You are on page 1of 5

ესპანეთის საემიგრაციო პოლიტიკა

ესპანეთიდან ემიგრაცია

90-იანი წლების შუა ხანებამდე ესპანეთიდან დაახლოებით 3,5 მილიონი ესპანელი


გაემგზავრა ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ესპანელების მიგრაციის მიზეზებიდან
აღსანიშნავია თავისუფალი გადაადგილების კანონი, რომელიც ამოქმედდა მე -19
საუკუნის მეორე ნახევარში, მზარდი მოსახლეობა, ეკონომიკური სტაგნაცია , მშპ -ს
საშუალო წლიური ზრდის ტემპი ერთ სულ მოსახლეზე რეალური თვალსაზრისით,
შეფასებული იყო 1%-ზე ქვემოთ და ასევე, ქვეყანაში შეინიშნებოდა მშფოთვარე
პოლიტიკური ვითარება. თუმცა, მიგრაციის გადინება შეჩერდა პირველი
მსოფლიო ომის და 1930-იანი წლების გლობალური კრიზისისა და ესპანეთის
სამოქალაქო ომის შემდეგ (1936–1939). შედეგად, 1985 წელს , როდესაც ესპანეთი
ევროპულ თანამეგობრობაში გაწევრიანდა, იგი ემიგრანტების გამგზავნი
ქვეყნიდან მიმღებ ქვეყნად გადაიქცა.

ესპანეთში ემიგრაცია

ევროპაში ემიგრაცია ძირითადად განპირობებული იყო არაკვალიფიციური


მუშაკების დეფიციტით. 1990-2007 წლებში ესპანეთში დიდი რაოდენით ემიგრანტი
ჩამოვიდა, რომელიც ესპანეთის მოსახლეობის 12%-ს შეადგენდნენ. ემიგრანტები
ძირითადად ევროპელები იყვნენ, შემდეგ კი ლათინოამერიკელები (ძირითადად
პერუელები და ბოლივიელები) და აფრიკელები (ძირითადად მაროკოელები).
კრიზისის დაწყებამ გამოიწვია ამ ტენდენციის უეცარი ცვლილება და 2008 და 2009
წლებში ევროპული შემოსვლები მოულოდნელად შეჩერდა, თუმცა 2010 წლიდან
მათი წილი კრიზისამდელ დონეს დაუბრუნდა. დემოგრაფიული თვალსაზრისით,
აღსანიშნავია, რომ ესპანეთში ჩასული ემიგრანტები უფრო ახალგაზრდები იყვნენ
ადგილობრივ მოსახლეობასთან შედარებით, 2008-2014 წლების მიხედვით. ეს
განსხვავება შეიძლება აიხსნას მიგრანტების უფრო მაღალი შობადობის
მაჩვენებლებით, რაც ნაწილობრივ ანაზღაურებს ესპანეთის მოსახლეობის
დაბერების ტენდენციას.
მიგრანტების ინტეგრაცია შრომის ბაზარზე

ამ პერიოდის განმავლობაში ესპანეთში ჩასული ემიგრანტების დიდი რაოდენობის


გათვალისწინებით, ბუნებრივია ჩნდება კითხვა, თუ როგორ მოხდა მიგრანტების
ინტეგრაცია შრომის ბაზარზე. ემიგრანტების დასაქმება მნიშვნელოვნად გაიზარდა
2002-2014 წლებში, პიკს მიაღწია 2007 წელს. მართალია უცხოური ასიმილაციის
პროცესი არ იყო ჰომოგენური ყველა სექტორში, მაგრამ ძირითადად
კონცენტრირებული იყო შრომის ინტენსიურ სექტორებში, როგორიცაა
მომსახურება და მშენებლობა.

დღევანდელი რეალობა

დღესდღობით ესპანეთში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ


მძიმეა. მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელიც 17%-ს აღემატება,
განსაკუთრებით მაღალია უმუშევრობა ახალგაზრდებში. 2008 წლის კრიზისამდე
ესპანეთი თავად ითვლებოდა მიგრანტების მიმღებ ქვეყანად, უმეტესად
დაბალკვალიფიციური მუშახელისთვის, თუმცა, კრიზისის შემდგომ წლებში
ესპანეთიდან ემიგრაცია გასამმაგდა.

მოთხოვნა მიგრანტ მუშახელზე ესპანეთში:

ესპანეთში მოთხოვნა, ძირითადად, დაბალკვალიფიციურ მუშახელზეა, რომელთა


მოძიება ადგილობრივადაც არ ჭირს. ამავე დროს, ქვეყანა ცდილობს უცხოეთიდან
მაღალკვალიფიციური კადრები მოიზიდოს. ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების
მსგავსად, შრომის ბაზარი ესპანეთში საკმაოდ განსხვავებულია: ბევრი სამუშაო
ადგილი ითხოვს ძალიან მაღალ კვალიფიკაციას და ბევრიც – ძალიან დაბალს.
თუმცა, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, ესპანეთში, ძირითადად, არასრული
საშუალო განათლების მქონე მუშახელს ითხოვენ, რომელიც ე.წ. ელემენტარული
სამუშაოს შესასრულებლად არის საჭირო.

