You are on page 1of 34

თემა 4.

მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთქმედება საერთაშორისო


ვაჭრობაში

§ 4.1. იმპორტზე მოთხოვნის მრუდი და ექსპორტის მიწოდების მრუდი.


წონასწორობა მსოფლიო ბაზარზე

თავდაპირველად განვსაზღვროთ თუ როგორ იგება ექსპორტის მიწოდებისა და


იმპორტზე მოთხოვნის მრუდები და როგორ ყალიბდება წონასწორობა მსოფლიო ბაზარზე.
თითოეული ქვეყნის საშინაო მოთხოვნისა და მიწოდების მრუდების დახმარებით
შესაძლებელია აიგოს: A ქვეყნიდან ექსპორტის მიწოდების მრუდი და B ქვეყანაში იმპორტზე
(იმპორტირებულ საქონელზე) მოთხოვნის მრუდი. მოთხოვნა იმპორტზე B ქვეყანაში სხვა
არაფერია თუ არა მოცემულ საქონელზე მომხმარებლის მოთხოვნის გადაჭარბება
ადგილობრივი მწარმოებლების მიწოდებასთან შედარებით, ხოლო ექსპორტის მიწოდება A
ქვეყანაში წარმოადგენს მოცემულ საქონელზე საკუთარი წარმოების სიჭარბეს სამომხმარებლო
მოთხოვნასთან შედარებით ამ ქვეყანაში.

ნახაზ 4.1.–ზე ნაჩვენებია როგორ იგება A ქვეყნის ექსპორტის მიწოდების SX მრუდი. ორი
ქვეყნის მოდელში ექსპორტი A ქვეყნის შეესაბამება B ქვეყნის იმპორტს. საშინაო PA ფასის
დროს A ქვეყანა ვერ მოახდენს ვერაფრის ექსპორტირებას, ხოლო თუ ფასი დაიწყებს გაზრდას,
ქვეყანის საშინაო ბაზარზე წარმოიშობა საქონლის სიჭარბე - P1 ფასისას მწარმოებლები
A
აწარმოებენ S1 რაოდენობის პროდუქციას, ხოლო მოთხოვნა ამ შემთხვევაში იქნება მხოლოდ
D1A, ანუ მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს D1AS1A სიდიდით, ანუ ექსპორტისთვის ამ ფასის
პირობებში ხელმისაწვდომია S1A – D1A (ფასისა და რაოდენობის ეს კომბინაცია წარმოდგენილია
ექსპორტის მიწოდება A ქვეყანაში წარმოადგენს მოცემულ საქონელზე საკუთარი წარმოების სიჭარბეს სამომხმარებლო
მოთხოვნასთან შედარებით ამ ქვეყანაში. PA ფასის დროს მიწოდება და მოთხოვნა თანაბარია, ექსპორტი ნულის ტოლია, ეს
წარმოადგენს ექსპორტის მიწოდების მრუდის მინიმალურ PMIN წერტილს. P1 ფასისას მწარმოებლები აწარმოებენ S1A
რაოდენობის პროდუქციას, ხოლო მოთხოვნა ამ შემთხვევაში იქნება მხოლოდ D 1A, ანუ მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს D1AS1A
სიდიდით, რაც ამ რაოდენობის ექსპორტის საწინდარია (ფასისა და რაოდენობის ეს კომბინაცია წარმოდგენილია წერტილი 1
-ით). P2 დონემდე მიწოდება გაიზრდება დონემდე S2A ხოლო მოთხოვნა შემცირდება D2A დონემდე, ანუ სიჭარბე ბაზარზე
გაიზრდება და იქნება D2AS2A, რაც ამ რაოდენობის ექსპორტის საწინდარია (ფასისა და რაოდენობის ეს კომბინაცია
წარმოდგენილია წერტილი 2 -ით). რაც მაღალია საქონლის ფასი პარტნიორ ქვეყანაში მით მეტია ექსპორტის მოცულობა
ამდენად ექსპორტის მიწოდების SX მრუდი აღმავალია.

PA P

SX
DA SA
2
P2

1
P1
EA
PA
PMIN

D2A D1A S 1A S2A Q S1A – D1A S2A – D2A Q


1
ნახ. 4.1. A ქვეყნის ექსპორტის მიწოდების მრუდი
წერტილით 1). შესაბამისად თუ ფასი საშინაო ბაზარზე გაიზრდება P2 დონემდე მიწოდება
გაიზრდება დონემდე S2A ხოლო მოთხოვნა შემცირდება D2A დონემდე, ანუ სიჭარბე ბაზარზე
გაიზრდება და იქნება D2AS2A ანუ ექსპორტისთვის ამ ფასის პირობებში ხელმისაწვდომია S2A –
D2A (ფასისა და რაოდენობის ეს კომბინაცია წარმოდგენილია წერტილით 2). ეს უკანასკნელი
მაჩვენებელი იზრდება ფასის მატებასთან ერთად, რამდენადაც რაც მაღალია საქონლის ფასი
პარტნიორ ქვეყანაში მით მეტია ექსპორტის მოცულობა ამდენად ექსპორტის მიწოდების SX
მრუდს გააჩნია დადებითი დახრა, ანუ ის აღმავალია (ზევითაა მიმართული). PA ფასის დროს
მიწოდება და მოთხოვნა თანაბარია, ექსპორტი ნულის ტოლია, ეს წარმოადგენს ექსპორტის
მიწოდების მრუდის მინიმალურ PMIN წერტილს.

ნახაზ 4.2. –ზე ნაჩვენებია როგორ იგება B ქვეყნის იმპორტის მრუდი. PB ფასის დროს
მოთხოვნა იმპორტზე იქნება ნულის ტოლი. თუ ფასი დაიწყებს შემცირებას, ქვეყნის საშინაო
ბაზარზე წარმოიშობა დეფიციტი – P1 ფასისას მოთხოვნა იქნება D1B მაშინ, როდესაც
სამამულო მწარმოებლები აწარმოებენ და მიაწვდიან ადგილობრივ ბაზარს S1B რაოდენობის
პროდუქციას, ანუ მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს D1B S1B სიდიდით (რომელიც შეიძლება
დაიფაროს საქონლის იმპორტით A ქვეყნიდან), ანუ იმპორტზე მოთხოვნა იქნება D1B – S1B
(ფასისა და რაოდენობის ეს კომბინაცია წარმოდგენილია წერტილით 1). თუ ფასი საშინაო
ბაზარზე კიდევ შემცირდება P2 დონემდე, მოთხოვნა გაიზრდება D2B –მდე, ხოლო საშინაო
მიწოდება, პირიქით, შემცირდება S2B დონემდე, ანუ დეფიციტი გაიზრდება და იქნება D2BS2B,
ანუ იმპორტზე მოთხოვნა გაიზრდება და იქნება D2B – S2B (ფასისა და რაოდენობის ეს

მოთხოვნა იმპორტზე B ქვეყანაში სხვა არაფერია თუ არა მოცემულ საქონელზე მომხმარებლის მოთხოვნის გადაჭარბება
ადგილობრივი მწარმოებლების მიწოდებასთან შედარებით. PB ფასის დროს მიწოდება და მოთხოვნა თანაბარია, იმპორტი
ნულის ტოლია, ეს წარმოადგენს იმპორტზე მოთხოვნის მრუდის მაქსიმალურ P MAX წერტილს. P1 ფასისას მოთხოვნა
იქნება D1B მაშინ, როდესაც სამამულო მწარმოებლები აწარმოებენ და მიაწვდიან ადგილობრივ ბაზარს S 1B რაოდენობის
პროდუქციას, ანუ მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს D 1B S1B სიდიდით, რომელიც შეიძლება დაიფაროს საქონლის
იმპორტით A ქვეყნიდან. ანუ იმპორტზე მოთხოვნა იქნება D1B – S1B (ფასისა და რაოდენობის ეს კომბინაცია
წარმოდგენილია წერტილით 1). P2 დონემდე ფასის შემცირებისას, მოთხოვნა გაიზრდება D2B –მდე, ხოლო საშინაო
მიწოდება, პირიქით, შემცირდება S2B დონემდე, ანუ დეფიციტი გაიზრდება და იქნება D2BS2B, რომელიც შეიძლება
დაიფაროს საქონლის იმპორტით A ქვეყნიდან. ანუ იმპორტზე მოთხოვნა გაიზრდება და იქნება D 2B – S2B (ფასისა და
რაოდენობის ეს კომბინაცია წარმოდგენილია წერტილი 2-ით) . რამდენადაც, როდესაც ფასი მცირდება იმპორტზე
მოთხოვნა იზრდება იმპორტზე მოთხოვნის მრუდი უარყოფითი დახრისაა.

PB SB P

EB
PB PMAX

1
P1

2
P2

DB DI

S2B S 1B D 1B D2B QB D1B – S1B D2B – S2B Q

ნახ. 4.2. B ქვეყნის იმპორტზე მოთხოვნის მრუდი 2


იმპორტზე მოთხოვნის DI მრუდი და ექსპორტზე მიწოდების SX მრუდი ერთმანეთს ჰკვეთენ EW წერტილში, რომელიც განსაზღვრავს წონასწორულ მსოფლიო PW ფასს და
რეალიზებული საქონლის წონასწორულ მოცულობას QW. EW წერტილში ქვეყანა A–ში მოცემულ საქონელზე მიწოდების გადაჭარბება მოთხოვნაზე (სხვაობა საშინაო
მიწოდებასა და მოთხოვნას შორის) შეესაბამება B ქვეყანაში მოთხოვნის სიჭარბეს ადგილობრივ მიწოდებასთან მიმართებაში (სხვაობას საშინაო მოთხოვნასა და მიწოდებას
შორის), რაც იგივეა – მსოფლიო მიწოდება ტოლია მსოფლიო მოთხოვნის. მართლაც თუ SA-DA=DB-SB, მაშინ SA+ SB= DA+ DB, ანუ DI=SX.
მსოფლიო PW ფასისას მყარდება მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების წონასწორობა, ხოლო A ქვეყნის ჭარბი მიწოდება თანაბრდება B ქვეყნის ჭარბი მოთხოვნით.

ა) A ქვეყანა ბ) მსოფლიო ბაზარი გ) B ქვეყანა

PA P PB SB
X=M SX
DA SA EB
PMAX PB
X

PW
EW
EA M
PA
PMIN
DI
DB

DA QA SA Q QW Q SB QB DB QB

ნახ. 4.3. წონასწორობა მსოფლიო ბაზარზე

3
კომბინაცია წარმოდგენილია წერტილით 2). რამდენადაც, როდესაც ფასი მცირდება იმპორტზე
მოთხოვნა იზრდება იმპორტზე მოთხოვნის მრუდი უარყოფითი დახრისაა (დაღმავალია).
ვაჭრობის არარსებობისას, PB ფასის დროს მიწოდება და მოთხოვნა თანაბარია, იმპორტი
ნულის ტოლია, ეს წარმოადგენს იმპორტზე მოთხოვნის მრუდის მაქსიმალურ PMAX წერტილს
(ანუ მაქსიმალურ ფასს, რომელიც შეიძლება B ქვეყანამ გადაიხადოს საქონელში).

წონასწორობა მსოფლიო ბაზარზე მყარდება როდესაც A ქვეყნის ექსპორტი


გაუწონასწორდება B ქვეყნის იმპორტს. ნახაზი 4.3. ჩანს, რომ იმპორტზე მოთხოვნის DI
მრუდი და ექსპორტზე მიწოდების SX მრუდი ერთმანეთს ჰკვეთენ EW წერტილში, რომელიც
განსაზღვრავს წონასწორულ მსოფლიო PW ფასს და რეალიზებული საქონლის წონასწორულ
მოცულობას QW. EW წერტილში ქვეყანა A–ში მოცემულ საქონელზე მიწოდების გადაჭარბება
მოთხოვნაზე (სხვაობა საშინაო მიწოდებასა და მოთხოვნას შორის) შეესაბამება B ქვეყანაში
მოთხოვნის სიჭარბეს ადგილობრივ მიწოდებასთან მიმართებაში (სხვაობას საშინაო
მოთხოვნასა და მიწოდებას შორის), რაც იგივეა – მსოფლიო მიწოდება ტოლია მსოფლიო
მოთხოვნის. მართლაც თუ SA-DA=DB-SB, მაშინ SA+ SB= DA+ DB, ანუ DI=SX.

§ 4.2. საერთაშორისო ვაჭრობიდან სარგებლიანობა და მისი განაწილება

საერთაშორისო ვაჭრობის ყველა მისი მონაწილისთვის სარგებლიანობის გამოვლენის


შემდეგ საჭიროა გაირკვეს მიღებული სარგებლის განაწილების საკითხები. შესაბამისად ამ
პრობლემას აქვს ორი მხარე. ჯერ ერთი, აუცილებელია გაირკვეს, როგორია იმპორტიორი და
ექსპორტიორი ქვეყნების შიგნით ეკონომიკის აგენტების მიღებული სარგებელი და
დანაკარგი და ამ ქვეყნების მთლიანი სარგებელი. შემდეგ მეორე, როგორ ნაწილდება თვით
სავაჭრო პარტნიორებს შორის მიღებული სარგებელი.

ვიდრე უშუალოდ გადავიდოდეთ მოდელის განხილვაზე თავდაპირველად მიკროეკონომიკიდან გავიხსენოთ თუ


რას წარმოადგენს მოთხოვნა და მიწოდება, სამომხმარებლო დანაზოგი და მწარმოებლის დანაზოგი.

თავდაპირველად ზოგადად მოთხოვნის შესახებ. მომხმარებლის წინაშე დგას ამოცანა მიიღოს რაც შეიძლება მეტი
სიკეთე (სარგებლიანობა – ეკონომიკური ტერმინოლოგიით) იმ შეზღუდული სახსრებით, რომელიც მას გააჩნია.
მომხმარებლის არჩევანზე თუ რომელი საქონელი აირჩიოს, ზემოქმედებს უპირველესად ისეთი ფაქტორები, როგორიცაა
პირადი გემოვნება, უპირატესობის მინიჭება საქონელზე ან საქონლის რეპუტაცია. მომხმარებლის პირად გემოვნებასთან
ერთად შესყიდული საქონლის რაოდენობაზე მოქმედებს ასევე მისი ფასი. საქონელზე ფასის ზრდისას მომხმარებელი
ამცირებს შესყიდვების რაოდენობას. თუ მომხმარებლის შემოსავლები იზრდება, ის იწყებს მეტი საქონლის შესყიდვას (რა
თქმა უნდა, მომხმარებელი ყიდულობს მეტს, თუ ეს საქონელი „ნორმალური“ საქონელია. მაგრამ არა მხოლოდ ეს
ზემოქმედებს შეყიდული საქონლის რაოდენობაზე. მოხმარების მოცულობა რჩება უცვლელი, თუ მოთხოვნა არაა
დამოკიდებული შემოსავალზე, და რაოდენობა მცირდება, თუ საქონელი „მდარეა“. ჩვენ ვიხილავთ მხოლოდ „ნორმალურ“
საქონელს).

სამომხმარებლო მოთხოვნა დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე: გემოვნებაზე, მოცემული საქონლის ფასებზე,
სხვა საქონლის ფასებზე და შემოსავლებზე. ჩვენ გამოვსახავთ მოთხოვნის მრუდს გრაფიკულად, რომელიც დაღმავალია.
ფასების ზრდას მივყავართ მოთხოვნის შემცირებასთან. ფასის ცვლილებასთან ერთად მოთხოვნის მაჩვენებელი იცვლება
მოთხოვნის მრუდის გასწვრივ. როდესაც ფასი იზრდება, ადამიანები მოიხმარენ ნაკლებ საქონელს (ზოგჯერ უნებურად),
გადადიან სხვა საქონელზე (მაგალითად მოტოციკლიდან ველოსიპედზე) ან უარს ამბობენ ძვირი საქონლის შესყიდვაზე.

რაც შეეხება მოთხოვნის მგრძნობელობას ფასის ცვლილების მიმართ. ამ დამოკიდებულების ერთ–ერთი


მაჩვენებელია – გრაფიკზე მოთხოვნის მრუდის დახრის კუთხე. დიდი დახრის კუთხე გვიჩვენებს დაბალ მგრძნობელობაზე
(შესყიდული საქონლის რაოდენობა ნაკლებადაა დამოკიდებული ფასების ცვლილებაზე), მაშინ როდესაც დახრის მცირე

4
კუთხე გვიჩვენებს ძლიერ დამოკიდებულებაზე. თუმცა, მრუდის დახრის კუთხე შეიძლება შეიცვალოს იმისდა
დამოკიდებულებით, თუ რაა მიღებული გრაფიკების ღერძებზე ზომის ერთეულად.

