You are on page 1of 105

კოლექტიური მეხსიერების როლი

პოსტ-ტოტალიტარული სოციალური წესრიგის ჩამოყალიბებაში

გიორგი ხარიბეგაშვილი

სამაგისტრო ნაშრომი წარდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა


და ხელოვნების ფაკულტეტზე სოციოლოგიის მაგისტრის ხარისხის მინიჭების
მოთხოვნების შესაბამისად

პროგრამა: სოციოლოგია

ხელმძღვანელი: ემზარ ჯგერენაია, სრული პროფესორი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2014
აბსტრაქტი: თაობა, რომელიც არ მოსწრებია საბჭოთა კავშირის დაშლას და დღეს
საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ელიტებს ჩაანაცვლებს, განსხვავებული
კოლექტიური მეხსიერების მატარებელი იქნება. იმის აღსაწერად, თუ როგორ აისახება
ეს სოციალური წესრიგის შეცვლაზე, პოლიტიკური პარადიგმის ცვლილებაზე, კვლევის
ანგარიშში წარმოდგენილია ანალოგიური პროცესების განხილვა საბჭოთა
ტოტალიტარული რეჟიმიდან პოსტ-ტოტალიტარიზმზე გადასვლის, როგორც
პოლიტიკური პარადიგმების ცვლის, მაგალითზე. ემპირიულ მასალად გამოყენებულ
იქნა 1930 და 1964-1969 წლებში გაზეთ „კომუნისტის“ და „პრავდას“ ფურცლებზე
გამოქვეყნებული მასალები, რის საფუძველზეც მოხდა დისკურსის ანალიზი და ცოდნის
არქეოლოგიის მეთოდით პოლიტიკური პარადიგმების შეცვლის მექანიზმებზე
დაკვირვება. კვლევისას ნაჩვენებია, თუ პოლიტიკური პარადიგმების ცვლაში რა როლს
ასრულებს კოლექტიური მეხსიერების, თაობების ცვლის და ხდომილების ფაქტორი, რა
მოსდის დისკურსს პარადიგმის შეცვლისას და რა გავლენას ახდენს ეს საზოგადოების
აზროვნების წესზე.

ძირითადი ტერმინები: კოლექტიური მეხსიერება, პოლიტიკური ელიტა, ხდომილება,


პოლიტიკური პარადიგმა, ინსტრუმენტ-დისკურსი, პოლიტიკური ახლომხედველობის
ფენომენი, ტოტალიტარიზმი, პოსტ-ტოტალიტარიზმი.

2
სარჩევი

შესავალი
გვ.

კვლევის აქტუალობა 5

საკვლევის კითხვები 6

ლიტერატურის მიმოხილვა

კოლექტიური მეხსიერება 7

თაობების ცვლა 11

ელიტების ცვლა 15

ხდომილება 19

პარადიგმა 22

ტოტალტარიზმი და პოსტ-ტოტალიტარიზმი 25

ჰიპოთეზა 34

მეთოდოლოგია 34

ემპირიული მასალა და მისი ანალიზი

რელევანტური ინფორმაციის შერჩევის პრინციპები 38


ხდომილება - „დიდი სოციალისტური რევოლუცია“ ტოტალიტარული
რეჟიმის პერიოდში 39
პოლიტიკური ელიტების ცვლა „დათბობის“ პერიოდში 44
ნაციონალისტური დისკურსი: საბჭოთა პატრიოტიზმიდან
ლოკალურ ნაციონალიზმებამდე 47

ეკონომიკური დისკურსი: შრომის “სოციალისტური” ასკეზიდან


3
„კაპიტალიზმის სულამდე” 62
ბიუროკრატიის ზრდიდან ლოკალური ელიტების გაძლიერებამდე 77

პოლიტიკური ახლომხედველობის ფენომენი 83

ძირითადი მიგნებები 86

შედეგების განხილვა და მათი ანალიზი 88

კვლევის შეზღუდვები და რეკომენდაციები 91

მადლობა 93

დანართი #1 94

დანართი #2 96

ბიბლიოგრაფია 103

4
1. შესავალი:
1.1 კვლევის აქტუალობა:

დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ ელიტებს, განსხვავებების მიუხედავად,


ერთი რამ აერთიანებდათ - ისინი მოესწრნენ საბჭოთა კავშირის დაშლას და მასთან
დაკავშირებული მოვლენები ღრმად იყო ჩაბეჭდილი მათ კოლექტიურ მეხსიერებაში. 25
წელი გავიდა 9 აპრილის მოვლენებიდან და შესაბამისად, თაობა, რომელიც უახლოეს
მომავალში ჩაანაცვლებს დღემდე არსებულ პოლიტიკური ელიტების თაობას, იქნება
განსხვავებული კოლექტიური მეხსიერების მატარებელი, ვინაიდან ისინი არ
მოსწრებიან ზემოთხსენებულ მოვლენებს. აღსანიშნავია, რომ ფილოსოფოსი გიორგი
მაისურაძე თავის ესსებში, ქართული საზოგადოების ჩამოყალიბებას სწორედ 80-იანი
წლების მიწურულს დაწყებულ პერმანენტულ მიტინგებს უკავშირებს და მას
„მიტინგების თაობას“ უწოდებს. 1
დღეს, როცა უფსკრული თანამედროვე
ახალგაზრდების თაობასა და „მიტინგების“ თაობას შორის იზრდება, იბადება კითხვა,
თუ რა გავლენას იქონიებს ეს ახალი პოლიტიკური ისტაბლიშმენტის ჩამოყალიბებაზე.
ვფიქრობთ ამის გააზრება შეუძლებელი იქნება წარსულში არსებული ანალოგიური
პროცესების გაანალიზების გარეშე;

კვლევის აქტუალურობას შემდეგი გარემოებაც ზრდის: ბრეჟნევის დროინდელი Homo


Sovieticus-ის მაიდენტიფიცირებელი ნიშნებს ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით
საზოგადოების ფართო მასებსა თუ პოლიტიკურ ელიტებში, რასაც სტალინიზმთან
დაკავშირებული უახლოესი კვლევებიც ადასტურებს. 2
თუმცა აღსანიშნავია, რომ
თანამედროვე Homo sovieticus-ს არ უცხოვრია სტალინის, კლასიკური
ტოტალიტარიზმის, ეპოქაში და მისი კოლექტიური მეხსიერება პოსტ-
ტოტალიტარიზმის ეპოქაში იღებს დასაბამს. ხშირ შემთხვევაში, საბჭოთა კავშირის
ისტორიას მის დაშლამდე ტოტალიტარიზმს უკავშირებენ, შესაბამისად იქმნება

1
მაისურაძე, გ. ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები.
2
დე ვაალი, თ. და სხვ. - სტალინის თავსატეხი: პოსტსაბჭოთა საზოგადოებრივი აზრის ანალიზი.
ჰაინრიხ ბიოლის ფონდი. 20013.
http://ge.boell.org/sites/default/files/stalin_puzzle_176x250mm_corrected.pdf
5
საჭიროება, რომ მკაფიო საზღვრები გაივლოს ტოტალიტარული და პოსტ-
ტოტალიტარული სისტემის რეჟიმებს შორის. ჩვენ არ ვიცით, თუ ზუსტად როდის და
როგორ ხდება ტოტალიტარიზმიდან პოსტ-ტოტალიტარიზმზე გადასვლა, რა კავშირი
აქვს ამას კოლექტიური მეხსირების ცვლასთან და როგორ ასახვას ჰპოვებს ეს
ოფიციალურ, იდელოგიურ საბჭოთა პრესაში.

1.2. საკვლევი კითხვები:

როგორ არის შესაძლებელი სოციალური წესრიგი პოსტ-ტოტალიტარული რეჟიმის


დროს? როგორ ხდება, რომ ტოტალიტარული იდეოლოგიისადმი უნდობლობის (მათ
შორის რეჟიმის თეორეტიკოსებს შორისაც) პირობებში არსებობას აგრძელებენ ძველი
სოციალური ინსტიტუტები? სად გადის გამყოფი ხაზი ტოტალიტარიზმსა და პოსტ-
ტოტალიტარიზმს შორის საბჭოთა კავშირის შემთხვევაში და ეს როგორ აისახა
დისკურსის ცვლილებაზე? როგორ ხდება ტოტალური და მონოლითური იდელოგიის
ჰეტეროგენიზაცია-დიფერენციაცია ლოკალურ (საბჭოთა რესპუბლიკების პოლიტიკური
ელიტების) დონეზე? როგორ იცვლება დისკურსის ტოპოსი ტოტალიტარიტარიზმიდან
პოსტ-ტოტალიტარიზმად ტრანსფორმაციის დროს და რა როლს ასრულებს
პოლიტიკური ელიტების კოლექტიური მეხსირების შეცვლა თაობათა მონაცვლეობის
კვალდაკვალ? როგორ ხდება ძველი პერსონაჟების ახლებური წაკითხვა ეპისტემეს
ცვლილებისას?

6
2. ლიტერატურის მიმოხილვა

2.1. კოლექტიური მეხსიერება

ზოგადად, მეხსიერებაში ვგულისხმობთ ინდივიდების, ჯგუფებისა და სახელმწიფოთა


მცდელობას, განსაზღვრონ საკუთარი რაობა ისტორიის ინტერპრეტაციით, დაგროვილი
გამოცდილების ასახვითა და ღირსშესანიშნავად მიჩნეული მოვლენების
დაფიქსირებით.3

კოლექტიური მეხსიერება ის არის, რაც ერთობათა აქტიურ გამოცდილებაში დაილექა4


კოლექტიური მეხსიერება ყოველთვის სოციალურადაა განსაზღვრული: სწორედ
სოციალური ჯგუფი განსაზღვრავს, რა არის დასამახსოვრებელი და როგორ უნდა
მოხდეს მისი დამახსოვრება.5

ინსტიტუციური მეხსიერება აღნიშნავს პოლიტიკური ელიტების, მათ მხარდამჭერთა და


ოპონენტთა ძალისხმევას, მნიშვნელობა მიანიჭონ წარსულს და დაამკვიდრონ ეს
მნიშვნელობა საზოგადოებაში. წარსულის რეპრეზენტაცია, გაზიარებული ერთობის
წევრთა მიერ, აყალიბებს „ჩვენ“-ჯგუფად ყოფნის განცდას. 6
წარსულისადმი
დამოკიდებულება, მისთვის აზრის მინიჭება ნარატივში (თხრობა, მოთხრობა) აისახება
და მჭიდროდ უკავშირდება იდენტობის ფორმირების პროცესს.

XX საუკუნის 30-იან წლებში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად სოციოლოგმა მორის


ჰალბვაქსმა და ხელოვნების ისტორიკოსმა აბი ვარბურგმა ერთმანეთისგან
დამოუკიდებლად „კოლექტიური მეხსიერების“ და „სოციალური მეხსიერების“ თეორია
განავითარეს. ჰალბვაქსმა ერთმანეთისგან განასხვავა კოლექტიური მეხსიერება და

3
The Politics of Memory in Postwar Europe. Ed. by R.N. Lebow, W. Kansteiner, and C. Fogu. Duke University Press,
Durham and London, 2006, p. 8.
4
Nora, P. “Between Memory and History: Les Lieux de Mémoire”. Representations, No. 26, Special Issue: Memory and
Counter-Memory. University of California Press. Spring, 1989, p. 8. http://www.jstor.org
5
Halbwachs, M. On Collective Memory. University of Chicago Press, 1992.
6
The Politics of Memory in Postwar Europe. Ed. by R.N. Lebow, W. Kansteiner, and Claudio Fogu. Duke University Press,
Durham and London, 2006, p. 3.
7
ისტორია. (რომელიც ასევე წარმოადგენს სოციალურად განპირობებულ
ინტერპრეტაციას). 7 როგორც ჰალბვაქსი და დიურკჰეიმი აჩვენებენ ინდივიდების
მეხსიერება არის სოციუმით გაშუალებული ანუ ის მხოლოდ სოციალიზაციის შედეგად
წარმოიქმნება. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ინდივიდია მეხსიერების
მატარებელია, მას კოლექტივი აყალიბებს. მეხსიერებისა და გახსენების სუბიექტს
ინდივიდი წარმოადგენს, მაგრამ ის ამ მეხსიერების მაორგანიზებელ „ჩარჩოზეა“ (cadres
sociaux) დამოკიდებული.

მეხსიერება ძალზედ სელექტიური ფენომენია, ის ირეკლავს გაბატონებულ დისკურსს


და დაკავშირებულია რაიმე ჯგუფთან. ეს ჯგუფები ხალხთა უბრალო ნაკრები კი არ
არის, არამედ წარმოადგენს წარსულის საერთო ხატის მქონე ერთობას. რამდენადაც
ადამიანი ერთდროულად მრავალი ასეთი ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს,
სხვადასხვაგვარად საკუთარი თავის აღქმა და კოლექტიური მეხსიერების სიმრავლე
იშვიათობას არ წარმოადგენს. კოლექტიური მეხსიერება არის ინდივიდების, ჯგუფების
და ინსტიტუტების კომუნიკაციის შედეგი. ამგვარი კომუნიკაციის შეწყვეტას, ანდა
კომუნიკაციური სინამდვილის ჩარჩოების გაქრებას და შეცვლას დავიწყება მოყვება.
„დავიწყება ამ ჩარჩოების ან მათი ნაწილების გაქრობით აიხსნება, ან იმიტომ რომ ჩვენმა
ყურადღებამ მათზე შეჩერება ვერ შეძლო, ან იმის გამო რომ ის სხვა რამეზე გადაერთო...
დავიწყება ანდა განსაზღვრული ხსოვნების დამახინჯება იმ ფაქტით აიხსნება, რომ ამ
მეხსიერების ჩარჩოები ეპოქიდან ეპოქაში იცვლება.“8

დავიწყების პოლიტ-ტექნოლოგიებს ტოტალიტარული რეპრესიების პერიოდში


რეჟიმისთვის არასასურველი კოლექტიური მეხსიერების მატარებელი პირების
ფიზიკური მოსპობაც მოსდევს: „საქართველოში სტალინური ნარატივის და მთელი
საბჭოური სინამდვილის კოლექტიურ გამზიარებელთა ფიზიკურ სხეულს ქმნიდნენ

7
Peter Burke, “History as Social Memory,” in Thomas Butler, ed., History, Culture,
and the Mind (London: Blackwell, 1998), 98; David Lowenthal, The Past is a Foreign
Country (New York: Cambridge University Presss, 1985), 214; and Allan Megill,
“History, Memory, Identity,” History of the Human Sciences 11, no. 3 (1998): 37-62,
8
Maurice Halbwachs 1950 La Mémoire collective
8
სწორედ ის ადამიანები, რომელბიც აღარ ფლობდნენ ხსოვნას ან ცოდნას ქვეყნის
არასაბჭოური/ არაკოლონიური არსებობის პერსპექტივისა - რადგან ჯერ საქართველოს
გასაბჭოების წლებმა, შემდეგ კი სწორედ სტალინურმა რეპრესიებმა, მილიონნახევარზე
მეტ საერთო მსხვერპლს შორის, გამიზნულად გაანადგურა სწორედ ის ადამიანები, ვინც
საქართველოში რეალურად არსებული კულტურული მეხსიერების მატარებელნი იყვნენ
და ვისაც ამგვარი ხსოვნა ახალი თაობისთვის უნდა გადაეცათ.9“

სოციალური მეხსიერების ფენომენის გასაგებად, საჭიროა იმის გააზრება, თუ ვის სურს,


რომ ვიღაცამ დაივიწყოს რაღაც, კონკრეტულად რა და რატომ. სოციალური ამნეზია
დაკავშირებულია დავიწყების აქტთან, კონფლიქტის მეხსიერების დაძლევასთან
სოციალური თანხმობის მიღწევის მიზნით.10

პიერ ნორა გამოყოფს 4 ტიპის ე.წ. „მეხსიერების ადგილებს/არეებს“ (sites/realms of


memory): 1. სიმბოლური არე - სადღესასწაულო დღეები, რიტუალები, იუბილეები,
პილიგრიმობა და ა.შ.; 2. ფუნქციური არე - სახელმძღვანელოები, ავტობიოგრაფიები და
სხვ.; 3. მონუმენტური არე - საფლავები, ნაგებობები და სხვა სახის ნივთიერი რეალობა;
4. ტოპოგრაფიული არე - არქივები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები.

როგორი აბსტრაქტულიც არ უნდა იყოს აზროვნება, გახსენება ყოველთვის


კონკრეტულია. იდეებმა ისეთი გრძობადი სახე უნდა მიიღონ, რომელიც მეხსიერებაში
იქნება დაშვებული. „ამა თუ იმ სახის ჭეშმარიტება ჯგუფის მეხსიერებაში რომ ჩაიჭედოს
რაიმე მოვლენის, სახის ან ადგილის ფორმით უნდა იქნას წარმოდგენილი.“ ამასთან
ერთად, მას სამი სფეციფიკური მახასიათებელი უნდა ჰქონდეს: ის მიბმული უნდა იყოს
კონკრეტულ დროსთან, სივრცესთან და ჯგუფთან. ჯგუფი წარსული მეხსიერების
კრისტალიზაციას ახდენს მისთვის მარადისობის მინიჭებით; ის გამორჩეულად

9
წიფურია, ბ. ოთარ ჩხეიძის „გამოცხადებაი“: 9 მარტის ტრამვა და სტალინური ნარატივი საქართველოში.
შედარებითი ლიტერატურის კრებული. ნ.1. გვ. 120.
10
Н.А. Симбирцева МЕТАМОРФОЗЫ ПАМЯТИ: КУЛЬТУРОЛОГИЧЕСКАЯ ИНТЕРПРЕТАЦИЯ European Social Science
Journal – Рига – Москва, 2011. № 8. С. 20 – 27.
9
თავისებურ სახეს აძლევს მას, ხაზს უსვამს მის განსხვავებულობას გარე სამყაროსაგან,
ხოლო მის შინაგან განსხვავებებს კი ამცირებს.11

ანალიზისათვის გამოჰყოფენ ასევე ინსტიტუციურ მეხსიერებას, რომელიც ძირითადად


ისტორიის და პოლიტიკის მეცნიერებების შესწავლის საგანია. ინსტიტუციური
მეხსიერება აღწერს პოლიტიკური ელიტების, მათი მხარდამჭერების და ოპონენტების
მცდელობას შესძინონ საზრისი წარსულს და პროპაგანდა გაუწიონ საზოგადოების სხვა
წევრებთან.

თუ კომუნიკაციური მეხსიერება მჭიდროდაა დაკავშირებული ყოველდღიურ


ცხოვრებასთან და სუსტადაა ფორმულირებული, კოლექტიური მეხსიერება მისგან
დისტანცირებს. მას დროს დინებისადმი მდგრადი, თავისი უძრავი წერტილები აქვს. ეს
წერტილები გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე, წარსულის ხდომილებებს წარმოადგენს,
რისი მეხსიერებაც ნარჩუნდება კულტურული წარმონაქმნების (ტექსტი, რიტუალი,
მონუმენტური ნაგებობები) და ინსტიტუციონალიზირებულია კომუნიკაციის (ზეპირი
გადმოცემები, ადათები, დაკვირვება) მეშვეობით.12

ჰალბვაქსის თქმით, არცერთ გონებას არ შეწევს ძალა წარსული დაიტიოს. რეალურად,


რაც რჩება არის ის „რაც ყოველი ეპოქის საზოგადოებას შეუძლია აღადგინოს თავისი
თანადროული ჩარჩოს ფარგლებში“ 13 ანუ მისი აღდგენა, განსჯა და რეკონსტრუირება
ხდება მიმდინარე სიტუაციასა და ცოდნებზე დაყრდნობით. 14 კოლექტიური საზიარო
ცოდნის და კომუნიკაციური საზრისის კრისტალიზაცია წარმოადგენს წინაპირობას
იმისა, რომ ის გადაეცეს საზოგადოების კულტურულ ინსტიტუციონიზირებულ
მემკვიდრეობას. კულტურული მეხსიერება დამოკიდებულია სპეციალიზირებულ

11 Halbwachs, Maurice, La Topographie légendaire des évangiles en terre sainte: étude de mémoire collective,
Paris, Presses Universitaires de France, 1941.
12 Jan Assmann: Collective Memory and Cultural Identity. 1988
13 Halbwachs, Das Gedachtnis.
14 Erik H. Erikson, Childhood and Society (New York: Norton, 1950).
10
პრაქტიკებზე, მათ კულტივირებაზე, ანუ ადგილი აქვს სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ
მათ დამუშავებას, გადაწერას, სისტემატიზაციას და სტრუქტურული ფორმის მიცემას.15

2.2. თაობების ცვლა

ანიკ პერშერერონის შრომები, რომელიც პოლიტიკურ სოციალიზაციას სფეროს


მიმოიხილავს, გვახსენებს, ერთი თაობის წევრები არიან ადამიანები, რომლებიც:

ა) ოცდაათ-ორმოცწლიანი პერიოდი თანაცხოვრობენ;

ბ) დაბადებულები არიან რამდენიმე წლით განსაზღვრულ პერიოდში ანუ წარმოადგენენ


ერთ ასაკობრივ კოჰორტას;

გ) პირველად მისცეს ხმა, ამა და ამ წელს;

დ) რაღაცა ისტორიული მოვლენის მომსწრე და მონაწილე ადამიანების ერთობა,


რომელთა ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა;16

„იმისდა მიუხედავად თუ რა საზღვრებში განიხილება ის, თაობების ცნება ეფუძნება


ერთობლივი გამოცდილების ცნებას და იმ დაღს, რომელიც ამა თუ იმ მოვლენამ დაასვა
განსაზღვრული ასაკის მქონე ადამიანთა მთელ კლასს17“

ირკვევა, რომ „დიდი დეპრესიის“ თაობის თინეიჯერებმა დრამატულად განსხვავებული


ზეგავლენა განიცადეს, მათთან შედარებით ვინც იმავე პერიოდში მცირეწლოვანი იყო.
1928-29 წლების პერიოდში დაბადებულებთან შედარებით 1920-1921 წლებში
დაბადებულები უფრო მიზანმიმართულები და საკუთარ თავში დარწმუნებული
ადამიანები იყვნენ; მათ უფრო მეტს მიაღწიეს ზრდასრულობის ასაკში ვიდრე 8-9 წლით

15
Jan Assmann: Collective Memory and Cultural Identity. 1988.
16
მაგალითად, 1860-იან წლებში დაბადებულ ესპანელ ინტელექტუალთა ჯგუფი შეიძლება
იდენტიფიცირებლ იქნან, როგორც „98-იანელთა თაობა“(1898 წელს აშშ-სთან დამარცხებით დასრულდა
ესპანური იმპერიალური ძლიერება).
17
Percheron, A. Age, cycle de vie, genereation, periode et comportement electoral
11
გვიან დაბადებულმა ადამიანებმა. დიდი დეპრესიის პერიოდმა უფრო ნეგატიური
გავლენა იქონია მათზე ვინც მაშინ უფრო მცირეწლოვანი იყო.

თაობებს შორის განსხვავება პოლიტიკურ არჩევანსა და ელექტორატის ქცევაზეც ახდენს


გავლენას; დომენიკ კოლა(1994, 99) აღნიშნავს, რომ საფრანგეთში, 1978 წლის არჩევნებზე
მემარცხენეებს დიდწილად ხმას აძლევდნენ 25 წლამდე ახალგაზრდები, ანუ ის „1968-
იანების თაობა,“ რომელიც 9-15 წლის იყო 1968 წლის ცნობილი მოვლენების დროს.

სოციალურ ცვლილებებზე გავლენის მომხდენ თაოებების ცვლის მნიშვნელობას


პირველად ოგიუსტ კონტმა მიაქცია ყურადღება. მან ხაზი გაუსვა ერთსა და იმავე
პერიოდში მცხოვრებ თაობათა შორის დაპირისპირებას, რამდენადაც მისი აზრით,
ძველი თაობა გვევლინება ტრადიციული შეხედულებებისადმი ლოიალურად
განწყობილად და მის დამცველად, ხოლო ახალი თაობისთვის კი ინოვაციაა
„ნორმალური ატრიბუტი.“ კონტის განმარტებით თაობების ცვლა ხდება 15-დან 30-მდე
წელიწადში ერთხელ; რამდენადაც სოციალური ფენომენების ბიოლოგიზმებამდე
რედუცირება წარმოადგენს პოზიტივისტური მიდგომის არსს, ამგვარმა პოზიცია
გააკრიტიკა ცოდნის სოციოლოგიის ფუძემდებელმა კარლ მანჰაიმმა. მისი განმარტებით:
„სოციოლოგიური ფენომენი „თაობა“ სხვას არაფერს წარმოადგენს, თუ არა ისტორიულ-
სოციალურ პროცესში ჩასმულ, ერთმანეთთან დაკავშირებულ „ასაკობრივი ჯგუფებით“
გარშემორტყმულ იდენტობის გარკვეულ ნაირსახეობას.“ მისთვის ბიოლოგიური
ასაკობრივი სხვაობები მხოლოდ პოტენციური შესაძლებლობაა სოციალური
ცვლილებების განსახორციელებლად და არა თავისთავად გავლენის მომხდენი
ფაქტორი. რეალური ცვლილებები იმითაა გამოწვეული, რომ ერთმანეთთან კავშირში
მყოფი თაობები სხვადასხვა სოციალ-პოლიტიკური გამოცდილებების მქონენი არიან.18

რადგანაც თაობებს, როგორც გარკვეული სახის ჯგუფებს ფიზიოლოგიური საფუძველი


არა აქვთ, ცოდნები ერთი თაობიდან მეორეზე გადადის კულტურის და სოციალიზაციის
აგენტების მეშვეობით. ამ კულტურას შეიძლება ქმნიდეს „იდენტობის განმსაზღვრელი

18 Karl Mannheim, “The Problem of Generations” in P. Kecskemeti ed, Essays on the Sociology of Knowledge by
Karl Mannheim (New York: Routledge & Kegan Paul, 1952).
12
მთელი კომპლექსი იმ ცოდნებისა, რომელიც ობიექტივირებულია ისეთ სიმბოლურ
ფორმებში როგორიცაა: მითები, სიმღერები, ცეკვები, ანდაზები, კანონები, წმინდა
ტექსტები, სკულპტურები, ორნამენტები და ხელწერები“19

სხვა სოციალური სფეროებთან ერთად, თაობებიც განსხვავებულ ჰაბიტუსს 20 ქმნიან.


პრაქტიკის, ერთმანეთთან დაპირისპირების და თანამშრომლობის საშუალებებით
განსხვავებული ჰაბიტუსები, განსხვავებულ ცხოვრებისეულ ჩვევებად გამოვლინდებიან.

პიერ ბურდიოს მიხედვით, თაობათა შორისი სხვაობა ყველაზე აშკარად გაბატონებული


კლასების შიგნით ჩანს: “ამა თუ იმ კლასის შიგნით ყოველთვის არის დაპირისპირება
ახალგაზრდებსა და ხანშიშესულებს, მფლობელებსა და პრეტენდენტებს, სტაჟიანებსა და
ახლამოსულებს შორის. მაგრამ ამგვარ განსხვავებას მადეტერმინირებელი გავლენა
გაბატონებულ კლასებში აქვს. განსხვავებული და სოციალური წარმომავლობა
მნიშვნელოვან სხვაობებს განაპირობებს იმ ინდივიდებს შორის, რომლებსაც დროის
რაღაც მომენტში ფორმალურად ერთნაირი პოზიციები უკავიათ. სწორედ ეს იწვევს იმას,
რომ ისინი სხვადასხვანაირად პასუხობენ ეკონომიკის ტრანსფორმაციებიდან
გამომდინარე ცვლილებებს.“

რაკიღა საბჭოთა მაგალითზე გაბატონებული კლასის ადგილს პოლიტიკური,


პარტიული ელიტა იკავებს, ვფიქრობთ საინტერესო იქნება ამ დებულების საბჭოთა
პოლიტიკური ელიტების მონაცვლეობაზე მიყენება; თანაც საინტერესო იქნება იმის
დანახვა თუ როგორ კორელირებს განსხვავებული კოლექტიური მეხსიერების მქონე
ელიტების ცვლა პარადიგმულ წყვეტასა და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკური
რეჟიმის ტრანსფორმაციასთან.

19 Jan Assmann: Collective Memory and Cultural Identity. 1988


20 ჰაბიტუსი დისპოზიციების ნაკრებია, რომელიც აყალიბებს ადამიანის მოქმედებებსა და ქცევებს. ის
სოციალიზაციის გზით კულტურაში დაგროვილი გამოცდილებების ინდივიდში ინტერნალიზების
სტრუქტურული მექანიზმია. როგორც ბურდიე(1977) განმარტავს, ჰაბიტუსი არის „პრინციპების
გენერირების სტრატეგია, რომელიც აგენტს საშუალებას აძლევს თავი გაართვას წინასწარ განუჭვრეტელ
და ყოველთვის ცვალებად სიტუაციებს.“
13
კარლ მანჰაიმი განასხვავებს თაობას როგორც ლოკაციას და თაობას, როგორც
რეალობას, სადაც არსებობს ჯგუფისადმი თვითიდენტიფიკაცია, რაც გამოწვეულია
საერთო ცხოვრებისეული გამოცდილებით, გრძნობებით, შეხედულებებით,
ინტერესებით. ლოკაცია, როგორც ასეთი, მატერიალიზაციის შესაძლებლობებს მოიცავს,
ის შეიძლება სულაც დაიპრესოს ან პირიქით „თვითგაცხადდეს მოდიფიცირებული
ფორმით.“ თაობა კი, უფრო მეტია, ვიდრე ისტორიული და სოციალური ინტერვალების
გადაკვეთა. მის შესაქმელად დამატებითი ბმების არსებობაა აუცილებელი, რასაც
შეიძლება ისტორიულ და სოციალური მახასიათებლის მქონე, “ერთ ბედს ქვეშ ყოფნაც“
ვუწოდოთ.21

მანჰაიმი თვლის, რომ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები სხვადასხვაგვარად


აღიქვამენ სამყაროს, ერთ ენაზე საუბრისასაც კი მათ განსხვავებული შინაგანი
„დიალექტები“ აქვთ. მისი აზრით, კულტურის, ინტერესებისა და ქცევის
ინდივიდუალური და ჯგუფური განსხვავების ასახსნელად თაობას ისეთივე დიდი
მნიშვნელობა აქვს, როგორც სოციალურ კლასს ან გენდერს.22 ისევე როგორც სოციალურ
კლასებს, პროფესიებს და კულტურებს თაობებსაც საკუთარი სოციოლექტები ანუ
სოციალური ენები გააჩნიათ, რომლებიც დისკურსის ჩვევებს აყალიბებენ ლექსიკის,
სინტაქსის, სემანტიკის და პრაგმატიზმის დონეზე; (ბახტინი, 1986). სხვაგვარად რომ
ვთქვათ, ისინი მოქმედებენ დისკურსის შიგნით, მიკროდონეზე, რათა შემდგომში
პარადიგმული წყვეტის მოხდენასთან ერთად, არტიკულირდნენ და დიალოგურ
დისკურსში საკუთარი ნიშა დაიკავონ. ამ თვალსაზრისით, თაობა ენობრივი
კოლექტივადაც23 შეიძლება მოვიაზროთ.

21
Mannheim, K. The problem of generations, 1952.
22 სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი.
23 ენობრივი კოლექტივი - ერთობლიობა საერთო სოციალური, ეკონომიკური და კულტურული
კავშირებით გაერთიანებულ ადამიანებისა, რომლებიც ამ ერთობლიობის ფარგლებში გავრცელებული
ერთი ან რამოდენიმე ენის მეშვეობით თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ახორციელებენ უშუალო და
გაშუალებულ კონტაქტებს ერთმანეთთან და სხვადასხვა სოციალურ ინსტიტუტებთან. (ლადარია, ნ. 2002)
14
თაობის ცნებას პიერ ნორაც იყენებს და აღნიშნავს, რომ ისიც არის ერთერთი
მეხსიერების ადგილი, მას ისევე შეუძლია შეინახონს ხსოვნა, როგორც მარმარილოს
ქანდაკებას. მეხსიერება - გამოცდილებისა და წარსულის ცოდნის გადაცემის არხია.

