You are on page 1of 9

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

Georgian Institute of Public Affairs (GIPA)


სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
სილაბუსი

სასწავლო კურსის სახელწოდება ნაციონალიზმის თეორიები


სასწავლო კურსის საფეხური ბაკალავრიატი
სასწავლო კურსის სტატუსი ძირითადი
სასწავლო კურსის ერთი სემესტრი / IV-VI სემესტრი
ხანგრძლივობა
სასწავლო კოდი SSnacteo 719
კრედიტების რაოდენობა 6
საათების რაოდენობა სულ: 150 საათი
საკონტაქტო საათი (მათ შორის საგამოცდო) : 32
ლექცია 13
სემინარი: 13 სთ
გამოცდა: 6 სთ
დამოუკიდებელი სამუშაო: 118
საკონსულტაციო საათები: კვირაში 1 საათი

კურსის თინათინ ქავთარაძე


განმახორციელებელი/ლექტორი tinatin.kavtaradze.1@iliauni.edu.ge
ტელ: 551 551 990
სასწავლო კურსის მიზნები კურსის მიზანია, გააცნოს სტუდენტებს თუ რამდენად
მნიშვნელოვანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
ფაქტორი საქართველოს ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის
კონსტრუირებაში. რა ისტორიულმა, კულტურულმა და
პოლიტიკურმა მოვლენებმა განაპირობეს ამ იდენტობის
ჩამოყალიბება. ასევე, რა პრობლემას უქმნის ეთნო-რელიგიური
იდენტობა თანამედროვე, მოდერნული სახელმწიფოს
ფუნქციონირებას.

სასწავლო კურსის შესწავლის კურსს შესაწავლის წინაპირობა არ აქვს


წინაპირობა
ლექცია-სემინარი - 2 სთ
სასწავლო კურსის ფორმატი 1. ახსნა–განმარტებითი მეთოდი
2. ანალიზის მეთოდი
3. ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
4. პრეზენტაცია
 ინტერაქტიული მეთოდი: კურსის ცალკეული
საკითხების თეორიული გააზრება,
განზოგადება.ჯგუფში მუშაობის დროს მოხდება
მიღებული ცოდნის გაღრმავება და დაკონკრეტება.
 დისკუსია/დებატები, მკვეთრად აამაღლებს სტუდენტთა
ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას, განუვითარებს
მათ კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს;
 ახსნა-განმარტებითი მეთოდი: გულისხმობს სალექციო
თემის დაწვრილებით განხილვას;

1
 ანალიზის მეთოდი: ამარტივებს რთული მასალის
ნაწილებად დაყოფას და დეტალურად გაშუქებას, რის
საფუძველზეც სტუდენტს უადვილდება ახალი
სალექციო თემის აღქმა და გაგება;
 პრეზენტაცია: პრეზენტაციაზე მუშაობის მეთოდი
სტუდენტებს აქტიურად განუვითარებს კომუნიკაციურ
უნარებს, ინდივიდუალური პასუხისმგებლობით
გუნდურ გადაწყვეტილებაში მონაწილეობის უნარს.
სასწავლო კურსის შინაარსი I კვირა:
#1 ლექცია-სემინარი: 2სთ
სალექციო მოდულის წარდგენა;
კურსის მნიშვნელობა, კურსის მიზანი, სილაბუსი

შემდეგი ლექციისთვის წაიკითხეთ:


ენტონი დ. სმითი ნაციონალიზმი [26-62]
http://www.icgl.org/books/Georgian_Translation_Anthony_D_Smith_
Nationalism_Theory.pdf

II კვირა:
#2 ლექცია-სემინარი: 2სთ
ახალი: ნაციონალიზმის მნიშვნელობები და განმარტებები:
1. ნაციონალური ცნობიერება
2. ნაციონალური ავტონომიურობა, ნაციონალური
ერთიანობა და ნაციონალური იდენტობა
3. ეთნიესა და ნაციის განსხვავება
4. ნაციონალიზმის ბირთვი-დოქტრინები

შემდეგი ლექციისთვის წაიკითხეთ:


ენტონი დ. სმითი ნაციონალიზმი [98-130]
http://www.icgl.org/books/Georgian_Translation_Anthony_D_Smith_
Nationalism_Theory.pdf

III კვირა:
#3 ლექცია-სემინარი: 2 სთ
ახალი: ნაციონალიზმის თეორიები:
1. კედურისა და გელნერის დებატები
2. პრემოდერნული და მოდერნული ნაციონალიზმი
3. კულტურული იდენტობის პრობლემა
4. Ეთნოსიმბოლიზმი

შემდეგი ლექციისთვის წაიკითხეთ:


ერიკ ჰობსბაუმი ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან (23-64)

IV კვირა:
#4 ლექცია-სემინარი: 2სთ
ერი, როგორც სიახლე:

1. ეთნო-ლინგვისტური მახასიათებლები
2. ეროვნება და ერი
3. ნაციონალური სახელმწიფო

2
4. იმპერიული ერი

შემდეგი ლექციისთვის წაიკითხეთ:


ენტონი დ. სმითი ნაციონალური იდენტობა [9-35]

V კვირა:
#5 ლექცია-სემინარი: 2სთ
რელიგიური იდენტობის განსაზღვრა:

1. რატომ ცდილობენ “მსოფლიო რელიგიები” გადალახონ


ეთნიკური საზღვრები?
2. როგორია ნაციის დასავლური მოდელი?
3. რა როლს თამაშობს ორგანიზებული რელიგია
სოციალური თვალსაზრისით?
4. იწვევს თუ არა კოსმოპოლიტიზმის ზრდა
ნაციონალიზმის რღვევას და რატომ?

შემდეგი ლექციისთვის წაიკითხეთ:


ამარტია სენი იდენტობა და ძალადობა [9-40]

VI კვირა:
#6 ლექცია-სემინარი: 2სთ

რელიგიური იდენტობის განსაზღვრა:


1. რა გამოწვევების წინაშე დგება ინდივიდი, როცა
რელიგიურ იდენტობას ირჩევს?
2. რას ნიშნავ, რომ არჩევანი ყოველთვის
ლიმიტირებულია? რა ოპციებით არის შემოსაზღვრული
მორწმუნის არჩევანი?
3. რატომ განსაზღვრავს ამა თუ იმ საზოგადოების წევრობა
ადამიანის რელიგიურ არჩევანს?

VII კვირა:

პირველი შუალედური გამოცდა (25 ქულა):


შუალედური გამოცდა არის წერითი და მიზნად ისახავს
განვლილი მასალის შემოწმებას:
სტუდენტები დაწერენ ესეს განვლილ მასალაზე დაყრდნობით.

წაიკითხეთ მითითებული მასალა:


1. გიგი თევზაძე: “დიდი იდენტობა”
https://burusi.wordpress.com/2010/09/16/gigi-tevzadze-8/
2. ენტონი ლესტერი: სიტყვის თავისუფლება და რელიგია
(ჟურნალი: სოლიდარობა #4 (37))
http://tolerantoba.ge/tolerantoba_jurnali/37.pdf (51-55)

VIII კვირა:
#8 ლექცია-სემინარი: 2სთ

ეთნიკური ნაციონალიზმის პრობლემა:


1. ნაციისა და ნაციონალიზმის განსაზღვრება

3
2. ეთნიკურ ნაციონალიზმთან დაკავშირებული
პრობლემები საქართველოში
3. სამოქალაქო ნაციონალიზმი და მისი დასაყრდენი
4. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საზღვრები
5. “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა”

დავალება-პრეზენტაცია (20 ქულა) : შემდეგი ლექციისთვის


მოამზადეთ ინდივიდუალური პრეზენტაცია. შემოთავაზებული
თემებიდან აირჩიეთ ერთ-ერთი:
 მოდერნული ნაციონალიზმი
 ნაციონალური სახელმწიფო
 ეთნო-რელიგიური იდენტობა საქართველოში
 ეკლესია, როგორც ეთნო-რელიგიური იდენტობის
საყრდენი საქართველოში
 ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმი თავისუფლებისა და
თანასწორობის წინააღმდეგ საქართველოში
 სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საზღვრები:
რელიგიური სიძულვილის პროპაგანდის აღკვეთა

IX კვირა:
#9 სემინარი: 2სთ
სტუდენტები აბარებენ პრეზენტაციებს თავიანთ
ინდივიდუალურ პროექტზე.

