You are on page 1of 16

ალფრედ რასელ უოლესი

1823-1913

თა­ნ ა­მ ედ­რ ო­ვ ე ბი­ო ­გ ე­ო გ­რ ა­ფ ი­ი ს ერ­თ ­- ერ­თ ი ფუ­
ძემ­დე­ბე­ლ ი – ალ­ფ ­რ ედ რა­სელ უოლე­ს ი, ინ­გლ ­ ი­სე­ლ ი
ბუ­ნე­ბ ის­მეტყ­ვ ე­ლ ი­ა, რო­მე­ლ იც დარ­ვ ი­ნ ის­გ ან და­მ ო­უ ­
კი­დებ­ლ ად, პა­რ ა­ლე­ლ უ­რ ად მი­ვ ი­დ ა დას­კ ­ვ­ნ ამ­დე, რომ
სა­ხე­ო ­ბ ა­თ ა ევო­ლ უ­ც ია ხდე­ბ ო­დ ა უკეთ შე­გუ­ე ­ბულ ორ­
გა­ნ იზ­მ ­თ ა გა­დ არ­ჩე­ნ ის გზით.
უოლე­ს ი სა­ს ა­მ არ­თ ­ლ ოს მო­ხე­ლ ის მრა­ვ ალ­რ იცხო­
ვა­ნ ი და ღა­რ ი­ბ ი ოჯა­ხ ი­დ ან იყო. ამის გა­მ ო მან უმაღ­
ლე­ს ი გა­ნ ათ­ლ ე­ბ ა ვერ მი­ი ­ღ ო. დაწყე­ბ ი­თ ი სკო­ლ ის
დამ­თ ავ­რ ე­ბ ის შემ­დ ეგ თოთხ­მ ე­ტ ი წლის ალ­ფ ­რ ე­დ ი
სხვა­დ ას­ხ­ვ ა წლებ­შ ი მი­წის მზო­მე­ლ ი, მე­ს ა­ა ­თ ის შე­გირ­დ ი, არ­ქ ი­ტ ექ­ტ ო­რ ი
და სკო­ლ ის მას­წავ­ლე­ბე­ლ ი იყო. ამ წლებ­შ ი იგი ბო­ტ ა­ნ ი­კით და­ი ნ­ტ ე­რ ეს­
და და ჰერ­ბ ა­რ ი­უ ­მ ის შექ­მ ­ნ ა და­იწყო. 1845 წელს უოლეს­მ ა გა­მ ო­ჩ ე­ნ ი­ლ ი
ენ­ტ ო­მ ო­ლ ო­გ ი ჰენ­რ ი ბე­ი ­ტ ი გა­ი ც­ნ ო. ბე­ი ­ტ ის გავ­ლე­ნ ით მან და­იწყო ხო­
ჭო­ე ­ბ ის შეს­წავ­ლ ა და შექ­მ ­ნ ა ძა­ლ ი­ა ნ მდი­დ ა­რ ი კო­ლ ექ­ც ი­ა . ეს კო­ლ ექ­
ცია უოლეს­მ ა შემ­დ ­გ ომ ოქ­ს ­ფ ორ­დ ის უნი­ვ ერ­ს ი­ტ ეტ­ს ა და ბრი­ტ ა­ნ ე­თ ის
მუ­ზე­უ მს გა­დ ას­ც ა.
1848 წელს, ოც­დ ა­ხუ­თ ი წლის ასაკ­შ ი, უოლე­ს ი ბე­ი ­ტ ის­თ ან ერ­თ ად ბრა­
ზი­ლ ი­ა ­შ ი გა­ე მ­გ­ზ ავ­რ ა და გა­მ ო­იკ­ვ ­ლ ია ამა­ზ ო­ნ ი­ს ა და რი­ო -­ნეგ­რ ოს აუზის
ფლო­რ ა და ფა­უ ­ნ ა. ოთხი წლის შემ­დეგ, მა­ლ ა­რ ი­ი თ და­ა­ვ ა­დ ე­ბ ის გა­მ ო,
იძუ­ლე­ბუ­ლ ი გახ­დ ა სამ­შ ობ­ლ ო­შ ი დაბ­რ უ­ნე­ბუ­ლ ი­ყ ო. სამ­ხ ­რ ეთ ამე­რ ი­კა­შ ი
შეგ­რ ო­ვ ი­ლ ი ძვირ­ფ ა­ს ი კო­ლექ­ც ია და ჩა­ნ ა­წე­რ ე­ბ ი მგზავ­რ ო­ბ ი­ს ას გემ­ზე
გა­ჩე­ნ ილ­მ ა ხან­ძ არ­მ ა გა­ა ­ნ ად­გუ­რ ა.
1854-62 წლებ­შ ი უოლეს­მ ა იმოგ­ზ ა­უ ­რ ა მა­ლ ა­ი ს არ­ქ ი­პე­ლ ა­გ ის კუნ­ძ უ­
ლებ­ზე. იქ მან შე­ი ს­წავ­ლ ა მეც­ნ ი­ე ­რე­ბ ის­თ­ვ ის მა­ნ ამ­დე უც­ნ ო­ბ ი მცე­ნ ა­რე­თ ა
და ცხო­ვ ელ­თ ა მრა­ვ ა­ლ ი სა­ხე­ო ­ბ ა, შე­ა გ­რ ო­ვ ა უმ­დ იდ­რ ე­ს ი ზო­ო ­ლ ო­გ ი­უ რ­
-­ბ ო­ტ ა­ნ ი­კ უ­რ ი და გე­ო ­ლ ო­გ ი­უ ­რ ი სა­კ ო­ლ ექ­ც იო მა­ს ა­ლ ა, აგ­რ ეთ­ვ ე არ­ქ ი­
პე­ლ ა­გ ის მკვიდ­რ ­დ ­თ ა ან­თ ­რ ო­პ ო­ლ ო­გ ი­უ ­რ ი მო­ნ ა­ც ე­მ ე­ბ ი.

587
ალფრედ რასელ უოლესი

მა­ლ ა­ი ­ზე მოგ­ზ ა­უ ­რ ო­ბ ამ გა­დ ამ­წყ­ვ ე­ტ ი რო­ლ ი ითა­მ ა­შ ა უოლე­ს ის მეც­
ნი­ე ­რ უ­ლ ი მსოფ­ლ ­მ ­ხედ­ვ ე­ლ ო­ბ ის ფორ­მ ი­რ ე­ბ ა­შ ი. სა­კ უ­თ არ მა­ს ა­ლ ა­ს ა და
დაკ­ვ ირ­ვ ე­ბებ­ზე დაყ­რ ­დ ­ნ ო­ბ ით უოლეს­მ ა მრა­ვ ა­ლ ი მნიშ­ვ ­ნ ე­ლ ო­ვ ა­ნ ი კა­
ნონ­ზ ო­მ ი­ე ­რ ე­ბ ა და­ა დ­გ ი­ნ ა და უდი­დ ე­ს ი წვლი­ლ ი შე­ი ­ტ ა­ნ ა ბი­ო ­გ ე­ო გ­რ ა­
ფი­ი ს გან­ვ ი­თ ა­რ ე­ბ ა­შ ი. მან და­ა ­ს ა­ბუ­თ ა, რომ მა­ლ ა­ი ს არ­ქ ი­პე­ლ აგ­ზე გა­დ ის
ინ­დ ო-­მ ა­ლ ა­ი ს­ ა და ავ­ს ­ტ ­რ ო-­მ ა­ლ ა­ი ს გან­ყ ო­ფ ი­ლე­ბ ა­თ ა გამ­ყ ო­ფ ი საზღ­ვ ა­რ ი
ე.წ. „უოლესის ხა­ზ ი“.
1858 წელს, მა­ლ ა­რ ი­ი ს ძლი­ე ­რ ი შე­ტ ე­ვ ის შემ­დეგ, უოლეს­მ ა სულ რამ­
დე­ნ ი­მე დღე­შ ი, ახ­ლ ად წა­კ ითხუ­ლ ი მალ­თ უ­ს ის წიგ­ნ ის შთა­ბეჭ­დ ი­ლ ე­ბ ის
ქვეშ მყოფ­მ ა და­წე­რ ა ნარ­კ ­ვ ე­ვ ი „საწყისი ტი­პ ის­გ ან სა­ხეს­ხ ­ვ ა­ო ­ბ ა­თ ა გა­
ნუ­ს აზღ­ვ ­რე­ლ ი გა­დ ახ­რ ი­ს ად­მ ი მის­წ­რ ა­ფ ე­ბ ის შე­ს ა­ხებ“, რო­მელ­შ იც ჩა­მ ო­
ყა­ლ ი­ბ ე­ბ უ­ლ ი იყო უკეთ შე­გუ­ე ­ბ ულ ორ­გ ა­ნ იზ­მ ­თ ა გა­დ არ­ჩ ე­ნ ის იდე­ა . 18
ივ­ნ ისს მან ეს ნარ­კ ­ვ ე­ვ ი ჟურ­ნ ალ­შ ი გა­მ ო­ს აქ­ვ ეყ­ნებ­ლ ად ჩარლზ დარ­ვ ინს
გა­უ გ­ზ ავ­ნ ა. უოლე­ს ის ნარ­კ ­ვ ე­ვ ის იდეა ზედ­მ ი­წევ­ნ ით ემ­თ ხ­ვ ე­ო ­დ ა დარ­ვ ი­
ნი­ს ას, მაგ­რ ამ მი­ს ი ნაშ­რ ო­მ ი არ იყო დარ­ვ ი­ნ ის თე­ო ­რ ი­ა ­ს ა­ვ ით მკა­ფ ი­ო დ
არ­გუ­მენ­ტ ი­რ ე­ბუ­ლ ი. იგი, ფაქ­ტ ობ­რ ი­ვ ად აბ­ს ­ტ ­რ აქ­ტ ი იყო დარ­ვ ი­ნ ის 1842
წელს და­წე­რ ი­ლ ი ნაშ­რ ო­მ ი­ს ა.
1858 წლის 1 ივ­ლ ისს დარ­ვ ინ­მ ა ორი­ვ ე ნაშ­რ ო­მ ი ერ­თ ­დ ­რ ო­უ ­ლ ად წა­
რად­გ ი­ნ ა ლი­ნ ეს სა­ზ ო­გ ა­დ ო­ე ­ბ ის სა­გ ან­გ ე­ბ ო სხდო­მ ა­ზ ე და ნაშ­რ ომ­თ ა
კრე­ბულ­შ იც გა­მ ო­აქ­ვ ეყ­ნ ა.
1868 წელს გა­მ ოქ­ვ ეყ­ნ ე­ბ უ­ლ ი ნაშ­რ ო­მ ი­ს ათ­ვ ის „მალაის არ­ქ ი­პ ე­ლ ა­
გი, ორან­გუ­ტ ა­ნ ი­ს ა და სა­მ ოთხის ფრინ­ვ ელ­თ ა ქვე­ყ ა­ნ ა“, რო­მელ­შ იც მი­
სი მოგ­ზ ა­უ ­რ ო­ბ ის შე­დე­გ ე­ბ ი და დაკ­ვ ირ­ვ ე­ბე­ბ ი იყო აღ­წე­რ ი­ლ ი, უოლე­ს ი
სა­მე­ფ ო სა­ზ ო­გ ა­დ ო­ე ­ბ ის ოქ­რ ოს მედ­ლ ით და­ა ­ჯ ილ­დ ო­ვ ეს.
სი­ც ოცხ­ლ ის ბო­ლ ო პე­რ ი­ო დ­შ ი უოლე­ს ი ფი­ლ ო­ს ო­ფ ი­ა მ, სო­ც ი­ო ­ლ ო­გი­
ამ და სპი­რ ი­ტუ­ა ­ლ იზ­მ ­მ ა გა­ი ­ტ ა­ც ა. მი­ს ი ფი­ლ ო­ს ო­ფ ი­უ ­რ ი ტრაქ­ტ ა­ტ ე­ბ ი­დ ან
აღ­ს ა­ნ იშ­ნ ა­ვ ი­ა: „მეცნიერული და სო­ც ი­ა ­ლ უ­რ ი შტუ­დ ი­ე ­ბ ი“, „ადამიანის
ად­გ ი­ლ ი სამ­ყ ა­რ ო­შ ი“ და „სამყარო და სი­ც ოცხ­ლე“.

