You are on page 1of 12

მოტივაცია

რეფერატი
მოტივაცია

რეფერატი შესრულებულია

საქართველოს უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის

ფსიქოლოგიის საფუძვლებისთვის

ხელმძღვანელი:ნინო აროშიძე

ავტორები: შოთა სირაძე/ნანო აბესაძე

2
მოტივაცია

სარჩევი
რა არის მოტივაცია?
მოტივაციის კონცეფციების ფუნქციები
როგორ ხსნის მოტივაციის ფენომენს სხვადასხვა
ფსიქოლოგიური მიმდინარეობანი
ლტოლვები და აღმძვრელები

რა არის მოტივაცია?
მოტივაცია წარმოადგენს ყველა იმ პროცესის განზოგადებულ ტერმინს,
რომელიც ჩართულია ფიზიკური და ფსიქოლოგიური აქტივობების

2
მოტივაცია

დაწყვებაში, მიმართულების მიცემასა და მართვაში. სიტყვა მოტივაცია


წარმოდგებ ლათინური სიტყვიდან mover, რაც „მოძრაობას“ ნიშნავს.
ორგანიზმები მოძრაობენ გარკვეული სტიმულებისა და აქტივობების
მიმართულებით და გაურბიან გარკვეულ სტიმულებს, მათი
მიმზიდველობისა და საძულველობის შესაბამისად. მოტივაციის თეორიები
ხსნის როგორც ცხოველთა თითოეული სახეობის, ადამიანების ჩთვლით,
„მიძრაობის“ ზოგად პატერნებს და გვაწვდის ინფორმაციას თითოეული
სახეობის, ცალკეული წევრების ფუნქციონირებასა და პრიორიტეტებზე.

მოტივაციის კონცეფციების ფუნქციები


ფსიქოლოგები მოტივაციის კონცეფციების ხუთ ძირითად დანიშნულებას
გამოყოფენ:

ქცევის დაკავშირება ბიოლოგიასთნ- ჩვენ, როგორც ბიოლოგიური


ორგანიზმი, ფლოფთ რთულ შინაგან მექანიზმენბს,რომლებიც
არეგულირებენ თქვენი სხეულის ფუნქციონირებას და სიცოცხლის
შენარჩუნებაში გვეხმარებიან. რატომ ვდგებით საწოლიდან ყოველ დილას?
ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, შიმშილი სიცივე წყურვილი ან ას.შ...
თითოეულ ამ შემთხვევაში სხეულს დაუკმაყოფილების გრძნობა
მოქმედებისკენ უბიძგებს,რაც ქმნის მოტივაციას ჩვენთვის, რომ
განვახორციელოთ ქმედება ჩვენი სხეულის ბალანსის აღსადგენად.

ქცევის ცვალებადობის ახსნა- რატომ ვასრულებთ ერთი და იგივე


დავალებას ერთ დღეს ცუდად მეორე დღეს კარგად? რატომაა, რომ ერთი
ბავშვი გაცილებით უკეთ ართმევს თავს საკონკურსო დავალებას ვიდრე
მეორე, რომელსაც იგივე უნარები და ცოდნა გააჩნია? ფსიქოლოგები მაშინ
იყენებენ მოტივაციურ ახსნას, როდესაც ადამიანების მიერ დავალების ან
რაიმე სხვა მოქმედების შესრულების ცვალებადობა უცვლელ სიტუაციაში
ვარ აიხსნება უნარების,გამოცდილების თუ პრაქტიკის განსხვავებულობით
ან შემთხვევითობით.

