You are on page 1of 223

ლევან ტავლალაშვილი

ნიკოლოზ შონია

ქართველი მეფეები

თბილისი 2019
სარჩევი

შესავალი....................................................................................................................................................- 2 -
I.ანტიკურიეპოქა.....................................................................................................................................- 3 -
საქართველოსმიმოხილვაქართლისსამეფოსდაარსებამდე (ძვ. წ. XII-IV).......................................- 4 -
ქართლისსამეფოსდაარსება: აზოდაფარნავაზი...............................................................................- 7 -
საქართველოდარომთანურთიერთობისპირველიეტაპი...............................................................- 11 -
რომთანურთიერთობისმეორეეტაპი: ფარსმან I დაფარსმან II.......................................................- 15 -
ამაზასპიდამდგომარეობაქრისტიანობისმიღებამდე.....................................................................- 20 -
მეფემირიან III დაქრისტიანობისმიღება...........................................................................................- 23 -
მირიანმეფედან - ვახტანგგორგასლამდე.........................................................................................- 28 -
ვახტანგგორგასალი.............................................................................................................................- 31 -
II. საქართველოსგაერთიანებამდე....................................................................................................- 39 -
ვახტანგგორგასლიდან - ბაგრატIII-მდე.............................................................................................- 39 -
III. ერთიანისაქართველო....................................................................................................................- 52 -
ბაგრატIII................................................................................................................................................- 52 -
გიორგიI.................................................................................................................................................- 59 -
ბაგრატIV................................................................................................................................................- 62 -
გიორგიII................................................................................................................................................- 66 -
დავით IV აღმაშენებელი.....................................................................................................................- 72 -
დემეტრე I..............................................................................................................................................- 80 -
გიორგი III..............................................................................................................................................- 83 -
თამარმეფე.............................................................................................................................................- 90 -
ლაშა-გიორგი, მონღოლები, რუსუდანი, დავითულუდადავითნარინი...................................- 100 -
ორადგაყოფილისამეფო....................................................................................................................- 120 -
გიორგიბრწყინვალე..........................................................................................................................- 127 -
გიორგიბრწყინვალედან - ალექსანდრედიდამდე........................................................................- 134 -
ალექსანდრე I დიდი..........................................................................................................................- 142 -
საქართველოსდაშლასამეფოსამთავროებად.................................................................................- 146 -
IV. დაშლილისაქართველო...............................................................................................................- 148 -
IV. 1. იმერეთისსამეფო...................................................................................................................- 148 -

1
იმერეთისსამეფოსწარმოქმნადაპირველიმეფეები...................................................................- 148 -
ბაგრატIII..........................................................................................................................................- 152 -
ამასიისზავისშემდეგ.....................................................................................................................- 156 -
იმერეთისსამეფოდამისიმეფეებიXVII საუკუნეში.....................................................................- 160 -
სოლომონI.......................................................................................................................................- 164 -
იმერეთისსამეფოსგაუქმება..........................................................................................................- 169 -
IV. 2. კახეთისსამეფო......................................................................................................................- 172 -
კახეთისსამეფოსწარმოქმნა..........................................................................................................- 172 -
ალექსანდრე II.................................................................................................................................- 177 -
თეიმურაზI......................................................................................................................................- 180 -
ირანისმმართველობაკახეთშიდამუსლიმიმეფეები.................................................................- 184 -
IV. 3. ქართლისსამეფო....................................................................................................................- 187 -
ქართლისსამეფოსწარმოქმნადაპირველიმეფეები....................................................................- 188 -
სვიმონ I............................................................................................................................................- 191 -
ქართლისსამეფო XVII საუკუნეში.................................................................................................- 196 -
ვახტანგ VI........................................................................................................................................- 198 -
IV. ქართლ-კახეთისმეფეები.........................................................................................................- 205 -
თეიმურაზII.....................................................................................................................................- 205 -
ერეკლეII..........................................................................................................................................- 209 -
გიორგი XII დაქართლ-კახეთშიმეფობისგაუქმება.....................................................................- 213 -

ბიბლიოგრაფია...............................................................................................................................- 214 -

2
შესავალი

საქართველოს ისტორია მეფეთა ისტორიაა. ჯერ კიდევ უძველესი დროიდან,


საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები უკვე არსებობდა,
რომელთა რამდენიმე მეფის სახელი ჩვენთვის დღესაც ცნობილია.
დაახლოებით ძვ. წ. IV საუკუნიდანახ. წ. XIX საუკუნემდე საქართველოში
თითქმის უწყვეტად არის სამეფო ხელისუფლება, იქნებოდა ეს ერთიანი სამეფო თუ
სხვადასხვა სამეფოებად დაშლილი ქვეყანა.
საქართველოს ისტორიაში მრავალი მეფეა, რომელთა სახელიც ძლიერ
ქვეყანასთან, კულტურულ განვითარებასთან, ოქროს ხანასთან ასოცირდება. არიან
ისეთებიც, რომლებსაც მმართველობისას არ გაუმართლათ საერთაშორისო პოლიტიკის
მიზეზთა გამო, თუმცა მათი შეუპოვრობა დამპყრობლის წინააღმდეგ და ქვეყნის
საკეთილდღეოდ ძალების არ დაზოგვა ჩვენში დიდ სიმპათიებს აღძრავს. საქართველოს
ისტორიას ახსოვს მამისა და ძმის მკვლელი, ტახტისათვის ყველაფერზე წამსვლელი,
ღირსებას მოკლებული მეფეებიც. ძლიერი პოლიტიკოსები, მაგრამ სუსტი მებრძოლები.
შესანიშნავი მხედართმთავრები, მაგრამ დიპლომატიის ნიჭს მოკლებულები. წარმართი,
მაზდეანი, ქრისტიანი და მუსლიმი მეფეები, რომლებიც მრწამსის მიუხედავად
სახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდა.
მოცემული წიგნის ქრონოლოგიური ჩარჩო, უძველესი პერიოდის პირველი
ქართული სახელმწიფოებიდან იწყება და XIX საუკუნეში მთავრდება, როდესაც
რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები გააუქმა.
წიგნში გამოტანილია საქართველოს ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი მეფე. ამ
მეფეთა შორის არსებული მონაკვეთები ასევე გამოტანილია ზოგადი სახით, რაც
საშუალებას იძლევა უკეთ აღვიქვათ თითოეული მეფის მოღვაწეობა.
უძველესი დროიდან XV საუკუნის მეორე ნახევრამდე თავები ქრონოლოგიურად
არის დალაგებული. ხოლო, მას შემდეგ რაც საქართველო იმერეთის, ქართლისა და
კახეთის სამეფოებად დაიშალა, წიგნის სისტემა იცვლება, სამ ნაწილად იტოტება და
თითოეულ სამეფოზე ცალკე თავებია მოცემული, რომლებშიც ერთმანეთის
3
პარალელური მოვლენებია აღწერილი სამეფოს გაუქმების მომენტამდე.
წიგნის ავტორები იმედოვნებენ, რომ მკითხველისთვის ასეთი სახით
შეთავაზებული მეფეთა ცხოვრება კომფორტული, საინტერესო და ახლის მომცემი
იქნება. თანადროულ, ისტორიულ წყაროებსა და უახლეს სამეცნიერო ლიტერატურაზე
დაყრდნობით შედგენილი ეს წიგნი საინტერესო იქნება სკოლის მოსწავლეებისთვის,
სტუდენტებისთვის, ისტორიკოსთათვის და მკითხველთა ფართო წრისათვის.

4
I. ანტიკური ეპოქა

უძველესი პერიოდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული


სახელმწიფოებრივი გაერთიანებების მმართველთა თუ მეფეთა შესახებ, არსებული
ისტორიული წყაროების ინფორმაციული სიმცირის გამო, მეტად ბუნდოვანი
წარმოდგენა გვაქვს. ეპოქის თანამედროვე, თანადროული წერილობითი წყაროები,
რომლებიც უცხოელი ავტორების მიერ არის შესრულებული, მიზნად არ ისახავდა
ქართული გაერთიანებების ისტორია თუ მათი მეფეთა ბიოგრაფია აღეწერათ. ამიტომ,
მათში გადმოცემული ინფორმაცია, საქართველოს შესახებ, ფრაგმენტულია და
დეტალებით დატვირთული არ არის. ხოლო, რაც შეეხება ქართულენოვან წყაროებს,
რომლებიც ანტიკური, ქრისტიანობამდელი პერიოდის ქართულ სახელმწიფოებრივ
გაერთიანებათა მეფეთა შესახებ მოგვითხრობს, გვიანდელია. მათ, რომლებიც უკვე
ქრისტიანულ პერიოდში შეიქმნა, ასახულ მომენტებთან დროის დიდი მონაკვეთი
აშორებს. ამ და სხვა მიზეზებით, ეს წყაროები, თანამედროვე ქართულ
ისტორიოგრაფიაში, ნაკლები ნდობით სარგებლობს. თუმცა, მათი სრულიად
უგულვებელყოფა არ შეიძლება.
ქრისტიანობამდელ პერიოდში, სხვადასხვა დროს, საქართველოს ტერიტორიაზე
რამდენიმე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი თუ გაერთიანება არსებობდა. მათ შესახებ,
გარდა ზემოთ ნახსენები ქართულენოვანი წყაროებისა, ურარტული, ასურული,
ხეთური, ძველი ბერძნული და რომაული წყაროები
მოგვითხრობენ. ისტორიულ წყაროთა შეჯერებითა და უახლეს კვლევებზე
დაყრდნობით, ანტიკური პერიოდის ქართული გაერთიანებების მნიშვნელოვან
მეფეებზე ვისაუბრებთ.

5
საქართველოს მიმოხილვა ქართლის სამეფოს დაარსებამდე (ძვ. წ. XII-IV)

პირველი ქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები ჯერ კიდევ ძვ.წ XII


საუკუნიდან გვხვდება. სახელმწიფოებრივი გაერთიანებები, რომელთა შესახებაც
წერილობითი ცნობები მოგვეპოვება გახლავთ კოლხა და დიაოხი, რომლებიც
საქართველოს დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარებდნენ. ძვ. წ. II
ათასწლეულის დასაწყისში, ამ რეგიონში იკვეთება თემური წყობილებიდან გამოსვლა,
რაც აქ მცხოვრები ხალხის კულტურულ განვითარებაზე მეტყველებს. ძვ. წ. II
ათასწლეულის მეორე ნახევარში კი, უკვე ზემოთხსენებული გაერთიანებები ყალიბდება.
ე. წ. „ზღვის ხალხებმა“ ხეთების იმპერია გაანადგურეს ძვ. წ. XIII საუკუნეში. ხეთებს
მითანის სამეფოც მიჰყვა, რომელიც ასურეთმა გაანადგურა. ამ მოვლენათა შემდეგ,
ქართულ ტომებს, სამხრეთით, ასურეთი დაუმეზობლდა. ასურეთმა ჩრდილოეთით
ლაშქრობები განაგრძო. სწორედ მათი ლაშქრობების დამსახურებაა, ის, რაც დღეს ჩვენ
დიაოხის შესახებ ვიცით.
უძველესი ქართული გაერთიანების პირველი მეფე, რომლის სახელიც ისტორიამ
შემოგვინახა, გახლავთ დიაოხის მეფე სიენი, რომლის წინააღმდეგ ლაშქრობაზეც
ასურეთის მეფე ტიგლათფალასარ I-ის წარწერა მოგვითხრობს. წარწერის მიხედვით, ძვ.
წ. 1112 წელს ტიგლათფალასარმა დიაოხის (დაიაენის, როგორც იგი მას უწოდებს)
წინააღმდეგ გაილაშქრა და დაიაენის ქვეყნების 23 მეფე დაამარცხა, რომელთაც სათავეში
ედგა მეფე სიენი. ტიგლათფალასარმა გაიმარჯვა და დამარცხებული სიენი, როგორც
ტყვე, ასურეთის დედაქალაქ აშურში წაიყვანა, სადაც ერთგულების ფიცის შემდეგ
გაათავისუფლა. სამწუხაროდ, ძველაღმოსავლური წარწერების მიზანს, მხოლოდ
გამარჯვებული მეფეების დამსახურებების აღწერა წარმოადგენდა. სწორედ ამის გამო,
შეუძლებელია მეფე სიენის პიროვნებისა თუ მისი პოლიტიკის შესახებ გამართული
მსჯელობა ვაწარმოოთ. თუმცა კი, სიენი მეფედ არის მოხსენიებული, იგი არ უნდა
აღვიქვათ მეფედ, როგორიც ამ სიტყვის კლასიკური მნიშვნელობით.

6
ტიგლათფალასარის მიერ დამარცხებული 23 მეფე, რომლებსაც სიენი უდგას სათავეში,
უფრო ტომთა ბელადებად გვესახება, რომელთაგანაც ყველაზე უფრო დაწინაურებული
სიენია. შესაბამისად, დიაოხის სამეფოც უფრო ტომობრივ გაერთიანება უნდა ყოფილიყო
(საწყის პერიოდში მაინც), ვიდრე რეალური სამეფო, რაც ამ სიტყვის გაგონებაზე
წარმოგვიდგება ხოლმე თვალწინ.
დროთა განმავლობაში ასურეთის სამეფომ ძლიერება დაკარგა. დიაოხს ახლად
წამოქმნილი ურარტუს სამეფო დაუმეზობლდა, რომელიც ასურეთის მსგავსად აწყობდა
ჩრდილოეთში დიაოხის წინააღმდეგ ლაშქრობებს. მათი მეფის, მენუას წარწერის
მიხედვით, ძვ.წ. IX-VIII საუკუნეებში დიაოხში ლაშქრობისას, ამ უკანასკნელთა მთავარი
ქალაქი შაშილუ გაანადგურეს, ხოლო მათი მეფე უტუფურსი ხარკის გადახდის
პირობით შეიწყალა. მანამდე კი, ჩვენ ასურულ წარწერებში კიდევ ერთ მეფეს - ასიას
ვხვდებით, რომელიც სალამანსარ III-მ დაამარცხა ძვ.წ. IX საუკუნეში.
ყველა ეს ცნობა ფრაგმენტულია და ზემოთ ნახსენებ ჟანრს მიჰყვება, ამიტომ
რთულია დიაოხის მეფეების შესახებ დეტალურად ვისაუბროთ.
საბოლოოდ, დიაოხის სამეფო ძვ. წ. VIII საუკუნეში განადგურდა. მისი
ტერიტორია სამხრეთიდან ურარტუმ, ხოლო ჩრდილოეთიდან კიდევ ერთმა ქართულმა
სახელმწიფოებრივმა გაერთიანებამ - კოლხამ დაინაწილეს.
რაც შეეხება კოლხეთს, იგივე კოლხას, მათი მეფეების შესახებ, სამწუხაროდ
არაფრის თქმა არ შეგვიძლია, გარდა აიეტისა და სავლაკისა, რომლებიც, უფრო
მითოლოგიური, ლეგენდარული პიროვნებები არიან და ძნელია მათი არსებობის
შესახებ დაბეჯითებით ისაუბრო.
კოლხას სამეფოს, დიაოხის განადგურების შემდეგ, მალევე, ურარტუსთან მოუწია
დაპირისპირება, რომელთა მეფემ სარდურ II-მ ორჯერ დალაშქრა კოლხეთი და მათი
მთავარი ქალაქი ილდამუში დაიპყრო. ურარტუსგან დასუსტებულ კოლხეთს, მტერი
ჩრდილოეთიდან გამოუჩნდა, სკვითებისა და კიმერიელების სახით, რომელთა
მარბიელმა ლაშქრობებმაც წელში გატეხა კოლხა.
ძვ. წ. VI საუკუნის მეორე ნახევრიდან, კოლხეთის სამხრეთ ნაწილს აქემენური
ირანი იკავებს და ამ ტერიტორიას XVIII სატრაპიად აქცევს.

7
ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობებამდე დასავლეთ საქართველოში სიტუაცია
მკვეთრად არ იცვლებოდა, ხოლო თუ რა პოლიტიკური ვითარება იყო აღმოსავლეთ
საქართველოში, ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვით. სამაგიეროდ, ძვ. წ. IV-III საუკუნეების
მიჯნაზე, აღმოსავლეთ საქართვლოში, ყალიბდება პირველი აღმოსავლურ ქართული
სახელმწიფო - ქართლის, იგივე იბერიის სამეფო, რომლის შესახებ, უკვე
ქართულენოვანი წყაროებიც მოგვეპოვება. იქმნება ჩვენთვის ცნობილი, პირველი
ქართული სამეფო დინასტია, რომელიც ფარნავაზიანთა სახელით არის ცნობილი. ხოლო
ქართლის სამეფოს მეფეებზე, უკვე ბიოგრაფიული ცნობები გაგვაჩნია.

8
ქართლისსამეფოსდაარსება: აზოდაფარნავაზი

ძვ. წ. IV საუკუნის მეორე ნახევარში, ანტიკურ სამყაროში, დიდი პოლიტიკური


ძვრები მოხდა, რაც ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლურმა ლაშქრობებმა გამოიწვია.
ძვ. წ. 323 წელს ალექსანდრე მაკედონელი გარდაიცვალა და მისი მემკვიდრეების -
დიადოხოსებს შორის უზარმაზარი იმპერიისთვის ომი გაიმართა. ომის განმავლობაში
და მის შემდეგ, რეგიონში, მრავალი დიდი თუ მცირე სახელმწიფო ჩამოყალიბდა. ერთ-
ერთი მათგანი უნდა ყოფილიყო ქართლის სამეფოც.
ქართლის სამეფოს დაარსების შესახებ მოგვითხრობს, როგორც „მოქცევაი
ქართლისაი“ ასევე „ქართლის ცხოვრება“. წყაროთა მიხედვით, ქართლში თვით
ალექსანდრე მაკედონელს ულაშქრია და მცხეთის მმართველად არიან-ქართლის მეფის
ძე აზო დააყენა. ცნობა ალექსანდრე მაკედონელის ქართლში შემოსვლის შესახებ არსად
არ დასტურდება და მეცნიერთა დიდი ნაწილი თანხმდება იმის შესახებ, რომ ეს
ინფორმაცია სანდო არ გახლავთ. არის მოსაზრება, რომ ქართლში ალექსანდრეს ერთ-
ერთმა მხედართმთავარმა ილაშქრა, რომელიც ქართულ მეხსიერებაში დარჩა
ალექსანდრეს სახელით და წყაროებშიც სწორედ ასე აისახა.
ქართლში სამეფოს ჩამოყალიბებამდე გვაროვნული მმართველობა უნდა
ყოფილიყო, რომელსაც მემატიანე მამასახლისს უწოდებს. „ქართლის ცხოვრებაში“
დასახელებულია ქართლის უკანასკნელი მმართველი სამარა, რომელიც წყაროს ცნობით
ალექსანდრემ დაამარცხა და მის ადგილას არიან-ქართლის მეფის ძე აზონი, იგივე აზო
დანიშნა.
არიან-ქართლის შესახებ მრავალი მოსაზრება არსებობს, თუ სად მდებარეობდა
აღნიშნული ტერიტორია. მეცნიერთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს საქართველოს
სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი უნდა იყოს, მაგრამ კონკრეტულად სად ამას ვერ ვიტყვით.
9
არსებობს ასევე მოსაზრება, რომ არიან-ქართლის ტერიტორია, აქემენიანთა ირანის
საზღვრებში უნდა ყოფილიყო მოქცეული და სახელწოდებაც აქედან უნდა მოდიოდეს -
„ირანის ქართლი“.
ქართლის პირველ მეფედ სწორედ აზო ითვლება, რომელიც მაკედონელთა
მხარდაჭერით უნდა ასულიყო ტახტზე. მეცნიერთა გარკვეული ნაწილის აზრით, ეს
მოვლენა ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ უნდა მომხდარიყო, ხოლო
აზოს მხარდამჭერი ალექსანდრეს ერთ-ერთი დიადოხოსი ლიზიმაქე უნდა ყოფილიყო.

მართალია აზო ქართლის სამეფოს პირველი მეფედ ითვლება, თუმცა ქართველი


მემატიანეები ქართლის სამეფოს ათვლის წერტილს ფარნავაზიდან იწყებენ. ეს
გამოწვეული შეიძლება იყოს რამდენიმე ფაქტორის შეჯერებით. პირველ რიგში აზო
უცხო, მოსულ კაცად ითვლება, რომელმაც დაამხო სამარას მმართველობა და თვითონ
დაჯდა ტახტზე. ესე იგი ის უზურპატორია და შემდგომში, როდესაც ფარნავაზი მის
წინააღმდეგ იბრძვის, მისი მოქმედებები გამართლებული და ლეგიტიმურია წყაროების
მიხედვით, ვინაიდან იგი სამარას ძმის ვაჟია.
გარდა ამისა, აზო სასტიკ მმართველად არის წარმოდგენილი, რომელიც ქართლის
მოსახლეობას დიდ წნეხში ამყოფებდა. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, მან ყველას
აუკრძალა იარაღის ტარება, ხოლო ვინც ამ წესს არ დაემორჩილებოდა, მისი ბრძანებით
სიკვდილით დაისჯებოდა. ეს ბრძანება, აზოს ტახტის სისუსტეზე უნდა მიუთითებდეს,
რომელსაც შიში ჰქონდა მოსახლეობის და ამბოხს ელოდებოდა. აზომ ასევე შემოიტანა
ქართლის მოსახლეობისთვის უცხო ღმერთები გაცი და გაიმი, რომელთაც თურმე
ვერცხლის კერპებად გამოსახავდნენ.
აზოს წინააღმდეგ ფარნავაზი გამოვიდა, რომელიც როგორც ზემოთ ვახსენეთ
ქართლის უკანასკნელი მამასახლისის სამარას ძმისწული იყო. იგი აზოს მმართველობის
პერიოდში გადახვეწილი იყო და „ქართლის ცხოვრება“ მისი დაბრუნების შესახებ
მხატვრულ ინფორმაციას იძლევა, თითქოს და სიზმარში ნანახ განძს მიაკვლია, რომლის
მეშვეობითაც ჯარის შეკრებვა და აზოს წინააღმდეგ გალაშქრება შეძლო.
ამ ზღაპრის უკან შესაძლებელია რეალობის დანახვა მემატიანემ კი, ჟანრის

10
წესების თანახმად, ამბავი ასე შეფუთა. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ფარნავაზმა
აზოს წინააღმდეგ დასავლეთ საქართველოს მმართველი ქუჯი და ჩრდილოკავკასიელი
მხედრები დაიხმარა. გარდა ამისა, მის მხარეზე აზოს მხედრებიც გადავიდნენ,
რომლებიც ამ უკანასკნელის მმართველობით უკმაყოფილოები იყვნენ. ბრძოლა
ფარნავაზსა და აზოს შორის არტაანთან გაიმართა, რომელიც ფარნავაზის გამარჯვებით
დასრულდა. ფარნავაზმა ქართლის სამეფოს მეფედ გამოაცხადა თავი, ხოლო სამეფო
რეგალიები სელევკიდების სამეფოდან მიიღო. ამ ცნობის მიხედვით შესაძლოა
შემდეგი სურათი მივიღოთ. ქართლის სამეფოს წარმოქმნა დიადოხოსების ომის
პერიოდს დავუკავშიროთ. ლიზიმაქესა და სელევკიდების მეფის ანტიოქოს I-ის
დაპირისპირებად ქართლის ტერიტორიის გასაკონტროლებლად, რომელზეც სხვადასხვა
მკვლევარის აზრით ინდოეთისკენ მიმავალი ტრანსკავკასიური სამდინარო მარშრუტი
გადიოდა. მის ხელში ჩასაგდებად, ერთმანეთს ლიზიმაქე და ანტიოქოსი
დაუპირისპირდნენ, რომელთაც თავიანთი კანდიდატები ჰყავდათ ტერიტორიის
გასაკონტროლებლად. ბრძოლა ანტიოქოსის გამარჯვებით დასრულდა და ტახტი
ფარნავაზმა დაიკავა. ხოლო ფარნავაზის ნაპოვნ განძში, შესაძლებელია სელევკიდების
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერაც იგულისხმებოდეს.
როგორც ზემოთ ვახსენეთ, ქართლის სამეფოს ათვლის წერტილად ფარნავაზის
მმართველობა მიიჩნევა, რომელიც აქტიური საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური
ქმედებებით გამოირჩეოდა.
„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ფარნავაზმა ცოლად დურძუკთა ბელადის
ქალიშვილი შეირთო. ფარნავაზს ორი და ჰყავდა. ერთი ოვსთა მეფეს გააყოლა ცოლად,
ხოლო მეორე თავის თანამებრძოლ ქუჯის. ამით ფარნავაზმა განიმტკიცა ტახტი და
მეზობლები მოკავშირეებად გაიხადა. რაც შეეხება სელევკიდებთან კავშირს, თუ
მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ სამეფო რეგალიები ფარნავაზმა მათგან მიიღო, რაც
ქართლის სამეფოს გარკვეულ დამოკიდებულებას ნიშნავს სელევკიდების
სახელმწიფოზე, მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო უფრო გარეგნული
მორჩილება და ქართლის სამეფოს შიდა საქმიანობაში უშუალოდ არ ერეოდა.
რაც შეეხება მის საშინაო პოლიტიკას, ფარნავაზის მთავარ მიღწევად სამეფოს

11
ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფა მიიჩნევა. მან სამეფო შვიდ საერისთავოდ და
ერთ - ქართლის სასპასპეტოდ დაჰყო. საერისთავოებს ერისთავები ჩაუყენა სათავეში,
ხოლო სასპასპეტოს სპასპეტი, რომელიც მეორე კაცი უნდა ყოფილიყო სამეფოში.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასეთი რეფორმა, თუმცა მხოლოდ ფარნავაზის
დამსახურებად იგი არ უნდა მივიჩნიოთ. ეს უფრო ბუნებრივი პროცესი უნდა
ყოფილიყო, რაც სამეფოს წარმოქმნას ყოველთვის ახლავს თან.
გარდა ადმინისტრაციული რეფორმისა, „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, იმ
პირებს, რომლებმაც აზო დატოვეს და ბრძოლის წინ ფარნავაზს შეუერთდნენ,
აზნაურები უწოდა.
ფარნავაზმა აღადგინა ომისგან დანგრეული მცხეთა და სხვა ციხეები. ასევე
შემოიღო ახალი ღვთაება არმაზი, რომელსაც მკვლევარები ხეთურ წარმომავლობას
მიაწერენ. ასევე არსებობს მოსაზრება არმაზისა და აჰურა მაზდას შორის კავშირისა.
ფარნავაზს მიეწერება ქართული მწიგნობრობის, ანუ დამწერლობის შექმნა.
მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ასეა და ქართული დამწერლობა ამ პერიოდში
შეიქმნა, თუმცა სხვა ნაწილი ფიქრობს, რომ ქართული ანბანი უკვე ქრისტიანულ
ეპოქაში შეიქმნა. მართლაც, ჩვენამდე არცერთ ქართულ წარწერას არ მოუღწევია,
რომელიც ქრისტიანობის მიღებამდე იყო შესრულებული.
ქართული ტრადიციის თანახმად ასე შეიქმნა ქართლის სამეფო, მრავალი
მკვლევარის აზრით ლეონტი მროველის გადმოცემული ისტორია მხოლოდ ლეგენდაა
და სიმართლეს არ შეესაბამება, როგორც რომის დაარსების შემთხვევაში რომულუსისა
და რემუსის ამბავია. ლეონტი მროველს ათას წელზე დიდი დრო აშორებს მის მიერ
მოთხრობილ ამბავთან და მისი ისტორიის აღქმა პირდაპირი, კრიტიკული შეხედვის
გარეშე არ ივარგებს. თუმცა ის, რომ ქართლის სამეფო რეალურად ამ პერიოდში
ჩამოყალიბდა, ამის თქმა დანამდვილებით შეიძლება. ლეონტი მროველის მოთხრობილი
ამბების პერიოდიდან, სულ რაღაც რამდენიმე ასწლეულში, ანტიკურ თანადროულ
წყაროებში უკვე ვხვდებით ქართლის ჩამოყალიბებულ სამეფოს. ამიტომ „ქართლის
ცხოვრების“ ამ ნაწილის ერთი ხელის მოსმით უგულვებელყოფა არ შეიძლება და

12
მთავარია მასში მოთხრობილი ამბებიდან სწორი ინფორმაცია ამოვიღოთ, რაც სწორ
დასკვნებზე გაგვყივანს.

საქართველოდარომთანურთიერთობისპირველიეტაპი

„ქართლის ცხოვრებაში“ ფარნავაზის შემდგომი მეფეების ჩამონათვალია და ეს


პერიოდიც ბუნდოვანია ჩვენთვის, ვიდრე ანტიკურ წყაროებში არ ხდება ქართლის
მეფეთა მოხსენიება. ასეთი გახლავთ მეფე არტოკე, რომელიც ლეონტი მროველის მიერ
მოხსენიებულ არტაგთან იგივდება.
მეფე არტოკე ძვ. წ. I საუკუნის პირველ ნახევარში მეფობდა ქართლის სამეფოში,
რომელიც ჩვენთვის პომპეუსთან ომით არის ცნობილი. ფარნავაზიდან არტოკემდე, ანუ
როგორც „ქართლის ცხოვრებაშია“ არტაგამდე ლეონტი მროველის მიხედვით ოთხი
მეფე მეფობს: საურმაგი, მირვანი, ფარნაჯობი და არშაკი. ამ ქრონოლოგიას ბევრი
მეცნიერი არ იზიარებს და ქართველ მემატიანეს ნდობას არ უცხადებენ. თუმცა მასში
ასახული ინფორმაციიდან შესაძლებელია სწორი დასკვნების გამოტანაც.
ფარნაჯომის მმართველობისას მის წინააღმდეგ ერისმთავრები გამოვიდნენ,
რომლებიც სომხეთის მეფესთან მივიდნენ დახმარების სათხოვნელად და ფარნაჯომის
დამარცხების სანაცვლოდ, მის ვაჟს, ქართლის ტახტს შეპირდნენ. სომხეთის მეფემ
დახმარება გაუწია ერისთავებს და ფარნაჯომი, რომელსაც პართიელები ედგნენ
გვერდში, დაამარცხა და ტახტზე საკუთარი ვაჟი არშაკი დასვა.
ამ პერიოდში აღმოსავლეთში ორი ძლიერი სახელმწიფო არსებობდა: პართია
იგივე სპარსეთი და დიდი არმენია, ანუ სომხეთი. ჩვენი ისტორიისთვის უცხო არ არის,
როდესაც ერთი ძლიერი სახელმწიფოს დახმარებით მეორეს ვუპირისპირდებით.
პროცესი შეიძლება პირიქითაც აღვიქვათ: ერთი ძლიერი სახელმწიფო იყენებს უფრო
სუსტს (ამ შემთხვევაში ქართლის სამეფოს) მეორეს წინააღმდეგ. ამ შემთხვევაშიც, ასეთ
პროცესთან უნდა გვქონდეს საქმე.
13
რაც შეეხება ერისთავების მეფის წინააღმდეგ გამოსვლას, იგივე ფარნავაზის
მემკვიდრესთან სარუმაგთანაც განმეორდა, თუმცა საურმაგის ჩამოგდება ვერ მოხერხდა.

შესაძლებელია ლეონტი მროველის მოთხრობილი ისტორია ქრონოლოგიურად


აღრეულია და ფაქტობრივად არასწორი იყოს, თუმცა სომხური დინასტიის არსებობა
მცირე ხნით მაინც არ უნდა გამოირიცხოს და ამ ფაქტმა „ქართლის ცხოვრებაში“ ასახვა
ამ გზით ჰპოვა.
არტოკე/არტაგიც ამ დინასტიის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო, თუმცა
მეფეთა წარმომავლობაზე, როდესაც ისინი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს აკეთებენ,
ყურადღების გამახვილება არ არის სწორი და ამით მკითხველის პატრიოტული
გრძნობები არ უნდა შეილახოს. ჩვენ, ქვემოთ კიდევ მრავლად შევხვდებით
არაქართული წარმომავლობის მეფეებს, რომლებმაც საქართველოსთვის ბევრი სასიკეთო
საქმე გააკეთეს და ისტორიაში სხვა დიდი მეფეების გვერდზე დგანან. არტოკე მესამე
მითრიდატული ომის (ძვ.წ. 73-63 წწ.) პერიოდში მართავდა ქართლის სამეფოს. მესამე
მითრიდატულ ომში რომის რესპუბლიკა პონტოს სამეფოს ებრძოდა. ამ უკანასკნელს
მითრიდატე VI ევპატორი მართავდა. სწორედ ამის გამო, რომსა და პონტოს შორის ომებს
მითრიდატული ომები ეწოდება.
მითრიდატეს მხარეს დიდი არმენიის სამეფოც იბრძოდა, რომელსაც ტიგრან II
მართავდა. არტოკე კი ტიგრანის მოკავშირე იყო.
მითრიდატესა და ტიგრანის წინააღმდეგ რომაელთა მთავარსარდალი ლუციუს
ლიცინიუს ლუკულუსი იბრძოდა. ძვ.წ. 69 წელს არმენიელთა სატახტო
ტიგრანოკერტასთან გაიმართა ბრძოლა, რომელიც რომაელთა გამარჯვებით
დასრულდა. ანტიკური წყაროების მიხედვით, ამ ბრძოლაში ქართლის სამეფოს
მებრძოლები მონაწილეობდნენ, ანუ როგოც მათ ბერძნები და რომაელები უწოდებდნენ
- იბერიელები.
ერთი წლის შემდეგ, ძვ.წ. 68 წელს, მხარეები ისევ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს,
ამჯერად უკვე არმენიელთა კიდევ ერთ სატახტო ქალაქ არტაქსატასთან, მდინარე
არსანიასთან. ეს ბრძოლაც რომაელთა გამარჯვებით დასრულდა. არტაქსატასთან

14
ბრძოლაში ტიგრანის მხარეს ისევ გვხვდებიან იბერიელი მეომრები და მათზე სომეხთა
მეფე ყველაზე დიდ იმედებს ამყარებდა.
სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით ზემოთ ხსენებულ ბრძოლებში იბერიელთა რაზმებს
მეფე არტოკე ახლდა თუ არა თან. თუმცა, ისინი მისი გამოგზავნილები მაინც უნდა
ყოფილიყვნენ, რაც ქართლის მეფის საგარეო პოლიტიკის შესახებ წარმოდგენას
გვიქმნის.
უშუალოდ არტოკეს მოქმედებები ძვ.წ. 65 წელს პომპეუსთან დაპირისპირებისას
შეგვიძლია დავინახოთ. არტაქსატასთან ბრძოლიდან მალევე, რომის რესპუბლიკამ
ლუკულუსი უკან გაიწვია და მის ადგილას, ანტიკური ხანის ერთ-ერთი ყველაზე
გამოჩენილი ფიგურა, შემდგომში პირველი ტრიუმვირატის წევრი გნეუს პომპეუს
მაგნუსი დანიშნა.
პომპეუსმა მარტივად შეძლო ლუკულუსის მიერ დასუსტებული მითრიდატესა
და ტიგრანის დამარცხება, თუმცა ომის დამთავრებას არ ჩქარობდა. კოლხეთში გაქცეულ
მითრიდატეს (კოლხეთის ტერიტორია პონტოს სამეფოს მფლობელობაში იმყოფებოდა)
თავი მიანება და ძვ.წ. 66 წელს ქართლის სამეფოს აღმოსავლეთით მდებარე ალბანეთის
სამეფოს (თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორია) შეუტია, რომელიც ასევე დიდი
არმენიის მოკავშირე გახლდათ. პომპეუსმა ალბანელები მარტივად დაამარცხა, თუმცა
საქმის ბოლომდე მიყვანაში ზამთარმა შეუშალა ხელი. მომდევნო წელს პომპეუსს უნდა
დაესრულებინა საქმე და ალბანეთი საბოლოოდ დაემარცხებინა, თუმცა რომაელთა
მხედართმთავარმა გეგმა შეცვალა და ქართლის სამეფოში შეიჭრა. მეფე არტოკესთვის,
რომელიც აკვირდებოდა მეზობელი სახელმწიფოს რომთან დაპირისპირებას,
მოულოდნელი აღმოჩნდა პომპეუსის ქმედება და რომაელებს სრულ მზადყოფნაში ვერ
დახვდა. პომპეუსი ქართლში გაზაფხულის დასაწყისში შემოვიდა და გვიან
ზაფხულამდე გაჩერდა, რაც არტოკეს სერიოზულ წინააღმდეგობაზე მეტყველებს.
პომპეუსისა და არტაგის ბრძოლა ზავით დასრულდა, ქართლის სამეფო ხდებოდა
რომის „მოკავშირე და მეგობარი“ რაც რეალურად რომზე დამოკიდებულობას ნიშნავდა,
თუმცა ქართლში მეფობა ხელუხლებელი დარჩა. ქართლის სამეფოს ასევე დაევალა
კავკასიონის გადღმა მცხოვრები მომთაბარე ტომების კონტროლის ქვეშ ყოლა და მათი

15
შეკავება.
მარცხის მიუხედავად არტოკე ძლიერ მხედართმთავარი და დიპლომატი იყო. მან
შეძლო დიდი წინააღმდეგობა გაეწია პომპეუსისთვის და დიდი ხნით დააყოვნა იგი
ქართლში. ზავის პირობები კი არ აღმოჩნდა ქართლის სამეფოსთვის ისეთი მძიმე,
როგორც ხშირად მსგავსი კალიბრის სახელმწიფოებს შორის იდება ხოლმე, რაც უდაოდ
არტოკეს დიპლომატიური ნიჭის დამსახურებაა.
პომპეუსი ქართლის სამეფოდან უკვე კოლხეთში გადავიდა, სადაც მითრიდატე
ეგულებოდა. კოლხეთს, რომელიც მითრიდატეს სამფლობელოში შედიოდა, მეფე არ
ჰყავდა. მას მითრიდატეს მიერ დანიშნული გამგებლები მართავდნენ. პომპეუსის
შეჭრისას, კოლხეთს ვინმე ოლთაკე მართავდა, რომელიც ანტიკურ წყაროებში ძლიერ
მეომრად და გამოცდილ ადამიანად არის მოხსენიებული. პომპეუსმა დაამარცხა ოლთაკე
და ტყვედ ჩაიგდო იგი, ხოლო მის ადგილას უკვე თავისი კაცი არისტრქე დანიშნა.
პომპეუსის შემდეგ ქართლის სამეფოს წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ილაშქრეს
რომაელებმა. ძვ.წ. 36 წელს მარკუს ანტონიუსმა ქართლში პუბლიუს კანიდიუს კრასუსი
გაგზავნა. ამ დროს ქართლის ტახტზე ფარნაბაზუსი, ანუ იგივე ფარნავაზ II ზის.
ფარნავაზი დამარცხდა რომაელებთან. კრასუსმა იგი მოკავშირედ გაიხადა და ერთიანი
ძალებით დაამარცხეს ალბანეთის მეფე ზობერი.
რომთან ურთიერთობის პირველმა ეტაპმა, მარცხთა მიუხედავათ, ქართლის
სამეფოს კარგი სამსახური გაუწია. რომის რესპუბლიკამ დაამხო ისეთი ძლიერი
სახელმწიფოთა ჰეგემონია, როგორებიც პონტოს სამეფო და დიდი არმენია გახლდათ. ეს
უკანასკნელნი კი მათი სიძლიერიდან გამომდინარე, ხელ-ფეხს უკრავდა ქართლის
სამეფოს თავისუფალი მოქმედებისთვის. შემდეგ საუკუნეებში, უკვე რომის იმპერიის
პერიოდში, ქართლის სამეფო ძლიერდება და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ძალაა, რის
შესახებაც, შემდეგ თავში გვექნება საუბარი.

16
რომთანურთიერთობისმეორეეტაპი: ფარსმან I დაფარსმან II

როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, რომის აღმოსავლურმა ლაშქრობებმა ქართლის


სამეფოს ხელ-ფეხი გაუხსნა უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკა ეწარმოებინა. ახ. წ. I-II
საუკუნეებში ქართლის სამეფო თავის სიძლიერის პიკს აღწევს და ამაში, გარდა
ხელსაყრელმა საგარეო-პოლიტიკური ვითარებისა, ქართლის მეფეთა სწორმა
პოლიტიკამ ითამაშა.
სომხეთის სამეფო მნიშვნელოვნად დასუსტდა, რომსა და პართიას შორის ომი
მიმდინარეობდა. ასეთმა სიტუაციამ ქართლის სამეფოს ამოსუნთქვისა და ფეხზე
დადგომის საშუალება მისცა. ვითარდებოდა ეკონომიკა და კულტურა. თუ ადრე
ქართლის სამეფო მხოლოდ სომხეთის მიერ მითვისებული ტერიტორიების
დაბრუნებაზე ფიქრობდა, ახლა მისი ამბიცია გაიზარდა და აქეთ გადავიდნენ შეტევაზე.

პართიის წინააღმდეგ ომში, რომის იმპერია მოკავშირეს ქართლის სამეფოში


ხედავდა. ძვ. წ. 35 წელს პართიაში აჯანყება მოხდა. რომის იმპერატორ ტიბერიუსს
აჯანყებულებმა დახმარება სთხოვეს. ტიბერიუსმა პართიაში სამეფო საგვარეულოს
წარმომადგენელი ტირიდატი გაგზავნა, რომლის ტახტზე დასმაშიც იბერიას უნდა
ეთამაშა როლი.
ამ დროს ქართლის სამეფოს მითრიდატე მართავდა, რომელსაც ორი ვაჟი ჰყავდა:
ფარსმანი და მითრიდატე. ტიბერიიუსის ხელშეწყობით იგი შეიჭრა სომხეთში, დაიკავა
ქალაქი არტაქსატა და თავისი ძე მითრიდატე გაამეფა სომხეთის ტახტზე.
ქართლის სამეფოს ამგვარი ქმედება საგანგაშო აღმოჩნდა პართიის მეფისთვის. მან

17
თავისი ვაჟი ოროდი გააგზავნა სომხეთში. ანტიკურ წყაროების მიხედვით, ქართლის
სამეფოს მხარეს ალბანელები და მოქირავნე სარმატები იბრძოდნენ. ამ უკანასკნელთა
დაქირავება პართიის სამეფომაც შეძლო. ქართლის ლაშქარს უფლისწული ფარსმანი
სარდლობდა, რომელსაც ბრძოლაში თვით ოროდი მოუკლავს და ბრძოლა მის
სასარგებოდ დამთავრდა.
ქართლის სამეფომ სომხეთის ტახტი ჩაიგდო ხელში, რაც ერთი შეხედვით
რომაელთა წარმატება იყო პართიის წინააღმდეგ. თუმცა რომის იმპერიაც ხვდებოდა,
რომ ქართლის სამეფო აღარ იყო უბრალო დამხმარე ძალა პართიის წინააღმდეგ და მას
დამოუკიდებელი მისწრაფებები უჩნდებოდა. მალე რომში კალიგულა გახდა
იმპერატორი, რომელმაც იბერიის მოძლიერების შიშით სომხეთის მეფე მითრიდატე
დაატყვევა და რომში გადაიყვანა.
ქართლის ტახტზე უკვე ფარსმანი ავიდა, ხოლო მისი ძმა ჯერ კიდევ
დატყვევებული იყო. ახ.წ. 41 წელს იმპერიის ტახტი კლავდიუსმა დაიკავა. იგი მიხვდა,
რომ მითრიდატეს სრულიად არ სურდა თავისი ძმის, ფარსმანის მორჩილი ყოფილიყო
და ამიტომ მისი სომხეთის ტახტზე დაბრუნება, რომის იმპერიისთვის, საფრთხეს აღარ
წარმოადგენდა.
როგორც ჩანს, რომაელთა ნდობა მითრიდატესადმი გამართლებული აღმოჩნდა.
იგი აშკარად არ ემორჩილებოდა ფარსმანს, რამაც საბოლოოდ ქართლის მეფეს მის
წინააღმდეგ გალაშქრება გადააწყვეტინა.
ახ.წ. 52 წელს მან მზადება დაიწყო თავის ძმის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ფარსმანმა იცოდა, რომ მისი ეს ქმედება რომის იმპერიას არ მოეწონებოდა და სომხეთში
შეჭრა რომის წინააღმდეგ გამოსვლად შეფასდებოდა. ამიტომ ფარსმანმა გადაწყვიტა
მისი ძმა რომის ღალატში დაედანაშაულებინა. ქართლის სამეფოს მოკავშირე ალბანეთმა
კურსი პართიისკენ აიღო. ფარსმანმა რომს დახმარება სთხოვა ალბანელთა წინააღმდეგ,
თუმცა მითრიდატეს რჩევით რომაელები ფარსმანს არ დაეხმარნენ. ეს ფაქტი ფარსმანმა
მითრიდატეს წინააღმდეგ გამოიყენა, თითქოსდა სომხეთის მეფეს არ სურდა ისეთი
ქმედების განხორციელება, რაც პართიასთან ომში სასარგებლო იქნებოდა.
ფარსმანმა თავისი ვაჟი რადამისტი გაგზავნა მითრიდატესთან მოტყუებით,

18
თითქოს და ფარსმანთან ნაჩხუბარი იყო. მითრიდატემ რადამისტი სიხარულით მიიღო.
რადამისტის ვიზიტის რეალური მიზეზი სომეხი დიდებულების ფარულად ამხედრება
იყო მითრიდატეს წინააღმდეგ, რაც ქართლის უფლისწულმა წარმატებით შეასრულა და
ისევ ფარსმანთან დაბრუნდა.
ფარსმანს იდეალური პლაცდარმი ჰქონდა სომხეთში შესაჭრელად და
მითრიდატეს წინააღმდეგ რადამისტი გაგზავნა. შეშინებული მითრიდატე გორნეის
ციხეში გამაგრდა, სადაც რომაული გარნიზონიც იდგა. რომაელებმა მოსთხოვეს
რადამისტს ალყის მოხსნა, თუმცა რადამისტმა მოახერხა მათი მოსყიდვა, ხოლო
მითრიდატეს სხვა გზა არ დარჩენია გარდა დანებებისა. ფარსმანის ბრძანებით,
რადამისტმა სიკვდილით დასაჯა მითრიდატე და მისი ოჯახი.
რადამისტმა ვერ შეძლო სომხეთის ტახტის მყარად მორგება. მას პართიის მეფე
ვალარშ I (ვოლოგესი) დაუპირისპირდა, რომელმაც სომეხი დიდებულების დახმარებით,
თავისი ძმა ტირიდატი დასვა მეფედ.
სომხეთის დაკარგვა მძიმე აღმოჩნდა როგორც რომისთვის, ასევე ქართლის
სამეფოსთვის. სომხეთის ტახტისთვის ბრძოლაში დამარცხებული რადამისტი, ახლა
უკვე მამის წინააღმდეგ ამხედრდა. ფარსმანმა შეიპყრო იგი და სიცოცხლეს გამოასალმა.

ახ.წ. 63 წელს, რომსა და პართიას შორის ზავი დაიდო. ზავის მიხედვით სომხეთის
ტახტზე პართიული დინასტია იქნებოდა, ხოლო სამეფო რეგალიებს რომიდან
მიიღებდა. სომხეთის სამეფოს დასტაბილურებამ და რომი-პართიის ომის დასრულებამ
ქართლის სამეფო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. მოძლიერებულმა სომხეთის სამეფომ
ისევ დაიწყო ქართლის სამეფოს სამხრეთი ტერიტორიებისთვის ბრძოლა, რომელშიც ხან
ერთი, ხან კი მეორე სამეფო გამოდიოდა გამარჯვებული. ქართლის სამეფო
ოდითგანვე კარგად იყენებდა კავკასიონის გადაღმა მცხოვრებ მომთაბარე ტომებს.
სამხრეთ კავკასიაში გადმოსასვლელი გზები კარგად კონტროლდებოდა და ქართლის
სამეფოს სურვილის გარეშე წარმოუდგენელი იყო მომთაბარეებისთვის დიდი რაზმებით
გადმოსვლა. ამ ბერკეტის დახმარებით, ქართლს დიდი უპირატესობა გააჩნდა
მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ და აქტიურად იყენებდნენ ქართლის მეფეები მათ.

19
ყველაზე კარგად ამ კოზირს ქართლის მეფე ფარსმან II იყენებდა, რომელიც ახ.წ. II
საუკუნის პირველ ნახევარში მეფობდა. მისი მმართველობის პერიოდი თამამად
შეიძლება მივიჩნიოთ ქართლის სამეფოს სიძლიერის მწვერვალად.
ფარსმან II-ის სამეფო შავ ზღვამდე იყო გადაჭიმული, რაც მისი თანამედროვის
ფლავიუს არიანეს მიერ დასტურდება. ფარსმანის დასავლურმა ექსპანსიამ და ზღვაზე
გასვლამ შუაზე გახლიჩა რომის პროვინცია, რაც უეჭველია რომის ნებართვით არ
მოხდებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ამას ხელი ვერ შეუშალა.
ფარსმან II-ის ქართლის სამეფო ღიად იბრძვის რომის წინააღმდეგ და ცდილობს
კოლხეთიდან და მეზობელი ტერიტორიებიდან განდევნოს მათი გარნიზონები. როგორც
სხვა შემთხვევებში ხდებოდა, რომ თუ ერთ ძლიერ ძალას ებრძოდა ქართლის სამეფო, ეს
მეორე ძალის დახმარებით ხდებოდა. ფარსმანის შემთხვევაში ასე არ გახლდათ. მეორე
ძლიერ ძალას რეგიონში ისევ პართიის სამეფო წარომადგენდა, რომლისს წინააღმდეგაც
ასევე იბრძოდა ფარსმან II. ორ უძლიერეს სახელმწიფოს წინააღმეგ ბრძოლა თოთქოს
ავანტიურას ჰგავს, თუმცა ფარსმანი მარტო არ იყო. ქართლის მეფე აქტიურად იყენებდა
კავკასიის გადაღმა მცხოვრებ ალანებსა და სხვა მომთაბარე ტომებს, რომლებიც
საკუთარი მარბიელი ლაშქრობებით შიშის ზარს სცემდნენ, როგორც რომაელებს, ასევე
პართებს.
ახ.წ. 134 წელს ფარსმანმა ალანები შეუსია რომსა და პართიას. მომთაბარეების
თავდასხმით შეშინებულმა პართიის მეფემ ვალარშ II-მ ხარკი მისცა ალანებს და ისე
დაიხსნა საკუთარი მიწები აოხრებისგან, ხოლო კაპადოკიის პროვინციის მმართველმა
ფლავიუს არიანემ დიდი სამხედრო მზადება დაიწყო მათ წინააღმდეგ. როგორც ჩანს
ალანებს არ უღირდათ მობილიზებული რომაელების წინააღმდეგ გალაშქრება და უკან
დაიხიეს.
ფარსმანის მმართველობის პირველ პერიოდში, რომს იმპერატორი ადრიანე
მართავდა. რომის მმართველი ყველანაირად ცდილობდა დაეთბო ფარსმანთან
ურთიერთობა და ისევ მოკავშირედ გაეხადა, როგორც ეს წინა პერიოდში იყო. თუმცა,
ფარსმანს ქედმაღლურად ეჭირა თავი და ურთიერთობის დათბობისკენ საპასუხო
ნაბიჯს არ დგამდა. ადრიანე საჩუქრებსაც არ იშურებდა ქართლის მეფისთვის.

20
ანტიკური წყაროების ცნობით, იმპერატორმა ფარსმანს სხვა ძვირფას საჩუქრებთან
ერთად, სპილო და ორმოცდაათ კაციანი კოჰორტა (რომაული საბრძოლო შენაერთი)
აჩუქა.
რომისა და ქართლის ურთიერთობა მომდევნო იმპერატორის, ანტონინუს პიუსის
მმართველობისას დალაგდა. როგორც ჩანს, რომმა აღიარა ქართლის გაფართოებული
ტერიტორიები, რაც ფარსმანისთვის დიდი გამარჯვება უნდა ყოფილიყო. ანტონინუს
პიუსს ფარსმანი რომშიც მიუწვევია, რომელიც დიდი ამალით ეახლა მას. იმპერატორმა
ფარსმანს მარსის მოედანზე ქანდაკებაც აღუმართა.
ფარსმანი ახ.წ. 160 წლისთვის უნდა გარდაცვლილიყო. მისი გარდაცვალების
მიზეზი სავარაუდოდ მოწამვლა უნდა ყოფილიყო, რომელიც პართიის სამეფოს
ბრალდება.
ფარსმან I-სა და ფარსმან II-ს მეფობის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ ისინი
იყვნენ მიზანდასახული, შეუპოვარი მმართველები, რომლებიც წარმატების მისაღწევად
ყველაფერზე მიდიოდნენ და მათ მიზანდასახულებას უდიდესი ნიჭი უმაგრებდა
ზურგს.
ფარსმანის შემდეგ ქართლში ხსეფარნუგი მეფობდა, რომელზეც მხოლოდ მცირე
ცნობები გაგვაჩნია, მაგრამ სავარაუდოდ ისიც წარმატებული მმართველი უნდა
ყოფილიყო, რადგან ცნობილ „არმაზის ბილინგვაში“ იგი „ძლევამოსილ და მრავალ
გამარჯვების“ მომპოვებლად იხსენიება.
ხსეფარნუგის შემდეგ, დანამდვილებით აღარ ვიცით რა ხდება ქართლის
სამეფოში, ვიდრე III სუკუნემდე, ამაზასპის მეფობამდე, რომელიც სასანიანთა ირანის
წარმოშობის პირველ ხანებში მეფობდა.

21
ამაზასპიდამდგომარეობაქრისტიანობისმიღებამდე

ახ.წ. III საუკუნეში ქართლის სამეფოში ვითარება შეიცვალა. ქართლის სამეფო


კვლავინდებურად ძლიერ სახელმწიფოს წარმოადგენდა, თუმცა გასული საუკუნეების
ამბიციურობით ვეღარ გამოირჩეოდა. შეიცვალა სახელმწიფოს გარემოცვა.
დასუსტებული არშაკიდების (პართიის) სამეფოს ტახტზე სასანიანთა დინასტია
გამეფდა. სასანიანთა გვარის წარმომადგენელმა არდაშირმა დაამარცხა პართიის
უკანასკნელი მეფე არტაბან I და ახ.წ. 226 წელს ირანის მიწაზე, მისი მეთაურობით,
ახალი სახელმწიფო ჩამოყალიბდა.
სასანიანთა ირანის პოლიტიკა აქტიური და აგრესიული იყო. სასანიანთა
პირველმა მეფეებმა არდაშირ I-მა (226-241 წწ.) და შაბურ I-მა (242-272 წწ.) დაპყრობითი
ომების წარმოება დაიწყეს. მათ დაიბრუნეს ყველა ის ტერიტორია, რაც ადრე პართიის
საკუთრებაში შედიოდა, ატროპატენასა და სომხეთისს გამოკლებით. აწარმოებდნენ
ომებს რომის წინააღდეგაც. შაბურ I-მა ედესას ბრძოლაში ახ.წ. 260 წელს იმპერატორი
ვალერიანე დაამარცხა და ტყვედ იგდო იგი.
სასანიანთა ირანი მალევე გახდა სერიოზული ძალა. ქართლის სამეფოც
სავარაუდოდ, მის გავლენის ქვეშ უნდო მოქცეულიყო, მაგრამ უშუალო
დაქვემდებარებაში არ უნდა ყოფილიყო. ამ პერიოდში, კონკრეტულად კი შაბურ I-ის

22
მმართველობისას, ქართლში მეფობს მეფე ამაზასპ II. არსებობს ქაბაა-ი-ზარდოშტის
დიდი წარწერა, შაბურის პერიოდში დაწერილი, რომელიც მის დიდებულებს
ჩამოთვლის. ამაზასპი იმ ხალხთა სიაშია მოხსენიებული, რომლებმაც ძალაუფლება
შაბურ I-ის დროს მიიღეს.
ამაზასპი სასანიანთა ირანის ერთ-ერთ უმაღლეს დიდებულად მოიხსენიება, რაც
ქართლის სამეფოსა და სასანიანთა მოკავშირეობას უნდა ნიშნავდეს. ამაზასპი, ზემოთ
ხსენებულ სიაში რიგით მეოთხეა, ხოლო მას შემდეგ დასახელებულია ირანის
სახელმწიფოს უფლისწულები თუ სხვა გავლენიანი საგვარეულოების
წარმომადგენლები.
ამაზასპს ირანის შაჰისგან დავალებული ჰქონდა მსხვერპლშეწირვა
განეხორციელებინა. შესაძლებელია ამაზასპმა მაზდეანობაც მიიღო. აღმოსავლეთ
საქართველოში, ზოროასტრიზმი საკმაოდ გავრცელებული იყო და მრავალი ტაძარიც
არის აღმოჩენილი.
გარდა შაბურის წარწერისა, ამაზასპს ლეონტი მროველიც ახსენებს. ქართველ
მემატიანე მას ფარსმან II-ს ადარებს. „ქართლის ცხოვრებაში“ ასევე იხსენიება ალანთა
შემოჭრა, რომელიც ამაზასპმა დაამარცხა, გაყარა ქვეყნიდან და შემდეგ თვითონ
გადავიდა კონტრ-შეტევაზე მარბიელი ლაშქრობის მოსაწყობას, სადაც სომხები
დაიხმარა.
„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ალანების დალაშქვრის შემდეგ, ამაზასპი
მკაცრი და პირსისხლიანი გახდა, რის გამოც შეიძულეს ქართლის ერისთავებმა.
დასავლეთის ერისთავები განუდგნენ და ქართლის სამეფომ დაკარგა კლარჯეთი, ოძრხე
და სხვა დასავლური ტერიტორიები. ერისთავებმა დახმარება სომხეთის მეფეს სთხოვეს,
რომელსაც ცოლად ამაზასპის და ჰყავდა და მათი ვაჟის, რევის გამეფება მოინდომეს.
ამაზასპის წინააღმდეგ. ამაზასპის წინააღმდეგ კოალიცია შეკრულა, რომელშიც ალანები,
სომხები და რომაელებიც იბრძოდნენ, ქართველ ერისთავებთან ერთად. ქართლის მეფის
მხარეს კი, სასანიანთა ირანის ჯარი გამოვიდა. ბრძოლა გუთის-ხევთან გაიმართა, სადაც
ამაზასპი დამარცხდა და ბრძოლაში გარდაიცვალა. ტახტზე მისი დისწული რევ I ავიდა.

23
ლეონტი მროველის ამ მონათხრობის მიხედვით, შესაძლოა ვივარაუდოთ რომ ეს
ბრძოლა, რომისა და სასანიანთა ირანს შორის არსებული ომის ერთ-ერთი მონაკვეთი
ყოფილიყო, რომელიც რომაელთა გამარჯვებით დასრულდა და ქართლის ტახტზე
დასავლური ორიენტაციის მქონე პირი ავიდა.
ამაზასპი ანტიკური პერიოდის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული
მეფეა, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებდა ქართლის სამეფოს ძლიერებას და მის
სახელმწიფო ჯერ კიდევ ანგარიშგასაწევი ძალა იყო რეგიონში. ამაზასპის სიკვდილის
შემდეგ, როგორც ზემოთ ვახსენეთ, ტახტზე რევ I ადის, რომელიც III საუკუნის მეორე
ნახევარში უნდა ყოფილიყო ქართლის მეფე. მას ქრისტიანულმა ქართულმა ტრადიციამ
რევ მართალი უწოდა. რევმა აკრძალა ზოგიერთი წარმართული ჩვეულება, რომელიც
ძირითადად ადამიანის მსხვერპლშეწირვას გულისხმობდა.
ლეონტი მროველის მიხედვით, მან იცოდა ქრისტეს შესახებ და თუმცა იგი
წარმართი იყო, ჰყვარობდა მას. ასევე მას ცოლად რომაელი ქალი შეურთავს, რომელსაც
სეფელია რქმევია. სეფელიას ქართლში აფროდიტეს კულტი შემოუტანია და მისი კერპი
მცხეთაში აღუმართავს.
სამწუხაროდ, ლეონტი მროველი მის საგარეო პოლიტიკაზე არაფერს
მოგვითხრობს. მისი სიკვდილის შემდეგ, ტახტზე ადის მისი ძე ვაჩე.
ვაჩესა და მისი მემკვიდრეების ბაკურ I-სა და მირდატის შესახებ, თითქმის
არაფერია ცნობილი.
მირდატის, იგივე მითრიდატეს ვაჟი იყო ასფაგური (დაახლ. II-III საუკუნეების
მიჯნა). „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, იგი უკანასკნელი მეფეა ფარნავაზიანთა
დინასტიიდან. მან დახმარება გაუწია სომხეთის მეფეს სასანიანთა წინააღმდეგ,
რომელიც დაამარცხეს ერთობლივი ძალებით.
სასანიანთა ირანმა შური იძია სომხეთის სამეფოზე და დაიპყრო იგი, ხოლო მას
შემდეგ ქართლის სამეფოში შემოიჭრა. ასფაგური კავკასიონზე გადავიდა მომთაბარე
ტომების მოსახმობად, თუმცა მას სიკვდილმა მოუსწრო.
ასფაგურს ვაჟი არ ჰყავდა. ლეონტი მროველი წარმოგვიდგენს ერისთავთა კრებას,
სადაც გადაწყდა თუ ვინ უნდა ყოფილიყო ქართლის ახალი მეფე. მათ ირანის მეფეს

24
მიმართეს თხოვნით გამოეგზავნა თავისი ძე ქართლში მეფედ. ირანის მეფემ თავის ვაჟი
გამოგზავნა ქართლში, რომელსაც ცოლად ასფაგურის ასული აბეშურა შერთეს ცოლად.
სასანიანთა უფლისწულს შვიდი წლის ვაჟი ჰყავდა მიჰრანი, ანუ ჩვენებურად მირიანი,
რომელიც ტახტზე ავიდა და მიანდეს ქვეყნის მმართველობა. მირიან III ქართლის
სამეფოს IV საუკუნისპირველ ნახევარში მართავდა. იგი გახლდათ სომხეთის მეფის
თრდატისა და რომის იმპერატორის კონსტანტინე დიდის თანამედროვე. მირიანი
საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეფეა, რადგან მის დროს
მოხდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღება. რელიგია, რომელმაც მთავარი
როლი ითამაშა საქართველოს ისტორიის განვითარებაში.

მეფემირიან III დაქრისტიანობისმიღება

298 წელს რომსა და სასანიანთა ირანს შორის ზავი დაიდო ქალაქ ნიზიბინში.
ზავის მიხედვით, რომს რჩებოდა შუამდინარეთში არსებული ხუთი სომხური
პროვინცია, ასევე სომხეთისა და ქართლის სამეფოებიც რომის გავლენის ქვეშ
ექცეოდნენ. ამიერიდან, მათი მეფეები სამეფო რეგალიებს რომის იმპერატორისგან
მიიღებდნენ.
ამ პერიოდში, ქართლის ტახტზე მეფე მირიანი ზის, რომლის გამეფების
ლეონტისეულ ვერსიაზე წინა თავში უკვე ვისაუბრეთ. მეორე წყარო, რომელიც მირიან
III-ს შესახებ მოგვითხრობს „მოქცევაი ქართლისა“ გახლავთ, სადაც „ქართლის
ცხოვრებისაგან“ განსხვავებით, მირიანი ქართველია, ქართლის მეფის ლევის (რევის) ძე.
მეცნიერთა აზრი ორ ნაწილად იყოფა და ორივე მხარეს საკუთარი არგუმენტები გააჩნია.
თუმცა კი, ეს მნიშვნელოვანი საკითხია, იგი არ არის გადამწყვეტი ფაქტორი მირიან
მეფის მოღვაწეობის განსახილველად. ორივე შემთვევაში, მთავარი გახლავთ მისი
დამსახურება ქვეყნისა და სამშობლოს წინაშე.
გარდა მისი წარმომავლობისა, ვერ ხერხდება მეფის მოღვაწეობის ზუსტი
დათარიღებაც. თუმცა ჩვენ ვიცით რო მირიანი თრდატ III-სა (298-330 წწ.) და

25
კონსტანტინე დიდის (306-337 წწ.) თანამედროვეა. ასევე იგი ჯერ კიდევ ცოცხალაი 361
წელს. ლეონტი მროველის ცნობას, მის გამეფების ასაკთან დაკავშირებით (შვიდი წელი)
თუ ვენდობით, მისი ასეთი ხანგრძლივი მმართველობა გასაკვირი აღარ იქნება.
მეფე მირიანი საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო
ურთიერთობებში. ქართლის სამეფო, მის პერიოდში წარმოადგენდა გარკვეულ ძალას,
თუმცა, რომის იმპერიასთან და სასანიანთა ირანთან შედარებით ის სუსტი გახლდათ.
ამიტომ, მირიან მეფის მთავარ იარაღს დიპლომატია წარმოადგენდა და იგი ამ ორ დიდ
სახელმწიფოსთან მიმართებაში ლავირების პოლიტიკას აწარმოებდა.
გარდა ირანთან და რომთან ურთიერთობისა, მირიან III-ისთვის
მომთაბარე ტომებთან და კავკასიის მთიანეთთან ურთიერთობაც დიდ საზრუნავს
წარმოადგენდა. „ქართლის ცხოვრებაში“ ნახსენებია სხვადასხვა დროს მირიანის,
მთიელთა და მომთაბარეთა დაპირისპირება. სადაც მირიანი ხან ქვეყანას იცავს
მომხვდურთაგან, ხან კი, თვითონ გადადის შეტევაზე.
სომხურ წყაროებში დაცულია ცნობები, სადაც მირიან მეფე სომხეთის მეფესთან
ერთად ებრძვის ჩრდილოეთიდან მოსულ მოწინააღმდეგეს.
მირიან III-ის მეფობისას ხდება საქართველოს ისტორიაში ყველაზე გარდამტეხი
მომენტი, რამაც მთავარი როლი შეასრულა ისტორიის სამომავლო განვითარებაში. ეს
გახლდათ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ქრისტიანობის მიღება
ერთ დღეში არ გადაწყვეტილა. მას მთელი რიგი წინაპირობები თუ ხელის შემწყობი
ფაქტორები ერთვოდა. ქართლის სამეფოში გავრცელებული იყო, როგორც
ადგილობრივი წარმართული პანთეონის თაყვანისცემა, ასევე ირანული
ზოროასტრიზმი. რაც შეეხება ქრისტიანობას, მოსახლეობისთვის თუ სამეფო
კარისათვის იგი უცხო ხილი ნამდვილად არ ყოფილა. ჯერ კიდევ I საუკუნიდანვე
იწყება საქართველოს ტერიტორიაზე ქრისტიანობის გავრცელება, რაც სავარაუდოდ
იერუსალიმიდან უნდა მომხდარიყო იუდეველ-ქრისტიანთა მიერ. ქართლის სამეფოში
უნდა ყოფილიყო სხვადასხვა ქრისტიანული წვრილი თემები, რომლებიც ძირითადად
ქალაქებში უნდა ყოფილიყო გაბნეული. აღმოჩენილია III საუკუნით დათარიღებული
ქრისტიანული ტაძარიც, რომელიც ნაქალაქარ ნასტაკისში მდებარეობს.

26
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობას, ქრისტიანობის მისაღებად, ამ
მხრივ, იდეალური პირობები იყო შექმნილი. 298 წლის ნიზიბინის ზავის შემდეგ,
რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდა, რამაც სტაბილურობა გამოიწვია.
ნიზიბინის ზავის დადებამდე, რომაული პოლიტიკა ქრისტიანებს არ სწყალობდა და
დევნიდა მათ. ვინც რომისთვის მიუღებელი და არასასურველი იყო, მათ სასანიანთა
ირანი ყოველთვის უმართავდა ხელს. ამის გამო, რომაელების მიერ ქრისტიანთა დევნის
პერიოდში, ირანში ეს უკანასკნელნი არ იდევნებოდნენ და მათთან თბილი
ურთიერთობა გააჩნდათ. ამ პერიოდში ქართლის სამეფო ირანის გავლენის ქვეშ
იმყოფებოდა და რა თქმა უნდა, ქრისტიანები აქაც უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს.
ხოლო, როდესაც ქართლის სამეფო რომის გავლენის ქვეშ მოექცა, ანუ ნიზიბინის ზავის
შემდეგ, რომმა მალევე შეწყვიტა ქრისტიანების დევნა. უკვე 313 წელს მილანში გამოიცა
ედიქტი, რომლის მიხედვითაც წყდებოდა იმპერიაში ქრისტიანების დევნა. 319 წელს
იმპერატორმა კონსტანტინემ გადასახადებისგან გაათავისუფლა ქრისტიანული ტაძრები.
321 წელს რომის იმპერატორმა საკუთრებაში გადასცა ეკლესიას მიწები და დაუკანონა
მათ. 325 წელს კონსტანტინეს ჩატარდა პირველი საეკლესიო კრება ქალაქ ნიკეაში, სადაც
ქრისტიანობა რომის სახელმწიფო რელიგიად გაომცხადდა. 331 წელს კი კონსტანტინემ
ბრძანება გასცა დაენგრიათ ყველა წარმართული ტაძარი. ეს ქრისტიანობის სრულ
გამარჯვებას ნიშნავდა. მოვლენების ასეთი განვითარება, უმტკივნეულო აღმოჩნდა
ქართლის სამეფოში მცხოვრები ქრისტიანთათვის. ისე მოხდა, რომ ქართლის სამეფოს
განსხვავებული პოზიცია, ქრისტიანთათვის ყოველთვის მომგებიანი იყო.
ქართლის სამეფოს დასავლურმა კურსმა გამოიწვია სახელმწიფო რელიგიის
შეცვლა. თუმცა, ეს მხოლოდ რომის იმპერიის კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით არ
მომხდარა. ქართლის სამეფოს პოლითეისტური რელიგიის მსახური ქურუმები დიდძალ
ქონებას ფლობდნენ და შესაბამისად ძალაუფლებასაც, რაც არ შედიოდა არც აზნაურთა
და არც სამეფო კარის ინტერესებში. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად
გამოცხადებით, მირიანმა ხელის ერთი მოსმით მოსპო ქურუმთა ძალაუფლება და ამით
მოიმადლიერა, როგორც აზნაურები, ასევე გაიჩინა ახალი მოკავშირე ეკლესიის სახით.
მირიან მეფის ასეთმა ქმედებამ, ხელი შეუწყო, როგორც სახელმწიფოს კონსოლიდაციას,

27
ასევე მის კულტურულ განვითარებას.
ქრისტიანობა საქართველოში ბერძნულენოვანი სახით შემოვიდა, თუმცა ძალიან
მალე, რელიგიამ გაქართულება დაიწყო, რამაც საჭიროება წარმოქმნა შექმნილიყო
ქართული ანბანი. ქართულმა დამწერლობამ კი გააფართოვა ქართული კულტურის
თვალსაწიერი. უცხო ხალხებში, ქართლის სამეფოდან შესულ ქრისტიანობას, თან ახლდა
ქართული დამწერლობაც, რაც დაბალ კულტურულ ფენაზე ყოფი ხალხის ასიმილაციას
იწვევდა.
დავის საგანს წარმოადგენს ქართლის გაქრისტიანების თარიღი. ჩვენ ვიცით, რომ
ქართლის სამეფოში ქრისტიანობა კონსტანტინე დიდის მმართველობისას გამოცხადდა
სახელმწიფო რელიგიად, მაგრამ ეს ვერ მოხდებოდა ნიკეის საეკლესიო კრებამდე, ანუ
325 წლამდე. ასევე ცნობილია, რომ ქრისტიანობის მიღებისას, სომხეთის ტახტზე
თრდატ III ზის, რომელიც 330 წელს მოკლეს. ამრიგად ქართლში ქრისტიანობა 325-330
წლებში უნდა გამოცხადებულიყო ოფიციალურ რელიგიად. „ქართლის ცხოვრებაში“
მოთხრობილია, რომ ქრისტიანობის მიღებასთან დაკავშირებით, 25 მარტს, პარასკევს
მოჭრეს განსაკუთრებული, სასწაულმოქმედი ხე, რომლისგანაც 37 დღის შემდეგ, 1 მაისს,
სამი ჯვარი დაამზადეს. 1 მაისი აღდგომის მესამე კვირა იყო. თანამედროვე
გამოთვლებით, დგინდება რომ IV საუკუნეში, ასეთი კალენდარი მხოლოდ 326, 337 და
348 წლებში იყო. თუ ჩვენ საზომს ავიღებთ, ქრისტიანობა ქართლში 326 წელს უნდა
მიეღოთ.

მეფე მირიანისა და ქრისტიანობის მიღების შესახებ ცნობილი ლეგენდაა


არსებობს. გადმოცემის თანახმად, ქრისტიანობა ქართლში, კაპადოკიელმა ნინომ
იქადაგა, რომელიც იერუსალიმიდან მოვიდა და მცხეთაში დამკვიდრდა, სადაც
ფარულად დაიწყო ქრისტეს მოძღვრების ქადაგება. ნინომ მალევე მოიპოვა ხალხის
ნდობა და სიყვარული, თავისი სასწაულების მეშვეობით. ლოცვის წყალობით მან
მრავალი ავადმყოფი მოარჩინა. მან მძიმე დაავადებისგან განკურნა მირიან მეფის ცოლი
- დედოფალი ნანა, რომელმაც ქრისტე იწამა სასწაულებრივად გამოჯანმრთელების
შემდეგ. მირიან მეფე არ ენდობოდა ნინოს მოტანილ რელიგიას, ვიდრე თხოთის მთაზე
28
ნადირობისას გზა არ აებნა და თვალთ არ დაუბნელდა. მირიანს საკუთარი კერპების
იმედი ჰქონდა, თუმცა ვერაფერი საშველი ვერ ნახა მათგან. მხოლოდ ამის შემდეგ
მიმართა მან ნინოს ღმერთს დახმარების თხოვნით. ყველაფერი განათდა და მეფე შინ
მშვიდობით დაბრუნდა, რომელმაც იწამა ქრისტე და იმპერატორ კონსტანტინესთან
გაგზავნა ხალხი თხოვნით, გამოეგზავნა მღვდლები და მოძღვრები. ნინოს თხოვნით კი
სვეტიცხოვლის ტაძარი ააგო, რომელიც თავდაპირველად ხის გახლდათ.
ეს ლამაზი გადმოცემა ღრმად არის ჩაბეჭდილი ქართველი ხალხის გონებასა და
გულში, რაც ხშირ შემთხვევაში, მათ გულისწყრომასა და უკმაყოფილებას იწვევს,
როდესაც ქრისტიანობის მიღების რეალურ მიზეზებს ისმენენ.
მირიან მეფის მმართველობამ საქართველოს ისტორიის ახალ ეტაპს ჩაუყარა
საფუძველი. ქრისტიანულ ეპოქას, რომლის დასაცავადაც ქართულმა სახელმწიფოებმა
მრავალი ჭირ-ვარამი გადაიტანეს. ქრისტიანობის არ დათმობამ საქართველოს მრავალი
ომი მოუტანა. თუმცა, სწორედ სარწმუნოების მიმართ ერთგულება და თავდადება
აძლიერებდა ქართველ ხალხს მოწინააღმდეგის წინააღმდეგ.

29
მირიანმეფედან - ვახტანგგორგასლამდე

ქართლის სამეფოს ასეთი გეზი, რა თქმა უნდა არ მოეწონებოდა სასანიანთა


ირანის ხელისუფლებას. თუმცა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მის ვერანაირ
რეაქციას ვერ ვხედავთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ამის მიზეზი არა მხოლოდ
ნიზიბინს ზავი, არამედ ირანის შიდა პოლიტიკური არეულობა უნდა ყოფილიყო. ამის
დასტური ის გახლავთ, რომ შაბურ II-ის (309-379 წწ.) მმართველობის დიდი ნაწილი
თითქმის უცნობია ჩვენთვის, რაც შიდა არეულობაზე უნდა მიუთითებდეს. როდესაც
შაბურ II-მ ქვეყნის შიგნით მდგომარეობა გამოასწორა, 338 წელს იწყებს აქტიურ და
აგრესიულ პოლიტიკას სამხრეთ კავკასიის მიმართულებით. მან ჯერ სომხეთის დაკავება
სცადა, თუმცა არ გამოუვიდა. ხოლო რაც შეეხება ალბანეთს, მისი დაპყრობა წარმატებით
განახორციელა. განაახლა ომი რომაელების წინააღმდეგ, რომელთანაც საომარ
მოქმედებებს ჩრდილოეთ მესოპოტამიაში აწარმოებდა.
ქართლის სამეფო ნეიტრალიტეტს იჭერდა ამ ომში, თუმცა იგი რთულ

30
ვითარებაში იმყოფებოდა. აღმოსავლეთ საზღვარზე მყოფი ალბანელები ირანის ხელში
იყვნენ. სამხრეთით მყოფი სომხეთის სამეფო ძვლივს უმკლავდებოდა სასანიანთა
შეტევებს. შაბური მირიან მეფის გადაბირებას სცდილობდა რომაელთა წინააღმდეგ.
თუმცა, მირიანი ხვდებოდაა, რომ ადრე თუ გვიან მაინც მოუწევდა სასანიანთა
წინააღმდეგ ბრძოლა, მისი ეს ნაბიჯი კი, მტერთან უმოკავშირეოდ დარჩენა იქნებოდა.

