You are on page 1of 4

ქართლ-კახეთის გაძლიერება

| 1745 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოსათვის ახალი ხანა დაიწყო. 112 წლიანი პაუზის
შემდეგ ქართლისა და კახეთის ტახტი ქრისტიანმა მეფეებმა, მამა-შვილმა თეიმურაზ II-მ და
ერეკლე II-მ დაიკავეს. მათი ურთიერთშეთანხმებული პოლიტიკის წყალობით ორი

სამეფო ფაქტობრივად გაერთიანდა. ქართველი მეფეებისათვის კიდევ უფრო ხელსაყრელი


მდგომარეობა შეიქმნა მას შემდეგ, რაც 1747 წელს

შეთქმულებმა ნადირ შაჰი მოკლეს. ნადირ შაჰის გარდაცვალების შემდეგ ირანი ხანგრძლივმა
შინაომებმა მოიცვა, რამაც ქართლ-კახეთს

ირანის ბატონობისაგან განთავისუფლების საშუალება მისცა.


1749 წელს ერეკლე ll ირანს ხარკი უკანასკნელად გადაუხადა,
1749 წელს

კი თბილისის ციხეებიდან ყიზილბაშთა გარნიზონი გააძევა


და იქ ქართული ჯარი ჩააყენა.

ირანის დასუსტებას სომხეთისა და აზერბაიჯანის


ტერიტორიაზე რამდენიმე სახანოს ჩამოყალიბება მოჰყვა.
სახანოებს შორის პირველობისათვის ბრძოლა დაიწყო. ამ
ბრძოლაში ქართლ-კახეთიც ჩაება.

1749 წელს ერევნის ხანმა ქართლ-კახეთის მეფეებს დახმარება


სთხოვა ირანის ტახტის ერთ-ერთ მაძიებელ მაჰმად ხანთან
ბრძოლაში, რომელსაც ერევნის დაპყრობა სურდა.
ქართველებმა ერეკლე ll-ის სარდლობით მაჰმად ხანი
დაამარცხეს. ერევნისა და ნახვეჭანის სახანოები

ქართლ-კახეთის მოხარკეები გახდნენ, 1750 წელს ერეკლე ll-მ


ძლიერი ყარაბაღის ხანი დაამარცხა, შემდეგ კი განჯის სახანოც მოხარკედ გაიხადა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ირანის შაჰობის ერთ-ერთი პრეტენდენტის, აზატ


ხანის, დამარცხება. აზატ ხანმა მიზნად დაისახა სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილის
დამორჩილება და ერევნის სახანოს შეუტია. სამხედრო ნიჭის წყალობით ერეკლე II-მ,
სახელდახელოდ შეკრებილი 4000 კაციანი ჯარით, 1751 წლის

ზაფხულში, ყირხბულახის (ერევანთან ახლოს) ბრძოლაში აზატ ხანის 18000 კაციანი

არმია დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ ქართველთა უპირატესობა რეგიონში ეჭვს აღარ


იწვევდა.
ქართველმა მეფეებმა გარკვეული წარუმატებლობა ჭარ-ბელაქანის შემოსაერთებლად
დაწყებულ ბრძოლაში განიცადეს. ქართველებისათვის მოულოდნელად, მათ

დაუპირისპირდა შაქის ხანი აჯი-ჩალაბი. აჯი-ჩალაბმა ორჯერ დაამარცხა ქართველი მეფეები,


რის შედეგადაც ჭარ-ბელაქანის დაპყრობის გეგმა ჩაიშალა. საბოლოოდ

1752 წელს თულტითეფესთან გამართულ ბრძოლაში ერეკლე II-მ შაქელთა ჯარი გაანადგურა.

