You are on page 1of 49

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საბაკალავრო ნაშრომი სოციოლოგიაში

ანი არჩუაძე

ცხოვრების წესის ცვლილების მოტივაციები და სირთულეები


ქართველ ვეგანებსა და ვეგეტარიანელებში

ნაშრომი შესრულებულია სოციოლოგიის ბაკალავრის აკადემიური


ხარისხის მოსაპოვებლად

ხელმძღვანელი: ნინო დურგლიშვილი


ასოცირებული პროფესორი

თბილისი
2022
Abstract
Title of the study: Motivations and Difficulties of Lifestyle Change in Georgian Vegans and
Vegetarians.
Veganism and vegetarianism are increasingly prevalent in Western countries including Georgia.
Studies show that animal product consumption/production has a significant impact on the
environment as it is one of the causes of climate change and global warming, let alone suffering of
billions of animals every year. However, the production of animal-based nutrition still continues to
be so important for people that it grows along with the world population which is why scientists
assume that the damage on the environment will get more severe in the future. Despite all the
reasons about meat and other animal industries being unhealthy, awful for the environment and
particularly for the non-human animals, studies suggest that the people who avoid meat, especially
vegans, are perceived as deviants and are stigmatized for disrupting social conventions related to food
which makes vegetarian/vegan individuals less resistant towards mainstream speciesist ideology.
The aim of the present study was to identify the difficulties associated with the lifestyle change
of Georgian Vegans and vegetarians – in terms of social capital and negative perceptions/dispositions
towards them and in terms of consumption of plant-based food [and other products] using Georgian
market. The study aimed to determine interviewees’ main motivations of transitioning into vegan or
vegetarian as well. Each level of the bachelor’s thesis was accomplished by the only author of the
study – Ani Archuadze.
I present data from a series of six focus groups in which vegan and vegetarian participants
discussed difficulties of lifestyle change, as well as personal motivations, perceptions, ect. The
analysis shows that the most common motivation for lifestyle change is the animal welfare,
environmental reason comes next along with the health reasons. Vegans anticipate a slightly more
intense stigma than vegetarians. The results also suggest that there are problems such as high prices
as well as lack of access on plant-based food for vegans in Georgia, particularly for the ones living in
the rural areas.

2
ანოტაცია
ვეგანური და ვეგეტარიანული იდეოლოგია სულ უფრო მეტად ვრცელდება დასავლურ
ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. კვლევები აჩვენებს, რომ ცხოველური
პროდუქტების მოხმარება/წარმოება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოზე, იქიდან
გამომდინარე, რომ არის კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის ერთ-ერთი
მთავარი მიზეზი. თუმცა, ცხოველური პროდუქციის წარმოება უფრო მნიშვნელოვანი
ხდება, რასაც განაპირობებს მსოფლიო მოსახლეობის ზრდა; ამ ფაქტზე დაყრდნობით,
მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გარემოზე მიყენებული ზიანი მომავალში კიდევ უფრო
გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ხორცისა თუ სხვა ცხოველური ინდუსტრიები
მავნებელია როგორც ჯანმრთელობისთვის, გარემოსთვის და განსაკუთრებით
ცხოველებისთვის, ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ მათ მოხმარებაზე და
განსაკუთრებით ვეგანები, აღქმულნი არიან, როგორც დევიანტები. ისინი
სტიგმატიზირებულნი არიან კვების შესახებ საყოველთაოდ გაზიარებული სოციალური
კონვენციების დარღვევისთვის, რაც ამ იდენტობის მქონე ადამიანებს მეინსტრიმული
სპეცისისტური იდეოლოგიის მიმართ ნაკლებად რეზიზტენტულს ხდის.
კვლევის მიზანია ქართველ ვეგანებსა და ვეგეტარიანელებში ცხოვრების წესის
ცვლილებასთან დაკავშირებული სირთულეების გამოვლენა სოციალური კაპიტალის, მათ
მიმართ არსებული უარყოფითი აღქმების ჭრილში და აგრეთვე, ქართული ვეგანური
ბაზრით სარგებლობის თვალსაზრისით. კვლევა მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცხოვრების
წესის ცვლილების ძირითადი მოტივაციების დადგენასაც.
კვლევაში წარმოდგენილია ექვსი ფოკუსჯგუფის მონაცემები. მონაწილეებმა
დისკუსიისას განიხილეს ცხოვრების წესის ცვლილების სირთულეები, პირადი
მოტივაციები, აღქმები და სხვ. მონაცემთა ანალიზისას გამოჩნდა, რომ ტრანზიციის
ყველაზე გავრცელებული მოტივაცია ცხოველთა კეთილდღეობაა, რასაც მოსდევს გარემოზე
ზრუნვის სურვილი ჯანმრთელობასთან ერთად. გარდა ამისა, ვეგანები მცირედით უფრო
მეტად სტიგმატიზირებულნი არიან ვეგეტარიანელებთან შედარებით. შედეგები
მიუთითებს ქართულ მცენარეულ [ვეგანურ] ბაზარზე არსებულ გამოწვევებზეც, მათ შორის
მაღალ ფასებსა და ხელმისაწვდომობის პრობლემებზე, განსაკუთრებით რურალურ
სივრცეებში მცხოვრები ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის.

3
შინაარსი

Abstract ......................................................................................................................................................... 2
ანოტაცია ..................................................................................................................................................... 3
შესავალი...................................................................................................................................................... 6
კვლევის მიზანი ........................................................................................................................................ 11
კვლევის ამოცანები .................................................................................................................................. 12
კვლევის საგანი და ობიექტი ................................................................................................................... 12
ძირითადი ცნებების კონცეპტუალური და ოპერაციული განსაზღვრება ......................................... 12
კვლევის ჰიპოთეზები ............................................................................................................................... 14
შერჩევა ...................................................................................................................................................... 15
მონაცემების მოპოვებისა და ანალიზის მეთოდები ........................................................................... 15
კვლევის ძირითადი მიგნებები ............................................................................................................... 17
ტექსტის ძირითადი ნაწილი ................................................................................................................... 19
დისკურსები ცხოვრების წესის შესახებ ........................................................................................................ 19
ცხოვრების წესის ცვლილების მოტივაციები .............................................................................................. 20
ვეგანიზმის/ვეგეტარიანიზმის მიმართ დამოკიდებულება ცხოვრების წესის ცვლილებამდე ............ 21
ცხოვრების წესის ცვლილების გავლენა ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ........................... 22
ცხოვრების წესის ცვლილების შემდეგ განვითარებული უნარ-ჩვევები და ინტერესები ...................... 23
ვეგანიზმის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებულ აქტივიზმში
ჩართულობა ..................................................................................................................................................... 25
დისკურსები სადღესასწაულო/საოჯახო/სამეგობრო შეკრებებისა და სადილების შესახებ ............... 26
სოციალური კაპიტალი - პირველად და მეორად ჯგუფებთან ურთიერთობა ......................................... 27
პირველადი და მეორადი ჯგუფების წევრების რეაქცია ცხოვრების წესის ცვლილების მიმართ ........ 28
დისკურსები ოჯახის წევრებთან კამათის მიზეზების შესახებ .................................................................. 29
ვეგანებისა და ვეგეტარიანელების მიმართ დამაკნინებელი ტერმინოლოგიის გამოყენება .............. 30
ქართული ვეგანური/ვეგეტარიანული ბაზრით სარგებლობასთან დაკავშირებული პრობლემები.... 31
ვეგანურ/ვეგეტარიანულ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა, მრავალფეროვნება და სანდოობა....... 32
მონაწილეთა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ნეგატიურად მოქმედი გამოცდილება [ქართული
ბაზრით სარგებლობისას] .............................................................................................................................. 34
ვეგანობა და ვეგეტარიანელობა უფრო მოსახერხებელი პრაქტიკის პერსპექტივაში........................... 34
ვეგანობა/ვეგეტარიანელობასთან დაკავშირებული ყველაზე რთული პრაქტიკა/გამოწვევა ............. 37
დასკვნა ...................................................................................................................................................... 39
შეზღუდვები და სამომავლო კვლევა ..................................................................................................... 42

4
გამოყენებული ლიტერატურა ................................................................................................................ 43

5
შესავალი
ვეგანებისა და ვეგეტარიანელების რაოდენობა მზარდია როგორც მსოფლიოში, ისე
საქართველოში (koghuashvili & Ramishvili, 2020). ადამიანების უმრავლესობას ცხოველების
მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს და შინაური ცხოველიც ჰყავს (ან ყოლის
სურვილი აქვს). მეგობრული ცხოველები ფილმებში, სათამაშოები და წიგნები მათ შესახებ
მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინდივიდის ადრეული გამოცდილების ფორმირებაში
(Melson, 2001). მიუხედავად ამისა, მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობა ცხოველებს
რეგულარულად იყენებს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის საკვებად - ხშირად ადამიანები
სადილს ცხოველური პროდუქტის გარეშე სრულყოფილად არც მიიჩნევენ. ცხოველების
მიმართ ერთი მხრივ დადებითი დამოკიდებულება და მეორე მხრივ მათი ექსპლუატაცია
ერთ-ერთ კვლევაში ფსიქოლოგიურ პარადოქსადაც მოიხსენიეს (Loughnan, Haslam, &
Bastian, 2010).
ანთროპოცენტრიზმი, ფილოსოფოსებზე დაყრდნობით, არის ონტოლოგიური ხედვა,
რომლის მიხედვითაც არსებობს სუფთა მორალური სადემარკაციო ხაზი ადამიანებსა და
დანარჩენ სამყაროს შორის, რომ ადამიანი არის ერთადერთი ცენტრალური ღირებულება
დედამიწაზე, რომლის არსებობა ყველაზე მნიშვნელოვანია და სხვა ცოცხალი არსებების
ადამიანისთვის საკუთარი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენება მორალურად თუ
ინსტიტუციურად ლეგიტიმურია. ამგვარი აზროვნების წესი უფლებას აძლევს ადამიანებს
გამოიყენონ ცოცხალი თუ არაცოცხალი ბუნება თავის სასარგებლოდ, რაც რა თქმა უნდა
მოიცავს ცხოველთა გამოყენებას პირადი მიზნებისთვის (Eckersley, 1992). აზროვნების ასეთი
წესი არისტოტელეს, აგრეთვე, კანტის ფილოსოფიაშიც გვხვდება, რომელიც თვლიდა, რომ
ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა თავიდან უნდა ავირიდოთ მხოლოდ იმიტომ, რომ
შეიძლება ეს გადაიზარდოს ადამიანების მიმართ სასტიკ მოპყრობაში (Wood & O'Neill, 2016).
ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ანთროპოცენტრიზმი აუცილებელია იმისთვის, რომ
უზრუნველყოფილი იყოს გარემოს დაცვა, თუმცა სხვა მეცნიერთა აზრით, ადამიანის
უმაღლეს ღირებულებად გამოცხადებაზე დაფუძნებული იდეის მიხედვით მოქმედება
არაადექვატურია და არა ეხმარება, არამედ საფრთხესაც კი უქმნის ბიომრავალფეროვნებას
(Kopnina & Ouimet, 2016).
პოსტმოდერნული სოციალური თეორიები ხასიათდება სუბიექტის დეცენტრირების
იდეით, რომელსაც ლიოთარი განიხილავს გრანდნარატივების კვდომის/კოლაფსის
პროცესის ანალიზისას საკუთარ ნაშრომში - „პოსტმოდერნული მდგომარეობა“, სადაც ის
ახასიათებს მოდერნულ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ მეტანარატივებს შორის
ერთ-ერთის - ლოგოცენტრიზმის დეკონსტრუქციის ანუ სიკვდილის იდეას (Derrida, Of
Grammatology, 1976), რომელიც იგივე ღირებულებითი ნორმებით ხასიათდება, რითაც
ანთროპოცენტრიზმი. ლოგოცენტრიზმი ნაწილობრივ ეფუძნება აზროვნების წესს, რომლის
მიხედვითაც სუბიექტი არის ჰუმანისტი, სამყაროს ცენტრში იმყოფება. ასეთი ვერსია
სუბიექტს განიხილავს, როგორც სუვერენულ, რაციონალურ, ლოგიკურ არსებას. ლიოთარი
ანგრევს ადამიანზე ამგვარ შეხედულებას, ახდენს ამ იდეის დელეგიტიმიზაციას და ამბობს,
რომ პოსტმოდერნიზმის ფარგლებში სუბიექტი აღარ განიხილება, როგორც
მოქმედებისთვის მნიშვნელობის მიმცემი (Lyotard, 1984). ჟაკ დერიდა ხშირად საუბრობდა
ცხოველებზე საჯაროდ, მათ შორის ათსაათიან კონფერენციაზე საფრანგეთის ერთ-ერთ

6
ქალაქში და აღნიშნავდა, რომ ისინი ცნობილი მოაზროვნეების მიერ (გარდა ფრიდრიხ
ნიცშესი) ინტენციურად იყვნენ გამორიცხული ფილოსოფიური შრომიდან და ზოგადად,
აზროვნებიდან (Derrida, The Animal That Therefore I Am, 1997).
პირველი ვეგეტარიანელები პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელი სუბიექტის
დეცენტრირების იდეის გაჟღერებამდე ბევრად ადრე არსებობდნენ, მათ შორის იყო ბერძენი
ფილოსოფოსი და მათემატიკოსი პითაგორა (ძვ. წ. 580), სწორედ მის სახელს („Pythagorean“)
ატარებდნენ ის ადამიანები, რომლებიც ცხოველური პროდუქტების გამოყენებაზე
ამბობდნენ უარს. ცნება „პითაგორეანელი“ 1847 წელს „ვეგეტარიანელით“ ჩანაცვლდა,
როდესაც ბრიტანეთში პირველი ვეგეტარიანული საზოგადოება ჩამოყალიბდა (Avey, 2014).
შესაძლებელია პარალელი გაივლოს ვეგანიზმს/ვეგეტარიანიზმსა და მაქს ვებერის
სოციალური მოქმედების ოთხი ტიპიდან ერთ-ერთის - ღირებულებით-რაციონალურ
მოქმედებას შორის, რომელიც დაფუძნებულია თვითკმარი (ამ შემთხვევაში ეთიკური)
ღირებულებების უპირობო რწმენაზე, რა დროსაც ინდივიდი მოქმედებს ღირებულებებისა
და არა პრაქტიკული საჭიროებების შესაბამისად (Weber, 1968).
თანამედროვე მსოფლიოში ადამიანი დღესაც ძირითად ღირებულებად აღიქმება,
მიუხედავად ამისა, ვეგანებისა და ვეგეტარიანელების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.
ვეგეტარიანელთა ზუსტი რიცხვის დადგენა თითქმის შეუძლებელია, თუმცა “The Guardian”-
ზე დაყრდნობით, 2020 წელს კვლევებმა აჩვენა სწრაფი 1,5 მილიონიანი [40%-იანი] ზრდა,
რაც შეიძლება გადაჭარბებული რიცხვია, მაგრამ რეალური მონაცემი სულ მცირე 500,000-ია
(Anthony, 2021). ზოგიერთი მეცნიერი ვეგანთა რიცხვის მნიშვნელოვან ზრდას
კორონავირუსის გაჩენას უკავშირებს, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს მოსაზრება
აღნიშნული ვირუსის გაჩენასა და ცხოველური პროდუქტების მოხმარებას შორის კავშირის
არსებობის შესახებ, რაც უბიძგებს ადამიანებს მცენარეულ კვებაზე გადასვლისკენ (Veganism
and COVID-19, 2020).
ანთროპოცენტრიზმისა და ლოგოცენტრიზმის იდეას ახმოვანებს სპეცისიზმის ცნებაც,
რომელიც პირველად არა, თუმცა ყველაზე უფრო თვალსაჩინოდ განისაზღვრა ოქსფორდში
მოღვაწე ფსოქოლოგისა და ცხოველთა უფლებადამცველის - რიჩარდ რაიდერის მიერ,
როგორც ფართოდ გავრცელებული დომინანტური ნეგატიური წინასწარგანწყობა, რომელიც
სექსიზმის, რასიზმისა და ჰომოფობიის ანალოგიურია და გულისხმობს ადამიანის მიერ სხვა
ცოცხალი არსებების ინტერესებისა და ტანჯვის უგულებელყოფას, ცხოველთა
ექსპლუატაციის იმ მოტივით გამართლებას, რომ ადამიანი უპირველეს ღირებულებას
წარმოადგენს (Ryder, 1972). სპეცისიზმის ცნება აღნიშნული კვლევისთვის საკვანძოა, რადგან
სწორედ ის გამოიყენება ვეგანებისა და ვეგეტარიანელების, აგრეთვე, ცნობილი
აქტივისტების მიერ, მათ შორის ომნივორებთან ცხოველთა ექსპლუატაციის შესახებ
დისკუსიისას ყველაზე ხშირად. მიუხედავად ამისა, ეს ტერმინი ქართული
საზოგადოებისთვის შედარებით ნაკლებადა ცნობილია.
ვეგანიზმი1 წარმოადგენს ეთიკური აზროვნების წესს, რომელიც [რამდენადაც
შესაძლებელია] გამორიცხავს ნებისმიერი სახის სარგებლის მიღების მიზნით ცხოველთა

ვეგანიზმი1 - ფილოსოფია და ცხოვრების წესი, რომელიც ეწინააღმდეგება ცხოველთა ნებისმიერი მიზნით


ექსპლუატაციასა და სისასტიკის ყველა ფორმას, ხელს უწყობს ცხოველური პროდუქციის მცენარეული

7
გამოყენებასა და ექსპლუატაციას. ცხოველების მიმართ ემოციური და ემპათიური
დამოკიდებულება ადამიანების მიერ ვეგანური და ვეგეტარიანული ცხოვრების წესის
არჩევის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია; ისინი თვლიან, რომ ყველა მგრძნობიარე არსებას
ცხოვრებისა და თავისუფლების უფლება უნდა ჰქონდეს. ამ მიზეზით, ვეგანები ირჩევენ
მცენარეულ კვებას და უარს ამბობენ ისეთი პროდუქტების გამოყენებაზე, როგორიცაა
ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები და თაფლიც კი. რაც შეეხება ვეგეტარიანელებს, ისინი
უარს ამბობენ ცხოველის ხორცის საკვებად გამოყენებაზე, თუმცა მოიხმარენ რძისა და
კვერცხის ნაწარმს. ვეგანიზმი არის არა დიეტა, არამედ ცხოვრების წესი, რადგან ვეგანები არა
მხოლოდ ცხოველურ საკვებ პროდუქტებზე ამბობენ უარს, არამედ ცხოველთა
ექსპლუატაციის შედეგად მიღებული ტყავისა და ბეწვისგან დამზადებულ ტანსაცმელზე,
დელფინარიუმებსა თუ ზოოპარკებში ვიზიტებზე, თავის მოვლის საშუალებებზე,
რომლებიც ცხოველურ პროდუქტებს შეიცავს და ნებისმიერ კოსმეტიკურ თუ ფარმაცევტულ
პროდუქტზე, რომელმაც „ვივისექცია“2 - სამედიცინო შემოწმება ცხოველებზე გაიარა
(Sheridan, 2018).
უცხოური კვლევების მიხედვით, არსებობს ვეგანობისა და ვეგეტარიანელობის სამი
ძირითადი მოტივაცია, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია მორალური/ეთიკური
მიზეზების გამო ცხოველთა ექსპლუატაციის შეწყვეტა, საკუთარ ჯანმრთელობაზე და
გარემოზე ზრუნვა (The Vegan Society, 2022). აშშ-ში ჩატარებული თვისებრივი კვლევის
შედეგად გამოიყო სხვა საკვანძო მიზეზებიც, მათ შორის პოლიტიკური და რელიგიური
მიზეზები, წონის კლების მოტივი, ფინანსების დაზოგვისა და ეკეთესი გემოვნური
თვისებების მოტივი (Markowski & Roxburgh, 2018), თუმცა ცხოველთა უფლებადამცველების
აზრით, თუ ინდივიდის მიერ ცხოველურ პროდუქტების მოხმარებაზე უარის თქმის მიზეზს
ეთიკა/მორალი, გარემოზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ წარმოადგენს, მაშინ მას
უბრალოდ კვებითი ქცევა აქვს შეცვლილი, შესაბამისად, საკუთარ თავს ვეგანად ან
ვეგეტარიანელად არ უნდა აიდენტიფიცირებდეს, რადგან ვეგანიზმის გაგება სწორედ
აღნიშნულ სამ კონცეპტს მოიაზრებს.
ცხოველების ექსპლუატაცია ინსტიტუციონალიზებულია განვითარებულ,
ინდუსტრიულ საზოგადოებაში და ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
მსოფლიოში, ყოველწლიურად 70 მლრდ-ზე მეტი ხმელეთის ცხოველი იკვლება ადამიანის
საკვებისთვის და აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი მზარდია (Sanders, 2018). გლობალურ
ცხოველურ მეურნეობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს გარემოს დეგრადაციაზე,
ადამიანების ჯანმრთელობის პრობლემებზე და ცხოველთა ტანჯვაზე. ცხოველური
პროდუქტების წარმოება ეუთროფიკაციის3 პროცესის, ოკეანეებში მჟავიანობისა და მტკნარი
წყლის შემცირების, აგრეთვე, ტყეების გაჩეხვისა და კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი

ალტერნატივებით ჩანაცვლების ფართოდ გავრცელებას გარემოს, ცხოველებისა და ადამიანების


საკეთილდღეოდ (The Vegan Society, 2022).

ვივისექცია2 - ცოცხალ ცხოველებზე ექსპერიმენტირება/ტესტირება სამედიცინო მიზნებით (Bolderdijk &


Cornelissen, 2021).
ეუთროფიკაცია3 - ფოსფორის, აზოტისა და მცენარეთა სხვა ორგანული საკვები ნივთიერებების
კონცენტრაციის ზრდა, რაც პოზიტიურ კორელაციაშია ნიადაგის ნაყოფიერებასთან (Smith & Schindler, 2009).