2
მოტივაცია

სუბიექტის შინაგან მდგომარეობაზე დასკვნის გაკეთება იმაზე


დაყრდნობით, თუ როგორ იქცევა ის საზოგადოებაში- თქვენ ხედავთ ,რომ
ვიღაც სკამზე ზის და იცინის.როგორ აიხსნება(ახსნიდით) ეს ქცევა?
როგორც პროფესიონალი ფსიქოლოგები, ისე სპეციალური ფსიქოლოგიური
განათლების არ მქონე ადამიანები ერთიანად გადაინაცვლებენ ქცევაზე
დაკვირვებიდან მის გამომწვევ შინაგან მიზეზებზე დაკვირვებისკენ.
ადამიანები მუდმივად ახდენენ ქცევის ინტერპრეტაციას სავარაუდო
მიზეზების ტერმინებით.

იმის გარკვევა თუ ვის ეკისრება მოქმედებაზე პასუხისმგებლობა-


პიროვნული პასუხისმგებლობის ცნება ძირითადია რელიგიის, კანონისა და
ეთიკისთვის. პიროვნული პასუხისმგებლობა გულისხმობს შინაგან
მოტივაციას და ქმედების გაკონტროლების უნარს. ადამიანები ნაკლებად
პასუხისმგებლები არიან საკუთარ ქმედებაზე როდესაც (1)არ ფიქრობენ,
რომ მათ ქცევას უარყოფითი შედეგი ექნება, (2) ექსტერნალური(გარეგანი)
ძალები ძალიან ძლიერია მიცემული ქცევის აღსაძვრელად, ან (3) ქცევაზე
გავლენას ახდენს ნარკოტიკები,ალკოჰოლი და ინტენსიური ემოციები.
ამრიგად, მოტივაციის თეორიას ქცევის პოტენციური მიზეზების
ერთმანეთისგან გარჩევა უნდა შეეძლოს.

არახელსაყრელი პირობების მიუხედავად მიზნისკენ მიმავალი სუბიექტის


შეუპოვრობისა და დაჟინებულობის ახსნა- რატომ ხდება, რომ მძიმედ და
სასიკვდილოდ დაზიანებული ადამიანები ხშირად მაინც აგრძელებენ წინ
სვლას? მიტივაციის შესწავლის ბოლო მიზეზი იმის ახსნაა, თუ რატომ
ახორციელებს ორგანიზმი ქცევას, როდესაც გაცილებით მარტივი იქნებოდა
ამ ქცევის განხორციელებისგან თავის შეკავება. მოტივაცია გვეხმარება, რომ
დროულად მივიდეთ სამსახურში ან ლექციაზე მაშინაც კი, როდესაც ამის
ძალა უკვე აღარ შეგვწევს.მოტივაცია გვეხმარება, რომ მთელი ძალით
გავაგრძელოთ თამაში მაშინაც კი, როდესაც ვაგებთ და ვაცნობიერებთ, რომ
მოგება შეუძლებელია.

საწყის ეტაპზე მოტივაციის ფსიქოლოგები დაინტერესებულნი იყვნენ


გაერკვიათ მიზეზი, რომელიც საკმარისი იყო მშვიდ მდგომარეობაში მყოფი

2
მოტივაცია

ორგანიზმის აქტივობაში მოსაყვანად. 1930-40 იან წლებში, კლარკ ჰალის


იდეებით შთაგონებული ფსიქოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ
მოტივაციის აღძვრისას ორი ცნება იყო მნიშვნელოვანი:

ჰედონიზმი - როგორც წყარო ყველა ტიპის მამოტივირებელი ქცევებისა.


ჰედონიზმში მოიაზრებოდა ორგანიზმის ბუნებრივი სწრაფვა ტკვილის
შემცირებისა და სიამოვნების მიღების მაქსიმალიზაციისკენ.

ჰომეოსტაზის მიღწევა - ორგანიზმის შინაგანი წონასწორობის


დაბალანსება, ეკვილიბრიუმის მიღწევა - რაც ორგანიზმის მიერ საპასუხო
ქცევების ციკლურ პატერნში გამიხატება. მას შემდეგ რაც წონასწორობა
დაირღვევა (მაგ., შიმშილის განცდა გაჩნდება) ორგანიზმი ცდილობს
შეამციროს ეს განცდა და იწყებს შესაბამისი აქტივობების განხორციელებას,
რომელსაც საბოლოოდ წონასწორობის აღდგენამდე მიყავს. ხოლო, თავის
მხრივ, ჰომეოსტაზის მიღწევა სიამოვნების და სიმშვიდის განცდას იწვევს.