ყოველი თაობა ცდილობს ტრადიციების, დღესასწაულების, მონუმენტური ნაგებობების,


პროპაგანდის მეშვეობით შემდგომ თაობას გადასცეს მასში დაგროვილი ცოდნები,
სამყაროს აღქმის წესები და შეხედულებები. ის ცდილობს, რაღაცა აზრით,
გაიხანგრძლივოს არსებობა, სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნოს შემდგომი თაობების
აღზრდის, მათში ამ ცოდნების ჩანერგვის ხარჯზე. თავის მხრივ, ახალი თაობა ახალი
გამოცდილებებით, ახალი ცოდნებით მოდის, განსაკუთრებით კი განმანათლებლობის
პერიოდიდან მოყოლებული, როცა ადამიანის მოქმედებას წინაპართა გამოცდილება ან
ავტორიტეტთა „სიბრძნეები“ კი აღარ განსაზღვრავს, არამედ თვითდამაფუძნებელი
გონება. შესაბამისად, ადგილი აქვს კონფლიქტს, თაობათა შორის ომს. იმისათვის, რომ
თაობამ მეტი ავტონომიურობა და თვითმყოფადობა შეიძინოს, ის ცდილობს დაივიწყოს
წინა თაობებისთვის სახასიათო ხსოვნები, ამით კი მას გაემიჯნოს და მისადმი
ნეგატიური სოლიდარობით, თავისი შინაგანი კონსოლიდაცია უზრუნველყოს:

„გარეგანისაგან გამიჯნულობის ინტენსიფიკაციას, ლომის წვლილი მიუძღვის შინაგანი


ერთობის გაძლიერებაში. არაფერი არ კრავს ისე ძლიერ, როგორც მტრული გარემოსაგან
შემოზღუდვა. აგრესიული საგარეო პოლიტიკა შიდა პოლიტიკური სიძნელეების
დაძლევის საუკეთესო საშუალებაა“24

2.3. ელიტების ცვლა

ცხადია, თაობების ცვლა შეიძლება განვიხილოთ არა მხოლოდ მთელი საზოგადოების


ტრანსფორმაციის კონტექსტში. მით უმეტეს, როცა პოლიტიკური პარადიგმების ცვლა
გვაინტერესებს, ავტომატურად ვფიქრობთ პოლიტიკურად აქტიური ადამიანების
შეხედულებათა სისტემის ცვლაზე, რომლებიც პოლიტიკურ ელიტებს ქმნიან და რაღაცა

24
Military mobilisation and ethnic consciousness » A.D.Smith , 1986,7 3 ff
15
აზრით, უპირისპირდებიან პოლიტიკურად პასიურ, მართულ უმრავლესობას.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელიტების ცვლა, თაობათა ცვლის კერძო, განსაკუთრებული
შემთხვევაა.

ელიტა შეიძლება განვიხილოთ, როგორც საზოგადოების რაიმე ნიშნით


პრივილეგირებული ჯგუფი, საზოგადოების სტრატიფიკაციის ზედა საფეხური.
სოციოლოგიაში ეს ტერმინი ვილფრედ პარეტომ შემოიღო, თუმცა გაეტანო მოსკა მის
ეკვივალენტს „მმართველ კლასს“ ამჯობინებს. მოსკა აღნიშნავდა, რომ ცივილიზაციის
დაბადებიდან დაწყებული ერთმანეთთან ზემოქმედებდა ორი კლასი - მმართველებისა
და მართულების. პირველი უფრო მცირერიცხოვანია, ასრულებს ყველა პოლიტიკურ
ფუნქციას და აქვს მონოპოლია ძალაუფლებაზე. ელიტის მახასიათებელია: 1.
სარგებლობს საზოგადოებაში პრესტიჟით 2. პასუხისმგებლობის მაღალი გრძობით
ფლობს ფორმალურ ძალაუფლებას ორგანიზაციებზე, რომლებიც სოციალ-პოლიტიკურ
ცხოვრებას განსაზღვრავენ.

ელიტა არის ჯგუფი, რომელიც აკონტროლებს საზოგადოების მატერიალურ, სიმბოლურ


და პოლიტიკური რესურსების უფრო მეტ წილს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ჯგუფები.
შესაბამისად, საბჭოთა კომუნისტური პარტია, რომლის ბირთვსაც პოლიტბიურო
წარმოადგენდა, შეგვიძლია უყოყმანოდ მივიჩნიოთ სსრკ-ს პოლიტიკურ ელიტად,
როგორც ტოტალიტარულ, ასევე პოსტ-ტოტალიტარული რეჟიმის პერიოდში. აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ საბჭოთა ელიტის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის
ექსპლუატაციას ახორცილებდა არა წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრების
მეოხებით, არამედ ზოგადად საკუთრებაზე სახელმწიფო კონტროლით.

როცა პოლიტიკური ელიტები იწყებენ სახელმწიფო საკუთრების ერთმანეთში


დანაწილებას, იქნება ეს სპეკულაციების, პრივატიზაციის თუ ძალადობრივი
მითვისების გზით, წარმოშობას იწყებს ე.წ. „ნომენკლატურული კაპიტალიზმი“

16
რომელსაც არ გააჩნია იდეოლოგიურ-ინსტიტუციური შეზღუდვები. აქ პოლიტიკური
და ფინანსური ელიტები ერთი და იგივე პირებითაა წარმოდგენილი.25

რობერტ მიხელსის მიერ თავის წიგნში – „პოლიტიკური პარტიები“ (1911) აყალიბებს


პრინციპს, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაცია და
პროფკავშირები, საბოლოო ჯამში, აუცილებლად ექცევა რამდენიმე ადამიანის
უპირობო და უკონტროლო მმართველობის ქვეშ. მიხელსის თანახმად, რაც უნდა
დემოკრატიული იყოს ორგანიზაციის დამფუძნებელთა განზრახვა, ორგანიზაციის
გაფართოება აუცილებლად იწვევს სირთულეებს მის მართვასთან დაკავშირებით.
ამდენად, ორგანიზაციის ფარგლებში ყალიბდება მყარი ბიუროკრატია, რომლის
მიზანია მართვაში პრობლემების ეფექტური გადაწყვეტა. ასე ხდება ძალაუფლების
კონცენტრაცია ძალზე მცირე რაოდენობის ადამიანების (ლიდერების) ხელში,
რომლებიც თანდათან გამოდიან ორგანიზაციის რიგითი წევრების კონტროლიდან.

ვილფრედ პარეტოს აზრით, „მმართველი კლასი ახლდება არამხოლოდ


რიცხობრივად, არამედ რაც უფრო მნიშვნელოვანია, თვისებრივად, დაბალი
კლასებიდან თავის შევსებით გზით. მათ თან მოაქვთ ,,ნაშთთა-რეზიდუათა“
ენერგია და პროპორციები, რომლებიც აუცილებელია ძალაუფლების
შენარჩუნებისთვის. მმართველი კლასი კვლავ აღორძინდება და აღდგება, კარგავს რა
თავის ყველაზე გახრწნილ წევრებს“.26

საბჭოთა კავშირის ელიტების თაობათა შეცვლას „პარტიული წმენდები“ და საბჭოთა


ინტელიგენციის მასობრივი დახვრეტა გადასახლებებიც აჩქარებდა: „იმ 700 მწერლიდან,
რომელიც 1934 წელს მწერლების პირველ კონგრესში მონაწილეობდნენ, 1954 წელს
გამართულ მეორე კონგრესს ცოცხლად გადარჩენილი ორმოცდაათიღა ესწრებოდა27“

თუ ელიტათა ცირკულაცია მიმდინარეობს ძალიან ნელა, მაშინ უმაღლეს ფენებში


გროვდება ელემენტები, რომლებიც განასახიერებენ უძლურებას, გახრწნასა და

25
Blackwell Encyclopedia of Sociology. Edited by: George Ritzer
26
http://socium.ge/downloads/klasikurisocteoriebi/vilfredo%20pareto.pdf
27
Mandelstam, N. Hope against hope. (London, 1989 ). P. 159.
17
დაცემას. ეს ფენები კარგავენ პიროვნულ თვისებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ
ელიტარულ მდგომარეობას და პასიურობენ ძალადობის გამოყენების
აუცილებლობის წინაშე. დაბალ ფენათა შორის კი იზრდება ინდივიდთა რიცხვი,
რომლებიც ფლობენ თვისებებს, რომლებიც აუცილებელია საზოგადოების
მართვისათვის.

რასაკვირველია, თაობების ცვლას ყოველთვის არ მოყვება პოლიტიკური პარადიგმების


შეცვლა. თუ ორ ან მეტ ერთმანეთთან მომიჯნავე თაობებს საერთო კოლექტიური
მეხსიერება ექნებათ, მათი შესაბამისად პრაქტიკებიც მსგავსი იქნება. აქ ვუშვებთ, რომ
წესრიგს ნორმატივები ამყარებს, საერთო ხსოვნები ინახავს, ხოლო ცვლილებას,
ესაჭიროება რაღაც პრე-ნორმატიული, ლოგიკისა და გონების მიღმა მყოფი რამ, როგორც
ერთგვარი, მოულოდნელი, ამოფრქვევა. აქ შემოდის პოლიტიკა, რომელიც პირველ
რიგში ეფუძნება გადაწყვეტილებას, რაღაცა კონსესუსს, რომელიც შეიძლება სრულიად
აბსურდულიც იყოს და არანაირ ლოგიკას და ნორმას არ ექვემდებარებოდეს. სწორედ
პოლიტიკის არანორმატიულ ასპექტში უნდა ვეძებოთ ახალი სივრცის კონფიგურაციის
შესაძლებლობა. 28 ამ ახალი სივრცის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა პოლიტიკური
ტრანსფორმაციები და რევოლუციები, სამყარო დაემსგავსებოდა რაციონალისტების
დახატულ მექანიკურ საათს, სადაც ყველაფერი აუცილებლობის ძალით მოქმედებს და
მოვლენები წინასწარგათვლადია. ასეთ სამყაროში, რეალურად არაფერი ხდება, რაკიღა
ყოველი მომდევნო მოვლენა უკვე მისსავე წინმსწრებ მიზეზშია მოცემული. ჩვენ ამას
ხდომილების კონცეპციის შემოტანით დავუპირისპირდებით:

28 რანსიერი, ჟ. 10 თეზისი პოლიტიკის შესახებ.


18
2.4. ხდომილება

როგორც წესი, ზოგადი ხასიათის მქონე ისტორიული მოვლენების ხსოვნები


რეპრეზენტაციისას განიცდიან გამარტივებას, შემჭიდროვებას მათი დეტალები კი
რედუცირდებიან. 29

იმას რაც რედუცირების გადაურჩება და შემჭიდროების მაქსიმალიზაციისას


სინგულარობას აღწევს, ალან ბადიუ ხდომილებას (Événement) უწოდებს. ბადიუსთვის
ხდომილება არის „ეპოქის გამხსნელი, შესაძლებელსა და შეუძლებელს შორის
მიმართების შემცვლელი. ფაქტისაგან განსხვავებით, ხდომილება არანაირი ხერხით არ
გაიზომება, თუ არა იმ უნივერსალური სიმრავლით, რომელსაც ის შესაძლებლობას
ანიჭებს.“ ბადიუს მიხედვით, ხდომილების მთავარი მახასიათებელია არა მისი
ფაქტობრივი სიცხადე, მისი ავთენტურობა, არამედ მის მიერ ახალი სივრცეების შექმნა,
სუბიექტებთან პირად შეხებაში ყოფნა და მათი გარდაქმნის დიდი პოტენციალი. ის
აუქმებს მანამდე არსებულ დისკურსებს იმით, რომ განსხვავებებს შლის მათ შორის და
უნივერსალიზმს აფუძნებს.30

ბადიუს თავის „პავლე მოციქულში“ ხდომილების ფენომენს ქრისტიანული დისკურსის


დაბადების მაგალითზე ხსნის. „ყველაფერი ერთ რამეზე დაიყვანება: იესო...მოკვდა და
მკვდრეთით აღდგა. ყველაფერ დანარჩენს არავითარი რეალური მნიშვნელობა არა აქვს.“
ბადიუ „ქრისტე-ხდომილებას“ მიაწერს ებრაული და ბერძნული დისკურსების
გაუქმებას, მათ შორის განსხვავებების წაშლით და თავისთავადი საზრისის
ჩამორთმევით.

ხდომილება განსაზღვრულ დროსა და ადგილას ხდება, რომელიც ყოველდღიური


კონტინგენციებისაგან 31 განსხვავებით, არღვევს დამყარებულ წესრიგს. ბადიუს
მიხედვით არ არსებობს ნიადაგი ხდომილებეისათვის. მათ არა აქვთ მონიშვნადი
მიზეზი და არც რაიმე სიტუაციისაგან წარმოიშვებიან ისინი მიეკუთვნებიან ყოფიერება-

29 Gordon Allport and Leo Postman, Psychology of Rumor (New York: H. Holt, 1997);
30
Alain Badiou Saint paul. . La fondation de l'universalisme
31
ანუ შემთხვევითობებისგან, ცდომილებებისაგან.
19
როგორც-ყოფიერების (l'etant-en-tant-qu'etant) კატეგორიას. 32
ხდომილებებს
აბსოლიტური კონტინგენტურობა ახასიათებთ. გარღვევის(rupture) ცნება, რასაც
სტრუქტურული ცვლილება მოჰყვება ეპისტემოლოგიურ წყვეტას შეიძლება შევადაროთ,
როგორც ეს ბაშლიართან და ფუკოსთა გვხვდება. (Badieu 1988, 2007). ეს რომ უფრო
ნათლად დავინახოთ, კონკრეტულ მაგალითს დავაკვირდეთ:

1812 წელი გარდამტეხი თარიღი აღმოჩნდა რუსეთის ისტორიაში, როგორც ფრანგული


ინტელექტუალური იმპერიისაგან რუსული ეროვნული ცნობიერების გათავისუფლების
ფაზა. არისტოკრატიამ უცხოური შეზღუდვებისაგან გათავისუფლება და რუსული
პრინციპებით ცხოვრება მოიწადინა. „იმხანად გლეხური ცხოვრების წყურვილი არაერთ
წარჩინებულ გვარიშვილს გაუჩნდა... ამ წიაღიდან წარმოსდგა რუსული სულის
რელიგიური ჭვრეტა, რომელმაც თავის მხრივ ეროვნულ-მესიანური მოძღვრებები შვა -
1830-იან წლებში გამოსული სლავოფილებიდან 1870-იანი წლების ხალხოსნებამდე33.

„გერცენის თაობისათვის 1812 წლის მითები განუყოფლად იყო შეზრდილი მათი


ბავშვების მოგონებებთან. 1850-იანი წლების ბავშვებიც კი 1812-ის ლეგენდებზე
იზრდებოდნენ34.

რუსეთის ისტორიიდან ჩანს, რომ ერთი ისტორიული ხდომილება, შეიძლება სულ


მცირე 2 თაობის წარმომადგენლების ცნობიერებას განსაზღვრავდეს და შესაბამისად,
არაა აუცილებელი, რომ კონკრეტული თაობა ამ ხდომილების მომსწრე და მონაწილე
იყოს; მნიშვნელობა აქვს არა ფაქტის თანაყოფნას, არამედ მისი კოლექტიური
მეხსიერების უალტერნატივო საფუძვლად დარჩენას. ის რაც ხდომილებას, თავისი
მნიშვნელობის მიხედვით, კოლექტიური მეხსიერების სხვა ელემენტებისაგან
განასახვავებს არის მისი შედარებით უფრო მდგრადი სიცოცხლისუნარიანობა. მას
ახალი ხდომილების შემოსვლის შემდგომაც იხსენებენ, ოღონდ ისე, რომ ხდომილების,
ამ სიტყვის ბადიუსეული გაგებით, მნიშვნელობა აღარ ენიჭება.

32
Badiou, A. Being and event.
33
ფაიჯესი, ო. ნატაშას ცეკვა. რუსეთის კულტურული ისტორია. 2013.
Лелонг А. Воспоминание. Часть 6, Стр, 792, 797.
34

20
1977 წლის საბჭოთა კონსტიტუცია საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბებისათვის ძირითად
მომენტებად 1917 წლის რევოლუციას და 1941-45 წლების დიდ პატრიოტულ ომს
განსაზღვრავს. 35 სწორედ ამ ორ ისტორიულ მომენტს ემთხვევა საბჭოთა სახელმწიფო
სიმბოლოების გარდაქმნა - 1918 წლიდან პრაქტიკაში დანერგილ კომუნისტურ
„ინტერნაციონალს,“ ჰიმნს, რომელიც მსოფლიო პროლეტარებს განადიდებს (და არა
მხოლოდ საბჭოთას), საბჭოთა ნაციონალისტური ჰიმნი ცვლის.

1941 წლის 22 ივნისს, როცა გერმანულმა არმიამ საბჭოთა კავშირის საზღვარი გადალახა,
საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა ხალხს რადიოთი მიმართა და
„სამშობლოსათვის, ღირსებისა და თავისუფლებისათვის“ ბრძოლისკენ მოუწოდა. 36

მეორე დღეს საბჭოეთის მთავარმა სამხედრო გაზეთმა „კრასნაია ზვეზდამ“ მტერთან


გარადაუვალ ბრძოლას „წმინდა ომი“ უწოდა 37 . ომის დროს საბჭოთა პროპაგანდიდან
კომუნიზმის ხსენება გაქრა. ეს იყო ბრძოლა რუსეთისთვის, საბჭოთა კავშირის „ერთა
ოჯახისთვის,“ პანსლავური ძმობისთვის ან სულაც სტალისნისთვის, მაგრამ არანაირად -
კომუნისტური სისტემისთვის.

იმისათვის, რომ რაიმე ისტორიული მოვლენა თუ ლეგენდა ხდომილებად იქცეს, ანუ


ადგილი ჰქონდეს მის კანონიზაციას, შერაცხვას ხდომილებად ის მიტანილი უნდა იქნას
რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე, რაც ბუნებრივია, ინსტიტუციური მექანიზმების
ჩართვას მოითხოვს. ეს შეიძლება იყოს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით
აქტიური პროპაგანდის წარმოება, დღესასწაულების, აღლუმების გამართვა, ამ
მოვლენის ამსახველი მონუმენტური ძეგლების, შენობა-ნაგებობების მასობრივი
კვლავწარმოება. ამგვარად, იქმნება კოლექტიური მეხსიერების ადგილები, რაც
წარსულის კუთვნილ ფენომენს აწმყოში ამყოფებს. ფენომენის ამგვარი თანაყოფნა მასებს
ერთდროულად ორი აწმყოში აცხოვრებს. თუ ერთი აწმყო, ძალზედ ჩვეულებრივი,
პროფანული და ცხოვრების „ყოველდღიური ფაციფუცითაა“ სავსე, მეორე, ერთ წამში

35
კოლა, დ. პოლიტიკური სოციოლოგია. „სმარტი“ 1994, 99.
36
Правда, 23. 06. 1941
37
Красная звезда 24. 06. 1941
21
გაყინული სტატიკური აწმყო, უფრო ამაღლებულის კატეგორიებში ექცევა, საკრალურია
და უწყვეტი შთაბეჭდილების მოხდენით დროთა განმავლობში მასების კოლექტიური
მეხსიერების ნაწილი და საფუძველი ხდება. ხდომილებას ენიჭება ფუნქცია - გავლენა
მოახდინოს ადამიანთა ცხოვრების ყოველდღიურ წესზე, შეცვალოს კომუნიკაციების,
საერთო, ნაგულისხმები ცოდნების სტრუქტურები; კოლექტიურ მეხსიერებაში
ინკორპორაციის გზით, გახდეს ის პრე-ლოგიკური პოსტულატი, რაზედაც მთელი
სააზროვნო წესები დაშენდება; სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხდომილება პარადიგმების
შეცვლისას გამოავლენს თავს.

2.5. პარადიგმა

ზოგადად, პარადიგმა, საბაზისო, პოსტულატური იდეათა და შეხედულებათა


ერთობლიობად შეიძლება გავიგოთ; ის აყალიბებს კონსენსუსურ ჩარჩოს ან მოდელს,
რომლის შიგნითაც მეცნიერები ოპერირებენ. “პარადიგმის ქვეშ მე ვგულისხმობ ყველას
მიერ აღიარებულ მეცნიერულ მიღწევებს, რომელიც განსაზღვრული დროის მანძილზე
მეცნიერულ საზოგადოებრიობას აწვდის პრობლემის დაყენებისა და მათი გადაწყვეტის
მეთოდს.38“ პარადიგმა შეიძლება შევადაროთ ფუკოს ეპიტემეს, როგორც ყოფიერების
წესის განმაპირობებელ ცოდნას ან ცოდნათა სისტემას. როგორც ფუკო განმარტავს თავის
„სიტყვებსა და საგნებში“ „ეპისტემე შეიძლება ის ცოდნა იყოს, რაც თეორიაში ვლინდება,
ან ის რაც უხმოდაა მოქცეული პრაქტიკაში.39“

მართალია, კუნი ლაპარაკობს სამეცნიერო პარადიგმებზე, მაგრამ რადგანაც პოლიტიკაც,


მეცნიერების მსგავსად გარკვეულ საბაზისო აპრიორულ დებულებებს ეყრდნობა,
ვფიქრობთ სავსებით ლეგიტიმური უნდა იყოს ტერმინად „პოლიტიკური პარადიგმის
გამოყენებაც“. “რეალური სამეცნიერო პრაქტიკის ზოგიერთი აღიარებული მაგალითი, -

38
კუნი, თ; სამეცნიერო რევოლუციების სტრუქტურა
39
ფუკო, მ. „სიტყვები და საგნები“, გვ.113.
22
მაგალითი რომელიც შეიცავს კანონს, თეორიას, გამოყენებას და აღჭურვილობას ერთად,
იძლევა მოდელს, რომლისგანაც მეცნიერული კვლევის ცალკეული მწყობრი ტრადიცია
აღმოცენდება. ეს ის ტრადიციებია, რომლებსაც ისტორიკოსი აღწერს რუბრიკებით:
„პტოლემეს (ან კოპერნიკის) ასტრონომია,“ „არისტოტელეს(ან ნიუტონის) დინამიკა“,
„კორპუსკულური(ან ტალღური) ოპტიკა და სხვა40“. კუნის მიერ მაგალითად მოყვანილი
სამეცნიერო ტრადიციები შეიძლება შევადაროთ მეინსტრიმულ შეხედულებათა
სისტემას, რომელიც მიჩნეულია „საღ აზრად.“ (common sense). განსხვავება სამეცნიერო
და პოლიტიკურ პარადიგმებს შორის იმაშია, რომ მეცნიერებას აქვს პრეტენზია
საყოველთაო ჭეშმარიტებაზე, ხოლო აპრიორული დებულებები ხანგრძლივი
პერიოდის მანძილზე მიიჩნევა ეჭვშეუვალად, რისი გადახედვა ან თუნდაც დასაბუთება
არ მიიჩნევა საჭიროდ და აუცილებლად. 41 ამისგან განსხვავებით, რაც პოლიტიკა
გაემიჯნა თეოლოგიას, პოლიტიკური პარადიგმა იმთავითვე გაიგება როგორც
„ისტორიული აპრიორულობა,“ როგორც საყოველთაოდ აღიარებული სოციალური
ხელშეკრულების შედეგი. ამდენად, პოლიტიკურის ველში მყოფი zoon politikon-ის
პოლიტიკური მრწამსის ცვლილება პოლიტიკური სააზროვნო კატეგორიების
“კვაზიტრანსცენდენტალურობითაა“ განპირობებული. „ჩვენი დისკურსი საკუთარი
არსებობით იმ პოზიტიურობებშია ფესვგადგმული რასაც ჩვენი ემპირიული
შემეცნებების ეფუძნება 42
“ აცხადებს ფუკო და ეპიტემეების თუ დისკურსების
„მიწიურობის“ ჩვენებით მათ ავტორიტეტს არყევს.

პოლიტიკური პარადიგმის ცვლილება აისახება ლიტერატურულ ნაწარმოებებში


სიკვდილის ფიგურებთან დამოკიდებულებებშიც. პროფესორი ე. ჯგერენაია (2014)
თავის სტატიაში „სიკვდილის ფიგურები ქართულ კულტურაში“ შენიშნავს: „XX

40 კუნი, თ; სამეცნიერო რევოლუციების სტრუქტურა


41 მაგალითად, დღემდე არ არსებობს იმის დეფინიცია თუ რა არის წერტილი. არც პარალელურ
წრფეთა პოსტულატის დასაბუთებას ცდილობს ვინმე, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის,
რომ გეომეტრია განვითარებულიყო და ევკლიდედან მოყოლებული დღემდე სასწავლო
კურიკულუმის ნაწილში ყოფილიყო შეტანილი.
42 ფუკო, მ. „სიტყვები და საგნები“, გვ. 306.

23
საუკუნის 30-იანი წლების პროლეტარული მწერლობა წარმოგვიდგენს სიკვდილის
ფიგურას, რომელიც მთავარი პერსონაჟი არის კოსმოპოლიტი გმირი, რომელიც
ზოგადსაკაცობრიო, ზოგადპლანეტარული იდეისათვის, პლანეტაზე კომუნისტური
იდეალებისათვის იბრძვის და იღუპება. მაგრამ „სიკვდილი- დაღუპვის“ ფიგურა,
რომელიც სიცოცხლის დასასრულთან პირველი კომუნისტი მწერლების
დამოკიდებულებას აღწერს, აქ როდი სრულდება. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში
ყალიბდება საბჭოთა პატრიოტიზმი, რომელიც უკვე ნაციონალურ ხასიათს ატარებს.
პირველად ჩნდება ნაციის, მისი ტერიტორიის დაცვის იდეოლოგია. გმირები, რომლებიც
სამამულო ომში იღუპებიან, სამარიდან მოგვმართავენ და გვამხნევებენ. მომავალში
ისინი „შინმოუსვლელის“ პერსონაჟებად ყალიბდებიან და ომისშემდგომი
კომუნისტური იდეოლოგიის კომომერატულ რიტუალურ პრაქტიკაში ისხამენ ხორცს.“
მსოფლიო პროლეტარიატისათვის მებროლ რევოლუციონერს საბჭოთა
სამშობლოსათვის მებრძოლი გმირი ანაცვლებს. „დიდი სამამულო ომიდან“
მოყოლებული, საბჭოთა მოქალაქე „სამშობლოსა და სტალინისათვის“ უფრო იბრძვის და
კვდება, ვიდრე მსოფლიო კომუნიზმისათვის.43

პოლიტიკური პარადიგმის აპრიორული დებულებები ხშირად პოლიტიკური


გემოვნების საკითხიცაა, რომელიც ყალიბდება იქედან გამომდინარე, თუ მისი
გამომხატველი ინდივიდები რომელ სოციალურ კლასს, ეთნიკურ, რელიგიურ თუ
სუბკულტურულ ჯგუფებს მიკუთვნებიან. ჩვენი კვლევის ფარგლებში ხსენებულ
ჩამონათვალს თაობასაც ვუმატებთ და სწორედ მის ფაქტორზე იქნება ხაზი გასმული.
რაკი სამეცნიერო პარადიგმაზე გაცილებით უფრო ძლიერ კორელაციაში პოლიტიკური
პარადიგმა იმყოფება, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მისი შეცვლა უფრო ადვილია და
უფრო ხშირად ხდება. პოლიტიკური პარადიგმების შედარებით უფრო ხშირი ცვლა
გვაფიქრებინებს, რომ ტოტალიტარიზმიდან პოსტ-ტოტალიტარიზმზე გადასვლა
სწორედაც რომ პოლიტიკური პარადიგმის შეცვლითაა განპირობებული. ცხადია, ამით
არ უარვყოფთ, სხვა სოციალ-ეკონომიკური თუ საერთაშორისო პოლიტიკური

43
ჯგერენაია, ე. 2014.
24
ფაქტორების გავლენასაც, უბრალოდ წინამდებარე კვლევის ფარგლებში მხოლოდ
პარადიგმების ცვლილებების მნიშვნელობაზე ვფოკუსირდებით და ისე არ უნდა
გავიგოთ, თითქოს ამ ფაქტორის აბსოლუტიზირებას ვახდენთ.44

2.6. ტოტალიტარიზმი და პოსტ-ტოტალიტარიზმი

ტოტალიტარიზმის დახასიათებლად კარლ ფრიდრიხი(1954) 6 ნიშანს გამოჰყოფს:

1. ოფიციალური იდეოლოგია, რომელიც ადამიანის არსებობის ყველა სასიცოცხლო


ასპექტს მოიცავს
2. მკაცრად იერარქიზებული ერთპარტიულობა
3. სრული კონტროლი შეიარაღებულ ძალებსა და საბრძოლო საშუალებებზე
4. მონოპოლია კომუნიკაციის საშუალებებზე
5. ცენტრალიზებულ დაგეგმარებას დაქვემდებარებული ეკონომიკური წარმოება
6. შიდა და გარე „მტერზე“ მიმართულ ძალადობაზე დაფუძნებული პოლიციური
სისტემა45

ტოტალიტარული მოძრაობების წარმოშობასა და მის მასათა მოძრაობასთან კავშირზე


ამახვილებს ყურადღებას ტოტალიტარიზმის ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო
მკვლევარი ჰანა არენდტი: „ტოტალიტარული მოძრაობები ჩნდება იქ, სადაც მასებს, ამა
თუ იმ მიზეზით პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის მადა გაეღვიძათ. ეს მასები არ
არიან შეკავშირებულნი ინტერესთა გაცნობიერებული ერთიანობით, მათ არა აქვთ
კლასობრივი განსაზღვრულობა, რომელიც გამოიხატება კონკრეტული,
შემოსაზღვრული და მისაღწევი მიზნის დასმაში. ტერმინი „მასა“ გამოიყენება მხოლოდ
იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც უბრალოდ
თავიანთი მრავალრიცხოვნების ძალით, ან გულგრილობის, ან ერთითაც და მეორე
მიზეზითაც არ შეიძლება გაერთიანებულ იქნან ინტერესთა ერთობაზე დაფუძნებულ

44
პოსტ-ტოტალიტარული საბჭოთა პარადიგმის გენეზისზე, სტალინის როლზე და ეთნონაციონალიტური
დისკურსის ფესვების ძიებასთან დაკავშირებით იხილეთ დანართი #1.
45
Friedrich, C. The nature of totalitarism. 1954
25
ორგანიზაციაში: ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიებში, მუნიციპალურ ორგანოებში ან
პროფკავშირებში. პოტენციურად, მასები არსებობენ ყველა სახელმწიფოში, ქმნიან რა
უმრავლესობას, რომელიც მოიცავს უზომო ოდენობით ნეიტრალურ, პოლიტიკურად
გულგრილ ადამიანებს, რომელნიც არასოდეს შედიან პარტიაში და თითქმის არაოსედეს
არ მონაწილეობენ არჩევნებში. საინტერესოა, რომ ნაცისტურმა მოძრაობამ თავისი
აღმავლობის პერიოდში და კომუნისტურმა მოძრაობამ 30-იანი წლების ევროპაში, თავის
რიგებში სწორედ ამგვარი, როგორც ჩანდა, გულგრილი ადამიანები მიიწვიეს,
რომლებსაც სხვა ადამიანებმა თავი მიანებეს, რადგან უჭკუოებად და აპათიურებად
მიიჩნევდნენ...ცხადი გახდა, რომ პოლიტიკურად ნეიტრალურ გულგრილ მასას
შეუძლია შეადგინოს მოსახლეობის უმრავლესობა დემოკრატიულად მართულ
სახელმწიფოში და, ესე იგი დემოკრატიას შეუძლია იცხოვროს კანონებით, რომელსაც
აქტიურდ მხარს უჭერს უმცირესობა....“46

ტოტალიტარიზმსა მის წიაღში გაჩენილ იდეოლოგიზირებული პროპაგანდისტული


ხელოვნების აქტიურ, მებრძოლ როლს ხაზს უსვამს ბორის გროისი წიგნ „ხელოვნების
ძალაუფლების“ წინასიტყვაობაში: „რევოლუციური ან, სულაც ტოტალიტარული
რეჟიმებიც ძალთა ბალანსს ისახავენ მიზნად (ისევე როგორც სხვა მოდერნული
რეჟიმები), მაგრამ მიიჩნევენ, რომ ის მხოლოდ პერმანენტული ბრძოლით,
კონფლიქტითა და ომით მიიღწევა. ხელოვნება, რომელიც ძალთა ასეთი დინამიური და
რევოლუციური ბალანსის სამსახურში დგება, აუცილებლად იძენს პოლიტიკური
პროპაგანდის სახეს. ასეთი ხელოვნება ძალაუფლების რეპრეზენტანტის როლს არ
სჯერდება და პირდაპირ ერთვება მისთვის ბრძოლაში, რაკი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ასე
შეუძლია ძალთა ჭეშმარიტ ბალანსს თავის გამოვლენა.“

პოლიტიკის ესთეტიზაციის პარალელურად ადგილი აქვს ესთეტიკის და შესაბამისად,


ხელოვნების პოლიტიზაციასაც: ტოტალიტარიზმის პირობებში: „ხელოვნების ნიმუშები
პროდუქტები არ არიან. განსაკუთრებით საბჭოური ტიპის სოციალისტურ ეკონომიკაში,
სადაც ბაზარი საერთოდაც არ არსებობს. ეს ნაწარმოებები იქმნებიან არა

46
Arendt, H. The Origins of Totalitarianism. 1951.
26
მომხმარებლისთვის, რომელმაც ისინი უნდა იყიდოს, არამედ მასებისთვის, რომლებმაც
ისინი უნდა შთანთქან და მათი იდეოლოგიური შიგთავსი გაიზიარონ“

გროისს სახელმწიფო კონტროლზე აყვანილი, პროპაგანდისტული ხელოვნებაც კი


ტოტალიტარიზმისთვის ნელი მოქმედების ნაღმად მიაჩნია: „იდეოლოგიური ხედვის
ხელოვნების ნიმუშით ჩანაცვლება უსასრულო საკრალური იმედის საარქივო
მასალამდე, ისტორიულ მეხსიერებამდე დაყვანაა... ნებისმიერი იდეოლოგიურად
მოტივირებული ხელოვნება: რელიგიური, კომუნისტური თუ ფაშისტური - ყოველთვის
ერთდროულად აფირმატიულიცაა და კრიტიკულიც. განხორციელება პროექტისა -
რელიგიურის, იდეოლოგიურის, თუნდაც ტექნიკურის - ყოველთვის არის მისივე
უარყოფაც, განხორციელებით ის წყვეტს პროექტად ყოფნას. ყოველი ნაწარმოები,
რომელიც წარმოგვიდგენს რომელიმე იდეოლოგიურ ხედვას, მიწიერს ხდის მას და
ამგვარად, ობიექტ-პარადოქსი ხდება“. ამგვარად, პროპაგანდისტული ხელოვნება
წარმოგვიდგება ორსახა იანუსის ფორმის დისკურსად, ოფიციალურ პოლიტიკურ
დისკურსში. იდეოლოგიზირებული ხელოვნება მუდმივად კონტროლდება,
რაფინირდება დომინანტი დისკურსის მიერ, მაგრამ მუდმივად საკუთარ თავში ატარებს
ფარულ დესტრუქციულ საფრთხეს. ტოტალიტარული რეალიზმის მკაცრი მოთხოვნით
ის გამუდმებით წარმოაჩენს ლეგიტიმურად აღიარებულ ერთადერთ „ჭეშმარიტებას“ მის
„იდეურობას,“ „სოციალისტურ რეალიზმს“ მაგრამ ამ 47 წარმოჩენით სწორედაც რომ
ძალაუფლების დესაკრალიზებას, მის განმიწიერებას ახდენს. მასების აქცენტი კეთდება
ხელოვნების ნაწარმოებით ტკბობის პროცესზე და არა მის საზრისზე. კინოთეატრებში
მოზღვავებულ მაყურებელს თვითონ ფილმის გმირები, მათი არტისტიზმი და სიუჟეტის
მსვლელობა აინტერესებს და არა მისი კავშირი „კომუნიზმში შესვლასთან.“ იარაღი,
რომელიც მასების მუდმივ მოძრაობაში, შექანებულსა და შეძრწუნებულ მდგომარეობის
რეჟიმში გადასაყვანად იყო გამიზნული, სწორედაც რომ საპირისპირო შედეგამდე,
სტაგნაციამდე მიმყვანი მექანიზმი აღმოჩნდა: „მიუხედავად იმისა, რომ თავად კინო
მოძრაობის განდიდებაა, ის - პარადოქსულად - აგდებს აუდიტორიას უძრაობის

47
Penez, P. Cinema and soviet society, 1917-53. Cambridge, 1992.
27
მდგომარეობაში, რისი მსგავსისთვისაც კი არ მიუღწევიათ ტრადიციულ სახელოვნებო
ფორმებს“48 -შენიშნავს გროისი.

