You are on page 1of 2

დიფუზურ-ტოქსიკურ ჩიყვს გრეივსის (რუსულ ლიტერატურაი ბაზედოვის) დაავადებასაც

უწოდებენ. ის პირველად აღწერა ბაზედოვმა 1804 წელს. დაავადება ხშირად ფსიქიკური


ტრავმის, მწვავე ინფექციის, სტრესული სიტუაციების ემდეგ ვლინდება. მნიშვნელოვანია
მემკვიდრეობითი ფაქტორიც.

კლინიკური სურათი
 თვალების გადმოკარკვლა
 ჯირკვლის გადიდება
 ოფლიანობა
 არითმია და ტაქიკარდია
 გულისრევა და დიარეა
 ოლიგომენორეა (ქალებში)
 კუნთების სისუსტე
 კანკალი

აგრეთვე:

 თავის ტკივილი
 წონაში კლება
 ნერვული და ემოციური არასტაბილურობა

დაავადება უფრო ხშირად გვხვდება ქალებში. გრიპის, რევმატიზმის,


ტუბერკულოზის და სხვა ინფექციის შედეგად მოიშლება ფარისებრი ჯირკვლის
ფუნქცია. ფარისებრი ჯირკვალი ჭარბი რაოდენობით გამოყოფს ჰორმონს, რის
შედეგადაც ჯირკვალი ზომაში იზრდება. თუმცა ზოგჯერ ფარისებრი ჯირკვალი
კისრის კონფიგურაციისა და კუნთოვანი ქსოვილის კარგად განვითარების გამო
თვალით არც კი შეიმჩნევა.

დიდი ზომის ჩიყვი შეიძლება დააწვეს ტრაქეას და გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება.

გრეივსის დაავადების განსაკუთრებით მკაფიო მახასიათებელია ცვლილებები


თვალების მხრივ, რაც გრეივსის ოფთალმოპათიის სახელით არის ცნობილი. ამ დროს
შეიძლება აღინიშნებოდეს:
• თვალების წინ წამოწევა;

• ქვიშის შეგრძნება თვალებში;

• ზეწოლის ან ტკივილის შეგრძნება თვალებში;

• ჩაწითლებული, ანთებითი თვალები;

• სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

• შეშუპებული ან უკან გადასული ქუთუთოები;

• მხედველობის გაორება;

• მხედველობის დაკარგვა.

დიაგნოსტიკა
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი
და შესაბამისი პროცედურების ჩატარება:

 ჰორმონული გამოკვლევა: TSH, fT4, fT3 -ის ანალიზებით დასტურდება


ჰიპერთირეოზის არსებობა. 
 იმუნოლოგიური გამოკვლევა: თუ სიმპტომური გამოვლინება და ჰორმონული
ანალიზები მაინც იწვევს ეჭვს და ვერ ადასტურებს მყარად გრეივსის დაავადების
არსებობას, სისხლში ისაზღვრება თირეოტროპული ჰორმონის რეცეპტორის
საწინააღმდეგო ანტისხეულების (TSHr-ab) რაოდენობა
 ინსტრუმენტული გამოკვლევა: ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერა,
რომელიც უმრავლეს შემთხვევაში გამოავლენს ზომაზე მეტად გადიდებული
ჯირკვლის – დიფუზური ჩიყვის არსებობას.

მკურნალობა
დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვის მკურნალობა შესაძლებელია 3 გზით:
1) ანტითირეოიდული პრეპარატები:
2) მკურნალობა რადიოაქტიური იოდით
3) ქირურგიული მკურნალობა

You might also like