You are on page 1of 12

შესავალი

შემაჯამებელი პროექტი შესრულებულია შინამეურნეობათა კვლევის


ბაზაზე,რომელმაც მოიცვა 10859 შინამეურნეობა საქართველოს რეგიონებიდან.
პროექტის მიზანია და მასში წარმოჩენილია სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის
გამოკითხული 647 შინამეურნეობის შედეგებიდან აღიწეროს რეგიონის სოციალურ
ეკონომიკური მდგომარეობა

გასაანალიზებელი ცვლადები
D6_საპენსიო ასაკის (65+) მამაკაცების რაოდენობა ოჯახში.

E4_1_ოთახების რაოდენობა საცხოვრისში (სამზარეულოს, აბაზანის, საკუჭნაოს,


ლოჯის გარეშე).

E5_4_ ოჯახში აქვთ ბუნებრივი გაზი.

F11_ ფოტო აპარატების რაოდენობა ოჯახში.

S7_ დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ რამდენი საათით იყავით


ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი?

I2_ ოჯახის შემოსავლები თვითდასაქმებიდან (საშუალოდ თვეში)

C7_ ოჯახის დანახარჯები განათლებაზე (საშუალოდ თვეში, ლარი)

კვლევის მიზანია, მოცემული ცვლადების გაანალიზება და სამცხე-


ჯავახეთის სოციალურ ეკონომიკური სურათის წარმოჩენა, შესაბამისი
სტატისტიკური მომაცემების მეშვეობით

კვლევის ძირითადი შედეგები

1.D6-საპენსიო ასაკის (65+) მამაკაცების რაოდენობა ოჯახში.


სიშირული განაწილების ცხრილი პენსიონერი მამაკაცების რაოდენობის მიხედვით

პენსიონერი მამაკაცების ოჯახების რაოდენობა


რაოდენობა ოჯახში პენსიონერი ფარდობითი
მამაკაცების მიხედვით სიხშირე

0 490 75.73%

1 157 24.27%

სულ 647 100.00%

მოცემულ ცვლადზე დაყრდნობით აგებულია სიხშირული განაწილების


ცხრილი,სადაც ნათლად ჩანს რომ, სამცხე-ჯავახეთის შინამეურნეობებიდან სულ
გამოკითხულია 647 ოჯახი,სადაც 157 ოჯახში ანუ გამოკითხულთა 24.27%-ში
გხვდება ერთი პენსიონერი მამაკაცი, დარჩენილ 490 ოჯახში,რომელიც შეადგენს
75.73%-ს არ არის არცერთ პენსიონერი მამაკაცი,1-ზე მეტი პენსიონერი მამაკაცი
არცერთ ოჯახში არ გხვდება.

2.E4-1-ოთახების რაოდენობა
საცხოვრისში(სამზარეულოს,აბაზანის,საკუჭნაოს და ლოჯის გარეშე

სამცხე-ჯავახეთში გამოკითხული 647 ოჯახიდან,აღმოჩნდა რომ ყველაზე მეტ 236


საცხოვრისში გხვდება 4ოთახიანი საცხოვრისები(სამზარეულოს,აბაზანის,საკუჭნაოს
და ლოჯის გარეშე) გხვდება,ეს რაოდენობა სრული საცხოვრისების 36.5%-ს
შეადგენს.პროცენტულუბის სიხშირით მეორე ადგილს
3ოთახიანი(სამზარეულოს,აბაზანის,საკუჭნაოს და ლოჯის გარეშე) საცოხვირსები
იკავებს 31.2%-ით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 1-ოთახიან საცხვორისებს
აქვთ,რომელშიც სამზარეულო,აბაზანა,საკუჭნაო და ლოჯი არ იგულისხმება.
დაგროვილი ფარდობითი სიხშირული განაწილების ცხრილი
საცხოვრისებში ოთახების რაოდენობის
მიხედვით(სამზარეულოს,აბაზანის,საკუჭნაოს და ლოჯის გარეშე).