ტოტალიტარიზმის პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა


„იდეოლოგიურ ცენზურას,“ რომელიც უშუალოდ პარტიულ მუშაკებთან
ასოცირდებოდა. გადაწყვეტილებას იღებდნენ პარტიის იდეოლოგიური სტრუქტურები
(განყოფილებები, სამმართველოები), რომლებიც იდეოლოგიური სფეროს კურატორს -
პარტიის ცკ-ს მეორე მდივანს ექვემდებარებოდნენ. სწორედ ისინი იღებდნენ ისეთ
დადგენილებებს როგორიც იყო „საგამომცემლო საქმიანობის შესახებ“(1931),
„ლიტერატურულ-მხატვრული ორგანიზაციების გარდაქმნის შესახებ“ (1932) და
„საბავშვო ლიტერატურის გამოცემის შესახებ“(1933).

„დათბობის“ და განსაკუთრებით „უძრაობის“ ხანის პერიოდიდან დაწყებული საბჭოთა


ცენზურა შესუსტდა. მთავლიტმა, როგორც ცენზორმა ორგანომ რეპრესიული ფუნქციის
დაკარგა და სახელმწიფო და სამხედრო საიდუმლოების დამცველის ფუნქციით
შემოიფარგლა. 1966 წლიდან მთავლიტი სსრკ მინისტრთა საბჭოს ბეჭდური სიტყვის
სახელმწიფო საიდუმლოებათა დაცვის სამმართველოდ გადაიქცა.49

ტერმინი „პოსტ-ტოტალიტარიზმი“ პირველად იხმარა ჩეხმა დისიდენტმა და


პოლიტიკურმა მოღვაწემ (მოგვიანებით ჩეხეთის პრეზიდენტი) ვაცლავ ჰაველმა 1978
წელს. 70-იანი წლების საბჭოთა კავშირზე ჰაველი წერს, რომ ის უკვე აღარ არის
ტოტალიტარული, ის პოსტ-ტოტალიტარულია. პრინციპში ადგილი აქვს ერთი
სისტემის სხვა რეჟიმში გადართვას, რომლისთვისაც დამახასიათებელია ელიტების
დეიდეოლოგიზაცია და ჩაკეტილი სისტემის შერჩევითად გახსნა გლობალური
მსოფლიოს წიაღში: „თუ რევოლუციური აღმაფრენა, ჰეროიკა, თავგანწირვა და შმაგი
ძალადობა საერთოდ ახასიათებს კლასიკურ დიქტატურებს, საბჭოთა ბლოკში ამგვარი
ატმოსფეროს ნასახიც აღარ არსებობს. ამჟამად ეს ბლოკი აღარ წარმოადგენს მიუდგომელ

48
გროისი, ბ. ესსები.
49
წერეთელი, ნ. მთავლიტი - საბჭოთა იდეოლოგიის სიმბოლო. შედარებითი ლიტერატურული კრებული.
გვ. 182-183.
28
კუნძულს, რომელიც იზოლირებულია დანარჩენი განვითარებული მსოფლიოსაგან და
აღარც იმუნიტეტი გააჩნია მის გარეთ მიმდინარე პროცესების მიმართ. პირიქით,
საბჭოთა კავშირი არის ინტეგრირებული ნაწილი ვეება მსოფლიოსი, იგიც იზიარებს და
განსაზღვრავს მსოფლიოს ბედისწერას.“ პოსტ-ტოტალიტარიზმის ხანა დგება, როგორც
წესი ქარიზმატული ლიდერების თაობის წასვლის შემდეგ, მისი ჩანაცვლება ე.წ.
„აპარტჩიკებით,“ რომლებიც უფრო მეტად ზრუნავენ საკუთარი პოზიციების და
მათადმი ლოიალურად განწყობილ კლანებზე ძალაუფლების შენარჩუნებით, ვიდრე
იდეოლოგიის დაცვისათვის: „ცხოვრებით ტკბობის მოთხოვნილება, რომელიც
სრულიად არ ახასიათებდა „ძველ რევოლუციურ“ თაობას და ამავე დროს იყო ამ „ძველი
თაობის“ ძალაუფლებით გადაღლის შედეგი, ძალაუფლების არგუმეტაციული ბუნების
ფუნქციურით შეცვლა და ბიოროკრატიის „გახსნა“ იყო სტაგნაციის მნიშვნელოვანი და
მადემორალიზებელი შედეგი.50“

ბიუროკრატიული აპარატის გაბერვა ხელისუფლების ეფექტურობის დაკნინებას,


ცენტრალური დირექტივების აღსრულების მექანიზმების მოშლას იწვევს. „პოსტ-
ტოტალიტარულ სისტემას აკვიატებული აქვს, ყველაფერი ერთადერთ წესრიგს
დაუმორჩილოს. ამგვარ სახელმწიფოში ცხოვრება სავსეა ინსტრუქციების,
დეკლარაციების, დირექტივების, ნორმების, ბრძანებების და წესების გაუვალი ქსელით
(ტყუილად კი არ იწოდება იგი ბიუროკრატიულ სისტემად). დიდი წილი ამ ნორმებისა
ცხოვრებაზე კომპლექსური მანიპულაციის უშუალო ინსტრუმენტებია. ადამიანები
უშველებელი მექანიზმის პაწაწინა ჭანჭინკებად არიან ქცეულნი. მათ მნიშვნელობას
განსაზღვრავს მათი ფუნქცია ამ მექანიზმში.“

ბიუროკრატი ფუნქციონერების პოლიტიკური მოქმედება ხდება რიტულიზებული, ის


ინერციულად ისევ იდეოლოგიას უკავშირდება, მაგრამ ამ ქმედების საზრისის, მიზნის
დავიწყება ხდება. ადგილი აქვს ლოკალური ელიტების მიერ მის თვითნებურ
ინტერპრეტაციას, მათივე კერძო საჭიროებებიდან გამომდინარე. როგორც ჰაველი
აღწერს: „იდეოლოგია, როგორც ხელისუფლების სტრუქტურის მიერ სინამდვილის

50
კაშია, ჯ. ტოტალიტარიზმი. გვ.193.
29
ინტერპრეტაცია, უყოყმანოდ ექვემდებარება სტრუქტურის ინტერესებს. ამიტომ მას
გააჩნია ბუნებრივი ტენდენცია, გამოეყოს სინამდვილეს, შექმნას მოჩვენებათა სამყარო,
იქცეს რიტუალად...რიტუალის ამ დიქტატურის გამო ხელისუფლება სრულიად
ანონიმური ხდება. ინდივიდები თითქმის გათქვეფილნი არიან რიტუალში. ისინი
დინებას მიჰყვებიან და ხშირად ისე ჩანს, თითქოს მხოლოდ რიტუალს გადაჰყავდეს
ხალხი წყვდიადიდან ხელისუფლების ნათელში.“

60-იანი წლების პერიოდის შემეცნებით-გასართობი პროგრამები, სულაც არა ჰგავს


ლენინურ-სტალინური პერიოდის „მებრძოლი სოციალიზმის პროპაგანდას“

7 ნოემბრის სატელევიზიო პროგრამა:

09.45 - სამხედრო პარადისა და მშრომელთა დემონსტრაციის რეპორტაჟი თბილისიდან


და მოსკოვიდან. დემონსტრაციის დამთავრების შემდეგ კონცერტი: „საყვარელო
სამშობლოვ“ (გადმოცემა მოსკოვიდან)

14.50 - კინონარკვევი.

15.20 - ქართული მხატვრული ფილმი: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“

16.50 - სადღესასწაულო მუსიკალური პროგრამა (გადმოცემა მოსკოვიდან)

17.30 - ბავშვებისთვის საზეიმო კონცერტი

18.25 - გადაცემა „შთაგონების წყარო“

19.00 – „თეატრალური კონცერტი“

19.50 - სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი „ალფა და ომეგა“

20.30 - სადღესასწაულო კონცერტი (გადმოცემა მოსკოვიდან)

22.00 - სამხედრო პარადისა და მშრომელთა დემონსტრაციის რეპორტაჟი. (გადმოცემა


მოსკოვიდან)

30
23.15 - „მოამბე“ -საინფორმაციო პროგრამის სპეციალური გამოშვება.51

იმისათვის რომ დავინახოთ კონტრასტი ტოტალტარულსა და პოსტ-ტოტალიტარული


პერიოდების პროპაგანდას, როგორც რეჟიმის რეპრეზენტატორებს შორის, მოვიყვანოთ
1930 წლის მედიის მაგალითი. ამ განსხვავების დასტურია „ოქტომბრის რევოლუციის მე-
13 წლისათვის შერჩეული ფილმების სია“ და მათი რაოდენობა:

1. ისტორიულ რევოლუციონერული ფილმები -10


2. ოქტომბრის რევოლუცია და სამოქალაქო ომი - 29
3. ეროვნულ უმცირესობათა ბრძოლა თავის განთავისუფლებისათვის - 12
4. სოციალისტური მშენებლობა - 20
5. პოლიტიკური საგანმანათლებლო ფილმები - 8
6. წითელი არმია და ფლოტი - 9
7. ყოფა-ცხოვრების რეკონსტრუქცია -8
8. კაპიტალისტური ქვეყნები და რევოლუციონერული მოძრაობა -15

სისტემის დეიდეოლოგიზაციასა და დემორალიზაციას, როცა ელიტებს აღარ სჯერათ


უტოპიური მიზნების, ერთადერთ სამოღვაწეო არედ კონსუმერიზმი რჩება. ერთი მხრივ
რჩება ძველი კვაზი-სოციალისტური ტოტალიტარული საზოგადოებრივი
ინსტიტუტები და მეორე მხრივ, იქმნება კაპიტალისტური მომხმარებლური
საზოგადოება, რომლის ბირთვსა და მაგალითის მიმცემს თავადვე ელიტები
წარმოადგენენ: „პოსტ-ტოტალიტარული სისტემა აშენებულია საძირკველზე, რომელიც
ჩაყარა დიქტატურისა და სამომხმარებლო საზოგადოების შეჯახებამ52“ - ასკვნის ჰაველი.

ტოტალიტარიზმიდან პოსტ-ტოტალიტარიზმზე გადასვლა პოლიტიკური ელიტების


თაობათა მონაცვლეობასთან კორელაციაშია, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი
კვლევის ჰიპოთეზის საფუძვლიანობაში: „მაშინ როცა კლასიკურ დიქტატურებში
მემკვიდრეობითობის საკითხი მუდამ რთულად წყდება (პრეტენდეტებს არ შეეძლოთ
დაესაბუთებინათ თავიანთი პრეტენზიების კანონიერება, ამიტომ მუდამ შიშველ ძალას

51
7.11.1968. კომუნისტი.
52
http://burusi.wordpress.com/2013/11/23/havel/
31
მიმართავდნენ ხოლმე), პოსტ-ტოტალიტარულ სისტემაში ძალაუფლება გადადის
პიროვნებიდან პიროვნებაზე, ხროვიდან ხროვაზე, თაობიდან თაობაზე.“ პოსტ-
ტოტალიტარიზმში ელიტები აღარ აპელირებენ შიშველ ძალაუფლებაზე
ლეგიტიმურობის მისაღწევად, რადგან ძალაუფლება არსებითად ბიუროკრატიულ
აპარატებშია გაბნეული. შესაბამისად, ფორმალური მმართველების მონაცვლეობაც,
ძალაუფლების დაკარგვისა და იდეოლოგიის გაუფასურების გამო მხოლოდ ავტომატურ
ხასიათს ატარებს.

ამგვარად, პოსტ-ტოტალიტარიზმი ემთხვევა მასათა სტაგნაციას, პოლიტიკური


პროცესების შენელებას და იდეოლოგიის სიმბოლურ ხასიათს: „სტაგნაციაში საბოლოოდ
დადგინდა, რომ ტოტალიტარულმა წყობამ განიცადა ფორმალიზაცია და მისი რეალური
ინტერესები უკვე იფარგლებოდა ფორმალურად შენარჩუნებული ძალაუფლებრივი
სტრუქტურებით და გამოსახულებით. 53
“ ტოტალიტარულისაგან განსხვავებით,
პოლიტიკური პროცესები „პოსტ-ტოტალიტარულ სისტემაში უპირატესად
საპირისპიროა. ისინი სტატიკურია და სტაბილური; სოციალური კრიზისი უმეტეს
წილად მხოლოდ ლატენტურად არსებობს (თუმცა მიმდინარეობს ძალიან ღრმად).
მომქმედი პოლიტიკური ხელისუფლების დონეზე საზოგადოება მკვეთრად არ არის
პოლარიზებული.“ რადგანაც აღარ არსებობობს კლასობრივი განსხვავება და მათ შორის
ბრძოლა, სისტემაში ყველა ადამიანი არის ერთდროულად ჩაგრულიც და მჩაგვრელიც,
შესაბამისად საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა ყველა ადამიანისთვის აქტუალური
ხდება, რაც ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის დისიდენტური მოძრაობების
ჩამოყალიბებისათვის;

ისტორიკოსები დისიდენტობის დასაწყისად მიიჩნევენ 1966 წლის თებერვალში


მწერლების - ანდრეი სინიავსკის და იური დანიელის წინააღმდეგ გამართულ პოსტ-
სტალინური ეპოქის პირველ პოლიტიკურ საჯარო პროცესს. დისიდენტებმა 60-იანი
წლების შუაში რამდენიმე ასეული ინტელექტუალი, ხოლო ათი წლის შემდეგ,
მოძრაობის აპოგეის პერიოდში, ათასიდან ორი ათასამდე შეადგინეს. მათ დასაბამი

53
კაშია, ჯ. ტოტალიტარიზმი.
32
დაუდეს წინააღმდეგობის გამოხატვის რადიკალურად განსხვავებულ ფორმას. ისინი
ითხოვდნენ საბჭოთა კანონების, კონსტიტუციის და სსრკ-ს მიერ ხელმოწერილ
საერთაშორისო შეთანხმებების ზედმიწევნით შესრულებას... მათ უარი თქვეს
იატაკქვეშა საქმიანობაზე, ახდენდნენ თავიანთი საქმიანობის ფართო რეკლამირებას,
აწყობდნენ პრესკონფერენციებს, სადაც მოწვეულნი იყვნენ უცხოელი
კორესპონდენტები54.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დისიდენტური მოძრაობები ჩნდება პოსტ-


ტოტალიტარული ეპოქის დადგომისთანავე, გადაჯაჭვულია ლოკალურ
ნაციონალიზმებთან და ხასიათდება ირაციონალობისაკენ მიდრეკილებით; ის
კორელაციაში იმყოფება ჰუმანიტარულ პროფესიებთან. დისიდენტებად მწერლები,
პოეტები, მუსიკოსები, ისტორიკოსები და ფილოლოგები გვევლინებიან:

„თუ სხვადასხვა „დისიდენტურ მოძრაობათა“ მამოძრავებელი ძალა წარმოდგება


„არაპოლიტიკური“ პროფესიებიდან, ეს ხდება არა იმიტომ, რომ ეს ხალხი იმათზე
ჭკვიანია, ვისაც თავი უპირველეს ყოვლისა პოლიტიკოსებად მიაჩნიათ. ამის მიზეზი
ისაა, რომ არაპოლიტიკოსი ტრადიციული პოლიტიკური აზროვნებათა და
პოლიტიკური ჩვევებით შებოჭილი არაა. ამიტომ პარადოქსული კია, მაგრამ ისინი
უკეთ წვდებიან უტყუარ პოლიტიკურ რეალობას და უკეთ გრძნობენ, რისი გაკეთება
შეიძლება და რა უნდა გაკეთდეს მოცემულ ვითარებში.“55

შეგვიძლია ვთქვათ, პოსტ-ტოტალიტარულ პერიოდში საფუძველი ეყრება კონტრ-


პოლიტიკას, რომელიც თავისი ბუნებით არც მემარჯვენეა და არც მემარცხენე.
დეიდეოლოგიზაციასთან ერთად ხდება ბრძოლა ზოგადად რაციონალურობასთან, წინა
პლანზე მოდის რელიგიური და ნაციონალისტური ისტერია, მოდაში შემოდის პრე-
მოდერნული ღირებულებები, დისკურსიდან ხდება „სოლიდარობის“ განდევნა, მის
ადგილას კი „ერთსულოვნება“ იკავებს. პოსტ-საბჭოთა, პოსტ-ტოტალიტარული

54
კომუნიზმის შავი წიგნი
55
http://burusi.wordpress.com/2013/11/23/havel/

33
საზოგადოება საზოგადოებრივი წესრიგის ახალ რეჟიმში შედის, თუმცა ეს სხვა კვლევის
საგანია.

3. ჰიპოთეზა

პოლიტიკური პარადიგმის ცვლილება პოლიტიკური ელიტების თაობების


მონაცვლეობასა და მასთან ერთად, კოლექტიური მეხსიერების შეცვლაზეა
დამოკიდებული.

4. მეთოდოლოგია

რადგანაც საქმე ეხება კოლექტიური მეხსიერების, პოლიტიკური პარადიგმების ცვლის


და პოლიტიკური ელიტების მონაცვლეობის ერთმანეთთან მიმართების საკითხს,
როგორც დიაქრონიული პროცესების ზედდებას, კვლევის მეთოდად გამოყენებულ იქნა
ცოდნის არქეოლოგია და დისკურსის ანალიზი.

სხვადასხვა ისტორიული ეპოქა ცოდნის განსხვავებულ სტრუქტურებს მოიცავს.


ისტორიული მეხსიერების შრეობრივი ანალიზისას ჩვენ ვაწყდებით წყვეტას, ხოლო
ისტორიის მსვლელობა წარმოგვიდგება არა როგორც მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი
ჯაჭვი, არამედ როგორც მრავალგანზომილებიანი სივრცე. ყოველ სტრატაში ჩვენ
ვნახულობთ a priori მიჩნეულ რწმენებს, წინასწარაკვიატებულ იდეებს ან ვარაუდების
სისტემას. კარლო გინგსბურგიც ვარაუდებს მიიჩნევს წყალგამყოფად პარადიგმების
ცვლილების დროს: „ისევე, როგორც სამედიცინო ცოდნა, ისტორიული შემეცნებაც
ირიბი, სამხილებზე და ვარაუდებზეა დამყარებული 56 .“ სწორედ ამგვარი დაშვებები
ქმნიან ერთგვარ ეპისტემეს, პარადიგმებს, რომლებიც შესაძლებელს ხდიან მხოლოდ

56
კარლო გინძსბურგი ამ დასკვნას ადამიანის უძველესი ისტორიის გააზრებით აკეთებს: „სამხილთა ან
სამკითხაო პარადიგმის მიღმა კაცთა მოდგმის ინტელექტუალურ ისტორიაში ალბათ ყველაზე ძველი
ჟესტი შეინიშნება: მონადირე, რომელიც ტალახში ჩაცუცქულა და ნაკვალევს აკვირდება“
34
განსაზღვრული ტიპის ცოდნებს, სამყაროს გაგებებს და ქმნიან შემეცნების საზღვრებს,
რომელთა მიღმაც რაიმეს მოაზრება შეუძლებელია. ფრანგი პოსტ-სტრუქტურალისტი
მოაზროვნის მიშელ ფუკოს სიტყვებით რომ ვთქვათ ეპისტემე შესაძლებელს ხდის
დისკურსს. დისკურსით აღვნიშნავთ მსჯელობის თანამიმდევრულობისა და ცოდნის
ორგანიზების იმგვარ ფრომას, რომელიც ზეგავლენაზეა ორიენტირებული; 57 ის
შეიძლება გავიგოთ გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეულ, საჯაროდ გაცხადებულ
მეტყველებად, რომელიც მიბმულია გარკვეულ ეპოქასთან და რომელიც ნებით თუ
უნებლიედ რაღაც გამონათქვამებს “პრესავს”. სწორედ დისკურსის ფრაგმენტულ,
წყვეტილ ისტორიას აღწერს ცოდნის არქეოლოგია და მიუთითებს ამ პროცესის
არაერთგვაროვნებაზე, ნახტომებზე და დაბრკოლებებზე.

ბახტინი(1981) ორი სახის დისკურს გამოყოფს: მონოლოგიურს და დიალოგიურს.


მონოლოგიური დისკურსი ცალკე მდგომი ხმაა, რომელიც არ უშვებს სხვა
დაპირისპირებულ ხმას. იგი ოფიციალური განცხადების, მოწოდების, საბოლოო და
ეჭვშეუვალი სიტყვის სახითაა წარმოდგენილი. დიალოგური დისკურსი კი რამდენიმე
არაშეწყმული ხმის კომუნიკაციისას წარმოიშვება. იგი ისეთ „ცნობიერებათა სიმრავლეს“
გამოხატავს, რომელიც არ ერთიანდება ერთ მონოლოგურ ხმაში.

ბახტინის(1973, 1984) მტკიცებით, ცალკეულ პიროვნებათა გამონათქვამებში ყოველთვის


არის მათ მიერ წარსულში წარმოთქმულის კვალი, ვინაიდან ისინი არიან წარსულთან
ურთიერთქმედებაში. ეს კვალი, თითოეულ ახალ წარმონათქვამს სიცოცხლეს ანიჭებს,
მიუთითებს რა წარსულის გამოცდილებაზე, დაფუძნებულ ისტორიებზე,
საზოგადოებრივ ურთიერთობებსა და იდეოლოგიურ პერსპექტივებზე. ინდივიდები
დისკურსის მხოლოდ მოზაიკები ხდებიან და მხოლოდ საკუთარი გამონათქვამების
უნიკალურობაზე არიან პასუხისმგებლები.

57
კილანავა, ც. ქართული ნაციონალური დისკურსი, კოლონიური სინამდვილე და ილია ჭავჭავაძის
პოეტური შემოქმედება. შედარებითი ლიტერატურის კრებული. 2013. გვ. 281.
35
ამ მეთოდის გამოყენებისას, ყურადღებას არ ვაქცევთ დისკურსის სემანტიკურ შინაარსს
თუ ლოგიკურ წყობას, არც გამომთქმელის ფსიქოლოგიური თავისებურებები
გვაინტერესებს.

ცოდნის არქეოლოგია ცდილობს გვიპასუხოს კითხვებზე: რა გავლენას ახდენს


სოციალურ გარემოზე ენა, ლოგიკა და ეპისტემე? როგორ გამოავლენს ძალაუფლება თავს
ცოდნის ფორმით? რა გავლენას ახდენს ცოდნა-ძალაუფლების იმპლიკაციური ერთობა
შემმეცნებელი სუბიექტის ფორმირებასა და საზოგადოებრივი წესრიგის
ჩამოყალიბებაზე? როგორ იყენებენ ამგვარ ცოდნას გაბატონებული კლასები
ძალაუფლების შესანარჩუნებლად? თავად ამ ცოდნის კონსტრუირება რა გზებით
ხორციელდება? სად გადის a priori აღებული კულტურული წინამძღვრების საზღვრები?
როგორ ხდება ერთი ეპისტემედან მეორეზე გადასვლა?

მიშელ ფუკო გვთავაზობს, რომ ისტორიის, როგორც არქეოლოგიური ფენების სერიების


კონცეპტუალიზება მოვახდინოთ. თითოეული ეს ფენა ქმნის „დისკურსის ფორმაციებს“
ანუ სამყაროს შესახებ ფიქრისა და ლაპარაკის წესთა თხრობებს. ეს ფენები მკაცრ
საზღვრებს ავლებენ და გვიმჟღავნებენ იმ „წყვეტებს,“ რომლებიც მონიშნავენ
პოლიტიკური და სოციალური დისკურსების უეცარ შეცვლას.58

„ყველაფერი რაც დისკურსს გამოხატავს ფარულად დაფუძნებულია „უკვე ნათქვამზე“;


და ეს უკვე ნათქვამი არ არის მხოლოდ ფრაზა, რომელიც მხოლოდ უკვე ნათქვამია, ან
ტექსტი რომელიც უკვე დაწერილია, არამედ „არასდროს-ნათქვამი“,
არანივთიერი/არამატერიალური დისკურსი, ხმა რომელიც ისეთივე ჩუმია, როგორიც
სუნთქვა, ნაწერი რომელიც უბრალოდ მორიგი ღრმულია, რომელსაც თავისი ნიშანი
აქვს. ამიტომაც სავარაუდოა, რომ ყველაფერი რაც ფორმულირებულია დისკურსში უკვე
არტიკულირებული იყო ნახევრად-სიჩუმის მდგომარეობაში, რომელიც წინ უსწრებდა
მას, რომელიც დაბეჯითებით აგრძელებს არსებობას მის ქვეშ, მაგრამ რომელსაც ის
ფარავს და აჩუმებს/ ადუმებს.

58
Foucault, M. The Archeology of Knowledge, trans. A. M.. Sheridan Smith (New York: Pantheon, 1972), 31-38, 126-31,
166-77.
36
„ნახევრად-სიჩუმის მდგომარეობაში მყოფი ხმა,“ რომელიც მონოლოგიური დისკურსის
მიღმა იმყოფება არსებობს საზოგადოების კულტურულ-კოლექტიური მეხსიერების
სახით და პოლიტიკური პარადიგმის შეცვლამდე იმყოფება „მძინარე ვულკანის“
მდგომარეობაში: „9 მარტი 59
ათწლეულების მანძილზე რჩებოდა ჩახშულ,
საზოგადოებრივი დისკურსისთვის ტაბუდადებულ მოვლენად, რომელიც კოლექტიურ
მეხსიერებაში განაგრძობდა არსებობას და, საბჭოური პერიოდის სხვა რეპრესირებული
ტრამვების მსგავსად, გადაიცემოდა მხოლოდ ზეპირი ისტორიების ფორმით.“60 9 მარტის
შემდგომ გამოქვეყნებულ ქართულ საბჭოთა პერიოდულ პრესაში საერთოდ არის ცნობა
ამ მოვლენების შესახებ, გზეთები ტრადიციული საბჭოთა თემატიკით და რიტორიკით
არის სავსე61.

საბჭოთა პრესა რომ მონოლოგიური დისკურსის მატარებელი და პროპაგანდის იარაღი


უნდა ყოფილიყო გაცნობიერებული ჰქონდა ლენინსაც: „გაზეთს შეუძლია იყოს და უნდა
იყოს პარტიის იდეური ხელმძღვანელი, შეუძლია განავითაროს და უნდა განავითაროს
თეორიული ჭეშმარიტება, ტაქტიკური დებულებანი, საერთო ორგანიზაციული იდეები,
მთელი პარტიის საერთო ამოცანები ამა თუ იმ მომენტში.“62 მსგავსად ამისა, 1930 წლით
დათარიღებულ „დამკვრელ გაზეთს,“ რომლის მხოლოდ ერთი ნომერი გამოვიდა
წამძღვარებული ჰქონდა სტალინის შემდეგი მოსაზრება: „პრესა ეს არის ერთადერთი
იარაღი, რომლის მეშვეობით პარტია ყოველდღე, ყოველ საათს ელაპარაკება მუშათა
კლასს თავის, მისთვის საჭირო ენაზე. პარტიასა და კლასს შორის სულიერი ძაფების
გამბმელი სხვა საშუალებანი, სხვა ასე მოქნილი აპარატი არ არსებობს.“63

საბჭოთა იდეოლოგიური პრესის ანალიზისას, რომელიც გაბატონებულ, მონოლოგიური


დისკურსის მედიაციას ახდენს, საჭიროა აქციდენციალურ, „მეცხრე ხარისხოვან,“

59
იგულისხმება 1956 წლის 9 მარტს თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების დახვრეტა.
60
ანტისაბჭოური სიტყვიერება. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი.
61
იხ. http://www.idfi.ge/archive/?cat=about_organization&lang=en.
62
ვ.ი.ლენინი, თხ.IV გამოც., ტ.6, გვ. 286.
63
კუპრეიშვილი, ნ. ბრძოლა ჰეგემონიისათვის: რაპპიდან სტალინურ კულტურამდე. შედარებითი
ლიტერატურის კრებული. ნ. 1. გვ. 92.
37
გაზეპირებულ შაბლონებსა თუ იმპლიციტურად ნაგულისხმევ ფრაზებს მივაქციოთ
ყურადღება, რათა მივაკვლიოთ ყველაზე მნიშვნელოვან აპრიორულ დაშვებებს,
ისტორიულ ხდომილებებს, რომლებიც შესაძლებელს ხდიან ამ დისკურსს და სივრცეს
ქმნიან არსებული პოლიტიკური რეჟიმის არსებობისათვის. ხდომილებას, პარადიგმებიც
ცვლის მომენტს თუ ეპისტემოლოგიურ წყვეტას მხოლოდ წვრილმანებში თუ მივაგნებთ:
როგორც აბი ვარბურგი იტყვის „ღმერთი დეტალებში იმალება.“

ფუკოს მიხედვით, ეპისტემოლოგიური წყვეტა მოულოდნელად, ერთბაშად ჩნდება,


მაგრამ ყოველი მომდევნო დისკურსი წინასგან მოწყვეტილი სულაც არ არის; ის მასთან
აუცილებლად კავშირშია, რაც ხშირად მათ შორის კონტრასტისთვის ხაზგასმით არის
ნაჩვენები. ფუკოს თქმით არსებულ დისკურსში ჩანასახად მყოფი მომავალი დისკურსი
მისი მტკიცებების ფორმათა ვარიაციებში უნდა ვეძებოთ: “დისკურსული სფეროს
ანალიზსათვის ჩვენ უნდა ჩავეჭიდოთ მტკიცებებს მისი გამოჩენის ზუსტ
სპეციფიკურობებში; განვსაზღვროთ მისი არსებობის პირობები, დავადგინოთ მისი
საზღვრები, განვსაზღვროთ მისი კავშირები სხვა მტკიცებებთან, რომლებიც თავის
მხრივ შესაძლოა დააკვშირებულნი იყვნენ მასთან, და ვაჩვენოთ მტკიცებათა რომელ სხვა
ფორმებს გამორიცხავს ის.64“

5. ემპირიული მასალა და მისი ანალიზი

5.1. რელევანტური ინფორმაციის შერჩევის პრინციპები

კვლევის საჭიროებიდან და მასალების ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, ემპირიულ


მასალად შეირჩა საბჭოთა 1930, 1964-69 წლების იდეოლოგიურ პრესაში 65 , კერძოდ
გაზეთ „კომუნისტსა“ და „პრავდაში“ გამოქვეყნებული მოწინავე სტატიები, მოწოდებები,

64
Foucault, M. The Archeology of Knowledge, trans. A. M.. Sheridan Smith (New York: Pantheon, 1972), 31-38, 126-31,
166-77.
65
1930 წელი შეირჩა როგორც ტოტალიტარიზმის კლასიკური პერიოდის რეპრეზენტატული თარიღი,
ხოლო 1964-69 როგორც პოსტ-ტოტალიტარიზმზე გადასვლი ისტორიული პერიოდი. ამ პერიოდის
დაზუსტებაზე იხილეთ ქვემოთ.
38
ლოზუნგები, საბჭოთა ლიდერების „აფორიზმები,“ იდეოლოგიის ახლებური
გააზრებები და განსაკუთრებით ის მასალები, რომლებიც ეხება ჩვენი ორი საკონტროლო
ხდომილების „დიდი სოციალისტური რევოლუციის“ და „დიდი სამამულო ომის“
გაგებას. ვიკვლევთ არა იმას, თუ სინამდვილეში როგორი ტიპის ისტორიული
მოვლენები იყო ბოლშევიკური გადატრიალება და მეორე მსოფლიო ომი, არამედ იმის
შესწავლა, თუ ამ ორი ხდომილების გარშემო როგორ ხდება მთელი კოლექტიური
მეხსიერების სტრუქტურის ჩამოყალიბება. კვლევის საგანი ხდება არა წარსული,
როგორც ასეთი, არამედ მეხსიერება მის შესახებ.

