You are on page 1of 15

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)

www.library.court.ge

საქმე № 330210014434653
საქმე №2ბ/281-16

თბილისის სააპელაციო სასამართლო


განჩინება
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2016 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ლილი ტყემალაძე


მოსამართლეები: ხათუნა არევაძე, ლევან გვარამია

სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი

აპელანტი – მ. ე.
წარმომადგენელი – პ. ჯ.

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო


წარმომადგენელი – ს. ა.

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით – გ. მ.


წარმომადგენელი – თ. ა.

დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას


წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ საქართველოს კანონიდან გამომდინარე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო


საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო


სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად
დაკმაყოფილება

1
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27


ნოემბრის გადაწყვეტილებით, უმკვიდროდ იქნა ცნობილი საცხოვრებელი სადგომი,
მდებარე ქ. თბილისი, ფ.-ს ქ. NXX, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ტექ
ბიუროს აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათებით ა. ს.-ს (იგივე ა. ს.-ს) და ს. კ.-ს (იგივე
ს. კ.-ს) სახელზე რიცხული უძრავი ქონება, ფართით ლიტერი „ა“-24,2, ლიტერი „ბ“ 29,76
კვ.მ. ლიტერი „ვ“ 37,28 კვ.მ. ლიტერი „ბზდვ“- 51 კვ.მ. და ტ. შ.-ს (იგივე ტ. შ.-ს) სახელზე
რიცხული უძრავი ქონება, ფართით ლიტერი „ა“-20,64 კვ.მ. და ლიტერი „ბ“ - 24,02 კვ.მ.

ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ე.-ს სარჩელი, საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა


საცხოვრებელი სადგომი, მდებარე ქ. თბილისი, ფ.-ს ქ. NXX, საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოს და ტექ აღრიცხვის არქივის ცნობა- დახასიათებაში ა. ს.-ს (იგივე ა. ს.-ს)
სახელზე, გარდა ს. კ.-ს (იგივე ს. კ.-ს) ნაწილის (გაუმიჯნავად) რიცხული ფართიდან
ლიტერი „ა“-24.2 კვ.მ. ლიტერი „ბ“-29,76 კვ.მ., ლიტერი „ვ“-37,28 კვ.მ. ლიტერი ,,ბზდვ’’-51
კვ.მ., უძრავი ქონება და ტ. შ.-ს (იგივე ტ. შ.-ს) სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი
ფართით ლიტერი „ა“-20.64 კვ.მ, და ლიტერი „ბ“ - 24,02 კვ.მ.

მესამე პირს დამოუკიდებელი მოთხოვნით, გ. მ.-ს მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი


სადგომი, მდებარე ქ. თბილისი, ფ.-ს ქ. NXX-ში ტექ. აღრიცხვის არქივში აღრიცხული ს.
კ.-ს (იგივე ს. კ.-ს) სახელზე და „გაუმიჯნავად“ (ამ ეტაპზე) გადაეცა უსასყიდლოდ
საკუთრებაში.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი


გარემოებები:

2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათებით ტ. შ.-ს სახელზე


ირიცხება საცხოვრებელი სადგომი, მდებარე ფ.-ს ქ. №XX- ში ლიტერი ,,ა’’
(საცხოვრებელი) 20,64 კვ.მ. ლიტერი ,,ბ’’ (საცხოვრებელი) 24,02 კვ.მ.

(მტკიცებულება: ცნობა - დახასიათება ს.ფ. 12)

2.2. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-


დახასიათებით ქ. თ.-ში, ფ.-ს ქ. №XX-ში ს. კ.-ს და ა. ს.-ს სახელზე აღრიცხულია შენობ -
ნაგებობა, ლიტერი ,,ა’’ 24,20 კვ.მ. ლიტერი ,,გ’’ – 29,76 კვ.მ. ლიტერი ,,ვ’’ - 37,28 კვ.მ.,

2
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

ლიტერი ,,ბ -ზ-დ-ს-ვც’’ 51,00 კვ.მ.

