You are on page 1of 19

1.

საწარმოს აქვს 20 000ლარი მოგება, მაგრამ ბანკის ნაშთი შემცირდა


10 000ლარით. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს :
ა) 10 00ლარი ცვეთისა და 40 000ლარი ღირებულების
გრძელვადიანი აქტივის შეძენით.
ბ) 6 000ლარი ცვეთა და 7 000ლარი სესხის გადახდით.
გ) გრძელვადიანი აქტვის ნეტო საბალანსო ღირებულებაზე ნაკლები
თანხით 15 000ლარი-ად გაყიდვით.
დ) 2 000ლარი ცვეთა და 8 000ლარი მარაგების გაზრდით.

2. ჩამოთვლილთაგან რომელი მუხლები გამოიყენება საოპერაციო


ხარჯებისთვის მოგებისა და ზარალის ანგარიშების ფუნქციური
დანიშნულების მიხედვით შედგენის დროს?
ა) რეალიზებული საქონლის თვითღირებულება.
ბ) კომერციული ხარჯები.
გ) ადმინისტრაციული ხარჯები.
დ) ყველა პასუხი სწორია.

3. კომპანიამ გამოუშვა 3 000ცალი აქცია 1ლ ნომინალური


ღირებულებით, რომლებიც გაიყიდა 2ლარად. როგორ შეიცვალა
საემისიო კაპიტალი აღნიშნული ოპერაციის შედეგად?
ა) საემისიო კაპიტალი არ შეცვლილა.
ბ) გაიზარდა 3 000ლარით.
გ) გაიზარდა 6 000ლარით.
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

4. ჩამოთვლილთაგან, რომელია სწორი ბონუსური აქციების


გამოშვების შესახებ?
ა) არსებული კაპიტალს დანაწევრება.
ბ) მფლობელების საკუთარი კაპიტალი იზრდება.
გ) კომპანია მოიზიდავს დამატებით რესურსებს.
დ) მფლობელების საკუთარი კაპიტალი მცირდება.

5. პერიოდის დასაწყისისთვის გამოშვებული იყო 2ლ ნომინალური


ღირებულების 100 000ცალი აქცია და კომპანიის საემისიო
კაპიტალი იყო 100 000ლარი. წლის განმავლობაში კომპანიამ, ისევ
გამოუშვა 20 000ცალი აქცია, რომელთა საბაზრო ფასი იყო 4ლარი.
წლის ბოლოს რისი ტოლია კომპანიის სააქციო კაპიტალი?

ა) 200 000

ბ) 220 000

გ) 240 000

დ)260 000

6. კომპანია A-მ მიჰყიდა 40 000ლარად პროდუქცია კომპანია B-ს ნაღდ


ფულზე, ხოლო ერთ კვირაში B-მ დაუბრუნა აღნიშნული
პროდუქციის ნახევარი. ჩამოთვლილთაგან რომელი ასახავს
დაბრუნების შედეგად კომპანია A-ს გაყიდვების ანგარიშს:
ა)B-ს ანგარიშზე საკრედიტო გატარება, 20 000ლარი.
ბ) B-ს ანგარიშზე საკრედიტო გატარება, 40 000ლარი.
გ) B-ს ანგარიშზე სადებეტო გატარება, 40 000ლარი.
დ) B-ს ანგარიშზე სადებეტო გატარება, 20 000ლარი.

7. წლის დასაწყისში კომპანიას გამოშვებული ჰქონდა 300 000ცალი


აქცია, ნომინალური ფასით 1ლ და საბაზრო ფასი 1.25ლ. აგვისტოში
კომპანიამ ყოველ 10აქციაზე გამოუშვა 2აქცია, რომელთა ფასი იყო
1.8ლარი. სექტემბერში ყოველ 10აქციაზე გამოუშვეს ერთი
ბონუსური აქცია. წლის ბოლოს რამდენია კომპანიის სააქციო და
საემისიო კაპიტალი?
ა) 480 200 და 95 000.

ბ) 396 000 და 87 000.