რომიც ხვდებოდა შაბურის განზრახვას და მაქსიმალურად ცდილობდა


შეენარჩუნებინა მოკავშირეები. იმპერატორ ვალენტის ბრძანებით 361 წელს სომხეთისა
და ქართლის მეფეები გულუხვად დაასაჩუქრეს, მათი ერთგულების განსამტკიცებლად.
ზავი რომსა და ირანს შორის 363 წელს დაიდო. ზავის პირობების თანახმად ირანი
იბრუნებდა ნიზიბინის ზავამდე დაკავებულ ტერიტორიებს. ქართლის სამეფო ისევ
რომაელთა მხარეს რჩებოდა, სადაც ამ დროისთვის ტახტზე საურმაგი იჯდა. ირანმა
მალევე განაახლა ომი. დაიპყრო რა სომხეთის სამეფო და მათი მეფე არშაკი დაატყვევა,
უმალ შეიჭრა ქართლში, სადაც საურმაგი დაამხო და ტახტზე თავისი კაცი ასფარუგი
დასვა.
რომის იმპერატორს არ სურდა ქართლის სამეფოს დაკარგვა. გამოქცეულ
საურმაგს ჯარი მისცა და ტახტის დასაბრუნებლად გაგზავნა, თუმცა ქართლში
დაბრუნებულს, ასფაგურმა ორმეფობა შესთავაზა. საურმაგი უარზე ვერ წავიდოდა,
რადგან მისი ვაჟი ირანის ტყვეობაში იმყოფებოდა.
ქართლი ორ ნაწილად გაიყო. მტკვრის დასავლეთ მხარეს საურმაგი მართავდა,
ხოლო აღმოსავლეთს - ასფაგური. რომმა და ირანმა ქართლის სამეფო ორად გახლიჩეს.
შაბური და ვალენტი არ თმობდნენ ქართლის სამეფოს. საქმე ომის დაწყებამდეც კი
მივიდოდა, რომ არა გოთების შესევა აღმოსავლეთ რომის იმპერიაზე. ამით ქართლის
განაჩენი ცნობილი გახდა. რა თქმა უნდა, რომი ვეღარ მოიცლიდა ქართლის
სამეფოსთვის. მით უმეტეს, რომ 378 წლის ადრიანოპოლოს ბრძოლაში იმპერატორი
ვალენტი ბრძოლის ველზე გარდაიცვალა. შაბურმა მიაღწია თავის საწადელს და
ქართლის სამეფო მისი გავლენის ქვეშ გაერთიანდა.
შაბურ II 379 წელს გარდაიცვალა. საუკუნის ბოლომდე ირანს სუსტი

31
მმართველები ჰყავვდა, რითაც ისარგებლა იმპერატორმა თეოდოსიუსმა და ქართლზე
რომის გავლენა აღადგინა.
387 წელს რომმა და სასანიანთა ირანმა კიდევ ერთხელ გაინაწილეს ძალაუფლება,
რის შედეგადაც ქართლის სამეფო ისევ ორ ნაწილად გაიყო. თავიდან სასანიანთა ირანი
ლმობიერ პოლიტიკაზე გადავიდა. აღარ იდევნებოდნენ ქრისტიანები, რაც
ბიზანტიასთან ურთიერთობის დათმობისთვის კეთდებოდა. ამ პერიოდში აღმოსავლეთ
ქართლის ტახტზე ჯერ ბაკური, შემდეგ კი არჩილი ზის. არჩილის მეფობა დაახლოებით
437 წლამდე გაგრძელდა. მას შემდეგ ირანთან ურთიერთობა მძიმდება. სასანიანთა
ირანი ისევ იწყებს ქრისტიანების დევნასა და მაზდეანობის გავრცელებას ცდილობს.
ირანის შაჰმა ქართველ, სომეხ და ალბანელ დიდებულებს მაზდეანობა მიაღებინა.
ტყვეები დაიტოვა და გამაზდეანებული დიდებულები თავიანთ ქვეყნებში დააბრუნა,
რომლებსაც მოგვები გააყოლა. მოგვებმა დაიწყეს ქრისტიანული ტაძრების შებღალვა და
ცეცხლის ტაძრების აგება. ასეთმა ვითარებამ გამოიწვია ის, რომ 450-451 წლებში
სომხეთი და ალბანეთი აჯანყებას იწყებს, თუმცა გაურკვეველ მიზეზთა გამო, ქართლის
სამეფო ამ აჯანყებაში არ ჩართულა.
აშკარაა, რომ ქართლი ირანის სერიოზული გავლენის ქვეშ იმყოფება, რასაც დიდი
მეფის, ვახტანგ გორგასლის მეფობის პირველი ხანები კარგად მეტყველებს.

32
ვახტანგგორგასალი

საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული მეფე ვახტანგ I გორგასალია,


რომელიც V საუკუნის მეორე ნახევარსა და VI საუკუნის პირველ ხანებში მეფობდა.
ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდში, ქართლის სამეფო ირანის ბატონობის ქვეშ
იმყოფებოდა. პოლიტიკის წარმოებაში ქართლის მეფე შეზღუდული იყო.
ვახტანგ გორგასლის შესახებ, ძირითად ცნობებს გვაწვდის ჯუანშერი, რომელიც
სავარაუდოდ VIII ან XI საუკუნეებში მოღვაწეობდა. ჯუანშერის ცნობები თანამედროვე
ისტორიოგრაფიაში მცირე ნდობით სარგებლობს. თუმცა, მისი სრულიად
უგულვებელყოფა არ შეიძლება.
ჯუანშერის მიხედვით ვახტანგ გორგასალი ქართლის ტახტზე შვიდი წლის ასაკში
ავიდა. სამეფოს, რეგენტის უფლებით მისი დედა საგდუხტი მართავდა, რომელიც
ამიერკავკასიის სპარსელი მარზპანის, ბარზაბოდის ასული გახლდათ.
33
საგდუხტის მმართველობა მამამისის კარნახით მიმდინარეობდა, რაც
თავისთავად აძლიერებდა ირანის გავლენას ქართლის სამეფოზე, რომელსაც არა
მხოლოდ პოლიტიკური, არამედ კულტურული ხასიათიც ჰქონდა.
ქართლის სამეფო ჩრდილოეთიდანაც განიცდიდა შევიწროვებას. დაახლოებით
448 წელს ქართლის სამეფოს დარიალის კავლის გავლით ჰუნები უნდა შემოსეოდნენ,
რომელსაც შესაძლოა ალან-ოსთა დიდი ტალღაც შემოჰყოლოდა. არ არის გამორიცხული
რომ მსგავსი სახის, შედარებით მცირე მასშტაბების მარბიელი ლაშქრობებით ხშირად
აწუხებდნენ ქართლის სამეფოს მომთაბარე ტომები.
ვახტანგ გორგასალს რთული მემკვიდრეობა ერგო. ყოველი მხრიდან
ვიწროვდებოდა მისი სამეფო. ასევე რთული სიტუაცია იყო საშინაო საქმეებშიც. ვახტანგ
გორგასალის მოღვაწეობიდან ვხედავთ, რომ მის მიზანს ქართლის სამეფოს
დამოუკიდებლობის აღდგენა და ქვეყნის კონსოლიდაცია წარმოადგენდა, რისთვისაც
ქართლის მეფე თავს არ ზოგავდა.
ვახტანგ გორგასალი სასანიანტა ირანის შაჰის პეროზის ერთ-ერთ
მხედართმთავრად იყო წასული ცენტრალურ აზიაში, სადაც შაჰი ჰუნების წინააღმდეგ
აწარმოებდა ომს, რომელიც ირანსა და ინდოეთს შორის მოსახლეობდნენ. ვახტანგ
გორგასალი ქართლში დაახლოებით 466 წელს დაბრუნდა. როგორც წესი, მომთაბარე
ტომებთან ბრძოლა ყოველთვის დიდ თავისტკივილთან არის დაკავშირებული. ამიტომ,
ვახტანგმა დაბრუნების შემდეგ, პირველ რიგში დარიალის კარზე კონტროლის აღდგენა
დაისახა მიზნათ, რაც ქართლის სამეფოსთვის საციცოცხლო მნიშვნელობის იყო ასეთ
მძიმე ვითარებაში. დარიალის კარზე კონტროლის აღება სასანიანთა ირანის
ინტერესებშიც შედიოდა, ამიტომ ვახტანგმა ამ მიზნის შესასრულებლად სრული
თავისუფლება მიიღო.
ვახტანგმა შემოიკრიბა ქართლის ლაშქარი, მან ასევე დასახმარებლად იხმო,
თავისი ბიძის, რანის ერისთავის ვარაზ ბაკურის თორმეტიათასიანი ლაშქარი. ვახტანგის
მხარეს ასევე გაერთიანდნენ ქისტურ-ბაცბური მოსახლეობისა და დაღესტნურ ტომთა
ბელადებიც. ვახტანგმა დარიალის ხეობაში დაამარცხა „ოვსნი“ და დარიალის ხეობა
ხელთ იგდო, სადაც ჯუანშერის ცნობით მთიელი მოსახლეობა დაუყენებია მცველად.

34
ამ მოვლენების პარალელურად დასავლეთ საქართველოში ლაზიკის სამეფოში
არეულობა და კრიზისი იყო. ამით ისარგებლა ვახტანგ გორგასალმა და დასავლეთ
საქართველო თითქმის მთლიანად შეიერთა. ეს პროცესი სამ წელს უნდა
გაგრძელებულიყო, რომელიც 469 წელს დასრულდა.
ჯუანშერის ცნობით, ვახტანგ გორგასალმა ბიზანტიის წინააღმდეგ დაიწყო
ლაშქრობა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი ტერიტორიების გამო. ვახტანგს ამ
ბრძოლაში სასანიანთა ჯარი ეხმარებოდა. ჯუანშერი სურათს ისე გვიხატავს, რომ
თითქოს ირანის შაჰი ებრძოდა ბიზანტიას, ხოლო ვახტანგს მან დახმარება სთხოვა.
სინამდვილეში, მთელი V საუკუნის განმავლობაში, ბიზანტიასა და სასანიანთა ირანს
შორის საომარი მოქმედებები არ ყოფილა.
ამ ფაქტს მეცნიერები ისე ხსნიან, თითქოს ქართველ მემატიანეს არ სურდა
ვახტანგ გორგასალი ერთმორწმუნე ბიზანტიის წინააღმდეგ აგრესორად გამოეყვანა და
მის ასეთ ნაბიჯს ირანის შაჰს აბრალებს.
ბიზანტიასთან ბრძოლამ შედეგი გამოიღო, ვახტანგმა თავის სამეფოს შემოუერთა
როგორც კლარჯეთი, ასევე აჭარა სამცხე და არტაან-ჯავახეთის ნაწილი. გარდა
დასავლეთით წარმოებული ომებისა, ვახტანგის სამეფო აღმოსავლეთის მხარესაც
ფართოვდებოდა. თუ ჰერეთი აქამდე ქართლის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, ვახტანგის
დროს იგი უშუალოდ სამეფოს ტერიტორიად იქცა. ასევე ქართლის სამეფოს შეუერთდა
კამბეჩოვანიც.
ვახტანგ გორგასლის ქართლის სამეფო, თითქმის მთელი საქართველოს
ტერიტორიას მოიცავდა, რომელიც დაყოფილი იყო ცხრა საერისთავოდ და ერთ
სასპასპეტოდ.
კამბეჩოვანისა და ჰერეთის შემოერთება განპირობებული იყო როგორც
სტრატეგიული, ასევე ეკონომიკურ მნიშვნელობითაც. ქართლის ტერიტორია არ არის
მდიდარი საზამთრო საძოვრებით, რაც ხელს უშლიდა მთასთან ურთიერთობის
განმტკიცებას, რომლის მთავარ სამეურნეო წყაროდ, სწორედ მესაქონლეობა,
კონკრეტულად კი მეცხვარეობა იყო. მთის მოსახლეობას სჭირდებოდა ზამთრის

35
საძოვრები, ქართლის სამეფო კი მსგავს პირობებს ჰერეთისა და კამბეჩოვანის დაკავების
გარეშე ვერ შეუქმნიდა. ვახტანგ გორგასლის ამ ქმედებით მოხდა ბარისა და მთის
ურთიერთობის განმტკიცება.
რა თქმა უნდა, მხოლოდ საძოვრების მოპოვების მიზნით არ მომხდარა ზემოთ
აღნიშნული აღმოსავლეთ ტერიტორიების შემოერთება. ვახტანგს სხვა ეკონომიკური
გათვლებიც ჰქონდა მათთან დაკავშირებით. კამბეჩოვანსა და ჰერეთში გადიოდა
ალბანეთიდან მომავალი სავაჭრო გზა, რომელიც ქართლის სამეფოზე გამოივლიდა
თბილისის გავლით. მის გასაკონტროლებლად აშენდა უჯარმაც, რომელიც მთლიანად
აკონტროლებდა ამ ტერიტორიების გასაყარს.
ვახტანგ გორგასალს მიეწერება ქალაქ თბილისის დაარსება. ცნობილი ლეგენდის
თანახმად, ქართლის მეფემ ნადირობისას ხოხობს მიმინო დაადევნა, რომლებიც
შემდგომ ცხელ, გოგირდოვან წყალში ჩაფუფქული იპოვა. მეფეს მოსწონებია ეს
ადგილები და წყლის ტემპერატურის გამომდინარე ქალაქს ტფილისი, ანუ თბილისი
ეწოდა.
რეალურად, უკვე ვახტანგის დროს ქალაქ თბილისის ტერიტორია დასახლებულ
ადგილს წარმოადგენდა, რასაც მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა ადასტურებს.
მაგრამ, მისი ქალაქად ქცევა ვახტანგ გორგასლის პერიოდში უნდა მომხდარიყო. ამის
მიზეზი უნდა ყოფილიყო სწორედ ის მაგისტრალები, რომლებიც თბილისის გზაზე
გადიოდა. დედაქალაქის მცხეთიდან თბილისის ტერიტორიაზე გადმოტანა
ეკონომიკურად და სტრატეგიულად ბევრად უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეეძლო
სამეფოსთვის.
V საუკუნის ბოლო მეოთხედში ალბანეთში აჯანყებამ იფეთქა ირანის
წინააღმდეგ, სადაც შაჰმა პეროზმა სომეხი დიდებულები გაგზავნა აჯანყების
ჩასახშობად. კავკასიაში არსებული არეული სიტუაციით ისარგებლა ვახტანგ
გორგასალმა. ვახტანგის წარმატებულ პოლიტიკას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ,
ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ქვემო ქართლის მმართველი ვარსქენ პიტიახში, რომელიც
მაზდეანური სარწმუნოების გახლდათ. იგი თავისი ტერიტორიის სრული ბატონ-
პატრონი გახლდათ, თუმცა საგარეო საკითხებში მაინც მეფეზე უნდა ყოფილიყო

36
დამოკიდებული. მას ხელს არ აძლევდა მეფის ხელისუფლების ასეთი განმტკიცება და
ამიტომ იგი ვახტანგის მთავარ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა, რომელსაც ზურგს ირანის
შაჰი უმაგრებდა. ალბანეთის აჯანყებამ და სომხეთისა და ირანის ყურადღების ამ
რეგიონში გადატანამ, ვახტანგს ხელ-ფეხი გაუხსნა ვარსქენ პიტიახშის წინააღმდეგ
ემოქმედა. ქართლის მეფემ 482 წელს დაატყვევა და სიკვდილით დასაჯა ვარსქენ
პიტიახში. ეს ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებას ნიშნავდა. ალბანეთის
აჯანყების ჩასახშობად მყოფმა სომხებმა მალევე შეიტყვეს ქართლის მეფის ირანის
წინააღმდეგ გამოსვლის შესახებ და გადაწყვიტეს ერთობლივად ემოქმედათ სასანიანთა
ირანის წინააღმდეგ. სომხების აჯანყებას სათავეში ვაჰან მამიკონიანი ედგა სათავეში,
რომელიც ვარდან მამიკონიანის ძმისწული გახლდათ. ხოლო ქართველთა ფრთას, რა
თქმა უნდა ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალი ედგა სათავეში.
სომეხ აჯანყებულებს იმედს ვახტანგის პირობა აძლევდა, რომელიც ჰუნების
გადმოყვანას აპირებდა დარიალის კარიდან, რაც სერიოზულ ძალას წარმოადგენდა.
აჯანყების ჩასახშობად შაჰმა პეროზმა ორი დიდი არმია გამოგზავნა სომხეთსა და
ქართლის სამეფოში. ქართლისკენ მომავალ ლაშქარს მიჰრანი მოუძღოდა, ხოლო
სომხეთში ატრნერსე შეიჭრა. ვახტანგმა არ გარისკა ჰუნების გარეშე მიჰრანის ჯართან
შებრძოლება და სომხეთის საზღვარზე, მთებს შეაფარა თავი. რაც შეეხებათ სომხებს, მათ
შეძლეს ატრნერსეს სასტიკად დამარცხება და ვახტანგის თხოვნით მათთან
შესაერთებლად გაემართნენ. ვახტანგის სურდა ვაჰანთან ერთად, გაერთიანებული
ძალებით ებრძოლათ სპარსელთა წინააღმდეგ, თუმცა სომხები ჰუნთა დახმარების
გარეშე ყოყმანობდნენ ბრძოლაში ჩართვას.
შესაძლოა ეს ვახტანგის ერთ-ერთ ხრიკზე მიუთითებდეს. მას შესაძლოა სულაც
არ შეეძლო ჰუნებისთვის დახმარების თხოვნა ირანელთა წინააღმდეგ, თუმცა იმასაც
ხვდებოდა, რომ სომხეთის სამეფოს აჯანყებაში ვერ ჩაითრევდა მხოლოდ საკუთარი
თავის დახმარება რომ შეეთავაზებინა. ამიტომ, შესაძლებელია რომ ვახტანგმა
მოტყუებით ჩაითრია სომხები ირანის წინააღმდეგ აჯანყებაში.
ჰუნები არ ჩანდნენ, ვახტანგს კი ბრძოლის გამართვა სურდა და ახლა უკვე
სხვაგვარი საუბარი დაიწყო ვაჰან მამიკონიანთან. ის მას არწმუნებდა, რომ ჰუნების

37
გარეშეც შეძლებდნენ სასანიანთა დამარცხებას, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო და
მხარეები საბრძოლოდ განეწყვნენ.
ჯარს ვაჰან მამიკონიანი მეთაურობდა, მარცხენა ფლანგი კი ვახტანგ გორგასალს
ეკავა. შუა ბრძოლაში სომეხთა ჯარში ღალატმა იჩინა თავი და მრავალი მეომარი
ბრძოლას გაეცალა, რამაც დიდი არეულობა შექმნა, რაც საბოლოოდ ქართველ-სომეხთა
გაერთიანებული ლაშქრის კრახით დასრულდა. 484 წელს ირანელთა
მხედართმთავარი ზარმიჰრ ჰაზარავუხტი შევიდა სომხეთის დასაპყრობად, თუმცა
ვაჰანი ჭანეთში გაიქცა მცირერიცხოვანი ჯარით. ზარმიჰრი მას აედევნა, მაგრამ გზაში
წერილი მიუღია, რომლის თანახმადაც ვაჰანის დევნა უნდა შეეჩერებინა და იერიში
ქართლის სამეფოზე აეღო, სადაც ნებისმიერ ფასად უნდა დაემარცხებინა ვახტანგი. იგი
ან უნდა შეეპყრო, ან უნდა მოეკლა, ანდაც ქვეყნიდან გაეძევებინა. ვახტანგმა თავი
ეგრისს შეაფარა.
ქართლის სამეფოს ბედზე მოუსწრო პეროზ შაჰის დაღუპვის ამბავმა, რომელიც
ჰეპტალიტებთან ბრძოლას შეეწირა. ქართლში შემოსული ირანელი სარდალი უმალ
გაბრუნდა ირანის დედაქალაქში.
მართალია აჯანყება მარცხით დასრულდა, თუმცა რთულ პირობებში
ჩავარდნილმა ირანმა ვერ გაატარა მკაცრი სანქციები სამხრეთ კავკასიის სამეფოების
წინააღმდეგ. ახლად არჩეულმა შაჰმა ვალარშმა, რომელსაც პეროზთან შედარებით
ლმობიერი პოლიტიკა ჰქონდა, ვალდებული გახდა დათმობებზე წასულიყო. სომხეთში
შეწყდა ქრისტიანობის დევნა, ხოლო ვაჰან მამიკონიანი სომხეთის მარზპანად და
მხედართმთავრად დანისნეს. ასევე აღდგა მეფობა ალბანეთში.
სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ცნობები იმის შესახებ, თუ რა მოხდა ქართლის
სამეფოში, თუმცა ნათელია, რომ საქართველოს გამთლიანებისთვის და ხელისუფლების
განმტკიცებისთვის მებრძოლი მეფე, ამ შანსს სომხებზე და ალბანეთზე უკეთ
გამოიყენებდა, მათთან შედარებით ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო.
ვახტანგ გორგასალმა ჩაატარა რელიგიური რეფორმაც. მისი სიკვდილის შემდეგ,
დაახლოებით 506 წელს, ქართლში 33 საეპისკოპოსო ფიქრსირდება, რომელთაგანაც 12
ვახტანგის დაარსებულია. ვახტანგი ცდილობდა აქტიურად გაევრცელებინა

38
ქრისტიანობა ახლად შემოერთებულ ტერიტორიებში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ და
აღმოსავლეთ მიმართულებებით. ქრისტიანობა ქართლში რა თქმა უნდა
ქართულენოვანი იყო, ხოლო აქედან, სხვა კულტურებში რელიგიის შესვლა, მათ
ასიმილაციას აადვილებდა.
ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ (451 წ.) ბიზანტიის
ოფიციალურ რელიგიად დიოფიზიტური მართლმორწმუნეობა მიიღო, რამაც ეგვიპტის,
სირიისა და სომხეთის ეკლესიებში პროტესტი გამოიწვია და საქმე სისხლისღვრამდეც
მიდიოდა. საბოლოოდ კონსტანტინოპოლის პატრიარქი აკაკი დათმობებზე წავიდა და
შეიმუშავა ისეთი დოკუმენტი, რაც ალექსანდრიისა და კონსტანტინოპოლის
საპატრიარქოსთვის ხელსაყრელი გახლდათ. იმპერატორის ბრძანება 482 წელს გამოიცა.
მას „ჰენოტიკონი“ ეწოდა.
ვახტანგ გორგასალი ამ დროს ირანისგან საბოლოოდ არის განმდგარი და ამიტომ
ცდილობს მოკავშირე დასავლეთით იპოვოს. მან აღიარა „ჰენოტიკონი“ რის გამოც მის
წინააღმდეგ გამოვიდა ქართლის მთვარეპისკოპოსი მიქაელი, რომელიც აშკარად
წინააღმდეგი იყო იმპერატორის მიერ გამოცემული დოქტრინისა. დაპირისპირება
თურმე იქამდეც მისულა, რომ მთავარეპისკოპოსმა მიქაელმა, ცხენზე მჯდომმა,
ჩამოქვეითებულ ვახტანგს სახეში წიხლიც უთავაზა. ეპისკოპოსი სიკვდილით არ
დაუსჯიათ, იგი გააძევეს, ხოლო მცხეთში მღვდელმთავრის ტახტზე პეტრე დასვა,
რომელსაც კათოლიკოსის პატივი მიენიჭა. ეს ფაქტი ქართლის ავტოკეფალიაზე
მიუთითებს. ხოლო პეტრე გახლდათ პირველი მამამთავარი, ანუ პატრიარქი. ეს
დაახლოებით 485 წელს უნდა მომხდარიყო.
ვახტანგის მეფობის უკანასკნელ წლებზე ჩვენ ცოტა რამ ვიცით, თუმცა მანამდე
მომხდარი მოვლენების მიხედვით, რაშიც იგულისხმება ირანის დასუსტება და
ვახტანგის იმდენად მოძლიერება რომ დამოუკიდებელ საეკლესიო რეფორმებს ატარებს,
უნდა ვივარაუდოთ, რომ V საუკუნის 90-იან წლებში ქართლში სიმშვიდე უნდა
ყოფილიყო.
488 წელს ირანის ტახტზე შაჰი კავადი ადის, რომელიც აქტიური და აგრესიული
საგარეო პოლიტიკით გამოირჩეოდა. 499-502 წლებში კავადმა სომხეთის წინააღმდეგ

39
ომი წამოიწყო. სავარაუდოა რომ ამ პერიოდში კავადი ქართლშიც შემოვიდა.
ვახტანგ გორგასლის სიკვდილის შესახებ ორი ვერსია არსებობს. ჯუანშერის
მიხედვით ბრძოლა უჯარმასთან გაიმართა კავადის წინააღმდეგ. შეტევა ვახტანგს
დაუწყია, რომელმაც გაარღვია ირანელთა რიგები და შაჰის კარვამდე მივიდა. შაჰმა
გაქცევა მოასწრო, ვახტანგმა კი, მის ვაჟს მოჰკვეთა თავი. ამის შემდეგ, ვახტანგი ერთ-
ერთმა ირანელმა დაჭრა. ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა
ვახტანგი სასიკვდილოდ იყო დაჭრილი. მეფე უჯარმაში გადაიყვანეს სადაც
გარდაიცვალა კიდეც.
რაც შეეხება მეორე ვერსიას. არსენ ბერის მიხედვით, რომელიც „ცხოვრებაი
ნინოისის“ ავტორია, ვახტანგი ირანელთა ბრძოლაში დაიღუპა, რომელსაც ისარი ერთ-
ერთმა თავისმა მხევალმა ესროლა იღლიაში, იცოდა რა რომ ჯაჭვის პერანგი ამ ადგილას
გარღვეული ჰქონდა.
ორივე ვერსიის მიხედვით, ვახტანგი ირანთან წინააღმდეგ ბრძოლაში იღუპება,
თუმცა თუ ერთ შემთხვევაში ის მტრისგან ნასროლი ისრით კვდება. მეორე შემთხვევაში,
მას შეთქმულებით კლავენ. იგივე არსენ ბერის ნათქვამით, ვახტანგი სვეტიცხოვლის
ტაძარში დაასაფლავეს, სადაც დღესაც არის მისი საფლავი.
ვახტანგ გორგასალი საქართველოს ისტორიაში უდიდესი მეფის სახელით
შევიდა, რომელმაც თითქმის მთლიანად გააერთიანა საქართველო და გარდაქმნა
ქართული ეკლესია. მისი სიკვდილის შემდეგ, ირანი პერიოდულად ავიწროვებდა
ქართლის სამეფოს, რამაც საბოლოო ჯამში VI საუკუნის 30-იანი წლებში ქართლში
მეფობის გაუქმება გამოიწვია.

40
II. საქართველოსგაერთიანებამდე

ვახტანგგორგასლიდან - ბაგრატIII-მდე

ვახტანგ გორგასლის გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ამ


პერიოდში სასანიანთა ირანს ალბანეთსა და სომხეთშიმეფობაუკვე გაუქმებული ჰქონდა,
იგივე საქართველოში არ გაუკეთებია. თუმცა,ირანის დაწოლა ქვეყანაზე სულ უფრო და
უფრო ძლიერდებოდა. განსაკუთრებულად მათ ქრისტინობას შუტიეს, ნერგავდნენ

41
მაზდეანურ წესებს, მაგ. კრძალავდნენ მიცვალებულთა დაკრძალვას, რადგან ამას მათი
რელიგია ეწინააღმდეგებოდა და სხვ.
მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ქართლის მეფე გურგენმა 523 წელს
ირანელთა წინააღმდეგაჯანყება მოაწყო, მაგრამ დამარცხდა. დიდებულთა
უმრავლესობამ ვერ გაბედა სპარსელთა წინააღმდეგ წასვლა. გარდა ამისა, მათ
ერთგულების სანაცვლოდ ირანისაგან მთელი რიგი პრივილეგიები ჰქონდათ
მიღებული,რომელთა დაკარგვაც დიდად არ სურდათ. დამარცხებული გურგენი
იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო. ის ირანელთა
უპირველესი მოწინააღმდეგისგან, ბიზანტიისგან ელოდა დახმარებას, მაგრამ 532 წელს
ირანსა და ბიზანტიას შორის ე.წ „საუკუნო ზავი“ ზავი დაიდო. ორ ქვეყანას შორის
მშვიდობა დამყარდა. ბიზანტიამ აღმოსავლეთ საქართველოზე ირანის ბატონობა სცნო.
გურგენი, რაღა თქმა უნდა, ქართლში ვეღარ დაბრუნდებოდა. უმეფოდ დარჩენილ
ქვეყანაში ირანელებმა არც სხვას მისცეს გამეფების უფლება. ასე გაუქმდა ქართლში
მეფობა. ის სამართავად ირანელ მოხელეს, მარზპანს გადაეცა. მისი რეზიდენცია
თბილისში იყო, რომელიც სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებისა და ციხე-სიმაგრეების
მსგავსად,ირანული გარნიზონით იყო გამაგრებული. ირანელებმა ჩრდილოეთ კავკასიის
გადმოსასვლელებიც გაამაგრეს. მარზპანი ქვეყნის უზენაეს სამოქალაქო და სამხედრო
ხელისუფლად იქცა. ქვეყნის მართვა-გამგეობაში ის ადგილობრივ ქართველ
დიდებულებს ეყრდნობოდა.
რა ვითარებაა ამ დროს დასავლეთ საქართველოში.სანა ვახტანგ გორგასალი
ირანელების წინააღდეგ იბრძოდა, დასავლეთ საქართველოში, ეგრისის, იგივე ლაზიკას
სამეფოში მშვიდობა სუფევდა, მაგრამ 520 წლიდან მდგომარეობა შეიცვალა. ირანსა და
ბიზანტიას შორის ომი დაიწყო. ეგრისი ბრძოლის ველად იქცა. ეგრისის მეფეს, წათე
პირველს ორ იმპერიას შორის არჩევანის გაკეთება მოუწია. ის ირანის შაჰს, კავადს
ეახლა, ქრისტიანობა უარყო და მათი მხარე დაიჭირა. მისდა სამწუხაროდ შაჰმა მას
ვერანაირი დახმარება ვერ გაუწია. 523 წელს წათე კონსტანტინოპოლში დაიბარეს, ეს
უაკანსკნელი ეახლაიმპერატორ იუსტინეს. წათე იძულებული გახდა კვლავ მიეღო
ქრისტიანობა და უარი ეთქვა ირანის მორჩილებაზე. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ამ დროს

42
ქართლში გურგენის აჯანყება მინდინარეობდა და ირანელებმა ვერ შეძლეს დასავლეთ
საქართველოში გადასვლა, წათეს დასჯა და იქ თავიანთი უზენაესობის დამტკიცება.
შაჰის კარი მხოლოდ პროტესტით შემოიფარგლა. ირანელებმა ლიხს იქით გადასვლა
მხოლოდ 528 წელს მოახერხეს და დაიკავეს კიდეც შორაპნისა და სკანდას ციხეები.
ბიზანტიის იმეპრატორმა იუსტინიანე დიდმა (527–65) ენერგიული ნაბიჯები გადადგა
და ეგრისის სამეფოზე თავისი ძალაუფლება გაავრცელა. ეს დასავლეთ ქართული
სამეფო თავისი გავლენის სფეროდ აქცია. 4 წლის შემდეგ ირანის ტახტზე ხოსრო
ანუნშივარი ავიდა (532 - 79). ამ დროს ქვეყანაში არასტაბილური სიტუაცია იყო და
ახალმა შაჰმა ბიზანტიასთან ომს ზავის დადება არჩია. ასე დაიდო ზემოეაღნიშნული 532
წლის „საუკუნო ზავი“, რომლის პირობებითაც,როგორც უკვე ვთქვით, ქართლი ირანს
დარჩა, სამაგიეროდხოსრომ დასავლეთ საქართველო ბიზანტიის გავლენის სფეროდ
აღიარა.
ბიზანტიაში ხვდებოდნენ, რომ 532 წლის ზავის მიუხედავად, მშვიდობა დიდ ხანს
ვერ შენარჩუნდებოდა, ამიტომ, მათ ეგრისის გამაგრება დაიწყეს. ქალაქებში
გარნიზონები ჩააყანეს, განსაკუთრებით დედაქალაქ ციხეგოჯში, ააშენეს ახალი ციხე-
სიმაგრე პეტრა, რომელიც ბიზანტიელთა ადგილობრივი მმართველის, სტრატეგოსის
რეზიდენცია გახდა. აქ იყო დაბანაკებული მათი მთავარი სამხედრო ნაწილები.
ფაქტობრივად, მთელი ძალაუფლება სტრატეგოსის, იოანე ციბეს ხელში აღმოჩნდა. ამ
უკანასკნელმა ხელში ჩაიგო მთელი ვაჭრობა, მისი მოხელეები ყველფდნენ
მოსახლეობას, ეგრისის მეფე გუბაზ მეორე და მისი დიდებულები ძალაუფლებისა და
შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ბიზანტიელთა მმართველობით მოსახლეობის ყველა ფენა
უკმაყოფილო იყო. გუბაზ მეორემ და მისმა დიდებულებმა გადაწყვიტეს ქვეყანა
ბიზანტიელთა ბატონობისგან გაეთავისუფლებინათ. ამას ისინი, რა თქმა უნდა,
მხოლოდ თავიანთი ძალებით ვერ შეძლებდნენ, ამიტომ მათ წერილი მისწერეს ხოსრო
ანუნშივარს. გუბაზი შაჰს შავ ზღვაზე გასასვლელს სთავაზობდა (ეს იქნებოდა
ირანელთათვის უდიდესი სტრატეგიული გამარჯვება ბიზანტილეთა წინააღმდეგ
დაპირისპირებაში), თუ ის ეგრისს ბიზანტიელთა ბატონობისგან გაათავისუფლებდა.

43
542 წელს ირანელები ეგრისელთა დახმარებით დასავლეთ საქართველოში
გადავიდნენ. ასე დაიწყო ე.წ ლაზიკის ომი (იგივე დიდი ომიანობა ეგრისში), რომელიც
20 წლის განმავლობაში (მცირე შესვენებებით) მიმდინარეობდა. თავდაპირველად, სანამ
ადგილობრივი მოსახლეობა ირანელთა მხარეს იბრძოდა, წარმატებაც მათ მხარეს იყო.
ნელ-ნელა ცხადი ხდებოდა, რომ ირანელები არა განმათავისუფლებელები, არამედ
დამპყრობლები ხდებოდნენ, ისიც ნათელი იყო რომ მათი ბატონობა უფრო მძიმე
იქნებოდა ვიდრე ბიზანტილებისა. ამის მაგალითად ისიც კმარა, რომ ირალენებმა თან
მოგვებიც ჩამოიყვანეს და რელიგიურ ზეწოლასაც ახდენდნენ მოსახლეობაზე. ამასობაში
გაირკვა, რომ მათ გუბაზ მეორის თავიდან მოშორებაც ჰქონდათ გადაწყვეტილი. მეფე
ერთ ერთმა დიდებულმა, ფარსმანმა გააფრთხილა. გუბაზი 548 წელს კვლავ
ბიზანტიელთა მხარეს გადავიდა. ამ პერიოდიდან გუბაზი უკვე ბიზანტიელთა მხარეს
იბრძვის. დასავლეთ საქართველოს უმნიშვნელოვანესი პუნქტები: პეტრა, ქუთაისი და
სხვ. ხელიდან ხელში გადადიოდა. მართალია ნელ-ნელა გამარჯვების სასწორი
ბიზანტიელებისაკენ იხრებოდა, მაგრამ ეს ადგილობრივ მოსახლეობისათვის დიდი
შვება მაინც ვერ იყო. ბიზანტიელი მხედართმთავრები არ ერიდობოდნენ მოსახლეობის
ძარცვას. გუბაზი იმპერატორს მისი სარდლებისა და მოლაშქრეების სისასტიკის შესახებ
აცნობებდა. თუ 548 წელს გუბაზი სპარსელთა ხელით სიკვდილს გადაურჩა, 554 წელს ის
უკვე ბიზანტიელებმა მოკლეს. საქმე იმაშია, რომ მისი მხილებებით მობეზრებულმა
სარდლებმა, მარტინუსმა და რუსტიკუსმა იმპერატორს შეუთვალეს, რომ თითქოს
გუბაზი კვლავ ირანელებისაკენ აპირებდა გადასვლას. იუსტინიანემ მოითხოვა მეფე
მასთან გაეგზავნათ, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი მოეკლათ. 554 წელს მეფე
ვითომდა მოლაპარაკების მიზნით ხობის წყალთან მიიწვიეს და სიცოცხლეს
გამოასალმეს.
მეფის სიკვდილმა ეგრისელი დიდებულების აშფოთება გამოიწვია.
ბიზანტიელიო ისტორიკოსის, აგათია სქოლასტიკოსის მიხედვით, მათ კრება მოაწყეს
რათა სამომავლო მოქმედების გეგმა შეემუშავებინათ. კრებაზე აზრი ორად გაიყო.
ერთნი, რომელთა სათქმელს ვინმე აიეტი გამოხატავდა, მიიჩნევდნენ, რომ სპარსეთის
მხარეს უნდა გადასულიყვნენ და მეფის სიკვდილის გამო შური ეძიათ, მეორენი კი,

44
რომელთა წარმომადგენელი ვინმე ფარტაძი გახლდათ, დიდებულებს მოუწოდებდა
სამართალი იმპერატორ იუსტინიანესთან ეძებნათ. საბოოლოდ, დიდებულებმა
ფარტაძის მხარე დაიჭირეს და იმპერატორს თხოვნით მიმართეს, დაესაჯა გუბაზის
მკვლელები და მეფედ მისი ძმა, წათე დემტკიცებინა. სანამ ეგრისელები ბჭობდნენ,
ბიზანტიელები მარცხს მარცხზე განიცდიდნენ. იმპერატორი მიხვდა, რომ ირანელთა
წინააღდეგ ბრძოლა ადგილობრივთა თანადგომის გარეშე მეტად გაუჭირდებოდა,
შესაბამისად, მისი ბრძანებით დააპატიმრეს მარტინუსი, რუსტიკუსი და რუსტიკუსის
ძმა იოანუსი. მათი სასამართლო ცოტა ხნით გადაიდო, რადგან 555 წელს სპარსლებმა
ზღვისპირა ქალაქი ფაზიზისი დაიკავეს. 556 წელს ბიზანტილებმა შეძლეს მათი
დამარცხება და ქართლში განდევნა.
ამ გამარჯვების შემდეგ იუსტინიანეს ბრძანებით გუბაზის მკვლელები
სიკვდილით დასაჯეს, ხოლო წათე ეგრისის მეფედ დაამტკიცეს. ნელ-ნელა ცხადი
ხდებოდა, რომ ხოსრო პოზიციებს თმობდა, საბოლოოდ შაჰმა ბრძოლის გაგრძელება
მიზანშეუწონლად ჩათვალა. ორ მხარეს შორის მოლაპარაკებები 557 წელს დაიწყო და
საბოლოოდ 562 წელს, ქალაქ დარაში დადებული ზავით დასრულდა. ზავის პირობებით
დასავლეთ საქართველო ბიზანტიას დარჩა, თუმცა საამისოდ მას ყოველწლიური
გადასახადის გადახდა დაეკისრა. ზავის პირობებით მხოლოდ სვანეთის რეგიონი
რჩებოდა ირანელების გავლენის ქვეშ. თუმცა, 575 წელს ბიზანტიელებმა ეგრისელთა
მხარდაჭერით ისინი იქიდანაც განდევნეს.
562 წლის შემდეგ ეგრისის სამეფო კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდა
ბიზანტიაზე. ეგრისი მეფეს იმპერატორმა ბიზანტიური პატრიკიოსის ტიტული უბოძა.
ეგრისელები ბიზანტიურ არმიაში ჩაირიცხნენ. ქვეყანაში კვლავ გრძელდებოდა
ბერძნულ ენაზე ღვთისმსახურება. მნიშვნელოვან ციხე-ქალაქებში ბიზანტიური
გარნიზონები იდგა. ამგვარი ვითარება დასავლეთ საქართველოში არაბთა დაპყრობების
დაწყებამდე გაგრძელდა.
დასავლეთ საქართველოში განცდილი მარცხის შემდეგ ირანელებმა
აღმოსავლეთში გადაწყვირტეს ხელისუფლების გამკაცრება. გაზარდეს ხარკი,
ქართლელი დიდებულების გავლენა კიდევ უფრო შემცირდა. თანდათანობით

45
იზრდებოდა ირანის ბატონობით უკმაყოფილება მთელს სამხრეთ კავკასიაში. ქართლში
მათ წინააღმდეგ აჯანყება მომწიფდა.
572 წელს კვალვ განახლდა ბიზანტიასა და ირანს შორის ომი. ქართლელებმა ეს
საჭირო მომენტად ჩათვალეს და სპარსელთა წინააღმდეგ აჯანყდნენ. აჯანყებას
სათავეში გუარამ ბაგრატიონი ჩაუდგა. ირანელთა ბატონობისგან გათავისუფლების ეს
ცდა მარცხით დასრულდა და გუარამს კონსტანტინოპოლში მოუწია გაქცევა. ბიზანტია-
ირანის ომის დასრულებამდე სამი წლით ადრე, 588 წელს ქართლი კვლავ აჯანყდნენ.
მათ ბიზანტიის იმპერატორ მავრიკიოსს სთხოვეს მმართველი გამოეგზავათ. ამ
უკანასკნელმა კონსტანტინოპოლში მყოფ გუარამს ბიზანტიური საკარისკაცო ტიტული,
კურაპალატობა უბოძა და ქართლში გამოუშვა. ქართლის დიდებულებმა ის ქართლის
ერისმთავრად აირჩიეს. ირანელი მოხელის, მარზპანის მართველობა ქართლში
დასრულდა და ის ერისმთავრის ხელში გადავიდა. ერისმთავარი ერისთავთა შორის
უპირველეს ერისთავად ითვლებოდა, მას სხვა ერისთავები უნდა დამორჩილებოდნენ,
მაგრამ ისინი დიდი დამოუკიდებლობით სარგებლობდნენ.
მართალია ქართლის ერისთავებმა თავიანთი მმართველი თავად აირჩიეს და
გარკვეული პერიოდი ქვეყანა დამოუკიდებელიც იყო, მაგრამ VII საუკუნის
დასაწყისიდან მათ კვლავ ირანის უზენაესობის ცნობა მოუწიათ, თუმცა ამ დროს
ქვეყანა უფრო მეტი დამოუკიდებოლობით სარგებლობა, ვიდრე მარზპანის
მმართველობის დროს.
ქართლმა ირანელტაგან სრული დამოუკუდებლობა ბიზანტიელთა თანადგომით
სტეფანოზ მეორის დროს მოიპოვა, რომელიც ერისმთავარი 642 წელს გახდა. თუმცა, ეს
დიდხანს არ გაგრძელებულა, სტეფანოზს ახალი დამპყრობლების, არაბთა უზენაესობის
ცნობა მოუწია.
არაბების პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლისას ბიზანტიაცა და ირანიც
ერთმანეთთან ბრძოლებით ძალიან იყო დასუსტებული. ამით ისარგებლეს არაბებმა და
პარალელურ რეჟმში დაამარცხეს ერთ დროს უძლიერესი ეს ორი იმპერია. არაბებმა
ბიზანტილებს სირია, პალესტინა და ეგვიპტე წაართვეს. მიუხედავად არაერთი
მცდელობისა მათ კონსტანტინოპოლის აღება ვერ მოახერხეს და იმპერიამ არსებობა

46
შეინარჩუნა. არაბთა დაპყრობას ვერ გადაურჩა ირანი. 651 წლისათვის მათ საბოლოდ
დაასრულეს ირანის დაპყრობა, უკანასკნელი შაჰი, იეზდიგერდ III არაბებთან
ბრძოლაში დაიღუპა. ირანში გავრცელდა არაბთა ახალი რელიგია ისლამი, რომლის
ფუძემდებელიც მუჰამედი გახლდათ. სწორედ მუჰამედმა გააერთიანა ამ რელიგიის
გარშემო არაბები და მეშვიდე საუკუნის 20-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა არაბთა
სახელმწიფოს, რომელიც არაბთა სახალიფოს სახელითაა ისტორიაში შესული.
არაბთა თავდასხმები სამხრეთ კავკასიაზე VII საუკუნის 40- იან წლებში დაიწყო.
თავდაპირველად მათი ლაშქრობები მარბიელი ხასიათისა იყო და დაპყრობას არ
ითვალისწინებდა. 654 წელს არაბებმა, ჰაბიბ იბნ მასლამას მეთაურობით დაამარცხეს
სომხეთის ბიზანტიელი განმგებელი. ამ უკანასკნელმა ქართლს შეაფარა თავი. არაბაბები
ქართლის საზღვარს მოადგნენ. ქართლის ერისთმთავარმა ვითარება სწორად შეაფასა -
სომხეთი უკვე არაბთა ხელში იყო, ბიზანტია დამარცხებული იყო და მისი მხარდაჭერის
იმედი არ უნდა ჰქონოდა. ცხადი იყო, მარტოდ მარტო ბრძოლის გაგრძელებას აზრი არ
ჰქონდა და ერისმთავარმა (ერთი ვერსიით სტეფანოზ მეორემ, მეორე ვერსიით მისმა
ვაჟმა ადარნერსე მეორემ ) არაბ მხედარმთავარს ელჩის ხელით ძვირფასი საჩუქრები
გაუგზავნა და მშვიდობა შესთავაზა. ორ მხარეს შორის ე.წ „დაცვის სიგელი“ გაფორმდა.
მოსახლეობას დაეკისრა ფულადი გადასახადი ჯიზია. ეს იყო თითო დინარი თითო
კომლზე. ქართველებს ეკრძალებოდათ კომლების გაერთიანება გადასახადის
შემცირების მიზნით, თავის მხრივ არაბებს კომლების დაეყოფის უფლება არ ჰქონდათ.
თუ ქრისტიანი ისლამს მიიღებდა ის თავისუფლდებოდა ამ გადასახადისგან და
მუსლიმთა საერთო უფლებებით ისარგებლებდა. ერთხელ გამოუსულმანებული თუ
კვლავ გაქრისტიანდებოდა, დაისჯებოდა. მოსახლეობას ასევე დაეკისრა სამხედრო
ბეგარა.
VII საუკუნიდან მოყოლებული ვიდრე VIII – IX საუკუნეებამდე ქართველები
განუწყვეტელ ბრძოლებს აწარმოებდნენ არაბთა წინააღმდეგ. ამ პერიოდში არაერთმა
სარდალმა ილაშქრა საქართველოში. მერვე საუკუნის 20-30 იან წლებში საქართველო
არაბებისა და ხაზარების ბრძოლის ველად იქცა. ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ეს
ხალხი განუწყვეტელ თავდასხმებს აწყობდნენ არაბთა ხელში მყოფ კავკასიურ

47
ტერიტორიებზე. რიგ შემთხვევებში ქართველები ხაზარებთან ერთად ებრძოდნენ
არაბებს. 724 წელს ქართლში არაბთა სარდალმა ალ ჯარაჰმა ილაშქრა. როგორც ჩანს,
ქართველები აღარ ასრულებდნენ დაცვის სიგელით გათვალიშწინებულ მოვლენებს. ალ
- ჯარაჰმა განაახლა „დაცვის სიგელი“, თუმცა ამჯერად უფრო მძიმე პირობებით.
ჯიზიასთან ერთად ქრისტიანებს ახალი გადასახადის, ხარაჯის გადახდაც დაეკისრათ.
725 წელს არაბთა ხალიფამ ხაზარების დასამარცხებლად საკუთარი უკანონო ვაჟი
მასლამა იბნ-ალ მალიქი გამოაგზავნა. ამ უკანასკნელმა ხაზარები კავკასიონის ქედს
მიღმა განდევნა და მათ მმართველის, ხაკანის მემკვიდრეც მოკლა. ამ კამპანიისას
ქართლი დაპირისპირებულ მხარედ იყო მიჩნეული. როგორც ჩანს, ამ დროს
ქართლელები ხაზარების მოკავშირებად გამოვიდნენ. ალ-მალიკი სრულიად კავკასიის
დამორჩილების საქმეში მისმა ნათესავმა, მურვან იბ-მუჰამადმა, ქართლ წყაროებში
მურვან-ყრუმ შეცვალა.
არაბთა ლაშქრობათაგან ყველაზე დამანგრეველი სწორედ მურვან-ყრუს
ლაშქრობა გახლდათ. მან ქართლიც მოაოხრა და ეგრისშიც გადავიდა. მისი მთავარი
მიზანი ხაზართა საბოლოო დამორჩილება იყო, რასაც გარკვეულწილად მიაღწია კიდეც -
ხაზართა ხაკანმა ისლამიც მიიღო. უკან გამობრუნებულმა სარდალმა ქართლის მართვა
არაბ მოხელეს, ამირას ჩააბარა, რომლის რეზიდენცია თბილისში იყო. თბილისსა და
აღმოსავლეთ საქართველოს მთელ რიგ ქალაქებში არაბული გარნიზონები ჩააყენა,
რომელთა მეთაურები ამირას ემორჩილებოდნენ. ამირას დაექვემდეარა ქართლის
ერისმთავარიც.
VIII საუკუნის მეორე ნახევრიდან არაბთა უღელი საგრძნობლად დამძიმდა, რასაც
მათ წინააღმდეგ ბრძოლის კვლავ გააქტიურება მოჰყვა. 70 - იან წლებში არაბების
წინააღმდეგ სომხები აჯანყდნენ. მათ ქართლელებიც ამოუდგნენ მხარში. აჯანყება
მარცხით დასრულდა, მარცხს 772-73 წლებში სადამსჯელო ოპერაცია მოჰყვა. არაბებმა
ქართლი მოაოხრეს, ერისმთავარი ნერსე შეიპყრეს და დედაქალაქში, ბაღდადში
წაიყვანეს. ნერსემ იქ სამ წელს დაჰყო. სამი წლის შემდეგ ერისმთავარი ქართლში
დაბრუნდა, მაგრამ კვლავ აგრძელებდა ანტიარაბულ საქმიანობას, რის გამოც ის
ბაღდადში დაიბარეს. ნერსემ უარი თქვა ხალიფასთან გამოცხადებაზე და

48
მოკავშირეობის იმედით ხაზართა ხაკანთან გაემგზავრა. როგორც ჩანს, მოლაპარაკებები
უშედეგოდ დასრულდა და ნერსე ოჯახთან და თავის ამალასთან ერთად ეგრისში
გადავიდა.
ქართველი ხალხის ბრძოლას არაბთა წინააღმდეგ ის გარემოება უწყობდა ხელს,
რომ არაბებმა დასავლეთ საქართველოში ვერ მოიკიდეს ფეხი, ვერც აღმოსავლეთ
საქართველოს მთიანეთში. მათ ძალაუფლება მეტ წილად ქართლის ბარზე - ქვემო და
შიდა ქართლზე ვრცელდებოდა. არაბთა წინააღმდეგ მებრძოლნი კი სწორედ მთიანეთსა
და დასავლეთ საქართველოს აფარებდნენ თავს. გარდა ამისა არაბებს მძიმე
მდგომარეობას უქმნიდნენ ხაზარებიც, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა არაბებს ძალიან
უჭირდათ და ხშირად მარცხითაც ასრულებდნენ. მართალია არაბთა და ხაზართა
დაპირისპირებებისას აღმოსავლეთ საქართველოც ზიანდებოდა (ხაზარები ქართლსაც
არბევდნენ ხოლმე, როგორც არაბთა გავლენის სფეროს და კავაკსიაში მათ მთავარ
საყრდენს), მაგრამ თავისუფლებისათვის ბრძოლას ქართველები მაინც არ წყვეტდნენ.
ქართველთა ბრძოლამ თავისი შედეგი გამოიღო. თუმცა ამაში გადამწყვეტი როლი
მაინც თავად სახალიფოს დასუსტებამ ითამაშა. არაბთა უზარმაზარმა იმპერიამ,
რომელიც განვითარების სხვადასხვა სტადიაზე მყოფ, განსხვავებული კულტურის მქონე
ხალხებს აერთიანებდა, რომლებიც განუწყვეტლივ იბრძოდნენ თავისუფლებისთვის,
მეცხრე საუკუნიდან დაშლა დაიწყო.
ამ პერიოდიდადნ უკვე თბილისის ამირებიც აღარ ემორჩილებიან ხალიფას. ისინი
მისგან სრული ფამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობენ. ამ ბრძოლებში ამირებს
ქართველი მთავრებიც ეხმარებიან.
თბილისის ამირას დასასჯელად ხალიფამ 853 წელს გამოჩენილი სარდალი, ბუღა
თურქი გამოაგზავნა. ამ უკანასკნელმა გადაწვა თბილისი, მოსახლეობა ნაწილი გაჟლიტა
ხოლო თავად ამირა, ქართულ წყაროებში საჰაკი სიკვდილით დასაჯა. მისი მოკვეთილი
თავი ხალიფას გაუგზავნა, ხალხის დასაშინებლად კი ტანი თივით გამოტენინა და
ქალაქის კედელზე გადმოაკიდებინა.
მიუხედავად ამ სასტიკი ზომებისა არაბთა ბატონობა თანდათან მაინც
სუსტდებოდა. ქართლის დამორჩილების კიდევ ერთი ცდა იყო 914 წელს აბულ-კასიმის

49
ლაშქრობა. მან უჯარმა და ბოჭორმა აიღო, სამცხე ჯავახეთიც მოაოხრა, მაგრამ ვერც ამ
ლაშქრობით მიაღწიეს არაბებმა საბოლო მიზანს. უკვე ცხადი იყო, რომ არაბებმა
სამხრეთ კავკასია საბოლოოდ დაკარგეს.
დასავლეთ საქართველოში განსხვავებული ვითარება გახლდათ. აქ არასდროს
ყოფილა არაბთა გავლენა ისეთ ძლიერი, როგორც აღმოსავლეთში. არაბაბი აქ მხოლოდ
დროდადრო ახერხებდნენ გადასვლას და დიდ ხანსაც ვერ იკიდებდნენ ფეხს. დასავლეთ
სქართველოში ყოველთვის უფრო ძიერი იყო ბიზანტიელთა გავლენა, თუმცა ბიზანტიის
მარცხმა არაბებთან ბრძოლაში დასავლეთ საქართველოს საშუალება მისცა ამ
გავლენისგანაც გათავისუფლებულიყო.
არაბებთან ბრძოლისა, სახალიფოს დაშლისა და ნელ-ნელა საქართველოში მათ
გავლენის შესუსტების პარალელურად იწყება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი
ქართული ფეოდალური სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბების პროცესი.
ყველაზე ადრე კახეთის სამთავრო ჩამოყალიბდა. კახეთი ჯერ ქარლის სამეფოს
შემდეგ კი ქართლის საერისმთავროს შემადგენლობაში შედიოდა. VII საუკუნესა და VIII
საუკუნის პირველ ნახევარში ქართლი მოიცავდა მთელ აღმოსავლეთ საქართველოს
კახეთიანა და ის არაბთა სახალიფოს ქვეშევრდომობაში იყო. VIII საუკუნის ნახევრიდან
კი არაბული წყაროები ცალ-ცალკე იხსენიებენ ქართლს და სანარიას, რაც ამ პერიოდში
კახეთს გულისხმობს. კახეთის სამთავროს ჩამოყალიბება უშუალო კავშირშია წანარეთის
(არაბ. სანარია) ხევთან.
წანარეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, მდინარე არაგვის სათაავეებში
მდებარეობდა. მეშვიდე საუკუნის შუა წლებში, ეს ტერიტორიაც არაბთა მფლობელობაში
მოექცა. წანარები მუდმივად უჯანყდებოდნენ არაბებს, მართალია არაბთა სადამსჯელო
ოპერაციები მათ დროებით დამორჩილებას ახერხებდნენ, მაგრამ ისინი თავისას მაინც
არ იშლიდნენ. მერვე საუკუნის შუა წლებიდან, მათი წინააღმდეგობა კიდევ უფრო
სისტემატიურ ხასიათს იღებს. სწორედ ისინი უდგებიან სათავეში კახეთის
გაერთიანების და ერთიანი სამთავროს ჩამოყალიბების პროცესს, რაც მერვე საუკუნის
70-80 იან წლებში წარმატების სრულდება. მას სათავეში ქორეპისკოპოსი ედგა.
ქორეპისკოპოსი თავის თავში აერთიანებდა სასულიერო და საერო ხელისუფლებას.

50
კახეთის მთავრები მართალია საერო პირები იყვნენ, მაგრამ რადგან კახეთის
გაერთიანების საქმეში წამყვან ძალას წანარები წარმოადგენდნენ, კახეთის პირველი
მთავრებიც მათი ქორეპისკოპოსები იქნებოდნენ. სქართველოს მთიანეთისთვის კი
საერო და სასულიერო ხელისუფლების გაერთიანება ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ
(მაგალითად ხევისბერობა). დროთა განმავლობაში ქორეპისკოპოსს ჩამოცილდა
სასულიერო მხარე და ის ჩვეულებრივ მთავრად იქცა. XI საუკუნის დასაწყისიდან კი
კახეთის მთავრები „კახთა და რანთა“ ე.ი ჰერეთის მეფეებად იწოდებიან, რადგან
სწორედ ამ პერიოდში, კახეთის მთავარმა კახეთის აღმოსავლეთით მდებარე IX
საუკუნეში ჩამოყალიბებული ჰერეთის ქართული სამთავრო შემოიერთა.
კახეთის სამთავრო მოიცავდა კახეთს, კუხეთსა და გარდაბანს. მისის ცენტრი
თავდაპირველად უჯარმა იყო, ხოლო შემდეგ ცენტრმა თიანეთში გადაინაცვლა.
კახეთის მთავრები აქტიურად იბრძოდნენ სამთავროს ფარგლების
გასაფარდოვებლადაც. მეათე საუკუნის 70 - იან წლებში ისინი იბრძვიან შიდა
ქართლისთვის, სადაც ის ამ დროს უკვე შექმნილ სხვა ქართულ სამეფოებს
უპირისპირდება.
მეორე ქართული სამეფო დასავლეთ საქართველოში ჩამოყალიბდა. როგორც
ცნობილია, VI საუკუნის დასაწყისიდან ბიზანტიის იმეპრიამ აბაზგების სამთავრო
ეგრისის სამეფოს ჩამოაშორა და უშუალოდ დაიქვემდებარა. აბაზგების სამთავროში
შედიოდა სხვადასხვა ქართული ტომი - თვითონ აბაზგები, აფშილები, სანიგები და
მისიმიელები. ტომთა ამ ერთობლიობას ქართული წყაროები აფხაზეთად მოიხსენიებს.
მერვე საუკუნიდან ბიზანტიაში შიდა არეულობები დაწიყო, ამას თან ახლდა
ბრძოლები არაბთა წინააღმდეგ. აფხაზთა მთავარმა ლეონ პირველმა დასუსტებული
ეგრისი სამეფო შემოიერთა. ეგრის-აფხაზეთის სამეფომ მოიცვა ტერიტორია
ნიკოფსიიდან ჭოროხის ხეობამდე.
ლეონ პირველის ვაჟმა, ლეონ მეორემ კი, თავისი პაპის (დედის მხრიდან)
ხაზართა ხაკანის დახმარებით საბოლოოდ გაითავისუფლა თავი ბიზანტიელთა
ქვეშევრდომობიდან. მან დედაქალაქად ქუთაისი აირჩია და აფხაზთა მეფედ იწოდა
(აფხაზთა სამეფო მოიცავდა მთელს დასავლეთ საქართველოს). პოლიტიკურ

51
დამოუკიდებლობასთან ერთად, დასავლეთ ქართული ეკლესიაც გამოეყო
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და ის მცხეთის კათალიკოსს დაექვემდებარა.
მეათე საუკუნიდან აფხაზთა სამეფოც იწყებს შიდა ქართლისთვის ბრძოლას
სადაც კახეთის სამთავროსთან ერთად კიდევ ერთი ახალი ქართული სამეფოს, ტაო-
კლარჯეთის წინააღდმეგ უწევს ბრძოლა.
ყველაზე გვიან ახალი ფეოდალური სამთავრო სამხრეთ საქართველოში
ჩამოყალიბდა. მისი დამაარსებელი იყო ქართლის უკანასკნელი ერისმთავარი,
ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი აშოტი.
მეცხრე საუკუნის დამდეგს აშოტი ქართლში არაბთა ბატონობას ებრძოდა. ის ამ
ბრძოლაში დამარცხდა და იძულებული გახდა ოჯახითა და მრავალრიცხოვანი ამალით
ქართლს გაცლოდა. ის თავის საგვარეულო მამულში, შავშეთ-კლარჯეთში დასახლდა.
როგორც არაბთა დაუძინებელ მტერს ბიზანტიელებიც ამოუდგნენ მხარში. რადგანაც
შავშეთ-კლარჯეთი ნომინალურად ბიზანტიის გავლენის სფეროდ ითვლებოდა აშოტს
იმპერატორმა ბიზანტიური საკარისკაცო ტიტული, კურაპალატობა უბოძა. მან თავის
სამფლობელოს შემოუერთა მეზობელი ტერიოტორიები: ტაო, აჭარა, კოლა-არტაანი,
სპერი, ნიგალი, სამცხე-ჯავახეთი. ამ სამთავროს ტაო-კლარჯეთის სამთავრო ეწოდა.
სამთავროს ცენტრი იყო არტანუჯი. ეს ქალაქი თავის დროზე ვახტანგ
გორგასალმა ააშენა. კურაპალატმა ამ პერიოდში დანგრეული ქალაქი აღადგინა და
თავის რეზიდენციად აქცია. აშოტ კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ
ხელისუფლება თანდათან დაიყო მის მემკვიდრეებს შორის და შეიქმნა ორი მმართველი
შტო - ტაოის და კლარჯეთის. მოგვიანებით ტაოს შტოც გაიყო, რომელშიც მეცხრე
საუკუნიდან დამკვიდრდა „ქართველთა მეფის“ ტიტული. პირველად ეს ტიტული, 888
წელს აშოტის შთამომავალმა ადარნერსემ მიიღო.
ორად გაყოფილი ტაოს შტოდან მივიღეთ ორი სამეფო - უკვე ნახსენები
„ქართველთა სამეფო“ და ტაოს სამეფო. ტაოს სამეფოს ჩამოყალიბება დავით
ბაგრატიონის სახელს უკავშირდება, რომელიც ისტორიაში დავით III ტაოელის
სახელითაა ცნობილი.

52
დავით მესამე მეათე საუკუნის 30 - იან წლებში დაიბადა.ხელისფლება 966 წელს
მან თავისი ძმისგან, ბაგრატისგან მიიღო. დავითმა სამხედრო წარმატებებით დიდი
სახელი მოიხვეჭა. საინტერესოა მისი ურთიერთობა ბიზანტიის იმპერიასთან.
იმ დროს ბიზანტიის იმპერატორი გახლდათ ბასილი მეორე (976 - 1025).
მომავალში ბასილი „ბულგართმმუსვრელი“, იმპერიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე
გამორჩეული და ძლევამოსილი მმართველი. თუმცა, ვიდრე ის ასეთი სახელგანთქმული
გახდებოდა მას აჯანყებების ჩახშობა მოუწია, მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხა იმპერიის
სტაბილიზიაცია და შემდგომში მისი გაძლიერება-გაფართოება.
ბასილი მეორეს, მეფობის დასაწყისში ანატოლიის (მცირე აზია) მმართველი,
ბარდა სკლიაროსი აუჯანყდა. იმპერატორის მხარეს დადგა გენერალი ბარდა ფოკა. მათ
ათონის მთაზე მოღვაწე ქართველ ბერს, ერთ დროს ქართლის სპასპეტს(სარდალს) და
დავით მესამის თანამებრძოლს, თორნიკეს (თორნიკე ერისთავი) სთხოვეს ტაოს
მეფესთან ეშუამდგომლა და სკლიაროსის წინააღმდეგ მოკავშირედ მოეწვია. 979 წელს
პანკელეიას ბრძოლაში ბიზანტიელთა, ქართველთა და სომეხთა ჯარმა, ბარდა ფოკას,
დავით მესამის, თორნიკე ერისთავისა და პერი ჯოჯიკის სარდლობით დაამარცხეს
ბარდა სკლიაროსი. მადლიერების ნიშნად, ბასილიმ დავითს სიცოცხლის ბოლომდე,
თუ მემკვიდრობით ტაოს სამხრეთი ტერიტორიები, ეგრედ წოდებული იმიერ-ტაო
უწყალობა და კურაპალატობაც უბოძა.
მეცხრე საუკუნის 80 - იანი წლების მიწურულს იმპერიაში კვლავ დაიწყო აჯანყება.
ამჯერად ბარდა ფოკა აჯანყდა, რომელიც წინა აჯანყებისას, როგორც ვნახეთ,
იმპერატორისსათვის იბრძოდა. მან მალევე დაიკავა ანატოლია. დავით მესამე
ამჯერადაც ჩაერთო აჯანყებაში, მაგრამ ამჯერად იმპერატორის წინააღმდეგ.
იმპერატორმა იმარჯვა. დავითმა ბასილის პატიება სთხოვა და გარდაცვალების შემდეგ
საკუთარი ტერიოტრიები გადაცემა აღუთქვა. ზუსტად გარკვეული არ არის ბასილის
მიერ გადაცემულ ტერიტორიებზე იყო მხოლოდ საუბარი თუ სრულიად ტაოს
სამეფოზე. ასე იყო თუ ისე, დავითმა კურაპალატობაც შეინარჩუნა და თავისი
სამფლობელოც, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ამ საკითხის გარშემო ქართველთა
და ბიზანტიელთა ინტერესების შეჯახება მოხდა.

53
III. ერთიანისაქართველო

54
ბაგრატIII

ერთიანი საქართველოს პირველი მეფეა ბაგრატ III. მის ხელქვეით ქვეყნის


გაერთიანება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა, რომელიც 978
წლიდან 1010 წლამდე გრძელდებოდა და საბოლოოდ ერთიანი ქართული ფეოდალური
სამეფოს შექმნით დაგვირგვინდა. თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ როდესაც ბარგატის
ერთიან საქართველოზე ვსაუბრობთ, მის შემადგენლობაში არ ვგულისხმოთ თბილისს
და მის შემოგარენს - თბილისის საამიროს. ეს ტრიტორიები მხოლოდ 1122 წელს, დავით
აღმაშენებლის მიერ შეუერთდა დანარჩენ საქართველოს.
როგორც უკვე ვნახეთ, საქართველოს ტეროტირაზე არაერთი პოლიტიკური
ერთეული და არაერთი მმართველია მეათე საუკუნისთვის. ყოველ მათგანს თავისი
ინტერესები აქვს. ქართული სამეფო - სამთავროები ქართულ ტერიტორიებზე
პირველობისთვის ერთმანეთს ეცილებიან. პირველობისთვის ბრძოლაში ყველაზე დიდი
ყურადღება სტრატეგიულად და პოლიტიკურად მნიშვნელოვან რეგიონს, შიდა ქართლს
ეთმობოდა, რომელსაც ხან ტაო-კლარჯეთის მმართველნი ფლობდნენ, ხანაც კახეთ
ჰერეთისა. საბოლოოდ კი, X საუკუნის დასაწყისიდან ეს ტერიტორია „აფხაზთა“
მეფეების სამფლობელოა. მაგრამ იმავე X საუკუნის 70 - იანი წლებიდან აფხაზთა
სამეფოში განვითარებულმა მოვლენებმა გაამწვავა პოლიტიკური ვითარება ქართულ
სამეფო-სამეთავროებს შორის, ხოლო თავის მხრივ ამ გამწვავებამ დააჩქარა ქვეყნის
გაერთიანება.
975 წელს „აფხაზთა“ მეფის დემეტრე III -ის გარდაცვალების შემდეგ, ტახზე
ავიდა მისი ძმა თეოდოსიუსი. თეოდოსიუსი სიყმაწვილისას მამამ, გიორგი II აფხაზთა
მეფემ, კონსტანტინოპოლში გაგზავნა. მისი ბიზანტიაში ყოფნისა და მოღვაწეობის
შესახებ არაფერი ვიცით, მაგრამ, სავარაუდოდ, იქ განათლებასაც მიიღბდა და სამხედრო
საქმეშიც გაიწაფებოდა, თუმცაღა თავისი ბიზანტიური განათლების სამეფო
საქმეებისთვის მოხმარება მას გაუჭირდებოდა, რადგან ის უსინათო იყო. უსინათლო კი
იმიტომ იყო, რომ ძმის, ლეონ III – ის გარდაცვალების შემდეგ, 967 წელს, აფხაზი, მესხი
და ქართლელი დიდებულების გარკვეული ნაწილის შთაგონებით ლეონის
55
ახლადგამეფებული ძმის, ზემოთხსენებული დემეტრე III - ის ტახტიდან ჩამოგდება
გადაწყვიტა. ბრძოლაში ის დამარცხა. თეოდოსიუსი ჯერ ქართლში, ვინმე ადარნესესთან
გაიქცა, იქიდან კი კახეთ - ჰერეთის მეფეს, კვირირე II - ს შეაფარა თავი. დემეტრემ მას
შერიგება შესთავაზა და პირადი უსაფრთხოება ფიცითაც განუმტკიცა, თეოდოსიუსიც
დაბრუნდა აფხაზეთში. აფხაზეთში დაბრუნებული თეოდოსიუსი დემტრემ დაატყვევა
და დააბრმავა. 975 წელს უსინათლო თეოდოსი მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა ტახტზე,
რომ დემეტრე უშვილოდ გარდაიცვალა და სხვა მემკვიდრე არ არსებობდა. ლოგიკურია,
უსინათლო და ალბათ სულიერად გატეხილი თოედოსიუსის დროს დასავლეთ
საქართველოში მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდებოდა - მეფის ხელისუფლება
სარგძნობლად შესუსტდებოდა, ხოლო ცალკეული დიდებულები კი პირიქით, მეტ
ძალაუფლებას მოიპოვებდნენ.
აფხაზთა სამეფოში გართულებული ვითარებით კახეთის პოლიტიკურმა ძალებმა
ისარგებლეს და ქართლისათვის ბრძოლა დაიწყეს. სწორედ ამ დროს საქართველოს
გაერთიანებით დაინტერესებულმა მოღვაწეებმა, რომელთა მოთავე იყო ქართლის
ერისთავი იოანე მარუშისძე, ყურადღება შეაჩერეს მცირეწლოვან ბაგრატ გურგენის ძის
პიროვნებაზე, რადგან იგი მიიჩნიეს გაერთიანებული ქართული ფეოდალური
სახელმწიფოს ხელმძღვანელის ყველაზე უფრო შესაფერის კანდიდატად; ბაგრატი სამი
სამეფოს პირდაპირ მემკვიდრედ ითვლებოდა. იგი იყო “ქართველთა მეფის” ტიტულის
მქონე ბაგრატ ბაგრატიონის შვილიშვილი და მეფეთა-მეფის გურგენის შვილი, ეგრის-
აფხაზეთის უშვილო მეფის თეოდოსის დისწული და დავით III კურაპალატის
შვილობილი და გაზრდილი.
975 წელს, მაშინ, როდესაც კახელები უკვე უფლისციხეს იყვნენ მომდგარნი,იოანე
მარუშისძემ დავით კურაპალატს მოციქულის პირით შესთავაზა ან თავად
გაევრცელებინა ძალაუფლება ქართლზე, ანდა იქ თავისი შვილობილი, ბაგრატ
გურგენის ძე დაესვა მმართველად. დავითმა ბაგრატის კანდიდატურას დაუჭირა მხარი
და თავისი ჯარით ქართლში გადმოვიდა და უფლისციხისკენ დაიძრა. კახელებმა ვერ
გაბედეს დავითთან დაპირისპირება და მაშინვე დატოვეს ქართლი. დავით კურაპალტმა
აქ მმართველად ბაგრატი დასვა, თუმცა მისი არასწრულწლოვანების გამო

56
თანამმართველად მამა, გურგენი დაუტოვა. მემატიანის ცნობით, დავით კურაპალატმა
ქართლის დიდებულები ასე მიმართა: „ესე არს მკვიდრი ტაოსი, ქართლისა და
აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი, და მე ვარ მოურავი ამისი და თანაშემწე; ამას
დაემორჩილენით ყოველნი“. ამ სიტყვებით, დავითმა კონკრეტულად ჩამოაყალიბა
ბაგრატის მემკვიდრეობითი უფლებები და ხაზი გაუსვა იმას, რომ ის იყო მისი
დამცველი. დავით კურაპალატმა კიდევ ცოტა ხანი დაჰყო ქართლში და შემდეგ
„წარვიდა ტაოს“.
დავით კურაპალატის წასვლის შემდეგ ქართლში ვითარება ძალიან დაიძაბა.
ქართლელმა დიდებულებმა დავითის თანდასწრებით ალბათ აღიარეს კიდეც ბაგრატის
უფლებები ქართლზე, მაგრამ მისი დამცველის წასვლის შემდეგ ისინი ბაგრატის
წინააღმდეგ გაერთიანდნენ. 976 წელს მოიწვიეს კახეთის მეფე კვირიკე მეორე,
რომელმაც დაიკავა უფლისციხე და ბაგრატი, გურგენი და ბაგრატის დედა,
გურანდუხტიც დაატყვევა. საქმეში კვლავ დავით კურაპალატი ჩაერია. როგორც კი ეს
ამბავი შეიტყო, მაშინვე შეკრიბა ჯარი და კახეთისკენ გამოემართა. კახელებმა კვლავ ვერ
გაბედეს დავით მესამესთან დაპირისპირება, მას მოციქულები გამოუგზავნეს და
დაზავება შესთავაზეს. შეთანხმების თანახმად კახელებმა გაათავისუფლეს ტყვეები,
დატოვეს უფლისციხე და შიდა ქართლი, თუმცა აქ მდებარე წირქუალისა და გრუას
ციხე-სიმაგრეები მაინც მათ ხელში დარჩა.
უსინათო თეოდესიუსის აფხაზთა სამეფოში კი დიდი განუკითხაობა სუფევდა.
სამეფო ხელისუფლება ვერანაირ როლს ვერ ასრულებდა პოლიტიკურ ცხოვრებაში.
მთელი სამეფო ქაოსს მოეცვა. მემატიენის ცნობით, აფხაზეთში ბაგრატის გამეფება
დავით კურაპალატს ამჯერად იოანე მარუშისძესთან ერთად ბაგრატის მომხრე აფხაზმა
და ქართლელმა დიდებულებმაც სთხოვეს. დავით კურაპალატი თავდაპირველად
უარზე იდგა, ალბათ არ სურდა თეოდოსიუსის სიცოცხლეშივე გაემეფებინა ბაგრატი.
მართალია თეოდოსიუსის მმართველობა სიმბოლური იყო, მაგრამ ის მაინც კანონიერი
მეფე იყო. შესაძლოა სწორედ კანონიერი მმართველის ჩამოგდება და მის მაგივრად
სხვისი გამეფება აბრკოლებდა დავით კურაპალატს. შესაძლოა, მისთვის ცნობილი იყო
საკითხის ამგვარი გადაწყვეტის მოწინააღმდეგეთა არსებობა და გარკვეულ

57
სიფრთხილეს იჩენდა. ასეა იყო თუ ისე, დავით მესამე საბოლოოდ დათანხმდა
წინადადებას და 978 წელს ბაგრატი აფხაზთა სამეფოში გამეფდა. ამ დროს ბაგრატი უკვე
სრულწლოვანი იყო, თუმცა აფხაზთა სამეფოში ერთპირვნულ მმართველობას მხოლოდ
ორი წლის შემდეგ იწყებს, მას შემდეგ რაც თავის უსინათლო ბიძას საიმედო ადგილას,
ტაოში, მამობილთან აგზავნის. მემატიანის თქმით, ამას იმიტომ აკეთებს, რომ ყველას,
დიდებულს თუ მდაბიოს მხოლოდ და მხოლოდ მისი იმედი ჰქონოდა და შიშითაც
მხოლოდ მისი შეშინებოდათ. მემატიანის ეს შეფასება კარგად გვაჩვენებს აფხაზთა
სამეფოში შექმნილ ვითარებას - როგორც ჩანს, ამ ორი წლის განმავლობაში აფხაზთა
სამეფოს კვლავ თეოდოსი განაგებს, უფრო სწორად, დიდებულთა გარკვეული ნაწილი
არ აღიარებს ბაგრატის ხელისუფლებას, რადგან ისინი თვლიან, რომ კანონიერად
მეფობა თეოდოსიუსს ეკუთვნის და ამ მოტივით არ ემორჩილებიან ბაგრატს. თუმცა,
თეოდსისუსის მეფობის კანონიერებაც მათთვის ალბათ მხოლოდ საბაბია იმისა, რომ
ბაგრატს არ დაემორჩილონ და რეალურად საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ.
როგორც ჩანს, პირველი ორი წელი ბაგრატ მესამემ აფხაზთა სამეფოში თავისი
პოზიციების გამყარებას მოანდომა, რის შემდეგაც მოახერხა თეოდოსიუსის სრული
იზორლირება და ტაოში გაგზავნა. თუმცა, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ეს სულაც არ
ნიშნავდა იმას, რომ დასავლეთ საქართველოში ბაგრატმა ყველა პრობლემა საბოლოოდ
მოაგვარა.
ასე და ამგვარად, 980 წლისათვის ბაგრატი აფხაზეთა სამეფოს მმართველია, ის
ნაკურთხი მეფეა, თუმცა ერთია მეფედ-კურთხევა და მეორე ფაქტობრივი ძალაუფლების
ქონა. ამ უკანასკნელის მოპოვება მას საკუთარი ძალისხმევით მოუწია.
დასაწყისსშივე ავღნიშნეთ, რომ ქართული სამეფო-სამთავროების დაპირისპირების
მთავარი მიზეზი, თავისი პოლიტიკური მნიშვნელობის გამო, შიდა ქართლზე
ძალაუფლების მოპოვება იყო. ახლაც, ბაგრატის უმთავრეს საზრუნავს ქართლში
მდგომარეობის განმტკიცება წარმოადგენდა. როდესაც ბაგრატი დასავლეთ
საქართველოში გადავიდა და აფხაზთა მეფედ ეკურთხა, ნომინალურად შიდა ქართლს
დედამისი გურანდუხტი განაგებდა, მაგრამ რეალური ძალაუფლება ადგილობრივი
დიდი ფეოდალების, ტბელების, ძამელების, ფავნელების, კორინთლების და სხვათა

58
ხელში იყო. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად გადმოვიდა 980 წელს ბაგრატი
თავისი ლაშქრითურთ ქართლში. ქართლელი ფეოდალები, ცენტრალური
ხელისუფლების არარსებობის გამო, დიდი ხნის განმავლობაში თავინთ
სამფლობელოებს ფაქტობრივად პატარა ხელმწიფეებივით განაგედბნენ. ლოგიკურია,
რომ მათ არ სურდათ თავიანთი პრივილეგიებისა და თავისუფლების დათმობა. ამიტომ
ისინი, ქავთარ ტბელის მეთაურობით მოღრისთან დაუხვდნენ აღმ. საქართველოში
გადმოსულ ბაგრატს და ბრძოლა გაუმართეს. სწორედ მოღრისსზე გადიოდა
უფლისციხისაკენ მიმავალი გზა. მეფის მოწინააღმდეგეებს არ სურდათ ბაგრატი
დედამისს და მის მომხრეებს (ალბათ მცირერიცხოვანთ) შეერთებოდა და ამიტომაც
სწორედ ამ გზაზე დახვდნენ მას. გამართულ ბრძოლაში ახალგაზრდა მეფემ იმარჯვა,
მოწინააღმდეგეთა ნაწილი ბრძოლის ველზე დაიხოცა, მაწილი გადაიხვეწა ნაწილი კი
ბაგრატს ჩაუვარდა ტყვედ. გამარჯვებული მეფე უფლისციხეში მივიდა, დედისგან ციხე
ჩაიბარა, შიდა ქართლში მმართველობა ერთგულო მოხეელბს ჩააბარა და დედასთან
ერთად კვლავ დასავლეთ საქართველოში გადავიდა.
დასავლეთ საქართველოში დაბრუნებულ ბაგრატს აქაური საქმეები, როგორც
ჩანს, არეული დახვდა, რადგან მას, როგორც მემატიანე გვაუწყებს, ურჩთა მხილება,
მათთვის მაღალი თანამდებობების ჩამორთმევა და თავისი ერთგული ხალხისთვის
გადაცემა მოუწია. სავარაუდოდ, აფხაზ დიდებულთა ნაწილმა გადაწყვიტა ქართლში
გართულებული მდგომარეობა სათავისოდ გამოეყენებინა, თუმცა ეს ცდა, როგორც
ვნახეთ მარცხით დასრულდა.
შეიძლება ითქვას, რომ 980 წლის მოვლენების შემდეგ ბაგრატ მესამემ შეძლო
აფხაზთა სამეფოსა და შიდა ქართლში პოზიციების გამყარება და ამ ორი პოლიტიკური
ერთეულის ადმინისტრაციული მართვა-გამგეობის გაერთიანება. თუმცა ამ ერთიანობას
რამდენიმე წელიწადში ქართლის ერთმა უძლიერესმა ფეოდალმა, კლდეკარის
(თრიალეთი, მანგლისის ხევი, სკვირეთი) ერისთავმა რატი რატის ძე ბაღვაშმა
შეუქმნასაფრთხე. ის, როგორც მემატიენა გვამცნობს, არ ემორჩილებოდა „კეთილად“
ბაგრატ მეფეს. ამ უკანასკნელმა ერისთავის დამორჩილება 989 წლისთვის მოახერხა.