***

588
სახესხვაობათა
სწრაფვაზე, უსასრულოდ დაშორდეს საწყის ტიპს
ერ­თ­-ერ­თი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი არ­გუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ოდეს­მე გა­
მოთ­ქ­მუ­ლა სა­ხე­ო­ბა­თა შო­რის თავ­და­პირ­ვე­ლი და მუდ­მი­ვი გან­ს­ხ­ვა­
ვე­ბის შე­სა­ხებ, არის ის, რომ ადა­მი­ა­ნის მი­ერ გა­მოყ­ვა­ნი­ლი სა­ხეს­ხ­
ვა­ო­ბა­ნი მეტ­ნაკ­ლე­ბად ცვა­ლე­ბა­დია და ხში­რად ის­წ­რაფ­ვი­ან იმის­კენ,
რომ და­უბ­რუნ­დ­ნენ წი­ნა­პა­რი სა­ხე­ო­ბე­ბის ბუ­ნებ­რივ ფორ­მას. მიჩ­
ნე­უ­ლი­ა, რომ ამ­გ­ვა­რი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა ყვე­ლა სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბის და­
მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ა, მათ შო­რის, ბუ­ნებ­რივ პი­რო­ბებ­ში
მყო­ფი ცხო­ვე­ლე­ბის­თ­ვი­საც, რაც თავ­და­პირ­ვე­ლად წარ­მო­შო­ბილ
გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სა­ხე­ო­ბა­თა უც­ვ­ლე­ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.
ნა­ტუ­რა­ლის­ტე­ბის­თ­ვის ამ არ­გუ­მენტს დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს
ვე­ლუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბებ­ზე ფაქ­ტე­ბის უქონ­ლო­ბი­სა და
დაკ­ვირ­ვე­ბე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გა­მო, რა­საც სა­ხე­ო­ბა­თა მუდ­მი­ვო­ბის
შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი ძა­ლი­ან ზო­გა­დი და რამ­დე­ნად­მე ცრუ წარ­
მოდ­გე­ნის­კენ მივ­ყა­ვართ. ასე­ვე ზო­გა­დია მო­საზ­რე­ბა იმის შე­სა­ხებ,
რა­საც „უცვლელი ან ჭეშ­მა­რი­ტი სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბე­ბი“ ჰქვია – კერ­ძოდ,
ცხო­ველ­თა რა­სებ­ზე, რომ­ლე­ბიც გა­მუდ­მე­ბით თა­ვის­სა­ვე მსგავსს
წარ­მოქ­მ­ნი­ან. მაგ­რამ, ამა­ვე დროს, ისი­ნი ისე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოდ (თუმცა
ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად) გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან სხვა რა­სე­ბი­სა­გან, რომ შე­იძ­ლე­ბა
მათ ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა­დაც ჩა­ით­ვა­ლონ. რთუ­ლია ზუს­ტად გა­ნი­საზღ­ვ­
როს, რო­მე­ლი მათ­გა­ნია საწყი­სი სა­ხე­ო­ბა და რო­მე­ლი – ნა­ირ­სა­ხე­
ო­ბა, თუმ­ცა არ­სე­ბობს იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი, რო­ცა ერ­თი რა­სა
წარ­მოქ­მ­ნის მის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ და სხვა რა­სის მსგავს თა­ო­ბას. ეს
შე­იძ­ლე­ბა ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბო­დეს შე­ხე­დუ­ლე­ბას „სახეობათა პერ­მა­ნენ­
ტუ­ლი უც­ვ­ლე­ლო­ბის“ შე­სა­ხებ. მაგ­რამ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა დაძ­ლე­ულ
იქ­ნე­ბა, თუ ვა­ღი­ა­რებთ, რომ ასე­თი სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბე­ბი­სათ­ვის არ­სე­
ბობს მკაც­რი ზღვა­რი: მათ საწყი­სი ტი­პი­სა­გან მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვ­ნე­
ლოდ და­ცი­ლე­ბის უნა­რი აქვთ და შე­უძ­ლი­ათ და­უბ­რუნ­დ­ნენ საწყის
ფორ­მას, რაც ძალ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, თუ ანა­ლო­გი­ას გა­ვა­ტა­რებთ
მო­ში­ნა­უ­რე­ბულ ცხო­ვე­ლებ­თან.
ჩანს, რომ ეს არ­გუ­მენ­ტი მთლი­ა­ნად ეყ­რ­დ­ნო­ბა მო­საზ­რე­ბას იმის
შე­სა­ხებ, რომ ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ნა­ირ­სა­ხე­ო­ბე­ბი ში­ნა­უ­
რი ცხო­ვე­ლე­ბის თით­ქ­მის ანა­ლო­გი­უ­რი, ზოგ­ჯერ იდენ­ტუ­რე­ბიც კი

589
ალფრედ რასელ უოლესი

არი­ან და მა­თი მუდ­მი­ვო­ბი­სა და შემ­დ­გო­მი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ცე­სი


