You are on page 1of 78

კაფკა - წერილები მილენასადმი

ძვირფასო მილენა,

ჯერ პრაღიდან მოგწერეთ, მერე -მერანიდანაც, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. მართალია,


წერილები სასწრაფო პასუხს არ ითხოვდა, მაგრამ ვიმედოვნებ, თქვენი დუმილი იმით არაა
გამოწვეული, რომ შეუძლოდ გრძნობთ თავს. თუ მიზეზი მხოლოდ ესაა, მაშინ მშვიდად შემიძლია
ვიყო. მაგრამ სრულიად დასაშვებია, - და ამიტომაც გწერთ ახლა, ვგრძნობ, ჩემმა წერილებმა
გული გატკინა (და თუ ეს ჩემდა უნებურად მართლაც მოვახერხე, ვაი ჩემს თავს!). ნუთუ
მართალია ის საშინელება, რასაც მწერთ, ნუთუ მართლა შეგეკრათ სუნთქვა და ცუდად
ხართ? უპირველეს ყოვლისა, მინდა გამოგიტყდეთ, რომ ამწუთას არც კი ვიცი, რა გითხრათ, რა
გირჩიოთ. ეს ხომ ჩემთვის უცხოცაა და მეტად ნაცნობიც? მარტო იმას ვეკითხები საკუთარ თავს,
რატომ არ მიემგზავრებით ვენიდან? თქვენ ხომ სხვებივით უსამშობლო არ ხართ? განა ბოემენში
უფრო ახალ ძალებს არ მოიკრებთ? თუ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო, რომელთა შესახებაც
წარმოდგენა არ მაქვს, არ გსურთ ბოემენში გამგზავრება, მაშინ იქნებ სხვაგან, თუნდაც მერანში,
გამგზავრებამ უფრო გარგოთ? იცით მერანი?
სხვა რა ვიფიქრო, აღარ ვიცი. თქვენ შემდგომ დუმილს მხოლოდ იმადღა მივიჩნევ, რომ ნუ
წუხართ, მე კარგად ვარო, თუ არადა, ეგებ რამდენიმე სიტყვით მამცნოთ რამე.

გულითადად, კაფკა

ახლაღა გამახსენდა, თქვენი სახის ვერც ერთ ნაკვთს ვერ ვიხსენებ. მარტო, ის მაგონდება,
მაშინ კაფეში მაგიდებს შორის, როგორ გაიარეთ, თქვენი ტანი, კაბა, ახლაც თვალწინ მიდგას.

საყვარელო მილენა,

თავს იტანჯავთ, როგორ თარგმნით ამ დანისლული ვენის წიაღში, ეს მაღელვებს და უნდა


გითხრათ,მრცხვენია კიდეც. ალბათ ვოლფისაგან წერილს მიიღებდით. ამ რამდენიმე ხნის წინ
რაღაც ერთ ნოველაზე მკვლელი მომწერა. მინდა გითხრათ, მაგ კატალოგში რაღაც
გაუგებრობაა, ეგ ნოველა მე არ დამიწერია. თუმცა, ის რომ ეგ ნოველა ყველაზე საუკეთესოა,
შესაძლოა მართალიც იყოს.
უკანასკნელ ორ წერილში აშკარად გემჩნევათ დარდისა და ნაღველისაგან გათავისუფლდით. ეგ
ალბათ თქვენს ქმარსაც ეხება. ამას მართლაც ძლიერ ვისურვებდი ორივესათვის. მახსენდება
ერთი კვირა, ნაშუადღევი, წლების წინ, ფრანცენის ქუჩაზე კედელ-კედელ როგორ მოვიპარებოდი
და უცბად თქვენს ქმარს გადავეყარე - ეს ორი, მეტისმეტად დაკავებული,თავატკიებული
საქმოსანი. აღარ მახსოვს, მაშინ ერთიმეორის გვერდით განვაგრძეთ გზა, თუ ერთი წი6 წავიდა
და მეორე - უკან, თუმცაღა როგორც უნდა ყოფილიყო, რა მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ეს
წარსულში იყო და შორეულ წარსულადვე დარჩება. თქვენ შორის უკვე გამოიდარა?
გულითადი სალმით
თქვენი კაფკა

მერანი,
სასტუმრო ოტობურგი

ძვირფასო მილენა,

ეს-ეს არის ორი დღე-ღამის გადაუღებელმა წვიმამ, როგორც იქნა, გადაიღო. ალბათ ღირს ეს
დროებითი მოვლენა ზეიმის საბაბად მივიჩნიოთ. ასეც ვიქცევი, წერილს გწერთ. ახლა ვიღაც
მესტუმრა, გულს რომ ეამება, ისეთი ვინმეა. თუ არ ვცდები, თქვენც გაგიხარდებოდათ
(შიგადაშიგ ნახევრად მუნჯი, ფიქრებში ჩაძირული თანმხლები აშკარად არ არის ურიგო). ისე
მინდა გამოგიტყდეთ, რომ ყოველდღიური ურთიერთობები დამთრგუნველია, მაგრამ ზოგჯერ
მაინც კარგია, ოღონდ არა ასეთი უცხოები? (თუ არც ეს უხარია კაცს, ეს უკვე საშინელების
მომასწავებელია და არ არის სასურველი.)
რომ ვთქვა, აქ კარგად ვარ-მეთქი, მართალი არ იქნებოდა. მომაკვდავი ლეშის მდგომარეობაში
ყოფნა იოლი როდია. ჩემი ოთახის აივანი ბაღს გადაჰყურებს, რომელიც აყვავებულია
ათასნაირი მცენარით (უცნაური ვეგეტაციაა აქ. ისეთ ამინდში, როგორიც პრაღაშია, ჭები იყინება,
აქ, ჩემ თვალწინ კი, ყვავილობის ხანა იწყება.). უკვე ერთი კვირაა მცხუნვარე მზე ანათებს
(ხვლიკები, ჩიტების სხვადასხვა წყვილი ესტუმრებიან ხოლმე ბაღს). მერანს თქვენთვის გულით
ვისურვებდი. ამ ცოტა ხნის წინ ხომ მწერდით, აქ სუნთქვა მიჭირსო.

გულითადი სალმით
თქვენი ფ. კაფკა

***

მოკლედ, ისევ ფილტვებმა შემახსენა თავი! მთელი დღე თავბრუ მეხვეოდა. სხვა ვერაფერზე
ვფიქრობდი. არა, იმიტომ კი არა, რომ ჩემი ავადმყოფობით მეტად შეშფოთებული ვარ.
ვიმედოვნებ, - როგორც თქვენ მიხსნით, - თქვენ ალბათ უფრო სუსტი ფორმით გექნებათ.
ფილტვების დაავადება (მეტ-ნაკლებად ფილტვებით ლამის ნახევარი დასავლეთ ევროპაა
დაავადებული) უკვე სამი წელია მაქვს. მაგრამ ამან იქნებ ბევრ სიკეთესაც მწია, ვიდრე
უბედურებას. სისხლის ღებინება ასე სამი წლის წინ, ღამით დამეწყო. შეშფოთებული წამოვდექი.
ასეთ დროს ყველას ასე გვჩვევია (ნაცვლად იმისა, რომ არ გავნძრეულიყავი, როგორც ეს
მოგვიანებით მითხრეს). ფანჯარასთან მივედი, გადავეყუდე, შემდეგ პირსაბანთან მივედი, ცოტაც
ოთახში ვიბორიალე და საწოლზე ჩამოვჯექი - სისხლი არ წყდებოდა. მაგრამ რომ ვთქვა, იმ
წუთას უბედურად ვგრძნობდი-მეთქი თავს, არა! უპირველესად კი ერთი გარკვეული მიზეზის
გამო: სამი, ლამის ოთხი წლის უძილო ღამეების შემდეგ იმედი მქონდა, რომ სისხლის ამოღება
მიშველიდა და დამეძინებოდა. როგორც იქნა, სისხლის დენა შემიჩერდა (მას შემდეგ აღარც
განმეორებულა). იმ ღამის დარჩენილი საათებიც კარგად დამეძინა. დილით მოსამსახურე
გოგონა მოვიდა (მაშინ შონბრუნის სასახლეში მქონდა ოთახი დაქირავებული). სასიამოვნო,
მადისაღმძვრელი, მეტად საქმიანი გოგონა იყო. სისხლის დანახვაზე მითხრა: ,,pane doktore, s
Vami to dlouho nepotvra.” (დოქტორო, თქვენ დიდი ხნის
სიცოცხლე აღარ გიწერიათ). მე კი თავს უკეთ ვგრძნობდი. ჯერ ბიუროში წავედი, ასე
ნაშუადღევისათვის კი ძლივს მივედი ექიმთან. დანარჩენი ამბავი უკვე აღარაა მოსაყოლი. ამით
მარტო იმის თქმა მინდოდა: თქვენმა ავადმყოფობამ როდი შემაშფოთა (თუმცა განუწყვეტლად
იმაზე ვფიქრობ
და ფიქრებში ვცდილობ, როგორმე გავაცნობიერო და გითხრათ, ამასთან მტკიცედ, რომ თქვენ
ავად არ ხართ. არანაირი ფილტვების დაავადება არ გჭირთ!), არა, ამან კი არა, არამედ იმ აზრმა,
თუ რას შეეძლო ეს გამოეწვია. ამასთან ვცდილობ გამოვრიცხო ის, რაც თქვენს წერილებში
წერია: რომ ვერსად სინათლეს ვერ ხედავთ, ყოველდღე ერთი და იგივე: ვაშლი, ჩაი... შესაძლოა
რაღაც არ მესმის. პირისპირ საუბრისას იქნებ უფრო გაირკვეს. თქვენს წერილებში (რომელთა
დავიწყებაც შეუძლებელია) მხოლოდ ერთს ვხედავ
და ვცდილობ, როგორმე ავხსნა.
საკუთარი დაავადებიდან გამომდინარე, ერთხელ ასეთი დასკვნა გამოვიტანე და ალბათ სხვა
უამრავ შემთხვევასაც შეეფერება: მოხდა ისე, რომ გონებამ თავის თავზედ აღებული დარდი,
ტკივილი ვეღარ აიტანა, ამიტომ თქვა: მორჩა, ხომ არის კიდევ აქ ჩემს მეტი, რომელსაც ჩემი
ტვირთის ნაწილს მაინც ვუწილადებ და ცოტა ხანს კიდევ
გავძლებო. აქ გამოეცხადა ფილტვები.
დიდი დასაკარგი იქ არაფერი იყო. ასეთი შეთანხმება ფილტვებსა და გონებას შორის, ეტყობა,
ჩემ დაუკითხავად მოხდა. ამას შესაძლოა უფრო საშინელი შედეგიც მოჰყოლოდა.
რას იზამთ? არაფერია, თუკი ცოტათი
თავს გაუფრთხილდებით. სხვებიც, უნდა მიხვდნენ და გაგიფრთხილდნენ. მით უმეტეს, ისინი,
ვისაც უყვარხართ. მაშინ ყველაფერი ჩაყუჩდება. თუმცა არის კიდევ ერთი ხსნაც. მე ვთქვი, კიც -
არაც, აღარ მინდა აღარანაირი ხუმრობა, არც მაქვს სახუმარო განწყობა, ან რა მეხუმრება,
ვიდრე არ მომწერთ, რომ უფრო ჯანსაღ ცხოვრებას ეწევით. ცოტა ხანს ვენიდან რატომ არ
მიდიხართ-მეთქი, ამას ბოლო თქვენი წერილის მერე აღარ გკითხავთ. ახლა უკვე მესმის თქვენი.
მაგრამ ვენის სიახლოვესაც ხომ არსებობს ლამაზი დასასვენებლები, რაღაც შესაძლებლობები,
რომ იზრუნოთ საკუთარ თავზე. დღეს სხვა არაფერზე გწერთ, მნიშვნელოვანი არც არაფერი
მახსენდება. დანარჩენზე ხვალ იყოს. მადლობა რვეულისათვის, ნამდვილად გული ამიჩუყა,
დამადარდიანა, თანაც გამახარა.
არა, დღეს კიდევ ერთი რამ მინდოდა მეთქვა, კინაღამ დამავიწყდა: თუ თუნდაც ერთ წუთს
თქვენი ძილის ხარჯზე სათარგმნი სამუშაოსათვის გამოიყენებთ, ჩათვალეთ, რომ მტანჯავთ, ეს
ასეა. ალბათ სხვებიც ამასვე დაასკვნიან: მან მიიყვანა უძილობამდეო. ასე რომ, იფიქრეთ,ისევ მე
ვიქნები წარდგენილი სამსჯავროს წინაშე. გეხვეწებით, ასე აღარ მოიქცეთ, ძილის ხარჯზე
აღარასოდეს თარგმნოთ. თუმცა, როცა ამას გთხოვთ, ისევ და ისევ საკუთარ თავზე ვფიქრობ.

თქვენი ფრანც. კ.

საყვარელო მილენა,

დღეს მინდა, თან არც მინდა, რომ სხვა რამეზე მოგწეროთ. ეს უფრო გონივრულად მიმაჩნია:
ჯობს ხანდახან სადმე ბაღში, ნახევრად ჩრდილში შეზლოგინზე წამოწვეთ. დაახლოებით ათი
ბოთლი რძე იქვე, თქვენთვის ხელმისაწვდომ ადგილას გედგათ. ეს ხომ ვენაშიც შეგიძლიათ
გააკეთოთ. მით უმეტეს ზაფხულია. არანაირი მღელვარება, არანაირი შიმშილი, გთხოვთ. განა ეს
ასე ძნელია? არავინ არის, ვინც ამას შეგაძლებინებთ და გაიძულებთ? რას გეუბნებათ ექიმი?
ამ დიდი კონვერტიდან როცა რვეული
ამოვიღე, ლამის იმედგაცრუებული დავრჩი. მინდოდა, თქვენ შესახებ გამეგო. მე კი ძველი
სასაფლაოდან კარგად ნაცნობი ხმა შემრჩა. რატომ ჩაერია, რატომ ჩადგა ის ჩვენ შორის? ჰო, ის
ჩვენ შუამავლობას გვიწევს.საერთოდ, გაუგებარია, საკუთარ თავზე ასეთი რამ როგორ
იტვირთეთ? ისეთი ერთგულებით აკეთებთ ამას, ნამდვილად გულს მიჩუყებთ. წინადადებების ეს
აღმა-დაღმა სვლა, ზუსტი წვდომა, შესაძლებლობები, ლამაზი, ბუნებრივი სიტყვები, ჩეხურ ენაზე
მართლაც საოცარია. თავად ასე
ვერ შევძლებდი. ნუთუ ასე ახლოსაა ჩეხური და გერმანული ენები? მაგრამ როგორც უნდა იყოს
ეს, ძვირფასო მილენა, თქვენ რომ მოგწონთ ეს ნაწარმოები, ამას კი ვაფასებ, მაგრამ
მთლიანობაში ეს ამბავი ჩემში ზიზღს ბადებს. მთრგუნავს სამყაროს ასეთი სახე. ალბათ ჯობს,
ამაზე აღარაფერი ვთქვა.
მოთხრობას სოფლის ექიმი ვოლფი გადმოგცემთ. ამის თაობაზე უკვე მივწერე. ხომ იცით,
ჩეხური ენა მესმის. რამდენჯერმე მინდოდა მეკითხა თქვენთვის: რატომ არ მწერთ
ჩეხურად? ამას იმიტომ კი არ გეუბნებით, რომ თქვენი გერმანული არ მომწონს. მართლაც,
გასაოცრად ფლობთ. ზოგჯერ საოცარი თავისებურებებითაც კი ავითარებთ. სწორედ მაშინ არის
განსაკუთრებით ლამაზი. ამას გეუბნებათ ერთი გერმანელი, რომელიც საკუთარ ენაზე ასე წერას
ვერასოდეს გაბედავდა. მაგრამ მინდა, თქვენი ჩეხურად დაწერილიც წავიკითხო, თქვენ ხომ ამ
ენას ეკუთვნით. ნამდვილი მილენა სწორედ იქ არის (ამას თქვენი თარგმანიც ამტკიცებს). აქ კი
მუდამ ის
მილენაა, რომელიც ვენაზე თუ ვენითაა მოცული. მოკლედ, გთხოვთ, ჩეხურად მომწერეთ. ის
ფელეტონებიც, თქვენ რომ მწერთ, ჩეხურად გამომიგზავნეთ. ნუ იძუნწებთ! როდემდე უნდა
გასტანოს ამ სიძუნწემ? არ ვიცი,ეგებ მეც უნდა ვიძუნწო? მაგრამ, არა! მირჩევნია, ისევ
საუკეთესო შემფასებლის რანგში
დავრჩე.
თქვენ ჩემი ნიშნობის შესახებ მეკითხებით (უკვე ორჯერ, რა ვიცი, თუ გინდათ ვიტყვი, რომ უკვე
მესამედ დავინიშნე. ორჯერ ერთსა და იმავე გოგოზე). მაგრამ ქორწილამდე რამდენიმე დღეშივე
დავარღვიე ნიშნობა. პირველთან უკვე დიდი ხანია, ის რამდენი ხანია გათხოვდა და
როგორც მითხრეს, პატარა ბიჭიც ჰყავს. მეორე კი ისევ ისეა და მეტისმეტად დამოუკიდებელ
ცხოვრებას ეწევა, თანაც სხვა ადამიანების ხარჯზე.
მთლიანობაში კი ასეთი რამ აღმოვაჩინე: მგონი, კაცები უფრო მეტად განიცდიან, ან უფრო
ზუსტად რომ ვთქვათ: უფრო სუსტები არიან. ქალები უფრო დანაშაულის შეგრძნების გარეშე
იტანჯებიან და არასოდეს ვარდებიან ისეთ უკიდურესობაში, როცა აღარაფერი შეუძლიათ. ამ
აღარაფერი შემიძლიამდე სრულდება მათი ტანჯვა. აქვე დავძენ, რომ ამაზე ფიქრს და მსჯელობას
აზრი არ აქვს. არაფერს მოგვიტანს. ეს იმას ჰგავს: როცა ვინმე თავად ცდილობს, თავი
გაიტანჯოს. ჯერ ერთი, არ გამოსდის, მეორეც, თუ გამოსდის, მაშინვე გაღვივებულ
ნაკვერჩხალზე იწვის, მაგრამ ჯოჯოხეთი თავისი სრული მშვენებით ისევ ისეთად რჩება. შემდეგ
კი ისევ ახალი ტანჯვა ეწყება, თანაც სულ სხვანაირი. უპირველესად, სწორედ ჯოჯოხეთის ამ
ბაღში უნდა შეძლო კაცმა წამოწოლა, ამ ავადმყოფობებისაგან თავის დაძვრენა, რაც შეიძლება
მეტი ტკბილის დაგემოვნება. ტკბილი კი მართლაც რომ ბევრია მასში.

თქვენი ფრანც კ.

საყვარელო მილენა!
დავიწყებ იმით, რასაც ჩემდა უნებურად ამ წერილიდან ამოიკითხავთ: უკვე თოთხმეტი დღეა
საშინელი უძილობა მაწუხებს. ასეთი დღეები თავისთავად მოდის და მიდის. ეს მნიშვნელოვნად
და საშინელებად არ მიმაჩნია. თანაც მათ ყოველთვის თავისი მიზეზი გააჩნია (ბადეკერის შემდეგ
ეს მიზეზი შეიძლება მერანის ჰაერიც კი გახდეს). თვით მიზეზი ზოგჯერ შეიძლება უხილავიც იყოს,
მაგრამ ველური ნადირივით მოუსვენარი.
ერთით მართლაც ძალზე კმაყოფილი ვარ, რომ მშვიდად გეძინათ. ცოტა უცნაური კია. გუშინ ხომ
საბოლოო რედაქტირების დღე იყო. თქვენ კი მაინც მშვიდად გეძინათ. ღამით, როცა ძილი
გადამივლის ხოლმე, უფრო სწორად ჩამივლის, ვიცი მისი გზა და მეც იმ გზას მივყვები. ისე
სისულელეც იქნებოდა წინააღმდეგობა. ძილი უდანაშაულო არსებაა, უძილო ადამიანია
დამნაშავე. თქვენ კი სწორედ ამ უძილო ადამიანს უცხადებთ მადლობას ბოლო წერილში. ვინმე
უცხო ან საქმეში ჩაუხედავი ამას თუ წაიკითხავს, იფიქრებს: რა კაცია! ეტყობა, მთების გადადგმა
შეუძლიაო. არადა, თითიც არ გამინძრევია (გარდა წერისათვის საჭირო თითებისა).
ვიკვებები საუკეთესო რძითა და კარგი რამეებით... ვაშლითა თუ ჩაით ან იქნებ ზოგჯერ
მხოლოდ თვალწი6 მათი წარმოსახვით. მოვლენებს საკუთარი დინებით ვუშვებ, მთებსაც
თავისსავე ადგილზე ვტოვებ. გახსოვთ
დოსტოევსკის პირველი წარმატებული
მოთხრობა? მიყვარს ამ ამბის მოყოლა. ახლა შეიძლება ზუსტად ვერც გავიხსენო: დოსტოევსკი,
თავისი პირველი რომანი ,,ღარიბი ხალხი” რომ დაწერა, მაშინ თავის მეგობარ ლიტერატორთან,
გრიგორიევთან ცხოვრობდა. ეს უკანასკნელი თითქმის მთელი თვეების განმავლობაში მაგიდაზე
მარტო უამრავ დაწერილ ქმაღალდს ხედავდა, მაგრამ მანუსკრიპტი მხოლოდ რომანის
დასრულების შემდეგ მიიღო. წაიკითხა და საოცრად აღფრთოვანდა. დოსტოევსკის, უკითხავად იმ
დროისათვის ცნობილ კრიტიკოსს, ნეკრასოვს წაუღო. ერთ ღამეს, სამ საათზე, დოსტოევსკის
კარზე ვიღაცამ ზარი დარეკა. გრიგორიევი და ნეკრასოვი იყვნენ. ისინი მის ოთახში შეიჭრნენ,
მოეხვივნენ, გადაკოცნეს. ნეკრასოვმა, რომელიც მას საერთოდ არც იცნობდა, დოსტოევსკის
რუსეთის იმედი უწოდა.
მათ იმ ღამეს ორი-სამი საათი ილაპარაკეს, ძირითადად რომანზე. მხოლოდ გამთენიისას
გამოემშვიდობნენ ერთმანეთს. ერთ წერილში დოსტოევსკიმ იმ ღამეს თავისი ცხოვრების
უბედნიერესი ღამე უწოდა: გაოგნებული გადავცქეროდი ფანჯრიდან ქუჩაში მიმავალ ნეკრასოვსა
და გრიგორიევს. გონს ვერა და ვერ მოვდიოდი. უცბად ტირილი ამივარდა და ჩავილაპარაკე: ,,რა
საოცრად კეთილშობილი და დიდსულოვანი ადამიანები არიან! მე კი რა სულმდაბალი ვარ. მათ კი
ეს არ იციან და რომც ვუთხრა, არც დამიჯერებენ!” დოსტოევსკის ეს ნათქვამი ცოტა
გადაჭარბებულად მეჩვენება. მეტის მოყოლას აღარ ვაპირებ. რისი თქმაც მინდოდა, უკვე ვთქვი.
ეს ამბავი იდუმალებითა და შთამბეჭდავობით ნამდვილად არ გამოირჩევა. უბრალოდ, ვფიქრობ:
გრიგორიევი და ნეკრასოვი სულაც არ იყვნენ დოსტოევსკიზე კეთილშობილები, მაგრამ
დოსტოევსკის ეს სიტყვები რომ ვირწმუნოთ, მათზე ნამდვილად შეგვექმნება ასეთი წარმოდგენა.
ამ ამბავში მთავარი ისაა, რომ ვიღაც ამ ყველაფერს ფანჯრიდან უყურებს: როგორ მიდიან,
თანდათან როგორ შორდებიან. სწორედ ეს სიშორეა ხაზგასასმელი. სამწუხაროდ, ამ ამბის
მნიშვნელობა, თავისთავად, დოსტოევსკის დიდი სახელის მიღმა წაიშალა. ნეტა ახლა უძილო
ღამემ საით წამიყვანა? რა თქმა უნდა, კარგი არაფრისაკენ!. ან ეს ამბავი რაში გამახსენდა?

თქვენი ფრანც კ.

ძვირფასო მილენა!

მინდა, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა მოგწეროთ. ხვალ ისევ მოგწერთ, დღესკი თქვენი წერილის
თაობაზე შთაბეჭდილებას გაგიზიარებთ. მთელი
დღე და ღამე ამ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ქალბატონო მილენა, ნამდვილად განსაკუთრებული
ვინმე ხართ. ცხოვრობთ ვენაში, რაღაც-რაღაცებისაგან იტანჯებით, თან გაოცების,
აღფრთოვანების დრო მაინც გრჩებათ.
დღეს კარგად ვერ ვგრძნობ თავს. წინა ღამით ცუდად მეძინა
იცით, აქ სამ ჩემს მეგობარს რა გონივრული იდეა გაუჩნდა? სულერთია მდინარესთან,
საერთოდ წყალთან ახლოს ვართ თუ არა, სულ წყალში გადაგდებას მიპირებენ. იმიტომ კი არა,
რომ მათ რამე ცუდი გავუკეთე, სულაც არა. როცა მოზრდილი ასე ბავშვივით იმუქრება, ეს
მხოლოდ ხუმრობასა და სიყვარულზე მიანიშნებს. ბავშვები ხომ ყოველთვის გულწრფელები
არიან. არ იციან, სად არის ზღვარი შესაძლებელსა და შეუძლებელს შორის. ათჯერაც რომ
დაეცეს, ვერ გადაარწმუნებ, რომ შემდეგ მცდელობაზე არ გამოუვა. შესაძლოა, ზოგჯერ
ბავშვების სიტყვები ან განზრახვა, თუკი მათ მოზრდილის გონებით აღვიქვამთ, გვაშფოთებს,
მაგრამ ისინი ხომ მხოლოდ და მხოლოდ ბავშვები არიან, რომელთაც უნდა მიეფერო, გულზე
მიიხუტო. ერთხელ ერთი პატარა დამეძგერა, ლამის წყალში გადამისროლა. ჩემს დებს რომ არ
დავეჭირე, ნამდვილად ჩავვარდებოდი. ცოტა მოშორებით კი ბავშვების მშობლები იდგნე6
(მეოთხე პატარის ეტლთან) და თავაზიანად იღიმებოდნენ. დასახმარებლად არც კი განძრეულან.
ჰო, ეს ამბავი ასე დასრულდა. მეტი აქ დასაწერი და მოსაყოლი არაფერია. წყალში
გადავარდნისაგან სასწაულმა გადამარჩინა. ბავშვებს შესაძლოა რაღაც განსაკუთრებული საბაბი
არც გააჩნდათ, რომ გადავეგდე, თუმცა ვი6 იცის, იქნებ ერთი მოსაწყენი ვინმე დაინახეს ჩემში.
ჩემი თქვენდამი წერილები რომ სცოდნოდათ, იქნებ მართლაც ასე ეფიქრათ...
ბოლო წერილში რომ ვთქვი: კარგს არაფერს-მეთქი, იმედია, არ შეუშინებიხართ. მაქვს ისეთი
პერიოდები სრული უძილო ღამეების შემდეგ, რასაც ვფიქრობ, ყველაფერს გწერთ. წერას
დავასრულებ თუ არა თავბრუსხვევა, მოთენთილობა, დაძაბულობა მიპყრობს და ვეღარ ვხვდები,
რატომ გიყვებით ამ ყველაფერს. თუმცა ბევრი რომ აარ ვილაპარაკო, ეს ჩემი გრძნობებიდან
მოდის. სხვა რა დამრჩენია. ვერც ახლა გეტყვით რამეს განსაკუთრებულს.
ჩემი გამოცემული წიგნებიდან ყველა გაქვთ. ბოლო წიგნს, მოთხრობების პატარა კრებულს
სოფლის ექიმი, ალბათ ვოლფი გადმოგცემთ. ამაზე ამ ერთი კვირის წინაც მივწერე. ახალი
არაფერი იბეჭდება. თქვენი წიგნებისა თუ თარგმანებისადმი დამოკიდებულება ნამდვილად
მოსაწონია. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ეს მე არაფრად მიღირს. არადა ხომ შემეძლო, ჩემი
თქვენდამი ნდობა, რაც ნამდვილად გამაჩნია, ასე გამომეხატა. მე კი მიხარია რამდენიმე მწველი
შენიშვნით, პატარას თუ გავირჯები. ეს მგონი, ჯოჯოხეთური სასჯელით წინასწარ ტკბობას
ჰგავს, რაც ადამიანს აიძულებს, საკუთარ სიცოცხლეს კიდევ ერთხელ გადახედოს
გაცნობიერებული მზერით. თუ ამ გადახედვის ჟამს რამე ბოროტმოქმედებას აღმოაჩენს, ეს კი
არაა საშინელება, არამედ ის, რასაც დღემდე კეთილ საქმედ მიიჩნევდა. კარგია წერა. ახლა
უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს, ვიდრე ამ ორი საათის წინ, ბაღში თქვენს წერილს რომ
ვკითხულობდი. შეზლოგინზე ვიწექი. ცოტა მოშორებით ხოჭოს მოვკარი თვალი.
ამოტრიალებულიყო და ფეხებს აფართხალებდა. შეშინებული ჩანდა. ვერა და ვერ სწორდებოდა.
დიდი სიამოვნებით დავეხმარებოდი. იოლი იყო მისი დახმარება. მხოლოდ ერთი პატარა ბიძგი
სჭირდებოდა, მაგრამ თქვენი წერილის კითხვისას საბრალო ხოჭო სულ გადამავიწყდა. ადგომის
თავი აღარ მქონდა.
გონზე ერთმა ხვლიკმა მომიყვანა. დავინახე, როგორ მიცოცავდა ხოჭოსაკენ, რომელიც უკვე
უღონოდ ეგდო. გულში გავიფიქრე: ეს არაა უბედური შემთხვევა, ეს სიკვდილთან ჭიდილია.
იშვიათი სცენაა, როგორ კვდება ცხოველი. უცბად, როცა ხვლიკი ზედ გადააცოცდა და ხოჭო
თავისდა უნებურად გადმოაბრუნა,იგი ცოტა ხანს ისევ უძრავად იწვა, მერე კი ისე სწრაფად
გასხლტა, გეგონება, არც არაფერი მომხდარაო. ამ სცენამ ცოტა ძალა მომცა, წამოვდექი, რძე
დავლიე და თქვენთვის წერილის წერას შევუდექი.
თქვენი ფრანც კ.

შენიშვნებს ხვალ მოგწერთ, თუმცა ბევრი არც არაფერია. უმეტეს გვერდზე თითქმის არცა მაქვს
შენიშვნა. ისევ და ისევ მინდა გაოცება გამოვთქვა: თარგმანი საოცრად ბუნებრივად ჟღერს. არც
ერთი ადგილი არ არის გაუგებარი და ბუნდოვანი. მაკვირვებს თქვენი თავდაჯერებული გაგების,
წვდომის უნარი. თუმცა არ ვიცი ის, რაც თქვენს თარგმანში მომწონს, ჩეხებისთვისაც ასეთივე
განცდას გამოიწვევს თუ არა (არცერთხელ, ჩემ გამოც კი არ გადაგისხვაფერებიათ ნაწერი).
ჩეხური ენის მიმართ ჩემებური დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, მეც გამაჩნია და სრულიად
დამაკმაყოფილებლად ვთვლი. ყოველ შემთხვევაში, თუკი ვინმე საყვედურს გამოთქვამს,
ჩათვალეთ, რომ ეს დაავადებაა და იქვე ჩემი მადლიერებაც გაიხსენეთ.

საყვარელო მილენა!

(დიახ, სათაური იქნებ უინტერესოდაც ჟღერს, მაგრამ ეს ამ საეჭვო სამყაროში ის ძირითადი


ხელჩასაჭიდია, რომლისგანაც შეიძლება დაავადდე. გამოჯანმრთელების ჯერ არანაირი პირი არ
ჩანს.)
გერმანელ ხალხში ჯერ არასოდეს მიცხოვრია. გერმანული, შესაძლოა, ჩემი მშობლიური ენაა,
მაგრამ ჩეხური ბევრად უფრო ახლოსაა ჩემს გულთან. ამიტომაცაა, რომ ზოგჯერ თქვენი
წერილი, ამა თუ იმ გაუგებრობებს როცა ანადგურებს, მაშინვე თვალწინ მიდგება თქვენი
სხეულის, ხელების სწრაფი, გაწაფული მოძრაობები. ეს უფრო შეხვედრას ჰგავს...
ზოგჯერ წერილის კითხვისას თქვენ მზერასაც კი ვაწყდები. აი, მაშინ კი ასეთი ფიქრი
გამიელვებს თავში: ეს რა არის? მხოლოდ ცეცხლი იფრქვევა! ცეცხლის მეტს ვერაფერს ვხედავ.
თქვენ მიერ საკუთარი თავისთვის დაწესებული წესები თუ კანონები, რომელთაც ალბათ არც
არასოდეს ინანებთ, ცოტა არ იყოს, მაცდურია. ბუნებრივია, ეს ასეც უნდა იყოს: საკუთარი
თავისთვის რამის დაკანონება თუ დაწესება წმინდა წყლის მედიდურობა და ამპარტავნობაა. ამ
კანონებს თუ ცდებს ერთადერთი ალბათ ისევ მე ვიწვნევ. თუმცა ამაზე ლაპარაკი აღარ ღირს.
მხოლოდ მდუმარედ გეამბორებით ხელზე.
პირადად მე, თქვენი კანონებისა მჯერა, მაგრამ, იმედია, ეს საზარელი კანონები სამუდამოდ არ
დარჩება თქვენს ცხოვრებაში. ან იქნებ ეს მიღწევაცაა, მაგრამ მიღწევა მხოლოდ ცხოვრების იმ
გზაზე, რომელიც უსასრულოა. მიწიერი გაგებით შეზღუდულ ადამიანს, რომელიც ამ გაღვივებულ
ბუხარში მცხოვრებს გხედავთ,არ ესმის ეს. მინდა, ერთი რამ გითხრათ, თქვენზე რომ არაფერი
მოგეყოლათ, უფრო გამაუბედურებდით,ორმაგად დამტანჯავდით. თქვენ რომ გიცნობთ, ჩემთვის
ეს ბედნიერებაზე მეტია. სანდო ადამიანად რომ არ მიგეჩნიეთ, ალბათ რაღაც-რაღაცებს
დამიმალავდით ან შემილამაზებდით. თუმცა ჩემი ახლანდელი მდგომარეობის გამო მაინც
ვიგრძნობდი. ასე რომ, გამორიცხულია, ამას ვერ გააკეთებდით.
ერთი სიტყვით, საკუთარი თავის გადარჩენა თავად უნდა სცადოს კაცმა. პატარა შესაძლებლობა
ჩანს თქვენს წერილებში, რომელთაც მთელი სიმშვიდით, სიხარულით, ხშირად კი
თავზარდაცემულიც ვკითხულობ. რასაც თქვენს ჯანმრთელობაზე მწერთ, ჩემი მდგომარეობა
თქვენთან შედარებით უკეთესად მეჩვენება. ამ მთის ჰაერზე ძილს მაინც ვუჩივი, არ მყოფნის.
თქვენი ექიმის დიაგნოზი ნამდვილად სახარბიელოდ არ მიმაჩნია. უფრო სწორად, არც
სახარბიელოა, არც არასახარბიელო. ამ შემთხვევაში ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. რა
თქმა უნდა, ექიმები შტერები არიან, სხვა ადამიანებზე უფრო შტერები იქნებ არც იყვნენ, მაგრამ
მათი პრეტენზიები ნამდვილად სასაცილოა. როგორც კი მათ ხელში ჩავვარდებით და რამეს
ვკითხავთ, უფრო შტერდებიან. თავიანთი მოთხოვნებით მარტო შტერები კი არა, აუტანლებიც
ხდებიან. რა შეიცვალა მას შემდეგ თქვენს ცხოვრებაში, რაც ექიმს ელაპარაკეთ? აი, უმთავრესი
შეკითხვა.
მერე ჩნდება სხვა შეკითხვებიც, რომელთა დასმის უფლებასაც, იმედია, მომცემთ: რატომ და
როდის აქეთაა არ გაქვთ ფული? რატომ ტრიალებდით უწინ, როგორც თქვენ მწერთ, ვენაში ბევრ
ხალხში, ახლა კი აღარავისთან გსურთ ურთიერთობა?
გატყობთ, თქვენი ფელეტონების გამოგზავნას არ აპირებთ, ალბათ არ მენდობით. გგონიათ, ამ
ფელეტონებით თქვენზე წარმოდგენა შემეცვლება? ჩათვალეთ, რომ ამის გამო თქვენზე
გაბრაზებული ვარ. ეს უბედურება ნამდვილად არაა. იქნებ წონასწორობის შესანარჩუნებლად
ასეც ჯობდეს, რომ გულის ერთი ნაწილი ცოტათი გაბრაზებული იყოს თქვენზე.

თქვენი ფრანც კ.

პარასკევი

მილენა, უპირველესად, მითხარით, ეგ რა ბინაა, რომელზეც კვირას მომწერეთ, ცარიელი და


დიდი? თანაც დღედაღამ მარტო ხართ?
ვატყობ, რა მოწყენილობაა მანდ. კვირას, მშვენიერ ნაშუადღევს, უცხო ადამიანებთან ჯდომა,
რომელთა სახეებიც ნაჯღაბნი წერილივითაა, მთლად სასიამოვნო არ უნდა იყოს. მაგ მხრივ მე
უკეთ მაქვს საქმე! დავიწყებ იქიდან, რომ ჩემი ოთახი პატარაა, ნამდვილი მილენაც აქ არის.
ეტყობა, კვირა დღეს გამოგექცათ. თუ დამიჯერებთ, საუცხოოა ამ მილენასთან ერთად ყოფნა.
თქვენ ამაოებაზე წუწუნებთ, სხვა დროს ასე არ იყო. რამ გაიძულათ, გეთქვათ ასეთი რამ?
გაგაოცებთ, მაგრამ უნდა გითხრათ: საკუთარი ეშმაკით გატანჯული ადამიანი გაუაზრებლად
მეორეზე იძიებს ხოლმე შურს. შეგეძლოთ თავის შველა, ხსნა, მაგრამ ამბობთ, აზრი არ აქვსო.
ვის აქვს ასეთი მკრეხელობის უფლება? ასეთი რამ ჯერ ვერავინ შეძლო, თვით ქრისტემაც კი. მან
ხომ გვითხრა: გამომყევი, აკეთე ჩემი სიტყვის მიხედვით და ნახავ, რომ ეს ადამიანის სიტყვა კი
არ არის, არამედ ღვთისო (სამწუხაროდ, შეცდომით ვამბობ ამ ციტატას). მან ადამიანისაგან
განდევნა ეშმაკი, რომელიც მას მოსვენებას არ აძლევდა.
სხვათა შორის, ერთსაც დავძენ: ცდუნებები იმისთვის არსებობს, რომ გავუძლოთ.

პარასკევი

დღეს მოსაღამოვებულზე, როგორც იქნა, პირველად, მარტომ გავისეირნე, თანაც დიდი გზა
გავიარე, თორემ სხვებთან ერთად მომიწევდა წასვლა ან შინ ჯდომა. ეს რა ლამაზი მხარეა! რა
მშვენიერი ცაა! ფიქრებიც კი სადღაც გაქრნენ! მილენა, ნეტავ თქვენც აქ იყოთ... რომ გითხრათ,
მომენატრეთ-მეთქი, მოგატყუებდით. ეს იყო მართლაც სრულქმნილი, საამო ტკივილის
მომგვრელი ჯადოსნური სანახაობა. თუმცა თქვენც აქ იყავით... თქვენ ხომ მუდამ იქ ხართ, სადაც
მე. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ იმ მილენას, რომელიც აქ არ არის,ვენატრები და მეკითხება: ნეტავ,
ახლა სად ხარ? ხომ მომწერა მერანში ვარო...
ჩემი ორი საპასუხო წერილი მიიღეთ?

ძვირფასო მილენა,

დღე ისეთი მოკლეა, თქვენთან და კიდევ წვრილმან რაღაც-რაღაცებთან ერთად გავატარე და აი,
დასრულდა კიდეც. მცირე დროც არ დამრჩა, რომ ნამდვილი მილენასთვის მიმეწერა. თუმცა
მთლად ნამდვილი მილენა მთელი დღე აქ, ამ ოთახში, აივანზე თუ ღრუბლებში იყო.
საიდან გაჩნდა ეს ჯანსაღი, უზრუნველობა თქვენს ბოლო წერილში? რამე შეიცვალა? თუ
ვცდები? ნუთუ მხოლოდ პროზაული ნაწარმოებების გამოა ასე? რას ნიშნავს ეს?
თქვენი წერილი სასამართლოთი იწყება. გაქვთ კიდეც საყვედურის უფლება. უამრავი საზრუნავი
და დარდი რომც მქონოდა, როგორც გწერდით, ვერაფერი შემაჩერებდა. წამითაც არ
დავრჩებოდი აქ, ამ ბაღში, შეზლოგინზე. მაშინვე თქვენს ოთახში გავჩნდებოდი. ეს იქნებოდა
ერთადერთი ჭეშმარიტი მცდელობა, სხვა ყველაფერი კი, ამ ბოლო სიტყვების ჩათვლით, ცარიელი
ლაპარაკი. კარგი იქნება, შინაგანი გრძნობის მოხმობა რომ შემეძლოს. ის კი დადუმებულა,
გულხელი დაუკრეფავს.
სად ნახულობთ ასეთ სასაცილო ადამიანებს? რა სიყვარულითა და მომაჯადოებლად ამიწერეთ.
რამდენ შეკითხვებს გისვამენ და ვერა და ვერ ძღებიან. ხომ შეგიძლიათ თქვენი აზრიც
გამოხატოთ? აბა, ვინ გაიგებს, საიდან უნდა იცოდეს კაცმა ამ მსაჯული მილენას საიდუმლო
ფიქრები? გატყობთ, მაგ სასაცილო ადამიანებს ათასგვარ სისულელეს აპატიებთ, თან გაგებით,
სიყვარულით, პატივისცემით ეპყრობით. ჩემი აზრით,ეგ სულელური
საუბრები სხვა არას ჰგავს, თუ არა იმ ძაღლის აქეთ-იქით სირბილს, რომელსაც პატრონი,
საითაც უნდა, იქით მიარბენინებს. დარწმუნებული ვარ, თქვენს გაგებასა და მიმტევებლობას აქვს
რაღაც გამამართლებელი, დადებითიც (მაგრამ თავისთავად მაინც დამებადა ეს კითხვა, რადგან
ცოტა უცნაურად მეჩვენება).
უცბად გამახსენდა, რამდენიმე წლის წინ მდინარე მოლდავაში ლამის დავიხრჩე. ცოტა ხანს
დინებას მივყვებოდი, შემდეგ დაბლა, ხიდის ქვეშ, გავცურე. ისეთი გამხდარი ვიყავი, ვინც
ხიდიდან მიყურებდა, ალბათ რა სასაცილო ვჩანდი. აკი, ერთმა მოხელემ, რომელსაც ხიდიდან
დავუნახივარ, მითხრა: სამსჯავროს წინაშე წარდგენილს ჰგავდიო.

***

ერთი სიტყვით, პატარა გასეირნება მოვაწყვე (ისეთი დიდი, როგორზეც მოგწერე, ვერ
შევძელი). სამი დღე დაღლილობისაგან ისეთი ძალაგამოლეული ვიყავი, არაფრის თავი არ
მქონდა, წერისაც კი. მარტო ერთი წერილი წავიკითხე და ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია.
მაშინვე გავიფიქრე, რომ ასეთი რამ თქვენდა უნებურად დაწერეთ. ის ნამდვილად გზის
მაჩვენებელივით არის იმ ადამიანთათვის, ვინც მუდამ ბედნიერი წინ-წინ მიიწევს, ვიდრე ერთ
დღესაც გონება არ გაუნათდება და არ მიხვდება, რომ წინ საერთოდ ვერ მიდის და ჩვეულებრივზე
უფრო აღელვებული, დაბნეული საკუთარ ლაბირინთებში აქეთ-იქით დაეხეტება. უნდა აღვნიშნო,
რომ ამის დამწერი ჩვეულებრივი მწერალი სულაც არ არის. რაც ეს წავიკითხე, თქვენდამი უფრო
მეტი ნდობით განვიმსჭვალე. თუ არ ვცდები, ჩეხურ ენაზე ენობრივი მუსიკალურობა ბოზენა
ნემცოვას აქვს. აქ, თქვენთან კი, სულ სხვა მუსიკა ვიგრძენი: გაბედულება, სიყვარული, სწრაფვა
და რაც მთავარია, სიჭკვიანე. ეს ამბოლო წლების გამოძახილია? ადრეც წერდით?
ამის წამკითხავმა, მგონი იფიქროთ, ეს რა სასაცილო შეკითხვებს სვამსო. მაგრამ ეს იმიტომ,
რომ დღეს ამ გაზეთში მართლაც მშვენიერი რამ აღმოვაჩინე. განსაკუთრებით ორმა ადგილმა
მომხიბლა. ამას თქვენც მიხვდებით. სიამოვნებით დავიტოვებდი გაზეთს. მინდა, ჩემს დასაც
წავაკითხო, მაგრამ თუ ხვალვე გჭირდებათ, სხვა რა გზაა.
ისე თქვენი ქმარი იმ კაფეში სულ სხვანაირი მომეჩვენა: უფრო გაგებული, მშვიდი. ისეთ
გადაჭარბებულ მამობრივ მზრუნველობას იჩენდა, ცოტა შევეჭვდი კიდეც. ვერ ვიტყვი, ამან მასზე
შთაბეჭდილება შემაცვლევინა-მეთქი. მისადმი რიდი ყოველთვის მქონდა. აქვე იმასაც დავძენ,
რომ ჩემს მეგობრებს, განსაკუთრებით კი მაქს ბროდს, მასზე კარგი შთაბეჭდილება აქვს. ახლაც
თვალწინ მიდგას, იმ დღეს კაფეში როგორ იჯდა,არ ეძინა, მაგრამ ლამის თვლემდა. სკამის
საზურგეზე თავი მიედო. დროდადრო ტელეფონი თუ დარეკავდა, შეკრთებოდა ხოლმე. ეს ალბათ
იმიტომ აღვნიშნე, რომ ჩემთვის ნაცნობი მდგომარეობაა.

თქვენი კაფკა
რას ფიქრობთ? იმედი ვიქონიო, რომ კვირამდე კიდევ ერთ წერილს მივიღებ? იქნებ ეს
შესაძლებელიც იყოს, მაგრამ რა აზრი აქვს ჩემს სურვილს? კმარა კი ანერთი წერილი, ან
წინასწარ იმის ცოდნა, რომ მივიღებ? თუმცა იქნებ კმაროდეს კიდეც. მაგრამ პასუხის გაცემას
ყოველთვის ვაყოვნებთ, წყურვილი და სწრაფვა წერილებისადმი კი არ წყდება. ამიხსენით ეს,
მილენა მასწავლებელო, რატომ?