მოტივაციურ ფსიქოლოგებს ასევე აინტერესებთ, რა განაპირობებს


ორგანიზმის არჩევანს. მაგალითად, რატომ ნადირობს ზოგიერთი ცხოველი
ღამით? ამ კითხვაზე მოტივაციურ თეორიებს ორი ტიპის პასუხი აქვთ.
ევოლუციონისტური ბიოლოგიის პერსპექტივიდან ამგვარი ქცევა
დომინანტური გენეტიკური დისპოზიციით აიხსნება.

თუკი დავუშვებთ, რომ გარკვეულ პერიოდში ორი სხვადასხვა ტიპის


თაგვი არსებობდა - ერთი , რომელიც დღისით ნადირობდა, ხოლო მეორე
მხოლოდ ღამით - უნდა ვივარაუდოთ, რომ დროთა განმავლობაში ის
სახეობა, რომელიც დღისით ნადირობდა - ხშირად ხდებოდა სხვა
ცხოველების მსხვერპლი, ხოლო მეორე ტიპის თაგვები, რომლებიც
მხოლოდ ღამით გადიოდნენ სანადიროდ, ახერხებდნენ გადარჩენას,
სიცოცხლის შენარჩუნებას და რეპროდუქციას. ევოლუციონისტური
ბიოლოგია სწორედ ასე ცდილობს ახსნას ორგანიზმის არჩევანის
თავისებურება.

ამის საპირისპიროდ, რადიკალურად განსხვავებული ამხსნელი თეორია


შექმნეს ჯონ ატკინსმა და ჯულიან როტერმა, რომელმაც დიდი გავლენა

2
მოტივაცია

მოახდინა მოტივაციურ ფსიქოლოგიაზე 1950-იანი წლებიდან


მოყოლებული ვიდრე 1980 წლამდე. ატკინსისა და როტერის თეორია
თავისი არსით მოლოდინი-ღირებეულებების ტიპის თეორიაა და ადამიანს
ლოგიკურ გადაწყვეტილების მიმღებ, რაციონალურ არსებად განიხილავს.
ამიტომაც კონცეპტუალიზაციაში უფრო მეტად გადაწყვეტილების მიღების
თეორიულ ჩარჩოსა და ეკონომისტების ფორმულირებებს ეყრდნობა. ეს
მიდგომა ამტკიცებს, რომ მოტივაციის აღძვრა და არჩევანის გაკეთება/
გადაწყვეტილების მიღება რომელიმე ქცევის სასარგებლოდ იმ
ღირებულებებით (სტიმულებით) არის განპირობებული, რომლებიც
ხელმისაწვდომია გადაწყვეტილების მიმღების აღქმისათვის. ანუ, იმის
მიხედვით, თუ რამდენად ალბათურად თვლის ინდივიდი ამა თუ იმ
მიზნის მიღწევას და როგორ აფასებს მიღწევის შანსებს - ამ ქცევის
განხორციელების ალბათობა იკლებს ან იმატებს და სწორედ მიღწევის
ალბათობის შეფასება განაპირობებს მოტივაციის აღძვრას. ანუ მოტივაცია
და არჩევანი სასურველი მიზნის მიღწევის და ამ მიზნის მიღწევის
ინდივიდის მიერ შეფასებული მაღალი შანსების ჯამია. მოლოდინი-
ღირებებულებების თეორეტიკოსები ირწმუნებიან, რომ მოტივაციური
ფსიქოლოგიის მთავარი მიზანი იმ დეტერმინანტების აღმოჩენაა,
რომლებიც მოლოდინს აღძრავენ. ევოლუციონისტურ-ბიოლოგიური
თვალსაზირისიგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში მნიშნელოვანი არა
ზოგადად სახეობის, არამედ კონკრეტული, სპეციფიკური ორგანიზმის
ისტორიაა.

