You are on page 1of 6

გელაშვილი ხატია

დავალება №1

კითხვების პასუხები

1. რას ნიშნავს სიტყვები ”აკადემია”, ”უნივერსიტეტი”?

საბერძნეთში პირველი უმაღლესი ტიპის სასწავლებელს აკადემია ერქვა. ხოლო, სიტყვა


”უნივერსიტეტი” წარმოიშვა ლათინური universitas magistrorum et scholarium-იდან, რაც
ითარგმნება როგორც მასწავლებელთა და მოსწავლეთა კორპორაცია (გაერთიანება).

2. საიდან წარმოიშვა სიტყვა აკადემია?

სიტყვა „აკადემია“ უმაღლესი სასწავლებლების აღმნიშვნელ ზოგად სახელად იქცა, რომელიც


სათავეს იღებს ძველი საბერძნეთიდან, კერძოდ იგი დაკავშირებულია დიდი ბერეძენი
მოაზროვნის პლატონის (ძვ.წ. 428-348 წწ.) სახელთან. აკადემეს ერქვა ბერძენ მითიურ გმირს,
ხოლო მისი სახელი – ქალაქ ათენის გარეუბნის ერთ ჭალას. სწორედ ამ ჭალაში
ფილოსოფოსი პლატონი ლექციებს უკითხავდა თავის მოწაფეებს. მის მიერ ამ ადგილას ძვ.წ.
387 წ. დაარსებულ სკოლას, ადგილის დასახელების მიხედვით, აკადემია შეარქვეს.

3. რა იყო პირველი უძველესი უმაღლესი სასწავლებლების დანიშნულება?

უძველესი უმაღლესი სასწავლებელი ქალაქ კონსტანტინოპოლში 425 წ. დაარსა აღმოსავლეთ


რომის იმპერატორმა თეოდოსიუს მეორემ (Theodosius II), და ეს სასწავლებელი სტუდენტ-
პედაგოგთა კორპორაციად (ანუ თანამედროვე გაგებით უნივერსიტეტად) გარდაქმნეს 849 წ.
პირველი სასწავლებლები იქმნებოდა მონასტრებთან, ისინი ხარისხს არ ანიჭებდნენ, მაგრამ
ზრდიდნენ მეცნიერებს თეოლოგიურ საკითხებსა და ფილოსოფიაში.

4. რომელი უმაღლესი სასწავლებელი იყო მთლიანად საერო?

ბოლონიის უნივერსიტეტი იყო თავიდანვე საერო უნივერსიტეტი. ასევე, პლატონის აკადემია


იყო საერო სასწავლებელი, ე.ი., იგი არ იყო დაკავშირებული რელიგიასთან და იქ
თავისუფალი აზროვნების განვითარება ხდებოდა.

5. რა საგნები ისწავლებოდა უძველეს უნივერსიტეტებში?

უძველეს უნივერსიტეტებში ისწავლებოდა შემდეგი საგნები: რელიგია, გრამატიკა,


რიტორიკა, ლოგიკა, თეოლოგია, სამართალი, ასტორო-ნომია, ფილოსოფია, მედიცინა,
მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, ხელოვნება, კანონიკური სამართალი, ღვთისმეტყველება.

6. რა იცით აიეტისა და ფარტაზის შესახებ?

აიეტი (Aeetes) იყო ძველი კოლხეთის მეფე, რომელიც აღწერილია ძველ ბერძნულ
მითოლოგიაში. მას ბერძნები აღწერენ, როგორც დიდებულ მმართველს, რომელსაც უნარი
შესწევდა ცეცხლისმფრქვეველი ხარებით გადაეხნა ხოდაბუნები. ის არის განსახიერება
დიადი კოლხი ხალხისა, რომელთა მთავარი საქმიანობა გახლდათ მიწათმოქმედება. აიეტი
მზის ღმერთის - ჰელიოსის ვაჟია. აიეტის დედად კი სხვადასხვა მწერალი სხვადასხვა ქალს
ასახელებს, მაგალითად ბერძნულ მითოლოგიაში აიეტის დედად სხვადასხვა უძველეს
ტექსტში მიჩნეულია: ეფირა (Ephyra), პერსეიდა, იგივე პერსე (Perseis), რომელიც
გაიგივებულია ჰეკატესთან (Hecate), ანტიოპე, ასტეროპე და ზოგგან კი იბადება დედის
გარეშე, პირდაპირ ჰელიოსისგან. სწორედ აიეტის დროს მოხდა არგონავტების ლაშქრობა
კოლხეთში, ოქროს საწმისის გატაცება და დიდი დევნა, რაც ყველაზე ვრცლად და
ოსტატურად მოთხრობილი აქვს აპოლონიოს როდოსელს თავის "არგონავტიკაში".

