You are on page 1of 11

დაე იყოს ასე, არ შრებოდეს

არასოდეს კასრის ფსკერი,

ჯონ! სადაც ბობოქრობს

მარცვლეული ქერის!

რობერტ ბერნსი

ვისკი (სკოჩის) რეგიონები

შოტლანდიური ვისკის ასოციაცია არის, ვისკის ინდუსტრიის ოფიციალური სავაჭრო


ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია ვისკის წარდგენაზე ეროვნულ და საერთაშორისო
ასპარეზზე, მაგალითად როგორიცაა ტერმინი - შოტლანდიური ვისკის (სკოჩის), გამოყენება
და მარკეტინგი.

ბოლო დრომდე, მთელი შოტლანდია პირობითად იყოფოდა ვისკის წარმოების სამ ძირითად
რეგიონად: მაღალმთიანი (ჰაილენდი), დაბლობი(ლოულენდი) და სპეისაიდი. თუმცა,
ინდუსტრიის მოთამაშეების ზეწოლის ქვეშ, 2009 წელს მიიღეს ახალი რედაქცია -
კემპბელტაუნის ოლქი და კუნძული აილას დისტილერიები გამოყვეს მაღალმთიანეთიდან
ცალკეულ რეგიონებად. ამ დროისთვის მზადდება ახალი გამოცემა, რომელიც გამოყოფს
ახალ რეგიონს - კუნძულებს.

ამჟამად ასოციაცია ახდენს დისტილერიების კლასიფიკაციას შოტლანდიაში ვისკის


მწარმოებელი ხუთი რეგიონის მიხედვით - High Yand, Speyside, Lowland, Campbeptown და Isla.

ეს გეოგრაფიული დაყოფა დღეს ძნელია გაამართლოთ, თითოეულ რეგიონში მოქმედი ქერის


ალაოს ვისკის დისტილერიების რაოდენეობების მიხედვით: მაღალმთიანეთი (36), სპეისაიდი
(45), დაბლობი (4), კემპბელტაუნი (3) და აილა (9). ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ აილა
გამოირჩევა როგორც გამორჩეული რეგიონი ცხრა დისტილერიით, მიუხედავად ამისა
ტერიტორია შვიდი დისტილიერით სხვა კუნძულებზე: არანის, ჯურას კუნძულიდან და
ორკნეის კუნძულებამდე, არის მაღალმთიანი რეგიონის ნაწილი. ამ დაყოფის მთავარი
მიზეზი ის არის, რომ პერიოდში 1784-1816 წწ. განსხვავებული აქციზის განაკვეთები
გამოიყენებოდა მაღალმთიანი რეგიონის ჩრდილოეთით და სამხრეთით. კემპბელტაუნი,
ოდესღაც აყვავებული ვისკის ინდუსტრია, ვისკის 32–ზე მეტი დისტილერიით,
ოფიციალურად იქნა განდევნილი მაღალმთიდან 1785 წელს და ბევრი დისტილერია
იძულებული გახდა წარმოება მალულად გაეგრძელებინა. დღეს მხოლოდ სამი დისტილერია
მუშაობს კემპბელტაუნში, კერძოდ: სპინბანკი, გლენგილი და გლენ სკოტია.
არსებობს ტრადიცია ზოგიერთი ვისკი აღწეროს როგორც ტიპიური "აილას",
"მაღალმთიანეთის", "დაბლობის" ან "სპეისაიდის".

Speyside–ში არის დისტილერიების ყველაზე დიდი კონცენტრაცია. კაენგმორის


ნაციონალური პარკის პირას (Aurngorm National Park) განთავსებული Dalwhinnie Distillery
(დალვინიეს დისტილერია) შოტლანდიაში ვისკის ერთ – ერთი უმსხვილესი დისტილერია
იყო, ის განლაგებული იყო იზოლირებულ უკანონო წარმოებისათვის მოხერხებულ ადგილას.
მოსახლეობის უმრავლესობა იყენებდა მდინარე სპეის მასაზრდოებელ პატარა წყაროების
წყლებს, გარშემო მთები დაფარულია ტორფით და ხავსით, რომელიც დევს თხელი ფენით,
გრანიტისა და კვარცის ლოდებზე. წვიმის წყალი მიედინება ქვემოთ და არ იწვევს
მინერალებს გარეცხვას კლდიდან, ასე რომ ის ზოგადად რბილია, თუმცა ტორფიანი და მჟავე
იმის გამო, რომ ის მიედინებოდა ხავსიან ტორფზე. წყლის შესაფერისი წყაროების
კომბინაციამ და კარგი ადგილობრივი ქერის არსებობამ, ბუნებრივია გამოიწვია Spayside-ში
დისტილირების შექმნა და გავლენა მოახდინა ვისკის ხასიათზე. ქერს ყოველთვის
აშრობდნენ დამწვარ ტორფზე და ვისკის ხშირად უწოდებდნენ "ტორფირებულს.

მე -19 საუკუნეში ქვანახშირისა და კოქსის და მე -20 საუკუნეში ელექტრული ენერგიის,


გაზისა და ნავთობის ღუმელების შემოსვლასთნ ერთად, დისტილერიებში ქერის გაშრობის
დამოკიდებულება შემცირდა ტორფის წვაზე. დისტილერიებმა ექსპერიმენტი ჩაუტარეს
ტორფთან შედარებით მსუბუქ გაშრობას და მართლაც, ბევრმა დისტილერიმ ადაპტირება
მოახდინა ალაოს უფრო მსუბუქი, ნაკლებად ტორფიანი სტილის ვისკის საწარმოებლად,
როგორიცაა Bunnahabhain და Tobermory. გარდა ამისა, მწარმოებლების უმრავლესობამ ქერის
მიღება დაიწყეს კომერციული საწარმოებიდან, ბევრმა დაიწყო ვისკის ცენტრალირებულად
ჩამოსხმა იყენებდა რა წყლის სხვადასხვა წყაროებს.

