Professional Documents
Culture Documents
Á Á Á Á Á Á Á Á Á Á - Á Á Á Á Á Á Á Á Á ¡Á Á Á
Á Á Á Á Á Á Á Á Á Á - Á Á Á Á Á Á Á Á Á ¡Á Á Á
პატარა საკურორტო ქალაქის მახლობლად, მთის ძირას ერთმანეთის გვერდზე იდგა ორი ქოხმახი.
ორი გლეხი თავდაუზოგავად შრომობდა ნაყოფიერ მიწაზე, რომ მოეხერხებინა
მრავალცრიცხოვანი ოჯახის გამოკვება.
თითოეულ მათგანს ოთხი ბავშვი ჰყავდა. ორი მიმდებარე კარის წინ, დილიდან საღამომდე
ბავშვების ჟრიამული ისმოდა.უფროსები 6 წლის იყვნენ, უმცროსები კი ჯერ მხოლოდ 15 თვის.
როგორც ქორწინება, აგრთვე ბავშვების დაბადებაც ამ ორ ოჯახში ერთდროულად მოხდა. დედები
ძლივს ასხვავებდნენ თავიანთ შვილებს, მამები კი გამუდმებით ურევდნენ 8 სახელს, რომლებიც
თავში უტრიალებდათ. სანამ ერთ-ერთს დაუძახებდნენ ხშირად სამ დანარჩენ სახელსაც
ჩამოთვლიდნენ ხოლმე.
როლპორტის სადგურიდან მომავალ ადმიანს პირველად ტუვაშების სახლი ხვდებოდა. მათ სამი
გოგონა და ერთი ვაჟი ჰყავდათ, მეორე ღარიბული ქოხი კი ვალენებს ეკუთვნოდა, რომლებსაც სამი
ვაჟი და ერთი გოგონა ჰყავდათ.
ორივე ოჯახი ძირითადად წვნიანსა და კარტოფილზე ცხოვრობდა. დილის შვიდ საათზე, შემდეგ
შუადღისას და საღამოს ექვს საათზე, მშობლები აგროვებდნენ თავიანთ შვილებს გამოსაკვებად,
ისევე როგორც მეფრინველეები აგროვებენ თავიანთ ფრინველს.
მამაკაცმა არაფერი უპასუხა, ის მიჩვეული იყო ასეთ აღფრთოვანებას, რაც მისთვის დარდისა და
საყვედურის ტოლფასი იყო. ახალგაზრდა ქალმა განაგრძო:” უნდა მოვეფერო, როგორ მინდა ერთი
ასეთი მეც მყავდეს, აი ისეთი, ყველაზე პატარა რომ არის.”
ამ სიტყვებზე ქალი გადმოხტა მანქანიდან და ბავშვებისკენ გაიქცა, ხელში აიყვანა ტუვაშების ერთ-
ერთი ნაბოლარა ბავშვი და ჩაეხუტა, ის მგზნებარედ კოცნიდან ბავშვის ჭუჭყიან ლოყებს,
რომელსაც მას ქერა მიწით მოსვრილი თმები უფარავდა. Pპატარა ცდილობდა ხელით
მოეგერიებინა გამაღიზიანებელი ალერსი.
მალე ქალი დაბრუნდა მანქანაში და წავიდა. თუმცა შემდეგ კვირას ის კვლავ დაბრუნდა. დაჯდა
მიწაზე, აიყვანა ბავშვი ნამცხვრებით გაუმასპინძლდა, დანარჩენებს კანფეტები დაურიგა. ეთამაშა
მათ, როგორც თანატოლი, ამასობაში მისი ქმარი მოთმინებით იცდიდა მომცრო ზომის მანქანაში.
ერთ დილას როდესაც ის მივიდა ჩვეულ ადგილას, მეუღლე მასთან ერთად გადმოვიდა
მანქანიდან.
ამჯერად ისე, რომ უკვე კარგად ნაცნობ ბავშვებთან არც გაჩერებულა, ქალმა პირდაპირ გლეხების
საცხოვრებელს მიაშურა.
გლეხის ქალმა ნელ-ნელა გაიაზრა რაც ხდებოდა და იკითხა: “თქვენ გსურთ ჩვენი შარლო
წაიყვანოთ? არა რა თქმა უნდა”.
Aამ დროს ბატონი დიუბიერი ჩაება საუბარში : “ჩემმა მეუღლემ კარგად ვერ აგიხსნათ, ჩვენ გვსურს
ვიშვილოთ ის, თუმცა ის დაბრუნდება თქვენს სანახავად. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ის ჩვენი
მემკვიდრე გახდება. თუ შემთხვევით შვილები შეგვეძინება, შარლოს მათი თანასწორი წილი
ერგება.
“თქვენ გსურთ, რომ მე თქვენ შარლო მოგყიდოთ?, არა რა თქმა უნდა. Aასეთ რამეს დედას არ
ეკითხებიან, რა თქმა უნდა არა! ეს ამაზრზენი იქნება.”
მისი ქმარი არაფერს ამბობდა, სერიოზული სახით იჯდა და ფიქრობდა, თუმცა თავის მოძრაობით
კვერს უკრავდა მეუღლეს.