ფარტაზი იყო (Fartazes) — ლაზი დიდებული, პოლიტიკური მოღვაწე, ორატორი VI


საუკუნეში.

რიტორიკა და მისი სწავლება გვიანანტიკური ხანის კოლხეთში დიდ როლს თამაშობდა. აქ


მიმდინარე რიტორიკული პაექრობანი რომ მაღალ დონეს აკმაყოფილებდა, ამას
თვალსაჩინოდ აჩვენებს VI საუკუნის პოლიტიკური დისკუსია/პაექრობა ორ წარჩინებულ
ლაზს, აიეტსა და ფარტაზს შორის. ამ პაექრობის შესახებ მოგვითხრობს ცნობილი ბერძენი
ისტორიკოსი აგათია სქოლასტიკოსი (536-582 წწ.), რომელმაც ეკუთვნის მნიშვნელოვანი
თხზულება „იუსტინიანეს მეფობისათვის“. ამ ნაშრომში ვრცლად არის გადმოცემული
ბიზანტიის იმპერიის ისტორია 552-558 წლებში, მათ შორის, მოიპოვება საინტერესო და
მეტად ღირებული ცნობები მაშინდელი ლაზიკისა და ბიზანტიის
ურთიერდამოკიდებულების შესახებ. სწორედ ამავე თხზულებაშია მოთხრობილი ამბავი
გუბაზ მეფის მკვლელობისა და ამ ფაქტთან დაკავშირებით ლაზი სახელმწიფო მოღვაწეების -
აიეტისა და ფარტაზის - მიერ წარმოთქმული საპაექრო სიტყვები. ეს პაექრობა გამოიწვია
ბიზანტიელთა მიერ ლაზთა მეფის, გუბაზის (VI ს.) ვერაგულად მოკვლის ფაქტმა. ორივე
ორატორი კოლხეთში სახელგანთქმული იყო და დიდი გავლენითაც სარგებლობდა. მათი
სიტყვები - წარმოთქმული გუბაზ მეფის მკვლელობის გამო - დიდი ორატორული ძალითა
და დამაჯერებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამ პაექრობის მთავარი საგანი
კოლხეთის პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი იყო. აგათია სქოლასტიკოსის მიერ
გადმოცემული ისტორიული ამბიდან ჩანს, რომ აღნიშნული მძაფრი პაექრობის ფარგლებში
ქვეყნის მომავალი განვითარების თაობაზე ორმა განსხვავებულმა ხედვამ იჩინა თავი.
შესაბამისად, ამ პაექრობაზე გაკეთებული არჩევანის შედეგად უნდა გადაწყვეტილიყო
უძველესი კოლხეთის პოლიტიკური ბედი: ტრადიციულად ერთმორწმუნე ბიზანტიელებთან
გააგრძელებდა ის ურთიერთობას თუ ცეცხლთაყვანისმცემელ სპარსელებთან. ცხადია, რომ
კოლხეთის პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი სხვა დროსაც (მათ შორის, გუბაზის მეფის
სიცოცხლეშიც) იდგა დღის წესრიგში, თუმცა გუბაზ მეფის მკვლელობით შექმნილმა
სიტუაციამ ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამძაფრა. განსაკუთრებით ხელსაყრელი ვითარება
შეიქმნა არსებული პოლიტიკური ორიენტაციითა და მმართველობით უკმაყოფილო
დაჯგუფებისთვის და მათ სცადეს, რომ მკვეთრად დაპირისპირებოდნენ ბიზანტიელებთან
პოლიტიკური კავშირის მომხრეებს და თავიანთი გავლენები გაეძლიერებინათ.