ხუთშაბათი

ახლა სხვა არაფერზე მსურს ლაპარაკი, გარდა იმისა, რომ თქვენი წერილი მივიღე, მაგრამ
მარტო თვალი გადავავლე. როგორც მივხვდი, ორი სხვადასხვა წერილი იყო: ერთი იმისათვის,
რომ შიგ ჩავმხრჩვალიყავი, მეორე, ფრო ალბათ ბოლოკი - რომ თავზარი დაეცა.
როცა ვინმე ნაცნობს ხვდები და ეკითხები: რამდენია ორჯერორი? ნამდვილად გიჟური
შეკითხვაა. ჩემი თქვენდამი შეკითხვაც ალბათ გიჟურად და იქნებ სასაცილოდაც მოგეჩვენოთ. არ
მიყვარს, როცა რაღაცაში გამომიჭერენ ხოლმე. ამის გამო ზოგჯერ ურთიერთობებიც კი
გამიწყვეტია. ლოგიკურიცაა (და იმ სხვას არც გაოცებია, პირიქით)
რატომ, რა საჭიროა ამ მღვრიე ცხოვრების ისედაც მღვრიე წყალი, კიდევ უფრო აამღვრიო?
ჩემთვის ამ გზის მხოლოდ ერთ ნაწილს ვხედავ. ნამდვილად არ ვიცი ჩემი ამჟამინდელი
მდგომარეობის გამო, რომელი საშინელი, მიუღწეველი შორეთისაკენ ავიღო გეზი (ეს
მოკრძალება კი არ არის, მედიდურობაა). მილენა, სწორედ ასეთ ფიქრებში მყოფს მომისწრო
თქვენმა წერილებმა. როგორ უნდა ავხსნა ეს განსხვავება? ერთი მომაკვდავის სარეცელში
ჭუჭყსა და სიმყრალეში წევს. მოფრინდება სიკვდილის ანგელოზი, ყველა ანგელოზზე სულიერი და
მას თვალებში ჩახედავს. გაბედავს კი ეს კაცი სიკვდილს? ის მარჯვენა მხარეს გადატრიალდება,
უჭირს სიცოცხლესთან განშორება.
მოკლედ: მილენა, არ მჯერა, რასაც მწერთ. ვერც შეძლებთ ამის დამტკიცებას. დოსტოევსკისაც
კი გაუჭირდებოდა იმ ღამით იმის აღიარება - ერთი ღამე დამრჩენიაო. იქნებ მე, ასეთ
მდგომარეობაში მყოფმა, უფრო შევძლო ამის დამტკიცება, მაგრამ მეც გამიჭირდება. ჩემი
შეკითხვა იქნებ თავიდანვე გამოიცნოთ. თუ დაღლილი მასწავლებელივით მოსწავლის სწორ
პასუხს ზოგჯერ სპეციალურად რომ წაუყრუებს და იმედგაცრუებულს დატოვებს ხოლმე, ასე
მოიქცევით? იმ მასწავლებელივით არც თქვენ გინდათ გამოტყდეთ, რომ მოსწავლემ სწორად
გიპასუხათ? მოსწავლე კი ხვდება, რომ მართალია, მაგრამ მასწავლებელს ხომ ვერ შეეპასუხება.
მარტო მან უნდა იცოდეს სწორი პასუხი. კვნესად, წუწუნად, ხვეწნა-მუდარად არ უნდა აღგექვათ
ჩემი ბოლო ხუთი წერილი. ეს ხომ ერთი მთლიანობა იყო, მაგრამ დავანებოთ ახლა ამას თავი.

***

წერილს თვალი გადავავლე, გოგონაზეც ეწერა რაღაც. ახლა ამაზე მხოლოდ ერთს ვიტყოდი:
თქვენ ამ გოგონას უეცარ ტკივილთან ერთად დიდი დახმარებაც გაუწიეთ. მტკივნეული ეჭვი
მაქვს, თუმცა არ ვიცი, საიდან გაჩნდა ჩემში ეს იდუმალი სითბო.
მაგონდება: როგორ ვისხედით ერთიმეორის გვერდით სავარძელში. იქ, იმ ბინაში, ვრშოვიტცის
ქუჩაზე. ნოემბერი იყო. ეს ბინა ერთ კვირაში ჩვენი უნდა გამხდარიყო. ის ბედნიერი იყო. დიდი
ძალისხმევის შემდეგ, როგორც იქნა, იპოვა ეს ბინა. გვერდით მომავალი ქმარი ეჯდა (ვიმეორებ:
მხოლოდ ქორწინების შეტევა მქონოდა, ქორწილი დავაჩქარე. ის, რა თქმა უნდა, შეშინდა და
უხალისოდ დამეთანხმა. შემდეგ, ეტყობა, ფიქრებში შეეგუა კიდეც). როცა ამ სცენას დეტალურად
ვიხსენებ, ლამის გული გამისკდეს. უკვე მჯერა, როგორ შეუძლია ადამიანს უეცრად დაბრმავდეს.
ყოველ შემთხვევაში, მაშინ მარტო დაბრმავებული როდი ვიყავი, ანგარიშიანადაც ვფიქრობდი,
რომ ნამდვილად ხელსაყრელი ქორწინება შედგებოდა. გაუცნობიერებლად დაბრმავება, ვშიშობ,
რძიანი ჭიქის პირთან მიტანას, განზრახ გატეხას და სახეში ნამსხვრევების შეყრას ნიშნავს.
მინდა გკითხო: რატომ მეუბნები ასე? დიახ, შესაძლოა, მე ის ადამიანი გავაუბედურე, მაგრამ ის
ხომ არ მსაყვედურობს, ჩუმად არის. ვფიქრობ, არც შინაგანად სჩადის ამას…

***

დღევანდელ შემოტევასთან შედარებით სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა. ლოგინიდან ადრიანად


წამომდგარს, თავს მოულოდნელი სტუმარი დამატყდა და გამაოგნა. უკვე ჩაცმული, პირდაბანილი
ვიყავი, ჩემდა გასაოცრად პირიც კი გაპარსული მქონდა.
როგორც მივხვდი, თქვენ გინდათ, ცოტა ხნით მაინც შორს იყოთ თქვენი ქმრისგან. ეს ახალი
სულაც არ არის. ასე უკვე იყო ერთხელ. მიზეზებად თქვენს ავადმყოფობას, მის ნევროზულ
მდგომარეობას, დაბოლოს, ვენაში არსებულ ურთიერთობებს ასახელებთ.
სად გინდათ წასვლა? ჯობია რომელიღაც მშვიდ მხარეში, თუნდაც ბოემენში გაემგზავროთ.
თანაც აჯობებს, თუ არ ჩავერევი და არ გამოვჩნდები თქვენს ცხოვრებაში. თუ ფული
დაგჭირდებათ, მე მოგცემთ (ფულის უკან დაბრუნების პირობებზე შევთანხმდებით…) (ჰო, სულ
დამავიწყდა მეთქვა, ერთი სასაცილო მოხელე გავხდი. ისეთი იოლი სამსახური მაქვს, არც კი
ვიცი, ფულს რაში მიხდიან. ასე რომ, ფულის გამო სინდისის ქენჯნა ნუ შეგაწუხებთ) ამაზე
ლაპარაკს აღარ გავაგრძელებ. იმედია, ამგვარ უცაბედ შემოტევასაც მაპატიებთ (ზოგჯერ
საჭიროა ასეთი შემოტევები)

თქვენი კაფკა

***
ამ საშინელი, თუმცა სიღრმისეულად არც ისე საშინელი წერილის წაკითხვამ მისი მიღებით
გამოწვეული სიხარული მთლად გადამავიწყა. პარასკევს, წესით, ჩვეულებრივი ფოსტა არ უნდა
მოსულიყო. არც მქონდა იმედი, რომ ამ დღეს თქვენს წერილს მივიღებდი. ერთი სიტყვით,
დამთრგუნველი, ნაღვლიანი სიმშვიდე სუფევდა. თქვენს ბოლო წერილში ისეთი ძლიერი
მომეჩვენეთ, თვალწინაც კი დამიდექით, რამდენადაც ჩემი შეზლოგინიდან იმ მთის სიმაღლემდე
ჩემი მზერის მიწვდენასა და თქვენს დანახვას შევძლებდი. წერილი სადილობისას მოვიდა. ხან
ჯიბეში ჩავიდე, ხან ამოვიღე, ხანაც მაგიდაზე დავდე და თითებით ვაწვალებდი. ჩემს მაგიდასთან
მჯდომ გენერალსა და ინჟინერს (არაჩვეულებრივ, თავაზიან ადამიანებს) ვეღარც კი ვამჩნევდი.
მათი ხმები აღარ მესმოდა. საჭმელი (გუშინ მთელ დღეს არაფერი მიჭამია) საერთოდ აღარ
მაღელვებდა…
როგორც იქნა, გულდასმით წავიკითხე წერილი. უფრო სწორად კვირის წერილი წავიკითხე,
ორშაბათისა - შემდეგი წერილის მოსვლამდე გადავდე. ისე ბოლომდე არც წამიკითხავს, მთლად
ჯანმრთელად ვერ ვგრძნობ თავს. ჩემი აზრით, წერილი ძალიან ადრინდელია. როგორც მივხვდი,
გზაში კიდევ ხუთი წერილი უნდა იყოს... მინდა გთხოვოთ, ისეთი წერილი გამომიგზავნოთ,
რომელიც ორშაბათის წერილის ყველა საყვედურს ამიხსნის...
აი, ახალი წერილიც. უკვე ძალიან გვიანია. იმ ინჟინერს შევპირდი, რომ დღეს უთუოდ
ვესტუმრებოდი და მისი ბავშვების სურათებს ვნახავდი. ეს ინჟინერი და მე თითქმის ტოლები
ვართ. ბავარიელია, ფაბრიკის დირექტორი, მაგრამ მეტად მხიარული და გაგებული კაცია. ხუთი
შვილიდან ორიღა დარჩა. მის ცოლს მეტი ბავშვის ყოლა აღარ შეუძლია. ბიჭი უკვე 13 წლისაა,
გოგო - 11-ის. რა უცნაურია ეს სამყარო. რამდენი უბედურება ნახა ამ ინჟინერმა და მაინც
გაწონასწორებულია. არა, მილენა, თქვენ არაფერი გაქვთ სათქმელი გაწონასწორებულობაზე!
თქვენი კაფკა

***

კიდევ ერთხელ წავიკითხე კვირის წერილი, საშინელებაა. პირველი წაკითხვის შემდეგ მაშინვე
გავიფიქრე: მილენა, თქვენი სახე კაცმა ორ ხელს შორის უნდა მოიქციოს და თვალებში
ჩაგხედოთ. ეგებ საკუთარი თავი სხვის თვალებში მაინც შეიცნოთ? იქნებ სხვაგვარად ხედვაც
შეძლოთ?

პარასკევი

როდის შეძლებს ადამიანი ამ გზაარეული სამყაროს სწორ გზაზე დაყენებას? დღისით-მზისით


აქეთ-იქით დადის ფიქრებარეული და ამ ლამაზი მთებისა და ნანგრევების შემხედვარეს სჯერა,
რომ ადამიანიც ასეთივე მშვენიერია. საწოლში კი, ძილის წინ რანაირი ფიქრი არ ეწვევა...
სამშაბათის დილა და საღამო კიდევ ერთხელ მარწმუნებს ჩემი წინადადების სისწორეში.
ვფიქრობ, შევძლებ ამ ვერაგი ურჩხულის მოთოკვას ჩემში. იქნებ ვაჭარბებ, მაგრამ ასეა. მე აღარ
შეგხვდებით, არც ახლა, არც არასდროს. შეგიძლიათ იმ ქალაქში იცხოვროთ, რომელიც
გიყვართ...
მილენა, მგონი, თქვენი წერილების ზემოქმედებას ჩემზე სათანადოდ ვერ აფასებთ. ორშაბათის
წერილი ჯერ ბოლომდე არ წამიკითხავს (დღეს დილით შევეცადე წამეკითხა). როგორც ჩანს,
ჩემმა შემოთავაზებამ რაღაც შედეგი გამოიღო.
სამშაბათის წერილი, ის უცნაური ღია ბარათებიც ყავის სახლშია დაწერილი?
თქვენ მიერ ვერფელისათვის დადებულ ბრალდებაზე ალბათ უნდა მოგწეროთ პასუხი (მე
საერთოდ არ გწერთ პასუხებს. თქვენ უკეთ მპასუხობთ და ეს გულს უხარია). დღევანდელმა
თქვენმა წერილმა, მიუხედავად წუხანდელი უძილო ღამისა, საკმაოდ დამამშვიდა და იმედით
ამავსო. ისე სამშაბათის წერილსაც აქვს თავისებური ნესტარი, სხეულში რომ გეჭრება…

ფ.

თუ თქვენთვის მეტად უსიამოვნო არ იქნება, გთხოვთ, ჩემი მოკითხვა გადასცეთ ვერფელს.


რაღაც -რაღაცებზე მაინც არ მპასუხობთ, მაგალითად თქვენი ნაწერების შესახებ.

***

ამ ბოლო ხანს ისევ დამესიზმრეთ, გრძელი სიზმარი იყო. კარგად არ მახსოვს, მგონი, ვენაში
ვიყავი. შემდეგ პრაღაში ჩამოვედი. თქვენი მისამართი დამავიწყდა. აღარც ქალაქი მახსოვდა,
აღარც - ქუჩა. თავში მარტო ერთი სიტყვა წერა მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა.
მოკლედ, ვერსად გპოულობდით. ბოლოს,ვითომ
ეშმაკურ ხერხს მივმართე: ავიღე კონვერტი და ზედ წავაწერე: მილენა, გთხოვ, ეს წერილი
დროულად მიიტანე ადრესატთან, თორემ ფინანსთა სამინისტრო დიდ ზარალს ნახავს. ეტყობა, ამ
მუქარით ვიმედოვნებდი, რომ ყველა ინსტანციას ჩავრთავდი ძიებაში. გთხოვ, ამან ცუდი აზრი არ
შეგიქმნას ჩემზე. მარტო სიზმარში ვიყავი ასეთი შემზარავი.
წერილი კიდევ ერთხელ ამოვიღე ჯიბიდან და ასეთ ადგილს წავაწყდი: გთხოვ, კიდევ ერთხელ
მომმართე ასე - შენ!
სამშაბათი

ჩემი გამოანგარიშებით, თუ შაბათს დაწერე, კვირის მიუხედავად, სამშაბათს უკვე მოვიდოდა


ჩემთან. სამშაბათს გოგონამ მომიტანა თუ არა, ხელიდან გამოვგლიჯე. რა კარგია, რომ
არსებობს ასეთი საფოსტო კავშირი. და სწორედ ახლა უნდა გავემგზავრო და დავთმო?!
რა კარგი ხართ, როგორ ზრუნავთ ჩემზე. მით უმეტეს, რომ ჩემგან მოკლებული ხართ
წერილებს. ჰო, წინა კვირას რამდენიმე დღე არ მოგწერეთ. შაბათს კი ზედიზედ სამი წერილი
გამოგიგზავნეთ. ხომ მიიღეთ სამივე წერილი? მგონი, ნატრობთ ისევ იმ დროს, იშვიათად რომ
იღებდით ჩემს წერილებს. ამასობაში ალბათ მიხვდებით, რომ თქვენი შიში უსაფუძვლოა,
გგონიათ, ძალიან გაბრაზებული ვარ, ბევრი რამ არ მომწონს თქვენს წერილებში,ფელეტონებში
და ა.შ.? არა, მილენა შიშის არანაირი საფუძველი არ გაგაჩნიათ, თქვენ კი კანკალებთ!
რა კარგია, რომ თქვენი წერილი მივიღე. მინდა, ჩემი გამოუძინებელი ტვინით გიპასუხოთ. არც
კი ვიცი, რა მოგწეროთ. მივყვები თქვენს ფრაზებს, თქვენი თვალების სხივს,თქვენს სუნთქვას, ამ
ლამაზ ბედნიერ დღეს… მერე რა, რომ ტვინი დაავადებული მაქვს, დაღლილი ვარ და ორშაბათს
მიუნხენში მივემგზავრები?! შინ ჩემი გულისათვის გაიქეცით სულმოუთქმელად? რა კარგია,
თქვენ ავად აღარ ხართ! მე თქვენი დარდი აღარ მაქვს. არა, ახლა ნამდვილად ვაჭარბებ, დარდი
კი მაქვს, მაგრამ სულ სხვანაირი. ნეტავ ახლა ჩემ გვერდით იყოთ, რძეს თუ დავლევ, თქვენც
დაგალევინებთ, ბაღიდან მონაბერ იმ ჰაერს, რომლითაც ვსუნთქავ და მაძლიერებს, თქვენც
გასუნთქებდით, მოგაძლიერებდით.
ორშაბათს სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება ვერ გავემგზავრო. მოგვიანებით პირდაპირ
პრაღაში წავალ. ახლახან ახალი ჩქარი მატარებელი დანიშნეს - ბოზენა-მიუნხენი-პრაღა. თუ
კიდევ გსურთ რამის მოწერა, შეგიძლიათ მომწეროთ, თუ აქ ვეღარ ჩამომისწრებს, პრაღაში
გამომიგზავნიან. სულ კარგად მენახეთ!

ფ.

ხუთშაბათი

ხედავთ, მილენა, ვწევარ ახლა, შუადღისას, ჩემს შეზლოგინზე ნახევრად შიშველი, მზეში,
უძილო ღამის შემდეგ. ან რა დამაძინებდა, ჩემი ფიქრები ისევ და ისევ თქვენ დაგტრიალებთ…
ასე ვიწექი, როცა თქვენი ორი წერილი მივიღე.
მილენა, მგონი, ორივეს ერთი საერთო თავისებურება გვაქვს - ორივე მორცხვები და მშიშრები
ვართ. ყოველი წერილი სულ სხვადასხვანაირია. ყოველი შემდეგი წერილის მოლოდინში უფრო
მეტად გვეუფლება საპასუხო წერილის შიში. ბუნებით არც - თქვენ, არც მე არ ვართ მშიშრები,
მაგრამ ეჭვები და ბრაზი უკვე ძვალსა და რბილში გამიჯდა, შიში სულ თან მდევს.
ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ორივეს ერთი ოთახი გვქონდეს, ერთიმეორის
მოპირდაპირედ. ერთდროულად მივდივართ კარის სახელურთან გამოსაღებად, მაგრამ თვალის
დახამხამებაში უკანვე ვხურავთ. ზოგჯერ მგონია, ორივე ჩვენგანი თავისი ოთახის კარის უკანაა,
მაგრამ ლამაზი ოთახი ისევ ცარიელია.
აქედან მოდის სწორედ მტანჯველი გაუგებრობა. მილენა, თქვენ წუწუნებთ ზოგიერთ ჩემს
წერილზე, არადა, თითქოს არც არაფერია იქ საწუწუნო. ან იქნებ, სწორედ ის, რაც ყველაზე
მეტად მაკავშირებს შენთან, ის ლამაზი ტყე, სიმშვიდე, როცა მხოლოდ ფოთლებს შორის ცას
უმზერ და არაფრის თქმა გსურს. მაგრამ ეს წამი დიდხანს არ გრძელდება. ჰა, ჰა, ერთი წამი.
შემდეგ კი ისევ უძილო ღამეებია...
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა გზა განვლე თქვენამდე, რა ოცდათვრამეტი წლის გზაა უკან
მორჩენილი (მე ებრაელი ვარ, თანაც ძალიან ძირძველი)? ამ გზიდან ერთხელ გადავუხვიე
შემთხვევით და თქვენ დაგინახეთ, რასაც ნამდვილად არ ველოდი. ზოგჯერ რა სიგიჟეზე არ
ვფიქრობ...
მილენა, ნუ მოითხოვთ ჩემგან სიმამაცეს! მე არ შემიძლია ერთდროულად ჩემს შინაგან ხმასაც
ვუგდო ყური და თქვენსასაც. მხოლოდ ერთი რამ მსურს, მოგენდოთ თქვენ და სხვას არავის
ამქვეყნად.

თქვენი ფ.

მილენა, გთხოვთ, მისამართი ცოტა გარკვევით დაწერეთ. როცა თქვენს წერილს კონვერტში
მოათავსებთ, ის უკვე ჩემი საკუთრებაა და ჩემი თხოვნაა, სხვის საკუთრებას ცოტა მეტი
მზრუნველობით, პასუხისმგებლობით მოეკიდოთ. რატომღაც მგონია, ჩემი ერთი წერილი
დაიკარგა.
სხვათა შორის, დღეს თქვენგან წერილი არ მიმიღია. სიამოვნებით, სიამოვნებით გავიგებდი
თქვენგან ხვალ რამეს. უკანასკნელი სიტყვები, რომლებიც თქვენი ბოლო წერილიდან
ამოვიკითხე, კარის მიჯახუნებას ჰგავდა და საშინელება იყო. ყველანაირი კარის მიხურვა
საშინელებაა!..

თქვენი ფ.

მოკლედ, ახლა გუშინ შეპირებული ახსნა-განმარტება:


მე არ მინდა (მილენა, დამეხმარეთ!) მე ვერ შევძლებ ვენაში წასვლას, ვერ გავუძლებ ამ სულიერ
დაძაბულობას! მე სულიერად ავად ვარ. ფილტვებით დაავადება - ეს უკვე სულიერი დაავადების
ამოხეთქვაა. ოთხი, თუმცა უკვე ხუთი წელია, ასე ავად ვარ, ჩემი პირველი ორი ნიშნობის
შემდეგ. არ შემეძლო, თქვენი პირველი წერილით მონიჭებული სიხარული მაშინვე არ
გამეზიარებინა. მხოლოდ მერეღა გამახსენდა: თქვენ ისეთი ახალგაზრდა, მგონი, ჯერ 25 წლისაც
არ ხართ ან იქნებ - 23-ის. მე კი უკვე 38-ის ვარ, ამდენი უძილო ღამისა და თავის ტკივილისაგან
შეჭაღარავებული, გატანჯული. ჩემი ისტორიის გახსენებისას, უდაბურ ტყეს რომ ჰგავს, ახლაც
ვკრთი. ნეტავ ბავშვივით გულმავიწყი ვიყო, მაგრამ,არა! ჩემს თავზე სამმა ნიშნობამ გადაიარა,
სამივეს ჩაშლაში მე მიმიძღვის ბრალი. ეჭვგარეშეა მხოლოდ მე! ორივე გოგო მე გავაუბედურე.
მით უმეტეს - პირველი. ის მეტად მგრძნობიარე იყო. ერთი სიტყვაც კი გულს ტკენდა (მე რომ
მომესურვებინა, ის ჩემ გამო ყველანაირ მსხვერპლს გაიღებდა). დიდხანს ვიყავი დარდსა და
ნაღველში. ვერა და ვერ გადამეწყვიტა, ვერ წარმომედგინა ქორწინება. იქნებ დავიცავი კიდეც
ჩემგან. თუმცა ზოგჯერ ეჭვები მღრღნიდა, რომ მიყვარდა. მაგრამ ყველაფერი, რაც მასთან
ქორწინებისაკენ მიბიძგებდა, მაშინებდა. ლამის ხუთი წელი ვებღაუჭებოდი ამ გრძნობას. ის
ძალიან ძლიერი იყო. პრუსიელ-ებრაელის ნაჯვარი. მე არ ვიყავი ასეთი მტკიცე. მე მას მხოლოდ
ვტანჯავდი.

***

ბოლომდე ამის დაწერას ვერ შევძლებ, ვეღარაფერს ავხსნი, მიუხედავად იმისა, რომ წერა ახლა
დავიწყე. ვერც იმ მიზეზის ახსნას მოვახერხებ, რატომ ვერ ჩამოვალ ვენაში. დეპეშაზე ეწერა -
შეხვედრის ადგილი კარლსბადი. გამოგიტყდებით, როცა წავიკითხე, საზარელი განწყობა
დამეუფლა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი რა ნაზი, საყვარელი არსება იდგა ამ დეპეშის მიღმა.
ნამდვილად არ მინდა, სულ ავადმყოფობაზე ვილაპარაკო. მარტო ის ვიცი, რომ ორშაბათს
აქედან მივემგზავრები. შიგადაშიგ დეპეშას გავხედავ ხოლმე, მაგრამ წაკითხვას ვერ ვბედავ.
გეგონება, რაღაც საიდუმლო შრიფტით იყო დაწერილი და ასე ჟღერდა: ვენით გაემგზავრე!
აშკარა ბრძანებას ჰგავდა. არა, მე ასე ვერ გავაკეთებ! მიუნხენში უმოკლესი გზა ასე
გავიგრძელო?
ახლა ერთ ცდას ვატარებ: აივანზე ბეღურა შევნიშნე. მაგიდიდან პური ავიღე. მინდოდა მისკენ,
აივანზე, გადამეგდო, მაგრამ ამის ნაცვლად ოთახში, ჩემ გვერდით, მოვისროლე. ბეღურა იჯდა
აივანზე და იქიდან, ოთახის წყვდიადში შესცქეროდა პურს. უსაზღვროდ იზიდავდა,
ფართხალებდა, აქეთ-იქით ხტოდა, მაგრამ სიბნელე აშინებდა. ალბათ ჩემი, ამ იდუმალი არსების,
დანახვაც აფრთხობდა. უცბად მაინც ისკუპა ზღურბლზე, სკამსაც მიუახლოვდა ცოტა, მაგრამ მეტი
ვეღარ გაბედა. შიშისგან ისევ უკან გაფრინდა. მაგრამ ამ საბრალო ჩიტში იმდენად დიდი იყო
საარსებო ლუკმის მოპოვების სურვილი და ძალა, რომ ისევ დაბრუნდა. მე ფრთხილი
მოძრაობით, რომ არ დამეფრთხო, კიდევ დავუყარე პური, რათა როგორმე შეძლებოდა აღება.
შვებულება ივნისის ბოლოს მიმთავრდება. აქაც დაცხება, რაც თავისთავად ხელს არ შემიშლის.
სადმე ქალაქგარეთ გავალ. თქვენც ხომ გინდოდათ გამგზავრება? იქნებ იქ შევხვედროდით
ერთმანეთს?
რამდენიმე დღეს დავრჩები. შემდეგ იქნებ რამდენიმე დღით ჩემს მშობლებთან კონსტანტისბადში
ან პრაღაში გავემგზავრო. ამ მოგზაურობის გეგმას რომ ვისახავ, ჩემი ჯანმრთელობაც არ უნდა
დავივიწყო. ხომ ხედავ, ნაპოლეონივით, რუსეთთან ომს რომ გეგმავდა, ყველაფერი წინასწარ
იცოდა, ისიც საიდან უნდა გამოსულიყო, მეც ყველაფერს ვითვალისწინებ. მაშინ, იმ არშემდგარი
ქორწინების წინ, მივიღე თქვენი პირველი წერილი.ისე გამიხარდა, მასაც ვაჩვენე... თუმცა ეს
სულაც არ არის ახლა მნიშვნელოვანი.
მინდა გამოგიტყდე, რომ ვერ შევძლებ ვენაში გამგზავრებას. იქნებ უნდა გავემგზავრო, განა რა
მოხდება ვენაში? ალბათ აღარც საუზმე მენდომება, აღარც - ვახშამი, მხოლოდ ერთი საკაცე
დამჭირდება…
კარგად მეყოლეთ, ალბათ მძიმე კვირა მელის...

თქვენი ფ.

თუ როდესმე ჩემთვის სიტყვა კარლსბადის დაწერა და ფოსტით გამოგზავნა მოგინდებათ,


გთხოვთ მხოლოდ პრაღაში.
უარს ვიტყვი ყველანაირ მოგზაურობაზე და მორჩა... კმარა ეს თეატრი! ქაღალდი, ჩემ წინ რომ
დევს, თვალებს მწვავს, როგორ უნდა დავწერო…

***

ნაშუადღევი იყო, ასე თერთმეტი საათი. პრაღაში დეპეშა გავაგზავნე, რომ კარლსბადში ვერ
ჩავიდოდი. რატომ - ამის ახსნა დამაავადებდა. მე ხომ კარლსბადში სწორედ ჩემი დაავადების
გამო მომიწია ჩასვლა. ასე ცოცხალ ადამიანს ვთამაშობ. კარლსბადში ლაპარაკი კი არა,
დუმილიც არ შემეძლო. უფრო სწორად, ვლაპარაკობდი მაშინაც, როცა ვდუმდი.
ეჭვგარეშეა, ვენაში არ მივემგზავრები. ორშაბათს მიუნხენის გავლით კი მივემგზავრები,
მაგრამ სად, არ ვიცი...

შაბათი
გამუდმებით ვეკითხები საკუთარ თავს, როგორ გაიგო ჩემი პასუხი. მე ხომ ჩემი
გუნება-განწყობის მიხედვით გიპასუხეთ, სხვაგვარად არ შემეძლო. დღედაღამ კანკალით ველი
საპასუხო წერილს…

***

ერთი ჭორის მიხედვით - ვერ დავიჯერებ - დღეს საღამოს გაფიცვის გამო რკინიგზის მოძრაობა
ტიროლთან შეწყდება.
თქვენი წერილი მოვიდა. წერილმა კი გამაბედნიერა, მაგრამ, რაც შიგ ეწერა - რომ თქვენ
პრაღაში ალბათ ვეღარ მომწერთ - მილენა, ეს ხომ მუქარაა. მით უმეტეს, როცა ამ კაცს ასე თუ
ისე იცნობთ.
მაგრამ იქნებ მართალიც ხართ, როცა მეუბნებით, აღარ მოგწერთო. ამ წერილში ზოგიერთი
ადგილი ამის აუცილებლობაზე ნამდვილად მიანიშნებს. ამ ადგილების გამო ახლა წუწუნს არ
მოვყვები... მე უნდა დავისვენო.

თქვენი ფ.

ხვალ კიდევ მოგწერთ.

კვირა

წერილებს ორნაირად წერთ, მე იმას კი არ ვგულისხმობ, ფანქრით თუ კალმით, თუმცა ფანქრით


ნაწერიც რაღაცას მიანიშნებს და ყურადღებას იპყრობს.
ეს განსხვავება არ არის გადამწყვეტი, ბოლო წერილი ბინის სურათით მაგალითად ფანქრით იყო
დაწერილი და დიდი ბედნიერება მომანიჭა. საერთოდ, მშვიდი წერილები მსიამოვნებს,
მაბედნიერებს (მილენა, გთხოვთ, გამიგოთ, ჩემი ასაკი და შენი ახალგაზრდობა, სინორჩე,
სილაღე განსაკუთრებულ შიშსაც მგვრის და სითამამესაც). თქვენი წერილების წინაშე შემიძლია
უსაზღვროდ ბედნიერმა მუხლი მოვიყარო. ეს წერილები მწველ თავზე წამოსულ წვიმასავითაა.
ვიცი, ჩემი სისუსტის გამო ვერ ვახერხებ თქვენთვის ბედნიერების მონიჭებას.
უცნაურია, მაგრამ ყოველი თქვენი წერილის მიღებისას წაკითხვამდე უკვე მაცახცახებს. ზოგჯერ
ვგრძნობ, რომ არ შემიძლია მათი წაკითხვა, მაგრამ მაინც ვკითხულობ. წყალს მოწყურებული
ცხოველივით ვეწაფები მათ, თანაც შიშისაგან ვკრთი. აქეთ-იქით ვაწყდები, გონდაკარგული
ვლოცულობ, რომ ისევე შემოფრინდეთ ჩემს ოთახში ფანჯრიდან, როგორც ამ წერილში. ნეტავ
შევძლებ ჩემს ოთახში ქარიშხლის დაოკებას? თქვენს დანახვაზე ალბათ თვით გველებიც შიშით
ძრწიან!
პარასკევის წერილი ოთხშაბათს მოვიდა მხოლოდ, ექსპრეს და სარეკომენდაციო წერილები
ჩვეულებრივ უფრო გვიან მოდის.

***

ოთხშაბათის, ხუთშაბათის წერილებიდან ვხვდები, ყველა ჩემს ხუმრობას მეტად სერიოზულად


იღებ. მაგრამ, ბავშვო, ბავშვო, მე ხომ ამით მხოლოილ შენი გაცინება მინდოდა. მგონი, შიშის
გამო ერთმანეთს ვერ ვუგებთ. გთხოვ, ნუ მაიძულებ, ჩეხურად
მოგწერო. ჩემს წერილში ნამდვილად არ იყო არანაირი საყვედური, თუმცა შემეძლო
მესაყვედურა, რომ ებრაელები, რომელთაც იცნობ (ჩემი ჩათვლით), სხვანაირებიც არიან!
ვფიქრობ, მეტისმეტად კარგი წარმოდგენა გაქვს. მე კი ხანდახან სურვილი მებადება ყველა
ებრაელი (ჩემი ჩათვლით) კარადის უჯრაში ჩავტენო, ცოტა ხანს დაველოდო, უფრო სწორად,
მანამ მყავდეს შიგ გამომწყვდეული, ვიდრე არ დავრწმუნდები, რომ ყველა ამოიხრჩო.
სხვათა შორის, მასზე სერიოზულად მოგწერე (აქ კაფკა მილენას ქმარს, ერნსტს, გულისხმობს,
რომლის სახელის ხსენებასაც მუდამ ერიდება.) იქნებ მის მიმართ უსამართლო ვარ, ამის შესახებ
არ დავფიქრებულვარ, მაგრამ მზარავს იმის გააზრება, რომ მასთან რაღაცნაირად
დაკავშირებული ვარ, თანაც მყარად, ლამის, სიკვდილ- სიცოცხლით. ნეტავ შემეძლოს მასთან
ლაპარაკი! მაგრამ მეშინია მისი, ის უფრო ძლიერია. იცი, მილენა, როცა მასთან მიდიხარ,
საკუთარი სივრციდან დგამ ნაბიჯს, ხოლო, როცა ჩემთან მოდიხარ, სადღაც სიღრმეში აკეთებ
დიდ ნახტომს. იცი, ეს შენ?

***

ისევ შენი ავადმყოფობა მესმის? უნდა ჩაწვე. იქნებ, როცა ახლა გწერ, უკვე წევხარ კიდეც.
ერთი თვის წინ უკეთესი ვიყავი? უფრო ვზრუნავდი შენზე (ყოველ შემთხვევაში, ჩემს გულში
მაინც). მუდამ თვალს ვადევნებდი შენს ჯანმრთელობას. ახლა კი საკუთარი ავადმყოფობისა და
ჯანმრთელობის მეტი აღარაფერი მახსოვს. ისე ორივე შენგან მჭირს: ავადმყოფობაც და კარგად
ყოფნაც.

ფ.

ცოტა გავისეირნე, თავი ჰაერზე რომ გამეტყუებინა. ის კარგი ინჟინერიც თან მახლდა. სწორედ
ამ გასეირნებისას დაგიწერე პატარა წერილიც. ისე გამოგიგზავნე, სახელის მიწერაც დამავიწყდა.
როგორც ვიღაც უცხოს, ასე ვეღარ გწერ. დღეს ადრიანად, ვიდრე გამომეღვიძებოდა, თუმცა სულ
ცოტა ხნით ჩამეძინა, საზარელმა სიზმარმა შემომიტია. რაღაც აუტანელი რამ იყო. ამ სიზმრის
ბრალია, ასე ცოტა რომ მეძინა. სხვათა შორის, საშინელ
სიზმარს ისე ჰყავხარ ჩაბღაუჭებული, ვიდრე არ დასრულდება, თავს ვერ აღწევ.
ვენაში ვიყავი. სწორედ ისე, როგორც ოცნებებში თუ ხილვებში წარმომედგინა (თუკი, რა თქმა
უნდა, გავემგზავრებოდი იქ). ჩემს ხილვებში ვენა მარტო ერთი პატარა მშვიდი მოედნისაგან
შედგება, ერთ მხარეს შენი სახლია, მეორე მხარეს კი - სასტუმრო, სადაც მე ვიცხოვრებ,
მარცხნივ დასავლეთის სადგური, სადაც ჩემი მატარებელი ჩამოდგება, მარცხნივ კი - ფრანც
იოზეფის სადგური, საიდანაც გავემგზავრები. ჩემი სახლის პირველ სართულზე, საბედნიეროდ,
ვეგეტარიანული სამზარეულოა, სადაც ვჭამ... რატომ გიყვები ამ ყველაფერს? ეს ხომ სიზმარს არ
განეკუთვნება (ეტყობა, სიზმრიდან გამოყოლილი შიშისაგან ჯერაც ვერ გავთავისუფლებულვარ).
დიდი ქალაქი იყო: სველი, ბნელი, უამრავი ტრანსპორტით. უკვე მოსაღამოვებულიყო, სახლს,
რომელშიც ვცხოვრობდი, შენი სახლიდან ოთხკუთხა ბაღი ჰყოფდა. ვენაში ისე მოულოდნელად
აღმოვჩნდი, საკუთარ წერილებს ჩამოვასწარი (რაც რატომღაც ძალიან მაწუხებდა). ერთმანეთს
შევხვდით (თან ისეთი გრძნობა მქონდა, რომ გაწუხებდი). მარტო არ ვყოფილვარ. ერთი გოგოც
მახლდა, არ ვიცი, მაგრამ, მგონი, ჩემს სეკუნდანტად ითვლებოდა. თქვენ განუწყვეტლად
ლაპარაკობდით, ალბათ ჩემზე, მე ნერვიულად გისმენდით, რაღაც ბუტბუტი ჩამესმოდა, მაგრამ
არაფერი მესმოდა, არც მსურდა გამეგო. ვიდექი ჩემი სახლის მარჯვნივ ტროტუარზე და შენს
სახლს ვაკვირდებოდი. ნამდვილი პატარა ვილა იყო, უბრალო, ლამაზი მრგვალი ქვის ლოჯიით
პირველ სართულზე.
აი, საუზმობის დროც მოვიდა, ლოჯიაში მაგიდა იყო გაშლილი. შორიდან ვხედავდი, როგორ
მოვიდა შენი ქმარი, მარჯვნივ სკამზე დაჯდა. ნამძინარევს ჰგავდა, იზმორებოდა. მერე შენც
მოხვედი, მაგიდის იქით დაჯექი, ისე, რომ შენი დანახვა კარგად შემეძლო. შენი ქმრის სილუეტიც
გარკვევით მოჩანდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ თეთრ-ცისფერ მოლივლივე მოჩვენებას ჰგავდი.
ხელებს მაღლა სწევდი, არა, კი არ იზმორებოდი, უფრო თითქოს რაღაც გიხაროდაო.
როცა მოსაღამოვდა, ტროტუარზე ჩემ გვერდით იდექი. მე ერთი ფეხით ტრამვაიში ვიყავი, შენი
ხელი მეჭირა. გაუთავებლად მოკლე-მოკლე წინადადებებს ვესროდით ერთიმეორეს. ასე
გაგრძელდა სიზმრის ბოლომდე. მარტო ორი წინადადება მახსოვს. ნაცვლად მოსალმებისა,
ყურში ჩაგჩურჩულე:
- ალბათ სულ სხვაგვარად წარმოგედგინე!
შენ მიპასუხე:
- არ მოგატყუებ, უფრო ელეგანტური მეგონე!
(კიდევ რაღაც დასძინე ვენური აქცენტით, მაგრამ აღარ მახსოვს.) შემდეგ გკითხე, კიდევ როდის
შევხდეთ-მეთქი, რასაც შენგან გაურკვეველი რეაქცია მოჰყვა. ბოლოს ჩვენს ლაპარაკში ის
გოგოც ჩაერია.
მე მატარებლისკენ მივიწევდი, თან სადგურის სახელი აღარ მახსოვდა. სამგზავრო გეგმაზე
დავუწყე ძებნა და
გკითხე, ეს ხომ არ არის-მეთქი. როცა შემოგხედე, გავოგნდი, შენ შენს თავს არ ჰგავდი, უფრო
მუქი, გამხდარი მომეჩვენე (საშინელება იყო). პიჯაკიც კი კაცის გეცვა. მგონი, იმავე ნაჭრის, რაც
მე (გამახსენდა, ერთ წერილში რომ მწერდი: სულ ორად-ორი კაბა მაქვს და ძალიან მიხდებაო).
ამ სიზმრის ბოლო ასეთი იყო: ჩვენ ერთმანეთის მოშორებით ვიდექით და ისევ შეხვედრაზე
გეკითხებოდი.ვიცოდი, რომ შემდეგი დღე კვირა იყო და წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, რატომ
არ შეგეძლო, ამ დღეს ჩემთვის დრო გამოგენახა. ბოლოს მაინც დამთანხმდი. მითხარი, რომ
ორმოც წუთს მოიცლიდი ჩემთვის. ერთი სიტყვით, ამ სიზმრის საშინელება ეს წინადადებები კი არ
იყო, არამედ მისი უშინაარსობა და უაზრობა, თან შენი გაუთავებელი მშვიდი არგუმენტები:
- არ მინდა შეხვედრა. ჩემი მოსვლით რას გიშველი?
- მე მაინც დაგელოდები, - გითხარი მე. შენ ჩაილაპარაკე:
- კი. - და ვიღაცას მიუბრუნდი.
პასუხმა ისე გაიჟღერა, რომ მივხვდი, არ მოხვიდოდი. ამით თითქოს მხოლოდ ლოდინის
უფლებას მაძლევდი.
- მე არ დაგელოდები, - ჩავილაპარაკე ჩუმად. მეგონა, ვერ გაიგებდი. ბოლოს ხმამაღლა ვიყვირე.
შენ აღარ მაქცევდი ყურადღებას. მე ისევ უკან ქალაქისაკენ წავბარბაცდი.

***

მაგრამ ორი საათის შემდეგ მოვიდა წერილები და ყვავილები, სიკეთე და იმედი.

შენი ფ​.

მილენა, მისამართი ისევ გაუგებარია. ფოსტაში თვითონ წაუწერიათ რაღაც. ჩემნაირი თვალები
იქ რომ ჰქონოდათ, ალბათ მარტო შენს მისამართს დაინახავდნენ. მაგრამ კიდევ კარგი
ფოსტაა...

ორშაბათი

ახლა, გვიან საღამოს, მივიღე შენი წერილები. ბავშვი რომ გიწოდე, მსაყვედურობ. წაკითხვა
აღარ გავაგრძელე, ცოტა მაინც ხომ უნდა დამეძინა, თუ ხვალ დილით ბოზენაში ვაპირებ
გასეირნებას. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მაინც გავაგრძელე. დაძაბულობაც მომეხსნა და
სიმშვიდეც ვიგრძენი. იმ წუთას როგორ მომინდა, ჩემ გვერდით ყოფილიყავი, რომ შენს კალთაში
შემძლებოდა თავის ჩარგვა. ალბათ ამას ჰქვია ავადმყოფობა, არა? კარგად გიცნობ. განა
ბავშვო-თი რომ მოგმართე, ცუდია? ხუმრობაც კარგად მესმის, მაგრამ ისე ყველა სიტყვას
შეიძლება კაცი გამოეკიდოს. მაგალითად, თუ მეტყვი: გუშინ შენს წერილში და დავითვალე,
ამდენი და რატომ მომწერეო? ჩემს ყოველ ნათქვამს თუ ასე სერიოზულად მიიღებ, მეგონება,
რომ ტკივილს გაყენებ და თავს უბედურად ვიგრძნობ. იქნებ, ეს მართლაც ავადმყოფობაა?
ხუმრობა და სერიოზული ტონი ადვილი განსასხვავებელია. ადამიანი,
ვინც გვიღირს, ერთხელ მაინც თუ ასე მიკროსკოპით ჩაუკვირდა შენს სიტყვებს, მერე უკვე
განიცდის. ამ თვალსაზრისით ჯანმრთელი რომ ვიყავი, არც მაშინ გამოვირჩეოდინ სიძლიერით.
მაგალითად, პირველ კლასში რომ ვიყავი, სკოლაში ყოველდღე ჩვენს მზარეულს დავყავდი. ერთი
გამხდარი, ლოყებჩავარდნილი, გაყვითლებული ჩია ქალი იყო, მაგრამ ენერგიული,
თავდაჯერებული. მაშინ, პატარა მოედნისა და დიდი მოედნის გასაყარზე რომ სახლი დგას, იქ
ვცხოვრობდით. ჯერ დიდი მოედანი უნდა გაგვევლო, შემდეგ ხორცის მაღაზიის ჩავლით, ბაზრის
მოედანზე. ასე დავდიოდით მთელი წელი, ყოველდღე. სახლიდან გამოსვლისთანავე მზარეული
მემუქრებოდა, რომ მასწავლებელს მოუყვებოდა, შინ რა უწესოდ ვიქცეოდი. ძალიან უწესო არა,
მაგრამ ჯიუტი, გამოუსადეგარი, მუდამ ნაღვლიანი, გულჩახვეული კი ვიყავი. ეტყობა, მზარეული
თავისებურად თუ აპირებდა ამ ყველაფრის შეთითხვნას. რის თქმა უნდოდა მასწავლებლისთვის,
ნამდვილად არ ვიცი. სახლიდან რომ გავდიოდით, არ მჯეროდა და მზარეულის მუქარას არად
ვაგდებდი, ან ბავშვური სიბრიყვით ვფიქრობდი: ეს მზარეული როგორ გაბედავს პატივსაცემ
მასწავლებელთან მისვლას-მეთქი?! მაგრამ სკოლას რომ ვუახლოვდებოდით, უკვე შიში მიტანდა
და მზარეულის შებმას ვიწყებდი. ვეხვეწებოდი. ის კი თავს აქნევდა. რაც მეტს ვემუდარებოდი,
მით უფრო მეშინოდა. ვთხოვდი, მაპატიე-მეთქი. ის კი ისევ სკოლისკენ მიმათრევდა. ბოლოს
მუქარაზე გადავდიოდი, ჩემი მშობლებით ვევაჭრებოდი, კაბაზე ვექაჩებოდი, ქუჩის კუთხეში
ვდგებოდი და ფეხს აღარ ვადგამდი. მაგრამ ის ძლიერი იყო. ჩემი მუქარის არ ეშინოდა. იცინოდა
და ისევ იმას იმეორებდა: იცოდე, შენს მასწავლებელს მაგასაც მოვუყვებიო. უკვე რვა
სრულდებოდა, წმინდა იაკობის ეკლესიის ზარებიც და სკოლის ზარებიც ერთდროულად იწყებდა
რეკვას. სხვა ბავშვები უკვე გარბოდნენ სკოლისაკენ დაგვიანების ეშინოდათ. ჩვენც უნდა
გავქცეულიყავით. გავრბოდი და თან სულ ეს ფიქრი მიტრიალებდა თავში: ეტყვის თუ არა? არა,
ალბათ არ ეტყვის! მართლაც, არ ეუბნებოდა. არც არასდროს უთქვამს. მაგრამ ყოველდღე ამ
მუქარით მივყავდი: დღეს კი აუცილებლად ვეტყვიო.
ისე, მილენა, ეს რა სიგიჟეებს გიყვები. რაში გაინტერესებს ნეტავ,ის მზარეული, მთელი ეს
მუქარა, საშინელი ეჭვები თუ ჭუჭყი, რამაც ეს 38 წლის კაცი გამოღრღნა და ფილტვებში ჩააკვდა.
ამ ყველაფრის მოყოლას სულაც არ ვაპირებდი ან, სულ ცოტა, სხვაგვარად მაინც. უკვე გვიანია,
უნდა შევწყვიტო წერა. დავიძინებ, თუ დამეძინა. თუ ერთხელ მოისურვებ გაიგო, როგორი ვიყავი
უწინ, პრაღიდან დიდ წერილს მოგწერ. ამ ნახევარი წლის წინ მამაჩემს მივწერე, მაგრამ ჯერ არ
მიმიცია.
შენს წერილს კი ხვალ ვუპასუხებ, ან თუ გვიან საღამოს დავბრუნდები, მაშინ -ზეგ. შეიძლება
რამდენიმე დღეც დავრჩე. ჩემი მშობლების მონახულებაზე ფრანცენსბადში უარი ვთქვი… კიდევ
ერთხელ გმადლობ წერილისათვის.

ფ.

სამშაბათი

დღეს ადრიანად ისევ დამესიზმრე. ერთმანეთის გვერდით ვისხედით. შენ თავს იცავდი ჩემგან,
უბრალოდ, მეგობრულად და არა ცუდი განზრახვით. მე კი ძალიან უბედურად ვგრძნობდი თავს.
იმიტომ კი არა, რომ გამირბოდი, საკუთარ თავზე ვბრაზობდი, რატომ მიმაჩნდი ასე ნაზ, მშვიდ,
უსაყვარლეს ქალად. რაღაცას მეუბნებოდი, მაგრამ შენი ხმა არ მესმოდა. ვერაფერს
გპასუხობდი. როგორც პირველ სიზმარში, აქაც უიმედოდ წავედი.
აქვე ასეთი სიტყვები გამახსენდა: ჩემი შეყვარებული დედამიწაზე მოარული აალებული
ცეცხლივითაა. ეს ცეცხლი მომედო მე, მაგრამ ცეცხლში გახვეულის ნაცვლად სხვას გაჰყვა.