მოთხოვნის ფასის ცვლილებაზე მგრძნობელობის მაჩვენებელი, რომელიც დამოკიდებული არ არის შერჩეული


ზომის ერთეულზე, წარმოადგენს ელასტიურობა – პროცენტებში გამოსახული ერთი ცვლადის ცვლილება სხვა ცვლადის 1
% –ით შეცვლის შედეგად. მოთხოვნის საფასო ელასტიურობა (მოთხოვნის ელასტიურობა ფასის მიხედვით) – რაოდენობის
ცვლილების პროცენტული მაჩვენებელი რომელიც იცვლება ფასის 1 % –ის ცვლილების შედეგად. ანუ ის ასახავს სიდიდეს,
რომლითაც იცვლება მოთხოვნის რაოდენობა ფასის ცვლილების შედეგად. გაყიდვების მოცულობა მცირდება, როდესაც
ფასი იზრდება (თუ მოთხოვნის მრუდი დახრილია ქვემოთ), ამიტომ მოთხოვნის საფასო ელასტიურობა წარმოადგენს
უარყოფით სიდიდეს (თუმცა ჩვენ სიტყვა „უარყოფითს“ ხშირად არ ვიყენებთ). თუ საფასო ელასტიურობა დიდია, მისი
სიდიდე (ურაყოფითი) მეტია ერთზე და ეს ნიშნავს, რომ საქონლის შესყიდვების რაოდენობა მნიშვნელოვნად რეაგირებს
ფასების ცვლილებაზე – მოთხოვნას ამ შემთხვევაში ეწოდება ელასტიური. თუ საფასო ელასტიურობა უმნიშვნელოა, მისი
(უარყოფითი) სიდიდე ერთზე ნაკლებია და ეს ნიშნავს, რომ საქონლის შესყიდვების რაოდენობა არც ისე მგრძნობიარეა
ფასების ცვლილების მიმართ – მოთხოვნას ამ შემთხვევაში უწოდებენ არაელასტიურს.

ვაგებთ რა მოთხოვნის მრუდს, ჩვენ ვთვლით, რომ სხვა ფაქტორები, რომლებიც ზემოქმედებენ მოთხოვნაზე –
შემოსავლები, ფასები სხვა საქონელზე, გემოვნება – არის მუდმივი. თუ რომელიმე ამ ფაქტორთაგან იცვლება მოთხოვნის
მრუდი გადაადგილდება.

მოთხოვნის მრუდი აჩვენებს, რამდენად მაღალია მომხმარებლის შეფასება მოცემული საქონლის მიმართ,
რამდენადაც ის მიუთითებს ყველაზე მაღალ ფასს, რომლის გადახდისთვისაც მომხმარებელი მზადაა ამ საქონლის
ერთეულზე. მაგრამ, რამდენადაც მომხმარებელი იხდის ამ საქონლის ერთეულზე მხოლოდ არსებულ საბაზრო ფასს, ბაზარი
აუმჯობესებს ყველა იმ მომხმარებლის ეკონომიკურ კეთილდღეობას, რომლებიც მზად იყვნენ მეტი გადაეხადათ. ჩვენ
შეგვიძლია გავზომოთ რამდენად იზრდება მათი კეთილდღეობა (დანაზოგი).

სამომხმარებლო დანაზოგი (მას აგრეთვე საერთაშორისო ეკონომიკაში წმინდა სარგებელსაც უწოდებენ) – ესაა
სხვაობა იმ თანხას, რომლის გადახდისათვის მომხმარებელი მზადაა (მაქსიმალური თანხა, რომლის გადასახდელადაც
მზადაა მყიდველი) და იმ თანხას შორის, რომელსაც ის რეალურად იხდის. ამგვარად, წმინდა სარგებელი – სამომხმარებლო
დანაზოგი (მას ხაგრეთვე სამომხმარებლო ნამატსაც უწოდებენ) ასახავს მომხმარებლების კეთილდღეობის ზრდას,
რომელთაც აქვთ შესაძლებლობა შეისყიდოს საქონელი იმ ფასზე ნაკლებად, რომლის გადახდაც მათ შეეძლოთ და რომლის
გადასახდელადაც ისინი იყვნენ მზად.

მისი არსის გასაგებად მივმართოდ მოთხოვნის მრუდებს. ნახაზ 1.–ზე წარმოდგენილია მოთხოვნის მრუდი. P4 მეტი
ფასის შემთხვევაში ბაზარზე არც ერთი მყიდველი არაა, ვინაიდან ამდენი თანხის გადასახდელად ბაზარზე არც ერთი
მყიდველი არაა მზად. როდესაც ფასი P4 და P3 შორისაა, მოთხოვნის რაოდენობა Q1=1 რამდენადაც ბაზარზე მხოლოდ I
მყიდველია. სწორედ ისაა მზად გადაიხადოს ყველაზე მაღალი ფასი საქონელში. როდესაც ფასი P3 და P2 შორისაა,
მოთხოვნის რაოდენობა Q2=2 რამდენადაც ბაზარზე ახლა ორი – I და II მყიდველია. როდესაც ფასი P2 და P1 შორისაა,
მოთხოვნის რაოდენობა Q3=3 რამდენადაც ბაზარზე ახლა სამი –I, II და III მყიდველია. P1 დაბალი ფასის შემთხვევაში
ბაზარზე შემოდის IV მყიდველი, ანუ მოთხოვნის რაოდენობა Q4=4 (ანუ ბაზარზე არიან I, II, III და IV მყიდველები).
ყველაზე მაღალ ფასს, რომელსაც იხდინ კონკრეტული მომხმარებელი ერთი ერთეული პროდუქციისთვის, ასახავს ამ
საქონლის ღირებულებას ამ მომხმარებლისთვის.

დავაკვირდეთ დამოკიდებულებას მოთხოვნის მრუდის სიმაღლესა და მყიდველთა გადახდისთვის მზადყოფნას


შორის. ნებისმიერი რაოდენობის მოთხოვნის მრუდის მიერ განსაზღვრული ფასი გვიჩვენებს ზღვრული მყიდველის
გადახდისთვის მზადყოფნას, მყიდველისა, რომელიც პირველი დატოვებს ბაზარს, თუ ფასი ოდნავ მაინც გაიზრდება.
მაგალითად Q4 რაოდენობის შემთხვევაში მრუდის სიმაღლე P1, ანუ ფასი, რომლის გადახდისთვისაც მზადაა IV (ზღვრული)
მყიდველი. Q3 რაოდენობის შემთხვევაში მრუდის სიმაღლეა P2, ანუ ფასი რომლის გადახდისთვის მზადაა III (ახალი
ზღვრული) მყიდველი და ა.შ.

ვინაიდან მოთხოვნის მრუდი ასახავს მყიდველთა გადახდისთვის მზადყოფნას, ის შესაძლებელია გამოყენებულ


იქნას სამომხმარებლო დანაზოგის გამოსათვლელად. P4 ფასის შემთხვევაში ბაზარზე არის მხოლოდ I მყიდველი, რომლის
მოთხოვნა ტოლია Q1. თუ ფასი შემცირდება P3 –მდე ბაზარზე შემოდის მე –2 მომხმარებელი და მოთხოვნა იზრდება Q1 –დან
Q2 –მდე (ბაზარზე ასევე შემოდის მე –2 მომხმარებელი), ხოლო მომხმარებლის დანაზოგი იქნება (P4XQ1)–(P3XQ1) ანუ P3P4AB
ოთკუთხედის ფართობი (სადაცP4XQ1 არის თანხა, რომლის გადახდისთვისაც მზად იყო I მომხმარებელი, ხოლო P3XQ1 –
რომელსაც ის რეალურად იხდის ფასის P4 –დან P3 –მდე შემცირებისას). თუ ფასი იქნება P2 (ან ცოტა მეტი) მთლიანი

5
დანაზოგი უკვე იქნება ორი მართკუთხედის ფართობის P2P4AC (I მყიდველის დანაზოგი) და BCDE ჯამი (II მყიდველის
დანაზოგი).

რამდენადაც საქონლის ყიდვისას მყიდველებს ყოველთვის ნაკლების გადახდა სურთ, ფასის შემცირება საქონლის
მყიდველების ეკონომიკურ მდგომარეობას აუმჯობესებს. იმის განსაზღვრა თუ რამდენად უმჯობესდება მყიდველთა
ეკონომიკური მდგომარეობა, შესაძლებელია სამომხმარებლო დანაზოგის გამოყენებით.

პირველი მყიდველი
P4 A

პირველი მყიდველის B მეორე მყიდველი


P3 E
დანაზოგი

D მესამე მყიდველი
P2
მეორე მყიდველის C
დანაზოგი
მეოთხე მყიდველი

P1

0 Q1 Q2 Q3 Q4 Q

ნახ. 1. სამომხმარებლო დანაზოგის გამოთვლა მოთხოვნის მრუდის საშუალებით

ნახაზ 2. –ზე ნაჩვენებია ტიპიური მოთხოვნის კლებადი მრუდი, რომელიც მართალია განსხვავდება საფეხურიბრივი
მოთხოვნის მრუდიდან, მაგრამ მისი დახმარებითაც შესაძლებელია სამომხმარებლო დანაზოგის განსაზღვრა. ამ
შემთხვევაში მთლიანი სამომხმარებლო დანაზოგი იმ არის ფართობია, რომელიც ფასის ზემოთ და მოთხოვნის მრუდის
ქვემოთ მდებარეობს. სამომხმარებლო დანაზოგი P1 ფასისას AP1B სამკუთხედის ფართობის ტოლია. დავუშვათ ფასი
შემცირდა P1 –დან P2 –მდე, შედეგად მოთხოვნის რაოდენობა გაიზრდება Q1 –დან Q2 –მდე, სამომხმარებლო დანაზოგი
მთლიანობაში გაიზრდება P1P2DB არის ფართობის ტოლი სიდიდით, რაც ნაწილობრივ იმის გამო ხდება, რომ აქამდე
არსებული მყიდველები ახლა ნაკლებს იხდიან (ესაა P1P2CB მართკუთხედის ფართობი), ნაწილობრივ კი იმის გამო, რომ
ნაკლები ფასის გამო ბაზარზე შემოდის ახალი მომხმარებელი, რომლებიც მიიღებენ BCD სამკუთხედის ფართობის ტოლ
დანაზოგს. რაც დაბალია საბაზრო ფასი, მით სწრაფად იზრდება იმ მომხმარებლების კეთილდღეობა, რომლებმაც შეიძინეს
საქონელი მისი დაბალი ფასებიდან გამომდინარე (სამკუთხედი BCD).

რაც შეეხება მიწოდებას. საწარმოები საქონელს აწვდიან ბაზარს მოგების მიღების მიზნით. ერთ–ერთ ფაქტორს,
რომელიც ზემოქმედებს საქონლის მიწოდების რაოდენობაზე წარმოადგენს მისი გასაყიდი ფასი. სხვა ფაქტორები,
რომლებიც ზემოქმედებენ მიწოდებაზე, წარმოადგენენ საწარმოო ხარჯები და ამ საქონლის გაყიდვები.

კონკურენტუნარიანი საწარმოსთვის არსებობს შემდეგი პირობები: თუ ფასი, რომლითაც მას შეუძლია გაყიდოს
შემდეგი ერთეული პროდუქცია, აჭარბებს მის წარმოებაზე დამატებით (ან ზღვრულ) დანახარჯებს, ფირმები მიაწვდიან მას
ბაზარზე, რამდენადაც მას მოაქვს შემოსავალი. საწარმო ამ საქონელის მიწოდებას გაზრდის ბაზარზე მანამდე, ვიდრე მისი
ფასი არ გაუტოლდება მისი დამატებითი ერთეულის წარმოების დანახარჯებს. მომავალი ერთეული საქონლის წარმოების
დანახარჯები დამოკიდებულია ორ ფაქტორზე: მის საწარმოებლად საჭირო რესურსების ფლობაზე, და ამ რესურსების
ფასებზე.

6
P
A

თავდაპირველი
სამომხმარებლო სამომხმარებლო
დანაზოგი დანაზოგი ახალი
P1 B მომხმარებლისთვის
სამომხმარებლო
დანაზოგის ნამატი
საწყისი
მომხმარებლისთვის
C D
P2

Q1 Q2 Q
ნახ. 2. ფასის ზემოქმედება სამომხმარებლო დანაზოგზე

თუ მოცემული საქონლის ყველა მწარმოებლის მონაცემებს გავაერთიანებთ, ჩვენ მივიღებთ მიწოდების მრუდს.
როგორც წესი, მიწოდების მრუდი აღმავალია. ეს ნიშნავს, რომ საქონელზე ფასის ზრდა ზრდის ამ საქონლის მიწოდებას.
კონკურენტულ წარმოებაში დამატებითი პროდუქცია იმ შემთხვევაში იქნება წარმოებული, თუ მისი ფასი დაფარავს მის
წარმოებაზე და გაყიდვაზე გაწეულ დამატებით დანახარჯებს. თუ დამატებითი ერთეული პროდუქციის წარმოებისთვის
საჭიროა მეტი მაღალი დამატებითი (ან ზღვრული) დანახარჯები, მაშინ ამ ერთეული საქონლის ფასი იქნება მეტი მაღალი.
როგორც ჩანს, მიწოდების მრუდი – ეს იგივე დამატებითი დანახარჯების მრუდია, რომელიც იხარჯება ყოველი დამატებითი
ერთეული პროდუქციის წარმოებისთვის.

რაც შეეხება წარმოებული საქონლის მოცულობის მისი ფასის ცვლილებაზე მგრძნობელობის ხარისხს. ამაზე
მიუთითებს მიწოდების მრუდის დახრილობა. რაც მეტად მგრძნობიარეა წარმოების მოცულობა ფასის ცვლილების მიმართ,
მით ნაკლებია მრუდის დახრის კუთხე. მიწოდების ელასტიურობა ფასის მიმართ აჩვენებს რამდენი პროცენტით იზრდება
საქონლის წარმოების მოცულობა ფასის 1 % –ით ცვლილებისას. მიწოდება არაა მგრძნობიარე ფასის მიმართ ანუ მიწოდება
არაელასტიურია, როდესაც საფასო ელასტიურობა 1 –ზე ნაკლებია. და პირიქით, მიწოდება მგრძნობიარე ფასის მიმართ ანუ
მიწოდება ელასტიურია, როდესაც საფასო ელასტიურობა 1 –ზე მეტია.

გამოვსახავთ რა მიწოდების მრუდს, ჩვენ ვთვლით, რომ სხვა ფაქტორები, რომლებიც ზემოქმედებან მიწოდებაზე,
რჩებიან მუდმივად. ეს ფაქტორები აერთიანებან რესურსების რაოდენობასა და ტექნოლოგიებს, რომლებიც აუცილებელია
დამატებითი ერთეული პროდუქციის საწარმოებლად. თუ რომელიმე ამ ფაქტორთაგან იცვლება, შესაბამისად მიწოდების
მრუდი გადაადგილდება.

მიწოდების მრუდი აჩვენებს მომდევნო ერთეული საქონლის წარმოებაზე დამატებით ხარჯებს, რამდენადაც ის
ავლენს ყველაზე დაბალ ფასს, რომელზედაც მწარმოებელი მზადაა მიაწოდოს თითოეული ერთეული. სინამდვილეში
მწარმოებელი ღებულობს საქონელზე საბაზრო ფასს, ამიტომ ბაზარი აუმჯობესებს ყველა იმ მწარმოებელის ეკონომიკურ
კეთილდღეობას (ქმნის საწარმოო დანაზოგს), რომლებიც მზად არიან მიაწოდონ ეს საქონელი უფრო დაბალ ფასში.
კეთილდღეობის (საწარმოო დანაზოგის) ეს ზრდა შეიძლება გაზომილი იქნას.

საწარმოო დანაზოგი (მას აგრეთვე საერთაშორისო ეკონომიკაში წმინდა სარგებელსაც უწოდებენ) – ესაა
გამყიდველებისათვის საქონელში გადახდილი ღირებულებისა (გამყიდველის მიერ მიღებული თანხისა) და გამყიდველის
დანახარჯების (წარმოების დანახარჯების) სხვაობა. მას ეწოდება ასევე მწარმოებლის ნამატი და ასახავს იმ მწარმოებლების

7
ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას, რომლებიც მზადა არიან გაყიდონ საქონელი ფასით, რომელიც აჭარბებს ყველაზე
დაბალ ფასს, რომლითაც უზრუნველყოფილია მისი წარმოება.

მიწოდება

მეორე მწარმოებლის
დანაზოგი

მეოთხის დანახარჯები
E D
P3 მესამის დანახარჯები

პირველი მწარმოებლის B C
დანაზოგი P2 მეორეს დანახარჯები
P1
A პირველის დანახარჯები

0 Q1 Q2 Q3 Q4 Q

ნახ. 3. მწარმოებლის დანაზოგის გამოთვლა მიწოდების მრუდის საშუალებით

როგორც სამომხმარებლო დანაზოგი კავშირშია მოთხოვნის მრუდთან, აგრეთვე მწარმოებლის დანაზოგიც კავშირშია
მიწოდების მრუდთან. მისი არსის გასაგებად ასევე მივმართოდ მიწოდების მრუდებს. ნახაზ 3.–ზე წარმოდგენილია
მიწოდების მრუდი. თუ ფასი P1 – ზე ნაკლებია არც ერთი მწარმოებელი არ მიაწვდის საქონელს ბაზარს, თუ ფასი P1 და P2
შორისაა მხოლოდ ერთი მწარმოებელი აწვდის საქონელს ბაზარს, თუ ფასი P2 და P3 შორისაა მაშინ ბაზარზე შედის მეორე
მწარმოებელი და ა.შ.

