You are on page 1of 6

6@

თვალს სფერული ფორმა აქვს და გააჩნია სამი გარსი: გარეთა, შუა და შიგნითა. გარეთა
გარსი მრავალ კოლაგენურ ბოჭკოს შეიცავს და შემაერთებელი ქსოვილისგან არის
აგებული. გარეთა გარსი რქოვანად და სკლერად იყოფა. შუა გარსი შედგება:
სისხლძარღვოვანი ნაწილის, წამწამისებრი სხეულისა და ფერადი გარსისგან(იგი ფერს
ანიჭბს თვალს და ფერადი გარსის შუა ადგილას გუგაა მოთავსებული, გუგის უკან კი
ბროლია). შიგნითა გარსი წინა და უკანა ნაწილად იყოფა. წინა ნაწილი მცირეა და არ
შეიცავს ფოტორეცეფტორებს, განსხვავებით უკანასგან, რომელსაც რთული აგებულება
აქვს. უკანა პოლუსთან ვხვდებით ჩაღრმავებას, რომელსაც ეწოდება ცენტრალური
ფოსო. ეს უკანასკნელი ძალზე მგრძნობიარეა სინათლის სხივებისადმი. ფოსოს
გვერდით ვხვდებით დისკოსებრ სტრუქტურას, რომელშიც სისხლძარღვები და
მხედველობის ნერვი გადის. სტრუქტურაში არ ვხვდებით ფოტორეცეფტორებს და მას
ბრმა ლაქა ეწოდება. კაკლის ნორმალურ ფორმას თვალის შიდა სითხე განაპირობებს.
ბადურა წარმოადგენს თვალის შიგნითა სინათლის შემგრძნებ გარსს და შეიცავს
ფოტორეცეპტორებს. ბადურაზე ვხვდებით ორი ტიპის ფოტორეცეპტორებს: კოლბებსა
და ჩხირებს. ჩხირები მეტად მგრძნობიარეა სინათლის მიმართ თუმცა ფერებს ვერ
არჩევს. იგი უზრუმველყოფს აქრომატულ ხედვას. მათი მეოხებით სიკაშკაშის
გარჩევა(სკოტოპიური ხედვა) ხდება. კოლბები კი ნაკლებად მონაწილეობენ ღამით და
მათი საშუალებით დღისით სინათლეს ვარჩევთ. მათი დახმარებით ვარჩევთ
სიკაშკაშეს და ფერთა სპექტრს.(ფოტოპიური ხედვა). მხედველობის რეცეპტორული
უჯრედების გააქტიურება ხდება ბადურაში არსებული ჩხირებისა და კოლბებში
მყოფი ქიმიური ნივთიერების დაშლით(სინათლის სხივის საშუალებით). ჩხირებში
ვხვდებით ნივთიერება როდოპსინს, ხოლო კოლბებში - ფერად პიგმენტს.
როდოპსინში პიგმენტი რეტინალი სკოტოპსინთანაა დაკავშირებული და ფერად
პიგმენტში ცილა ფოტოპსინთან. სინათლის მეშვეობით ჩხირებში აქტივდება
როდოპსინი და იწყებს დაშლას. სიცლდება რეტინალი და მიიღება სკოტოპსინი და
ტრანს რეტინალი. ტრანს რეტინალი ცის რეტინალად გარდაიქმნება და ისევ

შეუერთდება ცილა სკოტოპსინს და აღდგება როდოპსინად.

3@

აპარატი მოიცავს 3 ნახევარრკალოვან არხს: წინას, უკანას და გვერდითას.


თითოეულის ერთი ბოლო ქმნის ამპულას. ამპულებს შუა განყოფილებებში
მოთავსებულია რეცეპტორული უჯრედების მქონე კრისტები. კრისტების ზემოთ არის
კუპულა, რომელშიც შეჭრილია რეცეპტორული უჯრედების წამწამები: კინო და
სტერეოცილები. რეცეპტორული უჯრედების გააქტივება თავის ტრიალის დროს
ხდება. ნახევარრკალოვანი არხის ბრუნვის დროს ენდოლიმფა ცდილობს საწყისი
მდგომარეობა შეინარჩუნოს, რის გამოც აწვება კუპულას და იწვევს ამ უკანასკნელის
გაზნექვას. შემდგომ ხდება კაპულაში შეჭრილი წამწამების გადახდა და
რეცეპტორული უჯრედის პასუხი. თავის საწინააღმდეგო მიმართულებით
მოტრიალების შემთხევავაში, მაშინ კაპულა გაიზნიქება საწინააღმდეგო მხარეს და
რეცეპტორული უჯრედის პასუხი სხვაგვარი იკნება. თითოეულ ნახევარრკალოვან
არხში ყველა კინოცილა ორიენტირებულია ერთი მიმართულებით, რის გამოც ერთი
მიმართულებით თავის ტრიალისას კინოცილა გადაიხრება ერთ მხარეზე და შემდგომ
ხდება რეცეპტორული უჯრედების ჰიპერპოლარიზაცია ან დეპოლარიზაცია.
ვესტიბულარულ აფერენტებში შესაბამისად გაძლიერდება ან შესუსტდება რიტმული
იმპულსაცია, რის გამოც ადამიანი თავის ტრიალის მიმართულებას გრძნობს. ერთი
თქმით, როდესაც ადამიანი თავს აბრუნებს, ნახევრადრკალოვან არხებში წონასწორობა

ირღვევა და მას თავბრუ ეხვევა.