მსგავს კა­ნო­ნებს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნაშ­რო­მის მი­ზა­
ნი­ა, და­ა­დას­ტუ­როს ამ მო­საზ­რე­ბის უზუს­ტო­ბა, ვი­ნა­ი­დან ბუ­ნე­ბა­
ში მოქ­მე­დებს ზო­გა­დი პრინ­ცი­პი, რო­მე­ლიც მრა­ვალ ნა­ირ­სა­ხე­ო­ბას
წი­ნა­პარ სა­ხე­ო­ბას­თან შე­და­რე­ბით უფ­რო მეტ­ხანს არ­სე­ბო­ბის სა­
შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს და იწ­ვევს მომ­დევ­ნო სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბის უფ­რო მე­ტად
და­ცი­ლე­ბას საწყი­სი ტი­პი­სა­გან. ანა­ლო­გი­უ­რად, მო­ში­ნა­უ­რე­ბუ­ლი
ცხო­ვე­ლე­ბის სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბე­ბიც ის­წ­რაფ­ვი­ან იმის­კენ, რომ და­უბ­რუნ­
დ­ნენ საწყის ფორ­მებს.
ვე­ლურ ცხო­ველ­თა ცხოვ­რე­ბა არ­სე­ბო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა­ა. მათ
უხ­დე­ბათ მთე­ლი უნა­რი­სა და ენერ­გი­ის მო­ბი­ლი­ზა­ცია სა­კუ­თა­რი
სი­ცოცხ­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და უსუ­სუ­რი შთა­მო­მავ­ლო­ბის
არ­სე­ბო­ბის და­სა­ცა­ვად. უნა­რი, მო­ი­პო­ვონ საკ­ვე­ბი არა­ხელ­საყ­რელ
სე­ზონ­ში და თა­ვი და­აღ­წი­ონ სა­შიშ მტერს, ცალ­კე­უ­ლი თუ მთე­ლი
სა­ხე­ო­ბის არ­სე­ბო­ბის უმ­თავ­რე­სი პი­რო­ბა­ა. ეს პი­რო­ბე­ბი ასე­ვე მოქ­
მე­დებს სა­ხე­ო­ბა­თა პო­პუ­ლა­ცი­ებ­ზე­დაც. ყვე­ლა ამ გა­რე­მო­ე­ბის გულ­
დას­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შევ­ძ­ლებთ გა­ვი­გოთ და გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად
ავ­ხ­ს­ნათ კი­დეც ის, რაც ერ­თი შე­ხედ­ვით გა­უ­გე­ბა­რია – ზო­გი­ერ­თი
სა­ხე­ო­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიმ­რავ­ლე, მა­შინ რო­ცა მათ­თან მჭიდ­
როდ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა სა­ხე­ო­ბე­ბი ძა­ლი­ან ცო­ტა­ა.
ად­ვი­ლი შე­სამ­ჩ­ნე­ვია ის ზო­გა­დი თა­ნა­ფარ­დო­ბა, რო­მე­ლიც არ­
სე­ბობს ცხო­ველ­თა გარ­კ­ვე­ულ ჯგუ­ფებს შო­რის. დი­დი ცხო­ვე­ლე­ბი
რა­ო­დე­ნობ­რი­ვად უფ­რო ცო­ტა­ნი არი­ან, ვიდ­რე მცი­რე ზო­მი­სა­ნი.
ხორ­ცი­ჭა­მი­ე­ბი უფ­რო ნაკ­ლე­ბი უნ­და იყ­ვ­ნენ, ვიდ­რე ბა­ლა­ხი­ჭა­მი­ე­ბი.
არ­წი­ვე­ბი და ლო­მე­ბი არა­სო­დეს იქ­ნე­ბი­ან ისე მრავ­ლად, რო­გორც
მტრე­დე­ბი და ან­ტი­ლო­პე­ბი. ტარ­ტა­რის უდაბ­ნოს ვე­ლუ­რი სა­ხე­და­რი
ამე­რი­კის მშვე­ნი­ე­რი ტრა­მა­ლე­ბი­სა და პამ­პა­სე­ბის ცხე­ნებს რა­ო­დე­
ნო­ბით ვერ გა­უ­ტოლ­დე­ბა. მიჩ­ნე­უ­ლი­ა, რომ ცხო­ვე­ლის სიმ­რავ­ლი­სა
თუ სიმ­ცი­რის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი მი­სი დი­დი ან მცი­რე ნა­ყო­ფი­ე­რე­
ბა­ა. მაგ­რამ ფაქ­ტე­ბის აწონ­-­და­წო­ნა გვიჩ­ვე­ნებს, რომ ამას ნამ­დ­ვი­
ლად ძა­ლი­ან ცო­ტა ან სულ არა აქვს სა­ერ­თო დას­მულ სა­კითხ­თან.
იმ ცხო­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც კი, რომ­ლე­ბიც ძნე­ლად მრავ­ლ­დე­ბი­ან,
შე­იძ­ლე­ბა სა­ოც­რად სწრა­ფად გა­ი­ზარ­დოს, თუ მა­თი გამ­რავ­ლე­ბა
ხე­ლოვ­ნუ­რად არ შე­ფერ­ხ­და. მა­შინ აშ­კა­რა­ა, რომ დე­და­მი­წა­ზე არ­
სე­ბულ ცხო­ველ­თა პო­პუ­ლა­ცია სა­ვა­რა­უ­დოდ ან უც­ვ­ლე­ლი უნ­და

590
სახესხვაობათა სწრაფვაზე, უსასრულოდ დაშორდეს საწყის ტიპს

იყოს, ან მცირ­დე­ბო­დეს ადა­მი­ა­ნის ჩა­რე­ვით. შე­იძ­ლე­ბა რიცხოვ­ნო­


ბის მერ­ყე­ო­ბა აღი­ნიშ­ნე­ბო­დეს, მაგ­რამ მუდ­მი­ვი ზრდა, შეზღუ­დუ­ლი
ად­გი­ლე­ბის გარ­და, თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. მა­გა­ლი­თად, სა­კუ­თა­რი
დაკ­ვირ­ვე­ბა გვარ­წ­მუ­ნებს, რომ ფრინ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წ­
ლი­უ­რად გე­ო­მეტ­რი­უ­ლი პროგ­რე­სი­ით არ იზ­რ­დე­ბა, რაც შე­იძ­ლე­
ბა მომ­ხ­და­რი­ყო, რომ არა მა­თი რა­ო­დე­ნო­ბის ბუ­ნებ­რი­ვი მა­ტე­ბის
მძლავ­რი შეზღუდ­ვა. ძა­ლი­ან ცო­ტაა ფრინ­ვე­ლი, წე­ლი­წად­ში ერთ
ან ორ ბარტყს რომ ჩეკ­დეს, სა­მა­გი­ე­როდ ბევ­რია ისე­თი, რო­მელ­საც
ჰყავს ექ­ვ­სი, რვა ან ათი ბარ­ტყი. ალ­ბათ ოთხი ბარ­ტყი შე­იძ­ლე­ბა ჩა­
ით­ვა­ლოს სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბა­ზე ნაკ­ლე­ბად. და თუ ვი­ვა­რა­უ­დებთ,
რომ თი­თო­ე­უ­ლი წყვი­ლი ფრინ­ვე­ლი თა­ვი­სი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­
ბა­ში მხო­ლოდ ოთხ­ჯერ ბუ­დობს და ამას­თან ერ­თად და­ვუშ­ვებთ, რომ
ისი­ნი არც მტრის­გან ნად­გურ­დე­ბი­ან და არც შიმ­ში­ლით იხო­ცე­ბი­ან,
ესეც სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბო­და; ასე­თი ტემ­პით
რამ­დენ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ცალ­კე­უ­ლი
წყვი­ლი მშობ­ლის მი­ერ მო­ცე­მუ­ლი შთა­მო­მავ­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე წლის
გან­მავ­ლო­ბა­ში? მარ­ტი­ვი გა­ან­გა­რი­შე­ბა გვიჩ­ვე­ნებს, რომ თხუთ­მეტ
წე­ლი­წად­ში ფრინ­ვე­ლე­ბის თი­თო წყვი­ლის შთა­მო­მავ­ლო­ბა ათ მი­
ლი­ო­ნამ­დე გა­იზ­რ­დე­ბო­და. მაგ­რამ არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არა გვაქვს
ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში ფრინ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა
მა­ტუ­ლობს ყო­ველ თხუთ­მეტ ან ყო­ველ ასორ­მოც­და­ათ წე­ლი­წად­
ში. ასე­თი ზრდით პო­პუ­ლა­ცია ზღვარს მი­ა­უხ­ლოვ­დე­ბა და თი­თო­ე­
უ­ლი სა­ხე­ო­ბის წარ­მოქ­მ­ნი­დან ძა­ლი­ან ცო­ტა დრო­ის გავ­ლის შემ­დეგ
ინ­დი­ვიდ­თა რა­ო­დე­ნო­ბა უც­ვ­ლე­ლი გახ­დე­ბა. ამი­ტომ აშ­კა­რა­ა, რომ
ყო­ველ წელს ფრინ­ველ­თა დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა, ფაქ­ტობ­რივ, იმ­დე­ნი­
ვე უნ­და და­ი­ხო­ცოს, რამ­დე­ნიც იჩე­კე­ბა. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი გა­მო­ან­გა­
რი­შე­ბაც კი გვიჩ­ვე­ნებს, რომ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად შთა­მო­მავ­ლო­ბა თა­
ვის წი­ნა­პარ­ზე ორ­ჯერ მე­ტი­ა; აქე­დან გა­მო­დის, რომ, რამ­დე­ნიც არ
უნ­და იყოს ინ­დი­ვი­დის სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბა ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში,
ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ორ­ჯერ მე­ტი უნ­და და­ი­ღუ­პოს, – გა­საკ­ვი­რი შე­დე­
გი­ა, მაგ­რამ სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, უტყუ­ა­
რიც. მა­შა­სა­და­მე, სა­ხე­ო­ბის უწყ­ვე­ტო­ბამ და ინ­დი­ვიდ­თა სა­შუ­ა­ლო
რა­ო­დე­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბამ შე­იძ­ლე­ბა შთა­მო­მავ­ლო­ბის სი­ჭარ­ბე
გა­მო­იწ­ვი­ოს. ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბა კი, შე­ვარ­დე­ნი­სა თუ ვე­შა­პის, გა­რე­
უ­ლი კა­ტი­სა თუ სინ­დი­ო­ფა­ლას საკ­ვე­ბი ხდე­ბა, ან კი­დევ ზამ­თ­რის