59
1001 წ, როდესაცდავითკურაპალატიგარდაიცვალა,
ტაოსბიზანტიისიმპერატორიბასილიკეისარი (976-1025 წწ.)
დაეპატრონადაიქმისულბაგრატ III-სადაგურგენმეფესმემკვიდრეობისმიღებისნაცვლად,
ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულებიდაურიგა - ბაგრატსკურაპალატობა,
გურგენსკიმაგისტროსობაუბოძა.
ბიზანტიისსაიმპერიოხელისუფლებამწართმეულმიწა-წყალზე “იბერიისთემი”
დააარსადამმართველადთავისიმოხელედანიშნა.
1008 წელსგურგენმეფეთა-მეფისგარდაცვალებისშემდეგ, ბაგრატს,
როგორცმემკვიდრეს, გადაეცატაოსჩრდილოეთინაწილი (ამიერტაო), კლარჯეთი,
შავშეთი, სამცხე, ჯავახეთი. ამდროიდან, ბაგრატ III “აფხაზთადაქართველთა”
მეფედიწოდებოდა.
ბაგრატმაკახეთისქორეპისკოპოსს,დავითსქართლისმიტაცებულიციხეებისმშვიდობიანა
დდათმობამოსთხოვა, მაგრამკახეთისგამგებელმამასდაცინვითუარიშემოუთვალა.
ბაგრატმაუკანარდაიხია, მოკლეგზითჯავახეთიდანკახეთშიჩავიდა,
ბრძოლითშემოიერთაიგი, დაეუფლაჰერეთსდაიქმთავარიაბულალიდანიშნა.
ბაგრატისწასვლისთანავეჰერეთიგანუდგაახალგამგებელსდადავითქორეპისკოპოსსმიემხ
რო. საბოლოოდკახეთ-ჰერეთიბაგრატ III - მ 1010 წელსშემოიერთა.
მეფობისბოლოწლებშიბაგრატ III-მსომეხთამეფეგამიკ I-
თანერთადგაილაშქრარანისმფლობელფადლონისწინააღმდეგ,
რომელიცხშირადთავსესხმოდაკახეთ-ჰერეთს.
ბაგრატმაიგიაიძულაყოველწლიურადგადაეხადახარკიდამონაწილეობამიეღოსაქართვე
ლოსმტრებისწინააღმდეგბრძოლებში.
ქვეყნისმთლიანობისადასამეფოხელისუფლებისგანმტკიცებისათვისბაგრატ III
ზოგჯერიძულებულიიყოუკიდურესიზომებისათვისაცმიემართა. მანთავისინათესავები,
ბაგრატარტანუჯელისძენი, სუმბატიდაგურგენი,
კლარჯეთისბაგრატიონთაშთამომავალნიურჩობისათვისმკაცრადდასაჯა:
ვითომშერიგებისმიზნითსადარბაზოდფანასკერტშიმიიწვია,
შეიპყროდაგამოკეტათმოგვისციხეში, სადაცისინიგარდაიცვალნენ.

60
კლარჯეთისბაგრატიონთასხვამემკვიდრეთაგანბაგრატმანაწილიპატიმრობაშიამოხოცა,
ნაწილიბიზანტიაშიგახიზნა.
წინანდელიმემკვიდრეობითიმფლობელებიყველგანმეფისმოხელეერისთავებითშესცვალ
ა.
ერთიანიფეოდალურისაქართველოსდედაქალაქიქუთაისიიყო. ასეჩაუყარაბაგრატ
III საფუძველისაქართველოსფეოდალურმონარქიას.
მისდროსაიგოქართულიარქიტექტურისდიდებულიძეგლები: ბედიისმონასტერი,
ბაგრატისტაძარიქუთაისში, ნიკორწმინდადასხვა.
ბაგრატ III გარდაიცვალატაოში, ფანასკერტისციხე-სიმაგრეში 1014 წელს,
დაკრძალულიაბედიაში.

61
გიორგიI

ბაგრატ III - ის გარდაცვალების შემდეგ, 1014 წელს ტახტზე მისი ვაჟი გიორგი
ავიდა. ამ დროს გიორგი I თორმეტი წლის იყო. მან თავისი 13 წლიანი მოღვაწეობის
უდიდესი ნაწილი ბიზანტიის იმპერიასთან დაპირისპირებასა და სისხლისმღვრელ
ომებში გაატარა, რომლიდანაც საბოლოოდ დამარცხებული გამოვიდა. ბიზანტიასთან
დაპირისპირებამდე კი, გიორგის გამეფებისთანავე, საქართველოს სამეფოს კახეთიც
ჩამოშორდა - კახელებმა ისარგებლეს მეფის მცირეწლოვნებით, გააძევეს ბაგრატ III - ის
მოხელეები და მეფედ კვირიკე IIIმიიწვიეს, რომელმაც კახთა და რანთა მეფის ტიტული
მიიღო. გიორგიმ ვერ შეუშალა ხელი კახეთში განვითარებულ მოვლენებს და შემდგომში
არც უცდია კახეთის კვლავ შემოერთება და ბიზანტიასთან დაპირისპირებაში კვირიკეს
მოკავშირეობას დასჯერდა.
XIს. დასაწყისში, დავით კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ, ბასილი II –მ
დაიკავა იმიერ (სამხრეთი) ტაო, ის მიწა-წყალი, რომელიც დავით კურაპალატისათვის
პირობით ჰქონდა ნაბოძები და იქ იბერიის თემი შექმნა, რომელსაც ბიზანტიის
მოხელეგანაგებდა. 1014 – 1016 წლებში ბიზანტიის იმპერატორი ბასილი II
ბულგარელებს ეომებოდა. გიორგიმ გადაწყვიტა ესარგებლა ამით და დავით
კურაპალატის ყოფილი სამფლობელოები დაიკავა. 1018 წელს ბასილიმ საბოლოოდ
დაიმორჩილა ბულგარელები, განიმტკიცა იქ პოზიციები და ახლა უკვე
საქართველოსთვისაც მოიცალა. იმპერატორმა საქართველოს მეფეს დაკავებული
ტერიტორიების დატოვება მოსთხოვა. გიორგიმ ეს წინადადება უარყო და ომისთვისაც
მოემზადა. ბიზანტიელთა ჯარი თავად იმპერატორის სარდლობით 1021 წელს
საქართველოსკენ დაიძრა. მოწინააღმდეგეები ბასიანთან დაბანაკდნენ, მაგრამ გიორგიმ,
როგორც ჩანს, ბიზანტიელთა ჯარის მრავალრიცხოვნობით შეშინებულმა, ბრძოლას
თავი აარიდა. ის უკან გამობრუნდა, ქ. ოლთისი გადაწვა, ალბათ ბიზანტიანტიელთა
ხელის შესაშლელად და იმისათვის, რომ ეს სტრატეგული პუნქტი მათ თავიანთ

62
საყრდენად არ გამოეყენებინათ. ბიზანტიელები ქართულ ლაშქარს უკან მიჰყვნენ.
ბიზანტიელთა ავანგარდი (წინამავალი ჯარი) და ქართველთა არიერგარდი
(უკანამავალი ჯარი) სოფელ შირიმთან შეებნენ ერთმანეთს. საბოლოოდ ქართველები
დამარცხდნენ და უკან დაიხიეს. ბასილი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ქართველებს და გზად
ყველაფერს ანადგურებდა. ამასობაში გიორგის კახეთის მეფე შეურერთდა თავისი
ლაშქრით, გარდა ამისა, ზამთარიც მოახლოვდა და იმპერატორმა ბრძოლის გაგრძელება
აღარ მოინდომა, უკან გაბრუნდა და საბოლოოდ, ქალაქ ტრაპიზონში დაბანაკდა
გამოსაზამთრებლად. დაიწყო მოლაპარაკებები. გიორგი მოლაპარაკებებს აჭიანურებდა
რათა ხელსაყრელ დროს კვლავ შეეტია მტრისთვის. ამასობაში იმპერატორს ცნობა
მიუვიდა, რომ მის წინააღმდეგ აჯანყება დაწყებულიყო ნიკიფორე ფოკას, დიდი
ბიზანტიელ არისტოკრატისა და გენერალ ნიკიფორე ქსიფეს მეთაურობით. როგორც
ვარაუდობენ, აჯანყებულები გიორგი I-თან თანამშრომლობდნენ. საქართველოს მეფეს
სურდა იმპერატორის არასახარბიელო მდგომარეობა სათავისოდ გამოეყენებინა და
სამხედრო სამზადისსაც აქტიურად შეუდგა. მისდა სამწუხაროდ, იმპერატორმა
ადვილად ჩაახშო აჯანყება, უფრო მეტიც, აჯანყებული ფოკას თავი გიორგის
გამოუგზავნა, რითაც მიანიშნა, რომ იცოდა მისი განზრახვის შესახებ. საშინაო საქმეების
მოგვარების შემდეგ ბასილიმ უფრო აქტიურად შემოუტია საქართველოს. ბრძოლა
ბასიანთან მოხდა, რომელშიც ქართველები სასტიკად დამარცხდნენ. 1023 წელს გიორგი
პირველი იძულებული იყო მეტად მძიმე ზავის პირობებს დათანხმებულიყო. მას
მოუწია დაეთმო როგორც სადაო ტერიტორიები, ასევე ამ ომების დროს ბიზანტიელთა
მიერ დაკავებული ციხე-სიმაგრეები ბასიანში, კოლა-არტაანსა და ჯავახეთში. ამას
გარდა თავისი მცირეწლოვანი შვილი, ტახტის მემკვიდრე ბაგრატი სამი წლით მძევლად
გაატანა იმპერატორს.
იმიერ-ტაოში პოზიციების განმტკიცების შემდეგ ბასილ კეისარს აღარ უცდია
საქართველოს შუაგულში შეჭრა და პირობისამებრ 2 წლის შემდეგ უფლისწულიც
გამოისტუმრა საქართველოში. სწორედ იმ დროს (1025 წლის 15 დეკემბერს)
გარდაიცვალა ბასილ II და მისმა ძმამ, ახალმა იმპერატორმა კონსტანტინე VIII-მ (1025 -
1028) გაააქტიურა თავისი პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ეს გამოწვეული იყო იმით,

63
რომ ამ დროს გამომჟღავნდა იმპერატორის წინააღმდეგ შეთქმულება, რომელსაც ბასილ
II-ის მიერ დაპყრობილი ვასპურაკანის ყოფილი სამეფოს მმართველი ნიკიფორე
კომნენოსი მეთაურობდა და რომელთანაც დაკავშირებული იყო გიორგი პირველი.
შეთქმულების გამომჟღავნებას მოჰყვა კონსტანტინეს მიერ უფლისწულ ბაგრატის უკან
დაბრუნების ცდა, თუმცა ამის გაკეთება მან ვერ შეძლო და საბოლოოდ, როგორც
მემატიენე გადმოგვცემს „იხილეს მშობელთა მისთა შვილი მათი... ყოვლითურთ
შუენიერი, რომლისა სიკეთისა მისისათვის შეუძლებელ არს კაცთაგან მოთხრობაი“.
გიორგი პირველი 1027 წელს გარდაიცვალა. მის მაგიერ სამეფო ტახტზე
მცირეწლოვანი ბაგრატი ავიდა, რომელსაც ომებით გამოფიტული, ომებში
დამარცხებული, ტეროტორიებდაკარგული სამეფო ერგო მემკვიდრეობად.

64
ბაგრატIV

ბაგრატ IV ქვეყანას 1027 წლიდან 1072 წლამდე მართავდა. თავისი ხანგრძლივი


მეფობის განმავლობაში ის ცდილობდა დაემორჩილებინა დიდი ფეოდალები და დაეცვა
ქვეყანა ბიზანტის იმპერიისა და თურქ-სელჩუკთა გარეშე საფრთხისაგან.
ბაგრატი გამეფებისას სულ რაღაც 9 წლისა იყო, ამიტომ თანამმართველად
(რეგენტად) მას დედამისი, დედოფალი მარიამი ედგა. მეფის აღზრდასა და ქვეყნის
მართვაში მონაწილეობდნენ ასევე კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში,
თავდაპირველად ბაგრატის უპირველესი დამცველი და შემდგომში სასტიკი მტერი და
ივანე ქართლის ერისთავი.
ბაგრატის გამეფებიდან სულ მალე იმპერატორმა კონსტანტინეVIII-მ კლარჯეთში,
არტანუჯის დასაუფლებლად ჯარი გამოაგზავნა. ჯარს თან კლარჯეთის უკანასკნელი
მმართველის, გურგენის (ის 1011 წელს განდევნა ბაგრატ მესამემ კლარჯეთიდან) ვაჟი
დემეტრე გამოაყოლა. დემეტრეს მხარეს არაერთი კლარჯი დიდებული გადავიდა,
თუმცა ბაგრატის ერთგულმა დიდებულებმა მომხდურებს სასტიკი წინააღმდეგობა
გაუწიეს. მალევე 1028 წელს იმპერატორი გარდაიცვალა და ბიზანტიელთა შეტევაც
შეჩერდა. 1030 წელს დედოფალი მარიამი ეწვია ახალ იმპერატორს, რომანოზ III - ს
მოსალაპარაკებლად. მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო, საქართველოსა და ბიზანტიას
შორის მშვიდობა დამყარდა, იმპერატორმა ბაგრატს მაღალი ბიზანტიური საკარისკაცო
ტიტული - კურაპალატობა უბოძა და საკუთარი ძმის შვილი ელენეც მიათხოვა, მაგრამ
ელენე მალევე გარდაიცვალა და ბიზანტიასა და საქართველოს შორის უერთიერთობა
კვლავ დაიძაბა. ელენეს შემდეგ ბაგრატმა ამჯერად ალანთა მეფის ქალიშვილზე
(ქრისტიანული სახელმწიფო ჩრდ. კავკასიაში), ბორენაზე იქორწინა.

65
1033 წელს სამეფო კარს პრობლემები ამჯერად ბაგრატის ნახევარ-ძმამ, დემეტრემ
(გიორგი პირველის ვაჟმა, რომელიც მას ალანთა მეფის ასულ ალდასგან ჰყავდა)
შეუქმნა. დემეტრე და ალდა ანაკოფიის ზღვისპირა ციხე-სიმაგრეში ცხოვრობდნენ
(დღევანდელი ახალი ათონი, აფხაზეთი), რომელიც მათ გიორგი პირველმა გადასცა.
ზოგიერთ დიდებულს კი სურდა დემეტრეს წარმომავლობა ბაგრატის წინააღმდეგ
გამოეყენებინა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. თუმცა, ვერც სამეფო კარმა
შეძლო დედა-შვილის გულის მოგება. საბოლოოდ ალდა ბიზანტიის იმპერატორს ეახლა
და ანაკოფიაც მას ჩააბარა. რომანოზმა სანაცვლოდ დემეტრეს მაგისტროსის საკარისკო
ტიტული უბოძა. სამეფო კარისთვის ეს დიდი დარტყმა იყო, მაგრამ იმ დროს თბილისის
შემოერთებისათვის მიდიოდა ბრძოლა და საამისოდ არავის ეცალა.
თბილისი გარშემო დატრიალებულმა ამბებმა, ქვეყნის ყველაზე ძლიერი
ფეოდალი, ბაგრატის აღმზრდელი და ერთ დროს მისი დამცველი, ლიპარიტ ბაღვაში
მეფის დაუნიძინებელ მტრად აქცია. 1032 წელს ლიპარიტ ბაღვაშმა და ქართლის
ერისთავმა ივანემ თბილისი აღება და ამირა ჯაფარის დატყვევება შეძლეს. მაგრამ ამ
დროს ლიპარიტის მოწინააღმდეგე დიდებულების „რჩევით“ მეფემ ამირა
გაათავისუფლა. ამგვარად, უკვე დაბრუნებული თბილისი კვლავ თბილისის საამიროდ
დარჩა. ლიპარიტისათვის ეს დიდი იმედგაცრუება იქნებოდა, მაგრამ ამჯერად ის მეფის
წინააღმდეგ არ წასულა. 5 წლის შემდეგ კვლავ დადგა თბილისის შემოერთების საკითხი.
ქალაქი 2 წლის განმავლობაში იყო ალყაში მოქცეული. მეფესთან ერთად იყვნენ
ლიპარიტი და კახეთის მეფეც კი. თბილისის ამირა გამოუვალ მდგომარეობაში
აღმოჩნდა, ქალაქის აღებას წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა, მაგრამ გადამწყვეტ
მომენტში, ბაგრატმა ამირასთან ზავი დადო და ალყაც მოხსნა. თან ეს ისე გააკეთა, რომ
ამის შესახებ არც ლიპარიტმა იცოდა რამე და არც კახეთის მეფემ. ამის შემდეგ
ლიპარიტსა და მეფეს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.
იმედგაცრუებული კლდეკარის ერისთავი ბიზანტიის თანადგომით ცდილობდა
ბაგრატსა და მოწინააღმდეგე დიდებულებზე შურის ძიებას. იმპერიასთან შეთანხმებით
ლიპარიტმა ბიზანტიიდან დემეტრე უფლისწული გადმოიყვანა გასამეფებლად.
ერისთავმა არაერთ წარმატებას მიაღწია მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში. მართალია, 1042

66
წელს დემეტრე გარდაიცვალა, მაგრამ კლდეკარის ერისთავი ბრძოლის შეწყვეტას
სულაც არ აპირებდა. მან 1047 წელს სასირეთის ბრძოლაში დაამარცხა მეფე. ამ მარცხის
შემდეგ ბაგრატი მხოლოდ დასავლეთ საქართველოზეღა ავრცელებდა თავის
ძალაუფლებას. ბაგრატს ამოსუნთქვის საშუალება ლიპარიტის ტყვედ ჩავარდნამ მისცა.
ეს უკანასკნელი ბიზანტილებთან ერთად ებრძოდა მცირე აზიაში შემოჭრილ თურქ-
სელჩუკებს და სწორედ მათთან ბრძოლაში ჩავარდა ტყვედ. ბაგრატმა მოწინააღმდეგის
ტყვეობით ისარგებლა და კვლავ გაავრცელა ძალაუფლება აღმოსავლეთ საქართველოზე,
უფრო მეტიც, მან თბილისიც კი შემოიერთა. თუმცა, წარმატებით ტკობა დიდხანს არ
დასცალდა მეფეს. ძალიან მალე ლიპარიტმა ტყვეობას თავი დააღწია (მის
თავისუფლებაში დიდძალი ფული გადაიხადა ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე
IX-მ) და კვლავ შეუტია მოწინააღმდეგეს. ბაგრატი იმდენად მძიმე მდგომარეობაში
აღმოჩნდა, რომ ბიზანტიაში გაქცევა და იმპერატორისთვის შუამდგომლობის თხოვნა
მოუწია.
1052 წელს ბიზანტიაში ჩასული ბაგრატი, ლიპარიტის ინტრიგებისა და
კავშირების წყალობით 3 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა იმპერატორ კონსტანტინე
IX - სთან შეხვედრას. სანამ ბაგრატი აუდიენციას ელოდა, ლიპარიტმა საქართველოში
ბაგრატის ვაჟი, გიორგი გაამეფა და თავი რეგენტადაც გამოაცხადა. 1055 წელს, როგორც
იქნა, შეხვდა ბაგრატი იმპერატორს და მოლაპარაკებებიც დაიწყო. საბოლოოდ
იმპერატორის შუამდგომლობით ასეთ შეთანხმებას მიაღწიეს: ლიპარიტი სცნობდა
ბაგრატის მეფობას მთელ საქართველოზე, ლიპარიტი კი სანამ ცოცხალი იქნებოდა
მესხეთის მთავარი უნდა ყოფილიყო. კლდეკარის ერისთაობიდან მესხეთის მთავრად
ქცევა დიდი ჯილდო იყო ლიპარიტისთვის, თუმცა სწორედ ეს ჯილდო ექცა მას
სასჯელადაც - მისი გამთავრებით უკმაყოფილო მესხმა დიდებულებმა სულა
კალმახელი მეთაურებით შეიპყრეს ლიპარიტი და მეფეს მიჰგვარეს. საბოლოოდ მეფემ
ერთ დროს მრისხანე მოწინააღმდეგე ბიზანტიაში გადაასახლა, ის ათონის ივერთა
მონასტერში, ბერად აღიკვეცა. ბიზანტიაში იმყოფებოდა ლიპარიტის ვაჟი ივანეც,
რომელიც ბაგრატმა საქართველოში მოიწვია და ერთგულების ფიცის სანაცვლოდ მას
საგვარეულო მამული და კლდეკარის ერისთაობა დაუბრუნა.

67
ლიპარიტ ბაღვაშის ჩამოშორების შემდეგ ბაგრატ IV-მ განაგრძო თავისი
ხელისუფლების განმტკიცება. 1060 წელს ბაგრატ IV-მ კვლავ იგდოხელთ კახეთ-
ჰერეთის დიდი ნაწილი, 1062 წელს კი თბილისი აღსართან გაგიკის ძისაგან დიდი
თანხის ფასად იყიდა. მაგრამ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა მას არ დასცალდა,
რადგან XI საუკუნეში საქართველოს თურქ-სელჩუკთა სახით აღმოსავლეთიდან ახალი
მრისხანე მტერი გამოუჩნდა. მისმა სულთანმა არფ-არსლანმა (1063 - 1072) ორჯერ
დალაშქრა საქართველო. მისი მთავარი მიზანი საქართველოსთვის ხარკის დაკისრება
იყო, ქვეყნის სრულად დაპყობა თურქების ინტერესებში ჯერ არ შედიოდა. ხარკის
გადახდა არფ-არსლანმა მეორე ლაშქრობის შემდეგ, 1068 წელს ითხოვა, მაგრამ
ბაგრატისგან უარი მიიღო. სულთანი გაეცალა საქართველოს ზამთრის ყინვების გამო,
მაგრამ თბილისი და რუსთავი განძის ამირა ფადლონს გადასცა. ბაგრატ IV-მ გაილაშქრა
მის წინააღმდეგ, დაამარცხა იგი და თბილისის საამირო ვასალად გაიხადა, რომელსაც
ყოველწლიური 44 ათასი დრაჰკანის უნდა ეხადა მეფისთვის. სულთნის
შუამდგომლობით ტყვეობიდან გათავისუფლებული ფადლონი საქართველოს კვლავ
შემოესია, ბაგრატ IV-მ თავისი ცოლისძმა, ოსთა მეფე დორღოლელი დაიხმარა.
ქართველ-ოსთა ლაშქარმა უფლისწულ გიორგის მეთაურობით განძა დაარბია.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ თავისი ხანგრძლივი მეფობის განმავლობაში
ბაგრატ IV - მ გარეშე მტრებთან ბრძოლებისა და ფეოდალთა წინააღმდეგობის
დაძლევით ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება მოახერხა.
პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ მოღვაწეობის გარდა ბაგრატ IV დიდ
ყურადღებას აქცევდა საქართველოში კულტურისა და სწავლა-აღზრდის საქმეს. მისი
მოწვევით 1060-1065 წ. საქართველოში ჩამოვიდა გიორგი მთაწმინდელი, რომელმაც
ნაყოფიერი მწიგნობრული მოღვაწეობა დაიწყო. მის დროსაა აშენებული ქართული
ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლები, ბაგრატის ტაძარი და ბედიის მონასტერი.
ბაგრატ მეოთხე 1072 წელს გარდაიცვალა, დაკრძალულია თავისსავე აგებულ ბედიის
მონასტერში, რომელიც სამწუხაროდ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა.

68
გიორგიII

1072 წლის 24 ნოემბერსგარდაიცვალაბაგრატ IV (1027 - 1072). იმავეწლის,


ნოემბერშივემოკლესთურქ - სელჩუკთასულთანიალფ-არსლანი (1063 - 1072).
როგორცმემატიანეწერს, „ ... ვერღარაცნესბაგრატდასულტანმანერთმანეთისასიკვდილი”.
სელჩუკთასულთანიალფ-არსლანისვაჟი, მალიქ-შაჰიგახდამმართველი,
რომლისდროსაცსელჩუკთასახელმწიფომთავისიძლიერებისზენიტსმიაღწია;
საქართველოსსამეფოტახტიკიბაგრატისძეს, გიორგის (1072 - 1089) ერგო, რომელიც ამ
დროს 30 წელს გადაცილებული უნდა
ყოფილიყო.მასძალიანმძიმესაგარეოპოლიტიკურვითარებაშიმოუწიატახტისდაკავება.
1071 წლისაგვისტოში,
მანასკერტთანბრძოლაშისელჩუკთაწინააღმდეგბიზანტიელთამარცხმასაქართველოსსამე
ფოსთვისრეგიონშიერთობარასახარბიელოვითარებაშექმნა.
მანასკერტთანმარცხისშემდეგბიზანტიასამოქალაქოომებისქარცეცხლშიგაეხვია,
რისგამოც, მთელიანატოლიათურქმენთაშემოსევებისგანფაქტობრივადდაუცველიდარჩა.
შესაბამისად, საქართველოსთურქ - სელჩუკებთანდაპირისპირებისშემთხვევაში,
რომელთაც 1072 წლისთვისშარვან -
დარუბანდზეკონტროლისდამყარებითაღმოსავლეთამიერკავკასიშიგანმტკიცებულიჰქო
ნდათპოზიციები, ბიზანტიისგანდახმარებისმიღებისიმედინაკლებადუნდაჰქონოდა.

69
რთულივითარებაიყოქვეყნისშიგნითაც. ბაგრატ IV -
ისმეფობისდროსსაქართველომმძიმეპოლიტიკურიკრიზისიგადაიტანა,
რაცმეფისადაკლდეკარისერისთავ,
ლიპარიტბაღვაშსშორისრამდენიმეწლიანდაპირისპირებაშიგამოიხატა;
ამასდაერთოთურქ - სელჩუკთაწინააღმდეგ XI საუკუნის 60 -
იანწლებშიწარმოებულიბრძოლები.
სიკვდილისწინბაგრატ IV -მდიდებულებითავისივაჟისერთგულებაზედააფიცა.
დიდებულთანაწილისერთგულებამმხოლოდმცირეხნითგასტანა -
გამეფებიდანერთიზამთრისადაზაფხულისნახევრისშემდეგ (გიორგი 1072 წლისნოემბერ
- დეკემბერშიუნდაგამეფებულიყო, შესაბამისად 1073 წლისზაფხულში)
ნიანიაქუაბულისძემ,
ვარდანსუანთაერისთავმადაივანელიპარიტისძეკლდეკარისერისთავმაკახეთისმეფის,
აღსართან I - ის (1058 - 1084) დახმარებით „აუშალესქუეყანაი“ გიორგიმეფეს.
ნიანიაქუაბულისძემქუთაისიაიღოდახაზინასდაეპატრონა,
ვარდანსუანთაერისთავმასვანებიააჯანყადასაეგროდაარბია,
ხოლოივანელიპარიტისძემაღსართანისდახმარებითქსნისპირიდაიკავა.
გიორგი II - მაჯანყებულებიდააშოშმინა. მატიანეშივკითხულობთ :
„ხოლოგიორგიმეფემანსძლოსიკეთითა, სიბრძნითადაძვირუხსენებელიქმნა.“ რაში
გამოიხატა ეს სიკეთით ძლევა? მეფემ განდგომილ დიდებულებს სამფლობელოები
გაუდიდა - ივანელიპარიტისძესსამშვილდეუბოძა,
მისვაჟსლიპარიტსმისცალოწობანირუსთავისნაცვლად, რომელიცკახელებსგადაეცა.
ნიანიამმიიღოთმოგვი, ვარდანსვანთაერისთავმა - „ასკალანადაუთაღებოჯაყელთა.
გიორგის ეს ნაბიჯი ძალიან გონივრული და წინდახედული გახლდათ. საქართველოს
სამეფოს უდიდესი საგარეო საფრთხე ემუქრებოდა თურქ-სელჩუკების მხრიდან, ასეთ
დროს კი თავის დიდ ფეოდალებთან ურთიერთობის დაძაბვა და შიდა დაპირისპირების
გაგრძელება ქვეყნისთვის დამღუპველი იქნებოდა.
თურქთაშესაძლოაგრესიისშემთხვევაშიმასდასჭირდებოდათავისიდიდიფეოდალებისერ
თგულება,რომლებზეციდგასაქართვეოსლაშქარი,

70
ასევეაღსართანკახეთისმეფისმოკავშირეობა. როგორც ცოტა მოგვიანებით ვნახავთ,
გიორგი მეფის ამგვარმა ტაქტიკამ თავისი შედეგი მართლაც გამოიღო.
მემატიანეწერს :
„დაყოველივეერთგულიდაორგულიდაფარაწყალობითადადაიწყნარამეფობაითვისიგიო
რგიმეფემან.“ „სიკეთითა“ და „სიბრძნით“
მოპოვებულმშვიდობასსაფრთხეშეუქმნაივანელიპარიტისძემ -
„კუალადგადგაივანელიპარიტისძე, დაცნაგიორგიმეფემან.
მეფექუთაისიდანსამცხეშიგადავიდადამესხთალაშქრითსამშვილდესმიადგა.
მისდასახმარებლადგამოვიდასულცოტახნისწინმეფისწინააღმდეგმებრძოლიაღსართანი.
ივანემვერშეძლოწინააღმდეგობისგაწევა.
აღსართანისდახმარებითლიპარიტსლოწობანისციხეწაართვამეფემ. გიორგი II
ჯავახეთშიგადავიდა, სადაცმეფესადაგამდგარფეოდალსშორისშეთანმხებამოხდა,
ივანემმეფისწინაშეფიციდადო,
ხოლოამგიორგიმისკვლავსამშვილდისადაკლდეკარისერისთავადდაამტკიცა.
ივანელიპარიტისძისფიციმხოლოდსიტყვიერიაღმოჩნდადაისკვლავდაუპირისპირდამეფ
ეს - მანგაგისციხეგამოსტყუამეფისმეციხოვნეებსდაგანძისამირაფადლონსმიჰყიდა.
ამითივანეგარკვეულინდობისმოპოვებასშეეცადასულთნისწინაშე. როგორცჩანს, გიორგი
II -მამისსაპასუხოდვერაფერიმოიმოქმედა. ამასშეძლებაგარკვეულიახსნამოვუძებნოთ -
სულთნისბანაკშიდარჩენილილიპარიტლიპარიტისძე, ჩვენთვისუცნობიმიზეზებისგამო,
მალევეგამოიპარა, ამითგანრისხებულიმალიქ - შაჰიმოადგასამშვილდეს,
აიღოისდაქართლიცმოარბია. როგორცჩანს,
ასეთრთულვითარებაშიმეფემვეღარშეძლობაღვაშთაწინააღმდეგზომებისმიღება.
როგორცდავინახეთ, 1073
წლისგამოსვლისმონაწილეთაგანმხოლოდივანელიპარიტისძემგააგრძელამეფესთანდაპი
რისპირება. ესხომარნიშნავდაიმას, რომმეფის „დათმობის“
პოლიტიკამშედეგივერგამოიღო? ამისშემოწმებისშესაძლებლობაგიორგი II -
სმალევემიეცა.

71
ქართლიდან გაბრუნებული მალიქ-შაჰი განძას დაესხა თავს. განძის ამირა
ფადლონი ციხეში გამაგრდა, მაგრამ ვერ გაუძლო მტრის შემოტევას, დამარცხდა და
ტყვედაც ჩავარდა. აქ სულთანმა სავთეგინი დატოვა, რომელსაც თავისი ლაშქრის
ნაწილიც დაუტოვა. მას არანი საბოლოოდ უნდა დაემორჩილებინა და
საქართველოსკენაც წამოსულიყო. პირველი „დავალების“ შესრულების შემდეგ
სავთეგინი „ ყოვლითალაშქრითამისითაწამოსულასაქართველოსწინააღმდეგ. მასთან
ერთად იყვნენ განძის, დვინისადადმანისის ამირებიც.
გიორგიმეფემომზადებულიდახვდამტერს, შეკრიბასამეფოლაშქარი დამოკავშირედ
კახეთის მეფეც მოიწვია. ბრძოლა 1075 წელს სოფელ ფარცხისთან გაიმართა.
ქართველებს თავად მეფე სარდლობდა ხოლო მოწინააღმდეგეებს ზემოთ ხსენებული
სავთეგინი. ქართველებმა ამ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.
ფარცხისისბრძოლაერთ -
ერთიმნიშვნელოვანიბრძოლაასაქართველოსისტორიაში,
რადგანქართველთაგამარჯვებამაცრამდენიმეწლითგადაწიათურქ -
სელჩუკთამიერსაქართველოსსამეფოსთვისხარკისდადება. გარდაამისა,
ესბრძოლანათელიიმისდადასტურებაა, რომგიორგი II -
ისმიერაჯანყებულიდიდებულებისადაკახეთისმეფისმიმართგატარებულმაპოლიტიკამგ
აამართლადაქვეყანაგარეშემტერსსრულმზადყოფაშიდახვდა.
ფარცხისთანმოპოვებულიგამარჯვებისშემდეგსაკმაოდსაინტერესოფაქტსჰქონდაა
დგილი -
საქართველოსსამეფოსძალაუფლებამანამდებიზანტიელთახელშიმყოფტერიტორიებზეგ
ავრცელდა, კერძოდკიკლარჯეთის, შავშეთის, ჯავახეთისდაარტაანისციხეებზე,
ანაკოფიისციხესადაკარისსამეფოზე.
ამმოვლენებისშესახებ „მატიანექართლისაი“
დადავითაღმაშენებლისისტორიკოსიგადმოგვცემენ,
თუმცაწყაროებიერთმანეთისგანგანსხვავებულია. პირველი წყაროს მიხედვით ეს
ტეროტორიები გიორგიმ იარაღის ძალით წაართვა ბიზანტიელებს, მეორეს მიხედვით კი
ბიზანტიამ თავად დათმო ეს ტეროტორიები და საქართველოს მეფეს გადაულოცა. ამ

72
საკითხზე დღემდე აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ასე იყო თუ ისე, 1076
წლისთვისგიორგი II -ისხელისუფლებაგავრცელდა XI საუკუნის 20 -
იანწლებშიდაკარგულტერიტორიებზედაისტორიულისაქართველოსსაზღვრებსაცგასცდ
ა.მართალია, ესბიზანტიელთადასუსტებით (შიდა დაპირისპირებები და თურქების
წინააღმდეგ გაუთავებელი ომების გამო)და
ალბათ,გარკვეულწილად,მათინებითაცმოხდა, მაგრამმაინცშეგვიძლიაეს
პოლიტიკურწარმატებადჩავუთვალოთგიორგი II -ს. თუმცა, სამწუხაროდ,
ესწარმატებაძალიანხანმოკლეაღმოჩნდა.
XI საუკუნის 70-
იანიწლებისმიწურულსსაგარეოპოლიტიკურივითარებასაქართველოსთვისსაგრძნობლა
დგაუარესდა.
ბიზანტიამფაქტობრივადდათმომთელიმცირეაზიადაჩვენიქვეყანამთლიანადთურქულგ
არემოცვაშიაღმოჩნდა. სულ მალე თურქ-სელჩუკებმა საქართველოს წინააღმდეგ ახალი
ლაშქრობა მოაწყვეს. ამის შესახებ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი გვიყვება. მის
მიხედვით თურქებს ამირა აჰმადი სარდლობდა. მას ჯერ ქართველთა ხელში მყოფი
კარის ციხე- ქალაქი აუღია. ამ დროს გიორგი თავისი ლაშქრით ყველის ციხესთან იდგა,
როგორც ჩანს ის კვლავ მზად იყო თურქებთან საომრად. მემატიანის ცნობით
მოღალატეებს („განცემითაქრისტიანთაითა“) გაუნდიათ ამირა აჰმადისთვის მეფის
ადგილსამყოფელი.
სწორედგამცემლებისდახმარებითმოუხერხებიათთურქებსყველისციხემდეშეუმჩნევლა
დმისვლა.თურქთათავდასხმაისეთიმოულოდნელიყოფილამეფისთვის,
რომმანწინააღმდეგობისგაწევავერშეძლო,
თავისიამალითსასწრაფოდდატოვაბანაკიდადასავლეთსაქართველოშიგადავიდა.
მტერსდიდისიმდიდრეჩაუვარდახელში.
დავითისისტორიკოსისმიხედვით, უკან (სავარაუდოდარანში)
გამობრუნებულაჰმადსგზადთურქმენიბეგებიიაყუბიდაისაბორი (ქართულწყაროშიბუ -
იაყუბიდაისაბარი) შეხვედრიან, რომლებიცთითქოსსალაშქროდბიზანტიაშიმიდიოდნენ,
მაგრამამირააჰმადსშემდეგისიტყვებითშეუცვლევინებიამათთვისაზრი : „

73
რადწახუალთსაბერძნეთს? აჰაქუეყანაისაქართველოი,
უკაცურიდასავსეესევითარითასიმდიდრითა...“ დამათაც
„მყისმოაქცივნესგზანიმათნიდამოეფინესპირსაყოვლისაქუეყანისასა, ვითარცამკალნი.“
მიუხედავადთურქისარდლებისმოულოდნელიშეხვედრისშესახებმემატიანისცნობისა,
ისტორიკოსებშიგამოთქმულიამოსაზრება,
რომიაყუბისადაისაბორისსაქართველოშილაშქრობაწინასწარმომზადებულისამხედროექ
სპანსიისნაწილიიყო, რომელმაცმოიცვაკლარჯეთი, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი,
არგვეთი, სამოქალაქოდაჭყონდიდი, გაიძარცვაქალაქიქუთაისი.
შესაძლოაიაყუბიდაისაბორიარანშიდაბრუნებულიაჰმადისბრძანებითშემოვიდნენსაქარ
თველოში. მემატიანისცნობით, ესყველაფერი 1080 წლისივნისშიმომხდარა,
რითიცდაწყებულა „დიდითურქობა“.
მემატიანისცნობას, თურქისარდლებისშეხვედრისდამათი „დიალოგის“
შესახებნამდვილადდაჰკრავსლეგენდარულობისელფერი, თუმცაღა, უნდაითქვას,
რომისგარკვეულწილადსწორადასახავსქვეყნისთვისმძიმეპოლიტიკურმდგომარეობას.
ამდროისთვისბიზანტიაარანიდანწამოსულითურქმანებისთვისუკვეშორეულიმხარეა,
იქგალაშქრებაზეიოლისაქართველოშიშემოსვლაა. ფაქტობრივად,
ამპერიოდისთვისსაქართველოთურქებისთვისმარტივსამიზნედააქცეული,
რომელიცმათწინაშემარტოადარჩენილი.
1080
წლისშემდეგთურქმანიბეგებიყოველწლიურადშემოდიოდნენსაქართველოში.
გაზაფხულობითჩადგებოდნენაღმოსავლეთდასამხრეთსაქართველოშიდადაზამთრებამ
დერჩებოდნენ, რაცუდიდესზიანსაყენებდაქვეყანას, ჩამკვდარიიყომიწათმოქმედება,
თურქმანთამომთაბარეულიმეურნეობასაფუძველსაცლიდაქართულფეოდალურმეურნე
ობას.
დავითაღმაშენებლისისტორიკოსიმისთვისდამახასიათებელიმხატვრულობითგვიხატავს
შემზარავსურათს, რომ ქვეყანაში აღარ იყო არც თესვა და არც მკა, მოოხრდა ქვეყანა და
ტყედ გადაიქცა, სადაც ადამიანთა ნაცვლად „მხეცნი და ნადირნი ველისანი“

74
დამკვიდრნენ.„დაიყოჭირიმოუთმენელი...
შეუსწორებელიდააღმატებულიოდესმეყოფილადასმენილთაგარდასულთაოხრებისათა.“
გიორგი II კარგადხედავდა,
თურამძიმემდგომარეობაშიიყოქვეყანაჩავარდნილიდაერთადერთსწორგამოსავლადმალ
იქ-შაჰთანხლებადადაზავებამიიჩნია.
მეფემდიდებულთაკრებამოიწვიადამათთანთათბირისშემდეგმიიღოესგადაწყვეტილება.
საქართველოსმეფესადასულთანსშორისმოლაპარაკებებიწარმატებითდასრულდა.
საქართველოსხარკისგადახდადაეკისრა, სანაცვლოდკიმალიქ-
შაჰმასაქართველოშითურქმანთალაშქრობებისაღკვეთისპირობადადო, ასევემეფესკახეთ-
ჰერეთისსამეფოსასაღებადჯარიგამოაყოლა. ესყველაფერი 1083 წელსუნდამომხდარიყო.
გიორგი II სელჩუკთაჯართანერთადპირდაპირკახეთშიმისულადაერთ-
ერთიყველზემნიშვნელოვანისიმაგრის, ვეჟინისციხისალყადაუწყია, მაგრამ საბოლოოდ
ციხის აღება და კახეთს შემოერთება ვერ მოხერხდა. ამით ისარგებლა კახეთს მეფე
აღსართანმა, ეახლა მალიქ-შაჰს, მიიღ ისლამი და სულთან კახეთის მისთვის დატოვეა
სთხოვა. ამ უკანასკნელმაც თხოვნა შეუსრულა კახეთის მეფეს.
მალიქ-შაჰსადაგიორგი II -
სშორისდადებულზავსთურქმანიბეგებისყოველწლიურილაშქრობებისშეწყვეტაარმოჰყო
ლია, მაგრამ ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი კი გამოიღო -
ამშეთანხმებითსაქართველომთავიდანაიცილიათავადსულთნისმიერორგანიზებულიმას
შტაბურილაშქრობა,
რომელსაცშესაძლოასაქართველოსთვისსახელმწიფოებრივდონეზეშეექმნასაფრთხე.
„დიდმათურქობამ“ დიდადდააზარალაქვეყანა. ამყველაფერს 1088
წელსსაშინელიმიწისძვრადაემატა, რამაცქვეყნისმდგომარეობაკიდევუფროდაამძიმა.
მრავალიციხეთუსოფელიგანადგურდა, მთლიანადდაინგრათმოგვი. ამმოვლენიდან 1
წლისშემდგე, 1089 წელს, ჩვენთვისჯერკიდევუცნობიმიზეზებისგამოგიორგი II -
მმეფობათავისივაჟის, 16 წლისდავითისსასარგებლოდდათმო.

75
დავით IV აღმაშენებელი

გიორგი მეორემ თავის მხოლოდ შობილ ძეს, დავითს სამეფო გვირგვინი 1089
წელს დაადგა თავზე. ამ დროს ის 16 წლის იყო. დავით IV, რომელსაც შემდგომში
აღმაშენებელი ეწოდა, საქართველოს ისტორიაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და
ხალხისთვის ყველაზე საყვარელი მეფეა. თავისი მოღვაწეობით დავით აღმაშენებელმა
ეს სიყვარული ნამდვილად დაიმსახურა. 36 წლიანი მეფობის განმავლობაში მან შეძლო
პატარა, საგარეო თუ საშინაო კონფლიქტებით დასუსტებული ქვეყანა, რომელიც
მხოლოდ დასავლეთ საქართველოსღა მოიცავდა, კავკასიაში უძლიერეს სახელმწიფოდ
ექცია. მეფის მიზანდასახულობასთან, პოლიტიკურ ალღოსა თუ ნიჭიერებასთან ერთად
მის წარმატებაში ძალიან დიდი როლი ხელსაყრელმა საგარეო პოლიტიკურმა
ვითარებამაც ითამაშა. სწორედ შეცვლილმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ მისცა მეფეს
შესაძლებლობა მიეღწია უდიდესი წარმატებისთვის, რის გამოც მადლიერმა ხალხმა მას
აღმაშენებელი უწოდა.
დავითს ისტორიკოსის ცნობით, მისი გამეფებისას მთელი ქართლი მოოხრებული
ყოფილა. სოფლები დაცარიელებულიყო და მხოლოდ ალაგ-ალაგ, ციხე-სიმაგრეებსა მათ
შემოგარენში ცხოვრობდა ხალხი. კლდეკარი და თრიალეთი კვლავ ბაღვაშთა
საგვარეულოს ხელშია, რომელსაც სათავეში ლიპარიტი უდგას და რომელიც, როგორც
მემატიანე წერს, ამ დროს ვითომ მეფის ერთგული ყოფილა. როგორც მემატიანე
გადმოგვცემს, ამ პერიოდში სხვადასხვა ქართლელი აზნაურები ნელ-ნელა თავიანთ
სამფლობელოებს უბრუნდებიან და სოფლებიც თანდათან სახლდება. საამისოდ გაატარა
თუ არა მეფემ რაიმე ღონისძიებები უცნობია, შესაძოა გარკვეული მიზეზებით თურქთა
შემოსევები მინელდა, რამაც ხალხს კვლავ დასახლების შესაძებლობა მისცა.
საქართველოს სამეფო იმდენად დაკნინებული იყო, რომ მისი მეფის უფლებები
მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდა. როცა მეფეს ქართლის ჭალაში ან

76
ნაჭარმაგევს ნადირობა სურდა, წისანსწარ აგზავნიდა ხალხს ადგილების
დასათვარიელებლად და მხოლოდ შემდეგ გადმოდიოდა.
1092 წელს თურქ-სეჩუკთა სულთანი მალიქ-შაჰი გარდაიცვალა. სასულთნოში
არეულობები დაიწყო. ახლა უკვე დაშლილი და ერთმანეთთან ბრძოლით დაკავებული
თურქული სახელმწიფოები შედარებით ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენდა
საქართველოსათვის. შესაძლოა, ამით ისარგებლა დავითმა და ქართლში სამეფო
ხელისუფლების პოზიციების აღდგენას შეეცადა. ეს ამ ეტაპზე თურქებთან
დაპირისპირებას კი არა, არამედ ადგილობრივი დიდებულების ძალაუფლებისა და
თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებდა. შესაძლოა, სწორედ ეს იყო მიზეზი
იმისა, რომ მეფობის დასაწყიში დავითის „ერთგული“ ლიპარიტი 1093 წელს მეფეს
დაუპირისპირდა. პირველი ოთხი წლის განმავლობაში ლიპარიტის „ვითომ
ერთგულება“ ალბათ იმაში გამოიხატებოდა, რომ ის უბრალოდ არ უპირისპირდებოდა
მეფეს. ან რატომ უნდა დაპირისპირებოდა - ლიპარიტი თავის საერისთავოს სრული
დამოუკიდებლობით მართავდა, შეიძლება ნომინალურად მეფის ქვეშევრდომად
ითვლებოდა, მაგრამ რეალური ძალაუფლება მეფეს თავის ერისთავზე არ გააჩნდა.
შესაძლოა, როგორც უკვე ითქვა, სულთნის გარდაცვალების შემდეგ დავითის
დამოკიდებულება ქართლელი დიდებულების მიმართ შეიცვალა და ის აქ რეალური
ძალაუფლების მოპოვებას შეეცადა, რამაც ლიპარიტის უკმაყოფილება გამოიწვია და
დაუპირისპირდა კიდეც მეფეს.
დავითმა შეიპყო კლდეკარის ერისთავი. მემატიანე გადმოცემით, მეფეს იმდენი
ხანი ჰყოლია ტყვეობაში ლიპარიტი, რომ გონიერი კაცისათვის საკმარისი უნდა
ყოფილიყო გამოსასწორებლადო.შემდეგ მეფეს მისგან ერთგულების მტკიცე პირობა
მიუღია, დავითსაცშეუნდვია დანაშაული და კვლავ განუდიდებია ძველ პატივში. მალე
ლიპარიტს ფიცი დაურღვევია, “განაცხადა მტერობა და უკეთურებასა იწურთიდა”.
მეფეს კვლავ შეუპყრია ლიპარიტი, ორ წელიწადს პატიმრობაში ჰყოლია, შემდეგ, 1096
წელს საბერძნეთში გაუძევებია, სადაც გარდაიცვალა კიდეც ის. ლიპარიტის შემდეგ
კლდეკარის ერისთავი, მისი ვაჟი, რატი გახდა. როგორც ჩანს, არც რატი გამოირჩეოდა
დიდი ერთგულებით მეფის მიმართ. საბოლოოდ რატი ლიპარიტის ძე უშვილოდ

77
გარდაცვალა, ამით ისარგებლა დავითმა, 1103 წელს გააუქმა კლდეკარის საერისთაო და
მისი ტერიტორია თავის სამეფო მიწებს შეუერთა, მოგვიანებით ბაღვაშების
საგვარეულო მამული - “ლიპარიტეთი” გელათის მონასტერს შესწირა.
სანამ დავითი განდგომილი ფეოდალის დამორჩილებით იყო დაკავებული,
ევროპელები წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და წმინდა მიწის მუსულმანთაგან
გასათავისუფლებლად ჯვაროსული ლაშქრობებისთვის ემზადებოდნენ. მალევე ისინი
აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ. თურქ-სელჩუკთა მთელი ყურადღება ახლა უკვე
ჯვაროსნებისკენ მიემართა, ამით ისარგებლა დავით აღმაშენებელმა და როგორც
მემატიანე გადმოგვცემს, „მოეშენა ქვეყანა ქართლისა, განძლიერდა დავით და
განამრავლა სპანი (ლაშქარი)“. 1098 – 99 წლებში ევროპელებმა უმძიმესი დარტყმა
მიაყენეს სრულიად ისლამურ სამყაროს აიღეს რა იერუსალიმი და სხვა მნიშვნელოვანი
ქალაქები პალესტინაში. სწორედ ამ დროს შეუწყვიტა დავითმა ხარკის ხდა სასულთნოს
და პირველი დარტყმები მიაყენა ქართლში მყოფ სელჩუკებს. სწორედ ამ პერიოდიდან
იწყებს დავით აღმაშენებელი ქვეყნის თურქთაგან გათავისუფლების და სქართველოს
გაერთიანების საქმეს.
ქვეყნის შემომტკიცებისათვის ბრძოლას დავითი ზედაზნის აღებით იწყებს (1103
წ.). კახეთ-ჰერეთის მეფე კვირიკემ ზედაზენი დათმო. ამავე პერიოდში დაომორჩილა
დიდი კახელი ფეოდალები ძაგან და მოდისტოს აბულეთისძეები. ერთი წლის შემდეგ
კვირიკე, რომელსაც მემატიანე ღირსეულ ადამიანად და ჭეშმარიტ ქრისტიანად
წარმოგვიდგენს გარდაიცვალა. მის მაგივრად კახეთის მეფე მისი ძმისშვილი, აღსართანი
ხდება, მემატიანის მიხედვით „არარათა მქონებელი ნიშთა მეფობისაითა“, უსამართლო
და უღირსი ადამიანი. ჩვენთვის უცნობია რა ჩაიდინა ასეთი ახალმა მეფემ, მაგრამ
ფაქტია მისი მმართველობა აუტანელი შეიქნა და ადგილობრივმა დიდმა ფეოდალებმა
არიშიანმა, ბარამმა და მათმა ბიძამ ქავთარ ბარამისძემ აღსართანი შეიპყრეს და
საქართველოს მეფეს გადასცეს. დავით აღმაშენებელმა კახეთ-ჰერეთი დაიკავა. რა თქმა
უნდა, კახელ დიდებულების ნაწილისთვის კახეთ-ჰერეთის სამეფოს გაუქმება და სუსტი
აღსართანის მაგივრად, ძლიერი მეფის მორჩილება სულაც არ იყო სასურველი. ამიტომაც
მათ დავითის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება განძის ათაბაგს სთხოვეს. დავითმა

78
მოწინააღმდეგეები ერწუხთან ბრძოლაში დაამარცხა 1104 წელს. ამ ბრძოლის შემდეგ
კახეთ - ჰერეთი საბოლოოდ შეუერთდა დანარჩენ სამეფოს.
მართალია დავითმა შეძლო კახეთ-ჰერეთის შემოერთება და გარკვეული
დარტყმებიც მიაყენა ქართლში მყოფ თურქებს, მაგრამ ქართლის მნიშვნელოვანი
ქალაქები და მათი შემოგარენი კვლავ სელჩუკების ხელში იყო. კვლავ არ ვრცელდებოდა
მეფის იურისდიქვია თბილისსზე. ეს ტერიტორიები მეფეს შემოსაერთებელი ჰქონდა,
მაგრამ ამას საშინაო საქმეების მოგვარების გარეშე ვერ შეძლებდა. მეფეს
ფართომასშტაბიანი განმათავისუფებელი ბრძოლის დაწყებამდე ჯერ საკუთარი
ხელისუფლება უნდა გაეძლიერებინა.
დიდებულებთან ბრძოლამ მეფე დაარწმუნა, რომ მეფის მოწინააღმდეგე ძალების,
დიდებული აზნარუების წინააღმდეგობის ცენტრი ეკლესია იყო.
მაღალი საეკლესიო თანამდებობები დიდებულთა წრის შვილები და
წარმომადგენლები იყვნენ.თანდათან ბატონდებოდა საეპისკოპოსო საყდრების
“მამულობით”, ანუ მემკვიდრეობით დაპყრობის ტენდენცია. ეს ტენდენცია საეკლესიო
არისტოკრატიას აყალიბებდა და არცთუ იშვიათად ეკლესიას ცალკეული განდგომილი
ფეოდალური საგვარეულოების გავლენის ქვეშ აქცევდა. ისინი ცხადად თუ ფარულად
სხვა დიდებულებთან ერთად ეწინააღმდეგებოდნენ მეფეს.
დავითმა გადაწყვიტა გაელაშქა საეკლესიო ფეოდალების წინააღმდეგ. ნიადაგი
საამისოდ დიდმა ქართველმა მწიგნობარმა, გიორგი მთაწმინდელმა მოამზადა, მაგრამ
ის, რაც მან გააკეთა მხოლოდ პირველი ცდა იყო. დავითმა მტკიცედ მოკიდა ხელი
ეკლესიას.
კრებას წინ უძღოდა მოსამზადებელი პერიოდი, რომლის დროსაც ითარგმნა
საეკლესიო კანონმდებლობის უმთავრესი ძეგლი - “დიდი სჯულისკანონი”, რომელსაც
ეყრდნობა კრების დადგენილებები. კრება მეფემ 1105 წელს მოიწვია და მას რუის-
ურბნისი კრებას ვუწოდებთ, რადგან სხდომები რუისსა და ურბნისში, საეპისკოპოსო
ცენტრებში ტარდებოდა. დავითი კრებას თავადაც ესწრებოდა, ისტორიკოსის თქმით,
“ვითარცა მონა”. კრების მუშაობაში მონაწილეობას იღებდა დავითის მხარდამჭერი
უმაღლესი სამღვდელოება-კათალიკოსი იოანე, მწიგნობართუხუცესი გიორგი

79
მონაზონი. კრებამ დაადგინა, რომ ის ეპისკოპოსები, რომელნიც „მამულობით“, ე.ი
მემკვიდრეობით ფლობდნენ საეკლესიო თანამდებობეს და არა პირადი ღირსებისა და
დამსახურების გამო, გადაყენებულები ყოფილიყვნენდა და მათ მაგიერ,
წარმომავლობისდა მიუხედავად ღურსეული და განსწავლული ადამიანები აერჩიათ. ეს
ღონისძიება გარდა იმისა, ეკლესიას ფეოდალთა გავლენისგან გაათავისუფლებდა, მას
მორალურადაც აამაღლებდა. გარდა ამისა, კრებაზე განიხილეს საეკლესიო
ორგანიზაციის სამართლებრივი მხარე, ხელდასხმის წესები, ეკლესიის შიდა
ორგანიზაციული საკითხები და სხვ.
რუის-ურბნისის კრების შემდგომ დავითმა უმნიშვნელოვანესი
ადმინისტრაციული რეფორმა ჩაატარა - სახელმწიფო უწყების მოხელეთა სათავეში
ჩააყენა ბერი - ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი, რომელიც სამეფო ხელისუფლების
კარნახით წარმართავდა საეკლესიო პოლიტიკას.
საეკლესიო რეფორმებს მოჰყვა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ქვეყნის მართვა-
გამგეობაში, რომელთაც ჩაუყარეს საძირკველი მეფის ხელისუფლების ძლიერებას.
დავით აღმაშენებელმა დიდი ყურადღება დაუთმო სამხედრო საქმის
გაუმჯობესებას. ქართული ფეოდალური ლაშქარი ორი ტიპის ნაწილებისგან
შედგებოდა - მცირერიცხოვანი მუდმივი ნაწილებისა და საჭიროების შემთხვევაში
შეკრებილი ფეოდალთა რაზმებისაგან, რომელთაც ხშირად დაქირავებული მეომრებიც
ემატებოდა.
ასეთი მცირერიცხოვანი ნაწილი იყო ტაძრეული. მისი საშუალებით მეფეს
შეეძლო დამოუკიდებლად, სხვა ფეოდალების რაზმების დახმარების გარეშე, მცირე
მასშტაბის სამხედრო მოქმედებები ჩაეტარებინა. დავითის დროს ტაძრეული 1 500 კაცს
ითვლიდა. ტაძრეულის გვერდით დავით აღმაშენებელმა შექმნა მეორე მუდმივ
მზადყოფნაში მყოფი რაზმი, რომელსაც მონასპა ეწოდება. მონასპა მოგვიანებით, 1118
წელს, საქართველოში ყივჩაღთა გადმოსახლების შემდეგ, სწორედ ყივჩაღებისგან
შეიქმნა. მეფე მათ გასამრჯელოს ოქროთი უხდიდა. მონასპა გვარდიული ტიპის
სამხედრო ნაწილი იყო. მას გვარდიის ყველა თვისება გააჩნდა: მონასპა რჩეული
მებრძოლებისგან შედგებოდა, მათ კარგად იცოდნენ სამხედრო საქმე, იყვნენ ბრძოლებში

80
გამოცდილები, ერთგულები და სანდონი. მათი რაოდენობა სავარაუდოდ იმდენივე
უნდა ყოფილიყო რამდენიც ტაძრეულისა იყო.
საშინაო საქმეების მოგვარების შემდეგ, დავითი თურქთა წინააღმდეგ გადამწყვეტ
ბრძოლაზე გადავიდა. მისი მიზანი თურქთა ხელში მყოფი მნიშვნელოვანი ციხე
ქალაქების დაბრუნება იყო. პირველად მეფემ თურქებს სამშვილდე გამოსტაცა. ეს 1110
წელს მოხდა. სამშვილდე მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალქი იყო ძლიერი ციხე-სიმაგრით,
რომელიც სამხრეთ-დასავლეთიდან იცავდა თბილისს.
1115 წელს დავითმა თურქებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქი -
რუსთავი წაართვა. ამან დიდი პრობლემები შეუქმნა თურქ-სელჩუკებს - ისინი ვეღარ
ბედავდნენ საზამთრო ადგილებზე დგომას, მით უმეტეს რომ რომ ქართველები მათ
მოსვენებას არ აძლევდნენ მოულოდნელი დავდასხმებით.
1117 წელს დავით მეფემ ხელთ იგდო ჰერეთის ციხე-ქალაქი გიში. იმავე წელს
დავითმა თავისი ვაჟი, უფლისწული დემეტრე სალაშქროთ შირვანში გაგზავნა.
უფლისწულმა ქელაძორის ციხე-სიმაგრე აიღო და მრავალი ტყვითა და ნაალაფარის
დაბრუნდა მეფესთან.
1118 წელს ქართველთა ჯარმა ლორეს ციხე-სიმაგრე აიღო, რომელიც
სამხრეთიდან მომავავალ გზას იცავდა და განსაკუთრებული სამხედრო მნიშვნელობა
ჰქონდა.
ხშირ ომიანობას, დაპყრობილი ციხე-სიმაგრეების შენარჩუნებას, საზღვრების
გამაგრებას მრავალრიცხოვანი სამხედრო ძალა ესაჭიროებოდა. ქართულ მოსახლეობას
ამის უზრუნველყოფა ფიზიკურად არ შეეძლო. ამიტომ დავით აღმაშენებელი
ყივჩაღების ჩამოსახლებისგადაწყვეტილებასიღებს. დავითს, როგორც ჩანს, კარგად
ჰქონდა შესწავლილი იმჟამად ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი მდგომარეობა -
მომთაბარე ყივჩაღების შევიწროების ამბავი კიევის მთავრის მიერ, მათი მტრობა
ოსებთან, ყივჩაყთა მაღალი საომარი თვისებები და სხვ. შესაძლოა, ამ ჩანაფიქრთან იყო
დაკავშირებული, რომდავით გაშორდა თავის პირველ ცოლს, რუსუდანსდა ყივჩაღთა
მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასულ გურანდუხტზე იქორწინა.

81
1118-1119 წლებში დავითი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესთან ერთად
თავად გაემგზავრა ოსეთში, მათ ჩამოართვა ყივჩაღების მშვიდობიანად გამოტარების
პირობა, გამოართვა მძევლები, დაიჭირა დარიალის ციხე-სიმაგრეები და მშვიდობიანად
გადმოატარა ყივჩაღები. მემატიანი ცნობით დავითმა ყოვჩაღთა 40 000 ოჯახი
გადმოასახლა(შესაძლოა ეს რიცხვი არაზუსტი იყოს და ოჯახების რაოდენობა უფრო
ნაკლები ყოფილიყო). სავარაუდოდ ეს ოჯახები იმ ტერიტორიებზე უნდა
დაესახლებინა, რომლებიც ჯერ არაბთა, ხოლო შემდეგ თურქ-სელჩუკთა შემოსევების
დროს დაიცარიელდა. ყივჩაღთა თითოეული ოჯახის ვალდებულება იყო, ოჯახიდან
ერთ მოლაშქრე მიეცა მეფისთვის. როგორც ზემოთაც ითქვა, ყივჩაღებისგან შეიქმნა
მეფის გვარდია - მონასპა. ამ ღონისძიებით საქართველოს სამეფოს სამხედრო
პოტენციალი ერთი ორად გაიზარდა.
1120 წლისათვის ქართული ტერიტორიებიდან, მხოლოდ თბილისი და დმანისი
არ იყო გათავისუფლებული. მემატიენეების ცნობით, ქვეყნიდან განდევნილმა თურქ-
სელჩუკებმა და თბილისის, დმანისისა და განძის მმართველთა წარმომადგენლებმა
მუსლიმ მმართველებს შორის დაიწყეს დახმარების ძიება. არაბი ისტორიკოსის, ალ -
ფარიკის მიხედვით, მათ 1121 წელს თხოვნით მიმართეს მარდინისა და მაიაფარიკინის
მმართველს ნეჯმ-ად-დინ ილღაზს. ილღაზი განძის ამირასა და თავის მოკავშირეებთან
ერთად წამოვიდა საქართველოს წინააღმდეგ. ბრძოლა 1121 წლის 12 აგვისტოს
გაიმართა, დიდგორის ველზე. მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად
მოწინააღმდეგე ქართველებს აღემატებოდა, წარმატებას მაინც ვერ მიაღწიეს. დიდგორის
ველზე დავით აღმაშენებელმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.
დიდგორის ბრძოლის შემდეგ დავით აღმაშენებელმა თბილისს შემოარტყა ალყა
და მეორე წელს, 1122 წელს აიღო კიდეც ის. როგორც ჩანს, თბილისის არაქრისტიანულმა
მოსახლეობამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია მეფეს. დავით აღმაშენებელმა დიდი
სიმკაცრე გამოიჩინა - ბევრი დახოცა, ხუთასი კაცი სარებზე წამოაცვევინა.
დავით აღმაშენებელმა თბილისის შემოერთების შემდეგ დედაქალაქი კვლავ აქ
გადმოიტანა. მას მუსლიმური მოსახლეობის, საერთოდ სხვა წარმომავლობისა თი
სარწმუნოების ხალხის მიმართ შემწყნარებლური პოლიტიკა გაუტარებია.

82
მართალია მეფემ ქართული ტერიტორიები თითქმის მთიანად გაწმინდა
მტრისგან და ქვეყანაზე სრული კონტროლი დაამყარა, მაგრამ ამით მისი სამხედრო
კამპანიები არ შეწყვეტილა. 1123 წელს თურქთა სულთანმა მაჰმუდმა შირვანზე ილაშქრა
და ქალაქი შამახია აიღო და შირვანშაჰიც ტყვედ ჩაიგდო. შირვანი ამ დროს უკვე
საქართველოს ყმად-ნაფიცი ქვეყანა იყო და ის დაცვას საჭირებდა. დავითმა შეკრიბა
ლაშქარი და შამახიასთან, სულთნის დასახმარებლად მოსული რანის ათაბაგი
დაამარცხა.
1124 წლის მარტში დავითმა დმანისის დაიბრუნა. იმავე წელს ქართველებმა
შირვანისა და დმანისის არაერთი ციხე სიმაგრე დაიკავეს. 1124 წლის აგვისტოში დავით
აღმასენებელს თავად სომეხმა დიდებულებმა სთხოვეს თავიანთი მთავარი ქალაქის,
ანისის თურქთაგან გათავისუფლება. დავითმა ანისის საქართველოს სამეფოს
შემოუერთა.
სომხეთის საკითხის მოგვარებიშ შემდეგ, მეფე კვლავ შირვანს მიუბრუნდა და
იმავე წელს საბოლოოდ დაიკავა ის. ამ ბრძოლების შემდეგ, სქართველოს სამეფოს
საზღვარი ნიკოფსიიდან (თანამედროვე სოჭისა და ტუაფსეს შორის) დარუბანდამდე
გადაიჭიმა. საქართველო მეფის ხელქვეით გაერთიანდა მთელი კავკასია და
საქართველოს სამეფო რეგიონში ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ძალად იქცა.
დავით აღმაშენებლის მეფობაში ქვეყანა დაწინაურდა კულტურულადაც. მან ააგო
გელათის მონასტერი და სადაც ფუნქციონირებდა აკადემია. მან გელათში თავი მოუყარა
იმ დროის ყველაზე დიდ ქართველ სწავლულებს, მათ შორის იყო შუა საუკუნეების
ყველაზე გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი. აქ მოღვაწეობდა ასევე
არსენ იყალთოელიც, რომელმაც მოგვიანებით მეფის ხელშეწყობით იყალთოს
მონასტერთან თავად დაარსა აკადემია.
დავითი უხვი შეწირულობებს უგზავნიდა საზღვარგარეთ არსებულ საკუთრივ
ქართულ ან უცხოურ საგანმანათლებლო ცენტრებს (ათონი, ბულგარეთი, კვიპროსი, შავი
მთა, პალესტინა, სინა), სადაც კი ქართველი ბერმონაზვნობა მოღვაწეობდა. დავითს
სინას მთაზეც აუშენებია მონასტერი. საქართველოში დავითის ბრძანებით აშენდა და
შეიმკო მრავალი ეკლესია, მათ შორის შიომღვიმის ღვთისმშობლის ეკლესია.

83
დავით აღმაშენებელი 1125 წლის 6 თებერვალს გარდაიცვალა. ის დაკრძალულია
გელათის მონასტერში.

დემეტრე I

დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ, 1125 წელს საქართველოს მეფე


მისი უფროსი ვაჟი, 32 წლის დემეტრე ხდება. დემეტრე ქუთაისში აღიზარდა. როგორც
მხედართმთავარმა მან მონაწილეობა მიიღო დიდგორის ბრძოლასა (1121 წ) და შირვანის
ლაშქრობებში (1123 წ). მანამდე, 1117 წელს მამის ბრძანებით დემეტრემ შირვანის ქალაქი
კელაძორი აიღო.
ტახტზე ასვლიდან სულ მალე, მეზობელი მუსლიმი მმართველები იწყებენ
შემოტევას. უპირველესად ბრძოლა ქალაქ ანისისათვის დაიწყო. ქალაქის ხელში
ჩაგდებას ანისის უკანასკნელი ამირას, აბულ-სუვარის ერთ-ერთი შვილი ცდილობდა.
1130 წელს დემეტრეს კომპრომისზე წასვლა მოუწია, მან აბულ-სუვარის ვაჟს ქალაქი
დაუბრუნა, მაგრამ არა როგორც დამოუკიდებელ მმართველს, არამედ როგორც
საქართველოს ყმადნაფიცს. ანისის მმართველი ვადებული იყო დემტრეს მოთხოვნის
შემთხვევაში სამხედრო ძალით მის დასახმარებლად გამოსულიყო. ამ პირობას ის
თავისი სიცოცხლის განმავლობაში პირნათლად ასრულებდა კიდეც.
დემეტრე პირველის ეს კომპრომისი, გარკვეულწილად ქვეყანის შიგნით
განვითარებული მოვლენების ბრალი შეიძლება ყოფილიყო. 1130 წელს მეფემ მის
წინააღმდეგ დიდებულთა შეთქმულება გამოამჟღავნა. შეთქმულებს მეფის მოკვლა და
მის მაგივრად, სავარაუდოდ, მისი ნახევარძმის, ვახტანგის გამეფება სურდათ. მათ
კახელი დიდი ფეოდალი ივანე აბულეთისძე და მისი ვაჟი, ქირქიში მეთაურობნენ. მეფე

84
შეთქმულების შესახებ ივანეს მამამ, აბულეთმა გააფრთხილა. დემეტრემაც შეიპყრო
შეთქმულები. ვახტანგს თვალები დათხარა და საპყრობილეში ჩააგდო სადაც ის მალევე
გარდაიცვალა. ივანე დაატყვევა და 1132 წელს სიკვდილით დასაჯა. მისი ვაჟი ქირქიში
კი ხლათის სელჩუკ სულთანთან გაიქცა. ამ უკანასკნელმა მას აშორნია (ისტორიული
მხარე სომხეთში) უბოძა, საიდანაც მან რამდენიმე მცირემასშტაბიანი რეიდი მოაწყო
საქართველოს წინააღმდეგ.
1139 წელს დემეტრე პირველმა არანში გაილაშქრა. აიღო ქალაქი განჯა.
დამარცხებული ქალაქის რკინის კარიბჭე მეფემ თან წამოიღო და გელათის მონასტერს
შესწირა. მიუხედავად ამ გამარჯვებისა ქართველები ქალაქიდან მალევე გამოდევნეს.
1150 წელს ქვეყნის შიგნით მდგომარეობა კვლავ გართულდა. დემეტრეს ამჯერად
თავისი უფროსი ვაჟი, დავითი დაუპირისპირდა. მემატიანის მიხედვით (ლაშა-გიორგის
დროინდელი მემატიანე, XIII საუკუნის 20-იანი წლები) ამის მიზეზი ის ყოფილა, რომ
თავის ორ ვაჟთაგან დემეტრე გიორგის ანიჭებდა უპირატესობას. თურმე იგი ტახტის
გიორგისათვის გადაცემას აპირებდა, რითაც კანონიერ მემკვიდრეს - დავითს ართმევდა
მეფობის უფლებას. გადაჭრით ამ საკითხზე რაიმეს თქმა შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია,
რომ დავითმა მამის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო, თუმცა მისი ცდა, ხელში ჩაეგდო
სამეფო ძალაუფლება მარცხით დასრულდა. რა ზომები მიიღო დემეტრემ ვაჟის
წინააღმდეგ უცნობია, მაგრამ როგორც შემდეგ დავინახავთ, ამ ზომებმა დავით თავის
განზრახვაზე ხელი ვერ ააღებინა.
საქართველოს ყმადნაფიცმა ანისის ამირა ფაკრ ალ-დიდ შადადმა, ერზრუმის
მმართველს, სალდუხს მისი ქალიშვილის ხელი სთხოვა. როგორც ჩანს, მას სალდუხის
დახმარებით საქართველოს ყმადნაფიცობისგან გათავისუფლება სურდა, მაგრამ ამ
უკანასკნელმა ხელის მთხოვნელი უარით გაისტუმრა. ამის გამო შადადს სალდუხის
მიმართ საშინელი ზიზღი გასჩენია. შადადმა სალდიხის წინააღმდეგ შეთქმულების
გეგმა შეიმუშავა და ფარულად დემეტრე პირველსაც დაუკავშირდა. 1154 წელს შადადმა
ერზრუმის ამირა ვითომდა ქალაქის გადასაცემად ანისში მიიწვია. ქართველები ქალქთან
იყვნენ ჩასაფრებულნი. ქართველებმა დაამარცხეს სალდიხი და ეს უკანასკნელი ტყვედ

85
ჩაიგედეს. საბოლოოდ გამოსასყიდის (100 000 დინარი) და ფიცის სანაცვლოდ, რომ
სალდიხი საქართველოს წინააღმდეგ არასოდეს წავიდოდა, მეფემ ის გაათავისუფლა.
იმავე წელს, დემეტრე პირველი უფროსმა ვაჟმა, დავითმა აიძულა ტახტზე უარი
ეთქვა და ბერად აღკვეცილიყო. ახალმა მეფემ, დავით მეხუთემ დიდ ხანს ვერ შეძლო
ტახტის შენარჩუნება. ის გამეფებიდან 6 თვეში გარდაიცვალა. შესაძლოა, დავითის
სიკვდილში დემეტრესა და მისი მომხრეების ხელი ერია, თუმცა გადაჭრით რაიმეს თქმა
შეუძლებელია. დავითს ერთადერთი ვაჟი ჰყავდა, დემნა. მამის გარდაცვალების შემდეგ
მეფობა მას არ რგებია, რადგან დემეტრე მონასტრიდან დაბრუნდა და კვლავ გამეფდა.
ამის შემდეგ დემეტრეს დიდ ხანს აღარ უცოცხლია, ის 1156 წელს გარდაიცვალა.
დაკრძალულია გელათში.
დემეტრე პირველი ცნობილია ასევე თავისი პოეტური შემოქმედებითაც. მას
ეკუთვნის ღვთიშობლისადმი მიძღვნილი ცნობილი საგალობელი „შენ ხარ ვენახი“.
ქართული ეკლესიის მიერ დემეტრე წმინდანადაა შერაცხული.
მიუხედავად იმისა, რომ დემეტრე ისეთივე წარმატებული მეფე არ ყოფილა როგორც
მისი მამა, დავითი, მიუხედავად შიდა დაპირისპირებებისა და საგარეო ასპარეზზე
გარკვეული დათმობებისა (დათმეს ანისი, ყმადნაფიცობის პირობით; დაკარგეს განჯა,
მიუხედავად 1138 წლის წარმატებული ლაშქრობისა), მან თავის ვაჟს, გიორგის
პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერი სამეფო დაუტოვა სამართავად.

