You are on page 1of 1

დავის არსის მოკლე მიმოხილვა

2017 წლის 15 ნოემბერს გიორგი ქურასბედიანს და ნუგზარ ინგოროყვას, მერაბ


წერეთელმა კრების ოქმით აჩუქა შპს ,,სტამბას’’ 50-50%-იანი წილი. ნუგზარ ინგოროყვამ
წილების რეგისტრაციის მიზნით მიმართა საჯარო რეესტრს, თუმცა იმის გამო, რომ
მერაბ წერეთელი ირიცხებოდა მოვალეთა რეესტრში, წილების გიორგი ქურასბედიანისა
და ნუგზარ ინგოროყვას სახელზე რეგისტრაცია ვერ მოხდა და სარეგისტრაციო
წარმოება დროებით შეჩერდა. 2019 წლის 10-13 აპრილის შუალედში გივი სულაძემ
ოთხჯერ მიმართა საჯარო რეესტრს მერაბ წერეთლის უკვე გასხვისებული წილების მისი
და ელენე ფხალაძის საკუთრებაში რეგისტრაციის მიზნით. მოთხოვნის საფუძვლად
გივი სულაძემ მიუთითა მათსა და მერაბ წერეთელს შორის დადებული ჩუქების
ხელშეკრულებაზე. საჯარო რეესტრმა ორჯერ უარყო რეგისტრაციის მოთხოვნა. უარის
ერთ-ერთი მიზეზი იყო 2017 წლის 15 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულება, თუმცა
მესამედ მიმართვის დროს საჯარო რეესტრმა სადავო წილები დაარეგისტრირა გივი
სულაძისა და ელენე ფხალაძის საკუთრებად.

გთხოვთ, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე მოამზადოთ სარჩელი


უზრუნველყოფით.

You might also like