(მტკიცებულება: ცნობა-დახასიათება, ს.ფ. 13)

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 მარტის დადგენილებით


დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე - უფლების დამდგენი საბუთების
კუთვნილების ფაქტი, რომლის მიხედვითაც ცნობა -დახასიათებაში მითითებული სამივე
მესაკუთრის გვარი განისაზღვრა შემდეგნაირად: ს. კ.-სადმი - მისი გვარი კ. არ ემთხვევა
გარდაცვალების მოწმობაში მითითებულ გვარს ,,კ.’’. ა. ს.-სადმი - მისი გვარი
,,სულნიკოვი’’ არ ემთხვევა გარდაცვალების მოწმობაში მითითებულ გვარს ,,ს.’’. ტ. შ.-
სადმი - მისი სახელი ,,ტ.’’ და გვარი ,,შ.’’ არ ემთხვევა გარდაცვალების მოწმობაში
მითითებულ სახელს „ტ.“ და გვარს „შ.“.

(მტკიცებულება: დადგენილება, ს.ფ. 14)

2.4. მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა ბინის მესაკუთრეების გარდაცვალების ფაქტი,


კერძოდ, ს. კ. გარდაცვლილია 1982 წლის 10 თებერვალს, ტ. შ. - 1976 წლის 7
სექტემბერს, ა. ს. გარდაცვლილად იქნა აღიარებული 2012 წლის 29 ოქტომბერს.

(მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობა, ს.ფ. 16-18)

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი


გარემოებები:

2.5. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციებით ტ. შ.-ს, ს. კ.-


ს და ა. ს.-ს დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს მისაღებად არავის მიუმართავს.

(მტკიცებულება: ინფორმაცია, ს.ფ. 19-21)

2.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით უძრავ ქონებაზე,


მდებარე თბილისი, ფ.-ს ქ. №XX, საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული.

(მტკიცებულება: ინფორმაცია, ს.ფ. 29)

2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7


ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მ. ე.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა,
უმკვიდროდ იქნა ცნობილი მესაკუთრეების სახელზე რიცხული ფ.-ს ქ. №XX-ში
მდებარე საცხოვრებელი სადგომი და უსასყიდლოდ გადაეცა საკუთრებაში მ. ე.-ს,
გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ახლად
აღმოჩენილი გარემოებების გამო ბათილად ცნობის თაობაზე განცხადებით მომართა გ. მ.-

3
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

მ. სასამართლოს 2014 წლის 3 თებერვლის განჩინებით, დაკმაყოფილდა გ. მ.-ს


განცხადება, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო
საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება და დაიწყო საქმის
ხელახალი განხილვა. განჩინება გასაჩივრებული იქნა მ. ე.-ს მიერ თბილისის სააპელაციო
სასამართლოში. 2014 წლის 16 მაისს სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, უცვლელად
დარჩა საქალაქო სასამართლოს განჩინება. მესამე პირის დამოუკიდებელი მოთხოვნით გ.
მ.-ს მიერ 2014 წლის 4 აგვისტოს წარდგენილი იქნა სარჩელი, მ. ე.-ს სარჩელთან
ერთად განსახილველად.

(მტკიცებულება: გადაწყვეტილება, განჩინებები, სარჩელი, ს.ფ. 73-79, 295-298, 311-315, 336)

2.8. ა. ს.-ს სახელზე გაცემული საბინაო წიგნის ჩანაწერებით ირკვევა, რომ მ. ე.


რეგისტრირებულია ფ.-ს ქ. №XX-ში 1988 წლიდან.

(მტკიცებულება: საბინაო წიგნი, ს.ფ. 32-37)

2.9. გ. მ. რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ. გ.-თან, რომელიც გარდაიცვალა


2007 წლის 29 აპრილს. 2011 წლის 22 ივნისს გ. მ.-ზე გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა.

(მტკიცებულება: ქორწინების მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, სამკვიდრო მოწმობა,


ს.ფ. 89-91)

2.10. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის და ტექ. ბიუროს აღრიცხვის მიერ გაცემული
ცნობა-დახასიათებით ფ.-ს ქ. №XX-ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია ერთად ს. კ.-
ზე და ა. ს.-ზე, ხოლო ცალკე იმავე მისამართზე სადგომი აღრიცხულია ტ. შ.-ს სახელზე,
უძრავი ქონება მხარეთა განმარტებით ცალ-ცალკე მდგომი შენობებია, თუმცა გააჩნიათ
ერთი მისამართი.

(მტკიცებულება: ცნობა-დახასიათება, ინფორმაცია, ს.ფ. 134-137)

2.11. მ. ე.-მ 2012 წლის 21 თებერვალს იგივე სასარჩელო მოთხოვნით მიმართა


სასამართლოს. მესამე პირად საქმეში ჩაბმული იქნა გ. მ.. მ. ე.-მ გაიხმო სარჩელი სსს
კოდექსის 831-ე მუხლის თანახმად, ახლად შემოტანილი სარჩელის განხილვისას კი არ
მიუთითა, თუ სხვა პირსაც გააჩნდა პრეტენზია უძრავ ქონებაზე.