მიწოდების მრუდის სიმაღლე დაკავშირებულია გამყიდველის დანახარჯებთან. ნებისმიერი რაოდენობის მიწოდების


მრუდის მიერ მოცემული ფასი ზღვრული გამყიდველის დანახარჯებს გვიჩვენებს, გამყიდველისა, რომელიც პირველი
დატოვებს ბაზარს თუ ფასი შემცირდება. მაგალითად, Q3 მიწოდების შემთხვევაში, მიწოდების მრუდის სიმაღლეა P3, რაც
წარმოადგენს დანახარჯებს, რომელთაც მე–3 მწარმოებელი (ზღვრული გამყიდველი) გაიღებს საქონლის დასამზადებლად
და ა.შ.

რამდენადაც მიწოდების მრუდი დანახარჯებს ასახავს, შესაძლებელია მისი გამოყენება დანაზოგის


გამოსათვლელადაც. მაგალითად როდესაც ფასი ტოლია P2, ამ შემთხვევაში მიწოდებას ახორციელებს მხოლოდ პირველი
მწარმოებელი. ფართობი P1P2BA წარმოადგენს პირველი მწარმოებლის დანაზოგს. როდესაც ფასი არის P3 მწარმოებლის
მთლიანი დანაზოგი არის ორი მართკუთხედის – P1P3EA (პირველი მწარმოებლის დანაზოგის) და BEDC (მეორე
მწარმოებლის დანაზოგის) – ჯამს და ა.შ.

ამგვარად, მიწოდების ყველა მრუდს ერთი თვისება გააჩნია – ფასის ქვემოთ და მიწოდების მრუდის ზემოთ მდებარე
არის ფართობი ასახავს მწარმოებლის დანაზოგს ბაზარზე, რამდენადაც მიწოდების მრუდის სიმაღლე ასახავს გამყიდველთა
დანახარჯებს, ხოლო სხვაობა ფასსა და წარმოების დანახარჯებს შორის მწარმოებელთა დანაზოგია თითოეული
გამყიდველისთვის. ამგვარად, მთლიანი ფართობი ყველა დანაზოგის ჯამია.

ნახაზ 4. –ზე ნაჩვენებია ტიპიური მოწოდების ზრდადი მრუდი, რომელიც მართალია განსხვავდება საფეხურიბრივი
მიწოდების მრუდიდან, მაგრამ მისი დახმარებითაც აქაც შესაძლებელია მწარმოებლის დანაზოგის განსაზღვრა. ამ
შემთხვევაში სამომხმარებლო დანაზოგი იმ არის ფართობია, რომელიც ფასის ქვემოთ და მიწოდების მრუდის ზემოთ
მდებარეობს. მწარმოებლის დანაზოგი P1 ფასისას AP1B სამკუთხედის ფართობის ტოლია. დავუშვათ ფასი გაიზარდა P1 –დან
P2 –მდე, შედეგად მიწოდების რაოდენობა გაიზრდება Q1 –დან Q2 –მდე, მწარმოებლის დანაზოგი მთლიანობაში გაიზრდება

8
P1P2DB არის ფართობის ტოლი სიდიდით, მწარმოებლის დანაზოგის ნამატი ორი ნაწილისგან შედგება. ჯერ ერთი, ის
გამყიდველები, რომლებიც P1 ფასად საქონლის Q1 რაოდენობას ყიდდენ, გაიუმჯობესებენ ეკონომიკურ მდგომარეობას,
ვინაიდან გაყიდულ საქონელში ახლა მეტს მიიღებენ. ამ გამყიდველების მწარმოებლის დანაზოგის ნამატი P1P2DC
მართკუთხედის ფართობის ტოლი იქნება. ამასთან ბაზარზე შემოვლენ ახალი გამყიდველებიც, ვინაიდან ისინი მზად არიან
ამ ფასად (P2 ფასად) საქონლის წარმოებისთვის. ბაზარზე ახალადშემოსული მწარმოებლებისთვის მწარმოებლის დანაზოგი
იქნება CDB სამკუთხედის ფართობი.

P მწარმოებლის
დანაზოგი ახალი
მწარმოებლისთვის
S

D B
P2
მწარმოებლის
დანაზოგის ნამატი
საწყისი
მწარმოებლისთვის

P1
თავდაპირველი C
მწარმოებლის
დანაზოგი

Q1 Q2 Q
ნახ. 4. ფასის ზემოქმედება მწარმოებლის დანაზოგზე

თავდაპირველად ცალ–ცალკე განვიხილოთ იმპორტიორი და ექსპორტიორი ქვეყნების


ეკონომიკური აგენტების სარგებელი და დანაკარგები. დავიწყოთ იმპორტიორი (B) ქვეყნით.
ავტარკიის შემთხვევაში წონასწორობას მოცემული საქონელის ბაზარზე განსაზღვრავს
ადგილობრივი მოთხოვნა და მიწოდება, რომელიც ნახაზ 4.4.–ზე შეესაბამება E წერტილი.
საგარეო ვაჭრობის არარსებობისას სამომხმარებლო დანაზოგი შეადგეს A ფართს, ხოლო
მწარმოებლის დანაზოგი კი - (B+C) ფართს.

ახლა დაუშვათ, რომ ვაჭრობის დაწყებამდე ადგილობრივი ფასი მსოფლიო ფასზე


მაღალია (Pavt >PW) სიდიდით PavtPW. თავისუფალი ვაჭრობის დაწყების შემდეგ ადგილობრივი
ფასი მსოფლიო ფასს (PW) გაუტოლდება, ანუ ის შემცირდება Pavt–დან PW–მდე. როგორც ნახაზ
4.4.–ზეა ნაჩვენები, ადგილობრივი მიწოდება ფასის შემცირების კვალობაზე შემცირდება Savt
–დან SW –მდე, მოთხოვნა გაიზრდება Qavt–დან QW–მდე, მოთხოვნის სიჭარბე ადგილობრივ
მიწოდებასთან შედარებით (SWQW) ივსება იმპორტის ხარჯზე.

ამ შემთხვევაში მსოფლიო ფასის აღმნიშვნელი ჰორიზონტალური წრფე ასახავს


მსოფლიოს სხვა ქვეყნების (ჩვენს შემთხვევაში ექსპორტიორი A ქვეყნის) მიწოდებას. ეს
მიწოდება სრულიად ელასტიკურია, რამდენადაც მიჩნეულია, რომ იმპორტიორ ქვეყანას

9
მცირე ეკონომიკა აქვს და, იმდენ პროდუქციას იყიდის უცხოეთიდან, რამდენის ყიდვასაც
მოისურვებს მსოფლიო ფასად.
ნახ. 4.4. იმპორტიორი ქვეყნის სარგებლობა და დანაკარგები თავისუფალი ვაჭრობის

Pavt
PW

მთლიანი დანაზოგი
მწარმოებლის დანაზოგი
სამომხმარებლო დანაზოგი
P
C

A
SW
იმპორტის მოცულობა

იმპორტიორი ქვეყანა B
Qavt (Savt)

E
D

ვაჭრობამდე
შემთხვევაში

A+B+C
B+C
A
QW(DW)

ვაჭრობის შემდეგ
A+B+C+D

A+B+D
C
SB
DB

მსოფლიო ფასი

ცვლილება
+(B+D)
Q

+D
-B
SW

განვიხილოთ ამ ვაჭრობის სარგებლობა და დანაკარგები. როდესაც ვაჭრობა


ადგილობრივი ფასების შემცირებას იწვევს, ადგილობრივი მომხმარებლების ეკონომიკური
მდგომარეობა უმჯობესდება, რამდენადაც მათ პროდუქციის ყიდვა უკვე ნაკლებ ფასად
შეუძლიათ, ხოლო ადგილობრივი საქონელმწარმოებლების მდგომარეობა, პირიქით,
უარესდება, რამდენადაც ისინი პროდუქციას ნაკლებ ფასად ყიდიან. სამომხმარებლო და
მწარმოებლის დანაზოგების ცვლილება ამ სარგებლობისა და დანაკარგების სიდიდეს
ასახავს. კერძოდ სამომხმარებლო დანაზოგი A –დან (სწორედ ეს წარმოადგენს
სამომხმარებლო დანაზოგს ავტარკიისას) იზრდება (A+B+D) -მდე, ხოლო მწარმოებლის
დანაზოგი მცირდება (B+C) -დან (სწორედ ის წარმოადგენს მწარმოებლის დანაზოგს
10
ავტარკიისას) C-მდე. ანუ მომხმარებლისგან განსხვავებით, რომლებმაც, უდაოდ, მოგებული
დარჩნენ ვაჭრობიდან, მწარმოებლები, კონკურირებენ რა იპორტიორებთან წაგებულნი
დარჩნენ, მათი კეთილდღეობა შემცირდა.

დანაკარგი ერთი ეკონომიკური აგენტის და სარგებელი მეორესი ჰეკშერ–ოლინი ხსნის


წარმოების ერთი სახის ფაქტორის უკუგების ცვლილებით მეორეს ხარჯზე.
ურთიერთქმედების ჯაჭვი ამასთან გამოიყურება შემდეგნაირად: საქონლის შეფარდებითი
ფასების ცვლილება → წარმოების სტრუქტურის შეცვლა → რესურსებზე მოთხოვნის
ცვლილება → მიღებული შემოსავლების დონის ცვლილება.

რესურსებზე მოთხოვნის ცვლილების შედეგები განსხვავებულია მოკლევადიან და


გრძელვადიან პერიოდებში. მოკლევადიან პერიოდში ზარალი და სარგებელი
დაკავშირებულია თუ რომელ დარგებშია განთავსებული რესურსები. მოგებას ღებულობენ ის
ეკონომიკური აგენტები, რომლებსაც რესურსები განვითარებად დარგებში აქვთ
განთავსებული, ანუ დარგები, რომელთა წარმოების მოცულობა იზრდება. ზარალს
ნახულობენ ისინი, რომლებიც სთავაზობს რესურსებს დარგებისთვის, სადაც წარმოება
მცირდება.

თუმცა არაწონასწორული მდგომარეობა წარმოების ფაქტორების ბაზრებზე მუდმივად


არ გრძელდება. გრძელვადიან პერიოდში, როგორც ცნობილია, ეკონომიკა ისწრაფვის
წონასწორობისკენ. ამასთან ახალი წონასწორობა განსხვავებული იქნება წინანდელისაგან.

ანალიზისას უნდა გაირკვეს ერთი ეკონომიკური აგენტების დანაკარგები და სხვისი


მოგება თუ როგორ აისახება მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობაზე მთლიანად.

ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება გაიცეს თუ შემოვიტანთ დაშვებას ფულის ტოლფასობის


პრინციპის შესახებ. ამ დაშვების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფულადი ერთეული, სადაც
არ უნდა ფიგურირებდეს ის – მოგების თუ დანაკარგის მხარეზე, ტოლფასია. სხვა სიტყვებით
1 დოლარი მოგება ტოლია ერთი დოლარი წაგების.

პრაქტიკაში კი ყოველთვის ასე არ არის. ადამიანები მიდრეკილი არიან ფულის


სუბიექტური შეფასებისკენ, მაგალითად მას აფასებენ მიღწეული კეთილდღეობიდან
გამომდინარე. სხვა სიტყვებით, ერთი და იგივე ოდენობის თანხა შეიძლება აძლევდეს
სხვადასხვა სარგებელს მდიდარ და ღარიბ ადამიანს. თუმცა ასეთ შემთხვევაში
საზოგადოების კეთილდღეობის შეფასება შეუძლებელია.

თუ შემოვიღებთ ფულის ტოლფასობის პრინციპს წინაპირობის სახით, შეიძლება


ვამტკიცოთ, რომ B ქვეყნის კეთილდღეობა, მისი ეკონომიკური მდგომარეობა მთლიანობაში
უმჯობესდება, რამდენადაც მომხმარებლების სარგებლობა მეტია მწარმოებლების
დანაკარგზე და მთლიანი დანაზოგი იზრდება D სიდიდით.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ საერთაშორისო ვაჭრობის სხვადასხვა ეკონომიკურ


აგენტებზე არათანაბრად ზემოქმედების ფაქტი პრინციპულად მნიშვნელოვანია
სახელმწიფოს სავაჭრო პოლიტიკის გატარებისას. იმ შემთხვევაში თუ საერთაშორისო

11
ვაჭრობა არ შეამცირებდა არც ერთი ეკონომიკური აგენტის ინტერესებს, არამედ ყველას
მოუტანდა სარგებელს, არ იქნებოდა პროტექციონისტული ღონისძიებების გატარების
აუცილებლობა.

რაც შეეხება ექსპორტიორი (A) ქვეყნის სარგებლობას და დანაკარგებს. ავტარკიის


შემთხვევაში წონასწორობას მოცემული საქონელის ბაზარზე განსაზღვრავს ადგილობრივი
მოთხოვნა და მიწოდება, რომელიც ნახაზ 4.5.–ზე შეესაბამება E წერტილი. საგარეო ვაჭრობის
არარსებობისას სამომხმარებლო დანაზოგი შეადგენს (a+b) ფართს, ხოლო მწარმოებლის
დანაზოგი კი - c ფართს.

Pavt

PW

მთლიანი დანაზოგი
მწარმოებლის დანაზოგი
სამომხმარებლო დანაზოგი
P
ნახ. 4.5. ექსპორტიორი ქვეყნის სარგებლობა და დანაკარგები თავისუფალი

QW (DW)

a
b
c
ექსპორტის მოცულობა

Qavt (Savt)

E
ვაჭრობის შემთხვევაში

ვაჭრობამდე
a+b+c

a +b
c
SW

ვაჭრობის შემდეგ
a+b+c+d
c+b+d
a
S
D

მსოფლიო ფასი

ცვლილება
+(b+d)
Q

+d

-b
DW

ახლა დაუშვათ, რომ ვაჭრობის დაწყებამდე ადგილობრივი ფასი მსოფლიო ფასზე


ნაკლებია (Pavt<PW) სიდიდით PavtPW. თავისუფალი ვაჭრობის დაწყების შემდეგ ადგილობრივი
ფასი მსოფლიო ფასს (PW) გაუტოლდება, ანუ ის გაიზრდება Pavt–დან PW–მდე. როგორც ნახაზ
4.5.–ზეა ნაჩვენები, ადგილობრივი მიწოდება ფასის შემცირების კვალობაზე გაიზრდება Savt
12
ვაჭრობამდე ვაჭრობის შემდეგ ცვლილება
ქვეყანა A B A B A B (მსოფლიო)

სამომხმარებლო დანაზოგი a +b A a A+B+D -b +(B+D)


მწარმოებლის დანაზოგი c B+C c+b+d C +(b+d) -B
მთლიანი დანაზოგი a+b+c A+B+C a+b+c+d A+B+C+D +d +D +(d+D)
PA ა) A ქვეყანა (ექსპორტიორი) P ბ) მსოფლიო ბაზარი PB გ) B ქვეყანა (იმპორტიორი)
SB

X=M
DA SX A
SA EB
PMAX PB
X

ΔPB
PW a B
D მსოფლიო ფასი D
PW

d d EW C
M
ΔPA

b
EA
PMIN
DI
PA c DB

DA QA SA QA QW Q SB QB DB QB

ნახ. 4.6. საგარეო ვაჭრობიდან იმპორტიორი და ექსპორტიორი ქვეყნების სარგებელი და დანაკარგები

13
–დან SW –მდე, მოთხოვნა შემცირდება Qavt–დან QW–მდე. ვინაიდან ქვეყანაში მიწოდების
რაოდენობა მეტია მოთხოვნის რაოდენობაზე (სიდიდით – QWSW) ქვეყანა დაიწყებს საქონლის
ექსპორტს.

მიუხედავად იმისა, რომ მიწოდებისა და მოთხოვნის რაოდენობა ერთმანეთისგან


განსხვავდება, ბაზარი მაინც მოვა წონასწორობაში, ვინაიდან ჩნდება ბაზრის ახალი
მონაწილე – დანარჩენი მსოფლიო.

ამ შემთხვევაში მსოფლიო ფასის აღმნიშვნელი ჰორიზონტალური წრფე ასახავს


მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მოთხოვნას. მოთხოვნის ეს მრუდი სრულიად ელასტიკურია,
რამდენადაც მიჩნეულია, რომ ექსპორტიორ ქვეყანას მცირე ეკონომიკა აქვს და, იმდენ
პროდუქციას გაყიდის უცხოეთში მსოფლიო ფასად, რამდენსაც მოისურვებს.

განვიხილოთ ვაჭრობის შედეგად ექსპორტიორი ქვეყნის სარგებელი და დანაკარგები.


