ელენდი ისევ იქ იყო. ჩრდილში იდგა და უყუ-
რებდა. გარეთ ჯერაც ბნელოდა. დარაბები ღია იყო და ნისლი ოთახის
იატაკზე მოჟონავდა.
დარაბები ღია იყო!
ვინი წამოჯდა და კუთხეში მდგომ ფიგურას მიუბრუნდა. ელენდს არ
ჰგავდა.
– ზეინ, – მშრალად წარმოთქვა გოგომ.
მან ნაბიჯი წინ გადმოდგა. ახლა, როდესაც ვინმა ყველაფერი იცო-
და, ფიქრობდა, რომ ზეინსა და ელენდს შორის მსგავსება თვალში სა-
ცემი იყო. ერთი და იმავე ფორმის ყბა ჰქონდათ, და ასევე – დატალღუ-
ლი, მუქი თმა. მას შემდეგ, რაც ელენდმა ვარჯიში დაიწყო, აღნაგობი-
თაც კი დაემსგავსნენ.
– ძალიან ღრმად გძინავს, – უთხრა ზეინმა.
– ნისლქმნილის სხეულსაც კი სჭირდება ძილი ჭრილობების მოსა-
შუშებლად.
– შეიძლებოდა, არაფერი დაგშავებოდა, – შენიშნა ზეინმა, – იმ
ალომანტებს მარტივად მოკლავდი, მაგრამ ჩემმა ძმამ ყურადღება გა-
გიფანტა; თანაც ცდილობდი, ოთახში მყოფები დაგეცვა. სწორედ ეს
დაგმართა – შეგცვალა. ვეღარ ხედავ, რისი გაკეთებაა საჭირო, მხო-
ლოდ იმას ხედავ, რაც მას სურს.
ვინმა წარბი ასწია, ბალიშის ქვეშ ხელი ჩუმად შეაცურა. საბედნი-
ეროდ, ხანჯლები ჯერაც იქ იყო.
"მძინარე არ მომკლა", – გაიფიქრა მან, – "რაც კარგის ნიშანია..."
ზეინმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა. ვინი დაიძაბა.
– რა თამაშს თამაშობ, ზეინ? თავიდან მითხარი, გადავწყვიტე, არ
მოგკლაო, შემდეგ მკვლელების მთელი რაზმი გამოგზავნე. ახლა რა-
ღას აპირებ? საქმის დამთავრება გაქვს გადაწყვეტილი?
– ვინ, ეგ მკვლელები ჩვენ არ გამოგვიგზავნია, – თქვა ზეინმა ხმა-
დაბლა.
ვინმა დამცინავად დაიფრუტუნა.

593
– რაც გინდა, ის დაიჯერე, – მიუგო ზეინმა და კიდევ ერთი ნაბიჯი
გადადგა. უკვე ვინის გვერდით, საწოლთან იდგა, ლამის რიტუალურ
სიბნელეში მუქ, მაღალ ფიგურად იყო ასვეტილი, – მაგრამ მამაჩემს ჯე-
რაც თავზარს სცემ. რატომ შეეცდებოდა ელენდის მოკვლას, თუკი
იცის, რომ ამით შენს შურისძიებას მიიღებს?
– გარისკა, – უთხრა ვინმა, – იმედი ჰქონდა, ალომანტები მომ-
კლავდნენ.
– მათი გამოყენება რაღა საჭირო იყო? მას ხომ მე ვყავარ. რა-
ტომ დახარჯავდა მთელ ჯოგ ნისლელებს, დღისით-მზისით, როდე-
საც შეუძლია, მე დამავალოს ატიუმის გამოყენება და შენი მოკვლა?
ვინი შეყოყმანდა.
– ვინ, – განაგრძო ზეინმა, – ვუყურებდი, როგორ გაიტანეს დარ-
ბაზიდან გვამები, და ზოგიერთი მათგანი მეცნო, სეტის გარემოცვა-
ში იყვნენ.
"ეგაა!" – გაიფიქრა ვინმა, – "აი, სად ვნახე ის ბოლო ჩხუბისთა-
ვი! ჰასტინგების ციხე-კოშკში. სანამ სეტთან ვსადილობდით, სამზა-
რეულოდან იხედებოდა და თავს მსახურად გვაჩვენებდა".
– ჰო, მაგრამ მკვლელები სეტსაც დაესხნენ თავს... – და ჩაფიქ-
რდა. ქურდი რომ იყო, ძალიან მარტივი სტრატეგია ჰქონდათ. თუ
დახლი გქონდა და გარშემო მაღაზიებს ქურდავდი, ეჭვის თავიდან
ასაცილებლად, საკუთარი თავიც უნდა "გაგექურდა".
– ის მკვლელები, სეტს რომ დაესხნენ თავს, – თქვა ვინმა, – ჩვე-
ულებრივი ადამიანები იყვნენ და არა ალომანტები. ნეტავ, რა უთ-
ხრა მათ; ალბათ, დაჰპირდა, რომ "დანებებას" შეძლებდნენ, როდე-
საც ბრძოლის ბედი შემობრუნდებოდა? მაგრამ თავდასხმა რაში
სჭირდებოდა? ტახტის მოპოვების ყველაზე დიდი შანსი ისედაც სწო-
რედ მას ჰქონდა.
– პენროდმა მამაჩემთან დადო შეთანხმება, ვინ, – გააქნია თავი
ზეინმა, – და სტრაფმაც ასამბლეის წევრებს იმისთანა სიმდიდრე
შესთავაზა, სეტს რომ არც დაესიზმრება. ზუსტად ამიტომაც შეცვა-

594
ლეს ვაჭრებმა ხმები. სეტმა, ალბათ, ყველაფერი გაიგო. მთელ ქალაქ-
ში ჰყავს ჯაშუშები.
დამუნჯებული ვინი უსიტყვოდ იჯდა: "რა თქმა უნდა!"
– ამიტომ ერთადერთი გზა, რომ სეტს გაემარჯვა...
– მკვლელების მოგზავნა იყო, – თავი დაუქნია ზეინმა, – სამივე კან-
დიდატს დაესხმებოდნენ თავს, ელენდსა და პენროდს დახოცავდნენ,
სეტი გადარჩებოდა. ასამბლეა იფიქრებდა, რომ სტრაფმა ყველას უღა-
ლატა და სეტიც მეფე გახდებოდა.
ვინმა აკანკალებული ხელით ხანჯალი ჩაბღუჯა. ეს თამაშები უკვე
ყელში ამოუვიდა. ელენდი ლამის მოკვდა. კინაღამ დამარცხდა.
ვინის ნაწილს – ალმოდებულ ნაწილს – იმის გაკეთება უნდოდა,
რაც სულ თავიდანვე ჰქონდა აზრად. წასულიყო, სეტი და სტრაფი ამოე-
ხოცა და საფრთხე ყველაზე შედეგიანი გზით მოეშორებინა თავიდან.
"არა", – გაიფიქრა ძალდატანებით, – "არა, ეგ კელსიერის გზაა. ჩე-
მი – არა. და არც ელენდისი".
ზეინი ფანჯრისკენ შებრუნდა და პატარა ჩანჩქერის მსგავს ნისლს
შეხედა.
– უფრო ადრე უნდა მოვსულიყავი. გარეთ ვიყავი, დაგვიანებულ
ხალხში. სანამ დარბაზიდან ადამიანები არ გამოვარდნენ, არც ვიცო-
დი, რამე თუ ხდებოდა.
– ლამის გულწრფელი ხმა გაქვს, ზეინ, – ვინმა წარბი ასწია.
– არ მინდოდა, მკვდარი მენახე, ვინ, – შემობრუნდა ზეინი, – და
არც ის მინდოდა, ელენდს მოსვლოდა რამე.
– მართლა? – ჰკითხა ვინმა, – თუნდაც იმის გათვალისწინებით,
რომ მას ანებივრებდნენ, სანამ შენ არავის უყვარდი და მამაშენს გამო-
კეტილი ჰყავდი?
ზეინმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
– მასე არაა. ელენდი... წმინდაა. ხანდახან, როდესაც მისი ლაპარა-
კი მესმის, იმაზე ვფიქრობ, ნეტავ თუ შევძლებდი, მისი მსგავსი გავ-
მხდარიყავი, სხვანაირი ბავშვობა რომ მქონოდა.
ჩაბნელებულ ოთახში, ვინს თვალებში უყურებდა.
595
– მე... გავტყდი, ვინ. გავგიჟდი. ელენდის მსგავსი ვერასდროს
ვიქნები. მისი მოკვლა არ შემცვლის. ალბათ, კარგიცაა, რომ ცალ-
ცალკე გავიზარდეთ. კარგია, ჩემზე რომ არაფერი იცის. ასე ისეთად
დარჩება, როგორიც არის... შეურყვნელი.
– მე... – აწრიალდა ვინი. რაღა უნდა ეთქვა? ზეინის თვალებში
ჭეშმარიტ გულწრფელობას ხედავდა.
– ელენდი არ ვარ, – უთხრა ზეინმა, – და არც არასდროს ვიქნე-
ბი. მისი სამყაროს ნაწილი არ ვარ. მაგრამ არც ვფიქრობ, რომ უნდა
ვიყო. არც – შენ. ბრძოლა რომ დასრულდა, ბოლოს და ბოლოს,
დარბაზში შემოვაღწიე და დავინახე, როგორ გიყურებდა ელენდი.
დავინახე, როგორი მზერა ჰქონდა.
ვინმა თავი მიაბრუნა.
– მისი ბრალი არაა, რომ ასეთია, – თქვა ზეინმა, – როგორც უკ-
ვე გითხარი, ძალიან წმინდაა. მაგრამ ამის გამო, ჩვენგან განსხვავ-
დება. უკვე ვცადე ამის ახსნა. ნეტავ, შენც დაგენახა, რა მზერა ჰქონ-
და...
"დავინახე", – გაიფიქრა ვინმა. ამის გახსენება არ უნდოდა, მაგ-
რამ ნამდვილად დაინახა. ეს იყო შეძრწუნებული მზერა, რეაქცია
რაღაც საშინელსა და უცხოზე, რაღაც ისეთზე, რისი აღქმაც შეუძლე-
ბელია.
– არ შემიძლია ელენდი ვიყო, – თქვა ზეინმა ხმადაბლა, – მაგ-
რამ შენ ეს არც გინდა, – ხელი გამოიწოდა და მაგიდაზე რაღაც და-
აგდო, – შემდეგ ჯერზე, მზად იყავი.
ზეინი ფანჯრისკენ წავიდა და ვინმაც ნივთს ხელი დასტაცა. ხე-
ლისგულზე ლითონის პატარა ბურთი გორაობდა. ფორმა უსწორ-
მასწორო ჰქონდა, ზედაპირი გლუვი, ოქროს თვითნაბადი მარცვა-
ლივით. გადაყლაპვა არც სჭირდებოდა, მაშინვე იცნო.
– ატიუმი?
– სეტმა შეიძლება კიდევ გამოგზავნოს მკვლელები, ვინ, – თქვა
ზეინმა და ფანჯრის რაფაზე შეხტა.

596
– ამას მე მაძლევ? – ჰკითხა ვინმა, – აქ იმდენია, ორწუთიან წვას
ეყოფა.
მთელი სინდიდრე იყო, დამხობამდე, ალბათ, ოცი ათასი ბოქ-
სინგი მაინც ეღირებოდა. ახლა, ატიუმის დეფიციტში კი...
ზეინმა ფანჯრიდან გამოხედა.
– უბრალოდ, თავს მიხედე, – და ნისლში გადაეშვა.
ვინი ჭრილობებს ვერ იტანდა. ხვდებოდა, რომ სხვებიც იმავეს
გრძნობდნენ ხოლმე. ვის სიამოვნებდა ტკივილი და სისუსტე? მაგრამ
სხვები, როცა ავად ხდებოდნენ, უბრალოდ გაღიზიანებულები იყვნენ,
თავზარდაცემულები კი არა.
ელენდი ავად რომ იყო, მთელი დღე საწოლში იწვა და კითხულობ-
და. რამდენიმე თვის წინ კლაბსმა ვარჯიშის დროს ძლიერი დარტყმა
მიიღო და ტკივილის გამო ბევრიც იბუზღუნა, მაგრამ ცდილობდა, ფეხს
გაფრთხილებოდა და ძალას არ ატანდა.
ვინიც ნელ-ნელა მათ ემსგავსებოდა. შეეძლო, საწოლში დარჩენი-
ლიყო, როგორც ახლა, და თან სცოდნოდა, რომ მისთვის ყელის გამოჭ-
რას არავინ ცდიდა, სანამ ავადმყოფობით დასუსტებული, საშველად
ვერავის მოიხმობდა. მაგრამ მაინც ადგომას ლამობდა. უნდოდა, ყვე-
ლასთვის ეჩვენებინა, რომ ძალიანაც არ დაშავებულა; ისე, ყოველი
შემთხვევისთვის, რადგან ვინმეს საპირისპირო არ ეფიქრა და ამით არ
ესარგებლა.
"ცხოვრება შეიცვალა!" – უთხრა თავის თავს. გარეთ ჯერაც სინათ-
ლე იდგა. ელენდი ხშირად ნახულობდა, მაგრამ ახლა წასულიყო. ხან-
დახან სეიზდიც მოდიოდა ხოლმე, ჭრილობებს სინჯავდა და ევედრებო-
და, საწოლში დარჩენილიყო, თუნდაც კიდევ ერთი დღე. შემდეგ თავის
კვლევა-ძიებას უბრუნდებოდა... ტინდუილთან ერთად.
"რა დაემართათ? ერთმანეთს ვერ იტანდნენ", – ფიქრობდა გაღი-
ზიანებული, – "ახლა კი სეიზდს ძლივსღა ვხედავ".
ოთახის კარი გაიღო. ვინს ესიამოვნა, რომ ინსტინქტი ძველებურად
უმუშავებდა – მაშინვე დაიძაბა და ხანჯლებს დასწვდა... და წამსვე
მტკივანმა გვერდმა თავი შეახსენა.
597
არავინ შემოსულა.
ვინი მოიღუშა. ჯერაც დაძაბული იყო. თუმცა ცოტა ხანში საწოლის
ბოლოდან ძაღლმა ამოყო თავი.
– ქალბატონო? – იკითხა ნაცნობმა ხმამ ღრენით.
– ორსეურ? – გაუკვირდა ვინს, – ისევ ძაღლის სხეული გაქვს?
– რასაკვირველია, ქალბატონო, – თქვა ორსეურმა და საწოლზე
ამოხტა, – აბა, სხვა რა უნდა მქონდეს?
– არ ვიცი, – ვინმა ხანჯლები დააწყო, – როდესაც ელენდმა მით-
ხრა, ახალი სხეული მივეციო, ვიფიქრე, ადამიანისას მოითხოვდი.
იმას ვგულისხმობ, რომ ყველამ დაინახა, ჩემი "ძაღლი" როგორ
მოკვდა.
– მერე რა. მარტივად აუხსნით, რომ ახალი იშოვეთ. თქვენგან
უკვე იმას ელიან, რომ თან ძაღლი გეყოლებათ, ამიტომ უძაღლობა
უფრო მეტად გამოიწვევს ეჭვს.
ვინი უხმოდ იჯდა. სეიზდის მოთხოვნის მიუხედავად, მაინც შარ-
ვალი და პერანგი ეცვა. კაბები სხვა ოთახში ეკიდა; და გარდერობს
თვალში საცემად აკლდა ერთ-ერთი მათგანი. ყოველ ჯერზე, როდე-
საც კაბებს უყურებდა, ფიქრობდა, რომ მასაც ხედავდა – ულამაზეს
თეთრ კაბას, სისხლით მოთხვრილს. ტინდუილი ცდებოდა. ვინს არ
შეეძლო, ერთდროულად ლედიც ყოფილიყო და ნისლქმნილიც.
ასამბლეის წევრების თვალებში დანახული შიში ამისთვის საკმარი-
სი მტკიცებულება აღმოჩნდა.
– ორსეურ, ისევ ძაღლის სხეულის დასაკუთრება არ გევალებო-
და, – უთხრა ხმადაბლა, – მირჩევნია, ის ატარო, რაც უფრო სასია-
მოვნოდ გეჩვენება.
– ყველაფერი შესანიშნავადაა, ქალბატონო, – უპასუხა ორსე-
ურმა, – ასე ვთქვათ... ასეთი ძვლები ძალიან მომეწონა. მინდა, ცო-
ტა ხანიც გამოვიკვლიო მისი უპირატესობები, სანამ ადამიანის სხე-
ულს დავუბრუნდები.

598
ვინმა გაიღიმა. კანდრას ისევ მგელძაღლა აერჩია – უზარმაზარი
მხეცი, თუმცა სხვა ფერის – უფრო შავი, ვიდრე ნაცრისფერი, და არც
თეთრი ლაქები ჰქონდა. გოგო მის არჩევანს მიესალმა.
– ორსეურ, – თქვა ვინმა და მზერა აარიდა, – გმადლობ იმის-
თვის, რაც ჩემთვის გააკეთე იმ დღეს.
– კონტრაქტს ვასრულებ, ქალბატონო.
– სხვა დროსაც მიბრძოლია, თუმცა არასდროს ჩარეულხარ, – უთ-
ხრა ვინმა.
– ჰო, არასდროს, – უპასუხა ორსეურმა ცოტა ხნის შემდეგ.
– ამჯერად რატომ იბრძოლე?
– ის გავაკეთე, რაც სწორად მივიჩნიე, ქალბატონო, – უპასუხა ორ-
სეურმა.
– თუნდაც კონტრაქტის საწინააღმდეგოდ?
ორსეური ამაყად მოკალათდა თათებზე.
– კონტრაქტი არ დამირღვევია, – თქვა მტკიცედ.
– ადამიანს შეუტიე.
– ჰო, მაგრამ არ მომიკლავს, – აუხსნა ორსეურმა, – ჩვენ ვფრთხი-
ლობთ, არ ვიბრძვით, რათა შემთხვევით ადამიანი არ მოვკლათ. ჩემი
ძმების უმეტესობა ფიქრობს, რომ ადამიანის მოკვლაში დახმარება
იგივე მკვლელობაა და კონტრაქტის დარღვევას ნიშნავს. მაგრამ შე-
თანხმება ძალიან ბუნდოვანია, ამიტომ ცუდი არაფერი ჩამიდენია.
– იმ კაცისთვის შემთხვევით კისერი რომ მოგეტეხა?
– მაშინ ჩემიანებთან დავბრუნდებოდი და პასუხს ვაგებდი.
– ესე იგი, ჩემ გამო მაინც გაგირისკავს სიცოცხლე, – გაიღიმა ვინ-
მა.
– სულ ოდნავ, – დაეთანხმა ორსეური, – თითქმის არ იყო იმის სა-
შიშროება, რომ ის კაცი ჩემი თავდასხმის გამო მოკვდებოდა.
– მაინც მადლიერი ვარ.
ორსეურმა თავი დაუქნია.
– პასუხისგებაში სიკვდილით დასჯას გულისხმობ? – ჰკითხა ვინმა.

599
– რა თქმა უნდა, ქალბატონო, – უპასუხა ორსეურმა, – უკვდავე-
ბი არ ვართ.
ვინმა მზერა მიაპყრო.
– უფრო ზუსტად არაფერს ვიტყვი, ქალბატონო. როგორც თავადაც
ხვდებით, მირჩევნია, ჩემიანების სისუსტე არ გავამჟღავნო. იმის
თქმაც საკმარისია, რომ სისუსტეები არსებობს.
ვინმა თავი დაუქნია. ჩაფიქრებული შეიჭმუხნა, მოიხარა და მუხ-
ლები მკერდთან ახლოს მიიტანა. რაღაც ჯერაც აწუხებდა. რაღაც
ისეთი, ელენდმა რომ უთხრა ადრე. რაღაც, ორსეურის მოქმედებებ-
ზე...
– კი მაგრამ, – თქვა ნელა, – ხმლები ან ჯოხები ვერაფერს გავ-
ნებს, ხომ?
– ასეა, – უთხრა ორსეურმა, – თუმცა კი ჩვენი სხეული თქვენსას
ჰგავს და ტკივილსაც ვგრძნობთ; ჩვენ ცემას ერთი და იგივე შედეგი
არასდროს მოჰყვება.
– მაშ, რისი გეშინიათ? – ჰკითხა ვინმა და საბოლოოდ მიხვდა,
რაც აწუხებდა.
– ქალბატონო?
– რატომ დებთ ადამიანებთან კონტრაქტს? – ჰკითხა ვინმა, –
რატომ ემორჩილებით მათ? თუ ჩვენს ჯარისკაცებს იმის უნარი არა
აქვთ, რომ რამე გავნონ, საერთოდ რაში განაღვლებთ მათი არსე-
ბობა?
– თქვენ ალომანტია გაქვთ, – უპასუხა ორსეურმა.
– ანუ ალომანტიას შეუძლია თქვენი მოკვლა?
– არა, – ორსეურმა ძაღლის თავი გააქნია, – არ შეუძლია. მაგ-
რამ გთხოვთ, თემა შევცვალოთ. ვწუხვარ, ქალბატონო. ეს ჩემთვის
ძალიან სახიფათო საუბარია.
– მესმის, – ამოიოხრა ვინმა, – უბრალოდ გამაღიზიანებელია.
ძალიან ბევრი რამ არ მესმის სიღრმეზე, პოლიტიკაზე... საკუთარ
მეგობრებზეც კი! – საზურგეს მიეყუდა, ჭერს ახედა და გაიფიქრა:

600
"თანაც სასახლეში ჯერაც არის ჯაშუში. ან დემოქსი, ან დოკსონი. ეგებ
ჯობია, ორივე დავამწყვდევინო? ელენდი ასეთ რამეს იზამდა?"
ორსეური უყურებდა, როგორც ჩანს, მის გაღიზიანებასაც ამჩნევ-
და. ბოლოს ამოიოხრა:
– არის რაღაცები, რაზედაც შემიძლია, რომ გესაუბროთ, ქალბატო-
ნო, თუკი ფრთხილად ვიქნები. რა გსმენიათ კანდრას წარმოშობაზე?
– არაფერი, – ყურები დაცქვიტა ვინმა.
– აღზევებამდე არ ვარსებობდით.
– იმის თქმა გინდა, რომ მბრძანებელმა შეგქმნათ?
– ჩვენ ასე გვჯერა, – უპასუხა ორსეურმა, – მაგრამ საკუთარი მიზანი
არ ვიცით. შესაძლოა, მამაჩვენის ჯაშუშები უნდა ვყოფილიყავით.
– მამა? – გაუკვირდა ვინს, – უცნაურია, მბრძანებელს ასე რომ მო-
იხსენიებთ.
– მან ჩვენ შეგვქმნა, ქალბატონო. მისი შვილები ვართ.
– მე კი ის მოვკალი, – შენიშნა ვინმა, – მე... თავს ისე ვგრძნობ,
თითქოს ბოდიში უნდა მოვიხადო.
– რადგან მამაჩვენია, არ ნიშნავს, რომ მისი ყველა მოქმედება მოგ-
ვწონდა, ქალბატონო, – აუხსნა ორსეურმა, – ხომ შეიძლება, ადამიანს
მამა უყვარდეს, თუმცა არ სჯეროდეს, რომ ის კარგი ადამიანია?
– მგონი, კი.
– მამასთან დაკავშირებით კანდრებს რთული თეორიები აქვთ.
ჩვენთვისაც კი რთულია, ბოლომდე გავერკვეთ.
– ორსეურ, – შეიჭმუხნა ვინი, – რამდენად ასაკოვანი ხარ?
– ასაკოვანი.
– კელსიერზე უფრო ასაკოვანი?
– გაცილებით. თუმცა არც იმდენად, თქვენ რომ ფიქრობთ. აღზევე-
ბა არ მახსოვს.
ვინმა თავი დაუქნია.
– ამას რატომ მიყვები?
– თქვენი თავდაპირველი კითხვის გამო, ქალბატონო. რატომ ვართ
კონტრაქტზე მიჯაჭვულები? წარმოიდგინეთ, თქვენ რომ მბრძანებელი
601
იყოთ, მისი ძალა გქონდეთ და მსახურების შექმნას აპირებდეთ, მათ
სამართავად რამე საშუალებას არ მოიგონებდით?
ვინმა ნელა დაუქნია თავი.
– მამაჩვენმა აღზევების შემდეგ მეორე საუკუნეში დაიწყო ჩვენ-
ზე ფიქრი, – თქვა ორსეურმა, – ცოტა ხანი დამოუკიდებლები ვიყა-
ვით, მაგრამ როგორც უკვე აგიხსენით, ადამიანებს არ მოვწონდით.
ეშინდათ. ზოგიერთმა კი ჩვენი სისუსტეებიც იცოდა. როდესაც ჩემმა
წინაპრებმა სხვადასხვა შესაძლებლობა განიხილეს, გადაწყდა,
რომ ნებაყოფლობითი მსახურება სჯობდა ნაძალადევ მონობას.
"მან შექმნა", – გაიფიქრა ვინმა. ყოველთვის კელსიერს ეთან-
ხმებოდა იმაში, რომ მბრძანებელი უფრო ადამიანი იყო, ვიდრე
ღვთაება. მაგრამ თუ სრულიად ახალი არსებების შექმნა შეძლო,
ესე იგი, მასში მაინც ყოფილა რაღაც ღვთაებრივი.
"აღზევების წყაროს ძალაა", – განაგრძო ფიქრი, – "ძალა მიით-
ვისა, მაგრამ დიდხანს ვერ შეინარჩუნა. ალბათ, მალევე გაუთავდა.
სხვაგვარად დაპყრობებისთვის არმიები რაღად დასჭირდებოდა?"
ძალის თავდაპირველ მოზღვავებაში იყო უნარები შექმნის,
ცვლილების... და, ალბათ, გადარჩენისაც. ნისლს უკან დახევა აიძუ-
ლა და ამავდროულად, როგორღაც, ფერფლის ცვენა გამოიწვია, ცა
კი გაწითლდა. მსახურებად კანდრები შექმნა, და, ალბათ – კოლო-
სებიც. შეიძლება, ალომანტიაც თვითონ მოიგონა. ამის შემდეგ უბ-
რალო ადამიანი გახდა. უმეტესწილად, უბრალო. მბრძანებელი,
ალომანტის კვალობაზეც კი, წარმოუდგენელ ძალებს ფლობდა და
საკუთარი ქმნილებების მართვას ახერხებდა. თანაც, როგორღაც,
ნისლსაც არ აძლევდა მკვლელობების ჩადენის საშუალებას...
სანამ ვინმა სიცოცხლეს არ გამოასალმა. შემდეგ კოლოსებმა
ყველაფრის ნგრევა დაიწყეს, ნისლი დაბრუნდა. ამ დროისთვის კან-
დრები დამონებულნი არ ყოფილან, ამიტომაც ისეთივე მდგომა-
რეობაში დარჩნენ, როგორშიც მანამდე იყვნენ. მაგრამ მათ დასა-
მორჩილებლად მბრძანებელმა მაინც მოიფიქრა გზა – ყოველი შემ-

602
თხვევისთვის, მათი მსახურება რამეში რომ დასჭირვებოდა... და მსა-
ხურება რომ დაეძალებინა...
ვინმა თვალები დახუჭა და სცადა, ალომანტიით ორსეურს მის-
წვდომოდა.
ორსეურმა უთხრა, რომ კანდრაზე ალომანტიით მოქმედება შეუძ-
ლებელი იყო. მაგრამ ვინმა მბრძანებელზე სხვა რამაც იცოდა, რაღაც
ისეთი, რაც სხვა ალომანტებისგან გამოარჩევდა. უზარმაზარი ძალა-
უფლება საშუალებას აძლევდა, ისეთი რაღაცები გაეკეთებინა, რისი
უნარიც, წესით, არ უნდა ჰქონოდა. მაგალითად, სპილენძღრუბლები
გაერღვია და ადამიანის სხეულში მოქცეულ ლითონზე ემოქმედა. ეგებ
სწორედ ასე ზემოქმედებდა კანდრაზეც, ეს იყო ის გზა, ორსეური რომ
ლაპარაკობდა. ეს იყო მიზეზი, რატომაც კანდრებს ნისლქმნილების
ეშინოდათ.
იმიტომ კი არა, რომ ნისლქმნილებს მათი მოკვლა შეეძლოთ. არა,
მათ რაღაც სხვა უნარი ჰქონდათ. როგორღაც, მათ დამონებას ახერ-
ხებდნენ. საცდელად და ორსეურის სიტყვების შესამოწმებლად, ვინმა
ორსეურის ემოციები დათრგუნვა სცადა.
არაფერი მომხდარა.
"ისეთივე უნარები მაქვს, როგორიც მბრძანებელს ჰქონდა", – გა-
იფიქრა გოგომ, – "სპილენძღრუბლების გარღვევა შემიძლია. ეგებ,
ცოტა უფრო ძლიერად რომ მივაწვე..."
ყურადღება მოიკრიბა და ძლიერად სცადა დათრგუნვა. ისევ არაფე-
რი მომხდარა. ორსეურმა სწორად აუხსნა. წამით იჯდა, შემდეგ თავის-
დაუნებურად დურალუმინი ააალა და უკანასკნელად, მძლავრად მიწო-
ლა სცადა.
ორსეურმა მაშინვე ყმუილი ამოუშვა, ისეთი მხეცური და მოულოდ-
ნელი, რომ ვინი ფეხზე წამოიჭრა და კალტყვია ააალა.
ორსეური ცახცახით დაენარცხა საწოლს.
– ორსეურ! – ვინი მუხლებზე დავარდა და ძაღლს თავზე ხელი მოჰ-
კიდა, – ბოდიში!

603
– ზედმეტი წამომცდა... – თქვა მან, ჯერაც ცახცახებდა, – ახლა
უკვე ვიცი, რომ ზედმეტი მომივიდა.
– შენთვის ტკენა არ მინდოდა, – უთხრა ვინმა.
ცახცახი შეწყდა. ორსეური ცოტა ხანი უძრავად იწვა და ხმადაბლა
სუნთქავდა. მერე ვინის ხელებისგან თავი გაითავისუფლა.
– არ აქვს მნიშვნელობა, რა გქონდათ განზრახული, ქალბატო-
ნო, – თქვა მშრალად, – შეცდომა დავუშვი. გთხოვთ, ეგ აღარ გა-
აკეთოთ.
– გპირდები, – უთხრა ვინმა, – მაპატიე.
ორსეურმა თავი გააქნია და საწოლიდან ჩაბობღდა.
– ამის გაკეთება ვერც უნდა მოგეხერხებინათ. რაღაც უცნაურო-
ბები ხდება თქვენ თავს, ქალბატონო. ძველი დროის ალომანტებს
გავხართ, სანამ დროის სვლა მათ ძალებს დაასუსტებდა.
– მაპატიე, – ერთხელაც მოუბოდიშა სასოწარკვეთილმა ვინმა
და გაიფიქრა: "გადამარჩინა, ჩემ გამო კინაღამ კონტრაქტი დაარ-
ღვია და რას ვაკეთებ..."
ორსეური შეიშმუშნა:
– რაც მოხდა, მოხდა. დასვენება მჭირდება. გირჩევთ, თქვენც
დაისვენოთ.
შემდეგ სხვა სირთულეებიც შევნიშნე.

41
– "ახლა ამ ჩანაწერს ლითონის ფილაზე ვტვიფრავ, რამეთუ მე-
შინია", – კითხულობდა სეიზდი ხმამაღლა, – "ჰო, ვაღიარებ, რომ
მეც ადამიანი ვარ და საკუთარი თავის გამო მეშინია. თუ ალენდი
აღზევების წყაროდან დაბრუნდება, დარწმუნებული ვარ, ჩემი სიკ-
ვდილი მისი უმთავრესი მიზანი იქნება. ის ბოროტი კაცი არ არის,
მაგრამ დაუნდობელია. და ვფიქრობ, ეს იმის შედეგია, რაც გამოი-
არა".
– ალენდის ჩანაწერებს ემთხვევა, – თქვა ტინდუილმა, – თუ ვი-
ვარაუდებთ, რომ იმ დღიურის ავტორი მართლა ალენდია.
604
სეიზდმა შენიშვნების ზვინს გახედა და გონებაში ძირითადი ცნობე-
ბი გადაალაგა. კვაანი უძველესი ტერისელი სწავლული იყო. მან აღ-
მოაჩინა ალენდი, ადამიანი, რომელიც, თავისივე კვლევებზე დაყ-
რდნობით, ეპოქათა გმირად მიიჩნია, ტერისული წინასწარმეტყველე-
ბების ლეგენდად. ალენდიმ ყური ათხოვა და პოლიტიკურ წინამძღო-
ლად იქცა. მსოფლიოს უმეტესი ნაწილი დაიპყრო და ბოლოს ჩრდი-
ლოეთით, აღზევების წყაროსკენ, გაემართა. მაშინ, როგორც ჩანს, კვა-
ანმა მის შესახებ აზრი შეიცვალა და სცადა, წყარომდე არ მიეშვა.
ყველაფერი ერთმანეთს ემთხვეოდა. ჩანაწერების ავტორს საკუთა-
რი სახელი არსად უხსენებია, მაგრამ აშკარა იყო, რომ დღიური ალენ-
დის ეკუთვნოდა.
– თამამად შეგვიძლია, ეს დავასკვნათ, – თქვა სეიზდმა, – ჩანაწე-
რებში კვაანიც არის ნახსენები, უთანხმოება რომ მოუვიდათ.
ისინი გვერდიგვერდ ისხდნენ სეიზდის ოთახში. კაცმა უამრავი ჩა-
ნაწერისა და ბარათზე მიჯღაბნილი თეორიის დასახვავებლად ახალი,
უფრო დიდი მაგიდა მოითხოვა და მიიღო კიდეც. კართან შუადღის ნა-
სუფრალი ეყარა – წვნიანის, რომელიც სულმოუთქმელად გადაყლა-
პეს. სეიზდი აპირებდა, მიყრილი ჭურჭელი სამზარეულოში ჩაეტანა,
მაგრამ საქმეს ვერ მოსწყდა.
– განაგრძე, – მოითხოვა ტინდუილმა, საზურგეს მიეყრდნო და მო-
დუნდა. სეიზდს ასეთი არასდროს ენახა. ქალს ყურზე რგოლები ფერთა
მიხედვით ეკეთა – ოქროს ან სპილენძს კალა ან რკინა მოსდევდა. სა-
ყურეები საოცრად უბრალო იყო, მაგრამ, რაღაცნაირად, ლამაზი.
– სეიზდ?
სეიზდი შეკრთა.
– ბოდიში, – უთხრა კაცმა და კითხვა განაგრძო, – "იმისიც მეშინია,
რომ ყოველივე, რაც ვიცი – მთელი ჩემი ამბავი – დავიწყებას მიეცემა.
მომავალი სამყაროსი მეშინია. მეშინია, რადგან ჩემი გეგმები ჩაფლავ-
და. და მეშინია იმ საბედისწერო აღსასრულის, რომელსაც სიღრმე მოი-
ტანს".
– მოიცადე, – შეაჩერა ტინდუილმა, – მაგისი რატომღა ეშინოდა?
605
– რატომ არა? – ჰკითხა სეიზდმა, – სიღრმე, რომელიც, რო-
გორც თავად ფიქრობდა, ნისლი იყო, ადამიანებს ხოცავდა. მზის
სხივის გარეშე მოსავალი არ მოვიდოდა და ცხოველებიც ვერაფერს
შეჭამდნენ.
– მაგრამ კვაანს თუ სიღრმის ეშინოდა, ალენდის ხელს არ შეუშ-
ლიდა. აღზევების წყაროსთან იმიტომ აძვრა, რომ სიღრმე დაემარ-
ცხებინა.
– კი, მაგრამ ამ დროს კვაანი უკვე დარწმუნდა, რომ ალენდი
ეპოქათა გმირი არ იყო.
– ამას რაღა მნიშვნელობა ჰქონდა? – ჰკითხა ტინდუილმა, –
ნისლის შეჩერებას ხომ მაინცდამაინც ერთი კონკრეტული ადამია-
ნი არ სჭირდებოდა? რაშეკის წარმატება ამას ამტკიცებს. ნახე, ბო-
ლო ნაწყვეტში წერია. ის ნაწილი წაიკითხე, რაშეკზე.
– "ახალგაზრდა ძმისწული მყავს, სახელად რაშეკი", – წაიკითხა
სეიზდმა, – "მთელი კჰლენიუმი ისეთი მგზნებარე სიძულვილით
სძულს, მხოლოდ შურიან ახალგაზრდას რომ ხელეწიფება. ალენდი
– კიდევ უფრო მეტადაც, თუმცაღა ერთმანეთი არასდროს უნახავთ.
რაშეკი უდიდეს ღალატად აღიქვამს იმას, რომ ჩვენი მჩაგვრელები-
დან ერთ-ერთი შესაძლოა ეპოქათა გმირი იყოს.
ალენდის ტერისის მთებში გამყოლი დასჭირდება. რაშეკს დავა-
ვალე, უზრუნველჰყოს, რომ გამყოლებად სწორედ თავად მას და
მის სანდო მეგობრებს შეარჩევენ. რაშეკმა უნდა სცადოს ალენდის-
თვის გზა-კვალის არევა, უნდა სცადოს და ხელი ააღებინოს გან-
ზრახვაზე; ან როგორმე სხვაგვარად შეუშალოს ხელი საწადელის
მიღწევაში. ალენდი ვერც უნდა მიხვდეს, რომ მოატყუეს.
თუკი რაშეკი ალენდისთვის თვალის ახვევას ვერ შეძლებს, მაშ,
ყმაწვილს დავავალე, ჩემი ძველი მეგობარი მოკლას. იმედი მცი-
რეა. ალენდი მკვლელებს აქამდეც გადარჩენია, ომებსაც და კატას-
ტროფებსაც. და მაინც, მაქვს იმედი, რომ ტერისის სუსხიან მთებში,
ბოლოს და ბოლოს, დაუცველი დარჩება. მაქვს იმედი, რომ სასწაუ-
ლი მოხდება.
606
ალენდიმ აღზევების წყარომდე ვერ უნდა მიაღწიოს. ძალა ვერ უნდა
მიითვისოს".
ტინდუილი უკან გადაიხარა და მოიღუშა.
– რა მოხდა?
– რაღაც ისე ვერაა... მაგრამ ვერ ვხვდები, რა, – თქვა ქალმა.
სეიზდმა ტექსტს ერთხელაც დახედა.
– მაშ, მოდი მარტივ ნაწილებად დავშალოთ. რაშეკი – კაცი, რომე-
ლიც მბრძანებლად იქცა, კვაანის ძმისწულია.
– კი, – მიუგო ტინდუილმა.
– კვაანმა რაშეკი თავისი ყოფილი მეგობრის, დამპყრობელი ალენ-
დისთვის გზის ასაბნევად ან, სულაც, მის მოსაკლავად გაგზავნა. ალენ-
დი ტერისის მთებში აღზევების წყაროს ეძებდა.
ტინდუილმა თავი დაუქნია.
– კვაანი ასე იმიტომ მოიქცა, რომ ეშინოდა, რა მოხდებოდა მაშინ,
თუ ალენდი აღზევების წყაროს ძალას მიითვისებდა.
ტინდუილმა თითი ასწია:
– რატომ ეშინოდა?
– ჩემი აზრით, შორსმჭვრეტელური შიშია.
– ზედმეტად შორსმჭვრეტელური, – უპასუხა ტინდუილმა, – შეიძ-
ლება ითქვას, იდეალურად შორსმჭვრეტელური. მაგრამ მითხარი, სე-
იზდ, როდესაც ალენდის ჩანაწერებს კითხულობდი, ისეთი შთაბეჭდი-
ლება თუ გრჩებოდა, რომ ამ კაცს შეიძლებოდა, რამე ძალა მიეთვისე-
ბინა?
სეზდმა თავი გააქნია და მიუგო:
– სიმართლე ითქვას, პირიქით. და ზუსტად ამიტომაც დაგვაბნია ჩა-
ნაწერებმა. ვერ ვხვდებოდით, ეს კაცი როგორ შეიძლებოდა, მბრძანებ-
ლად ქცეულიყო. მგონი, ამის წყალობით მიხვდა ვინი, რომ მბრძანებე-
ლი ალენდი კი არა, რაშეკი იყო, მისი მტვირთავი.
– კვაანი ამბობს, რომ ალენდის კარგად იცნობდა, – განაგრძო ტინ-
დუილმა, – მართლაც, თავისივე ჩანაწერში რამდენჯერმე აქებს. კარგ
ადამიანად მოიხსენიებს.
607
– ჰო, – სეიზდმა შესაბამისი ნაწილი იპოვა, – "კარგი ადამიანია,
ყველაფრის მიუხედავად, მაინც კარგი ადამიანია. თავგანწირული. სი-
ნამდვილეში, მისი ყველა მოქმედება, მის მიერ გამოწვეული ყველა
სიკვდილი, განადგურება და ტკივილი მასვე ტანჯავს".
– ესე იგი, კვაანი ალენდის კარგად იცნობდა და მასზე კარგი
წარმოდგენაც ჰქონდა. ალბათ, ისიც მშვენივრად იცოდა, რაშეკი
ვინც ბრძანდებოდა. პრობლემას ვერ ხედავ?
სეიზდმა ნელა დაუქნია თავი.
– რატომ უნდა გაგზავნო ველური ბუნების, შურითა და სიძულვი-
ლით აღსავსე კაცი იმის მოსაკლავად, ვინც ღირსეული და კარგი
ადამიანი გგონია? უცნაური არჩევანია.
– სწორედაც, – მიუგო ტინდუილმა და იდაყვებით მაგიდას დაეყ-
რდნო.
– ჰო, მაგრამ კვაანი სწორედ აქ ამბობს: "მეეჭვება, რომ თუ
ალენდი აღზევების წყაროს მიაღწევს და ძალას მიითვისებს, მერე –
თუნდაც დიდი სიკეთის გამო – უარს იტყვის მასზე".
ტინდუილმა თავი გააქნია.
– გაუგებარია, სეიზდ. კვაანმა რამდენჯერმე დაწერა, როგორ
ეშინოდა სიღრმის, მაგრამ შემდეგ მისი შეჩერების იმედი გაწირა და
ყველასგან პატივცემული, სავარაუდოდ, ბრძენი ლიდერის მოსაკ-
ლავად სიძულვილით სავსე ახალგაზრდა გაგზავნა. ფაქტობრივად,
კვაანმა რაშეკს ძალის მოპოვებისკენ უბიძგა. ჰოდა, თუ ალენდის
მიერ ძალის მოპოვება შიშს ჰგვრიდა, მაშინ რაშეკისა უფრო მეტად
არ უნდა შეშინებოდა?
– ეგებ სურათს ასე მკაფიოდ იმიტომ ვხედავთ, რომ ეს ყველაფე-
რი უკვე მოხდა? – იკითხა სეიზდმა.
ტინდუილმა თავი გააქნია.
– რაღაც გამოგვრჩა, სეიზდ. კვაანი ძალიან გონიერი, წინდახე-
დული ადამიანი იყო. ეს ტექსტიდანაც ჩანს. ალენდი მან აღმოაჩინა
და ეპოქათა გმირიც პირველმა უწოდა. მერე რატომღა განეწყო მის
წინააღმდეგ?
608
სეიზდმა თავი დაუქნია და ანაბეჭდის თარგმანს ჩაუღრმავდა. გმი-
რის აღმოჩენამ კვაანი ცნობილ ადამიანად აქცია. ის ადგილი იპოვა,
რომელსაც ეძებდა:
"მოლოდინის შესახებ ცოდნის ირგვლივ ჩემი ადგილიც იყო. საკუ-
თარ თავს მაუწყებლად მივიჩნევდი, წინასწარმეტყველად, რომელიც
ეპოქათა გმირს აღმოაჩენდა. და მაშინ ალენდის უარყოფა ჩემი ახალი
მდგომარეობის, სხვების მიერ ჩემი აღიარების უარყოფაც იქნებოდა".
– რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა, – ივარაუდა ტინდუილმა, – რაღაც
ისეთი, რამაც საკუთარი მეგობრისა და თავისი დიდების წყაროს წინა-
აღმდეგ განაწყო. რაღაც, რამაც მის სინდისს ისე მწარედ უჩხვლიტა,
რომ მთელ იმ მიწებზე ყველაზე ძლევამოსილი მონარქის გადამტერება
გარისკა. რაღაც ისეთი საშინელი, რომ ყველაზე სასაცილო შანსსაც კი
ჩაებღაუჭა და რაშეკი მის მოსაკლავად გაგზავნა.
სეიზდი გამალებით ფურცლავდა.
– ორივესი ეშინია, სიღრმისაც და იმისიც, რა მოხდება, ალენდიმ
რომ ძალა მიითვისოს. მაგრამ მაინც ვერ აზუსტებს, რომელი უფრო დი-
დი საფრთხეა. მონათხრობიდანაც არაფერი ირკვევა. ჰო, მესმის, რა
სირთულეცაა. შენი აზრით, კვაანი იმას ცდილობდა, რომ შეუსაბამო
არგუმენტებით გადმოეცა შინაარსი?
– ალბათ, – თქვა ტინდუილმა, – მაგრამ ძალიან მცირე ცნობაა!
ადამიანს იქამდე ვერ შევაფასებ, სანამ მის განვლილ ცხოვრებაზე უფ-
რო მეტი არ მეცოდინება!
სეიზდმა თავი ასწია, ქალს თვალებში შეხედა და უთხრა:
– ეგებ, ზედმეტად ბეჯითად ვიკვლევთ; ხომ არ შევისვენოთ?
– არა, – ტინდუილმა თავი გააქნია, – დრო აღარ გვრჩება, სეიზდ.
კაცმა თვალი თვალში გაუყარა. ქალი მართალი იყო.
– შენც ხვდები, ხომ? – ჰკითხა ტინდუილმა.
სეიზდმა თავი დაუქნია:
– ეს ქალაქი მალე დაეცემა. ზედმეტად ბევრი ძალაა თავმოყრილი.
არმიები, კოლოსები, სამოქალაქო არეულობა...

609
– ვშიშობ, ყველაფერი უფრო სისხლიანი იქნება, ვიდრე შენს მე-
გობრებს ჰგონიათ, სეიზდ, – ხმადაბლა უპასუხა ტინდუილმა, – ისე
ჩანს, თითქოს ფიქრობენ, რომ ამ სირთულეებს კვლავ მარტივად
დაუძვრებიან.
– იმედით აღსავსე გუნდია, – გაიღიმა სეიზდმა, – წაგებას მიჩ-
ვეულები არ არიან.
– ეს რევოლუციაზე უარესი იქნება. საკმარისი ვისწავლე, სეიზდ.
ვიცი, რაც მოხდება, როცა დამპყრობელი ქალაქს აიღებს. ხალხი
დაიხოცება. ბევრი ხალხი.
სეიზდს ამ სიტყვებზე გააცია. ქალაქში დაძაბულობა იყო. ომი ახ-
ლოვდებოდა. ეგებ, ასამბლეის ნებართვით, ერთ-ერთი არმია ქა-
ლაქშიც შემოსულიყო, მაგრამ მეორე აუცილებლად გადმოვიდოდა
შეტევაზე. ალყა რომ დასრულდებოდა, ქალაქის გალავანი წით-
ლად იქნებოდა შეღებილი.
და სეიზდს ეშინოდა, რომ ასეთი დასასრული უკვე ძალიან, ძა-
ლიან ახლოს იყო.
– მართალი ხარ, – თქვა კაცმა და მაგიდაზე დალაგებულ ჩანა-
წერებს მიუბრუნდა, – უნდა განვაგრძოთ. რაც შეიძლება, მეტი უნდა
გავარკვიოთ აღზევებამდელ მიწებზე; და მაშინ მართლაც შეიძლება
შინაარსსაც მივხვდეთ.
ტინდუილმა მტკიცედ დაუქნია თავი. ქალაქი მალე დაეცემოდა,
ამიტომ ცოტა დროღა ჰქონდათ – ტექსტის მნიშვნელობა ბოლომდე
უნდა გაეშიფრათ, დღიურის ჩანაწერებისთვის შეედარებინათ, ბო-
ლოს კი არსებული მდგომარეობა გაეაზრებინათ, და ასეთ მცირე
ხანში ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იყო. ამას წლები დასჭირდე-
ბოდა.
დამცველებს დიდი ცოდნა გააჩნდათ, მაგრამ ამ შემთხვევაში
ცოდნა ზედმეტად დიდიც კი იყო. ამბებს, მითებსა და ლეგენდებს იმ-
დენი ხნის განმავლობაში აგროვებდნენ, რომ ახალი დამცველის-
თვის ინფორმაციის გადაცემას წლები სჭირდებოდა.

610
საბედნიეროდ, დამცველები უზარმაზარ ცოდნასთან ერთად შეჯამე-
ბებსა და მითითებებსაც ქმნიდნენ. ამას ემატებოდა ჩანაწერები და პი-
რადი მინიშნებები, რომლებსაც თითოეული დამცველი თავისთვის შე-
იმუშავებდა ხოლმე. და მაინც, ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის გა-
მოდგებოდა, რომ დამცველი მიმხვდარიყო, რამდენად დიდ ინფორმა-
ციას ფლობდა. სეიზდმა მთელი ცხოვრება რელიგიების შესწავლაში,
დამახსოვრებასა და მითითებების შექმნაში გაატარა. ყოველღამ, და-
ძინების წინ, რომელიღაც ამბავს კითხულობდა. ალბათ, მსოფლიოში
ყველაზე კარგი სწავლული იყო აღზევებამდელი რელიგიების საკით-
ხში, მაგრამ თავად ეგონა, რომ არაფერი იცოდა.
ამასთან ერთად, დამცველებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ რამ-
დენად სანდო იყო მათ მიერ შეგროვებული ინფორმაცია. ამბავთა უმე-
ტესობა ეფუძნებოდა იმ უბრალო ადამიანების მონაყოლს, რომლებიც
ცდილობდნენ, გაეხსენებინათ, როგორ ცხოვრობდნენ უწინ. ან, უფრო
ხშირად, გაეხსენებინათ, როგორი იყო მათი ბებიებისა და ბაბუების ყო-
ფა. დამცველებმა საქმიანობა მბრძანებლის აღზევებიდან მეორე სა-
უკუნეში დაიწყეს. ამ დროისთვის მრავალი რელიგია უკვე პირწმინდად
იყო გამქრალი.
სეიზდმა თვალები დახუჭა და სპილენძის გონიდან თავის გონებაში
კიდევ ერთი მითითება გადაიტანა, შემდეგ მის ჩხრეკას შეუდგა. მარ-
თალია, ბევრი დრო აღარ ჰქონდა, მაგრამ ტინდუილი და ის დამცველე-
ბი იყვნენ; და უკვე შეჩვეოდნენ ისეთ დავალებებს, რომელზე მუშაობა-
საც თავად დაიწყებდნენ და მერე სხვები დაასრულებდნენ.
ელენდ ვენტური, ოდესღაც ცენტრალური დომინიონის მეფე, საკუ-
თარი ციხე-კოშკის აივანზე იდგა და თვალუწვდენელ ლუთადელს გა-
დაჰყურებდა. ჯერ არ მოეთოვა, თუმცა ციოდა. მოსასხამი ეცვა, შეიკრა
კიდეც, მაგრამ სახე მაინც ეყინებოდა. ცივი ქარი ქროდა, მანტიას უფ-
რიალებდა და ლოყებზე ჩხვლეტდა. სახურავებიდან კვამლი ამოდი-
ოდა, ქალაქის თავზე ავბედით ღრუბლად გროვდებოდა და ზემოთ მი-
იწევდა, რათა ფერფლიან, წითელ ცას შერწყმოდა.

611
კვამლი მხოლოდ ყოველი მესამე სახურავიდან ამოდიოდა. უმე-
ტესობაში, ალბათ, არავინ ცხოვრობდა. ლუთადელში მოსახლეობა
საგრძნობლად შემცირდა. თუმცა ელენდმა იცოდა, რომ ბევრი უკ-
ვამლო სახლი ჯერაც იფარავდა თავის გაყინულ პატრონებს.
"რაღაც უნდა მეღონა მათთვის", – ფიქრობდა ელენდი და მიუხე-
დავად სუსხიანი ქარისა, თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი, –
"როგორმე მეტი ქვანახშირი უნდა მეშოვა. ყველა ოჯახი უნდა მომე-
მარაგებინა".
იმის გააზრება, რომ მბრძანებელი საქმეს ელენდზე უკეთ არ-
თმევდა თავს, დამამცირებელიც იყო და დამთრგუნველიც. უგულო
ტირანის ხელში ჩავარდნილ მოსახლეობას შიმშილი და სიცივე ხომ
მაინც არ აწუხებდა. მბრძანებელს ჯარი მუდამ მწყობრში ჰყავდა და
უსაფრთხო გარემოსაც, ასე თუ ისე, ინარჩუნებდა.
ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ კოლოსთა არმია იცდიდა. ქალაქ-
ში ელჩები არ გამოუგზავნიათ, რაც უფრო სახიფათო იყო, ვიდრე
სეტის ან სტრაფის არმიები. სიცივე მათ ვერაფერს დააკლებდა. კო-
ლოსებს თავიანთი კანის გარდა სუსხისგან სხვა არაფერი იცავდა,
მაგრამ ამინდი სრულებით არ აწუხებდათ. სამი არმიიდან ბოლოს
მოსული იყო ყველაზე თავზარდამცემი, საშიში, რთულად განსაჭ-
ვრეტი და დაუმარცხებელი. კოლოსები ვაჭრობას არ აპირებდნენ.
"ამ საფრთხეს სათანადო ყურადღება ვერ მივაქციეთ", – გაიფიქ-
რა აივანზე მყოფმა ელენდმა, – "იმდენი საქმე იყო, იმდენი საწუხა-
რი, რომ დრო ვერ გამოვნახეთ იმ არმიაზე საფიქრელად, რომე-
ლიც, ალბათ, ჩვენი მტრებისთვისაც ისევე სახიფათო იქნება, რო-
გორც ჩვენთვის".
სულ უფრო ნაკლებად სავარაუდო ხდებოდა კოლოსების თავ-
დასხმა სტრაფის ან სეტის არმიებზე. როგორც ჩანს, ჯასტესი მარ-
თავდა და აიძულებდა მათ, დაეცადათ, რათა პირდაპირ ლუთადელ-
ზე ეცადათ ბედი.
– ბატონო, – მოისმა ხმა უკნიდან, – გთხოვთ, შემოდით. ცივი ქა-
რისთვის თავის შეკვლაში არაფერი ყრია.
612
ელენდი შებრუნდა. კაპიტანი დემოქსი, სხვა მცველებთან ერთად,
მოკრძალებით იდგა ოთახში. მკვლელების თავდასხმის შემდეგ ჰამი
დაჟინებით მოითხოვდა, რომ ელენდს დაცვა ყოველთვის თან ჰყოლო-
და. ისიც არ შეწინააღმდეგებია, მაგრამ იცოდა, რომ სიფრთხილის მი-
ზეზი უკვე აღარ ჰქონდა; მეფე აღარ იყო და სტრაფსაც მისი მოკვლა
არაფერში სჭირდებოდა.
"რა ბეჯითია", – გაიფიქრა ელენდმა და დემოქსის სახეს თვალი შე-
ავლო, – "რატომ მივიჩნევ ახალგაზრდად? თითქმის ტოლები ვართ".
– კარგი, – უთხრა ელენდმა, შებრუნდა და ოთახში შევიდა. დემოქ-
სმა აივნის კარი დახურა. ელენდმა მანტია მოიძრო. ჟილეტში თავს
უხერხულად გრძნობდა – უშნოდ ჰქონდა მომჩვარული, არადა გააწ-
მენდინა და გაასწორებინა. პერანგი კი ტანზე მჭიდროდ იყო მომდგა-
რი, ვარჯიშმა ნელ-ნელა შეცვალა მისი სხეული.
– დემოქს, – მიუბრუნდა ელენდი, – როდისაა გადარჩენილის მიმ-
დევრების შემდეგი შეხვედრა?
– ამაღამ, ბატონო.
ელენდმა თავი დაუქნია. სწორედ ამისა ეშინოდა. ცივი ღამე იქნებო-
და.
– ბატონო, – გაბედა დემოქსმა, – მაინც აპირებთ წამოსვლას?
– რა თქმა უნდა, – უპასუხა ელენდმა, – სიტყვა მოგეცით, რომ შე-
მოგიერთდებოდით.
– ეგ მანამდე იყო, ვიდრე არჩევნებს წააგებდით.
– მნიშვნელობა არა აქვს, – მიუგო ელენდმა, – თქვენს მოძრაობას
ვუერთდები, იმიტომ, რომ სკაასთვის ეს მნიშვნელოვანია, დემოქს, და
მინდა, გავიგო, რას ფიქრობს ჩემი... რას ფიქრობს ხალხი. ერთგულე-
ბას დაგპირდით და მიიღებთ კიდეც.
დემოქსი დაბნეული ჩანდა, მაგრამ ხმა აღარ ამოუღია. ელენდმა მა-
გიდა შეათვალიერა, იფიქრა, წავიკითხავო, მაგრამ გაყინულ ოთახში
საამისო სურვილი არ უჩნდებოდა. სანაცვლოდ, კარი გააღო და დერე-
ფანში გახეტიალდა. მცველები თან გაჰყვნენ.

613
ვინის ოთახებისკენ წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ მერე გადაი-
ფიქრა. გოგოს დასვენება სჭირდებოდა; თანაც ყოველ ნახევარ სა-
ათში მონახულება არაფერს არგებდა. ამიტომაც სხვა გზას გაუყვა.
ვენტურთა ციხე-კოშკის უკანა დერეფნები ქვის ვიწრო, ჩაბნელე-
ბულ ლაბირინთს წააგავდა. ელენდი ამ გაუნათებელ, მყუდრო სი-
ვიწროვეს სახლად აღიქვამდა, ალბათ, მხოლოდ იმიტომ, რომ დე-
რეფნებში გაიზარდა. მშვენიერი ადგილი იყო ახალგაზრდისათვის,
რომელსაც დამალვა უნდოდა. ახლა კი სხვა მიზნით იყენებდა – დე-
რეფნები სასიარულოდ ზედგამოჭრილი იყო. რომელიმე კონკრე-
ტული მიმართულებით არ მიდიოდა, უბრალოდ სეირნობდა და, სა-
კუთარი ფეხის ხმით, იმედგაცრუებას იცხრობდა.
"ქალაქს ვეღარაფერს ვუშველი. ეს საქმე პენროდს უნდა მივან-
დო. ხალხს პენროდი უნდა".
ამას ელენდისთვის ცხოვრება უნდა გაემარტივებინა და თავის
გადარჩენაზე ეფიქრა, ანდაც ვინთან ურთიერთობის გამოცოცხლე-
ბაზე ეზრუნა. თუმცა ბოლო დროს გოგო შეცვლილი ჩანდა. ელენდი
ცდილობდა, თავი დაერწმუნებინა, რომ ამის მიზეზი ჭრილობები
იყო, მაგრამ რაღაც უფრო სახიფათო უღრღნიდა გულს. ვინის გამო-
ხედვასა და რეაქციაში რაღაც იმალებოდა. თუმცა ელენდს თავში
მხოლოდ ერთადერთი აზრი უტრიალებდა.
მეფე აღარ იყო.
ვინს თავქარიანი ნამდვილად არ ეთქმოდა. მთელი ორი წლის
გამავლობაში სიყვარულისა და ერთგულების გარდა არაფერი გა-
უცია, მაგრამ როგორ მიიღებდა, თუნდაც უნებურად, ელენდის ამ
საშინელ მარცხს? კაცმა ნახა, თუ რა ძალით შეერკინა ვინი მკვლე-
ლებს; მის ნამდვილ ბრძოლას უყურა, თანაც პირველად. მანამდე
წარმოდგენაც არ ჰქონდა, ამდენად საოცარი თუ იყო ეს გოგო. მას
უბრალოდ მებრძოლი, ან უბრალოდ ალომანტიც კი არ ეთქმოდა...
ძალა იყო, როგორც მეხი ან როგორც გრიგალი. ბოლო ჩხუბისთავი
რომ მოკლა, საკუთარი თავით რომ გააპო ორად...

614
"ჩემნაირი კაცი როგორ უყვარს?" – გაიფიქრა, – "გვირგვინიც კი
ვერ შევინარჩუნე. ჩემივე დაწერილი კანონებით მომიშორეს თავი-
დან".
ამოიხვნეშა და სიარული განაგრძო. მოუნდა, გაექუსლა, მთელი
აყალმაყალი აეტეხა და ვინისთვის დაემტკიცებინა, რომ მისი ღირსი
იყო. მაგრამ ასე უფრო უგერგილო გამოჩნდებოდა. წარსულ შეცდო-
მებს ვერაფრით გამოასწორებდა, მით უმეტეს, მაშინ, როცა არავითარი
შეცდომა არ დაუშვია. რაც შეეძლო, ყველაფერი იღონა, მაგრამ მისი
გარჯა საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა.
გზაგასაყარზე შედგა. ოდესღაც რომელიმე წიგნში გადაეშვებოდა
ხოლმე და ესეც კმაროდა დასამშვიდებლად. ახლა კი ძალიან ღელავ-
და. დაძაბული იყო. ოდნავ... ოდნავ ისე, როგორც, მისი აზრით, ვინი
ყოველდღიურად გრძნობდა თავს.
"ეგებ მისგან უნდა ვისწავლო. ვინი რას იზამდა ჩემს ადგილას?"
დერეფნებში ნამდვილად არ იხეტიალებდა და თავისი თავის შეცო-
დებასაც არ დაიწყებდა. ელენდი მოიღუშა და ზეთის მბჟუტავი ლამპრე-
ბით განათებულ დერეფანს გახედა. სანათების მხოლოდ ნახევარი აენ-
თოთ. შემდეგ ადგილს მოსწყდა და მტკიცე ნაბიჯებით ოთახებისკენ გა-
ემართა.
ფრთხილად დააკაკუნა. არავინ გამოეპასუხა. საბოლოოდ, კარში
თავი შეყო და დაინახა, რომ ტინდუილი და სეიზდი მშვიდად ისხდნენ
მაგიდის წინ, რომელზეც ქაღალდის ნაგლეჯები და დავთრები ზვინე-
ბად აკოშკილიყო. ორივე თითქოს არაფერს უყურებდა. თვალები რეტ-
დასხმულივით ჰქონდათ დაბინდული. სეიზდს ხელი მაგიდაზე ედო,
ტინდუილის ხელი კი სეიზდისას ჩასჭიდებოდა.
სეიზდმა ერთბაშად გააქნია თავი და შემკრთალი მზერა ელენდს მი-
აპყრო.
– ლორდო ვენტურ! ვწუხვარ, ვერ გავიგონე, როგორ შემოხვედით.
– არა უშავს, სეიზდ, – დაამშვიდა ელენდმა და ოთახში შევიდა.
ამასობაში ტინდუილმაც გააქნია თავი და სეიზდს ხელი მოაშორა.
ელენდმა დემოქსსა და კიდევ ერთ მცველს, რომლებიც ჯერაც თან
615
სდევდნენ, თავის დაქნევით ანიშნა, გარეთ დამელოდეთო, შემდეგ
კარი მიხურა.
– ელენდ, – თქვა ტინდუილმა, – ხმაში ძველებურად ისმოდა და-
უფარავი უკმაყოფილება, – რატომ გვაწუხებ? უკვე ფრიად შთამბეჭ-
დავად დაამტკიცე საკუთარი უუნარობა. დამატებითი მსჯელობის
აუცილებლობას ვერ ვხედავ.
– ეს ჯერაც ჩემი სახლია, ტინდუილ, – უპასუხა ელენდმა, – ერ-
თხელაც მომაყენებ შეურაცხყოფას და ნახავ, როგორ მიგაბრძანე-
ბენ აქედან...
ტინდუილმა წარბი აზიდა.
– ლორდო ვენტურ, – გაფითრდა სეიზდი, – არა მგონია, ტინდუ-
ილს ის ეგულისხმოს, რომ...
– დამშვიდდი, სეიზდ, – ელენდმა ხელი შემართა, – უბრალოდ
მცდიდა, რომ ენახა, შეურაცხყოფას ისევ ძველებურად ვუპასუხებდი
თუ არა.
– მაცნობეს, რომ დაკარგული ბავშვივით სევდიანად დაბორია-
ლობდი სასახლის დერეფნებში, – მხრები აიჩეჩა ტინდუილმა.
– მართალია, – უპასუხა ელენდმა, – მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,
რომ ჩემი ღირსება სრულიად გაქრა.
– მშვენიერია, – თქვა ქალმა და სკამზე ანიშნა, – თუ გინდა, და-
ჯექი.
ელენდმა თავი დაუქნია, სკამი ტერისელებთან ახლოს მიაჩოჩა
და დაჯდა.
– რჩევა მჭირდება.
– ყველაფერი გადმოგეცი, რაც შემეძლო, – მიუგო ტინდუილმა,
– შეიძლება, ზედმეტიც კი. ჩემი აქ ყოფნა ისეთ შთაბეჭდილებას ტო-
ვებს, თითქოს მხარე ავირჩიე.
– მეფე აღარ ვარ, – მიუგო ელენდმა, – ესე იგი, აღარც მხარე.
ჭეშმარიტების უბრალო მაძიებელი ვარ.
ტინდუილმა გაიღიმა.
– მაშ, დაგვისვი შენი შეკითხვა.
616
სეიზდი დიალოგს აშკარა ინტერესით ადევნებდა თვალს.
"ვიცი", – გაიფიქრა ელენდმა, – "მეც არ მესმის, რა ხდება".
– მოკლედ, ასეთი პრობლემა მაქვს, – დაიწყო მან, – გვირგვინი
დავკარგე, იმიტომ, რომ ტყუილის თქმა არ მსურდა.
– განმარტე, – მოითხოვა ტინდუილმა.
– შანსი მქონდა, ერთი კანონი გაუგებრად გადმომეცა, – აუხსნა
ელენდმა, – ბოლო წამს შემეძლო, მეფედ დავრჩენილიყავი. სანაც-
ვლოდ, სულ ერთი ბეწო სწორი ინფორმაცია გავეცი, რაც გვირგვინად
დამიჯდა.
– არ მიკვირს, – შენიშნა ტინდუილმა.
– არც მეგონა, რომ გაგაკვირვებდი, – უთხრა ელენდმა, – შენი აზ-
რით, სულელურად მოვიქეცი?
– კი.
ელენდმა თავი დაუქნია.
– მაგრამ, – განაგრძო ტინდუილმა, – გვირგვინად მხოლოდ ეგ წა-
მი არ დაგჯდომია, ელენდ ვენტურ. ეგ ეპიზოდი ზღვაში წვეთი იყო და,
საერთო ჩაფლავების ფონზე, მთელი ბრალიც მასზე ვერ გადავა. გვირ-
გვინი იმიტომ დაკარგე, რომ არმიებს ქალაქის დაცვა არ უბრძანე; იმი-
ტომ, რომ დაჟინებით ცდილობდი, ასამბლეისთვის ზედმეტი უფლებები
მიგეცა და იმიტომაც, რომ არც მკვლელები გყავდა და არც იძულების
რამე სხვა ფორმას მიმართავდი. მოკლედ, ელენდ ვენტურ, გვირგვინი
იმიტომ დაკარგე, რომ კარგი კაცი ხარ.
ელენდმა თავი გააქნია.
– ესე იგი, არ შეიძლება თან კარგი მეფე იყო და თანაც ადამიანი,
რომელიც საკუთარ სინდისს უჯერებს?
ჩაფიქრებულმა ტინდუილმა წარბები შეყარა.
– საუკუნეების სიძველის შეკითხვას სვამ, ელენდ, – ჩუმად უთხრა
სეიზდმა, – შეკითხვას, რომელსაც ყოველთვის სვამდნენ მონარქები,
მოძღვრები და ბედისწერის თავმდაბალი მოციქულები. არც კი ვიცი,
პასუხი თუ არსებობს.
– ტყუილი უნდა მეთქვა, სეიზდ? – ჰკითხა ელენდმა.
617
– არა, – გაუღიმა ტერისელმა, – ალბათ, მაგ სიტუაციაში მყოფ
სხვა ადამიანს უნდა ეთქვა კიდეც. საკუთარ თავს არ უნდა ეწინააღ-
მდეგებოდე. ცხოვრებაში მრავალი გადაწყვეტილება მიგიღია და-
მოუკიდებლად და ბოლო წამს საკუთარი თავის შეცვლა – ტყუილის
თქმა – იმ ყველაფერთან დაპირისპირება იქნებოდა, რაც ახლა ხარ.
ჩემი აზრით, სჯობდა, ასე მოქცეულიყავი და გვირგვინი დაგეკარგა.
– მშვენიერი იდეალები აქვს, სეიზდ, – კუშტად თქვა ტინდუილ-
მა, – მაგრამ ხალხს რა ეშველება? იმათ რა ეშველებათ, ვინც შეიძ-
ლება იმიტომ დაიხოცონ, რომ ელენდმა საკუთარი სინდისი ვერ
ალაგმა?
– შენთან კამათი არ მინდა, ტინდუილ, – უთხრა სეიზდმა, – უბ-
რალოდ, ვფიქრობ, რომ მართებულად მოიქცა. თავისუფლად შეუძ-
ლია, სინდისს მიჰყვეს, შემდეგ კი იმედი ჰქონდეს, რომ მორალისა
და გონიერების დაპირისპირებით გამოწვეულ ხვრელებს ბედისწე-
რა შეავსებს.
"ბედისწერა".
– ღმერთს გულისხმობ, – უთხრა ელენდმა.
– სწორია.
ელენდმა თავი გააქნია.
– რა არის ღმერთი, სეიზდ, ვალმდებლების მიერ მოფიქრებული
მექანიზმის გარდა?
– რატომ იღებ შენებურ გადაწყვეტილებებს, ელენდ ვენტურ? –
ჰკითხა სეიზდმა.
– იმიტომ, რომ სწორი გადაწყვეტილებებია.
– და რატომაა სწორი?
– არ ვიცი, – ამოიოხრა ელენდმა და საზურგეს მიეყრდნო. და-
ინახა, რომ ტინდუილმა უკმაყოფილოდ შეხედა ამ ჟესტის გამო,
მაგრამ არჩია, ყურადღება არ მიექცია. მეფე აღარ იყო, უკვე შეეძ-
ლო, თავის გემოზე მოხრილიყო, – შენ ღმერთზე მელაპარაკები, სე-
იზდ, მაგრამ განა თავად არ ქადაგებ ას სხვადასხვა რელიგიას?
– სამასს, – შეუსწორა სეიზდმა.
618
– მაშ, მაინც რომლისა გჯერა? – ჰკითხა ელენდმა.
– ყოველი მათგანის მჯერა.
– რაღაც უაზრობაა, – ელენდმა თავი გააქნია, – მე, ალბათ, სულ
ხუთიოდე მიქადაგე და კარგად ვხედავ, რომ ერთმანეთთან თავსებადე-
ბი არ არიან.
– ჭეშმარიტების გარჩევა ჩემი მოვალეობა არაა, ლორდო ვენტურ,
– გაუღიმა სეიზდმა, – უბრალოდ, თან დავატარებ ჭეშმარიტებას.
ელენდმა ამოიოხრა და გაიფიქრა: "ღვთისმსახურები... ხანდახან
სეიზდთან საუბარი ვალმდებელთან საუბარს ჰგავს".
– ელენდ, – ჩაერია ტინდუილი რბილი ხმით, – მგონია, რომ იმ სი-
ტუაციას არასწორად გაუმკლავდი. თუმცა სეიზდი სწორს გეუბნება. სა-
კუთარ მრწამსს არ უღალატე, რაც მეფური თვისებაა.
– რა ვქნა ახლა? – ჰკითხა ელენდმა.
– რაც მოგესურვება, – უპასუხა ტინდუილმა, – შენთვის მაგის თქმა
ჩემი ამოცანა არასდროს ყოფილა. უბრალოდ, გასწავლიდი, რას აკე-
თებდნენ შენს მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანები წარსულში.
– და რას იზამდნენ ისინი? – იკითხა ელენდმა, – ეგ შენი დიდი წი-
ნამძღოლები, რას გააკეთებდნენ ჩემს ადგილას?
– უაზრო კითხვაა, – შეაფასა ტინდუილმა, – შენს ადგილას ვერ აღ-
მოჩნდებოდნენ. ამისთვის ჯერ საკუთარი ტიტულების დაკარგვა მო-
უწევდათ.
– მაშ, ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული? ტიტულებზე?
– ზუსტად ამაზე არ ვსაუბრობდით? – ჰკითხა ტინდუილმა.
ელენდმა არაფერი უპასუხა. "შენი აზრით, რა აქცევს ადამიანს კარგ
მეფედ?" – ოდესღაც ჰკითხა ტინდუილს. "ნდობა", – უპასუხა მან, –
"კარგი მეფე ისაა, ვისაც ხალხი ენდობა, და ვინც ამ ნდობას იმსახუ-
რებს".
– გმადლობ, ტინდუილ, – ელენდი ფეხზე წამოდგა.
დაბნეული ქალი დაიკოპა და სეიზდს მიუბრუნდა, რომელმაც თავი
ასწია და ელენდს თვალებში ჩახედა; მერე კი გაიღიმა.

619
– ტინდუილ, – თქვა სეიზდმა ხმამაღლა, – დროა, კვლევას და-
ვუბრუნდეთ. ვგონებ, მის უდიდებულესობას საქმეები აქვს.
ელენდი რომ გავიდა, ტინდუილი ჯერაც იბღვირებოდა.
ვენტური დერეფანს სწრაფად გაუყვა, მცველებიც თან გაჰყვნენ.
"ძველებურ ყოფას აღარ დავუბრუნდები", – ფიქრობდა ელენდი,
– "დარდსა და ვარამს. ტინდუილმა გაცილებით კარგად გამწვრთნა,
თუმცა კი ჩემი არასდროს ესმოდა".
ცოტა ხანში საკუთარ ოთახებთან მივიდა. ეგრევე შეაღო კარი,
მერე გარდერობი გამოაღო... ტანსაცმელი, რომელიც ტინდუილმა
შეურჩია – მეფის ტანსაცმელი – ჯერ კიდევ იცდიდა.
ზოგმა, ალბათ, იცით კიდეც ლეგენდები ჩემი ზღაპრული მეხსიე-
რების შესახებ. ლეგენდები სიმართლეს ღაღადებენ. მთელი გვერ-
დების წამიერად დასამახსოვრებლად ფერუქიმიკოსის ლითონგო-
ნი არ მჭირდება.

42
– შესანიშნავია, – თქვა ელენდმა და წინ გადაშლილ ქალაქის
რუკაზე ნახშირიანი ჯოხით კიდევ ერთი ნაწილი შემოხაზა, – რას იტ-
ყვი აქაურობაზე?
დემოქსმა ნიკაპი მოიფხანა:
– გრეინფილდი? ეგ კეთილშობილთა სამეზობლოა, თქვენო
ღირსებავ.
– იყო, – შეუსწორა ელენდმა, – გრეინფილდი ვენტურების ნა-
თესავების გვარებით იყო გადავსებული. როცა მამაჩემი ქალაქი-
დან გაიქცა, უმეტესობა თან მიჰყვა.
– ამ საგვარეულო მამულებს, ალბათ, სკაა აფარებს თავს.
ელენდმა თავი დაუქნია.
– გამოყარეთ.
– მომიტევეთ, ბატონო? – დაიბნა დემოქსი.
ვენტურთა ციხე-კოშკში იყვნენ, ეტლების უზარმაზარ სადგომზე.
გარშემო ჯარისკაცები ფუსფუსებდნენ. მრავალ მათგანს ფორმა არ
620
ეცვა. ქალაქის ოფიციალური ჯარისკაცები აღარ იყვნენ. ელენდს ტახტი
აღარ ეკავა, მაგრამ მის თხოვნას მაინც გამოეპასუხნენ.
ეს კი რაღაცას ნიშნავდა.
– კეთილშობილთა სახლები უმეტესად ქვისგანაა ნაგები და ბევრი
პატარა ოთახია. საშინლად რთული გასათბობია, თითოეულ ოთახში
ცალკე ღუმელი იქნება საჭირო. სკაას თავშესაფრები დამთრგუნვე-
ლია, მაგრამ დიდი სივრცეა და მოზრდილი ღუმლები ეტევა.
დემოქსმა ნელა დაუქნია თავი.
– მბრძანებელი საკუთარ მუშებს ყინვის გამო ვერ გაფლანგავდა, –
თქვა ელენდმა, – მწირი შესაძლებლობების პირობებში, ის საცხოვ-
რებლები ბევრი ადამიანის მოსავლელად საუკეთესო საშუალებაა.
– მესმის, ბატონო, – უთხრა დემოქსმა.
– ძალა არ დაატანოთ, დემოქს, – დაარიგა ელენდმა, – ჩემს პირად
დაცვას, თუნდაც არმიიდან წამოსული მოხალისეებით იყოს გადავსე-
ბული, ოფიციალური ძალაუფლება არა აქვს. თუ ოჯახს უნდა, მიტაცე-
ბულ სახლში დარჩეს, მიეცით ამის ნება. უბრალოდ, გააგებინეთ, რომ
გაყინვისგან გადარჩენის საშუალებაც არსებობს.
დემოქსმა თავი დაუქნია და სხვებისთვის ბრძანების ასახსნელად
წავიდა. ელენდი ახალმოსულ შიკრიკს მიუბრუნდა. კაცი იძულებული
იყო, გზა გაეკვლია ჯარისკაცების უწესრიგო გროვაში, რომლებიც
ბრძანებებს იღებდნენ და გეგმებს აწყობდნენ.
– შენ ნანგრევების მზვერავი ჯგუფიდან ხარ, ხომ?
კაცმა მუხლი მოიყარა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ფორმა
არც მას ეცვა. ჯარისკაცი იყო, ელენდის მცველი კი არა. ახალგაზრდა
ჩანდა, კუთხოვანი ყბით, ნახევრად გამელოტებული თავითა და პატიო-
სანი ღიმილით.
– გიცნობ? – ჰკითხა ელენდმა.
– ერთი წლის წინ დაგეხმარეთ, ჩემო ბატონო, – უთხრა კაცმა, –
მბრძანებლის სასახლეში შეგიყვანეთ ლედი ვინის გადასარჩენად...
– გორადელ, – გაახსენდა ელენდს, – მბრძანებლის პირად დაცვაში
იყავი.
621
კაცმა თავი დაუქნია.
– მეორე დღესვე თქვენს არმიაში გავწევრიანდი. კარგი აზრი ჩანდა.
– არმია ჩემი უკვე აღარაა, გორადელ, – გაიღიმა ელენდმა, – მაგ-
რამ მადლობელი ვარ, რომ ჩემ დასახმარებლად მოხვედი. რა ამბე-
ბი მოიტანე?
– მართალი იყავით, ბატონო, – უთხრა გორადელმა, – სკაამ ცა-
რიელი სახლებიდან უკვე გამოზიდა ავეჯი, მაგრამ კედლებზე არა-
ვის უფიქრია. იმ მიტოვებული სახლების კედლების ნახევარი შიგ-
ნიდან ხისაა; თავშესაფრებიც ხისგან არის დამზადებული და უმეტე-
სობას ხის სახურავები აქვს.
– მშვენიერია, – თქვა ელენდმა და შეგროვილ ხალხს გადახედა.
თავისი გეგმა ჯერ არავისთვის ჰქონდა გამხელილი. უბრალოდ, მო-
ხალისეების დახმარება ითხოვა რაღაც საქმის შესასრულებლად.
არც ელოდა, ასობით ადამიანი თუ უპასუხებდა.
– როგორც ჩანს, მოზრდილი ჯგუფი შეგვიგროვდა, მილორდ, –
აღნიშნა დემოქსმა, რომელიც იმწამს მივიდა ელენდთან. მან თავი
დაუქნია და გორადელს წასვლის ნიშანი მისცა.
– მილორდ, – ჰკითხა დემოქსმა, – დარწმუნებული ხართ, რომ
ჩვენ გარშემო ქალაქის დაშლა კარგი აზრია?
– ან შენობები უნდა დავკარგოთ, ან ხალხი, – უპასუხა ელენდმა,
– მე შენობებს ვარჩევ.
– მეფემ რომ ჩვენი შეჩერება სცადოს?
– დავემორჩილებით. მაგრამ არა მგონია, ლორდმა პენროდმა
წინააღმდეგობის გაწევა მოისურვოს. არ სცალია, მთელი ძალით
ცდილობს, ასამბლეაში ის დოკუმენტი გაიტანოს, რომლითაც ქა-
ლაქს მამაჩემს ჩააბარებს. თანაც, ალბათ, ურჩევნია, ეს ადამიანები
აქ იყვნენ და მუშაობდნენ, ვიდრე ყაზარმებში ისხდნენ და შფოთავ-
დნენ.
დემოქსი დადუმდა. ელენდიც. ორივემ იცოდა, რამდენად სარის-
კო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. თავდასხმიდან და გვირგვინის
გადასვლიდან სულ მცირე დრო გავიდა და ქალაქი ჯერაც შოკიდან
622
ვერ გამოსულიყო. სეტი კვლავაც ჰასტინგების ციხე-კოშკში იყო გამაგ-
რებული, მისი არმია ქალაქზე თავდასხმისთვის ხელსაყრელ პოზიცი-
ებზე გადავიდა.
ლუთადელი ყელზე დანამიბჯენილ ადამიანს ჰგავდა და თითოეული
ჩასუნთქვა კანს უჭრიდა.
"მაგ პრობლემას ბევრს ვერაფერს მოვუხერხებ", – გაიფიქრა ელენ-
დმა, – "ჯერ იმაში უნდა დავრწმუნდე, რომ ეს ხალხი კიდევ რამდენიმე
დღე არ გაიყინება". მსუსხავ სიცივეს გრძნობდა თავშესაფრის, დღის
სინათლისა და მანტიის მიუხედავად. ლუთადელში ბევრი ხალხი იყო,
მაგრამ თუ მოხალისეები საკმარისი რაოდენობის შენობას დაშლიდ-
ნენ, ეგებ მართლაც მოეხერხებინათ რამე.
– ბატონო!
ელენდი შებრუნდა. ტანდაბალი, დაწკეპილულვაშიანი კაცი უახ-
ლოვდებოდა.
– აჰ, ფელტ, – მიმართა ელენდმა, – ახალი ამბებია?
კაცი მოწამლული საკვების პრობლემას იკვლევდა, განსაკუთრე-
ბით იმას, როგორ შემოაღწიეს მომწამვლელებმა ქალაქში. მზვერავმა
თავი დაუქნია.
– დიახ, თქვენო უდიდებულესობავ. ლტოლვილები მთრგუნავთან
ერთად დავკითხეთ და ვერაფერი გავარკვიეთ. შემდეგ დავფიქრდი –
ლტოვილები ხომ ძალიან მარტივი გამოსავალი ჩანდა? ქალაქისთვის
სრულიად უცხოები იყვნენ და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ზუსტად
მათზე მივიტანდით ეჭვს. ამიტომაც, იმის გათვალისწინებით, რამდენი
რამ ხდებოდა ჩვენს კედლებთან და საჭმლის მარაგთან, ეჭვი აღარ მე-
პარება, რომ ვიღაცა გარედან იპარება ქალაქში და შემდეგ უკან ბრუნ-
დება.
ელენდმა თავი დაუქნია. ჰასტინგთა ციხე-კოშკში გამოკეტილი სე-
ტის ჯარისკაცებს ძალიან ფრთხილად უთვალთვალებდა და საჭმლის
მოწამვლა არავის უცდია. სტრაფის ნისლქმნილი ჯერაც ეჭვმიტანი-
ლებში იყო, მაგრამ ვინს არ სჯეროდა, რომ მოწამვლების უკან ის იდგა.
ელენდს იმედი ჰქონდა, კვალი – თუკი ასეთსაც იპოვიდა – მისავე სა-
623
სახლეში მიდიოდა, და საბოლოოდ, დაადგენდნენ, მოსამსახურეე-
ბიდან რომელი იყო კანდრათი ჩანაცვლებული.
– განაგრძე, – უთხრა მზვერავს.
– ის ხალხიც დავკითხე, გასაძრომებთან ვისაც აქვს შეხება, და
არა მგონია, რომელიმე დამნაშავე იყოს.
– გასაძრომებთან?
– ქალაქის საიდუმლო გასასვლელებია. მაგალითად, გვირაბე-
ბი.
– ასეთებიც არსებობს? – გაუკვირდა ელენდს.
– რა თქმა უნდა, თქვენო უდიდებულესობავ, – უპასუხა ფელტმა,
– მბრძანებლის დროს სკაას ქურდებისთვის ქალაქებს შორის გადა-
ადგილება ძალიან რთული იყო. ლუთადელში ყველა შემომსვლე-
ლი უნდა დაეკითხათ. ამიტომაც ქალაქში ფარულად შემოღწევის
გზები ფრიად პოპულარული გახდა. უმეტესობა დაიხურა, მაგალი-
თად, ისინი, რომლებიც კედლებიდან თოკებით აპარებდნენ ხალხს,
მაგრამ ზოგი ჯერაც მუშაობს. ოღონდ, არა მგონია, ჯაშუშებს უშვებ-
დნენ. პირველი ჭა რომ მოწამლეს, გასაძრომების ხალხი დაიზაფ-
რა, თქვენზე ეგონათ, ჩვენ მოგვდგებაო. მას შემდეგ ადამიანებს
მხოლოდ გარეთ უშვებენ – მარტო იმათ, ვისაც ალყაშემორტყმული
ქალაქიდან გაქცევა უნდა.
ელენდი მოიღუშა. არც კი იცოდა, რა ეფიქრა იმაზე, რომ ხალხი
მის ბრძანებას ეწინააღმდეგებოდა. მან ხომ კარიბჭეების ჩარაზვა
ბრძანა და გასვლა ყველას აუკრძალა.
– შემდეგ, – განაგრძო ფელტმა, – მდინარე მოვსინჯე.
– მაგაზე ვიფიქრეთ, – მაგრამ ყველა ის კარიბჭე, რომელიც
წყალთანაა, საიმედოდაა დაცული.
– დაცული კი არის, – გაიღიმა ფელტმა, – ერთი-ორი კაცი წყალ-
ქვეშ ჩავგზავნე შესამოწმებლად და აღმოჩნდა, რომ მდინარის ცხა-
ურები რამდენიმე ბოქლომითაა ჩაკეტილი.
– რა?

624
– ვიღაცამ ცხაურები მოგლიჯა, – აუხსნა ფელტმა, – შემდეგ ბოქ-
ლომებით ჩაკეტა, რომ საეჭვო არაფერი ყოფილიყო. ახლა შეუძ-
ლიათ, ისე შემოვიდნენ და გავიდნენ, როგორც გაუხარდებათ.
ელენდმა წარბი ასწია.
– ცხაურები შევცვალოთ? – ჰკითხა ფელტმა.
– არა, არა. მარტო ბოქლომები შეცვალეთ ახლებით და მცველები
დააყენეთ. შემდეგ ჯერზე, მომწამვლელები ქალაქში შემოსვლას რომ
შეეცდებიან, მინდა, მახეში გავაბათ.
ფელტმა თავი დაუქნია და ბედნიერი ღიმილით გაეცალა. მისი ჯაშუ-
შური უნარები ბოლო დროს ძალიან საჭირო გახდა და როგორც ჩანს,
ელენდის მიცემული დავალებებით დიდ სიამოვნებას იღებდა. ელენ-
დმა გონებაში კიდევ ერთი აზრი მოინიშნა – ფელტი სასახლეში დამა-
ლული კანდრას გამოსავლენად გამოეყენებინა. რა თქმა უნდა, თუ თა-
ვად ფელტი არ იყო თვითმარქვია.
– ბატონო, – მიმართა დემოქსმა, – შემიძლია, კიდევ ერთი ახსნა
შემოგთავაზოთ მოწამვლებთან დაკავშირებით.
– ოჰო, – მიუბრუნდა ელენდი.
დემოქსმა თავი დაუქნია და ოთახის ბოლოში მყოფ კაცს ხელით
ანიშნა, ახლოს მისულიყო. ახალგაზრდა სკაა, ალბათ, თვრამეტი წლი-
სა იქნებოდა, ბინძური სახე ჰქონდა და მუშის სამოსი ეცვა.
– ლარნი ჰქვია, – აუხსნა დემოქსმა, – ჩემი მრევლიდანაა.
ახალგაზრდამ ელენდს თავი დაუკრა. ჩანდა, რომ ღელავდა.
– შეგიძლია ილაპარაკო, ლარნ, – უთხრა დემოქსმა, – ლორდ ვენ-
ტურს უთხარი, რა დაინახე.
– თქვენო უდიდებულესობავ, – დაიწყო მან, – ვცადე წავსულიყავი
და მეფისთვის მომეყოლა ყველაფერი. ახალი მეფისთვის, – და სირ-
ცხვილისგან გაწითლდა.
– არა უშავს, – დაამშვიდა ელენდმა, – განაგრძე.
– იქაურმა მცველებმა გარეთ გამომაგდეს. ასე მითხრეს, მეფეს შენ-
თვის დრო არ აქვსო. ამიტომაც ბატონ დემოქსთან მოვედი, ვიფიქრე,
ეგება დამიჯეროს-მეთქი.
625
– რა უნდა დაგიჯეროს?
– მსჯავრმდებელი, ბატონო, – თქვა კაცმა ხმადაბლა, – ქალაქში
მსჯავრმდებელი დავინახე.
ელენდს ჟრუანტელმა დაუარა.
– დარწმუნებული ხარ?
ახალგაზრდამ თავი დაუქნია.
– ლუთადელში მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე, ბატონო. სიკ-
ვდილით დასჯა ძალიან ბევრჯერ მინახავს. იმ მხეცებს ნამდვილად
ვიცნობდი. დავინახე. თვალებში შუბები ჰქონდა გაყრილი, მაღალი
იყო, მანტიაში გახვეული; და ღამით მიიპარებოდა. ქალაქის ცენ-
ტრალურ მოედანთან. გეფიცებით.
ელენდმა დემოქსს გადახედა.
– მხოლოდ მას არ დაუნახავს, თქვენო უდიდებულესობავ, – ხმა-
დაბლა უთხრა დემოქსმა, – ჩემი მრევლის ნაწილი იფიცება, რომ
კრედიკ შაუს თავზე მსჯავრმდებელი ნახეს. პირველ რამდენიმეს ყუ-
რადღება არ მივაქციე, მაგრამ ლარნი სანდოა. თუ ამბობს, დავინა-
ხეო, ესე იგი, მართლა დაინახა. ლამის მახვილთვალასავით კარგი
მხედველობა აქვს.
ელენდმა ნელა დაუქნია თავი, და პირადი დაცვის წევრებს უბ-
რძანა, მითითებულ ადგილებზე თვალი სჭეროდათ. შემდეგ ისევ შე-
შის შეგროვების ფუსფუსს მიუბრუნდა. ბრძანებები გასცა, ხალხი
გუნდებად გადაანაწილა, ზოგიერთი სამუშაოდ გაუშვა, ზოგი ახალი
მოხალისეების შესაგროვებლად. საწვავის არქონის გამო, მრავა-
ლი სამჭედლო დაიხურა და მუშები უსაქმოდ ისხდნენ. შეეძლოთ,
ასე მაინც გაეყვანათ დრო.
ელენდი შეკრებილი ხალხის თვალებში ენერგიას ხედავდა.
ცნობდა ამ შეუპოვრობას, მკლავისა და მზერის ამ სიმტკიცეს. ასეთ
შეგრძნებებს მნიშვნელოვანი საქმის კეთებით მიღებული სიამოვ-
ნება იწვევდა, იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ მსხდარიყვნენ და და-
ლოდებოდნენ, როდის მოიღებდა წყალობას ბედი... ან რომელიმე
მეფე.
626
ისევ რუკას დაუბრუნდა და რაღაცები ჩაინიშნა. თვალის კუთხით
დაინახა, როგორ ნება-ნება შემოხეტიალდა ჰამი.
– აი, სად წასულა ყველა! – თქვა მან, – სავარჯიშო ადგილები
ცარიელია.
ელენდმა ღიმილით ახედა.
– ესე იგი, ფორმას დაუბრუნდი? – ჰკითხა ჰამმა.
ელენდმა თეთრ სამოსს დახედა. სპეციალურად იმ მიზნით შეეკე-
რათ, რომ ფერფლით დათხვრილ ქალაქში გამორჩეული ყოფილიყო.
– ჰო.
– ცუდია, – აღნიშნა ჰამმა და ამოიოხრა, – ფორმის ჩაცმა არავის
არ უნდა უწევდეს.
ელენდმა წარბი ასწია. ზამთარი ჯიუტად ახლოვდებოდა და ჰამმაც,
როგორც იქნა, ჟილეტის ქვეშ პერანგი ჩაიცვა. მაგრამ მანტიას ან ქურ-
თუკს ძველებურად არ იკარებდა.
ელენდი ისევ რუკას დაუბრუნდა.
– ასეთი ტანსაცმელი შემეფერება, – აღნიშნა მან, – რაღაც, უფრო
სწორია. თანაც შენი ჟილეტიც ისეთივე ფორმაა, როგორც ეს.
– არაა.
– მართლა? – ჰკითხა ელენდმა, – ჩხუბისთავს ისე არაფერი გამო-
არჩევს, როგორც შუა ზამთარში ქურთუკის გარეშე სიარული, ჰამ. უკვე
მიეჩვიე, რომ შენი ტანსაცმლით გააგებინო ხალხს ვინ ხარ და რას წარ-
მოადგენ. ფორმა მეტი კი არაფერია.
ჰამი შეყოყმანდა.
– უცნაური ხედვაა ამ ყველაფერზე.
– რატომ? – ჰკითხა ელენდმა, – ბრიზთან ამ საკითხზე არასდროს
გიმსჯელია?
ჰამმა თავი გააქნია, შემდეგ მიბრუნდა და ხალხს დაუწყო თვალიე-
რება, თანაც უსმენდა, ელენდის დანიშნული მეთაურები ბრძანებებს
როგორ გასცემდნენ.
"შეიცვალა", – გაიფიქრა ელენდმა, – "ქალაქის მართვამ, მთელ ამ
პრობლემებთან გამკლავებამ ისიც კი შეცვალა".
627
ჩხუბისთავი უფრო დადინჯდა, უფრო ყურადღებიანი გახდა. რა
თქმა უნდა, ქალაქის უსაფრთხოება დანარჩენებზე მეტად ევალებო-
და. ხანდახან დაუჯერებლად ჩანდა, რომ ეს ჭკუამხიარული ჩხუბის-
თავი ოჯახის კაცი იყო. მარდრაზე ან თავის ორ ბავშვზე იშვიათად
ლაპარაკობდა. ელენდი ეჭვობდა, რომ ჩვევად ჰქონდა ქცეული ასე.
ჰამმა ქორწინების უდიდესი ნაწილი ოჯახისგან განცალკევებით გა-
ატარა, რათა ისინი საფრთხისგან დაეცვა.
"მთელი ეს ქალაქი ჩემი ოჯახია", – გაიფიქრა ელენდმა. უყურებ-
და, როგორ მიდიოდნენ ჯარისკაცები მუშაობის დასაწყებად. ვიღაც,
ალბათ, იფიქრებდა, შეშის მოგროვება უინტერესო საქმე იყო და,
სამი არმიით გარშემორტყმულ ქალაქში, დიდი მნიშვნელობაც არ
ჰქონდა. მაგრამ ელენდმა იცოდა, რომ გაყინული სკაა საწვავს ისე-
თივე მადლიერებით მიიღებდა, როგორც, მაგალითად, არმიების-
გან ხსნას.
სიმართლე რომ ითქვას, ელენდიც თავისი ჯარისკაცებივით
გრძნობდა თავს. ხალხის დასახმარებლად რამის – თუნდაც ეს რამე
შეშის მოგროვება ყოფილიყო – კეთება კმაყოფილებასა და აღტა-
ცებას ჰგვრიდა.
– სეტი რომ თავს დაგვესხას? – იკითხა ჰამმა, რომელიც ჯერაც
ჯარისკაცებს უყურებდა, – არმიის უდიდესი ნაწილი ქალაქშია გა-
ფანტული.
– ჩემს ჯგუფებში ათასი კაციც რომ იყოს, ჩვენი ძალებისთვის დი-
დი დანაკლისი არაა. თანაც კლაბსი ფიქრობს, რომ მათ შესაგრო-
ვებლად საკმარისზე მეტი დრო გვექნება. შიკრიკები მზად გვყავს.
თანაც, – რუკას დაუბრუნდა ელენდი, – მეეჭვება, სეტი ახლა შეტე-
ვაზე გადმოვიდეს. ციხე-კოშკში საკმაოდ დაცულად გრძნობს თავს.
იქ ვერაფერს მოვუხერხებთ, თუ ქალაქის დაცვიდან ბევრ ჯარისკაცს
არ მოვხსნით და დაუცველები არ დავრჩებით. ერთადერთი, რაზეც
მართლა ვღელავ, მამაჩემია...
ელენდი გაჩუმდა.
– რა მოხდა? – ჰკითხა ჰამმა.
628
– სეტი ამიტომაც დარჩა, – თქვა ელენდმა და გაკვირვებით დახუჭა
თვალები, – ვერ ხვდები? სპეციალურად დატოვა საკუთარი თავი არჩე-
ვანის გარეშე. სტრაფი შეტევაზე თუ გადმოვიდა, სეტის არმია ჩვენს
ჯართან ერთად იბრძოლებს. თავისი ბედი ჩვენსას გადააჯაჭვა.
– საკმაოდ სასოწარკვეთილ სვლას ჰგავს, – წარბები შეკრა ჰამმა.
ელენდმა თავი დაუქნია, შემდეგ სეტთან შეხვედრა გაახსენდა.
– სასოწარკვეთილი კარგი სიტყვაა, – თქვა მან, – სეტი რაღაცის გა-
მოა სასოწარკვეთილი, ოღონდ ჯერ არ ვიცი, რა არის მიზეზი. ასეა თუ
ისე, ქალაქში დარჩენით, ჩვენთან გაერთიანდა სტრაფის წინააღმდეგ
– იმის მიუხედავად, ასეთი ალიანსი მოგვწონს თუ არა.
– ჰო, მაგრამ ასამბლეამ ქალაქი სტრაფს რომ ჩააბაროს? ჩვენი ქა-
ლაქი სტრაფს რომ შეუერთდეს და სეტს თავს დაესხას?
– ეგ რისკის ნაწილია, – უპასუხა ელენდმა და გაიფიქრა: "სეტი აქე-
დან მშვიდობიანად წასვლას არც არასდროს აპირებდა. ან ქალაქს და-
ეპატრონება, ან შეაკვდება. იცდის. იმედი აქვს, სტრაფი შეტევაზე გად-
მოვა; და სწუხს, რომ შეიძლება მის არმიას ჩავბარდეთ. მაგრამ სანამ
სტრაფს ვინისი ეშინია, მსგავსი არაფერი მოხდება. სამმხრივი ჩიხია,
თანაც კოლოსთა არმია მეოთხე მხარეა, რომლის მოქმედებებსაც ვე-
რავინ იწინასწარმეტყველებს".
ვიღაცას, ბოლოს და ბოლოს, სასწორის პინები უნდა გაეთანაბრე-
ბინა.
– დემოქს, – მიუბრუნდა კაპიტანს, – მზად ხარ მეთაურობა გადაი-
ბარო?
დემოქსმა თავი დაუქნია.
– რაღაც მინდა, გკითხო, ჰამ, – მერე ჰამს მიუბრუნდა ელენდი.
ჰამმა გაკვირვებით აზიდა წარბები.
– მზად ხარ გიჟური საქციელისთვის?
ელენდმა ცხენი გვირაბიდან ლუთადელის გარეთ, მოტიტვლებულ
მდელოზე გაიყვანა. შემდეგ მობრუნდა და გალავანს ახედა. იმედოვ-
ნებდა, რომ ჯარისკაცებმა მისი შეტყობინება მიიღეს და რომელიმე
მტრის მზვერავად ან ჯაშუშად არ ჩათვლიდნენ. ერჩივნა, სიცოცხლე
629
ტინდუილის ისტორიებში მოხსენიებული ერთ-ერთი მეფესავით არ
დაესრულებინა, საკუთარმა მებრძოლებმა რომ მოკლეს ისრით.
ჰამი გვირაბში პატარა, ჭაღარა ქალს მიუძღოდა. როგორც ელენდი
მიხვდა, ჩხუბისთავმა მარტივად იპოვა შესაფერისი გასაძრომი,
რომლითაც ქალაქიდან გავიდოდნენ.
– მორჩა, ადგილზე ვართ, – უთხრა მოხუცმა ქალმა და ხელჯოხს
დაეყრდნო.
– გმადლობ, კეთილო ქალბატონო, – უთხრა ელენდმა, – დღეს
საკუთარ დომინიონს კარგი სამსახური გაუწიე.
ქალმა ჩაიფრუტუნა და წარბები ასწია; ელენდი დარწმუნებული
იყო, რომ ქალი ნახევრად ვერც კი ხედავდა. გაიღიმა, ქისა ამოიღო
და მოხუცს გადასცა, მანაც კოჟრიანი, თუმცა საოცრად მოქნილი
თითებით ჩაბღუჯა და შიგთავსი გადათვალა.
– სამით მეტია?
– მეთვალყურის დასაყენებლად, – აუხსნა ელენდმა, – ჩვენ დაბ-
რუნებამდე აქ რომ დაიცადოს.
– დაბრუნებამდე? – გაუკვირდა ქალს, – თქვენ რა, არ გარბი-
ხართ?
– არა, – მიუგო ელენდმა, – უბრალოდ, ერთ-ერთ არმიასთან
რაღაც საქმე მაქვს.
ქალმა ისევ ასწია წარბები.
– კეთილი, ბებოს ეს საქმე არ ეხება, – ჩაიბუტბუტა და ჯოხის კა-
კუნით გაუყვა გზას უკან, გვირაბისკენ, – სამ მონეტად ჩემს რომე-
ლიმე შვილიშვილს ვიპოვი და ვეტყვი, რამდენიმე საათი დაგელო-
დოთ. მბრძანებელმა იცის, საკმარისზე მეტიც კი მყავს.
ჰამმა მიმავალი თვალით გააცილა, თვალებში თბილი ნაპერ-
წკალი უელავდა.
– რამდენი ხანია, ეს გასასვლელი იცი? – ჰკითხა ელენდმა, თან
უყურებდა, როგორ დახურა ორმა ჩასკვნილმა კაცმა ქვიანი შესას-
ვლელი. კარი საოცარი რამ იყო – ნახევრად მიწისქვეშა ნაწილის,
ნახევრად კი თავად გალავნის ქვებისგან შედგებოდა. ფელტისგან
630
უკვე ყველაფერი მოისმინა გასაძრომების შესახებ, მაგრამ მაინც უც-
ნაური იყო ერთ-ერთის გამოყენება ვენტურთა ციხიდან სულ რამდენი-
მე წუთის სავალში.
ცრუ კარი ტკაცანით დაიხურა და ჰამიც ელენდს მოუბრუნდა.
– ამაზე? არც მახსოვს, იმდენი წელია. ბებია ჰილდა ბავშვობაში
ტკბილეულს მაძლევდა ხოლმე; ეს კი საკმაოდ იაფი და კარგი მეთოდი
იყო იმისთვის, რომ მისი გასაძრომების შესახებ საჭირო ხალხს გაეგო.
მერე უკვე, ქალაქში სტუმრად მოსული მარდრა და ბავშვები ამ გზით
შემომყავდა და გამყავდა.
– მოიცადე, – შეაჩერა ელენდმა, – შენ რა, ლუთადელში გაიზარდე?
– რა თქმა უნდა.
– ვინივით, ქუჩაში?
– არა, მთლად მასე არა, – ჰამმა თავი გააქნია. მოგუდული ხმა
ჰქონდა და გალავანს მზერას არ აშორებდა, – მგონი, ვინის მსგავსად
არავინ გაზრდილა. მე სკაა მშობლები მყავდა. ბაბუაჩემი კი კეთილშო-
ბილი იყო. მართალია, იატაკქვეშეთთანაც მქონდა შეხება, მაგრამ უმე-
ტესად მაინც მშობლები მზრდიდნენ. ბიჭი ვიყავი, თანაც დიდტანიანი,
– ელენდს გახედა, – რაც ბევრს ნიშნავს.
ელენდმა თავი დაუქნია.
– აქაურობის დახურვას აპირებ?
– რატომ უნდა ვაპირებდე? – გაუკვირდა ელენდს.
ჰამმა მხრები აიჩეჩა.
– მთლად ისეთი კეთილსინდისიერი საქმიანობაც არაა, შენ რომ
მოგეწონებოდა. ხალხი ღამღამობით, ალბათ, აქედან გარბის. ბებია
ჰილდას საქმიანი რეპუტაცია აქვს – ფულს იღებს და კითხვებს არ
სვამს, ჰა-ჰა, შეიძლება, სულ ცოტა იბუზღუნოს.
მშვენიერი არგუმენტები იყო. "ალბათ, ამიტომაც არ მითხრა აქაუ-
რობაზე, სანამ პირდაპირ არ ვკითხე", – გაიფიქრა ელენდმა. მისი მე-
გობრები ბეწვის ხიდზე გადიოდნენ – იატაკქვეშეთთან კავშირს არ
წყვეტდნენ და თან წელებზე ფეხს იდგამდნენ, რომ ის ხელისუფლება
შეექმნათ, რომელსაც ამდენი რამ შესწირეს.
631
– მეფე არ ვარ, – ელენდმა ცხენი ქალაქის საპირისპირო მიმარ-
თულებით წაიყვანა, – ბებია ჰილდას გვირაბი ჩემი საქმე არ არის.
ჰამი გვერდით ამოუდგა, ჩანდა, რომ მოეშვა. მაგრამ მალევე ეს
შვება გაქრა და რეალობით გამოწვეულმა შფოთვამ აიტანა.
– არ მომწონს, რასაც ვაკეთებთ, ელ.
– არც მე, – ელენდი ცხენზე შემოჯდა. ჰამმა ღრმად ჩაისუნთქა,
შემდეგ თავი დაუქნია.
"ჩემი ძველი, კეთილშობილი მეგობრები ჩემ შეჩერებას შეეცდე-
ბოდნენ", – ჩაეცინა ელენდს, – "რატომ შემოვიკრიბე გარს გადარ-
ჩენილის ერთგული ხალხი? ისინი ხომ თავიანთი ლიდერისგან უაზ-
რო რისკების გაწევას ელიან".
– მეც წამოვალ, – უთხრა ჰამმა.
– არა, ეგ არაფერს შეცვლის. აქ დარჩი და ჩემ დაბრუნებას და-
ელოდე. თუ არ დავბრუნდი, ვინს უთხარი, რაც მოხდა.
– ჰო, აბა რა! ყველაფერს დაწვრილებით ჩავუკაკლავ და მერე
მშვიდად ამოვიძრობ მკერდიდან ხანჯლებს, – ირონიულად გაიღი-
მა ჰამმა, – ჯობია, დაბრუნდე, კარგი?
ელენდმა თავი დაუქნია, ყურადღებას ლამის აღარ აქცევდა. მი-
სი მზერა არმიაზე იყო მიპყრობილი. არმიაზე... კარვების, ურმების,
საკვების საზიდრებისა და მსახურების გარეშე. არმიაზე, რომელმაც
მიწაზე ბალახიც კი შეჭამა და ახლა გარს ფართო, რუხი ზოლი ერ-
ტყა. კოლოსები.
გაოფლიანებული ხელებიდან სადავეები უსხლტებოდა. სულ
სხვაგვარად გრძნობდა თავს, ვიდრე მაშინ, როცა ჯერ სტრაფის ბა-
ნაკს ესტუმრა, შემდეგ კი სეტის ციხე-კოშკს. ამჯერად მარტო იყო.
ვინი ვერ უშველიდა, ჯერაც ჭრილობებს იშუშებდა და თანაც, ჰამის
გარდა, კაციშვილმა არ იცოდა, სად წამოვიდა.
"ამ ქალაქის ხალხისა რამე მმართებს?" – ფიქრობდა ელენდი, –
"მათ ხომ ჩემზე უარი თქვეს. რატომ ვცდილობ მათ დაცვას ასე ჯი-
უტად?"

632
– მაგ მზერას კარგად ვცნობ, ელ, – უთხრა ჰამმა, – მოდი, უკან დავ-
ბრუნდეთ.
ელენდმა თვალები დახუჭა და ჩუმად ამოიოხრა. შემდეგ თვალე-
ბი დააჭყიტა და ცხენი გააჭენა.
კოლოსები ბოლოს წლების წინ ნახა, ისიც მამამისის დაჟინების გა-
მო. სტრაფი ამ არსებებს არ ენდობოდა და ჩრდილოეთ დომინიონში
მათი გარნიზონის ყოლაც არასდროს მოსწონდა – თანაც მისი ქალაქი-
დან, ურტოდან, მხოლოდ რამდენიმე დღის სავალზე. კოლოსები
მბრძანებლის შეხსენება და გაფრთხილება იყო.
ელენდი ცხენს მთელი ძალით მიაჭენებდა, თითქოს ამ ძალას საკუ-
თარი ნებისყოფის დასამუხტად იყენებდა. ურტოს კოლოსების გარნი-
ზონის გარდა, ამ არსებებზე ყველაფერი წიგნებიდან იცოდა, მაგრამ
ტინდუილის მითითებებმა სწავლის მიმართ ერთ დროს არსებული ყოვ-
ლისმომცველი და, ცოტათი, გულუბრყვილო რწმენა გვარიანად და-
ასუსტა.
"ალბათ, საკმარისია", – გადაწყვიტა ელენდმა ბანაკთან მიახლოე-
ბისას. კბილები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს და კოლოსების მოხე-
ტიალე რაზმის დანახვისას ცხენიც შეანელა.
ზუსტად ისეთები იყვნენ, როგორც ახსოვდა. ერთი უზარმაზარი არ-
სება – რომელსაც გაწელვისგან კანი შემზარავად დახეოდა და დახეთ-
ქოდა – რამდენიმე საშუალო ზომის მხეცს მიუძღოდა, რომლებსაც
თვალებისა და პირის კუთხეებში ახლაღა აჩნდებოდათ ნახეთქები. მათ
უფრო პატარა არსებები ახლდნენ, რომლებსაც კანი თავისუფლად
ჰქონდათ ჩამოკიდებული თვალებსა და მკლავებზე.
ელენდმა სადავეებს მოზიდა და ცხენი ჩორთით მიიყვანა ყველაზე
დიდ მხეცთან.
– ჯასტესთან წამიყვანე.
– ცხენიდან ჩამოდი, – უთხრა კოლოსმა.
ელენდმა პირდაპირ თვალებში შეხედა არსებას, რომელიც თით-
ქმის მხედრის სიმაღლისა იყო.
– ჯასტესთან წამიყვანე.
633
კოლოსმა ელვარე თვალებიდან გაურკვეველი მზერა მიაპყრო.
თვალიდან თვალამდე, ცხვირზე კანი გაგლეჯილი ჰქონდა, მეორე ნა-
ხევი ნესტოებიდან ქვემოთ, მრუდე ხაზს მიუყვებოდა. დაჭიმული ცხვი-
რი ლამის სახეზე მიბრტყელებოდა, ძვალი რამდენიმე სანტიმეტრით
გვერდზე იყო გადახრილი.
ეს იყო გადამწყვეტი წამი. წიგნებში ეწერა, რომ არსება ან ისე
მოიქცეოდა, როგორც უბრძანეს, ან შეტევაზე გადავიდოდა. ელენ-
დი დაძაბული იცდიდა.
– წამოდი, – ამოისროლა კოლოსმა, მიბრუნდა და ბანაკისკენ
წავიდა. დანარჩენები ელენდის ცხენს შემოერტყნენ გარშემო და
ისიც მოუსვენრად აწრიალდა. ელენდმა მყარად ჩაავლო სადავეებს
და ცხოველს უბიძგა, რომელიც მფრთხალი მოძრაობებით და-
ემორჩილა.
მცირე გამარჯვების გამო თავი კარგად უნდა ეგრძნო, მაგრამ
უფრო მეტად დაიძაბა. კოლოსების ბანაკში შევიდნენ. ეჩვენებოდა,
თითქოს გადაყლაპეს ან მეწყერმა ჩაიტანა. ზოგი კოლოსი ელენდს
თვალს აყოლებდა, წითელი, უემოციო თვალებით უმზერდა. დანარ-
ჩენები, უბრალოდ, ცეცხლთან იდგნენ, უტყვი მხეცებივით.
სხვები ჩხუბობდნენ, ერთმანეთს ხოცავდნენ, მიწაზე ჭიდაობ-
დნენ, მაგრამ თანამოძმეები მათ ზედაც არ უყურებდნენ. ვერცერ-
თმა ფილოსოფოსმა, მეცნიერმა ან სწავლულმა ვერ დაადგინა, რა
ამოძრავებდათ კოლოსებს. სიხარბე კარგად ჟღერდა, მაგრამ ხან-
დახან ტყუილუბრალოდ ესხმოდნენ თავს; საკმარისი საკვები რომც
ჰქონოდათ, თვისტომს მაინც მოკლავდნენ და მის ულუფას მიისა-
კუთრებდნენ. ტკივილი კიდევ ერთი კარგი ახსნა იყო, ისევე, რო-
გორც ბატონობის სურვილი. ხორციელი, შინაგანი სურვილები. მაგ-
რამ ხანდახან ერთმანეთს ყოველგვარი მიზეზის გარეშე ებრძოდ-
ნენ.
ჩხუბის შემდეგ მშვიდად ხსნიდნენ ხოლმე თავიანთ საქციელს,
თითქოს ძალიან გონივრულად მოიქცნენო. ღრიალის გაგონებაზე
ელენდი აცახცახდა, მაგრამ თავი იმით დაიმშვიდა, რომ ჯასტესთან
634
მისვლამდე არაფერს უზამდნენ – კოლოსები, ჩვეულებრივ, თავს მხო-
ლოდ ერთმანეთს ესხმოდნენ...
სანამ სისხლის სიშმაგე არ დაეწყებოდათ.
ეს აზრი თავიდან მოიშორა და გარემოს შესწავლას შეუდგა, იმას აკ-
ვირდებოდა, რაც სეიზდმა მოუთხრო ბანაკში სტუმრობაზე. არსებებს ის
დიდი, ბარბაროსული რკინის ხმლები ეჭირათ, ტერისელმა რომ აღწე-
რა. რაც უფრო დიდი იყო კოლოსი, მით უფრო დიდი იარაღი ჰქონდა.
როდესაც კოლოსი ისეთ ზომას აღწევდა, რომ ხმალი უნდა შეეცვალა,
ორი ვარიანტი არსებობდა – ან სხვისი გადაგდებული ეპოვა, ან ვინმე
მოეკლა და ხმალი წაერთმია. კოლოსები თავიანთი სიმრავლის ზრდას
ან კლებას ხმლების რაოდენობით მეტად უხეშად აკონტროლებდნენ.
წარმოდგენაც კი არავის ჰქონდა, როგორ მრავლდებოდნენ.
როგორც სეზიდმა აუხსნა, ამ კოლოსებს ხმლებზე უცნაური პატარა
ქისები ჰქონდათ მიბმული.
"რას ინახავენ?" – ფიქრობდა ელენდი, – "სეიზდმა თქვა, რომ ყვე-
ლაზე დიდ კოლოსს, რომელიც ნახა, ერთდროულად ოთხი ცალი ეჭი-
რა. მაგრამ წინ რომ მიმიძღვის, იმას ოცი უნდა ჰქონდეს".
პატარა კოლოსსაც კი სამი ქისა ჰქონდა.
"ცვლილებაა", – გაიფიქრა მან, – "რაც უნდა იყოს, ამ ქისებში... ხომ
შეიძლება, ჯასტესი სწორედ ამით მართავდეს არსებებს?"
ამას ვერ გაიგებდა. შეიძლებოდა, რომელიმე კოლოსისთვის ქისა
მოეთხოვა, მაგრამ ეჭვობდა, რომ არ დაუთმობდნენ.
გზად კიდევ ერთი უცნაურობა შენიშნა. ზოგიერთ კოლოსს სამოსი
ეცვა. აქამდე მხოლოდ წელზე შემოხვეული ქსოვილებით ენახა, ისევე,
როგორც სეიზდს, მაგრამ ახლა ბევრს შარვალ-პერანგი ეცვა. ზომის-
თვის არც მიექციათ ყურადღება, ისე გადაეცვათ ტანსაცმელი – ზოგს
პატარა მოსვლოდა და ქსოვილი გახეულიყო; ზოგს კი დიდი ჰქონდა და
შეკვრა უწევდა. ელენდმა რამდენიმე უზარმაზარი კოლოსი დაინახა,
რომელთაც ტანსამელი თავსაფრებივით შემოეხვიათ თავზე ან ხელებ-
ზე.