ოთახების რაოდენობა
(სამზარეულოს,აბაზანის,საკუჭნაოს და ოჯახების დაგროვილი
ლოჯის გარეშე) რაოდენობა სიხშირე
1 8 1.2%
2 78 12.1%
3 202 31.2%
4 236 36.5%
5 87 13.4%
6 17 2.6%
7 4 0.6%
8 14 2.2%
12 1 0.2%

სულ გამოკითხულთა რაოდენობა 647 100.00%

3.E5-4-ოჯახში აქვთ ბუნებრივი გაზი.


სამცხე-ჯავახეთში გამოკითხული ოჯახებიდან დადგინდა,რომ საცხოვრისების
60.3%პროცენტში ანუ 390 ოჯახში არ არის შეყვანილი ბუნებრივი გაზი, ხოლო
39.7%პროცენტს ანუ 257 ოჯახი მოიხმარს ბუნებრივ აირს.

ბუნებრივი აირის არსებობა ოჯახებში სიხშრული განაწილების ცხრილის


სახით
გამოკითხული ოჯახების
ოჯახში აქვთ რაოდენობა პასუხთან
ბუნებრივი გაზი შეფარდებით დაგროვილი სიხშირე
არა 390 60.3%

კი 257 39.7%
სულ გამოკითხული
ოჯახების რაოდენობა 647 100.00%

ბუნებრივი აირის არსებობა ოჯახებში წრიული დიაგრამის სახით.

ბუნებრივი გაზი ოჯახებში

აქვთ ; 39.7%

არ აქვთ ; 60.3%

არ აქვთ აქვთ
4.F11-ფოტო აპარატების რაოდენობა ოჯახში.

სამცხე-ჯავახეთში გამოკითხული 647 ოჯახიდან დადგინდა,რომ ოჯახების უდიდეს


ნაწილს 94.44%-ს რომელიც 611 ოჯახს წარმოადგენს, ოჯახში საერთოდ არ აქვს
ფოტო-აპარატი, დარჩენილ 36 ოჯახს კი რომელიც მთლიანი შინამეურნეობის 5.56%-ს
შეადგენს სახლში მხოლოდ 1 ფოტო-აპარატი გააჩნია.

სიხშირული განაწილების ცხრილი, ოჯახებში ფოტო აპარატების


რაოდენობის მიხედვით.

ფოტო-აპარატების ოჯახების
რაოდენობა ოჯახებში რაოდენობა დაგროვილი სიხშირე

0 611 94.44%

1 36 5.56%

სულ გამოკითხული ოჯახები 647 100.00%

წრიული დიაგრამა,ოჯახებში არსებული ფოტო-აპარატების რაოდენობის


მიხედვით, დიაგრამაზე ნათლად ჩანს თუ რაოდენ ცოტა ოჯახს გააჩნია
ოჯახში ფოტო-აპარატი.
ფოტო-აპარატების რაოდენობა ოჯახებში

5.56%

94.44%
საერთოდ არ აქვთ მხოლოდ ერთი აქვთ

5.S7-დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ რამდენი საათით იყავით


ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი?

მოცემული ცვლადის გასაანალიზებლად გამოთვლილია საშუალო არითმეტიკული


იმ საათების რაოდენობა იმ საათების მიხედვით თუ რამდენი საათით არიან ოჯახები
დღის განმავლობაში ელექტროენერგიით მომარაგებულნი,ასევე გამოთვლილია
მოდა,რათა უკეთესად გამოვსახოთ თუ როგორია სამცხე-ჯავახეთში
ელექტროენერგიით უზრუნველყოფა და რამდენად მოწესრიგებულია იგი
შინამეურნეობებში.

ცენტრალური ტენდენციისა და ვარიაციული საზომების


ცხრილი,სამცხე-ჯავახეთში გამოყენებული ელექტროენერგიის
მიხედვით დღე-ღამის განმავლობაში
მოდა საათების მიხედვით 24

საშუალო არითმეტიკული
საათების მიხედვით 24

მიღებული მონაცემებით ირკვევა,რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ელექტრო-


ენერგიის მხრივ სრულიად არიან ოჯახები უზრუნვლეყოფილი,რადგან ყველა ოჯახს
ელექტროენერგია დღე-ღამის განმავლობაში 24 საათით ანუ უწყვეტად
მიეწოდებოდა,რაღათქმაუნდა ცენტრალური ტენდენციის საზომებიც რიცხვ 24-ს
აჩვენებს,რაც სრულ დღეს-ღამეს გულისხმობს.