86
გიორგი III

გიორგი III საქართველოს სამეფო ტახტზე 1156 წელს ავიდა. გამეფებისთანავე მან
ცოლად ოსეთის მეფის ასული ბურდუხანი შეირთო, რომლისგანაც ორი ქალიშვილი,
თამარი და რუსუდანი ეყოლა. გიორგი მესამე აქტიურ საგარეო პოლიტიკას ეწეოდა და
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მის დროს საქართველოს სამეფომ სამხედრო ძლიერების პიკს
მიაღწია.
პირველ რიგში, მეფემ თავისი ყურადღება ქალაქ ანისისაკენ მიმართა, რომლის
მმართველიც , ფაკრ ალ-დინ მაჰმუდი მისი გამეფებისას საქართველოს ყმადნაფიცად
ითვლებოდა. 1156 წელს, ანისის ქრისტიანი მოსახლეობა დაუპირისპირდა მას,
ქალაქიდან გააძევა და ქალაქის მმართველობა ახლა ფაკრის ძმის, ფადლონ იბნ
მაჰმუდის ხელში გადავიდა. ვერც ახალმა მმართველმა შეძლო მოსახლეობის გულის
მოგება და მათაც ქალაქის დაკავება საქართველოს მეფეს შესთავაზეს. ამ უკანასკნელმა
ეს ხელსაყრელი მომენტი ხელიდან არ გაუშვა და 1161 წლის ზაფხულში ანისი დაიკავა,
რომლის მმართველადაც თავისი სარდალი, ივანე ორბელი დანიშნა. მას თანაშემწედ
„დიდებული აზნაური“ სარგის მხარგრძელი დაუტოვა.
საქართველოს მეფის მიერ ანისის უშუალოდ შემოერთებამ მეზობელი მუსლიმი
მმართველების მწვავე რეაქცია გამოიწვია. მათ საქართველოს წინააღმდეგ კოალიციური
ლაშქრობის მოწყობა გადაწყვიტეს. ხლათის მფლობელი შაჰ-არმენ სუკმანი,
დიარბერქირის მმართველი კუტბ-ად დინ ილღაზი და არზზრუმის მთავარი ალ-მელიქ
87
სალტუხი ერთიანი ძალებით ანისისაკენ დაიძრნენ. კოალიციას გიორგი მესამე
მომზადებული დახვდა, ბრძოლა ანისის შემოგარენში გაიმართა რომლიდანაც
ქართველები გამარჯვებულები გამოვიდნენ. გამარჯვების შემდეგ, გიორგი მესამემ
კოალიციის ერთ-ერთი წევრის, ერზრუმის მმართველის წინააღმდეგ გაილაშქრა,
დაამარცხა და დაატყვევა კიდეც ის, თუმცა მოგვიანებით დიდი გამოსასყიდის
სანაცვლოდ გაათავისუფლა. ანისის დაკავებამ და ამ გამარჯვებამ გიორგი მესამეს
საშუალება მისცა უფრო სამხრეთით, სომხეთისა და არან - აზერბაიჯანის საზღვარზე
მდებარე ასევე უმნიშვბელოვანესი ქალაქის, დვინის წინააღმდეგ გაელაშქრა.
ქართველებმა ქალაქი აიღეს და ალაფით დატვირთულნი უკან გამობრუნდნენ. მეფემ
დვინის მმართველად ადგილობრივი არისტოკრატიის წარმომადგენელი ანანია დანიშნა.
დვინისკენ ლაშქრობის საპასუხოდ ადარბადაგანის მმართველმა შამს ალ-დინ
ილდიგუზმა სხვა მუსლიმ მმართველებთან ერთად ქართველთა ხელში მყოფი გაგის
ციხე-ქალაქი აიღეს და მისი შემოგარენი მოაოხრეს. გიორგი მესამემ საპასუხო დარტყმის
მიყენება გადაწყვიტა, ლაშქარიც შეკრიბა, მაგრამ ამ შემთხვევაში ილდიგუზთან
ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. მარცხის შემდეგ საქართველოს მეფემ კვლავ
შეკრიბა ლაშქარი და ამჯერად ერზრუმის მმართველის წინააღმდეგ გაილაშქრა.
ქართველებმა იმარჯვეს, ერზრუმის მმართველი სალტუხი კვლავ ტყვედ ჩავარდა.
ამჯერად მეფემ სალტუხის დის მიერ გამოგზავნილი უძვირფასესი საჩუქრის
სანაცვლოდ გაათავისუფლა ის. ეს ყველაფერი 1163 წელს მოხდა. მომდევნო ორი წლის
განმავლობაშ არ წყდებოდა ბრძოლები ქალაქ ანისიზე კონტოროლის დამყარებისთვის.
გიორგი მესამესა შამს ალ-დინ იდიგუზს შორის დაპირისპირებას ბოლო არ უჩანდა. 1165
წლისათვის ორ მხარეს შორის კომპრომისული შეთანხმება დაიდო: ანისის მმართველად
დაინიშნა ილდიგუზის ოჯახის წევრი მაჰმუდი, მაგრამ ის საქართველოს მეფის
ყმადნაფიცად ცხადდებოდა. თუმცა, როგორც მალე გამოირკვა, გიოგრგი III - ის ეს
ნაბიჯი მხოლოდ ძალების აღსადგენად დროებითი შესვენება იყო.
მართალია ანისის გარშემო დროებით მშვიდობამ დაისადგურა, მაგრამ ვითარება
ჩრდილო-აღმოსავლეთით, შირვანში დაიძაბა. დარუბანდის (თანამედროვე ქალაქი
დერბენტი, ჩრდ. კავკასიაში) ამირა, ჩრდილო კავკასიში მცხოვრებ ალანებთან,

88
ხაზარებთან და ყივჩაღებთან ერთად შირვანს დაესხა თავს, რომელსაც იმ დროს გიორგი
მესამის ბიძაშვილი და მისი ყმადნაფიცი აღსართან პირველი მართავდა. ამ
უკანასკნელმა დახმარება საქართველოს მეფეს სთხოვა. გიორგი მესამემაც არ დააყოვნა,
დაამარცხა ამირა, აიღო ქალაქები შაბურანი და დარუბნადი და აღსართანს გადასცა.
შირვანშაჰის ძალაუფლება ახლა უკვე კასპიის ზღვამდე გავრცელდა. ეს ყველაფერი 1167
წელს უნდა მომხდარიყო.
როგორც მემატიანე გვაუწყებს, ამის შემდეგ გიორგი „დაჯდა სიხარულად და
განსუენებად და ნადირობად“. თუმცა, უნდა ითქვას, რომ გაუთავებელმა ომებმა ქვეყანა
ძალიან გამოფიტა როგორც ეკონომიკურად, ისე ცოცხალი ძალის თვალსაზრისით.
გიორგის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად დროებით საკლესიო
მიწებზე გადასახადების დაწესებაც მოუწია. ეს მეტად სარისკო გადაწყვეტილება იყო,
შესაძლებელი იყო ეკლესია, ეს უძლიერესი ინსტიტუტი სამეფო ხელისუფლებას
დაპირისპირებოდა, მაგრამ საგარეო ასპარეზზე მოპოვებულმა წარმატებებმა გიორგის
ხელისუფლება იმდენად გააძლიერა, რომ ეკლესიამ მეფის გადაწყვეტილება უსიტყვოდ
მიიღო. გიორგი მესამემ ისეთივე დიდებული სახელი მოიხვეჭა, როგორც მისმა პაპამ,
დავით აღმაშენებელმა. შირვანშაჰის კარის პოეტმა ხაკანმა, სპარსულ ენაზე გიორგი
რამდენიმე ტაეპიც მოიუძღვნა სადაც ის მეფეს ახალ ავგუსტუსად... ჰერაკლეზე
ძლევამოსილად... ჯვრის უზენაეს დამცველად... მესიის მახვილად და თვით ქრისტეს
რეინკარნაციად მოიხსენიებს.
1170 - იანი წლების დასაწყისში გიორგი მესამემ ნაკლები საგარეო ომები აწარმოა.
ქართველმა სარდლებმა, არ სურდათ რა „უქმად ჯდომა“ მეფის ნებართვით მოსაზღვრე
რეგიონებში, სადაც კვლავ თურქი მომათაბარეების ხელში იყო, რბევა დაიწყეს. ამგვარი
ლაშქრობები მათთვის შემოსავლის კარგი წყარო გახლდათ. ამ პერიოდში ყველაზე
მნიშვნელოვანი ანისის საბოლოოდ შემოერთება, რაც 1174 წელს უნდა მომხდარიყო.
ქართველებმა ანისიდან მაჰმუდი გააძევეს და მეფემ ქალაქი კვლავ ივანე ორბელს მისცა
სამართავად. 70 - იანი წლენის მიწურულს ქვეყანა იმდენად გამოფიტული იყო, რომ
სამხედრო მოქმედებები დასავლეთ ტაოში (დავით ტაოელის სამფლობელო, რომელიც
მისი სიკვდილის შემდეგ ბიზანტიას გადაეცა და ამ დროს თურქების ხელშია)

89
სომხებთან ერთად ჩასაფრებებით და მცირე შეტაკებებით შემოიფარგლებოდა. თუმცა
მიუხედავად მცირე მასშტაბის ღონისძიებებისა ამ ტერიტორიაზე საქართველოს მეფის
გავლენა ნელ-ნელა ვრცელდებოდა.
მიუხედავად გაუთავებელი ომებისა ქართული საერო ლიტერატურა აღმავლობის
გზაზე იდგა. უნდა გამოვყოთ ამ პერიოდის უმნიშვნელოვანესი სათავგადასავლო ეპოსი
„ამირანდარეჯანიანი“; ამ დროს სპარსულიდან ითარგმნა ფახრ ალ-დინ ასად გორგანის
სამიჯნურო პოემა „ვისრამიანი“, რომელიც თარგმნითი ხელოვნების სრულყოფილების
კლასიკურ ნიმუშად არის მიჩნეული. ამავე პერიოდში მეფემ ყურადღრება გაამახვილა
საშინაო პრობლემებზე. გაუთავებელმა ომებმა, როგორც უკვე ვთქვი ქვეყანა
ეკონომიკურად გამოიფიტა, მოსახლეობა მდგომარეობა გაუარესდა და ამან, როგორც
ჩანს, ყაჩაღობებისა შემთხვევები გაზარდა. მეფე იძულებული გახდა შესაბამისი ზომები
მიეღო. 70-იან წლებში გამოიცა უმკაცრესი კანონი ყაჩაღობის წინააღმდეგ. ქურდობა და
ყაჩაღობა სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ჩაითვალა და სასჯელად
ჩამოხრჩობა დადგინდა. არსებული მპარავთსამძებრო (პოლიციური) დაწესებულება
გიორგიმ უფრო მოქნილი და უფლებამოსილი გახადა. მისი საშუალებით სახელმწიფო
სისხლის სამართლის დევნას ახორციელებდა არა კერძო პირთა ჩივილის საფუძველზე,
არამედ მისგან დამოუკიდებლად, სახელმწიფოებრივობის დაცვის მიზნით, სამძებრო
პრინციპზე დამყარებით.
1170-იანი წლების მეორე ნახევარში საქართველოს სამეფოში ვითარება
უკიდურესად დაიძაბა. მეფის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აჯანყება დაიწყო,
რომლის მიზანიც გიორგი მესამის ტახტიდან ჩამოგდება და მის მაგივრად დემნა
უფლისწულის გამეფება იყო. მოდით ამ ამბავს უფრო ვრცლად შევეხოთ. როგორც უკვე
ვიცით, დემნა დემეტრე პირველის უფროსი ვაჟის, დავით მეხუთის შვილი იყო. ისიც
ვიცით, რომ გამეფებიდან 6 თვის შემდეგ დავითის სიკვდილი ბურუსითაა მოცული. მე-
12 საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ვარდან არეველცის მიხედით, დავითი მისი ძმის,
გიორგის (შემდეგში გიორგი III) ბრძანებით სუმბატ და ივანე ორბელებმა მოკლეს. ამ
სამსახურის სანაცვლოდ, მემატიანის მიხედვით, გიორგი მათ სარდლებად დანიშნავდა.
მართლაც, გამეფების შემდეგ გიორგიმ ივანე ორბელი ამირსპასალარობა ჩააბარა. მეორე

90
სომეხი მემატიანე, სტეფანოზ ორბელიანი (დ. 1258 — გ. 1304), რომელიც წარმოშობით
ორბელიანთა გვარის გასომხებული შტოდან იყო, დავითის მკვლელობაში ორბელთა
მონაწილეობას გამორიცხავს. ის ამტკიცებს, რომ გიორგის დავითს წინაშე ფიცი დაუდია,
რომ ის იმეფებდა მხოლოდ მანამდე, სანამ დემნა არ გაიზრდებოდა, მაგრამ შემდეგ
დაურღვევია ეს ფიცი. მისი მტკიცებით, ორბელები ამ ფიცის მოწმენი იყვნენ და სწორედ
ამიტომ, როცა დემნა უკვე 21 წლისა შესრულდა, მისი გამეფების საქმეს სწორედ
ორბელები ჩაუდგნენ სათავეში. ქართული წყარო არც დავითის სიკვდილზე, არც რაიმე
სახის ფიცზე არაფერს ამბობს.
ასე იყო თუ ისე, დემნას საკმაოდ ბევრი მომხრე გამოუჩნდა, ზოგიერთი მათგანი
შესაძლოა მართლაც მიიჩნევდა მას ტახტის სამართლიან მემკვიდრედ და უსამართობის
მსხვერპლად (საამისოდ ნამდვილად იყო საფუძვლები), ზოგიერთი კი გიორგის
ჩამოგდებასა და ახალგაზრდა დემნას გამეფებაში საკუთარი მდგომარეობის
გაუმჯობესების შესაძლებლოვბას ხედავდა. აი რას ვგულისხმობთ:
XII საუკუნის მეორე ნახევარში ეკონომიკურად და სოციალურად საკმაოდ
დაწიანურდა ფეოდალთა ერთი ჯგუფი. ესენი იყვნენ ამირსპასალარი ივანე ორბელი,
ივანე ვარდანის ძე, მეჯინიბეთუხუცესი ქავთარ ივანეს ძე, ქართლის ერისთავი
ლიპარიტ სუბატის ძე და სხვა. მათ დაწინაურებას ხელი შეუწყო თვით მეფის
წყალობებმა. ამ წყალობებს კი ის იმიტომ გასცემდა რომ ეს დიდებულები მტერთან
ბრძლებში გადამწყვეტ როლს თამაშობდნენ. ეკონომიკური და სოციალური
დაწინაურების გვერდით, როგორც ჩანს, ივანე ორბელმა და მასთან ერთად დიდ
ფეოდალთა გარკვეულმა ჯგუფმა პოლიტიკური უფლებების მოპოვებაც მოინდომეს.
მათ სურდათ თავიანთი სამფლობელოების მართვა-გამგეობაში მეფე სულ უფრო
ნაკლებად ჩარეულიყო და ამგვარად ე.წ ფეოდალური შეუვალობა მოეპოვებინათ. ამის
გაკეთება გიორგი მესამის მეფობის პირობებში თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. ასეთ
ვითარებაში დემნა უფლისწულის პრეტენზიები ტახტზე მათთვის კარგი საბაბი იყო
დაპირისპირებოდნენ მეფეს, „აღედგინათ სამართლიანობა“. თუ ისინი წარმატებას
მიაღწევდნენ და ტახტზე 21 წლის დემნას დასვამდნენ, ეს უკანასკნელი მათი ნება-
სურვილის აღმსრულებელი თუ არა, მათთვის დიდი პოლიტიკური უფლებების

91
მიმნიჭებელი მაინც იქნებოდა. გარდა ამისა, ამ დროს ურთიერთობა აჯანყების მეთაურ
ივანე ორბელსა და მეფეს შორის უკვე დაძაბულია. როგორც უკვე ვიცით, 1174 წელს
გიორგიმ ანისი დაიკავა და ის სამართავად ივანე ორბელს დაუტოვა.ამ უკანასკნელს
მოხელეობა აღარ ჰყოფნიდა და პოლიტიკური დამოუკიდებლობაც მოუნდომებია. ამ
მიზნით იგი მაჰმადიან მეზობლებს დაუკავშირდა. სომხური წყარო ცნობით (ვარდანი),
როცა სულთანმა ანისს შეუტია, ივანეს მისი ჩაბარება სურდა, მაგრამ მოქალაქეებმა არ
მისცეს ამისი საშუალება. ამის შემდეგ გიორგიმ ივანეს ანისი ჩამოართვა, თუმცა
ამირსპასალარობა დაუტოვა. დემნას გამეფება ივანე ორბელს ძალიან კარგ პოზიციაში
ჩააყენებდა, რადგან უფლისწულს ივანეს ქალიშვილი ჰყავდა ცოლად და მისი გამეფება,
ისედაც სახელმოხვეჭილ ამირსპასალარს დედოფლის მამად და ფაქტობრივად ქვეყანში
პირველ ადამიანადაც აქცევდა.
აჯანყება 1177 წელს მეფისთვის მოულოდნელად დაიწყო. ის ამ დროს, მცირე
ამალით თბილისის მახლობლად სალოცავად იყო წასული. ივანემ საკმაოდ
სერიოზული სამხედრო ძალის მობილიზება მოახერხა. მისი უპირველესი მიზანი
გიორგი მესამის შეპყრობა იყო, მაგრამ მეფეს შეატყობინეს აჯანყების ამბავი და ის
სასწრაფოდ დედაქალაქში დაბრუნდა. მეფე ლაშქრის შეკრებას შეუდგა. პირველ რიგში
მანდ ნაყივჩაღარი ყუბასარი, მოსანსპის მეთაური იხმო, რომელიც თავისი ხალხით
გამოცხადდა კიდეც მასთან. იმ გარემოებამ, რომ მეფე დედაქალაქში გამაგრდა და
მომხრეების შემოკრებას შეუდგა, აჯანყებულთა რიგებში ბზარი შეიტანა. პირველი ვინც
აჯანყებულთა რიგები დატოვა, დიდი ფეოდალი გამრეკელი გახლდათ. ის მეფესთან
გამოცხადდა და პატიება ითხოვა და მიიღო კიდეც. გამრეკელს სხვებმაც მიბაძეს, მათ
შორის სარგის მხარგრძელმაც. გიორგი ყველას, ვინც მის მხარეზე გადმოვიდოდა უხვად
ასაჩუქრებდა. აჯანყებულებმა დაინახეს რა , რომ გიორგი ძალებს იკრებდა, აქტირუი
მოქმედება ვეღარ გაბედეს, ლორეს ციხეში გამაგრდნენ და მეზობელ მუსულმან
მმართველებთან იწყებს დახმარების ძიება.
ამასობაში მეფეს უკვე საკმაო სამხედრო ძალა ჰქონდა რომ აჯანყებულთა
წინააღმდეგ აქტირუი მოქმედებები დაეწყო. ის ლორეს ველს მიადგა, შემდეგ ციხეც
მოაქცია ალყაში. რამდენიმე თვიანი ალყის შემდეგ მოლაპარაკებები დაიწყო.

92
აჯანყებულებმა ასეთი რამ შესთავაზეს გიორგი მეფეს: სამეფო ორაად გაყოფილიყო,
ერთი ნაწილი დემნას ემართა, ხოლო მეორე გიორგის დარჩებოდა. გიორგი, რა თქმა
უნდა, ამ აბსურდულ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. მეფემ ივანე ორბელს დემნას
გადაცემა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ციხის ალყა გაგრძელდა. აჯანყებულების
რიგები თანდათანობით შეთხელდა. თვით დემნა თოკით ჩამოეშვა ციხიდან და გიორგის
პატიება სთხოვა. მეფემ მეამბოხეები გაასამართლა და ყველას “შემსგავსებულად”მიაგო
სასჯელი. დემნა თავალები დათხარეს და დაასაჭურისეს, რის შემდეგ იგი გარდაიცვალა,
ასევე თვალები დათხარეს ივანე ორბელს, სხვები დახოცეს. ორბელთა სახლი
განადგურდა, მხოლოდ ნაწილი გადარჩა, რომელიც იმ დროს საქართველოში არ
იმყოფებოდა. ივანე ორბელის მიწები და ამირსპასალარობაც გიორგიმ მის ერთგულ
ყუბასარს გადაულოცა. ორბელთა გვარი დაიწყევლა და მისი ხსენება აიკრძალა.
აჯანყების ჩახშობის შემდეგ გიორგი მესამე სულ უფრო და უფრო განერიდა
დიდებულ ფეოდალებს და თავის მთავარ დასაყრდენად უფრო მცირე აზნაურები
გაიხადა. უფრო მეტიც, ყმობიდა აზნაურად მის მიერვე აღზევებულ აფრიდონს
მსახურთხუხუცესის თანამდებობა და ქართლის ერისთაობა უბოძა.
აჯანყების შემდეგ გიორგიმ კიდევ ერთი მახვილგონივრული გადაწყვეტილება
მიიღო. ასეთი კრიზისის შემდეგ, ისე როგორც არასდროს, სამეფო ხელისუფლებას
ეკლესიის თანადგომა სჭირდებოდა, საამისოდ მეფემ რამდენიმე წლით ადრე
დაწესებული გადასახადისსგან საეკლესიო მიწები გაათავისუფლა.
გიორგი მეფეს ვაჟი არ ჰყავდა. ფაქტობრივად აჯანყების ჩახშობისთანავე, მან
თავისი ასული თამარი უფლისციხეში, ყველა მნიშვნელოვანი საერო თუ საეკლესიო
დიდებულის წინაშე მემკვიდრედ გამოაცხადა და თავის სიცოცხლეშივე აიყვანა ტახტზე.
თამარი მან თანამისაყდრედ გამოაცხადა. მათი ერთობლივი მართვა 1184 წლამდე
გაგრძელდა.
გიორგი მესამე გარდაიცვალა 1184 წლის 24 მარტს, კახეთის სოფელ სტაგირში.
დაკრძალულია გელათში.

93
თამარმეფე

1184 წლიდან თამარი ერთპიროვნულად შეუდგა ქვეყნს მართვას. სამეფო სასახლე


ჯერ კიდევ სამგლოვიარო შავებში იყო ჩაფლული, რომ ახალ მეფესა და გიორგის
მმართველობის დროს უკანა პლანზე გადაწეული ძველ არისტოკრატიას შორის
ურთიერთობა დაიძაბა. საეკლესიო და საერო დიდებულთა პირველი მოთხოვნა ის იყო,
რომ ის ხელახლა უნდა კურთხეულიყო მეფედ. ამჯერად ქუთაისში, გვირგვინი მას
ქუთაისის მთავარეპისკოპოსს ანტონს საღირისძეს უნდა დაედგა, სკიპტრა და მახვილი
კი დასავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალებისგან, კახაბერ რაჭის ერისთავისა და
ვარდან ამანელისგან უნდა მიეღო. თანამოსაყდრეობის შემდეგ ხელმეორედ კურთხევა,
როგორც ჩანს, მიღებული წესი იყო. თამარის ბაბუა, დემეტრე პირველიც, მიუხედავად
იმისა, რომ მამის სიცოცხლეშივე იყო გამეფებული, ისე როგორც თამარი, დავითის
გარდაცვალების შემდეგ ქუთაისში მეორედ ეკურთხა მეფედ.
ამ პირველ მოთხოვნაში განსაკუთრებული დაძაბულობისა და დაპირისპირების
დანახვა მეფესა და დიდებულებს შორის ალბათ არასწორი იქნება, რასაც ვერ ვიტყვით
შემდეგ მოთხოვნაზე. მათ მეფეს მოსთხოვეს მაღალი თანამდებობებიდან
გაეთავისუფლებინა გიორგი მესამის მიერ დანიშნული დაბალი წარმოშობის
მოხელეები. თამარი დაჰყვა მათ ნებას - აფრიდონმა დაკარგა მსახურთუხუცესობა და

94
მისთვის გადაცემული მიწებიც, ყუბასარმა მართალია შეინარჩუნა მიწები, მაგრამ
ამირსპასალარობა კი ჩამოერთვა. გათავისუფლებული თანამდებობებმა ახალი
პრობლემები წარმოშვა უკვე ფეოდალთა შორის, დაიწყო დაპირისპირება ამ
თანამდებობესი ხელში ჩასაგდებად.
სამეფო ხელისუფლების ამ კომპრომისმა დიდებულები კიდევ უფრო გაათამამა
და მათ კიდევ ერთი მოთხოვნა წაუყენეს მეფეს. მათ მოითხოვეს, რომ ისნის
სასახლესთან დაარსებულიყო „კარავი“. ეს იქნებოდა კრება, რომელიც მეფისგან
დამოუკიდებლად მიიღებდა კანონებს და მეფე ვალდებული იქნებოდა ეს კანონები
აღესრულებინა. კარავის ხელში უნდა ყოფილიყო უზენაესი მართლმსაჯულების
უფლებაც. მეფეს „კარავის“ მუშაობაში მონაწილეობა არ უნდა მიეღო. მას მხოლოდ
გადაჭრილ საკითხებს აცნობებდნენ და მასაც სისრულეში უნდა მოეყვანა ეს
გადაწყვეტილებები. ამ მოძრაობის ლიდერი იყო ყუთლუ არსლანი. მას ამ დროს
მეჭურჭლეთუხუცესის თანამდებობა ეკავა. მისი წარმომავლობის შესახებ გადაჭრით
ვერაფერს ვიტყვით. არის მოსაზრება, რომ ის ქალაქის მოსახლეობის ზედა ფენიდან იყო
გამოსული, მაგრამ ფაქტია რომ მის გარშემო გაერთიანებულნი იყვნენ საზოგადოების
ფართო მასები და მათ შორის, რაღა თქმა უნდა მაღალი ფეოდალური არისტოკრატია.
თამარმა ყუთლი-არსლანი შეიპყრო. ამან მის მომხრეთა დიდი პროტესტი
გამოიწვია და მეფეც იძულებული გახდა გაეთავისუფლებინა ის. თამარმა ამჯერად
დიპლომატიის გზა აირჩია. მან მოსალაპარაკებლად ორი არისტოკრატი ქალი გაგზავნა.
ესენი იყვნენ: ქართლის ერისთავთ-ერისთავის, რატის დედა ხუაშაგ ცოქალი და
დიდგვაროვან ფეოდალთა, სამძივართა დედა კრავაი ჯაყელი. ამ ნაბიჯმა გაამართლა.
აჯანყებულები მეფის სურვილს დაჰყვნენ. ამასთან ხელშეუხებლობის დასტურიც
მიიღეს. მეფემ ყუთლუ - არსლანიც არ დასაჯა, მაგრამ თანამდებობა დაატოვებინა და ის
ფაქტობრივად ჩამოშორდა პოლიტიკურ ცხოვრებას. ბუნდოვანია კარვის მოთხოვნაზე
უარის თქმის სანაცვლოდ რა შესთავაზა მეფემ აჯანყებულებს. სავარაუდოდ, ეს
დარბაზის (დიდებულთა სათათბირო) უფლებების გაზრდა და მასში მოქალაქეთა ზედა
ფენების წარმომადგენელთა შეყვანა უნდა ყოფილიყო. ამ დროიდან მოყოლებული

95
ოფიციალურ დოკუმენტებში ხაზგასმული იქნებოდა, რომ გადაწყვეტილება მიღებული
იყო მეფის მიერ, მაგრამ დარბაზის თანხმობით.
ორივე მხრიდან ამ კომპრომისული შეთანხმების შემდეგ, თამარის მთავარი
საზრუნავი მისი მოწინააღმდეგე კათალიკოსის და მწიგნობართუხეუცესის, მიქელ
მირიანის ძის პოსტიდან გადაყენება იყო. 1185 წელს მეფემ საეკლესიო კრება მოიწვია.
კრებას არ ესწრებოდა კათალიკოსი მიქელი. მეფემ იერუსალიმიდან გამოიძახა 1150 –
1178 წლებში ქართლის კათალიკოსი ნიკოლოზ გულაბერისძე. მას ქუთაისის
მთავარეპისკოპოსთან ერთად დაევალა კრების წარმართვა. ორივე მათგანი მიქელის
მოწინააღმდეგეები იყვნენ. კრებამ ვერ შეძლო მიქელის გადაყენება. ერთადერთი შედეგი
მეფისთვის ამ კრებისა ის იყო, რომ მეფის მოწინააღმდეგე რამდენიმე ეპისკოპოსი
გადააყენა და მის მაგივრად მეფის მომხრე პირები დანიშნა.
საეკლესიო საკითხების გადაწყვეტის შემდეგ, კრებას საერო პირებიც
შემოემატნენ. „გაფართოებული“ კრების მიზანი თამარისათვის საქმროს შერჩევა იყო.
განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია თბილისის ამირას აბულასანის წინადადებამ,
თამარისათვის რუსი უფლისწულის, ანდრია ბოგოლიუბსკის შვილის, იურის (გიორგი)
შერთვის შესახებ. საბოლოოდ კრებამ მიიღო აბულასანის წინადადება. გიორგი ამ დროს
24 წლისა იყო და უკვე საკმაო გამოცდილება ჰქონდა თავისი რუსი ნათესავების
წინააღმდეგ ბრძოლაში. საქმე იმაში გახლდათ, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ ის
თავისმა ბიძამ, ვსევოლოდმა სამშობლოდან გამოაძევა. გიორგიმ ყივაღებთან შეაფარა
თავი და მათთან ერთად არბევდა კიევის რუსეთის საზღვრისპირა რეგიონებს. თამარი ამ
ქორწინების წინააღმდეგი იყო, მაგრამ ვერაფერს გახდა. გიორგისთან
მოსალაპარაკებლად თბილისელი ებრაელი, ცნობილი და მდიდარი ვაჭარი, ზორქან
ზორაბაბელი გაიგზავნა. მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა და გიორგი
საქართველოში ჩამოიყვანეს. ქორწილიც მალევე შედგა. გიორგი მეფედ გამოცხადდა,
თამარი კი მეფეთა-მეფედ და დედოფალთა-დედოფლად, რაც იმას ნიშნავდა, რომ
ქვეყნის მმართველი კვლავ თამარი იქნებოდა და არა მეფე გიორგი.
საქართველოში ჩამოსვლიდან მალევე, გიროგიმ გამოიჩინა თავი როგორც
მხედართმთავარმა. ის ლაშქარს სომხეთში წარუძღვა, ალყა შემოარტყა ქალაქ დვინს,

96
გაილაშქრა კარის ციხე-ქალაქისკენ, გზად მოარბია სელჩუკთა ხელში მყოფი
ტერიტორიები და საქართველოში დიდძალი ალაფით დაბრუნდა.
პოლიტიკური თვალსაზრისით, გიორგისა და თამარის ქორწინება უნაყოფო იყო.
გარდა იმისა რომ რუსეთის ქალაქ ვლადიმირში, კათედრალის მშენებლობაშ ქართველი
ხელოსნებიც მონაწილეობდნენ, სხვა სახის რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ამ
პერიოდში არაფერი ვიცით. ქორწინება სხვა მხრივაც უნაყოფო გამოდგა. თამარის ორივე
ისტორიკოსი ამტკიცებს რომ გიორგის საშინელი თვისებები აღმოაჩნდა, უფრო მეტიც,
ის მემატიანის მტკიცებით ჰომოსექსუალიც ყოფილა. ამის შესახებ თამარ მეფეს
დარბაზისათვის მოუხსენებია, რომელსაც თავის მხრივ გიორგის საქართველოდან
გაძევების გადაწყვეტილება მიუღია. მისთვის ოქრო-ვერცხლი მიუციათ და
კონსტანტინოპოლში გაუსტუმრებიათ. ეს ყველაფერი 1187-88 წლებში უნდა
მომხდარიყო.
ამ დროს გარდაიცვალა თამარის მთავარი მოწინააღმდეგე კათალიკოსი მიქელი,
რამაც მეფეს თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცა. მან დავით-გარეჯას
მონასტრიდან დააბრუნა ანტონ გნოლისთავისძე და მწიგნობართუხუცესად აღადგინა.
თამარის მეფობის პირველ წლებში მას ეს პოსტი სწორედ მიქელმა წაართვა და
მონასტერში წასვლაც მან აიძულა. ქართლის კათალიკოსად თევდორე მირიანისძე
დაინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ის მიქელის ძმა იყო, მეფის ერთგული გახლდათ.
1190 წელს გამრეკელ-თორელის გარდაცვალების შემდეგ ამირსპასალარობა მეფემ თავის
ერთგულ სარგის მხარგრძელს ჩააბარა. მისი ორი ვაჟი, ზაქარია და ივანე, რომლებიც
დიდ მიწებსა ფლობდნენ და უდიდესი გავლენითაც სარგებლობდნენ თამარის
უერთგულესი მსახურები გახდნენ. მანდატურთუხუცესად მეფემ გიორგი მესამის
შვილობილი, ჭიაბერი დანიშნა (ეს პოსტი მოგვიანებით მხარგრძელთა მემკვიდრეობად
იქცა).
გიორგი რუსთან განშორების შემდეგ ისევ გამოჩნდნენ სამეფო კარზე თამარზე
დაქორწინების მსურველი უფლისწულები. გულმოდგინე განსჯის შემდეგ არჩევანი
კარგად ნაცნობ კანდიდატზე შეჩერდა - ეს იყო თამარის მამიდის, დედოფალ
რუსუდანის აღზრდილი დავით სოსლანი, დედით ბაგრატიონთა შთამომავალი. ისინი

97
1189 წელს დაქორწინდნენ. 1192 წელს მათ ლაშა-გიორგი ეყოლათ, ერთი წლის შემდეგ კი
რუსუდანი.
1190 წლისათვის, თითქოს ჩანდა რომ თამარმა, როგორც იქნა მოახერხა
საბოლოოდ გაემყარებინა სამეფო ხელისუფლების პოზიციები, მაგრამ 1191 წელს ქვეყანა
კიდევ ერთხელ მოიცვა აჯანყების ცეცხლმა. მეფის მოწინააღმდეგე ფეოდალებმა,
რომლებიც ხედავდნენ, რომ თამარი ნელ-ნელა უფრო და უფრო ძლიერდებოდა მისი
ტახტიდან ჩამოგდება გადაწყვიტეს. ვინ უნდა გამეფებულიყო თამარის მაგივრად?
ფეოდალებმა, სავარაუდოდ მოქალაქეთა ზედა ფენებთან ერთად, ასეთ კანდიდატად
ქვეყნიდან გაძევებული გიორგი შეარჩიეს. მათი მოწვევით გიორგი რუსი კარნუ-ქალაქში
ხვდება მომავალი აჯანყების ერთ-ერთ ორგანიზატორს, მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვალს.
თამარის მოწინააღმდეგეებმა, უპირატესად დასავლეთ საქართველოს დიდაზანურებმა,
ვარდან დადიანის მეთაურობით გიორგი რუსი გეგუთში ჩაიყვანეს და იქ მეფედ
გამოაცხადეს.თამარმა თავდაპირველად საქმის მშვიდობიანად მოგვარება სცადა -
აჯანყების მოთავეებს, უკვე ნახსენებ მსახურთუხუცეს ვარდან დადიანს, კლარჯეთისა
და შავშეთის პატრონს გუზანს და ბოცო - სამცხის სპასალარს თევდორე პატრიარქი და
ანტონ ქუთათელი მიუგზავნა, მაგრამ ამ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია.
აჯანყებულებმა თავიანთი ლაშქარი ორად გაყვეს. ერთმა ნაწილმა ლიხის ქედი
გადმოლახა და ნაჭარმაგევისა და გორს შეუტია; მეორე ნაწილი სამხრეთ-
აღმოსავლეთისკენ დაიძრა, ოძრხე გადაწვა და თმოგვისა და ახალქალაქის ასაღებად
მოემზადა. თამარმა მოახერხა ლაშქრის შეკრება. პირველ რიგში მეფის ძალებმა
სამხრეთის ლაშქარი დაამარცხა. ამ მარცხის შემდეგ ჩრდილოეთში მყოფი
აჯანყებულები პანიკამ მოიცვა. საბოლოოდ აჯანყებულთა ლიდერები დანებდნენ და
გიორგი რუსიც გადასცეს მეფეს.
თამარს აჯანყებულთა მიმართ მკაცრი ზომები არ გაუტარებია. მან გიორგი კვლავ
კონსტანტინოპოლში გადაასახლა, თუმცა ამჯერად თან სიმდიდრე აღარ გაუტანებია.
აჯანყებულთა ლიდერებმა დაკარგეს თავიანთი თანამდებობები, სამაგიეროდ
სიცოცხლე შეინარჩუნეს.

98
პირველი მარცხის შემდეგ გიორგი რუსმა კვლავ გამოილაშქრა საქართველოს
წინააღმდეგ. ეს 1193 წელს მოხდა. ამჯერად აღმოსავლეთიდან, ჰერეთის მხრიდან.
კონსტანტინოპოლიდან წამოსულმა უფლისწულმა შეკრიბა განძისა და არანის ლაშქარი
და კამბეჩანის მხარეში შემოიჭრა და დაარბია ეს ტერიტორია. უკან გაბრუნებულ
გიორგის ხორანბუჯის პატრონი საღირ მახატლისძე დაედევნა და დაამარცხა კიდეც ის.
ამ მარცხის შემდეგ გიორგი რუსი საბოოლოოდ „გარდაიხუეწა“ და აღაც გამოჩენილა.
როგორც უკვე ვთქვით, 1192 წელს ტახტის მემკვიდრე, ლაშა-გიორგი დაიბადა. ამ
ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად დავით სოსლანის ხელმძღვანელობით
ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით ლაშქრობა მოეწყო. ამ ლაშქრობას მეზობელი
მუსულმანური პოლიტიკური ერთეულების დასუსტების და სიმდიდრის მოპოვების
პრაქტიკული მიზანიც ჰქონდა. 1192 – 94 წლებში ქართველებმა ბარდავში, არზრუმში,
გელაქუნში, სპარსი-ბაზარსა (ნახჩევანთან) და გორალაუქში ილაშქრეს. ამ ლაშქრობებს
დიდი გამოხმაურება მოჰყვა მუსლიმ მმართველებს შორის. ისინი გაერთიანდნენ და
დახმარება ბაღდადის ხალიფას სთხოვეს. ამ უკანასკნელმაც მთელ მუსულმანურ
სამყაროს საქართველოს წინააღმდეგ გაერთიანებისაკენ მოუწოდა.
კოალიციას სათავეში აზერბაიჯანის ათაბაგი () აბუ-ბაქრი ჩაუდგა. ეს საკმაოდ
ძლიერი სახელმწიფო საქართველოს სამმხრეთ-აღმოსავლეთთ წარმოიქმნა. აბუ-ბაქრმა
ძალაუფლება თავისი ბიძის, ყიზილ-არსლანის მოკვლის შემდეგ ჩაიგდო ხელში 1191
წელს. ბიძის მოკვლის შემდეგ მან თავისი ძმებიც ჩამოიშორა გზიდან, ზოგი
მოაკვლევინა ზოგი კი ქვეყნიდან განდევნა. აბუ ბაქრმა პირველად საქართველოს
ყმადნაფიც შირვანს მიაყენა დარტყმა. შირვანის მმართველი თავის სიძესთან, ამირ
მიჰრანთან (აბუ ბაქრის ერთ-ერთი ძმა) ერთად საქართველოს მეფესთან გამოცხადდა და
შველა ითხოვა. ამირ მიჰრანს თავისი ძმის ტახტიდან ჩამოგდება ჰქონია გადაწყვეტილი
და საქართველოს სამეფო კარს დახმარების სანაცვლოდ ტერიოტორიებსაც ჰპირდებოდა.
თამარ მეფე აღსართანსა და მიჰრანს დახმარებას შეჰპირდა.
გადამწყვეტი ბრძოლა ქალაქ შამქორთან მოხდა. ქართულ ლაშქარს დავით
სოსლანი სარდლობდა, კოალიციას კი, როგორც უკვე ვთქვით, აბუ ბაქრი. ბრძოლა 1195
წლის 1 ივნისს გაიმართა. ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. ერთ-ერთმა

99
ქართველმა სარდალმა, შალვა ახალციხელმა ხალიფას დროშაც ჩაიგდო ხელში და ის
შემდეგ ხახულის მონასტერს შესწირა. ბროლის მოგების შემდეგ ქართველებმა შამქორიც
აიღეს და ქალაქ განჯისაკენ დაიძრნენ. ქალაქმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაბედა და
უბრძოლველად ჩაბარდა. დავით სოსლანმა განჯა ყმადნაფიცობის პირობით ამირ-
მიჰრანს და უტოვა და თავად საქართველოში დაბრუნდა.
ქართველთა ტრიუმფი მცირეხნიანი აღმოჩნდა. დამარცხებული აბუ-ბაქრი
ნახჭევანში გადავიდა. მან შეძლო თავისი ძმის მკვლელობის ორგანიზება და მისი
გზიდან ჩამოშორების შემდეგ განჯაც დაიბრუნა. ამის საპასუხოდ ამიტომ საქართველოს
სამეფო კარი აბუბექრის დასასჯელად ახალ ლაშქრობას აწყობს და ღრმად შეიჭრება
სამხრეთ აღმოსავლეთით, იღებს ნახჩევნისა და ბაილაყანის მრავალ ციხე-ქალაქს.
ამ მოვლენების პარალელურად ზაქარია მხარგძელი თავისი ლაშქრით სომხურ
ტერიტორიებს იერთებს. მან 1196 წელს აიღო გელაქუნი და ამბერდი, 1199 წელს - ანისი,
1201 წელს - ბიჯნისი და საბოლოოდ, 1203 წელს დვინიც დაიკავა. ამის შედეგად
საქართველოს სამეფო აკონტროლებდა კავკასიის საკვანძო ქალაქებს, რომლებზედაც
გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური მაგისტრალები. ქრისტიანული
მოსახლეობით დასახლებულ მიწა-წყალს (ანისი, ამბერდი, ბიჯნისი, დვინი, კარი)
თამარი უშუალოდ იერთებდა და იქ მმართველებად ქართველ დიდებულებს ნიშნავდა.
საქართველოს სამეფო ძალიან სწრაფი ტემპით იზრდებოდა. XIII საუკუნის
დასაწყისსში რუმის სულთანმა, სულეიმან შაჰმა, იგივე რუქნ ად-დინმა, რომელსაც
გადაწყვეტილი ჰქონდა ესარგებლა ბიზანტიის იმპერიის სისუსტით და მთელი სამხრეთ
შავიზღვისპირეთ დაემორჩილებინა საქართველოს სამეფოში დიდი საფრთხე დაინახა.
1201 წელს მან ერზრუმს შეუტია, განდევნა საქართველოს ყმადნაფიცი სალთუკ ოღლუ
და მის მაგივრად საკუთარი ძმა დანიშნა. მომდევნო წლისთვის სულთანი საქართველოს
სამეფოს წინააღმდეგ გამოლაშქრებასა და მთელი ქრისტიანული სამხრეთ კავკასიის
დამორჩილებას აპირებდა. ორ მხარეს შორის ბრძოლას წინ მოლაპარაკებები, უფრო
სწორად სულთნის მხრიდან მუქარა უძღოდა. თავდაპირველად რუქნ ად-დინმა და
თამარმა ძვირფასი საჩუქრები გაცვალეს, მაგრამ შემდეგ სულთანმა ელჩის ხელით
შეურაცხმყოფელი წერილი გამოაგზავნა საქართველოს მეფესთან. ელჩმა თამარს ისიც

100
მოახსენა, რომ თუ რჯულს გამოიცვლიდა, მაშინ სულტანი მას ცოლად შეირთავდა, თუ
არადა, მაშინ ხარჭად დაისვამდა. სილაგაწნულმა ელჩმა სასახლე დატოვა და
ერზრუმისაკენ გაეშურა, თუმცა ის კი არ იცოდა, რომ მეფესა და დარბაზს მისი
„ბატონისათვის“ ომი გამოეცხადებინა და ლაშქრის შეკრებაც დაწყებულიყო.
საქართველოს ლაშქარს დავით სოსლანი, ზაქარია და ივანე მხარგრძელები, ივანე
თორელი და ძმები, შალვა და ივანე ახალციხელები წარუძღვნენ. ფაქტობრივად ყველა
გამოჩენილი სარდალი ერთად მიემართებოდა მტრის წინააღმდეგ. ეს უნდა ყოფილიყო
ყველაზე დიდი არმია რაც საქართველოს სამეფოს აქამდე გამოეყვანა. ქართველთა
ლაშქარს თამარი ვარძიის მონასტრამდე გაჰყვა, ის მონასტერში დარჩა რათა ქართველთა
გამარჯვებისათვის ელოცა.
რუქნ ად-დინი თავისი კოალიციური ლაშქრით ბასიანზე ველზე იყო
დაბანაკებული. ბრძოლა 1202 წლის ივლისის მიწურულს გაიმართა. ქართველები
მოულოდნელად დაესხნენ თავს მოწინააღმდეგეს და დიდი არეულობაც შეიტანეს მათ
ბანაკში და ისინი გაქცევასაც კი აპირებდნენ. რუქნ ად-დინმა შეძლო უკუქცეულთა
შეჩერება, საბრძოლველად დაწყობა და შეტევაზე გადასვლა.სასტიკი ბრძოლა
ცვალებადი უპირატესობით მიმდინარეობდა. ორივე მხრიდან დიდი იყო მსხვერპლი.
ერთ ხანს ბრძოლის სასწორი მტრის მხარეზეც გადაიხარა, მაგრამ ქართველებს
მოახერხეს ძალთა გადაჯგუფება და მტრის ალყაში მოქცევა. რუქნად-დინის ლაშქარი
განადგურდა, გადარჩენილები დაიფანტნენ. გამარჯვებულმა ქართველებმა
წარჩინებული ტყვეები და დიდი ნადავლი იგდეს ხელთ. ამ დროს ჩაუვარდათ ხელში
ქართველებს არაბული სამედიცინო ტრაქტატი „კარაბადინი“. ის მწიგნობართუხუცეს
ანტონის ბრძანებით სასწრაფოდ ითარგმნა ქართულ ენაზე. ამ პერიოდიდადნ უნდა
დაწყებულიყო მედიცინის სწავლება ქართული აკადემიებში.

რუქნ ად-დინი 1204 წელს გარდაიცვალა. მისმა მემკვიდრეებმა ვერ შეძლეს


ბასიანში განცდილი მარცხისთვის შურისძიება. უფრო მეტიც საქართველოს სამეფო
კიდევ უფორ სამხრეთით ავრცელებდა თავის ძალაუფლებას. ქართველებმა ხელთ
იგდეს მანასკერტი, შუეტიეს ხლათს და ერზრუმსაც დაემუქრნენ. მხოლოდ ამ დროს

101
შეძლეს მუსლიმებმა მათი შეჩერება, მაგრამ მხოლოდ დროებით. 1206 წელს
ქართველებმა ერზრუმიც დაიკავეს და კარის ციხე-ქალაქიც. ეს ორივე ქალაქი სავაჭრო
მაგისტრალებზე იყო გაშენებული და მათი დაკავება საქართველოსთვის ეკონომიკური
თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ქართველებმა ალყაში მოაქციეს ხლათიც,
მაგრამ ქალაქის აღება ვერ მოხერხდა, უფრო მეტიც, თავად ივანე მხარგრძელი ჩავარდა
ტყვედ და ის მხოლოდ გამოსასყიდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ბასიანში ქართველთა სამხედრო წარმატებას დიდი საერთაშორისო მნიშვნელობა
ჰქონდა. საქართველოს გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა მეზობელ ქვეყნებზე,
განსაკუთრებით აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. აქაური მოსახლეობა ეთნიკურად
უპირატესად ქართველური წარმომავლობისა იყო, რაც მნიშვნელოვანწილად
განსაზღვრავდა მათ ლოიალურობას ქართული სახელმწიფოსადმი. სწორედ ამ ხანებში
დიდი არეულობა სუფევდა ბიზანტიის იმპერიაში. XII საუკუნის 80-იანი წლებიდან XIII
საუკუნის დამდეგამდე ბიზანტია შიდა დინასტიური ბრძოლების ასპარეზად იქცა.
ანგელოსთა დინასტიის წარმომადგენლებმა ტახტი წაართვეს კომნენოსებს, რომლებიც
ბაგრატიონთა სამეფო ოჯახთან მჭიდრო ნათესაობით იყვნენ დაკავშირებულნი.
ამასობაში ჯვაროსანმა რაინდებმა ბიზანტიის არეულობით ისარგებლეს და 1204 წლის
გაზაფხულზე კონსტანტინოპოლი აიღეს, დაანგრიეს და გაძარცვეს. დაპყრობილ
ტერიტორიაზე მათ დაარსეს ლათინთა იმპერია (1204-1261). 1204 წელს,
კონსტანტინოპოლის აღებამდე, საქართველოს სამეფო კარმა ფრიად თამამი
გადაწყვეტილება მიიღო - საბაბად გამოიყენა ბიზანტიის იმპერატორ ალექსი ანგელოსის
მოხელეთაგან თამარისაგან დასაჩუქრებული ბერების გაძარცვა და სამხრეთ-
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, ფაქტობრივად ბიზანტიის ტერიტორიაზე, ჯარი
გაგზავნა. ქართულმა ჯარმა დაიპყრო ბიზანტიური მიწა-წყალი და იქ ტრაპიზონის
საკეისრო დაარსა, რომლის ტახტზე საქართველოში არზრდილი ალექსი კომნენოსი
აიყვანა. ტრაპიზონის საკეისროს საშუალებით თამარი ფაქტობრივად აკონტროლებდა
ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების სავაჭრო გზების ჩრდილოეთ განშტოებას
(თავრიზი-ტრაპოზონი). ტრაპიზონის სახით საქართველოს მცირე აზიაში კარგა ხანს
ჰყავდა მეგობარი სახელმწიფო.

102
1207 წელს გარდაიცვალა დავით სოსლანი. მიუხედავად მისი სიკვდილისა
ქართველები აგრძელებდნენ თავიანთ ძლევამოსილ ლაშქრობებს ქვეყნის სამხრეთით და
სამხრეთ აღმოსავლეთით. ისინი ლაშქრობენ სამხრეთ სომხეთსა და არდებილის
რეგიონში (ჩრდილოეთ ირანი). არდებილის სულთანმა პირველმა მიაყენა დარტყმა
სქართველოს სამეფოს. 1209 წელს, კვირას, აღდგომის დღსასწაულზე ის მოულოდნელად
დაესხა თავს ანისს, დაარბია ეკლესიები და ანისის მლოცველი მოქალაქეები ამოხოცა.
პასუხმაც არ დააყოვნა. ქართველებმა მუსულმანთა დღესასწაულის, რამადანის დღეს
დაარბიეს არდებილის მეჩეთები, ამოხოცეს მლოცველები. ხოცვა-ჟლეტას თავად
სულთანიც შეეწირა, მისი ოჯახის წევრები კი ტყვედ ჩაცვივდნენ.
მომდევნო წელს ძმებმა მხარგრძელებმა დარბაზის თანხმობით ლაშქრობა მოაწყეს
კასპიის ზღვის სამხრეთით, ხორასანის ტერიტორიაზე. მათ არაერთი ქალაქი დაარბიეს
და დიდძალი ნადავლი იგდეს ხელთ. ეს იყო ქართველთა ყველაზე შორეული ლაშქრობა
იმ ლაშქრობებიდან რაც კი ოდესმე ჩაუტარებიათ.
დავით სოსლანის გარდაცვალების შემდეგ (1207 წ.) თამარმა თავისი 16 წლის ვაჟი,
ლაშა-გიორგი თანამოსაყდრედ დაისვა. ამავე პერიოდში გარდაიცვალნენ თამარის
უერთგულესი ადამიანები, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი ანტონ გნოლისთავიძე
და ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი (1212 წ.). მისი გარდაცვალების შემდეგ,
თამარის კიდევ ერთმა უერთგულესმა და უახლოესმა პირმა, ზაქარიას ძმამ, ივანემ
სამცხის ათაბაგობა (უფლისწულის აღმზრდელი) და ამირსპასალარობაც მიიღო. ერთი
წლის წლის შემდეგ, 1213 წელს თავად თამარიც გარდაიცვალა. მისი საფლავის
ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.
არც ერთი სხვა ქართველი მეფე არ განუდიდებიათ პოეტებსა და მემატიანეებს
ისე, როგორც თამარი. მთის მოსახლეობისთვის ის მითიურ ფიგურადაც კი იქცა.
მემატიანე მას სამების გვერდით (მამა, ძე და სულიწმინდა), მეოთხე ჰიპოსტაზად
მოიხსენიებდა. როგორც მიღებულია, მას მიუძღვნა უდიდესმა ქართველმა პოეტმა, შოთა
რუსთაველმა მსოფლიო ლიტერატურის შედევრი, „ვეფხისტყაოსანი“. თამარ მეფემ
თავის მემკვიდრეს უზარმაზარი სამეფო დაუტოვა, ეკონომიკურად, პოლიტიკურად და
კულტურულად დაწინაურებული უძლიერესი სახელმწიფო. სამწუხაროდ ამ ძლიერებას

103
სულ მალე დიდი საფრთხე დაემუქრა, რომლის გაუვნებელყოფა მისმა მემკვიდრეებმა
ვეღარ მოახერხეს.

ლაშა-გიორგი, მონღოლები, რუსუდანი, დავითულუდადავითნარინი

ლაშა-გიორგი ქვეყნის ერთპიროვნულ მართვას 1213 წლიდან შეუდგა. მეფობის


საწყისი პერიოდიდანვა გამოჩნდა დაპირისპირება ახალგაზრდა მეფესა თამარის
ერთგულ დიდგვაროვნებს შორის. XIV საუკუნის ქართველი მემატიენე, ე.წ
ჟამთააღმწერელი ლაშა-გიორგის ამპარტავან და იმპულსურ ადამიანად წარმოგვიჩენს,
რომელსაც, როგორც ჩანს დიდგვაროვანთა მიმართ უფრო მტკიცე პოლიტიკის გატარება
ჰქონია გადაწყვეტილი. კონფლიქტის პირველი ნიშნები, გამეფების წელსვე გამოჩნდა.
ლაშა-გიორგი გამეფებიდან სულ მალე, განძის ათაბაგმა, რომელიც საქართველოს
ყმადნაფიცი იყო და ხარკის გადახდა ევალებოდა, მოვალების შესრულებაზე უარი
განაცხადა ყმადნაფიცობისგან გათავისუფლება გადაწყვიტა. სამეფო კარი ამ ფაქტს
უყურადღებოდ, რა თქმა უნდა, ვერ დატოვებდა, რადგან განძის ათაბაგის
დაუსჯელობის შემთხვევაში სხვა ყმადნაფიცი ქვეყნებიც დაიწყებდნენ განდგომას. ივანე

104
მხარგრძელის მეთაურობით ქართულმა ლაშქარმა განძას ალყა შემოარტყა. ივანესთან
ერთად იყო ლაშა-გიორგიც. ახალგაზრდა მეფეს მოთმინება დაუკარგავს და 4000
მეომართან ერთად ქალაქის შემოვლა და ზურგიდან დარტყმა განუზრახავს. როდესაც
განძელებმა შენიშნეს რომ მეფე შედარებით მცირერიცხოვანი ძალებით ძირითად ჯარს
გამოეყო, ქალაქიდან გამოცვივდნენ და ბრძოლა გაუმართეს. მართალია განძელები
რაოდენობით აღემატებოდნენ მეფის რაზმს, ლაშა-გიორგიმსერიოზული დანაკარგის
ფასად მაინც მოიპოვა გამარჯვება. როდესაც ივანე მხარგრძელი ძირითადი ძალებით
ბრძლის ველზე მოვიდა ბრძოლა უკვე დამთავრებული იყო. ალყა გაგრძელდა.
საბოლოოდ ათაბაგი იძულებული გახდა ზავი ეთხოვა და ხარკის გადახდაც იკისრა.
ბრძოლაში გამარჯვებულ მეფეს კი ივანე მხარგრძელისა და სხვა დიდებულების წინაშე
თავისი გაუაზრებელი და ნაჩქარევი გადაწყვეტილების გამო ბოდიშის მოხდა მოუწია.
ლაშა-გიორგის შემდეგი ნაბიჯიც საკმაოდ წინააღდეგობრივი აღმოჩნდა. მან
ამჯერად საერო დიდებულებთან ერთად ეკლესიაც გაანაწყენა. როდესაც მეფე კახეთში
გახლდათ, მას სოფელ ველისციხეში ადგილობრივი გლეხის ქალიშვილი შეყვარებია და
მიუხედავად იმისა, რომ მას ქმარი ჰყავდა, სამეფო კარზე წამოუყვანია. 1215 წელს მათ
შვილიც ეყოლათ, სახელად დავითი, რომელიც აღსაზრდელად მეფემ თავის დას,
რუსუდანს მიაბარა. ბუნებრივია, ეპისკოპოსები, კათალიკოსი და დიდებულები მეფის
ამ ნაბიჯს არ მოიწონებდნენ. ჯერ ერთი ქალს უბრალო წარმომავლობა ჰქონდა, მერე
მეორე ის სხვა კაცის ცოლი იყო. მეფეს მოსთხოვეს ის კვლავ ველისციხეში
გაემგზავრებინა. მეფე ასეც მოიქცა, მაგრამ ის თავისი სიყვარულის ერთგული დარჩდა
და მომავალში აღარ დაქორწინებულა. ამის გამო ქვეყანაში ტახტის მემკვიდრის
პრობლემა გაჩნდა, რადგან დავითი უკანონი შვილად ჩაითვალა. ამის შემდეგ
დაძაბულობამ მეფესა და დიდებულებს შორის კიდევ უფრო იმატა. ჟამთააღმწერელი
აღშფოთებული გვამცნობს, რომ ლაშა-გიორგიმ „განიშორნა ვაზირნი სანატრელისა
დედოფლისა და მეფისა (თამარის) წესთა მასწავლელნი, შეიყვარა თანამოასაკენი“. ამ
თანამოასაკენებს მემატიანე უგუნურ ადამიანებად წარმოგვიჩენს. მემატიანის ამ
სიტყვებიდან ვიგებთ, რომ, როგორც ჩანს, მეფე ცდილობდა დედამისის დროს

105
აღზევებული დიდგვაროვანი ფეოდალების ძალაუფლება შეესუსტებინა და მათ
მაგივრად საკუთარი თანამოაზრენი, საკუთარი გარემოცვა დაეწინაურებინა.
რამდენიმე წელიწადში, ახლა უკვე საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით
არსებულმა ყმადნაფიცმა ქალაქებმა, ნახჭევანმა და ერზრუმმა (კარნუ-ქალაქი) იწყეს
განდგომა, მაგრამ ლაშა-გიორგიმ აიძულა განდგომილები შეესრულებინათ
დაკისრებული მოვალეობები. 1220 წლისათვის საქართველოს სამეფომ ბოლომდე
აღიდგინა თავისი პრესტიჟი და ძალაუფლება ანატოლოოდან ირანამდე. ლაშა-გიორგის
სახელმა და დიდებამ ჯვაროსანთა ყურამდეც მიაღწია. ამ პერიოდში, პაპი ჰონორიუს
მეორე მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის წამოწყებას გეგმავდა. მან ლაშა-გიორგისაც
მოსწერა წერილი და იერუსალიმის გათავისუფლების საქმეში თანადგომა სთხოვა.
როგორც ცნობილია, საქართველოს მეფეს გადაუწყვეტია შეერთებოდა ჯვაროსნულ
ლაშქრობას, მაგრამ სულ მალე საქართველოს სამეფო წარმოუდგენელი საფრთხის წინაშე
დადგა, რომელმაც არათუ შეუძლებელი გახადა ჯვაროსნულ ლაშქრობაში ჩართვა,
არამედ საქართველოს სამეფოს არსებობასაც კი შეუქმნა საფრთხე.
ჟამთააღმწერელი გადმოგვცემს: მზის ქვეყანაში, აღმოსავლეთის მხარეს,
რომელსაც „ჩინ-მაჩინი“ ეწოდება, „გამოჩნდენ კაცნი ვინმე საკვირველნი ადგილსა,
ყარაყორუმად წიდებულსა“; ისინი იყვნენ უცხონი სახით, წეს-ჩვეულებებითა და
შესახედაობითაც. არც ერთ ძველ წიგნში არ იპოვება მათზე ამბავი, რადგან უცხო ენა,
უცხო სახე და უცხო ცხოვრება აქვთ. არ იცოდნენ პურის გემო, ხორცით და რძით
ცხოვრობდნენ. იყვნენ ახოვანნი, ტანსრულნი... „თუალითა მცირეჭუტინ“, ჰქონდათ
დიდი თავი, ხშირი შავი თმა, ბრტყელი შუბლი, პატარა ცხვირი... „ბაგენი მცირე“,
„ყოვლად უწუერული, ესევითარი აქუნდა უმსგავსო სახე“... 1220 წელს საქართველოს
საზღვრებს მონღლები მოადგნენ...
1218 წელს მონღოლური ტომების გამაერთიანებელმა, მსოფლიო ისტორიაში ერთ-
ერთმა ყველაზე ცნობილმა დამპყრობელმა, ჩინგიზ-ხანმა თავისი სარდლები ჯებე და
სუბუდაო ხვარაზმისა და მისი მეზობელი ქვეყნების დასაპყობად გამოაგზავნა.
ხვარაზმი კასპიის ზღვის აღმოსავლეთით არსებული ირანული სახელმწიფო გახლდათ.
მეცამეტე საუკუნის დასაწყისიდან ის ძალიან გაძლიერდა. ძლიერების მწვერვალს შაჰ

106
მუჰამედ მეორის დროს მიაღწია. ხვარაზმისა და საქართველოს სამეფოს დაძაბულ
ურთიერთობაში იყვნენ, რადგან ორივე მხარეს სურდა აზერბაიჯანზე გავლენის
მოპოვება. ხვარაზმის შაჰი მთელი სამხრეთ კავკასიის დამორჩილებაზე ოცნებობდა,
მაგრამ ამის შესაძლებლობა მას სწორედ მონღოლურმა საფრთხემ არ მისცა. 1220
წლისთვის მონღოლებმა ხვარაზმილ ისევე როგორც მთელი ცენტრალური აზია
დაიმორჩილეს. ამავე წლის მიწურულს ჯებე და სუბუდაი სომხეთისა და
საქართველოსკენაც დაიძრნენ.
თავდაპირველად მონღოლი სარდლების მიზანი სამხრეთ კავკასიის დაპყრობა არ
ყოფილა. ჩინგიზ ხანის ბრძანებით სუბუდაის კასპიის ზღვის ერთ-ერთ კინძულზე
თავშეფარებული მუჰამედი და მისი ვაჟი, ჯალალ ად - დინი უნდა შეეპყრო შემდეგ კი
მდინარეების, არაქსისა და მტკვრის ველებზე საზამთო საძოვრები უნდა დაეკავებინათ.
1220 წლის ზამთარში ჯებე და სუბუდაი უკვე აზერბაიჯანის ფარგლებში იყვნენ. მათ
განძის მმართველი უზბეგი განდევნეს და ჩრდილოეთისკენ დაიწყეს სვლა. მონღოლებმა
მდინარე არაქსი გადალახეს, რომელიც იმ დროს საქართველოს სამხრეთ საზღვარს
წარმოადგენდა. მონღოლები ვარამ გაგელის საერისთავოში შეიჭრნენ. ვარამი ბრძოლაში
დამარცხდა. ამ გამარჯვების შემდეგ მონღლები საქართველოში არ დარჩენილან. ისინი
გამოსაზამთრებლად მუღანისკენ წავიდნენ. უკან გაბრუნებულ მონღოლებს ლაშა-
გიორგი თავისი ლაშქრით დადევნა და, როგორც ლაშა-გიორგის მემატიანე აღწერს,
ქართველებმა მონღოლები დაამარცხეს, მაგრამ მეფე ამ ბრძოლაში მსიბუქადდაჭრილა.
ქართველებს მონღოლების ქვეყნიდან გასვლა თავიანთ გამარჯვებად
ჩაუთვლიათ. მიუხედავად ამისა, საქართველოს სამეფო კარმა ელჩები გაგზავნა
აზერბაიჯანის ილდეგიზიან გამგებელ უზბეგთან და ხლათის მფლობელ მალიქ-
აშრაფთან, რომელთაც მონღოლთა წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედება შესთავაზა,
მაგრამ საქმე იმაშია, რომ ქართველები ცივ ზამთარში მონღლთა კვლავ გამოჩენას აღარ
ელოდნენ. ისინი კი სწორედ 1221 წლის იანვარში გამოჩნდნენ კვლავ. მონღოლებთან
ერთად ამჯერად ქურთი და თურქმები მებრძოლებიც იყვნენ, რომელთაც ვინმე აკუში,
ათაბაგ უზბეგის მოღალატე ქვეშევრდომი სარდლობდა. ქართველებსა და მომხვდურებს
შორის ბრძოლა თბილისთან სიახლოვეს გაიმართა. მართალია ქართველებმა ქურთთა

107
და თურქთა ძალები დაამარცხეს, მაგრამ საბოლოოდ საქმეში ჩართულ მონღოლთა
არიერგარდთან დამარცხდნენ. ამ გამარჯვების შემდეგ მონღოლებმა საქართველოს
სამხრეთ-აღმოსავლეთი მოაოხრეს შემდეგ კი თავრიზისაკენ გაეშურნენ. 1221 წლის
აგვისტოს თვეში მათ ქალაქები ჰამადანი, არდებილი, განჯა გაძარცვეს და კვლავ
აღმოსავლეთ საქართველოში შემოიჭრნენ. ამჯერად ლაშა-გიორგი მონღოლებს
მომზადებული დახვდა. ბრძოლა ხუნანთან გაიმართა. მიუხედავად ქართველთა
მზაობისა ამ ბრძოლაშიც მონღოლებმა იმარჯვეს, ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ
ლაშა-გიორგი, რომელიც წინა რიგებში იბრძოდა, მძიმედ დაიჭრა. ეს ჭრილობა მისთვის
სავალალო აღმოჩნდა.
გამარჯვების შემდეგ მონღოლები დარუბანდის გზით ყივჩაღთა ტერიტორიებზე
შეიჭრნენ. 1223 წელს მდინარე კალკასთან ბრძოლაში ბრძოლაში ყივჩაღთა და რუსთა
გაერთიენბული არმია დაამარცხეს და დიდძალი ნადავლით ჩინგიზ ხანთან
დაბრუნდნენ. მონღოლთა საქართველოდან გასვლის შემდეგ ქართველები
იმედეოვნებდნენ, რომ მონღოლობი საბოლოოდ გაეცალნენ კავკასიას და უკან აღარ
დაბრუნდებოდნენ, მაგრამ, როგორც ვნახავთ, მათი მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა. თუმცა,
მონღოლთა კვლავ გამოჩენამდე, საქართველოს სხვა მხრიდან მოელოდა საფრთხე.
ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოშუშებული ჭრილობები მეფეს, როდესაც მან საკუთარი
დის დაქორწინების საქმეს მოჰკიდა ხელი. რუსუდანს საქმროდ შირვანშაჰი შეურჩიეს.
ჯვრისწერა სომხეთში, ქალაქ ბაგავანში უნდა გამართულიყო, მაგრამ ჯვრისწერა ერთი
წლით გადაიდო, რადგან ლაშა-გიორგი 1223 წელს სწორედ ბაგავანში გარდაიცვალა.
ლაშა-გიორგის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე სწორედ რუსუდანი ავიდა. მის
გამეფებას წინააღმდეგობა არ შეხვედრია, რადგან ლაშა-გირგის ვაჟი, როგორც უკვე
ვთქვით უკანონოდ ითვლებოდა და ტახტის პრეტენდენტად არც განიხილებოდა.
რუსუდანმა, ძმისგან განსხვავებით მთელი ძალაუფლება მაღალ არისტოკრატიასა და
დიდ მოხელეებს გადაულოცა, რამაც შეასუსტა ცენტრალური ხელისუფლება და
მომავალ საფრთხეს საქართველოს სამეფო მოუმზადებელი შეხვდა. ავტოკრატის და
ძლიერი წინამძღოლის გარეშე ქვეყანა დამარცხებისათვის იყო განწირული.
დამარცხებისა, რომელსაც ქვეყნას ხორეზმის ახალი შაჰი, ჯალალ ად-დინი უქადდა.