(მტკიცებულება: განჩინება, სხდომის ოქმი, ს.ფ. 140-144)

2.12. 1991 წლის 9 ივლისს შედგენილი აქტის თანახმად ირკვევა, რომ აღნიშნულ
მისამართზე მ. ე.-სთან ერთად ჩაუწერავად ცხოვრობდნენ სხვა პირებიც, რომლებიც
დღეის მდგომარეობით იქ აღარ არიან რეგისტრირებულნი. აღნიშნულის შესახებ თვითონ

4
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

მ. ე.-მ განცხადებით მიმართა აღმასკომს.


(მტკიცებულება: აქტი, ს.ფ. 145-147)

2.13. სასამართლომ არ გაიზიარა მესამე პირის დამოუკიდებელი მოთხოვნით გ. მ.-ს


წარმომადგენლის განმარტება იმ გარემოების შესახებ, რომ ა. ს.-ს ჰყავდა მემკვიდრეები, ის
უგზოუკვლოდ დაიკარგა მე-2 მსოფლიო ომში, მოხდა ს.-ზე სასამართლოს მიერ
გარდაცვლილად აღიარება, სანოტარო პალატის მიერ გაცემული ცნობით კი ირკვევა, რომ
დანაშთ ქონებაზე არავის არ მიუმართავს და ეს ქმნის იმის საფუძველს, რომ ქონება
უმკვიდროდ იქნეს ცნობილი.
(მტკიცებულება: ინფორმაცია, ცნობა, ს.ფ. 173, 187)

2.14. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო


ბარათით და სს ,,თ.-ს’’ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ მ. ე. აღნიშნულ
მისამართზე რეგისტრირებულია 1988 წლიდან და სააბონენტო ნომერიც მინიჭებული
აქვს 1996 წლიდან, მანამდე ჩანაწერი არ მოიძებნა.

(მტკიცებულება: საინფორმაციო ბარათი, ს.ფ. 223-225)

2.15. სასამართლომ არ გაიზიარა მ. ე.-ს წარმომადგენლის განმარტება იმ


გარემოებასთან დაკავშირებით, თუ ვისგან შეიძინა ბინა ლ. გ.-მ, რადგან საქმეზე
წარმოდგენილი სს „თ.-ს“ ინფორმაციით თელასის მონაცემთა ბაზაში მისამართზე ფ.-ს ქ.
№XX, 1996 წლიდან აბონენტად რეგისტრირებულია გ., სააბონენტო ნომრით 067XXXX. ეს
კი იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ ლ. გ. წარმოადგენდა მოსარგებლეს.

(მტკიცებულება: ცნობა, ს.ფ. 256)

2.16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სამეთა პალატის 2014 წლის


16 მაისის განჩინებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლოს 2013 წლის 07
ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ე.-სათვის უსასყიდლოდ გადაცემული ფართის ნაწილს
ფაქტობრივად ფლობს და სარგებლობს გ. მ., რომელიც არის მოსარგებლე ლ. გ.-ს მეუღლე.

(მტკიცებულება: განჩინება, ს.ფ. 315)

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად,


გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის
მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

2.17. სასამართლოს მიერ მოწმეების სხდომაზე მიცემული განმარტებები სრულად ვერ


იქნა გაზიარებული, რადგან მათ მიერ მიცემული ჩვენებებით გამოხატული იყო მხოლოდ
იმ მოსარჩელის ინტერესი, ვისი მხრიდანაც იყო წარმოდგენილი აღნიშნული მოწმე;

5
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

სასამართლომ მოწმეების განმარტებით დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ


მოსარჩელე მ. ე. და გ. მ. არიან დები, გ. მ. ახლაც არის დაუფლებული ს. კ.-ს ფართს, ბინა
აქვს გაქირავებული, მართალია, ცნობა - დახასიათებით ს. კ.-ს და ა. ს.-ს წილები არ
არის გამიჯნული, მაგრამ ფაქტობრივად მათ აქვთ ცალკ-ცალკე ჭიშკარი, შენობა
გამოყოფილია ერთმანეთისგან. გ. მ.-ს მეუღლის ლ. გ.-ს იქ ცხოვრების ფაქტს ისიც
ადასტურებს, რომ როდესაც გ. და ლ. გ. იქიდან სხვაგან მიდიოდნენ, სახლის გასაღებს
დას-მ. ე.-ს უტოვებდნენ.

