You are on page 1of 1

ნოდარი აპირებს თავის “მშობლიური” ბავშვთა სახლისათვის საახალწლო დღსასწარულის

გალამაზებას, რისთვისაც იძენს დიდი ფოიერვერკის კოპლექტს ლიცენზირებული


მაღაზიისაგან. პროდუქტის ყუთებზე დატანილია ფოიერვერკის კომპონენტების
დანომრილ სურათები განლაგების მითითებით. ყუთებს ცალკე მოყვება საგანგებოდ
ყდაზე დიდი სათაურით გამოკვეთილი ბროშურა „უსაფრთხოებისა და გამოყენების
წესები“. გამყიდველი საგანგებოდ ამახვილებს ყურადღებას ბროშურაზე და უხსნის
ნოდარს, რომ აუცილებლად გაეცნოს მას გამოყენებამდე. ნოდარი თავის მძღოლს
გადასცემს კომპლექტს თხოვნით, მიიტანოს ბავშვთა სახლში და ჩააბაროს მენეჯერს.
მძღოლის თანდასწრებით, ნოდარი ტელეფონით უხსნის მენეჯერს, რომ მათთან აგზავნის
სადღესასწაულო ძღვენს, რითაც ბავშვების გახარება უნდა, მაგრამ აფრთხილებს, რომ
მკაცრად დაიცვან გამოყენების ინსტრუქცია.
მძღოლი ალაგებს ნივთებს საბარგულში და ბავშვთა სახლში მისული ეძებს
მენეჯერს. ამ უკანასკნელს არ ცალია და ეუბნება დამლაგებელს, რომ მიეხმაროს მძღოლს
საჩუქრის შენობაში შეტანაში. დამლაგებელი ბოლო ყუთს იღებს და საბარგულს ხურავს;
ბროშურა რჩება მანქანაში. საახალწლო საღამოს დასაწყისამდე მენეჯერი აწყობს
ფოიერვერკს ყუთზე მითითებული სურათების მიხედვით და უკიდებს ცეცხლს
სპეციალურ თოკს. ეს უკანასკნელი სწრაფად აალებადია და ცეცხლი მენეჯერის გარდა
გვერდზე მდგომ ორ ბავშვს ხელს უწვავს. პრეტენზიებით მისულ ბავშვთა სახლის
დირექტორს ნოდარი უხსნის, რომ იგი ამას არ იმსახურებს და ვერ გაუგია, რატომ უნდა
აგოს პასუხი მენეჯერის უვიცობის გამო.

მოთხოვნა შეიძლება ჰქონდეს ბავშვთა სახლს ნოდარის მიმართ?

You might also like