კასრში ვისკის დაძველება ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომწიფებული ვისკის


არომატის განსაზღვრისას და ბევრი მწარმოებელი კასრებს იყენებენ ხერესი–ს ან სხვა
ალკოჰოლური სასმელებისგან. აქედან გამომდინარე, ძნელია არ მივიდეთ დასკვნამდე, რომ
ვისკის გეოგრაფიულმა კლასიფიკაციამ მეტწილად დაკარგა თავისი მნიშვნელობა. ეს
სასარგებლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ცდილობთ იპოვოთ დისტილერი რუკაზე.

შოტლანდიაში არის ექვსი რეგიონი, ვისკის 100-ზე მეტი დისტილერიით. ერთად, ისინი
აწარმოებენ 2000-ზე მეტ სხვადასხვა ვისკის და თითოეული მათგანი ამაყობს საკუთარი
ვისკით.

ახლა მოდით უფრო დეტალურად ვისაუბროთ თითოეული ტერიტორიის ისტორიასა და მის


უნიკალურ გეოგრაფიულ მახასიათებლებზე.
მაღალმთიანეთი (ჰაილენდი)

ჰაილენდი - ვისკის უდიდესი რეგიონი შოტლანდიაში. როგორც შოტლანდიური ვისკის


ასოციაციამ განსაზღვრა, ის მდებარეობს: მდინარეებს კლაიდსა და ტეის დამაკავშირებელი
ხაზის ზემოთ მდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც ზოგჯერ მაღალმთიანეთის ხაზსაც
(Highland line) უწოდებენ. ამ რეგიონის შთამბეჭდავი ზომის გამო, ძნელია საუბარი მის
სტილზე მთლიანად, რომელიც წარმოდგენილია როგორც ძლიერი, მდიდარი ვისკით
ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებში, ასევე მსუბუქი და დელიკატური ნიმუშებით
სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან. მთიანეთის ტოპოგრაფია ძალიან განსხვავდება
შოტლანდიის სამხრეთ ნაწილისგან: ის უფრო მკაცრი და ბევრად უფრო მთიანია,
მიუწვდომელი ადგილების სიმრავლით, რაც ისტორიულად ხელს უწყობდა აქ დისტილაციის
ბიზნესის აყვავებას. მე 17 საუკუნეში აქციზის გადასახადის მზარდი მატებით, ვისკის
მწარმოებლები უფრო მთაში გადავიდნენ, იქ ააშენეს საიდუმლო დისტილერიები და
ემალებოდნენ გადასახადების ამკრეფებს, მაღალმთიანეთის განცალკევებულ ადგილებში.
ვისკის წარმოებას ხელი შეუწყო მაღალმთიანი რეგიონის, მინერალებით მდიდარმა წყლებმა,
რომლებიც კლდეებზე გადის. ცივმა, ნოტიო კლიმატმა ასევე დიდი როლი ითამაშა ვისკის
მწარმოებაში. ასე განვითარდა მაღალმთიანი შოტლანდიის ვისკის მთავარი რეგიონი.
მაღალმთიანეთი მიჩნეულია შოტლანდიაში ვისკის მწარმოებელ უდიდეს ზონად. აქ
წარმოებული ვისკი გამოირჩევა განსაკუთრებული სიძლიერით და გემოვნებით ნაკლები
ტორფიანობით. მაღალმთიანი ვისკის გემო მრგვალი, მკვრივი და მშრალია, თხილის, ჩირის
და სანელებლების მდიდარი ნოტებით. თითქმის ყველა დისტილერი მდებარეობს სანაპირო
ზონაში, რის გამოც ვისკიში ჩნდება ზღვის ნოტები. ხშირად ექსპერტებსაც კი აბნევს
ზოგიერთი Highland-ის და Islay-ს ვისკის მსგავსება. მაღალმთიანი ვისკი ხშირად ხასიათდება
როგორც ელიტური და დახვეწილი. ახასიათებს მუხის კასრებში ხანგრძლივი დაძველება,
ხოლო დაძველების ბოლო წელს ვისკის ხშირად ასხამენ ხერესის კასრებში, რათა მისცეს
სიტკბო და ვანილის ნოტები. მაღალმთიანეთის დედაქალაქი არის ქალაქი ინვერნესი. მასში
არ არის სამრეწველო საწარმოები, ამიტომ მისი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის
სტუდენტები და პენსიონერები. ამ დროისთვის კერძო დისტილერიები ადგილს უთმობენ
ვისკის წარმოების დიდ ქარხნებს, ამიტომ ინდუსტრიალიზაცია და მასობრივი წარმოება
თანდათან შთანთქავს კერძო ოჯახის ტრადიციებს.

დაბლობი (ლოულენდი)