(მტკიცებულება: სასამართლოს სხდომის ოქმი,)

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით,


სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები
სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი
მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები,
მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი
ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით
უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

მტკიცების ტვირთი მხარეებს ეკისრებათ, საქართველოს სს კოდექსის 102-ე მუხლის


პირველი და მეორე ნაწილებით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი,
რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა
დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა
ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი
მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.18. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების


შესახებ“ საქართველოს კანონის I მუხლის შესაბამისად ეს კანონი აწესრიგებს
საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25
თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც
სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

ამავე კანონის პირველი პრიმა მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოსარგებლე არის პირი,
რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს
საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული
წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მფლობელობის უფლება
მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ
გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით;

6
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

მე-2 მუხლის მე-4 პუნატით, გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების


დათმობის შესახებ უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: სადავო
საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და
მესაკუთრისთვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა (გარდა ქირავნობის
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა).

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ"


კანონის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, თუ საცხოვრებელი სადგომის
მესაკუთრე გარდაცვლილია და არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ
არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს
ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება (უმკვიდრო ქონება), მოსარგებლე უფლებამოსილია
კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის
უმკვიდროდ ცნობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის შესაბამისად, თუ არც კანონით და


არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო
სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება,
უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე; ხოლო თუ მამკვიდრებელი მოხუცთა,
ინვალიდთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა
დაწესებულებათა რჩენაზე იმყოფებოდა, მაშინ - მათ საკუთრებაში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ფ.-ს ქ. №XX-ში მდებარე უძრავი


ქონების მესაკუთრეები ს. კ., ტ. შ. და ა. ს. გარდაცვლილები არიან და მათი სამკვიდრო
ქონების მისაღებად ნოტარიუსისათვის არავის მიუმართავს, არც სავარაუდო
მემკვიდრეებს და არც დაინტერესებულ პირებს, რაც წარმოადგენს ქონების უმკვიდროდ
ცნობის კანონიერ საფუძველს და ქონება ექვემდებარება სახელმწიფოზე საკუთრების
უფლებით გადასვლას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქონების


უმკვიდროდ ცნობის კანონისმიერი წინაპირობა სახეზეა.

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“


კანონის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის და ამავე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად
უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი მოსარგებლეს უსასყიდლოდ
საკუთრებაში გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება სასამართლო
გადაწყვეტილების საფუძველზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მ.
ე. წარმოადგენს ა. ს.-ს (გარდა ს. კ.-ს ნაწილისა) რადგან არ არის გამიჯნული და ტ. შ.-ს
სახელზე რიცხული საცხოვრებელი ფართის მოსარგებლეს და მის მიერ დაკავებული
საცხოვრებელი სადგომი, გარდა ს. კ.-ს წილისა, ექვემდებარება მისთვის უსასყიდლოდ
საკუთრებაში გადაცემას.

7
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნით გ. მ. არის მოსარგებლის უფლებამონაცვლე ს.


კ.-ს (გაუმიჯნავად) სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომის და მის მიერ
დაკავებული უძრავი ქონება ექვემდებარება მისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში
გადაცემას.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3.1. აპელანტის მითითებით, საქართველოს კანონი „საცხოვრებელი სადგომით


სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ არეგულირებს მესაკუთრესა და
მოსარგებლეს შორის წარმოშობილ ურთიერთბებს და რადგან ს. კ. 1991 წლისათვის ცხრა
წლის გარდაცვილილი იყო და მემკვიდრეობაც არავის ჰქონდა მიღებული, ლ. გ. სადგომს
ვერანაირად ვერ შეიძენდა მესაკუთრისაგან და აქედან გამომდინარე ლ. გ. და მისი
მემკვიდრე გ. მ. ზემოთ მითითებული კანონის სუბიექტიც არ შეიძლება იყოს და
სასამართლოს არ უნდა გაევრცელებინა მასზე ზემოთხსენებული კანონი.

სასამართლოს მხრიდან დარღვეული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე


მუხლის მესამე პუნქტი, რომლის თანახმადაც, საქმის გარემოებები, რომელიც კანონის
თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება
დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლომ კი გადაწყვეტილების 3.2.13.
პუნქტით მოწმეების განმარტების საფუძველზე დაადგინა ლ. გ.-ს სადავო სადგომში
ცხოვრების ფაქტი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მოწმეების ახსნა-განმარტების
საფუძველზე დადგენა ეწინააღმდეგება 102-ე მუხლის იმპერატიულ მოთხოვნას.

