You are on page 1of 2

დაწყო ქალაქების დაძმობილება.

60-70-იან წლებში თბილისი დაუმეგობრდა ლიუბლი-


ანას, პალერმოს, ზაარბრუკენს, ინსბრუკს და ნანტს. შესაბამისად სსრკ-ის არქიტექტო-
რებისთვის ხელმისაწვდომი გახდა საერთაშორისო გამოცემები და მათი მეშვეობით
ინფორმაცია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. მართალია უშიშროების სამსახურის
ზედამხედველობის ქვეშ, მაგრამ არქიტექტორებს მაინც მიეცათ საზღვარგარეთ მოგზაუ-  თავი 1
რობის უფლება და უცხოელ კოლეგებთან წინასწარ დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილე-
ობის საშუალება. პროფესიული თვალსაზრისით ეს მაინც ძალიან მნიშვნელოვანი გამოც-
დილება იყო.
1974 წელს თბილისის მოსახლეობამ მილიონს მიაღწია.
70-იან წლებში კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობდა საბინაო მშენებლობა, როგორც თა-
ვისუფალ ტერიტორიებზე (ბაგები, გლდანი, ვაზისუბანი, თემქა), ასევე უკვე ჩამოყალიბე-
ბულ რაიონებში. ახალი სერიის ტიპური პროექტებით აიგო 9, 12, 14 და 16 სართულიანი
მსხვილბლოკიანი და კარკასულ-პანელოვანი სახლები. თუმცა, საცხოვრებელი ფართით
უზრუნველყოფა არ იყო სოციალისტური საზოგადოების ერთადერთი მიზანი, არანაკლებ
მნიშვნელოვანი იყო მოსახლეობის განათლება, მათი კულტურული დონის ამაღლება და
ჯანმრთელობის განმტკიცება. ასევე მნიშვნელოვანი იყო რესპუბლიკათშორის და დამე-
გობრებულ ქვეყნებს შირის მოსახლეობის კავშირების გამყარება. შესაბამისად ინდივი-
დუალური პროექტებით იგეგმება და შენდება გართობისა და დასვენების კერები (სასტუმ-
როები „ივერია“, „აჭარა“, „კოლხეთი“, „აფხაზეთი“, რესტორნები „არაგვი“, „მარაბდა“,
ჩაის სახლი), საგანმანათლებლო (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპლექსი,
სამედიცინო ინსტიტუტი, სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი), კულტურის (თბილისის ფი-
ლარმონია, პროფკავშირების კულტურის სახლი, მუსკომედიის თეატრი, გრიბოედოვის
სახ. რუსული დრამატული თეატრი, თბილისის არქეოლოგიის მუზეუმი) და სპორტის
დაწესებულებები (სპორტის სასახლე, საცურაო კომპლექსი „ლაგუნა ვერე“, თბილისის
ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი, „დინამოს“ განახლებული სტადიონი).
დღესდღეობით, გვიანი მოდერნისტული არქიტექტურა და მათ შორის ამ პერიოდის ძეგ-
ლები საქართველოშიც და თბილისშიც ღირსეულ ადგილს იკავებენ მსოფლიო არქი-
ტექტურულ რუკაზე. ტყუილად არ არის, რომ ყოფილი გზების დეპარტამენტის სამინისტ-
როს შენობა და ყოფილი რიტუალების სასახლე ბოლო დროის ამ თემაზე გამოცემულ
პუბლიკაციებში აუცილებელი შემადგენელი არიან. დროა, ჩვენც დავაფასოთ ის არქი-
ტექტურული მემკვიდრეობა, რაც საბჭოთა პერიოდმა დაგვიტოვა მისდამი პოლიტიკური
შეხედულებების მიუხედავად, შესაბამისად, შევინარჩუნოთ, გავუფრთხილდეთ და მოვუ-
აროთ მას.

9
თავი 1. მოდერნისტული არქიტექტურის შენარჩუნების ზოგადი პრობლემატიკის აღწერა

1.3. მოდერნისტული არქიტექტურის შენარჩუნების ზოგადი პრობლემატიკის


აღწერა – საქართველო
კომპლექსურია ის პრობლემა, რომელსაც მოდერნისტული არქიტექტურის მემკ­ვიდ­რე­ო­
ბის შენარჩუნებისას ვაწყდებით იქნება ეს საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე.
ნებისმიერი ეპოქის არქიტექტურის უდიდესი საფრთხეა მათი იდეოლოგიისა და სტილის
აღქმა შემდეგ პერიოდში. წინა პერიოდის აღქმა მომდევნო პერიოდის მიერ, მითუმეტეს
თუ ეს პოლიტიკურ/იდეოლოგიურ ცვლილებებსაც ეხება, ხშირად რეაქტიული და, გარკვე-
ულწილად, უარყოფითიც არის.
როგორც ვახსენეთ, მოდერნისტული არქიტექტურა სოციალისტური იდეოლოგიით იყო
განმსჭვალული. უმეტესობა იმ ქვეყნებისა, რომლებიც სოციალისტურ ბლოკს და საბჭოთა
კავშირს ქმნიდნენ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩქარი ტემპით ცდილობდნენ
წარსული იდეოლოგიის დავიწყებას. ყველაზე იოლი და სწრაფი გზა, მათი ვიზუალური
მახსოვრობიდან ამოშლა იყო, შესაბამისად მრავალი შენობა თუ სტრუქტურა ემსხვერპლა
იმ პირველ ემოციურ იმპულსს, რასაც თავისუფლება თუ დამოუკიდებლობა და წარსული
წნეხისგან განთავისუფლება ეწოდებოდა.
ამის კარგი მაგალითებია თბილისში ე.წ. ანდროპოვის ყურების (ოთარ კალანდარიშვილი
და გ. ფოცხიშვილი, 1983 წ.) დანგრევა 2004-2015 წლებში და ქუთაისში „დიდების მემორი-
ალის“ (მერაბ ბერძენიშვილი, 1982 წ.) აფეთქება 2009 წელს.

ანდროპოვის ყურები, დემონტაჟი, 2014 წელი.


ფოტო: ნინი ფალავანდიშვილი

10

You might also like