You are on page 1of 3

ცხელი პუბლიკაცია

უძრავი ქონების ბაზარი... 2020 (1)


სტატისტიკური და ანალიტიკური რელიზი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის იანვრის თვეში უძ-
რავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 10.1%-
ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 61 771 ერთეული შეადგინა. ა.წ. იანვარი 2016-2019 წლების იმავე
თვესთან შედარებით უპირატესი ზრდით გამოირჩევა: 2016 წლის იანვართან (35 620 ერთეული
სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 73.4%-ით, 2017 წლის იანვართან (49 513 ერთეული
სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 24.8%-ით, 2018 წლის იანვართან (79 873 ერთეული
სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 22.7%-ით, 2019 წლის იანვართან (56 096 ერთეული
სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 10.1%-ით.

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 26.1%-ით შემცირდა. კლება და-
ფიქსირდა როგორც პირველადი (31.8%-ით), ისე - მეორადი (23.0%) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაო-
დენობაში. 2020 წლის იანვრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი
2010=100) დაფიქსირდა 1.468 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.333).

აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების პირველადი (46.6%-ით),
ხოლო შემცირდა მეორადი (1.5%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2020 წლის იანვრის თვეში პირველა-
დი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 19 917 ერთეული შეადგინა, საიდანაც 4 973 ერთეული
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაა. მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების
რაოდენობამ კი 41 854 ერთეული შეადგინა, საიდანაც 2 586 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში
ცვლილების რეგისტრაციაა, ხოლო 449 - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია
(რეგისტრაციის გაუქმება).

სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) პირველადი და მეორადი


სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით, შესაბამისად, 1.800 და 1.350 დონეებზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის
იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: 2020 წლის
იანვარში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 67.8%-ს მეორადი, ხოლო 32.2%-ს პირვე-
ლადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2019 წლის იანვარში კი, შესაბამისად, 75.8% და 24.2%).

ა.წ. იანვრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით გამოიყო ტერიტორიული


ერთეულების ტოპ ათეული და გამოვლინდა აღნიშნული მონაცემების ზრდა/კლების ტენდენცია წინა
თვესთან და წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.

P.S. დამატებით იხილეთ:


(ა) ცხრილი - უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა ...
იანვარი, 2019-2020
(ბ) ცხრილი - უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით ტერიტორიული ერთეულების ტოპ
ათეული… იანვარი, 2020
(გ) გრაფიკი - უძრავი ქონების ბაზრის ტრანზაქციები... 2010-2020

© საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

© უძრავი ქონების ბაზარი, 2020 (I)


ცხელი პუბლიკაცია

(ა) უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების თვის სტატისტიკა.


იანვარი, 2019-2020

იანვარი
ინდიკატორები ზ.ე.
2019 2020

რაოდენობა
პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები ერთეული 13585 19917
მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები ერთეული 42511 41854
მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები ერთეული 56096 61771

სტრუქტურა
პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები პროცენტი 24.2 32.2
მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები პროცენტი 75.8 67.8
მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები პროცენტი 100 100

ზრდა/კლება წინა თვესთან შედარებით


პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები პროცენტი -6.6 -31.8
მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები პროცენტი -19.5 -23.0
მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები პროცენტი -16.7 -26.1

ზრდა/კლება წინა წლის იმავე თვესთან შედარებით


პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები პროცენტი -46.2 46.6
მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები პროცენტი -22.2 -1.5
მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები პროცენტი -29.8 10.1

სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი


პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები კოეფიციენტი 1.227 1.800
მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები კოეფიციენტი 1.371 1.350
მთლიანად, სარეგისტრაციო ტრანზაქციები კოეფიციენტი 1.333 1.468

(ბ) უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით


ტერიტორიული ერთეულების ტოპ ათეული. იანვარი, 2020

რაოდენობა პროცენტი
# ტერიტორიული ერთეული
იანვარი იანვარი დეკემბერი
2020 2019 2019
1 თბილისი 15003 -11.8 -25.5
2 ბათუმი 4626 22.5 -32.9
3 გურჯაანი 2050 39.3 23.1
4 გორი 1879 16.9 -35.9
5 მცხეთა 1729 9.8 -45.4
6 ზესტაფონი 1592 77.1 -16.3
7 ჭიათურა 1439 111.9 18.9
8 გარდაბანი 1423 -8.0 -21.2
9 ახმეტა 1373 186.0 67.6
10 წყალტუბო 1346 191.3 70.8

წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2020

© ინფორმაციის გამოყენებისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მითითება სავალდებულოა!

2
© უძრავი ქონების ბაზარი, 2020 (I)
უძრავი ქონების ბაზრის ტრანზაქციები... 2010-2020
ტრანზაქციების რაოდენობის დინამიკა (ერთეული)

90000

80000

70000

60000

50000

40000

30000

20000

10000
2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020

You might also like