Professional Documents
Culture Documents
ადამიანისა და მანქანის შერწყმა - რეი კურზველი და მომავალი ტექნოლოგიური სიგიჟე - ლიბერალი PDF
ადამიანისა და მანქანის შერწყმა - რეი კურზველი და მომავალი ტექნოლოგიური სიგიჟე - ლიბერალი PDF
Share 158
0 0 0 კომენტარი
ჟურნალი “Rolling Stone”, 2009, მაისი
რეი კურზველი: „ხალხს რომ დაეკითხოთ, გეტყვიან, რომ უპასუხისმგებლოა ის, ვინც
კომპიუტერში არსებული მონაცემების სარეზერვო ასლს არ ინახავს. სამომავლოდ კი,
სარეზერვო ასლების შედგენა ჩვენივე ტვინებიდან შეგვეძლება და დადგება დრო,
როცა ადამიანები გაოცებული იკითხავენ - ნეტავ როგორ ცხოვრობდით 2010 წელს
ისე, ტვინი კომპიუტერს მიბმული არ გქონდათო“.
რეი კურზველს კრიტიკის არ ეშინია - ის ხომ იმდენად წინაა, რომ ხალხი მის
ტრაექტორიას თვალს ვერ აწვდენს. ასეთ ვარაუდსაც გამოთქვამს: „შეიძლება
სინგულარობას რამდენიმე წლით შეაგვიანდეს, მაგრამ არა მგონია, დიდად
ვცდებოდე“. იგი არც იმ ღრმა და მეტად პირადულ ბიძგს მალავს, რომელიც მისი
მთავარი მამოძრავებელია. კედლიდან ჩამუქებული პორტრეტი გადმოგვყურებს: კაცს
კურზველის თვალები აქვს, ის ხომ რეის მამაა, ფრედერიკ კურზველი. „სახლში მაქვს
მისი წერილები, მუსიკალური ინსტრუმენტები და სადოქტორო ნაშრომიც. ყველაფერი
ორმოცდაათ ყუთში ჩავატიე. ყველაფერს ინახავდა, ჩემსავით“.
1965 წელს სატელევიზიო გადაცემაში „ჩემი საიდუმლო“ (“I’ve Got a Secret”) რეი
კურზველმა ფორტეპიანოზე დისონანსური მუსიკა დაუკრა. საიდუმლო კი ის იყო, რომ
მისი შესრულებული მელოდია დაწერა კომპიუტერულმა პროგრამამ, რომელიც რეიმ
თავად შექმნა. ამ პროგრამით მან უესტინგჰაუსის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსის
ფინალში ამოყო თავი. მამამისს ეს გამოგონება განსაკუთრებულად უხარებდა გულს.
მან უკვე დაამტკიცა, რომ მომავლის შესახებ რაღაც გაეგება. ახლა კი ის პოლიტიკისა
და საზოგადოების მომავალზე საუბრობს. მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში საბჭოთა
კავშირის დანგრევა იწინასწარმეტყველა, რაც დეცენტრალიზებული ტექნოლოგიის,
ინტერნეტისა და უკაბელო კავშირგაბმულობის განვითარებას მიაწერა. ისიც თქვა,
1998 წლისთვის კომპიუტერი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებსო. ასეც მოხდა,
1997 წლის მაისში. „წინასწარმეტყველება შესაძლებელია, თუმცა არა კონკრეტულად
იმის, თუ რა მოხდება, არამედ რა სიმძლავრის იქნება ტექნოლოგია“.
ოთახი უხერხულმა სიჩუმემ მოიცვა. რეი შავ სავარძელს გაჰყურებს და ისე საუბრობს,
თითქოს მამა იქ ეგულებოდეს.