You are on page 1of 7

შექსპირი

„როგორც გენებოთ“

სესილი კოზუა

მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი 2023
ცხოვრებისეული დრამა, ემოციებით გაჯერებული, მკითხველის განწყობაზე
ორიენტირებული მონასმები და მძაფრი, გულის განმგმირავი სიუჟეტები,
რომელთა გაცნობისას შეუძლებელია ჩვენი ემოციური მდგომარეობა უცვლელი
დარჩეს - ეს ისაა რისთვისაც საუკუნეებია უილიამ შექსპირის შემოქმედება
შეუფასებელ საგანძურად ითვლება ლიტერატურაში. წერის უნიკალური სტილი
და ფურცელზე დატანალი ადამიანური გრძნობების სცენაზე გაცოცხლების
შესაძლებლობა ინგლისური დრამატურგიის კორიფეს სავიზიტო ბარათად
შეგვიძლია მივიჩნიოთ. კლასიკად ქცეული ეპიზოდები, სიყვარულისთვის
თავგანწირული ახალგაზრდების, საკუთარ ეგოსთან დამარცხებული,
მარტოობისთვის განწირული მეფისა და კეთილგონიერი მასხარას სახეები,
რომელიც მაყურებელს ცხოვრებისეული სიმძიმეების ჰაეროვანი სიმსუბუქით
დანახვაში ეხმარება ერთად ისეთ მოზაიკას ქმნიან, სადაც არც ერთი დეტალი არ
არის ზედმეტი. როგორც ირკვევა ეს ყველაფერი ავტორის გონებაში დიდი ხნის
განმავლობაში ილექებოდა, ვითარდებოდა და საბოლოოდ ჩვენთვის ცნობილი
სახით იქმნებოდა. დრამისა და კომედიის მოქნილი სინთეზი, სიკეთისა და
ბოროტების ურთიერთგარდაქმნის ნათელი ჩვენება და ცხოვრებისეული
პარადოქსების ახსნა, მოვლენათა ორბუნებოვანების კვალდაკვალ, - ანუ “როგორც
გენებოთ”. ის ფაქტი, რომ ნებისმიერი მოვლენა, შეიძლება განსხვავებულად
აღვიქვათ და ამის ჭეშმარიტი საფუძველი სწორედ ზემოხსენებული ორსახიანობა
ანუ “კონტროვერსაა”(controversial) შექსპირმა ამ ნაწარმოებით გვაჩვენა.

სიუჟეტში ვხედავთ, როგორ იცვლებიან პეროსნაჟები გარემოებების


კვალდაკვალ და რამდენად განსხვავებული არიან ისინი საკუთარი პირვანდელი
მდგომარეობისგან. ლხინისთვის მახასიათებელი მომენტების არსებობაც არაა
შემთხვევითი, რაც მკითხველს ნაწარმოების ღრმა ფილოსოფიური აზრისგან
დროებით გათავისუფლებაში ეხმარება და ადასტურებს, რომ უსამართლოდ
დევნილს მწუხარება არ იპყრობს, სულ ერთია ეს ჰერცოგის შეყვარებული
ქალიშვილი იქნება, რომელმაც უზრუნველი ცხოვრება დაკარგა თუ, ტირანულ
ძალაზე სიმართლით გამარჯვებული, ძმისგან დევნილი ახალგაზრდა, ან სულაც
ძალაუფლება - დაკარგული ჰერცოგი. ყველანი ერთად ცხოვრობენ ტყეში და არც
ერთი მათგანი არ არის დამძიმებული, რადგან სიმართლე მათ მხარესაა.
მაღალზნეობრივი იდეის განხორციელება, იქნება ეს ,,აკრძალული სიყვარული,,
თუ ბუნებით მონიჭებული განსაკუთრებულობა, მსხვერპლს მოითხოვს, ამას
მივყავართ უკვე ნახსენებ კონტროვერსამდე. ჩვენ შეგვიძლია ეს ადამიანები
ჩავთვალოთ როგორც გმირებად, ასევე ხელმოცარულებად, რომლებმაც ვერ შეძლეს
პირვანდელი გარემოების შეცვლა და უბრალოდ გაეცალნენ არსებულს უკეთესის
იმედით. ავტორის მთავარი იდეა, დაგვანახოს მოვლენათა ორგვაროვნება, მთელ
ნაწარმოებს გასდევს, როგორც უწყვეტი ხაზი. მკითხველს აქვს შესაძლებლობა
თავად შეაფასოს წიგნში აღწერილი ადამიანების ცხოვრება და შეიქმნას
დამოუკიდებელი აზრი ამ თუ იმ პერსონაჟის შესახებ, ეს ლიტერატურის
დოგმატური ნაწილის სრული განადგურებაა, თუმცა ამაში უკეთ დასარწმუნებლად
უპრიანი იქნება კონკრეტული პერსონაჟების “ბედი” განვიხილოთ და ამაში
ცნობილი ავტორების სხვადასხვა წყარო მოვიშველიოთ.

