You are on page 1of 3

ახალგაზრდა სხეული და სიშიშვლე

ეროტიული ნახატები ან უბრალოდ სიშიშვლის ასახვა ხელოვნების ყოველ


პერიოდში აქტუალური იყო და ამ საკითხში არც ექპრესიონიზმი განსხვავდება,
თუმცა არის ფაქტორი რომელიც ექსპრესიონისტულ სიშიშვლესა და ეროტიკას
გამოარჩევს ყველა სხვა გასული მიმდინარეობებისგან. ექსპრესიონისტებმა
დაარღვიეს ყველა ის ნორმა თუ მორალური კანონი, რომლებითაც იმჟამინდელი
საზოგადოება ზღუდავდა ხელოვნებას. მათ დაიწყეს ეროტიული გამოსახვა ისეთი
სუბიექტებისა, რომლებიც სხვა ეპოქებში მეტად კონტროვერსიული იქნებოდა.
სიშიშვლისა და ეროტიკის
ხსენებისას უპირველესად
ზრდასრული ადამიანების
ფგურები წარმოგვიდგება
თვალწინ, თუმცა Ernst Ludwig
Kirchner იყო ის მხატვარი,
რომელმაც ეს ნორმაც
დაარღვია და თავის
გარდატეხის ასაკამდე არ
მისული გოგონა გამოსახა მის
ნამუშევარში „Marzella.” მოცეულ
ნახატზე ახალგაზრდა გოგო
გვევლინება სრულიად შიშველ
ფორმაში. ხაზგასასმელია, რომ
მოცემული პერსონაჟი რეალური
ადამიანია, რომელიც
ლუდვიგის ნაცნობი ქალის
შვილს წარმოადგენს.
ახალგაზრდა გოგონა სრულიად
შეუწუხებელი და
გაწონასწორებული
გამომეტყველებით, ფეხებ
გადაჯვარედინებულია
მოთავსებული ნახატის ცენტში.
მიუხედავად პროვოკაციული თემატიკისა, გოგონას შიშველი ფიგურა ნაკლებად
ეროტიულად გვევლინება, გამომდინარე მისი ასაკიდან, რასაც თან ახლავს ის ,
რომ ავტორს ალბათ განზრახ აქვს დაფარული მისი ინტიმური ადგილები, იქნება
ეს ხელის სპეციალური მოთავსებით თუ ნაკლებად მკვეთრი ფერების გამოყენების
საშუალებით, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს გოგონას სახე და უემოციოობა .
თითქოს მისი ეს ვითარება სულაც არ არის უჩვეულო. ამასთან ერთად თეთრ
ფერში მოხატული სახე განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ფერების გამო
იქცევს. წმინდა თეთრ ფერში კარგად იკვეთება გოგონას წითელი ტუჩები თუ
თვალების მოყვანილობა რაც შეფარულ მაცდურობას სძენს ნახატს. საინტერესოა
მხატვრის ხატვის სტილი და ტექნიკა მისი ფუნჯის მონასმებისა. ფერთა არჩევანი
მეტად უცნაური და არარეალურია. უკანა ფონის სრულიად ყვითელია, დეტალების
მკვეთრი კონტური კი მას მწვანე და ლურჯ ფერებში აქვს შესრულებული, ამასთან
ერთად უხეში ფუნჯის მონასმებს არანაირ ჰარმონიაში არ მოჰყავს ფერები და
მკვეთრ კონტრასტს ქმნის მათ შორის.
საინტერესო და აუცილებლად
აღსაღნიშნავია, რომ მოცემული
ნახატის იდეა Ernst Ludwig Kirchner-მა
ედვარდ მუნკის “Puberty”-სგან
აიღო, სადაც იდენტური ვითარებაა
გამოსახული. მიუხედავად მსხვასი
კომპოზიციისა აშკარაა, რომ მუნკის
ნახატი მეტი ეროტიულობით
გამოირჩევა, გამომდინარე მისი
რეალისტური შესრულებისა.