108
გამეფების შემდეგ რუსუდანისათვის შირვანის შაჰი შესაბამის საქმროდ ვეღარ
გამოდგებოდა (ის რუსუდანის ქვეშევრდომად ითვლებოდა), ამიტომ ამჯერად არჩევანი
ერზრუმის სულთნის ვაჟზე, მოღის ელ-დინზე შეჩერდა. ეს უკანასკნელი ქრისტიანად
მოინათლა და 1224 წელს დაიწერა ჯვარი რუსუდანზე. მათ ჯერ ქალიშვილი, თამარი
ეყოლათ, შემდეგ კი ვაჟი და მემკვიდრე, დავითი.
ლაშა-გიორგი ისე გარდაიცვალა, რომ დაგეგმილ ჯვაროსნულ ლაშქრობაში
მონაწილეობა ვერ მიიღო. კათალიკოს არსენის რჩევით, რუსუდანმა განაახლა
ურთიერთობა კათოლიკურ ევროპასთან. წერილში რუსუდანი დაწვრილებით უხსნის
პაპს წმინდა მიწაზე ქართველთა ვერჩასვლის მიზეზს და მონღოლებთან შეტაკების
ამაბავს. მეფე პაპას ამცნობს, რომ თურმე მათ მონღოლები, რომელთაც თათრებად
მოიხსენიებს თავდაპირველად ქრისტიანები ეგონათ. ამას გარკვეული ახსნა შეიძლება
ჰქონდეს. მონღლები საქართველოს საზღვრებთან გამოჩენამდე მუსულმანთა მიწებს
აოხრებდნენ (ვის უნდა ექნა ეს თუ არა ქრისტიანებს?!), რაც შესაძლოა ძნობილი
ყოფილიყო სამეფო კარისთვის; გარდა ამისა ჯებესა და სუბუდაის დროშებზე
გამოსახული ქორი, მართლაც მიაგავდა ჯვარს (საყურადღებოა, რომ ასეთივე შინაარსის
წერილს აგზავნის პაპთან ამირსპასალარი ივანე მხარგრძელიც. ისიც ადასტურებს, რომ
მონღოლები ქრისტიანები ეგონათ. “... თათარნი, ჯვართ წარმძღვანებელნი, შემოვიდნენ
ჩვენს ქვეყანაში, ქრისტიანობის მოჩვენებით მოგვატყუესო....”). ასეა თუ ისე, იმავე
წერილში რუსუდანი პაპს არწმუნებს, რომ მათ საბოლოოდ მაინც მოახერხეს მტრის
დამარცხება, ქვეყნიდან განდევნა და ახლა უკვე მზად იყვნენ შეერთებოდნენ გერმანელ
იმპერატორ ფრიდრიხ მეორეს თავის ლაშქრობაში და ელოდებოდნენ პაპისგან შემდგომ
მითითებებს.
სანამ ქართველები მონღოლთაგან მარცხს მარცხზე განიცდიდნენ, ამასობაში
საერთაშორისო ვითარებაც მკვეთრად შეცვლილიყო. საქმე იმაშია, რომ ფრიდრიხ მეორე,
ისევე როგორც სხვა ევროპელი მმართველები ახლა უკვე ოტომანი თურქების
საფრთხეზე უფრო იყვნენ გადართულნი და სირიაში ლაშქრობაზე დიდად აღარ
ფიქრობდნენ. პაპმა რუსუდანს მეგობრული პასუხი გასცა, ქრისტიანობის დაცვისათვის

109
მადლობა მოახსენა, მაგრამ ისიც მოაყოლა, რომ ქართველებს სირიაში ლაშქრობის
შემთხვევაში, კამპანიის ხარჯებიც და ორგანიზებაც თავად უნდა გაეწიათ.
ქართველთა ჯვაროსნულ ლაშქრობაში ჩართვის ისედაც გაჭიანურებული საქმე
საბოლოოდ ჩალაშალა ჯალალ ად-დინის გამოჩენამ. ეს უკანასკნელი მონღოლთა მიერ
დამარცხებული მუჰამედ ხორზმშაჰის ვაჟი გახლდათ. ასევე მონღოლთაგან დევნილმა
ჯალალ ად-დინმა შეძლო ირანისა და ერაყის მუსულმან მმართვებეზე საკუთარი
ძალაუფლება გაევრცელებინა. ამასობაში, 1225 წელს მონღოლები სამშობლოსაკენ
გაბრუნდნენ. 1227 წელს ჩინგიზ ხანისც გარდაიცვალა 1229 წლამდე, მანამ სანამ ახალი
ყურულთაიმ ჩინგიზის მემკვიდრეობის საკითხი არ გადაწყვიტა, ისინი დასავლეთისკენ
აღარ დაძრულან. ეს პერიოდი ჯალალ ედ-დინმა საქართველოს წინააღმდეგ სალაშქროდ
გამოიყენა, რომელიც აზებაიჯანსა და ჩრდილოეთ ირანზე ბატონობაში ეცილებოდა მას.
1225 წლის აგვისტოში მისი მრავალრიცხოვანი და კარგად აღჭურვილი ლაშქარი დვინის
შემოგარენს შეესია.შემდეგ ჩრდილოეთით წაიწია და გარნისის დაბლობში დაბანაკდა.
ქართველები თავიანთი ლაშქრით უკვე ელოდნენ მტერს. გადამწყვეტი ბრძოლაში,
რომელიც სწორედ გარნისის ველზე გაიმართა ქართველები დამარცხდნენ. ბრძლის
ველზე დაეცა ქართველთა მეწინავე ჯარის ერთ-ერთი სარდალი შალვა ახალციხელი.
მისი ძმა ივანე კი ხორეზმელებმა ტყვედ ჩაიგდეს. ჯალალ ედ-დინის მდივანი,
ისტორიკოსი ან-ნასავი გადმოგვცემს, რომ ამ ბრძოლაში ქართველებმა მხოლოდ 4000
მებრძოლი დაკარგეს (ალბათ მეწინავე ჯარი, რადგან ძირითადი ლაშქარი ივანე
მხარგრძელის მეთაურობით ბრძოლაში საერთოდ არ ჩართულა). ჯალალ ედ-დინი უკან
გაბრუნებულ ქართველთა ლაშქარს არ დადევნებია. არის მოსაზრება, რომ ამის მიზეზი
თავრიზში დაწყებული აკანყება იყო, რომელიც ხორეზმ-შაჰისგან სასწრაფო მოქმედებას
მოითხოვდა. ასევე არის მოსაზრება, რომ ამ ბრძოლის შემდეგ, ჯალალ ედ-დინმა
გადაწყვიტა საქართველოსთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა და ისიც მიემხრო
მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა გამოჩენას, როგორც ჩანს, შაჰი კვლავ
ელოდებოდა. მას შესაძლოა სურდა ტყვედ მყოფი შალვა ახალციხელი შუამავლად
გამოეუენებინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაიგო რომ ქართველი სარდალი მალულად
ქართველებს ჯალალ ედ-დინის მოქმედებების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა, შაჰმა ის

110
სიკვდილით დასაჯა. მიუხედავად ამისა, ჯალალ ეს-დინმა საქართველოს მეფეს
სამშვიდობო მოლაპარაკება შესთავაზა, მაგრამ რუსუდანმა მაშინვე იუარა, გაიგო რა,
რომ შაჰის რაზმები ქვეყნის სასაზღვრო რეგიონებს აოხრებდნენ. საბოლოოდ
მოლაპარაკებები მაინც შედგა. ორ მხარეს შორის საზღვარი მდინარე რაზდანზე
(სომხეთი) გაივლო. ავაგ მხარგრძელსა (ივანე მხარგრძელი) ჯალალ ედ-დინს შორის
შეხვედრა ბიჯნისის ხიდთან მოხდა. ჯალალ ედ-დინი ქართველებს მშვიდობას
სთავაზობდა და ანტი-მონღოლურ კოალიციაში ჩართვასაც სთავაზობდა. თუმცა
შემოთავაზებას თან ერთ მოთხოვნაც ახლდა. კერძოდ კი ის, რომ რუსუდანი თავის
ქმარს უნდა გაშორებოდა და ჯალალ ედ-დინს გაჰყოლოდა ცოლად და თუ ეს ასე არ
მოხდებოდა შაჰი ქვეყნის აოხრებით იმუქრებოდა. საქართველოს სამეფო კარმა უარი
შეუთვალა შაჰს. ამ შემთხვევაში ჯალალ ედ-დინზე ბრძოლაში დამარცხებული
რუსუდანის გათხოვება საქართველოს შაჰის ქვეშევრომობაში გადასვლას ნიშნავდა,
რაზეც, რა თქმა უნდა, ქართული მხარე არ წავიდოდა. უარის შემდეგ ჯალალ ედ-დინი
თავისი დანაპირების აღსრულებას შეუდგა.
ჯალალ ედ-დინმა გადმოლახა საქართველოს სამეფოს საზღვარი. სამეფო კარმა
ვერ შეძლო წინააღმდეგობის ორგანიზება. დიდებულები თავიანთ ციხე-სიმაგრეებში
იყვნენ ჩაკეტილნი და საკუთარი მცირე ძალებით იცავდნენ თავს, რამაც რა თქმა უნდა
შედეგი ვერ გამოიღო. ჯალალ ედ-დინი ნაბიჯ-ნაბიჯ ამარცხებთა მათ. 1226 წლის
სექტემბერში შაჰის არმია თბილისისაკენ დაიძრა. ქართველებმა ჩრდილოეთ
კავკასიიდან დასახმარებლად ალანი, ყივჩაღი და ლეკი მეომრები გადმოიყვანეს და ისე
დაუხვდნენ მტერს. ჯალალ ედ-დინმა მახვილგონივრულ სამხედრო ხერხს მიმართა,
ქართველები ხაფანგში შეიტყუა და დაამარცხა კიდეც. ამ გამარჯვების შემდეგ შაჰი
თბილისისაკენ დაიძრა. ამით შეშინებულმა რუსუდანმა და სამეფო კარმა დედაქალაქი
მიატოვეს, ხოლო ქალაქის დაცვა ძმებს, მემნა და ბოცო ჯაყელებს დაავალა.
თბილისი კარგად გამაგრებული ქალაქი იყო და ამიტომ ჯალალ ედ-დინმა კარგა
ხანი სამზადისს მოანდომა. დიდი ხნის ალყის ჟამთააღმწერლის მიხედვით, ქალაქის
კარები თბილისში მცხოვრებმა სპარსელებმა “განახვნეს”. თბილისის ციხის დამცველები
დიდხანს იბრძოდნენ, მაგრამ მდგომარეობის უნუგეშობაში დარწმუნებულებმა, მეფის

111
დასტურით, დაცალეს ციხე. 1226 წლის 9 მარტს საქართველოს სამეფოს სატახტო ქალაქი
1125 წლის შემდეგ პირველად დაეცა. როგორც ქართველი, სომეხი და არაბი
მემატიანეები გვაუწყებენ ჯალალ ედ-დინმა ანით აღუწერელი სისასტიკე გამოიჩინა;
დაიხოცა ათობით ათასი ადამიანი, ქუჩები მორწყული იყო, მებრძოლების, უბრალო
მოქალაქეები, ქალებისა და ბავშვების სისხლით. შაჰმა უდიდესი სიმდიდრე იგდო
ხელთ, მისი სიტორიკოსის სიტყვით ამ სიმდიდრის აღწერას გრაგნილთა მთები არ
ეყოფოდაო. ქრისტიანი მცხოვრებნი, რომელთაც რჯულის გამოცვლაზე უარი
განაცხადეს, დახოცეს, მაჰმადიანები კი ტყვედ წაასხეს.
ჯალალ ედ-დინმა თბილისი კი აიღო, მაგრამ ეს მთელი ქვეყნის დაპყრობას ჯერ
არნიშნავდა. ქვეყნის მთავარი ციხეები კვლავ ქართველთა ხელში იყო, ამასობაში შაჰს
შეატყობინეს რომ მისი ქვეშევრდომები მონღოლებთან ამყარებდნენ კავშირებს და
იძულებული გახდა ერაყში გაბრუნებულიყო. თუმცა საქართველოში დატოვა ვეზირი
შარაფ ალ-მულკი, რომელმაც მართალია ციხე-სიმაგრეების აღებით თავი ვერ გამოიჩინა,
მაგრამ მშვიდობიანი მოსახლეობის აწიოკებაში კი ბადალი არ ჰყოლია.
ჯალალ ედ-დინმა პრობლემები ერაყში მალევე მოაგვარა და 1226 წლის
სექტემბერში კვლავ დაბრუნდა კავკასიაში. შაჰამა ანისს და კარის ციხე-ქალაქს შეუტია.
ხანგრძლივი ალყების შემდეგ მან ვერც ერთის აღება ვერ შეძლო. ჯალალ ედ-დინმა
ორივე ქალაქთა მოალყეები დატოვა და თავად თბილისში დაბრუნდა. სათანადო
სამზადისი შემდეგ ის თავისი ძალებით შაჰ არმენების სასულთნოს მთავარი ქალაქის,
ხლათისაკენ გაემართა. შაჰს ხლათზე მოულოდნელად თავდასხმა ჰქონია
გადაწყვეტილი მაგრამ ისინი ქართველებს წინასწარ გაუფრთხილებიათ, ხლათელებსაც
მოუსწრიათ ქალაქის გამაგრება და შაჰმა ვერც მისი აღება ვერ შეძლო. ამასობაში
თბილისის მოსახლეობამ რუსუდანი მოიწვია ქალაქის გასათავისუფლებლად. 1227
წლის თებერვალში, ქართველთა ლაშქარმა თბილისის როგორც ქრისტიანი ისე მუსლიმი
(ხვარაზმელთა ბატონობა მათთვისაც გაუსაძლისი გახდა) მოსახლების მხარდაჭერით
მარტივად შეძლო ხვარაზმული გარნიზონის დამარცხება. ჯალალ ედ-დინმა ამ ამბის
გაგების შემდეგ კვლავ თბილისისაკენ აიღო გეზი. შაჰმა ამჯერადაც მოახერხა ქალაქის
აღება. ქართველებმა გადაწყვიტეს, რომ წინააღდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა და

112
ქალაქის დატოვება გადაწყვიტეს, თუმცა წასვლამდე ქალაქი გადაწვეს, რათა იგი კვლავ
მტერს არ ჩავარდნოდა ხელში. რუსუდანი და სამეფო კარი კვლავ ქუთაისში გადავიდა.
1228 წელს მონღოლებმა რამდენჯერმე დაარტყეს ჯალალ ედ-დინს ირანში.
ნათელი ხდებოდა, რომ ხვარაზმელებს კავკასიის დატოვება მოუწევდათ. შაჰმა
მოკავშირეების ძებნა დაიწყო, მაგრამ მისი სისასტკის და ძალადობრივი მმართველობის
გამო მას თანადგომაზე მუსლიმებმაც კი უარი უთხრეს. საქართველოს სამეფომ თავის
მხრივ დაიწყო ანტი-ხვარაზმული კოალიციის შექმნა. დაიწყო მოლაპარაკებები მცირე
აზიის სელჩუკ სულთან ალად-დინ ქეი-ყობადთან, ასევე შამისა და ხლათის მაჰმადიან
მმართველებთა. ეს ამბავი არ გამოჰპარვია ჯალალ ედ-დინს და მან გადაწყვიტა
სათითაოდ დაემარცხებინა ისინი. პირველ რიგში მან საქართველო ამოიღო მიზანში.
ქართველებმა, თავის მხრივ, ჩრდილო კავკასიელები
(ყივაღები,ოსები,დურძუკები,ლეკები და სხვ.) მოიშველიეს და ბოლნისში
დაბანაკებული ხვარაზმელებისაკენ დაიძრნენ. ჯალალ ედ-დინმა როდესაც ყივჩაღთა
დროშები დაინახა, მათთან ფარული მოლაპარალებები დაიწყო. ის ყივჩაღებს ბრძოლაში
მონაწილეობაზე უარის თქმის სანაცვლოდ დიდ ჯილდოს პირდებოდა. მართლაც,
ყივჩაღებმა მიიღეს შაჰის წინადადება და ბრძოლის დაწყების წინ განზე გადგნენ.
ქართველებისთვის ეს უდიდესი დარტყმა და დამარცხდნენ კიდეც ბრძოლაში. ეს კიდევ
უფრო დიდი კატასტროფა იყო. ბოლნისი გამარჯვების შემდეგ ჯალალ ედ-დინმა
ქვეყნის რბევა კიდევ უფრო დიდი სისასტიკით განაგრძო. ცოტა ხნის შემდეგ შაჰი კვლავ
ხლათის ციხე - ქალაქს მიუბრუნდა. ამჯერად, 1230 წლის 14 აპრილს მან ქლაქი აიღო. ეს
ჯალალ ედ-დინის უკანასკნელი წარმატება გახლდათ.
რუმის სულთანმა და დამასკოს მმართველმა მალიკ-აშრაფმა გადაწყვიტეს, რომ
ჯალალ ედ-დინის მოქმედებების ატანა აღარ შეიძლებოდა, რომ ის ზედმეტად
გაძლიერდა და ამიტომ მას ომი გამოუცხადეს. ამასობაში მონღოლთა ჯარმა ჩორღამუნ
ნოინის სარდლობით მდინარე ამურ-დარია გადმოლახა და ირანის ტერიტორიაზე
შეიჭრა. ყველასგან მოძულებულმა ჯალალ ედ-დინმა ერთ მოკავშირეც ვერ იშოვა
მონღოლთა წინააღმდეგ საბრძოლველად. განწირულმა შაჰმა ბიზანტიაში მოინდომა
გაქცევა. 1230-31 წლის ზამთარში, მონღოლებმა კინაღამ შეიპყრეს მთვრალი ჯალალ ედ-

113
დინი აზერბაიჯანში, მაგრამ მან მოახერხა დიარბაქირში (თურქეთის სამხრეთი) გაქცევა.
ერთი ვერსიით, აქ შაჰის პიროვნება გამომჟღავნდა და ის ერთმა შურისძეიებიღ
აღვსილმა ქურთმა გამოასალმა სიცოცხლეს, რომლის ძმაც ჯალალ ედ-დინის მიერ
ხლათის აღების დროს გამართულ სასაკლაოს დროს დაღუპულა. მეორე ვერსიით,
მონღოლთაგან გაქცევისას სადღაც, წყაროს პირას ჩასძინობა, ის ქურთ მწყემსებს
უნახავთ და მდიდრულ ტანსაცმელს დახარბებულებს მოუკლავთ. ასეა თუ ისე, ერთ
დროს მრისხანე შაჰი, 1231 წლის აგვისტოში დევნილობაში გამოასალმეს სიცოცხლეს.
1230 წელს რუსუდანმა თანამოსაყდრედ საკუთარი 5 წლის ვაჟი, დავითი დაისვა.
რუსუდანმა ის ქუთაისში გაამეფა. რუსუდანი ასე იმიტომ ჩქარობდა, რომ ის როგორც
ჩანს ლაშა-გიორგის ვაჟის, 15 წლის დავითში. გარკვეულ საფრთხეს გრძნობდა
კანონიერი თუ უკანონო, ის მაინც მეფის ვაჟი იყო და სრულიად შესაძლებელი იყო
რარაც ეტაპზე ფეოდალთა გარკვეულ ნაწილს მისი მხარე დაეჭირა (ასეთები ამ დროს
უკვე უნდა ყოფილიყვნენ), მითუმეტეს ასეთი წარუმატებელი მეფობის პორობებში.
რუსუდანმა მხოლოდ 1235 წელს მოახერხა ძმიშვილის თავიდან მოშორება. მეფემ
საკუთარი 10 წლის ქალიშვილი ქაიხოსროზე, რუმის მომავალ სულთანზე დანიშნა.
დავითიც სწორედ იქ გაიგზავნა, როგორც სელჩუკი ტყვე.
ჯალალ ედ-დინის სიკვდილმა და ხვარაზმელთა საფრთხის საბოლოოდ გაქრობამ
მხოლოდ მცირე ხნით მისცა ქვეყანას ამოსუნთვის საშუალება. 1235 წელს საქართველოს
საზღვრებთან კვლავ გამოჩნდნენ მონღოლები. ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო. ეს
არც დაზვერვითი ლაშქრობა იყო, და არცმომავალი ლაშქრობებისათვის ნიადაგის
მოშინჯვა. 1235 წლიდან მონღოლები საქართველოს და სრულიად კავკასიის
დასაპყრობად წამოვიდნენ.
ამ პერიოდში მონღოლთა საყაენო ერთიან სახელმწიფოს აღარ წარმოადგენდა.
ჩინგიზ ყაენის გარდაცვალების შემდეგ იმპერიის ტერიტორია მის 4 შვილზე
გადანაწილდა. ეს გადაწყვეტილება თავად შინგიზმა მიიღო 1224 წელს და თავის ვაჟებს
შემდგომი დაპყრობების მიმართულებებიც დაუსახა. უფროს ვაჟს, ჩუჯის ხაზარეთი და
ყივჩაღთა ველი, ასევე დასავლეთით დაპყრობილი ტერიოტრიები, რუსეთი და აღმ.
ევროპა. რადგან ჯუჩი მანამდე გარდაიცვალა სანამ ამ ტერიტორიებს მიიღებდა, ამიტომ

114
მემკვიდრეობდა მის ვაჟს, ბათოს ერგოს. ბათო ყაენის თაოსნობით ამ ტერიტორიაზე
შემდგომში (XIII საუკუნის 40- იანი წლები) სრულიად დამოუკიდებელი მონღოლური
სამეფო - ოქროს ურდო შეიქმნა. მეორე შვილს, ჩაღათაის ერგო მავერანაჰრი,
შვიდმდინარეთი და თურქესტანის სამხ. ნაწილი; მესამე ვაჟს, უგედეს, თურქესტანის
სამხ. ნაწილი, ხოლო მეოთხე ვაჯს, ყველაზე უმცროსს მონღოლური წესის მიხედვით
ერგო მამისეული ტერიტორიებიე - ცენტრაული მონღლეთი და ჩრდილოეთ ჩინეთი.
ჩინგიზ ყაენის გარდაცვალების შემდეგ გარკვეული პერიოდი მონღოლთა
სახელმწიფო კვლავ თეორიულად ერთიანი სახელმწიფოდ რჩებოდა. მას ერთი მთავარი
ყაენი მართავდა, რომელსაც ყურულთაიზე ირჩევდნენ. 1229 წელს მთავარ ყაენად უგედე
აირჩიეს და მონღოლებმა კვლავ განაახლეს რამდენიმე მიმართულებით ლაშქრობა.
ირანში ლაშქრობა უგედემ თავის ცნობილ სარდალს, ჩორმაღუნ ნოინს დაავალა. მან
მარტივად მოახერხა თითქმის მთელი ირანის დაპყრობა და ახლა ჯერი სამხრეთ
კავკასიაზე მიდგა.
ქართველ-ხელში მყოფი პირველი ქალაქი რომელსაც მონღოლები მოადგნენ ეს
შამქორი იყო, შირვანში. მისის მფლობელი ვარამ გაგელი დასავლეთ საქართველოში
გადავიდა. მონღოლებმა ქალაქი აიღეს და დაარბიეს. შემდეგი ქალაქი განძა იყო.
მოსახლეობის ნაწილი ამოხოცეს, ნაწილიც ტყვედ წაასხეს. ეს ყველაფერი 1235 წელს
ხდებოდა. ამ წელს რუსუდანი უკვე ხელახლა აშენებულ თბილისში იყო. თუმცა ისიც,
ვარამ გაგელივით ქუთაისში გაიქცა და ქალაქისთავს, მუხა მუხასძეს დაავალა, თუ
მონღოლები თბილისს მოუახლოვდებიან ქალაქი გადაწვიო. მონღოლები, რა თქმა უნდა,
მიუახლოვდნენ ქალაქს და ისიც ქვლავ ცეცხლის ალში გაეხვა. დიდებულები თავიანთ
ციხე-სიმაგრეებში გამოიკეტნენ. მანდატურთუხუცესი შანშე მხარგრძელი აჭარაში
გადავიდა, ლორე თავის სიმამრს დაუტოვა და ჩინგიზის მეორე ვაჟის, ჩაღათაის
წინააღმდეგ ბრძოლა დაავალა. ამირსპასალარი ავაგ მხარგრძელმა თავისი ციხე-
სიმაგრის დაცემის შემდეგ ანისს შეაფარა თავი. მონღოლებმა ეს ქალაქიც აიღეს და
მოსახლობა გაჟლიტეს. ფაქტობრივად სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე
მონღოლებმა მთელი საქართველო დაიკავეს კახეთის, მთიანეთისა და დასავლეთ
საქართველოს გარდა. სამხრეთ საქართველოში, ერთადერთი სამშვილდის მფლობელი

115
ივანე-ყვარყვარე ციხისჯვარელი-ჯაყელი იბრძოდა დიდ ხანს და მხნედ, მაგრამ ნახა რა,
რომ ის ფაქტობრივად მარტოდ მარტო იყო მრისხანე მტრის წინააღმდეგ, მანაც შეწყვიტა
ბრძოლა.
1235 წლიდან 1239 წლამდე მონღოლთა პატარა რაზმები აღმოსავლეთ
საქართველოს აოხრებდნენ, უმოწყალოდ უსწორდებოდნენ მოსახლეობას.
სასოწარკვეთილმა რუსუდანმა დახმარება პაპ გრიგოლ მეცხრესაც კი სთხოვა, მაგრამ
უშედეგოდ. საბოლოოდ ივანე ჯაყელის რჩვევით, მონღოლებთან მოლაპარაკებების
საწარმოებლად დელეგაცია გაიგზავნა. მონღოლთა ლიდერმა ჩაღათაიმ ელჩები დიდი
პატივით მიიღო. სულ მალე ორ მხარეს შორის შეთანხმებაც შედგა, რომლის თანახმადაც
მონღოლები რჩებოდნენ აღმოსავლეთ საქართველში. ისინი დასავლეთ საქართველოს არ
შეეხებოდნენ. რუსუდან ქვეყანა თბილისად უნდა ემართა. ქართველი დიდებულები
მონღოლ ნოინებს (დიდებულებს) უტოლდებოდნენ. საქართველოს სამეფო ვალდებული
იყო ყოველწლიურად ხარკის სახით მონღოლთათვის 50 000 პერპერა ეხადა
(დაახლოებით 250 კილო ოქრო) და რაც მთავარია, ქართველებს მონღოლთა
ლაშქრობებში მონაწილეობის მიღება ევალებოდათ. მონღოლათა ყაენი ბათო დავით
რუსუდანის ძეს ტახტის მემკვიდრედაც სცნობდა.
შეთანხმების მიღწევამდე რუსუდანი ქუთაისში რჩებოდა, მაგრამ რადგანაც
დავით რუსუდანის ძე მონღოლებს ერთიანი საქართველოს მეფედ უნდა
დაემტკიცებინათ, თითქოს საქართველოს პოლიტიკურ მთლიანობას საფრთხე არ
ემუქრებოდა, ამიტომაც1242/1243 წელს რუსუდანი თბილისში გადმოვიდა. დავითი
ჩრდილოეთის ულუსში ბათო ყაენთან გაგზავნა, საიდანაც ახალგაზრდა მეფე კარგა ხანს
არ დაბრუნებულა. რუსუდანი დავითის დაბრუნებას ვერ მოესწრო, იგი 1245 წელს
გარდაიცვალა.
როდესაც რუსუდანი გარდაიცვალა, ქვეყანა ფაქტობრივად მეფის გარეშე დარჩა.
ბათო ყაენთან გამგზავრებული დავითი საქართველოში უკვე დაღუპულად მიაჩნდათ,
მეორე დავით კი, ლაშა-გიორგის ვაჟი ქართველ დიდებულთა მხრიდან კვლავ არ
განიხილებოდა ტახტის მემკვიდრედ. ასეთ ვითარებაში ქვეყანა მეტად მძიმე
მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამხრეთ კავკასიის მონღოლმა გამგებელმა არღუნ აღამ

116
უმეფოდ დარჩენილი ქვეყნის მონღლურ ყაიდაზე მოწყობა დაიწყო. მან საქართველო
დუმნებად დაჰყო (ტერიტორიული ერთეული რომლიდანაც 10 000 მებრძოლის
გამოყვანა იყო შესაძლებელი. ეს დადგენილი რაოდენობა იყო, რაც რეალობაში, როგორც
წესი, უფრო ნაკლები გახლდათ). თითოეულ დუმანს ხანმა ადგილობრივი დიდი
ფეოდალები ჩაუყენა სათავეში( მიუხედავად იმისა, სურდათ თუ არა ეს მათ), ხოლო მათ
მონღოლი ნონინები მეთვალყურეობდნე. პირველი დუმანი, რომელმაც კახეთი, ჰერეთი
და კამბეჩოვანი მოიცვა, ეგარსლან ბაკურციხელს ერგო. ეს უკანასაკნელი ფაქტობრივად
დანარჩენი ქართველი დიდებულების მეთაურად მოგვევლინა. მეორე დუმანი, ქვემო
ქართლი მტკვრის ხეობიდან შამქორამდე ვარამ გაგელს ჩაბარდა. ჩრდილოეთ
სომხერთს, ანუ მესამე დუმანს შანშე მხარგრძელი ჩაუდგა სათავაში. მეოთხე - შიდა
ქართლი გრიგოლ სურამელს ერგო. მეხუთე დუმანმა სამცხე-ჯავახეთი მოიცვა და მას
სათავეში ივანე გამრეკელ-თორელი ჩაუდგა სათავაში. მეექვსე და ყველაზე დიდი
დუმანი, სამცხედან ერზრუმამდე ივანე-ყვარყვარე ციხისჯვარელ-ჯაყელის ხელში
გადავიდა (ამით განმტკიცდა, ჯაყელთა მემკვიდრეობით უფლებები სამცხეზე).
მეშვიდე, სამეგრელო და აფხაზეთი ცოტნე დადიანს ერგო (აქედან იწყება დადიანთა
მემკვიდრეობითი უფლებები ამ ტერიტორიაზე). მერვე, უკანასკნელ დუმან, რაჭასა და
სვანეთს რაჭის ერისთავი ჩაუდგა სათავაში. დასავლეთ საქართველოს დუმნები
(მეშვიდე და მერვე) ნაკლებად განიცდიდა მონღოლთა დაწოლას და ნაკლები
გადასახადის გადახდაც უწევდა, რასაც დანარჩენ ექვს დუმანზე ნამდვილად ვერ
ვიტყვით.
ქვეყნის მმართველობის მონღოლურ წესზე მოწყობა საფუძველს ურყევდა
საართველოს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სისტემას. ეს ქართველმა
დიდებულებმაც კარგად გაიაზრეს და მონღლთა წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაც
გადაწყვიტეს.
ქვეყნის დუმნება დაყოფიდან მალევე, 1246 წლის ზაფხულში ქართველი
დიდებულები კოხტასთავის ციხეში შეხვდნენ ერთმანეთს (ჯავახეთი, ასპინძასთან). მათ
შორის იყვნენ ეგარსლან ბაკურციხელი, ცოტნე დადიანი, ვარამ გაგელი, ყვარყვარე
ჯაყელი, გამრეკელ-თორელი, სარგის თმოგველი და სხვები. დიდებულთათვის ყველაზე

117
მიუღებელი მონღლთა მიერ დაწესებული სამხედრო ვალდებულება გახლდათ.
მოსახლეობის თითქმის 20 პროცენტი, 25 წლიდან 60 წლამდე მამაკაცები მონღოლთა
გაუთავებელ ომებში იღუპებოდნენ; სამხედრო სამსახურისგან შემცირებულ და მძიმე
მონღოლური გადასახადებით გაღარიბებულ გლეხობას აღარც თავიანთი ფეოდალების
წინაშე დაკისრებული მოვალეობების შესრულება შეეძლო. გაღარიბებული და
დასუსტებული ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე იდგა.
შეთქმულებაში რვიდან დუმანიდან მხოლოდ ორის მმართველმა არ ინდომა
მონაწილეობის მიღება. ესენი იყვნენ შანშე მხარგრძელი და გრიგოლ სურამელი. ისინი
მონღოლთა მორჩილებაში დარჩნენ. შეთქმულთა მიზანი იყო შეეგროვებინათ სამხედრო
ძალა და შეთანხმებულად, ერთობლივი ძალებით შეეტიათ მონღოლთათვის და
ქვეყნიდან განედევნათ. მათდა სამწუხაროდ, მონღოლთა დაზვერვამ იდეალურად
იმუშავა - ჯერ კიდევ მანამ, სანამ შეთქმულები კოხტასთავს დატოვებდნენ არღუნ - აღას
ხალხმა, ბიჩო და ანგურაყ ნოინებმა ისინი შეიპყრეს. შეპყრობას ყველაზე შორეული
დუმნების პატრონები, ცოტნე დადიანი და რაჭის ერისთავი გადაურჩნენ, რადგან მათ
ძალების შემოსაკრებად მალევე დატოვეს კოხტასთავი. ტყვეები ქალაქ ანისში წაიყვანეს.
მონღლთა შეკითხვაზე თუ რას ემსახურებოდა მათი კოხტასთავს შეხვედრა
დიდებულები ერთნაირ პასუხს აძლევდნენ, თითქოს მათ არა განდგომა, არამედ
მონღოლთათვის მისაცემი გადასახადების აკრეფის საქმის მოგვარება-მოწესრიგება
ჰქონდათ გადაწყვეტილი. ეს პასუხი არც ისე დამაჯერებლად ჟღერდა მონღოლთათვის
ამიტომაც და მათ გამოტეხვის მიზნით ბრძანა გაეშიშვლებინათ ისინი, ტანზე თაფლი
წაესვათ და ხელებეშეკრულნი აგვისტოს მცხუნვარე მზის ქვეშ დაეყარათ.
ამასობაში ცოტნე დადიანი თავისი ხალხით უკვე ბრუნდებოდა დასავლეთ
საქართველოდან. მას გზაში მოახსენეს შეთქმულთა შეპყრობის ამბავი. დადიანი
მებრძულები უკან გააბრუნა და ორ თანმხლებ პირთან ერტად გაეშურა ანისისაკენ.
როდესაც მან მზის გულზე დაყრილი დიდებულები დაინახა, თავად ჩამოქვეითდა,
თანზე გაიხადა და ისიც მათ გვერდით დაჯდა. მონღლებმა მასაც ჰკითხეს შეკრების
მიზანი და ცოტნემაც, იგივე პასუხი გასცა რაც დანარჩენებმა და თუკი სხვების დასჯა

118
ჰქონდათ გადაწყვეტილი, ისიც მათთან ერთად ითხოვდა სასჯელს. საბოლოოდ
მონღოლებმა დაიჯერეს ქართველი დიდებულებისა და ისინი გაათავისუფლეს.
ამ პერიოდში ყველაზე დიდი ძალაუფლება ეგარსლან ბაკურციხელმა მოიპოვა. ის
იმდენად გაძლიერდა რომ სხვა დიდებულებს შიში გაუჩნდათ მას არ დაეკავებინა
ტახტი, ამიტომ მათ გადაწყვიტეს თვალები დახუჭათ დავით ლაშა-გიორგის ძის
უკანონო შვილობაზე და მეფედ მოიწვიეს ის. მონღოლები, რომლებიც შეთქმულების
შემდეგ, როგორც შანს გარკვეულ დათმობაზე აპირებდნენ წასლვას თანხმობა
განაცხადეს დავითის გამეფებაზე, მაგრამ პირველ რიგში ისიც, თავისი მამიდაშვილის
მსგავსად დიდ ყაენთან უნდა გამგზავრებულიყო და მისგნა მიეღო მეფობა. ასე და
ამგვარად, 30 წლის დავითი აღმოსავლეთისაკენ გაემგზავრა. 1247 წელს ყაენის კარზე
ბიძაშვილ-მამიდაშვილები, ორივე დავითი ერთმანეთს შეხვდნენ. ვითარება საკმაოდ
დაიძაბა. დავით რუსუდანის ძე ყველას დაღუპული ეგონა, ქართველები დავით ლაშა-
გიორგის ძის გამეფების გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, ახლა კი აღმოჩნდა, რომ
საქართველოს სამეფოს ტახტს ორი პრეტენდენტი ჰყავდა და ფაქტობრივად ერთად
ელოდნენ ყაენის გადამწყვეტ სიტყვას. ყაენის კარზე ორივე დავითის მომხრეებს შორის
ცხარე კამათი გამართულა. ერთნი ამტკიცებდნენ რომ ქალის შტოს მეტი უფლება
ჰქონდა ტახტზე უკანონო ვაჟის წინააღმდეგ, მეორენი კი პირიქით, ამტკიცებდნენ რომ
უპირატესობა მამრობითი სქესის შთამომავალს უნა მინიჭებოდა, თუნდაც ის უკანონო
ყოფილიყო. საბოლოოდ ქართველები ერთმანეთსი ვერ მორიგდნენ და შუამავლობა
დიდ ყაენს, გუიუქს სთხოვეს. ყაენმა ქართველთა ეს მწვავე პრობლემა მონღოლური
წესით მარტივად გადაწყვიტა - მან ორივე აკურთხა მეფედ თუმცა უფროს-უმცროსობის
წესის დაცვით. რადგან დავით ლაშა-გიორგის ძე ასაკით უფროსი იყო ის „უფროს“
მეფედ აკურთხეს (დავით VII ულუ, რაც მონღოლურად უფროსს ნიშნავს); მეფედ
აკურთხეს მეორე დავითიც და მას ნარინი - მონღოლურად უმცროსი უწოდეს (დავითVI
ნარინი). ნომინალურად დავით ნარინი დავით ულუს დაუქვემდებარეს. იმავე წელს
ორივე დავითი, ორივე მეფე სამშობლოში დაბრუნდა.
მეფეების დაბრუნების შმედეგ საქართველოში დუმნების სისტემა გაუქმდა.
თავდაპირველად ორივე მეფე თბილისში იჯდა და შეთანმხებულად მოქმედებდნენ.

119
გადაწყვიტეს უმეფობის დროს ზედმეტად გაძლიერებული დიდებულები დაესაჯათ.
ერთ-ერთი ასეთი იყო თორღვა პანკელი (პანკისის ერისთავი), რომელმაც თავისი
ძალაუფლების გავრცელება მთელ კახეთზე მოახერხა. მონღოლებმა მეტად გაურთულეს
საქმე დავით ულუს, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეძლო პანკისის ციხეში გამაგრებული
ერისთავის დამარცხება. მეორე ასეთი დიდებული იყო სარგის ჯაყელი, რომელიც ღიად
უცხადებდა მონღოლებს მორჩილებას. საქართვერლოს მეფეებმა მონღოლთა შიშით ვერ
შეძლეს მისთვის ხელის ხლება, უფრო მეტიც, მონღოლებმა გაწეული სამსახურისათვის
მას სამცხის ათაბაგობა უბოძეს, რითიც თითქმის მთელი სამხრეთ საქართველოს ბატონ-
პატრონად აქციეს.
1250 წლამდე ორივე ქართველი მეფე და მონღოლები, შეიძლება ითქვას რომ
შეთანხმებულად მოქმედებდნენ. მიუხედავად ამისა ქვეყანაზე დაწოლა სულ უფრო და
უფრო იზრდებოდა და მონღოლთა ბატონო აუტანელი ხდებოდა. მიუხედავად იმისა,
რომ მონღოლთა მასშტაბური დაპყრობები ამ დროს უკვე შეწყვეტილია ისინი მაინც
აგრძელებენ ბრძოლას ეგვიპტესა და ირანში, შესაბამისად საქართველოდან კვლავ
ხდებოდა ცოცხალი ძალის გადინება. 1254-56 წლებში მთელ იმპერიაში ჩატარდა აღწერა.
მონღოლებმა აღწერეს ყველაფერი რისი აღწერაც შეიძლებოდა, მოსახლეობა, პირუტყვი,
ბაღ-ვენახები, ბოზსტნები, წიქსქვილები, საძოვრები თუ სათევზაო ადგილები (აღწერა
არ შეეხო მხოლოდ საეკლესიო პირებს და საეკლესიო მიწებს, რადგან ისინი
გათავისუფლებული იყვნენ გადასახადიდან). აღწერის შემდეგ საქართველოს
მოსახლეობას თოთხმეტამდე გადასახადი დააწესეს. მათი მთლიანი შემოსავლის
თითქმის 30 პროცენტი მონღოლებს რჩებოდათ, ამას ემატებოდა ქართველ
ფოდალთათვის მისაცემი ბეგარა და კიდევ სხვა ხარჯები, რაც უბრალო მოსახლეობას
გაუსაძლის პირობებში აყენებდა. გარდა ამისა, გადასახადების აკრეფა მონღოლთა
ხელში იყო(მონღოლ გადასახადების ამკრეფებს ბასკაკები ეწოდებოდათ), რომლებიც
ხშირ შემთხვევაში უფრო მეტს ითხოვდნენ უბრალო მოსახლეობისგან, ვიდრე ეს წესით
იყო დადგენილი, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა. ყველაზე მძიმე მაინც
სამხედრო ბეგარა, მონღოლურად „ქალანი“ გახლდათ. 1254 წლის ცენზით ყოველი 9
ოჯახიდან ერთი მებრძოლი უნდა გამოსულიყო, რაც მთავარია აქაც საკუთარი

120
ხარჯებით (საქართველოდან აღწერის მიხედვით 90 000 მებრძოლი გროვდებოდა.
შესაბამისად, უხეში გამოთვლებით, ქვეყნის მოსახლეობა ორნახევარი მილიონი უნდა
ყოფილიყო).
საქართველოში ყველაზე კარგ მდგომარეობაში ეკლესია აღმოჩნდა. მონღოლებს
არც საეკლესიო მიწები აუოხრებით და საწყის ეტაპზე არანაირი გადასახადი არ
დაუკისრებიათ მასზე. მართალია მოგვიანებით, მონღლთა მიერ ისლამის
ოფიციალურად მიღების შემდეგ ქრისტიანთა სულადობრივი გადასახადი, ჯიზია
დაწესდა, მაგრამ ის მალევე გაუქმდა.
ამ პერიოდში საინტერესო მოვლენები ხდება თავად მონღოლთა სახელმწიფოში.
მონღოლები მთელი ირანის დამორჩილებისათვის იბრძოდნენ. მათ ბრძოლები ჰოქნდათ
ისმაილიტებთან და ბაღდადის ხალიფას წინააღმდეგ. 1251 წელს მონღოლთა დიდ
ყაენად მანგუ აირჩიეს. ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა ირანის საკითხი საბოლოოდ
მოეგვარებინა და დიდძალი ლაშქრით საკუთარი ძმა ჰულაგუ გამოგზავნა. 1256 წელს
ჰულაგუმ ისმაილიტთა მანამდე აუღებელი სიცე-სიმაგრე, ალამუთი აიღო, ორი წლის
შემდეგ კი ბაღდადიც მიაყოლა. ჰულაგუ ყაენი თავისი ხალხით ირანში დარჩა და 1258
წელს იქ ახალი მონღოლური სახელმწიფო შექმნა. 1259 წელს მანგუ ყაენი გარდაიცვალა,
მის მაგივრად დაიანიშნა ყუბილაი, რომელმაც ჰულაგუს დაპყრობილი ტერიტორიები
დაუმტკიცადა ილხანის ტიტულიც უბოძა. ასე შეიქმნა ილხათნა საყაენო ეწოდა. მთელი
სამხრეთ კავკასია, მათ შორის საქართველოც ამ სახელმწიფოს ქვეშევრდომობაში
შედიოდა. მოგვიანებით ილხანთა საყაენოსა და ზემოთხსენებულ ოქროს ურდოს შორის
სასტიკი ბრძოლა ატყდა, რომელშიც საქართველოს მეფეებიც იღებდნენ მონაწილეობას.
მონღოლათა მიერ დაპყრობილი სხვადასხვა ხალხების მდგომარეობა სულ უფრო
და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა. 1259 წელს აჯანყებამ იფეთქა აზერბაიჯანში. იმავე
წელს წამოიწყო აჯანყება დავით ნარინმაც. ამ დროს ულუ დავითი აჯანყებულთა მხარეს
არ ყოფილა. ჰულაგუ ყაენმა დიდი ჯარი გამოაგზავნა აჯანყებულთა წინააღმდეგ.
შეტაკებას აჯანყებულთა და მონღოლთა ჯარს შორის დიდი იყო მსხვერპლი მოჰყოლია
ქართველთაა მხრიდან, მაგრამ მონღოლებს მაინც ვერ მიუღწევიათ გამარჯვებისათვის.
აჯანყება გრძელდებოდა. ამიტომ ჰულაგუ ყაენმა საქართველოში ერაყის დუმნის

121
ლაშქარიც გამოიძახა. ამ ამბის მცნობმა დავით ნარინმა ბრძოლის გაგრძელება უაზროდ
მიიჩნია და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ადგილობრივმა დიდებულებმა ის
მეფედ გამოაცხადეს. ასე შეიქმნა დასავლეთ საქართველოში ცალკე სამეფო. მონღოლები
იძულებულნი იყვნენ გარკვეულ დრომდე ამ ვითარებას შეგუებოდნენ.
დავით ნარინის აჯანყებას დავით ულუს აჯანყება მოჰყვა 1260 წელს. აჯანყების
მიზეზი მონღოლური გადასახადების სიმძიმესა და გადასახადების ამკრეფთა
თავგასლულობასთან ერთად ის გახლდათ, რომ მონღოლებმა დავით ულუს, დავით
ნარინის გადასახადებიც უნდა ეხადა. ულუ ჯავახეთში შეხვდა დიდებულებს და სარგის
ჯაყელის მხარდაჭერითა და რჩევით განუდგა მონღოლებს. მეფის მხარეს არაერთი
დიდებული დადგა, თუმცა მან ქართლის დიდებულებს მისცა ნება თავად აეჩიათ ვის
მხარეს დადგებოდნენ, მისი თუ მონღოლებისა (შესაძლოა ეს იძულებითი ნაბიჯიც
გახლდათ, რადგან მას არ შეეძლო ემოქმედა ამ დიდებულების გადაწყვეტილებებზე).
ივანე მხარგრძლემა და კახა თორელ-გამრეკელმა არ ინებეს დაპირისპირებოდნენ
მონღოლებს, უფრო მეტიც, ისინი თავიანთი ძალებით სურამის ციხეში მდგარ არღუნ-
აღას შეუერთდნენ. არუნ-აღამ ორივე აჯანყებული მეფის დასჯა გადაწყვიტა,
ამავდროულად დაატყვევა დავით ულუს დედოფალი გვანცა, ვაჟი დემეტრე (დემეტრე
თავდადებული) და თავრიზს გაგზავნა.
მიუხედავად იმისა, რომ დავით ულუ ცოცხალი ძალით ჩამოუვარდებოდა
ამიტოამ მტკვრის ხეობის ვიწრობებში განალაგდნენ. პირველი შეტაკებაში გამარჯვება
ქართველებს დარჩათ. ამ წარმატებით გამხნევებულებმა ქართველთა სარდლობამ,
სარგის ჯაყელის მეთაურობით მტრის ძირითად ძალაზე შეტევა განიზრახა და
ვიწრობებიდან გამოვიდა. 1260 წლის დეკემბერში ქართველებმა ვეღარ მიაღწიეს
წარმატებას და მონღოლებთან ბრძოლაში დამარცხდნენ. დავით ულუ და სარგის
ჯაყელი ბრძოლის ველს გაეცალნენ. ამის შემდეგ, 1261 წლის დასაწყისსში არღუნ - აღა
ოცი დღის განმავლობაში არბევდა სამცხეს, თუმცა მთავარი ციხე-სიმაგრის,
ციხისჯვარის აღება მაინც ვერ მოახერხა. მან დავით ულუს დასასჯელად მისი მეუღლის,
გვანცას სიკვდილით დასჯის გადაწყვეტიულება მიიღო.

122
განვითარებული მოვლენების შემდეგ, დავით ულუმ და სარგის ჯაყელმა
წინააღმდეგობის გაწევა მიზანშეუწონელად ჩათვალეს და თავიანთ მომხრეებთან
ერთად მონღოლათათვის მიუწვდომელ დასავლეთ საქართველოში დავით ნარინთან
გადავიდნენ.
დავით ულუს დასავლეთ საქართველოში გადასვლას იქ ვითარების გამწვავება
მოჰყვა. დიდებულები ორ ბანაკად გაიყვნენ. დავის საგანი ორი მეფედან უპირატესობის
საკითხი იყო. დავით ულუ და მისი მომხრეები თვლიდნენ რომ ის კვლავ „უფროს“
მეფედ რჩებოდა და დავით ნარინი მას უნდა დამორჩილებოდნენ. რა თქმა უნდა, დავით
ნარინს თავისი მომხრეები ჰყავდა და ისინი ამ აზრს არ შეურიგდებოდნენ.
თავდაპირველად დავა დავით ულუს მომხრეებმა წამოიწყეს. მათ ნარინის გადაყენება
გადაწყვიტეს მაგრამ ეს ცდა მარცხით დასრულდა. საბოლოოს მეფეები შეთანხმდენენ და
საქართველოს შემოსავალზე უფლება შუაზე გაიყვეს. ამგვარი მდგომარეობა ცოტა ხნით
გაგრძლედა.
უმეფოდ დარჩენილი აღმოსავლეთ საქართველოს მართვა მონღოლებმა სომეხ
დიდვაჭარს, ვინმე შადინს ჩააბარეს. სულ მალე მეფის გარეშე დარჩენილი აღმოსავლეთ
საქართველო სრულმა ქაოსმა მოიცვა. დაიწყო მოლაპარაკებები არღუნ-აღასა და დავით
ულუს შორის. მოლაპარაკებებისას მონღოლთა კარზე დაწინაურებული სარგუნ
მანკაბერტელი თარჯიმნობდა. მისი რჩევით, სარგის ჯაყელმა აჯანყების მიზეზი ისე
წარმოაჩინა, თითქოს ის იმისათვის მოეწყოთ, რომ ყაენისათვის მონღოლ
გადასახადების ამკრეფთა თვითნებობისა შესახებ მიეწვდინათ ხმა. საინტერესოა
რამდენად დამაჯერებლად მიიჩნია ეს საბუთი ყაენმა, მაგრამ მაინც მოუწია მიეღო ის და
დავით ულუს აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ დაბრუნების უფლება მიეცა. საქმე
იმაშია,დასავლეთ მონღოლური იმპერიის ორად გაყოფა უკვე დაწყებულიყო.
მოლაპარაკებების დროს ცნობილი გახდა, რომ ოქროს ურდოს მმართველი ბერქა ყაენი
ილხანთა წინააღმდეგ დაიძრა. ჰულაგუმ მაშინვე შეწყვიტა მოლაპარაკებები, დავით
ულუს უბრძანა აღმოსავლეთ საქართველოში დაბრუნებულიყო, ჯარი შეეკრიბა და
თავისი მოვალეობა შეესრულებინა - საბრძოლველად მასთან გამოცხადებულიყო.

123
ორადგაყოფილისამეფო

დავით ულუს აღმოსავლეთში დაბრუნების შემდეგ ფაქტობრივად დაკანონდა


საქართველოს სამეფოს ორად გაყოფა. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო
ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იქცა. დავით ნარინის ხანგრძლივი

124
მმართველობისას (1258 – 1293 წწ.) დასავლეთ საქართველოში ასე თუ ისე სტაბილური
მდგომარეობა სუფევდა. მნიშვნელოვანია ის, რომ აღმოსავლეთ საქართველოსგან
განსხვავებით დასავლეთი მონღოლური გადასახადებით არ იყო დატვირთული.
საგარეო პოლიტიკაში დავით ნარინმა ანტი-ილხანური კურსი აირჩია. ის დაუახლოვდა
ილხანთა უპირველეს მტერს, ოქროს ურდოს; შეიფარა ილხანთა ყაენის, აბაღას (1265 -
1282) წინააღმდეგ აჯანყებული თოღუდანიდა ირანიდან დევნილი ღალღური,
რომლებიც უკვე დასავლეთ საქართველოდან ებრძოდნენ აბაღას. დავით ნარინი
დაუკავშირდა ასევე ილხანთა მტრებს ანატოლიასა და ეგვიპტეში. 1254 წელს, ჯერ კიდევ
დასავლეთ საქართველოში გადასვლამდე დავით ნარინი გაშორდა თავის პირველ ცოლს(
რომლისგანაც მას სამი ვაჟი კონსტანტინე, მიხეილი და ვახტანგი ეყოლა) და ბიზანტიის
იმპერატორის, მიხეილ VIII პალეოლოგოსის, ქალიშვილი თეოდორა ითხოვა.
თეოდორასა და დავითს ვაჟი, ალექსანდრე ეყოლათ. დასავლეთ საქართველოს
დამოუკიდებლობის ხაზგასმა გახლდათ ეკლესიის გაყოფა. შეიქმნა „აფხაზთა
საკათალიკოსო“ . დასავლეთ საქართველოს ეკლესია გამოვიდა თბილისში მჯდომი
კათალიკოსის იურისდიქციიდან და ის აფხაზთა კათალიკოსს დაექვემდებარა.
მართალია, ანტი-ილხანურ საგარეო პოლიტიკას თავისი უარყოფითი შედეგებიც
ჰქონდა (თოღუდანის ლაშქრის შენახვა დავითს არც ისე იაფი უჯდებოდა. ისინი 500
ძროხას, 600 ცხენს, 2 000 ცხვარს და უამრავ ღვინოს ითხოვდნენ. გარდა ამისა
თოღუდანის ხალხი დასავლეთ საქართველოს სასაზღვრო ტერიტორიებსაც
მოაოხრებდნენ ხოლმე, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნიდა), ვითარება აქ დავით ულუს
სამეფოსთან შედარებით ბევრად უკეთესი იყო.
ცხოვრება ქართლსა და კახეთში ძალიან ჭირდა. მოსახლეობას, როგორც უკვე
ვიცით, უამრავის სახის გადასახადის გადახდა უწევდა. ილხანთა საუაენოსა და ოქროს
ურდოს შორის დაპირისპირებაც მძიმედ უკდებოდა დავით ულუსა და მის სამეფოს.
ჩრდილოეთის ოქროს ურდოს მბრძანებლებს აზერბაიჯანის ნოყიერი საძოვრები და
საქარავნო გზები თავიანთ სამფლობელოდ მიაჩნდათ. ახლად ჩამოყალიბებულმა
ილხანთა საყაენო კი აზერბაიჯანს არ თმობდა, იგი თავის საყაენოს ცენტრად აქცია. ორ

125
ქვეყანას შორის არაერთი სისხლისმღვრელი ბრძოლა გაიმართა, რომლებშც უამრავი
ქართველი დაიღუპა.
აღმოსავლეთ ქართველებისათვის, ალბათ, ყველაზე რთული ე.წ „სიბაზე დგომა
გახლდათ. ჯერ კიდევ ჰულაგუს ყაენობისას, 1263 წელს მონღოლებმა ბერქა ყენის
შემოსევების შიშით საქართველო - შრვანის საზღვარზე გამაგრებული ხაზისა და
სანგრების (მონღოლურად სიბა) ააშენეს, სადაც მონღოლებთან ერთად ყოველწლიურად,
შემოდგომიდან გაზაფხულამდე ქართველებსაც უნდა ემორიგევათ. 1263-64 წლებში
ათასობით გლეხი მთელი წლის განმვალობაში სიბაზე იდგა, მიწები აღარ მუშავდებოდა
და ქვეყანა შიმშილმა მოიცვა. 1264 წელს ბერქა ყაენმა აღმოსავლეთ საქართველო
მოაოხრა, სწორედ ამ ლაშქრობისას სრულიადან განადგურდა ქალაქი რუსთავი,
დაინგრა ხუნანი და ხორნაბუჯი.
გამუდმებული ომები, მძიმე გადასახადები, სიბაზე დგომა აღმოსავლეთ
საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში გდებდა. მძივე ვითარებაში იყვნენ როგორც
უბრალო მოსახლეობა, ისე არისტოკრატია. უბრალო მოსახლეობა ტოვებდა თავიანთ
მიწებს, რათა თავი აერიდებინათ გადასახადებისათვის, ფეოდალური ბეგარისათვის.
მარტივად რომ ვთქვათ ისინი შიმშილით სიკვდილს გაურბოდნენ. უგლეხოდ
დარჩენილი ფეოდალები ვეღარ იხდიდნენ მონღლთა მიერ დაკისრებულ გადასახადებს.
მათთვის მიწის შენახვა ძალაუფლებისა და სიმდიდრის წყაროდან, უდიდეს ტვირთად
იქცა. ისინი იძულებულნი იყვნენ ხოლმე მთელი რიგირ სამფლობელოები ან
მევახშეებისათვის ან ეკლესიისათვის მიეყიდა. როგორც ვთქვით, ეკლესია
გადასახადებისგან გათავისფულებული იყო. ამიტომ შეინარჩუნა ეკლესიამ საერო
ფეოდალურ წრესთან შედარებით უკეთესი მატერიალური მდგომარეობა. სუსტი იყო
მეფის ხელისუფლება, რადგან მას აღარ გააჩნდა საკამრისი მიწები, სამეფო დომენი
მეტად იყო შემცირებული.
გაღარიბებულმა მეფემ და არისტოკრატიის ნაწილმა ეკლესიისთვის შეწირული
„აყვავებული“ მიწების უკან გამოწირვა განიზრახეს. მეფეს ამ საკითხში მხარში ედგა
ბასილი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი. უნდა ითქვას, რომ მეფესაც და
ფეოდალებსაც ამის იურიდიული უფლება ნამდვილად გააჩნდათ, მაგრამ ეკლესია

126
პროცესს მტკიცედ აღუდგა წინ. 1263 წელს სინოდის კრება გაიმართა, რომელმაც
გააპროტესტა მეფის გადაწყვეტილება. მიუხედავად ეკლესიიდან განკვეთის მუქარისა
მეფემ მანამდე ეკლესიისთვის გადაცემული სამეფო მიწები უკან გამოითხოვა. ამის
საპასუხოდ ეკლესიამ მეფე აიძულა ჩამორთმეული მიწების სანაცვლოდ კომპენსაცია
გადაეხადა. გარდა ამისა, ბასილი მწიგნობართუხუცესი აიძულეს დაეტოვებინა
თანამდებობა. მოგვიანებით ეს უკანასკნელი გაუგება ბრლადებების საფუძველზე
გაუსამართლებლად ჩამოახრჩვეს.
დავით ულუ 1270 წელს „მუცლის სენმა“ (სავარაუდოდ ტიფმა) შეიწირა. ეს
დაავადება მას სიბაზე დგომისას უნდა შეჰყროდა. ტახტის მემკვიდრე, მისი უფროსი
ვაჟი პირველი ცოლისგან ამ დროს უკვე ორი წლის გარდაცვლილი იყო. საქართველოს
მეფე დავითის უმცროსი ვაჟი დემეტრე გახდა. ის დავითს მეორე ცოლისგან, გვანცასგან
(რომელსაც ჰულაგუ ყაენის ბრძანებით დავითს აჯანყებისას თავი თავი მოჰკვეთეს)
ჰყავდა და 1270 წლისათვის 11 წლის იყო. 1259 წელს დაბადებული დემეტრე II
დედისსიკვდილით დასჯის დროს 3 წლის ბავშვი იყო. მამამისმა მესამე ცოლი შეირთო
და დემეტრე გასაზრდელად მიაბარა ტარსაიჭ ორბელს. 1272 წელს დემეტრე ილხანთა
ყაენთან აბაღასთან გაემგზავრა. ამ უკანასკნელმა ჩვენთვის უკვე ცნობილი სარდუნ
მანკაბერდელის ათაბაგად (უფლისწულის აღმზრდელი) დანიშვნა უბრძანა დემეტრეს
და ისე გამოისტუმრა სამშობლოში. მომდევნო 10 წლის მანძილზე ქვეყანას სწორედ
სარდუნი განაგებდა. მან მოგვიანებით ამირსპასალარობაც მიიღო.
დემეტრე მეორეს მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად. ქვეყნის აღმოსავლეთ
საზღვარი მდინარე თეთრ წყალზე გადიოდა, მეფის იურისდიქცია არ ვრცელდებოდა
დასავლეთ საქართველოზე, ხოლო ქვეყნის სახმრეთს ფაქტობრივად ჯაყელები
განაგებდნენ. დემეტრეს ხელში იყო ანისი და კარის ციხე-ქალაქი. რეალური
ძალაუფლება დემეტრემ მხოლოდ 1281 წელს, სადუნის გარდაცვალების შემდეგ აიღო
ხელში. მეფემ სადუნის ვაჟს, ყუთლუ-ბუღას ათაბაგობა აღარ უბოძა და მხოლოდ
ამირსპასალარობა დაუტოვა. ათაბგობა დემეტრემ თავის გამზრდელს ტარსაიჭ ორბელს
უწყალობა.

127
1272 წელს დემეტრე ტრაპიზონის კეისრის ქალიშვილზე დააქორწინეს. მისგან მას
ოთხი ვაჟი, დავითი, ვახტანგი, მანოელი, ლაშა და ერთი ასული რუსუდანი ეყოლა.
დემეტრემ მეორე ცოლად მონღოლი ნოინის ქალი შეირთო, სოლღარი, რომლისგანაც
შეეძინა ორი ვაჟი - ბაადური და იადგარი, და ერთი ქალიშვილი _ ჯიგდა ხათუნი.
დემეტრეს მესამე ცოლიც ჰყავდა, ბექა ჯაყელის ქალიშვილი ნათელა, მომავალი მეფის,
გიორგი ბრწყინვალის დედა. დემეტრეს ეს სამივე ცოლი ერთდროულად ჰყავდა.
ეკლესია, რა თქმა უნდა, გმობდა ამას. მეფე ყურადღებას არ ქცევდა პატრიარქ ნიკოლოზ
მეორის „მხილებებს“, საბოლოოდ ამ უკანასკნელმა უარი თქვა პატრიარქობაზე. თუ
ეკლესია არ იხიბლებოდა დემეტრეთი, სამაგიეროდ ის ძალიან უყვარდა ხალხს.
დემეტრე მონღოლთა არაერთ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. წელს ამასიასთან
ბრძოლაში მონღოლები დამარცხდნენ, დიდი იყო მსხვერპლი ქართველთა მხრიდან,
თვითონ დემეტრე II ძლივს გადაურჩა სიკვდილს. მამამისის მსგავსად მასაც უწევდა
„სიბაზე დგომა“. 1289 წელს დემეტრე მეფემ მონაწილეობა მიიღო დარუბანდის ციხე
ანიყასთან ჩრდილოეთის ურდოს წინააღმდეგ მონღოლთა ბრძოლაში.
1289 წელს ილხანთა მონღოლური სახელმწიფოს პირველ ვაზირს, ბუღას, ყაენის
წინააღმდეგ შეთქმულება დაბრალდა, რის გამოც სიკვდილით დასაჯეს. დემეტრე II,
როგორც ბუღასთან დაახლოებული პირი, ყაენის კარზე დაიბარეს, სადაც მის
წინააღმდეგ მოქმედებდა განაწყენებული ყუთლუ-ბუღა. დემეტრეს სიკვდილით დასჯა
ელოდა, რადგან მონღოლური წესით ისჯებოდა არა მარტო ბრალდებული, არამედ მისი
ოჯახის წევრები, ნათესავები და ახლობლები. დემეტრემ დარბაზის წევრებს რჩევა
სთხოვა. მათ მეფეს დასავლეთ საქართველოში ან მთიულეთში ურჩიეს გახიზვნა.
დემეტრემ კარგად იცოდა, რაც მოელოდა ყაენის კარზე წასვლით, მაგრამ ქვეყნის
აოხრებას ისევ თავის გაწირვა ამჯობინა. როგორც მემატიანე გადმოგვცემს, დემეტრემ
ასე მიმართა დარბაზის წევრებს: ”თუ არ წავიდე ურდოსა და წარვიდე მთიულეთს...
იხილეთ, რავდენი სული ქრისტიანე სიკუდილსა მიეცემის და ტყუე იქნების, და
ეკლესიანი შეიგინებიან და მოოხრდებიან, ხატნი და ჯუარნი დაიმუსვრიან. და უკეთუ
წარვიდე ყაენის წინაშე, დასტურობით მომკლავს ... მე დავდებ სულსა ჩემსა ერისათვის
ჩემისა და არ დავიშლი ურდოს წასვლას”. დემეტრე მეფემ იცოდა, რომ ყაენის კარზე

128
სიკვდილი ელოდა, სამაგიეროდ ”ვგონებ რომე ქვეყანა უვნებელი დარჩესო”. მეფე
დემეტრე ურდოში გაემგზავრა ქართლის ქათოლიკოს-პატრიარქ აბრაჰამის (1282-1310
წწ.), სამღვდელოებისა და დიდებულთა თანხლებით. 1289 წლის 12 მარტს, მოვაკანში,
მდინარე მტკვრის პირას, დემეტრე II-ს თავი მოკვეთეს. მეფის ცხედარი კათოლიკოს-
პატრიარქმა აბრაჰამმა და მოსე მღვდელმა ფარულად გამოისყიდეს, თბილისელმა
ვაჭრებმა კი საქართველოში ჩამოასვენეს. იგი დაკრძალეს სვეტიცხოვლის ტაძარში.
საქართველოს ეკლესიამ დემეტრე წმინდანად შერაცხა. ქართველმა ხალხმა მას
პიროვნული მსხვერპლშეწირვის გამო თავდადებული უწოდა.
დემეტრეს სიკვდილის შემდეგ ქართველმა დიდებულებმა ერთხმად
გამოუცხადეს მორჩილება მის უფროს ვაჟს ვახტანგ მეორეს. მონღოლებმა კი ტახტის
მემკვიდრედ დავით ნარინის ვაჟი, ვახტანგი გამოაცხადეს.
ქართლელმა და კახელმა დიდებულებმა უყოყმანოდ დადეს ფიცი ხავტანგის
წინაშე. მასში ისინიც ქვეყნის გამაერთიანებელს ხედავდნენ. ის აღმოსავლეთ
საქართველოს მეფედ დასამტკიცებლად ყაენთან გაემგზავრა. მამის გარდაცვალების
შემდეგ კი მისი სამეფოც მას უნდა დარჩენოდა. არღუნ ყაენმა მას თავისი და, ოლჯათი
მიათხოვა, ხოლო ყუთლუ-ბუღა მეფეს კვლავ ათაბაგის ტიტულში აღადგენინა.
ქვეყნის გაერთიანება ვერ მოხერხდა. 1292 წელს გარდაიცვალა ვახტანგი. ის
დასაველთ საქართველოში, გელათში დაკრძალეს. მომდევნო წელს დავით ნარინიც
გარდაიცვალა. როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველო მემკვიდრეობის
პრობლემის წინაშე დადგა. ილხანთა ახალმა ყაენმა ქეღათუმ აღმოსავლეთ
საქართველოში მეფონა დემეტრე თავდადებულის უფროსი ვაჟს, 19 წლის დავით VIII -ს
დაუმტკიცდა. 1295 წელს ქეღათუს მისი ბიძაშვილი ბაუდუ აუჯანყდა. დავითმა ამ
უკანასკნელის მხარე დაიჭირა, როგორც ცნობილია ის ქრისტიანების დიდი ქომაგი
ყოფილა. შესაძოა, ამან განაპირობა მისდამი დავითის მხარდაჭერაც. ბაიდუმ მოახერხა
ბიძაშვილის ტახტიდან ჩამოგდება და ყაენიც გახდა. დავითისდა სამწუხაროდ ბაიდუმ
სულ რამდენიმე თვით შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება. იმავე წლის 4 ოქტომბერს
თავად ყაზან-ყაენმა მოაკვლევინა და თავად დაიკავა ტახტი (1295-1304). ამ
უკანასკნელმა ბაიდუს მომხრეების დასჯაც გადაწყვიტა და დავითიც თავისთან

129
დაიბარა. დავითმა იცოდა თუ რას ნიშნავდა ეს, არ სურდა რა გაეზიარებინა მამის ბედი,
ის მთიულეთში გადავიდა და ბრძოლა გამოუცხადა ახალ ყაენს. მთიულეთიდან აქედან
მისი ძალაუფლება შიდა ქართლს და არაგვის ხეობასწვდებოდა. ყაზან-ყაენის
წინააღმდეგ დავითი მოკავშირეების ძებნასაც შეუდგა ოქროს ურდოში. დახმარების
სანაცვლოდ ის მათ ილხანთა საყაენოსთან საბრძოლვალედა უმოკლეს, დარუბანდის
გზას სთავაზობდა. ყაზანის გამოგზავნილმა დამსჯელმა ექსპედიციებმა დავითის
შეპყრობა ვერ შეძლო, უფრო მეტიც დავითმა მთიან რეგიონში მათი დამარცხება
მოახერხა, სამაგიეროდ ოხრდებოდა ბარის ტერიტორიები. არაერთხელ სცადა ყაენმა
დავითთან მოლაპარაკებაც, ხელშეუხებლობაც აღუთქვა, მაგრამ, როგორც ჩანს დავით
ყაენს არ ენდობოდა. საბოლოოდ ყაზანმა დავითის წინააღმდეგ სხვა გზას მიმართა. მან
მის ძმებს ვახტანგს და გიორგის(მომავალში გიორგი ბრწყინვალე) მეფობა მიანიჭა.
1299 წელს ყაზან ყაენმა აღმოსავლეთ საქართველოს მეფედ დემეტრე
თავდადებულის ვაჟი მესამე ცოლისგან, გიორგი დანიშნა. ამ დროს გიორგი 13 წლისა
იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას ქართველ დიდებულთა შორის ყველაზე ძლიერი და
გავლენიანი დიდებული, სამცხის მფლობელი ბექა ჯაყელი მისი ბაბუა და აღმზრდელი
იყო, გიორგიმ მაინც ვერ მოიპოვა გავლენა დიდებულებზე. მათი დიდი ნაწილი მაინც
დავით მერვეს ემორჩილებოდა. გიორგის ძალაუფლება ფაქტობრივად მხოლოდ
დედაქალსა და მის შემოგარენზე ვრცელდებოდა. რადგან გიორგის გამეფებამ
ვერანაირად ვერ შეასუსტა დავითის პოზიციები, 1302 წელს ყაენმა ის გადააყენა და მის
მაგივრად დავითის კიდევ ერთი, ძმა ვახტანგ მესამე დანიშნა მეფედ. ძმებს შორის
დაპირისპირება მწვავე დაპირისპირება 1304 – 05 წლებამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში,
დავითი „მიკრისის სენმა“ (ნეკრესის ქარი) დაასასუსტა და ეს უკანასკნელი იძულებული
გახდა გარკვეულ დათმობაზე წასულიყო. ძმებს შორის შეთანმხება მოხდა. დავითმა
ვახტანგს ჯავახეთი დაუთმო. შეთანხემაბ მიიღეს მონღლებმაც, მათ სირიაში საკმაოდ
რთული ვითარება ჰქონდათ და ამ ეტაპზე დავითთან მორიგება ამჯობინეს. დავითს
შეეძლო ჯავახეთის ჩრდილოეთი და მთინეთი ემართა.

130
ვახტანგ მესამე გამუდმებით მონღოლთა სირიულ ბრძლებში იღებდა
მონაწილეობას. ბოლოს 1308 წელს ერთ-ერთი ასეთი ლაშქრობის დროს გარდაიცვალა.
ის წამოასვენეს და დმანისში დაკრძალეს.
დასავლეთ სქართველოშიც ქაოსე სუფევდა. 1293 წელს დავით ნარინის გარდაცვალების
შემდეგ იქ დიდი არეულობები დაიწყო. ჯერ გამეფდა დავითის უფროსი ვაჟი
კონსტანტინე. სულ მალე მას საკუთარი უმცხროსი ძმა, მიხეილი (ამ დროს ის უკვე
რაჭის ერისთავი იყო) აუჯანყდა და სამეფოს უკიდურეს აღმოსავლეთ რეგიონი,
არგვეთი დაისაკუთრა. დასავლეთ საქართველოშიც აღმოსავლეთის მსგავსი ვითარება
შეიქმნა - მაშინ როცა კონსტანტინე ქუთაისში იჯდა მეფედ გარდაცვალებამდე (1327 წ),
მიხეილი მთიანეთს მართავდა. მან ძმის გარდაცვალების შემდეგ ორი წელი იმეფა
ერთპიროვნულად.

გიორგიბრწყინვალე

131
დავით მერვე 1311 წელს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებისას გიორგი
დემეტრეს ძე უკვე სრულწლოვანი გახლდათ. გიორგი ბექა ჯაყელმა ის ილხანთა
საყაენოს პირველი ვეზირთან (ყაენის შემდეგ პირველი კაცი), ჩობან ნოინთან გააგზავნა.
ამ უკანასკნელთან ბექას ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ჩობანმა გიორგი მეფედ
დასამტკიცებლად ოლჯაითუ ყაენს (1304-1316) წარუგინა, მაგრამ ყაენს სხვა გეგმები
ჰქონდა. მან აღმოსავლეთ საქართველოს მეფედ დავით მერვეს ვაჟი, გიორგი მეექვსე
დანიშნა. ის ამ დროს მცირეწლოვანი იყო და აქედან მოდის მისი ზედწოდება „მცირე“.
ყაენმა ახალ მეფეს გიორგი დემეტრეს ძე აღმზრდელად და მრჩეველად დაუნიშნა.
გიორგი მცირე 2 წელიწადში გარდაიცვალა. ყაენმა ამჯერად გაამეფა გიორგი. მას
უკვე მეორედ დაადგეს თავზე სამეფო გვირგვინი, თუმცა ამჯერად სიცოცხლის
ბოლომდე. გიორგი მეხუთის სახელს უკავშირდება საქართველოს კვლავ გაერთიანება,
ეკონომიკური დაწინაურება და გაძლიერება. თავისი შესანიშნავი მოღვაწეობის გამო,
მადლიერმა ხალხმა მას ბრწყინვალე უწოდა.
გიორგის უპირველესი მიზანი იყო თავისი ძალაუფლება მთელს ქვეყანაზე
გაევრცელებინა. ამ მიზნის მისაღწევად მან გადაწყვიტა ილხანთა საყაენოსთან კარგ
ურთიერთობაში ყოფილიყო. უფრო სწორად მის პირველ ვეზირთან, ზემოთ ხსენებულ
ჩობან ნოინთან. ამ უკანასკნელმა 1315-16 წლებში რუმის გამგებლის მაჰმუდ ფარვანეს
წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში მონაწილების და დახმარების სანაცვლოდ,
გიორგის თავისუფლება და გადასახადების აკრეფის ერთპიროვნული უფლება მიანიჭა.
აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო უკანასკნელი ლაშქრობა, რომელშიც მონღოლების
მხარდამხარ ქართველებმაც იბრძოლეს.
1316 წელს ოლჯაითუ ყაენი გარდაიცვალა. ახალი მმართველი მისი 12 წლის ვაჟი,
აბუსაიდი გახდა. 1317 წელს გიორგის მასთან ხლება მოუწია, რათა ახალ ყაენს ის მეფედ
ეკურთხებინა. ყაენის მცირეწლოვნების გამო რეალურად ქვეყანას ჩობან ნოინი
განაგებდა. ალბათ, სწორედ მისი მეოხებით ყაენმა გიორგი არა მხოლოდ აღმოსავლეთ
საქართველოს, არამედ მთლიანი ქვეყნის მმართველად დანიშნა. სამშობლოში
დაბრუნებული გიორგი 1318 წელს კვლავ აკურთხეს მეფედ, ოღონდ ამჯერად მეფედ

132
მთლიანი საქართველოსი. თუმცაღა სრულიად საქართველოს მეფის სტატუსის
რეალობად ქცევას კიდევ არაერთი წელი დასჭირდა.
როგორც ჩანს ამ ეტპაზე ილხანთა საყაენოს ხელს აღარ აძლევდა დაქუცმაცებული
და სუსტი საქართველო. საქმე იმაშია რომ თავად საყაენო იდგა სერიოზული
პრობლემების წინაშე. აჯანყება აჯანყებას მოსდევდა, ბრძოლა გრძელდებოდა ოქროს
ურდოს წინააღმდეგ. ილხანთა ყაენს ძლიერი საქართველოს მოკავშირეობა უფრო
გამოადგებოდა ვიდრე დასუსტებული, არარსებული სახელმწიფოს მეფისა, რომლის
ძალაუფლება რამდენიმე ქალაქსა და ოლქზე გავრცელდებოდა. ეს ვითარება გიორგი
მეხუთემ შესანიშნავად გამოიყენა.
გიორგი თავდაპირველად გადაწყვიტა ქვეყნის საშინაო საქმეები მოეგვარებინა და
შემდეგ ეფიქრა დასავლეთ საქართველოს შემოწერთებასა თუ ქვეყნის მონღლთა
ბატონობის საბოლოო გათავისუფლებაზე. პირველ რიგში მან სამეფო ხელისუფლების
უკიდურესად დასუსტების შედეგად გაძლიერებული დიგვაროვნების დამორჩილება
გადაწყვიტა. თუ უწინ ილხანი ყენები ხელს უწყობდნენ და მეფის წინააღმდეგაც
განაწყობდნენ ქართველ დიდებულებს, ახლა ვითარება შეცვლილი იყო. ამ დროს მეფე
თავის დიდებულებთან ურთიერთობაში სრულიად თავისუფალია. გიორგი მეხუთემ
მოგვიანებით, დიდებულთა გარკვეული ნაწილის მიმართ რადიკალურიც ზომები
მიიღო.
გიორგის წინაშე მწვავედ იდგა ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსული ოსთა
თარეშის საკითხი. თავდაპირველად ილხანები მათაც აქეზებდნენ საქართველოს
მეფეების წინააღმდეგ ახლა კი ამ კუთხითაც შეცვლილია ვითარება. გიორგი
ბრწყინვალე რამდენიმე წელი ებრძოდა ოსებს. მათ ხელში იყო ამ დროს მნიშვნელოვანი
ციხე-ქალაქი გორი, რომელიც საბოლოოდ გიორგიმ აიღო. მან გაამაგრა ჩრდილოეთის
გადმოსასვლელებიც და საბოლოოდ „დაამშვიდა ქართლი ოსთაგან“.
გიორგი ბრწყინვალე, როგორც ჩანს, ილხანებისგან იმდენად დამოუკიდებ;ად
გრძონს თავს, რომ ის თავისუფლად იწეყბს მოლაპარაკებებს მათ უპირველეს მტერთან,
ეგვიპტის სულთანთან. გიორგიმ ორი ელჩი გაგზავნა ეგვიპტეში, ერთი 1316 წელლ,
ხოლო მერე 1320 - იანი წლების დასაწყისში. მოლაპარაკები მთავარი მიზანი წმინდა

133
მიწაზე (სირია-პალესტინა, რომელიც ამ დროს ეგვიპტელთა ხელშია) ქართველ
პილიგრიმთა და ქართულ მონასტერთა მდგომარეობის გაუმჯობესება გახლდათ.
გიორგიმ სულთანს სამხედრო დახმარებას სთავაზრობდა. მოლაპარაკებებმა შედეგი
გამოიღო, ქართველი მლოცველებისათვის გადასახადები მოხსნა, შეწყვიტა ქრისტიანთა
შეურაცჰყოფა და ქართველებისათვის ნება მიუცია იერუსალიმში ცხენზე
ამხედრებულები და დროშებგაშლიები შესულიყვნენ.
საინტერესოა გიორგი ბრწყინვალესა და რომის პაპს შორის ურთიერთობა. 1321
პაპმა იოანე XXII - მ წერილიც მოსწერა საქართველოს მეფეს. რომის პაპი მეფეს სთხოვდა
რომის ეკლესიასთან გააერთიანებინა ქართული ეკლესია. პაპი ხაზს უსვამდა რომ მას
არა ქართველთა ამქვეტყნიური სიმდიდრე, არამედ მათი სულების ხსნა სჭირდებოდა.
მან მეფე შესთავაზა მოეწვია კრება, რომელშიც ქართლი ეკლესიის წარმომადგენლებიც
მიიღებდნენ მონაწილეობას და რომელიც ქართული ეკლესიის რომის წიაღში
დაბრუნებაზე იმსჯელებდა.
გაერთიანების ამ ერთგვარ მოწოდებას დიდი გამოხმაურება ქართველთა მხრიდან
არ მოჰყოლია. თუმცა, მიუხედავად ამისა, კათოლიკურ ეკლესიასთან ურთიერთობა
მაინც გაღრმავდა. 1328 წელს პაპის ბრძანებით კათლიკე მისიონერთა ცენტრი სმირნადან
თბილისში გადმოვიდა. პაპმა 1329 წელს თბილისს კათოლიკური საეპისკოპოსოს
სტატუსიც მიანიჭადა მას სათავაში იოანე ფლორენციელი ჩაუყენა. 1347 წელს, მისის
გარდაცვალების შემდეგ, თბილისის კათლიკე ეპისკოპოსი ბერტრანდ კოლეტი გახდა. ეს
იმას არ ნიშნვადა, რომ ქართული ეკლესია რომის ეკლესიას დაექვემდებარა.
საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი კვლავ ქართლის კათალიკოსი იყო (თუმცა ამ
ეტაპზე მისი გავლენა მხოლოდ აღმოსავლეთ საქარრთველოზე ვრცელდებოდა).
თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო განცალკევებულად არსებობდა. ის პაპმა
სპარსეთში არსებულ სულთანიეს საეიპისკოპოსოს დაუმორჩილა, რომელმაც XVI
საუკუნის დასაწყისამდე იარსება. ამ ხნის განმავლობაში სულ 13 ეპისკოპოსი განაგებდა
ეპარქიას. საეპისკოპოს გაუქმების შემდეგ კათოლიკე მისიონერების მოღვაწეობა
საქართველოში არ შეწყვეტილა. უნდა ითქვას, რომ მათი ჩანაწერები საქართველოს
ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს წყაროებს წარმოადგენს. საქართველოს

134
დამოუკიდებლობის შემდეგ, პირველი რესპუბლიკის დროს, 1920 წლის 20 ოქტომბერს,
თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო კვლავ აღდა.საქართველოს გასაბჭოების (1921)
შემდეგ თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო გააუქმეს, რომის პაპის
წარმომადგენლები საქართველოდან გააძევეს, კათოლიკური ეკლესიებიც დახურეს.
მოქმედი იყო მხოლოდ პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია, რომელიც ლიტვის
ეპისკოპოსს ექვემდებარებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ,
1993 წლის თებერვალში, თბილისში ვატიკანის წმ. ტახტის სადესპანო გაიხსნა, ხოლო
2000 წელს კვლავ აღდგა კათოლიკური საეპისკოპოსო.
1327 წელს ყაენმა აბუსაიდმა თავისი პირველი ვეზირი და აღმზრდელი ჩობან
ნოინი მოაკვლევინა. საყაენოსგან საბოლოო გათავისუფლებისათვის გიორგიმ ეს საჭირო
მომენტად ჩათვალა. მან პირველ რიგში ქართლისა და კახეთის ის დიდებულბი მოიწვია
სათათბიროდ, რომელნიც წლების მანძილზე ფაქტობრივად მონღოლთა სამსახურში
იყვნენ ჩამდგარნი. შეხვედრა ცივის მთაზე გაიმართა, თუმცა თათბირის ნაცვლად მეფის
ბრძანებით დიდებულები დახოცეს. ამ რადიკალური ქმედებით გიორგიმ ჩამოიშორა
მოწინააღმდეგე ფეოდალები და სამეფო ხელისუფლება გააძლიერა. ამავე მიზნით მან
დაიბრუნა ეკლესიის ხელში მყოფი სამეფო მიწებიც.
1329 წელს დას. სქართველოს მეფე მიხეილი გარდაიცვალა. გიორგი ბრწყინვალემ
სასწრაფოდ დაიკავა ქუთაისი. მიხეილის მცირეწლოვანი ვაჟი შორაპნის განგებლად
დანიშნა. მეფის იურისდიქცია არ ვრცელდებოდა მყოლოდ სამცხეზე, თუმცა 1334 წელს
სარგის ჯაყელის გარდაცვალების შემდეგ, მისმა მემკვიდრემ მეფესთან დაპირისპირება
მიზანშეუწონლად ჩათვალა და გიორგის უზენაესობა აღიარა. ასე და ამგვარად 1334
წლისათვის გიორგი ბრწყინვალემ მთელი ქვეყანა გააერთიანა.
გიორგი ბრწყინვალის მთავარი მიზანი, ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებასთან
ერთად მისი ეკონომიკურად და სოციალურად გაძლიერება იყო. ცხადია, ის ვერანაირ
პოლიტიკურ წარმატებას ვერ მიაღწევდა, საამისოდ ეკონომიკური და სოციალური
მდგომარეობა რომ არ გამოესწორებინა.
გიორგის წარმატება ხანგრძლივმა მშვიდობიანმა პერიოდმა განაპირობა.
მართალია 1330 წლიდან მოყოლებული ის 7 წელის ებრძოდა აჯანყებულ მთიელებსა

135
თუ ოსებს, მაგრამ, რაც მთავარია, საქართველოში აღარ შემოდიოდნენ მონღლთა
ურდოები, არც ქართველებს უწევდათ მათ ომებში მონაწილების მოიღება. მონღოლთა
სახელმწიფო ამ დროს ორ დაპირისპირებულ ბანაკად იყო გაყოფილი და
საქართველოსთვის საერთოდ არ ეცალა. მშვიდობიანობამ მიწებიდან გაქცეულ ხალხს
საშუალება მისცა კვლავ დასახლებულიყვნენ, მათ აღარ უწევდა უამრავი მონღოლური
გადასახადის გადახდა, აღდგა ფეოდალური მეურნეობა. გიორგი ბრწყინვალემ დიდი
ყურადღება დაუთმო ვაჭრობის განვითარებას. ის დასავლეთით არა მხოლოდ რომის
პაპათან, არამედ ვენეციელ, ფლორენციელ და გენიულ ვაჭრებთანაც ამყარებს
ურთიერთობას და ვაჭრობისათვის ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს. ქართველმა,
ებრაელმა და მუსულმანმა ვაჭრებმა კვლავ იწყეს სავაჭრო უერთიერთოს წარმოება
თბილისში. უკვე 1329 წელს, წერილში რომის პაპი თბილისს მდიდარ, აყვავებულ და
ხალხმრავალ ქალაქად მოიხსენიებს.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგის ბრწყინვალება პოლიტიკურ წარმატებებთან
ერთად (თუ უფრო მეტად არა), მის საკანონმდებლო საქმიანობაშიც გამოვლინდა.
მონღოლთა ბატონობის პერიოდში მთის მოსახლეობაში სახელმწიფო წესრიგი მოიშალა.
მთიელები მეფის მოხელეებს არ ემორჩილებოდნენ. უარს ამბობდნენ სამხედრო
სამსახურზე, ცალკეული ხევების მაცხოვრებლები ერთმანეთს არბევდნენ, საქონელს
ტაცებდნენ და ციხეებს უნგრევდნენ. 1335 წლისათვის, როდესაც მეფემ დაიმორჩილა
მთის მოსახლეობა, მათი გაუმართავი და დაუხვეწავი ხალხური სამართალის მაგივრად
ახალი საკანონმდებლო კოდექსი, „ძეგლისდება“ დაუდგინა.კოდექსი შესავალი
ნაწილისა და 46 მუხლისგან შედგება. ამათგან 4 მუხლი საოჯახო და სამოქალაქო
სამართალს ეხება, დანარჩენი კი სისხლის სამართალია. კოდექსში ჩამოთვლილია
ჩამოთვლილია სხვადასხვა სახის დანაშაული და მათი შესაბამისი სასჯელი,
რომელთაგან აღსანიშნავია: გაძევება, მამულის ჩამორთმევა, ჯარიმა, ბეგარა, გაპარსვა
და სხვა. მთიანეთში შერყეული იყო ეკლესიის ავტორიტეტიც. ღვთისმსახურება,
რომელიც ქარისტიანობისა და წარმართობის ერთგვარ სინთეზს წარმოადგენდა
ხევისბერების ხელში იყო. მეფემ და კათალიკოსმა ამ საკითხსაც მიაქციეს ყურადღება

136
თუმცა ამ კუთხით დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს. წარმართული ელემენტები
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში დღემდეა შემორჩენილი.
გიორგი ბრწყინვალის კანონშემოქმედებითი მოღვაწეობა ამით არ
დასრულებულა. მის დროს შექმნილი მეორე მნიშვნელოვანი დოკუმენტია „ხელმწიფის
კარის გარიგება“. ძეგლში აღნუსხულია ვაზირთა და სხვა მოხელეთა უფლება-
მოვალეობანი, აღწერილია ვაზირობისა და დარბაზობის წესრიგი, აგრეთვე დიდი
დღესასწაულების წესები. ზეგლის მიხედვით, სავაზიროს სხდომა მტკიცედ იყო
რეგლამენტირებული. როდესაც სავაზიროს მეფე ესწრებოდა, მაშინ სხდომა მას
მიჰყავდა; ჩვეულებრივ კი, სავაზიროს თავმჯდომარე მწიგნობართუხუცეს-
ჭყონდიდელი იყო. ადგილისა და პატივის მიხედვით ვაზირებისხდომაზე ასეთი
თანრიგით იტყვნენ წარმოდგენილნი: მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, ათაბაგი,
ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე სათათბირო ხმის უფლებით ამილახორი
(ამირსპასალარის თანაშემწე), ამირეჯიბი (მანდატურთუხუცესის თანაშემწე) და
მწიგნობარი, რომელსაც სავაზიროს დადგენილების დაწერა ევალებოდა.ძეგლის
მიხედვით, სახელმწიფოს მმართველობის თითოეულ უწყებას სავსებით
ჩამოყალიბებული სამოხელეო აპარატი ჰქონდა. ძეგლში წარმოდგენილია აგრეთვე
ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, უმაღლესი სასამართლო დაწესებულება, ე.
წ. სააჯო კარი, რომლის თავმჯდომარე იყო მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი,
დარბაზის სხდომებს ესწრებოდა გელათის აკადემიის ხელმძაღვანელი „მოძღუართ-
მოძღუარიც“.
გიორგი ბრწყინვალის მეფობის ბოლო ხანებში ვითარება გამწვავდა ქვეყნის
დასავლეთით. ბიზანტიის იმპერია ტრაპიზონის იმპერიაში საქართველოს გავლენის
შესუსტებას ცდილობდა. 1341 წელს ტრაპიზონის საკეისროს ტახტისათვის ორი
პოლიტიკური ჯგუფი დაუპირისპირდა ერთმანეთს. ერთის სათავეში აღმოჩნდა
დედოფალი ირინე, პალეოლოგოსთა დინასტიის წარმომადგენელი(პრო-ბიზამტიური)
და გარდაცვლილი ბასილი კეისრის ქვრივი, ხოლო მეორისალექსი II კომნენოსის (1328-
1341) ასული ანა (პრო-ქართული).ანა-ხუტლუ 1341 წლის ივლისის დასაწყისში,

137
ტრაპიზონში თურქების შემოჭრის შემდეგ “ლაზეთში”, დასავლეთ საქართველოში
გარბის და იმავე თვეში იქიდან ჯარით ბრუნდება, რომლის დახმარებით ტახტზე
ადის.ამ სახით საქართველოს სამეფო კარი ჩაერია ტრაპიზონის საქმეებში და ხელი
შეუწყო იქ პროქართული დაჯგუფების წარმატებისათვის, ანა-ხუტლუს გიორგი V-ს
დეიდაშვილად ერგებოდა. მიუხედავად ამ წარმატებისა, ერთი წლის შემდეგ
ბიზანტიელბემა მაინც მოახერხეს ანას ტახტიდან ჩამოგდება და ქართველებმა
საბოლოოდ დაკარგეს გავლენა ტრაპიზონის იმპერიაზე.
ამ მოვლენებიდან 4 წელიწადში გიორგი ბრწყინვალე გარდაიცვალა. ტახზე მისი
ვაჟი დავით მეცხრე ავიდა.