6.I2-ოჯახის შემოსავლები თვითდასაქმებიდან(საშუალოდ თვეში)

მოცემულ ცვლადთან მიმართებაში,თუ რამდენია ოჯახების შემოსავლები


თვითასაქმებიდან საშუალოდ თვეში,გამოყენებულია სიხშირული განაწილების
ცხრილი რათა ნათლად აისახოს თუ რამდენადაა განვითარებული რეგიონში
თვითდასაქმება და საკუთარი თავის რეალიზება ისე,რომ მატერიალური
სარგებელიც მიიღონ.
შემოსავალი
თვითდასაქმებიდან ოჯახების
საშუალოდ თვეში. რაოდენობა დაგროვილი სიხშირე
0-100 604 93.4%
100-200 9 1.4%
200-300 10 1.5%
300-400 12 1.9%
400-500 3 0.5%
500-600 3 0.5%
600-700 3 0.5%
800-900 1 0.2%
900-1000 1 0.2%
1900-2000 1 0.2%
სულ 647 100.00%
ოჯახების განაწილება თვითდასაქმებიდან შემოსული შემოსავლების
მიხედვით(საშუალოდ თვეში).

მოცემული ცვლადის შედეგების უკეთესად აღსაქმელად გთავაზობთ


ჰისტოგრამას.

ოჯახების შემოსავლები
თვითდასაქმებიდან (საშუალოდ თვეში )
100.0%
93.4%
90.0%

80.0%

70.0%

60.0%

50.0%

40.0%

30.0%

20.0%

10.0%
1.4% 1.9% 0.5% 0.5% 0.5% 0.2% 0.2% 0.2%
1.5%
0.0%
0-100 100-200 200-300 300-400 400-500 500-600 600-700 800-900 900-1000 1900-2000
ნაჩვენები სიხშირული განაწილების ცხრილიდან და ჰისტოგრამიდან,ნათლად
ჩანს,რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თვითდასაქმებული ადამიანების რაოდენობა
და მათი შემოსავლები ძალიან მცირეა. 93.4% მოსახლეობისა ვერ ცდება
თვითდასაქმებიდან შემოსული თანხის რაოდენობით 100 ლარს,მეტიც მათ
უმეტესობას არცკი აქვს არანაირი შემოსავალი.

7.C7-ოჯახის დანახარჯები განათლებაზე (ლარი საშუალოდ თვეში)

მოცემულ ცვლადთან მიმართებაში,თუ რამდენ ლარს ხარჯავს საშუალოდ თვეში


ოჯახი განათლებაზე,წარმოდგენილია სიხშრული განაწილების ცხრილი,სადაც
ნათლად ჩანს როგორ იხარჯება ამ რეგიონში განათლებაზე თანხები თვიურად.

სიხშირული განაწილების ცხრილი, თვიურად განათლებაზე


დახარჯული თანხის მიხედვით

განათლებაზე
დახარჯული თანხა დაგროვილი
საშუალოდ თვეში ოჯახების რაოდენობა სიხშრე
0-50 616 95.21%

50-100 7 1.08%

100-150 8 1.24%

150-200 9 1.39%

200-250 3 0.46%

250-300 2 0.31%

300-350 1 0.15%

900-950 1 0.15%

Grand Total 647 100.00%


მოცემული ცვლადის უკეთესად აღმისათვის წარმოდგენილია
ჰისტოგრამა
განათლებაზე დახარჯული თანხა (საშუალოდ
თვეში )
100.00% 95.21%
90.00%

80.00%

70.00%

60.00%

50.00%

40.00%

30.00%

20.00%

10.00%
1.08% 1.24% 1.39% 0.46% 0.31% 0.15% 0.15%
0.00%
0-50 50-100 100-150 150-200 200-250 250-300 300-350 900-950

ცხრილისა და ჰისტოგრამის საშუალებით ნათლად ჩანს თუ რაოდენ ცოტა თანხა


იხარჯება თვიურად სამცხე-ჯავახეთში განათლებაზე. 0-50 ლარამდე თანხას
გამოკითხული შინამეურნეობების 95.21% ხარჯავს
განათლებაზე,გასათვალისწინებელია ისიც რომ ამ პროცენტული მაჩვენებლიდან
ძალიან დიდი ნაწილი საერთოდ არ ხარჯავს თვიურად განათლებაზე თანხას.