დაბლობი არის შოტლანდიური ვისკის წარმოების რეგიონი, რომელიც იკავებს შოტლანდიის


მატერიკზე სამხრეთ დაბლობებს მდინარე კლაიდისა და ტეის შესართავებს შორის.
დაბლობის ვისკი არ არის ისეთი ცნობილი, როგორც მაღალმთიანი ვისკი და არის უფრო
მსუბუქი და დელიკატური სტილით, ვიდრე სხვა შოტლანდიის რეგიონების. მე -18 საუკუნის
ბოლოს, მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობდა ამ ტერიტორიებზე. აქ იყო განთავსებული
ქვეყნის მთავარი სავაჭრო ცენტრები. დაბლობის ალკოჰოლური სასმელები ფართოდ
გამოიყენებოდა მე -18 საუკუნეში ბლენდების დასამზადებლად და დაბლობის ბევრ ქალაქს
ჰქონდა ლეგალურად მოქმედი დისტილერია. ამასთან, ლეგალური მუშაობა უფრო და უფრო
მეტ დანაზოგს მოითხოვდა და შედეგად ხარისხის დაკარგვას და წარმოებული ალკოჰოლების
დონის შემცირებას იწვევდა. ასე რომ, როდესაც შოტლანდიაში ალკოჰოლური ბაზრის
ლიბერალიზაცია მოხდა 1823 წელს, მაღალმთიანი და კუნძულის ალკოჰოლური სასმელები
ბევრად უფრო მოთხოვნადი იყო, ვიდრე დაბლობის პროდუქტები. დროთა განმავლობაში,
ლოულენდის დისტილერიებმა შეიმუშავეს ახალი სპეციალიზაცია, მარცვლეულის
სპირტების მასობრივი წარმოება შერეული-ბლენდირებული სკოჩის ჩამოსასხმელად.
მიუხედავად ამისა, დღესდღეობით არსებობს დისტილერიები ერთი ალაოს ვისკის
ღირსეული მაგალითებით. მათ შორის ყველაზე ცნობილია ოხენტოშანი და გლენკინჩი. ასევე
არსებობდა როზებანკის დისტილერია, რომელიც დაიხურა 1993 წელს.

დაბლობის მწარმოებლები ტრადიციულად აწარმოებენ თავიანთ წარმოებას ზღვიდან უფრო


შორს, ვიდრე სხვა რეგიონების მწარმოებლები, ამიტომ მათი ვისკი დაძველებულია კასრებში
დამახასიათებელი საზღვაო გავლენის გარეშე. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია კუნძულოვან
ვისკისთან შედარებით. ასევე, ნაკლებია ტორფი შოტლანდიის დაბლობში. აქედან
გამომდინარე, ადგილობრივი დისტილერიები უფრო ხშირად იყენებდა ნახშირს ვისკის
წარმოებაში. ეს ნიშნავს, რომ დაბლობის ვისკის ნაკლებად ახასიათებს შებოლილი არომატი,
რომელიც ჩნდება ტორფზე ქერის გაშრობისას. გარდა ამისა, შოტლანდიის დაბლობების
სიახლოვე ინგლისთან ნიშნავს ადგილობრივი მწარმოებლების ტრადიციულ ორიენტაციას
ბრიტანელების გემოვნებაზე. ამან შექმნა ტენდენცია უფრო მსუბუქი ვისკის საწარმოებლად,
რომელიც ხშირად აპერიტივის ფუნქციას ასრულებდა. დაბლობი გამოირჩევა უპრეცედენტო
ბუნებრივი სილამაზით და ფერდობებზე გულუხვი მცენარეულობით. კლიმატი რბილი და
ოკეანეურია, რაც შესანიშნავია ხორბლისა და ქერის გასაშენებლად. დაბლობის ვისკი
გამოირჩევა მსუბუქი ტონებით, მსუბუქი და გრძელი გემოთი, ველური ყვავილების
ნოტებით. სწორედ აქ მზადდებოდა ერთი ალაოს ვისკის ძირითადი ნაწილი და მხოლოდ ამ
რეგიონში გამოიყენება შოტლანდიური ჯიშებისთვის უჩვეულო სამმაგი დისტილაცია.
სამმაგი დისტილაცია და დავარგება გამომწვარ მუხის კასრებში აძლევს ვისკის მის ცნობილ
ყვავილოვან არომატს. ამ რეგიონში 1820 წლის ბოლოს გამოიგონეს უწყვეტი დისტილაციის
მეთოდი, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ვისკის წარმოების მოცულობა. ამავე დროს, მისი
ხარისხი და გემოვნების მახასიათებლები თითქმის უცვლელი დარჩა. ვაკეები გამოირჩევა
მდიდარი და ნაყოფიერი მიწებით, რომლებიც კარგად ემსახურებოდნენ ვისკის წარმოებას.
მიუხედავად ბრიტანეთის სხვადასხვა აკრძალვისა და პირდაპირი ჩარევისა შოტლანდიის ამ
ნაწილის განვითარებაში, სწორედ ის გახდა ცენტრი სახნავი მეურნეობის განვითარებისა და
მარცვლეულის მოყვანისა და მოსავლის ახალი ტექნოლოგიების განვითარებისათვის. ამის
წყალობით, დისტილატების წარმოებამ მალე მიაღწია სამრეწველო დონეს.
სპაიასიდი (დინარე სპეის ჭალა-ხევი)

სპეისაიდი - არის ვისკის წარმოების რეგიონი შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.


სახელი მომდინარეობს მდინარე სპეიდან, რომელიც მას შუაზე ყოფს და სპეიში არსებულ
ორაგულზე თევზაობიდან, რომელიც შესანიშნავი წყვილია ადგილობრივ ვისკისთან.
სპეისაიდის ვისკი უფრო ტკბილი და კაშკაშაა ვიდრე მაღალმთიანი რეგიონის სხვა
ნიმუშები, აქვს ძალიან დელიკატური კვამლი (განსაკუთრებით ისლაის ნიმუშებთან
შედარებით), უფრო რთული თაიგული და ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ.
სპეისაიდის ტერიტორია მოიცავს მორეის ადმინისტრაციული რეგიონის დიდ ნაწილს,
მორეის ფორტის სანაპიროზე (ჩრდილოეთი ზღვა), ქალაქ ინვერნესის აღმოსავლეთით.

