You are on page 1of 5

შრომა რეალიზმში

რეალიზმმა უარყო რომანტიზმი და მისთვის დამახასიათებელი გაზვიადებული


დრამა და ემოცია. ამის ნაცვლად კი ხელოვანები აღწერდნენ ჩვეულებრივ
ადამიანებს, ჩვეულ სიტუაციებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორედ ამან
მოიტანა ის, რომ ამ მიმდინარეობის ბევრი ნახატი აღგვიწერს შრომის სურათებს.
ერთ-ერთი ასეთია გიუსტავ კურბეს ნახატი ,,The stone breakers” ( სურ. 1.1). 1849 წელს
შესრულებულ ამ ნახატში, მხატვარი გამოსახავს ორ გლეხ მუშას, რომლებიც მან
ყოველგვარი აშკარა სენტიმენტების გარეშე წარმოგვიდგინა. ამის ნაცვლად იგი ასეთ
ხერხს იყენებს, ერთ მუშას ამ სამუშაოსთვის შეუფერებლად ახალგაზრდად, მეორეს
კი მოხუცად წარმოადგენს, რაც მათ მძიმე შრომასა და დაქანცულობას ამძაფრებს და
ემპათიის უნარს უჩენს მნახველს. თუმცა ფიგურების სახეს და შესაბამისად მათ
ემოციას ვერ ვხედავთ, კურბე სიფრთხილით ამატებს კომპოზიციას ისეთ დეტალებს,
რომ პერსონაჟებზე ინფორმაცია მოგვაწოდოს, მაგალითად: მათი ტანსაცმელი
დაფლეთილი და ღარიბულია; ვხედავთ, ასევე იქვე მდგარ ქვაბს, კოვზსა და პურს.
მარჯვნინ ჩვენ ვხედავთ კალათას ნამსხვრევების გადასატანად, რაც მიანიშნებს, რომ
მუშები ქვების მტვრევის გარდა, მიწასაც ასუფთავებენ. თუკი უმცროსი გლეხის
მხრების და ხელების კუნთებს დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ქვების კალათა,
რომელიც მას უჭირავს, ძალიან მძიმეა. სინათლითა და უფროსი მუშის ქუდით კი
ვხვდებით, რომ ისინი გაუსაძლის სიცხეში მუშაობენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ
სცენაში არაფერია იდილიური. კურბე ნახატში იყენებს მეტად შეზღუდულ
პალიტრას - მცირე რაოდენობით ლურჯს/ნაცრისფერს და სტაფილოსფერს. კარგად
იყენებს ჩრდილებს და ფერების კონტრასტს.

სურ. 1.1

ასევე დიდი თანაგრძნობით გამოხატავს სოფლის ცხოვრებასა და შრომაში ჩართული


დაბალი კლასის რთულ ცხოვრებას ჟან-ფრანსუა მილე თავის ნახატში ,, The Gleaners“
(მკა) (სურ. 1.2). იმ განსხვავებით, რომ ნახატზე ქალების შრომაა გამოსახული.
ნახატზე დომინირებს სამი ქალის ფიგურა. თითოეულ ქალს კონკრეტული დავალება
აქვს: ერთი ეძებს მიმობნეულ მარცვლეულს, მეორე აგროვებს და მესამე ერთად კრავს.
მათი სახეებიც, ზემოხსენებული ნახატის მსგავსად, დამალულია, რაც უფრო მეტ
ანონიმურობაზე მიანიშნებს, ვიდრე ინდივიდუალურობაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ
ისინი სიმბოლურად საფრანგეთის შეჭირვებული ფენის სახეს წარმოადგენენ და არა
მხოლოდ ამ სამ კონკრეტულ ქალს.

სურ. 1.2

როდესაც შრომის სურათებს აღვწერთ, შეუძლებელია არ ვახსენოთ, ერთ-ერთი


ყველაზე საინტერესო ნახატი ამ თემატიკაზე ჟიულ ბრეტონის ,,The lark song’’ (სურ.
1.3). მოელვარე მზისა და ახალგაზრდა გოგონას გარეშე ეს უბრალო ლანდშაფტის
სურათი იქნებოდა, თუმცა ბრეტონმა კარგად იცოდა, რა შემატებდა მის ნახატს
დრამას და რა მიიქცევდა მნახველის ყურადღებას მაშინათვე. ყმაწვილ გოგონას
ხელში სამუშაო იარაღი უკავია, თმაზე კი თავსაფარი აქვს წაკრული. სამუშაოს
შესასრულებლად გზად მიმავალი გოგონას ყურადღებას ტოროლას ხმა მიიპყრობს.
თუმცა ნახატზე ფრინველი არ ჩანს, მისი მზერა მიგვანიშნებს, რომ იგი ფრინველის
ხმით მოჯადოებულია. უკანა ფონზე მოსჩანს აისი პატარა სოფლის თავზე.
გამორჩეულია ნახატის ფერები, განსაკუთრებით კი ფორთოხლისფერი მზისა.
ჩემთვის ამ ნახატში საინტერესოა, რომ ახალგაზრდა გოგონა, რომელიც მძიმე
შრომასა და სიღარიბეში ცხოვრობს, თითქოს, წამით სწყდება ამქვეყნიურ ფერხულს
და ბუნების ჰარმონიას უერთდება.

სურ. 1.3

ვინაიდან შრომა ადამიანის ყოფის განუყოფელი ნაწილია, ამგვარ სცენებს შემდგომ


ეპოქებშიც ხშირად აღწერდნენ. რა თქმა უნდა, მათზე იქნებოდა რეალიზმის ეპოქაში
შექმნილი ნახატების გავლენაც. მაგალითად ერთ-ერთი ასეთი ნახატია მეოცე
საუკუნის ბოლო წლებში შექმნილი ნახატი George Pemba’-ს ,,New Brighton, Port
Elizabeth’’ (სურ. 1.4). აქ მხატვარი აღწერს კოლექტიური შრომის სცენას. თუმცაღა
უკვე აღარ ჩანს სოციალური პრობლემა, პირიქით, ფიგურების მოძრაობები ლაღი და
ცოცხალია. იგი იყენებს გრილ ფერებს, მაგალითად: ცისფერს, ყვითელს, მკრთალ
მწვანეს.

ამგვარად, როგორც უკვე ვთქვით, რეალიზმის მიმდინარეობა დაცლილია


ყოველგვარი გაზვიადებისგან, ის ხშირად ხალხის ყოველდღიურობას გადმოსცემს და
შესაბამისად, აღგვიწერს იმდროინდელი ადამიანების ცხოვრების შემადგენელ
მნიშნველოვან ნაწილს - შრომის სცენებს.

ბიბლიოგრაფია:
https://www.khanacademy.org/humanities/ap-art-history/later-europe-and-
americas/modernity-ap/a/courbet-the-stonebreakers

https://www.sowetanlive.co.za/s-mag/2019-02-21-the-largest-exhibition-of-black-
modernist-artists-comes-to-jozi/

http://equallyempty.com/picturesofthefloatingworld/2013/1/31/art2see-chicago-the-song-of-
the-lark-by-jules-adolphe-breton.html

You might also like