591
ალფრედ რასელ უოლესი

დად­გო­მის­თა­ნა­ვე სი­ცი­ვი­თა და შიმ­ში­ლით იღუ­პე­ბა. ეს გარ­კ­ვე­უ­ლი


სა­ხე­ო­ბე­ბის მა­გა­ლით­ზეა დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი, ვი­ნა­ი­დან ჩანს, რომ მათ
სიმ­რავ­ლეს არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არა აქვს მათ ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას­თან. ამის
სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თად შე­საძ­ლოა და­სა­ხელ­დეს ფრინ­ვე­ლის ისე­თი
მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი პო­პუ­ლა­ცი­ა, რო­გო­რი­ცაა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­
ლი შტა­ტე­ბის მო­ხე­ტი­ა­ლე მტრე­დი (passanger pigeon). იგი დებს მხო­
ლოდ ერთ ან, უკე­თეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ორ კვერცხს და, ჩვე­უ­ლებ­რივ,
ერ­თი ბარ­ტყი ჰყავს. მაშ რა­ტომ არის ეს სა­ხე­ო­ბა ასე უჩ­ვე­უ­ლოდ
მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი, რო­ცა სხვა ფრინ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ორ­ჯერ ან
სამ­ჯერ მეტ თა­ო­ბას იძ­ლე­ვი­ან, სიმ­რავ­ლით არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან? ამის
ახ­ს­ნა რთუ­ლი არ არის. ამ სა­ხე­ო­ბის შე­სა­ფე­რი­სი საკ­ვე­ბი დი­დი რა­
ო­დე­ნო­ბით მო­ი­პო­ვე­ბა ფარ­თო არე­ა­ლებ­ზე, სა­დაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი
კლი­მა­ტი და ნი­ა­და­გია და საკ­ვე­ბის მა­რა­გიც ულე­ვი­ა. ამ ფრინ­ველს
სწრა­ფი და შორ მან­ძილ­ზე ფრე­ნის უნა­რი აქვს. მას შე­უძ­ლია შე­
უს­ვე­ნებ­ლად იფ­რი­ნოს დიდ მან­ძი­ლებ­ზე. ხო­ლო, რო­გორც კი საკ­
ვე­ბის მა­რა­გი შე­უმ­ცირ­დე­ბა, საკ­ვე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად ად­ვი­ლად
პო­უ­ლობს ახალ გა­რე­მოს. ეს მა­გა­ლი­თი ცხად­ყოფს, რომ ნო­ყი­ე­რი
საკ­ვე­ბის მუდ­მი­ვი მა­რა­გი არის ამ სა­ხე­ო­ბის სიმ­რავ­ლის ერ­თა­დერ­თი
პი­რო­ბა, ვი­ნა­ი­დან არც შეზღუ­დუ­ლი ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა და არც ადა­მი­
ა­ნის ან მტა­ცე­ბე­ლი ფრინ­ვე­ლე­ბის მხრი­დან ხში­რი თავ­დას­ხ­მე­ბი არ
არის საკ­მა­რი­სი მი­სი რიცხოვ­ნო­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად. არც ერთ სხვა
ფრინ­ველ­ში არ აღი­ნიშ­ნე­ბა ეს თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი ასე ცხა­დად თავ­
მოყ­რი­ლი. მათ ან სარ­ჩო არ ჰყოფ­ნით, ან ძლი­ე­რი ფრთე­ბი არა აქვთ
(რათა საკ­ვე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად შორ მან­ძილ­ზე იფ­რი­ნონ), ან წე­ლი­
წა­დის ზო­გი­ერთ სე­ზონ­ზე საკ­ვე­ბი იშ­ვი­ათ­დე­ბა და სა­ჭი­რო ხდე­ბა მი­
სი შემ­ც­ვ­ლე­ლის პოვ­ნა, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბად ყუ­ა­თი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა
ხოლ­მე. ასე რომ, მი­უ­ხე­და­ვად მა­ღა­ლი ნა­ყო­ფი­ე­რე­ბი­სა, მა­თი რა­ო­დე­
ნო­ბა ვერ მა­ტუ­ლობს საკ­ვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გა­მო. რო­დე­საც სარ­ჩო
მცირ­დე­ბა, ბევ­რი ფრინ­ვე­ლი მიფ­რი­ნავს შე­და­რე­ბით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი
და თბი­ლი კლი­მა­ტის მქო­ნე რე­გი­ონ­ში. ისი­ნი მიგ­რა­ცი­ის წყა­ლო­ბით
არ­სე­ბო­ბენ, თუმ­ცა სიმ­რავ­ლით არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან; აშ­კა­რა­ა, რომ იმ
ქვეყ­ნებ­შიც, სა­დაც ისი­ნი მიფ­რი­ნა­ვენ, მათ­თ­ვის შე­სა­ბა­მი­სი ყუ­ა­თი­
ა­ნი საკ­ვე­ბი დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ასე­ვე მუდ­მი­ვად არ არ­სე­ბობს. ხო­
ლო, ის ფრინ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ ახერ­ხე­ბენ სხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე
გა­დაფ­რე­ნას, საკ­ვე­ბის სიმ­ცი­რის გა­მო ვე­რა­სო­დეს ქმნი­ან მრა­ვალ­

592
სახესხვაობათა სწრაფვაზე, უსასრულოდ დაშორდეს საწყის ტიპს

რიცხო­ვან პო­პუ­ლა­ცი­ას. სწო­რედ ეს არის ალ­ბათ იმის მი­ზე­ზი, რომ


ასე იშ­ვი­ა­თია ჩვენ­ში კო­და­ლა, მა­შინ, რო­ცა ტრო­პი­კებ­ში ის მრავ­ლა­
და­ა. ასე­ვე, სახ­ლის ბე­ღუ­რა რა­ო­დე­ნობ­რი­ვად გულ­წი­თე­ლა­ზე მე­ტი­ა,
რად­გან მი­სი საკ­ვე­ბი მუდ­მი­ვად უხ­ვად არის – ბა­ლა­ხის თეს­ლი ინა­
ხე­ბა ზამ­თ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი ფერ­მე­ბი და სა­თე­სი მინ­დ­ვ­რე­ბი
კი საკ­ვე­ბის ამო­უ­წუ­რავ მა­რაგს სთა­ვა­ზობს მათ. რა­ტომ არი­ან ეკ­
ვა­ტო­რუ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბით, ზღვის ფრინ­ვე­ლე­ბი, რო­გორც წე­
სი, მრა­ვალ­რიცხო­ვან­ნი? იმი­ტომ კი არა, რომ ისი­ნი სხვებ­ზე მე­ტად
ნა­ყო­ფი­ერ­ნი არი­ან, არა­მედ იმის გა­მო, რომ მა­თი საკ­ვე­ბი არა­სო­დეს
ილე­ვა. ზღვის სა­ნა­პი­რო­ებ­სა და მდი­ნა­რის ნა­პი­რებს ყო­ველ­დღი­უ­
რად აწყ­დე­ბი­ან პა­ტა­რა მო­ლუს­კე­ბი და კი­ბოს­ნა­ი­რე­ბი. იგი­ვე კა­ნო­
ნე­ბი ვრცელ­დე­ბა ძუ­ძუმ­წოვ­რებ­ზეც. გა­რე­უ­ლი კა­ტე­ბი ნა­ყო­ფი­ერ­ნი
არი­ან და ცო­ტა მტე­რი ჰყავთ; მაშ რა­ტომ არი­ან ისი­ნი რიცხობ­რი­
ვად კურ­დღ­ლებ­ზე ნაკ­ლე­ბი? ერ­თა­დერ­თი სწო­რი პა­სუ­ხი ის არის,
რომ მათ­თ­ვის სა­ჭი­რო საკ­ვე­ბი არა­საკ­მა­რი­სი­ა. მა­შა­სა­და­მე, აშ­კა­რა­ა,
რომ, სა­ნამ ქვეყ­ნის ფი­ზი­კუ­რი პი­რო­ბე­ბი უც­ვ­ლე­ლი­ა, იქ მო­ბი­ნად­რე
ცხო­ვე­ლე­ბის პო­პუ­ლა­ცი­ა­თა რიცხ­ვი არ­სე­ბი­თად არ იზ­რ­დე­ბა. თუ
ერ­თი სა­ხე­ო­ბა მრავ­ლ­დე­ბა, სხვა სა­ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც იმა­ვე საკ­ვე­ბით
იკ­ვე­ბე­ბა, პრო­პორ­ცი­უ­ლად მცირ­დე­ბა. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ხო­
ცილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ალ­ბათ ძა­ლი­ან დი­დი­ა. და ვი­ნა­ი­დან თი­თო­ე­უ­ლი
ცხო­ვე­ლის არ­სე­ბო­ბა თა­ვად მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ,
იხო­ცე­ბი­ან ყვე­ლა­ზე სუს­ტე­ბი – ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი, ასა­კოვ­ნე­ბი და
და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი, ხო­ლო, გა­დარ­ჩე­ბა ის, ვინც ყვე­ლა­ზე ჯან­მ­რ­თე­ლი
და ძლი­ე­რი­ა, ვინც მო­ა­ხერ­ხებს საკ­ვე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლად მო­პო­ვე­ბას
და თავს და­აღ­წევს უამ­რავ მტერს. ამას ეწო­დე­ბა „ბრძოლა არ­სე­ბო­
ბი­სათ­ვის“, რომ­ლის დრო­საც ყვე­ლა­ზე სუს­ტი და არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი
ყო­ველ­თ­ვის იღუ­პე­ბა.
ახ­ლა გა­სა­გე­ბი­ა, რომ რაც ხდე­ბა სა­ხე­ო­ბა­თა ინ­დი­ვი­დებს შო­რის,
იგი­ვე უნ­და ხდე­ბო­დეს მრა­ვა­ლი მო­ნა­თე­სა­ვე სა­ხე­ო­ბის ჯგუ­ფებს შო­
რი­საც, ე.ი. იმ პო­პუ­ლა­ცი­ებ­მა უნ­და მო­ი­პო­ვონ და შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ
უპი­რა­ტე­სო­ბა, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე უკეთ არი­ან შე­გუ­ე­ბულ­ნი საკ­ვე­
ბის მუდ­მივ მო­პო­ვე­ბას, ად­ვი­ლად იცა­ვენ თავს მტრი­სა­გან და უძ­ლე­
ბენ სე­ზო­ნურ ცვლი­ლე­ბებს; ხო­ლო ის სა­ხე­ო­ბე­ბი, რო­მელ­თაც ძა­ლის
ნაკ­ლე­ბო­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბის დე­ფექ­ტის გა­მო, ყვე­ლა­ზე ნაკ­
ლე­ბად შეს­წევთ უნა­რი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა გა­უ­წი­ონ საკ­ვე­ბის მა­რა­გის