ოთხშაბათი

შუადღისით ორი წერილი მოვიდა ერთად. წამეკითხა, თუ სახე ჩამერგო შიგ და გონი
დამეკარგა?... იქნებ ჯობდა კიდეც, მართლა დამეკარგა გონი. 38 წლის ებრაელი და 24 წლის
ქრისტიანი: რა ხდება? სად არის საერთოდ სამყაროს კანონები, ცის სამსჯავრო? შენ 38 წლის
ხარ, დაღლილი, მაგრამ არა მარტო ასაკის გამო. უფრო სწორად, დაღლილი სულაც არ ხარ, ამ
ფეხმოუკიდებელ დედამიწაზე სიმშვიდე დაკარგულს ნაბიჯის გადადგმის გეშინია, ორივე ფეხით
ჰაერში ხარ გამოკიდებული. დაღლილი კი არ ხარ, მოუსვენრობისა და გაურკვევლობისგან
დაქანცული, შიშს შეუპყრიხარ (შენ ხომ ებრაელი ხარ და იცი, რა არის შიში) შიშია, ათას
სისულელეებზე რომ გაფიქრებს, საუკეთესო შემთხვევაში კარლპლატცზე მდებარე საგიჟეთზეც კი.
მოკლედ, ასეთი მდგომარეობით რამდენი მეგობარი თუ საყვარელი ადამიანი გააუბედურე.
მალე ბრძოლა და შეტაკებებგადავლილი იმ ინვალიდს დაემსგავსები, საბავშვო პისტოლეტის
დანახვაზეც რომ კრთის და მსოფლიო ომში ჰგონია თავი. უცნაური იქნება, არა?
იმაზეც იფიქრე, რომ იქნებ შენი ცხოვრების საუკეთესო დრო წესიერად ჯერ არავისთან
გილაპარაკია. ორი წლის წინ, რვა თვე, ეჭვებშეპყრობილი, ყველასაგან განმარტოვდი და ერთ
სოფელში ჩაიკეტე. არც არავის სწერდი არაფერს, არც შენი ფარული ავადმყოფობის შესახებ
უმხელდი ვინმეს, მაგრამ რა შეიცვალა? კიდევ უფრო მეტად გაიმყარე შენი ძველი ხასიათი.
მარტო თმა გაგიჭაღარავდა, სხვა არაფერი შეგცვლია.
ეს რომ დასასრული არ ყოფილა, ამას მხოლოდ ამ ბოლო წელიწადნახევარში მიხვდი (მე
ვგულისხმობ უკანასკნელ შემოდგომას, როცა შემართებით ვიბრძოდი). კეთილ სიყვარულში
სიყვარულისათვის თავგანწირული გოგონა ღრმად მითრევდა, თანაც გამოსავალ გზასაც არ
მიტოვებდა.
აი, გეძახის მილენა ისეთი ხმით, რომ ერთნაირად აღწევს შენს გონებასა და გულში. არადა,
მილენა არ გიცნობს. ის მხოლოდ შენმა რამდენიმე ამბავმა და წერილმა დააბრმავა. ის
ზღვასავითაა: ძლიერი, უსასრულო, ბობოქარი და ამავე დროს, გაურკვევლობით აღსავსე ამავე
ზღვაში ჩაძირული. ის შენ არ გიცნობს, ალბათ არც ესმის შენი. სწორედ ამიტომ გეშინია, არ
გინდა, ახლოს მიხვიდე და ამით დასასრული დააჩქარო (სწორედ დასასრულის გეშინია!).
მაგრამ უნდა გამოვტყდე: სხვა მრავალი შინაგანი მიზეზიც გაქვს იმისთვის, რატომაც არ
მიდიხარ. უპირველესად კი ის, რომ არ შეგიძლია მილენას ქმარს შეხვდე და დაელაპარაკო.
საერთოდაც რომ დაინახო. ისიც რომ არ იყოს იქ, თვით მილენასთან დალაპარაკების, მისთვის
თვალებში ჩახედვის გამბედაობაც არ გექნება. ამგვარად, ორი ერთიმეორის საწინააღმდეგო
მოსაზრება ეჯახება:
ერთი, გინდაც ახლა დავთანხმდე, ჩამოვდივარ-მეთქი, იქნებ მილენას ამდენი მერყეობის
შემდეგ, აღარც კი უნდოდეს და გითხრას, როგორც გინდა, ისე მოიქეციო.
მეორე: დავუშვათ, მართლა გავემგზავრე ვენაში! მილენასთან სახლში, კარს რომ გაგიღებს,
იმის გარდა, იქ ხომ ის, მაღალი, მეგობრულად მომღიმარი კაციც იქნება. ჰო, მას ეს ღიმილი
მოხუცი დეიდისგან გამოჰყვა (ისიც სულ იცინის, მაგრამ ორივე მხოლოდ დაბნეულობისაგან
იცინის). შემდეგ სადაც მიმითითებენ, იქ დავჯდები და ამით დასრულდება წინასწარ განცდილი
მთელი სიხარული: ხმას ვეღარც ერთი ამოვიღებთ. ამისი აღარც სურვილი მექნება და აღარც -
ძალა (ერთმა ჩემმა, ჩვეულებისამებრ, მუდამ მუნჯად მჯდომმა თანამშრომელმა მითხრა,
სულიერად ძლიერი რომ იყოს, კაცი ხორცს უნდა ჭამდესო. ვეგეტარიანელი ვერც სულიერად
იქნება ძლიერი და ვერც ბედნიერიო). ხედავთ, მილენა, რა გულახდილად გელაპარაკებით.
თქვენ ხომ ჭკვიანი ხართ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ალბათ შენიშნეთ,
რომ სრულ სიმართლეს, გულწრფელად ვლაპარაკობ. შემეძლო, ალბათ ულაპარაკოდ
ჩამოვსულიყავი ვენაში, ცოტა ხნით მაინც მოვჯადოებულიყავი თქვენით, მაგრამ ასე რომ არ
ვაკეთებ, ამით ჩემს სისუსტესაც ვამტკიცებ და გულახდილობასაც.
აქ კიდევ თოთხმეტი დღე ვრჩები. ჩატარებული მკურნალობის შემდეგ კი შინ დაბრუნების
მრცხვენია და მეშინია კიდეც. სამსახურშიც ალბათ სრულად გამოჯანმრთელებულს მელიან.
როგორ მტანჯავს ასეთი შეკითხვები: რამდენი კილო მოიმატე? რა მოვიმატე, პირიქით,
დავიკელი. (ეტყობა, ამით ჩემს ხელმოჭერილობას თუ უმიზნებენ) პანსიონს ვუხდი, მაგრამ ვერ
ვჭამ...
კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ წერილი ისედაც დიდი გამომივა. ჰო, მართლა, აი, კიდევ
რა მინდოდა მეთქვა: თუ ამ თოთხმეტი დღეში ისევე გენდომებათ, ჩამოვიდე ვენაში, როგორც ამ
პარასკევს გსურდათ, მაშინ ჩამოვალ.

თქვენი ფ.

შაბათი

ამ ჩახვეულ-ჩახლართულ წერილებზე კაცმა არ იცის, რა უნდა უპასუხოს. ყოველ შენს წერილზე


წაკითხვამდე ვკანკალებ. შენი ჩეხური მესმის, მასში შენს სიცილსაც ვგრძნობ და შენი სიტყვებისა
და სიცილის მიღმა ვიჩიჩქნები, მხოლოდ ერთადერთი სიტყვაღა მესმის: შიში.
თუ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მოწერილი წერილების შემდეგ კიდევ
გაქვს ჩემი ნახვის სურვილი, ამას ნამდვილად ვეღარ წარმოვიდგენდი. შენ ხომ იცი ჩემი შენდამი
დამოკიდებულება, მაშინაც ჩემში ხარ, როცა ვერ გნახულობ. შენი ჩემდამი დამოკიდებულება კი
არ ვიცი და სწორედ აქ უსაზღვრო შიში მიპყრობს.
ჩემს თავს ნამდვილი საშინელებაა: სამყარო ხან თავზე მენგრევა, ხან კი,
პირიქით, თითქოს ახლებურად შენდება (შენ ჩემი მე ხარ, მილენა). სამყაროს მსხვრევაზე
არაფერს ვამბობზ,არ ვწუწუნებ, ისედაც მენგრეოდა, მაგრამ ამ დანგრეულ სამყაროში შემოჭრილ
მზის სხივზე, ხელახლა დაბადებაზე, ჩემს სისუსტეზე ვწუწუნებ და მოვთქვამ.
რა იქნება მომავალში? თუ ჩემს წერილზე ჰო-ს მიპასუხებ, ვენაში აღარ უნდა დარჩე, აღარ
გაქვს ამის უფლება. ეს შეუძლებელია, მილენა. შენ ჩემთვის გოგონა ხარ, საოცარი გოგონა,
რომლისთვისაც ამ ჭუჭყიანი, გაყინული, აკანკალებული ხელის გაწოდებასაც ვერ გავბედავ…

ფ.

ოთხშაბათი

რთულია სიმართლის თქმა, მაგრამ მხოლოდ ერთადერთი სიმართლე არსებობს. ის ცოცხლობს


და სახეცვლილებასაც განიცდის. მე რომ შენთვის პასუხი ორშაბათს ღამით მომეწერა,
საშინელება იქნებოდა, გაწამებული ვიწექი საწოლში, მთელი ღამე გპასუხობდი, ვწუწუნებდი,
სიტყვებს ვეძებდი, რომლითაც შემეძლო დამეფრთხე; საკუთარ თავს ვწყევლიდი (ეს ალბათ
იმიტომაც, რომ შენი წერილი გვიან საღამოს მივიღე და მასზე საპასუხო სიტყვებს აღელვებულმა
გვიან დავუწყე ძებნა). მეორე დილით ბოზენაში გავემგზავრე, ელექტრომატარებლით
კლობენშტაინში 1200 კმ. მაღლა ავედი. კი ვსუნთქავდი, მაგრამ მთლად გონზე ვერ ვიყავი.
სწორედ იქ იმ სუფთა,ცივ ჰაერზე მოგწერე ეს წერილი. ახლა გადავწერ, რადგან დღეს ცოტა
მძაფრი მეჩვენება. ასე მიდიან დღეები ჩემთან...
როგორც იქნა, მარტო ვარ. ის ინჟინერი ბოზენაში დარჩა, მე უკან ჩამოვედი. აქამდე საკუთარ
თავთანაც კი ვერ განვმარტოვდი. გუშინ საღამოს ასე პირველის ნახევრამდე წერაში გავატარე,
უფრო სწორად შენზე ფიქრებში.
გვიან ჩამეძინა, 6 საათამდე საწოლში ვიყავი. ექვსზე კი უცბად წამოვხტი, გეგონება, ვიღაც
უცხოს საწოლში ვიყავიო. კიდევ კარგი,თორემ ალბათ მთელ დღეს გამოშტერებული უიმედოდ
წერაში გავატარებდი. ღამე კი ასეთი მქონდა: რადგან შენი წერილით საოცრად გამგმირავი
მზერა მესროლე, (მართლაც, გამგმირავი მზერა გაქვს, ქუჩაში ყველას თვალს იტაცებს. შორს
ჭვრეტის უნარიც გაქვს. ჰო, ეს გაქვს შენ). შენში ყველა მხცოვან ეშმაკს ღვიძავს, ერთი თვალით
რომ სძინავთ, მეორეთი კი ირგვლივ ყველაფერს ადევნებენ თვალყურს; ჰო, ეს მზერა საშიშიც
არის, შიშისგან ოფლს მასხამს. თან კარგიცაა, სიძლიერის ნიშანია, საკუთარი თვალით აღიქვამ
ყველაფერს (გაფიცებ მაგ უსაზღვრო ძალას, შენ უნდა წახვიდე ვენიდან). ამას რომ გეუბნები,
კარგად მაქვს გააზრებული, რასაც ვამბობ (სამწუხაროდ, შენ სულ სხვა ახსნას უძებნი ამას).
შეიძლება ბევრს არ გამოვიმუშავებ, მაგრამ ორივეს გვეყოფა, ავადმყოფობამ თუ არ შემიშალა
ხელი. ამას გულწრფელად რომ გეუბნები, ვიმედოვნებ და მჯერა,შენი გამჭრიახობით, მიხვდი,
რისიც მეშინიადა ლამისაა დავიხრჩო ამ შიშში, ეს ჩემი შინაგანი განწყობაა (ნეტა ისე ღრმა ძილი
შემეძლოს, როგორც შიშში ჩაძირვა. იქნებ აღარც გამომეღვიძა)
ჩემი განწყობა ალბათ უკეთ გაიგე მამაჩემისადმი მიწერილი წერილიდან, მთლად თუ არა
ნაწილობრივ მაინც. ეგ წერილი მხოლოდ გარკვეული მიზნითაა დაწერილი. მე არ მიყვარს
ჭადრაკის დაფაზე არარსებული ფიგურით თამაში, რომელსაც კიდევ რაღაც პრეტენზიებიც
უჩნდება. არა, მე ასე ნამდვილად არ მსურს. მინდა, ჩემი შემოთავაზება უმტკივნეულო და
ბედნიერების მომტანი იყოს.

***

გუშინ ასე ვფიქრობდი. დღეს კი გეტყვი, რომ ვერ ჩამოვალ ვენაში. დღეს დღეს არის და ხვალ -
ხვალ. ამიტომ ვიტოვებ თავისუფლებას. შენს განცვიფრებას ნამდვილად არ ვაპირებ. თუ
მაინცდამაინც გადავწყვეტ ჩამოსვლას, სპეციალურ წერილს მოგწერ (შენც იცი, მე მარტო შენი
ნახვა მინდა, სხვის ნახვას ვერ ავიტან. სამშაბათამდე ხომ მით უმეტეს).
მე სამხრეთ სადგურში თუ ჩამოვედი, არ ვიცი, იქიდან საით გავემგზავრები. იქვე, სადგურთან,
სასტუმროში გავჩერდები. რომ ვიცოდე, მოხვალ სამხრეთ სადგურზე, იქ დაგიცდიდი. დღეს ვენის
სამგზავრო გეგმას გადავხედე, წარმოუდგენლად მომეჩვენა, როგორ შეძლეს ამხელა ქალაქის
აშენება. შენ კი შენთვის ჯერ ერთი ოთახი არ გაქვს.

ფ.

ხუთშაბათი

გამოუძინებელი ადამიანი ზოგჯერ უფრო ჭკვიანია, ვიდრე ცოტა გამოძინებული. რამდენი


სისულელე მოგწერე. არადა, ვენაში ჩამოსვლა სულაც არ არის უმნიშვნელო. მაგრამ არც შენს
განცვიფრებას ვაპირებ, ამის წარმოდგენაზე უკვე მაკანკალებს. შენს სახლში მოსვლას ვერც
გავბედავ და არც მოვალ.
თუ ხუთშაბათს ელვადეპეშას არ მიიღებ, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე პრაღაში გავემგზავრე.
სხვათა შორის, ახლაღა გავიგე, რომ დასავლეთის სადგურზე ჩამოვდივარ. მგონი, გუშინ
სამხრეთი გითხარი. თუმცა ამას ახლა რა აზრი აქვს. მართლა მეტისმეტად არაპრაქტიკული,
არატრანსპორტაბელური და დაუდევარი ვარ. დარდი ნუ გექნება, ჩავჯდები ვენის მატარებელში
და იმედია, როცა ვენაში გაჩერდება, მაშინ ჩამოვალ. ასვლაა ხოლმე პრობლემა. მოკლედ
შეხვედრამდე (თუმცა ვენაში კი არა, უფრო მომავალ წერილშია).

ფ.

მილენას რაც შეეხება, არც გერმანელობასთან აქვს რამე საერთო და არც - ებრაელობასთან.
მშვენივრად მესმის ჩეხების (თუ არ ჩავთვლით ჩეხ ებრაელებს). მილენა ჩეხურად, მოგწონს თუ
არა შენ, არის diminutiv - მილენკა. ასე ამტკიცებენ ფილოლოგები (კაფკა ამტკიცებს, რომ მილენა
არის ლათინური სიტყვა და ჩეხურად diminutiv - მილენკა, რაც ნიშნავს საყვარელს, სუფთა
ჩეხურით, კაფკას აზრით, არის მილადა)
მოვდივარ ვენაში, გიგზავნი დეპეშას. ყველა წერილს მარკები დავაკარი. როცა მიიღებ, ნეტა
კონვერტზე აგლეჯილი იქნება მარკები?

პარასკევი საღამო

დღეს ადრიანად რა სისულელეები მოგწერე. შენგან კი სიყვარულით აღსავსე ორი წერილი


მივიღე. ორივეზე მხოლოდ ზეპირად გიპასუხე. სამშაბათს, თუ რამე მოულოდნელი არ მოხდება,
ვენაში ვიქნები. ნამდვილად გონივრული იქნება, თუ (ვაითუ სამშაბათს ფოსტა, საიდანაც დეპეშა
უნდა გამოგიგზავნო, დაკეტილი იყოს) დღესვე გეტყვი, სად დაგელოდები. წინასწარ ვიცი, ახლა
რა ადგილსაც დაგისახელებ, სამი დღე და ღამე ვიფიქრებ ამ ადგილზე: ნეტა უკვე იქ არის?
მიცდის? მილენა, არა მგონია, ამ სამყაროში იმდენი მოთმინება არსებობდეს, რაც მე მჭირდება...

ფ.

სამშაბათი,10 საათი

ალბათ წერილი 12 საათამდე არ მოვა. ალბათ კი არა, უფრო არ მოვა. ათი საათია, ანუ ჯერ
კიდევ დილაა. ასე ჯობია. უკვე ვენაში ვარ. სამხრეთის სადგურზე, კაფეში ვზივარ (რა
გამაცოცხლა, კაკაომ ნამცხვრით!) აქ კი ვზივარ, მაგრამ მთლად აქ არა ვარ. ორი ღამე არ
მიძინია. მესამე ღამესაც დავიძინებ თუ არა, არ ვიცი. სასტუმრო რივაში ვცხოვრობ.
სხვა უკეთესი არაფერი მაფიქრდება. ერთი სიტყვით, ოთხშაბათს 10 საათზე სასტუმროს წინ
გელოდები. გთხოვ, მილენა, მოულოდნელად მარჯვნიდან ან მარცხნიდან, ან უკნიდან არ
მომეპარო, გთხოვ. არც მე მოვიქცევი ასე. დღეს ალბათ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს
დავათვალიერებ: ჯ-შტრასეს (სადაც მილენა ცხოვრობდა), ფოსტას და სხვ. მაგრამ
შეძლებისდაგვარად უჩინარივით.

შენი

კვირა (პრაღა)

(ამასობაში ისინი ვენაში შეხვდნენ ერთმანეთს.)


დღეს მარტო ერთი რამის დაწერა შემიძლია: მილენა, მილენა, მილენა. მილენა - აჩქარებით,
გაკვრით, დაღლილად. ან როგორ არ იქნება კაცი დაღლილი. დაჰპირდებიან ავადმყოფ კაცს
შვებულებას და მისცემენ ოთხ დღეს, ხუთშაბათიდან კვირამდე. ისიც საღამოებს ჩამოაჭრიან. რა,
ხომ არ ვიტყუები, მართლა ავად ვარ. მილენა!
მგზავრობა? არ გამჭირვებია. ბაქანზე ახალი გაზეთი ვერ ვიშოვე. ვაგონს შევაფარე თავი.
მატარებელიც დაიძრა. ისევ ჩემი ძველი გაზეთის კითხვა დავიწყე, მაგრამ გულს ვერ ვუდებდი. იქ
შენ არ იყავი. უფრო სწორად ჩემთვის კი იყავი. მე შენ ჩემში გგრძნობდი მთლიანად. ეს არ
ჰგავდა იმ ოთხ დღეს, როცა მართლა ჩემ გვერდით იყავი. ისევ კითხვა განვაგრძე. წამით თავი
ავწიე. ჩემ წინ მჯდომი კაცი ნაროდნი ლისტს კითხულობდა. რაღაც ფელეტონს მოვკარი თვალი.
ვთხოვე. მინდოდა წამეკითხა, მაგრამ ისიც გვერდზე გადავდე. შენი სახე დამიდგა თვალწინ:
გამომშვიდობებისას როგორ იდექი ბაქანთან. იმწუთას ირგვლივ ბუნებაც სხვანაირი იყო. ასეთი
მზე ჯერ არ მენახა: ღრუბლებისაგან კი არა, თავისთავად იყო დაბინდული.
სხვა რა გითხრა? არც ხმა მემორჩილება, არც - ხელები.

შენი

მგზავრობის ამბის მოყოლას ხვალ გავაგრძელებ.


რა სისულელეა, შენ ხომ ვერ შეძლებ
მოსვლას. მამაჩემის წერილს ხვალ გამოგიგზავნი. გთხოვ, კარგად შეინახე, იქნებ როდისმე
მივცე მამას. დამალე, რომ არავინ წაიკითხოს...

შენი

ორშაბათი დილა

დღეს გიგზავნი წიგნს ,,საბრალო სათამაშო კაცი” (ფრანც გრილპარცერის ნოველა). რამე
განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო კი არა,უბრალოდ. ისე არამუსიკალური, სატირალია,
მაგრამ ზედმიწევნით ვენური. რამდენიმე წლის წინ მომცა მან. სახალხო პარკში ერთად
დაგვინახა (ჰო, წარმოიდგინე, მილენა, შენ ჩემ გვერდით მოაბიჯებდი!). უფრო სწორად ალბათ
იმიტომ გიგზავნი, რომ ამ ბიუროკრატს ერთი საქმიანი გოგო შეუყვარდა.

ორშაბათი ნაშუადღევი

პარასკევის წერილი ადრიანად მივიღე, მოგვიანებით პარასკევის ღამის წერილიც მოვიდა.


პირველი საოცრად ნაღვლიანი იყო, მაგრამ შინაარსის გამო კი არა, უბრალოდ იქ აღწერილმა
უკვე განვლო. მაგრამ ის ყველაფერი: ტყეში, ქალაქში, ხეივნებში ერთად სეირნობა განა შეწყდა?
რა სულელური ხუმრობა იქნება, რომ ვთქვა, ეს დასრულდა-მეთქი.
ჩემ წინ აურაცხელი ქაღალდია, დირექტორის წერილიც წავიკითხე, არ გავუთავისუფლებივარ.
შიგადაშიგ ყურში ზარივით ჩამესმის: ის შენთან აღარ არის. და კიდევ უფრო მწარედ მწვდება
სიტყვები ციდან: ის შენ მიგატოვებს. სწორედ ამ დროს დარეკა კარზე ზარმაც. შენი კვირა ღამის
წერილი მომიტანეს. რა ძნელია ამის წაკითხვა, სუნთქვა მეკვრის,ვერ წარმომიდგენია, შენთან
სიშორე. მაგრამ არ მინდა გიწუწუნო. რასაც ვწერ, არცაა წუწუნი. სულ შენი სიტყვები
მახსენდება.

***

ახლა მოგზაურობის ამბავი მინდა მოგიყვე. კიდევ იტყვი, რომ ანგელოზი


არა ხარ? უკვე კარგა ხანია ვიცოდი, რომ ჩემი ავსტრიის პასპორტის ვიზა ორი თვის
ვადაგასული იყო. მერანში მითხრეს, გავლით თუ მიემგზავრები, ვიზა არ არის საჭიროო.
ავსტრიაში შესვლისას მართლა არ მოუთხოვიათ. ამიტომ ვენაში ყოფნისას ეს ამბავი სულ
გადამავიწყდა. გმიუნდში კი ერთმა მოხელემ პასპორტების შემოწმებისას ეს მაშინვე შენიშნა.
ჩემი პასპორტი მკაცრად გადადო გვერდზე. ყველას ნება დართო გაევლოთ, მე კი არა. თავზარი
დამეცა (პირველ დღესვე დაბრკოლება შემხვდა.). ბიუროკრატი მოხელის მოსმენის არც თავი
მქონდა, არც სურვილი. თანაც როცა ვიცოდი, რომ ეს ჩვენს შეხვედრას ხელს შეუშლიდა. მაგრამ
ეს მათ არ გამოუვიდათ. ასე არ არის მილენა? (ამას ვერავინ ვერასოდეს მოახერხებს!) მოკლედ,
ასე იყო. შემდეგ, ეტყობა, შენ ჩაერიე. ერთი სასაზღვრო პოლიციელი მოვიდა. ავსტრიელი იყო.
მეგობრულად, ლაღად, გულისხმიერად მომესალმა და კიბეებისაკენ, სასაზღვრო ინსპექციის
განყოფილებაში წამიყვანა. იქ კიდევ ერთი რუმინელი ებრაელი ქალი იდგა. მაღალმა
ინსპექტორმა და მისმა თანაშემწემ მკაცრად განგვიცხადეს:
- ვენაში გაემგზავრეთ და იქ პოლიციაში მოგცემენ პასპორტს! - თან რამდენჯერმე გამიმეორა, -
სხვანაირად არ შემიძლიაო.
- წარმოუდგენელია, ეგ ჩემთვის! - ვუთხარი მე.
ინსპექტორმა კი გაბრაზებულმა, ირონიულად რამდენჯერმე გამიმეორა:
- წარმოუდგენელი არაფერია, ეგ მხოლოდ ასე გეჩვენებათ.
- ფოსტით რომ გამომიგზავნონ, არ შეიძლება? - ვკითხე ისევ.
- არა.
- არც იმ შემთხვევაში, ყველაფერი აქ ადგილზევე რომ გადავიხადო?
- არა.
- აქ უფრო მაღალი ინსტანცია არ არის?
- არა.
ქალი, რომელიც ხედავდა, როგორ ვიტანჯებოდი, ინსპექტორს სთხოვა, ეს მაინც გაუშვითო.
ისევ სისუსტე, მილენა! ასე, შენ ვერ გადამარჩენ. მოკლედ, ბარგის ასაღებად ისევ
საპასპორტომდე უნდა წავსულიყავი. დღევანდელი მგზავრობა ჩაიშალა. სასაზღვრო ინსპექციის
ოთახში მოგვიწია ლოდინი. პოლიციელმაც ვერაფერი მითხრა საიმედო. ინსპექტორმა კიდევ
რაღაც გვითხრა და ისევ თავის ოთახში შევიდა. ჩვენთან მარტო ერთი თანაშემწე დარჩა.
ჩემთვის გონებაში ვანგარიშობდი: შემდეგი მატარებელი ვენაში 10 საათზე გადის, ღამის 3 %
საათზე ჩავა. ვიდრე სასტუმრო რივასთან მივედი, ფიქრებმა გამაწამა: ნეტა როგორ ოთახს
მომცემე6-მეთქი. მაგრამ არანაირი ოთახიც არ მომცეს. ახლა ელშტრასეზე გავემგზავრე და იქ
ვითხოვე თავშესაფარი (ჰო, გამთენიისას, 5 საათზე). როგორც იქნა, ორშაბათს ნაშუადღევს
გამოვიტანე ვიზა (მაშინვე მომცეს). იქიდან შენთან წამოვედი. შენი გაოცება მინდოდა.
მერე უცბად გამიწყდა ფიქრის ძაფი და სხვაგან გამექცა გონება: რა იქნება ამ მგზავრობის
შემდეგ? საღამოს ხომ ისევ უკან უნდა დავბრუნდე? 16 საათი მატარებელში მომიწევს ყოფნა.
როგორ ჩავალ პრაღაში? რას მეტყვის დირექტორი? ახლავე დეპეშა უნდა გავუგზავნო და
შვებულების გაგრძელება ვთხოვო. შვებისმომგვრელად მხოლოდ გმიუნდში ღამის გათევა
დავენაში ადრიანად გამგზავრება მეჩვენებოდა. ამ ფიქრებით გულდამძიმებულმა იქვე მდგომ
თანაშემწეს ვკითხე:
- ვენისკენ რომელ საათზე გადის დილის მატარებელი?
- 6 საათზე გადის და 11 საათზე ჩადის.
მეც და იმ რუმინელმა ქალმაც გადავწყვიტეთ, ამ მატარებლით გავმგზავრებულიყავით.
საუბრისას სრულიად შემთხვევით გაირკვა, რომ ამ პატარა თანაშემწეს შეეძლო ჩვენი
დახმარება. თუ გმიუნდში გავათენებდით, გამთენიისას, 4 საათზე, პრაღაში სამგზავრო
მატარებლით გაგვიშვებდა, რადგან იმ დროს ის ბიუროში მარტო იყო. ინსპექტორისათვის კი
უნდა გვეთქვა, რომ დილის მატარებლით ვენაში ვაპირებდით გამგზავრებას. არაჩვეულებრივია!
ყოველ შემთხვევაში, ამ სიტუაციისათვის. ინსპექტორი რომ გამოჩნდა, ჩვენ პატარა კომედია
გავითამაშეთ. შეთანხმებისამებრ თანაშემწეს საღამოს უნდა შევხვედროდით, რათა დანარჩენზეც
შევთანხმებულიყავით. მოკლედ, მე და ის ქალი ნელი ნაბიჯით გავემართეთ სადგურიდან (სწრაფი
მატარებელი, რომელსაც ჩვენ უნდა გავყოლოდით,ჯერ ისევ იქ იდგა. ეტყობა, ბარგის შემოწმება
დიდხანს გაგრძელდა... კიდევ კარგი, ქალაქში არ მოგვიწია გასვლა და იქვე ახლოს აღმოჩნდა
ორი სასტუმრო. ერთ-ერთში გადავწყვიტეთ გაჩერება. სასტუმროს წი6 ლიანდაგი გადიოდა.
ლიანდაგზე უნდა გადავსულიყავით. სწორედ ამ დროს სატვირთო მატარებელს უნდა გაევლო,
მინდოდა გადამესწრო, მაგრამ ქალმა შემაჩერა. ჰოდა, ეს სატვირთო მატარებელი ჩვენ ცხვირწინ
გაჩერდა. ჩვენც უნდა მოგვეცადა, სხვა რა გზა გვქონდა. ახლა კიდევ ეს დაგვერთო. ეს რომ არა,
კვირას ვერ დავბრუნდებოდი პრაღაში. ეტყობა, შენ თუ შესთხოვე ზეცას ჩემი შველა. უცბად
ჩვენთან პოლიციელი მოიჭრა ქაქანით, შორიდანვე მოგვაძახა:
- სასწრაფოდ უკან დაბრუნდით, ინსპექტორი გიშვებთ!
- როგორ, ნუთუ ეს შესაძლებელია? - ამოვიხავლე საცოდავად.
ათჯერ მაინც ვთხოვეთ პოლიციელს, რომ ფული გამოერთმია. სულ სირბილით მივცვივდით
ინსპექციის შენობაში, ბარგი გამოვიტანეთ და ისევ საპასპორტო შემმოწმებელი
პუნქტისაკენ გავიქეცით. შენ კი მიხსენი, მაგრამ სირბილი ბარგით ისე მიჭირდა. შემთხვევით
გვერდით მებარგული გაჩნდა. საპასპორტოსთან ზედახორა დამხვდა, პოლიციელმა გზა
გამითავისუფლა. საბაჟოსთან ისე დავიბენი... აბა, რა ვიცოდი, თუ მოხელე სათვალის ბუდეზე
შეუმჩნეველ ოქროს კნოპებს იპოვიდა და ეს საწვალებლად გამიხდებოდა. მაგრამ ბოლოს
ჩავსხედით მატარებელში და გავემგზავრეთ. როგორც იქნა, ოფლი შემაშრა სახეზეც და
მკერდზეც. დარჩი მუდამ ჩემთან!)

ორშაბათი

დაძინება მინდოდა, უკვე ღამის პირველი საათი იყო, მაგრამ მაქსი იყო ჩემთან. ძალიან
გამიხარდა მისი მოსვლა, მაგრამ თან იმ გოგონასთან მეწადა ყოფნა, რომელსაც ჩემი გონება
დაეპყრო. იმ გოგოსთან 9 საათამდე ვიყავი, მაქსთან - ასე პირველის ნახევრამდე. მგონი,
დამიჯერა, რაც წერილებში მივწერე, რომ შენ, შენ, შენ.. წერა მიჭირს... ჰო,რომ შენ არსებობ.
შენი სახელი არ იცოდა, მხოლოდ დღეს გაიგო (გარკვევით არ მიმიწერია, ვაითუ, ცოლს
წაეკითხა).
ჩემო გოგონა: დღეს უკეთესი დღე მქონდა. (როგო მეშინია დღეს შენთან გამოგზავნილი
დეპეშის. საკუთარ თავს ვეუბნებოდი: გოგონა თბილად გწერს, მისწერე სიყვარულით. მაგრამ
მინდა გამოვტყდე, რომ მკაცრად გწერ და არ დაიჯერო.) დღეს მთელი დღე მშვიდად ვარ.
როგორც იქნა, გავბედე, მაქსისთვის მშვიდად მომეყოლა მილენაზე. ცოტა დაძაბული მაინც
ვიყავი.
მაგრამ როცა მთავარზე მიდგა ჯერი: ჩემ გვერდით დიდხანს ცახცახებდა გოგონა
კარლპლატცზე. ხომ შემეძლო მეთქვა, რომ მინდა სულ შენ გვერდით დავრჩე, სხვა აღარაფერი
მაინტერესებს. მის ბოლო კითხვაზე: არ მინდა წასვლა, მაინც გამიშვებ? პასუხი არ გამაჩნდა.
სულ ვუფრთხოდი ამ შეკითხვას (ყოველგვარი ამპარტავნობის გარეშე ნათქვამ ამ სიტყვებში
რაღაც შემაშფოთებელი იმალებოდა). ახლაც ამის გახსენებაზე შიშისაგან ვკრთი, მაგრამ ისევ და
ისევ შენ გამო ვარ ასე. საერთოდაც, რას არ გავაკეთებდი შენთვის. ზოგჯერ მიფიქრია, ადამიანს
თუ შეუძლია მოკვდეს ბედნიერებისაგან, ნეტავ ეს მე დამემართოს?! ის მაინც მეცოდინებოდა,
რომ ბედნიერი მოვკვდი, სიკვდილის ჟამს მაინც ვიგრძნობდი თავს ბედნიერად და ასე სიცოცხლეც
დამიბრუნდებოდა). მე შიშის გამო ვუთხარი:
- ჰო.
მან კი მიპასუხა:
- მე რომ არ შემიძლია წასვლა?
და ისევ ამ სიყვარულის ძალაზე მოჰყვა ლაპარაკს. ეს საყვარელი კეთილი არსება ვერ ხვდება,
რომ ქმარი უყვარს, ჩემთან საიდუმლო შეხვედრები და ლაპარაკი კი იდუმალი გატაცებაა. როცა
ცდილობდა, ჩემთვის ეს აეხსნა და ქმარი ახსენა, მინდოდა გამერტყა, მაგრამ არ მსურდა
მისთვის ტკივილის მიყენება (მილენას მაქსისთვისაც კი უნდოდა მიეწერა და ეკითხა, რაზეც
მისდამი დიდი სიყვარულისა და მაქსისადმი უსაზღვრო ნდობის გამო ნება დავრთე). ამ ნების
დართვამ ის დაამშვიდა, მე კი ამაფორიაქა (მაქს ვთხოვე:
- გთხოვ, იყავი ლმობიერი, მაგრამ მკაცრი, თუმცა უფრო მკაცრი, ვიდრე ლმობიერი. მაგრამ რას
გეუბნები, თავადაც არ მესმის. ისედაც ვიცი, იმას მისწერ, რაც საჭიროა.
ვიცი ჩემი შიში, რომ მას აქვს უნარი,ისეთი რამ მოგწეროს, რითაც თავისი გავლენის ქვეშ
მოგაქცევს, ალბათ უმართებულოა. ვიცი, ეს არ არის ლამაზი, მაგრამ ამ ოხერი გულის ნაცვლად
ჩემში მხოლოდ შიში ძგერს. ალბათ არ უნდა დამერთო ნება, შენთვის მოეწერა. ხვალ ისევ
ვნახავ, ხვალ პარასკევია. იქნებ გადავათქმევინო შენთვის წერილის მოწერა, თუ უკვე არ
მოუწერია. მაგრამ იქნებ ჯობდეს კიდეც მოგწეროს? იქნებ შენმა მეგობრულმა სიტყვებმა მაინც
დაამშვიდოს? რაზე არ ვფიქრობ, სად არ გამირბის გონება…

ფრანცი

კიდევ ერთი მიზეზიც არსებობს, რატომაც უფლება მივეცი, შენთვის (აქ იგულისხმება მაქსი)
მოეწერა. მილენას შენდამი მოწერილი წერილების ნახვაც უნდოდა, მაგრამ მე არ შემიძლია მათი
ჩვენება.

სამშაბათი ადრიანად

უეცარი დარტყმა მივიღე: დეპეშა მოვიდა პარიზიდან. ბიძაჩემი, რომელიც, სხვათა შორის,
ძალიან მიყვარს და მადრიდში ცხოვრობს, რამდენიმე წელია არ მენახა, ახლა კი ჩამოსვლას
აპირებდა. დარტყმაა იმიტომ, რომ დროს წამართმევს, მე კი მთელი დრო და მთელი ძალაც, რაც
კი არსებობს ჩემში, მხოლოდ შენთვის მსურს, შენზე ფიქრისათვის, შენთვის სუნთქვისათვის.
სახლსაც აფორიაქება დაეტყობა, საღამოებსაც. როგორ მინდა, ახლა სხვაგან ვიყო, ყველაფერი
სხვაგვარად იყოს. არც ამ ბიუროში მინდა ყოფნა. ვიცი, ასეთი ფიქრებისათვის ახლა ნამდვილად
ვიმსახურებ სახეში გარტყმას...

სამშაბათი საღამო

მილენა, გიგზავნი წერილს, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, შიგ რა წერია. მოკლედ, ეს ასე იყო: მე
მას (იგულისხმება მილენა! შევპირდი, დღეს ნაშუადღევს, პირველის ნახევარზე, მისი სახლის წინ
შევხვდებოდი. გვინდოდა, გემით გაგვესეირნა. მაგრამ გუშინ უკვე ისე გვიან მივაღწიე
საწოლამდე, რომ დილით, ადრიანადვე მივწერე: ნაშუადღევს უნდა დავიძინო, მხოლოდ 6 საათზე
შევძლებ მოსვლას. წერილებითა და დეპეშებით გამოწვეული მოუსვენრობა და მღელვარება
დღითი დღე მიმძაფრდება. რა უნდა ვქნა? ჩემი იმედი, რომ მალე ბედნიერი გამოსავალი
მოიძებნებოდა, ამაოა...
პრაღაში ცოტა ნისლი ჩამოწვა. ჯერ არც ერთი წერილი არ მოსულა, გული დამიმძიმდა.
თითქმის შეუძლებელია, რომ წერილი უკვე აქ იყოს, მაგრამ გულს ეს როგორ ავუხსნა?!

ფ.

სამშაბათი მოგვიანებით

ის იყო წერილი ჩავაგდე, რომ გამახსენდა: რა უფლება მაქვს შენგან მოვითხოვო ეს, შენთვის
ხომ შეუძლებელია, მიენდო სრულიად უცხო კაცს? მილენა, მაპატიე, ჩემი წერილები, დეპეშები და
გაითვალისწინე, შენთან
გამომშვიდობებამ, ისედაც დაავადებული გონება კიდევ უფრო დამიავადა. თუ გინდა, ნუ
უპასუხებ. იქნებ მოიძებნოს რამე სხვა გამოსავალი. ამ სეირნობებისაგან ისეთი დაღლილი ვარ,
ვგდივარ ახლა შეზლოგინზე და განძრევის სურვილიც არ მაქვს. ხვალ ბიძმაჩემიც ჩამოდის... ჩემს
მარტოობასაც ბოლო ეღება.
ჰო, ალბათ ახლა რაღაც კარგიც უნდა ვთქვა: იცი, ვენაში ყველაზე ლამაზი როდის იყავი? მოდი,
ამაზე ნუ ვიკამათებთ - კვირას, ჰო, ლამაზი იყავი, მაგრამ უაზროდ გამოწყობილი.

ოთხშაბათი, საღამო

ორიოდე სიტყვით ნაჩქარევად ჩემს ახალ ბინაზე მინდა ვთქვა. ნაჩქარევად იმიტომ, რომ 10
საათზე ფრანცენსბადიდან მშობლები ჩამოდიან,12 საათზე კი ბიძაჩემი - პარიზიდან. ორივეს
სურს, რომ სადგურზე გავუარო. ახალი ბინაა-მეთქი, როცა ვამბობ, იმიტომ, რომ ჩემი დის
ცარიელ ბინაში, მარიენბადში გადავედი. ჩემი ბინა ბიძაჩემს დავუთმე. ცარიელი, დიდი ლამაზი
ბინაა, მაგრამ ქუჩა ხმაურიანია. შეიძლება ითქვას, არცთუ ისე უხეიროა ეს გაცვლა. მილენა,
ვიცი, რომ ბოლო წერილი წუწუნით იყო სავსე (უფრო საშინელი დღეს ნაშუადღევს დავხიე.
შემრცხვა. შენგან აღარაფერი მოდის. ფოსტაზე დაჩივლება სისულელე იქნება. ფოსტასთან რა
მესაქმება). შეგიძლია წაუკითხავად დაკეცო. მე შენში არ ვიყავი დარწმუნებული. მეშინოდა შენი
დაკარგვის. თუმცა არც საკუთარ თავში ვარ დარწმუნებული. ნეტავ როგორიც ხარ, ისეთს
შეგეძლოს ჩემთან იყო. რატომ გამიჩნდა ეს ეჭვები? იმ ხანმოკლე ფიზიკურმა სიახლოვემ და
მერე ისევ განშორებამ ხომ არ იმოქმედა? (რატომ მაინცდამაინც კვირას? მაინცდამაინც 7
საათზე?) ეს ხომ კაცს გონებას აურევს? მაპატიე! გთხოვ, მიიღე ამ საღამოს ძილი ნებისად
ყველაფერი ერთ ტალღად, როგორიც ვარ და რასაც ჩემში სანეტაროდ თვლი, შენში დაავანე.

ფ.

ხუთშაბათი ადრიანად

ქუჩა ხმაურიანია. იქითა მხარეს მშენებლობაა. პირდაპირ რუსული ეკლესია კი არ არის, ბინებია
უამრავი მცხოვრებით. მაგრამ ოთახში მარტო ყოფნა იქნებ ცხოვრების ჰიპოთეზაა, თუმცა, უფრო
სწორი რომ ვიყო: დროებითი ბედნიერების ჰიპოთეზაა (მაგრამ ეს ჰიპოთეზა ან ამ ბინაში
მარტოობა, რას მარგებდა, სამშობლო რომ არ მქონოდა, სადაც სიმშვიდეს ვპოულობ. და
საერთოდ ეს ორიცეცხლოვანი,ცისფერი თვალი (იგულისხმება მილენა) რომ არ მაცოცხლებდეს.
საბედნიეროდ, ამ ბინაში სიმშვიდეა: სააბაზანო, სამზარეულო, ჰოლი, კიდევ სხვა სამი ოთახიცაა;
არა, სხვა ბინებს რომ სჩვევიათ, ისეთი ფორიაქი, აქეთ-იქით მორბენალი ფიგურები, უამრავი
აზრი და ფიქრი, სურვილები, ყოველ კუთხეში ჩაბუდებული ურთიერთობები როდია, სადაც
უკანონო ბავშვები ჩნდებიან... სადაც კვირაობით უამრავი სუნთქვით გადავსებულ გარემოში
სუნთქვაც ჭირს.
ჩემი და მოვიდა, დიდი გზა გამოიარა, რომ ჩემთვის საუზმე მოეტანა (რაც სულაც არ იყო
საჭირო). დიდხანს მოუწია ზარის რეკვა, ვიდრე ჩემი ამ განმარტოებული სამყაროდან
გამოვერკვოდი და წერილს მოვწყდებოდი.

ფ.
ბინა ჩემი არაა. ზაფხულობით აქ ხშირად ჩემი სიძეა.

ხუთშაბათი შუადღე

როგორც იქნა, შენი წერილიც მოვიდა. მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი სიტყვა მოგწერო.
შესაძლოა, სიჩქარის გამო რაღაც უზუსტობა გამეპაროს, რასაც მერე ვინანებ. ეს ის შემთხვევაა,
რომლის მსგავსიც, სხვა არ მეგულება. ამიტომ აქ სხვების გამოცდილება არ გამოგვადგება
(დაუნდობლობა... ტანჯვა... სამის თუ ორის, მერე უცაბედი გაქრობა). მე არ ვარ მისი მეგობარი
(გულისხმობს მილენას ქმარს). მეგობრისათვის არასოდეს მიღალატია, არც ვუღალატებ. მის
ნაცნობადაც კი არ ვითვლები. თუმცა შეიძლება ითქვას მეტისმეტადაც ვარ დაკავშირებული, იქნებ
მეგობარზე მეტადაც კი. შენც არ გიღალატია მისთვის, რადგან გიყვარს. ამას შენც ამბობ. ასეთ
მდგომარეობაში მხოლოდ შიში, ტკივილი, ტანჯვა მოგველის. შენმა წერილმა ძალიან შემაშფოთა.
სიმშვიდე დამაკარგვინა. ის სიმშვიდე, რაც მერანში ჩვენი შეხვედრის მერე ჯერ კიდევ
შემომრჩენოდა. აქ, ამ უამრავ დაბრკოლებაში, ძნელია, მერანისეული სიმშვიდე შეინარჩუნო.
იქნებ აშკარა გამოსავალი სამივესათვის გულახდილობაა? მდგომარეობის აწონ-დაწონა მიჭირს
და არც მსურს. მე შენ მყავხარ და ბევრი ფიქრი არ მინდა, რადგან ფიქრი მომავალს უკვე
საბრძოლო მოედნად აქცევს და ძირს უთხრის. ძირგამოთხრილ საძირკველს კი განა შეუძლია
სახლი შეიმაგროს?
ამის მეტს დღეს ვეღარაფერს მოგწერ. მესამე დღეა, ბიუროში ვარ და ერთი სტრიქონიც არ
დამიწერია. იქნებ ახლა მაინც დავწერო. სხვათა შორის, როცა ამ წერილს ვწერდი, მაქსი (მაქს
ბროდი) აქ იყო სტუმრად. საოცარია, მაგრამ მასში თვით დუმილიც კი დამაჯერებელია...

ფ​.

ნება მომეცი, ფული გამოგიგზავნო ლ-ს ხელით, რომელსაც ვეტყვი, რომ ვენაში ყოფნისას
გესესხე და ის რედაქციის ჰონორარიდან გამოგიგზავნის? (ცოტა შეშფოთებული ვარ იმის გამო,
რასაც შიშის გამო მწერ.)

პარასკევი

ყველაფრის მოწერა უაზრობა იქნება, უფრო სწორად, უაზრობაა. ისედაც ყველანაირ უაზრობას
გწერ. უმჯობესი იქნებოდა, თუ ვენაში გავემგზავრებოდი. ვიცი, ასე შენ არ გინდა, მაგრამ
მხოლოდ ორი შესაძლებლობა არსებობს. აქედან ერთი შედარებით უფრო კარგია მეორეზე: ან
ჩამოდიხარ პრაღაში ან ლიბეცკში. გუშინ, ებრაელთა ძველი წესის მიხედვით, ჟ.-ს მივწერე.
ლიბეცკში გამგზავრებამდე გავიგე, რომ მას შენი სტასისადმი დაწერილი წერილი ჰქონდა. ის
არაჩვეულებრივი ადამიანია, საოცრად გულწრფელი, ჭკვიანი. ყველას მფარველობს.
დახმარებისათვის ყოველთვის მზად არის. მეტად გაგებული ადამიანია. მას უნდოდა, თავის
ცოლთან ერთად ქალბატონ ფლორიანთან გამგზავრებულიყო, იქიდან კი შენთან ვენაში აპირებდა
ჩამოსვლას. დღეს საღამოს ისევ პრაღაში ბრუნდება. სტასის წერილი საოცრად მეგობრული და
გულისხმიერია, მაგრამ მაინც აქვს რაღაც ნაკლი (ვერ ვიტყვი, რომ მისი წერილი ამ ნაკლის
გარეშე უფრო გულითადი იქნებოდა, იქნებ პირიქითაც). ამ ნაკლში თუ, პირიქით, გადაჭარბებაში
ვგულისხმობ ზედმეტი ფიქრის ძალას, რომელიც ამ კაცს, როგორც ჩანს, ხასიათში აქვს. გუშინ
საუბრისასაც შევნიშნე. თუმცა მე რა მეთქმის ამ მართლაცდა კარგ ადამიანზე?
ეჭვი, ეჭვია, მაგრამ, მილენა, გპირდები მასთან შენზე არასოდეს ვიწუწუნებ, მხოლოდ საკუთარ
თავზე. ერთი რამ მაინც არ მესმის სტასას წერილში: ვგონებ, შენ მისგან რჩევას ითხოვდი.
გინდოდა, შენს ქმარს დალაპარაკებოდა. რა ვიცი,მე ასე მომეჩვენა. იმედია, დღეს კიდევ ერთ
ახალ ამბავს მივიღებ შენგან. კაპიტალისტივითაა კაცი, არ იცის რას ფლობს. ახლა შუადღეა.
ბიუროში შენი ახალი წერილები მოვიკითხე. ერთი წერილი მომიტანეს. მერანიდან ჩემი
გამომგზავრებიდან ცოტა ხნით ადრეა დაწერილი. ნამდვილად სასიამოვნო წასაკითხია.