ალბათ არ იქნება გასაკვირი თუ პერსონაჟების განხილვას შექსპირის


შემოქმედებიდან ერთ-ერთი უმთავრესი, ქალის სახით დავიწყებთ. როზალინდას
პერსონაჟი, თავისი განსხვავებულობით ნამდვილად არის იმ დროისთვის ( და
არამარტო) გავრცელებული სტერეოტიპების დამამსხვრეველი. მარგარეტ ბორნერ-
ბექჰემის სტატიაში “The Figure of Rosalind In As You Like It” ავტორი ყურადღებას
ამახვილებს გოგონას მამაკაცური და ქალური თვისებების თანწყობილებაზე.
როზალინდა ერთისმხრივ მამაცი, სხარტად მოაზროვნე, მოქნილი(Smart)
გონებრივი შესაძლებლობების მატარებელია,(რაც იმ დროში მამაკაცურობის
მთავარ მახასიათებლად ითვლებოდა ფიზიკურ ძალასთან ერთად) მაშინ როცა
მისი ქალურობა თავს საყვარელ ადამიანთან შეხვედრისას იჩენს. ქალი, რომელიც
ტყეში გახიზნული მეგობრებისთვის მთავარ მორალურ გამამხნევებლად
გვევლინება, ;;სისუსტეს''ორლანდოს სისხლიანი ცხვირსახოცის დანახვისას
ავლენს. ბექჰემის მოსაზრება, ერთგვარად თანხვედრაშია ნაწარმოების პათოსთან,
რომ ადამიანური კონტროვერსა, რადიკალური დოგმატიზმისგან განსხვავებით,
განსხვავებული თვისებების თანაარსებობას გულისხმობს პიროვნების შიგნით.
მართალია როზალინდას კომპლექსური ბუნება მასზე იმდენად ახდენს გავლენას,
რომ ამ უკანასკნელს საკუთარი მამაც კი ვერ ცნობს, მაგრამ ეს ყოველივე ხელს არ
უშლის მას(იგ. როზალინდა) იყოს ძალიან მგრძნობიარე, შეყვარებული ქალი და
ჩვენთვის კარგად ცნობილი ჯულიეტას წინასახე. ამავე სტატიაში ვხვდებით
ორლანდოს, როგორც შეყვარებული მამაკაცის პროტოტიპისს დახასიათებას,
რომელიც მხოლოდ გრძნობებით მოქმედებს. სასიყვარულო ლექსები და
გულისამაჩუყებლობა იმ ადამიანისგან, რომელიც როგორც იქამდე
დაუმარცხებელი მებრძოლის დამმარცხებელი გავიცანით, ცოტა უჩვეულოა.
მითუმეტეს, რომ შუა საუკუნეებში რაინდები ძირითადად სიმამაცისა და
გონებაგამჭრიახობის გამო უყვარდებოდათ. პირვანდელი ხაზი აქაც
შენარჩუნებულია და სტატიის ავტორი ნათლად დაგვანახებს, რომ მიუხედავად
სენსიტიურობისა, ორლანდო ღირსებას არ კარგავს, პირიქით, მისი ეს
მგრძნოებლობა საოცრად აისსახება მისსავე შემოქმედებაში, რაც საბოლოოდ
წყვილს ერთმანეთის პოვნაში ეხმარება.

