You are on page 1of 6

სასწავლო კურსის სილაბუსი

სასწავლოკურსის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის შესავალი


სახელწოდება
Introduction to Journalism and Mass Communications

ავტორი (ავტორები) მარი წერეთელი

ლექტორი(ლექტორები) მარი წერეთელი


ასოცირებული პროფესორი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა
ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის
დეპარტამენტი

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ. 595 50 36 65;
ელ.ფოსტა: mari.tsereteli@tsu.ge maritsereteli@gmail.com

სასწავლო კურსის კოდი


სასწავლო კურსის სტატუსი 1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი,
ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება
2. ბაკალავრიატი

3. საფაკულტეტო სავალდებულო

სასწავლო კურსის მიზნები I სემესტრის სტუდენტებს შეასწავლოს ჟურნალისტიკის და


კომუნიკაციის არსი, უმთავრესი მიზნები, ფუნქციები და
პრინციპები, მედიის ცალკეულ საშუალებათა თავისებურება,
გამოხატვის საშუალებანი, პრესის თავისუფლებისა და
პროფესიული ეთიკის პრინციპები, ინფორმაციის ტიპოლოგია
და ფუნქციონირება, მედიის გავლენა კულტურასა და
საზოგადოებაზე. მასკომუნიკაციის ცალკეული თეორიები,
პოპკულტურისა და მედიის, გლობალიზაციისა და მედიის
ურთიერთმიმართების არსი. ჟურნალისტური ტექსტის
თვისებრიობა, ჟურნალისტის პროფესიის თავისებურება,
მასალის მოპოვების მეთოდიკა.
კრედიტების რაოდენობა და სასწავლო კურსის კრედიტები: 5 (125 საათი)
საათების განაწილებას ტუდენტის
დატვირთვის შესაბამისად (ECTS) საკონტაქტო საათების რაოდენობა სემესტრში: 50 საათი
მათ შორის:
1. სააუდიტორიო მეცადინეობა: 45 საათი
1
ლექცია: 30 საათი
სამუშაო ჯგუფი/პრაქტიკუმი: 15საათი
2. საგამოცდო: 5 საათი
შუალედური გამოცდა: 2 საათი
დასკვნითი გამოცდა: 3 საათი
სტუდენტების დამოუკიდებელი მუშაობის საათები
სრაოდენობა სემესტრული გათვლით: 75 სთ.
მათ შორის:
ლექცია-სემინარებისთვისმომზადება: 30 საათი
შუალედური გამოცდის/გამოცდების მომზადება: 25 სთ.
დასკვნითი გამოცდის მომზადება: 20 საათი

დაშვების წინაპირობები წინაპირობის გარეშე

სწავლის შედეგები
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს ექნება
შემდეგი კომპეტენციები:
1. ცოდნა და გაცნობიერება:
 ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის
საბაზისო თეორიული ცოდნის გაცნობიერების უნარი.
 პრესისა და მასობრივი კომუნიკაციის თანამედროვე
თეორიების გაცნობიერების უნარი
 მედიის ფუნქციებისა და ჟურნალისტიკის პრინციპების
გაცნობიერების უნარი
 ინფორმაციის, როგორც ჟურნალისტური საქმიანობის
ფუნდამენტური ცნების გაცნობიერების უნარი
 პრესის თავისუფლების არსისა და პროფესიული ეთიკის
ცნების გაცნობიერების უნარი
2. ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:
 ჟურნალისტური ინფორმაციის ტიპოლოგიის
განსაზღვრის უნარი
 ჟურნალისტური მედიატექსტის ტიპოლოგიური
თავისებურების განსაზღვრის უნარი
 მედიაპროდუქციის კრიტიკული შეფასების უნარი
3. სწავლის უნარი:
 სწავლისა და ცოდნის მუდმივი განახლების უნარი
 პერიოდულ გამოცემებზე დამოუკიდებელი მუშაობის
უნარი
 ბიბლიოთეკასა და ინტერნტეტში დარგობრივი და
სამეცნიერო ლიტერატურისმოძიების და მასზე
მუშაობის უნარი
4. ღირებულებები:
თავისუფალი მედიის როლის გაცნობიერება სამოქალაქო
საზოგადოებისათვის, ასევე ადამიანის უფლებებისა და
მოვალეობების მნიშვნელობის გააზრება. კულტურული და
რელიგიური მრავალფეროვნებისადმი ტოლერანტული
2
დამოკიდებულების უნარი. საქართველოს საკანონმდებლო და
საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული
ადამიანის უფლებებისა და პროფესიული ეთიკის
სტანდარტის დაცვის უნარი.
სასწავლო კურსის შინაარსი იხ. დანართი
სწავლების/სწავლის 1. ახსნა-განმარტებით მასალის მიწოდება
მეთოდები 2. ლიტერატურაზე მუშაობა
3. წერითი მუშაობა
4. დისკუსია/დებატები
5. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
15 ლექცია, 15 სემინარი.