635
– ჩვენ კოლოსები არ ვართ, – მოულოდნელად თქვა წინ მიმა-
ვალმა კოლოსმა და ელენდისკენ მობრუნდა.
– განმიმარტე, – დაიბნა ელენდი.
– გგონია, კოლოსები ვართ? – ტუჩები ისე ჰქონდა დაჭიმული,
ძლივს ლაპარაკობდა, – ადამიანები ვართ. თქვენს ქალაქში ვიც-
ხოვრებთ. დაგხოცავთ და ვიცხოვრებთ.
ელენდს ჟრუანტელმა დაუარა. მიხვდა, საიდანაც ჰქონდათ სხვა-
დასხვა ზომის ტანსაცმელი. იმ სოფლებიდან წამოიღეს, რომლებიც
დაარბიეს და საიდანაც ლტოლვილები გამოიქცნენ ლუთადელის-
კენ. როგორც ჩანდა, კოლოსების აზროვნებაში სიახლე იყო. ან,
ეგებ, ასეთი აზრები ყოველთვის ჰქონდათ, მაგრამ მბრძანებელი
თრგუნავდა? ელენდის არსებაში სწავლული აღფრთოვანებული
იყო, დანარჩენი ნაწილი – თავზარდაცემული.
მის წინ მიმავალი კოლოსი კარვებს გასცდა – ერთადერთ ნაგე-
ბობებს მთელ ბანაკში, შემდეგ შებრუნდა, დაიღრიალა და ელენდის
ცხენს კინაღამ გული გაუხეთქა. ელენდმა ძლივძლივობით და-
იმორჩილა ცხოველი, რომელმაც მისი გადმოგდება სცადა. ამასო-
ბაში კოლოსი ერთ-ერთ თანამგზავრს დაეძგერა და უზარმაზარი
მუშტით დაუწყო დაჩეჩქვა.
ელენდმა თავისი ბრძოლა მოიგო. კოლოსმა – ვერა.
ელენდი ცხენიდან ჩამოხტა და ცხენი კისერზე ხელის გადასმით
დაამშვიდა, ამასობაში კი თავდასხმის მსხვერპლმა კოლოსმა თა-
ვისი ყოფილი ხელმძღვანელის მკერდიდან ხმალი ამოაძრო. გა-
დარჩენილი, რომელსაც უკვე რამდენიმე ახალი ჭრილობა ჰქონდა,
დაიხარა და გვამის ზურგზე მიბმული ქისების მოგროვება დაიწყო.
ელენდი უხმო აღფრთოვანებით უმზერდა მოლაპარაკე კოლოსს.
– კარგი მეთაური არასდროს ყოფილა, – თქვა მან ბრალმდებ-
ლის ტონით.
"ამ მონსტრებს ჩემს ქალაქზე თავდასხმის უფლებას ვერ მივ-
ცემ", – გაიფიქრა ელენდმა, – "რამე უნდა ვიღონო".

636
კოლოსებს ზურგი აქცია, ცხენი წაიყვანა და ბანაკის იზოლირებულ
ნაწილში შევიდა, რომელსაც ანერვიულებული, ფორმიანი ახალგაზ-
რდები იცავდნენ. ელენდმა ერთ-ერთს სადავე გადასცა.
– მიმიხედე, – დაუბარა და სიარული განაგრძო.
– მოიცა! – თქვა ერთ-ერთმა, – შეჩერდი!
ელენდი მკვეთრად შებრუნდა და დაბალ კაცს შეხედა, რომელიც
ერთდროულად ცდილობდა, შუბი ელენდისთვის გაესწორებინა და თა-
ნაც თვალი კოლოსებზე სჭეროდა. ელენდს მკაცრი მზერით შეხედვა არ
უცდია, უბრალოდ, უნდოდა, მღელვარება დაეფარა და სიარული გა-
ნეგრძო. შედეგად მიღებული გამოხედვა კი, ალბათ, ტინდუილსაც ვერ
დატოვებდა გულგრილს.
ჯარისკაცი ადგილზე გაიყინა.
– ელენდ ვენტური ვარ. გეცნობა ეს სახელი?
კაცმა თავი დაუქნია.
– შეგიძლია, ლორდ ლეკალს ჩემი მოსვლა ამცნო? – უთხრა ელენ-
დმა, – უბრალოდ, ჩემამდე შედი კარავში.
ახალგაზრდა ფაციფუცით შეუდგა ნათქვამის შესრულებას. ელენდი
მიჰყვა და კარავთან მივიდა, სადაც დანარჩენი ჯარისკაცები ყოყმანით
იდგნენ.
"ალბათ, რა დღეში არიან", – გაიფიქრა ელენდმა, – "კოლოსების
გარემოცვაში ცხოვრობენ, თანაც რიცხობრივად გაცილებით ნაკლები
ადამიანია". სიბრალული იგრძნო და მათი დაჩაგვრა აღარ უცდია.
მოთმინებით აღსავსე გამომეტყველება მიიღო, სანამ შიგნიდან ხმა არ
გაისმა.
– შემოუშვით.
ელენდმა მცველებს გვერდზე ჩაუარა და კარვის კალთა ასწია.
ბოლო თვეებს ჯასტეს ლეკალისთვის კარგად არ ჩაუვლია. როგორ-
ღაც თავზე შერჩენილი რამდენიმე ღერი თმა უფრო საცოდავ იერს აძ-
ლევდა, ვიდრე ამას სრული სიმელოტე იზამდა. ტანზე მომჩვარული ტა-
საცმელი რამდენიმე ადგილას დალაქავებოდა; თვალები შეშუპებული
ჰქონდა. ბოლთას სცემდა და ელენდის შესვლისას ოდნავ შეხტა.
637
წამით გაიყინა და თვალები გაუფართოვდა. ბოლოს აკანკალე-
ბული ხელი ასწია და სცადა ერთი-ორი ღერი თმა შუბლიდან გადაე-
ყარა.
– ელენდ? მბრძანებელმა წაგიღოს, რა დაგემართა?
– მოვალეობები, ჯასტეს, – ხმადაბლა უპასუხა ელენდმა, – რო-
გორც ჩანს, არცერთი ჩვენგანი მათთვის მზად არ ვყოფილვართ.
– გარეთ, – ჯასტესმა მცველებს ხელი აუქნია. ელენდს გვერდი
აუარეს და გასვლისას კარვის კალთა ჩამოაფარეს.
– დიდი დრო გავიდა, ელენდ, – თქვა ჯასტესმა და სუსტად ჩაიცი-
ნა.
ელენდმა თავი დაუქნია.
– ძველი დრო მახსოვს, – განაგრძო ჯასტესმა, – შენთან ან ჩემ-
თან რომ ვისხედით, ტელდენთან ერთად ვსვამდით... როგორი
უცოდველები ვიყავით, არა?
– უცოდველები, – დაეთანხმა ელენდი, – მაგრამ იმედი გვქონ-
და.
– დალევ რამეს? – შესთავაზა ჯასტესმა და მაგიდისკენ მიბრუნ-
და.
ელენდმა ოთახის კუთხეში მილაგებულ ბოთლებსა და მათა-
რებს თვალი შეავლო. ყველა ცარიელი იყო. ჯასტესმა უჯრიდან სავ-
სე ბოთლი ამოაძვრინა დ პატარა ჭიქაში დაუსხა. რაოდენობაცა და
ზომაც იმას მოწმობდა, რომ უბრალო სადილის ღვინოს არ სთავა-
ზობდა.
ელენდმა ჭიქა გამოართვა, მაგრამ არ დაულევია.
– რა მოხდა, ჯასტეს? როგორ იქცა ჭკვიანი, გონიერი ფილოსო-
ფოსი ტირანად?
– ტირანად? – ამოთქვა ჯასტესმა და ჭიქა ერთი მოსმით გამოცა-
ლა, – ტირანი არ ვარ. ტირანი მამაშენია. მე რეალისტი ვარ.
– კოლოსების არმიის შუაგულში ჯდომა მაინცდამაინც რეალის-
ტურ პოზიციად არ მეჩვენება.
– მათი მართვა შემიძლია.
638
– სუისნა? – ჰკითხა ელენდმა, – სოფელი რომ გაანადგურეს?
– ეგ ერთი უიღბლო შემთხვევა იყო, – ხელი აიქნია ჯასტესმა.
ელენდმა ჭიქას დახედა, შემდეგ განზე მოისროლა და სასმელი
კარვის იატაკზე დააქცია.
– ეს მამაჩემის სახლი არაა, და აღარც ჩვენ ვართ მეგობრები. კაცს,
რომელიც რაღაც ასეთს ჩემი ქალაქის კართან მოიყვანს, მეგობარს
ვერ დავუძახებ. რა დაემართა შენს ღირსებას, ჯასტეს ლეკალ?
ჯასტესმა ჩაიფრუტუნა და დაღვრილ სითხეს გადახედა.
– ყოველთვის ეგ პრობლემა გქონდა, ელენდ. ისეთი თავდაჯერებუ-
ლი, ისეთი იმედიანი, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული...
– ეგ ჩვენი საერთო იმედი იყო, – თქვა ელენდმა და ნაბიჯი გადადგა,
– გვინდოდა, ყველაფერი შეგვეცვალა, ჯასტეს, ყველაფერი კი არ დაგ-
ვენგრია!
– მართლა? – შეეწინააღმდეგა ჯასტესი ენერგიულად, რაც ელენდს
მისთვის არასდროს შეუმჩნევია, – გინდა იცოდე, რატომ ვარ აქ? ოდეს-
მე დაფიქრებულხარ მაინც, რა ხდება სამხრეთ დომინიონში, სანამ ლუ-
თადელში თამაშით ხარ გართული?
– შენი ოჯახის გამო ვწუხვარ, ჯასტეს.
– წუხხარ? – თქვა ჯასტესმა და მაგიდიდან ბოთლი მოიხელთა, –
წუხხარ? შენი მეთოდების გამოყენება ვცადე, ელენდ. ყველაფერი, რა-
ზეც ვლაპარაკობდით – თავისუფლება, პოლიტიკური გულახდილობა.
ჩემი მოკავშირეები კი არ დავიმორჩილე, არამედ ვენდე. და იცი, რა
მოხდა?
ელენდმა თვალები დახუჭა.
– ყველა ჩახოცეს, ელენდ, – მიახალა ჯასტესმა, – აი, რა ხდება, რო-
დესაც ვიღაც ძალაუფლებას მოიპოვებს. საკუთარ მტრებსა და მათ
ოჯახებს ხოცავ, პატარა გოგონებსაც კი, ჩვილებსაც კი. სხეულებს კი
გაფრთხილებად ტოვებ. აი, ესაა სწორი პოლიტიკა. აი, ასე ინარჩუნებ
ძალაუფლებას!

639
– რთულია, რამის გჯეროდეს, თუ ყოველთვის იმარჯვებ, ჯასტეს,
– ელენდმა თვალები გაახილა, – ადამიანის რწმენას სწორედ და-
ნაკარგი განსაზღვრავს.
– დანაკარგი? – განრისხდა ჯასტესი, – ჩემი და დანაკარგი იყო?
– არა, იმას ვგულისხმობდი, რომ...
– საკმარისია! – გამოცრა ჯასტესმა და ბოთლი მაგიდაზე და-
ახეთქა, – მცველებო!
ორმა კაცმა კარვის შესასვლელი გადასწია; მერე ოთახში შემო-
ვიდნენ.
– მისი უდიდებულესობა ტყვედ აიყვანეთ, – ძლივძლივობით
აიქნია ხელი, – ქალაქში შიკრიკი გაგზავნეთ და უთხარით, რომ მო-
ლაპარაკება გვინდა.
– მეფე აღარ ვარ, ჯასტეს, – უთხრა ელენდმა.
ჯასტესი შეჩერდა.
– შენ რა, გგონია, მეფე რომ ვიყო, აქ მოვიდოდი და ჩემი შეპ-
ყრობის საშუალებას მოგცემდი? – ჰკითხა ელენდმა, – გადამირჩი-
ეს. ასამბლეამ უნდობლობის კანონი გამოიყენა და ახალი მეფე
აირჩიეს.
– იდიოტი ხარ, – უთხრა ჯასტესმა.
– დანაკარგები, ჯასტეს. საქმეები ისე ცუდად არ წამივიდა, რო-
გორც შენ, მაგრამ მგონი, მაინც მესმის.
– გასაგებია, – თქვა ჯასტესმა და "თმაზე" ხელი გადაისვა, – მაგ
ლამაზმა ტანსაცმელმა და თმის შეჭრამ ვერ გიშველა, ხომ?
– კოლოსები წაიყვანე და წადი, ჯასტეს.
– ელენდ, ეგ მუქარას ჰგავს, – შენიშნა ჯასტესმა, – მეფე არ ხარ
და არც არმია გყავს, ვერც შენს ნისლქმნილს ვხედავ ახლომახლო.
აბა, რითი მემუქრები?
– კოლოსები არიან, ჯასტეს, – უთხრა ელენდმა, – მართლა გინ-
და, რომ ქალაქში შემოცვივდნენ? ჩვენი სახლია, ან, ოდესღაც ხომ
მაინც იყო. იქ ათასობით ადამიანია!
– მე... მათი მართვა შემიძლია.
640
– არა. ეგ მეეჭვება, – უთხრა ელენდმა, – რა მოხდა, ჯასტეს? გადაწ-
ყვიტეს, რომ მეფე უნდოდათ? გადაწყვიტეს, რომ რადგანაც "ადამიანე-
ბი" ასე იქცევიან, მათაც უნდა მიებაძათ? ქისებში რას ინახავენ?
ჯასტესმა პასუხი არ გასცა.
ელენდმა ამოიოხრა.
– რა მოხდება, რომელიმე რომ აფეთქდეს და თავს დაგესხას?
– ვწუხვარ, ელენდ, – ჯასტესმა თავი გააქნია, – სტრაფს იმ ატიუმის
მიღების საშუალებას ვერ მივცემ.
– ჩემი ხალხი?
ჯასტესი მხოლოდ წამით შეჩერდა, შემდეგ თვალები დახარა და
მცველებს ანიშნა. ერთ-ერთმა ხელი ელენდს მხარზე დაადო.
საკუთარმა რეაქციამ თვითონაც კი გააკვირვა. იდაყვი გუშაგს პირ-
დაპირ სახეში დაარტყა, ცხვირი ჩაულეწა და მეორე მცველი ფეხში ფე-
ხის დარტყმით დასცა მიწაზე. სანამ ჯასტესი ყვირილის გარდა კიდევ
რამეს მოასწრებდა, ელენდი წინ გადახტა, ჩექმიდან ვინის მიცემული
ობსიდიანის ხანჯალი ამოიძრო და ჯასტესს მკლავში ხელი ჩაავლო. ას-
ლუკუნებული კაცი მაგიდას მიახეთქა და – ისე, რომ თავის მოქმედე-
ბებზე არც უფიქრია – ყოფილ მეგობარს ხანჯალი მხარში ჩასცა.
ჯასტესმა ხმამაღლა, საცოდავად დაიყვირა.
– შენი მოკვლა რამეში რომ მჭირდებოდეს, ჯასტეს, – დაუღრინა
ელენდმა, – ახლავე მოგკლავდი. მაგრამ არ ვიცი, ამ არსებებს როგორ
მართავ და არ მინდა, თავისუფლად დაიწყონ თარეში.
ოთახში ჯარისკაცები შემოცვივდნენ. ელენდს მათთვის არ შეუხე-
დავს, ჯასტესს სილა გააწნა და ხმა ჩააგდებინა.
– მისმინე, – განაგრძო მან, – არ მაინტერესებს, რა გადაგხდა, არც
ის, ფოლოსოფიის ისევ გჯერა თუ არა, საერთოდ არ მაინტერესებს
სტრაფთან და სეტთან პოლიტიკურ თამაშებს თავს თუ შეაკლავ. მაგ-
რამ ჩემი ხალხის მუქარას არ შეგარჩენ. შენი კოლოსები ჩემი დომი-
ნიონიდან წაიყვანე და წადი, სტრაფის ან სეტის მიწებს შეუტიე. ორივე
დაუცველია. არ იდარდო, შენს მტრებს ატიუმი არ შეხვდებათ. და, რო-
გორც მეგობარი, ერთ რჩევასაც მოგცემ. ცოტა ხნით მაგ ჭრილობაზე
641
დაფიქრდი, ჯასტეს. შენი საუკეთესო მეგობარი ვიყავი და კინაღამ
მოგკალი. რა ჯანდაბას აკეთებ შერეკილი კოლოსების არმიის შუ-
აგულში?
ჯარისკაცები გარს შემოეხვივნენ. ელენდი წამოდგა, ჯასტესის სხე-
ულიდან ხანჯალი ამოაძრო, მცველებისკენ შეაბრუნა და ყელზე და-
ნა მიაჭირა.
მცველები გაშეშდნენ.
– მივდივარ, – განაცხადა ელენდმა, ჯასტესს უბიძგა და კარვი-
დან გაიყვანა. შეფიქრიანებულმა შენიშნა, რომ თხუთმეტამდე ადა-
მიანი ძლივს იქნებოდა. სეიზდმა მეტი დაითვალა. დანარჩენებს რა
მოუვიდათ?
ელენდის ცხენი არსად ჩანდა, ამიტომაც ისე, რომ ჯარისკაცების-
თვის თვალი არ მოუშორებია, ჯასტესი კოლოსებისა და ადამიანე-
ბის ბანაკების უხილავ საზღვართან მიიყვანა. შემდეგ შემობრუნდა
და ჯასტესს თავისიანებისკენ უბიძგა. მათაც დაიჭირეს, ერთმა
მკლავის შეხვევა დაუწყო. დანარჩენებმა სცადეს, დადევნებოდნენ,
მაგრამ ვერ გაბედეს.
ელენდმა კოლოსების ბანაკში გადაინაცვლა. უხმოდ იდგა და
ახალგაზრდა ჯარისკაცების საცოდავ ჯგუფს შეჰყურებდა. მცველები
ჯასტესს გარს ეხვეოდნენ, მაგრამ ელენდი მის მზერას მაინც ხედავ-
და. სიძულვილი. უკან არ დაიხევდა. კაცი, რომელსაც ელენდი იც-
ნობდა, აღარ არსებობდა. იგი ახალი სამყაროს იმ შედეგმა ჩაანაც-
ვლა, რომელიც ფილოსოფოსებისა და იდეალისტების მიმართ კარ-
გად არ იყო განწყობილი.
ელენდი მიბრუნდა და კოლოსებს შორის შეაბიჯა. მალევე ჯგუფი
მიუახლოვდა. ელენდმა არც იცოდა, ისევ ისინი იყვნენ, თავიდან
რომ შეხვდნენ, თუ არა.
– გასასვლელისკენ წამიყვანე, – ბრძანა ელენდმა და ყველაზე
დიდ კოლოსს შეაგება მზერა. ან ელენდი გახდა უფრო მბრძანებლუ-
რი, ან ეს კოლოსი იყო მითითებების მიმართ განსაკუთრებით მორ-

642
ჩილი, ვინაიდან კოლოსმა უჩუმრად დაუქნია თავი და ბანაკიდან გასას-
ვლელ გზას დაადგა. მისი გუნდი ელენდს გარს შემოერტყა.
"ეს მგზავრობა დროის კარგვა იყო", – გაიფიქრა იმედგაცრუე-
ბულმა, – "მარტო ჯასტესი გადავიმტერე. საკუთარი სიცოცხლე
არაფრის გამო გავრისკე... ნეტავ, ამ ქისებში რას ინახავენ!"
გარშემოხვეულ კოლოსებს თვალი შეავლო. ჩვეულებრივი ჯგუფი
იყო, ყველა ზომის კოლოსებით – ზოგი მეტრ-ნახევარი, ზოგი კი სამი
მეტრის სიგრძის მხეცი. დუნე, უინტერესო გამომეტყველებებით მიიზ-
ლაზნებოდნენ...
ელენდს ხანჯალი ჯერაც ხელში ეჭირა.
"სულელური აზრია", – გაიფიქრა. რატომღაც, ამ ფიქრს არ შეუჩე-
რებია, ყველაზე პატარა ზომის კოლოსი შეარჩია, ღრმად ჩაისუნთქა და
თავს დაესხა.
დანარჩენი კოლოსები გაჩერდნენ და სეირის ყურება დაიწყეს.
ელენდის მიერ შერჩეული კოლოსი შებრუნდა, ოღონდ არასწორი მი-
მართულებით. სხვა კოლოსებისკენ შეტრიალდა, ელენდიც სწორედ
ამწამს დაეძგერა და ზურგში ხანჯალი ჩასცა.
მეტრ-ნახევარი სიმაღლისა და სუსტი აგებულების მიუხედავად, კო-
ლოსი წარმოუდგენლად ძლიერი აღმოჩნდა. ელენდი თავიდან მოიშო-
რა, თან ტკივილისგან ღრიალებდა. მაგრამ ელენდმა მოახერხა, ხან-
ჯლისთვის ხელი არ გაეშვა.
"ხმლის ამოღების საშუალება არ უნდა მივცე", – გაიფიქრა, ფეხზე
წამოხტა და ხანჯალი თეძოში აძგერა. კოლოსი ისევ დაეცა, ცალი ხელი
ელენდს ჩასცხო, მეორე ხმლისკენ წაიღო. ელენდს მუშტი მკერდში
მოხვდა და შიშველ მიწაზე დაემხო.
სუნთქვაშეკრულმა, დაკვნესება ძლივს მოახერხა. კოლოსმა ხმალი
იშიშვლა, მაგრამ ფეხზე დგომა უჭირდა. ორივე ჭრილობიდან წითელი
სისხლი სდიოდა. სითხე, ადამიანის სისხლთან შედარებით, უფრო ღია
იყო და უფრო მეტად ირეკლავდა შუქს, მაგრამ შეიძლება, ასე მუქი
ლურჯი კანის ფონზე ჩანდა.

643
კოლოსმა, ბოლოს და ბოლოს, წამოდგომა მოახერხა და ელენ-
დიც თავის შეცდომას მიხვდა. ჯასტესთან დაპირისპირების ადრენა-
ლინმა და არმიების შეჩერების საქმეში საკუთარი უსუსურობის შეგ-
რძნებამ თავდასხმა გააბედინა. მაგრამ ბოლოდროინდელი ვარჯი-
შების მიუხედავად, კოლოსთან შერკინების ძალა არ ჰქონდა.
თუმცა უკვე ძალიან გვიანი იყო.
ელენდი გადახტა და მის გვერდით სქელი, კომბალივით ხმალი
მიწაზე დაეხეთქა. შიშს ალღომ აჯობა და მოღერებული ხმლის დიდ-
წილად არიდებაც შეძლო. ოდნავ გაჰკრა გვერდში და თეთრი ფორ-
მა სისხლით მოესვარა, მაგრამ ტკივილი თითქმის არ უგრძნია.
"ერთადერთი გზა არსებობს იმისათვის, რომ ხმლით შეიარაღე-
ბულს ხანჯლით ებრძოლო და მოუგო..." – გაიფიქრა ელენდმა და
ხანჯალი ჩაბღუჯა. უცნაურია, მაგრამ ეს აზრი არც თავისი მწვრთნე-
ლებისგან მოესმინა და არც ვინისგან. დარწმუნებული არ იყო, სა-
იდან მოისაზრა, მაგრამ მიენდო.
"რაც შეიძლება სწრაფად მიუახლოვდი და მალე მოკალი".
და ელენდმაც შეუტია. კოლოსმა ხმალი მოიქნია. ელენდი ხე-
დავდა, რომ უტევდა, მაგრამ არაფერის გაკეთება არ შეეძლო. მხო-
ლოდ ხანჯალი შემართა და, კბილებდაკრეჭილი, წინ გადახტა.
კოლოსს ხანჯალი პირდაპირ თვალში ჩასთხარა. ძლივს მო-
ახერხა საჭირო მანძილით გაცლოდა. ამის მიუხედავად, ხმლის ტა-
რი მაინც მოხვდა მუცელში.
ორივე წაიქცა.
ელენდმა ხმადაბლა დაიკვნესა, შემდეგ ნელ-ნელა გააცნობი-
ერა, რომ მაგარ, ფერფლით დაფარულ მიწაზე იწვა, ბალახი ფესვია-
ნად მოეძოვათ. მოტეხილი წკირი ლოყას უკაწრავდა. მკერდი ისე
სტკიოდა, თავადაც უკვირდა, რომ რამე სხვასაც გრძნობდა. ბორძი-
კით წამოდგა. კოლოსი აღარ ამდგარა. მისი კომპანიონები იდგნენ
და, მართალია, უინტერესოდ, მაგრამ მაინც უყურებდნენ. თითქოს
რაღაც სურდათ.

644
– ჩემი ცხენი შეჭამა, – დაახეთქა ელენდმა პირველივე ახსნა, რო-
მელიც დაბინდულ გონებაში მოუვიდა.
კოლოსებმა თავი დაუქნიეს. ელენდი ბორძიკით წავიდა წინ, და-
ბუჟებული ხელით ლოყიდან ფერფლი გადაიწმინდა და მკვდარი
კოლოსის გვერდით მუხლებზე დაეშვა. ხანჯალი ამოაძრო და ჩექ-
მაში ჩაიდო, შემდეგ ქისები წაართვა – კოლოსს ორი ჰქონდა.
ბოლოს, თავადაც რომ არ იცოდა, რატომ, არსების დიდი ხმალი
ჩაბღუჯა და მხარზე გადაიდო. ისეთი მძიმე იყო, ძლივს მიჰქონდა. დარ-
წმუნებული იყო, ვერც მოქნევას შეძლებდა. "როგორ იყენებენ ამხელა
ხმალს ეს არსებები?" – გაიფიქრა მან.
კოლოსები უხმოდ ადევნებდნენ თვალს მის საქმიანობას, შემდეგ
ბანაკის კიდესთან მიიყვანეს. როგორც კი მხეცებმა უკან დაიხიეს,
ელენდმა ერთ-ერთი ქისა გახსნა და ჩაიხედა.
ნაპოვნს არც უნდა გაეკვირვებინა... ჯასტესმა გადაწყვიტა, თავისი
არმია ძველებური მეთოდით ემართა.
ფულს უხდიდა.
სხვები შეშლილს მიწოდებენ. ეგებ, მართლებიც არიან.

43
ბნელ ოთახში ნისლი იღვრებოდა და ვინის გარშემო ჩანჩქერად
ეცემოდა. თავად აივნის ღია კარში იდგა. რამდენიმე ნაბიჯის დაშორე-
ბით, საწოლში ელენდს ღრმად ეძინა.
– როგორც ჩანს, ქალბატონო, – აუხსნა ორსეურმა, – კოლოსების
ბანაკში წავიდა მარტო. თქვენ გეძინათ და არავინ იცოდა, რას აპირებ-
და. არა მგონია, იმ არსებების გადარწმუნება მოეხერხებინა, მაგრამ
ძალიან გამოსადეგი ცნობა მოიტანა.
ორსეური გოგოს გვერდით იჯდა. ვინისთვის არც ის უკითხავს, თუ
რატომ მოვიდნენ ელენდის ოთახში და არც ის, რატომ იდგა ნისლქმნი-
ლი ფეხზე და ყოფილ მეფეს დაჰყურებდა.

645
მისი დაცვა არ შეეძლო. როგორ არ სცადა, მაგრამ ერთბაშად
თავს დაატყდა აზრი, რომ ერთი ადამიანის სრულად დაცვაც კი შე-
უძლებელი იყო და ამის გამო დაიზაფრა; გულ-მუცელი აემღვრა.
ელენდი სწორად მოიქცა. საკუთარი თავის ბატონი იყო, თავდაჯე-
რებული და მეფური. თუმცა ამ ნაბიჯით თავი დიდ საფრთხეში ჩაიგდო.
ვინმა შიშის ქვეშ დიდხანს იცხოვრა და მიეჩვია კიდეც, ამიტომ იშვია-
თად რამე თუ შეაშინებდა. მაგრამ ახლა, როცა მძინარე ელენდს
უყურებდა, აღმოაჩინა, რომ ხელები ღალატობდნენ – გაუჩერებ-
ლად უკანკალებდა.
"მკვლელებისგან გადავარჩინე, დავიცავი. ძლევამოსილი ალო-
მანტი ვარ. მაშ, რატომ ვგრძნობ თავს ასე უიმედოდ?.. ასე მარტო-
სულად?" – ფიქრობდა გოგო.
რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ფეხშიშველი, უხმოდ მიუახლოვდა
ელენდის საწოლს. კაცს არ გაუღვიძია. ვინი დიდხანს იდგა და უყუ-
რებდა მშვიდად მძინარეს.
ორსეურმა ხმადაბლა დაიღრინა. ვინი შემობრუნდა. აივანზე ფი-
გურა იდგა, წელში გამართული და ბნელით მოსილი. კალით გაძ-
ლიერებული მხედველობითაც კი სილუეტის გარდა ვერაფერს არ-
ჩევდა. მის წინ ნისლი მოძრაობდა, იატაკზე გუბდებოდა და ჰაერო-
ვანი ხავსივით ვრცელდებოდა.
– ზეინ, – დაიჩურჩულა ვინმა.
– სახიფათოა, ვინ, – თქვა მან, ნისლი გაარღვია და ნელა შეაბი-
ჯა ოთახში.
ვინმა ელენდს დახედა.
– სახიფათო არასდროს იქნება.
– იმის სათქმელად მოვედი, რომ თქვენ შორის მოღალატეა.
ვინმა თავი ასწია.
– ვინაა? – ჰკითხა მან.
– მკვლელობის მცდელობამდე ცოტა ხნით ადრე ის კაცი, დე-
მოქსი, მამაჩემს დაუკავშირდა და შესთავაზა, რომ კარიბჭეს გა-
აღებდა და ქალაქს ჩააბარებდა.
646
"რა უაზრობაა", – გაიფიქრა ვინმა.
– სეტის ნამუშევარია, ვინ, – კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ზეინ-
მა, – გველია, ლორდებს შორისაც კი. არ ვიცი, როგორ მოისყიდა
შენიანი, მაგრამ ვიცი, რომ დემოქსი ცდილობდა, მამაჩემი გამოეწ-
ვია და ხმის მიცემის დროს ქალაქზე დაეწყო შეტევა.
ვინი შეყოყმანდა. თუ სტრაფი შეტევაზე გადავიდოდა, უფრო გაამ-
ყარებდა იმ მოსაზრებას, რომ მკვლელები სწორედ მან გამოგზავნა.
– ელენდი და პენროდი უნდა მომკვდარიყვნენ, – განაგრძო ზეინმა,
– ასამბლეა ქაოსში გაეხვეოდა და სეტი სათავეში მოვიდოდა. თავის
არმიებს, ქალაქის არმიასთან ერთად, ლუთადელის დასაცავად გაუძ-
ღვებოდა სტრაფის არმიის წინააღმდეგ. ახალი მხსნელი გახდებოდა,
რომელმაც ლუთადელი ტირანისგან დაიცვა...
ვინი უხმოდ იდგა. მართალია, ზეინი ამბობდა ამას, მაგრამ სულაც
არ ნიშნავდა, რომ სიმართლე იქნებოდა. თუმცა მისივე გამოძიების შე-
დეგები ჩასჩურჩულებდა, თითქოს დემოქსი მოღალატე იყო.
ასამბლეის მკვლელებიდან ერთ-ერთი იცნო; იგი სეტის ჯგუფიდან
უნდა ყოფილიყო, ამიტომაც უკვე იცოდა, რომ ზეინი ერთ რაღაცას მა-
ინც მართალს ამბობდა. გარდა ამისა, სეტს აქამდეც გამოუგზავნია
მკვლელი ალომანტები – თვეების წინ, როდესაც ვინმა ატიუმის ბოლო
მარცვალი გამოიყენა. ზეინმა მაშინ გოგოს სიცოცხლე იხსნა.
ვინმა ხელები მომუშტა, იმედგაცრუებულს გული ეწურებოდა: "თუ
მართალია, მაშინ დემოქსი უკვე მკვდარია და მისი ადგილი კანდრამ
დაიკავა. მუდამ ელენდის გარშემო ტრიალებს. ზეინი რომც იტყუებო-
დეს, ქალაქში ერთი ტირანი მაინც გვყავს, ქალაქის გარეთ – მეორე.
კოლოსებს ერთი სული აქვთ, როდის შემოგვიტევენ. ელენდს კი არ
ვჭირდები... იმიტომ, რომ არაფერი შემიძლია".
– იმედგაცრუებული ხარ, ვგრძნობ, – დაიჩურჩულა ზეინმა, ელენ-
დის საწოლთან მივიდა და მძინარე ძმას დააცქერდა, – ისევ მას უსმენ.
გინდა, რომ დაიცვა, მაგრამ ამის უფლებას არ მოგცემს.
ზეინმა თავი ასწია და ვინს მზერა შეაგება. გოგომ კაცის თვალებში
მინიშნება შენიშნა.
647
რაღაც მაინც შეეძლო. რაღაც ისეთი, რისი გაკეთებაც ვინის ერთ
ნაწილს თავიდანვე უნდოდა. რის გასაკეთებლადაც წვრთნიდნენ.
– სეტმა კინაღამ მოკლა კაცი, რომელიც გიყვარს, – უთხრა ზეინმა,
– შენი ელენდი კი ისე იქცევა, როგორც მოეპრიანება. მაშ, ჩვენც ისე
მოვიქცეთ, როგორც გინდა, – და თვალებში ჩახედა, – დიდი ხანია,
სხვა ადამიანების დანები ვართ. მოდი, სეტს ვაჩვენოთ, რატომ უნდა
ეშინოდეს ჩვენი.
ვინის განრისხებული, ალყით გაღიზიანებული ნაწილი ზეინის-
თვის თანხმობის თქმას მოითხოვდა. მაგრამ გოგო მაინც მერყეობ-
და, გონება სულ არეოდა. აქამდეც მოუკლავს, თანაც ცოტა ხნის
წინ, და ეს თავზარს სცემდა. და მაინც... ელენდს შეეძლო, გიჟურად
გაერისკა, თავი საფრთხეში ჩაეგდო, მარტო წასულიყო კოლოსების
არმიასთან. ვინი ამას ლამის ღალატად აღიქვამდა. რამდენი იშრო-
მა მის დასაცავად, თავი არ დაუზოგავს, საკუთარ ტყავზე არც უფიქ-
რია. ელენდი კი ეგრევე მონსტრებით სავსე ბანაკში წაბოდიალდა.
ვინმა კბილები დაკრიჭა. მრისხანე ნაწილი კარნახობდა, რომ
რაკი ელენდი არ ფრთხილობდა და პირდაპირ მტრის ხახაში ვარ-
დებოდა, მაშინ ვინი უნდა წასულიყო და დარწმუნებულიყო, რომ
საფრთხის წყაროები აღარ არსებობდა.
– წავედით, – დაიჩურჩულა ბოლოს.
ზეინმა თავი დაუქნია.
– გაითვალისწინე, უბრალოდ მოკვლა საკმარისი არ იქნება. მის
ადგილს რომელიმე მთავარსარდალი დაიკავებს. ძლიერად უნდა
დავცხოთ. არმიას ისე უნდა დავარტყათ და სეტის შემცვლელი ისე
შევაშინოთ, რომ ჯარს ხელი მოჰკიდოს და უკან დაიხიოს.
ვინი შეყოყმანდა, წამით განზე გაიხედა, ფრჩხილები ხელისგუ-
ლებში ესობოდა.
– მითხარი, – ზეინი ახლოს მივიდა, – რის გაკეთებას დაგავა-
ლებდა კელსიერი?
პასუხი მარტივი იყო. კელსიერი ასეთ სიტუაციაში საერთოდ არ
აღმოჩნდებოდა. ულმობელი იყო და ისეთს არავის დაინდობდა,
648
ვინც მის საყვარელ ადამიანებს ემუქრებოდა. სეტი და სტრაფი ლუთა-
დელთან ახლოს ერთი ღამეც კი ვერ გაძლებდნენ.
ვინის არსებაში ყოველთვის არსებობდა ერთი ნაწილი, რომლი-
საც გოგოს მუდამ ეშინოდა, რამეთუ იგი ძლევამოსილი, პირდაპირი და
სასტიკი იყო.
"თუკი უსაფრთხოდ დარჩენა გინდა, ამისთვის ორი გზა გაქვს, ვინ",
– ჩასჩურჩულა რენის ხმამ, – "ან ისეთი უხმაურო და უვნებელი უნდა
იყო, რომ ყურადღებას არავინ გაქცევდეს, ან ისეთი სახიფათო, რომ შე-
ნი ეშინოდეთ".
ზეინის მზერას შეხვდა და თავი დაუქნია. კაცმაც გაუღიმა, მერე გა-
იქცა და ფანჯრიდან გადაეშვა.
– ორსეურ, – მიმართა ვინმა ხმადაბლა, როგორც კი ზეინი წავიდა,
– ჩემი ატიუმი.
ძაღლი შეყოყმანდა, შემდეგ მიუახლოვდა, მხარში ნაპრალი გაიხ-
სნა.
– ქალბატონო... – თქვა ნელა, – ეს არ ჩაიდინოთ.
ვინმა ელენდს დახედა. ყველაფრისგან ვერ დაიცავდა. მაგრამ შე-
ეძლო, რაღაც მაინც ეღონა.
ორსეურს ატიუმი გამოართვა. ხელები აღარ უკანკალებდა. სიცივეს
გრძნობდა.
– სეტი ყველაფერს დაემუქრა, რაც მიყვარს, – დაიჩურჩულა მან, –
მალე ეცოდინება, რომ მის მკვლელებზე სახიფათო ვინმეც არსებობს.
ვიღაც უფრო ძლიერი, ვიდრე მისი არმია. ვიღაც უფრო თავზარდამცე-
მი, ვიდრე თავად მბრძანებელი... და მე მასთან მივდივარ.
ნისლის ცვლა – ასე ეძახდნენ.
ყველა ჯარისკაცი ვალდებული იყო, ცვლაში მონაწილეობა მიეღო
და, მოტკაცუნე ჩირაღდნით, საყარაულოდ დამდგარიყო სიბნელეში.
იმ მოტრიალე, მატყუარა ნისლს მიშტერებოდა და თავიდან ვერ ამოეგ-
დო შიში, რომ იქ ვიღაც იყო.
ველენმა კი იცოდა, რომ იქ ვიღაც იყო.

649
იცოდა, მაგრამ ხმას არასდროს იღებდა. სხვა ჯარისკაცები ასეთ
ცრურწმენებზე იცინოდნენ. თანაც შესამოწმებლად მოუწევდათ გას-
ვლა. ამას უკვე მიეჩვივნენ და საკმარისად გონიერებიც იყვნენ, რომ
ასეთი შემოწმებების შეშინებოდათ.
ასე ეგონა ყველას.
– ჰეი, – დაუძახა ჯარლოქსმა, – ველ, რამეს ხედავ?
რა თქმა უნდა, ვერ ხედავდა. ჰასტინგის ციხის გარშემო თხუთ-
მეტამდე კაცი მორიგებოდა. არემარეს გარეთა კედლიდან უყურებ-
დნენ – ხუთიოდ მეტრის სიმაღლის სიმაგრიდან, რომელიც მთელ
ტერიტორიას გარს ერტყმოდა. მათი საქმე ნისლში რაიმე საეჭვოს
შემჩნევა იყო.
"საეჭვო" – ამ სიტყვას იყენებდნენ. მთლიანად საეჭვო იყო, მთე-
ლი ნისლი. მოძრავი სიბნელე, განსხეულებული ქაოსი და სიძულ-
ვილი. ველენი არასდროს ენდობოდა. იცოდა, იქ ვიღაც იყო.
სიბნელეში რაღაც გამოძრავდა. ველენმა ნაბიჯი უკან გადადგა
და სიცარიელეს მიაჩერდა, გული საგულედან ამოუვარდა, გაოფ-
ლიანებული ხელებით შუბი ასწია.
– ჰო, – თქვა ჯარლოქსმა და თვალები მოჭუტა, – დავიფიცებ,
რაღაცას ვხედავ...
ისიც მოვიდა, ისევე, როგორც ველენი ყოველთვის ელოდა. რო-
გორც მუმლი ზაფხულში, როგორც მთელი არმიის ნასროლი ისრე-
ბი. ქონგურებს უთვალავმა მონეტამ გადაუქროლა, მოელვარე სიკ-
ვდილის კედელმა ჰაერში ასობით მოსისინე კვალი დატოვა. ლი-
თონი ქვაზე აწკარუნდა და მცველებმა ტკივილისგან ამოიგმინეს.
ველენმა ნაბიჯი უკან გადადგა და შუბი შემართა. ჯარლოქსმა
განგაში ატეხა, მაგრამ მანამდე მოკვდა, ვიდრე სიტყვას დაასრუ-
ლებდა. პირში მონეტა ეტაკა, კეფიდან გამოსრიალდა და რამდენი-
მე კბილი თან წაიყოლა. ჯარლოქსი ჩაიკეცა და ველენი მის გვამს
მოშორდა. იცოდა, რომ გაქცევისთვის უკვე ძალიან გვიანი იყო.
მონეტები შეჩერდა. ჰაერში მდუმარება ჩამოწვა. მის ფერხთით
მომაკვდავი, აკვნესებული გუშაგები ეყარნენ. შემდეგ ისინიც გა-
650
მოჩნდნენ. ღამეული სიკვდილის ორი ჩრდილი. ნისლის ყორნები. შავი
სამოსის ფრიალით გადაუქროლეს ველენს.
და უკან მოიტოვეს, იმ გვამებს შორის, ორმოცკაციანი რაზმიდან
რომ დარჩა.
ვინი ლამის მიწაზე გაიშოტა, შიშველი ფეხები ჰასტინგის ეზოს
გრილ ქვაფენილს დააბჯინა. ზეინი გამართულად დაეშვა, როგორც ყო-
ველთვის, ფეხზე მდგომი. გარს თავდაჯერების აურა ერტყა.
ვინის სხეულში კალტყვია გიზგიზებდა და აღტაცებულ კუნთებს
ენერგიას აწვდიდა. იოლი იყო ჭრილობების დაამება. ატიუმი უკვე გა-
დაყლაპა, მაგრამ ჯერ არ ანთებდა. ჯერ არა. იქამდე არა, სანამ თავად
მართალი აღმოჩნდებოდა, სეტი კი ნისლქმნილი.
– ქვედა სართულიდან ავიდეთ, – უთხრა ზეინმა.
ვინმა თავი დაუქნია. ჰასტინგის ციხის ცენტრალური კოშკი მრა-
ვალსართულიანი იყო, ამიტომაც ვერაფრით ეცოდინებოდათ, სეტი
სად იმალებოდა. ქვედა სართულიდან თუ დაიწყებდნენ, ვერსად გაიქ-
ცეოდა.
თანაც ზემოთ ასვლა უფრო რთული იყო. ვინის კუნთებში დაგროვე-
ბული ენერგია ღრიალით მოითხოვდა გათავისუფლებას. ძალიან დიდ-
ხანს იცდიდა. ყელში ამოუვიდა სისუსტე, ყელში ამოუვიდა თავშეკავე-
ბა. მთელი თვეები გაატარა იმ დანად, რომელიც უძრავად ჰქონდათ ვი-
ღაცის ყელთან მიბჯენილი.
დარტყმის დრო იყო.
ორივენი წინ გაიჭრნენ. განგაშზე ეზოში დაბანაკებულ ჯარისკაცებს
გაეღვიძათ და ვინისა და ზეინის ირგვლივ ჩირაღდნები აკიაფდა. კარ-
ვები იქცეოდა, გუშაგები გაოგნებისგან ყვიროდნენ და თავდამსხმელ
არმიას ეძებდნენ. იმედი ჰქონდათ, რომ გაუმართლათ და საქმე მარ-
თლაც არმიაში იყო.
ვინი ჰაერში აიჭრა, ზეინი დატრიალდა და გარშემო ერთი ქისა მო-
ნეტები მიმოაფრქვია. ვინის ქვეშ სპილენძის ასობით ნაჭერმა გაიბზი-
ნა, მთელმა სიმდიდრემ ნებისმიერი გლეხისათვის. გოგო შრიალით
დაეშვა და ორივემ ერთდროულად უბიძგა; ამხელა ძალამ მონეტები
651
აქეთ-იქით მიმოფანტა. ჩირაღდნის ცეცხლზე აელვარებულმა მონე-
ტებმა მთელ ბანაკში გაიკაფეს გზა და ძილბურანში მყოფი გუშაგები მი-
წაზე დაყარეს.
ვინმა და ზეინმა სვლა განაგრძეს ცენტრალური კოშკისკენ,
რომლის წინაც უკვე იდგა ჯარისკაცების რაზმი. ჯერაც გაბრუებულე-
ბი და დაბნეულები ჩანდნენ, მაგრამ შეიარაღება მოესწროთ. ფო-
ლადის აბჯრითა და ფოლადის იარაღებით, რაც მართლაც ბრძნუ-
ლი გადაწყვეტილება იქნებოდა, მტრის არმიასთან რომ ჰქონოდათ
საქმე.
ზეინი და ვინი ჯარისკაცებს შორის შევიდნენ. მერე ზეინმა ერთა-
დერთი მონეტა ააგდო. ვინი მისწვდა და უბიძგა, თან ზეინის წონას
გრძნობდა, რომელიც ასევე უბიძგებდა მონეტას.
ერთმანეთზე მიბჯენილები, იმავდროულად საპირისპირო მი-
მართულებით უბიძგებდნენ ჯარისკაცთა ლითონის სამკერდულებ-
ზე. ნისლქმნილებს ბიძგებისას კალტყვიაც აალებული ჰქონდათ და
ჯარისკაცები ისე მიმოფანტეს, თითქოს უზარმაზარმა ხელებმა მი-
ყარ-მოყარეს ყველა მიმართულებით. ხმლები და შუბები ღამის
წყვდიადში ინთქმებოდა და წკარუნით ეცემოდა ქვაფენილზე. სამ-
კერდულებზე ბიძგება წაქცეულებს შორს მიათრევდა.
როგორც კი ზეინმა მონეტას თავისი წონა მოაშორა, ვინმა ფო-
ლადი ჩააქრო. ზუსტად ნისლქმნილების შუაში, ქვებიდან ლითონის
პატარა, მბზინავი ნაჭერი ასხლტა. ზეინი შებრუნდა და ხელი უკანას-
კნელი ჯარისკაცისკენ გაიშვირა, რომელიც სწორედ მასა და ციხე-
კოშკის კარს შორის იდგა.
ზეინის ზურგს უკან ჯარისკაცების ახალი რაზმი გამოჩნდა, მაგ-
რამ კაცმა მათ უბიძგა და მოულოდნელად ყველა გაჩერდა; მერე კი
მათი წონა იმ ერთადერთ ჯარისკაცს მიასკდა. უიღბლო მეომარი
ზურგით მიეხეთქა ციხე-კოშკის კარს.
ძვლებმა გაიტკაცუნა. ჯარისკაცი ოთახში შევარდა და ორ-
ფრთიანი კარი ფართოდ გააღო. ზეინი ღია კარში შევიდა, ვინიც

652
ფრთხილად მიჰყვა უკან, შიშველ ფეხებზე უხეში ქვების ნაცვლად უკვე
გლუვ მარმარილოს გრძნობდა.
შიგნით მცველები ელოდნენ. მათ ლითონის აბჯრები არ ეცვათ;
მონეტებისგან თავდასაცავად ხის დიდი ფარები ჰქონდათ; ხელთ კი
კეტები ან ობსიდიანის ხმლები ეპყრათ. ნისლმკვლელები, სპეცია-
ლურად ალომანტებთან საბრძოლველად გაწვრთნილი ადამიანები.
ალბათ, ორმოცდაათნი მაინც იყვნენ.
"ახლა უკვე სერიოზულადაა საქმე", – გაიფიქრა ვინმა, ჰაერში ას-
ხლტა და კარის ანჯამებს უბიძგა.
ზეინიც მიჰყვა, იმავე კაცს უბიძგა, რომელიც კარის შესამტვრევად
გამოიყენა. გვამი ნისლმკვლელების ჯგუფისკენ გაისროლა. როგორც
კი ჯარისკაცი მკვლელებს შეასკდა, ვინი მეორე ჯგუფში დაეშვა. იატაკ-
ზე დაბზრიალდა, კალტყვია აანთო, გარშემომყოფებს წიხლები დააყა-
რა და ოთხი მაინც წააქცია. როცა სხვები შემოუბრუნდნენ, გოგომ თა-
ვის ქისაში შენახულ მონეტას უბიძგა და ჰაერში აიჭრა. შემდეგ ამოტ-
რიალდა და ერთ-ერთი მკვლელის ხელიდან გავარდნილი კეტი დაიჭი-
რა.
იმ ადგილას, მარმარილოზე, სადაც წამის წინ იდგა, ობსიდიანის ია-
რაღი გატკაცუნდა. ვინი დაეშვა და კეტი მოიქნია, უფრო სწრაფად შე-
უტია, ვიდრე ამას ვინმე შეძლებდა. მკვლელებს კეტი დაუშინა – ყურებ-
ზე, ნიკაპზე, ყელში... თავის ქალებმა დაიტკაცუნეს, ძვლები დაიმ-
სხვრა. ათი კაცი ისე წაიქცა, ვინი არც კი აქოშინებულა.
"ათი კაცი... კელსიერმა ხომ ერთხელ მითხრა, შვიდ ნისლმკვლელ-
თან ძალიან გამიჭირდაო?"
ფიქრის დრო არ იყო. თავს ჯარისკაცების დიდი ჯგუფი დაესხა. ვინმა
შეჰყვირა, მათკენ გადახტა და კეტი პირველივე შემხვედრს სახეში ატა-
კა. სხვებმა ფარები ასწიეს, მაგრამ ვინმა დაშვებისთანავე ობსიდიანის
ორი ხანჯალი იშიშვლა. წინ მდგომ ორ კაცს თეძოებში დაარტყა, მერე
წინ გაიჭრა და ყველას შეუტია, ვინც კი დაუცველი ჩანდა.
გვერდიდან უტევდნენ, შენიშნა, ხელი აღმართა და თავისკენ მოქნე-
ულ ხის კეტს დაუხვედრა. კეტი გაიბზარა და ვინმაც კაცი ხანჯლის ძლი-
653
ერი მოქნევით მოიშორა – ლამის თავი გააგდებინა. შემდეგ უკან
გადახტა, მყარად დადგა და ზეინის მიერ მოკლულ აბჯრიან ჯარის-
კაცს მოქაჩა.
ასეთი ზომის ჭურვის წინააღმდეგ ფარები ვერას გახდნენ. ვინმა
გვამი მტრებს შეალეწა და ყველა მოცელა. გვერდით იმ ნის-
ლმკვლელების ნარჩენებს ხედავდა, რომლებმაც ზეინს შეუტიეს.
ზეინი მათ შორის იდგა, ფართოდ ხელგაშლილი, როგორც შავი სვე-
ტი დაცემულთა შორის. ვინმა მზერა შეაგება. კაცმა თავი დაუქნია
და ოთახის ბოლოსკენ ანიშნა.
გოგოს დარჩენილი ნისლმკვლელებისთვის ყურადღება აღარ
მიუქცევია. გვამს მოქაჩა და იატაკზე გასრიალდა. ზეინი ახტა, უკან
რაღაცას მისწვდა, ფანჯარა გაამტვრია და გარეთ, ნისლში გაიჭრა.
ვინმა სწრაფად გადაამოწმა უკანა ოთახები. სეტი არსად ჩანდა. შემ-
დეგ შებრუნდა და, ვიდრე ამწის ბაქანზე შედგებოდა, სწრაფად მო-
უღო ბოლო უკანასკნელ ნისლმკვლელს.
ამწე არ სჭირდებოდა. მონეტის დახმარებით აიჭრა მესამე სარ-
თულზე. მეორეს ზეინი მიხედავდა.
ვინი უხმოდ დაეშვა მარმარილოს იატაკზე. გვერდით, კიბიდან
ფეხის ხმა ესმოდა. მალევე იცნო ეს დიდი დარბაზი, სადაც ის და
ელენდი სეტს სადილზე შეხვდნენ. ახლა ცარიელი იყო, მაგიდაც კი
გაეტანათ, მაგრამ წრიულად შემოვლებული ფანჯრები იცნო.
სამზარეულოს კარიდან ათობით ნისლმკვლელი შემოიჭრა. "იქ,
ალბათ, მეორე კიბეა", – გაიფიქრა ვინმა და გვერდით, კიბისკენ გა-
იქცა. მაგრამ უკვე იქიდანაც ნისლმკვლელები შემორბოდნენ და
ორივე ჯგუფი ცდილობდა გოგოს ალყაში მოქცევას.
ორმოცდაათი ერთზე, როგორც ჩანს, ნისლმკვლელებისთვის
საკმაოდ იმედისმომცემად ჟღერდა, ამიტომაც თავდაჯერებით გად-
მოვიდნენ შეტევაზე. ვინმა სამზარეულოს კარში გაიხედა და დაინა-
ხა, რომ სეტი იქ არ იყო. ამ სართულს სუფთა ეთქმოდა.

654
"ბევრი ნისლმკვლელი წამოუყვანია", – გაიფიქრა მან და უხმოდ
დაიხია უკან, ოთახის ცენტრისკენ. კიბის, სამზარეულოსა და სვეტე-
ბის გარდა, დარბაზს თაღოვანი ვიტრაჟები ერტყმოდა.
"ჩემი თავდასხმისთვის მზად იყო. ყოველ შემთხვევაში, ცდა არ
დაუკლია".
ნისლმკვლელების ტალღის წინაშე მოიხარა, თავი ასწია, თვალები
დახუჭა და დურალუმინი დაწვა.
შემდეგ მოქაჩა.
ფერადი მინის ფანჯრები, რომლებსაც ლითონის თაღისებური ჩარ-
ჩოები ჰქონდა, დარბაზის გარშემო აფეთქდა. ვინმა იგრძნო, როგორ
შემოიჭრა შუაგულ ოთახში მის ძალას დამორჩილებული ლითონის
ჩარჩოები. თვალწინ ედგა ჰაერში გაფანტული, ფერად-ფერადი მინის
ნამსხვრევები. შუშა და ლითონი ხორცში ჩაეფლო და ნისლმკვლელებ-
მა ღრიალი მორთეს.
დარტყმისგან მხოლოდ ნაპირას მდგომი მკვლელები დაიხოცე-
ბოდნენ. ვინმა თვალები გაახილა და ჰაერში შეხტა, მის გარშემო არა-
ერთმა სადუელე ჯოხმა ჩაიზუზუნა. შეტევების ტალღას გაუძლო. ზოგი
მოხვდა კიდეც, მაგრამ მნიშვნელობა არ ჰქონდა. იმწამს ტკივილს ვერ
გრძნობდა.
დალეწილ ლითონის ჩარჩოს უბიძგა, ჯარისკაცების თავზემოთ შეხ-
ტა და თავდამსხმელების დიდი ჯგუფის მიღმა დაეშვა. ნაპირას მდგომ-
ნი მართლაც წაქცეულიყვნენ – დაგრეხილ ჩარჩოებსა და შუშის ნამ-
სხვრევებს განეგმირათ. ვინმა ხელი აღმართა და თავი ჩახარა.
დურალუმინი და ფოლადი. უბიძგა და სამყარო ადგილს მოსწყდა.
გოგო ჩამტვრეული ფანჯრიდან გარეთ, ნისლში გავარდა. ლითონის
ჩარჩოზე წამოგებულ გვამებს უბიძგა, ჯერაც ცენტრში, ფეხზე მდგომი
ნისლმკვლელებისკენ გააქანა და დააჯახა.
დახოცილები, მომაკვდავები და უვნებლები ერთად გადაიხვეტნენ
ოთახიდან, ვინის საპირისპირო ფანჯარაში. სხეულები ნისლში იგრიხე-
ბოდნენ, ორმოცდაათი კაცი ერთად მიფრინავდა სიბნელეში. ოთახი

655
დაცარიელდა და იქ მხოლოდ სისხლის კვალი და მინის ნამსხვრე-
ვები დარჩა.
ვინმა ნისლშივე გამოცალა ლითონებით სავსე ფლაკონი, შემდეგ
მეოთხე სართულის ფანჯარას მოქაჩა და ისევ უკან, ციხე-კოშკისკენ
მიბრუნდა. როცა კოშკს მიუახლოვდა, ფანჯარა გვამმა გამოამტვრია.
მეორე მხარეს, ფანჯრიდან ზეინის სილუეტი გასხლტა. სართული
გაწმენდილი იყო.
მეხუთე სართულზე სინათლე ენთო. შეეძლოთ, პირდაპირ იქ შე-
სულიყვნენ, მაგრამ სხვა გეგმა ჰქონდათ. ზეინი მართალს ამბობდა.
სეტის მოკვლა სულ არ სჭირდებოდათ, მთავარი იყო, მის არმიას
დასცემოდა თავზარი.
ვინმა იმ გვამს უბიძგა, ზეინმა რომ მოისროლა ფანჯრიდან. ლი-
თონის აბჯარს ღუზად იყენებდა. გვამი მკვეთრად გაქანდა ქვემოთ
და ჩამტვრეულ ფანჯარაში გაუჩინარდა, ვინი კი მაღლა აიჭრა, შე-
ნობისგან შორს. როგორც კი საჭირო სიმაღლეს მიაღწია, სწრაფად
მოქაჩა, ისევ შენობისკენ გაქანდა და მეხუთე სართულის ფანჯარაზე
დაეშვა.
ქვის რაზას ჩაებღაუჭა, გული ძალუმად უცემდა და ჰაერს ქოში-
ნით ყლაპავდა. გაოფლიანებულ სახეზე ზამთრის ნიავი უბერავდა
და სციოდა; თუმცა კი გულზე ცეცხლი ეკიდა. ნერწყვი გადაყლაპა,
თვალები ფართოდ გაახილა და კალტყვიას მოუკიდა.
ნისლქმნილი.
ფანჯარა ერთი დაკვრით დალეწა. შიგნით მომლოდინე ჯარისკა-
ცები უკან გადახტნენ. ერთს ქამარზე ლითონის ბალთა ეკეთა. პირ-
ველი ის მოკვდა. დანარჩენ ოცეულს წარმოდგენა არ ჰქონდა, რა
ეღონა, როდესაც ბალთა, ვინის ქაჩვებისა და ბიძგების წყალობით,
ზუზუნით დაქროდა მათ შორის. ისინი ალომანტებთან საბრძოლვე-
ლად გაწვრთნეს და ეგებ, გამოსცადეს კიდეც.
მაგრამ ვინთან არასდროს უბრძოლიათ.
ჯარისკაცები ყვიროდნენ და ეცემოდნენ, ვინი მათ რიგებს მკიდა
– ერთადერთ იარაღად ბალთა ჰქონდა. კალტყვიის, კალის, ფოლა-
656
დისა და რკინის ძალასთან ერთად, ატიუმის დახარჯვა მარაგის გაფ-
ლანგვას ნიშნავდა. მის გარეშეც კი წარმოუდგენლად საშინელი ია-
რაღი იყო, ისეთი, როგორიც ამ წამამდე თავადაც კი კარგად არ ეს-
მოდა.
ნისლქმნილი.
უკანასკნელი ჯარისკაცი დაეცა. ვინი გვამებს შორის იდგა და კმა-
ყოფილების გამაბრუებელ შეგრძნებას მოეცვა. ქამრის ბალთას თითე-
ბიდან გასხლტომის ნება მისცა და ხალიჩაზე დავარდა. ვინი განსხვავე-
ბულ ოთახში იდგა, რომელიც დანარჩენი შენობასავით ღარიბულად
არ გამოიყურებოდა. აქ ავეჯიც იდგა და სადად მოერთოთ კიდეც. ეგებ,
ელენდის მწმენდავმა ჯგუფებმა სეტის მოსვლამდე ბოლო სართულზე
ვერ შემოაღწიეს, ან ეგებ, სეტმა თან მოიყოლა თავისი სიამენი.
ვინის უკან კიბე იყო, წინ – ხის საუცხოო კედელი თავისი კარით,
რომელიც შიდა აპარტამენტებში გადიოდა. გოგომ უხმაუროდ გაიარა.
ზურგს უკან, ლამპრებს რომ მოქაჩა, ნისლსაფარმა გაიშრიალა. სანა-
თებმა ჰაერში გაიწუილეს. გოგომ ნაბიჯი გვერდით გადადგა და ლამ-
პრები ხის კედელს მიეხეთქნენ. დაღვრილ ზეთზე მაშინვე აღმოცენდა
ცეცხლის ენები, ალმა ტალღად გადაუარა კედელს. დარტყმის ძალამ
კარი ანჯამებიდან ამოაგდო. ვინმა ხელი აღმართა, ერთხელაც უბიძგა
და შესასვლელი სრულიად გააღო.
გარშემო ცეცხლის ნაპერწკლები ეცემოდა. ვინმა მდიდრულად
მორთულ, დადუმებულ ოთახში შეაბიჯა. იქ მხოლოდ ორნი იყვნენ – სე-
ტი უბრალო ხის სკამზე იჯდა, წვერგაბურძგნილი, დაუდევრად ჩაცმუ-
ლი და ძალიან, ძალიან დაღლილი სახით.
სეტის ახალგაზრდა ვაჟი სეტსა და ვინს შორის ჩადგა. ხელთ სადუე-
ლე ჯოხი ეჭირა.
"მაშ, რომელია ნისლქმნილი?" – გაიფიქრა ვინმა.
ბიჭმა ჯოხი მოუქნია. გოგომ იარაღი დაიჭირა და ბიჭი განზე მოის-
როლა. ისიც ჯერ ხის კედელს მიასკდა, მერე კი იატაკზე დაეხეთქა. ვინ-
მა ინტერესით შეავლო თვალი.

657
– გნეორნდინს თავი ანებე, ქალო, – უთხრა სეტმა, – შენი საქმე
დაასრულე.
ვინი კეთილშობილისკენ მიტრიალდა. გაახსენდა თავისი იმედგაც-
რუება, რისხვა და ცივი, ყინულოვანი სიბრაზე. მერე ნაბიჯი გადადგა და
კაცს ტანსაცმელში ჩაავლო ხელი.
– შემებრძოლე, – უთხრა ვინმა და უკან მოისროლა.
სეტი ჯერ კედელს შეასკდა, მერე იატაკზე დაეხეთქა. ვინმა ატიუ-
მი მოამზადა, მაგრამ კაცი ფეხზე არ წამომდგარა. უბრალოდ, ხვე-
ლებით გადაგორდა გვერდზე. ვინი მასთან მივიდა და ცალ მკლავში
ხელი წაავლო. სეტმა ხელი მომუშტა და სცადა, დაერტყა, მაგრამ
საცოდავად სუსტი იყო. დარტყმების მოგერიებით თავი არ შეუწუხე-
ბია.
– შემებრძოლე, – უბრძანა და განზე მოისროლა. სეტი იატაკზე
გადავარდა, თავი ძლიერად დაარტყა და მერე ზურგით ცეცხლწაკი-
დებულ კედელს მიეყრდნო. გახეთქილი წარბიდან წვრილ ნაკადად
მოსდიოდა სისხლი. ფეხზე არ წამომდგარა.
ვინმა კბილები დაკრიჭა და მისკენ წავიდა.
– თავი დაანებე! – გნეორნდინი ბარბაცით გადაეფარა სეტს და
აკანკალებული ხელით სადუელე ჯოხი ასწია.
ვინი შეყოყმანდა და თავი წამოსწია. ბიჭს სახეზე ოფლი ასკდე-
ბოდა; ფეხზე ძლივს იდგა. გოგომ მას თვალებში ჩახედა და სირღმე-
ში ყოვლისმომცველი ძრწოლა დაინახა. ბიჭი ნისლქმნილი არ იყო.
და მაინც, უკან დახევას არ აპირებდა. საცოდავად, შესაბრალისად
იდგა დაცემული მამის წინ.
– მოეშვი, შვილო, – დაღლილი ხმით უთხრა სეტმა, – აქ ვერა-
ფერს გახდები.
ბიჭი აკანკალდა და ატირდა.
"ცრემლები", – გაიფიქრა ვინმა, უცნაურმა, სიზმარეულმა შეგ-
რძნებამ გონება დაუბინდა. ხელი ასწია და გაოცებულმა შეიგრძნო
სველი ზოლი საკუთარ ლოყებზე.
– ნისლქმნილი არ გყავს, – დაიჩურჩულა მან.
658
სეტი ნახევრად წამოჯდა და გოგოს თვალებში შეხედა.
– ამაღამ ერთი ალომანტიც კი არ შეგვხვედრია, – თქვა ვინმა, –
ყველა იქ დაგეხოცა, ასამბლეის სხდომაზე, როცა მოწინააღმდეგეე-
ბის ერთიანად გაჟლეტა განიზრახე?
– ის ერთი-ორი ალომანტი, რაც მყავდა, თვეების წინ გამოვგზავნე
შენ მოსაკლავად, – ამოიოხრა სეტმა, – მარტო ისინი მყავდნენ და იმე-
დი მქონდა, რომ მოგკლავდნენ. მათგან ერთიც კი არ იყო ჩემი ოჯახის
წევრი. მთელი ჩემი ხაზი სკაას სისხლითაა დაბინძურებული. ალრიანი
ერთადერთი ალომანტია, რომელიც უკანასკნელი საუკუნეების განმავ-
ლობაში ჩემს ოჯახში დაიბადა.
– ლუთადელში ჩამოხვედი...
– იმიტომ, რომ ბოლოს სტრაფი მაინც მომაკითხავდა, – უპასუხა
სეტმა, – ჩემი საუკეთესო შანსი თავიდანვე თქვენი მოკვლა იყო. სწო-
რედ ამიტომ გამოგიგზავნეთ მკვლელები. ეს რომ არ გამოვიდა, უკვე
ვიცოდი, უნდა მეჩქარა, ეს წყეული ქალაქი ამეღო და ატიუმსაც დავპატ-
რონებოდი, რათა ალომანტები მომესყიდა. მაგრამ არ იმუშავა.
– შეგეძლო, ალიანსი შემოგეთავაზებინა.
სეტმა ჩაიცინა და ბოლომდე წამოჯდა.
– ნამდვილ პოლიტიკაში საქმეები ეგრე არ კეთდება. ან ძალით
აიღებ, ან ვიღაც ძალითვე გადაგივლის. თანაც ყოველთვის რისკიანი
კაცი ვიყავი, – სეტმა ზემოთ აიხედა, ვინს თვალებში შეხედა და გა-
უმეორა, – შენი საქმე დაასრულე.
ვინი აცახცახდა. ცრემლებს ვერ გრძნობდა. ვეღარაფერს გრძნობ-
და.
"რატომ? რატომ აღარ მესმის აღარაფერი?"
ოთახი აზანზარდა. ვინი შემობრუნდა და უკანა კედელს შეხედა. ხე
მომაკვდავი ცხოველივით თრთოდა და სპაზმებს მოეცვა. ლურსმნები
ცვიოდა, პანელს ნაწილებად გლეჯდა, შემდეგ კი მთელი კედელი გას-
კდა. ჰაერში ფიცრები, ნამტვრევები და ლურსმნები გაიფანტა; ყველა-
ფერი შავსამოსიანი კაცის გარშემო დატრიალდა. ზეინი უკანა ოთახში
იდგა, ხელები დაეშვა და მის ფერხთით სიკვდილი განრთხმულიყო.
659
თითის წვერებიდან წვეთ-წვეთად მოედინებოდა წითელი სითხე.
ზეინმა ღიმილით ახედა ალმოდებული კედლის ნარჩენებს. შემდეგ
სეტის ოთახში შეაბიჯა.
– არა! – თქვა ვინმა და მისკენ წავიდა.
ზეინი შეჩერდა, სახეზე გაკვირვებული გამომეტყველება გადა-
ეკრა. ერთი ნაბიჯი გვერდზე გადადგა, ვინი მარტივად ჩამოიშორა
და სეტისა და ბიჭისკენ განაგრძო სვლა.
– ზეინ, თავი დაანებე! – უთხრა გოგომ და მისკენ მიბრუნდა. ლი-
თონს მოქაჩა და ოთახში შესრიალდა, შემდეგ მკლავზე ხელი წაავ-
ლო. შავი ნაჭერი მისივე სისხლით იყო შეღებილი.
ზეინი ხელიდან გაუსხლტა და გაკვირვებული სახით შემობრუნ-
და. ვინმა სცადა, ხელი წაევლო, მაგრამ კაცი ზებუნებრივი სიმარ-
ტივით დაუსხლტა ხელიდან, ისე მარტივად, თითქოს ხმლის ოსტატი
უპირისპირდებოდა პატარა ბავშვს.
"ატიუმი", – გაიფიქრა ვინმა, – "ალბათ, მთელი დრო ანთებული
ჰქონდა. მაგრამ იმ ხალხთან არ სჭირდებოდა... ჩვენ წინააღმდეგ
მაინც არავითარი შანსი არ ჰქონდათ".
– გთხოვ, – უთხრა ბოლოს, – თავი დაანებე.
ზეინი სეტისკენ შეტრიალდა, რომელიც მომლოდინე სახით იჯ-
და. ბიჭი მის გვერდით იყო და ცდილობდა, მამა ოთახიდან გაეთ-
რია.
ზეინმა ვინს შეხედა და ნიკაპი მაღლა ასწია.
– გთხოვ, – გაიმეორა ვინმა.
ზეინი მოიქუფრა.
– ესე იგი, ჯერაც გმართავს, – იმედგაცრუებული ხმა ჰქონდა, –
ვფიქრობდი, რომ ბრძოლაში ჩართვითა და იმის ნახვით, რამდენად
ძლიერი ხარ, ელენდის კლანჭებიდან თავის დაღწევას მოახერხებ-
დი. როგორც ჩანს, შევცდი.
სეტს ზურგი აქცია და იმ შემონგრეული კედლიდან გავიდა. ვინი
უხმოდ მიჰყვა, ფეხქვეშ ხის ნამტვრევები ხრაშუნობდა. ზურგს უკან

660
კი დალეწილი ციხე-კოშკი, განადგურებული არმია და დამცირებული
ლორდი მოიტოვა.
მაგრამ განა შეშლილიც საკუთარ გონებასა და გამოცდილებას
უფრო არ ენდობა, ვიდრე სხვისას?

44
დილის სუსხსა და სიმშვიდეში ბრიზი უხალისო სცენას ადევნებდა
თვალყურს. სეტის არმია უკან იხევდა.
სიცივისგან კანკალებდა, როცა კლაბსს მიუბრუნდა, მისი სუნთქვა
ორთქლად დაეკიდა ჰაერში. სარდლის დამცინავ გამომეტყველებაში
ადამიანთა უმეტესობა ვერაფერს ამოიკითხავდა. მაგრამ ბრიზი ბევრს
ხედავდა – თვალების გარშემო დაჭიმულ კანს; კლაბსის ათამაშებულ
თითებს ქვის ცივ გალავანზე. კლაბსი ნერვიული კაცი არ იყო, ამ მოძ-
რაობებს რაღაც მნიშვნელობაც უნდა ჰქონოდა.
– მაშ, სულ ესაა? – იკითხა ბრიზმა ხმადაბლა.
კლაბსმა თავი დაუქნია.
ბრიზი ვერაფერს ხვდებოდა. გარეთ ჯერაც ორი არმია იყო, სიტუ-
აცია კვლავ ვერ გამოდიოდა ჩიხიდან. მაგრამ კლაბსის შეფასებას ენ-
დობოდა. უფრო სწორად, ადამიანების მიმართ საკუთარ ალღოს ენდო-
ბოდა, რომელიც არწმუნებდა, რომ კლაბსის შეფასების ნდობა ღირდა.
სარდალმა რაღაც ისეთი იცოდა, რაც თავად არ ესმოდა.
– ამიხსენი, გეთაყვა, – უთხრა ბრიზმა.
– სტრაფი რომ მიხვდება, ყველაფერი დამთავრდება.
– რას მიხვდება?
– რომ თუ დააცდის, მის საქმეს კოლოსები გააკეთებენ.
ბრიზი დადუმდა: "სტრაფს ქალაქის მოსახლეობა დიდად არც აინ-
ტერესებს, უბრალოდ, ატიუმი და სიმბოლური გამარჯვება უნდა".
– სტრაფმა უკან რომ დაიხიოს... – დაიწყო ბრიზმა.
– კოლოსები შეტევაზე გადმოვლენ, – თავი დაუქნია კლაბსმა, –
ყველას ამოხოცავენ, ვისაც ნახავენ და ქალაქს ნანგრევებად აქცევენ.

661
შემდეგ სტრაფი დაბრუნდება და, კოლოსები საქმეს რომ მორჩები-
ან, თავის ატიუმს მოძებნის.
– ოღონდ ეგ მაშინ, თუ კოლოსები უკანაც დაიხევენ, ჩემო ძვირფა-
სო.
კლაბსმა მხრები აიჩეჩა.
– ასეა თუ ისე, სტრაფი მოგებული რჩება. ორი ძლიერი მტრის
ნაცვლად, ერთს შეერკინება, თანაც დასუსტებულს.
ბრიზს გააჟრჟოლა და მანტია უფრო მჭიდროდ მოიხვია.
– ამ ყველაფერს ისე... პირდაპირ ამბობ.
– ჩვენ იმწამს დავიხოცეთ, როცა პირველი არმია გამოჩნდა,
ბრიზ, – უთხრა კლაბსმა, – უბრალოდ, მოვლენების შეფერხებაში
აღმოვჩნდით ძლიერები.
"მბრძანებელო, ამ კაცთან რატომ ვატარებ დროს?" – გაიფიქრა
ბრიზმა, – "ბედისწერის მქადაგებელი პესიმისტია, მეტი არაფერი".
და მაინც, ბრიზი ადამიანებს კარგად იცნობდა. ამჯერად კლაბსი არ
აჭარბებდა.
– ჯანდაბა, – ჩაიბურტყუნა მთრგუნავმა.
კლაბსმა უხმოდ დაუქნია თავი, შემდეგ კედელს მიეყრდნო და
არმიას გადახედა, რომელიც უკვე თითქმის თვალს მოფარებოდა.
– სამასი კაცი, – თქვა ჰამმა. ელენდის ოთახში იდგა, – ყოველ
შემთხვევაში, ჩვენი მზვერავები ასე ამბობენ.
– არც ისე ცუდია, როგორც მეგონა, – უპასუხა ელენდმა.
ოთახში ასევე იყო სპუკი, რომელიც მაგიდის გვერდით მოკალა-
თებულიყო.
– ელ, – დაიწყო ჰამმა, – სეტს ლუთადელში მხოლოდ ათასი კა-
ცი ჰყავდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ვინის თავდასხმისას ათ წუთზე
ნაკლებ დროში არმიის ოცდაათი პროცენტი დაკარგა. ბრძოლის
ველზე, ათ წუთში კი არა, მთელი დღის შეტაკების შემდეგ რომელი-
მე არმიამ ოცდაათი ან ორმოცი პროცენტი რომ დაკარგოს, დარჩე-
ნილი მეომრები, უბრალოდ, გაიქცევიან.
– ოჰო, – თქვა მოქუფრულმა ელენდმა.
662
ჰამმა თავი გააქნია, დაჯდა და სასმელი დაისხა.
– ვერ გავიგე, ელ. რატომ დაესხა ვინი?
– გადარეულია, – უთხრა სპუკმა.
ელენდმა პირი გააღო, შეწინააღმდეგება უნდოდა, მაგრამ აღმოა-
ჩინა, რომ გრძნობების გადმოცემა არც ისე მარტივი საქმე ყოფილა.
– წარმოდგენა არ მაქვს, ეს რატომ გააკეთა, – აღიარა ბოლოს, –
ადრე ახსენა, რომ არ სჯეროდა, თითქოს მკვლელები მამაჩემმა გამოგ-
ზავნა.
ჰამმა მხრები აიჩეჩა. თითქოს... გადაქანცული ჩანდა. არმიებთან
გამკლავება და სამეფოების ბედზე ზრუნვა მისი საქმე არ იყო. უფრო
პატარა საქმეების შესრულება ერჩია.
"რა თქმა უნდა", – გაიფიქრა ელენდმა, – "მეც მირჩევნია, ჩემს სა-
ვარძელში ვიჯდე და რამეს ვკითხულობდე. მაგრამ ის უნდა ვაკეთოთ,
რაც გვევალება".
– რამე სიახლე არის? – იკითხა ბოლოს ელენდმა.
სპუკმა თავი გააქნია.
– ძია ბუზღუნას მთელ ქალაქში მზვერავები ჰყავს გაგზავნილი, მაგ-
რამ ჯერჯერობით, არაფერია.
– თუ ვინს არ უნდა, რომ იპოვონ... – შენიშნა ჰამმა.
ელენდი აწრიალდა. ერთ ადგილზე ვეღარ ჩერდებოდა. უკვე იმასაც
ფიქრობდა, რომ ჯასტესს ჰგავდა, წრეზე რომ დადიოდა და თმაზე ხე-
ლის გადასმას ცდილობდა.
"გამაგრდი", – შეუძახა საკუთარ თავს, – "შეგიძლია, შეწუხებული
ჩანდე, მაგრამ იმის უფლება არ გაქვს, შენში დაეჭვდე".
ბოლთის ცემა განაგრძო, ოღონდ ნაბიჯი შეანელა და თავისი გასა-
ჭირი ჰამთან და სპუკთან არ გაუხმოვანებია. ეგებ ვინი დაჭრილი იყო?
ან სეტმა მოკლა? მათმა მზვერავებმა წინა ღამის შეტევისას, ფაქტობ-
რივად, ვერაფერი დაინახეს. ვინი ნამდვილად იყო საქმეში გარეული;
ასევე არსებობდა ურთიერთსაწინააღმდეგო მოხსენებები, რომ სხვა
ნისლქმნილს ებრძოდა. ციხე-კოშკის ერთ-ერთი ზედა, ცეცხლში გახ-
ვეული სართულიდან გამოვიდა, სეტს კი რატომღაც ხელი არ ახლო.
663
მას შემდეგ აღარავის უნახავს.
ელენდმა თვალები დახუჭა, ხელით ქვის კედელს მიეყრდნო და გა-
ირინდა: "ბოლო დროს ყურადღებას არ ვაქცევდი. ქალაქს ვეხმარებო-
დი... მაგრამ რაში მადარდებს ლუთადელის გადარჩენა, თუ მას დავ-
კარგავ? თითქოს აღარც კი ვიცნობ. საერთოდ, ოდესმე მაინც თუ
ვიცნობდი?"
უცნაურად გრძნობდა თავს, რადგან ვინი გვერდით აღარ ჰყავ-
და. გოგოს უბრალო პირდაპირობას შეეჩვია; მისი გულწრფელი ჩა-
კირკიტება სჭირდებოდა; მისი დაწვრილმანება... რათა ძველებური
თავდაჯერებულობა ეგრძნო. უნდოდა, გვერდით ჰყოლოდა, რათა
მუდმივად ხსომებოდა, რომ თეორიებსა და იდეებზე მნიშვნელოვა-
ნი რამაც არსებობდა.
უყვარდა.
– არ ვიცი, ელ, – ამოღერღა ბოლოს ჰამმა, – არასდროს მიფიქ-
რია, რომ ვინი ტვირთად დაგვაწვებოდა, მაგრამ ხომ იცი, მძიმე ბავ-
შვობა ჰქონდა. მახსოვს, ერთხელ მთელი გუნდის წინაშე აფეთქდა
ლამის უმიზეზოდ, მთელი ხმით გაჰკიოდა თავის ბავშვობაზე. ბო-
ლომდე... ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რომ ყველაფერი წეს-
რიგში აქვს.
ელენდმა თვალები გაახილა.
– წესრიგში აქვს, ჰამ, – თქვა მტკიცედ, – და უფრო მეტი შეუძ-
ლია, ვიდრე ნებისმიერ ჩვენგანს.
ჰამი მოიღუშა.
– მაგრამ...
– სეტზე თავდასხმისთვის რაღაც მნიშვნელოვანი მიზეზი ექნე-
ბოდა, – დაამატა ელენდმა, – მას ვენდობი.
ჰამმა და სპუკმა ერთმანეთს გადახედეს. სპუკმა მხრები აიჩეჩა.
– მხოლოდ გუშინდელ ღამეზე არაა, ელ, – უთხრა ჰამმა, – მაგ
გოგოს თავს რაღაც ხდება. მარტო გონებრივად კი არა...
– რას გულისხმობ? – ჰკითხა ელენდმა.

664
– გახსოვს, ასამბლეას რომ დაესხნენ თავს? – უთხრა ჰამმა, – მაშინ
მითხარი, დავინახე, ჩხუბისთავმა კეტი როგორ დაარტყაო.
– და რა? – დაიბნა ელენდი, – ამის გამო სრული სამი დღე იწვა.
ჰამმა თავი გააქნია.
– ჭრილობების მთელმა მაგ ნაკრებმა – ვგულისხმობ ფერდის და-
ზიანებას, მხრის ჭრილობას, ლამის დახრჩობას – სამი დღით ჩააგდო
ლოგინად. მაგრამ ჩხუბისთავს მართლა ძლიერად რომ დაერტყა, რამ-
დენიმე დღე კი არ იწვებოდა, არამედ – მთელი კვირებით ან უფრო მეტი
ხნითაც. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ჩამტვრეული ნეკნებით ვერ გა-
მოძვრებოდა.
– კალტყვიას წვავდა, – შენიშნა ელენდმა.
– ჰო, ისევე, როგორც ჩხუბისთავი!
ელენდი შედრკა.
– ხვდები? – ჰკითხა ჰამმა, – ორივე თუ კალტყვიას წვავდა, მაშინ
ერთმანეთის ძალებთან თანაბრად უნდა ყოფილიყვნენ. ამის გამო ვინი
– გოგო, რომელიც ორმოცდახუთი კილო ძლივს იქნება – გვარიანად
უნდა მიებერტყა გამოცდილ და ვინზე სამჯერ მძიმე ჯარისკაცს. ვინი კი
ორი-სამი დღე ძლივს იწვა.
– იგი განსაკუთრებულია, – თქვა ბოლოს ელენდმა.
– მაგაში ვერ შეგედავები, – მიუგო ჰამმა, – მაგრამ თან რაღაცებს
გვიმალავს. ვინ იყო ის მეორე ნისლქმნილი? ზოგიერთი დასკვნით, სი-
ნამდვილეში ისინი ერთად მუშაობდნენ.
"მითხრა, რომ ქალაქში კიდევ ერთი ნისლქმნილი იყო", – გაიფიქ-
რა ელენდმა, – "ზეინი, სტრაფის შიკრიკი. ძალიან დიდი ხანია, აღარ
უხსენებია".
ჰამმა შუბლზე ხელი მოისვა.
– ყველაფერი თავზე გვექცევა, ელ.
– კელსიერი ყველაფერს მიხედავდა, – ჩაიბურტყუნა სპუკმა, – ის
რომ ცოცხალი იყო, ლამის ჩვენი მარცხიც კი მის გეგმებში შედიოდა.

665
– გადარჩენილი მკვდარია, – უპასუხა ელენდმა, – არ ვიცნობ-
დი, მაგრამ საკმარისად გისმინეთ და ერთი რამ ნამდვილად გავიგე,
სასოწარკვეთილებაში არასდროს ვარდებოდა.
– ჰო, ეგ კი მართალია, – გაეღიმა ჰამს, – მთელი ჩვენი არმია ერთ
შეცდომას შეეწირა, ის კი იჯდა და იცინოდა. თავხედი ნაბიჭვარი.
– გულქვა, – თქვა სპუკმა.
– არა, – უპასუხა ჰამმა და ჭიქას დასწვდა, – მეც ასე მეგონა. ახ-
ლა.. ახლა ისღა მგონია, რომ, უბრალოდ, მტკიცედ მისდევდა მი-
ზანს. კელი ყოველთვის ხვალინდელ დღეს შეჰყურებდა, შედეგების
მიუხედავად.
– მაშ, ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ, – დაასკვნა ელენდმა, – სეტი
წავიდა, პენროდმა წასვლის ნება დართო. ამ ფაქტს ვეღარ შევ-
ცვლით. მაგრამ კოლოსების არმიაზე მეტი ცნობა გვაქვს.
– ჰო, მაგას რაც შეეხება, – თქვა სპუკმა, თავის ქისას დასწვდა
და მაგიდაზე გადმოაპირქვავა, – მართალი ხარ, აქაც იგივეა.
მონეტამ გორაობა შეწყვიტა და ელენდმა ხელში აიტაცა. კარ-
გად არჩევდა იმ ადგილს, სადაც სპუკმა დანით გადაფხიკა ოქროს
საღებავი, რათა მკვრივი ხე გამოჩენილიყო. უდიერად გაყალბებუ-
ლი ბოქსინგი ნამდვილისგან ძალიან მარტივად გაარჩიეს. ამას
მხოლოდ სულელი ვერ მიხვდებოდა. სულელი ან კოლოსი.
არავინ იცოდა, როგორ მოხვდა ჯასტესის ყალბი მონეტები ლუ-
თადელში. ალბათ, თავის დომინიონში გლეხებს ან მათხოვრებს
დაურიგა. ასე თუ ისე, ნათელი იყო, რასაც ცდილობდა. არმია და
ფული სჭირდებოდა, ამიტომ მეორე გააყალბა და პირველი მიიღო.
ასეთ სატყუარაზე მხოლოდ კოლოსები თუ წამოეგებოდნენ.
– არ მესმის, – თქვა ჰამმა და ელენდს მონეტა გამოართვა, – რა-
ტომ დაინტერესდნენ კოლოსები ასე მოულოდნელად ფულით?
მბრძანებელი ნამდვილად არაფერს უხდიდა.
ელენდი დადუმდა და ბანაკში მგზავრობა გაიხსენა: "ჩვენ ადა-
მიანები ვართ. და თქვენს ქალაქში ვიცხოვრებთ..."

666
– კოლოსები იცვლებიან, ჰამ, – ამოიოხრა ბოლოს, – ან შეიძლება,
მათი არც არასდროს გვესმოდა. რაც უნდა იყოს, სიძლიერე გვმარ-
თებს. დასასრულამდე კი შორია.
– გაცილებით უფრო ძლიერი ვიქნებოდი, თუკი დავრწმუნდებო-
დი, რომ ჩვენი ნისლქმნილი შეშლილი არაა. ჩვენთან საერთოდ არა-
ფერი შეუთანხმებია!
– ვიცი, – მიუგო ელენდმა.
ჰამი თავის ქნევით წამოდგა.
– დიად გვარებს სერიოზული მიზეზები ჰქონდათ, ერთმანეთის წი-
ნააღმდეგ ნისლქმნილებს რომ არ იყენებდნენ. ყველაფერი გაცილე-
ბით უფრო სახიფათო ხდება. სეტს თუ ნისლქმნილი ჰყავს და შურისძიე-
ბა მოიწადინა...
– ვიცი, – გაიმეორა ელენდმა და ორივეს დაემშვიდობა.
ჰამმა სპუკს ხელის აქნევით ანიშნა და ორივენი გავიდნენ. ალბათ,
ბრიზსა და კლაბსს მოძებნიდნენ.
"როგორი დაღვრემილები არიან", – გაიფიქრა ელენდმა და ოთახი-
დან გავიდა, საჭმელად წავიდა, – "ჰგონიათ, რომ ამ წარუმატებლობის
გამო განწირულები ვართ. მაგრამ სეტის უკანდახევა კარგის ნიშანია.
ჩვენი მტრებიდან ერთ-ერთი მიდის და ორი არმია რჩება. ჯასტესი შე-
ტევაზე არაფრით გადმოვა, თუკი ზურგიდან სტრაფის თავდასხმის საფ-
რთხე დაემუქრება. თავად სტრაფს კი ვინისი ისე ეშინია, არაფერს იზა-
მს. სიმართლე ითქვას, სეტზე ეს თავდასხმა მამაჩემს უფრო მეტად შე-
აშინებს. ეგებ ამიტომაც დაესხა თავს ვინი".
– თქვენო უდიდებულესობავ? – დაიჩურჩულა ხმამ.
ელენდი შემობრუნდა და დერეფანს გახედა.
– თქვენო უდიდებულესობავ, – დაიძახა მოკლე ფიგურამ სიბნელი-
დან. ორსეური, – მგონი, ვიპოვე.
ელენდმა სულ რამდენიმე მცველი წაიყოლია. არ უნდოდა, ჰამისა
და სხვებისთვის აეხსნა, როგორ შეიტყო ამბავი. ვინს ჯერაც სურდა,
ორსეურის ვინაობა საიდუმლოდ დაეტოვებინა.

667
"ჰამი ერთ რამეში მართალია", – გაიფიქრა ელენდმა, როდესაც
ეტლი გაჩერდა, – "ვინი რაღაცას მალავს. ყოველთვის რაღაცას მა-
ლავს".
მაგრამ მაინც ენდობოდა. ორსეურს თავი დაუქნია და ეტლიდან ჩა-
ვიდნენ. ელენდმა მცველებს ხელით ანიშნა, ადგილზე დარჩენილიყ-
ვნენ და თავად ძველ, ნახევრად ჩამოშლილ შენობას მიუახლოვდა.
ალბათ, ოდესღაც ღარიბი ვაჭრის მაღაზია იყო, რომელსაც დაბალი
რანგის კეთილშობილი ამუშავებდა და სკაას ხალხს საჭმლის ტა-
ლონების სანაცვლოდ აუცილებელი ნივთებით ამარაგებდა; ამ ტა-
ლონებს კი შემდეგ მბრძანებელს ფულზე გადაუცვლიდა.
შენობა იმ რაიონში იდგა, სადაც ელენდის ჯგუფებს, რომელთაც
საწვავის მოგროვება ევალებოდათ, ჯერ არ შეეღწიათ. ერთი შეხედ-
ვითაც კი ჩანდა, რომ ამ ნაგებობას ბოლო დროს არავინ დაჰპატ-
რონებია. ნაძარცვის კვალი ეტყობოდა. იატაკზე დადებული ფერ-
ფლის ფენა კი, ალბათ, ათ სანტიმეტრს მაინც აღწევდა. უკანა კიბის-
კენ ნაფეხურები მიდიოდა.
– ესაა? – ჰკითხა წარბშეყრილმა ელენდმა.
ორსეურმა ძაღლის მხრები აიჩეჩა.
– რა იცოდი, რომ აქ იქნებოდა?
– გუშინ გავყევი, თქვენო უდიდებულესობავ, დავინახე, რომელი
მიმართულებით წავიდა. ამის შემდეგ მხოლოდ გულდასმით ჩხრე-
კაღა იყო დარჩენილი.
ელენდი მოიღუშა.
– ასეთ ჩხრეკას წარმოუდგენელი უნარები დასჭირდებოდა, კან-
დრა.
– ამ ძვლებს საოცრად მახვილი შეგრძნებები აქვთ.
ელენდმა თავი დაუქნია. კიბე გრძელ დერეფანში ადიოდა, რომ-
ლის აქეთ-იქითაც რამდენიმე ოთახი იყო. ელენდი დერეფანს გაუყ-
ვა და უცებ შეჩერდა. ერთ მხარეს კედლის ფიცარი გვერდზე იყო გა-
დაცურებული და მის მიღმა პატარა ოთახი მოჩანდა. კაცს შიგნიდან
ხმაური მოესმა.
668
– ვინ? – იკითხა მან და ოთახში თავი შერგო.
კედლის უკან მართლაც პატარა ოთახი აღმოჩნდა. ვინი უკანა
კედელთან იჯდა. ოთახის, რომელიც თავშესაფარს უფრო ჰგავდა,
სიმაღლე ერთი-ორი მეტრი თუ იქნებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ
გოგოც კი ვერ შეძლებდა ფეხზე წამოდგომას. ელენდის ძახილს არ გა-
მოპასუხებია. უბრალოდ იჯდა, კედელს ეყრდნობოდა და თავი მიბრუ-
ნებული ჰქონდა.
ელენდი პატარა ოთახში შეძვრა. მუხლები ფერფლით დაესვარა.
ოთახი ისეთი პატარა იყო, ძლივს მოახერხა, რომ ვინს არ დასჯახებო-
და.
– ვინ? კარგად ხარ?
გოგო იჯდა, თითებით რაღაცას ათამაშებდა. კედლის პატარა ნას-
ვრეტს მიშტერებოდა. ელენდი ხედავდა, როგორ აღწევდა იმ ღრმული-
დან მზის სინათლე.
"სათვალთვალო ოთახია", – გაიაზრა, – "ქვემოთ ქუჩის საყურებ-
ლად. ეს მაღაზია არაა, ქურდების თავშესაფარია. ან ოდესღაც იქნებო-
და".
– ადრე მეგონა, კამონი საძაგელი ადამიანი იყო, – ხმადაბლა თქვა
ვინმა.
ელენდი შეჩერდა, ხელებსა და მუხლებზე იდგა. მერე როგორღაც
მოიკუნტა და დაჯდომა მოახერხა. კიდევ კარგი, ვინი დაშავებული მა-
ინც არ იყო.
– კამონი? – იკითხა, – შენი ძველი მეთაური კელსიერამდე?
ვინმა თავი დაუქნია. ნასვრეტიდან მისკენ შემობრუნდა, ხელები
მუხლებზე ჰქონდა შემოხვეული.
– ხალხს სცემდა; ვინც ეწინააღმდეგებოდა, კლავდა. ქუჩის ავაზა-
კებს შორისაც კი სასტიკი კაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი.
ელენდი მოიღუშა.
– მაგრამ, – განგრძო ვინმა ხმადაბლა, – მეეჭვება მთელ თავის
ცხოვრებაში იმდენი ადამიანი ჰყავდეს მოკლული, რამდენიც მე წუხელ
ვიმსხვერპლე.
669
ელენდმა თვალები დახუჭა. შემდეგ ისევ გაახილა, ცოტათი უფ-
რო ახლოს მიჩოჩდა და ვინს მხარზე ხელი დაადო.
– მტრის ჯარისკაცები იყვნენ, ვინ.
– ისე ვიყავი, როგორც ბავშვი მწერებით სავსე ოთახში, – და-
იჩურჩულა ვინმა.
ელენდი, ბოლოს და ბოლოს, ხედავდა, ხელში რაც ეჭირა. საყუ-
რე იყო, უბრალო ბრინჯაოს სამკაული, რომელიც მუდამ ეკეთა. ვინ-
მა დახედა და თითებით საყურის წვალება განაგრძო.
– ოდესმე მომიყოლია, საიდან მაქვს ეს? – ჰკითხა კაცს. ელენ-
დმა თავი გააქნია.
– დედაჩემმა მომცა. მე არაფერი მახსოვს, რენმა მომიყვა. დე-
დაჩემს... ხანდახან ხმები ესმოდა. ჩემი ჩვილი და მოკლა. აჩეხა.
იმავე დღეს ეს მომცა, თავისი ერთ-ერთი საყურე. თითქოს... თით-
ქოს ჩემს დას მე მარჩია. ერთი დაისაჯა, მეორემ შერყვნილი საჩუ-
ქარი მიიღო, – ვინმა თავი გააქნია, – მთელი ჩემი ცხოვრება სიკ-
ვდილითაა სავსე, ელენდ. ჩემი დის სიკვდილი, რენის სიკვდილი.
გარშემო თანაგუნდელები იხოცებოდნენ, კელსიერი მბრძანებლის
ხელით დაეცა, შემდეგ – ჩემივე შუბი მბრძანებლის მკერდში...
ვცდილობ, თავი დავიცვა, ყველაფერს გავექცე. შემდეგ... რამე ისე-
თს ვაკეთებ, რაც გუშინ ვქენი.
ელენდს წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეღონა, ამიტომ მი-
იხუტა. ვინს კი არანაირი რეაქცია არ ჰქონია.
– გუშინდელისთვის კარგი მიზეზი გქონდა, – უთხრა მან.
– არა, არ მქონდა, – უპასუხა ვინმა, – უბრალოდ, მინდოდა,
მათთვის ტკივილი მიმეყენებინა. მინდოდა, შემეშინებინა, რომ შენ-
თვის თავი დაენებებინათ. ბავშვურად ჟღერს, მაგრამ ზუსტად ამას
ვფიქრობდი.
– სრულებით არაა ბავშვური, ვინ, – უთხრა ელენდმა, – კარგი
სტრატეგიაა. ჩვენს მტრებს ძალა აჩვენე. ჩვენი ერთ-ერთი ძლევა-
მოსილი მეტოქე შეაშინე და გააქციე, ახლა მამაჩემი უფრო მეტად
დაფრთხება. მეტი დრო მოგვეცი!
670
– ასობით ადამიანის სიცოცხლის ფასად.
– მტრის ჯარისკაცების, რომლებიც ჩვენს ქალაქში შემოვიდნენ.
ადამიანებისა, რომლებიც ხალხის მჩაგვრელ ტირანს იცავდნენ.
– კელსიერიც მაგას ფიქრობდა, – ხმადაბლა თქვა ვინმა, – როდე-
საც კეთილშობილებსა და მათ მცველებს ხოცავდა. ამბობდა, რომ უკა-
ნასკნელ იმპერიას ემხრობოდნენ, ამიტომაც სიკვდილს იმსახურებ-
დნენ. ძალიან მაშინებდა.
ელენდმა არ იცოდა, რა ეთქვა.
– საკუთარი თავი ლამის ღმერთად მიაჩნდა, – დაიჩურჩულა ვინმა,
– სიცოცხლეს ართმევდა ან ჩუქნიდა, ისე, როგორც მოესურვებოდა. არ
მინდა მასავით ვიყო, ელენდ. მაგრამ მეჩვენება, თითქოს ყველაფერს
ამისკენ მივყავარ.
– მე.... – უნდოდა ეთქვა, მას არ ჰგავხარო. მართალიც იქნებოდა,
მაგრამ ელენდმა ხმა ვერ ამოიღო. საშინლად ცარიელ ფრაზად მოეჩ-
ვენა.
ამის ნაცვლად, ვინი კიდევ უფრო მიიხუტა – გოგოს მხარი მის
მკერდს მიეყრდნო, თავი კი ნიკაპს.
– ნეტავ ვიცოდე, რა უნდა გითხრა, ვინ, – დაიჩურჩულა ელენდმა, –
ასე რომ გხედავ, ჩემში დაცვის ინსტინქტი იღვიძებს. მინდა, ყველაფე-
რი უკეთ იყოს, მინდა, ყველაფერი გამოვასწორო, მაგრამ არ ვიცი, რო-
გორ. მითხარი, რა ვქნა. უბრალოდ, მითხარი, როგორ დაგეხმარო!
ვინი ჯერ ოდნავ გაუძალიანდა, მაგრამ მერე ჩუმად ამოიოხრა და
მკლავები შემოხვია.
– ვერ დამეხმარები, – უთხრა ნაზად, – ამ ყველაფერს მარტომ უნდა
მივხედო. არის რაღაცები, რაც ჯერ არ გადამიწყვეტია.
ელენდმა თავი დაუქნია.
– დარწმუნებული ვარ, სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებ, ვინ.
– ჯერ არც კი ვიცი, რას ვიზამ.
– მერე რა, – უპასუხა ელენდმა, – ვიცი, რომ ვერაფერს გიშველი.
ტახტიც კი ვერ შევინარჩუნე. ჩემზე ათჯერ უფრო ძლიერი ხარ.
– ასე აღარ თქვა ხოლმე, – ვინმა მკლავზე ხელი მოუჭირა, – კარგი?
671
ელენდმა მის ხმაში დაძაბულობა შენიშნა და თავი დაუქნია.
– კარგი, მაგრამ რაც უნდა იყოს, გენდობი, ვინ. გადაწყვეტილებები
მიიღე და ყველანაირად დაგიჭერ მხარს.
ვინმა თავი დაუქნია და მის მკლავებში გაყუჩდა.
– ვფიქრობ... – თქვა გოგომ, – ვფიქრობ, ლუთადელიდან წავი-
დე.
– წახვიდე? და სად?
– ჩრდილოეთისკენ. ტერისში.
ელენდი უკან გადაიხარა და ხის კედელს მიესვენა. "მიდის?" –
გაიფიქრა კაცმა, თავს ისე გრძნობდა, თითქოს გული ამოუტრიალ-
და, – "ასე დავისაჯე ბოლოდროინდელი უყურადღებობისათვის?
დავკარგე?"
მაგრამ უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ მის გადაწყვეტილებებს
მხარს დაუჭერდა.
– თუ ფიქრობ, რომ უნდა წახვიდე, წადი, ვინ, – ამოღერღა ბო-
ლოს.
– წასვლას თუ გადავწყვეტ, ჩემთან ერთად წამოხვალ?
– ახლა?
ვინმა თავი დაუქნია და მისი ლოყა ელენდის მკერდს გაეხახუნა.
– არა, – უპასუხა კაცმა, – ლუთადელიდან ვერ წავალ. არმიები
ჯერაც აქაა.
– მაგრამ მათ უარგყვეს.
– ვიცი, – მიუგო ელენდმა და ამოიოხრა, – მაგრამ... მათ ვერ
დავტოვებ, ვინ. ჩემზე უარი თქვეს, მაგრამ მაინც ვერ მივატოვებ.
ვინმა თავი დაუქნია და ელენდი მიხვდა, რომ მისგან სწორედ ამ
პასუხს ელოდა.
კაცმა გაიღიმა.
– გზაარეული წყვილი ვართ, არა?
– უსაშველოდ, – ნაზად უპასუხა ვინმა, ამოიოხრა და ელენდს
მოშორდა. ძალიან დაღლილი ჩანდა. კაცს გარედან ნაბიჯების ხმა
მოესმა. რამდენიმე წამში ოთახში ორსეურმა შემორგო თავი.
672
– მცველები ძალიან შეფიქრიანდნენ, თქვენო უდიდებულესობავ, –
უთხრა ელენდს, – ცოტა ხანში ძებნას დაგიწყებენ.
ელენდმა თავი დაუქნია და გასასვლელისკენ გადაძვრა. დერე-
ფანში გაჩერდა და ვინს დასახმარებლად ხელი გამოუწოდა. გოგომ ხე-
ლი ჩასჭიდა, გარეთ გამოძვრა, შემდეგ წამოდგა და ტანსაცმელი გა-
იფერთხა – თავისი ჩვეული შარვალ-პერანგი ეცვა.
"ნეტავ ოდესმე დაუბრუნდება კაბებს?" – გაიფიქრა ელენდმა.
– ელენდ, – თქვა ვინმა და ჯიბეში რაღაც მოჩხრიკა, – გამომართვი
და თუ გინდა, დახარჯე.
ელენდს ხელი გააშლევინა და ბურთულა მიაწოდა.
– ატიუმი? – იკითხა ეჭვნეულად, – სად იშოვე?
– მეგობრისგან, – უპასუხა ვინმა.
– და გუშინ არ დაწვი? – ჰკითხა ელენდმა, – იმ ჯარისკაცებთან
ბრძოლისას?
– არა, – უპასუხა ვინმა, – გადავყლაპე, მაგრამ აღარ დამჭირდა,
ამიტომ უკან ამოვიღე.
"მბრძანებელო დიდებულო!" – გაიფიქრა ელენდმა, – "იმაზე არც კი
მიფიქრია, რომ ატიუმი არ ჰქონდა. მაშინ რაღას იზამდა, ატიუმიც რომ
დაეწვა?"
– ზოგიერთი ცნობის მიხედვით, ქალაქში სხვა ნისლქმნილიცაა, –
გახედა ვინს ელენდმა.
– მართალია. ზეინი.
ელენდმა ბურთულა უკან დაუბრუნა.
– მაშ, შეინახე. შესაძლოა, მასთან ბრძოლაში დაგჭირდეს.
– ეგ მეეჭვება, – ჩუმად თქვა ვინმა.
– მაინც შეინახე. ახლა რაღაცის შესაცვლელად აუარება სიმდიდრე
გვჭირდება, ეს ბურთულა კი ზღვაში წვეთია. თანაც, ვინ იყიდის? სეტის
ან სტრაფის მოსასყიდად რომ გამოვიყენო, უკვე დანამდვილებით
იფიქრებენ, ატიუმს გვიმალავსო.
ვინმა თავი დაუქნია, შემდეგ ორსეურს გახედა.

673
– შეინახე, – უთხრა და ბურთულა გაუწოდა, – ისეთი სიდიდისაა,
რომ თუკი სხვა ალომანტი მოინდომებს, მოქაჩვით წამართმევს.
– სიცოცხლის ფასად დავიცავ, ქალბატონო, – უთხრა ორსეურმა და
ლითონის შესანახად მხარი გახსნა.
ვინი ელენდს მიუბრუნდა, კიბე ერთად ჩაიარეს და მცველების-
კენ წავიდნენ.
ვიცი, რაც დავიხსომე. ისიც ვიცი, რასაც ახლა სხვა განმანათ-
ლებლებიც იმეორებენ.

45
– ეპოქათა გმირი ტერისელი არ იქნება, – თქვა ტინდუილმა და
თავისი ჩამონათვლის ბოლოს კიდევ ერთი შენიშვნა მიაჩხაპნა.
– ეგ უკვე ვიცით, – უპასუხა სეიზდმა, – ჩანაწერებიდან.
– მართალია, – დაუბრუნა ტინდუილმა, – მაგრამ ალენდის ჩა-
ნაწერები მხოლოდ მითითებაა, მან სხვების მიერ ნახსენები წინას-
წარმეტყველება გადმოსცა. მე კი ვიღაცის ჩანაწერი ვნახე, რომე-
ლიც თავად წინასწარმეტყველებას ციტირებს.
– მართლა? – აღფრთოვანდა სეიზდი, – სად?
– ჰელენტიონის ბიოგრაფიაში, – უპასუხა ტინდუილმა, – კჰლე-
ნიუმის საბჭოს ერთ-ერთი უკანასკნელი გადარჩენილი იყო.
– დამიწერე, – უთხრა სეიზდმა და სკამი მასთან ცოტათი უფრო
ახლოს მიაჩოჩა.
სანამ ტინდუილი წერდა, სეიზდი თვლემდა; ისეთი დაღლილი
იყო, გონებას ძლივს იკრებდა. "გამოფხიზლდი!" – შეუძახა საკუ-
თარ თავს, – "ბევრი დრო აღარ დარჩა... საერთოდ აღარ დარჩა..."
ტინდუილი სეიზდზე მხნედ გამოიყურებოდა, მაგრამ სიფხიზლე
მასაც ელეოდა და ილაჯგაწყვეტილი, მოხრილი იჯდა მაგიდასთან.
წინა ღამით სეიზდი იატაკზე მიწვა და თვალს მოატყუა; ტინდუილს
კი საერთოდ არ დაუსვენია. სეიზდის აზრით, უკვე ერთი კვირა იყო,
რაც თვალი არ მოეხუჭა.

674
"იმ დღეებში, რაბზინზე ლაპარაკობდნენ ბევრს", – ეწერა ტინდუი-
ლის ტექსტში, – "ზოგი ამბობდა, დამპყრობელს შეებრძოლებაო, სხვე-
ბი ამბობდნენ, თავადაა დამპყრობელიო. ჰელენტიონს ამის შესახებ
ჩემთვის არაფერი უთქვამს. რაბზინზე ამბობდნენ, რომ არ იყო თავისი
ხალხისა, მაგრამ მათ ყველა სურვილს აასრულებდა. თუ ეს მართალია,
ეგებ თავად დამპყრობელია. ამბობენ, რომ კჰლენიუმიდანაა".
ტინდუილმა წერა შეწყვიტა. კვაანის უკანასკნელი აღსარება – ტექ-
სტი, რომელიც სეიზდმა სერანის საყუდარში იპოვა, უკვე მრავალჯერ
გამოადგათ – გასაღები აღმოჩნდა.
"მხოლოდ წლების შემდეგ დავრწმუნდი, რომ იგი ეპოქათა გმირი
იყო", – წერდა კვაანი, – "ეპოქათა გმირი, ის, ვისაც კჰლენიუმში რაბ-
ზინს ეძახდნენ, ანამნესორს..."
ანაბეჭდს თარგმანი სჭირდებოდა, ოღონდ ენებს შორის კი არა, სი-
ნონიმებს შორის. გონივრული ჩანდა, რომ ეპოქათა გმირს სხვა სახე-
ლებიც უნდა ჰქონოდა. ასეთ მნიშვნელოვან ფიგურას, რომელსაც ამ-
დენი ცნობა უკავშირდებოდა, ნამდვილად არაერთი სახელი ექნებოდა.
და მაინც, ძველი დღეებიდან უამრავი რამ დაიკარგა. რაბზინიცა და
ანამნესორიც მითოლოგიური არსებები იყვნენ, რომლებიც სეიზდს
ბუნდოვნად ახსოვდა. მაგრამ მათ გარდა კიდევ მრავალი ასეთი ფიგუ-
რა არსებობდა. კვაანის ნაწერის აღმოჩენამდე, ეპოქათა გმირთან მა-
თი დაკავშირება შეუძლებელი იყო.
ახლა კი მას და ტინდუილს შეეძლოთ, საკუთარი ლითონგონები
ღია თვალებით ეჩხრიკათ. ალბათ, წარსულში სეიზდსაც ჰქონდა წა-
კითხული იგივე ნაწყვეტი ჰელენტიონის ბიოგრაფიიდან. ყოველ შემ-
თხვევაში, უამრავი ძველი ჩანაწერისთვის მაინც ექნებოდა თვალი გა-
დავლებული, როდესაც რელიგიურ ჩანართებს ეძებდა. და მაინც, გო-
ნებაშიც კი არ გაუვლია, რომ ფრაზა ეპოქათა გმირს შეეხებოდა, ტერი-
სულ ფიგურას, რომელსაც კჰლენიუმელმა ხალხმა საკუთარი სახელი
შეარქვა.
– ჰო, – თქვა ნელა, – ძალიან კარგია, ტინდუილ, ძალიან კარგია.
და ქალს ხელზე ხელი მოჰკიდა.
675
– ალბათ, – უპასუხა ტინდუილმა, – მაგრამ ახლა არაფერს გვე-
უბნება.
– აჰ, მგონი ზუსტი ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია, – მიუგო სეიზ-
დმა, – რელიგიური ტექსტები ძალიან ფრთხილად იწერება.
– განსაკუთრებით, წინასწარმეტყველებები, – თქვა ტინდუილმა
და ცოტათი მოიღუშა. ისეთი თემები, რომლებიც სულ ოდნავ მაინც
შეეხებოდა ცრურწმენებს, დიდად არ მოსწონდა.
– მეგონა, ეს მიკერძოებულობა უკვე გადალახე, მით უმეტეს, ახ-
ლა, როცა ამ ავანტიურულ საქმეში ჩავებით.
– ცნობებს იმიტომ ვაგროვებ, სეიზდ, – უპასუხა ქალმა, – რომ
ის ხალხსა და წარსულ გამოცდილებაზე მიყვება. თუ რატომ შევარ-
ჩიე თეოლოგიისგან ძალზედ დაშორებული სფერო, ამას თავისი მი-
ზეზი აქვს. უკვდავყოფილი ტყუილი არ მიყვარს.
– შენი აზრით, რელიგიების სწავლებით მეც იმავეს ვაკეთებ? –
ჰკითხა სეიზდმა ხალისიანად.
ტინდუილმა გვერდულად გახედა.
– ნაწილობრივ, – აღიარა მან, – რატომ ასწავლი ხალხს, რომ
მივიწყებულ ღმერთებს შეჰღაღადონ, სეიზდ? მაგ რელიგიებმა სა-
კუთარ მიმდევრებსაც კი ვერაფერი არგო, მათი წინასწარმეტყვე-
ლებები კი მტვრად იქცა.
– რელიგიები იმედის გამოხატულებაა, – მიუგო სეიზდმა, – იმე-
დი ადამიანებს ძალას აძლევს.
– ესე იგი, თავად არ გწამს? – ჰკითხა ტინდუილმა, – უბრალოდ,
ადამიანებს რწმენის ობიექტს აძლევ, რომ თავი მოიტყუონ?
– ასე არ ვიტყოდი.
– როდესაც ღმერთებზე ფიქრობ, გგონია, რომ მართლა არსე-
ბობდნენ?
– მე... ჩემი აზრით, ისინი ვინმეს გონებაში მაინც მარადიულ
ხსოვნას იმსახურებენ.
– და წინასწარმეტყველებები? ჩვენს ახლანდელ საქმიანობაში
საკვლევ ღირებულებას ვხედავ – ძველისძველი ფაქტების გარკვე-
676
ვამ შესაძლოა დღევანდელ სირთულეებზე მოგვცეს რაღაც მინიშნებე-
ბი. მაგრამ მომავალზე იმედიანად საუბარი ყოველგვარ აზრსაა მოკ-
ლებული.
– ასეც არ ვიტყოდი, – უპასუხა სეიზდმა, – რელიგიები ერთგვარი
აღთქმაა იმისა, რომ ვიღაც დაგვყურებს და გზას გვაჩვენებს. ამიტომ
წინასწარმეტყველებებიც ხალხის იმედებისა და სურვილების ბუნებრი-
ვი გაგრძელებაა და უაზროს ნამდვილად ვერ ვუწოდებ.
– ანუ წმინდად აკადემიური ინტერესი გაქვს? – ჩაეძია ტინდუილი.
– მთლად ასეც არაა.
ქალმა აათვალიერა, თვალებში ჩახედა, მოიქუფრა და ჰკითხა:
– მართლა გჯერა, ხომ? გჯერა, რომ ის გოგო ეპოქათა გმირია?
– ჯერ დაზუსტებით ვერ გეტყვი, – მიუგო სეიზდმა.
– ეს აზრი თავში როგორ გაივლე, სეიზდ? ვერ ხედავ? იმედი ძალიან
კარგია, შესანიშნავი, მაგრამ რაღაც ცხადი იმედი უნდა გქონდეს. ცდი-
ლობ, წარსულის ოცნებებზე იფიქრო და ამით მომავლის ოცნებები ჩა-
ახშო.
– ეგებ, წარსულის ოცნებებიც იმსახურებს გახსენებას?
ტინდუილმა თავი გააქნია.
– შანსები შეაფასე, სეიზდ. გინდა თქვა, რომ ორივენი ზუსტად იმ
სახლში აღმოვჩნდით ჩანაწერის შესასწავლად, სადაც ეპოქათა გმირი
ცხოვრობს?
– როდესაც საქმე წინასწარმეტყველებასთან გვაქვს, შანსებს მნიშ-
ვნელობა არა აქვს.
ტინდუილმა თვალები დახუჭა.
– სეიზდ... ვფიქრობ, რელიგია კარგია, ისევე, როგორც რწმენა,
მაგრამ რამდენიმე გაუგებარი ფრაზით გზის გაკვლევის მცდელობა სი-
სულელეა. ნახე, რა დაემართა მას, ვინც იფიქრა, რომ გმირი აღმოაჩი-
ნა. უკანასკნელი იმპერია, მბრძანებელი – ყველაფერი ამის შედეგად
გაჩნდა.

677
– და მაინც, მირჩევნია იმედი მქონდეს. თუ წინასწარმეტყველე-
ბების არ გჯერა, მაშ, რატომ ცდილობ, სიღრმესა და გმირზე ცნობე-
ბი მოიპოვო?
– მარტივია, – უპასუხა ტინდუილმა, – უდავოა, რომ ისეთი საფ-
რთხის წინაშე ვდგავართ, რომელსაც აქამდეც გადავყრივართ. ეს ისე-
თი ჭირია, თავს რომ არ გვახსნის; საკუთარ თავს ამოჭამს, ოღონდ მხო-
ლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე საუკუნეში ისევ დაბრუნდეს. ძველმა
ხალხმა ამ საფრთხეზე იცოდა; მის შესახებ ცნობებიც ჰქონდათ შეკ-
რებილი. ეს ცნობები, ბუნებრივია, ნაწილებად გაიშალა და მითე-
ბად, წინასწარმეტყველებებად და რელიგიებადაც კი იქცა. წარსულ-
ში ჩვენი ახლანდელი მდგომარეობის გასაღებებია ჩამალული. წი-
ნასწარმეტყველება იმედების კი არა, კვლევის საგანია.
სეიზდმა ხელი ხელზე დაადო და უთხრა:
– ვგონებ, ეს ისეთი თემაა, რომელზეც ვერ შევთანხმდებით. მო-
დი, ისევ კვლევას დავუბრუნდეთ. დარჩენილი დრო უნდა გამოვიყე-
ნოთ.
– ყველაფერი მშვენივრად იქნება, – ტინდუილმა ამოიოხრა და
აჩეჩილი თმა ნაწნავში ჩაიკეცა, – როგორც ჩანს, შენმა გმირმა გა-
სულ ღამეს ლორდი სეტი დააფეთა. მსახური გოგონა ლაპარაკობ-
და დილით.
– ვიცი, რაც მოხდა.
– ლუთადელს საქმეები უკეთ მისდის.
– ჰო, – უპასუხა სეიზდმა, – ალბათ.
– ყოყმანობ, – მოიღუშა ტინდუილი.
– არ ვიცი, – სეიზდმა მზერა დახარა, – არა მგონია, სეტის წას-
ვლა კარგი იყოს, ტინდუილ. რაღაც ძალიან ცუდი ხდება. ჯობია,
კვლევა მალე დავასრულოთ.
– რამდენად მალე? – თავი ასწია ტინდუილმა.
– უნდა ვცადოთ და ამაღამ უკვე ყველაფერი გავარკვიოთ, – უპა-
სუხა სეიზდმა და მაგიდაზე დახვავებულ ჩანაწერებს გადახედა.