შენი

რა უბედურებაა გუშინწინ ორი საშინელი წერილი მოვიდა. გუშინ მხოლოდ - დეპეშა (დეპეშა
დამამშვიდებელი ჩანდა, თუმცა ცოტათი მშრალი მომეჩვენა, როგორც საერთოდ დეპეშებია
ხოლმე). დღეს კი საერთოდ აღარაფერი მომსვლია. ის ორი წერილი არცთუ ისე დამაიმედებელი
იყო ჩემთვის. მარტო იმას მეუბნები, რომ მალე მომწერ, მაგრამ არ მომწერე. გუშინწინ საღამოს
სასწრაფოდ საპასუხო დეპეშა მოგწერე. წესით, პასუხი დიდი ხანია უნდა მოსულიყო. ვიმეორებ
ტექსტს: ერთადერთი ესაა მართალი: იყავი მშვიდად, აქ შინ ხარ. ჩემს შეკითხვაზე: ფული როგორ
გამოგიგზავნო?, არანაირი პასუხი არ მომსვლია. საკუთარ თავს ვეუბნები: მაშინ გაემგზავრე
ვენაში. და იქვე დავძენ: მაგრამ მილენას ეს რომ არ უნდა. დარდი და ეჭვები აწუხებს, ალბათ
ამიტომაც სჭირდება სტასა. მიუხედავად ამისა,უნდა გავმგზავრებულიყავი, მაგრამ მთლად
ჯანმრთელად არ ვარ. ასეთ მდგომარეობაში მშვიდად როგორ იქნება კაცი. თუმცა
შეძლებისდაგვარად ვცდილობ, მშვიდად ვიყო, რაც ამ ბოლო წლებში წარმოუდგენლად
მეჩვენებოდა. არ მეგონა, რომ მშვიდად ყოფნა კიდევ შემეძლო. დღის განმავლობაში ძლიერი
ხველა მაქვს, ხან ღამითაც მიტყდება. ალბათ ეს მერანის ველური დღეების შედეგია, იმ დროისა,
ვიდრე შენ გაგიცნობდი და შენს თვალებში ჩავიხედავდი.
რა წყვდიადით შეიმოსა ვენა. ის ოთხი დღე კი რა ნათელი იყო. ნეტავ რა დუღს იქ ახლა? წერას
ვწყვეტ და თავს ხელებში ვრგავ.

ფ​.

სავარძელში მჯდომმა ღია ფანჯარაში წვიმა შევნიშნე. ათასნაირმა ფიქრმა და აზრმა გამიელვა
თავში. უამრავი კითხვა დამებადა, ვაითუ ის ავადაა, საწოლში წევს… მერე კი ასეთი ფიქრი, რომ
იღება კარი და შენ იქ დგახარ...

ორშაბათი

ეს იყო, სულ ცოტა, ორი თავზარდამცემი დღე. ახლა კი ვხედავ, რომ შენ მთლად უდანაშაულო
ხარ ამაში და ვიღაც ბოროტმა სულმა ხუთშაბათის შენი წერილები შეაფერხა. პარასკევს
მხოლოდ შენი დეპეშა მოვიდა. შაბათს - არაფერი, კვირასაც - არაფერი, დღეს კი ერთად ოთხი
წერილი მომიტანეს: ხუთშაბათის, პარასკევის, შაბათის. ძალიან დავიღალე, რომ წერა შევძლო,
დავიღალე ამ ოთხი წერილიდან ამოკითხული ეჭვების, ტანჯვის, სიყვარულის თუ
უსიყვარულობის მთა-გორაში. სხვა რაღა დამრჩენია? დაღლილი,ორი დღე-ღამის ფიქრებისაგან
გამოხრული, ადამიანი ეგოისტია...
ხუთშაბათის ელვა-დეპეშა რომ გამოგიგზავნე, პასუხი რატომ არ მომწერე. ვერაფერი გავიგე.
მერე ქალბატონ კ-ს დეპეშა გავუგზავნე, არც ამის მერე გამოჩნდა პასუხი.
ნუ გეშინია, შენს ქმართან მიწერის სურვილი არ გამაჩნია. მარტო ვენაში ჩამოსვლა მსურს,
მაგრამ არც ამას გავაკეთებ, ეს დაბრკოლებებიც რომ არ არსებობდეს: შენი უარი ვენაში ჩემი
ჩამოსვლის გამო, საპასპორტო სირთულეები, ბიურო, ხველა, დაღლილობა, ჩემი დის ქორწილი
(ხუთშაბათს)... ამ საშინელი შაბათ-კვირის ატანას, ისევ ჯობდა, გავმგზავრებულიყავი. შაბათს
აქეთ-იქით დავეხეტებოდი, ცოტა ხანს ბიძასთან ერთად გავისეირნე, მერე - მაქსთან. ყოველ ორ
საათში ერთხელ ბიუროში შევრბოდი, რომ წერილები მომეკითხა.
საღამოს უკეთესობა მქონდა. ლ-სთან წავედი. რამე ცუდი რომ გაეგო შენზე, მეტყოდა, მაგრამ
არა. იქიდან ფრაიე პრესაში კ-სთან დავრეკე, არც იმან იცოდა რამე. შენს ქმართან დარეკვა არ
მინდოდა. ვიჯექი ლ-სთან, რადგან მარტო შენი სახელის ხსენებითაც ვხარობდი. ის კი
ხშირ-ხშირად ახსენებდა შენს სახელს. სხვა მხრივ, მასთან საუბარი ნამდვილად არ არის იოლი.
ბავშვივითაა, ჯერ კიდევ გამოუღვიძებელი ბავშვივით, ისევ ბაქიაობს, იტყუება, თამაშობს
კომედიანობანას. მასთან მშვიდად ზიხარ, უსმენ და ხვდები, რა კომედიანტია. თუმცა მთლად
ბავშვია-მეთქი, ვერ ვიტყვი, საოცარი თანაგრძნობის, მხარში ამოდგომის, დახმარების უნარი
შესწევს. ამაში ის ზრდასრულად შეიძლება ჩაითვალოს. ამ ორმაგი თამაშის გამო ვერა და ვერ
დააღწევ მისგან თავს. როგორც ვთქვი, ხშირ-ხშირად შენი სახელი რომ არ ემეორებინა, ალბათ
არც დავრჩებოდი. მაგრამ ვფიქრობდი: კიდევ ერთხელ მოვისმენ შენს სახელს, კიდევ ერთხელ...
თავისი ქორწილის შესახებაც კი ისე მომიყვა, ტონი არ შეუცვლია.
კვირა საშინელი იყო. სასაფლაოზე მინდოდა წასვლა და კარგიც იქნებოდა. მთელი შუადღე
საწოლში გავატარე. შუადღეზე ჩემი დის დედამთილ-მამამთილის სახლში უნდა მივსულიყავი.
მათთან ჯერ არასოდეს ვყოფილვარ. ასე გახდა 6 საათი. ჯერ ბიუროში დავბრუნდი, რომ დეპეშა
მომეკითხა. ისევ არაფერი. რა უნდა მექნა არ ვიცოდი. თეატრის პროგრამისთვის გადამეხედა?
ჯ-მ ხომ გაკვრით ახსენა, რომ სტასა ორშაბათს ვაგნერის ოპერაში მიდიოდა. პროგრამაში
ეწერა, რომ წარმოდგენა მართლაც 6 საათზე იწყებოდა. არადა, მიწვევაც 6 საათზე გვქონდა.
ახლა ობსტგასეზე, სახლში ხომ არ გამევლო? იქაც ვერც შემსვლელი დავინახე, ვერც -
გამომსვლელი. ცოტა ხანს შევიცადე სახლთან. ყველა მომჩერებოდა. სტასასთან გამევლო?
ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ დროს შინ დამხვედროდა. ლამაზი, მყუდრო სახლი ჰქონდა
პატარა ბაღით. კართან ზარს ჩამოვკარი. სახლის მეპატრონესთან დალაპარაკებას აზრი არ
ჰქონდა, იმას მილენაზე მაინც არაფერი ეცოდინებოდა. ყველაზე დიდი სისულელე კაფე Arco-ში
წასვლა იყო. რამდენი ხანია, იქ არ ვყოფილვარ. ვინ უნდა მეპოვა ისეთი,ვინც შენ გიცნობდა.
საბედნიეროდ, იქ არავინ იყო. მალევე წამოვედი. მილენა, აღარ მინდა ასეთი კვირა დღეები!

ფ.

სამშაბათი, ცოტა მოგვიანებით

შაბათ საღამოს წერილში დაღლილი მეჩვენები. ამ წერილთან დაკავშირებით ბევრი რამის თქმა
მინდა, მაგრამ დღეს ასეთ დაღლილს არაფერს გეტყვი, დატანჯული გამოუძინებელი სხეულით
ჩემთვის შეზლოგინზე გადავწვები (შენ ამბობ, რომ საკმაო სიყვარულს ვერ გაძლევო, მაგრამ
განა შეიძლება იმაზე დიდი სიყვარული და სიხარული, ვიჯდე შეზლოგინში და შენ გვერდით
მყავდე?). არც კივიცი ეს ბედნიერება სიტყვებით, თვალებით, გულით, ხელებით, როგორ ავწერო
-ბედნიერება, რომ შე6 აქ ხარ და მე მეკუთვნი. ამასთან მე მხოლოდ შენ კი არ მიყვარხარ,
არამედ ჩემთვის ნაბოძები შენი ამქვეყნად ყოფნაც. (წერილის კიდეზე: გუშინ ვერ მოგწერე,
რადგან ყველაფერი მეტისმეტად ბნელად მესახებოდა ვენაში.)

ფ.

ხუთშაბათი

ვიდრე ბიუროში წავალ, მინდა, ნაჩქარევად მოგწერო. მინდოდა, დუმილი შემენარჩუნებინა. სამი
დღეა ამ აზრზე ვარ. მით უმეტეს, რომ შენც ასეთ ბრძოლას აწარმოებ ახლა. მაგრამ
შეუძლებელია, ეს ხომ საკუთარ თავთან ბრძოლაა. უკვე ბოლო რამდენიმე დღეა, არ მძინებია.
უბრალოდ მეშინია. ეს მაუძლურებს, თავის ნებაზე აქეთ- იქით მახეთქებს... შენს ბოლო სამ
წერილში სამი რამ ამოვიკითხე, რამაც ბედნიერი, თუმცა საეჭვოდ ბედნიერი გამხადა. იქ
ნათქვამმა მაშინვე დააჯერა გონიც და სხეულიც, მაგრამ იყო რაღაც, რამაც იმოქმედა, დამასუსტა
- შენმა საოცარმა დამამშვიდებელმა, ამაღელვებელმა სიახლოვემ, იქ რომ იგრძნობოდა. მაგრამ
ჩემ გვერდით,შიშის გარდა, არავინაა. სწორედ ამ შიშთან ვიბრძვი მთელი ღამეები ხელჩართული.
სერიოზული რამაა ეს შიში. გარკვეული თვალსაზრისით თითქოს გასაგებია, იმასაც (მილენასაც)
უნდა გაუგოს ადამიანმა. მილენაც ხომ ადამიანია, ეს არაა მხოლოდ პირადული შიში, ესაა
ყველაფრის დაჯერების შიში. თანაც უკვე რამდენი ხანია. კარგია, რომ მოგწერე, ცოტა შვება
ვიგრძენი.

შენი

ხუთშაბათი, მოგვიანებით

ვაისე ჰანში, ღამის წერილი. (der weiße hahn - არის სასტუმრო ვენაში) ორშაბათის წერილი
მოვიდა. ერთი ეტყობა, უფრო მოგვიანებითაა დაწერილი, თუმცა არც თუ ისე დამაჯერებელია.
ერთხელ ნაჩქარევად გადავიკითხე. მინდა, ახლავე გიპასუხო და გთხოვო: ჩემზე ცუდად არ
იფიქრო.. არანაირი ეჭვი არ არსებობს და არც იარსებებს, ეს მხოლოდ მარტო ყოფნის
არაჯანსაღი სიზმრებია...
მილენა, სულაც არ მინდა, ჩემ გამო სადარდებელი გაგიჩინო. ეგღა გაკლია. შიში რომ არა,
რომელიც უკვე რამდენიმე დღეა მაწამებს, დღეს დილიდან უკვე ვწუწუნებ. მაშინ ტყეში ხომ
მითხარი, რომ სხვაგვარად არც შენ გიფიქრია? ეს მეორე დღეს იქ, მაღლა ტყეში, მოხდა... მე
დღეებს ზუსტად ვანსხვავებ. პირველი მეტად არადამაჯერებელი იყო, მეორე - უფრო
დამაჯერებელი, მესამე კი - მშვიდი, მეოთხე - საოცრად კარგი.
ახლა კი ჩემი დის ქორწილში უნდა წავიდე. რატომ ვარ სულ ასე გაურკვეველ მდგომარეობაში.
რა ბედნიერება იქნებოდა, შენს ოთახში კარადა ვყოფილიყავი, რომელიც ყველანაირს და
ყოველთვის გიყურებს, მაშინაც, როცა აივანზე შეზლოგინში წევხარ, ან საწერ-მაგიდასთან
ზიხარ, ან გძინავს (სულ დალოცვილს გძინებოდეს!). ალბათ ტანჯვისგან მოვკვდებოდი, შენ რომ
მაშინ, როცა ვენიდან მიემგზავრებოდი, მტირალი მენახე.

ფ.

ხუთშაბათი

რა იოლი იქნება ცხოვრება, ერთად რომ ვიყოთ. როგორ გწერ ამას, მე გიჟი? - ახლა ჩემი ამ
დილის წერილზე, სულ მცირე, ორშაბათამდე პასუხს უნდა ველოდო. გთხოვ, გამიგე და ნუ
გამიბრაზდები.

ორშაბათი

მილენა, რაღაც-რაღაცები არ გესმის:ჯერ ერთი, მე არც ისე ავად ვარ, ცოტას თუ


გამოვიძინებდი, მერანში რომ ვიყავი, იმაზე უკეთაც ვიქნებოდი. ფილტვებით დაავადება
მეტწილად გულმოწყალეა, მით უმეტეს ცხელ ზაფხულში. შემოდგომაზე როგორ ვიქნები, ეს
მომავლის საკითხია. ამ წუთას მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო ჩივილი მაქვს, მაგალითად, ის,
რომ ბიუროში ვეღარაფერს ვაკეთებ. როცა შენ არ გწერ, შეზლოგინში ვწევარ და ფანჯრიდან
ვიყურები. საკმაოდ ბევრი რამის დანახვა შეიძლება, რადგან პირდაპირ ერთსართულიანი
სახლია. იმას ვერ ვიტყვი, თითქოს გარეთ ყურება მთრგუნავს. არა, უბრალოდ გათიშული
მივშტერებივარ…
მეორეც, ფული არ მაკლია. საკმარისზე მეტიც მაქვს. ფული, რომლის გამოგზავნაც შენთვის
მინდოდა, ისევ აქ მიდევს და გულს მიმძიმებს.
მესამეც, ჩემი გამოჯანსაღებისათვის უკვე ბევრი რამ გააკეთე. ყოველ წუთს აკეთებ, როცა
ჩემზე ფიქრობ (წერილის კიდეზე ეწერა: მშვიდად იყავი, რაც შემეხება მე, უკანასკნელ დღეს ისევე
ველი, როგორც პირველს)
მეოთხეც, ყველაფერი, რასაც ეჭვით, შეფარვით პრაღაში მგზავრობაზე ამბობ, სრულიად
მართალია. ამაზე დეპეშაშიც მოგწერე. შენს ქმარზეცაა იქ ლაპარაკი, ესეც სრული ჭეშმარიტებაა.
დღეს ადრიანად უცბად დამეწყო შიშები, გულის ტკივილის გამომწვევი შიშები. შენ შეგეძლო
უცბად, რაღაც წვრილმანის გამო ასე დაბნეულიყავი და პრაღაში ჩამოსულიყავი. წვრილმანმა
შეძლო შენი დაბნევა, შენი, ვინც ასეთი სიცოცხლითა და აზრით ხარ სავსე? ვენაში გატარებულ
დღეებზე კი უფლება არ გაქვს, ეჭვი შეგეპაროს. ეს აღარ გაიმეორო. და კიდევ: ამ ორი ახალი
ამბის შესახებ ახლა ვიგებ შენი წერილიდან: პირველი - ჰაიდელბერგის გეგმაზე, მეორე პარიზში
გაქცევის გეგმაზე, ან ბანკზე... (მისი ქმრის გეგმა. მილენას ქმარი იყო ბანკის მოხელე, მაგრამ
მთლად ბედნიერად იქ თავს ვერ გრძნობდა). აღარ ვიცი, მხსნელი ვარ თუ მოძალადე? როგორც
ვხედავ, კიდევ არსებობს მომავლის გეგმები და შესაძლებლობები.
მეხუთე, ეს არის შენი საშინელი თვითგვემა, რაზეც ყოველდღე მწერ. ეს არის ერთადერთი
ტანჯვა, რასაც შენ მაყენებ. მომწერე იშვიათად, მე მოგწერ, თუ გინდა, ისევ და ისევ ყოველდღე
თითო წერილს. მაშინ მუშაობისათვის, რაც ასეთ სიხარულს განიჭებს, მეტ სიმშვიდეს
შეინარჩუნებ.

სამშაბათი

შევძელი, რომ ბიუროში შენი წერილისგან თავი შორს დამეჭირა, თუმცა მეტად გამიჭირდა.
დიდი ძალისხმევა დამჭირდა ამისთვის. ბიუროს სამუშაოს თავს ვეღარ ვართმევდი.
წერილი სტასასადმი ჯ.საგან გუშინ, შუადღისით, უკვე ჩემთან იყო. სახლიდან რომ გავდიოდი,
წერილი მაგიდაზე დავინახე, შიგ რა ეწერა, არ ვიცი. ალბათ საღამოს სტასი მეტყვის. წერილზე
ფიქრმა საკმაოდ უგუნებოდ დამაყენა. საღამოს გამოირკვა, რომ სასიამოვნო წერილი იყო და
ორივე მშვენიერ განწყობაზე დაგვაყენა...
გუშინ ვურჩიე საკუთარ თავს, ყოველდღიურად არ მომეწერა შენთვის, დღესაც ამ აზრზე ვარ.
ალბათ ორივესათვის ასე აჯობებს. კიდევ ერთხელ გირჩევ და დაჟინებულად გთხოვ, მილენა, მე
ნუ მომბაძავ, მომწერე ყოველდღე, თუნდაც მოკლედ. იმაზე მოკლედაც, ვიდრე დღევანდელი
წერილებია, მხოლოდ ორი სტრიქონი, მხოლოდ ერთი სიტყვა, მაგრამ ეს სიტყვა საშინელი
ტანჯვისას გამომადგება.

ფ.

ოთხშაბათი

რამდენად მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი გაბედულია. გროსის (ვენელი ფსიქოანალიტიკოსი)


თქმით, იმდენად გადახარჯული მაქვს შინაგანი ძალები, კაცმა რომ თქვას, უკვე კარგა ხანია,
ცოცხალი აღარ უნდა ვიყო.
მოგვიანებით რა ან როგორ იქნება, ამაზე არ ვლაპარაკობ. აშკარა მხოლოდ ერთი რამაა: მე
შენგან მოშორებით, სხვაგვარად არ შემეძლო ცხოვრება. ეს შიში შეიძლება სრულიად
გამართლებულადაც მიმაჩნია. იქნებ ამ შიშს მეტისმეტად ვუწევ ანგარიშს, ვიდრე მინდა. მაგრამ
ასე თავისთავად, იძულების გარეშე ხდება. მე შიშით ვარ მოცული. მართალი იყავი, როცა ვენაში
შიშის გამო მისაყვედურე. მაგრამ ეს მართლაც განსაკუთრებული გრძნობაა, რომლის შინაგან
კანონს არ ვიცნობ. მარტო მის მსახვრალ ხელს ვგრძნობ ყელში. სწორედ ესაა საშინელება.
ასეთი რამ არასოდეს განმიცდია. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს ორივე
დაქორწინებულები ვიყოთ, მე ჩემს შიშზე პრაღაში, შენ შენს ქმარზე ვენაში. და მგონი, ორივე ამ
ჩვენს ქორწინებას მაგრად ვებღაუჭებით. ხედავ, მილენა, მე რომ შენი გადარწმუნება
შემძლებოდა, ალბათ ეგ მიუხედავად ყველაფრისა აღარ იარსებებდა. უკვე აქ, ჩემთან, პრაღაში
იქნებოდი და მორჩა. ის, რითაც ამ შენს უკანასკნელ წერილში თავს იმშვიდებ, მხოლოდ და
მხოლოდ ნუგეშია. შენ ასე არ ფიქრობ? შენ რომ მაშინვე პრაღაში ჩამოსულიყავი, ან, სულ
მცირე, ასე მაინც გადაგეწყვიტა, არანაირი მტკიცება აღარ დაგჭირდებოდა. შენ ჩემთვის ყველაზე
ნათელი, საიმედო არსება ხარ, მაგრამ თავდაჯერება არ მყოფნის, ეს მიმძაფრებს შიშსაც.
ჰო,იქნებ ეს სიბრაზის გამოა, რომ სწორედ მე - მხსნელი და სხვა არავინ ასე მყარად გაკავებ
ვენაში.

ფ.

ავდარი იყო, მაშინ ტყეში რომ არ გვასვენებდა და გვემუქრებოდა, მაგრამ ჩვენ ხომ მაინც
კარგად ვგრძნობდით თავს. ავდრის მუქარის მიუხედავად, მაინც განვაგრძობდით ცხოვრებას და
სხვა არაფერი გვანაღვლებდა.
არ მესმის, იმ ქალბატონის წერილის საწინააღმდეგო რა გაქვს? ალბათ მას
ერთადერთი მიზანი ამოძრავებს, შენ ცოტათი გაეჭვიანოს. მიაღწია კიდეც ამას. ასეა? მგონი,
სხვა დროს თვითონ დავწერო ასეთი წერილები, ეს ეჭვიანობა მირჩევნია, შენს დუმილს. გთხოვ,
მომწერე რამდენიმე სიტყვა შენს სამუშაოზე!

***

ჰო, კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ ისევ ის ახალგაზრდა პოეტი იყო აქ. არ ვიცი,
როგორც კი ვინმე მოდის, მაშინვე ჩემი საქაღალდეები მახსენდება და მთელი ამ სტუმრობის
პერიოდში სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობ. დაღლილი ვარ, არაფერი ვიცი, შენს კალთაში თავის
ჩადების მეტი სხვა არაფერი მინდა. მსურს, ვიგრძნო შენი ხელი ჩემს თავზე და მარადიულად ასე
დავრჩეთ.

შენი

ჰო, აი რის თქმა მინდოდა, შენს წერილში ერთი დიდი ჭეშმარიტება (სხვა ჭეშმარიტებათა
შორის) წერია, ის, რომ, სხვათა შორის, შენ ადამიანი ხარ და ანგარიში შენც უნდა გაგიწიო. ეს
ჭეშმარიტებაა. მე კი ჭუჭყში, სისაძაგლეში, ჯოჯოხეთში ჩაძირული, გასაცოდავებული ვდგავარ
შენ წინაშე და ვტირი - ვტირი იმ ბავშვივით, რომელმაც რაღაც ცუდი ჩაიდინა და დედის წინაშე
მოთქვამს: ასე აღარასოდეს მოვიქცევიო. ვიდრე რამე სერიოზული მომხდარა, ჯერ კიდევ
შეიძლება უბედურების თავიდან აცილება. მაგრამ შიში ხომ ძალებს ართმევს კაცს. სწორედ
რომასეა!...

***

ტელეფონი! წამოვფრინდი! დირექტორთან მიბარებდნენ! მას შემდეგ, რაც პრაღაში ვარ, საქმეზე
პირველად გამომიძახეს. ახლა დაიწყება თავბრუ დამხვევი წუთები.
თვრამეტი დღის განმავლობაში, წერილების დაწერის და წაკითხვის გარდა, არაფერი
გამიკეთებია. ჰო, კიდევ ფანჯრიდან ყურება. წერილებს ხან ხელში ვიღებდი, ხან ისევ მაგიდაზე
ვდებდი, მერე ვინმე სტუმარი მოვიდოდა. ეს იყო და ეს. როცა ბიუროში დირექტორთან მივედი,
მეგობრულად გამიღიმა და ჩემთვის სრულიად გაუგებარ რაღაც საქმეებზე დამიწყო ლაპარაკი.
მერე გამომემშვიდობა, რადგან შვებულებაში გადიოდა. წარმოუდგენლად კარგი ადამიანია.
(მართალია, მისი ნალაპარაკებიდან ვერაფერი გავიგე, მაგრამ მე მაინც გაურკვევლად
ჩავიბურდღუნე: კი უკვე მზად მაქვს და ხვალ უკვე მბეჭდავს ვუკარნახებ-მეთქი) აი, ეს მინდოდა,
ჩემი კეთილი სულისათვისაც მეუწყებინა.

კვირა

შენ რაღაც არ გესმის, მილენა, შენ ხომ ჩემი მთლიანობა ხარ და სხვანაირად ვერ
წარმომიდგენია.
ვენაში ჩამოვალ თუ არა, დღეს ამის თქმა არ შემიძლია. ალბათ უფრო არ ჩამოვალ. თუ ადრე
ამისათვის, სხვა მიზეზი გამაჩნდა, დღეს ერთადერთი მიზეზი ჩემი შინაგანი სულიერი ძალაა და
კიდევ სხვა მიზეზებიც. შესაძლოა, ყველა ჩვენგანისთვის ასე აჯობებს. აქვე დავძენ, რომ ალბათ
ეს ჩემი სულიერი ძალა გამტკიცდებოდა, თუ შენ, მიუხედავად ქვემოთ დაწერილი შენი
მდგომარეობისა პრაღაში ჩამოხვიდოდი.
რის გაგებინებასაც ჩემთვის იმ ექვსი თვის შესახებ ცდილობ, ეგ წამიერად არ მოხდება.
ვგრძნობ, საზარელი რამ უნდა იყოს. ალბათ საშინელი რამ გადაიტანე ან ჩაიდინე. შენთან რომ
ვყოფილიყავი, ამას ვერ ავიტანდი (ამ შვიდი წლის წინ იქნებ ყველაფერი ამეტანაა) ახლა კი, შენ
გვერდითაც რომ ვიყო,ასეთ რამეს მომავალშიც ვერ ავიტან. ისე ეს ყველაფერი მე არ მეხება.
ჩემთვის მხოლოდ შენ ხარ მნიშვნელოვანი და არა ის, რაც გადაიტანე ან გააკეთე! საკმაოდ
კარგად გიცნობ, უკეთაც, ვიდრე საკუთარ თავს, ასე რომ, მოყოლის გარეშეც მესმის შენი.
საკუთარი ხელების მდგომარეობა რომ არ იცოდე კაცმა, ეს ხომ შეუძლებელია.
ჩემს შემოთავაზებულ წინადადებას შენი წერილი არ ეწინააღმდეგება. შეიძლება ვთქვათ,
პირიქით. შენ მწერ: nejradesji bych utekla treti cestou, ktra nevede ani k tobe ani s nim,
nekam do samty. (მიჯობს, სხვა მესამე გზა გამოვნახო, რომელიც არც შენამდე მომიყვანს და
არც სადმე, მარტოობასთან) აშკარაა, ავადმყოფობა ისეთ სტადიაშია, შენი ქმრის დატოვება
რაღაც პერიოდი მართლაც არ გამოვა. მაგრამ, როგორც მწერ, მოურჩენელი ავადმყოფობა არ
უნდა სჭირდეს. ერთ თვეზე მეტი თუ გავიდა, ვეღარც შეძლებ მის დატოვებას. უკვე აგვისტო და
სექტემბერიც მოვა.
სხვათა შორის, მინდა გამოგიტყდე:შენი ეს წერილი წერილთა იმ სახეობას განეკუთვნება,
რომლის წაკითხვაც ამ წუთას არ შემიძლია. ხუთჯერ მაინც გადავავლე თვალი, მაგრამ აზრს
მაინც ვერ გამოვთქვამ. ამასაც თავისებური ხიბლი აქვს.

***

ისევ გუშინდელზე გწერ: შენს წერილს, ვცდილობ, ერთი მხრიდან შევხედო. ამ მხრიდან
შეხედვას აქამდე ვერიდებოდი, ცოტა უცნაური მეჩვენებოდა.
შენს ქმართან შენთვის კი არ ვიბრძვი, ბრძოლა მხოლოდ შენში ხდება, როცა ცდილობ, მასსა და
ჩემს შორის არჩევანი გააკეთო. რომ არა შენი შინაგანი ბრძოლა, გადაწყვეტილება უკვე კარგა
ხნის მიღებული გექნებოდა. სულაც არ მინდა, შენი ქმარი სათანადოდ ვერ შევაფასო. იქნებ
გადაჭარბებულადაც ვაფასებ. მშვენივრად ვიცი: მას თუ ვუყვარვარ, ეს ალბათ მდიდარი კაცის
საბრალოს მიმართ სიყვარულია (იქნებ ეს შენს ჩემდამი ურთიერთობაშიცაა?). მე ალბათ
მისთვის ამ დიდ ოჯახში თაგვი ვარ, რომელსაც წელიწადში ერთხელ მაინც აძლევენ უფლებას,
ხალიჩაზე გაირბინოს.
ჰო, ეს ასეა. არც მეუცნაურება და არც მიკვირს. თუ მიკვირს, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ამ დიდ
სახლში ცხოვრობ და მთელი არსებით იმას ეკუთვნი,შენი ცხოვრების დიდ ნაწილს იქიდან იღებ
და ამ სახლის დიდი დედოფალი ხარ, ეს ზუსტად ვიცი. შეგიძლია გიყვარდე, ჩემიც იყო, თან
საკუთარ ხალიჩაზეც ირბინო.
მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის გაკვირვების უმაღლესი მწვერვალი. მთავარი ისაა, შენ თუ
ჩემთან წამოსვლა გსურდა - მაღალმხატვრულად თუ ვიტყვით - მთელი სამყარო უნდა დაგეთმო,
ჩემთან გადმოსულიყაკვი. ასეთ დროს კაცი სხვას ვეღარაფერს უნდა ხედავდეს. უცნაურია,
უცნაური. დაბლა არ უნდა დაშვებულიყავი. ზეადამიანურად უნდა შეგძლებოდა, საკუთარ თავს
ჩასწვდომოდი, ჰო, გადახტომოდი საკუთარ თავს, თანაც ისეთი ძლიერი ნახტომი გაგეკეთებინა,
რომ ეგებ გტკენოდა კიდეც რამე (ოღონდ მე ვყოფილიყკვი შენთან). ძნელია, იყო იქ, სადაც
არაფერი გიზიდავს, ბედნიერსა თუ უბედურს, დამნაშავესა თუ უდანაშაულოს, მხოლოდ და
მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადგილი მიგიჩინეს. ამ სამყაროში შენთვის მეომარი ვარ (მოთამაშე
კაციც კი არ ვარ, ესეც კი არა!). ამ ადგილს, ბრძოლითაც რომ მომეპოვებინა - მაგრამ არ
მომიპოვებია - მაინც არანაირი ფასი არ ექნებოდა.

***

მართალია, რასაც ფესვებზე მწერ. რა თქმა უნდა, ასეა. სხვათა შორის, ტურნაუში მთავარ
დავალებად ითვლებოდა, ჯერ გვერდითი ფესვები უნდა ეპოვათ და მოეცილებინათ, მერე კი
ჩასულიყვნენ ძირამდე. ძირითად სამუშაოსაც ასე ასრულებენ: ამ ფესვებს ერთბაშად ნიჩბით
მოთხრიდნენ და ძირიანად ამოგლეჯდნენ ხოლმე. ახლაც ყურებში მაქვს ხის წაქცევის ხმა.
მაგრამ ეს ხე იყო და იქ ფესვების ამოთხრა იოლია, თანაც იცი, სად უფრო იხარებს და გადარგავ.
ხეც ბავშვივითაა.

***

შენ მწერ, რომ შეიძლება შემდეგ თვეში პრაღაში ჩამოხვიდე. თითქმის გემუდარები, მომეცი
იმის იმედი, რომ, როცა შემოგითვლი ძალიან მჭირდები, მართლა ჩამოხვალ. ახლა კი მირჩევნია,
არ ჩამოხვიდე. ვერ ავიტან, შენ რომ ისევ უკან გაემგზავრო. (წერილის კიდეზე წაერწერა: შენი
პასუხი ისედაც ვიცი, მაგრამ მირჩევნია შენგან გავიგო, მომწერე პასუხი.)

***

ერთი ამბავი მაგონდება: ბავშვობაში, ერთხელ დედამ ათიანი მომცა. მოედანზე რომ ჩავიარეთ,
მათხოვარი შევნიშნე. ვიფიქრე, ამ ათიანს მივცემ-მეთქი. მაგრამ გამახსენდა: მათხოვარს ბევრს
ნუ მისცემ, თორემ მოგვიანებით სანანებელი გაგიხდებაო! გადავწყვიტე, ეს ათიანი სულ თითო
მონეტად დამეხურდავებინა და სათითაოდ მიმეცა. ამ მოედანს ლამის ასჯერ მაი6ც დავარტყი
წრე, ბოლოს მათხოვარს, ეტყობა, მოთმინებამ უმტყუნა და იქ აღარ დამხვდა. ასე იყო თუ ისე, ამ
ფაქტმა მორალურადაც დამთრგუნა და ფიზიკურადაც. მაშინვე შინ წავედი და იმდენ ხანს
ვტიროდი, ვიდრე დედამ ექვსჯერ უფრო მეტით არ ამინაზღაურა. ხომ ხედავ, ამ მათხოვართან
ბედმა მიმუხთლა, მაგრამ მზად ვარ, მთელი ჩემი ახლანდელი თუ მომავალი ქონება სულ
წვრილად გადავახურდავო და იქ, ოპერასთან, მათხოვარს ნელ-ნელა მივცე, ერთადერთი
პირობით, თუ შენც იქ იქნები და მე შენს სიახლოვეს ვიგრძნობ.
ფრანცი

ხუთშაბათი

მშვენიერი ბარათი მივიღე სტასასგან. ვერ იტყვი, რომ ის ამ წერილში ჩვეულებრივზე სხვანაირი
იყო. ამ ბარათში თავის თავზე საერთოდ არაფერს ამბობდა. მარტო შენ საკეთილდღეოდ წერდა.
დაუჯერებელი სულიერი კავშირია შენსა და მას შორის. პირდაპირ ჩარევას ვერ ბედავს.
ცდილობს, მხოლოდ შუამავალი იყოს. ყვება იმას, რაც იცის. ამაშია მთელი ხიბლი. თუმცა ასეთს
კარგი მომსმენი და გამგებიც უნდა. ალბათ ამგვარ ბარათს დღესაც დაწერს, თუ ამის
შესაძლებლობა მიეცემა...
გუშინ საფლკვი ვიპოვე. რასაც ეძებ, იპოვი კიდეც. საიდან უნდა მცოდნოდა, რომ საფლკვი
დედაშენის ნათესავისაა. წარწერას კარგად თუ დააკვირდები, მხოლოდ მაშინ ამოიკითხავ.
ახლოს უნდა მიხვიდე და ისე დააკვირდე, რადგან ოქროსფერი ასოები მთლად გადაშლილია.
დიდხანს დავყავი იმ საფლავთან. ძალიან ლამაზი, გაუდაბურებული, ქვიანი სასაფლაო იყო. ერთი
ყვავილიც არ ჩანდა. რა უნდა ბევრ ყვავილს საფლავზე? ეს არასოდეს მესმოდა. კიდეზე
რამდენიმე ჭრელი მიხაკი დავდე. სასაფლაოზე უკეთ ვგრძნობ თავს, ვიდრე ქალაქში. იქ დიდხანს
გავჩერდი...
თავს როგორ გრძნობ? იმ სურათში აშკარად ავად ხარ. იქნებ ვაჭარბებ, მაგრამ ასეა. შენი
ნორმალური სურათი ჯერ არ მაქვს. ერთზე - ახალგაზრდა, მეტად ნაზი, მოვლილი გოგონაა, ორ
წელიწადში სამონასტრო პანსიონიდან რომ უნდა გამოიყვანონ (ტუჩის კუთხეები ცოტათი მაღლა
გაქვს აწეული. ეს მხოლოდ ეკლესიური სიწმინდისა და არისტოკრატიულობის ნიშანია). მეორე
სურათი - ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სარეკლამოს ჰგავს, რომელიც გეუბნება: აი, ასე
ცხოვრობს დღეს ვენაში ადამიანიო. სხვათა შორის, ამ მეორე სურათზე ჩემს ერთ ადრინდელ
მეგობარს ჰგავხარ. ერთხელ უთუოდ მოგიყვები მასზე.
არა, ვენაში არ ჩამოვალ. ამისთვის ტყუილების მოფიქრება დამჭირდება. ბიუროში თუ ვიტყვი,
რომ ავად ვარ. ან
იქნებ სადღესასწაულო დღეებში შევძლო? საბრალოვ. (საკუთარ თავს ეუბნება), ეს ხომ მხოლოდ
გარეგანი დაბრკოლებებია. ყოველდღე გწერ. ალბათ მიიღებ ჩემს
წერილებს. დეპეშა? გმადლობ, გმადლობ. ყველანაირ საყვედურს უკან ვიღებ. ეს მხოლოდ გულის
მოფხანვა იყო.
ახლახან ისევ ის პოეტი-გრაფიკოსი მყავდა სტუმრად (ისე ის მუსიკოსიც არის). ბოლო დროს
ხშირად მოდის. დღეს ორი ხის ნაკეთობა მომიტანა (ტროცკი და სახარება). ხედავ, მისი
მსოფლხედვა რა შორს იჭრება?! ამ საგნების უკეთ ჩაწვდომა რომ შემძლებოდა, მაშინვე შენ
წარმოგიდგინე. ვუთხარი: ამ სურათების გაგზავნა ჩემს მეგობართან ვენაში მინდა-მეთქი. ამ
სიტყვებს გაუთვალისწინებელი შედეგი მოჰყვა: ორ-ორი ეგზემპლარი მივიღე (შენი ჯერ არ
გამომიგზავნია. სასწრაფოდ გინდა?). აი, დეპეშაც მოვიდა. ვკითხულობდი და ჩემს
მადლიერებასა და სიხარულს ბოლო არ უჩანდა. პოეტი ისევ შეუჩერებლად ლაპარაკობდა,
არაფერი აბრკოლებდა; ვუთხარი, რაღაც საქმე მაქვს-მეთქი (ხმამაღლა ვუთხარი, რომ
გამომეფხიზლებინა). უცბად შუაზე გაწყვიტა წინადადება და გაიქცა. არა, არ სწყენია. რასაც
მწერ, მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ცალკეული ელემენტები უფრო ყურადსაღებია.
განსაკუთრებით კი ეს: გინდა, საკუთარი თავი დაზოგო, მაგრამ ეს შეუძლებელია. მე არ მახსოვს
ექიმი, რომელსაც რამე აზრიანი ეთქვას. ეს ხომ საშინელებაა... ყოველ შემთხვევაში, გმადლობ,
გმადლობ.

შაბათი
ნახევარი საათია, უკვე ორ წერილს და ბარათს ვკითხულობ (კონვერტს ვერ ვივიწყებ).
გაოცებული ვარ, რომ მთელი განყოფილება არ გამოვიდა და შენთვის ბოდიშის მოხდას არ
მთხოვდა. მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ კითხვისას ვიცინოდი. მსოფლიო ისტორიაში ასე
მარტო კაიზერს ჰქონდა საქმე. შედიოდა ოთახში და მაგიდაზე სამი წერილი ხვდებოდა. სხვა
საქმე არ ჰქონდა. სკამზე გადაწვებოდა, თითების ნელი მოძრაობით გახსნიდა და კითხვას
იწყებდა. დაუჯერებელია, რომ ასეთი ბედნიერებაა ჩემს თავს.
არა, განა მართლა სულ ვიცინოდი. ბარგის ტარებაზე არაფერს ვიტყვი. ამას ვერ ვიჯერებ. რომც
დავიჯერო,ვერა და ვერ წარმომიდგენია. შენ ისეთი ლამაზი ხარ - არა, ეს უკვე სილამაზე კი
აღარაა, ცის ცდომილება უფროა - მესმის იმ ბატონის (ვენაში იყო ისეთი მძიმე პერიოდი, როცა
სადგურზე მებარგულებად ქალებიც მუშაობდნენ...
დაჯერება ნამდვილად არ შემიძლია. შენ რომ არაფერს ჭამ და მშიერი ხარ (როცა მე აქ ასე
უზომოდ ვიკვებები), შენ რომ თვალები ამოღამებული გაქვს (ეს ხომ არ მეჩვენება, სურათს რომ
ვუყურებ, ნახევარ სიხარულს მართმევს. ისიც კმარა, რასაც აკეთებდი და რისთვისაც აქამდე
ხელზეც კი უნდა მეკოცნა. ნეტავ, აღარასოდეს გაგიჭირდეს ისე, რომ თარგმნო ან სადგურზე
ბარგი ატარო) ამას ვერასოდეს გაპატიებ. ასი წლის მერეც, ჩვენი ქოხის წინ ერთად რომ
ვისხდეთ, მაშინაც გისაყვედურებ. არა, არ გეხუმრები. ეს რა სიჯიუტეა, მიმტკიცებ, მიყვარხარო,
თუ მართლა ასეა, რატომ შიმშილობ? მე კი ამდენი ფული მაქვს დასასტუმრო ვაისე ჰანიც არაა
შორს.
რასაც იმ გოგოს წერილზე მწერ, გამონაკლისის სახით გაპატიებ, რადგან მე შენ... რასაც აქ ამ
სამი კვირის განმავლობაში ვაკეთებ, იდუმალებითაა მოცული. ისე, შენ ნამდვილად მართალი
ხარ. მაგრამ განა კმარა, რომ მართალი ხარ? ისიც ვიცი, რომ მე არ ვარ მართალი. მაგრამ ასე
არ გამოვა. ეს არც ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, არც - სურვილზე. აღარაფრის გაგონება არ
მინდა ამ წერილების გაცვლა-გამოცვლაზე. შენი წერილი რამდენიმე თავაზიანი სტრიქონით უკან
გავუგზავნე. მას შემდეგ მისგან აღარაფერი გამიგია. შეხვედრა რომ შემეთავაზებინა, ამას ჩემში
ვერ გადავლახავდი. იმედია, ყველაფერი მშვიდად და კარგად ჩაივლის.
შენ სტასასადმი წერილზე მწერ. მაგ წერილისთვის მადლობაც გადაგიხადე.
ახლახან ნოი-ვალდეგში კიდევ იყავი? მეც ხშირად მიწევს იქ ყოფნა. უცნაურია, რომ ერთმანეთს
არ შევხვდით. ჰო,შენ ისე სწრაფად მირბიხარ და მორბიხარ, ალბათ თვალსა და ხელს შუა
გამისხლტი. როგორც ვენაში გამიკეთე. რა ოთხი დღე იყო ასეთი?

***

წერილს მაქსი დღესვე მიიღებს. ამ საიდუმლოებაში სხვა ვერაფერი ამოვიკითხე.


ჰო, ლანდაუერთან მიუნხენის მრჩეველთა საბჭოს წევრი, არაჩვეულებრივი ესეისტი, 1919 წელს
მოკლეს.) ბედნიერება ნამდვილად არ გხვდა წილად. გერმანულში წინსვლა გაქვს? რა გააკეთე,
საბრალო ბავშვო (პაწიავ, თავს გაუფრთხილდი!) დაიტანჯე და შეიშალე ჩემი წერილებისაგან?
ვიცი, მართალი არ ვარ, რომ გეუბნები, ჩემი წერილები ხელს გიშლის-მეთქი, მაგრამ განა ეს
საშველია? როცა შენს წერილს ვიღებ, ყველაფერი ჭეშმარიტებად მესახება, თუ არც ერთი
წერილი არ მოდის, ჭეშმარიტება კი არა, ცხოვრებაც აღარაფერია საერთოდ!
გთხოვ, თარგმანი გამომიგზავნე. შენი ბევრი არაფერი მაქვს.

პარასკევი

მილენა, სულ ცდილობ გაიგო, მიყვარხარ თუ არა! მაგრამ ეს ხომ რთული შეკითხვაა? ამ
შეკითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. იქნებ შეხვედრისას უფრო მეთქვა, თუ ხმა არ
მიღალატებდა.
ვენაში გამგზავრებაზე კი არაფერი მომწერო, მაინც არ ჩამოვალ. ვენის ყოველ ხსენებაზე
ცეცხლი მედება, გეგონება, შიშველ კანზე კოცონს მინთებენო და ვეღარაფერი აქრობს. ის სულ
უფრო და უფრო ღვივდება და იწვის. ვიმედოვნებ, ეს არ გინდა.
ყვავილები რომ მიიღე, ძალიან მებრალება. ვერც კი გავშიფრე, რა ყვავილია. ალბათ უკვე შენს
ოთახში დგას. მე რომ მართლა კარადა ვიყო, ერთ მზიან დღეს უცბად შენი ოთახიდან გარეთ
გავცურდები. მანამ მაინც,ვიდრე ეგ ყვავილები დაჭკნება, სხვა ოთახში ვიქნები. ეს არაა ლამაზი.
რა შორსაა ეს ყველაფერი ჩემგან! მაგრამ ასე შენი კარის სახელურსაც ისე ახლოდან ვხედავ,
როგორც ჩემს სამელნეს მაგიდაზე.
ჰო, მართლა, შენი გუშინდელი, არა უფრო სწორად გუშინწინდელი დეპეშიდან როგორც
ვხვდები, ეს ყვავილები ჯერ კიდევ არაა დამჭკნარი. რატომ გიხარია ისინი ასე ძალიან? იქნებ ეს
მეტად რთული შეკითხვაა და შეძლებ უპასუხო? ჰო, მაგრამ სად ხარ? ვენაში?
არა, ყვავილები თავიდან არ მშორდება. კერტნერის ქუჩა - მოჩვენებათა ისტორიაა თუ
სიზმარი? მაგრამ ყვავილები ნამდვილია? ვაზაში აწყობ? (გულში იკრავ?) რატომ ხარ
ნაღვლიანი? ეს ხომ შენი საყვარელი ყვავილებია? შევცდი? მილენა ოთახიდან რომ გამოვა,
ხელიდან გამოვტაცებ ყვავილებს და ეზოში გადავყრი. რატომ ხარ დათრგუნვილი? მოხდა რამე
და არ მეუბნები? არა,ეს ხომ შეუძლებელია.
(წერილის კიდეზე ეწერა - ამაოდ)
მაქსზე მეკითხები. იმან ხომ უკვე გიპასუხა. თუმცა, მე არ ვიცი პასუხი. კვირას ჩემ თვალწინ
ჩააგდო წერილი. ჩემი კვირის წერილი მიიღე?
გუშინ მეტად მოუსვენარი დღე მქონდა. საშინლად მტანჯველი დღე. იქნებ ამაზე შემდგომ
მოგიყვე. რაც მთავარია, შენი დეპეშა ჯიბეში მაქვს. სიარულისას საოცარი გრძნობა მეუფლება.
იმ მხარეს, სადაც ჯიბეში მიდევს, ვგრძნობ, როგორ მელამუნება. მაგრამ ქუჩაში შემხვედრი ამას
ვერ მიხვდება. ხიდზე გადასვლისას ვიღებ, რომ წავიკითხო და ისევ უკან ვდებ. წერილი თუ
ბოლომდე წაიკითხე, თითქოს ცარიელდება, ჯიბეში ჩაიდებ და თითქოს ხელახლა იწერებაო.
ქუჩაში რომ წავიკითხო, ვაითუ, ვინმეს ბოროტ, შურიან მზერას გადავაწყდე. მზერას, რომელშიც
იკითხება: როგორ, დეპეშა მიიღე? გული როგორ გიძლებს და ყვავილებს არ აგზავნი? ირგვლივ
სიმშვიდე იყო:მეთევზეები თევზაობდნენ, ბავშვები თამაშობდნენ, ხიდთან კაცი მათხოვრობდა.
კარგად რომ დაკვირვებოდა კაცი ამ ყველაფერს, რაღაც ნერვოზის მაგვარი აშკარად
ეტყობოდა: რატომ ხარ ნაღვლიანი?....

***

ვწუხვარ იმ რაღაც-რაღაცების გამო, ამ ბოლო ხანს რომ მოგწერე. არ გამიბრაზდე. გთხოვ,


ფიქრებით თავი არ დაიტანჯო, თითქოს ეს მხოლოდ,შენი ბრალი იყო. ეს უფრო ჩემი ბრალია და
ამაზე კიდევ მეტს მოგწერ.