არსებობს მნიშვნელოვანი ინდივიდუალური განსხვავებები მოტივაციაში.


სხვადასხვა ინდივიდის შემთხვევაში ქცევის მთავარი მამოტივირებელი
ფაქტორი შეიძლება იყოს აგრესია, აფილაციის მოთხოვნილება,
ძალაუფლების მოპოვების სურვილი, მიღწევის მოთხოვნილება, შფოთვა და
ა.შ.

მოტივაცია საკმაოდ ფართო, კომპლექსური საკითხია და მრავალ თეორიას


მოიცავს.განვიხილავ, ამათგან ყველაზე გამორჩეულ თეორიებს.

2
მოტივაცია

როგორ ხსნის მოტივაციის ფენომენს სხვადასხვა


ფსიქოლოგიური მიმდინარეობანი
მოტივაციის ბიჰევიორისტული ხედვა-ბიჰევიორისტული მიდგომა
განიხილავს სწავლას, როგორც ქცევის ცვლილებას, რომელიც
გამოცდილების შედეგად მიიღწევა.ბიჰევიორისტულ მიდგომას
მოტივაციაშიც მსგავსი გაგება გააჩნია.სწავლის ან სწავლების ხარისხის
ზრდა მოტივაციის შედეგია.ხოლო შექება, დადებითი კომენტარი საშინაო
დავალების შესრულებისას, ტესტში მაღალი შეფასება და კარგი ნიშნები
არიან მოტივატორები, რომლებიც ქცევას აძლიერებენ.

მოტივაციის ჰუმანისტური მიდგომა-ჰუმანისტური თეორია მიმართულია


ადამიანის პირადი პოტენციალის გამოყენებაზე. აღნიშნული მიმართულება
მნიშვნელოვანია როგორც სკოლაში, ისე სამსახურში.

აბრაჰამ მასლოუმ, ჰუმანისტური მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა,


განავითარა იერარქია, რომელიც ასახავს ადამიანის, როგორც „მთლიანი
პიროვნების“ მოთხოვნილებებს.მასლოუმ ადამიანური მოთხოვნილებები
ჩამოაყალიბა ორ ჯგუფად: დეფიციტისა და ზრდის
მოთხოვნილებებად.თუკი დეფიციტის მოთხოვნილება მიუღწეველია,
ადამიანი ყოველთვის მისი დაკმაყოფილებისკენ მიილტვის;იგი იერარქიის
ქვედა საფეხურებს იკავებს.მასლოუს აზრით, თუკი ადამიანი ვერ
დაიკმაყოფილებს პირველად, დეფიციტის მოთხოვნილებებს - გადარჩენის,
უსაფრთხოების, მიკუთვნებულობისა და თვითპატივისცემის
მოთხოვნილებებს, ვერ გადავა შემდეგ, უფრო მაღალ
საფეხურებზე.მასლოუს სჯეროდა, რომ ყველა ადამიანი მიილტვის
თვითაქტუალიზაციისკენ, თუმცა მხოლოდ 1%-ზე ნაკლები თუ აღწევს
მას.იმ ადამიანებს, ვინც იკმაყოფილებენ თვითაქტუალიზაციის
მოთხოვნილებას, გააჩნიათ შემდეგი მახასიათებლები:რეალობის მკაფიო
აღქმა;ავტონომიის, დამოუკიდებლობისა და თვითაღიარების განცდა;
პრობლემებზე და არა საკუთარ თავზე ორიენტირება;სპონტანურობა
აზროვნებასა და ქმედებაში;სხვა ადამიანების თანაგრძნობა.