1@
ცხვირის ზედა ნიჟარა მოიცავს ყნოსვის სენსორულ ზონებს. საყნოსავ მემბრანაში
ვხვდებით მრავალ განლაგებულ ბიპოლარულ ნერვულ უჯრედს: ესენია ყნოსვის
რეცეპტორული და საყრდენი უჯრედები. რეცეპტორული უჯრედების თითო
ბოლოდან გამოდის დიდი დენდრიტი, რომლებსაც ერთვის წამწამისებრი მორჩები. ამ
უკანასკნელს ეწოდება საყნოსავი წამწამები(ცილიები). ცილიები ლორწოვან ფენაშია
შეჭრილი, რომელიც შექმნილია საყნოსავ მემბრანაში განლაგებული ბოუმენის
ჯირკვლების სეკრეტისგან. რეცეპტორულ უჯრედებს ლორწოვანი ფენა ფარავს
ზემოდან და იცავს გამოშრობისგან. რეცეპტორული უჯრედების მეორე ბოლოდან
გამოსული აქსონები, ანუ საყნოსავი ძაფები გადიან ძვლოვანი ფირფიტის
ხვრელებს(ზედა ნიჟარის თაღში) და შედიან საყნოსავ ბოლქვში და სინაფსურ
კავშირებს ამყარებენ გლომერულუსებში განლაგებულ 1 რიგის საყნოსავ
ნეირონებთან. სუნის შესუნთქვისას ღიზიანდება ხდება კონტაქტის დამყარება
რეცეპტორული უჯრედების წამწამებთან და ხდება მათი გაღიზიანება. დაკავშირება
რთავს სიგნალის გადაცემის გზას, რომელიც მოიცავს G - პროტეინებს, ადენილატ
ციკლაზას და ციკლურ ამფ-ს. შემდგომ წამწამების ზედაპირული მემბრანა განვლადი
ხდება დადებითი იონთათვის. ეს იონები დიდი რაოდენობით შედიან მემბრანის
შიგნით და რეცეპტორული უჯრედების დეპოლარიზაციას განაპირობებენ.
რეცეპტორული უჯრედების აგზნება ააქტივებს გლომერულუსის ნეირონებს. ყოველ

სუნს შესაბამისი გლომერულუსი მიესადაგება და რეაგირებს.

2@

სმენის ორგანოში სამი განყოფილებაა: გარეთა ყური, შუა და შიგნითა ყური. გარეთა
ყურს ქმნის ნიჟარა და სასმენი მილი. სასმენი მილი მთავრდება დაფის აპკით. შუა
ყურში ვხვდებით სასმენ ძვლებს - ჩაქუჩს, გრდემლსა და უზანგს. ჩაქუჩი ერთი
ბოლოთი დაფის აპკს უკავშირდება, მეორეთი გრდემლს. გრდემლი კი უზანგს
უკავშირდება და ამ უკანასკნელის ძირი ოვალურ სარკმელშია მოთავსებული და ეხება
შიგნითა ყურის ლაბირინთში არსებულ პერილიმფას. შუა ყურის ღრუ ევსტაქის
ლულის გზით ხორხს უკავშირდება. ევსტაქის ლულა კი ყლაპვის დროს იღება რის
შემდგომ ხდება შუა ყურის ვენტილაციას და წნევათა გათანაბრებას გარემოსა და შუა
ყურს შორის. შიგნითა ყური სითხით სავსე საკნებისგან შედგება. ეს საკნები მოიცავს
წონასწორობის ორგანოს - ნახევრადრკალოვან არხებს და ლოკოკინას, რომელიც
სმენაზეა პასუხისმგებელი. ლოკოკინა სამ არხს შეიცავს: სკალა ვესტიბულს, სკალა
მედიასა და სკალა ტიმპანის. სკალა მედიასა და სკალა ტიმპანს შორის ბაზალური
მემბრანაა, რომელზეც გასქელებას ვხვდებით - კორტის ორგანოს. კორტის ორგანო
მრავალ ელექრომაგნიტური მგრძნობელობის წამწამებიან უჯრედებს შეიცავს, ანუ
სმენის რეცეპტორებს. ბგერითი ტალღისას, დაფის აფკი ვიბრირებს და ეს ვიბრაცია
გადაეცემა ჯერ ჩაქუჩს, შემდგომ გრდემლსა და უზანგს.უზანგის ძირი რიტმულ
გადაადგილებას იწყებს ოვალურ სარკმელში. რის შედეგადად მოძრაობაში მოდის
ძვლოვან ლაბირინთში მყოფი პერილიმფა, რაც ზემოქმედებას ახდებს სასმენ
ლოკოკინაზე. ლოკოკინის მემბრანა აგებულია შემაერთებელი ქსოვილსისგან და იგი
მოიცავს 30 000მდე ფიბროზულ ბოჭკოს, რომელთა ერთი ბოლო ფიქსირდება ძვლოვან
ღერძთან ხოლო მეორე თავისუფალია. ბგერითი ტალღა სწორედ ფიბროზული
ბოჭკოების ვიბრაციას იწვევს. შემდგომ ხდება რეცეპტორული უჯრედების
გაღიზიანება სადაც აღიძვრება ნერვულ იმპულსთა სერია, რომელიც გადაეცემა

სპირალურ კვანძს.