678
დაზვინულ ქაღალდებზე ეწერა მათი იდეები, შენიშვნები და კავში-
რები, რომლებიც გამალებული კვლევების დროს აღმოაჩინეს. რაღაც
მხრივ, წიგნიც კი ეთქმოდა – გზამკვლევი, რომელშიც ეპოქათა გმირსა
და სიღრმეზე მსჯელობდნენ. მშვენიერი ნაშრომი იყო, თანაც ასე მცირე
დროში შესრულებული. ამომწურავი არ იყო, მაგრამ მაინც ყველაზე
მნიშვნელოვანი ნაშრომი ეთქმოდა, რომელიც სეიზდს ოდესმე დაეწე-
რა. იმის მიუხედავად, რომ თავადაც არ იცოდა, რატომ დაწერა.
– სეიზდ? რა არის ეს? – მოიღუშა ტინდუილი; მერე ქაღალდების
ზვინში ერთ ფურცლის ნაგლეჯს დასწვდა და ახლოს მიიტანა. სეიზდს
თავზარი დაეცა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ვიღაცას ქვედა მარჯვენა
კუთხიდან ნაწილი ჩამოეხია.
– შენი ნახელავია? – ჰკითხა ტინდუილმა.
– არა, – მიუგო სეიზდმა და ნაგლეჯი გამოართვა. ჩანაწერის ერთ-
ერთი განმარტება იყო, მოხეულ ფურცელზე უკანასკნელი წინადადება
უნდა ყოფილიყო დაწერილი. მოგლეჯილი ნაწილი არსად ჩანდა.
სეიზდმა მიმოიხედა და თვალები ტინდუილის შეცბუნებულ მზერას
გაუსწორა. ქალი შებრუნდა, ქაღალდები გადაქექა, განმარტების სხვა
ასლი გამოძებნა და ჰაერში აიტაცა.
სეიზდს ჟრუანტელმა დაუარა. ფურცელს კუთხე აკლდა.
– ეს გუშინ მოვნიშნე, – ხმადაბლა თქვა ტინდუილმა, – მას შემდეგ
ოთახიდან მხოლოდ ორიოდ წუთით გავედი, შენ კი სულ აქ იყავი.
– გუშინ ღამე გახვედი? – ჰკითხა სეიზდმა, – იმ დროს, როცა მეძი-
ნა?
– შესაძლოა. არ მახსოვს.
სეიზდი ცოტა ხანი იჯდა და ქაღალდს უყურებდა. ორივე ფურცლის
მონაგლეჯი შემაძრწუნებლად ჰგავდა ერთმანეთს. ტინდუილმა, რომე-
ლიც, სავარაუდოდ, იმავეს ფიქრობდა, ფურცლები ერთმანეთს მიადო.
ფორმა იდეალურად დაემთხვა – ნახევის უმცირესი კიდეებიც კი ზუს-
ტად ჩაჯდა. ფურცლები ვინმეს ერთმანეთზე რომც დაედო და ისე მო-
ეხია, ასეთი ძლიერი მსგავსება მაინც არ იქნებოდა.

679
ორივენი უხმოდ ისხდნენ და ქაღალდებს აშტერდებოდნენ. შემ-
დეგ ერთდროულად წამოცვივდნენ და ფურცლის ზვინებს დაეძგერ-
ნენ. სეიზდს განმარტების ოთხი ასლი ჰქონდა; და ოთხივეს ზუსტად
იგივე ნაწილი აკლდა.
– სეიზდ, – დაიწყო ტინდუილმა ოდნავ აკანკალებული ხმით.
ხელში ფურცელი ეჭირა, რომელზე დაწერილი განმარტებაც შუაზე
წყდებოდა. ნახვრეტი, რომელიც წინადადებას შლიდა, ზუსტად
ფურცლის ცენტრში იყო გაკეთებული.
– ანაბეჭდი! – წამოიძახა ტინდუილმა, მაგრამ სეიზდი უკვე სკა-
მიდან წამომხტარიყო და იმ საცავისკენ მირბოდა, სადაც ლითონ-
გონებს ინახავდა. ხელის კანკალით მოიხსნა ყელიდან გასაღები და
საცავის საკეტი გააღო; იქიდან ანაბეჭდი ამოიღო და ფრთხილად
გაშალა იატაკზე. მერე, გველნაკბენივით მოაშორა თითები მას –
ისეთივე ნახევი ბოლოში. იგივე წინადადება იყო გამქრალი.
– როგორ? – დაიჩურჩულა ტინდუილმა, – როგორ შეიძლება
ვინმემ ამდენი რამ იცოდეს ჩვენს სამუშაოზე... ან სულაც, ჩვენზე?
– და ამის მიუხედავად, – უპასუხა სეიზდმა, – ასე მცირე ჩვენს
უნარებზე? ლითონგონში მთელი ტექსტი მაქვს შენახული. ახლავე
გავიხსენებ.
– რას ამბობს გამქრალი წინადადება?
– "ალენდიმ აღზევების წყარომდე ვერ უნდა მიაღწიოს. ძალა
ვერ უნდა მიითვისოს".
– მაგ წინადადების წაშლა ვის უნდა დასჭირვებოდა? – ჰკითხა
ტინდუილმა.
სეიზდი ანაბეჭდს დააშტერდა: "შეუძლებელია..."
ფანჯრიდან ხმაურმა იფეთქა. სეიზდი შემობრუნდა; უნებურად
მისწვდა კალტყვიის გონს და ძალა გაიზარდა. კუნთები დაებერა,
ტანსაცმელი კი ტანზე მოეტკიცა.
დარაბები ზრიალით გაიღო. რაფაზე ვინი იჯდა. ოდნავ შეყოყ-
მანდა სეიზდისა და ტინდუილის დანახვაზე. ქალიც უკვე იზრდიდა
ძალას და მისი სხეულიც იკუნთებოდა.
680
– რამე არასწორად გავაკეთე? – იკითხა ვინმა.
სეიზდმა გაიღიმა და კალტყვიის გონს თავი ანება:
– არაფერი, შვილო, უბრალოდ, შეგვაშინე.
სეიზდმა და ტინდუილმა ერთმანეთს გახედეს და ქალმა დახეული
ფურცლების აკრეფა დაიწყო, კაცმა კი ანაბეჭდი აკეცა. ამ თემაზე მოგ-
ვიანებით ისაუბრებდნენ.
– ლედი ვინ, ვინმე ისეთი ხომ არ შეგიმჩნევიათ, ამ ოთახთან საეჭ-
ვოდ რომ ეტრიალოს? – იკითხა სეიზდმა, თან ანაბეჭდს ინახავდა, –
ვინმე უცხო, ან თუნდაც რომელიმე მცველი?
– არა, – უპასუხა ვინმა და ოთახში შეძვრა. როგორც ყოველთვის,
ფეხშიშველი იყო, არც ნისლსაფარი ეცვა, დღისით იშვიათად ხმარობ-
და. წუხანდელი ბრძოლის შემდეგ ტანსაცმელი გამოეცვალა და სამოს-
ზე არც სისხლის და არც ოფლის კვალი არ აჩნდა.
– გინდათ, აქაურობაზე თვალი მეჭიროს? – იკითხა მან.
– კი, გეთაყვა, – უპასუხა სეიზდმა და საცავი ჩაკეტა, – ვშიშობ, ვი-
ღაცა ჩვენს ნამუშევარში იქექებოდა, თუმცა კი წარმოდგენა არ გვაქვს,
რა უნდოდა.
ვინმა თავი დაუქნია და ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია, სანამ სე-
იზდი სკამისკენ მიდიოდა. ცოტა ხანი გაფაციცებით ათვალიერებდა მას
და ტინდუილს.
– სეიზდ, უნდა დაგელაპარაკო, – უთხრა ბოლოს.
– ვშიშობ, ცოტა დრო მაქვს, – უპასუხა სეიზდმა, – ჩემი კვლევა ძა-
ლიან საჩქაროა.
ვინმა თავი დაუქნია და ტინდუილს გახედა. ქალმა ამოიოხრა და წა-
მოდგა:
– მაშ, წავალ და სამხრის ამბებს გავარკვევ.
კარი რომ დაიხურა, ვინი ოდნავ მოდუნდა. შემდეგ მაგიდასთან მი-
ვიდა, ტინდუილის სკამზე მოკალათდა და ფეხები აიკეცა.
– სეიზდ, – ჰკითხა ტერისელს, – საიდან ხვდები, ვინმე გიყვარს თუ
არა?
გაკვირვებულმა სეიზდმა თვალები დაახამხამა:
681
– მე... არა მგონია, ამ თემაზე სასაუბროდ გამოვდგე, ლედი ვინ.
ამ საკითხზე თითქმის არაფერი ვიცი.
– ყოველთვის ასე ამბობ ხოლმე, – უთხრა ვინმა, – მაგრამ სინამ-
დვილეში, ყველაფერში ხარ განსწავლული.
სეიზდმა ჩაიცინა.
– გარწმუნებთ, ამ შემთხვევაში ჩემს არასანდოობას წყალი არ
გაუვა, ლედი ვინ.
– მაგრამ, სულ მცირე რამ ხომ მაინც იცი?
– შესაძლოა, მაგრამ დიდი არაფერი. მითხარი, ახალგაზრდა
ლორდ ვენტურთან ყოფნისას თავს როგორ გრძნობ?
– მინდა, რომ ჩამეხუტოს ხოლმე, – უპასუხა ვინმა ხმადაბლა,
შებრუნდა და ფანჯრიდან გაიხედა, – მინდა, რომ მელაპარაკოს,
თუნდაც ვერ ვხვდებოდე, რას მეუბნება. სულ ერთია, რატომ, მთავა-
რია, ახლომახლო დარჩეს. მინდა, რომ მის გამო უკეთესი გავხდე.
– ეგ ძალიან კარგად ჟღერს, ლედი ვინ.
– მაგრამ... – ვინმა მზერა დახარა, – მგონი მას არ შევეფერები,
სეიზდ. ჩემი ეშინია.
– ეშინია?
– ჰო... სულ მცირე, მთლად კარგად ვერ გრძნობს თავს. დავინა-
ხე, როგორ შემომხედა მაშინ... ასამბლეაზე თავდასხმისას, ბრძო-
ლის დროს რომ მნახა. გამეცალა, სეიზდ. თავზარდაცემული იყო.
– ელენდმა იმწამს კაცის მკვლელობა ნახა, ლედი ვინ, – მიუგო
სეიზდმა, – ლორდი ვენტური ასეთ საკითხებში, ცოტა არ იყოს,
უცოდველია. ჩემი აზრით, საქმე თქვენში კი არ იყო, არამედ სიკვდი-
ლის საშინელების მიმართ სრულიად ბუნებრივი რეაქცია გამოავ-
ლინა.
– სულ ერთია, – უთხრა ვინმა და მზერა ფანჯრიდან ისევ სეიზდზე
გადაიტანა, – არ მინდა, რომ ასე მხედავდეს. მინდა, ისეთი გოგო
ვიყო, როგორიც მას სჭირდება; გოგო, რომელიც მის პოლიტიკურ
გეგმებს მხარს დაუჭერს; გოგო, რომელსაც შეუძლია, ლამაზი იყოს,
როდესაც ელენდს ხელკავისთვის მეწყვილე დასჭირდება; გოგო,
682
რომელსაც შეუძლია, დაამშვიდოს, როდესაც გაღიზიანებული იქნება.
ოღონდ მე ასეთი არ ვარ. სეიზდ, ერთადერთი ხარ, ვინც არისტოკრატი
ქალივით მოქცევას მასწავლიდა, მაგრამ ორივემ ვიცით, რომ მაგ საქ-
მიდან ვერაფერი გამოიწურა.
– მაგრამ ლორდ ვენტურს შეუყვარდით, – უპასუხა სეიზდმა, – სწო-
რედ იმიტომ, რომ სხვა ქალებივით არ იქცეოდით. ბატონი კელსიერის
ჩარევების მიუხედავად, თქვენი იმ რწმენის მიუხედავად, რომ ყველა
კეთილშობილი მტერია, ელენდს მაინც შეუყვარდით.
– ამის უფლება არ უნდა მიმეცა, – ხმადაბლა დაასკვნა ვინმა, – მის-
გან თავი შორს უნდა დავიჭირო, სეიზდ, მისავე სასიკეთოდ. ამის მერე
სხვის შეყვარებას შეძლებს. ვინმე ისეთის, ვინც უფრო შეეფერება. ვინ-
მე ისეთის, ვინც გაბრაზებულ გულზე არ წავა და ასობით ადამიანს არ
მოკლავს. ვინმე ისეთის, მის სიყვარულს რომ იმსახურებს.
სეიზდი წამოდგა და მანტიის ფრიალით ვინის სკამისკენ გაემართა.
შემდეგ ვინის სიმაღლემდე ჩაიკუზა და გოგოს მხარზე ხელი დაადო.
– ოჰ, შვილო, რატომ არ გსურს, წუხილი შეწყვიტო და ადამიანებს
საშუალება მისცე, უყვარდე?
– ეგ არც ისე მარტივია, – თავი გააქნია ვინმა.
– მარტივი არაფერია. მაგრამ ამას მაინც გეტყვით, ლედი ვინ… სიყ-
ვარულს ორმხრივად დინების უფლება უნდა მისცეთ. თუ არა გამოვიდა
რა, მაშინ ეს ჭეშმარიტი სიყვარული არც ყოფილა. მაშინ რაღაც სხვაა.
ეგებ, გატაცება. რაც უნდა იყოს, ზოგიერთ ჩვენგანს ძალიან მალე სჩვე-
ვია საკუთარი თავისგან წამებულის შექმნა. ჩვენ ერთ-ერთ მხარეს
ვდგავართ, ვუყურებთ და ვფიქრობთ, რომ უმოქმედობა სწორი გზაა.
ტკივილის გვეშინია, საკუთარის ან სხვისა... – სეიზდმა მხარზე ხელი
მოუჭირა, – მაგრამ... ეგ სიყვარულია? ელენდის მაგივრად იმის გადაწ-
ყვეტა, რომ თქვენთან კარგად ვერ იქნება? თუ ის იქნება სიყვარული,
რომ მას გადაწყვეტილების მიღების საშუალება მისცეთ?
– და თუ მართლა არ შევეფერები? – ჰკითხა ვინმა.
– მაშ, ისე უნდა გიყვარდეს, რომ მის სურვილებს ენდობოდე, თუნ-
დაც მათ არ ეთანხებოდე. პატივი უნდა სცე, იმის მიუხედავად, რამდე-
683
ნად არასწორად მიგაჩნია მისი აზრები ან რა თვალით უყურებ მის
გადაწყვეტილებებს. პატივი უნდა სცე გადაწყვეტილებების მიღების
სურვილს, მათ შორის იმასაც, რომელიც შენს სიყვარულს ეხება.
ვინმა ოდნავ გაიღიმა, მაგრამ ჯერაც შეფიქრიანებული ჩანდა;
ბოლოს კი ფრთხილად თქვა:
– და... და... თუ კიდევ ვიღაც არსებობს? ჩემთვის?
"ოჰ".
– ელენდს არ უთხრა, ეს რომ გკითხე, – მაშინვე დაიძაბა ვინი.
– არ ვეტყვი, – დაჰპირდა სეიზდი, – ვინაა ეგ სხვა კაცი?
– უბრალოდ... – ვინმა მხრები აიჩეჩა, – უბრალოდ ჩემნაირია.
ისეთი კაცია, რომელთან ერთადაც უნდა ვიყო.
– გიყვარს?
– ძლიერია, – უპასუხა ვინმა, – კელსიერს მაგონებს.
"ესე იგი, მეორე ნისლქმნილია", – დაასკვნა სეიზდმა. იცოდა,
რომ ამ საქმეში მიუკერძოებელი უნდა ყოფილიყო. მეორე ნის-
ლქმნილზე იმდენი არაფერი იცოდა, რომ განესაჯა. დამცველთა
ვალდებულება ინფორმაციის გაცემა იყო, მაგრამ კონკრეტული
რჩევებისთვის თავი უნდა აერიდებინათ.
ოღონდ სეიზდი წესებს მაინცდამაინც არ იცავდა. მართალია, მე-
ორე ნისლქმნილზე არც არაფერი იცოდა, მაგრამ ელენდს კარგად
იცნობდა.
– შვილო, ელენდი შესანიშნავი ახალგაზრდაა, და თავადაც გა-
ცილებით გაბედნიერდი მას შემდეგ, რაც მასთან ერთად ხარ.
– მაგრამ ის პირველი კაცია, რომელიც შემიყვარდა, – თქვა ვინ-
მა ხმადაბლა, – საიდან უნდა ვიცოდე, რომ სწორი გადაწყვეტილება
იყო? ხომ ჯობია, უფრო მეტი ყურადღება მას მივაქციო, ვინც უფრო
მეტად შემეფერება?
– არ ვიცი, ლედი ვინ, მართლა არ ვიცი. ამ თემაზე ჩემი უვიცო-
ბის შესახებ უკვე გაგაფრთხილეთ. მაგრამ ლორდ ელენდზე უკეთე-
სი კაცის პოვნის იმედი მართლა გაქვთ?

684
– როგორი გამაღიზიანებელია ყველაფერი, – ამოიოხრა ვინმა, –
ქალაქსა და სიღრმეზე უნდა ვფიქრობდე, იმაზე კი არა, რომელ კაცთან
გავატარო საღამო!
– რთულია სხვების დაცვა, როდესაც საკუთარი ცხოვრება თავ-
დაყირა დგას, – უპასუხა სეიზდმა.
– უბრალოდ, რამე უნდა გადავწყვიტო, – მიუგო ვინმა, წამოდგა და
ფანჯრისკენ დაიძრა, – გმადლობ, სეიზდ. გმადლობ, რომ მომისმინე.
და გმადლობ, რომ ქალაქში დაბრუნდი.
სეიზდმა ღიმილით დაუქნია თავი. ვინმა რაღაც ლითონს უბიძგა და
ზურგით გასხლტა ფანჯრიდან. სეიზდმა ამოიოხრა, თვალები მოისრი-
სა, ოთახის კართან მივიდა და გამოაღო.
გარეთ ტინდუილი იდგა. ხელები გულზე დაეკრიფა.
– უფრო წყნარად ვიქნებოდი, – დაიწყო ქალმა, – თუკი ჩვენი ნის-
ლქმნილი მოზარდი გოგოსავით ფეთქებადი არ იქნებოდა.
– ლედი ვინს იმაზე უფრო გაწონასწორებული ხასიათი აქვს, ვიდრე
გგონია, – პასუხი დაუბრუნა სეიზდმა.
– სეიზდ, თხუთმეტი ქალიშვილი მაინც გავზარდე, – მიუგო ტინდუ-
ილმა და ზღურბლს გადმოაბიჯა, – არცერთი გოგო არაა გაწონასწორე-
ბული ხასიათის. უბრალოდ, თავქარიანობას ზოგი უკეთ მალავს ხოლ-
მე.
– მაშ, მადლიერი იყავი, რომ არ გაიგო, ყურს როგორ უგდებდი, –
შენიშნა სეიზდმა, – თორემ ასეთ დროს პარანოიკი ხდება.
– ვინი ტერისელთა მიმართ განსაკუთრებით ლმობიერია, – ტინდუ-
ილმა უდარდელად აიქნია ხელი, – ამისთვის, ალბათ, შენ უნდა გიმად-
ლოდე. გულისყურით ეკიდება შენს რჩევას.
– როგორც ჩანს, ასეა.
– მგონი, ძალიან ბრძნული რჩევა მიეცი, სეიზდ, – ტინდუილი დაჯ-
და, – შესანიშნავი მამა იქნებოდი.
სეიზდმა დარცხვენით დახარა თავი, შემდეგ სკამისკენ დაიძრა.
– ჩვენ...
კარზე კაკუნი გაისმა.
685
– ახლა რაღა მოხდა? – იკითხა ტინდუილმა.
– სამხრის მოტანა არ უბრძანე?
ტინდუილმა თავი გააქნია.
– დერეფანს არც კი გავცდენილვარ.
წამის შემდეგ ოთახში ელენდმა შემორგო თავი.
– სეიზდ? შეიძლება ორიოდ წუთით დაგელაპარაკო?
– რასაკვირველია, ლორდო ელენდ, – სეიზდი ფეხზე წამოდგა.
– შესანიშნავია, – ელენდი ოთახში შემოეხეტა, – ტინდუილ, შე-
გიძლია დაგვტოვო.
ქალმა თვალები აატრიალა, სეიზდს მძვინვარე მზერა სტყორ-
ცნა, მაგრამ მაინც წამოდგა და გავიდა.
– გმადლობ, – ელენდმა კარი მიხურა, – გთხოვ, დაჯექი, – და
ხელით სკამისკენ ანიშნა.
სეიზდი დაემორჩილა. ელენდმა ღრმად ჩაისუნთქა, გასწორდა,
ხელები ზურგს უკან შემოიწყო. ისევ თავისი თეთრი ფორმა ეცვა და
აშკარა გაღიზიანების მიუხედავად, ძველებურად მბრძანებლური
პოზა მიეღო.
"ვიღაცამ ჩემი მეგობარი სწავლული მოიპარა", – გაიფიქრა სე-
იზდმა, – "და მის ნაცვლად მეფე შემოგვაჩეჩა".
– ვივარაუდებ, საუბარი ლედი ვინს შეეხება, ლორდო ელენდ?
– დიახ, – ელენდმა ბოლთის ცემა დაიწყო, ლაპარაკისას ცალ
ხელს ჰაერში იქნევდა, – რაღაც გაუგებრად იქცევა, სეიზდ. ამას ვე-
ლოდი... ეშმაკმა წაიღოს, ეს გავთვალე კიდეც. უბრალო ქალი ხომ
არაა, ვინია. წარმოდგენა არ მაქვს ხოლმე, რა უნდა ვუპასუხო. თბი-
ლად მექცევა, როგორც მაშინ, ვიდრე ქალაქს დავაქცევდით, მაგ-
რამ წამებში შორეული და ცივი ხდება.
– ეგებ, თავადაც დაბნეულია?
– შეიძლება, – დაეთანხმა ელენდი, – მაგრამ ჩვენ ორიდან ერთ-
ერთმა მაინც ხომ უნდა იცოდეს, რა ხდება ურთიერთობაში? სიმარ-
თლე გითხრა, ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, რომ ერთმანეთისგან
მეტისმეტად განვსხვავდებით.
686
სეიზდმა გაიღიმა.
– ოჰ, ამაზე ვერაფერს გეტყვით, ლორდო ელენდ. შეიძლება გაკ-
ვირვება ვერ დამალოთ, როდესაც გაიგებთ, როგორ ერთნაირად
ფიქრობთ თქვენ ორნი.
– ეგ ძალიან მეეჭვება, – ელენდმა ბოლთის ცემა განაგრძო, – ვინი
ნისლქმნილია, მე უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანი. ის ქუჩაში გა-
იზარდა, მე – სასახლეში. ის გაქნილი და ჭკვიანია, მე წიგნებიდან მაქვს
ყველაფერი ნასწავლი.
– ლედი ვინი საოცრად გონიერია, ისევე, როგორც თქვენ, – მიუგო
სეიდზმა, – მას ძმა ჩაგრავდა, თქვენ – მამა. უკანასკნელი იმპერია
ორივეს გძულდათ და ებრძოდით კიდეც. და ორივე ზედმეტად ბევრს
ფიქრობთ იმაზე, რა "უნდა იყოს", იმის ნაცვლად, თუ რა არის რეალუ-
რად.
ელენდი შეყოყმანდა და სეიზდს შეხედა.
– ეგ რას ნიშნავს?
– იმას, რომ, ჩემი აზრით, თქვენ ერთმანეთს შეეფერებით, – უპასუ-
ხა სეიზდმა, – ასეთი დასკვნის უფლება არ მაქვს, და მართლაც, ეს მხო-
ლოდ და მხოლოდ იმ კაცის აზრია, რომელიც ბოლო თვეებია თვალ-
ყურს გადევნებთ. მაგრამ მჯერა, რომ ასეა.
– კარგი, მაგრამ განსხვავებები?
– ერთი შეხედვით გასაღები და ბოქლომი ძალიან განსხვავდება, –
შენიშნა სეიზდმა, – სხვადასხვა ფორმაა, სხვადასხვა ფუნქცია და გა-
რეგნობა. ადამიანი, რომელსაც მათი ბუნების არ ესმის, შეხედავს და
იფიქრებს, ერთმანეთის საპირისპირო ხასიათი აქვთო, რამეთუ ერთის
მიზანია გახსნას, მეორისა კი ჩარაზოს. თუმცა, უფრო ღრმა დაკვირვე-
ბით, აუცილებლად დაინახავს, ერთის გარეშე მეორე სრულიად უსარ-
გებლო ხდება. ბრძენი განჭვრიტავს, რომ გასაღებიცა და ბოქლომიც
ერთი და იმავე მიზნით შეიქმნა.
– მგონი, ოდესმე საკუთარი წიგნი უნდა დაწერო, სეიზდ, – გაიღიმა
ელენდმა, – წიგნში წაკითხულივით ღრმააზროვანი შედარება იყო.

687
სეიზდი გაწითლდა, მაგრამ მაგიდაზე დაყრილ ფურცლებს გახე-
და. ნუთუ ეს ფურცლები გახდებოდა მისი მემკვიდრეობა? დარწმუ-
ნებით ვერ იტყოდა, რომ ღრმააზროვანი გამოუვიდა, მაგრამ მაინც,
ეს იყო რაიმე განსხვავებულის დაწერის ყველაზე მასშტაბური მცდე-
ლობა. მართალია, ფურცლების უმეტესობაზე ციტატები ან მითითე-
ბები იყო, მაგრამ ტექსტის დიდი ნაწილი მის ფიქრებსა და განმარ-
ტებებს მოიცავდა.
– აბა, – თქვა ელენდმა, – რა უნდა ვქნა?
– ლედი ვინთან დაკავშირებით? – ჰკითხა სეიზდმა, – გირჩევ-
დით, მასაც და საკუთარ თავსაც ცოტა მეტი დრო მისცეთ.
– ბოლო ხანებში დრო ფუფუნების საგნად იქცა, სეიზდ.
– როდის არის სხვაგვარად?
– როდესაც შენი ქალაქი ორი არმიის ალყაში არაა მოქცეული,
– აუხსნა ელენდმა, – რომელთაგანაც ერთი განდიდების მანიით
შეპყრობილ ტირანს ემორჩილება, მეორე კი ჭკუიდან გადასულ სუ-
ლელს.
– ჰო, – ნელა თქვა სეიზდმა, – მგონი, მართალი ბრძანდებით.
სჯობს, ჩემს კვლევას დავუბრუნდე.
– რაზე მუშაობ? – წარბი შეიკრა ელენდმა.
– ვშიშობ, რაღაც ისეთზე, რასაც ჩვენს ახლანდელ პრობლემებ-
თან მცირე კავშირი აქვს, – უპასუხა სეიზდმა, – მე და ტინდუილი
სიღრმესა და ეპოქათა გმირზე ვაგროვებთ ცნობებს.
– სიღრმე... ვინმაც ახსენა. მართლა გგონია, რომ შეიძლება
დაბრუნდეს?
– მგონი, უკვე დაბრუნდა, ელენდ. სინამდვილეში, არსადაც არ
წასულა. ჩემი აზრით, სწორედ ნისლი იყო... არის სიღრმე.
– მაგრამ, რატომ... – დაიწყო ელენდმა, შემდეგ ხელი ასწია, –
მუშაობას რომ მორჩები, შენს დასკვნებს წავიკითხავ. ახლა დამატე-
ბითი საქმეებისთვის ვერ მოვიცლი. გმადლობ რჩევისთვის, სეიზდ.
"ჰო, მართლაც მეფეა", – გაიფიქრა სეიზდმა.

688
– ტინდუილ, – დაიძახა ელენდმა, – შეგიძლია შემოხვიდე. სეიზდ,
მშვიდობიან დღეს გისურვებ.
ელენდი კარისკენ შებრუნდა, რომელიც ნელა გაიღო. ოთახში
დარცხვენილი ტინდუილი შემოიძურწა; ქალი წარუმატებლად ცდი-
ლობდა თავისი გამომტყველების დამალვას.
– საიდან იცოდი, რომ იქ ვიყავი? – ჰკითხა ელენდს.
– გამოვიცანი, – მიუგო კაცმა, – ვინივით ხარ, არაფერი გეშველება.
მოკლედ, ორივეს მშვიდობიან დღეს გისურვებთ.
ტინდუილი წარბშეკრული უყურებდა, როგორ გადიოდა ელენდი,
შემდეგ სეიზდს გახედა.
– მართლაც, შესანიშნავად აღზარდე, – უთხრა სეიზდმა.
– ზედმეტად კარგად, – დაჯდა ტინდუილი, – მართლა მგონია,
ხალხს მეფედ რომ დაეტოვებინა, ქალაქის გადასარჩენად რამე გზას
გამოჩხრეკდა. მოდი, საქმეს უნდა დავუბრუნდეთ. ამჯერად სამხრის
მოსატანად მსახური მართლა გავგზავნე და სანამ მოვა, რაც შეიძლება
ბევრის გაკეთება უნდა მოვასწროთ.
სეიზდმა თავი დაუქნია, შემდეგ ჩამოჯდა და კალამი აიღო. თუმცა
სამუშაოზე ყურადღების მოკრება ძალიან უჭირდა. ფიქრებით ელენდსა
და ვინს დასტრიალებდა. არ იცოდა, რატომ ღელავდა მათ ურთიერთო-
ბაზე. ეგებ იმიტომ, რომ ორივესთან მეგობრობდა და სურდა, ბედნიე-
რები ყოფილიყვნენ?!
ან ეგებ მიზეზი სულ სხვაგან იმალებოდა. ელენდი და ვინი ლუთა-
დელში საუკეთესოები იყვნენ. ერთი - სკაას იატაკქვეშეთიდან გამოსუ-
ლი ყველაზე ძლიერი ნისლქმნილი, მეორე - არისტოკრატთა შორის
ყველაზე კაცთმოყვარე ლიდერი. მათ ერთმანეთი სჭირდებოდათ, უკა-
ნასკნელ იმპერიას კი ორივე მათგანი.
თანაც შეიძლება, საქმე კვლევაშიც იყო. წინასწარმეტყველებათა
ტექსტებში პირის ნაცვალსახელები ეწერა, რომლის მიღმაც უმეტესად
კაცი მოიაზრებოდა, თუმცა შესაძლოა, ქალსაც გულისხმობდნენ... ხო-
ლო თუკი ვინი ეპოქათა გმირი იყო...

689
"რამე გზა უნდა გამოვძებნო ქალაქიდან მათ გასაყვანად", – გა-
იფიქრა სეიზდმა, რომელიც მოულოდნელად მიხვდა რაღაცას, – "ქა-
ლაქი რომ დაეცემა, აქ არ უნდა იყვნენ".
ჩანაწერები გვერდზე გადადო და სასწრაფოდ დაიწყო წერილების
წერა.
მათი შინაარსი განსხვავებულია.

46
ბრიზს შეეძლო, საიდუმლოებათა სუნი ორი ქუჩის მოშორებიდან
ეყნოსა. ბევრი ქურდისგან განსხვავებით, არც ღარიბულად გაიზარ-
და და არც იატაკქვეშეთში უწევდა ცხოვრება. გაცილებით უფრო სა-
ხიფათო ადგილას გაატარა ბავშვობა – კეთილშობილთა ოჯახში.
საბედნიეროდ, გუნდის სხვა წევრები სუფთასისხლიანი არისტოკ-
რატობის გამო განსხვავებულად არ ექცეოდნენ.
იმიტომ, რომ არაფერი იცოდნენ.
აღზრდისას გარკვეული ცოდნა შეიძინა. ისეთი, რომელსაც სკა-
ას ქურდი, რამდენადაც გაქნილი უნდა ყოფილიყო, ვერასდროს
მიხვდებოდა. სკაას საიდუმლოებები და ინტრიგები სასტიკი ბუნე-
ბით გამოირჩეოდა – არჩევანი მარტივი იყო: სიკვდილი ან სიცოც-
ხლე. სკაას ქურდები თანაგუნდელებს ფულისთვის, ძალაუფლების-
თვის ან საკუთარი თავის დასაცავად ღალატობდნენ.
კეთილშობილებთან ინტრიგას უფრო აბსტრაქტული ხასიათი
ჰქონდა. ღალატს გარდაუვალი სიკვდილი არ მოსდევდა, მაგრამ
წყენა თაობებს გადაეცემოდა. თამაშივით იყო, ოღონდ ისეთი თამა-
შივით, ახალგაზრდა ბრიზს სკაას იატაკქვეშეთის პირდაპირი სისას-
ტიკე გამომაცოცხლებელი ეჩვენა.
შემთბარი ჭიქიდან გლინტვაინი მოსვა და ხელში შერჩენილ წე-
რილს დახედა. დარწმუნებით შეეძლო იმის თქმა, რომ ჯგუფის შიდა
შეთქმულებების საფრთხე აღარ არსებობდა. კელსიერის გუნდი
ლამის შემაღონებლად კარგად იყო შეკრული და ბრიზიც მთელ თა-
ვის ალომანტურ ძალებს სიტუაციის ძველებურად შენარჩუნებას ახ-
690
მარდა. უკვე ნანახი ჰქონდა, რას უშვრებოდა შიდა განხეთქილება ოჯა-
ხს.
ზუსტად ამიტომ გაუკვირდა წერილის მიღება. მოჩვენებითი უბ-
რალოობის მიღმა მარტივად არჩევდა ნიშნებს: წერილი ნაჩქარევად
იყო ნაწერი; ზოგან გაეთხაპნათ, მაგრამ არ გადაეწერათ; თანაც ასეთი
ფრაზებისგან შედგებოდა: "სხვებისთვის თქმა საჭირო არ არის" და
"განგაშის ატეხა არ მინდა". დასალუქი ცვილი უხვად მიმოეფრქვიათ
წერილის კიდეზე, თითქოს სურდათ, ცნობისმოყვარე თვალისგან კი-
დევ უფრო დაეცვათ.
არავითარი შეცდომა – ბრიზი შეთქმულთა შეხვედრაზე იყო მიწვე-
ული. მაგრამ, მბრძანებლის სახელით, ამდენი ადამიანიდან რაღა მა-
ინცდამაინც სეიზდს უნდოდა მასთან საიდუმლოდ შეხვედრა?
ბრიზმა ამოიოხრა, სადუელე ჯოხი მოიმარჯვა და, მისი დახმარე-
ბით, წელში გასწორდა. ხანდახან, როცა ფეხზე იდგა, თავბრუ ეხვეოდა
ხოლმე. ეს მცირე უსიამოვნება ყოველთვის აწუხებდა, მაგრამ ბოლო
წლებში გაუუარესდა. მზერა რომ დაეწმინდა, მხარს ზემოდან გადახედა
თავის საწოლს, რომელშიც ალრიანს ეძინა.
"ალბათ, ამის გამო სინდისის ქენჯნა უნდა ვიგრძნო", – გაიფიქრა
და ჩაეღიმა. მერე ჟილეტს დასწვდა, რათა შარვალსა და პერანგზე შე-
მოეცვა, – "მაგრამ რამდენიმე დღეში მაინც ყველანი დავიხოცებით".
კლაბსთან ერთი საუბარი სრულიად კმაროდა იმისთვის, რომ ადამიანს
მომავალი სხვაგვარად განეჭვრიტა.
ბრიზი ოთახიდან გახეტიალდა და ვენტურთა ციხე-კოშკის დაღვრე-
მილ, ნახევრად ჩაბნელებულ დერეფანს გაუყვა.
"სიმართლე რომ ითქვას", – ფიქრობდა გზადაგზა, – "მესმის, რომ
ლამპრების ზეთის დაზოგვა კარგია, მაგრამ აქაურობა ჩაბნელებული
დერეფნების გარეშეც გვარიანად მთრგუნავს".
სულ რამდენიმე მოსახვევი გაიარა და შეხვედრის ადგილს მიადგა
– იოლად იპოვა, რადგან კართან ორი ჯარისკაცი იდგა. დემოქსის
მცველები იყვნენ, რომლებიც კაპიტანს მხოლოდ ჩინით კი არა, რელი-
გიურადაც ექვემდებარებოდნენ.
691
"საინტერესოა", – გაიფიქრა ბრიზმა, რომელიც ჯერაც გვერდით
დერეფანში იმალებოდა. თავისი ალომანტური უნარებით მცველე-
ბის სიმშვიდე და თავდაჯერება დათრგუნა, სანაცვლოდ კი მხოლოდ
წუხილი და ნერვიულობა დაუტოვა. მცველები აწრიალდნენ. ბო-
ლოს ერთი შებრუნდა, კარი შეაღო და ოთახი შეამოწმა. ამ მოძრაო-
ბამ ბრიზს მთელი ოთახის დათვალიერების საშუალება მისცა. იქ
ერთადერთი ადამიანი იჯდა. სეიზდი.
ბრიზი მდუმარედ იდგა და ცდილობდა, შემდეგი ნაბიჯი გადაეწ-
ყვიტა. წერილში მამხილებელი არაფერი ეწერა, მაგრამ მაინც...
ელენდის ხაფანგი ხომ არ იყო? ხომ არ ცდილობდა, ამ უცნაური
გზით გაერკვია, გუნდის წევრებიდან რომელი უღალატებდა და რო-
მელი არა? მაგრამ ასეთი კარგი ხასიათის კაცისთვის ზედმეტად უნ-
დობელ სვლას ჰგავდა. თუმცა, თუ მართლაც მან გაჩარხა ეს საქმე,
მაშინ სეიზდი შეეცდებოდა, ელენდი რამე უფრო რთულ ხრიკზე და-
ეყოლიებინა ბრიზის გამოსაცდელად, ვიდრე უბრალოდ ფარული
შეხვედრა იყო.
ჯარისკაცი ადგილზე დაბრუნდა და კარი მიხურა.
"სეიზდის ნდობა ხომ შემიძლია?" – გაიფიქრა ბრიზმა. მაგრამ
იდუმალი შეხვედრა რატომ დასჭირდა? ეგებ თავად ბრიზი ღელავ-
და ზედმეტად?
არა, მცველების აქ ყოფნა ამტკიცებდა, რომ სეიზდი ნერვიუ-
ლობდა, ვინმე არ შესწრებოდა მათ საუბარს. ეს უკვე საეჭვო იყო.
სხვა ადამიანს რომ მიეწერა, ბრიზი პირდაპირ ელენდთან წავიდო-
და, მაგრამ სეიზდი...
მთრგუნავმა ამოიოხრა და დერეფანში გავიდა. სადუელე ჯოხს
იატაკზე მიაკაკუნებდა: "ვნახოთ აბა, რა აქვს სათქმელი. თანაც, რა-
მე ვერაგულს თუ გეგმავს, ყველაფრის გასარკვევად რისკზე წასვლა
ნამდვილად ღირს".
წერილისა და მცველების მიუხედავად, ბრზს ვერც კი წარმოედ-
გინა, რომ ტერისელი რამე ისეთ საქმეში გაერეოდა, სადაც მისხა-
ლი მზაკვრობა მაინც იქნებოდა საჭირო.
692
ბრიზმა ჯარისკაცებს თავი დაუქნია, მღელვარება დაუთრგუნა და
მხნეობა დაუბრუნა. შეხვედრაზე წასასვლელად კიდევ ერთი მიზეზი
არსებობდა. ბრიზი ახლაღა იაზრებდა, რამდენად სახიფათო მდგო-
მარეობაში იმყოფებოდა. ლუთადელი მალე დაეცემოდა. ის ალღო,
რომელიც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში შეიძინა სკაას იატაკ-
ქვეშეთში, ჰკარნახობდა, უკანმოუხედავად გაქცეულიყო. ამ შეგრძნე-
ბის გამო უფრო მარტივად რისკავდა. რამდენიმე წლის წინანდელი
ბრიზი ქალქიდან კარგა ხნის გავარდნილი იქნებოდა.
"წყეულიმც იყავ, კელსიერ", – გაიფიქრა და კარი შეაღო.
სეზდმა გაკვირვებით ამოხედა. ოთახში მხოლოდ რამდენიმე სკამი
და ორი სანათი იყო.
– ადრე მოხვედით, ლორდო ბრიზ, – უთხრა ტერისელმა და
მსწრაფლ ფეხზე წამოხტა.
– რა თქმა უნდა, – დაიღრინა ბრიზმა, – ხომ უნდა დავრწმუნებული-
ყავი, რომ მახე არ იყო, – და წამით შეჩერდა, – მახე არაა, ხომ?
– მახე? – ჰკითხა სეიზდმა, – რაზე ლაპარაკობთ?
– ოჰ, ასეც ნუ იკვირვებ; უბრალო შეხვედრას არ ჰგავს.
– ეგ... ასეთი შესამჩნევია? – სეიზდმა მხრები ჩამოყარა.
ბრიზი ჩამოჯდა, ჯოხი მუხლებზე დაიდო და კაცს გულახდილად მი-
აცქერდა, თანაც ემოციებს ისე უთრგუნავდა, რომ უფრო თავდაჯერებუ-
ლი გაეხადა.
– შესაძლოა, მბრძანებლის დამარცხებაში დაგვეხმარე, ჩვენო
ძვირფასო ადამიანო, მაგრამ ინტრიგების საქმეში კიდევ მრავალი რამ
გაქვს სასწავლი.
– ბოდიშს ვიხდი, – უპასუხა სეიზდმა და ჩამოჯდა, – უბრალოდ,
სწრაფად მინდოდა შეხვედრა, გარკვეული... გარკვეული ფაქიზი თემე-
ბის განსახილველად.
– მაშინ, გირჩევდი, მცველები გაგეშვა, – უთხრა ბრიზმა, – ყურად-
ღებას იქცევენ. მერე ლამპრებიც აანთე და საჭმელი ან სასმელი მოატა-
ნინე. ელენდი თუ შემოვიდა... ვივარაუდებ, რომ ელენდს ვემალებით?
– დიახ.
693
– ჰოდა, თუ შემოვიდა და დაინახა, რომ სიბნელეში ვსხედვართ
და ერთმანეთს მზაკვრულად შევყურებთ, აუცილებლად რამეს იეჭ-
ვებს. რაც უფრო ნაკლებად ბუნებრივია შეხვედრა, მით უფრო მე-
ტად გინდა, რომ ბუნებრივს ჰგავდეს.
– აჰ, გასაგებია, გმადლობ.
ამასობაში კარი გაიღო და კლაბსი შემობარბაცდა. ჯერ ბრიზს
გახედა, შემდეგ სეიზდს და სკამისკენ წავიდა. ბრიზმა სეიზდს გადა-
ხედა – ტერისელს არ გაჰკვირვებია. კლაბსი აშკარად მოწვეულთა
შორის იყო.
– მცველები გაუშვი, – გამოსცრა კლაბსმა.
– ახლავე, ლორდო კლადენტ, – უპასუხა სეიზდმა, წამოდგა და
კართან მივიდა. ცოტა ხანი მცველებს ელაპარაკებოდა, შემდეგ
დაბრუნდა. უკვე სკამზე ჯდებოდა, როდესაც ოთახში თავი ჰამმა შე-
მოყო. დაეჭვებული გამომეტყველება ჰქონდა.
– მოიცადე, – დაიწყო ბრიზმა, – რამდენი ადამიანი მოდის ამ სა-
იდუმლო შეხვედრაზე?
სეიზდმა ჰამს ხელით სკამზე ანიშნა.
– გუნდის ყველა... ყველა გამოცდილი წევრი.
– ესე იგი, ელენდისა და ვინის გარდა, ყველა, – დაასკვნა ბრიზ-
მა.
– ასევე, ლორდი ლესტიბორნიც არ მომიწვევია, – უპასუხა სეიზ-
დმა.
"ჰო, მაგრამ სპუკს ნამდვილად არ ვემალებით", – გაიფიქრა
მთრგუნავმა.
ჰამი ნაჩქარევად დაჯდა, ბრიზს კითხვით სავსე მზერა სტყორცნა
და თქვა:
– მაშ ასე... რატომ ვიკრიბებით საკუთარი ნისლქმნილისა და მე-
ფის ზურგს უკან?
– მეფე აღარაა, – კარიდანვე შენიშნა დოკსონმა. შემოვიდა და
დაჯდა, – საერთოდაც, შეიძლება ითქვას, რომ ელენდი გუნდის მე-

694
თაურიც აღარაა. ამ პოზიციაზე შემთხვევით აღმოჩნდა, ისევე, როგორც
ტახტზე.
ჰამი გაწიწმატდა:
– მესმის, რომ არ მოგწონს, დოკს, მაგრამ აქ ღალატისთვის არ
მოვსულვარ.
– ღალატზე საუბარიც ვერ იქნება, ტახტი აღარ გვაქვს, – თქვა დოკ-
სონმა და სკამზე უკეთ მოკალათდა, – რას ვაპირებთ, ამ სახლში უნდა
დავრჩეთ მოსამსახურეებად? ელენდს არ ვჭირდებით. ეგებ დროა, ჩვე-
ნი სამსახური ლორდ პენროდს შევთავაზოთ.
– პენროდიც კეთილშობილია, – უპასუხა ჰამმა, – ვერ მეტყვი,
ელენდზე მეტად მომწონსო.
დოკსონი ცოტა ხანს მაგიდაზე თითებს აკაკუნებდა:
– იმაზე არაფერია დამოკიდებული, ვინ მომწონს, ჰამ. მთავარი
ისაა, რომ ეს დამპალი სამეფო, კელსიერმა რომ მოგვიგდო, არ და-
ეცეს! წელიწად-ნახევარი ამ არეულობის მოწესრიგებას მოვანდომეთ.
გინდათ, რომ ეს შრომა გაიფლანგოს?
– ჯენტლმენებო, გთხოვთ! – სეიზდმა წარუმატებლად სცადა სა-
უბარში ჩარევა.
– შრომა, დოკს? – ჰამი გაწითლდა, – რა შრომა გასწიე, აბა? ჯერჯე-
რობით მარტო მაშინ გხედავ ხოლმე, როდესაც ვინმე ახალ გეგმას
გვთავაზობს და შენ წუწუნს იწყებ.
– წუწუნს? – კბილებში გამოცრა დოკსმა, – წარმოდგენა მაინც
გაქვს, რამდენი შრომა დასჭირდა იმას, რომ ამ ქვეყნის ადმინისტრა-
ციული ნაწილი არ ჩამოქცეულიყო? შენ რა გააკეთე, ჰამ? არმიის მე-
თაურობაზე უარი თქვი, მხოლოდ მეგობრებთან ერთად სვამ და ვარჯი-
შობ!
"საკმარისია", – გაიფიქრა ბრიზმა და ორივე დათრგუნა, – "ასეთი
ტემპებით ჯერ კიდევ იქამდე დავახრჩობთ ერთმანეთს, ვიდრე სტრაფი
სიკვდილით დაგვსჯის".

695
დოკსონი სკამს დაუბრუნდა და ჯერაც სახეაწითლებულ ჰამს ხე-
ლი აუქნია. სეიზდი იცდიდა, ატეხილ ამბავს აშკარად დაენაღვლია-
ნებინა. ბრიზმა თავდაჯერება მოუმატა.
"აქ შენ ხარ მეთაური, სეიზდ, გვითხარი, რა ხდება".
– გთხოვთ, – თქვა სეიზდმა, – აქ საჩხუბრად არ მომიწვევიხართ.
მესმის, რომ ყველანი დაძაბულები ხართ; ეგ გასაგებია, გარემოე-
ბების გათვალისწინებით.
– პენროდი ქალაქს სტრაფს ჩააბარებს, – წამოიწყო ჰამმა.
– ჩვენი ამოხოცვის ვარიანტს ისევ ეგ სჯობია, – შეაგება დოკ-
სონმა.
– სიმართლე გითხრათ, – გააგრძელა ბრიზმა, – არა მგონია,
იმაზე ნერვიულობა ღირდეს, რომ სტრაფი ამოგვხოცავს.
– არა? – მოიღუშა დოსკონი, – რამე ისეთი ინფორმაცია გაქვს,
რაც ჩვენ არ ვიცით, ბრიზ?
– ოჰ, მორჩი რა, დოკს, – მიახალა ჰამმა, – იმიტომ ხარ უკმაყო-
ფილო, რომ კელის სიკვდილის შემდეგ გუნდის მეთაური შენ ვერ
გახდი. ესაა ნამდვილი მიზეზი, რატომაც ელენდი არ მოგწონს, ხომ?
დოკსონი გაწითლდა. ბრიზმა ამოიოხრა და ორივეს უზარმაზარი
დამთრგუნავი ტალღა დააძგერა. ორივენი ოდნავ შეხტნენ, თითქოს
რაღაცამ დანესტრაო, თუმცა ნამდვილი შეგრძნება გაცილებით
სხვაგვარი უნდა ყოფილიყო. მათი ემოციები, ოდესღაც ფეთქებადი
ემოციები, მოულოდნელად უინტერესოდ იქცა.
ორივემ ბრიზს გახედა.
– დიახ, – თქვა მან, – რა თქმა უნდა, გთრგუნავთ. სიმართლე
გითხრათ, ყოველთვის ვიცოდი, რომ ჰამი ცოტათი ბავშვურია, მაგ-
რამ შენც, დოკსონ?
დოკსონი საზურგეს მიეყრდნო და შუბლი მოისრისა.
– შეგიძლია გაგვიშვა, ბრიზ, – თქვა ბოლოს, – ენას კბილს და-
ვაჭერ.
ჰამმა უბრალოდ ამოიზმუვლა და ცალი ხელით მაგიდას დაეყ-
რდნო. სეიზდი დიალოგს თავზარდაცემული შეჰყურებდა.
696
"ასე გამოიყურებიან კუთხეში მომწყვდეული ადამიანები, ძვრიფა-
სო ტერისელო", – გაიფიქრა ბრიზმა, – "ეს მოსდის იმედდაკარგულ
ადამიანს. შეიძლება, საკუთარი ჯარისკაცების წინაშე თავები ყოჩაღად
უჭირავთ, მაგრამ მეგობრებთან რომ რჩებიან..."
სეიზდი ტერისელი იყო, მთელი ცხოვრება დაბეჩავებულმა და და-
მარცხებულმა გაატარა. მაგრამ ეს ხალხი, მათ შორის, ბრიზიც, წარმა-
ტებას იყო ჩვეული. მაშინაც კი თავდაჯერებას გრძნობდნენ, როდესაც
გამარჯვების მცირე შანსი ჰქონდათ. ისეთი ადამიანები იყვნენ, რომ-
ლებსაც ღმერთის წინააღმდეგ გალაშქრება და თანაც გამარჯვების
ლოდინი შეეძლოთ. დამარცხებას კარგად ვერ გადაიტანდნენ. მაგრამ,
ვინ იფიქრებდა სხვაგვარად, თუკი დამარცხება გარდაუვალ სიკვდილს
ნიშნავდა?
– სტრაფის არმია ბანაკის დასატოვებლად ემზადება, – თქვა ბო-
ლოს კლაბსმა, – ამას ფრთხილად აკეთებს, მაგრამ მაინც ემჩნევა.
– ესე იგი, ქალაქზე აპირებს წამოსვლას, – თქვა დოკსონმა, – პენ-
როდის სასახლეში ჯაშუშები მყავს და ამბობენ, რომ ასამბლეა სტრაფს
წერილს წერილზე უგზავნის და ეხვეწება, ლუთადელში შემოდი და მარ-
თვის სადავეები ხელში ჩაიგდეო.
– ქალაქს არ აიღებს, – თქვა კლაბსმა, – თავში ჭკუა თუ აქვს.
– ვინი ჯერაც საფრთხეა, – დაამატა ბრიზმა, – და რაღაც ვერ ვხე-
დავ, სტრაფს მცველი ნისლქმნილი ჰყავდეს. ლუთადელში რომ მოვი-
დეს, ვინი მაშინვე ყელს გამოსჭრის. ამიტომაც რამე სხვას მოიფიქ-
რებს.
დოკსონი მოიღუშა და ჰამს გახედა, რომელმაც მხრები აიჩეჩა.
– მართლაც, საკმაოდ მარტივია, – თქვა ბრიზმა და მაგიდას მსუბუ-
ქად დაჰკრა სადუელე ჯოხი, – იმდენად, რომ მეც კი მივხვდი, – კლაბ-
სმა დაიფრუტუნა, – თუკი სტრაფი ისეთ შთაბეჭდილებას დატოვებს,
რომ უკან იხევს, კოლოსები ლუთადელს დაეცემიან. ისეთი ხისთავია-
ნები არიან, დამალული არმიის საფრთხეს ვერ გაიაზრებენ.
– უკან თუ დაიხევს, – თქვა კლაბსმა, – ჯასტესი კოლოსებს ქალაქზე
თავდასხმისგან ხელს ვერ ააღებინებს.
697
– მაგრამ, ისინი... – დოკსონმა თვალები დახამხამა.
– ხოცვა-ჟლეტას მოაწყობენ? – ჰკითხა კლაბსმა, – დიახ, და ქალა-
ქის ყველაზე მდიდარ უბნებს გაძარცვავენ. ალბათ, ქალაქის კეთილ-
შობილთა უმეტესობა ამოწყდება.
– და სტრაფი თავიდან მოიშორებს იმ ადამიანებს, რომლებთან
ერთადაც უწევდა მუშაობა, საკუთარი სიამაყის მიუხედავად, – და-
ამატა ბრიზმა, – სიმართლე ითქვას, სერიოზული შანსი არსებობს,
რომ ის არსებები ვინსაც მოკლავენ. კოლოსები ქალაქში თუ შემო-
ვიდნენ, ვინს ვერავითარი ძალა ვერ აიძულებს, ბრძოლას განერი-
დოს.
ოთახში სიჩუმე ჩამოწვა.
– ჰო, მაგრამ ამ გზით სტრაფი ქალაქს მაინც ვერ მიიღებს, –
თქვა დოკსონმა, – კოლოსებთან ბრძოლა დასჭირდება.
– მართალია, – შეუბღვირა კლაბსმა, – მაგრამ ისინი, სავარა-
უდოდ, ზოგიერთ კარიბჭეს ჩამოაქცევენ, სახლებზე რომ არაფერი
ვთქვათ. ამის შემდეგ სტრაფს ბურთი და მოედანი დარჩება და და-
სუსტებულ მეტოქეს დაარტყამს. თანაც კოლოსებს სტრატეგიის შე-
მუშავება არ სჩვევიათ, მათთვის ქალაქის კედლები არაფერს ნიშ-
ნავს. სტრაფი ამაზე უკეთეს სცენარს ვერც კი ინატრებდა.
– განმათავისუფლებელივით შეხვდებიან, თუკი სწორ დროს
დაბრუნდება, – ხმადაბლა დასძინა ბრიზმა, – მას შემდეგ, რაც კო-
ლოსები შემოიჭრებიან და ჯარისკაცებს შეუტევენ, მაგრამ იქამდე,
სანამ სკაას უბნებს ააოხრებენ. ასე ხალხსაც უშველის და მათ დამ-
პყრობლად კი არა, დამცველად მოევლინება. ვიცი, მოსახლეობა
თავს როგორ გრძნობს; და მგონია, რომ კეთილგანწყობით შეხვდე-
ბიან. ახლა მათთვის ძლიერი მმართველი გაცილებით მეტს ნიშ-
ნავს, ვიდრე მონეტები ჯიბეში და უფლებები ასამბლეაში.
გუნდი ჩაფიქრდა. ბრიზმა სეიზდს გადახედა, რომელიც ჯერაც
უხმოდ იჯდა. თითქმის არაფერი უთქვამს. რა თამაშს თამაშობდა?
რატომ შეკრიბა ყველანი? ისეთი მიხვედრილი იყო, რომ იფიქრა,
რაღაც ასეთი, გულახდილი დისკუსია ძალიან სჭირდებოდათ, ოღო-
698
ნდ ელენდის მორალის გარეშე, რომელიც ყველაფერს თავდაყირა და-
აყენებდა?
– შეგვიძლია, სტრაფს, უბრალოდ, ჩავაბაროთ, – თქვა ბოლოს
დოკსონმა, – ქალაქს ვგულისხმობ. შეგვიძლია, დავპირდეთ, რომ ვინი
აქედან წავა. თუ საქმე მაინც აქეთ მიდის...
– დოკს, – ხმადაბლა თქვა ჰამმა, – კელს რომ შენი სიტყვები მოეს-
მინა, რას იფიქრებდა?
– შეგვიძლია, ქალაქი ჯასტეს ლეკალს მივცეთ, – თქვა ბრიზმა, –
ეგებ აზრი იცვალოს და სკაას ღირსეულად მოექცეს?
– და ოცი ათასი კოლოსი შემოვუშვათ? – ჰკითხა ჰამმა, – ბრიზ,
ოდესმე გინახავს, რა შეუძლიათ იმ არსებებს?
დოკსონმა მაგიდას მუშტი დაჰკრა.
– უბრალოდ, ვერსიებს ვამბობ, ჰამ. სხვა რა გზა გვაქვს?
– ვიბრძოლოთ, – უპასუხა კლაბსმა, – და დავიხოცოთ.
ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოწვა.
– საუბრის ჩაკვლაში ნამდვილი ოსტატი ხარ, ჩემო მეგობარო, –
უთხრა ბოლოს ბრიზმა.
– ამის თქმა საჭირო იყო, – ჩაიბურტყუნა კლაბსმა, – მორჩით თა-
ვების გასულელებას. ბრძოლას ვერ მოვიგებთ, არადა ყველაფერი
ბრძოლისკენ მიდის. ქალაქს თავს დაესხმებიან. ჩვენ მას დავიცავთ...
და დავმარცხდებით. იმაზე ფიქრობთ, ეგებ ჯობია, დავნებდეთო. ამას
არ ვიზამთ. კელი ამის უფლებას არ მოგვცემდა. არც ჩვენ მივცემთ სა-
კუთარ თავებს უფლებას... ღირსეულად ვიბრძოლებთ და ღირსეულად
დავიხოცებით. შემდეგ ქალაქი ნაცარტუტად იქცევა. მბრძანებელი
ათასი წლის განმავლობაში გვჩაგრავდა, მაგრამ ახლა ჩვენ, სკაას, სი-
ამაყე გაგვაჩნია. ვიბრძვით, ვეწინააღმდეგებით და ვიხოცებით.
– მაშ, ეს ყველაფერი რისთვის იყო? – თქვა ჰამმა გაღიზიანებით, –
რატომ დავამხეთ უკანასკნელი იმპერია? რატომ მოვკალით მბრძანე-
ბელი? საერთოდ, ხელი რატომ გავანძრიეთ, თუ ყველაფერი ასე უნდა
დასრულებულიყო? თუ ყველა დომინიონში ტირანი უნდა გამეფდეს,
ლუთადელი ნანგრევებად იქცეს და გუნდი დაიხოცოს?
699
– იმიტომ, – მშვიდად უპასუხა სეიზდმა, – რომ ვიღაცას ხომ უნ-
და დაეწყო. სანამ მბრძანებელი გვმართავდა, საზოგადოება ვერ ვი-
თარდებოდა. იმპერია ხელში ეჭირა, მჩაგვრელ ხელში. ათასი წლის
განმავლობაში არაფერი შეცვლილა, კეთილშობილები კი ყოველ-
თვის ცდილობდნენ, მის იდეალებს მორგებოდნენ. არ ვითარდებო-
და არქიტექტურა და მეცნიერება, იმიტომ, რომ მბრძანებელი სიახ-
ლეებსა და გამოგონებებს ავი თვალით უყურებდა. სკაა თავისუფა-
ლი ვერ იქნებოდა, რადგან ამის უფლებას არ აძლევდა. მისი მოკ-
ვლით ხალხი არ გათავისუფლებულა, მეგობრებო. ამას მხოლოდ
დრო იზამს. ალბათ, საუკუნეები იქნება საჭირო. საუკუნეების ბრძო-
ლა, ზრდა და სწავლა. სამწუხაროდ, თავდაპირველად, თუმცა გარ-
დუვალად, ყველაფერი საშინლად ძნელი იქნება. იმაზე უფრო მეტა-
დაც კი, ვიდრე მბრძანებლის დროს.
– და ჩვენც არაფრისთვის დავიხოცებით, – თქვა მოქუფრულმა
ჰამმა.
– არა, – მიუგო სეიზდმა, – არაფრისთვის არა, ლორდო ჰამონდ.
იმის საჩვენებლად დავიხოცებით, რომ არსებობს სკაა, რომელსაც
ვერ შეაშინებენ; ადამიანები უკან არ დაიხევენ. ეს უმნიშვნელოვა-
ნესი შემთხვევა გახდება. ისტორიებს, ლეგენდებს დარჩება, რო-
გორც შთამაგონებელი ამბავი. თუ სკაას ხალხი ოდესმე საკუთარ
თავზე ბატონობას მოიპოვებს, აუცილებლად დასჭირდებათ თავ-
განწირულები, რომლებიც წააგულიანებენ. ისეთი თავგანწირულე-
ბი, როგორიც თავად გადარჩენილი იყო.
ყველა უხმოდ იჯდა.
– ბრიზ, – თქვა ჰამმა, – ახლა ცოტა უფრო მეტი თავდაჯერება არ
მაწყენდა.
– რა თქმა უნდა, – უთხრა ბრიზმა და მისი წუხილი და შიში დათ-
რგუნა. ჰამის სახეს ფერი დაუბრუნდა და წელში გაიმართა. უბრა-
ლოდ, თავის დასაზღვევად, ბრიზი დანარჩენებსაც გადასწვდა.
– რამდენი ხანია, რაც იცი? – ჰკითხა დოკსონმა სეიზდს.
– არც ისე დიდი ხანია, ლორდო დოკსონ, – უპასუხა სეიზდმა.
700
– მაგრამ, ზუსტად ვერ გათვლიდი, რომ სტრაფი უკან დაიხევდა და
ჩვენს თავს კოლოსებს დაუთმობდა. მაგას მარტო კლაბსი მიხვდა.
– მხოლოდ ზოგად ხაზებს ჩავწვდი, ლორდო ბრიზ, – უთხრა სეიზ-
დმა თავისი მშვიდი ხმით, – მაინცდამაინც კოლოსებზე არც მიფიქრია.
დიდი ხანია ვიცი, რომ ეს ქალაქი დაეცემა. სიმართლე გითხრათ, ნამ-
დვილად შთამბეჭდავად მოახერხეთ მისი შენარჩუნება. რაღაც ისეთი
გააკეთეთ, რასაც საუკუნეები გაიხსენებენ.
– თუ, რა თქმა უნდა, ვინმე გადარჩა, რომ ამბავი შეინახოს, – შე-
ნიშნა კლაბსმა.
სეიზდმა თავი დაუქნია.
– სწორედ ამიტომ შეგკრიბეთ. მცირე შანსია იმისა, რომ ქალაქში
დარჩენილებიდან ბევრნი გადავრჩეთ. მცველებს ჩვენი დახმარება
დასჭირდებათ, ხოლო მათ, ვინც კოლოსებს გადაურჩება, სტრაფი სიკ-
ვდილით დასჯის. მაგრამ აუცილებელი არაა, ლუთადელის დაცემისას
ქალაქში ყველანი დავრჩეთ. ზოგიერთმა გარეთაც უნდა გააღწიოს,
რომ სამომავლო გეგმები დასახოს.
– ჩემს ხალხს არ დავტოვებ, – დაიბუხუნა კლაბსმა.
– არც მე, – თქვა ჰამმა, – ჩემი ოჯახი გუშინ მიწისქვეშ გავუშვი, – ეს
მარტივი ფრაზა იმას ნიშნავდა, რომ წასვლის საშუალება მისცა, რათა
ქალაქის იატაკქვეშეთში დამალულიყვნენ, ანდაც რომელიმე გასაძ-
რომით ესარგებლათ. ჰამს არაფერი ეცოდინებოდა და მათ ადგილსამ-
ყოფელსაც ვერ გასცემდა. ძველი ჩვევები ძნელად ქრებოდნენ.
– ეს ქალაქი თუ დაეცა, მეც აქ ვიქნები, მასთან ერთად. ამის იმედი
ექნებოდა ჩვენგან კელს. არსად მივდივარ, – თქვა დოკსონმა.
– მე წავალ, – წამოიძახა ბრიზმა და სეიზდს შეხედა, – მოხალისეო-
ბისთვის ზედმეტად ადრე ხომ არაა?
– ჰმ, სიმართლე გითხრათ, ლორდო ბრიზ... – დაიწყო სეიზდმა, –
მე არ...
ბრიზმა ხელი ასწია.
– გასაგებია, სეიზდ. ნათელია, შენი აზრით, ვინც უნდა გავიდეს აქე-
დან. ისინი შეხვედრაზე არ მოგიწვევია.
701
დოკსონი მოიღუშა.
– ვაპირებთ, ქალაქი სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცვათ და შენ
გინდა, ჩვენი ნისლქმნილი აქედან წავიდეს?
სეიზდმა თავი დაუქნია.
– ბატონებო, – დაიწყო მშვიდად, – ამ ქალაქის მცველებს მე-
თაურები სჭირდებათ. ჩვენ მათ ქალაქი გადავეცით და ამ მდგომა-
რეობაში ჩავაყენეთ. ახლა ვეღარ მივატოვებთ. მაგრამ... ამ სამყა-
როში დიადი რაღაცები ხდება. გაცილებით უფრო დიადი, ვიდრე
ჩვენ ვართ. ეჭვგარეშეა, რომ ლედი ვინი მათი ნაწილია. მე ყველა-
ფერი რომც მეჩვენებოდეს, ლედი ვინს ამ ქალაქში სიკვდილის სა-
შუალება მაინც არ უნდა მივცეთ. ხალხისთვის ყველაზე პირადი და
ძლიერი კავშირია გადარჩენილთან. მის სიმბოლოდ იქცა. ნის-
ლქმნილის უნარები ყველაზე დიდ შანსს აძლევს, რომ აქედან გაიქ-
ცეს და იმ თავდამსხმელებსაც გადაურჩეს, რომლებსაც სტრაფი აუ-
ცილებლად დაადევნებს. მომავალი ბრძოლებისთვის უზარმაზარი
ღირებულება ექნება. შეუძლია, სწრაფად და შეუმჩნევლად გადაად-
გილდეს, მარტო იბრძოლოს და მტერს უზარმაზარი ზიანი მიაყენოს
– რაც გუშინაც გამოჩნდა, – სეზდმა თავი დახარა, – ბატონებო,
დღეს აქ იმისთვის შეგკრიბეთ, რომ გადაწყვიტოთ, როგორ დავარ-
წმუნოთ ვინი ქალაქიდან გაქცევის აუცილებლობაში, მაშინ, როდე-
საც დანარჩენები საბრძოლველად დავრჩებით. არა მგონია, მარტი-
ვი ამოცანა იყოს.
– ელენდს არ დატოვებს, – თქვა ჰამმა, – მასაც მოუწევს წასვლა.
– მეც ასე მგონია, ლორდო ჰამონდ, – მიუგო სეიზდმა.
ღრმად ჩაფიქრებული კლაბსი დაძაბულობისგან ტუჩებს იჭამდა.
– იმ ბიჭს ადვილად ვერ დავაჯერებთ, რომ გაქცევაა საჭირო. ჯე-
რაც კი ბრძოლის მოგების იმედი აქვს.
– ეგ მართლაც შეიძლება მოხდეს, – თქვა სეიზდმა, – ბატონებო,
ჩემი განზრახვა ის კი არაა, თქვენ ყოველგვარი იმედი გადაგიწუ-
როთ, მაგრამ, შავბნელი გარემოებების გათვალისწინებით, წარმა-
ტების შანსი...
702
– ვიცით, სეიზდ, – შეაწყვეტინა ბრიზმა, – გვესმის.
– გუნდის სხვა წევრებიც უნდა წავიდნენ, – თქვა ჰამმა და იატაკს
დახედა, – მეტი, ვიდრე ორნი.
– მათთან ერთად ტინდუილს გავგზავნი, – თქვა სეიზდმა, – ჩემია-
ნებს უმნიშვნელოვანეს აღმოჩენებს წაუღებს. ასევე, ლორდი ლესტი-
ბორნის გაგზავნასაც ვგეგმავ. ბრძოლაში დიდად არ გამოგვადგება,
მაგრამ მისი ჯაშუშური უნარები ლედი ვინსა და ლორდ ელენდს სკაას
ხალხის ასაჯანყებლად დაეხმარება. თუმცა მხოლოდ ეს ოთხნი არ გა-
დარჩებიან. სკაას უმეტესობა უსაფრთხოდაა. ჯასტეს ლეკალი როგორ-
ღაც მართავს კოლოსებს. მაგრამ მართვა რომც ვერ მოახერხოს,
სტრაფ ვენტური ქალაქელთა გადასარჩენად დროულად გამოჩნდება.
– თუ, რა თქმა უნდა, სტრაფი იმას აპირებს, რასაც კლაბსი ვა-
რაუდობს, – თქვა ჰამმა, – შეიძლება, მართლა უკან იხევდეს, დანაკარ-
გებს ამცირებდეს და ლუთადელს თავს ანებებდეს.
– ნებისმიერ შემთხვევაში, – ალაპარაკდა კლაბსი, – გარეთ ბევრი
ვერ გააღწევს. არც სტრაფი და არც ჯასტესი ქალაქიდან დიდი ჯგუფების
გასვლას არ დაუშვებენ. ახლა ქუჩებში არეულობა და შიში უფრო აწ-
ყობთ, ვიდრე ხალხის გაფანტვა. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რამდე-
ნიმე ცხენოსანის გაყვანა გავრისკოთ, განსაკუთრებით, თუ ერთ-ერთი
ცხენოსანი ვინი იქნება. დანარჩენებმა კოლოსებთან უნდა გამოსცა-
დონ საკუთარი ბედი.
ბრიზს გულ-მუცელი აემღვრა. კლაბსი ისე პირდაპირ ლაპარაკობ-
და... ისე ხისტად. მაგრამ ეს ხომ კლაბსი იყო. სინამდვილეში, პესიმის-
ტიც კი არ ეთქმოდა. უბრალოდ, ისეთი ფრაზების თქმა უყვარდა, რომ-
ლის გაცნობიერებასაც, მისი აზრით, სხვები თავს არიდებდნენ.
"ზოგიერთი სკაა გადარჩება და სტრაფ ვენტურის მონად იქცევა", –
გაიფიქრა ბრიზმა, – "მაგრამ ისინი, ვინც შეებრძოლებიან, და ისინი,
ვინც ქალაქს მეთაურობდნენ, განწირულები არიან; მეც მათ შორის
ვიქნები. ამჯერად მართლაც აღარ ჩანს გამოსავალი".
– აბა? – იკითხა სეიზდმა და ხელები გაშალა, – შევთანხმდით, რომ
ოთხეული უნდა წავიდეს?
703
ჯგუფის წევრებმა თავი დაუქნიეს.
– მაშ, მსჯელობა განვაგრძოთ და მათ გასაგზავნად გეგმა მოვიფიქ-
როთ, – დაასკვნა სეიზდმა.
– შეგვიძლია, ელენდს ვაფიქრებინოთ, რომ საფრთხე არც ისე
დიდია, – შესთავაზა დოკსონმა, – თუ დაიჯერებს, რომ ქალაქი ხან-
გრძლივი ალყისთვის მზადაა, შეიძლება, ვინთან ერთად რაიმე მი-
სიაზე წასვლა მოიწადინოს. როცა მიხვდებიან, აქ რა მოხდა, უკვე
გვიანი იქნება.
– მშვენიერი აზრია, ლორდო დოკსონ, – თქვა სეიზდმა, – ვგო-
ნებ, ეს ყველაფერი ვინისა და აღზევების წყაროს შემთხვევაში კარ-
გად იმუშავებს.
მსჯელობა გაჩაღდა. ბრიზი კმაყოფილი მიეყრდნო საზურგეს და
ჩაფიქრდა: "ვინი, ელენდი და სპუკი გადარჩებიან. სეიზდი უნდა და-
ვარწმუნო, რომ ალრიანს მათთან ერთად წასვლის უფლება მის-
ცეს". მერე ოთახში მიმოიხედა, სხვების ჯდომის მანერას დააკვირ-
და და აღმოაჩინა, რომ დაძაბულობა გამქრალიყო. დოკსონი და ჰა-
მი მშვიდად საუბრობდნენ, კლაბსსაც კი კმაყოფილი გამომეტყვე-
ლება გადაჰფენოდა სახეზე, საუბარს უსმენდა და უხმოდ აქნევდა
თავს. კატასტროფა კვლავ ახლოვდებოდა, მაგრამ იმან, რომ გუნ-
დის ახალგაზრდა წევრები – ისინი, ვინც გამოუცდელობის გამო ჯე-
რაც იმედით იყვნენ აღვსილნი – მაინც გადარჩებოდნენ, ყველაფ-
რის გათავისება უფრო გაამარტივა.
ვინი უსიტყვოდ იდგა ნისლში და კრედიკ შაუს ბნელ სახურავებს,
სვეტებსა და კოშკებს აჰყურებდა. თავში ორგვარი ხმაური ისმოდა
– ერთი ნისლის სულისა, მეორე კი უფრო დიდი, ძლიერი ხმა...
რომელიც სულ უფრო და უფრო მომთხოვნი ხდებოდა.
ვინმა სიარული განაგრძო, ბაგუნს ყურადღებას არ აქცევდა...
ათასწვერა მთა, ოდესღაც მბრძანებლის სახლი... უკვე ერთი წელი
იქნებოდა, რაც მიტოვებული იდგა, მაგრამ ერთი უსახლკაროც კი
არ გაჰკარებია. ძალიან ავბედითი იყო. ძალიან საშინელი. და ყვე-
ლას მას აგონებდა.
704
მბრძანებელი მონსტრი იყო. ვინს ახსოვდა ღამე, ერთი წლის წინან-
დელი ღამე, როდესაც სასახლეში მის მოსაკლავად მივიდა. იმ საქმის
დასასრულებლად, რომლისთვისაც, თავადაც რომ არ იცოდა, ისე მო-
ამზადა კელსიერმა. სწორედ ამ ეზოში გაიარა და კართან დაყენებულ
მცველებს გასცდა.
მცველებს სიცოცხლე შეუნარჩუნა. კელსიერი, უბრალოდ, ბრძო-
ლით გაიკვალავდა გზას. მაგრამ ვინმა დაარწმუნა, წასულიყვნენ და
აჯანყებულებს შეერთებოდნენ. ამან მისივე სიცოცხლე გადაარჩინა,
როდესაც ერთ-ერთმა მცველმა, გორადელმა, ვინის დასახსნელად
ელენდი მოიყვანა.
გარკვეულწილად, უკანასკნელი იმპერია იმიტომ დაიქცა, რომ
კელსიერივით არ მოიქცა.
და მაინც, ნუთუ შეიძლებოდა, თავისი გადაწყვეტილებები ასეთი
დამთხვევების გამო მიეღო? წარსულს რომ იხსენებდა, ზედმეტად
იდეალურ ალეგორიად ეჩვენებოდა... ისეთ ზღაპრად, ბავშვებს რომ
უამბობენ ჭკუის სასწავლებლად.
ვინისთვის ბავშვობაში ზღაპრები არავის მოუყოლია. და მაინც გა-
დარჩა, როდესაც სხვები დაიხოცნენ. თითოეული ისეთი გაკვეთილის
მსგავსად, როგორიც გორადელის ამბავი იყო, არსებობდა უამრავი
სხვაგვარი შემთხვევა ტრაგიკული დასასრულით.
გარდა ამისა, იყო კელსიერი, რომელიც საბოლოოდ მართალი აღ-
მოჩნდა. მისი გაკვეთილები ზღაპრებისგან დიდად განსხვავდებოდა.
მათი განადგურებისას, ვინც წინ გადაუდგებოდა, კელსიერი თავზე ხე-
ლაღებული, შეუბრალებელი ხდებოდა და აღტაცება იპყრობდა. დიდი
სიკეთე უფრო აინტერესებდა და თავისი მზერა უკანასკნელი იმპერიის
დაცემასა და, შედეგად, ელენდის სამეფოს მსგავსი ქვეყნების აღზევე-
ბაზე ჰქონდა მიპყრობილი.
გამოუვიდა კიდეც. ვინს რატომღა არ შეეძლო, მასავით ეხოცა ხალ-
ხი და ეფიქრა, რომ მხოლოდ მოვალეობას ასრულებდა? რომ ამის გა-
მო სინდისს არ უნდა შეეწუხებინა? რისკის ზღვარზე ცხოვრება, მუდმი-

705
ვად რომ გრძნობდა კელსიერისგან, ყოველთვის აშინებდა. მაგრამ
განა სწორედ ასე არ მიაღწია მიზანს გადარჩენილმა?
გვირაბებივით დერეფნებში მიიკვლევდა გზას, შიშველი ფეხები და
ნისლსაფრის ლენტები მტვერში კვალს ტოვებდა. ნისლი, როგორც ყო-
ველთვის, უკან მიჰყვებოდა. შენობებში არ შედიოდა... ან თუ შედიოდა,
დიდი ხნით არასდროს რჩებოდა. ზურგს უკან ნისლის სულის ყოფ-
ნას გრძნობდა.
გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ეს არ მოსწონდა, მაგრამ უკვე
მისჩვეოდა იმის კეთებას, რაც არ მოსწონდა. ცხოვრება იყო ასეთი.
არც მბრძანებელთან უნდოდა ბრძოლა, მაგრამ მოუწია.
ცოტა ხანში ნისლქმნილისთვისაც კი ზედმეტად ჩამობნელდა და
ლამპრის ანთება დასჭირდა. ამ დროს იატაკზე მეორე კვალიც შე-
ნიშნა და გაუკვირდა. როგორც ჩანდა, მის გარდა ვიღაც სხვაც დაძ-
რწოდა დერეფნებში. თუმცა, ვინც უნდა ყოფილიყო, ვინი ჯერაც არ
გადაჰყროდა.
რამდენიმე წამში დარბაზში შევიდა. თავადაც არ იცოდა, კრედიკ
შაუში რამ მოიყვანა, მით უმეტეს, მის შუაგულში დამალულ ოთახში.
მაგრამ ეჩვენებოდა, რომ ბოლო დროს მბრძანებელთან სიახლო-
ვეს გრძნობდა. ფეხებმა აქ მოიყვანეს, ოთახში, სადაც ის ერთადერ-
თი ღმერთი მოკლა, რომელსაც იცნობდა.
დამალულ ოთახში მბრძანებელი დიდ დროს ატარებდა. რო-
გორც ჩანს, ეს ადგილი ისე ჰქონდა მოწყობილი, რომ მისთვის სამ-
შობლო გაეხსენებინა. თავს ზემოთ გუმბათივით ჭერი გადაჭიმული-
ყო, კედლები ვერცხლისფერი ფრესკებით დაემშვენებინათ, იატაკი
– ლითონისფერი მოზაიკით. ამ მორთულობისთვის ყურადღება არ
მიუქცევია, ოთახის ცენტრისკენ წავიდა – მცირე ქვის ნაგებობის-
კენ, რომელიც უზარმაზარ დარბაზში იყო ჩადგმული. კელსიერი და
მისი ცოლი წლების წინ სწორედ აქ შეიპყრეს – მაშინ, როდესაც
კელსიერმა პირველად სცადა მბრძანებლის გაქურდვა. მეირი მა-
ღაროებში მოკლეს. კელსიერი გადარჩა.

706
სწორედ აქ, ამ ოთახში შეხვდა ვინი პირველად მსჯავრმდებელს; და
კინაღამ მოკვდა. აქვე დაბრუნდა რამდენიმე თვის შემდეგ მბრძანებ-
ლის მოსაკლავად. მაშინაც დამარცხდა.
პატარა, შენობის-შიდა-შენობაში შეაბიჯა. მხოლოდ ერთი ოთა-
ხი იყო. იატაკი ელენდის რაზმს აეგლიჯა ატიუმის ძებნაში. კედლების-
თვის ხელი არ ეხლოთ; ისევე გამოიყურებოდა, როგორც მბრძანებლის
დროს. ლამპარი ასწია და იქაურობა მოათვალიერა.
ხალიჩები. ბეწვეული. ხის პატარა სალამური. მისი ხალხის, ტერისე-
ლი ხალხის საკუთრება, ათასი წლის წინანდელი ნივთები. რატომ ააგო
თავისი ახალი ქალაქი, ლუთადელი სწორედ აქ, სამხრეთში, თუკი მისი
სამშობლო და თავად აღზევების წყარო ჩრდილოეთში იყო? ვინს ეს არ
ესმოდა.
ეგებ გადაწყვეტილებამ განაპირობა. რაშეკი – მბრძანებელი – იძ-
ლებული გახდა, რაღაც გადაეწყვიტა... შეეძლო, ცხოვრება ძველებუ-
რად განეგრძო, სოფლელად. ალბათ, თავისიანებთან ერთად ბედნიე-
რად ცხოვრობდა. მაგრამ გადაწყვიტა, რაღაც უფრო მეტი გამხდარი-
ყო. ამისათვის შემზარავი მხეცობა ჩაიდინა, და მაინც, განა შეეძლო,
გადაწყვეტილებაში ეჭვი შეეტანა? იმად იქცა, რაც, ეგონა, რომ უნდა
ყოფილიყო.
თავად ვინის გადაწყვეტილება გაცილებით უფრო ამქვეყნიური ჩან-
და, მაგრამ იცოდა, რომ სხვა ვარიანტს – აღზევების წყაროსთან ან ლუ-
თადელის დაცვასთან დაკავშირებულს – ვერც კი განიხილავდა იქამ-
დე, სანამ ზუსტად არ მიხვდებოდა, რა სურდა და ვინ იყო. და მაინც, იმ
ოთახში იდგა, რომელშიც რაშეკმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატა-
რა, წყაროზე ფიქრობდა და მის თავშიც ხმა გაცილებით უფრო ხმამაღ-
ლა ისმოდა, ვიდრე ოდესმე.
გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ელენდთან ყოფნა სურდა. ელენდი
სიმშვიდის განსხეულება იყო. ბედნიერებისა. მაგრამ ზეინი ყოველივე
იმას წარმოადგენდა, რადაც ქცევა ვინს, თავისივე აზრით, აუცილებ-
ლად მოუწევდა. ყველას სასიკეთოდ.

707
მბრძანებლის სასახლეში მისთვის არც პასუხები იყო და არც მი-
ნიშნებები. რამდენიმე წამში კრედიკ შაუ უკან მოიტოვა და ნისლებ-
ში დაბრუნდა, გაცილებით უფრო იმედგაცრუებული და შეცბუნებუ-
ლი, ვიდრე უწინ.
კარვის ერთ-ერთი საყრდენი რიტმულად აცახცახდა და ზეინსაც
გამოეღვიძა. მყისიერი რეაქცია ჰქონდა.
მაშინვე ფოლადი და კალტყვია ააალა. ძილის წინ ორივეს ყლა-
პავდა. იცოდა, ეს უხიაგი ჩვევა ოდესმე ბოლოს მოუღებდა, ლითონი
საწამლავად იქცეოდა, თუკი სხეულში დიდხანს გააჩერებდა.
ზეინის აზრით, დღეს სიკვდილს ოდესმე სიკვდილი სჯობდა.
გასაშლელი საწოლიდან წამოფრინდა და ზეწარი კარვის სანა-
ხევროდ გახსნილი ნაწილისკენ მოისროლა. სიბნელეში ძლივს ხე-
დავდა. სანამ ფეხზე დგებოდა, ფხრეწის ხმა ჩაესმა – კარვის კედ-
ლებს ჭრიდნენ.
– დახოცე! – იჭექა ღმერთმა.
ზეინი მიწაზე დახტა და საწოლის გვერდით, თასში ჩაყრილი მო-
ნეტები ჩაბღუჯა. შემდეგ დაბზრიალდა, მონეტები მოტრიალე შხე-
ფებად მიმოაფრქვია გარშემო. გარედან გაკვირვებული ყვირილი
მოისმა.
ზეინმა უბიძგა. კარვის ტილოზე დარტყმის მოკლე ხმები აწკა-
პუნდა, შემდეგ მონეტებმა ნაჭერში გააღწიეს და გზა განაგრძეს.
გარედან კივილი გაისმა.
ზეინი მოიხარა და უხმოდ იცდიდა, სანამ კარავი მის გარშემო არ
ჩამოიქცა. მარჯვნივ ვიღაცა ტილოს ჩხრეკდა. რამდენიმე მონეტაც
გაისროლა და ტკივილის დამაკმაყოფილებელი ღმუილიც შემოეს-
მა. უძრავად იწვა, ტილო ზეწარივით ჰქონდა გადაფარებული და
გაქცეული ადამიანების ფეხის ხმას უსმენდა.
ამოიოხრა, მოდუნდა და კარვის ზედა ნაწილი დანით გაჭრა. ნის-
ლიან ღამეში ამოძვრა. საღამოს უფრო გვიან დაიძინა, ვიდრე ჩვე-
ულებრივ. უკვე შუაღამე ხდებოდა. უკვე ისედაც გაღვიძების დრო
იყო.
708
ჩამოქცეულ კარავზე გადაიარა და ტილოთი დაფარულ საწოლს
მიუახლოვდა. კარავში ხვრელი გაჭრა და ლითონის ფლაკონი გა-
მოაძვრინა, რომელსაც საწოლის საცავში ინახავდა. შუშა გამოცა-
ლა და კალის დახმარებით, არემარე ლამის დღესავით განათდა.
კარვის გარშემო ოთხი გვამი ან მომაკვდავი ადამიანი იწვა. რა თქმა
უნდა, ჯარისკაცები იყვნენ, სტრაფის ჯარისკაცები. ზეინი ამ თავდას-
ხმას ელოდა... ელოდა გაცილებით ადრეც.
"სტრაფი უფრო მეტად მენდობა, ვიდრე მეგონა", – ზეინმა მკვლე-
ლის გვამს გადააბიჯა და საწყობი სკივრისკენ გაჭრა გზა, შემდეგ ტან-
საცმელი ამოაძვრინა. უხმოდ გამოიცვალა, სკივრიდან პატარა ქისაც
ამოიღო, – "ალბათ, სეტის ციხე-კოშკზე თავდასხმა ბოლო წვეთი იყო.
სტრაფი, როგორც იქნა, დარწმუნდა, რომ ზედმეტად სახიფათო ვარ
ცოცხლებს შორის დასატოვებლად".
მისი გუშაგი კარავთან ახლოს, უხმოდ მუშაობდა და გამალებით
ამოწმებდა კარვის თასმის სიმტკიცეს. იგი ყოველ ღამე დარაჯობდა და
ფულს იმაში იღებდა, რომ თუკი კარავთან ვინმე მივიდოდა, კარვის
საყრდენი აემოძრავებინა. ზეინმა კაცს ქისა გადაუგდო, შემდეგ სიბნე-
ლეში შებრუნდა, არხსა და მასში გაჩერებულ, მარაგით დატვირთულ
ბარჟებს ჩაუარა და სტრაფის კარვისკენ წავიდა.
მამამისს არაერთი ნაკლი ჰქონდა. სტრაფი მშვენიერი იყო დიადი
საქმეების დაგეგმვაში, მაგრამ წვრილმანები – ყველაზე ფაქიზი
წვრილმანები – ხშირად უსხლტებოდა ხელიდან. შეეძლო ძლევამოსი-
ლი არმია შეეკრიბა და მტრები შეემუსრა, მაგრამ სახიფათო სათამა-
შოები მოსწონდა. როგორც, მაგალითად, ჰათსინის მაღაროს ატიუმის
საბადოები... ან როგორც ზეინი.
ხშირად ეს სათამაშოები მასვე ვნებდნენ.
ზეინი სტრაფის კარვის კიდესთან მივიდა, ტილოში შესაძრომი გა-
ხია და შევიდა. სტრაფი ელოდა. ზეინი ამას აფასებდა – მამამისი სიკ-
ვდილს უტიფრად შესცქეროდა თვალებში. ზეინი ოთახის ცენტრში, ხის
სკამზე მჯდომი სტრაფის წინ გაჩერდა.
– მოკალი, – ბრძანა ღმერთმა.
709
კარავში ლამპრები პარპალებდა და ტილოს ნათელს ჰფენდა.
კუთხეში ბალიშები და ზეწრები ეყარა. როგორც ჩანს, მკვლელების
გაგზავნამდე, სტრაფი რომელიღაც საყვარელთან ბოლოჯერ გაერ-
თო. მეფე ძლიერად ასხივებდა ჩვეულ უტიფრობას, მაგრამ ზეინი
მეტს ამჩნევდა. ამჩნევდა ოფლით დაცვარულ სახეს და ხედავდა,
რომ ხელები ისე უკანკალებდა, როგორც ციებიანს.
– შენთვის ატიუმი მაქვს, – თქვა სტრაფმა, – ისეთ ადგილასაა
დაფლული, მარტო მე ვიცი.
ზეინი უხმოდ იდგა და მამამისს შეჰყურებდა.
– ღიად გამოვაცხადებ შენს ვინაობას, – თქვა სტრაფმა, – და
ჩემს მემკვიდრედ დაგასახელებ. ხვალვე, თუ გინდა.
ზეინს ხმა არ მოუღია. სტრაფს კიდევ დაასხა ოფლმა.
– ქალაქი შენია, – უთხრა ბოლოს ზეინმა და შებრუნდა.
უკნიდან ჯილდოდ მოესმა შემკრთალი ამოსუნთქვა.
ზეინმა უკან მიიხედა. მამამისის სახეზე ასეთი ზაფრა არასდროს
ენახა. თუნდაც ეს ერთი მზერა ყველაფრად ღირდა.
– უკან დაიხიე, როგორც გეგმავდი, – უთხრა ზეინმა, – მაგრამ
ჩრდილოეთ დომინიონში არ დაბრუნდე. კოლოსებს ქალაქებზე შე-
ტევა დააცადე, რომ კედლები დაანგრიონ და მცველები დახოცონ.
შემდეგ შეგიძლია შეხვიდე და ლუთადელი იხსნა.
– მაგრამ, ელენდის ნისლქმნილი...
– იქ აღარ იქნება, – მიუგო ზეინმა, – დღეს ღამით მიემგზავრება,
ჩემთან ერთად. ნახვამდის, მამა.
მიბრუნდა და იმ თავისი გაჭრილი კარვის კალთიდან გავიდა.
– ზეინ? – დაუძახა სტრაფმა შიგნიდან.
ნისლქმნილი ისევ შედგა.
– რატომ? – ჰკითხა სტრაფმა და ჭრილიდან გამოხედა, – ასასი-
ნები მოგიგზავნე მოსაკლავად; და რატომღა მტოვებ ცოცხალს?
– იმიტომ, რომ მამაჩემი ხარ, – უპასუხა ზეინმა, მიბრუნდა და
ნისლს გახედა, – კაცმა საკუთარი მამა არ უნდა მოკლას.

710
ამ სიტყვებით უკანასკნელად გამოეთხოვა თავის შემქმნელს, კაცს,
რომელიც ზეინს, თავისი შეშლილობისა და წლების განმავლობაში
დამცირების მიუხედავად, მაინც უყვარდა.
ბნელ ნისლში მიწაზე მონეტა დააგდო და ბანაკიდან ჰაერში აიჭ-
რა. საზღვრებს რომ გასცდა, მიწაზე დაეშვა და ადვილად მიაგნო იმ
დაკლაკნილ არხს, რომლითაც ადგილს ინიშნავდა. მერე პატარა ხის
ფუღუროდან დაკეცილი ტანსაცმელი გამოათრია. ნისლსაფარი, პირ-
ველი საჩუქარი, რომელიც სტრაფმა აჩუქა ჯერ კიდევ მანამდე, წლებით
ადრე, სანამ ზეინი გატყდებოდა. ზეინისთვის ეს საჩუქარი მეტისმეტად
ძვირფასი იყო, ამიტომ არასდროს იცვამდა.
იცოდა, რომ სულელურად იქცეოდა, მაგრამ თავს ვერაფერს უხერ-
ხებდა. ნისლქმნილებს საკუთარ თავზე ემოციური ალომანტიის გამო-
ყენება არ შეეძლოთ.
ნისლსაფარი გაშალა და მასში გახვეული ნივთები ამოალაგა – ლი-
თონის რამდენიმე ფლაკონი და ბურთულებით სავსე ქისა. ატიუმი.
დიდხანს იყო მუხლმოყრილი. შემდეგ მკერდთან ხელი მიიტანა და
ნეკნებს ზემოთ მოისვა, იქ, სადაც გული უძგერდა.
იქ მოზრდილი კოპი ჰქონდა. ყოველთვის იქ იყო. მასზე ხშირად არ
ფიქრობდა, როდესაც ფიქრს ცდილობდა, გონება ეფანტებოდა ხოლმე.
მაგრამ სწორედ ეს კოპი იყო ნამდვილი მიზეზი იმისა, რომ ნისლსა-
ფარს ვერ იცვამდა.
არ მოსწონდა, როგორ ეხახუნებოდა შუბის იმ პატარა ნაწილს, ზურ-
გზე, ზუსტად მხრებს შორიდან რომ გამოსჩროდა. შუბის წვეტი კი მკერ-
დის ძვლიდან იყო ამოშვერილი და ტანსაცმლის ქვეშ არ ჩანდა.
– წასვლის დროა, – უთხრა ღმერთმა.
ზეინი წამოდგა, ნისლსაფარი ადგილზე დატოვა. მამის ბანაკს ზურ-
გი აქცია, უკან მოიტოვა ყველაფერი, რაც იცოდა; და იმ ქალის საძებ-
რად გაემართა, რომელიც გადაარჩენდა.
ალენდისაც იმავესი სწამს, რისიც დანარჩენებს.

47
711
ვინს ნაწილობრივ არც კი ადარდებდა, რამდენი ადამიანი ჰყავ-
და მოკლული. თუმცა სწორედ ეს გულგრილობა სცემდა თავზარს.
სასახლეში სტუმრობიდან ცოტა ხნის შემდეგ საკუთარ აივანზე იჯ-
და, მის წინაშე გადაშლილი ლუთადელი წყვდიადში ჩაკარგულიყო.
ნისლი გარს ეხვეოდა, მაგრამ მის ხვეულებში შვებას ვეღარ ჰპოვებ-
და. ძველებური სიმარტივე ყველაფერმა დაკარგა.
ნისლის სული უმზერდა, ისევე, როგორც ყოველთვის. ძალიან
შორს იყო, მაგრამ ვინი გრძნობდა მის მზერას. და სხვა რამესაც
გრძნობდა, უფრო ძლიერს, ვიდრე უბრალო მზერას – ძლიერ ბა-
გუნს, უფრო და უფრო ხმამაღლა რომ სცემდა. ოდესღაც ძალიან
შორეული ჩანდა. ახლა უკვე აღარ.
აღზევების წყარო.
სწორედ ის უნდა ყოფილიყო. ვინი გრძნობდა, როგორ ბრუნდე-
ბოდა ძალა, ისევ ამ სამყაროში მოედინებოდა და მოითხოვდა, რომ
გამოეყენებინათ. საკუთარ თავს ამჩნევდა, როგორ გაჰყურებდა
ჩრდილოეთს, ტერისს, და ელოდა, რომ ჰორიზონტზე რამეს შენიშ-
ნავდა – სინათლის კორიანტელს, აბრიალებულ ცეცხლს, ქართა
მძვინვარებას... რამეს მაინც. მაგრამ წინ მხოლოდ ნისლი ჩანდა.
ბოლო დროს ეჩვენებოდა, რომ ვეღარაფერს ახერხებდა – სიყ-
ვარულს, დაცვას, მოვალეობების შესრულებას.
"ზედმეტად ბევრ საქმეს შევეჭიდე", – გაიფიქრა გოგომ.
ბევრი საქმისთვის უნდა მიექცია ყურადღება და ცდილობდა,
ყველაფრისთვის დაეთმო დრო. ამიტომაც ვერაფერს აღწევდა. უკვე
დღეები იყო გასული, რაც ეპოქათა გმირისა და სიღრმის შესახებ
კვლევას აღარ დაბრუნებია და დაზვინული ფურცლები ოთახის ია-
ტაკზე ეყარა. ნისლის სულზე მხოლოდ ის იცოდა, რომ იგი თვალს
არ აშორებდა; ჩანაწერების ავტორს კი სახიფათოდ მიაჩნდა. გუნ-
დში ჯაშუში ჯერაც ვერ მოძებნა და ისიც კი არ იცოდა, ზეინი დემოქ-
სზე რასაც უმტკიცებდა, სიმართლე იყო თუ არა.
სეტიც გადაურჩა. ხოცვა-ჟლეტაც კი ვერ მიიყვანა ბოლომდე,
შუა გზაზე გაჩერდა. ყველაფერს კელსიერს აბრალებდა. ვინს იმის-
712
თვის წვრთნიდა, რომ მისი ადგილი დაეკავებინა, მაგრამ განა ვინმეს
მართლა შეეძლო კელსიერის ჩანაცვლება?
"რატომ ვართ სხვების დანები? "– ჩასჩურჩულა ზეინის ხმამ.
ხანდახან მისი სიტყვები უფრო ჭკვიანურად ჟღერდა, მაგრამ ნაკლი
მაინც ჰქონდა. ელენდი. ვინი მისი დანა არ იყო, სულაც არა. ელენდს
არ უნდოდა, რომ გოგოს ვინმე მოეკლა, მაგრამ კაცს თავისმა შეხედუ-
ლებამ ლუთადელიც ალყამდე მიაყვანინა და ტახტიც დააკარგვინა.
ელენდი მართლა თუ უყვარდა, ან ლუთადელელები თუ უყვარდა, რა-
ტომ უფრო მეტად არ გაისარჯა მათ დასახმარებლად?
ბაგუნი მის გარშემო ისე ისმოდა, თითქოს მზის ზომის დოლს სცემ-
და ვიღაც.
ბოლო დროს ბრინჯაოს ლამის მუდმივად წვავდა, რიტმს უსმენდა
და საშუალებას აძლევდა, სადღაც შორს წარეტაცა...
– ქალბატონო? – უკნიდან დაუძახა ორსეურმა, – რაზე ფიქრობთ?
– დასასრულზე, – ხმადაბლა უთხრა ვინმა, კვლავ გარეთ იყურებო-
და.
მდუმარება.
– რის დასასრულზე, ქალბატონო?
– არ ვიცი.
ორსეურმა ზანტად გააბიჯა აივანზე, ნისლში შევიდა და გოგოს
გვერდით მიუჯდა. ვინმა უკვე მოასწრო მისი გაცნობა და შეეძლო, ძაღ-
ლურ თვალებში წუხილი ამოეკითხა.
ვინმა ამოიოხრა და თავი გააქნია.
– უბრალოდ, გადაწყვეტილება უნდა მივიღო. და მნიშვნელობა არა
აქვს, რას გადავწყვეტ, მაინც რაღაცის დასასრული იქნება.
თავაწეული ორსეური წამით უხმოდ იჯდა.
– ქალბატონო, – თქვა ბოლოს, – ეგ ზედმეტად დრამატულად
ჟღერს.
ვინმა მხრები აიჩეჩა.
– მაშ, არაფერს მირჩევ?
– უბრალოდ, რამე გადაწყვიტეთ, – უთხრა ორსეურმა.
713
ვინი წამით უსიტყვოდ იჯდა, შემდეგ გაიღიმა.
– სეიზდი რამე ბრძნულსა და დამამშვიდებელს მეტყოდა.
– ვერ ვხვდები, – მოიღუშა ორსეური, – ამ საუბარში რა ესაქმება,
ქალბატონო.
– ჩემი მხლებელი იყო, – აუხსნა ვინმა, – სანამ ქალაქიდან წა-
ვიდოდა. და სანამ კელსიერი შენს კონტრაქტს მე გადმომცემდა.
– აჰ, – უპასუხა ორსეურმა, – არ ვიცი, ტერისელები დიდად
არასდროს მომწონდა, ქალბატონო. მხლებელთათვის დამახასია-
თებელი უცნაური, თავდაჯერებული მანერა აქვთ, რომლის მიბაძ-
ვაც ძალიან რთულია. თანაც ტყავივით მტკიცე და უგემური სხეულე-
ბი აქვთ.
– ტერისელადაც მოგიჩვენებია თავი? – ვინმა წარბი აზიდა, – არ
მეგონა, საამისო მიზეზიც თუ არსებობდა. მბრძანებლის მმართვე-
ლობისას გავლენა არასდროს ჰქონიათ.
– აჰ, მაგრამ ყოველთვის გავლენიანი ხალხის გარშემო ტრი-
ალებდნენ, ქალბატონო.
ვინმა თავი დაუქნია და წამოდგა. ცარიელ ოთახში შებრუნდა,
კალის წვა შეწყვიტა და ლამპარი აანთო. ნისლი ხალიჩად ეგებოდა
იატაკს, ქაღალდის გროვებზე მიედინებოდა და ვინის ფერხთით
ბოლქვებად იფანტებოდა.
გოგო შეფიქრიანდა. ცოტა უცნაური იყო... ნისლი ამდენი ხანი
შენობებში არასდროს რჩებოდა. ელენდი ამბობდა, რომ ასე დახუ-
რული სივრცისა და სიმხურვალის გამო ხდებოდა. ვინი კი ყოველ-
თვის უფრო მისტიკურ ახსნებს ეძებდა. იდგა და მოღუშული უყურებ-
და ნისლის მოძრაობას.
კალის გარეშეც კი გაიგონა ჭრიალი.
შემობრუნდა. აივანზე ზეინი იდგა, შავ სილუეტად მოჩანდა ნის-
ლის ფონზე. ნაბიჯი წინ გადმოდგა და ნისლიც თან მოჰყვა – ნისლი
ყოველთვის მისდევდა იმას, ვინც ლითონს წვავდა. და მაინც... ისიც
ეჩვენებოდა, თითქოს ნისლი ზეინისგან დაცილებასაც ცდილობდა.
ორსეურმა ხმადაბლა დაიღრინა.
714
– დროა, – უთხრა ზეინმა.
– რისი დრო?
– წასვლის დროა... დროა, ეს ხალხი და მათი არმიები დავტო-
ვოთ. ეს კინკლაობა დავტოვოთ. და თავისუფლები ვიყოთ.
თავისუფლები.
– მე... დარწმუნებული არ ვარ, – უთხრა გოგომ და მზერა აარიდა.
მერე გაიგონა, როგორ გადმოდგა ზეინმა კიდევ ერთი ნაბიჯი.
– ასეთი რა გმართებს მისი, ვინ? არ გიცნობს. შენი ეშინია. და სი-
მართლე ისაა, რომ შენი ღირსი არასდროს ყოფილა.
– არა, – ვინმა თავი გააქნია, – საქმე ამაში არაა, ზეინ. არ გესმის.
ეს მე არ ვყოფილვარ არასდროს მისი ღირსი. ელენდი ვინმე უკეთესს
იმსახურებს. ვიღაც ისეთს, მის შეხედულებებს რომ გაიზიარებს. ვიღაც
ისეთს, ვინც იფიქრებს, რომ გვირგვინის დათმობა სწორი საქციელი
იყო. და ვინმე ისეთს, ვინც ელენდის ასეთ საქციელს ღირსეულად უფ-
რო აღიქვამს, ვიდრე სულელურად.
– როგორც უნდა იყოს, – ზეინი მასთან ახლოს გაჩერდა, – მას შენი
არ ესმის. ჩვენი არ ესმის.
ვინს არ უპასუხებია.
– სად წახვიდოდი, ვინ? – ჰკითხა ზეინმა, – აქაურობას რომ არ იყო
მიჯაჭვული? მასზე რომ არ იყო მიჯაჭვული? თავისუფალი რომ იყო და
შეგეძლოს, იქ წახვიდე, სადაც გსურს, სად წახვიდოდი?
ვინის თავში ხმა გაძლიერდა. ორსეურს გადახედა, რომელიც სიბ-
ნელეში, კედელთან ჩუმად მიმჯდარიყო. რატომ გრძნობდა თავს დამ-
ნაშავედ? რა ჰქონდა მისთვის დასამტკიცებელი?
– ჩრდილოეთში, – მიუბრუნდა ზეინს, – ტერისში.
– შეგვიძლია, წავიდეთ. სადაც გინდა. ჩემთვის სულ ერთია, მთავა-
რია, აქ არ ვიყოთ.
– მათ ვერ დავტოვებ, – უთხრა ვინმა.
– მაშინაც კი, თუ ამით სტრაფს ერთადერთ ნისლქმნილს წაართმევ?
– ჰკითხა ზეინმა, – მშვენიერი გაცვლაა. მამაჩემს ის ეცოდინება, რომ
მე გავუჩინარდი, მაგრამ ეგონება, რომ შენ ჯერაც ლუთადელში ხარ და
715
ქალაქზე შეტევის კიდევ უფრო შეეშინდება. საკუთარი თავის გათა-
ვისუფლებით, მოკავშირეებსაც შესანიშნავად დაასაჩუქრებ.
ზეინმა ხელზე ხელი წაავლო და მისკენ მიხედვა აიძულა. ელენდს
ჰგავდა, ოღონდ უფრო გამობრძმედილს. ზეინი ცხოვრებამ გატეხა,
ისევე, როგორც თავად ვინი, მაგრამ ორივემ მოახერხა, თავი ხელ-
ში აეყვანა. ნუთუ ამ გარდაქმნამ უფრო გააძლიერა? თუ უფრო მყი-
ფედ აქცია?
– წამოდი, – ჩასჩურჩულა ზეინმა, – ვინ, შენ შეგიძლია, გადა-
მარჩინო.
"ქალაქში მალე ომი გაჩაღდება", – გოგოს გააცია, – "თუკი დავ-
რჩები, მომიწევს, კიდევ მოვკლა".
და ზეინს ნელ-ნელა მისცა საშუალება, მაგიდიდან მოეცილებინა
და ნისლისკენ, დამამშვიდებელი სიბნელისკენ, წაეყვანა. ვინმა
მგზავრობისთვის განკუთვნილი ფლაკონი მოიმარჯვა და ამ მოძ-
რაობის გამო ზეინი ეჭვნეულად შემობრუნდა.
"კარგი ინსტინქტი აქვს", – გაიფიქრა გოგომ, – "ჩემსავით კარ-
გი. ასეთი ინსტინქტით ვერავის ენდობა, მაგრამ ცოცხალი გადარ-
ჩება".
ზეინმა დაინახა, ვინი რასაც აკეთებდა და დამშვიდდა, შემდეგ
გაიღიმა და კვლავ შებრუნდა. გოგო უკან მიჰყვებოდა, მაგრამ მო-
ულოდნელად შიშმა ისევ დარია ხელი.
"ესაა ის წამი", – გაიფიქრა ვინმა, – "რომლის შემდეგაც ყვლა-
ფერი შეიცვლება. გადაწყვეტილების მიღების დრომ ჩაიარა. არას-
წორი გზა ავირჩიე. ელენდი ჩემს მოძრაობაზე ასე არ შეხტებოდა".
ვინი გაშეშდა. ზეინმა მკლავზე დაქაჩა, მაგრამ მაინც არ განძრე-
ულა. კაცი ნისლში შემობრუნდა და შუბლი შეჭმუხნა. აივნის კიდეზე
იდგა.
– ვწუხვარ, – დაიჩურჩულა გოგომ და ხელი გაითავისუფლა, –
შენთან ერთად ვერ წამოვალ.
– რა? – გაუკვირდა ზეინს, – რატომ?
ვინმა თავი გააქნია, მიბრუნდა და ისევ ოთახში შევიდა.
716
– მითხარი, რატომ! – ზეინმა ხმას აუწია, – მასში ასე რა გიზიდავს?
დიდი წინამძღოლი არაა. არც მებრძოლი. არც ალომანტი ან გენერა-
ლი. მაშ, რაშია საქმე?
პასუხი იოლად მოუვიდა თავში: "გადაწყვეტილებები მიიღე და ყვე-
ლანაირად დაგიჭერ მხარს".
– მენდობა, – დაიჩურჩულა ვინმა.
– რა? – ზეინის ხმა უნდობლად ჟღერდა.
– როდესაც სეტს თავს დავესხი, – თქვა ვინმა, – სხვები ფიქრობ-
დნენ, რომ არაგონივრულად ვიმოქმედე. მართლებიც იყვნენ. მაგრამ
ელენდმა მითხრა, მჯერა, რომ საამისოდ კარგი მიზეზი გექნებოდა,
თუნდაც მე არ ვიცოდე, რაო.
– მაშ, ბრიყვი ყოფილა, – დაასკვნა ზეინმა.
– მოგვიანებით ვილაპარაკეთ, – განაგრძო ვინმა, ზეინს ზედაც არ
უყურებდა, – ცივად ვესაუბრე. მგონი, მიხვდა, რომ იმაზე ვყოყმანობ-
დი, მასთან დავრჩენილიყავი თუ არა. და... მითხრა, რომ ჩემს გადაწ-
ყვეტილებას მიიღებდა. მაშინაც კი დამიჭერდა მხარს, მის მიტოვებას
თუ მოვისურვებდი.
– ესე იგი, ვერც გაფასებს!
– არა, – თავი გააქნია ვინმა, – უბრალოდ, ვუყვარვარ.
– მეც მიყვარხარ.
ვინი გაჩერდა და ზეინს გახედა. კაცი გაბრაზებული ჩანდა, სასო-
წარკვეთილიც კი.
– მჯერა. მაგრამ შენთან მაინც ვერ ვიქნები.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ამისთვის ელენდის მიტოვება მომიწევს, – უპასუხა
ვინმა, – და თუნდაც მისი შეხედულებები არ მესმოდეს, მაინც შემიძ-
ლია, ელენდის აზრს პატივი ვცე. თუნდაც არ ვიმსახურებდე, მაინც მის
სიახლოვეს ვარჩევ ყოფნას. ზეინ, ვრჩები.
კაცი მცირე ხნით უსიტყვოდ იდგა, ნისლი მხრებზე ეგრაგნებოდა.
– ესე იგი, დავმარცხდი.
ვინი მისგან შებრუნდა.
717
– არა, არ დამარცხებულხარ. შენი ბრალი კი არაა, მე რომ...
ზეინი მთელი ძალით შეასკდა გოგოს და ნისლით დაფარულ იატაკ-
ზე მოისროლა. თავზარდაცემულმა ვინმა თავი შემოაბრუნა, ხის იატაკს
დაეხეთქა და სუნთქვა შეეკრა.
ზეინი თავზე წამოადგა. სახე ჩამუქებოდა.
– შენ უნდა გადაგერჩინე, – დაისისინა მან.
ვინმა ერთდროულად ააალა ყველა ლითონი. ზეინს ხელი ჰკრა
და კარის ანჯამებს მოქაჩა. მერე იატაკზე გასრიალდა და კარს და-
ეჯახა, რომელმაც სულ ოდნავ დაიჭრიალა, მაგრამ ვინი ძალიან
იყო დაძაბული და გაოგნებული იმისთვის, რომ ბრაგუნის გარდა,
რამე სხვაც აღექვა.
კაცი უხმოდ წამოდგა, მაღალ, მუქ ფიგურად ასვეტილიყო ოთახ-
ში. ვინი საბრძოლველად მოემზადა – ზეინი თავს ესხმოდა. მარ-
თლა ესხმოდა.
"მაგრამ... ის..." – დაფიქრდა ვინი და მერე დაიძახა:
– ორსეურ! – საკუთარი გონების წინააღმდეგობისთვის ყურად-
ღება არ მიუქცევია. ქამრიდან ხანჯლები ამოიძრო, – გაიქეცი!
ეს კოდური სიტყვები იყო. ვინი შეტევაზე გადავიდა და სცადა, ზე-
ინის ყურადღება მგელძაღლიდან მასზე გადაეტანა. ხანჯალი ყე-
ლისკენ გაუქანა და სულ ოდნავ ააცილა, რადგან ზეინმა თავი უკან
გასწია. მერე ფერდში დაუმიზნა... მკლავშიც, მკერდშიც. კაცმა ყვე-
ლა დარტყმა აიცილა.
იცოდა, რომ ზეინი ატიუმს წვავდა. ამას ელოდა. ერთბაშად გა-
ჩერდა და შეხედა. ზეინს იარაღის ამოღებითაც კი არ შეუწუხებია
თავი. ვინის წინ მოქუფრული იდგა, ნისლი გუბედ გროვდებოდა მის
ფეხებთან.
– ყური რატომ არ დამიგდე, ვინ? – ჰკითხა მან, – რატომ მაიძუ-
ლებ, სტრაფის იარაღი ვიყო? ორივემ ვიცით, საით მიდის ეგ გზა.
ვინმა ყურადღება არ მიაქცია. კბილები დაკრიჭა და შეტევაზე გა-
დავიდა. ზეინმა უგულოდ მოიშორა. გოგომ ზეინის ზურგს უკან, მა-

718
გიდის საყრდენებს ოდნავ უბიძგა და უკან გადავარდა, თითქოს ძლი-
ერად დაარტყესო. კედელს შეეჯახა და ძირს ჩაცურდა.
ზუსტად მის გვერდით ორსეური იჯდა.
მხარი გახსნილი არ ჰქონდა. კოდური სიტყვები ვერ გაიგო?
– ატიუმი, მე რომ მოგეცი, – დაისისინა ვინმა, – მჭირდება, ახლავე!
– კანდრა, მოდი, – დაუძახა ზეინმა.
ორსეურმა ვინს მზერა გაუსწორა და გოგომ ძაღლის თვალებში რა-
ღაც ამოიკითხა – სირცხვილი. განზე გაიხედა, ბაჯბაჯით გადაკვეთა
ოთახი. ნისლი უკვე მუხლამდე სწვდებოდა. ზეინთან მივიდა და მის
გვერდით დაჯდა.
– არა... – დაიჩურჩულა გოგომ, – ორსეურ...
– მის ბრძანებებს აღარ დაემორჩილები, ტენსუნ, – უთხრა ზეინმა.
ორსეურმა თავი დაუქნია.
– ორსეურ, კონტრაქტი! – დაიძახა ვინმა და მუხლებზე წამოფოფ-
ხდა, – ჩემს ბრძანებებს უნდა დაემორჩილო!
– ჩემი მსახურია, ვინ, – თქვა ზეინმა, – ჩემი კონტრაქტი. ჩემი ბრძა-
ნებები.
"ჩემი მსახური..." – გაიმეორა გოგომ გულში.
და უცებ ყველაფერი დალაგდა. ეჭვი ჰქონდა დოკსონზე, ბრიზზე,
თავად ელენდზეც, მაგრამ იმაზე არასდროს უფიქრია, ვისზე ეჭვის მი-
ტანაც ყველაზე გონივრული იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, სწორედ
ორსეური იყო სასახლეში მობინადრე კანდრა. და ყოველთვის მას ახ-
ლდა თან.
– ვწუხვარ, ქალბატონო, – დაიჩურჩულა ორსეურმა.
– რამდენი ხანია? – ჰკითხა ვინმა და თავი ჩაქინდრა.
– მას შემდეგ, რაც ჩემს წინამორბედს, ნამდვილ ორსეურს ძაღლის
სხეული მიეცით, – თქვა კანდრამ, – იმ დღეს მოვკალი და მისი ადგილი
დავიკავე. მგელძაღლა ორსეური არასდროს გინახავთ.
"ამაზე მარტივად ცვლილებას ვერც შენიღბავდა", – გაიფიქრა ვინ-
მა.