593
ალფრედ რასელ უოლესი

ცვლი­ლე­ბებს და ა.შ. უნ­და შემ­ცირ­დ­ნენ რიცხობ­რი­ვად, ექ­ს­ტ­რე­მა­


ლურ პი­რო­ბებ­ში კი სა­ერ­თოდ უნ­და გა­და­შენ­დ­ნენ. ამ უკი­დუ­რე­სო­
ბებს შო­რის სა­ხე­ო­ბე­ბი სი­ცოცხ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის აშ­კა­რა თვი­სე­
ბებს გა­მო­ავ­ლე­ნენ და სწო­რედ ამას ვუ­კავ­ში­რებთ ჩვენ სა­ხე­ო­ბე­ბის
სიმ­რავ­ლე­სა თუ სიმ­ცი­რეს. ჩვე­ნი უცო­დი­ნა­რო­ბა ვერ მოგ­ვ­ცემს
იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ უფ­რო კარ­გად და­ვაკ­ვირ­დეთ ამ მი­ზე­ზე­ბის
გავ­ლე­ნას. მაგ­რამ იქ­ნებ შევ­ძ­ლოთ სრულ­ყო­ფი­ლად გა­ვეც­ნოთ ცხო­
ველ­თა სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­სა და თვი­სე­ბებს და გან­
ვ­საზღ­ვ­როთ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის უნა­რი, რამ­დე­ნად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­
ლად მოქ­მე­დე­ბენ ისი­ნი თა­ვი­ან­თი უსაფ­რ­თხო­ე­ბი­სა და არ­სე­ბო­ბის
შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად მათ გარ­შე­მო არ­სე­ბულ ცვა­ლე­ბად პი­რო­ბებ­სა
და გა­რე­მო­ში. შე­საძ­ლო­ა, ინ­დი­ვი­დე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლი სიმ­რავ­ლეც
გან­ვ­საზღ­ვ­როთ, რაც ამ ყვე­ლაფ­რის აუცი­ლე­ბე­ლი შე­დე­გი­ა.
ახ­ლა, თუ­კი მო­ვა­ხერ­ხეთ ამ ორი სა­კითხის და­სა­ბუ­თე­ბა – პირ­ვე­
ლი, რომ ამა თუ იმ ქვეყ­ნის ცხო­ველ­თა პო­პუ­ლა­ცია საკ­ვე­ბის სიმ­ცი­
რი­სა თუ სხვა სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­მო უც­ვლ ­ ე­ლია და მე­ო­რე – სხვა­დას­
ხ­ვა სა­ხე­ო­ბე­ბის ინ­დი­ვი­დე­ბის შე­და­რე­ბი­თი სიმ­რავ­ლე თუ სიმ­ცი­რე
მთლი­ა­ნად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მა­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­თა და ამის შე­დე­
გად გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ჩვე­ვე­ბით – ამ უკა­ნას­კ­ნელ­თა გა­მო, ზო­გი­ერთ
შემ­თხ­ვე­ვა­ში მათ­თ­ვის რთულ­დე­ბა საკ­ვე­ბი მა­რა­გის რე­გუ­ლა­რუ­ლი
მო­პო­ვე­ბა და სა­კუ­თა­რი უსაფ­რ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. კონ­კ­რე­
ტულ არე­ალ­ში ეს თვი­სე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­წო­ნას­წორ­დეს პო­პუ­ლა­
ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბით. ამ­გ­ვა­რად, შეგ­ვიძ­ლია გა­ვაგ­რ­
ძე­ლოთ მსჯე­ლო­ბა სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბებ­ზე, რის­თ­ვი­საც ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი
შე­ნიშ­ვ­ნე­ბი მე­ტად სა­გუ­ლის­ხ­მოა და გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი.
სა­ხე­ო­ბის ტი­პობ­რი­ვი ფორ­მის­გან წარ­მოქ­მ­ნილ უმე­ტეს ან თით­ქ­
მის ყვე­ლა სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბას უნ­და ჰქონ­დეს თუნ­დაც სუს­ტი, გარ­კ­ვე­უ­ლი
დო­ნით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი უნარ­-­ჩ­ვე­ვე­ბი. შე­ფე­რი­ლო­ბის ცვლი­ლე­ბა­
საც კი, რი­თაც ისი­ნი მეტ­-­ნაკ­ლე­ბად შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი ხდე­ბი­ან, შე­უძ­
ლია იმოქ­მე­დოს მათ უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე. ბეწ­ვის უფ­რო მე­ტად ან ნაკ­
ლე­ბად გან­ვი­თა­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა მა­თი ჩვე­ვე­ბი შეც­ვა­ლოს. უფ­რო
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს, რო­გო­რი­ცაა კი­დუ­რე­ბის ან სხე­უ­ლის
სხვა გა­რე­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის ძა­ლი­სა და მო­ცუ­ლო­ბის ზრდა, შე­უძ­
ლია მე­ტად ან ნაკ­ლე­ბად იმოქ­მე­დოს საკ­ვე­ბის მო­პო­ვე­ბის ხერ­ხ­ზე
ან იმ ტე­რი­ტო­რი­ის საზღ­ვ­რებ­ზე, სა­დაც ისი­ნი ბი­ნად­რო­ბენ. ისიც

594
სახესხვაობათა სწრაფვაზე, უსასრულოდ დაშორდეს საწყის ტიპს

აშ­კა­რა­ა, რომ ცვლი­ლე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა და­დე­ბით ან უარ­ყო­ფით


გავ­ლე­ნას ახ­დენს მის უნარ­ზე, გა­ი­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვოს არ­სე­ბო­ბა. შე­და­რე­
ბით მოკ­ლე და სუს­ტ­კი­დუ­რე­ბი­ა­ნი ან­ტი­ლო­პა აუცი­ლებ­ლად უფ­რო
მე­ტად და­ზა­რალ­დე­ბა კა­ტი­სებ­რ­თა ხორ­ცი­ჭა­მი­ე­ბის თავ­დას­ხ­მი­სა­გან.
მო­ხე­ტი­ა­ლე მტრე­დის შე­და­რე­ბით სუს­ტი ფრთე­ბი ად­რე თუ გვი­
ან იმოქ­მე­დებს საკ­ვე­ბის მუდ­მი­ვად მო­პო­ვე­ბის პრო­ცეს­ზე. ორ­სა­ვე
შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ბო­ლოო შე­დე­გი აუცი­ლებ­ლად სა­ხეც­ვ­ლილ სა­ხე­ო­
ბა­თა პო­პუ­ლა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბა იქ­ნე­ბა. ასე­თი­ვე შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა
გა­მო­იწ­ვი­ოს, რა თქმა უნ­და, ხან­დაზ­მულ­მა ასაკ­მა, მტრი­სად­მი მო­
უ­რი­დებ­ლო­ბამ ან საკ­ვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბამ, რაც ზრდის სიკ­ვ­დი­ლი­ა­
ნო­ბას. მე­ო­რე მხრივ, თუ­კი სა­ხე­ო­ბე­ბი წარ­მოქ­მ­ნი­ან სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბებს,
რო­მელ­თაც არ­სე­ბო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ოდ­ნავ მო­მა­ტე­ბუ­ლი
ძა­ლა ექ­ნე­ბათ, ის სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბე­ბი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში უეჭ­ვე­ლად
შე­ი­ძე­ნენ რიცხობ­რივ უპი­რა­ტე­სო­ბას. ორ­სა­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­იძ­
ლე­ბა იყოს მრა­ვა­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­მო­ნაკ­ლი­სი, მაგ­რამ, სა­
შუ­ა­ლოდ, წე­სი მუდ­მი­ვად სა­სარ­გებ­ლოდ იმოქ­მე­დებს. მა­შა­სა­და­მე,
ყვე­ლა სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბა ორ კლა­სად და­ი­ყო­ფა: ისი­ნი, რომ­ლე­ბიც, რა­კი
არ­სე­ბო­ბენ ერ­თ­სა და იმა­ვე პი­რო­ბებ­ში, ვე­რა­სო­დეს და­ემ­ს­გავ­სე­ბი­ან
წი­ნა­პა­რი სა­ხე­ო­ბე­ბის პო­პუ­ლა­ცი­ას და ისი­ნი, რომ­ლე­ბიც დრო­თა
გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­ძე­ნენ და შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ რა­ო­დე­ნობ­რივ უპი­რა­
ტე­სო­ბას. ახ­ლა და­ვუშ­ვათ, რომ მხა­რე­ში აღი­ნიშ­ნა ფი­ზი­კუ­რი პი­რო­
ბე­ბის ცვლი­ლე­ბა – ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი გვალ­ვა, მცე­ნა­რე­უ­ლო­ბის გა­ნად­გუ­
რე­ბა კა­ლი­ე­ბის მი­ერ, „ახალი სა­ძოვ­რის“ მძებ­ნე­ლი ზო­გი­ერ­თი ახა­ლი
მტა­ცებ­ლის შე­მოჭ­რა – ყო­ვე­ლი ცვლი­ლე­ბა ფაქ­ტობ­რივ მი­ის­წ­რაფ­
ვის იმის­კენ, რომ სა­ხე­ო­ბის არ­სე­ბო­ბა უფ­რო გა­არ­თუ­ლოს, ხო­ლო
სა­ხე­ო­ბა თა­ვი­სი ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბით ცდი­ლობს თა­ვი­დან აიცი­
ლოს სრუ­ლი ამოწყ­ვე­ტა. ცხა­დი­ა, რომ სა­ხე­ო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი ყვე­ლა
ინ­დი­ვი­დი­დან, პირ­ველ რიგ­ში, და­ზა­რალ­დე­ბი­ან ისი­ნი, რომ­ლე­ბიც
ყვე­ლა­ზე მცი­რე­რიცხო­ვან და ყვე­ლა­ზე სუს­ტად ორ­გა­ნი­ზე­ბულ სა­
ხეს­ხ­ვა­ო­ბებს ქმნი­ან, მკაცრ პი­რო­ბებ­ში კი სა­ერ­თოდ გა­და­შენ­დე­ბი­ან.
იმა­ვე პი­რო­ბე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შემ­დეგ ზა­რალ­დე­ბი­ან
წი­ნა­პა­რი სა­ხე­ო­ბე­ბი: მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა თან­და­თა­ნო­ბით მცირ­დე­ბა
და, მსგავ­სი არა­ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბის გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში,
შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­და­შენ­დ­ნენ კი­დეც. უპი­რა­ტე­სო­ბის მქო­ნე სა­ხეს­ხ­ვა­
ო­ბა შე­იძ­ლე­ბა შემ­დეგ მარ­ტო დარ­ჩეს და ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბის

595
ალფრედ რასელ უოლესი

დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სწრა­ფად მო­ი­მა­ტოს რა­ო­დე­ნობ­რი­ვად და


და­ი­კა­ვოს გა­და­შე­ნე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი­სა და სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბე­ბის ად­გი­ლი.
შემ­დეგ სა­ხე­ო­ბა შე­იც­ვ­ლე­ბა სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბით და ის უფ­რო გან­ვი­თა­
რე­ბუ­ლი და მა­ღა­ლორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ფორ­მა იქ­ნე­ბა. ის ყო­ველ­მ­ხ­რივ
უკეთ შე­გუ­ე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, უკეთ შეძ­ლებს სა­კუ­თა­რი უსაფ­რ­
თხო­ე­ბის დაც­ვას და გა­ი­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვებს თა­ვის და რა­სის არ­სე­ბო­ბას.
ასე­თი ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა ვე­ღარ და­უბ­რუნ­დე­ბა საწყის ფორ­მას, რად­გან
ის ფორ­მა ქვე­და სა­ფე­ხურ­ზე დგას და მე­ტო­ქე­ო­ბას ვე­რა­სო­დეს გა­
უ­წევს არ­სე­ბო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში. სა­ხე­ო­ბის საწყი­სი ტი­პის წარ­
მოქ­მ­ნის შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი, სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბა სა­ხე­ო­ბა­ზე მრა­ვალ­რიცხო­
ვა­ნი იქ­ნე­ბა და არა­ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებ­ში მხო­ლოდ ის გა­დარ­ჩე­ბა.
თუმ­ცა, ამ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ­მა და მრა­ვალ­რიცხო­ვან­მა რა­სამ დრო­თა
გან­მავ­ლო­ბა­ში, თა­ვის მხრივ, შე­იძ­ლე­ბა ხე­ლი შე­უწყოს ახა­ლი სა­ხეს­
ხ­ვა­ო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რო­მელ­შიც თავს იჩენს ამ ფორ­მი­სა­გან მა­
დი­ვერ­გენ­ცი­რე­ბე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი. ამ სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბე­ბი­დან ზო­გი­ერთს
არ­სე­ბო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის უნა­რი გაზ­რ­დი­ლი ექ­ნე­ბა და, იმა­ვე ზო­გა­
დი წე­სის თა­ნახ­მად, გა­ბა­ტონ­დე­ბა. იმ ზო­გა­დი წე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­
ნა­რე, რომ­ლე­ბიც აწეს­რი­გებს ცხო­ველ­თა არ­სე­ბო­ბას ბუ­ნე­ბა­ში, და
ასე­ვე იმ უდა­ვო ფაქ­ტი­დან, რომ სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბე­ბი მუდ­მი­ვად ჩნდე­ბა,
აღი­ნიშ­ნე­ბა პროგ­რე­სი და უწყ­ვე­ტი დი­ვერ­გენ­ცი­ა, თუმ­ცა ვერ ვიტყ­
ვით, რომ ეს შე­დე­გი უც­ვ­ლე­ლი­ა; გა­რე­მო­ში ფი­ზი­კუ­რი პი­რო­ბე­ბის
შეც­ვ­ლამ, ზოგ­ჯერ შე­საძ­ლო­ა, ისი­ნი არ­სე­ბი­თად შეც­ვა­ლოს და რა­სა,
რო­მე­ლიც უწინ­დელ პი­რო­ბებ­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბით ახერ­ხებ­და
არ­სე­ბო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, შე­სუს­ტ­დეს. შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს უფ­რო
ახა­ლი და ზოგ­ჯერ მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე მდგო­მი რა­სის გაქ­რო­ბაც მა­
შინ, რო­ცა ძვე­ლი ან მშო­ბე­ლი სა­ხე­ო­ბა და მი­სი პირ­ვე­ლი, უფ­რო
და­ბალ სა­ფე­ხურ­ზე მდგო­მი სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბე­ბი აგ­რ­ძე­ლე­ბენ გაძ­ლი­ე­რე­
ბას. შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლებ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­წი­ლებ­შიც მოხ­დეს ცვლი­ლე­
ბე­ბი, რო­მელ­თაც სა­სი­ცოცხ­ლო ძა­ლებ­ზე საგ­რ­ძ­ნო­ბი გავ­ლე­ნა არ ექ­
ნე­ბათ. და ამ ცვლი­ლე­ბე­ბით აღ­ჭურ­ვილ სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბებს შე­უძ­ლი­ათ
წი­ნა­პა­რი სა­ხე­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­ი­ა­რონ გზა და შემ­დ­გომ­ში ან
ახა­ლი სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბე­ბი წარ­მოქ­მ­ნან ან კი­დევ საწყის ტიპს და­უბ­რუნ­
დ­ნენ. ჩვენ იმის დამ­ტ­კი­ცე­ბა გვსურს, რომ ზო­გი­ერ­თი სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბა
ის­წ­რაფ­ვის იმი­სა­კენ, რომ საწყის სა­ხე­ო­ბა­ზე უფ­რო ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად
შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს არ­სე­ბო­ბა, და ეს სწრაფ­ვა შე­სამ­ჩ­ნე­ვი­ა. შემ­თხ­ვე­ვი­თო­

596
სახესხვაობათა სწრაფვაზე, უსასრულოდ დაშორდეს საწყის ტიპს

ბის ან გა­სა­შუ­ა­ლო­ე­ბის დოქ­ტ­რი­ნა არას­დ­როს გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მცი­რე


მას­შ­ტა­ბი­სათ­ვის, მაგ­რამ, თუ მას მი­ვუ­სა­და­გებთ დიდ რა­ო­დე­ნო­ბას,
შე­დე­გე­ბი მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა თე­ო­რი­ულ მაჩ­ვე­ნებ­ლებს, ხო­ლო უსას­
რუ­ლოდ დი­დი რიცხოვ­ნო­ბი­სას მკაც­რად ზუს­ტი გახ­დე­ბა. ამ­ჟა­მად
მას­შ­ტა­ბი, რომ­ლი­თაც ბუ­ნე­ბა მოქ­მე­დებს, უზარ­მა­ზა­რი­ა. ინ­დი­ვიდ­
თა რიცხ­ვი და დრო­ის პე­რი­ო­დი, რო­მელ­თა­ნაც მას აქვს საქ­მე, ისე
უახ­ლოვ­დე­ბა უსას­რუ­ლო­ბას, რომ ნე­ბის­მი­ერ­მა ფაქ­ტორ­მა, რო­
გო­რი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოც, შე­ნიღ­ბუ­ლი და წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა­გა­წე­უ­ლიც
არ უნ­და იყოს არა­ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი­სა­გან, სა­ბო­ლო­ოდ უნ­და
მოგ­ვ­ცეს მი­სი სრუ­ლი­ად კა­ნო­ნი­ე­რი შე­დე­გე­ბი.
ახ­ლა ნე­ბა გვი­ბო­ძეთ მი­ვუბ­რუნ­დეთ მო­ში­ნა­უ­რე­ბულ ცხო­ვე­
ლებს და გა­მო­ვიკ­ვ­ლი­ოთ, რა გავ­ლე­ნას ახ­დენს აქ ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­
ლი პრინ­ცი­პე­ბი მათ შო­რის წარ­მოქ­მ­ნილ სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბებ­ზე. ძი­რი­თა­
დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა გა­რე­ულ და ში­ნა­ურ ცხო­ველ­თა სა­არ­სე­ბო პი­რო­ბებს
შო­რის არის ის, რომ პირ­ვე­ლებ­ში მა­თი კე­თილ­დღე­ო­ბა და, გარ­კ­ვე­
ულ­წი­ლად, არ­სე­ბო­ბაც და­მო­კი­დე­ბუ­ლია მა­თი ყვე­ლა შეგ­რ­ძ­ნე­ბი­სა
და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლე­ბის სრულ ვარ­ჯიშ­სა და ჯან­საღ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე,
მა­შინ რო­ცა მომ­დევ­ნო­ებ­ში ეს თვი­სე­ბე­ბი მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ
ვარ­ჯიშ­დე­ბა და, ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ერ­თოდ არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. გა­
რე­ულ­მა ცხო­ველ­მა საკ­ვე­ბის ყო­ვე­ლი ლუკ­მა უნ­და მო­ი­ძი­ოს, მის­თ­
ვის ხში­რად უნ­და გა­ი­სარ­ჯოს – მხედ­ვე­ლო­ბა, სმე­ნა და ყნოს­ვა უნ­და
ავარ­ჯი­შოს საკ­ვე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად, ხი­ფა­თის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­
ლად, თავ­შე­საფ­რის სა­შოვ­ნე­ლად, მკაც­რი სე­ზო­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი­სა­გან
თავ­და­სა­ცა­ვად, ასე­ვე შთა­მო­მავ­ლო­ბის სა­არ­სე­ბო პი­რო­ბე­ბი­სა და
უსაფ­რ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. არ არ­სე­ბობს მის სხე­ულ­ში
ისე­თი კუნ­თი, ყო­ველ სა­ათს ან და ყო­ველ დღე რომ არ მუ­შა­ობ­დეს,
მი­სი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი და უნა­რე­ბი ძლი­ერ­დე­ბა მუდ­მი­ვი ვარ­ჯი­შე­ბით.
ში­ნა­ურ ცხო­ველს, მე­ო­რე მხრივ, საჭ­მ­ლით ამა­რა­გე­ბენ, უზ­რუნ­ველ­
ყო­ფენ თავ­შე­საფ­რით და ხში­რად ამ­წყ­ვ­დე­ვენ კი­დეც, რა­თა და­ცუ­
ლი იყოს მკაც­რი ბუ­ნებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბი­სა­გან. ის გულ­მოდ­გი­ნედ არის
და­ცუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი მტრე­ბის თავ­დას­ხ­მი­სა­გან და თა­ვის ნა­ში­ერ­საც
კი იშ­ვი­ა­თად უვ­ლის ადა­მი­ა­ნის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. მი­სი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­
ბი­სა და უნა­რე­ბის ერ­თი ნა­ხე­ვა­რი სრუ­ლი­ად გა­მო­უ­სა­დე­გა­რი­ა, მე­ო­
რე ნა­ხე­ვა­რი კი მხო­ლოდ დრო­დად­რო გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სუს­ტად, მა­შინ
რო­ცა მი­სი კუნ­თო­ვა­ნი სის­ტე­მა მხო­ლოდ პე­რი­ო­დუ­ლად მუ­შა­ობს.