8
მთავარი გამომწვევი მიზეზია (Poore & Nemecek, 2019). დადგენილია, რომ ჰაერის
დამაბინძურებელი ანთროპოგენური/სათბურის აირები4 (Greenhouse Gas Emissions) 14,5%
ცხოველური პროდუქტების წარმოების გამოა კონცენტრირებული ატმოსფეროში, რაც
კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია (Stenfield, et al., 2006), ეს
განსაკუთრებით სახიფათოა იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო მოსახლეობის ზრდის
გამო, სავარაუდოა - ცხოველურ პროდუქტებზე მოთხოვნა მომდევნო ათწლეულების
მანძილზე კიდევ უფრო გაიზარდოს (Godfray, et al., 2018).
თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში ცხოველის ხორცის საკვებად გამოყენება
ასოცირებულია ჯანსაღ კვებასთან, რადგან ის შეიცავს ისეთ სასარგებლო ნივთიერებებს,
როგორიცაა რკინა, თუთია და B ვიტამინების კომპლექსი (Rowe, 2016), რის გამოც ხშირადაა
რეკომენდებული უამრავი ექიმისა თუ დიეტოლოგის მიერ, თუმცა ამაზე აზრი ორად იყოფა,
ვინაიდან ევროპელი და ამერიკელი მეცნიერების ნაწილი ამის საპირისპიროდ ფიქრობს;
მაგალითად, ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ვეგანებსა და
ვეგეტარიანელებში ომნივორებთან შედარებით ბევრად ნაკლებია ქოლესტერინის დონე,
აგრეთვე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი და ერთადერთი
აუცილებელი კომპონენტი, რისი მიღებაც მცენარეული კვებიდან შეუძლებელია არის
ვიტამინი B12, თუმცა მისი საკვები დანამატის სახით მიღება არანაირ საფრთხეს არ
წარმოადგენს (Key, Appleby, & Rosell, 2006) (WHO Europe, 2021).
2015 წელს ჩატარებული თვისებრივი კვლევის თანახმად, რომლის ობიექტს
ომნივორები წარმოადგენდნენ, გამოვლინდა ხორცის მოხმარების შესახებ
ინდივიდუალური რწმენების კლასიფიკაცია, რომ ხორცის საკვებად გამოყენება არის
სასიამოვნო, აუცილებელი, ნორმალური და ბუნებრივი (Piazza, et al., 2015), სხვა მიზეზებია
ხორცის გემოვნური თვისებები და ადამიანების მიერ ცხოველთა ცნობიერების არსებობისა
და ტკივილის გრძნობის/განცდის უარყოფა. როტგერბერის კვლევის რესპონდენტების
დიდი ნაწილი, რომლებიც ხორცს ყოველდღიურად მოიხმარდა და თვლიდა, რომ
ადამიანებთან შედარებით ცხოველთა მიერ ტკივილის განცდა ბევრად სუსტია (Rothgerber,
2014). აღსანიშნავია კვლევის შედეგად გამოვლენილი კიდევ ერთი რწმენა, რომლის
მიხედვითაც ხორცის საკვებად გამოყენება აძლიერებს მასკულინობის შეგრძნებას
მამაკაცებში (Rothenberg, 2014).
საზოგადოება ზოგადად, ვეგანებსა და ვეგეტარიანელებს აღიქვამს ნეგატიურად,
დევიანტებად, რადგან ისინი არღვევენ კვებასთან დაკავშირებულ გავრცელებულ
მეინსტრიმულ კონვენციებს (Cole & Morgan, Vegaphobia: derogatory discourses of veganism and
the reproduction of speciesism in UK national newspaper, 2011), რის გამოც ისინი ხშირად
მიდრეკილნი არიან სტიგმისკენ. სტიგმა მოიცავს ნეგატიურ აღქმასა და გულგრილ
მოპყრობას მათ მიმართ, ვისაც აქვს არასასურველი სტატუსი და მეინსტრიმისაგან
განსხვავებული ინდივიდუალური მახასიათებლები, რის გამოც სტიგმატიზირებული
სოციალური ჯგუფის წევრები გამუდმებით ცდილობენ მის თავიდან აცილებას (Goffman,

ანთროპოგენური/სათბურის აირები4 - ატმოსფერული აირების შემადგენელი აირები (ოზონი, აზოტის


ოქსიდები, ფტორირებული აირები), რომელთა კონცენტრაცია მზარდია, რაც პირდაპირ კავშირშია კლიმატის
მნიშვნელოვან ცვლილებებთან დროის ფართო სპექტრში (Ledley, et al., 1999).

9
1963). ომნივორთა მხრიდან სტიგმის გამომწვევი დამოკიდებულების მოლოდინის გამო,
ვეგეტარიანელები ხშირად ცდილობენ ქცევის შეცვლას ადამიანებთან საუბრისას, მხოლოდ
მაშინ განიხილავენ საკუთარ სტატუსს, როდესაც სხვა იწყებს ამაზე საუბარს. ისინი
აქტიურად ცდილობენ საკუთარი თავის დისტანცირებას ვეგეტარიანელების შესახებ
არსებული სტერეოტიპებისაგან, მეორე მხრივ, ამ სტატუსის მქონე ადამიანების მეგობრები
და ოჯახის წევრები ცდილობენ მათგან დისტანცირებასა და პირისპირი ურთიერთობების
შემცირებას (Maclnnis & G, 2015), რაც ცალსახად არის მარგინალიზაციის ერთ-ერთი ფორმა
და აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს იმის შესახებ, რომ ვეგნურ/ვეგეტარიანულ ცხოვრების წესზე
გადასვლა შეიძლება გავლენას ახდენდეს სოციალური კაპიტალის ორივე - გამაერთიანებელ
თუ მაკავშირებელ (Putnam, 2000) ფორმაზე. კოული და მორგანი, აგრეთვე, რაიტი
დაინტერესდნენ ბრიტანულ პოპულარულ მედიაში - გაზეთებსა და ფილმებში ვეგანებისა
და ვეგეტარიანელების მიმართ გამოყენებული ტერმინოლოგიით; კვლევით დადგინდა,
რომ უმეტესად მათი აღქმა იყო ნეგატიური, რამაც მიიყვანა მკვლევრები ტერმინი
„ვეგაფობიის“ დანერგვამდე (Wright, 2015) (Cole & Morgan, Vegaphobia: derogatory discourses
of veganism and the reproduction of speciesism in UK national newspaper, 2011).
საზოგადოების მიერ ვეგანებისა და ვეგეტარიანელების მიმართ განსხვავებულ
მოპყრობაზე მიუთითებს მაკდონალდის კვლევა, რომელმაც აღნიშნა, რომ მათ, ვინც
ახლახან გადაწყვიტეს მცენარეული კვებაზე გადასვლა, აქვთ ოჯახის წევრებთან და
მეგობრებთან „დაკითხვის მსგავსი“ დიალოგების, ხშირი კამათის გამოცდილება, რასაც თან
ახლავდა ვეგანური იდენტობის ღია დაცინვა და დისკრედიტაცია, თითქოს ეს
არალეგიტიმურია ან უბრალოდ დროებითი ფაზაა, რომელიც რამდენიმე თვეს გასტანს.
გარდა ამისა, კვლევაში მონაწილეთა უმრავლესობა განიცდიდა პირველადი და მეორეული
ჯგუფების წევრების მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობას, რაც უარყოფითად მოქმედებდა
მათ ფსიქოლოგიურ თუ ემოციურ მდგომარეობაზე (McDonald, "Once You Know Something,
You Can’t Not Know It" - An Empirical Look at Becoming Vegan, 2000). ომნივორთა მხრიდან
ამგვარი უარყოფითი დამოკიდებულებები განაპირობებს ვეგანებისა და ვეგერატიანელების
სხვადასხვა სოციალური აქტივობებიდან ჩამოშორებას, დაძაბულ სოციალურ
ურთიერთობებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეგობრებთან შემცირებული პირისპირი
კონტაქტები, მათი დაკარგვაც კი, ეს ცალსახად მიუთითებს ვეგანური/ვეგეტარიანული
ცხოვრების წესის არჩევის უარყოფით სოციალურ შედეგებზე (Twine, 2014).
ვეგანებისა და ვეგეტარიანელების მიმართ გულგრილი/ნეგატიური დამოკიდებულება
და მათი მარგინალიზაცია ხშირად იწვევს ინდივიდების სოციალურ დისტანცირებას
მათგან, ვინც ავლენს დევიაციას მეინსტრიმული, ნორმატიული კვებისაგან (Link, Phelan,
Bresnahan, Stueve, & Bernice, 1999), რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პიროვნების მიერ
სურვილის მიუხედავად ცხოველური პროდუქტების მოხმარების შემცირებაზე უარის თქმა,
რადგან ინდივიდები ცდილობენ წინასწარ განსაზღვრონ ის შედეგები, რაც შეიძლება
მოჰყვეს დევიანტურ ქცევას, შესაბამისად, მათ სურთ თავი აარიდონ იარლიყებსა და ისეთ
მოპყრობას, როგორც მეინსტრიმული საზოგადოება ეპყრობა სტიგმატიზირებულ ჯგუფებს
(Lea, Crawford, & Worsley, 2006).
მიუხედავად იმისა, რომ ცხოველური პროდუქტების მცენარეულ ალტერნატივებზე
მოთხოვნა გლობალურად იზრდება გარემოს დაცვისა თუ მათი ნუტრიციული

10
უპირატესობის გამო (Curtain & Grafenauer, 2019), ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის
ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ცხოველური პროდუქტების
მცენარეული ალტერნატივების სიმცირე, რაც საქართველოში ვეგანიზმის შესახებ
არსებული ცნობიერების ნაკლებობიდან გამომდინარე განსაკუთრებულ სირთულეს
წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ მარხვის პერიოდშია შედარებით შემსუბუქებული,
როდესაც მარკეტებში მცენარეულ პროდუქტებით დამზადებული საკვების ნაირსახეობები
იმატებს, თუმცა სხვა ევროპული ქვეყნების ვეგანური/ვეგეტარიანული ბაზრის შედარება
ქართულთან ნაკლებად რელევანტურია ამ უკანასკნელის ბაზარზე5 არსებული არჩევანის
სიმცირისა და მაღალი ფასებიდან გამომდინარე. აგრეთვე, როგორც ცნობილია,
საქართველოში ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კონკრეტულ პროდუქტზე
მითითებულია ნიშანი, რომელიც სპეციფიკურად მცენარეული პროდუქციის
მარკირებისთვის გამოიყენება, თუმცა მისი შემადგენლობა საპირისპიროზე მიუთითებს,
რადგან პროდუქტი ერთ ან რამდენიმე ცხველურ ნივთიერებას მაინც შეიცავს, რაც გარდა
იმისა, რომ შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს ვეგანებისთვის (მაგალითად, შეიძლება
გამოიწვიოს ე.წ. “Food poisoning”), ეს ცალსახად არის საქართველოს კანონის პროდუქტის
უსაფრთხოებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა და აგრეთვე, მიუთითებს
ვეგანების/ვეგეტარიანელების მარგინალიზაციის პრობლემაზეც, რასაც დროის ხანგრძლივ
პერსპექტივაში შეიძლება მოჰყვეს მათი სოციალური ინკლუზია.
კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია ქართველი ვეგანებისა და ვეგეტარიანელების ცხოვრების წესის
ცვლილებასთან დაკავშირებული სირთულეების, აგრეთვე, იმ ძირითადი მოტივაციების
გამოვლენა, რომლებიც უბიძგებს ამ იდენტობის მქონე ადამიანებს ცხოვრების წესის
ცვლილებისკენ. მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რა გავლენას ახდენს
ვეგანურ/ვეგეტარიანულ ცხოვრების წესზე გადასვლა ამ სტატუსის მქონე ქართველების
(გამაერთიანებელ თუ მაკავშირებელ) სოციალურ კაპიტალზე. კვლევის კიდევ ერთი
მიზანია იმის განსაზღვრა, თუ რა სირთულეებს აწყდებიან ქართველი ვეგანები და
ვეგეტარიანელები ქართულ ბაზარზე არსებული პროდუქციით, მათ შორის ცხოველური
პროდუქტის მცენარეული ალტერნატივებით სარგებლობის პროცესში და რამდენად სანდო,
ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანია ის მათთვის. აღსანიშნავია, რომ კვლევას აქვს
მხოლოდ თეორიული მნიშვნელობა.

ვეგანური/მცენარეული ბაზარი5 - დაყოფილია სეგმენტებად: რძის [მაგ: ნუშის, შვრიის, ქეშიუს და ა.შ],
ხორცის ალტერნატივები; მცენარეული, ცხოველებზე დაუტესტავი მედიკამენტები, სხვა საშუალებები (მაგ:
ხელოვნური ტყავი; ბეწვი და სხვ.).

11
კვლევის ამოცანები
1. როგორ შეიცვალა ქართველი ვეგანებისა და ვეგეტარიანელების (გამაერთიანებელი თუ
მაკავშირებელი) სოციალური კაპიტალი ცხოვრების წესის ცვლილებასთან ერთად.
2. რამდენად ხელმისაწვდომი, მრავალფეროვანი და სანდოა ქართულ ბაზარზე არსებული
ვეგანური პროდუქცია [მათ შორის ცხოველურის მცენარეული ალტერნატივები]
ქართველი ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის;
3. ცხოვრების წესის ცვლილების ძირითადი მოტივაციები ქართველ ვეგანებსა და
ვეგეტარიანელებში.
კვლევის საგანი და ობიექტი
კვლევის საგანს წარმოადგენს ქართველ ვეგეტარიანელებსა და ვეგანებში ცხოვრების
წესის ცვლილების მოტივაციები და სირთულეები, კერძოდ, როგორ შეიცვალა
მონაწილეების [გამაერთიანებელი თუ მაკავშირებელი] სოციალური კაპიტალი (პირველად
და მეორად ჯგუფებთან ურთიერთობა); რა არის მათი ცხოვრების წესის ცვლილების
ძირითადი მოტივაცია - რა იწვევს ვეგანობის/ვეგეტარიანელობის სურვილს. კვლევის
საგანია აგრეთვე, ის სირთულეები, რომლებსაც ქართული ბაზრით სარგებლობისას
აწყდებიან ქართველი ვეგანები და ვეგეტარიანელები.
კვლევის ობიექტს წარმოადგენენ ქართველები 18 წელს ზემოთ, რომლებიც მინიმუმ
ერთი წელია, რაც საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ახდენენ, როგორც ვეგანები ან
ვეგეტარიანელები, რადგან მოსალოდნელია, რომ ასეთ ადამიანებს უკეთესი გამოცდილება
ექნებათ მათთან შედარებით, რომლებმაც ერთ წელზე ნაკლებია, რაც ცხოვრების წესის
ცვლილების გადაწყვეტილება მიიღეს.
ძირითადი ცნებების კონცეპტუალური და ოპერაციული განსაზღვრება
ვეგანი - ინდივიდი, რომელიც მორალური, გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობის
მიზეზებით არ იყენებს ცხოველური წარმოშობის საკვებ პროდუქტებს (როგორებიცაა
კვერცხი, თაფლი, რძის პროდუქტები) და გამორიცხავს ისეთი პროდუქტების
გამოყენებასაც, როგორიცაა ნატურალური ტყავის ან ბეწვისგან დამზადებული ტანსაცმელი,
ცხოველებზე ტესტირებული მედიკამენტები თუ კოსმეტური საშუალებები. აგრეთვე,
ეწინააღმდეგება სხვადასხვა აქტივობებით (დოღით, ცირკით, ზოოპარკით,
დელფინარიუმით) სარგებლობას. (Cambridge Dictionary, 2022).
ინდიკატორები: ცხოველების ექსპლუატაციით მიღებული საკვებით, ტანსაცმლით თუ სხვა
აქტივობებით სარგებლობის შეწყვეტა/გაპროტესტება; მეინსტრიმული იდეოლოგიისგან
განსხვავებული აზროვნების წესი; ცხოველური წარმოშობის პროდუქტის მცენარეული
ალტერნატივებით ჩანაცვლება;
ვეგეტარიანელი - ინდივიდი, რომელიც ცხოველის ხორცს (მათ შორის ზღვის პროდუქტებს)
არ იყენებს საკვებად ჯანმრთელობის, გარემოსდაცვითი ან რელიგიური მიზეზების გამო ან
იმის გამო, რომ სურს თავი აარიდოს ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის
დაფინანსებას (Cambridge Dictionary, 2022).
ინდიკატორები: ცხოველური პროდუქტებიდან მხოლოდ ცხოველის ხორცისა და ზღვის
პროდუქტების მოხმარების შეწყვეტა.

12
ომნივორი - ინდივიდები, რომლებიც საკვებად იყენებენ როგორც მცენარეულ, ისე
ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს (Biology Online, 2020).
ინდიკატორები: მეინსტრიმულ/ნორმატიული კვებისთვის უპირატესობის მინიჭება;
მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების (ხორცის, კვერცხისა და რძის
ნაწარმის) საკვებად და სხვა დანიშნულებებით გამოყენება; ცხოველთა აღქმა, როგორც
ადამიანისთვის მიზნის მიღწევის საშუალება.
სპეცისიზმი - ღირებულებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის სხვა
სახეობებზე მორალური უპირატესობის იდეაზე. ეს არის ფართოდ გავრცელებული
დომინანტური ნეგატიური წინასწარგანწყობა, რომელიც სექსიზმის, რასიზმისა და
ჰომოფობიის ანალოგიურია და გულისხმობს ადამიანთა მიერ სხვა ცოცხალი არსებების
ინტერესებისა და ტანჯვის უგულებელყოფას, ცხოველთა ექსპლუატაციის იმ მოტივით
გამართლებას, რომ ადამიანი უპირველეს ღირებულებას წარმოადგენს (Ryder, 1972).
ინდიკატორები: მორალური უპირატესობის მოტივით ცხოველების ექსპლუატაციის
დაფინანსება, ცხოველთა ცალკეული სახეობების დისკრიმინაცია, ცხოველთა თვისებების
დამამცირებელ კონტექსტში გამოყენება, მაგალითად, მათი ადამიანებისთვის მიწერა მათი
დამცირების მიზნით (Duignan, 2013).
მარგინალიზაცია - მდგომარეობა და პროცესი, რომელიც ხელს უშლის ინდივიდების ან
სოციალური ჯგუფების მიერ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში
სრულფასოვან, სხვა, უფრო ფართო საზოგადოების მსგავსი ხარისხით მონაწილეობას
(Alakhunova, Diallo, Martin del Campo, & Tallarico, 2015).
ინდიკატორები - ვეგანებისა და ვეგეტარიანელების მეგობრული თუ ოჯახური
შეკრებებიდან გამორიცხვა; მსხვილი კომპანიების მიერ მცენარეული პროდუქციისთვის
(მათ შორის ვეგანური ალტერნატივებისთვის) ცხოველურთან შედარებით ბაზარზე უფრო
მაღალი ფასით მარკეტირება; ვეგანების/ვეგეტარიანელების შეცდომაში შეყვანა ცხოველური
შემადგენლობის პროდუქციის მცენარეულად გასაღებით; ექიმების მიერ
ვეგანების/ვეგეტარიანელებისთვის ომნივორობისკენ მოწოდება.
გამაერთიანებელი (bonding) სოციალური კაპიტალი - ჯგუფურ სოლიდარობასა და მჭირდო
ურთიერთკავშირზე დაფუძნებული ურთიერთობები პირველადი ჯგუფის წევრებთან
(ოჯახის წევრებთან, ძალიან ახლო მეგობრებთან) (Putnam, 2000).
ინდიკატორები - ცხოვრების წესის ცვლილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების
შემდეგ ოჯახის წევრებისა და ძალიან ახლო მეგობრების მხარდაჭერა და მათთან
ურთიერთობის ხარისხი;
მაკავშირებელი (bridging) სოციალური კაპიტალი - ინსტრუმენტული ურთიერთობები
მეორადი ჯგუფების წევრებთან - საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს შორის,
რომლებშიც მიღებულია ერთმანეთის მატერიალური, ემოციური თუ მორალური
მხარდაჭერა (Putnam, 2000).
ინდიკატორები - ცხოვრების წესის ცვლილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების
შემდეგ მეგობრებთან თუ სხვა ნაცნობებთან ურთიერთობის ხარისხი; მათი
დამოკიდებულება ცხოვრების წესის ცვლილების მიმართ.
სტიგმა - საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ სოციალურად კონსტრუირებული რწმენები,
რაც აჩენს უთანასწორობას (Ahmedani, 2011). ეს არის ნეგატიური ნიშანი, რომელიც

13
პიროვნების ღრმა დისკრედიტაციას იწვევს, მას საზოგადოებისგან გამოარჩევს. იწვევს
პიროვნულ გაუფასურებას და ხდის მას არასრულფასოვან შელახულ და „ბინძურ“
ინდივიდად. სტიგმა ადამიანს სხვა „ნორმალურ“ ადამიანზე ნაკლები ღირებულების
მქონედ აქცევს. სტიგმატიზირებული პიოროვნებები მთლიანობაშელახულ, კომპრომისულ
და ზოგ შემთხვევაში, სრულფასოვან პიროვნებასთან შედარებით არასაჭირო ადამიანებად
მიიჩნევიან (Goffman, 1963).
ინდიკატორები: ვეგანების/ვეგეტარიანელების აღქმა, როგორც სუსტები და დევიანტები,
მათი სხვადასხვა დამაკნინებელი ტერმინით მოხსენიება, დაცინვა; ოჯახის წევრებისა და
მეგობრებისგან უარყოფითი დამოკიდებულებისა და მათთან ურთიერთობის გაუარესების
შიში ცხოვრების წესის ცვლილების გამო; იარლიყების მიკერება.
ცხოვრების წესი - სოციალური კატეგორია, რომელიც მოიცავს ინიდვიდის, სოციალური
ჯგუფის და მთელი საზოგადოების საქმიანობის, სხვადასხვა ტიპის მოქმედებების
ერთობლიობას. იგი ცხოვრების განმსაზღვრელ პირობებთან ერთად განიხილება. ამ
კატეგორიის საშუალებით შესაძლებელია ადამიანთა საქმიანობის ძირითადი სფეროები -
შრომა, საზოგადოებრივი ცხოვრება, კულტურა, კომპლექსურად, ურთიერთკავშირში იქნეს
განხილული (დონაძე, 2016).
ინდიკატორები - სოციალური და ოჯახური ურთიერთობების ხარისხი [მეგობრებთან,
ოჯახის წევრებთან, თანამშრომლებთან...]; ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევ
მიზეზებთან [ალკოჰოლიზმი, არაჯანსაღი კვება, მოწევა, არასაკმარისი ფიზიკური
აქტივობა] გამკლავება; ცხოველური პროდუქციის მცენარეულით ჩანაცვლება;
მეინსტრიმული/ნორმატიული კვებითი ქცევებისა და ღირებულებათა სისტემის ცვლილება;
ვეგანურ/ვეგეტარიანულ ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლებასთან
დაკავშირებულ აქტივიზმში ჩართულობა.
სტერეოტიპები - კოგნიტურ განზოგადებათა ერთობლიობა (მაგ. რწმენა, მოლოდინები)
ინდივიდების ან სოციალური ჯგუფის წევრების თვისებების ან მახასიათებლების შესახებ,
რომლებიც უმეტეს შემთხვევაში უარყოფითი და გაზვიადებულია, ისინი მიმართულია
ინდივიდთა დისკრიმინაციისაკენ (American Psychological Association, n.d.).
ინდიკატორები - საზოგადოების ცალკეული წევრების მიერ ვეგანებისა და
ვეგეტარიანელების მიმართ უნდობლობა; მათი ასოცირება ფიზიკურ და ფსიქიკურ
ავადმყოფობასთან, ურწმუნოებასთან/არარელიგიურობასთან; მათ გარეგნობასა და
ჯანმრთელობაზე გადამეტებული ყურადღების გამახვილება; მათ მიმართ დამამცირებელი
ტერმინოლოგიის გამოყენება (მაგ. „მოძალადე სექტანტები, ექსტრემისტები და
ავადმყოფები“, „თვითონ თუ არ ჭამენ, მე ნუ მიმითითებენ, ნუ მიძვრებიან თეფშზე“,
„ცხოველები ადამიანებზე მეტად უყვართ, მათი ნდობა არ შეიძლება“ და სხვ.).
კვლევის ჰიპოთეზები
არსებული კვლევებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ქართველი ვეგანებისა და
ვეგეტარიანელების ცხოვრების წესის ცვლილების ძირითადი მოტივაცია ეთიკურობა -
ცხოველთა კეთილდღეობაა, რასაც მოსდევს გარემოზე ზრუნვისა და ჯანმრთელობის
მოტივები.