ემპირიულ დონეზე რომ დავინახოთ კონტრასტის მასშტაბები ტოტალიტარული


პერიოდის საბჭოთა რეჟიმსა და პოსტ-ტოტალიტარულ პერიოდზე გადასვლი წლებს
შორის, მივმართავთ შედარების მეთოდს და ცოდნის არქეოლოგიას. შესაბამისად, გარდა
საკვლევი კითხვებისა, ემპირიული მასალის დამუშავების პროცესში ისეთი
მნიშვნელოვანი საკითხები წამოვიდა წინ, რასაც მკვლვარი წინასწარ ვერ
წარმოიდგენდა.

5.2. ხდომილება - „დიდი სოციალისტური რევოლუცია“ ტოტალიტარული


რეჟიმის პერიოდში

საბჭოთა კავშირის შექმნასთან დაკავშირებით, საქართველოს ანექსიის შემდგომ


მიღებულ თეზისების პირველსავე მუხლში ნათქვამია: „რევოლუციისა და სამოქალაქო
ომის წლებმა მჭიდროდ შეადუღა საერთო ბრძოლაში ყველა საბჭოთა რესპუბლიკები და
შექმნა ერთიანი საბრძოლველი პროლეტარული ფრონტი ბურჟუაზიული მსოფლიოს
წინააღმდეგ.“

1923 წლის „ზარია ვოსტოკა-ში“ ქვეყნდება სტატია „ოქტომბრის დიდი დღესასწაული,“


სადაც აღნიშნულია, რომ „1917 წელს, 25 ოქტომბერს ძველი სტილით და, 7 ნოემბერს
ახალი სტილით, რუსეთის მუშებმა და გლეხებმა - პირველად ჩაიგდეს ხელში ძალა-
უფლება, დაამხეს მეფის, ბურჟუების და მემამულეების მთავრობა“

39
1924 წლის 27 იანვარს გავრცელებულ, ლენინის გარდაცვალების დღესთან
დაკავშირებულ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის
მოწოდებაში აშკარად ჩანს კოსმოპოლიტური სულისკვეთება და სახელმწიფო
იდეოლოგიის ლენინის ფიგურასთან გაიგივება: „კომუნისტური პარტია, აღზრდილი
ლენინის მოძღვრებაზე და მისი უშუალო ხელმძღვანელობით, პარტია რომელმაც გაიარა
სამოქალაქო ომის საშინელი ქარცეცხლი, ცარიზმისა და შეთანხმებულთა ბრძოლის
მძიმე ხანა, გამოსძებნის გზას, რომელსაც ჩვენ გავყვებით მომავალში ულენინოდ. ეს
არის ლენინიზმი.

კომუნისტური პარტია ყველა მშრომელებთან ერთად არ გაუშვებს ხელიდან


კაპიტალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დროშას, სანამ იგი არ აღგვის, დედამიწის
პირისაგან ბურჟუაზიული წყობილების უკანასკნელ ნაშთებს.“

1924 წლის 6 სექტემბრის სრულიად საქართველოს ცაკისა და სახალხო კომისართა


საბჭოს მიმართვაში ქართველი ხალხისადმი გაჟღერებულია ბოლშევიკური
გადატრიალების პარადიგმული ხასიათი: “საბჭოთა რევოლუცია უმაგალითო
ისტორიული ქარტეხილია კაცობრიობის ცხოვრებაში.“

ტოტალიტარული პრესისთვის დამახასიათებელია, ფაქტობრივად არსებული


პრობლემების გაშუქებათა სერიები რამოდენიმე დღის მიყოლებით, განგაშის ატეხვის
მიზნით, რასაც მოყვება ამ პრობლემის პარტიული „ჩინოვნიკებისთვის“ გადაბრალება,
გაზეთის მოწინავე სტატიებში მათი იდეოლოგიური დისკრედიტაცია, მტრად
გამოცხადება და რეპრესიული ღონისძიებების აუცილებლად გატარების საჭიროების
დაყენება. მაგალითისთვის მოვიყვანოთ ორი საგაზეთო სათაური „კომუნისტის“ ერთ
ნომერში:

„ოქტომბრის პირველმა და მეორე დეკადამ ვერ მოგვცა დამაკმაყოფილებელი შედეგები.


ჭიათურის ქვანახშირის მაღაროებში, ბარიტის სამრეწველო რაიონებში მუშაობის
ტემპები თანდათან სუსტდება.“ და „აჭარისტანის ხე-ტყის ქარხნები ჩამორჩნენ.66“

66
1.09.1930. კომუნისტი.
40
სამი დღის შემდეგ, გაზეთ კომუნისტის ფურცლებზე დგება დამნაშავეთა მკაცრად
დასჯის საკითხი:

„ლენინის პარტია არის პირდაპირი, თავის მოწინააღმდეგეთა მიმართ მკაცრი,


დაუნდობელი. მის რიგებში გაბატონებულია რკინისებური დისციპლინა“ 67 . ამის
შემდგომი ნომრების სავსეა კონკრეტული პარტიული მაღალჩინოსნების საჯაროდ
„მხილებით,“ მათი „მზაკვრული გეგმების“ წარმოჩინებით, „შეთქმულების“ აღიარებითი
ჩვენებების და იდეოლოგიური „უკლონიზმის“ დაგმობით.

ახლა ვნახოთ, „დიდი სოციალისტური რევოლუციის“ მესიანისტური როლი და მისი


აპოკალიფსური სასჯელების გაცხადება კომუნისტური პარტიის ცენტრალური
კომიტეტის ლოზუნგებში:

„მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლებას შეუძლია იხსნას ქვეყანა ომებისა და სისხლის


ღვრისაგან. გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას მთელ მსოფლიოში.

ბიუროკრატიზმი ბოლშევიკური თვითკრიტიკის, მასების რევოლუციონური


თვითკრიტიკის და მშენებლობის ბოლშევიკური ტემპების დაუძინებელი მტერია. ძირს
ბიუროკრატიზმი.

ბოლშევიკური თვითკრიტიკა ჩვენი დეფექტების გამომჟღავნების საშუალებაა.“

აღსანიშნავია, რომ „ბოლშევიკური თვითკრიტიკა“ უმეტესწილად იდეოლოგიის


სიბრტყეში ხდება:

„საბჭოთა კავშირის მუშათა კლასი თავისი ავანგარდის - ლენინური პარტიის ნაცადი


ხელმძღვანელობით აწარმოებს გაშლილ სოციალისტურ შეტევას კაპიტალისტური
ელემენტების წინააღმდეგ და მტკიცე პროლეტარული თავგამოდებით სძლევს დიადი
სოციალისტური მშენებლობის ფონზე წამოჭრილ ყველა სიძნელეს“.

67
4.09.1930. კომუნისტი
41
სახასიათოა, რომ კაპიტალისტური ელემენტების ძიება, აღმოჩენა და განადგურება
ხდება სისტემის შიგნით, აგრესიის მიმართვა ხდება გარედან მოსულ მტერზე, არამედ
მისსავე „შეცთომილ“ ელემენტებზე: „იმპერიალისტური ავაზაკების,
კონტრრევოლუციონერი ემიგრანტების, მავნებლებისა და კულაკების ვერაგულ ცდებს
ვუპასუხოთ ინტერვენციის აგენტების მოსპობით და სოციალიზმის ფართო შეტვით
ჩვენი სამეურნეო მშენებლობის ყველა ფრონტზე“.68

სისტემის რეპრესიული მექანიზმი ემსახურება „სიწმინდის შენარჩუნებას,“ მუდმივ


ტოტალიზებასა და „არათანაზომადის მოკვეთას“ რაც შეიძლება ტოტალიტარიზმის
არსებით მახასიათებლად მივიჩნიოთ: „დაუნდობლად გავაძეოთ საბჭოებიდან
კულაკების აგენტები, მემარჯვენეები, კლასობრივი მტრის დამქაშები და
სოციალისტური მშენებლობის ყველა სხვა მოწინააღმდეგეები“69.

ცხადია, ტოტალური სისტემა ვერ იტანს მის წიაღში ალტერნატიულ წესრიგს,


ნებისმიერი სახის იდეოლოგიურ გადაცდომას, მისი მატარებლები თუნდაც
„თავგამოდებული ძველი რევოლუციონერები“ ანდა სამოქალაქო ომის ბოლშევიკი
ვეტერანებიც რომ იყვნენ, თუმცა რეპრესიებს ერთი ფუნქციას აქვს: მასებში
განსხვავებული კოლექტიური მეხსიერება წაშალოს, მისი მატარებლების ფიზიკური
განადგურებით, რადგანაც სტალინურ ყაიდაზე რომ ვთქვათ: „არ არის ადამიანი, არ არის
პრობლემა.“

სტალინის ამოცანა იყო დაევიწყებინა მასებისთვის (რომელიც ჯერ კიდევ არ იყო


აგრერიგად დაშორებული „ძველ დროს“) წარსული, მოეკვეთა და მოესპო მათში
მეხსიერება... მოესპო „ძველი ცნობიერების“ მქონე ადამიანი ფიზიკურადაც და
მენტალურადაც და ეს სიცარიელე შეევსო „ახალი საბჭოთა ადამიანით70.

68
საქ. კ.პ.(ბ) ცენტრალური კომიტეტის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის გაერთიანებული პლენუმის
რეზოლუცია. 25.09.1930. კომუნისტი.
69
19.09.1930. კომუნისტი
70
კაშია, ჯ. ტოტალიტარიზმი. გვ. 236

42
„ნიკოლოზის დროინდელი“ კოლექტიური მეხსიერებისაგან თავისუფალი „ახალი
საბჭოთა ადამიანი“ ახალი მეხსიერებით უნდა აივსოს, რომელიც მეხსიერების ჩარჩოდ
ქცეულ, საყრდენი ძალის მქონე, თვითდამდგენი მოვლენისაგან უნდა იღებდეს დასაბამს
და გამუდმებით მისგან იკვებებოდეს. ამგვარი მოვლენა სულაც არაა აუცილებელი
სინამდვილეში მოხდეს, მთავარია მან ახალი შესაძლებლობა გახსნას სუბიექტებისთვის.
თუ „ბოლშევიკური გადატრიალება“ ისტორიული ფაქტია, „დიდი სოციალისტური
რევოლუცია“ შეიძლება ახალ „ხდომილებად“ მივიჩნიოთ ამ ცნების ბადიუსეული
გაგებით. სწორედ ამ ისტორიული ხდომილების გარშემო ხდება ტოტალიტარული
დისკურსის აგება.

ვინაიდან ბოლშევიკურ პარტიას ლეგიტიმაციის კრიზისი უდგას ხელისუფლებაში


ძალადობრივი გზით მოსვლის გამო, ერთის მხრივ საკუთარ თავს მუშათა მოძრაობის
რეპრეზენტაციად ასაღებს, მეორე მხრივ კი ბოლშევიკური გადატრიალებას ისტორიულ
ხდომილებად აცხდებს და მის პროპაგანდას ეწევა პრესის და კინოს მეშვეობით;

კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებულ მედია საშუალებებს „დიდი


სოციალისტური რევოლუცია“ მიაქვს მასებამდე და ამგვარად ცდილობს მათ
მეხსიერებში წარმოსახვითი წარსულის ჩაბეჭდოს, უშუალოდ შეეხოს და ცხოვრების
სრულიად ახალი შესაძლებლობები გადაუშალოს:

„მუშათა კლასის აჯანყებამ რუსეთში ტანჯულ კაცობრიობას უჩვენა ახალი გზა,


მშვიდობიანობის, სოციალიზმის, თავისუფლების გზა, ეს გზა იყო საერთაშორისო
პროლეტარიატის გამარჯვება.

მუშის განთავისუფლებამ ექსპლუატაციისაგან გზა გაუხსნა საწარმოო ძალთა სწრაფ


ზრდას საზოგადოებრივი საკუთრების საფუძველზე. დიდი სტალინის
ხელმძღვანელობით საბჭოთა კავშირი სუსტი და ჩამორჩენილი ქვეყნიდან გადაიქცა
მძლავრ ინდუსტრიულ სოციალისტურ სახელმწიფოდ... მთელი მსოფლიოს
პროლეტარებო და მშრომელებო! მიჰბაძეთ საბჭოთა კავშირის მუშების ძლევამოსილი
ბრძოლის მაგალითს. იმ მუშების მაგალითს, რომლებმაც ლენინ-სტალინის დიადი
პარტიის ხელმძღვანელობით შეძლეს დაემხოთ კაპიტალიზმი და დამეყარებინათ
43
საბჭოთა ხელმძღვანელობა და მიეღწიათ საბჭოთა კავშირში სოციალიზმის საბოლოო და
სამუდამო გამარჯვებისათვის. გაუმარჯოს დიად პროლეტარულ რევოლუციას საბჭოთა
კავშირში! გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას მთელს მსოფლიოში!71“

წინამდებარე ციტატაში შემდეგი „დიდი სოციალისტური რევოლუციის“


მახასიათებლები იკვეთება: 1. ეს უპრეცენდენტო მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში 2.
მომავალი სოციალისტური მსოფლიოსთვის პარადიგმაა, მისაბაძი მოდელია. 3.
კაპიტალიზმის დამარცხება ეჭვშეუვალი ფაქტია, რაც საბჭოთა კავშირის მაგალითზე
დადასტურდა. 4. საბჭოთა ხელმძღვანელობას მსოფლიო ლეგიტიმურობას ამ
ხდომილების სათავეში ყოფნა სძენს.

5.3. პოლიტიკური ელიტების ცვლა „დათბობის“ პერიოდში.

როდის და რა საშუალებებით დგება ტოტალიტარიზმიდან პოსტ-ტოტალიტარიზმზე


გადასვლის პერიოდი? ხშირად გავრცელებული მოსაზრებებით პოსტ-
ტოტალიტარიზმის ათვლას საყოველთაოდ ცნობილი ხრუშოვის მიერ „სტალინის
კულტის“ კრიტიკით იწყებენ, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ჰიპოთეზას, რადგან ხრუშოვის
დროინდელ პოლიტიკურ ელიტებს ნაწილობრივ მაინც ის პიროვნებები ქმნიან,
რომელებიც მოესწრნენ 1917 წლის მოვლენებს და „სტალინის თაობას“ წარმოადგნენ
ხრუშოვის ჩათვლით.

„ბერიას და მისი კლიენტურის მოსპობა აშკარა ნიშანი იყო იმისა, რომ არსებითი
ცვლილებები სისტემას არ განუცდია და სტალინის სიკვდილმა მეთოდოლოგიური და
სტილისტური ცვლილებები არ მოიტანა. ანტისტალინიზმი გამაგრებული იყო
პირწმინდად სტალინური მეთოდით მასათა ორგანიზების, ამოძრავების და
წარმართვისა; შიშით, კადრების როტაციით და რეპრესიით. ხრუშჩოვის დროს, სისტემა
გაძლიერდა, ძალა მოიკრიბა და სავსებით ტოტალურად გაახალგაზრდავებული
წარსდგა მსოფლიოს წინაშე. საბჭოთა სისტემამ ხრუშჩოვი მხოლოდ ერთი ტაქტიკური

71
კომუნისტური ინტერნაციონალის აღმასკომის მოწოდება (1935 წლის 7 ნოემბერი)
44
სვლისთვის - ანტისტალინიზმის შოკით მასების შექანებისათვის გამოიყენა, როგორც
ტოტალიტარიზმის თვითგანახლების ხერხი. „ლღვობა“ სინამდვილეში წარმოადგენდა
სისტემის რეტოტალიზებას და მის გაჯანსაღებას.72

ჯანრი კაშიას შეფასებით, სტალინური, ტოტალიტარული პერიოდი არ შემოიფარგლება


მხოლოდ სტალინის სიცოცხლის პერიოდით, არამედ მოიცავს პოსტ-სტალინურ
ეპოქასაც, რადგან სტალინის შემდგომი ეპოქაც სტალინიზმის სპეციფიკური გამოვლენა
იყო.

ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსში მაინც იყო
შენარჩუნებული მუხლების რაოდენობა, რომელიც ნებას რთავდა დაესაჯათ
პოლიტიკური თუ იდეოლოგიური გადახვევების ნებისმიერი ფორმა73.

ამგვარად, „ლღვობის“ პერიოდი ტოტალიტარიზმის ეპოქას უნდა მივაკუთვნოთ, თუმცა


სწორედ ამ პერიოდიდში ხდება პოლიტიკური ელიტების ჩანაცვლება, რამაც ვფიქრობთ
გადამწყვეტი როლი ითამაშა ტოტალიტარულისაგან განსხვავებული პოსტ-
ტოტალიტარული დისკურსების ჩამოყალიბებაში: „ხრუშჩოვს ორი მიზანი ამოძრავებდა:
მთელი სისტემის დანაშაულები სტალინისთვის გადაებრალებინა და „შეეტია
სტალინელების კლანისათვის.“ 1957 წლიდან ყველა მათგანი ჩამოაშორეს დაკავებულ
თანამდებობას - ადგილი ჰქონდა მათ პოლიტიკურ სიკვდილს74“.

ამერიკელი ანთროპოლოგის ვიქტორ ტერნერის მიხედვით მსგავსება შეინიშნება


ინიციაციის რიტუალსა და საზოგადოებრივ-პიროვნული ცხოვრების გარდატეხის
პერიოდს შორის. ხდება ჯერ სისტემიდან ამოვარდნა, საკრალური გარდაქმნა და კვლავ
სისტემაში რეინტეგრაცია. „შუა, ლიმინალური პერიოდი... იმყოფება ჩვეულებრივი
სოციალური ცხოვრების კატეგორიათა მიღმა.75“ ლიმინარული პერიოდისას, რასაც ჩვენ
“დათბობის“ პერიოდს მივაკუთვნებთ, სუბიექტი იცილებს თავის ადრინდელ

72
იხ. კაშია, ჯ. ტოტალიტარიზმი. გვ. 228-257
73
კომუნიზმის შავი წიგნი.
74
იქვე.,
75
Terner, V. Dramas, Fields and Rituals, symbolic actions in human society. 1974.
45
სოციალურ როლს, იშორებს დაფიქსირებულ მნიშვნელობებს და გარკვეული დროის
მონაკვეთში იმყოფება ყოველგვარი სისტემის გარეთ, ერთგვარ სიმბოლურ
სიცარიელეში, რომელიც თითქოს ამოვარდნილია ჩვეულებრივი დროისა და სივრცის
ლოგიკიდან. ეს არის ერთგვარი ანტისტრუქტურა, შემოქმედების, ექსპერიმენტის ან
თამაშის მომენტი, სადაც არსებული კანონების იმპერატივი აღარ მოქმედებს. მაგრამ ამ
პერიოდში ისახება ის ახალი ურთიერთობები, ახალი სოციალური ნიღბები, რომლებიც
ლიმინალური პერიოდის დასრულებისას აუცილებლობის ხასიათს ღებულობს და
კვლავ სტრუქტურის ნაწილი ხდება.76

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოსტ-ტოტალიტარული დისკურსი სულაც არაა მიბმული


ხრუშჩოვის პოსტიდან გადაყენებასთან, რადგან ვფიქრობთ, რომ ის სათავეს მისი
მმართველობის ბოლო წლიდან იღებს. 77
1964 წელს თავის ვრცელ მოხსენების
წარმოთქმისას, რომელიც სრული სახით საბჭოთა პრესის ფურცლებზე ქვეყნდება,
აუდიტორიას ქმნიან ის პარტიული მაღალჩინოსნები, რომლებიც არ მოსწრებიან (ან
ძალზედ მცირეწლოვნები იყვნენ) 1917 წლის მოვლენებს, მაგრამ აქტიურ მონაწილეობას
იღებდნენ მეორე მსოფლიო ომში და გამსჭვალულები იყვნენ იმ დროინდელი საბჭოთა
პატრიოტული სულისკვეთებით. შესაბამისად, აქედან მოყოლებული, ახალ პოლიტიკურ
დისკურსს ქმნის ომის თაობის წარმომადგენელი პოლიტიკური ელიტა, რომლისთვისაც
მთავარი ისტორიული ხდომილება „დიდი სამამულო ომია,“ რომელიც მათი
კოლექტიურ მეხსიერებაში „დიდი სოციალისტური რევოლუციის“ ადგილს იკავებს.
„რევოლუციონერთა თაობის“ ინტერნაციონალურ იდეებს „ომის თაობის“ პატრიოტული
სული ცვლის.

როგორც ქვემოთ განხილულ ემპირიულ მასალაში დავინახავთ პოსტ-


ტოტალიტარიზმის ხანაში ერთმანეთთან მჭიდრო კორელაციაში მყოფი სამი დისკურსი:
ნაციონალისტური, ნომენკლატურული და ეკონომიკური დისკურსი იჩენს თავს;
სხვაგვარად რომ ვთქვათ, საბჭოთა ტოტალიტარული მონოლოგიური დისკურსი

76
კიზირია, დ. გიორგი სააკაძე: მითი და რეალობა. შედარებითი ლიტერატურული კრებული. გვ.243.
77
თუმცა ამის უფრო მეტი სიზუსტით თქმა ისტორიკოსებისთვის მიგვინდია.
46
დიფერენციაციას განიცდის სამ დისკურსად, რომლებსაც ჩვენ აქ „ინსტრუმენტ-
დისკურსებს“ ვუწოდებთ, მათი რეპრეზენტატულობის გამო. მათ უნდა
გაეძლიერებინათ საბჭოთა იდეოლოგია, მაგრამ როგორც მოგვიანებით დავინახავთ,
სინამდვილეში ამავე „იდეოლოგიის სიკვდილის“ მაუწყებელებად მოგვევლინენ და ეს
„ღმერთის სიკვდილი“ მისმა „ხატებმა“ საკუთარი არსებობის დასაფუძნებლად
გამოიყენეს.

5.4 ნაციონალისტური დისკურსი: საბჭოთა პატრიოტიზმიდან ლოკალურ


ნაციონალიზმებამდე

ცხადია, საბჭოთა ნაციონალისტური დისკურსი მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა


კავშირის ჩართვისთანავე იწყება, რაც შეიძლება პრაგმატული მიზნებიდან აიხსნას:
სტალინს გერმანიის დასამარცხებლად დიდი რაოდენობით ადამიანური რესურსის
მობილიზება სჭირდებოდა და ამისათვის მსოფლიოში მანამდე კარგად ნაცად ხერხს:
ხალხში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას მიმართა.

განსხვავება ტოტალიტარული პერიოდისა და პოსტ-ტოტალიტარული პერიოდის


ნაციონალიზმებს შორის ისაა, რომ თუ პირველი ამოდიოდა არსებული საომარი
სიტუაციიდან, პოსტ-ტოტალიტარიზმის პერიოდში ის შენარჩუნებულია მისი
საფუძვლის არარსებობის პირობებშიც. მაშინაც კი, როცა არც „მტრის დივიზიები“
უტევენ საბჭოეთს და მეომრებს აღარც „დედა სამშობლო ეძახის.“ ამასთან, პოსტ-
ტოტალიტარიზმში ნაციონალისტური დისკურსის მჭიდრო კავშირში ყოფნა ახალ
ეკონომიკურ დისკურსთან, ლოკალური ელიტების ძალაუფლების ზრდასთან, მათი
ფაქტობრივი კორელაცია და ურთიერთგანპირობებულობა(რასაც ქვემოთ დავინახავთ)
გარკვეულწილად მათ საერთო გენეზისზე მიუთითებს, რასაც ჩვენ დისკურსის
მაფორმირებელ პირთა კოლექტიურ მეხსიერებას ვუკავშირებთ.

47
ახალი მოვლენის „ონტოლოგიური“ დაფუძნება ძველ მემკვიდრეობაზე ხდება. ის ჯერ
ამ მემკვიდრეობაში აღმოაჩენს თავის არსებობას, როგორც ნიშანი და კერძო შემთხვევა
თავისთავად ლეგიტიმური მოვლენისა.

„ჩვენს დროში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლა მსოფლიო რევოლუციური


პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა. კოლონიალიზმის მზე ჩადის და ეს
პროცესი, თავისი ისტორიული მნიშვნელობით მეორე მოვლენაა სოციალიზმის
მსოფლიო სისტემის შექმნის შემდეგ.

ახლანდელ პირობებში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სამ დიდ


რევოლუციური ძალის - სოციალისტური ქვეყნების მსოფლიო თანამეგობრობის, მუშათა
კლასის რევოლუციური ბრძოლისა და ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის
ერთიანობას“.78

ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მუშათა კლასის ბრძოლის გვერდით


მოთავსებით, იქმნება ახალი სივრცე, „ერთი ქოლგის ქვეშ.“ ცხადია, ამგვარი სივრცის
გამოთავისუფლება ზემოთხსენებული, დანარჩენი ორი ძალის შეკვეცის, შევიწროების
ხარჯზე უნდა მომხდარიყო. რაც ასე ხდება კიდეც. საკრალური მოვლენა, მის
გარემომცველ სივრცესაც, მისი მოხდენის ადგილსაც საკრალურს ხდის79:

„მსოფლიო მოძრაობის ცენტრის გადატანა დასავლეთიდან აღმოსავლეთში,


ისტორიულად განპირობებული პროცესია, რაც იმით აიხსნება, რომ ჩვენს ქვეყანაში
ვიდრე სხვაგან იმპერიალიზმის წინააღმდეგობა ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდა.“

რუსეთის მუშათა კლასმა, რომელიც დიდად ორგანიზებული იყო და კლასობრივი


ბრძოლის დიდი გამოცდილება ჰქონდა, რომელსაც მოწიავე რევოლუციური თეორიით
შეიარაღებული მარქსისტულ-ლენინური პარტია ხელმძღვანელობდა, არა მარტო
დაამარცხა თვითმპყრობლობა, არამედ მსოფლიოში პირველმა მოახდინა კიდეც

78
27.09.64. კომუნისტი
79
შედარებისათვის გავიხსენოთ ალმოდებული მაყვლის ბუჩქის მაგალითი ბიბლიიდან. საკრალურია არა
მარტო უშუალოდ მაყვლის ცეცხლწაკიდებული ბუჩქი, არამედ მასთან ახლო მყოფი მიწაც.
48
პროლეტარული სოციალისტური რევოლუცია. ჩვენი ქვეყნის მშრომელთა
მეცადინეობით იმპერიალიზმის ფრონტი გაირღვა.

მძლავრი სისტემის შექმნა განუხრელად დაკავშირებულია იმ შორეულ წარსულთან,


როცა რუსეთის პროლეტარიატმა ლენინის პარტიის ხელმძღვანელობით მაღლა ასწია
სახალხო რევოლუციური დროშა, რომელმაც გამოხმაურება ჰპოვა მთელ მსოფლიოში80“.

ამგვარად, ისტორიული ხდომილების „დიდ სოციალიტურ რევოლუციის“ დროით


განზომილებას სივრცული განზომილებაც ემატება. საკრალურია არა მარტო ეს დღე, 7
ნოემბერი, რომელსაც ყოველწლიურად დიდი ზარზეიმით აღნიშნავენ, არამედ
საკრალურობას იძენს ის ადგილიც, სადაც ეს ხდომილება მოხდა, „წმინდა რუსეთის
მიწა,“ რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრე, „მოძმე რესპუბლიკების“ მიწის ყოველი
გოჯი, ყველა ადგილი სადაც კი „დიდი სოციალისტური რევოლუცია“ აღინიშნება.

ამიტომ, საბჭოთა ჯარისკაცის, მსოფლიო ომის ვეტერანის მეხსიერებაში ძალზედ


კონკრეტული და ხელშესახები ობიექტი „სამშობლოს მიწა“ „მისი ოცნების ჭალაა“ და არა
პოლიტიკური ეკონომიის განყენებული ცნებები. ლექსებში, რომლებსაც საბჭოთა
პოეტები თხზავენ და შემდეგ იდეოლოგიური პრესის ფურცლებზე იბეჭდება, ცხადია
ლენინსაც ვხვდებით და „კომუნიზმის ხოტბასაც,“ მაგრამ ეს მხოლოდ რიტუალის ანდა
იმ ზოგადი ეკვივალენტის როლს ასრულებს, რაც „სამშობლოს“ საპირწონედ უნდა
გამოდგეს.

ჩემი მშობელი კუთხე,

ჩემი მშობელი მიწა,

ამ სიტყვებს ღამეს ვუთევ,

ამ სიტყვებს მარად ვფიცავ!

ეს არის ჩემი რწმენა,

80
ივანოვი ლ. (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.) 1964. კომუნისტი.
49
ჩემი სიცოცხლის ძალა,

ჩემი სამშობლო ენა,

ჩემი ოცნების ჭალა!81

სამშობლოს საკრალიზაცია, ბუნებრივად საკრალურს ხდის ყველაფერ იმას, რაც


აუცილებლობით უკავშირდება მას. საკრალურია ის ენაც სადაც მის სამშობლოში
ლაპარაკობენ და რომლის მეშვეობითაც ის ამ სიყვარულის სიტყვებში მოხელთებას
ცდილობს.

ვინ იცის, როგორ მელის ვარძია,

რა დიდ ფიქრშია, რა მწველ დარდზეა,

როგორ აძგერდნენ სამცხეს ქედები,

ვინ იცის, როგორ მელის ვარძია.

როგორ მელიან თმოგვის კედლები,

უთქმელ ღაღადით, უთქმელ ვედრებით....82

როგორც ამ ლექსიდანაც ვხედავთ, სამშობლოს ცნება ადამიანის ცნობიერებასა და


მეხსიერებაში იქითკენ მიისწრაფვის, რომ რაც შეიძლება ძალზედ კონკრეტულ ობიექტს
მიეწებოს. ეს შეიძლება იყოს მშობლიური კუთხის ქედები, რომლების გულის მაგვარად
მახლობელნი არიან და მასსავით „ძგერენ“ და ანდა ისტორიული ძეგლები, რომელთაც
უკავშირდება ნაციონალური ნარატივის შექმნა, რომლებზედაც მთელი ერის
კოლექტიური მეხსიერებაა კონცენტრირებული.

81
ბ.ნამიჩეიშვილი/ საბჭოთა არმიის ჯარისკაცი. 1964. კომუნისტი.
82
აბაშიძე ირაკლი. 1964. კომუნისტი.
50
ნაციონალისტურ დისკურსს ხშირ შემთხვევაში ახასიათებს მითო-პოეტური პათოსი,
რომელიც გმირთა ეპოქაში გადაგვაგდებს. ოღონდ ეს გმირების ტროას დაცემის ანდა
გილგამეშის დროიდან კი არა ბოლშევიკ-რევოლუციონერთა დროიდან მოდიან.

მაშინ, (ვ.კიკვიძის სიკვდილისას) ოქტომბრის მზეს ღრუბლები ეხებოდა გუნდად,


კიკვიძე ვერ მოესწრო გამოდარებას. სამშობლოს ცაზე ჩამოწოლილი შავი ღრუბლების
გაფანტვისას დაეცა...გმირი.83

მათი სიკვდილიც კი ღმერთების სიკვდილს ემსგავსება; თვით ბუნებაც კი ეხმიანება


გმირის დაცემას; ისტორიის ათვლად „დიდი სოციალისტურური რევოლუციიდან“
იწყება. გმირები არიან ის ხალხებიც რომლებიც შეუპოვრად ებრძვიან მსოფლიო
იმპერიალიზმს, როგორც კაპიტალიზმის უკანასკნელ ფაზას.

მხურვალე სალამი აფრიკის სახელმწიფოთა ხალხებს, რომლებიც იბრძვიან


კოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ თავიანთი დამოუკიდებლობის
განმტკიცებისათვის, ეროვნული ეკონომიკისა და კულტურის განვითარებისათვის!

სოციალისტური ბანაკის ქვეყნები, ჩვენი დიადი სოციალისტური სამშობლო, არა მარტო


შემოქმედებითს შრომას ეწევიან, არამედ თანმიმდევრულად და შეუპოვრად იბრძვიან
იმისათვის, რომ ამ მშვიდობიან შრომას ომი არ ემუქრებოდეს84.

ამგვარად, სოციალიზმის დაცვა დაიყვანება პირველ რიგში იმ ქვეყნების დაცვაზე,


სადაც „სოციალიზმმა გაიმარჯვა“ და მასთან ერთად იმ ქვეყნებზე, რომლებმაც თავი
დააღწიეს კოლონიალიზმს და არის შანსი საბჭოურ გზას დაადგნენ.