ტექნიკურად, ეს არის მაღალმთიანი (ჰაილენდი) რეგიონის ქვე-რეგიონი, მაგრამ აქ


დისტილატორების კონცენტრაცია ისეთია, რომ სპეისაიდმა მოიპოვა აღიარება, როგორც
დამოუკიდებელი რეგიონი. სინამდვილეში, შოტლანდიაში ვისკის მწარმოებელთა ნახევარზე
მეტი აქ არის კონცენტრირებული. ვისკის ინდუსტრიების რაოდენობის ზრდამ აქ ხელი
შეუწყო არა მხოლოდ მდინარე სპეის არსებობამ, არამედ ამ ტერიტორიის დისტანცირებამ
ქვეყნის მმართველობითი ცენტრიდან. ფაქტია, რომ მე -17 და მე -18 საუკუნეებში ვისკის
წარმოება ცნობილი იყო გადასახადებით და ეს იყო ადგილი სადაც აქციზის თანამშრომელი
იშვიათად დადიოდა, ფარულად წარმოება აყვავდა-განსაკუთრებით მაღალმთიანეთის
ძნელად მისადგომ რეგიონებში. მთები, რომლებიც მოიცავს მდინარე სპეის ნაპირებს,
წარმატებით იფარებდნენ ადგილობრივ არალეგალურ მწარმოებლებს. დაბლობი
მთისწინეთსა და ზღვისპირეთს შორის ცნობილია როგორც "შოტლანდიის ბაღი". მდინარე
სპეის ჭალაში ნაყოფიერი ნიადაგის ფენის სისქე აღწევს 1.8 მეტრს, ხოლო კლიმატი საკმაოდ
თანაბარია თბილი ყურის ნაკადის წყალობით - იდეალური პირობებია ქერის გაშენებისთვის.
სამხრეთ სპისაიდის ჭაობი არომატული ტორფის უხვად მომარაგებას უზრუნველყოფს.
ადგილობრივი წყაროს წყალი, რბილი და გამჭვირვალე, იდეალურია ვისკის წარმოებისთვის.
მთიდან ჩამოსული თოვლის დნობის წყალი გაფილტრულია უძველესი ქანებით,
გამდიდრებულია მნიშვნელოვანი მინერალებით, რომლებიც ხელს უწყობენ ქერის
დატენიანებას და ბადაგის გამოხდას. თავად მდინარე სპეის წყლები დღეს არ გამოიყენება
ვისკის წარმოებაში. მაგრამ მეორეს მხრივ, ორაგულზე თევზაობა გახდა მართლაც
კულტურული ფენომენი. ორაგული შესანიშნავი გასტრონომიული წყვილია Speyside Single
Malt Scotch–თან. სპისაიდის ვისკის გამორჩეული სტილის მიუხედავად, დისტილერიათა
შთამბეჭდავი რაოდენობა ნიშნავს არომატის პროფილის მაღალ ცვალებადობას და
მრავალფეროვნებას. მიუხედავად ამისა, თუ თქვენ შეადარებთ მათ დანარჩენ შოტლანდიურ
ვისკებს, შეგიძლიათ განასხვავოთ რამდენიმე ხატოვანი თვისება. სპეისაიდის ვისკი, როგორც
წესი, ტკბილი და მდიდარია ეთერზეთებით, ხშირად შეგახსენებთ: მსხლის, კანფეტების,
ვაშლეიბს, მიხაკის (სანელებლებს), ვარდის, სხვადასხვა ყვავილებს, ბანანს და ნაღების
არომატებს და გემოებს. შებოლვა აქ რბილია. Speyside–ში არის ცნობილი შოტლანდიური
დისტილერიები, როგორიცაა: Macallan, The Glenlivet და Glenfiddich. Chivas Regal–ის ცნობილ
შერეულ ვისკის ასევე აქვს თავისი ისტორიული ფესვები Speyside–ში, რომელიც იწარმოება
ადგილობრივი ერთი ალაოს დისტილერით, როგორიცაა Strathisla.

სპეისაიდი ახლა ერთ -ერთი ყველაზე პოპულარული და საინტერესო ადგილია


ტურისტებისთვის და აქ შოტლანდიელებმა ალაოს ვისკის ბილიკიც კი შექმნეს.
მოგზაურობენ მის გასწვრივ, ტურისტები პოულობენ ნიშნებს, რომლებიც გზას უჩვენებენ
სხვადასხვა დისტილერიისკენ. უფრო მეტიც, "გლენფიდიხი" ამაში განსაკუთრებით
წარმატებულია - ტურისტებს სთავაზობენ არა მხოლოდ უფასო ექსკურსიას და ვისკის
სხვადასხვა სახეობის დეგუსტაციით, არამედ გარკვეულ საფასურად, თქვენ შეგიძლიათ
დააგემოვნოთ უნიკალური კასრები და შეიტანოთ წვლილი ამ მშვენიერი სასმელის
განვითარებაში. მაგალითად, სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ, თქვენ შეგიძლიათ
ვისკი ჩამოასხათ სასმელ ბოთლში საკუთარი ხელით.

აილა (კუნძული აილა)