გ) 512 100 და 102 000.

დ) არცერთი ჩამოთვლილი.

8. ჩამოთვლილთაგან, რომელს მოიცავს ფულადი სახსრების ნაკადები


საფინანსო საქმიანობიდან?

ა) მარაგების შეძენასთან დაკავშირებულ თანხებს.

ბ) გრძელვადიან სესხის დაფარვას.

გ) ხელფასებად გაცემულ თანხებს.

დ)ყველა ჩამოთვლილი.

9. გაყიდვების ჟურნალის მაკონტროლებელ ანგარიშს აქვს 32 750


სადებეტო და 1 275 საკრედიტო ნაშთები. მაისის განმავლობაში
განხორციელდა 125 000კრედიტით გაყიდვა და დებიტორული
დავალიანებიდან შემოვიდა 122 500 და გაიცა 550 ფასდათმობა.
მყიდველებს დაუბრუნდა 1 300 ლარი. პერიოდის ბოლოს
საკრედიტო ნაშთია 1 300ლარი.პერიოდის ბოლოს 31 მაისს
სადებეტო ნაშთი იქნება:

ა) 35 675.

ბ) 34 725.

გ) 36 025.

დ) 35 175.
10. ცხრილში მოცემულია 2016 და 2017 წლების მონაცემები
გაყიდვების და დებიტორული დავალიანების შესახებ.
გამოთვალეთ რა ღირებულების გაყიდული საქონელი დაუბრუნეს
კომპანიას 2017 წლის განმავლობაში.

2016წელი 2017წელი
დებიტორული 60 000ლარი 40 000ლარი
დავალიანება წლის
ბოლოს
გაყიდვებიდან 400 000ლარი
ამონაგები
მყიდველებისგან 390 000ლარი
მიღებული ფულადი
სახსრები
ჩამოწერილი უიმედო 20 000ლარი
ვალები

ა) 20 000ლ.
ბ) 15 000ლ.
გ) 10 000ლ.
დ) 30 000ლ.

11. Avon-ის 2004წლის 30 ივნისისა და 2005წლის 30 ივნისის


დასრულებული წლების ბალანსებში მოცემულია შემდეგი ნაშთები:

2004 2005
10%-იანი სასესხო 180 000 160 000
თამასუქი
სააქციო კაპიტალი 120 000 140 000
საემისიო კაპიტალი 45 000 55 000
რა ოდენობის ნეტო თანხა აისახება ფულადი სახსრების მოძრაობის
ანგარიშგების საფინანსო საქმიანობის ქვესათაურის ქვეშ 2005წლის 30
ივნისს დასრულებულ წელს?

ა) 40 000.

ბ) 0.

გ) 10 000.

დ) 30 000.

12. საწარმოს აქვს 15 000ლარის მოგება, 200ლარი ცვეთის გამოკლების


მერე. წლის განმავლობაში შეიძინეს 5 000ლარის ღირებულების
აქტივი, დებიტორული დავალიანება გაიზარდა 1 000ლარით,
მარაგი შემცირდა 500ლარით და კრედიტორული დავალიანება
გაიზარდა 200ლარით.
ფულადი სახსრების ზრდა წლის განმავლობაში იყო:
ა) 9 500ლარი.
ბ) 9 700ლარი.
გ) 9 900ლარი.
დ) 9 000ლარი.

13. კომპანია ,,გალაქტიკამ“ მომდევნო წლის დაზღვევისათვის


წინასწარ 8 000ლარი გადაიხადა. განსაზღვრეთ ორმაგი გატარება,
რომელსაც ადგილი ექნება წლის ბოლოს აღნიშნული თანხის
მოგება-ზარალის ანგარიშგებაში ასახვისთვის:

ა) დებეტი-საანგარიშო პერიოდის მოგება/ზარალი; კრედიტი-


წინასწარ გადახდილი დაზღვევა;

ბ) დებეტი-საანგარიშო პერიოდის მოგება/ზარალი; კრედიტი-


დაზღვევის ხარჯი;
გ) დებეტი-დაზღვევის ზარჯი; კრედიტი-მიმდინარე
ვალდებულება;

