You are on page 1of 7

გელაშვილი ხატია

დავალება №7

კითხვებზე პასუხები

1. რა იყო ბოლონიის პროცესის ჩამოყალიბების მიზეზი?

ბოლონიის პროცესის ჩამოყალიბებას ჰქონდა რამდენიმე მიზეზი, მათ შორის:


იოლად გასაგები და შესადარებელი აკადემიური ხარისხების სისტემის შემოღება,
მაგალითად, დიპლომის დანართის დანერგვით, რაც ევროპის მოქალაქეების
დასაქმებასა და ევროპული უმაღლესი განათლების სისტემის
კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს. ასევე, ძირითადად ორ მთავარ
საფეხურზე დაფუძნებული სისტემის შემოღება, როგორიცაა დიპლომამდელი
(undergraduate) და დიპლომის შემდგომი (graduate) საფეხურები. განათლების მეორე
საფეხურზე დაშვების წინაპირობაა პირველი, სულ მცირე, სამწლიანი საფეხურის,
წარმატებით დასრულება. უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის
დასრულებისას მინიჭებული აკადემიური ხარისხი, როგორც კვალიფიკაციის
შესაბამისი დონე, მისაღები უნდა იყოს ევროპული შრომის ბაზრისათვის. მეორე
საფეხური, როგორც ეს მიღებულია ევროპის ბევრ ქვეყანაში, მაგისტრის ან
დოქტორის ხარისხის მინიჭებით უნდა დასრულდეს. აგრეთვე, კრედიტების
სისტემის (კრედიტების ტრანსფერისა (გადატანის) და აკუმულაციის (დაგროვების)
ევროპული სისტემის – ECTS) შემოღება სტუდენტების ფართო მობილობის
ხელშეწყობის მიზნით. კრედიტების მოპოვება, აგრეთვე, უნდა შეიძლებოდეს არა
უმაღლესი განათლების კონტექსტშიც, ”მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის”
ჩათვლით, იმ პირობით, რომ მათ აღიარებდნენ შესაბამისი უნივერსიტეტები.
შემდეგი მიზეზი იყო, მობილობის ხელშეწყობა ისეთი წინააღმდეგობების
დაძლევით, რომელიც ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას. კერძოდ:
სტუდენტებისათვის სწავლისა და წრვთნის შესაძლებლობისა და მასთან
დაკავშირებული მომსახურების ხელმისაწვდომობა; კანონით დადგენილი
უფლებების დაცვით მასწავლებლებისათვის, მეცნიერებისა და ადმინისტრაციული
პერსონალისათვის ევროპულ სივრცეში კვლევებზე, პედაგოგიურ მოღვაწეობასა და
წრთვნაზე დახარჯული პერიოდის აღიარება და ცნობა. ასევე, ერთ-ერთი მიზეზი
იყო, ხარისხის უზრუნველყოფის საკითხში ევროპული თანამშრომლობის
ხელისშეწყობა შესადარებელი კრიტერიუმებისა და მეთოდოლოგიების დანერგვის
გზით, აკრედიტაციის შემოღებით, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების შექმნა
უნივერსიტეტებში, ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) შექმნა
და სხვ. მომდევნო მიზეზად განიხილებოდა, უმაღლეს განათლებაში აუცილებელი
ევროპული განზომილებების დანერგვა, განსაკუთრებით, კურიკულუმების
განვითარება, სასწავლებელთა შორის თანამშრომლობა, მობილობის სქემებისა და
სწავლების, წვრთნისა და კვლევების ინტეგრირებული პროგრამების შექმნა. შემდგომ
დაემატა კიდევ სხვებიც, სწავლა სიცოცხლის მანძილზე – ადამიანს ნებისმიერ ასაკში
უნდა შეეძლოს მიიღოს სასურველი განათლება; მიზანი იყო ასევე, უმაღლესი
სასწავლო დაწესებულება და სტუდენტები – სტუდენტების აქტიური ჩართვა
სწავლების საქმეში; აგრეთვე, იყო მიზანი- უმაღლესი განათლების ევროპული
სივრცის მიმზიდველობა – საჭიროა მოვიზიდოთ მეტი სტუდენტები მსოფლიოს სხვა
რეგიონებიდან. აგრეთვე შემდგომ დაემატა შემდეგიც- “უმაღლესი განათლების
ევროპული სივრცე და კვლევის ევროპული სივრცე – ცოდნაზე დაფუძნებული
საზოგადოების ორი საყრდენი,” რაც გულისხმობს მეცნიერების განვითარებას
უნივერსიტეტებში და ამის საფუძველზე სწავლების ხარისხის