ხუთშაბათი, გვიან

არანაირი ეჭვი არ არსებობს, მილენა: ყველაფრის მიუხედავად, თითქოს მაინც კარგად ვარ:
მხიარულად, მშვიდად. მგონი, დაუმსახურებლად, შიშისმომგვრელად კარგადაც კი. თუ
ამჟამინდელ მდგომარეობას ცოტას ავიტან, ყოველდღე შენგან თითო სიტყვას მივიღებ (რაც
ალბათ შენ არ დაგტანჯავს). ესეც იკმარებს, რომ ნახევრად მაინც გამომაჯანმრთელო. გთხოვ,
მილენა, არ დაიტანჯო. ფიზიკის არაფერი მესმის. სამყარო აწონეო, ესეც ხომ ფიზიკაა. მაგრამ არ
მესმის. არც ფიზიკას ესმის ჩემი. (აბა, რას გავხდები, ჩემი საშინელი 55 კგ წონით. შიშველი თუ
დავდექი სასწორზე, ვერც კი მამჩნევს, არც ინძრევა.). აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც ვენაში.
შენს ხელს ისევ ჩემს ხელში ვგრძნობ და ეს მანამ გაგრძელდება, სანამ ამის უფლებას მომცემ.

***

შენი შენიშვნა შვებულების შესახებ მთლად ვერ გავიგე. სად გინდა გამგზავრება?

პარასკევი

არა, მოკლედ, ეს არცთუ ისე საშინელება იყო. მერე როგორ უნდა გათავისუფლდეს სული
ტვირთისაგან სულ მცირე ბოროტებითაც კი? ამას გარდა, დღეისათვის თითქმის ყველაფერი
სწორად მიმაჩნია, რასაც ვწერდი. მგონი, რაღაცები ვერ გაიგე. შენი თვითგვემა მტანჯავს. ხომ
იცი, რომ შენი წერილები, ყოველდღე ძალას მაძლევს, იმ დღეს მატანინებს, მაძლებინებს. ვერც
ერთ ამ დღეზე უარს ვერ ვიტყვი. ეჭვიანი სულაც არ ვარ. დამიჯერე. ეს უკვე მეტისმეტი იქნებოდა,
ეჭვიანი რომ ვყოფილიყავი. შეიძლება
მხოლოდ ხანდახან ვიყო კიდეც.
როგორც იქნა, მაქსს რაღაც მოვუყევი. შენი აზრიც გავუზიარე მის დიდ წიგნზე. ის ხშირად
მეკითხება შენ შესახებ: როგორ ხარ, რა ხდება. ყველაფერი აინტერესებს და გულთან მიაქვს.
ვერაფერს ვეუბნები, ენაც არ მიბრუნდება სალაპარაკოდ. არ შემიძლია, მოვუყვე, რას აკეთებს ან
როგორ არის,ან რას ფიქრობს მილენა ვენაში. მოკლედ, ვერაფერს ვეუბნები...
ჰო, სხვათა შორის, უცხო ადამიანებთან შენზე ლაპარაკი შემიძლია. ამას თავისებური ხიბლიც
აქვს. თუ ნებასაც დამრთავენ, პატარა კომედიასაც გავითამაშებდი, რაც ძალიან მიზიდავს და
სიამოვნებას მანიჭებს.
ამ ბოლო დროს რუდოლფ ფუესს შევხვდი (ფუქსი, პრაღელი პოეტი, ჩეხური პოეზიის
გამოჩენილი მთარგმნელი). მე მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მისი შეხვედრის გამო დიდი
სიხარული არ განმიცდია. შეხვედრისას, ხელი არცთუ ისე მაგრად ჩამომირთმევია. საუბარი
მაშინვე ვენაზე და იმ საზოგადოებაზე ჩამოვარდა, რომელშიც ტრიალებდა. ძალიან
მაინტერესებდა იმათი გვარები, ვის წრეშიც ის იყო. ისიც მოჰყვა ჩამოთვლას. უფრო სწორად
მინდოდა,იმ ქალის სახელიც გამეგო: იქ იყო მილენაც, რომელსაც იცნობ. დიახ, მილენა, -
გავიმეორე ჩემთვის. შემდეგ სხვა სახელებიც ახსენა. ხველა ამიტყდა და საუბარიც შეწყდა... ჰო,
ცოტა მეტი რომ მეთქმევინებინა შენზე, კარგი იქნებოდა, მაგრამ ამისათვის ძალა არ მეყო.

ფ.

***

როგორ უძლებ აბებს ახლა? ამ ბოლო ხანებში? პირველად მწერ ისევ თავის ტკივილზე.
შეგიძლია რამე მითხრა პარიზთან დაკავშირებულ გეგმაზე? სად გინდა ახლა გაემგზავრო?
(ფოსტა კარგად მუშაობს?) როდის? რამდენი ხნით? ექვსი თვით?
დამისახელე ჟურნალები, რომლებშიც შენი რაღაცები ისევ გამოდის. მაინც როგორ მოაწყვე ასე
ეს ორდღიანი მგზავრობა პრაღაში? (მხოლოდ ინტერესის გამო გეკითხები).
მაინც გმადლობ, იმ ჯადოსნური სიტყვის გამო, სისხლში რომ მეჭრება.

***

შაბათი საღამო
წერილი უკვე დაწერილი მქონდა. დღეს კიდევ სხვანაირად მინდოდა დამეწერა, მაგრამ ამას
ახლა მნიშვნელობა არა აქვს.
სახლში რომ დავბრუნდი, სიბნელეში მაგიდაზე მოულოდნელად წერილი დავინახე. თვალი
გადავავლე. ამ დროს საჭმელად დამიძახეს. რაღაც უნდა მეჭამა. სამწუხაროდ, სანამ არ
გადაყლაპავდი, თეფშიდან თავისით არ გაქრებოდა. მხოლოდ ჭამის შემდეგ წავიკითხე წერილი
საფუძვლიანად, ნელა, მოუთმენლად, ბედნიერმა, ერთ მომენტში გაოგნებულმაც კი.
დაუჯერებელია, მაგრამ ეს ხომ შიგ წერია. გულის სიღრმემდე დაეჭვებულმა გავიფიქრე: მე არ
შემიძლია წასვლა. ეს პირველი სტრიქონის წაკითხვისთანავე ვიცოდი. ვიდრე წერილი ბოლომდე
ჩავიკითხე, ათჯერ მაინც ვიყავი ვენაში, როგორც ნახევარწუთიან სიზმარში ხდება ხოლმე.
შემდეგ ფოსტაში წავედი და დეპეშა გამოგიგზავნე. მხოლოდ ამან დამამშვიდა ცოტა. ახლა აქ
ვზივარ. ვზივარ გასაცოდავებული და ვცდილობ დაგიმტკიცო, რომ არა ვარ სუსტი. იქნებ შემდეგ
კვირაში უკეთ ვიყო?! უკვე დღეიდან დაიწყო შეკითხვები: მართლა არ იყავი ვენაში? არ იყავი
ვენაში? მუსიკისა არაფერი მესმის, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს წინადადება მუსიკასავით ჩამესმის.
ვერ შევძელი ჩამოსვლა იმიტომ, რომ ბიუროში ვერ მოვიტყუებდი. შემეძლო ბიუროში მომეტყუა,
მაგრამ მხოლოდ ორი მიზეზის გამო: შიშის (ეს კი ბიუროსთვის დამაჯერებელი არ იქნებოდა.) ან
თუ მივწერდი: ელზე ავადაა (როგორც ჩანს, თუ დეპეშაში ეწერებოდა: ელზე ავად არის, ნიშნავდა
ჩამოდი). მაგრამ, არა, მილენა, შენ არ გახდები ავად. ეს უკვე უკიდურესი მდგომარეობა იქნება,
რაზეც საუბარიც არ მსურს. ეს კი ის მომენტია, როცა დაუფიქრებლად შემიძლია მოვიტყუო და
არანაირი დეპეშა არაა საჭირო. ასეთ დროს ბიუროდან ნებართვის გარეშეც წავალ. მაგრამ
ყველა სხვა შემთხვევაში ვერ მოვიტყუები. ვერ შევძლებ ასეთი ტყუილის ზიდვას, ისევე როგორც
შენ, ოცი კილო სიმძიმის აწევას. მე რომ ელზეს დეპეშით დირექტორთან მივიდე, ალბათ ხელიდან
გამივარდება, გამივარდებოდა კიდეც და იქიდან ისე გამოვიქცეოდი, დირექტორს ვერაფერს
ვთხოვდი. მილენა, დაფიქრდი, ბიურო რაღაც სულელური დაწესებულება ხომ არ არის (დიახ,
იქნებ არის კიდეც, მაგრამ ახლა ამაზე არაა საუბარი. იქნებ სულელურზე მეტად ფანტასტიკურია).
ასეთია ჩემი ამჟამინდელი ცხოვრება. იქნებ შემიძლია კიდეც მისგან გათავისუფლება და ეს არ
იქნებოდა ურიგო, მაგრამ დღესდღეობით ესაა რაცაა. ცხოვრება, რომელსაც არამზადულად
ვექცევი. მაგრამ, სულ მცირე, ვიმუშაო მაინც. იქნებ შევინარჩუნო ის სასიამოვნო
დამოკიდებულება, ბიუროში რომ მეპყრობიან. ბიურო ჩემით მადლიერია. მშვიდ ადამიანად
მთვლიან. მაგრამ მოვიტყუო, იმიტომ, რომ უცბად მომინდა, თავისუფალი ადამიანი გავხდე. მე
ხომ ბიუროს თანამშრომელი ვარ. ვერ გავემგზავრები იქ, სადაც მხოლოდ გულის ტკივილი
მელის. მოკლედ, ვერ მოვიტყუები. ამის მოწერა მანამდე მინდოდა, ვიდრე შენს წერილს
მივიღებდი. ამ კვირაში პასპორტს განვაახლებ ან უფრო სწორად წესრიგში მოვიყვან, რომ, თუ ეს
საჭირო გახდა, შეძლებისდაგვარად მალე ჩამოვიდე.

***

..არა, არ ვარ ძლიერი. აღარც წერა შემიძლია, აღარც - არაფერი. მილენა, დიდი ხნით ნუ
იბრუნებ ჩემგან პირს. იცოდე, ადამაინი გულის ძგერის გარეშე დიდხანს ვერ ძლებს...

კვირა

რას იტყვი შაბათ საღამოს წერილზე? ჯერ არ ვიცი. ალბათ დიდხანს არც მეცოდინება. ასეა თუ
ისე, ახლა ბიუროში ვზივარ, კვირის საქმეს ვასრულებ (ესეც უჩვეულო რამაა ამ ბიუროში.ზის აქ
კვირას კაცი და მორჩა. სხვები იშვიათად მუშაობენ კვირაობით. ყოველ შემთხვევაში, ძალიან
იშვიათად). დათრგუნვილი ვარ. მალე იწვიმებს. მოიქუფრება და ესეც ხელს შემიშლის წერაში.
ასეა, მძიმეა მოწყენილობა... მწერ: სურვილი მაქვს თუ არა სიცოცხლის? დღეს არანაირი
სურვილი არ გამაჩნია; რა უნდა მომცეს დღევანდელმა დღემ ან ღამემ (დროდადრო მაინც მოდი,
კარგო სიტყვავ)! საკუთარი თავი სულაც არ მომწონს. ვზივარ დირექტორის კართან. დირექტორი
აქ არ არის, მაგრამ არ გამიკვირდება, თუ გამოვა უცბად და მეტყვის:
- მე თქვენ არ მომწონხართ. მინდა გაუწყოთ ეს.
- გმადლობთ, - ვეტყვი მე,- ეს ისედაც სასწრაფოდ მჭირდება, ვენაში რომ გავემგზავრო.
- აჰა, - მეტყვის ის. - არა, მომწონხართ, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები.
-აჰ, - ამოვიოხრავ. - მაინც მიჭირს, ვერ გავემგზავრები...
ასე გაუთავებლად გაგრძელდება ჩვენი დიალოგი.

მას შემდეგ, რაც პრაღაში ვარ, დღეს, მგონი, პირველად დამესიზმრე. დილის სიზმარი იყო,
მაგრამ ძალიან მძიმე. ბოროტი ღამის შემდეგ ისევ ძილმა გამიტაცა. შენ პრაღაში იყავი.
ფერდინანდის ქუჩაზე მივდიოდით. დაახლოებით ვილმეკის პირდაპირ, მეორე მხარეს შენი
ნაცნობი გამოჩნდა. მისკენ შევბრუნდით. გამოელაპარაკე. მგონი, კრასა ახსენეთ. (ჰანს კრასა,
ჩეხი კომპოზიტორი, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა). ლაპარაკობდით, მაგრამ
არსებითს არაფერს. შემდეგ ყავის სახლში შევედით, მგონი, კაფე უნიონში (იქვე გზაზე). ერთი
გოგო და ბიჭი ისხდნენ მაგიდასთან. კიდევ ერთი კაცი. დოსტოევსკის ჰგავდა, შავი წვერითა და
თმით, ყველაფრით, ცოტათი იმაზე ახალგაზრდა იქნებოდა. მე შენ გიყურებდი და თვალს ვერ
გაშორებდი: მეტისმეტად გაპუდრული იყავი, თანაც არც ისე ლამაზად. ისე ცხელოდა, მთელი
პუდრი გადღაბნილივით გეტყობოდა ლოყებზე. მინდოდა მეკითხა: რატომ იყავი გაპუდრული,
მაგრამ, როცა ამჩნევდი, რომ რაღაცის შეკითხვა მინდოდა, იქით მისვამდი შეკითხვას - რა
გინდა? მეც ვეღარაფერს გეკითხებოდი. ვერ ვბედავდი. თითქოს ვგრძნობდი, რომ ეს გაპუდრული
სახე ჩემთვის გამოცდასავით იყო. გადამწყვეტი გამოცდა. ასე დამატყდა თავს ეს სასაცილო
სიზმარი. თან ეს დოსტოევსკის მსგავსი კაციც მტანჯავდა. ქცევით თითქოს შენ გგავდა, მაგრამ
მაინც სხვანაირი იყო. თუ იმას ვეკითხებოდი რამეს, თავაზიანად, გულისხმიერად, გულწრფელად
მპასუხობდა. მაგრამ რა მეკითხა ან რა მეთქვა, არ ვიცოდი. ის ხან თავის წიგნში იძირებოდა და
ამა ქვეყნისა აღარა გაეგებოდა რა, ხანაც - საკუთარ თმასა და წვერში. საშინლად აუტანელი იყო
ეს მდგომარეობა ჩემთვის და მინდოდა, რამე მეკითხა, რათა მისი ყურადღება შეკითხვით
მიმეპყრო, მაგრამ ისევ და ისევ ჩემივე მიზეზით ამას ვერ ვახერხებდი. პატარა ნუგეში გამოჩნდა.
წინ ტრიბუნი მიდევს (ტრიბუნი -ეს არის ცნობილი ჩეხური ჟურნალი, სადაც მილენა
თანამშრომლობდა). არა, არ მიყიდია. ჩექმა სიძემ მომცა. გთხოვ, ნუ ამიკრძალავ ამ
ბედნიერებას. ამჯერად სულაც არ მაწუხებს, შიგ რა წერია, მხოლოდ იქიდან მომდინარე ხმას
ვუგდებ ყურს! გთხოვ, ამ სამყაროს ხმაურში შემანარჩუნებინე ეს ბედნიერება! მთლიანობაში
ძალიან ლამაზია. არ ვიცი, როგორ. ვკითხულობ თვალებით, მაგრამ მთელი სისხლი გრძნობს,
მიცხელდება. სასაცილოა არა?! მე მეორე ჯგუფს განვეკუთვნები: ჩემი წონა ჩემი პიროვნული
საკუთრებაა და სულაც არ მინდა, ეს გამოაშკარავდეს. ერთხელ ვიღაცამ მითხრა, ღრუბელივით
დაცურავო, ეს არ იყო კომპლიმენტი. თუმცა არც აღვშფოთებულვარ. თავი გოლიათი მგონია,
გაწვდილი ხელებით შენგან საზოგადოების ჩამოშორებას რომ ცდილობს. ერთი მხრივ, ამას
ვცდილობ, მეორე მხრივ, მინდა, არც ერთი შენი მიმიკა თუ ნათქვამი არ გამომრჩეს. მაგრამ
საზოგადოებამ მაინც გაარღვია შენამდე გზა. მეტწილად სულელ ქალთა საზოგადოება
გაჰყვიროდა: სად არის მოდა? ბოლოს და ბოლოს, გვაღირსებთ თუ არა მოდას? რაც აქამდე
დავინახეთ, მხოლოდ მილენაა. მე კი სწორედ ამ მილენათი მიდგას სული. მთელი დანარჩენი
სამყარო კი ერთი დიდი ზღვაა. როგორ? მთელი სამყარო? და მის გამო ტყუილი ვერ გითქვამს
ბიუროში? მოკლედ, ვზივარ აქ. ისეთივე მოჟამულობაა, როგორც უწინ. ხვალ წერილიც არ მოვა
და სიზმარი ბოლო ამბავია შენგან.
კვირა საღამო

მოკლედ ჩქარა. ეს არის კარგი შესაძლებლობა. ჩვენ ხომ ასეთი შესაძლებლობა ყოველ კვირა
გვაქვს. უწინ რატომ არ მომდიოდა თავში. სხვათა შორის, ჯერ პასპორტი უნდა ავიღო,ეს არცთუ
იოლია, როგორც შენ ფიქრობ. მით უმეტეს ოტლას გარეშე. (ოტლა, კაფკას დაა, რომელსაც მის
ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა): ერთ შაბათს, ნაშუადღევს, ჩქარი მატარებლით ასე
დაახლოებით 2 საათზე, ღამით ჩამოვალ ვენაში (ხვალ ზუსტ დროს გავიგებ). შენ, როგორც
დეპეშაში მომწერე, ამასობაში კვირის ჩქარი მატარებლის ბილეთი იყიდე. ამ დეპეშის გარეშე
პრაღიდან ვერსად გავემგზავრები. შენ სადგურზე დამელოდე. ასე ოთხი საათი გვექნება, ერთად
რომ გავატაროთ. კვირას დილის 7 საათზე ისევ გავემგზავრები.
მოკლედ, ეს საუკეთესო შესაძლებლობაა. დამღლელ ღამის საათებს მაინც გავატარებთ ერთად
(სად? სასტუმროში ფრანც-იოზეფის სადგურზე?). ამაზე ფიქრი წარმოუდგენელ ძალას მაძლევს,
მაგრამ არსებობს კი ეს შესაძლებლობა? გმიუნდში შემხვდები და ღამეს იქ გავატარებთ.
გმიუნდიც ხომ ავსტრიაა? იქ შენ პასპორტი არ გჭირდება. იქ ასე საღამოს 10 საათზე ჩამოვალ.
იქნებ ცოტათი ადრეც. კვირას კი ჩქარი მატარებლით 11 საათზე ისევ გავემგზავრები. თუ სხვა
სამგზავრო მატარებელი იქნება, ცოტა გვიანაც შემიძლია. აი,შენ როგორ ჩამოხვალ და
გაემგზავრები უკან, ეს არ ვიცი. რას იტყვი? უცნაურია, რომ ახლა გეკითხები, არადა მთელი დღე
გელაპარაკე...

ორშაბათი

დეპეშაში პასუხი არ ეწერა, მაგრამ ხუთშაბათ საღამოს წერილში - კი. უძილობამ მარგო. დღეს
დილანდელი მოწყენილობაც ზედგამოჭრილი იყო. შენმა ქმარმა უკვე იცის სისხლი რომ
ამოგივიდა? საჭირო არაა გადაჭარბება. იქნებ სულაც არაფერი გჭირს. ხანდახან სისხლი
შეიძლება ისეც წამოუვიდეს კაცს, მაგრამ ეს სისხლია და მისი მივიწყება მაინც არ შეიძლება. შენ
ხომ ასე ცხოვრობ: შენი სიცოცხლით აღსავსე, მხიარული ცხოვრება, სისხლის ჩქროლვას ჰგავს.
მოკლედ, მოდი, მოდი, ბოლოს და ბოლოს, და ცხოვრებაც მოვა! მე აქ რას ვაკეთებ, შენ არ
გაწუხებს. დიახ, პატარა ძუძუმწოვარა ხომ არ ვარ, ისედაც იცი, რას ვაკეთებ. მაგრამ გატყობ,
გინდა, აქ, პრაღის სანაპიროსთან, ვიდგე და შენ,ვენის ზღვასთან მდგომი, თვალწინ მედგე.
საჭმელი თუ არ გაქვს საკმარისი, ეგ შენი ბრალია.
ფულს, სამწუხაროდ, ვეღარ გამოგიგზავნი, რადგან შუადღეს შინ მივდივარ და იმ ფულს
გაზქურაში შევუკეთებ. ასე დავშორდით ერთმანეთს, მილენა. ეტყობა, მთელი ძალით მხოლოდ
ერთადერთ სურვილს ვეჭიდებით: რომ შენ აქ იყო და შენ სახეს აქ, ჩემ ახლოს, ვხედავდე. და
კიდევ: სიკვდილის სურვილი. ორივეს სიკვდილის სურვილი გვაქვს. ეს ხომ, კაცმა რომ თქვას,
პატარა ბავშვების სურვილია. ასეთი სურვილი შურისგების საათებში მებადება. როცა საკუთარ
არარაობას ვაცნობიერებ, როცა მინდა, მოჩვენებასავით გავქრე, გარეთ გავვარდე, რომ
საკუთარი თავი ვიპოვო და თავი გავითავისუფლო…

***

დღეს შენი წერილების წაკითხვამდე ბევრი რამის თქმა მინდოდა. რას მეტყვი სისხლზე? გთხოვ,
მომწერე ახლავე, რა გითხრა ექიმმა და საერთოდ, ვინ არის ეგ ექიმი?

ორშაბათი, გვიან

აჰ, რამდენი ქაღალდი მოვიდა, თანაც სწორედ ახლა. რისთვის ვმუშაობ, მით უმეტეს ამ
გამოუძინებელი თავით. რისთვის? სამზარეულოს გაზქურისათვის? ახლა კიდევ ეს პოეტი. ისეთი
სიცოცხლით აღსავსე და ხალისიანია, ჩემზე ცუდად მოქმედებს. მოულოდნელად დამატყდა თავს.
ხედავ, მოთმინება დაკარგული, როგორ ვცახცახებ? ხელი წერილზე მიდევს და მიკანკალებს.
თავი უკვე ლამის არის მკერდზე ჩამომივარდა. ეს კეთილი, ცოცხალი, ბედნიერი თუ უბედური,
გამორჩეული, მაგრამ ამწუთას ჩემთვის ნამდვილად გამაღიზიანებელი და ხელის შემშლელი ბიჭი
მაინც არ მიდის. შენ კი ამ დროს პირიდან სისხლს აღებინებ.

***

კაცმა რომ თქვას, სულ ეთსა და იმავეს ვწერთ. ერთხელ გკითხე, ავად ხომ არა ხარ-მეთქი და
ახლა ამაზე მწერ. ერთხელ მინდა მოვკვდე, ერთხელ მინდა შენგან ვიყო დატირებული, როგორც
პატარა ბიჭი, შენ კი ჩემგან, როგორც პატარა გოგო. ერთხელ და ათასჯერ, ისევ და ისევ მინდა
ვიყო შენთან და შენც იგივე მითხრა. კმარა, კმარა...
და ისევ არ ჩანს შენგან წერილი, რა გითხრა ექიმმა? რატომ არ მწერ? შე ბოროტო და
საყვარელო და კიდევ... არაფერი, იყავი მშვიდად შენს სამყოფელში.

ორშაბათი ნაშუადღევი

მატყუარა უნდა ვიყო, იმაზე მეტს თუ გეტყვი, რაც დღეს დილის წერილში მოგწერე. შენგან
განსხვავებით თავისუფლად გელაპარაკები. ასე ახლოს ჯერ არავისთან მიგრძვნია თავი. მაგრამ
გთხოვ, განასხვავე ერთმანეთისაგან: მიუხედავად და მით უმეტეს.
შენს წერილებს შორის ყველაზე ლამაზი ის წერილებია (ამით ყველაფერია ნათქვამი. იქ ყველა
სტრიქონი ერთიმეორეზე ლამაზია, რაც კი ჩემს ცხოვრებაში მახსოვს), რომლებშიც ჩემს შიშს
ანგარიშს უწევ და ამასთანავე ახსნასაც უძებნი. ცდილობ დამარწმუნო, რომ ეს შიში არ უნდა
მქონდეს. ზოგჯერ მე ალბათ ჩემი შიშის თავგამოდებულ დამცველს ვგავარ. ჰო, მე მთლიანად
შიშისაგან შევდგები და იქნებ ეს ჩემში ყველაზე საუკეთესოცაა. საუკეთესო და იქნებ
ერთადერთიც, რაც გიყვარს, თორემ აბა სხვას რას იპოვი ჩემში სიყვარულის ღირსს?! ეს კი
ნამდვილად სიყვარულის ღირსია.
თუ ერთხელ მაინც მკითხავდი, შაბათი რატომ მიყვარს, შიშით, მაგრამ მაინც შევძლებდი
ამეხსნა: (სწორედ ამ დღეს...) მე შენ მიყვარხარ. (მიყვარხარ, როგორც ზღვას უყვარს პატარა
კენჭიც კი ფსკერზე. სწორედ ასე გტბორავს ჩემი სიყვარული შენ) შენთან ყოველთვის რიყის
კენჭი ვიქნები, თუკი ცა ასე ინებებს. მიყვარს მთელი სამყარო. ეს სამყარო ჩემთვის შენი
მარცხენა მხარი, არა, ჯერ მარჯვენა იყო, ამიტომ ვკოცნი მას (გთხოვ, გამოიჩინე, ლმობიერება
და გადაიწიე მხრიდან პერანგი), შემდეგ მარცხენა მხარზე გკოცნი, მერე მთელ სახეს (როგორც
იქ, ტყეში...) ბოლოს კი შენს შიშველ მკერდში ჩავიძირები. მართალი ხარ, როცა ამბობ, რომ ჩვენ
მაშინ ერთნი გავხდით და ამის გამო არანაირი შიში არ უნდა მქონდეს. რომ ეს ჩემი ერთადერთი
ბედნიერებაა, ჩემი ერთადერთი სიამაყე და მხოლოდ ტყით არ უნდა შემოვიფარგლო.
მაგრამ სწორედ ეს სამყარო, დღისით, თუ ღამით საწოლში, მხოლოდ ნახევარი საათი შენ
ერთხელ კაცების ერთადერთ საქმედ მოიხსენიე, ჩემთვის ის უფსკრულია, რომელზეც გადასვლა
არ შემიძლია. არ შემიძლია! იქ, დაბლა არის ღამის სამყარო, ყველანაირი აზრით ღამის გარემო.
აქ არის სამყარო, რომელსაც ვფლობ. უნდა გადავახტე ღამეს, რომ ისევ შევძლო მისი ფლობა.
თუმცა შეუძლია კაცს რამე ბოლომდე შეინარჩუნოს? ძალიან მეშინია!..
ერთ ღამეში ზღაპრულად, ნაჩქარევად, შეპყრობილივით დავეუფლე იმას, რაზეც ყოველდღე
ვოცნებობდი (ალბათ ბავშვები არ გაჩნდება. ალბათ, ჰო, ბავშვების ამქვეყნად მოვლენაც
ჯადოქრობაა. ამ კითხვას შევეშვათ ცოტა ხნით)! ამიტომ ვარ ასეთი მადლიერი შენი და
ყველასი). ეს ასეა, შენ გვერდით მშვიდადაც ვგრძნობ თავს და აფორიაქებულადაც, დაძაბულადაც
და თავისუფლადაც. სხვაგვარ ცხოვრებაზე ხელი ავიღე. ჩამხედე თვალებში!

ორშაბათი საღამო

უკვე გვიანია, მიუხედავად ყველაფრისა, ცოტა დამთრგუნველი დღეა. დილით ალბათ არანაირი
წერილი არ მოვა შენგან. შაბათისა უკვე მოვიდა, კვირისაც რომ მოვისურვო, მეტისმეტი მომივა.
დღე ალბათ წერილების გარეშე ჩაივლის. უცნაურია, მილენა, როგორ მაბრმავებს შენი
წერილები. უკვე ერთი კვირაა, ვგრძნობ, რაღაც მოხდა შენში - უეცრად თუ თანდათან, რაღაც
მნიშვნელოვანი თუ შემთხვევითი, თითქოს აშკარა თუ ნახევრად გაცნობიერებული. მე არ
შევიცნობ ამას შენი წერილების ცალკეული ნაწილებიდან, თუმცა ასეთი ნაწილებიც არსებობს.
წერილები აღსავსეა მოგონებებით (განსაკუთრებული მოგონებებით). შენ თითქმის ყველაფერზე
პასუხს მცემ, თუმცა მაინც არა ყველაფერზე. უმიზეზოდ სულ ნაღვლიანი რატომ ხარ (ჩემი რჩევა
აქ არ ჩამოხვიდე-მეთქი, გაითვალისწინე, მოითმინე)? ვენა ჩვენი ერთად ყოფნისათვის
შეუფერებლად აღწერე. გამგზავრების წინ მითხარი, ერთად არ ჩავიდეთო. ახლა ბოლო ორ-სამ
წერილში კი რას ნიშნავს ეს მოუთმენელი სიჩქარე. მე ალბათ ეს ძალიან უნდა მიხაროდეს,
მაგრამ არ შემიძლია.
შენს წერილებში იდუმალი შიში იგრძნობა, ჩემ თუ შენ გამო არ ვიცი. ეს შიში ამ შენს სიჩქარესა
და მოუთმენლობაშიც ჩანს, ასე სასწრაფოდ რომ მოისურვე შეხვედრა. ყოველ შემთხვევაში,
ძალიან მიხარია, რომ ვიპოვე ეს შესაძლებლობა. ეს შესაძლებლობა გარდაუვალია. საჭირო არ
იყო ღამით ვენიდან შორს დარჩენილიყავი. მსხვერპლად შეწირვა აუცილებელი არაა. რამდენიმე
ერთად ყოფნის საათისათვის ესეც კმარა.
დილით შვიდ საათზე გმიუნდში ჩქარი მატარებლით იმგზავრებ. როგორც მაშინ მე, ათზე იქ
იქნები. მე იქ დაგელოდები და ასე ხუთის ნახევრისათვის ისევ გავემგზავრები. ასე ექვსი საათი
მაინც ვიქნებით ერთად. მერე შენ საღამოს მატარებლით ვენაში გაემგზავრები და 12-ზე იქ
იქნები. პატარა კვირის გასეირნება გამოგვივა.
ამიტომ ვარ აფორიაქებული, უფრო სწორად, აფორიაქებული კი არა, იმდენად დიდია შენი ძალა
ჩემზე, ნაცვლად საშინელი მოუსვენრობისა, მხოლოდ მოუთმენლობა მჭირს. მდუმარედ აჩუმათებ,
თუ გინდა, რომ მიაჩუმათო რაღაც. იქნებ გაუცნობიერებლად აკეთებ ამას, მაგრამ ნაცვლად
იმისა, უფრო მეტად ავფორიაქდე, პირიქით, საოცრად მშვიდად ვარ. ამდენად დიდია ჩემი შენდამი
ნდობა. თუ რამეს მალავ (და რამეს არ მეუბნები), ვფიქრობ, ეს დუმილიც გამართლებული იქნება.
მაგრამ კიდევ სხვა განსაკუთრებული მიზეზის გამოც ვარ ალბათ მშვიდად. ერთი საოცარი
თვისება გაქვს: ვგონებ, ეს შენი ღრმა, პიროვნული თვისებაა. ამ თვისებამ ვინმეზე რომ არ
გაჭრას, ეს მხოლოდ მისი პრობლემა იქნება. ასეთი თვისება მხოლოდ შენში აღმოვაჩინე, ჯერ
არავისთან შევხვედრივარ. ეს ის თვისებაა, რომელსაც შენ ვერ იტან. არა, ეს ნამდვილად
ფანტასტიკურია, ლამის მთელი ნაშუადღევი ამაზე ვფიქრობდი, ახლა კი ვერ ვბედავ დავწერო.
იქნებ ეს არც მეტი, არც ნაკლები მობოდიშებაა იმ მოხვევის გამო.
ახლა კი დავწვები. ნეტა ამწუთას რას აკეთებ? ორშაბათი, საღამოს 11 საათია.

სამშაბათი

რა ცუდად იცნობ ადამიანებს, მილენა. კარგი, ელზე ავად გახდა, ეს შესაძლებელია. ამისთვის
იქნებ ვენაშიც შეიძლება გამგზავრება. მოხუცი დეიდა კლარას ავად გახდომით, ფიქრობ,
შემიძლია მივიდე დირექტორთან და ისე მოვუყვე მის ავადმყოფობაზე, რომ არც გამეცინოს.
მგონი, ეგ დიდი ხანია, მკვდარია. ასე რომ, ის კლარა აღარ გვჭირდება. შეეძლო მომკვდარიყო,
მარტო ხომ არ არის. ოსკარიც თან ჰყავს. ჰო, მართლა ეგ ოსკარი ვიღაა? დეიდა კლარა დეიდა
კლარაა. მაგრამ ოსკარი? მაგრამ, როგორც ჩანს, მასთან არის. იმედია, ისიც ავად არ არის. ეგ
მლიქვნელი (როგორც ჩანს, მილენას უნდოდა დეპეშაში რაღაც ტყუილი მიეწერა)!

***

ერთი წერილი, თანაც ასეთი! საღამოს წერილად ეს არ ითვლება. როგორც გითხარი, ეს ჩუმი
მოუსვენრობა მაინც არის, რადგან ეს წერილი უკვე აქ არის. რა კარგია, რომ ვნახავთ
ერთმანეთს. შეიძლება ხვალან ზეგ დილით დეპეშა გამოგიგზავნო (ოტლა დღეს უკვე წავიდა
პასპორტისათვის)? ნეტა ამ შაბათს შევძლებ გმიუნდში ჩამოსვლას (ყოველ
შემთხვევაში,ვენისათვის ეს კვირა უკვე ძალიან გვიანია, მაში6 კვირის ჩქარი მატარებლის
ბილეთი უკვე ნაყიდი უნდა მქონდეს)? შენც დეპეშით მიპასუხე, თუ მოდიხარ. საღამოს უკვე
ფოსტაში ვიქნები, რომ დეპეშა სწრაფად მიიღო. თუ დეპეშაში ეწერება: შეუძლებელია. ეს იმას
ნიშნავს, რომ ამ კვირას ვერ ჩამოვალ. ამ შემთხვევაში საპასუხო დეპეშას აღარ ველი. ამის
შემდეგ უკვე ვიწყებთ მოლაპარაკებას შესაძლო ოთხი კვირის განმავლობაში. ეს იმაზეა
დამოკიდებული, თუ აპირებ ვენიდან გასვლას და სად. თუ ეს ჩემგან ძალიან შორს იქნება, ალბათ
ერთი თვე ვერ ვნახავთ ერთმანეთს. თუ დეპეშაში იქნება: შეიძლება შაბათს გმიუნდში. ამ
შემთხვევაში უკვე ველი შენს პასუხს: შაბათს ვიქნები გმიუნდში! ან კვირას ვიქნები გმიუნდში.
ორივე შემთხვევაში უკვე შეთანხმებულები ვართ. (თუმცა დარწმუნებული რომ იყო, შენი დეპეშა
მივიღე, ნიშანს მოგცემ). ორივე მივემგზავრებით გმიუნდში: ამ შაბათს ან კვირას ერთმანეთს
ვნახავთ. ასე, რა იოლად ჟღერს არა, ყველაფერი?

***

ლამის ორი საათი დავკარგე. იძულებული ვიყავი, წერილი გადამედო. ჩემთან იყო ოტო პიკი
(ოტო პიკი იყო პრაღელი პოეტი და პრაღის პრესის რედაქტორი, კაფკას ძველი მეგობარი)
როდის ვნახავთ ერთმანეთს? რატომ ესმის კაცს ლამის ყოველ საათნახევარში ერთხელ შენი
სახელი? სად ხარ? სოფელში მიემგზავრები? ქოხში? მეც მივემგზავრები, ხანგრძლივი
მგზავრობა მელის. ამის გამო თავს ნუ იტანჯავ, გთხოვ. ყოველ შემთხვევაში, ორივე გზას
ვადგავართ. სხვა მეტი არაფრის გაკეთება არ შეიძლება.

სამშაბათი

სად არის ექიმი? წერილი ხელში მიჭირავს. ვერ ვკითხულობ, მხოლოდ თვალს ვავლებ, რომ
ექიმი ვიპოვო. სად არის? არ მძინავს... უკვე დიდი ხანია არ მძინავს.
ვენაში მგზავრობის შემდეგ ალბათ ძალიან თუ შევაქე ჩემი ბედნიერება! არ მშველის რძე,
კარაქი, სალათა, არაფერი. კვება მხოლოდ შენი სიახლოვით მჭირდება. იქნებ ეს არც იყოს
მთავარი მიზეზი, მაგრამ ლამაზი დღეები აღარ მაქვს, აღარც - ის ბედნიერება.
სამი დღეა, რაც ცარიელ ბინაში ვარ. უკვე ჩემს ბინაში გადავედი. იქნებ ცარიელი ბინა არაფერ
შუაშია?..

***

ვიწყებ ისევ წერილების დახევას. გუშინ უკვე დავხიე ერთი. შენ ჩემ გამო ძალიან უბედური ხარ
(ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულებაშია). იყავი მუდამ გულწრფელი. რა თქმა უნდა, ასე უცბად
არაფერი ხდება.
***

გუშინ ექიმთან ვიყავი. ვიმედოვნებდი, მაგრამ არც ექიმს, არც სასწორს ჩემი წონის გამო ახალი
და კარგი არაფერი უთქვამთ. არც არაფერი გამოსწორებულა და არც გაუარესებულა. მაგრამ
ექიმი ფიქრობს, რომ უნდა გავემგზავრო. სამხრეთ შვეიცარიაზე მითხრა, რომ ეს შეუძლებელია,
თითქმის შეუძლებლად მიიჩნია. საუკეთესო შესაძლებლობად ორი სანატორიუმი დამისახელა
ქვემო ავსტრიაში: ერთი - გრიმენშტაინი, ექიმ ფრანკფურტერთან, მეორე - ვინერ ვალდში. მან
არც ერთი ამ სასტუმროს საფოსტო სადგური არ იცოდა. იქნებ შენ მაინც გამიგო აფთიაქში ან
რომელიმე ექიმისაგან, ან სადღაც ფოსტაში? ძალიან სასწრაფო არ არის. ჯერ არც; ვიცი, წავალ
იქ თუ არა. ეს ხომ ფილტვებით დაავადებულთა დაწესებულებებია, სადაც მთელი დღე და ღამე
მარტო ახველებენ, სიცხე აქვთ, იქ ხომ ხორცს იძულებით აჭმევენ. ჯალათივით ხელსაც
გადაგიტრიალებენ, თუ ინექციის გაკეთებაზე უარს იტყვი… სადაც წვერიანი ებრაელი ექიმები
არიან, გამუდმებით წვერს რომ იფხანენ. ისე მკაცრად ეპყრობიან ყველას, როგორც იუდა -
ქრისტეს.

***

ექიმზე აღარაფერი გითქვამს? ხომ დამპირდი, რომ წახვიდოდი ექიმთან? შენ ხომ მუდამ
ასრულებ სიტყვას? რადგან სისხლი აღარ შეგინიშნავს, იმიტომ არ მიდიხარ? აქ მე მაგალითად
არ გამოგადგები. შენ ჩემთან შედარებით მართლაც ჯანმრთელი ხარ. მე ისევ და ისევ ის ბატონი
ვიქნები, რომელიც სხვას ატარებინებს თავის ჩემოდანს, რადგან იცის, თვითონ თუ ასწევს,
დაეცემა. როგორც ამას წინათ: სადგურიდან შინ მივდიოდი, მებარგულს, რომელსაც ჩემი
ჩემოდანი მიჰქონდა, ეტყობა, იმდენად შევეცოდე, ნუგეშისცემა მოისურვა. მოკლედ, ჩემს თავს
ვერ შეგადრი. მაგრამ ფიქრით კი მომიწევს ამაზე ფიქრი. სწორედ ეს ფიქრები მაწუხებს.
აუცილებლად უნდა წახვიდე ექიმთან. ეს ხომ სამი წლის წი6 იყო. არასოდეს ვყოფილვარ
ფილტვებით ავად, არც არაფერი მღლიდა, უსასრულოდ შემეძლო მევლო, სიარულისას ძალა
არასოდეს გამომლევია (სხვათა
შორის, არც ფიქრებში). დაახლოებით აგვისტოში - მაშინ ძალიან ცხელოდა - მეგონა, რომ
ყველაფერი წესრიგში მქონდა, მაგრამ უცბად ყელიდან რაღაც წითელი ამოვახველე. უცნაურად
მომეჩვენა, მაგრამ დამაინტერესა. წამით კი დავხედე სისხლს, მაგრამ მალევე გადამავიწყდა.
შემდეგ უკვე ხშირ მოვლენად მექცა, ყოველ ამოხველებაზე სისხლს ვაყოლებდი. თითქოს უკვე
ასეც უნდა ყოფილიყო. საინტერესო ნამდვილად აღარ ეთქმოდა, უკვე მოსაბეზრებელი
გახდა. მაშინვე ექიმთან რომც წავსულიყავი, ექიმით თუ უექიმოდ, ასე იქნებოდა. ეს არც მე
მანაღვლებდა და არც სხვა ვინმეს ჩემ გარშემო. დღეს კი მე ვნაღვლობ და ვწუხვარ შენ გამო.
გთხოვ, წადი ექიმთან.

***

შენთვის თუ კიდევ შესაძლებელია, შაბათს ან სულ უგვიანეს კვირას გმიუნდში იყავი! ეს


აუცილებელია! ეს უკვე ბოლო წერილი იქნება, ვიდრე ერთმანეთს პირისპირ შევხვდებით!

ოთხშაბათი, საღამო

ახლა ასე 10 საათი იქნება, ბიუროში ვარ. დეპეშა იქ დამხვდა. ასე სწრაფად? უკვე ეჭვებმა
შემიპყრო, რომ ეს გუშინდელ ჩემს დეპეშაზე პასუხი იქნებოდა, მაგრამ იქ ეწერა: გამოგზავნილი
11 საათზე, ნაშუადღევს. უკვე შვიდ საათზე აქ იყო. მხოლოდ რვა საათი დასჭირდა. დეპეშამ
მანუგეშა... რა ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ლამის 24 საათში შემიძლია შენი პასუხი მივიღო.
ეს პასუხი სულ ასეთი ხომ არ იქნება: არ გაემგზავრო.
ერთი პატარა შესაძლებლობა კიდევ რჩებოდა: იქნებ ჩემი წერილი ჯერ არ მიგიღია, რომელშიც
გიხსნი, რომ ერთი ღამეც არ მოგიწევს ვენის გარეთ დარჩენა და შეგიძლია გმიუნდში
გაემგზავრო.
ისევ და ისევ ის მაფიქრებს, ამ პატარა
შესაძლებლობას, 30 დღიან ვიზას, თუ მომცემენ (შენი შვებულების დღეებისთვის), ჩქარი
მატარებლის ბილეთი უკვე მინდოდა შემეგულებინა, მაგრამ ამას ალბათ არ გავაკეთებ. დეპეშა
ძალიან გაუგებარია. ყოველ შემთხვევაში, ამ მგზავრობასთან დაკავშირებით გადაულახკავი
აზრები გაწუხებს. მაგრამ, მილენა, მე არ შემშინებია ამ სურვილის,შენი ნახვის სურვილის! რა
მადლობელი ვიქნებოდი, რომ მე და შენ ერთად შეგვძლებოდა იქ ჩასვლა. მოკლედ, შენ მიერ
მოგონილ სიმართლეზე თუ შესაძლებლობაზე არაფრის დაწერა არ მსურს. მთავარი ისაა, რომ ის
ვიწრო გზა, შენი ბინიდან ჩემამდე, ამ სიხარულითვე დაიმარხა და ყველაფერი, რაც ადამიანურია
თან გაიყოლა (ალბათ, სისულელეა)
შენამდე მომავალი ეს გზა, შენ ნაცვლად, უეცრად რაღაც უღრანს წააწყდა. გთხოვ, არ
ჩამოხვიდეო - სწორედ ეს იწვევს გულის ტკივილს. თუმცა, რადგან ამ ყველაფერზე ჯერ კიდევ
მაქვს წერის თავი, მთლად საშინელება არ უნდა ხდებოდეს. მხცოვანი თხუნელა ისევ გაიყვანს
ახალ გზებს. მთავარი საშინელება ისაა, რომ გმიუნდში ერთად ყოფნა, როგორც გუშინ
მიგანიშნე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ორივესთვის. მოკლედ, დეპეშამ ძალზე
დამანაღვლიანა. ეგებ შენი ზეგინდელი დეპეშა უფრო მანუგეშებელი იყოს?! (წერილის კიდეზე: მე
საერთოდ არ ვარ შენი შვებულების წინააღმდეგი, ან რატომ უნდა ვიყო, საიდან მოიგონე?)

პარასკევი

მინდა, შენთან თავი გამოვიჩინო, ნებისყოფა, ძალა გაჩვენო და წერილის მოწერა დავაყოვნო.
ჯერ ერთი, საქმე უნდა მოვაგვარო, მაგრამ ოთახი ცარიელია, ჩემზე არავინ ზრუნავს. ასეა,
თითქოს ვიღაც ამბობს: დატოვეთ, დაანებეთ თავი, ნუ უყურებთ, აკეთოს თავისი საქმე მდუმარედ.
ასე დავწერე მხოლოდ ნახევარი გვერდი და ისევ შენთან მოვედი, ისევ შენი წერილის გვერდით
ვწევარ, როგორც მაშინ ტყეში,შენ გვერდით.
დღეს არც ერთი წერილი არ მიმიღია, მაგრამ შიშს არ შევუპყრივარ, გთხოვ, მილენა, ცუდად არ
გამიგო, შე6 გამო შიში არასოდეს მაქვს. ეგ მხოლოდ გულის განწყობა, სისუსტეა. გოლიათსაც
აქვს სისუსტე. თვით ჰერაკლესაც კი ჰქონდა. მგონი, ერთხელ გულიც წაუვიდა. მაგრამ შემიძლია
პირმოკუმული შენ თვალწინ ვიდგე და ყველაფერი ავიტანო: სიშორე, შიში, დარდი, უწერილობა.

***

რა ბედნიერი ვარ, რა ბედნიერს მხდი! ვიღაც მოვიდა. წერაში ხელი შემიშალა. გამაბეზრა,
მაგრამ მეტად კეთილი, მეგობრული, მსუქანი, ნამდვილი გერმანული, კორექტული სახე ჰქონდა,
ისეთი საყვარელი იყო, ისეთი მონდომებული თკვისი საქმის შესრულებისას, მაგრამ მე ხელი
შემიშალა, რასაც ვერ ვაპატიებ. თანაც ადგომაც მომიწია, რომ სხვა განყოფილებაში
გავსულიყავი. და სწორედ იმ დროს, როცა ვდგებოდი, შენი წერილი მომიტანეს. კიბეებზე
ჩასვლისას კონვერტი გავხსენი. ღმერთო მაღალო, შიგ წერილი იდო, უსასრულო წერილი,
მგონი, მთელი წლის მარადიული წერილი. ასე კარგია, ამაზე უკეთესი სხვა რა უნდა იყოს.
მხოლოდ ცრემლითა და გულის ძგერით თუ შეუძლია კაცს ამის ყურება.

***
რაც ადრე გითხარი, ისევ მინდა განვაგრძო: როცა გულში შენ მყავხარ, ყველაფრის ატანა
შემიძლია. გახსოვს, ერთხელ მოგწერე, რომ დღეები შენი წერილების გარეშე
საშინელებაა, იქნებ ეს არაა მართალი, შეიძლება რთულია ასეთი დღეები, მაგრამ ისინი თავისი
დინებით მიედინება. მარტო ერთი რამაა, მილენა, შენი დახმარების გარეშე შიშს ვერანაირად
ვერ გადავლახავ, ვერ გავუძლებ ამ საშინელ ურჩხულს,ისე დაცურავს იგი ჩემში...

ფ.

ყვავილები არ მიმიღია, ეტყობა, ბოლო წამს ჩემთვის დაგენანა.

