You are on page 1of 4

საარჩევნო სამართალი

ქვიზი #1.

სტუდენტის სახელი გვარი: სანი კოკაია

შევსების ინსტრუქცია: წინამდებარე ქვიზი შედგება 10 კითხვისგან. თითოეული კითხვისთვის,


გათვალისწინებულია 1 ქულა. პირველ სამ კითხვაზე პასუხი თავად უნდა ჩაწეროთ, ხოლო
დანარჩენები კითხვებიდან უნდა აირჩიოთ მხოლოდ 1 სწორი პასუხი.

შესრულებული დავალება გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: nino.rizhamadze@iliauni.edu.ge

გთხოვთ, შესრულებული დავალება გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 9 ივნისის 23:59 საათისა.

გისურვებთ წარმატებას!
1. სრულად პროპორციული წესით ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის
არჩევნებამდე, საქართველოს პარლამენტის რამდენი წევრი აირჩევა
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე? რამდენი პროპორციულით?
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევა საქართველოს
პარლამენტის 85 წევრი. ხოლო რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის 150 წევრი
აირჩევა ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული საარჩევნო
სისტემის საფუძველზე.

2. ვინ შეიძლება აირჩეს საქართველოს პრეზიდენტად და რა ვადით?

საქართველოს პრეზიდენტის არჩევის დროს პირველ რიგში აღსანიშნავია ასაკობრივი ცენზი,


რომლის თანახმადაც მინიმალურ ასაკს წარმოადგებს 40 წელი, პრეზიდენტად შესაძლოა
აირჩეს ის საარჩევნო უფლების მქონე პირი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა
არანაკლებ 15 წლის მანძილზე, რაც შეეხება ვადას, პრეზიდენტი ირჩევა 5 წლის ვადით,
საარჩევნო კოლეგიის მიერ , ღია კენჭისყრის მეშვეობით თუ ვერ მოხერხდება პრეზიდენტის
არჩევა ხელახალი არჩევნები გაიმართება 30 დღის ვადაში, ერთი და იგივე პირს მხოლოდ
ორჯერ შეუძლია რომ დაიკავოს პრეზიდენტის თანამდებობა.

3. რომელი ორგანო ატარებს რეგისტრაციაში საერთაშორისო დამკვირვებლებს და


მათ თანმხლებ თარჯიმნებს; რამდენ საერთაშორისო დამკვირვებელს აქვს
უფლება იმყოფებოდეს საარჩევნო უბანზე ერთი ორგანიზაციიდან?
თავდაპირველად აუცილებელია რომ ავღნიშნოთ ცესკოს ფუნქცია, იგი წარმოადგენს
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედ ტერიტორიულ ორგანოს,
მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებამოსილება არის ადგილობრივი
დამკვირვებლებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია, საარჩევნო
უბანზე ყოფნის უფლებამოსილება შესაძლოა მიენიჭოს საერთაშორისო ორგანიზაციის
არაუმეტეს 2 დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად. როდესაც საერთაშორისო
დამკვირვებლები დაკვირვებას ახორციელებს ერთი საოლქო საარჩევნო კომისიის
ტერიტორიაზე მან რეგისტრაცია შეიძლება გაიაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში. სხვა
შემთხვევაში როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლები დაკვირვებას
ახორციელებენ რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე აუცილებელია
რეგისტრაციისთვის მიმართოს ცეესკოს.
4. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ,
რომელი პრინციპები უნდა დაიცვას საზოგადოებრივ-პოლიტიკური
პროგრამების, გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა ?

☐ პირდაპირობისა და მიუკერძოებლობის პრინციპი

☐ გამჭვირვალობის და პირდაპირობის პრინციპი

☐ საყოველთაობისა და სამართლიანობის პრინციპი

☒ მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი


5. მოცემულ მსჯელობათაგან, რომელი არ არის სწორი?

☐ აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე


☒ ნებადართულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა სახელმწიფო ხელისუფლებისა და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობების მხოლოდ ექსტერიერში
☐ აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საგზაო ნიშნებზე

6. რა მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან უწყებათაშორისი


კომისია?

☐ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და


დარღვევებზე რეაგირების მიზნით

☒ საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის


დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით

☐ საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და


დარღვევებზე რეაგირების მიზნით

☐ საჯარო მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური გადაცდომის გამო


დისციპლინური სახდელების გამოყენების მიზნით

7. რომელი მსჯელობაა სწორი?

☒ კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემისას


კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია

☐ კენჭისყრის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში დასაშვებია


ფოტო და ვიდეოგადაღება

☐ კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო და


ვიდეოგადაღება აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი
შემთხვევისა, როდესაც დაშვებაზე არსებობს ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება

☐ კენჭისყრის სამართლიანად და ობიექტურად ჩატარების უზრუნველსაყოფად კენჭისყრის


კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება ნებადართულია , გარდა კანონით
გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც აკრძალვაზე არსებობს ცესკოს
თავმჯდომარის ბრძანება

8. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რა შემთხვევაში არ გაიცემა ამომრჩეველზე


საარჩევნო ბიულეტენი?
☒ მარკირების პროცედურის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში

☐ იმ შემთხვევაში, როდესაც ამომრჩეველს არ შესრულებია 25 წელი


☐ იმ შემთხვევაში, როდესაც ამომრჩეველს დაზიანებული აქვს მარჯვენა ხელის ცერა და
საჩვენებელ თითზე ფრჩხილი იმგვარად, რომ შეუძლებელია მარკირების
განხორციელება

9. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი მონაცემი არ აღინიშნება ცესკო მიერ


შედგენილ არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში?

☐ ამომრჩეველთა რაოდენობა;

☒ ამომრჩეველთა ვინაობა;

☐ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა;

☐ საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა

10. ვინ არ შეიძლება აირჩეს საქართველოს პარლამენტის წევრად?

☒ მოქალაქე, რომელსაც სასამართლოს განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების


აღკვეთა;

☐ მოქალაქე, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეფარდებული აქვს


ადმინისტრაციული სახდელი;

☐ მოქალაქე, რომელსაც არ აქვს ნასამართლობა;

☐ მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება

You might also like