14
ვეგანურ/ვეგეტარიანულ ცხოვრების წესზე გადანაცვლება გავლენას ახდენს ინდივიდის
გამაერთიანებელ და მაკავშირებელ სოციალურ კაპიტალზე, ამ იდენტობის მქონე
ადამიანები აღიქმებიან დევიანტებად; გარდა ამისა, მათ შესახებ არსებული
სტერეოტიპების, უარყოფითი წინაგანწყობებისა თუ ცნობიერების ნაკლებობის გამო, ისინი
ხშირად განიცდიან სტრესს, სტიგმას და ზოგჯერ მარგინალიზაციის ობიექტიც ხდებიან.
ქართველი ვეგანებისა და ვეგეტარიანელების სირთულეები დაკავშირებულია ქართულ
ბაზარზე არსებულ პრობლემებთან, რომელიც განპირობებულია ვეგანურ პროდუქციაზე
[განსაკუთრებით მცენარეული ალტერნატივებზე] ხელმისაწვდომობისა და
მრავალფეროვნების სიმცირით, რაც განსაკუთრებულად ართულებს მეინსტრიმული
იდეოლოგიის მიმართ მათ რეზისტენტულობას.
შერჩევა
კვლევის სამიზნე ჯგუფად შეირჩა ქართველი ვეგეტარიანელები და ვეგანები. კვლევის
მიზნისა და საკვლევი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, შერჩევის მთავარი დაშვებაა
მონაწილეთა ვეგანობის/ვეგეტარიანელობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება, ვინაიდან
სავარაუდოა, რომ ერთი წელი სავსებით საკმარისი პერიოდია კვლევის მონაწილეების მიერ
შესაბამისი გამოცდილების დაგროვებისთვის. სამიზნე ჯგუფი ჰეტეროგენულია სქესის
მიხედვით და მოიცავს როგორც მდედრობით, ისე მამრობით მონაწილეებს, რომელთა
რეკრუტირება მოხდა ერთ-ერთი სოციალური ქსელის ორი დახურული ჯგუფიდან,
რომელიც საერთო ჯამში, დაახლოებით ათი ათასამდე ქართველ ვეგანსა და ვეგეტარიანელს
აერთიანებს. კვლევის მიზნის გაცნობის შემდეგ, გამოვლინდნენ მოხალისეები, რომლებმაც
ფოკუსჯგუფებში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს.
სამიზნე ჯგუფს შეადგენენ როგორც ქალაქებში, ისე რაიონებში მცხოვრები
მონაწილეები, რაც განსხვავებული ტენდენციების დანახვის შესაძლებლობას მოგვცემს
იმასთან დაკავშირებით, დიფერენცირდება თუ არა რურალურ და ურბანულ სივრცეებში
მცხოვრები ქართველი ვეგანებისა და ვეგეტარიანელების ცხოვრების წესის ცვლილებასთან
დაკავშირებული სირთულეები.
მონაცემების მოპოვებისა და ანალიზის მეთოდები
კვლევის მიზანია ქართველი ვეგანებისა და ვეგეტარიანელების ცხოვრების წესის
ცვლილების ძირითადი მოტივაციების გამოვლენა, იმ სირთულეების გამოვლენა,
რომლებიც მათ მიერ ქართული ბაზრით სარგებლობისას წარმოიქმნება და აგრეთვე,
ცხოვრების წესის ცვლილების გავლენა მათ სოციალურ და ოჯახურ ურთიერთობებზე.
მონაცემების მოპოვების ძირითად მეთოდად ფოკუსჯგუფი შეირჩა, რომელიც კვლევის
მიზნიდან და ზოგადად, თემატიკიდან გამომდინარე ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია
თვისებრივი კვლევის შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსგავსი
გამოცდილების მქონე მონაწილეებს საკუთარი კვებითი ქცევების შესახებ უწევთ საუბარი.
ფოკუსჯგუფების უპირატესობა მდგომარეობს სპონტანური ჯგუფური ინტერაქციის
შედეგად გამართულ დისკუსიაში, რომელიც ხასიათდება „ჯგუფის სინერგიული ეფექტით“
(Lune & Berg, 2017), რაც მონაწილეებს უბიძგებს ისეთ საკითხებზე მოახდინონ რეფლექსია,
რაზეც, შესაძლოა, მანამდე არც უფიქრიათ. ეს სტრატეგია ეფექტური აღმოჩნდა აღნიშნულ
კვლევაშიც, ვინაიდან მოხდა ზოგადი თემების, კულტურულად გაზიარებული იდეების

15
იდენტიფიცირება და რესპონდენტების საერთო მოსაზრებების ახსნა-განმარტებები მათივე
ფოკუსიდან.
კვლევის ფარგლებში დისტანციურად (“Zoom”-ის პლატფორმის მეშვეობით) ჩატარდა
ექვსი ფოკუსჯგუფი, თითოეული შედგებოდა 6-8 მონაწილისგან. სულ კვლევაში
მონაწილეობა მიიღო ოცდაორმა ვეგანმა და ოცმა ვეგეტარიანელმა. [მონაწილეთა ასაკი 18-
დან 49 წლამდე მერყეობდა]. ვეგანებისა და ვეგეტარიანელების განსხვავებული ცხოვრების
წესის გამო უპირატესობა მიენიჭა ფოკუსჯგუფების ისე ჩატარებას, რომ სხვადასხვა
იდენტობის მქონე მონაწილეები ერთ ჯგუფში არ მოხვედრილიყვნენ, ვინაიდან არსებობს
მცირე შანსი - განსხვავებული შეხედულებების გამო მათ შორის უთანხმოება წარმოიშვას.
აღსანიშნავია, რომ ორივე ჯგუფისთვის ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუს
გზამკვლევები მომზადდა მინიმალური განსხვავებებით.
მონაცემების ანალიზი ფოკუსჯგუფების ჩანაწერების ტრანსკრიპტის შექმნითა და მათი
შეკვეცით დაიწყო და მონაცემთა კოდირებითა და კატეგორიზაციით გაგრძელდა, რის
შემდეგაც განხორციელდა რაოდენობრივი და თვისებრივი კონტენტანალიზი, რომლის
ფარგლებში ფოკუსჯგუფების ტრანსკრიპტებს შორის განმეორებითი მონაცემები მოიძებნა
და იმის ინტერპრეტაცია მოხდა, თუ რა არის გამოვლენილი სხვადასხვა ტენდენციისა თუ
განსხვავების განმაპირობებელი სავარაუდო მიზეზი. ანალიზის ფარგლებში მოხდა
აგრეთვე, კვლევის შედეგების სხვა [უცხოურ] კვლევებთან ინტეგრაცია.

16
კვლევის ძირითადი მიგნებები

 ვეგანები ავლებენ მკაფიო სადემარკაციო ხაზს მათსა და ვეგეტარიანელებს შორის;


ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ვეგეტარიანელების მიერ გარემოსა და ცხოველებისთვის
მიყენებული ზიანი ომნივორებისას უთანაბრდება, რადგან მხოლოდ ხორცის მოხმარებაზე
უარის თქმა არ ამცირებს არც გარემოს დაბინძურებას და არც ცხოველთა მიმართ
სისასტიკეს.
 ცხოვრების წესის ცვლილებამდე მონაწილეების უმრავლესობას ვეგანიზმის იდეის, ისევე,
როგორც ამ სტატუსის მქონე ადამიანების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა,
რაც მათივე აზრით განპირობებული იყო მეინსტრიმული აზროვნების წესის გავლენით.
უფრო მცირე ნაწილი ცხოვრების წესის ცვლილებამდე ამ იდეოლოგიის მიმდევარ
ადამიანებს აღმერთებდა მათი დისციპლინისა და გამძლეობის გამო.
 მონაწილეთა დაახლოებით მეოთხედს გამოცდილი აქვს ჯანდაცვის სფეროს
წარმომადგენლის მიერ ომნივორობისკენ მოწოდება [ვეგანობის/ვეგეტარიანელობის გამო]
ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხის არსებობის მოტივით.
 ცხოვრების წესის ცვლილების შემდეგ შეიცვალა მონაწილეთა აზროვნების წესი: თუ
მანამდე ადამიანი იყო სამყაროს უმნიშვნელოვანესი ობიექტი, ახლა ისინი თვლიან, რომ
ეთიკური აზროვნების წესი ვრცელდება როგორც ადამიანებზე, ისე სხვა ცხოველებზე.
 მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ვეგანიზმის შესახებ
საზოგადოებრივი ცნობიერება გაიზარდოს, თუმცა მხოლოდ სამი ვეგანი აღმოჩნდა
ჩართული ქუჩის აქტივიზმში, დარჩენილი მონაწილეები მხოლოდ სოციალურ ქსელში
აქტიურობით შემოიფარგლებიან.
 ცხოვრების წესის ცვლილების გადაწყვეტილებას ყველაზე მეტად უბიძგებს ცხოველთა
სისასტიკის ამსახველი დოკუმენტური ფილმები და სხვადასხვა სოციალურ ქსელში
შექმნილი ჯგუფები, სადაც ქართველი ვეგანები და ვეგეტარიანელები საკუთარ
გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ, ეს აძლიერებს მათი, როგორც სოციალური ჯგუფის
ერთიანობის შეგრძნებას.
 მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ზოგჯერ სხვადასხვა შეკრებისა თუ წვეულების მასპინძელი
ცხოველური კერძის მირთმევაზე უარს აღიქვმს, როგორც უპატივცემულობა.
 ოჯახის წევრებთან მათი ურთიერთობების გაუარესების შესახებ მხოლოდ ვეგანმა
მონაწილეებმა აღნიშნეს.
 ზოგიერთი მონაწილის მიერ ახალ ვეგან და ვეგეტარიანელ მეგობრებთან არსებული
ურთიერთობა შეფასებულია როგორც უფრო მჭირდო და მარტივი, ვიდრე სხვა ომნივორ
მეგობრებთან.
 42-დან 37 მონაწილეს აქვს ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხრიდან ხშირად
წამოწყებული კამათისა და დაკითხვისმაგვარი დიალოგების გამოცდილება, რისი მიზეზიც
ვეგანობა და ვეგეტარიანელობაა.
 მონაწილეები მეგობრების მხარდაჭერას დადებითად, ხოლო ოჯახის წევრების
მხარდაჭერას უარყოფითად აფასებენ.
 მონაწილეები, რომლებიც ვეგანი ან ვეგეტარიანელი გახდნენ უფრო ახალგაზრდა ასაკში,
მშობლებთან კამათზე უფრო ხშირად საუბრობდნენ, ვიდრე ოჯახის სხვა წევრებთან.

17
 უარყოფითმა წინაგანწყობებმა, სტერეოტიპებმა და დამამცირებელი ტერმინოლოგიით
მოხსენიებამ ფოკუსჯგუფების ზოგიერთი მონაწილის შემთხვევაში გამოიწვია სხვადასხვა
სახის სოციალური ინტერაქციისთვის თავის არიდების სურვილი.
 ვეგანებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სრულად მცენარეული
სასურსათო მარკეტების არარსებობა.
 ვეგანურ/ვეგეტარიანულ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის პრობლემები გავლენას
ახდენს ინდივიდის გადაწყვეტილებაზე - შეამციროს ცხოველური წარმოშობის
პროდუქციის მოხმარება.
 იმ მონაწილეების უმრავლესობა, რომლებსაც არანაირი პრობლემა არ ექმნებათ ქართული
ბაზრით სარგებლობისას - ვეგეტარიანელია.
 პროდუქტის ეტიკეტირების წესების დარღვევების შედეგად შეცდომაში უფრო ხშირად
ვეგანები შედიან, ვიდრე ვეგეტარიანელები.
 იმისთვის, რომ ვეგანობა და ვეგეტარიანელობა უფრო მოსახერხებელი პრაქტიკა გახდეს,
მონაწილეების აზრით, მნიშვნელოვანია ექიმების, მედიისა და ცნობილი ადამიანების
ჩართულობა ამ იდენტობის მქონე ინდივიდების დესტიგმატიზაციის პროცესში.
 ვეგანები და ვეგეტარიანელები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება
უნდა მოხდეს როგორც ქუჩის აქტივიზმით, ისე ვეგანიზმის შესახებ არსებული
დოკუმენტური ფილმების პოპულარიზაციით.
 ვეგანობა/ვეგეტარიანელობასთან დაკავშირებული ყველაზე რთული გამოწვევებია:
სტერეოტიპები; განსხვავებულ კვებასთან ადაპტაცია; პროდუქციის შეძენის განსხვავებულ
წესზე გადანაცვლება (რომლის დროსაც აუცილებელია შემადგენლობისა და სხვა
მახასიათებლების შემოწმება, მაგალითად, ტესტირებულია თუ არა ცხოველებზე);
საზოგადოების მიერ ცხოველების გონიერებისა და მგრძნობიარეობის უარყოფა.