***

ჰო, შენ ალბათ კარგად ვერ გრძნობ თავს, თანაც ასე შესაძლოა არასოდეს ყოფილხარ. ეს
გადაულახავი სიშორე, მით უმეტეს, როცა ვიცი, რომ იტანჯები, მოქმედებს ჩემზე... როცა
წარმოვიდგენ, რომ უსასოდ მიმოდიხარ საწოლსა და ფანჯარას შორის… ვერავის ენდობი, არც
ექიმს, არც არანაირ წამალს, საერთოდ არაფერი იცი, შესცქერი მხოლოდ მოქუშულ ცას,
რომელიც კიდევ უფრო გიმძაფრებს უიმედობას. თანაც ჩემსავით უსასოდ საწოლში წევხარ... ვინ
მოგიტანს საჭმელს? ან რა საჭმელს? იქნებ თავიც გტკივა? ერთხელ თუ მაინც შეძლებ, მომწერე
ამაზე. იცი, ერთი მეგობარი მყავდა. აღმოსავლეთ ებრაელი მსახიობი იყო, შიგადაშიგ საშინელ
თავის ტკივილებს უჩიოდა, ისე კი მთლად ჯანმრთელი იყო. მაგრამ როგორც კი ეს ტკივილის
დღეები ახლოვდებოდა, ქუჩაში კედლებს ეყუდებოდა, არავის შეეძლო მისი შველა.
ამვლელ-ჩამვლელები მხოლოდ უყურებდნენ. ავადმყოფები ჯანმრთელებისაგან მიტოვებულები
არიან, ალბათ ისევე როგორც ჯანმრთელები ავადმყოფებისაგან. ხშირად გიმეორდება
ტკივილები? ექიმი რას ამბობს? როდის აქეთ იჩინა თავი ამ ტკივილებმა? ალბათ აბებსაც იღებ?
საშინელებაა, საშინელება და აქ ბავშვო-ს თქმის უფლებაც არ მაქვს.
სამწუხაროა, რომ შენი გამგზავრება გადაიდო. ახლა ერთ კვირაში გიწევს გამგზავრება.
ბედნიერებაა, იქ, ზღვასთან, ტყეში, მთებში ეგებ ცოტა მოსულიერდე. მე კი ეს ბედნიერება არ
მექნება. მაგრამ რამდენი ბედნიერება შეიძლება ვისურვო. ოჰ, ეს სიხარბე!..
დავოსზე კიდევ ვილაპარაკებთ. მე იქ არ მინდა, რადგან ძალიან შორს არის, ეს ძვირი ჯდება და
არც ისე აუცილებელია. პრაღიდან თუ გავემგზავრები, თუ ეს მაინცდამაინც საჭიროა, სადმე
სოფელში მირჩევნია.
ყოველ შემთხვევაში, სადაც შემიკედლებენ. ამის შესახებ უნდა დავფიქრდე. მაგრამ ოქტომბრამდე
არ გავემგზავრები.
გუშინ საღამოს შევხვდი ვიღაც შტაინს (დოქტორ პაულ შტაინი, პრაღელი მოსამართლე) იქნებ
ყავის სახლიდან იცნობ კიდეც. მას სულ მეფე ალფონსს ადარებდნენ. ძალიან გაუხარდა ჩემთან
შეხვედრა. საქმიანად მელაპარაკა. მითხრა, ხვალ დაგირეკავთო. ის ერთი ნაცნობი ცოლ-ქმრის
გაყრაში მთხოვდა ჩარევას. უფრო სწორად სურდა, ერთ პოეტზე მომეხდინა ზეგავლენა, რათა
იგი დედამისს უკეთ მოჰქცეოდა და არ გაელანძღა...
სურვილების ბარათი გამომიგზავნე. რაც მეტს გამომიგზავნი, მით უკეთესი. ყველაფერს
გავაკეთებ, რომ ვენაში გავემგზავრო (დირექტორს ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს)
შეძლებისდაგვარად ასეთი გამგზავრების მეტი შანსი მომეცი. თუ სტატიები ტრიბუნიში უკვე
გამოქვეყნდა, შეგიძლია მათხოვო?
სხვათა შორის, შენი შვებულება, მიუხედავად ცუდი საფოსტო კავშირისა, მაინც მიხარია. ისე,
ცოტას ხომ მომწერ, როგორ გამოიყურება იქაურობა, როგორ იქნები, როგორია შენი ოთახი,
გზა, ფანჯრიდან ხედი, საჭმელი, რომ ასე მაინც შევძლო შენთან ერთად ცხოვრება.
შაბათი

რასაც დღეს ექიმზე მწერ, ეს მანუგეშებს. ესე იგი, სისხლი არაფერს ნიშნავდა. როგორც
გამოცდილმა, ასეც ვიცოდი. ფილტვის უკმარისობაზე რას ამბობს? შიმშილი და ბარგის ტარება
ალბათ არ გამოუწერია. ჩემ შესახებ არაფერი გითქვამს? იქნებ ექიმმა ჩემი კვალი საერთოდ ვერ
იპოვა შენში? თუ ეს სწორედ ჩემ გამოა, რაც გჭირს? ეგ ნამდვილად არაა საშინელება! თუ მაგის
მეტი არაფერი აქვს სათქმელი, რომ ოთხი კვირით ქალაქგარეთ გაგაგზავნოს, ეს ხომ ძალიან
ცოტაა?!
არა, ამ მგზავრობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ვენაში დარჩენას ნამდვილად ჯობია.
გაემგზავრე მანდედან, გთხოვ, გაემგზავრე! ასე თუ ისე იმედი მეძლევა, როცა გამგზავრებაზე
წერ. ეს რომ ვისურვო, ამისათვის საკმარისი მიზეზი გამაჩნია.
ისევ ვენაში გამგზავრება? თუ ამაზე სერიოზულად მწერ, საშინელებაა, მიწა მეცლება ფეხქვეშ,
მეშინია, არ ჩავვარდე. მაგრამ ასე არ ხდება! სხვა დაბრკოლებაცაა, შინაგანზე რომ არაფერი
ვთქვა, მგზავრობას მხოლოდ ტყუილით თუ შევძლებ. ტყუილის კი მეშინია, არა როგორც
პატიოსან კაცს, არამედ როგორც მოსწავლეს. გარდა ამისა, ისეთი შეგრძნება მაქვს ან, უფრო
სწორად, გული მიგრძნობს, ერთხელ ჩემი ან შენი გულისათვის აუცილებლად მომიწევს ვენაში
გამგზავრება. არ შემიძლია, ქარაფშუტა მოსწავლესავით ვერ მოვიტყუები. ტყუილის
შესაძლებლობა, რეზერვში მინდა შემოვინახო. ამ იმედით ვცოცხლობ,ისევე, როგორც შენი
დაპირებით - ჩამოვალო. ამიტომ ახლა არ ჩამოვალ. ასე მუდმივ შესაძლებლობას ვიტოვებ...
და ყვავილები? რა თქმა უნდა, უკვე დაჭკნა, არა?! იქნებ ყვავილები უსამართლო ხახაში
მოხვდა? ეს, ბუნებრივია, ძალზე უსიამოვნოა.
შენსა და მაქსს შორის კამათში არ ჩავერევი. მირჩევნია, განზე გავდგე, ორივეს თქვენ თქვენი
სიმართლე დაგიტოვოთ, ასე უფრო საიმედოდ ვიქნები. შენ უეჭველად მართალი ხარ, რასაც
ამბობ, მაგრამ მოდი, დავფიქრდეთ: შენ გაქვს შენი სამშობლო და შეგიძლია მასზე უარი
თქვა,იქნებ ეს უკეთესიც იყოს. მას კი არა აქვს სამშობლო და აბა რაზე შეუძლია თქვას უარი?
მუდამ იმაზე ფიქრობს, სამშობლო იპოვოს ან შეიქმნას, სულერთია, რასაც უნდა აკეთებდეს,
საცურაო აუზზეა, მზეზე წევს თუ შენს თარგმანზე რამეს წერს (აქიქნების ცოტათი დაძაბულია,
მაგრამ, შე საბრალო, საყვარელო, რამდენი სამუშაო უნდა იტვირთო დანაშულის შეგრძნების
გამო? გხედავ შენს საქმეებზე თავდახრილს, ყელმოღერებულს. შენ უკან ვდგავარ, შენ ეს არ იცი
- გთხოვ, ნუ შეგეშინდება, ჩემს ბაგეებს შენს კეფასთან თუ იგრძნობ, ეს მხოლოდ უსასოო
სიყვარულია..
ჰო, მაქსი ისევ და ისევ სამშობლოს ძიებაშია, მაშინაც, როცა შენ გწერს...

შაბათი

მოსიყვარულე და მომთმენი ვარ? ეს ნამდვილად არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ ასეთი დეპეშა
მთელ სხეულს ეამა. თუმცა ეს მხოლოდ დეპეშაა და არა გამოწვდილი ხელი.
მაგრამ ასევე ნაღვლიანი და დაღლილი ვარ, თითქოს, ავადმყოფის საწოლიდან წამომდგარი. და
კიდევ, წერილიც რომ არ მოდის, უფრო ნაღვლიანი ვხდები. კიდევ ერთი დღე წერილის გარეშე.
ალბათ ძალიან ცუდად თუ იყავი. იქნებ მთელი დღე საწოლში იწექი, შენ შენს ოთახში მაღლა, მე
კი ჩემს - ოთახში?
დღეს ღამით კი შენი გულისათვის თავი მოვიკალი. რა საშინელი ღამე ღამე მქონდა. ამის
შესახებ მეტი არაფრის თქმა შემიძლია.

***
როგორც იქნა, წერილიც მოვიდა. ყველაფერი გასაგებია. სხვები არც ისე გასაგები იყო, მაგრამ
ამის თქმას როგორ გაბედავდა კაცი. სხვათა შორის, როგორ უნდა გეცრუა, ეს ის შუბლი არაა,
რომელსაც შეუძლია მოტყუება.
მაქსს ნუ ადანაშაულებ. დიახ, რა თქმა
უნდა, რაც ბოლოს მის წერილებში იყო, არაა სწორი. რა, უნდა ჩავერიო თქვენ შორის? ჰო, იცი,
დღეს სიზმარში თავს ვიკლავდი: ვიღაც ნათესავმა შენზე ირონიულად მითხრა რაღაც და ამის
გამო ის მოვკალი. აღელვებული დავბრუნდი შინ. დედაჩემი უკან დამდევდა. იქაც შენზე
ჩამოვარდა ლაპარაკი. ბოლოს გამწარებულმა ვიღრიალე: ვინც მილენას ცუდად მოიხსენიებს,
თუნდაც მამაჩემი იყოს, მოვკლავ მასაც და საკუთარ თავსაც ზედ მივაყოლებ-მეთქი. მერე
გამომეღვიძა, მაგრამ ეს არც ძილი იყო, არც - გამოღვიძება.
ისევ ადრინდელ წერილებს მინდა დავუბრუნდე. ერთ საღამოს მომწერე, ყველაფერი
შესაძლებელია, მაგრამ ის, რომ შენ დაგკარგავ, შეუძლებელიაო. მარტო ერთი ჩარევა იყო
საჭირო, რომ ეს შეუძლებლობა აღსრულებულიყო. წერილი შვებაა, თითქოს ცოცხლად გინდა,
დაიმარხო ადრინდელ წერილებში, მდუმარედ ჩაწვე შიგ და იფიქრო,იქნებ მართლა მკვდარი
ვარო.

***

ამ ყველაფერმა საერთოდ არ განმაცვიფრა, ამას მოველოდი. როგორც შემეძლო, კარგადაც


მოვემზადე, რომ ამეტანა, როცა ეს მომიახლოვდებოდა. მაგრამ მოახლოებისას ვიგრძენი, რომ
მზად მაი6ც არ ვიყავი. რასაც შენს ჯანმრთელობაზე მწერ, საშინელებაა, ჩემსაზე უფრო
საშინლად ჟღერს. როცა მოგზაურობიდან დაბრუნდები, ამის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ. იქნებ
იქ რამე საოცრება მოხდეს. სულ მცირე, ფიზიკური თვალსაზრისით მაინც. საერთოდ მე მხოლოდ
ერთადერთი საოცრება მსურს, რომ შენით მუდამ მოხიბლული, გაოცებული, მოჯადოებული
ვიყო...
როცა შენს წერილზე ვფიქრდები - მხოლოდ ერთხელ წავიკითხე - სადაც წარსულზე, მომავალზე,
მამაშენზე, ჩემზე წერ,ასე
მგონია, შენი უბედურების ერთადერთი მიზეზი მხოლოდ მე ვარ. ამან შემაშფოთა: შენს ფიზიკურ
უბედურებას ალბათ ასცდებოდი, ამ ნახევარი წლის წინ ვენიდან რომ წასულიყავი. მაშინ თუ არა,
ახლა მაინც წადი. ვიცი, არ გინდა ვენიდან წასვლა, ვიცი, არც არასოდეს გენდომება, მაგრამ მე
ერთადერთ შესაძლებლობას მხოლოდ ვენიდან წასვლაში ვხედავ. მაგრამ ასე შორს,
წვრილმანებში შეჭრა არ მინდა. საგულდაგულოდ თუ აწონ-დაწონის კაცი, უთუოდ მიხვდება, რომ
ბოლოს და ბოლოს შენი ქმარი უნდა მიატოვო. თან მხოლოდ იმის გამო, რომ მისატოვებელია.

***

კარგი, ამას მოვაგვარებ. ისე, მგონი, ჯობია, ვენაში იყიდო მაისურები, რადგან მაისურების
გამოგზავნაზე ნებართვა დაგჭირდება, ვიცი. ამას წინათ წიგნებიც კი არ გამომატანეს ფოსტიდან
ნებართვის გარეშე. იქნებ მაღაზიაში რამე გირჩიონ კიდეც. ფულს აუცილებლად ჩავდებ ყოველ
წერილში. როცა მომწერ: საკმარისია, მაშინ შევწყვეტ. ჟურნალ ტრიბუნის წაკითხვის უფლება
რომ დამრთე, დიდი მადლობა. გასულ კვირას ვენცელის მოედანზე ერთი გოგო დავინახე,
ჟურნალ ტრიბუნს ყიდულობდა. ალბათ მხოლოდ მოდაზე სტატიის გამო. არც ისე კარგად იყო
ჩაცმული. სამწუხაროა, რომ ვერ დავიმახსოვრე. კარგი იქნებოდა მიმედევნებინა თვალი, როგორ
განვითარდებოდა მისი ცხოვრება ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ. არა, შენ არ ხარ მართალი,
რადგან სათანადოდ არ აფასებ შენს სტატიას. მადლობელი ვარ, რომ მისი წაკითხვის უფლება
მომეცი (რა თქმა უნდა, მალულად უკვე არაერთხელ მქონდა წაკითხულია.

შაბათი

ხომ ვიცოდი, რა ეწერებოდა ამ წერილში, თითქმის ყველა წერილის მიღმა,შენს თვალებშიც, მის
ნათელ ფსკერზეც, შუბლზეც ეს ეწერა... ვიცოდი. მთელი დღე ძილბურანში, შიშში ჩაძირულმა
გავატარე. საღამოს ფანჯარა რომ გავხსენი, სულაც არ გამკვირვებია სიბნელე. ვხედავ, როგორ
იტანჯავ თავს, ვერა და ვერ თავისუფლდები… ვამჩნევ ამას და არ მაქვს უფლება, გითხრა:
დარჩი, სადაც ხარ. მაგრამ არც ამის საწინააღმდეგოდ ვამბობ რამეს. მხოლოდ შენ პირდაპირ
ვდგავარ და საყვარელ თვალებში ჩაგყურებ (რა ნაღვლიანი სურათი გამომიგზავნე, შენს მზერაში
ვხედავ ტანჯვას, დღეში ასჯერ მაინც რომ გეუფლება... ვწუხვარ, ნეტავ მქონდეს ათი კაცის
სიძლიერე, რომ შევძლო შენი დაცვა. როგორც შენ მწერ, ძლიერი ვარ... ალბათ იმდენად მაინც,
რომ ახლა წერა ვეღარ განვაგრძო. რაღაც ტანჯვისა და სიყვარულის ტალღა მეუფლება,
რომელიც წერას მწყვეტს.

ფ​.

შაბათი საღამო

შენს არგუმენტებში უკვე რამდენი ხანია ერთი რამ მაღიზიანებს, რაც განსაკუთრებით ბოლო
წერილშია გამოკვეთილი. ეს ეჭვგარეშეა შეცდომა უნდა იყოს. იქნებ გადაამოწმო: როცა ამბობ,
რომ (რაც მართალიც არის) შენი ქმარი ისე გიყვარს, მისი მიტოვება არ შეგიძლია (ჩემ გამო ხომ
საერთოდ, ვფიქრობ, მართლაც საშინელება იქნება, თუ ამას მაინც გააკეთებ), ასე მგონია და
ამაში გამართლებ კიდეცმ, როცა ამბობ, რომ გინდა მიატოვო. ხომ იცი, როგორ სჭირდები, შენ
გარეშე არ შეუძლია ცხოვრება და მხოლოდ ამიტომ ვერ მიატოვებ,ეს ცოტა გაუგებარია...

ორშაბათი

ფიქრებში წასული სწორედ ახლა ვაპირებდი ამის მოწერას და უცებ ოთხი წერილი მოვიდა
შენგან, თუმცა ერთდროულად არა. ჯერ ის, რომელშიც ნანობ, რომ გულის წასვლის შესახებ
მომწერე.
შემდეგი, რომელიც, ეტყობა, სწორედ გულის წასვლის შემდეგ მომწერე იმ წერილთან ერთად,
ძალიან ლამაზი რომაა. მომდევნო წერილი ემილიაზე იყო. ისე ამ წერილების თანმიმდევრობის
გარჩევა ცოტა გამიჭირდა.
როცა შიშსა და მონატრებაზე მეკითხები, თანაც ასე ხშირად, პასუხის გაცემა იოლი არ არის.
ერთი ამბავი გამახსენდა:
მაშინ ცელტენის ქუჩაზე ვცხოვრობდით, პირდაპირ მზა ტანსაცმლის მაღაზია მდებარეობდა,
კარში ყოველთვის გამყიდველი გოგო იდგა. ასე 20 წელს გადაცილებული ვიყავი. ჩემს ოთახში
წინ და უკან დავდიოდი, პირველი სახელმწიფო გამოცდისათვის ვემზადებოდი. ზაფხული იყო,
აუტანელი სიცხე. ალბათ სწორედ ეს დრო. ხშირად მივდიოდი ფანჯარასთან, დიდხანს
ვჩერდებოდი, თან ისევ და ისევ რომის ისტორიას ვცრიდი კბილებს შორის.
ფანჯრიდან უკვე მინიშნებებით ვუგებდით მე და ის გოგო ერთმანეთს. საღამოს რვა საათზე
მისთვის უნდა გამევლო. როცა საღამოს დაბლა ჩავდიოდი, იმ გოგოსთან უკვე სხვა კაცი იდგა. ეს
ბევრს არაფერს ცვლიდა. მე მთელი სამყაროს შიში მქონდა. იმ კაცისაც, იქ რომ იდგა, თუმცა
იმის გარეშეც მექნებოდა შიში. გოგონა ლამის ამ კაცზე იყო ჩამოკიდებული, მაგრამ ნიშანი
მომცა, რომ მათ უკან გავყოლოდი. ასე მივედით შუტცენინზელთან, დავლიეთ ლუდი, მე გვერდით
მაგიდასთან ვიჯექი. იქიდან რომ გამოვედით, ისევ უკან მივდევდი. ნელ-ნელა გოგონას ბინისაკენ
მივაბიჯებდით. ხორცის მაღაზიასთან ის კაცი გოგოს გამოემშვიდობა. გოგონა სახლში შევიდა.
ცოტა ხანს ვიცდიდი. მალე გამოვიდა და სასტუმროში წავედით. ეს ყველაფერი ჯერ მარტო
სასტუმრომდე იყო უკვე ამაღელვებელი, თან საზარელიც. არც სასტუმროში იყო სხვანაირად.
დილით ისევ საშინლად ცხელოდა, კარლსბრიუკით სახლისკე6 წავედით. სხვათა შორის, ძალიან
ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ეს ბედნიერება იმით აიხსნებოდა, რომ საბოლოოდ, როგორც იქნა,
ფიზიკური სიმშვიდე მოვიპოვე. და კიდევ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არანაირად არ იყო
ჭუჭყიანი და ამაზრზენი. ამ გოგოსთან ორი ღამე გავატარე. როცა რამდენიმე დღის შემდეგ სხვა
გოგოს გავეთამაშე,ის გოგო გაკვირვებული კეთილი თვალებით მომაჩერდა. მე კი თვალებში ვერ
ვუყურებდი. მოგვიანებით ამ გოგომ მიამიტობით ერთი საშინელი რამ მოიმოქმედა, მაგრამ ამაზე
არ ღირს ლაპარაკი. ისე, ეს ამბავი მეხსიერებაში ღრმად ჩამრჩა...
იყო დრო, როცა სხეული არ მშვიდდებოდა. მაგრამ ეს იყო მშვიდი, მხოლოდ იმედიანი
მოუსვენრობა (განა არის კი ამაზე სასიამოვნო მოუსვენრობა?) ცხოვრებაში. მაგრამ ვიდრე ეს
მოუსვენრობა მშვიდი და ხანგრძლივი იყო, მე მარტო ვიყავი. პირველადაა ახლა ჩემს
ცხოვრებაში ისეთი დრო, როცა მარტო არ ვარ. ამის მიზეზი მხოლოდ შენი ფიზიკური სიახლოვე
როდია, თავად ხარ დამამშვიდებელი და ამასთანავე ამაფორიაქებელი. ამიტომაც აღარ მაქვს
სწრაფვა წუთიერი ჭუჭყისადმი. (ჩემი მერანში ყოფნისას დღედაღამ გეგმებს ვსახავდი, როგორ
უნდა დავუფლებოდი მოსამსახურე გოგოს. იგი მეტად სასურველი იყო).
მაგრამ იქ, სადაც გარეგნული ხიბლიცაა და შინაგანიც, ჭუჭყის მსგავსს ვერაფერს ვხედავ. იქ
ყველაფერი შიგნიდან მოდის, თითქოს ქარმა მობერაო, სამოთხიდან მონაბერმა ქარმა, სადაც არ
არის შიში. ახლა ხომ გესმის, რატომაც მეშინოდა გმიუნდისეული ღამის წინ. ეს იყო მხოლოდ
ჩვეულებრივი შიში. მაგრამ შიში ჩვეულებრივიც კმარა აქ, პრაღაში, ყოველდღე რომ მაქვს.

***

გულის წასვლა - ეს მხოლოდ ერთ-ერთია სხვა ნიშნებს შორის. გთხოვ, გმიუნდში აუცილებლად
ჩამოდი. თუ კვირას დილიდანვე იწვიმებს, ვიცი, ვერ ჩამოხვალ. მოკლედ, მე ყველა შემთხვევაში
გმიუნდის სადგურის წინ ვიდგები. შენ ხომ პასპორტი არ გჭირდება? ხომ არაფერი გინდა, რომ
წამოგიღო? (წერილის კიდეზე ეწერა: საბაჟოზე ავსტრიელებს თავს დიდხანს ნუ შეაყოვნებინებ.
საათობით იმ წინადადებებს ხომ ვერ ვიმეორებ, რითაც მინდა მოგესალმო)
სტასას თქმით, ვფიქრობ, მასთან უნდა წავიდე. ის ხომ პრაღაში იშვიათადაა (თუმცა, როცა
პრაღაშია, უფრო რთულია მასთან მისვლა)? ველოდები, კიდევ როდის ახსენებ სტასას. მოკლედ
გმიუნდამდე.

დღევანდელი შენი წერილი მეტად ნაღვლიანია, ტკივილიანი. მინდა გავიდე ჩემი ოთახიდან,
აქეთ-იქით ვირბინო, რომ იქნებ უკან დაბრუნებულს მაგიდაზე შენი დეპეშა დამხვდეს: შაბათს მეც
გმიუნდში ვარ. მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი დეპეშა ჯერ არ მოსულა.

ორშაბათი

მგზავრობის გეგმა ბევრად უკეთესია, ვიდრე ვფიქრობდი. იმედია, ეს განრიგი სწორია.


მოკლედ, შესაძლებლობა (ყველაზე უარესი) ასეთია: კვირას გავდივარ 4.12 სთ-ზე შუადღისით,
11 საათზე ვენაში ვარ. შვიდი საათი გზაში. ამ 7 საათის ხეირი ისაა, რომ წინა ღამე გამოვიძინო,
თორემ შე6 წინაშე ერთი გასაცოდავებული ავადმყოფი ცხოველი ჩამოვა.
ეს შესაძლებლობა, მართლაც, შესანიშნავია: მივემგზავრები 4:12 სთ-ზე აქედან, მაგრამ ვიქნები
ასე 7:28 სთ-ზე უკვე გმიუნდში, თუნდაც კვირას შუადღის ჩქარი მატარებლით გავემგზავრო. ასე
რომ, ჩვენ ერთად ყოფნის 15 საათზე მეტი დრო გვაქვს. რამდენიმე საათი შეგვიძლია
გამოვიძინოთ კიდეც. მაგრამ უფრო უკეთესი იქნება, თუ ამ მატარებლით არ გამოვემგზავრები.
თუ შუადღისით 4:38 სთ-ზე გავემგზავრები პრაღაში, მაშინ ერთად ყოფნის 21 საათი გვექნება.
თეორიულად თუ ვიფიქრებთ, ასე ყოველ კვირა შეგვიძლია შევხვდეთ. არსებობს მხოლოდ ერთი
ხელის შემშლელი რამ, მაგრამ, მგონი, არც ისე სერიოზული.
ისე ჯობია, მაი6ც გაიკითხო. გმიუნდის სადგური ჩეხეთს ეკუთვნის, ქალაქი ავსტრიულია.
საპასპორტო შემოწმებისას ნეტა ვენის პასპორტიცაა საჭირო და ჩეხეთისაც? მაშინ
გმიუნდელებს, რომლებიც ვენაში მიემგზავრებიან, ჩეხეთის ვიზაც სჭირდებათ? ამას ვერ
დავიჯერებ. ეს ჩვენს გეგმებს ეწინააღმდეგება. ისედაც ბევრი დაბრკოლებაა და ერთი საათი
საბაჟო შემოწმებაზეც თუ გავატარეთ, არ ივარგებს. მაშინ ჩვენი ერთად ყოფნის 21 საათი
შემცირდება.

***

მეტი ამასთან დაკავშირებით არაფერი მაქვს მოსაწერი. ყოველ შემთხვევაში, დიდი მადლობა,
რომ დღესაც წერილის გარეშე დამტოვე. მაგრამ ხვალ? დარეკვით არ დაგირეკავ, რადგან, ჯერ
ერთი, ძალიან ამაღელვებელია და მეორეც, შეუძლებელი. თანაც მალე ვხვდებით კიდეც.
სამწუხაროდ, დღეს ოტლას არ ჰქონდა დრო, რომ პასპორტისათვის პოლიციის უფროსთან
წასულიყო. ხვალ წავა ალბათ. ზღაპრების მოყოლის სურვილი დღეს არ მაქვს. ჩემი თავი ახლა
სადგურივითაა, მატარებლები მიმოდიან, საბაჟო რევიზიის უფროსი ინსპექტორიც არ მასვენებს,
ჩემს ვიზაზეა ჩასაფრებული. მგონი, ამჯერად ყველაფერი წესრიგშია და მეუბნება: ინებეთ,
სადგურიდან გასასვლელი აქეთაა, მიბრძანდით. ბატონო უფროსო ინსპექტორო, თუ შეიძლება
კარი გამიღეთ, ვერ ვაღებ. ძალა არ მყოფნის, გარეთ მილენა მიცდის. დიახ, ახლავე, არ ვიცოდი.
კარიც გამიღო...

სამშაბათი

დაბადების დღისათვის მთლად კარგად არ ვარ მომზადებული. ჩვეულებრივზე უფრო ცუდად


მეძინა. თავი მთლად გავარვარებული მაქვს, თვალები გადამწვარი, საფეთქლები მიფეთქავს,
მახველებს. მგონი, ხველის გამო დიდი სურვილის ამოთქმას ვერც მოვახერხებ. საბედნიეროდ,
ახლა არაა სურვილების გამოთქმის საჭიროება. მარტო მადლობის თქმა მინდა, რომ შე6 ხარ ამ
სამყაროში, სამყაროში, რომელიც აქამდე არ მინახავს (ხომ ხედავ, არც ისე დიდი
სამყაროსეული ცოდნა გამაჩნია. შენგან განსხვავებით, ამაში გამოტყდომა შემიძლია). მარტო
იმით ვარ ბედნიერი, რომ ამ სამყაროში შევძელი შენი პოვნა. მადლობას გიხდი ამისთვის.
ამასთან გკოცნი კიდეც, როგორც იქ, სადგურზე. თუმცა ვიცი, შენ არ მოგეწონა (დღეს რატომღაც
ძალიან ვჯიუტობ..
დღეს ღამით, ნახევრად ძილბურანში მომაგონდა, რომ შენი დაბადების დღე უნდა
ვიდღესასწაულო და შენთვის მნიშვნელოვანი ადგილი მოვძებნო. სრულიად უნებურად
დასავლეთის სადგურზე აღმოვჩნდი. ეს სულ პატარა შენობა არც შიგნით ჩანდა დიდი. მალე ჩქარი
მატარებელის ჩამოდგა. ვაგონი სავსე იყო. მესიამოვნა, როცა იქვე ბარგის დამტარებლად სამი
გამხდარი გოგო შევნიშნე. გამახსენდა, რომ ეს უჩვეულო არ იყო, ერთხანს ხომ შენც ატარებდი
ბარგს. გული დამწყდა, რომ იმჟამად იქ არ იყავი...
ჟურნალ ტრიბუნის მეორე ნაწილი განსაკუთრებით მომეწონა, უფრო დახვეწილი, მძაფრია. უნდა
აღვნიშნო, რომ მართლაც არაჩვეულებრივი რამაა. შენ მკითხველის წინაშე მეტად მშვიდად,
საქმიანად საუბრობ, თითქოს იმწუთას არაფერი გახსოვს ამ სამყაროსეული, მარტო
მკითხველზე ფიქრობ. რადგან შორს ვარ, მადლობის ნიშნად ვერ გკოცნი. გმადლობ, რომ
ყველაფერი ამ სამყაროში გავიწყდება, გმადლობ, რომ ასე გიყვარს მკითხველი. ბოლოს თითქოს
მეკითხები: ლამაზია, რაც დავწერე? ჰო, ლამაზია და ძალიან მიხარია...
იცი, კონფირმაციაზე რა მაჩუქეს? ჰო, არსებობს გარკვეული სახის ებრაელთა კონფირმაცია.
მოკლედ, 13 წლისა ვიყავი, როცა შე6 დაიბადე. ჩემს მეცამეტე დაბადების დღეზე
განსაკუთრებული დაბადების დღე მქონდა. ტაძარში, მაღლა, საკურთხეველთან დიდის
ძალისხმევით პატარა ლოცვაც წავიკითხე. სახლშიც წარმოვთქვი სიტყვა. ბევრი საჩუქარი მივიღე.
მახსოვს, მაინც არ ვიყავი კმაყოფილი. თითქოს რაღაც საჩუქარი მაკლდა. ამ საჩუქარს ალბათ
ციდან მოველოდი. ცაც 10 აგვისტომდე ორჭოფობდა.

***

მამაზე გმიუნდში ვილაპარაკოთ....


..რა სიამოვნებით მოვიქცევდი ახლა შენს ხელს ჩემსაში. რა სიყვარულით ჩაგხედავდი
თვალებში. ამოუცნობი ამოცანის წინაშე ვდგავარ. ამ ამოცანას ალბათ ერთადაც ვერ ამოვხსნით.
სხვათა შორის, მეტად დამამძიმებელია. ყოველ შემთხვევაში, გმიუნდში ამაზე არც ერთი წუთის
დაკარგვასაც არ ვაპირებ. ვგრძნობ, შენ უფრო მეტი ტყუილის თქმა მოგიწევს, ვიდრე მე - აქ. ეს
მთრგუნავს და მაწუხებს. თუ მართლა ბევრი დაბრკოლება შეგექმნება, მაშინ დარჩი ვენაში. მე
მაი6ც მოვაწყობ გმიუნდში პატარა გასეირნებას, ასე სამი საათი მაინც ვიქნები შენთან ახლოს.
ვიზა უკვე მაქვს. ალბათ დეპეშას აუცილებლად გამომიგზავნი, სულ ცოტა, დღეს მაინც, თუკი
თქვენი ჩხუბის გამო ჩამოსვლას ვერ შეძლებ.

ოთხშაბათი

შენი თხოვნა პატიების გამო გასაგებია. თუ უკვე ყველაფერი მოგვარდა და თავისთავად ჩაიარა,
გპატიობ. ან როგორ შემეძლო, შენთვის არ მეპატიებინა. გატყობ, რა არეული გაქვს ახლა ტვინი,
რომ ასეთი რაღაცების გჯერა. მამაჩემთან შედარება ამ წუთას ნამდვილად არ მომწონს. რა, შენც
უნდა დაგკარგო (იცოდე, მამაშენისნაირი ძალა მე არ გამაჩნია)?
დღეს ამაზე აღარ ვილაპარაკებ, ძალიან დაღლილი ვარ. მეორე ღამეა არ მძინებია. ცოტათი
ძალა ხომ უნდა მოვიკრიბო, რომ გმიუნდში შენი ქება დავიმსახურო? რაც შეეხება მაქსს,
შევეცდები, ისე მოვიქცე, როგორც შენ გინდა. უკვე ვიცი, რასაც ითხოვ მისგან. ასე რომ,
მოველაპარაკები. თავს კარგად ვგრძნობ და შემიძლია,ვიდრე შინ გავემგზავრები, მასთან
ჩავიდე.

***

ვიმეორებ, თუ რამე დაბრკოლება შეგექმნება, რაც თუნდაც სულ მცირე ტანჯვას მოგაყენებს,
დარჩი ვენაში, თუ სხვანაირად არ გამოვა. მაგრამ გაემგზავრე, გაარღვიე ჩაკეტილი საზღვარი.
ალბათ მე ახლა რაღაც გაუთვალისწინებელი სიგიჟე უნდა დამემართოს, შენი გაგება რომ ვერ
შევძლო.

***

სწორედ ისევე, როგორც შტაინის მოსმენისას, შენი სტატიის კითხვისასაც იგივე დამემართა.
თუმცა შენ უკეთ ყვები, ვიდრე ის. კიდევ ვის შეუძლია ასე კარგად მოყოლა? რატომ უყვები
ყველას, ვინც ტრიბუნს ყიდულობს? ამ სტატიას რომ ვკითხულობდი, ისე დამემართა, თითქოს
ყავის სახლის წინ ავდიოდ-ჩავდიოდი დღედაღამ, წლობით. ყველა შემსვლელ-გამომსვლელი
მარწმუნებდა, რომ შენ ისევ შიგნით იყავი. მეც ისევ აღმა-დაღმა სიარულს ვიწყებდი და
გელოდებოდი. ეს არც დამანაღვლიანებელია, არც - დასაძაბი. განა რა არის იმაში ცუდი,იმ ყავის
სახლთან ვიცდიდე, სადაც შენ ხარ?

ხუთშაბათი

...გმიუნდზე სანამ მკითხავდი, ხომ უკვე გიპასუხე. შეძლებისდაგვარად ნაკლებად დაიტანჯე


თავი, მაშინ მეც ნაკლებად დამტანჯავ. ვერ გავითვალისწინე, რომ შენ ასეთი ტყუილის თქმა
მოგიწევდა. მაგრამ რა ჰგონია შენს ქმარს, რომ შენი ნახვა არ მინდა მას შემდეგ, რაც ერთხელ
უკვე გნახე? ნეტავ როდისღა უნდა დავიძინო, შაბათს თუ კვირა ღამით?

***

ამ წერილებმა მიმახვედრა, რომ ეს წმინდაწყლის ორჭოფული კავშირი შენს ქმართან


გადაუწყვეტელია (საშინლად აღელვებული ვარ ამ ბოლო დღეებში. ჩემს გეგმას ასრულება არ
უწერია). ასე თუ ისე რაღაც მაინც გაკავშირებს მასთან. რა შემიძლია ამაზე ვთქვა, ერთი
კავშირის ამოუხსნელობა აძლიერებს და ხელს უშლის მეორე კავშირის ამოუხსნელობას, მაგრამ,
როგორც მწერ: მომავალზე ნუ ვილაპარაკებთ.

***

სიმართლე აუცილებელი, ურყევი სვეტივითაა, რომელსაც სამყარო ეყრდნობა. მინდა


გამოგიტყდე... მაგრამ, როგორც კი ამ გრძნობაზე ვიწყებ წერას, თითქოს წვეტიანი ხმალი
აღწევს ჩემს სხეულში და მაწამებს. საშინელებაა, როცა ხმლის წვერი კვეთს ჩემს ხორცს,
პირველივე ჩხვლეტაზე ვიწყებ ღრიალს და ვღალატობ ყველაფერს: შენც, საკუთარ თავსაც.
წერილებს რომ ვწერთ ერთმანეთს, ხანდახან ასე მგონია, სადღაც ცენტრალურ აფრიკაში
ვცხოვრობდე და მთელი ცხოვრება იქ მეცხოვროს, შენ კი ევროპაში, შუა ევროპაში ცხოვრობ და
ერთმანეთს ვუზიარებთ აზრებს პოლიტიკურ მდგომარეობაზე. თუმცა ეს ალბათ სულელური,
უხეირო, ყალბი, სენტიმენტალური, საცოდავი შედარებაა და სხვა არაფერი. გთხოვ, ხმალო,
შეწყვიტე ჩემი წვალება!...

***

მართალი ხარ, როცა შენი ქმრის წერილს ციტირებ, გეგონება, ყველაფერი ზუსტად არ
მესმოდეს. როგორც ჩანს, აქ მხოლოდ ერთი თავისუფალი კაცი წერს, რომელსაც დაქორწინება
სურს. რას ნიშნავს ეს მისივ დროგამოშვებითი ორგულობა, რომელსაც ორგულობასაც ვერ
უწოდებ, რადგან თქვენ მაინც საერთო გზაზე რჩებით? ნეტავ, რას ნიშნავს ეს ორგულობა,
რომელიც თან ასე გაუთავებლად გაწამებს, თან თითქოს გაბედნიერებს კიდეც? რა არის თქვენი
ცოლქმრული კავშირის იდუმალი დაურღვევლობა, რაც მუდამ სადარდებელს გიქმნის და მეც ასე
მტანჯავს? რატომ ართულებ ასე საქმეს, თუ მართლა გსურს მისგან წასვლა? მაშინ ის ან სხვა
ქალთან იცხოვრებს,ან სადმე სანატორიუმში. იქ ჩექმებსაც გაუწმენდენ და უკეთესადაც
იზრუნებენ. იქნებ სისულელეს ვამბობ… უკვე არ ვიცი. იქნებ შენ იცოდე?

***

დაბადების დღე არ უნდა გაგეფუჭებინა. ჩემთვის ფულის შესახებ ადრე რომ მოგეწერა,
მოგიტანდი. მაგრამ იქნებ საერთოდაც ვერ ვნახულობთ ერთმანეთს? ამ საგიჟეთში -
შესაძლებელიცაა. ასეც არის. შენ იმ ადამიანებზე მწერ, რომელთაც დღეც და ღამეც საერთო აქვთ
და იმათზეც, ვისაც ეს არა გააჩნიათ რა. ამ უკანასკნელთა მდგომარეობა უფრო სახარბიელოდ
მიმაჩნია, რადგან ისინი ერთად ყოფნისას, იქნებ უფრო მეტ ჭუჭყს აწყდებიან. ეს მიწიერი
ჭუჭყია... ეს საშინელებაა... თუმცა ეს ფორმალურად შეიძლება გადაწყდეს მიწაზე ან ცაში.
როგორც შენ ამას უწოდებ,ეს მხოლოდ
თამაშია. ისევე, როგორც ევამ, ვაშლი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ჩაკბიჩა, რომ ადამისათვის
ეჩვენებინა, რომ მოსწონდა (მგონი, ეს ადგილი ძალიან კარგად მესმის… სწორედ ეს ჩაკბეჩა
აღმოჩნდა გადამწყვეტი. თამაში ხომ არც ნებადართულია და არც-აკრძალული.

სამშაბათი

ამ წერილზე მხოლოდ 10-14 დღეში მივიღებ პასუხს? ეს მიტოვებას ნიშნავს, არა? მე კი სწორედ
ახლა მსურს გითხრა რაღაც გამოუთქმელი, დაუწერელი. იმიტომ კი არა, რომ ახლა მინდა, უფრო
უკეთესი რამ გავაკეთო, ვიდრე გმიუნდში, არც იმიტომ, თითქოს ვცდილობ, ამით რაღაც უკვე
დაკარგული გადავარჩინო, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ მიგახვედრო, გაგაგებინო, რა მჭირს,
რას ვგრძნობ ახლა. არ მინდა, ჩემი გეშინოდეს, როგორც საერთოდ ადამიანებს ემართებათ
ხოლმე ბოლოს. ახლა ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ის სუსტი შინაგანი გაწონასწორებულობა
ერთ წამში ზღვაში აპირებს ჩანთქმას. იმან, თითქოს ჩემს გადარჩენას რომ ლამობდა, მიმატოვა,
არა სისუსტის, უმწეობის, არამედ მხოლოდ სიბრაზის გამო. ეს ნათქვამი, რა თქმა უნდა, შენ არ
გეკუთვნის. ამას შენგან იმ სუსტ გამონათებაზე ვამბობ, ჩემი დაღლილი, დამძიმებული თავით
ძლივს რომ აღვიქვამ. უბედური იქნები თუ მუდამ აღელვებული, ორივესთვის მადლობელი უნდა
იყოს კაცი.)

***

გუშინ იარმილასთან ვიყავი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არც ერთი დღით არ მინდოდა
გადამეწია წასვლა. ერთი სული მქონდა, სიმართლე მეთქვა. და ის აზრი, რომ მასთან საუბარი
მსურდა, არ მასვენებდა. რაც მალე დაველაპარაკებოდი, მით უკეთესი. ასე ორის ნახევარზე უკვე
მაღლა ვიდექი. კარის ზარი არ დაირეკა, დაკაკუნებამაც არ მიშველა, საფოსტო ყუთში ნაროდნი
ლისტი (პრაღის ყოველდღიური გაზეთი) იყო გარჭობილი. ეტყობა, შინ არავინ იყო. ის იყო
შევბრუნდი, რომ დავინახე, ეზოდან ორი ქალი მოდიოდა, ერთი მათგანი იარმილა იყო, მეორე
ალბათ დედამისი. იარმილა მაშინვე ვიცანი, თუმცა ფოტოზე, რომელიც მე მქონდა, სხვანაირი
იყო. შინ არ შევსულვართ, იქვე, კადეტთა სკოლასთან, ზემოთ-ქვემოთ ვსეირნობდით. ჩემდა
გასაკვირად, შენი დახასიათების საპირისპიროდ, მეტად მოლაპარაკე აღმოჩნდა. ყოველ
შემთხვევაში, პირველი 10 წუთის განმავლობაში შეუჩერებლად ლაპარაკობდა. მაშინვე შენი
წერილი გამახსენდა, მასზე რომ მეუბნებოდი, საკმაოდ თავდაჯერებულიაო, ეს მართლაც თვალში
საცემი იყო. მან მითხრა, რომ ის უკვე რამდენიმე დღეა, რაღაც ამბის გამო მეტად აღელვებული
იყო, ვერფელის გამო ჰაასისთვის დეპეშა გაუგზავნია, შენთვისაც მოუწერია, შემდეგ წერილები
შენი მოთხოვნით დაუწვავს. ამის გამო უკვე სიმშვიდე დაკარგულს ჩემი ძებნა დაუწყია, რომ
ჩემთვის ეს ამბავი გაეზიარებინა (მას ეგონა, იცოდა, სად ვცხოვრობდი. ერთ გაზაფხულზე
ოტლასთან ერთად შემხვედრია. შემდეგ ოტლასაც გამოლაპარაკებია საცურაო სკოლაში. ჩვენ
მაშინ იმ სკოლასთან ვცხოვრობდით. ოტლას ჩვენი ბინა უნახვებია).
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ძალიან გაუხარდა, რომ მივედი და ამიტომაც იყო
აფორიაქებული, თან მომხდარს მეტად განიცდიდა. მითხრა: ნამდვილად არ ვთვლიდი საჭიროდ,
რომ წერილები დამეწვა, მაგრამ დავალება უნდა შემესრულებინა: წერილები ფერფლად მექცია და
ფერფლი ბელვედერზე მიმომეფანტა.
თავის თავზე თითქმის არაფერს ამბობდა. ეტყობა, ძირითადად შინზის, ამაზე მისი სახეც
მეტყველებდა. შიგადაშიგ მაღაზიაში ან ფოსტაში თუ გადის. მარტო შენზე მელაპარაკებოდა
(თუმცა რა ვიცი,იქნებ იმიტომ, რომ მე ვლაპარაკობდი შენზე. ეს ახლა ძნელი მისახვედრია), ისიც
ვუთხარი, როგორ გაგიხარდა, მაშინ იარმილას ნახვა. დაიბნა, თან გაუხარდა, ვერ
წარმოედგინა, მისი ნახვა ვინმეს თუ გაეხარდებოდა. თითქოს არ სჯეროდაო. თქვენი შეხვედრის
შესაძლებლობაზე რომ ვუთხარი, დასძინა, ძალიან მინდა მასთან შეხვედრა,ნეტავი ჩამოვიდესო.
სახლთან ნაჩქარევად გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს. ცოტა გამაბრაზა კიდეც. შენი ლამაზი
ფოტოს ჩვენება უნდოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მაშინ ბერლინიდან გამომგზავრებისას, როცა
ყველა წერილი დაწვა, თურმე ის ფოტოც ხელში ეჭირა. ბევრი ეძება, მაგრამ უშედეგოდ.
მინდოდა, ეს მომეწერა შენთვის, რომ დავალება შესრულებულია. შემეძლო, ამაზე მეტი
გამეკეთებინა? კმაყოფილი ხარ ჩემით?

***

უაზრობაა რამის თხოვნა, როცა ვიცი, რომ წერილს 14 დღეში მიიღებ. ან იქნებ ეს ერთი უაზრო
თხოვნის პატარა უაზრო დამატებაა. გთხოვ, ამ გაუსაძლის სამყაროში (სადაც ადამიანი
მიტოვებულივითაა და მისი შველა არაფერს და არავის შეუძლია)
არ შეგეშინდეს, თუკი როდისმე იმედს გაგიცრუებ. იქნებ ეს თხოვნა არცაა შენ მიმართ,ან
საერთოდ ვის მიმართაა, ვიცი?! ეს მხოლოდ დათრგუნვილის მკერდიდან ამოხეთქილი სუნთქვაა.
იმ ორშაბათ დილას, თუ, უფრო სწორად, ორშაბათ შუადღეს, როცა მგზავრობის მადლი
(მიუხედავად ყველაფრისა, შენთან გამომგზავრება, დასვენება, გონს მოსვლა, განმუხტვაა)
თანდათან გაქრა, განუწყვეტლად ერთსა და იმავე, მაგრამ ამავდროულად განსხვავებულ
სიმღერას გიმღერი უძილო, უსიზმრო დაღლილ ღამეში. გიხაროდეს, რომ შენ არ გესმის...
გიხაროდეს, რომ ჩემი წერილებისგან ამდენი ხანი თავისუფალი ხარ!

***

აჰ, ადამიანების შეცნობა! რა მაქვს ამის საწინააღმდეგო, რომ შენ მართლა კარგად წმენდ
ჩექმებს! დაწმინდე ლამაზად, დააწყვე კუთხეში და საქმეც მოგვარდება. მაგრამ ის, რომ ამ
ჩექმებს მთელი დღე შენს ფიქრებშიც წმენდ, ეს მაწამებს ხანდახან (ჩექმა მაინც არაა სუფთა).
(გულისხმობს, მილენას ქმრის ჩექმებს.)

შაბათი

რა კარგია, მალე მივიღე ორი წერილი ზალცბურგიდან. იმედია, გილგენში კარგი ამინდია. უკვე
შემოდგომაა, ამას ვერ უარვყოფ. ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ვარ, მაგრამ ვერც იმას, კარგად
ვარ-მეთქი. იმედია, ჯანმრთელობა კიდევ რამდენიმე ხანს გამიძლებს. გმიუნდზე ალბათ კიდევ
დავწერთ ან ვილაპარაკებთ. იქნებ ცუდად ყოფნის მიზეზი ეგეც არის. იარმილას წერილი შიგ
ჩავდე (წერილის კიდეზე: თუ შესაძლებელია, გთხოვ,შენი ბინის ხედი აღმიწერე).