719
– მაგრამ, სასახლეში ძვლები რომ აღმოვაჩინეთ, – ახსნა სცადა
გოგომ, – ჩემთან იყავი გალავანზე, ძვლები რომ იპოვეს. ისინი...
მაშინ ორსეურის სიტყვას ენდო. ორსეურმა უთხრა, თუ როდინდე-
ლი იყო ძვლები. მთელი ეს დრო ეგონა, რომ ცვლილება იმავე დღეს
მოხდა, როდესაც ელენდი ნახა გალავანზე. მაგრამ მხოლოდ იმიტომ
ეგონა, რომ ორსეურმა დაარწმუნა.
"ბრიყვო!" – გაიფიქრა ვინმა. ორსეურმა, ანუ ტენსუნმა, რო-
გორც ზეინი ეძახდა, საკუთარი თავის გარდა ყველაზე მიატანინა ეჭ-
ვი. რა ჯანდაბა დაეტაკა? არადა, როგორი გაწაფული იყო მოღალა-
ტეების პოვნასა და სიცრუის აღმოჩენაში! საკუთარი კანდრა რო-
გორ არ შეამოწმა?
ზეინი მისკენ გაემართა. ვინი მუხლებზე დავარდნილი იცდიდა.
"სუსტად..." – უთხრა საკუთარ თავს, – "სუსტად მოაჩვენე თავი...
აიძულე, მარტო დაგტოვოს... სცადე, რომ..."
– ჩემს დათრგუნვას აზრი არა აქვს, – ხმადაბლა უთხრა ზეინმა,
პერანგით ჩაბღუჯა, ჰაერში აიტაცა და ისევ ძირს დაახეთქა. მის ქვეშ
ნისლი შეშფოთდა, აღელდა და წყალივით შხეფებად გაიშალა. ვინ-
მა ტკივილით სავსე ყვირილი ჩაახშო.
"ხმა არ უნდა ამოვიღო, მცველები თუ მოვიდნენ, დახოცავს.
ელენდი თუ მოვა..."
კრინტი არ დაუძრავს, არც მაშინ, როცა ზეინმა დაშავებულ ფერ-
დში დაარტყა. ამოიოხრა და თვალები აუწყლიანდა.
– შეგეძლო, გადაგერჩინე, – ზეინი ზემოდან დაჰყურებდა, –
მსურდა, შენთან ერთად წამოვსულიყავი. ახლა კი რაღა დარჩა?
აღარაფერი. არაფერი, სტრაფის ბრძანებების გარდა.
წინადადებას ფეხის დარტყმით დაუსვა წერტილი.
"დარჩი მოკუნტული..." – უთხრა ვინმა საკუთარ თავს ტკივილის
მიუხედავად, – "ბოლოს და ბოლოს, თავს დაგანებებს..."
მაგრამ უკვე წლები იყო გასული, რაც აღარავისთვის დაეჩოქა.
კამონისა და რენის წინაშე ხოხვის დღეები ბურუსით მოცულ ჩრდი-
ლებად დარჩა, რომელნიც კელსიერისა და ელენდის მიერ შემოთა-
720
ვაზებული სინათლის სხივებში იცრიცებოდნენ. ზეინმა ერთხელაც და-
არტყა და ვინმა იგრძნო, რომ ბრაზი ეკიდებოდა.
კაცმა ფეხი ასწია, სახეში უმიზნებდა. და გოგომაც მოქმედება
დაიწყო. როცა ზეინმა ფეხი დაბლა დაუშვა, ვინი უკან გადახტა, ფან-
ჯრის რაზას უბიძგა და ნისლში გასრიალდა. კალტყვია ააალა, ფეხზე
წამოხტა და იატაკიდან ნისლი აიყოლა.
ნისლი უკვე მუხლამდე სწვდებოდა.
ზეინს გადახედა, რომელიც მრუმე გამომეტყველებით უმზერდა. ვი-
ნი წინ გაექანა, მაგრამ კაცი უფრო სწრაფად მოძრაობდა და აივნისკენ
მიმავალი გზა გადაუჭრა. გოგოს იქამდე მიღწევა მაინც ვერაფერს უშ-
ველიდა, ატიუმის დახმარებით ზეინი ქალაქშიც მარტივად დაიჭერდა.
მაშინდელივით იყო, სახურავზე რომ დაესხა თავს, ატიუმანთებუ-
ლი. ოღონდ ამჯერად ყველაფერი გაცილებით უარესად წარიმართა.
აქამდე მაინც სჯეროდა, თუნდაც სულ ცოტათი, რომ მხოლოდ ვარჯი-
შობდნენ. მეგობრები აღარ იყვნენ, მაგრამ არც მტრებად ქცეულიყ-
ვნენ. მაშინ ბოლომდე მაინც არ სჯეროდა, რომ ზეინი მის მოკვლას აპი-
რებდა.
ამჯერად ასეთი ილუზიები აღარ ჰქონდა. ზეინი ჩამუქებული თვალე-
ბით უყურებდა, უსახური გამომეტყველებით – როგორც მაშინ, რამდე-
ნიმე დღის წინ სეტის ჯარისკაცებს რომ ჟუჟავდნენ.
ვინი მოკვდებოდა.
დიდი ხანია, ასეთი შიში აღარ უგრძნია. მაგრამ ახლა გრძნობდა,
ხედავდა, სუნსაც კი შეიყნოსავდა საკუთარი თავისგან, როდესაც წინ
წამოსული ზეინისგან უკან იხევდა. ასე გრძნობდნენ თავს ნისლქმნი-
ლის წინააღმდეგ – ალბათ, ასეთივე შეგრძნებები აწამებდათ იმ ჯარის-
კაცებსაც, მან რომ დახოცა... რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა; რომ
არავითარი შანსი არ ჰქონდათ.
"არა", – საკუთარ თავს ძალა დაატანა ვინმა, ფერდზე ხელს იკიდებ-
და, – "ელენდმა ხომ არ დაიხია სტრაფის წინაშე. მერე პირდაპირ კო-
ლოსების ბანაკში შევარდა, თუმცა ალომანტი არაა... ზეინის დამარ-
ცხება შემიძლია".
721
ვინი ყვირილით გაექანა ტენსუნისკენ. ძაღლმა შეძრწუნებით
დაიხია უკან, მაგრამ სადარდებელი არაფერზე ჰქონდა. ზეინი ად-
გილზე დახვდა. ვინს მხრით დაეჯახა, მერე ხანჯალი მოუქნია და წაქ-
ცეულს, ლოყაზე ჭრილობა დაუტოვა. საოცრად ზუსტი დარტყმა
იყო. იდეალური. ზუსტად ემთხვეოდა მეორე ლოყაზე დარჩენილ
ნაიარევს, ნისქლმნილთან პირველი შებრძოლების შემდეგ რომ მი-
იღო ორიოდ წლის წინ.
ვინმა კბილები დაკრიჭა და დაცემისას რკინას მოუკიდა. მაგიდა-
ზე დაგდებულ ქისას მოქაჩა და მონეტები ხელით დაიჭირა. მერე ია-
ტაკზე გვერდულად დაეშვა და ხელში დაჭერილ ქისას უბიძგა. ამის
შემდეგ ფეხზე წამოვარდა. ქისიდან ხელისგულზე მონეტები ჩამო-
უცვივდა და ხელი ზეინისკენ მიაბრუნა.
ნიკაპიდან სისხლმა იწყო წვეთა. ვინმა მონეტებს უბიძგა და ზე-
ინიც ამოძრავდა, რომ ლითონებისთვის თავადაც ებიძგებინა.
ვინმა გაიღიმა, დურალუმინი აანთო და იმწამსვე უბიძგა. მონე-
ტები ელვისებურად გაფრინდნენ; მათი უცაბედი მოძრაობით ამო-
ვარდნილმა ქარმა ნისლი ააღელვა და იატაკი გამოაჩინა.
ოთახი შეზანზარდა.
თვალის დახამხამებაში ვინი ისევ ზურგით იყო გაკრული კე-
დელზე. გაოცებისგან სუნთქვა შეეკრა, დარტყმის ძალამ მთელი ჰა-
ერი ამოაშვებინა ფილტვებიდან და თვალები დაებინდა. თავბრუ-
დახვეულმა ზემოთ აიხედა და აღმოაჩინა, რომ კვლავ იატაკზე ეგ-
დო.
– დურალუმინი, – შენიშნა ზეინმა, ჯერაც აღმართული ხელით
იდგა, – ტენსუნმა გამაფრთხილა. სპილენძღრუბელშიც რომ დაიწ-
ყე ჩემი შემჩნევა, მივხვდით, რაღაც ახალი ლითონი გქონდა, ცო-
ტაოდენი ძებნა და ტენსუნმა შენი მეტალურგის წერილი იპოვა, რო-
მელშიც შესანიშნავად იყო გაწერილი დურალუმინის დამზადების
ინსტრუქცია.
ვინს გალაყებულ გონებაში ფიქრების ერთმანეთთან დაკავში-
რება უჭირდა. ზეინს დურალუმინი ჰქონდა. კაცმა ლითონი დაწვა და
722
ვინის მიერ ნატყორცნ ერთ-ერთ მონეტას უბიძგა. ალბათ, ზურგს უკან
კიდევ რამეს მიაწვა, თორემ მონეტაზე ერთმანეთს შეჯახებული ზეინისა
და ვინის წონები თავად ზეინსაც უკან მოისროდა.
დურალუმინით გაძლიერებულმა მიწოლამ კი ვინი კედელს მიახეთ-
ქა. თავში აზრები ერეოდა. ზეინი წინ წავიდა. გოგომ ახედა და დარე-
ტიანებული, ნისლში გახოხდა. ნისლი ლამის სახეს უფარავდა და ვინი
ნესტოებით გრილ, უხმო ქაოსს ისუნთქავდა.
ატიუმი. ატიუმი სჭირდებოდა. მაგრამ მარცვალი ტენსუნის მხარში
იყო და ვერაფრით მოქაჩავდა. მარაგს ძაღლის სხეულში ინახავდა, რა-
თა სხვა ალომანტები ამ ლითონს ვერ მისწვდომოდნენ; გოგო ატიუმს
ზუსტად ისევე იცავდა, როგორც მსჯავრმდებლები შუბებს, ანდაც თავად
საკუთარ საყურეს. წარმოუდგენლად ძლიერი ალომანტური ძალის
გარდა სხეულში არსებულ ლითონს ვერავინ ვერც მოქაჩავდა და ვერც
უბიძგებდა.
მაგრამ ერთხელ ხომ ეს უკვე შეძლო. მბრძანებელთან ბრძოლისას.
თუმცა საკუთარი ძალებით ვერა. ვერც დურალუმინით. ასეთი უნარი
რაღაც სხვამ შესძინა – ნისლმა.
ვინმა ნისლი შეისუნთქა.
ზურგში რაღაც მოხვდა და იატაკისკენ დაქაჩა. გოგო გადაბრუნდა,
დარტყმა სცადა, მაგრამ მისი ფეხი ზეინის სახეს ატიუმით ნაჩუქარი
რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა. ზეინმა ვინის წიხლი მოიშორა, მერე
დაიხარა და გოგო მხრებით დაახეთქა იატაკზე.
კაცი ვინს დასცქეროდა. გარშემო ნისლი ბრუნავდა. შიშით დაზაფ-
რულმა გოგომ სცადა, ხელი ნისლისკენ გაეშვირა, ისე, როგორც ერთი
წლის წინ მბრძანებელთან ბრძოლის დროს. მაშინ ნისლმა მისი ალო-
მანტური ძალები აავსო და ჯერარნახული ღონით დააჯილდოვა. ახლა
ვინმა მეორედაც სცადა ნისლი დაეწვა, თანაც დახმარებას ევედრებო-
და.
არაფერი მოხდა.
"გთხოვ..."

723
ზეინმა მეორეჯერაც დაანარცხა იატაკზე. ნისლი მის ვედრებას
კვლავ არად აგდებდა.
ვინი დაიგრიხა, ფანჯრის ჩარჩოს მოქაჩა, რომ ბერკეტი მოეპოვები-
ნა, და ზეინი გვერდით გადააგდო. ჩახლართულები, ერთად გადაგორ-
დნენ იატაკზე და ვინი ზემოდან მოექცა.
მოულოდნელად იატაკს მოსწყდნენ, ნისლიდან ამოიჭრნენ და
ჭერისკენ აცვივდნენ – ზეინმა იატაკზე გაფანტულ მონეტებს უბიძგა.
ჭერზე მიხეთქების შემდეგ კაცი მთელი სხეულით მიაწვა და ვინი ხის
ფიცრებზე მიალურსმა – კაცი კვლავ ზემოთ მოექცა, უფრო სწორად,
ქვემოთ, მაგრამ ძალა სხვა მხრიდან მოდიოდა.
ვინს სუნთქვა შეეკრა. ზეინი საშინლად ძლიერი იყო. მასზე ძლი-
ერი... მართალია, ვინი კალტყვიას წვავდა, მაგრამ ზეინი მკლავებ-
ზე მაინც ძლიერად უჭერდა, მერე კი ვინის ფერდის ძველი ჭრილო-
ბებიც აკივლდნენ. გოგოს ასე ბრძოლა არ შეეძლო... ნისლქმნილ-
თან არა.
განსაკუთრებით, თუკი ის ატიუმს წვავდა.
ზეინი ისევ ჭერზე აჭყლეტდა. ვინის თმა ზეინისკენ ეშვებოდა,
ნისლი კი იატაკზე მორევივით ბრუნავდა და ნელ-ნელა მაღლა მი-
იწევდა. კაცმა ბიძგება შეწყვიტა და ორივემ დაცემა დაიწყო. ოღონდ
სიტუაციას ჯერაც ზეინი აკონტროლებდა. მან ვინი დაატრიალა და
სანამ ნისლში ჩაეშვებოდნენ, ქვემოთ მოიქცია. იატაკს დაასკდნენ
და დარტყმის ძალამ ერთხელაც დააცარიელა ვინის ფილტვები.
ზეინი ისევ თავზე წამოადგა და დაკრეჭილ კბილებს შორის გა-
მოცრა:
– რამხელა ძალისხმევა გაიფლანგა; ჯერ სეტის წვრილფეხობა-
ში ალომანტები დავმალე, რომ ეჭვი მასზე მიგეტანა. გაიძულე,
ელენდის წინ გებრძოლა, რათა შენი ძალის შეშინებოდა. შემდეგ
გიბიძგე, რომ საკუთარი ძალები გეკვლია; დაგეხოცა და ეგებ, მიმ-
ხვდარიყავი კიდეც, რამდენად ძლიერი ხარ. მაგრამ ყველაფერი გა-
იფლანგა! – მისკენ დაიხარა, – შენ... უნდა... გადაგერჩინე!

724
ზეინის სახე სულ რამდენიმე სანტიმეტრით იყო ვინისგან დაშორე-
ბული. კაცი მძიმედ სუნთქავდა. ვინის ჯერაც მებრძოლი მკლავი მუხ-
ლით მიალურსმა იატაკს და მოულოდნელად აკოცა; იმავე წამს კი ძუ-
ძუში გვერდულად აძგერა ხანჯალი.
იარაღი ხორცში ჩაესო. ვინმა სცადა, დაეყვირა, მაგრამ ზეინის კოც-
ნამ პირი დაუხშო.
– ფრთხილად იყავი, ბატონო! – უეცრად დაიყვირა ორსეურმა...
ტენსუნმა, – კანდრებზე ძალიან ბევრი იცის.
ზეინმა თავი ასწია, ხანჯლიანი ხელი ადგილზე შეჩერდა. კანდრას
ხმამ და ტკივილმა ვინს გონზე მოსვლა აიძულა. კალა აანთო, რათა
გაძლიერებულ ტკივილს გამოეფხიზლებინა.
– რა? – იკითხა ზეინმა და კანდრას დახედა.
– იცის, ბატონო, – თქვა ტენსუნმა, – ჩვენი საიდუმლო იცის. მიზეზი,
რატომაც ვემსახურებოდით მბრძანებელს. მიზეზი, რატომაც ვემსახუ-
რებით კონტრაქტს. იცის, რატომ გვეშინია ალომანტების ასე ძალიან.
– დადუმდი, – უბრძანა ზეინმა, – ხმა აღარ ამოიღო.
ტენსუნი გაჩუმდა.
"ჩვენი საიდუმლო..." – გაიფიქრა ვინმა, მგელძაღლას გადახედა და
მის ძაღლურ გამომეტყველებაში მოუსვენრობა დაინახა, – "რაღაცის
თქმას ცდილობს. ჩემი დახმარება უნდა".
საიდუმლო. კანდრათა საიდუმლო. ბოლოს მისი დათრგუნვა რომ
სცადა, ძაღლმა ტკივილისგან ყმუილი მორთო. და მაინც, მის ძაღლურ
მზერაში ახლა ნებართვას ხედავდა. ვინისთვის ეს საკმარისი იყო.
ტენსუნს დათრგუნვის ტალღა აძგერა. მან ყმუილი ატეხა, მაგრამ
ვინი უფრო ძლიერად მიაწვა. არაფერი მოხდა. ვინმა კბილები დაკრიჭა
და დურალუმინს მოუკიდა.
რაღაც დაიმსხვრა. ერთდროულად ორ ადგილას იყო. გრძნობდა,
რომ ტენსუნი კედელთან იდგა, მაგრამ ზეინის მარწუხებში მოქცეულ
საკუთარ სხეულსაც აღიქვამდა. ტენსუნი მისი იყო, სრულად და ბო-
ლომდე. როგორღაც – თავადაც არ იცოდა, როგორ – თავდასხმა უბ-
რძანა. კანდრას სხეულს აკონტროლებდა.
725
უზარმაზარი მგელძაღლას სხეული ზეინს შეასკდა და ვინს მოს-
წყვიტა. ხანჯალი იატაკზე გაწკრიალდა. ვინი მუხლებზე წამოდგა,
მკერდზე ხელი მიიჭირა და თითებში თბილმა სისხლმა გამოჟონა.
ზეინი გადაგორდა, აშკარად თავზარდაცემული იყო, მაგრამ მაშინ-
ვე წამოხტა და ტენსუნს დასცხო.
ძვლები ჩაილეწა. მგელძაღლა იატაკზე დავარდა, ზუსტად ვინის
წინ. გოგომ ხანჯალი აიტაცა, კანდრას მხარში ჩასცა და გაკვეთა.
თითებით გრძნობდა კუნთებსა და მყესებს. ჭრილობიდან სისხლია-
ნი ხელებით ატიუმის პატარა ბურთულა ამოაძვრინა. მარცვალი
ხარბად გადაყლაპა და ზეინს მიუბრუნდა.
– აბა, ვნახოთ, ახლა რას იზამ, – დაისისინა და ატიუმი ააალა.
ზეინიდან ატიუმის მრავალი ჩრდილი გამოიჭრა და ის სავარაუ-
დო მოძრაობები შეასრულა, რისი გაკეთებაც ნისლქმნილს შეეძ-
ლო. ყველა გაუგებარი იყო. ალბათ, თავადაც იგივე უწესრიგო
არეულობას ქმნიდა ზეინის თვალთახედვისთვის.
უკვე თანასწორები იყვნენ.
ზეინი შემობრუნდა, ვინს თვალებში შეხედა და უეცრად მისი
ჩრდილები გაქრა.
"წარმოუდგენელია!" – გაიფიქრა ვინმა. მის ფეხებთან ტენსუნი
კვნესოდა. გოგო მიხვდა, რომ ატიუმი გაუთავდა. დაიწვა. მაგრამ
მარცვალი იმხელა იყო...
– შენი აზრით, ჩემთან საბრძოლველ იარაღს მოგცემდი? – მა-
შინვე ჰკითხა ზეინმა, – მართლა გეგონა, რომ ატიუმს დავთმობდი?
– მაგრამ...
– ტყვიის გუნდაა, – უპასუხა ზეინმა და მისკენ წავიდა, – და ატიუ-
მის თხელი ფენითაა შეღებილი. ოჰ, ვინ. მართლა ფრთხილად უნდა
აარჩიო, ვის ენდობი.
ვინმა ბორძიკით დაიხია უკან და იგრძნო, როგორ იფერფლებო-
და მისი თავდაჯერება.
"ალაპარაკე!" – ურჩია საკუთარ თავს, – "ეგებ ატიუმი გაუთავ-
დეს".
726
– ჩემმა ძმამ მითხრა, არავის ენდოო, – წაილუღლუღა მან, – ასე
თქვა... ყველა გიღალატებსო.
– ჭკვიანი კაცი ყოფილა, – ხმადაბლა უთხრა ზეინმა, მკერდამდე
ნისლში იდგა.
– პარანოიკი ბრიყვი იყო, – უპასუხა ვინმა, – გადამარჩინა, მაგრამ
განადგურებული დამტოვა.
– შენთვისვე კარგი გაუკეთებია.
ვინმა ტენსუნის დასახიჩრებულ, სისხლიან ფორმას გახედა. კანდრა
იტანჯებოდა. ვინი ამას მის თვალებში ხედავდა. სადღაც შორიდან... ბა-
გუნი ესმოდა. ბრინჯაოს ისევ მოუკიდა და ნელა აიხედა მაღლა. ზეინი
თავდაჯერებით მიდიოდა მისკენ.
– მეთამაშებოდი, – უთხრა ისევ, – ჩემსა და ელენდს შორის განხეთ-
ქილება შენ ჩამოაგდე. მაიძულე, მეფიქრა, რომ ჩემი ეშინოდა და მიყე-
ნებდა.
– ასეც იყო, – მიუგო ზეინმა.
– ჰო, – უთხრა ვინმა, – მაგრამ მნიშვნელობა აღარ აქვს. იმიტომ,
რომ შენ სხვაგვარად ხედავ. ელენდი მიყენებს. კელსიერიც მიყენებდა.
ერთმანეთს ვიყენებთ. სიყვარულისთვის, მხარდაჭერისა და ნდობის-
თვის.
– ნდობა მოგკლავს, – შენიშნა ზეინმა.
– მაშ, სიკვდილი ჯობია.
– მე გენდობოდი, – ზეინი ზუსტად მის წინ შეჩერდა, – და მიღალატე.
– არა, – ვინმა ხანჯალი შემართა, – შენ გადარჩენას ვაპირებ. ზუს-
ტად ისე, როგორც შენ გინდა.
წინ გახტა და დაარტყა, მაგრამ იმედი, რომ ამასობაში ზეინს ატიუმი
გაუთავდებოდა, იმწამსვე გაუცრუვდა. კაცი გულრგილად გადგა გვერ-
დზე, ხანჯლის წვერი მისი სხეულიდან სულ რამდენიმე სანტიმეტრში
გაჩერდა უსაფრთხოდ.
ვინი დაბზრიალდა, მაგრამ ხანჯლის ბასრი პირი მხოლოდ ნისლის
ზედაპირზე გასრიალდა და ჰაერი გაკვეთა. ზეინი იქამდე ამოძრავდა,
სანამ ვინი კიდევ ერთხელ შეუტევდა; და ჯერ კიდევ მანამდე გასხლტა
727
გზიდან, ვიდრე გოგო თავად მიხვდებოდა, რას აპირებდა. ხანჯალმა
იქ გაიბრწყინა, სადაც ნისლქმნილი წამის წინ იდგა.
"ძალიან სწრაფია", – გაიფიქრა ვინმა, გვერდზე ცეცხლი ეკიდა, გო-
ნებას კი ბაგუნი უყრუებდა. ან შესაძლოა, აღზევების წყაროს ხმაც
იყო...
ზეინი მის წინ შედგა.
"ვერ დავარტყამ", – ფიქრობდა გაღიზიანებული ვინი, – "თუ ჩემ-
ზე ადრე იცის, სადაც უნდა დავარტყა!"
ვინი შეყოყმანდა: "თუ ჩემზე ადრე იცის..."
ზეინმა ოთახის ცენტრში გადაინაცვლა, დაცემულ ხანჯალს ფეხი
აჰკრა და ჰაერშივე დაიჭირა. შემდეგ ვინისკენ შემობრუნდა, ხან-
ჯლის პირს ნისლის კვალი გამოჰყვა. დაჭიმული ყბა და ჩამუქებული
თვალები მოუჩანდა.
"ჩემზე ადრე იცის, სად დავარტყამ".
ვინმა ხანჯალი ასწია, სახიდან და გვერდიდან სისხლი მოჟონავ-
და, გონებაში კი მეხივით გრიალებდნენ დაფდაფები. ნისლი ლამის
ნიკაპამდე ასულიყო.
გონება გაათავისუფლა. თავდასხმა არ დაუგეგმავს. არც მისკენ
გამოქცეული, ხანჯალშემართული ზეინის მოძრაობაზე გაუცია პა-
სუხი. მოდუნდა და თვალები დახუჭა, მხოლოდ ფეხის ხმას უგდებდა
ყურს. გრძნობდა, როგორ აიშალა ზეინის თავდასხმით შეშფოთებუ-
ლი ნისლი.
თვალები გაახილა. ზეინის მოქნეული ხანჯალი ნისლში ბრწყი-
ნავდა. ვინი შეტევისთვის მოემზადა, მაგრამ დარტყმაზე არც უფიქ-
რია. უბრალოდ, სხეულს მოძრაობის უფლება მისცა.
თავად კი ზეინს ძალიან, ძალიან ფრთხილად დააკვირდა.
კაცი სულ ოდნავ გადაქანდა მარცხნივ, ცარიელი ხელი ზემოთ
ატყორცნა, თითქოს რაღაცა უნდა დაეჭირა.
"მანდ!" – გაიფიქრა ვინმა, მაშინვე გვერდით წავიდა და ინსტინ-
ქტურ შეტევას თავისი ბუნებრივი ტრაექტორიიდან გადახრა აიძუ-

728
ლა. მკლავი მოგრიხა. მართლაც მარცხნიდან უტევდა, ისე, როგორც
ზეინს ატიუმმა უკარნახა.
მაგრამ, ატიუმზე რეაგირებით, ზეინმა თავად დაანახა, თუ რის
გაკეთებას აპირებდა ვინი; თვითონ აჩვენა მომავალი. ვინი კი, თუ
დანახვას ახერხებდა, შეცვლასაც შესძლებდა.
ერთმანეთს დაეტაკნენ. ზეინმა ხანჯალი მხარში ჩასცა; ვინმა კი ია-
რაღი კაცს ყელში ატაკა. ზეინის მარცხენა ხელი ჰაერში აიტყორცნა და
იმ ჩრდილს ჩააფრინდა, რომელიც უჩვენებდა, რომ ვინის ხელი იქ უნ-
და ყოფილიყო.
კაცმა ჩასუნთქვა სცადა, მაგრამ ხანჯალმა სასულე გადაუჭრა. ჰა-
ერი სისხლთან ერთად, სტვენით გაიწოვა იარაღის გარშემო დარჩე-
ნილ მილაკში და ზეინიც წაბორძიკდა. დაზაფრული თვალები დაეჭყი-
ტა. მისი მზერა ვინისას შეხვდა, შემდეგ ნისლებში ჩაინთქა და სხეული
ბრაგვანით დაასკდა ხის იატაკს.
ზეინი ნისლიდან აჰყურებდა. "ვკვდები", – გაიფიქრა. ვინის ატიუმის
ჩრდილი ბოლო წამს გაიყო. ორი ჩრდილი, ორი შესაძლებლობა. ზეინ-
მა არასწორი აარჩია. მოატყუეს. დაამარცხეს. და კვდებოდა.
როგორც იქნა, კვდებოდა.
– იცი, რატომ მეგონა, რომ გადამარჩენდი? – სცადა დაეჩურჩულა,
მაგრამ იცოდა, რომ პირიდან სიტყვები ვერ ამოუვიდოდა, – ხმა. პირ-
ველი ადამიანი ხარ, ვისი მოკვლაც არ მიბრძანა. ერთადერთი ადამი-
ანი.
– რა თქმა უნდა, არასდროს მითქვამს, რომ მოგეკლა, – ჩასძახა
ღმერთმა.
ზეინმა იგრძნო, როგორ ტოვებდა სიცოცხლე.
– იცი, მართლა სასაცილო რა არის, ზეინ? – ჰკითხა ღმერთმა, –
ყველაზე სახალისო? შეშლილი არ ხარ. შეშლილი არასდროს ყოფილ-
ხარ.
ვინი მდუმარედ შეჰყურებდა ზეინს. კაცი იხრჩობოდა, ტუჩებიდან
სისხლი მოსდიოდა. გოგო ძალიან ფრთხილად ადევნებდა თვალს –

729
ყელში გარჭობილი ხანჯალი ნისლქმნილის მოსაკლავადაც კი საკ-
მარისი იყო, მაგრამ ხანდახან კალტყვია საოცრებებს ახდენდა.
ზეინი მოკვდა. ვინმა პულსი შეუმოწმა, მერე ხანჯალი ამოაძრო. ბო-
ლოს, უბრალოდ, იდგა და გრძნობდა... სიცარიელეს. როგორც სხეულ-
ში, ისე გონებაში. ხელი საკუთარ მხართან, ჭრილობასთან მიიტანა და
ამ დროს ძუძუზე ჭრილობასაც შეეხო. ძალიან ბევრ სისხლს კარგავ-
და და გონება ისევ ებინდებოდა.
"მოვკალი".
კალტყვია აანთო. ძლივძლივობით წაბარბაცდა. ტენსუნის სხე-
ულს გადაეყარა და მის გვერდით ჩაიმუხლა.
– ქალბატონო, – უთხრა მან, – ვწუხვარ...
– ვიცი, – უპასუხა ვინმა და კანდრას მხარზე პირდაფჩენილ სა-
შინელ ჭრილობას დახედა. ფეხები აღარ უმოძრავებდა, სხეული კი
არანორმალურად იყო დაგრეხილი, – როგორ დაგეხმარო?
– დამეხმაროთ? – გაუკვირდა ტენსუნს, – ქალბატონო, კინაღამ
მოგკალით!
– ვიცი, – გაუმეორა ვინმა, – ტკივილი როგორ შევაჩერო? სხვა
სხეული გჭირდება?
ტენსუნი წამით დუმდა.
– დიახ.
– ზეინის აიღე, – უთხრა ვინმა, – თუნდაც დროებით.
– მკვდარია? – გაოგნებით იკითხა ტენსუნმა.
"ვერ დაინახა", – მიხვდა ვინი, – "კისერი აქვს მომტვრეული".
– კი, – უპასუხა ჩურჩულით.
– როგორ, ქალბატონო? – ჰკითხა ტენსუნმა, – ატიუმი გაუთავ-
და?
– არა.
– მაშ, როგორ?
– ატიუმს სისუსტე აქვს, – აუხსნა ვინმა, – მომავალს გაჩვენებს.
– ეგ... ეგ სისუსტედ არ ჟღერს, ქალბატონო.
ვინმა ამოიოხრა და წაბარბაცდა. "გამაგრდი!" – შეუძახა თავს.
730
– როდესაც ატიუმს წვავ, რამდენიმე წამით ადრე ხედავ ყველა-
ფერს. შეგიძლია, შეცვალო, რაც მოხდება. შეგიძლია, ჰაერში და-
იჭირო ისარი, რომელსაც ფრენა უნდა განეგრძო. ის დარტყმა აი-
რიდო, რომელსაც უნდა მოეკალი. იქამდე შეგიძლია თავდასხმის
მოგერიება, სანამ დაიწყება.
ტენსუნი უხმოდ იწვა. აშკარად დაბნეული იყო.
– თვითონ მაჩვენა, რა უნდა გამეკეთებინა, – განაგრძო ვინმა, – მე
მომავალს ვერ შევცვლიდი, მაგრამ ზეინს ეს შეეძლო. ჩემს შეტევაზე
იქამდე მიპასუხა, სანამ თავად მივხვდებოდი, რას ვაკეთებდი, და ამით
მომავალიც დამანახა. სცადა, ჩემი ის შეტევა მოეგერიებინა, რომელიც
არასდროს შემისრულებია. და ამით საშუალება მომცა, იგი მომეკლა.
– ქალბატონო, – დაიჩურჩულა ტენსუნმა, – საოცარია.
– დარწმუნებული ვარ, პირველს არ მიფიქრია ამაზე, – უპასუხა ვინ-
მა. დაქანცული ხმა ჰქონდა, – მაგრამ ისეთი საიდუმლო არ ჩანს,
სხვებს რომ უყვებიან. რაც უნდა იყოს, მისი სხეული გამოიყენე.
– მე... მირჩევნია იმ არსების სხეული არ გამოვიყენო, ქალბატონო,
– თქვა ტენსუნმა, – წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენად იყო გატეხილი.
ვინმა უღონოდ დაუქნია თავი.
– შემიძლია, სხვა ძაღლის სხეული გიშოვო, თუ გინდა.
– ეგ საჭირო არაა, ქალბატონო, – ხმადაბლა თქვა ტენსუნმა, – მე-
ორე მგელძაღლის ძვლები ჯერაც შენახული მაქვს და უმეტესობა ისევ
ვარგისია. რამდენიმეს ამ სხეულის კარგი ძვლებით ჩავანაცვლებ და
წესით, რიგიანი ჩონჩხი უნდა გამოვიდეს.
– მაშ, ასეც მოიქეცი. სამომავლო მოქმედებებისთვის გეგმა დაგ-
ვჭირდება.
ტენსუნი ცოტა ხნით ჩუმად იყო. ბოლოს ენა ამოიდგა:
– ქალბატონო, ახლა, როდესაც ჩემი ბატონი მკვდარია, მე... ჩემს
ხალხთან უნდა დავბრუნდე. ახალი კონტრაქტისთვის.
– აჰ... – თქვა ვინმა და ძლიერმა სევდამ დაუარა, – რა თქმა უნდა.
– წასვლა არ მინდა, – უთხრა ტენსუნმა, – მაგრამ ჩემიანებს ანგა-
რიში მაინც უნდა ჩავაბარო. გთხოვთ, მომიტევოთ.
731
– საპატიებელი არაფერია, – მიუგო ვინმა, – და მადლობა იმ
დროული მინიშნებისთვის.
ტენსუნი უხმოდ იწვა. გოგო მის ძაღლურ თვალებში დანაშაულის
გრძნობას ხედავდა. "თავისი მაშინდელი ბატონის წინააღმდეგ არ
უნდა დამხმარებოდა".
– ქალბატონო, – თქვა ტენსუნმა, – ახლა ჩვენი საიდუმლო
იცით. ნისლქმნილებს ალომანტიის საშუალებით კანდრას სხეულე-
ბის მართვა შეუძლიათ. არ ვიცი, როგორ გამოიყენებთ ამ ცოდნას...
მაგრამ გთხოვთ, იფიქროთ იმაზე, რომ უზარმაზარი საიდუმლო
განდეთ, რომელიც ჩემმა ხალხმა ათასი წლის განმავლობაში შე-
ინახა. გაჩვენეთ გზა, რომლითაც ალომანტებს შეუძლიათ, ჩვენი
სხეულები დაიმორჩილონ და მონებად გვაქციონ.
– მე... ვერც კი გავიგე, რა მოხდა.
– ეგებ, ასეც კი სჯობს, – შენიშნა ტენსუნმა, – გთხოვთ, დამტო-
ვეთ. მეორე ძაღლის ძვლები კარადაში მაქვს. როდესაც დაბრუნდე-
ბით, აქ აღარ დაგხვდებით.
ვინმა თავი დაუქნია და ადგა. შემდეგ ნისლში გზა გაიკვალა და
დერეფანში გასასვლელი მოძებნა. ჭრილობებს მიხედვა უნდოდა.
იცოდა, რომ სეიზდთან უნდა წასულიყო, მაგრამ რაღაცნაირად, სა-
კუთარ ფეხებს მისი ოთახისკენ წასვლა ვერ აიძულა. ნაბიჯს აუჩქა-
რა, დერეფანს გაუყვა და ბოლოს საერთოდ სირბილზე გადავიდა.
გარშემო ყველაფერი იქცეოდა. თავად ამდენ პრობლემასთან
ვერას გააწყობდა, ყველაფერს ვერ გამოასწორებდა. მაგრამ ის კი
იცოდა, რა სურდა.
ამიტომ ელენდთან გარბოდა.
კარგი ადამიანია, ყველაფრის მიუხედავად, მაინც კარგი ადამი-
ანია. თავგანწირული. სინამდვილეში, მისი ყველა მოქმედება, მის
მიერ გამოწვეული ყველა სიკვდილი, განადგურება და ტკივილი
მასვე ტანჯავს. ყოველი ასეთი მოქმედება, საბოლოოდ, მისთვისვე
იყო მსხვერპლშეწირვა.

732
48
ელენდმა დაამთქნარა და ჯასტესისთვის გამზადებულ წერილს
გადახედა. ეგებ ყოფილი მეგობრის გადარწმუნება ჯერაც მოეხერ-
ხებინა...
თუ ვერ შეძლებდა... ხის მონეტის ასლი ჯერაც ელენდის მაგიდაზე
იდო. იდეალური ასლი იყო, თავად კლაბსმა გამოთალა. ელენდმა ის
მაინც იცოდა დანამდვილებით, რომ ჯასტესზე უფრო ბევრი ხე ჰქონდა.
თუ პენროდს დაეხმარებოდა და რამენაირად ერთ-ორ კვირას გაჭიმავ-
დნენ, მაშინ შეიძლებოდა, იმდენი "ფული" დაემზადებინათ, რომ კო-
ლოსები მათ მხარეზე გადმოსულიყვნენ.
კალამი დადო და თვალები მოისრისა. უკვე გვიანი იყო. ალბათ, ძი-
ლის დროც...
კარი ბრახუნით გაიღო. ელენდი შეხტა და თვალი მოჰკრა აღელვე-
ბულ ვინს, რომელმაც ოთახი გადმოჭრა და კაცს პირდაპირ მკლავებში
ჩაუვარდა. ქვითინებდა.
და ერთიანად გასისხლიანებულიყო.
– ვინ! – შესძახა ელენდმა, – რა მოხდა?
– მოვკალი, – უპასუხა ვინმა და თავი მის მკერდში ჩარგო.
– ვინ?
– შენი ძმა. ზეინი. სტრაფის ნისლქმნილი. მოვკალი.
– მოიცა, რა? ჩემი ძმა?
ვინმა თავი დაუქნია.
– ბოდიში.
– მაგაზე არც იფიქრო, ვინ! – თქვა ელენდმა, გოგო ფრთხილად მო-
იშორა და სავარძელში ჩასვა. ლოყაზე ჭრილობა ჰქონდა და პერანგი
– სისხლით დამბალი.
– მბრძანებელო! ახლავე სეიზდს მოვიყვან.
– არ დამტოვო, – ვინი მკლავში ჩააფრინდა.
ელენდი შეჩერდა. რაღაც შეიცვალა. თითქოს ვინს ისევ სჭირდებო-
და.
– მაშინ ჩემთან ერთად წამოდი. ორივემ მივაკითხოთ.
733
ვინმა თავი დაუქნია და წამოდგა. სულ ცოტათი ბორძიკობდა და
ელენდს გულში შიშმა გაჰკრა, მაგრამ ვინის თვალებში გამეფებულ
რკინის მზერას წინ ვერ აღუდგებოდა. გოგოს მკლავი მოხვია, ისიც
ელენდს დაეყრდნო და სეიზდის ოთახისკენ წავიდნენ. ელენდი დასაკა-
კუნებლად შედგა, მაგრამ ვინი ჯიქურ შევიდა ჩაბნელებულ ოთახში,
მერე წაბარბაცდა და პირდაპირ იატაკზე ჩაჯდა.
– მე... აქ დავჯდები, – თქვა ვინმა.
შეშფოთებული ელენდი გაჩერდა, ლამპარი ასწია, სეიზდის სა-
ძინებლისკენ შებრუნდა და დაიყვირა.
– სეიზდ!
ტერისელი რამდენიმე წამში გამოჩნდა, გადაქანცული სახე
ჰქონდა და თეთრი საღამური ეცვა. ვინი შენიშნა, თვალები რამდენ-
ჯერმე დაახამხამა და მაშინვე მეორე ოთახში გაუჩინარდა. ცოტა
ხანში მკლავზე გაკეთებული სამაჯურითა და სამედიცინო აღჭურვი-
ლობით გატენილი ჩანთით დაბრუნდა.
– აბა, ლედი ვინ, – თქვა სეიზდმა და ჩანთა იატაკზე დადო, – რას
იტყოდა ბატონი კელსიერი, ასე რომ ენახეთ? ასე ხომ ბევრ ტანსაც-
მელს გააოხრებთ...
– ხუმრობის დრო არაა, სეიზდ, – შენიშნა ელენდმა.
– ბოდიშს მოგახსენებთ, თქვენო უდიდებულესობავ, – უპასუხა
სეიზდმა და ფრთხილად გაჭრა ტანსაცმელი ვინის მხარზე, – მაგ-
რამ, თუ ჯერაც გონზეა, განსაკუთრებული საფრთხე არ უნდა ემუქ-
რებოდეს.
ჭრილობას ყურადღებით დაკვირდა და უგულისყუროდ ამოიღო
ჩანთიდან სუფთა ნაჭერი.
– ხედავთ? – ჰკითხა ელენდს, – ჭრილობა ღრმაა, მაგრამ ხანჯა-
ლი ძვალმა აისხლიტა და სერიოზულად არაფერი დაუზიანებია. ეს
დამიჭირეთ, – ნაჭერი ჭრილობას დაადო და ელენდმაც ხელის მი-
ჭერით ადგილზე გააჩერა.

734
ვინი თვალდახუჭული იჯდა, ზურგით კედელს ეყრდნობოდა და ნი-
კაპიდან სისხლი წვეთ-წვეთად ჩამოსდიოდა. უფრო დაღლილი ჩანდა,
ვიდრე ტკივილით გაწამებული.
სეიზდმა დანა აიღო, ვინის პერანგს წინა ნაწილი ჩამოაჭრა და
მისი ნაჭრილობევი ძუძუ გამოაჩინა.
ელენდი შეყოყმანდა.
– ეგებ უკეთესია...
– დარჩი, – უთხრა ვინმა. თხოვნა არ იყო, ბრძანებას უფრო ჰგავდა.
თავი ასწია და თვალები გაახილა, სანამ სეიზდი უკმაყოფილო გამო-
მეტყველებით სინჯავდა ჭრილობას, შემდეგ კი ჩანთიდან ტკივილგამა-
ყუჩებელი, ნემსი და ძაფი ამოიღო.
– ელენდ, – დაიწყო ვინმა, – რაღაც უნდა გითხრა.
ელენდმა შეხედა:
– გისმენ.
– კელსიერთან დაკავშირებით მივხვდი რაღაცას, – თქვა ვინმა ხმა-
დაბლა, – მასზე რომ ვფიქრობ, ყოველთვის არასწორ რაღაცებს ვიხსე-
ნებ ხოლმე. რთულია იმ საათების დავიწყება, ჩემს წვრთნაში რომ გა-
ატარა. და მაინც, კელსიერი თავისი საბრძოლო უნარების გამო კი არ
იყო ასეთი დიადი – არც სიმტკიცისა და სისასტიკის, ანდაც, ძლიერები-
სა და ინსტინქტების გამო.
ელენდი მოიღუშა.
– გინდა იცოდე, რის გამო? – ჰკითხა ვინმა.
ელენდმა თავი დაუქნია, ნაჭერს ჯერაც მის მხარზე ამაგრებდა.
– ნდობის უნარის გამო, – უთხრა ვინმა, – ასე ახერხებდა, კარგი
ადამიანები უკეთეს ადამიანებად ექცია. ასე ახერხებდა მათ შთაგონე-
ბას. გუნდი კარგად იმიტომ მუშაობდა, რომ თანაგუნდელების სჯეროდა
და მათ პატივს სცემდა. სანაცვლოდ, ისინიც ერთმანეთს სცემდნენ პა-
ტივს. ბრიზისა და კლაბსისნაირი ადამიანები გმირებად იმიტომ იქცნენ,
რომ კელსიერს მათი გმირობისა სწამდა, – ელენდს ახედა და დაღლი-
ლი თვალები დაახამხამა, – შენ ამ მხრივ გაცილებით უფრო კარგი
ხარ, ვიდრე კელსიერი ოდესმე ყოფილა, ელენდ. მას საკუთარ თავზე
735
სჭირდებოდა მუშაობა, შენ კი ყველაფერი ბუნებრივად გამოგდის.
ფილენის მსგავს მღრღნელებსაც კი კარგი და ღირსეული ადამიანე-
ბივით ეპყრობი. რასაც უნდა ფიქრობდნენ ზოგიერთები, ეს გულუბ-
რყვილობა არაა. ეს იგივეა, რაც კელსიერს ჰქონდა, ოღონდ უფრო
ძლიერი. მას შეეძლო, შენგან ესწავლა.
– ზედმეტად დიდ პატივს მდებ, – მიუგო ელენდმა.
დაქანცულმა ვინმა თავი გააქნია და სეიზდს მიუბრუნდა.
– სეიზდ?
– გისმენ, შვილო.
– რომელიმე საქორწინო ცერემონია თუ იცი?
ელენდს კინაღამ ნაჭერი გაუვარდა.
– რამდენიმე ვიცი, – უთხრა სეიზდმა, თან ჭრილობას უტრია-
ლებდა, – ასე, ორასამდე.
– ყველაზე მოკლე რომელია? – ჰკითხა ვინმა.
სეიზდმა ნაკერი გაკვანძა.
– ლარსტელ ხალხს მხოლოდ მოძღვრის წინაშე სიყვარულის
აღიარება ჰყოფნიდა. მათი რწმენა მთლიანად სიმარტივეს ეფუძნე-
ბოდა, რაც, ალბათ, იმის შედეგი იყო, რომ ეს ხალხი ოდესღაც ძვე-
ლისძველი მიწიდან გააძევეს. ამ მიწამ თავისი ჩახლართული ბი-
უროკრატიული სისტემით გაითქვა სახელი. კარგი რელიგია იყო.
ბუნებაში ნაპოვნ მარტივ სილამაზეს ეთაყვანებოდნენ.
ვინმა ელენდს შეხედა. გოგოს სახე სისხლით ჰქონდა მოთხვრი-
ლი, თმა კი წარმოუდგენლად აბურძგნოდა.
– მოიცადე, – უთხრა ელენდმა, – ვინ, არ ჯობია, მოვიცადოთ,
სანამ, ხომ ხვდები...
– ელენდ, – შეაწყვეტინა ვინმა, – მიყვარხარ.
კაცი გაშეშდა.
– შენც გიყვარვარ? – ჰკითხა ვინმა.
"სიგიჟეა", – გაიფიქრა ელენდმა და გოგოს ხმადაბლა უპასუხა:
– კი.
ვინმა სეიზდს გახედა, რომელიც ჯერაც მუშაობდა.
736
– აბა?
სეიზდმა თავი ასწია, თითები გასისხლიანებული ჰქონდა.
– ჩემი აზრით, ფრიად უცნაური დრო შეარჩიეთ ასეთი რიტუა-
ლისთვის.
ელენდმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– მხოლოდ ცოტაოდენი სისხლია, – ვინს დაღლილი ხმა ჰქონდა, –
მართლა კარგად ვარ. როგორც იქნა, ყველაფერი გაირკვა.
– მართალია, – უპასუხა სეიზდმა, – მაგრამ ახლა აღელვებული
ბრძანდებით. ასეთი გადაწყვეტილება მარტივად, ძლიერი ემოციების
გავლენით არ უნდა მიიღოთ.
ვინმა გაიღიმა.
– დაქორწინების გადაწყვეტილება ძლიერი ემოციების გამო არ უნ-
და მივიღო?
– მაგას არ ვგულისხმობდი, – შეცბა ტერისელი, – უბრალოდ, დარ-
წმუნებული არ ვარ, რომ საკუთარ თავს სრულად მართავთ, ლედი ვინ.
გოგომ თავი გააქნია.
– ახლა გაცილებით უკეთ ვმართავ ჩემს თავს, ვიდრე წინა თვეების
განმავლობაში. დროა, ყოყმანი შევწყვიტო, სეიზდ. დროა, შევწყვიტო
წუხილი და ამ გუნდში ჩემი ადგილი დავიკავო. უკვე ზუსტად ვიცი, რაც
მსურს. ელენდი მიყვარს. არ ვიცი, ერთმანეთს როგორ შევეწყობით,
მაგრამ მინდა, რომ მაინც ვცადო.
ელენდი წამით უხმოდ იჯდა, მერე ისევ ჭრილობის დამუშავება გა-
ნაგრძო.
– თქვენ, ლორდო ელენდ? თქვენ რა ფიქრები გიტრიალებთ თავში?
"რა ფიქრები?" – ელენდს წინა დღე ახსენდებოდა, როდესაც ვინი
წასვლაზე ელაპარაკებოდა და თავად დაზაფრული უსმენდა. მაშინ იმა-
ზე ფიქრობდა, რომ ძლიერ სჭირდებოდა ვინის სიბრძნე, გამბედაობა...
მისი მარტივი, მაგრამ არა იოლი, თავდადება. დიახ, ელენდს იგი უყ-
ვარდა.
ცოტა ხნის წინ სამყარო საშინლად ქაოსური გახდა. ელენდმა შეც-
დომები დაუშვა. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად – იმედგაცრუებათა
737
მიუხედავად – ჯერაც ვინთან ერთად ყოფნა სურდა. წვეულებების
დროინდელ ლტოლვას ვეღარ გრძნობდა, მაგრამ ახალი შეგრძნე-
ბა უფრო მტკიცე ჩანდა.
– კი, სეიზდ, – თქვა ბოლოს, – მინდა, რომ მასზე ვიქორწინო.
უკვე დიდი ხანია, მინდოდა. მე... არ ვიცი, ქალაქს რა ბედი ეწევა,
ანდაც – ჩემს სამეფოს, მაგრამ აღსასრული როდესაც მოვა, მინდა,
ვინთან ერთად ვიყო.
სეიზდი მუშაობას აგრძელებდა.
– ძალიანაც კარგი, – თქვა ბოლოს, – თუკი ჩემგან რაიმე და-
მოწმება გჭირდებათ, ჩათვალეთ, რომ გაქვთ.
ელენდმა ჩაიმუხლა, ნაჭერს ჯერაც ვინის მხარს აჭერდა და თავს
დარეტიანებულივით გრძნობდა.
– ანუ... დაქორწინებულები ვართ?
სეიზდმა თავი დაუქნია.
– ჩემი დამოწმება ისეთივე ნამდვილია, როგორც ნებისმიერი
ვალმდებლისა იქნებოდა. მაგრამ ფრთხილად იყავით, ლარსტას
სასიყვარულო ფიცის შესრულება სავალდებულოა. მათ კულტურა-
ში განქორწინებას არ ცნობდნენ. მაშ, მიიღებთ ჩემს დამოწმებას?
ვინმა თავი დაუქნია. ელენდმა იგრძნო, რომ თავადაც ვინს ბა-
ძავდა.
– მაშ, დაქორწინებულები ხართ, – თქვა სეიზდმა და ძაფი გადაკ-
ვანძა, მერე ვინს მკერდზე ნაჭერი გადააფარა, – ცოტა ხანი ეს ნაჭე-
რი დაიჭირეთ, ლედი ვინ, რათა სისხლდენა შეჩერდეს.
შემდეგ ისევ ლოყას დაუბრუნდა.
– მგონი, ცერემონია ან რაიმე მსგავსი გვჭირდება, – შენიშნა
ელენდმა.
– შემიძლია ეგეც მოვაწყო, თუკი ისურვებთ, – მიუგო სეიზდმა, –
მაგრამ არა მგონია, გჭირდებოდეთ. უკვე დიდი ხანია, ორივეს გიც-
ნობთ და მინდა, ჩემი დალოცვა გქონდეთ. უბრალოდ, რჩევას მოგ-
ცემთ. ის, ვინც საყვარელი ადამიანისთვის მიცემულ დაპირებებს
იოლად არღვევს, ბედნიერებით დიდხანს ვერ ტკბება. მძიმე დრო-
738
ება გვიდგას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დროება სიყვარულისთვისაც აუ-
ცილებლად მძიმე იქნება, არამედ იმას, რომ საკუთარი სიცოცხლისა
და ურთიერთობის გადარჩენა უფრო გართულდება. არ დაივიწყოთ ფი-
ცი, რომელიც ერთმანეთს ამ საღამოს მიეცით. იგი სამომავლოდ მხნე-
ობას შეგმატებთ, – ამ სიტყვებთან ერთად, ვინის სახეზე ბოლო კვანძი
შეკრა. მერე მხარზე გადაინაცვლა. სისხლდენა თითქმის შეჩერებული-
ყო და სეიზდმაც დამუშავებამდე ყურადღებით შეათვალიერა ჭრილო-
ბა.
ვინმა ელენდს ღიმილით ახედა. ლამის ეძინა. ელენდი ადგა, პირსა-
ბანთან მივიდა და სველი ნაჭერით დაბრუნდა, რომ გოგოს სახე და
ლოყა გაეწმინდა.
– ვწუხვარ, – თქვა ვინმა ხმადაბლა მას შემდეგ, რაც სეიზდმა გარს
შემოუარა და იქ მოთავსდა, სადაც ადრე ელენდმა ჩაიმუხლა.
– რის გამო? – ჰკითხა ელენდმა, – მამაჩემის ნისლქმნილზე დარ-
დობ?
– არა, – ვინმა თავი გააქნია, – ამდენი დრო რომ დამჭირდა.
ელენდმა გაიღიმა.
– ცდად ღირდა. თანაც მეც დრო მჭირდებოდა რაღაც-რაღაცების
მისახვედრად.
– მაგალითად, როგორი მეფე ყოფილიყავი?
– და მერე როგორ შემეწყვიტა მეფობა.
ვინმა უარის ნიშნად თავი გადააქნია.
– მეფობა არასდროს შეგიწყვეტია, ელენდ. შეუძლიათ, გვირგვინი
წაგართვან, მაგრამ ღირსებას ვერ წაიღებენ.
ელენდმა გაიღიმა.
– გმადლობ. ამის მიუხედავად, წარმოდგენა არ მაქვს, ქალაქს რამე
სიკეთე თუ მოვუტანე. თუნდაც მხოლოდ ჩემი აქ ყოფნით ხალხი დაიხ-
ლიჩა, ახლა კი ყველაფერს სტრაფი დაეპატრონება.
– სტრაფს იმავე წამს მოვკლავ, როგორც კი ქალაქში ფეხს შემოად-
გამს.

739
ელენდმა კბილები ერთმანეთს დააჭირა: "ისევ ძველ პრობლე-
მებს დავუბრუნდით". სტრაფს მხოლოდ ვინის დანის შიშით აჩერებ-
დნენ. როგორმე შემოძრომის გზას მოიფიქრებდა... თანაც ჯასტესიც
ისევ იქ იყო და კოლოსებიც...
– თქვენო ღირსებავ, – სეიზდი ჯერაც მუშაობდა, – ამ სირთულის
გადაწყვეტის გზა ვიცი.
ელენდმა ტერისელს დახედა და წარბი აზიდა.
– აღზევების წყარო, – შესთავაზა სეიზდმა.
ვინმა მაშინვე დააჭყიტა თვალები.
– მე და ტინდუილი ეპოქათა გმირზე ვიკვლევდით, – განაგრძო
სეიზდმა, – და დავრწმუნდით, რომ რაშეკმა არ შეასრულა ის საქმე,
რაც ეპოქათა გმირს უნდა შეესრულებინა. სინამდვილეში, იმაშიც
კი არ ვართ დარწმუნებულნი, ათასი წლის წინ ალენდი მართლა
იყო გმირი თუ არა. ძალიან ბევრი შეუსაბამობა, სირთულე და წინა-
აღმდეგობა არის. თანაც, ნისლი... სიღრმე... ჯერაც აქაა. და უკვე
ხალხს ხოცავს.
– რისი თქმა გინდა? – შეიჭმუხნა ელენდი.
– რაღაც საქმე უნდა დაასრულოთ, თქვენო ღირსებავ. რაღაც ძა-
ლიან მნიშვნელოვანი. ერთი მხრივ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ
ლუთადელის მოვლენებსა და აღზევების წყაროს ერთმანეთთან სა-
ერთო არც არაფერი აქვთ. მაგრამ სურათს ცოტა შორიდან თუ და-
აკვირდებით, მიხვდებით, რომ შეიძლება, პირველი მეორის გადაწ-
ყვეტა იყოს.
– ბოქლომი და გასაღები, – გაიღიმა ელენდმა.
– დიახ, თქვენო უდიდებულესობავ, – გაუღიმა სეიზდმაც, – ზუს-
ტად ასე.
– ბაგუნი მესმის, – დაიჩურჩულა ვინმა და თვალები დახუჭა, –
თავში. ამ ხმას შევიგრძნობ.
სეიზდი წამით უხმოდ მუშაობდა, შემდეგ ვინს მკლავზე სახვევი
შემოახვია.
– შეგიძლიათ იგრძნოთ, საითაა?
740
ვინმა თავი გააქნია.
– მე... დარტყმებს მიმართულება არ აქვთ. მეგონა, რომ ძალიან
შორიდან იყო, მაგრამ სულ უფრო და უფრო ხმამაღალი ხდება.
– წყაროს ძალა უბრუნდება, – დაასკვნა სეიზდმა, – საბედნიეროდ,
ვიცი, სადაც უნდა ვეძებოთ.
ელენდი მისკენ შებრუნდა, ვინმა კი თვალები მეორედ დააჭყიტა.
– კვლევამ მდებარეობა აჩვენა, ლედი ვინ, – უთხრა სეიზდმა, – შე-
მიძლია, ჩემი ლითონგონიდან რუკა გადმოვხატო.
– სად? – დაიჩურჩულა ვინმა.
– ჩრდილოეთით, – მიუგო სეიზდმა, – ტერისის მთებში. ერთ-ერთი
ყველაზე დაბალი მწვერვალის, დერიატისის თავზე. წლის ამ დროს
იქამდე მგზავრობა ძალიან რთული იქნება...
– შევძლებ, – მტკიცედ თქვა ვინმა. სეიზდი ძუძუს ჭრილობას დაუბ-
რუნდა. ელენდი წამოწითლდა და ზურგი აქცია.
"მე... ცოლი მყავს".
– წასვლას აპირებ? – ჰკითხა ელენდმა ვინს და შეხედა, – ახლა?
– სხვა გზა არ მაქვს, – დაიჩურჩულა ვინმა, – ელენდ, უნდა წავიდე.
– თქვენც მასთან ერთად უნდა წახვიდეთ, თქვენო უდიდებულესო-
ბავ, – უთხრა სეიზდმა.
– რა?
სეიზდმა ამოიოხრა და ქვემოდან ამოხედა.
– ფაქტებს თვალი გაუსწორეთ, თქვენო ღირსებავ. თავადვე თქვით,
რომ მალე აქაურობას სტრაფი დაეპატრონება. თუ ჯერაც აქ იქნებით,
სიკვდილით დაგსჯიან. ლედი ვინს კი წყარომდე მისაღწევად თქვენი
დახმარება ძალიან გამოადგებოდა.
– უზარმაზარი ძალა უნდა ჰქონდეს, – თქვა ელენდმა და ნიკაპზე ხე-
ლი მოისვა, – შენი აზრით, არმიების განადგურებას მოვახერხებთ?
ვინმა თავი გააქნია.
– გამოყენება არ შეგვიძლია, – დაიჩურჩულა მან, – მისი ძალა ცდუ-
ნებაა. წინა ჯერზე სწორედ მაგის გამო მოხდა კატასტროფა. რაშეკმა,
დათმობის ნაცვლად, ძალა მიითვისა.
741
– დათმობის? – ჰკითხა ელენდმა, – ეგ რას ნიშნავს?
– უბრალოდ, უნდა გაუშვათ, თქვენო უდიდებულესობავ, – უთხრა
სეიზდმა, – და დააცადოთ, რომ სიღრმე თავად დაამარცხოს.
– ნდობა, – ჩუმად წამოიძახა ვინმა, – ყველაფერი ნდობაზეა.
– ამის მიუხედავად, – განაგრძო სეიზდმა, – მგონია, რომ ძალის
გათავისუფლებას მთელი მიწებისთვის გასაოცარი შედეგები მოჰ-
ყვება. ყველაფერი შეიცვლება, მათ შორის, იმ ზიანის უმეტესობაც,
რაც სამყაროს მბრძანებელმა მიაყენა. სერიოზული ეჭვი მაქვს,
რომ ამ გზით კოლოსებიც განადგურდებიან, ვინაიდან მბრძანე-
ბელმა ისინი ძალის ბოროტად გამოყენებით შექმნა.
– მაგრამ სტრაფი ქალაქს მაინც დაიპყრობს, – თქვა ელენდმა.
– რა თქმა უნდა, – მიუგო სეიზდმა, – მაგრამ თქვენ თუ წახვალთ,
ქალაქს უბრძოლველად დაუთმობენ. ასამბლეის წევრებმა კარგა
ხანია გადაწყვიტეს, რომ სტრაფი იმპერატორად გამოაცხადონ; და
მერე იგი, როგორც ჩანს, პენროდს იმის უფლებას მისცემს, ქვეშევ-
რდომ მეფედ დარჩეს. სისხლისღვრა არ იქნება; თქვენც ხელ-ფეხი
გაგეხსნებათ და გარედან მოაწყობთ აჯანყებებს. თანაც, ვინ იცის,
რას იზამს ძალის გამოშვება? შესაძლოა, ლედი ვინი ისევე შეიცვა-
ლოს, როგორც მბრძანებელი. ქალაქში დამალული გუნდის დახმა-
რებით, მამათქვენის ტახტიდან ჩამოგდება არც ისე რთული იქნება
– განსაკუთრებით, ორიოდ წელიწადში, როდესაც უკვე სრულად მი-
ეცემა თვითკმაყოფილებას.
ელენდმა კბილები დაკრიჭა: "კიდევ ერთი რევოლუცია", – თუმ-
ცა სეიზდის ნათქვამი ფრიად ჭკვიანურად ჟღერდა, – "აქამდე მხო-
ლოდ მცირე დაბრკოლებებზე ვზრუნავდით", – თვალი ვინისკენ გა-
აპარა და სითბოსა და სიყვარულის მოზღვავება იგრძნო, – "ეგებ
დროა, ყური დავუგდო, რის თქმას ცდილობს".
– სეიზდ, – თქვა ელენდმა, რომელსაც მოულოდნელი აზრი ეწ-
ვია, – შენი აზრით, ტერისელთა დარწმუნებას თუ შევძლებ, რომ
დაგვეხმარონ?

742
– შესაძლებელია, თქვენო უდიდებულესობავ, – უთხრა სეიზდმა, –
ბრძანება, რომ არაფერში ჩავრეულიყავი – რომელსაც, როგორც
იცით, ყურადღებას არ ვაქცევდი – იმის გამო მომცეს, რომ სხვა მისია
მაქვს დაკისრებული; და არა იმიტომ, რომ სინოდი ყოველგვარი ჩარე-
ვისგან იკავებს თავს. თუ მათ დაარწმუნებთ, რომ ტერისელები ლუთა-
დელში ძლიერი მოკავშირის ყოლით იხეირებენ, ეგებ მათგან სამხედ-
რო დახმარებაც მიიღოთ.
ჩაფიქრებულმა ელენდმა თავი დაუქნია.
– ბოქლომი და გასაღები გახსოვდეთ, თქვენო უდიდებულესობავ, –
თქვა სეიზდმა და ვინის მეორე ჭრილობაზე მუშაობას მორჩა, – ახლა
გეჩვენებათ, რომ წასვლა ზუსტად იმის საპირისპიროა, რასაც სინამ-
დვილეში უნდა აკეთებდეთ. მაგრამ თუ სურათს უფრო შორიდან შეხე-
დავთ, დაინახავთ, რომ ზუსტადაც წასვლაა საჭირო.
ვინმა თვალები გაახილა და ელენდს ღიმილით ახედა.
– ჩვენ ამას შევძლებთ, ელენდ. წამომყევი.
ელენდი წამით უძრავად იდგა: "ბოქლომი და გასაღები..."
– კარგი, – თქვა მან, – როგორც კი ვინი მგზავრობას შეძლებს, მა-
შინვე წავალთ.
– ხვალ უკვე ცხენზე დაჯდომა შეეძლება, – უპასუხა სეიზდმა, – ხომ
იცით, როგორ შეუძლია კალტყვიას სხეულის გაძლიერება.
ელენდმა ისევ დაუქნია თავი.
– მშვენიერია. შენთვის უფრო ადრე უნდა დამეგდო ყური, ვინ. თა-
ნაც ყოველთვის მინდოდა შენი სამშობლოს ნახვა, სეიზდ. ახლა კი შე-
გიძლია, თავად გვაჩვენო.
– ვშიშობ, მე აქ უნდა დავრჩე, – უპასუხა სეიზდმა, – ცოტა ხანში სამ-
ხრეთისკენ უნდა დავადგე გზას და ჩემი შრომა იქ დავასრულო. თუმცა
ტინდუილი წამოგყვებათ. მას უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია აქვს,
რომელიც ჩემს ძმებს უნდა გადასცეს.
– პატარა ჯგუფი უნდა იყოს, – შენიშნა ვინმა, – სტრაფის ჯარისკა-
ცებს უნდა გავეპაროთ. ან გავასწროთ.

743
– ვგონებ, თქვენ სამნი საკმარისი იქნებით, – მიუგო სეიზდმა, –
ან შეიძლება, ერთი ადამიანიც გამოგადგეთ, ვინმე ისეთი, ვინც ძი-
ლის დროს გიდარაჯებთ და ნადირობისა და დაზვერვის ძალებიც
შესწევს. ეგებ ლორდი ლესტიბორნი?
– სპუკი იდეალური იქნება, – თავი დაუქნია ელენდმა, – დარ-
წმუნებული ხარ, რომ გუნდის დანარჩენი წევრები ქალაქში უსაფ-
რთხოდ იქნებიან?
– რა თქმა უნდა, არ იქნებიან, – გაიღიმა ვინმა, – მაგრამ ამ საქ-
მეში ტოლი არა ჰყავთ. სადაც მბრძანებელს ემალებოდნენ, სტრაფ-
საც დაემალებიან. განსაკუთრებით მაშინ, თუ შენს დაცვაზე არ მოუ-
წევთ ზრუნვა.
– მაშინ გადაწყდა, – სეიზდი წამოდგა, – თქვენ ორმა დღეს კარ-
გად უნდა დაისვენოთ, თქვენს ურთიერთობაში ბოლოდროინდელი
ცვლილების მიუხედავად. ლედი ვინ, სიარული შეგიძლიათ?
– სიარული არ დასჭირდება, – თქვა ელენდმა, დაიხარა და ხელ-
ში აიყვანა. ვინმა მკლავები შემოხვია, მაგრამ ძლიერად ვერ შემოუ-
ჭირა და ელენდიც ხედავდა, რომ გოგოს ისევ თვალები ებლიტებო-
და.
გაიღიმა. მოულოდნელად სამყარო უფრო გამარტივდა. შეეძ-
ლო, დრო მართლა მნიშვნელოვან საქმეზე დაეხარჯა. მას შემდეგ
კი, რაც ის და ვინი ერთად მოძებნიდნენ ყველა შესაძლო დამხმარეს
ჩრდილოეთში, უკანაც დაბრუნდებოდნენ. მართლა აპირებდა დაბ-
რუნებას და განახლებული ძალებით პრობლემებთან შებმას.
ვინი მოხერხებულად დაიჭირა, სეიზდს თავის დაქნევით უსურვა
მშვიდობიანი ღამე და თავისი ოთახებისკენ დაიძრა. ეჩვენებოდა,
რომ, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.
სეიზდი იდგა და უყურებდა, როგორ მიდიოდნენ. ფიქრობდა, ნე-
ტა რას იტყოდნენ მასზე, როდესაც შეიტყობდნენ, რომ ლუთადელი
დაეცა. მაგრამ ერთმანეთი მაინც ხომ ეყოლებოდათ გასამხნევებ-
ლად.

744
საქორწინო დალოცვა უკანასკნელი საჩუქარი იყო, რომლის მიძ-
ღვნაც შეეძლო. დალოცვა... და მათი სიცოცხლეები.
"ნეტავ, როგორ განმსჯის ისტორია ამ ტყუილისთვის?" – დაინტე-
რესდა სეიზდი, – "როგორ განსჯის იმ ტერისელს, რომელიც ასე ჩა-
ერია პოლიტიკაში და მეგობრების გადასარჩენად მითოლოგიაც კი
გააყალბა?" წყაროსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ტყუილი თქვა.
ასეთი ძალა მართლაც თუ არსებობდა, სეიზდს წარმოდგენა არ ჰქონ-
და, სად იყო ან რისი დატრიალება შეეძლო.
ისტორიაში დატოვებულ სეიზდის სახელზე გავლენას მოახდენდა
ის, თუ როგორ იცხოვრებდნენ ვინი და ელენდი მომავალში. ტერისელი
იმედოვნებდა, რომ სწორად მოიქცა. შეჰყურებდა წყვილს და ხვდებო-
და, რომ მათი ახალგაზრდული სიყვარული ცოტა ხნით კიდევ გადარ-
ჩებოდა; მერე, თავისი გადაწყვეტილების გახსენებაზე, ღიმილს ვერ
იკავებდა.
ბოლოს ამოიოხრა, დაიხარა და სამედიცინო აღჭურვილობა აკრი-
ფა. შემდეგ კი მეორე ოთახში გავიდა, რათა ვინისა და ელენდისთვის
დაპირებული რუკა გაეყალბებინა.
მეოთხე ნაწილის დასასრული

მეხუთე ნაწილი - თოვლი და ფერფლი


თავად უკვე მიეჩვია, რომ დიდი სიკეთისათვის თმობს სურვილებს.
ყოველ შემთხვევაში, იმისათვის, რასაც თავად მიიჩნევს დიდ სიკეთედ.

49
– სულელი ხარ, ელენდ ვენტურ, – შეუღრინა ტინდუილმა. ხელები
გულზე დაეკრიფა და თვალებს უკმეხად აკვესებდა.
ელენდმა აღვირი შეასწორა. ტინდუილის ოდესღაც შედგენილ გარ-
დერობში შავი და ვერცხლისფერი საჯირითო ფორმაც შედიოდა, რო-
მელიც ახლა ეცვა. ხელებზე ტყავის ხელთათმანი მოხდენილად ჰქონ-
და წამოცმული. მხრებზე კი მუქი მანტია მოისხა ფერფლისგან თავდა-
საცავად.
745
– მისმენ? – მკვახედ უთხრა ტინდუილმა, – ვერ წახვალ. ახლა
ვეღარ! მაშინ, როდესაც შენი ხალხი ასეთ საფრთხეშია!
– სხვაგვარად დავიცავ, – უპასუხა ელენდმა და ცხენის საპალნე შე-
ამოწმა.
ციხე-კოშკის საიდუმლო გასასვლელში იდგნენ, რომელიც ვენ-
ტურებთან მისასვლელად გამოიყენებოდა. ვინი თავის ცხენზე იჯდა,
ლამის თავით-ფეხამდე მანტიაში იყო გახვეული და დაძაბულობის-
გან აკანკალებული ხელებით აღვირს ეჭიდებოდა. ჭენება თითქმის
არ იცოდა, მაგრამ ელენდმა სირბილის უფლება არ მისცა. ასამ-
ბლეის სხდომის დროს მიღებული ჭრილობები, კალტყვიით თუ
კალტყვიის გარეშე, ჯერაც არ შეხორცებულიყო, რომ აღარაფერი
ეთქვა წინა ღამის ჭრილობებზე.
– სხვაგვარად? – ჩაეკითხა ტინდუილი, – მათთან ერთად უნდა
იყო. მათი მეფე ხარ!
– არა, არ ვარ! – დაუღრინა ელენდმაც და ტერისელისკენ შებ-
რუნდა, – ჩემზე უარი თქვეს, ტინდუილ. ახლა უფრო შორიდან უნდა
ვიყურო და უფრო მნიშვნელოვან ამბებზე ვიდარდო. ტრადიციული
მეფე უნდოდათ? ჰოდა, ჰყავდეთ მამაჩემი. ტერისიდან რომ მოვ-
ბრუნდები, ეგებ მაშინ მაინც გაიაზრონ, რა დაკარგეს.
ტინდუილმა თავი გადააქნია, ნაბიჯი წინ გადმოდგა და ხმადაბ-
ლა უთხრა:
– ტერისიდან, ელენდ? შენ ჩრდილოეთში მიდიხარ. ვინისთვის.
იცი, რატომაც უნდა იქ წასვლა, ხომ?
ელენდი შეყოყმანდა.
– აჰ, ესე იგი, იცი, – მიუგო ტინდუილმა, – ამაზე რას ფიქრობ,
ელენდ? არ მითხრა, რომ ამ სისულელეების გჯერა. ჰგონია, რომ
ეპოქათა გმირია. ჰგონია, რომ მთებში რაღაცას მიაგნებს – რამე
ძალას ან რამე ცოდნის გამომჟღავნებას, რომელიც ღვთაებრიობას
მიანიჭებს.
ელენდმა ვინს გადახედა. იგი ჯერაც უჩუმრად იჯდა ცხენზე, კა-
პიუშონი ჩამოეწია და მიწას დაჰყურებდა.
746
– საკუთარი ოსტატის გზას მიჰყვება, ელენდ, – ჩასჩურჩულა ტინდუ-
ილმა, – გადარჩენილი ამ ხალხისთვის ღმერთად იქცა, და ახლა ვინს
ჰგონია, რომ იგივე უნდა ქნას.
ელენდი ტინდუილს მიუბრუნდა.
– თუკი ჭეშმარიტად სჯერა, მაშ, აუცილებლად დავეხმარები.
– სიგიჟეში დაუჭერ მხარს? – მოსთხოვა პასუხი ტინდუილმა.
– ჩემს ცოლზე ასე საუბარს ნუ ბედავ, – უპასუხა ელენდმა, ისეთი
მბრძანებლური ხმით, რომ ქალი შეხტა. ელენდი ცხენზე შეჯდა, – მას
ვენდობი, ტინდუილ. ნდობა კი, ნაწილობრივ, რწმენაა.
ტინდულმა ჩაიფრუტუნა.
– იმისი რწმენა ვერ გექნება, რომ ნაწინასწარმეტყველები მესიაა,
ელენდ. ხომ გიცნობ – სწავლული ხარ. შეიძლება, გადარჩენილის ეკ-
ლესიასთან კავშირი შეკარი, მაგრამ ზებუნებრივისა ისევე გწამს, რო-
გორც მე.
– იმის მწამს, – მტკიცედ თქვა ელენდმა, – რომ ვინი ჩემი ცოლია
და მიყვარს. ის, რაც მისთვის მნიშვნელოვანია, ჩემთვისაც მნიშვნე-
ლოვანია; და ყოველივე, რისიც მას სწამს, ჩემთვისაც სარწმუნოა.
ჩრდილოეთში მივდივართ და როგორც კი იქ ძალას გავათავისუფ-
ლებთ, უკან დავბრუნდებით.
– შესანიშნავია, – უპასუხა ტინდუილმა, – მაშ, დაგიმახსოვრებენ
ლაჩრად, რომელმაც თავისი ხალხი მიატოვა.
– მოგვეშვი! – უბრძანა ელენდმა, თითი ასწია და ციხე-კოშკისკენ
ანიშნა. ტინდუილი შებრუნდა და კარისკენ წავიდა. გასასვლელში რომ
გაიარა, მაგიდისკენ მიუთითა, სადაც წიგნის ზომის, ყავისფერ ქაღალ-
დში გახვეული და სქელი თოკით შეკრული ამანათი იდო.
– სეიზდს უნდა, რომ ეს დამცველთა სინოდს მიუტანო. მათ ქალაქ
თასინგდუენში იპოვი. ისიამოვნე საკუთარი განდევნილობით, ელენდ
ვენტურ, – და წავიდა.
ელენდმა ამოიოხრა და თავისი ცხენი ვინისას მიუახლოვა.
– მადლობა, – უთხრა ვინმა ხმადაბლა.
– რისთვის?
747
– იმისთვის, რაც უთხარი.
– მართლა მჯერა ჩემი ნათქვამის, ვინ, – ელენდმა ხელი გაიწვდინა
და მხარზე დაადო.
– ხომ ხვდები, რომ ტინდუილი, შეიძლება, მართალიც იყოს, –
უთხრა ვინმა, – იმის მიუხედავად, რაც სეიზდმა გვითხრა, შეიძლება
მართლა შევიშალე. ხომ გახსოვს, გიყვებოდი, სულს ვხედავ-მეთქი?
ელენდმა ნელა დაუქნია თავი.
– ჰოდა, კიდევ ვნახე, – განაგრძო ვინმა, – მოჩვენებასავითაა,
ნისლის ბოლქვებისგან შედგება. სულ ვხედავ, გვითვალთვალებს
და მუდმივად დამყვება. თავშიც ის ბაგუნი მესმის, დიდებული, ძლე-
ვამოსილი, როგორც ალომანტური პულსი. ოღონდ, ბრინჯაოს გა-
მოყენებაც აღარ მჭირდება მის მოსასმენად.
– მჯერა შენი, ვინ, – ელენდმა მხარზე ხელი მოუჭირა.
– მართლა, ელენდ? მართლა გჯერა?
– დარწმუნებული არ ვარ, – აღიარა მან, – მაგრამ ძალიან ვცდი-
ლობ. როგორც უნდა იყოს, მგონია, რომ ჩრდილოეთში წასვლა
სწორი საქციელია.
– ვფიქრობ, ეგეც საკმარისია, – თავი დაუქნია ვინმა.
ელენდმა გაუღიმა და კარისკენ შებრუნდა.
– სპუკი სადაა?
ვინი მანტიის ქვეშ მოიკუნტა.
– როგორც ვხვდები, ტინდუილი ჩვენთან ერთად არ წამოვა.
– ალბათ, არა, – თქვა ელენდმა და გაიღიმა.
– ტერისისკენ გზას როგორ გავაგნებთ?
– არ უნდა გაგვიჭირდეს, – მიუგო ელენდმა, – უბრალოდ, საიმ-
პერიო არხს გავყვებით თასინგდუენისკენ, – წამით შეჩერდა და ის
რუკა გაახსენდა, სეიზდმა რომ მისცა. რუკაზე ტერისის მთებისკენ
მიმავალი გზა იყო მონიშნული. მარაგი თასინგდუენში უნდა შეევ-
სოთ, თანაც მაღალი თოვლი დახვდებოდათ, მაგრამ... ამ დაბრკო-
ლებაზე სხვა დროს იდარდებდნენ.

748
ვინმა გაიღიმა. ელენდი ტინდუილის მიერ დატოვებული ამანათის
ასაღებად წავიდა. რაღაც წიგნი აღმოჩნდა. ცოტა ხანში სპუკიც მოვიდა.
ჯარისკაცის ფორმა ეცვა, მხრებზე ხურჯინები ჰქონდა მოგდებული.
ელენდს თავი დაუკრა, ვინს მოზრდილი ჩანთა მიაწოდა და თავისი ცხე-
ნისკენ წავიდა.
"ანერვიულებული ჩანს", – გაიფიქრა ელენდმა, თანაც შეჰყურებდა,
როგორ აჰკიდა სპუკმა ხურჯინები ცხენს.
– მაგ ჩანთაში რა არის? – ჰკითხა ვინს ელენდმა.
– კალტყვიის მტვერი, – მიუგო გოგომ, – ვფიქრობ, დაგვჭირდება.
– მზად ვართ? – იკითხა სპუკმა და მათ გადახედა.
ელენდმა მზერა ვინს მიაპყრო, მანაც თავი დაუქნია.
– მაშ, მგონი დროა...
– ჯერ არა, – თქვა უცხო ხმამ, – ჯერ საერთოდ არ ვარ მზად.
ელენდი იმწამს შებრუნდა, როდესაც შესასვლელიდან ალრიანმა
გამოაბიჯა. მდიდრული, ყავისფერი და წითელი სამგზავრო სამოსი ეც-
ვა; თმა შარფის ქვეშ აეკეცა. "სად იშოვა ეს ტანსაცმელი?" – გაუკვირდა
ელენდს. ორი მსახური მოჰყვებოდა, ჩანთებით.
ალრიანი შეყოყმანდა და ჩაფიქრებით დაიდო თითი ტუჩზე.
– მგონი, საპალნისთვის ცხენი დამჭირდება.
– რას აკეთებ? – ჰკითხა ვინმა.
– მოგყვებით, – უპასუხა ალრიანმა, – ბრიზმა მითხრა, ქალაქიდან
უნდა წახვიდეო. ხანდახან ძალიან სულელი კაცია, მაგრამ საოცრად
ჯიუტი. მთელი საუბრის განმავლობაში ისე მთრგუნავდა, გეგონება, ვე-
რაფერს ვხვდებოდი.
ალრიანმა ერთ-ერთ მსახურს ხელი აუქნია და ისიც მეჯინიბის მო-
საყვანად გაიქცა.
– ძალიან სწრაფად ვაპირებთ სვლას, – უთხრა ელენდმა, – არ ვი-
ცი, ჩვენი ტემპით ჭენებას თუ მოახერხებ.
ალრიანმა თვალები აატრიალა.

749
– დასავლეთ დომინიონიდან მთელი გზა ჭენებით გამოვიარე!
მგონი, მოვახერხებ. თანაც ვინი დაშავებულია, ასე რომ, არა მგო-
ნია, მთლად მასე სწრაფად იაროთ.
– არ გვინდა, რომ ჩვენთან ერთად წამოხვიდე, – უთხრა ვინმა, – არ
გენდობით და არ მოგვწონხარ.
ელენდმა თვალები დახუჭა: "ძველი, კეთილი, პირდაპირი ვინი".
ალრიანმა გადაიკისკისა. მსახური ორ ცხენთან ერთად დაბრუნ-
და და ერთ-ერთის დატვირთვა დაიწყო.
– სულელო, ვინ, – უთხრა მან, – როგორ შეგიძლია, რაღაც ასე-
თი თქვა მას შემდეგ, რაც ერთად გამოვიარეთ?
– ერთად გამოვიარეთ? – ჰკითხა ვინმა, – ალრიან, ერთადერ-
თხელ წავედით საყიდლებზე.
– და მე საოცარი სულიერი კავშირი ვიგრძენი, – მიუგო ალრი-
ანმა, – ფაქტობრივად, დები ვართ!
ვინმა დაცლილი მზერა მიაპყრო.
– დიახაც, – უთხრა ალრიანმა, – ოღონდ ეჭვი არაა, უფროსი,
მოსაწყენი და შენ ხარ, – შემდეგ ტკბილად გაიღიმა, ადვილად წა-
მოსკუპდა უნაგირზე, რაც ცხენოსნობაში მის ოსტატობაზე მეტყვე-
ლებდა. ერთ-ერთმა მსახურმა სასაპალნე ცხენი მიჰგვარა და აღვი-
რი ალრიანის უკან, უნაგირზე მიაბა.
– კარგი, ელენდ, ძვირფასო, – თქვა მან, – მზად ვარ. წავიდეთ.
ელენდმა ვინს გადახედა, რომელმაც შავბნელი გამომეტყველე-
ბით გადააქნია თავი.
– შეგიძლიათ, უკან მომიტოვოთ, თუ ასე გინდათ, – უთხრა ალ-
რიანმა, – მაგრამ მაინც გამოგყვებით, მერე შარში გავეხვევი და
მოგიწევთ, უკან დაბრუნდეთ და გადამარჩინოთ. არც კი სცადოთ
თავის მოჩვენება, რომ სხვაგვარად მოიქცევით!
ელენდმა ამოიოხრა:
– მაშ, კარგი, წავედით!
ქალაქში გზა ნელა გაიკვალეს, წინ ელენდი და ვინი მიდიოდნენ,
სპუკს საპალნიანი ცხენები მიჰყავდა, ალრიანი გვერდით მიჰყვებო-
750
და. ელენდს თავი აწეული ჰქონდა, რათა პროცესიის ჩავლისას ფან-
ჯრებიდან და კარებიდან მომზირალი სახეები შეემჩნია. მალე მათ
მცირე ჯგუფი აედევნა. ელენდი სიტყვებს ვერ არჩევდა, მაგრამ
ხვდებოდა, რასაც ჩურჩულებდნენ.
– მეფე. მეფე გვტოვებს...
იცოდა, რომ ბევრი ჯერაც ვერ იაზრებდა პენროდის გამეფებას.
ელენდმა ხეივანს გახედა და უამრავ მზერას გადააწყდა. თვალებში ში-
ში ჩანდა. ბრალდებების შეძახილებს უფრო ელოდა, მაგრამ ასეთი
გულგატეხილი თანხმობა უარესი გადასახარში აღმოჩნდა. ხალხი
ელოდა, რომ მათ მიატოვებდნენ. ელენდი საკმარისად მდიდარი და
ძლევამოსილი იყო, ამიტომ გასწრება შეეძლო. ჰოდა, რა თქმა უნდა,
გაიქცეოდა.
კაცმა თვალები დახუჭა და სცადა, დანაშაულის შეგრძნება ჩაეკლა.
ინატრა, ღამე წასულიყვნენ, გასაძრომით, როგორც ჰამის ოჯახი. მაგ-
რამ სტრაფს აუცილებლად უნდა დაენახა მათი წასვლა და ეფიქრა,
რომ ქალაქის აღება იერიშის გარეშეც შეიძლებოდა.
"დავბრუნდები", – დაჰპირდა ხალხს, – "და დაგიხსნით. უბრალოდ,
სჯობს, ახლა წავიდე".
მათ წინ კალის კარიბჭის უზარმაზარი კარები გაიხსნა. ელენდმა დე-
ზის კვრით გააჭენა ცხენი და მიმდევრების მდუმარე ტალღას გაასწრო.
ჭიშკრის მცველებს უკვე მიეღოთ ბრძანებები. ვინი და დანარჩენები
ელენდს იქამდე დაეწივნენ, ვიდრე კარები ბოლომდე გაიღებოდა.
– ქალბატონო მემკვიდრევ, – ხმადაბლად ჰკითხა ერთმა მცველმა,
– თქვენც გვტოვებთ?
ვინმა გვერდულად გადახედა.
– მშვიდად იყავი, არ გტოვებთ. დახმარების მოსაყვანად მივდი-
ვართ.
ჯარისკაცმა გაიღიმა.
"ასე ადვილად როგორ ენდობა?" – გაიფიქრა ელენდმა, – "ან, ეგებ,
იმედის გარდა აღარაფერი დარჩენია".

751
ვინმა ცხენი შემოაბრუნა და ხალხს პირისპირ შეხვდა, შემდეგ
კაპიუშონი ჩამოიწია.
– დავბრუნდებით, – დაჰპირდა. ისეთი აღელვებული აღარ ჩანდა,
როგორც უწინ, როდესაც მის გამღმერთებელ ხალხს ელაპარაკებოდა
ხოლმე.
"იმ ღამის შემდეგ მასში რაღაც შეიცვალა", – გაიფიქრა ელენ-
დმა.
ჯარისკაცებმა ერთად მისცეს სამხედრო სალამი. ელენდმა სალ-
მითვე უპასუხა. შემდეგ ვინს თავი დაუქნია. ჭენებით გასცდნენ კა-
რიბჭეს და პირდაპირ ჩრდილოეთის შარაგზისკენ გაქუსლეს, რათა
სტრაფის არმიისთვის დასავლეთის მხრიდან აევლოთ გვერდი.
დიდი მანძილი არც გაევლოთ, როდესაც მათკენ ცხენოსნები გა-
მოიჭრნენ. ელენდი უნაგირზე დაიხარა და მზერა სპუკისა და საპალ-
ნიანი ცხენებისკენ გაექცა. თუმცა მერე კაცის ყურადღება ალრიანმა
მიიქცია – წარმოუდგენელი ოსტატობით მოაჭენებდა ცხენს, მისი
სახე შეუპოვრობის ნიღბად გადაქცეულიყო. ოდნავაც კი არ ღელავ-
და.
ვინმა მანტია უკან გადააგდო და ერთი მუჭა მონეტები გამოაჩი-
ნა. მონეტები ჰაერში აყარა და ისეთი სისწრაფით გატყორცნა, ელე-
ნდს რომ არასდროს ენახა არცერთი ალომანტისგან.
"მბრძანებელო!" – გაიფიქრა თავზარდაცემულმა კაცმა, როდ-
საც მონეტები თვალის დახამხამებაში წუილით გაუჩინარდნენ.
ჯარისკაცები წაიქცნენ. ელენდს, ქარის ქროლასა და ფლოქვე-
ბის თქარუნში, ლითონის ლითონზე წკარუნი არც გაუგია. პირდა-
პირ მიაჭენებდა არეული ჯარისკაცებისკენ, რომელთა უმეტესობა
უკვე მიწაზე ეყარა და კვდებოდა.
გარშემო ისრებმა იწყეს ცვენა, მაგრამ ვინმა მთელი ტალღა ისე
მიმოფანტა, ხელიც კი არ გაუქნევია. ელენდმა შენიშნა, რომ კალ-
ტყვიის ჩანთა გაეხსნა და მტვერს გზის გასწვრივ უშვებდა, თანაც სა-
ფეხმავლო ბილიკებისკენ უბიძგებდა.

752
"ისრების შემდეგ ტალღას ლითონის თავები აღარ ექნება", – ანერ-
ვიულდა ელენდი. ზურგს უკან ყვირილით იკრიბებოდნენ ჯარისკაცები.
– დაგეწევით, – მიაძახა ვინმა და ცხენიდან გადახტა.
– ვინ! – დაიყვირა ელენდმა და ცხენი შეაბრუნა. ალრიანმა და სპუკ-
მა გვერდით ჩაუქროლეს. ვინი მიწაზე დახტა და, მისდა გასაკვირად,
არც კი წაბორძიკებულა, ისე გადავიდა სირბილზე. ლითონით სავსე
ფლაკონი გამოცალა და მშვილდოსნებს გახედა.
ისრები აწივლდნენ. ელენდმა შეიგინა, მაგრამ ცხენი გააჭენა. ვერა-
ფერს იზამდა. თავდახრილი მიაჭენებდა, გარშემო კი ისრები ეცემოდა.
ერთი რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა მის თავს და გზაზე დაერჭო. შემ-
დეგ კი მოულოდნელად ისრების წვიმა შეწყდა. კბილებდაკრეჭილმა
უკან გაიხედა. ვინი მტვრის ღრუბლის წინ იდგა. "კალტყვიის მტვერი",
– გაიფიქრა ელენდმა, – "კალტყვიას უბიძგებს, გზაზე დაყრილ ლი-
თონს უბიძგებს და მტვერს ფერფლში ურევს".
მტვრის, ლითონისა და ფერფლის უზარმაზარი ტალღა მშვილდოს-
ნებს დაეძგერა. ჯარისკაცებს შორის ქარი დაქროდა და კაცები იძულე-
ბულნი ხდებოდნენ, გინებ-გინებით თვალები დაეცვათ. ზოგიერთი მი-
წას დაენარცხა და სახე ხელებში ჩარგო.
ვინი ისევ ცხენზე შეჯდა და ჭენებით გაეცალა ქარიშხლით შეშფო-
თებული ნაწილაკების მასას. ელენდმა ცხენი შეანელა და აცადა, დას-
წეოდა. ზურგს უკან არმია ქაოსს მოეცვა, ვიღაცები ბრძანებებს გაჰყვი-
როდნენ, ხალხი იფანტებოდა.
– დაუჩქარე! – უთხრა ვინმა, – სასროლ მანძილს თითქმის გავ-
ცდით.
მალე ალრიანსა და სპუკს წამოეწივნენ. "საფრთხისთვის თავი არ
დაგვიღწევია. მამაჩემმა შეიძლება მდევრის გამოგზავნა გადაწყვი-
ტოს".
მაგრამ ჯარისკაცები ვინს აუცილებლად იცნობდნენ. თუკი ელენდმა
სწორად ივარაუდა, სტრაფი ნისლქმნილს გაქცევას დააცდიდა. მისი
მთავარი სამიზნე ლუთადელი იყო. ელენდს მოგვიანებით მიხედავდა.

753
ახლა კი, უბრალოდ, სიამოვნებით მიადევნებდა თვალს, როგორ
მიდიოდა ვინი ქალაქიდან.
– გმადლობთ, რომ გამოღწევაში დამეხმარეთ, – მოულოდნელად
თქვა ალრიანმა, თან არმიას გაჰყურებდა, – ახლა კი დაგტოვებთ.
ორივე ცხენს მიმართულება შეუცვალა და დასავლეთით, დაბა-
ლი გორაკებისკენ გაემართა.
– რა? – გაუკვირდა ელენდს და სპუკს გვერდში ამოუდგა.
– შეეშვი, – უთხრა ვინმა, – მაგის დრო არ გვაქვს.
"მაშ, ერთი პრობლემაც მოვიშორეთ", – გაიფიქრა ელენდმა და
ცხენი ჩრდილოეთის შარაგზისკენ მიაბრუნა", – "დროებით, ლუთა-
დელო. შენს დასახსნელად მოგვიანებით დავბრუნდებით".
– მაშ, ერთი პრობლემაც მოვიშორეთ, – თქვა ბრიზმა. ქალაქის
გალავანზე იდგა და თვალს ადევნებდა, როგორ მოეფარა ელენდის
რაზმი ერთ-ერთ გორაკს.
აღმოსავლეთით, კოლოსების ბანაკიდან უზარმაზარი და სრუ-
ლიად გაურკვეველი წარმოშობის კვამლი აიჭრა. დასავლეთით კი
გაქცევით გაკვირვებული სტრაფის არმია სკასავით ზუზუნებდა.
თავიდან ბრიზი ალრიანის უსაფრთხოებაზე ძალიან ღელავდა.
შემდეგ მიხვდა, რომ მტრის არმიის მიუხედავად, გოგოსთვის იმაზე
უსაფრთხო ადგილი არ არსებობდა, ვიდრე ვინის ახლომახლო
ყოფნა იყო. იქამდე, სანამ ალრიანი სხვებს ძალიან არ მოშორდე-
ბოდა, არაფერი ემუქრებოდა.
კედელზე მასთან ერთად იდგნენ მდუმარე თანაგუნდელები.
ბრიზი მათ ემოციებს დიდად არ თრგუნავდა. დანარჩენების სერიო-
ზულობა სიტუაციისთვის მეტად შესაფერისი იყო. ახალგაზრდა კა-
პიტანი დემოქსი მობერებული კლაბსის გვერდზე იდგა, მებრძოლი
ჰამის გვერდით კი მშვიდობიანი სეიზდი დამდგარიყო. ერთად გას-
ცქეროდნენ იმედის თესლს, რომელიც ქართან ერთად მოქროდა.
– მოიცადეთ, – მოიღუშა ბრიზი, თითქოს რაღაც აღმოაჩინაო, –
ტინდუილიც მათთან ერთად არ უნდა წასულიყო?
სეიზდმა თავი გადააქნია.
754
– დარჩენა გადაწყვიტა.
– რატომ? – ჰკითხა ბრიზმა, – განა მისი ლაქლაქი არ მესმოდა,
ადგილობრივ საქმეებში ჩარევა არ შეიძლებაო?
სეიზდმა თავის გაქნევით უპასუხა.
– არ ვიცი, ლორდო ბრიზ. ამ ქალის აზრების წაკითხვა ლამის შეუძ-
ლებელია.
– ყველა ქალი ეგეთია, – ჩაიბურდღუნა კლაბსმა.
სეიზდმა გაიღიმა.
– როგორც ჩანს, ჩვენმა მეგობრებმა გაქცევა მოახერხეს.
– დაე, გადარჩენილი ჰფარავდეთ, – ხმადაბლა დაამატა დემოქსმა.
– დიახ, – დაეთანხმა სეიზდი, – დაე, მართლაც.
კლაბსმა ჩაიფრუტუნა. ცალი ხელი ქონგურებს ჩამოაყრდნო და ნა-
ოჭებით დაღარული სახე სეიზდისკენ შეაბრუნა.
– ნუ აქეზებ.
დემოქსი გაწითლდა, შემდეგ მიბრუნდა და წავიდა.
– ეგ რაზე უთხარი? – ჰკითხა ბრიზმა ცნობისმოყვარედ.
– ეგ ბიჭი ჩემს ჯარისკაცებთან ქადაგებს, – უთხრა კლაბსმა, – უკვე
ვუთხარი, რომ სულაც არ მეპიტნავება, თავს სისულელეებით რომ უჭე-
დავს.
– სისულელე არაა, ლორდო კლადენტ, – მიუგო სეიზდმა, – რწმე-
ნაა.
– მართლა გგონია, რომ კელსიერი დაიცავს ამ ხალხს? – ჰკითხა
კლაბსმა.
სეიზდმა ხელი აიქნია.
– მათ სჯერათ, და ეგ სრულიად...
– არა, – შეაწყვეტინა კლაბსმა უკმეხად, – სრულიად არაა საკმარი-
სი, ტერისელო. ეს ხალხი გადარჩენილის გაღმერთებით თავს ისულე-
ლებს.
– თქვენც გჯეროდათ მისი, – თქვა სეიზდმა. ბრიზს ძალიან მოუნდა,
ორივე დაეთრგუნა და კამათი ნაკლებ დაძაბული გაეხადა, მაგრამ სე-

755
იზდი ისედაც მშვიდი ჩანდა, – თავადაც მიჰყვებოდით. მისი იმდე-
ნად გჯეროდათ, რომ უკანასკნელი იმპერიაც კი დაამხეთ.
კლაბსმა ისევ უკმეხად შეხედა.
– ყველში ამომივიდა, მორალს რომ გვიკითხავ, ტერისელო, თანაც
დიდი ხნის წინ ამომივიდა. ჩვენი გუნდი – კელსიერის გუნდი – ხალ-
ხის გასათავისუფლებლად იმიტომ იბრძოდა, რომ ასე იყო სწორი.
– თქვენ გჯეროდათ, რომ სწორი იყო, – უპასუხა სეიზდმა.
– შენ რა მიგაჩნია სწორად, ტერისელო?
– გააჩნია, – მიუგო სეიზდმა, – უამრავი სისტემა არსებობს, უამ-
რავი განსხვავებული, კარგი ღირებულებით.
კლაბსმა თავი დაუქნია, შემდეგ შებრუნდა, თითქოს კამათს
მორჩაო.
– მოიცადე, კლაბს, – შესძახა ჰამმა, – ამაზე არ უპასუხებ?
– საკმარისი თქვა, – დაუბრუნა კლაბსმა, – მისი რწმენა კომე-
დიურია. მისთვის მბრძანებელიც კი ღვთაება იყო, იმიტომ, რომ
ხალხი ეთაყვანებოდა. ანდა აიძულებდნენ, რომ მისთვის თაყვანი
ეცათ... ხომ ასეა, ტერისელო?
– ნაწილობრივ, ლორდო კლადენტ, – უპასუხა სეიზდმა, – ოღო-
ნდ, მბრძანებელი, რაღაც მხრივ, გამონაკლისი უფრო იყო.
– მაგრამ ფოლადის სამინისტროს წეს-ჩვეულებებზე მაინც ინა-
ხავ შენიშვნებსა და მოგონებებს, ხომ?
– დიახ, – აღიარა სეიზდმა.
– სასაცილოა, – გადააფურთხა კლაბსმა, – იმ ბრიყვ დემოქსს
იმდენი ტვინი მაინც აქვს, რომ რწმენის ერთი ობიექტი შეარჩიოს.
– არ დასცინოთ სხვათა რწმენას მხოლოდ იმიტომ, რომ მას თა-
ვად არ იზიარებთ, ლორდო კლადენტ, – ხმადაბლა უთხრა სეიზდმა.
კლაბსმა ისევ დაიფრუტუნა და ჰკითხა:
– შენთვის ძალიან მარტივია ყველაფერი, ხომ? ყველაფრისა
რომ გჯერა და არჩევა არასდროს გიწევს?

756
– მე ვიტყოდი, ჩემებური რწმენა გაცილებით რთულია, ვინაიდან
ადამიანს უწევს, უფრო მიმღები იყოს ყველაფრის მიმართ, – უპასუ-
ხა სეიზდმა.
კლაბსმა აგდებით აიქნია ხელი და კოჭლობით გასწია კიბისკენ.
– როგორც გენებოს. ახლა კი უნდა წავიდე და ჩემი ბიჭები სასიკ-
ვდილოდ მოვამზადო.
სეიზდმა წარბშეყრით გააყოლა თვალი. ბრიზმა მისი ემოციები
დათრგუნა – უხერხულობის განცდა დაუქვეითა.
– ყურადღება არ მიაქციო, სეიზ, – უთხრა ჰამმა, – ბოლო კვირებია,
ყველანი ზღვარზე ვართ.
სეიზდმა თავი დაუქნია.
– და მაინც, სწორი აზრები აქვს, ისეთები, რომლებთან დაპირისპი-
რებაც ადრე არასდროს დამჭირვებია. ამ წლამდე მთელი ჩემი მოვა-
ლეობა იყო შეგროვება, შესწავლა და დამახსოვრება. ჯერაც ძალიან
მიჭირს ერთი რწმენა სხვებზე ქვემოთ დავაყენო, თუმცა კი კარგად ვი-
ცი, რომ იგი მოკვდავ ადამიანს აღმერთებს.
ჰამმა მხრები აიჩეჩა.
– ვინ იცის? ეგებ კელი მართლაც არის სადღაც და ზემოდან გად-
მოგვყურებს.
"არა", – გაიფიქრა ბრიზმა, – "ასე რომ იყოს, თავს ასეთ მდგომა-
რეობაში არ ამოვყოფდით – სასიკვდილოდ რომ ვართ გამოკეტილები
ქალაქში, რომელიც, წესით, უნდა გადაგვერჩინა".
– სულ ერთია, – თქვა ჰამმა, - მაინც მინდა ვიცოდე, ის კვამლი სა-
იდან მოდის.
ბრიზმა კოლოსთა ბანაკს გახედა. სვეტი ისეთი ერთიანი იყო, რომ
საკვების გასამზადებლად გაჩაღებული მრავალი კოცონის ბოლს არ
ჰგავდა.
– კარვები?
ჰამმა თავი გააქნია.
– ელი ამბობს, სულ რამდენიმე კარავი იყოო. ძალიან ცოტა, ამხე-
ლა კვამლს ვერ გაუშვებდა. თანაც ცეცხლი უკვე კარგა ხანია ანთია.
757
ბრიზმა თავი გადააქნია: "მგონი, აღარც აქვს დიდი მნიშვნელო-
ბა".
სტრაფ ვენტურმა ერთხელაც დაახველა და სკამზე მოიკუნტა. მკლა-
ვები გაოფლიანებული ჰქონდა და ხელები უკანკალებდა. ვერაფრით
მომჯობინდა. თავიდან ეგონა, კანკალი ნერვიულობის ბრალიაო.
მძიმე საღამო ჰქონდა – ჯერ ზეინს მკვლელები გაუგზავნა და მე-
რე გადარეულ ნისლქმნილს როგორღაც გადაურჩა კიდეც. მაგრამ
ღამით მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. მეტიც, გაუარესდა.
ესე იგი, კანკალი ნერვიულობის ბრალი არ იყო, ალბათ, რაღაც და-
ავადება აიკიდა.
– თქვენო უდიდებულესობავ, – მოისმა ხმა გარედან.
სტრაფი გასწორდა და სცადა, თავი, რაც შეიძლება, ღირსეულად
დაეჭირა. ამის მიუხედავად, შიკრიკი შესასვლელში შედგა, როცა
მისი ფერმკრთალი კანი და დაღლილი თვალები დაინახა.
– თქვენო... ღირსებავ, – ამოილუღლუღა კაცმა.
– ილაპარაკე, – უხეშად უბრძანა სტაფმა, ცდილობდა, ხმაში ის
მეფურობა ეჩვენებინა, რომლის ნასახსაც ვეღარ გრძნობდა, – ამო-
ღერღე.
– მხედრები, ჩემო ბატონო, – თქვა კაცმა, – ქალაქიდან წავიდ-
ნენ!
– რაო?! – წამოიძახა სტრაფმა, ზეწარი მოისროლა და წამოდგა.
თავბრუსხვევის მიუხედავად, მაინც გაიმართა, – რატომ არაფერი
მომახსენეს?
– სწრაფად გაირბინეს, თქვენო ღირსებავ, – უთხრა შიკრიკმა, –
იმის დროც კი ძლივს გვეყო, რომ რაზმი გაგვეგზავნა.
– ვივარაუდებ, რომ შეიპყარით, – სტრაფი კვლავ სკამზე დაეშ-
ვა.
– სიმართლე გითხრათ, გაგვექცნენ, ბატონო, – ძლივძლივო-
ბით ამოღერღა შიკრიკმა.
– რა?! – სტრაფი გამძვინვარებული წამოხტა ფეხზე. მაგრამ ზედ-
მეტი მოუვიდა. თავბრუ დაეხვა, თვალთ დაუბნელდა და სკამზე და-
758
ეშვა – იმდენი მოახერხა, რომ იატაკის ნაცვლად, სკამზე დაცემულიყო.
– მკურნალი მოიყვანეთ, – გაიგონა, როგორ დაიყვირა შიკრიკ-
მა, – მეფე ავადაა!
"არა", – სტრაფი თავს მთვრალივით გრძნობდა, – "არა, ეს ყველა-
ფერი საეჭვოდ უცაბედად დამემართა. დაავადება ვერ იქნება". ზეინის
უკანასკნელი სიტყვები... რაო, რა თქვა? კაცმა საკუთარი მამა არ უნდა
მოკლასო... მატყუარა.
– ამარანტა, – დაიხავლა სტრაფმა.
– მბრძანებელო? – იკითხა ხმამ. შესანიშნავია. მასთან ერთად ვი-
ღაც იყო.
– ამარანტა, – გაიმეორა, – ამარანტა მომგვარეთ.
– თქვენი ქალბატონი?
სტრაფმა საკუთარ თავს აიძულა, გონი არ დაეკარგა. იჯდა, იცდიდა
და მისი მხედველობაც, როგორღაც, დაიწმინდა. გვერდით ერთ-ერთი
მცველი ედგა. რა ერქვა? გრენტი.
– გრენტ, – თქვა სტრაფმა, ცდილობდა, მბრძანებლური ხმა ჰქონო-
და, – ამარანტა უნდა მომიყვანო. ახლავე!
ჯარისკაცი წამით შეყოვნდა, შემდეგ ოთახიდან გავარდა. სტრაფმა
საკუთარ სუნთქვას მიაყურადა. ჩასუნთქვა... ამოსუნთქვა... ჩასუნ-
თქვა... ამოსუნთქვა... ზეინი გველი იყო. ჩასუნთქვა... ამოსუნთქვა... ზე-
ინს დანის გამოყენება არ უნდოდა. არა. ამას ხომ ყველა ელოდა... ჩა-
სუნთქვა... ამოსუნთქვა... მაგრამ საწამლავი საიდან გაჩნდა? სტრაფი
მთელი წინა დღეც ცუდად იყო.
– ჩემო ბატონო?
ზღურბლზე ამარანტა იდგა. ოდესღაც ულამაზესი იყო, სანამ ასაკი
წამოეწეოდა – ისევე, როგორც ყველას. მშობიარობამ ქალი გაანადგუ-
რა. არადა, ისეთი ეშხიანი იყო, მკვრივი მკერდითა და გლუვი, უზადო
კანით...
"გონება გიქრის", – შეუძახა საკუთარ თავს, – "ყურადღება მოიკრი-
ბე".

759
– მე... შხამსაწინააღმდეგო ნაყენი მჭირდება, – ამოთქვა
სტრაფმა და ახლანდელ ამარანტას მიაქცია ყურადღება – ოცდაა-
თამდე წლის, მაგრამ ჯერაც გამოსადეგ ქალს, რომელიც ზეინის
შხამებისგან იცავდა.
– რა თქმა უნდა, ჩემო ბატონო, – უთხრა ამარანტამ, შხამების კარა-
დას მიუახლოვდა და აუცილებელი ინგრედიენტების მომზადება და-
იწყო.
სტრაფი საზურგეს მიეყუდა და კვლავ სუნთქვას უგდო ყური. ამა-
რანტას – რაკი მიხვდა, რომ ნაყენი სასწრაფოდ უნდა მოემზადები-
ნა – სტრაფის საწოლში შეტყუება არც კი უცდია. კაცი შეჰყურებდა,
როგორ მუშაობდა, როგორ ამზადებდა ქურასა და ინგრედიენტებს.
ზეინი... ზეინი უნდა ეპოვა.
ამარანტა რაღაცას არასწორად აკეთებდა.
სტრაფმა კალას მოუკიდა. მგრძნობელობის უეცარმა გაათკეცე-
ბამ კარვის ჩრდილშიც კი ლამის დააბრმავა, მისი ტკივილი და კან-
კალი უფრო მწვავე და მტანჯველი გახდა. მაგრამ გონება ისე დაეწ-
მინდა, თითქოს მოულოდნელად ყინულიან წყალში ჩაყვინთა.
ამარანტა არასწორ ინგრედიენტებს იყენებდა. სტრაფს ნაყენე-
ბის დამზადებისა ბევრი არაფერი გაეგებოდა. იძულებული იყო, ეს
საქმე სხვებისთვის მიენდო და თავად საწამლავების ამოცნობა შე-
ესწავლა სუნით, გემოთი, ფერებით... და მაინც, უამრავჯერ ჰქონდა
ნანახი, როგორ ამზადებდა ამარანტა ნაყენს. ახლა კი რაღაცას
სხვაგვარად აკეთებდა.
ძლივძლივობით წამოდგა. სინათლისგან თვალები უცრემლიან-
დებოდა, მაგრამ კალას ჯერაც წვავდა.
– რას აკეთებ? – ჰკითხა და ბარბაცით წავიდა მისკენ.
ამარანტამ შეძრწუნებით ახედა. თვალებში გაელვებული დანა-
შაულის შეგრძნება საკმარისი დადასტურება იყო.
– რას აკეთებ! – იქუხა სტრაფმა.

760
შიშმა ძალა მისცა და ქალი მხრებით ჩაბღუჯა, შემდეგ კი ძლიერად
შეაჯანჯღარა. დასუსტებული იყო, მაგრამ ამარანტაზე გაცილებით
ძლიერი.
ქალმა თვალები დახარა.
– თქვენს ნაყენს, ჩემო ბატონო...
– არასწორად აკეთებ! – მიახალა სტრაფმა.
– ვიფიქრე, რომ დაღლილი ჩანდით, ამიტომაც ეგებ სჯობდა, რამე
ისეთი ჩამემატებინა, რომ ფხიზლად დარჩენილიყავით...
სტრაფი შედგა. სიტყვები გონივრული ჩანდა, მაგრამ ფიქრიც კი
უჭირდა. შემდეგ მოკუნტულ ქალს დახედა და რაღაც შენიშნა. გაძლიე-
რებული მხედველობით ქსოვილს მიღმა შიშველ სხეულს მოჰკრა თვა-
ლი.
ხელით დასწვდა, კაბის ცალი მხარე ჩამოახია და კანი მოუშიშვლა.
ქალს მარცხენა ძუძუ – სტრაფისთვის უკვე ზიზღისმომგვრელი, რადგან
სულ ოდნავ ჩამოწელილიყო – ნაიარევებითა და ნაკაწრებით ჰქონდა
დაფარული, თითქოს დანით დაესერათ. ყველა ჭრილობა ძველი იყო,
თუმცა სტრაფმა ზეინის ხელწერა მაინც ამოიცნო.
– მისი საყვარელი ხარ? – ჰკითხა ქალს.
– შენ თავს დააბრალე, – დაისისინა ამარანტამ, – მიმატოვე, რო-
გორც კი დავბერდი და რამდენიმე ბავშვი გაგიჩინე. ყველა მეუბნებო-
და, მიგატოვებსო, მაგრამ მაინც მქონდა იმედი...
სტრაფმა იგრძნო, როგორ ეცლებოდა ძალა. რეტდასხმული კაცი
ხელით წამლების ხის კარადას დაეყრდნო.
– მაგრამ, – განაგრძო ამარანტამ; ლოყებზე ცრემლები ჩამოსდი-
ოდა, – რატომ ცდილობდი, ზეინიც წაგერთმია? ისეთი რა გააკეთე,
რომ მერე გაიქცა? რომ ჩემ სანახავად აღარ დადის?
– შენ მიეცი საშუალება, მოვეწამლე, – თქვა სტრაფმა და ცალ მუხ-
ლზე დაეცა.
– ბრიყვო, – გადააფურთხა ამარანტამ, – ის არ გწამლავდა. ერთხე-
ლაც კი არ უცდია. თუმცა, ჩემი თხოვნით, ხშირად გაფიქრებინებდა
ხოლმე ასე. მაშინ კი, ყოველ ჯერზე, ჩემთან გამორბოდი. ზეინის ყველა
761
მოქმედებას ეჭვით უყურებდი, მაგრამ ერთხელ, ერთხელაც კი არ
დაფიქრებულხარ იმაზე, ჩემს "შხამსაწინააღმდეგო ნაყენში" რა
იყო.
– უკეთ მხდიდა ხოლმე, – დაილუღლუღა სტრაფმა.
– სწორედ ასე ხდება, როდესაც ნარკოტიკს ეჩვევი, სტრაფ, –
ჩასჩურჩულა ამარანტამ, – როდესაც იღებ, კარგად ხარ ხოლმე.
როდესაც ვერ იღებ... კვდები.
სტრაფმა თვალები დახუჭა.
– ახლა უკვე ჩემი ხარ, სტრაფ, – უთხრა ქალმა, – შემიძლია გა-
იძულო...
სტრაფმა დაიღმუვლა, უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ქალს
დაეტაკა. ამარანტამ გაკვირვებისგან შეჰკივლა. სტრაფმა მიწაზე
დასცა. ქალს ხმა აღარ ამოუღია – სტრაფის ხელებმა სასულე მილი
გადაუკეტა. ამარანტა ფართხალებდა, მაგრამ სტრაფი მასზე გაცი-
ლებით მეტს იწონიდა. განზრახული ჰქონდა, ანტიდოტი მოეთხოვა,
ეიძულებინა, რომ გადაერჩინა, მაგრამ უკვე ვეღარც ფიქრობდა.
მზერა დაებინდა და გონება აერია.
აზრები რომ მოიკრიბა, ამარანტა მიწაზე ეგდო – ლურჯი და
მკვდარი. ზუსტად არც იცოდა, რამდენი ხანი ახრჩობდა გვამს. სხე-
ულიდან გადმოგორდა და ღია კარადისკენ გასწია. მუხლებზე
მდგომი მიხოხდა და სცადა, ქურას მისწვდომოდა, მაგრამ აკანკა-
ლებული ხელი გაჰკრა და გავარვარებული სითხით იატაკი მორწყა.
წყევლით დასტაცა ხელი ცივ წყალს და ბღუჯით დაიწყო მცენა-
რეების ჩაყრა. შხამების განყოფილებას არც კი გაჰკარებია, მხო-
ლოდ შხამსაწინააღმდეგო ბალახები გამოიყენა. მაინც, ბევრი მცე-
ნარე უცნაურად ურთიერთქმედებდა... ზოგიერთი მათგანის დიდი
დოზით გამოყენება უკვე შხამს უდრიდა, მცირე დოზით კი – სამკურ-
ნალოდ გამოდგებოდა. უმეტესობამ მიჩვევა იცოდა. ამაზე ნერვიუ-
ლობის დრო ნამდვილად აღარ ჰქონდა. კიდურებში საშინელ სი-
სუსტეს გრძნობდა და მცენარეებს ძლივძლივობით იღებდა. მუჭას

762
მუჭაზე აყრიდა ნარევს და წითელ-მწვანე ნამცეცები თითებიდან უცვი-
ოდა.
ერთ-ერთი ამათგანი ის მცენარე იყო, ამარანტამ რომ მიაჩვია.
დანარჩენებს შეიძლება მოეკლა. ისიც კი არ იცოდა, ჰქონდა თუ არა
გადარჩენის შანსი.
ნაზავი მაინც დალია, ყლუპებს შორის სულს ძლივს ითქვამდა. მერე
კი თავს უფლება მისცა, გონება დაეკარგა.
ეჭვი არ მეპარება, რომ თუ ალენდი აღზევების წყაროს მიაღწევს, ძა-
ლას მიითვისებს და მერე – თავისი დიდი სიკეთის გამო – უარს იტყვის
მასზე.

50
– ამ ხალხს ეძებდით, ლედი სეტ?
ალრიანმა ხეობასა და იქ დაბანაკებულ არმიას თვალი მოავლო.
შემდეგ ავაზაკ ჰობარტს დახედა. იგი ხარბად იღიმებოდა – უფრო სწო-
რად, ცდილობდა, გაეღიმა. თითი უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე კბილი,
არადა თითებიც აკლდა.
ცხენზე ამხედრებულმა ალრიანმაც გაუღიმა. გვერდულად იჯდა, აღ-
ვირი თითებით მსუბუქად ეჭირა.
– დიახ, სწორედ ამათ, ბატონო ჰობარტ.
ჰობარტმა თავისი ყაჩაღთა რაზმისკენ გაიხედა და გაიღიმა. ალრი-
ანმა მათი გრძნობები ცოტათი ააჯანყა – ერთხელაც შეახსენა, რამდე-
ნად უნდოდათ დაპირებული გასამრჯელო. მამამისის არმია მათ წინ,
მოშორებით იყო გაშლილი. თავად მთელი დღე დახეტიალობდა, და-
სავლეთით მიდიოდა და მამას ეძებდა, მაგრამ არასწორი მიმართულე-
ბა ჰქონდა შერჩეული. ჰობარტის პატარა, სასარგებლო ბანდას რომ არ
გადაჰყროდა, ალბათ, ღია ცის ქვეშ მოუწევდა დაძინება, რაც საშინ-
ლად უსიამოვნო იქნებოდა.
– წამოდით, ბატონო ჰობარტ, – უთხრა და ცხენის აღვირს მოქაჩა,
– წავიდეთ და მამაჩემს შევხვდეთ.