138
გიორგიბრწყინვალედან - ალექსანდრედიდამდე

გიორგი ბრწყინვალის გარდაცვალების შემდეგ მისი ვაჟი, დავით IX გამეფდა. ამ


წელსვე ოქროს ურდოში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა რომელიც სამხრეთ კავკასიაშიც
გავრცელდა. საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იმსხვრეპლა ამ
დაავადებამ. ქვეყანა ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. დავითს მოღვაწეობის
შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში მაინც არ
ვიმყოფებით. მაგალითად ვიცით, რომ მისი მეფობისას რომის პაპმა თბილისში ახალი
ეპისკოპოსი გამოაგზავნა, ასევე ის, რომ ცოტა ხნის განმავლობაში თბილისის
ზარაფხანაში მეზობელი აზერბაიჯანელი ხანებისათვის იჭრებოდა მონეტები. 1349-50
წლებში დავითს ილხანთა ყაენი ანურშივარისათვის 400.000 დინარი გადაუხდია, რათა
მას ქვეყანა არ აეოხრებინა. დავითს მეფობისას საქართველოს ჩამოშორდა გარნისი,
ნახჭევანი, კარის ციხე-ქლაქი; დავითმა ცოლად შეირთო სამცხის ათაბაგ, ყვარყვარე
მეორე ჯაყელის ქალიშვილი, საკუთარი ქალიშვილი კი ტრაპიზონის იმოერატორის
ოჯახში გაათხოვა.
1360 წელს საქართველოს სამეფოს ტახტზე დავითის ვაჟი, ბაგრატი ადის. მან
გვირგვინი ქუთაისში დაიდგა. მის დროსაც ქვეყანაში ეპიდებია მძვინვარებდა.
დედოფალი ელენეც ჭირმა იმსხვერპლა 1366 წელს. ბაგრატსა და ელენეს ორი ვაჟი
ჰყავდათ, გიორგი და დავითი. 1367 წელს ბაგრატმა ცოლად შეირთო ტრაპიზონის
იმეპრატორ ალექსი მესამის ქალიშვილი, რომლისგანაც მესამე ვაჟი, კონსტანტინე
ეყოლა. ბაგრატ მეხუთემ, როგორც კარგმა მებრძოლმა და მოისარმა „დიდის“
ზედწოდება მიიღო, თუმცა მამამისის მსგავსად არც მასზე ვიცით განსაკუთრებულად
ბევრი რამ.
როგორც ცნობილია ბაგრატ მეხუთემ ახლო უერთიერთობა დაამყარა ოქროს
ურდოს მმართველ თოხთამიშთან, რომელიც უზბეკეთის ახალი მმართველის, თემურ
ლენგის წინააღმდეგ ომისათვის ემზადებოდა. დავითი ილხანებისა და შავი ჭირისგან
139
დასუსტებულ ქვეყანას მართავდა, მაგრამ თემურ ლენგის ლაშქრობებმა საბოლოოდ
გატეხა წელში ქვეყანა.
თემურ ლენგი 1386 წლიდან გარდავცალებამდე, 1405 წლამდე გამუდმებულ
დაპყრობით ბრძოლებს აწარმოებდა. ირანიდან ნატოლიამდე და ერაყიდან რუსეთამდე
მან არაერთხელ ილაშქრა. საქართველოს თემურ ლენგი სულ რვაჯერ შემოესია.
1386 წლის ზამთარში ბაგრატ მეხუთემ თოხთამიშს კავკასიონის გადმოსასვლელი
გაუხსნა. ოქროს ურდოს ყაენი ტავრიზისაკენ მიემართებოდა. მას თან მეფე ბაგრატიც
ახლდა. თემურ ლენგმა გადაწვიტა მოწინააღმდეგისათვის სამხრეთ კავკასიის დატოვება
არ ეცლია და მის წინააღმდეგ ჯარი გამოაგზავნა. საქართველო მძიმე მდგომარეობაში
აღმოჩნდა. თბილისი ექვსი თვის განმავლობაში ალყაში ჰყავდა მოქცეული თემურის
ლაშქარს. ბაგრატმა არაერთხელ შეუტია მათ მაგრამ ალყა მაინც ვერ მოახსნევინა. ამ
წელს გავარდა პირველი ქვემეხი კავკასიაში. თბილისი მძიმე მდგომარეობაში იყო.
საბოლოოდ 22 ნოემბერს ბაგრატ მეხუთესა და თემურ ლენგს შორის შეთანხმება შედგა.
თემურმა მეფეს, მის მეუღლეს ანას და მათ ვაჟს დავითს დანებების სანაცვლოდ
სიცოცხლის შენარჩუნება შესთავაზე. მეფემ ლენგის წინადადება მიიღო, მათ სიცოცხლე
შეინარჩუნეს, მაგრამ ქალაქი ძარცვას ვერ აცდა.
უკან გაბრუნებულმა თემურ ლენგმა მტკვრის ხეობაში რამდენიმე ციხე-სიმაგრეა
დაანგრია და ჯარის ძირითადი ნაწილით ყარაბაღში დადგა გამოსაზამთრებლად.
1387 წლის ზამთარში თემურ ლენგმა გადაწყვიტა საქართველოში ისლამის ერთ-
ერთი მიმდინარეობა (შეიძლება ითქვას სექტა), ჰაფანიზმის გაევრცელებინა. თემურ
ლენგთან გამოცხადებულმა ბაგრატმა მოჩვენებითად უარყო ქრისტიანობა და
მონღოლთა ჯართან ერთად სქართველოსკენ დაიძრა. თითქოს მეფის მიზანი თავისი
დიდებულებისა და მოსახლეობის ამ მიმდინარეობაზე მოქცევა იყო მაგრამ
საქართველოს საზღვართან ყველაფერი გამოირკვა. ბაგრატი საიდუმლოდ დაუკავშირდა
თავის ვაჟებს, გიორგისა და კონსტანტინეს, შეუთვალა დათქმულ ადგილას ლაშქრით
მოსილიყვნენ და გაეთავისუფლებინათ ის. გიორგი ბაგრატის ძე ჩაუსაფრდა
მონღოლებს, თემურის ლაშქარი დაამარაცხა და მეფე თავისი ამალიანა გაათავისუფლა.

140
ამ ამბავმა, რა თქმა უნდა განარისხა თემურ ლენგი 1388 წლის ადრიან
გაზაფხულზე საქართველოსკენ გამოემართა. ეს ლაშქრობა, რა თქმა უნდა,
ქართველთათვის მოულოდნელი არ იქნებოდა. თემურმა კვლავ თბილისს დაარტყა,
თმცა ამჯერად ქალაქი მოსახლეობისგან ფაქტობრივად დაცლილი დახვდა, ბაგრატი
შეება მოწინააღმდეგეს. მართალია ამ ბრძოლაშიც თემურმა იმარჯვა, მაგრამ დიდი
ზარალი კი ნახა. ქართველებს ასევე კარგად ჰქონდათ გამაგრებული არაერთი ციხე-
სიმაგრე, რომელთა აღების ძალა თემურ ლენგს არ შესწევდა, ამასობაში თოხთამიში
ჩრდილოეთ აზერბაიჯანში თოხთამიში შეიჭრა, მისის მოქმედება საქართველოს
მეფესთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. თემური იძულებული გახდა
საქართველოდან გასულიყო. თოხთამიშს თავისი ვაჟი დაადევნა. ამ უკანსკნელმა
დაამრაცხა მოწინააღმდეგე კავკასიიდან განდევნა. თემურმა ნახჭევანის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ციხის, ალინჯის აღება განიზრახა მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ მან იქ
ჯარის ნაწილი დატოვა თავად კი შუა აზიაში, თავისი იმოერიის დედაქალაქში,
სამარყანდში დაბრუნდა. თემური კავკასიაში 1394 წლამდე აღარ გამოჩენილა.
სანამ ბაგრატ მეხუთეს თემურ ლენგს ებრძოდა, იმერელმა დიდებულმა
ალექსანდრემ ეს ხელსაყრელ მომენტად ჩათვალა და თავი იმერეთის მეფედ
გამოაცხადა. 1388 წლიდან 1394 წლამდე ბაღდადი, სირია და ხორასანი დაიმორჩილა.
სანამ ის ამ საქმით იყო დაკავებული ბაგრატ მეხუთეს ამოსუნთქვის საშუალება მიეცა და
1389 წელს, ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ, ის დასავლეთ საქართველოში
გადავიდა და თავი კვლავ ერთიანი საქართველოს მეფედ გამოაცხადა.
აზიაში საქმეების მოგვარების შემდეგ, 1394 წელს საქართველოს წინააღმდედ
თემურ ლენგმა მესამე და მეოთხე ლაშქრობა განახორციელა. პირველი, ზაფხულის
ლაშქრობისას მთ სამცხისა და ტაოს ეკლესიები და მონსატრები დაარბიეს. მეორე,
შემოდგომის ლაშქრობა უფრო სავალალო იყო ქვეყნისათვის. თემურ ლენგმა
სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე, არაგვის ხეობამდე მთელი საქართველო გადასერა,
გზად აოხრებდა და ანგრევდა ყველაფერს რისი აოხრება და დანგრევაც შესაძლებელი
იყო. როგორც ჩანს თემურს ჩრდილოეტის გადმოსასვლელების დაკავება სურდა,
რომელთაც მისი უპირველესი მტერი, თოხთამიში ძალიან წარმატებით იყენებდა

141
თემურის მიწებზე თავდასხმების დროს. ქართველებმა სასტიკი ბრძოლა გაუმართეს
მონღოლებს და არ მისცეს თემურ ლენგს მიზნისათვის მიეღწია. იძულებული გახდა
უკან გამობრუნებულიყო და თბილისის გავლით შირვანში გადავიდა. შირვანის
მმართველი ერთადერთი იყო, რომელსაც თემური ენდობოდა და ფაქტობრივად
მხოლოდ ეს მხარე გადაურჩა მის ლაშქრობებს. შირვანიდან ლენგი მონღოლეთში
გაემართა სალაშქროდა და საქართველოს სამეფოს 1399 წლამდე მშვიდობიანი პერიოდი
დაუდგა.
ამასობაში, 1393 წელს გარდაიცვალა ბარატ მეხუთე და მის მაგივრად ტახტზე
გიორგი VII ავიდა (1393 – 1407 წ). 1399 წელს გიორგიმ თემურ ლენგის და მისი ვაჟის
მირან-შაჰის წინააღმდეგ მთელი სამხრეთ კავკასია გააერთიანა. მოკავშირეებმა
რამდენიმე გამარჯვებას მიაღწიეს და მონღლთა ხელში მყოფი სანაპირო ზოლის
ტერიტორიებიც მოაოხრეს. ამ ამბავმა რა თქმა უნდა თემურ ლენგის ყურამდეც მიაღწია.
ეს უკანასკნელი დიდი ჯარით გიორგი მეშვიდის წინააღმდეგ წამოვიდა. ჯარს სათავეში
შირვანისა და შაქის გამგებლები ჩაუყენა. მტერი კახეთ-ჰერეთში შეიჭრა. ისინი
აოხრებდნენ სოფლებს, ეკლესიებს, მონასტრებს თუმცა ტყეებსა და ვიწრობებში ჰერელი
მთავრის ხიმშიას მიერ ორგანიზებული რაზმები მტკივნეულ დარტყმებს აყენებდნენ
მონღოლებს. საბოლოოდ მკაცრი ზამთრისა და სურსათის ნაკლებობის გამო მონღლებმა
კახეთ-ჰერეთი დატოვეს და ყარაბაღში გადავიდნენ.
1400 წელს თემურ ლენგმა გიორგი მეშვიდეს თავისი მოწინააღმდეგის, ტაჰირის
გადაცემა მოსთხოვა, რომელიც მანამდე გიორგიმ ტყვეობიდან იხსნა და სამეფო კარზე
ჰყავდა. გიორგიმ მტკიცე უარი შეუთვალა თემურს. ამ უკანასკნელმა საქართველოს
საბოლოო დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. გიორგი მეფემ კვლავ მიიმხრო
ჩრდილოეთ კავკასიელები, შექრიბა მთელი საქართ ველოს ლაშქარი და ბრძოლისათვის
მოემზადა. ბრძოლა სომხეთში, სევანის ტბასთან გაიმართა, რომელშიც ქართველები
დამარცხდნენ. ქართველებმა უკან დაიხიეს და ლაშქრის ნაწილებმა მთებსა და ციხე-
სიმაგრეებს შეაფარეს თავი. მონღლებსა და ქართველებს შორის გამოქვაბეულბთან,
ტყეებსა და ხევებშიც მიმდინარეობდა შეტაკებები. მტერმა დიდი ბრძლის შემდეგ
თბილისიც აიღო. თემურს დაუმორჩილებელი გიორგის შეპყრობა სურდა. მეფე

142
ბრძოლით იხევდა უკან. შემდეგი მნიშვნელოვანი ბრძოლა გორის ციხესთან გაიმართა.
მონღოლებმა აქაც იმძლავრეს, მაგრამ მეფის შეპყრობა მაინც ვერ შეძლეს. მეფე ქარელში,
ძოვრეთის ციხეში გამაგრდა. მონღოლმა ალყა შემოარტყეს მას. სამი კვირიანი ალყის
შემდეგ მათ შტურმი დაიწყეს, ციხის გალავნებზე ხელჩართლი ბრძოლები გაიმართა.
მტერმა იმძლავრა მაგრამ გიორგიმ მაინც შეძლო ციხიდან გაღწევა, ის კვლავ დაუსხლტა
თემურ ლენგს. ასე ბრძოლა-ბრძოლით, ერთ ციხიდან მერეო ციხემდე გიორგი მეშვიდემ
დასავლეთ საქართველოში, კიდევ უფრო ხშირი ტყეებითა და მიუდგომელი
ადგილებით „მდიდარ“ მხარეშიმოახერხა გადასვლა. მონღლებმა იქაც სცადეს დევნის
გაგრძლება, საბოლოოდ, დარწმუნდნენ რა, რომ ამას აზრი აღარ ჰქონდა უკან, ქართლში
გამობრუნდნენ.
ამის შემდეგ თემურ ლენგი სამცხეს შეესია, ააოხრა და მრავალი ტყვეც იგდო
ხელთ. სამცხედან ჯერ თეძამს, შემდეგ ქვათახევს, მცხეთასა და არაგვის ხეობას მოედნენ.
აოხრებდნენ და ძარცვავდნენ ეკლესია-მონასტრებს, სოფლებს; ხოცავდნენ ან ტყვედ
იყვანდნე უბრალო მოსახლეობასა თუ ბერ-მონაზვნებს. 1400 წლის ეს ლაშქრობა,
რომელიც გაზაფხულ-ზაფხული გრძელდებოდა ყველაზე ხანგრძლივი და ულმობელი
იყო.
თემურ ლენგის ქვეყნიდან წასვლის შემდეგ გიორგი მეშვიდე აღმოსავლეთ
საქართველოში დავბრუნდა. მან და ქსნის ერისთავთან ერთად დვალები დასაჯეს,
რომელთაც მონღოლთა ლაშქრობებით ისარგებლეს და ქსნის ხეობა მოაოხრეს.
1401 წელს თემურ ლენგმა აიღო ნახჩევანში ალინჯას ციხე და იმავე წელს თავისი
ჯარით საქართველოს საზღვრებს მოადგა. გიორგიმ მოსალაპარაკებლად თავისი
ნახევარძმა კონსტანტინე გაგზავნა, ძვირფასი საჩუქრებიც გაატანა და ზავი შესთავაზა.
თემურ - ლენგი ამ დროს უკვე ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლვევალდ ემზადებოდა და
ეს ზავი მისთვისაც მომგებიანი იქნებოდა. ზავის პირობების თანახმად, მშვიდობის
სანაცვლოდ საქართველო კისრულობდა ხარკს, სამხედრო ბეგარას, ქრისტიანთათვის
დაწესდა ჯიზია. ქართველები ვადლებულნი იყვნენ ისევე მოპყპბოდნენ მუსლიმებს,
როგორც ეპყრობოდნენ ქრისტიანებს, მათ ეკრძალებოდათ ქრისტიანული
ღვთისმსახურება მუსლიმთა ტერიტორიაზე და სხვა.

143
სულ მალე შეთანხმება დაირღვა. ყარაბაღიდან თემურ ლენგი თავისი ჯარით
სამხრეთ საქართველოს გავლით ოსმალებთან საომრად დაიძრა. თემურმა თავისი
ჯარიდან 2500 მებრძოლი თორთუმის ციხის ასახებად გაგზავნა იმ მოტივით, რომ
თითქოს ადგილობრივი ციხისთავი არც გადასახადებს იხდიდა და მუსლიმებსაც
ცუდად ეპყრობოდა. ციხემ, რომელიც 200 ბერძოლით იყო გამაგრებული მონღოლებს
წინააღმდეგობა ვერ გაუწია. მათ თორთუმი აიღს და მიწასთან გაასწორეს.
1402 წლის 28 ივლისს ანგორასთან (ანკარა) თემურ ლენგმა ოსმალთა სულთანი
ბაიაზეთი დაამარცხა. სასულთნო ოთხ ნაწილად გაყო, სულთნის შვილებს გაუნაწილა
და 1403 წლის გაზაფხულზე კვლავ საქართველოსკენ გამოემართა. მეფის ბრძნაებით
თემურთან კვლავ თავისი ნახევარძმა კონსტანტინე და სამცხის ათაბაგი ივანე ჯაყელი
ძღვენითა და სამშვიდობო წინადადებით გამოცხადნენ. გიორგი მეფეს ამ ნაბიჯით
სურდა დრო გაეყვანა, ქართველებს მოსავლის აღება მოესწროთ და მომზადებულები
დახვედროდნენ თემურის შემოტევას. ამ უკანასკნელმა ქართველთა წინადადება არ
მიიღო და ქვემო ქართლში შემოვიდა. მონღოლებმა ბირთვისის ციხეს შემოარტყეს ალყა.
ციხეში ივანე თორელი იყო გამაგრებული დაახლოებით 150 მეციხოვნესთან ერთად.
ბირთვისის ციხე ურთულესი ასაღები იყო, მაგრამ ხანგრძლივი ალყის შემდეგ
მონღოლებმა მისი აღება მაინც მოახერხეს. თემურმა ციხე მისი შემოგარენითურთ ერთ-
ერთ სარდალს გადასცა და ტეროტორიების ქრისტიანთაგან გაწმენდა დაავალა. აქვე
უნდა ვთქვათ, რომ ბირთვისის აღება ვერანაირ სტრატეგიულ უპირატესობას ვერ
ანიჭებდა მონღოლებს. პირიქით, ამან გიორგი საკმაო დრო მისცა იმისათვის რომ
დასაველთ საქართველოში გადასულიყო და წინააღმდეგობის ორგანიზება დაეწყო.
ბირთვისის აღების შემდეგ თემურ-ლენგმა ყურულთაი მოიწვია, რომელზეც
„საქართველოს საკითხის“ საბოლოო გადაჭრა გადაწყდა, რაც მონღოლთა დასავლეთ
საქართველოში ლაშქრობას და გიორგის საბოლოო დამარცხებას ითვალისწინებდა.
მონღოლთა არმიისათვის, რომელიც უმეტეს წინალდ კავალერიისგან შედგებოდა
ტყეებით დაფარული ლიხის ქედის გადავლა არც ისე მარტივი საქმე გახლდათ, თუმცა
თემურ ლენგს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი გიორგის დასჯა და თავისი არმია
იმერეთში გადაიყვანა. ადგილობრივთა წინააღმდეგობის პირობებში ისინი ნელ-ნელა,

144
დანაკარგებით მიიწევდნენ წინ, ჩეხავდნენტყეებს, წვავდნენ სოფლებს და მონასტრებს,
თუმცა რაც უფრო წინ მიიწევდნენ მით უფრო მეტ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ.
გიორგი მეფე მდე მისაღწევად მათ ჭაობებისა და ხშირი ტყეების გავლა მოუწევდათ რაც
მონღოლური კავალერიისთვის ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ამასობაში ზამთარიც
ახლოვდებოდა, დიდთოვლობის შემთხვევაში კი დასავლეთ საქართველოს ტყეებში
გამომწყვდევა მონღოლთათვის მომაკვდინებელი იქნებოდა. თან დათანობით გაიზარდა
უკმაყოფილება თემურის სარდლებს შორის. ეს უკანასკნელიც იძულებული გახდა 12
დეკემბერს ბრძოლა შეეწყვიტა. მონღოლები ამ დროს უკვე ქუთაისამდე იყვნენ
მისულები, მაგრამ მიზნის მიღწევა უკვე შეუძლებელი ჩანდა.
თემურ ლენგი თავად გამოვიდა დაზავების ინიციატორად. გიორგი მეშვიდესა და
თემურ ლენგს შორის ზავი დაიდო. საქართველოს მეფე ხარკის გადახდას კისრულობდა,
სამაგიეროდ თემური საქართველოს სამეფოს დამოუკიდბელ ქრისტიანულ
სახელმწიფოდ აღიარებდა. შეთანხმების მიღწევის შემდეგ მონღლებმა დასავლეთ
საქართველო დატოვეს. აღმოსავლეთ საქართველოსაკენ დაძრული თემურ-ლენგი
მიუხედავად ზავისა გზად კვალვ არბევდა თუ რამე იყო დარჩენილი დასარბევი. 1404
წელს მან საქართველო დატოვა, ხოლო 1405 წელს ჩინთში ლაშქრობისას თემურ ლენგი
გარდაიცვალა. მისის იმპერიისათვის ბრძოლა დაიწყო თემურის შვილებს შორის და
მალევე დაიშალა.
თემურ-ლენგის ლაშქრობებმა გამოუსწორებელი ზარალი მიაყენა ქვეყანას.
მართალია გიორგი მეშვიდის დაუძლეველი წინააღმდეგობით ქვეყანამ შეძლო
სახელმწიფოებრიობისა და სარწმუნოების შენარჩუნება, მაგრამ ქვეყანა სავავალალო
მდგომარეობაში იყო ჩავარნილი. მანამდე გაუთავებელი ომებითა ეპიდემიებით ისედაც
შემცირებული მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ლაშქრობებს შეეწირა, მიწასთან
გასწორდა არაერთი ქალაქი, ციხე - სიამგრე, სოფელი თუ ეკლესია-მონასტერი. აიჩეხა
და მოოხრდა ბაღ-ვენახები, შეწყდა მიწათმოქმედება და ბევრი არც არავინ იყო
დარჩენილი ვინც კვლავ შეუდგებოდა მიწაზე მუშაობას. ამ ზარალის აღდგენა
საქართველომ საუკუნეების განმავლობაში ვეღარ შეძლო.

145
თემურ ლენგის საქართველოდან საბოლოოდ წასვლის შემდეგ ქვეყანას დიდ ხანს
არ დასცალდა მშვიდობიანად ცხოვრება. საქართველოს სამეფოსა და მის მოკავშირე
შირვანს ახალი მტრები შავბატკნიანი (ყარა-ყონილუ; მათ ასე იმიტომ შეერქვათ რომ
დროშაზე თეთრი ბატკანი ჰქონდა თ გამოსახული) თურქმანები გამოუჩნდნენ. სწორე
შავბატკნიანებთან ბრძოლას შეეწირა 1407 წელს გიორგი მეშვიდე. მას მემკვიდრე არ
დარჩენია. მისმა ძმამ, კონსტანტინემ მეფის ცხედარი გელათში გადმოასვენა. სწორედ
კონსტანტინე გახდა საქარელოს მომდევნო მეფე, რომელმაც 1407 წლიდა 1412 წლამდე
იმეფა.
კონსტანტინე პირველმაც მთელი თავისი მეფობა შავბატკნიანებთან ბრძოლას
შეალია. ის შაქის მმართველ სიიდი აჰმედთან ერთად შირვან შაჰი შეიხ იბრაჰამის
დასახმარებლად გამოვიდა. მოკავშირეები მტკვრის პირას, ჩალაღანთან დაბანაკდნენ.
შავბატკნინათა მეთაური, ყარა-იუსუფი თავისი ძალებით მოულოდნელად დაესხა მათ
თავს. მარცხი გარდაუვალი იყო. მეფე კონსტანტინე თავის 300 აზნაურთან ერთად
ტყვედ ჩაუვარდა ყარა-იუსუფს. ამ უკანასკნელის ბრძანებით მეფის თანამებრძოლები
ამოხოცეს, თავად კონსტანტინესაც მოჰკვეთეს თავი. გარკვეული პერიოდის შემდეგ
კანსტანტინეს გვამი საქართველოში ჩამოასვენეს და სვეტიცხოვლის ტაძარში
დაკრძალეს.
კონსტანრინეს სიკვდილით დასჯის შემდეგ საქართველოს მეფედ მისი 22 წლის
ვაჟი, ალექსანდრე აკურთხეს.

146
ალექსანდრე I დიდი

ალექსანდრე საქართველოს მეფე 1412 წელს გახდა და ქვეყანას 1442 წლამდე მართავდა.
ალექსანდრეს ბებია, იმ დროისთვის ძალიან განათლებული ქალი, რუსა და ბაბუა,
თავის დროზე საქართველოს სამეფოს ელჩი კონსტანტინოპოლში, ქუცნა ამირეჯიბი
ზრდიდნენ. თავად მეფეც მეტად განათლებული ადამიანი გახლდათ, მისი პერიოდიდან
შემორჩენილია არაერთი დოკუმენტი. ფაქტობრივად, ალექსანდრე დიდი 200 მანძილზე
პირველი მეფეა, რომელმაც ყურადღება მიაქცია განათლებისა და კულტურის
შეძლებისდაგვარად ფეხზე წამოყენაბას. მისი მეფობისას შეიქმნა„ვეფხისტყაოსნის“
ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრინდელი ხელნაწერი, რომელიც სამწუხაროდ,XIX
საუუკუნის 70-იან წლებში დაიკარგა. ალექსანდრე თვისებებით განსხვავდებოდა
თავისი მამისა და ბიძისაგან. ის ცდილობდა მეტი დატვირთვა დიპლომატიაზე
გაეკეთებინა, ვიდრე უხეშ ძალაზე, ეფიქრა მშვიდობაზე და არა ომზე. მის სახელს
უკავშირდება ქვეყანაში ეკლესია მონასტრების აღმშენებლობის ცდა. უნდა ითქვას, რომ
უფრო ამის , ვიდრე მისი სამხედრო თუ პოლიტიკური საქმინობის გამო შევიდა ის
ისტორიაში ალექსანდრე დიდის სახელით.
ალექსანდრე რაც არ უნდა მშვიდობისმოყვარე ყოფილიყო ქვეყნის შიდა თუ
საგარეო პრობლემები ძალის გამოყენებას მოითხოვდა.. 1416 ყარა-იუსუფის შვილმა,
ისკანდერმა ადგილობრივი მუსლიმების დახმარებით ახალციხე მოაოხრა. ამის
საპასუხოდ, 1421 წელს შაქის მმართველისა და შირვანშაჰის დახმარებით ალექსანდრემ
დაამარცხა ყარა-იუსიფის ვაჟი ისკანდერი და სამხრეთკავკასიიდან განდევნა.
თურქმენთა საფრთხის დროებითი ნეიტრალიზების შემდეგ მეფემ საშინაო საქმეების

147
მოგვარება განიზრახა. ამ დროს დასავლეთ საქართველოში არეულობა სუფევდა.
დაპირისპირება იყო სამეგრელოს მთავარ მამია დადიანსა და აფხაზეთის მმართველ
შერვაშიძეს შორის. მამაია დადიანმა აფხაზეთის დაკავება განიზრახა, მაგრამ ბრძლაში
დაიღუპა. დასავლეთ საქართველოში გადასული მეფის წინაშე მამიას ვაჟმა, ლიპარიტმა
პატიება ითხოვა, მეფემ მას კვლავ დაუმტკიცა სამეგრელო. შერვაშიძეებმაც აღიარეს
ალექსანდრეს უზენაესობა. ქვეყნის შიგნით ყველაზე დიდ საფრთხეს სამცხის
მმართველი, ივანე ჯაყელი ქმნიდა. ის ღიად, სამხედრო ძალით დაუპირისპირდა მეფეს,
მაგრამ დამარცხდა. კოხტასთავთან ტყვედ ჩავარდნილმა ივანემ პატიება ითხოვა. მეფემ
ერთგულების ფიცის სანაცვლოდ ივანე ძველ პატივში აღადგინა, მაგრამ სამცხის
ციხეები დაიკავა, აჯანყებულები მკაცრად დასაჯა და იქ თავისი ერისთავები დანიშნა.
საგარეო ასპარეზზე მნიშვნელოვანი იყო 1431 წელს ლორეს ციხის დაკავება,
რომლებიც თემურ-ლენგის შემოსევების შემდეგ თურქმანთა ხელში იმყოფებოდა. ეს
მნიშვნელოვანი შენაძენი იყო, ერთ იმიტომ, რომ აქ აღდგა ქართველ ფეოდალთა
მიწათმფლობელობა და მეორე, საქართველოს დაუბრუნდა სტრატეგიულად
მნიშვნელოვანი სიმაგრე, რომელიც სამხრეთიდან შემოსასვლელ გზას კეტავდა.
1434 – 1435 წლებში ალექსანდრემ სივნიეთის შემოერთებაც მოახერცა
(დღევანდელი ყარაბახი). ამ ტერიტორიის შემოერთებით რამდენიმე ათასი კომლი
შეემტარა საქარველოს შეთხელებულ მოსახლეობას.
მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა ქვეყანა მაინც უმძიმეს მდგომარეობაში
რჩებოდა. ქვეყანაში ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებდა სავაზირო, ფუნქცია
დაკარგული ჰქონდა დარბაზს. თანამდებობები აღარ ეკავათ ისეთ პირებს, რომელთაც
რაიმე გავლენის მოხდენა შეეძლებოდათ ქვეყანაზე. პოსტები წვრილი აზნაურების
ხელში იყო და ფაქტობრივად მხოლოდ უშუალოდ მეფის მიწების საქმეებს აგვარებდნენ.
გაუთავებელმა ომებმა მოშალა ქვეყნის ცენტრალური აპარატი. ძველი
თანამდებობებიდან გარკვეულ პოლიტიკურ წონას ათაბაგობა ინარჩუნებდა, თუმცა ის
სამცხის მმართველთა ხელში იყო, რომელიც პირიქით, ყველანაირად ცდილობდა
მეფისგან გათავისუფლებას. სამცხეში საკუთარი სამართლის წიგნი (ბექა-აღბუღას
სამართალი) მოქმედებდა; ჯერ კიდევ ალექსანდრეს გამეფებამდე სამცხის ათაბაგებმა

148
სამცხის ეკლესია მცხეთის საკათალიკოსოს ჩამოაშორეს და უმაღლეს საეკლესიო პირად
აწყურის ეპისკოპოსი აქციეს, რომლის ხელდასხმას ანტიოქიის პატრიარქი
ანხორციელებდა. ალექსანდრემ ამ პრობლემის მოგვარება 1419 წელს შეძლო და სამცხეში
მცხეთის კათალიკოსის გავლენა აღადგინა.
როგორც უკვე ვთქვით, ალექსანდრე ეკლესია - მონასტრების აღდგენასაც
ცდილობდა. თემურ-ლენგის ლაშქრობების შემდეგ ქვეყნის ხაზინა ფაქტობრივად
დაცარიელებული იყო, აღდგენით სამუშაოები კი ფინანსებს მოითხოვდა. ამ პრობლემის
მოსაგვარებლად მეფემ 1425 წელს სპეციალური გადასახადი შემოიღო რომელიც,
წელიწადში ერთ კომლზე 40 თეთრს (ვერცხლის ფული) გულისხმობდა. გადასახადი
1440 წლამდე იკრიბებოდა. ზოგიერთი, შედარებით შეძლებული დიდებული
აღდგენითი სამუშაოებისათვის პირად ხარჯებსაც გასცემდა. ეს ტენდენცია
ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგაც გაგრძელდა, განსაკუთრებით კახეთში სადაც
შემოსევებისგან მიყენებული ზიანი ნაკლები იყო. მართალია გარკვეული აღდგენითი
სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ ამ კუთხით სერიოზული წარმატების მიღწევა შეუძებელი
იყო. არც ფული იყო საკმარისი, არც მუშა-ხელი და არც საქმის ოსტატები იყვნენ ბევრნი
დარჩენილნი.
ალექსანდრე დიდი ყველანაირად ცდილობდა ქვეყანაში მდგომარეობის
გამოსწორებას. ის მთიანეთის მოსახლეობის ნაწილს გაუდაბურებულ ბარში ასახლებდა
რათა მიწათმოქმედება აღმდგარიყო, მოუწოდბდა ეკლესიას, რომელიც ამ დროს კვლავ
ყველაზე მდიდარი ინსტიტუტი იყო, აეშენებინათ ახალი სოფლები. მეფე იმერეთიდან,
რომელსაც წინა პერიოდში ნაკლები ზიანი მიადგა, ოჯახებს კახეთში ასახლებდა და ასე
ავსებდა რეგიონის შეთხელებულ მოსახლეობას. მეფის ბრძანებით, თვით თურქმანებსაც
კი, ვისაც სურვილი ექნებოდა ხელს უწყობდა დასახლებულიყვნენ აღმოსავლეთ
საქართველოში და მიწები დაემუშავებინათ. შეიძლება ითქვას, რომ შექმნილ
ვითარებაში ეს მაქსიმუმი იყო რისი გაკეთებაც მეფეს შეეძლო.
მეფობის ბოლო პერიოდში, დიდი ხნის შემდეგ პირველად, საქართველო
მონაწილეობას იღებს ევროპის პლიტიკურ და საეკლესიო პროცესებში. 1438 – 39 წლებში
ფერერასა და ფლორენციაში პაპ ევგენიუს IV - ის ინიციატივით ოსმალური საფრთხისა

149
და აღმოსაველთის ეკლესიების კვლავ რომის ეკლესიის წიაღში დაბრუნების შესახებ
კრებები გაიმართა, რომელებზეც ალექსანდრემ წარმომადგენლები გაგზავნა.
სამწუხაროდ ამ კრებებს რაიმე შედეგი არ გამოუღია.
ამავე პერიოდში შეინიშნება სამეფო ხელისუფლების კიდევ უფრო შესუსტება. მეფის
შვილები თუ ძმები უფრო აქტიურად ერევიან სახელმწიფოს საქმეებში. მეფე
იძულებული ხდება თავის ვაჟები ერთგვარ თანამმართველებად დანიშნოს. იმერეთსა
და ქართლის ნაწილში ის ნიშნავს უფროს ვაჟებს ვახტანგსა და დიმიტრის, ხოლო
კახეთში გიორგის. ეს გადაწყვეტილება თავდაპირველად ქვეყნის ერთიანობის
ინტერესებს ემსახურებოდა. მას იმედი ჰქონდა რომ ასე სხვადასხვა მხარეში მყოფ
ერისთავებს უკეთ დაიმორჩილებდა და სრული ძალაუფლება სამეფო ოჯახის ხელში
იქნებოდა, მაგრამ მოგვიანებით თანხმობა ოჯახის წევრებს შორისაც დაირღვა, რაც
საუკუნის მიწურულს საქართველოს ერთიანი სამეფოს საბოლოო დაშლით
დაგვირგვინდა.
ალექსანდრე დიდი აკეთებდა ყველაფერს რაც შეეძლო - მეფობის დასაწყისში
საბრძოლო მოქმედებებით დაეკავებინა ახალი ტეროტორიები, ხელში ჩაეგდო
მნიშვნელოვანი სტატეგიული პუნქტები და უზრუნველეყო ქვეყნის უსაფრთხოება.
შედარებით მშვიდობიან პერიოდში ცდილობდა აღედგინა ქვეყნის გაჩანაგებული
ეკონომიკა, რამენაირად აღმოეფხვრა დემოგრაფიული კრისიზი, მაგრამ ეს ცდები ამაო
იყო. ამაო იყო იმიტომ, რომ ქვეყანა ძალიან იყო გამოფიტული, მას ფაქტობრივად
აღარანაირი რესურსი არ გააჩნდა, საბოლოოდ კი 1440 წელს საქართველო კდევ ერთი
შემოსევის მსხვერპლი გახდა. ამ წელს ყარა-იუსუფის მემკვიდრე ჯუჰან - შაჰი შემოესია
საქართველოს, აიღო სამშვილდე, მოაოხრა მისი შემოგარენი, მოსახლების ნაწილი
ამოხოცა ნაწილი კი ტყვედ წაიყვანა.
1442 წელს ალექსანდრე დიდმა მეფობას თავი ანება და ათანასეს სახელით ბერად
აღიკვეცა. გარდაიცვალა 1449 წელს.

150
საქართველოსდაშლასამეფოსამთავროებად

ალექსანდრე დიდის ბერად აღკვეცის შემდეგ, 1442 წელს საქართველოს მეფეთ-


მეფე მისი უფროსი ვაჟი, ვახტანგ IV გახდა. მან სულ 4 წელი იმეფა. მისი ამ მცირეხნიანი
მეფობის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. სავარაუდოდ 1444 წელს საქართველოს
წინააღმდეგ კვლავ გამოილაშქარა ჯეჰან-შაჰმა. როგორც გვინადელი წყაროები
გმავნობენ, დიდი ზარალის გამო ის მალევე უკან გაბრუნებულა. ვახტანგ მეოთხის
გარდაცვალების შემდეგ საქართველოს მეფე მისი ძმა, გიორგი VIII ხდება. სწორედ ის
გახლავთ ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე.
გამეფებიდან მალევე სამცხეში ხელისუფლებისთვის ბრძოლა ატყდა ივანეს ჯაყელის ორ
ვაჟს, აღბუღასა და ყვარყვარეს შორის. ყვარყვარემ თავისი უფროსი ძმა ჩამოგდო და
თავად გახდა მთავარი. დამარცხებული აღბუღა მეფეს ეახლა და დახმარება სთხოვა.
გიორგიმ ეს ხელსაყრელ ვითარებად შეაფასა და სამცხის საქმეებში აქტიურად ჩარევა
გადაწყვიტა იმ იმედით, რომ აღბუღას გამთავრების შემთხვევაში საათაბაგოზე კვლავ
გაავრცელებდა სამეფო ხელისუფლებას, რომელიც ამ დროს მხოლოდ ნომინალურიღა
იყო. გიორგი ჯარით შევიდა სამცხეში. ყვარყვარემ ვერ გაბედა შებძოლება და მეფეს
ეახლა. ამ უკანასკნელმა კვლავ აღბუღა გაამთავრა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1451
წელს გიორგიმ სამცხე ყვარყვარეს დაუმტკიცა, თუმცა ის მეფის მორჩლებას სულაც არ
აპირებდა.

151
გიორგის ჯერ ყვარყვარე აუჯანყდა. ამით ისარგებლა იმერეთის მმართველმა
ბაგრატმა (ალექსანდრე დიდის ძმისშვილი) და ისიც განუდგა მეფეს. გიორგისა და
ბაგრატს შორის 1463 წელს სოფელ ჩიხორთან ბრძოლა გაიმართა, რომელშიც მეფე
დამარცხდა. მეფის დამარცხების შემდეგ ბაგრატი ქუთაისში მეფედ ეკურთხა. გიორგი
მერვემ მეორე აჯანყებულს, ყვერყვარეს შეუტია, მაგრამ 1465 წელს, ფარავნის ტბასთან
მასთანაც დამარცხდა. უფრო მეტიც, ყვარყვარემ ის დაატყვევა კიდეც. ამის შემდეგ
სამცხე საბოლოოდ ჩამოშორდა ერთიან საქართველოს და დამოუკიდებელ სამთავროდ
ჩამოყალიბდა. გიორგის ტყვეობით ისარგებლა ბაგრატმა, ქართლში გადავიდა და
საქართველოს მეფობაზე გამოთქვა პრეტენზია. აქ მას მოწინააღმდეგე გამოუჩნდა,
ალექსანდრე დიდის შვილიშვილი, კონსტანტინეს სახით. ქართლის დიდებულები
სწორედ ამ ორი პრეტენდენტის გარშემო დაჯგუფდნენ. ამასობაში კახეთში
ადგილობრივმა ფეოდალებმა ერთ-ერთი ერისთავი, დავითი გაამთავრეს. ქართლში
ბაგრატს უფრო მეტი მომხრე გამოუჩნდა. კონსტანტინემ დათმობა არჩია თუმცა
ბაგრატისაც მოუწია კომპრომისსზე წასვლა. მათ შორის მოხდა შეთანხმება -
კონსტანტინემ ბაგრატი „მეფედ-მეფედ“ სცნო, თუმცა თვითნ ქართლი მეფედ რჩებოდა
და აღიერებდა ბაგრატის უზენაესობას.
ამასობაში ყვარყავრე ათაბაგი მიხვდა, რომ გიორგის დატყვევება დიდი ვერაფერი
წარმატება ვერ იყო. მის მაგივრად ქვეყანას მაინც ჰყავდა ახალი „მეფეთ-მეფე“, რომელიც
აშკარად უფრო სახიფადო ჩანდა მისთვის ვიდრე გიორგი. ამიტომ ყვარყვარემ ეს
უნასკნელი გაათავისუფლა, ქალიშვილი მიათხოვა და ჯარიც გამოატანა მეფობის
დასაბრუნებლად. ქართლში მისულ გიორგის ქართის თავადებმა მხარი არ დაუჭირეს,
ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომ ის კახეთში გადავიდა. საბოლოოდ გიორგიმ
კახელი ფეოდალების დამარცხება შეძლო და კახეთში გამეფდა. ასე იქცა საქართველოს
მეფე გიორგი მერვე, კახეთის მეფე გიორგი პირველად.
1478 წელს გარდაიცვალა ბაგრატი და ქართლში კონსტანტინე გამეფდა,
რომელმაც სათავე დაუდო ქართლის ცალკე სამეფო დინასტიას. ოდნავ მოგვიანებით
იმერეთში გამეფდა ალექსანდრე ბაგრატის ძე, რომელმაც, თავის მხრივ,
დამოუკიდებელი იმერეთის სამეფო დინასტიის ფუძემდებელი გახდა.

152
XV საუკუნის ბოლოსათვის ერთიანი საქართველოს ნაცვლად სამი
ერთმანეთისგან დამოუკიდბელი სამეფო - ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოები
და ერთ დამოუკიდებელი სამთავრო - სამცხე-საათაბაგო მივიღეთ. ერთიანი სამეფოს
დაშლა იურიდიულად 1490 წელს გაფორმდა.

IV. დაშლილისაქართველო

IV. 1. იმერეთისსამეფო

იმერეთისსამეფოსწარმოქმნადაპირველიმეფეები

1453 წელს კონსტანტინოპოლი ოსმალებმა დაიკავეს, რითაც საქართველო


მთლიანად მუსლიმური სამყაროს გარემოცვაში აღმოჩნდა. 1459 წელს საქართველოს
მეფე-მთავრები ანტიოსმალურ კოალიციას შეუერთდნენ, თუმცა გეგმა არ
განხორციელებულა. ამ პერიოდში სამოქალაქოს ერისთავი იყო ბაგრატი, ბაგრატიონთა
იმერეთის შტოს წარმომადგენელი. 1462 წელს გიორგი VIII-მ ქუთაისი ჩამოართვა
ბაგრატს, რადგან ეს უკანასკნელს სამეფო ხელისუფლების მოწინააღმდეგესთან, სამცხის
ათაბაგ ყვარყვარე II ჯაყელთან ჰქონდა ურთიერთობა. ბაგრატი მეფეს აუჯანყდა. მას
მიემხრნენ გურიის, ოდიშის, სვანეთისა და აფხაზეთის მთავრები. აჯანყება
დაგვრიგვინდა 1463 წელს ჩიხორის ბრძოლით. ბაგრატმა თავის მოკავშირეებთან ერთად
დაამარცხა გიორგი VIII. მეფე გიორგიმ სრულიად დაკარგა კონტროლი დასავლეთ
საქართველოზე, რითაც ისარგებლა ბაგრატმა და 1463 წელს თავი იმერეთის მეფედ
გამოაცხადა ბაგრატ II-ის სახელით.

153
დამარცხებულმა გიორგიმ სამცხეს შეუტია, ყვარყვარე არ შეებრძოლა გიორგის და
სამცხიდან გაიქცა, რომელსაც ბაგრატმა აღმოუჩინა თავშესაფარი. მალე ქართლს
სპარსები შეესივნენ, რის გამოც გიორგი VIII-ს სამცხის დატოვება მოუწია. ბაგრატმა და
ყვარყვარემ ერთად დაიბრუნეს სამცხის საათაბაგო.
მალე, ბაგრატს უფრო დიდი ამბიციები გაუჩნდა. ამის საშუალება მას ყვარყვარე
ათაბაგმა მისცა. გიორგი VIII-მ კიდევ სცადა სამცხის დაბუნება, ხოლო ყვარყვარემ მეფე
1465 წელს, ფარავნის ბრძოლაში დაამარცხა და დაატყვევა. ბაგრატმა სწორად გამოიყენა
შანსი, გადავიდა ქართლში და თავი ქართლისა და იმერეთის გაერთიანებული სამეფოს
მეფედ გამომაცხადა ბაგრატ VI-ს სახელით.
ყვარყვარე, რომელსაც არ სურდა ქვეყანაში ძლიერი სამეფო ხელისუფლება,
მიხვდა რომ გიორგის დატყვევებით შეცდომა დაუშვა. მოძლიერებული ბაგრატ VI მის
ინტერესებში არ შედიოდა და გიორგი გაათავისუფლა, რომელმაც ვერ შეძლო ქართლში
დაბრუნება და კახეთში გადავიდა.
ბაგრატის დროს საქართველოში ჩამოვიდა ანტიოქიის პატრიარქი მიქაელი
შესაწირების შეკრების მიზნით. მისი სტუმრობისას სერიოზულად შეირყა საქართველოს
მართმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი. მიქაელმა, ბაგრატის ნებით
ლიხთ-იმერეთისა და აფხაზეთის კათალიკოსად აკურთხა ეპისკოპოსი იოვაკიმე, რაც
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უგულვებელყოფას ნიშნავდა. მიქაელის
დავალებით, ბაგრატმა ასევე შეადგინა „მცნება სჯულისა“, სადაც მართლდებოდა
ბაგრატის საქციელი. „მცნება სჯულისას“ მიხედვით აღმოსავლეთ საქართველო ნინომ
მოაქცია, ხოლო დასავლეთი ანდრეა პირველწოდებულმა. სწორედ ამიტომ,
დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიები სხვადასხვა უნდა ყოფილიყო.
1477 წელს თეთრ-ბატნკნიანთა, იგივე აყ-ყოინლუს მმართველი უზუნ-ჰასანი
მოულოდნელად შეიჭრა ქართლში და თბილისი დაიკავა. თბილისს გორი მოჰყვა. ჯერი
დასავლეთ საქართველოზე მიდგა. ბაგრატმა ყვარყვარე ათაბაგთან ერთად, გადაწყვიტა
მოლაპარაკებები ეწარმოებინა უზუნ-ჰასანთან, რომელმაც მშვიდობის სანაცვლოდ 16
ათასი დუკატი მოითხოვა, მაგრამ თბილისი მას უნდა დარჩენოდა. უზუნ-ჰასანს 4 დიდი
„ბალაში“ (ლალის თვალი) გაუგზავნეს ქართველებმა, რომლებიც ვენეციის ელჩმა

154
ბარბარომ შეაფასა თითოეული ოთხი ათას დუკატად, თუმცა აყ-ყოინლუს განმგებელმა
მაინც ფული მოითხოვა. ბაგრატს მოუწია ფული მიეცა მისთვის. უზუნ-ჰასანმა ფულთან
ერთად ხუთი ათასი ტყვეც წაიყვანა და თავრიზში დაბრუნდა, ხოლო თბილისში
ხალილ-ბეგ ბეგთაში დატოვა. 1478 წელს უზუნ ჰასანი გარდაიცვალა, ხალილ-ბეგმა
მიატოვა თბილისი და მალე ის ისევ ბაგრატის მფლობელობაში შევიდა.
ბაგრატს ბრძოლა მოუხდა ოდიშის მთავართან ვამეყ დადიანთანაც, რომელიც
მისი წყალობით იყო დასმული. დაამარცხა მან ვამეყი, აპატია მას აჯანყება და ერთად
გადავიდნენ ქართლში უზუნ-ჰასანის მიერ წართმეული ციხეების დასაბრუნებლად.
ამის შემდეგ, ბაგრატი რაჭაში გაემართა, სადაც იგი დასნეულდა და გარდაიცვალა
1478 წელს. იგი გელათშია დაკრძალული.
ბაგრატ II ძლიერი მეფე იყო, რომელმაც შეძლო და კონტროლის ქვეშ ჰყავდა
სამეფო ხელისუფლების დიდი თავისტკივილი - სამცხის საათაბაგო. ასევე მან შეძლო და
დიპლომატიის საშუალებით ქვეყანა იხსნა უზუნ-ჰასანის აოხრებისგან.
ბაგრატის შემდეგ იმერეთში და მთლიანა საქართველოში სიტუაცია დაიძაბა.
ბაგრატის ვაჟმა, ალექსანდრემ ვერ შეძლო იმერეთის ტახტის შენარჩუნება. ქართლის
მეფე კონსტანტინე II-მ, რომელიც ალექსანდრე I დიდის ვაჟის დემეტრეს ძე გახლდათ
და ჯერ კიდევ ბაგრატის მეფობისას ქართლში დიდი გავლენით სარგებლობდა და
გარკვეულ ძალაუფლებასაც ფლობდა. ბაგრატის სიკვდილის შემდეგ, კონსტანტინემ
ქართლის ტახტი მარტივად ჩაიგდო ხელში, კავშირი დაამყარა დასავლეთ საქართველოს
სამთავროებთან. კონსტანტინე ჯარით გადავიდა დასავლეთ საქართველოში, სადაც მას
დადიანი და გურიელი შეუერთდნენ. ალექსანდრე რაჭაში გაიქცა, ხოლო კონსტანტინემ
ქუთაისი დაიკავა და იმერეთისა და ქართლისს მეფე გახდა.
როგორც ბაგრატი, მისი შვილიც კარგ ურთიერთობაში იყო ყვარყვარე ჯაყელთან.
ყვარყვარემ 1483 წელს არადეთთან დაამარცხა კონსტანტინე, რითაც ისარგებლა რაჭაში
მყოფმა ალექსანდრემ და ქუთაისი აიღო 1484 წელს, სადაც მეფედ ეკურთხა.
ოდიშის მთავარი ლიპარიტ დადიანი, რომელიც კონსტანტინეს მოკავშირე
გახლდათ, ვერ შეეგუა ალექსანდრეს იმერეთში გამეფებას და 1487 წელს კონსტანტინეს
ეხმარება ქუთაისის დაკავებაში, მაგრამ ის დიდხანს ვერ იკიდებს აქ ფეხს, რადგან

155
ქართლში იაკუბ ყაენი შეიჭრა. მეფეს ქართლში დაბრუნება მოუწია და რითაც კიდევ
ერთხელ სარგებლობს ალექსანდრე და 1488 წელს ტახტს იბრუნებს, ამჯერად უკვე
საბოლოოდ.
ალექსანდრეს მთავარ პრობლემას ერისთავები წარმოადგენდნენ და პირველ
რიგში ამ პრობლემის მოგვარებას შეუდგა. მან შემოირიგა დადიანი და გურიელი. ასევე,
დაიმორჩილა აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროები.
1490 წელს საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, ქართლის
მეფე კონსტანტინემ მოიწვია დარბაზი, რომელსაც საერო და სასულიერო
მაღალჩინოსნები მოიწვია. კრებაზე გადაწყდა, რომ ომი უნდა შეწყვეტილიყო და
დაშლილი საქართველო ოფიციალურად ეცნოთ. 1491-92 წლებში საზღვრები დაადგინეს
ალექსანდრე II-მ, კონსტანტინე II-მ და ყვარყვარე II ჯაყელმა.
1505 წელს ქართლის მეფე კონსტანტინე II გარდაიცვალა და მისი ვაჟი დავით X
ავიდა ტახტზე. ალექსანდრეს ბევრი წყენა ჰქონდა დაგროვილი ქართლის სამეფოსგან,
თუმცა კონსტანტინეს მეფობის პერიოდში მასთან შერკინებას ვერ ბედავდა. ხოლო
დავით X ლმობიერი და მშვიდი მმართველი იყო, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა
ალექსანდრესთვის მარტივი იყო. 1509 წელს ალექსანდრე ქართლში შეიჭრა, დაიკავა
გორი და თბილისსაც დაიპყრობდა, რომ არა ოსმალთა შეტევა დასავლეთ
საქართველოზე. ოსმალებმა დაიკავეს ქუთაისი და გელათის ტაძარი გადაწვეს.
ალექსანდრემ დააგვიანა დაბრუნება, თუმცა მაინც შეძლო ოსმალთა განდევნა
ქვეყნიდან.
ალექსანდრე II 1510 წელს სალმობის სნეულებით გარდაიცვალა და მის მიერ
აღდგენილ გელათის ტაძარში დაკრძალეს.
ალექსანდრე ტრაგიკული პიროვნება გახლავთ, მთელი მისი ცხოვრება
მამისეული ტახტის დაბრუნებასა და განმტკიცებას მოანდომა, რასაც მრავალი ხელის
შემშლელი ფაქტორი ჰქონდა. ტახტის განმტკიცების შემდეგ, გამოჩნდა რომ ის ძლიერი
და გონიერი მმართველი იყო, თუმცა არ გაუმართლა, რადგან ოსმალები შემოესივნენ მის
სამეფოს. უიღბლობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს გახლდათ ოსმალთა პირველი

156
შემოსვლა საქართველოში და ისიც საქართველოს გაერთიანებისკენ მიმავალ
ალექსანდრეს პერიოდს დაემთხვა.

ბაგრატIII

იმერეთის სამეფოს ერთ-ერთი გამორჩეული მეფე, ალექსანდრე II-ს ვაჟი ბაგრატი, მამის
გარდაცვალების შემდეგ 1510 წელს 15 წლის ასაკში ავიდა ტახტზე ბაგრატ III-ის
სახელით. ახალგაზრდა მეფეს რთული მდგომარეობა დახვდა სამეფოში. მთავრები და
თავადები თავის ნებაზე იყვნენ მიშვებულნი. ოსმალეთის იმპერიიდან ნებისმიერ დროს
საფრთხეს ელოდნენ. სამცხის საათაბაგოს მუდმივად დამოუკიდებლობისკენ ეჭირა
თვალი.
ასეთ რთულ პირობებში ბაგრატმა აქტიურად დაიწყო იმერეთის სამეფოს
მართვა. 1511 წელს ოსმალეთის უფლისწული სელიმი სამცხეში შეიჭრა, სადაც ათაბაგმა
გადარჩენის მიზნით იმერეთის სამეფოზე გაძღოლა შესთავაზა. ბაგრატი გაიქცა, ხოლო
ოსმალებმა მოაოხრეს იმერეთი, დაწვეს ქუთაისი და გელათი, მრავალი ტყვედ ჩაიგდეს
და უკან გაბრუნდნენ.
ბაგრატი დაბრუნდა დედაქალაქში და დაიწყო გაპარტახებული ქვეყნის
აღდგენა. ამავე წელს გარდაიცვალნენ ლიპარიტ დადიანი და გიორგი გურიელი,
157
რომელთა მაგვირადაც, ოდიშის მთავრად ბაგრატის ნებართვით დაჯდა მამია დადიანო,
ხოლო გურიაში იმერეთის მეფემ მამია გურიელს მისცა ძალაუფლება. მცირე ხნით
საშინაო პოლიტიკის მოგვარების შემდეგ, ბაგრატ III აქტიურად ერთვება საქართველოს
დანარჩენი სამეფოების საქმეებში. 1520 წელს ბაგრატისა და მამია გურიელის
მეთვალყურეობით, ზავი დადეს ქართლის მეფე დავით X-ემ და კახეთის მეფე ლევანმა.
ამ ზავით საქართველო, სამ თანასწორუფლებიან სამეფოდ დანაწილდა. 1525 წელს
დავით X-ს სიკვდილის შემდეგ, ქართლის ტახტზე ლუარსაბი ავიდა, რომელსაც
ბაგრატმა საკუთარი ასული თამარი შერთო ცოლად, რითაც, ქართლის დასავლეთ
ნაწილი საკუთარ კონტროლში მოაქცია.
ოდიშისა და გურიის სამთავროები ჯიქეთიდან, სადაც მუსლიმი მოსახლეობა
იყო ოსმალთა პოლიტიკის გამო, რეგულარულად იღებდნენ საკუთარ თავზე მარბიელ
ლაშქრობებს. 1533 წელს ბაგრატ III-ის ინიციატივით, მამია გურიელმა და მამია
დადიანმა ჯიქეთზე ილაშქრეს. ომი თავდაპირველად მთავრებისთვის წარმატებით
მიმდინარეობდა, თუმცა უთანხმოების გამო ყველაფერი მარცხით დასრულდა. მამია
დადიანი ბრძოლაში გარდაიცვალა, ხოლო გურიელი დაატყვევეს, რომელიც შემდეგ
გამოისყიდეს.
ბაგრატმა ისიც იცოდა, რომ ჯიქეთზე დიდ საფრთხეს სამცხის საათაბაგო
წარმოადგენდა. სამცხე პირდაპირი გზა იყო ოსმალთათვის იმერეთის სამეფოში
შესაჭრელად, ხოლო მათი ათაბაგების იმედი იმერეთის მეფეს არ ჰქონდა. სამცხის
ათაბაგები სამეფოს დაცვას არა მარტო ვერ უზრუნველყოფდნენ, არამედ საფრთხესაც
უქმნიდნენ მას. თავიანთი ხელისუფლების გადასარჩენად, არ ერიდებოდნენ
ოსმალეთთან თუ სპარსეთთან კავშირს. ამის გამო, ბაგრატმა სამცხის ხელში ჩაგდება
გადაწყვიტა. 1535 წელს, ბაგრატ III-მ ლევან დადიანთან და როსტომ გურიელთან ერთად
სამცხეზე ილაშქრეს. გადამწყვეტი ბრძოლა 12 აგვისტოს სოფელ მურჯახეთთან მოხდა,
სადაც იმერეთის მეფისა და გურია-ოდიშის გაერთიანებულმა ძალებმა დაამარცხეს
ყვარყვარე III ჯაყელი და ტყვედ იგდეს იგი. ბაგრატმა სამცხის უდიდესი ნაწილი
საკუთარ სამეფოს შეუერთა. ბაგრატი ამ ტერიტორიას 1545 წლამდე აკონტროლებდა.
ბაგრატმა იცოდა, რომ ძლიერი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, ძლიერი

158
მოკავშირე იყო საჭირო. ასეთი სპარსეთი გახლდათ, რომელსაც შაჰ-თამაზი მართავდა.
იგი შაჰს პირადად ეწვია ყარაბაღში და დახმარება სთხოვა. ვახუშტი ბატონიშვილის,
მისი თხოვნა იმდენად ღირსეული იყო, რომ შაჰი აღფრთოვანდა ბაგრატის სიტყვით.
თუმცა კი დახმარებაზე მან უარი უთხრა, საჩუქრები გამოატანა თან.
ყვარყვარეს ვაჟს ქაიხოსრო ჯაყელს კუთვნილი სამფლობელოების დაბრუნება
სურდა. ოსმალეთმა გადაწყვიტა ესარგებლა ქაიხოსროს ამბიციითა და 1543 წელს,
სულთნის ბრძანებით 22 ათას კაციანი არმიით სამცხეში შეუძღვა მუსტაფა ლალა-ფაშას,
რომლის არმიაც ევროპული ზარბაზნებით იყო შეიარაღებული. მუსტაფა ლალა-ფაშამ
ოლთისის ციხე შემოალყა, თუმცა ბაგრატმა მოიგერია შეტევა და განდევნა ოსმალები
ქაიხოსროსთან ერთად.
1545 წელს ოსმალები ისევ დაბრუნდნენ დიდი ძალებით. ბაგრატმა დახმარება
გურიელსა და დადიანს სთხოვა. ლევან დადიანმა ჯარი არ გამოიყვანა, რადგან
განაწყენებული იყო მეფეზე (ბაგრატმა მამია გურიელს აჭარა და ჭანეთი გადასცა). ამის
შემდეგ თავის სიძეს, ქართლის მეფესაც სთხოვა დახმარება, რომელთანაც ძალიან
მჭიდრო კავშირი ჰქონდა. ლუარსაბი ბაგრატის დასახმარებლად გამოცხადდა.
იმერეთის, ქართლისა და გურიის გაერთიანებული ჯარი, ბასიანთან, სოფელ
სოხოისტასთან შეებრძოლა ოსმალებს. შუა საუკუნეებში, გაერთიანებული
საქართველოს პერიოდში, ქართულის არმიის წინა ხაზზე ყოველთვის მესხები
გამოდიოდნენ ხოლმე. მესხებს ახლაც სურდათ ტრადიციისამებრ ჯარის ავანგარდი
ყოფილიყვნენ, თუმცა ცენტრში დგომის პატივი ქართლელებს ხვდათ წილად.
განაწყენებულმა მესხებმა ბრძოლის ველი დატოვეს. ბრძოლა ოსმალთა სასარგებლოდ
წარიმართა. ბაგრატმა დაკარგა სამცხის საათაბაგოზე კონტროლი, რომელსაც 10 წელი
აკონტროლებდა.
სოხოისტას ბრძოლაში ნათლად გამოჩნდა, რომ ბაგრატს მთავრებთან
ყველაფერი რიგზე არ ჰქონდა. მან გადაწყვიტა ოდიშისა და გურიის სამთავროები
უშუალოდ დაექვემდებარებინა იმერეთის სამეფოსთვის. ბაგრატმა ლევან დადიანი,
რომელიც სანადიროდ ჰყავდა მიწვეული დაატყვევა. ბაგრატს განზრახული ჰქონდა
მამია გურიელიც დაეპატიმრებინა, თუმცა ლევან დადიანი გააპარეს, რომელიც მამია

159
გურიელს შეუამხანაგდა ბაგრატის წინააღმდეგ. თუმცა ბაგრატმა მაინც შეძლო მათ
შორის განხეთქილების ჩამოგდება.
ერთმანეთს გადაკიდებული დადიანი და გურიელი მალე ოსმალეთის ლუკმად
იქცა. 1555 წელს ქალაქ ამასიაში სპარსეთსა და ოსმალეთს შორის ზავი დაიდო. სხვა
პირობებთან ერთად, ზავის ერთ-ერთ პუნქტს საქართველოს გადანაწილებაც შეადგენდა,
რომლის მიხედვითაც ქართლისა და კახეთის სამეფოები, სამცხის საათაბაგოს
აღმოსავლეთ ნაწილთან ერთად სპარსეთის გავლენის ქვეშ ექცეოდა, ხოლო ოსმალეთი
დასავლეთ საქართველო იღებდა ვასალურ მფლობელობაში სამცხის დასავლეთ
ნაწილთან ერთად.
დასავლეთ საქართვლოში აქტიურად მიმდინარეობად ტყვეთა გაყიდვა
ოსმალეთის მიმართულებით, რომელსაც აქტიურად ეწეოდნენ ლევან დადიანია და
მამია გურიელი. ბაგრატმა ამის საწინააღმდეგოდ საეკლესიო კრება მოიწვია, რომელიც
ტყვეთა გაყიდვას კრძალავდა. დამრღვევი კი სიკვდილით დაისჯებოდა. კანონის
შემოღების მიუხედავად ტყვეთა სყიდვის ბოლომდე აღმოფხვრა ვერ მოხერხდა.
ბაგრატი 1565 წელს გარდაიცვალა. იგი გელათში დაკრძალეს. ბაგრატი, მისი
ხანგრძლივი მმართველობის პერიოდში, ყველაფერს აკეთებდა დასავლეთ
საქართველოს გაერთიანებისთვის და ოსმალთა საფრთხის აღკვეთისთვის. თუმცა, შუა
საუკუნეებისთვის დამახასიათებელმა გარემოებებმა, რასაც დიდ ფეოდალთა მხრიდან,
სამეფო ხელისუფლების კონტროლისგან მაქსიმალურად გამიჯვნა ჰქვია, ხელი შეუშალა
ბაგრატს საკუთარი მიზნის მიღწევაში. ამას თან ერთვოდა ოსმალეთის უზარმაზარი
იმპერიის მხრიდან გამუდმებული აგრესია.
ბაგრატ III-ს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა საქართვლოს დანარჩენ
მეფეებთან. ლუარსაბთან თბილი ურთიერთობის შესახებ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. ასევე
კეთილგანწყობილი იყო იგი კახეთის მეფე ლევანთანაც.
ვახუშტი ბატონიშვილისა და ტიმოთე გაბაშვილის ცნობით დავით X-მ, ბაგრატ
III-მ და კახეთის მეფე ლევანმა იერუსალიმში ილაშქრეს წმინდა მიწის გამოსახსნელად
ეგვიპტის სულთნისაგან, რომელთაც სათავეში ოსმალო სულეიმან კანუნი ედგათ.
გადმოცემის მიხედვით მათ მიზანს მიაღწიეს. მათ, ქრისტეს საფლავის ტაძარში წირვის

160
ჩატარების უფლება მოიპოვეს. ეს სხვა არცერთ წყაროში არ ფიქსირდება და რამდენად
რეალურია, ამის თქმა რთულია.
ბაგრატ III ხვდებოდა, რომ საქართველოს გამთლიანებისთვის ბრძოლას,
არსებულ პირობებში აზრი არ ჰქონდა, ამიტომ მათთან მტრობის ნაცვლად
მოკავშირეობა არჩია, ხოლო მთელი თავისი ენერგია დასავლეთ საქართველოს
განმტკიცებას მოახმარა, რაც დიდი ძალისხმევის მიუხედავად მას არ გამოუვიდა.

ამასიისზავისშემდეგ

1555 წლის ამასიის ზავის შემდეგ, იმერეთის სამეფო ხელისუფლებას კიდევ უფრო
მეტად უჭირს მთავრებთან გამკვლავება. 1565 წელს, ბაგრატ III-ს გარდაცვალების
შემდეგ, ტახტზე ადის მისი ვაჟი გიორგი II.
გიორგი II-მ ტახტის განმტკიცების მიზნით გადაწყვიტა გურიისა და ოდიშის
მთავრებთან დაეთბო ურთიერთობები, რადგან იცოდა რომ მათი მხარდაჭერის გარეშე,
სამეფოს მართვა გაუჭირდებოდა. მისი მეფობის მეორე წელს გარდაიცვალა როსტომ
გურიელი და გიორგიმ გურიის მთვრის ტახტზე გიორგი II გურიელი დასვა. გურიელსა
და ლევან დადიანს მალე ურთიერთობა დაეძაბათ, რითაც ისარგებლა მეფე გიორგიმ და
იგი გურიელს დაუმოყვრდა.
ამ კავშირით გაღიზიანებულმა ლევან დადიანმა შეთქმულება მოაწყო მეფის
წინააღმდეგ. მან ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელთან ხოსრო ბატონიშვილთან,
რომელიც იმერეთის მეფე ალექსანდრე II-ს შვილთაშვილი იყო, კავშირი შეკრა და თავის
161
ვასალ ვარაზ ჭილაძესთან ერთად გიორგი მეფის წინააღმდეგ გაემართა. ბრძოლა 1568
წელს იანეთთან მოხდა, სადაც მეფისა და გურიელის ლაშქარმა გამარჯვება მოიპოვა.
ლევან დადიანი ოსმალეთში გადაიხვეწა, ხოლო გიორგი II-მ ოდიში დაიკავა. ლევან
დადიანმა ოსმალეთიდან ხომალდებით ტრაპიზონისა და არზრუმის საფაშოების ჯარი
გადმოიყვანა. გიორგი გურიელი დადიანს შეურიგდა. იმერეთის მეფემ ოდიში დათმო.

ამის საპასუხოდ, სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, გიორგი II-მ საჯავახოს


თავადი ჯავახ II ჭელიძე მოაკვლევინა, რომელსაც მეფეზე თავდასხმა ედებოდა
ბრალად. მეფემ საჯავახო დაიმორჩილა. თუმცა, გურიელმა და დადიანმა მალევე შეძლეს
საჯავახოს დაბრუნება, რომელიც შუაზე გაიყვეს. გურიელმა ვერ შეძლო ამ მხარის
გაკონტროლება და ამჯერად უკვე გიორგი II დაეუფლა მას.
1572 წელს ნადირობისას ლევან I დადიანი გარდაიცვალა, რომლის ნაცვლად
ოდიშის სამთავროს ტახტზე მისი ვაჟი გიორგი ავიდა, რომელთან ურთიერთობის
განმტკიცებაზე მალევე იზრუნა იმერეთის მეფემ და მისი და თავის მემკვიდრეს ბაგრატს
შერთო ცოლად. ამის საპასუხოდ, გიორგი გურიელი დადიანის ძმას მამიას
დაუნათესავდა და ერთიანი ძალებით, 1573 წელს იგი აფხაზეთში განდევნეს. გიორგი
დადიანმა, ტახტის დაბრუნება გამოსასყიდის სანაცვლოდ მხოლოდ 1578 წელს
მოახერხა.
1578 წელს საქართველოში შემოიჭრა ოსმალთა მხედრათმთავარი მუსტაფა ლალა-
ფაშა, რომელმაც თბილისი დაიკავა და დასავლეთ საქართველოსკენ დაიძრა. მეფე
გიორგი II მას ლიხის ქედზე დაუხვდა და დაამარცა იგი, დიდი ნაალაფარით კი
ქუთაისში დაბრუნდა.
სულთან მურად III-მ ამჯერად ზღვიდან სცადა იმერეთის სამეფოში შეჭრა. მან
ადმირალი კალიჩ ალი-ფაშა გამოგზავნა 60 ხომალდით. თურქი ადმირალი იკავებს
ფოთს და რიონის მეშვეობით ქუთაისს უახლოვდება, რომლის აღებაც ვერ მოახერხა.
ოსმალბმა ცოტა ხნით ხელი აიღეს იმერეთის სამეფოზე.
მეფე გიორგის მემკვიდრე ბაგრატი 1578 წელს გარდაიცვალა დედოფალ
რუსუდანთან ერთად. მას მცირეწლოვანი ვაჟი ლევანი დარჩა მემკვიდრედ. როგორც

162
ჩანს, გიორგის ძმა კონსტანტინე ლევანისთვის ტახტის დათმობას არ აპირებდა, ამიტომ
გიორგიმ 1583 წელს იგი ციხეში გამოკეტა.
ამავე წელსვე გარდაცივალა გიორგი II, რომლის ნაცვლად ტახზე 12 წლის ლევანი
ავიდა. ლევანს კონსტანტინე აუჯანყდა, რომელსაც ციხიდან გამოუღწევია. მან არგვეთი
დაიკავა, ასევე კაცხისა და სკანდას ციხეები. ლევანმა მოკავშირე მამია IV დადიანის
სახით იპოვა, რომლის ასული მარეხიც ცოლად შეირთო. მამიას დახმარებით 1587 წელს
ლევანმა კონსტანტინე დაამარცხა, რომელსაც საუფლისწულო მამული მისცეს არგვეთში.