კუნძული აილა არის ჰებრიდეს არქიპელაგის ყველაზე სამხრეთ კუნძული შოტლანდიის


დასავლეთ სანაპიროზე და მდებარეობს სულ რაღაც 40 კილომეტრში ჩრდილოეთ
ირლანდიის სანაპიროდან. ის არის ალბათ ყველაზე ცნობილი შოტლანდიური ვისკის
რეგიონი და ნამდვილად ყველაზე ექსტრავაგანტული, "ჰებრიდების არქიპელაგის
დედოფალი" როგორც ეძახიან კუნძულ აილას. საკმაოდ მრავალფეროვანი გეოგრაფიით:
ხავსების უდაბნოიანი ჭაობიდან და ტორფის ჭაობიდან აყვავებულ მდელოებამდე,
აყვავებულ ბუჩქებით, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებთ. კუნძულს აქვს ზომიერი კლიმატი
და არის ყველაზე ნაყოფიერი კუნძული არქიპელაგში. მისი ეკონომიკის საფუძველია
სოფლის მეურნეობა და მასთან დაკავშირებული ვისკის წარმოება. კუნძულის ვისკის აქვს
ზღვის, კვამლისა და მედიკამენტების უნიკალური და გამორჩეული არომატი, ზღვის,
მარილისა და იოდის ნოტების არსებობის გამო. ტორფის ჭაობები მოიცავს კუნძულის
მთლიანი ფართობის დაახლოებით მეოთხედს, რაც გავლენას ახდენს არა მხოლოდ გაშრობის
მეთოდზე, არამედ აილას ვისკის გემოზეც. ასეთი ვისკის გემო ძლიერი და მდიდარია, ზღვის
არომატი თავიდანვე იგრძნობა. აქედან გამომდინარე, აილას ვისკი ხშირად
რეკომენდირებულია როგორც ზღვის პროდუქტებთან მათი გემოების ხაზგასასმელად.
კუნძულის ფართობია მხოლოდ 620 კმ², მოსახლეობა 3500 ადამიანზე ნაკლები და ბევრი
მათგანი დასაქმებულია ვისკის წარმოებაში. კუნძულ აილაზე ბევრი საინტერესო ტრადიცია
იყო და ერთი მათგანი, რომელიც დღემდე შემორჩა, ლაფროიგის ერთი ალაოს ვისკის
უკავშირდება. ამ ვისკის ყიდვისას შეგეძლოთ დაგერეგისტრირებინათ ნომერი ბოთლზე
მწარმოებლის ოფიციალურ ვებგვერდზე და მიგეღოთ უფლება ერთი ფეხის დასადგმელ
მიწაზე სამუდამო იჯარზე. ყველა "მოიჯარე", ვინც ეწვეოდა მათ - კომპანიას იღებდა
უფლებას სჭვეოდა მათ დისტილერიას და დაგეგემოვნებინათ ამ ბრენდის ვისკი უფასოდ.
მაღალი ტენიანობა და ტემპერატურის მცირე დიაპაზონი მთელი წლის განმავლობაში ქმნის
შესანიშნავ პირობებს ვისკის დაძველებისათვის: აილას ვისკი ისტორიულად ცნობილია
თავისი ძლიერი ტორფიანი ხასიათის კვამლით, იოდის და კრეოზოტის არომატით, ზოგჯერ
"სამედიცინო" ელფერით. თაიგულის მომწიფება და განვითარება შეუფერხებლად და
ჰარმონიულად მიმდინარეობს, ხოლო აორთქლების შედეგად დანაკარგები (ე.წ. "ანგელოზთა
წილი") არც თუ ისე დიდია. მაგრამ წლების განმავლობაში კასრების შემცველობის გრადსის
შემცირება უფრო შესამჩნევია, იგივე ტენიანობის გამო (და შედეგია, წყლის დაკარგვის
დაბალი მაჩვენებელით და მისი თანაფარდობის გაზრდით, ალკოჰოლის მოცულობასთან).

მრავალი თვალსაზრისით, აილას პოპულარობა, როგორც ყველაზე შებოლილი ვისკის მხარე


გამოწვეულია ეკონომიკური მიზეზებით: ტორფი არის ყველაზე იაფი და ყველაზე
ხელმისაწვდომი ტიპის საწვავი კუნძულზე. კუნძულის ტერიტორიის მინიმუმ მეოთხედი
დაფარულია ტორფით. ის არის, ვინც ადგილობრივ ვისკის აძლევს თავის შებოლილ ხასიათს.
ქერის გაშრობისას ღია ცეცხლზე, რომლის საწვავია ტორფის ბრიკეტები. სანამ ქერის ალაო
ჯერ კიდევ სველია, ის აქტიურად შთანთქავს შებოლილ არომატს, რომელიც შემდეგ გადადის
ბადაგში და შემდეგ მზა დისტილატში. მიუხედავად იმისა, რომ "მატერიკზე" (მაღალმთიან
და დაბლობზე) გაზი და ელექტროენერგია ცვლის ტორფს, კუნძულები ზოგადად და ეს
კუნძული განსაკუთრებით არ ჩქარობენ ტრადიციების შეცვლას. უფრო მეტიც, კუნძულის
შებოლილი ვისკის ისტორიულად დამკვიდრებულმა სტილმა მოიპოვა ერთგული
გულშემატკივრების არმია და კარგადაც იყიდება. პოპულარული რწმენის საწინააღმდეგოდ,
ტორფის ჭალებში გამავალი წყალი არ გადმოსცემს ვისკის შებოლილ სუნს, ვინაიდან ამაზე
პასუხისმგებელი ფენოლები წარმოიქმნება მხოლოდ ტორფის დაწვის დროს. თუმცა,
დისტილერიებში გამოყენებული ბუნებრივი წყაროებიდან წყალი მნიშვნელოვან გავლენას
ახდენს ვისკის წარმოებაზე. ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა სიხისტე (pH დონე),
მარილიანობა და წყლის საერთო შემადგენლობა თამაშობს როლს ალაოდან ნივთიერებების
მოპოვებაში და ბადაგის დუღილის პროცესში. იმის გათვალისწინებით, რომ ვისკის ბოთლი
ჩვეულებრივ შეიცავს წყლის მოცულობის დაახლოებით ნახევარს, მაშინ მისი წვლილი მზა
სასმელის სტილში არ უნდა შეფასდეს უარყოფითად, მიუხედავად ყველა ტექნოლოგიისა,
რომელიც დღეს გამოიყენება წყლის "გამოსასწორებლად".