2
მოტივაცია

მოტივაციის კოგნიტური თეორია-ეს თეორია ორიენტირებულია


მოსწავლის რწმენაზე, მოლოდინზე, პროგნოზირებასა და გაგების
მოთხოვნილებაზე.გაგების მოთხოვნილება მოტივაციის
კოგნიტურიმიდგომის გულია:„ბავშვები განიხილებიან, როგორც
ბუნებრივად მოტივირებულნი ისწავლონ, როდესაც მათი გამოცდილება
შეუსაბამოა მათ მიმდინარე გაგებასთან.“

მოტივაციის კოგნიტურ თეორიები: მოლოდინი X ღირებულებების


თეორიააღნიშნული თეორიის მიხედვით, ადამიანი მოტივირებულია, თუ
მისი ქმედება უდრის მისი წარმატების მოლოდინი გამრავლებული
წარმატების ღირებულებაზე.ამ შემთხვევაში გამრავლების ნიშანი
მნიშვნელოვანია, რადგანაც ნული რაზეც არ უნდა გავამრავლოთ, მივიღებთ
ისევ ნულს. შესაბამისად, თუ წარმატების მოლოდინი ან მისი ღირებულება
არის ნული, მაშინ მოტივაციაც უდრის ნულს .თვითეფექტურობის

თეორია:რწმენა საკუთარი შესაძლებლობების შესახებთვითეფექტურობა ეს


არის საკუთარი შესაძლებლობების რწმენა იმაში, რომ შეგიძლია დაგეგმო
და შეასრულო აქტივობების წყება, რომლებსაცმოითხოვს გარკვეული
დავალება.თვითეფექტურობას დიდი გავლენა აქვს სწავლის მოტივაციაზე.

ატრიბუციის თეორია-თეორია წარმოადგენს მოსწავლის მიერ საკუთარი


წარმატებისა და წარუმატებლობის ახსნის სისტემატიზებულ აღწერას და
აგრეთვე, იმის აღწერას, თუ როგორ გავლენას ახდენს ის მოსწავლეთა
მოტივაციასა და ქცევაზე.ატრიბუცია ვლინდება სამ
განზომილებაში.პირველი ეს არის ლოკუსი ანუ მიზეზის
ადგილმდებარეობა, რომელიც მოსწავლის შიგნით ან გარეთ
მდებარეობს.მაგალითად, შესაძლებლობა და მცდელობა მოსწავლის
შიგნითაა, მაგრამ იღბალი და დავალების სირთულე გარე ფაქტორებზეა
დამოკიდებული.მეორე არის მდგრადობა, შესაძლებელია თუ არა მიზეზის
ცვლილება. მცდელობა და იღბალი არამდგრადია, რადგანაც შეიძლება
შეიცვალოს, მაგრამ ადამიანის უნარები, ატრიბუციის თეორიის მიხედვით,
მდგრადია. მესამე არის კონტროლი, რაც გულისხმობს, თუ რამდენად არის
მოსწავლე მზად საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა თავის

2
მოტივაცია

წარმატებასა და წარუმატებლობაზე და აკონტროლებს თუ არა სასწავლო


სიტუაციას.მაგალითად, მოსწავლეს შეუძლია გააკონტროლოს საკუთარი
მცდელობა, მაგრამ შეუძლებელია იღბლისა და დავალების სირთულის
კონტროლი.

