You are on page 1of 6

შესავალი

2021 წლის 10 თებერვალს ზურაბ ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა


სარჩელით, რომელიც ეხებოდა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის საკითხს. ანალოგიური მოთხოვნით 2021 წლის 16 თებერვალს
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო თამარ კორძაიასა და ელენე ხოშტარიას სარჩელები.
სამივე მოსარჩელის დავის საგანი გახლდათ საქართველოს კონსტიტუციის 39 - ე მუხლის მე -
5 პუნქტი, რომელიც განმარტავს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან
ვადამდე შეწყვეტის საკითხს. თამარ კორძაიასა და ზურაბ ჯაფარიძისგან განსხვავებით,
ელენე ხოშტარიას სარჩელი (№1569) საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის
საფუძვლად აგრეთვე განიხილავს საქართველოს კონსტიტუციის მე - 60 მუხლის მე -4
პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტს. თამარ კორძაიასა ( №1568) და ჯაფარიძეს (№1565) კი, მიმართვის
საფუძვლად დასახელებული ჰქონდა ამავე მუხლის მე -4 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტი.
კონსტიტუციის მე - 60 მუხლი განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
უფლებამოსილებებს, ხოლო უშუალოდ ,,ზ’’ ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო
სასამართლო პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან შესაბამისი პირის
სარჩელის საფუძველზე იხილავს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან
ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხს
1
და ,,კ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ახორციელებს კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა
უფლებამოსილებებს. აგრეთვე, 2ხოშტარიას მომართვის საფუძველს წარმოადგენდა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, რომელიც ეხებოდა საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
საკითხს, 3ხოლო ჯაფარიძისა და კორძაიას სარჩელების საფუძველი, ამავე მუხლთან ერთად
გახლდათ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19
მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი,  21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 23-
ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება, სამივე


სარჩელი გაერთიანებინა და ერთ საქმედ განეხილა.

მოსარჩელეთა პოზიცია

1
https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36
2
https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36
3
https://matsne.gov.ge/ka/document/view/32944%23?publication=33
მოსარჩელეთა უკმაყოფილება გამოწვეული იყო საქართველოს პარლამენტის
გადაწყვეტილებით , რომელმაც პირადი განცხადების საფუძველზე თამარ კორძაიას, ზურაბ
ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას ვადამდე არ შეუწყვიტა უფლებამოსილებები, რითიც ,
მოსარჩელეთა განმარტებით, შეეწინააღმდეგა კონსტიტუციის 39 - ე მუხლის მე-5
ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის
დასახელებული დებულება საქართველოს პარლამენტს ავალდებულებს, პარლამენტის
წევრის მიერ შესაბამისი მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღოს
ფორმალური პროცედურით, პოლიტიკური მიზანშეწონილობის შეფასების გარეშე.
4
კონსტიტუციის 39 - ე მუხლი განმარტავს პარლამენტის წევრის უფლება - მოვალეობებს ,
კონკრეტულად მე -5 მუხლი კი , პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან
ვადამდე შეწყვეტის საკითხს, რომლის უპირველესი საფუძველი გახლავთ თავად
პარლამენტის წევრის პირადი განცხადება. ვინაიდან პარლამენტის წევრი გახლავთ თავად
ხალხის წარმომადგენელი პირი, რომელიც ხალხისგან დელეგირებულად ახორციელებს
კანონშემოქმედებით საქმიანობას, შეუძლებელია პარლამენტის, როგორც საკანონმდებლო
ორგანოს ფუნქციონირება ისე , რომ კონსტიტუციურად დაცული არ იყოს პარლამენტის
წევრის სტატუსი. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
შეჩერების საფუძვლები კონსტიტუციაში ამომწურავადაა განმარტებული და იგი არ
ექვემდებარება გაფართოებას, თუნდაც ქვემდგომი საკანონმდებლო აქტებით.
კონსტიტუციიდან გამომდინარე, 39 - ე მუხლში გათვალისწინებულია, რომ პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი შესაძლოა როგორც ამავე წევრის
მიერ კონსტიტუციის ან კანონმდებლობის დარღვევა გახდეს, არამედ სხვა სუბიქეტური ან
ობიექტური მიზეზები. აღნიშნული შემთხვევის გამაერთიანებელი მექანიზმია თავად
პარლამენტის გადაწყვეტილება - თუ სახეზეა 39 - ე მუხლის მე - 5 პუნქტით
გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, დაუყოვნებლივ შეაჩეროს მანდატი. სხვა
შემთხვევაში ჩნდება ისეთი პრობლემა, როგორიც კონსტიტუციიდან გადახვევაა , რაც
პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ეფექტურ ფუნქციონირებას
აფერხებს და საფრთხეს უქმნის მოსახლეობის მხრიდან ნდობის საკითხს.