წაიკითხეთ მითითებული მასალა:


ერნესტ გელნერი ერები და ნაციონალიზმი [7-79]

X კვირა:
#10 სემინარი: 2სთ
ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის პრობლემა:
1. ნაციონალიზმის გელნერისეული განსაზღვრება: ერისა
და სახელმწიფოს ცნება
2. ვინ არის თანამემამულე და ვინ არის უცხო? როგორ
ხდება მათი განსხვავება და რა როლი აქვს ამაში
კულტურას?
3. ეროვნული იდეოლოგია: საჭიროა თუ არა ის?

წაიკითხეთ მითითებული მასალა:

ფრენსის ფუკუიამა პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა [200-285]

XI კვირა:
#10 სემინარი: 2სთ
ცეზაროპაპიზმი და სეკულარული სახელმწიფოს წარმოშობა:

1. ცეზაროპაპიზმის პრაქტიკული მნიშვნელობა


2. სამართლის წყარო სეკულარულ ეპოქამდე
3. პაპი გრიგოლ VII
4. ინვესტიტურის კონფლიქტი და ვორმსის კონკორდატი
5. ცეზაროპაპიზმის დასასრული

4
წაიკითხეთ მითითებული მასალა:

ნიკა რურუა თავისუფლების კანონი. (სემუელ ჰანთინგტონის


სტატია მესამე ტალღის მომავალი)

XII კვირა:

მეორე შუალედური გამოცდა (25 ქულა):


შუალედური გამოცდა არის წერითი და მიზნად ისახავს
განვლილი მასალის შემოწმებას:
სტუდენტები დაწერენ ესეს განვლილ მასალაზე დაყრდნობით.

წაიკითხეთ მითითებული მასალა:


1. ილია ჭავჭავაძე ოსმალოს საქართველო
2. სტივენ ჯონსი სოციალიზმი ქართულ ფერებში [50-85]

XIII კვირა
#12 ლექცია-სემინარი: 2სთ
ლიბერალური დემოკრატიის არსი:
1. ლიბერალური დემოკრატიის მახასიათებლები
2. არჩევნები არ არის საკმარისი პირობა ლიბერალური
დემოკრატიისთვის - ზვიად გამსახურდიასა და
ალბერტო ფუჰიმორის მაგალითების განხილვა
3. სეკულარული და ლიბერალური სამოქალაქო
საზოგადოების აუცილებლობა დემოკრატიისთვის

XIV კვირა
ლექცია-სემინარი #14: 2სთ
ლიბერალური ნაციონალიზმის იდეა საქართველოში და
რამდენიმე საკითხი საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან:
1. თანამედროვე ერის ლიბერალური ხედვა
2. ეკლესია და სახელმწიფო 1918-1921 წლებში

XV კვირა
ლექცია-სემინარი #15: 2სთ
რამდენიმე საკითხი საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან:
1. ლიბერალური ნაციონალიზმის იდეა
2. კონკორდატი

XVIკვირა: საგამოცდო სესია: 2სთ


ფინალური გამოცდა (30 ქულა)

შეფასების კრიტერიუმები შეფასების სისტემა უშვებს ხუთი სახის დადებით


შეფასებას(დანართი თან ერთვის):
(A) - მაქსიმალური შეფასების 91– 100%,
(B) - მაქსიმალური შეფასების 81—90%,
(C) – მაქსიმალური შეფასების 71 – 80%