ხუთშაბათი

ჯერ ფანქრით დაწერილი წერილი წავიკითხე, შემდეგ ორშაბათის წერილში მკრთალად


ხაზგასმული ადგილი. იმ ადგილს დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი. რა მშიშარა ვარ. რა ცუდია,
რომ ყოველ სიტყვაში ვერ ჩაძვრება კაცი, ვერც ჩასწვდება. ზოგჯერ ერთი სიტყვის გამო
შეიძლება თავის მართლება მოგიხდეს...
ვიდრე წერილს ბოლომდე ჩავიკითხავ, მინდა გკითხო, ხომ არ შეგიძლია ცოტა დიდხანს დარჩე
მანდ, ვიდრე შემოდგომა მოგცემს ამის შესაძლებლობას?
ზალცბურგიდან წერილები ჩქარა მოდის; გილგენიდან ჯანჯლდება რამდენიმე ხანს, მაგრამ
შიგადაშიგ ამბები მაინც მომდის.
პოლგარის ჩანახატები გაზეთში მეტად ნაღვლიანია, თუმცა სასაცილოცაა. კიდევ რა არის
ზალცბურგში ახალი? ზეიმები, ცვალებადი ამინდები, არც ესაა გასახარი.
ზოგჯერ გილგენზე მაქსს ვთხოვ ხოლმე, მომიყევი-მეთქი. ის იქ ყმაწვილობაში ძალიან
ბედნიერი იყო. მაგრამ არც ეს კმარა, რომ არა ჟურნალი ტრიბუნი, რომელშიც ყოველდღე
ვცდილობ, რაღაც ახალი ვიპოვო შენზე...
არ გსიამოვნებს, ამაზე რომ ვლაპარაკობ? მაგრამ მართლაც სიამოვნებით ვკითხულობ ამ
ჟურნალს. ამაზე სხვა ვინ გეტყვის, თუ არა მე, შენი საუკეთესო მკითხველი? ადრე მითხარი,
წერისას შენზე ვფიქრობო. ჰოდა, კითხვისას ისე ვგრძნობ, თითქოს შენთან ჩახუტებული ვიყო,
თითქოს, შენთან ვიყო. ახლა, მას შემდეგ, რაც უკვე გარკვევით გამოვთქვი ეს, შიშმა შემიპყრო.
ჰო, თოვლში მოფართხალე კურდღელს ვგავარ...

***

რამდენიმე დღეა სამხედრო რეჟიმში ვარ, უფრო სწორად, მანევრირებული ცხოვრება დავიწყე.
რამდენიმე წლის წი6 აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის ასე ჯობია. შუადღეს, რამდენიც შესაძლებელია,
ვიძინო, შემდეგ ორი საათი გარეთ გავიდე. მერე სანამ გავძლებ, შევეცადო, არ დავიძინო.
ბიუროში რომ მივდივარ, უკვე გამოშტერებული ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი შუაღამის ორი,
სამი, ოთხი საათია; თუ სულ გვიან შუაღამემდე ვერ დავიძინე, საწოლში რისთვისღა ჩავწვე. ასე
დღეც დაკარგულია და ღამეც. ისე არა უჭირს, კარგია, ასეთი უშედეგო, მაგრამ მაინც
გასამხედროებული ცხოვრება. ასე ნახევარი წელი თუ გავძლებ, მერე იქნებ ლაპარაკის უნარი
დამიბრუნდეს. როგორც ვამბობ: ერთი რამ კარგია, ხველის აუტანელი ტირანული დრო ხანმოკლე
ხდება. წერილები ცუდი არ იყო, მაგრამ ფანქრით დაწერილ წერილს ნამდვილად არ ვიმსახურებ.
არის კი სადმე ვინმე ან რამე, რასაც ვიმსახურებ ამ დედამიწაზე ან ცაზე?

ხუთშაბათი საღამო

დღეს სხვა ვერა გავაკეთე რა, გარდა იმისა, რომ ვიჯექი და ვკითხულობდი. თუმცა მსუბუქ
ტკივილსაც მივუგდე ყური, საფეთქლებს რომ მიბურღავდა. მთელი დღე შენი წერილებით ვიყავი
დაკავებული. რაღაც გაურკვეველი მტანჯავდა, მიყვარდა, მადარდებდა, შიშს მგვრიდა. ეს
გაურკვევლობა ჩემს ძალებს აღემატებოდა. ამ წერილების მეორედ წაკითხვას ვეღარ გავბედავ.
ისე ნახევარი გვერდი ძლივს წავიკითხე. ზოგს მოსწონს ამ შემბოჭავ თვითმკვლელობის მსგავს
დაძაბულობაში ცხოვრება (ეს შენ ერთხელ მითხარი კიდეც. მაში6 დაგცინე). იზიდავს, უყვარს ეს
უგუნურება, მთლიანად რომ მოსდებია და ლამისაა დასწვას.
კაცმა რომ თქვას, რის თქმა მინდა ამით, თვითონაც არ ვიცი. ალბათ ვცდილობ, ვიწუწუნო იმ
გაურკვევლობის გამო, რასაც შენს წერილებში ვგრძნობ. უფლებაც მაქვს, რადგან ეს წერილები
ხომ მე მეკუთვნის და შეგვიძლია აქ, სიბნელეშიც ერთად ვიყოთ…

პარასკევი

ღამე, ნაცვლად იმისა რომ დამეძინა (თუმცა ჩემდა უნებურად), შენს წერილებთან
ერთადვგავატარე. მაგრამ ყველაზე საშინელება ეს არ არის. სხვათა შორის, არც ერთი წერილი
არ მოვიდა, მაგრამ არც ესაა საშინელება. პირიქით, უკეთესიცაა, რომ ყოველდღე არ მიწევს
წერა. ამის იდუმალება შენ უფრო ადრე შეიცანი, ვიდრე მე. ყოველდღიური წერილები ნაცვლად
გაძლიერებისა, დღითი დღე მასუსტებდა. ადრე წერილებს ვისრუტავდი, ამავდროულად
(ვლაპარაკობ პრაღის დროინდელზე და არა მერანისეულზე) ათმაგად მაძლიერებდა, ათმაგად
მოწყურებულიც ვეწაფებოდი. ახლა კი ისეთი სერიოზულია, რომ უკვე ტუჩებს ვიჭამ, როგორც კი
წერილის კითხვას ვიწყებ. მარტო საფეთქლებში მოწოლილ ტკივილს ვგრძნობ. მაგრამ ამასაც
აიტანს კაცი. მარტო ერთს, ერთს ვერ ავიტან: მილენა, ავად არ გახდე, ავად არ გახდე! თუ არ
მომწერ, ეს კიდევ დასაშვებია. (რამდენი დღე დამჭირდება ნეტავ, გუშინდელისნაირი ორი
წერილით, საბოლოოდ რომ გავთავდე? სულელური შეკითხვაა, შეიძლება ადამიანი ამით
გათავდეს?) მაგრამ გთხოვ, დუმილი ავადმყოფობით არ იყოს გამოწვეული. ამ დროს მე
მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ. რა უნდა გავაკეთო? ალბათ ის, რასაც ახლა ვაკეთებ. მაგრამ
როგორ? არა, ამაზე არ მინდა ვიფიქრო. როცა შენზე ვფიქრობ, თვალწინ მხოლოდ ის მიდგას,
რომ საწოლში წევხარ, მე კი შენზე ვზრუნავ, შიგადაშიგ მოვდივარ შენთან, ისევე როგორც მაშინ,
გმიუნდში, საღამოს მდელოზე როცა იწექი (იქ ჩემს მეგობარზე მოგიყევი, შენ მისმენდი). ეს
სულაც არაა მტანჯველი ფიქრი, შეიძლება ითქვას, მშვენიერი, საუკეთესო ფიქრიც კია: წევხარ
საწოლში, მე ვზრუნავ შენზე, როცა შენკენ ვიხრები, შენს თვალებში ვიძირები და ჩემს მზერას
ვხედავ შენში. როცა იქ, შენს ოთახში, ვარ, სიამაყე მავსებს, რომ მე შენთვის ვცხოვრობ. ჩემ წინ
ჩერდები, ხელს მიწვდი... იმედია, მაშინდელივით უბრალოდ ავად ხარ და გაგივლის. ისევ მალე
გამოჯანმრთელდები. ისევ ისე ძლიერი ადგები... იმის წარმოდგენა, რომ ავად ხარ და ჩემგან
შორს, მტანჯავს...

შაბათი

არაფერია სამშაბათის წერილში ისე ლამაზი, როგორც ეს სიმშვიდე, ნდობა,


გარკვეულობა, წერილიდან რომ მოდის. რა ადვილი ყოფილა კმაყოფილების შეგრძნება
წერილების მიღებით. მივხვდი, რა აუცილებელია ბედნიერებისათვის წერილები. გუშინ მთელი
დღე და ღამე შენთან ლაპარაკში გავატარე. მე ბავშვივით გაბუტული და გულწრფელი ვიყავი, შენ
კი - დედასავით მზრუნველი.
თუ არ მწერ, საკმარისია, მარტო მიზეზი ვიცოდე, რომ შენ ავად არ ხარ.ისევ და ისევ საწოლში
მწოლს არ გხედავდე, დაღლილს, სიცხისაგან გათანგულს, მარტოს შენს ოთახში. მხოლოდ ამას
ვისურვებდი სხვას არაფერს.

***

შენი წერილის პირველ აბზაცს ვერ შევეხები, მე ხომ არ ვიცი წინა წერილის პირველი აბზაცი. ეს
მეტად ჩახლართული ამბავია, რაც მხოლოდ დედა-შვილს შორის უნდა ამოიხსნას. მე იმიტომ არ
ვეხები მათ ამბავს, რომ ლამის საფეთქლები დამიხეთქოს ტკივილებმა. ეტყობა, გულის ნაცვლად,
სიყვარულის სათამაშო საფეთქლებში მომხვდა. განზრახ არც გმიუნდზე გწერ. ბევრი რამის თქმა
კი შეიძლებოდა, მაგრამ გავურბივარ ამას: ვენაში პირველ დღეს, საღამოსვე, რომ
გამოგმშვიდობებოდი, არც ეგ ივარგებდა. ვენაში შიშისაგან ნახევრად უგონოდ გადაღლილი
ჩამოვედი, გმიუნდში კი, პირიქით, არც ვიცოდი, ასეთი სულელი თუ ვიყავი. ისე ჩამოვედი,
გეგონება, ყველაფერი მე მეკუთვნოდაო. იქნებ შეცდომა ჩემშიცაა და სხვაშიც.
სამის ნახევარზე მივიღე შენი წერილი, მხოლოდ ორი საათის წინ. ახლა შევწყვეტ კითხვას და
წავალ სადილად, კარგი?
ბოლო წინადადების თარგმანი ძალიან მომეწონა. იმ ამბავში ყოველი წინადადება, ყოველი
სიტყვა, ყოველი - თუკი შეიძლება ამის თქმა - მუსიკალობა შიშთანაა დაკავშირებული. მაშინ, იმ
უსასრულო ღამეს, პირველად ამოხეთქა ჭრილობამ. ეს ურთიერთკავშირი თარგმანში ჩემს
გრძნობას კარგად ემთხვევა. ეს შენი ჯადოსნური ხელის ნამოქმედარია.
შენც იცი, რა არის ასე მტანჯველი შენს წერილებში. დღეს შენსა და ჩემს წერილში იგრძნობა
საერთო სუნთქვა, ერთად ყოფნა. ვიცი, ჩემს ადრინდელ წერილებზე პასუხს ელი. თუ მისამართს
დროულად მივიღებ, მაშინ...

შაბათი

გუში6 ერთი უცნაური რამ შევნიშნე. ნაშუადღევს ისეთი გახარებული ვიყავი შენი წერილის
გამო, საღამოს ისევ რომ წავიკითხე, ბოლო წერილებისაგან მისი განსხვავება გამიჭირდა.
შეცდომა კი ისაა, რომ ბევრს ვფიქრობ საკუთარ თავზე, საკუთარ თავში ვარ ჩაკეტილი. შენში,
რასაც შემიძლია, ჩავებღაუჭო, მთელი ძალით ვებღაუჭები, რომ სხვამ არ წამართვას. ამას
მირჩევნია, სადღაც უდაბნოში გავიქცე...
ფურცლებს თავი დავანებე და ჩემს ოთახს მივაშურე. ჩემდა გასაოცრად, მაგიდაზე შენი წერილი
დამხვდა. ხარბად, სიხარულით გადავავლე თვალი. შევნიშნე, მუქად, ხაზგასმით რაღაცას
მწერდი. საფეთქლები მშვიდად მიფეთქავდა. იმწუთას (საკმაოდ ქარაფშუტა ვარ!) წარმოვიდგინე,
მაშინ, ტყეში, როგორ გევედრებოდი. თუმცა ამ ყველაფერს შენს წერილთან და რეალურ
მდგომარეობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. რატომღაც შენი წერილი მეტად ხალისიანი
მომეჩვენა და დაუფიქრებლად მოგწერე.

ორშაბათი

ბოლოს გთხოვე, ყოველდღე ნუ მომწერ-მეთქი, რადგან შენი წერილების გულწრფელად


მეშინოდა. როცა აღარ მოდიოდა, უფრო მშვიდად ვიყავი. მაგიდაზე შენი წერილის დანახვაზე
მთელი ძალის მოკრება მჭირდება, რომ წავიკითხო. მაგრამ დღეს შენი წერილი რომ არ მიმეღო,
უბედური ვიქნებოდი. გმადლობ.

ხუთშაბათი

ორშაბათს კვირის წერილები და კიდევ ერთი ბარათი მოვიდა. გთხოვ, მილენა, სწორად
განსაჯე. ვზივარ აქ ჩაკეტილი, ასე შორს, ვითომდა მშვიდად და რაღა არ მომდის თავში: შიში,
ათასნაირი არეული ფიქრი და თან ვწერ. წერისას მავიწყდება ყველაფერი… შემდეგ კი მოდის
ორი ასეთი წერილი და ისევ ყველაფერს ვაცნობიერებ.
ვერ გამიგია, თუ შენი ქმარი ასე ავად არის, თანაც ორი დაავადებით, თან ასე სერიოზულადაა
საქმე, მაშინ სამსახურშიც ვერ წავა. ავადმყოფობის გამო ვერც გაათავისუფლებენ. ასეთ
შემთხვევაში ცხოვრება ცოტა სხვანაირად უნდა მოიწყოს, იქნებ უფრო გააიოლოს კიდეც, სულ
მცირე, გარეგნულად მაინც. ისე, ყველაფერი ნაღვლიანად გამოიყურება.
ამქვეყნად ყველაზე საშინელება დანაშაულის შეგრძნებაა. ასე ვფიქრობ მე. არა, ეს საყვედური
არაა. ცხადია, როცა ადამიანს უჭირს, ყველას საყვედურობს. ისიც გასაგებია, რომ საყვედური
გულთან მიაქვს კაცს. მაგრამ განსაკუთრებით ვერ გამიგია, როგორ შეიძლება ამის წინასწარ
გათვლა. რა თქმა უნდა, შენ დამნაშავე ხარ, მაგრამ შენი ქმარიც დამნაშავეა, როგორც
თანაცხოვრებისას ხდება ხოლმე... დანაშაული უსასრულოდ გროვდება, ვიდრე ბოლოს ცოდვათა
მღვრიე ნაკადად არ იქცევა. მაგრამ მე რაში მარგია დღეს სამარადისო ცოდვაში გარევა?
გარეთ ისევ წვიმს, არ აპირებს გადაღებას, მაგრამ ეს საერთოდ არ მანაღვლებს, რადგან
ვზივარ ოთახში მყუდროდ და მრცხვენია, რომ მუშა, ჩემგან განსხვავებით, თავსხმასა და
ავდარშიც მუშაობს...
კვირა

მილენა, რასაც აქ მწერ, ეს არ არის მთავარი. მთავარი ხომ ნდობაა? ასე იყო ბოლო წერილშიც,
მერანში რომ გამომიგზავნე, რომელზეც ვეღარ გიპასუხე.
რობინზონივით უნდა მოვიქცე: ერთი სახიფათო მგზავრობა, გემის დამსხვრევა, ათასი
უბედურება და ალბათ ასე უნდა დაგკარგო. მაგრამ მე უფრო შესაბრალისი რობინზონი
ვიქნებოდი, ვიდრე ის. იმას პარასკევაც ჰყავს, კუნძულიც აქვს, ბოლოს გემიც, მე კი აღარაფერი
მექნება, რაზეც ვოცნებობდი, სახელიც კი, რადგან ისიც შენ მოგეცი. შენგან განსხვავებით
გარკვეულწილად დამოუკიდებელი ვარ, თუმცა ამ დამოუკიდებლობასაც აქვს თავისი ზღვარი.
მეტისმეტი არაფერია კარგი. ან ჩემი ხარ და ამაზე ბედნიერება არაფერია, ან ჩემგან მიდიხარ
და გკარგავ. იქნებ არც ეს იყოს ცუდი. მაშინ აღარაფერი დამრჩება, აღარც ეჭვიანობა, აღარც -
ტანჯვა, აღარც - ნაღველი, საერთოდ - არაფერი. ეს ხომ ტვირთივით აწევს ადამიანს, შიშს
გვრის. მაგრამ ეს შიში შენ გამო კი არ არის, ეს ის შიშია, რომელზეც აშენება საერთოდ არ უნდა
გაბედოს კაცმა. ამიტომაა ამდენი წინააღმდეგობა. რამდენი ღვთიურია შენს საყვარელ სახეში...
სამი ღამეა უკვე გამოუცნობი მიზეზების გამო არ მძინავს. ხომ ჯანმრთელად ხარ?
სწრაფი პასუხია, თუკი ამას პასუხი ჰქვია. ეს-ეს არის, დეპეშა მოვიდა. ისებმოულოდნელად,
რომ შეშინების დროარ მქონდა. დღეს ეს ნამდვილად ძალიან მჭირდებოდა; საიდან მიხვდი ამას?
ისევ თავდაჯერებულობა, რაც მუდამ მოდის შენგან, თანაც საჭიროებისამებრ.

სამშაბათი

ისევ და ისევ გაურკვევლობა. არა, ეს გაურკვევლობაზე უფრო მეტია, მილენა. თუკი ეს კარგად
გესმის. მაგრამ რა არის აქ გასაგები? სრული გაუგებრობაა, თანაც უკვევმერამდენედ (მერანში
ხომ გამეორდა ორჯერ თუ სამჯერაც). მე ხომ შენთვის არ მითხოვია რჩევა, ისევე როგორც -შენი
ქმრისთვის. მე საკუთარ თავს ველაპარაკებოდი, ძილში საკუთარ თავს ვთხოვდი რჩევას, შე6 კი
გამაღვიძე.

სამშაბათი

დღეს ორი წერილი მოვიდა და კიდევ ღია ბარათი. ჭოჭმანით გავხსენი. ან მიუხვედრელი ხარ, ან
თავი მოგაქვს ასეთად, მაგრამ ყველაფერი პირველზე უფრო მიანიშნებს, ცოტა იქნებ მეორეზეც.
გიმეორებ: შენ აშკარად მართალი ხარ. შენ - რაც შეუძლებელია - მსგავსი წინდაუხედაობა,
თვითკმაყოფილება, გულგრილობა, სისულელე რომ გამოგეჩინა, როგორც მე ვ-სთან (მილენას
მამასთან) ლაპარაკისას, გონებას დავკარგავდი და ეს მხოლოდ დეპეშის გამო არ მოხდებოდა.
აქ ლაპარაკია, რომ კაფკა მილენას გამო მათ ოჯახურ საქმეში ჩაერია, თანაც მეტად
მოხერხებულად და ტაქტიანად.
ორჯერ წავიკითხე დეპეშა, ერთხელ გაკვრით, რამდენიმე დღის შემდეგ კი დავხიე. რთული
აღსაწერია, რა დამემართა პირველ წაკითხვაზე, რამდენი რამ დამიგროვდა. აშკარად
იგრძნობოდა შენგან დარტყმა. მგონი, დავიწყე თუ არა, მაშინვე ვიგრძენი ეს.
არა, ამაზე დღეს დაწვრილებით ვერ მოგწერ არა იმიტომ, რომ მეტად დაღლილი ვარ, არამედ
იმიტომ, რომ დამძიმებული ვარ. სიცარიელემ, რომელზეც ერთხელ უკვე მოგწერე, ისევ
საიდანღაც დაჰქროლა.
მე რომ დანაშაული მიმიძღვოდეს, ჩავთვლიდი, რომ ეს დარტყმა ახიც იყო. მაგრამ ამაში არც
შენ მიგიძღვის ბრალი და არც - მე.
იქნებ შეძლო გადალახო ყველა წინააღმდეგობა და შეურიგდე ვ-ს (მამას) წერილს, რომელიც
ვენაში დაგხვდება. დეპეშა რომ მივიღე, მამაშენის ბინის საძებნელად წავედი. როგორც ეწერა
schody (კიბეებით ჩასასვლელ სახლში), მეგონა პირველი სართული, თურმე მაღლა ყოფილა.
ერთმა ახალგაზრდა, მხიარულმა მოსამსახურე გოგომ გამიღო კარი. ვ. არ იყო შინ. ამას
ველოდი კიდეც, მაგრამ მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა, გამეგო, ადრე ხომ არ მოვიდოდა.
სახლის წინ დაველოდე, ძალიან მომეწონა, როცა ვნახე: ჭკვიანი, საქმიანი, გულახდილი იყო.
იმაზე ბევრი, რაც მოგწერე, მასთან არ მილაპარაკია (კიდეზე: მამაშენის გამო შეშფოთება ამაოა,
შემიძლია გაგიბათილო შემდეგში.).
იარმილა გუშინწინ ჩემთან იყო ბიუროში. შენგან კარგა ხანია არაფერი გაეგო, არც
წყალდიდობების შესახებ იცოდა რამე. შენ საკითხავად შემომიარა. ცოტა ხნით დარჩა. შენი
თხოვნის გადაცემა რომ მოეწერა, დამავიწყდა. ერთი-ორი წინადადებით მივწერე. წერილი არ
გადამიკითხავს, კიდევ მოგწერ.
***

ახლა დეპეშაც მოვიდა. მართლა, მართლა, აღარ მეძებ?


არა, ეს არ უნდა გიხაროდეს, ეს შეუძლებელია. ეს რაღაც წამიერი დეპეშაა, როგორც ამის
წინათ და სიმართლე არც აქაა და არც - იქ.ზოგჯერ, როცა ადამიანი ადრე იღვიძებს, სჯერა, რომ
სიმართლე იქვე, საწოლთანაა...
ვერ ვბედავ წერილების წაკითხვას. სვენებ-სვენებით თუ წავიკითხავ. ვერ ვიტან წერილის
კითხვისას მოგვრილ ტკივილს. მილენა, თმაზე გეხები, ვცდილობ, გვერდზე გადაგიწიო. ასეთი
ბოროტი ცხოველი ვარ, ბოროტი საკუთარი თავის და შენ მიმართ. იქნებ, რაც ჩემშია და რაც ასე
მაცოფებს, ეს ბოროტება სულაც არაა?
რაც მოგწერე, მართალია. როცა გწერ, მანამ ხომ ვერ ვიძინებ და ვერ ვიძინებ, ამის შემდეგ კი
ძილზე ლაპარაკიც ზედმეტია. სულ მცირე, ალბათ საათი მძინავს. როცა არ გწერ, დაღლილი,
ნაღვლიანი, დამძიმებული ვარ; როცა გწერ შიში და მოუსვენრობა
მღრღნის. ეს ასეა, ჩვენ ერთმანეთს თანაგრძნობას, გაგებას ვთხოვთ - მე შენ, შენ მე. მაგრამ აქ
ვაწყდებით სწორედ საშინელ წინააღმდეგობას. მაგრამ როგორ შეიძლება? მეკითხები, რა
მინდა? რას ვაკეთებ?
ეს დაახლოებით ასეა: მე ტყის ნადირი, მაშინ ტყეში რომ ვიყავი, სადღაც ჭუჭყიან ორმოში
ვიწექი, (ჭუჭყიანი ის ორმო მხოლოდ ჩემი იქ ყოფნის გამო იყო, მართლა!. შენ რომ დაგინახე
ბუნებაში, საოცრება იყო. ამ საოცრებამ დამავიწყა საკუთარი თავიც და საერთოდ ყველაფერი.
ავდექი, შიშით მივუახლოვდი, რა თქმა უნდა. ამ ახალ, მაგრამ მშობლიურ თავისუფლებას სულ
უფრო ვუახლოვდებოდი. შენ ისეთი კარგი იყავი, ჩავიმუხლე შენ წინაშე, გეგონება, ამის ნება
ვინმემ მომცა, სახე შენს ხელებში ჩავრგე.
ისეთი ბედნიერი ვიყავი, ისეთი ამაყი, თავისუფალი, ძლიერი, თითქოს ჩემი მშობლიური კერა
მეპოვოს. ისევ და ისევ ეს: კერა - მაგრამ მე ხომ მაინც ცხოველი ვიყავი, ტყეს ვეკუთვნოდი, აქ,
ამ ღია ცის ქვეშ ვცხოვრობდი. ჩემი ბედისწერა მხოლოდ შენი წყალობით შენს თვალებში
ამოვიკითხე. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. შენ ხელი გადამისვი თავზე. გინდოდა, ეს
ტყიდან, ნამდვილი სამშობლოდან გამოსული უცნაური რამ შეგეცნო. თანდათან გაჩნდა
გარდაუვალი ფიქრები და შეკითხვები შიშზე. მე შენთვის მუდამ ჭუჭყი, ხელის შემშლელი
დაბრკოლება ვიყავი.
მაქსთან გაუგებრობამ შემძრა. ეს გმიუნდშიც აშკარა გახდა. შემდეგ გაჩნდა იარმილას გაგების
უნარი თუ გაუგებრობები, ბოლოს სულელური უხეში სულერთიობა ვ-სთან და კიდევ უამრავი
წვრილმანი. ამ ყველაფერმა გამახსენა, ვინ ვარ მე, შენს თვალებში იმედგაცრუებას აღარ
ვკითხულობდი, სიზმარსა და შიშში აღმოვჩნდი (არ შეიძლება, იქ, სადაც შენი ადგილი არ არის
საკუთარ კერად მიიჩნიო..).
ეს შიში რეალობად მექცა. მე ისევ ბნელეთში უნდა დავბრუნებულიყავი. მზეს ვეღარ ვიტანდი,
დაეჭვებული, გააფთრებული, გაცოფებული ცხოველივით ვიყავი, რომელიც ცდილობს გაიქცეს
რაღაცას. ისევ და ისევ ეს ფიქრი არ მასვენებს: მისი თან წაყვანაც რომ შემეძლოს... ნეტავ სადაც
ის არის, როდისმე ბნელდება.
შენ მეკითხები, როგორ ვარ. აი, ასე ვარ.

***

ძნელია ყოველ წამს მარტოსული არასრულფასოვნების ატანა… იქნებ ამ მიზეზის გამო კაცმა
თვალებიც უნდა ამოითხაროს და გულიც ამოიგლიჯოს? ვიცი, ეს გადაჭარბებულია. ყველაფერი
ტყუილია, გარდა სწრაფვისა. ან იქნებ, არც ესაა მართალი?
ეს დამაბნევლად ჟღერს, მაგრამ ასეა. იქნებ ეს არცაა სიყვარული, როცა ვამბობ, რომ შე6 ხარ
ჩემი სიყვარული. შენ ხომ დანა ხარ ჩემთვის, რომლითაც ვიჯიჯგნები. (მეუბნები: შენ არ გაქვს
ძალა სიყვარულისა), განა მთავარი განმასხვავებელი ცხოველსა და ადამიანს შორის
სიყვარულის უნარი არ არის.

***

შენ შეგიძლია, მილენა, ზუსტად ვერ გაიგო, რაზეა აქ ლაპარაკი, უფრო სწორად, რაზეც უკვე
ვილაპარაკე ნაწილობრივ. მგონი, თავადაც არ მესმის. ვკანკალებ ამის ამოხეთქვისას, სიგიჟემდე
ვიტანჯები, მაგრამ რა არის ეს? ან რა იქნება შემდეგში? არ ვიცი. ერთადერთი რამ მსურს,
თანაც რაც შეიძლება მალე: სიმშვიდე, სიბნელე, საკუთარ თავში ჩაკეტვა, რომელსაც კარგად
ვცნობ და მას უნდა მივყვე. სხვანაირად არ შემიძლია.
ეს ამოხეთქვა იყო და ჩაიარა. ნაწილობრივ ჩაიარა, მაგრამ საკმაო ძალები ჯერ კიდევ ვერ
მოვიკრიფე. ჰო, ჩემი ცხოვრება ამქვეყნად, ამ მიწისქვეშა მუქარის ქვეშ დასრულდა. მეც
დავსრულდი. ამით ჩემი თანამონაწილეობა ცხოვრებასთან შეწყდა. დავთმობ ცხოვრებას ასე,
იოლად და თავისთავად, დავხუჭავ თვალებს.თუმცა ამქვეყნად რომ არ ვყოფილიყავი, ხომ ვერ
შევხვდებოდით ერთმანეთს, თუნდაც ცოტა ხნით მაინც?
რა თქმა უნდა, ასე ვერ იტყვის კაცი: ჰო, უკვე ჩაიარა და თითქოს არც არაფერი იყო ამ ერთად
ყოფნაში მშვიდი, ბედნიერი. ადამიანს უფლება არ აქვს, თქვას ეს, მაგრამ ასე თუ ისე
სიმართლეა. მადლიერება ნამდვილადაა გარკვეულწილად ბედნიერება, მაგრამ სიმშვიდე -
არასოდეს, რადგან მუდამ შიშში ვიყავი და ვიქნები.
შენ, ნიშნობას და რაღაც ამის მსგავსს
ახსენებ. რა თქმა უნდა,ეს ძალიან იოლი იყო. ტკივილი კი - მეტად მწარე. არ გგონია, რომ
ადამიანს ყველა ცოდვისა თუ გარყვნილებისათვის ერთად მიეზღო, სასჯელად სახრახნისში
გააყოფინეს თავი, მარჯვნიდან და მარცხნიდან კი მოუჭირეს. ამ დროს რა დარჩენია კაცს?
ერთ-ერთი გზა უნდა აირჩიოს და თქვას: ჰო, მე ისევ განვაგრძობ გარყვნილ ცხოვრებას, ან არა,
მე შევეშვები. და რა თქმა უნდა, ბოლოს მთელი ხმით იღრიალებს: არა-ს.
მართალი ხარ, როცა ჩემს ახლანდელ საქციელს ისევ ძველს ადარებ. ასეცაა, თუმცა ცოტა
სხვანაირად. მე უკვე მივიღე გამოცდილება: ღრიალს მანამ ვიწყებ, ვიდრე სახრახნისს მომიჭერენ
და გამოტყდომას მაიძულებენ. ჰო, როგორც კი მომიახლოვებენ ხელსაწყოს, მაშინვე ვიწყებ
ღრიალს. არის კიდევ რაღაც: შენ კაცმა შეიძლება გითხრას სიმართლე (სხვას ნაკლებად) და
ამავე დროს, საკუთარ თავზეც შეიტყოს სიმართლე.
მილენა, რატომ მახსენებ იმ სიტყვებს, როგორ გევედრებოდი, ნუ დამტოვებ-მეთქი. მე მაშინაც
ასეთი ვიყავი და დღესაც: შენი მზერით ვცხოვრობდი (ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე შენ
გაღმერთებდი. ყველა ასეთი მზერა თავისთავად ღვთიურია) მე ფეხქვეშ ნიადაგს ვერ
შევიგრძნობ. მუდამ შიშის ქვეშ მყოფმა ისიც კი არ ვიცი, ნიადაგზე როგორ დავდივარ. ორივემ
ვიცით, ეს არაა კარგი.
ზოგჯერ ერთი სიტყვაც კმარა, ისე მოსწყდე ნიადაგს, რომ ვეღარაფერმა შეგაკავოს, დაეცე,
გრძნობებიც კი გაგინელდეს. შეგნებულად არც ერთ მაგალითს არ ვასახელებ. ეს მაგიჟებს, ეს
არაა სწორი.

***

მილენა, გთხოვ, მოძებნე სხვა შესაძლებლობა, როგორ მოგწერო. ცრუ ბარათების მოწერა ეს
უაზრობაა. ან რა წიგნები გინდა გამოგიგზავნო, უკვე აღარ ვიცი. იმის წარმოდგენა, რომ
ფოსტაში ამაოდ მიხვალ, აუტანელია ჩემთვის. გთხოვ, გამოძებნე რამე შესაძლებლობა, რომ
მოგწერო.

ორშაბათი საღამო

მოკლედ, მიდიხარ ფოსტაში ოთხშაბათს და იქ წერილი არაა, თუმცა არა, ერთი მაინცაა -
შაბათის. ბიუროში ვერ შევძელი დაწერა. უნდა მემუშავა, მაგრამ მუშაობა არ შემეძლო. ჩვენზე
ვფიქრობდი. ნაშუადღევს საწოლიდან წამოდგომა ვერ შევძელი. დაღლილი კიარ ვიყავი, მძიმედ
ვგრძნობდი თავს. ისევ და ისევ ეს სიტყვა, ეს ერთადერთია, რომელიც შემეფერება. თუ გესმის,
რა არის ეს სიმძიმე? ეს საჭედაკარგული გემის სიმძიმეა, რომელიც ტალღებს ეუბნება: წამიყვანე,
ძალიან მიჭირს, შენთვის ხომ იოლია! მაგრამ მთლად ზუსტად ასე არაა, შედარების პოვნა და
გამოხატვა მიძნელდება.
ერთი სიტყვით იმიტომ ვერ დავწერე, რომ მეტად გაურკვეველი გრძნობა მქონდა.
მნიშვნელოვანი რამ კი მინდოდა მეთქვა, თან ვიცოდი, არანაირი დრო არ მეყოფოდა,
სათქმელისათვის თავი რომ მომეყარა.
ამჟამინდელ დროზე ვერაფერს ვიტყვი, მომავალზე ხომ საერთოდ! ავადმყოფის საწოლიდან
ახლა ავდექი, მაგრამ მაინც საწოლისაკენ მიჭირავს თვალი, მინდა, ისევ უკან დავბრუნდე. თუმცა
ვიცი, რას ნიშნავს საწოლში წოლა.
მილენა, იქნებ ადამიანებს სიყვარული სხვადასხვანაირად ესმით. ერთს უნდა რომ უყვარდეს და
ეს აძლევს ძალას, მეორეს კი სურს, მასში იყვნენ შეყვარებული. განა ამას შეიძლება სიყვარული
ვუწოდოთ?
ორის არასრულყოფილება, როგორც მივხვდი შენი წერილიდან, ეს ჩემი ნათქვამი, ვერ გაიგე.
ამით მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ: მე რომ ჩემს ჭუჭყში ვცხოვრობ, ეს ჩემი საქმეა. მაგრამ
შენი შიგ ჩათრევა, ეს უკვე სხვაა. მე რომ შენკენ მოვილტვი, ეს არაა მთავარი. საშინელება ისაა,
რომ ჩემს ჭუჭყს შენთან ურთიერთობაში უფრო მეტად ვაცნობიერებ. ჩემი გადარჩენა რთულია,
უფრო სწორად შეუძლებელი. ეს მგვრის სწორედ შიშს და შიშისგან ჭირის ოფლს მასხამს.
მილენა, ამით რამეში კი არ გადანაშაულებ, არა, ამაზე არაა აქ ლაპარაკი.
შეცდომა დავუშვი და ვნანობ, ძალიან ვნანობ, ბოლო წერილში წარსულთან შედარება რომ
გავაკეთე. მოდი, ეს ადგილი ორივემ ერთდროულად წავშალოთ.

***

მართლა არ ხარ ავად? მილენა, აქ, პრაღაში, მუდამ გაქვს ადგილი და ვერავი6 წაგართმევს,
შეიძლება მხოლოდ უძილო ღამეები გეცილება და იბრძვის ამ ადგილის დასაკავებლად. რა
ადგილია ეს? არ ვაზვიადებ, ისეთი დიდია, რომ სავსე მთვარესაც კი დააბნელებს. არ
შეგეშინდება სიბნელის? სიბნელის სითბოს გარეშე. წარმოიდგინე, ოთხი სარია ჩარჭობილი,
ორში, უფრო საშუალო სიმაღლის სარში ძელებია გარჭობილი, რომლებზეც დამნაშავეა ხელებით
მიკრული. ძელებს თანდათან გასწევენ და კაცს შუაზე გახლეჩენ6. მეორე სარზე კი ამის ჩამდენია
მიყუდებული და ისე იბღინძება, თითქოს რამე ორიგინალური ჩაედინოს. მინდა გკითხო, არ
შეგეშინდება? ჰო,ის მე, ვისზეც შენ მწერ, არ არსებობს. არც უარსებია, არც გმიუნდში, არც
ვენაში ახლა კი ჯობია, საერთოდ დაწყევლილ იქნეს. მინდა, ეს იცოდე, რადგან, თუ ერთად უნდა
ვიყოთ ან კიდევ უნდა შევხვდეთ გმიუნდში, ვენაში, მინდა, შეხვედრისას არანაირი დანაშაულის
შეგრძნება არ არსებობდეს, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა...
რეალობა, მუქარა, ისევ ყველაფრის დამსხვრევა…

***

რომ ვიცოდე, ეს გამივლის, მაგრამ ვიცი, არ გაივლის. როგორც ბავშვობაში, როცა რამე ცუდს
გავაკეთებდი, არა, ძალიან ცუდს კი არა, არამედ ცუდს ჩემი ბავშვური აზრით, ძალიან
გაკვირვებული ვიყავი, რომ ყველაფერი ისევ თავისი გზით მიედინებოდა.უფროსებიც ისევ ისე
უცვლელად მშვიდად, დინჯად მიყურებდნენ. ამ ყველაფერს კარგად რომ ჩავუკვირდი, მივხვდი:
თურმე განსაკუთრებულ ცუდს არაფერს ვაკეთებდი და არც შემეძლო გამეკეთებინა. ეს მხოლოდ
ბავშვური, გულუბრყვილო ფიქრები იყო. მაშინვე უნდა შემძლებოდა პირველი შიშის ჩახშობა.
მოგვიანებით თანდათან შემეცვალა გარემომცველ სამყაროზე წარმოდგენა. უკვე მივხვდი, რომ
ყველა ყველაფერს ამჩნევდა, საკუთარი აზრიც გააჩნდა. მათ სამყაროში ჩემნაირის ადგილი არ
იყო. მათთვის შეუფერებელი ვიყავი. ჩემი გზა ამ სამყაროს გარეთ მიემართებოდა.

***

გუში6 დამესიზმრე. ზუსტად რა მოხდა, არ ვიცი, მარტო ეს მახსოვს, რომ ჩვენ ერთიმეორეში
გარდავისახეთ, შენ იყავი მე და პირიქით, მე - შენ. ბოლოს შენ ცეცხლში იწვოდი. უცბად
გამახსენდა, რომ ცეცხლს ქსოვილით აქრობენ. ძველ კაბას დავავლე ხელი, მაგრამ ისევ
გარდასახვა მოხდა და ცეცხლში შე6 კი არა, ახლა მე ვიწვოდი. ცეცხლშიც მე ვიწვოდი და კაბით
ჩაქრობასაც მევე ვცდილობდი. მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ისევ ჩემეულმა შიშებმა შემიპყრო
და საკუთარ თავს ვეუბნებოდი, ასე ცეცხლს ვერ ჩააქრობ-მეთქი. შემდეგ მეხანძრეები მოვიდნენ,
ხანძარი ჩააქრეს და გადაგარჩინეს. ახლა ისევ შე6 იყავი, მაგრამ ძალიან სხვანაირი, უფრო
მოჩვენებასავით, სულივით. თითქოს ცაში ვიღაცამ ცარცით შემოგხაზა. ასე სიბნელეში
მოხაზული, უსიცოცხლო მომეჩვენე. სულაც არ გიხაროდა, რომ გადაგარჩინეს, გონმიხდილი
ხელში მეჭირე. და უცბად ისევ გარდასახვა მოხდა. მოულოდნელად ვიღაც მოვიდა.
ეს სტუმრობები რომ შეწყდებოდეს, ყველა ადამიანი მარადიულად ცოცხალი დარჩებოდა, არა
ჭეშმარიტი უკვდავობის მნიშვნელობით, არამედ იმ წუთიერი ცხოვრების სიღრმით. მათი ისე
მეშინია. სულ თვალებში ჩავცქერი, მინდა, სურვილი ამოვიკითხო, მადლიერებისაგან ფეხები
დავუკოცნო, საპასუხო სტუმრობა რომ არ მოისურვოს. ვცხოვრობ ჩემთვის მარტო და უცბად
მოდის სტუმარი, რაც სულიერად მკლავს. მათ რომ თავიანთი ძალებით ჩემი გაცოცხლება
შეეძლოთ, მაგრამ ამდენი ძალა სად აქვთ?.. ორშაბათს მომიწევს მასთან მისვლა. უკვე თავი
მიზუის.

***

მილენა, რატომ იწერები ერთობლივ მომავალზე, რაც არასოდეს იქნება. იქნებ იმიტომ, რომ
ამაზე ერთხელ ვენაში გაკვრით უკვე ვილაპარაკეთ? ასე მგონია, ვიღაცას ვეძებთ, რომელსაც
კარგად ვიცნობთ, ძალიანბგვაკლია, ვუხმობთ, მაგრამ ბოლოს მისგან არანაირი პასუხი არ
გვესმის. ან როგორ უნდა გავიგოთ, როცა ის იქ არც არის?
დარწმუნებული ცოტა რამეში თუა კაცი. მათ შორის იმაშიც, რომ ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით ერთ
ბინაში, სხეული სხეულთან, ერთ მაგიდასთან, ვერასოდეს - ერთ ქალაქშიც კი. ეს ისევე აშკარად
ვიცი, როგორც ის, რომ ხვალ ადრე ვერ ავდგები და ვერ წავალ ბიუროში (თავს კი ვაიძულებ,
რომ ავდგე, მაგრამ გადაბრუნებაც კი მიჭირს, რომ ჩემი ლეში ცოტათი წამოვწიო). ეს ადგომა
სიტყვასიტყვით ისე არ გაიგო, ხვალ რომ ავდგები, ეს უფრო გარკვეულია, ვიდრე ერთად
ცხოვრების შორეული შესაძლებლობა. სხვათა შორის, მილენა, არც შენ ფიქრობ სხვანაირად.
საკუთარ თავს ამოწმებ თუ მე?
რაც შეეხება ჭუჭყს, რატომ უნდა გავავრცელო ჩემი ერთადერთი საკუთრება (ყველა ადამიანს
გააჩნია რაღაც თავისი, რა, ზუსტად არ ვიცი), იქნებ მოკრძალების გამო?
გაშინებს სიკვდილზე ფიქრი? მე მხოლოდ ტკივილი მგვრის შიშს. ეს ცუდი ნიშანია. ჰო, როცა
სიკვდილის სურვილი გაქვს, ტკივილის არა, ეს არაა კარგი. ადამიანი ბიბლიურ მტრედადაა
მოვლენილი, სიმწვანეს თუ ვერ პოვებს, ისევ ბნელ ჭუჭყში იკარგება.
ხედავ, მილენა, როგორ ვფიქრობ საკუთარ თავზე. ისევ და ისევ, უფრო სწორად, ჩვენზე, ჩემი
გრძნობისა და ნების შესაბამისად, ჩვენთვის საჭირო ნიადაგზე... ერთხელაც არ მითქვამს
მადლობა, არც ჟურნალ კმენზე, არც ტრიბუნზე. ეს უკანასკნელი ძალიან კარგი იყო. ჩემს
ეგზემპლარს გამოგიგზავნი. აქ მაგიდაზე მიდევს. თუ გინდა, რამდენიმე შენიშვნასაც წავაწერ.
ისე ეს ადვილი არ იქნება. სიამოვნებით ვკითხულობ შენს თარგმანებს უცხო შრიფტით. ეს
ტოლსტოის საუბრები იყო, რუსულიდან თარგმნილი?
გრიპი გქონდა? საკუთარ თავთა6 სასაყვედურო ნამდვილად არ მაქვს, მხიარულად არც მე
ვყოფილვარ (ზოგჯერ მგონია, ცნება მხიარულება ადამიანებმა მოწყენილობის საპირისპიროდ
გამოიგონეს.
დარწმუნებული ვიყავი, აღარ მომწერდი. არც გამკვირვებია. ჩემდა გასაოცრად, ამას არც
დავუნაღვლიანებივარ...
რა შემიძლია გითხრა, მილენა. ალბათ
ადრე უნდა შევხვედროდით ერთმანეთს (მე ვწერ: გვენახა, შენ მწერ: ერთად გვეცხოვრა)! მგონი,
ჩვენ ერთად ვერასოდეს ვიცხოვრებთ, ამას ვერ შევძლებთ. და როცა ვამბობ - ადრე-მეთქი, ეს
იგივეა, რაც არასოდეს.

***

ფასის მიხედვით გრიმენშტაინი მირჩევნია. ფასიც რომ არა, სხვა სანატორიუმში ყველაფერი
(მატრასი, ბალიში, გადასაფარებელი და ა.შ.) თან უნდა მიიტანო. მე კი ამდაგვარი არაფერი
მაქვს. გრიმენშტაინში ამ ყველაფერს თვითონ გაძლევენ. ვინერ ვალდში წინასწარ იხდიან თანხის
ნაწილს, გრიმენშტაინში - არა. გრიმენშტაინი უფრო მაღლაც მდებარეობს.
ჯერ არ მივემგზავრები. ერთი კვირის განმავლობაში საკმაოდ ცუდად ვგრძნობდი თავს (სიცხე
და ისეთი სუნთქვის უკმარისობა მქონდა, მაგიდიდანაც ვეღარ ვდგებოდი, მაგრად მახველებდა).
ეს, ეტყობა, ერთი ხანგრძლივი გასეირნების შედეგია. ახლა ცოტა უკეთ ვარ, ამიტომაც
სანატორიუმში წასვლა ისევ მეორეხარისხოვნად იქცა.
ისე ორივე სანატორიუმი ძვირია. ინექციები ფასიანია. სადმე სოფლად წასვლა ან პრაღაში
დარჩენა მირჩევნია, რათა რამე ხელობა შევისწავლო. რა მინდა სანატორიუმში? მთავარი ექიმი
თავის პრეტენზიებს მომახვევს, ხორცის ჭამას მაიძულებს. მე კი ალბათ ყელში გამეჩხირება.

***
ორი საათი ჰამაკში ვიწექი და მარტო შენზე ვფიქრობდი.

***

შენ გავიწყდება, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ და მიწაზე ერთ არსებას
დავცქერით, ეს არსება მე ვარ. მაგრამ ჩემს გამოხედვაში აღარაფერი იკითხება.
სხვათა შორის, შემოდგომაც მეხუმრება მგონი: ხან საეჭვოდ ცხელა, ხანაც ცივა. უკვე ვიფიქრე
იმაზე, ვენით გავმგზავრებულიყავი, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ფილტვები მეტად ცუდ
მდგომარეობაში მაქვს, ვიდრე ზაფხულში მქონდა (ეს ბუნებრივიცაა). ქუჩაში ლაპარაკი
სირთულეებს მიქმნის და არასასიამოვნო შედეგებიც მოაქვს. ამ ოთახიდან უკვე უნდა გავიდე და
შეძლებისდაგვარად სწრაფად. გადავინაცვლო გრიმენშტაინის შეზლოგინში. იქნებ მგზავრობა,
ვენის ჰაერი მომიხდეს კიდეც...

***

როგორ ხდება ეს, მილენა, რომ შენ ისევ და ისევ არ გაქვს ჩემ მიმართ შიში, მორიდება თუ
რაღაც მსგავსი? რა ძალა ან რა გულწრფელობა გაგაჩნია ასეთი!
ერთ ჩინურ მოჩვენებათა წიგნში მახსენდება, სულ სიკვდილზეა ლაპარაკი. ერთი სასიკვდილო
სარეცელზე წევს და სიკვდილის სიახლოვის მიუხედავად ამბობს: ჩემი ცხოვრება ისე გავატარე,
სულ საკუთარ სურვილებს ვებრძოდი, ასეც დავასრულე. კიდევ: ერთი მოსწავლე მასწავლებელს
დასცინის, რომელიც მხოლოდ სიკვდილზე ლაპარაკობს: სულ სიკვდილზე რომ ლაპარაკობ, არ
მოკვდებიო…

***

რა არის ისეთი, ასე რომ გტანჯავს? მეგონა, ადრე ყოველთვის მე ვიყავი უღონო, ახლაც ვარ,
მაგრამ ახლა შენც ასეთი მეჩვენები. ხშირად ხარ ავად?

***

დირექტორთან ვიყავი, დამიბარა. ოტლა, მიუხედავად იმისა, რომ მე ეს არ მსურდა, იქ იყო. არც
ის მინდოდა, ექიმს გავესინჯე, მაგრამ გამსინჯა. დირექტორმაც, ისე რომ არ მითხოვია,
შვებულებაში გამიშვა.