დ) არც ერთი პასუხი არაა სწორი;

14. გაყიდვების ჟურნალის მაკონტროლებელი ანგარიშის პერიოდის


ბოლოს ნაშთია 15 000$. იგი შეიცავს 200$ კონტრალურ გატარებას
შესყიდვების მიმართებაში, მაგრამ ის ჩაწერილია
მაკონტროლებელი ანგარიში არასწორ მხარეს. მაკონტროლებელი
ანგარიშის სწორი ნაშთი იქნება:
ა) 15 200 დებეტი.
ბ) 14 600 დებეტი.
გ) 14 800 დებეტი.
დ)15 400 დებეტი.

15. საწარმოს აქვს 10 000ლარი მოგება, მაგრამ ბანკის ნაშთი შემცირდა 5


000ლარით. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს:

ა) 2 000ლარის ცვეთით და 8 000ლარის მარაგების გაზრდით;

ბ) 6 000ლარის ცვეთით და 7 000ლარის სესხის გადახდით;

გ) 10 000ლარის ცვეთით და 25 000ლარის ღირებულების


გრძელვადიანი აქტივის შეძენით;

დ) გრძელვადიანი აქტივის ნეტო საბალანსო ღირებულებაზე


ნაკლები თანხით 15 000ლარად.

16. 200 000ცალი ნომინალური ღირებულებით 50 ცენტიანი აქციების


გამოშვების სწორი ჟურნალური გატარება იქნება, თუ აქციის
საბაზრო ფასი არის 2.50ლარი:
ა) Dr: სააქციო კაპიტალი 100 000

Dr: საემისიო კაპიტალი 400 000

Cr: ფული 500 000

ბ) Dr: ბანკი 100 000

Cr: საემისიო კაპიტალი 100 000

გ) Dr: ბანკი 500 000

Cr: სააქციო კაპიტალი 100 000

Cr: საემისიო კაპიტალი 400 000

დ) Dr: ბანკი 500 000

Cr: სააქციო კაპიტალი 250 000

Cr: საემისიო კაპიტალი 250 000

17. ჩამოთვლილთაგან რომელია სწორი ბონუსური აქციების


გამოშვების შესახებ?

ა) კომპანია მოიზიდავს დამატებით რესურსებს;

ბ) მფლობელების საკუთარი კაპიტალი იზრდება;

გ) გამოშვება ხდება არსებული რეზერვის ხარჯზე;

დ) მფლობელების საკუთარი კაპიტალი მცირდება;

18. მმართველობითი აღრიცხვა:


ა) არ მოითხოვება კანონით;
ბ) მოითხოვება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო
სტანდარტებით;
გ) მოიცავს მხოლოდ საწარმოს წარსულ საქმიანობას;
დ) შესაბამის ფინანსურ ინფორმაციას ამზადებს წელიწადში
ერთხელ;

19. საცდელ ბალანსთან დაკავშირებით, რომელი წინადადებაა სწორი:


1) საცდელი ბალანსი მოიცავს ბუღალტრული ანგარიშების ნაშთებს;
2) საცდელი ბალანსი არ არის ორადი ჩაწერის ნაწილი;

ა) მხოლოდ მეორე;
ბ) მხოლოდ პირველი;
გ) ორივე;
დ) არცერთი;

20. აირჩიეთ ერთი:

ა) ხარჯები: გადახდილი ავანსი. აქტივები:ხელფასის ხარჯი.


ვალდებულებები:მიღებული ავანსი.
ბ) ხარჯები: ხელფასის ხარჯი; გადასახდელი ხელფასი.
აქტივები:მიღებული ავანსი. ვალდებულებები:გადახდილი ავანსი.
გ) ხარჯები: გადასახდელი ხელფასი; გადახდილი ავანსი.
აქტივები:მიღებული ავანსი. ვალდებულებები:ხელფასის ხარჯი.
დ) ხარჯები: ხელფასის ხარჯი. აქტივები:გადახდილი ავანსი.
ვალდებულებები:მიღებული ავანსი; გადასახდელი ხელფასი.