კვლევის ძირითადი შედეგები


7 ცვლადის სტატისტიკური მეთოდებით ანალიზის შედეგად შესაძლებელია სამცხე-
ჯავახეთის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ნათლად აღწერა და
ძირითადი დასკვების გაკეთება.

ცვლადების ანალიზი

1.სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სულ გამოკითხულია 647 ოჯახი,საიდანაც 157 ოჯახში


ანუ მთლიანი ოჯახების 24.27%-ში ცხოვრობს ერთი პენსიონერი მამაკაცი,რომელიც
65წელს არის გადაცილებული, ეს რათქმაუნდა არ აისახება დადებითად რეგიონის
ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე,რადგანაც სახელმწიფოს და რეგიონს მათ
სახით არ ჰყავს ისეთ ადამიანები რომლებიც შეძლებენ მუშაობას და ეკონომიკური
მდგომარეობის გაუმჯობესებას.
2.ოთახების რაოდენობის მხრივ რეგიონი საკმაოდ განვითარებულია,რადგანაც
შინამეურნეობების 36.5%-ს აქვს 4 ოთახიანი
საცხოვრისი(აბაზანის,საკუჭნაოს,სამზარეულოს,ლოჯის გარეშე). ხოლო მხოლოდ
1.2%-ს აქვს 1 ოთახიანი საცხოვრებელი.

3.სამცხე ჯავახეთში გამოკითხული 647 ოჯახიდან 390 ოჯახს არ გააჩნია ბუნებრივი


აირი საცხოვრისში,რაც 21 საუკუნისთვის საკმაოდ არადამახასიათებელი
მაჩვენებელია, ესეც უარყოფით მხარედ შეგვიძლია ჩავთვალოთ სოციალურ-
ეკონომიკურ ჭრილში.

4.რეგიონში გამოკითხული ოჯახებიდან მხოლოდ 36 ოჯახს აქვს 1 ფოტო-აპარატი


სახლში,დანარჩენ 611 ოჯახს საერთოდ არ აქვს ოჯახში ფოტო-აპარატი. ესეც დაბალ
ეკონომიკურ მდგომარეობაზე მეტყველებს.

5.სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგიით მომარაგების მხრივ დადებითი ტენდენციაა


რადგან გამოკითხული შინამეურნეობების 100%-ს ჰქონდა ელექტროენერგია 24
საათის განმავლობაში.

6.უარყოფითი შედეგებია თვითდასაქმებული ადამიანების მხრივ,რადგან


შინამეურნეობების 93.4%-ს შემოსავალი თვიურად თვითდასაქმებიდან აქვს 0-100
ლარამდე,თუმცა ამ პროცენტში ძალიან ბევრია ისეთი ოჯახი რომელსაც თვიურად
თვითდასაქმებიდან არანაირი თანხა არ აქვს გამომუშავებული. თვითდასაქმება
თანამედროვე ცხოვრების ერთერთი საჭირო ნაწილია რომელსაც დადებითი
გავლენის მოხდენა შეუძლია საერთ ეკონომიკურ და სოციალურ სურათზე,ამ მხრივ
კი ეს რეგიონი ძალიან დაბალ მაჩვენებელს აჩვენებს.

7.უარყოფითი შედეგები არის ასევე განათლებაზე დახარჯულ თანხებში საშუალოდ


თვიურად. რეგიონის 95.21%-ს თვიურად 50 ლარზე მეტი არ აქვს დახარჯული
განათლებაზე,ყურადსაღებია ის პირობაც რომ ამ პროცენტული მაჩვენებლიდან
უმეტესობას არცერთი ლარი არ ქვს თვიურად დახარჯული განათლებაზე.
განათლებაში ინვესტიიც არ ჩადება და მისით არ დაინტერესება ყველაზე
კატასტროფულად მოქმედებს ყველა სახის რეგიონსა და ქვეყანაზე.

You might also like