გასაბჭოების ახალი შესაძლებლობები შექმნა მეორე მსოფლიო ომმაც, შესაბამისად


გამოიკვეთა მისი ახალი პარადიგმული ხასიათიც. ის იქცა ახალ ხდომილებად,
რომელმაც შესაძლებლობებისთვის გზა გაუხსნა ახალ პოლიტიკურ სუბიექტებს.

83
აყვავდი, საბჭოთა საქართველო! 25.02.1964. კომუნისტი.
84
1.05.1965. კომუნისტი
51
„სასტიკ ბრძოლებში ფაშისტურ გერმანიაზე მოპოვებული გამარჯვება მსოფლიო
ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა. ომის შედეგად მკვეთრად შესუსტდა
იმპერიალიზმის პოზიციები, შეიქმნა ხელსაყრელი პირობები იმისათვის, რომ ევროპისა
და აზიის მთელი რიგი ქვეყნები დადგომოდნენ სოციალიზმის გზას, უმაგალითო
ძალით გაშლილიყო ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა.

გავლილ ოცწლედში საბჭოთა კავშირის მშრომელებმა კომუნისტური პარტიის


ხელმძღვანელობით, არა მარტო მოიშუშეს ომისგან მიყენებული მძიმე ჭრილობები,
არამედ თავდადებული შრომით უმაგალითოდ ამაღლდა ჩვენი სამშობლოს ძლიერება.

მეორე მსოფლიო ომმა ცხადყო რომ ჩვენს დროში მსოფლიო ბატონობის მოპოვების
ყოველგვარი პრეტენზია გარდუვალად გამანადგურებელი კრახით სრულდება. ეს ყველა
იმათი სერიოზული გაფრთხილებაა, ვინც კვლავ ეცდება ჰიტლერის გზას დაადგეს.
ხალხები აღგვიან ყველას, ვინც თავისი ბატონობის დასამყარებლად ემზადება
გადაჩეხოს კაცობრიობა მსოფლიო ხოცვა-ჟლეტვაში.

მეორე მსოფლიო ომმა ცხადყო, რომ თანამედროვე სამყაროში, არ არის ძალები,


რომლებსაც შეეძლოთ შეაჩერონ ხალხთა დიადი წინსვლა სოციალური პროგრესისა და
ეროვნული განთავისუფლების გზით85.“

თუ „დიდი სოციალისტური რევოლუციის“ ხდომილება მსოფლიო პროლეტარიატს


უკავშირდებოდა და „რევოლუციის ექსპორტით“ ცდილობდა კაპიტალისტურ ქვეყნებში
მუშათა ამბოხებას, ადგილობრივი რეჟიმების დამხობას, „დიდი სამამულო ომით“
პროლეტარების ადგილას დგება „ქვეყანა,“ „კოლონია“ რომელთა გათავისუფლებაც
ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის წახალისებით, აქტიური მხარდაჭერით
ხდება.

ქვეყნის მებრძოლ წარსულს, მის წარსულთან, მის წინაპრებთან მივყავართ:

დავლოცოთ, ჩვენი ტკბილი სამშობლო,

85
9.05.1964. კომუნისტი.
52
მრავალ ტკბილ-მწარე დღეთა მნახველი -

ძუძუ მშობლისა, დაუშრობელი,

და წინაპართა წმიდა სახელი.

დავლოცოთ მუშის შუბლი ნათელი

და კოლმეურნის მაჯა ქებული,

ფალავანივით დგას საქართველო,

გალაღებული, გამარჯვებული...“ 86

როგორც ვხედავთ, დაკონკრეტებისაკენ მიმართული დისკურსი რაღაც მომენტში ვეღარ


მალავს დაფარულს და იმის თქმას იწყებს, რასაც მანამდე ვერ ამბობდა. ტკბილი
სამშობლო საქართველოა და არა საბჭოთა კავშირი. ის პირდაპირ გვიმჟღავნებს თავის
მიჯნურს. ამოდენა წმინდა წინაპარი, მუშა, კოლმეურნე და „მრავალჭირგადანახადი“
ერი მაინც იმარჯვებს და მის შვილებს სიმაყის საკმარის საფუძველს აძლევს.

საბჭოთა უკვდავი მიწის სიყვარული, რომელიც ადგილობრივი ქართველისთვის


პირველ რიგში საბჭოთა საქართველოსთან ასოცირდება, ყველაზე საკრალურთან
დედასთან და ზეცასთან, ღმერთის სამყოფელთან ასოცირდება. ამით სამშობლო მიწა
თავად ხდება ღვთაებრივი და შესავამისად გმირთა და ღმერთკაცთა სამკვიდრო.
როგორც ძველი ეპოქის გმირები ებრძოდნენ ღმერთებს, საბჭოთა გმირებიც მათგვარად
იპყრობენ ზეცას, ღმერთთა სამყოფელს და კოსმოსში იჭრებიან. ასეთი გმირობის
ამსახველი კადრები დიდი რაოდენობით გვხვდება საბჭოთა პრესის ფურცლებზე და
მოწინავე სტატიების ამგვარ სათაურებში სიტყვიერად გადმოიცემა:

მშვიდობიანად დაგვიბრუდით, გაიცანისთ კოსმოსის ახალი გმირები.

კოსმოსის დამპყრობნი!

86
ნონეშვილი იოსებ. საახალწლო. 1.01.1965. კომუნისტი.
53
კოსმოსური დიდების გზა, მოსკოვი გულში იხუტებს კოსმოსის გმირებს!87

„კომუნისტის“ მთავარ გვერდზე 25 თებერვალი მონათლულია საქართველოს დიდების,


საბჭოთა და ქართული პატრიოტიზმის ერთმანეთთან შეხების დღედ სტატიაში
სათაურით: „დიდება შენ, ჩემო სამშობლოვ!

საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას თავის ინტერნაციონალურ მოვალეობად


მიაჩნია კვლავაც ყველაფერი იღონოს კოლონიური და ნეოკოლონიური ჩაგვრისაგან
საბოლოო განთავისუფლებისათვის ხალხთა ბრძოლის მხარდასაჭერად“ ლ.ბრეჟნევის
ამ სიტყვიდანაც ჩანს, რომ სამხედრო ინტერვენცია და სუვერენული სახელმწიფოს
ანექსია გამართლებულია, თუკი ეს ჩაგრულთა გათავისუფლებას ეხება. რადგანაც
პოლიტიკური სუბიექტი სახელმწიფო ხდება, ხოლო სამოქმედო არე მსოფლიო
საერთაშორისო სივრცე, საბჭოთა ნაციონალისტური დისკურსი გვერდს ვერ უვლის
საერთაშორისო დიპლომატიას და მის თამაშის წესებს; ეს საპირველმაისო
მიმართვებიდანაც ჩანს:

სოციალიზმის ქვეყნების ხალხებო, ეროვნულ განმანთავისუფლებელ ბრძოლას რომ


აწარმოებთ, მთელი მსოფლიოს მშრომელებო! გააერთიანეთ თქვენი მეცადინეობა
იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის წინააღმდეგ. ეროვნული
განთავისუფლებისათვის, მშვიდობისათვის, დემოკრატიისა და სოციალიზმისათვის
ბრძოლაში.

მეგობრული სალამი ამერიკელ ხალხს! დაე ფართოვდებოდეს ამერიკის შეერთებული


შტატებისა და საბჭოთა კავშირის ხალხების თანამშრომლობა მსოფლიო ომის თავიდან
აცილების მიზნით, მშვიდობის შენარჩუნებისათვის!

მართალია, აშშ სოციალიზმის მთვარ მტრადაა გამოცხადებული, მაგრამ საბჭოთა


პოლიტიკურ ელიტებს კარგად ახსოვს რომ ის არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოკავშირეც
იყო „დიდ სამამულო ომში,“ ამიტომ მტრობას მეგობრობის ხელის გაწვდა ენაცვლება,

87
15.01.1965. კომუნისტი
54
რევოლოციური ეპოქის უკომპრომისო პოლიტიკას გლობალური მსოფლიოს თამაშის
წესები ცვლის. სსრკ-თავადვე ხდება ამ გლობალური მსოფლიოს ნაწილი.

1966 წლის XXIII ყრილობის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საბჭოთა სახელმწიფოს


საგარეო პოლიტიკა მიზნად ისახავს: უზრუნველყოს სოციალიზმის განმტკიცებისა და
განვითარების საერთაშორისო პირობები; მხარი დაუჭიროს ეროვნულ-
განმანთავისუფლებელ მოძრაობას და განავითაროს ყოველმხრივი მუშაობა
განვითარებად სახელმწიფოებთან; თანამიმდევრულად დაიცვას სხვადსხვა სოციალური
წყობილების სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპი, გადამწყვეტი
წინააღმდეგობა გაუწიოს იმპერიალიზმის აგრესიულ ძალას, თავიდან ააცილოს
კაცობრიობას ახალი მსოფლიო ომი88.

ნაციონალისტური დიკურსი მხოლოდ პოეზიაში და რიგითი საბჭოთა ადამიანების


ცნობიერებაში კი არ არსებობს, ის ხშირად გაისმის ლოზუნგების სახით საბჭოთა
მაღალჩინოსნებისაგანაც:

პარტია ზრდის მშრომელებს ლენინური სულისკვეთებით, უვითარებს მათ


სოციალისტური სამშობლოს პატრიოტის, კომუნიზმისთვის აქტიური და შეგნებული
მებრძოლის საუკეთესო თვისებებს89.

„სოციალიზმის ქვეყნების ხალხებო, ეროვნულ-განთავისუფლებისთვის მებრძოლო


ხალხებო, მთელი მსოფლიოს მშრომელებო! გააერთიანეთ ძალები იმპერიალიზმისა და
კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ეროვნული განთავისუფლებისთვის,
მშვიდობისათვის, დემოკრატიისა და სოციალიზმისათვის ბრძოლაში.

საბჭოთა მეომრებო! წმიდად დაიცავით და ამრავლეთ საბჭოთა არმიისა და ფლოტის


გმირული ტრადიციები, მოიპოვეთ ახალი წარმატებანი საბრძოლო და პოლიტიკურ

88
სკკპ-ს ისტორია. 765
89
10.08.1966. პრავდა.
55
მომზადებაში, განამტკიცეთ მხედრული დისციპლინა, მუდამ მზად იყავით ყოველი
აგრესორის შესამუსრავად!90

საბჭოთა ადამიანები სიამაყით ავლებენ თვალს სამშობლოს გმირულ გზას.


სოციალიზმის თვალსაჩინო მონაპოვრებს და მშობლიური პარტიისადმი მიმართვენ
თავიანთ ფიქრებს, თავიანთ სიყვარულსა და მადლობას91.“

შეგვიძლია ვთქვათ, რომ „დიდი სამამულო ომი“ შესაძლებელს ხდის ახალ პოსტ-
ტოტალიტარულ, ნაციონალისტურ დისკურსს, რომელსაც სამხედრო რიტორიკასთან
ერთად პრე-მოდერნისთვის მახასიათებელი, არქაული ტერმინების გახსენება
ახასიათებს. თუმცა ხდება გახსენება, არა უბრალოდ ცნებების დონეზე, არამედ ადგილი
აქვს მის ვიზუალიზაციას, სამშობლოს სურათ-ხატის შექმნას, არა მტკაველი მიწის,
არამედ ნაციონალური ტერიტორიის ვიზუალურ წარმოდგენებში შემოსვლას.
მაგალითად, 1966 წლის 20 ოქტომბრის „კომუნისტში“ ქვეყნდება საქართველოს რუკა
წარწერით „ჩემი ლამაზი ქვეყანა.92“

„სამშობლოთი“ სიამაყეს თან ახლავს პირველობის სულიც, ის რომ „დიდი სამამულო


ომი მოვიგეთ ჩვენ“ განსაკუთრებულ, ეროვნულ სიამაყეს აღძრავს:

„საბჭოთა ხალხმა ლენინური პარტიის ხელმძღვანელობით მსოფლიოში პირველმა


ააშენა განვითარებული სოციალისტური საზოგადოება93.

90
18.10.1966. სკკპ ცენტრალური კომიტეტის მოწოდება დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის
49-ე წლისთავისთვის. კომუნისტი.
91
19.10.1966. პრავდა.
92
აღსანიშნავია, რომ შავთ-თეთრი „კომუნისტის“ ფურცლებზე ეს რუკა მოლურჯო-მომწვანო ფერადი
სურათითაა წარმოდგენილი. საგულისხმოა, რომ ფერადი ილუსტრაციები „კომუნისტში“ ძირითადად
„დიდი სოციალისტური რევოლუციის“ და „დიდი სამამულო ომის“ ვიზუალიზაციისთვის გვხვდება. ეს
კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, „სამშობლო-საქართველოს“ ამ ორ ხდომილებასთან ასოცირებას და
საკრალიზაციას.
93
სკკპ-ს ისტორია. გვ. 783.
56
დიდი ოქტომბრის ძლევამოსილი დროშით საბჭოების ქვეყანა პირველი გავიდა ჩვენი
ეპოქის მთავარ ორბიტაზე. მისი წარმატებები, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის,
კულტურის განვითარებაში, მეცნიერებისა და ტექნიკის უდიდესი მიღწევები მოყვარის
გულს ახარებს და მტერს თვალებს უნბნელებს. საბჭოთა ადამიანებმა პირველებმა
მიიტანეს იერიში კოსმოსზე! ყველაფერი ეს შედეგია ოქტომბრის რევოლუციისა, მისი
ცხოველმყოფელი იდეების გამარჯვებისა.

ლენინური პარტიის ხელმძღვანელობით საბჭოთა ხალხმა წარმატებით დაძლია


წარმოუდგენელი ჩამორჩენილობა და ნგრევა. ჩვენი სამშობლო გადაიქცა მძლავრ და
აყვავებულ სოციალისტურ სახელმწიფოდ, რომელსაც აქვს დიდად განვითარებული
ეკონომიკა და მოწინავე კულტურა.

საბჭოთა წყობილების სიმტკიცის მკაცრი გამოცდა იყო დიდი სამამულო ომი. დიდძალი
მსხვერპლის გაღება მოუხდა ჩვენს ხალხს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის
დასაცავად. ეს იყო არა მარტო ერთი არმიის გამარჯვება მეორეზე, არამედ ეს იყო
უწინარეს ყოვლისა სოციალიზმის გამარჯვება, ჩვენი ეკონომიკისა და იდეოლოგიის,
მეცნიერებისა და ტექნიკის, საბჭოთა ადამიანების მამაცობის, მათი სულიერი სიმტკიცის
გამარჯვება. ჩვენ გავაცამტვერეთ მტერი და ფაშისტური მონობისაგან ვიხსენით ევროპის
ხალხები, მათ შორის გერმანელი ხალხიც.

საბჭოთა კავშირის მსოფლიო-ისტორიულმა გამარჯვებებმა სავსებით დაადასტურეს იმ


გზის სისწორე, რომლითაც მიჰყავს ჩვენი ხალხი კომუნისტურ პარტიას, ახორციელებს
რა ოქტომბრის რევოლუციის იდეებს, ლენინიზმის იდეებს.

მძიმე და სისხლისმღვრელი იყო დიდი სამამულო ომი, უსაზღვროა მსხვერპლი,


რომელიც ომმა მოითხოვა, მაგრამ ოქტომბრის რევოლუციით შექმნილმა საბჭოთა
საზოგადოებრივმა და სახელმწიფოებრივმა წყბილებამ უმკაცრეს განსაცდელს გაუძლო.
სოციალისტური სახელმწიფოს მძლეთამძლე ძალამ, ცხადყო იმპერიალისტური
რეაქციის ყველაზე აღვირახსნილი ძალების, პროგრესისა და ცივილიზაციის
უბოროტესი მტრის ჰიტლერული ფაშიზმის განადგურებამ. დიდ სამამულო ომში
საბჭოთა კავშირის გამარჯვებამ ხელსაყრელი პირობები შეუქმნა სოციალისტური
57
რევოლუციების განვითარებას ევროპისა და აზიის მთელ რიგ ქვეყნებში, ეროვნულ-
განმანთავისუფლებელი მოძრაობის მძლავრ აღმავლობას.

კაცობრიობას მთელი სიღრმითა და სიმძლავრით წარმოუდგება განსაცვიფრებელი


სიზუსტე ლენინის დასკვნისა, რომ ისტორია 1917 წლის ოქტომბრიდან განიცდის ერთ-
ერთ უდიდეს შემობრუნებას, რომელსაც მსოფლიო განმანთავისუფლებელი
მნიშვნელობა აქვს. ოქტომბრის რევოლუციამ მძლავრი სტიმულები მისცა რევოლუციურ
მოძრაობას, ერთიან ნაკადად გააერთიანა პროლეტარიატისა და სხვა რევოლუციური
ძალების ბრძოლა სოციალიზმისთვის და ჩაგრულ ხალხთა ბრძოლა ეროვნულ-
კოლონიური ჩაგვრის წინააღმდეგ.94“

ცხადია, საბჭოთა ნაციონალისტური დისკურსი ყველა ლოკალურ დონეზე


სხვადასხვაგვარად ვლინდება, იხსენებს რა მისთვის ყველაზე სახასიათო თვისებებს.
შესაბამისად, თუ ქართული ნაციონალიზმი შორეულ ისტორიას და მრვალ-
ჭირგადანახად იბერიას იხსენებს, მის მოწამეობრივ სურათ-ხატს აღადგენს, რუსული
ნაციონალიზმი მისთვის მახასიათებელ მესიანისტურ როლს იხსენებს:

„საბჭოთა მეომარი განმანთავისუფლებელი მეომარია, ასე იცნობს მას მთელი მშრომელი


მსოფლიო და უყვარს იგი. ჩვენი სამშობლო გახდა ჯარისკაცი, რომელიც მახვილით
კვეთს ფაშისტურ სვასტიკას და გულზე მიკრული ჰყავს მის მიერ გადარჩენილი
ბავშვი...“95 აცხადებს კ. მოსკალენკო. სსრკ-ს მარშალი. ეს ჰეროიკული, დერჟავნიკული
სული ცარისტული რუსეთის დიდების ალუზიას ახდენს, როცა ის განცდებოდა არა
როგორც დამპყრობი, არამედ ცივილიზაციის შემტანი „ველურ ხალხებში,“ როგორც
ჩაგრულ ხალხთა დამცველი და განმანთავისუფლებელი:

„ოქტომბრის გამარჯვებამ დასახა სოციალიზმის იდეალების განხორციელების გზა.


მოკლე ისტორიულ ვადებში ჩვენმა სამშობლომ დაძლია საუკუნეობრივი
ჩამორჩენილობა და გადაიქცა ძლევამოსილ, მაღალგანვითარებულ სახელმწიფოდ,

94
6. 11.1966
95
15.06.1967. კომუნისტი.
58
კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის მშრომლებმა პირველმა
შექმნეს სოციალისტური საზოგადოება, პირველმა დაიწყეს კომუნიზმის მშენებლობა.

ოქტომბრის შეიარაღებული აჯანყება ისეთი ხელოვნებითა და მუშათა, გლეხთა,


ჯარისკაცთა, მასების განწყობილების გაგებით მომზადდა და განხორციელდა, რომ „იგი
სამართლიანად შევიდა ისტორიაში, როგორც რევოლუციური სტრატეგიისა ტაქტიკის
ნიმუში.“

უჭკნობი დიდებით შეიმოსა იმ დღეებში ოქტომბრის ცეცხლში შობილი წითელი არმია.


რევოლუციის მეომართა გმირობა და თავდადება, მათი მზადყოფნა შეეწირათ თავი,
გადაეტანათ ყოველგვარი გაჭირვება გამარჯვებისათვის დღესაც აღტაცებას იწვევს
მსოფლიოში.

ჰიტლერული გერმანიისა და მისი მოკავშირეთა განადგურებას ევროპასა და აზიაში,


განადგურებამ რომელშიც ჩვენმა სამშობლომ გადამწყვეტი როლი შეასრულა, მსოფლიო
ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა: მან ბევრ ქვეყანასა და ხალხს გაუხსნა
თავისუფლების დამოუკიდებლობისა და სოციალური პროგრესის გზა.

საბჭოთა ადამიანების საგმირო საქმეებმა კვლავ დაანახვა მთელ მსოფლიოს ქვეყნად


ვერავითარი ძალა ვერ დაამარცხებს ხალხს, რომელიც კაპიტალის უღლისაგან
განთავისუფლდა, ვერავითარი ძალა ვერ დაამსხვრევს ამ ხალხის მიერ შექმნილ მისთვის
მშობლიურ საზოგადოებრივ წყობილებას: სოციალიზმს.“96

ბრძოლა ახალი მსოფლიო ომის თავიდან აცილებისათვის დღეს სოციალიზმისა და


კომუნიზმის მშენებლობის ამოცანათა წარმატებით გადაწყვეტის, მთელი მსოფლიო
რევოლუციური პროცესის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა.
ჩვენმა ხალხმა, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ჰიტლერიზმის განადგურებაში,

96
ლ.ი. ბრეჟნევის მოხსენებიდან. მიძღვნილი „დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის“ 50-ე
წლისთავისადმი.
59
აურაცხელი მსხვერპლი მიიტანა მშვიდობის სამსხვერპლოზე. დღეს საბჭოთა
სახელმწიფოს ძლიერება მსოფლიოს მშვიდობის მთავარი ბურჯია97.

მედიტაცია „დიდ სამამულო ომზე“ მეხსიერებაში თრგუნავს „დიდ სოციალისტურ


რევოლუციას“. თუ პირველი მათგანი 60-იანი წლების საბჭოთა მოქალაქეს უშუალოდ
აქვს განცდილი, მეორე მის ფოზე მხოლოდ „დედაბრების ზღაპარს“ ემსგავსება,
რომელიც ზრდილობის გულისთვის უნდა მოისმინო:

„დიდმა სამამულო ომმა ცხადყო ჩვენი მეომრების მაღალი მორალური და საბრძოლო


თვისებები. კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს ასეთი მასობრივი გმირობა, როგორიც ამ
ომში გამოიჩინეს ჩვენმა მეომრებმა. არასოდეს არ მიეცემა დავიწყებას საბჭოთა
მეომრების გმირობა დიდი სამამულო ომის წლებში.

გააფთრებულ ბრძოლებში ვაჟკაცობა და გმირობა გამოიჩინეს ქართველი ხალხის მამაცმა


შვილებმა. მთელი საბჭოთა ხალხი იცნობს გმირებს: მელიტონ ქანთარიას, ნოკოლოზ
გოგიჩაიშვილს, სახელოვან პარტიზანს დავით ბაქრაძეს, საქართველოს სახელგანთქმულ
შვილებს შოთა რუხაძესა და ბევრ სხვას98.

ჩვენს მშვიდობისმოყვარე სოციალისტურ სამშობლოს ბევრჯერ მოახვიეს ომი მისმა


მტრებმა და თვითონვე ბევრჯერ იგემეს საპასუხო დარტყმების გამანადგურებელი ძალა.

საბჭოთა ხალხს მხურვალედ უყვარს სამშობლოს ერთგული მებრძოლი დამცველები,


რომლებითაც სამართლიანად ამაყობს99.

ხდება მკაფიოდ გახსენება არა მხოლოდ ომის მსვლელობისა, არა მხოლოდ მისი
მონაწილე გმირებისა, არამედ მისი გააზრების მცდელობასაც აქვს ადგილი. სამშობლოს
ხსენებაზე მხოლოდ გული როდი ძგერს, მას გონებაც ეპოტინება:

97
დიდი ოქტომბერი ხალხთა გულშია. 10.11.1967. პრავდა.
98
მამაცობისა და გმირობის წლები. 22. 02.1968. კომუნისტი.
99
სამშობლოს საიმედო გუშაგი. 23. 02.1968. კომუნისტი.
60
„სამშობლოს სიყვარული უძლიერესი გრძობაა ადამიანში. იგი დედის სიყვარულთან
ერთად ექსოვება სულსა და გულს, ღრმად და ვრცლად იდგამს ფესვს მთელ არსებაში და
სიცოცხლის განუყოფელი ნაწილი ხდება. ასეთია ყოველი მოზრდილი ადამიანის
შეგნება, რწმენა, სწორედ ამ შეგნებით, ამ რწმენით და გრძნობით მიდის იგი, საჭიროების
შემთხვევაში, სამსობლოს სამსხვერპლოზე. ეს გრძნობა ამოქმედებს მას ყველა კეთილ
საქმეში, სამშობლოს სიყვარული, პატრიოტული სულისკვეთება გამომუშავებულ,
აღზრდილ გრძნობას წარმოადგენს. მას ჩვენში პატარაობიდანვე აღვივებდა, ნერგავდა
გარესამყარო, გარემო წრე, ზრდიდა ოჯახი, სკოლა, საზოგადოება, განამტკიცებდა
ცხოვრება.

ჩვენი დიადი სოციალისტური სამშობლოს ისტორია, მისადმი მილიონთა განუზომელი


სიყვარულის, ერთგულების, თავდადების ისტორიაც არის. სამოქალაქო ომის,
აღდგენითი პერიოდის, ინდუსტრიალიზაციისა და კოლექტივიზაციის წლები იყო
გამოვლინება ახალი სოციალისტური სამშობლოსადმი მის მშენებელ ადამიანთა
განუზმელი სიყვარულისა, პატრიოტიზმისა. ამ გრძნობამ მკვეთრი გამოვლინება ჰპოვა
გერმანელ ფაშისტ დამპყრობთა წინააღმდეგ საბჭოთა ხალხის დიდ სამამულო ომში, და
ეს პატრიოტიზმი, მასობრივი გმირობის ოქროს ვარაყით შემკობილი გადაეცა ისტორიას.

ახლა, კომუნიზმის მსენებლობისათვის ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის მშრომელთა იდეური


სიმწიფისა და პოლიტიკური შეგნებულობის ზრდასთან ერთად, სულ უფრო ფართოდ
ვლინდება საბჭოთა სოციალისტური პატრიოტიზმის ცოცხალი შემოქმედებითი ძალა.
იგი ნათელ გამოხატულობას პოულობს მილიონთა ყოველდღიურ საქმეებში -
მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა შეჯიბრებაში ხუთწლედის ვადამდე
შესრულებისათვის, ვ.ი. ლენინის დაბადების 100 წლისთავის ღირსეულად
შეხვედრისათვის მასობრივ მოძრაობაში, მეცნიერთა აღმოჩენებში, არმიისა და ფლოტის
მეომართა წარჩინებულ სამსახურში...

61
სკოლის მთელ საქმიანობას წითელ ზოლად გასდევს მოსწავლე ახალგაზრდობის
პატრიოტული სულისკვეთებისთ აღზრდისათვის ზრუნვა. პატრიოტიზმის აღზრდა
ჩვენი სკოლის მუშაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უბანია100.

როგორც ვხედავთ, ნაციონალიზმს ეძლევა ინსტიტუციონალიზებული სახე.


პატრიოტიზმი საბჭოთა ადამისნის უბრალოდ გულწრფელი ხმა არ არის, ის
დომინანტური პროპაგანდა ხდება.101

5.5. ეკონომიკური დისკურსი: შრომის “სოციალისტური” ასკეზიდან


„კაპიტალიზმის სულამდე”

ისევე, როგორც პოსტ-ტოტალიტარული ნაციონალისტური დისკურსი იწყება როგორც


იმპერიალიზმთან, „კაპიტალიზმის უკანასკნელ ფაზასთან“ ბრძოლაში ეროვნულ
განმანთავისუფლებელ ბრძოლისა და პატრიოტიზმის აღმოჩენით, იმავდროულად
ხდება მოგებაზე ორიენტირებული ეკონომიკის და ნომენკლატურული კაპიტალიზმის
ჩასახვა კომუნისტურ იდეოლოგიაში. ორივე შემთხვევას ერთი რამ აერთიანებთ - ისინი
უნდა მოემსახურონ კომუნიზმის გამარჯვებას. „მატერიალური უზრუნველყოფის
ზრდა“ უნდა იყოს ნიშანი, რითაც საბჭოთა ადამიანი საკუთარ გამრჯეობას, კომუნიზმის
მშენებლობისთვის გაწეულ მის ძალისხმევას დაადასტურებს.

„სკკპ პროგრამაში პირველ ადგილზეა ამოცანა - შეიქმნას კომუნიზმის მატერიალურ-


ტექნიკური ბაზა, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს საზოგადოებრივი შრომის
უდიდესი ნაყოფიერება და მატერიალური და სულიერი კეთილდღეობის სიუხვე ყველა
მშრომელისთვის.

საბჭოთა კავშირი ნამდვილად აწარმოებს მშვიდობიან ეკონომიკურ შეჯიბრებას


კაპიტალიზმის ქვეყნებთან.

100
სკოლა და პატრიოტიზმი. 22. 03. 1968. კომუნისტი.
101
ეთნონაციონალისტური დისკურსი თუ როგორ აისახა იდეოლოგიურ პრესაში გამოქვეყნებულ
ლექსებსა და მწერალთა გამონათქვამებში, იხილეთ დანართი # 2.
62
არიან ადამიანები, რომლებიც თავს „მარქსისტებს“ უწოდებენ და სოციალისტურ
საზოგადოებაში ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება „გაბურჟუებად“
მიაჩნიათ.

ხალხის მატერიალური უზრუნველყოფის ზრდა, მოსახლეობის ჯანმრთელობის


განმტკიცება, მისი განათლებისა და კულტურის ამაღლება, მშრომელთა
საყოფაცხოვრებო მომსახურების გაუმჯობესება ქმნის პირობებს შრომის ნაყოფიერების
გადიდებისთვის, ჩვენი ქვეყნის საწარმოო ძალების განვითარებისთვის, კომუნიზმის
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნისთვის. და რაც უფრო ენერგიულად ყველა ამ
პრობლემაზე, რაც უფრო წარმატებებით გადავჭრით მათ, მით უფრო სწრაფად
გაიმარჯვებს სოციალიზმი ეკონომიკურ შეჯიბრებაში კაპიტალიზმთან. ეკონომიკის
განვითარება, ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი, ყველაზე
საინტერესო პოლიტიკა და იდეოლოგიაა ჩვენთვის“.102

ხრუშჩოვის ამ მოხსენებაში ჩანს, რომ „მატერიალური უზრუნველყოფის გზა“


თვითმიზანი არ არის, ის ემსახურება კაპიტალისტური ქვეყნებისთვის საკუთარი
უპირატესობის დამტკიცებას. კომუნიზმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა
ემსახურება კომუნისტური იდეოლოგიის რეალურ განხორციელებას; იმის მიღწევას,
რომ „დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს.“ მოხსენების ბოლო
ნაწილში კი მაინც გამოკრთება ამგვარი დისკურსის მომავალი - ცხოვრების დონის
ამაღლება, როგორც იდეოლოგიის გამარჯვების ნიშან-აღმნიშვნელი თავად
იდეოლოგიას უტოლდება.“ ქვეყნის მატერიალური წარმატება გლობალურ დონეზე
უნდა აისახოს მოსახლეობაშიც ლოკალურ დონეზე:

„საბჭოთა ადამიანებს, რომლებსაც მეტი სახსრები აქვთ, ვიდრე წინათ, სურთ ჰქონდეთ,
მრავალფეროვანი, კარგი ხარისხის და ლამაზი ნაწარმი. ჩვენი ამოცანაა მთლიანად
დავაკმაყოფილოთ მოსახლეობის მოთხოვნილებანი.

102
13.07.1964. კომუნისტი.
63
როგორც ჩანს მომწიფდა იმის საჭიროება, რომ შევცვალოთ დაგეგმის წესი და იმ
საწარმოთა მუშაობის შეფასება, რომლებიც აწარმოებენ სახალხო მოხმარების საქონელს,
საჭიროა, რომ ამ საქონლის წარმოებას ნამდვილად საფუძვლად ედოს სავაჭრო
ორგანიზაციების შეკვეთები. მაშინ მრეწველობის მუშაკებიც და ვაჭრობის მუშაკებიც
მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობენ ხალხის წინაშე.

დღეს ჩვენი ხალხი უკეთ ცხოვრობს, ვიდრე გუშინ ცხოვრობდა, მაგრამ სურს იცხოვროს
და კიდევაც იცხოვრებს უკეთესად (ტაში). ჩვენ მტკიცედ ვივლით წინ ჩვენი ქვეყნის
ეკონომიკური ძლიერების განმტკიცების, ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესების
ლენინური გზით103.“

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხდება დაგეგმვის წესის შეცვლა და მოსახლეობის


მოთხოვნილებების გათვალისწინება. ამჯერად, პარტია კი არ წყვეტს თუ რა და რა
რაოდენობის საქონელი სჭირდება საბჭოთა მოქალაქეს, არამედ ნება ეძლევა მან
შეუკვეთოს, რისი გამაშუალებელი, მაინსტიტუციონალიზებელი სახეც სავაჭრო
ორგანიზაციებმა უნდა იკისრონ. გეგმიური ეკონომიკა პირველად ექცევა „მოთხოვნა-
მიწოდების,“ როგორც საბაზრო ეკონომიკის უმთავრეს კატეგორიებში, რაც
გვაფიქრებინებს, რომ 1964 წელი უნდა მივიჩნიოთ გარდამტეხ პერიოდად საბჭოთა
პოლიტიკური პარადიგმის ცვლილებაში.

