You are on page 1of 7

პრესრელიზი

პლენუმის შემადგენლობა:თიკა ხასაია,მუხრან მიქელაძე


საქმის დასახელება: ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ,,ნიკანორ მელიასთვის საქართველოს პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019
წლის 12 დეკემბრის N5544-Iს დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს
კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტთან მიმართებით.
აღნიშნული საქმიის მონაწილეები:მოსარჩელე-ნიკანორ მელია,მოსარჩელის
წარმომადგენლი-ნიკოლოზ კორძახია,
მოპასუხე-საქართველოს პარლამენტი,მოპასუხის წარმომადგენელი ნინო ხუციშვილი
სასამართლო მეგობარი:ნათია მიქელაძე

მოსარჩელის წარმომადგენელი:პირველ რიგში მინდა სასამართლოს განვუმარტო,


რომ ნიკანორ მელიას წინააღმდეგ ძალაში შესულია პირველი ინსტანციის
სასამართლო გადაწყვეტილება, რაც ექვემდებარება ზედა ინსტანციაში
გასაჩივრებას. მოგეხსენებათ, რომ პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ქვედა
ინსტანციის მიერ, გარკვეული გარემოებების გამორჩენით, ან სხვა ფაქტორებისა გამო,
მიღებული განაჩენი შესაძლოა ზედა ინსტანციამ შეცვალოს. შესაბამისად, პირველი
ინსტანციის მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა მივიღოთ, როგორც
საბოლოო და შეუცვლელი. ვფიქრობთ, რომ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული
გადაწყვეტილება არ უნდა გახდეს ნიკანორ მელიასთვის პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი, ვინაიდან არსებობს რისკი, რომ პირველ
ინსტანციას გამორჩა რაიმე ისეთი გარემოება, რამაც შესაძლოა დიდი გავლენა
იქონიოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და სწორედ ამიტომ არსებობს
გასაჩივრების მექანიზმი, რომ იძლეოდეს დაცვის რეალურ შედეგს. ჩვენ მივიჩნევთ,
რომ ზემოხსენებული მუხლი უნდა განიმარტოს არა ვიწრო, არამედ უფრო ფართო
გაგებით, რაც გულისხმობს იმას, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
შეწყვეტა უნდა მოხდეს მხოლოდ სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების
მიღების შემდეგ, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მხოლოდ ამის შემდეგ
უნდა იყოს შესაძლებელი დეპუტატისათვის საპარლამენტო უფლებამოსილების
შეჩერება და მიგვაჩნია, რომ მხოლოდ საბოლოო შედეგის დადგომაზე აკეთებს
კონსტიტუცია აქცენტს. აქვე სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება,
რომ ბატონი ნიკანორ მელია არჩეულია საქართველოს მოსახლეობის მიერ
პირდაპირი წესით და იგი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარმოადგენს
ხალხის ინტერესებს, შესაბამისად ვთვლით, რომ სასამართლომ უნდა
იხელმძღვანელოსსაზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და არ
უნდა მიიჩნიოს კონსტიტუციურად პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
შეწყვეტა მანამ, სანამ გადაწყვეტილება გასაჩივრებას ექვემდებარება. მისაღები
იქნებოდა მსგავსი დამოკიდებულება თუ ნიკანორ მელია არ გამოიყენებდა
თავის უფლებამოსილებას და არ გაასაჩივრებდა პირველი ინსტანციის მიერ
მიღებულ გადაწყვეტილებას. ვინაიდან არსებობს ობიექტური გარემოებები,
სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის თაობაზე, ვთვლით, რომ მას არ უნდა
შეუწყდეს საპარლამენტო უფლებამოსილება და პარლამენტის ეს ეწყინააღმდეგება
კონსტიტუციის მიზანს.
