You are on page 1of 6

,,Petite fille dans un fauteuil bleu’’

მერი კესეტი ერთ-ერთია იმ სამთაგან, რომელსაც მოიხსენიებენ იმპრესიონიზმის სამ


გამორჩეულ ქალ მხატვარს შორის ("les trois grandes dames). მისი ერთ-ერთი ნახატია ,,პატარა
გოგონა ლურჯ სავარძელში’’ (1.1). ეს ერთი შეხედვით უბრალო პორტრეტი იმაზე ბევრად
საინტერესოა, ვიდრე ჩანს.

1.1

ნახატზე გამოსახულია პატარა გოგონა, ძაღლთან ერთად. ისინი ორივე ლურჯ სავარძელში
არიან მოკალათებული, ამ სავარძლების ფერი გამორჩეულია და მთლიანი კომპოზიციის
ძირითად ფერად აღიქმება. ნახატში ხაზგასასმელია გოგონას გამომეტყველება და ჯდომის
მანერა, მას სულაც არ ადარდებს რომ ამ მომენტში მისი პორტრეტი იქმნება, უდარდელად
გაშხლართულა და გამომეტყველებაშიც ეტყობა, რომ მისთვის აქ ყოფნა მოსაბეზრებელია.
იგი ისეთ პოზაშია, რომ მშობლები აუცილებლად ეტყოდნენ გასწორებულიყო. ხელოვნების
ისტორიკოსმა პეტრა ჩუმ 1878 წლის ნახატის შესახებ თქვა, რომ ეს იყო "ბავშვობის
გამოსახვის რადიკალურად ახალი სურათი", მხატვარმა გაბედა ეჩვენებინა, რომ ბავშვი იყო
უბრალოდ ბავშვი, მთელი თავისი სიზარმაცითა და ეშმაკობით. მოკლედ რომ ვთქვათ, იგი
განსხვავდებოდა იმ მრავალი ნახატისგან, რომლებიც ბავშვებს ცოცხალ თოჯინებად ან
სრულყოფილ ქერუბიმებად ასახავდნენ. ბავშვების ნატურალიზმის ხერხით ტენდენციას
იზიარებს Alfred Cluysenaar-ის ნახატი, Portrait of the Artist's Son André. აქაც ბავშვის განწყობა
ნამდვილია და დაცლილია ყოველგვარი ზედმეტი იდეალურობისგან (1.2).
1.2

ზოგადად, მერი კესატს ძალიან უყვარდა და ხშირად გამოსახავდა ბავშვებს. ის ამბობდა,


რომ ,,ისინი ყველაზე გულწრფელნი და ნამდვილები არიან’’. (1.3-1.4)

1.3
1.4

ნახატის ერთ-ერთი დეტალია პატარა ძაღლი. საინტერესოა, რომ ის რეალურ ცხოვრებაში


მერი კესატის ძაღლი იყო და მისი არა მარტო მუზა, არამედ ცხოვრების ბოლომდე მხატვრის
მეგზური იყო. ცხოველი თითქოს უერთდება საერთო მოწყენილობას და იზიარებს გოგონას
განწყობას. ეს კომპოზიცია მახსენებს რენესანსის მხატვრის, ტიციანის ,,Portrait of Clarissa
Strozzi'' (1.5). აქაც, პატარა გოგონა თავის ძაღლთან ერთად არის გამოსახული. ერთი
შეხედვითაც შეგვიძლია დავინახოთ, რომ ძაღლსა და მის პატრონს შორის ვიზუალური
მსგავსებაც კია - დიდი თვალები და პატარა ცხვირი, მსგავსი ფერის თმა და ბეწვი. აქ გოგონას
შეშინებული გამომეტყველება აქვს და ძაღლი, თითქოს, დამცველობით ფუნქციას ასრულებს
მისთვის.

1.5

საინტერესო დეტალი და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი


კომპიზიციისა, არის სავარძლები, რომელთა ფერიც ნამდვილად აღსანიშნავია. მისი ლურჯი
ფერი დომინირებს და ქმნის დაღლილობისა და უსიცოცხლობის ეფექტს. აშკარაა ფრანგი
იმპრესიონისტების გავლენა, როცა მხატვარი ნათელ ფერებს იყენებს და მისი ფუნჯის
მონასმებიც მსგავსია ზემოთ ხსენებული მხატვრების ტექნიკისა. ავიღოთ თუნდაც კლოდ
მონეს ნახატი ,,წყლის ლილიები’’ (1.6). აქაც მხატვარი თითქოს ლაქებით ხატავს, სრული
სიზუსტით არ გვანახებს საგნებს. თითქოს, ჩვენს წარმოსახვაში ისინი უკვე არსებობენ და
პატარა მინიშნებაც კი საკმარისია მათ გასაცოცხლებლად.

1.6

შესამჩნევია იაპონური პრინტების გავლენაც - ინსპირაცია იაპონური შაბლონებისა და


ასიმეტრიული სტრუქტურებისგან არის აღებული. საგნები თითქოს გადაჭრილია და
დაუსრულებელი. ეს მოგვაგონებს დეგას ნახატს სახელწოდებით ,, L’Absinthe’’ (1.8), სადაც
მარმარილოს მაგიდები, თითქოს, ჰაერში ტივტივებენ. სწორედ მსგავსი განთავსებაა
სავარძლების შემთხვევაშიც, რაც მნახველს ეჭვს უჩენს თუ ვისი თვალით უყურებს ნახატს -
ბავშვის თუ ზრდასრული ადამიანის. ზოგადად მსგავსება და გავლენა დეგასი ამ ნახატში
იმდენად დიდია, ხელოვანებს საფუძვლიანი ეჭვი გაუჩნდათ იმასთან დაკავშირებით, რომ
უკანა ფონი ამ ნახატისა დეგას შესრულებული გახლავთ.

1.8

როგორც უკვე ვთქვით, მერი კესატმა შეძლო და პატარა გოგონას უბრალო პორტრეტი აქცია
იმპრესიონიზმის ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევრად, რომლის შინაარსის გაგება ბოლომდე
რთულია, ხოლო კომპოზიცია თავისი განფენილობითა და ფერებით - მშვენიერი და
საინტერესო.
ბიბლიოგრაფია:

https://www.nga.gov/collection/art-object-page.61368.html

https://www.google.com/search?
client=opera&q=little+girl+in+a+blue+armchair&sourceid=opera&ie=UTF-8&oe=UTF-8

You might also like