აიეტი უპირატესობას ანიჭებდა სპარსელებთან კავშირს, რადგან ბიზანტიელებმა გუბაზ


მეფის ვერაგული მკვლელობის გამო ნდობა დაკარგეს. გარდა ამისა, იგი დიდ მნიშვნელობას
ანიჭებდა ხალხთა ურთიერთგაგების პროცესს და ამის საფუძველს მორალში ხედავდა.
იარაღი ვერ განსაზღვრავს ხალხის ხანგრძლივ გამარჯვებას, არამედ საჭიროა სათნოდ
ცხოვრება, რადგან სათნოებანი უზრუნველყოფენ ადამიანთა სწრაფვას კეთილისაკენ.

ფარტაზი, აიეტისგან განსხვავებით, გუბაზ მეფის ვერაგული მკვლელობის მიუხედავად,


ბიზანტიელებთან პოლიტიკური კავშირის მომხრე იყო. ამის საფუძვლად მას მიაჩნდა
რელიგიური ერთობა ბიზანტიელებთან. სპარსელნი კოლხთა რელიგიას შეავიწროებენ და
საკუთარი სარწმუნოების გავრცელებას მიჰყოფენ ხელსო, - ამტკიცებდა იგი. ფარტაზი, თავის
სიტყვაში, კოლხთა თავისუფლებისადმი სიყვარულს, მათ ტრადიციასა და ზნე-ჩვეულებებს
აღნიშნავდა ხაზგასმით და, ასევე, იმას, რომ ხალხთა შორის ურთიერთგაგების პროცესი მათ
შორის ერთიანი აზრის დამკვიდრებით იქნება მიღწეული. აღსანიშნავია, რომ კრების
მონაწილეებმა საბოლოოდ მაინც ფარტაზის ხედვას დაუჭირეს მხარი.

აიეტისა და ფარტაზის სიტყვათა ფილოსოფიური ანალიზის შედეგად დგინდება, რომ


ორატორული ხელოვნება იმდროინდელ საქართველოში მაღალ დონეზე იყო და
წარმატებული პოლიტიკის წარმართვის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად მიიჩნეოდა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რიტორიკა ქართულ სააზროვნო ტრადიციასა და ქმედით
პოლიტიკაში მუდამ საგანგებო პატივით სარგებლობდა. აიეტისა და ფარტაზის პაექრობა
საყურადღებოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ის კარგად აჩვენებს იმდროიდელი კოლხეთის
სარწმუნოებრივი და ინტელექტუალური ლანდშაფტის სპეციფიკას.

7. რა საგნები ისწავლებოდა ქართულ აკადემიებში?

ქართულ აკადემიებში ისწავლებოდა რიტორიკა, ლიტერატურა, ასტრონომია, მუსიკა,


მათემატიკის ელემენტები, ფილოსოფია, სამართლის საფუძვლები, გეომეტრია,
არითმეტიკა, გრამატიკა, ”ვარსკვლავთმრიცხველობა” (ასტრონომია), მჭედლობა,
”მეკეცეოება” (კერამიკა), მევენახეობა-მეღვინეობა, მთარგმნელობითი ხასიათის საგნები.

8. ვინ იყვნენე წმიდა ასურელი მამები?

ასურელი მამები იყვნენ საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფი, რომელიც VI საუკუნეში მოსულა


საქართველოში სირიიდან. წყაროებში იხსენიებიან „ათორმეტი“ ან „ათსამმეტი ასურელი
მამანი“. სინამდვილეში ისინი მეტნი იყვნენ და რიცხვი 12-13, როგორც ჩანს, საკრალური
მნიშვნელობით არის აღებული.

