You are on page 1of 1

კაზუსი

ინდმეწარმე ჟორას ჩამოყავს მანქანები გერმანიიდან, რომლებსაც ყიდის კლიენტებზე


რუსთავის ბაზრობაზე. მისი მეზობელი, ტაქსი მძღოლი ვაჟა, რომელიც ამ ხელობით არჩენს
ოჯახს, თავის ძველ „ოპელს“ ყიდის და უნდა მეორადი შედარებით ახალი მერსედესის
ყიდვა თავისი საქმიანობისათვის.

ჯორა ვაჟას ეუბნება, რომ უკვე შეთვალიერებული ყავს მერსედესის შესაბამისი მოდელი
დიუსელდორფში და შეუძლია ორ კვირაში ჩამოუყვანოს თბილისში. ვაჟა იხდის 1,000
დოლარს წინასწარ საბოლოო ფასის ანგარიშში, მას მერე, რაც ჟორა ურეკავს მის
მეგობარს გერმანიაში და აზუსტებს, რომ მეორე დღესვე, 2 აპრილს მანქანა კონტეინერზე
დაიტვირთება და გამოემგზავრება საქართველოსაკენ.

ვაჟა თავსი ოპელს იქვე ყიდის წინასწარ მოძებნილ კლიენტზე იმ დათქმით, რომ გადასცემს
მანქანას მყიდველს ორ კვირაში. 16 აპრილს ვაჟა ურეკავს ჟორას და კითხულობს
ჩამოუვიდა თუ არა მანქანა. ჟორა ეუბნება, რომ კონტეინერი, საქართველოში ჩამოვიდა,
მაგრამ ქუთაისთან მომხდარი სერიოზული ავარიის გამო მანქანა იმდენად დაზიანებულია,
რომ პრაქტიკულად გადასაგდებია და არ იცის, შეძლებს თუ არ მსგავსი მანქანის შოვნას.
ნებისმიერ შემთხვევაში, მას ამისთვის კიდევ ორი კვირა დასჭირდება. ვაჟა ძალიან
შეწუხებულია, რადგან უკვე გადასცა თავისი „ოპელი“ მყიდველს.

ურჩიეთ ვაჟას რა შეიძლება მოითხოვოს ამ ეტაპზე?

You might also like