763
ბანდა ბედნიერად მიჰყვა უკან. ერთ-ერთს მისი საპალნიანი ცხე-
ნი მოჰყავდა. ისეთ უბრალო კაცებს, როგორებიც ჰობარტის თანა-
გუნდელები იყვნენ, თავისი უპირატესობები ჰქონდათ. სულ სამი
რამ აინტერესებდათ: ფული, საჭმელი და სექსი. ძირითადად ფუ-
ლით ყიდულობდნენ დანარჩენ ორსაც. როცა პირველად მათ გა-
დაეყარა, ალრიანმა თავისი ბედი დალოცა – მიუხედავად იმისა,
რომ ყაჩაღები ფერდობზე ჩამორბოდნენ, რათა ქალი გაეძარცვათ
და გაეუპატიურებინათ. ასეთ კაცებს კიდევ ერთი უპირატესობა გა-
აჩნდათ, ალომანტიისა არაფერი გაეგებოდათ.
გზად მათ ემოციებს მკაცრად მართავდა. არ უნდოდა, რამე უსია-
მოვნო აზრი მოსვლოდათ თავში – მაგალითად, ის, რომ გამოსას-
ყიდი ყოველთვის აღემატებოდა ჯილდოს. რა თქმა უნდა, სრულად
ვერ მართავდა, მხოლოდ ზოგადი გავლენა ჰქონდა, მაგრამ ავაზა-
კები ისეთი მდაბიოები იყვნენ, რომ სულ იოლად კითხულობდა მათ
ფიქრებს. დაპირებული სიმდიდრე ასეთ პირუტყვებსაც კი ლამის
ჯენტლმენებად აქცევდა და ეს ძალიან სახალისო სანახავი იყო.
არც ჰობარტთან გამკლავება აღმოჩნდა რთული. არა... სრულე-
ბითაც არა, ბრიზისგან განსხვავებით. აი, ის კი ნამდვილად კარგი
გასართობი იყო. თანაც ცდად ღირდა. ალრიანს ეეჭვებოდა, რომ
სადმე კიდევ ნახავდა ისეთ ადამიანს, რომელიც კარგად ერკვეოდა
საკუთარ და სხვების ემოციებში. ასეთი კაცის მოძებნა ნამდვილად
დიდი მიღწევა იქნებოდა – კაცისა, რომელიც ალომანტიის დიდოს-
ტატი იყო და თანაც ესმოდა, რომ თავისი ასაკის გამო ალრიანს არ
შეეფერებოდა.
"ააჰ, ბრიზ", – გუნდმა ტყეს ჩაუარა და არმიის წინ, პატარა ფერ-
დობზე გავიდა, – "ნუთუ შენს რომელიმე მეგობარს მაინც ესმის,
რამდენად დიდებული კაცი ხარ?"
საკადრისად მართლაც არ ექცეოდნენ და ეს მოსალოდნელიც
იყო. ბრიზს სწორედ ასე უნდოდა. იმ ხალხით მანიპულირება უფრო
მარტივია, ვინც ძალას გვარიანად ვერ აფასებს. დიახ, ალრიანს ეს

764
მიდგომა შესანიშნავად ესმოდა – ახალგაზრდა, სულელ გოგოს ხალხი
რომ სათანადოდ არ აფასებდა.
– შესდექ! – ბრძანა ჯარისკაცმა და საპატიო მცველებთან ერ-
თად მოვიდა. ხმლები გაშიშვლებული ჰქონდათ, – ქალბატონს მო-
შორდით!
"ჰო, არა?" – თვალები აატრიალა ალრიანმა, შემდეგ ჯარისკაცების
ემოციები ააჯანყა და სიმშვიდე მოჰგვარა. უსიამოვნებები არ უნდოდა.
– მშვიდად, კაპიტანო, – თქვა მან, როდესაც ჰობარტმა და მისმა
რაზმმა იარაღი იშიშვლეს და დაბნეულად შემოეხვივნენ გარს, – ამ ბა-
ტონებმა ველური ბუნებისგან დამიხსნეს და უსაფრთხოდ დამაბრუნეს
შინ, საკუთარი ხარჯითა და მათივე რისკის ფასად.
ჰობარტმა მტკიცედ დაუქნია თავი; და ამ დიდებულ ჟესტს მხოლოდ
იმან მოსცხო მცირედი ჩრდილი, რომ იმავდროულად ცხვირი სახელო-
ზე შეიწმინდა. ჯარისკაცების კაპიტანმა ფერფლით მოთხვრილ, ჭრე-
ლაჭრულა ტანსაცმელში გამოწყობილ ყაჩაღებს გადახედა და შეიჭ-
მუხნა.
– ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს ხალხი კარგად დააპურონ, კაპიტა-
ნო, – თქვა ალრიანმა ჰაეროვნად, შემდეგ ცხენს დეზი ჰკრა, – და ღა-
მის გასათევი მისცენ. ჰობარტ, გასამრჯელოს მაშინვე გამოგიგზავნი,
როგორც კი მამაჩემს ვნახავ.
ყაჩაღები და ჯარისკაცები უკან მიჰყვნენ. ალრიანი ორივეს შეგ-
რძნებებს აჯანყებდა და აიძულებდა, ერთმანეთის ნდობა ჰქონოდათ.
ჯარისკაცებთან განსაკუთრებით უჭირდა, იმიტომ, რომ ქარი ამოვარ-
და და ბანდის მთელი სიმყრალე რაზმს მოჰფინა. და მაინც, ბანაკს ყო-
ველგვარი უსიამოვნების გარეშე მიაღწიეს.
შემდეგ ჯგუფი გაიყო, ალრიანმა ცხენები დამხმარეს გადაულოცა
და პაჟს უხმო, რომ მამისთვის თავისი დაბრუნების შესახებ ეცნობები-
ნა. საჯირითო კაბიდან მტვერი გადმოფერთხა, ბანაკი ფეხით გადაი-
არა, თან თავაზიანად იღიმებოდა და წინასწარ ფიქრობდა აბაზანასა და
იმ სხვა სიკეთეებზე, რომელსაც არმია მისთვის უზრუნველყოფდა. მაგ-
რამ იქამდე სხვა საქმეებიც ჰქონდა.
765
სეტს საღამოობით ღია, სამეთაურო სივრცეში უყვარდა ყოფნა.
ახლაც იქ იჯდა და შიკრიკს ეკამათებოდა. ალრიანს ზუსტად მაშინ
გამოხედა, როცა იგი კარავში შევიდა და ტკბილად გაუღიმა ლორდ
გალივანსა და დეტორს, მამამისის გენერლებს.
სეტი მაღალ სკამზე იჯდა, რათა მაგიდაზე გაშლილი რუკები
უკეთ დაენახა.
– ეშმაკმა წაიღოს, – თქვა მან, – მართლა დაბრუნდი.
ალრიანმა გაუღიმა, მაგიდას შემოუარა და რუკას დახედა. რუკა-
ზე დასავლეთ დომინიონის მომმარაგებელი ხაზები ეხატა და ზედ
კარგი არაფერი ჩანდა.
– სახლში აჯანყებები დაიწყო, მამა? – იკითხა მან.
– და ავაზაკები ჩემს მომმარაგებელ ქარავნებს უტევენ, – თქვა
სეტმა, – ვენტურის ბიჭმა მოისყიდა, დარწმუნებული ვარ.
– კი, ასეა, – დაუდასტურა ალრიანმა, – მაგრამ ახლა რაღა აზრი
აქვს. არ მოგენატრე?
და მთელი ძალით ააგიზგიზა მისი მამობრივი ემოციები.
სეტმა ჩაიფრუტუნა და წვერს მოქაჩა.
– სულელი გოგო, – თქვა მან, – სახლში უნდა დამეტოვებინე.
– რათა აჯანყებულებს ჩავეგდე ხელში? – ჰკითხა ალრიანმა, –
ორივემ ვიცოდით, რომ ლორდი იომენი მაშინვე დაიწყებდა მოქმე-
დებას, როგორც კი დომინიონიდან არმიას წამოიყვანდი.
– ჰოდა, სჯობდა იმ წყეული ვალმდებლისთვის მიმეცა შენი თა-
ვი!
ალრიანს სუნთქვა შეეკრა.
– მამა! იომენი გამოსასყიდს მოგთხოვდა. ხომ იცი, რა საშინ-
ლად ვჭკნები ტყვეობაში.
სეტმა ერთი გადახედა და შემდეგ – როგორც ჩანს, თავისდაუნე-
ბურად – სიცილი დაიწყო.
– საღამო არ იქნებოდა მოსული, დელიკატესებს რომ მოითხოვ-
დი და ისიც მოგართმევდა. ეგება, მართლა შენი დატოვება სჯობდა.
მაშინ ის მაინც ზუსტად მეცოდინებოდა, სად ხარ, იმის ნაცვლად,
766
რომ ახლანდელივით ვინერვიულო, კიდევ სადმე ხომ არ გაიქეცი. ის
იდიოტი ბრიზი თან არ წამოგიყვანია, არა?
– მამა! – შეაწყვეტინა ალრიანმა, – ჩემი ბრიზი კარგი ადამი-
ანია.
– ამ სამყაროში კარგი ადამიანები ძალიან ჩქარა კვდებიან, ალრი-
ან, – უთხრა სეტმა, – ეს კარგად ვიცი, მე თვითონაც საკმარისზე მეტი
დავხოცე.
– ჰო, მართალია, – მიუგო ალრიანმა, – ძალიან ბრძენი ხარ. და
ლუთადელთან აგრესიულმა დამოკიდებულებამაც საოცარი შედეგები
მოიტანა, ხომ? კუდამოძუებული გამოიქეცი. ძვირფას ვინს შენსავით
მცირე სინდისი რომ ჰქონოდა, ახლა ცოცხალი არც იქნებოდი.
– მაგ "სინდისს" ხელი არ შეუშლია, ასობით კაცი ამოეხოცა, – შე-
ნიშნა სეტმა.
– თავგზაარეული ახალგაზრდა ქალბატონია, – უთხრა ალრიანმა,
– თუმცა სულ ერთია. თავს ვალდებულად ვგრძნობ შეგახსენო, რომ
მართალი ვიყავი. ვენტურების ბიჭთან ალიანსი უნდა დაგედო, მუქარე-
ბი კი არ უნდა შეგეთვალა. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი ხუთი ახალი
კაბა გმართებს!
– ეს თამაში არაა, გოგო, – შუბლი მოისრისა სეტმა.
– მოდა, მამა, მოდა არაა თამაში, – მტკიცედ მიუგო ალრიანმა, –
შარაგზის ვირთხას რომ ვგავდე, უბრალო ყაჩაღებსაც კი ვერაფერს მო-
ვუხერხებდი და არც სახლში მომაცილებდნენ.
– კიდევ ყაჩაღები მოიყვანე, ალრიან? – ჰკითხა მამამისმა, – ხომ
გახსოვს, ბოლო ბანდის თავიდან მოსაცილებლად რამდენი ხანი დაგ-
ვჭირდა?
– ჰობარტი შესანიშნავი პიროვნებაა, – იწყინა ალრიანმა, – თანაც
გადასარევი კავშირები აქვს აქაურ ავაზაკებთან. ცოტა ოქრო მიეცი,
ცოტა – მეძავები და შეიძლება იმაშიც დაარწმუნო, რომ შენს მარაგებ-
ზე თავდასხმის პრობლემის მოგვარებაშიც წაგეხმაროს.
სეტი შეჩერდა და რუკას დახედა. შემდეგ ჩაფიქრებულმა, წვერს და-
უწყო წვალება.
767
– მაშ, დაბრუნდი, – თქვა ბოლოს, – ვგონებ, ახლა დროა, შენი
ამბებიც მოვაგვაროთ. ალბათ, გინდა, ვინმე მოგიჩინო, რომელიც,
სახლისკენ რომ წავალთ, მთელ შენს ბარგი-ბარხანას წამოათრევს
და...
– სიმართლე გითხრა, – შეაწყვეტინა ალრიანმა, – სახლში არ
მივდივართ. ლუთადელში ვბრუნდებით.
სეტმა შენიშვნა მაშინვე არ იუარა. ხვდებოდა, როდის ლაპარა-
კობდა ხოლმე ალრიანი სერიოზულად, ამიტომაც უბრალოდ თავი
გააქნია.
– ლუთადელში ჩვენთვის არაფერია, ალრიან.
– მაგრამ დომინიონშიც ვეღარ დავბრუნდებით, – მიუგო მან, –
ჩვენი მტრები ძალიან გაძლიერდნენ; ალომანტებიც ჰყავთ. პირ-
ველ რიგში, ზუსტად ამიტომაც მოგვიწია წამოსვლა. აქაურობას
იქამდე ვერ დავტოვებთ, სანამ ან ფულს არ ვიშოვით, ან მოკავში-
რეებს.
– ლუთადელში ფული არაა, – უთხრა სეტმა, – ვენტურის ბიჭისა
მჯერა. მითხრა, რომ ატიუმი ქალაქში არ არის.
– გეთანხმები, – მიუგო ალრიანმა, – ის სასახლე თავადაც გავ-
ჩხრიკე, მაგრამ ნამცეცსაც ვერ მივაგენი. ეს იმას ნიშნავს, რომ აქე-
დან ფულით კი არა, მეგობრებით უნდა წავიდეთ. დავბრუნდეთ ლუ-
თადელისკენ, ბრძოლას დაველოდოთ და იმას მივეხმაროთ, ვისაც
უპირატესობა ექნება. ჩვენ წინაშე თავს ვალდებულად იგრძნობენ –
ეგებ, ცოცხლებიც დაგვტოვონ.
სეტი მცირე ხანს დუმდა.
– ეგ შენი მეგობარი ბრიზის გადასარჩენად საკმარისი არ იქნე-
ბა, ალრიან. მისი მხარე ყველაზე სუსტია. ვენტურის ბიჭთანაც რომ
შევიდე ალიანსში, მეეჭვება, სტრაფს ან კოლოსებს მოვერიოთ. ქა-
ლაქში თუ შეგვიშვეს და მოსამზადებელი დრო მოგვცეს, მერე კი-
დევ შეიძლება. უკან თუ დავბრუნდით, ამას შენი ბრიზის მტრების
დასახმარებლად ვიზამთ.
ალრიანმა მხრები აიჩეჩა.
768
"ვერ დაეხმარები თუ იქ არ იქნები, მამა", – გაიფიქრა, – "წაგებით
მაინც წააგებენ. მაგრამ თუ ახლომახლო იქნები, მაინც არის მცირე
შანსი, რომ ლუთადელს დახმარების ხელი გაუწოდო. მცირე შანსი,
ბრიზ. მხოლოდ ამის მოცემა შემიძლია. ვწუხვარ".
ელენდ ვენტურს, როცა ლუთადელიდან წამოსვლის მესამე დღეს
გამოეღვიძა, თავადვე გაუკვირდა, ისე დასვენებულად გრძნობდა
თავს. ღამით ველურ ბუნებაში გაშლილ კარავში ეძინა. რა თქმა უნდა,
ახლებური განწყობის ერთ-ერთი მიზეზი თანამოზიარე იყო.
ვინი მის გვერდით, საძილე ტომარაში მოკუნტულიყო. თავი კაცის
მკერდზე ედო. ელენდს ეგონა, გოგოს მოუსვენარი ძილი ექნებოდა,
რადგან ნერვიული იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის გვერდით ვინი
ღრმად იძინებდა ხოლმე. ეგ კი არა, როცა ელენდი მკლავებს შემოხ-
ვევდა, დაძაბულობა თითქოს უნელდებოდა.
კაცი ვინის სახესა და დატალღულ თმას ნაზად დასცქეროდა. ლოყის
ჭრილობა თითქმის აღარ ემჩნეოდა და ვინმაც ნაკერები უკვე მოიხსნა.
კალტყვიის მუდმივი წვით სხეულს საოცრად იჯანსაღებდა. ამიტომ, და-
შავებული მხრის მიუხედავად, უკვე აღარ ცდილობდა, სულ მარჯვენა
ხელი გამოეყენებინა. ბრძოლის შემდეგი სისუსტეც უკვალოდ გაუჩინა-
რებულიყო.
ჯერაც არ მოეყოლა, რა მოხდა იმ ღამით. ზეინს შეებრძოლა, რომე-
ლიც ელენდის ნახევარძმა ყოფილა, და ტენსუნი წავიდა. თუმცა არცერ-
თი არ გამოიწვევდა ისეთ ძლიერ მღელვარებას, როგორიც ვინს ეტყო-
ბოდა, როცა ელენდის ოთახში შევარდა. კაცმა უკვე აღარც იცოდა,
ოდესმე სასურველ პასუხებს თუ მიიღებდა. მაგრამ ხვდებოდა, რომ მა-
ინც შეეძლო, ჰყვარებოდა – თუნდაც ვინისთვის ბოლომდე ვერასოდეს
გაეგო. დაიხარა და თავზე აკოცა.
გოგო ერთბაშად დაიძაბა და თვალები გაახილა. შემდეგ წამოჯდა
და შიშველი სხეული გამოუჩნდა. განთიადის შუქით ბუნდოვნად განა-
თებულ კარავს თვალი მოავლო. ბოლოს თავი გააქნია და ელენდს შე-
ხედა.
– ჩემზე ცუდ გავლენას ახდენ.
769
– ჰო? – ჰკითხა და ცალ ხელს დაეყრდნო.
ვინმა თავი დაუქნია და თითები თმაში შეაცურა.
– ღამით ძილს მაჩვევ, – უთხრა მან, – თანაც ტანსაცმლით აღარ
მძინავს.
– ეგ ცოტა უცნაური იქნებოდა.
– კი, მაგრამ რა მოხდებოდა, ღამე ვინმე თავს რომ დაგვსხმო-
და? შიშველს მომიწევდა ბრძოლა.
– მაგის ყურებაზე უარს არ ვიტყოდი.
ვინმა შეუბღვირა და პერანგს დასწვდა.
– შენც ცუდი ზეგავლენა გაქვს ჩემზე, – უთხრა ელენდმა, თანაც
შეჰყურებდა, როგორ იცვამდა.
ვინმა წარბი ასწია.
– მაიძულებ, მოვდუნდე, და საშუალებას მაძლევ, წუხილი შევ-
წყვიტო. ქალაქში იმდენი საქმე მქონდა, რომ სულ გადამავიწყდა,
არათავაზიანი, კარჩაკეტილი კაცის როლი რა ხილია. სამწუხაროდ,
მგზავრობის განმავლობაში საკმარისი დრო მქონდა, ტრუბელდის
"სწავლულთა ხელოვნების" არა მხოლოდ ერთი, არამედ მთელი სა-
მი ტომი წამეკითხა.
ვინმა ჩაიფრუტუნა, დაბალ კარავში დაიხარა და ქამარი შემოი-
ჭირა. შემდეგ მასთან მიხოხდა.
– არ მესმის, ცხენზე ჯდომისას როგორ კითხულობ.
– ოჰ, საკმაოდ მარტივია, ოღონდ, თუ ცხენებისა არ გეშინია.
– მათი არც მეშინია, – უთხრა ვინმა, – უბრალოდ, არ მოვწონ-
ვარ. იციან, რომ შემიძლია სირბილით გავასწრო და ამიტომაც არი-
ან უხასიათოდ.
– აჰ, ამაშია საქმე? – ჰკითხა ელენდმა, გაიღიმა და ისე მოქაჩა,
რომ ვინი მასზე დამჯდარიყო. გოგო დაიხარა და აკოცა, თუმცა მა-
ლევე წამოდგა. ელენდმა სცადა, ისევ უკან მიეზიდა, მაგრამ ვინმა
ხელებზე ხელი აუკრა.
– მას შემდეგ, რაც ჩაცმის დავიდარაბა უკვე გამოვიარე? – ჰკით-
ხა მან, – თანაც, მშია.
770
ელენდმა ამოიოხრა და ისევ დაწვა. ამასობაში ვინი წითელი აისის
შესახვედრად გავარდა კარვიდან. ელენდი ცოტა ხნით უძრავად იწვა
და თავის ცხოვრებაზე ფიქრობდა. ჯერაც არ იცოდა, როგორ გამოს-
წორდა მათი ურთიერთობა, ან ის, თუ რატომ გრძნობდა თავს ასე ბედ-
ნიერად, მაგრამ მზად იყო, კითხვების გარეშე მიეღო ასეთი ხვედრი.
ბოლოს თავისი ტანსაცმელიც გაახსენდა. ლამაზი ფორმებიდან
მხოლოდ ერთი წამოიღეს და კიდევ – საცხენოსნო სამოსი. არ უნდო-
და, რომელიმე მათგანი ხშირად ჩაეცვა. მსახურები აღარ ჰყავდა, რომ
ქსოვილიდან ფერფლი ამოერეცხათ. ტანსაცმელს ორმაგი ჩამოსაფა-
რებელი ჰქონდა, მაგრამ ეს არ შველოდა, ღამით ფერფლი თვით კა-
რავშიც კი აღწევდა. რაც ქალაქიდან წამოვიდნენ, ფერფლის გადასახ-
ვეტად აღარც მუშები ჰყავდათ, ამიტომ გარშემო ყველაფერს ფერ-
ფლის ფენა ედო.
ჩვეულებრივი ტანსაცმელი ჩაიცვა – საცხენოსნო შარვალი, რომე-
ლიც დიდად არ განსხვავდებოდა ვინის საყვარელი შარვლებისგან, ღი-
ლებიანი პერანგი და მუქი ქურთუკი. აქამდე დიდ მანძილზე ჭენება არ
დასჭირვებია – ეტლით მგზავრობა ერჩივნა ხოლმე. ახლაც საკმაოდ
ნელა მიდიოდნენ. არსად ეჩქარებოდათ. სტრაფის ჯარისკაცები აღარ
გამოჰყოლიან, დანიშნულების ადგილზე კი არავინ ელოდა. საკმარისი
დრო ჰქონდათ, რომ ნება-ნება ევლოთ, ხშირ-ხშირად შეესვენათ და
ხანდახან ფეხითაც გაევლოთ, რათა ბევრი ჭენებით ბებერები არ დას-
ჯდომოდათ.
გარეთ გასულმა დაინახა, რომ ვინი კოცონს ანთებდა, სპუკი კი ცხე-
ნებს უვლიდა. იგი შორ მანძილზე მგზავრობას ნაჩვევი იყო და იცოდა,
როგორ უნდა მიეხედა ცხოველებისთვის. ელენდს კი რცხვენოდა, რად-
გან ამ საქმის არაფერი გაეგებოდა.
კაცი კოცონთან მივიდა. ცოტა ხანი ის და ვინი ერთად ისხდნენ. გო-
გო ნაკვერჩხლებს ქექავდა და ფიქრებში იყო ჩაძირული.
– რა ხდება? – ჰკითხა ელენდმა.
ვინმა სამხრეთით გაიხედა.

771
– მე... – შემდეგ თავი გააქნია, – არა, არაფერია. მეტი შეშა
გვჭირდება, – თქვა და გვერდით მიბრუნდა, კარვისკენ, სადაც ნაჯა-
ხი იდო. ბასრი პირი ვინისკენ იყო დამიზნებული. წამოიმართა, ნა-
ბიჯი გადადგა და, როგორც კი ნაჯახმა მასა და ელენდს შორის ჩა-
იფრინა, ტარს ხელი დასტაცა. ბოლოს გადახრილ ხესთან მივიდა,
რომელიც ორი დარტყმით მიწაზე გააწვინა და დაჩეხა.
– მშვენივრად ახერხებს, რომ თავი უმაქნისებად გვაგრძნობი-
ნოს ხოლმე, არა? – იკითხა სპუკმა და ელენდს გვერდში ამოუდგა.
– ხანდახან, – გაუღიმა ელენდმა.
სპუკმა თავი გადააქნია.
– ვინს მოსმენაც და თვალთვალიც ჩემზე უკეთ შეუძლია, თანაც
ბრძოლა გამოსდის. ლუთადელში რომ ვბრუნდები, თავს... უსარ-
გებლოდ ვგრძნობ.
– ახლა წარმოიდგინე, ჩვეულებრივი ადამიანი რომ იყო, – უთ-
ხრა ელენდმა, – შენ ალომანტი მაინც ხარ.
– შესაძლოა, ასეცაა, – უთხრა სპუკმა. გვერდიდან ნაჯახის ხმა
ისმოდა, – მაგრამ ხალხი პატივს გცემს, ელ. მე კი ყურადღებას არ
მაქცევენ.
– მე ასე არ ვფიქრობ, სპუკ.
– მართლა? – იკითხა ახალგაზრდამ, – აბა, ბოლოს გუნდისთვის
სასარგებლო როდის რა გავაკეთე?
– სამი დღის წინ, – უპასუხა ელენდმა, – ჩემთან და ვინთან ერ-
თად წამოსვლას დათანხმდი. აქ მხოლოდ ცხენების მისახედად კი
არ ხარ, სპუკ, შენი უნარების გამო ხარ – როგორც მზვერავი და მახ-
ვილთვალა. შენი აზრით, ჯერაც მოგვყვებიან?
სპუკი ცოტა ხანი უხმოდ იდგა, შემდეგ მხრები აიჩეჩა.
– ზუსტად არ ვიცი. მგონი, სტრაფის მზვერავები უკან გაბრუნ-
დნენ, მაგრამ ხანდახან რაღაც ფიგურას მაინც ვხედავ ხოლმე. ვე-
რასდროს ვახერხებ, ნორმალურად შევხედო.
– ნისლის სულია, – უთხრა ვინმა, გვერდით ჩაუარა და კოცონ-
თან ერთი იღლია შეშა დაყარა, – თან მოგვყვება.
772
სპუკმა და ელენდმა ერთმანეთს გადახედეს. მერე ელენდმა თავი
დაუქნია და სპუკის უსიამოვნო მზერას თვალი აარიდა.
– თუნდაც ასე იყოს, სანამ ხელს არ გვიშლის, ჩვენთვის პრობ-
ლემას არ წარმოადგენს, არა?
– იმედია, არა, – მხრები აიჩეჩა ვინმა, – ოღონდ, თუ დაინახავთ,
დამიძახეთ. ჩანაწერებში ნათქვამია, რომ შეუძლია სახიფათო იყოს.
– კარგი, – დაჰპირდა ელენდი, – მასე ვიზამთ. ახლა მოდი, გადავ-
წყვიტოთ, საუზმეზე რა გვექნება.
სტრაფმა გაიღვიძა. მისი პირველი სიურპრიზიც ეგ იყო.
საწოლში იწვა, საკუთარ კარავში, და თავს ისე გრძნობდა, თითქოს
ვიღაცამ ჰაერში ასწია და რამდენჯერმე მიახეთქა კედელს. ამოიკვნესა
და წამოიწია. სხეულზე დაჟეჟილობები არ ჰქონდა, მაგრამ სტკიოდა და
თავი უსკდებოდა. არმიის ერთ-ერთი მკურნალი, რომელსაც გრძელი
წვერი და გადმოკარკლული თვალები ჰქონდა, საწოლის გვერდით იჯ-
და. სტრაფს რამდენიმე წამის განმავლობაში აკვირდებოდა.
– ჩემო ბატონო, თქვენ მკვდარი უნდა იყოთ.
– არ ვარ, – უთხრა სტრაფმა და წამოჯდა, – კალა მომეცი.
ჯარისკაცი მიუახლოვდა და ფლაკონი მიაწოდა. სტრაფმა გამოცა-
ლა და შეიჭმუხნა – ყელი საშინლად ჰქონდა ჩამშრალი. კალას სულ
ოდნავ მოუკიდა. ამის გამო დაზიანებები უფრო მტკივნეულად შეიგ-
რძნო, მაგრამ უკვე ძალიან იყო დამოკიდებული კალით ნაბოძებ, გა-
მახვილებულ შეგრძნებებზე.
– რამდენი ხანია? – იკითხა.
– თითქმის სამი დღე, მილორდ, – თქვა მკურნალმა, – ჩვენ... ჩვენ
არ ვიცოდით, რა შეჭამეთ, ან რატომ. ვიფიქრეთ, სჯობდა, თუ გულს აგა-
რევინებდით, მაგრამ როგორც მოგვეჩვენა, ხსნარი თქვენი ნებით მი-
იღეთ, ამიტომაც...
– სწორად მოიქეცით, – უთხრა სტრაფმა და ხელი სახესთან მიიტა-
ნა. თითები ჯერაც უკანკალებდა და შეჩერებას ვერაფრით ახერხებდა,
– არმიას ვინ მეთაურობს?
– გენერალი ჯანარლი, – უპასუხა მკურნალმა.
773
სტრაფმა თავი დაუქნია.
– ჩემი თავი რატომ არ მოაკვლევინა?
მკურნალმა გაკვირვებით დაახამხამა თვალები და ჯარისკაცებს გა-
ხედა.
– ჩემო ბატონო, – თქვა ჯარისკაცმა გრენტმა, – თქვენს ღალატს
ვინ გაბედავს? ვინც რამე სცადა, ყველა საკუთარ კარავში მოკვდა.
ყველაზე მეტად თქვენს ჯანმრთელობაზე ზუსტად გენერალი ჯანარ-
ლი სწუხდა.
"რა თქმა უნდა", – მიხვდა სტრაფი, – "მათ ხომ არ იციან, რომ
ზეინი წავიდა. ჰოდა... თუ მოვკვდებოდი, ყველა იფიქრებდა, რომ
ძალაუფლებას ზეინი გადაიბარებდა ან შურს იძიებდა დამნაშავეებ-
ზე".
სტრაფი ახარხარდა და გარშემო მყოფები დაიზაფრნენ. ზეინმა
მამის მოკვლა სცადა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ, თავისი სახელის
წყალობით, სტრაფი გადაარჩინა.
"მოგიგე", – გაიაზრა სტრაფმა, – "შენ წახვედი, მე კი ჯერაც
ვცოცხლობ".
ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავდა, რომ ზეინი არ მობრუნდე-
ბოდა. მაგრამ ხომ შეიძლებოდა, არც მობრუნებულიყო? ეგებ...
ეგებ... ეგებ სამუდამოდ მოიშორა თავიდან?
– ელენდის ნისლქმნილი, – გაახსენდა უცებ.
– ცოტა ხანს ვდიეთ, ბატონო, – თქვა გრენტმა, – მაგრამ არმიას
ძალიან დაშორდნენ და გენერალმა ჯანარლიმ მზვერავების უკან
დაბრუნება ბრძანა. როგორც ჩანს, ტერისისკენ მიდის.
– კიდევ ვინ ახლდა? – მოიღუშა სტრაფი.
– ვფიქრობთ, რომ თქვენი ვაჟი ელენდიც მასთან ერთად მიდი-
ოდა, – მიუგო ჯარისკაცმა, – თუმცა შეიძლება სატყუარა იყო.
"ზეინმა შეძლო", – გაოგნდა სტრაფი, – "მართლა მომაშორა ის
გოგო თავიდან. ან ესეც რამე ფანდია. მაგრამ..."
– კოლოსები? – იკითხა ისევ.

774
– ბოლო დროს მათ რიგებში ბევრს იბრძვიან, სერ, – უთხრა გრენ-
ტმა, – მხეცები უფრო აწრიალებულები ჩანან.
– ჯარს უბრძანეთ, კარვები აალაგონ, – თქვა სტრაფმა, – ახლა-
ვე. უკან ვიხევთ, ჩრდილოეთ დომინიონში.
– ბატონო, რა თქვით? – თავზარი დაეცა გრენტს, – მგონი, ლორდი
ჯანარლი შეტევას გეგმავდა; და მხოლოდ თქვენს სიტყვას უცდის. ქა-
ლაქი სუსტია, მათი ნისლქმნილი კი წავიდა.
– უკან ვიხევთ, – თქვა სტრაფმა და გაიღიმა, – ცოტა ხნით მაინც.
"აბა, ზეინ, ვნახოთ შენი გეგმა თუ იმუშავებს".
სეიზდი პატარა სამზარეულოში იჯდა, ხელები მაგიდაზე დაელაგე-
ბინა და თითოეულ თითზე ლითონის ბეჭედი უბზინავდა. ლითონგონის
კვალობაზე, სამკაულები მომცრო იყო, მაგრამ ფერუქიმიური ელემენ-
ტების გადანახვას დრო სჭირდებოდა. ბეჭდის ზომის ლითონის გავსე-
ბასაც კი კვირები მიჰქონდა, თავად კი დღეები ძლივს ჰქონდა დარჩე-
ნილი. სინამდვილეში, ის უფრო უკვირდა, კოლოსები ამდენ ხანს რა-
ღას უცდიდნენ.
სამი დღე დიდი დრო არ იყო, მაგრამ ეჭვობდა, რომ მოსალოდნელ
დაპირისპირებაში ყოველგვარი მცირე უპირატესობა წაადგებოდა.
აქამდე მხოლოდ ცოტ-ცოტა დააგროვა ყველაფერი. გასაჭირში გამოი-
ყენებდა, თუკი დანარჩენ ლითონგონებს ამოწურავდა.
სამზარეულოში კლაბსი შეხანხალდა. სეიზდის თვალში, უზარმა-
ზარ, გადღაბნილ ლაქას წააგავდა – სათვალე ეკეთა, რათა მხედველო-
ბის გადანახვის პროცესში მთლად არ დაბრმავებულიყო, მაგრამ გამო-
სახულებებს მაინც ძლივს არჩევდა.
– მორჩა, – თქვა კლაბსმა მოგუდული ხმით. კიდევ სხვა ბეჭედი სე-
იზდის სმენას ინახავდა, – როგორც იქნა, წავიდნენ.
სეიზდი დიდხანს იაზრებდა წინადადებას. ფიქრები თითქოს სქელ
წვნიანში დაცურავდნენ და კლაბსის ნათქვამის მისახვედრად დრო
დასჭირდა.
"წავიდნენ. სტრაფის ჯარისკაცები. უკან დაიხიეს", – ფრთხილად ჩა-
ახველა პასუხის გაცემამდე.
775
– პენროდის რომელიმე გზავნილს პასუხი მაინც აღირსა?
– არა, – უპასუხა კლაბსმა, – მაგრამ ბოლო შიკრიკი სიკვდილით
დასაჯა.
"ჰო, ეგ მაინცდამაინც კარგი ნიშანი ვერაა", – ზანტად გაიფიქრა
სეიზდმა. ბოლო დროს კარგი ნიშნები უხვად არც ჰქონიათ. ქალაქი
შიმშილის ზღვარზე იყო, გათბობის მარაგიც ეწურებოდათ. სეიზდის
ვარაუდით, საღამოს გათოვდებოდა კიდეც, ამიტომაც თავს დამნა-
შავედ გრძნობდა, რადგან სამზარეულოში, ღუმელთან იჯდა და
წვნიანს ჭამდა, სანამ ლითონგონები მისი სხეულიდან ძალას, სი-
ჯანსაღეს, შეგრძნებებსა და აზროვნების უნარებს წრეტდნენ. ერ-
თდროულად ამდენი საცავის გავსება არასდროს ეცადა.
– მაინცდამაინც კარგად არ გამოიყურები, – შენიშნა კლაბსმა
და დაჯდა.
სეიზდმა თვალები დაახამხამა და სცადა, ნათქვამს ჩასწვდომო-
და.
– ჩემი... ოქროს გონი, – თქვა ნელა, – ჯანმრთელობას მაცლის
და ინახავს, – და წვნიანს გადახედა, – განუწყვეტლივ უნდა ვჭამო,
რომ ძალა შევინარჩუნო, – და გონებრივად მოემზადა შემდეგი კოვ-
ზისთვის.
უცნაური პროცესი იყო. ფიქრები ისე ნელა მიიზლაზნებოდნენ,
დიდხანს იჭოჭმანა, ეჭამა თუ არა. სხეული ნელ-ნელა დაემორჩი-
ლა, რამდენიმე წამში კი მკლავიც ამოძრავდა. თუმცა კუნთები უკან-
კალებდა, ძალა იწრიტებოდა და რკინაში ინახებოდა. ბოლოს კოვ-
ზი ტუჩებთან მიიტანა და უხმოდ მოხვრიპა. ყნოსვასაც ინახავდა,
რის გამოც საჭმელს გემოს ნორმალურად ვერ ატანდა.
ალბათ, სჯობდა, დაწოლილიყო. მაგრამ ჩაეძინებოდა და მძინა-
რე ლითონგონებს ვერ შეავსებდა, უფრო სწორად, მხოლოდ ერთს
შეავსებდა. ბრინჯაოს გონი, რომელშიც სიფხიზლეს ინახავდა, აიძუ-
ლებდა, უფრო დიდხანს სძინებოდა და შემდეგ დამატებითი ძილის
გარეშე მოახერხებდა სიფხიზლის ხანგრძლივად შენარჩუნებას.

776
სეიზდმა ამოიოხრა, ფრთხილად დადო კოვზი და დაახველა. დაპი-
რისპირების თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გააკეთა. თავისი სა-
უკეთესო გეგმის მიხედვით, ლორდ პენროდს წერილი მისწერა და და-
ჟინებით მოსთხოვა, ამ უკანასკნელს სტრაფ ვენტურისთვის გაემხილა,
რომ ვინი ქალაქიდან წავიდა. იმედოვნებდა, სტრაფი მაშინ მაინც წა-
მოვიდოდა შეთანხმებაზე. როგორც ჩანს, გეგმამ არ გაამართლა და
სტრაფისგანაც უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში აღარაფერი ის-
მოდა.
გარდაუვალი აღსასრული მზის ამოსვლასავით ახლოვდებოდა.
პენროდმა სამ დამოუკიდებელ ჯგუფს – მათ შორის, ერთი დიდებულე-
ბისგან შედგებოდა – ქალაქიდან გაქცევის ნება დართო, თუკი ამას შეძ-
ლებდნენ. სტრაფის ჯარისკაცებმა, რომლებიც ელენდის გაქცევას მო-
ეფხიზლებინა, სამივე ჯგუფი ამოხოცეს. პენროდმა ლორდ ჯასტეს ლე-
კალსაც კი გაუგზავნა შიკრიკი. იმედი ჰქონდა, სამხრეთელ ლიდერთან
რამე შეთანხმებას მიაღწევდა, მაგრამ შიკრიკი კოლოსთა ბანაკიდან
აღარ დაბრუნებულა.
– რაც უნდა იყოს, – თქვა კლაბსმა, – რამდენიმე დღე მაინც მოვი-
გეთ.
სეიზდი წამით ფიქრობდა.
– ვშიშობ, ეს მხოლოდ გარდაუვალის გადავადება იყო.
– რა თქმა უნდა, ასეა, – მიუგო კლაბსმა, – მაგრამ მნიშვნელოვანი
გადავადებაა. ელენდი და ვინი, ალბათ, ოთხი დღის სავალზე არიან,
ბრძოლა მაშინვე რომ დაგვეწყო, შეიძლება ის პატარა ნისლქმნილი
ქალბატონი უკან მოქანებულიყო და ჩვენი გადარჩენის მცდელობისას
მომკვდარიყო კიდეც.
– აჰ, – ნელა წარმოთქვა სეიზდმა და კოვზს გაჭირვებით ერთხელაც
დასწვდა. გაბუჟებულ თითებში კოვზი უცნაურად მძიმე ეჩვენებოდა. შე-
ხების შეგრძნებები კალის გონში ილექებოდა, – რა მდგომარეობაა გა-
ლავანზე? – ჰკითხა და კოვზით ცოდვილობა განაგრძო.

777
– საძაგელი, – უპასუხა კლაბსმა, – ოცი ათასი ჯარისკაცი, შეიძ-
ლება, დიდ ძალად ჟღერს, მაგრამ სცადე აბა ამხელა ქალაქზე გა-
დაანაწილო!
– ჰო, მაგრამ კოლოსებს საალყო აღჭურვილობა არა აქვთ, – თქვა
სეიზდმა და ყურადღება კოვზზე გადაიტანა, – არც მშვილდოსნები
ჰყავთ.
– მასეა, – უპასუხა კლაბსმა, – მაგრამ რვა კარიბჭე გვაქვს და-
საცავი. აქედან ხუთს კოლოსები მარტივად მისწვდებიან. არცერთი
კარიბჭე შეტევის მოსაგერიებლად არ აუგიათ. ამიტომ თითო კარ-
ბიჭესთან ორიოდ ათას მცველს თუ დავაყენებ, რადგან წარმოდგე-
ნა არ მაქვს, კოლოსები რომელს შეუტევენ.
– ვაჰ, – თქვა ხმადაბლა სეიზდმა.
– რას ელოდი, ტერისელო? – ჩაეძია კლაბსი, – კარგ ამბებს?
კოლოსები უფრო დიდებიც არიან, უფრო ძლიერებიც და უფრო გა-
დარეულებიც. თანაც, უფრო მეტნი...
სეიზდმა თვალები დახუჭა, აცახცახებული კოვზი სანახევროდ
ჰქონდა ტუჩებთან მიტანილი. მოულოდნელად, ისეთი სისუსტე იგ-
რძნო, რომელიც ლითონგონებთან სულ არ იყო კავშირში: "რატომ
არ წავიდა ტინდუილი სხვებთან ერთად? რატომ არ გაიქცა?"
სეიზდმა თვალები გაახილა. კლაბსი მსახურს ხელს უქნევდა,
რომ მისთვის საჭმელი მოეტანა. ახალგაზრდა გოგო წვნიანით სავ-
სე მათლაფით დაბრუნდა. კლაბსმა წამით უკმაყოფილოდ დახედა,
შემდეგ დაკოჟრილი ხელით კოვზი მოიმარჯვა და თქვლეფას შეუდ-
გა. სეიზდს გვერდულად სტყორცნა მზერა.
– ჩემგან ბოდიშს ელოდები, ტერისელო? – ჰკითხა ლუკმებს შო-
რის.
სეიზდი წამით თავზარდაცემული იჯდა.
– სულაც არა, ლორდო კლადენტ, – თქვა ბოლოს.
– კარგია, – უპასუხა კლაბსმა, – ისედაც საკმარისად ღირსეული
კაცი ხარ. უბრალოდ, ცოტა თავგზაარეული.
სეიზდმა წვნიანი მოხვრიპა და გაიღიმა.
778
– ლორდო კლადენტ, თქვენთვის ერთი რელიგია მაქვს.
– არ ნებდები, ხომ? – მოიქუფრა კლაბსი.
სეიზდმა მზერა დახარა. ცოტა ხანი დასჭირდა, რომ აზრების-
თვის თავი მოეყარა.
– ადრე რაღაც მითხარით, ლორდო კლადენტ. სასაცილო მორალ-
ზე. ამან რწმენაზე დამაფიქრა, იმ რწმენაზე, სახელად დადრადაჰს რომ
ეძახდნენ. ამ რწმენას საუკუნეების განმავლობაში მრავალი ხალხი
მისდევდა. სწამდათ, რომ ერთადერთი ნამდვილი ღმერთი არსებობდა
და მისი თაყვანისცემის გზაც მხოლოდ ერთი იყო.
კლაბსმა ჩაიფრუტუნა.
– მართლა არ მაინტერესებს შენი მკვდარი რელიგიები, ტერისე-
ლო. საერთოდაც, მგონია, რომ...
– მხატვრები იყვნენ, – ხმადაბლა თქვა სეიზდმა.
კლაბსი შეყოვნდა.
– სწამდათ, რომ ხელოვნება ღმერთთან აახლოებდათ, – განაგრძო
სეიზდმა, – ფერები და ტონები აინტრესებდათ; პოეზიით იყვნენ გატა-
ცებულნი, რომელშიც ირგვლივ დანახულ ფერებს აღწერდნენ.
კლაბსი დუმდა.
– ჩემთან რატომ ქადაგებ? – იკითხა ბოლოს, – რამე ჩემსავით ხის-
ტი არ გაქვს? რამე ისეთი, ომსა და ჯარისკაცებს რომ ეთაყვანებოდეს?
– იმიტომ, ლორდო კლადენტ, – თქვა სეიზდმა და ამღვრეულ გონე-
ბაში გაჭირვებით მოიხმო მოგონებები, – რომ თქვენ ეგეთი არ ბრძან-
დებით. კი, რა თქმა უნდა, მოვალეობა ასეთი გაქვთ, მაგრამ თავად ასე-
თი არ ხართ. მგონი, სხვებს აღარც ახსოვთ, რომ დურგალი იყავით. ხე-
ლოვანი. როდესაც თქვენს მაღაზიაში ვცხოვრობდით, ხშირად გხედავ-
დით ხოლმე, როგორ გამოგყავდათ ჩუქურთმები. მაღაზია თქვენთვის
მხოლოდ ფასადი არ იყო. და ვიცი, იქაურობა გენატრებათ.
კლაბსს ხმა არ ამოუღია.
– ჯარისკაცივით ცხოვრობთ, – განაგრძო სეიზდმა და ქისიდან და-
სუსტებული ხელით რაღაც ამოაძვრინა, – მაგრამ ჯერაც ხელოვანივით
შეგიძლიათ ოცნება. აი, ეს თქვენთვის გავაკეთე. დადრადაჰის რწმენის
779
სიმბოლოა. იმ ხალხისთვის ხელოვნად ყოფნა უმაღლესი წოდება
იყო, მოძღვარზე მაღალი წოდებაც კი.
მაგიდაზე ხის დისკო დადო და კლაბსს გაჭირვებით გაუღიმა. დიდი
ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოჯერ იქადაგა და დარწმუნებული
არ იყო, რამ აიძულა, კლაბსისთვისაც შეეთავაზებინა რწმენა. ეგებ,
ეს იმიტომ ქნა, რომ საკუთარი თავისთვის ეჩვენებინა, უსარგებლო
ჯერაც არ გავმხდარვარო. ასე თუ ისე, მზერა, რომლითაც კლაბსი
ხის დისკოზე ამოჩუქურთმებულ ფუნჯს დასცქეროდა, დიდ კმაყოფი-
ლებას ანიჭებდა.
"ბოლოს რომ ვიქადაგე", – გაიფიქრა, – "სამხრეთში ვიყავი, სო-
ფელში, სადაც მარშმა მომძებნა. ნეტავ, რა დაემართა? ქალაქში
რატომ აღარ მობრუნდა?"
– შენი ქალი გეძებდა, – თქვა ბოლოს კლაბსმა, ამოხედა და
დისკო მაგიდაზე დატოვა.
– ჩემი ქალი? – გაუკვირდა სეიზდს, – ჰო, მაგრამ ჩვენ არ...
კლაბსის მზერამ გააჩუმა. კუშტი გენერალი შინაარსიანი გამო-
ხედვების დიდოსტატი იყო.
– კარგი, – თქვა და ამოიოხრა. თითებს და ათ მბზინავ ბეჭედს
დახედა. ოთხი კალა იყო – მხედველობა, სმენა, ყნოსვა და შეხება.
მათი შევსება ისევ განაგრძო, ამით დიდად ვერ დასუსტდებოდა.
მაგრამ კალტყვიის, ფოლადისა და თუთიის გონებს თავი ანება.
სხეული ერთბაშად აევსო ძალით. მკლავებზე ჩამოკიდებული
კანი გასწორდა და გაძვალტყავებული ხელებიც გაუჯანსაღდა. გო-
ნებიდან ნისლი მოშორდა და თავისუფლად ფიქრის საშუალება მი-
ეცა, სქელი, შესიებული სიზანტე კი სადღაც გაქრა. წამოდგა და
ენერგიით აღივსო.
– საოცარია, – დაიჩურჩულა კლაბსმა.
სეიზდმა გაკვირვებით დახედა.
– შევამჩნიე, როგორ შეიცვალე, – აუხსნა მან, – სხეული გაგი-
ჯანსაღდა და თვალები დაგეწმინდა. მკლავებიც აღარ გიკანკალებს.

780
არ გინდა, იმ ქალთან უძლური გამოჩნდე, ხომ? ვერც გაგამტყუნებ, –
კლაბსმა ჩაიხითხითა და ჭამა განაგრძო.
სეიზდი კაცს დაემშვიდობა და სამზარეულოდან გავიდა. ხელ-
ფეხს ჯერაც ვერ გრძნობდა, სამაგიეროდ, ტანში ენერგიამ დაუარა.
ძველსა და ახალ მდგომარეობებს შორის სხვაობა, ალბათ, ყველა-
ზე მეტად უღვივებდა შეუპოვარ ხასიათს.
და არაფერი აცამტვერებდა ამ ხასიათს იმაზე მსწრაფლ, ვიდრე საყ-
ვარელ ქალთან შეხვედრის ფიქრი. რატომ დარჩა ტინდუილი? და თუ
ასე მყარად გადაეწყვიტა, რომ ტერისში არ დაბრუნებულიყო, სეიზდს
რატომღა არიდებდა თავს? იმის გამო უბრაზდებოდა, რომ ელენდი გა-
ხიზნა? თუ იმედი გაუცრუვდა, რომ თავად სეიზდმა წასვლაზე უარი
თქვა?
ტინდუილი ვენტურთა ციხე-კოშკის მთავარ სამეჯლისო დარბაზში
იპოვა. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შეჩერდა და აღფრთოვანე-
ბით მოავლო თვალი დიდებულ დარბაზს. წამით კალის გონს თავი ანე-
ბა, სათვალე მოიხსნა და იქაურობა კარგად შეათვალიერა.
უზარმაზარი, მართკუთხა ვიტრაჟები გიგანტური ოთახის ორივე
მხარეს ჭერამდე ადიოდა. კიდეში მდგარი სეიზდი თავს ჯუჯასავით
გრძნობდა იმ ტიტანურ სვეტებთან, რომლებსაც დარბაზის ფანჯრებთან
ორი მომცრო აივანი ეჭირათ. ქვის ყოველი სანტიმეტრი მოეჩუქურ-
თმებინათ – მოზაიკის თითოეული ნატეხი და შუშები ისე შეემკოთ, რომ
საღამოს მზის სხივებზე თვალისმომჭრელად ებრჭყვიალა.
"რა დრო გავიდა..."
როცა პირველად ეს დარბაზი ნახა, ვინი თავის პირველ მეჯლისზე
მოაცილა. ზუსტად მაშინ შეხვდა ელენდს, ვალეტა რენოქსის როლის
შესრულებისას. სეიზდმა მკაცრად დასაჯა ესოდენ ძლევამოსილი ადა-
მიანის ყურადღების მიქცევისათვის.
ახლა კი თავად ჩაატარა მათი საქორწილო ცერემონია. გაიღიმა,
სათვალე მოირგო და კალის გონი აამუშავა. "დაე, მივიწყებულმა
ღმერთებმა გადმოგხედონ, ბავშვებო. ეცადეთ, ჩვენი თავგანწირვა რა-
მეში გამოიყენოთ, თუ შეძლებთ".
781
ტინდუილი შუა დარბაზში იდგა. დოკსონსა და მცირე ჯგუფს რა-
ღაცაზე ელაპარაკებოდა. მოზრდილი მაგიდის გარშემო მოქუჩებუ-
ლიყვნენ. სეიზდი მათ მიუახლოვდა და მაგიდაზე გადაშლილი ფურ-
ცელი გაარჩია.
"მარშის რუკა", – გაიფიქრა. ლუთადელის სრული და დეტალუ-
რი გეგმა იყო, რომელსაც სამინისტროს საქმიანობის შესახებ მინა-
წერები ერთვოდა. სეიზდს ამ რუკის გამოსახულება ერთ-ერთ სპი-
ლენძგონში ჰქონდა გადანახული, ისევე, როგორც მისი დაწვრილე-
ბითი აღწერა, თანაც სინოდს ფიზიკური ასლიც გაუგზავნა.
ტინდუილსა და დანარჩენებს რუკა საკუთარი შენიშვნებით აეჭ-
რელებინათ. სეიზდი ნელა მიუახლოვდა მაგიდას და როგორც კი
ქალმა დაინახა, მაშინვე ხელის დაქნევით ანიშნა, ჩვენთან მოდიო.
– აჰ, სეიზდ, – წარმოთქვა დოკსონმა საქმიანად. სეიზდს ხმა
ბუნდოვნად ჩაესმა დაქვეითებული სმენის გამო, – მშვენიერია.
გთხოვ, აქეთ მოდი.
სეიზდი დარბაზის საცეკვაო ნაწილზე შევიდა და მაგიდასთან
მყოფებს შეუერთდა.
– ჯარის განლაგებებია? – იკითხა.
– ჩვენს ჯარებზე ხელმძღვანელობა პენროდმა მიიღო, – მიუგო
დოკსონმა, – და ოცივე ბატალიონის მეთაურებად დიდგვაროვნები
დანიშნა. რაღაც არ მოგვწონს ეგ ამბავი.
სეიზდმა მაგიდასთან შეკრებილებს გადახედა. სკაას ხალხისგან
შემდგარი გადამწერების მცირე ჯგუფი იყო, რომელიც თავად დოკ-
სონმა მოამზადა.
"ღმერთებო!" – გაიფიქრა სეიზდმა, – "სულ აჯანყებას როგორ
უნდა გეგმავდეს?"
– ასეთი დამფრთხალი სახეც ნუ გაქვს, სეიზდ, – უთხრა დოკსონ-
მა, – რადიკალურს არაფერს გავაკეთებთ. პენროდი ჯერაც კლაბსს
რთავს ნებას, რომ ქალაქის დაცვას უხელმძღვანელოს და, რო-
გორც ჩანს, თავის სამხედრო მრჩეველებსაც უსმენს. თანაც ამბი-
ციური გეგმებისთვის უკვე საკმაოდ გვიანია.
782
დოკსონი ლამის გაწბილებული ჩანდა.
– თუმცა, – განაგრძო მან და თითით რუკაზე ანიშნა, – იმ მეთაუ-
რებს არ ვენდობი, რომლებიც პენროდმა დანიშნა. არც ომისა და
არც გადარჩენის არაფერი გაეგებათ. მთელი ცხოვრება სასმლის
შეკვეთასა და მეჯლისების მოწყობაში აქვთ გატარებული.
"ასე რატომ ვერ იტან?" – გაიფიქრა სეიზდმა. ირონიული იყო, რომ
მათ შორის სწორედ დოკსონი წააგავდა ყველაზე მეტად დიდგვარო-
ვანს. კეთილშობილთა სამოსში ყველაზე ბუნებრივად ის გამოიყურე-
ბოდა – ბრიზსაც კი ჯაბნიდა, და უფრო გარკვევით საუბრობდა, ვიდრე
კლაბსი ან სპუკი. ერთადერთი, რაც კეთილშობილის გარეგნობისგან
ასხვავებდა, არა-არისტოკრატული წვერი იყო.
– კეთილშობილებმა, შეიძლება, ომზე არაფერი იციან, – თქვა სე-
იზდმა, – მაგრამ ბრძანებების გაცემა და მართვა ნამდვილად ესმით.
– მართალია, – უპასუხა დოკსონმა, – მაგრამ ეგ არც ჩვენ გამოგ-
ვდის ცუდად. ამიტომაც მინდა, რომ თითოეულ კარიბჭესთან ერთი ჩვე-
ნიანი მაინც დარჩეს. ყოველი შემთხვევისთვის, თუ საქმეები ცუდად წა-
ვიდა და ვიღაცას საკუთარ თავზე მეთაურობის აღება დასჭირდა.
დოკსონმა მაგიდაზე მიუთითა, ერთ-ერთი კარიბჭისკენ. ფოლადის
კარიბჭე იყო. მისი დაცვისთვის ათასი კაცი იყო მონიშნული.
– ეს შენი ბატალიონია, სეიზდ. ფოლადის კარიბჭე ყველაზე მეტა-
დაა დაშორებული კოლოსთა ბანაკს, ასე რომ, შეიძლება, ბრძოლაში
ჩართვაც არ მოგიწიოს. თუმცა, თუ ბრძოლა მაინც გაჩაღდა, მინდა,
ვენტურთა სასახლეში შიკრიკები აგზავნო. სამეთაურო ბაზა აქ, მთავარ
დარბაზში გვექნება – შემოსვლაც ადვილია და ბევრ ხალხსაც დაიტევს.
თანაც ელენდ ვენტურისა და, ზოგადად, კეთილშობილებისთვის
ცხვირ-პირში გემრიელი დარტყმაც გამოდიოდა, მათ ლამაზ დარბა-
ზებს ამდაგვარი მიზნებისთვის რომ გამოიყენებდნენ: "არც მიკვირს,
ელენდისა და ვინის გახიზვნის გეგმაში ასე რომ დამეხმარა. როცა ისი-
ნი წავიდნენ, უკვე თავად დაიწყო კელსიერის გუნდის მართვა".
რაც სულაც არ იყო ცუდი. დოკსონი უბადლო ორგანიზატორი და
დამგეგმავი იყო; ხანდახან წინასწარგანსჯაც სჩვეოდა ხოლმე.
783
– ვიცი, რომ ბრძოლა არ გიყვარს, სეიზ, – უთხრა დოკსონმა და
ორივე ხელით დაეყრდნო მაგიდას, – მაგრამ ძალიან გვჭირდები.
– მგონი, სწორედ ბრძოლისთვის ემზადება, ლორდო დოკსონ, –
თქვა ტინდუილმა და სეიზდი შეათვალიერა, – თითებზე გაკეთებუ-
ლი ბეჭდები მისი განზრახვის აშკარა მინიშნებაა.
სეიზდმა მაგიდის მიღმა ქალს გახედა.
– შენ რა როლს თამაშობ ამ ყველაფერში, ტინდუილ?
– ლორდმა დოკსონმა რჩევისთვის მომიწვია, – უთხრა ქალმა,
– ბრძოლაში თავად უკვე აქვს გარკვეული გამოცდილება და სურს,
ძველი დროის გენერლებზეც მოისმინოს.
– აჰ, – ამოთქვა სეიზდმა. შემდეგ დოკსონისკენ მიბრუნდა და
ჩაფიქრებული შეიჭმუხნა. ბოლოს თავი დაუქნია, – ძალიან კარგი.
თქვენ წამოწყებაში მონაწილეობას მივიღებ. ოღონდ განხეთქილე-
ბის დათესვაზე თანახმა არ ვარ. გააფრთხილეთ თქვენი ხალხი,
რომ ბრძანებებს წინ მანამდე არ აღუდგნენ, თუკი აბსოლუტურ ჩიხ-
ში არ შევალთ.
დოკსონმა თავი დაუქნია.
– ახლა კი, ლედი ტინდუილ, – უთხრა სეიზდმა, – შეიძლება, მცი-
რე ხნით მარტოებმა დავილაპარაკოთ?
ქალმა თავი დაუქნია, დანარჩენებს მოუბოდიშეს და უახლოესი
აივნის ქვეშ შევიდნენ. ჩრდილში, ერთ-ერთი სვეტის ქვეშ, სეიზდი
ტინდუილს მიუბრუნდა. ის კი ისეთი უდრტვინველი ჩანდა... სი-
ტუაციის მიუხედავად, ძალიან გაწონასწორებული და მშვიდი. რო-
გორ ახერხებდა?
– დიდი რაოდენობით ინახავ ძალებს, სეიზდ, – შენიშნა ტინდუ-
ილმა და კვლავ მის თითებს დახედა, – იმედია, სხვა ლითონგონე-
ბიც გაქვს გადანახული, ხომ?
– მთელი ჩემი სიფხიზლე და სისწრაფე ლუთადელამდე მოსაღ-
წევად გამოვიყენე, – უთხრა სეიზდმა, – ჯანმრთელობა კი საერთოდ
აღარ მაქვს. სამხრეთში რომ ვქადაგებდი, იქაური ავადმყოფობების
წინააღმდეგ დავხარჯე. მინდოდა, მარაგი შემევსო, მაგრამ ვერაფ-
784
რით მოვიცალე. სამაგიეროდ, ძალა და წონა ბევრი მაქვს; და არცთუ
მცირე რაოდენობით – კალის გონები. მაგრამ, მგონი, საკმარისად
მომზადებული ვერასდროს ვერაფრისთვის იქნები.
– შესაძლოა, მართალიც ხარ, – უპასუხა ტინდუილმა და მაგიდის
გარშემო შემოკრებილ გუნდს გახედა, – თუკი მომზადება საშუალებას
გვაძლევს, გარდაუვალ აღსასრულზე არ ვიფიქროთ, მაშ, მოსამზადებ-
ლად დახარჯული დრო გაფლანგული არ ყოფილა.
სეიზდს გააცია.
– ტინდუილ, – თქვა ხმადაბლა, – რატომ დარჩი? აქ შენი ადგილი
არ არის.
– არც შენი ადგილია აქ, სეიზდ.
– ესენი ჩემი მეგობრები არიან, – მიუგო სეიზდმა, – და ვერ მივატო-
ვებ.
– მაშ, მათი ლიდერები რატომღა დაარწმუნე, რომ აქედან გაქცეუ-
ლიყვნენ?
– იმიტომ, რომ გადარჩენილიყვნენ და ცხოვრება გაეგრძელები-
ნათ.
– გადარჩენა ლიდერებისთვის ხელმისაწვდომი ფუფუნება არაა, სე-
იზდ, – შენიშნა ტინდუილმა, – როდესაც თავს სხვებზე ზრუნვას მიუძ-
ღვნიან, შედეგებზეც უნდა ზღონ პასუხი. ეს ხალხი მოკვდება, მაგრამ
არაა სასურველი, მოკვდნენ და თან იცოდნენ, რომ მათ უღალატეს.
– ისინი არ...
– ელიან, რომ გადარჩებიან, სეიზდ, – ხმადაბლა დაისისინა ტინდუ-
ილმა, – ის ხალხიც კი იგივეს ელის. დოკსონიც კი ფიქრობს, რომ რო-
გორღაც გამოძვრება, არადა მთელ ჯგუფში ყველაზე დიდი რეალისტი
ისაა. და იცი, რატომ ფიქრობენ ასე? იმიტომ, რომ სადღაც, შიგნით სჯე-
რათ, რომ ვინმე უშველის. ვინმე ისეთი გამოჩნდება, ადრეც რომ გამო-
ჩენილა – გადარჩენილის ის ერთადერთი ნაწილი, რომელიც ჯერაც
თან ჰყავთ. ის გოგო ამ ხალხისთვის იმედს წარმოადგენდა. შენ კი სად-
ღაც გაგზავნე.

785
– იმისთვის, რომ იცოცხლოს, ტინდუილ, – გაიმეორა სეიზდმა,
– ვინისა და ელენდის აქ დაღუპვა მათი ტყუილუბრალოდ დაკარგვა
იქნებოდა.
– იმედი არასდროს იკარგება, – წამოენთო ტინდუილი, – მეგონა,
ამდენ ხალხში შენ მაინც გეცოდინებოდა. რა გგონია, მთელი ეს
წლები შემჯვარებლების ხელში სიჯიუტით გადავრჩი?
– ქალაქში რომლის გამო დარჩი, იმედის თუ სიჯიუტის? – ჰკით-
ხა მან.
ქალმა ქვემოდან ამოხედა.
– არცერთის.
სეიზდი დიდხანს იდგა დაჩრდილულ ნიშში და მის სახეს შეჰყუ-
რებდა. დანარჩენები საცეკვაო დარბაზში საუბრობდნენ, მათი ხმა
ექოდ ბრუნდებოდა უკან. ფანჯრებიდან შემოჭრილი და მარმარი-
ლოს იატაკზე ასხლეტილი სინათლის ნამცეცები კედლებს ვერ-
ცხლისფერ ნათებად ეფინებოდა. სეიზდმა ნელა და უხერხულად
მოხვია მკლავები ტინდუილს. მანაც ამოიოხრა და საშუალება მის-
ცა, ჩახუტებოდა.
კაცმა კალის გონებს თავი ანება და შეგრძნებები უზარმაზარ
ტალღად დაუბრუნდა უკან.
ტინდუილი თავადაც მოეხვია, მკერდზე თავი მიაყრდნო და სეიზ-
დის გონება მისმა რბილმა კანმა და სხეულის სითბომ წალეკა. სუფ-
თა თმის სურნელმა ნესტოები გაუვსო. და ეს იყო პირველი სურნე-
ლი, რომელიც უკნასკნელი სამი დღის განმავლობაში შეიგრძნო.
მოუქნელად მოიშორა სათვალე, რომ ქალი კარგად დაენახა. სმე-
ნაც რომ დაუბრუნდა, გაიგონა, როგორ სუნთქავდა მის მკერდთან
ტინდუილი.
– იცი, რატომ მიყვარხარ, სეიზდ? – ჰკითხა ქალმა ხმადაბლა.
– წარმოდგენა არ მაქვს, – მიუგო სეიზდმა გულახდილად.
– იმიტომ, რომ არასდროს ნებდები, – აუხსნა ქალმა, – სხვა კა-
ცები სალი კლდესავით მაგრები და ძლიერები არიან; სიმტკიცეს
ინარჩუნებენ; არ ნებდებიან, მაგრამ საკმარისად დიდხანს თუ და-
786
ატან ძალას, გაიბზარებიან. შენ... შენ ქარივით ძლიერი ხარ. ყოველ-
თვის იქ ხარ, სადაც საჭიროა; ყოველთვის მზად ხარ, ზეწოლას დანებ-
დე; თუმცა, სადაც სიმტკიცის შენარჩუნებაა საჭირო, წამითაც არ იხევ
უკან. არა მგონია, შენი მეგობრებიდან რომელიმე მაინც ხვდებოდეს,
რა ძალა ჰყავდათ შენი სახით.
"ჰყავდათო", – გიფიქრა სეიზდმა, – "დანარჩენებს უკვე წარსულად
აღიქვამს. და, ალბათ, ასე მიაჩნია სწორად".
– ვშიშობ, რა ძალაც უნდა გამაჩნდეს, მათ გადარსარჩენად საკმა-
რისი არ იქნება, – წასჩურჩულა სეიზდმა.
– იმ სამეულის გადასარჩენად საკმარისი იყო, – უთხრა ტინდუილ-
მა, – არასწორად მოიქეცი, რომ გახიზნე. მაგრამ... მაგრამ ეგებ, სწო-
რადაც მოიქეცი.
სეიზდმა უბრალოდ თვალები დახუჭა და მოეხვია. ქალს მთელი გუ-
ლით სწყევლიდა, რადგან ქალაქში დარჩა, მაგრამ ამის გამო, მის სიყ-
ვარულს ძალა არ აკლდებოდა.
სწორედ იმწამს გალავნის გამაფრთხილებელი დაფდაფები აგრი-
ალდნენ.
ამიტომაც უკანასკნელად გავრისკე.

51
დილით ასეთ ნისლიან, წითელ სინათლეს საერთოდ არ უნდა ეარ-
სება. ნისლი დღის შუქმა შეიწირა – სიცხემ აორთქლება აიძულა. კა-
რავში გამომწყვდეულიც კი, ცვრად იქცა და შემდეგ გაქრა. ნისლმა
ამომავალი მზის სიკაშკაშეს ვერ გაუძლო.
წესით, არ უნდა ეარსება, მაგრამ მაინც არსებობდა. რაც უფრო
შორდებოდნენ ლუთადელს, მით უფრო დიდხანს რჩებოდა ნისლი დი-
ლაობით. ცვლილება სულ მცირე იყო – ლუთადელს ხომ ჯერ რამდენი-
მე დღის სავალზე გამოსცდნენ, მაგრამ ვინმა ეს იცოდა და განსხვავე-
ბასაც კარგად ამჩნევდა. ამ დილით ნისლი თითქოს უფრო გაძლიერდა,
ვიდრე ელოდა. მზის ამოსვლამ ვერც კი შეასუსტა. პირიქით, თავად უფ-
რო დაჩრდილა მისი სხივები.
787
"ნისლი", – გაიფიქრა ვინმა, – "სიღრმე". სულ უფრო რწმუნდე-
ბოდა, რომ მართალი იყო, მაგრამ ზუსტად ვერასგზით ეცოდინებო-
და. და მაინც, რაღაც ამოუთქმელი მიზეზის გამო, საკუთარი ნააზრე-
ვი სიმართლედ ეჩვენებოდა. სიღრმე რომელიღაც მხეცი ან ტირანი
კი არა, არამედ ბუნებრივი, და ამიტომაც გაცილებით უფრო საშიში,
ძალა უნდა ყოფილიყო. არსებას მოკლავდნენ მაინც. ნისლი... მე-
ტისმეტად თავზარდამცემი ჩანდა. მართალია, სიღრმე ვალმდებ-
ლებით არავის დაიმორჩილებდა, მაგრამ იგი ადამიანებს ცრურწმე-
ნით დააშინებდა; მათ გასაჟლეტად კი არმიებს კი არ მოუხმობდა,
შიმშილს გამოიყენებდა.
როგორ უნდა შებრძოლებოდნენ იმას, რაც კონტინენტზე დიდი
იყო? თანაც ვერც ბრაზს გრძნობდა, ვერც ტკივილს, იმედს ან სიბ-
რალულს?
და მაინც, ვინის დავალება უცვლელად დარჩა. წინა ღამის ნა-
ცეცხლარის გვერდით, მოზრდილ ლოდზე უხმოდ იჯდა, ფეხები აე-
კეცა და მუხლები მკერდზე მიებჯინა. ელენდს ჯერაც ეძინა, სპუკი კი
არემარეს ზვერავდა.
საკუთარი ვინაობა კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დაუყენებია. ან
ეპოქათა გმირი იყო, ანდაც მაგრად ერეკებოდა. ნისლის დამარცხე-
ბა სწორედ მისი ამოცანა გახდა.
"და მაინც..." – ფიქრობდა მოქუფრული, – "ბაგუნი, შესუსტების
ნაცვლად, უფრო არ უნდა ძლიერდებოდეს?"
რაც უფრო შორს მიდიოდნენ, მით უფრო უხმაუროდ ძგერდნენ
დაფდაფები. უკვე ძალიან დააგვიანა? ეგებ წყაროსთან რაღაც ხდე-
ბოდა და ისიც ძალებს კარგავდა? ეგებ მის ძალას უკვე დაეუფლა
ვინმე?
"გზა უნდა განვაგრძოთ".
მის ადგილას სხვა აუცილებლად იკითხავდა, რატომ ერგო ასე-
თი ხვედრი. ვინი კამონისა და კელსიერის გუნდებში ბევრ ისეთს იც-
ნობდა, დავალების მიღებისთანავე წუწუნს რომ მორთავდნენ ხოლ-
მე. "რატომ მე?" – იკითხავდნენ. თავდაჯერება აკლდათ და ფიქრობ-
788
დნენ, რომ დავალების შესრულება მათ ძალებს აღემატებოდა. ან ზარ-
მაცები იყვნენ და უნდოდათ, თავი დაეძვრინათ.
ვინის თავდაჯერებაც აკლდა და წაგულიანებაც, მაგრამ წუწუნის
აზრს ვერ ხედავდა. ცხოვრებამ ასწავლა, რომ ხანდახან რაღაცები უბ-
რალოდ ხდებოდა. ხშირად რენს მიზეზიც კი არ სჭირდებოდა, რომ ეცე-
მა. თანაც რაღაც მიზეზით გულს ვერ დაიმშვიდებდა. აი, მაგალითად,
ის მიზეზი, კელსიერი რატომაც მოკვდა, კარგად იცოდა, მაგრამ, ამის
მიუხედავად, მისი მონატრება წამითაც არ უნელდებოდა.
საქმე იყო გასაკეთებელი. ფაქტი, რომ საქმის არსი არ ესმოდა, ვერ
შეაჩერებდა და ცდაზე ხელს ვერ ააღებინებდა. უბრალოდ, იმედი ჰქონ-
და, როცა დრო მოვიდოდა, ყველაფერს მიხვდებოდა. ბაგუნი შესუს-
ტდა, მაგრამ ხმა მაინც ჩაესმოდა. წინ უბიძგებდა – აღზევების წყაროს-
კენ.
გრძნობდა, როგორ ლივლივებდა ზურგს უკან ნისლის სული. ნის-
ლის გაქრობამდე, ისიც არსად მიდიოდა. მთელი დილა იქ იყო – ვინის
ზურგს უკან.
– ამ საიდუმლოებების პასუხები იცი? – ჰკითხა ხმადაბლა, და შე-
წითლებულ ნისლში, სულისკენ შებრუნდა, – შენ მაინც გაქვს...
ნისლის სულის ალომანტური პულსი ვინისა და ელენდის კარვიდან
იგრძნობოდა.
ქვიდან წამოფრინდა, გაყინულ მიწაზე დახტა და კარვისკენ გაქან-
და. შესასვლელი გადასწია. საბანში გახვეულ ელენდს ეძინა, თავი
ძლივს მოუჩანდა. პატარა კარავი ნისლს გაევსო, ბრუნავდა და იგრი-
ხებოდა. ეს კი უკვე საკმარისად უცნაური იყო. ნისლი კარვებში არ შე-
დიოდა ხოლმე.
შუაგულ ნისლში კი სული ლივლივებდა. ზუსტად ელენდს ადგა თავ-
ზე.
სინამდვილეში, არც კი იყო იქ. უბრალოდ კონტურები ჩანდა ნის-
ლში – განმეორებითი ფორმები, მუდმივი – რომელსაც ქაოსური მოძ-
რაობა იწვევდა. მაგრამ მაინც ნამდვილი იყო. ვინი გრძნობდა, ხედავ-

789
და – პირდაპირ შეჰყურებდა, როგორ ასწია სულმა უხილავი თვალი
და მზერა შეაგება გოგოს.
სიძულვილით სავსე თვალი.
უსხეულო მკლავი აღმართა და ვინმა დაინახა, რომ ჰაერში რაღა-
ცამ გაიელვა. ელვის სისწრაფით ამოქმედდა, ხანჯალი იშიშვლა,
კარვის სიღრმეში შევარდა და ხელი მოიქნია. მისი შეტევა ნისლის
სულის ხელში არსებულ რაღაც მატერიალურ ობიექტზე შეჩერდა.
სიმშვიდე ლითონის წკრიალმა დაარღვია და ვინმაც მკლავში ძლი-
ერი, გამაბრუებელი სუსხი იგრძნო. თმის ყოველი ღერი ყალყზე და-
უდგა.
შემდეგ სული გაქრა. ისევე უცებ გაუჩინარდა, როგორც მისი რო-
გორღაც სხეულებრივი ხანჯლის წკარუნი. ვინა თვალები დაახამხა-
მა და კარვის შესასვლელისკენ შეტრიალდა. გარეთ ნისლი გამქრა-
ლიყო. დღემ, როგორც იქნა, გამარჯვება მოიპოვა.
თუმცა ხანგრძლივი გამარჯვებები უკვე აღარ ეწერა.
– ვინ? – დაუძახა ელენდმა, დაამთქნარა და გაიზმორა.
ვინმა თავს ძალა დაატანა და ქოშინი შეწყვიტა. სული გაქრა.
დღის სინათლე დროებით უსაფრთხოებას ნიშნავდა. "ოდესღაც ღა-
მეები მეგონა უსაფრთხო", – გაიფიქრა, – "მაშინ, როცა კელსიერმა
ღამეები მაჩუქა".
– რა მოხდა? – იკითხა ელენდმა. როგორ შეეძლო ვინმეს, თუნ-
დაც კეთილშობილს, ასე ნელა გამოფხიზლებულიყო და წარმოდგე-
ნაც კი არ ჰქონოდა იმაზე, როგორი დაუცველი იყო ძილის დროს?
ვინმა ხანჯალი ქარქაშში ჩააბრუნა: "რა ვუთხრა? ან როგორ დავიც-
ვა ისეთი არსებისგან, რომელსაც ვერც კი ვხედავ?"
დრო სჭირდებოდა საფიქრალად.
– არაფერი, – უთხრა ბოლოს ხმადაბლა, – უბრალოდ, მე ვარ
ძალიან ნერვიული.
ელენდი გადაბრუნდა და კმაყოფილმა ამოიხვნეშა.
– სპუკი დილის დაზვერვაზეა წასული?
– კი.
790
– რომ დაბრუნდება, გამაღვიძე.
ვინმა თავი დაუქნია, მაგრამ ელენდი, ალბათ, ვეღარც ხედავდა.
გოგომ ჩაიმუხლა და თვალი შეავლო. ზურგს უკან მზე ამოიწვერა.
ელენდს მთელი თავისი თავი მიუძღვნა – არა მხოლოდ სხეული და
გული. მთელ თავის რეალისტურობას წიხლი ჰკრა, მიატოვა საკუთარი
შიშიც... და ეს ყველაფერი მისი გულისთვის. ახლა უკვე ვეღარ იფიქ-
რებდა, მისი ღირსი არ ვარო; თავს უკვე ვეღარ დაიმშვიდებდა იმ ტყუ-
ილით, თითქოს ერთად ვერასდროს იქნებოდნენ. აქამდე ასე არავის
მინდობია – არც კელსიერს, არც სეიზდსა და არც რენს. ელენდმა კი
ყველაფერი მიიღო. ამის გააზრებაზე ვინს აკანკალებდა. ელენდი რომ
დაეკარგა, საკუთარ თავსაც დაკარგავდა.
"ასეთ რაღაცებზე არ უნდა ვიფიქრო!" – უთხრა საკუთარ თავს. კარ-
ვიდან გავიდა და უხმოდ ჩამოსწია ნაჭრები. სადღაც, შორს ჩრდილები
ამოძრავდნენ და წამის შემდეგ სპუკიც გამოჩნდა.
– იქით ნამდვილად არის ვიღაც, – თქვა ჩუმად, – ოღონდ სულები
არა. ხუთნი არიან, ბანაკში.
– ჩვენ მოგვყვებიან? – მოიღუშა ვინი.
– ალბათ.
"სტრაფის მზვერავები", – გაიფიქრა.
– ელენდმა გადაწყვიტოს, რას ვუზამთ, – თქვა ვინმა.
სკუპმა მხრები აიჩეჩა და იმ ლოდისკენ დაიძრა, რომელზეც ცოტა
ხნის წინ ვინი იჯდა.– მის გაღვიძებას აპირებ?
– რამდენიმე წუთიც ეძინოს, – შებრუნდა ვინი.
სპუკმა ერთხელაც აიჩეჩა მხრები. თვალს ადევდნებდა, როგორ
მიუახლოვდა ვინი ნაცეცხლურს და წყალგაუმტარი ნაჭრის ქვეშ წინა
ღამით გადანახული შეშა გამოაძვრინა, შემდეგ ცეცხლის გაჩაღებას
შეუდგა.
– შეიცვალე, ვინ, – უთხრა სპუკმა.
ვინს საქმიანობა არ შეუწყვეტია.
– ყველა იცვლება, – მიუგო მან, – ქურდი აღარ ვარ და მეგობრებიც
მყავს.
791
– ამას არ ვგულისხმობ, ცოტა ხნის წინ შეიცვალე. წინა კვირაში.
ახლა განსხვავებული ხარ.
– განსხვავებული? რა მხრივ?
– არ ვიცი. სულ შეშინებული აღარ ჩანხარ.
ვინი შეჩერდა.
– რაღაც გადაწყვეტილებები მივიღე. იმასთან დაკავშირებით,
ვინ ვარ და ვინ მინდა, ვიყო. ჩემს სურვილებთან დაკავშირებით.
ცოტა ხანი უხმოდ მუშაობდა, ბოლოს, როგორც იქნა, ნაპერწკა-
ლი მიიღო.
– სისულელეებით დავიღალე, – თქვა ბოლოს, – სხვების სისუ-
ლელეებით, საკუთარი სისულელით. მარჩიელობის ნაცვლად, მოქ-
მედება გადავწყვიტე. ეგებ, ასეთი გეგმა უფრო ბავშვურია, მაგრამ
ახლა სწორად მეჩვენება.
– არაა ბავშვური, – უთხრა სპუკმა.
ვინმა გაიღიმა და ბიჭს ახედა. იგი თექვსმეტისა იყო, მაგრამ უფ-
რო ნაკლებისას ჰგავდა. სპუკი იმდენივე წლისა იყო, რამდენისაც –
თავად, როცა კელსიერი გადაეყარა. მზე ჯერაც ჰორიზონტთან იდ-
გა, მაგრამ ბიჭს თვალები მოეჭუტა.
– კალას მოუკელი, – უთხრა ვინმა, – ასე ძალიან ნუ წვავ.
სპუკმა მხრები აიჩეჩა. ხედავდა, რომ თავდაჯერებული არ იყო.
ძალიან უნდოდა, რამეში გამოსდგმოდა ვინსა და ელენდს. თავად
ვინიც კარგად იცნობდა ამ შეგრძნებას.
– შენ როგორ ხარ, სპუკ? – ჰკითხა და საჭმლის მარაგისკენ მიტ-
რიალდა. ისევ წვნიანი და ორცხობილა, – ბოლო დროს თავს რო-
გორ გრძნობ?
სპუკმა ერთხელაც აიჩეჩა მხრები.
"ლამის დამავიწყდა, როგორი შეგრძნებაა, როდესაც მოზარდ
ბიჭთან ცდილობ საუბარს", – გაიფიქრა ვინმა და გაეღიმა.
– სპუკ, – დაიწყო მან, თითქოს სახელი მოსინჯა, – ამ მეტსახელ-
ზე რას ფიქრობ?( სპუკი (Spook) – მოჩვენება, აჩრდილი. ჯაშუში

792
(ამერიკული სლენგი).) მახსოვს, ყველა ნამდვილ სახელს რომ გეძახ-
და.
ლესტიბორნი – ვინმა რამდენჯერმე სცადა ასო-ასო სახელის
წარმოთქმა და თითქმის მეხუთე ასომდე მივიდა.
– კელსიერმა შემარქვა ასე, – თქვა სპუკმა, თითქოს ეს მიზეზი კმა-
როდა სახელის დასატოვებლად. და, ალბათ, კმაროდა კიდეც. ვინმა
დაინახა, რა გამომეტყველება ჰქონდა სპუკს, კელსიერი რომ ახსენა.
კლაბსი, შესაძლოა, სპუკის ბიძა იყო, მაგრამ მიბაძვით ნამდვილად
კელსიერს ჰბაძავდა.
რა თქმა უნდა, ყველა კელსიერს ჰბაძავდა.
– ნეტავ ძლევამოსილი ვიყო, ვინ, – ხმადაბლა თქვა სპუკმა. ქვაზე
იჯდა და მკლავები მუხლებზე დაეყრდნო, – შენსავით.
– საკუთარი უნარებიც გაქვს.
– კალა? – ჰკითხა სპუკმა, – თითქმის უსარგებლოა. ნისლქმნილი
რომ ვიყო, დიად საქმეებს ჩავიდენდი. მნიშვნელოვანი ადამიანი ვიქ-
ნებოდი.
– მნიშვნელოვანი ადამიანის როლი არც ისეთი სასიამოვნოა, სპუკ,
– უთხრა ვინმა. თავში ატეხილ ბაგუნს უსმენდა, – უმეტესად, ძალიან
შემაწუხებელია.
სპუკმა თავი გააქნია.
– მე რომ ნისლქმნილი ვიყო, ხალხის გადარჩენა შემეძლებოდა.
ხალხის დახმარება, იმათი, ვისაც დახმარება სჭირდება. სიკვდილის-
გან დავიხსნიდი... მაგრამ, უბრალოდ, სპუკი ვარ. სუსტი და მხდალი.
ვინმა გახედა და წარბები შეყარა, მაგრამ ბიჭს თავი ჩაექინდრა და
მზერას ვერ შეაგებებდა.
"ახლა რაღა ხდება", – გაუკვირდა ვინს.
სეიზდმა ცოტაოდენი ძალა გამოიყენა, რომ სამ-სამ საფეხურზე ერ-
თად ამხტარიყო. ტინდუილს მიჰყვა კიბეზე და ორივე ერთად შეუერ-
თდა გალავნის თავზე მყოფ თანაგუნდელებს. დაფდაფები ჯერაც გრი-
ალებდნენ; თითოეული დოლი სხვადასხვა რიტმით უკრავდა. ექო ქა-
ოსურად დაძრწოდა ქუჩებსა და შენობებს შორის.
793
ჩრდილოეთის მხარე, სტრაფის არმიის გარეშე, გავერანებული
ჩანდა. სეიზდი ნატრობდა, რომ იგივე მდგომარეობაში ყოფილიყო
ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარეც, სადაც კოლოსთა ბანაკი წამოშ-
ლილიყო.
– ვინმე არჩევთ, რა ხდება? – იკითხა ბრიზმა.
– ძალიან შორია, – ჰამმა თავი გააქნია.
– ჩემი ერთ-ერთი მზვერავი მახვილთვალაა, – თქვა კლაბსმა, –
განგაში მან ატეხა. ასე თქვა, კოლოსებმა ერთმანეთს დასცხესო.
– ჩემო კეთილო ადამიანებო, – დაიწყო ბრიზმა, – განა კოლო-
სები მუდმივად არ ჩხუბობენ?
– ჩვეულებრივზე მეტად, – უთხრა კლაბსმა, – უზარმაზარი
ბრძოლაა.
სეიზდმა იგრძნო, როგორ გაიელვა მის არსებაში იმედმა.
– იბრძვიან? – იკითხა მან, – ეგებ ერთმანეთი ამოხოცონ!
კლაბსმა თავისი ცნობილი მზერით განგმირა.
– წადი, შენი რომელიმე წიგნი გადაქექე, ტერისელო. მაინტერე-
სებს, კოლოსების ემოციაზე რამეს თუ იპოვი.
– სულ ორი ემოცია აქვთ, – მიუგო სეიზდმა, – მოწყენილობა და
მძვინვარება. მაგრამ...
– ყოველთვს ასე იწყებენ ბრძოლას, – თქვა ტინდუილმა ხმადაბ-
ლა, – ერთმანეთში ჩხუბობენ, სულ უფრო და უფრო მეტი კოლოსი
მხეცდება, შემდეგ...
ტინდუილი შეჩერდა და სეიზდმა დაინახა, რომ აღმოსავლეთის
ჰორიზონტზე მუქი ლაქა გაღიავდა, გაიფანტა და განცალკევებულ
წევრებად დაიყო... რომლებიც ქალაქისკენ მოქროდნენ.
– ეშმაკმა წაიღოს, – შეიგინა კლაბსმა და საფეხურებზე კოჭლო-
ბით დაეშვა, თან ღმუოდა, – შიკრიკები გაგზავნეთ; მშვილდოსნები
კედლებზე! მდინარის კარიბჭეები დაიცავით! ბატალიონებო,
მწყობრში! ბრძოლისთვის მოემზადეთ! თორემ ის არსებები ქალაქ-
ში შემოცვივდებიან და თქვენს ბავშვებს დაერევიან!

794
მის სიტყვებს ქაოსი მოჰყვა. ხალხმა ყველა მიმართულებით დაიწ-
ყო სირბილი. ჯარისკაცებმა კიბე აავსეს და გუნდს მოძრაობის საშუა-
ლება წაერთვა.
"დაიწყო", – ყრუდ გაიფიქრა სეიზდმა.
– როგორც კი კიბე გაიხსნება, – დაიჩურჩულა დოკსონმა, – მინდა,
რომ თითოეული თქვენგანი საკუთარ ბატალიონთან წახვიდეთ. ტინ-
დუილ, შენი კალის კარიბჭეა, ჩრდილოეთით, ვენტურების ციხე-კოშ-
კთან. შენი რჩევები ძალიან მჭირდება, მაგრამ ჯობია, ახლა იმ ბიჭებ-
თან იყო. მოგისმენენ. ტერისელებს პატივს სცემენ. ბრიზ, შენი მთრგუ-
ნავები მეოთხედან მეთორმეტემდე ყველა ბატალიონში არიან?
ბრიზმა თავი დაუქნია:
– კი, მაგრამ ბევრნი არა...
– უბრალოდ, ჯარისკაცები წააქეზონ, რომ ბრძოლა განაგრძონ, –
უთხრა დოკსმა, – საშუალება არ მისცე, დაიზაფრონ!
– ერთი მთრგუნავისთვის ათასი კაცი ზედმეტად ბევრია, ჩემო მეგო-
ბარო, – მიუგო ბრიზმა.
– რასაც შესძლებენ, ყველაფერი იღონონ. შენ და ჰამმა კალტყვიი-
სა და თუთიის კარიბჭეები ჩაიბარეთ. როგორც ჩანს, კოლოსები ჯერ
იქაურობას დაარტყამენ. კლაბსი მაშველ ჯარს გამოგიგზავნით.
ორივემ თავი დაუქნია. დოკსონმა სეიზდს გადახედა.
– ხომ იცი, სადაც უნდა წახვიდე?
– კი... მგონი, კი, – უპასუხა სეიზდმა და კედელს მიეყრდნო.
ციდან ფერფლის ფანტელებმა იწყეს ცვენა.
– ჰოდა, წადი! – უთხრა დოკსონმა, როგორც კი კიბეზე მშვილდო-
სანთა უკანასკნელმა რაზმმა ამოიარა.
– ბატონო!
სტრაფი შემობრუნდა. აღმგზნები ნივთიერება ჰქონდა მიღებული,
ცხენზე ამხედრებულიყო, მაგრამ ბრძოლას ვერაფრით გაბედავდა. რა
თქმა უნდა, ისედაც არ აპირებდა. ეს მისი მეთოდი არ იყო. ბრძოლის-
თვის მთელი არმია ჰყავდა წამოყვანილი.

795
შიკრიკის დასახვედრად ცხენი მიაბრუნა. აქოშინებული შიკრიკი
სტრაფის ცხენის წინ შეჩერდა, ხელებით მუხლებს დაეყრდნო. ფეხებ-
თან ფერფლის ფანტელების კორიანტელი დატრიალდა.
– ბატონო! – თქვა კაცმა, – კოლოსთა არმიამ ლუთადელს შეუტია!
"ზუსტად ისე, შენ რომ ივარაუდე, ზეინ", – გაუკვირდა სტრაფს.
– კოლოსები შეტევაზე? – გაიმეორა გენერალმა ჯანარლიმ და
თავისი ცხენი სტარფის ცხენს გვერდით ამოუყენა. მოხდენილმა
ლორდმა წარბები შეჰყარა, შემდეგ კი სტრაფს გახედა, – თქვენ
ამას ელოდით, ბატონო?
– რა თქმა უნდა, – გაიღიმა სტრაფმა.
ჯანარლი შთაბეჭდილების ქვეშ ჩანდა.
– ჯანარლ, ხალხს ბრძანება მიეცი, – თქვა სტრაფმა, – მინდა, ეს
კოლონა დაუყოვნებლივ მიბრუნდეს ლუთადელისკენ.
– ერთ საათში იქ გავჩნდებით, ბატონო! – თქვა ჯანარლიმ.
– არა, – შეუსწორა სტრაფმა, – დრო გაწელეთ. დიდადაც არ
გვინდა, რომ ჩვენი ჯარისკაცები ძალიან დავტვირთოთ, ხომ ასეა?
– რა თქმა უნდა, ასეა, ბატონო, – გაიღიმა ჯანარლიმ.
კოლოსებს ისრები ვერაფერს ვნებდა.
სეიზდი თავისი კარიბჭის კოშკურაზე იდგა, შეძრწუნებული და
შიშით გახევებული. ოფიციალურად, ამ ჯარისკაცებს ის არ მეთაუ-
რობდა, ამიტომაც ბრძანებების გაცემაც არ უწევდა. უბრალოდ იდ-
გა, მზვერავებთნ და შიკრიკებთან ერთად, და დანარჩენებს უცდიდა
– დასჭირდებოდათ მისი დახმარება თუ არა.
საკმარისი დრო ჰქონდა, რომ საშინელ მოვლენათა განვითარე-
ბისთვის ზედმიწევნით მიედევნებინა თვალი. კოლოსები, საბედნი-
ეროდ, გალავნის მის მონაკვეთს ჯერ არ უტევდნენ, ამიტომ სეიზდის
სუნთქვაშეკრული ჯარისკაცები იდგნენ და უყურებდნენ, როგორ მი-
ექანებოდნენ მხეცები კალისა და კალტყვიის კარიბჭეებისკენ.
შორიდანაც კი – სეიზდი კოშკურიდან პირდაპირ კალის კარიბ-
ჭეს უყურებდა – არჩევდა, როგორ მირბოდნენ კოლოსები ისრების
ჯოჯოხეთურ წვიმაში. ზოგიერთი, ძირითადად პატარა კოლოსები,
796
დაჭრილი ან უსულოდ დაეცა, მაგრამ უმეტესობა სირბილს აგრძელებ-
და. სეიზდის გვერდით, კოშკში, ჯარისკაცები ჩურჩულებდნენ.
"ამისთვის მზად არ ვართ", – გაიფიქრა სეიზდმა, – "თვეები ლო-
დინსა და დაგეგმვაში გავლიეთ, მაგრამ მზად მაინც არ ვართ. აი, რა
მივიღეთ ღმერთის ათასწლიანი მმართველობის დასრულების შემდეგ.
ათასწლიანი მშვიდობა იყო – მართალია, ტირანული და ნაძალადევი,
მაგრამ მაინც მშვიდობა. გენერლები არ გვყავს. მათ ნაცვლად, უბრა-
ლო არისტოკრატები შეგვრჩა, რომლებმაც მხოლოდ ის იციან, მსახუ-
რებს როგორ უბრძანონ, აბაზანა გაავსეთო. ტაქტიკოსების ნაცვლად –
ბიუროკრატები. არც მებრძოლები გვყავს. უბრალოდ, პატარა ბიჭებს
უჭირავთ ჯოხები".
შეჰყურებდა გარდაუვალ ბედისწერას და სწავლულის გონება მაინც
არ ასვენებდა.
მხედველობა გაიძლიერა და დაინახა, რომ ზოგიერთ, განსაკუთრე-
ბით დიდი ზომის არსებას ფესვებიანად ამოთხრილი ხეები ეჭირა. რა-
ღაც მხრივ, ქალაქში შემოსავარდნად კარგად მომზადებულიყვნენ. ხე-
ები ნამდვილი ტარანივით ეფექტიანი ვერ იქნებოდა, მაგრამ არც ქა-
ლაქის კარიბჭეები აეგოთ ნამდვილი ტარანებისგან თავდასაცავად.
"ეს კოლოსები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე გვეგონა", – გაიფიქ-
რა სეიზდმა, – "შეუძლიათ მონეტების აბსტრაქტული ღირებულება
აღიქვან, თანაც ისე, რომ ეკონომიკა არ გააჩნიათ. ხვდებიან, რომ კა-
რიბჭეების დასალეწად იარაღები სჭირდებათ, თუმცა ასეთი იარაღების
დამზადება არ იციან".
კედელს კოლოსთა პირველი ტალღა მიასკდა. ხალხმა ქვებისა და
სხვა ნივთების სროლა დაიწყო. სეიზდის ჯგუფსაც ჰქონდა ასეთივე ზვი-
ნები, ზუსტად კარიბჭის თაღთან. მაგრამ იქ, სადაც ისრები ვერაფერს
გახდნენ, რამდენიმე ქვა რაღას იზამდა? კოლოსები კედლის ძირში ისე
მოგროვდნენ, როგორც წყალი ახალჩადგმულ კაშხალთან. მხეცებმა
კარზე ცემა დაიწყეს და სეიზდის სმენასაც შორეული ბრაგუნი მისწვდა.
– მეთექვსმეტე ბატალიონი! – დაიყვირა ქვემოდან შიკრიკმა, –
ლორდო კულე!
797
– აქ ვარ! – ჩასძახა სეიზდის კოშკის გვერდით, გალავანზე
მდგარმა ადამიანმა.
– კალტყვიის კარიბჭეს დახმარება სჭირდება. ლორდი პენროდის
ბრძანებით, ექვსი ასეული შეკრიბეთ და დაუყოვნებლივ გამომყე-
ვით!
ლორდმა კულემ ბრძანებების გაცემა დაიწყო. "ექვსი ასეული",
– გაიფიქრა სეიზდმა, – "ექვსასი კაცი ათასიდან". კლაბსის სიტყვე-
ბი გაახსენდა, ორი ათასი დიდ რაოდენობად იქამდე გეჩვენება, სა-
ნამ მიხვდები, რამხელა სივრცეზე არიან გადანაწილებულნიო.
ექვსი ასეული წავიდა და სეიზდის კარიბჭის უკანა ეზო შემაშფო-
თებლად ცარიელი დარჩა. დარჩენილი ოთხასიდან სამასი ეზოში
იდგა, ასი კი გალავანზე.
სეიზდმა თვალები დახუჭა და კალის გონიდან სმენა ამოქაჩა. ეს-
მოდა... ხეზე მიხლილი ხის ხმები. კივილი. ადამიანების კივილი.
სასწრაფოდ ანება თავი სმენას და ისევ მხედველობა გაიძლიერა.
გალავნის იმ ნაწილს გახედა, სადაც გაჩაღებული ბრძოლა მიმდი-
ნარეობდა. კოლოსებმა თავზე დაყრილი ქვების უკან სროლა დაიწ-
ყეს და გაცილებით უფრო ზუსტადაც ისროდნენ, ვიდრე მცველები.
სეიზდი შიშით შეხტა იმის დანახვაზე, როგორ დაიმსხვრა ერთი
ახალგაზრდა ჯარისკაცის სახე, სხეული კი დარტყმის ძალამ გალავ-
ნიდან გადატყორცნა. სეიზდმა საერთოდ დაანება თავი კალის
გონს. მძიმედ სუნთქავდა.
– გამაგრდით, ბიჭებო! – დაიყვირა ვიღაცამ გალავანზე. ახალ-
გაზრდა იყო. კეთილშობილი, მაგრამ თექვსმეტზე მეტისა ვერ იქნე-
ბოდა. რა თქმა უნდა, არმიაში ბევრნი იყვნენ ამ ასაკისა.
– გამაგრდით… – გაიმეორა ახალგაზრდა მეთაურმა. ხმა უკან-
კალებდა და როგორც კი მოშორებით რაღაც დაინახა, მაშინვე ჩა-
უწყდა. სეიზდმა მის მზერას თვალი გააყოლა.
როგორც ჩანდა, კოლოსები ერთ კარიბჭეზე ბრახუნით დაიღალ-
ნენ. ამიტომ გადაწყვიტეს, ქალაქს გარს შემორტყმოდნენ. არმია

798
უზარმაზარ ჯგუფებად იყოფოდა, ჯგუფები მდინარე არხულაზე გადადი-
ოდნენ და სხვა კარიბჭეებისკენ მიემართებოდნენ.
მათ შორის სეიზდის კარიბჭისკენაც.
ვინი პირდაპირ ბანაკის ცენტრში დაეშვა. ცეცხლში ერთი მუჭა
კალტყვიის მტვერი შეყარა, უბიძგა და ნახშირი, ფერფლი და კვამლი
პირდაპირ რამდენიმე გაოგნებულ მცველს მიაყარა, რომლებიც საუზ-
მეს ამზადებდნენ. შემდეგ კი მოქაჩა და სამ პატარა კარავს საყრდენები
გამოაცალა.
სამივე ჩამოიქცა. ერთში არავინ იყო, მაგრამ დანარჩენი ორიდან
ყვირილი გაისმა. ტილოს ზედაპირზე დაბნეული ფიგურები დაიგრიხნენ
– დიდ კარავში ერთი, პატარაში ორი.
მცველები გაჭირვებით წამოდგნენ და ცალ-ცალი ხელები თვალებ-
ზე აიფარეს ფერფლისა და ნაპერწკლებისგან თავის დასაცავად. მარ-
ჯვენა ხელები კი ხმალზე იტაცეს. ვინმა მუშტი ასწია და, როგორც კი
მცველებმა თვალები დაახამხამეს და საბოლოოდ გაახილეს, ერთა-
დერთი მონეტა დააგდო.
მცველები გაშეშდნენ და ხმლებს თავი ანებეს. ვინმა კარვებს გადა-
ხედა. მეთაური დიდ კარავში იქნებოდა. სწორედ ეს იყო ადამიანი, ვინი
რომ უნდა გასწორებოდა. ალბათ, ხელში სტრაფის რომელიმე კაპიტა-
ნი შერჩებოდა. თუმცა მცველების სამოსზე ვენტურების გერბი არ ჩან-
და... ეგებ...
კარვიდან თავი ჯასტეს ლეკალმა გამოჰყო, იგინებოდა და ტილო-
დან მოხოხავდა. ბოლო ორ წელში შესამჩნევად შეცვლილიყო. თუმცა
უკვე კარგად ჩანდა, რაც დადგებოდა მისგან. ისედაც გამხდარ სხეულს
გაძვალტყავებული უფრო ეთქმოდა, გამელოტების პროცესში მყოფ
თავს კი საქმე ბოლომდე მიეყვანა. და მაინც, როგორ შეიძლებოდა
ახალგაზრდა კაცის სახე ასეთი ღონემიხდილი... ასეთი დაბერებული
ყოფილიყო? ის ხომ ელენდის თანატოლი იყო.
– ჯასტეს, – თქვა ელენდმა და ტყეში გაკეთებული სამალავიდან გა-
მოვიდა. გვერდით სპუკი მოჰყვებოდა.

799
ჯარისკაცებმა ტილო გაჭრეს და ჯასტესმაც წამოდგომა მოახერ-
ხა, შემდეგ ხელის აქნევით ანიშნა, დამაცადეთო.
– ელ, – თქვა მან, – არ ვიცოდი, სხვა სად წავსულიყავი. მზვერავებ-
მა მითხრეს, რომ გაიქეცი; და მომეჩვენა, არ იყო ცუდი აზრი. სადაც უნ-
და მიდიოდე, მეც მინდა წამოსვლა. შეიძლება დამალვა მოვახერხოთ.
ეგებ...
– ჯასტეს! – შეუღრინა ელენდმა და ვინს გვერდში ამოუდგა, –
სად არიან კოლოსები? არმია დაშალე?
– ვცადე, – მზერა დახარა ჯასტესმა, – მაგრამ არ დაიშალნენ.
ლუთადელი უკვე ნანახი ჰქონდათ... მერე კი...
– რა მოხდა? – მოითხოვა პასუხი ელენდმა.
– ცეცხლი, – უპასუხა ჯასტესმა, – ჩვენს... ჩვენს საზიდრებში...
ვინი მოიღუშა.
– საზიდრებში? – იკითხა ელენდმა, – იმ საზიდრებში, ხის მონე-
ტებს რომ ინახავდი?
– ჰო.
– ეშმაკმა წაიღოს, – ელენდმა ერთი ნაბიჯი წინ გადადგა, – და
ასე უბრალოდ დატოვე ჩვენი სახლების გარეთ? ყოველგვარი მე-
თაურობის გარეშე?
– მომკლავდნენ, ელ, – თქვა ჯასტესმა, – უკვე ძალიან ბევრს
ჩხუბობდნენ, მეტ მონეტას ითხოვდნენ... მოითხოვდნენ, რომ ქა-
ლაქს დავსხმოდით თავს! რომ დავრჩენილიყავი, მომკლავდნენ.
მხეცები არიან, მხეცები, ადამიანის ფორმაც კი ძლივს აქვთ...
– შენ კი წამოხვედი, – თქვა ელენდმა, – და ლუთადელი მათ და-
უტოვე.
– ლუთადელი შენც მიატოვე, – უთხრა ჯასტესმა და ელენდისკენ
წამოვიდა, ხელები მუდარის ნიშნად ზემოთ აეპყრო, – მისმინე, ელ,
ვიცი, არასწორად მოვიქეცი. მეგონა, მათ მართვას მოვახერხებდი,
მაგრამ არ მინდოდა, რამე ასეთი მომხდარიყო!
ელენდი ჩუმად იდგა. ვინი ხედავდა, როგორ უდგებოდა თვა-
ლებში სიმტკიცე. კელსიერივით სახიფათო სიმტკიცე არა, უფრო...
800
მეფური გამომეტყველება. ისეთი მეფურობა, თავად ელენდს რომ არ
უნდოდა, მაგრამ უკვე ჩვევად ქცეოდა. წელგამართული იდგა და
მხრებჩამოყრილ კაცს დაჰყურებდა.
– შენ მხეცების არმია შექმენი და ტირანიის მოსაპოვებლად, შეტე-
ვაზე გადმოიყვანე, ჯასტეს, – უთხრა ბოლოს, – უდანაშაულო სოფლები
ამოხოცე. შემდეგ არმია უპატრონოდ მიატოვე, თანაც უკანასკნელი იმ-
პერიის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქის გალავანთან.
– მაპატიე, – სთხოვა ჯასტესმა.
ელენდმა კაცს თვალებში ჩახედა.
– მე გპატიობ, – უთხრა ხმადაბლა, შემდეგ უწყვეტი მოძრაობით
ხმალი იშიშვლა და ჯასტესს თავი წააგდებინა, – მაგრამ ჩემი სამეფო
ვერა.
ვინი დამუნჯდა. გვამი მიწას დაეხეთქა თუ არა, ჯასტესის მებრძო-
ლებმა შეჰყვირეს და ხმლები იშიშვლეს. ელენდი მათკენ შებრუნდა და
მშვიდი სახით ასწია სისხლით მოთხვრილი ხმალი.
– თქვენი აზრით, სიკვდილით დასჯა არასწორად ჩატარდა?
მცველები შეყოვნდნენ.
– არა, ბატონო, – თქვა ბოლოს ერთმა და მზერა დახარა.
ელენდმა ჩაიმუხლა და სისხლიანი ხმალი ჯასტესის მოსასხამზე
გაწმინდა.
– იმის გათვალისწინებით, რაც მან ჩაიდინა, ასეთი სიკვდილიც კი
არ ეკუთვნოდა, – ხმალი ისევ ქარქაშში ჩააგო, – მაგრამ ჩემი მეგობა-
რი იყო. დამარხეთ. როდესაც მორჩებით, შეგიძლიათ ჩემთან ერთად
ტერისში წამოხვიდეთ ან სახლებში დაბრუნდეთ. თქვენი ნებაა, – და ამ
სიტყვებით, ტყეში დაბრუნდა.
ვინი არ განძრეულა. მცველებს უყურებდა, რომლებიც მოღუშული
იერით გაემართნენ სხეულის შესაგროვებლად. მერე სპუკს ანიშნა და
ელენდის კვალდაკვალ შევიდნენ ტყეში. შორს წასვლა არ დასჭირვე-
ბია. ელენდი იქვე, ქვაზე იჯდა და მიწას აშტერდებოდა. ფერფლცვენა
დაწყებულიყო, მაგრამ ფანტელების უმეტესობა ხეებზე გროვდებოდა
და შავი ხავსივით ეხვეოდა ტოტებს.
801
– ელენდ?
ელენდმა ტყეს გახედა.
– არ ვიცი, ეს რატომ გავაკეთე, ვინ, – თქვა ხმადაბლა, – მაინცდა-
მაინც მე რატომ მომიწია სამართლის აღსრულება? მეფეც კი არ
ვარ. და მაინც, აუცილებელი იყო. ამას ვგრძნობდი და ჯერაც
ვგრძნობ.
ვინმა მხარზე ხელი დაადო.
– პირველად მოვკალი ადამიანი, – განაგრძო ელენდმა, – არა-
და, ოდესღაც ისეთი ოცნებები გვქონდა... ჩვენ მოკავშირეებად ვაქ-
ცევდით ორ ყველაზე მსხვილ ოჯახს, ლუთადელს ისე გავაერთია-
ნებდით, როგორც მანამდე არასდროს. ეს იქნებოდა არა სიხარბის
კავშირი, არამედ ჭეშმარიტი პოლიტიკური ალიანსი, რომელიც ქა-
ლაქის გაუმჯობესებას მიუძღვნიდა თავს.
ელენდმა ვინს ახედა.
– მგონი, ახლა უკვე მესმის, ვინ, მესმის, როგორ გრძნობ თავს.
რაღაც მხრივ, ორივე დანები ვართ, იარაღები. ერთმანეთისთვის
არა, მაგრამ სამეფოსთვის. და ხალხისთვის.
ვინმა მკლავები მოხვია და მისი თავი მკერდზე მიიხუტა.
– ვწუხვარ, – ჩასჩურჩულა.
– აუცილებელი იყო, – გაიმეორა ელენდმა, – ყველაზე ცუდი
ისაა, რომ მართალი მითხრა. მეც მივატოვე ხალხი. ამ ხმლითვე უნ-
და მოვიკლა თავი.
– შენ შესაფერისი მიზეზი გქონდა, ელენდ, – უთხრა ვინმა, – იმი-
ტომ წამოხვედი, რომ ლუთადელი დაგეცვა და სტრაფი ქალაქს
თავს არ დასხმოდა.
– ჯერ კოლოსები რომ გადავიდნენ შეტევაზე?
– ეგებ არც გადავიდნენ – მიუგო ვინმა, – მათ ახლა მეთაური
აღარ ჰყავთ. ეგებ სტრაფის არმიას შეუტიონ.
– არა, – სპუკი იყო. ვინი შებრუნდა და დაინახა, რომ ბიჭი ხეებს
შორის მოდიოდა, თვალები კი შუქის გამო მოეჭუტა.
"ეს ბიჭი ზედმეტად ბევრ კალას წვავს", – გაიფიქრა ვინმა.
802
– რას გულისხმობ? – მიუბრუნდა ელენდიც.
სპუკმა თავი დახარა.
– ელ, სტრაფის არმიას არ დაესხმებიან თავს. სტრაფის არმია იქ
საერთოდ აღარ იქნება.
– რა?
– მე... – სპუკმა მზერა აარიდა. სახე წამოუწითლდა.
"სუსტი და მხდალი ვარო", – გაახსენდა ვინს ბიჭის ნათქვამი.
– იცოდი, – თქვა გოგომ, – იცოდი, რომ კოლოსები თავდასხმას
აპირებდნენ!
სპუკმა თავი დაუქნია.
– გაუგებარია, – წამოიძახა ელენდმა, – ვერაფრით გეცოდინებო-
და, ჯასტესი რომ აგვეკიდა.
– არც ვიცოდი, – უთხრა სპუკმა. მის ზურგს უკან ხეს ფერფლის მოზ-
რდილი გროვა მოსწყდა, ქარში გასკდა და მიწაზე ასობით სხვადას-
ხვაგვარ ფანტელად გაიფანტა, – მაგრამ ბიძაჩემი მიხვდა, რომ სტრა-
ფი უკან დაიხევდა და კოლოსებს შეტევას დააცდიდა. ამიტომაც გადაწ-
ყვიტა სეიზდმა, რომ ჩვენ ქალაქიდან გავეხიზნეთ.
ვინს გააცია.
"აღზევების წყაროს მდებარეობა ვიპოვე", – თქვა სეიზდმა, –
"ჩრდილოეთით, ტერისის მთებში..."
– კლაბსმა გითხრა? – ჰკითხა ელენდმა.
სპუკმა თავი დაუქნია.
– და შენ არაფერი მითხარი? – ელენდი ფეხზე წამოხტა.
"ო, არა..." – აღმოხდა ვინს გულში.
სპუკი წამით ჩუმად იყო, შემდეგ თავი გააქნია.
– მაშინვე უკან მოინდომებდით წასვლას! სიკვდილი არ მინდა, ელ!
მაპატიე. მხდალი ვარ.
სპუკი მოიხარა და ელენდის ხმალს დახედა. ელენდი მიხვდა, რომ
ბიჭისკენ მიიწევდა და შეჩერდა.
– არაფერს გავნებ, სპუკ, – უთხრა მან, – მაგრამ შენ ნაცვლად
მრცხვენია.
803
სპუკმა მზერა დახარა, მიწაზე დაეშვა და ზურგით ვერხვს მიეყ-
რდნო.
"ბაგუნი სულ უფრო სუსტდება..." – ფიქრობდა ვინი.
– ელენდ, – დაიჩურჩულა ვინმა.
კაცი შემობრუნდა.
– სეიზდმა მოგვატყუა. წყარო ჩრდილოეთში არ არის.
– რა?
– ლუთადელშია.
– ვინ, რა სისულელეა. ვიპოვიდით.
– ვერ ვიპოვეთ, – თქვა მტკიცედ, წამოდგა და სამხრეთისკენ გა-
იხედა. დარტყმის ხმებს გრძნობდა, მის სხეულში რომ იტალღებოდ-
ნენ და ექაჩებოდნენ. სამხრეთისკენ.
– წყარო სამხრეთში ვერ იქნება, – თქვა ელენდმა, – ყველა ლე-
გენდის მიხედვით, ჩრდილოეთში, ტერისის მთებშია.
ვინმა თავი გააქნა. თავადაც დაბნეული იყო.
– იქაა, – თქვა მაინც, – ვიცი... არ ვიცი, როგორ, მაგრამ ნამდვი-
ლად იქაა.
ელენდი ცოტა ხანს უყურებდა, შემდეგ მის ინსტინქტებს ენდო და
თავი დაუქნია.
"ო, სეიზდ", – გაიფიქრა ვინმა, – "ალბათ, კეთილი ზრახვები გა-
მოძრავებდა, მაგრამ შეიძლება, ყველანი დაგვღუპე".
ქალაქი რომ კოლოსებს ჩავარდნოდათ ხელში...
– რამდენად სწრაფად დავბრუნდებით? – იკითხა ელენდმა.
– გააჩნია, – უპასუხა ვინმა.
– დავბრუნდებით? – ჩაეკითხა სპუკი და თავი ასწია, – ელ, ყვე-
ლანი დახოცილები იქნებიან. მითხრეს, სიმართლე მაშინ მეთქვა,
თასინგდუენს რომ გავცდებოდით, ეგეც იმისთვის, შუა ზამთარში
არაფრის გამო მთებზე ხოხვით რომ არ დაგეხოცათ თავები. მაგრამ
კლაბსის სიტყვები დამშვიდობებაც იყო. მის თვალებში ვხედავდი.
იცოდა, რომ ვეღარასდროს მნახავდა.

804
ელენდი შედგა. ვინმა წამით მის მზერაში მერყეობა შენიშნა. ტკივი-
ლისა და შიშის გაელვება. გოგომ ზუსტად იცოდა, რას გრძნობდა, ვი-
ნაიდან იგივე ემოციები მის გულსაც ღრღნიდნენ: "სეიზდი, ბრიზი, ჰა-
მი..."
ელენდმა მკლავზე ხელი სტაცა.
– უნდა წავიდეთ, ვინ. ეგებ ვინმე გადარჩა... ან ლტოლვილები
არიან... შენი დახმარება დასჭირდებათ.
ვინმა თავი დაუქნია – ელენდის ჟესტმა და მისმა მტკიცე ხმამ ძალა
შემატა.
– სპუკი და მე უკან გამოგყვებით, – განაგრძო ელენდმა, – მხოლოდ
რამდენიმე დღე დაგვჭირდება ჭენება. მაგრამ კალტყვიის გამოყენე-
ბით, ალომანტი ნებისმიერ ცხენს გადაასწრებს.
– შენი დატოვება არ მინდა, – დაიჩურჩულა ვინმა.
– ვიცი.
მაინც ძალიან უჭირდა. უნდა გაქცეულიყო და ელენდი მარტო და-
ეტოვებინა, მას შემდეგ, რაც სულ ახლახან ხელახლა აღმოაჩინა? და
მაინც, ახლა აღზევების წყაროს გაცილებით უფრო მძაფრად გრძნობ-
და, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ მისი მდებარეობა იცოდა. თანაც, თუკი
მისი რომელიმე მეგობარი მართლაც გადაურჩა თავდასხმას...
კბილები დაკრიჭა, შემდეგ ქისა გახსნა და იქ ჩარჩენილი კალტყვი-
ის მტვერი ამოფხიკა. მტვერი გადაყლაპა და მათარიდან ერთი ყლუპი
წყალი დაყოლა, მაგრამ მაინც იგრძნო, როგორ დაუკაწრა მტვერმა ყე-
ლი.
"ბევრი არაა", – გაიფიქრა, – "დიდხანს ვერ ვირბენ..."
– ყველა მკვდარია... – წაილუღლუღა სპუკმა.
ვინი მისკენ შებრუნდა. სამხრეთიდან დაფდაფებმა დაჟინებით ატე-
ხეს ბრახუნი.
"მოვდივარ".
– ელენდ, გთხოვ, ჩემთვის რაღაც გააკეთე. ღამით არ დაიძინო, მა-
შინ არა, როდესაც გარშემო ნისლი იქნება. ღამით იმგზავრე, თუ შეძ-

805
ლებ; და ფხიზლად იყავი. ნისლის სულს უფრთხილდი. მგონი, შენ
გერჩის.
ელენდი მოიღუშა, მაგრამ თავი მაინც დაუქნია.
ვინმა კალტყვია აანთო და შარაგზისკენ გაექანა.
ჩემი ვედრება, ჩემი სწავლებები, ჩემი პროტესტი, და ჩემი ღალა-
ტიც კი უშედეგოდ დასრულდა. ალენდის ახლა სხვა მრჩევლები
ჰყავს, რომლებიც იმას ეუბნებიან, რისი მოსმენაც მას სურს.

52
ბრიზი ყველანაირად ცდილობდა, თავი ისე მოეჩვენებინა, თით-
ქოს ომის შუაგულში არ ტრიალებდა, მაგრამ კარგად არ გამოსდი-
ოდა. თუთიის კარიბჭესთან იდგა ცხენზე ამხედრებული. ჯარისკაცე-
ბი ირეოდნენ, იარაღს აჟღარუნებდნენ და გალავნის თავზე მყოფ
თანამებრძოლებს შეჰყურებდნენ.
კარებმა დაიგრიალა. ბრიზი მოიკუნტა, მაგრამ დათრგუნვა არ
შეუწყვეტია.
– გამაგრდით, – დაიჩურჩულა, – შიშს, მღელვრებას, ყველა-
ფერს მოგაშორებთ. შესაძლოა, იმ კარიბჭიდან სიკვდილი მოდის,
მაგრამ შეგიძლიათ, ებრძოლოთ, შეგიძლიათ, დაამარცხოთ, ოღო-
ნდ გამაგრდით...
თითბერი მუცელში კოცონივით გიზგიზებდა. მომარაგებული
ფლაკონები დიდი ხნის წინ გამოცალა და ახლა თითბრის მტვერსღა
ყლაპავდა წყლის დახმარებით. მტვერი კი, დოკსონის ცხენოსანი
შიკრიკების მეშვეობით, ბლომად ჰქონდა.
"კიდევ რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?" – გა-
იფიქრა, შუბლი მოიწმინდა და დათრგუნვა განაგრძო. ალომანტია,
საბედნიეროდ, არ ქანცავდა. ალომანტური ძალები პირდაპირ ლი-
თონიდან მოდიოდა და არა ალომანტის სხეულიდან. და მაინც,
დათრგუნვა უფრო რთული იყო, ვიდრე სხვა ალომანტური უნარები,
რადგან მუდმივ ყურადღებას საჭიროებდა.