21. გაყიდვების მაკონტროლებელ ანგარიშში კონტრა გატარება


4 000ლარი არასწორ მხარესაა ჩაწერილი. შეცდომის გასწორების
შემდეგ როგორ შეიცვლება აღნიშნული ანგარიშის ნაშთი:
ა) შემცირდება 8 000-ით;
ბ) გაიზრდება 4 000-ით;
გ) შემცირდება 4 000-ით;
დ) გაიზრდება 8 000-ით;

22. საოპერაციო საქმიანობიდან ფულადი ნაკადების არაპირდაპირი


მეთოდით დათვლის დროს
1) ცვეთა ემატება მოგებას დაბეგვრამდე.
2) მარაგის შემცირება აკლდება მოგებას დაბეგვრამდე.

რომელი წინადადებაა სწორი?

ა) მხოლოდ პირველი;

ბ) მხოლოდ მეორე;

გ) ორივე;

დ) არცერთი;

23. ფულადი ნაკადების რომელ ჯგუფში შედის გადახდილი


პროცენტები და დივიდენტები?
ა) საინვესტიციო;
ბ) საფინანსო;
გ) საოპერაციო;
დ) არცერთი;

24. დარიცხვის პრინციპის მიხედვით:

ა) შემოსავლის აღიარება ხდება მხოლოს მაშინ როდესაც გაყიდვებიდან


ფული ფაქტობრივად მიღებულია;
ბ) შემოსავლის აღიარება არაა დამოკიდებული იმაზე გაყიდვებიდან
ფული მიღებულია თუ არა.ასევე დარიცხვის პრინციპი არ განიხილავს
შემოსავლად აღიარების ისეთ კრიტერიუმებს როგორიცაა საკუთრების
უფლების და რისკების გადაცემა;

გ) მყიდველისგან მიღებული შეკვეთა რომელიც მას უნდა გავუგზავნოთ


ორი თვის ვადაში დაუყოვნებლივ უნდა აღიარდეს შემოსავლად;

დ) შემოსავალი აღიარდება მიუხედავად იმისა, ფული ფაქტობრივად


მიღებულია თუ არა. შემოსავლის აღიარების ერთ-ერთ კრიტერიუმს
წარმოადგენს საქონლის ფლობის რისკისა და საკუთრების უფლების
მყიდველზე გადაცემა;

25. 2006წლის 1 იანვრის კომპანია B-ს კაპიტალი შედგება:


 25 ცენტიანი ჩვეულებრივი აქციები 200 000ლარი
 საემისიო კაპიტალი 60 000ლარი

2006წლის 1 მაისს ფულადი ნაკადების მოზიდვის მიზნით გამოუშვა


ყოველ ფლობილ 4აქციაზე 1 აქცია, თითოეული 1.25ლარი. ამას მოჰყვა
იმავე წლის 31 აგვისტოს ყოველ ფლობილ 10 აქციაზე 2ბონუსური აქციის
გამოშვება. ამ ოპერაციების შემდეგ რა იქნება საემისიო კაპიტალი?

ა) 150 000;

ბ) 210 000;

გ) 0;

დ) 330 000;

26. გაყიდვების ჟურნალის მაკონტროლებელ ანგარიშს აქვს 55 000


სადებეტო და 1 200 საკრედიტო ნაშთები. მაისის განმავლობაში
განხორციელდა 400 000კრედიტით გაყიდვა და დებიტორული
დავალიანებიდან შემოვიდა 200 000 და გაიცა 600 ფასდათმობა.
მყიდველებს დაუბრუნდა 1 300 ლარი. პერიოდის ბოლოს
საკრედიტო ნაშთია 1 300ლარი.პერიოდის ბოლოს 31 მაისს
სადებეტო ნაშთი იქნება:

ა) 254 500;

ბ) 195 175;

გ) 200 000;

დ) 300 675;

27. მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:

ამონარიდი კოპმანიის საბალანსო და მოგება&ზარალის ანგარიშგებიდან


2020 2019
გასაცემი დივიდენდი 10 500 8 000
გაუნაწილებელი 15 000 12 500
მოგება
წმინდა მოგება 125 000
მოგება დაბეგვრამდე 150 000
რა იქნება კომპანიის მიერ 2020წელს გადახდილი დივიდენდი?