18
ტექსტის ძირითადი ნაწილი
დისკურსები ცხოვრების წესის შესახებ
ავსტრალიაში ჩატარებული კვლევის მსგავსად, ფოკუსჯგუფის მონაწილეების
უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ვეგანობა და ვეგეტარიანელობა არის არა დიეტა, არამედ
ცხოვრების წესი (North, Klas, Ling, & Kothe, 2021), რომლის იდეალური ტიპი არის არსებობა
საკუთარი სიამოვნებისა და მიზნების მიღწევისთვის სხვა ცოცხალი არსებების
ექსპლუატაციის გარეშე, რაც მათი აზრით განსაზღვრავს ინდივიდის ჰუმანურობას:
„მგონია, რომ ეთიკური აზროვნების წესი ვრცელდება არა მარტო ადამიანებზე, არამედ სხვა
ცოცხალ არსებებზეც.“ (მონაწილე 5; მდედრ.; 22 წლის; ვეგანი).
მონაწილეები თავდაჯერებულნი იყვნენ იმის შესახებ, რომ მათი ვეგანობა მთელი
ცხოვრება გაგრძელდება. მათ ვეგანიზმის დახასიათებისას გამოიყენეს შემდეგი სიტყვები:
ეთიკური; მორალური; სწორი; მშვიდობიანი; თანამედროვედ მოაზროვნე; თანამგრძნობი,
რაც გარკვეულწილად ემთხვევა აშშ-ში ჩატარებულ კვლევას, რომელიც მიზნად ისახავდა იმ
ბარიერების განსაზღვრას, რაც აიძულებს ინდივიდებს უარი თქვან ვეგანობაზე (Markowski
& Roxburgh, 2019).
ისევე, როგორც შვედეთში ჩატარებული კვლევის შემთხვევაში (Larson, Ronnlunda,
Johansson, & Dahlgren, 2003), აქაც გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ვეგანების უმრავლესობამ
ცხოვრების წესის ცვლილება დაიწყო ვეგეტარიანელობით, ხოლო ვეგეტარიანელების
უმეტესობას სურვილი აქვს და გეგმავს - გახდეს ვეგანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გზა
ვეგანობისკენ უმეტესწილად იწყება ვეგეტარიანელობით, შემდეგ კი ხდება გადასვლა
ვეგანურ ცხოვრების წესზე, რადგან მონაწილეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მხოლოდ
ხორცის გამოყენების შეწყვეტას გარემოსა და ცხოველთა უფლებების დაცვის კუთხით
მინიმალური შედეგი აქვს: „ცოტა რთულია, მაგრამ ფაქტია ვეგეტარიანელობა დიდ შედეგს
ვერ გამოიღებს ვერც ცხოველთა დაცვისა და ვერც გარემოს დაცვის კუთხით, ამიტომ
ვაპირებ წელსვე გადასვლას.“ (მონაწილე 29; მამრ.; 26 წლის; ვეგეტარიანელი).
ფოკუსჯგუფებში მონაწილე ვეგეტარიანელების უმრავლესობა ნახევრად გადასულია
ან აპირებს ვეგანური ცხოვრების წესზე გადანაცვლებას, ისინი აგრეთვე, ასახელებენ ე.წ.
ტრანზიციის პროცესში ხელისშემშლელ ბარიერებს, რომლებიც ორი სახისაა:
ვეგეტარიანელთა ნაწილისთვის ბარიერი ქართულ ბაზარზე არსებული
ხელმისაწვდომობისა და მრავალფეროვნების პრობლემებია, ნაწილისთვის კი
ხელისშემშლელ ფაქტორს სტერეოტიპები და ოჯახის [განსაკუთრებით მშობლების]
მხრიდან მხარდაჭერის არარსებობა წარმოადგენს, ეს უკანასკნელი რიგ შემთხვევებში არა
მხოლოდ ვეგეტარიანელების, არამედ ომნივორებისთვისაც ბარიერია, რაზეც ყურადღება
გამახვილებულია ამერიკულ კვლევაშიც, რომლის მიხედვითაც სტერეოტიპები,
უარყოფითი წინაგანწყობები და სტიგმა აშორებს ინდივიდებს - შეამცირონ ცხოველური
პროდუქტების მოხმარება, რადგან მოქმედებენ ისე, რომ თავი აარიდონ იარლიყებს,
რომლებიც შეიძლება პირველადი თუ მეორადი ჯგუფების წევრების მხრიდან მიეკეროთ
(Markowski & Roxburgh, 2019).
საზოგადოების მიერ ვეგანები და ვეგეტარიანელები ხშირად არ არიან გამიჯნული
ერთმანეთისგან. აღსანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილე ვეგანები ავლებენ მკაფიო
სადემარკაციო ხაზს მათსა და ვეგეტარიანელებს შორის და ზოგიერთი მათგანი იმასაც
19
მიიჩნევს, რომ ვეგეტარიანელების მიერ გარემოსა და ცხოველებისთვის მიყენებული ზიანი
ომნივორებისას უთანაბრდება, რადგან მხოლოდ ხორცის მოხმარებაზე უარის თქმა არ
ამცირებს არც გარემოს დაბინძურებას და არც ცხოველთა მიმართ სისასტიკეს, შესაბამისად,
ვეგეტარიანელობა არ წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის სათანადო გზას: „ვეგანობამდე
რვა თვე ვიყავი ვეგეტარიანელი, და ალბათ ცოტა დიდი დრო დამჭირდა იმის გასაგებად,
რომ ვეგეტარიანელობა არაფრით არ განსხვავდება ხორცისმჭამელობისგან, არც გარემოზე
ზრუნვის კუთხით, არც მორალურად, იმიტომ, რომ რეალურად ისევ აფინანსებ ცხოველთა
წამებას.“ (მონაწილე 4; მდედრ.; 24 წლის; ვეგანი).
ცხოვრების წესის ცვლილების მოტივაციები
როგორც მოსალოდნელი იყო, მონაწილეების უმრავლესობა არ აღზრდილა როგორც
ვეგანი ან ვეგეტარიანელი, თუმცა მიიღეს ცხოვრების წესის ცვლილების გადაწყვეტილება,
მათ ამის სამი ძირითადი მიზეზი დასახელეს: ეთიკური ანუ ცხოველთა დაცვის, გარემოს
დაცვისა და ჯანმრთელობის, რაც საერთოა მოტივაციების კვლევების უმეტესობისთვის, მათ
შორის 2012 წელს კანადაში ჩატარებული რაოდენობრივი კვლევისთვის (Ruby, 2012).
ცხოვრების წესის ცვლილების ძირითადი მოტივაცია საკუთარი ჯანმრთელობა
მხოლოდ სამი მონაწილისთვის აღმოჩნდა: „ჩემთვის ძირითადი მოტივი იყო ჯანმრთელობა
და ეზოთერიკა, შემდეგ გარემო და ცხოველთა უფლებების დაცვა.“ (მონაწილე 24; მდედრ.;
25 წლის; ვეგეტარიანელი). აღსანიშნავია, რომ ეს მონაწილე ვეგანებს ახსენებდა უარყოფით
კონტექსტში და განსაკუთრებული ხაზგასმით მიუთითებდა, რომ ისინი ხშირად სცდებიან
ზღვარს ომნივორებთან კამათისას, რადგან ომნივორობა, ვეგანობა თუ ვეგეტარიანელობა
არის ინდივიდის პირადი არჩევანი, რომელზე შეჩერებაც დაძალებით არ უნდა მოხდეს.
ფოკუსჯგუფებში აღმოჩნდა ორი ისეთი მონაწილეც, რომლებიც ცალკე მოტივაციას ვერ
გამოყოფენ, ვინაიდან მათთვის თანასწორად მნიშვნელოვანია როგორც ჯანმრთელობა, ისე
გარემოსა და ცხოველთა უფლებების დაცვა.
მონაწილეების დიდი უმრავლესობა ეთიკური ვეგანი-ვეგეტარიანელი აღმოჩნდა, რაც
მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან უცხოური კვლევებიც მსგავს შედეგს აჩვენებენ, მათ შორის
ამერიკულიც (Radnitz, Beezhold, & DiMatteo, 2015). კვლევაში მონაწილე 42 ვეგანისა და
ვეგეტარიანელისგან 36 მათგანისთვის ცხოვრების წესის ცვლილების ძირითადი მოტივაცია
ცხოველთა უფლებები და მათი ექსპლუატაციის დაფინანსების შეწყვეტა აღმოჩნდა, ამას
მოსდევს გარემოს დაცვის მოტივაცია: „პირველი ინფორმაცია იყო რა გავლენა ჰქონდა
გარემოს დაბინძურებაზე და ამან ძალიან დამაფიქრა, მანამდე მეგონა, რომ ბუნებას
ვუფრთხილდებოდი. ცოცხალი არსებების წამება და სიკვდილი, გადამწყვეტი აღმოჩნდა და
ძირითადი მიზეზიც ეს არის ვეგანობის.“ (მონაწილე 5; მდედრ.; 22 წლის; ვეგანი).
ფლორიდის შტატში 2018 წელს (Connon, 2018) და შვედეთში, 2019 წელს ჩატარდა
კვლევები, რომლებმაც ნათელი გახადა, რომ ვეგანიზმის უპირატესობების შესახებ
არსებული დოკუმენტური ფილმები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანების
დამოკიდებულებებზე მცენარეულ კვებასთან დაკავშირებით (Sael, 2019). იგივე შედეგია
ფოკუსჯგუფების მონაწილეების შემთხვევაშიც: ცხოვრების წესის ცვლილების შესახებ
გადაწყვეტილების მიღებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს შესაბამისი ინფორმაციის
მოძიება, ხორცისა და რძის ინდუსტრიების გარემოსა და ჯანმრთელობაზე ზეგავლენის,
აგრეთვე, ცხოველთა სისასტიკის შესახებ არსებული დოკუმენტური ფილმების ყურება,
20
რამაც გავლნა მოახდინა კვლევაში მონაწილე ვეგანებისა და ვეგეტარიანელების
გადაწყვეტილებაზე - შეემცირებინათ ან საერთოდ შეეწყვიტათ ყველა სახის ცხოველური
წარმოების პროდუქცის გამოყენება: „ჩემზე იმოქმედა დოკუმენტურმა ფილმებმა, მეც ასე
უარყოფის ფაზაში ვიყავი, ჩავრთე ფილმი „დედამიწელები“ იმ იმედით, რომ საკუთარ
ქცევას გავამართლებდი, მაგრამ მოხდა საპირისპირო, ორ საათიანი ფილმი იყო და სადღაც
ოც წუთამდე გავუძელი და მაშინ მივეცი ჩემს თავს ერთი თვე, მაგრამ იმ ფილმის ყურების
მერე აღარ გამჩენია სურვილი ხორცის მიღების.“ (მონაწილე 29; მამრ.; 26 წლის;
ვეგეტარიანელი).
ესპანური კვლევის მიხედვით, ვეგანები და ვეგეტარიანელები მოსალოდნელი
სოციალური სტიგმის გამო საკუთარი იდენტობის გამჟღავნებისას თავს გრძნობენ
არაკომფორტულად, რადგან ფიქრობდნენ, რომ ისინი საზოგადოებაში ასოცირებული
იქნებოდნენ საყოველთაოდ გაზიარებული კონვენციებისა და ნორმების დარღვევასთან,
დევიანტობასთან, თუმცა ისინი სიჩუმით არაინტენციურად აძლიერებენ ხედვას, რომ
ვეგანიზმი უბრალო ფენომენია (Bolderdijk & Cornelissen, 2021). აღსანიშნავია, რომ
ფოკუსჯგუფების რამდენიმე მონაწილე ნამდვილად ცდილობდა ოჯახის წევრებისთვის,
მეგობრებისთვის და საზოგადოების სხვა წევრებისთვის დაემალა საკუთარი
გადაწყვეტილება ცხოვრების წესის ცვლილების შესახებ მათი მხრიდან მოსალოდნელი
არასასურველი, უარყოფითი დამოკიდებულებისა და სტიგმის გამო: „თავიდან
არავისთვის არ მითქვამს, უბრალოდ უარი ვთქვი და მორჩა, თან რაღაც პერიოდი არც
ვამხელდი, მშობლების რეაქციის მეშინოდა რაღაცნაირად, ჩემი მეგობრებისაც, მაგრამ
თავდაჯერებულობა მოვიდა თანდათან და აღარ მრცხვენოდა მერე გაჟღერების, იმიტომ,
რომ მომზადებული მქონდა უკვე არგუმენტები და „სფიჩი“, რაც დაცინვის შემთხვევაში
უნდა მეთქვა.“ (მონაწილე 28; მდედრ.; 26 წლის; ვეგეტარიანელი).
მონაწილეების დაახლოებით მეოთხედი ვეგანი ან ვეგეტარიანელი გახდა პანდემიის
დაწყების შემდეგ, რაც საზიაროა ამერიკული კვლევისთვისაც, რომლის მიხედვითაც
პანდემიის ორწლიან პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ვეგანების რაოდენობა და
მცენარეული პროდუქციის გაყიდვა 90%-ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით (Loh,
Seah, & Looi, 2021). ფოკუსჯგუფის ზოგიერთი მონაწილისთვის პანდემიის გავლენით
უბრალოდ დრო გათავისუფლდა ინფორმაციის მოძიებისა და დოკუმენტური ფილმების
ყურებისთვის. ერთ-ერთი მონაწილე გაეცნო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მცენარეული
კვების დროს იმუნიტეტი ხდება ძლიერი და კორონავირუსის ლეტალობა შედარებით
დაბალია, რამაც უბიძგა ვეგეტარიანელობისკენ (ცხოვრების წესის ცვლილების ეს მიზეზი
ნახსენებია ზემოხსენებულ ამერიკულ კვლევაშიც): „ფეისბუქ ჯგუფში გავწევრიანდი
ბევრი წლის წინ და იქ იდებოდა ინფორმაციები, „ჯანმო“-ს ოფიციალურ გვერდზეც
წავიკითხე რომ უფრო ადვილად გადააქვთ ვირუსი იმათ, ვინც მარტო მცენარეულ
კვებაზეა და მაგიტომაც გადავწყვიტე ვეგეტარიანელობა.“ (მონაწილე 24; მდედრ.; 25
წლის; ვეგეტარიანელი).
ვეგანიზმის/ვეგეტარიანიზმის მიმართ დამოკიდებულება ცხოვრების წესის
ცვლილებამდე
ცხოვრების წესის ცვლილებამდე მონაწილეების უმრავლესობას ვეგანიზმის იდეის,
ისევე, როგორც ამ სტატუსის მქონე ადამიანების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება
21
ჰქონდა, რაც მათივე აზრით განპირობებული იყო მეინსტრიმული აზროვნების წესის
გავლენით, აგრეთვე, ვეგანური იდეოლოგიის შესახებ ინფორმაციის სიმცირით:
„დოკუმენტური ფილმების ნახვამდე, სასაცილოდ არ მყოფნიდა ვეგანობა, მაგრამ როგორც
კი ინფორმაციას გაეცნობი, რთულია მერე არ იფიქრო მაგაზე, ყოველ წელს 72 მილიარდი
ცხოველი იკვლება, ჯერ რამდენი წყალი იხარჯება ამის გამო, მერე ცხოველების ნარჩენები
რა გავლენას ახდენს გარემოზე და მერე ხალხი გლობალურ დათბობას მეორედ მოსვლასთან
და რაღაც რელიგიურობასთან აკავშირებს, სასაცილოა ეგ.“ (მონაწილე 22; მამრ.; 31 წლის;
ვეგანი).
კვლევაში მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ვეგანური იდეოლოგია მისი
გაცნობისთანავე მისაღები აღმოჩნდა და ცხოვრების წესის ცვლილება აუცილებლად
მიიჩნია, იქიდან გამომდინარე, რომ ფოკუსჯგუფში მონაწილეები ცხოვრების წესის
ცვლილებამდე ვეგანიზმის მიმართ დამოკიდებულებებზე დისკურსისას ამ იდეოლოგიის
მიმდევარ ადამიანებს აღმერთებდნენ მათი დისციპლინისა და გამძლეობის გამო. მსგავსი
შედეგები დაფიქსირდა შვედურ კვლევაშიც (Sael, 2019): „ვეგანობამდე ერთი წლით ადრე
დავინტერესდი პირველად და იმ წამიდანვე აუცილებლად მივიჩნიე „გადასვლა“, როდის
მოხდებოდა ეს, უკვე დროის საკითხი იყო. ვაღმერთებდი ვეგანებს მართლა, იმიტომ, რომ
წარმომედგინა ძალიან ძლიერ და განათლებულ ადამიანებად.“ (მონაწილე 5; მდედრ.; 22
წლის; ვეგანი).
ცხოვრების წესის ცვლილების გავლენა ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე
კვლევაში მონაწილეების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ცხოვრების წესის ცვლილებას
არანაირი გავლენა არც ფიზიკურ და არც მენტალურ ჯანმრთელობაზე არ მოუხდენია,
განსხვავებით მონაწილეების იმ მნიშვნელოვანი ნაწილისგან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ
ვეგანობამ თუ ვეგეტარიანელობამ მათი ყოველდღიური ცხოვრება მხოლოდ დადებითად
შეცვალა, მაგალითად, 42-დან 23 მონაწილე მიიჩნევს, რომ ცხოვრების წესის ცვლილების
შემდეგ მათი ფიზიკური ჯანმრთელობა გაუმჯობესდა: „დავძლიე ასევე აუტოიმუნური
დაავადება, რაც ძვლების და სახსრების დაზიანებას იწვევს. ასევე მეუბნებოდნენ ექიმები,
რომ შვილი არასდროს მეყოლებოდა, თუმცა ჯანმრთელი ცხოვრების წესით, მუდმივი
ვარჯიშით, სწორი ვეგანური კვებით, ორგანული პროდუქტების გამოყენებამ გამიძლიერა
ორგანიზმი და დღეს ვარ ტყუპების დედა.“ (მონაწილე 14; მდედრ.; 41 წლის; ვეგანი).
მხოლოდ ერთი მონაწილე აღმოჩნდა ისეთი, რომლის შემთხვევაშიც ფიზიკური
ჯანმრთელობა გაუარესდა, თუმცა მონაწილემ აღნიშნა ისიც, რომ ამას არა
ვეგეტარიანელობას, არამედ საკუთარ შეცდომას - არასწორად კვებას უკავშირებს: „რკინა-
დეფიციტური ანემია მაქვს, რაც რეალურად ჩემი ბრალია და არა იმის, რომ ხორცზე ვთქვი
უარი. [იცინის].“ (მონაწილე 35; მდედრ.; 27 წლის; ვეგეტარიანელი).
ზოგადად, მიჩნეულია, რომ ინდივიდების განწყობები ცხოველური საკვების მიღებაზე
უარის თქმის შემდეგ უარყოფითად იცვლება, თუმცა კვლევაში მონაწილეთა
მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრების წესის ცვლილების გავლენას მათი მენტალური
მდგომარეობისა და განწყობების გაუმჯობესებაზე დადებითად აფასებს, რაც ემთხვევა ერთ-
ერთი ამერიკული კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ცხოველური საკვების
აკრძალვის ზრდა ასოცირებულია გაუმჯობესებულ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასთან,
თუმცა კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ მონაცემების მოპოვების მეთოდოლოგიური
22
განსხვავებები შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ სხვა (ცდაზე დაფუძნებული კვლევები)
საპირისპირო შედეგს აჩვენებენ (Beezhold, Radnitz, Rinne, & DiMatteo, 2015).
რესპონდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ვეგანობამ/ვეგეტარიანელობამ მათ მეტი
თავდაჯერებულობა შესძინა და თვითშეფასების ამაღლებაშიც დაეხმარა: „მენტალურ
ჯანმრთელობას რაც შეეხება, მგონია, რომ ბევრად უკეთ ვარ მაგ მხრივაც, თვითშეფასების
პრობლემები სულ ქონდა ხოლმე და ახლა ბევრად თავდაჯერებული ვარ, როცა ვიცი, რომ
იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც გარემოს ზიანს არ აყენებს და ეს
განსაკუთრებულად მაგრძნობინებს თავს [იცინის].“ (მონაწილე 22; მამრ.; 31 წლის; ვეგანი).
ფოკუსჯგუფის სხვადასხვა ეტაპზე მონაწილებმა ისაუბრეს ჯანდაცვის სფეროს
წარმომადგენლების არაადექვატურ დამოკიდებულებაზე ვეგანებისა და ვეგეტარიანელების
ცხოვრების წესის მიმართ, 42-დან 10 მონაწილეს აღმოაჩნდა საზიარო გამოცდილება,
როდესაც მას შემდეგ, რაც ექიმი მათი მცენარეული კვების შესახებ შეიტყობს, მოუწოდებს
პაციენტს, ხშირად დაძალებით, რომ უარი თქვას ამგვარი კვების სტილზე მისი
სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველობის არგუმენტით: „ექიმმა მითხრა ერთხელ - ვერ
იცოცხლებ ხორცის ჭამას თუ არ დაიწყებო და თუ ისევ ეგრე გააგრძელებ სხვა ექიმი
მოძებნეო, მე ვუთხარი დიდ ხანს ვეღარ იმუშავებთ ექიმად თანამედროვე მედიცინას თუ
არ გაეცნობით-მეთქი, ეგ კი არა, დედაჩემისთვის უთქვამს ჩუმად უნდა აჭამო, ისე, რომ
ვერ გაიგოსო [იცინის].“ (მონაწილე 32; მდედრ.; 28 წლის; ვეგეტარიანელი).
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების შეუსაბამო დამოკიდებულების შესახებ
ესტონეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ექიმების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ
ვეგანები და ვეგეტარიანელები არიან დევიანტები და შეუძლებელია ისინი იყვნენ
ჯანმრთელები, რის გამოც მოუწოდებენ მათ გააგრძელონ ცხოველებით კვება (Aavik, 2019),
რაც საზიარო გამოცდილებაა ფოკუსჯგუფების მონაწილეებისთვის და შეაფასებულია,
როგორც თანამედროვე მედიცინაში გათვითცნობიერებულობის ნაკლებობა, ეს ზოგჯერ
შეიძლება აღმოჩნდეს ხელისშემშლელი ფაქტორი ვეგანებისა და ვეგეტარიანელების მიერ
ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის პროცესში, რაც შეიძლება მივიჩნიოთ
მარგინალიზაციის ერთ-ერთ ფორმად, ვინაიდან სახეზე გვაქვს ერთი ჯგუფისთვის
სოციალურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის შეზღუდვა უფრო ფართო
საზოგადოებასთან შედარებით. ეს მიუთითებს ვეგანების/ვეგეტარიანელების არამყარ
ინსტიტუციურ რეზისტენტულობაზე - რაც გამოწვეულია სამედიცინო სფეროს
წარმომადგენლების მიერ მათ აღქმაზე, როგორც დევიანტები: „საქართველოში ძალიან
მცირეა იმ ექიმებისა და ნუტრიციოლოგების რიცხვი, რომლებიც რეალურად ერკვევიან
მცენარეული კვების საკითხში და როცა ავადმყოფი მიდის ექიმთან და ეუბნევა, რომ რაღაც
აწუხებს, ექიმების უმეტესობა ცხოველური ცილის მიუღებლობას აბრალებს ამას და იმის
მაგივრად, რომ თანამედროვე მედიცინას გადახედოს, აშინებს პაციენტს, რომ ვთქვათ, თუ
არ შეჭამს ხორცს მოკვდება, არადა სინამდვილეში ბევრად უფრო დიდი ფსიქოლოგიური
პრობლემა შეიძლება შეექმნას ვეგანს, რომელსაც ექიმმა დააძალა და დააწყებინა ხორცის
ჭამა, ეს პირადად მაქვს გამოცდილი.“ (მონაწილე 22; მამრ.; 31 წლის; ვეგანი).
ცხოვრების წესის ცვლილების შემდეგ განვითარებული უნარ-ჩვევები და ინტერესები
კვლევაში მონაწილეების მიერ გამოიყო სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევები და ინტერესები,
რომლებიც განავითარეს ცხოვრების წესის ცვლილების შემდეგ, ესენია: კულინარიული
23
ინტერესები; ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობა; გარემოზე
ზრუნვა/დასუფთავება; თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების მატება; აზროვნების
წესის ცვლილება.
ფოკუსჯგუფებში მონაწილე ვეგანებისა და ვეგეტარიანელების უმრავლესობამ [42-დან
24-მა მონაწილემ] აღნიშნა, რომ ცხოვრების წესის ცვლილება დაეხმარა კულინარიული
ინტერესების განვითარებაში, რაც უმეტესწილად განპირობებული იყო იმით, რომ ოჯახის
წევრებისგან განსხვავებული კვების გამო თავად უწევთ ყოველდღიურად კერძების
მომზადება: „თავად მიწევდა ჩემთვის ყველაფრის მომზადება, ბევრი რამე ვისწავლე და
საკმარისი ფინანსები მოვიძიე, ვეგანური კაფის მფლობელი გავხდი.“ (მონაწილე 17; მდედრ.;
42 წლის; ვეგანი).
ვეგანი მონაწილეებისთვის ცხოვრების წესის ცვლილება აღმოჩნდა მოტივაცია -
ყოველდღიურობაში დაენერგათ ჯანსაღი ცხოვრების წესის ელემენტები, მათ შორის
ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვება, რაც პოლონური კვლევისთვისაც საზიაროა,
რომლის მიხედვითაც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, აგრეთვე, ჯანსაღი კვების შესახებ
ცოდნა ვეგანების შემთხვევაში უფრო მაღალი იყო ვიდრე ვეგეტარიანელების ან
ომნივორების (Brytek-Matera, Czepczor-Bernat, Jurzak, Kornacka, & Kolodziejczyk, 2018):
„ვეგეტარიანელობის მერე ვცდილობ ჯანსაღად ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
სხვათაშორის ვეგეტარიანელობის მერე დავიწყე ფიზიკური აქტივობაც, თუ ჯანსარად
კვებას ვცდილობ, ვარჯიში რატომ არ უნდა დავიწყო მეთქი, საკუთარ თავს ვუთხარი.“
(მონაწილე 21; მამრ.; 24 წლის; ვეგანი).
მონაწილეებისთვის ცხოვრების წესის ცვლილება აღმოჩნდა საშუალება ემუშავათ
თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლებაზე, რაც მათთვის წარმატების
მომტანიც აღმოჩნდა, გარდა ამისა, ზოგიერთი ვეგანი მონაწილე აღნიშნავს, რომ მათთვის
ყოველდღიურობა ნაკლებად სტრესული გახდა, რაც საზიაროა პოლონური კვლევისთვის,
რომლის მიხედვითაც ვეგანები ნაკლებ სტრესსა და შფოთვას განიცდიან, ვიდრე
ომნივორები (Brytek-Matera, Czepczor-Bernat, Jurzak, Kornacka, & Kolodziejczyk, 2018): „ის, რაც
შევამჩნიე ვეგანობის მერე, არის ის, რომ პანიკური შეტევები თითქმის აღარ მაქვს.“
(მონაწილე 22; მამრ.; 31 წლის; ვეგანი).
ფოკუსჯგუფის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ცხოვრების წესის ცვლილების შემდეგ
სავსებით შეიცვალა მათი აზროვნების წესიც, მოხდა პრიორიტეტების გადაფასება: თუ
მანამდე ადამიანი იყო სამყაროს უმნიშვნელოვანესი ობიექტი, ახლა ისინი თვლიან, რომ
ეთიკური აზროვნების წესი ვრცელდება როგორც ადამიანებზე, ისე სხვა ცხოველებზე, რაც
საზიაროა ჯორჯიის შტატში ჩატარებული კვლევისთვის, რომლის მიხედვითაც
ნორმატიული მეინსტრიმული სპეცისისტური იდეოლოგიის ჩანაცვლება ხდება
ვეგანიზმით (McDonald, Cervero, & Courtenay, An Ecological Perspective of Power in
Transformational Learning: A Case Study of Ethical Vegans, 2011). კვლევაში პარალელი
გავლებულია ცხოველური პროდუქტებისა და თამბაქოს ინდუსტრიებს შორის; ეს
უკანასკნელი საუკუნეების წინ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ მიიჩნეოდა, თუმცა
მეცნიერემაბ საპირისპირო დაადასტურა, რაზეც ერთ-ერთმა მონაწილემ ისაუბრა კიდეც:
„თუ ვეგანობამდე ემპათია მხოლოდ ძაღლებისა და კატების მიმართ მქონდა, ეგ შეიცვალა
და ახლა ყველა ცხოველი არის თანასწორი ჩემს თვალში, ანუ ყველას თანასწორი უფლება
24
უნდა ჰქონდეს სიცოცხლის და მანამდე ეგრე არ ვფიქრობდი, ეს ყველაფერი მეგონა
აუცილებელი, მაგრამ ეგეც იცვლება ნელ-ნელა, ადრე სიგარეტის მოწევაც ჯანმრთელობა
ეგონა ხალხს და ახლა კოლოფი გეუბნება თვითონ, რომ გკლავს.“ (მონაწილე 21; მამრ.; 24
წლის; ვეგანი).
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აზროვნების წესის ცვლილებამ მნიშვნელოვანი გახადა
სხვადასხვა საშუალებით გარემოზე ზრუნვა და მისი დანაგვიანების პრევენცია
ყოველდღიურ პრაქტიკაში: „ვცდილობ ბუნებაზე უფრო მეტად ვიზრუნო, ხშირად
ხელთათმანებით გავდივარ ქუჩაში და ნაგავი თუ მხვდება სადმე, ვასუფთავებ, ისე ათასში
ერთხელ მეგობართან ერთად სპეციალურად გავდივარ დასუფთავებისთვის, მაგრამ ამასაც
დიდი აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ საქართველოში ნაგვის დახარისხება და გადამუშავება არ
ხდება.“ (მონაწილე 2; მდედრ.; 23 წლის; ვეგანი).
ვეგანიზმის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებულ
აქტივიზმში ჩართულობა
ვეგანები და ვეგეტარიანელები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია
გაიზარდოს მათი რაოდენობა, მიუხედავად ამისა, კვლევაში მონაწილეების უმრავლესობის
ჩართულობა ვეგანური ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლებასთან
დაკავშირებულ აქტივიზმში შემოიფარგლება მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობითა
და ოჯახის წევრების, მეგობრებისა და სხვა ნაცნობებისთვის სხვადასხვა სახის ინფორმაციის
მიწოდებით, რასაც ნაწილი აფასებს, როგორც უფრო ეფექტური, ვიდრე ქუჩაში გამართული
აქციები: „სიმართლე რომ ვთქვა, დიდი აქტიურობით არ გამოვირჩევი, რადგან მე და
აქტივიზმი ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან. მირჩევნია სანაცნობო წრეში ნელა
მოვახდინო გავლენა მეგობრებზე, თუნდაც სოციალური ქსელებით, ვიდრე ერთჯერადად
აქციებში მონაწილეობოთ.“ (მონაწილე 20; მდედრ.; 49 წლის; ვეგანი).
მონაწილეებმა აღნიშნეს ისიც, რომ მათთვის ვეგანიზმის შესახებ ადამიანებთან საუბარი
ბევრად უფრო მარტივია გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის არგუმენტაციის მეშეობით,
რადგან მიაჩნიათ, რომ ცხოველების კეთილდღეობის საკითხი საზოგადოებას ნაკლებად
აინტერესებს და რომ ინდივიდებს მხოლოდ მაშინ ექნებათ სურვილი ცხოველური
პროდუქციის მოხმარების შემცირების, თუ საკუთარი და გარშემომყოფების
სიცოცხლისთვის პოტენციურ საფრთხეს დაინახავენ. ერთ-ერთი კვლევის მიხედვითაც,
ადამიანებზე უფრო მნიშვნელოვანი და სასწრაფოა გარემოს დაცვის ვალდებულება, ვიდრე
ცხოველების (Nagelman, 2019), რაც ხსნის მონაწილეების მიერ დასახელებულ მიზეზს იმის
შესახებ, თუ რატომ არ იყენებენ ომნივორებთან ვეგანიზმის შესახებ დისკუსიისას
ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის არგუმენტს.
2020 პოლონეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქალები და ვეგანები უფრო მეტად
არიან დაინტერესებულნი ცხოველთა უფლებებისა და გარემოს დაცვით, ვიდრე კაცები და
ვეგეტარიანელები (Modlinska, Adamczyk, Maison, & Pisula, 2020), რაც არაა საზიარო
ქართველი ვეგანებისა და ვეგეტარიანელების შემთხვევაში, ვინაიდან ყველა
მონაწილისთვის თანასწორად მნიშვნელოვანია ვეგანიზმის იდეოლოგიის ეთიკური და
გარემოსდაცვითი ნაწილები. კვლევაში მონაწილეებიდან მხოლოდ სამმა ვეგანმა
დაადასტურა, რომ ჩართულია ქუჩის აქტივიზმში და საშუალებას აძლევს დაინტერესებულ
პირებს გაეცნონ ვეგანიზმის პრინციპებს: „ქუჩის აქციებში მაქვს მონაწილეობა მიღებული,
25
სადაც ადამიანებს დაინტერესების შემთხვევაში აქვთ საშუალება ნახონ, რა მდგომარეობაა
ცხოველთა ფერმებში, უკეთესად გაიგონ რას ემსახურება ვეგანიზმი. ეს პრაქტიკა ძალიან
კარგად მუშაობს, საკმაოდ ბევრი ინტერესდება.“ (მონაწილე 6; მდედრ.; 33 წლის; ვეგანი).
მონაწილეებმა აქტივიზმში ნაკლებად ჩართულობის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელეს
სტერეოტიპები, რომლებიც ცხოველთადამცველების შესახებ არსებობს და რომელთაგან
ყველაზე გავრცელებულია მოსაზრება, რომ ვეგანი აქტივისტები და ცხოველთადამცველები
თვალთმაქცობას ავლენენ, რადგან უპირატესობას ანიჭებენ არა ადამიანის, არამედ
ცხოველთა უფლებებს. სხვა მონაწილეები ვეგანური ცხოვრების წესის შესახებ
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებულ აქტივიზმში ჩართულობის
შესახებ დასმულ კითხვაზე საუბრობენ ცხოველების დახმარებასა და გარემოს
დასუფთავებაში მოხალისეობრივ ჩართულობაზე, რაც ვეგანიზმის შესახებ უშუალოდ
ცნობიერების ოპტიმიზაციას არ ემსახურება, თუმცა მაინც წინ გადადგმულ დასაფასებელ
აქტივობად მიიჩნევენ: „ცნობიერების ამაღლებას ეს არ ემსახურება, მაგრამ მე მაგალითად,
მეგობრებთან ერთად როცა თავისუფალი დღე გვაქვს საერთო, ერთობლივად ვასუფთავებთ
დანაგვიანებულ ადგილებს და ესეც კარგია ჩემი აზრით“ (მონაწილე 15; მდედრ.; 23 წლის;
ვეგანი).
დისკურსები სადღესასწაულო/საოჯახო/სამეგობრო შეკრებებისა და სადილების შესახებ
კვლევაში მონაწილე 42 ვეგანისა და ვეგეტარიანელიდან 28 მონაწილე აღნიშნავს, რომ
ხშირად (ზოგიერთის შემთხვევაში ყოველდღიურად), უწევთ ისეთ შეკრებებზე დასწრება,
სადაც როგორც ნორმატიულ კვებას შეესაბამება - კერძების უმეტესობა მომზადებულია
ცხოველური პროდუქტებისგან, რასაც ხშირად მოსდევს ოჯახის წევრებთან თუ
მეგობრებთან განსხვავებული კვებითი ქცევის გამო კამათი, შესაბამისად, აღნიშნული
შეკრებები მონაწილეების უმრავლესობის განწყობასა და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე
უარყოფით გავლენას ახდენს, რის გამოც მათ ზოგჯერ უწევთ ისეთ სოციალურ
ურთიერთობებისთვის თავის არიდება, რაც მოითხოვს ამგვარ „ნორმატიულ“ შეკრებებსა და
სადილებზე დასწრებას. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ზოგჯერ შეკრების მასპინძელი
ცხოველური კერძის მირთმევაზე უარს აღიქვმს, როგორც უპატივცემულობა. სოციალური
ნორმებისგან გადახრა რიგ შემთხვევებში აიძულებს ვეგანებს/ვეგეტარიანელებს, რომ
დაარღვიონ კვების დადგენილი სოციალური ეტიკეტი (Salmivaara, Niva, Silfver, & Vainio,
2022): „არის ხოლმე ისეთი სიტუაციებიც როცა სუფრაზე ძირითადად ცხოველური
პროდუქტია წარმოდგენილი, ან იქვე წვავენ და ამზადებენ ცხოველურ კერძებს. მაგ
შემთხვევაში ვცდილობ რომ გავეცალო ხოლმე იქაურობას ან რაც შეიძლება ნაკლები დრო
გავატარო, ეგეთ გარემოში მიჭირს კარგი განწყობის შენარჩუნება და ამას ამჩნევენ ხოლმე,
ზოგს საერთოდ ჰგონია, რომ პატივს არ ვცემ უარს რომ ვამბობ რაიმე ცხოველურის ჭამაზე,
ზოგჯერ საერთოდ არ მინდა მაგის გამო სადმე გავიდე.“ (მონაწილე 20; მდედრ.; 49 წლის;
ვეგანი).
კვლევაში მონაწილე ვეგეტარიანელებისა და ვეგანების მცირე ნაწილი აღნიშნავს, რომ
შეგუებულობის გამო საოჯახო თუ სამეგობრო „ნორმატიული“ სადილები არანაირ გავლენას
არ ახდენს არც მათ განწყობაზე, არც ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე: „შევეგუე უკვე და
ემოციურად არ ვღიზიანდები სანამ ვეგანობის გამო ჩემს გაკრიტიკებას არ გადაწყვეტენ.