806
– შიში, ტერორი, წუხილი, – ჩურჩულებდა, – გაქცევის ან დანებების
სურვილი... ყველაფერს წავიღებ...
ხმამაღლა ლაპარაკი არაფერში სჭირდებოდა, მაგრამ ყოველ-
თვის ასე იქცეოდა ხოლმე. ყურადღების მოკრებაში ეხმარებოდა.
რამდენიმე წუთში ჯიბის საათი შეამოწმა, შემდეგ ცხენი შემოაბრუნა
და ეზოს მეორე მხარეს გადაინაცვლა. ჭიშკარი ჯერაც გრიალებდა და
ბრიზმა ერთხელაც მოიწმინდა შუბლი. შენიშნა, რომ ცხვირსახოცი უკ-
ვე ისე იყო ოფლით დამბალი, ვეღარაფერში გამოიყენებდა. ნელ-ნელა
თოვას იწყებდა. მის სველ ტანსაცმელს ფერფლი მიეკრობოდა და მან-
ტია გაოხრდებოდა.
"ეგ მანტია შენი სისხლით მოითხვრება, ბრიზ", – უთხრა საკუთარ
თავს, – "სულელობის დრო მორჩა. საქმე სერიოზულადაა, ზედმეტად
სერიოზულადაც კი. როგორ მოახერხე თავის აქ ამოყოფა?"
გარჯა გააორმაგა და ჯარისკაცთა ახალი ჯგუფი დათრგუნა. უკანას-
კნელი იმპერიის ერთ-ერთი უძლიერესი ალომანტი იყო, განსაკუთრე-
ბით, ემოციურ ალომანტიაში. ერთდროულად ასობით ადამიანს დათ-
რგუნავდა, თუკი ისინი ერთმანეთთან ახლოს იდგებოდნენ და თუკი
მხოლოდ მარტივ ემოციებზე მოქმედება იქნებოდა საჭირო. კელსიერ-
საც კი არ შეეძლო ასეთ რაოდენობაზე მუშაობა.
მაგრამ ამდენ ჯარისკაცს ერთდროულად მაინც ვერ გასწვდებოდა.
იძულებული იყო, ნაწილებად დაეყო. რამდენჯერაც ახალ ჯგუფზე გადა-
ერთვებოდა, იმდენჯერ ამჩნევდა, როგორ უბრუნდებოდა ძველ ჯგუ-
ფებს შიში და წუხილი.
"როცა კარიბჭეს შემოამტვრევენ, ეს ხალხი გაიქცევა".
კარიბჭემ დაიგრიალა. გალავანზე შეჯგუფებული ხალხი ქვებსა და
ისრებს ისროდა ყოველგვარი წესრიგისა და საბრძოლო დისციპლინის
გარეშე, გააფთრებით იბრძოდნენ. ხანდახან მათ გვერდით ოფიცერი
ჩაივლიდა, ბრძანებებს დაიღრიალებდა და ეცდებოდა, ამ ადამიანების
ყურადღება ერთი სამიზნისკენ მიემართა, მაგრამ ბრიზი ძალიან შორს
იდგა და ზუსტად ვერაფერს არჩევდა. უბრალოდ, მორბენალი, აღრია-
ლებული და ბრძოლაში ჩართული ადამიანების ქაოსს შესცქეროდა.
807
და, რა თქმა უნდა, კოლოსების მიერ საპასუხოდ ნატყორცნ ქვებ-
საც ხედავდა. ლოდები ჰაერში ზუზუნებდა; ზოგიერთი ტკაცანით
ეხეთქებოდა ქონგურებს. ბრიზი ცდილობდა, არ ეფიქრა იმაზე, რომ
კედლის მიღმა ათასობით გამხეცებული კოლოსი ირეოდა.
– შიში, წუხილი... – ჩურჩულებდა.
ალრიანი გაიქცა. ვინი, ელენდი და სპუკიც სამშვიდობოს გავიდ-
ნენ. სჯობდა, ამ წარმატებებზე ეფიქრა: "გმადლობ, სეიზდ, რომ მა-
თი გახიზვნა მოისაზრე".
ზურგს უკან ფლოქვების თქარუნი გაისმა. ბრიზს დათრგუნვა არ
შეუწყვეტია, ისე შებრუნდა და დაინახა, რომ მისკენ კლაბსი მოაჭე-
ნებდა. უნაგირზე მოხრილიყო და ჯარისკაცებს ათვალიერებდა –
ცალი თვალი ბოლომდე ღია ჰქონდა, ცალი კი მოჭუტული.
– კარგად უმკლავდებიან, – დაასკვნა მან.
– ჩემო ძვირფასო სარდალო, – უთხრა ბრიზმა, – შეძრწუნებუ-
ლები არიან. ისინიც კი, რომლებსაც ამწუთას ვთრგუნავ, კარს ისე
შეჰყურებენ, თითქოს მის მიღმა რაღაც უძირო უფსკრული იყოს,
რომელიც სათითაოდ უპირებს ჩათრევას.
კლაბსმა ბრიზს გადახედა.
– რაღაც პოეტურ განწყობაზე ხარ, ხო?
– გარდაუვალ დაღუპვას თავისებური ეფექტი აქვს, – აღიარა
ბრიზმა. კარიბჭე შეზანზარდა, – რაც უნდა იყოს, მეეჭვება, ჩვენი ჯა-
რისკაცები კარგად უმკლავდებოდნენ.
კლაბსმა დაიფრუტუნა.
– ბრძოლამდე ყველა ნერვიულობს ხოლმე. მაგრამ ესენი კარგი
ბიჭები არიან. გაუძლებენ.
კარიბჭე ისევ შეზანზარდა, კიდეები დაიბზარა. "ანჯამები მოლაყ-
ლაყდა", – გაიფიქრა ბრიზმა.
– შენი აზრით, კოლოსების დათრგუნვა შეგიძლია? – ჰკითხა
კლაბსმა, – მძვინვარება რომ დააკლო?
ბრიზმა თავი გააქნია.
– ამ მხეცებზე დათრგუნვა არ მუშაობს. უკვე ნაცადი მაქვს.
808
ისევ დადუმდნენ და კარიბჭეზე დარტყმის ხმებს ყური მიუგდეს. ბო-
ლოს ბრიზი კლაბსისკენ მიბრუნდა, რომელიც აუღელვებლად იჯდა
ცხენზე, და ჰკითხა:
– ბრძოლაში ხომ აქამდეც ყოფილხარ? რამდენჯერ?
– მთელი ახალგაზრდობა, თითქმის ოცი წლის განმავლობაში,
ხშირ-ხშირად მიწევდა ხოლმე, – უპასუხა კლაბსმა, – შორეულ დომი-
ნიონებში აჯანყებულებს ვებრძოდით, ან ცარიელ მიწებზე მომთაბარე
ტომებს ვესხმოდით თავს. მბრძანებელს ასეთი დაპირისპირებების მიჩ-
ქმალვა ძალიან კარგად ეხერხებოდა.
– და... რამდენად კარგად გამოგდიოდა? – იკითხა ბრიზმა, – ხში-
რად იმარჯვებდით ხოლმე?
– ყოველთვის.
ბრიზმა ოდნავ გაიღიმა.
– ოღონდ, რა თქმა უნდა, კოლოსები მხოლოდ ჩვენს მხარეს ჰყავ-
და, – კლაბსმა ბრიზს გახედა, – საშინლად რთული დასახოცები არიან.
"აბა, მაგას რა ჯობია", – გაიფიქრა ბრიზმა.
ვინი გარბოდა.
დიდ მანძილზე მხოლოდ ერთხელ ჰქონდა კალტყვიით გარბენილი.
მაშინ, ორი წლის წინ, კელსიერთან ერთად მირბოდა. ალომანტს, მუდ-
მივად აალებული კალტყვიით, წარმოუდგენლად სწრაფად შეეძლო
სირბილი, თან ისე, რომ არც დაიღლებოდა.
თუმცა ასეთი დატვირთვა სხეულზე მაინც მოქმედებდა. კალტყვია
სირბილის საშუალებას კი აძლევდა, მაგრამ დაღლილობასაც ნელ-ნე-
ლა აგროვებდა. ამის გამო სირბილისას გონება ებინდებოდა და და-
ხარჯულ ენერგიას ტრანსის მსგავს მდგომარეობაში გადაჰყავდა. გო-
ნებით ძალიან უნდოდა დაესვენა, სხეული კი უბრალოდ მირბოდა, მირ-
ბოდა, მირბოდა… და არხს სამხრეთისკენ მიუყვებოდა. ლუთადელის-
კენ.
ამჯერად ვინი მზად იყო იმ ყველაფრისთვის, რასაც კალტყვიით
სირბილი იწვევდა, ამიტომ უფრო მეტად გაუადვილდა შეგუება. ტრანსს
უძალიანდებოდა და ცდილობდა, სხეულის განმეორებად მოძრაობებ-
809
ზე კი არა, მიზანზე ეფიქრა. მაგრამ მიზანზე ფიქრმა უსიამოვნო აზ-
რები მოჰგვარა.
"რატომ ვაკეთებ ამას?" – უკვირდა თავადაც, – "რატომ ვცდილობ
ასეთი გააფთრებით? სპუკმა ხომ თქვა, ლუთადელი უკვე დაეცაო.
სიჩქარე არაფერში გვარგია".
და მაინც მირბოდა.
გონებაში სიკვდილის სცენები უტრიალებდა – ჰამი, ბრიზი, დოკ-
სონი, კლაბსი და ძვირფასი, ძვირფასი სეიზდი. მისი პირველი, ნამ-
დვილი მეგობრები. ელენდი უყვარდა და სწორედ ამიტომ ვინის გო-
ნების ერთი ნაწილი ელენდის უსაფრთხო ადგილას გახიზვნისათ-
ვის დანარჩენებს ემადლიერებოდა. მაგრამ მეორე ნაწილი გამხე-
ცებული იყო, რომ თავად მასაც გაუბედეს გაგზავნა. წინაც სწორედ
ეს მძვინვარება მიუძღოდა.
"თავად დამრთეს ნება, მეგობრები განსაცდელში მიმეტოვებინა.
თავად მაიძულეს, მეგობრები განსაცდელში მიმეტოვებინა!"
კელსიერი თვეების განმავლობაში ასწავლიდა ნდობას. მისი
ბოლო სიტყვები ბრალდება იყო, რომლისგან თავის დაღწევასაც
ვინი დღემდე ვერ ახერხებდა – "მეგობრობაზე ჯერაც ბევრი რამ
გაქვს სასწავლი, ვინ".
და თავისი სიცოცხლე გარისკა, რომ სპუკი და ორსეური გადაერ-
ჩინა. მსჯავრმდებელს შეერკინა და დაამარცხა კიდეც. ეს ყველაფე-
რი კი მას შემდეგ, რაც ვინმა უთხრა, რომ გარისკვას აზრი არ ჰქონ-
და.
მაშინ შეცდა.
"როგორ გაბედეს!" – გაიფიქრა და იგრძნო, რომ ლოყებზე
ცრემლები ჩამოუგორდა. შარაგზასავით ფართო საბუქსირო ბი-
ლიკზე მირბოდა. კალტყვია წონასწორობის შენარჩუნების არაადა-
მიანურ უნარს აძლევდა და სიჩქარე, რომელიც ნებისმიერ სხვას
საფრთხეში ჩააგდებდა, თავად ბუნებრივად ეჩვენებოდა. არ ბორ-
ძიკობდა, არ იქცეოდა და ვინმეს რომ დაენახა, რა სისწრაფით გარ-
ბოდა, თავზე ხელაღებულიაო, იტყოდა.
810
ვინი მიქროდა და ხეთა რიგებს შხუილ-შხუილით უკან იტოვებდა,
ორმოებსა და ნაპრალებს ზედ აფრინდებოდა. უწინდელივით გარბო-
და, ოღონდ ამჯერად გაცილებით თავდაუზოგავად. მაშინ მხოლოდ
იმიტომ მირბოდა, რომ კელსიერს არ ჩამორჩენოდა, ახლა კი თავისი
საყვარელი ადამიანისგან მირბოდა.
"როგორ გაბედეს!" – გაიფიქრა ერთხელაც, – "როგორ გაბედეს და
არ მომცეს ისეთივე შანსი, როგორიც კელსიერს ჰქონდა? როგორ გა-
ბედეს და იუარეს ჩემი დაცვა და დახმარება? როგორ გაბედეს, დახო-
ცილიყვნენ..."
კალტყვია უკვე უთავდებოდა, არადა სულ რამდენიმე საათი ირბინა.
მართალია, ამ რამდენიმე საათში მთელი დღის სავალი გაიქროლა,
მაგრამ, როგორღაც, იცოდა, რომ ეს საკმარისი არ იყო. დანარჩენები,
ალბათ, უკვე დაიხოცნენ. თავად ძალიან გვიან მივიდოდა, ზუსტად ისე-
ვე, როგორც მაშინ, კელსიერთან ერთად რომ გარბოდა. ძალიან, ძა-
ლიან გვიანი იქნებოდა არმიის გადასარჩენად. მეგობრების გადასარ-
ჩენად.
სირბილს განაგრძობდა. ტირილსაც.
– აქამდე როგორ მოვედით, კლაბს? – ხმადაბლა იკითხა ბრიზმა.
ჯერაც ეზოში, მოგრიალე კარიბჭის წინ იდგნენ. ცხენზე იჯდა. ფერფლი
და თოვლი ერთმანეთში იყო აზელილი. შავი და თეთრი წერტილების
უბრალო, უხმო თრთოლა სრულიად არ შეესაბამებოდა აღრიალებულ
ჯარისკაცებს, ჩამოვარდნის პირას მყოფ კარიბჭესა და ჰაერში მფრინავ
ქვებს.
კლაბსმა წარბებს ქვემოდან გამოხედა. ბრიზი ჯერაც ზემოთ, ჰაერში
მოფარფატე თოვლსა და ფერფლს აჰყურებდა. შავი და თეთრი, ზანტი
წერტილები.
– ჩვენ ხომ სიტყვის კაცები არ ვართ, – განაგრძო ხმადაბლა, – ქურ-
დები ვართ, ცინიკოსები. შენ ხარ ადამიანი, რომელიც მბრძანებლის
მითითებების შესრულებით დაიღალე და მოინდომე, ერთხელ მაინც
მიგეღწია რაღაც გამორჩეულისთვის. მე ცვალებადი მორალის პატრო-
ნი ვარ, ადამიანებითა და მათი ემოციებით გართობა მიყვარს. აქ რო-
811
გორ აღმოვჩნდით? არმიას ვმეთაურობთ და იდეალისტური მიზნე-
ბის გამო ვიბრძვით. ჩვენნაირი ხალხი საერთოდ არ უნდა იყვნენ
ლიდერები.
კლაბსი ჯარისკაცებს შეჰყურებდა.
– გამოდის, რომ იდიოტები ვართ, – დაასკვნა ბოლოს.
ბრიზი წამით შეყოყმანდა, შემდეგ კლაბსის თვალებში ნაპერ-
წკალი დაინახა. იუმორის ნაპერწკალი. ისეთი ვერავინ დაინახავდა,
ვინც კლაბსს კარგად არ იცნობდა. ეს ნაპერწკალი ჭეშმარიტებას
აჩვენებდა – კლაბსს ყველაფერი მშვენივრად ესმოდა.
ბრიზმა გაიღიმა:
– მგონი, მართლა იდიოტები ვართ. როგორც ადრე ვთქვით, ყვე-
ლაფერი კელსიერის ბრალია. მან გვაქცია ისეთ იდიოტებად, რომ-
ლებიც განწირულ არმიას სათავეში ჩაუდგებიან.
– ეგ არამზადა, – შენიშნა კლაბსმა.
– მართლაც, – დაუდასტურა ბრიზმა.
ციდან ფერფლი და თოვლი ცვიოდა. ჯარისკაცებმა გამაფრთხი-
ლებლად შეჰყვირეს.
და კარიბჭეც ჩამოინგრა.
– ბატონო ტერისელო, აღმოსავლეთის კარიბჭე შემოანგრიეს! –
იუწყებოდა დოკსონის შიკრიკი, რომელიც სეიზდის გვერდით მო-
კუნტულიყო და ქოშინებდა. ქონგურების ქვეშ ისხდნენ და უსმენ-
დნენ, როგორ ურტყამდნენ კოლოსები კარს. დაცემული, ალბათ,
თუთიის კარიბჭე იყო, ლუთადელის ყველაზე შორეულ, აღმოსავ-
ლეთ მხარეს.
– თუთიის კარიბჭე ყველაზე უკეთაა დაცული, – ხმადაბლა შე-
ნიშნა სეიზდმა, – ვგონებ, იქაურობის გამაგრებას მოახერხებენ.
შიკრიკმა თავი დაუქნია. გალავნის თავზე ქარი ქროდა და ქვებს
შორის ბზარებსა და ნაპრალებს ფერფლით ავსებდა, შავ ფანტე-
ლებს ხანდახან ყალბად ერეოდა ნაცრისფერი თოვლი.
– ლორდ დოკსონს რამეს შეუთვლით? – ჰკითხა შიკრიკმა.

812
სეიზდი შეყოყმანდა და გალავანს გახედა. მერე კოშკიდან ჩამოძ-
ვრა და ჯარისკაცებს შეუერთდა. მათ ქვები აღარ ჰქონდათ, მაგრამ
მშვილდოსნები ჯერაც მუშაობდნენ. გალავნის მიღმა გადაიხედა და იქ
დახვავებული კოლოსთა გვამები დაინახა. მაგრამ ისიც შენიშნა, რომ
კარიბჭის გარეთა ნაწილი ნაფოტებად იყო ქცეული.
"საოცარია, როგორ ახერხებენ მძვინვარების ასე ხანგრძლივად შე-
ნარჩუნებას", – გაიფიქრა და უკან დაიხია. კოლოსები ცოფიანი ძაღლე-
ბივით ყმუოდნენ და ბღაოდნენ.
სეიზდი სველ ქვას მიეყრდნო, სუსხიან ქარში ცახცახებდა და ფეხის
თითებს ვეღარ გრძნობდა. თითბრის გონიდან ცოტა სითბო ამოქაჩა და
სხეულიც მოულოდნელმა, სასიამოვნო გრძნობამ აუვსო.
– ლორდ დოკსონს გადაეცი, რომ ამ კარიჭის მდგომარეობით შე-
ფიქრიანებული ვარ, – თქვა სეიზდმა ხმადაბლა, – საუკეთესო ჯარის-
კაცები აღმოსავლეთის კარიბჭეებთან გადაიყვანეს, ჩვენი მეთაურის
ძალებში კი სრულებითაც არ ვარ დარწმუნებული. ვგონებ, კარგი იქნე-
ბოდა, ლორდი დოკსონი ვინმე კარგ მეთაურს რომ გამოგზავნიდეს.
შიკრიკი დადუმდა.
– რა? – ჰკითხა სეიზდმა.
– თქვენ ზუსტად ამისთვის არ გამოგგზავნათ, ბატონო ტერისელო?
– გთხოვ გადაეცი, რომ ამ მეთაურთან შედარებითაც კი, საკუთარ
ძალებში კიდევ უფრო ნაკლებად ვარ დარწმუნებული. არც ხელმძღვა-
ნელად ვვარგივარ და არც მებრძოლად.
შიკრიკმა თავი დაუქნია, ადგილს მოსწყდა და საფეხურებზე სწრა-
ფად ჩახოხდა, რათა დროზე მისულიყო ცხენამდე. კედელს, სეიზდის
თავზემოთ, ლოდი მოხვდა და კაცი მოიკუნტა. ქონგურზე მილეწილი
ქვის ნატეხები მთელ გალავანზე გაიფანტა.
"დავიწყებულო ღმერთებო", – გაიფიქრა სეიზდმა, თან ხელებს იმ-
ტვრევდა, – "აქ რა ჯანდაბა მინდა?"
გვერდით მოძრაობა შენიშნა და შებრუნდა. ახალგაზრდა კაპიტა-
ნი... კაპიტანი ბედესი თავდახრილი, ფრთხილად მიუახლოვდა. მაღა-
ლი და საოცრად გამხდარი იყო, აბჯარასხმულიც კი. გრძელი, სქელი
813
თმა თვალებში ეფხატებოდა. ეს კაცი მეჯლისზე საცეკვაოდ იყო გა-
ჩენილი, არმიების ხელმძღვანელობისთვის კი არა.
– რა თქვა იმ შიკრიკმა? – ჰკითხა ბედესმა ნერვიულად.
– თუთიის კარიბჭე დაეცა, ბატონო, – უპასუხა სეიზდმა.
ახალგაზრდა კაპიტანი გაფითრდა.
– ჩვენ... ჩვენ რა ვქნათ?
– მე რატომ მეკითხებით, ბატონო? მეთაური თქვენ ხართ.
– გთხოვთ, – თქვა ახალგაზრდამ და სეიზდს მკლავში ხელი წა-
ავლო, – მე არ... მე...
– ბატონო, – მკაცრად უთხრა სეიზდმა და საკუთარი ნერვიულო-
ბა დროებით უკუაგდო, – თქვენ კეთილშობილი ბრძანდებით, ხომ?
– დიახ...
– მაშ, ბრძანებების გაცემას შეჩვეული უნდა იყოთ, – განაგრძო
სეიზდმა, – ჰოდა, ბრძანებები გაეცით.
– რა ბრძანებები?
– რა მნიშვნელობა აქვს, – მხრები აიჩეჩა სეიზდმა, – მთავარია,
ამ ხალხმა დაინახოს, რომ მეთაური თქვენ ხართ.
ახალგაზრდა ჯერაც ყოყმანობდა, მაგრამ ორიოდ წამში ყვირი-
ლით მოიხარა – ერთ-ერთ მახლობელ მშვილდოსანს მხარში ქვა
მოხვდა და კედლიდან გადავარდა. ქვემოთ მყოფები გვამს გაეცალ-
ნენ და სეიზდმა უცნაურობაც სწორედ იმწამს შენიშნა. ახლომახლო
ადამიანთა ჯგუფი შეკრებილიყო. ჩვეულებრივი მოქალაქეები –
სკაა, ფერფლით მოთხვრილ ტანსაცმელში.
– აქ რას აკეთებენ? – იკითხა სეიზდმა, – უნდა იმალებოდნენ,
ისინი კი დგანან და... კოლოსები რომ შემოცვივდებიან, პირდაპირ
გზად დახვდებიან!
– რომ შემოცვივდებიანო? – შეშინდა კაპიტანი ბედესი.
სეიზდს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მოქალაქეებს კი გა-
უმკლავდებოდა. კეთილშობილთა მსახურებს ხშირად ხელმძღვანე-
ლობდა ხოლმე.
– წავალ, დაველაპარაკები, – თქვა სეიზდმა.
814
– ჰო... – უპასუხა ბედესმა, – მშვენიერი აზრია.
სეიზდი ფერფლიანი ჭყაპით დასველებულ, სრიალა საფეხურებს
ჩაუყვა და ჯგუფს მიუახლოვდა. იმაზე მეტნი იყვნენ, ვიდრე თავიდან
ეგონა. ჯგუფის ნაწილი უკან, ქუჩაზეც კი იდგა. დაახლოებით ასნი
მაინც იქნებოდნენ, ერთად შექუჩებულიყვნენ, თოვლში კარიბჭეს შეჰ-
ყურებდნენ და სიცივეში ისე თრთოდნენ, სეიზდმა თავი ოდნავ დამნა-
შავედაც კი იგრძნო თითბრის გონიდან მოგვრილი სითბოს გამო.
რამდენიმემ მოახლოებულ სეიზდს თავი დაუკრა.
– რატომ ხართ აქ? წადით და თავშესაფარი მოძებნეთ. თუ სახლები
გალავანთან ახლოს გაქვთ, ქალაქის ცენტრისკენ წდით. კოლოსები
არმიას ბოლოს მოუღებენ თუ არა, ქალაქს დაარბევენ, ამიტომ გალა-
ვანთან ახლოს გაჩერება სახიფათოა.
კაციშვილს ფეხი არ მოუცვლია.
– აქ სასიკვდილოდ არ ვართ, წმინდაო პირველმხილველო, – თქვა
წინა რიგში მდგომმა მოხუცმა, – აქ იმის სანახავად მოვედით, როგორ
დაეცემა კოლოსთა არმია!
– დაეცემაო? – ვერ მიხვდა სეიზდი.
– ქალბატონი მემკვიდრე დაგვიცავს, – აუხსნა ვიღაც ქალმა.
– ქალბატონი მემკვიდრე ქალაქიდან წავიდა, – უთხრა სეიზდმა.
– მაშ, თქვენ შემოგყურებთ, წმინდაო პირველმხილველო, – თქვა
კაცმა, რომელიც ცალი ხელით ახალგაზრდა ბიჭის მხარს ეყრდნობო-
და.
– წმინდა პირველმხილველი? – ჰკითხა სეიზდმა, – ამას რატომ მე-
ძახით?
– თქვენ პირველი იყავით, ვინც მბრძანებლის სიკვდილი გვახარა,
– განუმარტა კაცმა, – სწორედ თქვენ მიეცით მემკვიდრეს შუბი, რომ-
ლითაც მან მბრძანებელი განგმირა. თქვენ საკუთარი თვალით იხი-
ლეთ მათი ორთაბრძოლა.
სეიზდმა თავი გააქნია.
– შეიძლება, ეგ მართალიცაა, მაგრამ თაყვანისცემის ღირსი არა
ვარ. არც წმინდანი ვარ, უბრალოდ...
815
– პირველმხილველო, – უთხრა მოხუცმა, – თუკი მემკვიდრე
ბრძოლაში ჩაერთვება, იგი თქვენთან ახლოს გამოჩნდება.
– მე... ვწუხვარ, – წამოწითლდა სეიზდი. "სადღაც, შორს გადავხიზ-
ნე. თქვენი ღმერთი სამშვიდობოს გავიყვანე".
იდგნენ, უყურებდნენ, თვალებში მოწიწება ედგათ. არასწორი
იყო, ეს ყველაფერი არასწორი იყო. მისთვის თაყვანი არ უნდა
ეცათ. უბრალო დამკვირვებელი იყო...
ოღონდ დამკვირვებელი აღარ იყო. ძალიან ღრმად შეტოპა.
ტინდუილი ხომ აფრთხილებდა. ახლა კი თავად მიიღო მონაწილეო-
ბა ყველაფერში და თაყვანისცემის ობიექტად ქცევაც მოახერხა.
– ასე არ უნდა აღიქვამდეთ, – უთხრა სეიზდმა.
– ქალბატონი მემკვიდრეც იმავეს ამბობს, – გაიღიმა მოხუცმა.
სუნთქვა ცივ ჰაერში ორთქლის ბოლქვებად იშლებოდა.
– ეს სულ სხვა შემთხვევაა, – მიუგო სეიზდმა, – მემკვიდრე...
ზურგს უკნიდან ღრიალი შემოესმა და შებრუნდა. მშვილდოსნე-
ბი განგაშის ნიშნად ხელს იქნევდნენ, ახალგაზრდა კაპიტანი ბედე-
სი მათკენ მიქროდა.
"რა ჯანდაბა..."
კედლის საპირისპირო მხარეს მოულოდნელად ლურჯი, მხეცუ-
რი არსება ამოიმართა, ტყავი ალისფერი სისხლით ჰქონდა მოს-
ვრილი. გაოგნებული მშვილდოსანი გვერდით გადააგდო, შემდეგ
კაპიტან ბედესს კისერში ხელი დასტაცა და ზურგს უკან მოისროლა.
ბიჭი ქვემოთ, კოლოსებთან ჩავარდა და გაუჩინარდა. სეიზდს შო-
რიდანაც კი მოესმა კივილი. გალავანზე მეორე კოლოსი ამოძვრა,
შემდეგ მესამე. მშვილდოსნებმა იარაღი დაყარეს და გაეცალნენ,
ზოგიერთი ისე ჩქარობდა, სხვები გალავნიდან გადმოყარა.
"კოლოსები გალავანზე ხტებიან", – მიხვდა სეიზდი, – "ქვემოთ
საკმარისი გვამი დაგროვდა. მაგრამ გალავანი მაინც ისეთი მაღა-
ლია..."
გალავანზე სულ უფრო და უფრო მეტმა არსებამ იწყო ამოსვლა.
ყველაზე დიდი არსებები ხტებოდნენ – არანაკლებ სამი მეტრის სი-
816
მაღლისები – რის გამოც მშვილდოსნების გზიდან ჩამოშორება უფრო
უადვილდებოდათ. დამცველებმა გალავნიდან ეზოში იწყეს ცვენა, კარ-
ზე ბრახუნი გაძლიერდა.
– წადით! – შეჰყვირა სეიზდმა და ზუგს უკან მდგომ ხალხს ხელით
ანიშნა. ზოგიერთმა უკან დაიხია. დანარჩენები უძრავად იდგნენ.
სეიზდი სასოწარკვეთით მიტრიალდა გალავნისკენ. ხის ნაგებობებ-
მა მსხვრევა დაიწყეს, ნამტვრევები თოვლიანსა და ფერფლიან ჰაერში
ცვიოდა. ჯარისკაცები უკან იხევდნენ, მათ მოქმედებებში მხოლოდ ში-
ში გამოსჭვიოდა. ბოლოს ხის ძელი ტკაცანით გატყდა და მარჯვენა კა-
რიბჭე გაიღო. კოლოსთა აყმუვლებულმა, სისხლით მოთხვრილმა, გა-
გიჟებულმა მასამ სველ ქვებზე იწყო გადმოღოღება.
ჯარისკაცებმა იარაღი დაყარეს და გაიქცნენ. ზოგიერთი დარჩა,
მაგრამ შიშით ადგილზე იყვნენ მიყინულები. სეიზდი მათ ზურგს უკან
იდგა, სკაასა და თავზარდაცემულ ჯარისკაცებს შორის.
"მებრძოლი არ ვარ", – გაიფიქრა, მხეცების დანახვაზე ხელები
უკანკალებდა. ბანაკშიც კი ძლივძლივობით შეინარჩუნა სიმშვიდე.
შეჰყურებდა კოლოსებს – აღრიალებულებს, რომლებსაც უზარმაზარი
ხმლები მოემარჯვებინათ, დაძენძილი კანი სისხლით გაჟღენთოდათ
და ჯარისკაცებს პირდაპირ თავზე ახტებოდნენ, შეჰყურებდა და
გრძნობდა, როგორ კარგავდა სიმამაცეს.
"მაგრამ მე თუ არაფერი მოვიმოქმედე, არავინ არაფერს იზამს".
კალტყვია ამოქაჩა.
კუნთები დაებერა. ფოლადის გონიდანაც იწყო ამოქაჩვა და წინ გა-
იჭრა, გაცილებით უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ძალას
წლების განმავლობაში აგროვებდა, გამოყენებისთვის კი იშვიათად
პოულობდა მიზეზს, ამიტომაც ახლა უზარმაზარ მარაგს ხარჯავდა.
სეიზდის სხეული შეიცვალა, სწავლულის წვრილი მკლავები უზარ-
მაზარ, დაბერილ კიდურებად გადაიქცა. მკერდი გაგანიერდა, კუნთები
მოზღვავებული ძალისგან დაიჭიმა. სწორედ ამ წამისთვის გაატარა
მრავალი დღე დასუსტებულმა და უღონომ. ჯარისკაცებს შორის გზა გა-

817
იკვალა და მანტია, რომელიც უკვე ძალიან უჭერდა, თავიდან გადა-
იძრო. წელზე შემოხვეული ნაჭრის ამარაღა დარჩა.
კოლოსთა წინამძღოლი რომ შემობრუნდა, წინ ლამის მისივე ზომის
მეტოქე ედგა. მძვინვარებისა და არაადამიანურობის მიუხედავად, მხე-
ცი გაშეშდა – წითელ, მოელვარე თვალებში გაკვირვება აესახა.
სეიზდმა მხეცს მუშტი მოსდო. ბრძოლაში არასდროს უვარჯიშია
და თითქმის არაფერი იცოდა. მაგრამ ახლა, ამ მომენტში გაუვარ-
ჯიშებლობას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. არსების სახე
ტერისელის მუშტის გარშემო დაიგრიხა და თავის ქალა გასკდა.
სეიზდი სქელ ფეხებზე შემობრუნდა და შემკრთალ ჯარისკაცებს
გამოხედა.
"რაიმე მამაცური თქვი!" – უთხრა საკუთარ თავს.
– წინ! – დაიღრიალა და აღმოაჩინა, რომ მის ხმას გამაოგნებე-
ლი სიღრმე და ძლიერება ჰქონდა.
მისდა გასაკვირად, ჯარისკაცებმა დაუჯერეს.
ძალაგამოცლილი ვინი ტალახიან, ფერფლიან გზაზე მუხლებზე
დაეცა. თითებითა და მუხლებით ცივ ჭყაპში ჩაეფლო, მაგრამ არ
ადარდებდა. უბრალოდ, დაიჩოქა და ახრიალდა.
სირბილი აღარ შეეძლო. კალტყვია გაუთავდა. ფილტვებზე ცეც-
ხლი ეკიდა და ფეხები სტკიოდა. უნდოდა, წაქცეულიყო, მოკუნტუ-
ლიყო და ხველებით გული მოეოხებინა.
"მხოლოდ კალტყვიით რბენის შედეგია", – გაიფიქრა ძალდატა-
ნებით. თავის სხეულს საშინლად მოექცა, მაგრამ ახლა ანგარიშ-
სწორების დრო დამდგარიყო.
ცოტა ხანს ახველებდა და კვნესოდა, შემდეგ გალუმპული ხელი
ჯიბეში ჩაიყო და ორი უკანასკნელი ფლაკონი ამოაძვრინა. შუშაში
რვავე ძირითად ლითონთან ერთად, დურალუმინიც იყო. კალტყვია
მცირე დროით რბენის საშუალებასაც მისცემდა. მაგრამ საკმარი-
სად დიდხანს ვერა. ლუთადელიდან ჯერაც საათების სავალზე იყო.
კალტყვიითაც კი, ჩამოღამების შემდეგ მივიდოდა. ამოიოხრა,
ფლაკონები ისევ შეინახა და წამოდგა.
818
"რომც მივიდე, რა უნდა ვქნა?" – გაიფიქრა, – "ასე რისთვის ვწვა-
ლობ? ნუთუ მართლა მინდა, რომ ისევ ბრძოლაში ჩავება? და ახალი
სასაკლაო მოვაწყო?"
იცოდა, ბრძოლას ვერ მიუსწრებდა. კოლოსები, ალბათ, რამდენიმე
დღის წინ გადავიდოდნენ შეტევაზე. და მაინც, ფიქრები ტანჯავდა. სე-
ტის ციხე-კოშკზე თავდასხმამ საშინელი მოგონებები დაუტოვა. ისეთი
საქმეები აკეთა... იმდენი ხალხი დახოცა...
მაგრამ ახლა თავს სხვაგვარად გრძნობდა. უკვე დათანხმდა დანის
როლს. დანა კი, უბრალოდ, იარაღი იყო. შეიძლებოდა კარგი საქმის-
თვისაც გამოეყენებინათ და ცუდისთვისაც. მოეკლა ან ვინმე დაეცვა.
საკამათო აზრი იყო, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ
თავს ძალიან სუსტად გრძნობდა. ფეხები უკანკალებდა. კალას მოუკი-
და და გონება დაეწმინდა. საიმპერიო შარაგზაზე იდგა, წყლით გაჟღენ-
თილსა და დაწინწკლულზე, რომელიც თითქოს უსასრულოდ მიიგრი-
ხებოდა. გვერდით საიმპერიო არხი დაკლაკნილი გველივით იყო მიწა-
ში ამოჭრილი – ფართო, მაგრამ ცარიელი.
აქამდე, ელენდთან ერთად, გზა უფრო ნათელი ეჩვენებოდა, ახლა
კი – ბნელი იყო და სევდისმომგვრელი. აღზევების წყარო გრიალებდა;
ლუთადელისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯთან ერთად, ბაგუნი სულ
უფრო და უფრო ძლიერდებოდა. და მაინც, საკმარისად ვერ ჩქარობდა.
ისე სწრაფად ვერ მირბოდა, რომ კოლოსებისთვის მიესწრო და ქალა-
ქის აღების საშუალება არ მიეცა; ანდაც თავისი მეგობრები გადაერჩი-
ნა.
"ვწუხვარ..." – გაიფიქრა და კბილებაკაწკაწებულმა, მანტია მჭიდ-
როდ შემოიჭირა. კალტყვია სიცივისგან ვეღარ იცავდა, – "ვწუხვარ,
რომ დაგაღალატეთ".
მოშორებით კვამლი შენიშნა. ჯერ აღმოსავლეთით გაიხედა, შემ-
დეგ – სამხრეთით, მაგრამ ვერაფერი გაარჩია. სწორი პეიზაჟი ფერ-
ფლიან თოვლს დაეფარა.
"სოფელი", – გაუელვა ჯერაც დაბინდულ გონებაში, – "აქ ბევრი სო-
ფელია". ლუთადელი პატარა დომინიონის უდიდესი ქალაქი იყო, მაგ-
819
რამ სხვა დასახლებებიც ხომ არსებობდა? ელენდმა ვერ შეძლო,
აქაურობა ყაჩაღებისგან სრულად გაეწმინდა, მაგრამ იმდენი კი მო-
ახერხა, რომ უკანასკნელი იმპერიის სხვა ქალაქებთან შედარებით,
ლუთადელის შემოგარენში გაცილებით უკეთესი მდგომარეობა ყო-
ფილიყო.
ვინი ბორძიკით გაემართა სოფლისკენ; შავ, ჭყაპით სავსე გუბე-
ებში მიაბოტებდა. დაახლოებით თხუთმეტ წუთში მთავარი გზიდან
გადაუხვია და სოფლისკენ მიმავალ ბილიკს აუყვა. პატარა დასახ-
ლება დაუხვდა, სკაას კვალობაზეც კი. სულ რამდენიმე ქოხმახი და
ორიოდ უკეთესი შენობა შენიშნა.
"პლანტაცია არაა", – გაიფიქრა, – "ადრე ეს საგზაო სოფელი
იყო". ადგილი, სადაც კეთილშობილები ღამის გასათევად ჩერდე-
ბოდნენ. მემამულის პატარა სახლი, რომელიც ოდესღაც, ალბათ,
ვიღაც დაბალი რანგის კეთილშობილს ეკუთვნოდა, ახლა ბნელს
მოეცვა. თუმცა სკაას ორი ქოხის ღრეჩოებიდან სინათლე გამოდი-
ოდა. როგორც ჩანს, ძანძახმა გლეხები აიძულა, მუშაობა ნაადრე-
ვად შეეწყვიტათ.
აკანკალებული ვინი ერთ-ერთ შენობასთან მივიდა. კალით გა-
მახვილებული ყურთასმენით, ლაპარაკს აყურადებდა. ქოხიდან
ბავშვების სიცილი და მამაკაცის კმაყოფილი ხმა გამოდიოდა. ვინის
ცხვირამდე ვახშმის, ბოსტნეულის წვნიანის, სურნელმა მოაღწია.
"სკაა... იცინიან", – გაიფიქრა.
ასეთი ქოხმახი მბრძანებლის დროს ყოველთვის შიშისა და
კრძალვის ადგილი იქნებოდა. მიიჩნეოდა, რომ თუ სკაა ბედნიერი
იყო, ესე იგი, სრული დატვირთვით არ მუშაობდა.
"რაღაცას მივაღწიეთ. რაღაცა მაინც მოვახერხეთ".
მაგრამ ნუთუ ეს ყველაფერი მისი მეგობრების სიკვდილად ღირ-
და? ლუთადელის დაცემად? ელენდის დაცვის გარეშე, ეს პატარა
სოფელი მალე რომელიღაც ტირანის ხელში აღმოჩნდებოდა.
იდგა და სიცილის ხმებს ისრუტავდა. კელსიერი არ დანებებულა.
პირისპირ შეხვდა მბრძანებელს და მისი უკანასკნელი სიტყვებიც
820
უტიფარი მიმართვა იყო. მაშინაც კი, ყველა გეგმა რომ ჩამოექცა, თა-
ვად კი ქუჩაში დაგდებულ გვამად იქცა, უჩუმრად მაინც მოახერხა, გა-
მარჯვება მოეპოვებინა.
"უარს ვამბობ დანებებაზე", – თქვა და წელში გაიმართა, – "უარს
ვამბობ ვირწმუნო მათი სიკვდილი, სანამ გვამებს საკუთარი ხელით არ
შევეხები".
ხელი ასწია და კარზე დააკაკუნა. შიგნით დაუყოვნებლივ ჩამოწვა
სიჩუმე. როგორც კი კარი გაიღო, ვინმა კალის წვა შეწყვიტა. სკაა, გან-
საკუთრებით, სოფლის სკაა, ფრიად მფრთხალი ხალხი იყო. ალბათ,
მოუწევდა, რომ...
– ოოჰ, საბრალო გოგონა! – გაისმა ქალის ხმა და კარი ბოლომდე
გაიღო, – შემოდი, შემოდი, მანდ რა დაგკარგვია!
ვინი შეყოყმანდა. ქალს უბრალო ტანსაცმელი ეცვა, მაგრამ თბი-
ლი, ზამთრისთვის შეკერილი. ოთახის შუაგულში მდებარე კერიდან
სტუმართმოყვრული სითბო იფრქვეოდა.
– შვილო, რა მოხდა? – ჰკითხა ქალმა. უკან ზორბა, წვეროსანი კაცი
გამოჩნდა, ქალს მხარზე ხელი დაადო და ვინი შეათვალიერა.
– კალტყვია, – ხმადაბლა თქვა ვინმა, – კალტყვია მჭირდება.
წარბშეყრილმა წყვილმა ერთმანეთს გადახედა. ალბათ, ჩათვა-
ლეს, რომ თავში ყველაფერი რიგზე ვერ ჰქონდა. იქნებ მართლა ჰგავ-
და შერეკილს – თოვლით დამბალი თმითა და ფერფლით დასველე-
ბულ-დასვრილი ტანსაცმლით რომ დაიარებოდა. უბრალო, საჯირითო
სამოსი ეცვა – შარვალი და უსახური მანტია.
– სახლში შემოსვლა არ გინდა, შვილო? – შესთავაზა კაცმა, – რამე
შეჭამე. მერე ვილაპარაკოთ, საიდან მოხვედი. სად არიან მშობლები?
"ჰოი, მბრძანებელო!" – გაღიზიანდა ვინი, – "ასეთი ბავშვური გა-
რეგნობა მაქვს?"
წყვილი მაშინვე დათრგუნა და წუხილი და ეჭვი მოაშორა. შემდეგ
დახმარების სურვილი აუჯანყა. ბრიზივით კარგი ვერ იყო, მაგრამ გა-
მოცდილების ნაკლებობასაც არ უჩიოდა. მასპინძლები მაშინვე დამ-
შვიდდნენ.
821
– ბევრი დრო არ მაქვს, – უთხრა ვინმა, – კალტყვია მჭირდება.
– ბატონს სახლში მშვენიერი ჯამ-ჭურჭელი ჰქონდა, – ზანტად უპა-
სუხა კაცმა, – მაგრამ უმეტესობა ტანსაცმელზე ან სამუშაო იარაღებზე
გადავცვალეთ. მგონი, რამდენიმე თასი ჯერაც უნდა იყოს დარჩენილი.
ბატონი კლედი – ჩვენი უხუცესი – მეორე ქოხში ინახავს.
– გამოდგება, – უთხრა ვინმა. "მაგრამ, ალბათ, ლითონი ალო-
მანტური პროცენტულობის გათვალისწინებით არ არის შედნობი-
ლი".
სავარაუდოდ, ზედმეტი ვერცხლი იქნებოდა, ან არასაკმარისი
კალა; და ნარევიც გაცილებით უფრო სუსტი გამოვიდოდა.
წყვილი ისევ მოიღუშა, შემდეგ ქოხში მყოფ სხვა ადამიანებს გა-
ხედეს.
ვინმა იგრძნო, როგორ შემოეპარა მკერდში იმედგაცრუება. რა-
ზე ფიქრობდა? კარგად შედნობილი კალტყვიაც რომ ეშოვა, ლითო-
ნის ფენების ჩამოთლას – თანაც იმდენის, სირბილისთვის რომ
ჰყოფნოდა – დიდი დრო დასჭირდებოდა. კალტყვია სწრაფად იწვო-
და, ამიტომ ძალიან ბევრი სჭირდებოდა. მარაგის მომზადება იმდე-
ნივე დროს წაიღებდა, რამდენსაც, ალბათ, ლუთადელამდე ფეხით
მიღწევა.
მობრუნდა, სამხრეთით მუქ, თოვლით დაბინდულ ცას გახედა.
კალტყვიითაც კი, კიდევ რამდენიმესაათიანი სირბილი იყო საჭი-
რო. ახლა ძალზე სჭირდებოდა წვეტგზა – გზა, რომელზეც ბრინჯაოს
ფილები იყო დამაგრებული. ალომანტებს შეეძლოთ, ფილებისთვის
ებიძგებინათ და საკუთარი სხეული ისევ და ისევ მაღლა, ჰაერში
აესროლათ. ასეთი გზით ერთხელ ლუთადელიდან ფელისში – ეტ-
ლით ერთი საათის სავალი რომ იყო – ათ წუთში ჩავიდა.
მაგრამ ამ სოფლიდან ლუთადელამდე წვეტგზას არავინ გაიყ-
ვანდა. ასეთები საარხე შარაგზის ახლოსაც კი არსად შეხვედროდა.
ზედმეტად რთული მოსაწყობი იყო, თანაც მხოლოდ ერთ მუჭა ადა-
მიანებს ადგებოდათ და არ ღირდა იმისთვის, რომ...

822
ვინი მკვეთრად შემობრუნდა. წყვილი შეხტა. ეგებ ქამარში გაჩრი-
ლი ხანჯლები დაინახეს ან თვალებში გამკრთალმა მზერამ შეაშინათ.
ყოველ შემთხვევაში, ისეთი მეგობრულები აღარ ჩანდნენ, როგორც
უწინ.
– ეგ საჯინიბოა? – ვინმა თავით ანიშნა ერთ-ერთი ჩაბნელებული
შენობისკენ.
– კი, – ნაჩქარევად უპასუხა კაცმა, – ოღონდ, ცხენები არ გვყავს.
სულ რამდენიმე თხა და ძროხაა. იმედია, მათ წაყვანას არ აპირებ.
– ნალები, – უთხრა ვინმა.
კაცმა წარბები აზიდა.
– ცხენის ნალები მჭირდება, – აუხსნა ვინმა, – თანაც ძალიან ბევრი.
– წამომყევი, – უთხრა კაცმა დათრგუნვის პასუხად. სიცივეში გა-
რეთ გაუძღვა. დანარჩენებიც გაჰყვნენ და ვინმა შენიშნა, რომ რამდე-
ნიმე კაცს, სასხვათაშორისოდ, ხელკეტები ეჭირა. ეგებ, ელენდის
მზრუნველობა ერთადერთი ფაქტორი არ იყო და ამ ხალხმა სხვა გზი-
თაც მოახერხა ჩაგვრისგან თავის დაღწევა.
ზორბა კაცი საჯინიბოს კარს მიაწვა და შეაღო. შემდეგ კასრზე ანიშ-
ნა.
– მაინც ტყუილად ჟანგდება, – უთხრა მან.
ვინი კასრთან მივიდა, ნალი ამოიღო და ხელით აწონა. შემდეგ ჰა-
ერში აისროლა და ფოლადის მძლავრი აგიზგიზებით, წინ გასტყორცნა.
ნალი გაფრინდა, ფართო მრუდი მოხაზა და ასიოდ ნაბიჯის მოშორებით
გუბეში ჩაეტყეპა.
"იდეალურია", – გაიფიქრა ვინმა.
სკაა კაცები გაოგნებულები უყურებდნენ. ვინმა ხელი ჯიბეზე გაიკ-
რა, ფლაკონი ამოიღო, შიგთავსი გადაყლაპა და კალტყვიის მარაგი
აღიდგინა. რბენისთვის მაინცდამაინც ბევრი არ ჰქონდა, სამაგიეროდ
უამრავი რკინა და ფოლადი დაეგროვებინა. ორივე მათგანი ნელა იწ-
ვოდა. შეეძლო, რამდენიმე საათი გაეტარებინა ქაჩვასა და ბიძგებაში.
– მოემზადეთ, – უთხრა დანარჩენებს, კალტყვიას მოუკიდა და ათი
ნალი გადათვალა, – ლუთადელი ალყაშია, ან შეიძლება, უკვე დაეცა.
823
თუ გაიგებთ, რომ მართლა დაეცა, გირჩევთ, თქვენები წაიყვანოთ
და ტერისისკენ გაიქცეთ. საიმპერიო არხს პირდაპირ ჩრდილოე-
თისკენ გაუყევით.
– ვინ ხარ? – ჰკითხა ერთ-ერთმა.
– მნიშვნელოვანი არავინ.
კაცი შეჩერდა.
– შენ ის ხარ, ხომ?
არც კი დასჭირვებია, ეკითხა, ვის გულისხმობო. უბრალოდ, ნა-
ლი ზურგს უკან დააგდო.
– ჰო, – უთხრა ხმადაბლა და ნალს უბიძგა.
იმავე წამს ჰაერში შესხლტა. როცა დაცემა დაიწყო, შემდეგი ნა-
ლი დააგდო, მაგრამ სანამ მიწას ძალიან არ მიუახლოვდა, არაფე-
რი უქნია. უფრო წინ სჭირდებოდა წასვლა, ვიდრე მაღლა.
ეს ყველაფერი ადრეც ბევრჯერ გაეკეთებინა. მონეტებზე ხტო-
მისგან დიდად არ განსხვავდებოდა. მთავარი იყო, მოძრაობა არ შე-
ეწყვიტა. როგორც კი მეორე ნალიდან ასხლტა და თოვლიან ჰაერში
შესრიალდა, ზურგს უკან პირველ ნალს ძლიერად მოქაჩა.
ნალი არაფერზე იყო დამაგრებული, ამიტომაც ჰაერში მის
კვალდაკვალ გამოფრინდა. ამასობაში ვინმა მესამე ნალი დააგდო.
პირველს თავი ანება, მაგრამ ნალს სიჩქარე უკვე აკრეფილი ჰქონ-
და, ამიტომ თავზემოთ გადაუშხივლა. ვინმა მესამე ნალს უბიძგა თუ
არა, იმავე წამს მიწას პირველიც დასკდა და ვინს სხვა აღარაფერი
დარჩენოდა – მეორე, ზურგს უკან მოშორებით მოტოვებული ნალი
მოძებნა.
"რთული იქნება", – დაასკვნა გოგომ და დაძაბულობისგან შეიჭ-
მუხნა. პირველ ნალს გადაუფრინა და უბიძგა. მაგრამ კუთხე ზუს-
ტად ვერ გათვალა და ძალიან უკან აღმოჩნდა. ნალი ვინის ქვემო-
დან გასრიალდა და საკმარისი ძალა ვერ მისცა, რომ ჰაერში დარ-
ჩენილიყო. გოგო მიწას მწარედ დაასკდა, მაგრამ იმავე წამს ნალს
მოქაჩა, თავისკენ მიათრია და ხელახლა სცადა.

824
პირველი რამდენიმე მცდელობა ძალიან ნელი იყო. მთავარ პრობ-
ლემად მაინც კუთხეები რჩებოდა. ნალისთვის ძალიან ზუსტად უნდა
ებიძგებინა, ზემოდან ქვემოთ დასწოლოდა, რომ ადგილზე დარჩენი-
ლიყო, მაგრამ თანაც ისე, რომ მოძრაობა გაეგრძელებინა. პირველი
საათის განმავლობაში ბევრჯერ მოუწია მიწაზე დაშვება და შემდეგ
კვლავ უკან ბრუნდებოდა ნალების ასაკრეფად. ცდების ჩასატარებლად
დრო არ ჰქონდა, მაგრამ იმას კი გრძნობდა, რომ პროცესი სწორად ეს-
მოდა.
საბოლოოდ, სამი ნალით მოძრაობა საკმაოდ კარგად აითვისა. გა-
უმართლა, რომ მიწა სველი იყო. ნალს დაეყრდნობოდა თუ არა, ვინის
წონა რკინის ნივთს ტალახში ტენიდა და ძლიერ ღუზას წარმოქმნიდა.
მალე მეოთხე ნალის გამოყენებაც დაიწყო. რაც უფრო ხშირად უბიძ-
გებდა – და რაც მეტი ნალი იქნებოდა საბიძგებლად – მით უფრო სწრა-
ფად იმოძრავებდა.
დაახლოებით ერთ საათში, მას მერე, რაც სოფელს გასცდა, მეხუთე
ნალიც დაამატა. შედეგად, გარშემო განუწყვეტლივ დაქროდა ლითო-
ნის ნაჭრები. ვინი ქაჩავდა, უბიძგებდა, შემდეგ ისევ ქაჩავდა და ისევ
უბიძგებდა. ყურადღება დაძაბული ჰქონდა, და ისე ისროდა საკუთარ
თავს ჰაერში.
მის ქვეშ მიწა მიქროდა, თავზემოთ კი ცხენის ნალები. რაც უფრო
სწრაფად მიფრინავდა, მით უფრო ბრაზიანად ღრიალებდა ქარი. ვინი
ახლა ლითონისა და მოძრაობის ერთიანობა იყო – კელსიერის მსგავ-
სად, როცა მან მსჯავრმდებელი გამოასალმა სიცოცხლეს.
იმ განსხვავებით, რომ ვინის უნარები მოკვლას კი არა, გადარჩენას
ემსახურებოდა. "შეიძლება, დროულად ვერ მივიდე", – ფიქრობდა ჰა-
ერში გამოკიდებული, – "მაგრამ შუა გზაზე დანებებას არ ვაპირებ".
ახალგაზრდა ძმისწული მყავს, სახელად რაშეკი. მთელი კჰლენიუ-
მი ისეთი მგზნებარე სიძულვილით სძულს, მხოლოდ შურიან ახალგაზ-
რდას რომ ხელეწიფება. ალენდი კიდევ უფრო მეტადაც, თუმცაღა ერ-
თმანეთი არასდროს უნახავთ. რაშეკი უდიდეს ღალატად აღიქვამს

825
იმას, რომ ჩვენი მჩაგვრელებიდან ერთ-ერთი შესაძლოა ეპოქათა
გმირი იყოს.

53
სტრაფი, არმიასთან ერთად, ლუთადელის მახლობელ უკანას-
კნელ გორაკს მიუახლოვდა. თავს კარგად გრძნობდა. ფრთხილად
მოსინჯა რამდენიმე ნარკოტიკი და უკვე ზუსტად იცოდა, ამარანტა
რომელს აპარებდა. შავი ფრაინი. მართლაც საძაგელი წამალი.
ნელ-ნელა მოუწევდა მისთვის თავის დანებება, მაგრამ ახლა ისღა
დარჩენოდა, ორი ფოთოლი გადაეყლაპა. რის შედეგადაც, თავს
იმაზე გაცილებით ძლიერად ანდა ფხიზლად გრძნობდა, ვიდრე
ოდესმე უგრძნია. სინამდვილეში, შესანიშნავად იყო.
და დანამდვილებით შეეძლო იმის თქმა, რომ ლუთადელში მყო-
ფებზე იმავეს ვერავინ იტყოდა. კოლოსები გალავანს გარედან ეხ-
ვეოდნენ და ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის კარიბჭეებს ჯიუტად
უჩაჩქუნებდნენ. ქალაქიდან კვამლის სვეტი ამოდიოდა.
– ჩვენი მზვერავები ამბობენ, რომ მხეცებმა ოთხი კარიბჭე შეან-
გრიეს, ბატონო, – თქვა გენერალმა ჯანარლმა, – ჯერ აღმოსავლე-
თის კარიბჭე დაეცა. იქ საშინელი წინააღმდეგობა გაუწიეს. შემდეგი
ჩრდილო-აღმოსავლეთის კარიბჭე იყო, მერე ჩრდილო-დასავლე-
თის, მაგრამ ორივეგან ჯარისკაცებმა გასასვლელის დაცვა მოახერ-
ხეს. მთავარი გარღვევა ჩრდილოეთისკენ იყო. კოლოსები ქალაქის
იმ ნაწილში შეცვივდნენ, ახლა ყველაფერს წვავენ და ძარცვავენ.
სტრაფმა თავი დაუქნია.
"ჩრდილოეთის კარიბჭე", – გაიფიქრა, – "ეგ ვენტურების სასახ-
ლესთან ყველაზე ახლოსაა".
– შეტევაზე გადავიდეთ, ბატონო? – იკითხა ჯანარლმა.
– ჩრდილოეთის კარიბჭე რამდენი ხნის წინ დაეცა?
– ალბათ, ერთი საათი მაინც იქნება, ბატონო.
სტრაფმა ზანტად გააქნია თავი.

826
– მაშინ, ჯერ ვიცდით. იმ არსებებმა იმდენი იწვალეს ქალაქში მო-
სახვედრად, გული არ მიმივა, ამოწყვეტამდე ცოტა ხნით გართობა რომ
არ დავაცადო.
– დარწმუნებული ხართ, ბატონო?
სტრაფმა გაიღიმა.
– რამდენიმე საათში სისხლის წყურვილი ჩაუცხრებათ; აი, მაშინ კი
ამ ბრძოლისგან საშინლად იქნებიან დაღლილები. და სწორედ მაშინ
იქნება შეტევისთვის საუკეთესო დრო. გაფანტულები და წინააღმდეგო-
ბით ქანცგამწყდრები, ქალაქში ხეტიალს მოჰყვებიან. მერე უფრო იო-
ლად მოვერევით.
სეიზდი კოლოსს ყელში სწვდა და დაბრეცილი, აღმუვლებული სახე
ჩამოიშორა. კოლოსს ტყავი ისე მჭიდროდ ჰქონდა გადაკრული, რომ
დარტყმისას პირდაპირ სახის ცენტრში გადასკდა და კბილების ზემოთა
და ცხვირის გარშემო დასისხლიანებული კუნთები გამოუჩნდა. მძლავ-
რი ქშენით მძვინვარედ შთანთქავდა ჰაერს და, თითოეულ ამოსუნ-
თქვასთან ერთად, სეიზდს დორბლისა და სისხლის წვეთებს აფრქვევ-
და.
"ძალა!" – გაიფიქრა სეიზდმა და კალტყვიის გონი ერთხელაც მოჩ-
ხრიკა. სხეული ისე გაებერა, უკვე იმის ეშინოდა, კანი მეც არ დამისკდე-
სო. საბედნიეროდ, ლითონგონები სხეულთან ერთად იზრდებოდა –
სამაჯურები და ბეჭდები გვერდებში ჩახსნილი იყო და ამიტომაც მათი
მოღუნვა ხერხდებოდა. და მაინც, საკუთარი ზომა აფრთხობდა. ალბათ,
ასეთი მოცულობის სხეულით ვერც ივლიდა და ვერც მოქნილი იქნებო-
და. მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. კოლოსებს უკვე წა-
ექციათ. მხოლოდ სულ ცოტა ძალა სჭიდებოდა. მხეცი ცალ ხელში თა-
თით ჩაებღაუჭა, მეორეთი ზურგს უკნიდან ხმალი მოიმარჯვა და...
სეიზდის თითებმა, როგორც იქნა, მისი სქელი კისერი გადაამტვრი-
ეს. არსებამ სცადა, ბოლოჯერ დაეღმუვლა, მაგრამ ჰაერი აღარ ეყო და
ამიტომაც მხოლოდ იმედგაცრუებით აფართხალდა. სეიზდმა თავს ძა-
ლა დაატანა და წამოჯდა; შემდეგ მხეცი თავისიანებისკენ მოისროლა.
ასეთი არაბუნებრივი ძალის გამო, სამმეტრიანი სხეულიც კი მსუბუქად
827
მოეჩვენა. გვამი შეტევაზე გადმოსულ კოლოსებს მიასკდა და უკან
დახევა აიძულა.
სეიზდი წამოდგა და ამოიოხრა.
"ძალას ძალიან ჩქარა ვხარჯავ", – გაიფიქრა და ლითონგონს
თავი ანება. სხეული დაიჩუტა. მარაგს ასე თავისუფლად ვეღარ გა-
მოიყენებდა. ალბათ, ძალის ნახევარი უკვე დახარჯა, არადა ლი-
თონგონს წლების განმავლობაში ავსებდა. ბეჭდები ჯერაც არ და-
ეხარჯა, მაგრამ იქ მხოლოდ რამდენიმე წუთის სამყოფი ძალა ჰქონ-
და შერჩენილი. გამოუვალი მდგომარეობისთვის უნდა გადაენახა.
"შესაძლოა, სწორედ გამოუვალ მდგომარეობაში ვარ", – აღია-
რა შიშით. ფოლადის კარიბჭის მოედანს ჯერაც კარგად იცავდნენ.
კოლოსებმა ჭიშკარი შემოანგრიეს, მაგრამ ვიწრო გასასვლელში
ერთდროულად სულ რამდენიმე შემოდიოდა, კედლებზე კი მხო-
ლოდ ყველაზე დიდები ახერხებდნენ ახტომას.
სეიზდის პატარა რაზმს ძლიერად აწვებოდნენ. ყველგან სხე-
ულები ეყარა. ზურგს უკან შემორჩენილი, ერთგული სკაა დაჭრი-
ლებს სამშვიდობოსკენ ექაჩებოდა. სეიზდს უკნიდან კვნესა ესმოდა.
მოედანი კოლოსთა გვამებითაც იყო მოფენილი და სეიზდი თავს
ვერაფერს უხერხებდა – ამაყობდა. ამაყობდა იმით, თუ რამდენად
ძვირად დაუსვეს არსებებს გასასვლელში შემოღწევა. ლუთადელი
ასე მარტივად არ გატყდებოდა. სრულებითაც არა.
ცოტა ხნის განმავლობაში თავად კოლოსებიც კი უკუიქცნენ და
მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე მცირე ბრძოლები ჯერაც მიმდი-
ნარეობდა, მონსტრების ახალი რაზმი კარიბჭის მიღმა იკრიბებო-
და.
"კარიბჭის გარეთ", – გაიფიქრა სეიზდმა და განზე გაიხედა. კო-
ლოსებს მხოლოდ მარჯვენა კარი შემოენგრიათ. შემოსასვლელ-
თან უამრავი გვამი ეყარა, ათობით, ეგებ, ასობით სხეულიც კი. ბევ-
რი თავად კოლოსებმა გაიტანეს, რომ ეზოში შეეღწიათ.
ეგებ...

828
ფიქრის დრო აღარ იყო. სეიზდი წინ გაიჭრა, კალტყვიის გონიდან
ძალა ამოქაჩა და ხუთი კაცის ღონე მიიღო. ერთი პატარა კოლოსის
გვამი აიღო და კარიბჭეს ესროლა. გარეთ მყოფმა კოლოსებმა შეუღ-
რინეს და დაიფანტნენ. იქ ასობით კოლოსი იყო, რომელიც შემოსაღწე-
ვად ხელსაყრელ დროს ელოდა, მაგრამ უმეტესობა, გვამის აცილების
მცდელობისას, სხვა სხეულებზე წაიქცა.
სეიზდმა მეორე სხეული ისროლა. სისხლის გუბეებში ფეხი უსხლტე-
ბოდა.
– ჩემკენ! – შეჰყვირა, იმედი ჰქონდა, რომ ახლომახლო ჯერაც შე-
მორჩენილიყვნენ ისეთი ჯარისკაცები, რომლებიც მის ხმას გაიგებდნენ
და გამოეხმაურებოდნენ.
კოლოსები მის გეგმას ძალიან გვიან ჩასწვდნენ. ტერისელმა კიდევ
ერთი სხეული ჩამოიშორა, შემდეგ ღია კარს მიაწვა და რკინის გონი
ამოქაჩა, სადაც სიმძიმეს ინახავდა. იმწამსვე გაცილებით დამძიმდა და
მისი სხეულის წონამ უზარმაზარი კარი აამოძრავა.
კოლოსები მაშინვე აფუსფუსდნენ და გასასვლელს მიაწყდნენ. სე-
იზდი კარიბჭეს მიაწვა, გვამებს გზიდან იშორებდა და ცდილობდა, გი-
განტური გასასვლელი დაეხურა. რკინის გონს არ მოეშვა და უძვირფა-
სესი მარაგი შემაშფოთებელი სისწრაფით დახარჯა. ისე დამძიმდა,
გრძნობდა, როგორ აჭყლეტდა საკუთარი წონა მიწაზე, და ერთადერ-
თი, რის გამოც ჯერაც ფეხზე დგომას ახერხებდა, კალტყვიით გაზრდი-
ლი ძალა იყო. გაბრაზებული კოლოსები კარიბჭეზე აბრახუნებდნენ,
მაგრამ უძლებდა. ხელები და მკერდი ხეზე მიებჯინა, ცერებით უსწორ-
მასწორო ქვაფენილს ეყრდნობოდა. ფეხებთან ფერფლი, თოვლი და
სისხლი ერთმანეთს ერეოდა, მაგრამ თითბრის გონის წყალობით, არ
სციოდა.
ჯარისკაცები ყვიროდნენ. იხოცებოდნენ. ზოგი, სეიზდის მხარდამ-
ხარ, საკუთარი წონით აკავებდა კარიბჭეს. სეიზდმა თვალი ზურგს უკან
გააპარა. მის ჯარისკაცებს დაცვითი ზღუდე მოეწყოთ და ქალაქში შე-
მოცვენილი კოლოსებისგან იცავდნენ თავს. კარიბჭისთვის ზურგი ექ-

829
ციათ და გმირულად იბრძოდნენ, მაშინ, როდესაც კარს მხოლოდ
სეიზდი აკავებდა.
და მაინც, იბრძოდნენ. სეიზდი გამომწვევად ღრიალებდა, ფეხები
უსრიალებდა, მისი მებრძოლები კი ეზოში შემოცვენილ უკანასკნელ
კოლოსებსაც ჩეხდნენ. შემდეგ ჯარისკაცები მასთანაც მოცვივდნენ და
ხის უზარმაზარი მორი მოათრიეს. სეიზდმა არ იცოდა, სად იშოვეს;
და არც აინტერესებდა. მორი ერთად დაამაგრეს იქ, სადაც ოდეს-
ღაც ჭიშკრის ძელი იყო გაჩრილი.
სიმძიმე დაუმთავრდა. რკინის გონი დაიცალა.
"მეტი უნდა შემენახა, რამდენი წელი ტყუილად გავფლანგე", –
გაიფიქრა სეიზდმა, მერე დაღლილობისგან ამოიოხრა და ჩარაზულ
კარიბჭესთან ჩაიკეცა. თავის დროზე ეჩვენებოდა, საკმარისად მაქ-
ვსო, სანამ შიშველი ხელებით კოლოსების ჩამოცილება არ მოუწია.
"წონას ძირითადად იმიტომ ვაგროვებდი, რომ უფრო მსუბუქი
გავმხდარიყავი, როცა დამჭირდებოდა. რკინა საჭიროდ მიმაჩნდა
უფრო წონის კლებისთვის, ვიდრე პირიქით".
კალტყვიას თავი ანება და იგრძნო, როგორ დაიჩუტა მისი სხე-
ული. საბედნიეროდ, სხეულის ასეთი გაფართოება კანს არ მოუმ-
ჩვარავდა. თავის ჩვეულ ფორმაში დაბრუნდა, ჯოჯოხეთურ დაღლი-
ლობასა და მცირე ტკივილს გრძნობდა. კოლოსები ჭიშკარზე ბრა-
ხუნს აგრძელებდნენ. სეიზდმა დაღლილი თვალები გაახილა. წელ-
ზემოთ შიშველი იწვა თოვლსა და ფერფლში. ჯარისკაცები მოწიწე-
ბით იდგნენ მის გარშემო.
"რა ცოტანი დარჩნენ", – გაიფიქრა. ოთხასი მებრძოლიდან,
თხუთმეტი ძლივს შემორჩენილიყო. მოედანი წითლად იყო შეღები-
ლი. კოლოსთა ხასხასა, წითელი სისხლი ადამიანების უფრო მუქ
სისხლს ერეოდა. მუქი ლურჯი გვამები ცალ-ცალკე ან გროვებად
ეყარა სხეულის იმ უფორმო ნაფლეთებთან ერთად, რომლებიც
ოდესღაც ადამიანები იყვნენ – მანამდე, სანამ კოლოსების ხმლები
მოხვდებოდათ.

830
ჭიშკრის მეორე მხრიდან ბრახუნი დაფდაფების ხმასავით მოისმო-
და და სულ უფრო და უფრო მძვინვარდებოდა და შმაგდებოდა. კოლო-
სები იმედგაცრუებულები იყვნენ. ალბათ, სისხლის სუნი სცემდათ,
ხორცისაც, კინაღამ ხელში რომ ჩაიგდეს.
– მორი დიდხანს ვერ შეაკავებს, – თქვა ერთმა ჯარისკაცმა ხმადაბ-
ლა. მისი სახის წინ ფერფლის ნამცეცები ფარფატებდა, – ანჯამებიც და-
ზიანებულია. მალე ისევ შემოაღწევენ.
– და ისევ შევებრძოლებით! – წამოდგა სეიზდი.
– ბატონო! – გაისმა ხმა. სეიზდი შებრუნდა და ხელში დოკსონის
ერთ-ერთი შიკრიკი შერჩა, რომელიც დახვავებული გვამებისთვის
გვერდის ავლას ცდილობდა.
– ლორდი დოკსონი ამბობს... – უცებ ენა ჩაუვარდა. შენიშნა, რომ
კარიბჭე ისევ დახურული იყო, – რანაირად...
– შეტყობინება გადმომეცი, ახალგაზრდავ, – მოღლილი ხმით შეახ-
სენა სეიზდმა.
– ლორდი დოკსონი გადმოგცემთ, რომ მაშველ რაზმს ვერ გამოგ-
ზავნის, – თქვა კაცმა და აღვირს მოქაჩა, – კალის კარიბჭე დაეცა და...
– კალის კარიბჭე? – ჰკითხა სეიზდმა.
"ტინდუილ!"
– როდის?
– დაახლოებით, ერთი საათი იქნება.
"ერთი საათი?" – სეიზდს თავზარი დაეცა, – "რამდენი ხანია, ვიბ-
რძვით?"
– აქაურობა აუცილებლად უნდა დაიცვათ, ბატონო! – თქვა ახალ-
გაზრდამ, შებრუნდა და იმავე გზით დაბრუნდა, რომლიდანაც მოვიდა.
სეიზდმა აღმოსავლეთისკენ ნაბიჯი გადადგა.
"ტინდუილ..."
ბრაგუნი გაძლიერდა და მორი გაიბზარა. ჯარისკაცები გაიქცნენ,
რომ კარიბჭე გაემაგრებინათ, მაგრამ სეიზდი თავისი თვალით ხედავ-
და, როგორ ძვრებოდა კარს თავად ძელის სამაგრი. როგორც კი სამაგ-
რები ამოვარდებოდა, კარიბჭეს ვეღარაფრით დახურავდნენ.
831
სეიზდმა თვალები დახუჭა. გადაღლილობა საშინელი სიმძიმით
დააწვა. ტერისელი კალტყვიის გონს მისწვდა, რომელიც თითქმის
დაცარიელებულიყო. სრულად რომ დაიცლებოდა, მხოლოდ ერთ-
ერთი ბეჭდიდან მიღებული ერთი ბეწო ძალაღა შერჩებოდა.
სხვა რაღა დარჩენოდა?
მტვრევის ხმა გაისმა და ჯარისკაცებმა შეჰყვირეს.
– უკან, ქალაქისკენ, უკან დაიხიეთ! – დაიღრიალა კლაბსმა.
არმიის ნარჩენები გაიშალა და თუთიის კარიბჭიდან ქალაქისკენ
დაიძრა. ბრიზი შიშით შეჰყურებდა კოლოსებს, რომლებიც მოედანს
მოეფინნენ და დაჭრილ-დასუსტებული ადამიანები გადათელეს.
მხეცები უზარმაზარ, ლურჯ ტალღად მოღელავდნენ წინ, ტალღად,
რომელსაც ფოლადის ხმლები და წითელი თვალები ჰქონდა.
მაღლა, ცაში, ჰორიზონტის ხაზთან, საავდრო ღრუბლებს მიღმა
ჩაკარგული მზე სისხლისფერ ლაქად მოჩანდა.
– ბრიზ, – დაუძახა კლაბსმა და მთრგუნავს ხელი ჩაავლო, – წას-
ვლის დროა.
ცხენები დიდი ხნის წინ გაიქცნენ. ბრიზი ბორძიკით მიჰყვა სარ-
დალს, ცდილობდა, ზურგს უკნიდან მომავალი ღმუილისთვის ყური
არ დაეგდო.
– დაცვითი პოზიციებისკენ გაიქეცით! – გადასძახა კლაბსმა იმ
ჯარისკაცებს, რომელთაც მოსმენის თავი ჯერ კიდევ შერჩენოდათ,
– პირველი რაზმი, ლეკალთა ციხე-კოშკისკენ გაიქეცით! ლორდი
ჰამონდი უკვე იქაა და თავდაცვისთვის ემზადება. მეორე რაზმი, ჩემ-
თან ერთად წამოხვალთ ჰასტინგების ციხისკენ!
ბრიზმა სიარული განაგრძო, გონება და ნაბიჯი ერთნაირად
ერეოდა. ბრძოლაში, ფაქტობრივად, უსარგებლო იყო. მართალია,
სცადა, ადამიანების შიში დაეთრგუნა, მაგრამ ეჩვენებოდა, რომ ვე-
რაფერს გახდა. თავს დაახლოებით ისე გრძნობდა, თითქოს ცოტა
ხნის წინ ქაღალდის პატარა ნაკუწით ცდილობდა მთელი მზის დაჩ-
რდილვას.

832
კლაბსმა ხელი ასწია და ორასკაციანი რაზმი მაშინვე შეჩერდა.
ბრიზმა მიმოიხედა. ქუჩა ფერფლისა და თოვლის ცვენაში გარინდუ-
ლიყო. სიმშვიდე თითქოს... მოსაწყენიც კი იყო. ცა მიინავლა, ქალა-
ქის კონტურები შავად დაწინწკლული თოვლის საბანქვეშ უფრო
რბილად მოჩანდა. ძალიან უცნაური იყო ალისფერი და ლურჯი ფე-
რებით სავსე, შემზარავი სცენიდან თავის დაღწევის შემდეგ ასეთ ზარ-
მაც, ზანტ ქალაქში აღმოჩენა.
– ჯანდაბა! – შეჰყვირა კლაბსმა და ბრიზი გზიდან გადააგდო. გვერ-
დით ქუჩიდან, მათ წინ, კოლოსთა გამხეცებული რაზმი გამოვარდა.
კლაბსის ჯარისკაცები კედლად განლაგდნენ, მაგრამ მერე ის კოლო-
სები მოადგნენ ზურგიდან, რომლებმაც ცოტა ხნის წინ კარიბჭე შემო-
ანგრიეს.
ბრიზი წაბორძიკდა და თოვლში ჩაემხო.
"ეს მეორე რაზმი... ჩრდილოეთიდან მოვიდა! უკვე ამსიღრმეზე შე-
მოაღწიეს?!"
– კლაბს! – შებრუნდა ბრიზი, – ჩვენ...
და ზუსტად ამ დროს მან დაინახა, რომ კოლოსის უზარმაზარმა
ხმალმა კლაბსს ჰაერში აღმართული ხელი წააწყვიტა, მერე კი ნეკნებ-
ში დაეძგერა. კლაბსმა ამოიხვნეშა, გვერდზე გადაქანდა, ცალი ხელი
– იარაღთან ერთად – ადგილზე დარჩა. კლაბსი კოჭლ ფეხზე წატორ-
ტმანდა და კოლოსმა ორივე ხელით, გამანადგურებელი ძალით, ხმა-
ლი მოიქნია.
ბინძური თოვლი ახალი ფერით შეიღება. სისხლისფერი წითლით.
ბრიზი დამუნჯებული იდგა მეგობრის გვამის ნაფლეთებთან. შემდეგ
კოლოსი ღრენით შებრუნდა მისკენ.
გარდაუვალი სიკვდილის ალბათობამ ცივ თოვლზე მეტად გამოაფ-
ხიზლა. ბრიზმა უკან დაიხია, თოვლში წაიქცა და ინსტინქტურად უბიძგა
არსებას, რომ დაეთრგუნა. რა თქმა უნდა, არაფერი გამოუვიდა. მერე
წამოდგომა სცადა. კოლოსი, რამდენიმე თანამოძმესთან ერთად, ბრი-
ზისკენ დაიძრა. ამ დროს გვერდით ქუჩაზე კარიბჭიდან გამოქცეული

833
ჯარისკაცების კიდევ ერთი რაზმი გამოჩნდა და კოლოსებს ყურად-
ღება გაუფანტა.
ბრიზმა ერთადერთი, სრულიად ბუნებრივი რამ მოიფიქრა – შენო-
ბაში შეძვრა და დაიმალა.
– ყველაფერი კელსიერის ბრალია, – ჩაიბურტყუნა დოკსონმა
და რუკაზე კიდევ ერთი ნიშანი დასვა. შიკრიკების მიხედვით, ჰამმა
ლეკალთა ციხე-კოშკამდე მიაღწია. მაგრამ ეს ყველაფერი დიდხანს
არ გასტანდა.
ვენტურთა ციხე-კოშკის მთავარი დარბაზი ფუსფუსისა და ქა-
ოსის ორომტრიალად ქცეულიყო. პანიკაში მყოფი გადამწერები
დარბოდნენ. როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ კოლოსებს დიდად არ
ანაღვლებდათ, ადამიანი სკაა იყო, სწავლული, კეთილშობილი თუ
ვაჭარი. უბრალოდ, ხალხის ჟლეტა სიამოვნებდათ.
– თავიდანვე უნდა გამომეცნო, – განაგრძო დოკსონმა, – მთე-
ლი ეს ქაოსი ჩვენ შეგვატოვა და იფიქრა, რომ ჩვენით გამოვძებნი-
დით დაბრკოლების დაძლევის გზას. მთელი გუნდის გადამალვას
ვახერხებდი, მაგრამ ქალაქს ხომ ვერ გადავმალავ მტრებისგან!
კარგი ქურდები ვართ, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ სამეფოსაც კარ-
გად ვმართავთ!
არავინ უსმენდა. ყველა შიკრიკი გაქცეულიყო, მისი მცველები
ციხე-კოშკის კარიბჭესთან იბრძოდნენ. თითოეულ ციხეს თავისი სი-
მაგრეები გააჩნდა, მაგრამ კლაბსმა მართებულად გადაწყვიტა,
რომ შენობები მხოლოდ უკან დახევის ვარიანტებად გამოეყენები-
ნა. ციხე-კოშკები დიდი შეტევის მოსაგერიებლად არ აეშენებინათ,
თანც ერთმანეთისგან შორიშორს იდგა. ციხეებში უკუდახევა არმი-
ას მხოლოდ დაშლიდა და იზოლაციაში მოაქცევდა.
– ჩვენი მთავარი დილემა საქმის ბოლომდე მიყვანაა, – განაგ-
რძო დოკსონმა და კალის კარიბჭესთან ბოლო შენიშვნა დასვა, რო-
მელიც განმარტავდა, რა მოხდა იქ. შემდეგ რუკას გადახედა. ვე-
რაფრით წარმოიდგენდა, ბოლომდე მხოლოდ სეიზდის კარიბჭე თუ
გაუძლებდა.
834
– ბოლომდე მიყვანა, – გაიმეორა, – ჩავთვალეთ, რომ კეთილშო-
ბილებზე უკეთესად მივხედავდით საქმეებს, მაგრამ როგორც კი ძალა-
უფლება ხელში ჩავიგდეთ, ბურთი და მოედანი ისევ მათ დავუთმეთ!
ყველა რო დაგვეხოცა, ეგებ მართლა მოგვეხერხებინა ყველაფრის თა-
ვიდან დაწყება. რა თქმა უნდა, ამისთვის სხვა დომინიონებში შეჭრაც
დაგვჭირდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვინს გავგზავნიდით და ყვე-
ლაზე გავლენიან, ურჩ კეთილშობილებს კისერს მოუგრეხდა. ისეთი
ხოცვა-ჟლეტა დაიწყებოდა, უკანასკნელ იმპერიას არასდროს რომ არ
უნახავს. და თუკი ამას მართლა მოვახერხებდით...
სიტყვა მსხვრევის ხმამ შეაწყვეტინა. ერთ-ერთი უზარმაზარი, დიდე-
ბული ვიტრაჟი დაიმტვრა, ნასროლი ქვა მოხვდა. მალე დანარჩენებმაც
დაიწყო სკდომა. ფანჯრებიდან რამდენიმე მოზრდილი კოლოსი გად-
მოხტა და ნამსხვრევებით მოფენილ, მარმარილოს იატაკზე დახტა.
ჩამსხვრეული ფანჯრებიც კი საოცრად ლამაზი იყო. ჩამოტეხილი მინე-
ბი საღამოს შუქზე ბრჭყვიალებდა. დოკსონი ხედავდა, რომ ქარიშხალი
ახლოვდებოდა და მზე მალე ჩაესვენებოდა.
– და თუკი ამას მართლა მოვახერხებდით, ამ მხეცებზე უკეთესები
ვერაფრით ვიქნებოდით, – დაასრულა ხმადაბლა.
გადამწერები კიოდნენ და გაქცევას ცდილობდნენ. კოლოსებმა
ჟლეტა დაიწყეს. დოკსონი უხმოდ იდგა და ზურგს უკნიდან მომავალ
ხმებს უსმენდა – ღმუილს, ქშენას. კოლოსები უკანა დერეფნებიდანაც
მოდიოდნენ. ხალხი იხოცებოდა. დოკსონი მაგიდაზე დაგდებულ
ხმალს დასწვდა.
თვალები დახუჭა.
"იცი, კელ", – გაიფიქრა, – "ლამის დავიჯერე, რომ მართლები იყ-
ვნენ; და რომ ზემოდან გადმოგვყურებდი; რომ რაღაც ღმერთისმაგვა-
რი გახდი".
თვალები გაახილა, შემობრუნდა და ხმალი იშიშვლა, მაგრამ მაშინ-
ვე გაშეშდა, როგორც კი მოახლოებული მხეცი დაინახა.
"რამხელაა!"

835
დოკსონმა კბილები ერთმანეთს დააჭირა, კელსიერს უკანასკნე-
ლი წყევლა შეუთვალა და ხმლის ქნევით წინ გაექანა.
არსებამ ერთი ხელით დოკსონის ხმალი უდარდელად გააჩერა.
ჭრილობისთვის, რომელიც დააჩნდა, ყურადღებაც არ მიუქცევია. შემ-
დეგ საკუთარი ხმალი მოიქნია და წყვდიადი ჩამოწვა.
– ბატონო, – თქვა ჯანარლმა, – ქალაქი დაეცა. შეხედეთ, ხომ
ხედავთ, როგორ იწვის. კოლოსებმა, ერთის გარდა, ყველა კარიბჭე
აიღეს და ქალაქში გიჟებივით დარბიან. ძარცვას არც ცდილობენ.
უბრალოდ ხოცავენ. ჟლეტენ. იმდენი ჯარისკაციც აღარ დარჩა, რომ
წინააღმდეგობა გაუწიონ.
სტრაფი უხმოდ იჯდა. ალმოდებული ლუთადელი... სიმბოლოდ
ეჩვენებოდა. მისთვის გამოსახულ სიმბოლოდ. სამართლის სიმბო-
ლოდ. ერთხელ უკვე გაიქცა და იქ სკაა ჭიაღუა დატოვა. როცა უკან
დაბრუნდა და ქალაქი მოითხოვა, ხალხმა წინააღმდეგობა გაუწია.
უტიფრები იყვნენ და რაც დაიმსახურეს, ის მიიღეს.
– ბატონო, – განაგრძო ჯანარლმა, – კოლოსების არმია დღეს
საკმარისადაა დასუსტებული. მათი რაოდენობა არ ვიცით, მაგრამ
იმდენი გვამი ყრია, არმიის მესამედი მაინც დაკარგეს. შეგვიძლია,
დავამარცხოთ!
– არა, – სტრაფმა თავი გააქნია, – ჯერ არა.
– რატომ?
– აცადეთ კოლოსებს ამ ოხერი ქალაქის დარბევა, – თქვა
სტრაფმა ხმადაბლა, – აცადეთ, გაწმინდონ და ხანძრით მიწასთან
გაასწორონ. ხანძარი ჩვენს ატიუმს ვერაფერს დააკლებს. სიმარ-
თლე ითქვას, ალბათ, მისი პოვნა უფრო გამარტივდება კიდეც.
– მე... – ჯანარლი თავზარდაცემული ჩანდა. აღარ შეეწინააღ-
მდეგებია, მაგრამ თვალებში ამბოხის ცეცხლი ენთო.
"თუ გაიგო, რომ ზეინი წავიდა, ამიჯანყდება", – გაიფიქრა
სტრაფმა.
მაგრამ ახლა სულ ერთი იყო. ქალაქმა უარყო, ამიტომ ქალაქი
მოკვდებოდა. მის ადგილას უკეთეს ქალაქს ააშენებდა.
836
ქალაქს, რომელიც მბრძანებლის ნაცვლად, მის სახელზე იქნებოდა
აგებული.
– მამა! – დაიყვირა გაბრაზებულმა ალრიანმა.
სეტმა თავი გააქნია. ცხენზე იჯდა, თავისი ქალიშვილის გვერდით.
ლუთადელის დასავლეთით, გორაკზე იდგნენ. ჩრდილოეთით სტრა-
ფის არმიას ხედავდა, რომელიც მასავით ადევნებდა თვალს მომაკვდა-
ვი ქალაქის კრუნჩხვებს.
– უნდა დავეხმაროთ! – მოითხოვა ალრიანმა.
– არა, – ხმადაბლა უპასუხა სეტმა, თანაც მთელი ძალით ებრძოდა
ქალიშვილის ალომანტურ უნარს, რომლითაც რისხვას უძლიერებდა.
მის მანიპულაციებს დიდი ხნის წინ მიეჩვია, – ჩვენს დახმარებას აღა-
რავითარი აზრი აღარ ექნება.
– რამე უნდა ვიღონოთ! – ალრიანმა მკლავზე მოქაჩა.
– არა, – უპასუხა სეტმა უფრო მტკიცედ.
– შენ ხომ დაბრუნდი! – უთხრა შვილმა, – დახმარებას თუ არ აპი-
რებდი, რისთვის დაბრუნდი?
– დახმარებით აუცილებლად დავეხმარებით, – ხმადაბლა უთხრა
სეტმა, – სტრაფს დავეხმარებით ქალაქის აღებაში, როდესაც ამას მო-
ინდომებს, შემდეგ დავნებდებით და იმედი გვექნება, რომ არ მოგ-
ვკლავს.
ალრიანმა ფერი დაკარგა.
– სულ ეგაა? – დაისისინა გაბრაზებით, – იმიტომ დაბრუნდი, რომ
ჩვენი სამეფო იმ მხეცისთვის ჩაგებარებინა?
– აბა, რას ელოდი? – მოითხოვა სეტმა, – ხომ მიცნობ, ალრიან.
იცი, რომ იძულებული ვარ, ეს არჩევანი გავაკეთო.
– მეგონა, გიცნობდი, – შეუღრინა გოგომ, – მეგონა, სადღაც, შიგ-
ნით მაინც კარგი ადამიანი იყავი.
სეტმა თავი გააქნია.
– ყველა კარგი ადამიანი უკვე მკვდარია, ალრიან. იმ ქალაქში ჩა-
იხოცნენ.

837
სეიზდი ბრძოლას აგრძელებდა. მეომარი არ იყო, არც გაწაფუ-
ლი უნარები ჰქონდა და არც ევარჯიშა ოდესმე. მისი გამოთვლების
მიხედვით, რამდენიმე საათის წინ უნდა მომკვდარიყო. და მაინც,
როგორღაც ახერხებდა ცოცხლად დარჩენას.
შეიძლება იმიტომ, რომ არც კოლოსები იბრძოდნენ გამორჩეუ-
ლი ოსტატობით. თავიანთი დიდი, სოლისებური ხმლების მსგავსად,
ძალიან ტლანქები იყვნენ და პირდაპირ, გააზრების გარეშე ეს-
ხმოდნენ მტერს თავს.
რაც სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო. და მაინც, სეიზდი
უძლებდა – და სადაც სეიზდი ძლებდა, მისი რამდენიმე მებრძოლიც
ახერხებდა გადარჩენას. კოლოსები ბობოქრობდნენ, მაგრამ ტერი-
სელის ჯარისკაცები მოედნის მეორე მხარეს სუსტსა და მოხუც ადა-
მიანებს უყურებდნენ და ზუსტად იცოდნენ, რისთვისაც იბრძოდნენ.
ასეთი წაგულიანება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ არ დანე-
ბებულიყვნენ მაშინაც კი, როცა კოლოსებმა ალყაში მოაქციეს და
მოედნის კიდეებისკენ დაიწყეს გზის გაკვლევა.
სეიზდმა უკვე გააცნობიერა, რომ დახმარება აღარ მოვიდოდა.
ერთადერთი იმის იმედიღა ჰქონდა, იქნებ სტრაფს გადაეწყვიტა ქა-
ლაქის აღება, სწორედ ისე, როგორც კლაბსმა ივარაუდა. მაგრამ
უკვე ძალიან გვიანი იყო. ღამდებოდა, მზე ჰორიზონტის ხაზთან იყო
განრთხმული.
"როგორც იქნა, აღსასრულიც მოვიდა", – გაიფიქრა სეიზდმა,
როდესაც მის გვერდით მყოფი ჯარისკაცი მოკლეს. სეიზდს სისხლის
გუბეში ფეხი აუსხლტა და სწორედ ამან იხსნა – თავზემოთ კოლო-
სის ხმალმა გადაუფრინა.
ეგებ ტინდუილმა რამე უსაფრთხო ადგილი იპოვა. იმედი ჰქონ-
და, რომ ელენდი მისი და ტინდუილის კვლევას საჭირო ადგილზე
ჩაიტანდა. "გამოსადეგი კვლევა იყო", – გაიფიქრა სეიზდმა, მაგრამ
კარგად არც კი იცოდა, რატომ.
ტერისელი შეტევაზე გადავიდა. კოლოსისთვის ართმეულ
ხმალს იქნევდა. თავისი ძალა ერთ ძლიერ აფეთქებად დახარჯა და
838
კუნთები სწორედ მაშინ გააძლიერა, როდესაც ხმალი კოლოსის კანს
უნდა შეხებოდა.
დარტყმა. წინააღმდეგობა, შემდეგ შეჯახების სლიპინა ხმა და
უკუცემა მკლავში – ამ ყველაფერს უკვე მიეჩვია. კოლოსის ღია ფერის
სისხლი მის გარშემო დაიღვარა; და კიდევ ერთი მხეცი დაეცა.
და სეიზდის ძალის მარაგიც ამოიწურა.
კალტყვიის გონი ცარიელი იყო. კოლოსის ხმალს უცებ საშინელი
წონა მიეცა. სცადა, შემდეგი კოლოსისთვის მოექნია, მაგრამ იარაღი
სუსტი, დაბუჟებული, დაღლილი თითებიდან გაუსხლტა.
დიდი კოლოსი იყო. ალბათ, სამ მეტრ-ნახევარი მაინც, ყველაზე დი-
დი მათ შორის, რაც სეიზდს ენახა. ტერისელმა სცადა, უკან დაეხია, მაგ-
რამ ცოტა ხნის წინ მოკლული ჯარისკაცის გვამს გამოედო. დაეცა თუ
არა, მისი ჯარისკაცები საბოლოოდ გატყდნენ და უკანასკნელი თორმე-
ტეული მიმოიფანტა. კარგად გაუძლეს. ზედმეტად კარგადაც კი. ეგებ
უკანდახევის უფლება თავის დროზე რომ მიეცა...
"არა", – გაიფიქრა სეიზდმა და საკუთარ სიკვდილს ახედა, – "კარ-
გად ვიმუშავე. მგონი, კარგად... უკეთ, ვიდრე ამას ნებისმიერი სხვა
სწავლული შეძლებდა".
თითებზე გაკეთებულ ბეჭდებზე დაფიქრდა. შეიძლება, მცირეოდენი
უპირატესობა მიეცათ და მასაც გაქცევა მოესწრო. თავქუდმოგლეჯილი
გაქცევა. მაგრამ სურვილი აღარ ჰქონდა. რატომღა შეწინააღმდეგებო-
და? საერთოდ, თავიდანვე რატომ გადაწყვიტა ბრძოლა? ხომ იცოდა,
რომ დაღუპულები იყვნენ.
"ჩემ შესახებ ცდებოდი, ტინდუილ", – გაიფიქრა, – "ხანდახან მაინც
ვნებდები. ამ ქალაქზე დიდი ხნის წინათ ჩავიქნიე ხელი".
კოლოსმა სეიზდს დახედა, რომელიც ჯერაც სისხლიან თოვლზე
გაშხლართულიყო და ხმალი აღმართა. სეიზდი მხეცის მხარზემოთ წი-
თელ მზეს ხედავდა, რომელიც ზუსტად კედლის თავზე იყო გამოკიდე-
ბული. სცადა, მხოლოდ მზეზე ეფიქრა და არა დაშვებულ ხმალზე. მზის
სხივებს ისე ხედავდა, როგორც... ცაში გამოკიდებულ შუშის ნამსხვრე-
ვებს. მზის სინათლე ბრჭყვიალებდა, ბრწყინავდა და მის წასაყვანად
839
მოდიოდა, თითქოს თავად მზე იწვევდა თავისთან, მისკენ მოდი-
ოდა, რომ ტერისელის სული მიეღო.
"და აი ასე, ვკვდები..."
მზის სხივებს შორის პატარა ნამცეცმა გაიბრწყინა, შემდეგ კო-
ლოსს პირდაპირ კეფაში დაასკდა. მხეცმა დაიღმუვლა, გაშეშდა და
ხმალი დაუვარდა. გვერდზე გადაემხო და სეიზდიც, წამით, გაშტე-
რებული იწვა მიწაზე. შემდეგ გალავნის თავს ახედა.
მზის დისკოს წინ მომცრო ფიგურის სილუეტი აღმართულიყო.
წითელ სინათლეში შავად ჩანდა, მანტია ნაზად უფრიალებდა ზურ-
გზე. სეიზდმა თვალები დაახამხამა. ის პატარა, მოციმციმე ნამცეცი
კი მონეტა იყო. მის წინაშე დაცემული კოლოსი ვიღაცამ მოკლა.
ვინი დაბრუნდა.
ჰაერში ისე შესხლტა, მხოლოდ ალომანტებს რომ შეეძლოთ და
მოედნის თავზე გრაციოზულად შეკრა კამარა. ზუსტად კოლოსებს
შუა ჩაეშვა და დაბზრიალდა. მონეტები ბრაზიანი მწერებივით დაქ-
როდნენ და ლურჯ სხეულებს გლეჯდნენ. კოლოსები ისე ადვილად
არ იხოცებოდნენ, როგორც ადამიანები, მაგრამ თავდასხმამ მათი
ყურადღება ნამდვილად მიიქცია. გაქცეულ ჯარისკაცებსა და დაუც-
ველ მოქალაქეებს თავი ანებეს.
და სკააც, ჯერაც მოედნის კიდეში რომ იდგა, მაშინვე ამღერდა.
ბრძოლის ველზე მათი ხმა ძალიან უცნაურად ჟღერდა. სეიზდი წა-
მოჯდა, ტკივილსა და დაღლილობას ყურადღებას აღარ აქცევდა.
კარიბჭე მოულოდნელად გადაიხარა, ანჯამები დაიგრიხა. კოლო-
სებმა უკვე ისე მოარყიეს...
ხის ვეება კარი კედელს მოსწყდა – ვინმა მოქაჩა.
"წარმოუდგენელი ძლიერება", – ყრუდ გაიფიქრა სეიზდმა, –
"ალბათ, ზურგს უკანაც რაღაცას ქაჩავს. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ
საბრალო ვინი ჭიშკრისა და იმავე წონის სხვა ობიექტის სიმძიმეებს
შორის იგლიჯება".
და მაინც, როგორღაც ახერხებდა. გაჭირვებით მოქაჩა კარს.
უზარმაზარი ბჭე კოლოსების რიგებს მიასკდა და სხეულები მიმო-
840
ფანტა. ვინი ოსტატურად დაბზრიალდა ჰაერში, გვერდით გასრიალდა
და კარიც ისე გაათრია, თითქოს ჯაჭვით ჰქონოდა მიბმული.
კოლოსები ჰაერში ცვიოდნენ, ძვლები იმსხვრეოდა, მხეცები მო-
ცელილებივით ეცემოდნენ უზარმაზარი იარაღის წინაშე. ერთადერთი
მოძრაობით გაწმინდა მთელი მოედანი.
კარი დაეცა. ვინი დალეწილ სხეულებს შორის დაეშვა და ფეხის უხ-
მო დარტყმით ააგდო ჰაერში საბრძოლო კეტი. კარიბჭის გარეთ შე-
მორჩენილი კოლოსები მხოლოდ წამით შეყოვნდნენ, შემდეგ შეტევაზე
გადმოვიდნენ. ვინი მარდად უტევდა, თანაც ძალიან ზუსტად. თავის ქა-
ლები ტკაცუნობდა, დახოცილი კოლოსები თოვლ-ჭყაპში ეცემოდნენ.
ვინი დატრიალდა, რამდენიმე კოლოსი გადახვეტა და მათ უკან მორ-
ბენლები გაწითლებული, ფერფლიანი ჭყაპით მოთხვარა.
"მე... რამე უნდა ვიღონო!" – გაიფიქრა სეიზდმა და სცადა, გამოფ-
ხიზლებულიყო. არაფერი ეცვა და თითბრის გონის გამო არ სციოდა,
თუმცა ლითონის ეს საცავი ეწურებოდა. ვინი ბრძოლას განაგრძობდა
და კოლოსს კოლოსზე აწვენდა.
"მისი ძალაც კი ვერ გასტანს დიდხანს. ქალაქს ვერ გადაარჩენს".
სეიზდმა თავს ძალა დაატანა და წამოდგა; მერე მოედნის ბოლოს-
კენ წავიდა. სკაას ხალხის წინ მდგომ მოხუცს მკლავზე ხელი ჩასჭიდა
და სიმღერა შეაწყვეტინა.
– მართალი იყავი, – უთხრა, – დაბრუნდა.
– დიახ, წმინდაო პირველმხილველო.
– ცოტაოდენ დროს მოგვცემს, – განაგრძო სეიზდმა, – კოლოსები
ქალაქში შემოცვივდნენ. ხალხი უნდა შევკრიბოთ და გავიქცეთ.
მოხუცი წამით ჩაფიქრდა და სწორედ იმწამს, როდესაც ჩათვალა,
მოხუცი გამიძალიანდებაო, მტკიცებას დამიწყებს, რომ ვინს მათი გა-
დარჩენა შეუძლია და თანაც მტრის არმიას ცალი ხელით დაამარცხებ-
სო, სკაამ თავი დაუქნია.
– ჩრდილოეთის კარიბჭიდან გარეთ გავიქცევით, – სწრაფად განაგ-
რძო სეიზდმა, – კოლოსები სწორედ იქიდან შემოვიდნენ ქალაქში, ამი-
ტომაც სავარაუდოა, რომ კარიბჭესთან აღარ იქნებიან დარჩენილები.
841
"იმედია", – გაიფიქრა სეიზდმა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. უკან
დასახევად კეთილშობილთა ციხე-კოშკები იყო გამზადებული. ეგებ
გადარჩენილები ეპოვათ.
"მაშ", – გაიფიქრა ბრიზმა, – "აღმოჩნდა, რომ მხდალი ვარ".
აღმოჩენა გაკვირვებას ნამდვილად არ ჰგვრიდა. ყოველთვის
იმას ამბობდა, მნიშვნელოვანია, ადამიანი თავის თავს კარგად იც-
ნობდეს და საკუთარ ეგოისტობასაც აცნობიერებდესო.
ამიტომაც სულაც არ უკვირდა, რომ სკაას ძველებურ სახლში,
ჩამოტეხილი აგურების უკან იმალებოდა. ყურებს თითებით იცობ-
და, რომ გარედან შემოსული კივილი არ გაეგონა.
ახლა სადღა იყო ის ამაყი მამაკაცი? ფრთხილი დიპლომატი და
პეწენიკი მთრგუნავი? სადღაც გამქრალიყო და სანაცვლოდ ეს
უსარგებლო, აცახცახებული ნარჩენები მოეტოვებინა. რამდენჯერ-
მე სცადა, თითბერი დაეწვა და ბრძოლაში ჩაბმული ჯარისკაცები
დაეთრგუნა, მაგრამ ასეთ მარტივ საქმესაც კი ვერ გაართვა თავი.
მოძრაობაც კი აღარ შეეძლო.
თუ, რა თქმა უნდა, კანკალი მოძრაობად არ ითვლებოდა.
"გასაოცარია", – გაიფიქრა ბრიზმა, საკუთარ თავს თითქოს
გვერდიდან უყურებდა; და დაძენძილ, სისხლით მოსვრილ მანტიაში
გახვეულ საბრალო არსებას ხედავდა, – "ნუთუ ასეთ დღეში ვვარ-
დები, როცა სტრესს ვეღარ ვუძლებ? რაღაც მხრივ, ძალიან ირონი-
ულია. მთელი ცხოვრება სხვების ემოციების მართვაში გავლიე, ახ-
ლა კი ისე მეშინია, სრულიად უსაშველო ვარ".
გარეთ ისევ იბრძოდნენ. შეტაკება უსაშველოდ გაიწელა. განა ის
ჯარისკაცები დიდი ხნის წინ არ უნდა დახოცილიყვნენ?
– ბრიზ?
ოდნავადაც კი ვერ ინძრეოდა, რომ ენახა, ვინ ეძახდა.
"ჰამის ხმაა", – გადაწყვიტა, – "უცნაურია. ისიც მკვდარი უნდა
იყოს".

842
– მბრძანებელო! – გაუკვირდა ჰამს და ისე დადგა, რომ ბრიზს და-
ენახა. ცალი მკლავი დასისხლიანებულ სახვევზე ჰქონდა ჩამოკიდებუ-
ლი. მაშინვე ბრიზის გვერდით ჩაიჩოქა, – ბრიზ, ჩემი გესმის?
– დავინახეთ, აქ როგორ დაიმალა, ჩემო ბატონო, – თქვა მეორე
ხმამ.
რომელიმე ჯარისკაცი იყო?
– ბრძოლას აქ შეაფარა თავი. მაგრამ ვგრძნობდით, როგორ
გვთრგუნავდა და ბრძოლის გაგრძელების საშუალებას გვაძლევდა,
მაშინაც კი, როდესაც უნდა გავქცეულიყავით. მას შემდეგ, რაც ლორდი
კლადენტი მოკვდა...
"მხდალი ვარ".
კიდევ ერთი ფიგურა გამოჩნდა. სეიზდს შეწუხებული სახე ჰქონდა.
– ბრიზ, – თქვა ჰამმა და ჩაიმუხლა, – ჩემი ციხე-კოშკი დაეცა, სეიზ-
დის კარიბჭეც. დოკსონისგან უკვე საათზე მეტი იქნება, არაფერი გვსმე-
ნია. კლაბსის სხეული ვიპოვეთ. კოლოსები ქალაქს ანადგურებენ. ახ-
ლა უნდა გადავწყვიტოთ, რას ვაპირებთ.
"სჯობს, მე არაფერი მკითხოთ", – თქვა ბრიზმა. უფრო სწორად, სცა-
და, ეთქვა. მისი სიტყვები უღონო ლუღლუღად გაისმა.
– შენი წაყვანა არ შემიძლია, ბრიზ, – უთხრა ჰამმა, – ეს მკლავი
გინდა მქონია, გინდა არა.
"აჰ, ეგ არაა პრობლემა", – ლუღლუღი ამოუშვა ბრიზმა, – "იცი, ჩე-
მო ძვირფასო, არა მგონია, ვინმეს რამეში გამოვადგე. სჯობს, გზა გა-
ნაგრძოთ. შეგიძლიათ, აქვე დამტოვოთ და ნამდვილად არ მეწყინება".
ჰამმა უმწეოდ ახედა სეიზდს.
– იჩქარეთ, ლორდო ჰამონდ, – უთხრა ტერისელმა, – შეგვიძლია,
ჯარისკაცებს დავავალოთ დაჭრილების წამოყვანა. ჰასტინგების ციხე-
კოშკისკენ ჩვენით გავიკვლევთ გზას. ეგებ იქ მაინც ვნახოთ თავშესა-
ფარი. ან... შეიძლება კოლოსები ისე იყვნენ საქმით გართულნი, რომ
ქალაქიდან გასხლტომის შესაძლებლობაც კი მოგვეცეს.
"გართულნი?" – ჩაილუღლუღა ბრიზმა, – "სხვა ადამიანების ხოც-
ვით გართულნი, ხომ? რაღაცნაირად, სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ
843
ყველანი მშიშრები ვართ. ახლა კი, ცოტა ხანიც რომ ვეგდო აქ, ეგებ
ჩამეძინოს კიდეც... და ყველაფერი გადამავიწყდეს".
ალენდის ტერისის მთებში გამყოლი დასჭირდება. რაშეკს დავავა-
ლე, უზრუნველჰყოს, რომ გამყოლებად სწორედ თავად მას და მის
სანდო მეგობრებს შეარჩევენ.

54
ვინის კეტი ერთ-ერთი კოლოსის სახეზე გადაიმტვრა.
"ოღონდ ისევ ეს არა", – გაიფიქრა გაღიზიანებულმა, შემობრუნ-
და და ერთ-ერთი ნატეხი მეორე არსებას მკერდში აძგერა. შემდეგ
ისევ შემოტრიალდა და დაინახა, რომ გვერდით მოზრდილი კოლო-
სი წამოჭიმულიყო. ერთ-ნახევარი მეტრით მაინც იქნებოდა მასზე
მაღალი.
ხმალი ვინს მოუქნია. გოგო ახტა და იარაღი დალეწილ ქვაფე-
ნილს დაასკდა. მერე კიდევ აიჭრა ზემოთ – იმისთვის, რომ კოლო-
სის სახეს გასწორებოდა, მონეტებზე ბიძგება არ სჭირდებოდა.
კოლოსებს ყოველთვის გაკვირვებული სახეები ჰქონდათ. ამ
კოლოსმა თავისი თვალით ნახა, როგორ ებრძოდა ვინი მის ძმებს
და ამის მიუხედავად, მაინც გაოგნებული დარჩა, როცა გოგომ მისი
შეტევები აიცილა. კოლოსები, როგორც ჩანს, ძალას პირდაპირ
აკავშირებდნენ ზომასთან. დიდი კოლოსები პატარებს ყოველთვის
ერეოდნენ, ამიტომ სიმაღლით მეტრ-ნახევრიანი ადამიანი ამხელა
მხეცისთვის საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ანგარიშგასაწევი ძალა.
ვინმა კალტყვიას მოუკიდა და მხეცს ცხვირ-პირში მუშტი უთავა-
ზა. კოლოსის თავის ქალა გაიბზარა და მხეცი უკან გადავარდა, ვინი
კი კვლავ მიწაზე დაეშვა. თუმცა, როგორც ყოველთვის, ძველის ად-
გილს მაშინვე ახალი იკავებდა.
ვინი ნელ-ნელა იღლებოდა. არა, ბრძოლა უკვე დაღლილმა და-
იწყო. კალტყვიით რბენის შემდეგ, თავისი ჩახლართული წვეტგზა
შექმნა და მთელ დომინიონს გადაუფრინა. გამოფიტული იყო. უკა-

844
ნასკნელი ფლაკონიდან მიღებული კალტყვიაღა აძლევდა ფეხზე დგო-
მის ძალას.
"სეიზდისთვის კალტყვიის რომელიმე დაცლილი სამკაული უნ-
და გამომერთმია", – გაიფიქრა. ფერუქიმიური და ალომანტური
ლითონები არაფრით განსხვავდებოდა. შეეძლო, ლითონი დაეწვა
და... მაგრამ, სეიზდი, ალბათ, სამაჯურს ან სამკლაურს მისცემდა. ამხე-
ლა ნივთს კი ვერ გადაყლაპავდა.
მომდევნო კოლოსის შეტევას ჩამუხვლით აარიდა თავი. ამ არსე-
ბებს მონეტები ვერ აჩერებდა. იმდენს იწონიდნენ, რომ მათთვის არც
ბიძგებას ჰქონდა რამე აზრი, თუკი თავად არ იპოვიდა საყრდენს. თა-
ნაც ფოლადისა და რკინის მარაგიც ეწურებოდა.
კოლოსებს ერთმანეთის მიყოლებით ხოცავდა. ცდილობდა, სეიზ-
დისა და მისი ხალხისთვის დრო მოეგო, რომ სამშვიდობოს გაეღწიათ.
ამჯერად თავს სხვაგვარად გრძნობდა – სეტის სასახლეში ჟლეტის
მოწყობა სულ სხვანაირი შეგრძნება იყო. ახლა აღარ ღელავდა, მხო-
ლოდ იმიტომ კი არა, რომ მონსტრებს ხოცავდა; იმიტომაც, რომ ამ ყვე-
ლაფრის მიზანი ესმოდა და ეთანხმებოდა კიდეც. უყოყმანოდ შეეძლო
ებრძოლა, შეეძლო მოეკლა, თუკი იმათ დაიცავდა, ვისაც საკუთარი
თავის დაცვის ძალა არ შესწევდა. კელსიერს შეეძლო, შურისძიების გა-
მო ან მოულოდნელობის შესაქმნელად მოეკლა, მაგრამ ვინს ასეთი
მიზეზები გაუგებრად ეჩვენებოდა.
და ყოველთვის ასე იქნებოდა.
მიზანდასახულობა კოლოსებთან საბრძოლველ ძალას აძლევდა.
მოპარული ხმლით ერთ-ერთს ფეხები დააჭრა, შემდეგ იარაღს მე-
ორისკენ უბიძგა და კოლოსს პირდაპირ მკერდში ჩაარჭო. დაცემული
ჯარისკაცის ხმალს მოქაჩა და დაიჭირა. უკან გადაიხარა, მაგრამ მე-
ორე გვამს წამოედო და კინაღამ წაიქცა.
"როგორ დავიღალე", – გაიფიქრა.
ეზოში ათობით – შეიძლება ასობითაც – გვამი ეყარა. მის ფეხქვეშ
უკვე ზვინი დგებოდა. ვინი ზვინზე მიცოცავდა და, როდესაც მხეცები
ალყაში აქცევდნენ, უკან იხევდა. კოლოსები დაცემული მოძმეების გვა-
845
მებზე მოხოხავდნენ და დასისხლიანებულ თვალებს მრისხანებით
აკვესებდნენ. ადამიანები, ალბათ, დანებდებოდნენ ან ბრძოლის
სხვა, უფრო მარტივ მეთოდს მიმართავდნენ. კოლოსების რაოდე-
ნობა კი პირდაპირ შუა ბრძოლაში იზრდებოდა. როგორც ჩანს, ყი-
ჟინი ესმოდათ და მოდიოდნენ.
ვინმა ხელი აიქნია, კალტყვიის ძალით, ერთ კოლოსს მკლავი
წაასხიპა, მეორეს – ფეხი, ბოლოს კი მესამის თავამდეც მიაღწია.
დახტოდა, სხლტებოდა და ხელიდან უძვრებოდა; მოშორებით რჩე-
ბოდა და მხოლოდ იმდენს ხოცავდა, რამდენიც მოუხერხდებოდა.
თუმცა რამდენად ძლიერიც უნდა ყოფილიყო ის მიზანდასახუ-
ლობა, დაცვის ის მოთხოვნილება, ახლახან რომ აღმოეჩინა, იცო-
და, რომ ამ ბრძოლას დიდხანს ვერ გაუძლებდა. მხოლოდ ერთი
იყო და ლუთადელს ვერ გადაარჩენდა. მარტო ვერა.
– ლორდო პენროდ! – შეჰყვირა სეიზდმა, ჰასტინგების ციხე-
კოშკის კართან იდგა, – უნდა მომისმინოთ!
პასუხი არავის გაუცია. ციხე-კოშკის გალავანზე ჯარისკაცები უხ-
მოდ იდგნენ, მაგრამ უხერხულობა ეტყობოდათ. აშკარად არ მოს-
წონდათ, მისთვის პასუხის გაცემა რომ არ შეეძლოთ.
მოშორებით ბრძოლა მძვინვარებდა. კოლოსები ბინდში ყმუოდ-
ნენ. მალე გაიკვლევდნენ გზას სეიზდისა და ჰამის რაზმისკენ – რაზ-
მი კი რამდენიმე ათასი ადამიანისგან შედგებოდა; ისინი უხმოდ შე-
ქუჩებულიყვნენ ჰასტინგების ციხე-კოშკის გარეთ.
სეიზდს სიქაგამძვრალი შიკრიკი მიუახლოვდა. ის კაცი იყო,
დოკსონმა რომ გამოუგზავნა კარიბჭესთან. ცხენი სადღაც დაჰკარ-
გოდა, თავად კი გამოქცეულ გუნდთან ერთად იყო გადარჩენილის
მოედანზე.
– ბატონო ტერისელო, – უთხრა ხმადაბლა, – მე... ახლახან დავ-
ბრუნდი სამეთაურო ცენტრიდან. ვენტურთა ციხე-კოშკი დაეცა...
– ლორდი დოკსონი?
კაცმა თავი გააქნია.

846
– გარეთ რამდენიმე დაჭრილი გადამწერი ვიპოვეთ. დაინახეს, რო-
გორ მოკვდა. კოლოსები ჯერაც შენობაში არიან, ფანჯრებს ამსხვრევენ
და ყველაფერს აოხრებენ...
სეიზდმა ზურგი აქცია და ქალაქს გადახედა. ლუთადელიდან იმ-
დენი კვამლი ამოდიოდა, ეჩვენებოდა, რომ ნისლი უკვე ჩამოწვა. სიმ-
ყრალისთვის თავი რომ დაეღწია, კალის მარაგის შევსება დაიწყო
ყნოსვით.
ქალაქისთვის ბრძოლა, შესაძლოა, უკვე დასრულდა, მაგრამ ჭეშ-
მარიტი ტრაგედია ახლაღა იწყებოდა. კოლოსებმა ჯარისკაცები ამოჟ-
ლიტეს და უბრალო ადამიანებზე გადავიდოდნენ. ასეთი კი ასობით
ათასი იყო. სეიზდმა იცოდა, რომ მხეცები სიამოვნებით განაგრძობ-
დნენ ხოცვა-ჟლეტას. ძარცვას არა. ჯერ ხალხი იყო დასახოცი.
ჩამობნელდა და სულ უფრო ბევრგან ისმოდა კივილი. წააგეს. და-
მარცხდნენ. ქალაქი ნამდვილად დაეცემოდა.
"ნისლი უკვე მალე ჩამოწვება", – სეიზდი ცდილობდა, მცირეოდენ
იმედს ჩაბღაუჭებოდა, – "ეგებ, ნისლში მაინც დავმალოთ".
თვალწინ ერთი სურათი ედგა. თოვლში ჩამხობილი, მკვდარი
კლაბსი. ამ ავბედით დღეს კისერზე ხის ის დისკო ჰქონდა ჩამოკიდებუ-
ლი, სეიზდმა რომ მისცა მცირე ხნის წინ.
არ უშველა.
სეიზდი ისევ ჰასტინგთა ციხე-კოშკისკენ შებრუნდა.
– ლორდო პენროდ, – თქვა ხმამაღლა, – ვაპირებთ, ქალაქიდან
გასვლა ვცადოთ. თქვენს ჯარისკაცებსა და მეთაურობას დიდი სიამოვ-
ნებით მივიღებთ. აქ თუ დარჩებით, კოლოსები ციხე-კოშკს აიღებენ და
მოგკლავენ.
დუმილი.
სეიზდი შებრუნდა და ამოიოხრა. ჯერაც მკლავშეხვეული ჰამი მის
გვერდით აისვეტა.
– წასვლის დროა, სეიზ, – უთხრა ხმადაბლა.
– მთლიანად სისხლში ხარ მოსვრილი, ტერისელო.