2. რამდენი წევრია დღეისათვის ჩართული ამ პროცესში და რა ქვეყნებია ეს?

ამჟამად ჩართულია 48 ქვეყანა, ხელი მოაწერეს შემდეგი ქვეყნების


წარმომადგენლებმა: ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, ჩეხეთის, დანიის,
ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის,
ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიტვის, მალტის, ლუქსემბურგის,
ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის,
სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის,
შემდგომ დაემატა: . ხორვატია, კვიპროსი, ლიხტენშტეინი და თურქეთი, ასევე
დაემატნენ: ალბანეთი, ანდორა, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ვატიკანი, რუსეთი და
"ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია“, რომელსაც დღეს ჩრდილოეთი
მაკედონია ჰქვია, კიდევ დაემატნენ: საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, სომხეთი
და უკრაინა, მიიღეს ცალკე დამოუკიდებელ წევრად მონტენეგრო, რადგან გამოეყო
სერბიას, შემდეგ დაემატა ყაზახეთი, შემდეგ ბელორუსი.

3. როგორ შეიცვალა მიზნები დასახული ბოლონიის დეკლარაციაში მინისტერიალებზე და


რითი იყო ეს გამოწვეული?

მინისტერიალების ყოველ შეხვედრაზე ემატებოდა ახალი მიზნები და ზოგი მიზნის


გამო უკმაყოფილებაც იყო გამოთქმული. შეიქმნა სამუშაო ჯგუფები (ე.წ. follow-up
groups), რომლებიც ბოლონიის პროცესის მოთხოვნების შესაბამისად შეიმუშავებენ
წინადადებებს, გაავრცელებენ მათ წევრ ქვეყნებში და კონტროლს გაუწევენ მათ
შესრულებას. მინიტერიალზე გადაწყდა, რომ უმაღლესი განათლებისათვის
მნიშვნელოვან შემდგომ პროექტებზე იმუშავებს მუშა ჯგუფები, ხოლო ევროსაბჭო,
ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA), უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების ევროპული ასოციაცია (EURASHE), ევროპაში სტუდენტების
ეროვნული კავშირები (ESIB) და UNESCO/CEPES ისარგებლებენ მრჩევლის სტატუსით.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო მოწოდება კვალიფიკაციების ჩარჩოს
შექმნისაკენ: “მინისტრები წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ თავიანთი უმაღლესი
განათლების სისტემებისათვის შექმნან იოლად შესადარებელი და თავსებადი
კვალიფიკაციების სტრუქტურა, რომელიც მიზნად ისახავს აღწეროს კვალიფიკაციები
სამუშაოს მოცულობის, დონის, სწავლის შედეგების, კომპეტენციების და პროფილის
საშუალებით. ისინი, ასევე შეიმუშავებენ კვალიფიკაციების ყოვლისმომცველ
სტრუქტურას უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისათვის.” ასევე, აკადემიური
ხარისხების შემოღების შესახებ შეიცვალა მოთხოვნით ხარისხებისა და სწავლის
პერიოდების აღიარების მოთხოვნით, რაც გამოწვეულია იმით, რომ კვალიფიკაციების
ჩარჩოს შემოღების შემდეგ ეროვნულ აკადემიურ ხარისხებს თავისი ადგილი მიეჩინა
კვალიფიკაციების ყოვლისმომცველ ევროპულ ჩარჩოში და ისინი გასაგები გახდნენ
უცხოურ ქვეყნის საგანმანათლებლო მესვეურთათვის. ასევე, დაზუსტდა ევროპული
განზომილების ცნება, რომელიც შეიცვალა სოციალური განზომილების ცნებით და ამ