26
პატივს ვცემ ყველა ადამიანს, ვინც ხორცს იყენებს საკვებად, მაგრამ ამით ამავდროულად
აღიარებენ, რომ ცხოველები არ უყვართ.“ (მონაწილე 21; მამრ.; 24 წლის; ვეგანი).
სოციალური კაპიტალი - პირველად და მეორად ჯგუფებთან ურთიერთობა
კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ვეგანები და ვეგეტარიანელები მიიჩნევენ, რომ მათ
მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება უმეტესად ნეგატიურია, ბრიტანული კვლევის
თანახმად ამის მიზეზი ის არის, რომ მათი მხრიდან მნიშვნელოვნად დარღვეულია
კვებასთან დაკავშირებული სოციალური კონვენციები (Cole & Morgan, Vegaphobia: derogatory
discourses of veganism and the reproduction of speciesism in UK national newspaper, 2011). იმის
დასადგენად, თუ როგორ მოქმედებს ცხოვრების წესის ცვლილება გამაერთიანებელ და
მაკავშირებელ სოციალურ კაპიტალზე, მონაწილეებს ფოკუსჯგუფის მსვლელობისას
დაესვათ კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა მათი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან
და მეგობრებთან და როგორც მოსალოდნელი იყო - უმეტესობისთვის
ვეგანობა/ვეგეტარიანელობა არ გამხდარა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან
ურთიერთობის ცვლილების მიზეზი, თუმცა საპირისპირო გამოცდილება ჰქონდა 42-დან 7
მონაწილეს, რომელთა უმეტესობაც აგრეთვე ვეგანია და რომელთა ნაწილისთვის
ურთიერთობა გაუარესდა მეგობრებთან, ნაწილისთვის კი ოჯახის წევრებთან, რაც აგრეთვე,
მიუთითებს იმაზე, რომ ვეგანურ ცხოვრების წესზე გადასვლა გავლენას ახდენს ინდივიდის
როგორც გამაერთიანებელ, ისე მაკავშირებელი სოციალური კაპიტალის შემცირებაზე: „მე
მაგალითად, ვეგანობის მერე ზუსტად მაგის გამო გადავედი სხვაგან საცხოვრებლად, რომ
ოჯახთან არ გამფუჭებოდა ურთიერთობა, მაგრამ იმდენად იშვიათად ვხვდები მათთან, რომ
მაინც მგონია გაუარესდა.“ (მონაწილე 6; მდედრ.; 33 წლის; ვეგანი).
ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ვეგეტარიანელობა და
ვეგანობა დადებით გავლენას ახდენს ინდივიდთა მაკავშირებელ სოციალურ კაპიტალზე,
ვინაიდან მონაწილეების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ცხოვრების წესის ცვლილება
აღმოჩნდა ახალი ვეგანი/ვეგეტარიანელი მეგობრების შეძენის საშუალება, თუმცა
სხვადასხვა მიზეზის გამო მათ შორის ინტერაქცია გაშუალებულია სივრცული დისტანციით
და „არადამსწრე“ აგენტებს შორის ელექტრონული ურთიერთობებით (Giddens, 1990), მათ
შორის სოციალურ ქსელებში შექმნილ მრავალრიცხოვანი ჯგუფების საშუალებით:
„სოფელში ვცხოვრობ და ხშირად პირისპირ შეხვედრის ხშირი შესაძლებლობა არ გვაქვს,
ამიტომ სოციალური ქსელით უფრო ვკონტაქტობთ, „ფეისბუქ“ ჯგუფები გვაქვს, ათასობით
ვართ და იქიდან გავიცანი რამდენიმე.“ (მონაწილე 6; მდედრ.; 33 წლის; ვეგანი). ახალი
სოციალური კავშირების არსებობა მოწმობს, რომ ცხოვრების წესის ცვლილებას მხოლოდ
ნეგატიური ეფექტები არ აქვს. სოციალური გადახრის დადებით ეფექტზე წერდა გოფმანი,
რაც მდგომარეობს ახალი სოციალური ჯგუფისთვის მიკუთვნებულობის განცდაში;
სტიგმატიზირებული დევიანტები ცდილობენ იპოვონ კომპანიონები, რომლებიც სრულად
გაიზიარებენ მათ მსოფლმხედველობას და აგრძნობინებენ, რომ ისინიც ადამიანები და
„არსებითად ნორმალურები“ არიან (Goffman, 1963).
ზოგიერთი მონაწილის მიერ ახალ ვეგან და ვეგეტარიანელ მეგობრებთან არსებული
ურთიერთობა შეფასებულია როგორც უფრო მჭირდო და მარტივი, ვიდრე სხვა ომნივორ
მეგობრებთან, მსგავსი ცხოვრების წესის მქონე ადამიანებთან მჭიდრო კავშირების
პოზიტიურ შედეგებზე განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული კანადურ
27
კვლევაშიც, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გამაერთიანებელი სოციალური კაპიტალის მაღალი
დონე დადებით გავლენას ახდენს ვეგანებისა და ვეგეტარიანელების მეინსტრიმული
იდეოლოგიის მიმართ რეზისტენტულობაზე. (Ruby, 2012): „რა თქმა უნდა მყავს, კარგი
ურთიერთობა მაქვს მათთან უფრო, ვიდრე ომივორ მეგობრებთან, მართლა დიდი შვებაა,
როცა ისეთებთანაც გაქვს ურთიერთობა, ვისაც ესმის შენი და განსხვავებულობის გამო
ლექციებს არ გიკითხავს ყოველ წუთს.“ (მონაწილე 10; მდედრ.; 32 წლის; ვეგანი).
პირველადი და მეორადი ჯგუფების წევრების რეაქცია ცხოვრების წესის ცვლილების
მიმართ
2014 წელს აშშ-ში ჩატარებული კვლევის მონაწილეების უმრავლესობამ დაადასტურა,
რომ ოჯახის წევრები და მეგობრები ვეგანობისა და ვეგეტარიანელობის გამო ხშირად
დამცინავად საუბრობდნენ მათზე, უსვამდნენ არასასიამოვნო კითხვებს და მიუთითებდნენ
ცხოვრების წესის ცვლილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეცდომაზე (Cherry,
2014). პირველადი და მეორადი ჯგუფის წევრების მხრიდან იგივე დამოკიდებულებაზე
ისაუბრეს ჩვენი ფოკუსჯგუფის მონაწილეებმაც, კერძოდ, 42-დან 37 მონაწილე საუბრობს
ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხრიდან ხშირად წამოწყებულ კამათსა და დაკითხვის
მსგავს დიალოგებზე, რისი ძირითადი მიზეზიც მათი ვეგანობა და ვეგეტარიანელობაა, რაც
აგრეთვე ემთხვევა სხვა ამერიკულ კვლევას (Markowski & Roxburgh, 2019), რომელიც
ვეგანობის თანმდევი სტიგმის მიზეზების გამოვლეაზე იყო ორიენტირებული. რამდენიმე
მონაწილემ აღნიშნა, რომ მათი ცხოვრების წესის ცვლილება დისკუსიისას ოჯახის წევრების
მიერ ხშირად მოხსენიებული იყო, როგორც ფსიქოლოგიური პრობლემა, რაც როგორც
მონაწილეები მიიჩნევენ, ვეგანიზმის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის შედეგია: „კი,
ხშირად მაქვს კამათი და ახლა უკვე მაგასაც თავს ვარიდებ და სხვა თემაზე გადამაქვს ხოლმე
საუბარი, რადგან ბევრს ჰგონია, რომ ფსიქიკური აშლილობა მაქვს და ვერც ვაგებინებ, რომ
ყველაზე მეტად მაგ თემაში ვარ გაწონასწორებული, ერთ აზრზე ჩამოყალიბებული.“
(მონაწილე 7; მდედრ.; 32 წლის; ვეგანი).
ვეგანები და ვეგეტარიანელები ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხარდაჭერას
უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიიჩნევენ იმისთვის, რომ ფოკუსჯგუფების მონაწილეების
უმრავლესობამ დისკუსიისას აღნიშნა, რომ ცხოვრების წესის ცვლილების შესახებ
მიღებული გადაწყვეტილების გამჟღავნებას ოჯახის წევრები უარყოფითად, ზოგიერთ
შემთხვევაში კი ცინიკური დამოკიდებულებით შეხვდნენ, რასაც ხშირად მოყვება მათ
შორის კამათი: „სულ პირველად როცა ვთქვი, რომ აღარ შევჭამდი ხორცს, დედაჩემმა შოკი
მიიღო, ისეთი მიუღებელი და უცხო რამ იყო მისთვის, რომ სერიოზული ჩხუბი მოგვივიდა
მაგაზე. პირველი ერთი წლის განმავლობაში თითქმის ყველა ჩემ წინააღმდეგ იყო,
ოჯახიდან დაწყებული შორი ახლობლებით დამთავრებული, ყველა სხვადასხვა
არგუმენტით ცდილობდა დავერწმუნებინე რომ ხორცის მიღება აუცილებელი იყო და მის
გარეშე ვერ ვიცოცხლებდი.“ (მონაწილე 20; მდედრ.; 49 წლის; ვეგანი).
გამოიკვეთა საინტერესო ტენდენცია - 42-დან 8 მონაწილემ აღნიშნა, რომ მათი ოჯახის
წევრები და იშვიათად მეგობრებიც, ვეგანობა/ვეგეტარიანელობას აღიქვამენ, როგორც
დროებითი მოვლენა, რომელიც ადრე თუ გვიან გაივლის, რაც აღნიშნულია ფინურ
კვლევაშიც (Salmivaara, Niva, Silfver, & Vainio, 2022). მონაწილეების პირველადი ჯგუფის
წევრები ხშირად მიუთითებდნენ ვეგანიზმზე, როგორც „ახირება“ და „მოდას აყოლა“:
28
„თავიდან ოჯახის წევრებს ეგონათ, რომ ასეთი პერიოდი მქონდა ცხოვრებაში და
„გადამივლიდა“, სასაცილოდ არ ყოფნიდათ ეს ყველაფერი. მეგობრებსაც ეგონათ, რომ არა
ცხოველების, გარემოსა და ჯანმრთელობის, არამედ მოდის გამო გავხდი ვეგანი და მალე
„გადამივლიდა“, რაც აბსურდია.“ (მონაწილე 2; მდედრ.; 23 წლის; ვეგანი).
აღსანიშნავია, რომ მონაწილეები მეგობრების მხარდაჭერას ბევრად დადებითად
აფასებენ, ვიდრე ოჯახის წევრებისა და ნათესავების. კვლევაში მონაწილე 42 ვეგანისა და
ვეგეტარიანელიდან მხოლოდ თორმეტმა აღნიშნა, რომ ოჯახის წევრებს ცხოვრების წესის
ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების გამჟღავნების მიმართ ნეიტრალური
დამოკიდებულება ჰქონდათ, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა მათ ახალ კვებით სტილსა თუ
აზროვნების წესთან ადაპტაციაში: „მშობლებმა ნორმალურად მიიღეს, ბიძია-დეიდებისგან
დღემდე მესმის შემაწუხებელი კითხვები იმაზე, თუ რატომ გადავწყვიტე ვეგანობა,
მეგობრებშიც საკმაოდ კარგად და ნორმალურად მიიღეს.“ (მონაწილე 1; მდედრ.; 25 წლის;
ვეგანი).
დისკურსები ოჯახის წევრებთან კამათის მიზეზების შესახებ
ფოკუსჯგუფის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ მიზეზებზეც რის გამოც ვეგანობა და
ვეგეტარიანელობა ხშირად ხდება ოჯახის წევრებს შორის განხილვის, კამათისა და
უთანხმოების წყარო. მონაწილეების მიერ გამოიყო რამდენიმე ფაქტორი, რაც
აპროვოცირებს კონფლიქტს მათსა და მათი ოჯახის წევრებს შორის. მონაწილეთა თანაბარი
რაოდენობა მიიჩნევს, რომ ამის ძირითადი მიზეზი როგორც გასხვავებულობის
უპატივცემულობა და მათ შესახებ არსებული სტერეოტიპები, ისე ინფორმაციის ნაკლებობაა
ვეგანიზმის უპირატესობების შესახებ და მითები ცხოველური პროდუქტების
სასარგებლოობასთან დაკავშირებით: „მითები, სტერეოტიპები, სხვისი აზრის
უპატივცემულობა, ბევრი რამეა მიზეზი. ისე, ოჯახის წევრებს და განსაკუთრებით
მშობლებს ჰგონიათ ხოლმე, რომ ჯანმრთელობას ვუქმნით საფრთხეს, ეს უბრალოდ
ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია.“ (მონაწილე 42; მდედრ.; 25 წლის; ვეგეტარიანელი).
მონაწილეები, რომლებიც ვეგანი ან ვეგეტარიანელი გახდნენ უფრო ახალგაზრდა
ასაკში, მშობლებთან კამათზე უფრო ხშირად საუბრობდნენ, ვიდრე ოჯახის სხვა წევრებთან,
რაც განპირობებულია იერარქიული სოციალური სიტუაციებით, მსგავს შედეგებზე
საუბარია ჰელსინკში ჩატარებულ კვლევაშიც, რომლის მიხედვითაც კონფლიქტების
მიზეზად გამოკითხულმა ვეგანებმა მშობლების მიერ მათ ჯანმრთელობაზე წუხილი
დაასახელეს. (Salmivaara, Niva, Silfver, & Vainio, 2022).
42-დან 13 მონაწილე მიიჩნევს, რომ ვეგანებს/ვეგეტარიანელებსა და მათი ოჯახის
წევრებს შორის არსებული ხშირი კონფლიქტები იმ მეინსტრიმული სპეცისისტური
იდეოლოგიის გამო ხდება, რომელშიც ჩამოყალიბებულია კოლექტიური კოგნიტური
დისონანსი - ორმაგი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც არსებობენ ცხოველები, რომელთა
დასაცავად კანონები არსებობს და არსებობენ ისეთი ცხოველები, რომლებიც ადამიანის
მომხმარებლურ მიზნებს ეწირებიან: „არის კოგნიტური დისონანსი, რომ ადამიანების
უმეტესობას მოგვწონს და გვიყვარს ცხოველები, მაგრამ ამავდროულად საკვებად
ვიყენებთ და ეგ ისეთი პარადოქსია, რომ ვერ ვაანალიზებთ რას ვაკეთებთ და როგორც კი
ამაზე ლაპარაკს ვიწყებთ, მერე ყველა გვეწინააღმდეგება, განსაკუთრებით მშობლები და
სხვა ოჯახის წევრები, რომლებიც გიჟდებიან კატებზე, ძაღლებზე, მაგრამ იკვებებიან სხვა
29
ცხოველებით, რადგან „ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო
თანასწორია.“ (მონაწილე 38; მდედრ.; 21 წლის; ვეგეტარიანელი).
ვეგანებისა და ვეგეტარიანელების მიმართ დამაკნინებელი ტერმინოლოგიის გამოყენება
ფოკუსჯგუფის 42 მონაწილიდან 23 აღნიშნავს, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც მათ
მიმართ ოჯახის წევრებს, მეგობრებს თუ სხვა ნაცნობებს გამოუყენებიათ სხვადასხვა სახის
დამაკნინებელი ტერმინოლოგია, ესენია: „სექტანტი“, „იეჰოველი“, „სატანისტი“,
„ბალახისმჭამელი“, „ავადმყოფი“, „ტვინგამორეცხილი“, „ურწმუნო“, „უცხოპლანეტელი“,
„გიჟი“, „ათეისტი“, „კრიშნაიტი“ და ა.შ: „მე მაგალითად, სანათესაოში ათეისტს მეძახიან,
არადა არ ვარ მგონი [იცინის], წარმოიდგინეთ, ცოცხალი არსებების წამების დაფინანსებაზე
ამბობდე უარს და ურწმუნობაში გდებდნენ ბრალს, თან ისეთები, რომლებსაც მაგალითად,
მსხვერპლშეწირვის ტრადიციის არსებობაზე რეაქცია რომ არ აქვთ.“ (მონაწილე 22; მამრ.; 31
წლის; ვეგანი).
აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ მონაწილეების მიერ დასახელებული მათ
მიმართ გამოყენებული დამაკნინებელი ტერმინოლოგიის მაგალითების უმეტესობა
დაკავშირებულია არარელიგიურობასთან, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოების
ნაწილის მიერ ცხოველური პროდუქტების მოხმარების შეწყვეტა აღქმულია, როგორც
არარელიგიური ქმედება, რაც აგრეთვე პარადოქსია, რადგან ისეთი რელიგიური ფენომენი,
როგორიც მაგალითად არის მარხვა, საზოგადოების მიერ მიჩნეულია, როგორც დადებითი
ტრადიცია, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მარხვაც ატარებს სპეცისისტურ იდეოლოგიას,
ვინაიდან რელიგიური თვალსაზრისით ის წარმოადგენს ე.წ. „სულის გაწმენდის“
საშუალებას (ბარბაქაძე, 2013) და მას ირჩევენ ისევ ადამიანური კეთილდღეობის მიზნით და
არა ცხოველების მიმართ ემპათიის გამო ან გარემოზე ზრუნვის მოტივაციით.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვეგეტარიანელებთან შედარებით, ვეგანები ბევრად
უფრო ხშირად არიან საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ დამაკნინებელი
ტერმინოლოგიის გამოყენების ობიექტი, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია იმით, რომ
ვეგეტარიანულისგან განსხვავებით, ვეგანური აზროვნების/ცხოვრების წესი გამორიცხავს
ყველა სახის ცხოველური პროდუქტის გამოყენებას, გარდა ამისა, ვეგანები ხასიათდებიან
უფრო დიდი პროტესტის გამოხატვის სურვილით, ეს ყველაფერი საზოგადოების მხრიდან
აღქმულია, როგორც მეინსტრიმული იდეოლოგიისგან გადახრა, რაც ხდება ინდივიდის
სტიგმატიზირების მიზეზი. ის შედეგი, რომ საზოგადოების მხრიდან ვეგანები უფრო
ნეგატიურად არიან აღქმული, ვიდრე ვეგეტარიანელები, საზიაროა კვლევისთვის, რომლის
მონაწილეებიც აგრეთვე მიიჩნევდნენ, რომ მათ შესახებ ბევრად უფრო უარყოფითი
სტერეოტიპები არსებობს და უფრო ცუდადაც ეპყრობიან ადამიანები, ვიდრე
ვეგეტარიანელებს (Nezleka, Forestell, Tomczyk, & Cypryańska, 2022).
მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა უმეტესობამ კითხვაზე, თუ როგორ შეიცვალა
მათი მენტალური მდგომარეობა ცხოვრების წესის ცვლილების შემდეგ - უპასუხეს, რომ
დადებითად, სტერეოტიპებითა და დამამცირებელი ტერმინოლოგიით მოხსენიებამ
ფოკუსჯგუფების ზოგიერთი მონაწილის შემთხვევაში გამოიწვია სხვადასხვა სახის
სოციალური ინტერაქციისთვის თავის არიდების სურვილი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ
[უფრო ხშირად] ვეგანობა შეიძლება იწვევდეს გამაერთიანებელი სოციალური კაპიტალის
შემცირებას და ურთიერთობების კარგვასაც კი: „სტიგმა ჩემ შემთხვევაში გამოიწვია და
30
ახლაც კი, ვამჩნევ ხოლმე, რომ როცა ახალ ადამიანს გავიცნობ, არ მინდა გავამხილო მასთან
ვეგანი რომ ვარ, იმიტომ, რომ მეშინია რეაქციის, მართლა და ბევრად ნაკლები სურვილი
მიჩნდება ახალ ადამიანთან დამეგობრების ახლა, ვიდრე მაშინ, ომნივორი როცა ვიყავი.“
(მონაწილე 11; მდედრ.; 19 წლის; ვეგანი).
გამოიკვეთა განსხვავებული ტენდენცია ახალი სოციალური ურთიერთობების
დამყარების სირთულეების ჭრილში, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:
ვეგანების/ვეგეტარიანელების მიერ სტატუსის გამჟღავნების შემდეგ ადამიანები თავს
არიდებენ მათთან სოციალური ინტერაქციის დამყარებას, რაც სავარაუდოა, რომ მათ
შესახებ არსებული უარყოფითი სტერეოტიპებისა და წინაგანწყობების შედეგია: „როცა
ახლადგაცნობილი ადამიანი იგებს, რომ ვეგეტარიანელი ვარ, თითქოს დისტანცირდება
ჩემგან და აღარ უნდა, რომ ჩემთან ერთად რამე გააკეთოს, ეს მაგალითი უნივერსიტეტის
გამოცდილებაზე დაყრდნობით მომყავს, რამდენჯერმე მქონდა ეგეთი შემთხვევა.“
(მონაწილე 38; მდედრ.; 21 წლის; ვეგეტარიანელი).
ქართული ვეგანური/ვეგეტარიანული ბაზრით სარგებლობასთან დაკავშირებული
პრობლემები
ქართულ ვეგანური/ვეგეტარიანული ბაზრის შესახებ საუბრისას, მონაწილეების მიერ
გამოიყო რამდენიმე ძირითადი პრობლემა, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია
ცხოველურთან შედარებით მცენარეული პროდუქტების მაღალი ფასები და ცხოველური
პროდუქტების მცენარეული ალტერნატივების სიმცირე, როგორც მარკეტებში, ისე
აფთიაქებში და სხვა ისეთ დაწესებულებებში, მაგალითად, როგორიც რესტორნები და
სწრაფი კვების ობიექტებია, რაც ზოგიერთი ვეგეტარიანელის შემთხვევაში ხდება ვეგანურ
ცხოვრების წესზე გადანაცვლებაზე უარის თქმის მიზეზი: „მაღალი ფასები და
პროდუქტების მწირი არჩევანი. მაგალითად, პროდუქტების ძალიან დიდი ნაწილი,
რომელიც ხშირად უცხოურ ვეგანურ რეცეპტებშია ხოლმე გამოყენებული, ჩვენთან
საერთოდ არ იყიდება ან ძალიან რთული საშოვნელია მაღალი ფასების გამო, ზუსტად ეგ
მაბრკოლებს მე რომ ვეგანი გავხდე.“ (მონაწილე 25; მდედრ.; 21 წლის; ვეგეტარიანელი).
ქართულ ბაზარზე არსებულ პრობლემებზე საუბრისას მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ
მათთვის ძირითად პრობლემას წარმოადგენს სრულად მცენარეული სასურსათო
მარკეტების არარსებობა, რაც მათი თქმით აუცილებელია იმისთვის, რომ თავი აარიდონ
ისეთ ადგილებზე მოხვედრას, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მათ განწყობასა თუ
ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე: „2022 წელია და ერთი სრულად მცენარეული მარკეტი ჯერ
კიდევ არ არის თბილისში და ჯერ კიდევ ისეთ ადგილებშიც კი გვიწევს რაღაცების შეძენა,
სადაც ყოველდრე ვუყურებთ საშინელებას და ზოგგან გვერდით, იქვე არის სასაკლაო.“
(მონაწილე 14; მდედრ.; 41 წლის; ვეგანი).
იმ მონაწილეების უმრავლესობა, რომლებსაც არანაირი პრობლემა არ ექმნებათ
ქართული ბაზრით სარგებლობისას - ვეგეტარიანელია, ეს მიუთითებს იმაზე, რომ სხვებთან
შედარებით ვეგანებისთვის უფრო რთულია ქართული სრულად მცენარეული ბაზრით
სარგებლობა, რაც სავარაუდოდ განპირობებულია ვეგანური კვების მახასიათებლების
მეინსტრიმულისგან მკაფიო განსხვავებებით: „რადგანაც ვეგეტარიანელი ვარ ჯერ, დიდად
არაფერს, ხორცის გარდა სხვა ყველანაირი პროდუქციის მომხმარებელი ვარ, შესაბამისად