შეფასების კრიტერიუმები
1. ლექციაზე დასწრება - 5%
2. შუალედური შემოწმებები -სემესტრის განმავლობაში
ჩატარდება 1 წერითი შემოწმება. უმაღლესი შეფასება
- 25 ქულა.
3. სემინარზე აქტივობა – 30%
4. ფინალური გამოცდა –40%

სემესტრის განმავლობაში ჩატარდება 15 სემინარი წინასწარ


განსაზღვრულ თემაზე. თითოეული სასემინარო აქტივობის
(ზეპირი ფორმით) ეკვივალენტი უმაღლესი შეფასება
განისაზღვრება ორი ქულით. სასემინარო შეფასების
კრიტერიუმები:
ზეპირი გამოკითხვა ფასდება იმის მიხედვით, თუ
რამდენად სრულყოფილად აქვს ათვისებული მასალა
სტუდენტს; რამდენად დამაჯერებლად გადმოსცემს
სათქმელს; ავლენს თუ არა ანალიზისა და კრიტიკული
აზროვნების უნარს.

1. (შუალედური გამოცდა) კოლოკვიუმი _ 25%

კოლოკვიუმის შეფასების კრიტერიუმები:


1-10 -ის ჩათვლით დახურული ტესტი - (1ტესტი - 1ქულა,
სულ 10 ქულა)
11-დან 20-ის ჩათვლით კითხვები / საკითხები (1 ტესტი 2
ქულა, სულ 20ქულა).
21 -ე საკითხი, ანალიზური ესე , განვლილი მასალიდან. 5
ქულა.
ესეს შეფასების კრიტერიუმები:
5 -4 თემა ამოწურულია, მსჯელობა არგუმენტირებულია, ჩანს
ანალიზის და კრიტიკული აზროვნების უნარი, ასახავს
სტუდენტის სრულყოფილ თეორიული ცოდნას.
3-2 თემა ამოწურულია, აზრი წარმოჩენილია სათანადოდ, ჩანს
ანალიზი და კრიტიკული აზროვნებa , სუსტად ჩანს
3
თეორიული ცოდნა, არასათანადოა ლოგიკური მსჯელობის
უნარი.
2-1ნაწერისუსტია, არჩანს თეორიული ცოდნა,
გვხვდებაუხეშისტილისტური და ენობრივი შეცდომები.
0-ნაწერი არპასუხობს მოთხოვნას ან არ არის შესრულებული.

2. საბოლოო გამოცდა (წერითი) _ 40%

საბოლოო გამოცდის შეფასების კრიტერიუმები:


1-დან 10-ე ტესტის ჩათვლით 10 ქულა (1 დახურული ტესტი
1 ქულა),
მე- 11 ტესტიდან 22-ის ჩათვლით 24ქულა (1 ღია კითხვა 2
ქულა)
23-ე საკითხი ესე, განვლილი თეორიული მასალისა და
ქართული მასმედიის ურთიერთ შესაბამისობის გააზრებით.
6ქ.
ესეს შეფასების კრიტერიუმები:
6-5 თემა ამოწურულია, აზრი წარმოჩენილია
არგუმენტირებულად, ჩანს ანალიზის უნარი, თეორიული
ცოდნა, ტექსტის ლოგიკური მთლიანობა.
4-3 თემა არასრულად არის წარმოჩენილი, სუსტად ჩანს
თეორიული ცოდნა და არგუმენტაციაც სუსტია.
2-1 ნაწერი არასრულფასოვანია, მსჯელობა არ ეფუძნება
თეორიულ ცოდნას, წერის კულტურა დაბალია.
0-ნაწერი არ პასუხობს მოთხოვნას ან არ არის შესრულებული.
საბოლოო გამოცდაზე დაშვების წინაპირობაა 11 ქ.