როდესაც ვაჭრობა ადგილობრივი ფასების ზრდას იწვევს, ადგილობრივი მომხმარებლების
ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, რამდენადაც მათ პროდუქციის ყიდვა უკვე მეტი
მაღალ ფასად უწევთ, ხოლო ადგილობრივი საქონელმწარმოებლების მდგომარეობა,
პირიქით, უმჯობესდება, რამდენადაც ისინი პროდუქციას მეტი მაღალ ფასად ყიდიან.
სამომხმარებლო და მწარმოებლის დანაზოგების ცვლილება ამ სარგებლობისა და
დანაკარგების სიდიდეს ასახავს. კერძოდ სამომხმარებლო დანაზოგი (a+b) - დან მცირდება a
-მდე, ხოლო მწარმოებლის დანაზოგი იზრდება c -დან (c+b+d) -მდე. მწარმოებლების
სარგებლობა მეტია მომხმარებლების დანაკარგზე და მთლიანი დანაზოგი იზრდება d
სიდიდით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ვაჭრობა A ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასაც
აუმჯობესებს.

ამგვარად, დავრწმუნდით, რომ საერთაშორისო ვაჭრობა ორივე ქვეყნისთვის მისაღებია,


რამდენადაც ორივეს ეკონომიკური კეთილდღეობა იზრდება. თუ A და B ქვეყნის მოთხოვნა
მიწოდების მოდელებს დავაკავშირებთ მსოფლიო ბაზრის მოთხოვნა მიწოდების მოდელთან
და გავაერთიანებთ ერთ მოდელად (ნახაზი 4.6.), ეს საშუალებას მოგვცემს დავინახოთ თუ
რომელი ქვეყანა დარჩა უფრო მოგებული საერთაშორისო ვაჭრობიდან.

როგორც ნახაზ 4.6.–დან ჩანს, რამდენადაც საერთაშორისო ვაჭრობის შედეგად ფასები A


ქვეყანაში უფრო გაიზარდა ვიდრე B ქვეყანაში (ΔPA>ΔPB) ვაჭრობის შედეგად უფრო
მოგებული რჩება A ქვეყანა, ეს ვიზუალურადაც ჩანს ნახაზზე ფართი d მეტია ფართ D (d > D).

§ 4.3. საწარმოო შესაძლებლობისა და განურჩევლობის საზოგადოებრივი მრუდები

ჩვენ აქამდე ვიხილავდით მსოფლიო ბაზარზე საქონლისა და მომსახურების მიწოდებას


(აბსოლუტური და შეფარდებითი უპირატესობის თეორია, ფაქტორთა თანაფარდების
თეორია). მიწოდება კი ასახავს საბაზრო ურთიერთობების მხოლოდ ერთ მხარეს.
წონასწორული ფასები და წონასწორული მოცულობა (როგორც საშინაო აგრეთვე მსოფლიო
ბაზარზე) კი განისაზღვრება მოთხოვნისა და მიწოდების ერთობლივი ზემოქმედების
შედეგად.

14
მიწოდების მრუდი შეიძლება მიღებული იქნას თუ ვფლობთ ინფორმაციას ქვეყნის
საწარმოო შესაძლებლობების შესახებ, რომელიც, თავის თავად, განისაზღვრება ქვეყნის მიერ
საწარმოო ფაქტორების ფლობით და გამოყენებული ტექნოლოგიებით. მოთხოვნის მრუდი
საერთაშორისო ვაჭრობაში დამოკიდებულია შემდეგ ორ ფაქტორზე – მოცემულ ქვეყანაში
მომხმარებლის გემოვნებასა და მომხმარებლის უპირატესობის მინიჭებაზე, აგრეთვე მათ
შემოსავალზე.

მოთხოვნის მრუდის უკან დგას განურჩევლობის მრუდები. თუმცა ჩვენ


მიკროეკონომიკაში ვიხილავდით ცალკეული მომხმარებლის განურჩევლობის მრუდს.
საერთაშორისო ვაჭრობის საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ზემოქმედების ანალიზის
მიზნით კი აუცილებელია გამოვიყენოთ განურჩევლობის მრუდები, რომლებიც ასახავენ
მთლიანად ქვეყნის გემოვნებას და უპირატესობის მინიჭების ხარისხს, ანუ ე.წ.
განურჩევლობის საზოგადოებრივი მრუდები. დაიშვება, რომ საზოგადოების უპირატესობის
მინიჭება შეიძლება იქნეს წარმოდგენილი ინდივიდების უპირატესობის მინიჭებებით,
რომლისგანაც შედგება ეს საზოგადოება. განურჩევლობის მრუდების ასეთი აგრერირება, ან
განურჩევლობის საზოგადოებრივი მრუდები, ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო
ვაჭრობის ანალიზისას.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მიკროეკონომიკიდან ვიცით, რომ განურჩევლობის (იგივე ინდეფერენტულობის, სოციალური გულგრილობის),


მრუდი გვიჩვენებს ორი ან მეტი საქონლის ყველა შესაძლებლობის (ჩვენს შემთხვევაში ორი X და Y საქონლის) კომბინაციას,
რომელიც მომხმარებელს ერთნაირად აკმაყოფილებს ან სარგებლიანობის თანაბარ სიდიდეს აძლევს. საქონლის მოცემული
კომბინაცია ნაჩვენებია ნახაზ 5.–ზე წერტილი N. ამოვიღოთ ერთი ერთეული X საქონელი (მონაკვეთი NL) მომხმარებლის
სამომხმარებლო კალათიდან, რაც აუცილებლად შეამცირებს მისი დაკმაყოფილების დონეს. ისმება კითხვა – რამდენი
ერთეული Y საქონელი უნდა დაემატოს სამომხმარებლო კალათაში იმისათვის, რომ აღდგეს სარგებლიანობის დონე,
რომელსაც ადგილი ჰქონდა N წერტილში?

თუ ამისათვის საჭირო იქნება ორი ერთეული Y საქონელი (მონაკვეთი LM), მაშინ წერტილი M უზრუნველყოფს
ზუსტად ისეთივე სარგებლიანობის დონეს როგორსაც წერტილი N, ხოლო მომხმარებლისთვის სულერთი იქნება რომელი
საქონლის ანაკრებს აირჩევს ის. ამასთან წერტილი M და N განთავსებული იქნება განურჩევლობის ერთი და იგივე U1
მრუდზე. იგივე მსჯელობით ჩვენ შეგვიძლია მრუდზე ვიპოვოთ მრავალი წერტილი, რომელიც მომხმარებელს
უზრუნველყოფს სარგებლიანობის უცვლელი, თანაბარი დონით.

მაშასადამე, განისაზღვრა რა ერთი საქონელი, რომელიც ზუსტად ახდენს მეორე საქონლის განსაზღვრული
რაოდენობის დანაკარგის კომპენსირებას მომხმარებლისთვის, შეგვიძლია ავაგოთ ცალკეული მომხმარებლის
განურჩევლობის მრუდი. ამასთან თუ მომხმარებელი U1 განურჩევლობის მრუდის N წერტილიდან გადაადგილდება U2
მრუდის E წერტილში, ეს უზრუნველყოფს მისთვის სარგებლიანობის მეტ მაღალ დონეს.

განურჩევლობის მრუდის მეორე მნიშვნელოვან მახასიათებელს წარემოადგენს მისი დაღმავალი ფორმა და


ჩაზნექილობა კოორდინატის საწყისის მიმართ. მრუდის მოცემული კონფიგურაცია ასახავს იმ ფაქტს, რომ მომხმარებელმა,
თანმიმდევრობით დამატებითი ერთეული X საქონელზე უარის თქმისთვი კომპენსაციის სახით უნდა მიიღოს სულ უფრე
მეტი რაოდენობის Y საქონელი, რათა შეინარჩუნოს სარგებლიანობის მიღწეული დონე. ანუ თუ ინდივიდმა X საქონლის
მოხმარება შეამცირა, ვთქვათ N წერტილიდან M წერტილამდე, მაშინ მან Y საქონლის მოხმარება უნდა გაზარდოს რათა მან
კმაყოფილების დონე შეინარჩუნოს. თუ X საქონელის მოხმარება ისევ შემცირდება ინდივიდმა Y საქონლის მოხმარება კიდევ
უფრო უნდა გაზარდოს.

M/PX
15

C
B
9 D
U3
N
5 M U1
4 L A U2
3 U1

1 3 5 8 M/PX
Y
ნახაზი 5. განურჩევლობის (ინდეფერენტულობის)
მრუდი

ნებისმიერ წერტილში განურჩევლობის მრუდის დახრილობა იმ პროპორციის ტოლია, რომელითაც მომხმარებელი


მზადაა ერთი საქონელი მეორეში გაცვალოს. ამ პროპორციას ჩანაცვლების ზღვრული ნორმა (MRS) ეწოდება. იგი
წარმოადგენს განურჩევლობის მრუდის მრუდის დახრილობის აბსოლუტურ სიდიდეს და გვიჩვენებს მომხმარებლის
მზადყოფნის ხარისხს შეცვალოს ერთი საქონელი მეორეთი ისე, რომ იგივე კმაყოფილება მიიღოს.

განურჩევლობის მრუდს ახასიათებს ჩანაცვლების ზღვრული ნორმის კლებადობა, ე.ი. რაც მეტია X –ს რაოდენობა
მით ნაკლებია მისი დამატებითი ერთეულების ზღვრული სარგებლიანობა, ხოლო რაც ნაკლებია Y პროდუქტის რაოდენობა,
მით მეტია მისი ზღვრული სარგებლიანობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მრუდზე ვთქვათ, ქვემოთ გადაადგილებისას
მომხმარებელი უარს ამბობს რა X საქონლის სულ უფრო მეტ ერთეულზე უნდა მიიღოს კომპენსაციის სახით სულ უფრო
მეტი Y საქონელი, იმისათვის რომ შეინარჩუნოს თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიღწეული დონე. ამის
შედეგად ვღებულობთ მრუდს კლებადი დახრილობით, ანუ ჩაზნექილს კოორდინატთა სათავის მიმართ. ანუ ჩანაცვლების
ზღვრული ნორმა მცირდება განურჩევლობის მრუდის გასწვრივ მარჯვნივ გადაადგილების კვალობაზე. სხვაგვარად თუ
ვიტყვით განურჩევლობის მრუდი გამოისახება მისი (აბსოლუტური) დახრით მოხმარების წერტილში და მცირდება მრუდის
გასწვრივ ქვემოთ მოძრაობის კვალობაზე. ჩვენს შემთხვევაში, ორი სიკეთის ჩანაცვლების ზღვრული ნორმა, ანუ
MRS=NL/LM, მცირდება, როდესაც მომხმარებელი მოძრაობს განურჩევლობის ნებისმიერი მრუდის გასწვრივ ქვემოთ. ანუ
განურჩევლობის მრუდს ახასიათებს ჩანაცვლების ზღვრული ნორმის კლებადობა.

თუ ავხსნით სხვაგვარად, ჩანაცვლების ზღვრული ნორმა, ჩვეულებრივ, დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ


ამჟამად მოხმარებული ცალკეული საქონლის რაოდენობაზე. კერძოდ, იმის გამო, რომ, უფრო დასაშვებია, ადამიანებმა ის
საქონელი გაცვალონ, რომელიც ჭარბად აქვთ, ვიდრე ის საქონელი, რომელიც ცოტა აქვთ, განურჩევლობის მრუდი
ჩაზნექილია. განვიხილოთ მაგალითად, იგივე ნახაზი 3. N წერტილში მომხმარებელს, უფრო მეტი X (ანუ 5X საქონელი) და
უფრო ნაკლები Y (ანუ 3Y საქონელი) საქონელი აქვს, ამიტომ მას მოთხოვნილება X საქონლით უფრო აქვს
დაკმაყოფილებული ვიდრე Y საქონლით. ამ მომხმარებელმა, რომ 2Y პროდუქცია დათმოს უნდა მიიღოს სანაცვლო 4x
პროდუქცია, ანუ ჩანაცვლების ზღვრული ნორმაა 4X პროდუქცია/2Y პროდუქციაზე, ე.ი. ჩანაცვლების ზღვრული ნორმაა
MRS=2; A წერტილში, უფრო ცოტა X (ანუ 3X საქონელი) და უფრო მეტი Y (ანუ 8Y საქონელი) პროდუქცია აქვს, ამიტომ მას
ახლა მოთხოვნილება Y საქონლით უფრო აქვს დაკმაყოფილებული ვიდრე X საქონლით. ამ შემთხვევაში მომხმარებელი
მზად იქნება 3Y პროდუქცია დათმოს 1X პროდუქციის სანაცვლოდ. ანუ ჩანაცვლების ზრვრულინორმაა MRS=1/3. ამგვარად,
განურჩევლობის მრუდის ჩაზნექილობა ასახავს მომხმარებლის მზადყოფნას, გასცეს ის საქონელი, რომელიც ბევრი აქვს.

ამასთან, განურჩევლობის მრუდების ერთ–ერთი თავისებურება მდგომარეობს იმაში რომ ისინი ერთმანეთს
არასდროს კვეთენ. მრუდის ეს თვისება გამომდინარეობს მისი აგების თვისებიდან. კერძოდ, დავუშვათ, რომ, როგორც ნახაზ
4.2. –ზეა ნაჩვენები, განურჩევლობის ორი U3 და U1 მრუდი ერთმანეთს ჰკვეთს. მაშინ, ვინაიდან B და K წერტილები
განურჩევლობის ერთსა და იმავე მრუდზე მდებარეობს, ამიტომ ეს ორი წერტილი მომხმარებელს ერთნაირად
აკმაყოფილებს. ამას გარდა, ვინაიდან C და K წერტილები განურჩევლობის მრუდის ერთი და იმავე მრუდზე მდებარეობს,
ისინი მომხმარებლებს ერთნაირად აკმაყოფილებს. ეს იმას ნიშნავს, რომ B და C წერტილები ერთნაირად აკმაყოფილებს
მომხმარებლებს, მიუხედავად იმისა, რომ C წერტილში ორივე საქონლის უფრო მეტი რაოდენობაა, რაც ეწინააღმდეგება
ჩვენს დაშვებას იმის შესახებ, რომ მომხმარებელი ორივე საქონელის მეტ რაოდენობას ანიჭებს უპირატესობას ორივე
საქონლის ნაკლებ რაოდენობასთან შედარებით.

16
განურჩევლობის მრუდების გამოყენება საშუალებას იძლევა ზუსტად შეფასდეს ამა თუ იმ საქონლის ანაკრების
უმჯობესობის (უპირატესობის მინიჭების) ხარისხი და ამ ნიშნით მოხდეს ორი საქონლის სხვადასხვა კომბინაციების
იდენტიფიცირება.

არსებობს შესაძლებლობა გამოვსახოთ განურჩევლობის მრუდთა მთელი სერია, ანუ განურჩევლობის მწკრივი, რუქა
(როგორც ნაჩვენებია ნახაზ 5. –ზე, მრუდები U1, U2, U3). ყოველი მრუდი შეესაბამება სარგებლიანობის სხვადასხვა სიდიდეს.
ვინაიდან მომხმარებელს მეტის მოხმარება ურჩევნია ნაკლების მოხმარებას, ამიტომ ის განურჩევლობის მაღლა მდებარე
მრუდს ანიჭებს უპირატესობას. ე.ი. განურჩევლობის ყოველი შემდგომი მრუდი, რომელიც კოორდინატთა სათავის მაღლა
მდებარეობს, სარგებლიანობის შედარებით დიდ სიდიდეს გულისხმობს. (განურჩევლობის U3 მრუდზე მდებარე წერტილები
B და K სარგებლიანობის თანაბარ დონეს იძლევიან, ხოლო განურჩევლობის U2 მრუდზე მდებარე E წერტილი ნაკლებ
სარგებლიანობას იძლევა, რამდენადაც U2 მეტი ქვემოთ მდებარეობს U3–თან შედარებით). ეს წარმოადგენს განურჩევლობის
მრუდის კიდევ ერთ თავისებურებას.