3.3. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“


საქართველოს კანონში ზუსტად არის განსაზღვრული ის გარემოებები, რომლითაც უნდა
დასტურდებოდეს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის
გარიგება, კერძოდ, სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე წერილობითი შეთანხმება
საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობაზე, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს არც
მ. ე.-ს და არც გ. მ.-სთან მიმართებაში, რაც მხარეების მიერ სადავოდ არ გამხდარა.
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“
საქართველოს კანონით ასევე განსაზღვრულია რომ გარიგება საცხოვრებელი სადგომით
სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ უნდა დასტურდებოდეს სადავო
საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციით და კომუნალური გადასახადების გადახდით
ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდით. გასახილველ
შემთხვევაში საფასურის გადახდა არცერთი მხარის მხრიდან არ დასტურდება.
სარგებლობის უფლების დათმობა ასევე შეიძლება დადასტურდეს რეგისტრაციით და
კომუნალური გადასახადების გადახდით, არც გ. მ. და არც ლ. გ. არასოდეს ყოფილან

8
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

რეგისტრირებულნი სადავო სადგომში და მარტო ცნობა იმის შესახებ, რომ ლ. გ.


რეგისტრირებულია თელასის აბონენტად 1996 წლიდან არ არის საკმარისი სადავო
სადგომზე საკუთრების მოსაპოვებლად, მითუმეტეს, რომ კანონი მიუთითებს არა
აბონენტად რეგისტრაციაზე, არამედ კომუნალური გადასახადების გადახდაზე.

3.3. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტით გ.


მ.-ს მიეკუთვნა ს. კ.-ს სახლთმფლობელობა გაუმიჯნავად, რაც სრული აბსურდია,
ვინაიდან საქმე ეხება საცხოვრებელ სადგომს და გადაწყვეტილებაში ზუსტად უნდა იყოს
მითითებული შენობის რა ნაწილი, რამდენი ოთახი და რა ფართი იქნა მიკუთვნებული გ.
მ.-ზე.

სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.12. პუნქტში არასწორად მიუთითა,


თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 მაისის
განჩინებაზე და არასწორადა აღნიშნა, რომ „სასამართლოს 2013 წლის 07 ოქტომბრის
გადაწყვეტილებით მ. ე.-სათვის უსასყიდლოდ გადაცემული ფართის ნაწილს
ფაქტობრივად ფლობს და სარგებლობს გ. მ., რომელიც არის მოსარგებლე ლ. გ.-ს მეუღლე“.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის


თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის
ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე
ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო
ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი


დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო
სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს
ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების
შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს


გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება
განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე
დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების
შესახებ.

4.1. ფაქტობრივი დასაბუთება

4.1.1. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანს

9
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

წარმოადგენს ქ. თბილისი, ფ.-ს ქ. №XX-ში ტექ. აღრიცხვის არქივში ს. კ.-ს (იგივე ს. კ.-ს)
სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სადგომის გ. მ.-სთვის უსასყიდლოდ გადაცემის
შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება.

თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-


დახასიათებით - ქ. თბილისში, ფ.-ს ქ. №XX-ში ს. კ.-ს და ა. ს.-ს სახელზე აღრიცხულია
შენობ-ნაგებობა, ლიტერი „ა“ 24,20 კვ.მ. ლიტერი „გ“–29,76 კვ.მ. ლიტერი „ვ“ - 37,28 კვ.მ.,
ლიტერი „ბ -ზ-დ-ს-ვც“ 51,00 კვ.მ. (იხ. ცნობა-დახასიათებები ტ.1. ს.ფ. 12-13)

გარდაცვალების მოწმობებით დგინდება, რომ ს. კ. გარდაცვლილია - 1982 წლის 10


თებერვალს, ტ. შ. - 1976 წლის 7 სექტემბერს, ხოლო ა. ს. გარდაცვლილად იქნა
აღიარებული 2012 წლის 29 ოქტომბერს (გარდაცვალების მოწმობები, ტ.1. ს.ფ. 16-18)

სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო


რეესტრიდან გაცემული ინფორმაციის მიხედვით, ტ. შ.-ს, ს. კ.-ს და ა. ს.-ს დანაშთ
ქონებაზე სამკვიდროს მისაღებად არავის მიუმართავს (იხ. ტ.1. ს.ფ. 19-21)

საქმეში წარმოდგენილია ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული


ინფორმაცია, რომლის თანახმად, თბილისი, ფ.-ს ქ. №XX-ში მდებარე უძრავ ქონებაზე
საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის (იხ. ტ.1. ს.ფ. 29)

4.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.02.2014წ.