31
არჩევანი მაინც ფართო მაქვს, ვეგანებისგან განსხვავებით, ჯერჯერობით რაიმე
დისკომფორტი არ შემქმნია.“ (მონაწილე 40; მდედრ.; 23 წლის; ვეგეტარიანელი).
ფოკუსჯგუფის მონაწილეთა დაახლოებით მეოთხედმა აღნიშნა, რომ მათთვის ერთ-
ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე (მარკეტებში, აფთიაქებში
თუ სხვა დაწესებულებებში) დასაქმებული ადამიანების არაკომპეტენტურობა და
ინფორმაციის ნაკლებობა იმის შესახებ, თუ რომელია ცხოველური პროდუქტი და რომელი
მცენარეული და ხშირად ახდენენ ვეგანური პროდუქციის სამარხვოსთან ასოცირებას, რაც
მონაწილეთა აზრით, გამოწვეულია ვეგანიზმის პრინციპების შესახებ ცნობიერების
ნაკლებობით: კონსულტანტებმა არც აფთიაქებში და არც მარკეტებში, არ იციან სამარხვოს,
ვეგანურისა და ვეგეტარიანულის გარჩევა და წინასწარ თუ არ იცი მცენარეული წამლისა თუ
სხვა პროდუქტის დასახელება, აფთიაქში რომ იკითხო, ერთეულებმა იციან რომელია
მცენარეული“ (მონაწილე 22; მამრ.; 31 წლის; ვეგანი).
ვეგანურ/ვეგეტარიანულ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა, მრავალფეროვნება და
სანდოობა
ფოკუსჯგუფების 42 მონაწილიდან 26 მათგანი მიიჩნევს, რომ მის საცხოვრებელთან
ახლოს არსებული ვეგანური/ვეგეტარიანული პროდუქცია (განსაკუთრებით მცენარეული
ალტერნატივები) ნაკლებად მრავალფეროვანია, რაც ცალსახად ქმნის მასზე
ხელმისაწვდომობის პრობლემას. აღნიშნულ მოსაზრებას ძირითადად, ვეგანები იზიარებენ,
რაც სავარაუდოდ განპირობებულია იმით, რომ ყველანაირი ცხოველური წარმოშობის
პროდუქტის გამორიცხვა ვეგანიზმს მეინსტრიმული იდეოლოგიისგან მეტად
განსხვავებულს ხდის, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ეს იდეოლოგია დასავლურ
ქვეყნებთან შედარებით ახალია, ეს წარმოშობს სხვადასხვა დაბრკოლებას, მათ შორის
ვეგანური პროდუქციის ხელმისაწვდომობისა და მრავალფეროვნების პრობლემებს, რაც
უარყოფითად აისახება მეინსტრიმული იდეოლოგიის მიმართ რეზისტენტულობაზე:
„ძალიან უკმაყოფილო ვარ, თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემს სახლთან ახლოს ძალიან
დიდი სიმცირეა მცენარეული პროდუქციის, ალტერნატივების განსაკუთრებით.“
(მონაწილე 21; მამრ.; 24 წლის; ვეგანი).
კვლევაში მონაწილე ვეგანებისა და ვეგეტარიანელების უმეტესობა ქართულ ბაზარზე
არსებული მცენარეული პროდუქციის, განსაკუთრებით კი მცენარეული ალტერნატივების
ფასებს საერთო ჯამში უარყოფითად აფასებს - მიიჩნევს რომ მაღალია, თუმცა მონაწილეთა
ნახევრისთვის ფასის თვალსაზრისით ბაზარზე არსებული პროდუქცია სავსებით
ხელმისაწვდომია: „ხელმისაწვდომია ნამდვილად, უბრალოდ უნდა იცოდე სად უნდა
იყიდო.“ (მონაწილე 14; ვეგანი). რამდენიმე მონაწილემ აგრეთვე აღნიშნა, რომ ვეგანური
ალტერნატივებზე არსებული მაღალი ფასების გამო უჭირდა/უჭირს ვეგანურ ცხოვრების
წესზე გადანაცვლება: „არ არის ხელმისაწვდომი ხშირად და აი ისე რომ იყოს, როგორიც
სხვა ქვეყნებშია, არც კი დავფიქრდებოდი ვეგანობაზე, პოლონეთში ვიცხოვრე ორი წელი
და შედარებაც არ შეიძლება აქაურ ფასებთან და მრავალფეროვნებასთან, ხარისხზე
აღარაფერს ვიტყვი.“ (მონაწილე 41; მდედრ.; 18 წლის; ვეგეტარიანელი). ეს მიუთითებს
იმაზე, რომ ხელმისაწვდომობის პრობლემები გავლენას ახდენს ინდივიდის
გადაწყვეტილებაზე - შეამციროს ცხოველური პროდუქციის მოხმარება.

32
ფოკუსჯგუფებში მონაწილე რაიონებსა და სოფლებში მცხოვრები ვეგანებისა და
ვეგეტარიანელების უმეტესობისთვის განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს მათ
საცხოვრებელთან ახლოს ვეგანური პროდუქტზე, მათ შორის მცენარეული
ალტერნატივებზე ხელმისაწვდომობა, რის გამოც სასურველი ნივთების თუ პროდუქტების
შესაძენად ხშირად უწევთ სპეციალურად ქალაქში ჩასვლა, რასაც დიდი დრო და რესურსი
სჭირდება, რის გამოც აღნიშნული მონაწილეები მიიჩნევენ, რომ თბილისში მცხოვრებლებს
ამ მხრივ მნიშვნელოვანი პრივილეგია გააჩნიათ: „ჩემნაირებისთვის, ანუ ვინც სოფელში
ცხოვრობს მაგ მხრივ არის ძალიან ცუდი მდგომარეობა, არ ვარ კმაყოფილი, რადგან
პრაქტიკულად არაფერი არ არის და მაგის გამო ლამის ყოველდღე დავდივარ ქალაქში და
ორმაგი თანხა და დრო მეხარჯება, ვიდრე მაგალითად, თბილისში მცხოვრებ ვეგანს.“
(მონაწილე 15; მდედრ.; 23 წლის; ვეგანი). მსოფლიოს დიდ ქალაქებში ვეგანურ
პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა გაცილებით მაღალია, ვიდრე პატარა ქალაქებში და
სოფლებში, რასაც მოწმობს პორტუგალიური კვლევაც (Reineke, 2020).
მრავალფეროვნებასთან ერთად, ფოკუსჯგუფის მონაწილეებმა ისაუბრეს ქართულ
ბაზარზე არსებული პროდუქციის სანდოობაზე, ამ შემთხვევაში ვეგანებისა და
ვეგეტარიანელების უმეტესობა იზიარებს მოსაზრებას, რომ ქართულ ბაზარზე არსებული
მცენარეული პროდუქცია სავსებით სანდოა, თუმცა აგრეთვე, მნიშვნელოვანი ნაწილი
საპირისპიროდ ფიქრობს, რის მიზეზადაც ასახელებენ უცხოური პროდუქციის ქართული
ხელახლა მარკირების პროცესში დაშვებულ შეცდომებს. აღსანიშნავია ისიც, რომ
მონაწილეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქართულ ბაზარზე არსებული მცენარეული
პროდუქციის მრავალფეროვნება და სანდოობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში
პოზიტიურად შეიცვალა/იცვლება, რაც განპირობებულია ორი მიზეზით - ქართველი
ვეგანებისა და ვეგეტარიანელების რაოდენობის ზრდით, და ვეგანიზმის შესახებ
ცნობიერების ზრდით, ეს შეიძლება განვიხილოთ რობერტ მერტონის აშკარა და
ლატენტური ფუნქციების ჭრილში: ერთი მხრივ, ინდივიდის მიერ ცხოვრების წესის შესახებ
მიღებული გადაწყვეტილება უმეტეს შემთხვევაში განპირობებულია სამი ძირითადი
მოტივით (ცხოველები, გარემოს დაცვა, ჯანმრთელობა), რომლებიც არის აშკარა ფუნქციები.
სისტემის მონაწილე სუბიექტების განზრახვაში არ შედიოდა, მაგრამ მაინც შეიტანა თავისი
წვლილი სამი ობიექტური შედეგის დადგომაში: 1) ვეგანებისა და ვეგეტარიანელების
რაოდენობის ზრდა; 2) ვეგანიზმის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ოპტიმიზაცია 3)
ქართულ ბაზარზე არსებული პროდუქციის მრავალფეროვნებისა და სანდოობის ზრდა
[ლატენტური ფუნქციები] (Merton, 1963): „ბოლო წლებში საქართველოში დაიწყეს ვეგანური
პროდუქტის წარმოება, რაც ადრე საერთოდ არ ხდებოდა. მგონი უკეთესობისკენ იცვლება,
ჩვენი რაოდენობა იზრდება და შესაბამისად, მოხმარების რაოდენობაც იზრდება და
მრავალფეროვნებაც, ეს დადებითი მოვლენაა ნამდვილად, მაგალითად, 7-8 წლის წინ
ვეგანური კაფეც არ არსებობდა თბილისში“. (მონაწილე 20; მდედრ.; 49 წლის; ვეგანი).
მონაწილეებმა ისაუბრეს ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო მათი შეცდომაში
შეყვანის გამოცდილების შესახებ, ეს გამოცდილება საზიარო იყო კვლევაში მონაწილეთა
ნახევრისთვის, რომელთაგან უმეტესობა ვეგანური ცხოვრების წესის მიმდევარია:
„ჟელიბონს ქონდა ვეგანური სტიკერი და ინგრედიენტებში ჟელატინი ეწერა, რომელიც
რეალურად ცხოველის ძვლებით მზადდება. ესეთი შეცდომის დაშვება დასჯადი უნდა
33
იყოს, შეიძლება ამან სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, სწორედ ეგ არის “food
poisoning”.“ (მონაწილე 26; მდედრ.; 22 წლის; ვეგეტარიანელი).
მონაწილეთა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ნეგატიურად მოქმედი გამოცდილება
[ქართული ბაზრით სარგებლობისას]
მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს აგრეთვე, ქართული ბაზრით სარგებლობის პროცესში
მომხდარ ისეთ შემთხვევებზე, რამაც ნეგატიური გავლენა მოახდინა მათ ფსიქო-ემოციურ
მდგომარეობაზე, ამგვარ გამოცდილებას იზიარებს 42-დან 21 მონაწილე, რომელთა
უმრავლესობის ცხოვრების წესის ცვლილებიდან ხუთ წელზე მეტი გავიდა [შესაბამისად,
სხვებთან შედარებით მეტი გამოცდილება აქვთ]. მონაწილეებმა მანამდეც ისაუბრეს
სრულად მცენარეული მარკეტების არსებობის აუცილებლობაზე, რაც განსაკუთრებულად
ხაზგასმით აღნიშნეს მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ნეგატიურად მოქმედ
შემთხვევებზე საუბრისას. ამ თემაზე დასმულ შეკითხვაზე გამოიყო ორი სახის პასუხი,
რომელთაგან პირველი და ყველაზე განმეორებადი არის აკვარიუმები და ხორც-
პროდუქტების სექციები მარკეტებში: “გარდა იმისა, რომ ხორცის სექციები მოქმედებს
ძალიან, ერთ-ერთ ცოცხალ მაგალითს ვიტყვი. ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში ვმუშაობდი და
ყველაზე საშინელება, რაც იქ ხდებოდა არის თევზების მოკვლა. ჯერ ხო პაწაწინა
აკვარიუმში ჰყავთ ათობით დიდი თევზი, ბინძურ წყალში. შემდეგ დენის გატარება.. და
ყველაზე ცუდი რა არის იცით? მომხმარებელი ასეთი თევზის ყიდვით ბედნიერია“
(მონაწილე 4; მდედრ.; 24 წლის; ვეგანი).
ერთ-ერთმა მონაწილემ აგრეთვე, ისაუბრა სასურსათო მარკეტის სიახლოვეს არსებულ
ცხოველთა სასაკლაოზე, რამაც ცალსახად ნეგატიური გავლენა იქონია მის ფსიქო-ემოციურ
მდგომარეობაზე: „სრულიად შემთხვევით ამოვყავი თავი ერთ-ერთი მარკეტის გვერდით
ცხოველთა სასაკლაოზე და სისხლის ნიაღვარი დავინახე, ამან გამანადგურა, მართლა
ცუდად ვიყავი მთელი დღე, ფილმებში მინახავს ეგეთები, მაგრამ ასე პირდაპირ არა.
საერთოდ არ მესმის მარკეტებში მაინც რატომ აქვთ ეს სასაკლაობი, არამგონია
ხორცისმჭამელებისთვისაც სასიამოვნო იყოს ამის დანახვა.“ (მონაწილე 36; მდედრ.; 21
წლის; ვეგეტარიანელი).
რამდენიმე მონაწილემ მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ნეგატიურად მოქმედ
ფაქტორად დაასახელა აფთიაქებში, ტანსაცმლის მაღაზიებში და კვების ობიექტებში
დასაქმებული პერსონალის მიერ მათი შეცდომაში შეყვანა ცხოველური პროდუქტის
მცენარეულად გასაღებით: „ერთ-ერთ რესტორანში შევუკვეთე კერძი სოკოთი და თან
ორჯერ დავაზუსტე, რომ ხორცი არ ჰქონოდა და ნამდვილად სოკოთი ყოფილიყო. როცა
კერძი მოიტანეს მივხვდი, რომ ხორციც ჰქონდა. მიმტანს მაშინვე ვაცნობე, სამზარეულოში
ჩავიდა და ასეთი პასუხით დაბრუნდა: "უი, თურმე სოკოს კერძსაც ვუშვებით ცოტა ხორცს,
ბოდიში". თავი ვიგრძენი, ძალიან ცუდად, შეურაცხყოფილად და თითქოს დამნაშავედ.“
(მონაწილე 25; მდედრ.; 21 წლის; ვეგეტარიანელი).
ვეგანობა და ვეგეტარიანელობა უფრო მოსახერხებელი პრაქტიკის პერსპექტივაში
იმისთვის, რომ ვეგანობა/ვეგეტარიანელობა ადამიანებისთვის ბევრად უფრო
სასურველი და მოხერხებული პრაქტიკა გახდეს, აგრეთვე, შემცირდეს სტერეოტიპები და
უარყოფითი დამოკიდებულება ამ სტატუსის მქონე ადამიანების მიმართ, მონაწილეთა

34
უმრავლესობა თანხმდება, რომ უნდა გაიზარდოს საზოგადოებრივი ცნობიერება
ვეგანიზმის შესახებ, ამასთან დაკავშირებით მონაწილეების მიერ გამოიყო რამდენიმე გზა,
რომელთაგან დომინანტური მოსაზრება იყო ისეთი დოკუმენტური ფილმების
პოპულარიზაცია/ეკრანიზაცია, რომელიც აჩვენებს საზოგადოებას არა მხოლოდ ცხოველთა
ექსპლუატაციის ინდუსტრიების გარემოზე უარყოფით ზემოქმედებასა და ცოცხალი
არსებების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, არამედ იმასაც, რომ ჯანმრთელობის
შენარჩუნება ცხოველური პროდუქტების გარეშეც შესაძლებელია: „[დოკუმენტური
ფილმები] უნდა იყოს ყველგან ხელმისაწვდომი, ტელევიზიებშიც, ისე, რომ ბევრმა
ადამიანმა ნახოს, რეკლამებში რომ აჩვენებენ ბედნიერ ცხოველებს ეგ ყველაზე დიდი
სიცრუეა, უნდა ნახონ ხდება ფერმებში, რა გზას გადის ცხოველი იქამდე, სანამ მათ თეფშე
აღმოჩნდება, და შეიძლება მერე გააცნობიერონ, რომ რადგან ვერ ხედავენ როგორ მზადდება
მათი საკვები, არ ნიშნავს იმას, რომ მონაწილეობას არ იღებენ მკვლელობის დაფინანსებაში
და შეკვეთაში. მარტო ეს არა, გარემოს რას უშვრება ყოველ წელს მოკლული სამოცდაათ
მილიარდზე მეტი ცხოველის ნარჩენი და ა.შ.“ (მონაწილე 18; მდედრ.; 20 წლის; ვეგანი).
სატელევიზიო რეკლამებით შენიღბულ რეალობაზე სხვა მონაწილეებმაც ისაუბრეს,
რომლებიც მიიჩნევენ, რომ ფერმის ბედნიერი ცხოველების მწვანე ეკრანის („Green Screen”)
ეფექტებით გადაღება და რეკლამირება მიმართულია ერთეულების ფინანსური მოგებისკენ,
რაც ახდენს ცხოველთა ექსპლუატაციის კულტურულ ლეგიტიმაციას და ლატენტურად
იწვევს გარემოს დაბინძურებასაც (Cole & Stewart, 2016). ფოკუსჯგუფის მონაწილეების მიერ
ზემოთ მოყვანილი მაგალითით შესაძლებელია პარალელი გავავლოთ ჟან ბოდრიარის
ნაშრომთან - „სიმულაკრები და სიმულაცია“ (Baudrillard, 1981): ვიზუალურად სასიამოვნო
რეკლამებით შექმნილი წარმოდგენა ნიღბავს, აფუჭებს რეალობას და აქცევს მას
სიმულაციად, კვაზირეალობად.
42-დან 15 მონაწილე მიიჩნევს, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ბევრად
უკეთესად შეუძლია ქუჩის აქტივიზმსა და მსგავს ღონისძიებებს ყოველგვარი აგრესიის
გარეშე, თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ ამას შეიძლება თან ახლდეს ადამიანების
გაღიზიანება, ამიტომ აქტივისტებმა უნდა იხელმძღვანელონ ძინასწარ გაწერილი გეგმით,
სადაც გათვალისწინებული იქნება ის, თუ როგორ უნდა იმოქმედოს აქტივისტმა
გამვლელის მხრიდან წამოსული აგრესიის შემთხვევაში: „მეტი ჯანსაღი ღონისძიება უნდა
ჩატარდეს, თუნდაც აქციები ხალხმრავალ ადგილებში, ოღონდ ნაკლები ზიზღისა და
აგრესიის გარეშე, მაგრამ ვინც აქციას ატარებს, ანუ ორგანიზატორმა წინასწარ უნდა იცოდეს
რა უნდა ქნას, ვთქვათ, ვიღაცას თუ არ მოეწონა აქციის შინაარსი.“ (მონაწილე 13; მდედრ.; 18
წლის; ვეგანი).
მონაწილეთა დაახლოებით მეოთხედმა სურვილი გამოთქვა - ვეგანიზმის შესახებ
ცნობიერების ამაღლებაში მონაწილეობა მიიღონ ვეგანური იდენტობის მქონე ცნობილმა
ადამიანებმა, აგრეთვე, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმებმა, ნუტრიციოლოგებმა და
უფრო მეტი ყურადღება გაამახვილონ ვეგანიზმის უპირატესობების შესახებ, მათ შორის
მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით: „როგორც ყოველთვის, ადამიანები
უსმენენ ცნობილი და ავტორიტეტული ადამიანების რჩევებს და მათ ცხოვრების სტილს
აკვირდებიან, მათგან უნდა იყოს სურვილი თავიანთ ცხოვრებაზე ისაუბრონ, ექიმებმაც
კიდევ რამდენი სამედიცინო გადაცემა არსებობს და არ მახსოვს ვინმეს ესაუბროს
35
ვეგანიზმზე დადებითად ან ხორცის მავნებელ თვისებებზე... ევროპა და ამერიკა წინ მიდის
ამ კუთხით და ჩვენ ისევ მეცხრამეტე საუკუნეში ვართ.“ (მონაწილე 12; მდედრ.; 26 წლის;
ვეგანი). ნიდერლანდური კვლევის მიხედვით, ცნობილი ადამიანებისა და მედიის
ჩართულობა ვეგანების დესტიგმატიზაციასა და ცნობიერების ამაღლების პროცესში
გავრცელებული პრაქტიკაა დასავლეთში, მეტიც - სელებრითები სოციალური მედიის
საშუალებით უბიძგებენ ადამიანებს ვეგანობისკენ (Jallinoja, Vinnari, & Niva, 2020).
რამდენიმე მონაწილემ აგრეთვე, გამოთქვა სურვილი სკოლის ბიოლოგიის წიგნებში
ვეგანების ცხოვრების წესის შესახებ მცირე ნაწილის დათმობის და იმ ინფორმაციის
ჩასწორების, რომლის მიხედვითაც ადამიანი ხორცისმჭამელი არსებაა, რაც მიზნად ისახავს
ცნობიერების ამაღლებას და აგრეთვე, იმას, რომ მცირე ასაკიდანვე იყოს შესაძლებელი
არჩევანის გაკეთების საშუალება: „სკოლის ასაკის ბავშვებშივე თუ გავზრდით
ცნობიერებას, თუნდაც რამე არჩევითი საგნის სახით, კარგი იქნება, ანუ კიარ დავაძალოთ
ვინმეს რამე, უბრალოდ ინფორმაცია ჰქონდეთ ბავშვებს, რომ ვთქვათ, ცხოველური
ცილისა და ცხიმის გარეშე ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“ (მონაწილე 30; მდედრ.;
26 წლის; ვეგეტარიანელი). კულტურული ინსტიტუციების, მათ შორის სკოლის მიერ
ცხოველური პროდუქციის მოხმარების ნორმალიზების პრობლემაზე საუბარია ჯორჯიის
შტატში ჩატარებულ კვლევაშიც (McDonald, Cervero, & Courtenay, An Ecological Perspective of
Power in Transformational Learning: A Case Study of Ethical Vegans, 2011), შესაბამისად, ეს
მხოლოდ ქართველი ვეგანებისა და ვეგეტარიანელების წუხილის საგანი არ არის.
მონაწილეებმა ისაუბრეს ქართველი ცხოველთადამცველების პასიურობაზე და მათი
მხრიდან ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობაზე, რაც გამოიხატება მხოლოდ ე.წ.
სახლის ცხოველების (კატების, ძაღლების) დაცვით: „ყველა ცხოველს ერთნაირად სტკივა
და ცხოველთა დამცველებმა მარტო კატებზე და ძაღლებზე არ უნდა იზრუნონ,
სინამდვილეში მაგასაც ვერ ახერხებენ“ (მონაწილე 29; მამრ.; 26 წლის; ვეგეტარიანელი).
ფოკუსჯგუფის მონაწილეებმა გამოთქვეს აზრი იმის შესახებაც, თუ ვის მიერ და რა
უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვეგანობა უფრო მოსახერხებელი, ხოლო მცენარეული
პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. მონაწილეთა დაახლოებით მეოთხედი
მიიჩნევს, რომ ზემოთაღნიშნულის განხორციელება შეუძლებელია ვეგანიზმის
უპირატესობების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ოპტიმიზაციის გარეშე, მათ შორის
მედიის საშუალებით: „მოთხოვნა უნდა გაიზარდოს მცენარეულ რაღაცებზე, რაც
გამორიცხულია თვითონ ვეგანიზმის შესახებ ცნობიერების ზრდის გარეშე. მედიას და
ტელევიზიებს აქვთ დიდი როლი ყველაფერში და შეუძლიათ იმის მაგივრად, თუ როგორ
შეიძლება ფულის შოვნა ლოკოკინების მოგროვებით, შეუძლიათ დაინტერესდნენ იმ
ქეისით, რომელიც რამდენიმე თვის წინ წავიკითხე სოციალურ ქსელში, როცა 16 წლის
მოზარდი წერდა, რომ ვეგანობის გამო მშობლებმა სახლიდან გამოაგდეს.“ (მონაწილე 1;
მდედრ.; 25 წლის; ვეგანი).
ზოგიერთი მონაწილე მიიჩნევს, რომ ვეგანობის უფრო მოსახერხებელ პრაქტიკად
ქცევისთვის მნიშვნელოვანია თავად კვებისა და სააფთიაქო კომპანიების მიერ მცენარეული
პროდუქციის მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მონაწილეთა
უმრავლესობა რელევანტურად მიიჩნევს სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი მცენარეული
აგროკულტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამების გაფართოებას, რაც მათი აზრით