ცხადია, საბჭოთა ლიდერის გამოსვლა არ რჩება მხოლოდ „სიტყვად,“ ის საქმითაც


ხორციელდება, მალევე იწყებს ასახვას კანონმდებლობასა და მის აღსრულების
მექანიზმებზე: ამავე წლის 15 ივლისს მიღებული იქნა კანონები: „კოლმეურნეობის
წევრთა პენსიებისა და დახმარების შესახებ,“ და კანონი „სსრკ-ს განათლების,
ჯანმრთელობის დაცვის, საბინაო კომუნალური მეურნეობის, ვაჭრობისა და
საზოგადოებრივი კვების და სახალხო მეურნეობის იმ დარგების იმ მუშაკებისათვის
ხელფასის მომატების შესახებ, რომლებიც უშუალოდ ემსახურებიან მოსახლეობას.“

103
ყველაფერი ადამიანისათვის, ადამიანის ბედნიერებისათვის. 15.07.1964. კომუნისტი.
64
ახალი ეკონომიკური დისკურსი პირველ რიგში კომუნისტური პარტიის წევრთა
„კატეგორიული იმპერატივის,“ მორალური ვალდებულების შექმნაზე იწყებს ზრუნვას:

„სინამდვილეში რით გამოიხატება პარტიის წევრის მონაწილეობა კომუნიზმის


მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნისათვის საერთო სახალხო საქმეში?

იგი გვიჩვენებს შრომის ნაყოფიერების გადიდებისათვის, პროდუქციის


თვითღირებულების შემცირებისა და მისი ხარისხის გაუმჯობესებისათვის ბრძოლის
მაგალითს, ყოველი ღონისძიებით უწყობს ხელს წარმოების მექანიზაციასა და
ავტომატიზაციას.

პარტიის წევრი მოვალეა

იბრძოდეს კომუნიზმის მატერიალურ ტექნიკური ბაზის შექმნისათვის, იყოს


შრომისადმი კომუნისტური დამოკიდებულების მაგალითი, ზრდიდეს შრომის
ნაყოფიერებას, იყოს ყოველივე ახლის, პროგრესულის წამომწყები, მხარს უჭერდეს და
ავრცელებდეს მოწინავე გამოცდილებას, ეუფლებოდეს ტექნიკას, სრულყოფდეს თავის
კვალიფიკაციას, უფრთხილდებოდეს და ამრავლებდეს საზოგადოებრივ, სოციალისტურ
საკუთრებას - საბჭოთა სამშობლოს ძლიერებისა და აყვავების საფუძველს.

მომსახურების სფეროში პარტიას ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად მიაჩნია ვაჭრობისა და


საზოგადოებრივი კვების ორგანიზაციის მკვეთრი გაუმჯობესება. ცხოვრება მოითხოვს,
რომ ვაჭრობის მუშაკები ყოველი ღონისძიებით, აქტიურად ახდენდნენ გავლენას
სახალხო მოხმარების საქონლის წარმოებაზე, იყვნენ მყიდველთა ინტერესის
დამცველები, კარგი ლამაზი საქონლის გამოშვებისათვის აქტიური მებრძოლები.
ამისთვის კი ყურადღებით უნდა შეისწავლონ მოსახლეობის მოთხოვნილებანი,
საქონლის შეკვეთების მისცენ მომხმარებელთა მოთხოვნის შესაბამისად. თუ საქონლის
წარმოებას საფუძვლად დაედება სავაჭრო ორგანიზაციათა შეკვეთები, მაშინ მეტ

65
პასუხისმგებლობას იგრძნობენ, როგორც საწარმოთა მუშაკები, ისე ვაჭრობის
მუშაკებიც.104

როგორც ვხედავთ, ახალი ეკონომიკური დისკურსი სრულიად კაპიტალისტური


ტერმინებით იწყებს მსჯელობას. ამიერიდან, კომუნისტი ქვეყნის დოვლათის
სამართლიან გადანაწილებაზე, საერთო საზოგადო საკუთრების შექმნისთვის კი არ
უნდა იბრძოდეს, არამედ უნდა იყოს გარანტორი საკუთრების, კაპიტალის ზრდისა, ის
უნდა იცავდეს მყიდველისა და გამყიდველი ინტერესებს, უნდა იყოს მათი
„უფლებადამცველი“ და „ბიზნესინიციატორი“. საბჭოთა იდეოლოგიური პრესის
ფურცლებზე სულ უფრო და უფრო მატულობს მოგებაზე ორიენტირებული ეკონომიკის
პროპაგანდა.

ღრმად ჩავწვდეთ ეკონომიკას, ვისწავლოთ თვითეულ ჰექტარზე მაქსიმალური


პროდუქციის მიღება105

წარმოების, „მოგების მაქსიმიზაცია“ ხდება პოსტ-ტოტალიტარული პერიოდის


უმთავრესი მოწოდება. მისი აღსრულებისთვის კი სახელმწიფო იწყებს მოთხოვნის
სტიმულირებას, რაც სტრუქტურულ დონეზე „სერვისის“ სფეროს ხელოვნურად
გაზრდაში, მის „ზემოდან“ გაბერვაში გამოიხატება:

„უკანასკნელ დრომდე მომსახურების სფეროს ჩვენში გაუმართლებლად ცოტა


ყურადღება ეთმობოდა. პარტიამ და მთავრობამ დასახეს მთელი რიგი ღონიძიებები,
რომ გამოასწორონ ეს მდგომარეობა. 1965 წლის გეგმით დასახულია მნიშვნელოვნად
გადიდეს საქონელბუნვა, გაუმჯობესდეს ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების
საწარმოთა მუშაობა, გაძლიერდეს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება106.

„წარმოების აღმავლობა“ ცხადდება კომუნიზმის არსებიბისთვის სასიცოცხლო


მნიშვნელობის მქონედ:

104
3.08.1964. პრავდა
105
6.08.1964. კომუნისტი.
106
1.01.1965. კომუნისტი
66
კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების წარმოების აღმავლობა კომუნისტური
მშენებლობის საარსებოდ დიდმნიშვნელოვანი ამოცანაა, მის გადაწყვეტას უნდა
მოახმარონ თავიანთი მეცადინეობა მთელმა პარტიამ, მთელმა საბჭოთა ხალხმა107.

ამ ფერხულში, მხოლოდ პარტია და საბჭოთა ხალხი როდი ერთვება, „პროლეტარიატის


ბელადიც“ კი უერთდება ამ მოწოდებას:

ვ.ი. ლენინი საბჭოთა საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისა და საწარმოო ძალების


განუხრელად განვითარებასთან ერთად განსაკუთრებით ზრუნავდა აგრეთვე
მშრომელთა მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და კუტურული დონის
მკვეთრი აღმავლობისათვის.

ბევრი გვაქვს გასაკეთებელი შრომის ნაყოფიერების გადიდების დარგში.


მფლანგველობასთან, უყაირათობასთან, პროდუქციის დაბალ ხარისხთან ბრძოლაში,
საწარმოო და სახელმწიფოებრივი დისციპლინის განმტკიცებისათვის108.“

გავაფართოოთ ბრძოლა ყაირათიანობისა და მომჭირნეობისათვის.109

მფლანგველობასთან, უყაირათობასთან ბრძოლა შეიძლება განვიხილოთ, როგორც


ერთგვარი „შრომის ასკეზა,“ მუდმივი თვითკონტროლის დაწესება, რასაც ლოგიკურად
უნდა მოჰყვეს დანაზოგი ფულის ისევ მოგებაში გაშვება:

„საჭიროა შეიქმნას უდიდესი დაგროვება კაპიტალდაბანდებისათვის და ამავე დროს


უზრუნველყოფილ იქნეს ხალხის მატერიალური კეთილდღეობის მნიშვნელოვანი
ზრდა. ეს თავის მხრივ მთელი სიმწვავით აყენებს რესურსების ზრდის წყაროების
გაფართოების ამოცანას.

აქედან პირველ პლანზე, როგორც ცენტრალური პრობლემა დგას საზოგადოებრივი


წარმოების ეფექტიანობის ყოველი ღონისძიებით გაზრდა, ცოცხალი და განივთებული

107
1965 წლის სკკპ ცენტრალური კომიტეტის მარტის პლენუმის დადგენილებიდან. კომუნისტი
108
ვასილ მჟავანაძე საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. 15.08.1964. კომუნისტი
109
18.01.1967.კომუნისტი.
67
შრომის დანახარჯების ეკონომია, კაპიტალდაბანდებიდან და ძირითადი საწარმოო
ფონდებიდან უკუმოგების განუხრელი და მნიშვნელოვანი ზრდა.110

„კაპიტალდაბანდება-ს“ მსგავს ბურჟუაზიულ ტერმინოლოგიას ცხადია სოციალისტური


დისკურსი ვერ შეიგუებდა, მაგრამ ამგვარი რევოლუციური თუ კონტრ-რევოლუციური
გადასვლები მუდამ აიხსნება ახალი დროების ახალი გამოწვევებით. ნიშანდობლივია
რომ სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ახალი რესურსების მოძიება-ათვისებას,
„მოგების განუხრელ და მნიშვნელოვან ზრდას.“

სერვისისი სფეროს გაძლიერებისაკენ მოწოდება გაისმის მოწინავე სტატიების


სათაურებშიც:

ადამიანის მომსახურება მთავარი საზრუნავია 111 და საყოფაცხოვრებო მომსახურება


ჩვენი მთავარი საზრუნავია

რამოდენიმე დღის შემდეგ ქვეყნდება ამ მოწოდებაზე გამოხმაურების ნიშნად


დაწერილი სტატიების სერია სათაურით „სიგნალი - საყოფაცხოვრებო მომსახურება
ჩვენი მთავარი საზრუნავია“ ამონარიდი ერთ-ერთი მათგანიდან: „მთავარი
სამმართველო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სოფლად აბანოების
მშენებლობას, მათს რეკონსტრუქციას, კაპიტალური და მიმდინარე სარემონტო
სამუშაოების შესრულებას. მიმდინარე წელს განზრახული გვაქვს მივიღოთ ყველა
საჭირო ზომა, რათა მსხვილ დასახლებებში, კოლმეურნეობებსა და საბჭოთა
მეურნეობებში იყოს აბანო და შევუქმნათ მათ მუშაობის ყველა ნორმალური პირობები.“

ეკონომიკა ცხადდება შედეგზე ორიენტირებულად, მოგება ხდება წარმოების შეფასების


კრიტერიუმი:

ახალ პირობებში, ეკონომიკური სტიმულირების გაძლიერებასა და სამეურნეო


ანგარიშის განმტკიცებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება

110
28.09.1964. კომუნისტი
111
14.01.1965. კომუნისტი.
68
მოგებას, რომელიც გახდება საწარმოს საქმიანობის შეფასების ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი და წარმოების განვითარების მატერიალური
წახალისების, სოციალურ-კულტურული ღონისძიებებისა და საბინაო მშენებლობის
ფონდების შექმნის წყარო.112

მომჭირნეობა და შრომის ასკეზა მხოლოდ კომუნისტების ვალი როდია, ის ძალიან მალე


საერთო სახალხო საქმე ხდება.

მომჭირნეობისათვის ბრძოლა საყოველთაო-სახალხო საქმეა.113

საბჭოთა „კაპიტალიზმის სული“ არ ვითარდება იზოლირებულად, ის მჭიდროდაა


დაკავშირებული პატრიოტიზმთან:

„მივცეთ დედა სამშობლოს მეტი კვების პროდუქტები114“

ახალი დისკურსი პრესას სთხოვს უფრო ახლოდან აჩვენოს ეკონომიკის საკითხები:

„ეკონომიკა კომუნიზმისათვის ბრძოლის მთავარი სარბიელია და ჩვენი პრესის


მოვალეობაა ფართოდ უჩვენოს ეკონომიკური რეფორმის მიმდინარეობა, ახალ
პირობებში მუშაობის გამოცდილება, ბრძოლა საზოგადოებრივი წარმოების
ეფექტიანობის გადიდებისათვის.115“

მომჭირნობისკენ, მოგებისკენ თუ კაპიტალდაბანდებისკენ მოწოდებები მხოლოდ


პრესის ფურცლებზე როდი იწერება, ის გაისმის სკკპ ცენტრალური კომიტეტის
მოწოდებად „დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის“ აღმნიშვნელ
ზეიმებზეც:

112
სამშობლოს ღონიერების წყარო. 5.01.1965. კომუნისტი.
113
5.01.1965. პრავდა
114
15.01.1965. კომუნისტი.
115
26.04.1965. პრავდა.
69
„მრეწველობის, მშენებლობისა და ტრანსპორტის მუშაკებო! გაზარდეთ
საზოგადოებრივი წარმოების ეფექტიანობა, უკეთ გამოიყენეთ კაპიტალური
დაბანდებანი და ძირითადი ფონდები, უფრო სწრაფად აითვისეთ ახალი სიმძლავრენი!

მრეწველობის, მშენებლობისა და ტრანსპორტის მუშაკებო! განამტკიცეთ


ტექნოლოგიური და საწარმოო დისციპლინა, განავითარეთ სამეურნეო ანგარიში,
გაზარდეთ წარმოების რენტაბელობა!

საბჭოთა კავშირის მშრომელებო! გაზარდეთ შრომის ნაყოფიერება, შეამცირეთ


პროდუქციის თვითღირებულება, იბრძოლეთ პროდუქციის ხარისხის
გაუმჯობესებისათვის!

საბჭოთა კავშირის მშრომელებო! იბრძოლეთ მატერიალური რესურსებისა და


სახელმწიფო სახსრების მომჭირნეობით ხარჯვისთვის! იბრძოლეთ უყაირათობის,
ზედმეტობისა და მფლანგველობის წინააღმდეგ!

ქიმიური მრეწველობის მუშაკებო! იბრძოლეთ ტექნიკური პროგრესისათვის, სახალხო


მოხმარების საქონლის წარმოებაში საჭირო ქიმიური პროდუქტების წარმოების
გადიდებისა და ხარისხის გაუმჯობესებისათვის! მეტი მინერალური სასუქები და
მცენარეთა დაცვის საშუალებანი სოფლის მეურნეობას!

საბჭოთა გეოლოგებო! უფრო სწრაფად აღმოაჩინეთ ჩვენი სამშობლოს წიაღის


სიმდიდრენი, გაზარდეთ გეოლოგიურ-სადაზვერვო სამუშაოთა ეფექტიანობა.

ყოფა-ცხოვრების სამსახურის მუშაკებო! ყოველნაირად გააუმჯობესეთ საბჭოთა


ადამიანების მომსახურება, უფრო სრულად დააკმაყოფილეთ მათი მოთხოვნილებანი! 116

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ეკონომიკური დისკურსით ხელი ეწყობა


მომხმარებლური საზოგადოების ჩამოყალიბებას, შიგა და შიგ მაინც, მის ზედაპირზე

116
18.10.1966. სკკპ ცენტრალური კომიტეტის მოწოდება დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის
49-ე წლისთავისთვის. კომუნისტი.
70
მაინც ამოდის ის მიზანი, ის იდეალი, რასაც ეკონომიკური წინსვლა უნდა
ემსახურებოდეს:

შრომით ვადიდოთ ოქტომბერი117

მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ „ოქტომბერი“ და „ლენინი“ ამ განდიდებით მაინც ვერ
ხდებიან ბიბლიური ღმერთის მსგავსი უზენაესი არსებები, ისინი მხოლოდ მაშინ
ეცხადებაინ საბჭოთა ადამიანებს, მხოლოდ მაშინ „უმჟღავნებენ სიტყვას“ როცა ამას
კონიუნქტურა მოითხოვს. დისკურსი არ ცდილობს ლენინის ტომეულებში კომუნიზმის
დედააზრი გადმოსცეს, ის მხოლოდ დაეძებს იმ სიტყვებს, ან იგონებს მათ, როცა
ნომენკლტურული კაპიტალიზმის კონკრეტულ ამოცანებს ლეგიტიმაციის კრიზისი
უდგებათ:

„დიდი ლენინი მოგვითხრობდა

ერთბაშად ეცადეთ გააუმჯობესოთ გლეხთა მდგომარეობა და დაიწყოთ


ელექტროფიკაციის, მორწყვის დიდი სამუშაოები“.118

ვაჭრობა, ესოდენ ხშირად გაკრიტიკებული მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსთა


მიერ საგმირო საქმედ ცხადდება:

„ჩვენს რესპუბლიკაში უკანსკნელ წლებში მოსახლეობის სავაჭრო მომახურების


გაუმჯობესებისათვის ბევრი რამ გაკეთდა. ქალაქებში, დაბებში და სოფლებში
თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აიგო ახალი სავაჭრო და საზოგადოებრივი
კვების საწარმოები, ხორციელდება ვაჭრობის სპეციალიზაცია.

ვაჭრობა სახალხო მეურნეობის ისეთი დარგია, რომელსაც ყოველდღიურად მიმართავს


ქალაქისა და სოფლის მილიონობით მცხოვრები. ჩვენი რესპუბლიკის ადამიანები
უაღრესად დაინტერესებულნი არიან, რომ ვაჭრობა განუწყვეტლივ ვითარდებოდეს და

117
20.01.1967. კომუნისტი.
118
24.03.1967. კომუნისტი.

71
უმჯობესდებოდეს, რომ მაღაზიებში საქონლის სიუხვე იყოს და იქიდან ყველანი კარგი
განწყობილებით ბრუნდებოდნენ.

ამ სქმეში დიდი როლი უნდა შეასრულონ სავაჭრო ორგანიზაციებმა. მათი ერთ-ერთი


დიდმნიშვნელოვანი ამოცანაა აქტიური ზეგავლენა მოახდინონ წარმოებაზე. ეს როლი
კიდევ უფრო იზრდება წარმოების დაგეგმვისა და ეკონომიკური სტიმულირების ახალი
წესის დროს. ვაჭრობის შეკვეთა საფუძველია წარმოების მოცულობის, საქონლის
ნომენკლატურისა და ასორტიმენტის დაგეგმვისათვის.

ვაჭრობა ცოცხალი საქმეა, რომელიც მოითხოვს ოპერატიულობას, მოქნილობას,


ინიციატივას. საქონლის მექანიკური განაწილების პრაქტიკამ თავისი დრო მოჭამა. ახალ
პირობებში პირველ ადგილზე დგება ეკონომიკური ფაქტორები, კონიუნქტურის ცოდნა,
ვაჭრობის ცოდნა, საქონლის მანევრირების ცოდნა.

წელს ვაჭრობის მუშაკის დღე აღინიშნება განსაკუთრებულ ვითარებაში, როცა ჩვენი


დიადი სამშობლო ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 50 წლისთავის
ზეიმისთვის ემზადება. ეს გარემოება ვაჭრობის მუშაკებს მაღალ პასუხისმგებლობას
აკისრებს, მოითხოვს მათგან შემოქმედებითი ძალების მაქსიმალურ დაძაბვას, რათა
უზრუნველყოს ყველა სამხედრო დავალების, ნაკისრი სოციალისტური
ვალდებულებების პირნათლად შესრულება და მშრომელთა უნაკლოდ მომსახურება.

ამოცანა ის არის, რომ ყოველი ღონისძიებით შევუწყოთ ხელი ვაჭრობის მატერიალურ-


ტექნიკური ბაზის განვითარებას, ამავე დროს ვაჭრობის პროგრესული მეთოდების
ფართოდ დანერგვის გზით უნდა მივაღწიოთ არსებული ქსელის გამტარუნარიანობის
მნიშვნელოვანად გადიდებას.

სავაჭრო ორგანიაზაციებმა და საწარმოებმა უნდა გააცხოველონ ისეთი ღონისძიებების


უფრო აქტიურადგატარებისათვის, როგორიც არის სამრეწველო საქონლის ცალკეული
ჯგუფებისა და კულინარიული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, სამრეწველო და სასურსათო

72
საქონლის საცალო ბაზრობების მოწყობა, საცალო ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვების
საუკეთესო საწარმოების დათვალიერება კონკურსების მოწყობა და სხვ.119

22 ივლისს საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის საზაფხულო თეატრში გაიმართა


ვაჭრობის მუშაკის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა.

ვისწავლოთ ვაჭრობა.120

შემფასებელია მყიდველი“121.

დისკურსი გვასწავლის არა იმას თუ როგორ მოვახდინოთ „რევოლუციის ექპორტი“


ანდა როგორ აიხსნება მოვლენები პოლიტიკური ეკონომიის ტერმინებში, არამედ
ქადაგებს „მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალურ მოგებას, კაპიტლდაბანდებას,
უსასრულო ეკონომიკურ ზრდას;

კომუნიზმის გამარჯვებისათვის საბჭოთა ხალხის ბრძოლის ძირითადი პლაცდარმია


ეკონომიკა, კომუნიზმის მატერიალურ ტექნიკური ბაზის შექმნა.122

საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობა ახლა ისეთ სტადიაში შევიდა, როცა


ეკონომიური ზრდის მთავარი წყარო სულ უფრო ხდება საზოგადოებრივი წარმოების
ეფექტიანობის ზრდა, ყველა მისი დარგის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება
მეცნიერებისა და ტექნიკის უახლეს მიღწევათა საფუძველზე.

ეს ნიშნავს, რომ წარმოება უნდა იზრდებოდეს არა მარტო ახალ სიმძლავრეთა


ამუშავებისა და ახალი მიწების ათვისების გზით, არამედ სულ უფრო მეტად თვითეული
საწარმოს, თვითეული აგრეგატის, თვითეული ჰექტარი მიწის უკეთ გამოყენების გზით.
ეს ნიშნავს კაპიტალდაბანდებათა ისეთ განაწილებასა და ათვისებას, როცა ყოველი

119
ვ.თოხაძე. საქართველოს სსრ ვაჭრობის მინისტრი. 23.07.1967. კომუნისტი.
120
ვ.მარღანია. აფხაზეთის ასსრ ვაჭრობის მინისტრი. 23.07.1967. კომუნისტი.
121
გ.მუმლაძე. ახალციხის რაიკომკავშირის გამგეობის თავმჯდომარე. 23.07.1967. კომუნისტი.
122
ვადიდოთ სამშობლო. 18.10.1967. კომუნისტი.
73
დაბანდებული მანეთი მაქსიმალურ მოგებას იძლევა. ეს ნიშნავს პროდუქციის ყოველ
ერთეულზე ნედლეულის, მასალებისა და სათბობის ხარჯვის შემცირებას123.

ჩვენი კვლევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „კაპიტალიზმის სულის“


გაძლიერებათან ერთად სახელმწიფოს ცენტრსა თუ პერიფერიებზე იზრდება
ბიუროკრატია, დგება პარტიული ორგანიზაციების, ადგილობრივი საბჭოების
რეფორმების აუცილებლობა, რათა შეიქმნას ეპოქის სულისკვეთების შესატყვისი და
განმახორციელებელი სახელმწიფო სტრუქტურები:

„ფართოვდება საწარმოთა უფლებები და დამოუკიდებლობა, იზრდება კოლექტივების


როლი წარმოების მართვაში, მის სრულყოფაში. მაშასადამე მეტი პასუხისმგებლობა
ეკისრებათ პირველად პარტიულ ორგანიზაციებსაც. მათი ყურადღების ცენტრშია
რეფორმით ნაკარნახევ ეკონომიკურ, ტექნიკურ, ორგანიზაციულ და იდეოლოგიურ
ღონისძიებათა თანამიმდევრულად განხორცილების საკითხები.

პარტიული ორგანიზაციების ამოცანაა გაუღვიძონ წარმოების ხელმძღვანელებს,


სპეციალისტებს ეკონომიური მუშაობის ინტერესი, განუვითარონ სამეურნეო
ინიციატივა, წარმოების ეკონომიკის ღრმა ანალიზის, საქმის მეცნიერულ საფუძველზე
წარმართვის უნარი. ეს შეეხება არა მარტო წარმოების დირექტორს ან მთავარ ინჟინერს,
არამედ ყოველ მუშაკსაც.

რეფორმაზე გადასვლისას თავს იჩენს საკითხები, რომლებიც აქამდე არ იდგნენ ასეთი


სიმწვავით, კერძოდ კოლექტივის როლის ზრდა წარმოების მართვაში, მის
სრულყოფაში, მუშაკთა აქტივობის განვითარება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე
წარმოების დამოუკიდებლობისა და ცენტრალიზებული ხელმძღვანელობის ეფექტურ
შეხამებას.124

123
ლ.ი. ბრეჟნევის მოხსენებიდან. მიძღვნილი „დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის“ 50-ე
წლისთავისადმი.

124
პარტიული ორგანიზაცია და რეფორმა. 17.01.1968. პრავდა.
74
გარდა ამისა, ეკონომიკური დისკურსი მჭიდრო კავშირშია ნაციონალისტურ
დისკურსთანაც:

„კომუნიზმისთვის ბრძოლის ჩვენი მთავარი სარბიელია ეკონომიკა. წარმატებანი


სახალხო მეურნეობის განვითარებაში საშუალებას გვაძლევენ გადავწყვიტოთ
ძირითადი სოციალური ამოცანები, უზრუნველყოთ საბჭოთა ადამიანის ცხოვრების
დონის ამაღლება. ეკონომიკის აღმავლობა დიდად განსაზღვრავს ქვეყნის თავდაცვითს
ძლიერებას, მის გავლენას საერთაშორისო მოვლენების მსვლელობაზე მშვიდობისა და
სოციალიზმის ინტერესებისათვის.125

წელს კახეთის რაიონების მევენახეების გადაწყვეტილებაა მისცენ სამშობლოს 150 000


ტონამდე ხარისხოვანი ყურძენი“.126

ითვლება რომ ეს ყველაფერი კომუნიზმის გამარჯვებისთვის კეთდება, მაგრამ


ფაქტობრივად რაც ხდება, არის ადგილობრივი ნომენკლატურების ძალაუფლების
ზრდა, მათ მიერ კონტროლირებული მოგებაზე ორიენტირებული ეკონომიკა და
ეთნონაციონალიზმი ერთმანეთს აძლიერებს, იდეის არსებობის გარეშეც. ანგარიში
„ოქტომბერზე“ მეტად „საბაზრო მოთხოვნილებებს“ ეწევა.

„მომხმარებლის მოთხოვნილება საქონელზე ძალზედ სწრაფად იცვლება. ჩვენ კი


მოვალე ვართ ყოველივე ეს ვიცოდეთ. ამ მიზნით თბილქსოვილვაჭრობის მაღაზიებში
შემოღებული გვაქვს ჟურნალები მომხმარებელთა მოთხოვნების რეგისტრაციისათვის.
პერიოდულად ვაწყობთ მომხმარებელთა კონფერენციებს. ყოველივე ეს ხელს გვიწყობს
იმაში, რომ რაც შეიძლება დასაბუთებული შეკვეთები წარვუდგინოთ საწარმოებს,
ვაიძულოთ ფაბრიკები შეწყვიტონ ისეთი ქსოვილის წარმოება, რომელზეც
მოთხოვილება არ არის და დანერგონ ის, რასაც მყიდველი მოითხოვს.127

125
18.04.1968. პრავდა.
126
19.09.1968. კომუნისტი.
127
26.07.1968. კომუნისტი.
75
„შრომის ასკეზა“ არ შემოიფარგლება მხოლოდ აბსტრაქტული შინაარსის ლოზუნგებით,
ის ხდება ძლზედ კონკრეტული, ძალზედ „შინაურული“ რათა რაც შეიძლება ადვილად
შეეხოს თითოეული საბჭოთა მოქალაქის გულს და მათ სინდისზე ეფექტურად
იმოქმედოს:

„შრომის დისციპლინა გულისხმობს, რომ მუშაკები პასუხისმგებლობითა და


დაინტერესებით ეკიდებოდნენ მოვალეობათა მთელ წრეს. უსაფრთხოების ტექნიკის
წესების უგულებელყოფა, ბრიგადირის განკარგულების არაზუსტად შესრულება,
დადგენილი დროის გადაჭარბებით სასადილოში ყოფნა დისციპლინის დარღვევას
ნიშნავს. მაგრამ არის ნაკლოვანებანი, რომლებიც აგრერიგად თვალში არ გვხვდება,
მაგრამ ნაკლებად მნიშვნელოვანი როდია, თუ, ვთქვათ, მძღოლმა, რომელსაც პური
მინდვრიდან ელევატოში მიაქვს, არ მოამზადა როგორც საჭიროა თავისი მანქანა და
გზაში მთლიანად ვერ შეინარჩუნა მარცვალი, ისიც უხეშად არღვევს შრომის
დისციპლინას.“128

საბჭოური ნომენკლატურული კაპიტალიზმის პირობებში, როცა „ბაზარზე“ მონოპოლია


ლოკალურ პოლიტიკურ ელიტებს აქვთ, საქონელზე მოთხოვნის რაოდენობრივი ზრდა
გადადის მისსავე თვისებრივ ცვლიბაში, რასაც ძალიან ლოგიკურად ფეხდაფეხ
მიწოდების სტრუქტურული ცვლიბაც მოსდევს:

მარტო მოხმარების რაოდენობრივი ზრდა როდი მიმდინარეობს. არსებითად იცვლება


მოთხოვნის სტრუქტურაც. მოსახლეობა მეტს ყიდულობს ძვირფას კვების პროდუქტებს.
განსაკუთრებით სწრაფად იზრდება მოთხოვნა მსუბუქი მრეწველობის ნაწარმსა და
კულტურულ-საყოფაცხორებო დანიშნულების საქონელზე.

1969 წელს უნდა აშენდეს მაღაზიები 50 000 სამუშაო ადგილით, საზოგადოებრივი


კვების საწარმოები 750 000 ადგილით, გაიზრდება სასაქონლო საწყობების ფართობი,
ბოსტნეულკარტოფილსაცავებისა და მაცივრების ტევადობა.

128
27.09.1968. პრავდა.

76
ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების მუშაკთა არმია წელს 300 000-ით და მეტად
გაიზრდება. ეს საშუალებას მოგვცემს მთლიანად დავაკომპლექტოთ ყველა მაღაზია,
სასადილო და კაფე გამყიდველებით, მზარეულებით, მებუფეტეებით, მოლარეებით, რაც
აგრეთვე გააუმჯობესებს მოსახლეობის მომსახურებას.“129

მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების ესოდენ დიდი


რაოდენობით მომსახურების სფეროში გადასვლა ვფიქრობთ არის საბჭოთა
პოლიტიკური პარადიგმის ცვლილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი
მტკიცებულება.

5.6. ბიუროკრატიის ზრდიდან ლოკალური ელიტების გაძლიერებამდე

1964 წელი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ახალი ეკონომიკური პოლიტიკის


გაჟღერებასთან ერთად ხდება ძალაუფლების დეცენტრალიზაცია. ცკ-ს მდივანი
არამცთუ ბელადი აღარ არის ლენინისა და სტალინის მსგავსად, ის ხრუშჩოვისაგან
განსხვავებითაც ძალაუფლებას უზიარებს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ცენტრში,
ხოლო პარტიულ ხელმძღვანელებს - პერიფერიაზე:

„1964 წლის ოქტომბრის პლენუმმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ შემდგომში ერთი


პირისთვის აღარ შეეთავსებინა სკკპ ცკ-ის პირველი მდივნის და სსრკ-ს მინისტრთა
საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობანი. სკკპ ცკ-ის პირველ მდივანად არჩეულ იქნა ლ.
ბრეჟნევი, ხოლო სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს თავჯდომარედ ა. კოსიგინი.

ნოემბრის პლენუმის გადაწყვეტილებით კვლავ აღსდგნენ ერთიანი საოლქო, სამხარეო


პარტიული ორგანიზაციები, როგორც მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში
მომუშავე ყველა კომუნისტის გამაერთიანებელნი, აგრეთვე პარტიის რაიონული
კომიტეტები, როგორც ყველა პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელები130.

129
1.04.1968. კომუნისტი.
130
საბჭოთა კომუნისტური პარტიის ისტორია. გვ. 757-758

77
ადგილობრივი სახელმწიფო ორგანიზაციები საკუთარი ძალაუფლებრივი
მდგომარეობის გაძლიერებას ცდილობენ მოგებაზე ორიენტირებული ეკონომიკის
განვითარებით, ვაჭრობის ხელშეწყობით და სხვა „მოძმე რესპუბლიკებთან“
„ეკონომიკურ შეჯიბრებებში“ ჩართვით, საკუთარი ქვეყნის, რეგიონის თუ რაიონის
უპირატესობის მტკიცებით:

„რესპუბლიკის როგორც სახელმწიფო, ისე კოოპერაციული ვაჭრობის სისტემაში


ხორციელდება მნიშვნელოვანი ღონისძიებანი ვაჭრობის მუშაკების მომზადებისა და
კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, ვაჭრობაში უმაღლესი და საშუალო სავაჭრო
განათლების მქონე სპეციალისტების, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის
კურსდამთავრებული ახალგაზრდების, ქალების მოზიდვისათვის.

ამ მიმართულებით მიღებულ ღონისძიებათა შედეგად კადრების შემადგენლობა სულ


უფრო უმჯებესდება. ვაჭრობის მუშაკთა 100 ათასიანი არმია ჯანსაღი,
ბრძოლისუნარიანი კოლექტივია, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს პარტიისა და
მთავრობის მიერ მის წინაშე დასახული დიდი და პასუხსაგები ამოცანების წარმატებით
შესრულება“.131

ცხადია, ცკ-ს მიზანი არაა საბჭოთა პერიფერიაზე ლოკალური ელიტების მომძლავრება,


მას მხოლოდ ის უნდა რომ ბიუროკრატიის ძალით მაქსიმალურად გააკონტროლოს
ეკონომიკური საქმიანობა და მთელი სსრკ-ს მასშტაბით მაქსიმალური ფულადი
სარგებელი ნახოს:

პარტიამ აღზარდა მრავალრიცხოვანი მომწიფებული იდეურად გამოწრთობილი


სახელმწიფო კადრები, რომლებმაც დამსახურებულად მოიპოვეს ხალხის ნდობა.