მომხმარებლის არჩევანის ვარიანტების დიაპაზონი დამოკიდებულია მის ფიქსირებულ ბიუჯეტზე (შემოსავლებზე)


და სამომხმარებლო ფასზე. საბიუჯეტო შეზრუდვა ეს სიკეთეების ისეთი კომბინაციებია, რომლის ყიდვა შეუძლია
მომხმარებელს თავისი შემოსავლით. მათემატიკურად საბიუჯეტო შეზღუდვის ზემოქმედება სამომხმარებლო არჩევანზე
შეიძლება ვაჩვენოთ შემდეგნაირად: PXQX+PYQY≤M, სადაც M - მომხმარებლის შემოსავალია, PX და PY შესაბამისად X და Y
პროდუქციის ერთეულის ფასია, ხოლო QX და QY შესაბამისად X და Y პროდუქციის რაოდენობაა. მივაქციოთ ყურადღება,
რომ როდესაც მომხმარებელი მთელ თავის შემოსავალს სრულიად ხარჯავს სამომხმარებლო წყვილის (X და Y პროდუქციის
კომბინაციის) შესაძენად მაშინ უტოლობა გადაიქცევა ტოლობად, ხოლო როდესაც მომხმარებელი თავისი შემოსავლის
მხოლოდ ნაწილს ხარჯავს სამომხმარებლო წყვილის შემთხვევაში მაშინ გვაქვს უტოლობა. პირველი შემთხვევა
გრაფიკულად ნიშნავს I წრფეზე მდებარე წერტილებს, რომელსაც საბიუჯეტო წირს, წრფეს (მრუდს) უწოდებენ, ხოლო
მეორე – ნიშნავს I წრფის ქვემოთ მდებარე წერტილებს, რომელსაც საბიუჯეტო ველს უწოდებენ. თუ მომხმარებელი მთელ
თავის შემოსავალს X პროდუქციის შეძენაზე დახარჯავს, მაშინ მისი დანახარჯები X საქონელზე მისი მთლიანი შემოსავლის
ტოლია, ანუ PXQX=M. X პროდუქციის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც შეუძლია შეიძინოს მომხმარებელს ტოლია
QX=M/PX, თუ Y პროდუქციის შესაძენად, მაშინ მისი დანახარჯები Y საქონელზე მისი მთლიანი შემოსავლის ტოლია, ანუ
PYQY=M. Y პროდუქციის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც შეუძლია შეიძინოს მომხმარებელს ტოლია QY=M/PY,
საბიუჯეტო წირის დახრილობა განისაზღვრება კოეფიციენტით –(PY/PX) („–„ ნიშანი მიუთითებს მრუდის უარყოფით
დახრაზე, რომელსაც ჩვენ შემდეგ აღარ დავსვამთ), რომელიც წარმოადგენს ჩანაცვლების ზღვრულ ნორმას X და Y საქონელს
შორის (საბიუჯეტო ხაზის დახრა მათემატიკურად შეიძლება გამოვიყვანოთ შემდეგნაირად: როგორც ავღნიშნეთ ტოლია
M=PYQY+PXQX, ხაზის დახრა ტოლია QmaxX/QmaxY, როდესაც ეკონომიკაში მოიხმარება მხოლოდ X საქონელი (ანუ QY=0,
max
QX=Q X ) მაშინ M=PXQmaxX → QmaxX=V/PX, ხოლო როდესაც – მხოლოდ Y საქონელი (ანუ QX=0, QY=QmaxY) მაშინ M=PYQmaxY →
QmaxX=M/PY. აღნიშნულიდან გამომდინარე ხაზის დახრა იქნება QmaxX/QmaxY=(M/PX)/(M/PY)= PY/PX).

იმისათვის რომ გამოვივანოთ მომხმარებლის წონასწორობა საჭიროა განურჩევლობის მრუდისა და მომხმარებლის


საბიუჯეტო შეზღუდვის მრუდების გაერთიანება. სამომხმარებლო წონასწორობა კი საქონელთა წონასწორული კომბინაციაა,
რომლის შეძენაც შეუძლია მომხმარებელს მოცემულ პირობებში და რომელიც უზრუნველყოფს მის მაქსიმალურად მაღალი
ხარისხით დაკმაყოფილებას ან სარგებლიანობას. მომხმარებელი ირჩევს თავის საბიუჯეტო შეზღუდვის იმ წერტილს,
რომელიც განურჩევლობის ყველაზე მაღლა მდებარე მრუდზე ძევს. ესაა განურჩევლობის მრუდისა და საბიუჯეტო
შეზღუდვის მრუდის შეხების წერტილი (ჩვენს შემთხვევაში წერილი E), რომელსაც ოპტიმუმი ეწოდება. ამ წერტილში
ჩანაცვლების ზღვრული ნორმა ამ ორი საქონლის შეფარდებითი ფასების ტოლია. ანუ მომხმარებლის წონასწორობა
მიიღწევა წერტილში, სადაც განურჩევლობის მრუდის დახრილობა და საბიუჯეტო წირის დახრილობა ერთმანეთის ტოლია
ე.ი. MRS= PY/PX. თუ აღნიშნული პირობა არ სრულდება, მაშინ ამ ორი პროდუქციის ჩანაცვლება მიმდინარეობს მანამ, ვიდრე
არ მიაღწევს წერტილს, რომლებშიც ჩანაცვლების ზღვრული ნორმა გაუტოლდება ფასების შეფარდებას. ფასების შეფარდება
(PY/PX) ის პროპორციაა, რომლითაც ბაზარი მზადაა ერთი საქონელი მეორეთი ჩაანაცვლოს, ხოლო ჩანაცვლების ზღვრული
ნორმა (MRS) ის პროპორციაა, რომლითაც მომხმარებელი მზადაა ერთი საქონელი მეორეთი ჩაანაცვლოს. რადგან
ჩანაცვლების ზღვრული ნორმა ზღვრული სარგებლიანობის შეფარდებაა, ოპტიმიზაციისთვის შეიძლება წამოვაყენოთ
პირობა MUY/MUX=PY/PX →MUY/PY=MUX/PX. ანუ ოპტიმუმის წერტილში Y საქონელზე დახარჯული ყოველი დოლარის
ზღვრული სარგებლიანობა ტოლია X საქონელზე დახარჯული დოლარის ზღვრული სარგებლიანობის.

მართალია ნახაზზე, განურჩევლობის ყველაზე მაღალი მრუდი, რომელიც მომხმარებელს ანიჭებს სარგებლიანობის
მეტ მაღალ დონეს, U1 მრუდია (მაგალითად ამ მრუდზე წერტილი C), მაგრამ მომხმარებლისთვის მისი მიღწევა
შეუძლებელია ვინაიდან ის საბიუჯეტო შეზღუდვის მრუდს ზემოთაა. მართალია წერტილი D მომხმარებლისთვის
ხელმისაწვდომია, მაგრამ, რამდენადაც ის განურჩევლობის დაბლა მდებარე მრუდზე (U1) მდებარეობს, მომხმარებელი მას
უპირატესობას არ ანიჭებს.

17
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მიჩნეულია, რომ განურჩევლობის ინდივიდუალური მრუდიდან განურჩევლობის
საზოგადოებრივ მრუდზე გადასვლა საკმაოდ რთულია, რამდენადაც მთლიანობაში
დაკავშირებულია შემდეგ წინააღმდეგობებთან: სარგებლიანობა ინდივიდუმების ჯგუფების
ერთმანეთისგან განსხვავებულია, ასევე მისი რაოდენობრივი გაზომვა რთულია;
საერთაშორისო ვაჭრობა იწვევს მისი მონაწილეების სარგებლიანობის ცვლილებას: ნაწილის
შემოსავალი მცირდება, ხოლო ნაწილის იზრდება. ამიტომ მისი ზემოქმედების განსაზღვრა
ქვეყნის კეთილდღეობაზე რთულია, რამდენადაც, როგორც წესი, საერთაშორისო ვაჭრობის
შედეგად სარგებლისა და დანაკარგის შეპირისპირება არ ხდება.

განურჩევლობის საზოგადოებრივი მრუდების გამოყენებას კი მაშინ აქვს აზრი თუ


ისინი არ გადაიკვეთებიან. გადაკვეთის წერტილი ნიშნავს, ორ სხვადასხვა გულგრილობის
საზოგადოებრივ მრუდებზე თანაბარი დაკმაყოფილების ხარისხს, რაც ეწინააღმდეგება მის
განსაზღვრებას. ამიტომ ქვეყნის გულგრილობის მრუდები ნახაზ 4.7. –ზე ნაჩვენებია, რომ
იკვეთებიან (U1 და U2 მრუდები იკვეთებიან).

თუმცა საზოგადოებრივი გულგრილობის მრუდების კონკრეტული სერია ან რუქა


მიეკუთვნება ქვეყნის შიგნით შემოსავლების კონკრეტულ განაწილებას. შემოსავლების სხვა
განაწილებისას გვექნება განურჩევლობის მრუდების განსხვავებული რუქა, რომელიც
შეიძლება გადაიკვეთოს წინა განურჩევლობის მრუდებთან.

სწორედ ეს შეიძლება მოხდეს, თუ ქვეყანა დაიწყებს ვაჭრობას ან გაზრდის მის დონეს.


ექსპორტიორები მოგებული დარჩებიან, მაშინ როდესაც ადგილობრივი მწარმოებლები,
რომლებიც კონკურირებენ იმპორტთან, ნახავენ ზარალს. აქ ასევე ადგილი აქვს
მომხმარებელის განსხვავებულ ზემოქმედებას რასაც განსაზღვრავს მომხმარებლის
ინდივიდუალური სტრუქტურა უფრო X თუ Y საქონელზეა ორიენტირებული.

შემდგომ, ვაჭრობას მივყავართ ქვეყანაში რეალური შემოსავლის ცვლილებასთან რამაც


შეიძლება გამოიწვიოს განურჩევლობის მრუდების გადაკვეთა. ამ შემთხვევაში ჩვენ არ
შეგვიძლია საზოგადოებრივი გულგრილობის მრუდები გამოვიყენოთ ვაჭრობის
განვითარების კვალობაზე ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდის განსასაზღვრავათ.

ჩიხიდან გამოსვლის ერთ–ერთ გზას წარმოადგენს ე.წ. კომპენსაციის პრინციპის


გამოყენება. ამ პრინციპის მიხედვით, ქვეყანა მოგებული რჩება ვაჭრობიდან, თუ
მოგებულები აუმჯობესებენ თავიანთ მდგომარეობას (ანუ შეინარჩუნებენ მოგების ნაწილს)
იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი მოახდენენ ვაჭრობიდან წაგებულების მთლიან კომპენსირებას.
ეს მართებულია მიუხედავად იმისა მართლა ჰქონდა ადგილი თუ არა კომპენსირებას (ასეთი
კომპენსაციის გზას შეიძლება წარმოადგენდეს მთავრობის ქმედებები – ვაჭრობიდან
მოგებულების გადასახადებით დაბეგვრა და ვაჭრობიდან წაგებულების სრული
კომპენსირება სუბსიდიების მიცემით, ან საგადასახადო შეღავათების დაწესებით).
ალტერნატივის სახით, რომლებიც თავიდან აგვაცილებენ გულგრილობის საზოგადოებრივი

18
მრუდების გადაკვეთას, შეიძლება შემოღებული იქნას აგრეთვე რიგი შემზღუდველი
დაშვებები, რომლებიც ეხებიან გემოვნებებს, შემოსავლებსა და მოხმარების სტრუქტურას.

ანუ, თუ შევაჯამებთ, წინააღმდეგობებიდან გამოსვლა შესაძლებელია საკმაოდ ხისტი


დაშვებით: თითოეულ მომხმარებელს აქვს ერთი და იგივე გემოვნება და უმჯობესობა და
დაყოფილია წარმოების ერთი და იგივე ფაქტორებით. ასეთ შემთხვევაში შემოსავლის
განაწილება არ იცვლება, ყველა ერთი და იგივე ხარისხით მდიდრდება ან ღარიბდება.
მიუხედავად დიდი პირობითობისა, მხოლოდ ამ დაშვებით არის შესაძლებელი მივიღოთ
განურჩევლობის საზოგადოებრივი მრუდები, რომლებიც არ გადაიკვეთებიან და, რომლებიც
შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთაშორისო ვაჭრობის ეფექტისა და სავაჭრო პოლიტიკის
საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ზემოქმედების შეფასებისთვის.

მივმართოდ ნახაზ 4.7., სადაც საწარმოო შესაძლებლობების მრუდი გაერთიანებულია


განურჩევლობის საზოგადოებრივ რუქასთან. ვაჭრობის არარსებობისას, ქვეყანამ უნდა
შეირჩიოს ორი საქონლის წარმოების ისეთი შეთანწყობა, რომელიც მოახდენს საზოგადოების
კეთილდღეობის მაქსიმიზაციას. ასეთი კეთილდღეობა უზრუნველყოფილი იქნება საწარმოო
შესაძლებლობების მრუდის განურჩევლობის საზოგადოებრივი ერთ–ერთი მრუდის შეხების
წერტილში. ნახაზ 4.7. –ზე ასეთ პირობებს პასუხობს წერტილი E, სადაც განურჩევლობის
საზოგადოებრივი U0 მრუდი ეხება ქვეყნის საწარმოო შესაძლებლობის მრუდს. წონასწორობა
E წერტილში – ეს ერთადერთი შესაძლო და მდგრადი წონასწორობაა, რომელშიდაც
საწარმოო შესაძლებლობების საზღვარი წარმოადგენს განურჩევლობის ყველა შესაძლო
მრუდებიდან ყველაზე მაღლა მდებარეს მხებს.

საწარმოო შესაძლებლობების მრუდისა (GK) და განურჩევლობის მრუდების (U0)


დახრები E წერტილში ერთმანეთს ემთხვევა და შეესაბამება ამ მრუდების მხების (LM)
დახრას; GK მრუდის დახრა Y პროდუქციის ღერძის მიმართ E წერტილში ტოლია X
პროდუქციის წარმოების ალტერნატიული (ზღვრული) დანახარჯების (ტრანსფორმაციის
ზღვრული ნორმის); ML მხების დახრის კუთხე ტოლია Y და X პროდუქციის ფასთა
თანაფარდობის (PY/PX). ამდენად წერტილ E–ში შეფარდებითი ფასი ტოლია ორი სიკეთის
ჩანაცვლების ზღვრულ ნორმის (MRS=-PY/PX).

როგორც აღინიშნა, საერთაშორისო ვაჭრობა და ქვეყნის სპეციალიზაცია საქონლის


წარმოებაზე, რომელშიდაც ის ფლობს შეფარდებით უპირატესობა, აფართოებს სიკეთეების
წარმოებისა და მოხმარების შესაძლებლობებს. თითოეული ქვეყანა ღებულობს
შესაძლებლობებს გავიდეს მოხმარების ისეთ დონეზე, რომელიც შეუძლებელი იყო მისთვის
ვაჭრობის არარსებობის პირობეში. ეს ნიშნავს, რომ საწარმოო შესაძლებლობების საზღვრების
გადაადგილება მიგვიყვანს ახალი წონასწორობის დამყარებასთან.

ახალი წონასწორობა მყარდება საწარმოო შესაძლებლობის მრუდისა და


განურჩევლობის საზოგადოებრივი მრუდის შეხების წერტილში. ასეთი განურჩევლობის
მრუდი არის U1, რომელიც ასახავს ახალ, საზოგადოების უფრო მაღალ კეთილდღეობას.
ამასთან მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვათ, რომ ქვეყანას არ შეუძლია გავიდეს ნებისმიერ,

19
სამომხმარებლო კეთილდღეობის უფრო მაღალ წერტილზე. ახალი წონასწორული
მდგომარეობა ისევ წარმოადგენს ერთადერთ შესაძლებელს.

ამგვარად, განურჩევლობის მრუდების ტექნიკის გამოყენებით შესაძლებელია


გავაანალიზოთ საგარეო ვაჭრობის ზემოქმედების ეფექტი სავაჭრო პარტნიორების
კეთილდღეობის დონეზე. თითოეული ქვეყანა იგებს საერთაშორისო ვაჭრობიდან ზუსტად
იმდენს, რამდენსაც ის ღებულობს განურჩევლობის მრუდის მეტი მაღალ დონეზე გადასვლის
შედეგად.
ვაჭრობის არარსებობის პირობებში ეკონომიკის მაქსიმალური ეფექტურობა, საზოგადოებრივი კეთილდღეობის
მაქსიმიზაცია მიიღწევა საწარმოო შესაძლებლობის მრუდისა და მომხმარებლის გულგრილობის ერთ-ერთი მრუდის
შეხების წერტილში. ვაჭრობის არარსებობისას მომხმარებლებისა და მწარმოებლებისათვის ეს ოპტიმალური წერტილია
E, რომელშიც საწარმოო შესაძლებლობის GK მრუდი ეხება გულგრილობის U 0 მრუდს. ამ ორ მრუდს გააჩნიათ საერთო
მხები LM, რომლის დახრა Y პროდუქციის ღერძის მიმართ E წერტილში ტოლია X პროდუქციის წარმოების
ალტერნატიული (ზღვრული) დანახარჯების (ტრანსფორმაციის ზღვრული ნორმის), რაც აგრეთვე წარმოადგენს Y და X
პროდუქციის ფასთა თანაფარდობას (Y საქონლის ფასი გამოხატული X პროდუქციით) - P Y/PX, ანუ MRS=-PY/PX. E
წერტილი ერთადერთი შესაძლო და მდგრადი წონასწორობაა, რომელშიდაც საწარმოო შესაძლებლობების საზღვარი
წარმოადგენს განურჩევლობის ყველა შესაძლო მრუდებიდან ყველაზე მაღლა მდებარეს მხებს. E წერტილი აჩვენებს ორი
საქონლის გამოშვების ღირებულებით მოცულობებს.