5
(D) – მაქსიმალური შეფასების 61-70%.
(E) - მაქსიმალური შეფასების 51 – 60%

 პრეზენტაცია - 20%
 პირველი შუალედური გამოცდა (სულ 1) – 25%
 მეორე შუალედური გამოცდა - 25%
 ფინალური გამოცდა-30%
სულ - 100%
შუალედური გამოცდები 1. 23-25 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და
ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია
დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს
პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
ღრმად და საფუძვლიანად აქვს ათვისებული ძირითადი
ლიტერატურა.
2. 20-22 ქულა: პასუხი სრულია, მაგრამ შეკვეცილი.
ტერმინოლოგიურად გამართულია: საკითხის
გადმოცემისას არსებითი შეცდომა არ არის;
3. 17-19 ქულა: პასუხი სრულია, ტერმინოლოგია ნაკლებად
გამართულია; საკითხის გადმოცემისას აღინიშნება
მცირეოდენი შენიშვნები; სტუდენტი ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ განვლილ მასალას, თუმცა
სრულყოფილად არა აქვს ათვისებული ძირითადი
ლიტერატურა.
4. 14-16 ქულა: საკითხი დამაკმაყოფილებლად არის
გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; სტუდენტი
ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ
აღინიშნება მცირეოდენი შეცდომები.
5. 11–13 ქულა: პასუხი არ არის სრულყოფილი; საკითხის
შესაბამისი მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ;
აღინიშნება რამდენიმე შეცდომა, მაგრამ პასუხი
შესაძლებელია ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად.
6. 8–10 ქულა: პასუხი არასრულია. გადმოცემულია
საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული
ფრაგმენტები.სპეციალური ტერმინოლოგია მცდარია.
სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი
ლიტერატურა. აღინიშნება არსებითი შეცდომები.
7. 5-7 ქულა: პასუხი არსებითად მცდარია. ტერმინოლოგია
არ არის გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი.
8. 2-4 ქულა: პასუხი ნაკლოვანია, ძალიან მცირე დოზით,
შეცდომებით არის გადმოცემული.
9. 0-1 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან
საერთოდ არაა მოცემული.
პრეზენტაცია შეადგენს 20 ქულას:
პრეზენტაციაზე ფასდება:
 კომუნიკაცია აუდიტორიასთან, რეგლამენტის დაცვა -5
ქულა;
 ინფორმაციის სიზუსტე, გამოყენებული წყაროების
სწორი ინტერპრეტაცია - 5 ქულა;
 ანალიზის, ლოგიკური და არგუმენტირებული
დასკვნის ჩამოყალიბების უნარი- 5 ქულა ;

6
 საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
შემოქმედებითად გამოყენების უნარი- 5 ქულა
დასკვნითი გამოცდა სტუდენტს ცოდნის შესაფასებლად ეძლევა 3 საკითხი,
თითოეული ფასდება 10 ქულით. საერთო ჯამური ქულა
გამოითვლება სწორი პასუხების ჯამით.
1. 9-10 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და
ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია.
სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ განვლილ მასალას, ღრმად და
საფუძვლიანად აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა.
2.7-8 ქულა: პასუხი სრულია, მაგრამ შეკვეცილი.
ტერმინოლოგიურად გამართულია: საკითხის გადმოცემისას
არსებითი შეცდომა არ არის: სტუდენტი კარგად ფლობს
პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ათვისებული
აქვს ძირითადი ლიტერატურა.
3. 6 ქულა: პასუხი დამაკმაყოფილებელია, ტერმინოლოგია
ნაკლებად გამართულია; საკითხის გადმოცემისას აღინიშნება
მცირეოდენი შენიშვნები; სტუდენტი ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ განვლილ მასალას, თუმცა სრულყოფილად
არა აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა.
4.4-5 ქულა: პასუხი არასრულია. გადმოცემულია საკითხის
შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული
ფრაგმენტები.სპეციალური ტერმინოლოგია მცდარია. სტუდენტს
არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა.
აღინიშნება არსებითი შეცდომები.
5.2-3 ქულა: პასუხი ნაკლოვანია, ძალიან მცირე დოზით,
შეცდომებით არის გადმოცემული.
6.0-1 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ
არაა მოცემული.
ძირითადი და დამხმარე გელნერი, ე. (მთარგმნ. ნინო ცინცაძე.) (2003) ერები და
ლიტერატურა ნაციონალიზმი. თბილისი: ნეკერი.