განჩინებით, გ. მ.-ს განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის
საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 ოქტომბრის
გადაწყვეტილება, რომლითაც უმკვიდროდ იქნა ცნობილი საცხოვრებელი სადგომი
მდებარე ქ. თბილისი, ფ.-ს ქ. №XX-ში და უსასყიდლოდ გადაეცა საკუთრებაში მ. ე.-ს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 მაისს


განჩინებით, უცვლელად დარჩა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის
წარმოების განახლების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა
კოლეგიის 03.02.2014წ. განჩინება.

4.1.3. სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების


საფუძველზე, დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

- მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით - გ. მ. რეგისტრირებულ


ქორწინებაში იმყოფებოდა ლ. გ.-თან, რომელიც გარდაიცვალა 2007 წლის 29 აპრილს. 2011
წლის 22 ივნისს გ. მ.-ზე გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა (იხ. ქორწინების მოწმობა,
გარდაცვალების მოწმობა, სამკვიდრო მოწმობა, ტ.1. ს.ფ. 89-91);

10
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

- სს „თ.-ს“ მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, სს „თ.-ს“ მონაცემთა ბაზაში


მისამართზე ფ.-ს ქ. №XX, 1996 წლიდან აბონენტად რეგისტრირებულია გ., სააბონენტო
ნომრით 067XXXX (იხ. ტ.1. ს.ფ. 256)

- საქმეში ასევე, წარმოდგენილია 1991 წლის 9 ივლისს შედგენილი აქტი, რომლის


შინაარსიდან ირკვევა, რომ სადავო მისამართზე მ. ე.-სთან ერთად ჩაუწერავად
ცხოვრობდნენ სხვა პირებიც, რომლებიც დღეის მდგომარეობით იქ აღარ არიან
რეგისტრირებულნი. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელე მ. ე.-მ განცხადებით მიმართა
აღმასკომს (იხ. აქტი, ტ.1. ს.ფ. 145-147)

- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ


განჩინების კანონიერების შემოწმებისას თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2014 წლის 16 მაისის განჩინებაში დადგენილად მიიჩნია,
რომ სასამართლოს 2013 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ე.-სათვის
უსასყიდლოდ გადაცემული ფართის ნაწილს ფაქტობრივად ფლობს და სარგებლობს
განმცხადებელი გ. მ., რომელიც არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე (იხ. განჩინება, ტ.1.
ს.ფ. 315).
მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ გ. მ. ამჟამადაც დაუფლებულია ს. კ.-ს ფართს, კერძოდ
გაქირავებული აქვს ბინა. ასევე, დგინდება, რომ ს. კ.-ს და ა. ს.-ს წილები ფაქტობრივად
გამიჯნულია, შენობა გამოყოფილია ერთმანეთისგან და მათ აქვთ ცალკ-ცალკე ჭიშკარი
(თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.10.2015წ.
სასამართლო სხდომის ოქმი).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად,


სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა
ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას
გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან
არარსებობის შესახებ.

პალატამ, სსსკ 105-ე მუხლის დანაწესის საფუძველზე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი


მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები და იზიარებს
პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ გ. მ.-ს მეუღლე ლ. გ.
წარმოადგენდა ფ.-ს ქ. №XX-ში მცხოვრებ მოსარგებლეს საცხოვრებელი სადგომით
სარგებლობის უფლების დათმობის გარიგების საფუძველზე.

4.2. სამართლებრივი დასაბუთება

4.2.1. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების


პირობებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასებები

11
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და სწორად შეაფასა


მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან
გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა სწორ
გადაწყვეტილებამდე.

4.2.2. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საცხოვრებელი სადგომით


სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი
აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25
თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც
სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. აღნიშნული მიუთითებს იმაზე,
რომ სპეციალურ მოწესრიგებას მოითხოვს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე
წარმოშობილი ურთიერთობა. ამდენად, ამ შემთხვევაში ანგარიშგასაწევია ის, რომ
მხოლოდ ზემოაღნიშნული კანონი განსაზღვრავს იმ ფაქტობრივ გარემოებათა წრეს,
რომლის არსებობის შემთხვევაში იარსებებს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას
წარმოშობილი ურთიერთობა.