მოთხოვნაში ძირითადი გახდა - ”მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლება
ყველასთვის, სტუდენტის სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობის
მიუხედავად”. ამ მიზნის მისაღწევად დეკლარაცია მოუწოდებს ქვეყნების
ხელმძღვანელებს ხელი შეუწყონ სტუდენტებს ეკონომიკურად და ფინანსურად
მაღალი დონის უმაღლესი განათლების მიღებაში. მობილობის ხელშეწყობის მიზნით
დეკლარაცია კვლავ მოუწოდებს ქვეყნებს გაამარტივონ ვიზების გაცემა
სტუდენტებისათვის. ასევე, კომუნიკეში დიდი ადგილი დაეთმო ხარისხის
უზრუნველყოფასა და ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების რეგისტრს.
ბერგენში მიღებული ,,ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და
სახელმძღვანელო პრინციპები უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისთვის
(ESG)” (http://www.ond.vlaanderen.be/hogeronderwijs/bologna/documents/Standards-and-
Guidelines-for-QA.pdf) აადვილებს ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურის
უნიფიკაციას ევროპის ქვეყნებში და ხარისხის გარე უზრუნველყოფის მიზნით ბევრი
რამეა გაკეთებული, თუმცა შიდა უზრუნველყოფის თვალსაზრისით ასეთივე
წარმატებები მიღწეული არ არის. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია
სტუდენტთა ჩართვა ამ პროცედურაში. ასევე, ლაპარაკია სოციალურ განზომილებასა
და უმაღლესი განათლების ევროპული სივრცეზე გლობალურ კონტექსტში. კომუნიკე
მოუწოდებს ქვეყნებს გააძლიერონ ბრძოლა სტუდენტების სოციალური
უთანასწორობის წინააღმდეგ და იმუშაონ მსოფლიოს სხვა რეგიონებიდან
სტუდენტების მოწვევაზე. ასევე, წარმოდგენილი იქნა ვრცელი ანგარიში სადაც
აღწერილია კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ხდება ქვეყნების შეფასება.
შეფასება ასეთი ინდიკატორებით ხდებოდა: ხარისხების სისტემა, ხარისხის
უზრუნველყოფა, ხარისხებისა და სწავლის პერიოდების ცნობა, სწავლა სიცოცხლის
განმავლობაში, ერთობლივი ხარისხები და მისი დანერგვის სქემა. დეკლარაცია
ამტკიცებს, რომ 47 წევრი ქვეყნიდან უმეტესმა მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას
ბოლონიის მიზნების განხორციელებაში. ჩატარდა რეფორმები, რომლთა საშუალებით
შეიქმნა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცე დაფუძნებული ნდობაზე,
კოოპერაციასა და კულტურათა, ენებისა და უმაღლესი განათლების სისტემების
მრავალფეროვნების პატივისცემაზე. ასევე, მინისტრები თვლიან, რომ EHEA–ს
მთავარი მიზანია:

 სწავლისა და სწავლების ხარისხისა და შესაბამისობის ამაღლება;

 კურსდამთავრებულთა დასაქმების გაზრდა მთელი სამუშაო ცხოვრების


განმავლობაში ცვალებად შრომით ბაზრებზე, რომელიც ხასიათდებიან
ტექნოლოგიური განვითარებით, ახალი სამუშაო პროფილების
წარმოქმნით და დასაქმების და თვითდასაქმების შესაძლებლობების
გაზრდით;

 უმაღლესი განათლების სისტემების მეტი ინკლუზიურობის შექმნა,


რადგან ჩვენი მოსახლეობა სულ უფრო და უფრო მრავალფეროვნდება,
მათ შორის იმიგრაციისა და დემოგრაფიული ცვლილებების შედეგად;

 შეთანხმებული სტრუქტურული რეფორმების განხორციელება


გრძელვადიან პერსპექტივაში მათი წარმატებისთვის.