5@ არსებობს სამი ტიპის: ტაქტილური შეგრძნება, თერმორეცეპტორული შეგრძნება


და ნოციცეპტორული, იგივე ტკივილის შეგრძნება. მექანორეცეპტულ შეგრძნებას
დასაბამს აძლევს ტაქტილური რეცეპტორების გააქტიურება. ტაქტილური
რეცეპტორების 6 ტიპია სულ: თავისუფალი ნერვული დაბოლოებები, მეისნერის
სხეულაკები, თმის ძირის ნერვული დაბოლოებები, მერკელის დისკოები, რუფინის
სხეულაკები და პიჩინის სხეულაკები. თავისუფალი ნერვული დაბოლოებები და
მეისნერის სხეულაკები გავრცელებულია ტუჩებში, და კანის სხვადასხვა უბნებში.
მერკელის დისკოებსაც იქვე ვხვდებით, თუმცა მცირე რაოდენობით შედარებით. თმის
ძირის რეცეპტორები ჰგავს თავისუფალ ნერვულ დაბოლოებას და იგი მოთავსებულია
თმის ძირებში. რუფინის სხეულაკები კანის ღრმა შრეშია განლაგებული და იგი ნელა
ადაპტირდება. პაჩინის სხეულაკები ორგვარი ლოკალიზაციისაა: ნაწილი კანის ქვეშაა
განლაგებული, დანარჩენი კი ღრმა ქსოვილებში. ისინი სწრაფად ადაპტირებადი
არიან. მათი საშუალებით სწრაფი მოძრაობით გამოწვეული გაღიზიანების შეგრძნება
ხდება. ტაქტილური რეცეპტორებიდან გამოსული აფერენტები ზურგის ტვინში
დორსალური ფესვების გზით შედის და გადადის კონტრალატერალურ მხარეზე და
სინაფსებით მთავრდება მეორე რიგის ნეირონებზე. ამ უკანასკნელთა აქსონები თეთრი
ნივთიერების ლარს გაივლის და აღწევს თალამუსს და სინაპსებით მთავრდება ქვედა
უკანა-გვერდითი ბირთვის სარელეო ნეირონებზე და ამ სარელეო ნეირონების
აქსონები ქერქის საპროექციო ზონისკენ მიემართება.

@4

ოვალური სარკმლის უკან ვხვდებით ვესტიბულას, რომელიც მოიცავს ორ


განყოფილებას - საკულასა და უტრიკულას. მათი შიგნითა ზედაპირი სენსორულ
უბნებს შეიცავს - მაკულებს, სადაც მრავალი რეცეპტორული უჯრედი იმყოფება. მათ
ზედა ბოლოზე წამწამების რიგია განლაგებული(სტერეოცილია და კინოცილია,
რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან ფილამენტებით) უტრიკულა
იხსნება სამ ნახევრადკალოვან არხში, რომელიც წონასწორობის აპარატის ფუნქიცას
ასრულებს. საკულასა და უტრიკულაში მყოფი წამწამოვანი უჯრედები პასუხობენ
თავიანთ პოზიციის ცვლილებას გრავიტაციასთან მიმართებაში და ხაზობრივ
აჩქარებას. ეს წამწამოვანი უჯრედები განლაგებულნი არიან კლასტერებად და ყველა
წამწამი პროეცირდება პატარა კალციუმის კარბონატის ნაწილაკებში(ანუ ისინი
შეჭრილნი არიან ოტოლითურ მემბრანაში), რომლებსაც ოტოლითები ეწოდებათ. ეს
ნივთიერება უტრიკულასა და საკულაში არსებულ ენდოლიმფასთან შედარებით
მეტად მძიმეა, რის გამოც გრავიტაცია ქვემოთ ექაჩება რეცეპტორული უჯრედების
წამწამებს და მოქმედების პოტენციალებს აგზავნის მე 8 ნერვის ვესტიბულარულ
ტოტში მყოფ მგრძნობიარე ნეირონებში. სხეულის განსხვავებული კუთხეები
განსხვავებული წამწამოვანი უჯრედებისა და მათი მგრძნობიარე ნეირონების
სტიმულაციას იწვევს. თუკი ადამიანი თავს წინ გადახრის, მაშინ წამწამოვან
უჯრედებზე მოქმედი ძალის ცვლილევა ხდება და უჯრედი ან გაზრდის
ნეირომედიატორის გამოყოფას, ან შეამცირებს. ტვინი იმპულსების წარმოქმნის

ცვლილავას აღიქვამს როგორც თავის პოზიციის შეცვლას.

You might also like