აღსანიშნავია, რომ ხოშტარიასა და ჯაფარიძის სარჩელებში ყურადღება გამახვილებულია 39


-ე მუხლის მე -4 პუნქტზეც, რომელიც პარლამენტის წევრს უკრძალავს საჯარო ან სამეწარმეო
საქმიანობას, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტი მანდატის შეწყვეტას არ
ახორციელებს სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ამით უმაღლესი საკანონმდებლო
ორგანო ზღუდავს იმ პარლამენტის წევრთა უფლებებს, რომლებსაც სურთ, პირადი მიზეზით
თქვან უარი მანდატზე, რათა განახორციელონ საჯარო ან სამეწარმეო საქმიანობა და
ისარგებლონ იმ ძირითადი უფლებებით, რაც შეუზღუდავია მაშინ, თუ ისინი დათმობენ
მანდატს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში,
პარლამენტის წევრებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგელობა , რაც წინააღმდეგობრივია
უზენაეს კანონმდებლობასთან. მოსარჩელეების მთავარი მოთხოვნა გახლდათ, პარლამენტს
მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც იქნებოდა არა პოლიტიკური ხასიათის, არამედ
ფორმალური პროცედურებით დაცული.

4
https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=10762
საბოლოოდ, მოსარჩელეები მიიჩნევენ , რომ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2
თებერვლის №119-IVმს-Xმპ დადგენილება და „ელენე ხოშტარიასათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის №150-IVმს-Xმპ დადგენილება არაკონსტიტუციურად
უნდა იქნეს ცნობილი 5ისევე როგორც, ზურაბ ჯაფარიძისა და თამარ კორძაიას მიმართ
გამოყენებული დადგენილებები.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია

როგორც უკვე აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია,


ზემოაღნიშნული საქმეები , კერძოდ ხოშტარიას მიერ წარდგენილი სარჩელი ზურაბ
ჯაფარიძისა და თამარ კორძაიას მიერ წარდგენილი სარჩელებთან ერთად გაეერთიანებინა
და ერთ საქმედ განხილულიყო. ამის მიზეზი გახდა თავად განსახილველი საქმეების
შინაარსი. თავმჯდომარემ მიიჩნია, რომ განსახილველმა საქმემ, თავისი შინაარსით,
შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი
ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა, 6ვინაიდან იმ საკითხის
გარკვევა, თუ რამდენად მიზანშეწონილია პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების პირადი განცხადების საფუძვლით შეჩერებაზე უარის თქმა, მოითხოვს
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თავად 39 - ე მუხლის მე- 5 ნაწილის, განსაკუთრებით
კი ,,ა’’ პუნქტის დეტალიზებასა და განმარტებას.