E
U2
U1

U0

K M Y

ნახაზი 4.7. საწარმოო შესაძლებლობების მრუდის საზღვრები და განურჩევლობის


საზოგადოებრივი მრუდების რუკა ვაჭრობის არარსებობისას

§ 4.4. ვაჭრობის პირობები

ნახაზ 4.6. ბ. ნახაზზე წარმოდგენილია ექსპორტზე მოთხოვნა და ექსპორტის მიწოდება,


ანუ მოთხოვნა–მიწოდება საქონლის იმ ნაწილზე რომელიც ყალიბდება საშინაო ბაზრებზე
მიწოდებისა და მოთხოვნას შორის გარღვევის შედეგად. ერთი შეხედვით შეიძლება
მოგვეჩვენოს, რომ საქონლის ექსპორტის მიწოდება განსაზღვრავს მსოფლიო ბაზარზე მის

20
ფასს (ასეთი შეხედულება არანათლად შეიძლება დადასტურდეს რეალური პრაქტიკით,
როდესაც მსოფლიო ბაზარზე საქონლის დიდი რაოდენობით მიწოდება, მაგალითით ყავაზე
დიდი მოსავლის შედეგად მისი ექსპორტის ზრდა, დაბლა სწევს მასზე ფასს მსოფლიო
ბაზარზე). მაგრამ სინამდვილეში იზოლირებული მსოფლიო ბაზარი არ არსებობს და ის
შედგება ნაციონალური ბაზრებისგან, და მსოფლიო ბაზრის ფასი მხოლოდ მეტ–ნაკლებად
ასახავს ეროვნული ბაზრებზე ფასების მდგომარეობას. მსოფლიო ფასი სინამდვილეში
წარმოადგენს ორ სხვადასხვა ბაზარზე ფასების შემხვედრი მოძრაობის შედეგს.

ტრადიციულად მაგალითად ავიღოთ ორი ქვეყანა ორი – X და Y – საქონელით. X


საქონელზე მსოფლიო ფასი PX/PY შეესაბამება მისი მიწოდების იმ დონეს, რომელიც
პოულობს მოხმარებას, ანუ რომელზეცაა მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა. შეფარდებითი
ფასების გაზრდას შეეძლო X საქონლის მიწოდების გაზრდა, ამასთან ეს ორივე ქვეყნის
ბაზარზე ერთდროულად გამოიწვევდა მომხმარებლის ნაწილის მხრიდან X საქონელზე
მოხმარების შემცირებას, რაც ნიშნავს Y საქონელის მოხმარების გაზრდას. ამიტომ X
საქონლის მსოფლიო შეფარდებითი მიწოდება (ის დატანილია ჰორიზონტალურ ღერძზე)
გვიჩვენებს X საქონელზე როგორც მიწოდების აგრეთვე მასზე მოთხოვნის
ურთიერთქმედებას. ისინი აწონასწორებენ ერთმანეთს ფასზე, რომელიც მისაღებია როგორც
მწარმოებლებისთვის (ზღვრულად დაბალი), ასევე მომხმარებლებისთვის (ზღვრულად
მაღალი). ეს ნაჩვენებია ნახაზ 4.8.–ზე.

X საქონლის შეფარდებითი მიწოდებისა (RS ) და მასზე შეფარდებითი მოთხოვნის (RD) წონასწორობა მიიღწევა
მსოფლიო ფასის დონეზე (PX/PY)W. ქვეყანა, რომელიც ახდენს X საქონლის ექსპორტს, მასზე მსოფლიო შეფარდებითი
ფასის (PX/PY)W ზრდა, აუმჯობესებს ამ ქვეყნის ვაჭრობის პირობებს, და პირიქით. ქვეყანა, რომელიც ახდენს Y საქონლის
ექსპორტს, მასზე მსოფლიო შეფარდებითი ფასის (PY/PX)W ზრდა, აუმჯობესებს საკუთარი ვაჭრობის პირობებს, და
პირიქით.

X საქონლის
X საქონლის
შეფარდებითი
შეფარდებითი
ფასი (PX/PY)
მიწოდება (RS)

(PX/PY)W

X საქონელზე
შაფარდებითი
მოთხოვნა (RD)

X საქონლის შეფარდებითი გამოშვება


(QX+ QX1)/(QY+ QY1)

ნახაზი 4.8. მსოფლიო ბაზრის ფასის გრაფიკი


21
X საქონლის შეფარდებითი ფასი PX/PY წარმოადგენს Y საქონლის შეფარდებითი ფასის
საპირისპირო ანარეკლს PY/PX. PX/PY შეფარდებითი ფასის ზრდასთან ერთად ქვეყნის
კეთილდღეობა, რომელიც ახდენს X საქონლის ექსპორტს, გაიზრდება, რამდენადაც მისი
გაყიდული მოცულობიდან შესაძლებელი იქნება შედარებით გაიაფებული Y პროდუქციის
შესყიდვა, რამდენადაც PX/PY ზრდა ტოლფასია PY/PX შემცირების. PX/PY შემცირება მოგვცემს
საპირისპირო ეფქტს. ქვეყანაში, რომელიც ახდენს Y საქონლის ექსპორტს მსოფლიო PX/PY
შეფარდებითი ფასების ზრდა (რაც იგივეა PY/PX შემცირება), გამოიწვევს მისი
კეთილდღეობის შემცირებას, რამდენადაც შედარებით გაძვირებული X პროდუქციის
ანაზღაურებისთვის საჭირო იქნება მეტი რაოდენობის Y საქონლის გაყიდვა, ან X საქონლის
ადრე მოხმარებული მოცულობის ნაწილზე უარის თქმა (X საქონლის მოხმარების
შემცირება). PX/PY შემცირება პირიქით (რაც იგივეა PY/PX გაზრდა), ამ ქვეყნისთვის ნიშნავს
მისი მოხმარების შესაძლებლობის ზრდას. შეფარდებითი ფასების ზრდის ყველა შესაძლო
კომბინაციის შედეგები შეიძლება აისახოს ცნებაში „ვაჭრობის პირობები“, რომელშიც
მოიაზრება ექსპორტირებული საქონლის ფასების თანაფარდობა იმპორტირებული
საქონლის ფასებთან.

ანუ, ზოგადად, „ვაჭრობის პირობები“ ეს არის განსახილველ ქვეყანაში განსაზღვრული


საქონლის ექსპორტის ფასების თანაფარდობა იმპორტის ფასებთან (Px/Pim). ფასების
თანაფარდობა შეიძლება გამოსახული იქნეს განსაზღვრულ საქონელზე საექსპორტო და
საიმპორტო ფასების თანაფარდობით, თუ ინტერსს წარმოადგენს მხოლოდ მოცემული
საქონელი, ან მთლიანად საექსპორტო ფასების ინდექსისა და საიმპორტო ფასების ინდექსის
თანაფარდობით, თუ შეისწავლება ყველა საქონლით საერთაშორისო ვაჭრობა.

მთლიანობაში, ამ მაჩვენებლის ზრდა (ვაჭრობის პირობების გაუმჯობესება) ნიშნავს


ნაციის კეთილდღეობის ზრდას, ხოლო მისი შემცირება (ვაჭრობის პირობების გაუარესება)
მოწმობს ნაციის კეთილდღეობის შემცირებაზე. სინამდვილეში, თუ მსოფლიო ბაზარზე
მოცემული ქვეყნის საექსპორტო ფასები იზრდება იმ პროდუქციის ფასებთან შედარებით,
რომლის იმპორტსაც ის ეწევა, ის ნიშნავს, რომ მისი ექსპორტის ერთეულით ქვეყანაში ახლა
შეიძლება შეძენილ იქნა უფრო მეტი იმპორტული საქონელი. მაშასადამე, ქვეყანა ღებულობს
უფრო მეტ სარგებელს საერთაშორისო ვაჭრობიდან.

ვაჭრობის პირობები წარმოადგენს ერთ–ერთ მაჩვენებელს, რომელიც ახასიათებს


ქვეყნის მდგომარეობის ცვლილებას საერთაშორისო ვაჭრობაში. თვით ვაჭრობის პირობები,
თავის მხრივ, დამოკიდებულია მოთხოვნის მერყეობაზე, როგორც საშინაო ასევე საგარეო
ბაზრებზე, ტექნოლოგიებში და წარმოების პირობების ცვლილებაზე, ცალკეული საქონლის
ბაზრების მონოპოლიზაციის ხარისხზე და ა.შ.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო ვაჭრობიდან ქვეყნის სარგებელი,


დამოკიდებულია არა მხოლოდ ფასებზე, არამედ ექსპორტისა და იმპორტის ფიზიკურ
მოცულობაზე. ამიტომ ყოველთვის არაა მართებული გავაკეთოთ დასკვნა ქვეყნის
კეთილდღეობის ცვლილებაზე ვაჭრობის პირობების ინდექსიდან გამომდინარე. კერძოდ, თუ
საექპორტო პროდუქციაზე ფასების შემცირება განპირობებულია მისი წარმოების
22
ეფექტურობის ზრდით, მაშინ მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნის საკმარისი ელასტიურობის
პირობებში ქვეყანას შეუძლია გაზარდოს საკუთარი ექსპორტის ფიზიკური მოცულობა და
მიიღოს მაღალი სარგებელი, თუმცა ვაჭრობის პირობები მისთვის გაუარესებულია.

თუმცა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ე.წ. “გაკოტრებადი ზრდის” პრობლემაზე


(მასზე საუბარი უფრო ვრცლად მე –9 თავში გვექნება), როდესაც ექსპორტის გაფართოებას
მივყავართ ვაჭრობის პირობების ისეთ გაუარესებასთან, რომ ნაციის კეთილდღეობა
მცირდება. ეს შეიძლება აღმოცენდეს, კერძოდ, უმეტეს განვითარებად ქვეყნებში, რომლებშიც
ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობები დამოკიდებულია ნედლეულის ექსპორტზე.
რამდენადაც მსოფლიო ბაზარზე ნედლეულზე მოთხოვნა უმეტესწილად ხასიათდება
დაბალი ელასტიკურობით, ექსპორტის ფიზიკური მოცულობის სწრაფი ზრდა განაპირობებს
ნედლეულზე ფასების ისეთ შემცირებას, რომელიც ფარავს ეკონომიკური ზრდის დადებით
ეფექტს. ამ შემთხვევაში ექსპორტის გაფართოებითი ზრდა შეიძლება ქვეყნისათვის იქცეს
ნეგატიურად.

პრაქტიკაში ვაჭრობის პირობები იანგარიშება როგორც ცალკეული ქვეყნისათვის, ასევე


ქვეყანათა ჯგუფისათვის. რამდენადაც პრაქტიკაში საერთაშორისო ვაჭრობა ხორციელდება
მრავალი სახეობის საქონელზე, ამდენად ვაჭრობის პირობები გაიანგარიშება როგორც
ექსპორტის ფასების ინდექსის თანაფარდობა იმპორტის ფასების ინდექსთან. ეს
თანაფარდობა, როგორც წესი, მრავლდება 100–ზე, იმისათვის რომ მოცემული მაჩვენებელი
გამოისახოს პროცენტებში. ამგვარად, ვაჭრობის პირობების გამოთვლას მიღებულია ეწოდოს
ვაჭრობის სასაქონლო ან სუფთა ბარტერული პირობები. ფორმულას აქვს შემდეგი სახე:

❑ P xt / P x0
Tc = 100 %
P m t / P m0

სადაც P xt – t წელიწადში ექსპორტის ფასების ინდექსია, P x0 – საექსპორტო ფასების


ინდექსია საბაზისო წელს, P m t – იმპორტული ფასების ინდექსია t წელს, P m 0 – იმპორტული
ფასების ინდექსია საბაზისო წელს.

[ჩვენს მიერ წინა განხილულ მოდელებში (თემა 3) ვაჭრობის პირობები


განისაზღვრებოდა საქონლის წარმოების ალტერნატიული დანახარჯების საფუძველზე.
მაგალითად, A ქვეყნის X პროდუქციის შეფარდებით ფასში (ანუ ვაჭრობის პირობებში) ჩვენ
მოვიაზრებდით Y პროდუქციის რაოდენობას, რომელიც იცვლებოდა 1 ერთეულ X
პროდუქციაზე. გაანგარიშების ასეთი მეთოდი ექვივალენტურია ვაჭრობის პირობების
გაანგარიშების მეთოდის – 1 ერთეული X საქონლის ფასი შეფარდებული 1 ერთეულ Y
საქონლის ფასთან. უფრო კონკრეტულად თუ QX ავღნიშნავთ X საქონლის რაოდენობას; QY -
Y საქონლის რაოდენობას; PX –X საქონლის ერთეულის ფასს; PY –Y საქონლის ერთეულის
ფასს; M – განსაკარგავი სახსრების რაოდენობას. მაშინ: QX=M/PX და QY=M/PY, ხოლო
ვაჭრობის პირობები QY/QX=PX/PY].

გრაფიკულად მოცემული ტოლობის არსი გამოხატულია ნახაზ 4.9. –ზე, სადაც


ვერტიკალურ ღერძზე დატანილია ექსპორტული და იმპორტული ფასების თანაფარდობა,
23
ხოლო ჰორიზონტალურ ღერძზე ექსპორტული და იმპორტული საქონლის მოცულობის
თანაფარდობა. ეს ნახაზი ფაქტობრივად იდენტურია 4.8. ნახაზის. ექსპორტზე საქონლის
შეფარდებითი მიწოდების მრუდის მდებარეობა მოწმობს, რომ საექსპორტო საქონლის
შეფარდებითი ერთობლივი ფასის ზრდისას ექსპორტის შეფარდებითი მოცულობა
იმპორტის შეფარდებით მოცულობასთან შედარებით იზრდება. იმპორტზე საქონლის
შეფარდებითი მიწოდების მრუდის მდებარეობა გვიჩვენებს საპირისპირო
ურთიერთდამოკიდებულებას: იმპორტის შეფარდებითი ფასის ზრდისას საიმპორტო
საქონელზე შეფარდებითი მოთხოვნა შემცირდება. შეფარდებითი ფასი (PX/Pim), რომელიც
ყალიბდება იმპორტზე შეფარდებითი მოთხოვნისა RD და ექსპორტზე შეფარდებითი RD
მიწოდების გადაკვეთის E წერტილში მათი შეფარდებითი რაოდენობის (QX/Qim) პირობებში
წარმოადგენს ვაჭრობის პირობების მნიშვნელობას.

შეფარდებითი ფასი (PX/Pim), რომელიც ყალიბდება იმპორტზე შეფარდებითი მოთხოვნისა RD და ექსპორტზე


შეფარდებითი RD მიწოდების გადაკვეთის E წერტილში მათი შეფარდებითი რაოდენობის (QX/Qim) პირობებში
წარმოადგენს ვაჭრობის პირობების მნიშვნელობას (TC). მიღებულია, რომ როდესაც TC>100% ვაჭრობის პირობები
უმჯობესდება, რამდენადაც საექსპორტო პროდუქციის ყოველი ერთეულით შესაძლებელი შესყიდულ იქნას
იმპორტული პროდუქციის მეტი რაოდენობა. ამ პირობებში ქვეყნის კეთილდღეობა იზრდება. საპირისპირო
სიტუაცია გვაქვს, როდესაც TC<100%.

PX/Pim
RS

E
TC=100%

RD

QX/Qim
ნახაზი 4.9. ვაჭრობის პირობები
ვაჭრობის პირობები ასახავენ თითოეული ქვეყნის ექსპორტზე და იმპორტზე
ურთიერთმოთხოვნისა და ურთიერთმიწოდების თანაფარდობას. ის წარმოადგენს ქვეყნების
საგარეო–ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან ორიენტირს. როდესაც Tc=100% ეს
ექსპორტისა და იმპორტის ფასების ტოლობას ნიშნავს.

შეფარდებითი მოთხოვნისა და მიწოდების ეს თანაფარდობა მართებულია როგორც


კონკრეტული საქონლისთვის, აგრეთვე მთლიანად ქვეყნისთვის. ცხადია, რომ შეფარდებითი

24
მოთხოვნის RD და შეფარდებითი მიწოდების RS დროთა განმავლობაში შეიძლება
შეიცვალონ მდებარეობა, რაც ვაჭრობის პირობებისა და ან ეკონომიკური ზრდის ან ქვეყნებს
შორის შემოსავლების გადანაწილების პარამეტრების ცვლილებას გამოიწვევს. მიღებულია,
რომ როდესაც TC>100% ვაჭრობის პირობები უმჯობესდება, რამდენადაც საექსპორტო
პროდუქციის ყოველი ერთეულით შესაძლებელი შესყიდულ იქნას იმპორტული
პროდუქციის მეტი რაოდენობა. ბუნებრივია, ამ პირობებში ქვეყნის კეთილდღეობა იზრდება.
საპირისპირო სიტუაცია გვაქვს, როდესაც TC<100%. მართლაც და, როდესაც ხდება მთლიანად
იმპორტზე ფასების ზრდა საექსპორტო ფასებთან შედარებით, ექსპორტის ერთეულის
გაყიდვიდან მიღებული შემოსავლიდან შეისყიდება შედარებით ნაკლები იმპორტის
რაოდენობა (ვაჭრობის პირობების შეცვლის მიზეზებსა და შედეგებზე, მისი ეკონომიკის
კეთილდღეობაზე ზემოქმედების საკითხი დეტალურად მე –9 თავში იქნება განხილული)

ვაჭრობის სასაქონლო, ან ბარტერული პირობები არ წარმოადგენს მისი განსაზღვრის


ერთადერთ მაჩვენებელს. მის გარდა არსებობს სხვა მაჩვენებლებიც – ვაჭრობის საშემოსავლო
პირობები და ვაჭრობის ფაქტორული პირობები.