გარდა ყოველივე ზემოხსენებულისა, ცალკე განხილვის ღირისა


კონტროვერსა, როგორც სოციალური მოვლენა. Ამ ას მკაფიოდ მხოლოდ მაშინ
მოვახერხებთ, თუ პიესაში ნაჩვენებ ,,ძმების ფენომენს” განვიხილავთ დეტალურად.
ლ.ა. მონტროუსის “The Place of a Brother’ in ‘As You Like It’: Social Process and Comic
Form” ამაში ყველაზე კარგად დაგვეხმარება. ავტორი გვიჩვენებს, თუ რამდენად
დიდია ძმების გავლენა ერთმანეთის ყოველდღიურობაზე. ერთისმხრივ
დომინანტი, უფროსი ძმა, რომელიც ცდილობს კონტროლი დაამყაროს და
მეორესმხრივ ორლანდო, რომელიც ბუნებით რჩეულია. ერთი შეხედვით ეს
პერსონაჟები ერთმანეთის ანტიპოდებს წარმოადგენენ, თუმცა წყაროს ავტორი
გვაჩვენებს, რომ ისინი არათუ აზიანებენ ერთმანეთს, არამედ პირიქით,
ასაზრდოებენ. საზოგადოებაში ერთი ძმის პოპულარობა იმდენად თრგუნავს
მეორეს, რომ იგი მზადაა გაიმეტოს საკუთარი სისხლი და ხორცი და მოკლას ის,
რადაც არ უნდა დაუჯდეს. ეს ყოველივე კომიკურია, რადგან საზოგადოების ისეთი
ვიწრო რგოლიც კი, როგორიცაა ოჯახი, შესაძლოა დაპირისპირების არედ იქცეს თუ
საქმე სოციალური სტატუსის გაუმჯობესებას ეხება. პირველი შთაბეჭდილებით,
კონფლიქტის ღრმა საფუძველი არ იკითხება, და ჩანს მხოლოდ შური, მაგრამ ეს
ყველაფერი იცვლება მაშინ, როცა ვხედავთ, როგორ გადაარჩენს სასიკვდილოდ
განწირულ ძმას ორლანდო. ის მას ჯერ საკუთარივე შურისგან ათავისუფლებს(
გველის მოკვლა) და შემდეგ მრიხანებით მოსალოდნეს საფრთხეს უნეიტრალებს (
ლომის მოგერიება) ქ უკვე ყველაფერი ნათელია, სიბრალური და შინაგანი
მიჯაჭვულობა გადაწონის გულისწრომას ახლობელი ადამიანის მიმართ, რადგან
ძმები ერთმანეთს ავსებენ როგორც ერთი მთლიანობა. ერთის სისუსტე და მეორის
აღზევება შექცევადი, მაგრამ ბალანსირებადი, მორიგებადი პროცესია. როგორც
ვხედავთ, პირველწყაროს პათოსი ამ ნაშრომშიც შენარჩუნებულია.