კუნძულს აქვს ვისკის წარმოების მდიდარი ისტორია და განსაკუთრებით ნათელი -


იატაკქვეშა წარმოებებეით, რომლებიც ყვაოდნენ აქ მე -19 საუკუნის შუა ხანებამდე. უძველესი
დოკუმენტირებული დისტილია არის Bowmore, დაარსდა 1779 წელს, უახლესი არის Ardnahoe,
რომელმაც დაიწყო მუშაობა 2018 წელს. ოდესღაც აქ ორ ათეულზე მეტი დისტილერია
მუშაობდა, დღეს კი მხოლოდ 9 მუშაობს. სამი მათგანი, რომლებიც მდებარეობს სამხრეთ
სანაპიროზე, ცნობილია როგორც Kildalton Distilleries: (კილდანტონის დისტილერიები)
არდბეგი, ლაგავულინი, ლაფროიგი. ამ სამეულმა ჩამოაყალიბა აილას შებოლილი
რეპუტაცია. დანარჩენი დისტილერიები მიმოფანტულია კუნძულის გარშემო: ბოუმორი-
აილას ადმინისტრაციული ცენტრის სახელით - ქალაქი ბუმორი, ბრუიხლადიხი,
ბუნაჰაბჰაინი, კაოლ ილა, ქილხომანი, არდნაჰოე.

ისლას დისტილერიების ხაზში (კერძოდ: ბრუხლადი და ბუნაჰაბჰაინი) არის ვისკის


რელიზები, რომელებიც სრულიად მოკლებულია შებოლილ ხასიათს და ეს გამოშვებები
ძალზედ ინფორმაციულია იმის გასაგებად, თუ რა როლს ასრულებს ტორფი.

კემპბელტაუნი (ნახევარკუნძული კემბელტაუნი)

კემპბელტაუნი არის ვისკის რეგიონი კინტირის ნახევარკუნძულზე, შოტლანდიის დასავლეთ


სანაპიროზე. ვისკის წარმოების ისტორიულად მნიშვნელოვანი ცენტრი დღეს მხოლოდ სამი
დისტილატორით: სპრინბანკი, გლენ სკოტია და გლენგილი.

კებელტაუნის ვისკები არის ძლიერი, სავსე, მარილიანი ხასიათით. შესამჩნევი, მაგრამ ძალიან
თავშეკავებული კვამლით და ტორფით, მეზობელი კუნძულების ვისკისგან განსხვავებით.

კემპბელტაუნის კლიმატი იგივეა, რაც მეზობელ კუნძულებზე. გოლფსტრიმის


(გოლფსტრიმი-თბილ დინებათ მძლავრი სისტემა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში)
გავლენა გამოიხატება ტემპერატურული რყევებით, რაც ხელსაყრელია ვისკის
დაძველებისთვის. ზღვასთან სიახლოვეს მოაქვს მარილიანი ზღვის ხასიათი მომწიფებულ
სასმელზე. კინტირის ნახევარკუნძული ვრცელდება გრამპიის მთების დასავლეთ კიდედან
სამხრეთით ირლანდიის სანაპიროზე, საიდანაც იგი მხოლოდ 18 კილომეტრითაა
დაშორებული. აილას და ჯურას (იურა) კუნძულები, რომლებიც ცნობილია თავისი
"შებოლილი, ტორფიანი" ვისკით, მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთით, ხოლო არანის
კუნძული აღმოსავლეთით. სინამდვილეში ქალაქი კემპბელტაუნი, რომელმაც სახელი
დაარქვა რეგიონს, მდებარეობს ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეზე,
კემპბელტაუნ ლოხის ყურის სანაპიროზე. ნახევარკუნძული კარგად არის
უზრუნველყოფილი ქერით. ასევე არსებობს უამრავი ტორფის და ქვანახშირის საბადო, ასევე
წყლის წყაროები. ვისკის წარმოებისთვის ყველა აუცილებელი პირობა არის შექმნილი.
პირველი ჩანაწერები დისტილერიის შესახებ კემპბელტაუნში თარიღდება მე -16 საუკუნის
ბოლოს. ხოლო მე -17 და მე -18 საუკუნეებში, რეგიონი შოტლანდიაში პირველ ადგილზე იყო
ვისკის წარმოებისაში, მე -18 საუკუნის ბოლოსთვის 30 -ზე მეტი დისტილერიით .მისი
პროდუქცია - უმეტესად არალეგალური - იპყრობდა გლაზგოვის უაღრესად მომგებიან
ბაზარს და მისი მდებარეობა ატლანტიკაზე აადვილებდა შოტლანდიის მიღმა ვაჭრობას. მ -19
საუკუნისათვის კემპბელტაუნი უკვე ცნობილი იყო როგორც ვისკის დედაქალაქი
მსოფლიოში. მაგრამ მის პროდუქტებზე მოთხოვნის სწრაფმა ზრდამ, ხარისხის შესამჩნევი
დაცემა გამოიწვია. იყო შემთხვევები ვისკის ქაშაყის კასრებში ჩამოსხმის შესახებაც. მე-20
საუკუნის პირველ ნახევარში ჯერ ალკოჰოლის აკრძალვა, შემდეგ დიდი დეპრესია და შემდეგ
მეორე მსოფლიო ომმა მკვეთრად შეამცირა ვისკის გლობალური მოხმარება და
კემპბელტაუნის დისტილერიების უმეტესობა საბოლოოდ დაიხურა. 1934 წლისთვის დარჩა
მხოლოდ ორი დისტილერია - გლენ სკოტია და სპრინგბანკი. 2004 წელს Springbank–ის
მფლობელებმა დაიწყეს აღდგენილი Glengyle დისტილერიის წარმოება, რამაც გადაარჩინა
კემპბელტაუნის სტატუსი, როგორც ცალკე წარმოების რეგიონი, რადგან უკვე იყო განხილვა
იმის შესახებ, რომ მხოლოდ ორი მწარმოებელი ვერ წარმოადგენდა მთელ რეგიონს. Glengyle
Distillery აშენდა 1872 წელს და დაიხურა 1925 წელს. 2000 წლისთვის იგი ავარიულ
მდგომარეობაში იყო, დისტილერიის დანადგარები და ყველა ძირითადი მოწყობილობა
დაიკარგა. თუმცა, ახალი მეპატრონეები ცდილობდნენ რაც შეიძლება მჭიდრო ვადებში
აღედგინათ დისტილერიის ყოფილი სტილი. დისტილერია გაიხსნა 2004, დღეს ის აწარმოებს
ვისკის სახელით Kilkerran, რადგან ბრენდი Glengyle უკვე გამოიყენებოდა დისტილერია ლოხ
ლომონდის ხაზში, როდესაც წარმოება განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ კამპელტაუნმა
ახლა მთლიანად დაკარგა წამყვანი პოზიცია შოტლანდიურ ვისკის ინდუსტრიაში და ეს
როლი მიენიჭა სპეისიდს, ვისკის კულტურა მაინც განაგრძობს მთელს ლეგენდარულ
ნახევარკუნძულიზე ცხოვრებას.