ასურელი მამების საქართველოში მოღვაწეობის მიზანი ქრისტიანული რელიგიის დაცვა-


განმტკიცება იყო. ი. ჯავახიშვილის მოსაზრებით, ასურელი მამები დიოფიზიტები იყვნენ,
კორნელი კეკელიძე მათ მონოფიზიტებად მიიჩნევდა. დადასტურებულია, რომ ამავე
პერიოდში და ამავე მიზნით ალბანეთსა და სომხეთშიც წავიდნენ სირიელი მოღვაწენი.
საქართველოში ასურელი მამების წამოსვლის მოთავე და ხელმძღვანელი იოანე ზედაზნელი
ყოფილა. პირველად VI საუკუნის I ნახევარში ქ. ანტიოქიიდან დავით გარეჯელი მოსულა,
შემდეგ, VI საუკუნის შუა ხანებში, იოანე ზედაზნელი მოწაფეების თანხლებით, და ბოლოს,
70-იან წლებში კი აბიბოს ნეკრესელი.
ისტორიამ შემოინახა იმ ასურელი მამების სახელები, რომელთა მოღვაწეობამაც თვალსაჩინო
კვალი დატოვა. ესენი არიან, გარდა ზემოთ დასახელებულებისა, შიო მღვიმელი, იოსებ
ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისე
წილკნელი, სტეფანე ქიზიყელი ანუ ხირსელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი,
ზენონ იყალთოელი, ელია დიაკონი, აგრეთვე პიმენი, ნათანე და იოანე.

აღმოსავლეთ საქართველოში ასურელმა მამებმა მრავალი მონასტერი ააშენეს, ქართველ


წარმართულ მოსახლეობასა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში ქრისტიანობა გაავრცელეს
და ჩრდილოეთი მხარეები ეკლესიურად საქართველოს დაუქვემდებარეს. მათი საქმიანობა
ხელს უწყობდა ქართული ფეოდალურ-ქრისტიანული კულტურის გავრცელება-
განმტკიცებას, ნიადაგს უმზადებდა განმათავისუბლებელ ბრძოლებს ირანის წინააღმდეგ.
განამტკიცებდა ბერძნულ-ბიზანტიული ორიენტაციას კულტურულ-პოლიტიკურ სფეროში.

დიდი იყო ასურელი მამების მოღვაწეობა სოციალურ-ეკონომიური შედეგიც. მათ მიერ


დაარსებულმა სამონასტრო ცენტრებმა ხელი შეუწყვეს უდაბურ-უკაცრიელი ადგილების
სამეურნეო ათვისებას. ამავე დროს ეს სავანეები ქართული მწიგნობრობისა და განათლების
ცენტრებად იქცნენ. ასურელი მამების მრწამსი კი, რომელსაც უკიდურესად ასკეტიზმი
ახასიათებდა, საქართველოში გავრცელდა და ასურელი მამებთა ინდივიდუალურ თვისებად
დარჩა. ქართული ასკეტიზმი შედარებით ზომიერი იყო და უფრო ბერძნულს წააგავდა.

ასურელი მამების მოღვაწეობა საქართველოში ქრისტიანულ აღმოსავლეთთან, კერძოდ,


სირიასთან, ტრადიციულ კულტურულ-რელიგიური ურთიერთობის გამოხატულება იყო.
მათ შესახებ ფართო ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა შეიქმნა (ასურელ მამათა ცხოვრებანი).

დავალება:

მოიყვანეთ მონაცემები ევროპის 3 უძველეს უნივერსიტეტზე:

1. პრაღის უნივერსიტეტზე,

კარლის უნივერსიტეტი პრაღაში, ასევე, შემოკლებით კარლის უნივერსიტეტი ან პრაღის


უნივერსიტეტი (ჩეხ. Univerzita Karlova; ლათ. Universitas Carolina) — უძველესი, უდიდესი და
ყველაზე პრესტიჟული ჩეხური უნივერსიტეტია და ასევე ერთ-ერთი უძველესი
უნივერსიტეტია ევროპაში, დაფუძნდა რა 1340-იან წლებში.

როგორც პირველი უნივერსიტეტი ცენტრალურ ევროპაში იგი ამ რეგიონის მრავალ


მწიგნობარს იზიდავდა, ძირითადად, მეზობელი საღვთო რომის იმპერიის გერმანული
მიწებიდან, რომლის დედაქალაქი იმხანად პრაღა იყო, და შესაბამისად, გერმანიაში ხშირად
ის მოიხსენიება, როგორც პირველი გერმანული უნივერსიტეტი (Karlsuniversität),
მიუხედავად იმისა, რომ პირველი უნივერსიტეტი გერმანულენოვან სამყაროში ვენაში
დაარსდა (1365), ხოლო პირველი უნივერსიტეტი თანამედროვე გერმანიის ტერიტორიაზე კი
— ჰაიდელბერგში (1386).
შანხაის ჯიაო ტონგის უნივერსიტეტის მიერ წარმოებული ყოველწლიური გამოკვლევის
თანახმად, მსოფლიო უნივერსიტეტების თანამედროვე აკადემიური რანგით პრაღის
უნივერსიტეტი წამყვანია არა მხოლოდ ჩეხეთის რესპუბლიკაში, არამედ სრულიად
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უნგრეთის სცეგედის უნივერსიტეტთან ერთად.