ა) 120 000;

ბ) 145 000;

გ) 147 500;

დ) 122 500;
28. მომწოდებელი კომპანია ,,ბარამბოს’’ უგზავნის ამონაწერს, რომლის
მიხედვით დარჩენილი ვალია 9 500ლარი. ბარამბოს-ის ჩანაწერების
მიხედვით გადასახდელი ვალია 9 800ლარი. ამ სხვაობის მიზეზი
შეიძლება იყოს რომ:

ა) მომწოდებელს გადაუხადეთ 300ლარი, რომელიც ჯერ არ


უღიარებია;

ბ) მომწოდებელი გიგზავნის 300ლარის ანგარიშ-ფაქტურას,


რომელიც ჯერ არ მიგიღიათ;

გ) თქვენ დააბრუნეთ 300ლარის საქონელი, რომელიც ჯერ


მომწოდებელს არ უღიარებია;

დ) მომწოდებელმა მოგცათ 300ლარის ფასდათმობა, რომლის


გატარება ჟურნალში დაგავიწყდათ;

29. ტექნიკით მოვაჭრე კომპანიის მარაგები წლის დასაწყისში იყო


80 000ლარის, წლის განმავლობაში შეიძინეს 50 000ლარის და წლის
ბოლოს დარჩა 10 000ლარის ღირებულების. გამოთვალეთ,
რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, თუ ცნობილია, რომ
ასევე, ბუღალტერს წლის განმავლობაში გადაუხადეს 12 000ლარი.
ა) 100 000;
ბ) 130 000;
გ) 142 000;
დ) 120 000;

30. კომპანიამ შეიძინა 80 000ლარის პროდუქცია, გადაიხადა აქედან


70 000 და გადასახდელი აქვს 10 000ლარი. რა იქნება აღნიშნული
ოპერაციის სწორი ჩანაწერი? (კ-კრედიტი; დ-დებეტი)
ა) კ-პროდუქცია, დ-ვალდებულება, კ -თანხა;
ბ) კ-პროდუქცია, კ-ვალდებულება, დ-თანხა;
გ) დ-პროდუქცია, დ-ვალდებულება, კ-თანხა;

დ) დ-პროდუქცია, კ-ვალდებულება, კ-თანხა;

31. გაყიდვების ჟურნალის მაკონტროლებელი ანგარიშის პერიოდის


ბოლოს ნაშთია 19 000$. იგი შეიცავს 400$ კონტრალურ გატარებას
შესყიდვების მიმართებაში, მაგრამ ის ჩაწერილია
მაკონტროლებელი ანგარიში არასწორ მხარეს. მაკონტროლებელი
ანგარიშის სწორი ნაშთი იქნება:
ა) 18 200 დებეტი;
ბ) 19 400 დებეტი;
გ) 18 600 დებეტი;
დ) 19 800 დებეტი;

32. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებაში გვაქვს:

ა) საფინანსო, საინვესტიციო და საოპერაციო;

ბ) აქტივები, ვალდებულება და კაპიტალი;

გ) შემოსავლები და ხარჯები;

დ) არცერთი ზემოთჩამოთვლილი;

33. საკონდიტრო ,,სასუსნაომ“ საანგარიშო წლის პირველ თვეს,


მომდევნო შვიდი თვის ოფისის ქირისთვის წინასწარ გადაიხადა
28 000ლარი. მეშვიდე თვეს აღნიშნულმა საწარმომ დამატებით
გადაიხადა 14 000ლარი, რაც მას ოფისით უზრუნველყოფს
მომდევნო საანგარიშო წლის მეორე თვის ჩათვლით. აღნიშნულზე
დაყრდნობით კომპანიამ ფინანსური მდგომარეობის შესახებ
ანგარიშგებაში წინასწარგადახდილი ოფისის ქირის ნაშთი უნდა
ასახოს:
ა) 30 000ლარი;
ბ) 2 000ლარი;
გ) 4 000ლარი;
დ) 38 000ლარი;

