You are on page 1of 1

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9
2023 წლის 3 თებერვალი

ქ. ზუგდიდი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის დებულების
დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 მაისის №14
დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის  მე-4 ნაწილის
შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021
წლის 14 მაისის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/05/2021 წ, სარეგისტრაციო კოდი:
010250050.35.105.016597) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მე-3
პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს
ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური
კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით,
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, შიდა აუდიტის სტანდარტებითა
და მეთოდოლოგიით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
გიგა ფარულავა
საკრებულოს თავმჯდომარე

http://www.matsne.gov.ge 01025005035105016665

You might also like