ჩეხური წყაროების უმრავლესობა XIX საუკუნიდან მოყოლებული - ენციკლოპედიები,


ისტორიის სახელმძღვანელოები და თავად უნივერსიტეტის მასალები - მიუთითებენ
უნივერსიტეტის დაფუძნების თარიღად 1348 წელს. ამ წლის 7 აპრილს კარლ I-მა, ბოჰემიის
მეფემ (მოგვიანებით ცნობილი, როგორც კარლ IV, წმინდა რომის იმპერატორი) გამოსცა
ბრძანება ამ დაწესებულებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭების შესახებ.
თუმცა ერთი წლით ადრე (1347) პაპმა კლემენტ VI-მ 26 იანვარს უკვე გასცა მსგავსი
ბრძანებულება, რომელიც დასაბამს აძლევს ქრისტიანულ სამოძღვრებო დაწესებულებას.
მეფის ბრძანებულებით ეს დაწესებულება საეკლესიო დაქვემდებარებიდან
თავისუფლდებოდა. უნივერსიტეტის შექმნის დღედ მეფის ბრძანებულების თარიღის
აღნიშვნა შესაძლოა XIX საუკუნის ანიტი-კლერიკალური მიმართულების ზეგავლენად უნდა
მივიჩნიოთ.

ბოლონიისა და პარიზის უნივერსიტეტების მოდელზე შექმნილი პრაღის უნივერსიტეტი


სტუდენტებისთვის 1349 წელს გაიხნა. არქიეპისკოპოს არნოსტ პარდუბისელს
მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის უნივერსიტეტის ჩამოყალიბების საქმეში, ვინაიდან მან
აიძულა საეკლესიო მოძღვრები მასწავლებლობისთვის გარკვეული დრო დაეთმოთ.
ლექციები კოლეჯებში ტარდებოდა, რომელთა შორის უძველესია „კაროლინუმი“.
უნივერსიტეტი დაყოფილი იყო ჩეხურ, ბავარიულ, საქსონურ და პოლონურ
განყოფილებებად, რომელთაც „ნაციები“ ეწოდებოდა.