იმერეთის სამეფო, ლევანის ხელში ძალზედ დასუსტებული იყო. ამით ისარგებლა


ქართლის მეფე სიმონ I-მა და 1588 წელს იმერეთში შეიჭრა. ლევანს დადიანი და
გურიელი არ მიეშველნენ. ბრძოლა გოფანთოსთან გაიმართა, რომელიც სიმონის
გამარჯვებით დასრულდა.
ლევანი ლეჩხუმში გაიქცა. სიმონმა კი იმერეთი დაიპყრო და ქუთაისი დაიკავა.
სიმონმა ვერ შეძლო იმერეთის ტახტის განმტკიცებისთვის ემოქმედა. მას სასწრაფოდ
მოუხდა ქართლში დაბრუნება, რადგან ოსმალების ეშინოდა, რომელთაც გორი და მისი
მიდამოები ეჭირათ. ლევანმა ისარგებლა ამ ვითარებით და იმერეთის ტახტზე
დაბრუნდა.
ლევანს სურდა გოფანთოსთან მიმტოვებელ დადიანზე შური ეძია, თუმცა მამია
დადიანმა მას დაასწრო და თავად შეუტია. 1590 წელს დადიანმა დაატყვევა ლევან მეფე
და შხეფის ციხეში გამოკეტა, რომელიც ჭილაძეების სათავადოს ეკუთვნოდა. მეფე
ლევანი ამ ციხეში გარდაიცვალა.
1590 წელს მამია დადიანისა და სხვა თავადების მხარდაჭერით იმერეთის ტახტზე
ლევანის ბიძაშვილი, კონსტანტინეს ძე როსტომი გამეფდა. ამავე წელს გარდაიცვალა
მამია დადიანი, რომლის ადგილიც მისმა ძმამ მანუჩარმა დაიკავა, რომელიც ასევე
ემხრობოდა როსტომს.
როსტომისა და დადიანის კავშირი არ მოსწონდა გიორგი II გურიელს, რომელმაც
შეუტია ქუთაისს, როსტომი გააგდო და მეფეთ ალექსანდრე II-ს შვილთაშვილი ბაგრატი
დასვა.

163
1590 წელს სიმონ I კიდევ შეიჭრა იმერეთში და განდევნა ბაგრატი, დაიკავა
ქუთაისი და თავისი ხალხი ჩააყენა გარნიზონებში, რომლის შედეგადაც სიმონი ისევ
ქართლში გადავიდა. როსტომმა ისარგებლა სიმონის წასვლით და იმერეთის სამეფო
ტახტი დაიბრუნა.
განრისხებული სიმონი, ამავე წელსვე დაბრუნდა იმერეთში. როსტომმა მანუჩარ
დადიანს შეაფარა თავი. სიმონს სურდა ბოლომდე მიჰყოლოდა როსტომს და ხელში
ჩაეგდო იმერეთის მეფე, რომელსაც არ ჰყავდა მემკვიდრე. მისი საბოლოო დამარცხებით,
სიმონი ქართლსა და იმერეთს გააერთიანებდა, რისი მომხრეც ბევრი იმერელი თავადი
გახლდათ.
სიმონი ოდიშში შეიჭრა, მან დადიანს მეფის გადაცემა სთხოვა რაზეც უარი
მიიღო. მანუჩარმა და როსტომმა მოახერხეს სოფელ ოფშკვითთან დაბანაკებული
სიმონის მომხრე იმერელი თავადების გადაბირება და გამთენიისას დაესხნენ თავს,
სადაც სიმონი დამარცხდა.
სიმონს იმერეთისკენ მეტჯერ აღარ ულაშქრია.
როსტომის მმართველობის პერიოდში, სამთავროებმა თითქმის სრულ
დამოუკიდებლობას მიაღწიეს, თუმცა ფურცელზე, მთავრები მაინც მეფის ვასალებად
რჩებოდნენ.
როსტომი 1605 წელს გარდაიცვალა, რომელსაც მემკვიდრე არ ჰყავდა. ტახტზე
მისი ნახევარძმა, კონსტანტინე ბატონიშვილის უკანონო შვილი გიორგი გამეფდა.

164
იმერეთისსამეფოდამისიმეფეებიXVII საუკუნეში

გიორგი III-ის მმართველობის დასაწყისში ოდიშისა და გურიის სამთავროებში


ცვლილებები მოხდა. 1600 წელს, ჯერ კიდევ მის გამეფებამდე გურიის მთავარი მამია II
გურიელი ხდება, ხოლო 1611 წელს გარდაიცვალა ოდიშის მთავარი მანუჩარ დადიანი,
რომელიც მისმა მცირეწლოვანმა ვაჟმა ლევან II დადიანმა ჩაანაცვლა. გიორგის
მმართველობის დასაწყისში, მეფესა და მთავრებს შორის კარგი ურთიერთობა იყო. მათ
ხელშეკრულებაც დადეს გარეშე მტერთან ერთიანად ბრძოლის შესახებ.
1615 წელს შაჰ აბასი აღმოსავლეთ საქართველოში შეიჭრა. ქართლის მეფე
თეიმურაზ I და კახეთის მეფე ლუარსაბ IIგიორგი III-მ შეიფარა თავის სამეფოში. შაჰ
აბასმა იმერეთის მეფეს თეიმურაზისა და ლუარსაბის გადაცემა სთხოვა. მეფე გიორგიმ
შაჰს აღმოსავლეთ საქართველოს მეფეთა გადაცემაზე უარი, ელჩების, კათალიკოს
მალაქიასა და პაატა აბაშიძის სახელით შეუთვალა. შაჰ აბასს უკან გაბრუნება მოუწია. მან
165
ვერ გაბედა იმერეთში შეჭრა. პირველ რიგში, იმის გამო, რომ დასავლეთ საქართველო
ოსმალთა კონტროლილებად ტერიტორიად ითვლებოდა და ირანის შესვლა ამ
ტერიტორიაზე, ოსმალეთთან ომის დაწყების მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო. ასევე,
ამ პერიოდში დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებს შორის იყო მტკიცე კავშირი, რაც
ზემოთ ხსენებული ხელშეკრულებისგან იყო გამოწვეული. დასავლეთ საქართველოში
შაჰ აბასს მოკავშირე არ ეყოლებოდა.
1618 წელს გიორგი III და თეიმურაზ I რუსეთში გზავნიან ელჩობას. ქართლისა და
იმერეთის მეფეები რუსებს დახმარებას სთხოვენ ირანის წინააღმდეგ, მაგრამ რუსეთს
პრობლემები ჰქონდა, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში. ბუნებრივია, მათ
დახმარებაზე უარი განაცხადეს.
გიორგისა და მთავრების შორის თბილი ურთიერთობა დიდხანს არ
გაგრძელებულა. ლევან II დადიანს ოდიშის სამთავროს სრული დამოუკიდებლობა
სურდა. იგი იმერეთის სამეფო ტახტის დაკავების სურვილსაც გამოთქვამდა. 1616
წლამდე მცირეწლოვანი ლევანის ნაცვლად, ოდიშის სამთვროს რეგენტი, მისი ბიძა
გიორგი ლიპარტიანი მართავდა. როდესაც ლევანმა ერთპიროვნული ძალაუფლება
მოიპოვა დაიწყო აქტიური და აგრესიული პოლიტიკა იმერეთის სამეფოს წინააღმდეგ.
გიორგი III-ს ურთიერთობა მამია გურიელთანაც დაეძაბა. 1618 წელს მამია
გურიელის ასული იმერეთის მეფემ, თავის მემკვიდრეს, ალექსანდრეს შერთო ცოლად.
საეჭვო რეპუტაციის გამო, გურიელის ასული უკან გააბრუნეს. რითაც გიორგი III-მ
კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა.
იმერეთის მეფის წინააღმდეგ საკმაოდ ძლიერი კოალიცია შეიქმნა, რომელშიც
დადიან-გურიელის გარდა, აფხაზეთის მთავარი შერვაშიძეც იყო გაერთიანებული. ასევე
მათ ემხრობოდათ პაატა წულუკიძე, რომელიც ლევან დადიანის მთავარი
შთამგონებელი იყო, სამეფო ხელისუფლების მოსპობისა და იმერეთის ტახტის თავად
დაკავებაზე.
გიორგი III-მ კოალიციის წინააღმდეგ მზადება დაიწყო, რომლის შესახებაც
დადიანმა გაიგო და თავად დაესხა თავს მას. 1623 წელს ქუთაისთან ახლოს,
გოჭოურასთნ ბრძოლა გაიმართა, რომელიც გიორგის მარცხით დასრულდა.

166
ამ ბრძოლის შემდეგ, დადიანი თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოს
მართავს. გიორგი III-მ სხვა გზით დაიწყო ფიქრი. 1626 წელს ქართლის მეფის
თეიმურაზის წინააღმდეგ გამოვიდა გიორგი სააკაძე. სააკაძეს სურდა თეიმურაზის
დამარცხებით, ქართლის ტახტზე გიორგი III მიეწვია, რითაც ამ ორ სამეფოს
გააერთიანებდა. ბაზალეთის ბრძოლაში გიორგი სააკაძეს იმერეთის მეფემ ზემო
იმერეთის ჯარი დაახმარა. გიორგი სააკაძემ ბრძოლა წააგო და ოსმალეთში გაიქცა.
1629 წელს თეიმურაზი და გიორგი III დამოყვრდნენ. ხოლო 1632 წელს შაჰის
შემწეობით ქართლის ტახტზე როსტომ-ხანი ავიდა. თეიმურაზს იმერეთში გაიქცა და
კიდევ ერთხელ შეეკედლა გიორგი მეფეს. გიორგისა და თეიმურაზის წინააღმდეგ
გაერთიანდნენ ლევან დადიანი და როსტომ-ხანი, რომელმაც დადიანის და მარიამი
შეირთო ცოლად.
1634 წელს როსტომ-ხანი იმერეთისკენ დაიძრა, რომელსაც სურამთან გზა
გიორგიმ ჩაუკეტა. როსტომსა და დადიანს ჯარები ბაღდათთან უნდა გაეერთიანებინათ.
ქართლის მეფემ გეზი იცვალა და სამცხის გავლით ბაღდათთან მივიდა. მას აქ
შეუერთდა ლევან დადიანიც. ბრძოლის დაწყებამდე გიორგი III დასაზვერად იყო
გასული, რომელიც დადიანის ხალხმა შეიპყრო და მეფე ოდიშში გადაიყვანეს.
დადიანმა თათბირი მოიწვია, სადაც გადაწყდა, რომ იმერეთის ტახტზე ქაიხოსრო
გურიელი უნდა დაესვათ. თუმცა ნაბიჯი დაგვიანებული იყო. ქუთაისში უკვე
მოესწროთ გიორგის მემკვიდრის ალექსანდრეს გამეფება. თავად გიორგიმ ორი წლის
შემდეგ გამოსასყიდის მეშვეობით დაიხსნა თავი. 1639 წელს გიორგი გარდაიცვალა და
იმერეთის ტახტზე მისი ვაჟი ალექსანდრე III ავიდა.
ალექსანდრე III-მ გამეფებისთანავე სცადა ურთიერთობა დაელაგებინა ლევან
დადიანთან, თუმცა ეს არ გამოუვიდა. დადიანი მუდმივად ანხორციელებდა დარტყმებს
იმერეთის სამეფოს მიმართულებით. ალექსანდრემ მოკავშირის ძებნა დაიწყო ლევანის
წინააღმდეგ. ამ პერიოდში, ერთადერთი ხსნა იმერეთის მეფემ ოსმალეთში ნახა. მეფემ
ოსმალებს დახმარება სთხოვა ოდიშის სამთავროს წინააღმდეგ. ოსმალთათვის
ყოველთვის სასიხარულო იყო, როდესაც მათ ასეთ სამსახურს სთხოვდნენ. მათ არ
დააყოვნეს და მეჰმედ-ფაშას მეთაურობით დადიანის სამფლობელოში მარბიელი

167
ლაშქრობა განხორციელდა. მომხდარმა ლევან დადიანი ცოტა ხნით დააშოშმინა, მაგრამ
ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.
1645-47 წლებში ლევან დადიანი სამჯერ გადავიდა იმერეთში და ალექსანდრეს
სამეფოს დიდი ზიანი მიაყენა. ალექსანდრეს ძმა მამუკა ბატონიშვილი, რომელიც
ბრწყინვალე მებრძოლი და მხედართმთავარი იყო, შიშის ზარს სცემდა ოდიშის
სამთავროს. მან რამდენიმე წარმატებული ლაშქრობა განახორციელა დადიანის
წინააღმდეგ. ლევანი ყველაფერს აკეთებდა მის შესაპყრობად. ერთ-ერთი ბრძოლისას,
1647 წელს, მამუკას ცხენი წაექცა, მეგრელებმა ის შეიპყრეს და ლევანს მიჰგვარეს.
დადიანმა მამუკა ციხეში გამოკეტა. მის დასახსნელად აქტიურად იყო ჩართული
იმერეთის მეფის სიმამრი თეიმურაზ I, მაგრამ დადიანმა მამუკა არ გაათავისუფლა.
მეტიც, მას თვალები დასთხარა და 1453 წელს ალექსანდრეს ძმა საპყრობილეში
გარდაიცვალა.
როდესაც ალექსანდრე მიხვდა, რომ დადიანთან ვერაფერს გახდებოდა.
თეიმურაზთან ერთად რუსეთში ელჩობა გაგზავნა 1649 წელს. თეიმურაზი ითხოვდა
ირანთან ურთიერთობაში დახმარებას, ხოლო ალექსანდრე ოდიშის სამთავროსგან
შველას სთხოვდა.
რუსეთმა ელჩობა გამოგზავნა იმერეთში. დელეგაცია 1651 წელს ჩამოვიდა
ტოლოჩანოვისა და იელევის მეთაურობით. ალექსანდრემ რუსეთის ცარის, ალექსი I-ის
მიმართ ერთგულების ფიცი დადო, უკან მიმავალ ელჩებს კი თან აახლა ლომკაც
ჯაფარიძე და არტიმონ არქიმანდრიტი. რუსეთთან ურთიერთობას შედეგი არ გამოუღია.

1657 წელს ალექსანდრეს დაუძინებელი მტერი ლევან II დადიანი გარდაიცვალა,


რომელსაც მემკვიდრე არ ჰყავდა. მის ნაცვლად, ოდიშის სამთავრო სტახტზე მისი
ძმისწული ლიპარიტ დადიანი ავიდა. ლიპარიტი მალევე დაამხო ალექსანდრემ და
ოდიშის მმართველად საკუთარი კანდიდატი ვამეყ III დადიანი დასვა, რომელიც
ლევანის ბიძის, გიორგი ლიპარტიანის ვაჟი გახლდათ.
ალექსანდრე III თავის მემკვიდრედ ცოლის ძმის შვილს ლუარსაბს ზრდიდა,
მაგრამ იგი გარდაიცვალა. ალექსანდრე საკუთარ ვაჟს ბაგრატს არ მიიჩნევდა საკუთარ

168
მემკვიდრედ, რომელიც გურიაში ჰყავდა დატყვევებულუ და 1659 წელს, რუსეთის ცარს
თეიმურაზ I-ის შვილიშვილის ნაზარ-ალი ხანის, იგივე ერეკლე I-ს გამოგზავნა სთხოვა,
რათა იმერეთის ტახტზე დაესვა. რუსეთმა ალექსანდრეს უარი შეუთვალა რის გამოც
ალექსანდრე იძულებული გახდა მემკვიდრეთ ბაგრატი დაესახელებინა.
ალექსანდრე 1660 წლის 4 მარტს გარდაიცვალა. ტახტზე მისი ვაჟი ბაგრატ IV ავიდა.
1660 წლიდან, ვიდრე სოლომონ I-ის გამეფებამდე (1752) წლამდე, იმერეთის
სამეფოში სრული ანარქია და ქაოსია. თითქმის ერთი საუკუნის მანძილზე, იმერეთის
ტახტის მფლობელი 32-ჯერ შეიცვალა. მეფეთა შორის, გარდა ბაგრატიონებისა, იყვნენ
უზურპატორებიც: ვახტანგ ჭუჭუნაიშვილი (1660), ვამეყ III დადიანი (1660), გიორგი III
გურიელი (1681-1683), მამია III გურიელი (1711-1712,1713-1714), გიორგი-მალაქია
აბაშიძე (1702-1707) და გიორგი IV გურიელი (1716).
ადვილი საფიქრებელია თუ რა მდგომარეობამდე მიიყვანდა ასეთი პოლიტიკური
ვითარება იმერეთის სამეფოს ეკონომიკასა და კულტურას. გარდა შინა ომებისა,
იმერეთის სამეფოს როგორც ოსმალეთი, ასევე სხვა ქართული სამეფოებიც
ავიწროვებდნენ.
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში იმერეთის ტახტზე სოლომონ Iადის (1752-1782),
რომელსაც მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი იმერეთის სამეფო არსებული ჭაობიდან
ამოეყვანა და სამეფო ხელისუფლება გაემტკიცებინა.

სოლომონI

იმერეთის მეფე სოლომონი ალექსანდრე V-ს ძე იყო. მისი გამეფების მომენტში,


იმერეთის სამეფო გაპარტახებული იყო. ომებს ვერ გადაურჩა დასავლეთ საქართველოს
სამთავროებიც. ფეოდალთა თვალში, სამეფო ხელისუფლებას არანაირი რეპუტაცია აღარ
გააჩნდა. ციხეებში ოსმალური გარნიზონები იდგა, ხოლო მოსახლეობა მათგან
დახარკული. ქვეყანაში გაცხოველებულად მიმდინარეობდა ტყვეებით ვაჭრობა.

169
სოლომონის გამეფება მარტივად არ მომხდარა. 1752 წელსვე მის წინააღმდეგ
შეთქმულება მოხდა, რომლის სათავეშიც მისი ოჯახის წევრები: დედა, ბაბუა და მისი
ბიძები იდგნენ. აჯანყება წარმატებით დასრულდა და სოლომონი გააძევეს ქუთაისიდან.
მაგრამ, მან მალევე შეძლო ტახტის დაბრუნება, რომელსაც ამაში ახალციხის ფაშა
დაეხმარა. სოლომონმა დედამისი თამარი გააძევა სამეფოდან. ტახტზე ავიდა და
აბაშიძეთა სამფლობელოები თავის საკუთრებად გამოაცხადა. იმერეთის
ახალგაზრდა მეფემ პირველ რიგში მთავრებთან და სხვა ფეოდალებთან გადაწყვიტა
ურთიერთობის მოგვარება. ამის გარეშე შეუძლებელი იყო სამეფოს აღორძინებაზე
ეფიქრა. ამ მიზნით, მან ცოლად შეირთო კაცია II დადიანის და მარიამი. ამის შემყურე
მამია IV გურიელი, რომელიც მიხვდა რომ ოპოზიციაში მარტო რჩებოდა, იმერეთის
მეფესთან დაზავება მოინდომა. სოლომონმა ასევე დააწინაურა ე. წ. წვრილი თავადებიც,
რომლებსაც მთელი მმართველობის მანძილზე ეყრდნობოდა. მისი ბრძანებით შეიქმნა
„ფიცის კაცნის“ ინსტიტუტი, რომლის თანახმადაც თავადები ყოველ წელიწადს
შეიკრიბებოდნენ და ფიცს დებდნენ მეფის ერთგულებაზე.
სოლომონის შემდეგი ნაბიჯი საგადასახადო სისტემის მოწესრიგება იყო. მისი
ბრძანებით, თითოეულ გადამხდელს ინდივიდუალურად დაუდგინდა გადასახადის
რაოდენობა. მრავალი გლეხი კი საერთოდ გაათავისუფლა მისგან.
მეფის ყოველი ნაბიჯი იმერეთის სამეფოს სასიკეთოდ ადგებოდა, თუმცა მთავარი
პრობლემა - ოსმალები, ჯერ ისევ გადაუჭრელი რჩებოდა. სოლომონი თავდაპირველად
ერიდებოდა ოსმალთა წინააღმდეგ ღიად გამოსულიყო. როდესაც საკუთარ ძალებში
დარწმუნდა, მან უკვე აქტიური მოქმედება დაიწყო დამპყრობელთა წინააღმდეგ.
პირველ რიგში, მეფემ აქტიური ბრძოლა დაიწყო ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ.
ტყვეებით ვაჭრობა ოსმალეთის მიერ კონტროლდებოდა და ამის მთელი ქსელი იყო
შექმნილი. ტყვეთა სყიდვამ ამ პერიოდში, უკვე იმ მასშტაბებს მიაღწია, რომ დასავლეთ
საქართველოში არ დარჩენილა კლასი, რომელიც ამით არ ზარალდებოდა. შრომის
უნარიანი მოსახლეობისგან იცლებოდა დასავლეთ საქართველო. თუმცა, არსებობდა
ფეოდალთა ის წრე, რომლებიც ადამიანთა ვაჭრობით დიდ მოგებას ნახულობდნენ.
სოლომონმა იცოდა, რომ ოსმალთა განდევნის გარეშე ტყვეთა სყიდვის

170
წინააღმდეგ წარმოუდგენელი იქნებოდა. მას საკმაოდ კარგად და ორგანიზებულად
შედგენილი გეგმა ჰქონდა. 1754 წელს სოლომონმა კანონით აკრძალა ტყვეთა სყიდვა.
ოსმალები ამაზე რეაგირებას ახდენენ და იმერეთში სადამსჯელო ლაშქრობისთვის
მზადებას იწყებენ. 1756 წელს გოლა ფაშას მეთაურობით ახალციხეში 30,000 კაციანი
თურქული ლაშქარი შევიდა. სოლომონმა გეგმა მოამზადა, რომლის მიხედვითაც,
როდესაც გოლა-ფაშა იმერეთში გადავიდოდა, იმერეთის თავადებს ერთდროულად
უნდა დაერტყათ იმ ციხეებისთვის სადაც ოსმალური გარნიზონები იდგა (ბაღდათი,
შორაპანი, ფოთი) ხოლო მიზნის მიღწევის შემდეგ, მეფესთან დაბრუნებულიყვნენ
გენერალური ბრძოლისთვის. გოლა-ფაშა 1757 წლის 12 დეკემბერს ქუთაისში შევიდა და
ქალაქი დაიკავა. მან გაიგო, რომ ქართველთა ჯარი ხრესილის ველთან იყო შეკრებილი
და მეორე დღეს მთელი ამალით მათკენ გაემართა. ხრესილის ველი სოლომონის გეგმას
წარმოადგენდა და გოლა-ფაშა მის მახეში გაება. გენერალურ ბრძოლამდე, სოლომონის
თავადებმა შეასრულეს თავიანთი დავალება და დაიკავეს ფოთის ბაღდათისა და
შორაპნის ციხეები, რითაც ფაშას დახმარების მიღების შანსი მოუსპეს. ასევე დაიბრუნეს
ქუთაისიც. ოსმალთა ჯარი ხრესილის ველზე დაბანაკდა. გოლა-ფაშას ამალაში ლევან
აბაშიძე და როსტო რაჭის ერისთავი იყვნენ. რაც შეეხება სოლომონის ბანაკს, დადიანით
დაწყებული, გურიელით დამთავრებული ყველა დიდი თუ მცირე ფეოდალი აქ
გახლდათ. ბრძოლა გამთენიისას 14 დეკემბერს დაიწყო, რომელიც ქართველთა სრული
გამარჯვებით დასრულდა. სოლომონმა კი, საკუთარი ხელით მოკლა გოლა-ფაშა. ეს არ
იყო მხოლოდ ბრძოლაში გამარჯვება, ეს სრულიად დასავლეთ საქართველოს
გამარჯვება იყო, რომელიც ამდენი ხნის შემდეგ ერთ მუშტად შეიკრა საერთო მტრის
წინააღმდეგ.
ოსმალები 1758 წელს ორჯერ შემოესივნენ დასავლეთ საქართველოს, თუმცა
სოლომონმა ეს შეტევებიც მოიგერია. 1579 წელს კი, მეფემ საეკლესიო კრება მოიწვია
სადაც დასავლეთ საქართველოს ყველა გავლენიანი საერო თუ საეკლესიო პირი
ესწრებოდა. კრებაზე გარდა საეკლესიო საკითხებისა, სოლომონის უმაღლესი
პოზიციები აღიარეს დასავლეთ საქართველოში მთავრებმა და ფიცი დადეს ტყვეთა
სყიდვის წინააღმდეგ ერთიანი ძალებით ბრძოლისთვის. სოლომონის პოლიტიკა დიდი

171
წარმატებით მიმდინარეობდა. იმერეთის და ქართლ-კახეთის მეფეებმა ასევე
მეგობრული კავშირი დადეს და ერთმანეთს დახმარებას დაჰპირდნენ.
1760 წელს ოსმალეთის ფაშამ მოსთხოვა სოლომონს გაეუქმებინა ტყვეთა სყიდვის
აკრძალვა, რაზეც იმერთა მეფემ უარი მიუგო. 1760-1763 წლებში ოსმალებმა სამჯერ
მოაწყვეს ლაშქრობა დასავლეთ საქართველოში, თუმცა სოლომონი მოწოდების
სიმაღლეზე იდგა და სამივეჯერ მოიგერია მტერი. შემდგომი ლაშქრობისთვის
ოსმალებმა სოლომონის ბიძაშვილი თეიმურაზ ბატონიშვილი გამოიმძღოლეს, რომელიც
მეფის ბიძაშვილი გახლდათ. ოსმალებს სოლომონის ჩამოგდება და თეიმურაზის მეფედ
აყვანა სურდათ. ოსმალებმა საწადელს მიაღწიეს. 1766 წელს მათ ქუთაისი დაიკავეს,
სოლომონი მოდინახეს ციხეში იყო გაქცეული, ტახტზე კი თეიმურაზი დასვეს.
მოდინახეს ციხეში გამოკეტილი სოლომონი უშედეგოდ სთხოვდა რუსეთს
დახმარებას. როდესაც სასურველი შედეგი ვერ მიიღო, საკუთარი ძალების
მობილიზებას შეუდგა და ძალიან მალე ტახტი დაიბრუნა. ოსმალეთის სასულთნო
ხვდებოდა, რომ იმერეთთან ბრძოლა ფინანსურად წამგებიანი იყო, ამიტომ
სოლომონთან ზავს დათანხმდნენ, რომლის მიხედვითაც იმერეთის სამეფო, როგორც
ადრე, არა ვასალურ, არამედ მხოლოდ ოსმალეთის მფარველობის ქვეშ მყოფ სამეფოდ
გამოცხადდა. ზავში საუბარი აღარ ყოფილა ტყვეებით ვაჭრობის განახლებაზე.
იმერეთის სამეფოს მხოლოდ 60 გოგონას გაგზავნა დაევალა ყოველწლიურად
ოსმალეთში, რასაც იმერთა მეფე არ ითვალისწინებდა.
1768 წელს სოლომონმა საბოლოოდ დაამარცხა ტახტის მოცილე თეიმურაზი.
ასევე გააუქმა რაჭის საერისთავო, რომელიც სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ
ოსმალთა დახმარებით სრულდება.
სოლომონმა ქვეყანა გაათავისუფლა თურქებისაგან, თუმცა ხვდებოდა რომ
დამოუკიდებელი ძალებით დიდხანს ამას ვეღარ შეძლებდა. 1768 წელს იგი კიდევ
ერთხელ აგზავნის ელჩობას რუსეთში. რუსეთ-თურქეთის ომი ახლოვდებოდა. რუსეთი
ხვდებოდა, რომ სოლომონის გამოყენება მტერთან საომრად შესაძლებელი იყო, ამიტომ
რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II დახმარებას დაჰპირდა. რუსებმა ასევე სოლომონს
ურჩიეს, რომ ჩასულიყო ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-სთან და იგი დაეყოლიებინა

172
ომში ჩართვაზე. სოლომონი ასეც მოიქცა და 1769 წელს ერეკლეს ესტუმრა, სადაც
საერთო გეგმა შეიმუშავეს. ეკატერინე II-მ 400 კაციანი რაზმი გამოგზავნა გენერალ
ტოტლებენის მეთაურობით ამავე წელს, ხოლო 1770 წელს, ეს რიცხვი 4,000-მდე
გაიზარდა. ერეკლეც ჩაერთო ომში. ტოტლებენმა იმერეთის ჯართან ერთად სხვადასხვა
ციხეები აიღეს, მათ შორის ქუთაისიც.
ტოტლებენი საქართელოს ტერიტორიაზე ქუჩუკ-კაინარჯის ზავამდე
იმყოფებოდა. 1774 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის ომი ამ ზავით შეწყდა. ზავის
პირობების მიხედვით ოსმალებს უბრუნდებოდათ ის ციხეები, რომლებიც რუსეთის
დახმარებით დაიკავა იმერეთმა (ბაღდადი, შორაპანი, ქუთაისი), ხოლო დანარჩენები
სოლომონის ხელში რჩებოდა. იმერეთი აღარ იყო ვალდებული ხარკი ეხადა ოსმალეთი
ვალდებულებას იღებდა, რომ არ შეავიწროვებდა ქრისტიანულ ეკლესიას. რუსეთ-
თურქეთის 1768-1774 წლების ომი მეფე სოლომონისთვის წარმატებულად დასრულდა.

1783 წელს სოლომონ მეფეს სურდა გეორგიევსკის ტრაქტატის მსგავსი


ხელშეკრულება დაედო რუსეთთან, რაზეც ოსმალეთმა სწრაფი რეაგირება მოახდინა და
სოლომონს ელჩის პირით შეუთვალეს ამ განზრახვაზე ხელი აეღო. ელჩს სოლომონმა
უარი გაატანა.
ოსმალთა აგრესია გაძლიერდა. ეს განსაკუთრებით ქვემო გურიაში ხდებოდა
სადაც 1784 წელს ილაშქრა სოლომონმა. სოლომონმა და გურიელმა ნაჭიშკრევთან
ბრძოლა გაუმართეს ოსმალებს, რომელშიც გამარჯვებულები გამოვიდნენ. ოსმალებმა
სოლომონს ზურგიდან მოუარეს და დაამარცხეს ის. მარცხი სოლომონმა ვერ გადაიტანა
და 1784 წლის 23 აპრილს იგი გარდაიცვალა. სოლომონ I დაკრძალულია გელათის
ტაძარში.
სოლომონ I-ის მმართველობამ ფეხზე დააყენა იმერეთის სამეფო და დასავლეთ
საქართველო. მან მარტომ თუ სხვათა დახმარებით, მახვილითა თუ დიპლომატიური
უნარებით, შეძლო და მრავალჯერ დაამარცხა ოსმალები, რომელთაც სერიოზულ
დათმობებზე წასვლა მოუწიათ იმერეთის სამეფოს მიმართ. სოლომონმა შეძლო და
მაქსიმალურად შეზღუდა მთავართა ის თავკერძობა, რასაც ადგილი ჰქონდა იმერეთის

173
სამეფოს არსებობის მანძილზე. იმერეთის მეფემ მოახერხა და დადო კავშირი რუსეთის
იმპერიასთან. იმერეთის მეფისთვის მათთან კავშირი წარმატებული გამოდგა. იმ
პერიოდში, ერთმორწმუნე, ძლიერ რუსეთთან კავშირი, დიდი იმედის მომცემი იყო,
როგორც სოლომონისთვის, ასევე მთელი სამეფოსთვის.
სოლომონს მემკვიდრე ალექსანდრე 1780 წელს გარდაეცვალა. მან სიკვდილის
წინა პერიოდში მეფე ერეკლეს სთხოვა იმერეთის ტახტზე მისი შვილიშვილი დავით
არჩილის ძე, იგივე სოლომონ II გამოგეზავნა. სოლომონ I-ის შემდეგ, დავით არჩილის
ზე 12 წლის იყო და ერეკლეს კარზე იზრდებოდა, რითიც ისარგებლა დავით გიორგის
ძემ და დადიან-გურულისა და ბერი წულუკიძის ხელშეწყობით იმერეთის ტახტზე
ავიდა.

იმერეთისსამეფოსგაუქმება

დავით II-მ გამეფებიდან მალევე ფიცი დადო რომ სოლომონ I-ის პოლიტიკას
გაატარებდა. მან რუსეთსაც სთხოვა მფარველობა, რითაც ეს უკანასკნელი

174
დაინტერესებული აღმოჩნდა. იგი ასევე აქტიურად ჩაერია სამეფოს შიდა
სამზარეულოში და დავითი და ერეკლე II მოარიგა იმის თაობაზე, რომ იმერეთის მეფე
ტახტს დაუთმობდა დავით არჩილის ძეს, როგორც კი იგი სრულწლოვანი გახდებოდა.
ოსმალეთს არ მოსწონდა იმერეთისა და რუსეთის მოკავშირეობა. მას
საკუთარი კანდიდატი ჰყავდა სამეფო ტახტისთვის - ქაიხოსრო აბაშიძე, რომლის
გამეფების შემთხვევაშიც, ოსმალეთი იმერეთის სამეფოს რუსეთს გამოსტაცებდა. ასევე
სტამბოლში მყოფი რაჭის ერისთავის ვაჟს გიორგი ქიორ-ბეიდსაც სურდა იმერეთის
ტახტის დაუფლება. რუსეთის მკაცრი ჩარევის შედეგად ოსმალეთმა ხელი აიღო თავის
განზრახვაზე, ხოლო მეფე დავითმა გიორგი შემოირიგა და რაჭის საერისთავო
აღუდგინა.
1788 წელს ოდიში მთავარი კაცია დადიანის ვაჟი გრიგოლი გახდა, რომელმაც
ვერ დაალაგა ურთიერთობა დავით II-თან. დავითი სამეგრელოში შეიჭრა, ხოლო
გრიგოლ დადიანმა ერეკლეს სთხოვა დახმარება, რომელმაც დავით არჩილის ძე
გამოაგზავნა. ოდიშისა და ქართლის გაერთიანებულმა ლაშქარმა 1789 წელს დავით II
დაამარცხეს სოფელ მათხოჯთან. საბოლოოდ დავითს ახალციხეში გაქცევა მოუწია,
ხოლო ქუთაისში დავით არჩილის ძე გამეფდა სოლომონ II-ის სახელით. 1790 წელს
დავითმა ლევან აბაშიძისა და ახალციხის ფაშას დახმარებით მცირე ხნით აღიდგინა
ტახტი, მაგრამ სოლომონმა მალევე დაიბრუნა. დავითს საუფლისწულო ერგო. მან
მომდევნო წლებში რამდენჯერმე სცადა ტახტის დაბრუნება თუმცა, ამაოდ. იგი 1795
წელს გარდაიცვალა.
სოლომონ II იმერეთის სამეფოსა და საქართველოს ისტორიაში ყველაზე
ბოლო მეფეა. 1790 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იმერეთის
მეფე და გურია-ოდიშის მთავრები ერეკლე II-თან სამხედრო ხელშეკრულებას დებენ.
ასევე, ისინი აღიარებენ ერეკლე მეფის უზენაესობას. ქართლ-კახეთის მეფეს მიანდეს
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებიც.
1793 წელს სოლომონი რუსეთს დახმარებას სთხოვს, მაგრამ რუსეთი ვერ
ეხმარება მას, რადგან ახალი ზავის თანახმად, რომელიც ოსმალეთსა და რუსეთს შორის
დაიდო, დასავლეთ საქართველოზე უპირატესობას კვლავ თურქები ინარჩუნებდნენ.

175
რუსეთთან მოლაპარაკებების პარალელურად, სოლომონი ურჩ ფეოდალებს
ებრძოდა. 1803 წელს გრიგოლ დადიანმა რუსეთის მფარველობა მიიღო. ამით
შეშფოთებული სოლომონი, რომელმაც რუსეთში ელჩობა გაგზავნა, თავის დაზღვევის
მიზნით ოსმალეთთან შეკავშირებას ეცადა, რაც რუსებმა გაუგეს და 1804 წელს ჯარი
იმერეთში შეიყვანეს. სოლომონთან ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც,
იმერეთის სამეფო რუსეთის ქვეშევრდომათ ცხადდებოდა, მაგრამ მეფობა არ
უქმდებოდა. სამაგიეროდ რუსეთი იმერეთს დაცვას ჰპირდებოდა.
სოლომონი კი დარჩა მეფედ, მაგრამ მას მხოლოდ გურიელი ემორჩილებოდა.
1806 წელს რუსეთ-ოსმალეთს შორის ომი განახლდა, რომლის გამოყენებაც სოლომონს
საკუთარი ტახტის განმტკიცებისთვის სურდა. თუმცა ყველაფერი სხვაგვარად
წარიმართა. 1809 წელს მამია გურიელმა ოსმალების წინააღმდეგ თავი გამოიჩინა, რაც
რუსებმა დაუფასეს და იმერეთისგან დამოუკიდებლად სცნეს.
სოლომონს 1809 წელს რუსეთში „დეპუტატობა“ უნდა გაეგზავნა, რაც 1804
წლის ხელშეკრულებით იყო დადგენილი, მაგრამ სოლომონი რუსეთს არ
ემორჩილებოდა. იგი ითხოვდა ჯარი გაეყვანათ ქუთაისიდან რუსებს. სოლომონის
წინააღმდეგ კი რუსეთმა ახალი გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც იმერეთში მის
წინააღმდეგ აჯანყება უნდა დაეწყოთ.
1810 წლის თებერვალში რუსეთის ჯარი იმერეთში შევიდა. მეფე ვარციხეში
იმყოფებოდა ჯართან ერთად, თუმცა უმეტესობამ რუსების შიშით მიატოვეს და ათასი
კაცის ამარა დარჩა სოლომონი.
სოლომონი დანებდა რუსებს და დათანხმდა გადამდგარიყო იმ პირობით, რომ
იმერეთში იცხოვრებდა ისევ. თუმცა, რუსებმა სოლომონი დააპატიმრეს და თბილისში
გადაიყვანეს, საიდანაც ფარულად გაიქცა ახალციხეში. აქ მას სოლომონ ლიონიძე და
მალხაზ ანდრონიკაშვილი ელოდებოდნენ. მეფემ და მისმა ერთგულმა ხალხმა
აჯანყების მზადება დაიწყო, რომლის მიზანიც 1804 წლის ხელშეკრულების აღდგენა
იყო.
სოლომონის აჯანყებას ბევრი გამოეხმაურა და სერიოზული სამხედრო ძალის

176
მობილიზაციაც მოახერხეს, თუმცა რუსებმა, გენერალი როზენის მეთაურობით აჯანყება
ჩაახშვეს. დამარცხებული სოლომონი 1810 წლის მიწურულს ახალციხეში გაიქცა.
რუსეთმა იმერეთში მეფობა გააუქმა და რუსული მმართველობა დაამყარა.
სოლომონი ცდილობდა დახმარება ქვეყნის საზღვრებს გარეთ ეპოვნა, ოსმალეთში,
ირანში. სოლომონმა ნაპოლეონსაც მისწერა, თუმცა უშედეგოდ. 1813 წლის რუსეთ-
ირანის ზავით, მთელი საქართველოს ტერიტორია რუსეთის მმართველობაში გადავიდა.

სოლომონ II 1815 წლის 7 თებერვალს გარდაიცვალა, რომელიც ტრაპიზონში


დაასაფლავეს. 1990 წელს კი, იგი საქართველოში გადმოასვენეს და გელათში
დაკრძალეს.
სოლომონ II ყველაფერს აკეთებდა ქვეყნის გადასარჩენათ. მან იმერეთის
სამეფოს დიდი ხნის ოცნებაც აიხდინა, რუსეთს შეუამხანაგდა და დახმარებაც ნახა
მისგან, თუმცა მოგვიანებით მიხვდა, რომ ეს ნაბიჯი შეცდომა იყო, თუმცა გამოსწორება
მის ძალებს აღარ ექვემდებარებოდა. სოლომონის მეფობით, საქართველოში დასრულდა
მონარქიული წყობა და გვირგვინჩამორთმეულ ქართლ-კახეთს, იმერეთიც შეუერთდა,
რომლებიც რუსეთის იმპერიამ, სამეფოებიდან, გუბერნიებად გარდაქმნა.

IV. 2. კახეთისსამეფო

177
კახეთისსამეფოსწარმოქმნა

1463 წლის ჩიხორის ბრძოლის შემდეგ, გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელმა


მეფე გიორგი VIII-მ დასავლეთ საქართველოზე კონტროლი დაკარგა. ქუთაისში გამეფდა
ბაგრატ II, რომელმაც იმერეთის სამეფოს ჩაუყარა საფუძველი. მეფე გიორგი ამჯერად
სამცხის ათაბაგის ყვარყვარე ჯაყელის წინააღმდეგ გაემართა, რომელიც ასევე სამეფო
ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდა. 1465 წელს ფარავნის ტბასთან ბრძოლა
გაიმართა, რომელიც სამცხის ათაბაგის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო გიორგი VIII
ყვარყვარემ ტყვედ ჩაიგდო.
ამას მძიმე შედეგები მოჰყვა გიორგისთვის, ბაგრატი ქართლსაც დაეუფლა და
თავი ქართლ-იმერეთის მეფედ გამოაცხადა, ხოლო კახეთში მთავრად, გიორგის ძმის
შვილი დავითი დასვეს ფეოდალებმა.
ყვარყვარე ათაბაგი მიხვდა, რომ გიორგის ტყვეობაში ყოფნით, ბაგრატი უფრო
ძლიერდებოდა, რაც მის ინტერესებში არ შედიოდა. ამის გამო მან მეფე გაათავისუფლა.
გიორგისთვის მხოლოდ კახეთში იყო ღია კარი. მიუხედევად იმისა, რომ კახეთს დავითი
მართავდა, გიორგი VIII-ს ჯერ კიდევ ჰყავდა ერთგული ხალხი რეგიონში და მარტივად
დაიბრუნა ძალაუფლება. 1466 წელს კახეთის სამეფოს ჩაუყარა საფუძველი და მეფედ
ეკურთხა, როგორც გიორგი I.
კახეთის ტახტზე ასვლის შემდეგ, გიორგიმ რამდენიმე, ძალიან
მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა. პირველ რიგში, მან დედაქალაქად გრემი აირჩია.
სამეფოში გააუქმა სამთავროები. წინა თავში, ჩვენ ვნახეთ თუ რამხელა პრობლემებს
უქმნიდნენ დასავლეთ საქართველოს მთავრები იმერეთის მეფეებს. ხშირად ისინი
გარეშე მტერზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ მათთვის. მთავრების მაგივრად,
გიორგიმ შექმნა მოურავის ინსტიტუტი. მოურავები უფრო მცირე ტერიტორიას
მართავდნენ მთავრებისგან განსხვავებით. იყვნენ პროვინციის, ქალაქების თუ
სოფლების მოურავები. მათი კონტროლი მეფისთვის ბევრად უფრო მარტივი გახლდათ.

გიორგი VIII-მ ასევე გაატარა ადმინისტრაციული რეფორმა. მან კახეთის


178
სამეფო ოთხ სადროშოდ დაჰყო: მეწინავე, მემარჯვენე, მემარცხენე და მეფის სადროშო.
რომელთაც სათავეში ეპისკოპოსები ჩაუყენა. ეპისკოპოსი არ იყო მემკვიდრეობითი
თანამდებობა, ამიტომ ისინი აუცილებლად მეფეზე დამოკიდებულნი ხდებოდნენ.
მეწინავე სადროშოს ბოდბის ეპისკოპოსი მართავდა, მემარჯვენეს ნეკრესის ეპისკოპოსი,
მემარცხენეს - რუსთავის. რაც შეეხება სამეფო სადროშოს, აქ ძირითადად ალავერდის
ეპისკოპოსს ეპყრა მმართველობა.
გიორგი VIII-ს პერიოდში კახეთის სამეფოში ძირითადად მშვიდობა იდგა, თუ
არ ჩავთვლით უზუნ-ჰასანის მარბიელ ლაშქრობას, რომელიც ხარკით იქნა
მოგერიებული, რაც შეეხება იაყუბ-ყაენის ლაშქრობას, იგი კახეთის სამეფოს არ შეხებია.
გიორგი VIII 1476 წელს გარდაიცვალა. ტახტზე მისი ვაჟი ალექსანდრე I ავიდა.
ალექსანდრე I-ის მეფობა გამორჩეულია კახეთის ისტორიისთვის. მისი სწორი
პოლიტიკის საშუალებით, კახეთის სამეფო მშვიდობას ინარჩუნებდა, რაც მისი ქვეყნის
ეკონომიკურ ძლიერებაზე აისახებოდა, ხოლო სამეფო ტახტი, მით უფრო მტკიცე
ხდებოდა.
ალექსანდრე I პირველი ქართველი მეფეა, რომელმაც რუსეთთან
ურთიერთობის დამყარება სცადა. მან 1483 წელს ელჩობა გაგზავნა რუსეთში, თუმცა
დიპლომატიურ კავშირს შედეგი არ მოჰყოლია. რუსეთში ელჩობა გაიგზავნა 1491
წელსაც, თუმცა შედეგი იგივე იყო.
1490 წელს ქართლის მეფე კონსტანტინე II-ს სურდა ომი დაეწყო კახეთისა და
დასავლეთ საქართველოს დასაბრუნებლად, თუმცა მოწვეულმა დარბაზმა, სადაც ეს
საკითხი უნდა განხილულიყო, მეფეს ამაზე ხელი ააღებინეს. ქართლის მეფემ ხელი
მოაწერა ქვეყნის დაშლას ცალკეულ სამეფო-სამთავროებად.
თუ ქართლისა და იმერეთის სამეფოები გამუდმებით განიცდიდნენ გარეშე
მტრისგან თავდასხმებს, ამ შემთხვევაში კახეთის სამეფოში განსაკუთრებული სიტუაცია
იდგა. კახეთის მეფემ ალექსანდრემ საფუძველი ჩაუყარა იმ პოლიტიკას, რომლითაც
კახეთის მეფეები დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ. ალექსანდრე
ყოველმხრივ ცდილობდა აერიდებინა დამპყრობელთან ომი. იქნებოდა ეს
მოლაპარაკება, ხარკის მიცემა თუ მოჩვენებითი ერთგულება. მეფისთვის მთავარი იყო

179
სამეფოში მშვიდობა ჰქონოდა. მშვიდობის წყალობით, თუ იმერეთისა და ქართლის
სამეფოები გამუდმებული ომების გამო სუსტდებოდნენ, კახეთის სამეფო
ძლიერდებოდა, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურადაც.
1500 წელს სეფიანთა ირანის შაჰმა ისმაილმა შირვანი დაიკავა. ალექსანდრე არ
დალოდებია მომენტს, როდესაც თავად ისმაილი მივიდოდა მასთან. მეფემ შაჰთან
თავისი ვაჟი დემეტრე გაგზავნა, რომელსაც მრავალი საჩუქარი და მორჩილების ფიცი
გაატანა. შაჰს ძალიან მოეწონა მეფის ასეთი ნაბიჯი და ალექსანდრეს თურქმანთა
ხარკისგან გათავისუფლებას დაჰპირდა. შემდეგ, ისმაილს თურქმანთა წინააღმდეგ
ქართლის, კახეთისა და სამცხის ჯარი ეხმარებოდა.
ალექსანდრეს ჰყავდა მეორე ვაჟიც გიორგი, რომელიც გამუდმებით აქეზებდა
მამამისს ქართლის წინააღმდეგ გაელაშქრა. ალექსანდრეს გეგმაში კი ომი არ შედიოდა.
უფლისწული გიორგი მამას დემეტრესადმი განსაკუთრებულ სიყვარულსა და
გამორჩევაში სდებდა ბრალს. მას ეშინოდა, რომ ტახტის მემკვიდრე დემეტრე
გახდებოდა. როდესაც მისმა შთაგონებამ ვერ დაარწმუნა ალექსანდრე I, მან
თვითნებურად, თავისი ერთგული ფეოდალების დახმარებით დაიწყო ქართლის რბევა,
რის გამოც, კახეთის მეფემ მკაცრად გააფრთხილა იგი. გიორგიმ შეთქმულება მოაწყო
მამის წინააღმდეგ და 1511 წელს მოკლა მეფე, ხოლო მის ძმას დემეტრეს თვალები
დასთხარა. იგი ტახტზე ავიდა გიორგი II-ს სახელით. მეფე ისტორიაში ავ-გიორგის
სახელით შევიდა.
ავ-გიორგიმ გამეფებისთანავე ქართლის სამეფოსთან დაიწყო ომი. ქართლის
მეფის დავით X-ის ძმამ, კახეთთან ომის წარმართვა ითავა, სხვადასხვა უფლებების
მინიჭების სანაცვლოდ. 1513 წელს, ავ-გიორგის ერთ-ერთი მარბიელი ლაშქრობის
შემდეგ, ბაგრატი კახეთის მეფეს ჩაუსაფრდა და დაატყვევა იგი, რომელიც მტვრის
ციხეში გამოკეტა. ავ-გიორგი ციხეში მოკლეს.
ავ-გიორგის მეფობის მცირე ხნის განმავლობაში, ქვეყნისთვის, ერთი
სასიკეთო საქმეც მოუსწრია. მან კახეთის სამეფოს სახლთუხუცესი ბეენა ჩოლოყაშვილი
მიავლინა იერუსალიმში 1512 წელს, რომელმაც ბრძოლა დაიწყო ქართული სიძველეების
დასაცავად და რესტავრირებისთვის. მან ასევე კათოლიკეები, კონკრეტულად კი

180
ფრანცისკანელები, აიძულა გოლგოთა დაეტოვებინათ.
კახეთის ტახტზე ავ-გიორგის ძე ლევანი უნდა ასულიყო, რომელიც
მცირეწლოვანი გახლდათ. ამით ისარგებლა ქართლის მეფე დავით X-მ და კახეთში
გამეფდა. ლევანი კი, დედასთან ერთად ჯერ ჩოლოყაშვილებთან იმალებოდა, ხოლო
შემდგომ თიანეთში, ოჩანის ციხეში. 1518 წელს ირანის შაჰმა ისმაილმა ქართლის
სამეფოს შეუტია, ამ დროს ლევანმა სამალავი დატოვა და კახეთის დიდებულებმა იგი
მეფედ აკურთხეს ბოდბეში. 1520 წელს დავითმა ტახტის დაბრუნება სცადა, თუმცა
ამჯერად მის სამეფოს ოსმალები შეესვნენ და დაბრუნება მოუწია ქართლში. თუმცა,
იმავე წელსვე, კიდევ ერთხელ გაილაშქრა დავითმა კახეთის დასაუფლებლად, სადაც
ლევანმა მაღაროს ბრძოლაში დაამარცხა და ქართლისა და კახეთის დაპირისპირება
ზავით დასრულდა, რომლის მიხედვითაც, დავითი ხელს იღებდა კახეთზე და ლევანის
მეფობას აღიარებდა.
ლევანის მთავარ პრობლემას გამდგარი ფშავ-ხევსურები და საშამხლო
წარმოადგენდა, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდა დაძაბული. საშამხლოს კახეთის
სამეფოსთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური
თვალაზრისით. ლევანმა შამხალის ასული მოიყვანა ცოლად და ამ გზით მოაგვარა
ჩრდილოეთ კავკასიასთან ურთიერთობა. ამის შემდეგ მან მარტივად შემოიმტკიცა ფშავ-
ხევსურეთიც, რომლის მაცხოვრებლებსაც ზამთრის საძოვრები დაუთმო.
ლევანი ალექსანდრეს პოლიტიკას მისდევდა. იგი ცდილობდა თავიდან
აეცილებინა მტრის შემოსევები და ძალიან კარგად ახერხებდა ამას დიპლომატიური
ნიჭის წყალობით. ამის წყალობით კახეთის ეკონომიკა ძალზედ გაძლიერდა, რადგან
სამეფო სტაბილურ სავაჭრო გზას უზრუნველყოფდა. სამაგიეროდ, მეფე ლევანი უარს არ
ამბობდა სამეფოს გარეთ ლაშქრობაზე. 1551 წელს მან შაჰ-თამაზთან ერთად შაქზე
ილაშქრა, რომელიც გამუდმებით კბენდა ქვეყანას სამხრეთ-აღმოსავლეთი მხრიდან.
1555 წელს ამასიის ზავის შემდეგ, კახეთის სამეფო ირანს ერგო. ლევანმა შაჰს
თავისი ძე იესე გაუგზავნა დიდი ძღვენითა და ერთგულების ფიცით. იესემ მოჩვენებით
მიიღო ისლამი, მაგრამ როდესაც ის კვლავ გაქრისტიანდა, შაჰმა ეს შეიტყო,
უფლისწული შეიპყრეს და ალ-ამუთის ციხეში გამოკეტეს.

181
ირანის წნეხი ქართლის სამეფოზე სულ უფრო ძლიერდებოდა. ამიტომ
ლევანმა რუსეთთან დაკავშირება გადაწყვიტა. მან 1563 წელს რუსეთის ცართან ივანე IV
მრისხანესთან ელჩობა გაგზავნა, რომლის ინტერესებშიც ჩრდილოეთ კავკასიაში ფეხის
მოკიდება შედიოდა. ამიტომ ივანემ ლევანი საჭირო კაცად ჩათვალა და მასთან მცირე
რაზმი გაგზავნა, რომელიც კახეთის მეფემ სხვადასხვა ციხეში გაანაწილა გარნიზონად.
ლევანისა და რუსეთის კავშირს რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. ოსმალთა
ჩარევით, ივანე მრისხანემ ხელი აიღო ჩრდილოეთ კავკასიაზე, ხოლო ირანის
მოთხოვნით, ლევანმა რუსთა რაზმები დაითხოვა. რუსეთი ჯერ კიდევ არ გახლდათ
ისეთი ძალა, რომელიც ოსმალეთსა და ირანს გაეჯიბრებოდა.
ლევანი 1574 წელს გარდაიცვალა. მის ვაჟებს შორის ტახტისთვის ბრძოლა
გაიმართა და გამარჯვებული ალექსანდრე გამოვიდა, რომელიც მამის პოლიტიკის
შესანიშნავი გამგრძელებელი და კახეთის სამეფოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე
გამორჩეული მეფეა.

182
ალექსანდრე II

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ლევანის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეებს შორის,


ტახტისთვის ბრძოლა გაიმართა. ბრძოლა ალექსანდრეს გამარჯვებით დასრულდა,
რომელსაც ტახტის დაკავებაში ბარძიმ ამილახორი, დაუთხანი და ელიზბარ ქსნის
ერისთავი დაეხმარნენ. ალექსანდრე ტახტზე 1574 წელსვე ავიდა ალექსანდრე II-ს
სახელით და ირანის შაჰს მორჩილება აღუთქვა..
ალექსანდრე II ბრწყინვალედ ლავირებდა დიდ სახელმწიფოთა შორის და თავის
სამეფოში მშვიდობას ინარჩუნებდა, რაც კახეთს, დანარჩენი ქართულ სახელმწიფოებზე
ერთი თავით მაღლა აყენებდა.
1578 წელს საქართველოსკენ გეზი აიღო მუსტაფა ლალა-ფაშამ, რომელსაც
სართიჭალაში მეფე დაუხვდა და ძღვენი მიართვა, მას ყოველწლიური ხარკიც შესთავაზა
და მორჩილებაც აღუთქვა, რაც ოსმალო ფაშასათვის დამაკმაყოფილებელი გამოდგა და
კახეთზე ლაშქრობისგან თავი შეიკავა და მეფეს ბეგლარბეგის წოდება უბოძა.
ალექსანდრესა და ლალა ფაშას შეთანხმების მიხედვით, კახეთის მეფეს
ოსმალეთისთვის 30 იუქი აბრეშუმი, 10-10 ქალ-ვაჟი, ასევე 10 შევარდენი და ამდენივე
მიმინო უნდა გაეგზავნა. ალექსანდრე II დაკისრებული ხარკის გაგზავნისაგან თავს
დიდად არ იწუხებდა.
ალექსანდრე ვალდებულებას ღებულობდა ოსმალეთის დაძახებაზე ლაშქარი
გამოყევანა, თუმცა არც ამას ასრულებდა კახეთის მეფე. მეტიც, 1583 წელს კახელები,
ირანის ჯარში იბრძოდნენ ოსმალთა წინააღმდეგ.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ალექსანდრე ოსმალეთის გარდა, ირანის მორჩილიც იყო.
ოსმალეთი ირანზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა, ამ უკანასკნელს კახეთისთვის არ
ეცალა, ამიტომ საჭირო იყო სათანაო მოკავშირის მოძებნა, ეს გახლდათ რუსეთი.
რუსეთში ელჩობის გაგზავნა საჭირო არ გამხდარა. მას შემდეგ რაც რუსებმა ასტრახანი
დაიკავეს, კახეთის სამეფო, რომელშიც სტაბილური მდგომარეობა იყო, საჭირო
პოტენციურ მოკავშირედ ჩაითვალა.
1585 წელს თევდორე ცარმა კახეთში ელჩი დანილოვი გამოგზავნა. დანილოვმა
183
თევდორეს სიგელი ჩამოიტანა, რომლის მიხედვითაც ცარი კახეთის სამეფოს
მფარველობას ჰპირდებოდა. ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, კახეთის მეფემ, 1587
წლის 28 სექტემბერს ხელი მოეწარა „ფიცის წიგნს“. ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი
მფარველობაში იღებდა კახეთის სამეფოს და გარეშე მტერთან დახმარებას ჰპირდებოდა.
1589 წელს რუსეთიდან „წყალობის სიგელი“ ჩამოვიდა, რაც ადასტურებდა „ფიცის
წიგნს“. ასე და ამგვარად, ალექსანდრე ერთდროულად სამი ქვეყნის ვასალი
გამოდიოდა, თუმცა რეალურად ეს არა მისი მმართველობის სისუსტეზე, არამედ ძლიერ
დიპლომატიურ ნიჭზე მიუთითებს.
1595 წელს ანტიოსმალური კოალიციის შექმნა კვლავ აქტუალური გახდა.
ალექსანდრე II-მ შუღლი შეწყვიტა ქართლის მეფე ლუარსაბთან და ირანის შაჰთან
ერთად კოალიციის ჩამოყალიბებას შეუდგა. ოსმალების წინააღმდეგ არა მარტო
აღმოსავლეთი, არამედ დასვლეთიც ემზადებოდა. ესპანეთთან, ავსტრიასთან და რომის
პაპთან დაიწყო მოლაპარაკებები. ალექსანდრეს ავსტრიის იმპერატორის ელჩიც კი
ჰყავდა სტუმრად კახეთში. თუმცა, ევროპის ჩართვა ამ საქმეში ვერ მოხერხდა.
მალე სიტუაცია შეიცვალა. 1602 წელს, კახეთის ტახტის დაკავება მოინდომა მისმა
ვაჟმა დავითმა. ალექსანდრე, რომელიც ავადმყოფობას უჩიოდა და ტახტისთვის დავის
სისხლისღვრაში გადაქცევა არ სურდა, იძულებული გახდა გადამდგარიყო და
მონასტერში ბერად აღკვეცილიყო. ტახტზე დავითი ავიდა, რომელიც აგრძელებდა მამის
პოლიტიკას, თუმცა მისი მეფობა ხანმოკლე აღმოჩნდა. 1603 წელს ტახტს დაუბრუნდა
ალექსანდრე.
1605 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის ომი გაჩაღდა. ირანმა ერევნის ასაღებად
ქართლისა და კახეთის მეფეებს უხმო. გიორგი X უმალ გამოცხადდა შაჰ აბასის
დასახმარებლად, ხოლო ალექსანდრე II არ ჩქარობდა. ამის გამო, შაჰმა ალექსანდრეს
ვაჟი კონსტანტინე მიუგზავნა, რომელმაც დაიყოლია მეფე ერევნის ალყაზე
მიშველებოდა შაჰს. მუსლიმი კონსტანტინე მირზა ირანში იზრდებოდა და მამის
ცბიერების შესახებ შაჰს ყველაფერს დაწვრილებით უყვებოდა და აფრთხილებდა, რომ
მისი ნდობა არ შეიძლებოდა.
შაჰიც უფრთხოდა ალექსანდრეს და ერევნის აღების შემდეგ, თან წაიყვანა ირანში,

184
საიდანაც მალევე გამოუშვა. ირანის შაჰი შიშობდა, რომ კახეთის მეფე ადრე თუ გვიან
მახვილს ჩასცემდა ზურგში. მას ასევე აშინებდა მისი მოქმედება რუსეთის
დიპლომატიურ სამსახურად. კახეთის სამეფოში რუსეთის შესვლა ირანისთვის დიდ
საფრთხეს წარმოადგენდა. შაჰს გადაწყვეტილი ჰქონდა ალექსანდრეს თავიდან
მოშორება, მაგრამ ვიდრე ამას გააკეთებდა, ჯერ კაკ-ენისელი ჩამოართვა მას და იქ
ისლამური სასულთნო შექმნა. ასევე კახეთში თურქმანული ტომი ჩაუსახლა.
1605 წელს შაჰ აბასს ბრძანებით, კონსტანტინე მირზამ ალექსანდრე II მოკლა.
ალექსანდრეს 30 წლიანი მმართველობისას კახეთში სრული სიმშვიდე იდგა,
რამაც განავითარა ეკონომიკა. აშენდა ახალი ქალაქები, რომლებზეც ახალი სავაჭრო
გზები გავიდა. ალექსანდრე დიდ ყურადღებას აქცევდა წმინდა მიწაზე მდებარე
ქართულ სამონასტრო კერებს და თანხებსაც არ იშურებდა იქ გასაგზავნად.
ალექსანდრე I-ს შემდეგ, კახეთის სამეფო დაღმასვლას იწყებს და ლამის სრულ
განადგურების პირას მიდის. 1605 წელს ტახტზე მამის მკვლელი კონსტანტინე I მირზა
ავიდა. კახეთის დიდებულები ვერ აიტანდნენ მამის მკვლელისა და მუსლიმი კაცის
გამეფებას. თუმცა, მათ არაფერი უმოქმედიათ თავდაპირველად და გადაწყვიტეს
ხელსაყრელ დროს დალოდებოდნენ. კონსტანტინე 1605 წელს ყიზილბაშებთან და
კახეთის ჯართან ერთად შირვანის ასაღებად გაემართა. ამ მომენტით ისარგებლეს
კახელებმა და კონსტანტინე მირზას კარავში შეუვარდნენ მოსაკლავად, თუმცა მეფემ
გაქცევით უშველა თავს. შაჰ აბასს კონსტანტინესთვის არ ეცალა, ამიტომ მან
დამოუკიდებლად, დაქირავებული ლაშქრის მეშვეობით გადაწყვიტა კახეთში
დაბრუნება. ალექსანდრე მეფის ვაჟის, დავით I-ის ქვრივმა ქეთევანმა, დახმარება
ქართლის მეფეს სთხოვა. გიორგიმ პაპუნა ამილახვარი გამოგზავნა კახეთის
დასახმარებლად. გადამწყვეტი ბრძოლა ბელქანის წყალზე მოხდა, რომელშიც
კონსტანტინე დაეცა მის სამეფო ამბიციებთან ერთად. კახეთის ტახტზე 1606 წელს
დავით I-ის ვაჟი თეიმურაზი ავიდა.

185
თეიმურაზI

თეიმურაზ I საქართველოს ისტორიაში გამორჩეული და ალბათ ყველაზე


ტრაგიკული მეფეა. მისი მმართველობისას კახეთის სამეფოს დიდი უბედურება
დაატყდა შაჰ აბასის ლაშქრობის შედეგად. ცუდ მდგომარეობაში იყო ქართლის სამეფოც.
თეიმურაზმა სირთულეების მიუხედავად, ერთი წუთითაც არ იფიქრა ფარ-ხმლის
დაყრაზე და მთელი თავისი სიცოცხლე საქართველოს გამთლიანებას მიუძღვნა.
თეიმურაზ I დავით I-სა და ქეთევან დედოფლის ვაჟი იყო. ეს უკანასკნელი
მმართველობისა და დიდი დიპლომატიური ნიჭის პატრონი გახლდათ. დედოფალი
ხალხში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა.
1606 წელს 17 წლის თეიმურაზი ტახტზე ავიდა. მას ძალიან დაძაბული ვითარება
დახვდა საერთაშორისო ასპარეზზე. ოსმალეთს თითქმის მთელი კავკასია ჰქონდა
ჩაყლაპული, ხოლო ირანის შაჰი აბასი ძალებს იკრებდა და უზარმაზარი ამბიციებით
გამოირჩეოდა.
ალექსანდრეს ცბიერი პოლიტიკის შემდეგ, შაჰი კახეთის სამეფოს უკვე მტრულად
უყურებდა. მით უმეტეს, რომ მისი სასურველი კანდიდატი კონსტანტინე მირზა
კახელებმა ჩამოაგდეს და ბრძოლაში მოკლეს.
თეიმურაზის მმართველობის დასაწყისში, კახეთის საქმეებს თავდაპირველად
ქეთევან დედოფალი განაგებდა. შაჰ აბასმა თეიმურაზი შირვანში დაიბარა ამალით,
როდესაც შემახის ციხის ალყას აწარმოებდა, თუმცა თეიმურაზმა ყური არ ათხოვა აბასის
სთხოვნას. დედამისს ქეთევანს, არ სურდა საფრთხეში ჩაეგდო კახეთის სამეფო და
თვითონ ეახლა მას 1000 კაციანი რაზმით. შაჰმა იგი დაასაჩუქრა, თუმცა თეიმურაზზე
წყენა გულში ჩაიდო.
1609 წელს ქართლში ოსმალები შეიჭრნენ, ქართლის მეფე ლუარსაბმა და
თეიმურაზმა ერთობლივი ძალებით შეძლეს მათი მოგერიება, რომლის შემდეგაც შაჰს
ეახლნენ საჩუქრებით. ამ ჟესტმა, ომი მცირე ხნით გადადო.
შაჰ აბასს მიზნად ჰქონდა ქართლ-კახეთის დაცლა და იქ მუსლიმი მოსახლეობის
ჩასახლება, რომელთა ხარჯზეც იგი სახანოებს შექმნიდა. 1612 წელს შაჰ აბასმა კახეთის
186
მეფე თეიმურაზი და ქართლის მეფე ლუარსაბი მაზანდარში დაიბარა ნადირობის
მიზეზით. თუმცა, მეფეები მასთან არ გამოცხადებულან. ისინი ხვდებოდნენ შაჰის
ჩანაფიქრს.
ეს შაჰ აბასისთვის ამბოხის ტოლფასი იყო, ამიტომ 1613 წელს იგი კახეთისკენ
დაიძრა. მან თეიმურაზს მძევლები: ვაჟები და დედა მოსთხოვა. თეიმურაზს სხვა გზა არ
ჰქონდა და შაჰთან გაგზავნა თავისი ვაჟები ალექსანდრე და ლევანი და დედა ქეთევან
დედოფალი. მძევლების გაგზავნა არ აღმოჩნდა საკმარისი შაჰის შესაკავებლად. იგი 1614
წელს თავს დაესხა კახეთს და თითქმის ორი თვის განმავლობაში აოხრებდა მას.
თეიმურაზს არ შეეძლო აბასთან გამკლავება და ლუარსაბთან ერთად იმერეთში გაიქცნენ
ალექსანდრე III-სთან, რომელმაც დიდი მამაცობა გამოიჩინა და შაჰს ქართლისა და
კახეთის მეფეები არ გადასცა.
1615 წელს ოსმალებმა ირანს დაარტყეს, რითიც ისარგებლეს კახელებმა და
აჯანყდნენ შაჰის მიერ დასმული მუსლიმი ბატონიშვილის ისა-ხანის წინააღმდეგ.
აჯანყებას დავით ჯანდიერი ხელმძღვანელობდა, რომელმაც საქმე წარმატებით
დაასრულა და თეიმურაზი მოიწვია. თეიმურაზმა ტახტი აღიდგინა და დაიწყო
ყიზილბაშთაგან სამეფოს გაწმენდა. შაჰ აბასმა მის წინააღმდეგ ალიყული-ხანი
გამოგზავნა. ბრძოლა წიწამურთან გაიმართა, რომელშიც თეიმურაზმა დამაჯერებლად
გაიმარჯვა და ალიყული-ხანის არმია გაანადგურა.
შაჰ აბასის სადამსჯელო ექსპედიცია კახეთისთვის ძალიან მძიმე გამოდგა. 1616-17
წლებში შაჰის შემოსევებით გავერანდა მთელი ქვეყანა. ჩეხავდნენ ვენახს, ანგრევდნენ
და წვავდნენ სოფლებს, ატყვევებდნენ ხალხს, რომელთაც შემდეგ ირანში ასახლებდნენ.
შაჰ აბასის ამ ლაშქრობისას კახეთის მოსახლეობა ორი მესამედით შემცირდა.
თეიმურაზი ამ ლაშქრობისას იმერეთში გადავიდა ისევ.
თეიმურაზი არ ურიგდებოდა შაჰის პოლიტიკას და მის მიმართ ფარ-ხმალს არ
ჰყრიდა. ურჩობისთვის და ჯიუტობისთვის შაჰმა თეიმურაზის შვილები დაასაჭურისა,
ხოლო ქეთევან დედოფალი წამებით მოკლა.
თეიმურაზი მაინც არ ცხრებოდა, 1625 წელს ირანის შაჰის წინააღმდეგ აჯანყებამ
იფეთქა, რომელსაც შაჰის სამსახურში მდგომი გიორგი სააკაძე მეთაურობდა. მან

187
მარტყოფში სასტიკად დაამარცხა შაჰ აბასის ჯარი და სრულიად გაწმინდა ქართლ-
კახეთი ყიზილბაშთაგან. თეიმურაზი ქართლ-კახეთის ტახტზე მიიწვიეს, რომელსაც
გვერდში ჩინებული სარდალი გიორგი სააკაძე ამოუდგა. ამავე წლის 1 ივლისს
მარაბდასთან დიდი ბრძოლა გაიმართა შაჰ-აბასსა და ქართლ-კახეთის ჯარს შორის.
ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დასრულდებოდა, რომ არა დამხმარე რაზმი,
რომელმაც ყიზილბაშებს სულზე მოუსწრო. მიუხედავად მარცხისა, შაჰ აბასის ზარალი
ამ ბრძოლაში იმდენად დიდი იყო, რომ დამარცხება მოგების ტოლფასადაც შეიძლება
ჩაითვალოს. მთელი წლის განმავლობაში არ ცხრებოდა პარტიზანული ბრძოლა ირანის
არმიის წინააღმდეგ, სადაც შაჰ აბასი უდიდეს ზიანს განიცდიდა. თანამედროვეთა
აღწერით, შაჰს ამხელა ზარალი მთელი 40 წლის მანძილზე არ ჰქონია.
შაჰ აბასი მიხვდა, რომ ძალებს უაზროდ ხარჯავდა ქართლ-კახეთის სამეფოზე.
მალე გიორგი სააკაძესა და თეიმურაზს შორის ურთიერთობა დაიძაბა. გიორგი სააკაძეს
იმერეთის მეფე ეხმარებოდა, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში ერთიანი
საქართვლოს ტახტი ერგებოდა. ბრძოლა ბაზალეთთან გაიმართა 1626 წელს, რომელიც
თეიმურაზის გამარჯვებით დასრულდა. გიორგი სააკაძე ოსმალეთში გადაიხვეწა.
იმერეთის მეფე კი თეიმურაზს დაუნათესავდა.
1629 წელს გარდაიცვალა თეიმურაზისა და მთლიანად, ქართლ-კახეთის
დაუძინებელი მტერი შაჰ აბასი, რომლის ნაცვლადაც ტახტზე შაჰ სეფიმი ავიდა.
შექმნილი ვითარება ქართლ-კახეთის ერთიან სამეფოს ამოსუნთქვის საშუალებას
აძლევდა.
შაჰმა სეფიმმა ქართლის ვალად როსტომ ხანი დანიშნა, ხოლო კახეთის - სელიმ
ხანი. 1633 წელს როსტომი კახეთში შეიჭრა, რომელსაც ვერ გაუმკლავდა თეიმურაზი და
იმერეთში გადავიდა ალექსანდრე III-თან. სელიმ ხანმაც დაიკავა კახეთი.
მომდევნო წელს თეიმურაზმა ქართლის ტახტის დაკავება სცადა, თუმცა არ
გამოუვიდა. მას ამ საქმეში ზაალ არაგვის ერისთავი ეხმარებოდა. სამაგიეროდ, მან
მოახერხა კახეთის ტახტის დაბრუნება.
როსტომ-ხანი თეიმურაზთან საბრძოლველად გაემზადა და დამხმარე ლაშქარიც
მოიყვანა, მაგრამ თეიმურაზმა შეძლო მასთან დაზავება და თავისი ქალიშვილი შაჰთან

188
გააყოლა. შაჰმა იგი კახეთის მეფედ სცნო.
თეიმურაზი არ ეშვებოდა ქართლის ტახტისთვის ბრძოლას, იგი დასახმარებლად
ოსმალეთთან და რუსეთთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა უშედეგოდ. უშედეგო
იყო ასევე მისი ყოველი ცდა ქართლის ტახტის დაბრუნებისთვის.
1639 წელს ირანსა დ ოსმალეთს შორის ზავი დაიდო, რომელიც ამასიის ზავის
პირობებს იმეორებდა.
1648 წელს როსტომმა კახეთს შეუტია, რომელსაც დაეპატრონა და თეიმურაზს
იმერეთში გადასვლის საშუალება მისცა. როსტომთან ბრძოლას შეეწირა თეიმურაზის
ვაჟი დავითი.
თეიმურაზი უგვირგვინოდ დარჩა. რაც დრო გადიოდა მით უფრო კარგავდა
იმედს იგი ტახტის დაბრუნებისა, რადგან როსტომ-ხანი კარგი მმართველი აღმოჩნდა და
ხალხმაც შეიყვარა იგი.
თეიმურაზის ყოველი ცდა მოკავშირეს ძიებისა საბოლოოდ უშედეგოდ
მთავრდებოდა. 1661 წელს თეიმურაზი ბერად აღიკვეცა. მოგვიანებით ვახტანგ V-ს
რჩევით იგი ირანში ეახლა შაჰს, სადაც მალე დაამწყვდიეს, რადგან მისი ვაჟი ერეკლე არ
გამოცხადდა შაჰთან. თეიმურაზი 1663 წელს საპყრობილეში გარდაიცვალა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თეიმურაზი საქართველოს ისტორიაში ალბათ
ყველაზე ტრაგიკული ფიგურაა. იგი 50 წელზე მეტხანს იბრძოდა საკუთარი
ქვეყნისთვის, გაწირა 3 ვაჟი, დედა, დაბოლოს საკუთარი თავიც კი. თეიმურაზი არ
აღმოჩნდა კახეთის მეფეთა დიპლომატიის გამგრძელებელი, რომლის მიხედვითაც
ყველაფრის ფასად უნდა შეენარჩუნებინა მშვიდობა სამეფოში. ამის მაგივრად, იგი ისეთ
დროსაც ერთვებოდა ბრძოლაში, როდესაც ამის საჭიროება არ გახლდათ.
თეიმურაზმა უდიდესი კვალი დატოვა საქართველოს კულტურაშიც. იგი
მრავალი ნაწარმოებისა თუ ლექსის ავტორია, რომლებიც დღემდე არის შემონახული.
მათში იმ გრძნობების და ტკივილის ამოკითხვაა შესაძლებელი, რასაც თეიმურაზი
მთელი ცხოვრების მანძილზე განიცდიდა.

189
ირანისმმართველობაკახეთშიდამუსლიმიმეფეები

როსტომ ხანის მიერ კახეთის დაკავების შემდეგ, ირანის შაჰმა აბას II-მ კახეთი
სამართავად განჯის ხანს გადასცა. კახეთში იგეგმებოდა თურქმანთა მრავალრიცხოვანი
ოჯახების ჩასახლება, რომლის წინააღმდეგაც ჯერ კიდევ ცოცხალმა თეიმურაზმა
რუსეთს მიაშურა, თუმცა ვერ შეძლო მათი დახმარების მოპოვება. უპატრონოდ
დარჩენილ კახეთში შაჰმა 15,000 თურქმანი ოჯახი ჩაასახლა.
კახეთში 1659 წელს დიდმა აჯანყებამ იფეთქა, რომელსაც სათავეში ბიძინა
ჩოლოყაშვილი, ზაალ არაგვის ერისთავი და მისი ვაჟები ზურა, შალვა და ელიზბარ
ქსნის ერისთავები ედგნენ სათავეში. ამ აჯანყებაში გარდა კახელებისა, თუშ-ფშავ-
ხევსურებიც მონაწილეობდნენ. 1659 წელს აჯანყებულებმა ბახტრიონის ციხეს
მოულოდნელად, ღამით შეუტიეს, სადაც ყიზილბაშთა მთავარი გარნიზონი იდგა. ასევე
პარალელურად მიმდინარეობდა ყიზილბაშთა მეორე ბასტიონზე - ალავერდის
მონასტერზე შეტევა. ორივე თავდასხმა წარმატებით განხორციელდა. აჯანყებამ
გაიმარჯვა და ქვეყანა გაიწმინდა თურქმანებისგან.
საქართველოს ისტორიაში ეს აჯანყება ერთ-ერთი ნათელი წერტილია, რომლის
წყალობით კახეთის მოსახლეობა ფიზიკურ განადგურებას გადაურჩა. აჯანყების შესახებ
შეთხზულია მრავალი ხალხური ლექსი, სიმღერა თუ ზეპირი გადმოცემა. ასევე
დიდებული ლიტერატურული ნაწარმოებები, როგორიცაა ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“
და აკაკი წერეთლის „ბაში აჩუკი“.
კახეთის სამეფო გადაურჩა განადგურებას, თუმცა ირანის უღელი ვერ მოიშორა.
კახეთის ტახტზე ავიდა ქართლის მუსლიმი მეფე ვახტანგ V, იგივე შაჰნავაზი. ხოლო,
1664 წელს ირანის შაჰმა, ტახტი მის შვილს არჩილს, იგივე შაჰნაზარ ხანს გადასცა.
თეიმურაზის შვილიშვილი ერეკლე მოსკოვიდან წამოვიდა და თუშეთში იმყოფებოდა,
რომელმაც სცადა კახეთის ტახტზე ასვლა, თუმცა ვახტანგ V-მ და არჩილ II-მ შეძლეს
მისი მოგერიება. ერეკლე რუსეთში დაბრუნდა.