ვაჭრობის საშემოსავლო პირობები გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

❑ P xt /P x 0 ❑
Ti = t 0
Qx
P m /P m

სადაც Q x - ექსპორტის მოცულობაა

მაშასადამე, ამ მაჩვენებლის გამოთვლისთვის ვაჭრობის ბარტერული პირობები უნდა


გავამრავლოთ ექსპორტის მოცულობაზე. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს ქვეყნის საიმპორტო
პოტენციალს მთლიანი ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე. ანუ მისი ზრდა
გვიჩვენებს, რომ ექსპორტიდან შემოსავლების ზრდის ძალით საიმპორტო პოტენციალი
იზრდება.

ვაჭრობის ფაქტორული პირობები ეს არის ინდექსი, რომელიც იმპორტულ ფასებს


აკავშირებს წარმოების ერთ ან რამოდენიმე ფაქტორის მწარმოებლურობასთან და აჩვენებს
იმპორტის რა რაოდენობა შეიძლება იქნეს მიღებული საექსპორტო სექტორში
მწარმოებლურობის ზრდის ერთეულზე. ის გამოიანგარიშება ორ ვარიანტად 1) როგორც
ვაჭრობის სასაქონლო პირობები გამრავლებული საექსპორტო დარგების
მწარმოებლურობაზე (ZX) ან 2) როგორც ვაჭრობის სასაქონლო პირობები გამრავლებული
მოცემულ ქვეყანაში საექსპორტო დარგებში მწარმოებლურობის კერძო ინდექსზე და იმ
ქვეყნის საექსპორტო დარგების მწარმოებლურობის ინდექსზე, რომლიდანაც ხდება
საქონლის იმპორტირება (ZX/Zim).

ამგვარად, ვაჭრობის ფაქტორული პირობები შესაბამისად გამოითვლება ფორმულებით:

❑ P xt / P x0 ❑ P xt / P x0 ❑ ❑
Ts = t 0
Z x ; Td= t 0
Z x /Z ℑ
Pi m / pi m Pℑ /p ℑ

25
ამგვარად, ზემოდ მოყვანილი ფორმულები ერთმანეთთან აკავშირებენ იმპორტულ
ფასებს წარმოების ერთი ფაქტორის (TS –ის ფორმულა) ან წარმოების ორი ფაქტორის (Td–ის
ფორმულა) მწარმოებლურობასთან. ვაჭრობის პირობების TS –ის ფორმულა გვიჩვენებს
იმპორტის რაოდენობას, სამამულო წარმოების ერთეულ ფაქტორზე რომელიც გამოიყენება
ეკონომიკის საექსპორტო სექტორში. Td –ის ფორმულას აქვს იგივე ეკონომიკური დატვირთვა,
თუმცა მასში ფიგურირებს წარმოების არა ერთი, არამედ ორი ფაქტორი.

ვაჭრობის პირობების გამოანგარიშების მოცემული ფორმულები საშუალებას იძლევიან


მიღებულ იქნას მნიშვნელოვანი ინფორმაცია საერთაშორისო ვაჭრობაში ქვეყნის
მდგომარეობის, მისი ცვლილების ტენდენციების შესახებ. ამასთან ვაჭრობის პირობების
მაჩვენებლის გამოანგარიშების ამ ოთხ ფორმას შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Tc, Ti
და Ts. რაც შეეხება Td, ეს მაჩვენებელი გამოიანგარიშება და გამოიყენება საკმაოდ იშვიათად,
რამდენადაც ის არც ისე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის.

საკმაოდ ხშირად ეკონომიკურ ლიტერატურაში გამოიყენება მაჩვენებელი Tc, რომელიც,


როგორც წესი, იგივდება „ვაჭრობის პირობების“ ცნებასთან. თუმცა ასეთი გაიგივება, მკაცრად
რომ ვთქვათ, არასწორია. საქმე იმაშია, რომ ვაჭრობის პირობების სხვადასხვა ინდექსების
განვითარების ტენდენციები შეიძლება ერთმანეთს არ დაემთხვეს და მოცემულ ფორმულები
ასახავენ ვაჭრობის პირობების სხვადასხვა ტენდენციებს დინამიკაში. ასე მაგალითად, Tc
მნიშვნელობა შეიძლება დაეცეს Ti და Ts ზრდის პირობებში, თუმცა მთლიანობაში
ეკონომიკური განვითარებისათვის სიტუაცია ასეთ შემთხვევაში იქნება ხელსაყრელი.
შეიძლება მოხდეს პირიქით Tc ზრდის კვალობაზე შეიძლება Ti შემცირდეს. მაგალითად, თუ
საექსპორტო ფასების ზრდას რაღაც მიზეზებით თან ახლავს ექსპორტის ფიზიკური
მოცულობის უფრო ძლიერი შემცირება, მაშინ ვაჭრობის პირობების სასაქონლო ინდექსი (Tc)
გაიზრდება, ხოლო ვაჭრობის პირობების ინდექსი შემოსავლების მიხედვით (Ti) –
შემცირდება.

ქვეყნის საზოგადოებრივი კეთილდღეობა იზრდება მაქსიმალური ტემპებით, როდესაც


ვაჭრობის პირობების განსაზღვრის სამივე ინდექსს აქვს ზრდის ტენდენცია. ყველაზე უარესს
ქვეყნის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით წარმოადგენს სიტუაცია, როდესაც ვაჭრობის
პირობების სამივე მაჩვენებელს (Tc, Ti და Ts) აქვს შემცირების ტენდენცია. ამ შემთხვევაში
ქვეყანა დაადგება ეკონომიკური ზრდის გზას, რომელსაც მივყავართ საზოგადოებრივი
კეთილდღეობის შემცირებასთან.

§ 4.5. ექსპორტისა და იმპორტის ელასტიურობა

იმპორტის ელასტიურობა – იმპორტზე მოთხოვნის ცვლილება, რომელიც


გამომდინარეობს ვაჭრობის პირობების ცვლილებიდან. ის იანგარიშება შემდეგი
ფორმულით:

Eim=ΔIM(%)/ΔP(%).

26
ანუ, იმპორტზე მოთხოვნის ელასტიურობა (Eim) იზომება როგორცი მპორტის
მოცულობის პროცენტული ცვლილება (ΔIM%) შეფარდებული მისი ფასის პროცენტულ
ცვლილებასთან (ΔP%): იმპორტულ საქონელზე ფასის დაცემის შემთხვევაში იმპორტის
მოცულობა იზრდება, ფასების ზრდისას – მცირდება. ელასტიურობის კოეფიციენტი
ყოველთვის მეტი იქნება 0 –ზე. თუ Eim>0, ეს ნიშნავს, რომ იმპორტულ საქონელზე ფასების 1
% –ით დაცემა იწვევს მასზე მოთხოვნის 1 % –ზე მეტით გაზრდას, და პირიქით. ამიტომ
იმპორტზე მოთხოვნა ითვლება ელასტიურად. თუ Eim<0, ეს ნიშნავს, რომ იმპორტულ
საქონელზე ფასების 1 % –ით დაცემა იწვევს მასზე მოთხოვნის 1 % –ზე ნაკლებით გაზრდას,
და პირიქით. ამიტომ იმპორტზე მოთხოვნა ითვლება არაელასტიურად. თუმცა იმპორტზე
ფასების დაცემა ნიშნავს ვაჭრობის პირობების გაუმჯობესებას. აქედან გამომდინარეობს, რომ
ვაჭრობის პირობების გაუმჯობესება აიძულებს ქვეყანას გაზარდოს ხარჯები იმპორტზე, თუ
იმპორტზე მოთხოვნა ელასტიურია (რამდენადაც იმპორტულ საქონელზე მოთხოვნა
გაიზრდება მეტი ხარისხით, ვიდრე დაეცემა მისი ფასები), და შეამციროს საიმპორტო
დანახარჯები, თუ იმპორტი არაელასტიურია. თუმცა ქვეყნის საიმპორტო შესაძლებლობები
იზღუდება მისი ექსპორტის შესაძლებლობებით – ექსპორტით გამომუშავდება ფული
იმპორტული საქონლის შესაძენად. მაშასადამე, იმპორტის ელასტიურობისას და მისი
(იმპორტის) ფასების ვარდნისას ექსპორტის მოცულობა უნდა გაიზარდოს.

იმპორტის ელსატიურობის მსგავსად ექსპორტის ელასტიურობა – ექსპორტზე


მოთხოვნის ცვლილება, რომელიც გამომდინარეობს ვაჭრობის პირობების ცვლილებიდან. ის
იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

EX=ΔX(%)/ΔP(%).

ანუ, ექსპორტზე მოთხოვნის ელასტიურობა (EX) იზომება როგორცი მპორტის


მოცულობის პროცენტული ცვლილება (ΔX%) შეფარდებული იმპორტის ფასის პროცენტულ
ცვლილებასთან (ΔP%): იმპორტულ საქონელზე ფასის დაცემის შემთხვევაში ექსპორტის
მოცულობა იზრდება, ფასების ზრდისას – მცირდება. თუ იმპორტის ფასი ეცემა 1 % –ით
(ვაჭრობის პირობები უმჯობესდება 1 % –ით), მაშინ იმპორტის ელასტიურობა იზრდება Eim %
–ით, ხოლო ექსპორტის ელასტიურობა EX % –ით. 1 –ის ტოლი ელასტიურობა (იმპორტის
ფასის 1 % –ით დაცემა, რომელსაც მივყავართ იმპორტზე მოთხოვნის 1 % –ით ზრდასთან,
ანუ ერთეულოვანი ელასტიურობისას) განაპირობებს აგრეთვე ექსპორტზე საქონლის 1 % –
ით მიწოდების ზრდას. ეს ნიშნავს, რომ:

Eim–1=EX.

როგორც ვხედავთ, საქონლის იმპორტზე მოთხოვნის ელასტიურობა და ექსპორტზე


საქონლის მიწოდების ელასტიურობა ერთი მედლის ორი მხარეა და ერთმანეთთან მჭიდრო
კავშირშია. მაღალი ელასტიურობა როგორ წესი მოწმობს ამა თუ იმ სფეროში საბაზრო
მექანიზმის განვითარებაზე, რომელიც მწარმოებლებს ფასების ცვლილებაზე სწარფი
რეაგირების საშუალებას აძლევს. დაბალ ელასტიურობას როგორც წესი მივყავართ
სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებთან.

27
§ 4.6. შემოსავლისა და ჩანაცვლების ეფექტი

ნებისმიერი ცვლილება ვაჭრობის პირობებში ნიშნავს საიმპორტო ან საექსპორტო


ფასების რაღაც ცვლილებას. შედეგად მოვაჭრე ქვეყნის შემოსავალი იზრდება, თუ ვაჭრობის
პირობები უმჯობესდება, ან მცირდება, თუ ვაჭრობის პირობები უარესდება. შემოსავლების
დონის ცვლილება, თავის მხრივ, უშუალოდ პირდაპირ ზემოქმედებს მოთხოვნის
მდგომარეობაზე, მათ შორის იმპორტულ პროდუქციაზეც.

დავუშვათ, რომ ქვეყნის მიერ X და Y საქონლის წარმოება იმყოფება E წერტილში და


ქვეყანა ახდენს Y საქონლის იმპორტირებას შეფარდებითი ფასით, რომელიც ნაჩვენებია I
ხაზით (ნახაზი 4.10.). მოხმარება იმყოფება გულგრილობის U1 მრუდზე A წერტილზე.

ვთქვათ ხდება ფასის დაცემა იმპორტულ Y საქონელზე, ვაჭრობის პირობები


უმჯობესდება (ხაზები II, III), მოთხოვნა მასზე იზრდება, წარმოება რჩება წინანდელი, ხოლო
მოხმარება გადაინაცვლებს B წერტილში – გულგრილობის უფრო მაღალ U2 მრუდზე.
მოთხოვნის გადაადგილება A წერტილიდან B წერტილში შეიძლება დავყოთ 2 ნაწილად:

AC – ჩანაცვლების ეფექტი, როდესაც მოთხოვნა გადაადგილდება ზემოთ


გულგრილობის იმავე (ადრინდელ) მრუდზე, რომელიც აჩვენებს, რომ მომხმარებლები მზად
არიან იმპორტული საქონელი ჩაანაცვლონ ადგილობრივით, ან, პირიქით, ადგილობრივი
საქონელი – იმპორტულით;

CB – შემოსავლის ეფექტი, როდესაც მოთხოვნა გადაადგილდება გულგრილობის სხვა


მრუდზე, რომელიც აჩვენებს რეალური შემოსავლების ზრდა რა ხარისხით აისახა ორივე
საქონლის მოთხოვნის ზრდაზე.

შემოსავლის ეფექტი იმყოფება როგორც ვაჭრობის მოცულობის, ასევე ფასების ძლიერი


ზემოქმედების ქვეშ, რომლითაც ეს ვაჭრობა ხორციელდება. თუ დავუშვებთ, რომ წარმოება
იმყოფება G წერტილში, და არა E წერტილში, ანუ Y საქონლის იმპორტი 2 –ჯერ მეტია
თავდაპირველ მოცულობასთან შედარებით, მაშინ Y საქონლის ფასების ვარდნისას ვაჭრობის
პირობების ხაზი (IV) გაივლის მეტი მაღლა, და გულგრილობის ახალი მრუდი აღმოჩნდება
კიდევ უფრო მაღლა, რაც ნიშნავს შემოსავლის მეტ ზრდას.

თუ განვიხილავთ იმპორტული ფასების ზრდის ზემოქმედებას იმპორტზე მოთხოვნაზე


(რაც იყო 70 –იან წლებში განვითარებადი ქვეყნების შეშფოთების მიზეზი), ის აღმოჩნდება
სამი მიმართულებით: მოხმარებაში ჩანაცვლების ეფექტი – გაზრდილი ფასებით
მომხმარებელი შეისყიდის ნაკლებ იმპორტულ საქონელს და ჩაანაცვლებს მას
ადგილობრივით; შემოსავლის ეფექტი – იმპორტზე ფასების ზრდა შეამცირებს
მომხმარებლის რეალურ შემოსავლებს და მოთხოვნას იმპორტულ საქონელზე; წარმოების
ეფექტი – იმპორტზე ფასების ზრდა ამცირებს იმპორტს და განაპირობებს სახსრების
გადადენას ადგილობრივ იმპორტშემცვლელ წარმოებაში.

თუ იმპორტზე მოთხოვნა ელასტიურია, მაშინ იმპორტული ფასების მატებამ,


დავუშვათ, 10 % –ით უნდა განაპირობოს იმპორტზე მოთხოვნის მეტით დაცემა – ვთქვათ 15
28
% –ით. ერთეული იმპორტი გაძვირდა, მაგრამ იმპორტის ღირებულება მთლიანობაში
(ერთეულის ფასი, გამრავლებული მის რაოდენობაზე) – შემცირდა, რამდენადაც ის შემცირდა
მეტი ხარისხით, ვიდრე გაიზარდა ფასები. რამდენადაც იმპორტი ანაზღაურდება
ექსპორტიდან მიღებული სახსრების ხარჯზე, საიმპორტო მოთხოვნის ელასტიურობის
პირობებში ექსპორტი მცირდება. თუ იმპორტზე მოთხოვნა არაელასტიურია, მაშინ
საიმპორტო ფასების ზრდამ, დავუშვათ, 10 % –ით უნდა განაპირობოს იმპორტზე მოთხოვნის
ნაკლები დაცემა – ვთქვათ 5 % –ით. როგორც იმპორტის ერთეულის ღირებულება, ასევე
მთლიანი იმპორტის ღირებულება აღმოჩნდება მეტი მაღალი. ქვეყანა იძულებული იქნება
მოახდინოს მეტი საქონლის ექსპორტირება იმისათვის, რომ დააფინანსოს საიმპორტო
შესყიდვები.

როდესაც იმპორტულ პროდუქციაზე ფასი ეცემა ვაჭრობის პირობები უმჯობესდება (ხაზები I და II), მოხმარება A
წერტილიდან გადაადგილდება გულგრილობის უფრო მაღალ U2 მრუდზე B წერტილში (წარმოება რჩება
წინანდელი). აქ ადგილი აქვს ორ ეფექტს: 1) ჩანაცვლების ეფექტს - მოთხოვნა გადაადგილდება U 1 მრუდზე A
წერტილიდან C - ში; 2) შემოსავლის ეფექტს - მოთხოვნა გადაადგილდება გულგრილობის უფრო მაღლა მდებარე U 2
მრუდზე, რაც აჩვენებს რეალური შემოსავლების ზრდა რა ხარისხით აისახება ორივე საქონელზე მოთხოვნის
ზრდაში.
Y საქონელი

III IV

I B
II
U2
C
შემოსავლის ეფექტი

A
ჩანაცვლების ეფექტი U1
E
G

X საქონელი
ამგვარად, საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილე ნებისმიერი ქვეყნისთვის საექსპორტო
ნახაზი 4.10. ჩანაცვლების ეფექტი და შემოსავლის ეფექტი
ან საიმპორტო ფასების ნებისმიერი ცვლილება ნიშნავს რეალური შემოსავლების ცვლილებას.
საექსპორტო საქონელზე ფასების ზრდის შემთხვევაში ქვეყნის რეალური შემოსავლები
იზრდება, ხოლო, როდესაც საიმპორტო საქონელზე ფასები იზრდება ქვეყნის რეალური
შემოსავლები მცირდება. საერთაშორისო ვაჭრობის ზემოქმედება შემოსავლებზე ფასების და
ვაჭრობის მოცულობის ცვლილების პროპორციულია: რაც მეტი ნახტომისებურად იცვლება
ფასები და რაც დიდია ვაჭრობის მოცულობა, მით მაღალია მისი ზემოქმედება შემოსავლებზე

29
(მოცემული მოდელის უკეთ გასაგებად საჭიროა ვაჭრობის სტანდარტული მოდელის
შესწავლა, რომელიც ჩვენს მიერ შემდგომ - V - თავში იქნება განხილული).