847
სეიზდი ისევ სასახლისკენ მიტრიალდა. გალავნის თავზე ფერ-
სონ პენროდი იდგა და ზემოდან უყურებდა. დიდგვაროვნის ტანსაც-
მელში ჯერაც უნაკლოდ გამოიყურებოდა. ფერფლისა და თოვლის-
გან თავდასაცავად ქუდიც კი ეხურა. სეიზდმა თავის თავს დახედა.
ისევ წელზე შემოხვეული ნაჭრის ამარა იყო. ტანსაცმელზე დარდის
დრო ნამდვილად არ ჰქონდა, თანაც სითბოს თითბრის გონიდან ქა-
ჩავდა.
– ტერისელის ბრძოლა არასდროს მინახავს, – განაგრძო პენ-
როდმა.
– ეგ არც ისე ხშირად ხდება, ბატონო ჩემო, – მიუგო სეიზდმა.
პენროდმა თავი ასწია და ქალაქს გადახედა.
– ეცემა, ტერისელო.
– სწორედ ამიტომაც უნდა წავიდეთ, ბატონო, – უთხრა სეიზდმა.
პენროდმა თავი გააქნია. ჯერაც ელენდის წვრილ გვირგვინს
ატარებდა.
– ეს ჩემი ქალაქია, ტერისელო. არ მივატოვებ.
– ნამდვილად დიდსულოვანი ჟესტია, თქვენო ღირსებავ, – შე-
ნიშნა სეიზდმა, – მაგრამ ჩემთან ერთად რომ ხალხია, ესენიც თქვე-
ნი ქვეშევრდომები არიან. ნუთუ ჩრდილოეთისკენ გაქცევისას მათ
უპატრონოდ დატოვებთ?
პენროდი შეყოყმანდა. შემდეგ ისევ გააქნია თავი.
– არავითარი გაქცევა არ იქნება, ტერისელო. ჰასტინგების ციხე-
კოშკი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნაგებობაა; და აქედან
კარგად ვხედავთ, კოლოსები რასაც აკეთებენ. გაქცევის საშუალე-
ბას არ მოგცემენ.
– შესაძლოა, ძარცვაზე გადავიდნენ, – უთხრა სეიზდმა, – ეგებ
გვერდი ავუაროთ და გავაღწიოთ.
– არა, – უპასუხა პენროდმა. მისი ხმა ექოდ ბრუნდებოდა და-
თოვლილი ქუჩებიდან, – ჩემი მახვილთვალა ამტკიცებს, რომ კო-
ლოსებმა უკვე ამოწყვიტეს ის ხალხი, ცოტა ხნის წინ რომ გაგზავნეთ
ჩრდილოეთის კარიბჭისკენ. და უკვე აქეთ მოდიან.
848
შორეული ქუჩებიდან ყვირილი ისმოდა და ხმები ნელ-ნელა ახ-
ლოვდებოდა. სეიზდმა იცოდა, რომ პენროდი არ ტყუოდა.
– მაშ, კარი გახსენი, პენროდ, – დაიყვირა სეიზდმა, – და ხალხი
შემოუშვი!
"მათი სიცოცხლე რამდენიმე უბადრუკი წამით გაახანგრძლივე".
– ადგილი არ გვაქვს, – უპასუხა პენროდმა, – და აღარც დრო. გან-
წირულები ვართ.
– უნდა შემოგვიშვა! – დაიყვირა სეიზდმა.
– უცნაურია, – თქვა პენროდმა. უფრო რბილი ხმა ჰქონდა, – გვირ-
გვინის წართმევით ვენტურის ბიჭის სიცოცხლე გადავარჩინე; ჩემი კი
დავღუპე. ქალაქის გადარჩენა არ შემეძლო, ტერისელო. ერთადერთი,
რაც მანუგეშებს, ისაა, რომ ამას ვერც ელენდი მოახერხებდა.
შებრუნდა და გალავნის მიღმა გაუჩინარდა.
– პენროდ! – დაიყვირა სეიზდმა, მაგრამ ის აღარ დაბრუნებულა.
მზის უკანასკნელი სხივიც ჩამქრალიყო, ნისლი გროვდებოდა... და კო-
ლოსები მათკენ მოიწევდნენ.
ვინმა კიდევ ერთი კოლოსი აჩეხა, შემდეგ უკან დაიხია და, მიწაზე
დაგდებულ ხმალზე ბიძგებით, ჰაერში ახტა. კოლოსების ჯგროს მო-
შორდა, მძიმედ სუნთქავდა და რამდენიმე პატარა ჭრილობიდან სის-
ხლი სდიოდა. მკლავს ვეღარ გრძნობდა – ერთ-ერთმა მხეცმა დაარ-
ტყა. ხოცვა კარგად ეხერხებოდა. ალბათ, თავის ნაცნობებს შორის ყვე-
ლაზე კარგადაც კი, მაგრამ განუწყვეტლივ ბრძოლა არ შეეძლო.
სახურავზე დაეშვა, წაბორძიკდა და თოვლში ჩაიმუხლა. კოლოსები
მის ზურგს უკან ყვიროდნენ და ღრიალებდნენ. ვინმა იცოდა, რომ და-
ედევნებოდნენ, გამოჰყვებოდნენ, მაძებარი ძაღლებივით აეკიდებოდ-
ნენ. ასეულობით კოლოსი მოკლა, მაგრამ რა იყო რამდენიმე ასეული
ოციათასიან არმიასთან შედარებით?
"აბა, რას ელოდი?" – ჰკითხა თავის თავს, – "რატომღა განაგრძე
ბრძოლა მას შემდეგაც კი, რაც სეიზდი გადარჩა? ყველას შეჩერებას
აპირებდი? მთელი არმიის დახოცვას?"

849
ერთხელ კელსიერს არ მისცა მთელ არმიაზე თავდასხმის უფლე-
ბა. დიადი მებრძოლი იყო, მაგრამ მხოლოდ ერთი ადამიანი. მთელ
არმიას ვერ შეაჩერებდა. ეს ვინსაც არ შეეძლო.
"წყარო უნდა ვიპოვო", – გადაწყვიტა, ბრინჯაოს მოუკიდა და ბაგუ-
ნი, რომელსაც მთელი ბრძოლის განმავლობაში ყურადღებას არ
აქცევდა, გამაყრუებლად ახმაურდა მის ყურებთან.
და მაინც, იგივე პრობლემა აწუხებდა, რაც უწინ. ახლა უკვე იცო-
და, რომ წყარო ქალაქში იყო და ხმებიც მის გარშემო ტრიალებ-
დნენ. მაგრამ ბაგუნი ისე ძლიერად ჩაესმოდა, ყველგან თან სდევ-
და, რომ კონკრეტულ მიმართულებას ვერ აღიქვამდა.
ანდაც, რა იცოდა, რომ წყაროს აღმოჩენა რამეს გამოასწორებ-
და? თუ სეიზდმა მდებარეობის შესახებ იცრუა – და იმდენად შორს
წავიდა, რომ ყალბი რუკაც კი დახატა – ხომ შეიძლებოდა, სხვა ფაქ-
ტებიც გაეყალბებინა? თანაც, ძალას ნისლი მართლაც რომ შეეჩე-
რებინა, ალმოდებულსა და მომაკვდავ ლუთადელს ამით რა ეშვე-
ლებოდა?
იმედგაცრუებისგან დაიჩოქა და სახურავს მუშტები დაუშინა. ძა-
ლიან სუსტი აღმოჩნდა. დაბრუნებას რა აზრი ჰქონდა, ან სხვების
დაცვის წადილს, თუ დასახმარებლად არაფრის გაკეთება არ შეეძ-
ლო?
მცირე ხნით მუხლებზე იდგა და მძიმედ სუნთქავდა. ბოლოს
ძლივძლივობით წამოდგა, მონეტა დააგდო და ახტა. ლითონის მა-
რაგი თითქმის აღარ ჰქონდა და, ალბათ, სულ რამდენიმე ნახტომზე
თუ ეყოფოდა. კრედიკ შაუსთან შენელდა – ათასწვერა მთასთან. სა-
ხურავზე ერთ-ერთ წვეტიან შვერილს ჩაებღაუჭა, შემოტრიალდა და
ბინდისფერ ქალაქს გადახედა.
ქალაქი იწვოდა.
კრედიკ შაუ კი იდგა მდუმარედ, კუშტად, ორივე ჯურის მძარ-
ცველთაგან თავმინებებული. და მაინც, მის გარშემო, წყვდიადში,
ვინი სინათლესაც არჩევდა. ნისლი მისტიკური სინათლით ბზინავ-
და.
850
"მაშინდელივითაა... იმ დღესავით, ორი წლის წინ", – გაიფიქრა ვინ-
მა, – "სკაას აჯანყების ღამესავით".
ოღონდ მაშინ სინათლეს აჯანყებულთა ჩირაღდნები გამოსცემ-
და, რომლებიც სასახლისკენ მიემართებოდნენ. ამ ღამით კი სხვაგვარი
რევოლუცია ხდებოდა. ვინს ესმოდა. საკუთარ თავს ძალა დაატანა და
კალას მოუკიდა. ყველა მხრიდან კივილი ჩაესმა. სიკვდილი. კოლო-
სებს საქმე არმიის გაჟლეტით არ დაუსრულებიათ.
მხოლოდ დაიწყეს.
"კოლოსები ყველას ხოცავენ..." – გაიფიქრა ვინმა, აგიზგიზებული
ხანძრების წინაშე თრთოდა, – "ელენდის ხალხს, მათ, ვინც ჩემ გამო აქ
დარჩა. იხოცებიან. მე მისი დანა ვარ. მათი დანა. კელსიერმა მათი თავი
ჩამაბარა... რამე უნდა ვიღონო!"
დახრილ სახურავზე ჩასრიალდა, მიწისკენ დაეშვა და სასახლის
ეზოში ჩახტა. ნისლი მის გარშემო გროვდებოდა. ჰაერი შესქელებული-
ყო, მაგრამ არა მხოლოდ ფერფლითა და თოვლით – ვინს თითოეულ
წამოქროლვასთან ერთად სიკვდილის სუნი სცემდა, ჩურჩულში კი კი-
ვილის ხმა ჩაესმოდა.
კალტყვია გაუთავდა.
მიწაზე დაეხეთქა და დაღლილობის ტალღამ ისე ძლიერად დაუარა,
რომ სხვა ყველაფერი უმნიშვნელოდ მოეჩვენა. უცებ მიხვდა, სჯობდა,
კალტყვიაზე ასე ძალიან არ ყოფილიყო დამოკიდებული. საკუთარი თა-
ვისთვის ამდენი არ უნდა მოეთხოვა. მაგრამ მაშინ სხვა გზას ვერ ხე-
დავდა.
იგრძნო, როგორ კარგავდა გონებას.
მაგრამ ხალხი კიოდა. მათი ხმა ესმოდა – მთელი საღამო მათი ხმა
ჩაესმოდა. ელენდის ქალაქი... ელენდის ხალხი... კვდებოდა. მისი მე-
გობრებიც სადღაც იქ იყვნენ. მეგობრები, რომელთა დაცვაც კელსიერ-
მა მიანდო.
კბილები ერთმანეთს დააჭირა და წამიერად განაგდო დაღლილო-
ბა. გაჭირვებით წამოდგა. ნისლს მიღმა გაიხედა, იქით, საიდანაც თავ-

851
ზარდაცემული ხალხის ხმა-მოჩვენებები მოდიოდა. და იმ მიმართუ-
ლებით წავიდა.
ვეღარ ხტებოდა – ფოლადი აღარ ჰქონდა. სწრაფადაც კი ვერ მირ-
ბოდა, მაგრამ რაც უფრო მეტად ატანდა სხეულს ძალას, მით უფრო
უკეთ ემორჩილებოდა იგი. გათიშულ სხეულს, რომელიც კალტყვიის
ხანგრძლივი გამოყენებისთვის აგებდა პასუხს, ნელ-ნელა იბრუნებ-
და.
ქუჩაში გაიჭრა, თოვლზე გასრიალდა და ადამიანების პატარა
ჯგუფს გადაეყარა. ისინი კოლოსების მარბიელ რაზმს გაურბოდნენ.
რაზმში ექვსი კოლოსი იყო, პატარები, მაგრამ მაინც სახიფათოები.
სანამ ვინი რამეს მოასწრებდა, ერთ-ერთმა მათგანმა მოხუცი აჩეხა
– ლამის ორად გადაჭრა. მეორემ პატარა გოგონას დასტაცა ხელი
და შენობის კედელს მიახეთქა.
ვინი წინ გაიჭრა, გაქცეულ სკაას ჩაურბინა და ხანჯლები იშიშ-
ვლა. ისევ გამოფიტული იყო, მაგრამ ადრენალინი ცოტას შველო-
და. გარბოდა და გარბოდა. გაჩერება და სიკვდილი ერთი იყო.
რამდენიმე მხეცი მისკენ მობრუნდა. ბრძოლა სწყუროდათ. ერ-
თმა მოუქნია და ვინი ჭყაპში გასრიალდა, რათა კოლოსთან უფრო
ახლოს მისულიყო. შემდეგ ფეხის კუნთში დასცხო. ხანჯალმა ტომა-
რასავით ჩამოკიდებულ ტყავში გაატანა და კოლოსმა ტკივილისგან
დაიღმუვლა. როცა მეორე არსებამ შემოუტია, ვინს ჭრილობიდან
ხანჯალი უკვე ამოგლეჯილი ჰქონდა.
"რა ნელი ვარ!" – გაიფიქრა გაღიზიანებით. ძლივს მოასწრო
ფეხზე წამოხტომა და გზიდან ჩამოშორება. კოლოსის ხმლიდან გა-
ყინული წყლის შხეფები მიესხურა. ვინი წინ გადახტა და მხეცს ხან-
ჯალი პირდაპირ თვალში ჩასცა.
უეცრად საოცარი მადლიერება იგრძნო ჰამის მიმართ, რომე-
ლიც ხანდახან კალტყვიის გარეშე ვარჯიშს აიძულებდა ხოლმე. შე-
ნობის კედელს მიეყრდნო, რათა ჭყაპში თავი შეემაგრებინა, შემ-
დეგ ისევ წინ გაექანა – იმ კოლოსისკენ, რომელსაც თვალი ამოს-
თხარა. ის სახეში ჩარჭობილ ხანჯალს ეპოტინებოდა და ღრიალებ-
852
და. ვინის დარტყმამ თანამოძმეებს მიახეთქა. მეორე კოლოსი, რო-
მელსაც სხვა გოგონა ჩაებღუჯა, გაოცებული შემობრუნდა, როდე-
საც კისერში ვინის ხანჯალი იგრძნო. არ წაქცეულა, მაგრამ ბავშვს
ხელი გაუშვა.
"მბრძანებელო, რა ძლიერები არიან!" – გაიფიქრა, ბავშვს ხელი
დასტაცა და მანტიის ფრიალით გაიქცა, – "განსაკუთრებით მაშინ, რო-
დესაც მე თვითონ საერთოდ აღარ ვარ ძლიერი. ლითონი მჭირდება".
კოლოსების ღრიალზე ვინის მკლავებში მოქცეული გოგონა მო-
იკუნტა. ვინმა კალას მოუკიდა, რომ დაღლილობისგან გონება არ და-
ეკარგა. მაგრამ არსებები მას არ მოსდევდნენ. ერთ-ერთი გვამის ტან-
საცმელზე ბჭობდნენ. კიდევ ერთხელ გაისმა ღრიალი, ოღონდ, რო-
გორც ვინი მიხვდა, ამჯერად სხვა მიმართულებიდან.
ხალხმა ისევ კივილი მორთო. ვინმა თავი ასწია და დაინახა, რომ
ჯგუფი, ახლახან რომ გადაარჩინა, კოლოსთა კიდევ უფრო დიდ რაზმს
გადაეყარა.
– არა! – შეჰყვირა ვინმა და ხელი ასწია. მაგრამ სანამ ის იბრძოდა,
ჯგუფს შორს გაქცევა მოესწრო. კალა რომ არა, მათ ვერც კი დაინახავ-
და. მაგრამ, კალის წყალობით, მტკივნეულად კარგად ხედავდა, თუ
როგორ ჩეხდნენ გაქცეულებს კოლოსები სქელპირა ხმლებით.
– არა! – ერთხელაც დაიკივლა ვინმა. მათმა სიკვდილმა თავზარი
დასცა, ყველა ის სიკვდილი გაახსენა, რომელიც თავიდან ვერ აიცილა.
– არა, არა, არა!
კალტყვია გათავდა. ფოლადი გათავდა. რკინა გათავდა. აღარაფე-
რი ჰქონდა.
თუ... ერთი რამ ჯერაც შემორჩა. ვინი წამითაც კი არ შეყოვნებულა,
არც კი იცოდა, რამ აფიქრებინა, რომ რამე გამოვიდოდა. მხეცებს დუ-
რალუმინით გაძლიერებული დათრგუნვით შეუტია.
მისი გონება თითქოს რაღაცას შეასკდა. შემდეგ კი ის რაღაცა ნაფ-
ლეთებად იქცა. ვინი ჯერაც გაოგნებული იდგა და ბავშვი მკლავებში
ჰყავდა მოქცეული, როდესაც კოლოსები გაჩერდნენ და ჟლეტა შეწყვი-
ტეს.
853
"რა ვქენი?" – გაიფიქრა, ამღვრეულ გონებაში აზრები დაქროდ-
ნენ და ვინიც ცდილობდა მიმხვდარიყო, ასე რატომ მოიქცა. იმი-
ტომ, რომ იმედგაცრუებული იყო?
არა, იცოდა, რომ მბრძანებელმა მსჯავრმდებლებს შექმნისას
სისუსტე დაუტოვა – ზურგიდან ერთი შუბის გამოძრობა მათ კლავ-
და. კანდრებსაც ჩაუნერგა სისუსტე. კოლოსებსაც რაღაც ექნებო-
დათ.
"ტენსუნმა თქვა, კოლოსები ჩვენი ბიძაშვილებივით არიანო..."
მყარად გაიმართა წელში. ჩაბნელებულ ქუჩაზე მოულოდნელად
სრული მდუმარება ჩამოწვა, რომელსაც მხოლოდ სკაას ტირილი
არღვევდა. კოლოსები იცდიდნენ და ვინიც საკუთარ თავს გრძნობ-
და მათ გონებაში. თითქოს მისი სხეულის ნაწილები იყვნენ. ზუსტად
იმავეს გრძნობდა, რასაც მაშინ, ტენსუნის სხეულზე რომ მოიპოვა
კონტროლი.
მართლაც, ბიძაშვილები იყვნენ. მბრძანებელს კოლოსებისთვი-
საც შეექმნა სისუსტე – იგივე, რაც კანდრებისთვის. საკუთარი თა-
ვისთვის მათი მართვის საშუალება მიენიჭებინა.
და მოულოდნელად მიხვდა, როგორ იმორჩილებდა კოლოსებს
ამდენი წელიწადი.
სეიზდი თავისი რაზმის თავში იდგა, ფერფლსა და თოვლში. ნის-
ლიან სიბნელეში მათი გარჩევა უკვე შეუძლებელი იყო. ჰამი მის
გვერდით იჯდა და თვლემდა. ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა. კალ-
ტყვიის გარეშე, ალბათ, უკვე მკვდარი იქნებოდა. ვიღაცამ სეიზდს
მანტია მისცა, მაგრამ ტერისელმა იგი ლამის გონდაკარგულ ბრიზს
გადააფარა. თითბრის გონს თითქმის აღარ იყენებდა, მაგრამ მაინც
არ სციოდა.
ეგებ უკვე აღარც ადარდებდა.
ორივე ხელი სახესთან მიიტანა და მომუშტა. ჯგუფის ერთადერ-
თი ლამპრის შუქზე ათი ბეჭედი ბზინავდა. ჩაბნელებული ჩიხებიდან
კოლოსები ახლოვდებოდნენ, მათი ფორმები ღამეულ ჩრდილებად
იკვეთებოდა წყვდიადში.
854
სეიზდის ჯარისკაცებმა უკან დაიხიეს. იმედი უკვე აღარ ჰქონდათ.
თავადღა იდგა, მარტოდმარტო, აწოწილი, ნახევრადშიშველი, მელო-
ტი სწავლული. ის, ვინც აღსასრულს ქადაგებდა. ის, ვისაც, წესით, ყვე-
ლაზე მეტი რწმენა უნდა ჰქონოდა.
ათი ბეჭედი. რამდენიმეწუთიანი ძალა. რამდენიმე წუთის სიცოც-
ხლე.
დაიცადა, სანამ კოლოსები შეგროვდებოდნენ. მხეცები სიბნელეში
გასაოცრად ჩუმად მოძრაობდნენ. შემდეგ სულ შეწყვიტეს მოძრაობა,
უხმოდ დადგნენ – წყვდიადში ჩამწკრივდნენ მთასავით სილუეტები.
"რაღას ელოდებიან?" – ფიქრობდა გაღიზიანებული სეიზდი.
ბავშვმა დაისლუკუნა. კოლოსები ისევ ამოძრავდნენ. სეიზდი და-
იძაბა, მაგრამ არსებები წინ არ წამოსულან. გაიყვნენ და მათ შორის
დაბალმა ფიგურამ გამოიარა.
– ლედი ვინ? – წამოიძახა სეიზდმა. მას შემდეგ, რაც ჭიშკართან გა-
დაარჩინა, საუბრის შესაძლებლობა არ მისცემიათ. ღონემიხდილი ჩან-
და.
– სეიზდ, – თქვა ვინმა, – აღზევების წყაროზე ტყუილი მითხარი.
– დიახ, ლედი ვინ, – უპასუხა მან.
– ახლა მნიშვნელობა არა აქვს, – უპასუხა ვინმა, – რატომ ხარ შიშ-
ველი და თანაც ციხე-კოშკის გარეთ?
– მე... – სეიზდმა კოლოსებს ახედა, – ლედი ვინ, მე...
– პენროდ! – შეჰყვირა მოულოდნელად ვინმა, – მანდ ხარ?
მეფე გამოჩნდა. ისეთივე თავგზაარეული ჩანდა, როგორც სეიზდი.
– კარიბჭე გააღე, – დაუყვირა ვინმა.
– ხომ არ გადაირიე? – ყვირილითვე უპასუხა პენროდმა.
– ზუსტად არ ვიცი, – თქვა ვინმა. კოლოსთა ჯგუფი წინ წამოვიდა.
უხმოდ მოდიოდნენ, თითქოს ბრძანება ჰქონდათ მიღებული. ყველაზე
დიდმა ვინი აიყვანა და მაღლა ასწია, სანამ ნისლქმნილი ციხე-კოშკის
წინა, დაბალ კედელს არ გაუთანაბრდა. რამდენიმე კარისკაცმა უკან
დაიხია.
– ძალიან დავიღალე, პენროდ, – უთხრა ვინმა.
855
სეიზდი იძულებული გახდა, კალის გონი ამოექაჩა, რათა საუბ-
რისთვის ყური დაეგდო.
– ყველანი დავიღალეთ, – უთხრა პენროდმა.
– მე განსაკუთრებით, – მიუგო ვინმა, – ყელში ამომივიდა თამა-
შები. ყელში ამომივიდა, რომ ხალხი ლიდერების კამათის გამო
იხოცება. ყელში ამომივიდა, რომ კარგ ადამიანებს იყენებენ.
პენროდმა უხმოდ დაუქნია თავი.
– მინდა, ჩვენი დარჩენილი ჯარისკაცები შეკრიბო, – უთხრა ვინ-
მა, შემობრუნდა და ქალაქს გადმოხედა, – რამდენი დაგრჩა?
– დაახლოებით, ორასი, – უპასუხა მეფემ.
ვინმა თავი დაუქნია.
– ქალაქი ჯერ დაკარგული არაა. კოლოსებმა არმია გაანადგუ-
რეს, მაგრამ მოსახლეობის დასახოცად დრო არ ეყოთ. მინდა, რომ
შენი ჯარისკაცები გაგზავნო, რათა კოლოსთა რაზმები აღმოაჩი-
ნონ. ხალხი დაიცვან, მაგრამ კოლოსებს არ შეუტიონ, თუ, რა თქმა
უნდა, მოახერხებენ. ამის ნაცვლად, ჩემთან შიკრიკი გამოგზავნონ.
სეიზდს მაშინვე გაახსენდა, როგორი ხისთავიანი იყო პენროდი
სულ რამდენიმე წუთის წინ და იფიქრა, შეიძლება წინააღმდეგობა
გაუწიოსო, მაგრამ არა. პენროდმა თავი დაუქნია.
– შემდეგ რას ვაპირებთ? – იკითხა.
– კოლოსებს მე მოვუვლი, – უპასუხა ვინმა, – ჯერ ვენტურთა ცი-
ხე-კოშკს დავიხსნით. ლითონი მჭირდება, იქ კი უზარმაზარი მარა-
გია. როდესაც ქალაქს დავიკავებთ, მინდა, რომ შენმა ჯარისკაცებმა
ცეცხლი ჩააქრონ. ძალიან რთულიც არ უნდა იყოს – თუ რამე და-
საწვავი იყო, უკვე დაიწვა.
– ძალიან კარგი, – პენროდი შებრუნდა და ბრძანებების გაცემა
დაიწყო.
სეიზდი მდუმარედ უყურებდა, როგორ დაუშვა უზარმაზარმა კო-
ლოსმა ვინი მიწაზე. შემდეგ ეს მხეცი უხმოდ დადგა, თითქოს ქვის
ქანდაკება იყო და არა ცოცხალი არსება, ცხელი სისხლითა და ჰა-
ერით სავსე ფილტვებით.
856
– სეიზდ, – ნაზად წარმოთქვა ვინმა. ხმაში დაღლილობა ისმოდა.
– ლედი ვინ, – მაშინვე უპასუხა სეიზდმა. ჰამი, როგორც იქნა,
გონს მოეგო და ახლა ვინისა და კოლოსების დანახვით თავზარდაცე-
მული ჩანდა.
ვინი ჯერაც სეიზდს უყურებდა. ტერისელი კი თვალს ვერ უსწორებ-
და. მაგრამ გოგო მართალი იყო. ამ ღალატზე მერეც ილაპარაკებდნენ.
ჯერ გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები უნდა მოეგვარებინათ.
– სავარაუდოდ, ჩემთვის რამე დავალება გაქვთ, – სიჩუმე დაარ-
ღვია სეიზდმა, – მაგრამ შეიძლება მცირე ხნით წავიდე? რაღაც... საქმე
მეც მაქვს.
– რა თქმა უნდა, სეიზდ, – ნება დართო ვინმა, – მაგრამ ჯერ ამაზე
მიპასუხე: სხვები გადარჩნენ?
– კლაბსი და დოკსონი დაიღუპნენ, ქალბატონო, – მიუგო სეიზდმა,
– სხეულები არ მინახავს, მაგრამ სანდო წყაროებმა გვიამბეს. რო-
გორც ხედავთ, ლორდი ჰამონდი ჩვენთანაა, იმის მიუხედავად, რომ სა-
შინელი ჭრილობა მიიღო.
– ბრიზი? – იკითხა ვინმა.
სეიზდმა კედელთან მიწოლილ სხეულზე ანიშნა.
– საბედნიეროდ, ცოცხალია, მაგრამ მისმა გონებამ ნანახ საშინე-
ლებებს ვერ გაუძლო. შეიძლება, უბრალოდ ზაფრა ეტაკა. ან... რამე
უფრო სერიოზული სჭირს.
ვინმა თავი დაუქნია და ჰამისკენ მიბრუნდა.
– ჰამ, კალტყვია მჭირდება.
მან უემოციოდ დაუქნია თავი, საღი ხელით ფლაკონი ამოაძვრინა
და გადაუგდო. ვინმა დაცალა და დაღლილობაც დაუყოვნებლივ მი-
ინავლა. წელში გასწორდა. თვალები გამოუფხიზლდა.
"შეუძლებელია, ეს ყველაფერი ჯანმრთელობისთვის კარგი იყოს",
– შეწუხდა სეიზდი, – "ნეტავ, უკვე რამდენი დაწვა?"
ვინი უფრო ენერგიული ნაბიჯით გაემართა კოლოსებისკენ.
– ლედი ვინ! – დაუძახა სეიზდმა. ვინი შემობრუნდა, – იქ, გარეთ,
ჯერაც არის არმია.
857
– აჰ, ვიცი, – უპასუხა ვინმა, შემდეგ ერთ-ერთ კოლოსს მოზრდი-
ლი, ლამის სოლივით სქელი ხმალი გამოართვა. ხმალი თავად ვინ-
ზე უფრო გრძელი იყო.
– სტრაფის ზრახვებს კარგად ვხვდები, – თქვა და ხმალი მხარზე
გაიდო, შემდეგ თოვლსა და ნისლში შებრუნდა და ვენტურთა ციხე-
კოშკისკენ დაიძრა. თავისი უცნაური კოლოსი მცველები მძიმე ნა-
ბიჯებით უკან მიჰყვებოდნენ.
სეიზდს თითქმის მთელი ღამე დასჭირდა თავისი საქმის ბოლომ-
დე მისაყვანად. სუსხიან ღამეში მრავალი გვამი იპოვა, უმეტესობას
უკვე ჭირხლი მოსდებოდა. ზოგიერთი გვამის გადმოსაბრუნებლად
და სახის შესამოწმებლად კი ყინულის დამტვრევა გახდა საჭირო.
თითბრის გონისა და მისგან მოგვრილი სითბოს გარეშე ამ საქ-
მეს თავს ვერასდროს გაართმევდა. მაგრამ მაინც იშოვა უფრო თბი-
ლი ტანსაცმელი – უბრალო, ყავისფერი ქურთუკი და ჩექმა. მთელი
ღამე მუშაობდა, ქარი თოვლისა და ყინულის ნამცეცებს ციბრუტი-
ვით აბზრიალებდა ჰაერში. სეიზდმა, რა თქმა უნდა, კარიბჭიდან და-
იწყო. სხეულების უმეტესობა იქ ეყარა. შემდეგ ქუჩებსა და ორღო-
ბეებზე გადავიდა.
მის სხეულს გამთენიისას მიაგნო.
ქალაქი აღარ იწვოდა. მიდამოს მხოლოდ თავისი ლამპრით ინა-
თებდა, მაგრამ თოვლში აცახცახებული ქსოვილის შესამჩნევად
საკმარისი აღმოჩნდა. სეიზდმა თავდაპირველად იფიქრა, რომ კი-
დევ ერთი სისხლიანი სახვევი იპოვა, რომელსაც თავისი საქმე ვერ
შეესრულებინა, მაგრამ მერე ნარინჯისფრისა და ყვითლის ბზინვაც
შეამჩნია და ნელა მიუახლოვდა – სირბილისთვის ძალები აღარ
შერჩა. შემდეგ თოვლი გადაფერთხა.
ტინდუილის სხეულმა გადმოტრიალებისას ოდნავ დაიტკაცუნა –
ფერდზე სისხლი ჰქონდა მიყინული. ღიად დარჩენილ თვალებზეც
ჭირხლი ეფინა. სხეულის მდებარეობის მიხედვით, ჯარისკაცებს
ვენტურთა ციხე-კოშკისკენ მიუძღოდა.

858
"ოჰ, ტინდუილ", – გაიფიქრა და ხელით სახეზე შეეხო. კანი ჯერაც
რბილი ჰქონდა, მაგრამ – თავზარდამცემად ცივი. წლების განმავლო-
ბაში შემჯვარებლების მიერ ჩაგვრისა და ამდენი განსაცდელის გადა-
ტანის შემდეგ, ასეთი აღსასრული ჰპოვა. სიკვდილი ქალაქში, რომლი-
დანაც სულ არ იყო, და იმ მამაკაცთან, უფრო სწორად, ნახევარ-კაც-
თან, რომელიც მას სრულიად არ იმსახურებდა.
თითბრის გონს თავი ანება და ღამის სიცივეს საშუალება მისცა,
ტალღასავით გადაევლო მის სხეულზე. იმწამს არ უნდოდა, ერთი ბეწო
სითბო მაინც ეგრძნო. ლამპარი თავდაჯერების გარეშე ციმციმებდა,
ქუჩასა და გაყინულ სხეულს ანათებდა. შემდეგ, როცა ლუთადელის
ორღობეში საყვარელი ქალის გვამს დახედა, სეიზდი რაღაცას მიხვდა.
წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ექნა.
სცადა, შესაფერისი სიტყვები მოეძებნა, მაგრამ მოულოდნელად
რელიგიებთან დაკავშირებული მთელი მისი ცოდნა საშინლად უსარ-
გებლო გახდა. ან კი, დამარხვას რა აზრი ჰქონდა? რა აზრი ჰქონდა დი-
დი ხნის წინ მივიწყებული ღმერთების ლოცვების აღვლენას? ან თავად
მას რა სიკეთე მოჰქონდა? დადრადაჰის რელიგია კლაბსს არაფერში
გამოადგა. ათასობით გარდაცვლილ ჯარისკაცსაც ვერ უშველა გადარ-
ჩენილმა. რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფერს?
საკუთარი ცოდნა შვებას ვერ ჰგვრიდა. იგი სრულად ეთანხმებოდა
იმ რელიგიებს, რომლებიც იცოდა – მათი ღირებულებებისაც სჯეროდა
– მაგრამ ახლა ნამდვილად ვეღარ აძლევდნენ იმას, რაც სჭირდებოდა.
ვერ აჯერებდნენ, რომ ტინდუილის სული ჯერაც ცოცხლობდა. ამის ნაც-
ვლად, აიძულებდნენ, კითხვები დაესვა. თუკი ამდენ ადამიანს ამდენი
განსხვავებული რამისა სწამდა, როგორ შეიძლებოდა, რომელიმე –
თუნდაც ერთი მათგანი – ნამდვილი ყოფილიყო?
სკაა სეიზდს წმინდანად მიიჩნევდა, მაგრამ იმწამს სეიზდი ხვდებო-
და, რამდენად დიდი მკრეხელი იყო სინამდვილეში. სამასი რელიგია
იცოდა, მაგრამ ერთისაც კი არ სწამდა.

859
ამიტომაც ცრემლებს დაუთმო გზა, რომლებიც ლამის სახეზე
ეყინებოდა. მაგრამ ტირილიც იმდენად მცირე შვებას ჰგვრიდა,
რამდენსაც რელიგია. ამოიკვნესა და გვამს გადაემხო.
"ჩემი ცხოვრება სიცრუე აღმოჩნდა", – გაიფიქრა მან.
რაშეკმა უნდა სცადოს ალენდისთვის გზა-კვალის არევა, უნდა სცა-
დოს და ხელი ააღებინოს განზრახვაზე; ან როგორმე სხვაგვარად
შეუშალოს ხელი საწადელის მიღწევაში. ალენდიმ არ იცის, რომ
მოგვატყუეს, რომ ყველანი მოგვატყუეს... და ის ყურს აღარ დამიგ-
დებს.

55
დილით სტრაფს გაეღვიძა. ციოდა. მაშინვე შავი ფრაინის ფო-
თოლს სწვდა. ბალახზე მიჩვევის დადებით მხარეებს უკვე ცხადად
ამჩნევდა. ადვილად და სწრაფად ფხიზლდებოდა; დილის სუსხის
მიუხედავად, სითბოს გრძნობდა. ადრე მთელი საათი სჭირდებოდა
მოსამზადებლად, ახლა კი რამდენიმე წუთში დგებოდა, იცვამდა და
ახალი დღისთვის მზად იყო.
დღე კი ტრიუმფალური უნდა ყოფილიყო.
ჯანარლი კარვის გარეთ დახვდა და ერთად ჩაიარეს აფუსფუსე-
ბულ ბანაკში. როცა ცხენისკენ მიდიოდა, სტრაფის ჩექმა გაყინულ
თოვლზე ხრაშუნებდა.
– ცეცხლი ჩაქრა, ბატონო, – აუხსნა ჯანარლმა, – ალბათ, თოვ-
ლის ბრალია. კოლოსებმა, სავარაუდოდ, რბევა დაასრულეს და სი-
ცივის გამო შენობებს შეეფარნენ. მზვერავები ახლოს მისვლას ვერ
ბედავენ, მაგრამ ამბობენ, რომ ქალაქი სასაფლაოს ჰგავს. ჩუმია
და, გვამებს თუ არ ჩავთვლით, სრულიად ცარიელი.
– ეგებ ერთმანეთი ამოხოცეს, – თქვა სტრაფმა მხიარულად და
ცხენზე ამხედრდა. მისი სუნთქვა ორთქლის ბოლქვებად გამოეკიდა
დილის სუფთა ჰაერში. მის გარშემო არმია იკრიბებოდა. ორმოც-
დააათი ათასი ჯარისკაცი; თითოეულ მათგანს ქალაქის აღება ეწა-

860
და. არა მხოლოდ ძარცვა-გლეჯის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ლუ-
თადელში შესვლა ჭერსა და სახლებს ნიშნავდა.
– ეგებ, – დაუდასტურა ჯანარლმა და თავადაც ამხედრდა.
"ძალიან მოსახერხებელი იქნებოდა", – გაიფიქრა სტრაფმა ღი-
მილით, – "ყველა, ვინც მემტერებოდა, მკვდარია, ქალაქი და მისი სიმ-
დიდრე მე დამრჩა, თანაც ისე, რომ სკააზე თავის ატკიებაც კი არ დამ-
ჭირდა".
– ბატონო! – შეჰყვირა ვიღაცამ.
სტრაფმა თავი ასწია. მის ბანაკსა და ლუთადელს შორის არსებული
მინდორი ფერფლნარევი თოვლის გამო თეთრიდან ნაცრისფერში გა-
დადიოდა. მინდვრის მეორე მხარეს კი კოლოსები იყვნენ შეკრებილე-
ბი.
– როგორც ჩანს, მაინც ცოცხლები არიან, ბატონო, – უთხრა ჯანარ-
ლმა.
– მართლაც, – სტრაფი მოიღუშა. ბევრნი გადარჩენილიყვნენ. და-
სავლეთის კარიბჭიდან გამოლაგდნენ და შეტევის ნაცვლად, დიდ რაზ-
მად დაიწყეს ფორმირება.
– მზვერავები გვატყობინებენ, რომ მათი რაოდენობა ძალიან შემ-
ცირდა, – ცოტა ხანში უთხრა ჯანარლმა, – დაახლოებით, თავდაპირვე-
ლი ჯარის ორი მესამედია დარჩენილი, შეიძლება, უფრო ცოტაც. მაგ-
რამ კოლოსები არიან...
– რომლებიც ქალაქის გალავანს არ იყენებენ, – გაიღიმა სტრაფმა.
სისხლს შავი ფრაინი უთბობდა და სტრაფიც თავს ისე გრძნობდა, თით-
ქოს ლითონს წვავდა, – და ჩვენზე თავდასხმას აპირებენ. შეტევაზე
გადმოსვლის საშუალება მიეცით. ძალიან მალე მოვუღებთ ბოლოს.
– დიახ, ბატონო, – თქვა ჯანარლიმ, რომელიც ნაკლებად თავდაჯე-
რებული ჩანდა. წარბები შეჭმუხნა, შემდეგ კი ქალაქის სამხრეთ ნაწი-
ლისკენ ანიშნა, – ჰმ... ბატონო?
– ახლა რაღა გინდა?
– ჯარისკაცები, ბატონო! – უპასუხა ჯანარლიმ, – ადამიანები. რამ-
დენიმე ათასი ჯარისკაცია!
861
სტრაფი მოიქუფრა.
– ყველანი დახოცილები უნდა იყვნენ!
კოლოსები შეტევაზე გადმოვიდნენ. ლურჯი მხეცები ნაცრისფერ
მინდორში რომ გამოქანდნენ, სტრაფის ცხენი აღელდა. ადამიანები
კოლოსების უკან, უფრო ორგანიზებულ მწკრივებად განლაგდნენ.
– მშვილდოსნებო! – დაიღრიალა ჯანარლიმ, – პირველი გას-
როლა მოამზადეთ!
"ეგებ, წინა რიგებში არ უნდა ვიყო", – გაიფიქრა სტრაფმა. ცხენი
შეაბრუნა და უცებ რაღაც შენიშნა.
კოლოსთა რიგებიდან მოულოდნელად ისარი გამოფრინდა.
მაგრამ კოლოსები მშვილდებს არ იყენებდნენ... თანაც მხეცების
ნასროლი ისარი ძალიან დიდი ჩანდა. ქვა ხომ არ იყო? მაგრამ კი-
დევ უფრო დიდი ჩანდა, ვიდრე...
იარაღმა სტრაფის არმიისკენ იწყო ვარდნა. სტრაფმა ცაში აიხე-
და, მფრინავ ისარს თვალს ვერ სწყვეტდა. ვარდნისას უფრო ადვი-
ლი გასარჩევი ხდებოდა. არც ისარი იყო და არც – ქვა.
ადამიანი იყო. და ნისლსაფარი უფრიალებდა.
– არა! – დაიღრიალა სტრაფმა. "ის ხომ წავიდა!"
ვინმა კივილით დაასრულა დურალუმინით გაძლიერებული ნახ-
ტომი. კოლოსის უზარმაზარი ხმალი მსუბუქად ეჭირა. ხმალი
სტრაფს პირდაპირ თავში ჩააჭედა და მთელი ძალით დააწვა; იარა-
ღი მიწამდე ჩაესო და, შეჯახების უზარმაზარი ძალით, თოვლი და
გაყინული ტალახი ჰაერში აიფრქვა.
ცხენი ორ ნაწილად გაიპო. ყოფილი მეფის ნარჩენები ცხოველის
გვამთან ერთად მიწაზე დაცვივდა. ვინმა ნაფლეთებს დახედა, ბო-
როტად გაიღიმა და სტრაფს გამოეთხოვა.
ბოლოს და ბოლოს, ელენდმა ხომ გააფრთხილა, რაც მოუვიდო-
და, თუ ქალაქზე თავდასხმას გადაწყვეტდა.
სტრაფის თავზარდაცემული გენერლები ვინის გარშემო წრედ
იყვნენ შემოკრებილები. გოგოს ზურგს უკან კოლოსთა არმია მოქ-

862
როდა. დაბნეულობის გამო, სტრაფის მშვილდოსნები მიზანში ვეღარ
არტყამდნენ.
ვინმა ხელები ხმალს მყარად ჩასჭიდა, შემდეგ დურალუმინს მო-
უკიდა და უბიძგა. მხედრები ადგილიდან მოსწყდნენ, მათ ცხენებს
მუხლები მოეკვეთათ, რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით
მდგომი ჯარისკაცები მისგან საპირისპირო მხარეს გადაცვივდნენ. ადა-
მიანებმა ყვირილი მორთეს.
ვინმა კიდევ ერთი ფლაკონი დაცალა და ფოლადისა და კალტყვიის
მარაგი აღიდგინა. შემდეგ ჰაერში ახტა. გენერლებს ან სხვა ოფიცრებს
ეძებდა. თან მისი კოლოსების ჯარი სტრაფის არმიის პირველ რიგებს
მიასკდა და ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა გაჩაღდა.
– რა ჯანდაბას აკეთებენ? – იკითხა სეტმა და ნაჩქარევად მოიგდო
მხრებზე მანტია. ცხენზე დაჯდომასა და უნაგირზე დამაგრებაში დაეხ-
მარნენ.
– როგორც ჩანს, უტევენ, – მიუგო ბაჰმენმა, ერთ-ერთმა დამხმა-
რემ, – შეხედეთ! კოლოსებთან ერთად იბრძვიან!
სეტი მოიღუშა, ჯერაც მანტიას იკრავდა.
– ზავი დადეს?
– კოლოსებთან? – გაუკვირდა ბაჰმენს.
სეტმა მხრები აიჩეჩა.
– რომელი მოიგებს?
– მაგას ჯერ ვერავინ იტყვის, ჩემო ბატონო, – უპასუხა კაცმა, – კო-
ლოსები...
– ეს რაღაა! – მოითხოვა პასუხი ალრიანმა, ცხენს თოვლიან ფერ-
დობზე მოაჭენებდა. თან რამდენიმე შეცბუნებული მცველი მოჰყვებო-
და. სეტმა, რა თქმა უნდა, მცველებს უბრძანა, რომ ალრიანი ბანაკიდან
არ გამოეშვათ, მაგრამ იცოდა, ადრე თუ გვიან, ისინი ვეღარ გაუძლებ-
დნენ.
"იმის იმედი მაინც მაქვს ხოლმე, რომ დილის მორთვა-მოკაზმვა
ცოტათი აფერხებს", – გაიღიმა სეტმა. ალრიანს კაბა უზადოდ ჰქონდა
მორგებული და ვარცხნილობასაც წუნს ვერავინ დასდებდა. შენობას
863
ცეცხლი რომ მოსდებოდა, ალრიანი ჯერ მაკიაჟს მოიწესრიგებდა
და შემდეგ გაიქცეოდა.
– როგორც ჩანს, ბრძოლა დაიწყო, – უპასუხა სეტმა და თავით ანიშ-
ნა ბრძოლის ველისკენ.
– ქალაქის გარეთ? – ჰკითხა ალრიანმა და გვერდით ამოუდგა,
შემდეგ შუბლი გაეხსნა, – სტრაფის პოზიციას უტევენ!
– ჰო, – მიუგო სეტმა, – რაც ნიშნავს, რომ ქალაქი სრულიად...
– უნდა დავეხმაროთ, მამა!
სეტმა თვალები აატრიალა.
– თავადაც ხომ იცი, რომ მსგავსს არაფერს ვაპირებთ. დაველო-
დებით, ვნახავთ, ვინ გაიმარჯვებს, თუ საკმარისად დასუსტდებიან,
რისი დიდი იმედიც მაქვს, მათ დავესხმებით თავს. თან მთელი ჩემი
ძალები არ მყავს, მაგრამ ეგებ...
ალრიანის მზერა შენიშნა და დადუმდა. შემდეგ პირი გააღო,
რომ საუბარი გაეგრძელებინა, მაგრამ სანამ ამას მოახერხებდა,
ალრიანმა თავის ცხენს დეზი ჰკრა.
მცველები წყევლა-კრულვით დაედევნენ და სცადეს, აღვირზე
ხელი ეტაცათ, მაგრამ უკვე გვიანი იყო. სეტი დარეტიანებული იდგა.
მართალია, მის გოგოს ცოტათი ყოველთვის უქროდა, მაგრამ იმას
კი ვერ გაბედავდა, რომ...
ალრიანი ბრძოლისკენ გაქანდა. შემდეგ შეჩერდა, ზუსტად ისე,
როგორც სეტი ელოდა. შემობრუნდა და ამოხედა.
– ჩემი დაცვა თუ გინდა, მამა, – დაიყვირა, – სჯობს, შეტევაზე გა-
დახვიდე!
ამ სიტყვებთან ერთად, შებრუნდა და ისე გააჭენა, ცხენი თოვ-
ლის კორიანტელს აყენებდა.
სეტი არც კი განძრეულა.
– ბატონო ჩემო, – თქვა ბაჰმენმა, – ძალები ლამის თანაბარია.
ორმოცდაათი ათასი კაცი დაახლოებით თორმეტი ათასი კოლოსი-
სა და ხუთი ათასი ადამიანის წინააღმდეგ. ჩვენი ძალები ერთ-ერთ
მხარეს რომ წავაშველოთ...
864
"წყეული, სულელი გოგო!" – ფიქრობდა სეტი და შეჰყურებდა, რო-
გორ შორდებოდა ალრიანი.
– ბატონო? – ჰკითხა ბაჰმენმა.
"საერთოდაც, რატომ მოვბრუნდი ლუთადელში? მართლა მეგონა,
რომ ქალაქს დავიპყრობდი? ალომანტების გარეშე, თანაც მაშინ, რო-
დესაც შინ აჯანყება მძვინვარებს? თუ იმიტომ მოვბრუნდი, რომ რამე
სხვას ვეძებდი? ისტორიების დადასტურებას. ისეთ ძალას... მაშინ რომ
ვნახე, მემკვიდრემ კინაღამ რომ მომკლა. მაინც, როგორ დაითანხმეს
კოლოსები მათთან ერთად ბრძოლაზე?"
– ძალები შეკრიბეთ! – ბრძანა სეტმა, – ლუთადელის დასაცავად
მივდივართ! და ვინმემ ჩემი ბრიყვი შვილის დასაჭერად მხედრები გა-
უშვით!
სეიზდი უხმოდ მიდიოდა, ცხენი ნელა მიაპობდა თოვლს. მის წინ
ბრძოლა მძინვარებდა, მაგრამ სეიზდი საკმარისად იყო ჩამორჩენილი
იმისთვის, რომ რამე საფრთხე დამუქრებოდა. ქალაქი უკან მოიტოვა.
გადარჩენილი ქალები და მოხუცები ყველაფერს გალავნიდან ადევნებ-
დნენ თვალს. ვინმა ისინი კოლოსებისგან დაიხსნა. ჭეშმარიტი სასწაუ-
ლი ის იქნებოდა, დარჩენილ ორ არმიასაც თუ დაამარცხებდა.
სეიზდი საბრძოლველად არ მიდიოდა. მისი ლითონგონები, ფაქ-
ტობრივად, დაცარიელდა, სხეული და გონება კი გადაღლილი ჰქონდა.
უბრალოდ, ცხენი შეაჩერა და მარტოდმარტო იდგა, ორთქლი ბოლქვე-
ბად იფრქვეოდა გაყინულ ჰაერში.
არ იცოდა, ტინდუილის სიკვდილს როგორ გამკლავებოდა. სიცა-
რიელეს გრძნობდა. სურდა, უბრალოდ, ვეღარაფერი ეგრძო. სურდა,
რომ, თავის დროზე, მისი კარიბჭის დასაცავად წასულიყო საკუთარის
ნაცვლად. რატომ არ წავიდა ტინდუილის მოსაძებნად მაშინვე, რო-
გორც კი გაიგო, რომ ჩრდილოეთის კარიბჭე დაეცა? მაშინ ჯერ კიდევ
ცოცხალი იყო. ალბათ, მის დაცვას მოახერხებდა...
ჯერაც რატომ დარდობდა? თავს რატომ იწუხებდა?

865
"მაგრამ საბოლოოდ ისინი აღმოჩნდნენ მართლები, ვინც რწმე-
ნა შეინარჩუნა", – გაიფიქრა მან, – "ვინი ქალაქის დასაცავად დაბ-
რუნდა. მე იმედი დავკარგე, მაგრამ მათ იგივე არასდროს დამარ-
თვიათ".
სვლა განაგრძო. შორიდან ბრძოლის ხმაური ისმოდა. სცადა, ტინ-
დულის გარდა სხვა რამეზეც ეფიქრა, მაგრამ ფიქრები მაინც იმ თემებს
უტრიალებდა, რომელთაც ქალთან ერთად იკვლევდა. სეიზდისთვის
ისტორიული ფაქტები და ლეგენდები ახლა გაცილებით უფრო
ძვირფასი იყო, ვინაიდან ისინი ტინდუილთან აკავშირებდა. მტკივ-
ნეული კავშირი გამოდიოდა, მაგრამ მის თავიდან მოშორებას ვე-
რაფრით გაბედავდა.
"ეპოქათა გმირი უბრალო მებრძოლი არ იყო", – გაიფიქრა მან,
ზანტად მიიწევდა ბრძოლის ველისკენ, – "იგი სხვების გამაერთია-
ნებელი იყო. ლიდერი".
იცოდა, ვინი ფიქრობდა, რომ თავად იყო გმირი. მაგრამ ტინდუი-
ლის აზრიც სიმართლედ ეჩვენებოდა: ამდენი რამ ერთმანეთს ასე
უბრალოდ ვერ დაემთხვეოდა. სეიზდმა კი უკვე აღარ იცოდა, რისი
სჯეროდა.
თუკი საერთოდ სჯეროდა რამისა.
"ეპოქათა გმირი ტერისელი არ იყო", – ფიქრობდა სეიზდი. კო-
ლოსები მტერს უტევდნენ, – "თავად სამეფო სისხლი არ ჰქონდა,
მაგრამ მოგვიანებით შეიძინა".
სეიზდმა სადავეს მოქაჩა და ცხენი ტრიალ მინდორზე გააჩერა.
მის გარშემო გადათელილი თოვლიდან ისრები ამოჩრილიყო. შო-
რიდან დაფდაფების ხმა შემოესმა. შემობრუნდა და დაინახა, რომ
დასავლეთიდან არმია გამოჩნდა. სეტის დროშას აფრიალებდნენ.
"მთელი მსოფლიოს არმიებს მართავდა. მეეფეები მოდიოდნენ
მის დასახმარებლად".
სეტის ძალები სტრაფის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაებნენ. რკინის
რკინაზე მირტყმის ღრჭიალი გაისმა, ხალხი ხვნეშოდა – ახალი
ფრონტი გაჩნდა. სეიზდი ქალაქსა და არმიებს შორის, მინდორზე,
866
იდგა. ვინის ჯარი რიცხობრივად ჯერაც უმცირესობაში იყო, მაგრამ
სტრაფის არმიამ უკან დახევა დაიწყო. რაზმებად დაიშალა, ჯარის-
კაცები კი თავგზაარეულები იბრძოდნენ. მებრძოლთა მოძრაობაში
შიში ჩანდა.
"ლედი ვინი გენერლებს ხოცავს", – გაიფიქრა სეიზდმა.
სეტი ჭკვიანი კაცი იყო. თავის ცხენს ბრძოლის ველისკენ კი მიაჭე-
ნებდა, მაგრამ პირველი რიგების ზურგს უკან რჩებოდა. სისუსტის გა-
მო, ჯერაც იძულებული იყო, უნაგირზე მიბმულს ევლო, ამიტომ ბრძო-
ლა უჭირდა. და მაინც, შეტევაზე გადასვლით გარანტია მიიღო, რომ ვი-
ნი თავის კოლოსებს მის წინააღმდეგ არ შემოაბრუნებდა.
სეიზდს ეჭვიც კი აღარ ეპარებოდა იმაში, თუ ვინ იქნებოდა გამარ-
ჯვებული. მართლაც, ერთი საათიც კი არ იყო გასული, რომ სტრაფის
ჯარისკაცებმა დიდ რაზმებად იწყეს დანებება. ბრძოლის ღრიანცელი
ნელ-ნელა ჩაკვდა; და სეიზდმა თავის ცხენს დეზი ჰკრა.
"წმინდა პირველმხილველი", – გაიფიქრა მან, – "არ ვიცი, მჯერა თუ
არა ამ წოდების, მაგრამ აუცილებლად ადგილზე უნდა გავჩნდე და ვნა-
ხო, რა მოხდება".
კოლოსებმა ბრძოლა შეწყვიტეს და მდუმარედ იდგნენ. სეიზდის მი-
ახლოებისთანავე ორად იყოფოდნენ და გზას უთმობდნენ. ბოლოს ვი-
ნიც დაინახა, სისხლში მოსვრილი, მხარზე კოლოსის უზარმაზარი ხმა-
ლი გაედო. რამდენიმე კოლოსმა ვიღაც კაცი წინ გამოათრია – მდიდ-
რულად ეცვა და ვერცხლისფერი სამკერდული ეკეთა. ვინის წინაშე და-
აგდეს. უკნიდან პენროდი გამოჩნდა საპატიო დაცვასთან ერთად. წინ
კოლოსი მოუძღოდა.
ხმას არავინ იღებდა. ბოლოს კოლოსების კედელი კვლავ გაიყო და
ამჯერად სეტი მოვიდა. დაეჭვებული მზერა ჰქონდა, ჯარისკაცების დი-
დი ჯგუფი მოაცილებდა და წინ ერთადერთი კოლოსი მოუძღოდა.
სეტმა ვინს გადახედა და ნიკაპი მოისრისა.
– დიდი ვერაფერი ბრძოლა იყო, – თქვა ბოლოს.
– სტრაფის ჯარისკაცებს შეეშინდათ, – უპასუხა ვინმა, – შესცივდათ
და კოლოსებთან ბრძოლა არ უნდოდათ.
867
– ლიდერებსაც შესცივდათ?
– ლიდერები მოვკალი, – აუხსნა ვინმა, – აი, ამის გარდა. რა გქვია?
– ლორდი ჯანარლი, – უპასუხა კაცმა. ფეხი ჰქონდა მოტეხილი და
კოლოსებს მკლავებით ეჭირათ, რომ არ დაცემულიყო.
– სტრაფი მკვდარია. ახლა მის არმიას შენ მართავ.
დიდგვაროვანმა თავი დახარა.
– არა, მე არა. თქვენ.
ვინმა თავი დაუქნია.
– მუხლებზე, – უბრძანა.
კოლოსებმა ჯანარლი დააგდეს. მან ტკივილისგან დაიხვნეშა,
შემდეგ ქედი მოიდრიკა.
– ჩემი არმიის ერთგულებას შემოგფიცავთ, – დაიჩურჩულა მან.
– არა, – მკაცრად უპასუხა ვინმა, – მე კი არა, ვენტურთა საგვა-
რეულოს კანონიერ შთამომავალს. ახლა ისაა თქვენი ბატონი.
ჯანარლი წამით დადუმდა.
– ძალიან კარგი, – უთხრა ბოლოს, – როგორც გენებოთ. მაშინ
ერთგულების ფიცს სტრაფის ვაჟის, ელენდ ვენტურის სახელზე
ვდებ.
სხვადასხვა ჯგუფი მდუმარედ იდგა სიცივეში. სეიზდმა ვინის მზე-
რას თვალი გააყოლა. ვინი პენროდს უყურებდა. კეთილშობილი უხ-
მოდ ჩამოქვეითდა და დაიჩოქა.
– მეც ვიფიცებ, – თქვა პენროდმა, – რომ ელენდ ვენტურის ერ-
თგული ვიქნები.
ვინი ლორდი სეტისკენ შეტრიალდა.
– ჩემგანაც იმავეს ელი? – გაიცინა წვეროსანმა კაცმა.
– კი, – ხმადაბლა წარმოთქვა ვინმა.
– უარი რომ ვთქვა? – დაინტერესდა სეტი.
– მოგკლავ, – ჩუმად უპასუხა ვინმა, – ჩემს ქალაქზე თავდას-
ხმისთვის არმია მოიყვანე. ჩემს ხალხს დაემუქრე. შენს ჯარისკა-
ცებს არ დავხოცავ და შენი დანაშაულისთვის პასუხს აღარ მოვ-
თხოვ. მაგრამ შენ კი მოგკლავ, სეტ.
868
დუმილი. სეიზდი შეტრიალდა და უძრავი კოლოსების მწკრივებს გა-
ხედა, სისხლიან თოვლში რომ აწოწილიყვნენ.
– ეგ მუქარაა, ხომ ხვდები, – უთხრა სეტმა, – შენი ელენდი ასეთ
რამეს არასდროს დაუშვებდა.
– ელენდი აქ არაა, – უპასუხა ვინმა.
– და შენი აზრით, რომ იყოს, რას იტყოდა? – ჰკითხა სეტმა, – მეტ-
ყოდა, რომ ასეთ მოთხოვნას არ დავთანხმდე. ღირსეული ელენდ ვენ-
ტური ასე მარტივად მუქარას არასდროს დანებდება.
– შენ ელენდის მსგავსი არა ხარ, – უთხრა ვინმა, – და ეგ თავადაც
კარგად იცი.
სეტი შეყოყმანდა, შემდეგ გაიღიმა.
– არა, არა, ნამდვილად არ ვარ, – დამხმარეებს მიუბრუნდა, – ჩა-
მოსვლაში დამეხმარეთ.
ვინი უხმოდ შეჰყურებდა, როგორ ახსნეს მსახურებმა სეტის ფეხები
უნაგირიდან, შემდეგ ასწიეს და თოვლით დაფარულ მიწაზე დაუშვეს.
მანაც დაიჩოქა.
– მაშ, კარგი. ჩემს ერთგულებას ელენდ ვენტურს შევფიცავ. ჩემს სა-
მეფოში დიდი სიხარულით შევხვდებით... ოღონდ, ჯერ თუ იმ დაწყევ-
ლილ ვალმდებელს რამეს მოუხერხებს, რომელიც ჩემს სამეფოს მარ-
თავს...
ვინმა თავი დაუქნია და სეიზდს მიუბრუნდა.
– სეიზდ, შენი დახმარება მჭირდება.
– რასაც მიბრძანებთ, ქალბატონო, – ხმადაბლა მიუგო სეიზდმა.
ვინი წამით შეჩერდა.
– გთხოვ, ასე ნუ მეძახი.
– როგორც თქვენ გნებავთ, – უპასუხა სეიზდმა.
– აქ შეკრებილთაგან ერთადერთი ხარ, რომელსაც ვენდობი, სე-
იზდ, – თქვა ვინმა ისე, რომ სამი მუხლმოყრილი კაცისთვის ყურადღე-
ბაც არ მიუქცევია, – თანაც ჰამი დაჭრილია, ბრიზი კი...
– რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ, – დაჰპირდა სეიზდი, –
რა უნდა ვქნა?
869
– ლუთადელი დაიცავი, – უპასუხა ვინმა, – დარწმუნდი, რომ
ხალხს თავშესაფარი აქვს და სტრაფის მარაგებიდან საკვები გაანა-
წილე. არმიებს მიხედე, რომ ერთმანეთი არ ამოხოცონ და ელენდის
მოსაყვანად ხალხი გაგზავნე. სამხრეთში არხის შარაგზით დაბრუნ-
დება.
სეიზდმა თავი დაუქნია და ვინიც სამ მეფეს მიუბრუნდა.
– სეიზდს ჩემ დამხმარედ ვნიშნავ. ისევე დაემორჩილებით, რო-
გორც მე ან ელენდს.
თითოეულმა მათგანმა თავი დაუქნია.
– კი მაგრამ, თავად სად მიდიხართ? – იკითხა პენროდმა და თა-
ვი ასწია.
ვინმა ამოიოხრა და უეცრად საშინლად გადაღლილი გამომეტ-
ყველება მიიღო.
– დასაძინებლად, – უპასუხა და ხმალი დააგდო. შემდეგ იარაღს
უბიძგა, ჰაერში ასხლტა და ლუთადელისკენ გაფრინდა.
"ზურგს უკან ნანგრევები მოიტოვა, მაგრამ ეს დავიწყებას მი-
ეცა", – ფიქრობდა სეიზდი და ცაში ატყორცნილ ფიგურას შეჰყურებ-
და, – "სამეფოები შექმნა და მერე ისევ დალეწა, როდესაც მსოფ-
ლიო ხელახლა გახდა შესაქმნელი. მთელი ეს დრო გმირს არასწორ
სქესს ვანიჭებდით".
მეხუთე ნაწილის დასასრული

მეექვსე ნაწილი - სიტყვები ფოლადში


თუკი რაშეკი ალენდისთვის თვალის ახვევას ვერ შეძლებს, ყმაწ-
ვილს დავავალე, ალენდი მოკლას.

56
"როგორ უძლებს ვინი ამდენს?" – უკვირდა ელენდს. ნისლში ხუ-
თი მეტრის იქით ძლივს ხედავდა. ხეები აჩრდილებივით ჩნდებოდ-
ნენ და ქრებოდნენ, ტოტები გზის გარშემო იხლართებოდნენ. ნის-
ლი ლამის ცოცხალივით მოძრაობდა, იტალღებოდა და ცივ, ღამე-
870
ულ ჰაერს ატრიალებდა. ელენდის პირიდან გამოშვებულ ორთქლს ისე
იტაცებდა, თითქოს მისი შესრუტვა სწადიაო.
ელენდი ცახცახებდა და გზას განაგრძობდა. ბოლო რამდენიმე
დღის განმავლობაში თოვლი ალაგ-ალაგ დადნა და მხოლოდ ჩრდილ-
შიღა იდო. არხის შარაგზა, საბედნიეროდ, უმეტესად გადაწმენდილი-
ყო.
აბგა მხარზე მოიგდო, მხოლოდ აუცილებელ ნივთებს მოათრევდა.
სპუკის რჩევით, ცხენები რამდენიმე დღის წინ გადაცვალეს სოფელში.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში გამეტებით მოაჭენებდნენ, თუმ-
ცა, მახვილთვალას აზრით – რომელიც მათ კვებასა და ზოგადად, გა-
დარჩენაზე იყო პასუხისმგებელი – ჩიტი ბდღვნად არ ღირდა, მით უმე-
ტეს, თუ ლუთადელისკენ მიმავალ საბოლოო გზას გაითვალისწინებ-
დნენ. თანაც ლუთადელში ყველაფერი უკვე დასრულდებოდა. ამიტო-
მაც ელენდი მარტოდმარტო მიდიოდა სიბნელეში. მისტიკური შიშის
მიუხედავად, სიტყვა შეასრულა და ღამ-ღამობით მგზავრობდა. საქმე
მხოლოდ ვინის სიტყვებშიც არ იყო, სპუკი ამტკიცებდა, რომ ღამე სი-
არული გაცილებით უხიფათო იქნებოდა. ნისლში გასვლას სულ თითო-
ოროლა მოგზაური თუ ბედავდა, ამიტომაც ყაჩაღები ღამით არ დაძ-
რწოდნენ.
სპუკი წინ მიდიოდა. შეგრძნებები კალით ჰქონდა გამახვილებული
და შეეძლო, საფრთხე მანამდე აღმოეჩინა, სანამ ელენდი მასში თავით
გადაეშვებოდა. "მაინც ვერ გავიგე, როგორ ხედავს", – ბჭობდა სიარუ-
ლისას, – "კალა ხომ მხედველობას აუმჯობესებს, მაგრამ ასეთ ნისლში
რა მნიშვნელობა აქვს, რამდენად შორს შეგიძლია დანახვა?"
წიგნებში ეწერა, რომ ალომანტია ადამიანს ნისლის მიღმა ჭვრეტა-
ში ეხმარებოდა, თუმცა კაცმა არ იცოდა, როგორ. ელენდს ყოველთვის
აინტერესებდა, რანაირი შეგრძნება იქნებოდა, მაგრამ ასე კალტყვიის
ძალაც აინტერესებდა და ატიუმით ბრძოლაც. ალომანტები ცოტანი იყ-
ვნენ, დიად გვარებშიც კი. და მაინც, სტრაფი ყოველთვის ისე ექცეოდა,
რომ ელენდი თავს დამნაშავედ გრძნობდა, თავადაც ალომანტად რომ
არ დაიბადა.
871
"მაგრამ, მეფე ხომ გავხდი, თუნდაც ალომანტიის გარეშე", – გა-
იფიქრა და თავისთვის ჩაიღიმა. მართალია, სამეფო ტახტი დაკარგა და
გვირგვინი წაართვეს, მაგრამ მის დამსახურებებს ვერავინ შეეხებოდა.
დაამტკიცა, რომ ასამბლეას მართლაც შეეძლო მუშაობა. სკაა დაიცვა,
უფლებები მიანიჭა და ისეთი თავისუფლება აგემა, რომელსაც ვე-
რასდროს დაივიწყებდნენ. იმაზე გაცილებით მეტი მოახერხა, ვიდ-
რე ვინმე ელოდა.
ნისლში რაღაც გაფაჩუნდა.
ელენდი გაშეშდა და წყვდიადს გახედა.
"ფოთლების ხმას ჰგავს", – ანერვიულდა, – "იქ რამე მოძრაობს?
თუ... უბრალოდ ქარი უბერავს?"
იმწამს მიხვდა, რომ არაფერი იყო იმაზე შიშის მომგვრელი, ვიდ-
რე ნისლიან სიბნელეში გამოსახულებების ძებნა და სანაცვლოდ
მუდმივად ცვალებადი სილუეტების დანახვა. ერჩივნა, კოლოსთა
არმიას შეჰგებებოდა, ვიდრე ასე ეულად მდგარიყო უცხო ტყეში.
– ელენდ, – დაიჩურჩულა ვიღაცამ.
ელენდი შეტრიალდა. და როცა სპუკი დაინახა, ხელი გულზე მი-
იჭირა. თავიდან იფიქრა, ასე მოპარვის გამო ერთი კარგად შევახუ-
რებო, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ნისლში სხვაგვარად მიახლოება
შეუძლებელი იყო.
– რამე დაინახე? – ჰკითხა სპუკმა ხმადაბლა.
ელენდმა თავი გააქნია.
– არა, მაგრამ მგონი რაღაც გავიგე.
სპუკმა თავი დაუქნია, შემდეგ ისევ ნისლში გაუჩინარდა. ელენ-
დი იდგა და არ იცოდა, სვლა გაეგრძელებინა, თუ დალოდებოდა.
დიდხანს ჭოჭმანი არ დასჭირდა. სპუკი ცოტა ხანში მობრუნდა.
– დიდი არაფერი, – აუხსნა, – უბრალო ნისლანდია.
– რაო?
– ნისლანდი, – განუმარტა ისევ სპუკმა, – ხომ იცი არა, დიდი,
შტერი არსებები? კანდრას რომ ჰგვანან? არ მითხრა, რომ მათზე
არაფერი წაგიკითხავს!
872
– წამიკითხავს, – უპასუხა ელენდმა, შიშით ათვალიერებდა სიბნე-
ლეს, – მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე რომელიმე მათგან-
თან ერთად აღმოვჩნდებოდი ნისლში.
სპუკმა მხრები აიჩეჩა.
– ალბათ, ჩვენს სუნს გამოჰყვა და იმედი აქვს, რომ რამე ნაგავს და-
ვუტოვებთ საჭმელად. უმეტესად, უვნებლები არიან.
– უმეტესად? – არ გამოეპარა ელენდს.
– მგონი, შენ უფრო მეტი იცი მათზე, ვიდრე მე. მისმინე, ლეშიჭამი-
ებზე სალაპარაკოდ არ დავბრუნებულვარ. წინ სინათლეა.
– სოფელი? – იკითხა ელენდმა, რომელიც ცდილობდა, გაეხსენები-
ნა, ტერისისკენ რომ მიდიოდნენ, გზად რამე თუ შეხვდათ.
– არა, – სპუკმა თავი გააქნია, – უფრო საგუშაგო კოცონს ჰგავს.
– არმიაა?
– შესაძლოა. მგონი, ჯობია, ცოტა ხანი აქ დაიცადო. შემთხვევით,
გუშაგთა ბანაკში რომ შეხეტიალდე, საშარო ამბავი იქნება.
– შევთანხმდით, – უთხრა ელენდმა.
სპუკმა თავი დაუქნია და ნისლში გაუჩინარდა.
ელენდი კვლავ მარტო დარჩა წყვდიადში. აცახცახდა, მანტია უფრო
მჭიდროდ შემოიჭირა და იმ მიმართულებას მიაჩერდა, საიდანაც ნის-
ლანდის ხმა გაიგო. დიახ, მათზე ნამდვილად ჰქონდა წაკითხული და
იცოდა, რომ წესით, უვნებლები იყვნენ, მაგრამ იმის გაფიქრებაც კი,
რომ იქ რაღაც დაცოცავდა, თან ეს "რაღაც" სხვადასხვა ძვლისგან აწ-
ყობილი ჩონჩხი იყო, რომელიც მას უთვალთვალებდა...
"ამაზე არ იფიქრო", – უთხრა თავის თავს.
მერე ყურადღება ნისლს მიაპყრო. ვინი ერთ რამეში არ ცდებოდა.
მზის ამოსვლის მიუხედავად, ნისლი სულ უფრო და უფრო დიდხანს
ძლებდა. განთიადის შემდეგ, მთელი ერთი საათის განმავლობაში არა-
ფერი მოსდიოდა. ელენდს იოლად წარმოედგინა, რა საშინელება და-
ატყდებოდა თავს აქაურ მიწებს, ნისლი რომ დღისითაც ყოფილიყო.
მარცვლეული გახმებოდა, ცხოველები იშიმშილებდნენ და მთელი ცი-
ვილიზაცია ნაცარტუტად იქცეოდა.
873
ნუთუ სიღრმე რაღაც ასეთი მარტივი იყო? მასთან დაკავშირე-
ბით ელენდის წარმოდგენები სწავლულთა ტრადიციებს შეესაბამე-
ბოდა. ზოგიერთი მკვლევარი სიღრმეს საერთოდ ლეგენდად მიიჩ-
ნევდა – ჭორად, რომელიც ვალმდებლებმა მოიგონეს, რათა მბრძა-
ნებლისთვის ღვთიურობა მიენიჭებინათ. უმეტესობა სიღრმის ის-
ტორიულ განმარტებაზე თანხმდებოდა – ეს იყო შავბნელი მხეცი,
რომელიც მბრძანებელმა განგმირა.
და მაინც, სიღრმის ნისლად წარმოდგენა გაცილებით გონივრუ-
ლი ჩანდა. როგორ შეიძლებოდა ერთ მხეცს, რაც უნდა სახიფათო
ყოფილიყო, მთელი სამეფოები ჩაეგდო საფრთხეში? აი ნისლი კი...
ნისლს ყველაფრის განადგურება შეეძლო. მცენარეები ჩამოეჭკნო.
ან ეგებ... ან ეგებ ხალხიც დაეხოცა, როგორც სეიზდმა უამბო?
თვალს ადევნებდა გარშემო ატალღებულს, ანცად მოთამაშესა
და ცბიერს. დიახ, ადვილად შეიძლებოდა მისი სიღრმედ წარმოდ-
გენა. ნამდვილად იმსახურებდა რაღაც დახასიათებას – უფრო თავ-
ზარდამცემი, ვიდრე ნებისმიერი მხეცი; გაცილებით სახიფათო,
ვიდრე არმია. შეჰყურებდა და თვალნათლივ ხედავდა, როგორ ატ-
ყუებდა ელენდის გონებას გაუგებარი ბოლქვები. მაგალითად, ზუს-
ტად მის პირდაპირ გაშლილი ნისლი თითქოს ფორმად ყალიბდე-
ბოდა. ელენდს ჩაეღიმა. მისი გონება ნისლში უცნაურ სურათებს
აღიქვამდა. ფორმაც ლამის ადამიანს ჰგავდა, რომელიც თითქოს
ზუსტად ვენტურის წინ იდგა.
ფორმა წინ წამოვიდა.
ელენდი შეხტა, ზურგს უკან გაუბედავად გადადგა ნაბიჯი და ჩექ-
მა ყინულით მომინანქრებულ თოვლზე ახრაშუნდა.
"ნუ სულელობ", – შეუძახა თავის თავს, – "უბრალოდ, თვალი
გატყუებს. იქ არაფერი..."
ნისლის ფიგურამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა. რთულად გა-
სარჩევი იყო, ლამის უფორმო, მაგრამ მაინც საშინლად ნამდვილი
ჩანდა. ნისლის მოძრაობა ფიგურის კონტურებს გამოკვეთდა – სა-
ხეს, სხეულსა და ფეხებს.
874
– მბრძანებელო, მიშველე! – დაიყვირა ელენდმა და უკან გადახტა.
ფიგურა მაინც მისკენ მიიწევდა.
"ჭკუიდან შევცდი", – გაიფიქრა, უკვე ხელები უკანკალებდა. ნის-
ლის არსება მისგან ორიოდ მეტრის დაშორებით შეჩერდა, შემდეგ მარ-
ჯვენა ხელი აღმართა და მიმართულება უჩვენა.
ჩრდილოეთი. ლუთადელის საპირისპირო მხარე.
ელენდი მოიღუშა და იქით გაიხედა, საითაც ლანდი უთითებდა.
იქით, ცარიელი ნისლის გარდა, არც არაფერი ჩანდა. კვლავ ლანდის-
კენ მობრუნდა, მაგრამ ნისლის არსება უხმოდ ლივლივებდა და მკლა-
ვი აღემართა.
"ვინი ამ არსებაზე მიყვებოდა", – გაახსენდა და შიში დაძლია, –
"ცდილობდა, მასზე მოეყოლა. მე კი ვფიქრობდი, რაღაცებს იგონებს-
მეთქი!"
ვინი მართალი აღმოჩნდა, ისევე, როგორც მაშინ, როცა უმტკიცებ-
და, ნისლი დილაობით უფრო დიდხანს რჩებაო და მაშინაც, როცა ამ-
ბობდა, შეიძლება სიღრმე იყოსო. ელენდი უკვე ვეღარ ხვდებოდა, მათ
შორის სწავლული რომელს ეთქმოდა.
ნისლის ფიგურა ჯერაც მიმართულებას უჩვენებდა.
– რა? – ჰკითხა ელენდმა, მისი ხმა შემაშინებლად გაისმა გასუსულ
ჰაერში.
ფიგურა წინ წამოვიდა, კვლავაც ჩრდილოეთისკენ უთითებდა.
ელენდმა ხელი ხმალზე დააბჯინა, მაგრამ უკან არ დაუხევია.
– მითხარი, რა გინდა ჩემგან? – იკითხა ძალდატანებით.
აჩრდილმა ისევ ჩრდილოეთზე მიანიშნა. ელენდმა თავი ასწია. ნამ-
დვილად არ ჩანდა სახიფათო, მეტიც, თითქოს მისი სხეულიდან სიმშვი-
დე მოედინებოდა.
"ალომანტია?" – გაიფიქრა კაცმა, – "ჩემს ემოციებს თრგუნავს!"
– ელენდ? – გაისმა სპუკის ხმა ნისლიდან.
ფიგურა მოულოდნელად გაქრა, მისი ფორმა დადნა და ნისლს შე-
ერია. შემდეგ სპუკი გამოჩნდა, ღამის სიბნელეში ბიჭის სახე ძალიან
ბნელი და ჩრდილებით სავსე ჩანდა.
875
– ელენდ, რამეს ამბობდი?
ელენდმა ხელი ხმალს მოაშორა და გაიმართა. შემდეგ ნისლს თვა-
ლი მოავლო, ჯერაც არ იყო დარწმუნებული, მოეჩვენა თუ არა.
– არაფერი, – თქვა ბოლოს.
სპუკმა იქით გაიხედა, საიდანაც მოვიდა.
– წამოდი, ეს უნდა ნახო.
– არმიაა? – მოიქუფრა ელენდი.
სპუკმა თავი გააქნია.
– არა, ლტოლვილები.
– დამცველები მკვდრები არიან, ბატონო, – თქვა მოხუცმა, რო-
მელიც ზუსტად ელენდის მოპირდაპირე მხარეს იჯდა. კარავი არ
ჰქონდათ, მხოლოდ ზეწარი გაეჭიმათ რამდენიმე ჯოხზე, – ან
მკვდრები, ანდაც დატყვევებულები.
ვიღაცამ ელენდს თბილი ჩაით სავსე ფინჯანი მოუტანა. მოკრძა-
ლებული მანერები ჰქონდა. ორივე მათგანს მხლებლის სამოსი ეც-
ვა და, იმის მიუხედავად, რომ საშინლად გადაღლილი თვალები
ჰქონდათ, ხელებსა და მანტიაზე მცირე ჭუჭყიც კი არ ეტყობოდათ.
"ძველი ჩვევები..." – გაიფიქრა ელენდმა, თავი მადლიერად და-
უკრა და ჩაი მოსვა, – "ეგებ, ტერისელებმა დამოუკიდებლობა გამო-
აცხადეს კიდეც, მაგრამ ათასწლიანი მსახურების წეს-ჩვეულებას
ასე მარტივად ვერ მოიშორებენ".
ბანაკი ძალიან უცნაურად იყო მოწყობილი. სპუკმა თქვა, დაახ-
ლოებით ათასამდე ადამიანი დავითვალეო – რაც გამოსაკვებად,
მოსავლელად და ცივ ზამთარში სამართავად ნამდვილი ჯოჯოხეთი
უნდა ყოფილიყო. ბევრი მოხუცი იყო. კაცები, ძირითადად, მოსამ-
სახურეები იყვნენ: საჭურისები, სპეციალურად რომ გამოეზარდათ
თავაზიანი მსახურებისათვის. ბუნებრივია, ნადირობის არავითარი
გამოცდილება არ ჰქონდათ.
– მიამბეთ, რა მოხდა, – თქვა ელენდმა.
მოხუცმა მხლებელმა აკანკალებული თავი დაუქნია. მაინცდამა-
ინც სუსტად არ გამოიყურებოდა, მეტიც, ისეთი ღირსეული აურა ერ-
876
ტყა გარს, მსახურთა უმეტესობას რომ ახასიათებდა. მაგრამ სხეული
ნელა, განუწყვეტლივ უკანკალებდა.
– როცა იმპერია დაეცა, სინოდმა საკუთარ თავზე ღიად განაცხა-
და, ბატონო ჩემო, – ფინჯანი მასაც მოუტანეს, მაგრამ ელენდმა შენიშ-
ნა, რომ მხოლოდ სანახევროდ იყო სავსე. ვიღაცას ჭკვიანურად მო-
ეფიქრებინა, რადგან მოხუცის აკანკალებული ხელი ლამის ასეთი ფინ-
ჯნიდანაც კი აქცევდა სითხეს, – ჩვენი მბრძანებლები გახდნენ. ეგებ
არასწორი იყო თავის ასე სწრაფად გამომჟღავნება...
ყველა ტერისელი ფერუქიმიკოსი ვერ ხდებოდა. სინამდვილეში,
ისინი ძალიან ცოტანი იყვნენ. სეიზდისა და ტინდუილის მსგავსი დამ-
ცველები დიდი ხნის წინათ მიეფარნენ თვალს მბრძანებლის გამო.
მბრძანებელს თავისმა პარანოიამ, რომ ოდესმე შეიძლებოდა ფე-
რუქიმიკოსთა და ალომანტთა ხაზები გაერთიანებულიყო და მასავით
ძლევამოსილი ადამიანი დაბადებულიყო, ფერუქიმიკოსების განადგუ-
რებისკენ უბიძგა.
– დამცველებს მეც ვიცნობ, მეგობარო, – ნაზად უთხრა ელენდმა, –
და მეეჭვება, რომ ვინმეს მათი ადვილად დამარცხება მოეხერხებინა.
ვინ ჩაიდინა ეს?
– ფოლადის მსჯავრმდებლებმა, ჩემო ბატონო, – უპასუხა მოხუცმა.
ელენდს ტანში ყინულმა დაუარა.
"აი, სად ყოფილან".
– ბევრნი იყვნენ, ბატონო, – განაგრძო მოხუცმა, – თასინგდუენს
კოლოსებთან ერთად დაესხნენ თავს. მაგრამ ეს მხოლოდ თვალის
ასახვევად გააკეთეს. ნამდვილი მიზანი სინოდი და თავად დამცველები
იყვნენ. სანამ ჩვენი არმია, თუკი მას არმიას ვუწოდებთ, მხეცებს ებ-
რძოდა, მსჯავრმდებლებმა დამცველებს დაარტყეს.
"მბრძანებელო..." – ფიქრობდა ელენდი და მუცელი უწრიალებდა,
– "იმ წიგნს რაღა ვუქნა, სეიზდმა სინოდთან რომ გაგვატანა? ამ ხალხს
მივცე თუ ჩემთვის დავიტოვო?"

877
– სხეულები თავად დაიტოვეს, ბატონო, – დაასრულა მოხუცმა,
– ტერისი ნანგრევებად იქცა და ამიტომაც მივდივართ სამხრეთში.
ასე თქვით, მეფე ვენტურს ვიცნობო, ხომ?
– მე... შევხვედრივარ, – უპასუხა ელენდმა, – ლუთადელს მართავ-
და. მე იქაური ვარ.
– როგორ გგონიათ, მიგვიღებს? – ჰკითხა მოხუცმა, – უკვე აღა-
რაფრის იმედი აღარ შეგვრჩა. თასინგდუენი ტერისის დედაქალაქი
იყო, თუმცა სიდიდით არ გამორჩეოდა. ძალიან ცოტანიღა დავრჩით
– ამაზე მბრძანებელმა იზრუნა.
– მე... წარმოდგენა არ მაქვს, ლუთადელი თქვენ დახმარებას თუ
შეძლებს, მეგობარო.
– მსახურება კარგად შეგვიძლია, – დაჰპირდა მოხუცი, – მგონი,
თავისუფლება რომ გამოვაცხადეთ, ძალიან ვიყავით სიამაყით გა-
ბერილები. იქამდეც ძალიან გვიჭირდა, სანამ მსჯავრმდებლები შე-
მოგვიტევდნენ. ეგებ, ჩვენი იქიდან გამოყრით კარგი საქმე გააკე-
თეს.
ელენდმა თავი გააქნია.
– კოლოსები ლუთადელს დაახლოებით ერთი კვირის წინ დაეს-
ხნენ თავს, – თქვა ხმადაბლა, – თავადაც ლტოლვილი გახლავარ,
ბატონო მსახურო. და რამდენადაც ვიცი, ქალაქი დაეცა.
მოხუცი დადუმდა.
– აჰ. გასაგებია, – თქვა ბოლოს.
– ვწუხვარ, – უთხრა ელენდმა, – უკან იმის სანახავად მივდივარ,
რომ გავიგო, რა მოხდა. ერთი ეს მითხარი. ცოტა ხნის წინ ამავე გზა-
ზე გავიარე. თქვენ როგორ ვერ შეგხვდით?
– ჩვენ არხის შარაგზით არ მოვსულვართ, ბატონო, – თქვა მო-
ხუცმა, – პირდაპირ, მოკლე გზაზე გადმოვედით, რომ სურინგშას-
თან მარაგი შეგვევსო. თქვენ... ლუთადელზე მეტი ახალი ამბები არ
გაქვთ? იქ მაღალი რანგის დამცველი ცხოვრობდა. იმედი გვქონდა,
რომ მისგან მაინც მივიღებდით რჩევას.
– ლედი ტინდუილი? – ჰკითხა ელენდმა.
878
მოხუცი გამოცოცხლდა.
– დიახ, დიახ. იცნობთ?
– მეფის მხლებელი იყო, – უთხრა ელენდმა.
– დამცველი ტინდუილი ახლა ჩვენს მეთაურადაც შეიძლება ჩაით-
ვალოს, – აუხსნა მოხუცმა, – ზუსტად არ ვიცით, რამდენი მოხეტიალე
დამცველი არის ქალაქში, მაგრამ ლედი ტინდუილი სინოდის ის ერთა-
დერთი წევრია, რომელიც თავდასხმის დროს ლუთადელში იმყოფებო-
და.
– მე რომ წამოვედი, ჯერაც იქ იყო.
– მაშ, ეგებ, ისევ ცოცხალია, – თქვა მოხუცმა, – შეგვიძლია, ამის
იმედი გვქონდეს. გმადლობ ამ ამბისთვის, მოგზაურო. გთხოვ, ჩვენს
ბანაკში თავი მოხერხებულად იგრძენი.
ელენდმა თავი დაუქნია და წამოდგა. სპუკი მოშორებით იდგა, ხეებს
შორის, ნისლში. ელენდი მასთან მივიდა.
ლტოლვილების ბანაკში მოზრდილი კოცონები გიზგიზებდნენ,
თითქოს, ნისლს გამოწვევას უგზავნიდნენ. მიდამო მართლაც განათე-
ბული იყო, თანაც შუქი ნისლსაც ჰკვეთდა და ფიგურულ ჩრდილს ქმნი-
და, რომელიც თვალს ძალიან აბნევდა. სპუკი წვრილ ხეს ეყუდებოდა
და რაღაც ისეთებს შეჰყურებდა, რასაც ელენდი ვერ ხედავდა. მაგრამ
ელენდს ხმები ესმოდა და კარგად ხვდებოდა, რას ათვალირებდა სპუ-
კი. ბავშვთა ტირილი, კაცების ხველა, საქონლის ჩლიქების ხმა.
– მაინცდამაინც კარგად ვერ გამოიყურება აქაურობა, ხომ? – ჰკით-
ხა ხმადაბლა.
სპუკმა თავი გააქნია.
– ნეტავ ეს ცეცხლი ჩააქრონ, – ჩაიბურტყუნა, – სინათლე თვალებს
მტკენს.
ელენდმა განზე გაიხედა.
– ასე კაშკაშაც არაა.
სპუკმა მხრები აიჩეჩა.
– უბრალოდ, შეშას ფლანგავენ.

879
– მოდი, ეს მცირე ფუფუნება აპატიე, დროებით მაინც. უახლოესი
კვირების განმავლობაში უკვე აღარაფერი ექნებათ, – ელენდი შეჩერ-
და და გვერდით მიმავალ, ტერისელ "ჯარისკაცთა" რაზმს შეხედა. აშკა-
რად მსახურების ჯგუფი იყო. საოცარი თავდაჭერა ჰქონდათ და გრა-
ციოზულად მოძრაობდნენ, მაგრამ ელენდს ეეჭვებოდა, სამზარეულოს
დანის გარდა, რამე იარაღის გამოყენება შესძლებოდათ.
"არა, ტერისს ჩემი ხალხის დასახმარებელი არმია არ ჰყავს".
– ვინი უკან გაგზავნე, ჩვენი მოკავშირეების მოსაძებნად, – ხმა-
დაბლა უთხრა სპუკმა, – დანარჩენები რომ წამოიყვანოს და ერთად
შეგვხვდნენ, მერე შეიძლება, ტერისში გავიხიზნოთ.
– ვიცი, – უპასუხა ელენდმა.
– თუმცა ტერისში ვეღარ შევიკრიბებით, – განაგრძო სპუკმა, –
მსჯავრმდებლების თანდასწრებით.
– ვიცი, – გაიმეორა ელენდმა.
სპუკი წამით ჩუმად იდგა.
– მთელი მსოფლიო თავზე ჩამოგვექცა, ელ, – თქვა ბოლოს, –
ტერისი, ლუთადელი...
– ლუთადელი არ განადგურებულა, – ელენდმა მკაცრად შეხედა
სპუკს.
– კოლოსები...
– ვინი მათ შესაჩერებლად რამეს მოიფიქრებს, – თქვა ელენ-
დმა, – ჩვენ რა ვიცით, ეგებ უკვე აღზევების წყაროს ძალაც კი აქვს.
სვლა უნდა განვაგრძოთ. შეგვიძლია, დანგრეული ხელახლა ავაშე-
ნოთ; და ასეც მოვიქცევით. ტერისის დახმარებაზე მერე ვიდარ-
დებთ.
სპუკი ცოტა ხანს ფიქრობდა, შემდეგ თავი დაუქნია და გაიღიმა.
ელენდს თვითონაც კი უკვირდა, რამდენად დამამშვიდებლად მოქ-
მედებდა მისი თავდაჯრებული სიტყვები. სპუკი უკან გადაიხარა და
ელენდის ჯერაც ორთქლადენილ ფინჯანს დახედა. ელენდმა მაშინ-
ვე მიაწოდა და ჩაილუღლუღა, რომ ფესვების ჩაი დიდად არ უყვარ-
და; სპუკმა კი სიამოვნებით გამოცალა ფინჯანი.
880
თუმცა ელენდი ყველაფერს უფრო სერიოზულად აღიქვამდა, ვიდრე
თავად აღიარებდა.
"სიღრმე დაბრუნდა, ნისლში აჩრდილები გაჩნდნენ, მსჯავ-
რმდებლებმა ტერისი ხელთ იგდეს. კიდევ რა არ ვიცი?"
იმედი მცირეა. ალენდი მკვლელებს აქამდეც გადარჩენია, ომებსაც
და კატასტროფებსაც. და მაინც, მაქვს იმედი, რომ ტერისის სუსხიან
მთებში, ბოლოს და ბოლოს, დაუცველი დარჩება. მაქვს იმედი, რომ
სასწაული მოხდება.

57
– მომისმინეთ, ყველამ კარგად ვიცით, რისი გაკეთებაა საჭირო, –
სეტმა მაგიდას მუშტი დასცხო, – არმიები აქ გვყავს, მზად არიან და
ბრძოლა სწყურიათ. ახლა დროა, წავიდეთ და ჩემი დაწყევლილი ქვე-
ყანა დავიბრუნოთ!
– დედოფალს ასეთი ბრძანება არ მოუცია, – თქვა ჯანარლმა და ჩაი
მოსვა. როგორც ჩანდა, სეტის ხისტი მანერები ოდნავაც კი არ აწუხებ-
და, – ვფიქრობ, იქამდე უნდა დავიცადოთ, სანამ იგი დაბრუნდება.
პენროდი, ოთახში ყველაზე მხცოვანი, ტაქტიანი აღმოჩნდა და სე-
ტის მიმართ ზრდილობა გამოხატა.
– ლორდო სეტ, მესმის, რომ თქვენი ხალხის ბედი გაღელვებთ. მაგ-
რამ ლუთადელის აღსადგენად ერთი კვირაც კი არ გვქონია! ძალაუფ-
ლების გაფართოებაზე ფიქრი ძალიან ადრეა. ამ მოსამზადებელ სამუ-
შაოებს ვერაფრით გავამართლებთ.
– ოჰ, თავიდან მომწყდი რა, პენროდ, – შეუღრინა სეტმა, – ჩვენი
მეთაური შენ არ ხარ.
სამივენი სეიზდისკენ შებრუნდნენ. სეიზდი ვენტურთა ციხე-კოშკის
სათათბირო დარბაზში, მაგიდის თავთან, იჯდა. თავს საშინლად უხერ-
ხულად გრძნობდა. დამხმარეები და მხლებლები, მათ შორის, დოკსო-
ნის რამდენიმე ბიუროკრატიც, ახლომახლო იდგნენ, მაგრამ მაგიდას,
მასთან ერთად, მხოლოდ სამი მმართველი მისჯდომოდა – სამი მეფე,
ასეთი იყო ელენდის საიმპერიო მმართველობა.
881
– ჩემი აზრით, არ უნდა ვიჩქაროთ, ლორდო სეტ, – უთხრა სეიზ-
დმა.
– სიჩქარე სულაც არაა, – სეტმა კიდევ ერთხელ დააბრახუნა მაგი-
დაზე, – უბრალოდ, მინდა, მზვერავები და ჯაშუშები გავგზავნო, რომ
როდესაც შევიჭრებით, ინფორმაცია გვქონდეს!
– თუ შევიჭრებით, – დაუზუსტა ჯანარლმა, – იმპერატორმა ქა-
ლაქ ფადრექსის უკან დაბრუნება რომც მოიწადინოს, ბრძანებას
არა უადრეს ზაფხულში გასცემს. მანამდე უფრო სერიოზული საქ-
მეებიც გვაქვს. ჩემი არმია ჩრდილოეთ დომინიონიდან ძალიან დი-
დი ხნის წინ წამოვიდა. ყველაზე მარტივი პოლტიკური აღქმა ასეთია
– ჯერ სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ იმ ტერიტორიებზე, რაც
უკვე გვაქვს, და შემდეგ შევიერთოთ ახლები.
– ბეჰ! – წამოიძახა სეტმა და უგულოდ აიქნია ხელი.
– შეგიძლიათ, მზვერავები გაგზავნოთ, ლორდო სეტ, – უთხრა
სეიზდმა, – მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის შესაგრო-
ვებლად. არავითარი დარბევა, მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად
კარგი შანსი ექნებათ.
სეტმა გრძელწვერა თავი გააქნია.
– აი, ამიტომ არ ვთამაშობდი პოლიტიკურ თამაშებს დანარჩენ
იმპერიასთან ერთად. საქმეს არავინ აკეთებს, იმიტომ, რომ ყველა
გეგმავს!
– ფაქიზი მეთოდებიც მეტად სასარგებლოა, ლორდო სეტ, – უთ-
ხრა პენროდმა, – ყველაზე მსუყე საკბილო სწორედ მოთმინებას
მოაქვს.
– მსუყე საკბილო? – იკითხა სეტმა, – რა მიიღო ცენტრალურმა
დომინიონმა ლოდინით? იმდენი ხანი იცადეთ, სანამ ქალაქი არ და-
ეცა! საუკეთესო ნისლქმნილი რომ არ გყოლოდათ...
– საუკეთესო ნისლქმნილი, ბატონო ჩემო? – ხმადაბლა ჰკითხა
სეიზდმა, – თქვენ რა, არ ნახეთ, როგორ აძლევდა ბრძანებებს კო-
ლოსებს? არ ნახეთ, ისარივით რომ აიჭრა ცაში? ვინი უბრალოდ
"საუკეთესო ნისლქმნილი" არაა.
882
ჯგუფი დადუმდა.
"ვინზე ფიქრი უნდა ვაიძულო", – გაიფიქრა სეიზდმა, – "ვინის
ლიდერობის გარეშე, მის მიმართ გაღვივებული შიშის გარეშე, ეს
ერთობა ზუსტად იმდენ ხანში დაიშლება, რამდენიც გულის სამ დაძ-
გერებას სჭირდება".
რაღაცას სწორად ვერ აკეთებდა. იმასაც ვერ ახერხებდა, რომ მეფე-
ებს ერთ თემაზე მოეკრიბათ ყურადღება; მათი პრობლემების მოსაგვა-
რებლადაც დიდი არაფერი შეეძლო. ერთადერთი, ვინის ძლიერებას
თუ შეახსენებდა ხოლმე დანარჩენებს და ეს მართლა გამოსდიოდა.
თუმცა მთელი უბედურება ის იყო, რომ ასეთი შეხსენებები სრულე-
ბითაც არ ეპიტნავებოდა. რაღაც ძალიან უცნაურს გრძნობდა, რაღაც
ისეთს, რაც არ ახასიათებდა. გულგრილობას. აპათიას. სართოდ, რა
მნიშვნელობა ჰქონდა ამ სამეულის ყბედობას? რაღა მნიშვნელობა
ჰქონდა ამ ყველაფერს, ტინდუილი ხომ უკვე დაიღუპა?
კბილები ერთმანეთს დააჭირა და სცადა, ყურადღება საქმეზე გა-
დაეტანა.
– ძალიან კარგი, – თქვა სეტმა და ხელი აიქნია, – მზვერავებს გავ-
გზავნი. ურტოდან საჭმელი უკვე ჩამოვიდა, ჯანარლ?
ახალგაზრდა კეთილშობილი უხერხულად შეიშმუშნა.
– ჩვენ... შესაძლოა, მაგასთან დაკავშირებით დილემა გვქონდეს.
როგორც ჩანს, ქალაქში არასასურველი ელემენტები დაძვრებიან და
ხალხს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ.
– მაშ, გასაკვირი არაა, რომ არმიის უკან, ჩრდილოეთ დომინიონში,
გაგზავნა გინდა! – მაშინვე ბრალი დასდო სეტმა, – აპირებ, შენი სამე-
ფო დაიპყრო და ჩემი დასალპობად მიაგდო!
– ურტო გაცილებით ახლოსაა, ვიდრე თქვენი დედაქალაქი, სეტ, –
ჯანარლი თავის ჩაის მიუბრუნდა, – ჩემი აზრით, გაცილებით გონივრუ-
ლია, ჯერ მე გავიმყარო პოზიცია და მერე დასავლეთზე მივმართოთ ყუ-
რადღება.
– დაე, დედოფალმა გადაწყვიტოს, – თქვა პენროდმა. მომრიგებ-
ლის როლში ყოფნა მოსწონდა. ამ გზით, საკუთარი თავი ისე გამოჰყავ-
883
და, თითქოს მსგავს საკითხებზე მაღლა იდგა. სინამდვილეში, ამ
ორს შორის ჩადგომით მართვის სადავეებს მოიპოვებდა.
"დაახლოებით იმას ჰგავს, რის გაკეთებასაც ელენდი ცდილობდა,
არმიების დახმარებით", – გაიფიქრა სეიზდმა, – "ბიჭს უფრო მეტი
პოლიტიკური ალღო ჰქონდა, ვიდრე ტინდუილს ოდესმე უღიარე-
ბია".
"მასზე არ უნდა ვიფიქრო", – უთხრა თავის თავს და თვალები და-
ხუჭა. ძალიან განიცდიდა. ყველაფერი, რასაც აკეთებდა, ყველაფე-
რი, რასაც ფიქრობდა, არასწორად ეჩვენებოდა, რადგან ტინდუილი
გვერდით არ ჰყავდა. ნათელი თითქოს მიინავლა. მხნეობა აღარ გა-
აჩნდა. აღმოაჩინა, რომ არათუ მეფეებისთვის ყურადღების მიქცევა
უჭირდა, არამედ ამისი სურვილიც აღარ ჰქონდა. მათთვის მითითე-
ბების მიცემაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო.
სულელურად იქცეოდა, თავადაც ესმოდა. რამდენი ხანი იყო მის
ცხოვრებაში ტინდუილი? ალბათ, ორიოდ თვე. დიდი ხნის წინ შე-
ურიგდა იმ აზრს, რომ არავინ შეიყვარებდა, და რომ ტინდუილის
სიყვარულს ნამდვილად ვერაფრით მოიპოვებდა. მამაკაცი არ იყო,
თანაც მოჯანყედ ითვლებოდა და ტერისული ორთოდოქსიისგან ძა-
ლიან შორს იდგა.
სასწაული მოხდა, რაკი ტინდუილმა შეიყვარა. და მაინც, არსე-
ბობდა კი რამე ისეთი ძალა, რომელსაც მადლობას ეტყოდა ამ წყა-
ლობისთვის, ანდაც მისი წართმევისთვის დასწყევლიდა? ასობით
ღმერთი იცოდა და ყველას გულით შეიძულებდა, თუკი ეცოდინებო-
და, რომ ამით საქმეს უშველიდა.
ძალდატანებით კვლავ მეფეებზე გადაიტანა ყურადღება, რათა
ჭკუიდან არ გადასულიყო.
– მისმინეთ, – ამბობდა პენროდი, წინ გადახრილიყო და იდაყ-
ვები მაგიდაზე დაებჯინა, – ჯენტლმენებო, არასწორი მიმართულე-
ბით ვიხედებით. კი არ უნდა ვკინკლაობდეთ, გახარებულები უნდა
ვიყოთ. საოცარ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. მას შემდეგ, რაც
მბრძანებლის იმპერია დაეცა, ათობით – ან ეგებ ასობით – ადამი-
884
ანმაც კი სცადა სხვადასხვა გზით მეფობის მოპოვება. თუმცა არცერთ
მათგან სტაბილურობა არ გააჩნდა. როგორც ჩანს, ერთად მუშაობა
მოგვიწევს. ამას ხელსაყრელ ვითარებად აღვიქვამ. მზად ვარ, ვენტუ-
რების წყვილს ერთხელაც შევფიცო ერთგულება – ელენდ ვენტურის
ექსცენტრიკული იდეებიც კი ავიტანო მმართველობასთან დაკავშირე-
ბით – თუკი ათ წელიწადში ძალაუფლება ისევ მექნება.
სეტი მცირე ხანს წვერზე ხელს ისვამდა, შემდეგ თავი დაუქნია.
– სწორი აზრია, პენროდ. ალბათ, პირველიც, რომელიც შენგან მო-
ვისმინე.
– მაგრამ აღარ შეიძლება, ისე ქცევა განვაგრძოთ, თითქოს ზუსტად
ვიცით, რასაც ვაპირებთ, – დაურთო ჯანარლმა, – მითითებები გვჭირ-
დება. უახლოეს ათ წელიწადში გადარჩენა, ჩემი ეჭვით, დიდწილად იქ-
ნება დამოკიდებული იმაზე, ნისლქმნილი გოგო თავის ხანჯალზე წამო-
მაგებს თუ არა.
– ჭეშმარიტად, – პენროდმა თავი დაუქნია, – ბატონო ტერისელო,
როდის აპირებს ლედი ვინი მართვის გადაბარებას?
სამი წყვილი თვალი მეორედ შებრუნდა სეიზდისკენ.
"სულ ერთი არაა?" – გაიფიქრა სეიზდმა და თავი მაშინვე დამნაშა-
ვედ იგრძნო. ვინი მისი მეგობარი იყო და, რა თქმა უნდა, სულ ერთი
ვერ იქნებოდა. მაშინაც კი, როდესაც მისთვის ყველაფერი უმნიშვნე-
ლო გამხდარიყო. სირცხვილისგან მზერა დახარა.
– ლედი ვინი კალტყვიით ხანგრძლივი რბენის შედეგებს იშუშებს, –
აუხსნა სეიზდმა, – არც შარშან ზოგავდა თავს; წელს კი ყველაფერი
იმით დაასრულა, რომ ლუთადელამდე მთელი გზა მორბოდა. დასვენე-
ბა სჭირდება. ვგონებ, კიდევ გარკვეული დრო ჩვენთან ერთად არ იქ-
ნება.
სამივემ თავი დაუქნია; მერე განხილვას დაუბრუნდნენ. სეიზდის გო-
ნება ვინს დასტრიალებდა. ესმოდა მისი სისუსტის მიზეზი, მაგრამ უკვე
ღელავდა. კალტყვიით სირბილმა სხეული გამოუფიტა. სეიზდი იმასაც
ეჭვობდა, რომ ვინს, ლითონის წყალობით, ბოლო რამდენიმე თვის
განმავლობაში არც კი ეძინა.
885
როდესაც დამცველი სიფხიზლეს აგროვებდა, დროებით ისე ეძი-
ნა, თითქოს კომაში იყო. სეიზდს იმედი ჰქონდა, რომ ასეთ საშინელ
რბენასაც მსგავსი ეფექტი ექნებოდა. სხვაგვარად ვერაფრით ხსნი-
და იმ ფაქტს, რომ უკვე ერთი კვირა გასულიყო, რაც ვინი ქალაქში
დაბრუნდა და მას შემდეგ სულ ეძინა. შეიძლება მალევე გამოფხიზ-
ლებულიყო, ისევე, როგორც დამცველები იღვიძებდნენ. ანდაც, ძი-
ლი უფრო ხანგრძლივად გაგრძელებულიყო. კოლოსთა არმია ქა-
ლაქგარეთ იცდიდა. ჩანდა, ჯერაც კონტროლის ქვეშ იყვნენ, იმის
მიუხედავად, რომ ვინი უგონოდ იყო. მაგრამ კიდევ რამდენი ხანი
გასტანდა ეს ყველაფერი? თავს თუ არ დაზოგავდა, კალტყვიით
რბენას შეეძლო ალომანტი მოეკლა კიდეც.
რა ეშველებოდა ქალაქს, ვინს რომ ვეღარასდროს გაეღვიძა?
ციდან ფერფლმა იწყო ცვენა.
"ბოლო დროს ძალიან მოუხშირა", – გაიფიქრა ელენდმა, როდე-
საც ის და სპუკი ხეებს გასცდნენ და ლუთადელის მინდორს გადახე-
დეს.
– ხომ გეუბნებოდი, – ხმადაბლა უთხრა სპუკმა და თითით ანიშ-
ნა, – კარიბჭეები დამტვრეულია.
ელენდი მოიღუშა.
– ჰო, მაგრამ კოლოსების ბანაკი ქალაქის გარეთაა.
სტრაფის არმიაც კვლავ იქ იყო დაბანაკებული, სადაც დატოვეს.
– სამუშაო ჯგუფები, – თქვა სპუკმა და ხელით მოიჩრდილა, რომ
თავისი ზემგრძნობიარე თვალები მზის შუქისგან დაეცვა, – რო-
გორც ჩანს, ქალაქგარეთ გვამებს მარხავენ.
ელენდი კიდევ უფრო მეტად მოიღუშა.
"ვინი. ნეტავ, რა დაემართა? კარგადაა?"
მან და სპუკმა ტერისელების რჩევა ყურად იღეს და ლუთადე-
ლამდე მისაღწევად გზიდან ისე გადაუხვიეს, რომ ქალაქელ გუშა-
გებს ვერ აღმოეჩინათ. ბოლო დღეს წესები შეცვალეს და დღისით
იმგზავრეს, რათა ლუთადელში დაღამებამდე მისულიყვნენ. მალე

886
ნისლი ჩამოწვებოდა. ელენდი გადაქანცული იყო. ძალიან ადრე ადგა
და საშინლად ბევრიც იარეს.
ყველაზე მეტად იმან დაღალა, რომ ლუთადელზე ჯერაც არაფე-
რი იცოდა.
– შეგიძლია გაარჩიო, კარიბჭეზე ვისი დროშაა? – იკითხა.
სპუკი რამდენიმე წამი დუმდა, როგორც ჩანს, კალას წვავდა.
– შენი, – უთხრა ბოლოს გაკვირვებულმა.
ელენდმა გაიღიმა: "საინტერესოა, ესე იგი, ან ქალაქმა გადარჩენა
მოახერხა, ან ჩემ დასაჭერად ძალიან ჩახლართული ხაფანგი და-
უგიათ".
– წამოდი, – თქვა და ლტოლვილების გრძელი მწკრივისკენ ანიშნა.
ისინი ქალაქში ბრუნდებოდნენ. ალბათ, ის ადამიანები იყვნენ, რომ-
ლებმაც ადრევე მოახერხეს გაქცევა და ახლა, რაკი საფრთხემ ჩაიარა,
საჭმლისთვის ბრუნდებოდნენ, – იმათ შევერიოთ და ქალაქში შევი-
დეთ.
სეიზდმა ხმადაბლა ამოიოხრა და ოთახის კარი მიხურა. მეფეები
დღევანდელ ძიძგილაობას მორჩნენ. იმის გათვალისწინებით, რომ
ორიოდ კვირის წინ ერთმანეთის ამოხოცვას ცდილობდნენ, ურთიერთს
საკმაოდ კარგად შეეწყვნენ.
სეიზდმა იცოდა, რომ ამ ახალაღმოჩენილ კეთილგანწყობაში მისი
წვლილი საერთოდ არ იყო. თავად სხვა საქმეები ჰქონდა.
"რამდენის სიკვდილი მინახავს", – ფიქრობდა და ოთახში ბოლთას
სცემდა, – "კელსიერი, იადენდუილი, კრენდა... ხალხი, რომელსაც პა-
ტივს ვცემდი. მაგრამ არასდროს მდომებია იმის გარკვევა, რა მოსდიო-
დათ მათ სულებს".
სანთელი მაგიდაზე დადო. სუსტმა სინათლემ რამდენიმე მიმოფან-
ტული ფურცელი, კოლოსების სხეულიდან ამოძრობილი უცნაური, ლი-
თონის ლურსმნები და ხელნაწერი გაანათა. სეიზდი მაგიდასთან დაჯდა
და ხელნაწერს თითები გადაუსვა. ჯერაც ტინდუილთან ერთად კვლევა-
ში გატარებული დღეები ახსენდებოდა.

887
"ეგებ, სწორედ ამიტომ დამნიშნა მეთაურად ვინმა", – გაიფიქრა
მან, – "იცოდა, რომ ტინდუილიდან ყურადღების გადატანა დამჭირდე-
ბოდა".
და მაინც, სულ უფრო მეტად ხვდებოდა, რომ თავად არ სურდა ყუ-
რადღების გადატანა. რომელი უფრო მტკივნეული აღმოჩნდა – მო-
გონებათა ტკივილი თუ გადავიწყების ტკივილი? სეიზდი დამცველი
იყო და მას დამახსოვრება ევალებოდა. მივიწყება, თუნდაც საკუთა-
რი სიმშვიდის მოსაპოვებლად, სწორ საქციელად არ ეჩვენებოდა.
ხელნაწერი გადაფურცლა და მქრქალად განათებულ ოთახს ნა-
ზად შეჰღიმა. ელენდსა და ვინს გადათეთრებული, გადაწერილი
ვერსია გაატანა ჩრდილოეთში. ეს ორიგინალი იყო. ორი შეშინებუ-
ლი სწავლულის მიერ გააფთრებით... ლამის სასოწარკვეთით დაჯ-
ღაბნილი მანუსკრიპტი.
ფურცლებს შლიდა... და სანთლის აცხაცახებულმა შუქმა ტინ-
დუილის მტკიცე, თუმცა ლამაზი ხელნაწერი გამოაჩინა – სეიზდის
მიერ უფრო მოკრძალებული კალიგრაფიით ჩაწერილ აბზაცებს
ეხამებოდა. ხანდახან ისეც ხდებოდა, რომ მათი განსხვავებული
ხელნაწერები ერთსა და იმავე გვერდზე მრავალჯერ ენაცვლებოდა
ერთმანეთს.
ვერც კი მიხვდა, რომ ტიროდა, სანამ თვალი არ დაახამხამა და
წამწამებს მოწყვეტილი ცრემლი ფურცლებს არ დაეცა. შეცბუნე-
ბულმა დახედა ცრემლით გადღაბნილ მელანს.
– ახლა რაღა ვქნათ, ტინდუილ? – დაიჩურჩულა, – რისთვის ვიშ-
რომეთ? შენ ხომ ეპოქათა გმირის არსებობის არასდროს გჯეროდა;
მე კი, როგორც ჩანს, არაფრისა მწამს. რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფ-
რის ჩაწერას?
ცრემლი სახელოთი შეიმშრალა და გვერდი გაფუჭებისგან და-
იცვა. დაღლილობის მიუხედავად, კითხვა დაიწყო, ალალბედზე მი-
უყვებოდა აბზაცებს. კითხულობდა და იმახსოვრებდა. ცდილობდა,
იმ დღეებზე ეფიქრა, როდესაც იმაზე ნერვიულობა არ უწევდა, რა-
ტომ ვიკვლევთო. უბრალოდ, კმაყოფილი იყო იმის კეთებით, რაც
888
მოსწონდა, იმ ადამიანთან ერთად, რომელიც ყველაზე მეტად უყვარ-
და.
"ეპოქათა გმირსა და სიღრმეზე ყველაფერი შევაგროვეთ, რაც კი
ვიპოვეთ", – გაიფიქრა, თან კითხვას განაგრძობდა, – "მაგრამ ცნობა-
თა უმეტესობა ურთიერთსაწინააღმდეგო იყო".
იმ უცნაურ აბზაცებს გადახედა, ტინდუილის დაჟინებული მოთხოვ-
ნით რომ დატოვეს. ამ სიტყვებში, როგორც ქალმა განაცხადა, ყველაზე
უტიფარი წინააღმდეგობები აღმოჩნდა. სეიზდმა ხელახლა წაიკითხა
და პირველად ჩასწვდა ურთიერთგამომრიცხავი ცნობების შინაარსს.
ასეთი იყო სწავლული ტინდუილი – წინდახედული. ნაწერს თითი გა-
აყოლა და წინადადება წაიკითხა.
"ეპოქათა გმირი ტანმაღალი იქნება", – ეწერა ერთ სტრიქონში, –
"ადამიანი, რომელსაც თვალს მარტივად ვერ აარიდებ".
"ძალა არავინ უნდა მიითვისოს", – ამბობდა მეორე, – "ეს ზუსტადაა
ცნობილი. მისი მიღება შეიძლება, მაგრამ გამოყენება არა. ძალა უნდა
გათავისუფლდეს".
ტინდუილმა ამ ფრაზას სულელური უწოდა, რადგან შემდეგ აბზა-
ცებში აღწერილი იყო, თუ როგორ უნდა გამოეყენებინა გმირს ძალა
სიღრმის დასამარცხებლად.
"ადამიანები ეგოისტები არიან", – ამბობდა მესამე, – "გმირი ისეთი
ადამიანია, ვისაც საკუთარ სურვილებს მიღმა შეუძლია სხვათა საჭი-
როებების შემჩნევა".
– თუ ყველა ადამიანი ეგოისტია, – იკითხა ოდესღაც ტინდუილმა, –
მაშ, გმირი როგორღა იქნება სხვანაირი? ან რატომ ელიან თავმდაბა-
ლი კაცისგან მსოფლიოს დაპყრობას?
სეიზდმა ღიმილით გააქნია თავი. ტინდუილი ხანდახან საკუთარ
პროტესტს შესანიშნავად ასაბუთებდა, ხანდახან კი ყველაფერს აკე-
თებდა, ოღონდ როგორმე საპირისპირო აზრი დაეხეთქებინა. ნაწერს
ისევ გააყოლა თითი, მაგრამ პირველივე აბზაცზე შეჩერდა.
"ტანმაღალი", – ამტკიცებდა ფრაზა. ეს ვინზე ვერ იქნებოდა. თუმცა
ეს ფრაზა ერთ-ერთი წიგნიდან იყო და არა – ანაბეჭდიდან. ტინდუილმა
889
ამ ფრაზის დატოვება იმიტომ დაიჟინა, რომ ფოლადის სიტყვები, მა-
თი ყველაზე სანდო წყარო, ამტკიცებდა, გმირი ტანდაბალი იქნე-
ბაო. სეიზდმა კვაანის აღიარების სრულ ტექსტზე გადაფურცლა და
შესაბამისი აბზაცი მოძებნა:
"როცა ალენდი პირველად დავინახე, მისი სიმაღლით გავოცდი.
ტანად დაბალი იყო, მაგრამ სხვების თავზე ისე აღიმართებოდა
ხოლმე, როგორც კაცი, რომელიც ყველასგან პატივისცემას მოით-
ხოვდა".
სეიზდი მოიღუშა. ადრე ამტკიცებდა, რომ წინადადებებს შორის
არავითარი წინააღმდეგობა არ იყო, რადგანაც ერთი მათგანი გმი-
რის პიროვნებას შეეხებოდა, ფიზიკურ სიმაღლეს კი არა. ახლა კი
სეიზდი სახტად დარჩა. პირველად გაიაზრა, რას ეუბნებოდა ტინდუ-
ილი.
რაღაც არასწორი იყო. ისევ წიგნს დახედა და გვერდის დანარჩე-
ნი ნაწილი ჩაიკითხა.
"მოლოდინის შესახებ ცოდნის ირგვლივ ჩემი ადგილიც იყო. სა-
კუთარ თავს წმინდა პირველმხილველად მივიჩნევდი, წინასწარ-
მეტყველად, რომელიც ეპოქათა გმირს აღმოაჩენდა. და მაშინ
ალენდის უარყოფა ჩემი ახალი მდგომარეობის, სხვების მიერ ჩემი
აღიარების უარყოფაც იქნებოდა".
სეიზდი უფრო მოიღუშა. აბზაცს თვალი გადაავლო. გარეთ
ბნელდებოდა, დარაბებს მიღმა ნისლის ბოლქვები ტრიალებდა და
აორთქლებამდე, ოთახში შემოპარვას ცდილობდა.
"წმინდა პირველმხილველი", – წაიკითხა კიდევ ერთხელ, – "ეს
როგორ გამომრჩა? იგივე სახელია, რასაც ხალხი კარიბჭესთან მე-
ძახდა. მაშინ არ გამხსენებია".
– სეიზდ.
სეიზდი შეხტა და წიგნი კინაღამ მაგიდაზე გადმოაგდო. ზურგს
უკან ვინი ასვეტილიყო – რუხი ჩრდილი მქრქალად განათებულ
ოთახში.
– ლედი ვინ! გამოფხიზლდით?!
890
– ამდენი ძილი არ უნდა დაგენებებინა, – უთხრა გოგომ.
– თქვენი გაღვიძება ვცადეთ, – ნაზად უპასუხა სეიზდმა, – მაგ-
რამ კომაში იყავით.
ვინი შეჩერდა.
– ეგებ, ასეც სჯობდა, ლედი ვინ, – უთხრა სეიზდმა, – ბრძოლა დას-
რულდა; თქვენ კი ბოლო რამდენიმე თვეა თავი არ დაგიზოგავთ. რაკი
ყველაფერი დამთავრდა, აჯობებდა, ცოტა დაგესვენათ.
ნაბიჯი წინ წადგა და თავი გააქნია. სეიზდი ხედავდა, რომ რამდენი-
მედღიანი ძილის შემდეგაც კი ღონემიხდილი ჩანდა.
– არა, სეიზდ, – თქვა მან, – ჯერ არ დასრულებულა. ჯერჯერობით
არა.
– რას გულისხმობ? – ჰკითხა სეიზდმა. სულ უფრო მეტად იძაბებო-
და.
– თავში ხმაური ჯერაც მესმის, – თქვა ვინმა და ხელი შუბლზე მი-
იდო, – აქაა. ქალაქში.
– აღზევების წყარო? – ჰკითხა სეიზდმა, – მაგრამ, ლედი ვინ, მას-
თან დაკავშირებით მოგატყუეთ. ბოდიშს გიხდით, მაგრამ სინამდვილე-
ში წარმოდგენა არ მაქვს, ასეთი რამ ნამდვილად თუ არსებობს.
– შენი აზრით, ეპოქათა გმირი ვარ?
სეიზდმა განზე გაიხედა.
– რამდენიმე დღის წინ, ბრძოლის ველზე, დარწმუნებული ვიყავი.
მაგრამ... ბოლო დროს უკვე აღარც კი ვიცი, რისი მჯერა. წინასწარმეტ-
ყველებები და ლეგენდები ძალიან ურთიერთსაწინააღმდეგოა.
– საქმე წინასწარმეტყველებებში არაა, – თქვა ვინმა, მაგიდასთან
მივიდა და წიგნს დახედა, – მთავარი ისაა, რომ რაღაც-რაღაც საქმეებს
ბოლომდე მიყვანა სჭირდება. ამას ვგრძნობ. ის... მიზიდავს.
დახურულ ფანჯარას გახედა. გარეთ ნისლი ღელავდა. ახლოს მივი-
და, დარაბები გამოაღო და ზამთრის ცივი ჰაერი შემოუშვა. იდგა, თვა-
ლები დახუჭული ჰქონდა და ნისლში ეხვეოდა. მხოლოდ უბრალო პე-
რანგი და შარვალი ეცვა.