მოპასუხის წარმომადგენელი:იმისათვის, რომ ზემოხსენებული საკითხი
გადაწყვეტილ იქნეს კონსტიტუციის სულისკვეთების დაცვით, საჭიროა ნორმის
ზუსტად ისე განმარტება, რა მიზანსაც ისახავს კონსტიტუცია. მოსარჩელის მხრიდან
წამოჭრილი საკითხი, იმის შესახებ, რომ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა
დამოკიდებულია გასაჩივრების მექანიზმის ამოწურვაზე, სრულიად ეწინააღმდეგება
მართლმსაჯულების არსს და უფუქნციოს ხდის პირველი ინსტანციის მიერ
გამოტანილი განაჩენის დაუყონებლივ აღსრულებლობას. მსგავსი მსჯელობა
არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებდა საქართველოს მოქალაქესა და საქართველოს
პარლამენტის დეპუტატს. თუ ამ ლოგიკით გავყვებით, გასაჩივრების მექანიზმის
ამოწურვა შეიძლება დაკავშირებული იყოს, როგორც ზემდგომ ინსტანციაზე, ასევე
უზენაეს სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე. ამ
შემთხვევაში განაჩენის გამოტანა მხოლოდ ფორმალური მხარე იქნებოდა და ვერ
მოხდებოდა კანონისა და კონსტიტუციის ჯეროვანი აღსრულება და დეპუტატი
ფაქტობრივად არც აგებდა პასუხს ჩადენილი უკანონო ქმედებისათვის. ასევე უნდა
აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ დეპუტატს ხელშეუხებლობის გარანტია იცავს მხოლოდ
ბრალდებულის სტატუსის დროს, ხოლო როცა განაჩენი შევა ძალაში იგი ზუსტად
ისე აგებს კანონის წინაშე პასუხს, როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე.
კონსტიტუციაში რაიმე გამონაკლისი დეპუტატის მანდატის მქონე პირის მიმართ არ
არის, წინააღმდეგ შემთხვევაში დარღვეული იქნებოდა კანონის უზენაესობის
პრინციპი მართლმასჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით. ასევე მარტივი
იქნებოდა მართლმსაჯულებისგან თავის არიდების გზა და შესაძლებლობა. ამიტომ,
ჩვვენ მივიჩნევთ, რომ სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული
კანონიერი განაჩენი დაუყონებლივ უნდა აღსრულდეს და რომ სწორედ ასეთ
შემთხვევებს ითვალისწინებს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის "დ"
ქვეპუნქტი. ასევე ყურადსაღებია კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და
უდანაშაულობის პრეზუმციის გამიჯვნა ერთმანეთისაგან, ვინაიდან
უდანაშაულობის პრეზუმცია გულისხმობს, რომ სასამართლოს მიერ განაჩენის
გამოტანამდე პირი ითვლება უდანაშაულოდ, ნიკანორ მელიას შემთხვევაში
სასამართლოს გამოტანილი აქვს განაჩენი და იგი ცნობილია დამნაშავედ.
შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ ნიკანორ მელიას შემთხვევაში არ დარღვეულა
კონსტიტუციის მოთხოვნები და მან ზუსტად ისევე უნდა აგოს პასუხი
მართლმსაჯულების წინაშე, როგორც ნებისმიერმა სხვა მოქალაქემ.