უპირველესყოვლისა, საჭიროა გაირკვეს ,თუ რამდენად ფორმალური როლი აქვს


პარლამენტს მაშინ, როცა დგება პირადი განცხადების საფუძველზე მანდატის ვადამდელი
შეწყვეტის საკითხი - უტოვებს თუ არა კონსტიტუცია მსგავს შემთხვევაში პარლამენტს
მოქმედების არეალს. ვინაიდან აღნიშნული საფუძვლით სარჩელი პირველად შედის
საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველად, ქართულ პარლამენტს არ აქვს
პრაქტიკული მაგალითი, რომელზე დაყრდნობითაც მიიღებს გადაწყვეტილებას. ანალოგიურ
მოსაზრებას იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. გარდა ამისა,
მხედველობაშია მისაღები თავად იმ პირის მნიშვნელობა, რომელსაც უნდა შეუწყდეს
უფლებამოსილება. სახეზეა პარლამენტის წევრი, რომელსაც უფლება - მოვალეობები თავად
მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა დააკისრა. საკანონმდებლო ორგანოში ის წარმოადგენს
სახალხო აზრის წყაროსა და განმახორციელებელს, შესაბამისად საკონსტიტუციო
სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ისე, რომ არ გადაუხვიოს არც დემოკრატიის
პრინციპს, თუმცა ამასთანავე, არ შეზღუდოს პარლამენტის წევრის კონსტიტუციური დაცვის
მექანიზმები.

5
https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=10762
6
https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=10762
დასკვნა

როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 39 - ე მუხლის მე -5 ნაწილის ,,ა’’


ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
არასდროს განუხილავს სარჩელი , ამიტომ ზემოაღნიშნულ საქმეებზე გამოტანილი
გადაწყვეტილება იქნება პირველი , რომელიც მოგვიანებით გახდება პრაქტიკის წყარო ,
შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს აკისრია დამატებითი
პასუხისმგებლობა , დანერგოს ჯეროვანი პრაქტიკა, რომელიც თანხვედრაში იქნება
დემოკრატიული სახელმწიფოს ელემენტებთან და გათვალისწინებული იქნება როგორც
აღნიშნული დეპუტატების ინტერესი , პირადი განცხადების საფუძველზე ვადაზე ადრე
შეიჩერონ უფლებამოსილება, აგრეთვე საჯარო ინტერესი, ხალხის მიერ არჩეულმა პირებმა
განახორციელონ კანონშემოქმედებითი საქმიანობა და იმოქმედონ ხალხის სახელით, მათივე
ინტერესების შესაბამისად.

მოსარჩელეთა პოზიცია, ესარგებლათ საქართველოს კონსტიტუციით მიერ მინიჭებული


უფლებამოსილებით და ვადაზე ადრე, პირადი განცხადების საფუძველზე შეეჩერებინათ
მანდატი დასაბუთებულია თავად უზენაესი კანონმდებლობით. 39 - ე მუხლში ჩამოთვლილი
საფუძვლები განკუთვნილია სწორედ იმ მიზნისთვის, რომ პარლამენტის წევრმა შეძლოს,
ჯეროვნას გაართვას თავი ხალხის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს. ამისათვის კი,
დემოკრატიულ სახელმწიფოში საჭიროა კონსტიტუციურად დაცული გარანტიები ,
რომელსაც შეეწინააღმდეგა პარლამენტი. გარდა ამისა, საყურადღებოა ხოშტარიასა და
ჯაფარიძის პოზიციები იმ ფაქტთან დაკავშირებით, თუ როგორ მოდის
ურთიერთწინააღმდეგობაში კანონმდებლობა მაშინ, როცა პარლამენტის წევრს სურს
განახორციელოს სამეწარმეო ან საჯარო საქმიანობა , რაც კონსტიტუციით შეზღუდული და
აკრძალულია . აღნიშნული გახლავთ ერთ - ერთი მაპროვოცირებელი მიზეზი, რომ
პარლამენტის წევრმა დათმოს მანდატი პირადი განცხადების საფუძველზე , თუმცა მაშინ
როცა პარლამენტი უარს აცხადებს მანდატის ვადამდელ შეჩერებაზე და ამავდროულად
იტოვებს უფლებას, დაასანქციროს ის პარლამენტის წევრები , რომლებმაც უარი თქვეს
მანდატზე და პარალელურად სურთ სამეწარმეო ან საჯარო საქმიანობა, გახლავთ
სერიოზული წინაღობა. აღნიშნული ეჭვქვეშ აყენებს არა მხოლოდ დემოკრატიული
სახელმწიფოს პრინციპს, არამედ პარლამენტის წევრისთვის მინიჭებულ კონსტიტუციური
დაცვის მექანიზმებსაც. საბოლოოდ, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იყენებს
იძულებისა და ბოჭვის მექანიზმებს, აიძულებს პარლამენტის წევრს განახორციელოს
კონსტიტუციითა და რეგლამენტით გაწერილი საქმიანობა. საქართველოს კონსტიტუციის 24
-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს
რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. 7არსებობს პასიური
და აქტიური საარჩევნო უფლებები, რომლის მიხედვითაც მოქალაქეს ენიჭება როგორც ხმის
მიცემის, ასევე კანდიდატად თავის წარდგენის უფლება. ქვეყნის უზენაესი კანონმდებლობა

