You are on page 1of 1

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის

გადაწყვეტილება N329

გამომდინარე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან,


მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ "კორუფციის წინააღმდეგ
ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის , კერძოდ მის მე-18 პრიმა მუხლის
მე-11 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ანტიკორუფციული ბიურო იღებს შემდეგ
გადაწყვეტილებას:
ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის
არარსებობის შესახებ;
ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის
არსებობის შესახებ;
გ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში
არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ.
ნიკა დობორჯგინიძის შემთხვევაში, მიღებულ უნდა ყოფილიყო მეთვრამეტე
პრიმა მუხლის მე-11 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული
გადაწყვეტილება, რადგან დობორჯგინიძის მიერ მისი მეუღლის შემოსავლისა
და საბანკო ანგარიშის შესახებ საქართველოს ბანკში, რომელზეც ნაშთი 2023
წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგენდა 5 ლარსა და 6 თეთრს, ხოლო
ბრუნვა 480 ლარს.არ წარმოადგენდა არსებით დარღვევას და უნდა
მომხდარიყო ამავე კანონის მე-20 მუხლის 1 სეკუნდა ნაწილით
გათვალისწინებული შედეგის დადგომა და დობორჯგინიძის უნდა მიეღო
გაფრთხილება და არ უნდა დაკისრებოდა ამავე მუხლის პირველი პრიმა
ნაწილით გათვალისწინებული სახდელი.

You might also like