36
შეამცირებს ვეგანური პროდუქტის ფასებს, შესაბამისად, გაზრდის მასზე
ხელმისაწვდომობას: „საქართველოს საშუალება აქვს აწარმოოს ბევრი ვეგანური პროდუქტი,
ანუ ეს უკეთესი არ არის მართლა? ანუ რაც უფრო ხელმისაწვდომი იქნება, ნაკლებად
მიადგება ზიანი გარემოს, ჯანმრთელობას, ცხოველებზე აღარაფერს ვამბობ და ყველაზე
დიდი რესურსი სახელმწიფოს აქვს, რომელსაც შეუძლია გამოყოს თანხა და გაზარდოს
მცენარეული აგროკულტურა.“ (მონაწილე 18; მდედრ.; 20 წლის; ვეგანი).
ვეგანობა/ვეგეტარიანელობასთან დაკავშირებული ყველაზე რთული
პრაქტიკა/გამოწვევა
ფოკუსჯგუფებში მონაწილეთა უმრავლესობისთვის ვეგანობის/ვეგეტარიანელობის
დროს ყველაზე რთული აღმოჩნდა ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ზოგადად,
ომნივორებთან კამათი - საზოგადოების სტერეოტიპული და ცინიკური
დამოკიდებულება. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ისინი ცხოვრების წესის
განსხვავებულობის გამო ხშირად პირველადი და მეორადი ჯგუფების წევრები მათ
ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების არსებობაზე მიუთითებენ,
ეს არის სტერეოტიპის ერთ-ერთი ფორმა, იგი ცალსახად მიმართულია ინდივიდთა
დისკრიმინაციისაკენ, რაც იწვევს სტიგმას ქართველ ვეგანებსა და ვეგეტარიანელებში:
„ბევრი რამეა რთული, მაგრამ ურთულესია, როცა საყვარელი ადამიანები, ოჯახის წევრები
გეკამათებიან და გეუბნევიან, რომ ცვლილებას სიკვდილი ურჩევნიათ და ირონიულად
გეკითხებიან ხორცის გარეშე ცხოვრებას რა აზრი აქვსო და მერე პირიქით მიგითითებენ
ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვსო.“ (მონაწილე 22; მამრ.; 31 წლის; ვეგანი).
კვებისა და პროდუქციის შეძენის განსხვავებულ წესზე გადანაცვლების სირთულეებზე
საუბარია გერმანულ კვლევაშიც (Lawo, Esau, Engelbutzeder, & Stevens, 2020). ფოკუსჯგუფის
ზოგიერთმა მონაწილემ სირთულედ მიიჩნია რაიმეს შეძენის მიდგომის ცვლილება,
რომლის დროსაც აუცილებელია შემადგენლობისა და სხვა მახასიათებლების შემოწმება
[მაგალითად, ტესტირებულია თუ არა ცხოველებზე], რაშიც ზოგიერთს ეხმარება
სპეციალური აპლიკაცია, თუმცა ის ქართულ ბაზარზე არსებული პროდუქციის მხოლოდ
მინიმალურ ნაწილე მუშაობს. 42-დან 12 მონაწილის შემთხვევაში ცხოვრების წესის
ცვლილების ყველაზე დიდი სირთულე განსხვავებულ კვებასთან ადაპტაცია აღმოჩნდა, რაც
მათი აზრით, ქართულ ბაზარზე არსებული მცენარეული პროდუქციის
ხელმისაწვდომობისა და მრავალფეროვნების პრობლემებით არის გამოწვეული: „ზოგადად,
ვეგანობა არ არის რთული, თუ ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრობ.
საქართველოშია ეს რთული, რადგან მცენარეული პროდუქტის სიმცირეა, ფასები მაღალია
და ძალიან მცირე არჩევანია.“ (მონაწილე 9; მდედრ.; 23 წლის; ვეგანი).
რამდენიმე მონაწილისთვის ცხოვრების წესის ცვლილების ძირითად სირთულეს
წარმოადგენს საზოგადოების მიერ ცხოველების გონიერების, მგრძნობიარეობის უარყოფა
და მათი სხვადასხვა მიზნით, მათ შორის საკვებად, ტანსაცმელად თუ აქსესუარების
დასამზადებლად გამოყენება: „იმ საზოგადოებაში ცხოვრება არის ურთულესი, სადაც
ცხოველები უბრალო ნივთები არიან, რთულია, როცა ხალხს ჰგონია, რომ ცხოველის ჭამა
ნორმაა და ღმერთმა ჩვენთვის გააჩინა ცხოველები, ზოგი მოსაფერებლად, ზოგი წამებით
ექსპლუატაციისთვის, ვერ იაზრებენ, რომ დედამიწა სულ ვერ იქნება და სულ ვერ შეძლებს
ადამიანი მასზე ცხოვრებას.“ (მონაწილე 10; მდედრ.; 32 წლის; ვეგანი).
37
მონაწილეებმა ისაუბრეს განსხვავებულ კვებასთან ადაპტაციის სირთულეებზე, რაც
საზიარო აღმოჩნდა ერთ-ერთი ევროპული კვლევისთვისაც (Lindquist, 2013). კვების სტილის
ცვლილების სირთულეებზე განსაკუთრებით ის მონაწილეები საუბრობდნენ, რომლებიც
რურალურ სივრცეებში ცხოვრობენ: „სოფელში ბევრად რთულია ვეგეტარიანელობაც და
ვეგანობაც, ვიდრე ქალაქში, ქალაქში მსხვილი მარკეტები ყველგანაა და დიდი არჩევანიცაა
და სოფლებში შენ თუ არ გაქვს რაღაც მოსავალი, ქალაქში უნდა ჩახვიდე და იქ შეიძინო
ყველაფერი.“ (მონაწილე 26; მდედრ.; 22 წლის; ვეგეტარიანელი).

38
დასკვნა
პირველ საკვლევ შეკითხვას რომ დავუბრუნდეთ, თუ რა სირთულეები ახლავს თან
ცხოვრების წესის ცვლილებას პირველად და მეორად ჯგუფებთან ურთიერთობის ჭრილში,
აღსანიშნავია ის, რომ მონაწილეთა უმრავლესობის შემთხვევაში, მეგობრებს და
განსაკუთრებით ოჯახის წევრებს უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ ცხოვრების წესის
ცვლილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამჟღავნების მიმართ, ისინი ხშირად
დამცინავად საუბრობენ მათზე, ვეგანობა/ვეგეტარიანელობას აღიქვამენ, როგორც
„ფსიქოლოგიური პრობლემა“; „დროებითი მოვლენა/ფაზა“; „ახირება“; „მოდას აყოლა“.
ვეგანები და ვეგეტარიანელები მიიჩნევენ, რომ ისინი საზოგადოების მხრიდან უმეტესად
ნეგატიურად არიან აღქმულნი, რაც შეფასებულია, როგორც ცხოვრების წესის
ცვლილებასთან დაკავშირებული ყველაზე რთული პრაქტიკა. კვლევის შედეგად
დადგინდა, რომ ვეგანები უფრო ხშირად არიან მათ მიმართ დამაკნინებელი
ტერმინოლოგიის გამოყენების ობიექტი, ვიდრე ვეგეტარიანელები.
ვეგანურ და ვეგეტარიანულ ცხოვრების წესზე გადანაცვლებას მხოლოდ ნეგატიური
ინდივიდუალური ეფექტები არ ახლავს: მონაწილეების უმრავლესობისთვის ეს გახდა
ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და ახალი (იგივე იდენტობის
მქონე) მეგობრების შეძენის, შესაბამისად, მაკავშირებელი სოციალური კაპიტალის
გაფართოების საშუალება, თუმცა მათ შორის ინტერაქცია უმეტესად გაშუალებულია
სივრცული დისტანციით და „არადამსწრე“ აგენტებს შორის ელექტრონული
ურთიერთობებით (Giddens, 1990), მათ შორის სოციალურ ქსელებში შექმნილ
მრავალრიცხოვანი ჯგუფების საშუალებით, ეს აგრეთვე მიუთითებს სოციალური გადახრის
დადებით ეფექტზე, რაც მდგომარეობს ახალი სოციალური ჯგუფისთვის
მიკუთვნებულობის განცდაში; სტიგმატიზირებული დევიანტები ცდილობენ იპოვონ
კომპანიონები, რომლებიც სრულად გაიზიარებენ მათ მსოფლმხედველობას და
აგრძნობინებენ, რომ ისინიც ადამიანები და „არსებითად ნორმალურები“ არიან (Goffman,
1963). გარდა ამისა, მონაწილეთა უმრავლესობის მიერ გამოიყო სხვადასხვა სახის უნარ-
ჩვევები და ინტერესები, რომლებიც განავითარეს ცხოვრების წესის ცვლილების შემდეგ,
ესენია: კულინარიული ინტერესები; ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობა;
ეკოლოგიაზე/გარემოზე ზრუნვა; თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების მატება;
აზროვნების წესის ცვლილება. რაც შეეხება გამაერთიანებელ სოციალურ კაპიტალს,
ვეგეტარიანელები და განსაკუთრებით ვეგანები უარყოფითად აფასებენ ოჯახის წევრების
დამოკიდებულებას მათი ცხოვრების წესის მიმართ, მნიშვნელოვანი ნაწილისთვის
საკუთარი გადაწყვეტილების გამჟღავნების შემდეგ ოჯახის წევრებთან ურთიერთობა
გაუარესდა კიდეც, რაც ვეგეტარიანელებისთვის არის ვეგანურ ცხოვრების წესზე
გადანაცვლების ერთ-ერთი ბარიერი, ვინაიდან სტერეოტიპები, უარყოფითი
წინაგანწყობები და სტიგმა აშორებს ინდივიდებს - შეამცირონ ცხოველური პროდუქტების
მოხმარება, რადგან მოქმედებენ ისე, რომ თავი აარიდონ იარლიყებს, რომლებიც შეიძლება
პირველადი თუ მეორადი ჯგუფების წევრების მიერ მიეკეროთ (Markowski & Roxburgh,
2019). სტერეოტიპებისა და სტიგმის გავლენა იმდენად ძლიერია, რომ ზოგჯერ
ინდივიდები მალავენ საკუთარ იდენტობას, რაც განპირობებულია საყოველთაოდ

39
გაზიარებული კონვენციებისა და ნორმების დარღვევის გამო მოსალოდნელი სოციალური
სტიგმით.
ქართველი ვეგანებისა და ვეგეტარიანელების შესახებ არსებული სტერეოტიპების
უმრავლესობა დაკავშირებულია საზოგადოების წინაგანწყობასთან, რომ ისინი
არარელიგიური, არაქრისტიანული, ათეისტური სოციალური ჯგუფია, რაც მიუთითებს
იმაზე, რომ საზოგადოების ნაწილის მიერ ცხოველური პროდუქტების მოხმარების შეწყვეტა
აღქმულია, როგორც არარელიგიური ქმედება. კიდევ ერთი წინაგანწყობა, რაც მონაწილეთა
უმრავლესობისთვის იყო საზიარო, არის ის, რომ თუ ინდივიდი უარს ამბობს ცხოველური
პროდუქტის გამოყენებაზე, მას აქვს ფსიქოლოგიური და ჯანმრთელობის პრობლემები,
რაზეც გამუდმებით მიუთითებენ ოჯახის წევრები, მეგობრები და ექიმებიც კი, რომლებიც
ხშირად მოუწოდებენ მათ დაუბრუნდნენ ომნივორობას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში,
მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება, ეს ლეგიტიმურ ეჭვს აჩენს ვეგანებისა და
ვეგეტარიანელების მარგინალიზაციის პრობლემაზე, ვინაიდან სახეზეა სოციალურ
ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის შეზღუდვა უფრო ფართო საზოგადოებასთან
შედარებით.
მეორე საკვლევ კითხვას რაც შეეხეხება, თუ რამდენად ხელმისაწვდომი,
მრავალფეროვანი და სანდოა ქართულ ბაზარზე არსებული ვეგანური პროდუქცია, უნდა
აღინიშნოს, რომ ზოგადად, საცხოვრებელთან ახლოს არსებული ვეგანური/ვეგეტარიანული
(განსაკუთრებით მცენარეული ალტერნატივები) ნაკლებად ხელმისაწვდომი,
მრავალფეროვანი და სანდოა, რაც გამორჩეულად პრობლემტურია რურალურ
დასახლებებში მაცხოვრებლებისთვის, რომლებსაც ხშირად უწევთ სხვადასხვა
პროდუქციის შესაძენად სპეციალურად ქალაქში ჩასვლა, ეს კი დიდ დროსა და რესურსებს
საჭრიოებს.
მონაწილეთა დისკურსი ქართული ვეგანური ბაზრის შესახებ ძირითადად, წარიმართა
არსებული პრობლემების განხილვის ჭრილში და გამოიყო მთავარი დაბრკოლებებიც:
ცხოველურთან შედარებით მცენარეული პროდუქტების მაღალი ფასები; პროდუქტის
ეტიკეტირების დარღვევით შეცდომაში შეყვანა; ბაზარზე დასაქმებულთა
არაკომპეტენტურობა; ცხოველური პროდუქტების მცენარეული ალტერნატივების სიმცირე,
როგორც მარკეტებში, ისე აფთიაქებში და სხვა ისეთ დაწესებულებებში (მაგალითად,
რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები), აღნიშნული პრობლემები წარმოადგენს
განსაკუთრებულ დაბრკოლებას იმ ვეგეტარიანელებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ
გადაინაცვლონ ვეგანურ ცხოვრების წესზე.
მესამე საკვლევ შეკითხვას რომ დავუბრუნდეთ, თუ რა არის ქართველი ვეგანებისა და
ვეგეტარიანელების ცხოვრების წესის ცვლილების მთავარი მოტივაცია, ყურადღება უნდა
გავამახვილოთ იმაზე, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი ვეგანებისა და
ვეგეტარიანელების უმეტესობა ეთიკური ვეგანია, რაც ნიშნავს, იმას რომ მათი ცხოვრების
წესის ცვლილების ძირითადი მოტივაცია ცხოველთა კეთილდღეობაა, რასაც მოსდევს
გარემოს დაცვისა და ჯანმრთელობის მოტივები. მონაწილეები, რომლებმაც ცხოვრების
წესის ცვლილების მოტივაციად საკუთარი ჯანმრთელობა დაასახელეს, ნაკლებად არიან
დაინტერესებული აქტივიზმით, ცხოველთა უფლებებითა და გარემოსდაცვითი
საკითხებით, გარდა ამისა, ისინი ეთიკურ ვეგანებს ხშირად ახსენებდნენ უარყოფით

40
კონტექსტში, მიუთითებდნენ, რომ ისინი ხშირად სცდებიან ზღვარს ომნივორებთან
კამათისას, რადგან ომნივორობა, ვეგანობა თუ ვეგეტარიანელობა არის ინდივიდის პირადი
არჩევანი, რომელზე შეჩერებაც დაძალებით არ უნდა მოხდეს. მონაწილეების დაახლოებით
მეოთხედი ვეგანი ან ვეგეტარიანელი გახდა პანდემიის დაწყების შემდეგ - ნაწილისთვის
უბრალოდ დრო გათავისუფლდა შესაბამისი ინფორმაციის მოძიებისთვის, ხოლო
ნაწილმა გადაწყვეტილება ვირუსის მიმართ მდგრადი იმუნიტეტის გამომუშავების
მიზნით მიიღო.
ცხოვრების წესის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში უმნიშვნელოვანეს
როლს ასრულებს შესაბამისი ინფორმაციის მოძიება ხორცისა და რძის ინდუსტრიების
გარემოსა და ჯანმრთელობაზე ზეგავლენის შესახებ, აგრეთვე, დოკუმენტური ფილმების
ყურება, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა კვლევაში მონაწილე ვეგანებისა და
ვეგეტარიანელების გადაწყვეტილებაზე - შეემცირებინათ ან საერთოდ შეეწყვიტათ ყველა
სახის ცხოველური წარმოების პროდუქციის გამოყენება. აღსანიშნავია, რომ ვეგანობა არის
ვეგეტარიანელობის ლოგიკური გაგრძელება და ამ იდენტობის მქონე ინდივიდები
თავდაჯერებულები არიან, რომ ამგვარი ცხოვრების წესი სიცოცხლის ბოლომდე
გაგრძელდება.
მონაწილეები თანხმდებიან, რომ იმისთვის, რომ ვეგეტარიანელობა და ვეგანობა გახდეს
უფრო მოსახერხებელი პრაქტიკა, მრავალი ცვლილება უნდა მოხდეს, რაც გადაჯაჭვულია
ერთმანეთზე და შეიძლება განხილული იყოს რობერტ მერტონის აშკარა და ლატენტური
ფუნქციების ჭრილში: ერთი მხრივ, ინდივიდის მიერ ცხოვრების წესის შესახებ მიღებული
გადაწყვეტილება უმეტეს შემთხვევაში განპირობებულია სამი ძირითადი მოტივით
(ცხოველები, გარემოს დაცვა, ჯანმრთელობა), რომლებიც არის აშკარა ფუნქციები.
სუბიექტების განზრახვაში არ შედიოდა, მაგრამ მაინც შეიტანა თავისი წვლილი სამი
ობიექტური შედეგის დადგომაში: 1) ვეგანებისა და ვეგეტარიანელების რაოდენობის ზრდა;
2) ვეგანიზმის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება 3) ქართულ ბაზარზე
არსებული პროდუქციის მრავალფეროვნებისა და სანდოობის ზრდა [ლატენტური
ფუნქციები] (Merton, 1963). შესაბამისად, ზემოხსენებული რგოლების განხორციელების
გარეშე, ნაკლებად სავარაუდოა ვეგანობა/ვეგეტარიანელობა უფრო მოსახერხებელი
პრაქტიკის პერსპექტივაში დავინახოთ.

41
შეზღუდვები და სამომავლო კვლევა

წინამდებარე კვლევას გააჩნია რამდენიმე შეზღუდვა. კერძოდ, კვლევაში მონაწილეობა


მხოლოდ ათამდე კაცმა მიიღო, შესაბამისად, ვერ მოხერხდა გენდერული განსხვავებების
გამოვლენა, მსგავსი შეზღუდვა უნდა გამოირიცხოს სამომავლო კვლევისთვის. გარდა ამისა,
მონაწილეების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მათი მენტალური მდგომარეობა ცხოვრების წესის
ცვლილების შემდეგ გაუმჯობესდა, თუმცა ცდაზე [და არა გამოკითხვაზე] დაფუძნებული
კვლევები საპირისპიროზე მიუთითებს, რაც აგრეთვე ერთ-ერთი შეზღუდვაა, რომელიც
შეიძლება სადისკუსიო გეგმაში შემავალი კითხვების ფორმულირების ან ტიპის
ცვლილებით გამოსწორდეს სამომავლო კვლევისთვის.
კიდევ ერთ შეზღუდვას წარმოადგენს ის, რომ ვეგანებისა და ვეგეტარიანელების შესახებ
ჩატარებული ქართული სოციოლოგიური კვლევების მოძებნა ვერ მოხერხდა, შესაბამისად,
აღნიშნულ კვლევაში მისი შედეგები განხილულია მხოლოდ უცხოურ კვლევებთან
ინტეგრაციის ჭრილში.
ფოკუსჯუფის სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეების უმრავლესობამ საკუთარი იდენტობა
დაახასიათა, როგორც საზოგადოების მხრიდან ნეგატიურად, დევიანტურად აღქმული,
კვლევაში მონაწილეობა კი მხოლოდ ვეგანებმა და ვეგეტარიანელებმა მიიღეს, შესაბამისად,
უცნობია ის, თუ როგორია ქართული საზოგადოების მიერ მათი რეალური აღქმა, ამიტომ
სამომავლოდ კვლევის ობიექტები უნდა იყვნენ ომნივორებიც, მათ შორის ისეთები,
რომელთა ოჯახის წევრი ვეგანი ან ვეგეტარიანელია და ისეთებიც რომლებიც
ვეგეტარიანული/ვეგანური ცხოვრების წესიდან ისევ ომნივორობაზე გადაინაცვლეს.
აღსანიშნავია, რომ ორი ფოკუსჯგუფის შემთხვევაში რამდენიმე მონაწილე ერთმანეთს
იცნობდა, რაც მოდერატორისთვის ცნობილი მხოლოდ ინტერვიუს დაწყების შემდეგ გახდა.
ესეც შეიძლება ჩაითვალოს შეზღუდვად, ვინაიდან მიჩნეულია, რომ ასეთი შემთხვევების
გამო მონაწილეებმა შესაძლოა ერთმანეთის პასუხებზე გავლენა მოახდინონ.

