You are on page 1of 1

სულხან-საბა ორბელიანის სტილი თხრობისას მაღალფარდოვანია,

ჰიპერბოლებითა და მეტაფორებით, ეპითეტებით დატვირთული (ლეონის


პორტრეტი ბოლომდე ამოიღე)..., რაც აღმოსავლური გავლენაა. გაგვახსენდება
რუსთაველის პოემა, სადაც გმირები მნათობებს გვანან, ლომსა და ვეფხვს
შედარებული, მაგრამ როცა ავტორი იგავებზე საუბრობს, საბა ნაკლებად იყენებს
ტროპულ მეტყველებას, ხალხურ სიტყვიერებას მიმართავს და საოცარი
ქართულით გვესაუბრება. ეს ერთგვარი სტილია მწერლის. იგავს თავისი სიბრძნე
აქვს, თავისი სათქმელი, ნაწარმოები ზოგადად ალეგორიულია. ტექსტში საბა
ხშირად მიმართავს დიალოგს, მოცემულ მონაკვეთში პოლილოგია გამოყენებული
(მრავალი პირის საუბარი). ხშირად აზრი დაპირისპირებულია, რაც გვაძლევს
განსჯის საშუალებას და აზრის სხვადასხვა რაკურსით დანახვის საშუალებას .
ავტორი იყენებს ეპითეტებს (მოიყვანეთ მაგალითები და განმარტეთ, რას
ემსახურება კონკრეტული მაგალითი)....მეტაფორებს (მაგ)...ჰიპერბოლას ....
მოცემულ მონაკვეთში სედრაქისა და რუქას კამათია გადმოცემული, რაც
საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ეს პერსონაჟები. ისინი უპირისპირდებიან
ერთმანეთს არა ფიზიკურად, არამედ იდეურად, რასაც, ფაქტობრივად, ეფუძნება
მთელი ნაწარმოების სიუჟეტი.

You might also like