ლტოლვები და აღმძვრელები
მოტივაციის ზოგიერთი ფორმა ძალზედ მარტივად გამოიყურება: თუ
შიმშილს ვგრძნობთ ვჭამთ. თუ გვწყურია ვსვამთ. თეორია, რომლის
მიხედვითაც მრავალი მნიშვნელოვანი ქცევა მოტივირებულია შინაგანი
ლტოლვებით, ყველაზე სრულად კარლ ჰალმა დაამუშავა. ჰალის აზრით
ლტოლვა შინაგანი მდგომარეობაა, რომელიც ცხოველის ფიზიოლოგიური
მოთხოვნილების საპასუხოდ აღმოცენდება. ორგანიზმი ისეთი
ბიოლოგიური მახასიათებლების წონასწორობის, ანუ ჰომეოსტაზის
შენარჩუნებას ცდილობს , როგორიცაა:სხეულის ტემპერატურა და ენერგიის
მიწოდება. ლტოლვა აღმოცენდება მაშინ, როდესაც დაუკმაყოფილებლობა
შინაგან გაუწონასწორებლობას ქმნის, წონასწორობას არღვევს, ანუ
დაძაბულობას ჰქმნის. ეს ლტოლვა ორგანიზმის დაძაბულობის
შემცირებისკენ, ანუ რედუქციისკენ უბიძგებს. როდესაც ლტოლვა
დაკმაყოფილდება ან შემცირდება, ჰომეოსტაზი აღსდგება და ორგანიზმი
შეწყვეტს მოქმედებას. ამვარად, ჰალის მიხედვით, როდესაც ცხოველს
მრავალი საათის განმავლობაში არ მიეწოდება საკვები, აღმოცენდება
შიმშილის მდგომარეობა, რაც საკვების მოძიებისა და გამოკვების ქცევის
მამოტივირებელი ხდება ცხოველის რეაქცია, რომელსაც საკვების მოძიების
მიზანი აქვს, განმტკიცდება ვინაიდან ის საკვების მიღების შედეგად
დდაძაბულობის შემცირებას უკავშირდება.

შეუძლია თუ არა და ძაბულობის შემცირების თეორიას ახსნას ყველა


მოტივირებული ქცევა? ცხადია, არა. წარმოვიდგინოთ ვირთხების ჯგუფი,
რომელსაც არ აწვდიდნენ საკვებს და წყალს. დაძაბულობის შემცირების
თეორიის მიხედვით, წინასწარ შეიძლება იმის თქმა, რომ ისინი პირველი
შესაძლებლობისთანავე დალევენ წყალს ან შეჭამენ საკვებს. თუმცა,

2
მოტივაცია

როდესაც ასეთი ვირთხები ახალ გარემოში ხვდებიან, სადაც უამრავი


საჭმელი და სასმელია ისინი გარემოს გამოკვლევასა და დაზვერვას
ამჯობინებენ და მაშინვე არ გარბიან საჭმელისა და სასმელისაკენ, ისინი
მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების შემდეგ იწყებენ ჭამას და
სმას (Berlyne, 1960; Fewler, 1965; Zimbardo & Montogomery, 1957).
გამოკვლევათა სხვა სერიაში ახალგაზრდა მაიმუნები დიდ დროს
ხარჯავდნენ მათ გარშემო არსებილი ახალი გარემოს ათვისებასა და
დაზვერვაზე.

ეს ექსპერიმენტები გვიჩვენებს, რომ ქცევა არ არის მოტივირებული


მხოლოდ შინაგანი ლტოლვებით: ქცევა ასევე მოტივირებულია
აღმძვრელობით-გარეგანი სტიმულებით ან წახალისებით, რომელიც
პირდაპირ არ უკავშირდება ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს. როდესაც
მაიმუნები და ვირთხები გარემოში მოცემულ ობიექტებზე იყვნენ
მომართულნი და არა შინაგან მდგომარეობებზე, ეს გვიჩვენებდა, რომ მათ
ქცევას აღმძვრელები მართავდა. ასევეა ადამიანის ქცევის შემთხვევაშიც- მას
მრავალგვარი აღმძვრელი აკონტროლებს.

2
მოტივაცია

გამოყენებული ლიტერატურა: ფსიქოლოგია


და ცხოვრება-ფილიპ ზიმბარდო
გამოყენებული საიტები:
1.http://dictionary.css.ge/content/behaviorism
2.www.wikipedia.org
3.www.google.ge

2
მოტივაცია

You might also like