დაბნეულმა ქალბატონმა დუბიერმა ტირილი დაიწყო, ის, როგორც ბავშვი, რომლის ყველა
სურვილიც სრულდება, მიუბრუნდა თავის მეუღლეს და აქვითინებულმა უთხრა: “მათ არ სურთ,
ანრი, არ სურთ!” შემდეგ სტუმრებმა კიდევ ერთი მცდელობა განახორციელეს “მაგრამ, მეგობრებო,
დაფიქრდით თქვენი შვილის ბედზე, მის ბედნიერებაზე, მის...”
შემდეგ ქალბატონმა დიუბიერმა დაინახა რომ იქვე ორი პატარა ბავშვი თამაშობდა და როგორც
განებივრებულმა ქალმა, რომელიც არ იყო მიჩვეული უარის თქმას თავის სურვილებზე,
ცრემლიანი თვალებით ჯიუტად იკითხა:
ტუვაშების ოჯახის უფროსმა უპასუხა : „არა ეს მეზობლის ბავშვია, თუ გსურთ, შეგიძლიათ მათთან
წახვიდეთ“, შემდეგ ის შებრუნდა სახლში, სადაც ისევ ისმოდა მისი აღშფოთებული ცოლის ხმა.
ბატონმა დიუბიერმა დაიწყო თავისი წინადადება, მაგრამ უფრო გადაკვრით, მეტი ორატორული
სიფრთხილითა და ეშმაკობით.
შემდეგ შიშისაგან აკანკალებული ქალბატონი დიუბიერი ესაუბრა მათ პატარას ბედზე, მის
ბედნიერებაზე, იმ თანხაზე რომელიც მას მოგვიანებით შეეძლო მიეცა საკუთარი ოჯახისთვის.
ბატონმა დიუბიერმა უპასუხა: „რა თქმა უნდა ხვალიდანვე“. შემდეგ ფერმერმა განაცხადა: „ თვეში
ასი ფრანკი არ არის საკმარისი ბავშვის წასაყვანად; რამდენიმე წელიწადში ეს ბავშვი მუშაობას
დაიწყებს; თქვენ 2 ათასი ფრანკი უნდა მოგვცეთ.“
ამის შემდეგ, ჟან ვალენის შესახებ საუბარი აღარ ყოფილა. მისი მშობლები ყოველ წელს
მიდიოდნენ თავიანთი 2000 ფრანკის გამოსატანად ნოტარიუსისგან. ისინი გაბრაზებულები იყვნენ
თავიანთ მეზობლებზე, რადგან ტუვაშების ოჯახის დედა მათ უწოდებდა უსინდისოებს, პირისპირ
გამუდმებით უმეროებდა, რომ არაადამიანობაა საკუთარი შვილის გაყიდვა, რომ ეს არის
საზარელი ფაქტი, სიბინძურე, გახრწნილობა.
მსგავსი რამ მეორდებოდა ყოველ დღე წლიდან წლამდე. ყოველ დღე მეორდებოდა უხეში
მინიშნებები, რომელსაც წამოიყვირებდა ხოლმე ტუვაშების დედა მეზობლების გასაგონად. ის
ფიქრობდა, რომ მთელ მხარეში ყველაზე უკეთესი იყო, რადგან შარლო არ გაყიდა.ისინი ვინც
მასზე საუბრობდნენ ამბობდნენ : “ ეს მისაბაძია, სულერთია, ის მოიქცა როგორც კარგი დედა.“
მათი უფროსი ვაჟი სამხედრო სამსახურში წავიდა. მეორე გარდაიცვალა. შარლო მარტო დარჩა
შრომისგან გადაღლილ მამასთან ერთად. მას უნდა გამოეკვება დედა და ორი უმცროსი და.
ის 21 წლის იყო, როდესაც ერთ დილას ორი ღარიბული ქოხის წინ ძვირფასი ავტომანქანა გაჩერდა.
ავტომაქანიდან გადმოვიდა ახალგაზრდა კაცი ოქროს ძეწკვიანი საათით, ის გადმოსვლაში
დაეხმარა ჭაღარათმიან მოხუც ქალს.
მოხუცი ქალი თავის წინსაფრებს რეცხავდა; დაუძლურებულ მამას კერიის წინ ეძინა.ორივე
მათგანმა თავი წამოწია. ახალგაზრდა კაცმა წამოიძახა:
მამა დუმდა.
დედა ტიროდა. ის ოხრავდა და თან კოვზით იღებდა წვნიანს, რომლის ნაწილიც თეფშში
ესხმებოდა.
„მე ვამჯობინებდი საერთოდ არ ვყოფილიყავი, ვიდრე ვყოფილიყავი ის ვინც ვარ. ცოტა ხნის წინ,
როდესაც ჟან ვალენი დავინახე სისხლი ამემღვრა. ჩემ თავს ვუთხარი „აი ვინ ვიქნებოდი ეხლა.“
ის წამოდგა.
„არა ეს მეტისმეტი სისასტიკე იქნება. აჯობებს წავიდე და ჩემი ბედი სხვაგან ვეძებო.“
გი დე მოპასანი