597
ალფრედ რასელ უოლესი

ახ­ლა, რო­დე­საც ასე­თი ცხო­ვე­ლის სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბა წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა, ნე­


ბის­მი­ე­რი ორ­გა­ნოს ან შეგ­რ­ძ­ნე­ბის ძა­ლი­სა და უნა­რის გაზ­რ­და სრუ­
ლი­ად გა­მო­უ­სა­დე­გა­რი­ა, არა­სო­დეს გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და შე­იძ­ლე­ბა ისე
იარ­სე­ბოს მას­ში, რომ ცხო­ველ­მა ვერც კი იგ­რ­ძ­ნოს. ვე­ლურ ცხო­ველ­
ში კი, პი­რი­ქით, მი­სი ყვე­ლა ძა­ლა და უნა­რი სრუ­ლად ამოქ­მედ­დე­ბა
არ­სე­ბო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, ყო­ვე­ლი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­
ლივ გა­მო­სა­დე­გი ხდე­ბა, ძლი­ერ­დე­ბა ვარ­ჯი­შის შე­დე­გად და ზოგ­
ჯერ საკ­ვე­ბის, ჩვე­ვე­ბი­სა და მთლი­ა­ნად რა­სის მთე­ლი მე­ურ­ნე­ო­ბის
ოდ­ნავ შეც­ვ­ლა­საც კი იწ­ვევს. იგი წარ­მოქ­მ­ნის უკე­თე­სი უნა­რე­ბის
მქო­ნე ახალ ცხო­ველს, რომ­ლის რიცხოვ­ნო­ბა უსა­თუ­ოდ გა­იზ­რ­დე­
ბა და მას­ზე უფ­რო და­ბალ სა­ფე­ხურ­ზე მდგომ ინ­დი­ვი­დებ­ზე უფ­რო
დიდ­ხანს იცოცხ­ლებს.
და კვლავ, მო­ში­ნა­უ­რე­ბულ ცხო­ვე­ლებ­ში ყვე­ლა სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბას
უწყ­ვე­ტად არ­სე­ბო­ბის ერ­თ­ნა­ი­რი შან­სი აქვს. ისი­ნი, რომ­ლე­ბიც იქ­
ც­ნენ აშ­კა­რად გა­რე­ულ (ველურ) ცხო­ვე­ლე­ბად, რო­მელ­თაც მათ მე­
გობ­რებ­თან მე­ტო­ქე­ო­ბის უნა­რი არ შეს­წევთ და გა­ნაგ­რ­ძო­ბენ არ­
სე­ბო­ბას, სავ­სე­ბით არ არი­ან წა­გე­ბუ­ლი ში­ნა­ურ პი­რო­ბებ­ში. ჩვე­ნი
გო­ჭე­ბი სწრა­ფად სუქ­დე­ბი­ან, მოკ­ლე­ფე­ხე­ბა ცხვრე­ბი, ჩი­ჩახ­ვი­ა­ნი
მტრე­დე­ბი და ფუმ­ფუ­ლა ძაღ­ლე­ბი კი ვე­რა­სო­დეს იარ­სე­ბე­ბენ ბუ­
ნე­ბის წი­აღ­ში, რად­გან ასე­თი და­ბა­ლი ფორ­მე­ბი­სა­კენ გა­დად­გ­მულ­მა
პირ­ვე­ლი­ვე ნა­ბიჯ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ჯი­შის სწრა­ფი ამოწყ­ვე­ტა
(გადაშენება). მათ ნაკ­ლე­ბად შე­უძ­ლი­ათ იარ­სე­ბონ მა­თი­ვე ვე­ლურ
წი­ნაპ­რებ­თან კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში. დო­ღის ცხე­ნის დი­დი სის­წ­რა­ფე, მაგ­
რამ სუს­ტი ამ­ტა­ნო­ბა, გუთ­ნის­დე­დის ხელ­თუპყ­რო­ბე­ლი ღო­ნე უსარ­
გებ­ლო გახ­დე­ბა ბუ­ნე­ბის წი­აღ­ში ცხოვ­რე­ბი­სას. თუ­კი ცხო­ვე­ლე­ბი
პამ­პა­სებ­ში გა­ვე­ლურ­დ­ნენ, ისი­ნი, შე­საძ­ლო­ა, სწრა­ფად ამოწყ­დ­ნენ,
ან ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებ­ში თი­თო­ე­ულ­მა მათ­გან­მა და­კარ­გოს ის ექ­
ს­ტ­რე­მა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც არა­სო­დეს გა­მო­ი­ყე­ნებს და
რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბის შემ­დეგ და­უბ­რუნ­დე­ბა ბუ­ნებ­რივ ტიპს, რო­მელ­
შიც ნა­ირ­გ­ვა­რი ძა­ლა და უნა­რი პრო­პორ­ცი­უ­ლად იქ­ნე­ბა ჩა­მო­ყა­ლი­
ბე­ბუ­ლი, რა­თა სა­უ­კე­თე­სოდ იყოს შე­გუ­ე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის მო­პო­ვე­ბა­სა
და სა­ი­მე­დო თავ­დაც­ვას­თან და რო­მელ­შიც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ყო­ვე­ლი
ნა­წი­ლის სრუ­ლი ვარ­ჯი­შის გა­მო, ცხო­ვე­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­
რე­ბას შეძ­ლებს. გა­გა­რე­უ­ლე­ბუ­ლი ში­ნა­უ­რი ნა­ირ­სა­ხე­ო­ბე­ბი ან უნ­და

598
სახესხვაობათა სწრაფვაზე, უსასრულოდ დაშორდეს საწყის ტიპს

და­უბ­რუნ­დ­ნენ საწყის ვე­ლურ ხაზ­თან ახ­ლო მდე­ბა­რე ტიპს, ან უნ­და


ამოწყ­დ­ნენ.
ვხე­დავთ, რომ ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით ვე­რა­ვი­თარ
დას­კ­ვ­ნას ვერ გა­ვა­კე­თებთ იმ ფორ­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც ვე­ლურ ბუ­ნე­
ბა­ში გვხვდე­ბა, რად­გან ეს ორი ფორ­მა სა­არ­სე­ბო პი­რო­ბე­ბით ისე
გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან, რომ, რაც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ერ­თი­
სათ­ვის, სა­ერ­თოდ უცხოა მე­ო­რი­სათ­ვის. ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი არი­ან
უჩ­ვე­უ­ლო, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ხე­ლოვ­ნუ­რი. ისი­ნი ის სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბე­
ბი­ა, რომ­ლებ­საც არა­სო­დეს უარ­სე­ბი­ათ და ვერც ვე­რა­სო­დეს იარ­სე­
ბე­ბენ ბუ­ნებ­რივ პი­რო­ბებ­ში: მა­თი არ­სე­ბო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ადა­
მი­ა­ნის მზრუნ­ვე­ლო­ბა­ზე. მა­თი უმე­ტე­სო­ბა და­შო­რე­ბუ­ლია უნარ­თა
ზუსტ პრო­პორ­ცი­ას, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ნამ­დ­ვილ (ჭეშმარიტ) ბა­ლანსს,
რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მარ­ტო სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ამა­რა
დარ­ჩე­ნილ ცხო­ველს შე­უძ­ლია არ­სე­ბო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და სა­კუ­თა­
რი ჯი­შის გაგ­რ­ძე­ლე­ბა.
ლა­მარ­კის ჰი­პო­თე­ზა – რომ სა­ხე­ო­ბებ­ში პროგ­რე­სუ­ლი ცვლი­
ლე­ბე­ბი წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა ცხო­ველ­თა მის­წ­რა­ფე­ბით, გა­ნა­ვი­თა­რონ სა­
კუ­თა­რი ორ­გა­ნო­ე­ბი და ასე შეც­ვა­ლონ სა­კუ­თა­რი სტრუქ­ტუ­რა და
ჩვე­ვე­ბი – რამ­დე­ნი­მე­ჯერ მარ­ტი­ვად გა­ა­ბა­თი­ლა ყვე­ლა იმ ავ­ტორ­მა,
რომ­ლე­ბიც წერ­დ­ნენ სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბებ­სა და სა­ხე­ო­ბებ­ზე და, რო­გორც
ჩანს, მიჩ­ნე­უ­ლი­ა, რომ, რო­ცა ეს გა­კეთ­და, სა­კითხი სა­ბო­ლო­ოდ სრუ­
ლად მოგ­ვარ­და. მაგ­რამ აქ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა სრუ­ლი­ად
უსარ­გებ­ლოს ხდის ასეთ ჰი­პო­თე­ზას იმის ჩვე­ნე­ბით, რომ ბუ­ნე­ბა­
ში მუდ­მი­ვად მოქ­მე­დი პრინ­ცი­პე­ბის ზე­გავ­ლე­ნით ერ­თ­ნა­ი­რი შე­დე­
გე­ბი უნ­და იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი. შე­ვარ­დ­ნი­სა და კა­ტი­სებ­რ­თა ძლი­ე­რი
ბრჭყა­ლე­ბი ამ ცხო­ვე­ლე­ბის სურ­ვი­ლით, ნე­ბით კი არ წარ­მო­იქ­მ­ნა ან
გა­ი­ზარ­და, არა­მედ იმი­ტომ, რომ ამ ჯგუ­ფე­ბის ად­რე­ულ და ნაკ­ლე­
ბორ­გა­ნი­ზე­ბულ ფორ­მებს შო­რის არ­სე­ბულ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სა­ხეს­ხ­
ვა­ო­ბებს შო­რის ყო­ველ­თ­ვის ყვე­ლა­ზე ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად გა­დარ­ჩე­ბო­და
ის, რო­მელ­საც თა­ვი­სი მსხვერ­პ­ლის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად ყვე­ლა­ზე მე­
ტი უნარ­-­ჩ­ვე­ვა ჰქონ­და. არც ჟი­რაფს გან­ვი­თა­რე­ბია ასე­თი გრძე­ლი
კი­სე­რი, იმი­სათ­ვის, რომ უფ­რო მა­ღა­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის ფოთ­ლებს
მის­წ­ვ­დო­მო­და ამ მიზ­ნით მას მუ­დამ წაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და კი­სე­
რი არა­მედ იმი­ტომ, რომ, ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე უფ­რო გრძელ­კის­რი­ან­მა
თი­თო­ე­ულ­მა სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბამ, რო­მე­ლიც არ­სე­ბობ­და მის ან­ტი­ტი­პებს