კუნძულები (კუნძული-ორკნი, სკაი, ჯურა, არანი, მალლი, ლუისი და ჰარისი)

ორკნი არის არქიპელაგი ჩრდილოეთ ზღვაში შემდგარი 70–მდე კუნძულისგან.


შოტლანდიური ვისკის წარმოების ყველაზე ჩრდილოეთ რეგიონი. შოტლანდიური ვისკის
ასოციაცია მას აკლასიფიცირებს როგორც მაღალმთიანი რეგიონის ნაწილს. აქ მხოლოდ ორი
დისტილერიაა: ჰაილენდ პარკი და სკაპა. ისინი აწარმოებენ საშუალო ტანის, ოდნავ
შებოლილ ვისკის დიდი ბალანსით და მარილიანი საზღვაო ხასიათით. არქიპელაგი მოიცავს
დაახლოებით 1000 კვადრატულ კილომეტრს. გოლფსტრიმის ნაკადი აქ ქმნის ზომიერ
საზღვაო კლიმატს და მიუხედავად იმისა, რომ გრძედი 59 ° ჩრდილო -აღმოსავლეთით,
ზამთარი უფრო რბილია და ზაფხული უფრო ცივია, ვიდრე შოტლანდიის მატერიკზე.
ორკნის კუნძულები ძალიან ქარიანია და ვისკის მომწიფებულ კასრებს ზღვის წვეთებით
ეშხეფება, რაც მათ მარილიანი ნიავის დამახასიათებელ ჩრდილს აძლევს. მაღალი ტენიანობა
ანელებს მომწიფების პროცესს, რაც ხელს უწყობს ვისკის თაიგულის ჰარმონიულ
განვითარებას წლიდან წლამდე. ორკნის კუნძულების ზოგიერთ ნიადაგს აქვს უფრო
გამოხატული ტორფიანი (შებოლილი) ხასიათი. მაგრამ ვინაიდან ამ არქიპელაგის გეოლოგია
უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ცნობილი კუნძული აილასი, ადგილობრივ ტორფს აქვს
მნიშვნელოვანი განსხვავებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ორკნიზე წარმოებულ ვისკის აქვს
განსხვავებული შებოლვა. ძლიერი ქარის გამო, ორკნიზე თითქმის არ არის ხეები და ტორფის
ფენა ძირითადად წარმოიქმნება ხავსების მიერ, რომელიც საუკუნეების მანძილზე ფარავდა
ადგილობრივ მიწას. შედეგად, ორკნის ვისკებს აილას "სამკურნალო" ვისკებთან შედარებით
უფრო თაფლიანი არომატი აქვთ. კუნძულები დასახლებული იყო ათასობით წლის წინ და
დისტილაციის ისტორია ჯერ კიდევ მე -18 საუკუნის მეორე ნახევარშია ცნობილი, როდესაც
Highland Park- ის დისტილერიამ, თანამედროვე შოტლანდიაში ყველაზე ჩრდილოეთით,
დაიწყო ალკოჰოლური სასმელების უკანონოდ წარმოება. ორკნის მეორე დისტილერია, სკაპა,
დაარსდა 1880 -იან წლებში. დღეს ორკნი ასევე აწარმოებს რამდენიმე სახეობის ლუდს,
რომელთაგან ზოგი კასრში დაძველებულია.

ლუისი და ჰარისი (ლუისი და ჰარისი) - შოტლანდიის კუნძულებიდან ყველაზე დიდია,


შედგება საოცრად განსხვავებული ნაწილისგან: დაბლობი (ლუისი) და მთიანი (ჰარისი).
Abhainn Dearg დისტილერია მდებარეობს დაბლობ ნაწილში.

სკაი - არის ტალისკერის დისტილერიის შებოლილი ვისკის სამშობლო.

2017 წელს გაიხსნა კუნძულის ისტორიაში მეორე ოფიციალური დისტილერია Torabhaig


(თორვეგი).