42
გამოყენებული ლიტერატურა
Aavik, K. (2019). Institutional resistance to veganism: Constructing vegan bodies as deviant in medical
encounters in Estonia . University of Helsinki. Helsinki, Finland: Health: An Interdisciplinary Journal
for the Social Study of Health, Illness and Medicine. Retrieved July 3, 2019, from
https://helda.helsinki.fi/bitstream/handle/10138/305155/Final_version_Institutional_resistance_t
o_veganism_Constructing_vegan_bodies_as_deviant_in_medical_encounters_in_Estonia_Kadri_A
avik.pdf?sequence=1
Ahmedani, B. (2011, December 29). Mental Health Stigma: Society, Individuals, and the Profession.
Retrieved from National Library of Medicine:
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3248273/
Alakhunova, N., Diallo, O., Martin del Campo, I., & Tallarico, W. (2015, May). Defining Marginalization:
An Assessment Tool. The George Washington University. Elliott School of International Affairs & the
World Fair Trade Organization-Asia. Retrieved from
https://elliott.gwu.edu/sites/g/files/zaxdzs2141/f/World%20Fair%20Trade%20Organization.pdf
American Psychological Association. (n.d.). Stereotype definition in English. Retrieved from
dictionary.apa.org: https://dictionary.apa.org/stereotype
Anthony, A. (2021, October 10). From fringe to mainstream: how millions got a taste for going vegan.
Retrieved from The Guardian: https://www.theguardian.com/lifeandstyle/2021/oct/10/from-
fringe-to-mainstream-how-millions-got-a-taste-for-going-
vegan#:~:text=The%20exact%20numbers%20of%20vegans,total%20to%20around%201.5%20millio
n.
Avey, T. (2014, January 28). From Pythagorean to Pescatarian: The Evolution of Vegetarianism.
Retrieved from PBS Food Web Site: https://www.pbs.org/food/the-history-kitchen/evolution-
vegetarianism/#:~:text=Some%20of%20the%20first%20self,followed%20a%20strict%20vegetarian
%20regimen.
Baudrillard, J. (1981). Simulacra and Simulationd. (J. P. Natoli, & L. Hutcheon, Eds.) state University of
New York Press, Albany. Retrieved from
https://books.google.ge/books?hl=en&lr=&id=SarqLoTt2usC&oi=fnd&pg=PA342&dq=Baudrillard,+J
.+(1999):+The+Precession+of+Simulacra,+in:+Anthony+Elliot+(ed.)+Contemporary+Social+Theory,+
Blackwell+Publishers.&ots=zgi38QFpSF&sig=s25u33-wLusrCpdKc4gKBhmVP6I&redir
Beezhold, B., Radnitz, C., Rinne, A., & DiMatteo, J. (2015). Vegans report less stress and anxiety than
omnivores. Benedictine University; Fairleigh Dickinson University, Department of Nutrition. Illinois,
USA: School Of Psychology. Retrieved from https://www.researchgate.net/profile/Bonnie-
Beezhold-
3/publication/268786961_Vegans_report_less_stress_and_anxiety_than_omnivores/links/5c241d
bd92851c22a3484e3c/Vegans-report-less-stress-and-anxiety-than-omnivores.pdf
Biology Online. (2020). Retrieved from Definition of omnivore in English:
https://www.biologyonline.com/dictionary/omnivore
Bolderdijk, J. W., & Cornelissen, G. (2021). “How do you know someone’s vegan?” They won’t always
tell you. An empirical test of the do-gooder’s dilemma. University of Groningen; Universitat
Pompeu Fabra, Department of Marketing, Faculty of Business and Economics; Department of
Economics and Busines. Barcelona, Spain: Elsevier Ltd; Appetite 168. Retrieved September 27,
2021, from
https://reader.elsevier.com/reader/sd/pii/S0195666321006267?token=9D7981F2075D6052D4DEA

43
76818B3ECD8376E9501E83BA5D396817B961ABBFA9D439E91AB031DED379991B4C9CBF43C39&o
riginRegion=eu-west-1&originCreation=20220530083302
Brytek-Matera, A., Czepczor-Bernat, K., Jurzak, H., Kornacka, M., & Kolodziejczyk, N. (2018). Strict
health-oriented eating patterns (orthorexic eating behaviours) and their connection with a
vegetarian and vegan diet. Wroclaw Faculty of Psychology, Department of Psychology. Warsaw,
Poland: SWPS University of Social Sciences. Retrieved August 29, 2019, from
https://link.springer.com/content/pdf/10.1007/s40519-018-0563-5.pdf
Cambridge Dictionary. (2022). Retrieved from Meaning of vegan in English:
https://dictionary.cambridge.org/dictionary/english/vegan
Cambridge Dictionary. (2022). Retrieved from Meaning of vegetarian in English:
https://dictionary.cambridge.org/dictionary/english/vegetarian
Cherry, E. (2014). Motivation and Maintenance of Livestyle Movements. Manhattanville College, The
International Sociology Honor Society. Sociological Inquiry. Retrieved from
https://vegstudies.univie.ac.at/fileadmin/user_upload/p_foodethik/Cherry__Elizabeth_2014_I_wa
s_a_teenage_vegan._Motivation_and_maintenance_of_lifestyle_movements..pdf
Cole, M., & Morgan, K. (2011). Vegaphobia: derogatory discourses of veganism and the reproduction
of speciesism in UK national newspaper. London School of Economics and Political Science. Oxford,
England: lackwell Publishing Ltd. British Journal of Sociology. Retrieved from
https://foodethics.univie.ac.at/fileadmin/user_upload/p_foodethik/Cole__M._2011._Vegaphobia.
_derogatory_discourses_of_veganism.pdf
Cole, M., & Stewart, K. (2016). ‘A new life in the countryside awaits’: Interactive lessons in the rural
utopia in 'farming' simulation games. Nottingham Trent University, Open University, Faculty of Arts
and Social Sciences. Nottinghem: Taylor & Francis Online. Retrieved from
http://irep.ntu.ac.uk/id/eprint/30487/1/8276_a369_Stewart.pdf
Connon, C. (2018). hat's the Beef with Veganism?: An Experimental Approach to Measuring Attitude
Change after Documentaru Exposure. Florida State University, COLLEGE OF COMMUNICATION AND
INFORMATION. Retrieved from
https://diginole.lib.fsu.edu/islandora/object/fsu:653394/datastream/PDF/view
Curtain, F., & Grafenauer, S. (2019, October 30). Plant-Based Meat Substitutes in the Flexitarian Age:
An Audit of Products on Supermarket Shelves. p. 1. Retrieved October 30, 2019, from
https://www.mdpi.com/2072-6643/11/11/2603/pdf
Derrida, J. (1976). Of Grammatology. The Johns Hopkins University Press. Retrieved from
https://books.google.ge/books/about/Of_Grammatology.html?id=wN5SEAAAQBAJ&printsec=front
cover&source=kp_read_button&hl=en&redir_esc=y#v=onepage&q&f=false
Derrida, J. (1997). The Animal That Therefore I Am. (M.-L. Mallet, Ed., & D. Wills, Trans.) New York:
Fordham University Press. Retrieved 2008, from
https://books.google.ge/books/about/The_Animal_that_Therefore_I_Am.html?id=RQHQ8Vq97B8
C&printsec=frontcover&source=kp_read_button&hl=en&redir_esc=y#v=onepage&q&f=false
Duignan, B. (2013, May 22). speciesism phylosophy. (B. D. Vivek Abhinav, Ed.) Retrieved from
Britannica Web Site: https://www.britannica.com/topic/animal-rights
Eckersley, R. (1992). ENVIRONMENTALISM AND POLITICAL THEORY Toward an Ecocentric Approach.
Albany: State University Of New York Press. Retrieved from
https://books.google.ge/books?hl=en&lr=&id=KLr7Y-

44
mQiRQC&oi=fnd&pg=PP13&dq=eckersley+1992&ots=S5vb-cBvIf&sig=GDZPbAZd1XWll_v_S-g3u4T-
Mas&redir_esc=y#v=onepage&q=eckersley%201992&f=false
Giddens, A. (1990). The Consequences of Modernity. Stanford; Oxford; Cambridge: POLITY PRESS;
Stanford University Press. Retrieved from https://www.academia.edu/download/59662362/The-
Consequences-of-Modernity-by-Anthony-Giddens20190611-50174-1oixas2.pdf
Godfray, H., Aveyard, P., Garnett, T., Hall, J., Key, T., Lorimer, J., . . . Scarborough, P. (2018). Meat
consumption, health, and the environment. Science. Retrieved from
https://www.science.org/doi/10.1126/science.aam5324
Goffman, E. (1963). Stigma: Notes on the Management of Spoiled Identity. Retrieved from
books.google.ge:
https://books.google.ge/books?hl=en&lr=&id=zuMFXuTMAqAC&oi=fnd&pg=PA1&ots=Ra_rJs5KRk
&sig=TVXskCJx9CzGOwv8NaxKTSk3XU8&redir_esc=y#v=onepage&q&f=false
Jallinoja, P., Vinnari, M., & Niva, M. (2020). Veganism and Plant-Based Eating : Analysis of Interplay
Between Discursive Strategies and Lifestyle Political Consumerism. New York: Oxford University
Press. Retrieved from
https://helda.helsinki.fi/bitstream/handle/10138/309766/Veganism_and_plant_based_eating.pdf?
sequence=4
Key, T., Appleby, P., & Rosell, M. (2006). Health effects of vegetarian and vegan diets. Oxford:
University of Oxford. Retrieved from https://www.cambridge.org/core/services/aop-cambridge-
core/content/view/1B1F779BC279BE2F632C48F5BDB4DF64/S002966510600005Xa.pdf/health-
effects-of-vegetarian-and-vegan-diets.pdf
koghuashvili, P., & Ramishvili, B. (2020). Optimization of Meat Consumption in Georgia int he Context
of Worldwide Trends. Ivane Javakhishvili Tbilisi State University; Georgian Technical University,
Faculty of Economics and Business; Department of Business Administration. Tbilisi, Georgia:
BULLETIN OF THE GEORGIAN NATIONAL ACADEMY OF SCIENCES. Retrieved from
http://science.org.ge/bnas/t14-n3/22_Koghuashvili_Economics.pdf
Kopnina, H., & Ouimet, E. (2016). Culture and Conservation: Beyond Anthropocentrism. In N. Poirier
(Ed.). Oxfordshire: Journal of Ecological Anthropology. Retrieved from
https://scholar.google.com/scholar?hl=en&as_sdt=0%2C5&as_vis=1&q=Shoreman-
Ouimet%2C+E.%2C+%26+Kopnina%2C+H.+%282016%29.+Culture+and+conservation%3A+Beyond+
anthropocentrism.+New+York%3A+Routledge&btnG=
Larson, C., Ronnlunda, U., Johansson, G., & Dahlgren, L. (2003). Veganism as status passage - The
Process of becoming a vegan among youths in Sweden. Umea University, Department of Food and
Nutrition and Department of Sociology. Umea: Appetite. Retrieved from
https://foodethics.univie.ac.at/fileadmin/user_upload/inst_ethik_wiss_dialog/Larrson__C._2003_
Veganism_as_status_passage_in_appetite.pdf
Lawo, D., Esau, M., Engelbutzeder, P., & Stevens, G. (2020). Going Vegan: The Role(s) of ICT in Vegan
Practice Transformation. University of Siegen, Department of Information Systems. Siegen
Germany: sustainability MDPI. Retrieved from https://www.mdpi.com/2071-1050/12/12/5184/pdf
Lea, E., Crawford, D., & Worsley, A. (2006). Public views of the benefits and barriers to the. Deakin
University, Centre for Physical Activity and Nutrition Research, School of Exercise and Nutrition
Sciences. Victoria: Europian Journal of Clinical Nutrition. Retrieved from
https://www.nature.com/articles/1602387.pdf

45
Ledley, T. s., Sundquist, E., Schwartz, S. E., Hall, D. K., Fellows, J., & Killeen, T. (1999). Climate Change
and Greenhouse Gases. The American Geophysical Union (AGU). Retrieved from
https://ntrs.nasa.gov/api/citations/19990109667/downloads/19990109667.pdf
Lindquist, A. (2013). Beyond Hippies and Rabbit Food: The Social Effects of Vegetarianism and
Veganism. University of Puget Sound, Anthropology. Washington D.C: Honors Program Theses. 7.
Retrieved from
https://soundideas.pugetsound.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1008&context=honors_program_
theses
Link, B., Phelan, J., Bresnahan, M., Stueve, A., & Bernice, A. (1999). Public Concepcions of Mental
Illness: Labels, Causes, Dangerousness, and Social Distance. American Journal of Public Health.
Retrieved April 26, 1999, from
https://ajph.aphapublications.org/doi/epdf/10.2105/AJPH.89.9.1328
Loh, H. C., Seah, Y. K., & Looi, I. (2021). The COVID-19 Pandemic and Diet Change. Clinical Research
Centre, Hospital Seberang Jaya, Ministry of Health, Penang, Malaysia. Retrieved May 25, 2021,
from https://journals.hh-publisher.com/index.php/pmmb/article/view/462/267
Loughnan, S., Haslam, N., & Bastian, B. (2010). The role of meat consumption in the denial of moral
status and mind to meat animals. Appetite 55. Retrieved August 2010, from
https://reader.elsevier.com/reader/sd/pii/S0195666310003648?token=D8F57492B4B252207B4C8
5A439B368D3AE385A2F6705F9323EB79286AB02C51D4BE17F8520EEDDA492F85B7D162F8E72&or
iginRegion=eu-west-1&originCreation=20220324143105
Lune, H., & Berg, B. (2017). Qualitative Research Methods for the Social Sciences. (A. Dodge, Ed.)
England: Pearson Education Limited. Retrieved from http://law.gtu.ge/wp-
content/uploads/2017/02/Berg-B.-Lune-H.-2012.-Qualitative-Research-Methods-for-the-Social-
Sciences.pdf
Lyotard, J.-F. (1984). The Postmodern Condition: A report on knowledge. University of Minnesota Press
. Retrieved from
https://books.google.ge/books?hl=en&lr=&id=dpomk7KEX6MC&oi=fnd&pg=PA161&dq=the+post
modern+condition&ots=xZdw0cPG3z&sig=PAEWx5uN2DJo6PK9qGX_ZCiim5o&redir_esc=y#v=onep
age&q=the%20postmodern%20condition&f=false
Maclnnis, c., & G, H. (2015). It ain’t easy eating greens: Evidence of bias toward vegetarians and
vegans from both source and target. Group Processes & Intergroup Relations. Retrieved October 7,
2015, from https://r.jordan.im/download/psychology/macinnis2017.pdf
Markowski, K. L., & Roxburgh, S. (2019). "If I became vegan, my family and friends would hate me":
Anticipating vegan stigma as a barrier to plant based diets. Kent State University, USA. Appetite
135. Retrieved from http://irasilver.org/wp-content/uploads/2019/08/Reading-Vegan-stigma-
Markowski.pdf
Markowski, K., & Roxburgh, S. (2018). “If I became a vegan, my family and friends would hate me:”
Anticipating vegan stigma as a barrier to plant-based diets. Kent State Univeristy. Appetite 135.
Retrieved December 23, 2018, from http://irasilver.org/wp-content/uploads/2019/08/Reading-
Vegan-stigma-Markowski.pdf
McDonald, B. (2000). "Once You Know Something, You Can’t Not Know It" - An Empirical Look at
Becoming Vegan. Leiden. Retrieved from
https://foodethics.univie.ac.at/fileadmin/user_upload/inst_ethik_wiss_dialog/McDonald__B._200
0._Vegan_...__An_Empirical_Look_at_Becoming_Vegan..pdf

46
McDonald, B., Cervero, R. M., & Courtenay, B. C. (2011). An Ecological Perspective of Power in
Transformational Learning: A Case Study of Ethical Vegans. University of Georgia, Department of
Adult Education. SAGE. Retrieved April 16, 2011, from
https://foodethics.univie.ac.at/fileadmin/user_upload/inst_ethik_wiss_dialog/McDonald__B._199
9._Ethical_Vegans.pdf
Melson, G. (2001). Why The Wild Things are: Animals in the Lives of Children. United States of
America: HARVARD UNIVERSITY PRESS. Retrieved from https://books.google.ge/books?id=-
NIpEAAAQBAJ&pg=PR10&lpg=PR9&ots=E7Syps_upz&focus=viewport&lr=#v=onepage&q&f=false
Merton, R. K. (1963). Social theory. (D. W. Wesley Longhofer, Ed.) New York and London: Routledge
Taylor & Francis Group. Retrieved from
https://books.google.ge/books?hl=en&lr=&id=QC3eCwAAQBAJ&oi=fnd&pg=PA68&dq=Manifest+a
nd+latent+functions&ots=zms50YoLF3&sig=JqWwZJf_n8Ou0iUAGxe-
kiuEoww&redir_esc=y#v=onepage&q=Manifest%20and%20latent%20functions&f=false
Modlinska, K., Adamczyk, D., Maison, D., & Pisula, W. (2020). Gender Differences in Attitudes to
Vegans/Vegetarians and Their Food Preferences, and Their Implications for Promoting Sustainable
Dietary Patterns–A Systematic Review. University of Warsaw, Faculty of Psychology. Warsaw,
Poland: sustainability MDPI. Retrieved August 5, 2020, from https://www.mdpi.com/2071-
1050/12/16/6292/pdf
Nagelman, S. (2019). What Vegans Do To Us. Master's Thesis, University of Twente, Faculty of
Behavioral, Management and Social Sciences, Twente, Netherlands. Retrieved from
http://essay.utwente.nl/82551/1/Nagelmann_MA_PSY.pdf
Nezleka, J. B., Forestell, C. A., Tomczyk, J., & Cypryańska, M. (2022). Vegans Experience More Social
Disapproval than Other Vegetarians and Pescatarians Experience Less Social Disapproval than
Vegetarians. SWPS University of Social Sciences and Humanities, Institute of Psychology . Warsaw,
Poland: Dietary Habit and Treatment by Others 1. Retrieved March 24, 2022, from
https://osf.io/eyxtn/download
North, M., Klas, A., Ling, M., & Kothe, E. (2021). A qualitative examination of the motivations behind
vegan, vegetarian, and omnivore diets in an australian population. Deakin University. Victoria:
Appetite, 167. Retrieved from https://psyarxiv.com/ruw52/download?format=pdf
Piazza, J., Ruby, M., Loughnan, s., Loung, M., Kulik, J., Watkins, H., & Seigerman, M. (2015).
Rationalizing meat consumption. The 4Ns. Appetite 91. Retrieved April 3, 2015, from
https://reader.elsevier.com/reader/sd/pii/S0195666315001518?token=C0AE875A93779F78952EB
682484318956D29C1F903BE13106F80795A60748DE149A08DC503F7676AB78F1085A4BA092E&ori
ginRegion=eu-west-1&originCreation=20220324131129
Poore, J., & Nemecek, T. (2019). Reducing food’s environmental impacts through producers and
consumers. Retrieved from https://www.science.org/doi/10.1126/science.aaq0216
Putnam, R. D. (2000). Bowling Alone: The Collapse and Revival of American Community. New York;
London; Toronto; Sydney: SIMON & SCHUSTER PAPERBACKS. Retrieved 2000, from
https://books.google.ge/books?hl=en&lr=&id=rd2ibodep7UC&oi=fnd&pg=PA13&ots=G6IaoXtqR1
&sig=vF2dZCuAw7l3W4r-2UJi7jYQtZ8&redir_esc=y#v=onepage&q&f=false
Radnitz, C., Beezhold, B., & DiMatteo, J. (2015). Investigation of lifestyle choices of individuals
following a vegan diet for health and ethical reasons. Benedictine University; Fairleigh Dickinson
University, Department of Nutrition. Lisle, Illinois, USA: ELSEVIER Ltd. Appetite 90. Retrieved 25
February, 2015, from https://www.researchgate.net/profile/Bonnie-Beezhold-

47
3/publication/272944910_Investigation_of_lifestyle_choices_of_individuals_following_a_vegan_di
et_for_health_and_ethical_reasons/links/5c241d61299bf12be39c20b7/Investigation-of-lifestyle-
choices-of-indiv
Reineke, J. C. (2020). The motivations, struggles and behaviours of vegan consumers: A digital
consumer insights study of a vegan online community. Dissertation, Catolica Lisbon, Bussiness %
Economics, Lisbon, Portugal. Retrieved from
https://repositorio.ucp.pt/bitstream/10400.14/29682/1/152118077_Julia%2520Reineke_DPDFA.p
df
Rothenberg, H. (2014). Efforts to overcome vegetarian-included dissonance among meat eaters.
Apetite 79. Retrieved April 13, 2014, from
https://reader.elsevier.com/reader/sd/pii/S0195666314001688?token=21CA8A59D81AEEB191199
7E8BABE488FE0CFB4994D4F9196DBE313D3321A9438F57DD87E9C90AF24CEC57DECED643553&o
riginRegion=eu-west-1&originCreation=20220324135322
Rothgerber, H. (2014, May 8). Horizontal Hostility among Non-Meat Eaters. (T. Denson, Editor)
Retrieved April 8, 2014, from PLOS ONE:
https://journals.plos.org/plosone/article/authors?id=10.1371/journal.pone.0096457
Rowe, C. (2016, March 22). NUTRIENTS IN MEAT. Retrieved from American Meat Science Association:
https://meatscience.org/TheMeatWeEat/topics/meat-in-the-diet/nutrients-in-meat
Ruby, M. B. (2012). Vegetarianism. A blossoming field of study. University of British Columbia,
Department of Psychology. Vancouver, Canada: Appetite 58. Retrieved from
https://reader.elsevier.com/reader/sd/pii/S0195666311005873?token=0F9A1DF144C4CF15A433C
31B19EA6B1B20D7FBAABAE165C949457490E1161F5E8AE72F2EFFD5D9C62F5B874230C89D2F&or
iginRegion=eu-west-1&originCreation=20220528161429
Ryder, R. D. (1972). SPECIESISM PAINISM AND HAPPINESS: A MORALITY FOR TWENTY-FIRST CENTURY.
Andrews UK Limited. doi:http://lust-for-life.org/Lust-For-Life/_Textual/MarcBekoff-
Editor_EncyclopediaOfAnimalRightsAndAnimalWelfare_1998_471pp/MarcBekoff-
Editor_EncyclopediaOfAnimalRightsAndAnimalWelfare_1998_471pp.pdf
Sael, F. (2019). Female and male’s perception on a Plant-based (Vegan) diet after having viewed the
documentary film What The Health. Jönköping University, Media and Communication Science with
Specialization in International Communication. Jönköping, Sweden: School of Education and
Communication. Retrieved from https://www.diva-
portal.org/smash/get/diva2:1428856/FULLTEXT01.pdf
Salmivaara, L., Niva, M., Silfver, M., & Vainio, A. (2022). How vegans and vegetarians negotiate eating-
related social norm conflicts in their social networks. Univesity of Helsinki, Department of Forest
Sciences, Department of Economics and Management. Helsinki, Finland: Appetite 175. Retrieved
May 9, 2022, from
https://www.researchgate.net/profile/Laura_Salmivaara/publication/360597368_How_vegans_an
d_vegetarians_negotiate_eating-
related_social_norm_conflicts_in_their_social_networks/links/6289f3016e41e5002d3a6e69/How-
vegans-and-vegetarians-negotiate-eating-relat
Sanders, B. (2018, October 10). Global Animal Slaughter Statistics And Charts. Retrieved from
Faunalytics Web Site: https://faunalytics.org/global-animal-slaughter-statistics-and-
charts/#:~:text=Worldwide%2C%20more%20than%2070%20billion,trends%20by%20type%20of%2
0animal.

48
Sheridan, A. (2018, September 8). Veganism: why it’s not just a diet, more a way of life. Retrieved
from SCMB Web Site: https://www.scmp.com/magazines/style/travel-
food/article/2163252/veganism-why-its-not-just-diet-more-way-
life?module=perpetual_scroll_0&pgtype=article&campaign=2163252
Smith, V. H., & Schindler, D. W. (2009). Eutrophication science: where do we go from here? University
of Kansas; University of Alberta, Department of Ecology and Evolutionary Biology; Department of
Biological Sciences. Lawrence. Kansas, USA; Edmonton, Canada: Elsevier Ltd. Retrieved Febuary 24,
2009, from
http://citeseerx.ist.psu.edu/viewdoc/download?doi=10.1.1.590.5849&rep=rep1&type=pdf
Stenfield, H., Gerber, P., T, W., V, C., M, R., & Haan, C. d. (2006). Livestock’s Long Shadow:
Environmental Issues and Options. Roma: Food Agriculture Organisation.
The Vegan Society. (2022). Definition of Veganism. The Vegan Society. Retrieved from
https://www.vegansociety.com/go-vegan/definition-veganism
The Vegan Society. (2022). Why Go Vegan? Retrieved from https://www.vegansociety.com/go-
vegan/why-go-vegan
Twine, R. (2014). Vegan Killjoys at the Table—Contesting Happiness and Negotiating Relationships
with Food Practices. Department of Social Sciences. Ormskirk: societies. Retrieved from
https://www.mdpi.com/2075-4698/4/4/623
Veganism and COVID-19. (2020, May 19). Retrieved from The Vegan Society:
https://www.vegansociety.com/news/blog/veganism-and-covid-19
Weber, M. K. (1968). Introduction to Sociological Theory: Social Action. (M. Dillon, Ed.) Wiley-
Blackwell. Retrieved from
https://books.google.ge/books?id=HZEDwaIthpkC&pg=PA127&dq=Rational+social+action+with+va
lues&hl=en&sa=X&ved=2ahUKEwjitaW605b4AhUUQvEDHXGmB0AQ6AF6BAgJEAI#v=onepage&q=R
ational%20social%20action%20with%20values&f=false
WHO Europe. (2021). Plant-based diets and their impact on health, sustainability and the
environment. Retrieved from World Health Organization:
https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/349086/WHO-EURO-2021-4007-43766-61591-
eng.pdf?sequence=1&isAllowed=y
Wood, A. W., & O'Neill, O. (2016). Kant on Duties Regarding Nonrational Nature. Wiley on behalf of
The Aristotelian Society. Retrieved May 16, 2016, from https://aaron-zimmerman.com/wp-
content/uploads/2016/05/Kantian-Duties-Toward-Animals.pdf
Wright, L. (2015). The Vegan Studies Project: Food, animals, and gender in the age of terror. Athens:
The University of Georgia Press. Retrieved from
https://books.google.ge/books?hl=en&lr=&id=gwPaCgAAQBAJ&oi=fnd&pg=PR11&ots=4ZC78eQF3
d&sig=xOPZoJVdfTEH78AYtqbPngwTfNk&redir_esc=y#v=onepage&q&f=false
ბარბაქაძე, ლ. (2013). მარხვა. Retrieved from საქართველოს პარლამენტის ეროვნული
ბიბლიოთეკა:
http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AE%E
1%83%95%E1%83%90
დონაძე, ნ. (2016). Retrieved from http://dictionary.css.ge/content/mode-life

49

You might also like