34. წლის დასაწყისში კომპანიას გამოშვებული ჰქონდა 400 000ცალი


აქცია, ნომინალური ფასით 1ლარი და საბაზრო ფასი 2.3ლარი.
აგვისტოში კომპანიამ ყოველ 10აქციაზე გამოუშვა 4აქცია,
რომელთა საბაზრო ფასი იყო 2.8ლარი. სექტემბერში ყოველ
30აქციაზე გამოუშვეს ერთი ბონუსური აქცია. წლის ბოლოს
რამდენია კომპანიის სააქციო და საემისიო კაპიტალი?
ა) 520 200 და 560 000;
ბ) 560 000 და 808 000;
გ) 400 000 და 520 000;
დ)არცერთი ჩამოთვლილი;

35. ჩამოთვლილთაგან რომელი არის ხარჯი?

ა) აქტივების რაოდენობის ზრდა;

ბ) ეკონომიკური სარგებლის შემცირება აქტივის კლების, ან


ვალდებულებების ზრდით;

გ) ოპერაციები,რომლებიც იწვევს საკუთარი კაპიტალის ზრდას,


მეწილეების შენატანების გარეშე;

დ) არცერთი პასუხი არა არის სწორი;


36. შპს ,,ბრავო“-ს აქვს 76 000ლარის ნეტო აქტივები 2017წლის 30
აპრილს. 2017წლის 30აპრილს დასრულებული წლის განმავლობაში
მან საწარმოში ჩადო 34 000ლარის დამატებითი კაპიტალი. წლის
ბოლოს მოგება იყო 28 000ლარი, კაპიტალიდან ამოღება
12 800ლარი. რა ოდენობის კაპიტალის ნაშთი ჰქონდა ჯიმს
2016წლის 1მაისს?
ა) 28 400ლარი;
ბ) 34 800ლარი;
გ) 52 400ლარი;
დ) 26 800ლარი;

37. საკონდიტრო ,,კუნფუ პანდამ“ საანგარიშო წლის პირველ თვეს,


მომდევნო ცხრა თვის ოფისის ქირისთვის წინასწარ გადაიხადა
180 000ლარი. მეცხრე თვეს აღნიშნულმა საწარმომ დამატებით
გადაიხადა 120 000ლარი, რაც მას ოფისით უზრუნველყოფს
მომდევნო საანგარიშო წლის მესამე თვის ჩათვლით. აღნიშნულზე
დაყრდნობით კომპანიამ ფინანსური მდგომარეობის შესახებ
ანგარიშგებაში წინასწარგადახდილი ოფისის ქირის ნაშთი უნდა
ასახოს:
ა) 180 000ლარი;
ბ) 360 000ლარი;
გ) 240 000ლარი;
დ) 252 000ლარი;

38. შესყიდვების საკონტროლო ანგარიშის საკრედიტო ბალანსი


2008წლის 1ოქტომბერს იყო 68 200ლარი. ოქტომბრის
განმავლობაში კრედიტით შესყიდვები იყო 156 800ლარი, ფულით
შესყიდვები კი 4 800ლარი. მომწოდებელზე გადახდილი
თანხა(რომელიც არ მოიცავს ფულად შესყიდვებს) იყო 137 800
ხოლო მიღებული ფასდათმობა 2 400ლარი. შესყიდვების
დაბრუნება კი 9 400ლარი. რა იყი შესყიდვების საკონტროლო
ანგარიშის საბოლოო ნაშთი?