891
– ერთხელ შევისრუტე, სეიზდ, – თქვა ვინმა, – იცოდი? მოგიყე-
ვი? მბრძანებელს ვებრძოდი. და ძალები ნისლისგან მივიღე. ზუს-
ტად ასე შევძელი მისი დამარცხება.
სეიზდს გააკანკალა. სიცივე არაფერ შუაში იყო – ნათქვამმა სიტ-
ყვებმა და ვინის ტონმა ააკანკალა.
– ლედი ვინ, – დაიწყო პასუხი, მაგრამ არ იცოდა, როგორ გაეგ-
რძელებინა. ნისლი შეისრუტა? ეგ როგორ?
– წყარო აქაა, – გაიმეორა ვინმა და ფანჯრიდან გაიხედა. ოთახს
ნისლი ავსებდა.
– შეუძლებელია, ლედი ვინ, – უთხრა სეიზდმა, – ყველა გადმო-
ცემა თანხმდება, რომ აღზევების წყარო ტერისის მთებში აღმოაჩი-
ნეს.
ვინმა თავი გააქნია.
– მან ყველაფერი შეცვალა, სეიზდ.
სეიზდმა წარბები შეჭმუხნა.
– რა?
– მბრძანებელმა ყველაფერი შეცვალა, – დაიჩურჩულა ვინმა, –
ფერფლმთები ამოზიდა. ჩანაწერები ამბობენ, რომ იმპერიის გარ-
შემო უზარმაზარი უდაბნო შექმნა და მიწა დაყო, რომ მისი შენახვა
შესძლებოდა. რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ დღეს ყველაფერი ისე
გამოიყურება, როგორც მაშინ გამოიყურებოდა, მბრძანებელი რომ
წყაროსთან მივიდა? მან მთები შექმნა. მათ გასწორებას რატომ ვე-
ღარ მოახერხებდა?
სეიზდს ცივმა ტალღამ დაუარა.
– მეც ზუსტად ასე მოვიქცეოდი, – თქვა ვინმა, – თუკი მეცოდი-
ნებოდა, რომ ძალა დაბრუნდებოდა და მისი შენახვის სურვილი მექ-
ნებოდა, წყაროს გადავმალავდი. ლეგენდებს, ჩრდილოეთის მთებ-
ზე რომ ლაპარაკობენ, ხელს არ ვახლებდი. შემდეგ წყაროს გარშე-
მო ქალაქს ავაგებდი, რათა მასზე მუდმივად მჭეროდა თვალი.
ვინი შემობრუნდა და სეიზდს გამოხედა.
– ის აქაა. ძალა იცდის.
892
სეიზდმა პირი გააღო, რომ შეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ვერაფერი
მოიფიქრა. რწმენა აღარ ჰქონდა. საერთოდ, რა საჭირო იყო ასეთ თე-
მებზე საუბარი? როგორც კი გაჩერდა, გარედან ხმები მოესმა.
"ხმები?" – გაიფიქრა კაცმა, – "ღამით? ნისლში?"
ცნობისმოყვარედ დაცქვიტა ყურები, მაგრამ ხმა შორიდან მოდი-
ოდა. მაგიდის გვერდით მიგდებულ ჩანთას დასწვდა. ლითონგონების
უმეტესობა ცარიელი იყო. მხოლოდ საკუთარი სპილენძის გონები ეკე-
თა – ძველისძველი ცოდნის საცავები. ჩანთაში პატარა ქისა მოძებნა.
მასში ის ათი ბეჭედი იყო, ალყისთვის რომ მოამზადა, მაგრამ აღარ გა-
მოუყენებია. გახსნა, ერთ-ერთი ბეჭედი ამოიღო და ქისა ისევ ჩანთაში
ჩატენა.
ამ ბეჭდით – კალის გონით – სმენის გამახვილება შეეძლო. სიტყვე-
ბი უნდა გაერჩია.
– მეფე! მეფე დაბრუნდა!
ვინი ფანჯრიდან გადაეშვა.
– მეც არ მესმის, როგორ ახერხებს ამას, ელ, – უთხრა ჰამმა, ხელი
შეხვეული ჰქონდა.
ელენდი ქალაქის ქუჩებში მიდიოდა. უკან აღტაცებული ბრბო მიჰ-
ყვებოდა. რაც უფრო მეტი ხალხი იგებდა ელენდის დაბრუნების შესა-
ხებ, მით უფრო იზრდებოდა მასა. სპუკი მათ შეცბუნებული უთვალთვა-
ლებდა, მაგრამ ყურადღება აშკარად სიამოვნებდა.
– ბრძოლის ბოლო ნაწილი გონებადაკარგულმა გავატარე, – უყვე-
ბოდა ჰამი, – მხოლოდ კალტყვიამ გადამარჩინა. კოლოსებმა ციხე-
კოშკი აიღეს და ჩემი გუნდი დახოცეს. მე გამოვაღწიე და სეიზდი ვიპო-
ვე, მაგრამ გონება უკვე მებინდებოდა. შემდეგ მახსოვს, ჰასტინგთა ცი-
ხესთან გული წამივიდა. რომ გამოვფხიზლდი, ვინი უკვე ქალაქს იბრუ-
ნებდა. მე...
გაჩერდნენ. მათ წინ, ქუჩაში, ვინი იდგა. მდუმარე, შავბნელი. ნის-
ლში ლამის იმ აჩრდილს ჰგავდა, ელენდს რომ გამოეცხადა.
– ვინ? – ჰკითხა შიშის მომგვრელ ფიგურას.

893
– ელენდ! – წამოიძახა და წინ გამოქანდა. მკლავებში ჩაუვარდა
თუ არა, მისტიკურობის აურა მაშინვე გაქრა. როცა ერთმანეთს ჩა-
ეხუტნენ, ვინი აკანკალდა.
– ბოდიში, მგონი, რაღაც ცუდი გავაკეთე.
– ჰო? – ჰკითხა ელენდმა, – მაინც, რა?
– იმპერატორად გაქციე.
ელენდმა გაიღიმა.
– შევნიშნე და თანახმა ვარ.
– იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ხალხისთვის არჩევანის მისაცე-
მად გააკეთე?
ელენდმა თავი გააქნია.
– უკვე იმას ვფიქრობ, რომ ჩემი შეხედულებები ძალიან გამარ-
ტივებული იყო. ღირსეული, მაგრამ... არასრული. ამასაც მივხე-
დავთ. ახლა, უბრალოდ, ძალიან მიხარია, რომ ჩემი ქალაქი ჯერაც
ადგილზე დგას.
ვინმა გაიღიმა. ძალიან დაღლილი ჩანდა.
– ვინ, ჯერაც კალტყვიაზე ხარ?
– არა, – უპასუხა მან, – რაღაც სხვაა, – განზე გაიხედა, ჩაფიქ-
რებული სახე ჰქონდა, თითქოს რაღაცის გადაწყვეტას ცდილობდა,
– წამოდი, – უთხრა ბოლოს ელენდს.
სეიზდი ფანჯრიდან უყურებდა. მეორე კალის გონი მხედველო-
ბას უუმჯობესებდა. ქვემოთ ნამდვილად ელენდი იდგა. ტერისელმა
გაიღიმა, გულიდან ტვირთი მოეხსნა. შემდეგ შემობრუნდა, ქვემოთ
ჩასვლასა და მეფესთან შეხვედრას აპირებდა.
სწორედ ამ დროს დაინახა, რომ იატაკზე, მის წინ, რაღაც ფრი-
ალებდა. ფურცლის ნაგლეჯი. ჩაიმუხლა, აიღო და მიხვდა, რომ სა-
კუთარ ხელნაწერს უყურებდა. კიდეები ჩამოხეული ჰქონდა. მო-
იღუშა, მაგიდასთან მივიდა და წიგნი კვაანის ტექსტზე გადაშალა.
ნაგლეჯი იქიდან აკლდა. ზუსტად იგივე წინადადება იყო, რომელიც
ადრეც გაქრა, ჯერ კიდევ მაშინ, ტინდუილთან ერთად რომ მუშაობ-

894
და. ლამის გადაავიწყდა ის უცნაურობა, ყველა გვერდიდან ყველა წი-
ნადადება ერთდროულად რომ გაქრა.
როცა დახეული ფურცლები აღმოაჩინეს, გვერდი საკუთარი ლი-
თონგონიდან ხელახლა გადაწერა. ახლა იგივე ნაწილი – უკანას-
კნელი წინადადება – ისევ ამოხეული იყო. რომ დარწმუნებულიყო,
ფურცელი წიგნთან მიიტანა, და ისიც ზუსტად დაემთხვა: "ალენდიმ აღ-
ზევების წყარომდე ვერ უნდა მიაღწიოს. ძალა ვერ უნდა მიითვისოს".
ზუსტად იგივე სიტყვები იყო, რომელთაც ლითონგონში ინახავდა; ზუს-
ტად იგივე სიტყვები, რომლებიც ფოლადში იყო ამოტვიფრული.
"კვაანი ამაზე რატომ ღელავდა?" – გაიფიქრა და დაჯდა, – "ამბობ-
და, ალენდის ყველაზე უკეთ მე ვიცნობო. რამდენჯერმე ღირსეული
ადამიანიც კი უწოდა".
რატომ ნერვიულობდა კვაანი იმაზე, რომ ალენდი აღზევების წყა-
როს ძალას მიითვისებდა?
ვინი ნისლში მიდიოდა. ელენდი, ჰამი და სპუკი უკან მიჰყვებოდნენ.
ელენდის ბრძანებით, ბრბო დაიშალა. თუმცა ზოგიერთი ჯარისკაცი მა-
ინც გამოჰყვა დასაცავად.
ვინი გზას განაგრძობდა. ბაგუნს, პულსაციას გრძნობდა – ძალას,
რომელიც მის სულს არყევდა. სხვები რატომ ვერ გრძნობდნენ?
– ვინ? – ჰკითხა ელენდმა, – სად მივდივართ?
– კრედიკ შაუ, – ნაზად მიუგო ვინმა.
– ჰო მაგრამ... რატომ?
ვინმა, უბრალოდ, თავი გადააქნია. ახლა უკვე იცოდა სიმართლე.
წყარო ქალაქში იყო. როცა პულსაციის ხმამ იმატა, ეგონა, რომ ქალაქ-
ში გზას საერთოდ ვეღარ გაიკვლევდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. პირი-
ქით, ახლა, ხმამაღალ და ძლიერ ბაგუნში, მიმართულებას უფრო მარ-
ტივად პოულობდა.
ელენდმა დანარჩენებს გადახედა. ვინი გრძნობდა, რომ ელენდი
აღელდა. წინ, ღამეში, კრედიკ შაუ ასვეტილიყო. კოშკის წვერები უზარ-
მაზარი შუბებივით იყო ცად აწვდილი, სასახლე უსწორმასწოროდ ას-

895
როლილიყო მიწიდან, თითქოს ბრალმდებელივით იშვერდა თი-
თებს ვარსკვლავებისკენ.
– ვინ, – თქვა ელენდმა, – ნისლი უცნაურად იქცევა.
– ვიცი, – უპასუხა მან, – გზას მაჩვენებს.
– არა, პირიქით, – უთხრა ელენდმა, – თითქოს ცდილობს, არ
მოგეკაროს.
ვინმა თავი გააქნია. ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც საჭირო
იყო. დანარჩენებისთვის როგორ აეხსნა? ერთად შევიდნენ მბრძა-
ნებლის სასახლეში.
"მთელი ეს დრო წყარო სასახლეში იყო", – ვინს ეს ფიქრი არ-
თობდა. გრძნობდა, როგორ ფეთქავდა დარტყმები შენობაში. აქამ-
დე როგორ ვერ შენიშნა?
"მაშინ ბაგუნი ძალიან სუსტად იგრძნობოდა", – გაიაზრა ვინმა,
– "წყარო ჯერაც არ იყო სავსე, ახლა – სავსეა".
და მას უხმობდა.
ძველ კვალს გაჰყვა. გზას, რომელიც კელსიერთან ერთად გაი-
არა, იმ წყეულ ღამეს, სასახლეში შეჭრისას კინაღამ რომ მოკლეს.
იმ გზას, რომელსაც თავად მიუყვებოდა, მბრძანებლის მოსაკლა-
ვად რომ მოვიდა. ქვის ვიწრო დერეფნები ამობრუნებული ჯამის
ფორმის ოთახში შეერთდნენ. ელენდის ლამპრის სინათლე საოცარ
ჩუქურთმებსა და, უმეტესად, შავ ან ნაცრისფერ ფრესკებზე ალაპ-
ლაპდა. ქვის ნაგებობა ოთახის ცენტრში იდგა – მიტოვებული და
დახურული.
– მგონი, საბოლოოდ, შენს ატიუმს მაინც ვიპოვით, ელენდ, – გა-
იღიმა ვინმა.
– რა? – გაუკვირდა კაცს, მისი ხმა დარბაზში ექოდ ახმიანდა, –
ვინ, აქ უკვე ვეძებეთ, ყველაფერი ვცადეთ.
– საკმარისად არა, – უპასუხა ვინმა, შენობის-შიდა-შენობას ყუ-
რადღებით ათვალიერებდა, მაგრამ მისკენ არ მიდიოდა.
"ზუსტად აქ შევინახავდი", – გაიფიქრა ვინმა, – "ჭკვიანური იქნე-
ბოდა. მბრძანებელს ენდომებოდა, წყარო ახლოს ჰქონოდა და ძა-
896
ლა რომ დაბრუნდებოდა, მაშინვე მიეთვისებინა. მაგრამ იქამდე მოვ-
კალი, ვიდრე ამას მოასწრებდა".
გრიალი ქვემოდან ისმოდა. ელენდის მუშებმა იატაკი აყარეს,
მაგრამ ქვას რომ მიადგნენ, გაჩერდნენ. არადა, ქვემოთ ჩასასვლელი
აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ბოლოს ვინმა შენობის-შიდა-შენობა
გადაჩხრიკა, მაგრამ ვერაფერი იპოვა. იქიდან გამოვიდა და თავის
დაბნეულ მეგობრებს იმედგაცრუებულმა ჩაუარა გვერდზე.
შემდეგ ლითონის დაწვა სცადა. როგორც ყოველთვის, გარშემო
ლურჯი ზოლები გაჩნდნენ და ლითონისკენ მიანიშნეს. ელენდსა და
სპუკს ლითონის რამდენიმე ნივთი აღმოაჩნდათ, აი, ჰამი კი სუფთა
იყო. ლითონი ჩაეყოლებინათ ზოგიერთ ჩუქურთმაშიც და ლურჯი ხაზე-
ბი მათკენაც მიდიოდა.
ყველაფერი ისე იყო, როგორც ელოდა. არაფერი...
ვინი მოიღუშა და ერთი ნაბიჯი გვერდზე გადადგა. ერთ-ერთი ხაზი
განსაკუთრებით მსხვილი აღმოჩნდა. ზედმეტად მსხვილიც კი. ვინი და-
იკოპა და ხაზი გამოიკვლია. ის, სხვების მსგავსად, მისი მკერდიდან
პირდაპირ ქვის კედლისკენ იყო მიმართული; მაგრამ, მეორე მხრივ, ეს
ხაზი კედლიდან კი არა, მის მიღმიდან მოდიოდა.
"რაო?" – გაუკვირდა გოგოს. მოქაჩვა სცადა. არაფერი მოხდა. ამი-
ტომაც უფრო ძლიერად მოქაჩა და კედლისკენ გადავარდა; უკმაყოფი-
ლოდ დაიბუზღუნა. ხაზს თავი ანება და მიმოიხედა. ლითონი იატაკშიც
იყო. ძალიან ღრმად. ცნობისმოყვარეობა გაეღვიძა – ჯერ მოქაჩვით
ღუზასავით "მიემაგრა" იატაკის ზოლებს, მერე ისევ კედელს მოქაჩა.
მოეჩვენა, რომ ამჯერად რაღაც გამოძრავდა.
დურალუმინს მოუკიდა და რაც შეეძლო, ძლიერად მოქაჩა. ძალის
აფეთქებამ კინაღამ ორად გააპო, მაგრამ "ღუზას" კარგად ეჭირა. დუ-
რალუმინით გაძლიერებული კალტყვია კი სიკვდილის საშუალებას არ
აძლევდა. კედლის ერთი ნაწილი გადაიხსნა, მდუმარე ოთახში ქვები
ქვებს გაეხახუნა. ვინმა ამოიოხრა, ლითონი გაუთავდა.
– მბრძანებელმა დამლახვროს! – წამოიძახა სპუკმა. ჰამი უფრო
სწრაფი აღმოჩნდა, კალტყვიით გაძლიერებული სიჩქარით მიირბინა
897
და ღრიჭოში გაიხედა. ელენდი ვინის გვერდით დარჩა და მიეხმარა,
რადგან გოგო კინაღამ წაიქცა.
– კარგად ვარ, – უთხრა ვინმა, შემდეგ ფლაკონი გამოცალა და ლი-
თონის მარაგები აღიდგინა. მის გარშემო წყაროს ძალა პულსირებ-
და. ლამის მთელ ოთახს აზანზარებდა.
– აქ საფეხურებია, – თქვა ჰამმა და ნაპრალიდან თავი გამოყო.
ვინმა წონასწორობა შეინარჩუნა და ელენდს თავი დაუქნია. შემ-
დეგ ორივენი ჰამსა და სპუკს მიჰყვნენ და ცრუ კედელთან მივიდნენ.
"მაგრამ დაწვრილებით თხრობა უნდა განვაგრძო. ადგილი შეზ-
ღუდულია. სხვა განმანათლებლები, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ
თავმდაბლობა გამოიჩინეს, როცა მოვიდნენ და აღიარეს, ალენ-
დისთან დაკავშირებით ვცდებოდითო. მე კი უკვე მანამდე მეპარე-
ბოდა ეჭვი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში, მაგრამ ამაყი ვიყა-
ვი.
ბოლოს, ვგონებ, ჩემმა სიამაყემ დაგვღუპა ყველანი. ჩემს ძმა-
თაგან სათანადო ყურადღება არასოდეს მღირსებია. ისინი მიიჩნევ-
დნენ, რომ ჩემი საქმე და წადილი განმანათლებლისათვის შეუფე-
რებელი იყო. ვერ ხვდებოდნენ, ჩემი შრომა – რელიგიის ნაცვლად
ბუნების შესწავლა – თოთხმეტი მიწის ხალხს რაში წაადგებოდა.
თუმცა მე, როგორც ადამიანი, რომელმაც ალენდი აღმოაჩინა,
მნიშვნელოვან ვინმედ ვიქეცი, განმანათლებლებს შორის უპირვე-
ლესად.
მოლოდინის შესახებ ცოდნის ირგვლივ ჩემი ადგილიც იყო. სა-
კუთარ თავს პირველმხილველად მივიჩნევდი, წინასწარმეტყვე-
ლად, რომელიც ეპოქათა გმირს აღმოაჩენდა. და მაშინ ალენდის
უარყოფა ჩემი ახალი მდგომარეობის, სხვების მიერ ჩემი აღიარე-
ბის უარყოფაც იქნებოდა.
ამიტომაც არაფერი მოვიმოქმედე. მაგრამ ახლა ყველაფერს
შევცვლი.
დაე, ცნობილი იყოს ის, რომ მე, კვაანი, ტერისელი განმანათლე-
ბელი, თაღლითი ვარ. ალენდი გმირი არასდროს ყოფილა. ალბათ,
898
მე გადავაჭარბე მის ღირსებათა შეფასებისას, შევქმენი გმირი, თუმცა-
ღა იგი არ არსებობდა. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ვშიშობ, შევრყვენი
ყველაფერი, რისიც გვწამდა".
სეიზდი მაგიდასთან იჯდა და საკუთარ წიგნს კითხულობდა.
"აქ რაღაც ძალიან არასწორი ხდება", – გაიფიქრა. რამდენიმე
სტრიქონით ზემოთ გადაინაცვლა და კვლავ სიტყვებს – წმინდა პირ-
ველმხილველს დახედა. რატომ აწუხებდა ეს ფრაზა?
საზურგეს მიეყრდნო და ამოიოხრა. წინასწარმეტყველებები მომა-
ვალზე კი საუბრობდნენ, თუმცა ზუსტ განმარტებას არცერთი მათგანი
არ იძლეოდა. ტინდუილი მართალი იყო. თავად სეიზდის კვლევამ გა-
მოავლინა, რამდენად არასანდო და გაუგებარი შინაარსი ჰქონდა თი-
თოეულს.
მაშ, პრობლემა რაღა იყო?
"უბრალოდ, სულელურად გამოდის".
მაგრამ ხანდახან რელიგიაც ერთი შეხედვით სულელური ჩანდა.
ეს... გონივრული დასკვნა იყო თუ მისი სუბიექტური მონაჩმახი? თუ, უბ-
რალოდ, ბრაზობდა იმ რწმენებზე, რომლებიც ბეჯითად დაიხსომა და
რომლებსაც ქადაგებდა, ბოლოს კი მათ მაინც უღალატეს?
ყველაფერი მაგიდაზე დაგდებულ ფურცლის ნაგლეჯამდე დავიდა:
"ალენდიმ აღზევების წყარომდე ვერ უნდა მიაღწიოს..."
ვიღაც მის გვერდით იდგა.
სეიზდს სუნთქვა შეეკრა, ბორძიკით დაიხია უკან და კინაღამ საკუ-
თარ სკამს წამოედო. ადამიანი არ იყო – ნისლის ბოლქვებითა და ხვე-
ულებით შექმნილი აჩრდილი იყო. საშინლად მქრქალი ნისლი ჯერაც
მოედინებოდა ვინის მიერ ღიად დატოვებული ფანჯრიდან, მაგრამ გა-
მოსახულების შექმნას მაინც ახერხებდა. მაგიდისკენ იყო შებრუნებუ-
ლი, წიგნისკენ... ან ეგებ, ფურცლის ნაგლეჯისკენ.
სეიზდს გაქცევა უნდოდა, შიშით სადმე გაფოფხება, მაგრამ სწავლუ-
ლის გონებამ შიშის მარწუხებშიც კი მოახერხა რაღაცის გახსენება.
"ალენდი", – გაიფიქრა, – "ყველას მიერ ეპოქათა გმირად შერაცხული.

899
წერდა, რომ ნისლის არსება დაჰყვებოდა... ვინიც ამბობდა, რომ ხე-
დავდა".
– რა... რა გინდა? – ჰკითხა და სცადა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
აჩრდილი არ განძრეულა.
"შეიძლება... ის იყოს?" – დაეცა თავზარი. მრავალი რელიგია ამ-
ტკიცებდა, რომ მკვდრები ამ სამყაროში რჩებოდნენ, ოღონდ, მოკ-
ვდავებს მათი ხილვა აღარ შეეძლოთ. მაგრამ ეს ქმნილება, ტინ-
დუილის კვალობაზე, ძალიან დაბალი იყო. სეიზდმა ზუსტად იცოდა,
რომ თუნდაც ასეთ ამორფულ სხეულში, ტინდუილს მაინც ამოიც-
ნობდა.
სეიზდმა სცადა, დაედგინა, რას უყურებდა სული. ყოყმანით გა-
იწვდინა ხელი და ფურცლის ნაგლეჯი აიღო.
აჩრდილმა მკლავი ასწია და ქალაქის ცენტრისკენ ანიშნა. სეიზ-
დი მოიღუშა.
– არაფერი მესმის, – უთხრა.
აჩრდილმა უფრო დაჟინებით ანიშნა.
– დაწერე, რა გინდა ჩემგან.
აჩრდილი მხოლოდ მიმართულებას უჩვენებდა.
სეიზდი დიდხანს იდგა ბნელ ოთახში ერთადერთი სანთლით,
შემდეგ გადაშლილ წიგნს დახედა. ქარი ფურცლებს აფრიალებდა
და ტერისელს საკუთარ ხელნაწერს აჩვენებდა, შემდეგ ტინდუილი-
სას, მერე ისევ საკუთარს...
"ალენდიმ აღზევების წყარომდე ვერ უნდა მიაღწიოს. ძალა ვერ
უნდა მიითვისოს".
ეგებ... ეგებ კვაანმა რაღაც ისეთი იცოდა, რაც სხვებს არ ესმო-
დათ. შეიძლება, ძალა საუკეთესოთა შორის საუკეთესოებსაც კი
რყვნიდა? ეგებ ამიტომ დაუპირისპირდა ალენდის და მისი შეჩერება
სცადა?
ნისლის სულმა კვლავ მიუთითა.
"თუ აჩრდილმა სწორედ ეს წინადადება ამოგლიჯა, შეიძლება
ჩემთვის რამის თქმას ცდილობს. მაგრამ... ვინი ძალას არ მიითვი-
900
სებს, ხომ? და არც ხოცვასა და ნგრევას მიჰყოფს ხელს მბრძანებელი-
ვით, არა?"
მაგრამ, თუ არჩევანი არ დარჩებოდა?
გარეთ ვიღაცამ დაიკივლა. შეძრწუნებული კივილი იყო და მალე
სხვებიც აჰყვნენ – ბნელ ღამეში ახმიანებული, საშინელი, ექოდ გავ-
რცელებული ხმები.
ფიქრის დრო აღარ ჰქონდა. სეიზდმა სანთელს ხელი დასტაცა, სიჩ-
ქარეში ცვილი მაგიდაზე დაეღვენთა, და ოთახიდან გაიქცა.
ქვის მრგვალ კიბეზე დიდხანს ეშვებოდნენ ქვემოთ. ვინი საფეხუ-
რებს მიუყვებოდა, გვერდით ელენდი მიჰყვებოდა. ბაგუნი გოგოს ყუ-
რებში გრიალებდა. ბოლოს კიბე გადაიქცა...
უზარმაზარ დარბაზად. ელენდმა ლამპარი ასწია და დიდ, ქვის მღვი-
მეს გადახედა. სპუკი ლამის უკვე ბოლომდე იყო ჩასული, ჰამი უკან მის-
დევდა.
– მბრძანებელო... – დაიჩურჩულა ელენდმა, ვინის გვერდზე იდგა,
– აქაურობას იქამდე ვერ მივაგნებდით, სანამ სასახლეს აგურ-აგურ არ
დავშლიდით!
– მისი აშენების მიზანიც ეგ იყო, – აუხსნა ვინმა, – კრედიკ შაუ უბ-
რალოდ სასახლე კი არა, საჭექი ქვაა. იმისთვის აშენდა, რომ რაღაც
დაემალა. აი ეს. ეს უნდა დაემალა. ზემოთ ჩუქურთმები კარისკენ მიმა-
ვალ გზას ფარავდნენ, კედელში ჩაყოლებული ლითონი კი გამხსნელი
მექანიზმის დანახვის საშუალებას ალომანტებსაც არ აძლევდა. მინიშ-
ნება რომ არა...
– მინიშნება? – ჰკითხა ელენდმა და მისკენ მიბრუნდა.
ვინმა თავი გააქნია და საფეხურებისკენ ანიშნა. ისევ განაგრძეს
სვლა. ქვემოდან სპუკის ხმამ იჭექა:
– აქ საჭმელია! უამრავი კონსერვი!
მართლაც, მღვიმის იატაკზე დაზვინული თაროები ისე საგულდაგუ-
ლოდ იყო გადატენილი, თითქოს რაღაც მნიშვნელოვნისთვის ამზა-
დებდნენ. როცა ვინმა და ელენდმა კიბე ჩაიარეს, ჰამი უკვე სპუკს მის-

901
დევდა და ნაბიჯის შენელებას მოითხოვდა. ელენდი გაყოლას აპი-
რებდა, მაგრამ ვინმა მკლავზე ხელი დასტაცა. რკინას წვავდა.
– იქით ლითონის უზარმაზარი წყაროა, – უთხრა სურვილით ანთე-
ბულმა.
ელენდმა თავი დაუქნია და სწრაფად გაუყვნენ მღვიმეს, თარო-
ებს გვერდს უქცევდნენ.
"ეს ყველაფერი მბრძანებელმა მოამზადა", – ფიქრობდა ვინი, –
"მაგრამ რისთვის?"
იმწამს პასუხი სულაც არ ანაღვლებდა. არც ატიუმი აინტერესებ-
და დიდად, მაგრამ ელენდის წადილის უგულებელყოფა არ შეეძ-
ლო. მღვიმის ბოლომდე მიირბინეს, სადაც ლითონის ლურჯი ხაზე-
ბის სათავეს მიაგნეს.
კედელზე უზარმაზარი ფილა ეკიდა, ისეთი, როგორიც, სეიზდის
სიტყვებით, სერანის საყუდარში ნახეს. ფილა რომ შენიშნეს, ელენ-
დი აშკარად იმედგაცრუებული დარჩა. მაგრამ ვინმა სვლა განაგ-
რძო და კალით გაძლიერებული მხედველობით ცდილობდა, გამო-
სახულება გაერჩია.
– რუკა? – იკითხა ელენდმა, – ეს რა, უკანასკნელი იმპერიაა?
მართლაც, ლითონში იმპერიის რუკა იყო ამოკვეთილი. ცენ-
ტრში ლუთადელი მოენიშნათ, ახლომახლო პატარა ქალაქი წრეში
იყო ჩასმული.
– ქალაქი სთათლინი შემოხაზული რატომაა? – იკითხა ელენ-
დმა, რომელიც მხარდამხარ მიჰყვებოდა.
ვინმა თავი გადააქნია.
– მაგისთვის არ მოვსულვართ. აი, იქით.
მთავარი მღვიმიდან გვირაბი გადიოდა.
– წამოდი.
სეიზდი ქუჩაში მირბოდა. თავადაც არ იცოდა, რას აკეთებდა.
ნისლის აჩრდილს მისდევდა, მაგრამ ღამის სიბნელეში მისი გარჩე-
ვა საშინლად რთული იყო. ტერისელის სანთელი კი დიდი ხნის წინ
ჩაქრა.
902
ხალხი კიოდა. მათი შიშით აღსავსე ამოძახილები სეიზდს ჟრუან-
ტელს ჰგვრიდა. უნდოდა, წასულიყო და ენახა, რა ხდებოდა, მაგრამ
ნისლის სული ამის საშუალებას არ აძლევდა – სეიზდი რომ ჩამორჩე-
ბოდა, ჩერდებოდა და ელოდებოდა. შეიძლება, უბრალოდ, სიკვდი-
ლისკენ მიჰყავდა. და მაინც... აჩრდილის მიმართ რაღაც აუხსნელ
ნდობას გრძნობდა.
"ალომანტიაა?" – გაიფიქრა, – "ჩემს ემოციებს აჯანყებს?"
სანამ ამ აზრზე კარგად ჩაფიქრებას მოასწრებდა, პირველ გვამსაც
გადაეყარა. სკაა იყო, უბრალო სამოსში, კანი ფერფლით ჰქონდა დას-
ვრილი. სახე ტკივილით მოღრეცოდა და მიწას მისი კრუნჩხვების კვა-
ლი ეტყობოდა.
სეიზდს სუნთქვა შეეკრა. ადგილზე გაშეშდა. ჩაიმუხლა და გვამი
მახლობელი, ღია ფანჯრიდან გამომავალ ბუნდოვან სინათლეზე დაათ-
ვალიერა. ამ კაცს მარტივი სიკვდილი არ ღირსებია.
"ისეთივე... ისეთივე სიკვდილია, მე რომ ვიკვლევდი", – გაიფიქრა,
– "თვეების წინ, სამხრეთის სოფელში რომ ვიყავი. იქ ერთი კაცი მიყვე-
ბოდა, რომ ნისლმა მისი მეგობარი მოკლა. ისიც მიწაზე დაეცა და კრუნ-
ჩხვები დაეწყო".
ნისლის სული სეიზდის წინ გაჩნდა. დაჟინებით ანიშნებდა რაღაცას.
სეიზდმა ახედა და მოიღუშა.
– ეს შენ ჩაიდინე? – დაიჩურჩულა.
ნისლის სულმა ძლიერად გააქნია თავი და კვლავ მიმართულება
ანიშნა. წინ კრედიკ შაუ მოჩანდა. ვინი და ელენდი სწორედ ამ მიმარ-
თულებით გაუჩინარდნენ.
სეიზდი ადგილზე იდგა.
"ვინმა მითხრა, რომ წყარო ქალაქშია", – გაიფიქრა, – "სიღრმე უკ-
ვე აქაა. მისი საცეცები დიდი ხანია ფუთფუთებენ იმპერიის შორეულ
კუთხეებში. ხოცვა-ჟლეტით არიან დაკავებულნი. რაღაც ისეთი ხდება,
რისი აღქმაც არ ძალგვიძს".
ჯერაც ვერ იჯერებდა, რომ ვინის წასვლა წყაროსკენ ამდენად სახი-
ფათო აღმოჩნდებოდა. ჩანაწერები მასაც ხომ წაკითხული ჰქონდა. რა-
903
შეკის ამბავიც იცოდა. ძალას თავად არ მიითვისებდა. ამაში თით-
ქოს ეჭვი არ ეპარებოდა, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული მაინც
არ იყო. სინამდვილეში, ისიც კი აღარ იცოდა, რა უნდა ექნათ აღზე-
ვების წყაროსთვის.
"ვინთან უნდა მივიდე. შევაჩერო, დაველაპარაკო, მოვამზადო.
არ შეიძლება, ასეთი რამ ნაჩქარევად გავაკეთოთ". თუ, რა თქმა უნ-
და, ძალის მითვისებას აპირებდნენ, ჯერ ყველაფერი უნდა გაეაზრე-
ბინათ და საუკეთესო გზა აერჩიათ.
ნისლის სული კვლავ მიმართულებას ანიშნებდა. სეიზდი წამოდ-
გა და გაიქცა, ღამეულ კივილს ყურადღებას აღარ აქცევდა. უზარმა-
ზარ, შპილებითა და წვეტებით მორთული სასახლის კარიბჭეს მიუ-
ახლოვდა და შიგნით შევარდა.
ნისლში გახვეული აჩრდილი ზურგს უკან დარჩა. სეიზდმა სანთე-
ლი კაჟის დახმარებით აანთო და დაელოდა. მაგრამ აჩრდილი წინ
აღარ წამოსულა. ტერისელი გრძნობდა, რომ საქმე სასწრაფოდ
იყო მოსაგვარებელი. სულს თავი ანება და თავისით განაგრძო გზა
მბრძანებლის სასახლის სიღრმეებისკენ. სანთელი სუსტად ანათებ-
და ქვის ცივსა და ჩაბნელებულ კედლებს.
"შეუძლებელია, წყარო აქ იყოს", – გაიფიქრა, – "მისი ადგილი
მთებშია".
მაგრამ ამდენი ხნის გასვლის შემდეგ, იმდენი რამ იყო გაურკვე-
ველი... უკვე იმასაც კი ეჭვობდა, თავის მიერ გამოკვლეული თემე-
ბიდან ოდესმე მაინც თუ ესმოდა რამე.
ნაბიჯს აუჩქარა, სანთელს ხელით იფარავდა. იცოდა, საითაც უნ-
და წასულიყო. შენობის-შიდა-შენობა აქამდეც ჰქონდა ნანახი, ად-
გილი, სადაც ოდესღაც, მბრძანებელი ისვენებდა ხოლმე. იმპერიის
დაცემის შემდეგ სეიზდმა იქაურობა შეისწავლა, ყველაფერი აღნუს-
ხა და დაათარიღა. გარეთა ოთახში შეაბიჯა და გზა სანახევროდ უკ-
ვე გავლილი ჰქონდა, როდესაც გადახსნილი კედელი შენიშნა.

904
გასასვლელში თავჩახრილი ფიგურა იდგა. გაპრიალებულ მარმა-
რილოს კედლებზე, ვერცხლით მოჭედილ ჩუქურთმებსა და კაცის თვა-
ლებში გაყრილ შუბებზე სეიზდის სანთლის შუქი ათამაშდა.
– მარშ? – იკითხა გაოგნებულმა ტერისელმა, – სად იყავი?
– რას აკეთებ, სეიზდ? – დაიჩურჩულა მარშმა.
– ვინთან მივდივარ, – შეცბა ტერისელი, – წყარო იპოვა, მარშ. მას-
თან უნდა მივიდეთ და, რასაც უნდა აკეთებდეს, დროებით შევაჩეროთ,
სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ვიცით, შედეგები რა იქნება.
მარში მცირე ხნით ხმას არ იღებდა.
– აქ არ უნდა მოსულიყავი, ტერისელო, – თქვა ბოლოს. თავი ჯერაც
ჩაქინდრული ჰქონდა.
– მარშ? რა ხდება? – სეიზდმა ერთი ნაბიჯი გადადგა წინ. ძალიან
ეჩქარებოდა.
– ნეტავ ვიცოდე... ნეტავ... ნეტავ მესმოდეს...
– რა გესმოდეს? – ჰკითხა სეიზდმა. ექო გუმბათიან ოთახში ახმიან-
და.
მარში წამით უხმოდ იდგა. შემდეგ თავი ასწია და სეიზდს უთვალებო
სახეში ჩასმული შუბები მიაპყრო.
– ნეტავ მესმოდეს, რატომ უნდა მოგკლა, – თქვა და ხელი აღმარ-
თა. ალომანტურმა ბიძგმა, სეიზდის ლითონის სამაჯურებს რომ იყო და-
მიზნებული, ტერისელი უკან გადაისროლა და ქვის მყარ კედელს მი-
ანარცხა.
– ვწუხვარ, – დაიჩურჩულა მარშმა.
ალენდიმ აღზევების წყარომდე ვერ უნდა მიაღწიოს...

58
– მბრძანებელო! – დაიჩურჩულა ელენდმა და მეორე მღვიმის კი-
დესთან შედგა.
ვინი გვერდით ამოუდგა. გვირაბს დიდხანს მიუყვებოდნენ. მარაგის
შესანახი გამოქვაბული შორს დარჩა, ქვის დერეფანს მიღმა. გზამ აქ
მოიყვანა – მეორე, ოდნავ უფრო პატარა მღვიმეში, რომელიც სქელი,
905
მუქი კვამლით იყო ამოვსებული. წესით, მღვიმიდან უნდა გასული-
ყო, მაგრამ – არა... ადგილზე ბრუნავდა და იზვირთებოდა.
ვინი წინ წავიდა. ელოდა, რომ კვამლი დაახრჩობდა, მაგრამ ასე არ
მოხდა. რაღაც უცნაური შეგრძნება დაეუფლა, თითქოს კვამლი
ესალმებოდა.
– წამოდი, – დაიძახა გოგომ, გამოქვაბულის იატაკს მიუყვებო-
და, – წინ სინათლეს ვხედავ.
აღელვებული ელენდი მიჰყვა.
ბუმ. ბუმ. ბუმ.
სეიზდი კედელს მიეხალა. ალომანტი არ იყო და სხეულის გასაძ-
ლიერებლად კალტყვია არ ჰქონდა. როცა მიწას დაეხეთქა, გვერ-
დში მწვავე ტკივილი იგრძნო და მიხვდა, რომ ნეკნი გაებზარა ან რა-
მე უარესი დაემართა.
მარში წინ წამოვიდა. სანთელი, რომელიც სეიზდს დაუვარდა,
ხანდახან ამოანათებდა და ბუნდოვან ნათელს ჰფენდა მსჯავრმდებ-
ლის ფიგურას.
– აქ რატომ მოხვედი? – ჩურჩულებდა მარში, სეიზდი კი ცდი-
ლობდა, მუხლებზე წამომდგარიყო, – ყველაფერი ისე კარგად მი-
დიოდა, – რკინის თვალებით შეჰყურებდა, როგორ მიხოხავდა ტე-
რისელი. შემდეგ ისევ უბიძგა და სეიზდი გვერდზე გადაისროლა.
ტერისელი ლამაზ, თეთრ იატაკზე გასრიალდა და მეორე კე-
დელს მიასკდა. მკლავმა დაიტკაცუნა, გადატყდა და სეიზდს თვალთ
დაუბნელდა.
ტკივილის მიუხედავად, მაინც დაინახა, რომ მარში დაიხარა და
რაღაც აიღო. პატარა ქისა იყო, ლითონის ნივთებით სავსე. სეიზდის
ჩანთიდან გადმოვარდა. მარშს, ალბათ, მონეტებით სავსე ქისა ეგო-
ნა.
– ვწუხვარ, – გაიმეორა მარშმა, შემდეგ ხელი აღმართა და ქისას
სეიზდის მიმართულებით უბიძგა. ქისამ ოთახი გადაკვეთა და სე-
იზდს მიეხეთქა; მერე გაიხა და ლითონის სამკაულები ტერისელს
ხორცში ჩაესო. დანახვა არ სჭირდებოდა იმის მისახვედრად, რამ-
906
დენად სერიოზულად იყო დაშავებული. უცნაურია, მაგრამ ტკივილს ვე-
ღარ გრძნობდა; თუმცა ხვდებოდა, თუ როგორ ჩამოსდიოდა თბილი
სისხლი მუცელსა და ფეხებზე.
"მეც... ვწუხვარ", – გაიფიქრა სეიზდმა. ოთახი ჩაბნელდა და მუხ-
ლებზე დაეცა, – "მე... ვერ შევძელი. ოღონდ, არ ვიცი, რა ვერ მოვახერ-
ხე. მარშის შეკითხვასაც კი ვერ ვუპასუხე. არ ვიცი, აქ რატომ მოვედი".
იგრძნო, როგორ კვდებოდა. უცნაური შეგრძნება იყო. გონება ებინ-
დებოდა, თუმცა ჯერაც გრძნობდა დაბნეულობას, იმედგაცრუებას...
მაგრამ ნელ-ნელა... მაინც... ახერხებდა...
"ქისაში მონეტები არ იყო", – ჩასჩურჩულა ხმამ.
აზრი მის მომაკვდავ გონებაში გაწკრიალდა.
"მარშმა რომ ქისა გესროლა, მასში მონეტები კი არა, ბეჭდები იყო,
სეიზდ. რვა ბეჭედი. ორი თან გაქვს – მხედველობა და სმენა. დანარჩე-
ნები ქისაში ჩატოვე... ქისაში, რომელიც ჩანთაში გედო".
სეიზდი ჩაიკეცა. თავზემოთ სიკვდილის ცივი ჩრდილი წამოადგა. და
მაინც, თავში გაჩენილი აზრი ჭეშმარიტებას ღაღადებდა. სხეულში ათი
ბეჭედი ჰქონდა ჩაჭედილი. პირდაპირ ეხებოდა. წონა, სისწრაფე, მხედ-
ველობა, სმენა, შეხება, ყნოსვა, ძალა და გონების სისხარტე.
სიფხიზლე და ჯანმრთელობა.
ოქროს გადასწვდა. აუცილებელი არ იყო, ლითონგონი თითზე ჰკე-
თებოდა. მთავარი შეხება იყო. მკერდზე წვამ გადაუარა, მზერა დაეწ-
მინდა. მკლავი გასწორდა და, რაკი რამდენიმე დღის სამყოფი ჯან-
მრთელობა ამოქაჩა, ძვლებმა შეერთება დაიწყო. სეიზდი წამოდგა, ცა-
რიელ ქისას ხელი დაავლო და მოისროლა, ბეჭდები კი სხეულში ჩა-
იტოვა. სეიზდმა ოქროს გონიდან ბოლო წვეთამდე გამოწურა ყველა-
ფერი და ჭრილობებმაც პირი შეიკრა.
მარში სწორედ გასასვლელში შეჩერდა და გაოცებული შემობრუნ-
და. სეიზდს მკლავი ჯერაც მტკივნეულად უფეთქავდა – ალბათ, გაბზა-
რული იყო – და სხეული ნეკნებთან კვლავაც დაჟეჟილი ჰქონდა. ჯან-
მრთელობის ასეთი მცირე მარაგით ყველაფერს ვერ უმკურნალებდა.
მაგრამ ცოცხალი იყო.
907
– გვიღალატე, მარშ, – უთხრა სეიზდმა, – არ მეგონა, თუ შუბები
ადამიანის თვალებთან ერთად, მის სულსაც იპარავდა.
– ვერ შემებრძოლები, – უპასუხა მარშმა ხმადაბლა, სიტყვები ექოდ
მობრუნდა ჩაბნელებულ ოთახში, – მებრძოლი არ ხარ.
სეიზდმა გაიღიმა. გრძნობდა, როგორ აწვდიდა ძალას პატარა
ლითონგონები სხეულის შიგნიდან.
– ვგონებ, არც შენ.
"რაღაც ისეთში გავყავი თავი, რაც ჩემს აღქმას გაცილებით აღე-
მატება", – ფიქრობდა ელენდი. ერთად მიუყვებოდნენ უცნაურ,
კვამლიან მღვიმეს. იქაურობას მყარი, არათანაბარი იატაკი ჰქონ-
და. ელენდის ლამპარი ინავლებოდა – თითქოს მორევად მობზრია-
ლე კვამლი სინათლეს ისრუტავდა.
ვინი თავდაჯერებულად მიდიოდა. არა. მიზანდასახულად. დიდი
განსხვავება იყო. რაც უნდა ყოფილიყო მღვიმის ბოლოში, გოგოს
აშკარად სწყუროდა მისი აღმოჩენა.
"და... იქ რა იქნება?" – ფიქრობდა ელენდი, – "აღზევების წყა-
რო?"
წყარო მითური ობიექტი იყო და მასზე მხოლოდ ვალმდებლები
საუბრობდნენ, როცა მბრძანებელზე ქადაგებდნენ ხოლმე. და მა-
ინც... ვინს ჩრდილოეთში გაჰყვა მისი პოვნის მოლოდინით, ხომ?
ახლა რატომ იყო ასეთი ეჭვნეული?
ეგებ იმიტომ, რომ, ბოლოს და ბოლოს, გაითავისა, რაც ხდებო-
და, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან აწუხებდა. თუმცა იმის გამო არა,
რომ საკუთარი თავის გადარჩენა ადარდებდა. არამედ იმიტომ,
რომ მოულოდნელად სამყაროსი აღარ ესმოდა. არმიების გააზრება
შეეძლო, თუნდაც არ სცოდნოდა, როგორ დაემარცხებინა. მაგრამ
აღზევების წყარო? ღმერთების ქმნილება, რომელიც ფილოსოფოს-
თა და სწავლულთა ლოგიკის მიღმა არსებობდა?
თავზარდამცემი იყო.
ბოლოს და ბოლოს, კვამლიანი მღვიმის კიდეს მიუახლოვდნენ.
იქ მესამე მღვიმე იყო, დანარჩენ ორზე გაცილებით პატარა. რო-
908
გორც კი მასში შეაბიჯეს, ელენდმა რაღაც შენიშნა. ეს გამოქვაბული
ადამიანის ხელს შეექმნა. ან, ყოველ შემთხვევაში, მასში რაღაც მა-
ინც იყო ადამიანის მიერ დამზადებული. დაბალჭერიან ოთახში სტა-
ლაქტიტები სვეტებად იყო ჩალაგებული, მაგრამ ერთმანეთისგან
ისე თანაბრად დაშორებული, რომ ბუნებრივი ვერაფრით იქნებოდა. და
მაინც, იმავდროულად, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ბუ-
ნებრივად აღმოცენდნენ და ხელით დამუშავების კვალიც არ აჩნდათ.
მესამე ქვაბულში უფრო თბილოდა და, საბედნიეროდ, კვამლის
ფარდაც დასრულდა. მღვიმის ბოლოდან რაღაც სუსტ სინათლეს გა-
მოსცემდა, თუმცა ელენდი ვერ არჩევდა, რა იყო ეს. ჩირაღდნის შუქს
არ ჰგავდა. სხვანაირი ფერი ჰქონდა და უფრო ციალებდა, ვიდრე ციმ-
ციმებდა.
ვინმა მკლავი მოხვია და დარბაზის საპირისპირო მხარეს გაუძღვა.
გოგო რატომღაც შეშინებული ჩანდა.
– სინათლე საიდან მოდის? – ჰკითხა მოღუშულმა ელენდმა.
– გუბიდან, – აუხსნა ვინმა ხმადაბლა. გაცილებით უფრო მახვილი
მზერა ჰქონდა, – მანათობელი, თეთრი გუბიდან.
ელენდი მოიქუფრა. მაგრამ ადგილიდან არცერთი არ დაძრულა.
ვინი ყოყმანობდა.
– რა ხდება? – ჰკითხა ელენდმა.
ვინი მას მიეკრო.
– ესაა აღზევების წყარო. ამას საკუთარ თავში ვგრძნობ. რიტმული
დარტყმებით.
ელენდმა ნაძალადევად გაიღიმა, თავი სიზმარში ეგონა.
– მაშ, ამისთვის მოვსულვართ.
– მაგრამ, თუ არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო? – ხმადაბლა ჰკითხა ვინ-
მა, – რა მოხდება, თუკი ძალას მივიღებ, მაგრამ არ მეცოდინება, რო-
გორ გამოვიყენო? რა მოხდება... თუ ახალ მბრძანებლად ვიქცევი?
ელენდმა გოგოს დახედა, რომელსაც მკლავები მისთვის შემოეხ-
ვია, და შიში ოდნავ გაუნელდა. ვინი უყვარდა. მდგომარეობა, რომელ-
შიც ახლა აღმოჩნდნენ, ელენდის გონივრულ სამყაროში ვერაფრით
909
ჯდებოდა. მაგრამ ვინს გონივრულობა არც არასდროს დასჭირვე-
ბია. და თუკი გოგოს მიენდობოდა, მაშ, თავადაც აღარ დასჭირდე-
ბოდა.
თავზე ხელები წაავლო და სახე ზემოთ ააწევინა, რომ ვინისთვის
თვალებში ჩაეხედა.
– ულამაზესი თვალები გაქვს.
ვინი მოიღუშა.
– რა?..
– და, – განაგრძო ელენდმა, – მათი სილამაზე, ნაწილობრივ,
გულწრფელობიდან მოდის. შენ მბრძანებელი ვერ გახდები, ვინ.
თავად მიხვდები, როგორ მოიქცე. შენი მჯერა.
დაბნეულმა ვინმა გაუღიმა და თავი დაუქნია, მაგრამ მღვიმეში
წინ აღარ წასულა. ამის ნაცვლად, ელენდის მხარს მიღმა რაღაცაზე
მიანიშნა.
– ის რაღაა?
ელენდი შებრუნდა და პატარა ოთახის უკანა ნაწილში შვერილი
შენიშნა. შემოსასვლელის გვერდით, ქვიდან იყო გამოზრდილი. ვი-
ნი ახლოს მივიდა, ელენდიც მიჰყვა. შვერილზე ნამსხვრევები ელა-
გა.
– გატეხილ ჭურჭელს ჰგავს, – თქვა ელენდმა.
რამდენიმე ცალი შვერილზე ეყარა, უმეტესობა კი – იატაკზე.
ვინმა ერთი ნატეხი აიღო, მაგრამ გამორჩეული ვერაფერი შე-
ნიშნა. ელენდს გადახედა, რომელიც ნამსხვრევებს შორის ხელს
აცეცებდა.
– ამას შეხედე, – უთხრა ვინს და ერთ-ერთი ასწია. ის, დანარჩე-
ნებისგან განსხვავებით, ნატეხს არ წააგავდა. გამომწვარი თიხასა-
ვით, დისკოს ფორმა ჰონდა და ცენტრში რომელიღაც ლითონის ერ-
თადერთი მარცვალი იყო გამოჩრილი.
– ატიუმია? – იკითხა ვინმა.
– სხვა ფერი აქვს, – მოიღუშა ელენდი.
– მაშ, რა არის?
910
– შესაძლოა, პასუხები აი იქ ვიპოვოთ, – თქვა ელენდმა, შეტრიალ-
და და სინათლის წყაროს ამოფარებულ, მწკრივად ჩარიგებულ სვეტებს
გახედა. ვინმა თავი დაუქნია და ორივენი წინ წავიდნენ.
მარშმა მაშინვე სცადა, ლითონის სამაჯურებზე ბიძგებით სეიზდი
ისევ უკან გადაეგდო. მაგრამ ამჯერად ტერისელი მზად დახვდა, რკინის
გონი გამოიყენა და იქ დაგროვებული წონა ამოქაჩა. სხეული მაშინვე
გამკვრივდა და სეიზდმა იგრძნო, როგორ ექაჩებოდა მიწისკენ საკუთა-
რი სიმძიმე. მუშტები მკლავებზე მობმული რკინის ბურთებივით გაუხ-
და.
მარში იმწამსვე უკან გადავარდა. თავისი ბიძგების ძალამ კედელს
მიახეთქა. გაკვირვებით წამოიყვირა და ხმა ექოდ ახმიანდა პატარა,
გუმბათიან ოთახში.
სანთელი მიინავლა და ოთახში ჩრდილები აცეკვდნენ. სეიზდმა
მხედველობა ამოქაჩა, შემდეგ რკინას თავი ანება და მსჯავრმდებლის-
კენ გაქანდა. თუმცა მარში სწრაფად გამოერკვა. ხელი გაიწვდინა და
კედლიდან ჩამქრალი ლამპარი მიიზიდა. სანათმა ჰაერში გაისისინა
და მსჯავრმდებლისკენ გაფრინდა.
სეიზდი თუთიაზე გადაერთო. სხეულში ჩარჭობილი ლითონის გა-
მო, თავს ფერუქიმიკოსისა და ალომანტის უცნაურ ჰიბრიდად აღიქვამ-
და. ოქრომ შიგნეულობა გაუმთელა, მაგრამ ბეჭდები ჯერაც სხეულში
ჰქონდა. ზუსტად ასე იქცეოდა მბრძანებელი – თავის ლითონგონებს
სხეულში ინახავდა, რომ მათი მოპარვა შეუძლებელი გამხდარიყო.
ეს მეთოდი ადრე საძაგლობად ეჩვენებოდა. ახლა კი თვალნათლივ
ხედავდა მის სარგებელს. გონების სისხარტე გამოიყენა და მაშინვე შე-
ნიშნა, რა ტრაექტორიით მიფრინავდა ლამპარი. მარში თავისუფლად
შეძლებდა, ნივთი სეიზდის წინააღმდეგ იარაღად გამოეყენებინა, ამი-
ტომ ტერისელი ფოლადზე გადაერთო.
ალომანტიასა და ფერუქიმიას შორის ერთი მთავარი განსხვავება
იყო. ალომანტი ძალებს თავად ლითონისგან იღებდა, ამიტომ ძალის
რაოდენობა შეზღუდული იყო. ფერუქიმიკოსი კი მარაგს დიდი ხნის

911
განმავლობაში ზოგავდა და შეეძლო, რამდენიმე თვის სამყოფი ძა-
ლა რამდენიმე წუთში დაეხარჯა.
ფოლადის გონში ფიზიკურ სისწრაფეს ინახავდა. სეიზდმა ოთახში
გაირბინა, როცა გასასვლელს გასცდა, ყურებში ჰაერი უწუოდა. ლამპა-
რი ჰაერიდანვე ჩამოხსნა, შემდეგ რკინა ძლიერად ამოქაჩა და წონა
გააათკეცა, ბოლოს კი კალტყვიით უზარმაზარი ძალა მიიღო.
მარშს რეაგირების დრო არ ჰქონია. ახლა უკვე სეიზდის არაბუ-
ნებრივად ძლიერ, დამძიმებულ მკლავში გამომწყვდეულ ლამპარს
ექაჩებოდა. მსჯავრმდებელი საკუთარმა ალომანტიამ უკვე მეორედ
მოსწყვიტა მიწას. ქაჩვამ კი სეიზდისკენ გაისროლა.
სეიზდი შემობრუნდა და ლამპარი პირდაპირ სახეში დააძგერა.
ლითონი ხელში ჩაეღუნა. დარტყმამ მარში ისევ უკან გადააგდო.
მსჯავრმდებელი მარმარილოს კედელს მიასკდა და ჰაერში სის-
ხლის შხეფები გაიფრქვა. მარში მიწას დაეხეთქა და სეიზდი ხედავ-
და, რომ თვალის ერთ-ერთი შუბი თავში იყო შეჭეჭყილი, ფოსოს
გარშემო ძვალი კი დალეწილიყო.
სეიზდი ნორმალურ წონას დაუბრუნდა, შემდეგ წინ გადახტა და
ნაუცბათევად ხელში მოგდებული იარაღი აღმართა. მაგრამ მარშმა
მკლავი ჰაერში ასწია და უბიძგა. სეიზდი რამდენიმე მეტრით უკან
გადაქანდა, მაგრამ ისევ რკინის გონს დაეტაკა და წონა გაზარდა.
მარშმა დაიღმუვლა. საკუთარმა ბიძგმა კედელს ააკრა. თუმცა,
ამავდროულად, სეიზდიც შეაჩერა. ტერისელი ცდილობდა, წინ წა-
სულიყო, მაგრამ, მარშის ალომანტიისა და თავისი დამძიმებული
სხეულის გამო, სიარული უძნელდებოდა. ცოტა ხანს ძიძგილაობ-
დნენ და სიბნელეში ერთმანეთს აწვებოდნენ. მოზაიკები ელვარებ-
და, ფრესკები მდუმარედ შეჰყურებდნენ ორთაბრძოლას, გადახსნი-
ლი გასასვლელი კი ქვემოთ, აღზევების წყაროსკენ მიდიოდა.
– მარშ, რატომ? – დაიჩურჩულა სეიზდმა.
– არ ვიცი, – უპასუხა მარშმა. ყელიდან ჩვეულებრივი სიტყვების
ნაცვლად ღმუილი ამოსდიოდა.

912
სეიზდმა ელვის სისწრაფით ანება თავი რკინის გონს; სანაცვლოდ,
ფოლადი ამოქაჩა და სისწრაფე კვლავ გაიზარდა. ლამპარი დააგდო და
დაიხარა – ისე სწრაფად მოძრაობდა, მარში მის მოძრაობას ვერც
აღიქვამდა. სანათი უკან გადაქანდა, მაგრამ შემდეგ მსჯავრმდებელმა
თავი ანება და ლამპარი მიწას დაენარცხა. მარში წინ გადმოხტა, აშკა-
რად ცდილობდა, ტერისელს კედელთან აღარ მიემწყვდია.
მაგრამ სეიზდი უფრო ჩქარი იყო, დაბზრიალდა და ხელი ასწია, რომ
მარშის ცენტრალური შუბი ამოეგლიჯა – ის, მხრებს შორის რომ ჰქონ-
და გაჩრილი. ამ ღერძის გამოგლეჯა მსჯავრმდებელს იმქვეყნად გაის-
ტუმრებდა. სწორედ ეს იყო სისუსტე, რომელიც მბრძანებელმა მათ მი-
ანიჭა.
სეიზდი მარშის ზურგს უკან შესრიალდა, რომ შეტევა აერიდებინა.
მარშის მარჯვენა თვალში ჩაჩრილი შუბისწვერი რამდენიმე სანტიმეტ-
რით ზედმეტად გამოჭრილიყო კეფისკენ და მასზე სისხლი მოწვეთავ-
და.
სეიზდს ფოლადის გონი ამოეწურა.
ბეჭდები ხანგრძლივი მოქმედებისთვის არასდროს ყოფილა გათ-
ვლილი – ძალის ორმა, დიდმა აფეთქებამ კი ეს მარაგი რამდენიმე წამ-
ში ამოწურა. წარმოუდგენლად შენელდა, მაგრამ მკლავი ჯერაც აწეუ-
ლი ჰქონდა და ათი კაცის ძალაც ერჩოდა. მარშის შუბის წვერს მანტიის
ქვეშ ნათლად ხედავდა. უბრალოდ, რომ...
მარში შემოტრიალდა, შემდეგ სეიზდის ხელი მოქნილად განაგდო
განზე. მუცელში იდაყვი ჩააზილა და სახეში ხელუკუღმა გაარტყა.
სეიზდი უკან გადავარდა და იმწამს კალტყვიის მარაგიც ამოეწურა.
ძალა გაქრა. ფოლადის მყარ იატაკს დაეხეთქა, ტკივილისგან ამოიხ-
ვნეშა და გადაბრუნდა.
მარში თავზე წამოადგა მქრქალად განათებულ ოთახში. სანთელი
ბჟუტავდა.
– შეცდი, სეიზდ, – თქვა მან ხმადაბლა, – ოდესღაც მართლა არ ვი-
ყავი მებრძოლი. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. შენ ბოლო ორი წელი
ქადაგებაში გაფლანგე, მე კი – ხოცვა-ჟლეტაში. და იმდენი მოვკალი...
913
მარშმა ნაბიჯი წინ გადმოდგა. სეიზდმა დაახველა, სცადა, თავი-
სი დაჟეჟილი სხეული გაემოძრავებინა. წუხდა, რომ შეიძლება, ხე-
ლი მეორედაც მოსტეხოდა. ისევ თუთია გამოიყენა და გონება და-
აჩქარა, მაგრამ ეს მოქმედება სხეულს ამოძრავებაში ვერაფრით
დაეხმარა. ისღა შეეძლო, უმწეოდ ეყურებინა. აცნობიერებდა, რომ
კატასტროფულ მდგომარეობაში იყო და გამოსავალი არსაიდან
ჩანდა.
მარშმა დავარდნილი ლამპარი აიღო.
სანთელი ჩაქრა.
მაგრამ სეიზდი ჯერაც არჩევდა მარშის სახეს – დალეწილი ფო-
სოდან სისხლი სდიოდა და გამომეტყველებას კიდევ უფრო გაუგე-
ბარს ხდიდა. მსჯავრმდებელი უფრო... დამწუხრებული ჩანდა.
კლანჭებივით თითებით ლამპარი ჩაბღუჯა, რათა სეიზდის სახეზე
გადაემტვრია.
"ერთი წამით", – გაიფიქრა სეიზდმა, – "სინათლე საიდან მო-
დის?"
მარშის კეფაზე სადუელე ჯოხი დაეშვა, ნაფოტებად იქცა და
ოთახში მიმოიფანტა.
ვინი და ელენდი გუბესთან მივიდნენ. ელენდმა უხმოდ ჩაიჩოქა
მის გვერდით, ვინი კი უბრალოდ იდგა და აციმციმებულ წყალს დას-
ცქეროდა.
სითხე ქვაში, მცირე ჩაღრმავებაში ჩაგუბებულიყო და ძალიან
სქელი ჩანდა – ლითონივით. ვერცხლისფრად აელვარებული, მო-
ციალე, თხევადი ლითონივით. წყარო გარდიგარდმო მხოლოდ
ორიოდ მეტრი თუ იქნებოდა, მაგრამ ვინის გონებაში წარმოუდგე-
ნელ ძალად იგრძნობოდა.
გოგო ისე აღფრთოვანდა ულამაზესი გუბით, რომ ნისლის სული
იქამდე არ შეუმჩნევია, სანამ ელენდმა ხელზე ხელი არ მოუჭირა.
შემდეგ თავი ასწია და დაინახა, რომ აჩრდილი მათ წინაშე გამოკი-
დებულიყო. თავი დახრილი ჰქონდა და ვინი რომ შებრუნდა, მაშინ-
ღა გასწორდა.
914
ვინს აჩრდილი ნისლის გარეთ არასდროს ენახა. იგი... სრული არ
იყო. სხეულიდან ნისლი იღვრებოდა, ქვემოთ მიედინებოდა და მოყვა-
ნილობას უცვლიდა. მაგრამ ფორმას მაინც არ კარგავდა.
ვინმა ხმადაბლა დაისისინა და ხანჯალი იშიშვლა.
– მოიცადე! – წამოხტა ელენდი.
ვინი მოიღუშა და მტრულად გახედა.
– მგონი, სახიფათო არაა, ვინ, – უთხრა ელენდმა და აჩრდილისკენ
გაემართა.
– ელენდ, არა! – დაიძახა ვინმა, მაგრამ კაცმა გოგო ნაზად მოიშო-
რა.
– შენ რომ წახვედი, მაშინ გამომეცხადა, – აუხსნა მან, – არაფერი
დაუშავებია, უბრალოდ... თითქოს ცდილობდა, რაღაც ეთქვა, – ელენ-
დმა გაიღიმა. ჯერაც თავისი არაფრით გამორჩეული მანტია და სამ-
გზავრო ტანსაცმელი ეცვა. ნისლის სულს ნელა მიუახლოვდა, – რა გინ-
და?
ნისლის სული წამით უძრავად ლივლივებდა, შემდეგ მკლავი აღ-
მართა და რაღაცამ წყაროს სინათლე აირეკლა.
– არა! – იკივლა ვინმა და წინ გადახტა, მაგრამ აჩრდილმა ხანჯალი
მოიქნია და ელენდს მუცელში ჩასცა. კაცმა ტკივილისგან დაიღმუვლა
და ბორძიკით დაიხია უკან.
– ელენდ! – ამოთქვა ვინმა და ელენდთან მივარდა, რომელიც ამა-
სობაში მიწაზე დაეცა. სულმა უკან დაიხია, საიდანღაც, არამატერია-
ლური ფორმის სიღრმიდან, სისხლი მოჟონავდა. ელენდის სისხლი.
კაცი მიწაზე იწვა. შეძრწუნებულს, თვალები ფართოდ გაეხილა. ვინ-
მა კალტყვიას მოუკიდა, სამოსი შემოაგლიჯა და ჭრილობა გამოაჩინა.
სულს მუცელში ღრმა ჭრილობა მიეყენებინა და ნაწლავები გადაეჭრა.
– არა... არა... არა... – მოსთქვამდა ვინი, გონება დაუბნელდა, ხე-
ლები ელენდის სისხლით ჰქონდა მოთხვრილი.
საშინელი ჭრილობა იყო. სასიკვდილო.
ჰამმა დალეწილი ჯოხი მოისროლა. ცალი ხელი ჯერაც შეხვეული
ჰქონდა. ჩასკვნილი ჩხუბისთავი მეტად კმაყოფილი ჩანდა საკუთარი
915
ნამოქმედარით. მარშის სხეულს გადაალაჯა და ჯანსაღი ხელი სე-
იზდს გაუწოდა.
– აქ შენ ნახვას არ ველოდი, სეიზ, – უთხრა ჰამმა.
დარეტიანებულმა სეიზდმა ხელი ჩასჭიდა და ფეხზე წამობობ-
ღდა. მარშის სხეულთან მიბარბაცდა, რაღაც კარნახობდა, რომ
თავში ჩათხლეშილი ჯოხი მსჯავრმდებელს ვერ მოკლავდა. მაგრამ
ტერისელი ისე იყო დარეტიანებული, აღარაფერი აინტერესებდა.
სანთელი აიღო, ჰამის ლამპრიდან გადაუკიდა და კიბისკენ წავიდა.
საკუთარ თავს სიარულს აიძულებდა.
უნდა ჩასულიყო. ვინამდე უნდა მიეღწია.
ვინს ელენდი მკლავებში მოექცია და არწევდა, მისი მანტია ნაჩ-
ქარევად შეკრულ და საშინლად უსარგებლო სახვევად ქცეულიყო.
– მიყვარხარ, – დაიჩურჩულა, ცივ ლოყებზე ცხელი ცრემლები
მოგორავდნენ, – ელენდ, მიყვარხარ, მიყვარხარ...
სიყვარული საკმარისი არ იქნებოდა. ელენდი თრთოდა, ჭერს
ასცქეროდა და უნებურად თვალები ებინდებოდა. ქოშინებდა და ტუ-
ჩებიდან სისხლიანი ნერწყვი გადმოსდიოდა.
ვინი გვერდზე შებრუნდა, ბუნდოვნად იაზრებდა, სად იყო. გუბე
მის გვერდით ციალებდა, ელენდის დაცემის ადგილიდან სულ რამ-
დენიმე სანტიმეტრში. მცირეოდენი სისხლი გუბეშიც ჩაიღვარა, მაგ-
რამ თხევად ლითონს არ შერევია.
"მისი გადარჩენა შემიძლია", – გაიაზრა, – "შექმნის ძალაუფლე-
ბა ჩემს ხელთაა..."
სწორედ აქ აღზევდა რაშეკი ღმერთობამდე. აღზევების წყაროს-
თან.
კვლავ ელენდისკენ შებრუნდა და მომაკვდავ თვალებში ჩახედა.
ელენდმა სცადა, მისთვის მზერა გაესწორებინა, მაგრამ კუნთებს ვე-
ღარ იმორჩილებდა. თითქოს... გაღიმებას ცდილობდა.
ვინმა თავისი მანტია დააგორგოლავა და თავქვეშ ამოუდო. შემ-
დეგ მხოლოდ პერანგითა და შარვლით, წყაროს მიუახლოვდა. მისი

916
ფეთქვა ესმოდა. წყარო თითქოს... თითქოს ეძახდა. ეძახდა, რომ მას
შეერთებოდა.
გუბეში შეაბიჯა. სითხე შეხებას გაუძალიანდა, მაგრამ ფეხმა
ნელ-ნელა დაიწყო ჩაძირვა. ვინმა ნაბიჯი წინ წადგა, გუბის ცენტრში
მივიდა. იცდიდა, როდის ჩაიძირებოდა. რამდენიმე წამში წყარო უკ-
ვე მკერდამდე მისწვდა. მის გარშემო თხევადი ხდებოდა.
სუნთქვა შეიკრა, შემდეგ თავი უკან გადახარა და ზემოთ აიხედა. გუ-
ბემ ვინი შთანთქა და სახეზე გადაეფარა.
სეიზდი კიბეზე მიღოღავდა, აცახცახებულ თითებში სანთელი მოემ-
წყვდია. ჰამი ყვირილით მისდევდა. დაბნეულ სპუკს გვერდი ისე აუარა,
რომ მისი კითხვებისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია.
თუმცა, როგორც კი მღვიმის იატაკზე დაეშვა, ნაბიჯი შეანელა. ქვებს
ცახცახმა გადაუარა.
როგორღაც მიხვდა, რომ დააგვიანა.
ძალა მოულოდნელად მოვიდა.
ვინი გრძნობდა, როგორ აწვებოდა სითხე, მის სხეულში მიძვრებო-
და, კანის ფორებსა და ნაპრალებში მიიკვლევდა გზას. პირი გააღო,
რომ დაეკივლა, მაგრამ წყალი იქაც შეუვარდა. იხრჩობოდა.
მოულოდნელი გაელვება... და ყურის ბიბილო ასტკივდა. ვინმა ამო-
იყვირა, საყურე მოიგლიჯა და სიღრმეში ჩააგდო. შემდეგ ქისაც მოიგ-
ლიჯა და ალომანტურ ფლაკონებთან ერთად გადააგდო – სხეულზე
ლითონი აღარ შერჩა.
შემდეგ კი წვა დაიწყო. ვინმა მაშინვე იცნო ეს შეგრძნება – იგივე
იყო, რასაც მუცელში გრძნობდა ლითონების დაწვისას, ოღონდ ამჯე-
რად მთელ სხეულს მოედო. კანზე ალი აუთამაშდა, კუნთებს ცეცხლი
წაეკიდა, ძვლებიც კი ეწვოდა. ამოიკვნესა და გააცნობიერა, რომ ყელ-
ში ლითონი აღარ ჰქონდა ჩაგუბებული.
ციალებდა. სხეულში ძალის მოზღვავებას გრძნობდა, რომელიც
თითქოს გარეთ გამოჭრას ლამობდა. კალტყვიით მიღებულ ძლიერე-
ბას ჰგავდა, მაგრამ გაცილებით უფრო შთამბეჭდავს. წარმოუდგენელი
ძალაუფლება იყო. ალბათ, მის აღქმას ვერც კი შეძლებდა, მაგრამ წყა-
917
რო გონებასაც უფართოებდა; აიძულებდა, გაზრდილიყო და გაეაზ-
რებინა, რას ფლობდა.
სამყაროს გარდაქმნის უნარი ჰქონდა. შეეძლო, ნისლი განეგდო.
ხელის აქნევით შეეძლო, მილიონები გამოეკვება, ბოროტება და-
ესაჯა და სუსტი დაეცვა. საკუთარი თავის ეშინოდა. მღვიმე გამჭვირ-
ვალე გახდა და მის წინაშე მთელი მსოფლიო გადაიშალა, დიდებუ-
ლი სფერო, რომელზეც სიცოცხლის არსებობა მხოლოდ პოლუსებ-
თან, პატარა ტერიტორიებზე იყო შესაძლებელი. ამასაც გამოასწო-
რებდა. ყველაფერს გამოასწორებდა. შეეძლო...
შეეძლო, ელენდი გადაერჩინა.
ქვემოთ დაიხედა და დაინახა, რომ იგი კვდებოდა. მაშინვე მიხ-
ვდა, რაც სჭირდა. დაზიანებულ კანსაც უშველიდა და დაჭრილ ორ-
განოებსაც.
"ეს არ ჩაიდინო, შვილო".
თავზარდაცემულმა ვინმა მაღლა აიხედა.
"იცი, რაც უნდა გააკეთო", – ჩასჩურჩულა ხმამ. ასაკოვანი ხმა
იყო. კეთილი.
– უნდა გადავარჩინო! – დაიყვირა ვინმა.
"იცი, რაც უნდა გააკეთო".
მართლაც იცოდა. იცოდა, რაც მოხდებოდა. თითქოს ხილვაში
ხედავდა რაშეკს, რომელმაც ძალა მიითვისა. ხედავდა იმ საშინე-
ლებას, რაც მან დაატრიალა.
ან ყველაფერი იყო, ან არაფერი. რაღაცით ალომანტიას ჰგავდა.
ძალას თუ აიღებდა, რამდენიმე წამში უნდა დაეწვა. გარდაექმნა,
რაც უნდოდა, მაგრამ მხოლოდ მცირე დროით.
ან... შეეძლო დაეთმო.
"მე უნდა დავამარცხო სიღრმე", – თქვა ხმამ.
ვინი ამასაც ხედავდა. სასახლის მიღმა, ქალაქში, გარეთა მიწებ-
ზე... ხალხი ნისლში იყო... ცახცახებდნენ, ეცემოდნენ. ბევრი, სა-
ბედნიეროდ, სახლში დარჩა. სკაას ტრადიციებს ღრმად გაედგა
ფესვი.
918
მაგრამ ზოგიერთი გარეთ გამოვიდა. ისინი, ვინც კელსიერის სიტ-
ყვებს ენდნენ და დაიჯერეს, რომ ნისლი ვერაფერს ავნებდა მათ. მაგ-
რამ ახლა ნისლს ყველაფერი შეეძლო. იგი შეიცვალა და სიკვდილი
მოჰქონდა.
ეს იყო სიღრმე. ნისლი, რომელიც კლავდა. ნისლი, რომელიც ნელ-
ნელა ფარავდა მთელ მიწას. ყველაფერი შიგადაშიგ ხდებოდა. ვინი ხე-
დავდა, რომ ზოგი კვდებოდა, ზოგი ცუდად ხდებოდა, სხვები კი ისე
მგზავრობდნენ, თითქოს ნისლი სულაც არ შეცვლილიყო.
"მალე უარესი იქნება", – უჩურჩულა ხმამ, – "მოკლავს და შემუს-
რავს. და თუკი მის შეჩერებას თავად ცდი, ისევე გაანადგურებ სამყა-
როს, როგორც შენამდე რაშეკმა მოახერხა".
– ელენდ... – დაიჩურჩულა ვინმა. მისკენ მიბრუნდა და დაინახა,
რომ სისხლისგან იცლებოდა. ამის შემდეგ, რაღაც გაახსენდა. რაღაც,
რაც სეიზდმა უთხრა. "ისე უნდა გიყვარდეს, რომ მის სურვილებს ენდო-
ბოდე", – უთხრა მან, – "სიყვარული ნამდვილი არაა, თუ მას პატივს არ
სცემ – იმას კი არა, რაც შენ მიგაჩნია საუკეთესოდ, არამედ იმას, რაც
მას სინამდვილეში სურს..."
ხედავდა, რომ ელენდი ტიროდა. ხედავდა, რომ მას უყურებდა; და
იცოდა, რაც სურდა. უნდოდა, ხალხს ეცოცხლა. უნდოდა, მსოფლიოს
მშვიდობა ღირსებოდა და რომ სკაა თავისუფალი ყოფილიყო.
უნდოდა, სიღრმე დამარცხებულიყო. თავისი ხალხის უსაფრთხოება
გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე საკუთარი სიცოცხლე. გაცილებით
მეტს.
"თავად მიხვდები, როგორ მოიქცე", – უთხრა სულ ცოტა ხნის წინ, –
"შენი მჯერა".
ვინმა თვალები დახუჭა. ლოყებზე ცრემლები გადმოუგორდა. რო-
გორც ჩანს, ღმერთებსაც შეეძლოთ ტირილი.
– მიყვარხარ, – დაიჩურჩულა.
და ძალა გაუშვა. ღმერთად ქცევის ძალაუფლება ხელთ ეპყრა, მან
კი ის დათმო და მომლოდინე სიცარიელეს გადასცა. დაიკივლა, ციალი
შეწყდა. მერე კი დაცარიელებულ ჩაღრმავებაში ჩავარდა და თავი
919
ქვებს დაარტყა. მღვიმე ირყეოდა, ზემოდან მტვერი და ქვის ნატეხე-
ბი ცვიოდა. შემდეგ, ფანტასტიკური სიცხადის წამს, ვინის გონებაში
ერთადერთი, მკაფიო წინადადება გახმიანდა.
"თავისუფალი ვარ! "
...რამეთუ მას ნება არ უნდა მივცეთ, იქ დამწყვდეული არსება გა-
ათავისუფლოს.

59
ვინი იწვა და უხმოდ ტიროდა.
მღვიმე გაყუჩებულიყო, ქარიშხალმა გადაიარა. არსება გაქრა,
გონებაში ატეხილი ბაგუნი, როგორც იქნა, დადუმდა. სლუკუნებდა,
მკლავები ელენდისთვის მოეხვია, რომელიც უკანასკნელ ამოსუნ-
თქვებს ითვლიდა. დახმარებაც ითხოვა, ჰამსა და სპუკს ეძახდა,
მაგრამ პასუხი არ მიუღია. ძალიან შორს იყვნენ.
სიცივე იგრძნო. სიცარიელე. ამხელა ძალის პყრობის შემდეგ,
მისი დაკარგვის შემდეგ... თავს ისე გრძნობდა, თითქოს აღარაფე-
რი იყო. და, როგორც კი ელენდი მოკვდებოდა, მართლაც აღარაფე-
რი იქნებოდა.
"რაღაა ყველაფრის აზრი?" – ფიქრობდა ვინი, – "სიცოცხლე
არად ღირს. ელენდს ვუღალატე. მსოფლიოს ვუღალატე".
ზუსტად არ იცოდა, რა მოხდა, მაგრამ როგორღაც საშინელი, სა-
შინელი შეცდომა დაუშვა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მთელი ძა-
ლით სცადა მტკივნეული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილების მიღება.
თავზე ვიღაც წამოადგა. ზემოთ აიხედა და ნისლის სული შენიშ-
ნა, მაგრამ სიბრაზეს ვეღარ გრძნობდა. ვეღარაფერს გრძნობდა.
სულმა ხელი ასწია და მიმართულება აჩვენა.
– ყველაფერი დასრულდა, – დაიჩურჩულა ვინმა.
სულმა უფრო დაჟინებით მიანიშნა.
– დანარჩენებამდე დროულად ვერ მივაღწევ, – უთხრა ვინმა, –
თანაც დავინახე, რამდენად ღრმაა ჭრილობა. ჩემი თვალით დავი-
ნახე. ვერაფერს გავხდებით, სეიზდიც კი ვერაფერს გააწყობს. ალ-
920
ბათ, კმაყოფილი ხარ. ის მიიღე, რაც გინდოდა... – ხმა ჩაუწყდა. რატომ
დაესხა აჩრდილი თავს ელენდს?
"რომ მისი განკურნება დაეძალებინა", – გაიფიქრა, – "რომ მე...
რომ მე ძალა არ გამეშვა".
თვალები დაახამხამა. აჩრდილი ხელს უქნევდა.
ნელა, ზოზინით წამოდგა ფეხზე. სულს ისე შეჰყურებდა, თითქოს
ტრანსში იყო, ის კი რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით ლივლივებდა და
მიწაზე ანიშნებდა. წყაროს დაცლის შემდეგ ოთახი ჩაბნელდა და მხო-
ლოდ ელენდის ფარანიღა ანათებდა. კალას მოუკიდა იმის დასანახად,
რაზეც სული უთითებდა.
თიხის ნატეხი. დისკო. ელენდმა რომ აიღო ოთახის კიდეში მდებარე
შვერილიდან და ხელებში ეჭირა. როდესაც დაეცა, დისკოც გატყდა. აჩ-
რდილი დაჟინებით უთითებდა მისკენ. ვინი მიუახლოვდა და დაიხარა,
თითებით დისკოს ცენტრიდან გადმოვარდნილი, ლითონის მარცვალი
იპოვა.
– ეს რა არის? – დაიჩურჩულა.
ნისლის სული შებრუნდა და ელენდთან გადაქროლდა. ვინი უხმოდ
მიჰყვა.
ელენდი ჯერაც ცოცხალი იყო, მაგრამ ნელ-ნელა სუსტებოდა და
თითქმის აღარ კანკალებდა. ძალიან უცნაურად ჩანდა – რაც უფრო
უახლოვდებოდა სიკვდილს, მით უფრო უმშვიდდებოდა სხეული. გვერ-
დზე დაჩოქილ ვინს შეხედა და გოგომაც დაინახა, რომ ელენდი ტუჩებს
ამოძრავებდა.
– ვინ... – დაიჩურჩულა მან.
ელენდის გვერდით ჩამუხლულიყო და ლითონის მარცვალს ათვა-
ლიერებდა. შემდეგ სულს ახედა. ის არ მოძრაობდა. ვინმა მარცვალი
თითებს შორის დაატრიალა და პირისკენ წაიღო.
აჩრდილი სასწრაფოდ ამოძრავდა, ხელებს ასავსავებდა. ვინი შე-
ჩერდა. აჩრდილმა ელენდზე ანიშნა.
"რაო?" – გაიფიქრა ვინმა, მაგრამ ბევრი ფიქრის თავი არ ჰქონდა.
მარცვალი ელენდს ტუჩებთან მიუტანა.
921
– ელენდ, – ჩასჩურჩულა და მისკენ გადაიხარა, – ეს უნდა გა-
დაყლაპო.
არც კი იცოდა, ელენდმა მისი ნათქვამი გაიგო თუ ვერა, თუმცა მო-
ეჩვენა, რომ თავი დაუქნია. ვინმა ლითონის ნატეხი პირში ჩაუდო.
ელენდმა ტუჩები აამოძრავა, მაგრამ მარცვალს ვერ ყლაპავდა.
"რაღაც სჭირდება, რომ მარცვალი გადაყლაპოს", – გაიფიქრა
ვინმა. ერთადერთი, რაც თან ჰქონდა, ლითონის ფლაკონები იყო.
ცარიელ ორმოში ჩავიდა, საყურე და ქისა ამოიტანა, შემდეგ ერთი
ფლაკონი გახსნა და ელენდს პირში წყალი ჩაასხა.
კაცმა სუსტად დაახველა, მაგრამ სითხემ თავისი საქმე შეასრუ-
ლა და ლითონის ნატეხის ჩაყლაპვაში დაეხმარა. ვინმა ჩაიმუხლა,
თავს ძალიან უმწეოდ გრძნობდა. საოცარი სხვაობა იყო რამდენიმე
წუთის წინანდელ სიტუაციასთან. ელენდმა თვალები დახუჭა.
შემდეგ, ვინის გასაკვირად, მის სახეს ფერი დაუბრუნდა. გოგო
დაიხარა, დაბნეული უყურებდა. ელენდის გამომეტყველება, წო-
ლის მანერა, კანის ფერი... ვინმა ბრინჯაოს მოუკიდა და გაოგნე-
ბულმა აღმოაჩინა, რომ ელენდისგან პულსი მოდიოდა.
კალტყვიას წვავდა.
მეექვსე ნაწილის დასასრული

ეპილოგი
ორი კვირის შემდეგ სერანის საყუდარში ერთი ადამიანი მივიდა.
სეიზდი უხმაუროდ წავიდა ლუთადელიდან. თავისი ფიქრები და
ტინდუილის დაკარგვა სულს უწეწავდა. წერილი დატოვა. ლუთა-
დელში დარჩენა აღარ შეეძლო. ახლა არა.
ნისლი ჯერაც კლავდა. ღამით გარეთ გასულ ადამიანებს ალალ-
ბედზე ესხმოდა თავს. ბევრნი, სიკვდილის ნაცვლად, ავადდებოდ-
ნენ. დანარჩენებს ნისლი უღებდა ბოლოს. სეიზდმა არ იცოდა, რა
ეღონა. არც კი იცოდა, ეს ყველაფერი ანაღვლებდა თუ არა. ვინმა
უამბო, თუ როგორ გაათავისუფლა რაღაც საშინელება აღზევების

922
წყაროდან. სეიზდისგან მოელოდა, რომ მის ამბავს ჩაიწერდა და გამო-
იკვლევდა.
ის კი ქალაქიდან წავიდა.
სეიზდმა პირქუშ, ფოლადით მოპირკეთებულ ოთახებში გაიკვა-
ლა გზა. იმასაც ელოდა, რომ რომელიღაც მსჯავრმდებელს გადაეყრე-
ბოდა. ეგებ მარშს ერთხელაც ეცადა მისი მოკვლა. როცა სეიზდი და ჰა-
მი მღვიმის საწყობიდან დაბრუნდნენ, მარში კვლავ გამქრალიყო. რო-
გორც ჩანდა, თავისი საქმე შეასრულა – სეიზდი შეაყოვნა, რათა ვინის
გაფრთხილება ვეღარ მოესწრო.
სეიზდი საწამებელი ოთახისკენ საფეხურებს ჩაუყვა და იმ პატარა,
ქვის ოთახში შეაბჯა, რომელიც საყუდარში პირველი სტუმრობისას ნა-
ხა, მრავალი კვირის წინ. ჩანთა იატაკზე დააგდო, მოღლილი თითებით
გახსნა და უზარმაზარ, ფოლადის ფილას მიაჩერდა.
კვაანის უკანასკნელმა სიტყვებმა უკანვე ამოხედეს. სეიზდმა და-
იჩოქა და ჩანთიდან ფრთხილად შეკრული საქაღალდე ამოაძვრინა.
კვანძი გახსნა, შემდეგ ის ორიგინალი ანაბეჭდი ამოიღო, ამავე ოთახში
რომ შეასრულა. თხელ ფურცელზე საკუთარი თითის ანაბეჭდები ამო-
იცნო, იცოდა, რომ ნახშირის ეს მონასმები მას ეკუთვნოდა. საკუთარი
ლაქებიც კი იცნო.
აღელვებულმა, ჩანახატი ასწია და ფოლადის ფილას მიაკრა.
არ დაემთხვა.
სეიზდმა ნაბიჯი უკან წადგა. მისი ეჭვები დადასტურდა და აღარ იცო-
და, რა ეფიქრა. ფურცელი მოდუნებული თითებიდან გაუსხლტა, თვა-
ლებმა კი ფილის ბოლოში წინადადება მოძებნეს. უკანასკნელი წინა-
დადება, ნისლის სულმა მრავალჯერ რომ ამოხია. ფილაზე არსებული
ორიგინალი სეიზდის ჩაწერილი და შესწავლილი ფრაზისგან განსხვავ-
დებოდა.
"ალენდიმ აღზევების წყარომდე ვერ უნდა მიაღწიოს", – კითხუ-
ლობდა კვაანის უძველეს სიტყვებს – "...რამეთუ მას ნება არ უნდა მივ-
ცეთ, იქ დამწყვდეული არსება გაათავისუფლოს".

923
სეიზდი უხმოდ ჩაჯდა. "ტყუილი იყო..." – გაიფიქრა გაბრუებულ-
მა, – "ტერისელი ხალხის რელიგია, ის, რის ძებნაზეც დამცველებმა
ათასწლეული დახარჯეს, ტყუილი აღმოჩნდა. ეს, ეგრეთ წოდებული,
წინასწარმეტყველებები, ეპოქათა გმირი... სიყალბე. ხრიკი".
განა სხვა რა გზა ჰქონდა ასეთ არსებას თავისუფლების მოსაპო-
ვებლად? წინასწარმეტყველებების გამო ხალხი სიცოცხლეს გასწი-
რავდა. მათ უნდოდათ, რომ რწმენა ჰქონოდათ, იმედი ჰქონოდათ.
თუკი ვინმე ან რამე ამ ენერგიის მოთვინიერებასა და სათავისოდ
გამოყენებას მოახერხებდა, გასაოცარ შედეგებს მიაღწევდა.
სეიზდმა თავი ასწია და კედელზე გამოყვანილი სიტყვები წა-
იკითხა. მეორე ნაწილი ერთხელაც გადაიკითხა. იქ ამოტვიფრული
აბზაცები მისი ჩანაწერისგან განსხვავდებოდა.
უფრო სწორად, როგორღაც, მისი ჩანაწერი შეცვლილიყო. შეც-
ვლილიყო იმის მიხედვით, რაც იმ არსებას უნდოდა.
"ამ სიტყვებს ფოლადზე ვწერ", – ასეთი იყო კვაანის პირველი
სიტყვები, – "რამეთუ არაფერი, რაც ლითონზე არაა ამოტვიფრუ-
ლი, სანდო არ არის".
სეიზდმა თავი გააქნია. ამ წინადადებისთვის ყურადღება უნდა
მიექცია.
ყველაფერი, რაც გამოიკვლია, ტყუილი აღმოჩნდა. ფილას ახე-
და, მისი შინაარსი გადაათვალიერა და უკანასკნელ ნაწილს მიად-
გა.
"და ასე გადავდივარ უმთავრეს ნაწილზე. ბოდიშს ვიხდი – ფო-
ლადზე ამოტვიფრის დროსაც კი, როდესაც ამ გაყინულ გამოქვა-
ბულში ვზივარ და ვკაწრავ, ყბედობას თავს ვერ ვანებებ.
სწორედ აქაა სირთულე. თუმცა კი თავდაპირველად ალენდისი
მჯეროდა, მოგვიანებით ეჭვი შემეპარა. მართალია, ისე ჩანდა, რომ
ნაწინასწარმეტყველებ ნიშნებს მშვენივრად შეესაბამებოდა, მაგ-
რამ როგორ ამეხსნა, რომ... შესაბამისობა მეტისმეტად კარგი იყო?
წინასწარ ვიცი თქვენი პასუხი. ჩვენ ხომ მოლოდინებზე ვსაუბ-
რობთ, წინასწარმეტყველებებზე, უძველესი გულთმისნების დაპი-
924
რებებზე. რა თქმა უნდა, ეპოქათა გმირი ყველა წინასწარმეტყველებას
იდეალურად უნდა ეხამებოდეს. მთელი აზრიც ხომ ესაა.
და მაინც... ყველაფერი ზედმეტად კარგად აეწყო. ისეთი გრძნო-
ბა დამრჩა, თითქოს გმირი ჩვენვე შევქმენით, რათა საკუთარ წინას-
წარმეტყველებებზე მოგვერგო, იმის ნაცვლად, რომ მისთვის ბუნებრი-
ვად აღზევების საშუალება მიგვეცა. სწორედ ამაზე ვდარდობდი; და
სწორედ ამას უნდა შევეჩერებინე, როდესაც ჩემი ძმები მომადგნენ –
ისინი კი უკვე მზად იყვნენ, ერწმუნათ.
შემდეგ სხვა სირთულეებიც შევნიშნე. ზოგმა, ალბათ, იცით კიდეც
ლეგენდები ჩემი ზღაპრული მეხსიერების შესახებ. ლეგენდები სიმარ-
თლეს ღაღადებენ. მთელი გვერდების წამიერად დასამახსოვრებლად
ფერუქიმიკოსის ლითონგონი არ მჭირდება. და ხმამაღლა ვაცხადებ –
თუ გინდათ, გიჟი მიწოდეთ, მაგრამ წინასწარმეტყველებათა სიტყვები
იცვლება.
ცვლილებები მცირეა. ჭკვიანურიც კი. სიტყვა იქ, მცირე ცვლილება
აქ... მაგრამ ფურცელზე დაწერილი სიტყვები ჩემს გონებაში არსებუ-
ლისგან განსხვავდება. სხვა განმანათლებლები მასხრად მიგდებენ და
საკუთარ ლითონგონებს იშველიებენ იმის დასამტკიცებლად, რომ წიგ-
ნები და წინასწარმეტყველებები უცვლელია.
ამიტომაც დიად განცხადებას ვაკეთებ. არსებობს რაღაც, რაღაც ძა-
ლა, რომელსაც სწადია დაგვაჯეროს, რომ ეპოქათა გმირი ვიპოვეთ,
რომ იგი აღზევების წყაროსკენ უნდა გაემართოს. რაღაც ისე ცვლის წი-
ნასწარმეტყველებებს, რომ ისინი ალენდის უკეთ მოერგოს.
და რაც უნდა იყოს ეს ძალა, ფერუქიმიკოსის ლითონგონშიც კი შე-
უძლია ცვლილებების შეტანა.
სხვები შეშლილს მიწოდებენ. ეგებ, მართლებიც არიან. მაგრამ განა
შეშლილიც საკუთარ გონებასა და გამოცდილებას უფრო არ ენდობა,
ვიდრე სხვისას? ვიცი, რაც დავიხსომე. ისიც ვიცი, რასაც ახლა სხვა გან-
მანათლებლებიც იმეორებენ. მათი შინაარსი განსხვავებულია.
ცვლილებებს მიღმა ცბიერებას ვხედავ, ფაქიზ და გენიალურ მანი-
პულაციას. უკანასკნელი ორი წელიწადი დევნილობაში გავატარე,
925
ვცდილობდი ამომეხსნა, რას ნიშნავდა ცვლილებები. ერთადერთ
დასკვნამდე მივედი. რაღაცამ ჩვენს რელიგიაზე ზემოქმედების სა-
შუალება ხელთ იგდო. რაღაც საზარელმა, რაღაც ისეთმა, რისი
ნდობაც არ შეიძლება. ის გზას გვირევს და ჩრდილებით ბურავს. ის
ალენდის გასანადგურებლად იყენებს, სიკვდილისა და წუხილის
გზაზე აყენებს. აღზევების წყაროსკენ იზიდავს, სადაც ათასწლოვანი
ძალაა დაგროვებული. ალბათ, სიღრმეც თავად გამოგზავნა, რათა
კაცობრიობას სასოწარკვეთა მოუვლინოს და საკუთარი ნების შეს-
რულება გვაიძულოს.
წინასწარმეტყველებები შეიცვალა. ისინი უკვე ღაღადებენ, რომ
ალენდიმ ძალა მიღებისთანავე უნდა დათმოს. ადრე ასეთი რამ არ-
სად ეწერა – ტექსტები უფრო ბუნდოვანი იყო. და მაინც, ახალი ვერ-
სია ამას მორალურ ვალდებულებად აქცევს. ტექსტები ახლა იმაზე
საუბრობენ, რა საშინელი შედეგები მოჰყვება ეპოქათა გმირის მი-
ერ ძალის მითვისებას.
ალენდისაც იმავესი სწამს, რისიც დანარჩენებს. კარგი ადამი-
ანია, ყველაფრის მიუხედავად, მაინც კარგი ადამიანია. თავგანწი-
რული. სინამდვილეში, მისი ყველა მოქმედება, მის მიერ გამოწვეუ-
ლი ყველა სიკვდილი, განადგურება და ტკივილი მასვე ტანჯავს. ყო-
ველი ასეთი მოქმედება, საბოლოოდ, მისთვისვე იყო მსხვერპლშე-
წირვა. თავად უკვე მიეჩვია, რომ დიდი სიკეთისათვის თმობს სურ-
ვილებს. ყოველ შემთხვევაში, იმისათვის, რასაც თავად მიიჩნევს
დიდ სიკეთედ.
ეჭვი არ მეპარება, რომ თუ ალენდი აღზევების წყაროს მიაღწევს,
ძალას მიითვისებს და მერე – თავისი დიდი სიკეთის გამო – უარს
იტყვის მასზე. ძალას მას გადასცემს, ვინც ტექსტები შეცვალა. იმ გა-
მანადგურებელს, ვინც ომში წაიყვანა, მკვლელობებისაკენ უბიძგა
და მოხერხებით გამოუძღვა ჩრდილოეთისკენ.
სწორედ ამ არსებას სწადია წყაროს ძალა და მან ჩვენი რელიგი-
ის უმაღლესი დოგმატები შებღალა ამის მისაღწევად.

926
ამიტომაც უკანასკნელად გავრისკე. ჩემი ვედრება, ჩემი სწავლებე-
ბი, ჩემი პროტესტი და ჩემი ღალატიც კი უშედეგოდ დასრულდა. ალენ-
დის ახლა სხვა მრჩევლები ჰყავს, რომლებიც იმას ეუბნებიან, რისი
მოსმენაც მას სურს.
ახალგაზრდა ძმისწული მყავს, სახელად რაშეკი. მთელი კჰლენიუ-
მი ისეთი მგზნებარე სიძულვილით სძულს, მხოლოდ შურიან ახალგაზ-
რდას რომ ხელეწიფება. ალენდი კიდევ უფრო მეტადაც, თუმცაღა ერ-
თმანეთი არასდროს უნახავთ. რაშეკი უდიდეს ღალატად აღიქვამს
იმას, რომ ჩვენი მჩაგვრელებიდან ერთ-ერთი შესაძლოა ეპოქათა გმი-
რი იყოს.
ალენდის ტერისის მთებში გამყოლი დასჭირდება. რაშეკს დავავა-
ლე, უზრუნველჰყოს, რომ გამყოლებად სწორედ თავად მას და მის სან-
დო მეგობრებს შეარჩევენ. რაშეკმა უნდა სცადოს ალენდისთვის გზა-
კვალის არევა, უნდა სცადოს და ხელი ააღებინოს განზრახვაზე; ან რო-
გორმე სხვაგვარად შეუშალოს ხელი საწადელის მიღწევაში. ალენდიმ
არ იცის, რომ მოგვატყუეს, რომ ყველანი მოგვატყუეს... და ის ყურს
აღარ დამიგდებს.
თუკი რაშეკი ალენდისთვის თვალის ახვევას ვერ შეძლებს, ყმაწ-
ვილს დავავალე, ალენდი მოკლას. იმედი მცირეა. ალენდი მკვლე-
ლებს აქამდეც გადარჩენია, ომებსაც და კატასტროფებსაც. და მაინც,
მაქვს იმედი, რომ ტერისის სუსხიან მთებში, ბოლოს და ბოლოს, დაუც-
ველი დარჩება. მაქვს იმედი, რომ სასწაული მოხდება.
ალენდიმ აღზევების წყარომდე ვერ უნდა მიაღწიოს, რამეთუ მას ნე-
ბა არ უნდა მივცეთ, იქ დამწყვდეული არსება გაათავისუფლოს".
სეიზდი ჩაიკეცა. ეს უკანასკნელი დარტყმა იყო, უკანასკნელი დარ-
ტყმა, რომელმაც მისი რწმენის ნარჩენები ჩაკლა.
იმ წამიდან უკვე იცოდა, რომ აღარასდროს აღარაფერს იწამებდა.
ვინმა ელენდი გალავანზე იპოვა. იდგა და ლუთადელს გადაჰყურებ-
და. თეთრი ფორმა ეცვა, ერთ-ერთი იმათგან, ტინდუილმა რომ შეაკე-
რინა. უფრო... მკაცრი ჩანდა, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ.
– გაიღვიძე, – უთხრა ვინმა და გვერდით ამოუდგა.
927
მან თავი დაუქნია. ვინისკენ არ გამოუხედავს, ქალაქისა და მო-
ფუთფუთე ხალხის ყურება განაგრძო. მიუხედავად იმისა, რომ ახა-
ლაღმოჩენილი ალომანტიის მკურნალი ძალა გააჩნდა, ცოტა ხნით
საწოლში გონებადაკარგული იწვა. კალტყვიითაც კი, ქირურგებმა
ზუსტად არ იცოდნენ, გადარჩებოდა თუ ვერა.
გადარჩა. და როგორც ჭეშმარიტი ალომანტი, გონს მოეგო თუ
არა, ფეხზე წამოვარდა.
– რა მოხდა? – იკითხა ელენდმა.
გოგომ თავი გააქნია, შემდეგ ქვის ქონგურებს მიეყრდნო. ჯერაც
ყურებში ედგა ის საშინელი გუგუნი: "თავისუფალი ვარ..."
– ალომანტი ვარ, – თქვა კაცმა.
ვინმა თავი დაუქნია.
– სავარაუდოდ, ნისლქმნილი, – განაგრძო მან.
– მგონი... ვხვდები, საიდან გაჩნდნენ პირველი ალომანტები, –
თქვა ვინმა.
– ძალას რა დაემართა? ჰამმა პასუხი ვერაფერზე გამცა, ყველა
დანარჩენის "ცოდნა" კი უბრალო ჭორებია.
– რაღაც გავათავისუფლე, – დაიჩურჩულა ვინმა, – რაღაც ისე-
თი, რაც ტყვეობაში უნდა ყოფილიყო. რაღაც ისეთი, რამაც წყარომ-
დე მიმიყვანა. ძებნა საერთოდ არ უნდა დამეწყო, ელენდ.
კაცი უხმოდ იდგა და ქალაქს გადაჰყურებდა.
ვინი მობრუნდა და თავი მის მკერდში ჩარგო.
– შემზარავი იყო, – თქვა მან, – ამას ვგრძნობდი. მე კი გავათა-
ვისუფლე.
ელენდმა, ბოლოს და ბოლოს, მკლავები შემოხვია.
– რაც შეგეძლო, ყველაფერი იღონე, ვინ, – უთხრა მან, – სინამ-
დვილეში, კარგადაც მოიქეცი. საიდან უნდა გცოდნოდა, რომ ყვე-
ლაფერი, რაც გითხრეს, რაშიც გავარჯიშეს და რისთვისაც მოგამზა-
დეს, ტყუილი იყო?
ვინმა თავი გადააქნია.

928
– მბრძანებელზე უარესი ვარ. მგონი, ბოლოს მიხვდა, რომ ატყუებ-
დნენ, და ისიც გაიგო, რომ ძალა კი არ უნდა გაეშვა, არამედ მიეთვისე-
ბინა.
– კარგი კაცი რომ ყოფილიყო, – თქვა ელენდმა, – ამ მიწებს
ათას საშინელებას არ დამართებდა.
– მე, ალბათ, უარესი ჩავიდინე, – უპასუხა ვინმა, – ის, რაც გავუშ-
ვი... ნისლი ხალხს კლავს. უკვე დღისითაც. ელენდ, რა უნდა ვქნათ?
ელენდი ცოტა ხანს ვინს უყურებდა, შემდეგ ქალაქისკენ და იქაური
ხალხისკენ მიბრუნდა.
– იმას ვიზამთ, რასაც კელსიერი გვასწავლიდა, ვინ. გადავრჩებით.

ARS ARCANUM*
* Ars Arcanum (ლათ.) – "იდუმალი ხელოვნება". Ars (ინგ. art, craft)
ხელოვნება, ხელობა. Arcanum (arcana) (ინგ. secret, mysterious) იდუ-
მალი, ამოუცნობი. ავტორის, ბრენდონ სანდერსონის განმარტებით,
მისი სურვილი იყო, "ნისქლმნილის" ტრილოგიის განმარტებასა და და-
ნართს სპეციფიკური სახელი ჰქონოდა, სადაც მკითხველს გაუმხელდა
მის შექმნილ სამყაროში არსებული მაგიის სისტემათა აღნიშვნებსა და
მნიშვნელობებს.
ავტორის მიმოხილვას წიგნის თითოეულ თავზე, ამოღებულ ნაწი-
ლებსა და სხვა დეტალურ ინფორმაციას "ნისლქმნილის" სამყაროს შე-
სახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე:
www.brandonsanderson.com

ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი


ალომანტია – მისტიკური, მემკვიდრეობითი ძალა, რომელიც გუ-
ლისხმობს ლითონების (ან ლითონის) დაწვას სხეულში და შედეგად
განსაკუთრებული უნარების, ძალების მიღებას.
ამოქაჩვა (ფერუქიმია) – ფერუქიმიკოსის მიერ ლითონგონიდან ძა-
ლის ამოქაჩვა და გამოყენება. ამოქაჩვა ალომანტების მიერ ლითონის
დაწვის მსგავსი პროცესია.
929
ატიუმი – ლითონი, რომელიც მხოლოდ ჰათსინის მაღაროებში
მოიპოვებოდა.
ბრინჯაო (შინაგანი, გონებრივი, მბიძგავი ლითონი) – ალომანტს,
რომელსაც ბრინჯაო უნთია, შეუძლია იგრძნოს მის გარშემო ალო-
მანტიას როდის იყენებენ. ახლომახლო ალომანტები, რომელთაც
ლითონი უნთიათ, ალომანტურ პულსს გამოსცემენ, რომელიც მხო-
ლოდ ბრინჯაოს მომხმარებელ ალომანტს ესმის. ბრინჯაოს მომხმა-
რებელ ნისლელს მძებნელი ეწოდება.
დამცველი (ტერისელი) – "დამცველი" ხშირად ფერუქიმიკოსის
აღმნიშვნელი სიტყვაა.
დამხობა – მბრძანებლის სიკვდილი და უკანასკნელი იმპერიის
დაცემა.
ვალმდებელი – მბრძანებლის სამღვდელოების წევრი.
თითბერი (გარეგანი, გონებრივი, მბიძგავი ლითონი) – ალო-
მანტს, რომელსაც თითბერი უნთია, შეუძლია სხვათა ემოციების
დათრგუნვა – ობიექტში ამ კონკრეტული ემოციის განცდის შემცი-
რება. ფრთხილ ალომანტს ისიც შეუძლია, რომ მისთვის საჭირო
ერთი ემოციის გარდა, ყველა გააქროს და სწორედ ისე აგრძნობი-
ნოს ობიექტს თავი, როგორც მას სურს. თუმცა თითბერი ალომანტს
აზრებისა თუ ემოციების წაკითხვის უნარს არ ანიჭებს. თითბრის
მომხმარებელ ნისლელს მთრგუნავი ეწოდება.
თუთია (გარეგანი, გონებრივი, მქაჩავი ლითონი) – ალომანტს,
რომელსაც თუთია უნთია, შეუძლია სხვათა ემოციების აჯანყება –
ობიექტში ამ კონკრეტული ემოციის განცდის მომატება. თუთია
ალომანტს აზრებისა თუ ემოციების წაკითხვის უნარს არ ანიჭებს.
თუთიის მომხმარებელ ნისლელს მოჯანყე ეწოდება.
კალა (შინაგანი, ფიზიკური, მქაჩავი ლითონი) – ალომანტი, რო-
მელსაც კალა უნთია, საკუთარ შეგრძნებებს აუმჯობესებს. ასეთი
ალომანტი უფრო მგრძნობიარე ხდება შეხების მიმართ და ყნოსვაც
უმძაფრდება. ამ ლითონის გვერდითი ეფექტი ნისლის "განჭვრე-
ტის" უნარია, რომელიც ალომანტს ნისლში ბევრად უფრო უუმჯობე-
930
სებს მხედველობას, ვიდრე ეს ჩვეულებრივ პირობებშია შესაძლებე-
ლი. კალის მომხმარებელ ნისლელს მახვილთვალა ეწოდება.
კალტყვია (შინაგანი, ფიზიკური, მბიძგავი ლითონი) – ალომან-
ტი, რომელსაც კალტყვია უნთია, საკუთარი სხეულის ფიზიკურ უნარებს
აუმჯობესებს. ასეთი ალომანტები უფრო ძლიერები, ამტანები და მოქ-
ნილები არიან. კალტყვია ასევე სხეულს წონასწორობისა და ჭრილო-
ბებთან გამკლავების უნარს უძლიერებს. კალტყვიის მომხმარებელ
ნისლელს ჩხუბისთავი ან მკლავმარჯვა ეწოდება.
კანდრა – უცნაურ არსებათა რასა. კანდრას შეუძლია მკვდარი სხე-
ულის მონელება და მერე იმავე სხეულის ასლის შექმნა. შემდეგ კი ადა-
მიანებთან დებს კონტრაქტს.
კოლოსი – მხეცური მებრძოლების რასა, რომელიც მბრძანებელმა
შექმნა აღზევების შემდეგ.
კჰლენიუმი – უძველესი სამეფო, რომელიც უკანასკნელ იმპერიამ-
დე არსებობდა.
ლითონგონი – ლითონის სამკაული, რომელსაც ფერუქიმიკოსი ფე-
რუქიმიური ძალის საცავად იყენებს. კონკრეტული ლითონგონის დასა-
ხელება სხვადასხვა ლითონზეა დამოკიდებული, მაგალითად, ფოლა-
დის გონი, კალის გონი და ა. შ.
ლუთადელი – უკანასკნელი იმპერიის დედაქალაქი, ყველაზე დიდი
ქალაქი. ლუთადელი ცნობილია საფეიქრო წარმოებით, სამჭედლოე-
ბითა და კეთილშობილთა მომაჯადოებელი ციხე-კოშკებით.
მალატიუმი – კელსიერის მიერ აღმოჩენილი ლითონი, რომელსაც
მეთერთმეტე ლითონს უწოდებდნენ.
მახვილთვალა კალის მომხმარებელ ნისლელს ეწოდება.
მთრგუნავი თითბრის მომხმარებელ ნისლელს ეწოდება.
მკვამლავი სპილენძის მომხმარებელ ნისლელს ეწოდება.
მკლავმარჯვა კალტყვიის მომხმარებელ ნისლელს ეწოდება.
მოჯანყე თუთიის მომხმარებელ ნისლელს ეწოდება.
მრბოლავი რკინის მომხმარებელ ნისლელს ეწოდება.
მსროლელი ფოლადის მომხმარებელ ნისლელს ეწოდება.
931
მძებნელი ბრინჯაოს მომხმარებელ ნისლელს ეწოდება.
ნისლელი – ალომანტი, რომელსაც მხოლოდ ერთი ლითონის დაწ-
ვა შეუძლია. ისინი ნისლქმნილებზე მეტნი არიან.
ნისლქმნილი – ალომანტი, რომელსაც ყველა ლითონის დაწვა
შეუძლია.
ნისლსაფარი – მანტია, რომელსაც ნისლქმნილების უმეტესობა
თავისი სტატუსის საჩვენებლად ატარებს. იგი შეკერილია მრავალი
სქელი ლენტისგან, რომლებიც თავთან ერთმანეთზეა მიკერებული,
მაგრამ მხრებს ქვემოთ თავისუფლად იშლება.
ორსეური – კანდრა, რომელიც კელსიერმა დაიქირავა. ოდეს-
ღაც ლორდ რენოქსს – ვინის (ვალეტა რენოქსის) ბიძას – ასახიე-
რებდა. კელსიერის სიკვდილის შემდეგ კი ორსეური ვინის მსახური
გახდა.
რკინა (გარეგანი, ფიზიკური, მქაჩავი ლითონი) – ალომანტი,
რომელსაც რკინა უნთია, ახლომახლო ლითონებისკენ მიმართულ
ლურჯ ხაზებს ხედავს. ხაზთა სიდიდე და სიკაშკაშე შესაბამისი ლი-
თონის წყაროს სიახლოვისა და ზომის პირდაპირპროპორციულია.
ალომანტი მხოლოდ რკინის კი არა, ნებისმიერი ლითონის წყაროს
ხედავს; ამდენად, შეუძლია გონების დაძაბვით მოქაჩოს ერთ-ერთ
ხაზს და ლითონის წყარო მოიზიდოს. რკინის მომხმარებელ ნის-
ლელს მრბოლავი ეწოდება.
სინოდი (ტერისი) – ტერისელი დამცველების ელიტური გაერ-
თიანება.
სკაა – უკანასკნელი იმპერიის გლეხები.
სპილენძი (შინაგანი, გონებრივი, მქაჩავი ლითონი) – ალომან-
ტი, რომელსაც სპილენძი უნთია, უხილავ ღრუბელს ქმნის, რომე-
ლიც მის შიგნით მყოფებს მძებნელის უნარისგან იცავს. ასეთ ღრუ-
ბელს "სპილენძღრუბელს" უწოდებენ. მის შიგნით ალომანტს ნების-
მიერი ლითონის ანთება შეუძლია, იმაზე დარდის გარეშე, რომ ვინ-
მე მათ ალომანტურ ტალღებს იგრძნობს. სპილენძღრუბლის გვერ-
დითი ეფექტით თავად მისი გამომცემი ნებისმიერი ემოციური ალო-
932
მანტიის (თრგუნვისა თუ ჯანყის) წინააღმდეგ იმუნიტეტს იძენს. სპი-
ლენძის მომხმარებელ ნისლელს მკვამლავი ეწოდება.
ტერისი – იმპერიის შორეულ ჩრდილოეთში მდებარე დომინი-
ონი. იგი ერთადერთი დომინიონია, რომელმაც ადგილობრივი სამე-
ფოს სახელი შეინარჩუნა.
უკანასკნელი იმპერია – იმპერია, რომელიც მბრძანებელმა შექმნა
და აღნიშნული სახელი უწოდა საკუთარი უკვდავებიდან გამომდინარე
– ეგონა, იმპერია არასდროს დაიშლებოდა.
ფოლადი (გარეგანი, ფიზიკური, მბიძგავი ლითონი) – ალომანტი,
რომელსაც ფოლადი უნთია, ახლომახლო ლითონებისკენ მიმართულ
ლურჯ ხაზებს ხედავს. ხაზთა სიდიდე და სიკაშკაშე შესაბამისი ლითო-
ნის წყაროს სიახლოვისა და ზომის პირდაპირპროპორციულია. ალო-
მანტი მხოლოდ ფოლადის კი არა, ნებისმიერი ლითონის წყაროს ხე-
დავს და შეუძლია, ერთ-ერთ ხაზს უბიძგოს და ლითონის წყარო საკუ-
თარი სხეულის საპირისპირო მხარეს გააქანოს. ფოლადის მომხმარე-
ბელ ნისლელს მსროლელი ეწოდება.
ფოლადის სამინისტრო – მბრძანებლის სამღვდელოება, რომელიც
შედგებოდა ფოლადის მსჯავრმდებლებისა და ღვთისმსახურებისგან,
ანუ ვალმდებლებისგან. ფოლადის სამინისტრო მართავდა უკანას-
კნელ იმპერიას.
ჩხუბისთავი კალტყვიის მომხმარებელ ნისლელს ეწოდება.
ჰათსინის მაღაროები – მღვიმეების ქსელი, ოდესღაც უკანასკნელი
იმპერიის ერთადერთი ადგილი, სადაც ატიუმი მოიპოვებოდა.

933

You might also like