You are on page 1of 2

ქვიშაცემენტის ნაზავი

კვარცული ქვიშის და ცემენტის ბაზაზე დამზადებული ქვიშაცემენტის ნაზავი


დანიშნულება:
ქვიშაცემენტის ნაზავი გამოიყენება ყველა ტიპის სამუშაოებისთვის სადაც გამოიყენება ცემენტი (წყობა,
მოჭიმვა, მობათქაშება).
ზედაპირები:
მოსაპირკეთებელი ზედაპირი უნდა იყოს სუფთა მტვრისაგან, მყარი და დატვირთვის მედეგი.
გამოიყენება მინერალურ ზედაპირებზე ბათქაშის მოწაწყობად. საჭიროების შემთხვევაში ბათქაშის
მოწყობამდე ზედაპირი დანამეთ წყლით. დატანილი ბათქაში, ზედაპირზე შესაძლოა იყოს სხვადასხვა
სისქის.
უპირატესობები:
 გამოიყენება გარე და შიდა მოსაპირკეთებელი და სარესტავრაციო სამუშაოებში;
 უზრუნველყოფს მტკიცე და ექსპლუატაციაში ხანგრძლივ საფარს
 კარგი ადგეზია გლუვ ზედაპირებთან (ქაფბლოკები, აირბეტონი, გლუვი ქვა, წინათ
გაბათქაშებული ზედაპირები);
 მცირე ხარჯვა ფოროვან ზედაპირებზე;
 ღირებულება 1,5-2ჯერ დაბალია თაბაშირის ნაზავზე;
 წყლის გამძლეობა, რის წყალობით შეიძლება მისი გამოყენება სახლში გარე სამუშაოებისთვის,
ასევე სამზარეულოს და სააბაზანოს მოპირკეთების დროს.
ხსნარის მომზადება:
ტომრის შიგთავსი 25კგ გააზავეთ ცივ,სუფთა წყლით. მოურიეთ ნელა ერთგვაროვანი მასის
მიღებამდე.დაახლოებით 10 წუთით ნაზავი გააჩერეთ და შემდგომ გამოყენებამდე 1–2 წუთი ურიეთ
კორკოშების სრულ გაქრობამდე.
გამოყენების წესი:
შეზავებული მასა ზედაპირზე უნდა დავიტანოთ ფოლადის ქაფჩით. ქვიშაცემენტის ნაზავი
ერთგვაროვნად დაიტანება ნებისმიერ მინერალურ ზედაპირზე.
დამუშავების დრო:
ატმოსფერული პირობების გათვალისწინებით ნაზავი გამოყენებადია დაახლოებით 3 საათის
განმავლობაში, დატანის დაწყებიდან 30 წუთის მანძილზე შესაძლებელია კორექტირება-გადაპრიალება
.გამშრალი მასალა უნდა იქნას უტილიზებული, როგორც საყოფაცხოვრებო ნაგავი. ხელსაწყოები
გამოყენების შემდგომ დაუყონებლივ გაირეცხოს წყლით.
ხარჯი
ქვიშაცემენტის ნაზავის ხარჯი შესაძლოა იყოს ცვალებადი, დამოკიდებულია ხელოსნის
კვალიფიკაციაზე, ინსტრუმენტზე, ამინდზე და ზედაპირის სისწორეზე.
დამუშავების ტემპერატურა:
შრობისა და დამუშავების პერიოდში გარემოსა და ზედაპირის ტემპერატურა არ უნდა იყოს +5 °C -ზე
დაბალი და +30 °C -ზე მაღალი.
განსაკუთრებული თვისებები:

ცეცხლმედეგი A1 კატეგორია. სიმკვრივე 1100კგ/მ3. ადჰეზია ≥ 0,5 მპა. გამძლეობა ტემპერატურაზე -30°C-
დან +70°C-მდე. სიმტკიცე კუმშვაზე ≥ 0,5 მპა.
განსაკუთრებული მითითებები:
ძლიერი ქარის და ძლიერი სიცხის შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გაკონტროლდეს წყლის
ხარჯი.

უსაფრთხო შეფუთვა:
ტომრის გამძლე შეფუთვა და პალეტები უზრუნველყოფს პროდუქტის შენახვის და ხარისხის გარანტიას
ყველა ეტაპზე, წარმოებიდან მომხმარებლისთვის მიწოდებამდე.

შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ და ნესტისგან დაცულ ადგილას. შენახვის ვადა გაუხსნელად 12 თვე.

გამოშვების თარიღი: იხილეთ შეფუთვაზე

You might also like