მას შემდეგ რაც პარტიულ-სახელმწიფო კონტროლის ორგანოები სახალხო კონტროლის


ორგანოებად გარდაიქმნა, ჩვენი რესპუბლიკის პარტიულმა ორგანიზაციებმა არა თუ
შეასუსტეს, არამედ პირიქით, გააძლიერეს ყოველდღიური ხელმძღვანელობა და
დახმარება სახალხო კონტროლის ორგანოების მუშაობისადმი.

131
28.07.1968. კომუნისტი.
78
საჭიროა უზრუნველყოთ სახელმწიფოსა და საზოგადოების უმკაცრესი კონტროლი
შრომის ზომისა და მოხმარების ზომისადმი. სისტემატურად შევამოწმოთ ადამიანები და
შევამოწმოთ საქმის ფაქტიური შემოწმება.

ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავრია განუწყვეტლივ გავაფართოვოთ კონტროლის


მასობრივი ბაზა, ჩავაბათ მასში ათასობით საბჭოთა ადამიანი, პრაქტიკულად
ვასწავლოთ მათ სახელმწიფოს მართვა132.

ამგვარად, ლოკალური ელიტების გაძლიერება მხოლოდ ინსტრუმენტია და არა მიზანი.


რადგანაც შეუძლებელია მოსკოვიდან სახელმწიფოს ყველა პერიფერიებზე კაპიტალის
კონტროლი, ბევრად ეფექტურად მიიჩნევა თუ ამას მათადმი ლოიალურად განწყობილი
და ხალხში ავტორიტეტის მქონე რაიკომის მდივნები გააკეთებენ:

„ბევრი ადგილობრივი ორგანო ახლა უფრო სრულად იყენებს თავის უფლებებს


სამეურნეო მშენებლობაში, მეტ ინიციატივას იჩენს სამეურნეო საქმიანობაში. ისინი
ახორციელებენ კოტროლს შრომითი და ბუნებრივი რესურსების სწორად
გამოყენებისადმი.133

პარტიის 23-ე ყრილობამ დასახა საბჭოების როლისა და ავტორიტეტის ამაღლების, ჩვენი


ქვეყნის სამეურნეო და კულტურულ ცხოვრებაზე მათი გავლენის გაძლიერების გზები,
უნდა ავამაღლოთ საბჭოების სესიების მნიშვნელობა. მათ განსახილველად უნდა
გამოგვქონდეს ეკონომიური, სოციალ-კულტურული და სახელმწიფო მნიშვნელობის
საკითხების უფრო ფართო წრე, უნდა გავაძლიეროთ მუდმივი კომისიების ყველა
დეპუტატის აქტივობა134.

რაც უფრო მატულობს ლოკალურობა, ცხადია იზრდება პრობლემებისა და სიტუაციური


ამოცანების სიჭრელეც, მათი გადაჭრის გზების იდეოლოგიური გამართლება კი სულ

132
სახალხო კონტროლიორები. 6.10.1966. კომუნისტი
133
12.10.1966. კომუნისტი.
134
ავამაღლოთ ადგილობრივი საბჭოების როლი. 12.10.1966. კომუნისტი.
79
უფრო ექვემდებარება პრაგმატულ ინტერესებს. მაქრქსისტული იდეოლოგიისადმი
ერთგულებიდან აქცენტი გარემო პირობების მოთხოვნილებებზე გადადის:

„პარტია გადაჭრით მოითხოვდა დოგმატიზმისა და მედავითნეობის აღმოფხვრას


პარტიულ პროპაგანდაში, პარტიული პროპაგანდის დაახლოებას ცხოვრებასთან,
კომუნისტური მშენებლობის ამოცანებთან135.“

კადრების მომზადება იმდენად აქტუალური ხდება, რომ მას სტრუქტურული


საგანამანათლებლო სახე ეძლევა:

სკკპ ცენტრალური კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება 1967 წლის


თებერვლიდან ხელმძღვანელი პარტიული და საბჭოთა კადრების გადასამზადებელი
მუდმივმოქმედი კურსების მოწყობის შესახებ.

ეს კურსები სწავლების ერთთვიანი ვადით იქმნება მუშაკთა ფართო წრის


კვალიფიკაციის ამაღლებისა და იდეურ-თეორიული მომზადებიათვის.

კურსების მსმენელები შეისწავლიან სკკპ ისტორიისა და პოლიტიკის, მარქსისტულ-


ლენინური ფილოსოფიისა და მეცნიერული კომუნიზმის, პოლიტიკური ეკონომიის,
საერთაშორისო კომუნისტური, მუშათა და ეროვნულ განმანთავისუფლებელი
მოძრაობის აქტუალურ პრობლემებს. სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი
ეთმობა პარტიული, საბჭოთა მშენებლობისა და მეურნეობის, მეცნიერებისა და
კულტურის ხელმძღვანელობის პრაქტიკის საკითხებს. გათვალისინებულია მსმენელებს
გააცნონ პარტიული კომიტეტების ორგანიზატორული და იდეოლოგიური მუშაობის
გამოცდილება უშუალოდ ადგილებზე”136.

ძალაუფლების ვერტიკალური დეცენტრალიზაცია ხდება ყველაზე ქვედა დონეების


ჩათვლით, მათ ეძლევათ საშუალება „სიტუაციის ბატონპატრონები“ იყვნენ,

135
საბჭოთა კომუნისტური პარტიის ისტორია. გვ. 758
136
დავეუფლოთ ხელმძღვანელობის მეცნიერებას. 18.01.1967. პრავდა.
80
ავტონომიურობა მოიპოვონ ცენტრალური ხელისუფლებისგან და ზედამხედველობა
გასწიონ:

„მკვეთრად გამოცოცხლდა ადგილობრივი საბჭოების მუშაობა. ახალი დეპუტატები


უფრო აქტიურად მონაწილეობენ მუდმივი კომისიების მუშაობაში, ღრმად სწვდებიან
საწარმოთა, მშენებლობათა, კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების
საქმიანობას, რაზმავენ მშრომელებს დასახული გეგმებისა და ნაკისრი
ვალდებულებების შესრულებისათვის. არსებული ნაკლოვანებების შესახებ საკითხს
აყენებენ აღმასრულებელი კომიტეტებისა და თვით სამეურნეო ორგანიზაციების
წინაშე.“137

ლოკალური პარტიული ნომენკლატურის ძალაუფლება გამყარებულია ეკონომიკურ,


სოციალურ და სიმბოლურ კაპიტალზე კონტროლის მოპოვებით, საბჭოთა სახელმწიფო
საკუთრებაზე ნომენკლატურების de facto კონტროლით, წარმოების საშუალებებზე
ლოკალური მონოპოლიის დაწესებით:

„რესპუბლიკების მასშტაბით ხდება პარტიის წევრების გაზრდილი რაოდენობის


საწარმოების, ეკონომიკური საქმიანობის ირგვლივ კონსოლიდაცია.

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პატიის გაზრდილი ხემძღვანელი როლი ემყარება


რეალურ შესაძლებლობებს, პარტიის რიგების ორგანიზაციულ და პოლიტიკურ
გაძლიერებას. 23-ე ყრილობის შემდეგ პარტიას 2 მილიონი კაცი შეემატა. საოლქო
კომიტეტებს, სამხარეო კომიტეტებს და მოკავშირე რესპუბლიკების კომპარტიების
ცენტრალურ კომიტეტებს ნება ეძლეოდათ შეექმნათ პირველადი პარტიული
ორგანიზაციები რამდენიმე საწარმოს ფარგლებში, რომლებიც შედიან საწარმოო
გაერთიანებებში და მდებარეობენ, როგორც წესი, ერთი რაიონის ან ერთი ქალაქის
რამდენიმე რაიონის ტერიტორიაზე. ცალკეულ შემთხვევებში, პარტიულ
ორგანიზაციებში, სადაც 500-ზე მეტი კომუნისტი იყო, ნება ეძლეოდათ შეექმნათ დიდ

137
ადგილობრივი საბჭოები მუდმივი კომისიები. 25.01.1968. კომუნისტი.
81
საამქროთა პარტკომები და საწარმოო უბნების პარტიულ ორგანიზაციებს ენიჭებოდათ
პირველადი პირველადი პარტიული ორგანიზაციის უფლებები138.

სოციალისტურ შეჯიბრებებს სოფლებს, ქალაქებს და რაიონებს შორის ცვლის,


კოლმეურნეობის თავმჯდომარეებს, რაიონულ და რესპუბლიკის ცკ-ს თავმჯდომარეებს
შორის კონკურენცია:

„რაიონული კომიტეტი, მისი აპარატის მუშაკები მთავარ ყურადღებას უთმობენ


სამრეწველო საწარმოთა პირველადი პარტორგანიზაციების ბრძოლისუნარიანობის
ამაღლებას. ისინი კომუნისტებთან, უპარტიო მუშებთან, აქტივთან ერთად ადგილებზე
სწავლობენ წარმოებისა და ყოფის აქტუალურ საკითხებს, განიხილავენ მათ, სახავენ
ღონისძიებებს, არსებული მდგომარეობების გამოსასწორებლად. ცალკეულ
შემთხვევებში კი უფრო ყურადსაღები ფაქტები რაიკომის ბიუროს მსჯელობის საგანი
ხდება. ამან შესამჩნევად განტვირთა რაიკომის ბიურო მეორეხარისხოვანი საქმეებისაგან,
ხელი შეუწყო მის სხდომებზე, პლენუმებსა და აქტივის კრებებზე განსახილველი
საკითხების საფუძვლიანად მომზადებას, მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების
შემოწმების გაძლიერებას.“

ადგილობრივი ელიტების ძალაუფლების მატება გამოიხატება არა მხოლოდ


ეკონომიკაზე კონტროლით, არამედ მასებთან უფრო ხშირი კონტაქტით, ხშირი
მივლინებებით, ზედამხედველობითი საქმიანობებით:

პერიოდულად ეწყობა პარტიული ორგანიზაციის მდივნების მივლინებები


რესპუბლიკის დედაქალაქის და სხვა მოწინავე ორგანიზაციების მუშაობის
გამოცდილების შესასწავლად139.

138
პონომარიოვი და სხვ. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ისტორია. 1983, 1985. გამომცემლობა
„განათლება.“ გვ. 812-813.
139
ვერულაშვილი, შ. (საქართველოს კპ ზესტაფონის რაიკომის პირველი მდივანი). რაიკომი და ახალი
რეფორმა. 6.07.1968. კომუნისტი.
82
ცხოვრებამ გვიჩვენა, რომ სახალხო კონტროლის წარმატება, მისი შემოწმებების,
დათვალიერებების, რეიდების ქმედითობა, უწინარეს ყოვლისა დამოკიდებულია
ჯგუფებისა და საგუშაგოების აქტივობაზე, თუ შემოწმებას აქვს არა კაბინეტური, არამედ
მოსობრივი ხასიათი, თუ თვითონ კონტროლიორები, მუშები, გლეხები,
სპეციალისტები, - ეძებენ რეზერვებს და ეხმარებიან მათს გამოყენებაში, აქტიურად
იბრძვიან ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის, მაშინ ასეთ შემოწმებას, რა თქმა უნდა,
საგრძნობი შედეგები მოაქვს.“140

შრომის დანაწილებას, ძალაუფლების ჰორიზონტალურ დანაწილებას იდეაში საბჭოთა


სახელმწიფოს საერთო ეკონომიკური ძლიერება და კომუნიზმისთვის მატერიალურ-
ტექნიკური ბაზის შექმნა უნდა გამოწვია, ფაქტიურად კი ლოკალური ელიტების
ეკონომიკურ ძლიერება გაზარდა, ისინი აქცია ადგილობრივ ავტორიტეტებად.
სტალინის, როგორც პარტიის ანთროპომორფული ხატის მონოლოგიური დისკურსიდან
განდევნამ ადგილი გამოუთავისუფლა მოკავშირე რესპუბლიკების დონეზე ცკ-ს
მდივნების ავტორიტეტს. მათ მიერ ლოკალური ნაციონალიზმების პროპაგანდამ კი
ისინი ქვეყნის ლეგიტიმურ ძალად და ფაქტობრივ მმართველებად აქცია.

5.7. პოლიტიკური ახლომხედველობის ფენომენი

ლოკალურ ნაციონალიზმებს, ძალაუფლების კონცენტრაციის ლოკუსების ლოკალურ


დონეზე გაზრდას, დისკურსის ტოპოსის იდეოლოგიური სიბრტყიდან ეკონომიკაზე,
როგორც კომუნიზმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაზე გადაწევას საერთო
მახასიათებლად ჰქონდა ფენომენი, რომელსაც ჩვენ აქ „პოლიტიკურ
ახლომხედველობას“ ვუწოდებთ. მოხდა სამყაროს მიკროსკოპიდან დანახვა,
დეტალებზე კონცენტრირება, ცობიერების დავიწროება და მატერიალურ ნივთებამდე
მიახლოება, პროცესუალურად ეს შეიძლება შევადაროთ ერთგვარ close-up-ს, zoom in-ს,
როცა ტექსტის მასშტაბების გაზრდას, მის წვრილმან დეტალებში აღქმას ხელიდან

140
15.10.1968. პრავდა.
83
ეცლება ამავე ტექსტის მთლიანობაში დანახვის შესაძლებლობა, ეკარგება მისი
ჰოლისტური სურათი, ხოლო მისი საზრისი მხედველობის ველიდან უჩინარდება:

„პარტიულმა და საბჭოთა ორგანოებმა მეტი კონტროლი უნდა გაუწიონ ყველა საწარმოო


კოლექტივისა და უწყების მუშაობას, რომლებიც მშრომელებს ემსახურებიან.
სამინისტროებისა და სამმართველოების ყურადღების ცენტრში მუდამ უნდა იყო
კომბინატები - დარგის მთავარი საწარმოო რგოლი.141

თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატ „საბჭოთა საქართველოს“ მქსოველმა ეკატერინე


ბერიაშვილმა გადაწყვიტა მაღალი შრომითი მაჩვენებლებით აღნიშნოს ვ.ი. ლენინის
დაბადების მეასე წლისთავი და ხუთწლედის დავალება შეასრულოს 4 წელიწადსა და 3
თვეში.142

ასობით ტონა ხარისხოვანი ჩაის ფოთოლი მოკრიფა მეჩაიე ვეტერანმა, სოციალისტური


შრომის გმირმა, ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბნის სასოფლო-სამეურნეო
არტელის წევრმა ასმათ ჯაჯავაძემ. მოწინავე მეჩაიე რაიონულ კრებაზე აირჩიეს
კოლმეურნეთა რესპუბლიკურ ყრილობის დელეგატად.143

თელავის რაიონის ჯუღაანის ი.ბ. სტალინის სახელობის კოლმეურნეობის აგრონომმა


ნ.კოზაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ყურძნის უხვი მოსავლის მოყვანაში.
კოლმეურნეობამ სამშობლოს მისცა 750 ტონა ზეგეგმითი ყურძენი.144

ამ სახელოვანმა ადამიანმა არა მარტო განამტკიცა მოპოვებული წარმატება, არამედ 1960


წელს თამბაქოს სარეკორდო მოსავალი მოიყვანა. მის შესახებ რაიონი კი არა
რესპუბლიკაც ალაპარაკდა. 1961 წელს კვლავ დიდი ზეიმი იყო ხეივანში. პროკოფი

141
საყოფაცხოვრებო სამსახურის მთავარი რგოლი. 10.04.1969. პრავდა.
142
21. 06.1969. კომუნისტი.
143
25. 10.1969. კომუნისტი.
144
29. 10.1969. კომუნისტი. 20. 11.1969. კომუნისტი.
84
სვანიძე უმაღლეს კვარცხლბეკზე ავიდა. მას მეორეჯერ მიანიჭეს სოციალისტური
შრომის გმირის წოდება.“145

მარქსის, ენგელსის, ლენინის, სტალინის მითოპოეტურ სახეს სოფელ ჯუღაანის


აგრონომი ნ.კოზაშვილი ცვლის. მის შესახებ მთელი რესპუბლიკა ლაპარაკობს! ვეჭვობთ
ამგვარ გაზვიადებებს, გმირების ცვენას, საბჭოთა პრესის მკითხველში ირონიული
ღიმილი უნდა გამოწვია, ცინიკური დამოკიდებულების კვლავწარმოება უნდა
მოეხდინა.

პოლიტიკური ახლომხედველობის ფენომენის მეორე ასპექტი, საბჭოთა ბელადების


დესაკრალიზაციაში გამოიხატა. ისინი ინტერნაციონალიზმის ბელადები კი არა,
ლოკალურ-ნაციონალური ნარატივის პერსონაჟები ხდებიან, ტრანსცენდენტალური
სამყაროდან ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდიან და ამით პროფანაციას განიცდიან.

„პატარა სოფელზე წერდა დიდი ლენინი

ვ.ი. ლენინი ქართველ ბოლშევიკებს ურჩევდა

 გამოიყენეთ წიაღი
 მორწყვას - განსაკუთრებული მნიშვნელობა
 ელექტროფიკაცია - აღორძინების ბერკეტი
 ნავთსადენი გზას ხსნის

ვ.ი. ლენინი ჭიათურას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა.

ბელადი კარგად იცნობდა საქართველოს კულტურას, ქართველი ხალხის ყოფა


ცხოვრებას, ბევრი რამ იცოდა ქართული ინტელიგენციის შესახებ, მათთან მიწერ-
მოწერა, ურთიერთობა ჰქონდა.

145
ორგზის გმირი ხეივნიდან.
85
საქართველოსთან ლენინის ეს ურთიერთობა დაიწყო გასული საუკუნის 90-იან
წლებიდან, გრძელდებოდა და სულ უფრო ფართოვდებოდა მისი სიცოცხლის მთელ
მანძილზე.

ლენინს აინტერესებდა ქართული პრესა. იგი იცნობდა საქართველოში გამომავალ სულ


სხვადასხვა მიმართულების გაზეთებს. ხშირად მოითხოვდა მისთვის რუსულად
ეთარგმნათ ქართულ პრესაში გამოქვეყნებული მნიშვნელოვანი წერილები და
ქართველებიც, ყოველთვის დიდი ხალისით ასრულებდნენ ლენინის ამ თხოვნას.“

საბჭოთა ბელადების და მათთან ასოცირებული იდეოლოგიის პროფანაციას, მათი


ძალაუფლებრივი დისტანციის დამოკლებას, გაშინაურებას ლოგიკურად უნდა
გამოეწვია კიდეც საზოგადოებაში მათდამი მოწიწების, ნდობის ფაქტორის გაუჩინარება
და მასებში იდეოლოგიისადმი ცინიკური დამოკიდებულების ფრთების გაშლა.
ღმერთის თუ ღმერთების გაიმანენტურება, სამყაროსთან გაიგივება როგორც წესი
ღმერთ(ებ)ის სიკვდილის, ღირებულებათა ტოტალური გაუფასურების წინაპირობა“146.
საბჭოთა იდეოლოგიის დეკადანსი პოლიტიკური ახლომხედველობის ფენომენის
ლოგიკური გაგრძელება იყო.

6. ძირითადი მიგნებები

1. პოსტ-ტოტალიტარული პერიოდის დისკურსებს ქმნის მეორე მსოფლიო ომის


თაობის წარმომადგენელი პოლიტიკური ელიტა, რომლისთვისაც მთავარი
ისტორიული ხდომილება „დიდი სამამულო ომია,“ რაც მათ კოლექტიურ
მეხსიერებაში „დიდი სოციალისტური რევოლუციის“ ადგილს იკავებს.
2. დეიდეოლოგიზაცია სხვა არაფერია, თუ არა იდეოლოგიის დიფერენციაცია,
ინფილტრაცია მის ინსტრუმენტ-დისკურსებში, პრაქტიკებსა და სურათ-ხატებში.

146
შედარებისათვის: ჰეგელის მიერ ღმერთის გაიმანენტურობამ, ფოიერბახთან მისი ლოგიკური მოხსნა
გამოიწვია. როცა სამყარო და ღმერთი ერთი და იგივეა ღმერთის ცნება აზრს და ფუნქციას კარგავს.
86
3. პოსტ-ტოტალიტარიზმის ხანაში ხდება არა უბრალოდ საბჭოთა სამოქალაქო
ნაციონალიზმის, არამედ ეთნიკური ნაციონალიზმების წახალისება და აქტიური
პროპაგანდა.
4. 60-იანი წლების მეორე ნახევრიდან საბჭოთა პროპაგანდაში ჭარბობს
ეთნონაციონალისტური და ნომენკლატურულ-კაპიტალისტური დისკურსი,
ინტერნაციონალიზმისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკის ნაცვლად, რის
გამოც სოციალიზმის კრიტიკა, სსრკ-ს სახელით არაადეკვატურად მიგვაჩნია,
სულ მცირე პოსტ-ტოტალიტარულ პერიოდში მაინც.
5. პოსტ-ტოტალიტარიზმის ხანაში ერთმანეთთან მჭიდრო კორელაციაში მყოფი
სამი დისკურსი: ნაციონალისტური, ნომენკლატურული და მოგებაზე
ორიენტირებული, ეკონომიკური, რომელთაც წესით ტოტალიტარული
იდეოლოგია უნდა გაეძლიერებინათ, ფაქტობრივად მხოლოდ ერთმანეთს
აძლიერებენ.
6. ტოტალიტარიზმიდან პოსტ-ტოტალიტარიზმზე გადასვლისას პოლიტიკური
პარადიგმების ცვლა აისახა სამყაროს აღქმის მანძილზეც; მოხდა მისი დავიწროება
და დეტალების ახლო მანძილიდან აღქმა, მათზე ფოკუსირება, რასაც საზრისის
მხედველობის ველიდან ამოვარდნა და იდეოლოგიის დესაკრალიზაცია მოსდევს.
7. ხდომილება „დიდი სამამულო ომი“ ლეგიტიმაციას „დიდი სოციალისტური
რევოლუციიდან“ იღებს.
8. კოლექტიურ მეხსიერებას აქვს ტენდენცია, რაც შეიძლება კონკრეტულ ნივთებსა
და მოვლენებს დაუკავშირდეს.
9. კოლექტიური მეხსიერებიდან სიცოცხლისუნარიანობას უფრო მეტად ის
ინარჩუნებს, რასაც კონკრეტული ინდივიდების თაობა თავიანთ პრაქტიკებში
გამოხატავს, რისი უშუალო მომსწრე და მონაწილეც არის.
10. თაობების მონაცვლეობა და მათთან ერთად კოლექტიური მეხსიერებების შეცვლა
განაპირობებს იმას, რომ კონკრეტული იმარჯვებს ზოგადზე, ინსტრუმენტული
რაციონალობა ღირებულებით რაციონალობაზე, ნიშან-აღმნიშვნელი - აღსანიშნზე
და ფორმა შინაარსზე.

87
11. ახალი პოლიტიკური პარადიგმა, დისკურსის სიბრტყემდე ამოსვლამდე,
პრივატულ სივრცეებშია ჩამალული, ის სათავეს იღებს წინარე დისკურსებსა და
მივიწყებულ კულტურულ პროექტებში, შეინახება კოლექტიური მეხსიერების
მატარებელ თაობაში და გადამუშავდება ცალკეული პიროვნებების მიერ
მიმდინარე ეპოქის ეპისტემოლოგიური ველის შესაბამისად. ხდომილება კი
შესაძლებლობას უხსნის მას საჯარო სივრცის ნაწილად იქცეს.
12. პოლიტიკური პარადიგმების შეცვლა დამოკიდებულია პოლიტიკური ელიტების
თაობების შეცვლასა და მასთან ერთად ხდომილების ირგვლივ აგებული
კოლექტიური მეხსიერების შეცვლაზე.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ჰიპოთეზა გამართლდა და


დისკურსულ სიბრტყეზე სოციალური წესრიგის ჩამოყალიბებაში კოლექტიური
მეხსიერება მნიშვნელოვან ცვლადს წარმოადგენს. შესაბამისად, პოლიტიკური
ელიტების თაობების შეცვლა, ხდომილების ირგვლივ კონსტრუირებული
კოლექტიური მეხსიერებასთან ერთად, მნიშვნელოვნწილად განაპირობებს
პოლიტიკური პარადიგმების ცვლას, დისკურსის პრივატული სივრციდან საჯარო
სივრცეში ამოტანას და პოლიტიკური პარადიგმის შეცვლას.

7. შედეგების განხილვა და მათი ანალიზი

„დიდი სოციალისტური რევოლუცია“ იყო ის ხდომილება, რომელიც


„რევოლუციონერთა თაობის“ განწყობებს ქმნიდა, მათ მათთვის სამოღვაწეო სივრცეს
აფუძნებდა, საერთო იდენტობას უქმნიდა და განასხვავებდა მათ რევოლუციამდელი
თაობებისაგან. მსგავსად ამისა, პოსტ-სტალინური და პოსტ-ტოტალიტარული
პერიოდის თაობასაც სჭირდებოდა იდენტობის ერთგვარი მარკერი, რაც მათ
თვითმყოფადობის ჩარჩოებს მოხაზავდა და რევოლუციონერთა თაობისაგან
შემოზღუდვით პიროვნულ სახეს შეუნარჩუნებდა. როგორც ჩვენმა კვლევამაც აჩვენა

88
ამგვარი მარკერის როლი „დიდმა სამამულო ომმა“ შეასრულა და ახალი სააზროვნო
სივრცეებში შექმნა.

ამგვარად, ტოტალიტარიზმიდან პოსტ-ტოტალიტარიზმზე გადასვლა იყო არა


ისტორიის პროგრესი ანდა სოციალისტური იდეების მოძველების ნიშანი, არამედ
ირეკლავდა ხდომილებით გახსნილ ეპისტემოლოგიურ ველებისთვის შესაძლო,
მისთვის მახასიათებელ აზროვნების წესებსა და დისკურსებს. მსგავს პროცესებს აღწერს
მიშელ ფუკო როცა კლასიკური პერიოდის ეპისტემეების ჩამოყალიბებაზე საუბრობს:
„გონებამ კი არ განიცადა პროგრესი, არამედ არსებითად შეიცვალა საგანთა ყოფიერების
წესი და ის წესრიგი, რომელიც მათ გადააჯგუფებდა და ცოდნას წარუდგენდა147“.

შეგვიძლია ბევრი პარალელები გაივლოს მაქს ვებერის „პროტესტანტულ ეთიკასა“ და


საბჭოთა კავშირში კაპიტალისტური სულისკვეთების წარმოშობას შორის. 148
თუ
ვებერთან ქრისტიანული ასკეზა, უყაირათობასთან ბრძოლა და გამუდმებით შრომა
ემსახურებოდა პროტესტანტი მორწმუნის დარწმუნებას ღვთის რჩეულობაში, ასევე
შრომის „სოციალისტური ასკეზაც“ წესით მხოლოდ საბჭოთა კომუნიზმის დიდებას
უნდა მომსახურებოდა და მისი ექსპანსიისთვის შეეწყო ხელი. თაობების ცვლასთან,
ერთად ორივე შემთხვევაში ხედველობიდან დაიკარგა საზრისი, ის რისთვისაც
შრომობდნენ და დარჩა მხოლოდ შრომა, ამგვარად ის რაც ინსტრუმენტი ღირებულების
ადგილი დაიკავა, ნიშანი თავის რეფერენციალს მოწყდა და დომინანტური ადგილი
დაიკავა149.

ბოდრიარის ენით რომ ვთქვათ იდეოლოგია ჩაინთქა მის სურათ-ხატებში. სამი საბჭოთა
ინსტრუმენტ-დისკურსი, რომელიც იდეაში იდეოლოგიისთვის შეიქმნა, სინამდვილეში
იდეოლოგიის სიკვდილის და რეპრეზენტაციებში ინფილტრაციის მაუწყებელი იყო.

147
ფუკო, მ. სიტყვები და საგნები. გვ. 30.
148
ვებერი, მ. ნარკვევები რელიგიის სოციოლოგიის შესახებ.
149
შეად. ვებერი: „რამდენადაც ასკეზა სამყაროს გარდაქმნას და მასზე ზემოქმედებას შეუდგა,
ამქვეყნიურმა გარეგნულმა სიკეთეებმა ადამიანზე სულ უფრო მეტი და, საბოლოოდ, იმგვარი
თავდაუღწეველი ძალაუფლება მოიპოვა, როგორიც მანამდე არ მოუპოვებია კაცობრიობას.“
89
ამგვარად, მოხდა ისე რომ რეპრეზენტაციამ შეწყვიტა კავშირი რეფერენციალთან და
დამოუკიდებელ სუბიექტად იქცა. ნიშნი გამარჯვება რეფერენციალზე პირდაპირ
მიბმულია ფორმალიზაციასთან და ღირებულებების გაუფასურებასთან. საბჭოთა
ტოტალიტარული იდეოლოგია ბოდრიარის ენით რომ ვთქვათ გახდა „საკუთარი თავის
წმინდა სიმულაკრი.“

„მთელი დასავლური რწმენა და პატიოსნება იყო ჩართული რეპრეზენტაციის გაგების ამ


გარისკვაში: რომ ნიშანს შეუძლია ჰქონდეს მიმართება ღრმა აზრთან, რომ ნიშანს
შეუძლია ჩაენაცვლოს მნიშვნელობას და რომ რაღაცას შეუძლია ამ ჩანაცვლების
გარანტირება - რა თქმა უნდა, ღმერთს. მაგრამ თუკი ღმერთს შეუძლია სიმულირდეს,
ანუ დავიდეს იმ ნიშნებზე, რომლებიც ამტკიცებენ მის არსებობას? მაშინ მთელი სისტემა
კარგავს ღირებულებას. ის სხვა არაფერია თუ არა გიგანტური სიმულაკრი“150.

კოლექტიური მეხსიერების ცენტრში მდგომი ბადიუსეული „ხდომილება“ კიტა


მეგრელიძის „ცნობიერების შინაარსის ცენტრს“ შეიძლება შევადაროთ: „აზროვნება
იმაში მდგომარეობს, რომ ცნობიერების მასალა და ცნობიერების შინაარსი გარკვეულად
გარდაიქმნება და ყალიბდება ახალ კონტექსტად. თვით ცნობიერების შინაარსში
გამოიყოფა გარკვეული „ცენტრი“ ფოკუსი, რომლის საფუძველზე და რომლის გარშემოც
აიგება ცნობიერების მთელი ველი, როგორც ურთიერთდაკავშირებული და
დასრულებული მთელი“. ამ აზრით, ყოველი ახალი ხდომილება უკვე ცნობიერების
ველში მანამდე არსებული, თუმცა შეუმჩნეველი ფენომენია; ეს უკანასკნელი თავიდან
მხოლოდ ჯერარსული აზრით, პრივატულ სივრცეში თანამყოფობს მოქმედ
ხდომილებასთან და ფონს უქმნის მას; რაღაც მომენტში როგორც კი მისი კონტურები
მკაფიოდ მოიხაზება, ხდება მისი დისკურსულ ზედაპირზე უეცრივ ამოფრქვევა,
პერიფერიიდან ცენტრში გადმონაცვლება, ხოლო მის ადგილზე მდგარი ძველი
ხდომილება პერიფერიაზე ინაცვლებს და არსებობას იმდენად ინარჩუნებს, რამდენადაც
თავის თავზე იღებს ახალი ხდომილების მალეგიტიმირებელ და ფონის მიმცემ
ფუნქციას.

ბოდრიარი, ჟ. სიმულაკრები და სიმულაციები. თბ. : ილიას სახელმწ. უნ-ტი, 2013. გვ.20


150

90
8. კვლევის შეზღუდვები და რეკომენდაციები

ჩვენს მიერ ემპირიულ მასალაზე დაყრდნობით მიღებული დასკვნებს მხოლოდ პოსტ-


საბჭოთა სივრცეზე განზოგადებისთვის აქვს პრეტენზია. არ მიგვაჩნია, რომ მიღებული
შედეგები უნივერსალურია და „გრანდ-ნარატივის“ ნებისმიერ ფორმაზე პრინციპულად
ვამბობთ უარს. მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია რომ ჩვენს მიერ აღწერილი პროცესები
რაღაცნაირად ირეკლავდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და ჩვენი კვლევაც
ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს მკვლევარებისთვის ეს საკითხი უფრო ფართო
მასშტაბებით, უფრო მეტ და თვისებრივად განსხვავებულ ემპირიულ მასალაზე
დაყრდნობით შეისწავლონ.

