You are on page 1of 3

ჩანგური

• აკაკი წერეთლის ლექსი "ჩანგური " დაწერილია 1871

• სათაურში ნახსენები "ჩანგური" არის პოეტის ჩანგი,პოეტის ქნარი.

• " ჩანგური "ამ ლექსში პოეზიის სიმბოლოა .

• თბილისში მდგარ აკაკის ქანდაკებას სწორედ "ჩანგური " უპყრია ხელთ.

• ლექსი ეძღვნება ან. მუსხელიშვილისას

• ლექსში ავტორი ეხება პოეზიის (როგორც ქვეყნად სიმართლის დამამკვიდრებლის) და


პოეტის(როგორც სიმართლის მცველის) დანიშნულებას.

• ლექსის პირველივე სტროფში მკითხველი ეცნობა ავტორის აზრს პოეზიის მისიაზე.

• ჭეშმარიტი პოეზია,როგორც "სიბრძნის ერთ-ერთი დარგი " სიმართლეს და მაღალი


იდეალებს უნდა განამტკიცებდეს .სუფთა გრძნობებს უნდა აღვივებდეს.

„მე ჩანგური მისთვის მინდა,

რომ სიმართლეს მსახურებდეს,

განამტკიცოს აზრი წმინდა,

გულს სიწმინდით ახურებდეს! „

ჭეშმარიტი პოეზია („ჩანგური“) მაგნიტივით იზიდავს ადამიანთა სმენას და გულებს.


ადამიანთა ცხოვრება სიხარულისა და მწუხარებისგან შედგება. ჭეშმარიტ პოეზიას
ორივესთვის უნდა შეეძლოს ხმის აყოლება.

„ერთი ჰქონდეს მას საგანი:

ჰარმონია მისი ხმების

ცხოვრებაში იყოს ბანი


ხან ლხენის, ხან მწუხარების! ‘’

• ჭეშმარიტ პოეტსაც ორ ხმაზე უნდა შეეძლოს თავისი პოეზიის ქნარის აჟღერება, თუ არ სურს
,რომ მისი „ჩანგური’’(პოეზია) უქმად ეგდოს ადამიანებისთვის

• აკაკის მიჩნია,რომ ნამდვილ პოეტის შემოქმედებას შვება უნდა მოჰქონდეს


დაჩაგრულებისათვის და დიდი გართულებები მჩაგვრელებისთვის.

„რომ დაჩაგრულს იმ სიმღერით

თვალთ ცრემლები ეშრობოდეს

და მჩაგვრელს კი გულში ძგერით

ისარივით ესობოდეს! ‘’

• იმავდროულად ყველა ჭეშმარიტ პოეტს დიდი სიმტკიცე , სიმამაცე და ვაჟკაცობა


მოეთხოვება.სიმართლეს ხომ ბევრი ძლიერი მტერი ჰყავს ყოველთვის.

„გამიქვავდეს მაშინ ენა,

თუ რომ ვისმე მივეფერო,

და გამიხმეს ეს მარჯვენა,

თუ სიმრუდით სიმთ ვაჟღერო!...

(აქ ჩანს პოეტის სიმტკიცე და პრინციპულობა)

რაგინდ ბედით ვიყო კრული,

საშინელიც მექნეს ბოლო, -

არ შედრკება ჩემი გული,

გინდა ქვითაც ჩავიქოლო!

(აქ ჩანს პოეტის სიმამაცე)


სხვისი ლხინით ხომ ვიხარებ,

თუ რომ ჩემ თავს დავრჩი ავად,

და მაინც არ აღვიარებ

შავს თეთრად და თეთრსა შავად!

(აქ ჩანს პოეტის ვაჟკაცობა)

You might also like