You are on page 1of 6

„გამჭრიახების დღე“

მე-2 კლასი
ტესტირებაზე არ შეიძლება:

მობილური წიგნები, დამხმარე მასალები გადაწერა გადალაპარაკება საუბარი

შედეგები 10 სამუშაო დღის განმავლობაში გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე www.sherlock.ge, შედეგების


სანახავად აუცილებელია მონაწილის კოდის მითითება.

ტურის - 25 დავალება.
ტესტის მაქსიმალური ქულა - 30

სავარაუდო პასუხებიდან მხოლოდ ერთია სწორი. ორი ან მეტი პასუხის დაფიქსირების შემთხვევაში,
ამოცანის პასუხი უქმდება და მონაწილეს აღნიშნულ ამოცანაში ეწერება ნული ქულა.

თუ თქვენ აღმოაჩინეთ ხარვეზი ტესტში, ან თვლით , რომ თქვენს მიერ გაცემული პასუხი სწორია და
გიფიქსირდებათ არასწორად, გამოაგზავნეთ საპრეტენზიო განაცხადი მეილზე : info@sherlock.ge თქვენი
აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდება რეიტინგის მიხედვით.


1. რომელი ფიგურა უნდა ეხატოს ცარიელ უჯრაში?

A) B) C) D)

2. რა უნდა ეწეროს კითხვის ნიშანის ( ) ნაცვლად?

; ; ; ; ;

A) 6 B) 7 C) 8 D) 9

3. რამდენი ოთხკუთხედია ნახაზზე?

A) 4 B) 5 C) 7 D) 9

4. რომელია ზედმეტი სიტყვა?


A) კალამი B) ფანქარი C) ბურთი D) ჩანთა

5. ჩასვი გამოტოვებული რიცხვი:

A) 10 B) 11 C) 12 D) 13
6. იპოვეთ სიტყვა, რომელიც მნიშვნელობით ყველაზე ახლოსაა მოცემულ სიტყვასთან:
ტორტმანი

A) ტორტების მოყვარული; C) ბარბაცი;


B) ღრეობა; D) საფულე.

7 . მოძებნე სიტყვების საერთო დაბოლოება .

A) ლი B) ლა C) დი D) ვი

8. იპოვე ნიმუშის მსგავსი სიტყვათა წყვილი


სახლის - სახურავი
A) ფანჯრის - რაფა
B) აივნის - საფეხური
C) კარის - მოაჯირი
D) კედლის - სახელური

9. ჩასვი წინადადებაში შესაფერისი სიტყვა:


არწივი ........ ფრინველია.

A) პატარა B) მტაცებელი C) მომღერალი D) შინაური

10. ჩამოთვლილთაგან რომელი წინადადებაა აზრით ყველაზე ახლოს მოცემულ ანდაზასთან:


რასაც დასთეს, იმას მოიმკიო.
A) ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო.
B) რაც მოგივა, დავითაო, ყველა შენი თავითაო.
C) მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო.
D) ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა.

11. ნინი, ანი, დეა და ლიზი მეგობრები არიან. ნინი ანიზე მაღალია, ანი ლიზიზე მაღალია, ლიზი
დეაზე მაღალია. ვინ არის მეგობრებში ყველაზე დაბალი?

A) ანი B) ლიზი C) ნინი D) დეა


12. ყუთში მხოლოდ წითელი, ყვითელი, ლურჯი და მწვანე ფანქრებია. თორნიკემ ყუთიდან
ამოიღო 5 ფანქარი. მას აუცილებლად ექნება:
A) ორი წითელი ფანქარი C) ორი ერთნაირი ფერის ფანქარი
B) ორი ლურჯი ფანქარი D) ორი მწვანე ფანქარი

13. ანა, მარი და თათია ცეკვაზე დადიან. ერთი მათგანი ქართულ ცეკვებს სწავლობს, მეორე-
სამეჯლისოს, მესამე-თანამედროვეს. ანა არ სწავლობს ქართულ ცეკვებს, მარი კი არ სწავლობს არც
ქართულ და არც სამეჯლისო ცეკვებს. როგორ ცეკვებს სწავლობს თათია?
(2 ქულიანი)
A) ქართულს B) სამეჯლისოს C) თანამედროვეს D) შეუძლებელია დადგენა