***
ისე ვიყავი საკუთარ თავში ჩაკეტილი, წერილის გამოგზავნა რამდენიმე ხანი კიდევ შევაყოვნე.
შენი მოუწერლობის მხოლოდ ერთი მიზეზი ვიცი. ქალაქის მთავრობას თხოვნა უკვე გავუგზავნე.
თუ თანხმობა მომივიდა, დანარჩენი უკვე ჩქარა მოგვარდება, ჩამოვალ. ჩემ დასაც უნდა ვენაში
ჩემთან ერთად წამოსვლა. შეიძლება ისიც ჩემთან ერთად გამოემგზავროს,ორი დღე ვენაში
დარჩეს. ბავშვის დაბადებამდე უნდა, პატარა მგზავრობა მაინც მოასწროს.
ერენშტაინი (გარდაცვლილი ვენელი პოეტი - ალბერტ ერენშტაინი) მას შემდეგ, რაც მასზე
მოგწერე, შეიცვალა, სიამოვნებით გადავამოწმებდი ჩემს ადრინდელ შეხედულებას მასზე, მაგრამ
მეტი მასთა6 შეხვედრის თავი აღარ მაქვს. რომ გითხრა, ჩემთვის ძალიან მშობლიური
იყო-მეთქი, არა, მაგრამ არც უცხოდ მეჩვენა. ერთი სიტყვით, სასიამოვნო კი ეთქმოდა. ის
კარგად მსჯელობს, ლაპარაკობს, ოღონდ ძალიან იძაბება ლაპარაკისას. ისე, ყოველი ქუჩის
კუთხეში ასეთი მოლაპარაკე თუ შემაყოვნებს, ისედაც პატარა დღეს კიდევ უფრო გაუსაძლისს
გახდიან. გახსოვს ლაპარაკი ტანიასა და მღვდელს შორის? სხვათა შორის, კიდევ ერთი
მაგალითი, თუ რა უძლურია ნუგეშისცემა. ტანია ამ დროს კვდება (კაფკა აქ ლაპარაკობს ერნსტ
ვაისის დრამაზე ,,ტანია”)
არა, მილენა, ერთად ვერ ვიქნებით, ვერც ვერასოდეს ვიქნებოდით. დიდხანს ვებღაუჭებოდი
ღობეს, მაგრად ბოლოს გადატყავებული ხელებით დავეცი. იქნებ არსებობს სხვა
შესაძლებლობებიც, მაგრამ მე არ ვიცი.
საათობრივი გეგმით ძალიან გამახარე. რუკასავით ვსწავლობ. სულ ცოტა, ეს მაინც უსაფრთხო
ჩანს. თოთხმეტ დღეში ვერ მოვალ, ალბათ - უფრო გვიან. ბიუროში მაბრკოლებს კიდევ
რაღაცები; საკმარისია გასამგზავრებლად გავემზადო, რომ ხან რა მაკლია და ხან - რა.
გამგზავრების მეშინია. ვინ ამიტანს სასტუმროში, თუ გუშინდელივით (ასე უკვე წლებია არ
ვყოფილვარ, ღამის ორის ნახევრიდან გათენებამდე ვახველებდი) შეუწყვეტლივ ვახველებ?
ძლივს ჩამეძინა, რომ ერთ საათში გადაბრუნებისას ისევ დამეწყო ხველა. საათამდე გასტანა.
შარშან როგორი ვაგონითაც ვიმგზავრე, წელს ისეთით არ გამოვა.

***

მთლად ასე არ არის, მილენა. შენ ხომ იცნობ იმას,ვინც ახლა გწერს მერანიდან? მაშინ ერთნი
ვიყავით, შემდეგ ისევ განხეთქილება მოხდა.

ამაზე მინდა, კიდევ რაღაც გითხრა, მაგრამ ამ ჩემი დახშული ყელიდან არ ამომდის.

***

ხშირად ვფიქრობ ამაზე, მინდა მოგწერო, მაგრამ ვერ გწერ. გეგონება, ნტეროფიცერ პერკინსს
უჭირავს ჩემი ხელი. თუ ერთ წამს მაინც გამიშვებს, ეგებ ერთი სიტყვა მოგწერო საიდუმლოდ.
მილენა, ეს ხომ ჩვენს ერთნაირ გემოვნებაზე მიუთითებს, რომ შენ მაინცდამაინც ეს ადგილი
წამებაზე, გადათარგმნე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. მეც ხომ მხოლოდ მაგით
ვარ დაკავებული, საკუთარ თავსაც ვაწამებ და სხვასაც? რატომ? ეს ერთხელ ასე ავხსენი:
ცხოველი ბატონს მათრახს გამოგლეჯს ხელიდან და საკუთარ თავს თვითონ ურტყამს, რომ
ბატონი გახდეს...

***

შენს ქმარს რომ არ შევხვდე, მგონი,შენ უფრო მეტად გინდა, ვიდრე მე. ის რომ მოვიდეს
ჩემთან, თუმცა ამას არ გააკეთებს. გამორიცხულია, ჩვენ ერთმანეთს შევხვდეთ!

***

მგზავრობა კიდევ ჯანჯლდება, რადგან


ბიუროში საქმე მაქვს. ხედავ, არ მრცხვენია მოგწერო, რომ ბევრი საქმე მაქვს. რა თქმა უნდა, ეს
სამსახური ისეთივეა, როგორც ყველა სხვა. ეს ჩემთან ნახევრად ძილი, სიკვდილთან სიახლოვეა.
ჰო, ვენკოვი (მაშინდელი რეაქციული პარტიის ფურცელი) მართალია. გადახვეწა, მილენა,
მხოლოდ გადახვეწა!

***
შენ ამბობ, მილენა, რომ არ გესმის. შეეცადე გაგებას, რა მიგაჩნია ავადმყოფობად. არსებობს
უამრავი ავადმყოფობის გამოვლინება, რომლებიც ფსიქოანალიტიკოსებს სჯერათ, რომ
აღმოაჩინეს. მე ამას ავადმყოფობას არ ვუწოდებ და თერაპიაში ფსიქოანალიზი უსუსურ
შეცდომად მიმაჩნია. ყველა ეს მოცემული ავადმყოფობა, რა ნაღვლიანადაც უნდა
გამოიყურებოდეს, რწმენის საქმეა, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანის დათრგუნვა
და შებოჭილობა. აქ ფსიქოანალიტიკოსი ვერაფერს მოძებნის, გარდა იმისა, რომ თქვას
დაავადებულია, თან ცდილობს, ცალკეული მიზეზებით დაასაბუთოს. იქნებ ეს აწმყოსეული
სევდითაა გამოწვეული… ამ სამყაროში როგორ უნდა გამოჯანსაღდეს კაცი?
ჩემს შემთხვევაში კაცს შეუძლია სამი მიმართულებით იფიქროს: A,B, C.
A უხსნის B-ს: რატომ ტანჯავენ ეს ადამიანები ერთმანეთს, რატომ არ ენდობიან ერთმანეთს?
რატომ არ აქვთ, უფლება იცხოვრონ? (დიოგენეც ხომ მძიმედ იყო ავად? ვის არ გააბედნიერებდა
ალექსანდრეს ბედნიერი, გაბრწყინებული მზერა?) დიოგენეს კი სწორედ ეს აეჭვებდა,ეს მზე,ეს
ბერძნული განუწყვეტლად მწველი მზე (მოჩვენებებით აღსავსე აღქმა). C-ს უჭირს ამის ახსნა,
შიშისაგან ცახცახებს,ვმაგრამ იმედოვნებს, რომ A აუხსნის B-ს ყველაფერს და B-ც ყველაფერს
სწორად გაიგებს.
მილენა, მე გულწრფელი ვარ (შეიძლება ჩემი ნაწერი ადრე უფრო გულღია და ნათელი იყო,
ასეა?). აქ თითქოს ციხის წესრიგია, უფრო სწორად, ციხეზე უფრო მკაცრიც. ციხეში იქნებ ამაზე
მეტი თავისუფლებაც იყოს. ამას ვერ შევურიგდები, ეს ჩემთვის მიუღებელია.
მე რაღაც მესაკუთრული მაქვს, რაც ყველა ჩემი ნაცნობისაგან, არსებითად არა, მაგრამ
ხარისხობრივად ძალიან განმასხვავებს. ჩვენ ხომ ორივე კარგად ვიცნობთ დასავლეთ
ებრაელებისათვის დამახასიათებელ გამოკვეთილ თვისებებს. მე იმათ შორის მეტისმეტად
დასავლელი ვარ. ეს იმას ნიშნავს, გადაჭარბებით თუ ვიტყვით, რომ არც ერთ მშვიდ წუთს,
არაფერს არ მაჩუქებენ, ყველაფერი უნდა მოვიპოვო, არა მარტო აწმყო, არამედ მომავალიც,
წარსულიც. ვინც მიცნობს,იმედია, მიხვდა ამას. ან იქნებ, რომ მიხვდნენ, ესეც ჩემი
მოსაპოვებელია? საშინელებაა. ასე მგონია, ეს დედამიწა მარჯვნივ ტრიალებს. თუ ეს ასეა, მაშინ
მარცხნივ უნდა შევატრიალო, რომ წარსულს დავწიო. მაგრამ ყველა ამ ვალდებულებებს მე ვერ
ვიკისრებ. ვერ შევძლებ სამყარო ჩემს მხრებზე ვატარო, როცა ჩემს ზამთრის ქურთუკს ძლივს
ვატარებ. სულაც არ მინდა, ამ უღონობაზე წუწუნი ან რა საჭიროა?! რა ძალა უნდა მქონდეს, ეს
მისია რომ შევასრულო?! აქ, ყოველი მცდელობა, საკუთარი ძალებით გაღწევა რომ შეძლო,
სიგიჟეა. სიგიჟედაც დამიჯდება. ამიტომ ამასთან შეგუება, როგორც შენ მწერ, შეუძლებელია.
საკუთარი ნებით იმ გზაზეც ვერ გამივლია, რომელზეც მინდა გავიარო... ჰო,იმ გზაზე გავლის
სურვილის უფლებაც კი არ მაქვს! მე მხოლოდ მშვიდად უნდა ვიყო, არაფერი ვისურვოან
საერთოდ გამაჩნია სურვილი?

***

გავიგე, შენს ქმარს უთქვამს, რომ მას


პარიზში სურს გადასახლება.

***

დღეს ორი წერილი მოვიდა. რა თქმა უნდა, მართალი ხარ, მილენა, ჩემდა სამარცხვინოდ უნდა
ვაღიარო, რომ ჩემს წერილებზე შენი პასუხების გახსნას ვერც ვბედავ. მაგრამ ჩემი წერილები
მართალია ან იქნებ სიმართლისაკენ მიმავალ გზას ადგას..
ჩემი წერილები არაგულწრფელი რომ იყოს,რა დამემართებოდა შენი პასუხების გამო? პასუხი
ადვილია: გავგიჟდებოდი. სიმართლის თქმა დიდი საქმე არაა. მე ხომ ძნელად გასაზიარებლის
გაზიარებას, გაუგებრის ახსნას, რაღაც ისეთის მოყოლას ვცდილობ, რაც ძვლებმა გადაიტანეს,
ან კიდევ რისი გადატანაც შეუძლიათ. ეს იქნებ შიშია და სხვა არაფერი. მაგრამ შიში ყველაფერს
სჭარბობს, შიში დიდებისა თუ პატარების წინაშე, შიში, გამანადგურებელი შიში თვით სიტყვის
გამოთქმისასაც. ყოველ შემთხვევაში, ეს შიში არა მხოლოდ შიშია, არამედ რაღაცისადმი
სწრაფვაც...
O mne rozbil (ის ჩემში დამსხვრეულია). ამაში მარტო მე მიმიძღვის ბრალი. ჩემს მხარეზე მცირე
სიმართლეა, ისევ და ისევ მცირე სიმართლე. ისევ და ისევ მეტი წილი ტყუილი, ტყუილი შიშის
გამო საკუთარი თავის წინაშე, ადამიანების წინაშე! ეს დოქი, ვიდრე ჭამდე ჩაიტანდნენ, მანამ
დაიმტვრა, დიდი ხანია დაიმტვრა.
ახლა გავჩუმდები, რომ შენ წინაშე, სულ ცოტა, მართალი დავრჩე. საშინლად ვიტყუები, ამაზე
საშინელი სულიერი სატანჯველი სხვა არაფერია! ამიტომ გთხოვ, მომეცი უფლება, ვიყო მშვიდად.
O mne rozbil (ის ჩემში დამსხვრეულია), მწერ შენ: ვხედავ, როგორ ტანჯავ საკუთარ თავს.
როგორც წერ, სიმშვიდეს მხოლოდ ქუჩაში პოვებ. მე კი - აქ, ჩემს თბილ ოთახში, ჩემს ღამის
პიჟამასა და ფლოსტებში. ვზივარ ასე მშვიდად, გეგონება, ჩემმა საათის ისრებმაც მიმატოვესო
(სხვათა შორის, დროს მაი6ცაჩვენებს).

***
როდის გავემგზავრები, მაში6 გეტყვი, როცა მოვა მთავრობისაგან სანატორიუმში ცხოვრების
ნებართვა. ერთი კვირის წი6 მივმართე ამ თხოვნით. O mne rozbil (ის ჩემში დამსხვრეულია) -
მე ისევ ამ სიტყვებზე ვფიქრობ. მაგრამ, ეს არაა ჩემი ბრალი, არც - ადამიანების. მე მარტოობაში
ვპოვებ სიმშვიდეს, ასე მირჩევნია.

***
როცა ამაზე ვფიქრობდი, რაღაც შინაგან მუქარას ვგრძნობდი. ვამჩნევდი, რომ მგზავრობის გამო
ყოყმანი ნაწილობრივ რაღაც მიზეზით იყო გამოწვეული, მაგრამ მჯეროდა, ამას იოლად
გადავლახავდი.
სამშაბათს, ნაშუადღევს ვიღაცისაგან გავიგე, რომ იმ ნებართვისათვის დაცდავარ იყო საჭირო.
ვენაშიც თავისუფლად მიიღებდა კაცი. ასე რომ, ამ მხრივ გზა თავისუფალი იყო. მთელი
ნაშუადღევი ჰამაკში ვიწექი და თავს ვიტანჯავდი. საღამოს შენ მოგწერე, მაგრამ არ
გამომიგზავნია. კიდევ მჯეროდა, რომ ჩემში გამგზავრებაზე ყოყმანს გადავლახავდი, მაგრამ
მთელი უძილო ღამე ტანჯვაში გავატარე. ჩემში ორი განცდა ებრძოდა ერთმანეთს: ერთს უნდოდა
გამგზავრება, მეორეს ეშინოდა. არადა, ორივე ჩემი ნაწილი იყო, ეს ორი უმწეო არსება ჩემში
იბრძოდა. დღეს ძალიან ადრე ავდექი. გამგზავრების ძალა არ მქონდა. იმის წარმოდგენაც, რომ
შენთან წამოსვლას ვაყოვნებ, მტანჯავს, ამ დარტყმას ვეღარ ავიტან.
შენი წერილი უკვე აუტანელია. მწერ, რომ ჩემი იმედი აღარ გაქვს. მაგრამ გჯერა, რომ შეძლებ
ჩემთან განშორებას?
მე შენ და საერთოდ ვერავის გავაგებინე, რა ხდება ჩემში. ეს მეც არ მესმის. მაგრამ მთავარი
მხოლოდ ერთი რამაა: შეუძლებელია, ჩემს გარემოში ადამიანურად იცხოვრო; ამას ხედავ,
მაგრამ არ გინდა დაიჯერო.

შაბათი საღამო

ყვითელი წერილი ჯერ არ მიმიღია,იმას გაუხსნელად უკან გამოგიგზავნი.


ხომ არ აჯობებდა, ახლავე შეგვეწყვიტა ერთმანეთისადმი მიმოწერა? გინდა, საბოლოოდ
გავგიჟდე? მაგრამ მე არ გავგიჟდები, მილენა. მე არ მინდა შენზე ლაპარაკი, არა იმიტომ, რომ ეს
ჩემი საქმე არაა. უბრალოდ, ეს ჩემი საქმეა, არ მინდა და მორჩა.
მოკლედ, ახლა მხოლოდ შენზე, იმაზე მინდა მოგწერო, რა ხარ ჩემთვის. დიახ, ჩემთვის მთელი
სამყარო ხარ. ეს არ წერია ყოვლედღე ქაღალდის ნაგლეჯზე, რომლებსაც გიგზავნი. ამ წერილებს
ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს, არაფერს მშველის. ერთ დღეს გმიუნდმავწარმოქმნა
გაუგებრობები, სირცხვილი, თითქმის გადაულახავი სირცხვილი. მე ისე მინდა შენი ნახვა,
როგორც პირველად ქუჩაში, მაგრამ ყველაზე მეტად წერილები მაფერხებს, ვიდრე მთელი ეს ქუჩა
თავისი ხმაურით.
მაგრამ გადამწყვეტი ეს არ არის! გადამწყვეტი შენი წერილების მიმართ, ასევე საკუთარი თავის
მიმართაც ჩემი უღონობაა. ათასი წერილი შენგან და ათასი სურვილი ჩემგან ამას ვერ
გააბათილებს.ბმთავარი ეს უღონობაა, მაგრამ ყველა მიზეზი აქ ამ სიბნელეშია. დაუოკებელი
ძლიერი ხმა ალბათ შენი ხმაა, რომელიც სიმშვიდისაკენ მიხმობს, რაც ყველა შენს წერილშია
(იქნებ შენს ყვითელ წერილშიც, დეპეშაშიც, რომლითაც წერილს უკან ითხოვ, რა თქმა უნდა,
სამართლიანად) ხშირად შენს წერილებში ზოგიერთი ადგილის ისე მეშინია, რომ გვერდს ვუვლი,
როგორც ეშმაკი წმინდა, ნაკურთხ ადგილს.

***

ახლაც ასე ვარ. სხვა ვერას ვაკეთებ, ვზივარ, საათობით ჩავცქერი შენს წერილებს და ამ
წერილების საშუალებით ზოგჯერ გხედავ, მაგრამ არა სიზმარში, უფრო წარმოსახვაში; გხედავ,
რომ სახეზე თმა გაქვს ჩამოყრილი, მე ხელით აქეთ-იქით გიყოფ, რომ შენი სახე დავინახო. ხელს
შუბლზე გისვამ, შენს სახეს ჩემს ხელებში ვიქცევ.

წერილის კიდეზე: სანატორიუმში თუ წავალ, აუცილებლად მოგწერ.

ორშაბათი

ამ წერილის დახევა მინდოდა, გამოგზავნას არ ვაპირებდი. დეპეშაზეც არ მსურდა პასუხის


გაცემა. დეპეშები მეტად მრავალმნიშვნელოვანია. ახლა ბარათიც და წერილიც მოვიდა. მილენა,
ლაპარაკს მოწყურებული ენა რომც გადავყლაპო, როგორ დავიჯერო, რომ შენ ახლა წერილები
გჭირდება? შენ ახლა სიმშვიდის მეტი არაფერი გჭირდება. ეს წერილები ხომ სულ ტანჯვაა და
ტანჯვიდან ამოზრდილი, უკურნებელი სენი კი სულ უფრო მატულობს. ამ ზამთარში ერთადერთი
საშუალება მშვიდად ყოფნაა, აქ-იქ ნაღვლიანად... რას იზამ? ასე ძილი უფრო ბავშვური და ღრმა
გექნება. მაგრამ ტანჯვა? ტანჯვა ძილს გართმევს, გაფხიზლებს, ეს კი აუტანელია.

ოთხშაბათი

არ არსებობს არანაირი კანონი, რაც ამიკრძალავს, ისევ მოგწერო, ისევ გითხრა მადლობა შენი
წერილებისათვის. ყველაზე ულამაზესი, საუკეთესო ის იქნება, რომ მომწერო: მე ვიცი, რომ შენ
მე...
დიდი ხანია, თითქოს შევთანხმდით, ერთმანეთს აღარ მივწეროთ. შესაძლოა, ამას ორივე
მივხვდით. არ არის საჭირო იმის ახსნა, რატომ ჯობია, არ მომწერო.
საშინელება იქნება, თუ მართლა აღარ მექნება საშუალება, მოგწერო. ასეც რომ მოხდეს, თუკი
საჭირო იქნება,შენ მაინც უნდა მომწერო. ეს ხომ თავისთავად ცხადია.
მე ვ-სთან (აქ იგულისხმება მილენას მამა) ძალიან ცუდად მოვიქეცი. ამაში ეჭვიც არ მეპარება.
მაგრამ ალბათ არც ისე ცუდად. სრულიად უცხოსავით მივედი, იმ ადამიანივით, რომელსაც ასე თუ
ისე გაეგებოდა ვენაში ურთიერთობების,ვი6ნც შენგან ორი ნაღვლიანი წერილი მიიღო.
არ გემშვიდობები, ეს არ არის გამომშვიდობება. ან როგორ უნდა გამოგემშვიდობო, როცა
რაღაც ძალა შენკენ მთელი ძალით მიზიდავს, მექაჩება.

საყვარელო ქალბატონო მილენა

(ბოლო წერილები ძირითადად მილენას ბინის მისამართზე იყო გაგზავნილი)


უნდა გამოგიტყდე, რომ ერთხელ ვიღაცის ძალიან მშურდა, ქუდბედიანი იყო, მისი ყველას
ესმოდა და უყვარდა. სულ ყვავილებს უფენდნენ ფეხქვეშ. შურით ვსკდებოდი.
ჟურნალი ტრიბუნი ბევრჯერ არა, მაგრამ რამდენჯერმე წავიკითხე, მგონი, უფლება ჰქონდათ
დაეხურათ. ზაფხულმა ისე ჩაიარა, ერთი ნომერიც ძლივს ვნახე, ისიც სადგურზე, პრაღაში. ერთი
ზაფხულივით ტურფა ქალი ვიღაცას ელაპარაკებოდა, სწორედ იმას ეჭირა ხელში. ჩემმა დამ
სთხოვა, ჩემთვის გამოართვა. თუ არ ვცდები, რაღაც სასაცილო წერილი წავიკითხე გერმანული
აბანოების შესახებ. მახსოვს, ერთხელ ბედნიერად გატარებულ ერთ ზაფხულზე წერდით. ისიც
ლამაზი იყო; ზუსტად აღარ მახსოვს... კიდევ თქვენი ნათარგმნი წერილიც წავიკითხე
დიასახლისზე...
იცით აიხენდორფის ლექსი ,,ო მდელოებო, შორს, ო სიმაღლეებო!” ან იუსტუს კერნერის ლექსი
ხერხზე? (კაფკას საყვარელი ლექსი). თუ არ იცით, ერთხელ ამოვიწერ და გამოგიგზავნით.
ოტლა ძალიან კეთილად მეპყრობა. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟი ჰყავს გასაზრდელი, ზრუნვას
არ მაკლებს. ფილტვები, სავალალო მდგომარეობაში მაქვს. უკვე თოთხმეტი დღეა აქ ვარ, მაგრამ
ექიმთან ჯერ არ მივსულვარ. მგონი, უარესობა არ უნდა იყოს. მაგალითად, გარეთ - თუმცა ეს
წმინდაწყლის კეკლუცობაა! - ერთი საათის განმავლობაში ან მეტ ხანს დაუღალავად შეშის დაჭრა
რომ შემეძლოს, ბედნიერი ვიქნები, იმ წუთას. რაც შეეხება ძილს,ზოგჯერ უარესადაცაა საქმე.
ისე თქვენი ამაყი, ძლიერი, ნატანჯი, ურყევი ფილტვები როგორაა?

თქვენი კ.

ქ​ ალბატონო მილენა​, აი, უკვე რამდენი ხანია აღარაფერი მომიწერია. ახლაც სრულიად
შემთხვევით გწერთ. ალბათ ბოდიში იმის გამო, რომ არ გწერდით, არ უნდა მოვიხადო. იცით,
როგორ მძულს წერილები. ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ უბედურებად ვთვლი. არა, არ ვწუწუნებ,
უბრალოდ მინდა ერთი საყოველთაო, ჭკუის სასწავლებელი დასკვნა გავაკეთო: წერილებს თუ
წერილების წერას რა მოაქვს. მგონი, ადამიანებს ჩემთვის არასოდეს მოუტყუებიათ, აი,
წერილები კი მუდამ, მარტო სხვების კი არა, ჩემიც ცრუობს. ჩემ შემთხვევაში იქნებ ეს ყველაზე
დიდი უბედურებაა, რაზეც აღარ მსურს ლაპარაკი. წერილების წერა - ეს მხოლოდ თეორიულადა
ჩანს ასე იოლი. ისე კი წერას საშინელი სულიერი მოშლა სდევს თან. ესაა შეხლა, შეჯახება არა
მარტო წერილის ადერესატის, არამედ საკუთარ მოჩვენებასთანაც. ან საერთოდ როგორ მივიდა
ადამიანი იმ აზრამდე, რომ წერილებით ერთმანეთთან შესაძლებელია ურთიერთობა. ადამიანს
შეუძლია შორებელ ადამიანზე იფიქროს, ახლო ადამიანს შეეხოს, ყველაფერი დანარჩენი კი
ადამიანის ძალას ნამდვილად აღემატება. წერილების წერა მოჩვენებების გამოხმობას ნიშნავს.
მოჩვენებები ხარბად ელიან ამ წერილებს. დაწერილი კოცნა არასოდეს მიაღწევს ადრესატამდე,
რადგან მოჩვენება ამ კოცნას გზაშივე ხარბად შთანთქავს. ამ მდიდრული საკვებით ეს
მოჩვენებები უსასრულოდ მრავლდებიან. კაცობრიობა გრძნობს ამას და ებრძვის მათ. მან,
იმისათვის, რომ მოჩვენებები ადამიანსა და რეალობას შორის გამორიცხოს, სულიერი სიმშვიდე
პოვოს, გამოიგონა რკინიგზა, მანქანა, თვითმფრინავი, მაგრამ ვერც ამან უშველა ვერაფერი. ეს
ის გამოგონებებია, რომლებიც უკვე იმთავითვე კრახისთვის იყო განწირული. მოჩვენებები
იმდენად მშვიდი და ძლიერი გამოდგნენ, რომ თავიანთ გამოსაკვებად ფოსტა-ტელეგრაფი
გამოიგონეს. ასე, აღარაფერი დაამშევთ მათ, სამაგიეროდ ჩვენ გავნადგურდებით.
გაოცებული ვარ, რომ თქვენ ამ თემაზე
ჯერ არაფერი დაგიწერიათ. ნამდვილად უნდა გამოეხმაუროთ ამ საკითხს, იქნებ ცოტათი მაინც
შეაფერხოთ, ან, სულ მცირე, ამ მოჩვენებებს დაანახოთ, რომ ვამჩნევთ და ვიცით მათ შესახებ.
თუ უკვე ძალიან გვიანია? მათი შეცნობა გამონაკლისის სახით მაინც შეიძლება, ზოგჯერ ერთ
წერილს შეუფერხებლად უშვებენ, მოდის სწრაფად და სიხარულს გგვრის. მაგრამ ესეც
მოჩვენებითია და საშიში, ასეთი სასიხარულო სწრაფი წერილისაგან უფრო უნდა დაიცვას კაცმა
თავი. სულ მცირე, ერთი იმედგაცრუებაც კმარა, რომ… სწორედ ასეთი რამ დამემართა დღეს,
ამიტომაც გწერთ ამ ყველაფერზე. დღეს ერთი მეგობრისაგან |იგულისხმება თვით მილენა),
რომელსაც თქვე6ც კარგად იცნობთ, წერილი მივიღე. უკვე დიდი ხანია ვწერთ ერთმანეთს, რაც
გარეგნულად გონივრულიცაა. სწორედ ამ სიტყვებმა - წერილები ძილის საწინააღმდეგო
მშვენიერი საშუალებაა - დამაწერინა ეს ყველაფერი. რა მდგომარეობამდე მიხვედით! ეს ხომ
გამოფიტული, დაუძლურებული, გაღიზიანებული, ტანჯვაგამოვლილი წამიერი სიხარულია. როცა
წერილებს თავდავიწყებით კითხულობ, ისედაც მცირე ხნით მოახლოებული ძილი მაშინვე ღია
ფანჯრიდან მიფრინავს და კარგა ხანს უკან აღარ ბრუნდება. ბევრს, ძალიან ბევრს და ხშირად
ვფიქრობ, ალბათ ამიტომაც აღარ ვწერთ ერთმანეთს. შეიძლება ზოგჯერ ზერელეც იყოს ჩემი
ფიქრები. აი, გუში6 საღამოს კი მასზე (მეგობარზე) ბევრი ვიფიქრე. ღამის ძვირფასი საათები
საწოლში იმისთვის დავკარგე, რომ მისთვის ის სიტყვები, აზრები, რაც თავში მომივიდა,
გამეზიარებინა. მისგან ადრიანად მოვიდა წერილი. შიგ ეწერა, რომ მეგობარს ერთი თვის წინ
ჩემთან მოსვლის სურვილი გაუჩნდა. ამან მიბიძგა პასუხი დამეწერა. და როცა უკვე დავწერე,
როგორ არ გავუგზავნო? ქალბატონო მილენა, ამ სიტყვებს ყველაზე დიდი სიამოვნებით ვწერ
(რამდენადაც კაცს ასეთ შემთხვევაში შეუძლია სიამოვნებით წერა, როცა იცის, რომ ყველაფერს
მოჩვენებებისათვის ამბობს. ისინი უკვე ჩამწკრივებულან ჩემი მაგიდის გარშემო)...

***

დიდი ხანია გაზეთებში თქვენი აღარაფერი მინახავს, გარდა მოდებზე დაწერილი სტატიებისა.
ამან კი მთელი თავისი წვრილმანებით გამამხიარულა და დამამშვიდა. გაზაფხულის ბოლო
წერილიც ვნახე. სამი კვირის ტრიბუნიც არ წამიკითხავს. ალბათ ვიშოვი. შპინდელმიულეში
ვიყავი, როცა თქვენი წერილი მივიღე. ახლა წერილის წერისას უცნაურად ვგრძნობ თავს. თქვენ
ახლა - თუმცა ალბათ მარტო ახლა კი არა სულ - მოთმინება უნდა იქონიოთ. უკვე წლებია
აღარავისათვის მიმიწერია. ამ მხრივ მკვდარი, ვინმესთვის აზრთა გაზიარების უნარს
მოკლებული ვიყავი. ამ სამყაროს, უფრო სწორად, არც ერთ სამყაროს აღარ ვეკუთვნოდი. იმ
წლებში თითქოს ყველაფერი რაც ხდებოდა, რასაც ვაკეთებდი, ჩემ მიღმა ხდებოდა და მარტო
იმას ველოდებოდი, როდის დამიძახებდა ავადმყოფობა მეორე ოთახიდან, რომ გავქცეულიყავი
და მთლიანად მას დავმორჩილებოდი, დავნებებოდი. ოთახში სიბნელე იყო გამეფებული, არ ვიცი,
ავადმყოფობა იყო თუ არა იქ?
ყოველ შემთხვევაში, ფიქრი და წერა ძალიან მიძნელდება, ზოგჯერ წერისას ხელი მხოლოდ
ცარიელ ფურცელზე უღონოდ მიირწევა, ახლაც, ფიქრებით მოცულს, მსურს შევწყვიტო წერა (სულ
უფრო და უფრო მაოცებს თქვენი სხარტი გონება). მოკლედ, მოთმინება უნდა იქონიოთ,
მოთმინება, ეს კვანძი ნელ-ნელა გაიხსნება, ის მხოლოდ კვანძია, ამას ჩაკეტილ კვანძს
უწოდებენ…

***

ამწუთას ყველაზე უარესი ისაა, რასაც თავადაც არ მოველოდი, რომ მე ამ მნიშვნელოვანი


წერილების წერის გაგრძელება აღარ შემიძლია. წერილების წერის ბოროტმა ჯადოქარმა
შემიპყრო და ისედაც ძილდარღვეული ღამეები კიდევ უფრო ამიფორიაქა. უნდა შევწყვიტო, აღარ
მსურს წერა!
ოჰ, თქვენი უძილობა სულ სხვანაირია, ვიდრე ჩემი! გთხოვთ, აღარ მომწეროთ.

***

სალმისთვის დიდი მადლობა. რაც შემეხება მე: რამდენიმე დღით გავემგზავრე. პრაღაში თავს
კარგად ვერ ვგრძნობდი. ეს არაა მგზავრობა, ეს უფრო ფართხალია მოურგებელი ფრთებით.

კ.

საყვარელო მილენა,

დობრიხოვიჩიდან ჩემი ბარათი ალბათ მიიღეთ. მე ისევ აქ ვარ, მაგრამ ორ-სამ დღეში შინ
მივემგზავრები. მხოლოდ უძილობა მიჯდება ძვირად, სხვა მხრივ ყველაფერი ძალიან კარგადაა.
რაც შემდგომ მოგზაურობას შეეხება, (ისე მგონი, იმ ერთმა მგზავრობამ უკვე გამომაცოცხლა),
ჯერ ერთი - სიძვირე მაშინებს, მეორეც უკვე ზეცაც მაშინებს და ჯოჯოხეთიც. ყველაფრის
მიუხედავად, სამყარო მაინც შეუცნობელია ჩემთვის.

გულითადი სალამი თქვენი კ.

როცა ჩვენი ბოლო ერთად ყოფნისას უცბად (მაგრამ არა, ჩემდა გასაოცრად!) გაქრი, იმის
შემდეგ პირველად სექტემბერში გავიგე შენ შესახებ, ჩემთვის ისედაც მძიმე დროს. ამასობაში
ივლისში ჩემთან დიდი რამ მოხდა - თურმე დიდი რაღაცებიც არსებობს! - მე ჩემი უფროსი დის
დახმარებით ბალტიის ზღვაზე ვიყავი, მიურიცში. ეს იყო გზა პრაღიდან, დაკეტილი ოთახიდან ისევ
გარეთ აღმოვჩნდი. თავდაპირველად ძალიან ცუდად ვიყავი...
მიურიცში არდადეგებზე ჩამოსულ ბერლინელი იუდეველების კოლონას შევხვდი. ძირითადად
აღმოსავლელი ებრაელები იყვნენ. ძალიან დავინტერესდი. ბერლინში გადასახლებაზე ფიქრიც კი
დავიწყე. ჩემს ადრინდელ სურვილზე - პალესტინაში გავმგზავრებულლიყავი - ძლიერი ეს
აღმოჩნდა. ბერლინში ან საერთოდ სადმე მარტო ცხოვრებაზე ფიქრიც კი წარმოუდგენლად
მეჩვენებოდა ადრე. მიურიტცმა ამ მხრივ დაუჯერებელი დახმარება გამიწია (აქ გაიცნო კაფკამ
თავისი ცხოვრების ბოლო თანმხლები დორა დიმანტი). აგვისტოს შუა რიცხვებში პრაღაში
ჩავედი. ერთი თვე იქ დავრჩი. შემთხვევით სწორედ იქ გავიგე წერილების დაწვის შესახებ და
მაშინვე მოგწერე, რომ შენთვის ტვირთი ჩამომეხსნა. გამოგზავნით არ გამომიგზავნია, რადგან
შენგან პასუხი არ ვიცოდი. ეს წერილიც ბერლინში გამგზავრებამდე დავწვი. იმ სამ წერილზე,
რომელთაც შე6 ახსენებ, დღემდე არაფერი ვიცი. რომელიმე მათგანი მიურუიტცში რომ მიმეღო,
გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლიდი. სექტემბრის ბოლოს ბერლინში გავემგზავრე.
გამგზავრებამდე სულ ცოტა ხნით ადრე მივიღე შენი წერილი. უკანასკნელი ძალების მოკრება
დამჭირდა, რომ წავსულიყავი.
ახლა აქ ვარ და არცთუ ცუდად, როგორც გეგონა. ბერლინის ქალაქგარეთ, პატარა ბაღიან
ვილაში ვცხოვრობ. მგონი, ასეთი ლამაზი ბინა ჯერ არ მქონია. ისე შესაძლოა, მალე დავკარგო.
მეტისმეტად ლამაზია ჩემთვის. უკვე მეორე ბინაა აქ. პრაღისაგან განსხვავებით საჭმელი
არსებითად სხვანაირია, ყოველ შემთხვევაში, მე რასაც ვჭამ. ასევეა ჯანმრთელობის
თვალსაზრისითაც. საერთო მდგომარეობა ასატანია. ისევ და ისევ ვერ ვბედავ, მიჭირს რამის
თქმა. რაც ვთქვი, ისიც ბევრია. მოჩვენებები ყოველ სიტყვას ხარბად ისრუტავენ. არც შენ ამბობ
ბევრს შენს
წერილში. გამოცნობა კი მიჭირს. ჰოდა, კაცს სხვა რა დარჩენია, თუ არა შიში.

ფ.

საყვარელო მილენა!

რამდენი ხანია წერილის ერთი ნაწილი აქ მიდევს და გაგრძელება ვერა და ვერ გამიბედავს,
რადგან ძველმა ტანჯვებმა აქაც მომაკითხა, შემიპყრო და დამცა. ყველაფერი, ყოველი სიტყვის
მოხაზვა დიდ ძალისხმევად მიჯდება, რაც ჩემს ძალებთან შედარებით მეტისმეტად გრანდიოზული
მეჩვენება. ქვეშ რომ ვწერ გულითადი სალამი, ამ სალამს მართლაც აქვს ძალა, ამ ხმაურიან,
ველურ, ნაცრისფერ ქალაქის ქუჩაზე რომ მოაღწიოს, სადაც მე და ჩემი შინაგანი მე ვეღარ
ვსუნთქავთ. ასე, ვეღარაფერს დავწერ. უკეთეს ან უარეს დროს დაველოდები. ისე კი აქ კარგად
ვარ შეყუჟული, მიწიერ შესაძლებლობებს მოცილებული. სამყაროდან ჩემს ყურამდე აღწევს
ამბები, საშინელი გაძვირების თაობაზეც გავიგე. პრაღის გაზეთებს აქ არ ვიღებ, ბერლინური
მეტისმეტად ძვირია. თუ გამომიგზავნიდით რამე ამონაწერს ნაროდნი ლისტიდან, როგორც
ერთხელ, ახლაც ძალიან გამახარებდით. უკვე რამდენიმე კვირაა ამ მისამართზე ვარ: შტეგლიცი,
გრუნევალდშტრასე 13, ბატო6 ჰ.ზაიფერტთან. ახლა კი საუკეთესო სალამი. რა იქნება, ბაღის
კარს რომ მოადგეთ... იქნებ თქვენ უფრო გეყოთ საამისოდ ძალა?

თქვენი კ.

ბოლოსიტყვაობა

,,წერილების წერა მოჩვენებების წინაშე გაშიშვლებას ნიშნავს, რომლებიც ხარბად ელიან მათ.
დაწერილი კოცნა, რა თქმა უნდა, არ მივა იმ ადგილამდე, ვისთვისაც გამიზნულია, უბრალოდ,
აჩრდილების მიერ გზაშივე შთაინთქმება.”

კაფკა მილენასადმი

ფრანც კაფკამ მილენა ჯერ როგორც მთარგმნელი ისე გაიცნო (მილენა კაფკას ადრეულ მოკლე
პროზას ჩეხურ ენაზე თარგმნიდა). შემდეგ, მათი ნაცნობობა ვნებიან სასიყვარულო
ურთიერთობაში გადაიზარდა. ეს კარგად ჩანს მერანიდან მილენასადმი 1920 წელს მიწერილ
წერილებში; დადგა მომენტი, როცა კაფკა მიხვდა, რომ ის გადაწყვეტილების მიღებაში
თავისუფალი არ იყო და მას მერანიდან მიუნხენში ან პრაღაში,ან ბიომის ბადში დაბრუნება ისე
აღარ შეეძლო,ვენაზე რომ არ გაევლო... რადგან მილენას სურდა ასე. მილენა ვენაში ქმართან
ერთად ცხოვრობდა. თუმცა ეს კავშირი დიდი ხანია უკვე მყარი აღარ იყო. ამ დროს არც კაფკა
ითვლებოდა თავისუფლად. ის დანიშნული იყო ფელიჩეზე.
კაფკას დღიურები (1951 წელს მაქს ბროდის მიერ გამოცემული, ფიშერის გამომცემლობა)
კარგად გვიჩვენებს ამ ურთიერთობის მთელ სიღრმეებს, სიხარულსა თუ ტანჯვას. ამ წერილებში
ჩანს გულის შემძვრელი სასიყვარულო რომანი, მთელი თავისი ორგიებით, ეჭვებით,
სულიერებით, თვითგვემით, დამცირებით. მილენა და კაფკა რამდენჯერმე კიდეც შეხვდნენ
ერთმანეთს.
მილენა წარმოშობით ჩეხური ოჯახიდან იყო, პრაღელი - ერთი იმათგანი, რომელთაც
ჭეშმარიტი პატრიციები ეწოდებოდათ ჩეხეთში. მისი გვარი პრაღაში, მერიის წი6, ბრინჯაოს დიდ
დაფაზე წერია იმის პატივსაცემად, რომ მისი წინაპარი ჩეხეთის პატრიოტი იყო. თვითონ მილენა
ზოგჯერ მიანიშნებდა კიდეც, რომ ის მე-16-17 საუკუნის არისტოკრატი გახლდათ, სწორედ ისეთი
გამოკვეთილი ხასიათით, სტენდალის
ნაწარმოებებში რომ გვხვდება: ვნებიანი, მამაცი, ცივი, ჭკვიანი, მაგრამ ამასთანავე გრძნობებში
და გადაწყვეტილებების
მიღებისას დაუფიქრებელი. აი, ასეთი
გახლდათ მილენაც. ეს დაუღალავი, ენერგიული, სიცოცხლით სავსე, კეთილშობილი ქალბატონი
ყოველთვის მზად იყო, მეგობრისათვის დახმარების ხელი გაეწია, თუმცა, რაც გრძნობებს
შეეხება, თავადაც არ მოითხოვდა ნაკლებს.
ხოლო სიყვარულში, როგორი იყო მილენა - როგორც საყვარელი ან შეყვარებული, ამაზე
ძნელია რამის თქმა, რადგან ყველა,ვინც მას იცნობდა, მკვდარია. ახალგაზრდობის უმეტესი
წლები მას პრაღაში ჰქონდა გატარებული. მაშინ ის წარმოუდგენლად უსაზღვროდ ფლანგავდა -
ფულს, გრძნობებს, საკუთარ ცხოვრებას. გრძნობებს კი, რომლებიც მას გააჩნდა და რომელთაც
კი სხვებისგან ეზიარებოდა ხოლმე, ისე უყურებდა, როგორც საკუთრებას, რომლის თავისუფლად
მართვაც შეეძლო. ალბათ ამიტომ უწოდებს მას კაფკა დედა მილენას და არცთუ უსაფუძვლოდ. ის
თავის წერილებში წერს, მილენას აქვს ერთი ისეთი თვისება, რაც მას უბედურს არასდროს
გახდისო. ალბათ ეს ასეცაა.
ვკითხულობთ რა ამ თვითგვემისა და ტანჯვის, თფვითბრალდებისა თუ შიშის, სიტკბოებისა და
ჯოჯოხეთური განცდების, სამყაროდან გაქცევის ამსახველ ეპიზოდებს, ამავდროულად არ
შეიძლება, არ შევნიშნოთ, ზოგჯერ ის იუმორიც, რასაც კაფკა ამ სიტყვების მიღმა დებს, თუნდაც
ბავშვობაში მათხოვრის ამბავი ან ურთიერთობა გამყიდველ გოგონასთან...
თავდაპირველად მილენას ალბათ სულაც არ სურდა კაფკას, როგორც კაცის, მოხიბვლა,
უბრალოდ ის თაყვანს სცემდა მას, როგორც მწერალს და უნდოდა მის სულიერ სამყაროში
შეღწევა, ჩაწვდომა. მას უყვარდა, მაგრამ, ამავე დროს, იტანჯებოდა კიდეც, რადგან გრძნობდა,
თვით კაფკაც იტანჯებოდა.
მილენამ იცოდა, რომ წერილები - ეს ერთადერთი საშუალება იყო, რითაც შეეძლო კაფკასთან
საუბარში შეჭრილიყო. მასთან ერთად მოჩვენებასავით ეხეტიალა ვენის გარეუბნის
სასტუმროებსა თუ ზაფხულის მდელოებზე, ტყეებში...
სრულიად მოულოდნელად მილენასაც აღმოაჩნდა ფილტვების დაავადება, მხოლოდ და მხოლოდ
იმიტომ, რომ კაფკას ჰქონდა - უფრო სწორად მილენამ დაავადება ისე მძაფრად წარმოისახა,
თითქოს უკვე პირიდან სისხლს იღებდა კიდეც. ამ წერილებიდან აშკარად ჩანს, რომ მილენა ამ
დაავადებით სატანჯველად
ნამდვილად არ იყო განწირული.
კაფკას წერილებში უთუოდ უნდა გამოვყოთ ორი სიმბოლური წერილი. ერთი - მილენას სახლის
წინ (ამ სიზმრით კაფკასთვის ცხადი გახდა, რომ ის უნდა გამგზავრებულიყო ვენაში მილენასთან);
მეორე წერილში - აღწერილია სიზმარი, სადაც ის და მილენა ერთიმეორეში გადაიზარდნენ და
ერთდროულად იწვოდნენ, თან ცეცხლს აქრობდნენ (ეს სიზმარი კი ამ სასიყვარულო ამბის
დასასრულს თითქოს წინასწარ განჭვრეტს); კაფკას ამ წერილებშიც აშკარად ჩანს მისი
უკმაყოფილება ამ სამყაროსადმი, კაფკას გენია, სამყაროსაგან გარიყვა, ტანჯვა, თვითგვემა,
ზიზღი, დაბოლოს, ნამდვილად მომაკვდინებელი შიში, რაც ასე სტანჯავდა მთელი ცხოვრება.
აქვე უნდა გამოიკვეთოს ერთი წერილი, სადაც კაფკა გაკვრით აღნიშნავს ვიღაცაზე: უნდა
გამოგიტყდე, რომ ერთხელ ვიღაცის ძალიან მშურდა, ქუდბედიანი იყო, მისი ყველას ესმოდა,
უყვარდა. სულ ყვავილებს უფენდნენ ფეხქვეშ. შურით ვსკდებოდი. კაფკამ ეს შესაშური
ბედნიერება თავისი ცხოვრების ბოლოს მაინც პოვა,ვიდრე ის მარადიული ყვავილების ქვეშ
განისვენებდა. მისი სიცოცხლის ბოლო წლები უფრო ბედნიერი და მშვიდი იყო, ვიდრე
ცეცხლოვანი თუ ჩამქრალი ვნება მილენასადმი.
რაც შეეხება მილენას ბოლო წლებს, ამას ქალბატონ მარგარიტა ბუბერ ნოიმანის მოგონებებიდან
ვიგებთ: მარგარიტა ბუბერ-ნოიმანი მოხიბლული იყო მილენათი. ისინი ერთად ისხდნენ
რავენსბრიუკის
საკონცენტრაციო ბანაკში. მარგარიტა ბუბერ-ნოიმანი მილენას მომაჯადოებელმა ხიბლმა ისევე,
როგორც ყველა დანარჩენი, მონუსხა. მოგვიანებით, როცა მილენა უკვე აღარ იყო ახალგაზრდა
და ცოტა გასუქდა კიდეც, მაშინაც შეინარჩუნა ეს ხიბლი. აი, რას გვიამბობს ქალბატონი
ბუბერ-ნოიმანი: მილენა და მე პირველივე წუთიდან დავმეგობრდით და სიკვდილამდე
მეგობრებად დავრჩით. საოცრად დაგვაახლოვა ბანაკში ერთად გატარებულმა ოთხმა წელმა.
მადლობელი ვარ განგების, რომ რავენსბრიუკში მომახვედრა, სადაც მილენას შევხვდი. ის
დაავადებული მოიყვანეს დრეზდენის ციხიდან. ეგონა, ეს იყო რევმატიზმი. ხელები სულ
დასიებული ჰქონდა, საშინლად სტკიოდა. ბანაკის
გაუსაძლის ყოფაში სიცივისაგან აცახცახებული, პლედის ქვეშაც ვერ თბებოდა. მაგრამ ის ძალიან
ძლიერი ქალი იყო. მილენა სულით პატიმარი არასოდეს გამხდარა. არც არასოდეს გახდებოდა
გახევებული, გაბოროტებული... მას ავადმყოფობის გამო გაზის კამერა და კრემატორიუმი
ემუქრებოდა. მაგრამ ასეთ სიკვდილს გადაურჩა.
მილენა გარდაიცვალა 1944 წლის 17 მაისს, თირკმლის ოპერაციით, რომელიც როგორც ჩანს,
უკვე დაგვიანებული იყო. მისი სიკვდილის შემდეგ ჩემმა ცხოვრებამაც აზრი დაკარგა, - წერდა
ბუბერ-ნოიმანი.

You might also like