ძირითადი ლიტერატურა
რიდერი (მომზადებულია წიგნების: ბ. კოვაჩის და ტ.
როზენსტილის ,,ჟურნალისტიკის ელემენტების“,თბ.2006,
მ.დეფლორის და ე.დენისის ,,მასობრივი კომუნიკაციის
გააზრებისთვის“, თბ.2009, ასევე სხვა ქართული და უცხოური
სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით)

სალექციო მასალა და დამატებითი ლიტერატურა (როგორც


ორიგინალური, ასევე ქსეროასლების სახით) ხელმისაწვდომია
თსუ-ის ბიბლიოთეკაში.

დამხმარე ლიტერატურა და 1.დეფლორი/დენისი ,,მასობრივი კომუნიკაციის


სხვა სასწავლო მასალა გააზრებისათვის’, თბ. 2009
2.კოვაჩი ბ, როზენსტილი ტ.ჟურნალისტიკის ელემენტები, თბ.
2006
3. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, თბ. 1990

4
4.მრავალფეროვნება-სახელმძღვანელო სამართლებრივი
პრინციპები ქართული მედიისათვის, ლონდონი, 2005
5.პროფესიული ეთიკის საერთაშორისო პრინციპები
ჟურნალისტიკაში, იუნესკო. 1983
6. ჟურნალისტებისაგან ჟურნალისტებს. თბ. 2007
7.ჟურნალისტური ეთიკა და თვითრეგულირების
მექანიზმები.თბ.2003
8. Gwen Ansell, introduction to journalism,2005
www://books.google.com/books?id
სასწავლო პროცესში გამოყენებული იქნება თანამედროვე
ცალკეული მედიატექსტები და კლასიკური ნიმუშები:

მარკესი გაბრიელ გარსია ,,საუკეთესო საქმე


ამქვეყნად“(თარგმანი)- ჟ.დრომიკოსი 2009, ივნისი, გვ. 38-40
მიგელ დე უნამუნო ,,ანტიპოლიტიკოსები“, წიგნიდან სულის
სიღრმეში, თბ., 1994
ვაჟა-ფშაველა ,,კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი”,
ორტომეული, ტ.2, 1979, გვ.384-487

ჭავჭავაძე ი., „პრესა და პირადობა“, თხზულებათა სრული


კრებული ათ ტომად, პ. ინგოროყვას რედაქტორობით, ტ. VIII,
თბ., 1957

დამატებითი შუალედური და დასკვნითი გამოცდები ჩატარდება


ინფორმაცია/პირობები ფაკულტეტის მიერ დანიშნულ საგამოცდო კვირეულში
თსუ-ის საგამოცდო ცენტრში.

დანართი

სასწავლო კურსის შინაარსი

5
N ლექციის/სემინარის/ თემა სასწავლო მასალა

1 ლექცია

სასწავლო კურსის მიზანდასახულობა,


ცნებები,,ჟურნალისტიკა“,,,კომუნიკაცია“და
რიდერი, გვ.2-18
მათი არსი. გაბრიელ გარსია მარკესი
ჟურნალისტიკის შესახებ. ჟურნალისტიკის
განვითარების ეტაპები. ჟურნალისტიკა
სოციალური ინსტიტუტების სისტემაში.
ადამიანთა კომუნიკაციის საფუძვლები,
ვერბალური და არავერბალური სიმბოლოები.
მასობრივი კომუნიკაციის პროცესი.

სემინარი

გაბრიელ გარსია მარკესი ჟურნალისტიკის


შესახებ. ჟურნალისტიკა, როგორც პროფესიული
საქმიანობის ორგანიზებული სისტემა.
ჟურნალისტიკის განვითარების ეტაპები.
ჟურნალისტიკა სოციალური ინსტიტუტების
სისტემაში. მასობრივი კომუნიკაციის პროცესი.

2 ლექცია

ჟურნალისტური განათლება. ინფორმაცია,


როგორც ჟურნალისტიკის ფუნდამენტური
რიდერი, გვ.18-28
ცნება, ჟურნალისტური ინფორმაციის
სპეციფიკური თავისებურება. მასობრივი
აუდიტორიის გაგება. თანამედროვე
აუდიტორიის განმასხვავებელი ნიშნები,
მასობრივი კომუნიკაციის შინაარსი.

სემინარი

ჟურნალისტური განათლება. ინფორმაცია,


როგორც ჟურნალისტიკის ფუნდამენტური
ცნება, ჟურნალისტური ინფორმაციის
სპეციფიკური თავისებურება.

მასობრივი აუდიტორიის გაგება. თანამედროვე


აუდიტორიის განმასხვავებელი ნიშნები,
მასობრივი კომუნიკაციის შინაარსი.
6
3 ლექცია

მასობრივი ინფორმაციის სისტემური

You might also like