მინდიაშვილი, ბ. (2014) ტოლერანტობის სკოლა. თბილისი:


ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი.
https://tdi.ge/sites/default/files/tolerantobis-skola.pdf (23.10.2020)

რურუა, ნ. (2019) რედ. ზ. ჭიაბერაშვილი. თავისუფლების კანონი.


თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

სენი, ა. (მთარგმნ. სანდრო გაბისონია) (2014) იდენტობა და


ძალადობა ბედისწერის ილუზია. თბილისი: ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა.

სმითი, ე. დ. (მთარგმნ. მარიამ ჩხარტიშვილი) (2004)


ნაციონალიზმი თეორია, იდეოლოგია, ისტორია. თბილისი:
ქართული ენის საერთაშორისო ცენტრი.
http://www.icgl.org/books/Georgian_Translation_Anthony_D_Smith_
Nationalism_Theory.pdf (12.07.2021)

სმითი, ე. დ. (მთარგმნ. ლელა პატარიძე) (2008) ნაციონალური


იდენტობა. თბილისი: ლოგოს პრესი.

7
ფუკუიამა, ფ. (მთარგმნ. დ. აფრასიძე, გ. გვალია, ბ. ლებანიძე, ა.
მიქაუტაძე, გ. ნოდია, თ. ქუმსიაშვილი) (2019) პოლიტიკური
წესრიგის წარმოშობა. თბილისი: ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ჯონსი, ს. ფ. (2007) სოციალიზმი ქართულ ფერებში, სოციალ-


დემოკრატიის ევროპული გზა. თბილისი: ილია ჭავჭავაძის
სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ჰობსბაუმი, ე. (მთარგმნ. სანდრო გაბისონია) (2012) ერები და


ნაციონალიზმი 1780 წლიდან პროგრამა, მითი, რეალობა.
თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

Diamond, L. J. (1996) Is the Third Wave Over? Journal of Democracy.


Vol. 7. No. 3 (July)

Geremek, B. (1999) The Transformation of Central Eaurope. Journal of


Democracy. Vol.10. No. 3 (July)

Huntington, S. P. (1997) After Twenty Years: The Future of the Third


Wave. Journal of Democracy, Vol.8, No. 4, (october)

Lipset, S. M. (1998) George Washington and the Founding of


Democracy. Journal of Democracy. Vol. 9. No. 4 (October)

Locke, J. (Trans. William, Popple) A Letter Concerning Toleration.


https://socialsciences.mcmaster.ca/econ/ugcm/3ll3/locke/toleration.pdf
(12.07.2021)

Soares, M. (1999) The Democratic Invention. Journal of Democracy.


Vol. 10. No. 2 (April)

სწავლის შედეგები

ცოდნა და გაცნობიერება
დარგობრივი კომპეტენციები:
 ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმისა და მოდერნული
ნაციონალიზმის განსხვავება; სეკულარული
სახელმწიფოს მნიშვნელობის გააზრება; მოდერნული
დემოკრატიის არსის ცოდნა.

ზოგადი კომპეტენციები
 ლიტერატურასთან მუშაობის უნარების განვითარება

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი


დარგობრივი კომპეტენციები

8
 სხვადასხვა თეორიების გააზრებისა და მათი
თანამედროვე რეალობასთან დაკავშირების უნარი

ზოგადი კომპეტენციები
 ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი წყაროების
მოძიებისა და ინფორმაციის დამუშავების გზით

დასკვნის უნარი
დარგობრივი კომპეტენციები:
 გარკვეულ თემასთან მიმართებაში არსებული ხედვებისა
და მოსაზრებების არგუმენტაციის ჩამოყალიბების
უნარი

ზოგადი კომპეტენციები
 ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან მოძიების,
ანალიზისა და სინთეზის უნარი
 კრიტიკული აზროვნების უნარი

ღირებულებები
დარგობრივი კომპეტენციები:
 ლიბერალური, მოდერნული ღირებულებებისა და
ფასეულობებისა ცოდნა

ზოგადი კომპეტენციები

 სოციალური პასუხისმგებლობითა და სამოქალაქო


თვითშეგნებით მოქმედების უნარი

You might also like