ა) 99 800;

ბ) 95 000;

გ) 80 200;

დ) 75 400;

39. საწარმოს აქვს 21 500ლარის მოგება, 500ლარი ცვეთის გამოკლების


მერე. წლის განმავლობაში შეიძინეს 7 000ლარის ღირებულების
აქტივი, დებიტორული დავალიანება გაიზარდა 2 000ლარით,
მარაგი შემცირდა 1 500ლარით და კრედიტორული დავალიანება
გაიზარდა 400ლარით.
ფულადი სახსრების ზრდა წლის განმავლობაში იყო:
ა) 14 900;
ბ) 14 500;
გ) 13 900;
დ) 13 100;

40. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი გამოჩნდება კრედიტის მხარეს


გაყიდვების საკოტროლო ანგარიშში?
1. მყიდველებიდან ჩარიცხული ფული;
2. უიმედო ვალების ჩამოწერა;
3. მიღებული ფასდათმობა;
4. გაცემული ფასდათმობა;
5. გაყიდვები;

ა) 1, 2, 3;

ბ) 1, 4, 5;

გ) 3, 4, 5;

დ) 1, 2, 4;

41.როგორ ჩაიწერება კრედიტით შესყიდული საქონლის დაბრუნება?


(დ-დებეტი; კ-კრედიტი)
ა) დ-დებიტორული დავალიანება; კ-შესყიდვის დაბრუნება;
ბ) დ-ფული; კ-შესყიდვის დაბრუნება;
გ) დ-კრედიტორული დავალიანება; კ-ფული;
დ) კ-კრედიტორული დავალიანება; დ-შესყიდვის დაბრუნება;

42. წლის დასაწყისში კომპანიას გამოშვებული ჰქონდა 200 000ცალი


აქცია, ნომინალური ფასით 1ლარი და საბაზრო ფასი 2.75ლარი.
აგვისტოში კომპანიამ ყოველ 10აქციაზე გამოუშვა 3აქცია,
რომელთა საბაზრო ფასი იყო 3.5ლარი. სექტემბერში ყოველ
10აქციაზე გამოუშვეს ერთი ბონუსური აქცია. წლის ბოლოს
რამდენია კომპანიის სააქციო და საემისიო კაპიტალი?
ა) 480 200 და 95 000;
ბ) 260 000 და 500 000;
გ) 500 000 და 200 000;
დ) არცერთი ჩამოთვლილი;

43. C-ს გამოშვებული აქვს 100 000ლარის ღირებულების 50თეთრიანი


აქციები და 500 000ლარის ღირებულების 7%-იანი პრივილეგიური
აქციები. წლის განმავლობაში გადახდილი დივიდენდები 2ცენტი
თითო ჩვეულებრივ აქციაზე და პრივილეგირებულზე
დივიდენდის ნახევარი.

ქვემოთ მოცემული რომელი განცხადებაა სწორი:

1. წლის განმავლობაში ჩვეულებრივ აქციებზე გადახდილია


2 000ლარი.
2. წლის ბოლოს პრივილეგირებულ აქციებზე გადახდილია 35
000ლარი.

ა) ორივე;

ბ) მხოლოდ 1;

გ) მხოლოდ 2;

დ) არცერთი;

44. 2006წლის 1 იანვრის კომპანია B-ს კაპიტალი შედგება:


 25 ცენტიანი ჩვეულებრივი აქციები 600 000ლარი
 საემისიო კაპიტალი 180 000ლარი

2006წლის 1 მაისს ფულადი ნაკადების მოზიდვის მიზნით გამოუშვა


ყოველ ფლობილ 4აქციაზე 1 აქცია, თითოეული 1.25ლარი. ამას მოჰყვა
იმავე წლის 31 აგვისტოს ყოველ ფლობილ 10 აქციაზე 2ბონუსური აქციის
გამოშვება. ამ ოპერაციების შემდეგ რა იქნება საემისიო კაპიტალი?

ა) 330 000;
ბ) 0;
გ) 630 000;
დ) 150 000;
45. ფულადი ნაკადების რომელ ჯგუფში შედის ძირითადი
საშუალებების შეძენა?
ა) საფინანსო;
ბ) საინვესტიციო;
გ) საოპერაციო;
დ) არცერთი;

You might also like