სასამართლო მეგობარი:.რამდენადაც არსებობს პირველი ინსტანციის


სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და მისი შეცვლის შესაძლებლობა,
ამგვარი განაჩენი შესაძლოა, საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისათვის არ
წარმოადგენდეს კანონიერ ძალაში შესულს. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა
შეიძლება დავუკავშიროთ მის აღსასრულებლად მიქცევას და ერთმანეთისგან
მიჯნავს საპატიმრო და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების შემთხვევებს. საერთო
სასამართლოების პრაქტიკის თანახმად, არასაპატიმრო სასჯელის აღსრულება ხდება
მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის ან გასაჩივრების ვადის
ამოწურვის შემდეგ, საპატიმრო სასჯელი კი აღსრულდება დაუყოვნებლივ. აქედან
გამომდინარე, მიმაჩნია,რომ ანალოგიურად უნდა განიმარტოს საკითხი პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან მიმართებითაც და თუ პარლამენტის წევრს
დაენიშნება არასაპატიმრო სასჯელი, ამან არ უნდა გამოიწვიოს მისი
უფლებამოსილების შეწყვეტა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ
გამოტანილი განაჩენის საფუძველზე მანამ, სანამ პირი არ ამოწურავს გასაჩივრების
შესაძლებლობას. თუმცაღა სახალხო დამცველი შესაძლებლად მიიჩნევს პირდაპირი
და საყოველთაო არჩევნების მეშვეობით არჩეული დეპუტატისათვის
უფლებამოსილების შეზღუდვას, თუ მისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს
მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის სახედ დანიშნულია
საპატიმრო სასჯელის ღონისძიება.აღნიშნულიდან გამომდინარე,როგორც
სასამართლოს მეგობარი , მხარს ვუჭერ, ორკვალიან სისტემას: მთლიანად კი არ
გამოვრიცხავ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე
პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესაძლებლობას, არამედ
ასეთ შესაძლებლობას ვხედავ მხოლოდ საპატიმრო სასჯელის შეფარდების
შემთხვევაში, არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას კი კანონიერ ძალაში შესულად
და აღსასრულებლად ვთვლი მხოლოდ ისეთ განაჩენს, რომელზეც აღარ არსებობს
გასაჩივრების შესაძლებლობა. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, პარლამენტის წევრს, ყოველგვარი
დიფერენციაციის გარეშე, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება იმ შემთხვევაში,
თუ იგი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ.
სასამართლო გადაწყვეტილება:სასამართლომ უნდა განსაზღვროს
საქართველოს პარლლამენტის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის
კონსტიტუციით დადგენილ;ი წინაპირობებითა და შეაფასო,რამდენად მოხდა მათ
დაცვა მოსარჩელე მხარეთ მიმართბით,იმის შემდეგ,რაც მოსარჩლე მიიჩნევს,რომ
საქართლოს პარლამენტმა სადავო დადგენილების მიღბით დაარღვია სააქართველოს
კონსტიტუციიის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „დ“ ქვეპუნქტით გათლისწიჯნებული
ნორმები,კერძოდ,მას შეუწყდა უფლებამოსილება მაშინ,როდესაც არ არსებობდა
საქართელოს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული წინაპირობები და
საფუძვლები. სწორედ მამიტომ,საქართლოს საქართელოს საკონსტიტუციო
სასამართლოს წინაშე საკითი,რომელიც იქნა დასმული აუციელებია,მისი სწორად
გადაწყვეტა,რომელიც მიზნად ისახავს პარლამენტის და პარლამენტის წევრთ
სატატუსთან დაკავშირფებუყლ კონსტიტუციურ გარანტიების და
მიზანმიმართულების შეფასებას. საქართლოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანო.იგი უშუალოდ ხალხის მიერ დელეგოირებული
უფლებამოსილების პირობებში ახორციელებს საკანომდებლო ხელისუფლებას და
უზრუნველყოფს კონსტიტუციით გათვალისწინებული დემოკრატიის პრინციპების
ეფექტურ რეალიზებას. მისი წევრები თნამდებობაზე აირჩევიან
საყოველთაო,თნასწორი და პირდაპირი საარჩვნო უფლების საფუძველზეფარული
კენჭისყრით,ყოველ 4 წელში ერთხელ,ზემოაღნიშნული პრინციოპებით,რომელიც
დაცულია საქართელოს კონსტიტუცის 39 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით.