ახალგაზრდა გოგონა, რომელიც
ასევე გარდატეხის პერიოდში უნდა
იმყოფებოდეს, საწოლის ცენტრში
მორცხვად არის მოთავსებული და
გადაჯვარედინეული ხელებით
იფარავს ინტიმურ ადგილს. თუმცა
მუნკი არ ერიდება და ფერებისა და
ჩრდილების საშუალებით
გამოკვეთს გოგონას მკერდს.
გოგონას მორცხვი შეკრული პოზა
ერთ მთლიან, კონტურით
გარშემორტყმულ ფიგურას ქმნის.
ასევე საგულისხმოა მისი სახე,
რომელიც ნაკლებად გამოირჩევა
რაიმე ემოციური დატვირთვით, თუმცა ამასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა
აქვს. გოგონას სახე თითქოს უემოციოა, თუმცა ჩემი აზრით მისი თვალები თითქოს
ერთგვარ შიშსა და სიმორცხვეს ასახავენ. იგი შიშველი პოზირებს მხატვრის წინ,
თუმცა მისი თვალები გვეუბნებიან, რომ იგი მის ქმედებაში რაღაც არასწორს
გრნობს. ნახატის ერთ-ერთ მთავარ დეტალს სწორედ კედელზე გამოსახული
ჩრდილი წამორადგენს. თუკი კარგად დავაკვირდებით მივხვდებით, რომ ეს
ჩრდილი არანაირად არ შეესაბამება გოგონას ფიგურასა თუ სილუეტს და
გამომდინარე ოთახის მკთალი განათებისა არც ასეთი ინტენსიური არ უნდა იყოს .
თავად ავტორი ამბობს, რომ ჩრდილი გოგონას უკან მაყურებლის
იტერპრეტაციასა და აღქმას ექვემდებარება, თითოეული ადამიანი განსხვავებული
მნიშვნელობით აღიქვამს მას. ჩემი აზრით, გამომდინარე გოგონას
გამომეტყველებიდან, მოცემული ჩრდილი შიშის სიმბოლოს უნდა
წარმოადგენდეს, რომელიც გოგონას სახეზე ისახება. ჩრდილი ერთდროულად
ადამიანის ფიზიკური და შინაგანი ფორმის ამსახველად გვევლინება.
სიშიშვლე ყოველთვის თამამი განაცხადი იყო ხელოვანებისთვის მიუხედავად ამ
თემატიკის მუდმივი აქტუალურობის და პოპულარულობისა, თუმცა მოცემულმა
მხატვრებმა ნამდვილად გადაკვეთეს ის ზღვარი, რომელსაც საზოგადოება ასე
მკაცრად ავლებდა სიშიშვესა და ეროტიკასთან მიმართებაში. გარდატეხის ასაკში
მყოფი გოგონას გამოსახვა სრულიად შიშველ ფორმაში მეტად „სარისკო“ ნაბიჯი
იყო მხატვრებისათვის, თუმცა ამასთან ერთად მათ მოცემულ ნახატებს მოაკლეს ის
ქალური სექსუალურობა, რეალურად რომელიც იწვევდა ქალის სხეულის
ეროტიულ აღქმას. გოგონების არც პოზა იყო გამომწვევი და არც მათი მზერა რაიმე
განსხვავებული მნიშვნელობის მატარებელი. მოცემული ნახატების დანიშნულება
ალბათ სწორედ ახალგაზდა სხეულში მათი მორალური გარდამავალი პერიოდის
ასახვა იყო მთავარი, რომელიც თითოეულმა მხატვარმა თავისებურად, ჩრდილისა
თუ ფერთა არჩევნის საშუალებით გამოსახა.

გამოყენებული მასალა:
1. https://www.theartstory.org/artist/kirchner-ernst-ludwig/
2. https://artresearch-service.com/marzella-bruecke-expressionism-in-stockholm/
3. http://www.edvard-munch.org/puberty/

You might also like