You are on page 1of 4

რიცხვები და მოქმედებები 1

საგამოცდო სახელი, გვარი

გისურვებთ წარმატებებს! -----------------------------------------------

1 ქულა

1. იპოვეთ n, თუ 5,36⋅10n= 53600.

ა) 2 ბ) 3 გ) 4 დ) 5

1 ქულა
2. ქვემოთ ჩამოთვლილი რიცხვებიდან რომელი ეკუთვნის 0,8; 0,9შუალედს?

3 7 6 8
ა) ბ) გ) დ)
5 9 7 9

1 ქულა
3 5 2
3. რისი ტოლია 23 5 და 3 . 2 რიცხვების უდიდესი საერთო გამყოფი?

ა) 20 ბ) 30 გ) 45 დ) 54

1 ქულა
4. თუ m და n ორნიშნა ნატურალური რიცხვებია, მაშინ 2m – 3n გამოსახულების
უდიდესი მნიშვნელობაა:

ა) 165 ბ) 166 გ) 168 დ) 170


1 ქულა
5. a = 4·5·6·7·8·9·10·11 – 38. რის ტოლია a რიცხვის 23-ზე გაყოფისას მიღებული
ნაშთი?

ა) 8-ის ბ) 9-ის გ) 10-ის დ) 15-ის

1 ქულა
6. 548∗6-ში „∗ “-ის ნაცვლად უნდა ჩაიწეროს ისეთი ციფრი, რომ მიღებული
რიცხვი 4-ის ჯერადი იყოს. რის ტოლია ასეთი ციფრების რაოდენობა?

ა) 1 ბ) 4 გ) 5 დ) 9

1 ქულა
7. a რიცხვის 7-ზე გაყოფისას მიღებული ნაშთი 2-ის ტოლია. ქვემოთ
ჩამოთვლილთაგან რომლის ტოლი არ შეიძლება იყოს ნაშთი a რიცხვის 28-ზე
გაყოფისას?

ა) 2 ბ) 9 გ) 14 დ) 23

1 ქულა
8. სიმბოლოთი ∗ აღნიშნულია ერთ-ერთი არითმეტიკული მოქმედება: შეკრება,
გამოკლება, გამრავლება ან გაყოფა. ცნობილია, რომ 7 ∗ 1 < 6 ∗ 2.
რის ტოლია 15 ∗ 3?

ა) 5 ბ) 12 გ) 18 დ) 45

1 ქულა
9. რამდენი 0-ით ბოლოვდება 23-დან 37-მდე ყველა მთელი რიცხვის
გადამრავლების შედეგად მიღებული რიცხვის ჩანაწერი?

ა) 1 ბ) 2 გ) 3 დ) 4

1 ქულა
10. სტამბა მუშაობს ყოველდღე, გარდა კვირისა. სტამბაში ყოველ სამუშაო დღეს 7 ქილა
საღებავი იხარჯება. როცა საღებავის ქილების რაოდენობა 7-ზე ნაკლები ხდება, მეორე
დღეს, მუშაობის დაწყებამდე, სტამბაში 10 ქილა საღებავი შეაქვთ. ორშაბათს, სამუშაო
დღის ბოლოს, სტამბაში 12 ქილა საღებავი იყო დარჩენილი. ამ სამუშაო კვირის რომელი
დღის ბოლოს იქნება სტამბაში დარჩენილი საღებავის ქილების რაოდენობა ყველაზე
ნაკლები?

ა) სამშაბათს ბ) ოთხშაბათს გ)ხუთშაბათს დ) პარასკევს

2 ქულა
11. მამა 30 წლისაა. მას 3 შვილი ჰყავს, რომელთაგან ერთი 4 წლისაა, მეორე – 6 წლის, მესამე
კი – 8 წლის. რამდენი წლის შემდეგ იქნება მამის ასაკი მისი შვილების ასაკთა ჯამის
ტოლი?

2ქულა
12. ერთ ქილაში 3-ჯერ მეტი თაფლია, ვიდრე მეორეში. თუ პირველი ქილიდან მეორეში
გადმოვასხამთ 0,4 კგ თაფლს, მაშინ ორივე ქილაში თაფლის რაოდენობა გათანაბრდება.
სულ რამდენი კილოგრამი თაფლია ორივე ქილაში ერთად?
2ქულა
13. ლაშამ ერთ დღეს მთელი თანხის მეხუთედი დახარჯა; მეორე დღეს – დარჩენილი
თანხის მეოთხედი. ამის შემდეგ მას მხოლოდ 9 ლარი დარჩა. სულ რამდენი ლარი
ჰქონია ლაშას? პასუხი დაასაბუთეთ.

2ქულა
14. მაღაზიაში ღვინის მარაგის 40%-ს წითელი ღვინოები შეადგენდა. მარაგის რამდენი
პროცენტი გახდება წითელი ღვინოების რაოდენობა წითელი ღვინოების ნახევრის
გაყიდვის შემდეგ? პასუხი დაასაბუთეთ.

2 ქულა
15. ოსტატს და შეგირდს შეუძლიათ მთელი სამუშაო, ერთად მუშაობით, 3 საათში
შეასრულონ. მათ ერთად მხოლოდ 2 საათი იმუშავეს, რის შემდეგაც სამუშაო შეგირდმა
დაასრულა. რა დრო დასჭირდა მთელი სამუშაოს შესრულებას, თუ მარტო ოსტატი მას
4 სთ-ში ასრულებს?

You might also like