190
არჩილმა კახეთის დედაქალაქი გრემიდან თელავში გადაიტანა. ტახტის
განმტკიცების მიზნით კი თეიმურაზის ქალიშვილი შეირთო ცოლად. მართალია
არჩილს ისლამი ჰქონდა მიღებული, მაგრამ მსგავსი შემთხვევები ძირითადად
მოჩვენებითი იყო. რასაც ადასტურებს მის მიერ აღდგენილი ეკლესია-მონასტრები.
მეფე არჩილი ასევე წარმატებით ებრძოდა ლეკებსაც. კახეთი სამეფო ნელ-ნელა
ძალებს იღდგენდა. შაჰს არ მოსწონდა არჩილის ასეთი აქტიური პოლიტიკა, რომელიც
კახეთის სამეფოს ფეხზე წამოყენებას ემსახურებოდა, ამიტომ 1674 წელს შაჰმა სულეიმან
I-მა რუსეთიდან ერეკლე მოიწვია. არჩილი იმერეთში გადავიდა.
ერეკლე დიდი ხნის განმავლობაში ტახტზე არ დაუსვამს შაჰს. კახეთს ჯერ
ჯანიშანი, ხოლო შემდეგ განჯის ხანები მართავდნენ 1703 წლამდე. უცხოტომელთა
მმართველობა კახეთის მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევდა და აჯანყების საფრთხე
უფრო და უფრო იზრდებოდა. შაჰი მიხვდა, რომ საჭირო იყო ერეკლეს გამეფება და იგი
ტახტზე აიყვანა 1703 წელს ნაზარ ალი-ხანის სახელით.
ფორმალურად ერეკლე გახლდათ კახეთის მეფე, მაგრამ მან მთელი თავის მეფობა
ირანის კარზე გაატარა, რომელიც შაჰ ჰუსეინის პირად გვარდიას მეთაურობდა. ერეკლეს
ნაცვლად, კახეთში მისი უფროსი ვაჟიშვილი დავითი იმყოფებოდა ჯანიშინად. ერეკლე
ირანშივე გარდაიცვალა 1709 წელს, კახეთის ტახტი კი დავით II-მ დაიკავა, რომლის
მუსლიმური სახელიც იმამ-ყული ხანი გახლდათ.
დავით II გვირგვინის მისაღებად ირანში გაემართა სადაც 1715 წლამდე გაჩერდა.
კახეთს მისი არყოფნის პერიოდში მისი უმცროსი ძმა თეიმურაზ ბატონიშვილი
მართავდა. დავითის მმართველობის პერიოდში ლეკიანობამ ძალიან იმძლავრა.
ხდებოდა გლეხების გალეკებაც, რომლები ბატონებს გაურბოდნენ. დაბრუნების შემდეგ,
დავითმა სცადა ლეკიანობის შეჩერება, თუმცა დამარცხდა.
დავით II 1719 წელს ქართლის მეფეს ვახტანგ VI-ს შეხვდა, რომლებმაც
გადაწყვიტეს, რომ დაღესტანში ერთა უნდა ელაშქრათ. მომდევნო წელს ვახტანგმა
დავითს ჯარი გაუგზავნა, მაგრამ დავითმა ლაშქრობას თავი ვერ მოაბა და ჯარი სამ
თვეში დაიშალა. 1722 წელს დავით II გარდაიცვალა, რომელიც ირანშია დაკრძალული.

191
დავითის შემდეგ, ტახტზე მისი ძმა კონსტანტინე ავიდა მაჰმად-ყული ხანის
სახელით. მან თავისი მეფობა მთლიანად ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლას დაუთმო.
რომელშიც წარმატებას ვერ მიაღწია. მან სუნიზმის მიღებით შეძლო ოსმალებთან
დაზავება, თუმცა ოსმალთა ფაშა იუსუფი, ხვდებოდა, რომ ეს მოჩვენებითი გახლდათ
და მისი მოკვლა განიზრახა. 1732 წელს იუსუფ ფაშამ კონსტანტინე თავისთან მიიწვია,
რომელიც შეაპყრობინა და მოაკვლევინა.
კონსტანტინე კახეთის უკანასკნელი მუსლიმი მეფე იყო. კახეთის მუსლიმი
მეფეები ქართულ საქმეს მისდევდნენ და მოსახლეობაშიც არ კარგავდნენ
პოპულარულობას. ლეკთა მარბიელ ლაშქრობებს თუ არ ჩავთვლით, მათი
მმართველობის პერიოდში, კახეთის სამეფოში სიმშვიდე სუფევდა, რამაც შაჰ აბასისგან
გაცამტვერებულ ქვეყანას ამოსუნთქვის და ფეხზე წამოდგომის საშუალება მისცა.
მისი სიკვდილის შემდეგ, კახეთის ტახტზე კონსტანტინეს ძმა თეიმურაზი ავიდა,
რომელიც იმამ-ყული ხანის ირანში ყოფნისას 1709-15 წლებში კახეთს მართავდა.
თეიმურაზმა ცოლად შეირთო ვახტანგ VI-ს ქალიშვილი თამარი. ამ ქორწინებით
ბაგრატიონთა კახეთისა და ქართლის შტოები გაერთიანდა.
თეიმურაზს რთული ვითარება დახვდა ტახტზე ასვლისას. გაუქმებული
ქართლის სამეფო ოსმალების მიერ, კახეთში თავისუფლად მოთარეშე ლეკები. ეს
ყველაფერი თეიმურაზს არ აშინებდა და მან აქტიურად დაიწყო მოქმედება,
რომელზედაც დაწვრილებით ქართლ-კახეთს სამეფოს თავში ვისაუბრებთ.

192
IV. 3. ქართლისსამეფო

ქართლისსამეფოსწარმოქმნადაპირველიმეფეები

1463 წელს ჩიხორის ბრძოლის შემდეგ, როგორც წინა თავებში ვახსენეთ, სამოქალაქოს
გამგებელმა ბაგრატმა ბრძოლაში დაამარცხა ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე
გიორგი VIII და იმერეთის სამეფოს ჩაუყარა საფუძველი ბაგრატ II-ს სახელით. 1465
წელს გიორგი ფარავნის ტბასთან დამარცხდადა ყვარყვარე ათაბაგმა იგი ტყვედ ჩაიგდო.
ბაგრატი ქართლში გადავიდა და ქართლ-იმერეთის მეფედ გამოაცხადა თავი ბაგრატ VI-
ს სახელით.
ბაგრტ VI-თან ერთად, ქართლში თანამმართველიც არსებობდა, ალექსანდრე I
დიდის ვაჟი კონსტანტინე. ბაგრატი 1478 წელს გარდაიცვალა, რომლის ნაცვლადაც
ქართლის ტახტზე კონსტანტინე ერთპიროვნულად გამეფდა კონსტანტინე II-ს სახელით.
იმერეთში ბაგრატის ძე ალექსანდრე გამეფდა. კონსტანტინემ შეძლო და დადიან-
გურიელთა დახმარებით განდევნა ალექსანდრე იმერეთიდან. კონსტანტინემ „ლიხთ-
ამერის“ და „ლიხთ-იმერის“ მეფედ გამოაცხადა თავი.
1483 წელს არადეთთან ყვარყვარემ დაამარცხა კონსტანტინე, რომელმაც
იმერეთზე კონტროლი დაკარგა და ტახტი ალექსანდრე ბაგრატის ძემ დაიბრუნა.
კონსტანტინემ 1484 წელსაც სცადა იმერეთის დაბრუნება, მან გააქცია კიდეც
ალექსანდრე და ქუთაისიც დაიკავა, თუმცა ცნობა მიიღო თათრების ქართლში შეჭრის
შესახებ და ვალდებული გახდა უკან დაეხია.
1487 წელს ქართლში იაყუბ-ყაენი შევიდა. იგი ქვემო ქართლში დაბანაკდა და ორი
ციხე ააგო გასამაგრებლად (ქაოზიანი და აღჯაყალი). იაყუბ-ყაენს თავს ქართლის
თავადები დაესხნენ თავს და დაამარცხეს იგი. მაგრამ, იაყუბ-ყაენმა მაინც მოახრეხა და
1489 წელს თბილისიც აიღო. კონსტანტინე II მას პირდაპირ არ შებმია, მაგრამ
193
პარტიზანული ომებით დიდ ზიანს აყენებდა მას. საბოლოოდ, 1489 წელს იაყუბ-ყაენმა
საქართველო დატოვა და ქართველებმა თბილისი დაიბრუნეს.
ამ მომენტში იმერეთის ტახტზე ისევ ალექსანდრე ბაგრატის ძე ავიდა.
კონსტანტინეს ბრძოლა ეწადა როგორც ალექსნდრესთან, ასევე კახეთის მეფე
გიორგისთანაც. მან 1490 წელს კრება მოიწვია, რომელსაც ქართლის სამეფოს საერო და
საეკლესიო დიდებულები ესწრებოდნენ. კრებამ კონსტანტინეს ხელი ააღებინა თავის
განზრახვაზე. შედგა დოკუმენტი, რომელიც იურიდიულად აღიარებდა საქართველოს
დაშლას სამეფო სამთავროებად. კონსტანტინე დაუზავდა სამცხის ათაბაგს და იმერეთ-
კახეთის მეფეებს და მათ საზღვრები დაადგინეს.
კონსტანტინე საგარეო მოკავშირის ძებნასაც შეუდგა. იგი როგორც ჩანს ჯერ
ეგვიპტის მამლუქ სულთანს ხალიფა აშრაფ სეიფ ად-დინ კაიტბეისთან ცდლობდა
კავშირის დამყარებას. შემდეგ კი ესპანეთის დედოფალთან და რომის პაპთან. თუმცა
მათთან დიპლომატიურმა ურთიერთობამ შედეგი ვერ გამოიღო.
კონსტანტინე II 1505 წელს გარდაიცვალა, რომლის ნაცვლად, მისი ვაჟი „მეფეთა-
მეფედ“ წოდებული დავით X ავიდა.
მეფე დავითს ავიწროვებდნენ, როგორც დასავლეთიდან, ასევე
აღმოსავლეთიდანაც. XVI საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ მკაფიოდ იყო ისტორიული
მეხსიერება ერთიანი საქართველოს შესახებ, ამიტომ ქართული სამეფოების მეფეები,
ჯერ კიდევ ცდილობდნენ ერთმანეთთან ომს, რათა ქვეყანა გაეერთიანებინათ, თუმცა
საგარეო თუ საშინაო პრობლემები, ამის საშუალებას არ იძლეოდა.
1509 წელს იმერეთის მეფე ალექსანდრე II ქართლში შეიჭრა და ქართლის
დასავლეთ ტერიტორია დაიკავა გორის ჩათვლით, მაგრამ ოსმალთა იმერეთზე შესევის
გამო, ვალდებული გახდა უკან გაბრუნებულიყო. ქართლის სამეფოს მოსვენებას არ
აძლევდა კახეთის მეფის ალექსანდრე I-ის ვაჟი გიორგი, შემდგომში ავ-გიორგად
წოდებული. მის წინააღმდეგ ქართლის მეფის ძმამ ბაგრატმა გაილაშქრა და დაამარხა იგ,
რომელმაც ჯილდოდ საუფლისწულო მამული მიიღო მუხრანში და ბაგრატიონთა
მუხრანბატონთა შტოს ჩაუყარა საფუძველი.
ავ-გიორგის დამარცხებისა და სიკვდილის შემდეგ, 1513 წელს დავითი კახეთში

194
გადავიდა და ტახტიც დაიკავა, მაგრამ მისი კახეთში მეფობ დიდხანს არ
გაგრძელებულა. 1518 წელს ირანის შაჰი ისმაილი დავითს მიადგა. დავითი შაჰს
ყოველწლიურ ხარკს დაჰპირდა და მორჩილება აღუთქვა. ამ დროს კახეთში ავ-გიორგის
ძე ლევანი დაბრუნდა და კახეთის ტახტი დაიკავა. დავითმა 1520 კახეთის სამეფოს
დაბრუნება სცადა, თუმცა არ გამოუვიდა. დავითი და ლევანი დაზავდნენ და
ერთმანეთის მოკავშირეებად იქცნენ.
1522 წელ, ქართლში შაჰ ისმაილი შემოვიდა. დავითმა ჯარს თავი მოუყარა, მას
მიეშველნენ სამცხის ათაბაგისა და ლევანის ჯარებიც. ბრძოლა თელეთთან გაიმართა,
რომელიც ირანის გამარჯვებით დასრულდა. შაჰმა თბილისი დაიკავა და მოაოხრა
ქალაქი.
1524 წელს ქართლის ტახტზე გადატრიალება მოხდა. დავითი მისმა ძმამ გიორგიმ
ჩამოაგდო ტახტიდან. მეფე დავითი დამიანეს სახელით ბერად აღიკვეცა თბილისის
მონასტერში სადაც 1525 წელს გარდაიცვალა.
გიორგი IX-ს მეფობაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. არსებობს
გადმოცემა, რომ მან ბაგრატ III-სთან და ლევანთან ერთად იერუსალიმი დალაშქრა,
თუმცა ეს წყარო სანდოდ არ ითვლება. 1527 წელს იგი გადადგა მეფობიდან და ტახტი
დავითის ძეს ლუარსაბს დაუთმო.
ლუარსაბმა ბაგრატ III-ის ასული შეირთო ცოლად, მან ასევე კარგი ურთიერთობა
დაამყარა კახთა ბატონ ლევანთანაც.
1535 წელს ლუარსაბმა და ბაგრატმა ერთიანი მოქმედება დაიწყეს სამცხის ათაბაგ
ყვარყვარე II-ს წინააღმდეგ და დაამარცხეს იგი. ბაგრატმა სამცხის საათაბაგოს დიდი
ნაწილი ჩაიგდო ხელთ, ხოლო ლუარსაბს ჯავახეთი ერგო.
ლუარსაბმა შაჰ თამაზის ოთხი ლაშქრობა გადაიტანა. პირველი ლაშქრობა 1541
წელს მოხდა, რომლის დროსაც ლუარსაბი თბილისში არ იმყოფებოდა და ყიზილბაშებმა
მარტივად დაიკავეს ქალაქი. ლუარსაბმა შეძლო შაჰის განდევნა და თბილისის
დაბრუნება.
1545 წელს ბაგრატი და ლუარსაბი სოხოისტასთან დამარცხდნენ ოსმალთა
წინააღმდეგ, რომელთაც სამცხის საათაბაგოს აღდგენა სურდათ. ბაგრატმა დაკარგა

195
სამცხე, თუმცა ლუარსაბი ინარჩუნებდა ჯავახეთს. 1547 წელს შაჰ თამაზი მეორედ
შემოიჭრა საქართველოში და ლუარსაბი აიძულა დაეთმო ჯავახეთი.
შაჰ თამაზის მესამე ლაშქრობა 1551 წელს განხორციელდა, რომლის მიზეზიც
ისევ სამცხის საათაბაგო გახლდათ. შაჰის ლაშქრობამდე ლუარსაბმა შეძლო სამცხის
საათაბაგოს ნაწილის მიტაცება, თუმცა მას პოზიციების დათმობა მოუწია.
1554 წელს მეოთხედ შემოვიდა შაჰი ქართლში, მაშინ, როდესაც ლუარსაბი
დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა. შაჰმა აიღო ატენის ციხე, სადაც მეფის დედა
ნესტან-დარეჯანი დაატყვევა. დედოფალმა თავი საწამლავით მოიკლა.
1555 წლის ამასიის ზავის შემდეგ, ლუარსაბი აგრძელებდა ირანთან ბრძოლას, მან
სამეფო ნაწილობრივ გაწმინდა ყიზილბაშებისგან. 1556 წელს მან სოფელ გარისთან
დაამარცხა კიდევაც ისინი, თუმცა ბრძოლის შემდეგ, მცირერიცხოვან ამალასთან ერთად
დარჩენილ მეფეს შემთხვევით გადააწყდნენ ყიზილბაშები და მეფე ბრძოლაში მოკლეს.
ლუარსაბი სვეტიცხოველში დაკრძალეს.
ლუარსაბის შემდეგ, ტახტზე ადის მისი ვაჟი სვიმონ I, რომელიც „მეომარი-მეფის“
შესანიშნავი მაგალითია და საკუთარი შეუპოვრობით გამორჩეული ფიგურაა
საქართველოს ისტორიაში.

196
სვიმონ I

სვიმონ I გამორჩეული მხედართმთავარი გახლდათ. მან ჯერ კიდევ გამეფებამდე


გამოიჩინა თავი სოფელ გარისთან ბრძოლაში ყიზილბაშთა წინააღმდეგ. 1559 წელს
დაუნათესავდა კახეთის მეფე ლევანს, შეირთო რა, მისი ასული ნესტან-დარეჯანი.
სვიმონის გამეფებისას თბილისი ყიზილბაშების ხელში იყო, სამეფო რეზიდენცია
კი გორში მდებარეობდა. 1560-61 წლებში სვიმონი თბილისის აღებას ეცადა, თუმცა
დამარცხდა ბრძოლაში.
1567 და 1569 წლებში იგი მის მუსლიმ ძმას დაუთ-ხანს ებრძვის, რომელიც ირანის
შაჰმა ქვემო ქართლის გამგებლად დანიშნა. მან მოახერხა საკუთარი ძმის დამარცხება.
სამაგიერო დამარცხდა 1569 წელს ფარცხისის ბრძოლაში ყიზილბაშთა წინააღმდეგ.
სვიმონ მეფე ტყვედ ჩავარდა, რომელიც ცხრა წლით ალამუთის ციხეში გამოკეტეს,
რადგან რჯულის შეცვლაზე უარი განაცხადა.
სვიმონის ტყვეობისას ქართლს დაუთ-ხანი მართავდა. 1578 წელს ომი განახლდა
ოსმალეთსა და ირანს შორის. ირანის შაჰი ხვდებოდა, რომ ქართველების დარაზმვას
ოსმალთა წინააღმდეგ დაუთ-ხანი ვერ შეძლებდა, რადგან მათი სარწმუნოების არ
გახლდათ. ამიტომ, მან გადაწყვიტა სვიმონი ციხიდან გამოეშვა და ქართლში
დაებრუნებინა.
სვიმონი ქართლში დაბრუნებისთანავე იწყებს ბრძოლას ოსმალთა წინააღმდეგ.
1582 წელს დიდი მარცხი აგება მათ მუხრანთან. მომდევნო წელს კი აიღო ლორე,
დმანისი და სამშვილდე. მას მცირე ხნით თბილისიც დაუბრუნებია.
სვიმონს ოსმალებმა სიმამაცის გამო ზედმეტსახელი „დელი“ შეარქვეს, რაც
გახელებულს ნიშნავს.
1588 წელ ქართლის სამეფო და ოსმალები დაზავდნენ. სვიმონის
197
თავგამოდებულმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო. ოსმალეთი ცნობდა ქართლში ქრისტიან
მეფეს და მის საშინაო საქმეებში არ ჩაერეოდა. თურქები მხოლოდ ხარკით
დაკმაყოფილდნენ.
ქართლის მეფე 1588-90 წლებში იბრძვის იმერეთის ტახტის დასაკავებლადაც,
თუმცა მისი ცდა, გამარჯვებების მიუხედავად წარუმატებელი გამოდგა.
1595 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის ომი განახლდა. ირანის მხარეს ქართლისა
და კახეთის მეფეები იბრძოდნენ. სვიმონს ანტიოსმალურ კოალიციაში ესპანეთის და
რომის პაპის ჩართვა სურდა. მოლაპარაკებებს აწარმოებდა ავსტრიის ელჩებთან
ლევანიც. თუმცა, ევროპელთა ოსმალთა წინააღმდეგ გამოყვანა ვერ მოხერხდა.
1599 წელს სვიმონმა გორი გაათავისუფლა. მომდევნო წელს სვიმონი ნახიდურთან
ბრძოლაში დამარცხდა, ხოლო უკან დახევისას ტყვედ ჩაუვარდა ჯაფარ ფაშას,
რომელმაც იედუკელის ციხეში გამოკეტეს, სადაც 1611 წელს გარდაიცვალა. სვიმონის
ცხედარი ქართველმა ვაჭრებმა გამოისყიდეს და სვეტიცხოველში დაკრძალეს.
სვიმონ I-ის ხელაღებული მოქმედებები თავის ტკივილს წარმოადგენდა, როგორც
ირანისთვის, ასევე ოსმალეთისთვისაც. მეტიც, როდესაც ჯაფარ ფაშამ სვიმონი ტყვედ
ჩაიგდო სამდღიანი ზეიმი გამოაცხადა მისი სახელმწიფოს ქალაქებში.
გარდა შესანიშნავი სამხედრო ნიჭისა, სვიმონი ძალზედ ნიჭიერი პოეტი, მწერალი
და მუსიკოსიც ყოფილა. მან შესანიშნავად იცოდა, როგორც სპარსული, ასევე
ოსმალურიც. შესაძლოა სვიმონ მეფეს შეეძლო სხვაგვარად წარემართა საკუთარი ბედი
და გადარჩენილიყო როგორც ირანის, ასევე ოსმალთა ტყვეობას. თუმცა მისი
ბრძოლისუნარიანობისა და ავანტურისტული ხასიათის გამო ეს შეუძლებელი იყო.
სწორედ ასეთმა ხასიათმა და შეუპოვრობამ დაუმკვიდრა ის სახელი ქართლის მეფეს,
რომელიც დღეს იტორიაში აქვს.სვიმონ I გამორჩეული მხედართმთავარი გახლდათ. მან
ჯერ კიდევ გამეფებამდე გამოიჩინა თავი სოფელ გარისთან ბრძოლაში ყიზილბაშთა
წინააღმდეგ. 1559 წელს დაუნათესავდა კახეთის მეფე ლევანს, შეირთო რა, მისი ასული
ნესტან-დარეჯანი.
სვიმონის გამეფებისას თბილისი ყიზილბაშების ხელში იყო, სამეფო რეზიდენცია
კი გორში მდებარეობდა. 1560-61 წლებში სვიმონი თბილისის აღებას ეცადა, თუმცა

198
დამარცხდა ბრძოლაში.
1567 და 1569 წლებში იგი მის მუსლიმ ძმას დაუთ-ხანს ებრძვის, რომელიც ირანის
შაჰმა ქვემო ქართლის გამგებლად დანიშნა. მან მოახერხა საკუთარი ძმის დამარცხება.
სამაგიერო დამარცხდა 1569 წელს ფარცხისის ბრძოლაში ყიზილბაშთა წინააღმდეგ.
სვიმონ მეფე ტყვედ ჩავარდა, რომელიც ცხრა წლით ალამუთის ციხეში გამოკეტეს,
რადგან რჯულის შეცვლაზე უარი განაცხადა.
სვიმონის ტყვეობისას ქართლს დაუთ-ხანი მართავდა. 1578 წელს ომი განახლდა
ოსმალეთსა და ირანს შორის. ირანის შაჰი ხვდებოდა, რომ ქართველების დარაზმვას
ოსმალთა წინააღმდეგ დაუთ-ხანი ვერ შეძლებდა, რადგან მათი სარწმუნოების არ
გახლდათ. ამიტომ, მან გადაწყვიტა სვიმონი ციხიდან გამოეშვა და ქართლში
დაებრუნებინა.
სვიმონი ქართლში დაბრუნებისთანავე იწყებს ბრძოლას ოსმალთა წინააღმდეგ.
1582 წელს დიდი მარცხი აგება მათ მუხრანთან. მომდევნო წელს კი აიღო ლორე,
დმანისი და სამშვილდე. მას მცირე ხნით თბილისიც დაუბრუნებია.
სვიმონს ოსმალებმა სიმამაცის გამო ზედმეტსახელი „დელი“ შეარქვეს, რაც
გახელებულს ნიშნავს.
1588 წელ ქართლის სამეფო და ოსმალები დაზავდნენ. სვიმონის
თავგამოდებულმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო. ოსმალეთი ცნობდა ქართლში ქრისტიან
მეფეს და მის საშინაო საქმეებში არ ჩაერეოდა. თურქები მხოლოდ ხარკით
დაკმაყოფილდნენ.
ქართლის მეფე 1588-90 წლებში იბრძვის იმერეთის ტახტის დასაკავებლადაც,
თუმცა მისი ცდა, გამარჯვებების მიუხედავად წარუმატებელი გამოდგა.
1595 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის ომი განახლდა. ირანის მხარეს ქართლისა
და კახეთის მეფეები იბრძოდნენ. სვიმონს ანტიოსმალურ კოალიციაში ესპანეთის და
რომის პაპის ჩართვა სურდა. მოლაპარაკებებს აწარმოებდა ავსტრიის ელჩებთან
ლევანიც. თუმცა, ევროპელთა ოსმალთა წინააღმდეგ გამოყვანა ვერ მოხერხდა.
1599 წელს სვიმონმა გორი გაათავისუფლა. მომდევნო წელს სვიმონი ნახიდურთან
ბრძოლაში დამარცხდა, ხოლო უკან დახევისას ტყვედ ჩაუვარდა ჯაფარ ფაშას,

199
რომელმაც იედუკელის ციხეში გამოკეტეს, სადაც 1611 წელს გარდაიცვალა. სვიმონის
ცხედარი ქართველმა ვაჭრებმა გამოისყიდეს და სვეტიცხოველში დაკრძალეს.
სვიმონ I-ის ხელაღებული მოქმედებები თავის ტკივილს წარმოადგენდა, როგორც
ირანისთვის, ასევე ოსმალეთისთვისაც. მეტიც, როდესაც ჯაფარ ფაშამ სვიმონი ტყვედ
ჩაიგდო სამდღიანი ზეიმი გამოაცხადა მისი სახელმწიფოს ქალაქებში.
გარდა შესანიშნავი სამხედრო ნიჭისა, სვიმონი ძალზედ ნიჭიერი პოეტი, მწერალი
და მუსიკოსიც ყოფილა. მან შესანიშნავად იცოდა, როგორც სპარსული, ასევე
ოსმალურიც. შესაძლოა სვიმონ მეფეს შეეძლო სხვაგვარად წარემართა საკუთარი ბედი
და გადარჩენილიყო როგორც ირანის, ასევე ოსმალთა ტყვეობას. თუმცა მისი
ბრძოლისუნარიანობისა და ავანტურისტული ხასიათის გამო ეს შეუძლებელი იყო.
სწორედ ასეთმა ხასიათმა და შეუპოვრობამ დაუმკვიდრა ის სახელი ქართლის მეფეს,
რომელიც დღეს იტორიაში აქვს.

200
ქართლისსამეფო XVII საუკუნეში

XVI საუკუნე ქართლის სამეფოსთვის გარდამტეხი მომენტია. საუკუნის პირველი


ნახევარი ირანის ბატონობის თავიდან ასარიდებლად ბრძოლას მოანდომეს ქართლის
მეფეებმა, ხოლო მეფე თეიმურაზის შემდეგ ქართლში ირანული ბატონობა დამყარდა,
ხოლო მისი მეფეები ირანის თანხმობით ინიშნებოდნენ.
XVII საუკუნის I მეოთხედში მნიშნელოვანი იყო ქართლ-კახეთის შაჰ აბასთან
დაპირისპირება, რომელზეც კახეთის სამეფოს შესახებ თავში ვისაუბრეთ და აქ აღარ
გავჩერდებით.
თეიმურაზის შემდეგ ქართლში როსტომ-ხანი გამეფდა, რომელიც პირველი
მუსლიმი მეფეა ქართლის ტახტზე. თეიმურაზის მრავალი მცდელობის მიუხედავად,
როსტომი ტახტს ინარჩუნებდა. მისი სარწმუნოების მიუხედავად, ხალხში დიდი
პოპულარობით სარგებლობდა. 1648 წელს, თელეთთან ბრძოლის შემდეგ, როსტომი
კახეთის სამეფოსაც ეუფლება, რომელსაც 1656 წლამდე მართავს. როსტომი 1658 წელს
გარდაიცვალა და მის ადგილზე, თეიმურაზ მუხრანბატონის ძე ვახტანგ V ადის.
ვახტანგი როსტომს ნაშვილები ჰყავდა და საკუთარ მემკვიდრედ ზრდიდა.
ვახტანგმა 1654 წელს ისლამი მიიღო და შაჰ ნავაზის სახელით ავიდა ტახტზე. მისი
წინამორბედის როსტომის მსგავსად, ვახტანგის ისლამური სარწმუნოება მხოლოდ
მოჩვენებითი იყო. იგი ზრუნავდა ქრისტიანებზე და ხელს უწყობდა ეკლესიის
გაძლიერებას. მისი ვაჟი არჩილი კახეთში მეფობდა, თუმცა მმართველობის სადავეებს
ვახტანგ V აკონტროლებდა. 1675 წელს გარდაიცვალა ვახტანგ V და ტახტზე მისი ვაჟი
გიორგი XI, ანუ შაჰ ნავაზ-ხანი ავიდა.
თუმცა კი, გიორგი შაჰისგან იყო დანიშნული, მათი ინტერესები დიდად არ
ემთხვეოდა ერთმანეთისას. შაჰმა გიორგის მისი ძმის არჩილის შეპყრობა დაავალა,
201
რომელზეც ქართლის მეფე არ დათანხმდა. ამის გამო შაჰმა 1688 წელს იგი ტახტიდან
გადააყენა და მის ნაცვლად, თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ერეკლე დასვა. სხვადასხვა
მცდელობების მიუხედავად, გიორგიმ ვერ შეძლო ტახტის დაბრუნება. საბოლოოდ იგი
შაჰს ეახლა და ბოდიში მოუხადა ურჩობისთვის. შაჰმა იცოდა თუ რამდენად ნიჭიერი
იყო გიორგი სამხედრო საქმეში, მას ავღანელების დასამარცხებლად სწორედ ასეთი კაცი
სჭირდებოდა, ამიტომ მან 1703 წელს დაუბრუნა ქართლის მეფობა, თუმცა მეფე შაჰმა
თავისთან დაიტოვა. იგი ავღანეთში სალაშქროდ გაგზავნა, ხოლო მის მემკვიდრედ,
გიორგის ძმის, ლევანის ვაჟი ვახტანგი დატოვა, რომელმაც ჯანიშინობა ითავა ქართლის.
გიორგი ავღანეთში 1709 წელს მოკლა ერთ-ერთი ტომის ბელადმა მირ-ვეისმა,
როდესაც იგი ნადიმზე მიიპატიჟა. გიორგის შემდეგ, ტახტზე მისი ძმისწული ქაიხოსრო
ავიდა, რომელიც ასევე აწარმოებდა ომებს ავღანეთში. ქაიხოსრო 1711 წელს ყანდაარის
იერიშის დროს მოკვდა. სიკვდილში შესაძლოა შეთქმულებს ეთამაშათ როლი.
ქაიხოსროს შემდეგ, ქართლის ტახტზე ვახტანგ VI ადის, რომელიც ერთ-ერთი
გამორჩეული მეფეა ქართლის სამეფოსა და მთლიანად, საქართველოს ისტორიაში.

202
ვახტანგ VI

ვახტანგ VI-ის მმართველობის გაგონებისას, პირველ რიგში ქვეყნის კულტურულ


განვითარება წარმოგვესახება. ეს უდავოდ ნიჭიერი მეფე, კულტურული აღმავლობისა
და მეცნიერების განვითარების გარდა, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური

ერთიანობისათვის ბრძოლით ხასიათდება. 

როგორც ზემოთ ვნახეთ, ირანის შაჰმა გიორგი XI შემოირიგა ავღანური ტომის

ბელუჯების წინააღმდეგ საბრძოლველად. 1703 წელს შაჰმა გიორგის ტახტი დაუბრუნა,


მაგრამ ქართლში არ გაუშვა და ირანში ტოვებდა. სანამ გიორგი შაჰის კარზე თუ
ავღანეთში ლაშქრობაში იმყოფებოდა, ქართლის ჯანიშინად ვახტანგი დაინიშნა.
ვახტანგი ამ დროიდანვე იწყებს სერიოზულ სახელმწიფოებრივ საქმიანობას.
მიუხედავად იმისა, რომ იგი მეფე არ გახლდათ, მას ირანის კარზე შექმნილი კრიზისი
აძლევდა საშუალებას თავისუფლად ემოქმედა. ვახტანგმა დიდი მონდომებით დაიწყო
ქვეყნის პოლიტიკურ თუ კულტურულ აღორძინებაზე ფიქრი.
ვახტანგმა პირველ რიგში, შეადგინა კანონთა წიგნი „დასტურლამალი“, სადაც
გამიჯნული და ახსნილი იყო სახელმწიფო მოხელეთა ფუნქციები. ასევე
„დასტურლამალი“ განსაზღვრავდა სამეფო ქონებას.
ვახტანგმა მრავალი რეფორმა ჩაატარა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ
მდგომარეობას გააუმჯობესებდა. მან მოაწესრიგა დაბეგვრის სისტემა, შექმნა
საირიგაციო სისტემა, ნასოფლარებსა თუ ნაქალაქარებზე, რომლებიც მტრის ხელით იყო
განადგურებული, ვახტანგი ქმნიდა ხელსაყრელ პირობებს, რათა ეს ადგილები კვლავ
დაესახლებინა. 1709 წლიდან ევროპული სტანდარტით იწყებს ფულის მოჭრას,

203
რომელსაც ქართული წარწერები ამშვენებდა. ამ ყოველივეს შედეგი გახლდათ ის, რომ
ქართლის სამეფოში გაიზარდა მოსავლიანობა და ქვეყანას შეუქმნა ეკონომიკური
განვითარების საფუძველი. ვახტანგმა აღკვეთა ტყვეთა სყიდვა, რაც ყველაზე დიდი
ზარალის მომტანი იყო ქვეყნისთვის. ომებისგან გაწვალებული ქართლის სამეფოსთვის,
ყოველი შრომის უნარიანი ადამიანი ძვირფასი იყო.
ვახტანგი ცდილობდა ქვეყნის ყველა ფენისთვის ესიამოვნებინა, რაც სამეფო
ხელისუფლების განმტკიცებას შეუწყობდა ხელს. 1705 წელს მოიწვია საეკლესიო კრება,
რომელზეც კათალიკოსობა ჩამოერთვა ნაზარალი-ხანის ბიძას და კათალიკოსად
ვახტანგის ძმა დომენტი აირჩიეს. ხალხში ამ ნაბიჯმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
საეკლესიო საქმიანობა ამით არ დასრულებულა. ვახტანგი ჩართული იყო დაზიანებული
ეკლესია-მონასტრების რესტავრაციით. მან აღადგინა სვეტიცხოვლის, სიონის, ურბნისის
ეკლესიები. ვახტანგის პოლიტიკას ეკლესია კმაყოფილებით ხვდებოდა.
ქაიხოსროს გარდაცვალების შემდეგ, ირანის შაჰმა ტახტი ვახტანგს გადასცა.
ტახტის დასამტკიცებლად იგი 1712 წელს ისპაჰანში მიიწვიეს. სანამ თავის საწადელს
მიაღწევდა, ვახტანგი რამდენიმე წლის განმავლობასი „საპატიო ტყვედ“ იმყოფებოდა
ირანის კარზე.
ვახტანგი შაჰს თხოვდა, რომ ავღანეთში დახმარების სანაცვლოდ, მისთვის
ქრისტიანად დარჩენის უფლება მიეცა, მაგრამ შაჰი ამის ნებას არ რთავდა. 4 წლის
განმავლობაში ვახტანგი ირანში იმყოფებოდა, ამ პერიოდში კი შაჰმა ქართლის ტახტზე
იესე აიყვანა, რომელიც ვახტანგის გამუსლიმებული ძმა იყო. საბოლოოდ, 1716 წელს
ვახტანგმა მოჩვენებით მიიღო ქრისტიანობა და ცოტა ხანში ვახტანგი ქართლის ტახტზე
დააბრუნა შაჰმა.
ირანში ყოფნისას, ვახტანგმა შეძლო იმდენი, რომ საფრანგეთსა და ვატიკანში
სულხან-საბა ორბელიანი გაგზავნა, რომელიც ევროპის კონტინენტის პირველ პირებს
დახმარებას სთხოვდა. ქართველი სტუმრები კარგად მიიღეს, თუმცა რეალური
დახმარების ხელი მათ ვერ გამოგვიწოდეს.
არავინ იცის შაჰი კიდევ რამდენ ხანს გააჩერებდა ვახტანგს ისპაჰანში. ვახტანგმა
ჭკუა იხმარა. 1719 წლისთვის, ირანს ძალიან დაეძაბა ურთიერთობა ლეკებთან.

204
ვახტანგმა შაჰს წინადადებით მიმართა, რომ ლეკების წინააღმდეგ მთელი ლაშქრობის
ორგანიზებას თვითონ ითავებდა და ჯარსაც თვითონ წარუძღვებოდა, თუ რა თქმა უნდა
სამშობლოში დააბრუნებდა. შაჰი დათანხმდა ვახტანგს და 1719 წელს იგი
საქართველოში დააბრუნა.
ვახტანგმა ლეკების წინააღმდეგ ომი კახეთის მეფესთან დავით II-თან ერთად
დაგეგმა. მან 1720 წელს წელს საბარათიანოს ლაშქარი გაუგზავნა დავითს, რომელმაც
ვერ გაბედა ლეკებზე გალაშქრება. ვახტანგის გაგზავნილი ჯარი სამ თვეში დაიშალა.
ლეკებთან საომრად ასევე, მზად იყვნენ შირვანის, ყარაბაღისა და ერევნის სახანოები.
1721 წელს ვახტანგი შაჰმა სამხრეთ აზერბაიჯანის სპასალარად დანიშნა, რომლითაც
დიდი სამხედრო ძალა მიიღო. მან მხოლოდ ქართველთა და სომეხთა დახმარებით
განჯაში ილაშქრა. განჯა დიდ დასაყრენს წარმოადგენდა ლეკებისთვის. ვახტანგმა
წარმატებით ილაშქრა ლეკების წინააღმდეგ ბარდაში, ჭარში, ზეგამში და შამქორში.
ვახტანგი კი ირანის დადგენილებით ებრძოდა ლეკებს, თუმცა შაჰი მაინც ეჭვის
თვალით უყურებდა ვახტანგის მოქმედებებსა და წარმატებებს. როდესაც, ჭარ-
ბელაქანზე გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდა, შაჰმა ლაშქრობა შეაჩერებინა და
თბილისში დააბრუნა. ვახტანგმა გადაწყვიტა, ამის შემდეგ, შაჰის ბრძანებას აღარ

დამორჩილებოდა და ეს ყველაფერი ფიცით გაამყარა.

მალე ლეკები და ავღანელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რამაც ირანი


ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდო. შაჰმა ვახტანგს სთხოვა დახმარება, თუმცა
ქართლის მეფე მის დასახმარებლად არ გაემართა. პარალელურად, ვახტანგი
მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსეთის იმპერატორ პეტრე I-თან. რომელსაც კასპიის
ზღვისპირეთში საკუთრი ინტერესები ჰქონდა, ხოლო მიზეზად ლეკების დასჯა
მოჰყავდა. ირანთან ომისთვის ემზადებოდა ოსმალეთიც, რომელმაც ვახტანგთან
მოკავშირეობა გადაწყვიტა. ოსმალეთი ვახტანგს მის მხარეზე გამოსვლას სთხოვდა,
რომლის სანაცვლოდაც მთელი საქართველოს ტახტს ჰპირდებოდა. ვახტანგმა ოსმალებს
უარი შეუთვალა.
პეტრესა და ვახტანგს შორის გაცხოველებული მიმოწერა მიმდინარეობდა 1722
წელს. გეგმის მიხედვით 3 აგვისტოს პეტრეს ჯარები უკვე კასპიის სანაპიროზე

205
იქნებოდა, ხოლო ვახტანგის ჯარი 20 აგვისტოს განჯაში შეიყვანდა ჯარს ლეკებთან ომის
საბაბით. ვახტანგი და პეტრე დარუბანდსა და ბაქოს შორის მდებარე ტერიტორიაზე
უნდა შეხვედრილიყვნენ ერთმანეთს. თავიდან ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა,
თუმცა ქარიშხლის გამო, პეტრეს სამხედრო პროვიანტით დატვირთული გემები ზღვაში
ჩაიძირა და პეტრემ სამხედრო მოქმედებების გაგრძელება სახიფათოდ ჩათვალა და უკან
გაგზავნა. ვახტანგი სამი თვის განმავლობაში ელოდებოდა რუსებს, მაგრამ ამაოდ. იგი
რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან მისი გეგმების შესახებ მტერმა შეიტყო.
1723 წელს ირანის ტახტზე შაჰი თამაზი ავიდა, რომელმაც ვახტანგს ჩამოართვა
ქართლში მეფობა და ტახტი კონსტანტინე II მაჰმად ყული-ხანს უბოძა, რომელმაც
ლეკთა ლაშქრისა და აზერბაიჯანის სახანოების ჯარის დახმარებით თბილისი სამ თვეში
აიღო. ვახტანგი მედგრად იგერიებდა მტერს. მას ასევე დასავლეთ საქართველოდან
მოსული ჯარი ეხმარებოდა, თუმცა საბოლოოდ მაჰმად ყული-ხანმა მაინც მოახერხა
თბილისის აღება.
თბილისის დაკარგვის შემდეგ, ვახტანგი გორს აფარებდა თავს, შემდეგ კი
ცხინვალს. წარუმატებლობის მიუხედავად, ვახტანგს კიდევ სჯეროდა რუსეთის
დახმარების და მათთან ურთიერთობის გაგრძელებას ცდილობდა. ვახტანგის
მრჩეველთა ნაწილი ფიქრობდა, რომ რუსეთთან ურთიერთობა კიდევ უფრო
გაართულებდა ოსმალეთთან და ირანთან ურთიერთობას. თუმცა, ვახტანგი არ კარგავდა
რუსეთის იმედს და დროსი გაყვანის მიზნით, ოსმალეთთან მოლაპარაკებებს
აჭიანურებდა. ოსმალები სწრაფად ამოქმედდნენ და 1723 წელს ქართში შეიჭრნენ და
ქალაქი თბილისი აიღეს.
ვახტანგი რუსეთში წავიდა დიდი ამალით, თუმცა პეტრე I-თან შეხვედრა მან ვერ
მოახერხა. 1725 წელს პეტრე მოულოდნელად გარდაიცვალა და მის ნაცვლად, ტახტზე,
ეკატერინე I ავიდა. ვახტანგი ცდილობდა ეკატერინე I დაეინტერესებინა კასპიისპირა
რეგიონის მიმართ. მან იმას მიაღწია, რომ ეკატერინე დაითანხმა, ირანის შაჰს ხლებოდა
ვახტანგი, როგორც რუსეთის წარმომადგენელი. ვახტანგი შაჰ თამაზს ეწვია და
ოსმალეთთან ბრძოლის გეგმა შესთავაზა, რომელშიც ამიერკავკასიის ხალხებსაც
ჩართავდა. მოლაპარაკება რუსეთის მისიის წარმომადგენელმა ლევაშოვმა ჩაშალა.

206
ირანმა შეიტყო, რომ ლევაშოვი რუსეთის საბწოს დავალებებს ასრულებდა, რომელსაც
კონტაქტი ჰქონდა ავღანელთა წინამძღოლ აფშართან. იგი მასთან შაჰ თამაზის
წინააღმდეგ აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ვახტანგი ასტრახანში დაბრუნდა.
1732 წელს ხელშეკრულება დაიდო რუსეთსა და ირანს შორის, რომლის
თანახმადაც ირანს უბრუნდებოდა ის ტერიტორიები რაც პეტრე I-მა მიიტაცა. ამას
გარდა, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოში ირანი კონტროლს აღიდგენდა, რუსეთისა
და ირანის მთავრები თანხმდებოდნენ, რომ ქართლის ტახტი დაებრუნებინათ
ვახტანგისთვის. 1732 წელსვე ჩამოაგდეს შაჰ თამაზი, აჯანყებას ნადირი ედგა სათავეში.
ნადირ შაჰმა თავის მცირეწლოვანი შვილი გააშაჰა, თუმცა ქვეყანას მაინც თავად
უძღვებოდა.
1733 წელს ირანი ძლიერდებოდა. ოსმალთა ბატონობას უკვე წყალი შეუდგა.
ქართლის დიდებულები მიიჩნევდნენ, რომ ვახტანგის ან მისი ძის ბაქარის
ჩამოსასვლელად იდეალური დრო იყო. ვახტანგი რუსეთში იმყოფებოდა და რუსეთის
მთავრობას არწმუნებდა ის ან მისი ვაჟი გაეშვათ ქართლში, თუმცა რუსთა თქმით, ჯერ-
ჯერობით იმპერატორს ვახტანგიცა და მისი ვაჟიც თავისთან სჭირდებოდა. ირანი
ძლიერდებოდა, რამაც რუსეთი აიძულა ხელი აეღო ბაქო-დარუბანდზე. 1735 წელს ხელი
მოეწერა ახალ ზავს, რომელიც იმეორებდა 1732 წლის ხელშეკრულებას.
მცირე წარმატებებით გათამამებული ნადირი ვახტანგის მასთან გამოგზავნას
სთხოვდა რუსებს. ვახტანგმა იცოდა რა შედეგიც მოჰყვებოდა მის შაჰთან მისვლას და ამ
დამამცირებელ წინადადებას არ დასთანხმდა. მან ბაქართან ერთად ასტრახანში არჩია
დარჩენა, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. მეფე 1737 წელს
გარდაიცვალა. ვახტანგ VI-ს უაღრესად რთულ პერიოდში მოუწია მეფობა. მის მეფობას
დაემთხვა აღმოსავლეთ სამყაროს სამი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ინტერესების
კვეთა ერთ წერტილში. ვახტანგ VI-ს, პოლიტიკური წარუმატებლობის მიუხედავად,
ცდა არ დაუკლია ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვისაკენ და სამეფო
ხელისუფლების შემომტკიცებისკენ. პოლიტიკური სიტუაციის გამოსწორებისკენ
სწრაფვის გარდა, ვახტანგი მეცნიერებასაც დიდ ყურადღებას უთმობდა. თუ პირველ

207
შემთხვევაში მას ხელი მოეცარა, კულტურული თვალსაზრისით ქართლის მეფეს
საოცარი მიღწევები ჰქონდა.
ვახტანგ VI სამშობლოში ყოფნისას, ირანში ტყვეობისას თუ რუსეთში
ემიგრაციაში ყოფნისას, ნაყოფიერ სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო საქმიანობას
ეწეოდა. ქართული კულტურა მოითხოვდა განვითარებას და ეს ბიძგი მას აღმოსავლური
და დასავლური აზროვნებათა გადმონერგვით უნდა მიეღო, რასაც შესანიშნავად
ახერხებდა ქართველი მეფე. ვახტანგმა ააღორძინა და განავითარა მეცნიერების მრავალი
დარგი, მრავალსაც კი თვითონ ჩაუყარა საფუძველი, რომელთაც სწორი განვითარების

საფუძველიც შეუქმნა.

ვახტანგის ერთ-ერთ მთავარ მიღწევას სამართლის წიგნთა კრებულის შედგენა


იყო. 1703-1709 წლებში „სწავლულ კაცთა კომისიამ“ შედგინა ეს კრებული, რომელშიც
გაერთიანებული იყო შვიდი საკანონმდებლო ძეგლი: მოსეს კანონები, კათალიკოსთა
კანონები (ოთხი ორიგინალური ქართული ძეგლი), ბიზანტიური და სომხური
კანონონები, გიორგი V-ის ძეგლისდება, ბექასა და აღბუღას სამართალი და თავად
ვახტანგ VI-ს მიერ დაწერილი კანონები. ვახტანგის შექმნილი კანონთა კრებული მთელ
საქართველოში გამოიყენებოდა რუსეთის იმპერიის მმართველობის გარკვეული
პერიოდის მანძილზეც კი.
„სწავლულ კაცთა კომისიამ“ ასევე ისტორიულ მეცნიერებაც ახალ ეტაპზე
გადაიყვანა. მათ ბერი ეგნატაშვილი მეთაურობდა, რომელმაც თავი მოუყარა და
ორგანიზება გაუკეთა „ქართლის ისტორიის“ წყაროებს. ასევე მან დაწერა საქართველო
ისტორა, რომელც XIV-XVIII საუკუნეებს მოიცავს.
ვახტანგის საგანმანათლებლო რეფორმებიდან, ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი ქართული სტამბის დაარსება იყო. რომელითაც მრავალი განათლებული
ქართველი მოღვაწის ოცნება აასრულა. ვახტანგ VI-მ სტამბის მომზადებაში
დასახმარებლად იხმო ანთიმოზ ივერიელის მოწაფე მიხაი იშტვანოვიჩი, რომელიც მან
უნგრეთიდან მოიწვია. პირველი წიგნი, რომელიც ქართულ სტამბაში დაიბეჭდა,
გახლდათ ვახტანგ VI-ს მიერვე დაკომენტარებული „ვეფხისტყაოსანი“, რომლითაც
საფუძველი ჩაეყარა მეცნიერულ რუსთველოლოგიას. სტამბაში ასევე დაიბეჭდა

208
რელიგიური სახის უმნიშვნელოვანესი წიგნები: სახარება, ბიბლია, ფსალმუნი,
პარაკლიტონი.
ძალიან დიდი წვლილი შეიტანა მეფემ მთარგმნელობით საქმიანობაში. მან
თარგმნა ასტრონომიულ-ასტროლოგიური, მათემატიკური თუ ქიმიური წიგნები.
შეიძლება ამ წიგნებში მოყვანილი ცოდნა, ჩამორჩებოდა განვითარების ევროპულ თუ
აზიურ დონეს, თუმცა ქართველი მკითხველისთვის, მას მაინც დიდი მნიშვნელობა
ჰქონდა.
ვახტანგ VI-ს პერიოდის საქართველოს, მიუხედავად იმისა რომ განიცდიდა
უდიდეს გასაჭირს, კულტურული თვალსაზრისით ოქროს ხანაც კი შეიძლება ჰქონდა
ფეოდალური წყობილების საქართველოს ისტორიაში. მისი მოღვაწეობა აღტაცებას
იწვევს. მეფე რომელიც ცდას არ აკლებს ქვეყანა პოლიტიკური ჭაობიდან ამოიყვანოს და
ფეხზე დააყენოს, ამავდროულად კულტურული თვალსაზრისით ასწრებს იმდენს, რაც
ერთი ადამიანისთვის მხოლოდ წარმოუდგენელი, კოლოსალური შრომის ფასად
მიიღწევა.
ვახტანგის სიკვდილის შემდეგ, ქართლის სამეფო ტახტზე ერთხანს კიდევ
არასტაბილური სიტუაცია იყო. სანამ ტახტზე 1744 წელს კახეთის მეფე თეიმურაზ II არ
ავიდა, რომელმაც ერთიანი ქართლ-კახეთის სტაბილურ არსებობას მისცა დასაბამი.

209
IV. ქართლ-კახეთისმეფეები

თეიმურაზII

თეიმურაზი ნაზარ ალი-ხანის, იგივ ერეკლე I-ის ვაჟი იყო. როდესაც დავით II იანში
იმყოფებოდა, იგი კახეთის გამგებლად დაინიშნა. თეიმურაზი ამ დროს 11 წლის
გახლდათ, რის გამოც კახეთის მართვა თავის თავზე დედამისს ანას ჰქონდა აღებული.
თეიმურაზს ცოლად ბაინდურ ერისთავის ასული უნდა შეერთო, მაგრამ დავითის
ჩარევით, მან ვახტანგ VI-ს ასული თამარი მოიყვანა ცოლად. ამ ქორწინებით ქართლისა
და კახეთის ბაგრატიონთა შტო გაერთიანდა. ამ ქორწინებისგან იშვა ერეკლე II.
1733 წელს თეიმურაზი კახეთის ტახტზე ავიდა. 1735 წელს რუსეთმა განჯის
ტრაქტატით დათმო პოზიციები ირანთან. ამის გამო კახეთის სამეფო იძულებული
გახდა ოსმალთა წინააღმდეგ ისევ ირანი ჰყოლოდა მოკავშირედ. თეიმურაზი აქტიურ
მოქმედებებზე გადადის. ოსმალების ჯარი თბილისიდან შემახეში გადადიოდნენ
თავისიანთა მისაშველებლად, რომელთაც გარს ირანის სარდალი ნადირი და მისი არმია
ეხვია. თეიმურაზმა გზა გადაუჭრა ოსმალებს მაღაროსთან და დაამარცხა ისინი. ამ
გამარჯვების შემდეგ, ქართლი ოსმალთა წინააღმდეგ აჯანყდა.

210
მიუხედავად თეიმურაზის წარმატებისა და დახმარებისა, ნადირი მას არ
ენდობოდა. ნადირს ზოგადად ქართველთა ერთგულებაში ეპარებოდა ეჭვი და იცოდა,
რომ მათთან კავშირი ქართველთა ინტერესში მხოლოდ ცოტა ხნით შედიოდა და მათ
თვალი მუდამ თავისუფლებისკენ ეჭირათ.
ნადირმა ქართველი დიდებულები, მათ შორის თეიმურაზიც 1735 წელს ერევანში
მიიწვია, სადაც დააპატიმრა ისინი. ქართლ-კახეთის გამგებლად კი დავით II-ის ძე
ალექსანდრე დანიშნა. ნადირი თბილისისკენ დაიძრა, რომელსაც ტყვეები გზიდან
გაექცნენ. თეიმურაზი ფშავში გამაგრდა. ნადირმა თბილისი აიღო და ქვეყნის რბევა
დაიწყო.
1736 წელს ნადირი ირანის ტახტზე ავიდა. ამავე წელს ნადირ-შაჰმა ხარკი
გაუზარდა ქართლ-კახეთის მოსახლეობას. რამაც აჯანყება გამოიწვია. ქართლში გივი
ამილახვარი აჯანყდა, ხოლო კახეთში თეიმურაზი. ქართლის ერთ-ერთმა სარდალმა,
რომელიც ყიზილბაში გახლდათ, მოტყუებით დააპატიმრა აჯანყების წინამძღოლები და
ნადირ-შაჰს მიჰგვარა ისპაჰანში. შაჰმა თეიმურაზი ავღანეთში იახლა.
ყანდრაარის დაპყრობის შემდეგ ნადირ-შაჰს ინდოეთზე უნდოდა გალაშქრება.
ასეთ შორეულ ლაშქრობაზე წასვლა მძევალთა გარეშე არ შეეძლო შაჰს. ამიტომ მან
თეიმურაზს თავისი შვილები მოსთხოვა. ერეკლე უფლისწული მან ინდოეთში წაიყვანა,
ხოლო კახეთის მეფის ასული თავის ძმისწულს მიათხოვა. თეიმურაზი კახეთში
დაბრუნდა.
თეიმურაზი ხვდებოდა, რომ ნადირ-შაჰთან კარგი ურთიერთობა, საშუალებას
მისცემდა მშვიდ გარემოში ქვეყნის აღორძინებაზე ეზრუნა. რეალურად, მას სხვა გზა არც
გააჩნდა, რადგან ამ დროისთვის რეალური ძალის მქონე სხვა მოკავშირე არ არსებობდა.
1739 წელს ერეკლე დაბრუნდა ინდოეთიდან. თეიმურაზმა იგი გვერდში დაიყენა და
მასთან ერთად ცდილობდა ფეხზე დაეყენებინა ქვეყანა.
1741-42 წლებში ნადირ-შაჰი ქართლ-კახეთზე გავლით დაღესტანს ებრძოდა. ეს
რთულად დააწვა ქართლ-კახეთს კისერზე. ნადირ-შაჰმა თითქმის ყველაფერზე
გადასახადი გაზარდა, რამაც საბოლოოდ ქართლში, გივი ამილახვარის აჯანყება
გამოიწვია, რომელსაც ზურგს ოსმალები უმაგრებდნენ. ნადირ-შაჰი დათმობებზე

211
წავიდა. მან ქართლს შეუმცირა გადასახადები, ხოლო კახეთს სრულიად გაუუქმა.
ნადირ-შაჰს სურდა, რომ ქართლშიც და კახეთშიც მოსახლეობისთვის
პოპულარული პირი ჰყოლოდა და რა თქმა უნდა მისი ერთგული უნდა ყოფილიყო.
შაჰისთვის გივი ამილახვარი თავის ტკივილს წარმოადგენდა, ამიტომ ნადირმა
გადაწყვიტა, რომ თეიმურაზის გავლენა ქართლზე გაეძლიერებინა. მას ქართლის
დასამორჩილებლად სათანადო რეპუტაციაც გააჩნდა მოსახლეობაში და რაც მთავარია,
ვახტანგთან ნათესაური კავშირის გამო, მისი ლეგიტიმაციის საკითხი ეჭვქვეშ არ
დადგებოდა.
თეიმურაზმა აქტიური მოქმედებები დაიწყო ქართლის აღმოსავლეთ ნაწილის
მიმართულებით. იგი ყველანაირად ცდილობდა ამილახვარისთვის შეეზღუდა
სამოქმედო სივრცე და ერეკლესთან ერთად, არაგვისა და ქსნის საერისთავოები დაიკავა.
1744 წელს გივი ამილახვარის დასახმარებლად ოსმალთა არმია შემოვიდა.
ამილახვარს თან ახლდნენ ლეკებიც. თეიმურაზმა და ერეკლემ მოახერხეს მათი
დამარცხება და ქართლის ტერიტორია მთლიანად თავიანთ კონტროლს
დაუქვემდებარეს. შაჰის გადაწყვეტილებით 1744 წელს თეიმურაზს ქართლის ტახტი
ერგო, ხოლო ერეკლეს კახეთისა. ნადირ-შაჰმა თეიმურაზს ქრისტიანული წესით
კურთხევის თანხმობა მისცა. 1745 წელს თეიმურაზი დიდი ზარ-ზეიმით
სვეტიცხოველში მეფედ ეკურთხა.
ჩვენ ვიცით, რომ ისეთ ახლო ნათესავთა შორისაც, როგორიც მამა-შვილია,
საქართველოს ისტორიაში, ძალაუფლებისთვის ბევრი უთანხმოება და სისხლის ღვრაც
კი ხშირი იყო. ხოლო, თეიმურაზსა და ერეკლეს ბრწყინვალე ურთიერთობა გააჩნდათ.
ისინი ყველა საქმეში, ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმედებდნენ. ქართლისა და
კახეთის სამეფო, ეს იყო ერთი სახელმწიფო ორი მმართველით, რომელთაც საერთო
მიზანი ამოძრავებდათ.
1747 წელს ნადირ-შაჰმა გადასახადები ისევ გაზარდა, რადგან გამუდმებული
ომებისგან გამოცარიელებული ხაზინა შეევსო. მრავალი ხალხი აუჯანყდა ირანის შაჰს.
მათ შორის ქართლისა და კახეთის მეფეებიც. ნადირ-შაჰს არ ჰქონდა იმის ფუფუნება,
რომ აჯანყებულები ძალით დაეშოშმინებინა, ამიტომ მან თეიმურაზთან და ერეკლესთან

212
მოლაპარაკება გადაწყვიტა. ნადირ-შაჰმა თავისთან დაიბარა ერეკლე, რომელიც
თეიმურაზმა არ გაუშვა და მის ნაცვლად წავიდა ისპაჰანში. სანამ თეიმურაზი გზაში
იყო, ირანში გადატრიალება მოხდა. შეთქმულება ნადირ-შაჰი მოკლეს. ქვეყანაში ორი
წელი მშვიდობა არ ყოფილა და სამი შაჰი გამოიცვალეს ამ მცირე მონაკვეთში.
თეიმურაზი ქართლში 1749 წელს დაბრუნდა.
ნადირ შაჰის გარდაცვალების შემდეგ, ქართლ-კახეთი ირანს მხოლოდ
ფურცელზე ემორჩილებოდა. ირანს არ შესწევდა ძალა გაეკონტროლებინა ქართლ-
კახეთის სამეფო, მაგრამ თეიმურაზი და ერეკლე არ ჩქარობდნენ დამოუკიდებლობის
გამოცხადებას. მათ მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს ლეკებზე. დახარკეს
ერევნის, განჯისა და ნახჭევანის ხანები. ისინი ცდილობდნენ
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა რელიგიურ ომში არ გადაზრდოდათ. როდესაც
ყიზილბაშებს შეიპყრობდნენ, მათ ტყვეობიდან გათავისუფლები საშუალებას
აძლევდნენ.
ქართლ-კახეთში სტაბილურმა მშვიდობამ გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკის ზრდამ,
გადახვეწილი მოსახლეობა უკან დააბრუნა. განვითარდა საქალაქო ცხოვრება. წელში
გაიმართა ეკლესიაც, რომელსაც სათავეში ანტონ კათალიკოსი ედგა.
თეიმურაზს სურდ რუსეთთან დაემყარებინა კავშირი, რადგან მუსლიმური
სახანოები სულ უფრო ძლიერდებოდნენ, ხოლო ირანი მათ დახმარებას ვერ
უზრუნველყოფდა. 1752 წელს თეიმურაზმა ელჩობა გაგზავნა რუსეთში ათანასე
თბილელის და სვიმონ მაყაშვილის მეთაურობით. ელჩობა უშედეგოდ დასრულდა.
თეიმურაზი რუსეთში 1760 წელს თავად გაემგზავრა, თუმცა კი, იგი დიდი პატივით
მიიღეს პეტერბურგში, რუსეთს პრუსიასთან ომის გამო სხვა საქმეებისთვის არ ეცალა,
ამიტომ მას დახმარების ხელი ვერ გაუწოდეს. 1462 წელს თეიმურაზი გარდაიცვალა და
ასტრახანში ვახტანგ VI-ს გვერდზე დაასაფლავეს. ქართლის ტახტზე მისი ვაჟი ერეკლე
ავიდა და ქართლ-კახეთის გაერთიანებული სამეფოს მმართველი გახდა.

213
ერეკლეII

თეიმურაზის ვაჟი ერეკლე მამამისის მსგავსად გამორჩეული მთავარსარდალი იყო.


ბრძოლის ველზე ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში მოინათლა. იგი 1735 წელს ლეკების
წინააღმდეგ ბრძოლაში სარდლობდა კახეთის ლაშქარს. 1737-39 წლებში კი ნადირ-
შაჰთან ერთად ინდოეთში ლაშქრობდა, სადაც დიდი გამოცდილება მიიღო.
1744 წელს ერეკლე მეფედ აკურთხეს კახეთში, ხოლო მამამისი თეიმურაზი
ქართლში გადავიდა სამართავად. კახეთში ერეკლეს დიდი პოპულარობა და ხალხის
სიყვარული ჰქონდა. მას სიყვარულით პატარა კახსაც ეძახდნენ.
1747 წელს, როდესაც თეიმურაზი ირანში გაემგზავრა, ქართლის გამგებლობა
ერეკლესა და იესეს ძეს, აბდულა-ბეგს ჩააბარა. აბდულა-ბეგმა ქართლზე გამეფება
მოინდომა, რასაც რა თქმა უნდა კახეთის მეფე შეეწინააღმდეგა. ერეკლემ შეძლო
აბდულას დამარცხება და 1748 წელს თბილისიც აიღო.
1749 წელს თეიმურაზი ქართლში დაბრუნდა. მამა-შვილს დიდი ავტორიტეტი
გააჩნდათ რეგიონში. ნადირ-შაჰის სიკვდილის შემდეგ ქართლისა და კახეთის
სამეფოები ფაქტობრივად დამოუკიდებლები იყვნენ. ქვეყანა ძლიერდებოდა, ხოლო
სხვები მათში მოკავშირეს ხედავდნენ. 1749 წელს ერევნის ხანმა თეიმურაზსა და
ერეკლეს დახმარება სთხოვა თარაქამების წინააღმდეგ ბრძოლაში. ქართლ-კახეთის
მეფეებმა შეძლეს მათი დამარცხება, ხოლო ერევნის სახანო მათ მფარველობაში შევიდა.
214
იგივე განმეორდა ნახჭევანის სახანოზეც.
1751-52 წლებში ერეკლემ და თეიმურაზმა ზედიზედ ორი მარცხი იწვნიეს,
პირველად შაქის ხანთან, ხოლო შემდეგ განჯასთვის ბრძოლისას. ამ მარცხებმა მეფეთა
ავტორიტეტი შეარყია. ამიერკავკასიაში მათი პირველობა თვალშისაცემი აღარ იყო.
ქართლ-კახეთის მეფეები ხვდებოდნენ, რომ საჭირო იყო რეპუტაციის აღდგენა. 1752
წლის 1 სექტემბერს კიდევ ერთხელ გაილაშქრეს შაქის სახანოს წინააღმდეგ, რომელსაც
აჯი-ჩელაბი ხანობდა. თულქითაფასთან ბრძოლასი ერეკლემ სასტიკად დაამარცხა შაქის
ხანი და კონტროლი აღადგინა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაზე.
მალე, ლეკები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ახშირებდნენ თავიანთ
ლაშქრობებს ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე. პარალელულად, 1754 წელს ხუნძახის
ბატონი ნურსალ-ბეგი შეიჭრი ქართლში, რომელიც ჭადიჯვრის ბრძოლაში დაამარცხა
ერეკლემ. მომდევნო წელს ნურსალ-ბეგი უკვე კახეთში შეიჭრა, მაგრამ ერეკლემ
ამჯერადაც მოახერხა მისი დამარცხება.
მომდევნო წლებში, ლეკებმა რამდენჯერმე სცადეს ქართლისა და კახეთის
დარბევა თუმცა ერეკლემ მათი შეჩერება შეძლო. 1759 წელს კოხტა ბელადის
მეთაურობით ლეკთა დიდი ლაშქარი გადმოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე.
ბრძოლები სოფელ ატოცთან და დვანის ციხესთან გაიმართა, რომლებშიც ერეკლემ
გამარჯვება მოიპოვა. ამ ბრძოლაში ერეკლესა და თეიმურაზს, იმერეთის მეფე სოლომონ
I ეხმარებოდა, რომელთანაც ერთი წლით ადრე ურთიერთდახმარების ხელშეკრულება
დადეს.
1762 წელს პეტერბურგში თეიმურაზ II გარდაიცვალა. ქართლის ტახტზე ერეკლე
II ავიდა, რომელიც ამ დროიდან ქართლ-კახეთის გაერთიანებულ სამეფოს მართავდა.
ქართლში თავადთა ერთი ნაწილი ერეკლეს გამეფებას პროტესტით შეხვდა, მათ ვახტანგ
VI-ის უკანონო ვაჟის პაატას გამეფება სურდათ. ერეკლე შეთქმულებს სასტიკად
გაუსწორდა. ერეკლემ შეძლო ქართლის ტახტის განმტკიცება. რუსეთსა და
თურქეთს შორის ომი 1768 წელს განახლდა. ქართლ-კახეთისა და იმერეთის მეფეებმა
გადაწყვიტეს რუსეთის მხარე დაეჭირათ ამ ომში, თუკი ის მათ დაეხმარებოდა ჯარით.
რუსეთი ხვდებოდა, რომ ქართული სამეფოების გამოყენება ოსმალთა წინააღმდეგ

215
ძალიან კარგად შეიძლებოდა. ამიტომ, რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II დახმარებას
დაჰპირდა ქართველ მეფეებს და გენერალი ტოტლებენი გამოგზავნა საქართველოში.
1770 წლის აპრილში გენერალი ტოტლებენი და ერეკლე ახალციხისკენ
მიდიოდნენ. შუა გზაში ტოტლებენმა ერეკლე მიატოვა და ქართლში დაბრუნდა. მარტო
დარჩენილ ერეკლეს, 20 აპრილს, ბრძოლა მოუხდა ასპინძასთან ოსმალეთთან. ბრძოლა
ერეკლეს ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. ტოტლებენის უკან დაბრუნების გამო,
ერეკლემ ვეღარ შეძლო მარტოს გაეგრძელებინა ახალციხური კამპანია და იძულებული
გახდა შეეწყვიტა იგი.
70-იანი წლები ერეკლემ აქტიურად დაიწყო. 1771 წელს მეფემ ხერთვისის ციხე
აიღო. 1772 წელს ერეკლემ რუსეთსი გაგზავნა ელჩობა, რომელსაც ანტონკათალიკოსი და
ერეკლეს ვაჟი - ლევანი უძღვებოდნენ.
მომდევნო წელს აღდგა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოთა
ხელშეკრულება, რომელიც ურთიერთდახმარებას გულისხმობდა. 1774 წელს მეფე
ერეკლემ სამხედრო რეფორმა ჩაატარა. მან შემოიღო „მორიგე ჯარის“ სამსახური, რაც
სამეფოს საშუალებას აძლევდა მუდმივ მზადყოფნაში ჰყოლოდა ხუთი ათასი მეომარი.

1778-1780 წლებში ერეკლემ დაამარცხა განჯისა და ერევნის ხანები ხელმეორედ..

XVIII საუკუნის 80-იანი წლები განსაკუთრებულია საქართველოს


ისტორიისთვის. ამ პერიოდის გადაწყვეტილებებმა გამოიწვია ის, რასაც საქართველოს
ახალი და უახლესი ისტორია ეწოდება. 1782 წლის 21 დეკემბერს ერეკლე
IIოფიციალურად მისწერა რუსეთის საიმპერატორო კარს ქართლ-კახეთის სამეფოს
მფარველობაში მიღების შესახებ. მალე, 1783 წლის 24 ივლისს, ქალაქ გეორგიევსკში
ხელი მოეწერა გეორგიევსკის ტრაქტატს, რუსეთსა და ქართლ-კახეთს შორის. ხელის
მოწერიდან მალევე თბილისში რუსთა ორი ბატალიონი შემოვიდა.
1784 წელს ერეკლემ რუსებთან ერთად ლეკებს შეუტია ჭარში და დაამარცხა
ისინი. მომდევნო წელს ავარიის მმართველმა ომარ-ხანმა ილაშქრა ქართლ-კახეთში.
ერეკლე ვერ გაუმკლავდა მის დიდ არმიას და ქვეყნის გადასარჩენად იძულებული

216
გახდა ფული გადაეხადა ხანისთვის.
1786 წელს ერეკლე დაუზავდა ახალციხის ფაშა სულეიმანს და სამშვიდობო
ხელშეკრულება გაადორმა მასთან.
1789 წელს იმერეთის სამეფოს დიდებულებმა ექვთიმე გაენათელმა, დოსითეოს
ქუთაისელმა, ზურაბ წერეთელმა და სხვებმა ერეკლეს მეფობა შესთავაზეს. საკითხის
განსახილველად რამდენიმე დღე თათბირი მიმდინარეობდა, თუმცა ერეკლემ საკუთარი
შვილიშვილისთვის დავითისთვის (სოლომონ II) ტახტის წართმევა არ ისურვა. გარდა
ამისა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ იმერეთის სამეფო ოსმალთა
მფარველობის ქვეშ იყო და ერეკლეს ეს ნაბიჯი მათთან მკვეთრად გააფუჭებდა
ურთიერთობას.
1791 წელს ერეკლემ შეცვალა ტახტის მემკვიდრეობის წესი. ამიერიდან ტახტი
მეფიდან მის ძეს კი არა, არამედ მის ძმებზე გადაიცემოდა. ასევე მან შვილებს
დაუნაწილა მიწები და სამეფო ქონება.
1795 წელს ალექსანდრე ბატონიშვილმა დაამარცხა აღა მაჰმად-ხანის მიერ
ერევნისა და შუშის სახანოების ასაღებად გაგზავნილი ლაშქარი. ამის გამო აღა მაჰმად-
ხანი თბილისისკენ დაიძრა. 10 სექტემბერს ერეკლეს ჯარმა სოღანლუღთან ბრძოლაში
დაამარცხა ირანის ლაშქარი. მომდევნო დღეს 11 სექტემბერს გადამწყვეტი ბრძოლა
გაიმართა კრწანისთან. ქართველები ღალატის მსხვერპლნი აღმოჩდნენ და
დამარცხდნენ. ერეკლე საკუთარმა შვილიშვილმა გაიყვანა ბრძოლის ველიდან
ძალდატანებით. მეფე თელავში გადავიდა სადაც სამი წლის შემდეგ 1798 წლის 11
იანვარს გარდაიცვალა. იგი სვეტიცხოველში დაკრძალეს.

217
გიორგი XII დაქართლ-კახეთშიმეფობისგაუქმება

ერეკლეს სიკვდილის შემდეგ, ტახტზე მისი ვაჟი გიორგი ავიდა. იგი უკვე საკმაოდ
ასაკოვანი და მძიმედ ავად იყო ტახტის დაკავებისას. ახალგაზრდობა მეტნაკლებად
აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობით გაატარა. მონაწილეობდა 1770 წლის ახალციხის
ლაშქრობაში ტოტლებენთან ერთად, რომელთანაც შელაპარაკებაც მოსვლია, რადგან ეს
უკანასკნელი წასვლას აპირებდა.
გიორგი XII-ს რთული პერიოდი შეხვდა ქვეყნის სამართავად. ბატონიშვილები,
რომელთაც ტახტი სურდათ, მას არ ემორჩილებოდნენ. მოშლილი იყო „მორიგე ჯარის“
ინსტიტუტი, რომლის აღდგენასაც ყურადღებას უთმობდა. ასევე მას სურდა სომხეთში
მართლმადიდებლობის დანერგვას.
თბილისში 1799 წელს გენერალი ლაზარევი შემოვიდა ჯართან ერთად, რომელმაც
ქართლ-კახეთის ლაშქართან ერთად ომარ-ხანი დაამარცხა.
გიორგი XII ხვდებოდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მის ვაჟს ტახტის
დაკავება და მით უმეტეს შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებოდა. მრავალი ბატონიშვილი
მოუთმენლად ელოდებოდა უკვე ავადმყოფი მეფის გარდაცვალებას. მან რუსეთთან
218
მოლაპარაკებები აწარმოა ამის შესახებ. იმპერატორი პავლე I დაითანხმა იმაზე, რომ
მისი გარდაცვალების შემდეგ რუსეთის იმპერია მის უფროს ვაჟს დავითს
გამოაცხადებდა მეფედ. ამის გამო, მას დიდ დათმობებზე წასვლა მოუწია. შეიზღუდა
საკუთარი ძალაუფლება და რუსეთის იმპერია აქტიურად ჩართო საშინაო პოლიტიკაში.

რუსეთს სურდა მეფობა მშვიდად გაეუქმებინა ქართლში და ამისათვის


დაჩაჩანაკებული გიორგი XII მშვენიერი საშუალება იყო. მათ დელეგაცია გამოგზავნეს
ქართლში მეფესთან, თუმცა დელეგაციის ჩამოსვლამდე 1800 წლის 28 დეკემბერს მეფე
გარდაიცვალა.
მეფედ დამტკიცებას ელოდა მისი ძე დავითი, რომელიც 1801 წლამდე სამეფოს
გამგებლად ითვლებოდა. საბოლოოდ რუსეთმა 1801 წლის 12 სექტემბრის
დადგენილებით ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა. მეფის ოჯახი კი პეტერბურგში
გადაიყვანეს.

219
ბიბლიოგრაფია

220
1. ჯაფარიძე გოჩა, „საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური
სამყარო XII-XIII ს-ის პირველ მესამედში“, თბილისი, 1995
2. მეტრეველი როინ,დავით IV აღმაშენებელი, თბილისი,1990
3. წურწუმიამამუკა, „შუა საუკუნეების ქართული ლაშქარი 900 – 1700“, თბილისი, 2016
4. ნ. შენგელია, სელჩუკები და საქართველოXI საუკუნეში, თბილისი, 1968
5. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები ტ. VI, თბილისი, 1973
6. მეტრეველი როინ, სამუშია ჯაბა, მეფეთ მეფე გიორგი II. თბილისი : თბილისის
უნივერსიტეტის გამომცემდლობა, 2003

7. მოქცევაი ქართლისაი, თბილისი, 1964


8. საქართველოს ისტორია, ტომი I, თბილისი, 2012
9. საქართველოს ისტორია, ტომი II, თბილისი, 2012
10. საქართველოს ისტორია, ტომი III, თბილისი, 2012
11. ქართლის ცხოვრება, თბილისი, 1955
12. საქართველოს მეფეები, თბილისი, 2000
13. თოფჩიშვილი როლანდ, საქართველოს იატორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები,
თბილისი, 2017
14. ჯავახიშვილი ივანე, ქართველი ერის ისტორია, ტ.I-IV, თბილისი, 1979
15. ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება,
თბილისი, 1973
16. Rayfield Donald. “Edge of Empires: A History of Georgia”. London. 2012
17. Suny, Ronald Grigor. “The Making of the Georgian Nation: 2nd edition”. Indiana University
Press. 1994
18. Lang, David. Marshall. "Georgia in the Reign of Giorgi the Brilliant (1314–1346)". 1955
19. The Cambridge history of the Byzantine Empire, c. 500-1492, Ed. Jonathan Shepard. Cambridge :
Cambridge Univesity Press, 2008
20. ვებ-გვერდი „ქართველი ისტორიული მოღვაწენი“ – www.qim.ge

221
222

You might also like