EHEA– მ დაამტკიცა თავისი როლი, როგორც ევროპაში უმაღლესი განათლების


თანამშრომლობის უნიკალურმა ინსტრუმენტმა. EHEA– ს შემდგომი განვითარების
მიზნით, ჩვენ გავააქტიურებთ ტრანსდისციპლინურ და ტრანსნაციონალურ
თანამშრომლობას, ასევე განვავითარებთ ინკლუზიურ და ინოვაციურ მიდგომას
სწავლისა და სწავლების მიმართ.

4. რა მოეთხოვება გაწევრიანებისათვის ქვეყანას?

ბოლონიის ხელშეკრულებას შეუძლია მიუერთდეს ევროპის ქვეყნები, თუ ისინი


აკმაყოფილებენ გარკვეულ პირობებს. ეს პირობები ასეთია:

• ისინი უნდა შედიოდნენ ევროსაბჭოში;


და

• უნდა იყვნენ ევროპის კულტურული კონვენციის წევრები, ე.წ., ჰააგის


კონვენციის წევრები.

ამის გარდა არსებობს კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც გაწერილი არ არის


ბოლონიის პროცესის დოკუმენტებში, მაგრამ იგი გამოიყენება წევრობის
კანდიდატთა განხილვის დროს. ეს მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ კანდიდატ
ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ დამოუკიდებელი ქვეყნის საყოველთაოდ ცნობილი
სტატუსი, ე.ი., უნდა იყვნენ აღიარებული როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

5. რა განსხვავებაა კონვენციას, დეკლარაციასა და კომუნიკეს შორის?

კონვენცია არის შეთანხმება", "ხელშეკრულება" სახელმწიფოთა შორის რაიმე


სპეციალურ საკითხზე დადებული ხელშეკრულება. დეკლარაცია არის
ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საერთაშორისო ორგანიზაციების ან
სახელმწიფოს ფუძემდებლურ პრინციპებს და გამოხატავს მათ პოზიციას ამა თუ იმ
საკითხის მიმართ. ხოლო, კომუნიკე არის ოფიციალური შეტყობინება
საერთაშორისო მოლაპარაკების შესახებ და იგი არ წარმოადგენს საერთაშორისო
ხელშეკრულებას.

დავალება

განიხილეთ დანართსა და 9.1 ცხრილში მოყვანილი საქართველოს შეფასება


ბოლონიის პროცესის განხორციელებაში და მოიყვანეთ თქვენი მოსაზრებები,
რამდენად სწორად ასახავს საერთაშორისო შეფასება რეალურ სურათს?

აღნიშნულ ცხრილში იმ დროისთვის საკმაოდ კარგი შეფასება მიუღია ჩვენს


ქვეყანას, 60 ქულიდან 43 ქულა, თუმცა დღეის მდგომარეობით ვფიქრობ სურათი
ზოგ საკითხი გაუმჯობესდა, ზოგში კი გაუარესდა, შევაფასოთ ცალ-ცალკე:

1 პირველი და მეორე ციკლის დანერგვის მდგომარეობა ღია მწვანე 4

აქ ჩემი აზრით მდგომარეობა უკეთესობისკენ არის შეცვლილი, რადგან ეს ორი


ციკლი ერთმანეთისგან საკამოდ კარგად გამოიყო და ნორმალურად მიმდინაორებს
ორივე ციკლზე სწავლება, თუმცა ქულას არ შევცვლიდი.

2 დაშვება შემდგომ ციკლზე მუქი 5


მწვანე

აქ ვფიქრობ ღია მწვანის სტატუსია მისანიჭებელი და ოთხ ქულაზეა შესაფასებელი,


იმიტომ რომ ერთი ციკლიდან მეორეზე დაშვება სტუდენტს ძალიან მარტივად
შეუძლია, არის მარტივი მიღების პროცედურები, რაც უნდა გამკაცრდეს.