„პოსტ-ტოტალიტარული სისტემის ავტომატიზმი უკიდურესი ფორმაა ტექნოლოგიური


ცივილიზაციის გლობალური ავტომატიზმისა. 151 “ - აცხადებს ვაცლავ ჰაველი და
პოლიტიკური პარადიგმის ცვლილებას გლობალური პროცესების ექსტრემალურ
შემთხვევად წარმოაჩენს; ამგვარად, საჭიროდ მიგვაჩნია გაანალიზდეს საბჭოთა
პოლიტიკური პარადიგმის ცვლილება უფრო გლობალურ კონტექსტში; აღიწეროს ის
საერთო ეპისტემოლოგიური ველი, რომელიც ძალაუფლების სტრუქტურაში მომხდარ
ცვლილებებს სხვადასხვა ფორმით გამოავლენს ლოკალურ კონტექსტებში. როცა
ლიოტარი პოსტ-მოდერნულ მდგომარეობასა და გრანდ-ნარატივების დასრულებაზე
საუბრობს,152 რომელსაც ცხადია, ტოტალიტარული იდეოლოგიაც მიეკუთვნება, ხომ არ
შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბჭოთა პოსტ-ტოტალიტარიზმი პოსტ-მოდერნულობის ერთ-
ერთი ფორმაა? გარდა ამისა, „ძალაუფლების სიკვდილს“ გვაუწყებს ჟან ბოდრიარიც,
ხოლო ჯორჯო აგამბენი ძალაუფლების სტრუქტურული ცვლილებების
ეპისტემოლოგიურ წყვეტაზე მიანიშნებს: „თანამედროვე საზოგადოებებში ბრძანების
ონტოლოგია მტკიცების ონტოლოგიას უთმობს ადგილს, ის ვლინდება არა იმპერატივის
სიცხადით, არამედ რჩევის, მოწოდების, უწყების ცბიერი ფორმით, რომელიც მოგვეცემა

151
http://burusi.wordpress.com/2013/11/23/havel/
152
Lyotard, J.F. The Postmodern Condition: A Report on Knowledge. 1979.

91
უსაფრთხოების სახელით ისე, რომ ბრძანებისადმი მორჩილება თანამშრომლობის სახეს
იღებს. 153 “ ქრონოლოგიურად, ამავე პროცესებთან ერთად, გლობალური მასშტაბებს
იძენს დეინდუსტრიალიზაცია, პოლიტიკის დეიდელოგიზაცია და ნეო-ლიბერალური
მსოფლიო წესრიგის თამაშის წესების მეინტრიმულ ეკონომიკურ მიდგომად გაზიარება.
ამავე პერიოდს ემთხვევა სოციალურ მეცნიერებებში პოზიტივიზმზე უარის თქმა და
მისი ჩანაცვლება პოსტ-სტრუქტურალიზმით, პოსტმოდერნული და სისტემური
თეორიებით; მათემატიკასა და ზუსტ მეცნიერებებში იჭრება ქაოსის თეორიები და
არაწრფივი პროცესების დინამიკა, რაც სერიოზულად ეჭქვეშ აყენებს ტრადიციული
ზუსტი მეცნიერებების უნივერსალურობაზე პრეტენზიას, ფორმალური ლოგიკის
ავთენტურობას. საერთო ჯამში, სამყარო, კულტურა, საზოგადოება გაიგება როგორც
ტექსტი, რომელსაც საკუთარ ენაზე მოთარგმნიან პოლიტიკური, ეკონომიკური,
მეცნიერული, რელიგიური და ფილოსოფიური ინტერ-ტექსტები.

ვფიქრობთ, ზემოთჩამოთვლილი რევოლუციური პროცესები და სტრუქტურული


ცვლილებების დროსა და სივრცეში თანხვედრა საკმარის საფუძველს იძლევა იმის
სავარუდოდ, რომ ისინი რაღაც საერთო ეპისტემოლოგიური ველის შიგნით არიან
კონსტრუირებულნი და საერთო ლოგიკით, ყოფიერების წესებით არიან
ურთიერთგანპირობებულნი. ცხადია, ამის დასაბუთება კოლოსალური ემპირიული
მასალების დამუშავებას, თეორიული ნააზრევების დაწვრილებით შესწავლას და
ამდენად, დიდ შრომას მოითხოვს. ვფიქრობთ, საინტერესო იქნება ამ მიმართულებით,
სოციოლოგების, ფილოსოფოსების, ეკონომისტების, ისტორიკოსების და სხვა დარგის
მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევების შესწავლა და მეტა-ანალიზი, ამ საკითხის
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე გატანა და დისკუსიების მოწყობა.

153
Агамбен Дж. Что такое повелевать? / Пер. с итал. Б. Скуратова. М.: Грюндриссе, 2013

92
9. მადლობა

პროფესორ ემზარ ჯგერენაიას ხელმძღვანელობისთვის და კვლევის მიმდინარეობის


პროცესში კრიტიკული შენიშვნებისათვის, რაც ძალზედ დამეხმარა საკითხის
სხვადასახვა პერსპექტივიდან დანახვაში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო სივრცის შექმნისა და საინტერესო


სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემისთვის.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ემპირიული მასალის და


კვლევისთვის რელევანტური მასალების მოწოდებისთვის.

93
დანართი # 1

სტალინის როლი ეთნონაციონალისტური დისკურსის გენეზისში

პოლიტიკური პარადიგმების ცვლა ერთბაშად ამოფრქვევით ხდება დისკურსულ სიბრტყეზე


ამოსვლისას, მაგრამ სანამ ის განუცხადებელია, სანამ დისკურსის ნაწილი გამხდარა ერთგვარ
ჯერარსულ ფორმაში მაინც ინარჩუნებს არსებობას და იქამდე განაგრძობს ზრდას სანამ თავის
კულმინაციურ მომენტს არ მიაღწევს, სანამ წინმსწრები რეპრესიული დისკურსი ჯერ კიდევ მის
შეკავებას ახერხებს და ხელს უშლის ზედაპირზე ამოსვლაში.

ხდომილების გენეზისი ვფიქრობთ, ავტორიტეტი პიროვნებების თეორიულ ნააზრევშია საძებნი.


ამის გასარკვევად ნაციონალიზმის მაგალითზე უნდა ვნახოთ თუ როგორ ესმოდა სტალინს ეს
საკითხი ჯერ კიდევ „დიდი სოციალისტური რევოლუციის“ გარიჟრაჟზე, როცა „დიდი
სამამულო ომის“ ხსენება არ იყო. ვნახოთ, თუ როგორ შემოდის ნაციონალური საკითხი „დიდი
სოციალისტური რევოლუციის“ შესაძლებლობების გახსნისას:

„ნაციონალური საკითხი და ნაციონალური მოძრაობა სწრაფად და ყველას თვალწინ იცვლიან


თავის შინაარსს რევოლუციის მსვლელობასა და შედეგთან დამოკიდებულებებით.

ოქტომბრის გადატრიალებამ ბოლო მოუღო რა ძველ, ბურჟუაზიულ-განმანთავისუფლებელ


ნაციონალურ მოძრაობას, გახსნა ჩაგრულ ეროვნებათა მუშებისა და გლეხების სოციალური
მოძრაობის ახალი ერა, რაც მიმართულია ყოველგვარ, მაშასადამე ნაციონალური ჩაგვრის
წინააღმდეგ.“154

ამგვარად, ხდომილება „დიდი სოციალისტური რევოლუცია“ მხოლოდ ინდივიდებს ან კლასებს


კი არ უხნის შესაძლებლობებს, არამეს ერებს, როგორც პოლიტიკურ სუბიექტებს:

„ოქტომბრის რევოლუცია წარმოადგენს მსოფლიოში პირველ რევოლუციას, რომელმაც


აღმოსავლეთის ჩაგრული ხალხების მშრომელთა მასები გამოაღვიძა საუკუნებრივი ძილისაგან
და ჩააბა ისინი ბრძოლაში მსოფლიო იმპერიალიზმთან.

ოქტომბრის გადატრიალების დიადი მსოფლიო მნიშვნელობა უმთავრესად იმაში მდგომარეობს,


რომ მან:

1. გააფართოვა ნაციონალური საკითხის ჩარჩოები, გადააქცია კერძო საკითხიდან


ნაციონალურ ჩაგვრასთან ბრძოლის შესახებ საერთო საკითხად ჩაგრული ხალხების,
კოლონიების და ნახევრად კოლონიების იმპერიალიზმისაგან განთავისუფლების შესახებ;
2. დასახა ფართო შესაძლებლობანი და ნამდვილი გზები ამ განთავისუფლებისათვის,
რითაც საგრძნობლად შეუმსუბუქა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ჩაგრულ ხალხებს
მათი განთავისუფლების საქმე, ჩააბა რა ისინი იმპერიალიზმთან ძლევამოსილი
ბრძოლის საერთო ფერხულში.

ოქტომბრის გადატრიალება და საკითხი ეროვნებათა შესახებ. - ტფ. : სახელმწ. გამ-ბა,


154

1921.
94
3. ამით ხიდი გასდო სოციალისტურ დასავლეთსა და დამონებულ აღმოსავლეთს შორის,
შექმნა რევოლუციების ახალი ფრონტი დასავლეთის პროლეტარებიდან რუსეთის
რევოლუციით აღმოსავლეთის ჩაგრულ ხალხებამდე მსოფლიო იმპერიალიზმის
წინააღმდეგ.155

აქ მნიშველოვანია ხაზი, გავუსვათ, რომ ამ რევოლუციით რუსეთიც იძენს საკრალურ


მნიშვნელობას. ახლა კი ვახოთ თუ როგორ დგება ნაციონალიზმის საკითხი სტალინთან მეორე
მსოფლიო ომის წლებში.

განვლილ წელს ომი შემობრუნების პუნქტი გახდა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ღვარად
დააყენეს მტრის სისხლი ჩვენი არმიისა და ფლოტის მებრძოლებმა, რომლებიც სამშობლოს
ღირსებასა და თავისუფლებას იცავენ, რომლებიც მამაცურად იგერიებენ გამხეცებული მტრის
იერიშებს და გულადობისა და გმირობის ნიმუშებს გვიჩვენებენ.

თავისი სამშობლოს დაცვის იდეამ, რისთვისაც ჩვენი ადამიანები ომობენ, უნდა წარმოშვას და
ნამდვილად წარმოშობს კიდევაც ჩვენს არმიაში გმირებს, რომლებიც წითელ არმიას ადუღაბებენ,
მაშინ როდესაც სხვისი ქვეყნის დაპყრობისა და გაძარცვის იდეამ, რისთვისაც აწარმოებენ კიდეც
ომს გერმანელები, უნდა წარმოშვას და ნამდვილად წარმოშვას კიდევად გერმანიის არმიაში
პროფესიონალ მძარცველებს, რომლებიც მოკლებულნი არიან ყოველგვარ მორალურ
საფუძვლებს და რომლებიც ხრწნიან გერმანიის არმიას.

ჰიტლერელთა პარტია უკვე აღარ არის ნაციონალისტური, რადგან ამ მომენტიდან იგი


იმპერიალისტური, დამპყრობელური და მჩაგვრელი პარტია გახდა.“

პრაგმატული მიზნებიდან გამომდინარე სტალინი იცავს ნაციონალიზმს და გერმანელ ნაცისტთა


სამხედრო აგრესიას იმპერიალიზმით ხსნის. რაც ერთგვარი ნებართვაა, მწვანე შუქის ანთებაა
ნაციონალისტური დისკურსისთვის.

სტალინი უარყოფს იმ მოსაზრებას, რომ ენა არის ეკონომიკური ბაზისის ზედნაშენი


სტრუქტურა, მისი აზრით ის ზეკლასობრივია: „ენა შექმნილია არა ერთი, რომელიმე კლასის,
არამედ მთელი საზოგადოების, საზოგადოების ყველა კლასის მიერ, ასეულ თაობათა
ძალღონით. იგი შექმნილია, არა ერთი რომელიმე კლასის, არამედ მთელი საზოგადოების,
საზოგადოების ყველა კლასის საჭიროების დასაკმაყოფილებლად.“ ამგვარად, ენა გამოდის
ისეთი მასტრუქტურირებელი სტრუქტურა, რომელიც გადალახავს კლასობრივ დიქოტომიას და
საფუძველს უყრის უფრო მყარ იდენტობას, ვიდრე ეს „კლასობრივი ცნობიერებაა.“ ენის
უპირატესობა დროით ასპექტშიც გამოიხატება: „ენა გაცილებით უფრო დიდხანს ცოცხლობს,
ვიდრე რომელიმე ბაზისი და ზედნაშენი.“ სტალინი ამ მოსაზრებით ცხადია ხაზს უსვამს
პოლიტიკური ეკონომიის დროით შეზღუდულობასაც და საზოგადოებრივი ურთიერთობების
გასაგებად, ყველაზე მყარ საყრდენს, ენის ძირითად ფონდში არსებულ ლექსიკურ მარაგსა და
რამდენადმე უცვლელ გრამატიკულ წყობაში ხედავს.

ენის ამგვარ სიმააღლეებზე აყვანით, მისი ეკონომიკურ ურთიერთობებზე რედუცირებადობის


უკუგდებით, ისტორიის სცენაზე გამოდის ერი, ამ სიტყვის ეთნოსის გაგებით, რადგან ენა თავის
მატერალურ, ხელშესახებ გამოვლინებას ერთ ენაზე მოსაუბრე ჯგუფში, ეთნოსში ჰპოვებს:

155
6, 19. 11. 1918. პრავდა.
95
„ისტორია გვეუბნება, რომ ეროვნული ენები არის არა კლასობრივი, არამედ მთელი ხალხის
ენები, ერების წევრებისთვის საერთო და ერებისათვის ერთიანი ენები.“

ახდენს რა, სოციოლექტების კულტურულ დიალექტებთან გაიგივებას, სტალინი მარქსის


„მოშინაურებით,“ ეროვნული ენის იდეას ლეგიტიმურობას სძენს: „მარქსი აღიარებდა, რომ
აუცილებელია ერთიანი ეროვნული ენა, როგორც უმაღლესი ფორმა, რომელსაც ემორჩილებიან
დიალექტები, როგორც დაბალი ფორმები.“ 156 ამგვარი მოსაზრება, რომ არსებობს ერთიანი,
თავისთავად „უმაღლესი ფორმის“ ენა და არსებობენ დიალექტები, როგორც ნორმიდან
გადახვევები, ცხადია ესენციალისტური მიდგომის ელემენტია და უარყოფს სალიტერატურო
ენის კულტურულ განპირობებულობას. შესაბამისად, გზა ეხსნება ენით განსაზღვრული ერის
შესახებ ესენციალისტურ მიდგომებსაც, ის რაც ერის შიგნითაა, მისგან განსხვავებული
ელემენტების ჩათვლით, ერის ერთსულოვნებას უნდა მორჩილებდეს, როგორც „დაბალი ფორმა“
„უმაღლეს ფორმას.“

ვფიქრობთ სტალინის ნაციონალისტური დისკურსი არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ


ინდივიდუალური მოსაზრებების შედეგი. თავად სტალინიც წარმოადგენდა იმ თაობას,
რომელსაც კარგად ახსოვდა „დიდ სოციალისტურ რევოლუციამდელი“ სამყარო და მეტ
ნაკლებად კიდეც უწევდა მის სივრცეში არსებობა და ირეკლავდა ნაციონალისტური ეპოქისთვის
სახასიათო აზროვნების წესებს. ამგვარად, სტალინი იყო გამტარი რგოლი რევოლუციამდელ
ნაციონალიზმსა და მეორე მსოფლიო ომის ნაციონალიზმს შორის. მისი ავტორიტეტი და
პოლიტიკური ძალაუფლება კი შესაძლებელს ხდიდა მისი ხსოვნები საჯარო სივრცეში ამოეტანა
და ახალი პოლიტიკური პარადიგმის შექმნაში შეეტანა ლომის წვლილი.

დანართი # 2

„ჩვენ ყველაფერი ლამაზი ვიცით,

ჩვენი ფიქრებით ნათდება ზეცა,

ჩვენ ვართ შვილები მზისა და მიწის,

უკვდავი არის მიწაც და მზეცა!

სულ სიყვარულით გაგვზარდა დედამ,

დღეს სიყვარულის ვაშენებთ ხიდებს

და ყველა გრდემლზე სიყვარულს ვჭედავთ,

სიყვარულს ვთესავთ კიდითი-კიდე.

სტალინი, ი. დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 25-ე წლისთავი. 1942.


156

96
ჩვენ სიყვარული საბჭოთა მიწის

სულში გვინთია უქრობელ ცეცხლად.

მინდვრებს ვასწავლით ჯეჯილთა სიცილს,

გვსურს კლდესაც მწვანე ხალათი ეცვას157“

რაც უფრო გლობალური მსოფლიოს ნაწილი ხდება საბჭოთა კავშირი, მით უფრო ლოკალური
ხდება მოვლენათა ახსნა „კომუნისტის“ მკითხველ საბჭოთა მოქალაქეთა მხრიდან.
ინტერნაციონალური „დიდი სოციალისტური რევოლუცია“ ნაციონალური სამშობლოს
აქსესუარი ხდება, „ივერთ მხარეს“ უკმევენ საკმეველს 7 ნოემბერიცა და პირველი მაისიც:

„გამარჯვებული სულ იყავ,

ოქტომბრის ცეცხლით ნაშობო,

ჩვენი გული ხარ, სული ხარ,

ჩვენო ლამაზო სამშობლოვ!158

ბარნარად შემოქარგული,

სხივ-მოკაშკაშე მთა-ველი,

ხოხბის ყელივით ლამაზი,

მიწა თუნდ ერთი მტკაველი.

აყვავებულა მიდამო

მშობელი ქვეყნის კერისა,

ხვავდება უხვი ბარაქა

ამ მხარის შესაბამისად,

მაისის დროშა მიგვიძრვის

მარჯან-ყაყაჩოს ფერისა.“159

157
გეწაძე აკაკი. 12.02.1965. კომუნისტი.
158
მაისს უმღერიან - სტრიქონები მკითხველთა ლექსებიდან. მ.ძველაია, თბილისი.
159
მაისს უმღერიან - სტრიქონები მკითხველთა ლექსებიდან. ალ. ანანიძე. ქედა, სოფ. ცხმორისი
97
ქვეყნის პირველობა, ცხადია დაკავშირებულია გამორჩეულობასთან, სამშობლოს
განსაკუთრებულობისადმი დაწერილი სახოტბო პოეზია უხვად გვხვდება საბჭოთა პრესაში,
ზოგი მათგანი პირველ გვერდზე მოწინავე სტატიის გვერდითაც კია განთავსებული:

„მე შენს სიმღერას ვმღერი,

შენს მეტი აბა ვინ მწამს,

მადლობელი ვარ შენი,

ჩემო პატარა მიწავ...

შენი ბალახის ღერის

გაზაფხულობას ვფიცავ,

დაშრიალობენ ხენი

და ცრემლს მიშრობენ ცინცხალს.

მზეში ბრიალებს ერის

აზრი, გონება მკვირცხლი,

მე ნუ მასწავლი რაც ხარ,

მე ნუ მასწავლი ვინც ხარ,

მე შენს სიმღერას ვმღერი,

შენს მეტი აბა ვინ მწამს.

მადლობელი ვარ შენი,

ჩემო პატარა მიწავ...160

უქრობი შუქით შემოსილს გხედავ,

შენი მზის ჩასვლა ნუმც დამენანოს,

ჩემი ოცნების სატრფოვ და დედავ,

ჩემი ცხოვრების ოქროს ვენახო.

მზეც მიყვარს, ჩრდილიც ამ მთაგორების,

მდინარეების ჩქარი დინებაც,

160
ჩარკვიანი, ჯ. 25.02.67. კომუნისტი
98
ჩემი სიმღერის და შთაგონების

შენ ხარ ფესვიც და დაგვირგვინებაც.

შენ ჩემთვის მზე ხარ ამომავალი,

სულის სიმაღლევ, გულის ნათელო,

არის ლამაზი მხარე მრავალი,

მაგრამ არ არის სხვა საქართველო.

და როცა შენზე სიმღერას ვბედავ,

გულის ძაფებს მსურს ხელი შევახო,

ჩემი ოცნების სატრფოვ და დედავ,

ჩემი ცხოვრების ოქროს ვენახო.161

ძალზედ საგულისხმოა, რომ 7 ნოემბერს, როცა წესით საბჭოთა მოქალაქის მეხსიერებაში „დიდი
სოციალისტური რევოლუცია“ უნდა ამოტივტივდეს, ხსოვნა მაინც „დიდ სამამულო ომს“
დასტრიალებს.

„იყო ომი და თოვლი ფანტელი,

სახეში გვცემდა ყინვა მაგარი,

სავსე სიცივით და ჟრუანტელით

იმედს უხმობდა ჩვენი სანგარი.

რომ არ ვთქვა, დღეს არ მეპატიება,

არ მოვიგონო, არ მაქვს უფლება,

რაც გამახსენეს იმ წლის ტყვიებმა

და გარდასული ომის ღრუბლებმა.

ჰო, იყო ომი, ომი საზარი,

მისი ხმა მესმის ახლახ შორიდან...

მახსოვს, თუ როგორ შემხვდა სანგარი,

როცა ახალი წელი მოვიდა.

161
აბაშიძე, გ. იქვე.,
99
მოვიდა, დავხვდით ჯარისკაცურად,

თითქოს აენთო ცეცხლი ჩამქრალი,

იმ ღამეს ფიქრმა ზღვა გადასცურა

და კვლავ მოძებნა ჩემი სახლ-კარი.

განა რა გვქონდა ძმებს გასაყოფი,

თოვლი გვებურა ვით ყაბალახი

და არ გაგვაჩნდა არც ერთს სამყოფი

ცივი პური და ცხელი არაყი.

შევსვით ტკივილის გასაყუჩებლად,

აშკარა გახდა დარდი ფარული,

თრთოლვით წარმოთქვეს ჩვენმა ტუჩებმა:

დღეგრძელი იყოს ჩვენი მამული!

ვიდრე ცოცხალვარ, ვიდრე მაღელვებს

სიცოცხლე და ხმა არ ჩამიწყდება,

ტყვიით შერუჯულ ძმათა სახელებს

არ დავანებებ გადავიწყებას.

ეს იყო ომში, ქარს და ყინვაში,

რის შემდეგ არსად არ მესვენება,

ვფიქრობ ბედნიერ ამ წლის წინაშე

საჭირო იყო ეს გახსენება162.

დიდ სამამულო ომს, იხსნებენ ყველგან და ყოველთვის, რუსეთშიც და საქართველოშიც, პირველ


მაისს და 7 ნოემბერს:

„მარგალიტს ვეძებ თუ წამწამთ ჩეროს,

იებს ვკონავ თუ სიყვარულს ვბედავ,

შენ გაგიმარჯოს სამშობლოვ ჩემო,

162
მარგიანი, რევაზ. 1.01. 1968.
100
შენა ხარ ყველა მაისის დედა,

შენ რომ გიყურებ სავსეს და მზიანს,

მაშინ ეს გულიც სხვაგვარად მღერის,

ამ მაისს მართლა მაისი ჰქვია,

მეც მიტომ მიყვარს მაისის ფერი163.

რათ მაგონდება ყოველ ნოემბერს

ორმოცდაოთხის ნოემბრის შვიდი...

ტყვიით გასხეპილ ფიჭვის რტოებზე

შეჯდა დუმილი - ვერაგი ჩიტი...

სანგრები სანგრებს ისე მიებნენ,

ვით გუთნის კვალში ბელტებს ბელტები.

სულ წინა ხაზზე ვხვდები ნოემბერს,

დინჯად მათოვს და უცებ ვბერდები.164

გიყურებ თითქოს არ მჯერა,

სიზმარია თუ ზღაპარი,

ისევ აქა ხარ ვაჟკაცო,

თავს ქართლის ზეცა დაგხარის.

რას არ უძლებდი ბრძოლაში,

რა ტანჯვა აღარ გარგუნეს,

ათჯერ დაგმარხეს და მაინც

სიკვდილის ღერძი გაღუნე.

ჩვენი ცა, ჩვენი მინდვრები,

ათი ათასჯერ დაბურეს,

163
გორგანელი, ვახტანგ. სამშობლო და მაისი. 1. 05. 1968. კომუნისტი.
164
ჯანგულაშვილი თ. მზე მოელვარე. 7.11.1968. კომუნისტი.
101
მტერს სძინავს შავ სამარეში

შენ ისევ ბელტებს აბრუნებ.165

ლეგიტიმურია არა მხოლოდ საქართველოსადმი მიძღვნილი ლექსები, არამედ უდიდეს


ავტორიტეტს იძენენ „ქართველი პოეტები,“ მათი დიდება და სახელი სკოლის გარდა პლენუმის
სხდომებზეც გაისმის:

„ბარათაშვილი არის დიდი ეროვნული ტკივილების გამომხატველი პოეტი, ქართლის ბედზე,


მის ნათელ მომავალზე მეოცნებე მგოსანი, რომელიც სამშობლოს სიყვარულში, მის ტრფიალსა
და სამსახურში დაიფერფლა.

ბუნებრივია, რომ ასეთ პოეტს დიდი რეზონანსი აქვს სამშობლოს გარეთაც. ბარათაშვილის
ლექსები დიდი ხანია შეიყვარა რუსმა და უკრაინელმა, სომეხმა და აზერბაიჯანელმა
მკითხველმა.166

11 სექტემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში გაიმართა


საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
პრეზიდიუმისა და მინისტრთა საბჭოს საზეიმო სხდომა, რომელიც გამოჩენილი ქართველი
პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის იუბილეს მიეძღვნა.

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა რესპუბლიკური საიუბილეო კომიტეტის თავმჯდომარემ,


საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანმა დ.სტურუამ.

დღეს, - თქვა მან, - ქართულ მიწაზე დიდი ეროვნული და ამავე დროს ინტერნაციონალური
დღესასწაულია...“ ეთნონაციონალისტურ სულს ავითარებს შემდგომი გამომსვლელი,
საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის გამგეობის პირველი მდივანი, გრიგოლ აბაშიძე:
„ცივილიზებული მსოფლიოს ერთ-ერთმა უძველესმა ერმა, - ქართველმა ხალხმა, - თავისი
ისტორიული განვითარების გრძელ გზაზე მრავალი კულტურული ღირებულება შექმნა. ამ
ღირებულებათაგან ბევრი რამ სამუდამოდ დაიღუპა, ბევრი მუზეუმების კუთვნილებად
შემოგვრჩა, მნიშვნელოვანმა ნაწილმა კი ჩვენამდე უკვდავების ცხელი, მარადიული სუნთქვით
მოაღწია. დროის დინებისაგან მფეთქავი ეს ძარღვი, ეროვნული სულის მარადიული ცხოვრებისა
იყო და არის ქართული პოეზიისა და მუსიკის, არქიტექტურისა და მხატვრობის ის
თვითმყოფადი საუნჯე, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში შეჰქონდა ჩვენს ხალხს
მსოფლიო კულტურის საგანძურში.

ქართულმა ლიტერატურამ V საუკუნიდან მოყოლობული ძლევამოსილად განვლო 15-


საუკუნოვანი გზა, რომელიც კავკასიონის უწყვეტ გრეხილს მოგვაგონებს. ამ მარადი თოვლით
დაფარულ მთაგრეხილს რუსთაველის პოეზიის ჩაუქრობელი მზე ანათებს167.

165
გორგანელი ვ. სიმღერა ომგადახდილზე. 9.05.1969. კომუნისტი.
166
აბაშიძე გ. ჩვენი კულტურის დღესასწაული. 10.09.1968. კომუნისტი.
167
28.08.1968. კომუნისტი.
102
საბჭოთა არმია მტკიცე და შეგნებული დისციპლინის ნიმუშია, საბჭოთა მეომრების ახალ
თაობებს რომ ზრდის, იგი სამშობლოს უმზადებს მორალურად და ფიზიკურად გამოწრთობილ,
მამაც, მტკიცე კომუნისტური რწმენის ადამიანებს, რომლებსაც აქვთ თავიანთი
საზოგადოებრივი მოვალეობის მაღალი შეგრძნება. 168

ბიბლიოგრაფია

1. ბიბლია პოსტმოდერნული პერსპექტივიდან / სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინ-


ტი ;- თბ. : ილიას სახელმწ. უნ-ტი, 2013.
2. ბოდრიარი, ჟ. სიმულაკრები და სიმულაციები. თბ. : ილიას სახელმწ. უნ-ტი,
2013.
3. გინძბურგი, კ. ნაკვალევები, მითები, მიკროისტორია: ესსეები ევროპის
ისტორიისა და კულტურის შესახებ; თბ. : ილიას სახელმწ. უნ-ტი, 2011.
4. დიმიტრიადისი, გ. კამბერელისი, ჯ. თეორია განათლებისათვის. ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2010.
5. დე ვაალი, თ. და სხვ. - სტალინის თავსატეხი: პოსტსაბჭოთა საზოგადოებრივი
აზრის ანალიზი. ჰაინრიხ ბიოლის ფონდი. 20013.
6. ვებერი, მ. ნარკვევები რელიგიის სოციოლოგიის შესახებ. თბ. : მარსი, 2004.
7. კაშია, ჯ. ტოტალიტარიზმი: პოლიტიკურ-ფილოსოფიური ესე. - 2013.
8. კოლა, დ. პოლიტიკური სოციოლოგია. „სმარტი“ 1994, 99.
9. კუნი, თ; სამეცნიერო რევოლუციების სტრუქტურა. მე-3 გამოც. მიხედვით. - თბ. :
იოანე პეტრიწი, 2004
10. კურტუა, ს და სხვ. კომუნიზმის შავი წიგნი: დანაშაულები, ტერორი, რეპრესია.
თბ.: ილიას სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, 2011.
11. ლადარია, ნ. სოციოლინგვისტიკა. „მეცნიერება,“ თბ., 2002.
12. ლენინი, ვ. თხზულებები. IV გამოც., ტ.6.

168
ლ.ი. ბრეჟნევის სიტყვა. 9.07.1968. კომუნისტი.
103
13. მაისურაძე, გ. ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები: [ესსეები] [თბ.] : ბაკურ
სულაკაურის გამ-ბა, [2011]
14. პონომარიოვი და სხვ. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ისტორია.
გამომცემლობა „განათლება.“ 1983, 1985.
15. რანსიერი, ჟ. 10 თეზისი პოლიტიკის შესახებ. Izone. 1996, 2014.
16. სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი:
ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004.
17. სტალინი, ი. ოქტომბრის გადატრიალება და საკითხი ეროვნებათა შესახებ. - ტფ. :
სახელმწ. გამ-ბა, 1921.
18. სტალინი, ი. დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 25-ე წლისთავი.
1942.
19. ფაიჯესი, ო. ნატაშას ცეკვა. რუსეთის კულტურული ისტორია. ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი, 2013.
20. ფუკო,მ. სიტყვები და საგნები. გამომცემლობა „დიოგენე,“ თბილისი, 2004.
21. წიფურია, ბ; მამაცაშვილი-კობახიძე, ა.(რედ.). შედარებითი ლიტერატურის
კრებული. ნ.1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2013.
22. ჯგერენაია, ე. სიკვდილის ფიგურები ქართულ კულტურაში. 2014.
23. ჰაველი, ვ. ძალა უძალოთა - თბ. : მშვიდობის, დემოკრ. და განვ. კავკას. ინ-ტი,
2003.
24. ჰორკჰაიმერი, მ., ადორნო, თ. განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური
ფრაგმენტები [1-ლი გამოც.]. - თბ. : [საგა : დევი დუმბაძე, თენგიზ ირემაძე], 2012.
25. კომუნისტი. 1930., 1964-1969.
26. პრავდა. 1930., 1964-1969.
27. Arendt, H. The Origins of Totalitarianism, 1951.
28. Assmann, A. Memory and political change. Palgrave Macmillan, 2011.
29. Assmann, J. Collective Memory and Cultural Identity, 1988.
30. Badiou, A. Being and event. (New York: Continuum, 2005).

104
31. Foucault, M. The Archeology of Knowledge, trans. A. M.. Sheridan Smith (New York:
Pantheon, 1972), 31-38, 126-31, 166-77.
32. Halbwachs, M. On collective memory, Chicago, The University of Chicago Press, 1992.
33. Lebow, R.N., Kansteiner, W., and Fogu, C. The Politics of Memory in Postwar Europe.
Ed. by Duke University Press, Durham and London, 2006.
34. Lyotard, J.F. The Postmodern Condition: A Report on Knowledge. 1979.
35. Mannheim, K. “The Problem of Generations” in P. Kecskemeti ed, Essays on the
Sociology of Knowledge by Mannheim, K. (New York: Routledge & Kegan Paul, 1952).
36. Nora, P. Between Memory and History: Les Lieux de Mémoire. University of California
Press. 1989.
37. Terner, V. Dramas, Fields and Rituals, symbolic actions in human society. Ithaca, Cornell
University Press, 1974; 53.
38. Агамбен, Дж. Что такое повелевать? / Пер. с итал. Б. Скуратова. М.: Грюндриссе,
2013.
39. Рикёр, П. Память, история, забвение / Пер. с фр. И. И. Блауберг и др. — М.: Изд-во
гуманитарной литературы, 2004.
40. Симбирцева, Н.А. МЕТАМОРФОЗЫ ПАМЯТИ: КУЛЬТУРОЛОГИЧЕСКАЯ
ИНТЕРПРЕТАЦИЯ. European Social Science Journal – Рига – Москва, 2011. № 8. С. 20
– 27.
41. Фуко, М. Ницше, генеалогия, история // Ницше и современная западная мысль: сб.
статей / под ред. В. Каплуна. - СПб., 2003.
42. Хальбвакс, М. Социальные рамки памяти. М.: Новое издательство, 2007.

105

You might also like