You are on page 1of 1

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №514

2023 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების


სკოლის დაფუძნების შესახებ
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის
„ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (06/09/2013, №1016-Iს) მე-2 მუხლის მე-2
პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის
სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის
10 ივნისის №476 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას
სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ
განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო
ადმინისტრირების სკოლა.
მუხლი 2
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალოს ამ დადგენილებით
დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლი და მისი დებულების
(წესდებების) ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

http://www.matsne.gov.ge 04003000010003024347

You might also like