ეროვნული კვალიფიკაციების დანერგვა ნარინჯისფერი 2

აქ ვფიქრობ მდგომაორება ოდნავ გაუმჯობესდა და სამ ქულაზე უფრო ვართ, თუმცა


დიდი ცვლილება ამ კუთხით არ განგვიცდია.

4 EHEA-ს ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და ღია მწვანე 4


მითითებების დანერგვა ეროვნულ დონეზე

აქ ისევ იგივე დონეს დავტოვებდი.

5 ხარისხის უზრუნველყოფის გარე სისტემის ნარინჯისფერ 2


განვითარების მდგომარეობა ი

აქ ვფიქრობ გაუმჯობესდა მდგომარეობა და ამ მხრივ უფრო უკეთ ვითვისებთ სხვ


ქვეყნების მაგალითებს ხარისხის გაუმჯობესების მხრის სწავლის პროცესში და ვართ
ოთხ ქულასთან უფრო ახლოს.

6 სტუდენტთა მონაწილეობის დონე ყვითელი 3

აი აქ კი ზუსტად იმავე დონეზე ვართ, ვფიქრობ წინსვლა საერთოდ არ იგრძნობა,


რადგან ძალიან ნაკლებია სტუდენტთა ჩართულობა პროცესში, ეს არის სისტემის
ბრალი. თუმცა არც სტუდენტები გამოთქვამენ მონაწილეობის სურვილს.

7 საერთაშორისო მონაწილეობის დონე ნარინჯისფერი 2

აქ ვფიქრობ უკეთ ვართ და ოთხ ქულაზე შევაფასებ, რადგან ბევრად გაიზარდა ჩვენი
ქვეყნის საერთაშორისო მონაწილეობის დონე როგორც სწავლება გაცვლით-
პროგრამებში,ისე მიღება-დახვედრებში, თუმცა ხუთ ქულამდე მაინც არარის.

8 დიპლომის დანართის დანერგვის მდგომერეობა მუქი მწვანე 5

აქ ისევ კარგად მივდივართ, რადგან ეს პროცესი ისევ კარგად მიმდინარეობს.

9 ლისაბონის ცნობის კონვენციის ჩარჩოს დანერგვა მუქი მწვანე 5


ქვეყანაში
აქ ვფიქრობ მაქსიმალურ ქულაზე არ შეფასდეს ჩვენი ქვეყანა, რადგან კონვენციის
ჩართოს მოთხოვნები ნამდვილად არ სრულდება ბრწყინვალედ და ოთხ ქულაზე
შევაფასებდი.

1 ECTS-ის დანერგვა ღია მწვანე 4


0

აქ იგივე დონეზე ვართ, რადგან ზოგჯერ ხდება ისე, რომ არ ხდება ECTS კრედიტების
ცნობა(საუბარი მაქვს გაცვლითი პროგრამების ფარგლებში) და სტუდენტებს
ექმნებათ რიგი პრობლემები კრედიტების აღიარებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს
უფრო უნივერსიტეტების შიდა პროგრამების ბრალია, ვიდრე პროცესის.

11 წინასწარი სწავლების ცნობა ყვითელი 3

აქ ვფიქრობ მდგომარეობა არ შეცვლილა და ისევ იმავე დონეზე გავჩერდით.

1 ერთობლივი ხარსხების შემოღება და ცნობა ღია მწვანე 4


2

აქაც იმავე ქულით შევაფასებდი, რადგან მთლად ბრწყინვალედ არ ცდილობს ქვეყანა


ერთობლივი ხარიხების შემოღებას, თუმცა პროცესი ნამდვილად კარგად
მიმდინარეობს.

საერთო ჯამში, ჩემი შეფასებით ქულათა არის 46, ესეიგი ოდნავ გაუმჯობესდა,
თუმცა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ასეთი მცირე გაუმჯობესება, არც თუ ისე
კარგია ქვეყნისთვის.

You might also like