დანართი 1. სიტუაციური ანალიზი

იმპორტის არაელასტიურობის პრობლემას წააწყდა 70 –იან წლებში ბევრი


განვითარებული ქვეყანა. მათი საგარეო ვაჭრობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა
პირველადი ნედლეულის ექსპორტი განვითარებულ ქვეყნებში და სანაცვლოდ
ახორციელებდნენ სურსათისა და მოწყობილობების იმპორტს. რამდენადაც ნედლეული
წარმოადგენს აუცილებელს ნებისმიერი წარმოებისთვის, მასზე საიმპორტო მოთხოვნა
განვითარებულ ქვეყნებში იყო საკმაოდ არაელასტიური. ამას გარდა, ნედლეულის
ექსპორტიც განვითარებადი ქვეყნებიდან იყო აგრეთვე არაელასტიური, რამდენადაც
დამოკიდებული იყო კაპიტალურ დანახარჯებზე, რომელიც გაწეული იყო წარსულში მის
შემუშავებაზე, მიწოდებაზე და ა.შ. დაბალი ელასტიურობის პირობებში ფასებში (ვაჭრობის
პირობების) მკვეთრი ცვლილებები განაპირობებდნენ მოცულობაში უმნიშვნელო
ცვლილებებს. რესურსდამზოგავი ტექნოლოგიების განვითარებისა და ნატურალური
ნედლეულის სუბსტიტუტების შექმნის შედეგად განვითარებული ქვეყნების მხრიდან
განვითარებადი ქვეყნების საქონელზე მოთხოვნა სისტემატურად ეცემოდა, განვითარებადი
ქვეყნების ნედლეულის ექსპორტზე ფასები ეცემოდა, რაც აუარესებდა მათ ვაჭრობის
პირობებს, თუმცა განვითარებადი ქვეყნების მხრიდან განვითარებული ქვეყნების
სამრეწველო საქონელზე მოთხოვნა მუდმივად იზრდებოდა. დაბალმა ელასტიურობამ
საშუალება არ მისცა განვითარებად ქვეყნებს მათ ექსპორტზე ფასების ცვლილების პასუხად
სწრაფად გადაეარაღებინათ წარმოება.

თავიანთი საექსპორტო მდგომარეობის გაუარესების გადალახვის მიზნით ნაწილმა


განვითარებადმა ქვეყნებმა (განსაკუთრებით ლათინურ ამერიკაში) მიმართეს
იმპორტშენაცვლებას, გადაისროლეს რა თავიანთი რესურსების ნაწილი დარგებში,
რომლებიც კონკურირებდნენ იმპორტთან განვითარებული ქვეყნებიდან. ამას გარდა, 1964
წელს მათ მიერ წამოყენებულ იქნა ახალი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის
კონცეფცია, რომლის ერთ–ერთ მთავარ იდეას წარმოადგენდა განვითარებადი ქვეყნებიდან
სანედლეულო საქონლის ჯგუფზე ფასების მხარდაჭერა სამრეწველო საქონელთან
მიმართებაში, რომლის იმპორტირებაც ხდებოდა განვითარებული ქვეყნებიდან. კიდევ ერთი
ნაბიჯი იყო თავდაპირველად ერთმხრივი, ხოლო შემდეგ მრავალმხრივი სასაქონლო
შეთანხმებების ფარგლებში განვითარებადი ქვეყნების მხრიდან თავიანთ საქონელზე ფასების
შენარჩუნება წარმოებისა და ექსპორტის შეზღუდვის ხარჯზე. ამის ცნობილი მაგალითია
ნექო –ს (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის) მხრიდან ნავთობის წარმოებაზე
და ექსპორტზე მრავალრიცხოვანი კვოტების დაწესება. ბრაზილიამ საკანონმდებლო დონეზე
შეზღუდა ყავის გატანა, ხოლო კუბა თავისი შაქრის ლერწმის ნაწილს ანადგურებდა.
ყველაფერი ეს კეთდებოდა მთავარ საექსპორტო საქონელზე მიწოდების შემცირებისა და
ფასების მხარდასაჭერად.

30
რეზიუმე

1. მსოფლიო ბაზარზე, ისე როგორც საშინაო ბაზარზე, წონასწორული ფასი და


მოცულობა განისაზღვრება მიწოდებისა და მოთხოვნის ერთდროული ზემოქმედებით.
საერთაშორისო ვაჭრობაში მოთხოვნის მრუდი დამოკიდებულია მოცემული ქვეყნის
მომხმარებლების გემოვნებებისა და უპირატესობის მინიჭებების სისტემაზე და შემოსავლის
დონეზე. მიწოდების მრუდი შეიძლება მივიღოთ, თუ ვფლობთ ინფორმაციას ქვეყნის
საწარმოო შესაძლებლობებზე, რომელიც, თავის მხრივ, განისაზღვრება ფაქტორების
ფლობითა და გამოყენებული ტექნოლოგიებით;
2. მოთხოვნის უკან დგას გულგრილობის მრუდები. საერთაშორისო ვაჭრობის
ანალიზში ფართოდ გამოიყენება გულგრილობის საზოგადოებრივი მრუდები, რომლებიც
ასახავენ არა ცალკეული მომხმარებლის (როგორც ეს ტრადიციულ მიკროეკონომიკურ
ანალიზშია), არამედ მთლიანად ქვეყნის მოსახლეობის გემოვნებებსა და უპირატესობის
მინიჭებებს. გულგრილობის (ინდეფერენტულობის) საზოგადოებრივი მრუდი აჩვენებს ორი
საქონლის კომბინაციას, რომლებიც საზოგადოების ან ქვეყნის მოთხოვნილებებს ერთნაირად
აკმაყოფილებენ. უფრო მაღლა მდებარე მრუდები ნიშნავს მოხმარების მეტ მაღალ დონეს.
გულგრილობის საზოგადოებრივ მრუდებს აქვთ უარყოფითი დახრა და ისინი ჩაზნექილია
კოორდინატთა სათავის მიმართ. გულგრილობის საზოგადოებრივი მრუდის არსი
მდგომარეობს იმაში, რომ ისინი არ უნდა გადაიკვეთონ. მრუდის დახრილობა ასახავს
ჩანაცვლების ზღვრულ ნორმას მოხმარებაში, რომელიც ასახავს Y საქონლის რაოდენობას,
რომელზეც უარი უნდა თქვას ქვეყანამ დამატებითი ერთეული X საქონლის სანაცვლოდ და
დარჩეს იმავე გულგრილობის მრუდზე. გულგრილობის ინდივიდუალური მრუდიდან
საზოგადოებრივი გულგრილობის მრუდზე გადასვლა გულისხმობს რიგი შეზღუდვების
შემოღებას, რომლებიც საშუალებას იძლევა შევინარჩუნოთ ასეთი გადასვლის ლოგიკურობა.

გულგრილობის საზოგადოებრივი მრუდების ტექნიკის გამოყენება საშუალებას


იძლევიან ზუსტად აღიწეროს ორი ქვეყნის ვაჭრობამდე და ვაჭრობის შემდეგი პირობები.
ავტარკიის პირობებში საწარმოო შესაძლებლობის საზღვრისა და ინდეფერენტულობის ერთ–
ერთი მრუდის შეხების წერტილი ასახავს წარმოების ისეთ დონეს, რომელიც ახდენს
საზოგადოებრივი კეთილდღეობის მაქსიმიზაციას. საერთაშორისო ვაჭრობის შედეგად
თითოეული ქვეყანა სარგებლის სახით ღებულობს ზუსტად იმდენს, რამდენიც მას აძლევს
გულგრილობის ახალ მრუდზე გადასვლა, რომელიც მდებარეობს უფრო შორს
კოორდინატთა სათავიდან.

3. საერთაშორისო ვაჭრობა არაერთგვაროვნად ზემოქმედებს ქვეყნის შიგნით ცალკეული


კატეგორიის ეკონომიკურ აგენტებზე: მოგებული რჩებიან მომხმარებლები, ხოლო აგებენ
საქონლის ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებიც კონკურირებენ იმპორტთან. ერთი
ეკონომიკური აგენტების მოგება და სხვების წაგება აიხსნება ერთი სახის ფაქტორების
უკუგების შეცვლით სხვა ფაქტორების ხარჯზე.

4. საერთაშორისო ვაჭრობიდან სხვადასხვა ქვეყნის სავაჭრო პარტნიორებს შორის


სარგებლის განაწილება დამოკიდებულია საშინაო ფასების ცვლილების ხარისხის. უფრო
31
მოგებული რჩება ის ქვეყანა, რომლის ფასებიც მეტად იცვლება საერთაშორისო ვაჭრობის
პროცესში.

5. ქვეყნის საექსპორტო და საიმპორტო ფასების თანფარდობას, გამოსახულს


განსაზღვრულ საქონელზე ფასების თანაფარდობით ან საექსპორტო და საიმპორტო ფასების
ინდექსის თანაფარდობით ეწოდება ვაჭრობის პირობები. ეს ინდექსები გვაძლევენ
მნიშვნელოვან ინფორმაციას ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობაში მდგომარეობისა და მისი
ცვლილების ხასიათის შესახებ. ინდექსის ზრდას მივყავართ ქვეყნის კეთილდღეობის
ზრდასთან, ხოლო შემცირებას – გაუარესებასთან.

ძირითადი ცნებები

გულგრილობის (ინდეფერენტულობის) ვაჭრობის საშემოსავლო პირობები


საზოგადოებრივი მრუდები ვაჭრობის ფაქტორული პირობები
ელასტიურობა მოთხოვნა საერთაშორისო ვაჭრობაში
ექსპორტის სამომხმარებლო დანაზოგი
იმპორტის საწარმოო დანაზოგი
ვაჭრობის პირობები შემოსავლის ეფექტი
ვაჭრობის სასაქონლო (სუფთა ბარტერული) ჩანაცვლების ეფექტი
პირობები

საკონტროლო კითხვები

1. როგორი ინფორმაციას უნდა ვფლობდეთ საერთაშორისო ვაჭრობაში რომ ავაგოთ


მოთხოვნის მრუდი?
2. რა არის მომხმარებლის დანაზოგი და მწარმოებლის დანაზოგი?
3. როგორ შეიძლება იქნეს გამოყენებული ქვეყანაში მოთხოვნისა და მიწოდების მრუდები ამ
ქვეყნის ექსპორტის მიწოდების მრუდის განსაზღვრისათვის? რას აჩვენებს ექსპორტის
მიწოდება?
4. როგორ შეიძლება იქნეს გამოყენებული ქვეყანაში მოთხოვნისა და მიწოდების მრუდები ამ
ქვეყნის იმპორტზე მოთხოვნის მრუდის განსაზღვრისათვის? რას აჩვენებს იმპორტზე
მოთხოვნა?
5. განვიხილოთ ნახაზი 4.6. სადაც ნაჩვენებია თავისუფალი ვაჭრობა გარკვეულ
პროდუქციაზე. დავუშვათ, რომ მომხმარებლის გემოვნებები შეიცვალა. როგორ აისახება ეს
საშინაო მოთხოვნისა და/ან მიწოდების მრუდებზე? როგორ აისახება ეს საიმპორტო
მოთხოვნაზე? როგორ აისახება ეს წონასწორულ მსოფლიო ფასზე?
6. ისევ განვიხილოთ ნახაზი 4.6. სადაც ნაჩვენებია თავისუფალი ვაჭრობა გარკვეულ
პროდუქციაზე. დავუშვათ, რომ B ქვეყანაში მწარმოებლურობა გაიზარდა. როგორ აისახება
ეს საშინაო მოთხოვნისა და/ან მიწოდების მრუდებზე? როგორ აისახება ეს B ქვეყნის
საიმპორტო მოთხოვნაზე? როგორ აისახება ეს წონასწორულ მსოფლიო ფასზე?

32
7. რით განსხვავდება გულგრილობის საზოგადოებრივი მრუდი გულგრილობის
ინდივიდუალური მრუდისაგან?
8. რაზეა დამოკიდებული მოვაჭრე ქვეყნებს შორის ვაჭრობიდან შემოსავლების განაწილება?
9. განმარტეთ თუ რას წარმოადგენს ვაჭრობის პირობები. რით განსხვავდება ერთმანეთისგან
ვაჭრობის პირობების გამომსახველი ინდექსები?
10. დავუშვათ, რომ მოცემული ქვეყნის ვაჭრობის პირობები გაუმჯობესდა 100% –დან 115 %
–მდე. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ვაჭრობის პირობები მისი სავაჭრო პარტნიორისთვის
გაუარესდა?
11. რა შემთხვევაში ითვლება ექსპორტი და იმპორტი ელასტიურად და რა შემთხვევაში
არაელასტიურად?
12. რა კომპონენტებისგან შედგება ფასების ცვლილება იმპორტზე მოთხოვნაზე?

დავალებები და ამოცანები

1. დავუშვათ რაღაც X პროდუქციაზე A ქვეყანაში მოთხოვნის მრუდის ფორმულაა:

QD=350-(P/2) (ან P=700-2QD).

X პროდუქციის A ქვეყანაში მიწოდების მრუდის ფორმულაა:

QS=-200+5P [ან P=40-(QS/5)].

ა) როგორი იქნება წონსწორული ფასი და წარმოების მოცულობა საერთაშორისო ვაჭრობის


არარსებობისას?

ბ) როგორი იქნება A ქვეყნის წონასწორული წარმოების მოცულობა, თუ ქვეყანა


თავისუფლად ვაჭრობს დანარჩენ ქვეყანასთან ფასით 120.

გ) როგორ იმოქმედებს A ქვეყნის თავისუფალ ვაჭრობაზე გადასვლა მის მოხმარებაზე და


მიწოდებაზე? როგორი იქნება მისი წმინდა მოგება ან ზარალი?

2. გრაფიკზე დახაზეთ გულგრილობის (ინდეფერენტულობის) 3 მრუდი ისე, რომ ორი ზედა


მრუდი გადაიკვეთოს.

ა) ახსენით თუ რატომ არის უარყოფითი დახრის ეს მრუდები?

ბ) რას ზომავს ამ მრუდების დახრა? რატომ არის თითოეულ ამ მრუდზე უფრო ქვემოთ
მდებარე წერტილში მრუდის დახრა ნაკლები?

გ) ორი გადამკვეთი მრუდიდან რომელი აჩვენებს დაკმაყოფილების მეტ მაღალ დონეს:


გადაკვეთის წერტილიდან მარჯვენა? გადაკვეთის წერტილიდან მარცხენა? რატომ არის ეს
შეუთავსებელი განურჩევლობის მრუდის განსაზღვრებასთან? რა დასკვნამდე შეიძლება
მიხვიდეთ თქვენ?

3. დავუშვათ, რომ მოცემული ქვეყნის ვაჭრობის პირობები გაუმჯობესდა 100 % –დან 115 % –
მდე. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მისი პარტნიორი ქვეყნისთვის ვაჭრობის პირობები გაუარესდა?
33
4. საქართველოს დასავლეთის ქვეყნებმა შეთავაზეს 1 მლრდ. დოლ. უსასყიდლო დახმარება.
საქართველო ახდენს დასავლეთის ქვეყნებიდან დანადგარების იმპორტირებას და
ექსპორტზე გააქვს იქ თხილი. თხილის მოხმარებისადმი ზღვრული მიდრეკილების
კოეფიციენტი საქართველოსთვის შეადგენს 0,2, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში – 0,8.

ა) როგორ ზემოქმედებს ეს საქართველოს ვაჭრობის პირობებზე?

ბ) ღირს თუ არა ასეთი დახმარების მიღება?

გ) თუ დახმარების მთავარი მიზანი იქნება მის ხარჯზე განვითარებულ ქვეყნებში


მოწყობილობების შეძენა, ღირს თუ არა მისი მიღება?

5. 1973–1974 წლებში ნავთობზე მსოფლიო ფასები გაიზარდა 4 –ჯერ. ამ პერიოდში აშშ –ში
ნავთობის იმპორტის ღირებულებითი მოცულობა გაიზარდა 3 –ჯერ. ნავთობის იმპორტზე
ამერიკული მოთხოვნა წარმოადგენს ელასტიურს თუ არაელასტიურს?

34

You might also like