7
https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36
მოქალაქეს აძლევს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას და ამავდროულად ანიჭებს მას
უფლებას, საკუთარი ინიციატივით, პირადი განცხადების საფუძველზე, ვადაზე ადრე
შეიჩეროს უფლებამოსილება, თუ ფერხდება მისი საქმიანობის შესრულება. აღნიშნულზე
დაყრდნობით, თავად კანონმდებელმა უზრუნველყო , რომ პარლამენტის წევრი ყოფილიყო
აღნიშნულ არჩევანში თავისუფალი და დაცული. პარლამენტის მიერ აღნიშნულზე უარის
თქმა გახლავთ ხელოვნური დაბრკოლების წარმოქმნა. აქედან გამომდინარე,
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებული განცხადება, თუ რამდენად სადავო იყო
პარლამენტის მოქმედების არიალი, თავად კანონმდებლობამ გადაჭრა.

კანონმდებლობა არ განმარტავდა იმ ფაქტს, თუ რამდენი საფუძველია საჭირო პარლამენტის


თანხმობისთვის, შეჩერდეს პირის მანდატი. 39 - ე მუხლის მე -5 პუნქტი და მასთან ერთად
დამკვიდრებული პრაქტიკა ერთმნიშვნელოვნად საკმარისად მიიჩნევდა თუნდაც ერთი
კრიტერიუმის არსებობას. საკონსტიტუციო სასამართლო კი მიიჩნევს, რომ აღნიშნულის
მეტად დეტალიზება საჭიროა, ვინაიდან წინა პლანზე იწევს საჯარო ინტერესიც,
კანონშემოქმედებით პროცესში ჩაერთოს ის პიროვნება , რომელიც ხალხმა უშუალო
დემორატიის გზით აირჩია , რაც კვლავ კანონმდებლობასთან მოდის წინააღმდეგობაში ,
ვინაიდან 39 - ე მუხლში განმარტებული კრიტერიუმები სწორედ იმიტომ დაინერგა, რომ
პარლამენტის წევრს შესძლებოდა მეტად პროდუქტიული კადრით ჩანაცვლებულიყო, ან
სახელმწიფო რესურსები არ გაეფლანგა, თუ მისთვის დაკისრებული მოვალეობის
შესრულების საფრთხე დადგებოდა.

ზემოაღნიშნულის შეჯამებით, ელენე ხოშტარიას, ისევე როგორც ჯაფარიძისა და კორძაიას


მიმართ პარლამენტის უარი არაკონსტიტუციურია და საჭიროებს გადახედვას.

ბიბლიოგრაფია

ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1569

https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=10762
საქართველოს კანონი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’

https://matsne.gov.ge/ka/document/view/32944%23?publication=33

საქართველოს კონსტიტუცია

https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36

You might also like