თავად ესპანეთში არაა დაბალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებზე აპლიკანტების


სიმცირე, მათ ურჩევიათ საკუთარი კადრები გადაამზადონ, ვიდრე მესამე
ქვეყნიდან შეიყვანონ მუშახელი.
ესპანეთის დასაქმების ეროვნული სამსახური აქვეყნებს პრობლემური ვაკანსიების
ჩამონათვალს რეგიონების მიხედვით, რომლის საფუძველზეც დგება ე.წ.
დეფიციტური პროფესიების სია. ასეთი სია მიგრანტი მუშაკების მოსაზიდად
გამოიყენება, რომლებიც შესაბამის პროფესიებს/უნარებს ფლობენ, თუმცა
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ეს სია საკმაოდ შემცირდა.
კერძოდ, ესპანეთში არსებობს სამუშაო ძალის დეფიციტი შემდეგ სფეროებში:
ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები, ინჟინერია, მენეჯერული და
გაყიდვების სფეროსთან დაკავშირებული პროფესიები, ასევე ჯანდაცვის, საზღვაო
სფეროს სპეციალისტები, პროფესიონალი სპორტსმენები, მწვრთნელები და ა.შ.

მიზეზები, რის გამოც ღირს ესპანეთში წასვლა სამუშაოდ

1.ცხოვრების მაღალი ხარისხი

სტატისტიკის მიხედვით, ესპანეთი მე-14 საუკეთესო ქვეყანაა მსოფლიოში


ემიგრანტად მუშაობისთვის. ქვეყანაში ცხოვრების ღირებულება საშუალოზე
ნაკლებია, ქირა, საკვები და ტრანსპორტი უფრო იაფი ღირს, ვიდრე დიდ
ბრიტანეთში, საფრანგეთში ან იტალიაში. ესპანეთის კლიმატი ასევე ფართოდ
განიხილება, როგორც საუკეთესო ევროპაში, ხანგრძლივი თბილი სეზონებით.

2. ჯანდაცვა

ესპანეთს აქვს შესანიშნავი ჯანდაცვა, რის გამოც ქვეყანას ყველაზე მაღალი


სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს ევროპაში, 83,2 წელი. გარდა ამისა, თუ თქვენ
მუშაობთ ესპანეთში, თქვენი დამსაქმებელი გადაიხდის თქვენს სოციალური
უზრუნველყოფის ხარჯებს, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო
ჯანდაცვით.

3. მოგზაურობა მთელს ევროპაში


მიზეზების ჩამონათვალში, თუ რატომ არის ადამიანებისთვის სასურველი ესპანეთში
სამუშაო არის ევროპის გარშემო მოგზაურობის შესაძლებლობა. ესპანეთს აქვს
ფანტასტიური სატრანსპორტო კავშირები ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.
წარმოუდგენლად სწრაფი ფრენები საფრანგეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში,
ასევე, ესპანეთში არის მატარებლების ფართო ქსელი როგორც ქვეყნის შიგნით,
აგრეთვე მის ფარგლებს გარეთაც.

4.კარიერული პოტენციალი

ეს გულისხმობს პროფესიული ქსელის გაფართოების პროცესს. ბევრი ადამიანი


ესპანეთში მუშაობის დროს იძენს ისეთ კოლეგებს, რომლებიც სამომავლო
კარიერული პერსპექტივების განხორციელებაში ეხმარება მათ. ესპანეთში მუშაობამ
შესაძლოა გზა გაუკვალოს ადამიანს ევროპის სხვა ქვეყნებში, სადაც მისი სივი
გაუწევს ერთგვარ შუამავლობას.

მიგრანტი მუშახელის დასაქმება ესპანეთში

იმისათვის, რომ ესპანეთში ლეგალურად დასაქმდეთ, უნდა მოიპოვოთ სამუშაო


ვიზა და ბინადრობის უფლება.

სამუშაო ვიზის გაცემის დროს ხდება ქვეყნის შრომის ბაზარზე არსებული


მდგომარეობის გათვალისწინება. კერძოდ, მესამე ქვეყნის მოქალაქის სამუშაო
უნდა ხვდებოდეს დასაქმების ეროვნული სამსახურის მიერ შედგენილ
„დეფიციტური პროფესიების“ სიაში. თუ ამ სიაში არ ხვდება, დამსაქმებელმა
ვაკანსია უნდა გამოაცხადოს დასაქმების სამსახურის მეშვეობით. იმ შემთხვევაში,
თუ დამსაქმებლები ვერ მოიძიებენ შესაბამის კანდიდატს ადგილობრივი ან
ევროკავშირის მასშტაბით, მათ შეუძლიათ მესამე ქვეყნის მოქალაქეების
დაქირავება.
დამსაქმებელი აკეთებს განაცხადს შესაბამის უწყებაში, სადაც ითხოვს
მუშახელისთვის სამუშაო ნებართვას და/ან ბინადრობის უფლებას. მას შემდეგ,
რაც დამსაქმებელი მიიღებს თანხმობას ნებართვაზე, მესამე ქვეყნის მოქალაქემ
უნდა გააკეთოს შესაბამისი განაცხადი თავის ქვეყანაში წარმოდგენილ ესპანეთის
საკონსულოში.

განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:

– კონტრაქტის ასლი

– პასპორტი

– ცნობა ნასამართლეობის შესახებ

– ჯანმრთელობის ცნობა.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთში შესვლიდან 3 თვის განმავლობაში უნდა


დარეგისტრირდეთ სოციალური უსაფრთხოების სისტემაში, რადგან
დაურეგისტრირებლობა ქვეყანაში არალეგალურად ყოფნად ითვლება.

You might also like