კომიკურობაზე როცა ვსაუბრობთ, არ შეიძლება ჩვენი განხილვის არეალის


მიღმა დავტოვოთ კომედიის მთავარი ,, მასხარა,, თაჩსტოუნი. ეს სწორედ ის
პერსონაჟია, რომელიც ზუსტად იმ სიმსუბუქის მომტანია ნაწარმოებისთვის, რაც ამ
უკანასკნელს კომედიად აქცევს. მართალია პიესის ჰაეროვან სიმსუბუქეზე ჩვენი
თხრობის დასაწყისში უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ახლა შევეცდები ოდნავ მეტად
ჩავუღრმავდე კონტროვერსას არც ისე მძიმე, ფილოსოფიური პასაჟის პირობებში.
თაჩსტოუნის პერსონაჟი თითქოს ყველაზე ნაკლებად იცვლება თხრობის
მიმდინარეობისას, რადგან მისი ქცევა და ვიზუალი უცვლელია, მაგრამ რეალურად
ის ყველაზე მეტად განიცდის შინაგან სახესხვაობას საკუთარი ალტერეგოს
ფარგლებში და მის მიღმა. თაჩსტოუნის პიროვნების უკეთ გაცნობაში რობერტ
ჰილის გოლდსმიტის სტატია “Touchstone: Critic in Motley” გამოგვადგება. სტატიის
ავტორი განიხილავს მას როგორც ერთ.-ერთ მთავარ, იდეურ მამოძრავებელს
პიესის დანარჩენი პერსონა-ჟებისა. თავდაპირველად ის უბრალო მასხარაა,
რომელიც მხოლოდ განწყობას ქმნის და ჰერცოგის ოჯახში დაძაბული
ყოველდღიურობის შემსუბუქება ევალება, თუმცა დროდარდო, ჯამბაზი, რომელიც
დანარჩენ პერსონაჟებს საკუთარი მანკიერებების დანახვაში ეხმარება თავისი
საქმით, (პაროდიით) იმდენად დიდ გამოცდილებას შეიძენს, რომ შეუძლია თავად
განსაზღვროს როდის სჭირდებათ სხვებს მხიარულება და ყველაზე უსიამოვნო
მომენტები სასიამოვნო გახადოს დანარჩენებისთვის. თაჩსტოუნი ერთდროულად
ჩვეულებრივი ჯამბზი, და ფილოსოფოსია, რომელიც ადამიანების განწყობას
განსაზღვრავს და ეს თვისებები ერთმანეთს სულაც არ უშლიან ხელს, მიუხედავად
იმისა, რომ სიმარტივე და ფილოსოფია ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება.
როგორც ვხედავთ, შექსპირისეული იდეა აქაც ადგილზეა.

საბოლოოდ, რამდენი კვალიფიციური წყაროც არ უნდა განვიხილოთ, არასოდეს


დაილევა ახლებური ანალიზის შესაძლებლობები. იმისდა მიხედვით თუ რომელი
პერსონაჟს ვიკვლევთ, პიესის რა ეპიზოდში და რომელი კონტექსტით. ნათელია,
რომ შექსპირის ეს პიესა ადამიანის საინტერესო, კომპლექსური ბუნების აღწერის
ერთ-ერთი ნიმუშია, იმ ბუნების ასე დაჟინებით რომ ისწრაფვის ტრაგედიიდან-
ცრემლიდან სასიამოვნო, ღიმილისმომგვრელი დასასრულის- ანუ კომედიისკენ.
ზუსტად ამიტომაა ეს მოვლენა(ადამიანი) ასე დაუსრულებელი და ამოუწურავი .

და მაინც, დაუმთავრებელი ბჭობისგან დამძიმებული ღმერთია იგი თუ ამაოებაზე


გაღიმებული ეშმაკი? როგორც გენებოთ.
ბიბლიოგრაფია:
• Beckman, Margaret Boerner. “The Figure of Rosalind In As You Like It.”
Shakespeare Quarterly 29, no. 1 (1978): 44–51.

https://doi.org/10.2307/2869168.

• Montrose, Louis Adrian. “‘The Place of a Brother’ in ‘As You Like It’: Social Process
and Comic Form.” Shakespeare Quarterly 32, no. 1 (1981): 28–54.

https://doi.org/10.2307/2870285.

• Goldsmith, Robert Hillis. “Touchstone: Critic in Motley.” PMLA 68, no. 4 (1953):
884–95.

https://doi.org/10.2307/459804.

You might also like