საქართველოს პარლამენტი,სრულყოფილი,რომ იყოს აუცილებელია პარლამენტის
წევრები,რომლების გარეშეც პარლამენტის არსებობაც წარმოუდგენიულია,ესენი
არიან პირები,რომლებიც ასრულებენ იმ მნიშვნელოვან საქმიანობას,რომელიც
ევალება საქართელოს პარლამენტს. საქართველოს კონსტიტუციის 39 მუხლის 1-ლი
პუნქტი განამტკიცებს პარლამენტის წევრთა დამოუკიდებლობას ,ასევე იმას,რომ მათ
საქმეში ვერ ჩერევა ვერავინ და არიან სრულიად თვისუფალი მანდატები. მათ აქვთ
ასევე იმუნიტეტი იმისა,რომ ისინი არიან ხელშეუხებელნი,პირადი უსაპრტხოების
დაცვა და ა.ს.შ პარლამენტარის უმნიშვნელოვანესი საფუძველია ის,რომ მისი
უფლებამოსილება არ შეწყდეს ვადამდე მისი უფლებამოსილება და
განსაკუთრებით,უსაფუძვლოდ შეწყვეტა. სწორედ აქედან
გამომდინარე,საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამომწურავად
განსაზღვრავს საფუძვლებს,რამაც შეიძლება გამოიწვიოს პარლამენტარის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და მინიმუმამდე ამცირებს ამ
გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დისკრეციის ფარგლებს.ასე გამოდის,რომ
პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას თვითნ პარლამენტი განსაზღვრავს,სხვა
შემთვევაში პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწვეტა საუშვებელია. სადავო
დადგენილების კოსნტიტუციურობის შემოწმებისას სასამართლოს განაცენი უნდა
დაეყრდნოს შემდგომ ძირითასდ კითვაზე პასუხის გაცემას-მოქმედებდა თუ არა
საქართელოს პარლამენტის საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის
„დ“ ქვეპუნქტის წევრის ყფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დადგენილების
მიღებას. აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას
აწესრიგებს საქართველოს პრლამენტის ლეგლამენტი. საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეფუნქტი ადგენს უფლებამოსილების
შეწყვეტის თობაზე არსებულ კონსტიტუციური ჩნაწერის ტექსტობრივად იდენტურ
საფუძველს. ასევე,გარკვეული პირობების არსებობისას,რეგლამენტი უშვებს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების აღდგენას. საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად,პარლამენტის წევრის მიმართ
კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი პარლამენტის
საპროცეცერდურო საკითთ და წესების კომიტეტმა უნდა გამოითხოვოს კანონიერ
ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში დაუყოვნებლივ მოამმზადოს შესაბამისი
დასკვნა. საქართელოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტის
მიხედვით კი,საპროცედურო საკიტხთ და წესების კომიტეტის მიერ დასკვნის
მომზადების შემდეგ,პარლამენტის წევრისადმი უფლებამოსილების შეწყვეტის
საკითი გადის კენჭისყრაზე პლენარულ სხდომაზე. მოცემული დადგენილების
სადავოობადსადგენს საკითი,თუ რას ნიშნავს კანონიერ ძალაში შესული
გადაწყვეტილება,რაზეც პარლამენტის რეგლამენტის კონკრეტულ მითითებას არ
შეიცავს,რაც იმას ნიშნავს,რომსასამართლოც და პარლამენტის ამ საკიტხში
ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართ₾:ის საქროცესო კოდექსის 279-ე
მუხლის პირველი ნაწილის მიხევდვით,რომლის თანახმადაც განაჩნი კანონიერ
ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ
გამოცხადებისთნავე,ამგვარად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩედნის
საჯაროდ გამოცხადება იწვევს მის კანონიერ ძალაში შესვლას და აღსასრულებლად
მიექცეს. შესაბამისად ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე,საქართლოს
პარლამენტმა მიიიჩნია,რომ მოსარჩელის წინააღმდეგ ნამდვილად იყო კანონიერ
ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი და დაიწყო საქართლოს პარლამენტის
რეგლამენტით გათალისწინებული პროცედურა,მისი უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის მიზნით. ნიკარონ მელიას შემთვევაში,გამამტყუნებელი განაჩნი
მიღებულია პირველი ინსტანციის სასამართ₾შ მიერ და გასაჩივრდა ზემდგომი
ინსტანციის სასამართლოში. იმ შემთვევაში,თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო
თუნიკარონ მელიას გაამართლებდა,მხოლოდ მაშინ აღუდგებოდა მას კანდიდანტის
სტატუსი საქართელოს კპარლამენტის რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის
თნახმად,თუმცა ისიც გასათლისწინებელიია,რომ ეს ყველაფერი მაშინ შეიძლება
აღდგეს,თუ არ იქნა უფლებამოსილები ვასა გასული და ამასთანავე არ მომხარა
პარლამენტის წევრის ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობა. მაგრამ
გამოიკვეთა ის ფაქტი,რომ ნიკარონ მელიასთის უფლებამოსილების აღდგენა იქნება
შეუძლებელი,რადგან 2020 წლის 17 იანვარს N5699 დადგენილებით-„საქართელოს
პარლამენტის გამოკლებული წევრის ნიაკრონ მელიას ადგილმონაცვლის ბადრი
ბასილასშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“-უკვე მოხდა ბადრი
ბასიაშვილის უფლებამოსილების ცნობა და ის განისაზღვრა ნიკარონ მელიას
ადგილმონაცვლედ. აქედან გამომდინარე ნიკარონ მელიას უფლებამოსილები
აღდგენა წარმოუდგენელია,რომც მოხდეს მისი გამართლება სააპელაციოში ან
უზენაეს სასამართლოში. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის
საფუძვლებს ამომწურავად განსაზღრავს და ჩამმოთვლის საქართველოს
კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი. საქართეკის კონსტიტუციის აღნიშნული
დებულებების მიზანია უხრუნვბელყოს იმ პარლამენტარებისთის
უფლებამოსილების შეწყვეტა-შენარჩუნება,ვინც გარკვეული სამართალდარღვევის
ჩამდენ პირებად არიან მოაზერებული და მათ აღარ გააგრძელონ საკანომდებლო
საქმიანობა. სწორედ ამ მიზნის ფარგლებში უნდა იქნეს განმარტებული
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიზნები
და გათვალისწინებული საკითი პირის დამნაშავედ ცნობიუს შესახებ.ნიკარონ მელია
თბილისის საქალაქო სასამარლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენის
საფუძველზე(საქმე N1/2664-13) ცნობიულ იქნა დამნაშავედ საქაქართელოს სისხლის
სამართ₾ს კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით განზრახი
სამოხელეო დანაშაულის ჩადენისთიუს,რაც გულისხმობს სამსახურეობრივი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.. ამრიგად,დასახელებული
სამართალდამრღვევა ისეთი ხასიათსა და სიმძიმისაა,რისკებით განეკუთნება ისეთ
ქმედებას.,რომლის ჩადენაც სხვა დანაშაულთ ჩდენაზე უფრო მეტად აჩენს კითხვებს
პირის პარლამენტის წევრის სტატუსისთნ შესაბამისობაზე. აამრიგად აშკარაა,რომ ის
ქმედება,რომლის ჩადენაშიც მოსარჩელე ნიკარონ მელია იქნა ცნობილი,საქართლოს
კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველად მოაზრებულ დანაშაულს
წარმოადგენს. პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ განაჩერნის კანონიერ ძალაში
შესვლის დროს უაცილებელია დაცულის იყოს საქართლოს კონსტიტუციით
გათლისწინებვული 31 მუხლის მე-5 პუნქნტის მიხედვით უდანაშაულობის
პრეზუმფცია და ასევე 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კონკტექსტში. იქიდან
გამომდინარე,რომ საქართელოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“
ქვეპუნქტი თავის თავში მოიცავს უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტიტუტის
პარლამენტის ინსტიტუციური დავის გარანტიას,შეუზლერბელია ამ მიზნის
მისაღწევად ტერმმინის „კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩნი“ მსგავსი
შინაარსის მატარებელი იყოს,როგორც ეს გვხვდება საქართელოს კონსტიტუციის 31-ე
მუხლის მე-5 პუნქტში და მიიუთთებდეს საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მიერ
მიღებულ გამამტყუენებ განაჩენს. ის დასახელებული,ნორმა,რომელიც
ზემოაღნიშნულსში არის მითითბული განაპირობებს რამოდენიმე რაღცას,პირველ
რიგში ის საზღვრავს საპარლამენტო საქმიანობას პარლამენტარებთან ერთად ,მეორეს
მხრივ მიანიჭოს თვისუფალი არჩევნის უფლება პირებს ვისაც სურთ საკუთრი
განცხადების საფუძველზე ,ჩმოშორდნენ საპარლამენტო-საკანომდებლო
საქმიანობვას და მესაე მხრივ,თვად ჩმოაშორონ საპარლამენტო საქმიანობას
პირი,რომელიც საკუთრი საქმიანობით საფრთხეს უქმნის პარლამენტის რეპუტაციასა
და სანდოობას. სისხლსი სამართლის საქმეზე,როდესაც განაჩენი კანონონიერ ძალაში
შედის ყველა თანასწორია,არ აქვს მნიშვნელობას თუ ვინ არის,მართმსაჯულების
წინაშე ყველა ადამიანი თანასწორი.მაშასადამე რაც აღვნიშნე და ვილაპარაკეთ
იქიდან გამოპმდინარე საქართლოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“
ქვეპუნქტის გათალისწინებით მითითებული ტერმინის გამოყენება სრულად
შეესაბამისობაშია,როგორც საქართლოს სისხლის სამართლის დანიშნულებასთნ,მის
ნამდვილ ბუნებასთნ.
მოსამართლე მუხრან მიქელაძის განსხვავებული აზრი:მე როგორც
მოსამართლე მიმაჩნია რომ საქართველოს პარლამენტის წევრის
უფლებამოსილეების ვადამდე შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო
სასამართლოს განაჩენი და საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის
დადგენილება ეწინაღმდეგება საქართველოს კონსტიტუციიეს 39 მუხლის მე-5
პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტს,რადგანაც მოსარჩელე მხარე როგორც აღნიშნავს პირს
უნდა მიეცეს საშვალება გამოიყენოს დაცვის სრული მექანიზმი აღნიშნული
გადაწყვეტილება გაასაჩივროს როგორც სააპელაციო ისე უზენაეს სასამართლოში
და როგორ ამ კონსტიტუციის მუხლშია ნახსენები კანონიერი ძალაში უნდა შევიდეს
საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს
მიერ ანუ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ
ძალაში ვერიქნება შესული და ნიკა მელია არ უნდა მიეცეს პასუხისმგლებლობაში.
საბოლოო დასკვნის სახით,საქართელოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიიჩნევს,რომ საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის მიზნებისთის სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა
გულისხმობს პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ საქმეზე პირველი ინსტანციის მიერ
მიღებული გამამტყუნებელ განაჩმენს და არ არსებობს ამ მიდგომისგან
განსხვავებული მიდგომის განმარტების საფუძველი. შესაბამისად,ნიკარონნ
მელიადთს საქართელოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბერის N5544-1-ს
დადგენილბა არ ეწინააღმდეგება საქართელოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს და მისი კონსტიტუციური სარჩლი არ უნდა
დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი
საქართლოს კონსტიტუვიის მე-60 მუხლის მე-4 პუქნტის „ზ“ ქვეპუნქტისა და მე-5
პუინქტის „საქარტველოს საკონსტიტუვციო სასამართ₾ოს შესახებ“ საქართლოს
ორგანულიუ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის,21-ე მუხლის მე-6,მე-6 და მე-
11 პუნქტების მე-40 მუხლის,43-2 მუხლის,44-ე ,უხლიების საფუძველზე.

You might also like