ქართლ-კახეთის გაერთიანება

ცალკეული წარმატებების მიუხედავად, ქვეყნის მდგომარეობა მაინც მძიმე რჩებოდა, რისი


მიზეზიც ეგრეთწოდებული „ლეკიანობა“ იყო. XVI-XVIII საუკუნეებში დაღესტნელთა მცირე
რაზმები ქართლ-კახეთს თავს ესხმოდნენ, ხალხს ატყვევებდნენ, საქონელსა და სურსათ-
სანოვაგეს იტაცებდნენ. მათი მძარცველური თავდასხმები განსაკუთრებით XVIII საუკუნის
შუა ხანებში გახშირდა. მუდმივი ჯარის არარსებობის პირობებში, ლეკების აგრესიის აღკვეთა
რთული იყო.

წვრილ-წვრილი თავდასხმების პარალელურად, 1754-1755 წლებში გაძლიერებულმა ხუნძახის


ბატონმა ნურსალ-ბეგმა საქართველოში ორი დიდი ლაშქრობა მოაწყო. მტრის
მრავალრიცხოვნობის მიუხედავად, ერეკლე II-ის მეთაურობით მჭადიჯვართან და ყვარლის
ციხესთან ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწიეს. დაღესგნელებმა ამ მარცხის
შემდეგ, გარკვეული ხნით, ხელი აიღეს დიდი ჯარით საქართველოს დალაშქვრაზე, თუმცა
მათი წვრილმანი ყაჩაღური თავდასხმები კვლავ გრძელდებოდა.

თეიმურაზ II-ს და ერეკლე II-ს ქვეყნის გაძლიერებაში რუსეთის ქრისტიანული სახელმწიფოს


დახმარების იმედი ჰქონდათ. ამ მიზნით, 1761 წელს თეიმურაზ II,მრავალრიცხოვანი ამალით
რუსეთისაკენ გაემგზავრა. რუსეთის მთავრობას თეიმურაზი სესხის სახით ფულად
დახმარებას სთხოვდა, რათა ჯარის რეორგანიზაცია მოეხდინა. მეფე იმედოვნებდა, რომ
რუსეთის ხელისუფლება ქართველთა გეგმით დაინტერესდებოდა: თეიმურაზ II და ერეკლე II
გაძლიერებული ქართული ჯარით, ლეკიანობის ალაგვმის შემდეგ, ირანში შეჭრას და იქ
შაჰად რუსეთისათვის სასურველი
პირის დასმას გეგმავდნენ. რუსეთი
ქართველთა ინიციატივას არ
გამოეხმაურა. 1762 წლის დასაწყისში
თეიმურაზ II პეტერბურგში
გარდაიცვალა. იგი ასტრახანში
ჩამოასვენეს და ვახტანგ VI-ის გვერდით
დაკრძალეს.

რუსეთში წარუმატებელი ელჩობის


მუხედავად, XVIII საუკუნის 60-იანი
წლების დასაწყისში ერეკლე II-მ
მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.
თეიმურაზი II-ის გარ-

დაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთი გაერთიანდა. ერეკლე II-მ ტყვედ იგდო ირანის შაჰობის
ერთ-ერთი პრეტენდენტი აზატ ხანი და იმდროინდელ ირანის მმართველ ქერიმ ხანს
გაუგზავნა. ამ აქტით მან ქერიმ ხანის კეთილგანწყობა მოიპოვა. თავის

მხრივ, ქერიმ-ხანმა სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში ქართლ-კახეთის უპირატესობა


სცნო.

1765 წელს ქართლის თავადთა ნაწილმა ერეკლე II-ის წინააღმდეგ, რომელმაც მათი
თვითნებობა მნიშვნელოვნად შეზღუდა, შეთქმულების მოწყობა სცადა. ისინი მეფის მოკვლას
და ტახტზე ვახტანგ VI-ის უკანონო შვილის, პაატა ბატონიშვილის, აყვანას

აპირებდნენ. შეთქმულება გამჟღავნდა. შეთქმულების მეთაურები სასტიკად დასაჯეს. ამ


მოვლენების შემდეგ ერეკლე II-ის ხელისუფლება კიდევ უფრო განმტკიცდა.

You might also like