You are on page 1of 1

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30
2023 წლის 29 დეკემბერი

ქ. ქობულეთი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების


შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის
პირველი პუნქტის „დ.დ“, „დ.ე“, ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული
აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1
დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო
თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქობულეთის
მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 აგვისტოს N19 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის
დავით მჭედლიშვილი
საკრებულოს თავმჯდომარე

http://www.matsne.gov.ge 01025002035131016387

You might also like