14. გამოიტანეთ დასკვნა შემდეგი წინადადებებიდან:


 ყველა, ვინც 7 წლისაა, მეორე კლასის მოსწავლეა.
 ნია 7 წლისაა. (2 ქულიანი)

A) ყველა მეორე კლასელი 7 წლისაა C) ყველა მეორე კლასელი კარგად სწავლობს


B) ნია მეორე კლასშია D) ნია არ არის მეორე კლასში

15. თუ გაქვთ 10-თეთრიანი და 5-თეთრიანი მონეტები, რამდენნაირად შეგიძლიათ შეადგინოთ 30


თეთრი?
A) 3 B) 4 C) 5 D) 6

16. 5 წლის შემდეგ ლაშა 14 წლის იქნება. რამდენი წლის იყო ლაშა 3 წლის წინ?
A) 6 B) 7 C) 8 D) 9

17. ნანამ 4-ლარიანი წიგნის შესაძენად გამყიდველს 10 ლარიანი მიაწოდა. გამყიდველმა ხურდა 2-
ლარიანებით დაუბრუნა. რამდენი 2-ლარიანი ეკუთვნის ნანას?
A) 2 B) 3 C) 4 D) 5

18. ანას 6 შოკოლადი აქვს, თეას კი - 12. რამდენი შოკოლადი უნდა მისცეს თეამ ანას, რომ ორივეს
თანაბარი რაოდენობის შოკოლადები გაუხდეთ?
A) 2 B) 3 C) 4 D) 5

19. ბურთის ფასი იყო 5 ლარი, თოჯინა ღირდა 8 ლარი. ახლა მათი ფასები გაორმაგდა. რამდენი
ლარით ძვირი ღირს ახლა თოჯინა ბურთზე?
A) 5 B) 6 C) 8 D) 10
20. მოცემულ ცხრილში 1 ვარსკვლავი 5 ბავშვს აღნიშნავს. ცხრილის მიხედვით უპასუხეთ
კითხვას: რამდენით მეტი ბავშვია პირველ კლასში მეორესთან შედარებით?

I
კლასი
II
(2 ქულიანი)
კლასი

A) 2 B) 1 C) 5 D) 10

21. რომელი ხილი უნდა იყოს კვადრატის ნაცვლად?

(2 ქულიანი)

A) B) C) D)

22. საკლასო ოთახში 12 მერხი დგას. თითო მერხთან ორი ადგილია. ახლა კლასში 15 ბავშვია.
კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოვიდეს, რომ ყველა ადგილი შეივსოს?

A) 7 B) 8 C) 9 D) 10

23. კლასში 20 ბავშვი იყო. მათ ჯერ მიემატა 10 ბავშვი, შემდეგ მათი რაოდენობა განახევრდა.
რამდენი ბავშვია ახლა კლასში?

A) 10 B) 15 C) 16 D) 20

24. ეზოში 5 ბიჭი ველოსიპედებით სეირნობს. ყველას ჰყავს ველოსიპედი. დათოს, რეზოს და
ნიკას ჰყავთ ორბორბლიანი ველოსიპედები, ხოლო ლუკას და დაჩის კი სამბორბლიანები.
რამდენი ბორბალი აქვს ყველას ველოსიპედს ერთად?
(2 ქულიანი)

A) 8 B) 12 C) 14 D) 20

25. ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ორნიშნა რიცხვის ერთეულებისა და ათეულების ციფრთა


ჯამია 7-ის ტოლი?

A) 51 B) 56 C) 61 D) 65
პასუხები:

1 B 6 C 11 D 16 A 21 C
2 D 7 C 12 C 17 B 22 C
3 D 8 A 13 A 18 B 23 B
4 C 9 B 14 B 19 B 24 B
5 C 10 B 15 B 20 D 25 C

You might also like