1403 წელს უნივერსიტეტში აკრძალეს ჯონ ვიკლიფის მოძღვრებების სწავლება, თუმცა მისი
დოქტრინა შემდგომშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იან ჰუსმა, რომელიც
უნივერსიტეტის დეკანი და რექტორი იყო, ვიკლიფის ტრიალოგუსი ჩეხურ ენაზე თარქმნა.
უნივერსიტეტის სხვა ნაციებმა მხარი პაპ გრეგორი XII-ს დაუჭირეს. თუმცა ჰუსმა იცოდა
როგორ გამოეყენებინა მეფე ვენცესლაუსის ოპოზიცია გრეგორის მიმართ. 1409 წლის კუტნა
ჰორას დეკრეტის მიხედვით (ჩეხ. Dekret Kutnohorský) ჰუსსა და ჩეხურ ნაციას
უნივერსიტეტის საქმეებში სამი ხმის უფლება მიეცათ, მაშინ როცა სხვა ნაციებს ერთად
მხოლოდ ერთი ხმის უფლება დარჩათ. ამ დეკრეტის გამო პროტესტის ნიშნად ყველა
გერმანელი პროფესორი და სტუდენტი 1409 წლის მაისში ლაიპციგის უნივერსიტეტში
გადადის. პრაღის უნივერსიტეტმა დაკარგა საკუთარი მასწავლებლებისა და სტუდენტების
უდიდესი ნაწილი. მას შემდეგ უნივერსიტეტმა დაკნინება დაიწყო და მცირე ხანში საკმაოდ
დაბალი სტატუსის ეროვნულ დაწესებულებად გადაიქცა. ათწლეულების განმავლობაში არც
ერთი ხარისხი არ გაცემულა და მხოლოდ ხელოვნების ფაკულტეტი ფუნქციონირებდა. კარლ
IV-ის ვაჟმა, იმპერატორმა ზიგისმუნდმა უნივერსიტეტის ნარჩენები საკუთარი
მფარველობის ქვეშ აიყვანა და მის აღორძინებას შეეცადა, რაც ნაწილობრივ მიღწეულ იქნა
იმპერატორ რუდოლფ II-ის მიერ, მისი პრაღაში გადასვლის შემდეგ. იმპერატორმა
ფერდინანდ I-მა მოაწყო პრაღის იეზუიტების ყრილობა, რომელთა გადაწყვეტილებით
უნივერსიტეტში აკადემია გაიხსნა. მალევე, მათ უნივერსიტეტის მმართველობის სადავეები
ჩაიგდეს ხელთ, თუმცა 1618-1621 წლებში ისინი გაძევებულ იქნენ. 1622 წლისთვის
იეზუიტები ისევ გაძლიერდნენ და იმპერატორზე დიდი გავლენა მოიპოვეს. საიმპერატორო
განკარგულებით იეზუიტებს უზენაესი განკარგვის უფლება მიეცათ მთელ სასკოლო
სისტემაზე ბოჰემიაში, მორავიასა და სილეზიაში. კაროლინუმში ამ დროისთვის დარჩენილი
ოთხი პროფესორიც გადადგა და უნივერსიტეტის ათივე კოლეჯი იუზუიტების ხელში
გადავიდა.

2. ვენის უნივერსიტეტზე,

ვენის უნივერსიტეტი არის საჯარო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ვენაში,


ავსტრიაში. იგი დაარსდა დუკ რუდოლფ IV- ის მიერ 1365 წელს და არის უძველესი
უნივერსიტეტი გერმანულენოვან მსოფლიოში. თავისი გრძელი და მდიდარი ისტორიით,
ვენის უნივერსიტეტი გადაიქცა ევროპის ერთ – ერთ უდიდეს უნივერსიტეტში და ასევე ერთ
– ერთი ყველაზე ცნობილი, განსაკუთრებით ჰუმანიტარულ მეცნიერებაში. ეს იყო
აკადემიური სახლი ისტორიული და აკადემიური მნიშვნელობის მრავალი მკვლევარისთვის.
უნივერსიტეტს ასევე არაფორმალურად „ჰოპტუნისაც“ უწოდებენ.

3. სალამანკის უნივერსიტეტზე.

სალამანკას უნივერსიტეტი (ესპანეთი) ერთერთი უძველესი სასწავლებელია, ეს იყო


პირველი უნივერსიტეტი, რომელიც უცხო ქვეყნიდან მოსულ სტუდენტებს იღებდა.
უნივერსიტეტი სიძველესთან ერთად ცნობილია ბაროკოს არქიტექტურული ნიმუშებით. იგი
ესპანეთის სიძველით მეორე უნივერსიტეტია (პირველი იყო პალენსიის უნივერსიტეტი,
ამჟამად აღარ არსებობს), და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი. დააარსა ალფონსო IX-მ 1218
წელს. აქ ისწავლებოდა: სამოქალაქო სამართალი, მედიცინა, ლოგიკა, გრამატიკა, მუსიკა და
რელიგიური სამართალი. ის იყო პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება რომელმაც
საკუთარი ბიბლიოთეკა შექმნა. კურსადმტავრებულები არიან ისეთი გენიოსები,
როგორებიცაა მიგელ დე უნამუნო, ადოლფო სუარესი, ფერნანდო დე როხასი, მატეო ალემანი
და სხვები. ლეგენდის თანახმად, თუ სტუდენტები ამფიბიებს ითამაშენდნენ, ისინი
მარტივად ჩააბარებდნენ გამოცდებს. ბოლო წლებში უძველესი სალამანკა Unesco - მ
მსოფლიო მემკვიდრეობის კულტურულ ძეგლად გამოაცხადა.

You might also like