მითითებული კანონის შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომის ფლობის ფაქტს განმარტავს


ამავე კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, აღნიშნული კანონის
მიზნებისათვის მოსარგებლეს ფლობის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს
მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის
ხელშეკრულების საფუძველზე, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების
დათმობის გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით.

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“


საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გარიგება საცხოვრებელი
სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ უნდა დასტურდებოდეს შემდეგი
გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური
გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის საფასურის
გადახდა (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა).

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარმეოებები მიუთითებს,


რომ მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნით გ. მ. არის მოსარგებლის - ლ. გ.-ს
უფლებამონაცვლე, რომელიც დღესაც ფლობს ს. კ.-ს სახელზე რიცხულ საცხოვრებელ
სადგომს. საქმეში მტკიცებულების სახით ასევე წარმოდგენილია, სს „თ.-ს“ მიერ გაცემული
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სს „თ.-ს“ მონაცემთა ბაზაში მისამართზე ფ.-ს ქ. №XX, 1996
წლიდან აბონენტად რეგისტრირებულია გ., სააბონენტო ნომრით 067XXXX (იხ. ტ.1. ს.ფ.
256).

4.2.3. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების


შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

12
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია და არც კანონით და არც


ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა
ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება (უმკვიდრო ქონება), მოსარგებლე
უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი
სადგომის უმკვიდროდ ცნობა.

შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ:


მოსარჩელე იყოს მოსარგებლე; საცხოვრებელი სადგომი შედიოდეს სამკვიდრო მასაში;
მესაკუთრე იყოს გარდაცვლილი; არ აუნდა არსებობდეს მემკვიდრე, რომელმაც
სამკვიდრო მიიღო.

მოცემულ შემთხვევაში - დადგინდა მოსარჩელის (მესამე პირი დამოუკიდებელი


სასარჩელო მოთხოვნით) მოსარგებლეობის სტატუსი; უძრავ ქონებაზე მდებარე - ქ.
თბილისი, ფ.-ს ქ. №XX, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლება არ
არის რეგისტრირებული. თავდაპირველი მესაკუთრე ს. კ. (იგივე ს. კ.) გარდაცვლილია,
მისი სამკვიდრო ქონება არავის მიუღია -ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში
არ მოიძებნა ინფორმაცია გარდაცვლილი ს. კ. (იგივე ს. კ.) სამკვიდრო ქონების თაობაზე.

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“


საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-12 პუნქტის
შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი მოსარგებლეს უსასყიდლოდ
საკუთრებაში გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება სასამართლო
გადაწყვეტილების საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ


არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო
სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება,
უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად,
სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის
დღიდან. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრის
მიერ სამკვიდრო მიღებულ ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს
განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს
ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების


საფუძველზე, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, ფაქტობრივ გარემოებას იმის
შესახებ, რომ ქ. თბილისში, ფ.-ს ქ. №XX-ში მდებარე, ს. კ.-ს (იგივე ს. კ.-ს) სახელზე
რეგისტრირებული საცხოვრებელ სადგომზე ლ. გ.-ს მფლობელობის უფლება
მოპოვებული აქვს საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ
გარიგებით, რომლის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს მესამე პირი დამოუკიდებელი

13
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

სასარჩელო მოთხოვნით - გ. მ., შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ


სწორად დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა და არ არსებობს ამ ნაწილში გასაჩივრებული
გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიდის იმ


დასკვნამდე, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების
საპირისპიროდ შესაბამისი, მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული
პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტმა შეთავაზა სასამართლოს არ
იძლევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27
ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმარის საფუძველს.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ


ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ
შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების
პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს
დატოვებული.

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო, არ არსებობს წანამძღვრები


სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა შორის სასამართლო
ხარჯების განაწილებისათვის.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დაადგინა:

1. მ. ე.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის


2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში


დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-მე-
4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს
მეშვეობით;

14
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები)
www.library.court.ge

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება


განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი,
ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და
არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და
ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა
დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა
დაუშვებელია.

თავმჯდომარე: /ლილი ტყემალაძე/

მოსამართლეები: /ხათუნა არევაძე/

/ლევან გვარამია/

15

You might also like