მული - ტობერმორის დისტილერია

ჯურას-კუნძული არის მეჩხრად დასახლებული კუნძული შიდა ჰებრიდების არქიპელაგში,


შოტლანდიის დასავლეთ სანაპიროზე. კუნძულის სახელოვანი და ერთადერთი
დისტილერიაა - ჯურა (იურა) მდებარეობს ქალაქ კრეიჰაუსში, სადაც დაახლოებით
კუნძულის მთლიანი მოსახლეობა ცხოვრობს, სულ რაღაც 200-ზე მეტი ადამიანი. ჯურას
კუნძულზე არის ერთადერთი სახელწოდების ჯურას დისტილერია, რომელიც აწარმოებს
მსუბუქად შებოლილ ვისკის. ჯურა არის მეზობელი, ბევრად უფრო ცნობილი ვისკის
კუნძული აილასი. მაგრამ ჯურას კუნძულის ვისკი დელიკატური თაფლის ხასიათით
საოცრად განსხვავდება ცნობილი მეზობლის მძიმე ტორფიანი შებოლილი ალაოებისგან.
ჯურა არის ვიწრო მოგრძო კუნძული დაახლოებით 50 კმ სიგრძისა, რომელიც მდებარეობს
კუნძულ აილას და შოტლანდიის მთავარ მატირიკს შორის, უფრო სწორად კინტირის
ნახევარკუნძულს, რომელზედაც მდებარეობს ისტორიულად მნიშვნელოვანი კემპბელტაუნის
ვისკის რეგიონი. გლაზგო აქედან მხოლოდ 95 კილომეტრშია. თუმცა, სეზონური საბორნე
მომსახურება პრაქტიკულად ერთადერთი გზაა ხმელეთიდან აქ ჩასასვლელად. ან ბორანით
აილადან. მწერალმა ჯორჯ ორუელმა კუნძული აღწერა როგორც "მიუწვდომელი". სხვათა
შორის, ის აქ ჩამოვიდა, რათა დაემთავრებინა თავისი ცნობილი ანტიუტოპიური რომანი და
შედევრი "1984"-ს წერა. ჯურას თითქმის დაუსახლებელი ტერიტორიის მიზეზი არის მისი
უნაყოფო ნიადაგი. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ვისკი არ არის ძალიან ტორფიანი,
კუნძულის უმეტესი ნაწილი დაფარულია ტორფის ჭაობებით, რომლებსაც სარგებელი არ
მოაქვს სოფლის მეურნეობისთვის. თუმცა, კუნძულის კლიმატი საოცრად რბილია,
გოლფსტრიმის ნაკადის წყალობით, რომელსაც თბილი წყლები მოაქვს სამხრეთ
ატლანტიკიდან. გარდა ამისა, სამხრეთიდან იგი დაცულია ძლიერი ქარისგან მეზობელი
აილას გამო. ზღვიდან მსუბუქ ნიავს მოაქვს დელიკატური მარილიანი ზღვის ელფერს
ვისკიში, რომელიც ძველდება კასრებში. წინა დისტილერია დაიხურა კრეიჰაუსში 1910 წელს.
ჯურას მოსახლეობა იძულებული გახდა ვისკი ეყიდა კუნძულ აილაზე თითქმის ნახევარი
საუკუნის განმავლობაში. 1962 წელს რობინ ფლეტჩერმა - (ვინც მწერალ ორუელს თავისი
სახლი მიაქირავა) - და მისმა მეგობარმა რაილი სმიტმა შექმნეს ახალი დისტილერია ჯურა.
მათ მთავარი კლიენტს Scottish and Newcastle Breweries სჭირდებოდათ მსუბუქი ვისკი მათი
ნაზავებისთვის (ბლენდებისათვის). ამან განსაზღვრა კუნძული ჯურას ერთ ალაოიანი ვისკის
სტილი. დღეს დისტილია ფლობს Whyte and Mackay.

არანის კუნძული - არანის დისტილერია.

არანის კუნძული არის კუნძული შოტლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროზე. დისტილერია


ყველაზე სამხრეთ მდებარეობით. პოპულარობის თვალსაზრისით, ის ბევრად ჩამორჩება
ორკნის და მით უმეტეს აილას კუნძულს, მაგრამ მას შეუძლია დაიკვეხნოს მაღალი ხარისხის
ერთ ალაოს და ბლენდირებული ვისკის ნიმუშებთ. არანის კუნძულის კლიმატი ბუნებრივად
ჰგავს შოტლანდიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სხვა კუნძულებს: საზღვაო
გოლფსტრიმის ნაკადის გავლენით. ვისკი კუნძული არანიდან ჯერ ბოლომდე
ჩამოყალიბებული არ არის, ვინაიდან აქ არსებობს მხოლოდ ერთი მწარმოებელი - Isle of Arran
Distillery ორი დისტილერიით: Lochranza, რომელმაც წარმოება დაიწყო 1995 წელს და Lagg,
რომელმაც გამოუშვა პირველი დისტილატი მხოლოდ 2007 წელს. გაშვებიდან პირველი
რამდენიმე წელიწადი, სანამ ახალგაზრდა ლოხრანცას ალკოჰოლური სასმელები ჯერ კიდევ
მწიფდებოდა კასრებში, დისტილერიამ წარმოადგინა ამავე სახელწოდების ნაზავი (ბლენდი)
იმპორტირებული მარცვლეულის გამოყენებით. ამას მოჰყვა დაძველებული რელიზების
გამოშვება ღვინის სხვადასხვა კასრში, მათ შორის ექსტრავაგანტული ამარონე, კიანტი და
მარგოტი. ჩამოასხეს ასევე ვისკი დამატებითი დაძველებით კონიაკის და კალვადოსის
კასრებიდან. კუნძულის ფაუნა და ფლორა უაღრესად საინტერესოა, რის გამოც ის
გაერთიანებული სამეფოს ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილია გეოლოგიური
მეცნიერების სტუდენტებისთვის. ცნობილია, რომ არანში დისტილერიის მშენებლობის დროს
მუშაობა შეჩერდა რამდენიმე კვირით, რათა ხელი არ შეეშალათ რამოდენიმე წყვილი ოქროს
არწივისათვის, რომლებიც იქვე დაბუდებულიყვნენ. კუნძულზე ასევე არის ლუდსახარში
არანი, რომელიც აწარმოებს ხელნაკეთი ლუდის ხაზს, მათ შორის ვისკის კასრებში
დაძველებულს.

You might also like