599
ალფრედ რასელ უოლესი

შო­რის, მოკ­ლე­კის­რი­ა­ნე­ბი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იშო­


ვა სა­ძოვ­რის ახა­ლი საზღ­ვ­რე­ბი იმა­ვე ად­გი­ლის, მი­წის ფარ­გ­ლებ­ში,
ოღონდ უფ­რო ზე­ვით და საკ­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბის პირ­ველ­სა­ვე შემ­
თხ­ვე­ვა­ში გრძელ­კის­რი­ან ინ­დი­ვი­დებს მოკ­ლე­კის­რი­ა­ნებ­ზე უფ­რო
დიდ­ხანს ცხოვ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღ­მო­აჩ­ნ­დათ. ასე­ვე, მრა­ვა­ლი
ცხო­ვე­ლის, გან­სა­კუთ­რე­ბით, მწე­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რი შე­ფე­რი­ლო­ბა,
რო­მე­ლიც ძა­ლი­ან წა­ა­გავს მი­წას, ფო­თოლს ან ხეს, რომ­ლებ­ზე­დაც
ისი­ნი, ჩვე­უ­ლებ­რივ, ცხოვ­რო­ბენ, იმა­ვე პრინ­ცი­პით აიხ­ს­ნე­ბა, თუმ­
ცა, მრა­ვალ­ნა­ი­რი ელ­ფე­რის მქო­ნე სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა დრო­თა
გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობ­დ­ნენ; მაგ­რამ ის რა­სე­ბი, რო­მელ­თა შე­ფე­
რი­ლო­ბაც ყვე­ლა­ზე უფ­რო იყო შე­გუ­ე­ბუ­ლი მტრი­სა­გან თავ­დაც­ვას,
უეჭ­ვე­ლად უფ­რო მე­ტად გა­დარ­ჩე­ბო­და. ჩვენ ვხე­დავთ, რომ ბუ­ნე­ბა­
ში ხში­რად შე­ი­ნიშ­ნე­ბა ბა­ლან­სი – რო­მე­ლი­მე ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მის
ნაკ­ლი ყო­ველ­თ­ვის კომ­პენ­სირ­დე­ბა სხვა­თა გან­ვი­თა­რე­ბით, – მა­გა­
ლი­თად, ძლი­ე­რი ფრთე­ბის თან­მ­ხ­ლე­ბია სუს­ტი კი­დუ­რე­ბი; მა­ღა­ლი
სიჩ­ქა­რე კომ­პენ­სირ­დე­ბა თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა­თა უქონ­ლო­ბით;
ნაჩ­ვე­ნე­ბი­ა, რომ ვერც ერ­თი სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბა, რომ­ლებ­შიც და­უ­ბა­ლან­
სე­ბე­ლი ნაკ­ლი­ა, დიდ­ხანს ვერ იარ­სე­ბებს. ამ პრინ­ცი­პის მოქ­მე­დე­ბა
ზუს­ტად წა­ა­გავს ორ­თ­ქ­ლის ძრა­ვის ციბ­რუ­ტის მმარ­თ­ველს, რო­მე­
ლიც ამოწ­მებს და ას­წო­რებს ნე­ბის­მი­ერ უწეს­რი­გო­ბას თით­ქ­მის მა­
ნამ­დე, სა­ნამ გა­მო­აშ­კა­რავ­დე­ბო­დეს. მსგავ­სი წე­სის თა­ნახ­მად, ცხო­
ველ­თა სა­მე­ფო­ში ვერც ერ­თი და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი ნაკ­ლი ვერ გახ­დე­ბა
შე­სამ­ჩ­ნე­ვი, რად­გან იგი თავს გა­მო­ავ­ლენს პირ­ველ სა­ფე­ხურ­ზე, გა­
არ­თუ­ლებს ცხო­ვე­ლის არ­სე­ბო­ბას და იგი უსა­თუ­ოდ გა­და­შენ­დე­ბა.
იმ­დაგ­ვა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბა­თა წარ­მო­შო­ბა­ზე, რო­გორ­საც
აქ ვი­ხი­ლავთ, ასე­ვე ემ­თხ­ვე­ვა ორ­გა­ნი­ზე­ბულ არ­სე­ბა­თა ფორ­მე­ბი­სა
და სტრუქ­ტუ­რე­ბის ცვლი­ლე­ბა­თა თა­ვი­სე­ბურ ხა­სი­ათს. ცენ­ტ­რა­
ლუ­რი ტი­პის­გან და­შო­რე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი ხა­ზის არ­სე­ბო­ბა, მო­ნა­თე­
სა­ვე სა­ხე­ო­ბა­თა რიგ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნოს მო­მა­ტე­ბუ­ლი
ეფექ­ტუ­რო­ბა და ძა­ლა და არ­სე­ბი­თი თვი­სე­ბით საგ­რ­ძ­ნობ­ლად გან­
ს­ხ­ვა­ვე­ბულ სა­ხე­ო­ბა­თა რი­გებ­ში სა­ო­ცა­რი ამ­ტა­ნო­ბა ისე­თი უმ­ნიშ­
ვ­ნე­ლო ნა­წი­ლე­ბი­სა, რო­გო­რი­ცაა ბუმ­ბუ­ლი­სა და ბალ­ნის (ბეწვის)
ფე­რი და სტრუქ­ტუ­რა, რქე­ბი­სა და ბი­ბი­ლო­ე­ბის ფორ­მა გვა­ფიქ­
რე­ბი­ნებს, რომ „უფრო სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რა“, რო­მე­ლიც
პრო­ფე­სორ ოუენის მტკი­ცე­ბით, გა­და­შე­ნე­ბუ­ლებ­თან შე­და­რე­ბით

600
სახესხვაობათა სწრაფვაზე, უსასრულოდ დაშორდეს საწყის ტიპს

უფ­რო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ფორ­მე­ბი­სათ­ვის და რო­


მელ­საც ცხო­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მიზ­ნით იყე­ნებს, ნე­ბის­მი­ე­რი ორ­გა­
ნოს პროგ­რე­სუ­ლი მო­დი­ფი­კა­ცი­ის აშ­კა­რა შე­დე­გი­ა.
ვი­მე­დოვ­ნებთ, შევ­ძე­ლით გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ ბუ­ნე­ბა­ში ნა­ირ­სა­ხე­
ო­ბა­თა გარ­კ­ვე­ულ კლა­სებს ახა­სი­ა­თებს მე­ტი სწრაფ­ვა საწყი­სი ტი­
პი­სა­გან და­შო­რე­ბუ­ლი უწყ­ვე­ტი გან­ვი­თა­რე­ბი­სა­კენ, რომ­ლის­თ­ვი­საც
გან­საზღ­ვ­რუ­ლი შეზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის არა­ნა­ი­რი მი­ზე­ზი არ არ­სე­
ბობს. იმა­ვე პრინ­ცი­პით, რო­მე­ლიც ამ შე­დეგს იძ­ლე­ვა ბუ­ნე­ბის წი­აღ­
ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია აიხ­ს­ნას, რა­ტომ ის­წ­რაფ­ვი­ან საწყი­სი ტი­პი­სა­კენ
და­საბ­რუ­ნებ­ლად ში­ნა­ურ ცხო­ველ­თა სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბე­ბი. სა­გუ­ლის­ხ­მო­ა,
რომ ამ პროგ­რესს, რო­მე­ლიც დრო­დად­რო სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­
ბით წა­რი­მარ­თე­ბა, თა­ნაც, ყო­ველ­თ­ვის მოწ­მ­დე­ბა და ბა­ლან­ს­დე­ბა იმ
აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბით, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც ეულად არ­სე­
ბო­ბის დაც­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, გა­ნა­პი­რო­ბებს ორ­გა­ნი­ზე­ბულ არ­სე­
ბა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ყვე­ლა ფე­ნო­მე­ნი, მა­თი ამოწყ­ვე­ტა და მო­ნაც­
ვ­ლე­ო­ბა წარ­სულ­ში, მათ მი­ერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი ფორ­მის, ინ­ს­ტიქ­ტი­სა
და ჩვე­ვე­ბის ყვე­ლა უჩ­ვე­უ­ლო ცვლი­ლე­ბა.

601

You might also like